Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

კორპორატიული ბიზნეს-ლიგა

ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“


(არასატელევიზიო ვერსია)

2019 წლის სეზონის


რეგლამენტი
1. ძირითადი დებულებები
1.1 კორპორატიული ბიზნეს-ლიგის (შემდგომში - „ლიგა“) დამფუძნებელია
საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“, რომელიც აყალიბებს 2019
წლის ლიგის სეზონის საორგანიზაციო კომიტეტს.
1.2 ლიგის 2019 წლის სეზონი შედგება 10 თამაშისგან (ტურისგან), რომლებიც
იმართება პარასკევს საღამოს თვეში ერთხელ. პირველ და მეორე ტურებს
უმასპინძლებს რესტორანი „შემოიხედე გენაცვალე - მარჯანიშვილზე“
(მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #5), დანარჩენ ტურებს - სასტუმრო „ქორთიარდ
მარიოტის“ ბოლრუმი.
1.3 ტურების წინასწარი თარიღები: 22 თებერვალი, 22 მარტი, 19 აპრილი, 17 მაისი, 14
ივნისი, 12 ივლისი, 13 სექტემბერი, 18 ოქტომბერი, 15 ნოემბერი და სეზონის
ფინალი: 20 დეკემბერი.
1.4 ყოველი ტური შედგება ორი ინტელექტუალური კონკურსისგან: გასახურებელი
თამაში „მატრიცა“ და ძირითადი თამაში „რა? სად? როდის?“ (36 შეკითხვა).
1.5 ყოველ ტურს ემსახურება ორგკომიტეტის მიერ დანიშნული: წამყვანი, ტოპ-
რედაქტორი, 4 სეკუნდანტი და სამდივნო 2 წევრის შემადგენლობით.
1.6 ლიგის მონაწილე ყველა გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს მოცემული
რეგლამენტის პუნქტებს შემადგენლობასთან დაკავშირებით და ლიგაში
მონაწილეობის ფინანსურ პირობებს.
1.7 ლიგის წევრი გუნდების ინფორმირების ძირითად რესურსს წარმოადგენს
Facebook ჯგუფი https://www.facebook.com/groups/187538518529116/
1.8 ლიგის ორგკომიტეტის ელ-ფოსტაა: krupie@gametv.ge

2. ლიგაში მონაწილეობა და განაცხადის გაფორმება


2.1 2019 წლის ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია გუნდებს, რომლებიც
წარმოადგენენ:
 კომერციულ ბიზნეს-სტრუქტურას
 არამომგებიან ორგანიზაციას (ააიპ)
 საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებას
 აგრეთვე ნებაყოფლობით შექმნილ ნებისმიერ გუნდს, რომელიც
აკმაყოფილებს მოცემული რეგლამენტის 2.3 პუნქტს შემადგენლობასთან
დაკავშირებით და ლიგაში მონაწილეობის ფინანსურ პირობებს.
2.2 გათამაშების მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში
წარმოდგენილი უნდა იქნას პირველი ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
2.3 განაცხადში შეიძლება შეტანილ იქნას არაუმეტეს 12 მოთამაშისა, მათ შორის
მაქსიმუმ სამი „პროფესიონალი“.
2.4 „პროფესიონალად“ ითვლება მოთამაშე, რომელსაც ასეთად სცნობს ლიგის
ორგკომიტეტი. 2019 წლის სეზონის „პროფესიონალთა“ სია იხილე დანართში #1.
2.5 ორგკომიტეტი იტოვებს უფლებას ყოველი 3 ტურის შემდეგ გადახედოს
„პროფესიონალთა“ სიას და თავის შეხედულებისამებრ „პროფესიონალის“
სტატუსი მოუხსნას ან მიანიჭოს ნებისმიერ მოთამაშეს.
2.6 გუნდებს უფლება აქვთ პირველი ტურისთვის წარადგინონ არასრული განაცხადი
(მინიმუმ 6 მოთამაშე), დარჩენილი ვაკანსიები კი შეავსონ სეზონის
განმავლობაში. განაცხადში შეტანილი და უკვე ნათამაშები (ერთ ტურში მაინც)
მოთამაშის განაცხადიდან ამოღება აკრძალულია.
2.7 ლიგის ორგკომიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს გუნდის განაცხადის
შესაბამისობა 2.3 პუნქტთან და წესის დარღვევის შემთხვევაში მოახდინოს
გუნდის დისკვალიფიკაცია.
2.8 2019 წლის სეზონის განმავლობაში ერთ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ
ერთ გუნდში. სეზონის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა
დაუშვებელია.
2.9 ტურების ჩატარების დროს ელექტრონული მოწყობილობებით (გაჯეტებით) ან
სხვა საინფორმაციო წყაროებით (წიგნი, ცხრილი და ა.შ.) სარგებლობა
ნებადართულია მხოლოდ შესვენების დროს. თუ თამაშის პროცესში წარმოიშვა
სატელეფონო ზარის სასწრაფო აუცილებლობა, მოთამაშე ვალდებულია
დატოვოს სათამაშო დარბაზი და დაბრუნდეს მაგიდასთან მხოლოდ მას შემდეგ,
როცა მისი გუნდი გასცემს პასუხს (ჩააბარებს პასუხის ფურცელს) მიმდინარე
შეკითხვაზე.
2.10 თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს.
გამონაკლისი არ დაიშვება.
2.11 თამაშის დროს მოთამაშეებს ეკრძალებათ წამყვანთან/ჟიურისთან კამათი და
რაიმე სხვა ქმედება, რომელიც არღვევს სათამაშო ატმოსფეროს.

3. დივიზიონები
3.1 ლიგა იყოფა ორ დივიზიონად, რომლებისთვისაც ცალ-ცალკე შედგება
გათამაშების ცხრილი. ესენია: დივიზიონი „პროფესიონალები“ და დივიზიონი
„მოყვარულები“.
3.2 „პროფესიონალების“ დივიზიონის ჩათვლაში ითამაშებენ გუნდები, რომელთაც
განაცხადში ეყოლებათ 2 ან 3 პროფესიონალი მოთამაშე.
3.3 „მოყვარულების“ დივიზიონის ჩათვლაში ითამაშებენ გუნდები, რომელთაც
განაცხადში ეყოლებათ 1 პროფესიონალი ან ასეთი საერთოდ არ ეყოლებათ.
3.4 დივიზიონები ითამაშებენ ერთდროულად ერთსა და იმავე შეკითხვებზე, მაგრამ
სატურნირო ცხრილი მათთვის ცალ-ცალკე გაკეთდება.

4. თამაშის “რა? სად? როდის?” (არასატელევიზიო


ვერსია) წესები
4.1 ყოველი ტური შედგება 36 შეკითხვისგან (3 რაუნდი თითოეულში 12 შეკითხვა).
4.2 ყველა გუნდი თამაშობს ერთდროულად და ერთიდაიმავე სივრცეში. ყველა
გუნდი განლაგებულია საკუთარ მაგიდასთან, ხოლო თამაშს უძღვება წამყვანი.
4.3 გუნდის ამოცანაა – გასცეს სწორი პასუხი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს.
თითოეული სწორი პასუხისათვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა.
4.4 პასუხები იწერება სპეციალურ ფურცლებზე, რომლებიც ტურნირის დაწყებამდე
ურიგდებათ მონაწილე გუნდებს.
4.5 წამყვანი აცხადებს შეკითხვის ნომერს (მაგალითად, „შეკითხვა #1“, „შეკითხვა #2“
და ა.შ.), სვამს შეკითხვას და წარმოთქვამს სიტყვას „დრო“. ამის შემდეგ იწყება
დროის ათვალა, რომელიც უდრის ზუსტად 1 წუთს.
4.6 დროის ამოწურვამდე 10 წამით ადრე წამყვანი აფრთხილებს გუნდებს ამის
შესახებ და მოუწოდებს დაწერონ თავიანთი პასუხები. დროის ამოწურვის
შემდეგ, წამყვანი ხელმეორედ წარმოთქვამს სიტყვას „დრო“ და აძლევს
განკარგულებას თავის ასისტენტებს, რომ აიკრიფოს გუნდების პასუხები.
4.7 ის გუნდი, რომელიც დროის ამოწურვის მომენტიდან 10 წამის განმავლობაში არ
ჩააბარებს პასუხს, ჯარიმდება და მოცემულ შეკითხვაზე მას ავტომატურად
ეწერება 0 (ნული) სწორი პასუხი.
4.8 მას შემდეგ, რაც გუნდებმა ჩააბარეს ფურცლები თავიანთი პასუხებით, წამყვანი
კითხულობს სწორ პასუხს და გადადის შემდეგ შეკითხვაზე.
4.9 გუნდი ვალდებულია ჩააბაროს პასუხის ფურცელი იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდს
არ გააჩნია არანაირი ვერსია. ასეთ შემთვევაში ბარდება ცარიელი ფურცელი.
4.10 ყოველი რაუნდის დასრულების შემდეგ წამყვანი აცხადებს თუ რამდენი
სწორი პასუხი დაუგროვდა თითოეულ გუნდს.
4.11 თუ გუნდი ჩათვლის, რომ სამდივნოს მუშაობაში გაიპარა ტექნიკური
შეცდომა, რაუნდებს შორის შესვენების დროს და/ან ბოლო რაუნდის
დასრულებისთანავე გუნდის კაპიტანს უფლება აქვს მიმართოს სამდივნოს
ხარვეზის გადამოწმება/შესწორების მოთხოვნით.
4.12 გუნდის კაპიტანს აქვს უფლება, ტურის შედეგების გამოცხადებიდან 10 წუთის
განმავლობაში სიტყვიერი აპელაციით მიმართოს ორგკომიტეტს. აპელაცია
შეიძლება იყოს მხოლოდ დუალური პასუხის ჩათვლაზე. კითხვის მოხსნაზე
აპელაცია არ მიიღება;
4.13 ტურის სააპელაციო ჟიური (წამყვანი + ტურის რედაქტორები) ღებულობს
საბოლოო გადაწყვეტილებას აპელაციებთან დაკავშირებით.

5. პასუხის შეფასების კრიტერიუმები და ქულების


დარიცხვის წესი
5.1 ტურნირში უკლებლივ ყველა პასუხი გაიცემა წერილობით.
5.2 პასუხი ითვლება სწორედ, თუ:
• თუ პასუხობს შეკითხვის არსს კონკრეტიზაციის მაღალი ხარისხით
(კონკრეტიზაციის ხარისხს ადგენს ტურნირის სამდივნო);
• პასუხის ფორმა შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
5.3 პასუხი ითვლება მცდარად, თუ:
• თუ გუნდმა გასცა პასუხის ორი ან მეტი ვარიანტი;
• პასუხს აკლია კონკრეტიზაცია (პასუხი ძალზე ზოგადია);
• პასუხში დაშვებულია ფაქტიური შეცდომები (არასწორადაა მითითებული
სახელები და/ან გვარები, თარიღები და სხვ.);
• პასუხის ფორმა არ შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
5.4 სამდივნოს აქვს უფლება ჩაუთვალოს გუნდს განსხვავებული პასუხი თუ ტურის
ტოპ-რედაქტორთან თათბირის შემდეგ დადგინდება, რომ გუნდის მიერ
გაცემული პასუხიც შეესაბამება შეკითხვის მოთხოვნებს (ანუ შეკითხვა
დუალურია და გულისხმობს ორ თანაბრად სწორ პასუხს).
5.5 ყოველ გუნდს ერთი სწორი პასუხისათვის ერიცხება ერთი ქულა. გამონაკლისს
წარმოადგენს ე.წ. „დუპლეტი“ და „ტრიპლეტი“ კითხვები, როდესაც გუნდებმა
წუთის განმავლობაში უნდა უპასუხონ ორ ან სამ შეკითხვას და მხოლოდ ყველა
სწორი პასუხის შემთხვევაში, გუნდს მიენიჭება ქულა.
5.6 ყოველი ტურის დასრულების შემდეგ, ლიგის თითოეულ დივიზიონში ცალ-
ცალკე დგება ცხრილი, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების
(ანუ სწორი პასუხების) მიხედვით.
5.7 დივიზიონ „პროფესიონალებში“ ტურში ნაჩვენები შედეგის მიხედვით, გუნდებს
ერიცხებათ ბალები შემდეგი სისტემით: 1-ლი ადგილი - 20 ბალი, მე-2 ადგილი -
18 ბალი, მე-3 ადგილი - 16 ბალი, მე-4 ადგილი - 14 ბალი, მე-5 ადგილი - 12 ბალი,
მე-6 ადგილი - 10 ბალი, მე-7 ადგილი - 9 ბალი, მე-8 ადგილი - 8 ბალი...... მე-14
ადგილი - 2 ბალი, მე-15 ადგილი - 1 ბალი. გუნდი, რომელიც ტურში დაიკავებს
მე-16 ან უფრო დაბალ ადგილს, ბალს ვერ მიიღებს.
5.8 დივიზიონ „მოყვარულებში“ ტურში ნაჩვენები შედეგის მიხედვით, გუნდებს
ერიცხებათ ბალები შემდეგი სისტემით: 1-ლი ადგილი - 25 ბალი, მე-2 ადგილი -
23 ბალი, მე-3 ადგილი - 21 ბალი, მე-4 ადგილი - 19 ბალი, მე-5 ადგილი - 17 ბალი,
მე-6 ადგილი - 15 ბალი, მე-7 ადგილი - 14 ბალი, მე-8 ადგილი - 13 ბალი...... მე-19
ადგილი - 2 ბალი, მე-20 ადგილი - 1 ბალი. გუნდი, რომელიც ტურში დაიკავებს
21-ე ან უფრო დაბალ ადგილს, ბალს ვერ მიიღებს.
5.9 ტურნირის 9 ტურის დასრულების შემდეგ, დგება ცხრილი, რომელშიც გუნდები
დალაგდებიან დაგროვილი ბალების მიხედვით. ბალების დაჯამებისას
მხედველობაში არ მიიღება ყოველი გუნდი მიერ ნაჩვენები ორი უარესი შედეგი
(ანუ დაჯამდება ცხრიდან 7 საუკეთესო ტურის შედეგი).
5.10 მე-10 ტური ამავე დროს წარმოადგენს ფინალურ თამაშს და ბალების დარიცხვა
ხდება სისტემით:
5.10.1 დივიზიონი „პროფესიონალები“: 1-ლი ადგილი - 40 ბალი, მე-2 ადგილი - 36
ბალი, მე-3 ადგილი - 32 ბალი, მე-4 ადგილი - 28 ბალი, მე-5 ადგილი - 24 ბალი,
მე-6 ადგილი - 20 ბალი, მე-7 ადგილი - 18 ბალი, მე-8 ადგილი - 16 ბალი...... მე-
14 ადგილი - 4 ბალი, მე-15 ადგილი - 2 ბალი. გუნდი, რომელიც ფინალურ
ტურში დაიკავებს მე-16 ან უფრო დაბალ ადგილს, ბალს ვერ მიიღებს.
5.10.2 დივიზიონი „მოყვარულები“: 1-ლი ადგილი - 50 ბალი, მე-2 ადგილი - 46 ბალი,
მე-3 ადგილი - 42 ბალი, მე-4 ადგილი - 38 ბალი, მე-5 ადგილი - 34 ბალი, მე-6
ადგილი - 30 ბალი, მე-7 ადგილი - 28 ბალი, მე-8 ადგილი - 26 ბალი...... მე-19
ადგილი - 4 ბალი, მე-20 ადგილი - 2 ბალი. გუნდი, რომელიც ფინალურ ტურში
დაიკავებს 21-ე ან უფრო დაბალ ადგილს, ბალს ვერ მიიღებს.
5.11 თუ გუნდებმა ტურში აჩვენეს ერთნაირი შედეგი (დაუგროვდათ სწორი
პასუხების თანაბარი რაოდებობა), უფრო მაღალ ადგილს იკავებს და,
შესაბამისად, უფრო მაღალ ბალს იღებს ის გუნდი, რომელმაც უკეთესი შედეგი
აჩვენა თამაშში „მატრიცა“. თუკი გუნდებს „მატრიცაშიც“ თანაბარი შედეგი
აღმოაჩნდათ, მაშინ ბალები თანაბრად იყოფა მათ შორის.

6. გამარჯვებულთა გამოვლენა
6.1 მას შემდეგ რაც ფინალური თამაშის ბალები დაემატება ფინალამდელ
გათამაშების ცხრილს (სადაც დაჯამებულია ცხრიდან 7 საუკეთესო ტურის
შედეგი), გამოვლინდებიან 2019 წლის სეზონის ჩემპიონი და პრიზიორები ცალ-
ცალკე ორივე დივიზიონში, რომელთაც გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები და
დიპლომები.
7. თამაში „მატრიცა“ (გუნდური Jeopardy!)
7.1 ინტელექტუალური თამაში „მატრიცა“ (შემდგომში - „მატრიცა“) ტარდება
როგორც გასახურებელი თამაში „რა? სად? როდის?“ ტურის დაწყების წინ.
7.2 მატრიცაში მონაწილეობს ყველა გუნდი, რომლებიც წერილობით სცემენ პასუხს
წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები გაერთიანებულია 5 თემად.
7.3 თითოეული თემა შედგება 5 შეკითხვისგან, რომელთაც გააჩნიათ ღირებულება:
10 ქულა, 20 ქულა, 30 ქულა, 40 ქულა და 50 ქულა.
7.4 მატრიცას კითხვებზე ყველა პასუხს გუნდი სცემს წერილობით ერთ სპეციალურ
ბლანკზე, რომელიც ურიგდებათ წინასწარ. სწორი პასუხის შემთხვევაში გუნდის
ქულები იზრდება კითხვის ღირებულების ოდენობით, მცდარი პასუხის
შემთხვევაში - მცირდება კითხვის ღირებულების ოდენობით. თუ გუნდმა
საერთოდ არ დაწერა პასუხი, ქულების რაოდენობა არ იცვლება.
7.5 თუ გუნდი ჩათვლის, რომ სამდივნოს მუშაობაში გაიპარა ტექნიკური შეცდომა,
თამაშის დასრულებისთანავე გუნდის კაპიტანს უფლება აქვს მიმართოს
სამდივნოს ხარვეზის გადამოწმება/შესწორების მოთხოვნით.
7.6 რა? სად? როდის? ყოველი ტურის მე-2 და მე-3 რაუნდებს შორის ცხადდება
„მატრიცას“ შედეგები, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების
მიხედვით. ეს შედეგები გავლენას მოახდენს „რა? სად? როდის?“ ტურის
შედეგებზე იმ შემთხვევაში, როცა გუნდები დააგროვებენ სწორი პასუხების
თანაბარ რაოდენობას და გაიყოფენ ადგილებს.
7.7 ფინალურ ტურში მატრიცის პრიზიორ გუნდებს გადაეცემათ სამახსოვრო
პრიზები და დიპლომები.

8. ფინანსური საკითხები
8.1 2019 წლის სეზონში ერთ ტურში მონაწილეობის საწევრო შესატანი ერთი
გუნდისათვის შეადგენს 300 ლარს (ანუ 3 000 ლარი მთელი სეზონისთვის).
8.2 ანგარიშსწორება შესაძლებელია, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით
(მთელი სეზონის შესატანის წანასწარ ერთბაშად გადახდის შემთხვევაში,
იმოქმედებს დისქაუნთი 10%-ის ოდენობით). წინასწარ ჩარიცხვის ბოლო ვადა: 20
თებერვალი.
8.3 თუ ორგანიზაცია/კომპანია ლიგაში წარსდგება ორი გუნდით, მაშინ თითოეულ
გუნდზე საწევრო შესატანი შეადგენს 270 ლარს ერთი ტურისთვის ან 2700 ლარს
მთელი სეზონისთვის (მთელი სეზონის შესატანის წანასწარ ერთბაშად გადახდის
შემთხვევაში, იმოქმედებს დისქაუნთი 10%-ის ოდენობით). წინასწარ ჩარიცხვის
ბოლო ვადა: 20 თებერვალი.
8.4 თუ ორგანიზაცია/კომპანია ლიგაში წარსდგება სამი ან მეტი გუნდით, მაშინ
თითოეულ გუნდზე საწევრო შესატანი შეადგენს 240 ლარს ერთი ტურისთვის ან
240 ლარს მთელი სეზონისთვის (მთელი სეზონის შესატანის წანასწარ ერთბაშად
გადახდის შემთხვევაში, იმოქმედებს დისქაუნთი 10%-ის ოდენობით). წინასწარ
ჩარიცხვის ბოლო ვადა: 20 თებერვალი.
8.5 ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, გუნდი ტურის დაწყებამდე 15 წუთით
ადრე გადაიხდის ტურის შესატანს.

9. დრეს-კოდი
9.1 თამაშების მონაწილეებისა და დამსწრეთათვის მოქმედებს დრეს-კოდი: Business
casual/Smart casual.
9.2 თამაშებზე არ დაიშვებიან სპორტულ ტანსაცმელში, შორტებში, სანდლებში და
სხვა შეუსაბამო ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელში გამოწყობილი პირები.
9.3 ორგკომიტეტი იტოვებს უფლებას, სათამაშოდ არ დაუშვას მოთამაშე, რომელიც
არ დააკმაყოფილებს დრეს-კოდს.

10. ორგკომიტეტი
10.1 ლიგის კომისარი: მათე ჭითანავა, 599 309900 / chitanava@gametv.ge
10.2 ჟიურის მდივანი: ირაკლი ისაკაძე, 598 770169
10.3 ფინანსური დირექტორი: თემურ ყანჩაველი, 599 688485
10.4 ბიზნეს-ლიგაში რეკლამა და ლოგისტიკა: კახა წიკლაური; 595 239043

დანართი #1

2019 წლის სეზონის 115 „პროფის“ სია*:

1 ავთანდილ გაბრიჭიძე 30 გიორგი ლომიძე


2 აკაკი მოსახლიშვილი 31 გიორგი მარქარიანი
3 ალექსანდრე თარხან-მოურავი 32 გიორგი მელაძე
4 ალექსანდრე ლორთქიფანიძე 33 გიორგი მირცხულავა
5 ალექსანდრე რაჩკოვსკი 34 გიორგი ტვილდიანი
6 ალექსანდრე ჩიხლაძე 35 გიორგი ჭუმბურიძე
7 ალექსი სიუკაევი 36 გიორგი შარაძე
8 ალექსი ჯუგაშვილი 37 გიორგი ხარაიშვილი
9 ამირან გაბესკირია 38 გოგა ტარიელაშვილი
10 ანა მარდალეიშვილი 39 დავით ბალიაშვილი
11 ანდრო სოლოღაშვილი 40 დავით (ბაჩო) ბასილაია
12 ანტონ ვაჭარაძე 41 დავით ბაციკაძე
13 არჩილ კობახიძე 42 დავით ბახტაძე
14 არჩილ მაჭავარიანი 43 დავით გორგილაძე
15 ბაჩანა შენგელია 44 დავით გულისაშვილი
16 ბესიკ ბუთურიშვილი 45 დავით კილაძე
17 ბესიკ ლილუაშვილი 46 დავით ლომინაძე
18 ბექა თევდორაძე 47 დავით ნარდაია
19 ბექა ხოჯავა 48 დავით რაფავა
20 გაგი გაბრიჭიძე 49 დავით სიჭინავა (Flush Royal)
21 გიგა ვაშაკიძე 50 დავით სიჭინავა
22 გიგა ნასარიძე (ჯაგერნაუტი)
23 გიგა პაიჭაძე 51 დაჩი ქინქლაძე
24 გიორგი აბულაშვილი 52 დიმიტრი ქიტოშვილი
25 გიორგი ბაქრაძე 53 ეკა გეგეშიძე
26 გიორგი ბერიძე 54 ვალერი გვათუა
27 გიორგი გვეტაძე 55 ვალერიან ლობჟანიძე
28 გიორგი იაშვილი 56 ვალერიან ჩანჩიბაძე
29 გიორგი ლაშხი 57 ვაჟა (ბაჩი) კაკაბაძე
58 ვახტანგ ელერდაშვილი 102 ნინო ფერაძე
59 ვახტანგ ელისაბედაშვილი 103 ოთარ საბაშვილი
60 ვლადიმერ მინდელი 104 პანტელეიმონ სოხაძე
61 ზაალ ხონელიძე 105 რატი შუბლაძე
62 ზაზა მანია 106 სერგი კაპანაძე
63 ზურაბ კუპატაძე 107 სერგო თევდორაძე
64 ზურაბ მაღრაძე 108 სოსო ბერიკაშვილი
65 ზურაბ ფარჯიანი 109 უჩა გოგოხია
66 თამარ შარაშიძე 110 ფარნავაზ ფხაკაძე
67 თამთა პერტაია 111 ფრიდონ ალშიბაია
68 თევდორე მირიჯანაშვილი 112 შალვა ჩიკვილაძე
69 თეიმურაზ პაპასქირი 113 შანშე ქენქაძე
70 თენგიზ ლელუჩაშვილი 114 ცვატა ბერძენიშვილი
71 თინათინ კუპრაშვილი 115 ცოტნე ჭანკოტაძე
72 თინათინ ხომერიკი
73 თორნიკე კორძაია
74 თორნიკე ჯანგველაძე
75 თორნიკე ჭუმბურიძე
76 ია მეტრეველი
77 ილია რევია
78 ილია ქარდავა
79 ირაკლი ბაკურიძე
80 ირაკლი ვეშაგურიძე
81 ირაკლი თოდრია
82 ირაკლი ნაზღაიძე
83 ირინა აბულაშვილი
84 კახა მაჩიტიძე
85 ლაშა ბოჟაძე
86 ლაშა გიგიტელაშვილი
87 ლაშა კილაძე
88 ლევან თოფურიძე
89 ლევან სარქისოვი
90 ლევან ცაგარელი
91 ლექსო ლეკიაშვილი
92 ლუკა ცისკარიშვილი
93 მათე მაყაშვილი
94 მაია ლოლაშვილი
95 მამუკა ბუბუტეიშვილი
96 მარიამ კორინთელი
97 მიხეილ ბრეგვაძე
98 მუხრან მაისურაძე
99 ნიკო ნერგაძე
100 ნიკოლოზ აგლაძე
101 ნიკოლოზ ჭურაძე

You might also like