Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული კურსი

საკონტროლო დავალება #12


ორგანული ნივთიერებების ამოცნობა თვისებითი რეაქციების მიხედვით

შესავალი
სინჯარებში წარწერებით A, B, C და D მოთავსებულია გლუკოზას, საქაროზას, აცეტონისა
და ფორმალდეჰიდის ხსნარები. თქვენ უნდა ჩაატაროთ თვისებითი რეაქციები და
დაადგინოთ, რომელ სინჯარაში რომელი ნივთიერების ხსნარია.

დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ ინფორმაცია საკვლევი ნივთიერებების შესახებ,


რომელიც ქვემოთაა მოცემული:

ფუნქციური ჯგუფების შემცველობა


სახელწოდება ფორმულა
მრავალატომიანი
ალდეჰიდების კეტონების
სპირტების

გლუკოზა C6 H12 O6 ✓ ✓

აცეტონი CH3 COCH3 ✓

საქაროზა C12 H22 O11 ✓

ფორმალდეჰიდი HCHO ✓
საკონტროლო დავალება #12 ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული კურსი

მოცემული გაქვთ:
რეაქტივები:

• ნატრიუმის ჰიდროქსიდის (NaOH) 10%-იანი ხსნარი


• სპილენძ(II)-ის სულფატის (CuSO4 ) 2%-იანი ხსნარი
• ნატრიუმის ნიტროპრუსიდის (Na2 [Fe(CN)5 NO]) 2%-იანი ხსნარი
• სინჯარები წარწერებით A, B, C და D, რომლებშიც მოთავსებულია:
− გლუკოზის 10%-იანი ხსნარი;
− საქაროზის 10%-იანი ხსნარი;
− ფორმალდეჰიდის 10%-იანი ხსნარი;
− აცეტონის 10%-იანი ხსნარი.

ჭურჭელი და მოწყობილობები:

• სინჯარები
• სინჯარების შტატივი
• ერთჯერადი პიპეტები
• სპირტქურა
• ასანთი
• ჩამრეცხი

პრაქტიკულად შესასრულებელი ამოცანები:

1. უნდა დაადგინოთ, რა ნივთიერებების ხსნარებია მოთავსებული A, B, C და D


სინჯარებში. ამისათვის თითოეული სინჯარიდან უნდა აიღოთ ნიმუში და
ჩაატაროთ თვისებითი რეაქციები (ტესტები) მითითებული მეთოდიკის მიხედვით.
მიღებული ვიზუალური დაკვირვების შედეგები უნდა ჩაინიშნოთ სამუშაო
ცხრილში.

2. ვიზუალური დაკვირვების შედეგები უნდა შეადაროთ ინფორმაციას საანალიზო


ნივთიერებების შესახებ, რომელიც შესავალშია მოცემული და ამის საფუძველზე
უნდა განსაზღვროთ, რომელ სინჯარაში რომელი ნივთიერების წყალხსნარია.

შედეგები წარმოადგინეთ ოქმის სახით, რომელიც თან ერთვის დავალებას.


საკონტროლო დავალება #12 ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული კურსი

მეთოდიკა

ჩაატარეთ A, B, C და D სინჯარებში მოთავსებული ხსნარების ანალიზი. თითოეული უნდა


გამოიცადოს შემდეგი 3 ტესტით:

• ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ტესტი კარბონილის ჯგუფებზე


სინჯარაში ჩაასხით 10-12 წვეთი ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ხსნარი, დაამატეთ ამავე
მოცულობის საანალიზო ხსნარი და 3-4 წვეთი ტუტის ხსნარი. დააკვირდით ხსნარში
მიმდინარე ცვლილებას - ფერის შეცვლა მიუთითებს, რომ საანალიზო ნივთიერება
ალდეჰიდი ან კეტონია.

• სპილენძ(II)-ის ჰიდროქსიდის ტესტი მრავალატომიან სპირტებზე


სინჯარაში პიპეტით ჩაასხით 5-6 წვეთი სპილენძ(II)-ის სულფატის ხსნარი; დაამატეთ
1 მლ ნატრიუმის ტუტის ხსნარი. წარმოქმნილ ნალექს წვეთ-წვეთობით ამატეთ
საანალიზო ხსნარი. დააკვირდით ხსნარში მიმდინარე ცვლილებას - კაშკაშა ლურჯი
ფერის ხსნარის წარმოქმნა მიუთითებს, რომ საანალიზო ნაერთი ორ ან მეტ სპირტულ
ჯგუფს შეიცავს.

• სპილენძ(II)-ის ჰიდროქსიდის ტესტი ალდეჰიდებზე


სინჯარაში პიპეტით ჩაასხით 10 წვეთი სპილენძ(II)-ის სულფატის ხსნარი; დაამატეთ
3 მლ ნატრიუმის ტუტის ხსნარი. წარმოქმნილ ნალექს დაამატეთ 1 მლ საანალიზო
ხსნარი. სინჯარა შეანჯღრიეთ და დაიწყეთ მისი გაცხელება სპირტქურის ალზე.
დააკვირდით ხსნარში მიმდინარე ცვლილებას - ყვითელი ფერის ნალექის წარმოქმნა,
რომელიც თანდათანობით წითელ (აგურისფერ) ნალექში გადადის, მიუთითებს, რომ
საანალიზო ნაერთი ალდეჰიდის ჯგუფს შეიცავს.

• ანალიზის შედეგები დააფიქსირეთ ოქმში მოცემულ ცხრილში #1.

• შეაჯერეთ მიღებული შედეგები შესავალში მოცემულ ინფორმაციასთან და


განსაზღვრეთ, რომელ სინჯარაში რომელი ნივთიერების ხსნარია. შეავსეთ ოქმში
მოცემული ცხრილი #2.

დავალების შესრულების შემდეგ გამოყენებული ჭურჭელი გაასუფთავეთ, გარეცხეთ,


გამოავლეთ გამოხდილი წყალი და ჩააბარეთ ლაბორანტს!
ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული კურსი

სახელი და გვარი

პროგრამა ჯგუფის #

საკონტროლო დავალება #12


ცდის ოქმი
ცხრილი #1. ვიზუალური დაკვირვების შედეგები
სინჯარა
ტესტი
A B C D

კარბონილის ჯგუფებზე

ტესტი მრავალატომიან
სპირტებზე

ტესტი ალდეჰიდის
ჯგუფებზე

ცხრილი #2. დასკვნა

სინჯარა A B C D
ნივთიერების
სახელწოდება

You might also like