8 დავალება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოსამართლო სამართალი და სამოსამართლო ეთიკა

VIII საშინაო დავალება

სტუდენტი - ნინო გაგნიძე

ხელმძღვანელი - თამარ ლაკერბაია

თბილისი, 2023 წ.
მართლმსაჯულების განხორციელება რთული და მეტად საპასუხისმგებლო საქმეა,
რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს, განსაზღვრავს
დავის მხარეთა მომავალს. სწორედ ამიტომ, სამოსამართლო საქმიანობა
მოსამართლისთვის უპირველესია, რის ჯეროვან განხორციელებასაც უნდა
ეძღვნებოდეს მისი პროფესიული მოღვაწეობა და შესაბამისი დროის ძირითადი
ნაწილი.

სამოსამართლო ეთიკის წესები ადგენს ეთიკურ სტანდარტებს, რომლითაც


მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს როგორც სამოსამართლო, ისე სხვა
საქმიანობის დროს და პირად ცხოვრებაში, რათა თავისი ქცევით, ნებსით თუ
უნებლიეთ საფრთხე არ შეუქმნას სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ
განხორციელებას, მართლმსაჯულების ინტერესებს. ეთიკური სტანდარტები
განაპირობებს მოსამართლის მიერ არასამოსამართლო საქმიანობის ისე წარმართვას,
რომ მისი პირადი ინტერესები მართლმსაჯულების ინტერესებს არ
დაუპირისპირდეს. სამოსამართლო ეთიკის მიზანია, მოსამართლეებისათვის ქცევის
წესების დაწესებით უზრუნველყოს სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების
ნდობა და მინიმუმამდე დაიყვანოს ინტერესთა კონფლიქტის
შემთხვევები.მოსამართლის არასამოსამართლო საქმიანობის ეთიკური სტანდარტებს
განამტკიცებს ეთიკის წესების 22-28-ე მუხლები, ასევე პროექტის 37-41-ე მუხლები.

სწორედ სასამართლოების დამოუკიდებლობისადმი, მოსამართლეების


პატიოსნებისადმი, სასამართლო პროცესების მიუკერძოებლობისა და
ქმედითობისადმი საზოგადოების ნდობაზე არის დამყარებული სასამართლო
სისტემის არსებობა სახელმწიფოში. „დამოუკიდებლობა” და „მიუკერძოებლობა”
ერთმანეთთან ძალზე მჭიდრო კავშირშია და ამის მიუხედავად თითოეული მათგანი
მაინც ცალკე და მეორისაგან განსხვავებული ცნებაა. „მიუკერძოებლობა” კავშირშია
იმასთან, თუ რა დამოკიდებულება აქვს სასამართლოს კონკრეტული საქმის
საკითხებისადმი და ამ საქმის მხარეებისადმი. სიტყვა „მიუკერძოებელი” ნიშნავს
წინასწარი განწყობის არმქონეს, როგორც სინამდვილეში, ისე გარშემომყოფთა
წარმოდგენაში. ის, თუ რამდენად მიიღებს და მხარს დაუჭერს საზოგადოება
სასამართლო გადაწყვეტილებებს, დამოკიდებულია საზოგადოების რწმენაზე
მოსამართლეთა პატიოსნებისა და დამოუკიდებლობისადმი. ეს, თავის მხრივ,
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს მოსამართლე სასამართლოში ქცევის
მაღალ სტანდარტებს. ამიტომ მოსამართლე თავად უნდა იყოს მოსამართლეთა
ქცევის მაღალი სტანდარტების, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფაქტორის, გამტარებელი და დამცველი.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს აზრით, მიუკერძოებლობის შესახებ
მოთხოვნა ორ ასპექტს მოიცავს: პირველი, რომ სასამართლო მიუკერძოებელი უნდა
იყოს სუბიექტური თვალსაზრისით, ანუ სასამართლოს არცერთ წევრს არ უნდა
ჰქონდეს პირადი მიკერძოება ან წინასწარ შექმნილი წარმოდგენა. პირადი
მიუკერძოებლობა იგულისხმება, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები;
მეორე, რომ სასამართლო მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით,
ანუ უნდა უზრუნველყოფდეს საკმარის გარანტიებს საიმისოდ, რომ გამოირიცხოს
რაიმე ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.სასწორზე ხომ ის ნდობა დევს,
რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ყოველ წევრს, ბრალდებულების
ჩათვლით, უნდა ჰქონდეს სასამართლოსადმი. შესაბამისად, მოსამართლემ, რომლის
მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც არსებობს, უნდა დატოვოს
სასამართლოს შემადგენლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლემ პროცესზე არ
გაამჟღავნა თავისი პირადი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, მან არც ის თქვა, რომ
ფარულად ყოველთვის ინტერესდებოდა მეზობელი ოჯახის დიასახლისის ბედითა
და მისი ჯანმრთeლობის მდგომარეობით. მოსამართლე მეზობელი ქალბატონის
ახსნა-განმარტებას ცრემლიანი თვალებით ისმენდა. აშკარად სახეზეა მისი წინასწარი
დამოკიდებულების არსებობა მაშინ, როცა მოსამართლე უნდა მოერიდოს ნებისმიერ
მოქმედებას, რომელმაც საზოგადოებას შეიძლება აფიქრებინოს, რომ მოსამართლის
გადაწყვეტილებაზე ისეთი გარეშე ფაქტორები ახდენენ გავლენას, როგორებიცაა:
პირადი დამოკიდებულება ერთ-ერთი მხარისადმი ან საქმის წარმოების ამა თუ იმ
შედეგით დაინტერესებულობა. ჩვეულებრივ, ამ შემთხვევაში კრიტერიუმია,
ჩათვლის თუ არა დამოუკიდებელი დამკვირვებელი, რომელიც რეალურ და
პრაქტიკულ შეფასებას აძლევს ამ საკითხს, რომ მოსამართლის მოქმედებებში მისი
მიკერძოება ჩანს. არსებობს თუ არა საბაბი, ვივარაუდოთ მიკერძოების არსებობა, ამის
შეფასება ხდება გარეშე დამკვირვებლის თვალსაზრისით. სასამართლო საქმის
გარკვეული გადაწყვეტის მომხრეობას, რაც მოსამართლეს უხშობს იმ არგუმენტებისა
და დასკვნების სრულად აღქმის საშუალებას, რომლებიც მან ობიექტურად უნდა
შეაფასოს. წინასწარ შექმნილი აზრი – ეს არის თვალსაზრისი, პოზიცია, რომელიც
მსჯელობასა და დასკვნებზე ახდენს გავლენას და ხელს უშლის მოსამართლის მიერ
თავისი ფუნქციების მიუკერძოებელ შესრულებას კონკრეტულ საქმესთან
დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა. მოსამართლემ უნდა დაიცვას
აუცილებელი წონასწორობა, ვინაიდან მან ეფექტიანად უნდა წარმართოს პროცესი
და, ამასთან, არ შეუქმნას გარეშე დამკვირვებელს წარმოდგენა, რომ ის
მიკერძოებულია.

მოსამართლის ეთიკის წესების შესაბამისად, მოსამართლე თვითაცილებას აცხადებს


საქმის განხილვაში მონაწილეობისაგან იმ შემთხვევაში, თუ მისთვის შეუძლებელია
საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა, ან იმ შემთხვევაში, როდესაც
გარეშე დამკვირვებელს შესაძლოა გასჩენოდა ეჭვი მოსამართლის
მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი ვარაუდი წინასწარი განწყობის
არსებობის თაობაზე გამართლებულია: თუ მოსამართლეს და განსახილველ საქმეში
ჩართულ ან მისით დაინტერესებულ საზოგადოების წევრს შორის პირადი მეგობრობა
ან არაკეთილგანწყობა არსებობს; თუ მოსამართლე ახლოს იცნობს განსახილველ
საქმეში ჩართულ ან მისით დაინტერესებულ საზოგადოების წევრს, განსაკუთრებით,
თუ ამპირისადმი ნდობა და მისი ავტორიტეტი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს
საქმის გადაწყვეტისათვის. მოცემულ შემთხვევაშიც მოსამართლე მეზობელი
ქალბატონის ახსნა-განმარტებას ცრემლიანი თვალებით ისმენდა. მან რამდენიმეჯერ
პროცესიც კი შეწყვიტა ემო- ციების გამო. მოსამართლისათვის განსაკუთრებით მძიმე
იყო საქმეში არსებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ფსიქოლოგი ბავშვების
გამოკითხვის შედეგად მიიჩნევდა, რომ ბავშვების ცხოვრება მამასთან უკეთესი იყო,
რადგან ბავშვები მამასთან უფრო დაცულები იქნებოდნენ. მოსამართლე
სამეზობლოდან კი აბსოლუტურად განსხვავებულ ინფორმაციას ფლობდა.
მეზობლებისაგან მიღებული ინფორმაციით ქალბატონი შრომისუუნარო იყო, თუმცა,
იგი შვილებზე ზრუნვასა და მათ მოვლას ჯეროვნად
უზრუნველყოფდა.მოსამართლემ კულუარულად ისიც კი იცოდა, რომ ქალბატონის
შრომისუუნარობა ქმრის მხრიდან ძალადობით შეიძლება ყოფილიყო გა- მოწვეული.
მოსამართლემ პირველი სხდომა გადადო, რათა ოჯახის თაობაზე მეტი ინფორმაცია
მოეპოვებინა. მან ნაცნობი მეზობლები გამოჰკითხა. ამავდროულად დაუკავშირდა იმ
ფსიქოლოგს, რომლის დასკვნაც საქმეში იდო. მოსამართლეს კარგად უნდა ესმოდეს
ისეთი კონტაქტების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც გარშემომყოფთ
საბაბს მისცემს, ჩათვალონ, რომ მოსამართლეს რაღაც განსაკუთრებული
ურთიერთობა აქვს რომელიმე პირთან, რის გამოც შეიძლება, მას რაიმე სამსახური
გაუწიოს. ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, ყველა გაგებით ფაქტია რომ
მოსამართლეს ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ვერ ექნებოდა
შესაბამისად ის ვალდებული იყო თვითაცილება მოეთხოვა.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოსამართლემ პირველი სხდომა გადადო, რათა ოჯახის


თაობაზე მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა. მან ნაცნობი მეზობლები გამოჰკითხა.
ამავდროულად დაუკავშირდა იმ ფსიქოლოგს, რომლის დასკვნაც საქმეში იდო.
საგულისხმოა, რომ მოსამართლე მითითებულ ფსიქოლოგს წლებია იცნობდა. ეს
ფაქტიც რომ ის მხარეებისგან დამოუკიდებლად დაუკავშირდა მეზობლებს,
ფსიქოლოგს, უკვე მისი უფლებამოსილების გადაცდომის საფუძველია. ფსიქოლოგის
განმარტებით, მამაკაცი ცუდი ქმარი, მაგრამ ძალიან კარგი მამა იყო. მოსამართლემ,
მას შემდეგ, რაც პროცესზე მამაკაცის ახსნა-განმარტება მოისმინა, მას
უპასუხისმგებლო და მოძალადე უწოდა. ამასთან, ისიც უთხრა, რომ კარგი მამობა არ
ამართლებდა მის ძალადობას ცოლის მიმართ. მისნაირი ადამიანები კი ციხეში უნდა
იყვნენ და მათ ყველა უფლება შეზღუდული უნდა ჰქონდეთ, მათ შორის, საყვარელ
შვილებთან ურთიერთობის უფლება, რათა გაიგონ რა არის ტკივილი. მაშინ როცა
მოსამართლის ეთიკის წესების მიხედვით მოსამართლე ვალდებულია ეცადოს, არ
დაუშვას ისეთი ქცევა, რომელიც აღიქმება წინასწარი აზრის ან მიკერძოების
გამოხატულება, თავი უნდა შეიკავოს გაუმართლებელი შენიშვნებისაგან,
შეურაცხმყოფელი და უადგილო გამოთქმებისაგან მხარეთა ან მათი მოწმეების
მისამართით, განცხადებებისაგან, რომლებიც წინასწარ შექმნილი აზრის არსებობაზე
მიუთითებს, ასევე თავშეუკავებლობისა და მოუთმენლობისაგან, ვინაიდან ეს
შეიძლება, სასამართლოს მიუკერძოებლობაში დაეჭვების საბაბი გახდეს, საქმის
განმხილელველი მოსამართლის ეს ქმედება ნამდვილად ეწინააღმდეგა ყველა ამ
ჩამოთვლილ მის ვალდებულებას. გარდა ამისა, მართალია მოსამართლეს უფლება
აქვს, დეტალების დასაზუსტებლად კითხვები დასვას, მაგრამ, თუ ის მუდმივად
ერევა სასამართლო სხდომის მსვლელობაში და პრაქტიკულად აკონტროლებს
სამოქალაქო საქმის წარმოებას ან პროკურორის როლს კისრულობს სისხლის
სამართლის საქმის წარმოებისას, და თავის მიერვე ჩატარებული დაკითხვის
შედეგებს იმისთვის იყენებს, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს მის მიერვე
გამოტანილ დასკვნაში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, ის ასეთ შემთხვევაში
ერთდროულად ხდება ადვოკატიც, მოწმეც და მოსამართლეც, რის შედეგადაც
მხარეთა უფლება სამართლიან სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით
რეალიზებული არ არის ნამდვილად ცდება კანონით გათვალისწინებულ მის
ვალდებულებებს და უფლებამოსილებას, მოცემულ შემთხვევაშიც სწორედ
აღნიშნულ დარღვევას აქვს ადგილი.

მოსამართლემ მამაკაცს ასევე უთხრა, რომ თუ მოთხოვნას თავადვე არ


დააკორექტირებდა და თვითონვე არ მოითხოვდა, რომ ბავშვები დედასთან
ყოფილიყვნენ, იგი მისი ძალადობის თაობაზე პოლიციას შეატყობინებდა.
მოსამართლის მითითებულმა განმარტებამ მამაკაცზე ზეგავლენა იქონია. მან საქმე
მორიგებით დაასრულა. სასამართლომ მიუხედავად მორიგებისა, ბაჟი მხოლოდ
მამაკაცს დააკისრა. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა დანაშაულის ჩადენაში
დამნაშავედ ცნობილი პირისათვის განაჩენის გამოტანისას მოსამართლეს
მსჯავრდებული შეურაცხმყოფელი შენიშვნებით „შეუმკია”. მოსამართლეს შეუძლია,
ადგილობრივი ჩვეულებების მიხედვით, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება
გამოხატოს ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამო, მაგრამ მისი შენიშვნები ყოველთვის
ფრთხილი, თავშეკავებული დათავაზიანი უნდა იყოს. დანაშაულის ჩადენაში
დამნაშავედ ცნობილი პირისათვის განაჩენის გამოტანა არის დიდი
პასუხისმგებლობა, საზოგადოების სახელით სამართლიანი და კანონიერი
მოქმედების აღსრულება და არა მოსამართლისათვის თავისი ემოციების გამოხატვის
საბაბი. მსგავსი მოქმედება მოსამართლის მაღალი თანამდებობის უმთავრეს
საფუძვლებსა და ავტორიტეტს არყევს. სწორედ მოსამართლე იძლევა ტონს და ქმნის
თავის სასამართლოში ატმოსფეროს, რომელიც აუცილებელია სამართლიანი
სასამართლო განხილვისათვის. სასამართლოში მყოფი პირებისადმი არათანაბარი და
არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რეალური ან ასეთად აღქმული, დაუშვებელია.
სასამართლოში მყოფ ყველა პირს უფლება აქვთ, მოელოდნენ მოპყრობას, რომელიც
მოწმობს მათი ადამიანური ღირსებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების
პატივისცემას. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ სასამართლოში მყოფი
ყველა პირი დაცული და დაზღვეული იყოს მიკერძოებისა და წინასწარი განწყობის
ყოველგვარი გამოვლინებისაგან რასობრივი კუთვნილების, სქესის, აღმსარებლობისა
თუ სხვა საფუძვლით. რაც მოსამართლე ლელა კახიძემ არაერთგზის დაარღვია.

მოსამართლე, მართალია, დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტით სარგებლობს,


თუმცა, აღნიშნული დამოუკიდებლობა არ არის უსაზღვრო. მოსამართლის
დამოუკიდებლობის მორალური ჩარჩო მის კეთილსინდისიერებაზე გადის.
აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მაგრამ თვითნებურად მოქმედი მოსამართლის
ხელში კანონის გამრუდების მეტი საფრთხე არსებობს თუ დამოუკიდებლობა
შესაბამისი ანგარიშვალდებულებით არ იქნება შემოფარგლული. მოსამართლეთა
დისციპლინური დევნის უფლების მქონე ორგანო მაღალი ლეგიტიმურობით უნდა
სარგებლობდეს, უნდა ესმოდეს მოსამართლეთა დისციპლინური დასჯის ფუნქცია
და მიზანი და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერად უნდა ისარგებლოს აღნიშნული
უფლებამოსილებით, რათა, მოსამართლეთა დისციპლინური დევნა, ერთი მხრივ,
მართლმსაჯულების გაჯანსაღებისა და კანონის უზენაესობის დაცვის იდეას
მოემსახუროს და, მეორე მხრივ, არ გახდეს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ
მოსამართლეთა ეფექტური დასჯის მექანიზმი და სასამართლოდან მათი განდევნის
„ლეგიტიმური“ წყარო. საზოგადოების წევრებს, იმის განცდა, რომ განზრახ
მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი მოსამართლე დაისჯება, მეტ იმედს უჩენს
სასამართლო სისტემის მიმართ. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ
არადემოკრატიულ ანდა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის
შეზღუდვისა და დამოუკიდებელ მოსამართლეთა დევნის ეფექტურ ინსტრუმენტად
მიიჩნევა.

მოსამართლის სამართლებრივი შეცდომისა და პროფესიული გადაცდომის


ურთიერთგამიჯვნა უკიდურესად რთულია, რიგ შემთხვევებში კი, მართალია,
მოსამართლის სამართლებრივი შეცდომაა სახეზე, თუმცა, აღნიშნული შეცდომა,
თავის შინაარსით, ანდა მხარეთა დარღვეული უფლებების მასშტაბით, პროფესიულ
გადაცდომას უთანაბრდება. ამიტომ, ერთ-ერთ საკვანძო საკითხს სწორედ ის
წარმოადგენს თუ რა საზომით უნდა მოხდეს მოსამართლის სამართლებრივი
შეცდომისა და პროფესიული გადაცდომის ურთიერთგამიჯვნა, როცა მოსამართლის
ქმედება კომპლექსურია და ერთი მეორეს ფარავს. აღნიშნულ საზომად, ხშირ
შემთხვევაში, ე.წ. „გონიერი მოსამართლის“ ტესტს იყენებენ, რაც იმას ნიშნავს,
შეფასების საგანი ხდება იმავე ვითარებაში „გონიერი მოსამართლე“ როგორ
მოიქცეოდა. თავის მხრივ, არსებობს ე.წ. „მოსამართლის გონიერების“ საზომიც,
რომლის მიხედვითაც, მოსამართლე გონიერი უნდა იყოს, როგორც სამოსამართლო
საქმიანობის ფრთხილი/წინდახედული განხორციელების მხრივ, ასევე მისი
პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც. ამდენად,
მოსამართლის „გონიერების“ საზომად მისი სიფრთხილე, წინდახედულობა და
კომპეტენტურობა მიიჩნევა. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი შეცდომა,
რომელიც შეუძლებელია თვით „გონიერი“, ანუ ფრთხილი, წინდახედული,
კომპეტენტური მოსამართლის მიერაც კი ვერ იქნეს თავიდან აცილებული ან
წარმოადგენს de minimis სამართლებრივ შეცდომას, დისციპლინური წარმოების
საფუძველი არ შეიძლება გახდეს. ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის
საფუძველი არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მიერ არასწორი გადაწყვეტილების
მიღება. თუმცა, აქედანაც არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, არასწორი
გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების
საფუძველი შეიძლება მხოლოდ მაშინ გახდეს თუ იგი ეწინააღმდეგება, მარტივ,
განსაზღვრად/განჭვრეტად და გამართულ ნორმას/კანონს, რომლის განმარტებაც
არანაირ დაბნეულობას ან ორაზროვნებას არ წარმოშობს. ასევე მაშინ, როდესაც,
„უსწორო“ გადაწყვეტილების მიღება გამოწვეული იყო შემაშფოთებელი
სამართლებრივი შეცდომის ან არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს ასევე
მოსამართლის განმეორებით, განზრახ დაშვებული სამართლებრივი შეცდომები
(pattern of legal errors), რა დროსაც აუცილებელი არ არის, რომ განმეორებითი
შეცდომა ერთიდაიგივე იყოს. სასამართლომ მიუთითა, რომ შეცდომები არ იყო
შოკისმომგვრელი, გამიზნული, ან/და არაკეთილსინდისიერი, თუმცა ისინი ერთად
აღებული აშკარას ხდიდა, რომ მოსამართლე არ/ვერ მისდევდა/იყენებდა კანონს.
დისციპლინური განხილვის საგანი შეიძლება იყოს პროფესიული გადაცდომა და არა
სამოსამართლო შეცდომა. სამოსამართლო შეცდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში
შეიძლება გახდეს დისციპლინური დევნის საგანი თუ სამოსამართლო შეცდომის
ხარისხი, მასშტაბი და მხარეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, თავისი არსით,
პროფესიულ გადაცდომას წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში, მხედველობაში მიიღება
კეთილსინდისიერი მოსამართლის სტანდარტი და ე.წ. „გონიერი მოსამართლის“
ტესტი, რაც, თავის მხრივ, სამოსამართლო შეცდომასა და პროფესიულ გადაცდომას
შორის წითელ ხაზებს ადგენს. ამიტომ, იმისათვის, რომ აღნიშნული ხაზები არ
გადაიკვეთოს და დისციპლინური საქმის წარმოება კეთილსინდისიერი და გონიერი
მოსამართლეების დევნის იარაღად არ იქცეს, აუცილებელია, რამდენიმე
გახმაურებული შემთხვევის მიმოხილვა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის
საერთაშორისოდ აღიარებული მოდელური წესების გაცნობა. მაშინ, როდესაც
უკიდურეს სიფრთხილეს საჭიროებს და საგამონაკლისო აუცილებლობას
წარმოადგენს სამართლებრივი შეცდომის გამო მოსამართლეთა დისციპლინური
დევნა, მოსამართლის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად მიღებული
გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა გახდეს მისი დისციპლინური დევნის
საფუძველი. არაკეთილსინდისიერ ქმედებაში იგულისხმება ნებისმიერი პირადი
დაინტერესება, კორუფციული თუ ინტერესთა კონფლიქტით განპირობებული ქცევა,
რომელიც მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობის კეთილსინდისიერ
განხორციელებას არ მიემართება. მცირედი სამართლებრივი შეცდომაც კი, იწვევს
სამოსამართლო გადაცდომის დადგენას თუ მოსამართლე არაკეთილსინდისიერად
მოქმედებდა, ანდა წინასწარ შეცნობით (განზრახ) არ გამოიყენა კანონი, რომელიც
უნდა გამოეყენებინა. მოსამართლის დისციპლინური დევნის საფუძველს ასევე
წარმოადგენს შეუწყნარებელი/შოკისმომგვრელი/გამოუსწორებადი სამართლებრივი
შეცდომა (egregious legal error). ამ ტიპის გადაცდომის ყველაზე აშკარა მაგალითი
კონსტიტუციური უფლებების უგულებელყოფაა.

მოსამართლე, რომელმაც მხარეს განუცხადა, რომ სამუდამო სასჯელს მიუსჯიდა თუ


დაკისრებულ ჯარიმებსა და გადასახადებს არ გადაიხდიდა, ამერიკის უზენაესმა
სასამართლომ დისციპლინური წესით დასაჯა (censure and six-month suspension
without pay)., ვინაიდან მოსამართლემ იცოდა, რომ კანონი მას ამგვარი სანქციის
გამოყენების უფლებას არ აძლევდა. დისციპლინური საქმისწარმოებისას
მოსამართლემ განმარტა, რომ ეს უბრალო გაზვიადების ტექნიკა იყო, რათა მხარეებს
მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინათ.
სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, მოსამართლეს სამოსამართლო საქმიანობის
განხორციელებისას უნდა ჰქონდეს გარკვეული თავისუფლება, თუმცა მხარის
დაშინება, რომელიც სამოსამართლო უფლებამოსილებას სცდება, ამ თავისუფლების
ფარგლებში მაშინაც კი არ ექცევა, თუ მოსამართლეს სჯერა, რომ ასეთი მოქმედება
მხარეთა „დამორჩილების“ ერთადერთი საშუალებაა. მოსამართლის თავისუფლება
დაუოკებელ და უსაზღვრო დისკრეციას არ უთანაბრდება, იგი მხარის დაშინებას,
დაჩაგვრას, კონსტიტუციური უფლებებისა და კანონის უგულებელყოფას არ
მოიაზრებს. პრაქტიკა იცნობს სხვა საქმესაც, სადაც საოჯახო საქმეების განმხილველი
მოსამართლე თანამდებობიდან დისციპლინური წესით გათავისუფლდა იმგვარი
ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის, რომელიც მისი მიკერძოებულობის თაობაზე
ეჭვს ბადებდა, ასევე მან მხარეებს არ განუმარტა დაცვის უფლების შესახებ, მეტიც,
მან მხარეებზე ზეწოლა მოახდინა, რათა აღიარებითი განმარტებები მოესმინა.
ზეწოლა გამოიხატა მოსამართლის მიერ იმგვარი ქმედებების განხორციელების
მითითებაზე, რომლის კანონისმიერი უფლებამოსილებაც მას რეალურად არ გააჩნდა.
სადისციპლინო კომისიამ განმარტა, რომ მოსამართლის ქმედება უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენებას უთანაბრდებოდა, რომელიც უარყოფითად აისახებოდა
საზოგადოების ნდობასა და სასამართლოს ავტორიტეტზე. მოცემულ შემთხვევაშიც
მოსამართლე ლელა კახიძემ, არაერთი შეურაცხყოფა მიაყენა მეზობლის ქმარს, ასევე
უთხრა, რომ თუ მოთხოვნას თავადვე არ დააკორექტირებდა და თვითონვე არ
მოითხოვდა, რომ ბავშვები დედასთან ყოფილიყვნენ, იგი მისი ძალადობის თაობაზე
პოლიციას შეატყობინებდა. მოსამართლის მითითებულმა განმარტებამ მამაკაცზე
ზეგავლენა იქონია. მან საქმე მორიგებით დაასრულა, ამის გარდა მამამ აიღო
ვალდებულება, რომ არასრულწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო ცოლის
სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარს გადაიხდიდა. სასამართლომ მიუხედავად
მორიგებისა, ბაჟი მხოლოდ მამაკაცს დააკისრა. მართალია მოსამართლის ამ ქმედებამ
არა სამართლებრივი კუთხით კარგი და „სამართლიანი“ შედეგი გამოიღო მაგრამ
სამართლებრივი კუთხით იგი ყველა ფარგლებს გაცდა ზემოთ აღნიშნული
მსჯელობის შესაბამისად ეს ყოველივე დისციპლინური დევნის საფუძველი გახდა.
დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს ქმედება,
რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, ქმედება, რომელიც არღვევს
მიუკერძოებლობის პრინციპს, ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების
პრინციპს, ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, ქმედება, რომელიც
არღვევს თანასწორობის პრინციპს, ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და
გულისხმიერების პრინციპს და მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება
მოსამართლის მაღალ სტატუსს.

You might also like