Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა

კინო-ტელე ფაკულტეტი

ნიკა ჯანჯღავა

ჩრდილებისა და სინათლის ოდისეა - კამერა ობსკურის მოგზაურობა


დროში

2023

აბსტრაქტი
ანტიკური დროიდან მოყოლებული, ადამიანს მუდმივად გააჩნდა სამყაროს
შემეცნების, მისი აღბეჭდვისა და ვიზუალიზაციის სურვილი. უძველეს დროში, ამის
გამოხატულება იყო გამოქვაბულის კედლებზე შესრულებული ნახატები, რომლებიც
სამყაროს დოკუმენტირების პირველ ნაბიჯებად შეიძლება ჩაითვალოს. მას მოჰყვა
მხატვრობისა და ფერწერის განვითარება, რომელმაც ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმა და
შემოქმედებითი გახადა. სამყაროს ვიზუალიზაციის მეთოდების განვითარების პროცესი
დააგვირგვინა კამერა ობსკურის გამოგონებამ, რომლის პრინციპებმა საფუძველი დაუდო
ვიზუალური დოკუმენტირების რევოლუციური საშუალებების - ფოტოგრაფიისა და კინოს
შექმნას. ფოტოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა წამის გაყინვა, კინომ კი ამ
გაყინულ კადრს დინამიურობა შესძინა და გაამდიდრა რეალობის აღსაბეჭდად საჭირო
ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობით. ამგვარად, კამერა ობსკურა წარმოადგენს
ადამიანის ცნობისმოყვარეობასა და სამყაროს აღბეჭდვის წყურვილზე გამავალ ხიდს,
რომელიც აკავშირებს ანტიკურ და თანამედროვე სამყაროებს, თამაშობს რა გარდამტეხ
როლს ვიზუალური თხრობის ფუნდამენტურ განვითარებასა და ამ კუთხით
შესაძლებლობების სპექტრის კიდევ უფრო გაფართოებაში.
დისერტაციის მიზანია მკითხველი ამოგზაუროს დროში, მისცეს მას საშუალება
დააკვირდეს კამერა ობსკურისა და მისი პრინციპების განვითარების გზას ანტიკური
დროიდან დღევანდელობამდე. მრავალდისციპლინური მეთოდის გამოყენებით, რომელიც
მოიცავს ისტორიულ კვლევას, ტექნიკურ ანალიზსა და კულტურულ
კონტექსტუალიზაციას, ნაშრომი ორიენტირებულია ნათლად წარმოაჩინოს ვიზუალური
სამყაროს ტექნიკურ განვითარებასა და კამერა ობსკურის ულევ მემკვიდრეობას შორის
არსებული კომპლექსური კვანძები.
კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს ისტორიული წყაროების, სახელოვნებო,
სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევების შესახებ ინფორმაციის მრავალხმრივ სინთეზს, რათა
თვალსაჩინო გახდეს კამერა ობსკურის ფენომენის კულტურულ-ტექნიკური დამსახურება
და მნიშვნელობა რეალობის დოკუმენტირებისა და ვიზუალიზაციის დახვეწის კუთხით.
ნაშრომი, კვლევის შედეგად, წარმოაჩენს კამერა ობსკურას არა როგორც ოპტიკურ
მოვლენას, არამედ უნივერსალურ ინსტრუმენტად, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა
ადამიანის შემოქმედებითობის განვითარებასა და გაუმჯობესებაში. ანალიზი ფოკუსირდება
მის მრავალმიზნობრიობაზე, განიხილავს რა მის როლს როგორც სახელოვნებო, ასევე
სამეცნიერო პერსპექტივების ფორმირებაში.
ლიტერატურის მიმოხილვა

კამერა ობსკურის ისტორია უძველეს დროში იწყება. Მისი საწყისები უკავშირდება


ანტიკურ ჩინეთსა და საბერძნეთს. Მისი კონცეპცია საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და
დღესდღეობით კამერა ობსკურის მემკვიდრეობა მოიცავს როგორც ხელოვნების რამდენიმე დარგს,
ასევე მეცნიერებასაც.
Კამერა ობსკურის განვითარების ეტაპები კარგადაა აღწერილი ჯონ ჰამონდის წიგნში
“კამერა ობსკურა - ქრონიკა”. Ჰამონდი ამ წიგნის მეშვეობით გვამოგზაურებს დროში, იწყებს რა მისი
კონცეფციის განხილვას ანტიკური ჩინეთითა და საბერძნეთით, აგრძელებს მეცამეტე საუკუნით და
მოვყავართ მეოცემდე.
Ანტიკური ჩინეთის შემთხვევაში, განიხილავს ფილოსოფოს მო ტისა და ჩუან ჩოუს მიერ
წარმოებულ ფუნდამენტალურ დაკვირბებებს ჩრდილებზე და სინათლეზე. გვაწვდის ინფორმაციას
მო ტის ჩანაწერებზე კამერა ობსკურის მიერ წარმოქმნილ გადმოტრიალებულ გამოსახულებაზე.
Ჰამონდი იხსენიებს ანტიკურ საბერძნეთსაც და არისტოტელეს დაკვირვებას კამერა ობსკურაზე
მზის დაბნელების დროს.
Წიგნში აღწერილია მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნე, როგორც ამ კონცეფციის უშუალო
გამოყენების პირველი მაგალითი. Კონკრეტულად, ჩინელი ასტრონავტების მიერ მისი გამოყენება
მზებუდობის დროს ჩრდილებზე დასაკვირვებლად. Ჰამონდი ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროს
ჩაზნექილი სარკეები, სათვალეები და ლინზები უკვე არსებობდა, თუმცა მათი გამოყენება უშუალოდ
კამერა ობსკურისთვის არ ხდებოდა.
ამ დროს, დასავლეთში როჯერ ბეკონი იკვლევდა სინათლის არეკვლას და სარკეებისა და
გამადიდებელი შუშების გამოყენებაზე საუბრობდა. ვილენოვმა კამერა ობსკურა გასართობი
კუთხით გამოიყენა, იყენებდა რა მას ჩრდილის გამოსახულებების ეკრანზე პროექციით
ასათამაშებლად. ლევი ბენ გეშონი კი მისი მეშვეობით მზის დაბნელებას აკვირდებოდა.
Ჰაროლდი განიხილავს ლეო ბატისტა ალბერტის ასოციაციას კამერა ობსკურასთან,
რომელიც დღემდე სადისკუსიო თემაა. ასევე, მისი თანამედროვეების - ჯოვანი ბატისტა ბენედიტისა
და დანიელ ბარბაროს წვრილს კამერა ობსკურის კონცეფციის განვითარებაში, რაც გამოიხატა
უკეთესი და უფრო ზუსტი გამოსახულების მისაღებად დიაფრაგმის შეცვლის აუცილებლობის
მნიშვნელობაზე საუბრით. Ამავე თავში განხილულია ლეონარდ და თომას დიგესების
კონტრიბუციაც.
ჰაროლდი ეხება მეთექვსმეტე საუკუნის პერსპექტივებსა და მიგნებებსაც. ის აღწერს იმ
მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც კამერა ობსკურამ განიცადა ამ საუკუნეში. კერძოდ,
განხილულია გიროლამო კარდანოს ინიციატივა კამერა ობსკურისთვის ლინზების გამოყენებასთან
დაკავშირებით. ამავდროულად, ის ისევ გამოიყენება ასტრონომიაშიც. კერძოდ, რეინერ გემა
ფრისიუსი, იოჰან ფაბრიციუსი და იგნაციო დანტი აგრძელებენ მისი მეშვეობით დაკვირვებებს
მზეზე.
Ნახსენებია ჯოვანი ბატისტა დელა პორტაც, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მნიშვნელოვანი
ცვლილებები შეიტანა კამერა ობსკურის კონცეფტის განვითარებაში. Მის ნაშრომში “Magiae
Naturalis” აღწერილია ამ უკანასკნელის გამოყენება სპექტაკლებისა და ილუზიების შესაქმნელად.
Წიგნში განხილულია მეჩვიდმეტე საუკუნის მიღწევები და აღმოჩენებიც. Ჰაროლდი გვიყვება
გამოსახულების მექანიზმის განვითარებაზე მუშაობის შესახებ სხვადასხვა დარგში. კერძოდ,
ტელესკოპის მნიშვნელობის ზრდაზე. Მაგალითად, იემენია ჰოროქსის დაკვირვება ვენერის
მოძრაობაზე მზის გარშემო. ნახსენებია რობერტ ბოილის მიერ შექმნილი პორტატული კამერა
ობსკურაც. განხილულია მისი არა მხოლოდ როგორც სამეცნიერო მიზნებისთვის, არამედ
ვიზუალური ექსპერიმენტების შექმნის მეშვეობით მისი სოციალური და გასართობი კუთხით
გამოყენებაც. Ჰაროლდი გვიყვება კეპლერის იდეის შესახებაც ამ მექანიზმისთვის მეორე ლინზის
დამატების შესახებ, რომელიც უფრო მოგვიანებით, შემდეგ ათწლეულებში განხორციელდა.
ავტორი ცალკე თავად აღწერს კამერა ობსკურის გამოყენებას მხატვრობაში. გვიყვება
მხატვრების შესახებ, რომლებმა თავიანთი შემოქმედებისთვის ეს მექანიზმი არაერთხელ გამოიყენეს.
ასევე, მხატვრებზე, რომლებმაც მის დანერგვაზე თავიანთ საქმიანობაში უარი თქვეს და მიზეზებზე,
რის გამოც ისინი ასე მოიქცნენ. ავტორი გვიყვება ვერმეერის და მისი თეორიების შესახებამ კამერა
ობსკურასთან მიმართებაში.
განხილულია მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებიც, როდესაც კამერა ობსკურის
ხელოვნებაში, კერძოდ მხატვრობაში, გამოყენება უფრო მასიური გახდა პრაქტიკულობიდან
გამომდინარე. Გვიყვება იოზაია ვეჯვუდის შესახებ, რომელმაც მისი გამოყენებით შექმნა თავისი
ნამუშევრები რუსეთის იმპერატორი ეკატერინესთვის. ამ პერიოდში კამერა ობსკურის გამოყენება
იმდენად მასობრივი გახდა, რომ ჩაეშვა წარმოებაში და შეიქმნა რამდენიმე ბრენდი, რომლებიც
ხელოვანებისთვის, უფრო კი მხატვრებისთვის აწარმოებდნენ მას. თავიდან ესენი იყო ნეგრეტი და
ზამბრა, რომლებმაც რამდენიმე მოდელი შექმნეს. ამ მოდელებისგან ზოგი დღემდე შემონახულია
მუზეუმებში. Მალევე მათ სხვა ბრენდებიც დაემატა და კამერა ობსკურის გამოყენებამ
პროფესიოულის გარდა გასართობი მნიშვნელობაც შეიძინა.

You might also like