1-4 კლ. მოსათელი (გასახურებელი) ვარჯიშები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ცხრილი N 1

N აღწერილობა ვიზუალური მასალა


1 თვალების და კისრის ვარჯიში

ორივე ხელით სახის (ცხვირ-პირი და ყურები) დაზელა - მოძრაობა


1.1 შეასრულე ისე, როგორც პირის დაბანის დროს, ორივე ხელის
გულებით, ცენტრიდან განზე, წრიული მოძრაობებით.

ორივე ხელით თავის (შუბლი, თხემი, კეფა) დაზელა - მოძრაობა


შეასრულე ისე, როგორც თავის დაბანის დროს, თითებით და ხელის
1.2
გულებით წრიულად დაზილე შუბლი და კეფის მიმართულებით
კისრამდე.

თვალების მოფშვნეტა - ორივე ხელის გული შეკრული მუშტებად,


1.3 ცერის მხარით დახუჭულ თვალებზე მიდება და ნელი მოძრაობით
დაზელა. შემდეგ იგივე მოძრაობები თითებით შეასრულეთ.

მზერის ვარჯიში - თვალის დახუჭვა და გახელა 1-2 თვლაზე,


1.4 თვალის გუგების მოძრაობა ზემოთ-ქვემოთ, მარჯვნივ-მარცხნივ,
ტრიალი ორივე მხარეს.

• ქანქარა -თავის გადახრა ნელი მოძრაობით მარჯვენა მხრისკენ,


1.5 გაჩერება და იმავე მოძრაობის გამეორება მარცხენა მხარეს -
გაიმეორეთ 4 - ჯერ.

„კი“ - თავის ნელი მოძრაობა წინ მკერდისკენ და უკან ზურგისკენ,


1.6 გაიმეორეთ 4 - ჯერ.

„არ ვიცი“ - თავის ნელი მოძრაობა მარჯვენა და მარცხენა მხარეს,


1.7 მხრების აზიდვა-დაწევა გაიმეორეთ 4 - ჯერ.

გაბრაზებული ხარი - ნელი მოძრაობით თავის მოხრა


გულმკერდისკენ, გაჩერება და შემდეგ თავის მობრუნება ნელი
1.8 მოძრაობით მარჯვენა მხრისკენ და მარცხენა მხრისკენ.
გაიმეორეთ 4-ჯერ.
ცხრილი N2
N აღწერილობა ვიზუალური მასალა
2 ხელების, ფეხების და სხეულის ვარჯიში

ჟირაფივით მაღალი - დადექი თითის წვერებზე, აწიე ხელები


2.1
ზემოთ ცისკენ და გაჩერდი. გაიმეორეთ 4 -5 -ჯერ.

წრუწუნასავით პატარა - ჩაიკუზე მუხლებს შემოეხვიე, თავი


2.2
დახარე მკერდისკენ და გაჩერდი. გაიმეორეთ 3 -4- ჯერ.

განიერი როგორც კედელი - ნელ-ნელა ადექი, ფეხები და


2.3
ხელები განზე გადგი, დაიჭიმე და გაჩერდი 3-4 თვლაზე.

საფრთხობელა - წარმოიდგინე რომ ხარ საფრთხობელა


განმკლავი ხელისგულები მიბრუნებული უკან.
2.4
იდაყვში მოხარე დაუშვი ქვემოთ და მტევნები აქანავე აქეთ-
იქით.

ხელის მტევნების დაბერტყვა, წყლის წვეთების მიშხეფება -


ხელები დაარხიე, თითქოს წყლის წვეთებს იშორებ ხელებიდან,
2.5 მოძრაობა - თითქოს წყალს თითებით აშხეფებ. ასევე დაბერტყე
სხეულის სხვა ნაწილებიც - ხელები, ფეხები, თითქოს წყალს
იშორებ.

მთელი სხეულის დაბერტყვა - მთელი ტანის რხევა, თითქოს


წყლის წვეთებს იშორებ, შეიძლება ადგილზე ფეხის წვერებზე
2.6
მცირე, ფეხის ტერფის სიმაღლეზე ხტომები, ამავე დროს -
ხელების და მხრების რხევა, თითქოს წყალს იშორებ.

მკლავების მოძრაობა - გააკეთე მკლავების ნელი მოძრაობა წინ,


2.7
უკან, გვერდით, ზემოთ.

ველოსიპედი - ცალ ფეხზე დგომი, მეორე ფეხით ველოსიპედის


2.8.
სატერფულის ტრიალის მოძრაობის შესრულება.
ცხრილი N3

N აღწერილობა ვიზუალური მასალა

3 საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ვარჯიშები

სირბილი - სირბილი ნელ ტემპში სხვადასხვა


3.1
ტრაექტორიით სწორ და დაკლაკნილ ხაზზე, წრეზე.

ბაჭია - ხელები ყურებთან, თითები კურდღლის ყურებივით


3.2 აცქვეტილი ,,სკუპ-სკუპით’’ გადაადგილება, ორი ფეხით
ახტომი, ორი ფეხით დახტომი.

კარუსელი – სიარული წრეზე ხელების ბრუნვითი


3.3
მოძრაობით.

პინოქიო - ბურატინო ხის თოჯინაა და ბევრი სახსარი არ


3.4 აქვს. ბავშვი უნდა ეცადოს გადაადგილდეს მუხლისა და
იდაყვის სახსრის მოუხრელად (ფეხი უნდა აწიოს 900-მდე.)

ალაჯუნა - - ალაჯუნა არის ადამიანი, რომელიც დიდი


ნაბიჯებით დადის. ბავშვები წრეზე გადაადგილდებიან
განიერი (დიდი) ნაბიჯებით წინ, მუხლისა და მენჯ-
3.5 ბარძაყის სახსარში მოხრით, უკანა ფეხი გამართულია და
მთელი ტერფით ებჯინება იატაკს (ვარდნა). მენჯ-ბარძაყის
სახსარის კუთხე ფეხის აწევის დროს არ უნდა
აღემატებოდეს 900-ს.

ადგილზე სირბილი - სირბილი სხვადასხვა ტრაექტორიით


3.6
ხაზზე, წრეზე.

დათუჩას სიარული - დათვის ბელმა ფეხი აიდგა და


3.7
სიარულს სწავლობს, დადის ,,ბაჯბაჯით’’.

წერო - ბავშვს იდაყვებში მოხრილი ხელები განზე აქვს


3.8 გაშლილი, მუხლს წევს შეძლებისდაგვარად მაღლა და ასე
მიაბიჯებს;
ცხრილი N4

N აღწერილობა ვიზუალური მასალა

4 ფეხების ვარჯიშები

კანჭის ვარჯიში - დგომი ოდნავ განზე გადგმული


ფეხებით, კედლიდან 1 ნაბიჯის დაშორებით, პირით
კედლისკენ. ხელებით დაეყრდენით კედელს, მკერდის
დონეზე. ერთი ფეხი ოდნავ მოხარეთ მუხლში და გაწიეთ
4.1
უკან ისე, რომ თითის წვერით შეეხოთ იატაკს. შემდეგ
საყრდენი ფეხი ოდნავ მოხარეთ მუხლში და შეინარჩუნეთ
პოზიცია 4-5 თვლაზე. დაბრუნდით საწყის პოზიციაში და
გაიმეორეთ იგივე მოძრაობა მეორე ფეხით.

მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ვარჯიში - საწყისი


მდგომარეობა: ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები
დაწყობილია თეძოზე. ერთი ფეხი მოხარე და გაწიე წინ ისე,
4.2
რომ თითის წვერი ეხებოდეს იატაკს, გაჩერდი 4 -5
თვლაზე. დაბრუნდი საწყის პოზიციაში და გაიმეორე იგივე
მეორე ფეხით.

პეპელა - დაჯექი იატაკზე განზე გაწეული მუხლებში


4.3 მოხრილი ფეხებით. ფეხის გულები შეატყუპე
ერთმანეთთან. გაჩერდი ამ მდგომარეობაში 4-5 თვლაზე.

5 მუხლებისა და ტერფების ვარჯიში


მუხლის ტრიალი - დაწექი ზურგზე, ხელები შეიძლება
დაიდო თავქვეშ და გამოიყენო საყრდენად. აწიე ერთი ფეხი
ზემოთ და ატრიალე კანჭი მუხლის სახსარში. შემდეგ
5.1
გაიმეორე იგივე მეორე ფეხით. ამავე მდგომარეობაში
ავარჯიშე ფეხის ტერფი: მოხარე, გაშალე, ატრიალე ფეხის
წვერი წრიულად.
6 მთელი სხეულის ვარჯიშები
თოჯინა - წარმოიდგინე, რომ ხარ თოკებზე დაკიდებული
თოჯინა (მარიონეტი) და მოდუნდი. შემდეგ გაჭიმე
6.1 სხეული, ხელები, ფეხები და თითები. გაჩერდი 4-5
თვლაზე. შემდეგ ისევ მოდუნდი, გაიმეორე მორაობა 3-4
ჯერ.

სხეულის გაწელვა - მთელი სხეულით გაიმართე და


გაიჭიმე იმდენად, რამდენადაც შეგიძლია. შემდეგ მოდუნდი
და სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი გაჭიმე, მაგ. აწიე ერთი
6.2
ხელი ზემოთ, გაიჭიმე და გაჩერდი რამდენიმე წამი. შემდეგ
მოდუნდი და გაიმეორე იგივე სხეულის მეორე ნაწილით 3—
4 ჯერ.

You might also like