ჯგუფური დავალება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

პირველი ნაბიჯი: კვლევა

1.Briefly describe the Election Laws that will affect this election.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში მორიგი საპარლამენტო
არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, სრულიად პროპორციული წესით.
პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც
არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ - ,, პარლამენტის მორიგი არჩევნები


ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის
ოქტომბრის ბოლო შაბათს.’’ (მუხლი 37.3) რაც კალენდრის ენაზე ნიშნავს 2024 წლის 26
ოქტომბერს. კონსტიტუციის დებულების შესაბამისად, მორიგი საპარლამენტო
არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და კონსტიტუციით დადგენილია 5%-იანი
ბარიერი. ,, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის
დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა
ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული
მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების
რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით
მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“ (მუხლი 37.6)

ერთიანი პარტიული სიებით სრულიად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები


საქართველოში აქამდე არასოდეს ჩატარებულა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2024 წელს
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში
მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. იმ საარჩევნო
უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გმოყენებული, მოხდება ბიულეტენების
გაციფრულება.

4.Briefly describe what has happened in past elections in this district.

თუ საქართველოს არჩევნების ისტორიას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ წლების


განმავლობაში პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე
ტარდებოდა. საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 დეპუტატის არჩევა
პროპორციული სისტემის საფუძველზე, 73 დეპუტატის კი მაჟორიტარული სისტემის
დაფუძველზე ხდებოდა. პარტიები წარადგენდენე ერთი მხრივ 150 კაციან პარტიულ
სიას და მეორე მხრივ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თითოულ ოლქში.
მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შემდეგ 2020 წლის არჩევნების დროს
150 დეპუტატიდან 120 დეპუტატის არჩევა პროპორციული სისტემის საფუძველზე 30
დეპუტატის არჩევა კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე
განხორციელდა. 2024 წელს კი ხსენებული მოცემულობა შეიცლვება და არჩევნები
სრულიად პროპორციული სისტების საფუძველზე ჩატარდება. პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარია
დემოკრატიულობის გზაზე. პროპორციულ საარჩევნო სისტემას ბევრი რიგი
უპირატესობები გააჩნია - მას თითქმის მინიმუმამდე დაყავს ე.წ დაკარგული ხმების
რაოდენობა და ამასთანავე უზრუნველყოდს მწირი ფინანსური რესურსების მქონე
შედარებით მცირე პარტიების მოხვედრას პარლამენტში. მანდატების განაწილებაც
ბევრათ უფრო სამართლიანად ხდება და ასევე გარანტირებულია განსხვავებული
პოლიტიკური აზრისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლობა. პროპორციული
სისტემის მთავარი ღირსება მიღებული ხმების მიხედვით მანდატების პროპორციული
განაწილებაა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გირჩი - მეტი თავისუფლებამ და დროამ


გაერთიანება და ერთიანი ძალებით გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ
აერთიანებთ ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთა, მომავლის მკაფიო ხედვა.
მოტივაცია შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე დასავლური
ტიპის კოალიციური მმართველობით. მათი მთავარი მიზანია საქართველოს
მოქალაქეებს შესთავაზონ ნორმალური არჩევანი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე პარტია 2021 წელს დაფუძნდა, შესაბამისად წინა
საპარლამენტო არჩევნებში არც დროას და არც გირჩი - მეტი თავისუფლებას არ მიუღია
მონაწილეობა. მათთვის ერთობლივი ძალებით საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობის მიღება გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, ისიც
რომ ხსენებული პარტიების ლიდერები ელენე ხოშტარია და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე
წარსულში იყვნენ ისეთი პარტიების წევრები, რომლებსაც მონაწლიეობა მიუღიათ წინა
საპარლამენტო არჩევნებში.

პოლიტიკური პარტია ,, გირჩი - მეტი თავისუფლება“ მემარჯვენე-ლიბერტარიანული


პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 2020 წლის 26 დეკემბერს ,, ახალი პოლიტიკური
ცენტრი - გირჩის“ გამოყოფის შემდეგ შეიქმნა. პარტიის თავჯდომარე ზურაბ (გირჩი)
ჯაფარიძეა.

პარტია ,, გირჩი - მეტი თავისუფლრბა“ არის პოლიტიკური ორგანიზმი, რომლის


მიზანია კლასიკური ლიბერალიზმის და არაძალადობრიობის პრინციპებისთვის
მებრძოლი მდგრადი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, რომელიც გამჭირვალობისა და
ანგარიშვალდებულების სტანდარტების მაქსიმალური დაცვით, ხელს შეუწყობს
ქართულ პოლიტიკაში ახალი ადამიანების მაქსიმალურ ჩართვას, რაც თავის მხრივ
უნდა იქცეს საქართველოს დესოვიეტიზაციის წინაპირობად.

2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში პარტიამ ხმათა 1,44% მოიპოვა ( 25 467 ხმა) .
თბილისის საკრებულოში შეძლო 2,5 %-იანი ბარიერის გადალახვა და ერთი
დეპუტატის გაყვანა ( აიღო ხმათა 3.299 % / 15 799 ხმა)
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ზურაბ
ჯაფარიძე პოლიტიკური პარტია ,, გირჩის „ წევრი იყო, ხსენებულმა პარტიამ არჩევნებში
ხმათა 2,89% მიიღო (55 598 ხმა) , შესაბამისად გადალახა 1%-იანი ბარიერი და
პარლამენტში 4 დეპუტატის გაყვანა შეძლო.

რაც შეეხება დროას, ის ცენტრისტული პოლიტიკური პარტიაა რომელიც, 2021 წლის


დაფუძნდა, ელენე ხოშტარას მიერ. დროას რიგებში ელენე ხოშტარიასთან ერთად არიან
ბათუ ქუთელია, ნინო გოგუაძე, თამაზ ახობაძე და აშ. ,,დროა“ თავისუფალი, იდეის
ერთგული ადამიანების ერთობაა, ,,დროა“ არის არა ვინმეს პარტა, არამედ ღია
პლათფორმა, ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ იდეა და სურთ შეცვალონ მათ
გარშემო არსებული რეალობა, შეცვალონ ქვეყანა და საკუთარი ცხოვრება
უკეთესობისკენ.

2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში პარტიამ ხმათა 0,615% მიიღო ( 10 859 ხმა )
თბილისის საკრებულოში კი ვერ შეძლო 2,5 % ბარიერის გადალახვა, აიღო ხმათა 2, 143%
( 10262 ხმა ) .

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ელენე


ხოშტარია იყო პარტია ,, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის “
წევრი, ხსენებული არჩევნების დროს პარტიამ ხმების 3.79% (72 986 ხმა) მიიღო და
მოიპოვა 5 მანდატი.

5.Briefly describe the factors that will influence this election.

იმ ფაქტორთა შორის, რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არჩევნების


შედეგებზე შესაძლებელია გამოვყოთ შემდეგი ფაქტორთაგანი - რამდენად
მრავალფეროვანი არჩევანი ექნებათ ამომრჩევლებს, რა საარჩევნო პროგრამებით
წარსდგებიან პოლიტიკური პარტიებია ამომრჩეველთა წინაშე, როგორი პოლიიკური
ვითარება იქნება ქვეყანაში, ევროპის კავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის
სტატუსის მინიჭების საკითხი, ამომრჩეველთა აქტივობა, მათი განწყობები ,
პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული კამპანეიბის ხასიათი, რამდენად
დაცული იქნება დემოკრატიული პრინციპები და მოხდება თუ არა არჩევნების
გაყალბება, საარჩევნო ბარიერი და აშ.

IRI-ს 2023 წლის სექტემბერი - ოქტომბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით


მომავალ შაბათს რომ, საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული
მოსახლეობის 25% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13% ნაციონალური მოძრაობას,
საქართველოსთვის 4%, სტრატეგია აღმაშენებელს 3%, 3% გირჩს, 2% გირჩი მეტი
თავისუფლებას და დროას, 2% ლელოს და აშ. გამოკითხულთა 6% განაცხადა, რომ
მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებზე, 18% - მა კი არ იცის კითვაზე პასუხი, ხოლო 5%
გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ მათთვის სასურველი პარტია ბიულეტინში არ იქნებოდა
მითითებული მაშინ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას ხმები შემდეგნაირად განაწილდა:

ქართული ოცნება 3%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 3%. საქართველოსთვის,


გიორგი გახარია, სტრატეგია აღმაშენებელი 4%, ხალხის ძალა 5%, ლელო 4%. გირჩი 2%,
გირჩი მეტი თავისუფლება და დროა 3% და აშ.

6.Briefly describe your Candidate.

გირჩი მეტი თავისუფლებისა და დროას ძლიერი და სუსტი მხარეები -

ძლიერი მხარე - პროგრესიულად მოაზროვნე ახალგაზრდებით დაკომპლექტებური


ძლიერი გუნდი, გაერთიანების ლიდერების ხანგძლივი პოლიტიკური გამოცდილება,
პროდასავლური ხედვები, რუსულ რეჟიმთან ნულოვანი თანამშრომლობა,
საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, ეხმიანებიან აქტიურ მიმდინარე მოვლენებს
როგორც ქვეყანაში ასევე ქვეყნის გარეთ.

სუსტი მხარე - მცირე ფინანსური და ადამიანური რესურსები, არასტაბილურობა,


ერთად მუშაობის ხანმოკლე გამოცდილება.
7. Briefly describe all the Viable Opponents.
გირჩი მეტი თავისუფლებისა და დროას პირდაპირ კონკურენტებს წარმოადგენენ :

 გირჩი_ მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტია საქართველოში. მისი


თავმჯდომარეა იაგო ხვიჩია. 2020 წელს პარტია გაიყო - შეიქმნა გირჩი — მეტი
თავისუფლება, რომლის თავმჯდომარე გახდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო


მონაწილეობა და 2,89% (55 598 ხმა) აიღო, გადალახა 1%-იანი ბარიერი და
პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ 0,95% (16 683 ხმა) აიღო და
მხოლოდ აბაშის საკრებულოში გადალახა 3%-იანი ბარიერი, სადაც 1 დეპუტატი
გაიყვანა.

 ლელო საქართველოსთვის — ცენტრისტული პოლიტიკური პარტია


საქართველოში, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა. არის
ევროკავშირის ALDE-ს პარტიათა ალიანსის სრულფასოვანი წევრი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 3,15%, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარტიამ
გადალახა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა. ხოლო რაც შეეხება
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, პარტიამ მიიღო ხმების 2,71% ( 47861 ხმა)
 საქართველოსთვის—პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა.
პარტიის პრეზენტაცია 2021 წლის 29 მაისს ჩატარდა. 2021 წლის
თვითმმართველობის არჩევნებს, პარტიამ მიიღო ხმების 7,81% (137764 ხმა)

2.Briefly describe the District in which you will be running.

You might also like