Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

სამოქალაქო ქარ

განათლება
ყველასთვის

ჩემი მენიუ

გაკვეთილები ოლიმპიადა

როგორ მუშაობს? პუბლიკაცია

შეტყობინებები 1

თავი 1, გაკვეთილი 1
პიროვნება და საზოგადოება

მოხდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ


მოგვიანებით. (დაკვრის ID:
4iar91yhlsulaBOW)
გაიგე მეტი

„ყველას აქვს საკუთარი პიროვნების


თავისუფალი განვითარების უფლება.“

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 12.

პიროვნება არის ადამიანი, ინდივიდი თავისი


ღირებულებებით, იდეებით, მოსაზრებებით და
მისწრაფებებით. ეს ყველაფერი პიროვნების
ხასიათს, ქცევას განაპირობებს და განსაზღვრავს
მის ადგილს საზოგადოებაში. აკაკი წერეთლის
სიტყვები “მაგრამ მარტო წრთვნა რას იზამს, თუ
ბუნებამც არ უშველა” იმ მოძველებულ კონცეფციას
ეხმაურება, როცა გენეტიკა და სოციალური
წარმოშობა წინასწარ განაპირობებდა ადამიანის
ადგილს საზოგადოებაში, მის ღირებულებებს და
მოსაზრებებს. პიროვნების ჩამოყალიბებაში
გადამწყვეტი როლი მის უშუალო სოციალურ
გარემოცვას - ოჯახს, აღმზრდელებს აკისრია,
თუმცა, მათთან ერთად, ინდივიდის
ღირებულებების განსაზღვრას ის სოციუმიც
განაპირობებს, სადაც იგი ვითარდება - სკოლა,
სასწავლებელი, საზოგადოება.

პიროვნების იდენტობა მის მიერ საკუთარი თავის


აღქმაა, ის თავისებურებები, რომლებიც
ახასიათებს პიროვნებას და რომლებითაც იგი
საზოგადოების წინაშე წარსდგება. იდენტობას
ასევე იყენებენ პირის მიერ ამა თუ იმ სოციალური
თუ სხვა ჯგუფის მიმართ კუთვნილების განცდის
აღსანიშნავად - ეთნიკური, რელიგიური,
სექსუალური და სხვა იდენტობა. თავისუფალ
საზოგადოებაში პირი თავად განსაზღვრავს
საკუთარ იდენტობას. მას არათუ თავს არ ახვევენ
სტერეოტიპულ, წინასწარ განსაზღვრულ
კუთვნილებას ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისა თუ
კატეგორიისადმი, არამედ პირიქით, მასთან
ურთიერთობისას ითვალისწინებენ მის იდენტობას.

პიროვნების ადგილი და როლი


საზოგადოებაში განისაზღვრება თავად
საზოგადოების თავისებურებებიდან გამომდინარე -
დახურულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში,
როგორც წესი, ადამიანს წინასწარ აქვს
განსაზღვრული თავისი ადგილი, ის როლი,
რომელიც მას დაეკისრება საზოგადოებასთან
მიმართებაში. მაგალითად, ასეთ საზოგადოებებში,
ქალის როლად, ხშირად კი მისი არსებობის
ერთადერთ მიზნად, შვილის გაზრდა და ოჯახის
მოვლა მიიჩნევა. შესაბამისად, ქალის ყველა სხვა
სურვილი თუ მისწრაფება, როგორებიცაა
განათლების მიღება, პროფესიის დაუფლება,
საკუთარი ბიზნესის აწყობა თუ სხვა, მტრულ
დამოკიდებულებას იწვევს და შესაძლოა,
რეპრესიების და ანგარიშსწორების მიზეზიც კი
გახდეს. იგივე შეიძლება ითქვას პატრიარქალური
საზოგადოების დამოკიდებულებაზე პიროვნების
რელიგიური იდენტობის მიმართ. ასეთ
საზოგადოებებში ძნელია, პიროვნებამ თავად
აირჩიოს საკუთარი რელიგიური შეხედულებები და
რწმენა. მას საზოგადოება აიძულებს, აღიაროს
საკუთარი წინაპრების რელიგია და ბრმად
მისდიოს იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც მისი
წინაპრები მრავალი საუკუნის წინ იცავდნენ.
საბოლოო ჯამში, ამგვარი მიდგომა ისევ
წინაპრების რელიგიის გაუფასურებას იწვევს,
ვინაიდან ძალით თავს მოხვეულ ტრადიციებსა და
წეს-ჩვეულებებს ადამიანები, როგორც წესი,
უხალისოდ, ავტომატურად, გაუაზრებლად
მისდევენ.

ამის საპირისპიროდ, ღია, პროგრესულ,


დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანს,
პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი
ადგილი და როლი თავადვე განსაზღვროს, იმ
სურვილებისა და მიზნების მიხედვით, რაც მან
თავად დაისახა. ამგვარ საზოგადოებაში ადამიანი
უფრო ბედნიერია - ის ცხოვრობს საკუთარი
შეხედულებებით, პატივს სცემს სხვის
შეხედულებებს და სხვებიც პატივს სცემენ მის
არჩევანს. ეს არ ნიშნავს, რომ პროგრესული
საზოგადოება უარყოფს წინაპრების ტრადიციებს
ან პატივს არ სცემს მათ. პირიქით, თავისუფალი
ადამიანებისგან შემდგარ საზოგადოებაში
ტრადიციები და ღირებულებები უფრო ძვირფასი
და დაცულია, ვინაიდან ადამიანები მათ დაცვას
საკუთარი ნებით ირჩევენ, აღიარებენ მხოლოდ იმ
ტრადიციებს, რომლებიც მათ განვითარებას,
თავისუფლებას თუ კეთილდღეობას უწყობს ხელს
და უარს ამბობენ შემბოჭავ, მოძველებულ და
პიროვნების დამთრგუნავ წეს-ჩვეულებებზე.

ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019


წლის 30 ოქტომბერს. გთხოვთ
გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში
აღნიშნული ცვლილებები არ
განხორციელებულა.

შემდეგი გაკვეთილი

შეამოწმე შენი თავი!


სანამ შემდეგ გაკვეთილზე გადახვალ,
გააკეთე ეს ორი სავარჯიშო:

სავარჯიშო #1

სავარჯიშო #2

12

© GDI - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა


შექმნილია საქართველოში ნიდერლანდების
საელჩოს მხარდაჭერით.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

შექმნილია ომედიაში

You might also like