Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

EEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEQW34444444444444

დებულებები წიგნნში „ქართული ასომთავრული“ მან საისტორიო


წყაროების არსებული თალსაზრისებისა და ლეგენდისმაგვარი
სერსიების შჯერებითა და კრიპტოგრამების ზედმიწევნითი ანალიზით
ივარაუდა: ქართული დამწერლობა შექმნილი ჩანს წარმართულ ხანაში
ფინიკიურ-ბაბილონური დამწერლობისაგან: იგი თვით ბერძნულ
მონუმენტურ ანბანზე ადრინდელია. ქართული ანბანის შექმნის
თარირთან დაკავშრებით სამეცნიერო ლიტერატურაში ერთმანეთს
უპირისპირდებოდა ორი თვალსაზრისი: 1. ქართული დამწერლობა
შექმნილი უნდა იყოს ახ. წ. IV-V საუკუნეებში 2. ქართული ანბანი
წარმართული ეპოქის ძეგლია, შექმნილი ჩვენს ერამდე.
პირველი თვალსაზრისი ჩვენში ჩამოაყალიბა კ.კეკელიძემ XX
საუკუნის 20-იან წლებში. იგი მიუთითებდაა, რომ მეოთე საუკუნის
გასულს მას შემდეგ, რაც ჩვენში დამყარდა ქრისტიანობა... დაიბადა
საჭიროება ნაციონალური ანბანისა და მწიგნობრობის შემოღებისა....
ქართული დამწერლობა უნდა შექმნილიყო ახ.წ. 420-422 წლებში
ქრისტიანული ეკლესიის ინიციატივით.
ქართული ანბანის შექმნას უკავშირებდა ქართლის მონათვლისა და
გაქრისტიანების პერიოდს თ.გამყრელიძეც: ქართული ასომთავრული
დამწერლობა შექმნილი უნდა იყოს IV საუკუნის დასასრულსა და V
საუკუნის დასაწყისში. თუ ჩიქობავასა და თ.გამყრელიძის მოსაზრებებს
გავითვალისწინებთ მაშინ მიახლოებით შეიძლება ასე წარმოვადგინოთ
ქართული ანბანის განვითარების გზა: სავარაუდოა ძვ.წ I ათასწლეულის
შუა პერიოდში ერთ ან რამდენიმე ქართველურ ტომს უკვე ჰქონდა
საკუთარი ანბანი, რომელიც ფარნავაზის ეპოქაში იქცა ქართველთა
საერთო ეროვნულ დამწერლობად.
ქართულში ასო-ნიშნები გამოხატავს ბგერას, რიცხვით მნიშვნელობას,
აქვს ასტრონომიული და კალენდარული დანიშნულებაც. რ.პატარაძის
აზრით, ქართული ანბანის პირველი ასომთავრული ნიშანია რკალზე
ზედა ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს მთვარის გამოჩენას. როცა
მთვარე ცაზე მიაღწევს უმაღლეს წერტილს. ქართული ანბანი მზის
კალენდარიცაა, მაგრამ იგი მთვარის აღნიშვნით იწყება, რადგან ძველად
დღე-ღამის ათვლა ხდებოდა მთვარის საშუალებით. მართლაც,
მთვარის მოძრაობა ზუსტად ერთ თვეს გრძელდება: 28 დღეს მოჩანს
ცაზე 2 დღეს კი - არა. 30 დღის შემდეგ კვლავ ახალი მთვარეა.
ქაღტულმა დამწერლობამ განვლო განვითარების სამი საფეხური და
შესაბამისად შეიქმნა დამწერლობის სამი გრაფიკული ნაირსახეობა:
ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ივ. ჯავახიშვილის აზრით
ქართული დამწელობის პირველი სახეა ასომთავრული. იგი
გამოიყენებოდა მე-9საუკუნემდე. ასოები იყო მრგვალი და დიდი
მოხაზულობისა. სახელწოდება - ასომთავრული, მრგვლოვანი, - ამის
მიხედვითაა დარქმეული. ნუსხური ასომთავრულის გვიანდელი
ვარიანტია. მკვიდრდება IX საუკუნიდან და გაბატონებული ხდება X-XI
საუკუნეებში. ნუსხური წერის პირველი ნიმუში დადასტურებულია
ხელნაწერებიდან „სინურ მრავალთავში“ ეპიგრაფიკულ ძეგლებზე კი -
ატენის სიონის წარწერაში. ნუსხური ასოები მცირე ზომისაა და თანააც
კუთხოვანი, ამიტომ მეორენაირად წერის ამ სახეს კუთხურსაც
უწოდებენ. ნუსხური პრაქტიკულად უფრო მოხერხებული აღმოჩნდა
ასომთავრულად შედარებით, რადგანნ ამ უკანასკნელით წერა
მოითხოვდა დიდ დროსა და ბერ საწერ მასალას. ნუსხურის შემდგომი
განვითარებით წარმოიქმნა მხედრული მართალია, მხედრული წერის
უძველეს ნიმუშად ითვლება 1054 წლის ძეგლი მაგრამ საზოგადოდ
მხედრული გაბატონდა XII საუკუნიდან დღევანდელი სახე კი მიიღო
XIV საუკუნეში. სახელწოდება მხედრული დარქმეულია იმის გამო, რომ
ამ სახეობას იყენებდნენ საერო პირები ვაწრები, მეომრები,,ანუ
მხედრები.
ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის შექმნა
უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო ქართველთა კულტურულ და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ დამწერლობის სახით წარმოიშვა
ეროვნული ქართული წერითი სისტემა, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი გახდა ქართული ენის ზუსტი წერილობითი ფიქსირება
და ეოვნულ ენაზე მწერლობის შექმნა. მაგრამ ამ მოვლენის
მნიშვნელობა კულტურის ისტორიაში არ შემოიფარგლება მხოლოდ
მისი ეროვნული ღირებულებებით. ძველი ქართული ასომთავრული
დამწერლობა, როგორც ერთ-ერთი სრულყოფილი ანბანური წერითი
სისტემა გრაფიკულ სიმბოლოთა შესაბამისობის თვალსაზრისით ენის
გამოსახატავი ფონემური ერთეულებისადმი წარმოადგენს ტიპიურ
ნიმუშს ანბანურიი დამწერლობისას, რითაც იგი უძველეს წერილობით
სისტემათა ტიპოლოგიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადიგლს
იმკვიდრებს.
ძველი ქართული დამწერლობის შექმნა არ იყო თავისუფალი და
იზოლირებული მოვლენა. იგი მჭიდროდ უკავშირდება ამავე რიგის
მოვლენას იმ კულტურულ არეალებში, რომლებთანაც ქართულ
სამყაროს ძველთაგანვე მჭიდრო ისტორიული კავშირები უნდა
ჰქონოდა. ამ თვალსაზრისით ძველი ქართული დამწერლობის
წარმოშობისა და შექმნის პრობლემა უნდა განიხილებოდეს ამგვარ
არეალებში დამწერლობათა წარმომავლობისა და განვითარების
ფართო ტიპოლოგიურ ფონზე. სხვადასხვა სისტემის ანბანურ
დამწერლობათა შედარებით შესწავლა აღგვიდგენს ანბანის შექმნის
პროცესს ნიმუშად აღებული საწყისი წერითი სისტემის მიხედვიტ
წარმოადგენს დამწერლობის წარმოქმნის ტიპოლოგიას. პირველი და
ძირითადი ეტაპი ამ პროცესის არის ენის დანაწევრება ცალკეულ
ბგერით სიმბოლოებით. ეს არის არსებითად ენის ბგერითი, ფონემური
ანალიზი, რაშიც ვლინდება დამწერლობის შემქმნელის ლინგვისტური
ალღო და ინტუიცია: იგი წინასწარ ანაწევრებს ენას უმცირეს ბგერით
ერთეულებად, რომელთა ერთობლიობა ენის ბგერით სისტემას ქმნის.
ამდენად, ყოველი წერითი სისტემა და განსაკუთრებით ანბანური
დამწერლობა გულისხმობს იმპლიციტურად ჩატარებულ საკმაოდ
მაღალი დონის ფონემურ ანალიზს და შესაბამისად ყოველი
დამწერლობა წარმოადგენს სათანადო ენის ლინგვიტური კვლევის
პირველ ნიმუშს.
არქაული ქართულის ფონემური შემადგენლობა- ძველი ქართული
დამწერლობა შეიქმნა სათანადო პერიოდის ქართულის წერილობითი
ფიქსაციისათვის ენის ბგერითი ერთეულების სპეციალური გრაფიკული
სიმბოლოებით გამოხატვის საშუალებით.
უძველესი პერიოდის ქართულის ბგერითი სისტემა შესაძლებელია
წარმოდგენილ იქნეს ისტორიულ ქართველურ ენათა შედარებით
ანალიზის საფუძველზე და თვით ქართული ენის შინაგანი
რეკონსტრუქციის გზით, მისი განვითარების უძველესი წერილობით
ფიქსირებული ეტაპების გათვალისწინებით. ქართული ენის ბგერითი
სისტემის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო სპეციფიკას მისი
განვითარების მთელს მანძილზე წარმოადგენს საოცარი ფონეტიკუური
კონსერვატიზმი, ფონეტიკური ცვლილებებისადმი უმნიშვნელო
მიდრეკილება რამაც უძველესი პერიოდის ქართული ბგერითი
შედგენილობა დღემდე შემოგვინახა არსებითი ხასიათის ფონეტიკური
გარდაქმნის გარეშე. უძველესი პერიოდის ქართულისათვის შემდეგი
ბგერითი შედგენილობა არის სავარაუდებელი: ხშულები, აფრიკატები,
სპირანტები, სონორები.
ძველი ქართული ასომთავრული ანბანის შესაძლებელი წერითი
პროტოტიპები - არქაული ქართულის ამ ბგერითი სისტემის
შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო სწორედ ძველი ქართული
ანბანის შექმნა, რომელიც მოწოდებული იყო წერილობით, სათანადო
გრაფიკული ნიშნების საშუალებით გამოეხატა ქართულისთვის
დამახასიათებელი ბგერითი შედგენილობა. ყოველი დამწერლობის და
განსაკუთრებით წერითი სისტემის შექმნის პირველ და აუცილებელ
ეტაპს წარმოადგენს ენის ბგერითი სისტემის წინასწარი
სეგმენტტირება ცალკეულ ბგერით ერთეულებად, რომლებიც უნდა
გამოისახოს გრაფიკული სიმბოლოების საშუალებით; ამა თუ იმ
ენისათვის ანბანური დამწერლობის შექმნა გულისხმობს ამ ენის
ბგერით ერთეულთა საკმაოდ სრული და ამომწურავი სისტემის
წინასწარ მოცემულობას. ენის ბგერითი სისტემის ამ წინასწარ
ანალიზზეა არსებითად დამოკიდებული მის შესაბამისად შექმნილი
დამწერლობის ხასიათი და ფუნქციური სრულყოფილების ხარისხი, რაც
უფრო თანმიმდევრული, სრული და ენის ბგერითი
შედგენილობისადმი ადეკვატურია ანბანის შემადგენელის მიერ
ჩატარებული ამგვარი წინასწარი ფონემურ-ფონეტიკური ანალიზი მით
უფრო სრულყოფილია ენის ბგერითი შედგენილობის ამსახველი
დამწერლობა, მით უფრო შეესაბამება იგი ენის გრაფიკული ფიქსირების
მიზნებს. ირკვევა, რომ ქართული ანბანის შემქმნელს ზედმიწევნითი
სისრულით აქვს წარმოდგენილი თანადროული ქართული ენის
ბგერითი სისტემა: იგი სრულად და ამომწურავად ითვალისწინებს
ქართული ენის ბგერათა ინვენტარს რომელთა გრაფიკული გამოხატვა
აუცილებელია. ქართული ენის ადეკვატური წერილობითი
გადმოცემისათვის. ქართული ენის ბგერითი ივენტარი იმდენად
სრულად და თანმიმდევრულად არის ასახული ძველ ქართულ
ასომთავრულ დამწერლობაში რომ მას ამ თვალსაზრისით ე.ი ნისანთა
სემადგენლობისა და მათ ფონეტიკურ მნიშვნელობათა მხრივ შემდგომ
არსებითი ცვლილებები არც კი განუცდია. თანამედროვე ქართული
დამწერლობა თავისი შინაგანი სტრუქტურული მახასიათებლების
მიხედვით ასახავს ძირითადად ძველ ქართულ წერით სისტემას .
ქართული ანბანის შექმნისას ბერძნული წერითი სისტემა იქნა
გამოყენებული როგორც წერითი ნიმუში როგროც პროტოტიპი რომლის
მიხედვითაც გამოიყო ბგერითი ერთეულები ქართულში გაიწყო ანბანი
და განისაზღვრა მისი ძირითადი და დანართი ნაწილების შედგენილობა
და სტრუქტურა. ძველი ქართული ანბანის შექმნისათვის საყრდენ
ნიმუშად ბერძნული დამწერლობის მიჩნევა სავსებით გასაგებს ხდის
ქართული სისტემისსტრუქტურისა და პრადიგმატიკას მისი ძირითადი
და დამატებითი ნაწილების ხასიათსა და ბგერით შემადგენლობას.
ამასთანავე საგულისხმოა, რომ ყველა ის თავისებურება ბერძნული
დამწერლობისა, რითაც ეს უკანასკნელი განსხვავდება ძველი
სემიტურისაგან, ყველა ის სპეციპიკური საკუთრივ ბერძნულისთის
დამახასიათებელი სტრუქტურული ნიშანი, წარმოქმნილი ბერძნულ
ანბანში მისი შექმნისას სემიტურისგან და აგრეთვე მისი შემდგომი
განვითარების პროცესში, ასახულია სრულიად ქართულ ანბანში, რაც
ნათლად მოწმობს ძველი ქართული დამწერლობის ბერძნული
სისტემისგან წარმომავლობას. ძველი ქართული დამწერლობა მთელი
რიგი სტრუქტურული თავისებურებანი აიხსნება ბერძნული
დამწერლობის საშუალებით ისინი ბერძნული დამწერლობის
სტრუქტურულ მახასიათებლებს იმეორებენ.
გამოყენებული ლიტერატურა:
თამაზ გამყრელიძე- წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული
დამწერლობა
ტ.ფუტკარაძის - ქართული ენის ისტორია
ივანე ჯავახიშვილი-ქართული პალეოგრაფია

You might also like