მთიანი რეგიონების განვითარების სტრატებია 11

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

შემაჯამებელი კომპლექსური დავალერბა XI კლასი

მთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია

ციურიხის (შვეიცარია) ცნობილი კარტოგრაფიული ინსტიტუტის მონაცემებით, დედამიწის


რელიეფის შემდეგი სურათი გვაქვს: ხმელეთის თითქმის 50% ზღ.დ. 500 მ-ზე მაღლაა, მათ
შორის 27% – 1000 მ-ზე, 1% – 2000 მ-ზე, 5% – 3000 მ-ზე და 2% – 4000 მ-ზე მდებარეობს.

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ დედამიწაზე მთის ტერიტორიებს ხვედრითი წონით


მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. სავარაუდოდ, მომავალში მათი როლი კიდევ უფრო
გაიზრდება და ისინი კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა-
ფაქტორის ფუნქციას შეიძენენ.

ამ ეტაპზე არ არსებობს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების უნივერსალური, ერთიანი


თარგი და ყველა ქვეყანა, თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე, საკუთარ პოლიტიკას
შეიმუშავებს. არსებობს მთიანი რეგიონების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება,
მაგალითად, ალპების დაცვის კონვენცია (ალპების კონვენცია, 1991), რომლის გამოცდილების
გაზიარებითაც შეიქმნა კარპატების დაცვისა და მდგრადი განვითარების ჩარჩო-კონვენცია.

წარმოიდგინე, რომ მთიანი ქვეყნების კონფერენციაზე ხარ მიწვეული, როგორც საქართველოს


წარმომადგენელი და მონაწილეობ მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ერთიანი
პოლიტიკის შემუშავებაში. შენი მიზანია, წარადგინო საქართველოს რომელიმე მთიანი
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მაგალითზე (რაჭა, ხევი, ხევსურეთი, თუშეთი, ზემო აჭარა,
ჯავახეთი, მთიანი იმერეთი, მთიანი სამეგრელო) მდგრადი განვითარების ჩარჩო/სტრატეგია.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

1. შენი საკვლევი არეალის დასახლებების ანალიზი, რომელშიც უნდა ჩანდეს:

ა) დასახლებების ეკონომიკური პროფილი (ანუ რით არსებობენ, რას აწარმოებენ, რა არის აქ


განვითარებული);

ბ)დასახლებების ტურისტული პოტენციალი (ბუნებრივი და კულტურული


ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები);

გ) დასახლებების სოფლის მეურნეობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

დ) კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისები;

ე) ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა;

ვ) განათლება და ცოდნის დონე;

ზ) სტიქიური მოვლენების რისკები.

1. მთიანი დასახლებების მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის;


2. ბუნებრივი პირობების როლი მთიანი დასახლებების პრობლემების ჩამოყალიბებაში;
3. საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების პერსპექტივები;
4. მაღალმთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზები.
პრაქტიკული რჩევები:

 გაეცანი მთიანი რეგიონების მსოფლიო გამოცდილებას. მაგალითად, „ალპურ


კონვენციას“;
 დაადგინე მთიან დასახლებებში არსებული პრობლემები და დააჯგუფე პრიორიტეტების
მიხედვით;
 მნიშვნელოვანია ნაშრომი დაუკავშირო კლიმატის ცვლილებას, მწვანე ეკონომიკას, მწვანე
ენერგეტიკას.

რესურსები:

მთა

http://geofauna.ge/index.php?page=geo_nature_single&id=1117

კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითრების შესახებ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2924386?publication=6

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა

https://www.moh.gov.ge/uploads/files/oldMoh/01_GEO/Mtiskanoni/2/01.pdf

მსოფლიოს მთიანი რეგიონების განვითარების გამოცდილება

http://mastsavlebeli.ge/?p=14574

მთიანი რეგიონები

საქართველოს რეალობა და საერთაშორისო გამოცდილება

https://www.researchgate.net/profile/Olga_Dorokhina/publication/
339712394_Mountain_regions_reality_in_Georgia_and_international_experiencemtiani_regionebi_sakar
tvelos_realoba_da_saertashoriso_gamotsdileba/links/5e60b7d9a6fdccbeba1ca09e/Mountain-regions-
reality-in-Georgia-and-international-experience-mtiani-regionebi-sakartvelos-realoba-da-saertashoriso-
gamotsdileba.pdf

მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი


პირობები (ევროპული გამოცდილება)

http://www.parliament.ge/files/714_9879_160414_RPMTEBI.pdf

საქართველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების


თავისებურებანი და პერსპექტივები

file:///C:/Users/HP/Downloads/375-Article%20Text-691-1-10-20191226.pdf

ნინო თარხნიშვილი – მთის კანონი მთაში დასაბრუნებლად


https://www.radiotavisupleba.ge/a/mtis-kanoni/27425593.html

https://www.radiotavisupleba.ge/a/mtis-kanoni/27425593.html

ვიდეოები:

აქ, ახლა – ხევსურეთი

https://www.youtube.com/watch?v=ZVx2M1R4tHM

ეს საქართველოა – ხევი

https://www.youtube.com/watch?v=tCq5Pf7s0E4

ეს საქართველოა – თუშეთი

https://www.youtube.com/results?search_query=
%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98

შეფასების სქემა:

ნაშრომის შესაბამისობა დავალების პირობასთან (50 %)

უცხოური და ადგილობრივი ლიტერატურის, სტატისტიკის ანალიზი, კვლევა (20%);

ვიზუალური მასალის შექმნა/გამოყენება (30%);

წყაროების მითითბა

წარდგენა სავალდებულოა.

You might also like