Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

უკანასკნელი ფოთოლი

ო ჰენრის მოთხრობაში - „უკანასკნელი ფოთოლი“, წარმოდგენილია ორი


გოგონას სიუსა და ჯუანას, იგივე ჯონსის, ამბავი, რომლებიც ისე
დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ, გადაწყვიტეს საერთო სახელოსნო მოეწყოთ
და ერთად ეცხოვრათ. ორივე ხატავდა და რადგანაც არც ისე ხშირად იღებდნენ
შეკვეთებს დალხენილად არცერთი ცხოვრობდა. მატერიალური გაჭირვების
მიუხედავად გოგონები თავს ბედნიერად გრძნობდნენ. ლოგოთერაპიაში
საკვანძო კონცეფციაა საზრისის განცდა. ძალები. “ადამიანი, როგორც
ფიზიკური არსება მიისწრაფვის საკუთარი სხეულის ჯანმრთელობის
შენარჩუნებისკენ (ის იკვებება, სვამს, სძინავს, მოძრაობს). როგორც ფსიქიკურ
არსებას, მას სჭირდება სიცოცხლის ძალის შეგრძნებები და საკუთარი
სხეულის კეთილდღეობის განცდა. ის მიისწრაფვის კომფორტული
გრძნობებისკენ და დაძაბულობის გაქრობისკენ. ამ მისწრაფებების
რეალიზაცია აღიქმება, როგორც სიამოვნება, არა რეალიზება - როგორც
უბედურება, იმედგაცრუება. როგორც სულიერი არსება, ადამიანი ეძიებს
ცხოვრების საზრისს, ღირებულებით საყრდენს, რწმენას, სიყვარულს,
სამართლიანობას, თავისუფლებას.” სწორედ ხელოვნება იყო რაც ამ ორ
ადამიანს თავს ბედნიერად აგრძნობინებდა, უხაროდათ, როდესაც სხვებს მათი
ნამუშევრები მოსწონდათ.

„ლოგოთერაპევტს პირველ რიგში აინტერესებს პოტენციური საზრისი,


რომელიც დაფარულია ნებისმიერ კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
ადამიანის ცხოვრების საზრისი, საბოლოო საზრისი კი გაიხსნება მხოლოდ
სიკვდილის ზღურბლზე. შეუძლებელია იმის ზუსტი ცოდნა, რა შეუძლია
ადამიანს სარგებლის, სიკეთის და ა.შ ტერმინებში, სანამ ადამიანი არ
აღმოჩნდება სიკვდილის პირისპირ -ყოველთვის არსებობს გმირული
საქციელის ჩადენის, ცვლილების დროებითი შესაძლებლობა. პროფესორი
ბატიანს ლექციებზე მოჰყავდა მაგალითი შიდსით დაავადებულთა, ყოფილი
მეძავების, წარსულში ასოციალური ადამიანების მექსიკური
საზოგადოებიდან, რომლის წევრებსაც არაფერი ჰქონდათ საამაყო წარსული
ცხოვრებიდან, და ისინი უკვე იმყოფებოდნენ სიკვდილის პირისპირ და
ყველაფერი ეს იწვევდა სასოწარკვეთას. და მაშინ მათ გადაწყვიტეს დაეხატათ
ხატები, რომელთა ჩუქებაც შეეძლოთ სხვა ადამიანებისთვის, მათ შორის
ნათესავებისთვის სამახსოვროდ, და ამან წარმოშვა სარგებლის მოტანის
შეგრძნება, რისი მიცემაც მათ შეუძლიათ ამ სამყაროში, მათ შემდეგ დარჩება
რაღაც კარგი, და ისინი არ არიან უსარგებლონი.“

შესაძლებელია იგივე ვთქვათ მოთხრობის გმირებზეც. მათი არსებობა ამ


სამყაროში ღირებულია თავიანთი საყვარელი საქმიანობიდან გამომდინარე.
თუმცა ჯონსის შემთხვევაში, რომელსაც კრიზისული სიტუაცია აქვს, იგი
მომაკვდინებელ დაავადებას, პნევმონიას ებრძვის, თითქოს ხელი აქვს
ჩაქნეული სიცოცხლეზე და საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას აკავშირებს
უსურვაზის ფოთლების რაოდენობასთან.

-„როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდება, მეც წავალ.“

ლოგოთერაპიაში ტანჯვა განიხილება, როგორც მნიშვნელობის პოვნის


შესაძლებლობა. მისი სასოწარკვეთა უფრო ღრმავდება მისი რწმენით, რომ ის
მოკვდება, როდესაც სუროს ბოლო ფოთოლი დაეცემა. ეს ტანჯვა ხდება
მნიშვნელობის ძიების კატალიზატორი. მოთხრობის ბოლოს ვიგებთ, რომ
ფანჯარაში უკანასკნელი ფოთოლი, რომელიც შერჩა ხეს, მათი მოხუცი
მხატვარი მეზობლის, ბერმანის მიერ იყო დახატული. ჯოსიმ რა თქმა უნდა ეს
არ იცის, ამიტომ ფანჯარაში ყურებისას უკანასკნელი ფოთოლის შემორჩენას
საკუთარი სიცოცხლის მნიშვნელობის გააზრებამდე მიჰყავს.

„- რა ცუდი გოგო ვყავი, სიუდი, - სთქვა ჯონსიმ. - რაღაც ძალამ შეაჩერა


ფოთოლი, რომ ეჩვენებინა ჩემთვის, რა უგნური ვარ. სიკვდილის ნატვრა
თურმე ცოდვაა.“

„ -სიუდი, მე მაინც იმედი მაქვს ნეოპოლის უბეს დავხატავ ოდესმე.“

აქ შესაძლებელია ადამიანის შინაგან თავისუფლებაზეც საუბარი, რადგან


ინდივიდს აქვს შესაძლებლობა მომხდარის მიმართ თავად აირჩიოს თუ რა
დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს და ჩვენ ამ უკანასკნელს ნათლად ვხედავთ
მოთხრობაში, თუ რა განწყობა ჰქონდა ჯონსის სიცოცხლის მიმართ
თავდაპირველად და როგორ შეიცვალა იგი შემდგომში.

კიდევ უფრო საინტერესოა ბერმანის პერსონაჟი ამ ნაწარმოებში, რომელიც 60


წელს გადაცილებოდა, სვამდა უზომოდ ბევრს და მუდმივად თავისი
მომავალი შედევრის შესახებ ლაპარაკობდა. „ორმოცი წელი ხელთ ეპყრო
ფუნჯი, მაგრამ ჯერ არც კი შეხებოდა თავისი ქაღალდის კაბის კალთას:
ყოველთვის ოცნებობდა შედევრის შექმნაზე, მაგრამ ჯერ დაწყებულიც კი არ
ქონდა. წლების მანძილზე არაფერი დაეხატა გარდა უხეირო სურათებისა,
რომლებსაც კომერციული მოსაზრებით, ან რეკლამისათვის აკეთებდა ხოლმე
დროდადრო.“

როდესაც ბერმანი ჯონსის მდგომარეობის შესახებ იგებს, იგი გადაწყვეტს რომ


კოკისპირული წვიმისა და მკაცრი ქარის მიუხედავად გავიდეს გარეთ და
დახატოს ის უკანასკნელი ფოთოლი, რომელიც ავადმყოფ ჯონსის იმედს
მისცემს და სიცოცხლის სურვილს დაუბრუნებს. მისი ცხოვრების მიზანი და
საზრისი ხომ სწორედ შედევრის შექმნა იყო. ამ მიზეზით მან საკუთარი
სიცოცხლე გაწირა და შექმნა შედევრი, რომელმაც ადამიანი გადაარჩინა.
ნიშანდობლივია და ცოტა ირონიულიც რომ მოხუცი არასწორი და არაჯანსაღი
ცხოვრების სტილის, (უხეშად რომ ვთქვათ, ლოთი იყო :დ) ასაკისა და
გავრცელებული დაავადების მიუხედავად, მაინც იცოცხლა იქამდე სანამ ის
საოცნებო შედევრი არ შექმნა, რომელმაც ჯონსის სიცოცხლე იხსნა.

You might also like