Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

პირველ რიგში, მოგესალმებით!

ჩვენ ვართ ლიზა


ბარათელი, ანი ქიზიყელაშვილი და თიკა ბაცანაძე. ჩვენ
გვსურს, რომ გესაუბროთ ჰიროსიმისა და ნაგასაკის
დაბომბვაზე, საკითხზე, რომელიც ყველასთვის
საინტერესო და საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი
ფლობს გარკვეული სახის ინფორმაციას ამ საკითხთან
დაკავშირებით, თუმცა სანამ უშუალოდ ჩვენს თემაზე
გადავალთ და განვიხილავთ, მინდა ორიოდე სიტყვით
მოგახსენოთ, რა ხდებოდა ზოგადად მსოფლიოში ამ
დროს. თქვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნება, რომ
ეს გახლავთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი. 1941
წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ მოულოდნელი
შეტევა მიიტანა ჰავაის კუნძულებზე მდებარე ამერიკის
სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორზე და ჩაძირა ან
დააზიანა ბევრი ამერიკული სამხედრო ხომალდი. ამ
ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ამერიკელები ააბობოქრა და
განაცვიფრა. სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ
ამერიკული ფლოტი და არმია შეუდგა წყნარი ოკეანის
აუზის განთავისუფლებას იაპონელი
მილიტარისტებისაგან. 1945 წელს, ევროპაში ომის
დამთავრების შემდეგ, იაპონიის საბოლოოდ
დასამარცხებლად ამერიკამ პირველად გამოიყენა
ბირთვული იარაღი. 1945 წლის 6 აგვისტოს
შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში
ჩამოაგდო ატომური ბომბი. სამი დღის შემდეგ, 9
აგვისტოს, თავდასხმა განახორციელა იაპონიის ქალაქ
ნაგასაკზე იმავე იარაღით. ამერიკის შეერთებულმა
შტატებმა ჰიროსიმა და ნაგასაკი თითო ატომური ბომბით
გაანადგურა.
კარგად და სიღრმისეულად რომ გავიგოთ
ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის ისტორია, მინდა
უფრო ვრცლად გესაუბროთ უშუალოდ ამ საკითხზე.
ამერიკელ ლიდერებს სჯეროდან, რომ იაპონიის
იძულებით დანებების ერთადერთი გზა მის მშობლიურ
კუნძულებზე შეჭრა და დაპყრობა იყო. იმის მიუხედავად,
რომ ამ დროისთვის ასი ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე და მებრძოლი უკვე დაკარგული ჰყავდა
იაპონიას, მან მაინც შეძლო 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი
განთავსება საზღვარზე ამერიკელების მოლოდინში.
იაპონიის ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ აუცილებლად
გაიმარჯვებდნენ ამ ბრძოლაში 6 აგვისტომდე. ღამის 3
საათისთვის ტინიანის კუნძულიდან იაპონიის სამხრეთით
1500 მილის მოშორებით დაიძრა ჰიროსიმისკენ
ამერიკული ტიპის B-29 სამი ბომბდამშენი, რომლებსაც
გადაჰქონდა ბირთვული ბომბი სახელად „პატარა ბიჭი“,
თავისი სახელის, მიუხედავად ის იწონიდა თითქმის 5000
კილოგრამს. დილის რვა საათისკენ ბომბი უკვე ადგილზე
იყო. ბომბი ჩამოაგდეს დაახლოებით ცხრის თხუთმეტ
წუთზე. ის ქირურგიულ კლინიკას დაეცა და მთლიანი
ქალაქი წამებში გაანადგურა. 80 000-დან 140 000-მდე
ადამიანი წამიერად დაიღუპა, 100 000-ზე მეტი კი
სერიოზულად დაშავდა. თუმცა ამით ყველაფერი არ
დასრულებულა. ამერიკის სამიზნეში მხოლოდ ჰიროსიმა
არ ყოფილა, მისი შემდეგი სამიზნე კოკურა იყო, სადაც
მოთავსებული იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბრძოლო
ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღს, თუმცა როგორი
უცნაურიც არ უნდა იყოს, კოკურას მაგივრად მესამე
სამიზნის, ნაგასაკის, დაბომბვა გადაწყდა. ნაგასაკი იყო
საპორტო ქალაქი, კოკურასთან ახლოს, რომელიც
ბევრად დიდი იყო და მნიშვნელოვანი სამხედრო
ობიექტები ჰქონდა. ჰიროსიმის დაბომბვის შემდეგ
ამერიკელები მუშაობას აგრძელებდნენ ატომურ ბომბზე,
მას სახელად „მსუქანი კაცი“ დაარქვეს. მასში გამოიყენეს
პლუტონიუმი, რაც მას ბევრად ძლიერს ხდიდა.
უამინდობის მოახლოების გამო დარწმუნდნენ
ამერიკელები, რომ 9 აგვისტო იქნებოდა მათი მიზნის
განხორციელების დღე. B-29 სახელად “Block’s Car”
აფრინდა დილის ოთხი საათისკენ და დაიძრა
ნაგასაკისგენ. ნაგასაკს მიუახლოვდა თუ არა, ხილვადობა
გაძნელდა და თან თვითმფრინავში საწვავიც იწურებოდა,
ამერიკელები უკვე მზად იყვნენ უკან დასაბრუნებლად,
როდესაც ბოლო წამს რრუბლებში პატარა ხვრელი
გაჩნდა, რომლიდანაც გამოჩნდა ქალაქი. დაახლოებით
თერთმეტი საათისთვის ჩამოაგდეს „მსუქანი კაცი“. ის
ქალაქის თავზე აფეთქდა, დაცემა ვერც მოასწრო, თუმდა
გამოიწვია დამანგრეველი ზიანი, ეპიცენტრში მყოფი
ხალხი წამის მეასედში გაქრა, ისინი, ვინც რადიუსის
გარეთ აღმოჩნდნენ, საშინელი დამწვრობა მიიღეს, უფრო
შორს მყოფმა ხალხმა კი - რადიაციული მოწამვლა, რაც
საბოლოოდ მათ მაინც მოკლავდა. აფეთქებიდან ხუთი
წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვამ დიდი გავლენა
მოახდინა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობაზე და
ზოგადად მსოფლიოზე. იაპონია დანებდა მოკავშირეებს
1945 წლის 15 აგვისტოს, რითაც დასრულდა ომი. თუმცა,
დაბომბვამ გამოიწვია დაძაბულობა აშშ-სა და საბჭოთა
კავშირს შორის ცივი ომის დროს. გარდა ამისა,
დაბომბვას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგები
მოჰყვა. ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
ზოგადი მონაცემებით 1 მილიონს გადააჭარბა და კიდელ
ბევრმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის გრძელვადიანი
დაზიანება რადიაციის ზემოქმედებით. დაბინძურებული
ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ
განხორციელებულა, რადგან არავინ იცოდა
რადიოაქტიური დაბინძურების არსებობის შესახებ.
ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო
ტრაგიკული და დამანგრეველი მოვლენა მსოფლიო
ისტორიაში, რომელსაც შორს გამიზნული შედეგები
მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამით დაასრულეს
მეორე მსოფლიო ომი, ასევე წამოჭრეს მნიშვნელოვანი
ეთიკური კითხვები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან
დაკავშირებით.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიროსიმისა და
ნაგასაკის დაბომბვამ ისტორიის კურსი შეცვალა. მან
გამოიწვია გლობალური შედეგები, როგორებიცაა ცივი
ომი და ბირთვული იარაღის გავრცელება მთელ
მსოფლიოში.

You might also like