Კორუფცია საქართველოში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

Კორუფცია საქართველოში

Მოცემული დოკუმენტი წარმოაგდენს კვლევის ანგარიშს, რომელიც


ჩატარდა თავისუფალი ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ,,კორუფცია
საქართველოში და მისი სეფასება სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის
წარმომადგენლების მიერ” 2004 წლის 29 ივნისს ქ.თელავში- თელავის
სახემწიფო უნივერსიტეტის შენობაში.

Ამ კვლევის მიზანს წარმოაგენდა გაგვეგო სტუდენტების


დამოკიდებულების კვლევა კორუფციის მიმართ.

კვლევის ამოცანები:

 Განემარტათ კორუფცია
 განსხვავებებისა და მსგავსებების განხილვა კორუფციასა და
მექრთამეობას შორის
 Კორუფციის განმაპირობებელი მიზეზები და სად ვრცელდება ის

Კვლევის ფარგლებში თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა


ისაუბრეს კორუბციაზე საქართველოში. Ყველა იმაზე თანხმდებოდა, რომ
საქართველოში მართლაც ძალიან გავრცელებული კორუბცია და
მექრთამეობა, მაგრამ ისიც აღნიშნეს, რომ სხვა მრავალ ქვეყანაშიც
არანაკლებ აქტუალურია დასმული საკითხი. ყველამ მსგავსად განმარტა
კორუფცია, მაგრამ როდესაც მოდერატორმა კითხა ერთი და იგივე იყო თუ
არა კორუფცია და მექრთამეობა აქ აზრი ორად გაიყო, სადაც ერთი მხარე
თვლიდა რომ ერთი და იგივე იყო, ხოლო მეორე მხარე კი უარყოფდა ამ
აზრს:

,,ქრთამი პირდაპირ კავშირშია, ჩემი აზრით, კორუფციასთან,იმიტომ რომ ქრთამს


იღებ, ესე იგი... შენ ხდები კორუმპირებული”

,, ჩემი აზრით, არა, იმიტომ რომ მექრთამეობა შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერ


პირთან მიმართებაში, ანუ ეს შეიძლება არ იყოს სახელმწიფო მოხელე, ვთქვათ,
და ქრთამი მიუტანო კერძო პირს, რომელმაც გინდა რომ სამსახური მიიღოს,
კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის უშუალოდ სახემწიფო სამსახურში
მომხდარი მოვლენა, ხოლო ქრთამი შეიძლება გამოიხატოს კერძო სექტორშიც,
არასამთავრობო ორგანიზაციაშიც.”

Მათ ასევე იმსჯელეს თუ რა ფორმები გააჩნია კორუფციას და განიხილეს,


რომ ფულადი თანხის ან საჩუქრის გარდა კიდევ არის სხვა ფორმებიც,
მაგალითად თუ ახლობელია ან ნათესავია ფულს ვერ გამოართმევს და
საქმეს უფასოდ გაუკეთებს ან დაუკლებს რაღაც თანხის ნაწილს
პატივისცემის მიზნით, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ მადლიერებას
კორუფციას ვერ დაარქმევენ, ეს უბრალოდ ადამიანური მომენტია და
არაფერი საერთო არ გააჩნია კორუფციასა და ქრთამთან. Მსჯელობიდან
გამომდინარე თუ რომელ ქვეყნებში და რატომ იყო გავრცელებლი
კორუფცია დააფიქსირეს, რომ ეს ქვეყნები ძირითადად ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნებია, რადგან ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ ვერ კანონობს
კანონი და არის განვითარებადი ქვეყნები. Ყველაზე ნაკლებად კი
ცივილიზებულ ქვეყნებშია გავრცელებული და ამის მიზეზად ასახელებენ,
რომ :

,, განვითარებულია, კანონი კანონობს.”

,,ძალიან დიდ პატივს სცემენ საზღვარგარეთ საერთოდ, გინდა ამერიკაში, გინდ


ევროპაში, კანონებს და ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რაღაცას რომ დააშავებენ,
იციან, რომ მართლა დაისჯებიან.”

მავე დიალოგში წამოიჭრა მეორე პრობლემა , რომელიც დაისჯ ელობას ეხება , ანუ
საქართველოში ხალხს არ აქვს შიში კანონის მიმართ , რადგან იციან რომ
ნაცნობობით ან ქრთამით იოლად დააღწევენ თავს ყველანაირ სიტუაციას. Ასევე,
სხვა ქვეყნებში სწავლა მართლაც , რომ ფასობს და უსწავლელი არ სჭირდებათ,
მაგრამ საქართველოში ეს თითქოს მეორე ხარისხოვანი ხდება მექრთამეობის
ხარჯზე. Სფერო სადაც ჭარბად არის გავრცელებული მექრთამეობა მათი აზრით
არის განათლება და სამართალ დამცავი ორგანოები და სახემწიფო ორგანოებიც.
Ეს მხოლოდ მცირედია არის სხვა სფეროებიც მაგრამ იქ შედარებით
ნაკლებია კორუფცია. Ყველაზე საინტერესო კითხვა არის თუ სტუდენტების აზრით
რა იწვევს კორუფციას :
,, გაუნათლებლობა.”

,, კანონის უცოდინარობა.”

,,მესამე ფაქტორი უმთავრესი, ზოგადად სახემწიფოში უკვე საკანონმდებლო


ვაკუუმი,როდესაც ესა თუ ის ყრტიერთობა არ რეგულირდება კანონით, აქ
ყოველტვის იქმნება რაღაც შეზღუდული წრე, სადაც მიმდინარეობს ეს პროცესი.
Ანუ ეს პროცესი რომ შეჩერდეს, ეს ვაკუუმი უნდა მოისპოს აუცილებლად.
Იგივე უნივერსიტეტში, განათლების სისტემაში, ეს ვაკუუმები ძალიან
ბევრია.”
Ამ დებატებისას გამოჩნდა ხალხის ნაკლი თუ შეიძლება ასე ჩაითვალოს,
ანუ ისინი აკრიტიკებენ ასეთ მდომარეობას, მაგრამ არაფერს აკეთებენ
მის შესაცვლელად, უბრალოდ ეგუებიან თითქოს მოსწონთ, მაგრამ ასე
არაა, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე ისევ ვიღაცას ველოდებით,
როგორც ამას ერთ-ერთი მონაწილე ამბობს :
,,მე ვიტყვი, რომ ის ელოდება ვიღაცის შველას - კი უნდა, რომ შეიცვალოს,
მაგრამ თვითონ მაინც არ აკეთებს.”

,, … მაგრამ ამ დროს თვითონ ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, რომ ყველა ასე
იქცეოდეს, მაგრამ მე მაინც პრივილეგირებული უნდა ვიყო. Ეს მომენტი
ნამდვილად არის.”

ტ უდენტ თა აზ რით კორუფცია რომ სწორედ ჯ ერ სკოლიდან იწყება და


შემდგომ უნივერსიტეტში გრძელდება. Სკოლაში ძირითადად ნიშნის დაწერითვის
ხდება კორუფცია , უნივერსიტეტში კი ქულის მომატების კურსის დახურვისთვის
იტხოვენ ფულს ან რაიმე საჩუქარს. Მიზეზი იმისა თუ რატომ გავრცელდა ამ
ადგილებში არის მასწავლებლების დაბალი დონე, როგორც ამას ერთ-ერთი
მონაწილე ასახელებს. Ამაზე საუბარი ხმამაღლა კი ამ ხალხის
( მასწავლებლების,ლექტორების) იმიჯს ლახავს და არ სიამოვნებთ. Ეს ხომ
უბრალოდ ფაქტებია რასაც ვერ გაექცევიან მაგრამ რეაქცია მწვავეა. Ტექტსიდან
იგრძნობა თუ რამდენად მწვავეა ეს თემა ზოგიერთი მონაწილესთვის და მათი
ქცევა სიტყვებიდანაც შეგვიძლია დავინახოთ :
,, აი ეგ მასწავლებელი უნდა მიარტყა კედელზე!”

აასახელეს ის საკითხები , რაც მოითხოვს განახლებას , რათა სწავლა


უნივერსიტეტში მეტად კარგი გახდეს, ესაა: უკეთესი წიგნები/ლიტერატურა, მეტი
ფაკულტეტი და ისეთი ფაკულტეტები, რომელიც პრესტიჟულია და კახეთს
სჭირდება. Ასევე სასწავლო პროგრამები, რომელიც უკვე მოძველებული და
განახლებას საჭიროებს. Ასევე საჭიროდ თვლიან ხელფასების მატებას, რათა
მეტად მონდომებულები იყვნენ და მოვალეობის მოხდის მჯზნიტ არ შეასრულონ
თავიანთი საქმეები. Ასევე ყურადღება გაამახვილეს ასაკზე და მიიჩნიეს, რომ
საპენსიო ასაკის პერსონალი უნდა გავიდეს პენსიაზე და ადგილი ახალგაზრდებს
დაუთმონ, ამასტან ისიც აღნიშნეს თუ რატომ არ უშვებენ და კიდევ ამუსავებენ
ასეთ ხალხს:
,,სკოლაშიც და უნივერსიტეტშივ ასაკს რატომღაც აბაცენ ღვაწლმოსილობას- ეს
ასეე არარ არის.”
,, ერთი მომენტიც არის, არიან აქ მოხუცები, ხანში შესული კადრი, რომელსაც
შეიძლება საპენსიო ასაკი აქვს, მაგრამ იმას ვერ შეცვლი, იმიტომ რომ
ბრწყინვალეა.”

Იმისათვის, რომ კორუბცია აღმოიფხვრას საჭიროა მოქმედება. Ეს


ერთბაშად ვერ მოისპობა საჭიროა პატარ-პატარა ნაბიჯებიტ
შევებრძოლოთ მას და ვეძებოთ გზა. Მაგრამ ამაში საჭირო და მათავრი
ადგილი კანონს უჭირავს, ამიტომ პირველ რიგში კანონმა უნდა იკანონოს
და ხალხმა გაეცნოს თავის დუნქცია მოვალეობებს კარგად და ყველამ
ერთმანეთს მაგალითი მისცეს.

You might also like