Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველებისგან, რომ მას აქვს აზროვნების უნარი.

ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავიანთ აზროვნების უნარს იყენებენ სწორად, ან -


არასწორად. რაც შეეხება ცხოველებს, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ისინი ვერ
აზროვნებენ, არ აქვთ აზროვნების უნარი. მოდი დავაკვირდეთ, აზროვნების
უნარი შეიძლება ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრებაა მშობლების
ხარჯზე, მშობლების სახლში, დედის კალთის ქვეშ ცხოვრობს და აზროვნების
უნარი არ აქვს იმ ცხოველს, ამ შემთქვევაში ქუჩის ძაღლებს, რომლებიც
დაბადებიდან სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევთ, რადგან ვიღაც მოაზროვნე
ადამიანმა ის სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს სტატია არ ეხება ადამიანებს და არ არის
დამაკნინებელი ხასიათის, მათ მიმართ.
„უსახლკარო ძაღლები“ ეს თემა არ არის მხოლოდ ამჟამინდელი პრობლემა, ეს
პრობლემა იყო და კიდევ დიდხანს იქნება საქართველოში, განვითარებად
სახელმწიფოში. განვითარებულ სახელმწიფიოებში ეს პრობლემა ნაკლებად ან
საერთოდ არ არის. ქუჩაში ვხოვრება ისეთივე პრობლემაა მიუსაფარი
ცხოველებისთვის, როგორც ადამიანებისთვის. უამრავი ძაღლი იზრდება
აგრესიულად, რომელ აგრესიასაც ისინი ერთმანეთზე და ადამიანებზე ავლენენ.
ისინი გაიზარდნენ გარემოში, ყოველგვარი სითბოს გარეშე, მოუხდათ ბრძოლა
სოცოცხლისთვის, ელემენტარული საკვების მოპოვებისთვისაც კი. ისინი
წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანებისთვის. ვგულისხმობ უსაფრთხოებას,
ჰიგიენას და სხვა.
დავუშვათ ყოველგვარი ვარიანტი თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს
მოცემულობა, ამ შემთხვევაში პრობლემა. პირველ რიგში სახელმწიფოს ან კერძო
პირს, შეუძლია შექმნას უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი. რომელიც
იზოლირებული იქნება ქუჩისგან, ადამიანებისგან. ძაღლების აყვანის მსურველები
კი შეძლებენ მათ მონახულებას. ასევე, შესაძლებელია ქუჩის ძაღლების მასიური
სტერილიზაცია, რაც მიზნად ისახავს იმას რომ ისინი ვეღარ გამრავლდებიან და
ქუჩის ცხოველების რაოდენობა ნელ-ნელა დაიკლებს. თბილისსა და სხვა
რეგიომებში დაიწყო ძაღლის სახლების დადგმა, რაც მხოლოდ ვიზუალიზაციაა
კეთილი საქმის, რადგან ქუჩის ძაღლები ხშირ შემთხვევაში ვერ იყოფენ ამ
სახლებს. იმ ტერიტორიაზე სადაც 15-20 ძაღლია თავმოყრილი და მხოლოდ 2
ძაღლის სახლის დგამენ არის არარელევანტური ამ მოცემულობისთვის. ასევე,
ყველაზე სადისტური და თითქმის არარეალური გამოსავალი არის მიღება იმ
კანონისა, რომელიც აკრძალავს ქუჩაში მიუსაფარი ცხოველების ცხოვრებას და
გამოუწერს მათ საბედისწერო განაჩენს. ამისათვის საჭიროა შესაბამისი უწყებების
და ორგანიზაციების შექმნა დაკომპლექტებული შესაბამისი პერსონალით.
მთავარი და ყველაზე კეთილგონიერი გამოსავალი, ჩემი აზრით, საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებაა ამ კუთხით. ადამიანები თავად ექცევიან ცხოველებს ასე...
შეიძლება ითქვას, დესპოტური სიბოროტით წირავენ ქუჩის ცხოვრებისთვის,
ბრძოლისთვის. ბაღში რომ ისწავლებოდეს, ან სკოლაში „სწორი მოქცევა
ცხოველებთან“ ან ამგვარი შინაარსის თემა ყველაფერი შედარებით მარტივად
იქნებოდა.

You might also like