Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 48

ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის

უნარების განვითარება დაწყებითი კლასების


მოსწავლეებში
2

საკითხავი მასალა 1.

რატომ დაწყებით კლასებში?

თანატოლებთან ურთიერთობა სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება პატარა


მოსწავლეებისთვის. კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით
გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირ შემთხვევაში
უკეთესი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევიან.

ოჯახიდან, ან ჩვეული ბაღის გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზედ


მნიშვნელოვანია, რომ ,,ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. დაცულობის
შეგრძნებას კი პირველ რიგში ახალ ჯგუფთან მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც მეტად
მიღებულია ადამიანი ჯგუფის მიერ და რაც მეტი სიყვარულით ეპყრობიან და აღიარებენ,
მით მეტად უვითარდება მას თვითპატივისცემის გრძნობა, რაც ეხმარება კიდეც ადამიანს
თვითრეალიზაციაში.

რატომ არის თვითრეალიზაცია მნიშვნელოვანი?

თვითაქტუალიზირებული პიროვნება შემდეგი თვისებით გამოირჩევა:

 იგი ადეკვატურად აღიქვამს რეალობას, ჩვეულებრივ მოვლენებშიც ხედავს რაღაც


საინტერესოს;

 ახასიათებს საკუთარი თავის და სხვების მიმღებლობა, ისეთის, როგორიც არის;

 უშუალოა, უბრალო, ბუნებრივი;

 ცენტრირებულია პრობლემებზე და არა საკუთარ ,,მე”-ზე;

 დამოუკიდებელია, ავტონომიური, ახასიათებს ,,ნების თავისუფლება”;

 ახასიათებს საზოგადოებრივი ინტერესი, თანაგრძნობის უნარი,


3

 ახასიათებს კაცობრიობის სიყვარული; ღრმა პიროვნებათშორისი დემოკრატიული


სტილის ურთიერთობები;

 არის ეთიკური და იცავს ზნეობრივ ნორმებს, მიჯნავს მიზანსა და საშუალებებს;

 აქვს იუმორის ფილოსოფიური გრძნობა;

 არის კრეატიული, შემოქმედებითი.

ბავშვები, რომელთაც შეუძლიათ ეფექტური კომუნიკაცია თანატოლებთან, შეუძლიათ


მოვლენის სხვისი თვალით შეხედვა, სხვების ემოციის თუ განზრახვის გაგება, უფრო იოლად
პოულობენ მეგობრებს. რაც დიდ მნიშვნელობას იძენს შემდგომ, მოზარდობის ასაკში.

საკითხავი მასალა 2.

მეგობრული ურთიერთობების დინამიკა

რობერტ სელმანმა (Selman, 1976,1981) შეისწავლა 7-დან 12 წლამდე ბავშვების


მეგობრული ურთიერთობები. მისი კვლევის მეთოდი კოლბერგის მეთოდის მსგავსი იყო.
ისიც ბავშვებს სთავაზობდა დილემურ სიტუაციებს და უსვამდა შეკითხვებს.

დილემა:

,,კეტი და დები ხუთი წლის ასაკიდან მეგობრობენ და საუკეთესო მეგობრები არიან. მათ
მეზობლად ახალი გოგონა გადმოვიდა, ჯანეტი. ჯანეტი ძალიან არ მოეწონა დების,
ვინაიდან, ჩათვალა რომ იგი ზედმეტად პრანჭია და ბაქიაა.
მათ ქალაქში ერთხელ ცირკის მსახიობები ჩამოვიდნენ. ჯანეტმა კეტი დაპატიჟა. კეტი
საგონებელში ჩავარდა. ვინაიდან მანმადე დაპირდა დების რომ საღამოს მას ესტუმრებოდა.
როგორ უნდა მოიქცეს კეტი?”

სელმანმა ბავშვების მსჯელობაზე დაყრდნობით, მეგობრობის 4 სტადია გამოჰყო:


4

I სტადია (6-7 წლამდე) პერიოდს მოიცავს. აღნიშნულ ასაკში მეგობარი არის ის, რომელთანაც
ერთად ბავშვი ზის მერხზე, ვისთანაც ის თამაშობს ხოლმე ეზოში, ვინც მის გვერდით
ცხოვრობს. მათ ჯერ არ შეუძლიათ თავის დაყენება სხვა ადამიანის ადგილზე. ამიტომ
აღნიშნული ასაკის ბავშვების მოსაზრებით კეტი უნდა წავიდეს ცირკში.

II სტადიაზე - (7-9 წელი) ჩნდება იმის განცდა, რომ მეორე ადამიანსაც გარკვეული გრძნობები
გააჩნია. ამ ასაკის ბავშვი ამბობს, რომ კეტი იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს ცირკში, თუ დები
ამის წინააღმდეგი არ იქნება და არ ეწყინება.

III სტადიაზე (9-12 წელი) ჩნდება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მეგობრები არიან
ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ერთმანეთს, ასევე ჩნდება ურთიერთნდობის განცდა. ამ
ასაკის ბავშვები მსჯელობენ, რომ ურთიერთობა კეტისა და დების შორის განსხვავებულია,
უფრო ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობაა, და მათ შორის ჩნდება გარკვეული ნდობა.
ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია მჭიდრო და დროში გამოცდილი ურთიერთობების
შენარჩუნება.

IV სტადიაზე (11-12 წელი) შეუძლიათ გაიაზრონ ურთიერთობა სხვა ადამიანის პოზიციიდან.


ამ სტადიაზე მყოფი ბავშვი ასე მსჯელობს:,, კეტი და დებიმ უნდა გაუგონ ერთმანეთს და
გაარკვიონ სიტუაცია”.

სელმანის თანახმად გარდატეხა მეგობრულ ურთიერთობებში ჩნდება მაშინ, როდესაც


ადამიანს უჩნდება უნარი, თავი წარმოიდგინოს მეორე ადამიანის პოზიციაზე.

საკითხავი მასალა 3.

მეგობრობის ფუნქცია

ადამიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მეორე ადამიანთან ახლო, ნდობაზე


დაფუძნებული ურთიერთობა. მეგობრობის წყალობით ბავშვები იმეცნებენ სოციალურ
5

ნორმებს და ივითარებენ თვითპატივისცემის გრძნობას. V_VI კლასებში აქტუალური ხდება


მიკრო სოციალური ჯგუფების მეგობრობა. მიკრო სოციალური ჯგუფი შეიცავს რამდენიმე
გოგონასა და ბიჭუნას, რომლების რეგულარულად ხდებიან ჩართული გარკვეულ
საქმიანობაში. მეგობრობისას ხშირად ხდება, რომ ბავშვები ავსებენ ერთმანეთს. მაგრამ
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზოგი ბავშვი კლასიდან გარიყული აღმოჩნდება ხოლმე, ეს
საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს ქმნის მათი შემდგომი ადაპტაციისთვის სოციალურ
გარემოში.

სამეგობრო წრიდან გარიყული სწორედ ის ბავშვები აღმოჩნდებიან, რომლებიც ან


აგრესიულობით გამოირჩევიან, ან ზედმეტი სიმორცხვით. გარიყვისა და მუდმივი
ფრუსტრაციის გამო აგრესიულები უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან, მორცხვი და
მშფოთვარე ბავშვები კი მუდმივი თავდასხმის მსხვერპლები.

ბავშვის მდგომარეობა კლასში განაპირობებს მის თვითგრძნობას. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს


კვლევა, იმის გასარკვევად, თუ როგორ აისახებოდა მარტოობა, სოციალური შფოთვა და
იზოლაცია მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე.

აღმოჩნდა, რომ გარიყული ბავშვები საკუთარ წარუმატებლობას მეტად მიაწერენ გარემო


ფაქტორებს, ვიდრე ჯგუფში მიღებული ბავშვები.

ჯგუფი არის ბავშვების შედარებით მყარი ერთობა, რომლებიც მუდამ ურთიერთობენ


ერთმანეთთან და იზიარებენ ღირებულებებს. ჯგუფს აქვს თავის ნორმები, რომელიც ახდენს
გავლენას ჯგუფის თითოეულ წევრზე. ჯგუფს შიგნით მის წევრებს გარკვეული სტატუსიც
გააჩნიათ, ზოგი ლიდერია, ზოგი კი მას ემორჩილება. მაგრამ, 6-დან 12 წლამდე ასაკის
ბავშვების ჯგუფს არ ახასიათებს ძალზედ მკაცრი ნორმები და შიგნით განაწილებული
ნორმები. მაგრამ, სამეგობრო წრე ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს 11-12 წლიანებთან.
ჯგუფს უჩნდება საკუთარი ნორმები, და მისთვის დამორჩილება ძალზედ მნიშვნელოვანი
ხდება მისი წევრებისთვის. ამ პერიოდიდან იწყება გოგონებად და ბიჭუნებად ჯგუფის
გაყოფა, რაც ნარჩუნდება დაახლოებით VIII-IX კლასამდე.
6

დაწყებით კლასების მოსწავლეებთან შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს: საზაფხულო ბანაკში


სთავაზობდენ აქტივობებს, რომელიც ზოგჯერ კონკურენციას, ზოგჯერ კი თანამშრომლობას
მოითხოვდა. აღმოჩნდა, რომ დავალების შესრულების დროს, როდესაც კლასს
სთავაზობდნენ კონკურენტულ გარემოს იზრდებოდა ,,საწინააღმდეგო” ჯგუფის წევრების
მიმართ აგრესია, მაგრამ საკმარისი იყო შეეთავაზებინათ თანამშრომლობაზე
ორიენტირებული დავალება, მაშინვე იხსნებოდა ჯგუფის წევრებს შორის დაძაბულობა.

აქვე გამოკვეთეს ის თვისებები, რომელიც განაპირობებდა აღნიშნულ ასაკში თანატოლებს


შორის პოპულარობას და მიიღეს შემდეგი მონაცემები: პოპულარული ბავშვები მეტად
მონაწილეობენ საერთო საქმეებში, შეუძლიათ თანამშრომლობა და თანატოლთა დახმარება.
ეს ბავშვები აგრეთვე გამოირჩევიან წარმატებით სასწავლო, სპორტულ თუ რომელიმე სხვა
საქმიანობის სფეროში.

მაგრამ კვლევებით ერთი საინტერესო რამ გამოიკვეთა: I და II კლასელ მოსწავლეებს


უჩვენებდნენ ფილმს ,,პრობლემურ მოსწავლეზე”,(რომელსაც მსახიობი ასრულებდა), ის
კლასსაც გარიყული ჰყავდა. ფილმის ყურების შემდეგ მასწავლებელი ხაზს უსვამდა
მოსწავლის დადებით მხარეებს. დისკუსიის დროს მოსწავლეები დადებითად ახასიათებდნენ
მოსწავლეს. ამგვარად, ,,პრობლემური” მოსწავლის მიღებით, მასწავლებელს შეუძლია
მოახდინოს გავლენა ბავშვის სტატუსზე კლასში.

3.1. კონფორმულობა

ბავშვებში სწრაფვა იმისკენ, რომ რომ შეესატყვისებოდეს გარკვეულ ნორმებს, იქნება ეს


უფროსების, თუ სამეგობრო წრის მოთხოვნები, სრულიად ჩვეული მოვლენაა.

მაგრამ, ისეც ხდება, რომ ბავშვი ზედმეტად ცდილობს ნორმებთან შესატყვისობას. ეს


შეიძლება გარკვეულ საფრთხესაც შეიცავდეს, მეტად კი მაშინ, როცა ჯგუფის ნორმები არც
თუ ისე მისაღებია.
7

მეტად კონფორმული ბავშვები გარკვეული თვისებებით გამოირჩევიან, ესენია:


არასრულფასოვნების გრძნობა, მომატებული შფოთვა და ყველაფერ ამასთან ერთად
ძალზედ დამოკიდებულნი არიან სხვათა მოსაზრებაზე. ამას შესაძლოა ჰქონდეს როგორც
დადებითი, ისე უარყოფითი შედეგიც. მაგ., თუ ჯგუფში სასწავლო მოტივაცია მაღალია, ეს
დადებითად აისახება ჯგუფის სხვა წევრებზეც.

მიიჩნევა, რომ ჯგუფის ნორმებთან შესატყვისობას მეტად ცდილობენ ვაჟები, ვიდრე


გოგონები.

კონფორმულობას უმცროს სასკოლო ასაკში თავის დანიშნულებაც გააჩნია. ბავშვები,


უსაფრთხო ოჯახური გარემოდან ხვდებიან ახალ წრეში, რომელთანაც მიკუთვნელობულობა
უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოების განცდას სკოლაში. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს
დაბალანსებული ავტონომიურობა და ჯგუფთან მიკუთვნებულობა.

ვინაიდან, კომფორმულობა შეიძლება როგორც დადებითად აისახოს ბავშვის განვითარებაზე


(მაგ., სწავლის მოტივაცია), მაგრამ ამავდროულად შეიძლება გამოიწვიოს ,,განსხვავებული”
წევრების გარიყვა.

3.2. ,,ჩვენები”, ,,სხვები” და სტიგმა

სტიგმა - ეს არის ნეგატიური დამოკიდებულება ჯგუფის წევრების მიმართ, რომლებიც რაღაც


ნიშნით განსხვავდებიან ჯგუფისაგან. ის მოაიზრებს არსებობას ,,ჩვენენიანების” - იმ
ადამიანებისა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს რაღაც საერთო და ,,სხვებისა” - რომლებიც
გარკვეული ნიშნით განსხვავდებიან ,,ჩვენიანებისგან”. რაც განაპირობებს კიდეც
დისკრიმინაციას. დისკრიმინაცია არის მოქმედება, რომელიც ,,სტიგმაზე” დაყრდნობით
გარიყავს განსხვავებულ წევრებს.

3.3. მეტსახელები
8

გახსოვთ დრო, როდესაც კლასში ბავშვები გარკვეული ,,მეტსახელით” მოგმართავდნენ? ზოგს


შეიძლება გაგიმართლათ და თქვენი მეტსახელი ,,დადებით კონტექსტს” მოაზრებდა. მაგრამ,
თუ მეტსახელი ,,ოთხთვალა” ან ,,ტორმუზა” იყო, ალბათ ეს დიდ ტკივილს გაყენებდათ.

უმცროს სასკოლო ასაკში ,,მეტსახელების” ფუნქცია ტომ ჰარემ იკვლია. კვლევაში აშშ-ს,
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, მექსიკის, იაპონიისა და არაბეთის ქვეყნების 1000 ბავშვი
მონაწილეობდა. მათი ასაკი 5-დან 15 წლამდე იყო.

მკვლევარის მოსაზრებით, ბავშვებს უფროსებისგან განსხვავებული, თავის სამყარო გააჩნიათ,


სადაც ,,მეტსახელს” გარკვეული ფუნქცია გააჩნია. მეტსახელი ბავშვის გარკვეულ
თავისებურებას უსვამს ხაზს. ბავშვს, რომელსაც მეტსახელი არ გააჩნია, ჰარეს მოსაზრებით,
გარკვეული უნიკალური თავისებურებაც არ გააჩნია. მაგრამ მეტსახელი ზოგჯერ
დისრიმინაციის კონტექსტს მოიაზრებს, და ხაზს უსვამს იმ თვისებას, რომელიც ჯგუფის
ნორმების მიხედვით სასურველი არ არის. თანაც, ,,მეტსახელის” მატარებლისთის შეიძლება
ძალზედ მტკივნეული იყოს.

საკითხავი მასალა 4.

რას ნიშნავს ეფექტური კომუკიკაცია?

რა არის ეფექტური კომუნიკაცია?

ეფექტურია კომუნიკაცია, რომელიც გულისხმობს არა მარტო ინფორმაციის მიწოდებას,


არამედ მიღებას. მისი მიზანია სასურველი საპასუხო რეაქციის გამოწვევაა მეორე ადამიანში.

მაშასადამე, ეფექტურია კომუნიკაცია, თუ ერთი მხარე იაზრებს მეორე მხარის მიერ


მიწოდებულ ინფორმაციას და აკეთებს შესაბამის კომენტარს.
9

იმისთვის, რომ შევძლოთ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, საჭიროა გავითვალისწინოთ


კონკრეტული ადამიანის თავისებურება, ვწვდეთ თითოეული მათგანის სუბიექტურ
რეალობას.

რა არის სუბიექტური რეალობა? ყველა ადამიანს, მათ შორის ბავშვს, თავისი სუბიექტური,
უნიკალური შინაგანი სამყარო აქვს. ერთსა და იმავე ობიექტურად არსებულ მოვლენას
სხვადასხვა ადამიანი, თავისი სუბიექტური რეალობიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირად
აღიქვამს. ხშირად ჩვენ გვგონია, რომ კონკრეტულმა მოვლენამ სხვაშიც ისეთივე გრძნობები
უნდა გამოიწვიოს, რაც ჩვენში, მაგრამ, ფაქტობრივად ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის
მოვლენა თავისთავად, არამედ ის საზრისი, რასაც ჩვენ მასში ვდებთ.

სუბიექტური რეალობა შედგება:

ღირებულებათა სისტემისგან. ღირებულებათა სისტემა არის ის, რასაც მნიშვნელობა ენიჭება


ადამიანის მიერ. ღირებულებათა სისტემას განსაზღვრავს ადამიანის ასაკი, სქესი, აღზრდის
სტილი, ის კულტურა, რომელშიაც ბავშვი ვითარდება. მაგ., მოსწავლეს სჯერა, რომ
დახმარება კარგია და როგორც თავად ეხმარება თანაკლასელებს სხვებიც მას უნდა
დაეხმარონ.

გონებრივი წარმოდგენები (ანუ შემეცნებითი რუკები). აღზრდის ამა თუ იმ სისტემის


წარმომადგენელს საკუთარი წარმოდგენები ან ინფორმაცია აქვს სხვადასხვა საკითხთან
დაკავშირებით. მაგ., მოსწავლე შეიძლება მიიჩნევდეს, რომ გადააწერინოს დავალება
თანაკლასელს, ეს კარგი დახმარებაა, და წინააღმდეგობაში მოვიდეს მასწავლებელთან ან
თანაკლასელთან, რომელსაც განსხვავებული წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ
რა არის დახმარება.

აღქმების თავისებურებანი. თითოეული ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე


მოვლენას და ასეთი განსხვავებულობანი უამრავია. ხშირად ჩვენი აღქმები ჩვენი ილუზიებია
და არა რეალობა. ბავშვს განსხვავებული აღქმა აქვს იმის მიხედვით, თუ რა გარემოში
იზრდება.
10

ყოველივე ზემოთთქმულისგან შეიძლება დავასკვნათ: იმისათვის რომ შევძლოთ ეფექტური


კომუნიკაციის დამყარება, აუცილებელია სუბიექური რეალობის წვდომა და
გათვალისწინება.

კომუნიკაციის სახეები

კომუნიკაციის პროცესი მოიცავს ინფორმაციის გადაცემის, მისი მიღებისა და მიღებულ


ინფორმაციაზე რეაგირების ეტაპებს. ინფორმაციის გადაცემა ხდება როგორც სიტყვების
საშუალებით, ასევე სიტყვების გარეშე და წერილობით; ინფორმაციის მიღება საკმაოდ
რთული პროცესია და მიმღებისგან მოითხოვს ყურადღების მიპყრობას, მოსმენასა და
ინფორმაციის გაგებას - შინაარსის წვდომას. კომუნიკაციის პროცესი მხოლოდ ინფორმაციის
მიღებით არ სრულდება. იგი ინფორმაციაზე მიმღების რეაგირებასაც მოიცავს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა შეიძლება


მოხდეს სიტყვიერად, უსიტყვოდ და წერილობით. ამის მიხედვით განასხვავებენ
კომუნიკაციის სამ სახეს:
ვერბალური კომუნიკაცია - სიტყვების, მეტყველების საშუალებით მიმდინარე კომუნიკაცია.
არავერბალური კომუნიკაცია - კომუნიკაცია სიტყვების გარეშე, ხმის ტონის, მანერების,
გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმისა და პიროვნებათშორისი სივრცის მეშვეობით.
წერილობითი კომუნიკაცია - წერითი ურთიერთობის დამყარება ადრესატთან.

დღეს ჩვენ შევეხებით ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას.

4.1. ვერბალური კომუნიკაცია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვერბალური კომუნიკაცია ენის საშუალებით ხდება. სიტყვიერ


კომუნიკაციაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის შინაარსი, რომელსაც სიტყვებში
ვდებთ.
11

იმისათვის, რომ შევძლოთ ეფექტური ვერბალური კომუნიკაცის დამყარება, აუცილებელია


შემდეგი მომენტების გათვალისწინება:

ხმა - რადგან მეტყველება არა მხოლოდ შინაარსის გადაცემის, არამედ ურთიერთობის


საშუალებააცაა, მოსაუბრის ხმის ხმის სიმაღლეს, ტემბრს, ტონს, მკაფიობას, რეგულაციას,
პროექციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

სასურველი ეფექტის მისაღწევად, შინაარსთან შესაბამისად და სიტუაციიდან გამომდინარე,


სასურველია, ვცვალოთ ხმის დონე, ბგერის სიმაღლე, ტონი, მკაფიობა გამომხატველობა.

დაწყებით კლასში პედაგოგი მოსწავლისთვის მისაბაძი ეტალონია, ამიტომ გთავაზობთ


რამდენიმე პრაქტიკული რჩევას, როგორ გამოიყენოთ ხმა კლასში ეფექტური კომუნიკაციის
დასამყარებლად:

 კლასში სიტუაციის შესაბამისად ცვალეთ ხმის ტემბრი და ტონი, თქვენი ხმა უნდა
გამოხატავდეს ემოციას. მაგ. თუ ვინმეს აქებთ, თქვენი ხმა უნდა იყოს სასიამოვნო,
ხალისიანი, თუ რაიმე გვიხარია, ხმაში სიხარული უნდა იგრძნობოდეს, ხოლო თუ
დისციპლინაზე ვსაუბრობთ, ხმა უნდა იყოს მომთხოვნი.
 მოერიდეთ ხმამაღლა საუბარს. ცნობილია, რომ ხმამაღლა მოსაუბრე
მასწავლებელს ჰყავს ხმაურიანი კლასი.
 მკაფიოდ და ნათლად გამოთქვით სიტყვები, ამ დროს ხმადაბლა ნათქვამიც
გასაგები იქნება მთელი კლასისთვის;
 საუბრისას იყავით გაწონასწორებული და დაწიეთ ხმა, რადგან ხმის სიდაბლე
მნიშვნელოვნების შეგრძნებას ბადებს, ხოლო გაწონასწორებული და მშვიდი
საუბარი მსმენელზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს.
 თუ ზოგიერთ სიტუაციაში აუცილებელია ჩქარი საუბარი, ყურადღება მიაქციეთ
გამოთქმებს.

სამეტყველო ენა - მოსწავლეებში მეტყველების უნარის გასავითარებლად უდიდესი


მნიშვნელობა აქვს როგორი ენით მეტყველებს პედაგოგი.
12

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მასწავლებელს, როგორ გამოიყენოს სამეტყველო ენა კლასში


ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად:
 ვესაუბროთ მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის ნაცნობი ლექსიკის
გამოყენებით;
 ეტაპობრივად მივაწოდოთ მოსწავლეებს ახალი ტერმინოლოგია, ფრაზეოლოგია,
უცხო სიტყვები შესაბამისი განმარტებებით.

პაუზა - ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად პაუზის სწორად გამოყენებას დიდი


მნიშვნელობა აქვს.
პაუზის სწორად გამოყენება ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად:
 გააკეთეთ პაუზა საკითხის მნიშვნელობის ხაზგასასმელად;
 გააკეთეთ პაუზა, სანამ მოსწავლე პასუხს გასცემს თქვენს მიერ დასმულ კითხვას,
მიეცით მოსწავლეს დრო მოსაფიქრებლად;
 გაკეთეთ პაუზა, როცა მოსწავლეები კლასში ხმაურს იწყებენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ პაუზისათვის საუკეთესო დროა სამი წამიდან თხუთმეტ წამამდე.
ვერბალური კომუნიკაცია მხოლოდ დადებით შინაარსს არ გულისხმობს. ხშირად იგი
მოიცავს კრიტიკასაც, მასწავლებლის მხრიდან მის ტაქტიანად გამოყენებას დიდი
მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებთან ეფექტურური კომუნიკაციის დასამყარებლად.

კრიტიკული შენიშვნების გამოთქმისას ეცადეთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

ყურადღება გაამახვილეთ ფაქტებზე, ან მოსწავლის კონკრეტულ ქცევაზე და არა თავად


მოსწავლეზე. მაგალითად, დავალების ცუდად შესრულების შემთხვევაში აღნიშნეთ "ამ
დავალებაში ორი შეცდომა გაქვს გასასწორებელი" და არა "ცუდად ასრულებ დავალებებს,
თავიდან გააკეთე". კრიტიკული შენიშვნა ჩამოაყალიბეთ დადებითი სიტყვებით. მაგ: იმის
ნაცვლად, რომ თქვათ: "დღევანდელი ვარცხნილობა საშინლად არ გიხდება" თქვით
"გუშინდელ ვარცხნილობაში ბევრად უკეთ გამოიყურებოდი".
13

მიანიშნეთ, სადაც ეს შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნა


მოსწავლეზე ზრუნვით არის გაპირობებული. მაგ. ნაცვლად იმისა რომ თქვათ "შენს მიერ
შესრულებული პროექტი არ ვარგა” თქვით, "მინდა, რომ საუკეთესო შთაბეჭდილება
მოახდინოს შენმა პროექტმა და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხელახლა გადახედავ და
შენიშვნებს გაითვალისწინებ”

გამოთქვით კრიტიკული შენიშვნა პირველ პირში. მაგ. ნაცვლად იმისა რომ თქვათ "ეს რა
საშინელად დაგიწერია საშინაო დავალება", თქვით "სიმართლე გითხრა, დღეს შენს მიერ
შესრულებული დავალება არ მომეწონა". ცხადად გამოხატეთ კრიტიკა.

ერიდეთ ორაზროვანი სიტყვების გამოყენებას. ბევრი ფიქრობს რომ კრიტიკული შენიშვნის


ბუნდოვან ფრაზებში მოქცევა, ამცირებს კრიტიკით მიყენებულ უსიამოვნებას. კვლევები
მიუთითებენ, რომ ეს ასე არ არის და ყოველთვის ჯობს შენიშვნა ცხადად იქნეს გამოხატული.

თავი აარიდეთ კრიტიკის ბრძანების ფორმით გამოხატვას, ანდა პიროვნებისგან მისი ქცევის
შეცვლის მოთხოვნას. მაგ. ნაცვლად იმისა რომ თქვათ "ასე ჩაცმული როგორ მოხვედი
სკოლაში?" თქვით "არ აჯობებდა , სკოლისთვის უფრო შესაფერი რამ ჩაგეცვა?”

შეეცადეთ კრიტიკული შენიშვნები პირისპირ ურთიერთობისას გამოთქვათ, სხვების


დასწრების გარეშე. კრიტიკის მოსმენა განსაკუთრებით მტკივნეულია სხვების
თანდასწრებით. მისი ზემოქმედება ნაკლებ მძიმედ აღიქმება როცა მარტო ხარ
გამკრიტიკებელთან.

არავერბალური კომუნიკაცია

არავერბალური კომუნიკაცია ნიშნავს კომუნიკაციას სიტყვების გარეშე. იგი გულისხმობს


კომუნიკაციას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების,
თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის
მეშვეობით.
14

მოზრდილი ადამიანი არავერბალურ კომუნიკაციას ფართოდ იყენებს. დადგენილია, რომ


კომუნიკაციის 60 პროცენტზე მეტს სწორედ არავერბალური კომუნიკაცია შეადგენს. ამასთან,
როდესაც არავერბალური კომუნიკაცია არ შეესატყვისება ვერბალურს, ე.ი. როდესაც
ადამიანი ერთს ამბობს, ხოლო მისი სხეული ან ხმის ტონი საწინააღმდეგოს მეტყველებს,
ინფორმაციის მიმღები უპირატესობას არავერბალურ მანიშნებლებს ანიჭებს და ნაკლებად
უჯერებს ნათქვამს.
არავერბალური კომუნიკაცია აძლიერებს ან ამცირებს ვერბალურს და დამოკიდებულია
იმაზე, თუ რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ვერბალური და არავერბალური სიგნალები.
მნიშვნელოვნია, განუვითაროთ მოსწავლეებს სხვების ემოციური მდგომარეობის გაგების
უნარი.

აქტიური მოსმენის ტექნიკა

რა განსხვავებაა სიტყვებს შორის _ „მესმის“ და „ვუსმენ“. როდესაც ბგერები და სიტყვები


ჩვენს სმენით აპარატში შემოიჭრება, - გვესმის. „მესმის“ რაიმე სირთულესთან არ არის
დაკავშირებული, ხოლო „ვუსმენ“ მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას. მოსმენა თავის მხრივ
არის პასიური და აქტიური. შეიძლება პასიურად ვუსმენდე მასწავლებელს და არავითარ
ძალისხმევას არ მივმართავდე, რომ მოსმენილი უკეთ გავიგო. აქტიური მოსმენა
გულისხმობს გაგების პროცესსაც, როცა არა მხოლოდ უსმენ ნათქვამს, არამედ იმასაც
ცდილობ, რომ უფრო ღრმად ჩასწვდე საუბრის დედააზრს.

4. 2. აქტიური მოსმენა

აქტიური მოსმენის ტექნიკა გულისხმობს თანამოსაუბრის პრობლემისა და მდგომარეობის


სწორ გაგებას, თანაგრძნობას და იმავდროულად დახმარებას ორი თვალსაზრისით: 1.
თანამოსაუბრე უკეთ გაერკვეს და გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა და 2. კონფლიქტური
სიტუაციის დროს დაპირისპირებულმა მხარეებმა კონსტრუქციულად მიიტანონ
ერთმანეთთან სათქმელი, ჩაერთონ სასარგებლო დიალოგში და შეამცირონ კონფლიქტი.

გამოყოფენ აქტიური მოსმენის ოთხ ფაზას:


15

 აღქმა – ინტერპრეტაციას აძლევენ;


 შეფასება – ადამიანებს ტენდენცია აქვთ შეაფასონ რაც მოისმინეს და გაიგეს.
კრიტიკული რეაქცია დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ გაუგბრობა.
 რეაქცია – ვერბალური და არავერბალური რეაქციები აადვილებენ აქტიურ
მოსმენას.

აქტიური მოსმენის ტექნიკის ელემენტებია:

მოსმენის განწყობა და შესაბამისი „სხეულის ენა“:

აქტიური მოსმენის დროს აუცილებელია განწყობა, რომ ისე გაუგო თანამოსაუბრეს, როგორც
მას უგრძვნია საკუთარი პრობლემა ე.ი. მნიშვნელოვანია თანამოსაუბრის სუბიექტურ
რეალობაში წვდომა. სასურველია, მსმენელის „სხეულის ენამ“ გამოხატოს შესაბამისი
განწყობა. მისი გამომეტყველება, ჟესტი და მიმიკა უნდა გამოხატავდეს იმას, რომ იაზრებს
მთხრობელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

არარეფლექსური მოსმენა;
ეს არის მოსმენის ისეთი ხერხი, როცა მოსმენა ხორციელდება ანალიზისა და რეფლექსიის
გარეშე, რათა სტიმული მისცე თანამოსაუბრეს ბოლომდე გამოთქვას სათქმელი. ეს არის
ყურადღებიანი დუმილის პროცესი. მხოლოდ და მხოლოდ პაუზების დროს გამოითქმება
მოკლე სიტყვები: „დიახ“, „მესმის“, „აჰა“, „ოჰო“...
როდის არის სასარგებლო არარეფლექსური მოსმენის გამოყენება?

 როცა თანამოსაუბრე აქტიურად გამოთქვამს თავის სათქმელს;


 როცა თანამოსაუბრეს უჭირს თვითგამოხატვა და საჭიროა სტიმულირება, რათა ეს
სირთულეები თვითონ გადალახოს.

არარეფლექსური მოსმენის ხერხის გამოყენება უსარგებლოა:

 როცა თანამოსაუბრეს არ ააქვს საუბრის სურვილი;


16

 როცა მსმენელის მიერ გამოთქმული მოკლე სიტყვები აღქმულია ან როგორც


დათანხმება, ან საუბრის შეწყვეტისკენ მოწოდება, ან მსმენელის უარყოფითი
დამოკიდებულება მისი პოზიციისადმი.

გარკვევა და დაზუსტება;
გარკვევისა და დაზუსტების მიზანია, რომ მხოლოდ მსმენელმა კი არ მიიღოს
დაზუსტებული ინფორმაცია, არამედ თანამოსაუბრეც უკეთ გაერკვეს საკუთარ სათქმელში.
ეს კი ხორციელდება კითხვების დასმით. კითხვის დასმის სტილი უნდა იყოს
არადირექტიული. მაგალითად, „ხომ არ მოყვებოდი“ და არა „აბა მოყევი...“. (კითხვათა
ტიპებსა და კითხვის დასმის ტექნიკას ქვემოთ ცალკე შევეხებით).

რეფრაზირება;
მსმენელი თანამოსაუბრის ნათქვამის დედააზრს აბრუნებს უკან, რაც საშუალებას აძლევს
თანამოსაუბრეს, უფრო ცნობიერად გამოკვეთოს თავისი პრობლემა, სიტუაცია თუ
მდგომარეობა.
რეფრაზირების წესებია;

 რეფრაზირებით არ უნდა გავაწყვეტინოთ თანამოსაუბრეს ლაპარაკი, იგი


ხორციელდება პაუზის დროს, რაც სტიმულის მიმცემია მოსაუბრისთვის;
 რეფრაზირების დროს აისახება ნათქვამის დედააზრი და არა თანმხლები ემოცია;
 რეფრაზირება უმეტესად მაშინ გვჭირდება, როცა თანამოსაუბრის ნათქვამი
ნათელია, მაგრამ გვსურს მისი სტიმულირება. რათა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს
და უფრო მკაფიოდ გამოხატოს თავისი აზრი.
 რეფრაზირება ეხმარება თვითონ თანამოსაუბრეს დაინახოს, სწორად უგებენ თუ არა
მას.

შეჯამება;
17

ამ დროს უფრო სრული სახით ხორციელდება მსმენელსა და თანამოსაუბრეს შორის


უკუკავშირი. თუ თანამოსაუბრეს არ ეთანხმებით, უმჯობესია ჯერ უკუკავშირის სახით
მიაწოდოთ შეჯამებული აზრი და მხოლოდ შემდეგ გამოთქვათ კონტრარგუმენტები.
შეჯამება ხელს უწყობს თანამოსაუბრეს მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრები და
განავითაროს ისინი.

გრძნობათა არეკვლა.
ემოციური მხარდაჭერა კომუნიკაციის მეტად მნიშვნელოვანი ხერხია. ამ დროს მოსაუბრეს
უკუკავშირისას ვუგზავნით შეტყობინებას მისი გრძნობების შესახებ; ვაგრძნობინეთ, რომ მას
გავუგეთ. ემოციური არეკვლის გამომხატველი ფრაზებია: „მე მგონი აღელვებული ხარ...“,
„ხომ არ გრძნობ, რომ...“
აქტიური მოსმენის ყველა ხერხს აერთიანებს ერთი ნიშან-თვისება – უკუკავშირი მსმენელსა
და მოსაუბრეს შორის. აქტიური მოსმენის ტექნიკაში არის რეალიზებული არადირექტიული,
ანუ ჰუმანისტურ-ფსიქოლოგიური მიდგომის ძირითადი პრინციპები.

აქტიური მოსმენის ტექნიკების ცოდნა და გამოყენება დაეხმარება პედაგოგებს არა მხოლოდ


მოსწავლეებთან, არამედ კოლეგებთან და მშობლებთან უფრო ნაყოფიერ და ეფექტურ
ურთიერთობაში.

საკითხავი მასალა 5.

რა არის კონფლიქტი?

კონფლიქტი და კონფლიქტური სიტუაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.


მართალია, კონფლიქტი მასში მონაწილე მხარეებისთვის საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ
ადამიანს შესწევს ძალა მათ სამართავად ან მოსაგვარებლად.
კონფლიქტი არის უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა ინდივიდებს ან ჯგუფებს შორის.
ძირითადად ხუთი ტიპის კონფლიქტს განიხილავენ:
18

1. ღირებულებითი (დაკავშირებული ამა თუ იმ მოვლენის მიმართ გარკვეულ


დამოკიდებულებებთან);
2. ინფორმაციული (დაკავშირებული ინფორმაციის სიმცირე/სიჭარბესთან ან
დეზინფორმაციასთან);
3. ურთიერთდამოკიდებულებითი (რომელსაც ქმნის ურთიერთობის ნაკლებობა ან
არარსებობა);
4. ინსტიტუციური (დაკავშირებულია საზოგადოების წესებთან, ნორმებსა და
კანონებთან);
5. ინტერესთა (დაკავშირებული მოთხოვნილებთან ან ქცევებთან).

ამ ტიპის კონფლიქტები ხშირია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგ შემთხვევაში,


ერთდროულად რამდენიმე სახის კონფლიქტი იჩენს თავს.

ნებისმიერ კონფლიქტს თავის მიმდინარეობაც გააჩნია და მას ქარბორბალას სახით


წარმოადგენენ ხოლმე.

კონფლიქტი საწყისი პრობლემით იწყება, შემდეგ მას მოჰყვება პრობლემათა მომრავლება,


შემდეგი სტადია კომუნიკაციის დამახინჯებაა, რაცაც მტრული ალიანსების ჩამოყალიბება და
საბოლოოდ კომუნიკაციის გაწყვეტა მოსდევს.

მაგ., შეიძლება დაწყებით კლასში კონფლიქტი იმ მიზეზით დაიწყოს, ომ ორივე მოსწავლეს


ერთსა და იმავე მერხზე სურდეს ჯდომა. რასაც შეხლა - შემოხლა მოჰყვეს. სასკოლო
პრატიკიდან კარგად იცით, რომ ,,დაპირისპირებულ“ მოსწავლეებს დასახმარებლად
მეგობრები ან მშოლები გამოექომაგონ, რასაც ზოგჯერ კომუნიკაციის გაწყვეტა ახლავს
ხოლმე თან.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტების მოგვარებას,


დაკავშირებულია იმ მცდარ შეხედულებებთან, რომლებიც კონფლიქტის
შესახებ არსებობს. ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ:
 უმჯობესია კონფლიქტს თავი ავარიდოთ _ დროთა განმავლობაში
19

 ნებისმიერი პრობლემა თვითონ მოგვარდება, დროსთან ერთად სირთულეებიც


მიდის;
 თუ ორ ადამიანს შორის კონფლიქტია, ეს ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობას საფრთხე
ემუქრება _ კონფლიქტი ურთიერთობების გაფუჭების ნიშანია;
 კონფლიქტი პიროვნებათშორის ურთიერთობებს აზიანებს;
 კონფლიქტი დამანგრეველია, რადგან ის ჩვენი პიროვნების უარყოფით
მხარეზე მიუთითებს;
 ნებისმიერ კონფლიქტში უნდა იყოს წაგებული და მოგებული _
რადგანმიზნები შეუთავსებელია, ერთმა უნდა მოიგოს და მეორემ
წააგოს.

ნებისმიერი ეს დაშვება მცდარია და როგორც ქვემოთ ვნახავთ, ხელს უშლის კონფლიქტის


მოგვარებას. კონფლიქტის მოგვარების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორი
დამოკიდებულება აქვთ კონფლიქტში ჩართულ ადამიანებს კონფლიქტის მიმართ. ზოგ
შემთხვევაში კონფლიქტმა შეიძლება ადამიანებს შორის არსებული განსხვავებებისა და
უთანხმოებების გადაწყვეტას და ფაქტიურად, მათ შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას
შეუწყოს ხელი. სხვა შემთხვევაში კი, კონფლიქტმა შეიძლება ურთიერთობას ზიანი მიაყენოს
_ გააჩინოს ეჭვი, სევდა, თვითპატივისცემის დაქვეითება და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია,
კონფლიქტი არ გულისხმობს, რომ აუცილებლად ერთმა მხარემ უნდა მოიგოს და მეორემ
წააგოს. ორივე მხარე შეიძლება იყოს გამარჯვებული. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დავამყაროთ
არა კონფლიქტისგან თავისუფალი ურთიერთობები,არამედ ვისწავლოთ კონფლიქტის
ეფექტური მოგვარების გზები, რათა კონფლიქტის შემთხვევაში ორივე მხარემ მოგებულად
იგრძნოს თავი.

კონფლიქტის მოგვარების ხერხები

სიტუაციების გარჩევის შემდეგ დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ არსებობს


კონფლიქტის მოგვარების მრავალი ხერხი. ისინი ძირითადად 3 ტიპად შეიძლება დაიყოს.
მოგება – მოგება - ისეთ გადაწყვეტილებამდე მისვლა, როდესაც ორივე მხარე მოგებულია;
მოგება – წაგება - ასეთ კონფლიქტში მხოლოდ ერთი მხარე იგებს;
20

წაგება – წაგება - კონფლიქტი ორივე მხარისთვის წამგებიანია.


მაგალითად, ავიღოთ ბურთის გამო მოჩხუბარი ბავშვები. უფროსი ჩაერევა, და ან ორივეს
ერთად ათამაშებს, ან თანაბარი დროით მისცემს თითოეულ მათგანს. თუ უფროსი მხოლოდ
ერთ ბავშვს ათამაშებს, მაშინ მხოლოდ ერთი მათგანი იქნება მოგებული, ხოლო თუ უფროსი
ბურთს ორივეს წაართმევს, მაშინ ორივე წაგებული იქნება.
კონფლიქტის გადასაჭრელად სხვადასხვა სტრატეგია არსებობს: განრიდება, კონკურენცია,
კომპრომისი, თანამშრომლობა (მოლაპარაკება) და შეგუება.

საკითხავი მასალა 6.

რა უნარის განვითარება არის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი?

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასერტიული ქცევა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონფლიქტის


მოგვარებას და დესტრუქციული დაპირისპირების თავიდან აცილებას.

ასერტიულობა პიროვნული თვისება არ არის, ის უნარია, რომლის სწავლა შეიძლება.


ასერტიულობა – უნარი, გამოხატო საკუთარი სურვილები, გრძნობები, საჭიროებები და
დაიცვა საკუთარი უფლებები ისე, რომ ანგარიში გაუწიო სხვების გრძნობებს და არ
დაარღვიო მათი უფლებები.

ამ მხრივ, მას აგრესიულ და პასიურ ქცევასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. სანამ
ასერტიულობის შესახებ დეტალურად ვისაუბრებდეთ, ზოგადად გავეცნოთ რას ნიშნავს
ურთიერთობის პასიური, აგრესიული და ასერტიული სტილი.

ურთიერთობის პასიური სტილი. პასიურად ურთიერთობის დროს ადამიანი პირდაპირ არ


ავლენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩვეულებრივ, სურვილს არაპირდაპირი გზით,
არავერბალური მანიშნებლების დახმარებით გამოხატავს, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ
სურვილს სხვებს უქვემდებარებს ან მათზე მთლიანად უარს ამბობს. თუ ისეთი თხოვნით
მიმართავენ, რომლის შესრულებაც არ სურს, უარის ნაცვლად უამრავ ბოდიშს იხდის ან
21

საბოლოოდ ამ თხოვნას მაინც ასრულებს. როდესაც დისკუსიაში მონაწილეობს, ხშირად


საუბარს იწყებს ფრაზით: "ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ", ან "დარწმუნებული არ ვარ" ,
"ალბათ, ამას არ უნდა ვამბობდე."

პასიური სტილის დროს, ადამიანი ლაპარაკობს ნაზი და სუსტი ხმით, საუბრობს


გაუბედავად და შესვენებებით. როგორც წესი, მისი სხეული მოხრილია და დგომისას
საყრდენს ეძებს. თვალებით კონტაქტი გაძნელებულია _ საუბრისას ცდილობს მოსაუბრეს არ
შეხედოს, იყურება ქვემოთ ან განზე, რადგან ხშირად ამბობს იმას, რასაც არ ფიქრობს.

ურთიერთობის აგრესიული სტილი. აგრესიული ურთიერთობის დროს ადამიანი საკმაოდ


კარგად გამოხატავს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს, მაგრამ, როგორც წესი, ამას
სხვების უფლებებისა და გრძნობების ხარჯზე აკეთებს. მისთვის დამახასიათებელია სხვების
დამცირება, დაცინვა. უყვარს შეტევაზე გადასვლა, თუ რაღაც ისე არ არის, როგორც მას სურს.
მისი წინადადება იწყება მიმართვით "შენ" , ხშირად იყენებს ისეთ კატეგორიულ ტერმინებს,
როგორიცაა "ყოველთვის", "არასოდეს". მოვლენებს კი ისე აღწერს, რომ თვითონ ყოველთვის
მართალი და სხვაზე უკეთესი გამოვიდეს. როდესაც ადამიანი ურთიერთობის აგრესიულ
სტილს მიმართავს, მისი უპირატესობა და სიძლიერე ვლინდება. მისი ქცევა შეიძლება
გამოიხატოს სამარისებური დუმილით, აგდებული იუმორით ან გააფთრებული ყვირილით.
ხმამაღალი ლაპარაკისას ან ყვირილისას ხშირად იქნევს ხელებს და მაგიდაზე მუშტის
დაკვრაზეც არ ამბობს უარს. ის იმდენად დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომ
რეალურად სხვებს მაშინაც კი არც უსმენს, როცა ისინი დასმულ კითხვაზე პასუხობენ.

ურთიერთობის ასერტიული სტილი. ასერტიული ურთიერთობის დროს ადამიანი


საჭიროებებსა და გრძნობებს პირდაპირ გამოხატავს, თუმცა ამავე დროს, ანგარიშს უწევს
სხვების გრძნობებსა და უფლებებს. სხვებს ყურადღებით უსმენს და მათ შესატყვის
უკუკავშირს აძლევს. მოლაპარაკებისა და კომპრომისისადმი ღიაა, თუმცა არა საკუთარი
სურვილებისა და უფლებების დათმობის ხარჯზე. შეუძლია პირდაპირ გამოხატოს თხოვნა
და სხვის თხოვნაზე უარით, ასევე პირდაპირ პასუხობს. ადვილად შეუძლია ქათინაურის
თქმა და მიღება, არც საუბრის დაწყება უჭირს და არც დასრულება. კრიტიკასაც მტრული და
თავდაცვითი პოზიციის გარეშე იღებს. როდესაც ადამიანი ასერტიულად მოქმედებს, მისგან
22

სიძლიერე და ემპათია ვლინდება. მისი ხმა მშვიდი, მტკიცე და კარგად რეგულირებულია.


თვალებით კონტაქტის დამყარებისას თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა დაჟინებული
მზერა არ ახასიათებს. თვალებით კონტაქტი ღია და გულწრფელი აქვს, პოზა კი გამართული.

რატომ უწყობს ხელს ასერტიულობა მწვავე დაპირისპირების თავიდან


აცილებას?

პირველი, ასერტიულობა თვითგახსნის ფორმას წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში, იმის


თქმა თუ რას ვგრძნობთ და ვფიქრობთ, ხელს ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობს.
მაგალითად, თქვენ ეუბნებით თანამშრომელს, ვისთანაც ოთახში ზიხართ: "თუ შეიძლება,
საბუთებს რომ აიღებ, მერე ადგილზე დააბრუნე, თორემ შენს მაგივრად ამის გაკეთება მე
მიწევს". თითქოს სერიოზული არაფერია, მაგრამ თქვენი თანამშრომელი რაც უფრო გაზრდის
საბუთების მოხმარების სიხშირეს, თქვენი გაღიზიანების ხარისხიც გაიზრდება, რაც
შეიძლება კონფრონტაციით დასრულდეს.

მეორე, ასერტიული ადამიანები პატივს სცემენ მეორე ადამიანის თავაზიანობას, გონიერებასა


და გაწონასწორებას. მათი გზავნილი, რომელიც მეორე ადამიანისკენ მიემართება ასეთია:
"ჩვენ ორივე საკმაოდ თვითდარწმუნებული, გონიერი და ოპტიმისტი ადამიანები ვართ.
ერთად ჩვენს ურთიერთობაში არსებული ნებისმიერი სირთულის მოგვარებას შევძლებთ."
შედეგად, ასერტიულობა ურთიერთობის მახასიათებელი ხდება, რაც ურთიერთნდობის
ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მესამე, ასერტიულობა უბრალოდ ამარტივებს ადამიანებთან კომუნიკაციას. საკუთარი


საჭიროებებისა და მოთხოვნების პირდაპირ, მშვიდად და ნათლად გამოხატვა, გამოთქმული
მოსაზრების სწორად გაგებასაც უწყობს ხელს და ორივე მხარის ნერვულ სისტემას თუ
დროსაც ზოგავს.
23

ასერტიული ადამიანები სხვების საჭიროებებსა და უფლებებს პატივს სცემენ, ამიტომ, მათ


მიერ გამოთქმული მოსაზრებები თანამშრომლობაზე უფროა მიმართული, ვიდრე შეჯიბრზე.
ასერტიული ადამიანები ურთიერთობისას უფრო დასაბუთებას ეყრდნობიან, ვიდრე
იძულებასა და ძალადობას, ეს კი მეორე მხარეს თვითპატივისცემას უზრდის. საპასუხოდ,
ისინი მოსაუბრის მიმართ კითილგანწყობას ამჟღავნებენ. ჩვენ პატივისცემითა და
ყურადღებით ვეპყრობით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავის ღირებულებისა და
პატივისცემის გაზრდაში გვიწყობენ ხელს. ამიტომ, მათ თხოვნას ყურადღებით ვეკიდებით.
ასერტიული ადამიანი გულღია, პირდაპირი და გულწრფელია, ამიტომ პრობლემის "ზუსტ
მიზანში ამოღება" მისთვის უფრო ადვილია. ამას ვერ ვიტყოდით აგრესიულ ადამიანებზე,
რომლებსაც ხშირად ის ძირითადი საკითხიც კი ავიწყდებათ, რის გამოც დაიწყო დისკუსია.

საკითხავი 7.

როგორ დავეხმაროთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარის


განვითარებაში?

 კლასთან ერთობის, მიკუთვნებულობის გრძნობის განვითარება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახლის უსაფრთო გარემოდან მისული ბავშვისთვის მეტად


მნიშვნელოვანია ახალ ,,ოჯახთან” კლასთან შერწყმა და მასთან ერთიანობის განცდა. ხშირად
ბავშვების ,,არასასურველი ქცევა” გამოწვეულია იზოლაციით და მარტოობის გრძნობით.
ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ასოციალური ქცევით, ცდილობს ყურადღების მიპყრობას.
იმისთვის, რომ ბავშმა თავი არ იგრძნოს იზოლირებულად, საჭიროა, რომ მან მიიპყროს
ყურადღება თავისი ,,პირადი ისტორიით”. თუ ვინ არის, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, რა
არის მისი საყვარელი საქმიანობა. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა
იზრუნოს თვითპრეზენტაციის უნარის განვითარებაზე, გამოჰყოს დრო, როდესაც
მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ საკუთარი თავის შესახებ ან რაიმე მოვლენაზე საკუთარი
მოსაზრებებს დააფიქსირებენ.
24

ამგვარი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემური ბავშებისათვის, რომლებიც


დაინახავენ, რომ მათი ცხოვრება საინტერესოა პედაგოგისა და მოსწავლეებისათვის.

 თვითპატივისცემის უნარის განვითარება

იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარ თავზე საუბარი, აუცილებელია, რომ


მასწავლებელმა ხაზი გაუსვას თითოეულის ღირებულებასა და უნიკალურობას. ამიტომ
მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იზრუნოს მოსწავლეებში დადებითი მე-კონცეფციის
ჩამოყალიბებაზე. ამისათვის საჭიროა, მივიღოთ ისინი ისეთებად როგორებიც არიან,
შესრულებულ აქტივობებზე მივცეთ უკუკავშირი, სადაც აქცენტი გაკეთდება როგორც ძლირ
მხარეებზე, ამავდროულად იმ მხარებზე, რომელიც მეტად განვიტარებას საჭიროებს.

წარმოუდგენელია პოზიტიური მე-კონცეფციის ჩამოყალიბება, თუ მასწავლებელი თვითონ


არ ეპყრობა მოსწავლეებს პატივისცემით. როგორ შეიძლება, რომ უფროსმა გამოხატოს
მოსწავლეთა მიმართ პატივისცემა? ამისთვის კონკრეტული ინსტრუქციები არსებობს. ბავშვი
მაშინ გღძნობს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას, როდესაც უფროსი გარკვეულ
მოვლენაზე მისი მოსაზრებით ინტერესდება. ,,რა გვასწავლა ამ შემთხვევამ”? ,,რას გრძნობ
ახლა?” ბავშვისადმი პატივისცემა მაშინაც ვლინდება, როდესაც მასწავლებელი ,,იარლიყებს”
არ აწებებს მოსწავლეებს და სახელით მიმართავს.

 დამოუკიდებლად ან ჯგუფთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების უნარის


განვითარება

აღნიშნული უნარის გასავითარებლად აუცილებელია, მოსწავლეებს განივითაროთ


სიტუაციის გაანალიზების და ჯგუფთან თანამშრომლობის წესები. როდესაც ჯგუფი იღებს
გარკვეულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა წევრმა გამოთქვას,
დაასაბუთოს საკუთარი მოსაზრება. ამის მიღწევა კი ჯგუფური მუშაობის მეთოდებით
(გონებრივი იერიშის, დისკუსიის გამოყენებით არის შესაძლებელი).
25

 ემპათიის გრძნობის განვითარება

ემპათიის გრძნობის განვითარება შესაძლებელია ინტერესის გაღვივებით იმის მიმართ, თუ


რას გრძნობს ან რას ფიქრობს სხვა ადამიანი.

 პიროვნული განვითარების ხელშეწყობა

თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლე განვითარდეს როგორც სრულფასოვანი პიროვნება,


მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეუწყოთ მას ხშირად გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და
მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად კი არ იმოქმედოს, არამედ მასაც მივცეთ არჩევანის
თავისუფლება. პიროვნულ განვითარებას კი დიდად ეხმარება შემოქმედებაზე
ორიენტირებული დავალებები.

 გრძნობების გამოხატვის უნარის განვიტარება

ხშირად ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას ხელს უშლის ეფექტური კომუნიკაციის უნარის არ


ქონა. როდესაც ბავშვს უჭირს მოსაზრების გამოთქმა, დაცვა და შემდეგ სხვისი მოსაზრების
გაგება. აქ ორ პრობლემას ვაწყდებით ხოლმე: მოსწავლე ან მუდამ ემორჩილება სხვას, ან არ
შეუძლია სხვისი მოსმენა და ყველას საკუთარ მოსაზრებას ახვევს.

 სტრესისა და შფოთვის დაძლევა

მნიშვნელოვანია, ბავშვებს განუვითაროთ საკუთარი ემოციებისა თუ მოსაზრებების


გამოთქმის უნარი. რაც უფრო თავისუფლად საუბრობენ მოსწავლეები საკუთარ გრძნობებზე,
მით უფრო კარგი კლიმატია კლასში. ამავდროულად, პედაგოგი უნდა დაეხმაროს
მოსწავლეებს დროის ან დღის რეჟიმის რაციონალურად განაწილებაში. ამით მცირდება
სტრესის ან შფოთვის დონე.

 პრობლემების ძალადობის გარეშე მოგვარების უნარის განვიტარება


26

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განუვითაროთ ბრაზის მართვის და კონფლიქტების


მოგვარების უნარი. რომ ბრაზი ისეთივე ემოციაა, როგორც სიხარული ან აღფრთოვანება.
გარკვეულ სიტუაციაში ყველა ადამიანი განიცდის ბრაზს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ
მასთან გამკლავება ან ასერტული ქცევით გამოხატვა.

 ბალანსი პიროვნულ თავისუფლებასა და ჯგუფში მჭიდრო ურთიერთობებს შორის.

თანამედროვე, კონკურენტული გარემო დიდ აქცენტს აკეთებს პიროვნულ თავისუფლებაზე,


საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. რაც ზოგჯერ ახალ პრობლემას,
მარტოობის განცდას იწვევს. ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვებს განუვითაროთ
თანამშრომლობის უნარი, რაც თანამშრომლობითი სწავლების დროს მეტად ეფექტურად
მიიღწევა, ვიდრე კონკურენტული სწავლების დროს.

 მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება

მნიშვნელოვანია, მასწავლებელი კარგად იცნობდეს თავის კლასს, აქტივობების დასახვისას


გაითვალისწინოს მოსწავლეთა უნიკალური თავისებურებები, ამავდროულად იზრუნოს იმ
უნარების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს სხვებთან ურთიერთობას და კარგ
თვითგრძნობას კლასში. მაგ., ძალზედ მოტივირებულ, პერფექციონისტ ან რიგიდულ
ბავშვებს უნდა დავეხმაროთ განტვირთვასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში,
ძალზედ განებივრებულებს - ემპათიისა და თანაგრძნობის უნარის განვითარებაში.

პერფექციონისტი - ანუ ,,ფრიადოსნის სინდრომი” - ასეთი ბავშვები მუდამ


ორიენტირებულნი არიან წარმატებაზე, ნებისმიერი დავალების ,,უზადო” შესრულებაზე. მათ
ეშინიათ შენიშვნის, ამიტომ თუ გრძნობენ, რომ დავალება რთულია, ურჩევნიათ საერთოდ არ
შეასრულონ, ვიდრე საკუთარი მისამართით კრიტიკა მოისმინონ.

რიგიდული - ბავშვი, რომელსაც უჭირს ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლა, რთულად


ეცვლება გუნება-განწყობილება. უჭირს გეგმების შეცვლა.
27

როდის და რა მეთოდებით უნდა ვიზრუნოთ აღნიშნული უნარების განვითარებაზე

აღნიშნული უნარების განვითარება სასწავლო პროცესის მიღმა შესაძლებელია


სადამრიგებლო საათზე, ინტერაქტიული თამაშების სახით. თამაშის დროს ბავშვი
ღებულობს ახალ შთაბეჭდილებას, სოციალურ გამოცდილებას, თან ოდნავ განსხვავებული,
სახალისო სახით. თამაშის შემდგომ მნიშვნელოვანია ბავშვებთან თამაშის განხილვა, რათა
მოხდეს ხაზგასმა, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული თამაში. მნიშნელოვანია თითოეული
თამაშის სემდეგ ბავშვმა გამოტქვას აზრი და შთაბეჭდილებები თამაშის შემდგომ.

თავის წარდგენა ჯგუფის წინაშე

აქტივობა 1. ,,ჩემი გერბი”.


მიზანი: მე-კონცეფციის ფორმირება, რეფლექსია, თვითპრეზენტაცია;
მასალა: თაბახის ფურცლები, ფანქრები.
მიმდინარეობა: მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ღერბის შაბლონს და სემდეგ
აქტივობას სთავაზობს: ღერბი იყოფა სამ ნაწილად. ერთ ნაწილში სთხოვს მოსწავლეებმა
დახატონ საკუთარი განწყობა ან ხასიათი. ეს შეიძლება იყოს გაცინებული კაცუნა ან
სერიოზული. იმის მიხედვით თუ როგორ განწყობაზე არიან მოსწავლეები ყველაზე ხშირად.
მეორე ნაწილში იხარება მოსწავლის ,,ჰობი” ანუ საყვარელი საქმიანობა. მესამე ნაწილში კი
მოსწავლის თვალით წარმოდგენილი მომავალი (შეიძლება იყოს მომავალი პროფესია).
მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ ღერბს სასურველია ჰქონდეს დევიზი, ცხოვრების კრედო.
პატარა მოსწავლეებს შეიძლება სევთავაზოთ, რომ დაწერონ თუ რას უსურვებდნენ საკუთარ
თავს. მაგ დაარულონ ფრაზა ,,მე მინდა ვიყო . . .”დავალების შესრულების შემდეგ
მოსწავლეები დავალებას წარადგენენ კლასის წინაშე.

აქტივობა 2. ,,ჩემი ისტორია”


28

მიზანი: მე-კონცეფციის ფორმირება, რეფლექსია, თვითპრეზენტაცია.


მიმდინარეობა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს პატარა ბარათებზე დაწერონ თავის
დახასიათება. მაგ., მე ვარ ბიჭუნა 7 წლის, მყავს პატარა დაიკო, ძალიან მიყვარს ხატვა და
ფეხბურთის თამაში და ა.შ. მოსწავლე, რომელიც ასრულებს დავალების შესრულებას, თავის
ბარათს პედაოგს აძლევს. ის კი ურევს ბარათებს და რიგრიგობით კითხულობს მოსწავლეთა
ისტორიებს. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, თუ ვის ისტორიას კითხულობდა
მასწავლებელი. მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ უთანხმდება თამაშის წესზე, რომ
მოსწავლეები მხოლოდ მას შემდეგ გამოსთქვავენ მოსაზრებებს, რაც მასწავლებელი
ისტორიის კითხვას დაასრულებს.

აქტივობა 3. ,,შეშლილი მეცნიერი”


მიზანი: მე-კონცეფციის ფორმირება, რეფლექსია, თვითპრეზენტაცია.
მიმდინარეობა: მასწავლებელი შემდეგ ინსტრუქციას სთავაზობს მოსწავლეებს.
წარმოიდგინეთ, რომ შეშლილმა მეცნიერმა თქვენი ორეული გამოიგონა. ის იმდენად გგავთ
გარეგნულად, რომ მშობლებს და თქვენს მეგობრებს დიდად გაუჭირდებათ თქვენი
ერთმანეთისგან გარჩევა. როგორ მიახვედრებთ მათ რომ ეს თქვენ ხართ? ეს შეიძლება იყოს
რაიმე უნარი, საყვარელი ფრაზა და ა.შ.

აქტივობა 4. პოსტერი ,,ყველაფერი ჩემ შესახებ"

მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, მონაწილეებისათვის ემოციური განწყობის გამოხატვის


შესაძლებლობის მინიჭება, ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემის გაღვივება.

მასალა: დიდი ზომის ქაღალდი, ფერადი ფანქრები

მიმდინარეობა: თითოეულ ბავშვს აქვს დიდი ზომის ქაღალდი, რომელზეც უნდა დახატონ
თავისი თავი. დაწერონ ან დახატონ მათი საყვარელი ხილი, საჭმელი, საყვარელი შინაური
ცხოველი, რა მოსწონთ ან არ მოსწონთ სკოლაში და სხვ. შემდეგ კლასს გააცნობენ თავს
პოსტერის მეშვეობით.
29

აქტივობა 5. ,,შეცდომების ამოცნობა"

მიზანი: ყურადღების განვითარება, ჯგუფის წევრების სახელების და გვარების დახსომება.

მიმდინარეობა: მასწავლებელი კითხულობს სიას, ოღონდ შეცდომით ასახელებს ზოგიერთი


მოსწავლის სახელს ან გვარს. ბავშვები ფეხზე უნდა ადგნენ მხოლოდ მაშინ, თუ
მასწავლებელი სწორად ასახელებს სახელსა და გვარს.

აქტივობა 6. ,,ჩვენ ვგავართ ერთმანეთს”.


მიზანი: ერთმანეთის გაცნობა, მსგავსი თვისებების აღმოჩენა, კლასის შეკვრა;
მასალა: ფორმატის ფურცლები, მარკერები.
მიმდინარეობა: მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ან 5 კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს
სთავაზობს ჩამოწერონ ის თვისებები, ინტერესები ან თავისებურებები, რომელიც ჯგუფის
ყველა წევრს ახასიათებს. მაგ., ამისთვის საჭიროა დასვან შეკითხვები: რა არის შენი
საყვარელი საჭმელი? საყვარელი საქმიანობა, გყავს და ან ძმა? შინაური ცხოველები?
ფორმატზე უნდა დაიწეროს მხოლოდ ის თვისებები, რითაც ჯგუფის წევრები ჰგვანან
ერთმანეთს. სამუშაოდ თითოეულ ჯგუფს 15 - 20 წუთი ეძლევა, რის შემდეგაც ჯგუფები
წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. მოსწავლეთა მიერ შესრულებული პლაკატები რჩება
გაკრული. შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, ტუ რა მსგავსება ახასიათებს მთელ
კლასს? აღნიშნული მსგავებას ან ხაზი ესმება ან ახალი პლაკატი კეთდება და რჩება კედელზე.

ემპათიის გრძნობის განვითარება

აქტივობა 7.
მიზანი: ურთიერთგაცნობა, ჯგუფის შეკვრა, განტვირთვა
მიმდინარეობა: მასწავლებელი კლასს სთავაზობს ჯგუფებად დაყოფას. ჯგუფების ადგილად
შეიძლება გამოიყოს კლასში კუთხეები და მოსწავლეების ასე განაწილდნენ, ან უბრალოდ
ხელის აწევას სთხოვს. მაგ., დადექით ფანჯარასთან, ვინც ხართ ზაფხულში დაბადებული,
მოპირდაპირე მხარეს, ვინც ხართ ზამთარში დაბადებული ან ხელი აიწიეთ ვისაც უყვარს
30

ნაყინი ან უყვარს ხატვა. მასწავლებელი ასახელებს ისეთ თვისებებს, რომელიც მისი აზრით
კლასის უმრავლესობას ან უმცირესობას ახასიათებს.

აქტივობა 8.
მიზანი: ადამინთა შორის განსხავებების ან მსგავსებების დაფიქსირება, მისი მნიშვნელობის
გააზრება;
მასალა: თაბახის ფურცლები, ფანქრები და ფლომასტერები.
მიმდინარეობა: მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დახატონ ადამიანი.
მოსწავლეთა ნამუშევრებს ამაგრებს დაფაზე და სთხოვს, დააკვირდნენ ჰგავს თუ არა მათი
ნამუშევრები ერთმანეთს. მოსწავლეთა ნამუშევრები ბუნებრივია განსხვავდება
ერთმანეთისგან. მასწავლებელი სვამს შეკითხვას:,,რა აჯობებდა, რომ ყველა ნამუშევარი
ზუსტად ერთნაირი ყოფილიყო თუ განსხვავებული?”
როგორ ფიქრობთ კარგია რომ ჩვენ ყველას განსხვავებული თვისებები, სახის ნაკვთები
გაგვაჩნია? ყველა ზუსტად ერთნაირები რომ ვიყოთ რა სირთულეს წავაწყდებოდით?

აქტივობა 9. ,,ქარი უბერავს მისთვის, ვისაც . . .


მიმდინარეობა: მასწავლებელი სკამებს წრიულად განალაგებს. მაგრამ სკამი ერთით
ნაკლებია, ვიდრე მონაწილე. მასწავლებელი ასახელებს ჯგუფის წამყვანს, რომელიც წრის
შუაში დგება და ტრადიციული ფრაზის შემდეგ ასახელებს თვისებას, რომელიც მას გააჩნია
და სავარაუდოდ ჯგუფის სხვა წევრებსაც უნდა ახასიათებდეს. თუ აღმოჩნდება, რომ ჯგუფის
სხვა წევრებსაც გააჩნიათ აღნიშნული თვისება, მათ უნდა გაუცვალონ ადგილი მონაწილეებს.
მაგ., ,,ქარი უბერავს მისთვის, ვინც დღეს სკოლაში მოვიდა”, ან ,,ვისაც უყვარს ვაშლი და ა.შ”.
წამყვანამაც უნდა დაასწროს დაჯდომა. ვინც ფეხზე დარჩება, ის ხდება წამყვანი და შემდეგ
ის დაასახელებს თვისებას.

აქტივობა 10.
მიზანი: შემწყნარებლობის, ემპათიის, მხარდაჭერის უნარის განვითარება;
მასალა: თაბახის ფურცლები, კალმები ან ფანქრები.
31

მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს. სასურველია, მერხების


წრიული ფორმით ორგანიზება. მასწავლებელი უხსნის მონაწილეებს თამაშის
მიმდინარეობას. რომ მათგან მასწავლებელი აირჩევს დამხმარეს, რომელიც შეასრულებს
პედაგოგის დავალებას. პედაგოგი ასევე ჯგუფს მისცემს გარკვეულ დავალებას. თამაშის
მსვლელობისას მონაწილეები არ შეიძლება შევიდნენ კონტაქტში ,, დამხმარესთან”, მხოლოდ
თამაშის დასრულების შემდეგ აფასებენ მის როლს(აქ პედაგოგმა ხაზი უნდა გაუსვას,
რომ ,,დამხმარე” პედაგოგის დავალებებს ასრულებს და ,,არაფერ შუაშია”, თამაშის
განხილვისას მხოლოდ როლი უნდა შეფასდეს).

მასწავლებელი ჯგუფს შემდეგ დავალებას სთავაზობს: დახუწონ თვალები და დახატონ ის


რასაც მასწავლებელი დაავალებს. ,,დამხმარეს” კი სთავაზობს მასწავლებლის ნიშანზე
მივიდეს თითოეულ მოსწავლესთან და აკრიტიკოს.
მასწავლებელი შემდეგ ინსტრუქციას სთავაზობს ჯგუფს: ფურცლის მარჯვენა ზედა კუთხეში
დაწერონ სახელი, ფურცლის შუაში კი დახატონ სამკუხედი, სამკუთხედის თავზე დაწერონ
ციფრი 5 და ა.შ.

4-5 ინსტრუქციის შემდეგ იცლება ,,დამხმარე” მას ევალება ჯგუფის თითოეულ წევრთან
მისვლა და გამხნევება: ,,ყოჩაღ, კარგად გამოგდის, ძალიან რთული დავალებაა”. თავად კი
ჯგუფს მსგავს დავალებას სთავაზობს. სასურველია, რომ ,,მეორე დამხმარე” იყოს ადამიანი,
რომელიც თანაკლასელთა მიმართ ხშირად

თამაშის დასრულების შემდეგ წამყვანი შემდეგ შეკითხვებს უსვამს ჯგუფს:

რომელი როლის შემსრულებლის როლი იყო მეტად სასიამოვნო? რა სჯობს, როდესაც


დავალება არ გამოგდით გაგამხნეონ თუ გაგაკრიტიკონ? თავად რამდენად ხშირად
აკრიტიკებთ ადამიანებს, როდესაც მათ რამ ეარ გამოსდით?

* აღნიშნული დავალების სანაცვლოდ ჯგუფს შეიძლება სხვა რთული დავალებები


შევთავაზოთ: მაგ., რიცხვების თანმიმდევრობით შეერთება, ოღონდ სარკეში ყურებით და ა.შ.
32

აქტივობა 11.

მიზანი: თითოეული ადამიანის ღირებულების გააზრება, ურთიერთგაცნობა;


მასალა: კითხვარი.
მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს.
სადაც სხვადასვა მტკიცებულებები არის ჩამოთვლილი და თითოეულს გარკვეული ქულა
უნდა მიეწეროს.
ნიმუში:

1. დაიწერეთ თითოეულ წევრზე 5 ქულა, თუ ჯგუფის რომელიმე წევრი დადის


მუსიკაზე;
2. თუ თქვენი ჯგუფის წევრის გვარი იწყება ნ ან გ ასოზე დაიწერეთ 5 ქულა თითოეულ
წევრზე;
3. თუ თვენი ჯგუფის რომელიმე წევრი ერთხელ მაიც მომხდარა საშიშ სიტუაციაში,
დაიწერეთ თითო წვრზე 5 ქულა;
4. თუ ჯგუფის რომელიმე წევრს გაუკეთებია ოპერაცია, დაიწერეთ თითო წევრზე 5
ქულა;
5. თუ ჯგუფის რომელიმე წევრი ბოლო 3 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც ყოფილა
კინოში, დაიწერეთ თითო წევრზე 5 ქულა;

* მსგავსი კითხვარი შეგიძლიათ შეცვალოთ ჯგუფის თავისებურებიდან გამომდინარე.


მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა წევრმა გარკვეული ქულა ,,შეიტანოს”.

კითხვარის დასრულების შემდეგ, მასწავლებელი სვამს შემდეგ შეკითხვებს:

o თქვენი აზრით რა მიზანი ჰქონდა თამაშს?

o თუ იყო ჯგუფის წევრი, რომელმაც ქულა არ შეიტანა?

პასუხების შემდეგ მასწავლებელი აჯამებს შეხვედრას და ხაზს უსვამს, რომ როგორც ამ


თამაშში ისე ჩვენს კლასში ჯგუფის თითოეული წევრი ჩვენთვის ღირებულია და ყველას
33

შეაქვს ,,შენატანი” ჩვენს კლასში. ზოგი ძალიან აქტიურია, რითაც კლასს ყოველთვის
აცოცხლებს, ზოგს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და აცინებს კლასს, ზოგიც ძალიან
მშვიდია და დამჯერი, და ჩვენი კლასი იმით არის გამორჩეული რომ ყველანი ასეთი
განსხვავებულები და განსაკუთრებულები ვართ.

აქტივობა 12. ,,ყველაზე ყურადღებიანი”


მიზანი: ერთმანეთის დადებითი თვისებების დაფიქსირების ხელ შეწყობა,
ურთიერთობის ,,გათბობა”.

მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს დავალებას: ,,ამ თამაშით მე მინდა


გამოვავლინო თუ რამდენად ყურადღებიანია ჩვენი კლასი.

იყო ყურადღებიანი ნიშნავს დააფიქსირო როგორც ყველანაირი დეტალი გარემოში, ისე


ადამიანების დადებითი თვისებები”.

მასწავლებელი სთხოვს კლასს დაასახელონ თითოეული ჯგუფის წევრის დადებითი


თვისება. ოღონდ მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გაჩერდება რომელიმე მათგანთან. თუ
დადებითი თვისებების დასახელებისას პაუზა შეიქმნა, მასწავლებელი აგულიანებს
მოსწავლეებს, აბა, მეტად დავძაბოთ ყურადღება ან თვითონ ,,წაახმარებს” გარკვეულ
თვისებას. სასურველია, რომ თითოეულ მოსწავლეზე 2-3 დადებითი თვისება მაინც
დასახელდეს.

თანამშრომლობა

აქტივობა 13. ,,სახელი, მოძრაობა”


მიმდინარეობა: კლასი ქმნის წრეს. მასწავლებელი უხსნის თამაშის წესს მოსწავლეებს. რომ
თითოეულმა მოსწავლემ უნდა დაასახელოს სახელი და განახორციელოს გარკვეული
მოძრაობა. მომდევნო მოსწავლე ასახელებს იმეორებს მის სახელსა და მოძრაობას და ამატებს
თავის სახელსა და მოძრაობას. თამაში გრძელდება მანამ, სანამ თითოეული მოსწავლე არ
34

დაასახელებს სახელს და შეასრულებს მოძრაობას. ყოველი მე-3 ან მე-4 მონაწილის შემდეგ


მთელი კლასი იმეორებს სახელსა და მოძრაობას.

აქტივობა 14. ,,მეზღაპრე”

მიზანი: თანამშრომლობის, ერთმანეთის მოსმენის, მეტყველების, ფანტაზიის განვიტარება.


მასალა: ლოტოს ბარათები;
მიმდინარეობა: მოსწავლეები ქმნიან წრეს, მასწავლებელი მათ ურიგებს 1 ან 2 ბარათს. და
შემდეგ ინსტრუქციას სთავაზობს: ჩვენ ახლა ყველანი მეზღაპრეებად გადავიქცევით და
ერთად ახალ ზღაპარს შევქმნით. ერთ-ერთი მოსწავლე დებს თავის ბარათს და თხრობას
იწყებს: ,,იყო და არა იყო რა იყო ერთი ძაღლი, შემდეგი დებს შემდეგ ბარათს, მაგ., ,,სახლს”
და თხრობას აგრძელებს: ,,ძაღლი პატარა სახლში ცხოვრობდა”.

შესაძლებელია თამაშის გართულება მე-3 კლასში და ინსტრუქციის მიცემა, რომ მოსწავლებმა


წინასწარ ან ნახონ ბარათები და სპონტანურად ,,შეთხზან” ზღაპარი.

აქტივობა 15. ,,ცალკე და ერთად”


მიზანი: თანამშრომლობის, მოლაპარაკების უნარის განვითარება
მასალა: A3 ფორმატის ფურცელი;
მიმდინარეობა: მასწავლებელი წყვილებს ურიგებს ფურცლებს, რომელიც 3 ნაწილად არის
დაყოფილი. მარჯვენა და მარცხენა მხარეს წევრები ხატავენ რაც მათ სურთ, მაგრამ შუაში
ვერცერთი დაიწყებს მუშაობას, სანამ არ მოილაპარაკებენ როგორც კომპოზიციას, აგრეთვე არ
გაინაწილებენ ფუნქციას თუ ვინ რას დახატავს.

აქტივობა 16. ,,ტკბილი პრობლემა”


მიზანი: თანამშრომლობის, მოლაპარაკების უნარის განვითარება
მასალა: ორცხობილები, ხელსახოცი
მიმდინარეობა: მასწავლებელი წყვილებს აჯილდოებს ერთი ორცხობილით და ერთი
ხელსახოცით. სთავაზობს ინსტრუქციას, რომ ვერცერთი ბავშვი ვერ მოკიდებს ხელს
ორცხობილას, თუ არ მოილაპარაკებს მეწყვილესთან.
35

თამაშის დასრულებისას მასწავლებელი აჯერებს მას შეკითხვებით:


o როგორ დაგაჭერით პრობლემა?

o რას მიმართეთ სანამ პრობლემას გადაჭრიდით?

აქტივობა 17. ,,მოქანდაკე და თიხა”


მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება
მასალა: ბარათები სხვადასხვა
ემოციებით: ,,სიხარული”, ,,სიბრაზე”, ,,მოწყენილობა”, ,,გაოცება” და ა.შ.
მიმდინარეობა: მასწავლებელი კლასს ყოფს წყვილებად. წყვილში ერთი იქნება მოქანდაკე და
მეორე თიხა. მოქანდაკე ცდილობს ან სეხებით ან თავის თავზე დემონსტრირებით მეწყვილეს
გარკვეული ემოცია გამოახატინოს. კლასმა უნდა გამოიცნოს თუ რას სთავაზობდა წყვილი.

* სასურველია წყვილებმა გაცვალონ როლები. მოქანდაკეს როლში სასურველია იყოს


მორიდებული მოსწავლე.

აქტივობა 18. ,,ბაბილონის გოდოლი”


მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება.
მასალა: ბარათები სხვადასხვა ასოებით, აგრეთვე რამდენიმე ცარიელი ბარათი;
მიმდინარეობა: მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს თითო ასოს სთავაზობს. მათ უნდა
შექმნან სიტყვები.

აქტივობა 19. ,,გადაეცი ნახატი”.

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა

მიმდინარეობა: თამაშში მონაწილეობას იღებს ყველა ბავშვი. პირველი ბავშვის ხელის


გულზე უნდა დავხატოთ თითით რაიმე ნიშანი, ფიგურა (კვადრატი, წრე, სამკუთხედი,
კლაკნილი ხაზი). ბავშვი დახატავს-გადასცემს ფიგურას მეორე ბავშვის ხელის გულზე და ა.შ.
თამაშის ბოლო მონაწილე ასახელებს მის ხელზე დახატულ ფიგურას. ხდება შედარება
დასახელებული ფიგურის იმასთან, თუ რა იყო დახატული პირველი ბავშვის ხელის გულზე.
36

აქტივობა 20. ,,კონსპირატორი”

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა

მიმდინარეობა: ბავშვები დგებიან წრეში. ერთ-ერთი ბავშვი თვალახვეული დგება წრის


ცენტრში. ბავშვები გადადგილდებიან წრეზე. რამოდენიმე წამის შედეგ მასწავლენელი
ამბობს: “გაჩერდით”. წრეში მდგომმა ბავშვმა ხელის შეხებით უნდა გამოიცნოს ყველა ბავშვი
(ბავშვები ჩუნად არიან). ამოცნობილი ბავშვი გადის წრიდან. გამარჯვებულია ის ბავშვი,
რომელიც ყველაზე ბოლოს ამოიცნეს.

* მისი განხორციელება სასურველია I, II კლასის მოსწავლეებთან

აქტივობა 21. ,,მე მომწონს, რომ შენ ..."

მიზანი: პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება, თანამშრომლობითი უნარების


განვითარება

მიმდინარეობა: მოსწავლები სხედან წრეში. აქტივობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა


ბავშვმა. მან თითოეულ თანაკლასელზე უნდა თქვას მხოლოდ ერთი რამ, რაც მოსწონს მასში:
"მე მომწონს, რომ შენ ..." ეს ბავშვებს ასწავლის დაინახონ ერთმანეთის პოზიტიური
თვისებები და ამაღლებს მათ თვითშეფასებას, როცა ესმით მეგობრებისგან რამდენი რამ არის
მათში მოსაწონი, დადებითი.

რეკომენდაცია: ეს აქტივობა ჩატარდეს წყვილებში. ბავშვებმა უნდა დაწერონ 5 რამ, რაც


მოსწონთ თავის მეწყვილეში და შემდეგ გაუზიარონ.

* აქტივობის შესასრულებლად აგრეთვე შესაძლებელია ძაფის გორგალის გამოყენება. მაშინ


თამაშს ,,აბლაბუდა” დაერქმევა. ჯგუფი ჯდება წრეში. ერთი წევრი ხელზე გაიახვევს ძაფის
გორგალს და ესვრის მეორეს: თან ეუბნება ,,მე მომწონს როცა შენ”, შემდეგ ის ბავშვი
გადაუგდებს სხვას და ასე გაგრძელდება მანამ სანამ ,,აბლაბუდაში” ყველა ბავშვი
არ ,,გაიხლართება”.
37

აქტივობა 22. ,,STOP"

მიზანი: თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

მასალა: დიდი ფორმატის ფურცელი, ფლომასტერები.

მიმდინარეობა: მასწავლებელი წებოვანი ლენტით ამაგრებს ფორმატს, იძახებს რომელიმე


მოსწავლეს, რომელიც 40-60 წამის განმავლობაში ხატავს რაიმეს ფორმატზე. დროის
ამოწურვისას მასწავლებელი ამბობს ,,STOP “. შემდეგ გამოდის სხვა მონაწილე და ახლა ის
აგრძელებს ხატვას ასევე 60 წამის განმავლობაში. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ეს
რომელიმე კონკრეტული მოსწავლის კი არა, მთელი კლასის ნამუშევარია. დეტალების
დასრულების შემდეგ ფორმატი იკვრება კლასში.

აქტივობა 23. ,,დეტექტივი"

მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის განვითარება, ჯგუფის შეკვრა.

მიმდინარეობა: მასწავლებელი ჯგუფიდან ირჩევს 1 მოსწავლეს (უმჯობესია ძლიერი


მოსწავლის არჩევა). ჯგუფის დანარჩენი წევრები ქმნიან წრეს. წრეში ირჩევენ ჯგუფის
ხელმძღვანელს, რომელსაც ევალება გარკვეული მოძრაობების შესრულება. ჯგუფმა ზუსტად
უნდა გაიმეოროს მისი მოძრაობები. ამ დროს ,,დეტექტივი” ჯგუფიდან ზურგშექცევით დგას.
შემდეგ ტრიალდება და შეეცდება ამოიცნოს, თუ ვის მოძრაობას ასრულებს მთელი ჯგუფი.
შემდეგ ინიშნება ახალი დეტექტივი და ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი.

აქტივობა 24. ,,მიჩვენე ხელები"

მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება

მასალა: 1 ფლომასტერი, ან კალამი.


38

მიმდინარეობა: მონაწილეები მჭიდრო წრეს ქმნიან. ერთერთი მონაწილე წრის შუაში დგება.
ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს. მასწავლებელი ჯგუფის წევრებს აწვდის ფანქარს, რომელიც
უნდა გადასცენ ზურგს უკან ისე, რომ წრეში მდგომმა მოსწავლემ ვერ შენიშნოს.

წრეში მდგომი მოსწავლე ახელს თვალებს. მას აქვს უფლება ნებისმიერ მონაწილეს
მოსთხოვოს ხელების ჩვენება. მანაც ორივე ხელი უნდა უჩვენოს. თუ ფანქარი რეალურად მას
აქვს ზურგს უკან, უნდა გადააწოდოს გვერდით მდგომ მონაწილეებს. ვინც ვერ მოასწრებს
ფანქრის გადაწოდებას, ის დგება წრის შუაში.

აქტივობა 25. ,,ხელთათმანები"

მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება.

მასალა: ფურცლები ხელთათმანების გრაფიკული გამოსახულებით და ფერადი ფანქრები.

მიმდინარეობა: მონაწილეები სხედან მერხთთან წყვილებად. მათ ურიგდებათ ფურცლები


ხელთათმანების გამოსახულებით და ფერადი ფანქრების ყუთი.

ეძლევათ ინსტრუქცია: თქვენი ხელთათმანები უნდა გაალამაზოთ. ორნამენტები დაახატოთ,


გააფერადოთ. ოღონდ შეეცადეთ, რომ წყვილებს ერთნაირი ხელთათმანები გქონდეთ,
ვინაიდან ამ თამაშში ის წყვილი გაიმარჯვებს, ვისი ხელთათმანებიც ყველაზე მსგავსი იქნება.

თამაშის დასრულების შემდეგ წყვილების ნამუშევრები კედელზე იკვრება და მოსწავლეებს


ეძლევათ შესაძლებლობა იმსჯელონ, თუ ვისი ნამუშევარია ყველაზე მსგავსი.

აქტივობა 26. ,,თვალდახუჭული ხატვა"

მიზანი: თანამშრომლობის უნარის, წარმოსახვის განვითარება.

მასალა: ფორმატები A 3.
39

მიმდინარეობა: დავალება სრულდება წყვილებში. 2 მონაწილეს ეძლევა თითო ფურცელი.


მასწავლებელი მათ სთხოვს მოილაპარაკონ და ფურცლის შუაში დასვან წერტილი. ამის
შემდეგ უხსნის, რომ მოამზადონ ფლომასტერები მოცემულ წერტილზე, დახუჭონ თვალები
და სანამ მასწავლებელი 10-მდე დაითვლის, ხატონ თვალდახუჭულებმა. ნიშანზე
მოსწავლეები ახელენ თვალებს და უნდა მიამსგავსონ მოცემული ფიგურა რაიმეს და
დაასრულონ კომპოზიცია. ამასთან, მოცემულ კომპოზიციას რაიმე სახელიც უნდა
მოუძებნონ.

აქტივობა 27. ,,ნდობით ვარდნა”

მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება, სიმორცხვის დაძლევა, მიმდინარეობა:


მასწავლებლის მიმართ ნდობის განვითარება

მიმდინარეობა: თამაშში მონაწილეობენ წყვილები. მასწავლებელი და მოსწავლე.


მასწავლებელი დგება მოსწავლის უკან 40-50 სმ-ით. მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლე
ზურგით უნდა გადავარდეს გადავარდეს მასწავლებლის ხელებში.

აქტივობა 28. ,,ფუტკრობანა"

მიზანი: ყურადღების, მეხსიერების განვითარება, თანამშრომლობის უნარის გან-ვითარება.

მასალა: რაიმე პატარა ნივთი (პირობითად თაფლი).

მიმდინარეობა: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფუტკრები ხართ. ერთ-ერთი თქვენთაგანი იქნება


ფუტკრების ,,ხელმწიფე". მე მას თაფლს დავუმალავ, თქვენ კი, რადგან მისი გუნდი ხართ,
უნდა დაეხმაროთ პოვნაში. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ თქმა, თუ სად არის
თაფლი და არც ხელით მინიშნება. შეგიძლიათ მხოლოდ ბგერების -,,ბზზზ” გამოცემა. (თქვენ
ხომ ფუტკრები ხართ),

ოღონდ როცა ხელმწიფე მიუახლოვდება დამალულ თაფლს, თქვენ ხმას უმატებთ, თუ


დასცილდა -ხმას უკლებთ ან საერთოდ ჩუმდებით.

მიმდინარეობა: მასწავლებელი ირჩევს ხელმწიფეს, რომელიც კლასისგან ზურგშექცევით


დგას. მასწავლებელი და ერთ-ერთი მოსწავლე მალავს თაფლს. ამის შემდეგ “ხელმწიფე”
40

ტრიალდება და კლასი ეხმარება მას თაფლის პოვნაში. თამაშის დასრულების შემდეგ ხდება
განხილვა:

 სასიამოვნო იყო ,,ხელმწიფის”როლში ყოფნა?


 სასიამოვნოა ფუტკრების გუნდის წევრის როლში ყოფნა? რატომ?
 ეხმარებოდა თუ არა გუნდი ხელმწიფეს თაფლის ძებნის პროცესში?

განტვირთვა
აქტივობა 1. ,,წვიმა"

მიზანი: განტვირთვა, რელაქსაცია

მიმდინარეობა: ბავშვები დგებიან წრეში. მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას: ჩვენ ახლა


უნდა გავახმოვანოთ წვიმა. როცა ვიტყვი "წვრილი წვეთები" _ გაატკაცუნებთ თითებს,
"წვიმა" _ ხელებს ვირტყამთ მუხლებზე, "ჭექა-ქუხილი" _ ვაბრახუნებთ ფეხებს, "ამოდის მზე"
_ ხელებს მაღლა ვწევთ".

აქტივობა 2. ,,გველეშაპი"

მიზანი: განტვირთვა, ჯგუფის შეკვრა

მიმდინარეობა: ჯგუფის წევრები დგანან ერთმანეთის უკან. პირველი წევრი არის

გველეშაპის თავი, ბოლო წევრი _ მისი კუდი. დანარჩენი წევრები უბრალოდ მისი სხეულია.
გველეშაპს კუდი ექავება და უნდა იკბინოს კუდზე (წინ მდგომი მოთამაშე იჭერს უკანასკნელ
წევრს ისე, რომ ჯგუფი არ არღვევს თავის მთლიანობას).

აქტივობა 3. ,,დავდივართ როგორც...."

მიზანი: განტვირთვა, თვითრეგულაციის, სწრაფად კოორდინირების უნარის განვითარება.

მიმდინარეობა: მოსწავლეები დადიან კლასში. მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას:


დავდივართ ისე როგორც ნელი ადამიანები, დავდივართ ისე როგორც ძალიან ნელი
41

ადამიანები, დავდივართ ისე როგორც ადამიანები წვიმის დროს, დავდივართ ისე, როგორც
ადამიანები ძლიერი სიცხის დროს, ცხელ ქვებზე და ა.შ.

აქტივობა 4. ,,მარწყვი, ბალი, ვაშლი, ხილი"

მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის, სწრაფი კოორდინაციის უნარის განვითარება,


განტვირთვა.

მიმდინარეობა: მოსწავლეები სხდებიან სკამებზე, ქმნიან წრეს. ხდება გადათვლა:

მარწყვი, ბალი, ვაშლი. ეძლევათ ინსტრუქცია: როდესაც წრის შუაში მდგომი მონაწილე
დაასახელებს რომელიმე ხილს, მაგ: მარწყვი. მხოლოდ "მარწყვები" უცვლიან ერთმანეთს
ადგილებს. სიტყვაზე "ხილი" კი ყველა მონაწილე უცვლის ერთმანეთს ადგილს.

აქტივობა 5. ,,გაიმეორე ჩემი მოძრაობა"

მიზანი: ჯგუფის შეკვრა, განტვირთვა.

მიმდინარეობა: მოსწავლეები ქმნიან წრეს.ერთ-ერთი ამბობს თავის სახელს და ასრულებს


გარკვეულ მოძრაობას. შემდეგი მონაწილე იმეორებს მის სახელს, მის მოძრაობას და ამატებს
თავის სახელსა და თავის მოძრაობას. ყოველ მესამე მონაწილეზე მთელი ჯგუფი იმეორებს
ყველას სახელსა და მოძრაობას.

აქტივობა 6. ,,გაიმეორე ჩემი მოძრაობები"

მიზანი: განტვირთვა, ორგანიზაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის

განვითარება.

მიმდინარეობა: ბავშვები ერთმანეთის უკან დგებიან, დადიან ნელა. პირველი ბავშვი


ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს. დანარჩენები იმეორებენ მას. შემდეგ ირჩევენ ახალ
წინამძღოლს და ჯგუფი ახლა მის მოძრაობებს იმეორებს.
42

აქტივობა 7. ,,მოგუგუნე ძრავი"

მიზანი: ბავშვებისთვის რთულად გამოსათქმელი ბგერების წარმოთქმაში გავარჯიშება. ეს


მხიარული და სახალისო თამაშია, რომელიც გამოათავისუფლებს ენერგიას.

მიმდინარეობა: ბავშვები სხედან წრიულად. მასწავლებელი: “ვის უნახავს ნამდვილი


საავტომობილო რბოლა? გახსოვთ, როგორ გუგუნებს ძრავი? ახლა ჩვენც მოვაწყობთ მსგავს
რბოლას წრეში. სპორტული მანქანის ძრავის ხმა არის: “რრრმმმ”. ერთი იწყებს “რრრმმმ” და
სწრაფად მიაბრუნებს თავს მარჯვნივ (ან მარცხნივ) და მეზობელი იმეორებს მაშინვე
“რრრმმმ”-ს და ასევე გადასცემს თავის მეზობელს მარჯვნივ (ან მარცხნივ). ამრიგად,
მოტორის გუგუნი სწრაფად გადაეცემა წრეში სანამ ისევ პირველ ბავშვს არ დაუბრუნდება.
ვინ დაიწყებს?” როცა “ ძრავის გუგუნი” წრეს შემოივლის, მასწავლებელი განაგრძობს: “ჩვენს
მანქანას მუხრუჭიც აქვს. როცა მუხრუჭს ვაჭერთ, გაისმის “იიიიკ”. თუ რბოლის დროს
რომელიმე იტყვის “იიიიკ” ნიშნავს, რომ მანქანა საპირისპირო მიმართულებით იწყებს
მოძრაობას. “მუხრუჭის” დაჭერა შეუძლია ნებისმიერ ბავშვს, მაგრამ მხოლოდ ორჯერ.
შეიძლება ტემპის აჩქარება და შენელება. ბოლოს ყველა ერთად ამუხრუჭებს “იიიიკ”.

აქტივობა 8. ,,დოღი და ოპერატორი"

მიზანი: განტვირთვა, გუნება-განწყობის ამაღლება.

მიმდინარეობა: ბავშვები დგებიან წრეში. მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას:


"წარმოიდგინეთ, რომ მე ოპერატორი ვარ. გადავიღე დოღი, მაგრამ ხმა გამიფუჭდა. თქვენ
ყველანი უნდა დამეხმაროთ გახმოვანებაში. როცა ვახმოვანებთ ცხენების სირბილს
ასფალტზე, მაშინ ხელებს ვირტყამთ მკერდზე, ბალახზე სირბილისას _ ფეხებზე, გუბეების
გადალახვისას _ ლოყებზე, როცა ცხენები ახტებიან ბარიერს _ მაშინ ვიძახით “ჰოპს”, ორმაგ
ბარიერს _ “ჰოპ-ჰოპს”, მაყურებლის ოვაციაზე _ "უუუუ..." ჯგუფი ასრულებს მოძრაობებს
სინქრონულად, რაც ეხმარება ჯგუფს შეჭიდულობის გაზრდაში.

აქტივობა 9. ,,სახლი, ადამიანი, მიწისძვრა"


43

მიზანი: ეს მხიარული და სახალისო თამაშია, რომელიც გამოათავისუფლებს ენერგიას.

მიმდინარეობა: ჯგუფი იყოფა სამეულებად. ორი ერთმანეთს ხელებს ჩაჰკიდებს და ზევით


აწევს _ ესენი არიან "სახლი" _ მესამე მათ შორის დგება და არის "ადამიანი". წამყვანის
დაძახებაზე "სახლი!", სახლები ხელების გაუხსნელად უნდა გაიქცნენ და უნდა მონახონ
ახალი ადამიანი. დაძახებაზე "ადამიანი!" ადამიანები იწყებენ ახალი სახლების ძებნას.
დაძახებაზე "მიწისძვრა!", ყველა უნდა დაიშალოს. იქმნება ახალი სამეულები. წამყვანი ამ
დროს უნდა ეცადოს,რომ სამეულში მოხვდეს. ვინც მარტო დარჩება, ის იქნება წამყვანი.

აქტივობა 10. ,,მანქანები"

მიზანი: ეს მხიარული და სახალისო თამაშია, რომელიც გამოათავისუფლებს ენერგიას.

მიმდინარეობა: ყველა ხელებს წინ სწევს და "პი-პი"-ს ძახილით იწყებს მოძრაობას ოთახში.
წამყვანი დაიძახებს რაიმე ციფრს და ყველა უნდა გაერთიანდეს შესაბამისი რაოდენობის
ჯგუფებად. წამყვანიც ცდილობს რომელიმე ჯგუფში მოხვდეს.. ვინც ვერ მოასწრებს და
მარტო დარჩება, წამყვანი ხდება. ეს თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მცირე ჯგუფების
შესაქმნელად. 1-2 რაუნდის შემდეგ ვასახელებთ იმ ციფრს, რამხელა ჯგუფიც გვინდა
შევქმნათ.

აქტივობა 11. ,,გააკეთე ჩემნაირად!"

მიზანი: ფიზიკური მოთელვა

მიმდინარეობა: წამყვანი ასრულებს მოძრაობებს და ასახელებს სხეულის იმ ნაწილებს,


რომელიც ჩართულია მოძრაობაში. ბავშვებმა მის მიერ შესრულებული მოძრაობები უნდა
გაიმეორონ. წამყვანი წინ გამოშვერილი მაჯების წრიული მოძრაობებით იწყებს. შემდეგ
წრიულად მოძრაობს მისი იდაყვები, შემდეგ მთელი ხელი (მხრიდან დაწყებული). შემდეგ
მხოლოდ მხრების წრიულ მოძრაობას ასრულებს. მას შემდეგ, რაც ხელების გახურება
დასრულდება, მსგავსი თანმიმდევრობით იწყება ფეხების გამახურებელი ვარჯიში.
44

თავდაპირველად წამყვანი იწყებს ცალი ფეხის ტერფის წრიული მოძრაობით


(მნიშვნელოვანია მოძრაობები იყოს ნელი. თუკი ბავშვი ცდილობს ვარჯიში სწრაფად
შეასრულოს, წამყვანი მას სთხოვს ნელა იმოქმედოს). შემდეგ ფეხი მოძრაობს წრიულად
მუხლიდან, შემდეგ კი თეძოდან. ვარჯიშის შემდგომ ეტაპზე წამყვანი მსგავს
თანმიმდევრობას ასრულებს მეორე ფეხზეც. მას შემდეგ რაც კიდურები გახურებულია
წამყვანი წელის წრიულ მოძრაობებზე გადადის (ისევ საშუალო ტემპში). როდესაც მთელი
სხეული გახურდება წამყვანი კისრის წრიულ მოძრაობებს იწყებს, ამ შემთხვევაში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობები იყოს ნელი.

აქტივობა 12. დაიმახსოვრე შენი ადგილი

მიზანი: ყურადღების მეხსიერების განვითარება, განტვირთვა.

მიმდინარეობა: ბავშვები კლასში დგებიან სხვადასხვა ადგილებზე. თითოეულმა უნდა


დაიმახსოვროს თავის ადგილი. მასწავლებლის ნიშანზე ბავშვები წრეში იწყებენ სიარულს.
მასწავლებელი ისევ აძლევს ნიშანს, რათა ბავშვებმა კვლავ

თავისი ადგილი დაიკავონ. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელსაც ერთხელაც არ შეეშალა


ადგილი.
45

ცხრილები
ცხრილი 1.

რა უწყობს ხელს ჩემ კლასში რა უშლის ხელს ჩემ კლასში მეგობრული ატმოსფეროს
მეგობრული ატმოსფეროს დამყარებას? დამყარებას?

მოვლენა 1. 1. .
2. . 2. .
3. . 3. .
4.

არგუმენტი 1. . 1. .
2. . 2. .
3. . 3. .

მაგალითი 1. . 1. .
2. . 2. .
3. . 3. .
4. 4.
46

ცხრილი 2.

ნანიკო ნინი ბუკა კატო კლასი

აქტივობ არგუმენტი არგუმენტი არგუმენ არგუმენტი არგუმენტი


ა1 ტი

აქტივობ არგუმენტი არგუმენტი არგუმენ არგუმენტი არგუმენტი


ა2 ტი

აქტივობ არგუმენტი არგუმენტი არგუმენ არგუმენტი არგუმენტი


ა3 ტი

აქტივობ არგუმენტი არგუმენტი არგუმენ არგუმენტი არგუმენტი


ა4 ტი

აქტივობ არგუმენტი არგუმენტი არგუმენ არგუმენტი არგუმენტი


ა 5 ტი

არგუმენტი არგუმენტი არგუმენ არგუმენტი არგუმენტი


აქტივობ ტი
ა6
47

წარმოსადგენი ანგარიშის სტრუქტურა


 რა მიზანი ჰქონდა აღნიშნული აქტივობების ჩატარებას ჩემ კლასში?
 რომელი აქტივობები გამოვიყენე და რა თანმიმდევრობით? რატომ ავირჩიე სწორედ ეს აქტივობები?
 რომელმა აქტივობებმა იმუშავა კლასში და რატომ?
 რომელმა აქტივობებმა არ იმუშავა და რატომ?
 თუ შეიცვალა კლიმატი კლასში?თუ კი, მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითი.
 რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახეთ აღნიშნული აქტივობების ჩატარებისას?
 რა უკუკავშირი მოქცეს მოსწავლეებმა? გაანალიზეთ მოსწავლეთა შეფასებები.

მონაწილის ანგარიში შეიძლება შემოწმდეს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

კრიტერიმების ჩამონთვალი კი არა

1 ანგარიშში დასახელებულია ადეკვატური და


კონკრეტული მიზანი/ები

2 ანგარიშში ჩამოთვლილია აქტივობები და მათი


თანმიმდევრობა

3 ანგარიშში მოყვანილია არგუმენტი, თუ რატომ არის


არჩეული სწორედ ეს აქტივობები

4 ანგარიშში მოყვანილია თუ რომელმა აქტივობებმა


იმუშავა კარგად და დასაბუთებულია.

5 ანგარიშში მოყვანილია თუ რომელმა აქტივობებმა არ


იმუშავა კარგად და დასაბუთებულია.

6 ანგარიშში აღწერილია, შეიცვალა თუ არა კლასის


კლიმატი, მოყვანილია კონკრეტული მაგალითები

7 ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლეთა


უკუკავშირი.

უკუკავშირი 1.

1. სამი დადებითი შეფასება დღევანდელი დღის შესახებ


48

2. ორი რეკომენდაცია ტრენინგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

3. მოწოდებული მასალა თქვენი ინტერესების შესაბამისია? თუ არა, რის შეცვლას


ისურვებდით?

4. ერთი შეკითხვა, რომელიც დარჩა ტრენინგის მსვლელობისას პასუხგაუცემელი


----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------

You might also like