8 Marti

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

წელიწადის უმშვენიერესი დრო მობრძანდება თავისი სილამაზით, სინაზით და

ახალი სიცოცხლით. მას თან სდევს მრავალი დღე, მრავალი წამი, რომელიც დასაბამს
აძლევს ჩვენი გულების გახარებასა და გახალისებას. ეს დღეები ჩვენს გულებში
თითქოს ვარდის კოკორიით იფურჩქნება და ცდილობს მთელი სული, მთელი
სხეული უჩვეულოდ ააფორიაქოს და სულ მალე დაიპყროს. ეს ის ვარდის კოკორია,
რომელიც ხშირად პირველი გაზაფხულის მახარობელი ხდება ხოლმე.

გაზაფხული მობრძანდება ... მობრძანდება ამწვანებული ველ-მინდვრებითა და


ჩახჩახა ცხრათვალა მზით, კუდმაკრატელა მერცხლებით, კეთილი იყოს ჩვენი
შეხვედრა გაზაფხულთან.

ელენეს ლექსი

გაზაფხული მობრძანდება ... მოაქვს ნანატრი სითბო და ამღერებული სიცოცხლე,


ჩვენი და ჩვენი თანატოლების მხარული სიცილ-კისკისი.

გაზაფხული ხომ ლამაზი ყვავილების ხანაა. ეს ის დროა, როდესაც ყვავილების


მოზღვავებული ენერგია ერთხმად აბობოქრებას ლამობს. ცდილობს თავისი
სილამაზე მოჰფინოს დედამიწას, გადაეკრას მინდვრებს, მთებს,ზვრებს, ეს პროცესი
ხომ გაზაფხულის გარეშე შეუძლებელია. გაზაფხული მშობელია ბუნების
ყოველგზის გალამაზებისა და გამშვენიერებისა.

კიდევ ერთი გაზაფხული ეწვია ხალხს, თავი ამოყო ლორთქო ბალახმა. პირველი
ენძელები და იები დაიბადნენ მინდვრად, წამოვიდნენ პირველი ნაკადულები.

ანასტასიას ლექსი - გაზაფხულზე

სწორედ გაზაფხულზე, ამ მშვენიერ დროს, თქვენსავით მშვენიერ დროს,


ძვირფასო დედებო , დებო, ბებიებო, მასწავლებლებო, დიდი სიყვარულით და
პატივისცემით გილოცავთ დედის დღეს . გისურვებთ გაზაფხულივით ლამაზ
ცხოვრებას, გამრავლებას და ლამაზი ოცნების ასრულებას.

A
ქალი ცხოვრების გვირგვინია, არსებაა კალთანაკურთხი, სათუთი, ნაზი,
გულისხმიერი, ხშირად ქვეყნის საზრუნავით დატვირთული, მაგრამ მაინც ძლიერი
და მხიარული. ზოგჯერ დუხჭირი ცხოვრებით გაწამებული, მაგრამ მაინც ბედნიერი,
ამაყი.

B (დედაშვილობაზე ლექსი)

ქალი და დედა... მომავლის ძლიერი ღერძი, ჩვენი ცხოვრების ეშხი, მშვენება. დედა...
სისპეტაკისა და უბიწოების ეტალონი, ხშირად ღამენათევი , უძილობითა და
შვილებზე დარდით დაღლილი, მაგრამ ქედმოუხრელი, გაუტეხელი.

დედა.... სიცოცხლის საწყისი, ცხოვრების დასაბამი, ქალი --- ხანდახან


ვარსკვლავივით შორი, ცივი და მიუკარები, ხანდახან მზესავით მცხუნვარე. თბილი,
ერთგული, მაგრამ გამოუცნობი, როგორც გალაქტიკა.

დედა... დამთმობი , ხელზე სათუთად სატარებელი, მკერდს ჩასაკრავი,


საფერებელი.

დედა არის სიტყვა, რომლითაც ადამიანი იწყებს სიცოცხლეს და რომლითაც


ამთავრებს. იგი სულ პირველად გაუბედავად ამოფრინდება ჩვილის
შეთრთოლებული ბაგეებიდან .

ქალი.... ცის ნამივით ბრწყინვალე, განთიადივით ლამაზი და ვარდივით


სურნელოვანი, მარტის თვესავით ცვალებადი, გაზაფხულივით კეკლუცი და
მშვენიერი.

დედა - ყველაზე სათუთი სიტყვაა ამქვეყნად, დედობა სიმდიდრეა, ბუნების


ჯილდოა, ქუდბედია თანდაყოლილი.

დედა - ჩვენზე მზრუნველი და მოამაგე, დაბადებიდან რომ დაგვტრიალებს თავს


და ჩვენს ყოველ ნაბიჯს გაფაციცებით ადევნებს თვალს, „ იავნანას „ რომ
გვიმღეროდა და დიდებსაც რომ არ გვაკლია მისი მზრუნველობა.
დედის თბილი თვალები, ალერსიანი მზერა გვმატებს ენერგიას, ხალისს, დედა
რომ გვყავს უფრო ძლიერნი, ფრთაშესხმულნი ვართ.

ჩვენ დედის იმედით, მისი ხელის შეშველებით შევეჭიდებით ყოველ სიძნელეს და


გვწამს, რომ გადავლახავთ კიდეც დედის თანადგომით.

და თუ ოდესმე დავმარცხდით, იმედი გაგვიცრუვდა და არ გავიმართლა , ისევ


დედის ხელები წამოგვაყენებს და დაცემის უფლებას მეორედ არ მოგვცემს.

დედასაც ხომ სჭირდება გაფრთხილება და მოფერება სიყვარული და ალერსი,


თანადგომა და მომავლის იმედი.

ჩვენ სულ ერთად ვიქნებით, ჩვენ გაგიფრთხილდებით და დაგიფასებთ თქვენს


დიდ ამაგს.

„ დედა“! რაოდენ საყვარელია ეს სიტყვა , ყოველივე უტკბილესი ყოველივე


ულამაზესი ხომ ამ სიტყვით იწყება: დედაენა, დედსამშობლო, დედამიწა, დედაბოძი.
ვიცით, დედას შვილებზე ამოსდის მზე და მთვარე, ჩვენზე ფიქრებში ათენ-აღამებს,
ისიც ვიცით რაზე ოცნებობს, გავიზარდოთ სანაქებო მამულიშვილები.

ჩვენ ვცდილობთ, კარგი სწავლით, შრომით, ყოფაქცევი\ტ ავუხდინოთ ეს დიდი


ოცნება, ავუნაზღაუროთ ჩვენზე ფიქრებში გაფრენილი ყოველი წამი, რადგან
ჩვენთვის განსაკუთრებულად ჟღერს სიტყვა “ დედაშვილობა “.

დედაშვილობის სიყვარული თურმე მდინარის ძალისა ყოფილა . კლდეს გაანგრევს და


გაიტანს. დრო და ჟამის მიუხედავად დედაშვილობა დედაშვილობაა, ამ გრძნობას
სიღრმეს აბა ვინ გაუზომავს? დედის სხეულიდან წარმოქმნილმა პატარამ რამდენი
ენერგია და უძილო ღამე წაიღესმისგან, სანაცვლოდ კი მოიტანეს პირველი აღუ,
შემოცინვა, შემოჭიკჭიკება, გატირება. სწორედ ეს ალარებს დედის გულს და უსასრულო
ბედნიერებას ანიჭებს. დედას უდიდესი მნიშვნელობა აქვს შვილის პირველ დაწყებითი
აღზრდის საკითხში. სწორედ დედაა გადამწყვეტი შვილების ბედ-იღბლისა, შვილის
მომავალი უსათუოდ მასზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით
ასაზრდოვა შვილის ნორჩი გული და გონება. დედა შინ ოჯახში და გარეთ-
საზოგადოებაში უნდა თესდეს სიკეთეს. შვილების კარგად აღმზრდელი დედა მიცვნია
ღმერთადო,- ამბობდა ვაჟა.

ფასდაუდებელია დედის ღვაწლი და ამაგი შვილებზე. ის შვილის სიკეთისა და


მომავლის მლოცველი.

უსასრულოა დედის სიხარული და სასიამოვნო- განცდები, როდესაც გრძნობს, რომ იგი


ღირსეული შვილის ღირსეული დედაა. ყოველი დედა ღირსია დიდი სიყვარულისა, ნუთუ
მისი ნაჯაფი ხელები არ იმსახურებს ალერსს. მისი გახეშებული ხელები, ხომ მთელი
ისტორიაა, ისტორიაა ქართველი ქალისა. ველში გუთამს რომ გამართავდა, ძღვაში
ვენახსრომ გასხლავდა, წისქვილში საფქვავს ჩაახვავებდა, თონეში შოთებს
ამოაკრავდა, შვილ-ბადიშებს აკვანში დაზრდიდა. უაზრო სისხლისღვრამდე მისულთ,
შუაში მანდილით ჩაუხტებოდა. მტერს ხმლითა და მოყვარეს პურ-ღვინით ხვდებოდა.
ცხრა ვაჟოშვილს მამულის დასაცავად გაისტუმრებდა და ვინ იცის, რამდენი მარილიანი
ცრემლი შეუწმენდ-შეუშვრია მის ხელებს.

დედის კულტი მთელს დედამიწაზეა გავრცელებული,დედას უმღერიან და


ბევრს წერენ მასზე, რადგან დედაა იმედი და კეთილი მფარველი, დედას ანდობენ
ყველაზე იდუმალ გულისთქმას , დედითაა შვილი ღონიერი, ფრთებგაშლილი და
მუდამ ახალგაზრდა.

ვადიდოთ ქალი დედა, რომლის სიყვარულმაც არ იცის საზღვარი,


ადამიანში რაც კი რამ არის მშვენიერი, მზის სხივებითა და დედის რძით არის
შეზავებული.

ქართველო ქალო, დედავ, დაო ! დაე, მუდამ ასე ხმალშემართული ხვდებოდე მტერს,
მრავალი გმირის აკვანი დაგერწიოთ, გამშვენებდეთ მრავალშვილიანი დედის
საამაყო სახელი, კვლავ და კვლავ ისმოდეს შენს სადიდებლად თქმული ლექსები,
მარადჟამს გუგუნებდეს ქართველა ქალთა სადიდებელი. დაე, ვუსურვებდი ყოველ
დედას:

„რამდენი იაც გამოჩნდეს

ამ ყვავილობის თვეს,

იმდენ გაზაფხულს დაესრონ,

იმდენ ბედნიერ დღეს!“

You might also like