ლექცია 12 - 17.01.2024

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

შესავალი სამართალმცოდნეობაში

ლექცია 11
სამართლის სისტემა, თანამედროვეობის
ძირითადი სამართლებრივი სისტემები

ირაკლი სამხარაძე
სამართლის დოქტორი, LL.M. Rotterdam

17.01.2024
თბილისი, საქართველო
რა არის სამართლის სისტემა?

“კერძო სამართალი ქმნის ძნელად შესარყევ ფუნდამენტს, ხოლო


სახელმწიფო სამართალი - ცვალებად ზედნაშენს” (რადბრუხი)

„მხარეთა შეთანხმების“ საჯარო ნების გამოვლენა -

უტყუარობა პოლიტიკური პროცესი


სამართალი როგორც სისტემა
• მართლწესრიგი - სამართლის ნორმათა ურთიერთკავშირი
• სამართლის სისტემა - სამართლის ნორმათა ურთიერთკავშირი
• განსხვავება?

• ყველაზე ზოგადი კლასიფიკაცია


✓ სამართლის გარეგანი და შინაგანი სისტემურობა

• საჯარო და კერძო სამართალი

✓ კერძო სამართალი (სამოქალაქო) - პირთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები


✓ საჯარო სამართალი - სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და შეზღუდვის სამართალი
✓ სისხლის სამართალი - ღონისძიებები და სასჯელები
✓ საერთაშორისო სამართალი - სახელმწიფოთა შორის წარმოშობილი ურთიერთობები
სამართალი როგორც სისტემა
• სამართლის გარეგანი (ფორმალური) სისტემურობა
✓ სამართლის დარგების მიხედვით კლასიფიკაცია
✓ არ არის ნორმატიული მნიშვნელობის
✓ იურიდიული ტექნიკის ნაწილი - ნორმათა მოძიება, გამოყენება

• სამართლის შინაგანი სისტემურობა


✓ აქსიომატური - სამართლის ყველა ნორმა გამომდინარეობს უმაღლესი ნორმიდან
(აქსიომიდან - „კონსტიტუცია?“)
✓ აქსიოლოგიური - სამართლის სისტემის სათავეში დგას უზენაესი ღირებულება,
სამართლის იდეა, „სამართლიანობა“
✓ ტელეოლოგიური - პოზიტიური სამართლის მიზნები, „რამდენიმე მიზნის
რეალიზაცია“

• ცნებათა სისტემა - სამართლის მეცნიერება „მუშაობს“ ცნებების დახმარებით


საჯარო და კერძო სამართალი
• განსხვავება - ჯერ კიდევ რომის სამართლიდან (ius publicum v. ius privatum)
• აღორძინების პერიოდი - „სახელმწიფოს საქმიანობაც უნდა იყოს სამართლებრივად
მოწესრიგებული“
• საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ - გამიჯვნის კონტინენტურ ევროპული დაყოფა
• კრიტიკა - მართლწესრიგის ერთიანობის პრიმატი, ვიდრე გამიჯვნის აპოლოგია,
სამართლის დუალიზმის პრობლემა

• პრინციპები
✓ პირადი ავტონომიის პრინციპი კერძო სამართალში
✓ ლეგალურობისა და კანონით შებოჭვის პრინციპი საჯარო სამართალში

✓ კერძო სამართალი - დისპოზიციური სამართალი


✓ საჯარო სამართალი - იმპერატიულად სავალდებულო
საჯარო და კერძო სამართლის გამიჯვნის თეორიები

სუბიექტების
(მიკუთვნების) თეორია
ინტერესების
თეორია

სუბორდინაციის
თეორია
• ინტერესების თეორია - ულპიანე
✓ სამართლებრივი დებულების საჯარო თუ კერძო ინტერესი
✓ დღეს ნაკლებად განვითარებული - ერთმანეთი გადაფარა

• სუბორდინაციის თეორია
✓ მხარეთა შორის თანასწორუფლებიანი თუ იერარქიული ბუნება
✓ ვერ იძლევა მკაფიო გამიჯვნის შესაძლებლობას

• სუბიექტების თეორია
✓ საჯარო სამართლის ნორმის ადრესატია - სახელმწიფო ხელისუფლებით
აღჭურვილი ადრესატი, ხოლო კერძო სამართლის ნორმა უფლებებსა და
ვალდებულებებს ანიჭებს „ყველას“
✓ მიუხედავად იმისა, რომ ვერც სუბიექტების თეორია ხსნის განსხვავებას, უფრო
ფართო გავრცელება შეინიშნება
თანამედროვე სამართლებრივი სისტემები
და მათი ისტორია

კონტინენტური
ევროპის სამართლის ანგლოამერიკული
ოჯახი სამართლის ოჯახი
კონტინენტურევროპული და ანგლოამერიკული სამართალი
ანგლოამერიკული სამართალი კონტინენტური ევროპის სამართალი
(Common Law) (Civil Law)

არაკოდიფიცირებული კოდიფიცირებული

სასამართლო გადაწყვეტილებების სასამართლო გადაწყვეტილებების


სავალდებულო ბუნება არასავალდებულოობა (როგორც
მინიმუმ..)

სამართლის ძირითადი წყარო: (1) სამართლის ძირითადი წყარო:


სამოსამართლო სამართალი - მეტად პოზიტიური კანონმდებლობა,
ვიდრე კანონი; (2) ჩვეულება და კონსტიტუცია
პრაქტიკა
რას ეფუძნება განსხვავება?

• პოზიტიური კანონმდებლობა და სამოსამართლო სამართალი (პრეიუდიციები)


როგორც სამართლის ძირითადი წყარო
• კანონის შინაარსი და კანონის ტექსტი
• იურიდიული აზროვნების წესი და მეთოდი (დედუქციური და ინდუქციური)
• აზროვნების მეცნიერული და სამოსამართლო სტილი
• კოდიფიკაცია, როგორც ერთიანობის მიღწევის მექანიზმი - ევროპის სამართლის
მაგალითი (ინტეგრაცია სამართლის გზით)
• მკაცრი სხვაობის გაქრობის ტენდენციები
• სამართლის ასიმილაცია, ფრაგმენტაცია
• სამართლის ტრანსფერი

• რას ნიშნავს სამართლის ჰარმონიზაცია/აპროქსიმაცია?


• ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება
სავალდებულო მასალა

➢ გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, 2015, გვ. 258-274.

რეკომენდებული:

➢ ოლაფ მუთჰორსტი, „სამართალმცოდნეობის საფუძვლები,“ 2019, გვ. 284-293


➢ Jaap Hage, Antonia Waltermann, Bram Akkermans (eds.), „Introduction to Law,“ Springer, 2nd
Edition, 2017.
სასიამოვნო დღეს გისურვებთ! ☺
i.samkharadze@seu.edu.ge
ir.samkha@gmail.com

Irakli Samkharadze
IrSamkharadze

You might also like