Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

რატომ არსებობენ ღრუბლები?

Ღრუბლის თავიდან შექმნა რომ გვინდოდეს, ჯერ ავიალაინერთა მთელი ფლოტი ან


რამდენიმე ასეული საჰაერო ბუშტი დაგვჭირდებოდა ასობით ტონა წყლის ცაში
ასატანად. Შემდეგ მთელი ეს სითხე, როგორღაც, იმდენად მცირე ზომის წვეთებად
უნდა გაგვეფანტა, რომ მათ ჰაერში ელივლივათ. Მოკლედ, ადვილი არ იქნებოდა. Და
მაინც, ჩვენი ატმოსფერო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ზღვის დონიდან 20 კმ
სიმაღლეზეც კი, ღრუბელს ღრუბელზე გამოსტყორცნის დედამიწის ზედაპირიდან
გადატანილი წყლისა და საწვავის გამოყენებით. Მაგალითად, კუმულუსის ღრუბლები
მაშინ აღმოცენდებიან, როცა წყლის მოლეკულების ურთიერთმაკავშირებელი ბმების
გაწყვეტის შედეგად, მზის ენერგია ოკეანეებიდან, მცენარეებიდან და ნიადაგიდან
წყალს აორთქლებს. Როცა ჰაერის ნაკადი ამით დატენიანდება და გათბება, უფრო
გრილი, მძიმე ჰაერი გარშემო შემოევლება, მოწყვეტს მას და უხილავი საჰაერო
ბუშტივით ცაში გასტყორცნის. Გასაკვირია, მაგრამ ამ ბუშტს ტვირთი არ ამძიმებს -
პირიქით, აფრენამდე რაც მეტ წყლის ორთქლს შეაგროვებს, მით მსუბუქი გახდება. Რაც
არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს იმიტომ ხდება, რომ წყლის ორთქლი აირია, აზოტისა
და ჟანგბადის მსგავსად, ატმოსფეროს ძირითად ნაწილს რომ შეადგენენ. Ფიზიკის
საფუძვლების მიხედვით, კონკრეტული მოცულობის აირი მოლეკულათა ნაირგვარობის
მიუხედავად, მათ განსაზღვრულ რაოდენობას შეიცავს. Წყალი კი შედგება H პლუს H
პლუს O-სგან, რაც ორ N-ზეც და ორ O-ზეც მსუბუქია. Ასე რომ, თბილი, ნოტიო ჰაერი
თბილ, მშრალ ჰაერზე უკეთ ტივტივებს. Უხილავი ბუშტის მაღლა სვლასთან ერთად,
გარეთ წნევის ვარდნა მას გაბერვის საშუალებას აძლევს, რაც შიდა სითბოს
გავრცელებას და ტემპერატურის შემცირებას იწვევს. Საბოლოოდ, ჰაერი ზედა
ნაწილში საკმარისად გრილდება, რომ წყლის ორთქლი წვეთებად კონდენსირდეს, რაც
შორიდან თხელ ნისლოვან წარმონაქმს ჰგავს. Ბუშტის დარჩენილი ნაწილის
აღმავლასთან ერთად, წყლის ორთქლი იმავე სიმაღლეზე გაგრილებასა და
კონდენსაციას აგრძელებს, და ბრტყელძირიანი, თითქოს არაფრისაგან ამოზრდილი
ღრუბელი წარმოიქმნება. Უფრო მეტიც, როდესაც წყლის ორთქლის კონდენსირებული
მოლეკულები თხევად წვეთებად ერწყმიან ერთმანეთს, ისინი დედამიწის
ზედაპირიდან აორთქლებისას შთანთქმულ ენერგიას ათავისუფლებენ. Ეს ათბობს
მიმდებარე ჰაერის გროვას, მას მაღლა აწვება და უკნიდან შეიწოვს მეტ ტენიან ჰაერს,
რაც კვლავ გრილდება, კონდენსირდება, სითბოს გამოჰყოფს, ზემოსვლას ხელს
უწყობს და აღმავალ ნაკადს [updraft] აძრლიერებს. Პატარა კუმულუს ღრუბელშიც კი,
კონდენსირებისგან გათავისუფლებული მთლიანი ენერგია უზარმაზარია -
დაახლოებით 270 ტონა TNT-ის ტოლი. Თუ წყლის ორთქლის მარაგი გაცილებით დიდია,
გათავისუფლებულმა ენერგიამ შესაძლოა, სტრატოსფეროს სიმაღლის ღრუბლის
სვეტები წარმოქმნას მრისხანე აღმავალი ნაკადებით, მძვინვარე ჭექა-ქუხილითა და
გრეიფრუტის ზომის სეტყვით. Არც ისე კარგი ამინდი საჰაერო ბუშტით ფრენისთვის.

You might also like