Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 833

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი

ქართველი ხალხის
ეთნოლოგიური ლექსიკონი

აჭარა

ბათუმი ­ 2019
1
Batumi Shota Rustaveli State University
Faculty of Humanities
Centre for Kartvelian Studies

ETHNOLOGICAL DICTIONARY
OF THE GEORGIAN PEOPLE

AJARA

Batumi2 2019
„ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი ­ აჭარა” ისტორიულად ჩამოყალიბებული იმ ტრადი­
ციული კულტურული ფასეულობების განზოგადების კიდევ ერთი ცდაა, რომელიც აჭარის მოსახლეობის
შრომა­საქმიანობის პროცესში სოციალური ურთიერთობების, სამეურნეო ყოფის, მატერიალური და სული­
ერი კულტურის სფეროში საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ვითარდებოდა. წიგნში მოთხრობილია
ჩვენის წინაპრების მრავალფეროვანი ემპირიული ცოდნა­გამოცდილების შესახებ, რომელსაც ისინი მე­
ზობელი ეთნოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად უძველესი დროიდან აყალიბებდნენ,
ინახავდნენ და თაობიდან­თაობას გადასცემდნენ. ღირებულებათა ამ უზარმაზარი ციკლიდან არაერთი
ფასეულობა ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელიც კავკასიურ­ანატოლიური აგრარული ცივილიზა­
ციის წიაღში თანმიმდევრულად განვითარდა და დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურის ორგანულ
ნაწილად იქცა.
განმარტებითი ლექსიკონი კარგ სამსახურს გაუწევს არა მარტო სპეციალისტებს ­ ეთნოლოგებს, მხა­
რეთმცოდნეებს, ფოლკლორისტებსა და ენათმეცნიერებს, არამედ ყველა იმ დაინტერესებულ პირს ­ ტუ­
რისტსა თუ მოგზაურს, რომელსაც უფრო ახლოს სურს აჭარის მკვიდრთა ყოფით წარსულს გაეცნოს. იგი
მათთვის ერთგვარი მეგზურის როლსაც შეასრულებს.

პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი:


ნუგზარ მგელაძე ­ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ავტორ­შემდგენელნი:
ნუგზარ მგელაძე ­ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
თემურ ტუნაძე ­ ისტორიის აკადემიური დოქტორი,
ლია მელიქიშვილი ­ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ­კორესპონდენტი,
თამილა ცაგარეიშვილი ­ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
თამილა ლომთათიძე ­ ისტორიის აკადემიური დოქტორი,
ჯემალ ვარშალომიძე ­ ისტორიის აკადემიური დოქტორი,
ელდარ ნადირაძე ­ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
ნოდარ შოშიტაშვილი ­ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
ჯემალ მიქელაძე ­ ისტორიის აკადემიური დოქტორი,
მზია ჯღარკავა ­ ფოლკლორის მკვლევარი
ნანა სტამბოლიშვილი ­ ეკონომიკის მაგისტრი

მეორე გამოცემის თანაავტორები:


ზაურ ახვლედიანი ­ სამართლის მაგისტრი
ლაშა ასლანიშვილი ­ ისტორიის დოქტორი

რედაქტორი:
როინ მეტრეველი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

(UDC) უაკ 39 (038)


ე416

ISBN 978­9941­8­0273­7

შპს „გამომცემლობა სამშობლო“

3
“The Ethnological Dictionary of the Georgian People ­ Ajara” is the first attempt to generalize the
historically established traditional cultural values that have been created and developed over the centuries in
the field of social and economic life, material and spiritual culture created in the process of work and activity
of the Adjara population. The book describes the varied empirical knowledge and experiences of our
ancestors, which together with the representatives of neighboring ethnographical groups have been formed,
kept and delivered from generation to generation. From these huge cycle of values there are ones obtained
by the Georgian people, which gradually evolved over time from the Caucasus­Anatolian agrarian civilization
and have become the constituent part of world culture.
The explanatory dictionary will serve not only specialists ­ ethnologists, folklorists and linguists but all
those interested ­ tourists or travelers who want to get introduced how people of Adjara lived in the past. It will
be a guidebook for them.

The author of the project and scientific head:


NUGZAR MGELADZE – doctor of history, professor.

Draftsmen:
NUGZAR MGELADZE ­ doctor of history, professor;
TEMUR TUNADZE – doctor of history;
LIA MELIQISHVILI ­ doctor of history, member and correspondent of
Georgian National Academy of Sciences;
TAMILA TSAGAREISHVILI ­ doctor of history;
TAMILA LOMTATIDZE ­ academic doctor of history;
DJEMAL VARSHALOMIDZE ­ academic doctor of history;
ELDAR NADIRADZE ­ doctor of history;
NODAR SHOSHITASHVILI ­ doctor of history;
DJEMAL MIQELADZE – academic doctor;
MZIA DJGHARKAVA – Folklore researcher
NANA STAMBOLISHVILI – Master if Economics

Go­authors of the second edition:


ZAUR AKHVLLEDIANI – Master of Justuce
LASHA ASLANISHVILI – Doctor of History

Editor:
ROIN METREVELI ­ doctor of history, academician of
Georgian National Academy of Sciences.

4
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი № FR/541/1–50/14).
ლექსიკონში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორებს
და, შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდის შეხედულებებს.

This project has been made possible by financial support from the Shota
Rustaveli National Science Fondation (Grant № FR/541/1–50/14). All ideas
expressed herewith are those of the author, and may not represent the
opinion of the Foundation itself

www.rustaveli.org.ge

უფასო, მეორე შევსებული გამოცემა

„ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი - აჭარა“


მეორე შევსებული გამოცემა განხორციელდა აჭარის კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით.

“Ethnological Dictionary of the Georgian People – Ajara”,


the second Complete edition was executed by the support
of the Cultural Heritage Preservation Agency of Ajara.

ლექსიკონის საზედაო ასოების გრაფიკული დეკორაციის ავტორია


საქართველოს დამსახურებული მხატვარი,
ღირსების ორდენის კავალერი,
ქუთაისის საპატიო მოქალაქე ოთარ ქანდარია
5
ეძღვნება

საქართველოს ეთნოლოგიის პატრიარქების,


ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლების
გიორგი ჩიტაიასა და ალექსი რობაქიძის ნათელ ხსოვნას

წინამდებარე წიგნზე ­ „ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი ­ აჭ­


არა” მუშაობის პროცესში ავტორები საქართველოს სხვადასხვა სამუზეუმო ორ­
განიზაციისა თუ ინსტიტუტის მხრიდან განსაკუთრებული ხელშეწყობით სარგებ­
ლობდნენ. ესენია: აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი,
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ეთნოგრაფიული მუზეუმი ­
„ბორჯღალო”, კვიახიძეების ისტორიულ­ეთნოგრაფიული მუზეუმი. ოლადაურის
ეთნოგრაფიული მუზეუმი, ჭვანის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხულოს ეთნო­
გრაფიული მუზეუმი, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ციხე­მუზეუმი, ქედის ეთნო­
გრაფიული მუზეუმი, ქობულეთის მუზეუმი. მათი თანადგომით ხელმისაწვდომი
გახდა დღემდე უცნობი არაერთი საინტერესო ფოტო თუ გრაფიკული ჩანახატი.
ფოტო და გრაფიკული წყაროების გარკვეული ნაწილი საკუთრივ ავტორების
კუთვნილებაა.
ავტორთა კოლექტივი მადლობას უხდის ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაცი­
ებს და მიიჩნევს, რომ ლექსიკონის მეორე შევსებული გამოცემა მათი დამსახუ­
რებაცაა. ასევე, გვსურს მადლობა მოვუხადოთ აჭარის მოსახლეობას, რომე­
ლიც საველე­ეთნოგრაფიული მუშაობის პერიოდში იყო დაუზარელი და კულტუ­
რულ ფასეულობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის დაზუსტებაში მაქ­
სიმალურად გვიწყობდა ხელს.

6
წინათქმა
განმარტებითი ეთნოლოგიური ლექსიკონის („ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი –
აჭარა”) გამოცემა, უპირველესად, მისმა უახლოესმა წინარე ისტორიამ, წყაროთმცოდნეობითმა ბაზამ
განსაზღვრა, რომელიც სამხრეთ საქართველოს კულტურულ ცხოვრებას ასახავდა. ამ მხრივ განსა-
კუთრებით მრავალფეროვანი მეცხრამეტე საუკუნე აღმოჩნდა, როცა აჭარისადმი ინტერესი მისი პო-
ლიტიკური და გეოპოლოტიკური მნიშვნელობის გამო საგრძნობლად გაიზარდა. სამომავლო ეთნოგ-
რაფიული კვლევებისათვის, მათ შორის, ეთნოლოგიური ლექსიკონის მომზადებისათვის სათანადო
ნიადაგი დიმიტრი ბაქრაძემ, გიორგი ყაზბეგმა, თედო სახოკიამ, ზაქარია ჭიჭინაძემ, სტეფანე მენთე-
შაშვილმა, ჯემალ ნოღაიდელმა, ვლადიმერ მგელაძემ და სხვა არაერთმა მკვლევარმა მოამზადა. 1933
წელს აჭარაში პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია მოეწყო, რომელსაც აკადემიკოსი გიორგი ჩი-
ტაია ხელმძღვანელობდა. აჭარის მხარის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტების გეგმაზომიერი
მეცნიერული კვლევა შემდეგში უფრო ინტენსიურად განვითარდა, რაც გიორგი ჩიტაიას, ალექსი რო-
ბაქიძისა და მათი მოწაფეების სახელს სამუდამოდ დაუკავშირდა.
სალექსიკონო მუშაობის თვალსაზრისით ქართულ ეთნოლოგიას აჭარაში საკმაო გამოცდილება
გააჩნია. ამ მხრივ ბოლო ხანებში გამოცემული გიორგი ჩიტაიას ხუთტომეული უნდა გამოიყოს, სა-
დაც თითოეულ ტომს სალექსიკონო მასალის სახით თან ახლავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,
მათ შორის, აჭარაში გამოვლენილი ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებები. ცალკე აღსანიშნავია
ილია ადამიას წიგნზე – „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება - აჭარა” თანდართული ხალხური
სამშენებლო ტერმინთა განმარტებანი, აჭარული დიალექტისადმი და, საერთოდ, დარგობრივი ლექ-
სიკისადმი მიძღვნილი კრებულთა სერიები თუ ხელნაწერები (ჯემალ ნოღაიდელი, ვლადიმერ მგე-
ლაძე, შოთა ნიჟარაძე, პოლიევქტ ჯაჯანიძე, ნანული ნოღაიდელი, შუშანა ფუტკარაძე, მერი ცინცაძე,
მამია ფაღავა, მანანა კობერიძე...), რომლებიც თავის დროზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წლების მანძილზე იბეჭდებოდა. აჭარ-
ული დიალექტის ლექსიკაზე მუშაობა დღესაც გრძელდება. ასეთი გამოცდილების ბაზაზე წინამდე-
ბარე ეთნოლოგიურ ლექსიკონზე დაკვირვებები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ-
სიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში დასრულდა. შემოთავაზებული ლექსიკონის მნიშვნელობა
ერთი-ორად იზრდება თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ურბანული განვითარე-
ბის, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში მეტ-ნაკლებად საფრთხის წინაშე
დადგა ტრადიციული კულტურული ფასეულობების სიცოცხლისუნარიანობა. აქედან გამომდინარე,
ამ პროცესების ფონზე, ვფიქრობთ, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის თავმოყრა და ბეჭდურ გამოცე-
მაში მისი ასახვა, პრობლემათა წარმატებულ გადაჭრას წარმოადგენს.
ქართველი ხალხის ეთნოლოგიურ ლექსიკონის – აჭარის ეთნოგრაფიული მასალა და შე-
სატყვისი ტერმინოლოგია ადგილობრივი, კუთხური დიალექტის, ცოცხალი საყოფაცხოვრებო და
დარგობრივი ლექსიკის წყაროა და პირველწყაროს მნიშვნელობისაა. იგი ანბანზეა გამართული, რო-
მელთაც მცირე განმარტებები ახლავს. ზოგიერთი სიტყვის შინაარსობრივმა დატვირთვამ გაცილე-
ბით ფართო ხასიათის აბსტრაქტების დაწერა მოითხოვა. ვფიქრობთ, ეს არ გადატვირთავს ლექსი-
კონის საერთო კონტექსტურ პანორამას და დაინტერესებული პირებისათვის იგი უფრო საინტე-
რესო იქნება, რადგან ეთნოლოგიური ლექსიკონის მომხიბვლელობა სწორედ მის სპეციფიკაში მდგო-
მარეობს, რაც ასახულია კიდეც ამა თუ იმ ცნების განსაზღვრებებში, ეთნოგრაფიულ ჩანაწერებსა თუ
მცირე ზომის სტატიებსა და შესაბამის ფოტო-გრაფიკულ მასალაში. წინამორბედ ეთნოგრაფიულ
ლექსიკონზე მუშაობამ გვიჩვენა, რომ თითოეული ეთნოგრაფიული ტერმინი წარმოდგენილი უნ-
და იყოს ტექსტის თავისებურებიდან გამომდინარე ეთნოგრაფიული სპეციფიკის წარმოჩინებით,
კერძოდ, საგნის არსის, ტექნოლოგიის, დანიშნულების მიხედვით, შესაბამისად, ლექსიკონში ეთნოგ-
7
რაფიული მოვლენა ძირითადად კომპლექსში – ჩასახვის,
განვითარებისა და სხვა ფაქტებთან კავშირშია ნაჩვენები.
მასალებში წარმოჩენილია როგორც ცალკეული ეთნოგრა-
ფიული ტერმინი, ისე, ეთნოგრაფიული მოვლენა (ჩიტაია,
1997:317; 2000:410). ლექსიკონში თავი მოიყარა აჭარის ეთ-
ნოგრაფიულ სივრცეში არსებულმა ძირითადმა არსენალმა
მათი დანიშნულებისა და ფუნქციური დატვირთვის გათ-
ვალისწინებით, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას,
რომ ლექსიკონზე მუშაობა ამით დასრულდა, პირიქით,
მიგვაჩნია, ესაა აჭარის ეთნოგრაფიული ლექსიკონის შექ-
მნის კიდევ ერთი ცდა, რომელიც სამომავლოდ ბუნებრი-
ვია შეივსება და გაცილებით სრულყოფილი და უფრო ფარ-
თოდ ილუსტრირებული სახით გამოიცემა. ავტორები დი-
დი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ
შენიშვნას და შემდგომი მუშაობისას უთოდ გაითვალისწი-
ნებენ.

* * *
„ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი - აჭ- 1933 წლის აჭარისტანის ექსპედიციის
არა” გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს, საქართველოს ეთ- წევრები: გიორგი ჩიტაია,
ნოლოგიის ფუძემდებლებს - გიორგი სპირიდონის ძე ჩი- ვერა ბარდაველძე, ფაფალა გარდაფხაძე,
ტაიასა და ალექსი ივანეს ძე რობაქიძეს ეძღვნება, რომლებ- რუსუდან ხარაძე, ჯემალ ნოღაიდელი,
სოფელი ეილა ჩეგილი
მაც ქართულ-კავკასიურ ტრადიციულ კულტურულ ფასე-
ულობათა თავმოყრასა და თავსშესწავლას, კერძოდ, ქარ-
თველი ხალხის საუკუნეების მანძილზე დაუნჯებული ეთნოგრაფიული ღირებულებების - მატერი-
ალური და სულიერი კულტურის, სამეურნეო ყოფისა თუ ცხოვრების სოციალური წესის წარმოჩენა-
სა და თაობებისათვის მის შემონახვას ფასდაუდებელი ღვაწლი დასდეს. ღვაწლი შეუფასებელია თუ
გავითვალისწინებთ, რომ ქართველი ხალხის კულტურა მსოფლიო კულტურის ორგანული ნაწი-
ლია, რაც მსოფლიო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ პორტრეტში მის უაღრესად დიდ როლს გან-
საზღვრავს. გიორგი ჩიტაიამ და ალექსი რობაქიძემ სავსებით სამართლიანად დაიმკვიდრეს გამორ-
ჩეული ადგილი ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და გამოჩენილ მეცნიერთა გალერეაში. მათი მოქა-
ლაქეობრივი და მეცნიერული სრულყოფის მაგალითზე მკვლევართა ახალი და ახალი თაობები აღ-
იზარდა და კვლავაც აღიზრდება.
ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მოთავეობით 1922 წლიდან
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან საველე-საექსპედიციო მუშაობას ჩაუყარა
საფუძველი. იმ პერიოდში შესწავლილი სოფლებიდან სადღეისოდ რიგი ნასოფლარადაა ქცეული ან-
და მიგრაციული პროცესების გავლენით გათითოკაცებულია. მეორე მხრივ, სწრაფი ურბანული ინ-
ტენსიფიკაციის პირობებში ტრადიციული საქმიანობა მოიშალა, მასთან ერთად მდიდარი ხალხური
ლექსიკა და ის უძველესი წესჩვეულებებიც გაქრა, რომლებიც ეთნიკური სახითა და ნაციონალური
თავისებურებებისათვის დამახასიათებელი თვითმყოფი ნიშნებით უძველესი წარსულის სიღრმიდან
იღებდა სათავეს.
აკადემიკოს გიორგი ჩიტაიასეული ხედვით, ახლადფეხადგმული დარგის განვითარება გრძელ-
ვადიან გეგმას, ეფექტური მუშაობის მეთოდსა და სწორ თეორიულ – მეთოდოლოგიურ ორიენტაცი-
ას საჭიროებდა. პირველი რიგის ამოცანად შემკრებლობითი საქმიანობა გამოცხადდა, რადგან სავე-
ლე მუშაობა მეცნიერების საკვლევი წყარო და სპეციფიკაა: „ეთნოგრაფიული ველი”, რომელიც საუკ-
8
უნეების მანძილზე საზოგადოების მიერ განვლილი ცხოვრე-
ბის ნაკვალევს, ადამიანის აზროვნება კი – ემპირიულ ცოდ-
ნას ინახავს.
მთავარი ყურადღება სრულფასოვან და სანდო ეთნოგ-
რაფიული ფაქტების გეგმაზომიერ შეგროვებას მიექცა. ამის-
ათვის გიორგი ჩიტაიამ საველე-სამეცნიერო ეთნოგრაფი-
ული კვლევა-ძიების ახალი მიმართულება – „კომპლექსურ-
ინტენსიური მეთოდი” დაამუშავა, რომელსაც მოგვიანებით,
სამეცნიერო ეთნოგრაფიულ სფეროში „ქართული მეთოდი”
უწოდეს. კომლექსურ-ინტენსიურ მეთოდზე დაყრდნობით
ეთნოგრაფიული მასალის შეგროვება დროის ხანგრძლივო-
ბასა და ინტენსიურ კვლევას, ფაქტების გენეზისის, ცვალე-
ბადობისა და განვითარების გზების ჩვენებას ვარაუდობდა.
1922 წლიდან საქართველოს რეგიონის გაცნობისა და
დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით „ეთნოგრაფი-
ული მოგზაურობები” დაიწყო. 1922 წელს პირველი გასვლა
აჭარაში მოხდა, 1933 წელს კი უკვე აკადემიკოს გიორგი ჩი-
ტაიას ხელმძღვანელობით „აჭარისტანის” ეთნოგრაფიული
ექპედიცია შედგა.
აჭარა – საქართველოს ისტორიული და ეთნოგრაფიული
სინამდვილის მატიანეა, აჭარელი კი უპირველესად სული-
აჭარისტანის ექსპედიციის წევრები
ერი სიძლიერისა და სიმტკიცის მაგალითი, რომელმაც მემ- ხულოს სასტუმროში, 1933 წელი
კვიდრეობით თაობებში გადაცემული თვითმყოფადი კულ-
ტურა, ენა, მამა-პაპური ადათ-წესები შეუბღალავად დღემდე მოიტანა. აჭარელმა შემოინახა ძველ-
ქართული ზნეობრივი ბაზისური ფასეულობები: მოთმინება, თავმდაბლობა, სიკეთე, მიმტევებლო-
ბა, უფროს-უმცროსობა, სტუმარ-მასპინძლობა, ურთიერ-
თდახმარება, დედის კულტი. „ჩემი ნენე” უზენაესი სიტყვაა,
დიდნენე, ნანა, ნენე, – აჭარელისთვის ყველაზე ძვირფასია.
ნენე იმ დიდ-ნენეების მემკვიდრეა, რომლებმაც ჩვენამდე
ქართული ენა ჯვარცმით მოიტანა, შეუნახა შთამომავლო-
ბას ქართული „დედაბრული დამწერლობა”, „ჯვრიანა ჭა-
დი” შთამომავლობას ანდერძით დაუტოვა, ხოლო თავისი
ხელით ნაკეთები ჯვრიანი კეცი საქორწილო მზითვად აქ-
ცია. კაცთმოყვარე, ზრდილი, სტუმართმოყვარე, შრომის-
მოყვარე, მამა-პაპის მოსიყვარულე აჭარელი სწორედ ამ ნე-
ნეს გაზრდილია. მის ლექსიკაში ძველქართული ხალხური
ქცევის ეტიკეტი დღემდე დაცულია, ეტიკეტი, რომელიც მი-
სალმების, პატივისცემის ნიშნად თავდახრას, განშორება-
დამშვიდობებისას ფეხზე ადგომას, მხარზე ამბორს, ხელ-
დებით დალოცვას ითვალისწინებდა, რაც უკვე იშვიათობას
წარმოადგენს. აჭარაში დასტურდება ძველ-ქართული სა-
წესჩვეულებო რიტუალები: ჩიჩილაკი, ცხემლის ჭრა, ფერ-
ცვალობა, ლაზარობა, რომლებშიც, როგორც ქრისტიანული,
ისე უფრო ადრეული ხანის უძველესი რელიგიური დანაშ-
ექსპედიციის მსვლელობა ეილა რევებია წარმოდგენილი, ასევე, მასში ისლამური საწესჩვე-
ზოტიყელიდან ბახმაროს გზაზე ულებო რიტუალებიც იჩენს თავს.
9
აჭარლები, 1933 წელი

აჭარის მრავალფეროვანი ბუნება მთისა და დაბლობის, ზღვისპირეთისა და მთიანეთის შეხამე-


ბით წარმოდგენილი სამეურნეო ყოფის მრავალფეროვნებითაც ხასიათდებოდა, სადაც მიწათმოქმე-
დებას, მესაქონლეობასა და მევენახეობა-მებოსტნეობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

თამბაქოს მეურნეობა: თოხნისა და ასხმის პროცესი

10
აჭარაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი
მევენახეობა-მეღვინეობას ენიჭებოდა, რასაც ის-
ტორიული ცნობების გარდა, აქ წარმოდგენილი
ვაზის უამრავი ადგილობრივი თუ შემოტანი-
ლი ჯიშის არსებობაც ადასტურებს, სოფელი მე-
რისი კი ჩხავერის სამშობლოდ ითვლება. ყველა
სოფელში ვლინდება ქვევრების ნაშთები, ხოლო
ყოფაში საწნახელისა და მეღვინეობის იარაღ-
ჭურჭელი.
აჭარაში უძველეს სამიწათმოქმედო კულ-
ტურაზე ბუნებრივ ზონალობას შეპირობებული
ხორბლეულის, მათ შორის, სიმინდის ჯიშის
მრავალი სახეობაც მიუთითებს, რომლებიც ხალ-
ხური სელექციის გზით არის მიღებული. 1933 აჭარული ვარია
წლის მონაცემებით, დადასტურებულია სიმინ-
დის ჩვიდმეტი სახეობა. მართალია აჭარა XVII საუკუნიდან სამიწათმოქმედო მეურნეობის დარგში
მთლიანად სიმინდის კულტურაზე გადავიდა, ყოფაში ჯერ კიდევ შემონახული იყო სამიწათმოქმე-
დო კულტურის ისეთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვრები, როგორიცაა სალეწი ფიცარი – კევრი და
სახვნელი იარაღი – ჯილღა. გიორგი ჩიტაიას სპეციალური კვლევით აჭარული ჯილღა, მესხურ სახ-
ვნელებთან ერთად, ადგილობრივ წარმოშობილად ითვლება, ისე როგორც აჭარლების მონაპოვარი,
ხორბლეულის უნიკალური ჯიში – „ტრედისფერა”, რომელიც დღეს მხოლოდ ხალხის მეხსიერებ-
აშია შემონახული.
ღრმა ტრადიციები გააჩნია აჭარაში მესაქონლეობას. ქართული ყოფისათვის სახასიათო მნიშვნე-
ლოვანი მონაპოვრებით არის წარმოდგენილი რძის მეურნეობის წარმოებაც, რაც რძის პროდუქციის
დამზადების მაღალი ტექნიკით აიხსნება. აჭარული ყველის ღირსებაზე ვახუშტიც მიუთითებდა:
„არაოდესვე წახდების არცა დაობდების, რაჟამს გნებავს შემგბარი კეთილ სახმარ არს”, ხოლო აჭარ-

კაბიწეულის დამზადების პროცესი

11
ულ კარაქს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
ქართული სამეურნეო კულტურის ისეთი მო-
ნაპოვრების გვერდით, როგორიცაა ხევსურუ-
ლი ერბო, მეგრული სულგუნი, თუშური ყვე-
ლი.
აჭარაში მცენარეული საფარის, საკრალუ-
რი ხისა და მასთან დაკავშირებული რწმენა-
წარმოდგენების შესახებ საინტერესო მასალე-
ბი დადასტურდა, განსაკუთრებით, „ურთხე-
ულის” – ურთხელის შესახებ. მოსახლეობის
გადმოცემით, ურთხეული წმინდა ხედ ით-
ვლებოდა. აჭარაში მას ხეების უფროსს, სა-
მოთხის ხეს და ტყის დედოფალსაც უწოდებ-
აჭარული მარხილი დნენ. სოფელ ჩანჩხალოში ერთი დიდი წმინ-
და ხედ წოდებული ურთხველი დამოწმდა.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ბაქრაძეს ამავე სოფელში გამოვლენილი ჰქონდა ძველი, წმინდა ურთხე-
ულის კორომი. იგი აღნიშნავდა, რომ გადმოცემა ოდესღაც აქ არსებული ეკლესიის ადგილს მიგვა-
ნიშნებსო. ეთნოგრაფიული მასალის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ურთხელთან და-
კავშირებული რწმენა-წარმოდგენების იმ კომპლექსს ავსებს, რომელიც საქართველოს თითქმის
ყველა კუთხეში გვხდებოდა და მხარს უჭერს აზრს იმის შესახებ, რომ უთხელი – უთხეული უძველე-
სი დროიდან ქართველი ტომების თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა.
1933 წლის პირველი კომპლექსური ექსპედიცია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და აჭ-
არის მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის ადგილობრივი სამეცნიერო ძალების მონაწილეობით შეს-
რულდა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: ვერა ბარდაველიძე, რუსუდან ხარაძე, სტეფანე მენთეშაშ-
ვილი, მიხეილ პოპოვი, ჯემალ ნოღაიდ-
ელი, ვუკოლ იაშვილი... ექსპედიციის მარ-
შრუტი ღორჯომის, ხიხაძირის, სხალთის, ჭვა-
ნის, მერისის ხეობებს – ოცდაათზე მეტ სო-
ფელს მოიცავდა. საკვლევ არეალში მოექცა გო-
დერძის უღელტეხილი – ბეშუმითა და მიმ-
დებარე საილაღო დასახლებებით, საირიჩაირ-
ის, ზოტიყელისა და სხვა ალპური საძოვრე-
ბის ზონა. გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელო-
ბით ეთნოგრაფები ზოგადქართული კულტუ-
რის დადგენის მიზნით ხალხში შემონახულ
ემპირიულ ცოდნა-გამოცდილებას, სპეციფი-
კურ თავისებურებებს იკვლევდნენ.
დასახლების ერთ-ერთი ტიპი სწორედ აჭარაში მოპოვებულმა ახალმა
ეთნოგრაფიულმა მასალებმა ჩაუყარა სა-
ფუძველი ორნამენტის კვლევის თემის განვითარებას. საყოველთაოდ ცნობილია გიორგი ჩიტაიას
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი – „სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში”, რომელიც
მან პირველად აჭარაში სოფელ ღორჯომის ჯამეს შემკულობაში დაადასტურა და შემდეგ საქართვე-
ლოს სხვა კუთხეში გამოვლენილ მასალებზე დაყრდნობით განავრცო.
ეთნოლოგიური კვლევის ეტალონადაა აღიარებული გიორგი ჩიტაიას ნაშრომი – „აჭარული დათ-
ვა-ბოყვა”, რომლის სახით ეთნოგრაფიულ სინამდვილეში უძველესი ტიპის, ხისგან გაკეთებული სა-
12
ექსპედიციის მიერ მოწყობილი მოძრავი გამოფენა
აჭარის სოფლებისთვის, 1933 წელი

კეტია შემონახული. საკეტი წარმომავლობით ჩვ. წ. 2000 წელზე ადრინდელია. მისი წარმოშობის ცენ-
ტრად სუმერეთ-ბაბილონია მიჩნეული. ასეთი საკეტი დათვა-ბოყვას სახელწოდებით პირველად აჭ-
არაში, შემდეგ გურიაში, სამეგრელოში, სვანეთსა და ქართლის სხვა კუთხეებში დადასტურდა. იგი
ქართული ხალხური კულტურის ორგინალურ მონაპოვარს წარმოადგენს.
ვერა ბარდაველიძის მიერ გამოკვლეული იქნა „მეგალითური” ნაგებობები ზემო აჭარაში - ლექ-
ნარი, ვაშლობი, აკვანგეთი, ჩახიდული, რომლებიც წინააზიის მსგავს ნაგებობებს შეესაბამებიან და
ქართული ტომების უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდებიან.
გიორგი ჩიტაიამ აჭარის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში საცხოვრებელი ნაგებობების სამი ძირი-
თადი ტიპი დაადასტურა, რომელიც შეეფარდებოდა გეოგრაფიულ პირობებს და კულტურულ-სამე-
ურნეო ვითარებას: ბარში - სახლი („ჩარხილი”) და „ორთა”; ფერდაში - „ჯარგვალა სახლი”, მთაში -
„ხულა სახლი”. სახლის ტიპი აჭარელის ყოველდღიური ცხოვრების პირობებს შეესაბამებოდა. ვინა-
იდან მეურნეობის მთავარი ფორმა მესაქონლეობა იყო, მას ზამთარ-ზაფხულ წარმოების პროცესები
შეესატყვისებოდა: ზამთარ-გაზაფხულზე საქონელი სოფელში, შემოდგომით - ფერდაში, ხოლო
ზაფხულში მწყემსები ოჯახთან და საქონელთან ერთად მთაში ბინადრობდნენ და ორსართულიან
ხულა სახლში ცხოვრობდნენ.
1933 წლის ექსპედიციამ ეთნოგრაფიული მასალები მოიძია მიწათმოქმედების, მათ შორის, მე-
მინდვრეობის, მესაქონლეობის, საცხოვრებელი ნაგებობების, ხელოსნობის, ოჯახის, ქორწინების,
ბავშვთა აღზრდის, ხალხური მკურნალობის, რელიგიური წეს-ჩვეულებების, ფოლკლორის შესახებ,
ასევე, დიდძალი ეთნოგრაფიული კოლექციები, ფოტოსურათები შეკრიბა.
1933 წლის აჭარის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მნიშვნელობა აჭარის ეთნოგრაფი-
ული სინამდვილის შესწავლაში განუსაზღვრელია. მესხეთის, სამცხე-ჯავახეთის, აღბულაღ - წალკი-
სა და ხევსურეთის ექსპედიციების შემდეგ ეს იყო ეთნოგრაფთა მეოთხე დიდი ექსპედიცია. ამ ექსპე-
დიციებმა ეთნოგრაფიული ყამირი გაკვალა, განსაზღვრა საქართველოში ეთნოგრაფიული კვლევის
ძირითადი მიმართულებები, რომლებიც შემდგომ გაფართოვდა და თვალსაჩინო მიღწევებით დაგ-
ვირგვინდა.
13
გიორგი ჩიტაია და ხარიტონ ახვლედიანი გონიოს ციხესთან, 1972 წელი
(ფოტო ნოდარ კახიძისა)

გიორგი ჩიტაიას გვერდით ალექსი რობაქიძე ქართული ეთნოლოგიის ნიჭიერი და ღირსეული


წარმომადგენელი იყო. ალექსი რობაქიძემ ქართველი და კავკასიის ხალხების ისტორიულ-ეთნოგრა-
ფიული შესწავლის დღეს უკვე აპრობირებული მეთოდური მიდგომა იმთავითვე შეიმუშავა და შე-
მოგვთავაზა. ნიკო ბერძენიშვილის მიერ დასმულმა საკითხმა იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხის
წინარე ისტორიის შესწავლა საქართველოს ცალკეული ხეობისა თუ კუთხის - „ქუეყნის” გამოწ-
ვლილვითი კვლევით უნდა წარიმართოს, ხორცშესხმა არა მხოლოდ საკუთრივ ისტორიული, არამ-
ედ კულტუროლოგიური კვლევითაც დაიწყო. ამ მხრივ საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს არაერთი
საინტერესო ნაშრომი მიეძღვნა. სწორედ ნიკო ბერძენიშვილთან ერთად ალექსი რობაქიძე აჭარის რე-
გიონში აკადემიური სამეცნიერო კერის ერთ-ერთ ფუძემდებლად მოგვევლინა, რომლის უმთავრეს
ამოცანას ამავე რეგიონის კომპლექსური - ისტორიული, არქეოლოგიური, ფოლკლორულ-დიალექ-
ტოლოგიური და ეთნოგრაფიული შესწავლა იქცა. ამ მიზანს ემსახურებოდა 1958 წელს მათ მიერ სა-
ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსება, რო-
მელსაც შემდეგ ნიკო ბერძენიშვილის, ხოლო ცოტა უფრო გვიან ამავე ინსტიტუტის სამკითხველო
დარბაზს ალექსი რობაქიძის სახელები მიენიჭა, რაც ინსტიტუტისადმი მათი ამაგის დადასტურებას
წარმოადგენდა.
ალექსი რობაქიძეს წილად ხვდა აჭარისა და მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფითი
კულტურის სისტემური და გეგმაზომიერი ეთნოგრაფიული შესწავლა. მანამდე ასეთი საქმიანობა ეპ-
იზოდურ ხასიათს ატარებდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბეძენიშვილის ინსტი-
ტუტმა თავისი არც თუ ისე ხანგრძლივი არსებობის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს,
კერძოდ, აჭარისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების ისტორიისა და კულტურის, ეთნოგრაფიის, არქე-
14
ალექსი რობაქიძე საველე-ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში –
მარცხნიდან მარჯვნივ: ლადო სეიდიშვილი,
ლევან კალანდარიშვილი, ალექსი რობაქიძე, აბელ სურგულაძე... აჭარა

ოლოგიის, ფოლკლორის, დიალექტოლოგიის, ტოპონიმიკისა და ეკონომიკური ხასიათის არაერთი


არსებითი და აქტუალური პრობლემის შესწავლის მიზნით თვალსაჩინო საველე-საექსპედიციო სა-
მუშაოები და ფუნდამენტური კვლევები განახორციელა. გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა წყა-
როთმცოდნეობითი ბაზა, შეიქმნა სოლიდური მეცნიერული მემკვიდრეობა. ეთნოგრაფიული კვლე-
ვის თემატიკა მრავალმხრივი იყო, ხოლო კვლევის არეალად იმთავითვე სამხრეთ-დასავლეთ საქარ-
თველო განისაზღვრა, სადაც საკვლევ პერსპექტივაში სამხრეთ საქართველოს ისტორიული ტერიტო-
რიებიც მოიაზრებოდა, რომლებიც დღეს თურქეთის რესპუბლიკაში მდებარეობს.
ამ მიმართულებით იგეგმებოდა ექსპედიციები და იბეჭდებოდა დარგობრივი კრებულები, მათ
შორის, „ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები” და „სამხრეთ-დასავლეთ საქარ-
თველოს ყოფა და კულტურა”, რომელთაგან მრავალმა ტომმა იხილა დღის შუქი. სხვადასხვა სამეც-
ნიერო დაწესებულების თანამშრომელთა მონაწილეობით არსებითად ინსტიტუტის კედლებში აჭარ-
ის ისტორიის ოთხტომეული დაიწერა. უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ ალექსი რობაქიძის ხელ-
მძღვანელობითა და მონაწილეობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის
სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შემუშავდა ახლადგახსნილი ეთნოგრაფიის განყო-
ფილების პრობლემატიკა, შედგა კონკრეტული სამუშაო გეგმა, განისაზღვრა მისი განხორციელების
გზები და ამოცანები. შემდეგ, დასახული ამოცანების შესაბამისად, ყოველწლიურად საველე-ეთნოგ-
რაფიული ექსპედიციები ეწყობოდა, რის შედეგად დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეგროვდა. ამ-
ან კი შესაძლებელი გახადა ღრმა მეცნიერული კვლევები წარმოებულიყო და მიღებული დასკვნები
განზოგადებულიყო. ალექსი რობაქიძე ნახევარ საუკუნეზე მეტს მეცნიერებაში ნაყოფიერად იღვწო-
და და თავისი შემოქმედებითი საქმიანობით ქართული ეთნოლოგიური სკოლის განვითარებაში
თვალსაჩინო წვლილი შეიტანა. ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში უაღრესად დიდი მნიშ-
ვნელობა ჰქონდა საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიაში საველე-ეთნოგრაფიული საექსპედიციო
მუშაობის ფართო მასშტაბით გაშლას. ექსპედიციებს გეგმავდა და ანხორციელებდა ალექსი რობაქი-
15
ალექსი რობაქიძე საველე-ეთნოგრაფიულ
ექსპედიციაში, აჭარა

ძე, უბადლო საველე მუშაკი, ინიციატივიანი და ალღოიანი მოგზაურ-დამკვირვებლები. ალექსი რო-


ბაქიძემ საველე მუშაობისათვის განკუთვნილი გეგმა-კითხვარის დამუშავებასა და გამოცემასთან ერ-
თად ნაშრომთა სერია დაწერა, რომლებშიც აჭარაში დასახლების ფორმები, საცხოვრებელი და სამე-
ურნეო ნაგებობანი, ოჯახისა და საოჯახო ყოფის, პატრონიმიული ორგანიზაციის ისტორიის უმნიშ-
ვნელოვანესი საკითხები გააშუქა. ეს პრობლემები ადრე არ იყო სპეციალური კვლევის საგანი. მათ
შესწავლას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვთ არა მარტო უნივერსალური და ზოგად-თეორიული
საკითხების გაშუქებისათვის, არამედ სამეურნეო და მატერიალური კულტურის ადრეულ ფორმათა
დადგენისათვის, ჩვენი წინაპრების ძველი და უძველესი ცხოვრების წესის რეკონსტრუქციისათვის.
ამ ტიპის მონაცემებს დღეს გვერდს ვერ აუვლის ვერცერთი იმ დარგის სპეციალისტი, რომელსაც
მიზნად აქვს დასახული როგორც უახლესი წარსულის ისტორიის, ისე კულტურის ადრეული ფორ-
მების კვლევა.
ალექსი რობაქიძე იყო მეცნიერების უნარიანი ორგანიზატორი. ალექსი რობაქიძის სახელს მრა-
ვალი სამეცნიერო შეკრება თუ საიუბილეო სესია უკავშირდება და მომავალშიც დაუკავშირდება, მაგ-
რამ ამით როდი ამოიწურება ის დიდი ამაგი, რისთვისაც ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ეთნო-
ლოგიის ერთ-ერთ პატრიარქსა და სულისჩამდგმელს. მისი უზარმაზარი მეცნიერული მემკვიდრე-
ობა, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებული, ხოლო ნაწილი გამოუქვეყნებელია, ქართველი ერისათვის
ფასდაუდებელია.

16
abadelia - ხალხური სიმღერა.
ლიტ: კახიძე, 1978:3-15.

abadeliada - აჭარასა და გურიაში გავრცელებული ხალხური სიმღერა, რომელიც ორპირი,


გადამბული სიმღერა იყო: „მე აბადელიდას დევწყებ და შენ ჩამომართვი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:9; კახიძე, 1978:315.

abadoki - თორი (თავსაკრავი/თავსაჭირაჲ), მუყაოზე შემოხვეული მრგვალი ფორმის ხავერ-


დის ანდა ატლასის ქსოვილი. იგი სხვადასხვა მძივებითა და ნაქარგობით შექმნილი ორნამენტე-
ბით - „ჯიმფრულებით” იყო შემკული.

abaza - აფხაზი: ლაზები აფხაზებს აბაზას უწოდებებდნენ.

abandula - გოგონების ძაფებით თამაში, რომელიც აჭარაში ფეიქრობასთან დაკავშირებულ


წეს-ჩვეულებათა რიგს განეკუთვნებოდა. საერთოდ, პატარა, შვიდი-რვა წლის გოგონასათვის ძა-
ფის დართვის სწავლება მისი აღზრდა-სოციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი საქმე იყო და
იგი ერთგვარად „კურთხევის” ხასიათსაც ატარებდა. გოგონას მიერ თითისტარზე პირველად, და-
მოუკიდებლად დართულ ძაფს თითისტარიდან წამოაძრობდნენ - „წამოსრუჭავდნენ” და გოგო-
ნას კისერზე „დააწვავდნენ”: თავს მოახრევინებდნენ, კისერზე თიხის ჭურჭელს ანდა ჭურჭლის
ნატეხს დაადგამდნენ, შიგ პირველად დართულ ძაფს ჩადებდნენ და დაწვავდნენ - „ხელნაქმარი
ეყვარებაო”: „ხერტალზე რომ ბაღანა ისწავლის, მოჩოჩიტავს, იმას, წესია, თავზე დააწვავენ. აბან-
დულაც გოგონების შრომითი აღზრდის ჩვეულებას წარმოადგენდა, ოღონდ იგი თამაშის სახეს
ატარებდა. ქსოვა, მით უფრო - ნაქსოვში სახეების გამოყვანა დიდ დაკვირვებას, მოხერხებულო-
ბასა და გემოვნებას მოითხოვდა. თამაშობდა ორი გოგონა. მოგრძო კანაფის ძაფს ბოლოებს გა-
მოუნასკვნავდნენ და შეკრულ ძაფს ორივე ხელისგულზე ჩამოიცვამდნენ, თითებით კი ძაფებს
„ხლიბავდნენ” - გრეხდნენ და თითიდან თითზე გადაჰქონდათ. ამას ძირითადად ორი თითით:
საჩვენებელითა და ცერა თითით აკეთებდნენ - გამოსახულებები გამოჰყავდათ. თითოეულ მათ-
განს თავისი სახელი ჰქონდათ: ხიდი, წყალაჲ, მარხილაჲ, ხარითვალაჲ, აკვანაჲ, ხაშარაჲ (ჭიგო,
სარი), ხერხაჲ, გობაჲ ზემბილაჲ (ნაქსოვი კალათი). ვინც თამაშის პროცესში ახალ ბანდას - გა-
მოსახულებას ვერ „ამოიღებდა”, წაგებულად ითვლებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2013:176; 2017:11
17
abano - ადამიანთა ტანთ საბანელი ადგი-
ლი, საგანგებო შენობა, სადაც ჰიდროტექნიკუ-
რი ხერხებით მოწყობილ ნაგებობაში თბილი
და ცივი წყლის ნაკადები შემოედინებოდა.
სპეციალისტები სამი ტიპის აბანოს გამოყოფ-
დნენ: აზიურს, სადაც ქართული აბანოებიც შე-
დიოდა, რომაულს და აღმოსავლურს - სპარ-
სულსა და თურქულს. საქართველოში უძვე-
ლესი აბანოები აღმოჩენილია აჭარაში - გონი-
ოსა და ციხისძირის ტერიტორიებზე, არმაზის-
ხევში, ბაგინეთში, ბიჭვინთაში, ურბნისში, სამ-
შვილდეში, თელავში, გრემში, გორში... საზოგა-
ბიძინა აფხაზავას ფოტოკოლექციიდან
დოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი
იყო დიდი აუზები, რომლებიც ადამიანთა გე-
მოვნების შესაფერისად სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. ბათუმში აბან-
ოთა დიდი ნაწილი, მათ შორის, გუმბათოვანი აღმოსავლური ტიპისა, გვიან იყო აშენებული.
მათგან ბევრი უკვე აღარ ფუნქციონირებს. აბანოებს ძველ ბათუმშიც არა მარტო ჰიგიენური
მოთხოვნილებების, არამედ დასვენების ფუნქციაც ჰქონდათ შეთავსებული. ქალაქის მოსახლეობ-
ას საკუთარი აბანოები არ გააჩნდა და აქაური მცხოვრებლები ძირითადად საზოგადოებრივი აბ-
ანოებით სარგებლობდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ, 70-იან წლებში, როგორც ამ-
აზე ლიტერატურული წყაროები მიუთითებს, ბათუმის აბანოები საკმაოდ განიერი შენობები ყო-
ფილა, შესასვლელი ვრცელ დარბაზს წარმოადგენდა, რომლის იატაკი მარმარილოთი იყო მო-
პირკეთებული, კედლების ირგვლივ კი ლამაზი სვეტებით შემდგარი გალერეა ყოფილა წარმოდ-
გენილი, რომელთა შუაში შადრევანი იყო გამართული. XX საუკუნის დასაწყისში, ბათუმში რამ-
დენიმე აბანო ყოფილა და მათი რამდენიმე მფლობელის ვინაობაც ცნობილია. ესენი იყო ე. წ.
„ევროპული აბანო” - ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობდა, „ზღვის აბანო” - ზღვისპირა პარკის ტე-
რიტორიაზე იყო გამართული, მუნდოევის, „ადჟის აბანო” - გორგილაძის ქუჩაზე იყო განთავსე-
ბული. ყველაზე ძვირადღირებული „კონსტანტინეპოლის” კეთილმოწყობილ ნომრებში ნებივრო-
ბა მანეთი და ოცი კაპიკი ღირდა. იგი მაშინდელ კათოლიკების ქუჩაზე მდებარეობდა. სხვა
აბანოებთან შედარებით, უფრო დაბალი იყო ფასები აბანო - „პეტერბურგში”. ქალაქში მოსახლე-
ობის რაოდენობის ზრდასთან ერთად აბანოების რაოდენობაც იზრდებოდა. 1910 წლისათვის ბა-
თუმში კიდევ რამდენიმე აბანო გამოჩნდა, მათ შორის, „ვენეცია”, რომელიც ყოფილი თათრის,
ამჟამინდელ ხულოს ქუჩაზე, 14-ში მდებარეობდა. იმავე ქუჩის 8-ში კიდევ ერთი აბანო იყო,
რომელსაც „ფანტაზია” ერქვა. გარდა ამისა, ქალაქში იყო პატარა, ორ-სამ ნომრიანი აბანოებიც.
1909 წელს ქალაქის მმართველობაში აბანოების მფლობელებმა ასეთი განცხადება შეიტანეს: „არ
უნდა მტკიცება, რომ აბანოები ემსახურებიან ქალაქში მოსახლეობის სანიტარული და ჰიგიენ-
ური პირობების გაუმჯობესებას. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ რაც უფრო იაფი უჯდება მოსახლეობ-
ას აბანოთი სარგებლობა, მით უფრო იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად, მო-
სახლეობის ჯანმრთელობაც მტკიცდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა აბანოების-
თვის წყლის სარგებლიანობის ტაქსა შემცირდეს. ახალი წყალსადენის გამოყენებამდე ჩვენ ერთ
ვედრო წყალში ვიხდიდით კაპიკის ერთ მეათედს, ამჟამად კი ვიხდით გაცილებით მეტს, - ერთ
მეექვსედს, რამაც აბანოს ხარჯთაღრიცხვა გაზარდა ორჯერ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინა-
რე, გთხოვთ წყლის გადასახადი დაგვიტოვოთ ძველი ნიხრით”. ამ განცხადების შეტანიდან მოკ-
ლე დროში ქალაქის მმართველობაში ქალაქის სანიტარული ექიმის წერილიც შევიდა, სადაც აღ-
ნიშნულია: „ყველასთვის კარგადაა ცნობილი თუ რა დიდი როლი ეკისრება აბანოებს სანიტარუ-
ლი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, ამიტომაც შემოვდივართ თხოვნით, საკითხი განხი-
ლული იქნას ქალაქის სათათბიროში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა აბანო შეწყვეტს ფუნქცი-
ონირებას”.

18
აბანოთა მფლობელებისა და ქალაქის სანიტარული ექიმის განცხადებას ქალაქის მმართვე-
ლობის მხრიდან რეაგირება მალე არ მოჰყოლია. ჩინოვნიკები განცხადებას რამდენიმე თვის მან-
ძილზე განიხილავდნენ და 1910 წლის 30 აპრილს დადგენილება გამოვიდა, რომლის მიხედვი-
თაც ქალაქის აბანოებს ვედრო წყალზე გადასახადი, მათი მოთხოვნის თანახმად შეუმცირეს, ერ-
თი ვედრო წყლისათვის ქალაქის აბანოების მფლობელები ისევ კაპიკის მეათედს გადაიხდიდნენ.
დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში ხულოს ქუჩაზე მდე-
ბარე ძველი აბანოების შენობის რეაბილიტაციასა და შენობაში „ბათუმის მუზეუმის” გახსნას
გეგმავს. რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს ითვა-
ლისწინებს - „გუმბათებისა და მზარდი კედლების შენარჩუნებით მათში არსებული ლოკალური
დაზიანებების პირველადი აღდგენით”.
ლიტ.: ფრენკელი, 1887; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:17;
კომახიძე, 2000:365; მგელაძე, ტუნაძე, 2017; კვაჭაძე, 2009.

abaJuri - წრიული ფორმის ნაქსოვი, რომელიც ლამ-


პის გადასაფარებლად გამოიყენებოდა.

abargva - აღება, ალაგება: „ახლა მოვიდა ყანის აბარგვის დრო”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:9.

abareba - აბარება ნიშნავდა პირუტყვის „მემთეურზე” მოსაწველად და ზაფხულობით მო-


სავლელად ჩაბარებას ანდა საქონლის დროებით სხვისთვის გარკვეული გასამრჯელოს გაღებით მი-
ბარების წესს. ასე რომ, აჭარის მთიანეთში ნათესაური ჯგუფის ოჯახებს შორის ურთიერთდახმა-
რების ტრადიციული ფორმების გამოყენებას ადგილი ჰქონდა მესაქონლეობის წლიურ ციკლთან და-
კავშირებული მეურნეობის სფეროშიც. ურთიერთდახმარების ერთ-ერთ ასეთ ფორმად „აბარების”
წესი ითვლებოდა. პირუტყვების ამბარებელი ოჯახი საზაფხულო საძოვრებზე განაყოფი მოძმის სა-
ქონელს, როგორც თავისას ისე უვლიდა. აბარების ანალოგიური ჩანს „ამანეთიც”. ტერმინი ამანეთი
ბექა-აღბუღას სამართალშიც იხსენიება და მიბარებულ ნივთს ნიშნავდა. აჭარის მთიანეთში ამანეთი
(ამანათი) ძირითადად საქონლის მიბარებასთან იყო გათანაბრებული. ასეთი შრომითი გაერთიანება
მასში შემავალი ნათესაური ჯგუფის ანდა მეზობლის ოჯახებს ავალდებულებდა ერთმანეთს მორი-
გეობით მომსახურებოდნენ. იგი არ წარმოადგენდა სავალდებულო თუ სანაცვლო ხასიათის დახმა-
რებას. აბარება საჭიროების მიხედვით ეწყობოდა. თუ საძოვარზე საქონლის მოვლა-პატრონობასა და
რძის პროდუქციის დამზადებაში მოძმის ოჯახს გარკვეული მიზეზებით წლების განმავლობაში ხე-
ლი ეშლებოდა, მაშინ ამბარებელი თავის მოვალეობად მიიჩნევდა ყოველგვარი საზღაურის გა-
რეშე მთელი წლის, ძირითადად ზაფხულის მანძილზე, მისთვის მხარი დაეჭირა და ხელი გაემართა.
შესაძლოა ასეთი დახმარებისათვის მემთევრი ანუ ის ქალი, რომელიც საზაფხულო საძოვრებზე სა-
ქონლის მოვლით იყო დაკავებული და რძის ნაწარმს ამზადებდა, კაბით ანდა სხვა რაიმე ნივთით და-
ესაჩუქრებინათ. საქონლის აბარებას აჭარაში ოჯახის ეკონომიკური პირობებიც განსაზღვრავდა. ეკ-
19
ონომიკურად სუსტი ოჯახი იძულებული ხდებოდა საქონელი შედარებით შეძლებული მეზობლი-
სათვის აებარებინა. აბარებას ადგილი ჰქონდა მაშინაც, როცა ოჯახს საკუთარი მემთევრი არ ჰყავდა.
მემთევრი მიმბარებლისა და თავისი ოჯახის რძეს აერთიანებდა, ხოლო შემდეგ პროდუქტს ყოფდა
ანდა რძეს ცალ-ცალკე სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთნილ გობებში ასხამდა და ერბოს _
„იაღს” ცალკე ჭურჭელში _ „კაპიწში” ინახავდა. მემთევრი საქონლის ბარში ჩამორეკვისას მიღე-
ბულ ნაწარმს მეპატრონეს უკლებლივ აბარებდა. აჭარაში, ისე როგორც საქართველოსა და კავკასიის
სხვა კუთხეებში, დიდი სახლეულების სეგმენტაციის შედეგადაც ერთი კერიიდან ნაყარი ოჯახები
შრომის ორგანიზაციის ფორმებში ერთიანობის ნიშნებს კვლავ ინარჩუნებდნენ. მათ სამეურნეო ბა-
ზებზე საქონელი ერთად მიჰყავდათ. საქონლის აბარებას, პირველ რიგში, მონათესავე ოჯახების
ფარგლებში ჰქონდა ადგილი. შრომის ორგანიზაციის სწორედ ეს ფორმები განაპირობებდა და ხელს
უწყობდა ოჯახის გაყოფისას ყიშლებზე და იაილებზე მდებარე სამეურნეო ბაზების მონათესავე ოჯ-
ახების საერთო სარგებლობაში მოქცევას. ირკვევა, რომ სამეურნეო ბაზების მონათესავე ოჯახების
საერთო სარგებლობაში დატოვება დროებით ხასიათს ატარებდა, რადგან შემდეგში ერთ-ერთი
მოწილე მას თავის სასარგებლოდ გამოისყიდიდა ხოლმე, დანარჩენები კი _ ახალ ბაზებს აგებდნენ.
ხშირად, მთის საცხოვრებელი მოძმეთა საერთო სარგებლობაში არა მარტო სახლეულის სეგმენტაცი-
ისა და საოჯახო ქონების განაწილების საფუძველზე, არამედ გაყრის შემდეგაც ექცეოდა. განაყოფები
ურთიერთხელშეწყობისა და ურთიერთდახმარების მიზნით იაილებზე საზიარო სახლებს სპეციალ-
ურად აგებდნენ და აბარებას მორიგეობით მიმართავდნენ. ქვემო აჭარაში აბარებას ქესუმად აყვანა
ანდა მოჭრით აყვანა ეწოდებოდა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით იგი საქონლის აბარების ტრადი-
ციული წესისაგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ქესუმად მიცემის დროს საქონლის პატრონი სა-
მენახირეოს, აგრეთვე, საძოვრებზე დაწესებული სხვა გადასახადებისა და ვალდებულებებისაგან
თავისუფალი იყო, ე. ი. საქონლის პატრონი თავისუფალი იყო ყველა იმ მოვალეობისაგან, რომლის
შესრულება მას ჩვეულებრივი აბარების დროს დაევალებოდა. აბარების ამ უკანასკნელ ფორმაში ქი-
რის ელემენტებიც გაჩნდა. ამბარებელი საქონლის პატრონობა-შენახვაში გასამრჯელოს ღებულობ-
და, რაც გასულ საუკუნეში თედო სახოკიას თვალნათლივ ჰქონდა შენიშნული. საქონლის აბარების
ანალოგიური ფორმები საქართველოს სხვა კუთხეებშიც დასტურდება.
ლიტ.: მგელაძე, 1966; შამილაძე, 1969:88, 114-117; ნიჟარაძე, 1971:117; აჭარული დიალექტის... 1990:7.

abawrva - ბაწრის, იგივე, თოკის აკეცვა. ბაწარს


ჯერ გააშუალებდნენ, ცალი ხელით თოკის ორივე ბო-
ლოს ერთად დაიჭერდნენ და მეორე ხელით მკვლავ-
ზე - მტევნიდან იდაყვზე შემოიხვევდნენ. დაახლოებ-
ით ერთი მკლავის ზომის ბაწარს მოიტოვებდნენ, აკ-
ეცილ ბაწარს იდაყვიდან გამოითავისუფლებდნენ, მაგ-
რამ ხელს არ გაუშვებდნენ, თოკის მორჩენილ ნაწილს
აბაწრულ თოკს ირგვლივ შემოახვევდნენ, შუაზე გაუყ-
რიდნენ და დაჭიმავდნენ. საერთოდ თოკს „აბაწრულს”
ინახავდნენ.

abdali - უჭკუო, სულელი: „აბდალ კაცთან არ უნდა დეიკავო საქმე, თვარა შენც გაგააბ-
დლებენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:9.

abdari - პირი, რომელიც ხომალდზე საკვებისა და წყლის შენახვა-გაცემას განაგებდა.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:7; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:18.
20
abdesi - მაჰმადიანური განწმენდის რიტუალი. სიტყვა სპარსული წარმოშობისაა და ქარ-
თული ენის აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა გავრცელებული. აჭარელ მუსლიმანებში „აბ-
დესის აღება” ლოცვის წინ შესარულებელ სავალდებულო რიტუალს, ხელ-ფეხისა და თავ-პირის
დაბანას აღნიშნავდა. თურქეთში - ქართველ მუჰაჯირებშიც იგი ლოცვის წინ დასაბანი ადგილი
იყო და ლოცვის წინ სარიტუალო განბანვას ნიშნავდა: „კაცო, აქ რატომ იღებ აბდესს, აბდესხა-
ნაზე ეჲღე”.
ლიტ: ნოღაიდელი, 2015:9; ნიჟარაძე, 1971:79; ფუტკარაძე, 1993:373.

abdesis aReba - ლოცვის წინ ხელ-პირის, ფეხების დაბანა: „აბდესის აღება ასეა დაწესებუ-
ლი: ხელს დავიბანთ, სამჯერ პირში წყალს გამოვივლებთ... პირს დავიბანთ... მკლავებს იდაყვამ-
დე დავიბანთ და შემდეგ ფეხს დავიბანთ. ეს არის აბდესის აღება. ამის შემდეგ უფლება გვაქვს
ვილოცოთ”. იხ.: აბდესი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:9.

abdesxana - პირსაბანი, ადგილი სადაც წყალი მოდის, საწყლე. აბდესხანა სპარსული წარ-
მომავლობის სიტყვად მიიჩნევა და ქართულში თურქულიდანაა გავრცელებული. იგი სახლში
ლოცვის წინ განბანვისათვის, აბდესის აღებისათვის განკუთვნილი ადგილი იყო. ტერმინი მაჰმა-
დიანური ლოცვის წინა განბანვის რიტუალის აღმნიშველი სიტყვიდან - აბდესი’დან მომდინარეობს,
თუმცა აჭარულ სახლში აბდესხანა ზოგადად იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც სპეციალურად გა-
მოთლილ ხის ჯარა, საწყლე იყო გამართული. აბდესხანაც სწორედ ასეთ ხის საწყლე ჯარას ეწოდებ-
ოდა, რომელიც ტაშტის როლსაც ასრულებდა. აბდესხანა ახალდაქორწინებული წყვილის ოთახ-
ის განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა. კონკრეტულად აბდესხანა პირსაბანს, აბდესის ასაღებ ად-
გილს ნიშნავდა, თუმცა ქართველ მუჰაჯირებში ტერმინი პირსაბანი იყო გავრცელებული: „ძუელ
სახლებ ბუხრიან ოდაში ხის აბდესხანები ქონდა. ახლა ჩეშმეზე ვიღებთ აბდესსა”. აბდესხანებს ოთ-
ახის ძირში პატარა ხვრელი ჰქონდა სათანადო წყლის გამტარებელი ღარით, საიდანაც როგორც სარი-
ტუალო, ისე საოჯახო მოხმარების წყალი სახლის უკან მდებარე სანაგვეზე - „ხალხამზე” გადაედინ-
ებოდა. აბდესხანა ჰიგიენის დაცვას ემსახურებოდა და ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთო-
ბის შემდეგ განბანისათვის გამოიყენებოდა. ყველა საქორწინო წყვილის ოთახისათვის ბუხარი აუც-
ილებელ კომპონენტს წარრმოადგენდა და ოთახში შეშაც ყოველთვის მომარაგებული იყო. ბუხარი
ოთახსაც ათბობდა და მის გვერდით არსებულ ჰამამს, ანუ აბანოს, სადაც აბდესხანა, ანუ ამ შემთხვე-
ვაში საწყლე ჯარა იდგა. სქესობრივი აქტის შემდეგ განბანვის რიტუალის შესრულება აუცილებელი
იყო და წყვილიც ჰამამში განიწმინდებოდა. სხვათაშორის, გამოვლენილია ისეთი აბდესხანებიც,
რომლებიც ოთახის კედლის გასწვრივ მოთავსებული ტახტის - სექვის ერთ ბოლოში იყო გამარ-
თული, ისე, რომ მასზე ზემოდან სექვი ეხურებოდა. საჭიროების შემთხვევაში სექვის ამ ნაწილის
თავსახურს წამოწევდნენ, შიგ ჩაჯდებოდნენ და სხეულზე თბილ წყალს გადაივლებდნენ, სადაც,
როგორც ითქვა, სპეციალური ხვრელიდან ნაბანი წყალი სახლის უკან - ხალხამზე გადაიღვრებო-
და. შემდეგ სექვის ეს ნაწილი იხურებოდა და ჩვეულებრივ ტახტის ბუნებრივ გაგრძელებად
რჩებოდა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2010:27.

abzinda - Artemisia Absinthium L.: აჭარაში აბზინდა, როგორც სამკურნალო მცენარე, მხო-
ლოდ მოშენებული გვხვდება. საერთოდ, წარსულში სამკურნალო მცენარეებს აჭარის ხალხურ
მედიცინაში ფართო გამოყენება ჰქონდათ. მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემონახულია სამკურნალო
მცენარეთა ადგილობრივი სახელწოდებები, წამლის დამზადების რეცეპტურა, მკურნალობის მე-
თოდები. აბზინდა მრავალწოლოვანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო ერთ მეტრამდე იზრდება,
წვერში დატოტვილია. მცენარე ნაცრისფერ-ქეჩისებრად არის შებუსვილი. გრძელყუნწიანი ქვედა
ფოთლები ფირფიტა მოხაზულობისაა, ფართო კვერცხისებრი ფორმისა, ორმაგ-სამმაგად ფრთი-
სებრ განკვეთილი ლანცეტას მაგვარ ნაწილაკებად. ზედა ფოთლები მჯდომარეა. მოკლე საყვავი-

21
ლე ღერზეც ცალმხრივ მტევნებად ნახევარსფეროსებრი კალათებია გაწყობილი და გრძელ საგვე-
ლასებრ ყვავილებად არის შეკრებილი. საბურველი სფეროსმაგვარია. ყვავილები შიშველია, ყვა-
ვილსაჯდომი ბეწვებითაა მოფენილი. აბზინდა აგვისტო-სექტემბერში ყვავილობს. იგი რიყეზე
იზრდება – რუდერალურ ადგილებში, საცხოვრებელი სახლების მახლობლად, გზის პირებზე. აბ-
ზინდას აჭარის ხალხურ მედიცინაში, მაგალითად ქობულეთის რაიონში, თიაქრის სამკურნა-
ლოდ იყენებდნენ. მცენარის ძირს გარეცხავდნენ, ქონდართან და პილპილთან ერთად წყალში მა-
ნამდე ხარშავდნენ, ვიდრე ნახარში წვენი წითელ ფერს არ მიიღებდა. ნახარშ წვენს ავადმყოფს
ასმევდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:55.

abzindi - აჭარაში აბზინდი თასმის შესაკრავი რკინა იყო საჩხვლეტით, რომელიც სარ-
ტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავად გამოიყენებოდა. იგი
უფრო ლითონისა იყო. ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე სა-
ქართველოსა და შუა კავკასიის ტერიტორიაზე ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი ფართოდ
ყოფილა გავრცელებული, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი ჰქონდა. ხშირად ზედ მითი-
ური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები იყო ამოკვეთილი. ძვ. წ. I
ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I საუკუნეში საქართველოში გავრცელებული ყოფილა საშუალო
ზომით 12-12 სანტიმეტრის ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების ჩამოსხმა. აბზინდზე გამოყვანილი
იყო ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხ-
ვს ანდა ცხენს ეკავა, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულე-
ბებიც იყო წარმოდგენილი. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მა-
გიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავდნენ. გვიანანტიკური ხანიდან რომაული კულტურის
გავლენით მთელ მსოფლიოში ენიანი აბზინდის ახალი სახეობა გავრცელდა. აბზინდის სახეს-
ხვაობა აგრაფი იყო, რომელიც წამოსასხამის შესაკრავად იხმარებოდა. აბზინდს ხევსურეთში საყ-
რელს, ქარშიკს, სამეგრელოში კი - „ყუნს” უწოდებდნენ.
ლიტ.: გობეჯიშვილი, 2008; მგელაძე, 1966; აჭარული დიალექტის... 2010:27;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:18.

abla - ბიძიას ცოლი, ბიცოლა. სიტყვა თურქულიდანაა გავრცელებული.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ablabudaჲ - ობობას ქსელი: „ხანდახან ბობჩხრიკაჲ ისეთ მაგარ აბლაბუდას გააბამს, რომ
ბადეზე უმფო მაგარი იქნება”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:9.

aborka - კაბის ბოლოზე შემოვლებული, ფენებად დალაგებული ქსოვილი: „ნენემ კაბა შე-
მიკერა, შემომივლო აბორკა”. სიტყვა რუსული ენიდანაა დამკვიდრებული.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:9.

abreSumi - აჭარაში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეში, აბრეშუმის ძაფი და მისგან
დამზადებული ქსოვილები „აბრეშუმის” სახელწოდებითაა ცნობილი. ძველ-ქართულად „ჭიჭნა-
ური” აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეულ ძაფს აღნიშნავდა. აჭარაში აბრეშუმის ქსოვილები
ჯერ გურიიდან შემოჰქონდათ, შემდეგ კი აჭარაშიც დაიწყეს აბრეშუმის პარკის მოშენება და აბ-
რეშუმის ძაფის მიღება. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აჭარელმა მუჰაჯირებმა ეს საქმე თურ-
ქეთში, მარმარილოს რეგიონშიც ჩაიტანეს. ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის მასალების მი-
ხედვით, აბრეშუმის პარკისაგან საქსოვი ძაფის მიღება შემდეგნაირად ხდებოდა: აბრეშუმის პარ-
კს გადაარჩევდნენ, მზეზე აშრობდნენ, შემდეგ მდუღარე წყლიან ქვაბში ჩაყრიდნენ, ხერტალის
წვერით მოურევდნენ, ძაფს თავს მოუძებნიდნენ და სპეციალურ ხელსაწყოზე - „ოგვადოზე” ამო-
ახვევდნენ. სხვა შემთხვევაში, პარკს ათი წუთის განმავლობაში საპნიან ნაცარწყალში გამოხარშავ-
22
დნენ. აბრეშუმის ძაფის დართვა და დაძახვა „ხერტალზე” ხდებოდა. დართულ ძაფს თითისტარ-
ზე ორწვერად ანდა სამწვერად დაძახავდნენ და ნართს მურგვებად ახვევდნენ. აბრეშუმის თორ-
სარტყლები, ქისები ვერტიკალური ტიპის საქსოვ დაზგაზე - თორის ყდაზე იქსოვებოდა. საბჭოთა
პერიოდში აჭარაში აბრეშუმის ჭიის პარკისაგან ამოხვეული ძაფის გამოყვანის ძველი ტრადიცია აღ-
ადგინეს და ძაფის დამზადებას სოფლის არაერთი მკვიდრი მისდევდა. აბრეშუმის ასეთი პარკი იმ-
დროინდელი ფასებით საკმაოდ ძვირი ღირდა. მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე ქართლში, კახეთ-
ში, ქიზიყში, იმერეთში დარაია (თავთა/მერდინი), ჩხირებითა და ყაისნაღებით კი - თავსაფრები, წინ-
დები, ტოლაღები, ხელთათმანები, ჩახსაკრავები, სახიანი სარტყლები, ყაითნები, ჩაფარიშები იქსო-
ვებოდა. წმინდა აბრეშუმთან ერთად აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, ბამბა-აბრეშუმი
მზადდებოდა. აბრეშუმის ნაწარმს საოჯახო მოთხოვნილებებისათვის და გასაყიდადაც ხმარობდნენ.
ადგილობრივი ბაზრების გარდა აბრეშუმის ნაწარმი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა. ქართული წერილო-
ბითი წყაროები და ეთნოგრაფიული მასალა საქართველოში აბრეშუმის წარმოების მდიდარ ტრა-
დიციებს წარმოაჩენს. შორეული აღმოსავლეთიდან მომდინარე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭ-
რო-სატრანზიტო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მდებარე საქართველოში, აბრეშუმის კულტურის
შემოსვლა V-VI საუკუნიდან ივარაუდება. სოფელ მცხეთა-ჯვარში (ხაშურის რ-ნი) აბრეშუმის
სამშობლოს, ჩინეთის იმპერიის ფულის ერთეულია აღმოჩენილი, რაც ამ მოსაზრების ერთი
მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტია.
ლიტ.: სამსონია, 2005; აბესაძე, 1963; სამსონია, 2005; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:19.

abusalaTini - იხ.: აბუსხველათი.

abusxvelaTi - ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა, მცენარე აჭარის მდელოებში. აბ-


უსხველათი, იგივეა, რაც აბუსალათინი. ქიზიყში აბუსხველათი - „ტკიპა ლობიოა”, ქართლში -
„ზეთის ლობიო”, იმერეთში - „გენაგერჩაგი”, გურულში - „ჯულაბი”. აქვს სწორმდგომი, დატოტ-
ვილი ღრუ ღერო, ფოთოლი - თათისებრ-დაყოფილი და დაკბილულ-კიდეებიანია. მტევნისებრ
ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზის. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, ზოგჯერ, ქაცვით და-
ფარული. აბუსხველათის - აბუსალათინის თესლის გული ცხიმოვან ზეთს შეიცავს, თესლსა და
კოპტონში შხამიანი ნივთიერება - რიცინიაა მოთავსებული. აბუსალათინის ზეთს ტექნიკასა და
მედიცინაში იყენებენ. ცნობილი აბუსალათინის ზეთის გარეშე ნებისმიერი ნორმალური აფთიაქ-
ის არსებობა, ასევე, ლაკ-საღებავებისა და, საერთოდ, ქიმიური მრეწველობა წარმოუდგენელია. აბ-
უსალათინის კოპტონი აზოტს, ფოსფორმჟავას შეიცავს. მას სასუქადაც იყენებენ. ზომიერი ჰავის
ქვეყნებში აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ერთწლოვანი, სუბტროპიკულ და ტრო-
პიკულ ქვეყნებში კი - მრავალწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ. აბუსალათინის სამშობლოა აფ-
რიკა. საქართველოში იგი ყარაიაში იყო გავრცელებული.
ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1974; 1984:21; მაყაშვილი, 1991:10.

agara - სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აგარა იყო „სადგური საზაფხულო”, ასევე,
თუ აგარა საზაფხულო სადგური იყო, მაშინ „აგარ” - მწირს, ხოლო „აგარაკი” - საყანურს, სავენახე
ადგილს და დაბას ნიშნავდა. ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონის მიხედვითაც, აგარა „საზაფხულო სად-
გური”, ხოლო აგარაკი - „დაბა, სახნავი, გინა სავენახე” ადგილი იყო. დღესაც ამ სიტყვას ჭოროხის
აუზის ტაოს ქართულ მოსახლეობაში „საზაფხულო სადგურის”, „საზაფხულო სადგომის” ძველი
ქართული მნიშვნელობა აქვს შენარჩუნებული. ამ სახელწოდებით აჭარაში რამდენიმე დასახლება
გვხვდება: ზემო აჭარაში - ხულოსა და შუახევის რაიონებში ორი: ერთი ღორჯომის ხეობაში, ხო-
ლო მეორე - სოფელ ნენიის საძოვრებზე, სადაც ზაფხულობით სოფლის მკვიდრთა უმრავლესო-
ბა ცხოვრობდა და საქონელს უვლიდა. სოფელი აგარა ცნობილია ქედის რაიონშიც. იგი
საინტერესო ტერმინია და ძველი საქართველოს ეკონომიკურ ისტორიასთან მჭიდროდ იყო და-
კავშირებული. ძველ საქართველოში სახელწოდება „აგარა” მფლობელობის თავისებური სახეობის მა-
ნიშნებელი იყო. აგარა ზოგადად საყანე და სავენახე ადგილს ნიშნავდა, ხოლო „აგარანი” წარსულში

23
დაბას, დაბათა ციხესაც ეწოდებოდა. ქართულ საისტორიო მწერლობაში „აგარაკის” საკითხს საგანგე-
ბო ყურადღებო მიექცა. იგი IV-V საუკუნეების ქართლში მიწისმფლობელობის თავისებურ ფორმადაა
მიჩნეული. აგარაკებად წვრილი მიწის ნაკვეთები იწოდებოდა, რომლებიც ახოს აღებისა თუ სხვა გზით
დაპატრონების შემდეგ ინდივიდუალური ყიდვა-გაყიდვისა თუ თავისუფალი განკარგულების ობი-
ექტად იყო ქცეული. ამ შემთხვევაში აგარაკი ათვისებული და მითვისებული იყო არა სოფლის თემის,
არამედ ინდივიდის მიერ. იგი ფეოდალური საადგილ-მამულო საკუთრების ობიექტიც ყოფილა. აგარ-
აკი ასევე პირადი კუთვნილების მნიშვნელობით განიხილებოდა, თუმცა უმთავრესად მაინც აგარაკი
სათემო მიწების გარეთ დარჩენილი და კერძო განკარგულებაში მოქცეული მიწის ნაკვეთების აღმნიშ-
ვნელი იყო. მასში მიწა, სახნავ-სათესი ადგილი, ყანა, დაბა, მამული, მონაგები იგულისხმებოდა. ამ
სიტყვით აღინიშნებოდა, როგორც „დიდი მთავრის ... საზღვართვრცელი” მიწა-ადგილები, ისე ღარი-
ბი მუშაკის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც. ვარაუდობენ, რომ „აგარაკების” გაჩენა მიწაზე ფეოდალური
საკუთრების წარმოქმნას წინ უსწრებდა. აქედან გამომდინარე ირკვევა, რომ აგარაკი (აგარა) საზოგა-
დოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა შინაარსის მატარებელი ყოფილა, შესა-
ბამისად, თავდაპირველად, აჭარაში აგარის ტერიტორია სოფლის თემის სარგებლობის ობიექტი,
შემდგომში კი ამ თემის მიერ ათვისებული და სამოსახლოდ გამოყენებული ადგილი უნდა ყოფილი-
ყო. თანდათანობით მიწა დიდი სახლეულების სეგმენტაციის საფუძველზე ცალკეულ კომლს შორის
განაწილდა და გამოყენების თვალსაზრისით ინდივიდუალური წესით განვითარდა.
ლიტ: ორბელიანი, 1949:19; ჩუბინაშვილი, 1961:132; ავალიანი;1960:55,118,123; ჯავახიშვილი, 1929:332;
ჯანაშია, 1949; ბერძენიშვილი, 1951:43; მელიქიშვილი, 1959:414; ბოგვერაძე, 1980:71-72;
ჩიჯავაძე, 1967:52; შამილაძე, 1969:93; მგელაძე, 1959; 1982.

aguri - თიხის სამშენებლო მასალა. იგი სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მტკიცე და


ყინვაგამძლე, უძველეს საშენ მასალას წარმოადგენდა. აგური დაყალიბებული თიხა იყო და მი-
ნერალური წარმოშობის ისეთი სხვადასხვა მინარევისაგან შედგებოდა, როგორიც იყო თიხა, ტრე-
პელი და კვარცის ქვიშა. ტერმინი აგური ქართულ წყაროებში X საუკუნიდან გვხვდება, მანამდე
ალიზის სახელწოდებით იყო ცნობილი. ათონის ივერთა მონასტრის XII საუკუნის ერთ-ერთი
აღაპიდან ჩანს, რომ საქართველოში მოჭიქული აგურიც მზადდებოდა. ძველი მეთუნეები აგურს
გაცრილი აყალო მიწისგან ამზადებდნენ, რომელსაც ქვიშის მესამედი ნაწილი ერეოდა. გაცრილ-
დაბეგვილ ფხვიერ მიწას ოსტატები გასუფთავებულ ადგილზე - „კალოზე” დაყრიდნენ და წყლით
დაალბობდნენ. დაზელილი თიხა დაზგაზე თავსდებოდა და მისი ყალიბით „მოჭრა” იწყებოდა.
საქართველოში გავრცელებული იყო, როგორც ოთხაგურიანი, ისე ორაგურიანი ყალიბი. შლამგა-
მოვლებული ყალიბის „თვალში” სააგურე გუნდებს „ჩააგდებდნენ”, ფიცარ-საფხეკს სინგირს გა-
დაუსვამდნენ და ზედაპირს გაასწორებდნენ. ყალიბს სუფთა გადავაკებულ სააგურე კალოზე
წამოაპირქვავებდნენ. აგური იჭრებოდა და მზეზე შრებოდა. გამშრალ აგურს ქურაში ჩაალაგებ-
დნენ და გამოწვავდნენ. აგურის ქურა სხვადასხვა ზომის იყო. ორსართულიანი ქურის დაბლა ნა-
წილში ცეცხლი ინთებოდა, მაღლა ქურაში კი - აგური ისე უნდა დალაგებულიყო, რომ ცეცხლს
ყველა მიმართულებით „ემუშავა”. გამოწვის პროცესი ცეცხლის „მძიმედ” მიცემით - „დაბოლე-
ბით” იწყებოდა, რომელიც ერთიდან სამ დღემდე გრძელდებოდა. აგურის მთლიანად გამოწვას
ერთი კვირა სჭირდებოდა. ძველად, უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ან-
ტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში მისი ზომა 46-54 სმ-ს, სისქე კი 10-11 სმ-ს აღწევდა. შუასაუკ-
უნეებში აგურის ზომა 21-25 სანტიმეტრამდე შემცირდა. მისი სისქე 4-7 სმ იყო. თანდათანობით,
40-50 წლებიდან ქართული აგური ხმარებიდან გამოსულა და მისი ადგილი რუსულ აგურს და-
უკავებია. შესაბამისად, აგურის ჭრის ტექნიკაც შეცვლილა, თუმცა აგურის მიწის მოთხრა-და-
ზელვისა და გაშრობა-გამოწვის ტრადიცია ძველებურად გაგრძელებულა. ქართული აგურის
კეთება ძნელი იყო - დროცა და ძალაც მეტი სჭირდებოდა. ერთი კალაპოტით ერთი ქართული
აგური იჭრებოდა, რუსულით კი - ოთხი.
ლიტ.: ბოჭორიშვილი, 1949; ჯღამაია, 1968; ზანდუკელი, 1982;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:20.

24
ada - ნაპირი, კონცხი, ნახეკუნძული, კუნძული.
ლიტ: მგელაძე, 1966.

adgilobrivi - ბინადარი.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

adevneba - საქონლის დამაკების დროის დადგომა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:80.

adeTi - ტრადიციულად ხალხში დამკვიდრებული ჩვეულებითი, დაუწერელი საყოფაცხოვ-


რებო წესები და სამართალი - „რჯული”, მამა-პაპისაგან დამკვიდრებული ჩვეულება, სავალდე-
ბულოდ მიღებული წესი. ადათი მოიცავდა ისეთ ჩვეულებათა ნორმებს, როგორებიც იყო:
სტუმარ-მასპინძლობა, ქალისა და მოხუცებულის პატივისცემა... ადგილობრივი ჩვეულებითი სა-
მართალი, რომელზე დაყრდნობითაც საზოგადოებრივი ყოფის საკითხები წყდებოდა, მაგალი-
თად, უხუცესთა განაჩენით მოსისხლეთა დარიგება, თემში დამნაშავეთა გასამართლება თუ
მოღალატეთა მოკვეთა, ასევე, ქალის მოტაცება, პირადი შეურაცყოფა, ვთქვათ, დაცინვა, მიწის სა-
კუთრება და სხვა მისთანანი. ადათი არაბული წარმამავლობის სიტყვაა (‫ )ةداع‬და ჩვეულებას, შა-
რიათისაგან განსხვავებულ, დაუწერელ კანონ-სამართალი ნიშნავს იმ ხალხებში, რომელთაც
ისლამი სწამთ.
ლიტ.: ჩიტაია, 1997:319; ქართული ეთნოლოგიური... 2009:10.

adesa - აჭარაში შემოტანილი ყურძნის ჯიში. თედო სახოკია მას ასე აღწერდა: „რამდენადაც
შევიძელით ცნობების შეკრება აჭარაში დღემდე დარჩენილია 17 სახელწოდების ყურძენი. ამათ-
გან „ადესის” გარდა, რომელიც ამ ათი თუ თხუტმეტი წლის წინათ ალბათ გურიიდან არის შე-
მოტანილი (ჩვენ ზემო აჭარის სოფელ ღორჯომში ვნახეთ), ყველა ძველებია. აი მათი სახელებიცა:
ადესა (თეთრი და წითელი), ბუდუშური (თ.), ბურძგალა (თ.), ბუტკურა (წ.), ბროლა (ადრეულია,
თ.), ვანური თეთრი ყურძენი, კლარჯული (თ. და წ.), მატენაური (წ.), მეკრენჩხი (წ. მაგარკანიანი),
მწვანე (თ.), შხუმი (დიდკუფხლიანია, სახელი მეგრული აქვს: შხუ - მსხვილი), ჩხავერი (წ.), ცხე-
ნისძუძუ (წ.), წოდი (მრავალ-მტევანა, რამდენიც ფოთოლი აქვს, იმდენი მტევანი ასხია, მხოლოდ
მტევანი თხელია), ხარითვალა (წ. მსხვილკუფხლიანი), ხოფათური (თ.), ჯანისი (ბრეში - თეთრი).
ლიტ.: სახოკია, 1985:224.

adli - საზომი ერთეული: ალიბი (ალაბი), ასევე, არშინი, მხარი. ძველ საქართველოში სიგრძის
საზომი - ადლი ორ წყრთას უდრიდა. წერილობითი წყაროების მიხედვით ადლი თავდაპირველად
დასავლეთ საქართველოში 1513 წლის გელათის შეწირულობის წიგნში იხსენიება, XVII საუკუნიდან
კი - აღმოსავლეთ საქართველოს წერილობით ძეგლებშიც არის დადასტურებული. ზოგიერთ ლექსი-
კონში მითითებულია, რომ იგი ქართულ წერილობით წყაროებში მხოლოდ XVI საუკუნიდანაა ნახ-
სენები. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსულმა არშინმა ადლის გამოყენების სფერო
თანდათანობით შეზღუდა. ადლი არშინთან ერთად მეტრული სისტემის შემოღებამდე იხმარებოდა
და სიდიდით დაახლოებით 101,15 სანტიმეტრს უდრიდა. სულხან-საბა ორბელიანი ადლს ორ წყრთას
უტოლებდა, გიულდენშტედტის ცნობით კი - ადლი სამ ინგლისურ ფუტსა და ოთხ დიუმს ანუ 101,6
სმ-ს შეადგენდა. მეტრულ სისტემაში ადლის ზომა საშუალოდ 101,5 სმ-ით არის განსაზღვრული. კა-
ხეთში ადლი ოთხ მტკაველს შეესატყვისებოდა. ადლის საშუალებით ძირითადად საკარმიდამო მი-
წის ნაკვეთები და ვენახები იზომებოდა. XVIII საუკუნიდან ადლის დაყოფა მტკაველებად,
გოჯეულებად, ციდებად, ჩარექებად დაიწყო. ადლის წარმომავლობის შესახებ სამეცნიერო ლიტერა-
ტურაში აზრთა სხვადასხვაობაა. იოანე ბაგრატიონი ადლს აზიელებისგან შეთვისებულ საზომად მი-
25
იჩნევდა, ივანე ჯავახიშვილი და დავით ჩუბინაშვილი კი მას არაბულ ტერმინად თვლიდნენ. თედო
სახოკია აჭარაში ხალხურ ტრანსპორტთან - ურემთან (სელთან) მიმართებაში ადლის შემდეგნაირად
ახასიათებდა: „მათი სახასიათო თვისება ის არის, რომ ხელნები ურემს დაღმართში არ აცურებს და
საყენის მაგივრობას უწევს. ასეთ ურემს სელი ჰქვიან. სიგრძე სელს ხუთი-ექვსი ადლი აქვს. დედნებს
შუა განი ერთ ადლსა და სამ გოჯს უდრის; დედნებს ხუთი საყარი აერთებს, რომელთა შუა თითო ცი-
და ადგილია დატოვებული. ლები დედნებზე სულ ორი წყვილია. სიმაგრისათვის დედნებს იმ ადგი-
ლას, სადაც ღერძი აქვს გაყრილი, ეგრიჯები აქვს. ღერძი თვლებშია დამაგრებული და მათთან ერთად
ბრუნავს. თვითონ თვალი ერთი ადლი სიმაღლისაა და ფერსოების შესაერთებლად ერთი მტკაველის
სიგრძე ჭალები აქვს ხუნდში (მორგვში) ჩამაგრებული. ხელნები დედნებთან ერთად კავითაა შეერთე-
ბული და მათი ქვედა ნაწილი მიწას თავისდღეში არ ასცილდება”.
ლიტ.: სახოკია, 1985:204-205; ჯაფარიძე, 1973; ქართული საბჭოთა... 1975; უნივერსალური... 2006;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:21.

avazani - წყლის სადგომი, წყლის დასაგუბე-


ბელი ხის ჯარა, დიდი გეჯა, მსხვილი ხის მორი-
საგან გამოთლილი ხის მოგრძო ვარცლი,
საქონლისათვის წყლის დასალევი ხის აუზი,
სულხან-საბა ორბელიანთან „წყლის სადგური”.
ზოგჯერ იგი ხის საყრდენებზე იყო მოწყობილი
და წყლის შესაკრებად მსხვილი ხისაგან გამოთ-
ლილ დიდ ვარცლს წარმოადგენდა. ჩვეულებრივ
ავაზანი საქონლისათვის წყლის დასალევად „ჰავ-
ლში” ანდა კარმიდამოში - ეზოში იყო გამართუ-
ლი, ასევე, იგი სახლთან და საძოვრებზე
წყაროებთან ახლოს ეწყობოდა. აჭარის გარდა ავ-
აზანი ჭოროხის აუზის, კერძოდ, შავშეთისა თუ
იმერხევის, აგრეთვე, ტაო-კლარჯეთის ქართული მოსახლეობის სამესაქონლეო კულტურაში ფარ-
თოდ იყო გავრცელებული. ადრე საქართველოში ავაზანი წყლის რეზერვუარებს ეწოდებოდა, რო-
მელსაც ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა. ჩვეულებრივ იგი მდიდრული სასახლეების
წალკოტებში ეწყობოდა. ავაზანებს მარმარილოებითა და შადრევნებით ამკობდნენ. იოანე შავ-
თელს საქართველოს მეფის სასახლეზე ნათქვამი აქვს: „მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთხენი,
ზედ ავაზანთა შექმნულობანი”. გვიან პერიოდში, ავაზანები წყაროებთან არსებულ როგორც ქვი-
საგან, ისე ქვით ნაშენებ ანდა ქვისავე ქანში ამოკვეთილ დიდ გეჯებს ეწოდათ. ასეთი ავაზანებ-
ის საუკეთესო ნიმუშები ჯავახეთში, სოფელ საროში დასტურდება. როგორც აჭარაში, ისე
საქართველოს სხვა კუთხეებში, ავაზნები წყლის დასალევად არა მარტო პირუტყვისათვის, არამ-
ედ სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისათვისაც იყო განკუთვნილი. ავაზანის შემ-
ცვლელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა „აოზანი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:20; მგელაძე, 1966; 2012:103; შამილაძე, 1969:131; ნიჟარაძე, 1971;
ქართული ეთნოლოგიური...2009:10; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:21;
კობერიძე, 2011:42-46.

avSnara - გარეული ცერცვი.

avSnari - ჭიოტა, 50-100 სანტიმეტრის ერთწლიანი რბილბეწვიანი მცენარე, რომელიც ჩვე-


ულებრივ პურეულის ნათესებშია გავრცელებული. მას კვანძებიანი და სწორი ღერო, ხოლო ტო-
ტები - მეჩხერი აქვს. ფოთოლი სუბტროპიკულია, წამახვილებული. ყვავილი შედარებით
მოზრდილი, მუქი ვარდისფერია, ხოლო ნაყოფი დაკბილული კოლოფია. იგი საპონინებს შეიც-
26
ავს და შხამიანია. მისი თესლი შარდმდენი, ამოსახველებელი, სისხლაღმდგენი და ჭიის საწინა-
აღმდეგო საშუალებაა, იყენებდნენ დასაძინებლად და გამაყუჩებლად, ასევე, ნაყენებს გაციებისა
და კუჭის ტკივილის დროს ხმარობდნენ. თუშეთში მას „აჭეს”, „აჭას”, „კოკოშა ბალახს”, ხევსუ-
რეთში - „აჭას”, სვანეთში - „ურუხვას”, რაჭაში - „ავშნარსა” და „ჭიოტას”, ჯავახეთში - „ჩახმა-
ხას”, „ჭიჭორას”, „შავ ჭიჭორას”, „ჭიჭორა შავის”, სამცხეში - „ჭიჭოტას” სახელწოდებით
იცნობდნენ. რაფიელ ერისთავის ჩანაწერებში იგი „კოდანას” სახელით მოიხსენიებოდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:95; ნიჟარაძე, 1971.

avji - მონადირე. ტერმინი აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა შესული: „გახედეს ავჯებ-


მა, რუმ ტყიდან გამუარდა ერთი ღორი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

azarnaqi - შავი ფერის ნაყოფით აჭარაში გავრცელებული მსხლის ჯიში.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:25; ნიჟარაძე, 1971.

azuRi - საგზალი.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

aTeSioni - საბავშვო თამაში. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა გავრცელებული


და ცეცხლით თამაშს, ცეცხლობიას ნიშნავს. ათეშიონის დროს მოთამაშენი თანაბარი რაოდენობით
ორ ჯგუფად იყოფოდნენ. თამაშისას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ხაზიდან თანაბარი მანძილით და-
შორებული ორი „ცეცხლი” თავსდებოდა, რომლებსაც ორი გუნდი იცავდა. ორივე გუნდის მონაწილე
ცდილობდა ერთმანეთისათვის „ცეცხლი” მოეტაცათ. რომელი გუნდის წარმომადგენელიც „ცეცხლის”
მოტაცებასა და `საზღვარზე” გადატანას შეძლებდა, იგი გამარჯვებულად ითვლებოდა. ამდენად,
თამაშის ამოსავალი წერტილი ცეცხლის დაცვა იყო. მისი უპატრონოდ დატოვება არ შეიძლებოდა.
ერთი მოთამაშე მას გამუდმებით იცავდა. თუ მოწინააღმდეგე მხარე მას დაეპატრონებოდა, სწორედ
მაშინ თამაშს წაგებულად მიიჩნევდნენ. თამაშის პროცესი შემდეგნაირი იყო: ერთი ჯგუფიდან ერთი
წინ გარბოდა, მას მეორე ჯგუფიდან ერთი მოთამაშე მისდევდა. ამ უკანასკნელს პირველი ჯგუფიდან
სხვა მოთამაშე დაედევნებოდა და ასე გრძელდებოდა. ამ ორი ჯგუფიდან, რომელი ჯგუფის წევრიც
დაიბოჲნებდა ანუ რომელსაც დაეწეოდნენ და ხელს შეახებდნენ, ხელს დაჰკრავდნენ, ერთ ქულას აგ-
ებდა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრები თავიანთ „ცეცხლს” - თამაშის დაწყების ადგილს უბრუნდებოდ-
ნენ და ახლა ერთი წინ მეორე ჯგუფიდან გარბოდა. მას ცეცხლამდე არ უნდა მიეღწია ასე გრძელდე-
ბოდა მანამ, სანამ თამაში არ მობეზრდებოდათ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:71.

aTxzna - ათოკვა. შდრ. აბაწრვა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

ai TiTi, mai TiTi - იხ.: ანაჲ თითი.

ailuRi - ქირა, ჯამაგირი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

airani - კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე, წყალგარეული, დოსავით შეთხე-


ლებული მაწონი, გამაგრილებელი სასმელი. თედო სახოკია: „დოს აირანს ეძახიან და მისგან შე-
ჭამანდს აკეთებენ, როგორც ქართლ-კახეთში”. აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა
შესული. იგი ცხელი ამინდების დროს აჭარელი კაცის საყვარელი სასმელი იყო. მაწვნის მსგავ-

27
სი რძის ეს პროდუქტი, შუა აზიაში - ყაზახეთში, ციმბირის ზოგ ხალხში, თურქეთსა და კავკა-
სიაშია გავრცელებული. დამზადების პირველი ვარიანტი: წყალში მაწონი გაიხსნებოდა, გემოვნე-
ბის მიხედვით მარილს დაურთავდნენ და დასალევად იყენებდნენ. ზაფხულში აიარანი წყალსაც
ენაცვლებოდა. ამისათვის საჭირო იყო: მაწონი - სამი ანდა ოთხი ლიტრი, წყალი - ნახევარი
ლიტრი, მარილი - ერთი სუფრის კოვზი; მეორე ვარიანტი: ზემოთ აღწერილი წესით კარაქის
მოდღვების შემდეგ დარჩენილ სითხესაც აირანი ეწოდებოდა. აირანს გვარდაში ჩაასხამდნენ, და-
ამარილებდნენ და ზაფხულობით წყლის მაგივრად სვამდნენ. ზოგჯერ აირანში მჭადს ჩაფშვნიდ-
ნენ და კერძად მირთმევდნენ. მასალად საჭიროა იყო: რძე - ათი ლიტრი, წყალი - ერთი ლიტრი,
მარილი, რომელსაც დიასახლისთა ნაწილი გემოვნების მიხედვით ურთავდა - იხ.: დო.
ლიტ.: სახოკია, 1985:155; გრიშაშვილი, 1997; ნიჟარაძე, 1971:81; აბაშიძე, კომახიძე, 1998:151;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:26.

aiRiri - ულაყი. აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული - aygir.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:26.

akanTvla - კანის მცირე, მსუბუქი დამწვრობა. ეს სიტყვა სამცხეშიც დასტურდება.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:11.

akankla - ზლაზვნით ადგომა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

akvani - ჩვილ ბავშვთა საძინებელი, ჩვილისათვის ხის სარწევი და საქანებელი საწოლი, რო-
მელიც ბოლოებშემრგვალებულ ფიცრებზე - საგოგავებზე იდგა. როგორც სარწევი, ისე საქანებე-
ლი აკვანი ფართოდ იყო გავრცელებული აზიისა და ევროპის ხალხებში. აჭარაში აკვნამდე ჩვილი
ბავშვი „ხოჩიჩში” იზრდებოდა, რომელსაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, ისე როგორც აჭარ-
აში, ხოჭიჭი ეწოდებოდა. „ხოჩიჩის” („ხოჭიჭის”) აკვნამდე განვითარებამ რამდენიმე საფეხური
გაიარა. ერთ-ერთი არქაული მთიულური აკვნის საფუძველზე აღდგენილია მისი ძირითადი თა-
ვისებურებები. ქართული აკვნის ვარიანტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - აჭარაში, გუ-
რიაში, სამეგრელოში, იმერეთში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში და სხვა კუთხეებშიც

28
დასტურდებოდა. აჭარაში ბიჭისა და გოგოს აკვანი ერთნაირად კეთდებოდა. ადრე ჭრელ აკვნებ-
საც ამზადებდნენ, რომელთა ცალკეული დეტალი წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი, თეთ-
რი ანდა შავი ფერის ტრადიციული, ხალხური წესით დამზადებული საღებავებით ჰარმონიული
შეხამებით იყო მოხატული. ზოგიერთ ფერს გარკვეული სიმბოლურ-მაგიური დანიშნულებაც უნ-
და ჰქონოდა. თანამედროვე პერიოდში ხარატულად დამზადებული აკვანი ერთ ფერში - ყავის-
ფრად იღებება. აკვნისათვის თხემლის, კაკლის, ცაცხვის მასალას იყენებდნენ, რომლებსაც ადრე
სავსე მთვარეზე ჭრიდნენ. ხის მორს თითო მეტრის სიგრძეზე ხერხავდნენ და ორ-სამ თვეს
ჩრდილში, მშრალ ადგილზე ახმობდნენ, შემდეგ სამხვეწლო დაზგაზე წრიულ-ფიგურულ დამუ-
შავებას შეუდგებოდნენ. აკვანი კეთების დაწყებიდან სამ დღეში უნდა დამთავრებულიყო, რათა
ბავშვი უიღბლო არ გამოსულიყო. აკვნის დამზადებისას ოსტატს სისხლი არ უნდა გამოდენოდა,
წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი მოსისხლე გამოვიდოდა. აკვნის დასამზადებლად საჭირო იყო
იარაღ-ხელსაწყოები: პატარა ცული, სხვადასხვა ზომის ხელის ხერხები, სწორ და რკალურ-პირი-
ანი სატეხები, ბურღი, კვერკვეტო, ფარგალი. აკვნის ძველი სახე ოთხ ფეხზე მდგარი უსაგოგავო
საწოლი იყო, ხოლო საგოგავების პრინციპზე შექმნილი აკვნები მომთაბარე ტომებს უნდა გაევ-
რცელებინათ, რომელიც აღმოსავლეთ სამყაროში „ბიშეკის” სახელწოდებითაა ცნობილი. მოგვი-
ანო ხანაში ქართული აკვანი ამ უკანასკნელმა შეცვალა. საქართველოში ძირითადად
საგოგავიან-კამარიანი აკვანი იყო გავრცელებული. აჭარაში აკვნის ნაწილები იყო: აკვნის ხელი,
აკვნის კამარა, აკვნის ფეხი, სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ჯოხები, სახაჭუნაები, კუკუტები.
დასავლეთ საქართველოში კამარიანი აკვნის ფაქტს XVI საუკუნის პირველ ნახევარში იტალი-
ელი მოგზაურის კასტელის ჩანახატებიც გვიდასტურებს. აჭარული „სახაჭუნაების” მსგავსი ტერ-
მინი ზემო ქართლში საჩხაკუნა იყო. აჭარაში სახაჭუნაები ჩარხზე წრიულად გამოხვეწილი ხის
რგოლები იყო, რომლებიც აკვნის „სიგანის ჯოხებზე” იყო ასხმული. ეს რგოლები აკვნის რწევი-
სას ეხაჭუნებოდა და მონოტონურ რიტმულ ხმებს გამოსცემდა, რაც ბავშვის დაძინებას უწყობ-
და ხელს, ამასთან, ნამძინარევის ყურადღებას იპყრობდა. აჭარაში აკვანს პირველი ბავშვის
დაბადების შემდეგ ყიდულობდნენ. ქალის მოლოგინებამდე არათუ აკვანს, არამედ აკვნის მოწყო-
ბილობასა და არც ბავშვის საფენ-ჩასაცმელებს არ გაამზადებდნენ. აკვნის შეძენა და გაწყობა ქა-
ლის მშობლების აუცილებელ მოვალეობად იყო მიჩნეული. ეს საქართველოს უმეტეს კუთხეში
იყო გავრცელებული - ლაზეთში, სამეგრელოში, გურიაში... ქართლშიც აკვანი თავისი მოწყობი-
ლობით სიძის სახლში რძლის დედას უნდა მიეტანა. აჭარაში ქალის მშობლები აკვნის შეძენაზე
იმ შემთხვევაში არ ზრუნავდნენ თუ ქალი უნებართვოდ გათხოვდებოდა ანდა მას მოიტაცებ-
დნენ და შერიგებამდე ბავშვი შეეძინებოდა. აკვანი სიძის სახლეულში, ბავშვის გაჩენიდან ორმო-
ცი დღის შემდეგ მიჰქონდათ. ზოგჯერ ბავშვი მამის ოჯახში იბადებოდა, მაგრამ როგორც აჭარაში,
ისე საქართველოს უმეტეს კუთხეში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, ქართლში,
კახეთში ადრე ქალს სასურველი იყო მაინც დედისეულ სახლში ემშობიარებინა. პირველი ბავ-
შვის დაბადების შემდეგ, მიუხედავად იმისა გოგო იქნებოდა იგი თუ ბიჭი, მელოგინე ქალის მა-
მისეულ ოჯახში დიდი სამზადისი იწყებოდა. სახლეულში აკვნის შეძენისა და მისი
მორთვისათვის ზრუნავდნენ, იმარაგებდნენ საჩუქრებსა და ჩვილის ჩასაცმელებს. აკვნის გაწყო-
ბისათვის ორი ლეიბი, ერთი საბანი, არშიებშემოქარგული თეთრეული და ბავშვის თავსაფარი,
არტახები, ფეხისა და მუხლის ბალიშები, აკვნის ნაქარგებიანი გადასაფარებელი, შიბაქი და სხვა
წვრილმანი იყო საჭირო. ყველაფერი ეს ქალის მშობიარობიდან ორმოცი დღის შემდეგ მის მამი-
სეულ სახლში წასაღებად მზადდებოდა, რასაც აკვნის მიტანა, აკვნით სტუმრობა ანდა ძიობა -
ძეობა ეწოდებოდა. აჭარაში ჩვილი ბავშვის აკვანში პირველად ჩაწვენა, ხალხის რწმენით, ხუთ-
შაბათ დღეს, ზოგან პარასკევსა და კვირას იყო მიღებული, ასევე, სავსე მთვარეზე - „ბავშვი შე-
ივსება”, „წინ წავაო”, ახალ მთვარეზე კი - აკვანში ბავშვის ჩაწვენას ერიდებოდნენ: „სუსტი
იქნებაო”. აკვანში ჩაწვენის წინ ჩვილს ლეიბქვეშ, თავთან ასანთს, დანასა და მაკრატელს შემო-
უდებდნენ. საქართველოს სხვა კუთხეებშიც ბავშვის აკვანში პირველად ჩაწვენისას ოჯახის უფ-

29
როსი ქალი პურებს: ქადა-ტკბილებს აცხობდა, რომელსაც ბავშვის თავთან, შუაში და ფეხებთან
აწყობდნენ და ჩვილს ლოცავდნენ. ასევე იქცეოდნენ სახლის გარეთ აკვნის პირველად გატანი-
სას. ნამცხვარს არიგებდნენ და ფრინველებსაც უყრიდნენ. სწამდათ, რომ თუ კვერებს მათ შეაჭ-
მევდნენ, ბავშვი ფეხს მალე აიდგამდა. აჭარაში აკვნის თხოვება იკრძალებოდა. აკვანს მხოლოდ
იმ ოჯახს გამოართმევდნენ, სადაც ჯანმრთელი ბავშვები იზრდებოდნენ. ზოგჯერ მეზობლიდან
რამდენიმე დღით საგანგებოდ თხოულობდნენ იმ აკვანს, რომელშიც წარმატებული ადამიანები
იყვნენ გაზრდილნი. აჭარაში აკვანთან სხვა მრავალი წესი და ჩვეულება იყო დაკავშირებული.
წარსულში იცოდნენ აკვანში ქალ-ვაჟის დანიშვნაც, რაც დამეგობრებულ მშობელთა ურთიერთდა-
მოყვრებისა და დანათესავების უდიდესი სურვილის შედეგი იყო. ასეთი ნიშნობა სიტყვიერი
თანხმობით წყდებოდა და საამისოდ აკვანში მყოფ გოგოს მომავალი სასიძოს მამა საჩუქარს უტ-
ოვებდა. პირობის დარღვევა ამ ორ ოჯახს შორის განაწყენებით, ზოგჯერ, მტრობითაც მთავრდე-
ბოდა. აკვანთან რეალურად ყველა ის ტრადიცია - ჩვეულება თუ რწმენა-წარმოდგენა იყო
დაკავშირებული, რაც მომავალი თაობის დაცვას, სიჯანსაღეს, შთამომავლობის გაგრძელებას, შრო-
მით და საბრძოლო უნარიანობასა და, საერთოდ, ადამიანის ცხოვრებისათვის მომზადებას გან-
საზღვრავდა. ამ მხრივ საინტერესო იყო ფოლკლორული რეპერტუარიც, ძირითადად, სააკვნო
ლექს-სიმღერები. ასე რომ, აჭარაში ტრადიციულად არსებული აკვანი არა მარტო კონსტრუქცი-
ულად, არამედ ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივადაც მსგავსი იყო იმ აკვნებისა, რომლე-
ბიც საქართველოს სხვა კუთხეებში ფართოდ იყო წარმოდგენილი. მსგავსება კავკასიის მრავალი
ხალხის სააკვნო კულტურასთანაც იკვეთება, რაც კავკასიის ხალხთა შორის მჭიდრო ისტორი-
ული ურთიერთობების ნაყოფი იყო.
ლიტ.: შინამრეწველობისა... 1976:432, 442; ბარდაველიძე-ლომია, 1928:239-243; ჩიტაია, 1975;
ბედუკიძე, 1973:51; ბექაია, 1974:39; ვარშალომიძე, 1987:81-90; მგელაძე, 2004:171-173.

აკვანში ბავშვის დაწვენის პროცესი


(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო” ექსპოზიცია)

30
akvanSi daniSvna - ახალდაბადებულების, მცირეწლოვნების გარიგებით აკვანში დაწინდვა,
მცირეწლოვანთა დანიშვნის წესი.
ლიტ.: მგელაძე, 1996:204; აჭარული დიალექტის... 1978:11.

akvnis Taxumi - აკვანი თავის მოწყობილობით: ლეიბ-საბნითა და არტახებით.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:82.

akvnis mitana - მელოგინე ქალისათვის მამისეული ოჯახიდან აკვნის მიტანის წესი. ქალი
მამისეულ სახლში მშობიარობდა ანდა მშობიარობის შემდეგ დროებით საცხოვრებლად მშობ-
ლებთან გადადიოდა. ვაჟის მხარე ამ დროს რძლის ოჯახს სტუმრობდა, თან ჩვილისათვის აკვა-
ნიც მიჰქონდა. აკვნის მიტანის შემდეგ ახალშობილზე ზრუნვა დროებით უკვე რძლის მამისე-
ული ოჯახისა და გვარის მოვალეობას შეადგენდა. პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ მელო-
გინე ქალის მამისეული ოჯახი მისთვის საჩუქარს - სპეციალურად გაწყობილ აკვანს, ჩვილის ჩა-
საცმელებს და საჩუქრებს ამზადებდა. სპეციალურად ამზადებდნენ აკვნის ქვეშაგებს, მოქარგულ
თეთრეულს. აკვანს სხვადასხვა ფერის მძივებით, „ალიყურით” - გათვალვის საწინააღმდეგო ნი-
ჟარებით, „სათვალიოებით” - ჩიტის ძვლებით, თევზის ბადის ნაჭერით, თხუნელას გამჭკნარი
ფეხით და მისთანებით რთავდნენ. აკვნის მიტანის დღეს, ქალის მამისეული ოჯახის წევრები,
ახლო ნათესავები, მოყვრები და მეზობლები, ძირითადად, მანდილოსნები, აკვნითა და საჩუქრე-
ბით სიძის ოჯახს ესტუმრებოდნენ. სტუმრებს შორის ერთი თორმეტი-თექვსმეტი წლის ვაჟი უნ-
და ყოფილიყო, სასურველი იყო მელოგინის ძმა ანდა დედმამიანი ბიძაშვილი. სიძის ოჯახში აკ-
ვანი მას უნდა შეეტანა. აკვნის ოჯახში შემტანს მელოგინის დედამთილი ფულით ასაჩუქრებდა,
წვეულებს საუკეთესო კერძებით უმასპინძლდებოდნენ.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1987:86-87; მგელაძე, 1996:204; 2004:171-173; მსხალაძე, 1965:46.

akvniT stumroba - იხ.: აკვნის მიტანა.

akokolaveba - ჭურჭლის ავსება. შდრ. აკოკოლება.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:27.

akordioni - საკრავი, გარმონი.


ლიტ: კახიძე, 1978:3-15.

ala - 1. წისქვილის ინტერიერის ნაწილი, წისქვილის ქვის წინ გაწყობილი სათავსი, ხის
ფიცრებისაგან შეჭედილი ოთხკუთხა ჯარა, სადაც ფქვილი იყრებოდა და, შესაბამისად, გროვდე-
ბოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვა სახელი ჰქონდა. მაგალითად, ხევსუ-
რეთში - ალათა, ალატი, თუშეთში - ფახო, რაჭა-ლეჩხუმში - ჩიბე, სვანეთში - ღენკერი, ლირსა-
მა, ქოფე, სამეგრელოში - საქვირე, იმერეთში - ალა, გურიაში - კობი; 2. ბეღლის გადატიხრული
ნაწილი: „ბეღელში ამოყვანილია ალა. ალა და მაღაზა ერთია”. იხ.: წისქვილი.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:11.

alagi - ადგილი, ადგილმდებარეობა. სიტყვა ქართული ენის გურულ დიალექტშიცაა ცნო-


ბილი.
ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:30.

alag-alag - ბოსელში საქონლის შერეკვის დროს წარმოსათქმელი ერთგვარი შეძახილი. მი-


იჩნევდნენ, რომ ამგვარი შეძახილით საქონელი თავის ადგილზე დადგებოდა. ჩვეულებრივ ერ-
თი შეძახილი სიტყვის „ალაგ” სამჯერ წარმოთქმას -„ალაგ, ალაგ, ალაგ” აერთიანებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

31
alavi - ცეცხლის ალი.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

alazanaჲ - აჭარაში გავრცელებული სიმინდის ჯიში. აჭარაში ალაზანას ორი ჯიში იყო წარ-
მოდგენილი: თეთრი ალაზანა – უფრო მეტად დაბლობ ადგილებში ითესებოდა, ბრტყელი მარცვლე-
ბი ჰქონდა და წითელი ალაზანაჲ, რომელიც შედარებით ადრე მწიფდებოდა. მას ქედის რაიონში
ვხვდებოდით.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ნოღაიდელი, 2015; ლომთათიძე, 1996:79.

alaTi - ალისფერი ცხენი.


ლიტ.: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971:82; ნეიმანი, 1978;
ქართულ კილო-თქმათა... 1984:26.
alakveTe - ლოცვა, რომელსაც ფეხის გადაბრუნების დროს მიმართავდნენ: „ალაკვეთე, და-
ლაკვეთე, გადამიბრუნდა დალაკვეთე,/ ხემ ნაყოფი ააგდო, ღელეს მისცა,/ ღელემ ჭოროხს მისცა,/
ჭოროხმა ქაფად იგდო,/ იქ ერთი ხე იდგა,/ ხეზე მტრედი იჯდა, უფერული,/ ევედი უხელოთა,
ჩამოვედი უფეხოთა,/ დავკალი უდანოთა, შევწვი უცეცხლოთა, /შევჭამე უკბილოთა,/ ვოჰო დამ-
ტკეცილისა”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:206.

alafi - საქონლის საკვები. სულხან-საბა ორბელიანი: „ალაფი - საფანელი და ჭურჭელი


ნატყუენავი”. სიტყვამ ზემო აჭარულში მნიშვნელობა შეიცვალა.
ორბელიანი, 1949:23; კობერიძე, 20121:46.

alaxa - ციგის სამუხრუჭე. იხ.: ალიხა.

aldamowi - მჭლე საქონელი, ძალიან მოშივებული, დამშეული, ხანგრძლივი უჭმელობით


მუცელჩავარდნილი, გამხდარი საქონელი: „რა დაემართა ამ გელიშეჭმულს, ასე ალდამოწი რომ
მოვდა საძუარიდან”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:83.

aleRi - ქართული ენის აჭარულ დიალექტში სიტყვა თურქულიდანაა გავრცელებული, რო-


მელიც სასაპალნე ცხენის კურტანს, საჭურველს, ერთგვარ უნაგირს, ცხენზე ტვირთის აკიდების-
ათვის განკუთვნილ მოწყობილობას ნიშნავდა, მაგრამ უნაგირთან შედარებით უფრო მაგარი და
მასიური იყო. ალიღი ხისა იყო, რომელზედაც სქელ ქეჩას ამაგრებდნენ. ალიღს დასაჯდომად კი
არ იყენებდნენ, არამედ ასეთი კურტანით მხოლოდ ტვირთის გადატანის დროს სარგებლობდნენ.
იგი უშუალოდ ალიღს, მოსართავებს, სამკერდულსა და ფალდუმს აერთიანებდა: „ცხენი თავის
ალეღიანათ ვიყიდე” ანდა „ჭვირთი მინდა წევღო ცხენით, მარა ალიღი ვერსად ვიშვე”.
ლიტ: ნოღაიდელი, 2015:15; მგელაძე, 1966; ქართულ კილო-თქმათა... 1984:30;
ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1971:83.

alvana - საკვებად გამოყენებული ბალახი.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:29.

alvaCa - Astragalus Glycyphyllus L.: პარკოსანთა (Leguminosae) ჯგუფის მრავალწლიანი ბალა-


ხეული მცენარე. ხალხურ მედიცინაში გვეჯოს, რახიტის მკურნალობისას იხმარებოდა. მცენარე
მთის ტყეებში იზრდება, ივითარებს 100 სანტიმეტრი სიგრძის წამოწეულ ანდა გართხმულ ღე-
როს, რომელიც თითქმის შიშველია. ფოთოლო ოთხი-შვიდი წყვილი ფართო – ელიფსური დი-
დი ზომის ფოთოლაკებისაგან შედგება. საყვავილე ღერძი იღლიური აქვს, მტევანი კვერცხისებრ-

32
მოგრძო და ხშირია. ყვავილები 12-15 მმ სიგრძისაა. ჯამი შიშველია ანდა მხოლოდ კიდეებზე
მოკლე თეთრწამწამიანია. გვირგვინი მომწვანო-ყვითელია და ჯამზე სამჯერ დიდია. ნაყოფები
ხაზური და ორბუდიანია. მცენარე ივლი-აგვისტოში ყვავილობს. აჭარაში იგი მთის შუა და მა-
ღალ სარტყელში – ზერაბოსელში, ხინოში, ნაღვარევში, ჭვანაში, ხულოსა და დანისპარაულშია
გავრცელებული. ალვაჩა მცენარის ადგილობრივი სახელია. ამ სახელწოდებით გვხვდება იგი სო-
ფელ ხინოშიც (ქობულეთის რ-ნი). რაქიტის – გოჯოს წინააღმდეგ სამკურნალოდ მცენარის მი-
წისზედა ნაწილს იყენებდნენ. ალვაჩას მიწისზედა ნაწილს ბლომად შეაგროვებდნენ, გარეცხავ-
დნენ, მოხარშავდნენ და ნახარშში რაქიტით დაავადებულს აბანავებდნენ. იგი კავკასიის ფლორი-
სა და მცენარეულობისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში მოხსენიებულია, როგორც ვიტამინის შემ-
ცველი მცენარე.
ლიტ.: შარაძე, 1961:55; ნიჟარაძე, 1971:83.

alvi - ალვის ხე.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

alTuna - სიმინდის ჯიში, რომელიც აჭარაში რუსეთ-ოსმალეთის უკანასკნელი ომის პერი-


ოდში შემოუტანიათ. სიმინდის სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით იგი დღესაც ითესება.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79; კახიძე, 1974:39.

alTuni - არაბული ოქროს ფული. აჭარაში მას სამკაულად იყენებდნენ, გახვრეტილი და


ძეწკვზე შებმული სახით. როგორც სამკაული მზითვის შემადგენელი ელემენტიც იყო. იგი თანა-
მედროვეობაშიც შემორჩენილია, როგორც სამკაული.

33
ali - წარმართულ რელიგიაში დემონური ძალა, დემონი ქალი, ტყისა და წყლის პატრონი.
ადამიანთა წარმოდგენით იგი ლამაზი ქალის სახით ტყეშიც და წყალშიც ბინადრობდა. აჭარაში
ალი მშობიარე ქალს ერჩოდა, რისთვისაც მშობიარეს საწოლს ირგვლივ თოკს შემოავლებდნენ ან-
და ბადეს გადააფარებდნენ, აგრეთვე, საცერს, წალდსა და საჩეჩელს შემოუწყობდნენ. ეს ყველა-
ფერი იმისათვის იყო საჭირო, რომ მელოგინეს ალი - დემონი არ „დაცემოდა”. სახელწოდებიდა-
ნაც გამომდინარე ალი ცეცხლთან იყო დაკავშირებული, ცეცხლი კი აჭარაში თვალის წინააღ-
მდეგ მიმართულ ჩვეულებათა ციკლში განსაკუთრებულ სიმბოლოს წარმოადგენდა. მისი როლი,
ასევე, მკაფიოდაა გამოხატული გურიაში „ჭიაკოკონობის” დროს ანთებული კოცონის ფუნქციაში,
რომელსაც ადამიანისათვის დემონური გავლენების მოხსნა შესძლებია. აჭარაში ცეცხლის მაგი-
ური დანიშნულება ხელშესახებად მელოგინე ქალის გათვალვის საწინააღმდეგო რიტუალშიც
ვლინდებოდა. ტრადიციული რწმენა მიიჩნევდა, რომ მშობიარეს ანდა ახალმოლოგინებულ ქალს
„ალი ეცემა და იკავებსო”. ალისაგან თავდაცვის მიზნით ბებიაქალი ახალმოლოგინებული ქალის
ოთახში კერიდან ნაკვერჩხალს თუ ანთებულ ცეცხლიან „წინწკალის ტოტს” აიღებდა, ქალთან
მივიდოდა და სამჯერ ეტყოდა: „რა არის ესო”, მოლოგინებული ქალი პასუხობდა: „წინწკალიო”.
ბებიაქალს, რომელსაც ხელში ცეცხლმოკიდებული ჯოხი ეკავა, წარმოთქვამდა: „ალო, ალო, ალ-
თანაო,/ აქ რა გინდა ქალთანაო,/ აქ წამოდი კართანაო,/ ბადე სართუმალთანაო”. ბებიაქალს
ცეცხლმოკიდებული ჯოხი კართან მიჰქონდა და იქვე დებდა, ნაკვერჩხალი შესაძლოა ჩამქრალი-
ყო, მაგრამ მას საღამომდე მაინც არ აიღებდნენ. მომსვლელებს ნაკვერჩხალზე ფეხი უნდა გადა-
ებიჯათ. ღამით მოსული მნახველი კი ნაკვერჩხალს იღებდა და ოთახს ირგვლივ შემოატარებდა.
საერთოდ, ბავშვის მნახველი პირდაპირ მელოგინის ანდა მოლოგინებული ქალის ოთახში არ შე-
დიოდა. ჯერ სხვა ოთახში რამდენიმე წუთით ჩამოჯდებოდა. საერთოდ, ორმოცი დღის ათავებ-
ამდე, ბავშვის სანახავად საღამოთი ადამიანი ისე არ შევიდოდა ცეცხლი არ აენთო - „უჟმური არ
შემომყვესო”, „მოლოგინებულ ქალს ალი არ დაეცესო”. იმ საწოლს, სადაც მოსამშობიარებელი ქა-
ლი იწვა თოკს შემოახვევდნენ, მომავალ დედას სასთუმალქვეშ დანას, ხოლო ფეხებთან საჩეჩელს
ამოუდებდნენ. ვინც ოთახში შესვლას დააპირებდა, ანთებულ კვარს ქალის ფეხებზე შემოატარ-
ებდა. ბავშვის დაბადების შემდეგ ქალი ლოგინში რჩებოდა. მას ცეცხლს შემოავლებდნენ და ალ-
ის ლოცვას წარმოთქვამდნენ. ორმოცი დღის განმავლობაში ნამშობიარები ქალი ცეცხლს არ ეკ-
არებოდა. ასევე, იცოდნენ ახალდაბადებული ბავშვის შუბლზე ჭვარტლის წაცხება - „თვალი არ
ეცემაო”.
ლიტ.: მსხალაძე, 1965:44; მგელაძე, 2000:62-66; ქართული ეთნოლოგიური... 2009:12.

ali faSam gviRalata - აჭარაში გავრცელებული სიმღერა, რუსეთ-ოსმალეთის ომის


დროს ალი ფაშა თავდგირიძის მოქმედების შედეგად გამოთქმული:
„ალი ფაშამ გვიღალატა,
ჩაგვიყვანა კვირიკეთში,
მან რომ ფულები აიღო,
ჩვენ დაგვტია რუსის ხელში.
მასაც კაი არ დამართეს,
ბაწრით ჩაათრიეს გემში,
მისი ყვირილი ისმოდა
სუფსის გაღმა, ბაილეთში”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

aliba - თამაში. ოთხი თამაშობდა. მოთამაშეები თითო გაშლილ ხელს წინ გამოსწევდნენ
და მიცემულ ნიშანზე ხელის წრეზე ბრუნვას იწყებდნენ. ერთ-ერთი მოთამაშე დაიძახებდა -
„ალიბა” და მოთამაშეები ხელის ბრუნვას წყვეტდნენ. თუ მოთამაშეებს ალიბას დაძახებისას ხე-
ლები ერთნაირ მდგომარეობაში აღმოაჩნდებოდათ, მაშინ თამაში გაგრძელდებოდა. თუ ერთს ხე-
ლის გული ამობრუნებული ჰქონდა და სამს კი ხელი ხელის ზურგით ეჭირა ანდა პირიქით, მა-

34
შინ ის ერთი გავიდოდა. ხელი ყველას ერთნაირ მდგომარეობაში უნდა ჰქონოდა. გასული მო-
თამაშის ნაცვლად შეიძლება სხვა მოთამაშე „შემოტოლებულიყო”. ბოლოს ერთი მოთამაშე დარ-
ჩებოდა. თამაში დასაშვებია ამ ეტაპზე შემწყდარიყო, შეიძლება გაგრძელებულიყო და თვალხუ-
ჭობანა, კურდღელობია, მგელობია ეთამაშათ. დარჩენილი მოთამაშე „მჭირავი” - მგელი ანდა
„თვალის დამხუჭავი” იქნებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

aligi - ალაგი, ადგილმდებარეობა: „ჩვენი ძველები თიანი ალიგებიდანაა გადმობარგული”.


ზემო აჭარის სოფელ აგარაში ალიგის შესატყვისად გლაგაგი გვხვდებოდა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

alizi - აჭარაში სააგურე, თიხა მიწა, ქართლში გამოუმწვარი, ზოგჯერ, ბზანარევი აგური.
ზოგადად ალიზი იყო ქვიშა, ცემენტის ნარევი ხსნარი, რომელსაც ქვის, აგურის ანდა „ბლოკით”
ნაგებობათა მშენებლობისას იყენებდნენ. იგი გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი ბლოკიც იყო, რო-
მელსაც ასევე საშენ მასალად ხმარობდნენ. ალიზი ხელითა თუ ყალიბით თიხის, ქვიშის, თივის
ანდა ნამჯის ნარევისაგან მზადდებოდა. ცნობილი იყო მართკუთხა, კვადრატული, ძირბრტყელა
და ამოზნექილi ფორმის ალიზი. ალიზის დამზადება ქართული აგურის ჭრის დროს გამოყენე-
ბული ყველა წესის თანმიმდევრობით მეორდებოდა. განსხვავება მხოლოდ საშენი მასალის შე-
ზავებაში იყო. ადრე საქართველოს კუთხეებში საალიზედ განკუთვნილი დალბობილი მიწის და-
მუშავება ცხენების საშუალებით ხდებოდა, რადგან ბზენარევ ტალახს კაცი ვერ დაზელდა. ალ-
იზის მოჭრის წინ კალაპოტს წყალში ასველებდნენ - „უწყლოდ ალიზი არ ამოვიდოდა”. კალო-
ზე დაწყობილ ალიზს სამი დღის შეშრობის შემდეგ „ფეხზე აყენებდნენ”, გამშრალს აგურის
მსგავსად „ხარაგად დააწყობდნენ” და კარგად გახმობის შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოიყ-
ენებდნენ. ასეთი ტიპის ალიზი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც გამოიყენება. ანტი-
კურ ხანაში ალიზი ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა იყო. საქართველოში ალიზი ძვ. წ. VI
ათასწლეულიდანაა ცნობილი. მახლობელი აღმოსავლეთის უძველეს მშენებლობაში ალიზით აშ-
ენებული ნაგებობების მთელი რიგი კომპლექსებია გამოვლენილი. ალიზი შუამდინარეთის სამ-
ყაროში უაღრესად მიღებული მასალა იყო.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1946; ზანდუკელი, 1982; მგელაძე, 1966;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:28-29.

alilo da saaxalwlo rituali - აჭარული პოეტური ფოლკლორის მნიშვნელოვან ნა-


წილს კალენდარული საწესჩვეულებო პოეზია შეადგენდა. მდიდარი და მრავალფეროვანი ზე-
პირსიტყვიერების მასალა გვიდასტურებს, რომ ამ კუთხის მკვიდრნი გამაჰმადიანების შემდეგაც
სხვადასხვა ქრისტიანულ წეს-ჩვეულებას ასრულებდნენ. მთქმელები ხშირად „ქართულ წესებზე”,
„საწირავის ქართულად მიტანაზე”, სხვადასხვა დღესასწაულის (ახალი წელი) „ქართულად მომ-
სახურებაზე” ლაპარაკობდნენ. ახალ წელს აჭარაში ისეთივე სიხარულითა და ტრადიციული
რწმენა-წარმოდგენებით ხვდებოდნენ, როგორც ყველგან საქართველოში. სწამდათ, რომ როგორც
შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. საგანგებოდ ირჩევდნენ მეკვლეს, მფერ-
ხავს, დამდეგ წელს კარგ ბედ-იღბალს, აგრეთვე, ადამიანთა ჯანმრთელობას, ჭირნახულის დოვ-
ლათიანობას იბედებდნენ. რაც შეეხება შობა-ახალწლის ციკლის დღესასწაულების „ქართულად
მომსახურეობას”, ქობულეთის რაიონის სოფლებში არასდროს შეწყვეტილა ალილოზე სიარულის
ტრადიცია. ალილოზე, როცა დღეობა მოაწევდა, ბიჭები შეიკრიბებოდნენ: „... ქეიფი იყო შენსა,
ჩემსა მოდიოდნენ, გურიაში გადიოდნენ, იქედანაც გადმოდიოდნენ”. მთქმელთა რეპერტუარში
ალილოს ტრადიციული ტექსტებია დაცული - „ოჲ ალილო, მოგვილოცავს ქრისტეს შობა”. მისამ-
ღერი ასე სრულდებოდა: „ალილო, ალილო, აქა მშვიდობა,/მიუმღერეთ, არ გეიღო კარები,/ალ-
ილო, აქა მშვიდობა,/გლახათ წეიმღერენო,/რა მოგაქ?/ოქრო, ვერცხლი, ყოლისფერი...”. მიუმღერებ-
დნენ სხვა სიმღერებსაც. საქართველოში საახალწლო ციკლში მნიშვნელოვანი იყო „ქათმის ფერ-
ხვის” წეს-ჩვეულებაც, რომელიც ბარბალობას, წმინდა ბარბალეს დღესასწაულს დაუკავშირდა და
35
დოვლათიანობის, შინაური ფრინველისა და საქონლის სიმრავლის, ასევე, ადამიანის სიმრთელის
დალოცვას ითვალისწინებდა. აჭარის სოფლებში ამ რიტუალს ახალი წლის მეორე დღეს ასრუ-
ლებდნენ, წარმოსთქვამდნენ საწესჩვეულებო ლექსს: „ჯიჯი, ჯიჯი, დედალო, ჯიჯი, ჯიჯი, მამა-
ლო”. აჭარაში გავრცელებული კალენდარული წეს-ჩვეულებებიდან განსაკუთრებით ლაზარობის
რიტუალი უნდა გამოვყოთ. ამინდის მართვის ეს ხალხური ჩვეულება არქაულობით გამოირჩე-
ოდა და წარმართული და ქრისტიანული რიტუალების ერთგვარი სიმბიოზი იყო. გაზაფხულსა
თუ ზაფხულში წვიმის გამოთხოვის ჩვეულება წმინდა ლაზარეს სახელს სხვა ქრისტიანულ ქვეყ-
ნებშიც უკავშირდებოდა, რაც შესაძლოა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ წმინდა ლაზარეს მოხსე-
ნიების დღე, ქრისტიანული კალენდრით, საგაზაფხულო დღეობების ციკლში (აღდგომის წინა
კვირის შაბათი) აისახა. აჭარაში ჩაწერილი ლაზარობის ფოლკლორული ტექსტები საქართველოს
სხვა კუთხეებში ფიქსირებული ფოლკლორული მასალების ანალოგიურია, თუმცა, უნდა აღინიშ-
ნოს, რომ თვითონ ლაზარეს სახელი ზოგჯერ დავიწყებულია, არ ახსოვთ მისი ვინაობა. ლაზა-
რია ახალგაზრდა, მორთული დედოფალიაო, გადმოგვცემენ მთქმელები. სახელის ფორმაც ხში-
რად შეცვლილია (ნაზალიკო, ლაზალიკო, ლაზო), რიტუალი კი ტრადიციული ფუნქციითა და
შესრულების წესით ბოლო დრომდე შემორჩა. სოფლის გოგო-ბიჭები დაივლიდნენ ყველა ოჯახს
და მიუმღერებდნენ: „ლაზარ მოდგა კარსაო...”. ლაზარობის რიტუალს სასურველი ამინდის გა-
მოწვევის მიზნით აჭარის ყველა სოფელში ატარებდნენ. სოფლებში ამინდის მართვის სხვა რი-
ტუალებიც იყო გავრცელებული („ქაშატობა”, „წყლის მოხვნა”...). ამინდის რიტუალი, მისი მთავა-
რი პერსონაჟი ქალურ საწყისთანაა დაკავშირებული - თოჯინა, დედოფალა, ქეფჩა ხათუნი, რაც
შეესაბამება არქაულ წარმოდგენებს „წვიმის ქალის”, „წვიმის გოგონას” შესახებ. რიტუალურ თო-
ჯინას „ციცასავით” მორთავდნენ, სოფელ-სოფელ ასე დაატარებდნენ და მღეროდნენ: „დედოფა-
ლო, რა გინდა?/ყვითელი ძროხის კარაქი, შავი ქათმის კვერცხი?”.
ლიტ.: ზოიძე, გიორგაძე, 2009:512-521.

aliloba - კარდაკარ ჩამოვლისა და მილოცვის ჩვეულება. მომლოცველები ახალი წლის


საღამოს კარდაკარ ჩამოვლას ჯგუფებად იწყებდნენ, თითქმის გათენებამდე დადიოდნენ, ოჯახ-
ებს ახალი წლის მოსვლას გალობით ულოცავდნენ. მასპინძლებიც მომლოცველებს ფულით,
ტკბილეულით, ხილით ასაჩუქრებდნენ. ბოლოს ალილოზე მოსიარულენი თავიანთ ოჯახებს მი-
უმღერებდნენ. ერთმანეთთან გადასტუმრება დილიდან იწყებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:123.

alis dacema - ტრადიციული რწმენით ახალდაბადებულს დემონი - ალი ერჩოდა. ამიტომ


მოსახლეობა მისგან თავდასაცავად მრავალგვარ მაგიურ რიტუალს მიმართავდა. ალის დაცემა
ჩვილის დაავადებას გულისხმობდა.
ლიტ.: მგელაძე, 2010/2011:425.

alistana - ხარის სახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:83; კობერიძე, 2011:34.

alisyuri - ლოკოკინას ნიჟარა. იხ.: ალიყური.

aliRi - იხ.: ალეღი.

aliyuri - 1. დიდი ზომის ნიჟარა. ალისაგან დასაცავი ჩვილის გულზე დასაკიდი თილის-
მა. ნიჟარა, რომელიც ღრუში შიშინა ხმას გამოსცემდა. მას აკვანს მიაკრავდნენ ხოლმე ანდა მშო-
ბიარეს მავნესაგან დასაცავად შეაბამდნენ იმიტომ, რომ დემონი - ალი ჩვილს არ შეხებოდა.
ლოცვებში: „ავი ყურითა და ავი თვალითა შემხედვარე ქალი” ეშმაკი - ლომპაპი თუ როკაპი
ანდა დემონი - ალი იყო. ეშმაკეული სულების საწინააღმდეგოდ განლაგებულ საგნებს - ბადეს,

36
ხალხური სამკურნალო საშუალებები:
ალიყური და შაკიკის მძივი

37
წალდს, საცერსა და საჩეჩელს მეშვიდე დღეს აალაგებდნენ, ხოლო ქალი „ალიყურს” მხოლოდ
მეორმოცე დღეს შეიხსნიდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც ცნობილ „ალიყურს”, კერ-
ძოდ, „ალიყულს” აჭარაში იმ ნიჟარას ეძახდნენ, რომელიც ბავშვის აკვანის თანმხლები იყო და
ხმებს გამოსცემდა. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში იგი სათამაშო - აკვნის ჟღარუნაც იყო, რო-
მელსაც ჩვილს თვალი რომ არ სცემოდა აკვანზე უკიდებდნენ. მას სილაქის მნიშვნელობა მი-
უღია იმ მდგომარეობის გამოსახატავად კაცს, რომ შემოულაწუნებდენ და ყურები წუილს, ჟღრი-
ალს დაუწყებდა; 2. ჭრელი ლოკოკინას ბუდე, რომელსაც ალისაგან - ავსულისაგან დაცვის მიზ-
ნით შეულოცავდნენ და ბავშვს აკვანზე ჩამოუკიდებდნენ ანდა მელოგინე ქალს ყელზე შეაბამ-
დნენ. ალიყურის შეხსნა მხოლოდ მეორმოცე დღეს შეიძლებოდა.
ლიტ.: მსხალაძე, 1965:44; მგელაძე, 2010/2011:425; ნიჟარაძე, 1971:83;
ქართული მატერიალური კულტურის... 2012:29.

alixa - ციგის სამუხრუჭე, მოხრილი და თავებით შეკრული რკალი ან მრგვალად დახვე-


ული წნელი. თოვლიან გზებზე დაღმართში ციგის სრიალის ხელოვნური შენელების მიზნით
ალიხას ციგის ორივე ყელზე ჩამოაცმევდნენ, ალიხა თოვლს იკრობდა და დაღმართში ციგის
სისწრაფეს არეგულირებდა. სულხან–საბა ორბელიანთან „ალაჴი – საცორავად დამაყენებლი”.

aliqari - დემონები, რომლებიც მშობიარეს, მაგალითად, ალი - ჩვილს, კუდიანები - მარ-


ტოსულ მგზავრებს ერჩოდნენ. როგორც ალი, ისე ჭინკა მამაკაცური და ქალური საწყისის ხთო-
ნური ღვთაებები იყვნენ. ხშირად, მათი არსი სქესობრივი საწყისის მატარებელ ტერმინებშიც აის-
ახებოდა, ვთქვათ, ისეთებისაში, როგორებიც იყო ალიქარი (შდრ. ალიქალი), რასაც აჭარაში რევ-
მატიულ სნეულებასაც ეძახდნენ და ავქარი, რომელიც სხვათაშორის ფშავშიც მოუნათლავ ბავ-
შვებს ეტანებოდა და ვნებდა, ქალცეცხლა და სხვა მისთანანი. ღამისეული დემონური არსებების
დიდი ნაწილი საზარელი შესახედაობის ყოფილან - სპილენძის კბილებით, გრძელი ფრჩხილე-
ბით, ბინძური თმებით, ცხოვრობდნენ ტყეეში, კლდეებში, შეეძლოთ მსხვერპლის ახლო ნათესა-
ვის ანდა უბრალოდ ნაცნობის სახის მიღება, მსხვერპლს წყალში იტყუებდნენ, იტყუებდნენ
კლდოვან ადგილებში და კლდეს სხვადასხვაგვარად მოაჩვენებდნენ. ყოველივე ამის გვერდით
დემონებს ლამაზ გარეგნობაში გარდასახვაც შესძლებიათ. განსაკუთრებით, ალქალს, რომელიც
ხშირად ღვთაება დალის (შდრ. ავქარი, ალქალი და დალი) ზოგიერთ ფუნქციას ატარებდა და
მის მსგავსად თეთრ კაბაში ლამაზი ოქროსთმიანი ქალის სახით წარმოსდგებოდა. იგი ადამიან-
ის ერთგული მაშინ ხდებოდა, როცა მას თმებს ანდა ფრჩხილებს შეაჭრიდნენ. საერთოდ, ალთან
დაკავშირებული სიუჟეტები მთელ საქართველოშია გავრცელებული და საქართველოს ამა თუ
იმ მხარეში დადასტურებული ზეპირსიტყვიერი ნიმუშები ზოგადი მოდელის ლოკალურ ვარი-
აციებს წარმოადგენენ. მითოლოგიზებულ სიუჟეტებში ყურადღება უნდა მიექცეს ტერმინების
ალის, დალის, ქალის, ავი თვალის, ალიქალის, ალიქარის თუ ალქალისა და ავქარის არა მარტო
სემანტიკურ მიმართებებს, არამედ ფონეტიკურ კავშირსაც. აქ ერთიანი სემანტიკურ-ფონეტიკური
წრის სიტყვები ჩანს: ალი, დალი, ქალი, ქარი, თვალი. აღნიშნულ კონტექსტში გასათვალისწინე-
ბელია ისეთი ცნებებიც, როგორებიცაა ალიონი, ალმური და სხვა მისთანანი. ალიონი გარიჟრაჟის
38
მომასწავებელია, ე. ი. იმ დროსი, როცა დემონური არსებები მზის ამოსვლასა და დღის დადგო-
მასთან დაკავშირებით გრძნეული ენერგიის დაკარგვას იწყებდნენ.
ლიტ.: მგელაძე, 2000.

almaxani - ნახევრად დანაყილ ნიგოზს ადუღებულ თაფლში ჩაყრიდნენ და წამოადუღებ-


დნენ, შემდეგ წყალმოსხმულ თეფშზე დაასხამდნენ, როცა გაცივდებოდა, რომბისებურად დაჭ-
რიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:158.

almikoxi - ადგილი ზემო აჭარაში, სოფელ ვაშლოვანის მახლობლად, სადაც ხალხური


რწმენით ეშმაკი - ლომპაპი ბინადრობდა. იგი დაბმული ყოფილა. ზოგან ასეთ ადგილად შორე-
ულ სამყაროს - „ყაფდაღს” ასახელებდენ. ეშმაკის ადგილსამყოფელთა მიდამოებს საქართველოს
სხვადასხვა კუთხის მოსახლეობაც იცნობს, მაგალითად, მეგრელები მიიჩნევდა, რომ ეს იყო „ტა-
ბაკონას მთა”.
ლიტ.: სახოკია, 1950; მგელაძე, 2010/2011:426.

almobia - საბავშვო თამაში, რომლის შედარება არაბულ ალამ-ბაირაღთან, დროშასთან შეიძ-


ლება. თამაში იმავე შინაარსისა იყო, როგორიც ცეცხლობია, ოღონდ მის მთავარ ატრიბუტს დროშა -
ალამი წარმოადგენდა. მოთამაშეები ამ შემთხვევაში ცეცხლის ნაცვლად დროშის მოტაცებას ცდი-
ლობდნენ. გამარჯვებულად ის გუნდი ითვლებოდა, რომელიც დროშას დაისაკუთრებდა. ორი ჯგუ-
ფი თამაშობდა. სათამაშო მინდორს ორ ნაწილად ყოფდნენ და მინდვრის ბოლოებში ალმებს, დრო-
შებს დაასობდნენ, ე. ი. თამაშის დროს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ხაზიდან თანაბარი მანძილით
დაშორებული ორი „დროშა” იყო მოთავსებული, რომლებსაც ორი გუნდი იცავდა. თავდაპირველად,
მინდვრის გაყოფის ხაზის - საზღვრის ორივე მხარეს მოთამაშეები განლაგდებოდნენ. ყველა საზღვარ-
ზე გადასვლასა და დროშის მოტაცებას ცდილობდა, უფრო ზუსტად, ორივე გუნდის მონაწილე ცდი-
ლობდა ერთმანეთის „ცეცხლი” მოეტაცათ. რომელი გუნდის წარმომადგენელიც „ცეცხლის” მოტაცე-
ბასა და „საზღვარზე” გადატანას შეძლებდა, იგი გამარჯვებულად ითვლებოდა. ამიტომ, საზღვარზე
გადასულს დასაჭერად გამოეკიდებოდნენ, თუ დაიჭერდნენ, ადგილზე გააჩერებდნენ. მეორე გადმო-
სულ მოთამაშეს უფლება ჰქონდა დაჭერილისათვის ხელი შეეხო და „გაეცოცხლებინა”. საზღვარზე
გადმოსული დროშასთან არ უნდა მიეშვათ. იგი დროშის აღებას, გაქცევასა და საზღვარზე გადატა-
ნას თუ შეძლებდა, მაშინ გუნდს გამარჯვებულად მიიჩნევდნენ. თამაშში უკვე არა ცეცხლისადმი, არ-
ამედ დროშისადმი, როგორც საკულტო ატრიბუტისადმი, მოწიწებისა და მისი გაფრთხილების უძვე-
ლესი ჩვეულების ნაშთი იკვეთება.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014:71.

almura - ალმურა წითელყურძნიანი საღვინე ჯიში იყო. იგი მაღლარების სახით ზემო აჭ-
არაში, განსაკუთრებით, სოფელ ალმეს მიდამოებში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ადგი-
ლობრივი მოსახლეობა მას „შავი ყურძნის” სახელწოდებითაც იცნობდა. უსახელო შავი ჯიშები
აჭარაში, და მეტადრე ხულოს რაიონში, მრავლად მოიპოვებოდა, რომლებიც ერთმანეთისაგან
როგორც ამპელოგრაფიული ნიშნით, ისე სამეურნეო ღირებულებით მკვეთრად განსხვავდებოდა.
სხვა ადგილობრივი წითელი ჯიშისაგან ალმურაც განსხვავდებოდა, რის გამოც მას, როგორც უს-
ახელო ჯიშს, ლიტერატურაში, სოფელ ალმეს მიხედვით, „ალმურას” უწოდებდნენ. მაღლარად
აღზრდის გამო ალმურას ვაზები მოუვლელი, ამინდზე უშუალოდ დამოკიდებული და, შესაბა-
მისად, მოუსავლიანი იყო. თუ კარგი ამინდი დაუდგებოდა, მაშინ იგი უხვ მოსავალს გამოიღებ-
და და პროდუქციის ღირსებაც საკმაოდ მაღალი იქნებოდა. მის მოსავალს მოსახლეობა, ძირითა-
დად, ყურძნად იყენებდა ანდა ბადაგის სახით შესქელებულ ყურძნის წვენს ამზადებდა. სოკოვან
ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ალმურას ნარგავები ამჟამად მნიშვნე-
ლოვნადაა შემცირებული და თუ დროულად არ მიექცა ყურადღება მის აღდგენას, უახლოეს

39
ხანში ჯიშს გადაშენება მოელის. ყურძენი შენახვის უნარს მოკლებულია. ალმურას მტევნის სა-
შუალო წონა 145 გრამს აღწევდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

aloji - ალერდი, ნედლი თივა, დაუმწიფარი ბალახი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

alfajuRa - წვრილი სათესლე ხახვი. თურქულად arpacik.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

amalika - ნარმა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

amanaTi - მიბარებული ნივთი ანდა საქონლის მიბარება გასამრჯელოს გარეშე, ასევე, დასა-
მოყვრებელ ოჯახთან ფაქტიური თანხმობის მიღებამდე მოტაცებული ქალის მონათესავე გავლე-
ნიან ოჯახში მიბარება, სადაც მომავალი პატარძალი, როგორც ოჯახის წევრი, ისე ცხოვრობდა.
ოჯახში შრომა ანდა რაიმე კონკრეტული საქმე მას არ ევალებოდა, გარდა იმისა, ქალებს თავი-
სი სურვილითა და ხალისით თუ წაეხმარებოდა. ტერმინი ამანათი აჭარაში, განსაკუთრებით ზე-
მო აჭარაში, სხვა მნიშვნელობებითაც გამოიყენებოდა. ამანათად თუ ამანეთად ის ახალგაზრდე-
ბი იწოდებოდნენ, რომლებიც გარკვეული დროით ოჯახის სხვადასხვა სამუშაოზე დასახმარებ-
ლად, უმეტესად, ერთი-ორი წლით ქირავდებოდნენ. ამანათს - ამანეთს სამეურნეო ყოფაშიც
ჰქონდა ადგილი, როცა ოჯახი ნათესავსა თუ მეზობელს იალაღებზე მოსავლელად საქონელს აბ-
არებდა. ეს იყო გასამრჯელოს გარეშე საქონლის მიბარება. ბუნებრივია, ამანათის - ამანეთის აღ-
ნიშნული მნიშვნელობები ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს, რადგან ქორწინებასთან დაკავშირე-
ბული ამანეთობა, როგორც თავისებური თავდებობა, ისე წარმოგვიდგება. ფშავ-ხევსურეთში ამან-
ათი გვარ-ტომთაგან დევნილ თუ თემს გამორიდებულ ისეთ უცხო კაცსაც აღნიშნავდა, ვისაც სოფე-
ლი თავის პირობებს წაუყენებდა, რომლის მიღების შემდეგ ეს კაცი სოფლის ამანათად, ე. ი.
მიბარებულად ითვლებოდა. იხ.: აბარება.
ლიტ.: 1965:157; მგელაძე, 1966; ბექაია, 1974:35-36; ქართული ეთნოლოგიური... 2009:13.

amaneTi - იხ.: ამანათი.

ambako - ხისგან დამზადებული, ზურგზე მოსაკიდი საზიდი, რომელსაც მძიმე ტვირთის


შორი მანძილიდან მოსატანად იყენებდნენ: „ამბაკო თუ არ გაქ, ისე ქვა არ იზიდვება”.
ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კილოს… ; კობერიძე, 2011:163.

ambavis micema - ნათესავებსა და მოყვრებზე ოჯახის წევრის გარდაცვალების შეტყობინება.


აჭარაში შეცხადების შემდეგ უმალვე მეზობელ სოფლებში ნათესავ-მოყვრებისათვის გარდაცვა-
ლების ფაქტის საუწყებლად მზადება იწყებოდა. შეტყობინებას „ამბავის მიცემას” უწოდებდნენ.
ამ მიზნისათვის თავკაცები ოჯახის ახლობელ სპეციალურად შერჩეულ პირს, ე. წ. „ამბვის მიმ-
ტანს” ანუ „სიტყვის გადამცემს” შეარჩევდნენ. მას ევალებოდა მომხდარის თაობაზე შორს მცხოვ-
რებ ნათესავებზე „ამბავი მიეცა”.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

ambare - პირი, რომელიც საქონელს მთაში მოსავლელად სხვას მიაბარებდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:41.

40
amis patronma ra qnas? - თამაში. მოთამაშეები პატარა სახელობით ნივთებს: კენჭს, მძივს,
ბეჭედს შეაგროვებდნენ და ქუდში ჩაყრიდნენ. მოთამაშეებს მსაჯული, „დამძახნელი” ჰყავდათ
გამოყოფილი. ერთ-ერთი მოთამაშე ქუდიდან ვისიმე ნივთს მალულად ამოიღებდა და ამბობდა:
„ამის პატრონმა რა ქნას?”, დამძახნელი პასუხობდა: „მაგის პატრონმა იცეკვოს, იმღეროს, წყალი
მოიტანოს ანდა ხეზე ავიდესო”. ნივთის პატრონს დავალება უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ
შემთხვევაში იგი თამაშს გამოეთიშებოდა ანდა დაჯარიმდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი...

amobagva - საქონლის ბაგიდან ნარჩენი თივისა თუ ჩალის ამოღების პროცესი, ნარჩენების


ბაგიდან ამოწმენდა, ბაგის დასუფთავება. ასეთ ნარჩენებს „ნაბაგას” უწოდებდნენ.
ლიტ.: კობერიძე, 2011:31.

amobedva - დაწყევლა. იხ.: ბედვა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amogragnili - ამოსვრილი.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

amodoyva - ტირილით გულაჩუყება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.
amokirva - აჭარის მთიანეთში ამოკირვას თემში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შემთხვე-
ვაში ჰქონდა ადგილი. მტრობა მაშინ იწყებოდა, როცა ქალს უმიზეზოდ უწესობასა და ღალატს და-
აბრალებდნენ და ოჯახიდან გააძევებდნენ, მაგრამ თუ ეჭვი რეალურ საფუძველს ემყარებოდა, ქმარი
და ქმრის ახლობლები – „ქალზე მისულ კაცსა” და თავად ქალს სასჯელის უმაღლესი ფორმით სჯიდ-
ნენ. დასჯის ეს ფორმა ზემო აჭარაში „ამოკირვის” სახელწოდებით იყო ცნობილი. სასჯელის ამ
ფორმას ადრე და ისიც უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სა-
კითხი ქალის ნამუსს ეხებოდა. უნებართვო ინტიმურ კავშირში მყოფ ქალსა და მამაკაცს ოფიციალ-
ური მეუღლე და მისი სისხლით ნათესაური წრე – ნოგრო მიწაში ყელამდე მარხავდა და ქოლავდა.
ჩაქოლვისას ქმრის ნოგროსთან ერთად ქვების სროლის უფლება სოფლისა და, საერთოდ, თემის ყვე-
ლა წარმომადგენელს ჰქონდა. სისხლ-მესისხლეობის პროცესში მკვლელის დასასჯელად ანალოგი-
ურ ხერხს არ მიმართავდნენ. მკვლელი „სისხლით”, ე. ი. სისხლის აღებით უნდა მომკვდარიყო. „ჩო-
ღორვა-ჩაქოლვის” საშუალებით მოხევეებიც იმ დამნაშავეს სჯიდნენ, ვინც ნათესავთან იქორწინებ-
და. ფშაველებში დამნაშავისათვის სასჯელს მთელი თემი ანდა სოფელი ადგენდა. სცოდნიათ ჩაქოლ-
ვა, საზოგადოებიდან მოკვეთაც. ჩაქოლვას ქალისა და მამაკაცის უნებართვო სიყვარული იწვევდა,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიყვარულის ნაყოფი გამოჩნდებოდა. ამგვარ დამნაშავეს ხიდის
თავთან, გზის შესაყარში თუ გზაჯვარედინთან ჩაქოლავდნენ, რათა ისინი გამვლელ-გამომლელთ
დაენახათ. განვითარებული შუასაუკუნეების ბექა სჯულმდებლის მიხედვით, თუ ცოლშვილიანი
კაცი ქმარშვილიან ქალთან იმრუშებდა, მაშინ დამნაშავე მამაკაცი – „ნიფხვით ოდენ შიშველი და
ყელსაბლიანი უბანთა ზედა განჭირებული მოავლონო”. ქალისა და მამაკაცის ამოკირვის სახელწო-
დებით ეს ჩვეულება ძველ საქართველოში საკმაოდ ცნობილი წესი იყო. კათალიკოზთა სამართალ-
ში, ჩაკირვასთან დაკავშირებით ერთი ცნობაა დაცული. სამართლის დასასრულს ვკითხულობთ:
„ვინცა ანუ დიდმან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან მან, ანუ გლეხმან რძალი შეირთოს შეჩუენებულ-
მცა არის ღთისაგან და მისთა წმინდათაგან. კაცი-ცა და დედაკაცი-ცა გაღმა-გამოღმა დაკირონ. დამ-
კირავნი ჩემგან დალოცვილ და კურთხეულ იყვნენ”-ო. აქედან ჩანს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის
აკრძალული და მალული სქესობრივი კავშირი აჭარაშიც ისეთივე ფორმით ისჯებოდა, როგორადაც
ძველ საქართველოში. აჭარის ეთნოგრაფიული მასალებისა და საეკლესიო სამართლის დასახელებული
ძეგლის ანალიზი თვალნათლივ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ძველ ქართულ ოფიციალურ და
ჩვეულებით სამართალში დასჯის ფორმები იდენტური იყო და კანონმდებლობას იგი მოგვიანებით

41
ადათიდან უნდა შეეთვისებინა. დამკირავებად თემისა და სოფლის წევრებთან ერთად მამაკაცთან
საქმის დამჭერი ქალის ქმრის სისხლით ნათესავები გამოდიოდნენ და სამართალშიც კათალიკოზე-
ბის მიერ სწორედ დაკირვის უფლების მქონე ახლო ნათესავებია კურთხეული.
ლიტ.: მგელაძე, 1984.

amolaRlaReba - წყალში ამოვლება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amolesisli lobio - ლობიოს კერძი. მზადდება ლობიოს გამხამარი მარცვლებით, ანუ


ძველი ლობიოსაგან. მოხარშულ ლობიოს ჩაზელდნენ, ჩალესავდნენ და ფაფისებურ მასად აქცევ-
დნენ, შემდგომ შეკაზმავდნენ. სახელწოდებაც კერძის მომზადების პროცესიდან მომდინარეობს.

amoraqva - ჭის ამორაქვა, წყლის ამოღება, ტლე ნალექის ამოწმენდა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amoskilva - ამოვსება.
ლიტ.: ქამადაძე, 1999:167.

amoquTna - ამოღრმავება.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

amoyinva - დანაშაულში გამოტეხვის მიზნით საერთო-სათემო წყევლა. სოფელ ხინოში ბედვას


ანუ წყევლას „ამოყინვას” ეძახდნენ. ამ დროს თემის ანდა სოფლის ცენტრში, თავყრილობისათვის
განკუთვნილ მოედანზე დამნაშავის გადაცემა ხდებოდა, პროცესს სოფლის თავკაცები ხელმძღვანე-
ლობდნენ. „მოყინვება” განვითარებული შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში პატივის ახდას,
სახელის გატეხვას, საქვეყნოდ შერცხვენას ნიშნავდა. ამდენად, ხინოში „ამოყინვის” სახელწოდებით
გამოვლენილი ჩვეულება შუასაუკუნეებში გავრცელებულ „მოყინვებასთან” უშუალო კავშირში იყო.
ანალოგიური წესი საქართველოს ზოგიერთი კუთხის ეთნოგრაფიულ ყოფაშიც არსებობდა. იხ.:
ბედვა.
ლიტ.: მგელაძე, 1984:59; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს... 2009:538.

amoSpoba - სწრაფად ამოძრომა.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

amoCeCeba - ამოვარდნა, ამოცვენა: „ქვიები აგზე ამოჩეჩდა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

amocoxna - ნაცოხარის ამოღება, პირუტყვთაგან ნაჭამის ამოღება, დაცოხნა და ჩანთქმა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amowverva - ახალად აღმოცენება, მიწაში მარცვლის ღეროს წამოღება.


ლიტ: მგელაძე, 1966; კობერიძე, 2011:32.

amoWaWva - ჭაჭვით რისამე ამოღება: „ამოჭაჭვა ალთუნი (ოქრო) და მომცა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

amoWikartva - ამოთხრა: ,,თვალის ამოჭიკარტვა, გამოჭიკარტვა’’.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

42
amoxocva - სიიდან ამოშლა.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

amuarda - ამოვარდა, სირბილით, სწრაფად ამოვიდა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amuleti - საგანი, ნივთი, რომელსაც ზებუნებრივ ძალას მიაწერდნენ. უმთავრესად ავი თვა-
ლის, ავადმყოფობისა და ავი სულებისაგან თავის დასაცავად ყელზე ჩამოკიდებულს ატარებდნენ.
საქართველოში ამულეტების ტარების ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობდა და ფე-
ტიშიზმსა და მაგიას უკავშირდებოდა. უსულო საგნების მიმართ თაყვანისცემა და მათთვის ზე-
ბუნებრივი ძალის მინიჭება რელიგიის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ადამიანისათ-
ვის იყო დამახასიათებელი. ამ ჩვევების ადრინდელი ფესვები არქეოლოგიურ ძეგლებში კარგად
იძებნება. ამულეტებად გამოყენებული ქვის საკიდები ჯერ კიდევ ზედა პალეოლითშია დამოწ-
მებული. ფუნქცია-დანიშნულების მიხედვით ამულეტები ავი თვალის საწინააღმდეგო, მოსავლის
დამცავი, სამკურნალო, სიუხვისა და კეთილდღეობის მომტანი იყო. სამეცნიერო ლიტერატურაში
ამულეტების შემდეგნაირი კლასიფიკაციაა მიღებული: 1. ამულეტები, რომლებიც ორგანულ ბუ-
ნებას მიეკუთვნებოდა, მაგალითად, ადამიანისა და ცხოველთა სხეულის ნაწილების – ხელის, ფე-
ხის, კბილის, ეშვის გამოსახულებები; 2. არაორგანული ბუნების ობიექტები – ქვების, ნიჟარების,
მძივებისგან გაკეთებული ამულეტები და 3. მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველი
ნივთები და სიტყვიერი გამოხატულებები – რკინის ნაკეთობები, ქსოვილები, მაგიური სიტყვები,
შელოცვები.
ლიტ.: ნადირაძე, 2001; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:30.

amyvani - კინტრიშის ხეობაში ბებიაქალი, მშობიარეს მომვლელი: „იგრძნობს თუ არა ორსუ-


ლი ქალი სამშობიარო ტკივილებს, მაშინვე მოიწვევენ ამყვანს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

amSara - ავშარა, ცხენის აღვირი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amCxakeba - ამჟავება, მჟავება წვნიანი საჭმლისა, მაგალითად, რძისა, აჭრა.


ლიტ.: ლიტ.: ნიჟარაძე, 1971; ქართულ კილო-თქმათა... 1984:35.

amZaReba - ერბოს გემოს გარყვნა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amwaqeba - იხ.: ამძაღება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

amwies - ხელში ამიყვანეს.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ana - დედა.

anagula - მატყლის გაჩეჩვის შემდეგ საჩეჩლის კბილებზე შერჩენილი უვარგისი მატყლი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:89.

43
ana TiTi, mana TiTi - საბავშვო თამაშობა. მოთამაშე ბავშვი ერთი ხელის თითებს მეორე ხელ-
ში მოიმწყვდევდა, ერთმანეთში გადახლაერთავდა და მეორე ხელის თითებს ისე მოუჭერდა, თითე-
ბის მხოლოდ წვეროები რომ გამოჩენილიყო. ამბობდა: „ანაჲ თითი, amwies მანაჲ თითი, რომელია შუანაჲ

თითი?”. მეორე მოთამაშეს მუჭში მოქცეულ რომელიმე თითის წვერზე ana


თითი უნდა დაედო, საგუ-
ლისხმოდ, შუა თითზე. თუ შუა თითს ვერ იპოვიდა, წაგებული იყო, anaˋ
ე. ი. მეორე მოთამაშე ერთ-ერთი
თითის წვერს ირჩევდა. თუ გამოიცნობდა, მოგებულად ითვლებოდა, anagula
თუ არა, თამაში თავიდან იწყე-
ბოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.
anaˋ TiTi manaˋ TiTi

anasian babo - ზემო აჭარაში დედის მამა.


ლიტ.: მგელაძე, 1996:205.
anasian babo

andaza - თარგი, შაბლონი, რომელსაც ხითხუროობაში


ოსტატი სხვადასხვა სახის ორნამენტის გამოსაჭრელად იყენ-
ებდა. ხელოსნებს რამდენიმე სახისა და ზომის ანდაზები, a
nda
თარგები ჰქონდათ და თითოეულ მათგანს საჭიროებისამებრ za

იყენებდნენ. ერთხელ გამოჭრილი ანდაზა რამოდენიმეჯერ


შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ამგვარი ანდაზები ხელს უწყობ-
და ტრადიციული ორნამენტის ხანგრძლივ მემკვიდრეობით-
ობას.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

anduza - Telekia speciosa (Schreb) Baumg: ტელეკია, სამკურნალო მცენარე, რომელიც თიაქარის
სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ფესვებს წყალში დანაყავდნენ, გაწურავდნენ და ავადმყოფს ასმევ-
დნენ, ხოლო გაცხელებულ ფოთლებს, იმავდროულად, წელზე შემოაფენდნენ. ცეცხლზე შემთბარი,
ზოგჯერ კი - მოხარშული ფოთლები იარის სამკურნალოდაც გამოიყენებდა.
ლიტ: კოხრეიძე, 1958:38-39.

ankara - უშხამო გველი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ankisa - ანკესი, თევზის დასაჭერი ნემსკავი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ano - დედა.

antriT darCenili - ოხერი, ტიალი, უპატრონოდ მიტოვებული. გვხვდება „ანტრად დარჩე-


ნილი” ვარიანტიც.
ლიტ.: კობერიძე, 2011:16.

anSxali - ნორჩი ყლორტი.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:36.

anCxla - Nordmanannia orientalis: მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, რომელსაც მუწუკები-


სა და სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებდნენ. გართულებული დაავადების შემთხვევაში ანჩხლას
ფაფას შემდეგნაირად ამზადებდნენ: ძირფესვიანად მოთხრილ მცენარეს გარეცხავდნენ და დანაყავ-
დნენ, ადუღებულ რძეში ჩაყრიდნენ და მანამ ხარშავდნენ, სანამ ფაფისებურ მასას არ მიიღებდნენ,
44
შემდგომ ფაფას ავადმყოფს მუწუკზე ანდა სიმსივნეზე ნაჭრით დააფენდნენ. ანჩხლას გურიაშიც „ან-
ჩხლას” „ინჩხლას”, „მიასარის”, ლაზურში (ჭანურში) – „ანჩხოლის”, „მტკუიბუღის”, მეგრულში – „ან-
ჩხილის”, „თუნთიში კუდელის”, იმერულში – „ჩინჩხორის”, ლეჩხუმურში – „ინჩხლესა” თუ „ხოშტა-
რას” ეძახდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:7-8; მაყაშვილი, 1961:10.

anwlika - სარეველა ბალახი, რომელიც სათიბებში ხარობს.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:89; კობერიძე, 2011:17.

aozani - იხ.: ავაზანი.

aoSva - მეორეჯერ ზეზეურად მოხვნა, ანეულის მეორედ გადახვნა, გათერძილის ცერად, უფრო
შორ-შორ კვალის გავლებით მოხვნა: „იეხლა მოვათავე ამ ხნულის გაოშვა”, „კარგ ამინდებზე გაიოშა ე
ხნული”. აოშვა მსუბუქი სახვნელი იარაღით - კავით ანდა ორხელათი ხდებოდა. მისი დანიშნულება
დამწვარი ანეულის აქექვა-აფხვიერება იყო, რათა მასში მობნეულ თესლს გასაღვივებლად მიწის გარ-
კვეულ სიღრმეში მოხვედრა გაადვილებოდა. საქართველოში აოშვის ოთხი წესი იყო ცნობილი: 1.
ნახნავის გასწვრივი აოშვა; 2. გარდიგარდმო აოშვა; 3. ჯვარედინი აოშვა და 4. აყურით აოშვა.
ლიტ.: ჩიტაია, 1997:820; 2001:291; ჯავახური... 2014.

apeuri - ტაბიკის თოკი.


ლიტ.: ჩიტაია, 1997:820.

apimpilaqeba - ზემო აჭარაში ჭურჭლის პირამდე გავსება.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:38.

apirpileba - სახეზე აწითლება, სახის სირცხვილით წამოწითლება, არამსუქანი ხორცი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

apouri - ტაბიკის შესაკვრელი თოკი, იგივე, აპეური, ტაბიკის თოკი.


ლიტ.: ჩიტაია, 1997:820; მგელაძე, 1966.
45
apoxti - ქათმის ხმელი ხორცი, დაუჭრელად გამხმარი ქათამი, საზამთროდ შესანახი შაშ-
ხი.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971:90.

apoxti qaTami - იხ.: აპოხტი.

aprila - აპრილის თვეში დაბადებული ძროხის სახელი. ამგვარ სახელს აჭარლები მხოლოდ
აპრილის თვეში დაბადებულ ძროხას არქმევდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:90.

aradani Sen, arCevani me - თამაშის დასაწყებად მოთამაშეების ორად გაყოფა იყო საჭირო.
ორი მოთამაშე ერთმანეთს ხელს მოკიდებდა და ერთი იწყებდა - „არადანი მე”, მეორე პასუხობ-
და - „არჩევანი მე” და მოთამაშის სახელს რიგრიგობით ასახელებდნენ, მაგალითად, „მურადი
მე”, მეორე პასუხობდა - „მამუდი მე” და მოთამაშეებს ასე ინაწილებდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

araJani - აუდუღარი რძის ნაღები.

arvana - 1. ჯილღის მსგავსი სახვნელი, მისი სახესხვაობა, ჯილღის სახვნელის ნაწილი. არვანა
ჯილღისაგან, მხოლოდ ბუდის სიდიდით და ტარის სიგრძით განსხვავდებოდა. არვანას ყურები უფ-
რო გადაშლილი და მაღალი, წინა ცხვირი კი - ვიწრო ჰქონდა. მას კავთან და ჯილღასთან შედარებით
პატარა ზომის სახნისი უკეთდებოდა. არვანას ტარი უფრო გრძელი იყო. არვანა ისეთ ნიადაგებში გა-
მოიყენებდა, სადაც მიწა მკვრივი იყო და გვალვას უმკლავდებოდა. ასეთ ნიადაგში არვანას ვიწრო
სახნისი ადვილად ჩადიოდა. მას კორდის გასატეხადაც იყენებდნენ; 2. გრძელი ხე, უკანა ნაწილით
ოდნავ მოღუნული და მაჭვასთან მიერთებული.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937:153; ნიჟარაძე, 1971; დავითაძე, 1978:103-104.

arzanula - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:39; ნიჟარაძე, 1971.

arzanulu - იხ.: არზანულა.

arToSani - ცეცხლობიას თამაში, ცეცხლობია. თამაში ისე მიმდინარეობდა, როგორც ალმობია


იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ალმების ნაცვლად „მოსატაცებელი” ცეცხლი იყო. იხ.: ათეში-
ონი და ალმობია, ასვე, ათეშიონი და ცეცხლობია.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1981:3.

araba - ბავშვების სათამაშო. ორი ანდა სამბორბლიანი „საკატაო”. ამზადებდნენ ხისაგან. იხ.:
გოგროჭინა.

arnaba - სამიწათმოქმედო იარაღი, რომელიც ხის სახელურიანი რკინის პირისა და მასზე გა-
მობმული თოკისაგან შედგებოდა, ამასთან, იგი ტერასების მოსამზადებლად, დაბარული, დამუშავე-
ბული მიწის გადასაადგილებლად - გადასაწევად გამოიყენებოდა. არნაბაზე ორი კაცი მუშაობდა. ერ-
თს არნაბა სახელურით ეკავა და ქვემოთ აწვებოდა, ზოგჯერ ფეხსაც იშველიებდა, ხოლო მეორე არნა-
ბის პირის კიდეებზე მიმაგრებული თოკით მიწას სწევდა, ახვეტებდა.
46
arnaki - „ეს ადგილი არნაკია: კიდურათ არის, საქონელი არ ეკარება”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

artaSani - 1. ხის სამკელე, შნაკვის იდენტური იარაღი, ძვალთშესაკრავი გათლილი ხეები,


ბოლოებით ერთმანეთზე გადამბული, უფრო ზუსტად, 1 ანდა 1,5 მტკაველი სიგრძის ორი გრძელი
ჯოხი, რომლის კიდურები თოკით მოძრავად იყო გაბმული. სწორედ ასეთ იარაღს, შნაკვის სახელ-
წოდებით რომ იყო ცნობილი, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში, ენდემური პურეულ-
ების - მახასა და ზანდურის თავთავის საკრეფად ნამგალთან და ხის დანასთან ერთად იყენებდნენ.
აჭარაში, სოფელ ქედქედში მახას არსებობაზე ტოპონიმი ნამოხვარი თუ ნამახვარი უნდა მიუთით-
ებდეს, რომელშიც პურეულის ორი სახელწოდებაა დაცული - მახა და მოხა, რაც მახას ლაზურ-მეგ-
რული შესატყვისია. პურის თავთავის საკრეფ ამ იარაღს აჭარაში „ხასი პურის” კრეფის დროს იყენებ-
დნენ; 2. არსებობდა ხალხური სამედიცინო ტერმინი - „არტაშანი დაადო”. მოტეხილობის დროს არ-
ტაშანის მეშვეობით მოტეხილ ადგილს სწორ ფორმას უნარჩუნებდნენ და დაზარალებულს ისე შე-
უხვევდნენ.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, IV:500; 1997:820; მგელაძე, 1966; კახიძე, 1974:38;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:36.

artaxebi - აკვნის მოწყობილობა. ფართო და


გრძელი მოქარგული ნაჭერი, რომელიც აკვანში
ჩაწვენილი ბავშვის ორ ადგილზე გადასაკრავად
გამოიყენებოდა. ერთი არტახით ხელებს ჩაუკრეფ-
დნენ, ხოლო მეორეთი - ფეხებს. არტახის ცალი
მხარე აკვანზე იყო მიმაგრებული, მეორე ბოლოზე
კი - ტყავის წვრილი თასმა ჰქონდა მიმაგრებული.
ამ თასმით არტახი აკვნის სახელურზე მაგრდებო-
და. არტახის მეშვეობით ბავშვს ისე აკრავდნენ, რომ
მას ხელები და ფეხები მსუბუქად ჰქონოდა შეკრუ-
ლი.

arqi - წისქვილის ზედა ქვაში ქვემოდან შესმული რკინის დეტალი. იგი შუაზე ოთხკუთხედად,
გამჭოლად იყო გახვრეტილი, რითაც ბორბლიან ღერძზე იყო დამაგრებული. ბორბალი ღერძთან და
არქთან ერთად ერთდროულად მოძრაობდა. არქი წისქვილის ზედა ქვაში მისივე ზომაზე გამოჭრილ
47
ბუდეში იჯდა და ქვას ატრიალებდა. ხელსაფქვავებში არქი ხისგან მზადდებოდა, ხოლო წყლის წის-
ქვილის არქი აუცილებლად რკინისა უნდა ყოფილიყო.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

aryi - არყისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები, რომლებიც ოც მეტრ სიმაღ-


ლემდე იზრდება. თედო სახოკია: „გზის მთელ მანძილზე მგზავრს საამოდ თავს დასცქერის ტევრი,
რომელიც ერთმანეთში არეულ სხვადასხვა ჯიშის ხეებისაგან შედგება. უფრო ხშირია: ლეკიხე, ვერ-
ხვი, დათვა-მსხალა, არყი, წვავი, შქერი, თელა, ციცალა, თხმელა და უხრავი. ეს უკანასკნელი გარეგ-
ნობით რცხილასა ჰგავს და იქერქება. რო გათლით, ცოტა ხნის უკან წითლდება. ისე კი მოშავოა. მისი
სიმაგრისა გამო, ურმის ღერძს ამ ხისას აკეთებენ, აგრეთვე ურო უხრავისა არის ნაქები. ამ ხეს თურ-
ქულ სახელსაც ეძახიან - „დემურ-ყრან” (რკინის გამტეხი)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:266.

arCi - ტერმინი აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა შესული და მზარეულს აღნიშნავს: „ამ-


ხელა ქორწილს ორი აჩი რაფერ მუაბრუნებს, დამხმარე მივცეთ ვინმე კიდვენ”. იხ.: მზარეული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:91.

arCixana - ღია ფარდული, სადაც საქორწინო სუფრისათვის სამზადისი მიმდინარეობდა. იგი


რამდენიმე სამფეხისა და მათზე შემოდგმული ქვაბებისაგან შედგებოდა. მათგან ერთი ანდა ორი
ხორცეული კერძის მოსამზადებელი, ხოლო ერთიც ჰასუთის ქვაბი იყო. არჩიხანაში საქმიანობას უმ-
თავრესად არჩი - მზარეული ხელმძღვანელობდა, რომელსაც საჭიროების მიხედვით რამდენიმე დამ-
ხმარე ჰყავდა, მაგალითად, შეშის მომმარაგებელი, რომელსაც პარალელურად ცეცხლზე ყურადღება
ევალებოდა. იგი ცეცხლს მზარეულის მითითების მიხედვით შეშას შეუკეთებდა, ცეცხლს გააძლიერ-
ებდა ანდა ქვაბებს ნელ ცეცხლს მისცემდა. არჩიხანა ეზოს მყუდრო ადგილში იმართებოდა.

arCivis gaReba - თესლის მოპნევისას აჭარელი მეურნე ყოველგვარი მავნებლის წილსაც ითვა-
ლისწინებდა. გლეხი დიდი თესვის დაწყებამდე მარცვალს გაიქნევდა შემდეგი სიტყვებით: „ეს ჩიტის
ხისე, თაგვის ხისე, ბუზის არჩივი, ორსული ქალის არჩივი, ორფეხის წილი, ოთხფეხის წილი”-ო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1969:112; ლომთათიძე, 2014:106.

arwivi - საქონლის დაავადება. ეს დაავადება ძროხას ფილტვებში უჩნდებოდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:91.

arwiviani yisiri - ფური, რომელიც ნაყოფს არ ირჩენდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:91.

48
arxaluxi - თხის ტყავისაგან დამზადებული ზედა ჩასაცმელი.

arxataSoba - მეგობრობა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:26.

arxi - მდინარეებიდან ანდა სხვა წყლის აუზებიდან გაყვანილი სარწყავი ნაგებობა. არხი აჭარ-
აში რუს მნიშვნელობასაც შეიცავდა. საერთოდ, საქართველოში არხად წყლის გასაყვანი საირიგაციო
მაგისტრალი მიიჩნეოდა, რომელსაც როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლის მისაღებად იყენებდნენ.
ისტორიულად სარწყავი არხების დიდი სისტემა ტირიფონისა და ალაზნის ველზე იყო განთავსებუ-
ლი. სასმელი წყლის არხების შესახებ სანიმუშო მასალებს „სხალტბის” წყალსადენის შესწავლა იძლე-
ვა. საბას განმარტებით, ქვებისგან აგებულ არხებს რუსხმულები ეწოდებოდა. წყალსადენიანი წყაროს
გამომყვანებს ძველ საქართველოში „ქუქანკები” რქმევიათ.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, IV:291; 1997:820; ანთაძე, 1965; მგელაძე, 1966;
ქართული მატერიალური კულტურის… 2011.

asamwevro - ოჯახის გაყოფისას დედ-მამისათვის გამოყოფილი წილი, მაგალითად, პირუტყვი.


ეს წილი მოხუცების „ასაწევად”, დასაკრძალად გამოიყენებოდა. იხ.: მშობლების სარჩო.
ლიტ.: აჩუგბა, 1983:57.

asaqnevi sxapi - ფრინველის, განსაკუთრებით, ჩხიკვის დასაჭერი მახე, რომელიც მიწაზე


ეწყობოდა: „ჩხიკვს ჯერ ჯოხით დასობილ სიმინდზე მივაჩოვთ. მემრე სიმინდის კაკლებს ძირში
დავყრით და სხაპს დუწყობთ. ჩხიკვი იმფერი ბეჩია, რომ ასაქნევ სხაპში ხელათ დჲჲებმება”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

asisTava - მცენარე, ბერძნული ენდრო. მაიასირის შეტევის დროს სამკურნალოდ იყენებდნენ.


აჭარულში მას, ასევე, ხინა ანდა თავცეცხლა, გურულში - ხინახინა, ქინაქინა, კახეთში - დედამიწის
ნაღველა, ხოროსანი, ფშავურში - ხოროშანი ერქვა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1971:92.

askujva - წაგლეჯა, წაღლეტა. გამოიყენებოდა წაქცევის მნიშვნელობითაც: ეისკუჯა - წაიქ-


ცა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:91.

asli puri - ხორბლის ერთ-ერთი ჯიში.


ლიტ.: კახიძე, 1974:37.

asmutva - აწმუტვა.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

astami - თონის იარაღი, დარჩენილი ცომის ასაფხეკი, პიბრტყელი საგანი, რკინის პატარა ნიჩა-
ბი. მას კერიასა და ბუხარში საცეცხლო საქმიანობისათვის ხმარობდნენ. ზოგიერთი ბრტყელპირა ას-
ტამით თონიდან პურს იღებდნენ. აჭარაში ასტამს ნაკვერცხლის და ნაცრის გამოსაჩხრეკს, ნაკვერ-
ცხლის ასაღებ ნიჩაბს, კეცზე ნაკვერცხლის შესაყარ რკინის პატარა ბარსაც უწოდებდნენ. საქართვე-
ლოს სხვა კუთხეებშიც იგი ცომის ასაფხეკ რკინის პატარა ნიჩაბს წარმოადგენდა. ვარცლის ასტამით -
„ხოწით” ვარცლიდან ცომს ფხეკდნენ, თორნის ასტამით - გამომცხვარ პურს თორნიდან იღებდნენ და
49
მიმწვარს ჩაფხეკდნენ, კერის ასტამით კი - კერიდან ღველფს იღებდნენ და თავდახურულ კეცს აყ-
რიდნენ. იგი ორი სახისა იყო - გრძელტარიანი და კავიანი. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ასტამ-
სა და საკეცს - წმინდა საგნებად თვლიდნენ და ქალებს მზითვად ატანდნენ. ყოველ ბარბარობას ოჯ-
ახის ახალი დიასახლისისათვის ასტამ-საკეცის გადაცემის რიტუალი სრულდებოდა. ძველი ქართუ-
ლი ენის ლექსიკონში ასტამი განმარტებულია, როგორც „ცეცხლის საჩხრეკი”. ასტამი „შუშანიკის წა-
მებაში” იხსენიება: „მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თვისითა დასთრგუნვიდა მას
[შუშანიკს], და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა”.
ლიტ.: ჩიტაია, 1997:820; მგელაძე, 1966; ნ. რეხვიაშვილი, 1975:642; უნივერსალური... 2006;
ქართული მატერიალური კულტურის ... 20011;38.

atami - ხილის სახეობა.

atexili - 1. ერთი და იმავე საქმის ანდა სიტყვის დაჩემება, აკვიატება: „რა ეიტეხავ ერთს
და აღარ მიეშვები”; 2. მოუსვენარი - „ატეხილს თავი გაუტყდებაო’’.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

atlasi - ქსოვილის სახე.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

atuzva - რამეზე ამოფარებით, აშოლტვით დგომა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

aforva - ობის მოკიდება, დაობება.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:43; ნიჟარაძე, 1971.

afrinda - გასართობი თამაში. ბავშვებიც და დიდებიც თამაშობდნენ. ბავშვები შეგროვდებოდ-


ნენ, სალოკ თითებს იატაკზე ანდა მაგიდაზე დააწყობდნენ. ერთი მათგანი თითს ამოძრავებდა და
ამბობდა: „აფრინდა-აფრინდა, ძროხა აფრინდა!” და თითს ზევით სწევდა. ამ დროს მოთამაშეებს თი-
თები ადგილიდან არ უნდა დაეძრათ, რადგან ძროხა არ ფრინავდა. ვინც თითს ასწევდა, იგი წაგებუ-
ლი იყო. თუ ფრინველს დაასახელებდა, მაშინ თითი ყველას უნდა აეწია, ვინც არ ასწევდა იგი წაგე-
ბული იყო, რადგან ჩიტი ფრინავდა. თამაშის დროს ნებისმიერი საგანი შეიძლება დასახელებულიყო.
ამ თამაშით ბავშვებს სწრაფი აზროვნება უვითარდებოდათ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

afungva - 1. არევ-დარევა, დაშლა, აშლა, აწეწვა, ნივთების უსისტემოდ გაფანტვა. ანალოგიური


მნიშვნელობით „აფურთნა”, მაგალითად, შემდეგვარ კონტექსტში გვხვდება: „სახში ბაღვებმა აფურ-
თნეს ყველამფერი”; 2. ცეცხლზე მიცხუნება, რაც ქორწილისათვის დამახასიათებელი ჩვეულება იყო:
„ძველათ ქორწილში კაცის აფიცხება ვიცოდით. უუფიცხებდით მურავს, რომელიც მაჭანკლობდა და-
მოყვრების საქმეს. წამოვაქცევდით გახურებულ ბუხართან. რომ მიეცხუნებოდა, დეჲწყებდა ყვი-
რილს, - მიშველეთ, დამიხსენით. რომ არ ეყვირა და გაეძლო სიცხისთვის, ძალათ ვაყვირებდით. მას-
პინძელი მოიტანდა ლენგრებით თხილს, მსხალს, ვაშლს, ჩურჩხელებს ... ამით აფიცხებულ კაცს გა-
მოიხსნიდენ და ჩვენც გუუშვებდით”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ნოღაიდელი...; ქართულ კილო-თქმათა... 1984:48; ნიჟარაძე, 1971.

afurTna - ნივთების უსისტემოდ გაფანტვა: „სახში ბაღვებმა აფურთნეს ყველამფერი”.


50
afurna - აფორიაქება, დალაგებული ნივთების უსისტემოდ გაფანტვა.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ჯაჯანიძე, 1961.

aqlemis Sekazmva - შუამთობის დღესასწაულის დროს შესრულებული რიტუალი. რიტუალის


დროს ხისგან გამოთლილი „აქლემის” კარდაკარ ჩამოტარება ხდებოდა. ოჯახის პატრონ მემთევრს
აქლემისათვის ძღვენი - პური, ყველი ანდა სხვა საკვები უნდა გამოეტანა. აქლემის მხედარი მას ჯო-
ხით პირს აღებინებდა, მემთევრი კი ძღვენს პირში ჩაუდებდა. ამის შემდეგ აქლემი ცეკვას მოჰყვებო-
და. ასე ეზო-ეზო და კარდაკარ ჩამოვლით ძღვენს მოაგროვებდნენ, რომელსაც ბოლოს ერთად შეექ-
ცეოდნენ.
ლიტ.: ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:156.

aqoCva - ერთიმეორეზე ჩალის კონების ისე მოწყობა, რომ იგი არ წაქცეულიყო: კატარი „ზევით
ჰქონდეს, არ წაიქცეს, თანაც კარგად გამოშრეს”. იხ.: ქოჩი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

aRa - ბატონი: „აღამ ერთკაპიკიანი მოჯამაგირე გააგზავნა, წადი ჩალვადარებიო”.


ლიტ: სახოკია, 1985:148.

aRaismiqnia - არაფერი მიქნია, ყურადღება აღარ მიმიქცევია.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

aRarTi - რძის ნაწარმი, ყველი და დოკვერი, ყურუთი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

aRdi - აღდი თურქული წარმომავლობის სიტყვაა და აჭარაში საქორწინო წერილობით პირობას


ნიშნავდა.

aRdis gakveTa - მუსლიმანთა წრეებში ხოჯის მიერ ქორწინების ოფიციალური გაფორმება, სა-
ქორწინო შეთანხმების ოფიციალური წერილობითი დადასტურება. აჭარაში იგი ტრადიციული -
წარმართული ელემენტების თანხლებითაც სრულდებოდა. იხ.: აღდის გაჭრა.
ლიტ.: ბექაია, 1974:35-36; აჭარული დიალექტის... 1978:11; მგელაძე, 2004.

aRdis gaWra - საქორწინო წერილობითი პირობის დადება, პირობის გაფორმება. მუსლიმანური


წესით უწინ აღდს ხოჯა გაჭრიდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:94

aRvi - საწამლავი, შხამი: „ქამარმა (თამარ მეფეს ასე იხსენიებენ) აღვი დალია და მოკდა”. აჭარ-
ულ დიალექტში სიტყვა თურქულიდანაა შესული.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961:223-334.

aRviri - ცხენის მოკაზმულობა, ცხენის თავის დასაჭერი, ცხენის პირზე მოსადები ავშარა, შე-
კაზმული ცხოველების სამართავი მოწყობილობა, რომელიც ტყავის ფართო თასმებისაგან იყო დამ-
ზადებული და პირუტყვს თავზე ჩამოეცმეოდა. ცხენის აღვირს აუცილებლად რკინის მრგვალი ლა-
გამი უკეთდებოდა, რომელიც აღვირზე რგოლებით იყო დამაგრებული. ლაგამი ცხენს ყბებში ამოედ-
51
ებოდა და მხედარი მისი მეშვეობით მას მიმართულებას აძლევდა. აღვირს პრაქტიკული დანიშნუ-
ლების გარდა სამშვენისის ფუნქციაც ჰქონდა დაკისრებული. აღვირს არცთუ იშვიათად სხვადასხვა
სახეებით ამკობდნენ.
ლიტ.: ჩიტაია, 1997:820; მგელაძე, 1966; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:42.

aRmaTiTa - მარშანცია, მცენარე, ნესტიან ადგილებში ხარობს და სამკურნალოდ გამოიყენ-


ება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:94.

aRremi - საყანე მიწის ნაკვეთი, რომელიც ოთხი-ხუთი წლით დასვენებული იყო.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

aRrobasani - მაჯლაჯუნა, სენია და ძილში სისხლის უძრაობას ნიშნავს. გვხვდება „აღრი-


ბასანი“ ფორმაც.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

aRuveba - ცომის აღვივება, აფუება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ayasbva - საკლავის ასო-ასოდ, ნაწილებად აჭრა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:94.

ayvana - ზომის აღება: „ზომას აგიყვანს და მეტი რა გინდა; შეკერავს, ბა!”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ayeleba - აღმართიდან ვაკეზე დაშვება.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984:46.

aylayuda - უშვერად მაღალი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ayoruReba - ნაკრძალად დატოვება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:95.

ayudeba - ზეაღმართვა, შვეულად მიყრდნობა, მიყუდება, მაგალითად, „შეშის აყუდება’’.

aSari – ოსმალური გადასახადი, მოსავლის მეათედი. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა აჭარელი
ბეგების დახმარებით ქვეყანაში ფეხი მოიკიდეს, მათ, გადასახადების გაწერის მიზნით, აჭარის
აღწერა მოახდინეს. ამასთან დაკავშირებით გიორგი ყაზბეგი წერდა, რომ ამ ოციოდე წლის წი-
ნათ, ე. ი. XIX საუკუნის 40-იან წლებში „თურქეთის საქართველოში’’ აღწერა ჩატარდა, რათა
ხალხისათვის აშარი – მეათედი გადასახადი დაეკისრებინათ. თედო სახოკია: „მცხოვრებლები იხ-
დიდნენ მიწის ყოველ მოსავლისათვის. პური, ქერი, სიმინდი, ქერდიყა, თუთუნი, თაფლი, ბოს-
ტნეულობა და ხილი, თუ ბოსტან-ბაღი ეზოს გარეთ იყო, აგრეთვე ცხვრის ნამრავლი – ყველა წყარო
იყო გადასახადისა. თუ აშარას ფულით გადაიხდიდნენ, მაშინ თახშირი ერქვა”. იხ.: თახშირი.
ლიტ: სახოკია, 1985:229; ყაზბეგი, 1960:48-49.

52
aSiRoba - გაშაირება.
ლიტ.: დავითაძე, 1978:71.

aSura - 1. აშურას უძველესი დღესასწაული, რომელიც მაჰმადიანური კალენდრით აშურის


მთვარის მეათე-მეთორმეტე დღეს ტარდებოდა. დღესასწაულზე ამ სახელწოდების წვნიანი კერძს ამ-
ზადებდნენ. კერძი სადღესასწაულო კულინარიის ნაწილი იყო, რომლის შემადგენლობაში სხვადას-
ხვა სახის შერეული მარცვლეული, ინგრედიენტი - სიმინდი, ბრინჯი, ხორბალი, ქერი, ღომი, ლო-
ბიო, ნიგოზი, ქინძის თესლი შედიოდა. აშურა აჭარის მაჰმადიანური მოსახლეობისათვის იყო დამა-
ხასიათებელი. კერძში ხურდა ფულს ყრიდნენ და მიაჩნდათ, რომ ვისაც საჭმელში ეს ფული შეხვდე-
ბოდა, მას სიმდიდრე არ მოაკლდებოდა. ამ კერძს „აშურა შორვას” უწოდებდნენ; 2. მუსლიმანური
დღესასწაული, რომელსაც განსაზღვრულ მთვარეზე აღნიშნავდნენ.
ლიტ: ნოღაიდელი, 1971:60; 2009:421-425; ნიჟარაძე, 1971:95; აბაშიძე, კომახიძე, 1998:96-97;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:44.

aCariqva - საკლავის ასო-ასოდ აჭრა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:95.

aCemeba - აკვიატება.
ლიტ: მგელაძე, 1966.

aCma - აჩმა თურქული წარმომავლობის სიტყვაა (açma) და გაღებას, გახსნას, გაშლას, გაფართო-
ებას ნიშნავს: 1. ფანჯრის დასამზადებლად გამოყენებული ხელსაწყო, უფრო ზუსტად, ფანჯრის ნა-
წილების სხვადასხვა ფორმის გამოსაყვანი რანდის სახეობა. იგი სარკმლის კიდეების, იატაკისა თუ
ჭერის ფიცრის დედალ–მამალი პირების გამოსაყვანად გამოიყენებოდა. გავრცელებული იყო სხვა-
დასხვა სახის, სხვადასხვა პირიანი აჩმები: „ორხელა აჩმა”, „ცალხელა აჩმა”, „ფანჯრის აჩმა”. ისინი
ერთმანეთისაგან ძირითადად სამუშაო პირის ფორმებით განსხვავდებოდნენ. ორხელა აჩმით, ისე
როგორც ორხელა რანდებით, ორი კაცი მუშაობდა. ისინი ერთმანეთის პირისპირ დგებოდნენ და ორ-
ივე ხელით წინ და უკან სწევდნენ და რანდავდნენ. ცალხელა აჩმით, ცალხელა რანდების მსგავსად,
მცირე ძალისხმევის სამუშაოებს ასრულებდნენ. ცალხელა აჩმით ერთი კაცი მუშაობდა, ორხელა აჩ-
მით კი, რომელიც ფიცრის დედალი ანდა მამალი პირის მისაღებად გამოიყენებოდა, ორი კაცის ძა-
ლისხმევით საკმაოდ შრომატევადი სამუშაო კეთდებოდა. შესაბამისად ორი სახის აჩმა არსებობდა -
„დედალი აჩმა” და „მამალი აჩმა”. მათი საშუალებით ფიცარს დედალ და მამალ პირებს უკეთებდნენ.
სარკმლის - „ფანჯრის აჩმას” განსხვავებული პირი ჰქონდა, ისეთი, რომ მასში გარეთა მხრიდან შუშის
ჩასმა ყოფილიყო შესაძლებელი, ხოლო შიდა კიდე დახრილი ჰქონოდა. გავრცელებული იყო „ხრახ-
ნიანი აჩმაც”. სახელწოდება პირობითია, რადგან ხალხურ მეხსიერებაში აჩმასთან დაკავშირებით
მხოლოდ ტერმინები: „დედალი აჩმა” და „მამალი აჩმა” შემოინახა. სხვა სახის აჩმების მიმართ საერ-
თო ტერმინი აჩმა დასტურდება. „ხრახნიანი აჩმა” ფიცრის ზედაპირზე სხვადასხვა სახის ორნამენტი-
რებული ზოლების, ღარების გამოყვანის საშუალებას იძლეოდა და სხვა სახის აჩმებისაგან იმით გან-
სხვავდებოდა, რომ სამუშაო ზედაპირზე აჩმის პირის რეგულირება იყო შესაძლებელი. მაგალითად,
თუ ფიცრის ზედაპირზე ორი ანდა რამდენიმე ზოლის გავლება იყო საჭირო, აჩმით ჯერ ზოლს გაიყ-
ვანდნენ, შემდეგ ხრახნით საჭირო მანძილს დაარეგულირებდნენ და პირველის გვერდით მეორე
ზოლს გაატარებდნენ; 2. მოხარშულფენებიანი ხაჭაპური.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:112.

53
აჩმა - რანდის სახესხვაობები

54
aCu - ვირის, ჯორისა და ცხენის შეძახილი.
ლიტ.: მგელაძე. 1966.

aCxindrva - ახუხულავება,
ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა 1984:48.

aweva - აღება, რომელსაც ხშირად მოსავლის აღებაზე ამბობდნენ: „ასწიე სიმინდი?”, „ჩემი
ბიჭი დღეს ყანას სწევდა”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.
aWara - საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარე. განვითარებულ შუასაუკუნეებში იგი ზე-
მო ქართლის, კერძოდ, სამცხე-საათაბაგოს ნაწილს შეადგენდა. აჭარა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქე-
დის, შუახევის, ხულოს ადმინისტრაციულ რაიონებს მოიცავს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავარი ქალაქია ბათუმი.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:54.
aWarlebi - ქართული მოსახლეობა, რომელიც აჭარაში ცხოვრობს. ქართველი ხალხის ტერი-
ტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები - აჭარლები ქართული ენის აჭარულ დიალ-
ექტზე მეტყველებენ. გამოიყოფა ორი კილოკავი: ზემოაჭარული და ქვემოაჭარული. აჭარაში ოსმალ-
თა მმართველობის შედეგად, გვიანი შუასაუკუნეების გარკვეული მონაკვეთიდან 1878 წლამდე, აჭ-
არლების ერთმა ნაწილმა ისლამი აღიარა. ამის მიუხედავად მათ ეროვნული თვითშეგნება, მშობლი-
ური ენა, თვითმყოფადი კულტურისა და ყოფა-ცხოვრების ფორმები სათუთად შეინარჩუნეს. დღე-
ვანდელი ქვემო აჭარლების უმეტესი, ხოლო ზემო აჭარლების გარკვეული ნაწილი, მართლმადიდე-
ბელი ქრისტიანია. ქრისტიანული სარწმუნოება, განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით, ზემო აჭარის ახ-
ალგაზრდებშიც იკიდებს ფეხს. აჭარლები გარეგნულად საშუალოზე მაღლები არიან, სწორი აგებულ-
ებით, თხელი სახით, სწორი ცხვირით, ღია ფერის თვალებითა და ღია ქერა თმით. ამჟამად საქართვე-
ლოში მცხოვრები 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 460.000 ქართველი - აჭარული ეთნოგრაფი-
ული ჯგუფის წარმომადგენელია.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:54.

აჭარელ მამაკაცთა ტიპები


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მინის ნეგატივები, 1937 წელი)

55
აჭარელ მამაკაცთა ტიპები
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. სოსო შენგელიას ფოტოები)
56
aWarula - ადგილობრივი ჯიშის ვაშლი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:96.

aWaruli - მოხდილი ყველი. იხ.: დაპწნილი ყველი.


ლიტ.: მგელაძე. 1966.

aWaruli dana - ლაზური დანის მსგავსია, ბებუთი. იგი გაშუალებითი დაკოლაფების წესით
მზადდებოდა, რაც რკინის ორ ნაჭერს შორის ფოლადის დაყოლებას, დატენვას გულისხმობდა.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:54.

aWaruli yveli - მზადდებოდა როგორც თავმოხდილი, ისე თავმოუხდელი. ყველი სხვადას-


ხვა სახის იყო: გადაზელილი, ჩლეჩილა, ლავაში, გორჯოლო, ფუშტურო, თუმცა მაინც აჭარულად
თავმოხდილი რძისგან დამზადებული ყველი ითვლებოდა. იხ.: დამწნილი ყველი.
ლიტ.: მგელაძე. 1966.

aWaruli Zroxa - აჭარაში წარმოდგენილი ძროხა ქართულ-კავკასიური მთური ჯიშის მსხვილ-


ფეხა საქონელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც გენეტიკურად ძველი ქართული, კოლხური ჯიშის
მემკვიდრეა. აჭარული ძროხა მომცრო ტანისაა, მკვრივი და მოქნილია, ფერით შავი ანდა შავ-თეთ-
რია, ხასიათდება საშუალო სიდიდის თავითა და შიგ შეზრდილი რქებით. აჭარულ ძროხას შუბლი
და ფეხები პატარა, მაგრამ მსხვილი აქვს, ცური მომცრო ზომისაა - მოკლე ძუძუღერებით. იგი კარგი
მადიანობითა და ენერგიულობით ხასიათდება, რთულ რელიეფთან, მკაცრ კლიმატურ პირობებთან
და უხეშ საკვებთან ადაპტირებული და შეხამებულია. აჭარული ძროხა ასაკის მიხედვით დაბადები-
დან ერთ წლამდე იყო: „ხბო”, ორ წლამდე - „საფურე ხბო”, ერთ-ორ წლამდე „ბერწიშვილი” („ბერწი”),
ორიდან-სამ წლამდე „დეკნა” („შესამატი დეკნა”), სამიდან-ოთხ წლამდე „ახალპირა ძროხა”, ოთხი
წლის შემდეგ - „დედო ძროხა”. ძროხა, რომელიც ერთხელ იზვობს - „უწყანი” ჰქვია.
ლიტ.: იოსელიანი, 1927:51-53; შამილაძე, 1969:56; ნიჟარაძე, 1948:81-82; 1971.

aWaruli saxli - აჭარულ საცხოვრებელ სახლთა ტრადიციული ფორმები გეოგრაფიული ზო-


ნების მიხედვით იყო დალაგებული, შესაბამისად, აჭარა სამ ძირითად საცხოვრებელ ზონად და გე-
ოგრაფიულ არედ დაიყო: 1. სამხრეთ-აღმოსავლეთი ზონა, რომელშიც მთლიანად ზემო აჭარა - ხუ-
ლოსა და შუახევის რაიონები შედიოდა; 2. სამხრეთ-დასავლეთი ზონა, ქედისა და ბათუმის რაიონების
ჩათვლით და 3. ჩრდილო-დასავლეთი ზონა, რომელიც ქვემო აჭარიდან ქობულეთის რაიონს მოიც-
ავდა. საცხოვრებელი ადგილების ზონალურ დაყოფას ის ხელსაყრელი პირობები - რელიეფის სპეცი-
ფიკა, კლიმატი, მოსახლეობის შრომა-საქმიანობა ედო საფუძვლად, რომელთა მეშვეობითაც დასახ-
ლების დაგეგმარების ხალხური წესები ჩამოყალიბდა. პირველ საცხოვრებელ ზონაში, რომელიც მა-
ღალმთიან ადგილებს აერთიანებდა, ხალხური საცხოვრებლის მხოლოდ ერთადერთი - აჭარული
ტიპის სახლი, ბარში ე. წ. ჩარხილი და ორთა-სახლი იყო გავრცელებული. აჭარული ტიპის საცხოვრე-
ბელი სახლები ამ ზონალობაში კონკრეტულად შემდეგნაირად ჯგუფდებოდა: 1. ბარში ჩარხილი და
ორთა-სახლი; გარდამავალ ზოლში - „ფერდაში”, კერძოდ, „ყიშლაში” ჯარგვალა-სახლი, ხოლო მთაში
(„თაში”) - ხულა სახლი. ამ ტიპის სახლებს კიდევ - „აჭარულ სახლს” ეძახდნენ. ეს სახელწოდება სახ-
ლს აჭარაში მისი დომინირებული მდგომარეობის გამო ჰქონდა შერქმეული. აჭარული სახლის გეგ-
მის კომპოზიციას, აივნების ჩათვლით, კვადრატთან მიახლოებული ანდა ზუსტი კვადრატის მოყვა-
ნილობა ჰქონდა, უფრო ზუსტად, საცხოვრებელი სახლები გეგმაზე სწორკუთხოვანი მოყვანილობით
ხასიათდებოდნენ, ხშირად კი ისინი კვადრატის ფორმასთან იყვნენ მიახლოებულნი ანდა, როგორც
ითქვა, ზუსტ კვადრატს წარმოადგენდნენ. გეგმის კომპოზიციას საფუძვლად ხალხური მოდულური
სისტემა ედო, რომელიც სიმეტრიულობით ხასიათდებოდა. აჭარული სახლის გეგმის კომპოზიციის
მოდულური სისტემა ხის, როგორც სამშენებლო მასალის სტანდარტულ განზომილებასთან, აგრეთ-
ვე, მასალის სამშენებლო თვისებებთან და დამუშავების ტექნიკის უძველეს ხერხებთან იყო დაკავში-
რებული. აჭარული სახლის კონსტრუქციული სტრუქტურის არსი ასაწყობი მარტივი ელემენტებისა-
57
გან იყო შედგენილი და ერთმანეთთან სარტყელებით
დაკავშირებული. იგი დგარებისა და „ბოყვების” მყარ
სისტემას წარმოადგენდა. სახლების სივრცობრივი
კომპოზიცია ორი, ორნახევარი ანდა სამსართული-
ანი იყო. სახლების მოცულობა ვერტიკალური მიმარ-
თულებით შემდეგი დანიშნულების სართულებად
იყო დაყოფილი: 1. ხალხამის სართული; 2. ახორის
თუ ბოსლის სართული - პალატი; 3. საცხოვრებელი
სართული და 4. თავანის სართული. აჭარული ტიპის
საცხოვრებელი სახლის პირველი უჯრედის ჩანასახს
ანდა მის პროტოტიპს სამეურნეო დანიშნულების ნა-
გებობანი, განსაკუთრებით კი ისეთი ბოსლები წარ-
მოადგენდა, რომელთა ერთ მხარეზე გაუტიხრავ
მდგომარეობაში ადამიანისათვის საცხოვრებელი
ფართი, ე. წ. ჯარგვალა-სახლი იყო გამოყოფილი. აჭ-
არული ტიპის საცხოვრებელი სახლის განვითარების
მომდევნო ეტაპად სხვადასხვა დანიშნულების რამ-
დენიმე სამეურნეო ნაგებობის ერთი სახურავის ქვეშ
გაერთიანებული შენობებია მიჩნეული, კერძოდ, ის-
ეთი, როგორიც ვთქვათ ხულა-სახლი იყო. ბოლო ხა-
ნებამდე აჭარის მაღალმთიან საცხოვრებელ ზონაში
მათი ნიმუშები ორ ანდა ორნახევარ სართულიან სა-
მეურნეო ნაგებობათა სახით კარგად იყო შემონახუ-
ლი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ორი სხვადას-
შ. ფუტკარაძის სამსართულიანი
ხვა სამეურნეო ნაგებობის ერთი სახურავის ქვეშ გა- თანამედროვე საცხოვრებელი სახლი
ერთიანებული სახე ორ სართულად - ბოსელი საბ- (სოფ. დღვანი, შუახევის რაიონი)
ძლით, რომლის ტიპური ნიმუში სხალთის ხეობის
სოფელ ფაჩხაში დაფიქსირდა. ასევე, აჭარულ საცხოვრებელ ნაგებობათა განვითარების შემდგომ ეტ-
აპზე ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაზრდილ მოთხოვნილებათა შესაბამისად, რომელიც ძი-
რითადად მეურნეობის უძველეს ფორმასთან, კერძოდ, მეცხოველეობის წარმოებასთან იყო დაკავში-
რებული, გარკვევით ჩანს საცხოვრებელი სახლის ადგილობრივად განვითარებული წინამორბედი
ეტაპები. ისინი დღეს აჭარის ალპური საძოვრების ზონაში დროებითი თუ სეზონური ხასიათის სამე-
ურნეო დანიშნულების შენობათა სახით არიან შემორჩენილნი. აჭარული ხალხური საცხოვრებელი
სახლის განვითარებული და დასრულებული სახე, რომელიც დღემდეა აჭარის ტერიტორიაზე შემო-
ნახული, გარდა პირველი საცხოვრებელი ზონისა, გავრცელებულია აგრეთვე მეორე საცხოვრებელი
ზონის მთელ აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვისპირა საცხოვრებელი ადგილების მიჯნამდე. აჭარული
ტიპის საცხოვრებელი სახლების უმეტესი ნაწილი, ჩვეულებრივ, მაინც, ორსართულიანი იყო, თუმცა
ვხვდებოდით ორნახევარ და ნაწილობრივ სამსართულიან სახლებსაც. ხის მასალის სიუხვის გამო ას-
ეთი სახლების უმრავლესობა ხისგან იყო აგებული. აჭარაში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახ-
ლები უკვე იშვიათობაა, ზოგიერთ ხეობაში სართულნახევრიან სახლს თუ გადააწყდებით, რომელთა
ქვედა არასრული სართული სამეურნეო დანიშნულებისათვის არის გამოყენებული. საცხოვრებლის
კომპლექსში, ტრადიციულად სახლის ზურგის მხარეს - ახორი, იგივე, ბოსელი იყო გაერთიანებული,
რათა მასში განთავსებული სანარწყულით ახორში დაგროვილი პატივი განაყოფიერების მიზნით
ფერდზე მოთავსებული სამეურნეო ნაკვეთებში - საბოსტნესა და სახნავში მოხერხებულად გადანაწი-
ლებულიყო. აჭარული სახლი, რომელიც ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომი პერიოდისათვის უმეტ-
ესად მაინც ორსართულიანი სახით ფიქსირდებოდა, სტრუქტურულად ცხოვრების პირობებისათვის
საკმაოდ ოპტიმალურად იყო ორგანიზებული. პირველ სართულს, როგორც ითქვა, ახორი ერქვა, ხო-
ლო მეორე სართულს - სახლი. ამდენად, ახორი - პირუტყვის, ხოლო საკუთრივ სახლი ადამიანთა

58
სამყოფს წარმოადგენდა. ჩვეულებრივ ახორი ხალხამის თავზე, კომპლექსის ზედა სართულზე იყო
გამართული. ახორის სართულზე საზამთრო ბოსელი იყო მოწყობილი. ბოსელი ხშირად ორი განყო-
ფილებისაგან შედგებოდა ანდა მიწის დონიდან ორ სართულად იყო ამოყვანილი. პირველი საცხოვ-
რებელი ზონის გარდა, ნაწილობრივ მეორე და მესამე საცხოვრებელი ზონის აღმოსავლეთ ნაწილებ-
ში გავრცელებული აჭარული ტიპის საცხოვრებელ სახლებში წარმოდგენილმა ხალხამისა და ახორის
სართულებმა, მეურნეობის დამხმარე დარგის - მევენახეობის დაწინაურებასთან დაკავშირებით, ფუნ-
ქციური ხასიათის ცვლილებები განიცადეს: ხალხამისა და ახორის სართულებს პირუტყვი ჩამოშორ-
და, რის გამოც აჭარული სახლის ქვედა სართული ბოსლისაგან განთავისუფლდა და მისი ადგილი
მარანმა და სხვა დანიშნულების სათავსოებმა დაიკავა. ეთნოგრაფიულ წარსულში აჭარული საცხოვ-
რებელი ფართის შორს წასული დანაწევრებით გამოირჩეოდა. სარძიე, დეფანი და ჰავლი სახლის ზე-
და სართულის ორგანულ ნაწილებს წარმოადგენდნენ. ამრიგად, კონსტრუქციული სტრუქტურისა
და ხუროთმოძღვრული სივრცობრივი ფორმის ურთიერთისადმი დაქვემდებარება, ტექნიკური აზ-
რისა და ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ჩანაფიქრის ფუნქციური დაკავშირება, აჭარულ სახლს დი-
ნამიურობას ანიჭებდა, რომლის მკვეთრი სილუეტები მთის პეიზაჟთან ჰარმონიულად იყო შეხამე-
ბული, რითაც კოლორიტულ ხუროთმოძღვრულ შთაბეჭდილებას აძლიერებდა. აჭარული სახლის
იდენტური ტიპები გურიისა და შიდა ქართლის ტერიტორიაზეც არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ
გვიდასტურებს, რომ ისინი ნამდვილად ერთი და იმავე ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისა და
ტრადიციის მქონე ეროვნულ ნიადაგზე წარმოშობილ ქართულ საცხოვრებელთა ტიპებს წარმოად-
გენდნენ.
ლიტ: მენთეშაშვილი. 1937:141; ადამია, 1956:38; 1967:3-12; 1967; რობაქიძე, 1960:

aWinWvaleba - თვალის ნახევრად ახელა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

aWlaknili - ატალახებული, პირუტყვის ნაფეხურიანი ატალახებული ადგილი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:96.

aweva - მიცვალებულის დაკრძალვა. აჭარის ტრადიციულ საზოგადოებაში მიცვალებულის


დაკრძალვისას მიღებულად ითვლებოდა სახლეულის მიერ „ხარჯის გაღება”. დაკრძალვის დღეს მე-
ზობლის სახლში სუფრას შლიდნენ და სამძიმარზე მომსვლელთ უმასპინძლდებოდნენ. ტრადიცი-
ული წესით ეს სუფრა შორიდან მოსული ხალხისთვის იყო გამიზნული, თანასოფლელები ამ სუფ-
რით არ სარგებლობდნენ. ამ დღისათვის ჭირისუფლები, ისე როგორც მეზობლები, განსაკუთრებუ-
ლად ემზადებოდნენ. დაკრძალვას აწევა, ხოლო დაკრძალვის დღეს - ტირილი ეწოდებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

axali Zali - 1. პატარძალი, რძალი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

axalpira - პირველი ხბოს დედა ძროხა.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937:50,137; მგელაძე, 2012.

axaloba - ახალგაზრდობა: „ჩემ ახალობაში ყოფილიყო ახლანდელი ცხოვრება, კაი იყო და”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ქართულ კილო-თქმათა… 1984:50.

axalcixura - ვაშლის ჯიში.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

axaya - მარცვლეულის დასაქუცმაცებელი სანაყი, სასრესი მოწყობილობა.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009.

59
axisxura - ვაშლის ნაირსახეობა.

axlo ganayofi - სახლეულიდან სეგმენტირებული მოძმე ანდა ბიძაშვილი.

axloyana - კარ-მიდამოსთან ახლოს მდებარე სახნავი ნაკვეთი.

axoTura - მსხლის ადგილობრივი ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:98.

axo - სახნავ-სათესად მომზადებული, მცენარეული საფარისაგან გაწმენდილი ადგილი. სუ-


ლხან-საბა ორბელიანთან: „საყანური გაკაფული“.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:40.

axooba - მიწათმოქმედების გარკვეული სისტემა, ტყის გაკაფვის ხარჯზე დროებითი ანდა


მუდმივი სახნავ-სათესი ფართობის შექმნა. რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ, კერძოდ,
1878 წლიდან, აჭარაში ტყის მოახოეობა განსაკუთრებით იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, ადგი-
ლობრივი გლეხები მალულად ტყეებს მაინც სჩეხდნენ. ასეთი საქმიანობისათვის ჯარიმა იყო დაწესე-
ბული, მაგრამ ყიშლა-სათიბების მოწყობა გაცილებით სარგებლიანი ჩანდა და გლეხები შეწერილ ჯა-
რიმას იხდიდნენ. შობადობის მაღალი მაჩვენებლების, შესაბამისად, დასახლების სიმჭიდროვის მა-
ღალი კოეფიციენტისა და მცირემიწიანობის პირობებში, აჭარელი გლეხი ტყის კაფვასა და მიწის მო-
ახოებას გვერდს ვერ აუვლიდა, რადგან მაღალმთიან აჭარაში სოფლების უმრავლესობა მოსახლეობ-
ის ზრდა-შემჭიდროვებით იყო ჩამოყალიბებული. ხშირად ახლად ათვისებული სოფლის სამოსახ-
ლო ადგილები ძველ ნასახლარებს ემთხვეოდა, რომლებიც „ნაქართლის” სახელით იყო ცნობილი.
შიდამთიან აჭარაში ასე წარმოიშვა რიგი სოფელი: ინწკირვეთი, ქურდული, პანტნარი, ნამონასტრე-
ვი, გელაურა, მერჩხეთი... ამავე გზით სოფელი აგარაც უნდა გაჩენილიყო, რომელიც ადრე ამა თუ იმ
დასახლებული პუნქტის საერთო-სასოფლო თუ საერთო-სათემო მფლობელობის ფარგლებს არ უნდა
გასცილებოდა. მართალია, სოფელ აგარის წარმოქმნის შესახებ ეთნოგრაფიული და წერილობით წყა-
როები ძალზე მწირია, თუმცა ფაქტია, რომ მისი ჩამოყალიბება მომიჯნავე სოფლების ფორმირების
ანალოგიურად უნდა მომხდარიყო. მაგალითად, სოფელი მერჩხეთი ადრე „მერღას” - ლაბაიძეებისა
და სტეფანიშვილების სასოფლო ადგილს წარმოადგენდა. XX საუკუნის დასაწყისისათვის აქ ხალხი
თანდათანობით დასახლებულა. გადმოცემით, ეს ტერიტორია თავდაპირველად წინწკალაშვილები-
სა და ირემაძეების მფლობელობას ექვემდებარებოდა, ხოლო შემდეგ იგი სოფელ ლაბაიძეების მოსახ-
ლეობას შორის განაწილებულა. სოფელი ინწკირვეთიც ადრე ყიშლა ყოფილა. აქ შემოდგომით საქო-
ნელს აბინავებდნენ, ადრე კი ხან სიმინდი ეთესათ, ხან კი - ფეტვი და პური. როცა ტყე გაიკაფა და
ხალხი საბოლოოდ დასახლდა, მარცვლეულისა და მოსავლის ნაყოფიერება ერთიორად გაზრდილა.
მიწით ასეთი სარგებლობა ადგილობრივ მოთხოვნილებებთან და სამეურნეო თავისებურებებთან
იყო შეფარდებული. სოფელ ქურდულის ერთ-ერთი პირველი მოსახლის გადმოცემით, ძმებთან გა-
რიგების შემდეგ მას სოფელ ტუნაძეებში მიწა ცოტა დარჩა. მცირემიწიანობის მიზეზით ადგილობ-
რივ მკვიდრს საერთო სასოფლო მიწაზე, კერძოდ, ქურდულში სამოსახლო ადგილი გაუმართავს. მა-
შინ ქურდული ტყით იყო დაფარული. შრომისმოყვარე გლეხს ტყიანი ადგილი ზოგან გაუკაფავს და
ადგილი ცეცხლით მოუწვავს. ახალი ოჯახი ახოს ჯერ სათიბად იყენებდა, ხოლო თანდათანობით
იგი ყანად გადააქცია. საერთოდ, ამა თუ იმ სოფლის გენეზისს სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტო-
რებთან ერთად ხეობებსა და თემებს შორის შიდა-მიგრაციებიც ხელს უწყობდა, რამდენადაც ახალი
სოფლების წარმოშობის აუცილებლობა, ძირითადად, მოსახლეობის ზრდისა და გამრავლება-გამ-
ჭიდროვების შემდეგ ხდებოდა რის გამოც მოსახლეობაც ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებდა.
იხ.: ახოს აღება.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:53-57; შამილაძე, 1969:93; მგელაძე, 1959; 1982.
60
axori - საქონლის სადგომი, ბაგა, თავლა, გომური, ბოსელი, პირუტყვის ბინა. სახლს მიშენებუ-
ლი საქონლის ზამთრის სადგომი აჭარული საცხოვრებელი ნაგებობის პირველ სართულზე იყო მო-
თავსებული, ასევე, ბოსელი ზოგჯერ კარ-მიდამოშიც იდგა, რომელიც პირუტყვის სამყოფად იყო გა-
მოყენებული. ჩვეულებრივ საცხოვრებელში ახორები ერთმანეთის გვერდზე და შენობის სიგრძეზე
იყო დაგეგმარებული. ახორის გასწვრივ ორივე კედელზე ბაგები იყო გამართული, რომლებიც ალაგ-
ალაგ გამოცხვირული იყო. მათზე გამობმული იყო ჩხროლა წკნელი, ხოლო მეორე ბოლოზე - თავკა-
პა რკალი იყო დამაგრებული, რომლის მეშვეობითაც საქონელს ბაგაზე აბამდნენ. ასევე, ახორში გა-
მართული იყო ზღვე, რომელიც ოთახის შუა ნაწილისაკენ ოდნავ დაქანებული იყო. აქ ბოსლის მთელ
სიგრძეზე სანარწყული იყო გაყვანილი, რომლის კედელშიც ნაკელის გასაყრელი სანათური იყო გა-
მოჭრილი. სანათური ზამთარში ხის პატარა სარქველით - ბოლკოთი იხურებოდა, რომელსაც ზოგან
სანათურის კარი ერქვა. ადრე გურიასა და იმერეთშიც სახლს მიშენებული - თავლა, ბოსელი გააჩნდა.
ახორი დასავლეთ საქართველოში - გურიაშიც იყო ცნობილი. თავად სიტყვა ახურ არაბულია და სა-
ჯინიბოს ნიშნავს, თურქულსა და აზერბაიჯანულში მან „ბაგას” მნიშვნელობა შეიძინა. სულხან-საბა
ორბელიანის განმარტებით „ახორი ქართული არ არის, ბაგას ჰქვიან”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; ნასირლი, 1950:117; რობაქიძე, 1960; ჩიქოვანი, 1960;
მგელაძე, 1966; შამილაძე, 1969:4, 130; ქართული ეთნოლოგიური... 2009:18;
აჭარული დიალექტის... 1990:5-7; კობერიძე, 2012:45:46.

axoriani saxli - ზემო აჭარაში ძველებური ხის სახლი, რომლის პირველ სართულზე
ახორი - ბოსელი იყო განთავსებული.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:28; 2010:20, 28.

axor-kari - ბოსლის კარი, ბოსლის წინა ადგილი


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:28; 2010:20, 28; კობერიძე, 2011:34.

axoroba - ბოსელთან დაკავშირებული საქმიანობის დრო. გულისხმობდა საქონლის მოწ-


ველას, ახორის დახვეტა-დასუფთავებასა და საქონლის იალაღებზე გაშვებას ანდა საკვების დაყ-
რას.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:7.

axor oda - სადგომი, რომელიც ბოსლისაგან დარაბით იყოფოდა.


ლიტ.: ბავრელი, 1878 (26):11.

axorqveSa - ბოსელის ქვემოთ არსებული სივრცე, წვრილფეხა საქონლის - თხის, ცხვრის დამა-
ტებითი სადგომი, საცხოვრებელში ღია ნაწილის ზემოთ გამართული ბოსელ-ახორი, რის გამოც მას
ახორ-ქვეშა ეწოდებოდა. ამასთან, ახორქვეშაში სამეურნეო და სატრანსპორტო საშუალებები ინახებ-
ოდა, მაგალითად, კევრი, სელი, სათრიელა, მარხილი, ჯილღა, მაგრამ იგი ხშირ შემთხვევაში გამო-
უყენებელი იყო, თუმცა, მასში წვრილფეხა საქონლის დამწყვდევაც იყო შესაძლებელი. ახორქვეშები
უმთავრესად ფერდობზე გამართულ სამეურნეო თუ საცხოვრებელ ნაგებობებს ახასიათებდა.
ლიტ.: რობაქიძე, 1960; ჩიქოვანი, 1960; შამილაძე, 1969:130-131; მიქელაძე, 1978:114;
ქართული ეთნოლოგიური… 2009:55; კობერიძე, 2011:35.

axorqveSe - იხ.: ახორქვეშა.

axorhavli - ახორის შესასვლელი სათავსი.


ლიტ.: მიქელაძე, 1978:114.

axorTlaReba - ხალხური რწმენით, ცოდვილ ადამიანს, გარდაცვალების შემდეგ მიწა არ მი-


იღებდა და ხორთლაღად - მიცვალებულის ჩონჩხის სახით ადგებოდა, ღამღამობით ადამიანს ურ-
ჩხულის ანდა თეთრ სამოსში გახვეული ჩონჩხის სახით მოევლინებოდა და საფლავს მხოლოდ გამ-
თენიისას, მამლის ყივილს შემდეგ დაუბრუნდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:98.
61
axos aReba - სახნავისა და სათესი მინდვრის მოპოვება ტყის გაჩეხვის შედეგად, ახალი სათესი
ნაკვეთის მომზადების მიზნით ტყის გაჩეხვა და გადაწვა. ახოს აღებას გულისხმობდა აჩეხვას, დაწ-
ვას, ამოძირკვას. სისტემა მოიცავდა ნიადაგის დასამუშავებელ იარაღებს, ნიადაგის თვისებებს, ნაყო-
ფიერებას, კლიმატურ პირობებს, სახნავი ადგილის ზედაპირის ფორმას, ნიადაგის ტენიანობას, ნაკ-
ვეთის მდებარეობას, დაქანებას, პურეულის ჯიშებს, თესლმონაცვლეობას, ახოს გასატეხ იარაღებს -
თოხ-წერაქვს, ნაჯახს, ცულს, რკინის კეტს. დგინდება ახოს აღების ორი მეთოდი: ცეცხლის გამოყენე-
ბით და უცეცხლოდ. ახოს აღების წესი გავრცელებული იყო სამეგრელოშიც, რომელსაც ჭვარვა და
ოჭვარუა ერქვა. იხ.: ახოობა.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, IV:291; 1997:820; ჩიჯავაძე, 1967:53-57; ქართული ეთნოლოგიური… 2009:55.

axos gamokodva - ახოსათვის ხელსაყრელი ნაკვეთის მონიშვნა „თარჯის” - გვარისა თუ


ოჯახის სათანადო ნიშნის დასმით.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:59.

axos gatexva - იხ.: ახოობა და ახოს აღება.

axos mokazmva - საახოე ნაკვეთში ნაკაფის მოგროვება, მოწვა-მორუჯვა, მოფოცხვა და სახ-


ნავად მომზადება.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:64.

axti - ცოლქმრობის პირობის ქაღალდი მზითვის ჩამონათვალით. თედო სახოკია: „ქალის


სახლში მოვა ხოჯა, დასწერს ახტს (ცოლქმრობის პირობის ქაღალდს, სადაც მზითევია ჩამონუსხული)
და გამოაცხადებს: მავანი ქალი მავანის ცოლიაო. ახტის დაწერას ესწრებიან (გარდა სასიძოსი) მამა
სასიძოსი, რომელსაც თან ახლავს რამდენიმე მეზობელი. ქალი დამალულია. ამის შემდეგ წვეულება
იმართება. ამ წვეულებაზე, როგორც სხვა დროსაც, ქალები არ ესწრებიან”.
ლიტ.: სახოკია, 1985:138-319.

axfuni - ნაკელი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:99.

axfunwyali - ნაკელ-წყალი, საქონლის წყლიანი პატივი. იხ.: ნეხვწყალი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:99; კობერიძე, 2011:34-35.

axureba - იხ.: ადევნება.

axfuni - საქონლის პატივი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

ajaSpi - ლიქენის, მღიერის ერთ-ერთი სახეობათაგანი, რომელიც ლოდებზე იზრდება. იგი სა-
ღებავად გამოიყენებოდა. მის ფხვნილში დანაყილ ინას გაურევდნენ და წყალში გახსნიდნენ, ხსნარში
ქსოვილს ჩადებდნენ და ოთხ-ხუთ საათს გააჩერებდნენ, შემდეგ გაწურავდნენ და გააშრობდნენ. ქსო-
ვილს მუქი წითელი ფერი მიეცემოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:99.

ajenkva - აჩეჩვა, მაგალითად, ყანის მარგვლის დროს გამოთოხნილ სარეველას თოხით იქეთ-
აქეთ რამდენჯერმე აჯენკავდნენ, აჩეჩავდნენ ისე, რომ ფესვებიდან მიწა მოცილდებოდა და სარევე-
ლა ბალახი ვეღარ გაიხარებდა. გამოიყენებოდა გალეწვის მნიშვნელობითაც.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937:165.

62
ajenjula - მხლისაგან დამზადებული კერძი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:17.

ajiaRi - მალამო, ერთმანეთში შერეული დამდნარი ფისი, თაფლის სანთელი და მარილი-


ანი კარაქი. აჯიაღით ხარის დაზიანებულ კისერს, დამსკდარ ქედს მკურნალობდნენ.

ajiRi - ჟინი, გუმანი: „მისი აჯიღი მკლავს”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ajo - ბიჭო!: „აჯო, როის გამუაკრა განცხადება?”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ajorika - Aruncus vulgaris Raf. მცენარე მეკენძალა.


მისგან მწნილს, ასევე წვნიან კერძს ამზადებდნენ (იხ.: წურ-
ვილი). აჯორიკა აჭარაში, ძირითადად, შუახევის მუნიცი-
პალიტეტში, სოფელ ჯაბნიძეებსა და მიმდებარე სოფლებ-
შია გავრცელებული.
ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა… 1984:52; ნიჟარაძე, 1971:99

აოზანი, ხულო, იაილა კუჭულეთი

63
მეძიბნის წყარო, ქედა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

64
აჭარელი მთხრობელები
(ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის 1975 წლის ექსპედიცია)

აჭარელი მთხრობელები, ხულო


(ვლადიმერ მგელაძის ფოტო. 1956 წელი)

65
baba/babaჲ - მამა.

babo/baboჲ - იხ.: ბაბა.


ლიტ.: მგელაძე, 1990:45-66

babaluRi - თურქული babalik: მამობილი, მამად მიჩნეული.

babuCi - 1. მოკლეყელიანი, კოჭებამდე მოქსოვილი წინდა. ბაბუჩს ბავშვის წინდასაც უწოდებ-


დნენ; 2. უქუსლო ფეხსაცმელი, ფოსტალი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

babuca lobio - ალის ლობიო.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961:10.

baga - ბოსელში საქონლის საკვების ჩასაყრელი. იხ.: ახორი და ჰავლი.


ლიტ: აჭარული დიალექტის... 2010:28.

badadi - ქსოვილის პატარა ნაჭერი, ჭინჭი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

badali asqeria - სამხედრო სამსახურისაგან ქრისტიანების გასათავისუფლებელი გადასახა-


დი. თედო სახოკია: ბადალი ასქერიას „იხდიდნენ უფრო ქრისტიანები სამხედრო სამსახურისაგან გა-
სათავისუფლებლად. ყველა ვაჟკაცი 20-40 წლისა იხდიდა 27 ყურუშს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:229.

bade - 1. ცხენის ძუასაგან დამზადებული ნარმა, რომელიც ჭურჭელში რძის ჩაწურვისას გამოიყ-
ენებოდა; 2. თოკისგან მოქსოვილი თევზის საჭერი ხელსაწყოს ზოგადი სახელი. სულხან-საბა ორბე-
ლიანის განმარტებით „ბადე არს თევზთა შესაპყრობელი: სათხეველი, ხულიხი, ღრიპონი, ჩიჩქინური,
მასე, ზეღმა, ხელბადე”. ბადე ზოგი დასაგები, ზოგი კი - სასროლი იყო. ბადე ჩვეულებისამებრ თვალე-
დი - ცხრილისებრი ქსოვილი იყო, რომელსაც თანაბარ მანძილზე ძაფის ჯვარედინად გადანასკვით ღე-
ბულობდნენ, ხმარობდნენ თევზისა და ფრინველის დასაჭერად, გადასაღობად, ვთქვათ, მავთულის,
თოკის ბადე და სხვა მისთანანი, ასევე, მას შირმად, თმის სამაგრად, სპორტში იყენებდნენ, ბადური ქსო-
ვა ერთ-ერთი უძველესია ქსოვის ტექნიკასა და კულტურის ისტორიაში. იგი ქვის ხანიდანაა ცნობილი.
განათხარი მასალის მიხედვით საქართველოში თევზის საჭერი ბადეების გამოყენება ნეოლითის ხანი-
დან იკვეთება. საქართველოში სათევზაო ბადეს უმთავრესად სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. ძველი
ბერძნული საისტორიო მწერლობის მიხედვით, ანტიკურ სამყაროში, სათევზაო ბადის დასამზადებელ
ერთ-ერთ საუკეთესო ნედლეულად კოლხური, ქსენოფონტეს სიტყვით, „წმინდა ფასიანური” სელი იყო
მიჩნეული. ამ უძველეს ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს ის, რომ დასავლეთ საქართველოში, მაგა-
ლითად, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, ახლო წარსულამდე სათევზაო ბადეებს სელის
66
ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. სელთან ერთად ბადის დასამზადებლად საქართველოში ძველთაგანვე კა-
ნაფს გრეხდნენ, უფრო გვიან კი - აბრეშუმსა და ბამბას იყენებდნენ. ბოლო ხანებში საყოველთაოდ სინ-
თეზური ბოჭკო გავრცელდა. ბადის საქსოვად სხვადასხვა ზომის კოჭებს - ფირფიტებს, ხისა და
ლითონის ჩხირებს ხმარობდნენ, რომლებსაც „ორკაპა” და „ენიანი” ბოლოები ჰქონდა. ბადის საქსოვი
ჩხირი სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი, მაგალითად, ზემო ქართლში მას მაქო, გურიასა და
იმერეთში - ჩხაში, ქვემო იმერეთში - ფათქა ერქვა. ბადეს უმთავრესად მეთევზე-მებადურები ქსოვ-
დნენ, რომელთაც ზოგან ამ საქმიანობაში ქალებიც ეხმარებოდნენ. მეთევზეობის ზოგიერთ რაიონში,
განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპიროზე, მებადურის პროფესია მემკვიდრეობით გადადიოდა. და-
ნიშნულებისა და ფორმის მიხედვით თევზსაჭერი ბადე სამი სახის იყო: 1. წყალგამწური, სასროლი,
ფსკერული, ქისაბადი; 2. გამხლართავი - მცურავი; 3. თევზსაჭერი მახე - ჩასადგმელი. ხალხურ მეთევ-
ზეობაში სათევზაო მრავალ სახესხვაობათაგან ყველაზე გავრცელებული სასროლი - სათხეველი, მო-
სასმელი (გამოსასმელი), საჩხრეკავი - ხესკელი, ჩასაშვები - სახოპავი იყო. სასროლი ბადე კონუსისებრი
მოყვანილობის იყო და წყალში ჩასაძირად კიდეზე ტყვიები ჰქონდა მიმაგრებული, შუაში კი თევზის
დასაჭერად გრძელი თოკი ჰქონდა ჩამბული. მოსასმელი ბადე სწორკუთხა, გრძელი და განიერი იყო,
რომელსაც ერთ მხარეს ტყვიებს, მეორე მხარეს კი - ტივტივებს უბამდნენ. მოსასმელ ბადეს წყლის ზე-
დაპირზე სიგრძეზე შლიდნენ და თევზს ბადის მოსმით იჭერდნენ. სახოპავი ბადე კვადრატული, სა-
რებზე დაჭიმული და წყალში ჩასადგმელად შემზადებული იყო. საჩხრეკავი ბადე მრგვალ ფორმას
ატარებდა - გიდელისებური იყო და ორკაპ ანდა მშვილდივით მოხრილ ჯოხზე მაგრდებოდა. მას ქა-
რაფოვან სანაპიროზე სათევზაოდ იყენებდნენ. ერთი და იმავე სახის ბადეები თავის მხრივ ზომით და
ზოგიერთი სხვა თავისებურებით განირჩეოდა. სათევზაო ბადეს ყოფაში რიტუალური ხასიათიც ჰქონ-
და. მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ; 3. ბადეს ზოგან მშობიარესა და ახალშობლს - „ავი თვალისაგან”
დაცვის მიზნით აფარებდნენ. დასავლეთ საქართველოში ბადე მშობიარე ქალისათვისაც იქსოვებოდა.
გავრცელებული რწმენის თანახმად, მშობიარობის შემდეგ მელოგინე ქალსა და ახალშობილს ავი სუ-
ლები ეტანებოდნენ, რათა მათთვის ზიანი მიეყენებინათ. ამიტომ ქალს ბალიშის ქვეშ ხანჯალს ამო-
უდებდნენ, ხოლო ზემოდან - სათევზაო წითელ ბადეს გადააფარებდნენ, რომელიც ტყვიების სიმძიმით
საწოლს მჭიდროდ გადაეფინებოდა, რათა სულები საბანში ვერ შემძვრალიყვნენ. ზოგჯერ ასეთი ბადე
მელოგინეს ორმოცი დღის განმავლობაში ეფარა. თუ შესაძლებელი იყო ბადე წითელი თოკისგან მზად-
დებოდა, რაც მის სარიტუალო მხარეზე მიანიშნებდა. ბადე ამავე მიზნით ფერადი აბრეშუმის ფოჩები-
თა და ოქროსფერი ფირფიტებით იყო შემკული. აჭარის მესაქონლეთა დასახლებებში ბადე
დემონოლოგიური სამყაროს ისეთ პერსონაჟებთან იყო დაკავშირებული, როგორებიც ავი სულები, ეშ-
მაკი - ლომპაპი (როკაპი) და ეშმაკისეული მრევლი იყო.
ლიტ.: მგელაძე...; ნებიერიძე, 2006; მირიანაშვილი, 2008;
ქართული მატერიალური კულტურის… 2011:50-51.

badia - დიდი უსკურა, პირღია და ღრმა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

badis saqsovi - ორივე მხრიდან წაწვეტე-


ბული ფორმის ხის ფირფიტა, რომელსაც ასევე ორ-
ივე მხრიდან ჰქონდა ნახვრეტები, რაზეც საქსოვი
ძაფი იყო აგებული.

badiSi - შვილიშვილი. აჭარულის გარდა ეს სიტყვა ცნობილი იყო ქართული ენის გურული და
სამცხური დიალექტებისათვისაც.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

67
badri - სავსე მთვარე.
ლიტ: მგელაძე, 1966.

badriJani iaxni - რგოლისებურად დაჭრილ ბადრიჯანს ცივ წყალში მოხარშავდნენ, ერბოში


მოხრაკულ ხახვს, პრასას, მაკიდოსა და წითელ პომიდორს ჩაყრიდნენ, წყალს დაასხამდნენ, შემდეგ
ნიორნარევ მარილში დანაყილ პილპილს ჩაუმატებდნენ და მოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:135.

bavSvis amyvani - ბებიაქალი. ბავშვის ამყვანი ვალდებული იყო ავადმყოფს შვიდი დღის გან-
მავლობაში მომსახურებოდა, ხშირად, შეულოცავდა ხოლმე, რათა მელოგინე ბოროტი „ალისაგან” და-
ეხსნა. შელოცვის ერთი სახე ასეთი იყო - ბავშვის ამყვანი დანას ანდა წალდს აიღებდა, მარცხნიდან
მარჯვნივ წრეს შემოხაზავდა და ამბობდა:
„სამსა მამლისა ყივილსა, სამებისა მთასა (ანდა კარსა),
სამი ძმანი თავდგირიძე ლესვენ ხმალსა, ჭრიან თავსა,
აქ რა უნდა ავსა, გეიარე კარსა,
ბადე სასტუმალსა, ქვაბი საფერხელსა, საჩეჩელი მკერდსა,
უშველე, ღმერთო და მოეხმარე”.
ამის შემდეგ ბებიაქალი, ებე ავადმყოფს სამჯერ ეკითხებოდა - „ალი დეინახე?” და ისიც სამჯერვე
უპასუხებდა - „არა”, „არ დაგინახია და არც დაგანახვა ღმერთმაო”, ეუბნებოდა მომვლელი და ამით
შელოცვა მთავრდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1935:7; 2014:311; მსხალაძე, 1965:4345; ჩირგაძე, 2010:115.

baTili - გაუქმებული.
ლიტ: მგელაძე, 1966.

baTmanaჲ - მსხლის ადგილობრივი ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:100.

baTmani - თურქულად batman. 1. საწყაო ჭურჭეი მარცვლეულისა და ფქვილისათვის. ბათმანი


უდრიდა ნახევარ ფუთს. მას ზოგჯერ წყლის ჭურჭლადაც იყენებდნენ; 2. საწყაო, წონის ერთეული,
ათი ოყის, ოცდაათი გირვანქის ტოლი. იგი საქართველოში საშუალოდ სამ კილოგრამს უდრიდა:
„დღეს ქალაქში ვიყავი და ერთი ბათმანი ქაფშიეჲ ვიყიდე”. ბათმანი, როგორც საწყაო მასისა და წონის
ერთეული ირანში, ოსმალეთში, რუსეთსა და კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში თურქმანთა ტომე-
ბის მეთაურმა უზუნ ჰასანმა XV საუკუნის II ნახევარში შემოიღო. მას აბრეშუმის, მარცვლეულისა და
სხვათა ასაწონად და საწყაოდ იყენებდნენ. XVIII საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო ირ-
ანული ბათმანი - საშუალოდ სამი კილოგრამი და ოსმალური ბათმანი - საშუალოდ 7,3 კილოგრამი.
ოსმალურ ბათმანს აღმოსავლეთ საქართველოში „თილანის ბათმანი” ანდა „თილანი” ერქვა. XIX სა-
უკუნეში საქართველოში ბათმანის წონა ცვალებადი იყო. ეთნოგრაფიულ ყოფაში მარცვლეულის სარ-
წყველად ხის ჭურჭლებს ხმარობდნენ, რომლებშიც გარკვეული რაოდენობის ბათმანი ჩაეტეოდა.
აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში, ჭურჭელმაც ბათმანის სახელწოდება მიიღო.
ლიტ.: სახოკია, 1985:155; ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971; ჯაფარიძე, 1977:148;
უნივერსალური.. 2006; ქართული მატერიალური კულტურის… 2011:55; კობერიძე, 2011:156.

baia - ფერმკრთალი, ქათქათა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

baia vaSla - ვაშლის ჯიში.


ლიტ: ნიჟარაძე, 1971:108.

68
bairami - ბაირამი არაბული წარმომავლობის სიტყვაა და დღესასწაულს ნიშნავს. იგი რელიგი-
ური, მუსლიმანური დღესასწაულია, მაჰმადიანთა დიდი უქმე დღეა. ბაირამი ორჯერაა წელიწადში:
ერთი - ფითრე ბაირამი, რამაზანის დამთავრებისთანავე და მეორე - დიდი ანუ ყურბან-ბაირამი. ფით-
რე ბაირამზე მლოცველები ჯამის და ხოჯის სასარგებლოდ ფითრეს - ფულად შესაწირავს იხდიან, ხო-
ლო ყურბან-ბაირამზე ყველა შეძლებული მორწმუნე ვალდებულია ღმერთს მსხვერპლი შესწიროს, ე.
ი. ყურბანი დაკლას.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:57; 2015.

bairaRi - დროშა, სახლზე დაკიდე-


ბული ალამი, მშენებლობისას სახლის
ჭვინტზე გამობმული ყვითელი ანდა სხვა
ფერის ქსოვილი. სახლის გადახურვის -
მოყავრის პროცესში მეპატრონე მეზობ-
ლისაგან მირთმეულ ბაირაღს - საკმაოდ
დიდი ზომის ქსოვილს სახლზე გადმოკი-
დებდა, რომელიც სახლის გადახურვის
შემდეგ ოსტატებს რჩებოდათ. საქართვე-
ლოში ასევე ბაირაღი მაცხოვრის, ღვთის-
მშობლის, განსაკუთრებით, პატივდებულ
წმინდანთა გამოსახულებით ეკლესიის
წმიდა დროშა იყო, ჩვეულებრივ, მარჯვე-
ნა და მარცხენა კლიროსების ახლოს ინახ-
ებოდა, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე
ჯვრით მსვლელობის დროს გამოჰქონ-
დათ. ბაირაღი სიმბოლურად მართლმა-
დიდებლობის ამქვეყნად გამარჯვებას
მოასწავებდა. ასეთი დროშის მატარე-
ბელს „ბაირახტარი” ჰქვიოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ჩიქოვანი, 1960:98; საქართველოს... 2005; მართლმადიდებლის... 2002.

bairaRis aRmarTva - ეს წესი სახლის მშენებლობის დამთავრების დროს სრულდებოდა. ბა-


ირაღს ანუ დროშას სახლის სახურავის ბოძზე, შუა ადგილას მთავარი ოსტატი - უსტაბაში კიდებდა.
ამ ცერემონიალს მოწვეული მეზობლები და ნათესავები ესწრებოდნენ, რომლებსაც საჩუქრები მიჰ-
ქონდათ და ბაირაღთან აწყობდნენ. ყავრის დახურვის წინ ბაირაღს ჩამოხსნიდნენ და სხვა შეწირუ-
ლობასთან ერთად, სახლის მშენებელი ოსტატები თანაბრად ინაწილებდნენ. ბაირაღი მთავარ ოსტატს
ერგებოდა. იხ.: ბაირაღი.
ლიტ.: კახიძე, 1990:117.

bazari - სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო სახლი, ქულბაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში


მოსახლეობის ფართო მასებისათვის სხვადასხვა სახის საქონლისა და სურსათ-სანოვაგის, გაცვლა-
გამოცვლისა და ყიდვა-გაყიდვის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. საქართველოს დაბა-ქალაქებში
ბაზრები უძველესი დროიდან არსებობდა, რომლებთანაც ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა იყო და-
კავშირებული. სტრაბონი იბერიის ბაზრებს იცნობდა და, ზოგადად, მათზე მაღალი შეხედულების
იყო. საქართველოს ქალაქების ცენტრალური ბაზრობების გარდა, საეკლესიო დღეობებსა და დღესას-
წაულებზე, სხვადასხვა კუთხეშიც იმართებოდა ბაზრობები, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მას-
შტაბური ხასიათის იყო. აჭარაში გვიან შუასაუკუნეებში მოედნებზე გამოჩნდა მეჩეთები მინარეთე-
ბით, რომელთა მახლობლად განლაგებული იყო სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი თუ
კერძო ნაგებობები – დუქნები, სამჭედლოები, შადრევნები ტალავარ-ხეივნებით. ზოგიერთ მეკომურს

69
დუქანი კარ-მიდამოშიც კი ჰქონდა, სადაც პირველადი მოხმარების საგნები იყიდებოდა. ნაწარმი შე-
მოჰქონდათ ახალციხიდან, არდაგანიდან - არტაანიდან, ბათუმიდან. სავაჭრო კონტაქტები ოზურგე-
თამდე, ფოთამდე და თბილისამდეც კი აღწევდა. გასაყიდად გაჰქონდათ რძის პროდუქტები – კარა-
ქი, ნადუღი, ყველი, სანაცვლოდ ნავთს, მარილს, ასანთს, ქსოვილს და ოჯახისათვის აუცილებელ და-
მატებით საქონელს იძენდნენ.
ლიტ.: მგელაძე, 1980:84; 2009; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:52.

baTmazi - თურქულად pekmez. ბათმაზი, იგივე, ბეთმაზი (ბეთმეზი) დადუღებული ხილის -


მსხლის, ვაშლის, ყურძნის, ქლიავის, ხურმის, თუთის - ბჟოლის საგანგებოდ დამზადებული შესქე-
ლებული თაფლივით ტკბილი წვენი, ბადაგი იყო. იგი ხილის წვენის ხანგრძლივი დუღილით მიიღ-
ებოდა. უპირატესობა თუთის ბექმეზს ენიჭებოდა. ბექმეზს თიხის ჭურჭლებში - დერგებში
ინახავდნენ. შავშეთ-იმერხევში მას „ბეემეზს”, გურიაში კი - „ბეტმეზს” ეძახდნენ. გასრესილ - დაჭყე-
პილ ყურძენს ჯერ საჭურში გაატარებდნენ, აადუღებდნენ, ქაფს მოხდიდნენ და ნახევარს რომ დაად-
უღებდნენ, ჩამოდგამდნენ. გაცივების შემდგეგ თეთრ ტომსიკაში გაწურავდნენ, ნელ ცეცხლზე კვლავ
აადუღებდნენ. როცა შესქელდებოდა სათანადო ჭურჭელში ჩაასხამდნენ. მისგან ბეთმეზის ფაფას -
ფელამუშსაც ამზადებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971; კახიძე, 1971:16; დავითაძე, 1975:172; აჭარული დიალექტის... 1976:26;
აბაშიძე, კომახიძე, 1998:157.

baTomura - ბათომურა წითელყურძნიანი ვაზის ჯიში იყო. ასწლოვანი მაღლარების სახით ქო-
ბულეთისა და ოზურგეთის რაიონებში იყო გავრცელებული. ამპელოგრაფიული ნიშან-თვისებებით
იგი თითქოს პონტოური ვაზის აბორიგენულ ჯიშებს წააგავდა. მსგავსი ჯიში, საქართველოს სხვა
კუთხეებში არ გვხვდებოდა. წარსულში აჭარის მოსახლეობასთან ოსმალეთთან იძულებითი დაახ-
ლოების შედეგად, ამ უკანასკნელიდან განსაკუთრებით კი - ყოფილი ქართული ტერიტორიებიდან,
კერძოდ, შავშეთიდან, კლარჯეთიდან, ლივანიდან ვაზის ზოგიერთი ჯიში შემოიტანეს, რომელთა
ნაშთებს ისეთი ჯიშების სახით, როგორებიცაა ჩაუში, მისკიეთა, ლივანურა, კლარჯული, შავშურა,
თითო-ოროლა ძირის სახით შუა და ზემო აჭარის რაიონებში ამჟამადაც ვხვდებით. შესაძლოა აღნიშ-
ნულ ჯიშებთან ერთად ბათომურაც ზემოდასახელებული მხარეებიდან იყოს შემოტანილი. ამასთან,
ჯიშის ნამდვილი სახელწოდება დაკარგულა და მიუღია იმ ადგილის სახელი - ბათომურა, სადაც იგი
მასობრივად იყო დანერგილი და გავრცელებული. ბათუმის მიდამოებში ვაზის ადგილობრივი ჯიშე-
ბის შესწავლის დროს, გარდა იზაბელასი, რომელსაც „ადესას” ეძახდნენ, არც ერთი ჯიში არ დადას-
ტურებულა. ვაზის აბორიგენული ჯიშები აჭარაში მხოლოდ შუა და ზემო რაიონებში, აგრეთვე, ქო-
ბულეთის რაიონის მთისპირა სოფლებში - სოფელ სამებაში, კვირიკეში და ხუცუბანშია ფართოდ
გავრცელებული. ბათომურა ძლიერი ზრდის ჯიში იყო. მისი ასორმოცდაათ წლამდე ხნოვანი მაღლა-
რები ოცი-ოცდახუთი მეტრი სიმაღლის მაღალ ხეებზე იყო აღზრდილი. ამის გამო ვაზები სათანადო
მოვლას მოკლებული იყვნენ. ბათომურა სუფრის ყურძნის ჯიშს წარმოადგენდა. ბათომურას მტევნის
საშუალო წონა ოთხმოცდათორმეტ გრამს აღწევდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

bakiskari - ახორის დამხმარე სათავსო.


ლიტ.: შამილაძე, 1969:131.

balagani - სათივე: „ბალაგნე-ბინა გავავსო თივით”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

70
balavari - ხის სასთუმალი. ძველად სახლში სექვს, კედელზე მიშენებულ საწოლს აკ-ეთე-
ბდნენ. ამ საწოლზე მუთაქის მაგივრობას ხშირად სპეციალურად გათლილი ხე ასრულებდა,
რომელსაც ბალავარი ერქვა. ბალავარი შეიძლება მოძრავიც და სექვზე დამაგრებულიც ყოფი-
ლიყო: „ერთი სექვზე დასადები ბალავარი გააკეთე, კაცო!”
ლიტ: ნოღაიდელი, 2015.

balTaluxi - წკნელი ღობეებისათვის. თედო სახოკია: „უბაჟოთ შეგიძლიათ შეშა და საშენი


მასალა შინაურ საჭიროებისათვის გამოიტანოთ, უბაჟოთვე მოგეცემათ საკაფავი (დასასვენებლად
დაგდებულ სახნავ-სათეს ადგილებზე ამოსული ბუჩქ-ჯაგები), ბალთალუხი (წკნელი ღობეებისათვის).
აგრეთვე ნეკერი (ხის ტოტები ზამთარში საქონლის საკვებად)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:280-281.

bali - ხილის სახეობა.

baliSi - 1. მატყლით, ბამბით, თივით გატენილი ოთხკუთხი ფორმის მოქნილი ტყავის ანდა
ნაჭრებით შეკერილი თავის დასადები. იცოდნენ ტყავის ყურ-ბალიშიც. ქართულ არისტოკრატიულ
ოჯახებში აბრეშუმისა და ხავერდის მოქარგულ ბალიშებს იყენებდნენ. ბალიშ-მუთაქებს პრაქტიკული
დანიშნულების გარდა სამშვენისის დანიშნულებაც ჰქონდა. ბალიშთან დაკავშირებით აჭარაში
შემონახულია დალოცვაც: „ერთ ბალიშზე დაგაბეროთ ღმერთმაო”; 2. ცხენის აკაზმულობის ნაწილი.
ბალიში ერთი თასმით კეხზე მაგრდებოდა, ამზადებდნენ თხის ანდა ხბოს ტყავისას. ბალიშს გარშემო
ამოკერვის დროს, გარკვეულ ნაწილს ამოუკერავს უტოვებდნენ, რათა ჰაერს თავისუფლად ემოძრავა
და ხმარებაში არ გამსკდარიყო.
ლიტ.: ნანობაშვილი, 1973; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

baliSis piri - ბალიშის ჩასადები, ბალიშზე გადასაკრავი


ნაჭერი.

bamba vaSli - ვაშლის ადგილობრივი ჯიში.

bambanarevi abreSumi - აჭარაში წმინდა აბრეშუმის ქსოვილების პარალელურად ბამბანარევი


აბრეშუმიც გამოიყენებოდა. იგი წმინდა აბრეშუმთან შედარებით მეორეხარისხოვნად ითვლებოდა.
ამისათვის, ბამბა დამუშავებული სახით შემოჰქონდათ. აბრეშუმნარევი ქსოვილების დასამზადებლად
ბამბის ძაფს მისაქსელად ხმარობდნენ.
ლიტ.: სამსონია, 2005.

bambaco - მრავალწლოვანი ბალახი, რომელიც ჭოროხის შესართავთან იყო გავრცელებული.


იგი სიმსივნის წინააღმდეგ სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:101.

bambuka - ცაქვის ბალახი, ბარბაცა.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961.
71
banali - ბეწვი

bandali - 1. ხის მასალის გამთლელი, გამომქოფიტებელი, სახლის სამასალე ხე-ტყის გა-


მომთლელი; 2. დარეტიანებული სიარული.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

bandi - ძონძი, ჭინჭი, ქსოვილის ძველი ნაჭერი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bandibunda - იხ.: აბანდულა

bani - სიმღერაში ბოხი ხმა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

baraTgeje Rame - მაჰმადიანები რამაზანის მთვარის 27-ე ღამეს ასე უწოდებენ, როცა „იწ-
ერება, ვინ უნდა მოკტეს წლის განმავლობაში”. ანალოგიური მნიშვნელობით სიტყვა „ბარათქე-
ჯეც” გვხვდება.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

barambo - ბალახოვანი მცენარე. იგივეა, რაც ბულღო, ანჩზლა, ბუერა, ძირხვენათაგანი - მცენა-
რეები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენებოდა. იგი საქონლისათვის სასარგებლო მცენარედ ით-
ვლებოდა. აჭარაში მას ბავშვთა ოფლიანობის სამკურნალოდ იყენებდნენ. ზემო აჭარის გარდა ბარამბო,
იგივე, ბულღო ცნობილი იყო საინგილოშიც. მას, როგორც ბალახეულ მცენარეს უფრო, „ბუერას” სა-
ხელწოდებით იცნობდნენ. ეს მცენარე სურნელოვან საფუტკრე ბალახსაც წარმოადგენდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961; ნოღაიდელი, 2015:32; მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971:113.

baraqa - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება, მსხვილი ვაშლი. თედო სახოკია: „სახელები


მსხლისა: ხეჭეჭურა, (რთვლის დროს მოდის, საზამთროდ ჭურში ინახავენ და სახელიც აქედან დარ-
ქმევია), ბეღლეთურა, ბუტურა, საღომა (ღომსავით იჭმევა, მეტად რბილია), კვირის-თავა, ცხალ-ძიძა,
თავანა, ჯიხარაჯული, ხეხელა (ადრეული), ბარაქა, ბარაქას-ბუში, სხალგაზა (საზამთრო), წყარო-პი-
რი, სანთელა, ჭილობა, სამწიფარა, ვარდანულა, წენგუა, უწყვეტა, სართულა, მაგარა, ბუმბულა, იჩხი-
თური, შავ-სხალი, სხალ-თაფლა, თავრიჯულა, კაცისთავა, ბოქშუა, ნანეზარა, ყაბაღარ-მუთი,
წარე-ბოქშუა (ძალზე დიდი, ერთი კაცი ძლივას ერევა), პაკსაურა, მიხრიკი, ყვითელა, ნატურა, მილა-
ხური, გვერდ წითელა, თეთრუა”. ანალოგიური მნიშვნელობით სიტყვა „ბარაქას ბუში” გამოიყენებ-
ოდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:138, 222; მაყაშვილი. 1961:19; ჩიჯავაძე, 1969:113; კობერიძე, 2011:19.

baraqas buSi - იხ.: ბარაქა.

barbaci - ტორტმანი.
ლიტ: მგელაძე, 1966.

bargi - ტვირთი, სახმარი ავეჯი, „მთა-ბარობის” დროს იალაღებზე წაღებული ბარგი - სა-
ჭირო ჭურჭლეულობა, საწოლ-საგები და ყველაფერი რაც იალაღებზე ცხოვრებას სჭირდებოდა.
აქედან მომდინარეობს სიტყვა აბარგვა - მთაში გადაბარგება.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

72
barda yvavila - ბარდა პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. აჭარაში იგი სამკურნალო მიზნითაც
გამოიყენებოდა. ძირითადად ბავშვებს მკურნალობდნენ, როცა მათ მუცლის არხი ჰქონდათ დაზიან-
ებული: 1. ბარდა ყვავილას ორ დუყს ორ ჭიქა წყალში მოხარშავდნენ, წყალი რომ ჭიქაზე დავიდოდა,
ავადმყოფს ნელ-თბილი სახით დღეში სამჯერ დაალევინებდნენ, ასევე, ამავე მიზნით მრავალძარღვას
თესლს იყენებდნენ, რომელსაც მოხარშავდნენ, გაწურავდნენ, თაფლში მოზილავდნენ და ავადმყოფს
თითო-თითო კოვზით სამჯერ აჭმევდნენ. მუცლის დაავადებასთან მიმართებაში სასარგებლო იყო
პიტნაც. პიტნას ჭიქა წყალში მოხარშავდნენ, წყალი რომ განახევრდებოდა, თბილი სახით ნაყენს ავ-
ადმყოფს დაალევინებდნენ. მუცლის ტკივილისას ბავშვის სამკურნალოდ სხვა ხალხურ საშუალებებ-
საც მიმართავდნენ, მაგალითად, ავადმყოფს დედის რძეში გახსნილ თოფის წამალს ალევინებდნენ.
პროცედურა დღეში ორჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე. კომახიძე, 1998:182, 191.

bardaRi – თურქულად bardak(g) თიხის ანდა სპილებძის დოქი, საწყლე ჭურჭელი.


გვხვდება „ბარდახი“ ფორმაც.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971; კობერიძე 2017:157.

bardi - მაყვლის ლერწი, რომელიც აჭარის გარდა გურიაში, იმერეთსა და რაჭაშიც დას-
ტურდება.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

bardula - ცხვრის დაავადება, რომელსაც დადაღვით კურნავდნენ.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:102.
barდღა - ლამაზი, პირბადრი.
ლიტ: მეგრელიძე, 1971:243-262.

baresami - ბევრი, მრავალი.

barva - სიმინდის ანდა კარტოფილის თოხით მარგვლა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bari - 1. მუდმივი საცხოვრისი, მარცვლეულის დამწიფების არეალი; 2. ხელით სამუშაო სამი-


წათმოქმედო, სათესი ნაკვეთის დასამუშავებელი იარაღი, ბრტყელი, წვერმახვილი რკინის თავით, წა-
მოცმული ხის ტარზე. მისი საშუალებით ნიადაგის ღრმად დამუშავება შეიძლებოდა. ბარით
მუშაობისას როგორც ხელის, ისე ფეხის ძალა გამოიყენებოდა. იგი რკინის ნაწილის - ბარის, ტარისა
და სატერფულისაგან შედგებოდა. ზოგჯერ უამისოდაც სამკუთხა სამუშაო პირი და ვერტიკალურ -
შვეულად მიმართული ტარსაგები ჰქონდა. ბარი ძირითადად ვაკე ადგილების დასამუშავებლად გა-
მოიყენებოდა, უმთავრესად, მებაღეობა-მევენახეობაში, აგრეთვე, სხვა სამუშაოებზე - მშენებლობაზე,
არხების გაყვანაზე. ტერმინი ბარი, მკვლევართა აზრით, შუმერულ სიტყვათაგან „მარ” და „მარუ’დან”
(ბარი და თოხი) მომდინარეობდა. აქადურში „მარრუ” გვქონდა. აღნიშნული ტერმინები ქართველუ-
რი ენების ბარი, ბარგი, ბერგი სახელებს შეესატყვისებოდა. ვარაუდობენ, რომ ბარის პარალელური
ტერმინი სათხარი იყო. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ბარი - „სათხროლი” იარაღი იყო. ბა-
რის ტიპის იარაღები საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მომდინარეობდა. რკინის ბა-
რებს წინ ხისა და რქის ბარები და თოხები უსწრებდა. ეს უკანასკნელი ნეოლითის ხანიდან
დასტურდება, რასაც არქეოლოგები ფეტვის კულტურის გაჩენასა და დამუშავებას უკავშირებენ.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:45; ჩიტაია, 2001, IV:291; მგელაძე, 1966;
ჯალაბაძე, 1960.; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:57-58.

73
baris saxli - მთის სოფლების მცხოვრებთათვის სოფლად აგებული სახლი. ტერმინი გავ-
რცელებული იყო ძირითადად იქ, სადაც მომთაბარე მეურნეობას მისდევდნენ. განასხვავებდნენ მთის
- ალპური საძოვრების და ბარის - ძირითადი საცხოვრებელი ადგილის სახლს. მოცემულ შემთხვევა-
ში ტერმინ „ბარის” მნიშვნელობა ტერმინ „მთას” მნიშვნელობით განისაზღვრებოდა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2010:28.

bartyi - ჩიტის შვილი.


ლიტ: მგელაძე, 1966.

baruTi - დენთი, თოფის წამალი. სიტყვა - barut თურქულიდანაა შემოსული.


ლიტ.: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971.

barqaSi - ხის პატარა გობი, ღრმა თეფში, ხონი, თაბახი, დიდი თიხის ჯამი. თედო სახოკია:
„საჯალაბოდან დაბალ კარში გახვალთ და შედიხარ მესამე განყოფილებაში - სარძევეში. ეს ოთახი მარ-
ტო რძისათვის არის მიჩენილი და სარძევეც იქიდან დაერქვა. იქ იკრიბება მთელი მონაწველი რძე და
მისგან აკეთებენ ყველაფერს, რის გაკეთებაც კი იციან აჭარლებმა რძისაგან. ერთ მხარეს ფიცრებია შეკ-
რული და ზედ პატარა გობები ანუ ბარქაშები აწყვია”. იმერეთის ზოგ რეგიონში ბარქაში საცეხველის
სინონიმადაცაა გამოყენებული. ზოგადად ბარქაში მრგვალ ანდა ოდნავ ოვალური ფორმის ხისა და
კერამიკის საოჯახო ჭურჭელს, თეფშზე დიდსა და გობზე პატარას წარმოადგენდა. ხმარობდნენ სუფ-
რაზე მშრალი საჭმლის თუ ხილის მისატანად. მას ძველად საეკლესიო დანიშნულებაც ჰქონია. მეფე-
თა და დიდებულთა სუფრაზე მისატანი ბარქაშები ძვირფასი ლითონებისგანაც იყო დამზადებული.
ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ბარქაში XVI საუკუნეში დასტურდება.
ლიტ.: სახოკია, 1985:154; ჭუმბურიძე, 2002;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

barjika - კაპიანი პატარა ჯოხი. სულხან-საბა ორბელიანთან დასტურდება ფორმა „ბარჯი-


კი” - კაპებიანი ჯოხი
ლიტ.: კობერიძე, 2011:17.

barji - ბოძი. სულხან-საბა ორბელიანთან „ბარჯიკი - კაპებიანი ჯოხი, გინა სათევზე ხო-
ჭი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:46.

basxuni - როცა ბავშვი ფეხზე ვერ დგებოდა, კისერს ვერ იმაგრებდა, მაშინ ჩათვლიდნენ,
რომ იგი ბასხუნი იყო, მაგრამ ყველაფერი მუდამ უჟმურს როდი ბრალდებოდა. მაგალითად,
ტრადიციული რწმენით, მიცვალებულთან ნამყოფი ადამიანის თვალი ახალდაბადებულზე უარ-
ყოფითად მოქმედებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაკრძალვიდან მობრუნებული ადამიანი
აკვანში მწოლიარე ბავშვს დახედავდა, რაც ჩვილის „ბასხუნად გახდომის” მიზეზი ხდებოდა.
როგორც ჩანს, ამიტომაც იყო, რომ სამეგრელოშიც ტირილში ორსულ ქალს მიცვალებულზე შე-
ხედვას უკრძალავდნენ - „ბავშვი დიდგულა გამოვაო”, ასევე, აჭარაში „ბასხუნად გახდომის” მი-
ზეზად ხშირად ბავშვთან ქათმის დაკვლის ფაქტს ასახელებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ბას-
ხუნს ბალახეულითაც მკურნალობდა, მაგრამ უმეტესად მაინც მაგიურ ქცევებს მიმართავდა, რო-
მელთა შორის განსაკუთრებით, მიცვალებულთან დაკავშირებული რიტუალები გამოიყოფოდა.
ლიტ.: მგელაძე, 2018.

74
batonebi - აჭარის მოსახლეობაში პოპულარობით ბატონები და მასთან დაკავშირებული მი-
თო-რელიგიური სიუჟეტები განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ბატონები, როგორც ინფექციური დაავ-
ადება, წარმომავლობით საკრალური ბუნების იყო და, ხალხური გაგებით, მისი განკურნება მხოლოდ
რიტუალების თანხლებით იყო შესაძლებელი. ბატონებთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები
კოდირებული იყო შესატყვის ტერმინოლოგიაში, სიმბოლოებში, საგალობლებში, სამკურნალო ხასი-
ათის შელოცვებში, რაც მაგიურ თუ მისტიკურ ქცევებშიც პოულობდა გამოხატულებას. თედო სახო-
კია: „გადამდები სენი, როგორც ყვავილი, წითელა, ქურმუშა, შავი ჭირი, ხორელა ქართველებს
მიაჩნდათ სულებად, ადამინთა მსგავსად. ამ სულებს შეუძლიათ სიარულით გადაინაცვლონ ადგი-
ლი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათვის არ არსებობს უგზოობა, თავისუფლად გადაეშვებიან ხოლ-
მე მაღალი მთების მწვერვალებზე, არაფრად უჩანთ გასცურონ ზღვები და ოკეანეები”. ბატონების
აღმნიშვნელი სახელწოდებების დიდი ნაწილი იმ ღვთაებათა სახელები იყო, რომლებიც იერარქიულ
სისტემაში ხთონურ ღვთაებათა რიგს განეკუთვნებოდნენ. ისინი მაშინ რისხდებოდნენ, როცა მათ კონ-
კრეტულად ეხებოდნენ. ღვთაებებს შეეძლოთ ადამიანს „შეყროდნენ”. ბატონების ტიპის სნეულებათა
სახელებს ტრადიციულ საზოგადოებებში მოკრძალებით ახსენებდნენ, რაც მათ ღვთაებრივ ბუნებაზე
მიანიშნებდა. სნეულების სახელწოდება, შესაბამისად, ღვთაების სახელის მატარებელი გახდა. დასაშ-
ვებია ამის გამოც იყო სნეულების გამოსახატავად მოსახლეობა ისეთ ცნებებს რომ იყენებდა, რომლე-
ბიც სულიერი არსების მოქმედებებს გადმოგვცემდა. ასეთი ცნებები იყო: შეყრა - „უჟმური შეეყარაო”,
მოხდა - „ბატონები მოიხადაო”, დაბრძანება - „ბატონები დაუბრძანდაო”... სამკურნალო საგალობლებს
- იავნანა (იავნანო), ბატონების ნანინა, საბატონო, საბოდიშო, რომელთაც ინფექციური ავადმყოფო-
ბით (წითელა, ყვავილი, ქუნთუშა...) დაავადებულებს უმღეროდნენ, გარკვეული ფუნქციები გააჩნდათ
და ოჯახზე განრისხებულ ღვთაებათა გულის მოგებაზე იყო გათვალისწინებული. თვით სახელწო-
დებებიც სიმღერის დანიშნულებასთან იყო მჭიდრო კავშირში. მაგალითად, სიმღერა „ბატონებო”, ბა-
ტონებისადმი მიმართვას აღნიშნავდა. სიმღერა განრისხებული ბატონებისათვის ბოდიშის მოხდის
მიზნით სრულდებოდა. „იავნანა” და „ბატონები”, იგივე, „საბოდიშო”, მიუხედავად იმისა, რომ ისინი
სხვადასხვა სახელწოდებებით აღინიშნებოდნენ, ტექსტუალურად საერთო შინაარსისა და დანიშნუ-
ლების მატარებელნი იყვნენ, თუმცა ერთმანეთისაგან მუსიკალურად საკმაოდ განსხვავდებოდნენ. ბა-
ტონების სამკურნალოდ არა მარტო ისტორიულად ჩამოყალიბებული პრაქტიკული ცოდნა, არამედ
ტრადიციული რწმენა-წარმოდგენების საფუძველზე განხორციელებული საკრალური რიტუალებიც
გამოიყენებოდა. ბატონები მრავლობით რიცხვში მდგარი ტერმინია და შემკრელობითი შინაარსისაა.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქართულ მითოლოგიაში იგი იმ სულების ერთობლიობას აღნიშნავდა, რო-
მელთაც ინფექციური დაავადებანი მოჰქონდათ. ასეთი იყო წითელა, ხველა ბატონები, დიდი ბატო-
ნები. აჭარაშიც ბატონების ციკლიდან რამდენიმე ინფექციური დაავადება გამოიყოფოდა: ხველა
ბატონები (კოწიწა/კოკიწა/კოტიტა/კოკოცა), წითელა ბატონები, ყბაყურა (ღაბუჯა), ყვავილი, წყლის
ყვავილი (შდრ. „ყვავილწყალას”). აჭარაში, ბატონების ციკლში შემავალი საყმაწვილო ინფექციური
დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული იყო წითელა (წითელა ბატონები), დიკა-ბატონები, გოჯა-
წმინდანი, ხველა (ხველა ბატონები). ბატონებისაგან თავის დახსნის სამ ფაზას გამოყოფდნენ: 1. მსუ-
ბუქ ფორმებში გამოვლენილი ბატონებისაგან თავის დასაცავად საკმარისი იყო ფაქიზი მოვლა, იის
წყალი, წითელი ფერი და, განსაკუთრებით, მორიდება; 2. გართულების შემთხვევაში წინა პლანზე
მისტიკური ქცევები იწყებდა გამოსვლას, რაც გამოხატული იყო „მობოდიშებაში”; 3. ბოლო სტადია
მაგიურ ხასიათს ატარებდა. ბატონებს მოკვდავ სამყაროში თავისი რჩეულები ჰყავდათ, ჩვეულებრივ
ასეთი ადამიანები საზოგადოებას განეკუთვნებოდნენ. ლოცვებსა და ბატონებთან დაკავშირებულ მა-
გიურ რიტუალებში ხშირად ფიგურირებდა „მამიდას” სახე. სოფლის საზოგადოებაში რომელიმე ხან-
დაზმული ქალბატონი ჩემულობდა ბატონების მსახურებას, რომელიც სულებთან კავშირის
საფუძველზე, ავადმყოფის ოჯახის წევრებს ბატონების სურვილებს ამცნობდა. აჭარაში, კერძოდ, კინ-
ტრიშის ხეობაში, ასეთ ქალბატონს - „ბატონების დედას” უწოდებდნენ. იგი მამა ღვთაების დის, ღვთა-
ება ნანას ტრანსფორმირებულ ხატი უნდა ყოფილიყო. ნანას თვისებების ტარებასა და მისი
ფუნქციების იმიტაციას მოკვდავთა წრიდან წარმოდგენილი ქალბატონი ცდილობდა. ტრადიციულ-

75
ად „ბატონების დედამ” სიმღერა კარგად იცოდა, სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ჩონგურსა და ფანდურზე
უკრავდა. მას მუდამ იმ ოჯახში იწვევდნენ, სადაც ბავშვს „ბატონები დაუბრძანდებოდა”. საერთოდ
კი, ამა თუ იმ ოჯახში დაბრძანებას ბატონების დედა თავისით გებულობდა, ავადმყოფის ოჯახში შე-
უტყობინებლად მიემართებოდა და მისვლისთანავე ბატონების საგალობელს მღეროდა. კინტრიშის
ხეობაში გამოვლენილი ეს მასალა უშუალო თანხვედრილობაში იყო საქართველოს სხვა კუთხეებში
დადასტურებულ ჩვეულებებთან. ნაირ-ნაირი შესაწირავები, მათ შორის, შესაწირავი ცხოველები და
ფრინველები, ქართველი ხალხის უდიდესი ღვთაების დიდი დედის - „ნანას” კულტის საპატივცემუ-
ლოდ გამართულ რიტუალებშიც მოწმდება. ეს ბუნებრივიცააა, რადგან ქართველებში წინააზიურ-კავ-
კასიური ღვთაება „ნანა” ბატონების დედას განასახიერებდა. მრავალი ხალხის, მათ შორის, ქართველის
ხალხის ამა თუ იმ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფის ნეთესაობის ტერმინოლოგიურ მოდელში
იგი მამისა და დედის, ზოგჯერ დიდედის აღმნიშვნელიცაა. აჭარაში ტერმინი ნანა ისეთი ვარიაციით
გვხდებოდა, როგორიც იყო ანა, ნენე და სხვა მისთანანი. ამიტომაცაა, რომ სახელი „ნანა” ხშირად გვეს-
მის ბატონების საგალობლებში. არაა გამორიცხული, რომ ქალაქ ფაზისში, ძვ. წ. II საუკუნეში აღმარ-
თული ქალღმერთის ქანდაკება გარკვეულად კონტექსტირებული უნდა ყოფილიყო ღვთაება ნანასთან,
შესაბამისად, მათ გააჩნდათ საკრალური კავშირი მზის სიმბოლოებთან და თავად მზესთან. ბერძნე-
ბის აზრით, ფაზისის ქალღმერთის ქანდაკება ყველაზე მეტად ქალღმერთ „კუბელას” ემსგავსებოდა
და მცირე აზიის მთავარ ქალღმერთს წარმოადგენდა. მას აგრეთვე „დიდი დედა” ეწოდებოდა. ნანა
დიდი მფარველი ღვთაების ფუნქციას ასრულებდა. მას არა მარტო ავადმყოფობის გამოწვევა, არამედ
განკურნებაც შესძლებია. ღვთაება ნანას ავადმყოფთა გადარჩენასა და, გარდა ამისა, ბატონთა სამეფო-
ში - იებისა და ვარდების საუფლოში პატარების მფარველობას შესთხოვდნენ. ეს მას შეეძლო, რადგან,
ბატონები მის შვილებად ითვლებოდნენ. საქართველოს ცალკეულ კუთხეში, მაგალითად, ქართლში
კახეთში, სამცხესა და ჯავახეთში ღვთაება ნანას ფუნქციურად „ბარბალე” ემსგავსებოდა. ბარბალეს
კავშირი მზესთან შესაძლებელია ტერმინ „ვარვარში” (შდრ. „მზის ვარვარს”, „ბორბალს”, როგორც მზის
დისკოსა და თვალს - ბატონებისათვის დამახასიათებელი ნიშნების იმიტაციას) შემოინახა. ბარბალეც
სახადთა დედად მიიჩნეოდა და მისი შვილები ყვავილი, წითელა ქუნთრუშა, ყივანახველა... იყო. ყვე-
ლას ერთად საერთო სახელწოდება „ბატონები” ჰქონდათ.
ლიტ.: სახოკია, 1956:23, 27-29; ბენაშვილი, 1885:40; ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი, ჯანაშია, 1943:18;
ბარდაველიძე, 1941:24, 29; 39, 52-54; 1953:134;
მაკალათია, 1938:111; ჩხიკვაძე, 1948:6; ნადარაია, 1980:199-2000.

batoniani - ავი სულების, ფერიების, ქაჯების მიერ დასადგურებული ადგილი. ასეთ მიდამო-
ებად დაუსახლებელი, უკაცრიელი ადგილები, სასაფლაოები, შენობათა ნანგრევები მიიჩნეოდა. ხალ-
ხური რწმენით, ვინც ასეთ ადგილას გაივლიდა „თვალი ეცემოდა” ანდა „უჟმური აყვებოდა”,
აუცილებლად რაიმე ხიფათს გადაეყრებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:103; კობერიძე, 2011:19.

baqani - დავაკება კიბურად.


ლიტ: მგელაძე, 1966.

baqlava - ტკბილი ნამცხვარი. კვერცხში, ერბოში და წყალში მოზელილ პურის ფქვილს ცომი-
საგან თხელ ფენებს, სულ ოცდახუთ ანდა ოცდაათ ფენას გაიყვანდენ, სპილენძის სპეციალურ ჭურ-
ჭელში ჩააწყობდნენ, ყოველ მეხუთე ფენაზე, ნიგოზში ჩანაყილ შაქარს მოაყრიდნენ, რომბის მაგვარად
დაჭრიდნენ და შეწვავდნენ, შემდეგ სქელ შერბეთს მოასხამდნენ.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; აბაშიძე, კომახიძე, 1998:157.

baqmazi - იხ.: ბეთმეზი.

baRdaduri - ცეკვა.
ლიტ.: კახიძე, 1978:3-15.
76
baRvi - მცირეწლოვანი ბავშვი. თედო სახოკია: „კივილის მიზეზი ისა ყოფილა, რომ მის ვაჟს მა-
მა „დაუმსხდაო” (გაჯავრებით გამოეკიდაო), ბაღვი (ბავშვი) სადღაც გაიჭრა...”.
ლიტ.: სახოკია, 1985:144; მგელაძე, 1966.

baRe adgili - ვაკე, მზიანი ადგილი: „ბაღე ადგილი უნდა თუთუნს, იქ იმფო სიცხია”.
ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

baRi - 1. ნაქსოვი სარტყელი, შინნაქსოვი ზონარი, წვივსაკ-


რავი, ქალამნის შესაკრავი თასმა, ბაწარი, ქამარი, სხვადასხვა ფე-
რადი ძაფებით მოქსოვილი ლენტის ანდა დაწნულ-დაგრეხილი
თოკის სახით, რომლებიც ფუსკულებით ბოლოვდებოდა. ეს
სიტყვა აჭარის გარდა ცნობილი იყო გურიასა და საინგილოში.
სიტყვა ქართულში თურქულიდანაა შემოსული - bag. 2. ხეხილ-
ნარი, ადგილი საკარმიდამოში, სადაც ძირითადად ხეხილი იყო
დარგული.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

baRnis Cagoreba - ქორწილის დროს დედოფლისათვის კალთაში პატარა ვაჟის ჩაგორება.


ბაღნის ჩაგორება საქორწინო რიტუალი იყო. როცა დედოფალი ქმრის სახლში ფეხს შემოდგამდა და
მას მისთვის განკუთვნილ სკამზე დასვამდნენ, მაშინვე კალთაში პატარა ვაჟს ჩაუგორებდნენ, რათა
პატარძალს პირველი შვილი ვაჟი შესძენოდა და გამრავლებულიყო, ჩამომავლობას კი მემკვიდრეობა
გაეგრძელებინა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

baRnis CaJdumleba - დედოფლისათვის კალთაში ბავშვის ჩასმა. ახალმოყვანილ პატარძალს


კალთაში პირველად ბიჭს ჩაუგორებენ - „ვაჟი შეეძინებაო”. იხ.: ბაღნის ჩაგორება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:103

baRnis gayidva - დაბადებიდან ორმოცი დღის განმავლობაში თუ ჩვილი ბავშვი „დაღრებოდა”,


ანუ დასუსტდებოდა, დაუძლურდებოდა და ვერ გამოაჯანმრთელებდნენ, ასეთ შემთხვევაში ბავშვს
„ყიდდნენ” - გაყიდვის იმიტაციას ახდენდნენ. ბავშვს ბედნიერი - ჯანმრთელი შვილების დედის
უბესა და პერანგში აძვრენდნენ და შემდეგ მამისეულ სახლში აბრუნებდნენ. ამას ბაღნის გაყიდვა
ეწოდებოდა. ბუნებრივია, გაყიდვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მათი რწმენით, გაყიდული ბავშვი
სიკვდილს გადაურჩებოდა. ბავშვს „წინმომავალ”, დედ-მამიან და მრავალშვილიან ოჯახზე „ყიდდნენ”.
გაყიდული ბავშვი მშობლებისავე ოჯახში ახლადშეძენილი მშობლების სახელზე იზრდებოდა, ე. ი.
ბავშვი მამისეულ სახლს არ ტოვებდა. დანათესავების პროცესში, უფრო ზუსტად, ჩვეულების
აღსრულების დროს, გამოკვეთილად იჩენდა თავს პერანგი, როგორც რიტუალის საკრალური სიმბოლო.
ბავშვის „მყიდველის” ცოლი ჩვილს ანდა მოზარდს თავის პერანგს აცმევდა, იგი ხელში აყავდა და,
დასაშვებია, რამდენიმე დღით სახ-ლშიც წაეყვანა. დედობილის პერანგს შვილობილი ორმოცი დღის
განმავლობაში ატარებდა. პე-რანგს ბავშვს საწოლში ძილის დროსაც აცმევდნენ. პერანგს ორმოცის
პერანგი ერქვა და მაგიური დანიშნულება გააჩნდა. ამ შემთხვევაშიც, ზემოთ აღწერილი, ქალის
პერანგითა და უბეში ამოძვრენით „ბაღნის გაყიდვის” წესი, რაც ფაქტიურად ძუძუს წოვების იმიტაციას
უნდა წარმოადგენდეს, შვილად აყვანის სარიტუალო ციკლთან უნდა ყოფილიყო ორგანულად
77
დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, როგორც „ბაღნის ყიდვას”, ისე „შვილად
აყვანას” საფუძვლათ ედოთ საერთო ტრადიციული ფასეულობები. ბავშვის სიმბოლურ გაყიდვა-
გასხვისებასთან იყო დაკავშირებული სახელის გადარქმევაც. აჭარის მთიანეთში, თუ მცირეწლოვანი
ბავშვი „წინ არ მიდიოდა” ანუ დასუსტდებოდა, „დაღრებოდა”, დაუძლურდებოდა და ოჯახი ვერაფერს
გახდებოდა, ასეთ შემთხვევაში შეიკრიბებოდა სახლეული და მშობლების თანხმობითა და საერთო
გადაწყვეტილებით ბავშვს ახალ სახელს შეარქმევდნენ, იმ მოტივით, რომ ბავშვი „სახელზე არ წევდა
წინო” და სახელს გამოუცვლიდნენ.
ლიტ.: მგელაძე, 2018.

baRCa - ხეხილნარი, ადგილი საკარმიდამოში, სადაც ძირითადად ხეხილი იყო დარგული.


ლიტ.: მიქელაძე, 1978:116.

baRCebi - სახლის წინ ანდა სახლთან ახლო მდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებიც
გლეხური მეურნეობის შემოსავლის ძირითად ნაწილს იძლეოდა.
ლიტ.: კახიძე, 1973:28.

bayvi - თეძომდე მუხლსზედა სიმსუქნე.

bayli - ჭუჭყი.
ლიტ: მგელაძე, 1966.

baSdade - პატარძლის მაყარ ქალთაგან უფროსი მდადე.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:103.

baSluRi - თურქულად „ქრთამი”. აჭარულშიც სიტყვა თურქული ენიდანაა შესული: 1.


დაქორწინების პერიოდში ქალის გამოსასყიდი, საცოლის დანიშვნის დროს გაღებული საჩუქარი,
ქალის მშობლებისათვის განკუთვნილი ქონებრივი სარგო, ქრთამი ქალის მშობლებისთვის,
დამოყვრებისას ქალის მშობლების სასარგებლოდ ვაჟის გადასახდელი ფული. მას „სათაოც” ერქვა.
გამოსასყიდის რაოდენობის განსაზღვრისათვის ეკვივალენტად კარაქის ანდა საქონლის ღირებულება
გამოიყენებოდა. გადახდა ძირითადად ფულით ხდებოდა, თუმცა ბაშლუღში ხშირად სიმინდი,
ძროხა, ხარი და სხვადასხვა ნივთიც შედიოდა. ზოგჯერ ბაშლუღი ქორწინების შემთხვევაში ქალიშვილის
პირადი საკუთრების კომპენსაციასაც წარმოადგენდა, რითაც იგი მზითვსაც უკავშირდებოდა. ნახევარს
ანდა მთელ ბაშლუღს საპატარძლოს ოჯახი ვაჟის ოჯახში მზითვის სახით აბრუნებდა. საერთოდ,
უმზითვოდ ქალის გათხოვება, განსაკუთრებით თუ მასში ბაშლუღი ჰქონდათ აღებული, სირცხვილად
ითვლებოდა. 2. ბაშლუღი აჭარულში ყაბალახისა და ბაშლაყის, კაცის თავსაბურავის მნიშვნელობასაც
შეიცავდა. იხ.: თავნი და ყაბალახი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017; ბექაია, 1974:31, 42-43; მგელაძე, 1996: 2004; ნიჟარაძე, 1971.

baCaCa – 1. მსხლის ადგილობრივი ჯიში, რომელმაც პატარა ზომის ნაყოფი იცოდა; 2.


დაბალი ხე; 3. გადატანითი მნიშვნელობით დაბალი ტანის კაცი ანდა ცხოველი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:104; კობერიძე, 2011:15, 35.

baCuntali - ქონდრის კაცი, ჩია, ჯუჯა, ცეროდენა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

baCuCi - იხ.: ბაბუჩი.

baZgari - ეკლიანი შქერის მაგვარი ხის ჯიში, ბარღნალი, ეკლიანი ჭყორნალი, ჭყორი, სხვაგვარი
განმარტებით, კიდეწვეტებიანი ფოთლით მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც საქონლის

78
საკვებად გამოიყენებოდა. მას საქონლის საკვების ნაკლებობის დროს მოსახლეობა როგორც უხეშ
საკვებს, ზამთარში იყენებდა, განსაკუთრებით ბაძგარს თხა ეტანებოდა. აჭარულის გარდა ეს სიტყვა
გურულ და ლეჩხუმურ დიალექტებში, ასევე, ოკრიბულშიც იყო წარმოდგენილი. მას ასე
განსაზღვრავდნენ: „შქერის მსგავსი ეკლისფოთლებიანი ხე, მცენარე წყავისმაგვარი, ეკლიანი ხე -
ეკლიანი ფოთლები იცის, მაღალი იზრდება, ბაძგი”:
„მგელმა თქვა - ჩემი საწოლი,
შავია და ბაძგარიო,
სამი ძროხა რომ შევჭამო,
არ ვიქნები მაძღარიო”.
სულხან-საბა ორბელიანთან „ბაძგარი ეკლიანი ჭყორნალი”-ა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:46; მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971:104.

baZi - მიბაძვა. ანდაზა: „ერთმანეთის ბაძითაო, სახლი ეივსო ბრაზითაო“.


ლიტ: მგელაძე, 1966.

bawaraჲ Romi - ღომის ჯიში: „ბაწარაჲ ღომი თეთრი ღომია. გემოც კარგი აქ და
კარაქათაც მზადდება, გამრთავია”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:35.

bawari - თოკი. ტრადიციულად აჭარაში ბაწარს კანაფისაგან გრეხდნენ.

bawari gza - ვიწრო გზა. იხ.: გზა-ბაწარაჲ.

bawris sagrexi - თოკის საგრეხი ხის მოწყობილობა. ხის ფიცარზე


სამი ცალი მრგვალი ხის მოკლე ძელი იყო დადგმული, რომლებიც ღერძზე
ტრიალებდა. თითოეულ ძელზე ხუთი ღარი იყო ამოთლილი.

ბაწრის გრეხის პროცესი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)
79
baxura - ბახურა წყლის არსება იყო, რომელიც 1-18 ივლისს, ხოლო ძველი სტილით 14-27
ივლისს წყლის სტიქიას განაგებდა, მაგრამ არავინ იცოდა კონკრეტულად თუ რომელ დღეს. ამიტომაც
ამ პერიოდში ყველა დღეს წყალში ბანაობა აკრძალული იყო, თორემ მთელი მოსავალი დალპებოდა.
ამასთან თვით წყალში მობანავესაც საფრთხე ელოდა. თუ მას ბახურა შეეყრებოდა, ტანზე დააყრიდა
- „დაპეპლავდა” და ააჭრელებდა.
ლიტ.: ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:140.

baxuri - წესი, რომელიც ივლისის თვეში ნათესებში შესვლას კრძალავდა, ყანებსა და ბაღჩებში
და, საერთოდ, ნათესებში გასვლის აღკვეთილი დღე, რომელიც უძველეს სამიწათმოქმედო წეს-
ჩვეულებას მიეკუთვნებოდა. ტერმინი დღეისათვის მხოლოდ მაჭახლის ხეობაში და ქედის რაიონის
სოფელ უჩხითშია ფიქსირებული. ბახური ადრე, ძველი სტილით 18-21 ივლისის ერთ რომელიმე
საათს ემთხვეოდა, მაგრამ შემდეგ ეს დრო აღრეულა და ერთი საათის ნაცვლად სამ დღეს იყო
ტაბუირებული. თუ ბახურის წინ, ორი-სამი დღით ადრე, ნათესის პირველ რიგში სპილენძის ნაჭერს
ანდა ხმარებიდან გამოსულ საგანს არ ჩაფლავდნენ, მაშინ ნათესებში გავლა სასტიკად იკრძალებოდა.
ამ წესის დარღვევა ნათესების დაზიანებას, მოუსავლიანობასა და წესის დამრღვევის განუკურნებელი
სენით დაავადებას გამოიწვევდა. დასახელებულ დღეებში არც საშემოსავლო თესვა შეიძლებოდა -
მარცვლეული არ ამოვიდოდა. ანალოგიური წესი ლაზეთშიც იცოდნენ და მას ხცალა ეწოდებოდა,
რაც ლპობას ნიშნავდა.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, IV:500; კახიძე, 1967; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს... 2009:344;
ქართული ეთნოლოგიური... 2009:73.

baqlava - ტკბილი ნამცხვარი, იგივეა, რაც ფახლავა.

baxCiSi - ბაღჩიში აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა შესული და მოსაკითხს, მისალოც


საჩუქარს, ძღვენს ნიშნავდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015

bajanaRi - ქვისლი. თურქულად baçanak.

bajga - ლობიოს ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

bdRvna - ბალახის ანდა თმის გლეჯა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

be - 1. წინასაქორწინო სავალდებულო ფულადი გადასახადი, რომელსაც ვაჟის ოჯახი საჩუქრის


სახით ქალის ოჯახს აძლევდა. ბელგის გადახდის შემდეგ ქალი ამ ოჯახის სარძლოდ ითვლებოდა.
საქორწინო შეთანხმების შემდეგ თანხმობის ნიშნად ვაჟის ოჯახი საპატარძლოს ოჯახს ბეჭედს ანდა
სხვა ნივთს უტოვებდა; 2. საქონლის ღირებულების ნაწილის წინასწარ მიცემა, გასაყიდი საქონლის
ერთგვარი დასაკუთრება - დაბევება; 3. ხერტლის ნადში მონაწილე ქალებისათვის წინდაწინ
დასართველად მიცემული მატყლი, შეჯიბრში მონაწილეზე წინდაწინ მიცემული მატყლის ფთილა -
ნართი. ხერტლის ნადში ხშირი იყო ქალების შეჯიბრი. ასეთ შემთხვევაში ერთი, თავის ხელსაქმეში
უფრო თავდაჯერებული, მეორეს ეტყოდა: „ბეს მოგცემ და შემეჯიბრე ვინ მეტს დაართავსო”.
ლიტ.: მგელაძე, 1996; აჭარული დიალექტის... 1978:9; 2008:8; ქართული ეთნოლოგიური... 2011:74.

bebera - დედის დედა. შდრ. „პეპერას”.


ლიტ.: ბავრელი, 1878 (№26):4.

80
bebiaqali - ბავშვის ამყვანი, რომელიც მელოგინე ქალს მშობიარობაში ეხმარებოდა. ტერმინი
ძირითადად ქვემო აჭარაში იყო გავრცელებული. იხ.: ბავშვის ამყვანი და ებე.

bebrevTi - დედულეთი.
ლიტ.: მგელაძე, 1966; აჭარული დიალექტის... 1976:51.

bebuTi - ირიბი დანა, ორპირად ლესული, გაშუალებითი დაფოლადების წესით მზად-


დებოდა, რაც რკინის ორ ნაჭერს შუა ფოლადის დაყოლებას, დატენვას გულისხმობდა. ბებუთი
ხელჩართულ ბრძოლაში გამოიყენებოდა. ქართული ბებუთი გარკვეულ მსგავსებას აღმოსავლურ
ყამასთან ამჟღავნებდა. იხ.: აჭარული დანა.
ლიტ.: რეხვიაშვილი, 1964; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:63.

bedgonio - ბლაგვი კუთხის საზომი გონიო.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2010:32; მიქელაძე, 1978:113;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:93.

bedeli - სამაგიერო, საწინდარო, არაონი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bedva – აჭარაში საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილებში, განსაკუთრებით იქ, სადაც


საკულტო ნაგებობა იდგა, ეჭვმიტანილის გამოსატეხად ადრე ბედვა - საჯარო წყევლა იცოდნენ.
ბედვა, რომელიც იგივე იყო, რაც წყევლა, პროცესში ფიცის ელემენტებსაც შეიცავდა. ბედვა აჭარაში
მკვლელობაში ეჭვმიტანილის გამოსატეხადაც სცოდნიათ. თუ დაზარალებული ნოგროს - ნათესაური
ჯგუფის წინაშე დამნაშავის ფიცი ვერ გაჭრიდა, ე. ი. თუ დამნაშავის ფიცი დაზარალებული მხარის
ნათესაურ ჯგუფს არ აკმაყოფილებდა, შემდგომ ბედვა იწყებოდა. აჭარელთა რწმენით, „ნაბედვარი”
კაცი ვერ გაიხარებდა. ხინოში ბედვას „ამოყინვას” უწოდებდნენ. ბედვა (ამოყინვა) - დამნაშავის
„გადაცემა” სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავყრილობის მოედანზე, პარასკევ დღეს იწყებოდა.
მას თემის თავკაცები ხელმძღვანელობდნენ. საჯაროდ გამოაცხადებდნენ: „ვინც მკვლელის ვინაობა
იცოდეს და არ გამოაცხადოს, დაწყევლილი იქნესო”. ამის საპასუხოდ უდანაშაულონი ერთხმად
იტყოდნენ - „ამინ, გაიგოს ღმერთმაო”. დაფიცების ხერხი ქურდობის აღსაკვეთად და მომპარავის
გამოსატეხადაც გამოიყენებოდა. ეთნოგრაფიული მასალებით, „კაცს, რომ დიეკარგებოდა რამე, ბედვას
გუცხადებდა”.
ლიტ.: მგელაძე, 1966; მგელაძე, 1984:46-61; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს..., 2009:538.

bedloba - 1. კერძო მეურნეთა ურთიერთდახმარების ფორმა: თუ მუშა საქონლით უზ-


რუნველყოფილი გლეხი მუშახელის ნაკლებობას განიცდიდა, გამწევი ძალის დროებით გასხვისებით
ბედლად - ბადლად მუშახელით დახმარებას მოითხოვდა, რასაც „ბედლობას” უწოდებდნენ; 2.
ურთიერთდახმარების ეს ფორმა და ურთიერთვალდებულებათა სისტემა სანაცვლო შრომითი
ანაზღაურების პრინციპებზე იყო აგებული. ხვნის დროს მოხმარება დღეობით ხდებოდა. დამანიდებულ
ოჯახთა ორივე მხარე ვალდებული იყო წინასწარი გარიგება შეესრულებინა. არ ჰქონდა მნიშვნელობა
მანიდისა თუ ბედელის სანაცვლო-სავალდებულო დახმარება თოხნაში გამოიხატებოდა თუ სხვა
თანაბარი სახის სამუშაოს შესრულებაში. თითოეული მხარისათვის სასურველი და სასარგებლო იყო
შრომაგაცემულის მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, რადგან ეს საჭიროების შემთხვევაში გარანტიას
იძლეოდა დახმარება უკანვე მიეღო. აჭარაში სიტყვები - ბედლობა და მანიდი ფუნქციურად თანაბარი
მნიშვნელობის იყო. მანიდში ორი ანდა უფრო მეტი გლეხი ერთიანდებოდა და მას შრომითი
დახმარების აუცილებელი ანაზღაურება ედო საფუძვლად. ერთი შეხედვით, მოდგამი თითქოსდა

81
უთანაბრდებოდა მანიდსა და ბედლობას და მათ ეკვივალენტურ ცნებად გამოიყურებოდა, მაგრამ
სხვაობა მაინც არსებობდა: დამოდგმება მუშა პირუტყვისა შეიძლებოდა მაშინ, როცა მუშახელზე
დამანიდებას იტყოდნენ. ეს მაინც არ იყო შრომითი გაერთიანების ამ ორი ფორმის გამიჯვნის სრული
კრიტერიუმი. ისინი ერთმანეთისგან უპირველესად იმით განსხვავდებოდნენ, რომ თუ მოდგამი არ
იყო ანაზღაურებითი ხასიათის, მანიდი და ბედლობა, პირიქით, სანაცვლო დახმარების პრინციპს
ემყარებოდა. მანიდისა და ბედლობის დროს ოჯახი მიღებული დახმარების საფასურად ვალდებული
იყო მომხმარებლისათვის დახარჯული შრომა სანაცვლო დახმარებით აენაზღაურებინა და
გაეთანაბრებინა. მაგალითად, თუ ერთი გლეხი მეორეს ახოს გატეხვაში რამდენიმე დღეს შველოდა,
მისი მემანიდე ანდა ბედელი ვალდებული იყო იმავე ანდა სხვა სახის სამუშაოთი, ვთქვათ, ტყეში
მასალის დამზადებაში ამდენსავე დღეს მოხმარებოდა. ეს ორი სამუშაო შრომატევადობის თვალსაზრისით
თანატოლად ითვლებოდა. შეამხანაგებული ოჯახები ერთმანეთს დათქმული და წინასწარ
განსაზღვრული ვადით ეხმარებოდნენ. მოხმარება ხვნის დროს „დღეობით ხდებოდა” და მიწას
ნაკლებს დაამუშავებდი თუ მეტს - „არ ეიწონებოდა”. ხშირად, მანიდს ანდა ბედლობას არა მარტო
ეკონომიკურად სუსტი, არამედ ძლიერი ოჯახებიც კი მიმართავდნენ. ამას მოსალოდნელი კლიმატური
პირობების წინასწარი გათვალისწინება განაპირობებდა. აჭარაში სანაცვლო დახმარებაზე დამყარებული,
დამანიდებელ ოჯახთა ორივე მხარე ვალდებული იყო წინასწარი გარიგება შეესრულებინა. მოხმარების
საფასურში დამანიდება ფულად ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა. ფულადი ანაზღაურების მიცემა
მარტო მუშახელის დაქირავების შემთხვევაში ხდებოდა. ამდენად, შრომითი დახმარების ამ ფორმას
საფუძვლად ედო შრომითი დახმარების ანაზღაურება არა ფულით, არამედ იმავე ანდა სხვა სახის
სამუშაოს შესრულებით. დამანიდება-ბედლობას ნათესაური ჯგუფის შიგნით იშვიათად მიმართავდნენ
და ამ სახის შრომითი გაერთიანება განაყოფი ოჯახებისაგან ნაკლებად დგებოდა. იგი შრომითი
კოოპერაციის განვითარების საკმაოდ გვიანდელი წარმონაქმნი ჩანს. აჭარის სხვა ხეობების მსგავსად
მაჭახლის ხეობაშიც მანიდი სანაცვლო-სავალდებულო დახმარებას ითვალისწინებდა. აქაც მნიშვნელობა
არ ჰქონდა სავალდებულო-სანაცვლო დახმარება თოხნაში გამოიხატებოდა თუ სხვა სახის სამუშაოს
შესრულებაში. შრომით კოოპერაციაში სანაცვლო-სავალდებულო დახმარების თვალსაზრისით
ანალოგიები საქართველოსა და კავკასიის არაერთ კუთხეში დასტურდება. სპეციალურ ლიტერატურაში
ხაზგასმულია, რომ ურთიერთდახმარების ტრადიციული ფორმა თანდათანობით სანაცვლო დახარების
ფორმაში და სესხში გადაიზრდა, თუმცა ეს უკანასკნელი გარეგნულად დახმარების ფუნქციას
ინარჩუნებდა. დახმარების გაცვლითი ურთიერთობა ძირითადად თანაბარი ეკონომიკური მდგომარობის
ოჯახებს ახასიათებდათ, ე. ი. შრომას ის ოჯახი გასცემდა, რომელსაც სანაცვლოდ დახმარება შრომის
თანაბარი ხარისხის დონეზე სჭირდებოდა. თანდათანობით ეს ურთიერთობა ღრმავდებოდა და
სესხითი, კერძოდ, „სესხითი დახმარების” ჩამოყალიბებულ სახეს ღებულობდა. საბოლოოდ იგი
კაბალის ფორმირებამდეც კი მივიდა, ე. ი. შინაგანი განვითარების კვალობაზე და ქონებრივი
განსხვავებულობის საფუძველზე დახმარება-გაცვლითი ურთიერთობა თანმიმდევრულად დახმარება
სესხით და სესხით-კაბალურ მდგომარეობაში გარდაიქმნა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:105, მგელაძე, 1984.

bevna - მობევნა, წნეხა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

beTmezi - იხ: ბათმაზი.

bela - შარი, ხათაბალა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

belga - იხ.: ბე.

beleSa - წამრგვალებული.
ლიტ: მგელაძე, 1966.
82
beli - 1. დათვის თათი; 2. ორკბილა, ჩანგლისებური სამიწათმოქმედო იარაღი, რომელიც
ოროკი ადგილების დასამუშავებლად - დასაბელავად გამოიყენებოდა; 3. ყავრის სახდელი იარაღი.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, IV:500; მგელაძე, 1996; კახიძე, 1967; ქართული ეთნოლოგიური... 2009;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:64.

belti - გზა.
ლიტ: მგელაძე, 1966.

benZRli - დაძველებული, ითქმის გოდორსა და კალათაზე.


ლიტ: მგელაძე, 1966; ნოღაიდელი, 2014.

bera - საცხვრე, ცხვრის სამყოფი, ძელური ბაკი თხა-ცხვართათვის. მეურნეები საუბარში


ხშირად იტყოდნენ: „ახორქვეშას მეორე ნახევარი ბერას და საკაკნეს უჭირავს”-ო, „ცხვარი გვყავს
ბერაში, საცხვრეში ... თხებიც”. ბაკში ცხვრის დამწყვდევის გარდა, რომელიც ფიჩხის ანდა ქვის
მრგვალი ღიობითაც იყო შემოვლებული, ცხვარიც იწველებოდა. ეს იყო შემოზღუდულ ადგილზე
ცხვრის დასათვლელად და მოსაწველად დატოვებული ვიწრო გასავალი. აჭარის გარდა იგი ცნობილი
იყო ჭოროხის აუზის არაერთ მხარეში - ტაო-კლარჯეთში, მტკვრის აუზის მოსახლეობაში - სამცხეში,
აღმოსავლეთ საქართველოში - ქსნის ხეობაში, ხევში, მთიულეთ-გუდამაყარში, ქიზიყში. საქართველოს
ზოგიერთ კუთხეში მას ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობებიც გააჩნდა. ბერა ნიშნავდა: 1. თივის
დასამაგრებელ ხეს მარხილზე, ვიწრო გასასვლელს და, როგორც აღინიშნა, ცხვრების საწველ ადგილს,
მინდორში საგანგებოდ შემოღობილ ადგილს ცხვრის ფარის მოსაწველად, ასევე, წბერის - ჭაჭის
საწნეხი მანქანის ნაჭლს; 2. ბერა იყო რძის მოგროვების მიზნით ბარულ მესაქონლეობასთან
დაკავშირებული ერთჯერადი გადამუშავებისათვის აუცილებელი ეკვივალენტური ურთიერთდახმარება
- ახლო მეზობელთა გაერთიანება. შიდა კახეთში წველის სეზონის დადგომისთანავე სოფელში
რამდენიმე ბერა შეიქმნებოდა, თითოეულში ხუთი-ათი ოჯახის საქონელი ერთიანდებოდა. ეს
ოჯახები საერთო გომურს, ბაკებსა და კარავს აშენებდნენ, სამეურნეო კომპლექსი სოფლის ახლოს
სასოფლო საძოვრებსა და საანეულოდ განკუთვნილ მიწებზე იმართებოდა. ბერას მეურნეობასა და
წველა-დღვების საქმეს მამაკაცები უძღვებოდნენ. საქონლის მოვლა-პატრონობა მონაწილეების მიერ
რიგრიგობით ხორციელდებოდა. ასევე, ბერაში შემავალი ოჯახები დღის ნაწველს რიგრიგობით
იღებდნენ. ერთ ჯერზე რიგით მწყემსობა და წველა თანაბარუფლებიანობის პრინციპს ემყარებოდა.
ბერას წარმოშობა საქართველოს ბარში დიდი სახლეულის რღვევასთან იყო დაკავშირებული, როდესაც
ცალკეულ კომლთა განკარგულებაში არსებული პირუტყვი არ იყო საკმარისი რძის მეურნეობის
დამოუკიდებლად წარმართვისათვის; 3. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მრავალთაგან ზეამართული
და გადაჯვარედინებული იარაღი - ხმალი, შუბი, რომლის ქვეშაც დამარცხებულ, ტყვედ ჩაგდებულ
მტერს გაატარებდნენ ხოლმე. გადატანითი მნიშვნელობით ბერაში გატარება ვისიმე დამარცხება
ანდა დაშინება და შერცხვენა იყო; 4. ბერა ბავშვთა ზოგიერთ თამაშობაში მონიშნული, ამორჩეული
ადგილი - ქვა, ხე, შენობის კედელი იყო, რომელსაც ბურთს მოარტყამდნენ, სადაც თამაშის დროს
თვალს ხუჭავდნენ; 6. აჭარაში ადგილობრივი ვაშლის ჯიში.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971; ცაგარეიშვილი, 1987; ქართული მატერიალური კულტურის...
2011:64.

beraZarRva - მრავალძარღვა, სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეული. ლაზეთში მას


ბალაზაღი (შქვითდამაი), სამეგრელოში - მაჯარღვია (მაჯერღვაია//მაჯარღვალაია//მაჯერღვაია),
სვანეთში - მგძაარღვოოლ, მუხვტელ, მაჯარღოლ, შვარაშბალე, მუდრუწა, ქვემო იმერეთში -
ბამბაძარღვა, გურიაში ძარღვა-ძარღვა, სამცხე-ჯავახეთში ლავაძარღვა ერქვა, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოში, კერძოდ, ქართლ-კახეთში, ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთსა და ხევში ბერაძარღვას
შესატყვისი ლავარძაღა და ცხრაძარღვა იყო. ხევსურეთში ამ მცენარეს „მოგზაურაც” ეწოდებოდა,
ხოლო საინგილოში - საჰყიზი ფოთოლ. გვხვდებოდა ისეთი სახელიც, როგორიცაა ცხრაძარღვა,
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:52.
83
berebis moyra - მედიატორების, ადათების მცოდნე მომრიგებელ მოსამართლეთა შეკ-
რება, მოდავე მხარეთა წარმომადგენლები, რომელთაც სოფლებს შორის დავის გადასაწყვეტად,
მოდავე მხარეთა მოსარიგებლად თემი ირჩევდა. ასევე, სათემო თუ საოჯახო მედიატორული
საკითხების განხილვის ანდა რაიმე საზოგადოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად თემის
უხუცესთა - ხანდაზმულ პირთა შეკრება.
ლიტ.: მგელაძე, 1984:46-61; ზოიძე, 1996:71.

bereqeTi - ბარაქა, ხვავიანობა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

beri - მოხუცი, ქმარი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ber-dedaberi - მოხუცებული ცოლ-ქმარი.

bertya - ცოცხალი ანდა მოკლული რისამეს ძირს დაგდება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ბertyva - ხიდან თოვლის ჩამოყრა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

berwani - უშობელი, ფური, რომელიც ხბოს არ მოიგებდა, ბერწი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

berwi - 1. არამეწველი; 2. არამშობელი; 3. წლიდან ორ წლამდე ხბო. ორი წლის ასაკში დამაკება
სასურველი არ იყო. ამ ასაკში ზემო აჭარული ძროხა არ მაკობდა. ამიტომაც მეორე წელში მყოფი
ძროხა „ბერწად” იწოდა. აქედან, ზოგადად, ბერწი დაუმაკებელ ძროხას აღნიშნავდა.
ლიტ.: მგელაძე, 1966; 2012.

berwia - წლის ხბო, დეკეული.

berwis-berwi - ძროხა, რომელიც რამდენიმე წელს ხბოს არ შობდა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

berwiSvili - არამეწველი ძროხის შვილი.

berw-mewveli - ძროხა წველადობის მიხედვით. წველადობის მიხედვით ძროხა შეიძლება


„ბერწ-მეწველი” და „ხბოიანი” ყოფილიყო. ძროხა, რომელიც წელიწად ჩაგდებით იმაკებდა, იგი
ბერწობის პერიოდში „ბერწ-მეწველად”, ხოლო მეორე და მესამე წელს თუ კიდევ არ იმაკებდა და
აღარც მოიწველიდა - „ხმელ-ბერწად” იწოდებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 2012.

bes darigeba - მატყლის დამუშავებისა და ნართის მიღების პროცესი რთული და შრომატევადი


იყო. იგი დიდ დროსაც მოითხოვდა. ამიტომ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ხალხში შემუშავებული
იყო ურთიერთდახმარების ისეთი ფორმა, რომელსაც „ნადს” ეძახდნენ. აჭარაში იცოდნენ „მატყლის
საჩეჩავში ნადი” ანდა „ჩეჩვის ნადი” და „მატყლის სართავში ნადი” თუ „ხერტლის ნადი”. ნადის
მეშვეობით მატყლის დამუშავება, ძირითადად, ღამით, სხვა საოჯახო საქმეების დასრულების შემდეგ
ხდებოდა. მოიპატიჟებდნენ მეზობელ და ნათესავ ქალებს, ოციდან-ოცდაათამდე ქალს. ყველა თავის

84
საჩეჩელს მიიტანდა. დასხდებოდნენ და დაჩეჩავდნენ მატყლს. „ჩეჩვის ნადის” მსგავსად „ხერტლის
ნადიც” ეწყობოდა. მოწვეულ ქალებს წინდაწინ რამდენიმე წყვილ მატყლის ქულას ჩამოურიგებდნენ.
ამას „ბეს დარიგებას“ უწოდებდნენ. ნადში მონაწილე ყველა ქალს თითო ხერტალი - თითისტარი
ძაფის დართვა მაინც უნდა მოესწრო. მოწვეული ქალები დარიგებული მატყლის ქულებს წინდაწინ
სახლში თუ დაართავდნენ და ნადში ისე მივიდოდნენ, გასართობად მეტი დრო ექნებოდათ. მატყლის
ჩეჩვისას „მატყლი მოჩეჩებული” - მიმოფანტული იყო, რის გამოც გართობა ძნელდებოდა. ჩეჩვის
ნადის დროს ქალებს შეეძლოთ მხოლოდ სიმღერა – შაირებითა და ზღაპრების მოყოლით გაერთოთ
თავი. ხერტლის ნადის დროს კი ძალიან მხიარულობდნენ. მონაწილე ქალები ასე აღწერდნენ ხერტლის
ნადს: „მატყლი ჩატკეპნილია. 20-25 ქალი მოსკამული (დამჯდარი) შამიესეოდა. ლამბები (ლამპა)
ჰქონდათ ჩადგმული წინ და ართავდნენ. ფარტნებს (ფანტელებს) ჩაართავდნენ და მერე იყო სამა
(ცეკვა), სიმღერა, სეირი: უკრავდნენ, მღეროდნენ, სამობდნენ. მოირთვებოდნენ კაცის ურუბით
(ტანსაცმლით), ულვაშებს გეიკეთებდნენ... შევარდებოდნენ ოდაში, დააფრინდებოდენ გოგოს, ვითამ
იტაცებდენ. ატყდებოდა სიცილი...”.
ნოღაიდელი, 2017:11-13.

beqlava - ტკბილი ნამცხვარი, იგივეა, რაც ფახლავა. იხ.: ბაქლავა.

beqmazi - იხ.: ბეთმაზი.

beqmezi - მსხლისაგან, ვაშლისაგან, ყურძნისაგან, ქლიავისაგან, თუთისაგან ანდა ხურმისაგან


საგანგებოდ დამზადებული წვენი. ჩვეულებრივ ბექმეზს ზაფხულის ხილისაგან ამზადებდნენ.
იხ.: ბეთმაზი.
ლიტ: კახიძე, 1974:48.

beReli - 1. სურსათის შესანახი ნაგებობა,


სახლის სახურავის ქვეშ, სახურავსა და ჭერს შორის
გაკეთებული პატარა სათავსი, ჭირნახულის,
უმეტესად, ხილის და სხვა მსგავსი საზამთრო
მარაგის, სამეურნეო პროდუქტების შესანახი
შენობა - სახლი ანდა ოთახი. იგი ზოგჯერ წმინდად
გათლილი ფიცრისგან აგებულ ერთსართულიან
ოთხკუთხა ოთახს წარმოადგენდა, რომელიც ქვის
დაბალ ბოკონებზე იყო შედგმული. ბეღელი
მთლიანი ნაგებობა იყო, იმდენად მჭიდროდ
აშენებული, რომ მასში მღრღნელებს ვერ უნდა
შეეღწია. ბეღელის კარიც მჭიდროდ იხურებოდა,
რათა მასში თაგვი არ გამძვრალიყო. ბეღელს
პატარა კარი ჰქონდა და ე. წ. „დათვა საკეტით”,
იგივე. „დათვა ბოყვათი“ იკეტებოდა. ბეღელი ხშირ შემთხვევაში აჭარულ სახლში სხვენში იყო
მოქცეული. კონსტრუქციულად ბეღელის კედლები თუ სვეტები სახურავის დამჭერიც იყო და
სათავსის ფუნქციასაც ასრულებდა. ბეღელი შიგნით დაყოფილიც იყო და მთლიანიც. დაყოფილი
ბეღლის ცალკეულ თვალში სხვადასხვა პროდუქტი და მარცვლეული ინახებოდა. ბეღელი მეტ-
ნაკლებად გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში და ძირითადად დამახასიათებელი
იყო დიდი მასშტაბის მეურნეობისთვის. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, მათ შორის, აჭარაში
ბეღელი ისეთ პატარა ოთახსაც ითავსებდა, რომელიც თაფლობის თვეში ახლად დაქორწინებულთა
საცხოვრისად გამოდგებოდა; 2. მომაღლოდ, ოთხკუთხედად ანდა სამკუთხედად დაწყობილი საშენი
მასალა.
ლიტ.: ნოღაიდელი... მგელაძე, 1966; რუხაძე, 1976; მიქელაძე, 1978:116;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:64.
85
beRleTura - მსხლის ადგილობრივი ჯიშის სახელწოდება, ისხამდა თხელი და ნაზი კანის
დიდი ზომის ნაყოფს, ძირითადად, ბექმეზის გასაკეთებლად გამოიყენებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:222; ნიჟარაძე, 1971:107.

beSiqerTma - იხ.: დედის მუცელში დანიშვნა.


ლიტ.: მგელაძე, 1996; ბექაია, 1974:40.

beSqirTma - იხ.: ბეშიქერთმა.

beCa - სიმინდის ერთ-ერთი სახეობა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

beCi - გამოშტერებული, გამოთაყვანებული, ლენჩი, გიჟი, გადარეული. სულხან-საბა ორ-ბე-


ლიანთან „ბეჩი - გაშტერებული“.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:49; მგელაძე, 1966; კობერიძე, 2011:18.

beCi brolaჲ - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79.

beCqna - ბუჩქების გაჩეხვა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:26.

bewva - დანით ბეწვის გაცლა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:31.

bewvi - ერთი ღერი თმა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

beWa - ყავრის გასახდელი იარაღი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

beWeda - თითის სნეულება.


ლიტ: მგელაძე, 1966.

beWedi - ქალისა და მამაკაცის თითზე წამოსაცმელი სამკაული, რომელსაც ძვლის, ქვის, მინისა
და სხვადასხვა ლითონისგან ამზადებდნენ, უკეთებდნენ სხვადასხვა სახის ძვირფას ქვებს. ესთეტიკური
მოთხოვნილების გათვალისწინებით ბეჭდები სხვადასხვა ფორმა-მოყვანილობის მზადდებოდა: 1.
აჭარაში ფართოდ იყო გავრცელებული ნაირგვარი ბეჭდები, რომელნიც აჭარელი ქალის დღენიადაგ
სატარებელ სამკაულს წარმოადგენდა. ისინი ძირითადად ვერცხლისაგან ანდა სპილენძისაგან იყო
დამზადებული. ოქროს ბეჭდებს იშვიათად ატარებდნენ. აჭარაში გავრცელებული იყო როგორც
ვერცხლის თვლიანი, ისე უთვლო, სადა, რგოლისებრი ბეჭედი. ამ უკანასკნელის ზედა ნაწილი
ოთხკუთხა ანდა ოვალური ფორმით იყო წარმოდგენილი. მასზე ამოკვეთილი იყო გეომეტრიული
თუ მცენარეული ორნამენტი, ზოგჯერ, არაბული წარწერებიც. ბეჭედს ყველა ასაკის ქალები ატარებდნენ.
ჩვეულებრივ გარდა ნეკისა და ცერისა, ყველა თითზე იკეთებდნენ. სადღესასწაულო და საქორწინო
ცერემონიალის დროს ქალები რამდენიმე ბეჭედს ირგებდნენ. ბეჭედი ამავე დროს სარძლოს დანიშვნის
პროცესში აუცილებელი ელემენტი იყო. საქმროს ოჯახის წარმომადგენელს საპატარძლოსათვის
ერთი ოქროს ბეჭედი აუცილებლად უნდა მიეტანა. ბეჭედი, როგორც სამკაულის ერთ-ერთი ყველაზე

86
მეტად გავრცელებული სახეობა, ყველა ხალხში ოდითგანვე მოწმდებოდა. ძველი აღმოსავლეთის
საზოგადოებებში ფართოდ იყო გავრცელებული საბეჭდავი ბეჭდები. მათ შუაში წარწერა ანდა
გამოსახულება ჰქონდათ ამოკვეთილი, რომელიც მფლობელის ხელმოწერას ცვლიდა და ადასტურებდა.
ბეჭდის თვალს, რომლის ძვირფას ქვაზე წარწერა იყო ამოკვეთილი, „კამეა” ეწოდებოდა. საქართველოს
სინამდვილეში ლითონის ბეჭდები ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი. ანტიკურსა და ფეოდალურ ხანაში
ბეჭედი მეფე-მთავართა ერთ-ერთ ინსიგნიასაც წარმოადგენდა, რომელზედაც ჰერალდიკური ნიშნები
და ინიციალები იყო ამოკაწრული. ასეთ ბეჭდებს დოკუმენტების დასამტკიცებლადაც იყენებდნენ.
იგი მოხსენიებულია ძველ ქართულ წერილობით ძეგლებშიც: „წარიხადა მეფემან ბეჭედი ხელისაგან
და რქუა: ამით დაჰბეჭდეთ სახლსა მისსა”, „დაბეჭდა მეფემან თვისითა და ბეჭდითა მთავართა
თვისთაითა...”. ბეჭედი „ვეფხისტყაოსანშიცაა” ნახსენები; 2. ბეჭედი საკანცელარიო მიზნებისთვისაც
გამოიყენებოდა, რომელიც დოკუმენტში ჩამოყალიბებულ აზრს ადასტურებდა.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1962; სოსელია, სურგულაძე, 2008; სამსონია, 2005;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:65.

beWi - 1. მხარის ზედა ნაწილი; 2. ყავრის სახდელი ინსტრუმენტი.


ლიტ.: მგელაძე, 1966; მიქელაძე, 1978:113.

behi - არაონი, მცირე საწინდარი. იხ.: ბე.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

behis winda - სანეფო წინდა, ნეფისათვის საჩუქრად განკუთვნილი წინდა. იხ.: სანეფო
წინდა.

bzakuni - უშვერი, უკანალის მოქნევით სვლა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bzari - განახეთქი ადგილი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bze - პურის ანდა ქერის განაწეწი ჩალა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bzisguli balaxi - საკვები ბალახი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:107.

bia - კომში.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

bia-vaSli - ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება, მშრალი ვაში, რომელიც სიდიდით ბიას


(კომშს) წააგავს. თედო სახოკია: „სახელები ვაშლისა: ბოტია, წითელი, ყარაფილა, შაქარ-ვაშლა,
ბია-ვაშლა, სობა ვაშლი, წითელ-ვაშლი, მწვანია ვაშლი, გონივრა, ჩალა-ვაშლა, დემირ ალმა
(მაგარი ვაშლი), წიპლიკა-ვაშლი, (წვიტი-ვაშლი) კაჩა-ვაშლი, ყირმიზი-ვაშლი”.
ლიტ.: სახოკია, 1985:138, 222; კობერიძე, 2011:19.

bibilo - ყურის ზედა ფრთა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bibina - გახარებული მცენარე.


ლიტ.: კობერიძე, 2014:14.
87
bigali - თივის ასაღები ორთითა ანდა სამთითა. ზანურში – ჭანურ-მეგრულში ბიგა ჯოხს
აღნიშნავს.
ლიტ.: კობერიძე, 2011:52.

bidali - ყველის შესანახად ნაძვის ხისაგან გაკეთებული დიდი კასრი.


ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:65.

bizi - სადგისი, სარაჯის იარაღი, ხა-


რაზების ხელსაწყო, წვერწამახვილი ჩხირი
გასახვრეტად. აჭარის გარდა ამ ტერმინს
ქიზიყშიც იცნობდნენ. სიტყვა biz ქართულში
თურქულიდან გავრცელდა, თუმცა ერთი
ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ასეთი ბიზით,
ერთხელ ელია წინასწარმეტყველმა თვალები
დაითხარა. აი, ეს ლეგენდაც: ელია ხარაზი იყო
და დედათა სქესს არა სწყალობდა. როცა ქალის
ფეხის ზომას იღებდა, ქალს თვითონ არ უყურებდა. მუშტარს ნაცარში ფეხის ტერფს ჩაადგმევინებდა
და ფეხსამოსს ისე ჰკერავდა. ერთხელ ელია ერთმა ქალმა შეაცდინა. ელიამ ეს ვერ აიტანა, ცოდვას
ვერ გაუძლო და ორივე თვალში ბიზი იჩხვლიტა. მას შემდეგ დაბღებს ხარაზი ელია თავის ფირადა
ჰყავდათ. ეს ფირი ერთ პატარა ნიშში - დაბახანაში იყო დასვენებული. ამბობდნენ: ეს ფირი რამდენჯერმე
მოუპარავთ და ისევ თავის ადგილას მობრძანდებოდაო. ამჟამად გაუქმებულია.
ლიტ.: გრიშაშვილი, 1997; ჯავახური... 2014:22.

bila - თამაში, კუზუზოს მსგავსად. ბილა საბავშვო თამაშობა, რიკტაფელა, ჩილიკაობა იყო.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971.

bilaჲ - საბავშვო თამაშობა ჯოხებით, რიკტაფელა, ჩილიკაობა, ათამაშებდნენ პატარა ბავშვს.


ჩილიკის სათამაშო მოკლე ჯოხი იყო, რომელსაც გრძელ ჯოხს გაჰკრავდნენ, ე. ი. მოკლე ჯოხებით -
ბილათი (რიკით) და გრძელით - ბილა გარგანით (ტაფელით) თამაშობდნენ. მოთამაშეთა ჯგუფი ორ
ნაწილად გაიყოფოდა და წილს ჰყრიდა. წილნაყარი ჯგუფი ბილაჲს თამაშს იწყებდა. ერთი ჯოხს
ხელში დაიჭერდა, ბილას მუჭზე დაიდებდა და ჯოხს გაჰკრავდა. მოწინააღმდეგე დაჭერილ ბილას
„ცეცხლისაკენ” ხელით იქნევდა იმ ვარაუდით, რომ ბილაჲ ცეცხლისათვის უფრო დაეახლოვებინა,
ვიდრე ჯოხის სიგრძე იყო. თუ ბილაჲს კარგად ვერ გაიქნევდა, მაშინ მოთამაშე წყობიდან გამოდიოდა,
თუ არა და ხუთ ქულას აგროვებდა. დათქმული რაოდენობის, მაგალითად, ხუთასი, ათასი ქულის
შეგროვებას რომელი ჯგუფიც მოასწრებდა, იგი გამარჯვებული გამოდიოდა. გამარჯვებული ჯგუფის
უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ერთი წევრი ცეცხლიდან ბილას სამჯერ გაჰკრავდა.
ორჯერ გამოკვრის შემდეგ ცეცხლამდე რა მანძილიც დარჩებოდა, იმ მანძილზე წაგებულს მოგებული
ცეცხლამდე ზურგზე მოკიდებული უნდა მიეყვანა. ამის შემდეგ თამაში თავიდან იწყებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:108.

bilencra - მცენარე.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:108.

bilevi - სამართებლის, უსტურის სალესი. სპეციალურად გამოთლილ ხეზე გაჭიმული


ტყავი.

bimbali - ხარის თვალის სიმსხო ბალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:19.

88
bina - დიდი ქვის ბალავარი, ქვის საძირკველი, საძირკველში სახლის ქვის საყრდენი. ბინა
დაბალი იყო. ამის გამო იგი უფრო საცხოვრებლის საფასადო მხარეს იმართებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ჩიქოვანი, 1960:97.

bindi - შემოღამება, ღამის დადგომა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

binis gveli - გველი, რომელიც ხალხის რწმენით სახლში, ეზო-კარმიდამოში ანდა სახლის
ფუძეში ბუდობდა. მისი მოკვლა ცოდვად ითვლებოდა, რადგან იგი უვნებლად მიაჩნდათ. ხალხური
რწმენით, გველი ყოველ ოჯახს პატრონობდა და ბოროტი ძალებისაგან იცავდა. მას ბინის, სახლის
ანდა ოჯახის გველს უწოდებდნენ. დედალ-მამალი გველის სახით ბინის პატრონი ყოველ სახლს
ჰყავდა, რომლებიც მომსხო, შავი ფერისანი იყვნენ და ადამიანს არ ვნებდნენ. ისინი ადამიანს
იშვიათად გამოუჩნდებოდნენ. თუ წყვილის ცალს ვინმე ხელჰყოფდა, მაშინ მეორე მეტად საშიში
ხდებოდა, შურს იძიებდა. ოჯახის გველს ჯამით ხშირად რძეს დაუდგამდნენ. განსაკუთრებით
საინტერესო იყო ბინის გველისა და აკვანში მწოლიარე ახალდაბადებული ბავშვის დამოკიდებულება.
ბავშვის დაცვის თვალსაზრისით აკვანზე ავგაროზს კიდებდნენ. განსაკუთრებით ეს ჩვეულება აჭარულ
ოჯახებში იყო გავრცელებული. აკვანზე მრავლად იყო წარმოდგენილი ნიჟარები - „ალიყურები” და
„სათვალოები”. ბიჭის აკვანს ლურჯი, ხოლო გოგოს აკვანს წითელი მძივები ამშვენებდა. არსებობდა
რწმენა თითქოს აკვანში ჩვილს ავი სულებისა და ბოროტი ძალებისაგან ბინის გველი იცავდა. სახლის
- ოჯახის მფარველ გველს აკვანში ბავშვის თავთან ყოფნა და ჩვილის დარაჯი ჰყვარებია. იგი იქვე
დაეხვეოდა და ზოგჯერ მასთან დაიძინებდა კიდეც. ასეთ გველს თეფშით რძეს დაუდგამდნენ.
აჭარისწყლის ხეობაში ბინის გველი ოჯახის გარდა, დოვლათის მფარველ სულადაც მიაჩნდათ.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:108; ვარშალომიძე, 1980:82-83; 1987:81-90.

binis qva - სახლის საძირკვლის, ფუნდამენტის, დედაბურჯის ქვა. იხ.: ბინა.


ლიტ.: ადამია, 1956:95; ნიჟარაძე, 1971:108

binZuri - უსუფთაო.
ლიტ: მგელაძე, 1966.

birdabiri xerxi - ორხელა გრძელი ხერხი, განივი ხერხი. მისი სიგრძე ერთ მეტრს
აღემატებოდა და ხის ანდა მსხვილი მორების დასახერხად გამოიყენებოდა. სამუშაოდ
აუცილებლად ორი კაცი იყო საჭირო. მას მეორენაირად „პირდაპირა ხერხს”, „ორხელა ხერხს”
ანდა „სისონისაც” უწოდებდნენ.
ლიტ.: ადამია, 1956:95.

birtyeli - 1. თოვის შემდეგ ხეზე შემორჩენილი თოვლის ნაფლეთები; 2. ხურხლი, ხეზე


შერჩენილი თოვლი.
ლიტ: მგელაძე, 1966.

biqsi - კარზე ანდა ჭიშკარზე მისაბჯენი კეტი - ურდული.


ლიტ: ნიჟარაძე, 1971.

biSi - ერბოსა და ზეთში გამომცხვარი ღვეზლის მსგავსი თხელი და მრგვალი ნამცხვარი.


თხელ ცომს ზილავდნენ, პატარა გუნდებს ლავაშებად გაშლიდნენ და ტაფაში ჩაყენებულ ერბო-
ში, ზეთში ანდა ქონში აცხობდნენ. ბიში აჭარის გარდა ცნობილი იყო ჯავახეთშიც. სიტყვა
თურქულიდანაა გავრცელებული - bish.
ლიტ: მგელაძე, 1966.

89
biZa - დედისა და მამის ძმა. ტერმინი ქობულეთურ მეტყველებაში „ბუძის” ანდა „ბუძიას”
სახითაც გვხვდებოდა.
ლიტ: მგელაძე, 2004:42.

biZaSvili - დედისა და მამის ძმისშვილი.

biWi - ახალგაზრდა დაუქორწინებელი ვაჟი, ვაჟიშვილი.

biWiSvili - ვაჟიშვილი.

bijgi - ბოძის სამაგრი, რომელსაც გვერდიდან მიუმაგრებდნენ, მიუბჯგენდნენ ბოძს.


ლიტ.: კობერიძე, 2011:51.

blagvi - 1. უმახვილო, არაბასრი, გაულესავი; 2. დალაბრა, უმკვეთელი ცული, არამჭრელი.


ლიტ: მგელაძე, 1966.

blayvi - არაგამჭრიახი გონების.


ლიტ: მგელაძე, 1966.

blaCuna - ცუდად მოსიარულე ადამიანი ანდა ცხოველი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:18.

blikvi - მუშტი.
ლიტ: მგელაძე, 1966.

bloyini - მყრალის ამოქარვება.


ლიტ: მგელაძე, 1966.

bluska - ურქო ანდა რქამოტეხილი პირუტყვი.


ლიტ: ნიჟარაძე, 1971; კობერიძე, 2011:18.

bnedela - ბნედა, გონების დაკარგვა. ავადმყოფობის ერთ-ერთი სახე: „ბნედელა მაქ: გავ-
გორდები, იმიყვანებენ სახში, მე არაფერი ვიცი.”
ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

bobva - ფეხდაღლით სვლა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

bobowvera - Usnea barbata Hoffm: 1. სამკურნალო მცენარე; 2. მოთეთრო ფერის ხეზე


დაკიდული სოკო, ხის მუშკი, სვანურად „ხავიზ’ი”. ზოგადი აღწერილობით ბობოწვერა ხეზე მცხოვრები
მცენარეა, წვერისებრი. იგი ტოტებზეა ჩამოკიდებული ანდა ფესვებზეა მიმაგრებული. ღია მწვანე თუ
„ჭუჭყიანი მწვანე” წვრილი და გრძელი, დაახლოებით, ოცდახუთი-ოცდაათი სანტიმეტრის სიგრძის
რტოები აქვს. ბობოწვერა ძირითადად კუჭ-ნაწლავთა სისტემის მოსაწესრიგებლად, ასევე, მადის
მოსამატებლადაც იხმარება. იგი ბუნებრივ ანტიბიოტიკადაა მიჩნეული, ტუბერკულიოზის ჩხირებს,
პნევმოკსა და სხვა მიკრობებსაც ანადგურებს. ამასთან, საშვილოსნოს შეუხორცებელ წყლულებს
კურნავს და იმუნურ სისტემას აძლიერებს. ბობოწვერა წყლულების, ჭრილობების, ფურუნკულების

90
სამკურნალოდაც გამოიყენება. სულხან-საბა ორბელიანით ბობოწვერა არის „ხე რომ მოთეთრო
ხავსივით ჩამოეკიდება, რომელსა ვიეთნი ხის მუშკს უჴმობენ, ხის მღიერი”.
ლიტ: ორბელიანი, 1949:51; მაყაშვილი, 1961; ნიჟარაძე, 1971:109; უნივერსალური... 2006.

bobRi - 1. დაბალი კაცი, საქონელი; ღონეგამოცლილი საქონელი. იხ.: ბოხრიკი.


ლიტ.: კობერიძე, 2014:14-15.

boga - თივის ზვინის საყრდენი ხის კონსტრუქცია, რომელზეც თივას ზვინავდნენ. ბოგა ოთხ
საყრდენ ბოძს და შუაზე აღმართულ მაგარ და მაღალ ხის ბოძს წარმოადგენდა. ბოგა ზანურში გომის
იატაკს, ხის ხიდს აღნიშნავდა. იხ.: ბოგაზვნი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:52.

bogazvini - ხეზე შედგმული თივის ზვინი, ზვინი, რომელიც ბოძებზე იყო აღმართული,
უფრო ზუსტად, ოთხ, დაახლოებით ორმეტრიან ბოძებზე შედგმული ზვინი. ასეთ ზვინს საქონელი
ვერ წვდებოდა და ქვედა ნაწილიც დასველებისა და მიწის სინოტივისაგან დაცული იყო.
ლიტ: მენთეშაშვილი, 1937:164; ნიჟარაძე, 1971:110; კობეერიძე, 2011:33.

boga-ska - ტყეში, მაღალ ხეზე შემოდგმული გეჯა-სკა. ხშირ ტოტებს შორის ხეებს ბოგად
დააგებდნენ და გეჯას - ბოგა-სკას ისე შემოდებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:110.

bogili - 1. ფუტკრის მოსაშენებლად სპეციალურად გამოყოფილი ტყე. ბოგილი ისეთ


ტყეებს ეწოდებოდა, სადაც ხეებზე სკების დასადგმელი ბოგები - ჯოხები გარდიგარდმო იყო
დაწყობილი. ერთი გვარის ბოგილში მისი ნებართვის გარეშე სხვას არ შეეძლო არა თუ სკების
შეტანა და შემოწყობა, არამედ შეშის მოჭრაც კი; 2. ხის პატარა ხიდი.
ლიტ.: დავითაძე, 1973:67; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს..., 2009:366; კობერიძე, 2011:18.

bogili tye - იხ.: ბოგილი.

bovri - დიდი ბუზი, ზაფხულობით წამდაუწუმ იკბინება.


ლიტ: მგელაძე, 1966.

boina - თამაში, დაჭერობანას ერთ-ერთი სახე. შდრ. რუსულ бойня-ს, სასაკლაო.


ლიტ: ნოღაიდელი, 2014.

bokvera - ტყის შუაგულში გაშლილი საძოვარი.


ლიტ: ნიჟარაძე, 1971.

bokveri - დათვის ბელი. გადატანითი მნიშვნელობით და მოფერებით პატარა ბავშვზეც


იტყოდნენ
ლიტ: მგელაძე, 1966.

bolia - თითებით თამაში. პატარა ბავშვს ათამაშებდნენ.


ლიტ: ნოღაიდელი...

bolko - მორის ნაჭერი, გადანახერხი ანდა მსხვილი ნაპობი, ხის ძელის მონახერხი, რომელიც
საჯდომად გამოიყენებოდა: „ძველათ ხის ბოლკოებზე ჯდებონენ. ახლა სკამებია ყველგან”, „ბოლკო
ახლაც კია - შეესიტყვა მეორე”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; მგელაძე, 1966.

91
bolo oda - აჭარულ საცხოვრებელში საქორწინო წყვილისათვის გამოყოფილი ცალკე
ოთახი.

bondo - ხმელი ბალახ-ბულახი, ჩალაბულა, ერთად მოგროვილი ჩალის ნარჩენები, რომელიც


დასაწვავად იყო გამზადებული. სიტყვა აჭარის გარდა გურიაშიცაა ცნობილი.
ლიტ.: შარაშიძე, 2014.

bjiti - წვრილი ხილი, ბოსტნეული.


ლიტ.: კობერიძე, 2014:14.

bora - დაჭრილი ყველი მოხრაკული ერბოთი. თედო სახოკია: „ნახევარ საათს არ გაუვლია,
ერთმა გლეხმა ხონჩით მოიტანა ცხელი მჭადი, ბორა (დაჭრილი ყველი, ერბოთი მოხრაკული ტაფაზე),
ხავიწი (სიმინდის მოხარშული ღერღილი, ბლომად ერბო ჩართული) და ყაიმაღი (ნაღები)”.
ლიტ:. სახოკია, 1985:147.

borazi - იხ.: ბოღოზი.

borani - ყველითა და დამწვარი იაღით, კარაქით დამზადებული ტრადიციული აჭარული


კერძი. იგი ცხიმიანობითა და სწრაფი მომზადებით ხასიათდებოდა. აჭარულ მოხდილ - დაპწნილ
ყველს დაჭრიდნენ, ზემოდან დამწვარ იაღს დაასხამდნენ და ბორანიც მზად იყო. მას მჭადთან ერთად
მიირთმევდნენ. ყველი უმჯობესი იყო ახალი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში დაჭრილ ყველს ცხელ
წყალს დაასხამდნენ, ცოტა ხანს გააჩერებდნენ, ყველი დარბილდებოდა და დამწვარ იაღს შემდგომ
დაასხამდნენ. ტერმინოლოგიურად ბორანო, ბორაო ვარიანტებიც გვხვდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:104-105; შამილაძე, 1969:142; ნიჟარაძე, 1971:111; სამსონია, 1986:81;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:70; ქართული ეთნოლოგიური... 2009:80.

borano - იხ.: ბორანი.

borao - იხ.: ბორანი.

borbali - 1. სამზარეულო ინვენტარი.


ფელამუშის მომზადების დროს, ერთი პირი
ადუღებულ ყურძნის წვენში ბორბალს ხელით
ატრიალებდა, ხოლო მეორე თანდათანობით ფქვილს
ყრიდა და ამ გზით ფქვილი თანაბრად იხსნებოდა;
2. მავთულზე ანდა ორპოტიკა ჯოხზე ასხმული
სიმინდის ფოჩები.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

borblis bude - ურმის ბორბლის ნაწილი, შუაზე ნახვრეტით, რომლითაც ბუდე ღერზე იყო
დამაგრებული. ჰქონდა მოგრძო გამჭოლი ნახვრეტები. აკაციის ხისაგან მზადდებოდა.

boregi - ერთგვარი ტკბილეულის სახის კერძი.

bori - თუნუქის მილი, რომელიც ღუმელის საკვამურად გამოიყენებოდა.


92
borkili - დაქანებულ, ფერდობიან ადგილზე აგებული სახლის საძირკვლის გასათანასწორებელი
დამატებითი საძირკველი. ჯვარედინად გადაჭდობილი ძელებისაგან მჭიდროდ ნაგები საყრდნობი
შენობისათვის.
ლიტ.: ადამია, 1956:95; ნოღაიდელი... მგელაძე, 1966.

ბorkil-burji - სახლის საყრდენი ხის კონსტრუქცია, ერთმანეთზე გადაჭდობილი ძელების


ოთხკუთხა ანდა სამკუთხა ფორმის წყობა. ბორკილები მიწაში მყარად ჩადგმულ ბინაზე - ბრტყელ
ქვაზე იყო გამართული. მისი სიმაღლე და ფორმა სასახლე ადგილის რელიეფის შესაბამისად
განისაზღვრებოდა. ბურჯი ზოგადი ხასიათის ტერმინი იყო და საყრდენს ნიშნავდა, ხოლო ბორკილი
ბურჯის, სახლის საყრდენის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა. გავრცელებული იყო სხვადასხვა
კონსტრუქციის ბორკილები. საშუალო ზომის სახლს თორმეტი ბინა და ბორკილ-ბურჯი სჭირდებოდა.
ბორკილი ჯვარედინი, ხოლო ბურჯი - ოთკუთხა ფორმის ხის კონსტრუქცია იყო. იგი სახლის უკანა
მხარის ბინის ქვაზე ეწყობოდა, სადაც შენობა მიწის ზედაპირს ყველაზე მეტად იყო დაცილებული.
სამოსახლო ადგილი შენობის ზურგისაკენ რაც უფრო დამრეცი იყო, ბორკილ-ბურჯები მით უფრო
მაღლა კეთდებოდა. ბინა უფრო მეტად ქვის საყრდენს გულისხმობდა. ბორკილ-ბურჯი შენობის
საძირკველს წარმოადგენდა და იგი ბრტყელ ქვაზე იყო დაყრდნობილი. მას ყოველთვის მუხის
ბოლკოებისაგან აკეთებდნენ.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:97.

borko - იხ.: ბოლკო.

borota - გონჯი ხორცი, ცუდად შეხორცებული, მიზეზიანი.


ლიტ:: მგელაძე, 1966.

borCxala - გაშლილი ტოტი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:17.

borjga - ღომის ერთერთი ჯიში.

borjRalaჲ - ხშირტოტებიან ხე ანდა ტანი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

borjRali - ბორჯღალი აჭარაში მზის


მარადიული სიმბოლოს გამომხატველი
ორნამენტი, სიმბოლო იყო, რომელიც ერთი
ცენტრის ირგვლივ განუწყვეტლივ მოძრაობას
და ნათებას აღნიშნავდა. იგი ბოროტი ძალებისაგან
დამცველი მაგიური მნიშვნელობის სახესაც
წარმოადგენდა. აჭარაში ბორჯღალი საცხოვრებელ
და საკულტო ნაგებობებზე, ხოლო ავეჯთაგან
განსაკუთრებით ხის სკივრებზე დიდი სიუხვით
იყო წარმოდგენილი. იგი ქართული ავეჯის
დამახასიათებელი ელემენტი იყო. ბორჯღალი -
მრგვალმკლავა ჯვარი, როგორც მარადიულობისა
და მზის სიმბოლო, დამახასიათებელი იყო
ქართული და ქართულ-კავკასიური, მაგალითად,
მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის ტრადიციული
სინამდვილისათვის. ბორჯღალაში გამოხატული
იყო ბრუნვის იდეა. იგი სათავეს ბოლოშეხრილი
93
ჯვრებისა და სვასტიკის ჯგუფის გამოსახულებებიდან იღებდა და მარადიულ ტრიალს განასახიერებდა.
კავკასიის არქეოლოგიურ მასალებში ბორჯღალით შემკული ნივთები შუა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.
ერთი ასეთი საუკეთესო ბორჯღალა ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ ბრინჯაოს დისკოზეცაა
გამოსახული, რომელიც ძვ. წ. XIII საუკუნით თარიღდება. ბორჯღალების უძველესი ნიმუშები
ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეშიც გვხვდებოდა: დედაბოძზე, კერაზე, საოჯახო დგამ-ავეჯზე,
ბუხარზე, სარიტუალო პურის საბეჭდავებზე. შენიშნულია, რომ ბორჯღალა საერთო დეკორატიულ
ორნამენტში დიდი მოცულობითა და მინიშნებით გამოირჩეოდა, რომ იგი განსაკუთრებული
მნიშვნელობისა იყო. ბორჯღალას ფრთების რიცხვი დაკანონებული არ იყო. თანაბარზომიერი ფრთები
ცენტრიდან ერთი მიმართულებით გამოდიოდნენ და ტრიალს წარმოსახავდნენ. ზოგჯერ ბორჯღალა
წრეში იყო ჩახატული, რაც მას ასტრალურ სიმბოლიკასთან აკავშირებდა, კერძოდ, წრე ძველ
ხელოვნებაში მზისა და ცის მნიშვნელობით გაიგებოდა, მაგალითად, ქართულ ყოფიერებაში ამის
საუკეთესო გამოხატულება სიტყვა „ცარგვალი” იყო. ასეთ შემთხვევაში ბორჯღალა (ბორჯღალი)
ცისა და, განსაკუთრებით, მზის მნიშვნელობით წარმოისახებოდა და, ამდენად, იგი ნათებისა და
სიმხურვალის ასტრალურ ნიშანსაც წარმოადგენდა, რომელიც ცენტრის გარშემო გამუდმებით
ტრიალებდა. ბორჯღალა უნივერსალური სიმბოლო იყო, რომელიც კავკასიის გარდა მსოფლიოს
მრავალ ხალხთა კულტურაში იყო გავრცელებული. წარსულში ბორჯღალის ვარიაციები შუმერებში,
შუამდინარეთში, ინდო-ირანულ თუ ელამურ და სპარსულ კულტურებში, ინდოეთისა და
ინდოევროპული წარმომავლობის ხალხთა ყოფაშიც დასტურდებოდა. საქართველოში კი იგი
საკრალური ჩუქურთმა იყო და მისი, როგორც მარადიულობისა და მზის სიმბოლოს ცეცხლის
დასანთებ ადგილებში გამოსახვა შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა.
ლიტ.: სურგულაძე, 1993; ვარშალომიძე, 1980:70-71; ქართული მატერიალური
კულტურის... 2011:70; მგელაძე, ტუნაძე, 2016.

borCxiala - იხ.: ბორჯღალი.

borjRiala - იხ.: ბორჯღალი.

boseli - საქონლის სადგომი, საცხოვრებელი სახლისაგან დამოუკიდებელი საქონლის


საზამთრო ნაგებობა. ბოსელს კედელში სინათლისათვის სარკმელს ატანდნენ. ბოსელის იატაკი
გათლილი მორებისაგან ანდა სქელი ფიცრისაგან იყო დამზადებული. ასეთი იყო დასავლეთ
საქართველოში ზღვე და ბოგა. ბოსელში კედლის გასწვრივ ფიცრის თუ ლასტის ბაგა იყო, სადაც
საქონლის საკვები იყრებოდა. ცალკე იყო მეწველი და მუშა საქონლის ადგილი. ბოსელში ლასტით
სახბორე და საცხვრე ადგილები იყო გამოყოფილი. ზოგჯერ ბოსელს საბძელს ადგამდნენ. ბოსელის
სახელწოდება ღვთაება „ბოსელს” და დღესასწაულ „ბოსლობას” უკავშირდებოდა. ქართლში ბოსელს
გომად ანდა გომურად მოიხსენიებდნენ. თედო სახოკია: „ჩემი მასპინძლის სახლი ორსართულიანია.
ზედა სართულში ცხოვრობს ჯალაბი, ქვედაში - თავლა და ბოსელია ერთად.”
ლიტ.: სახოკია, 1985:153; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:71.

bosloba - მესაქონლეობასთან დაკავშირებული აგრარულ-რელიგიური ხასიათის


დღესასწაული ბოსლობა ახალი წლის ხალხურ დღესასწაულთა ციკლშია მოქცეული. ბოსლობა
აჭარაში ბოლო პერიოდებში ფრაგმენტების სახით იყო შემორჩენილი და როგორც ახალი წლის
ხალხური კალენდრის ნაწილი ოჯახის უფროსთა მიერ გამრავლება-განაყოფიერების მიზნით
საქონლის სადგომში სქესობრივი აქტის შესრულებას გულისხმობდა. ახალი წლის საღამოს ოჯახის
უფროსი ქალი და კაცი ხმის ამოუღებლივ კერიდან ჯაჭვს ხსნიდნენ, საქონლის სადგომში ჩადიოდნენ,
საქონელს სამჯერ ჩამოუვლიდნენ, შემდეგ კი იქვე განაყოფიერების სიმბოლურ რიტუალს
ასრულებდნენ. ღორჯომში ჩაწერილი მასალების მიხედვით საქონლის გასამრავლებლად ეს როდი
კმაროდა. აუცილებელი იყო მსგავსი რიტუალის განმეორება ახალი წლის ღამესაც. მეორე ვარიანტით,
საქონლის ირგვლივ შემოვლის დროს კაცს საქონლის სადგომში მარცვლეული უნდა მიმოეფანტა,

94
რომლის შემდეგაც განაყოფიერების სიმბოლურ რიტუალი მეორდებოდა. საქონლის შემოვლის დროს
ფეხის დაცურება ანდა დაცემა ცუდ ნიშნად ითვლებოდა, რაც საქონლისათვის ავის მომასწავებლად
იყო მიჩნეული. თვლიან, რომ ბოსლობის დღესასწაულის სახელწოდება აჭარაში პირდაპირი
მნიშვნელობით არ დგინდება. საყურადღებოა ისიც, რომ აჭარაშიც ტერმინი ბოსელი ნაგებობის
სახელწოდებადაც იშვიათად გვხვდებოდა. მიუხედავად ამისა რიგი ფოლკლორული და
ეთნოგრაფიული მასალის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ტერმინ „ბოსლას”, როგორც
მესაქონლეობის ღვთაების სახელის დადგენა. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს აჭარაში ფართოდ
გავრცელებული თამაში მოკაჭულიება, რომელიც ქალის მიერ ბავშვის ზურგზე აკიდებასა და კერის
ირგვლივ შემოტარებას გულისხმობდა. განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო ზემოთაღნიშნული
პროცესის დროს შესრულებული ლექსის ბოლო ერთი ტაეპი: „კუჭა, კუჭა, ბოლა, ბოლა ბუუ!”.
მთლიანად აქ წარმოდგენილ თამაშში და ლექსში ნათლად ჩანს სქესობრივი აქტის სიმულაცია -
ბავშვის რხევა ზურგზე, საქონლის სექსუალური აღტკინების გამომხატველი - „ბუუ! და, აგრეთვე,
თვით ტერმინი „ბო(ს)ლა”, რომელშიც ფონეტიკური სახეცვლილების შედეგად -ს ბგერა დაკარგულია.
ბოსლობასთან დაკავშირებული აჭარის ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი რიტუალები
ანალოგიას პოულობს საქართველოს სხვა კუთხეებში ცნობილ მესაქონლურ-აგრარული ხასიათის
დღესასწაულებთან. ამასთანავე, აჭარაში ბოსლობისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი
ადგილობრივი თავისებურებანი კიდევ უფრო მეტ ნათელს ჰფენს აღნიშნული დღესასწაულის ზოგად
ქართულ ბუნებას.
ლიტ.: შამილაძე, 1967:26-27; 1971:31.

bostnuri - მაჭახლის ხეობაში ვაზის ჯიში.


ლიტ: კახიძე, 1974:46.

bostoRan - მსხლის ჯიში. მას საშუალო ზომის ანდა კვერცხისებური მოყვანილობის წვრილი
ნაყოფი, ნაყოფის კანი კი მკვრივი ჰქონდა. იგი მუქ-წითელი ზოლებით დაფარული მომწვანო-
ყვითელი შეფერილობის იყო და ტკბილი გემოთი ხასიათდებოდა. კრეფის დრო აგვისტო-
სექტემბერში უდგებოდა და დიდხანს ვერ ძლებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:111.

bota - ვაშლის ერთ-ერთი ჯიში, ვაშლის ჯიშის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ: სახოკია, 1985:138, 222; ნიჟარაძე, 1971.

botia - იხ.: ბოტა.

boti - მამალი თხა, თხის მამალი შვილი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

botiyvera - ჯონჯოლი.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:100.

boRazi - კედლის ყელი, კედლის ყურე.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

boRozi - ჯარგვალური ანდა ფიცრული კედლის ჭდობის წესი. იგივეა რაც ღოჯე.

boqSua - მსხვილნაყოფიანი მსხლის ადგილობრივი სახელწოდება. ქვემო იმერეთში ამ ჯიშს


ზაპა მსხალი ერქვა.
ლიტ.: სახოკია, 1985:222; ჯაჯანიძე, 1961.

95
boyveri - ზაქი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

boyvi – 1. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ოდა სახლის კედლების შუა ნაწილებსა და


კუთხეებში მთავარი საყრდენ-სამაგრი სვეტი, რომელშიც კედლის ფიცრები თავებით იყო ჩასმული-
ჩაშენებული. ფიცრის ჩასაშენებლად ბოყვს შესაბამისი პირი ჰქონდა ამოღებული. როცა კედლები
აღიმართებოდა, მაშინ ბოყვის თავებს სარტყლები ჩამოეცმებოდა და ოთხივ კუთხივ სახლის კედლები
ერთიანად შეიკვრებოდა. აქედანაა წარმომდგარი ტერმინი „ბოყვებიანი სახლი”. გურიასა და
სამეგრელოში ბოყვი იყო ხის ჩარჩო, რომლითაც ხის სახლის კედელს ამაგრებდნენ. სწორედ ამგვარად
აგებულ სახლს ეძახდნენ „ბოყვიან სახლს”. ბოყვიანი სახლი ფიცრული, ორფერდა სახურავიანი სახლი
იყო, რომელსაც საერთო საცხოვრებელი ფართობი, მიწის იატაკი და კერა ჰქონდა; 2. ბოქლომი, საკეტი:
„ვინც რომე მაგარი ჰაფსი იქნებოდა, იმა დაადებდნენ ბოყვს”; 3. დასავლეთ საქართველოში ბოყვი ხის
ქერქით დამზადებული ჭურჭლის ზოგადი სახელი იყო. შდრ. ხოკერი.
ლიტ.: ჩიტაია, IV , 2001:500; ადამია, 1956:95; აჭარული დიალექტის... 2010:30;
ნიჟარაძე, 1971; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

boS-qaRaldi - განქორწინების ბარათი. თედო სახოკია: „ისიც ადგა, მიუყვანა ცოლი მის
მამას და თან მიუტანა „ბოშ-ქაღალდი” (განქორწინების ბარათი) და „ნიქაფი” (მზითვის ფული)
100 მანეთი”.
ლიტ.: სახოკია, 1985:180.

boCiki - 1. ახალფეხადგმულთ სვლა; 2. პატარა დაბალი ტანის პირუტყვი, გადატანითი


მნიშვნელობით კი - ჯუჯა ტანის კაცი, ქონდრის კაცი; 3. ჯოხი, რომელზედაც წამოქცეული
ხარი იყო მიკრული, რათა ვერ ემოძრავა.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971:112.

bocika - იხ.: ხიმონნა და ხიმანკი.

boconco - პურეულის ბურდო, ჩალა-ბულა, ყანაში ნარჩენი პურეული, მცენარის ბურდო:


„ყანის დახნამდი, რაც რომ ჩალა-ბულა, ბოცონცო იქნება, იმას კარქა მუასუფთებთ”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:112.

boxoxa - ნიგვზის ერთ-ერთი ჯიში, რომელმაც დიდი ზომის ნაყოფი იცოდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

boxoxi - მოქნილი ცხვრის ტყავის ქუდი.


ლიტ.: მგელაძე, 1966:112.

boxriki - 1. მსხვილფეხა საქონელი; 2. გამხდარი, ღონეგამოცლილი მსხვილფეხა საქონელი.


თედო სახოკია: „აქაური საქონელი, ან, როგორც აქ ეძახიან, ბოხრიკი, მეტად წვნიკი ჯიშისაა”.
ლიტ.: სახოკია, 1985:153; ქართულ კილო-თქმათა... 1984; შამილაძე, 1969:49;
ქართული ეთნოლოგიური...2009:83; კობერიძე, 2011:14-15.
96
boxCa - ტერმინი აჭარაში თურქული-
დანაა გავრცელებული (bohça). ეს სიტყვა სპარ-
სულშიც მოგვეპოვება: 1. ბოხჩა აჭარაში სასი-
ძოს - ოჯახისაგან საპატარძლოსათვის ანდა
მისი მშობლებისათვის მისატანი აუცილებელი
საჩუქრები - ძვირფასი ტანსაცმელი და სამკა-
ული: ბეჭედი, საათი, სამაჯური და მისთანანი
იყო; 2. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
ბოხჩა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივ-
თი, ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი იყო. მას სა-
და ქსოვილისაგან ანდა სხვადასხვა ფერის ნა-
კუწებისაგან კერავდნენ. მასალად აბრეშუმს,
ფარჩას, შალს, ყალამქარს, ქირმანშალს და, იშ-
ვიათად, ტყავს იყენებდნენ. ბოხჩის ზედაპირს
ოქრომკედით თუ მულინეს ძაფებით ქარგავდნენ, აგრეთვე მძივებითა და კილიტებით ამკობდნენ.
ბოხჩა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში თანამედროვე ჩანთის, ხელჩანთისა და საფულის - თეთრე-
ულის, ტანსაცმლის და სხვა მცირე ზომის ნივთებისა და ფულის სატარებლის ფუნქციასაც ასრულებ-
და. საქართველოში ზომის მიხედვით დიდი, საშუალო და მცირე მოცულობის ბოხჩები დასტურდე-
ბოდა. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინი ბოხჩა არ მოიხსენიება, მას მხოლოდ გვიან-
ფეოდალური ხანის მზითვის წიგნებში ვხვდებით. სავარაუდოა, რომ ბოხჩა როგორც აბანოსათვის
სახმარი ნივთი, XIX საუკუნის თბილისურ ყოფაშიც დამკვიდრდა და მისი ამგვარი დაწინაურება
თბილისური აბანოების პოპულარობას უნდა უკავშირდებოდეს. ბოხჩას რიტუალური დანიშნულე-
ბაც ჰქონდა. მას უსტაბაშის მიერ შეგირდის ხელოსნად დალოცვისას სარტყელად იყენებდნენ. ბოხ-
ჩას მაჰმადიანი მლოცველები მუხლსაფენადაც ხმარობდნენ; 3. ტყავის ჭურჭელი, რომელიც ოთხკუთხა
ტყავის ნაჭრებისაგან იკერებოდა. მას ტყავისავე მორკალური და დაკბილული ორნამენტებით ამკობ-
დნენ. ბოხჩა სხვადასხვა სატუალეტო ნივთის შესანახად ანდა გადასატანად იხმარებოდა. იგი წარ-
სულში ქალის ხელჩანთის ფუნქციის მქონე საგანი იყო.
ლიტ.: გრიშაშვილი, 1986; საქართველოს სიძველენი, 1910; ნანობაშვილი, 1973;
აჭარული დიალექ-ტის...1978:10; ნიჟარაძე, 1971; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:71.

boxCa niSani - იხ.: ბოხჩა.

bojga - 1. ურმის თავის დასაყენებელი; 2. სამფეხა დგამი: დაზგა, დაჭედვისას ხარის ფეხების
დასაკვრელი - ხიბორკილი, ხირაგა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:112; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:210.

bojgi - ხის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხდება ხარის დაჭედვა, ანუ ხარის ჩლიქებზე
- ფრჩხილებზე ნალის დამაგრება.

97
ხარის ჭედვის პროცესი
(გივი ნახუცრიშვილის ფოტო)

ხარის ჭედვა - ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ ექსპოზიცია

98
bJoli - L. Morus alba L: თუთა, თუთის ხე, ბჟოლა. სიტყვა და ხილის ეს სახეობაც საქართველოს
სხვა კუთხეებშიცაა ცნობილი. ლაზეთში, სამეგრელოსა და გურიაში მას ბჟოლი, იმერეთში, რაჭასა და
ლეჩხუმში - ბჟოლა, ოკრიბულში - ჯორაბჟოლა, ქართლში - ფურცლითუთა, კახეთში - მრეში, მჭადა
თუ ფურცელი, ქიზიყში - ჯალღა, საინგილოში - ჟალღა, მამალ გაჰრაი ეწოდებოდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961.

braga - მიწა, რომელიც სახნავად უვარგისი იყო, უმოსავლო, ხვნისათვის გამოუსადეგარი,


გადარეცხილი ადგილი. სიტყვა მეტსახელის - „ლაღაბის” მნიშვნელობითაც გვხვდებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1966; 1986.

bravniki - ერთგვარი სწრაფმსროლელი რევოლვერი, ბრაუნინგი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

bralis gamosyidva - დანაშაულის გამოსყიდვა, პატიება. ოჯახის მიერ წარსულში ჩადენილი


ცოდვის გამოსყიდვის მიზნით შესაწირავის გაღება. თუ ოჯახს შვილები უკვდებოდა, ფიქრობდნენ,
რომ ოჯახის რომელიმე წევრს შეიძლება წარსულში მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და ყველაფერი
ამ დანაშაულის შედეგი იყო. ოჯახს ეს ცოდვა რომ მოეცილებინა, ბრალი უნდა გამოესყიდა -
მსხვერპლი, საკლავი უნდა დაეკლა და შეეწირა: „როყვას გვარს ბავშვები უკვდებოდა. შვიდმა ოჯახმა
დაკლა ცხვარი. გაატყავეს. შეახვიეს თეთრ ქსოვილში. გაუკეთეს ჭურჭელი და დამარხეს. თუ წინაპრებს
ჰქონდათ ბრალი, თუ ხატზე დაიფიცეს და სიმართლე არ თქვეს, საჭირო იყო ამ ბრალის გამოსყიდვა”.
ლიტ.: ნოღაიდელი... აჭარული დიალექტის... 2007:14.

brelo - 1. სიმინდის გაცრის შემდგომ დარჩენილი გამონაცარი, სიმინდის ნაფშვენი, ტაროს


ანატკეცები. იგი ბალიშისა და აკვნის ლეიბის შიგთავსად გამოიყენებოდა. ხალხური ცოდნა-
გამოცდილება ბრელოს ეკოლოგიურად სუფთა საწოლ საშუალებად ახასიათებდა. ბრელოს ლეიბი
და ბალიში ჰაეროვნებითა და სიმშრალით გამოირჩეოდა. ასეთი ლეიბი ელასტიური იყო და სასურველ
ფორმას ადვილად ღებულობდა, თან არ ნესტიანდებოდა; 2. ჩალახეშზე ზემოთ დასაგები, აკვანში
სიმინდის ფუჩეჩისაგან დამზადებული თხელი ლეიბი, რომელსაც, ასევე, ზემოთ სამი-ოთხი ცალი
შკერის - „დეკა” (Rhododen drom caucasicum) ფოთოლი ეგებოდა.
ლიტ.: ჩირგაძე, 2010:119.

brola - 1. სიმინდის ერთ-ერთი ჯიში; 2. ბროლა, ასევე, აჭარაში გავრცელებული თეთრყურძნიანი


საღვინე ჯიში იყო. ჯიშის მორფოლოგიური და აგრობიოლოგიური თავისებურება მრავალმხრივ
საინტერესო იყო. ყურძნის ჯიშის წმინდა ქართული სახელწოდება ბროლა, რომელიც „ბროლი’დან”
წარმოსდგება, პონტოს მხარისათვის, კერძოდ კი - აჭარის რეგიონისათვის მის აბორიგენობას
ადასტურებს. ეჭვს გარეშეა, რომ სახელწოდება ბროლა ჯიშს მარცვლების გამჭვირვალობისა და
სილამაზის გამო ჰქონდა მიკუთვნებული. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში მარცვლები მეტად
ლამაზ შეფერვას ღებულობდა, კანი მკვეთრად გამოსახული ქსოვილებით გამჭვირვალე ხდებოდა.
სოკოვან ავადმყოფობათა - ჭრაქის, ნაცარის გავრცელებამდე ბროლა შუა და ზემო აჭარის რაიონებში
მასობრივად ყოფილა დანერგილი. მაღლარების სახით პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა
ძირითადად ყურძნად იყენებდა ანდა მისგან ყურძნის წვენს და ბექმეზს ამზადებდა. სოკოვან
ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ბროლას მაღლარები მასობრივად განადგურდა
და ამჟამად იგი ხულოსა და ქედის რაიონებში მხოლოდ თითო-ოროლა ძირის სახით არის გადარჩენილი.
ვაზები მოუვლელია, ვინაიდან მეტად მაღალ - თხუტმეტი თუ ოცი მეტრის ხეებზეა აღზრდილი და
99
ამიტომ ხარისხოვან მოსავალს მხოლოდ წლის ამინდის ხელსაყრელ პირობებში იძლევა. აჭარის
თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშებს შორის ბროლა უდავოდ ფართო ყურადღების ღირსია,
ვინაიდან მისი პროდუქცია ადგილობრივი მნიშვნელობის ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების
დასამზადებლად წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ლიტ.: სახოკია, 1985:224; რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971; კახიძე, 1974:39;
ქართული მატერიალური მატერიალური... 2011:71.

bre - მარცვლის მტვერი, გამონაცხრილი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

breqa - წელში უზომოდ გამართული სვლა, გაბრექა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

brinja - თეთრი სიმინდის ერთ-ერთი ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:213.

brinjiani fxali - ბრინჯითა და მხლით შემზადებული კერძი.

brolaჲ - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79.

browoli - ბროწეული. ამ სახით იგი ქიზიყ-ყურშიც გვხვდებოდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:113.

100
ჯარგვალური ანდა ფიცრული კედლის ჭდობის სახეები
(ილია ადამიას მიხედვით)

101
brtyelZira navi - ჭოროხის ხეობაში ბრტყელძირიანი ნავების დამზადების სამი ცენტრი
იყო ცნობილი: ქვედა მარადიდი, ბორჩხა და ხება. ამათგან, გასული საუკუნის ქართველ და უცხოელ
მოგზაურ-მკვლევართა ცნობით, რასაც ეთნოგრაფიული მასალებიც უჭერს მხარს, ქვედა მარადიდი
გამოირჩეოდა. რუსი ოფიცრის პ. იურჩენკოს, მკვლევარ ი. ვორონოვის დახასიათებით, ქვედა მარადიდი
ნამდვილ ნავსაშენ ვერფს წარმოადგენდა. მარადიდელ ნავ-მშენებელთა ხელეჩოსა და ცულის ხმაური
თურმე მეზობელ სოფლებშიც ისმოდა. XIX საუკუნის ბოლოს მარადიდში თოთხმეტი ნავსაშენი
სახელოსნო ყოფილა, სადაც გრძელ, ბრტყელძირიან ნავებს აკეთებდნენ. ქვედა მარადიდელები
უშუალოდ ნაოსნობას იშვიათად მისდევდნენ და მათი ძირითადი საქმიანობა ნავების მშენებლობა
იყო. მარადიდში დამზადებული ნავები ბათუმის ოლქში საუკეთესოდ ითვლებოდა. სამაგიეროდ,
საუკეთესო მენავეები ბორჩხელები იყვნენ. მარადიდელი მენავე ხელოსნები ნავის ასაგებ მერქანს
ყარაშარვარის, ბეღლევანის, ჭარნალის სახაზინო ტყეებიდანაც ყიდულობდნენ, სადაც უხვად იყო
ძირითადი ნავსაშენი მასალა - წაბლი და თხმელა. მდინარე ჭოროხამდე მასალა ხარკამეჩით, იქედან
კი - მარადიდში ნავებით გადაჰქონდათ. ხეებს მარტში ჭრიდნენ და დიდხანს აშრობდნენ. თხმელისაგან
უმთავრესად ნავის ფსკერი კეთდებოდა, რადგან იგი წყალში დიდხანს ძლებდა, წაბლის ხისაგან კი -
ნავის დანარჩენი ნაწილები მზადდებოდა. ნავის ზოგიერთი ნაწილის გასაკეთებლად მუხისა და
თუთის ხესაც იყენებდნენ. ჟან მურიე ნავის დამზადების ზოგიერთ ტექნიკურ მხარეს ასე აღწერს:
„ჩონჩხი მაგრად არის შეკრული გარდიგარდმო დაჭედილი ძელებით და გადაკრული აქვს წაბლის
ხის ფიცრები, რომლებსაც სქლად აქვს კუპრი წასმული. ორი ან სამი მენავე უსვამს ნიჩაბს. ხის
წკნელით მიბმული ორი ნიჩაბი ხელში უჭირავს მენავეს და საჭის მაგივრად ხმარობს”. ჭოროხული
ნავი, გარდა იმისა, რომ იგი მდინარის სპეციფიკურობის გამო ყოველთვის ბრტყელძირიანი იყო,
კორპუსის მოყვანილობითაც ზღვის ნავისაგან განსხვავდებოდა. ამ განსხვავებას ჭოროხის ნავის წინა
და უკან აწეულ-წამახვილებული ნაწილი - კიჩო ქმნიდა. ზღვის ნავს მხოლოდ წინა კიჩო ჰქონდა
წამახვილებული, უკანა ნაწილი კი, როგორც წესი, ჩაჭრილი და ბრტყელი ჰქონდა, რომელზეც საჭე
მაგრდებოდა. ჭოროხული ბრტყელძირიანი ნავის ეკიპაჟი სამი-ოთხი მენავისაგან შედგებოდა.
ლიტ.: მურიე, 1952:25, 95; კახიძე, 1990:66; 2009:411-415; ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:27, 74;
ბერაძე, 1981:25, 85; 1990:66.

brtyeli culi - ბრტყელპირიანი, სათალი ცული.

brude - მრუდე.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

brumo - ბმო, დიდი მუწუკი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bruti - საქონლის დაავადება.


ლიტ.: შამილაძე, 1966:209.

brutiani - ბრუციანი, ახლომხედველი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bruwumali - იხ.: ბროწოლი.

102
brZane - სტუმრისადმი მიმართვა, რომ შეუძლია საჭმელი მიირთვას. იგივეა, რაც „მიირთვით
საჭმელი”. თედო სახოკია: „ჩვენებური „საჭმელი მიირთვის” მაგიერ „საჭმელი ბრძანე” ან მარტო
„ბრძანე” სცოდნიათ”.
ლიტ.: სახოკია, 1985:147.

brZnoba - ტაბუ, საბრძნელი, ტაბუირებული რამ, რისი დარღვევის შემთხვევაშიც ოჯახსა და


მეურნეობას დიდი საფრთხე ელოდა. ამიტომაც მისი დარღვევა აკრძალული იყო.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:198.

bude - 1. ფრინველთა ბუდე, ქათმის კვერცხის დასადები ადგილი. 2. ბორბლის ბუდე.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

buduSuri - ვაზის ერთ-ერთი ჯიში. საქართველოს კუთხეებს შორის ადგილობრივი ვაზის


ჯიშების რაოდებით აჭარას ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. ამჟამად საქართველოში ხუთასზე
მეტი ჯიშია გამოვლენილი და აღრიცხული. აქედან აჭარაზე სამოცზე მეტი ადგილობრივი ვაზის
ჯიში მოდის, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა ალმურა, ახალაკი, ბროლა, დუდღო, ბუტკო,
ბოსტნური, გორგოული, ვაიოს საფერავი, საფერავი აჭარული, თეთრა, ჩხავერი, თურვანდი,
კაიკაციშვილისეული, კვირითავა, კიბურა, კირწითელა, კორძალა, ქვაბთური, სხალთური, ბათუმურა,
ლივანური, შავშურა (შავშური), კლარჯული, ხოფათური, მაგარა, მეკრენჩხა, მორცხა, მწვანურა,
მწვანე აჭარული, ორჯოხული, პოვნილი, სალიკლევი, მისკეთი, კოლოშაი (კოლოშა), საკმიელი,
საწურავი, ტაძიკურა, ქორქაულა, შიშველი, ხარისთვალა აჭარული, ჩიტისთვალა, ჩიტაყურძენა,
ცვითე, ცხენის ძუძუ აჭარული (ცხენიძუძუ), ჭეჭიბერა, ჭიპაკური, ჭოდი ჯავახეთურა, ჯინეში...
თედო სახოკია XIX საუკუნის მეორე ნახევარში აჭარაში გავრცელებული ვაზის ჯიშების შესახებ
წერდა: „რამდენადაც შევიძელით ცნობების შეკრება … აჭარაში დღემდე დარჩენილია 17 სახელწოდების
ყურძენი. ამათგან „ადესის” გარდა, რომელიც ამ ათი თუ თხუთმეტი წლის წინათ ალბათ გურიიდან
არის შემოტანილი (ჩვენ ზემო აჭარის სოფელ ღორჯომში ვნახეთ), ყველა ძველებია. აი მათი
სახელებიცა: ადესა (თეთრი და წითელი), ბუდუშური (თ.), ბურძგალა (თ.), ბუტკურა (წ.), ბროლა
(ადრეულია, თ.), ვანური თეთრი ყურძენი, კლარჯული (თ. და წ.), მატენაური (წ.), მეკრენჩხი (წ.
მაგარკანიანი), მწვანე (თ.), შხუმი (დიდკუფხლიანია, სახელი მეგრული აქვს: შხუ - მსხვილი), ჩხავერი
(წ.), ცხენისძუძუ (წ.), წოდი (მრავალმტევანა, რამდენიც ფოთოლი აქვს, იმდენი მტევანი ასხია,
მხოლოდ მტევანი თხელია), ხარითვალა (წ. მსხვილკუფხლიანი), ხოფათური (თ.), ჯანისი (ბრეში -
თეთრი). ამჟამად აჭარის დაბლარ ვენახებში ვაზის ჯიშებიდან ძირითადად გავრცელებულია
ცოლიკაური, ალიგოტე, ჩხავერი, ჩინური ციცქა, საწურავი და სხვა დანარჩენი ჯიშები. აჭარაში
გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საწურავი ვაზის ჯიში იმსახურებს.
იგი უხვი მოსავლიანობითა და ყურძნის წვენის დიდი გამოსავლიანობით ხასიათდება. მისგან
შესანიშნავი ორდინალური ღვინოების დაყენება ხდება. ამიტომ, ფიქრობენ, რომ აჭარაში მევენახეობის
შემდგომ განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს საწურავის ფართო გავრცელება.
ლიტ.: სახოკია, 1985:224.

buduSuri - სასუფრე ვაზის ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:224.

buzankali - საქონლის მკბენარი ბუზი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

buzi - 1. მწერი, მკბენარა მწერი; 2. ფუტკარი. აჭარის ტრადიციულ ეკონომიკურ ცხოვრებაში


ფუტკარი განსაკუთრებულად სასარგებლო მწერი იყო, შესაბამისად, მეფუტკრეობასაც თვალსაჩინო
ადგილი ეჭირა. მეურნეობის ამ დარგს შინაური თუ ნახევრად შინაური მეფუტკრეობის სახით ფართო
მასშტაბი ჰქონდა. ეს აიხსნება აქაური გარემოს ხელსაყრელი ბუნებრივ-სამეურნეო პირობებით.
103
აჭარის მთაში ნიშანდობლივი ჩანს ის სამი ფორმა, რომელიც ტყიურ - კლდის ფუტკარს, ნახევრად
შინაურ (სკების შემოწყობა ხეებზე) და შინაურ (საგანგებოდ გაწყობილი საფუტკრე) მეფუტკრეობას
გულისხმობდა. ტყიური ფუტკრის მიკვლევა ძირითად მიზნად ფუტკრის მოყრა-მორეკვას და სახლში
მოყვანას ანდა მის ახლო-მახლო, ხეებზე ცარიელი სკების შემოლაგებას და ამ სკების ,,გაცოცხლებას”
ითვალისწინებდა. ხეფუტკარასთან ახლოს მაღალ ხეებზე შემოდგმული სკა აუცილებლად
,,გაცოცხლდებოდა” და მას იქვე ტოვებდნენ. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მეფუტკრეობის იმ
ფორმას, რომელიც ფუტკრის მოშენებას ხეებზე და კლდეებზე გულისხმობდა. ამ ფორმას ტყიური და
შინაური მეფუტკრეობის მიჯნად და გარდამავალ საფეხურად თვლიან. სკებს წიფლის, თხემლის და
ნაძვის ხეებზე საგანგებოდ მოწყობილ ბოგილებზე დგამდნენ. სკები ხეებზე ცაცხვის ქერქისაგან
დაწნული მსხვილი თოკით აჰქონდათ, რომელსაც მაჭახლის ხეობაში ჭაპანი ეწოდებოდა. ჭაპანს
დამატებით ჭახრაკი და გრძელი და წვრილი თოკი - სიჯიმი გააჩნდა. მეფუტკრეობის აღნიშნული
ფორმა მეფუტკრისაგან დიდძალი საკვების წინასწარ დამზადებასა და სასკე ხეზე მის შემოლაგებას
მოითხოვდა. აჭარის ხეობებში, განსაკუთრებით, მაჭახლის ხეობაში, ჩვეულებრივ, ორნაწილედი სკის
გარდა ყავრანი იყო გავრცელებული, რომელიც როგორც მთლიანი ფუღუროიანი ხისაგან, ისე ორ
ნაწილედი გულამოღარული ხის შეერთებით მზადდებოდა. თაფლის გამოღებასა და მის დამუშავებაზე
საინტერესოა საკითხი შინაური საფუტკრეების შესახებ. თაფლის სკიდან გამოღება ივნისში ანდა
თებერვალში ხდებოდა. გამოცდილი მეფუტკრეები ჩვეულებრივი ფუტკრისაგან ე. წ. მეკვერნე
ფუტკარს არჩევდნენ, რომელიც კვერებივით მრგვალ ფიჭას აკეთებდა. მეკვერნე ფუტკარი ავი არ
იყო და მას თაფლიც ბლომად ჰქონდა. თაფლის დაწურვის - გადამუშავების სხვადასხვა წესი
არსებობდა: ოდნავ შეთბობის შემდეგ თაფლის ,,ცეცხლზე დაწურვა” და ცივად - „უცეცხლოდ
დაწურვა” ხდებოდა. თაფლს ჩახვში წურავდნენ, რომელსაც სელ-კანაფის ნართისაგან საგანგებოდ
ქსოვდნენ. თაფლის ნაწილს პატარა დერგებში დაუწურავადაც ინახავდნენ. ვისაც თაფლი ბლომად
ჰქონდა სავსე ჭურჭელს ერთი წლის განმავლობაში ხელუხლებლად ტოვებდა. შენახული თაფლი
ღომის მარცვლებივით შეიკრებოდა და მაგრდებოდა. ამას „დაღომებული თაფლი” ერქვა, რომელიც
ჩვეულებრივ თაფლთან შედარებით საჭმელად უფრო გემრიელი იყო და მას განსხვავებულ სამკურნალო
თვისებებს მიაწერდნენ. ლიტერატურულ წყაროებში ჩვეულებრივი თაფლის გვერდით კრიპუჭი
თაფლიც იხსენიება, როგორც გატანის საგანი. ამდაგვარ ცნობაში ბუნებრივი სახით კრიპუჭი თაფლის
გარდა, ხელოვნურად მიღებული კრიპუჭი თაფლიც უნდა იგულისხმებოდეს. ასეთი კრიპუჭი თაფლის
თვისებები დაღომებულ თაფლს გააჩნდა, რომელსაც თიხის ჭურჭელში წლების განმავლობაში
დაკონსერვების შედეგად დაუწურავი და უცეცხლოდ დაწურული თაფლისაგან ღებულობდნენ.
კრიპუჭის თვისებების მქონე დაღომებულ თაფლს ჩვეულებრივ თაფლთან შედარებით დიდი მოწონება
ჰქონდა. მას საპატიო დანიშნულების ძღვნადაც კი მიიჩნევდნენ. მეფუტკრეობის პროდუქტებს ყოფაში
მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა. თაფლი არა მარტო საჭმელი პროდუქტი იყო, არამედ მას დანარჩენ
პროდუქტებთან ერთად ხალხურ მედიცინაში დიდი გამოყენება ჰქონდა. ფუტკრის პროდუქცია
უებარ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა, მაგალითად, ლილაში დასველებულ ჭინჭს ადამიანს
ნაკბენ ადგილზე დაადებდნენ და შეუხვევდნენ, მაგრამ უმჯობესი იყო ნაკბენ ადგილზე თაფლის
წასმა. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა.
ლიტ.: კახიძე, 1974; აბაშიძე, კომახიძე, 1998:178.

buiki - წვრილი ხილი, ბოსტნეული.


ლიტ.: კობერიძე, 2014:14.

buki - სამხედრო-სასიგნალო საკრავი. თედო სახოკია: „ზოგიერთ გაზეთს რომ უყუროთ, რწყილს
აქლემი უნდა აშობინონ. ერთი კაცი მთელ ჯარად ეჩვენებათ და მთელ ქვეყანას ბუკითა და ნაღარით
აუწყებენ”.
ლიტ.: სახოკია, 1985:167.

104
buknaTaჲ - თეთრშუბლიანი ცხოველი, მაგალითად, ძროხა. ე. წ. სანათაჲ.
ლიტ.: ნიჟარაძე, ბათუმი, 1971.

bulduJa - მსხლის ერთ-ერთი ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:113.

bulTa - მსუქანი პირუტყვი.


ლიტ.: კობერიძე, 2014:.

bulTi - ბურთი.
ლიტ: მგელაძე, 1966.

buli - იხვი.
ლიტ: მგელაძე, 1966.

bulula Weri - თივის ბულულებს ქვეშ ამოსადები ჭერი, ჭოკი. ჭერებს ბულულებს ამოსდებ-
დნენ და ზვინებად დასადგმელ ადგილას მიიტანდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:113.

bululi - თივის ანდა გათიბული პურის


პატარა ზვინი, ერთ ადგილზე ზვინისებურად
შეგროვებული თივა, ჭერის გარეშე, თივის პატარა
გროვა გათიბული და გამხმარი ბალახის პატარა
ზვინი. ბულული იმ შემთხვევაში კეთდებოდა, როცა
თივა გახმობას ერთ დღეს ვერ ასწრებდა და საჭირო
იყო მისი „დაბულულება”, რათა თივისათვის ნამი
აერიდებინათ. მეორე დღეს კვლავ გაუშლიდნენ და
მზეზე ახმობდნენ. ხმელ თივას ზვინებად დგამდნენ,
საშუალოდ სამი-ხუთი ბულული უკვე ზვინი იყო.
აჭარის გარდა ამ სახელწოდებით იგი ცნობილი
იყო რაჭასა და ქართლში.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, IV:291; ჩიჯავაძე, 1969:112;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:73.

bululis Weri - თივის ასაღები ჭერი. იხ.: ბულულას ჭერი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:34.

bulRo - იხ.: ბარამბო.

bumbula - მსხლის ერთ-ერთი ჯიში, მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:138, 222; ნიჟარაძე, 1971:114.

burdo - კანაფის ნარჩენი, დაბურდვილი, დახლართული.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

burdRa - ბურდღა. ზანურში გვაქვს ბუნდღა, ასევე, მეგრულშია ბურდღა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:52.

105
burdRva - ბუერდღის, ბუმბულის აცლა.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

bureRi - პურის ფქვილის ცომისაგან დამზადებულ თხელს ფენებს დამწვარ ერბოს წაუსვამდნენ,
ნიგოზნარევ შაქარს დააყრიდნენ, ზემოდან ისევ დამწვარ ერბოში გახსნილ რძეს დაასხამდნენ და
შემდეგ შეწვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:156.

burka - კურკა, ხილის კაკალი.


ლიტ: მგელაძე, 1966.

burmali - 1. აჭარული წინდა, წინდის ძვირფასი სახეობა, სასიძოს


საჩუქრის აუცილებელი ელემენტი. წინდაზე ზემოდან ნაირფერი ძაფების
გრეხილი იყო დაქსოვილი. ჭრელები წინდას ქსოვის დასრულების შემდეგ
უკეთდებოდა. ბურმალი გრძელი წინდა იყო და მჭიდროდ იქსოვებოდა; 2.
წინდის ორნამენტი.
ლიტ.: სამსონია, 2005:123.

burme - გამდნარ ერბოში კვერცხებს ჩაატეხდნენ, გაცივების შემდეგ პურის ფქვილს ჩა-აყრიდნენ
და თბილი წყლით მოზილავდნენ, ცომისაგან თხელ ფენებს გაიყვანდნენ და შაქარში დანაყილ
მოხრაკულ ფქვილს დააყრიდნენ, სიგრძეზე დაამრგვალებდნენ, სპილენძის სინზე სპი-რალისებურად
დააწყობდნენ, ზემოდან ერბოს მოასხამდნენ და შეწვავდნენ, ბოლოს კი სქელ შერბეთს შეურევდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:157.

burRi - ხის სახვრეტი იარაღი. მრგვალი,


გრეხილპირიანი რკინის ხელსაწყო, რომლითაც
ხითხურო-ხელოსნები ფიცრებს ბურღავდნენ.
იხმარებოდა დიდი და პატარა ბურღები. ზოგ-ჯერ
დიდ ბურღებს თავში სახელურები ჰქონდა, რათა
მბურღავებს მასზე ძალა მიეტანათ. გვხვდებოდა ხის
ბურღი და ბოლო პერიოდში რკინის ბურღიც. მათ
შორის განსხვავება მხოლოდ იარაღის აგებულებაში, კერძოდ ტრიალის წესში იყო.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:112.

burZgala - ვაზის ერთ-ერთი ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:224.

burZRali - მარცვალგაცლილი ყურძნის მტევანი, კლერთი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971; შარაშიძე, 2014.

burwumeli - ეკლიანი ლერწები, ეკალასი და მათი მსგავსი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

106
burji - ძელებისაგან ოთკუთხად, სამკუთხედად ჭდობით ამოყვანილი შენობის კონსტრუქცია.

busuni - ერთ ადგილას გაურკვეველი და მდორე მოძრაობა, ტრიალი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

butko - ბუტკო აჭარის უძველესი წითელყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში იყო. აჭარის
რეგიონში, აგრეთვე, შავშეთ-კლარჯეთში შავმარცვლიანი ბუტკოს არსებობა შორეული წარსულიდან
არის ცნობილი. საშუალო სიდიდის მარცვალი თითქმის შავის ფერის იყო, ჰქონდა თხელი კანი და
წვნიანობით, სასიამოვნო ტკბილი გემოთი გამოირჩეოდა. აღნიშნული ჯიში ამ მხარეში შოთა
რუსთაველის ეპოქაში - XII საუკუნეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ჯიშის ქართული
სახელწოდება და მისი მთელი რიგი სპეციფიკური თავისებურება საშუალებას გვაძლევს ბუტკო
პონტოს მხარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მივაკუთვნოთ. ზოგიერთი ლიტერატურული წყაროთი აჭარასა
და რაჭაში თეთრყურძნიანი ბუტკო ყოფილა გავრცელებული, თუმცა აჭარისა და რაჭის სხვადასხვა
ხეობის შესწავლის პროცესში თეთრი ბუტკოს არსებობა არ დადასტურებულა. გადმოცემებით, ბუტკოს
პროდუქციას აჭარის მოსახლეობა, ღვინის სმის აკრძალვასთან დაკავშირებით, ყურძნად ანდა ყურძნის
წვენისა და ბექმეზის დასამზადებლად იყენებდა. მაღლარების სახით ცალკეული ძირი მხოლოდ
ქედის რაიონის სოფელ ვაიოს მიდამოებში იყო გავრცელებული, ხოლო მოსავლიანობა უშუალოდ
ამინდის პირობებზე იყო დამოკიდებული. ბუტკო საღვინე ჯიში იყო. ბუტკოს მტევნის საშუალო
წონა ოთხმოცდათექვსმეტ გრამს აღწევდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:114.

butura - მსხლის ერთ-ერთი ადგილობრივი ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:224.

buqi - ქარში თოვა, როცა ფანტელები ჰორიზონტალურად ფრენენ, ქარბუქი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

buRa - გამოუკოდავ-გამოუყვერავი საჯიშედ შენახული კურო-მოზვერი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

buRa-goli - ბუღა-გოლი ხარის ტბას ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ტბაში ბუღა ცხოვრობდა,
რომელიც ზაფხულობით ტბიდან ამოდიოდა და ძროხებს ამაკებდა. ხარი წითელი ფერისა ყოფილა.
მას ჭიდილში მთელი სოფლის ხარები დაუმარცხებია. ერთ კაცს ხერხი უხმარია: თავისი ხარისათვის
რქებზე რკინის ბუნიკები ჩამოუცვამს და ხარისათვის ისე დაუჭიდებია. რქებმოჭედილ ხარს ტბის
ბუღა დაუჭრია. დაჭრილი პირუტყვი ტბაში ჩაბრუნებულა. ტბა მის სისხლს წითლად შეუღებავს,
წყალი ნაპირებიდან გადმოსულა და მთელი სოფელი წაულეკავს, გაუვერანებია. ამიტომაც ეწოდება
ამ ადგილს ვერნები.
ლიტ.: სახოკია, 1950:212.

buRebis Wedoba - ხალხური სპორტი, კორიდას მსგავსი გართობა-თამაშობა, წეს-ჩვეულება,


რომელიც ადრე გაზაფხულზე იმართებოდა. ხალხური კორიდას ამ ფორმას ტაო-კლარჯეთის
მოსახლეობაც კარგად იცნობდა. ბუღების ჭიდაობა აჭარაში გაზაფხულის დღესასწაულთა ციკლში
იყო წარმოდგენილი. მართალია, დღეს აჭარელთა ეთნოგრაფიულ ყოფაში გაზაფხულის შეხვედრის
დღესასწაული ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, მაგრამ ის წეს-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები,
107
რომლებიც ხარის უღელში შებმას და ხვნა-თესვის კამპანიისაათვის მზადებას ეძღვნებოდა, ხალხური
დღესასწაულების წლიური კალენდრის ამ მონაკვეთზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. ბუღიების
ჭედობა აპრილის პირველი კვირიდან იწყებოდა. სასურველი იყო პარასკევი დღე, მაგრამ ჩანს,
აღნიშნული ცერემონიალის მუსლიმანურ წმინდა დღესთან დამთხვევა გვიანდელი მოვლენაა,
წარმართული სარწმუნოებისათვის დამახასიათებელი თარიღის აღდგენა კი ამჟამად ძალზედ
ძნელდება. საერთოდ, აპრილის დასაწყისი აჭარაში ხვნა-თესვის კამპანიის დასაწყისს ემთხვევა და
ხალხური წესჩვეულებების, მაგალითად, „კანუღის გაღების” - პირველი ხნულის გავლების
რიტუალის შესრულებაც ამ პერიოდისათვის იყო დამახასიათებელი. თვეობით მზადების შემდეგ
ბუღების პატრონები სოფლად შეჯიბრების დღესა და ადგილს აცხადებდნენ. ჭვანისა და ღორჯომის
ხეობათა სოფლებში ასეთი შეჯიბრებისათვის გამოყოფილი ჰქონდათ სპეციალური ადგილები. ასე,
მაგალითად, სოფელ ინწკირვეთში ბუღიების ჭედობა „დუბეჭალას” მოედანზე, სოფელ ნაღვარევში -
„გორიკულაზე”, სოფელ მეკეიძეებში - „კინტავრაზე” ტარდებოდა. შეჯიბრების დღეს ორივე მხრივ
აურაცხელი ხალხი გროვდებოდა. ბუღიების ჭედობის პროცესი აღსავსე იყო დრამატიზმით.
განსაკუთრებით ბუღის პატრონები ღელავდნენ, რომლებიც თავიანთ ბუღებს გვერდში ედგნენ და
შეტაკებებისას შეძახილებით ამხნევებდნენ. ბუღის გამარჯვებას, პატრონთან ერთად, სოფლის
მოსახლეობა ჟრიამულითა და თოფების სროლით ხვდებოდა, დამარცხებული მხარე კი მოედანს
ჩუმად სტოვებდა და რევანშის სურვილით აღვსილი გამარჯვებულის პატრონს განმეორებით იწვევდა.
ამგვარად, ბუღიების ჭედობა სოფლად დაახლოებით ერთ კვირას გრძელდებოდა. საასპარეზოდ
არენაზე ერთმანეთს ახალ-ახალი წყვილები ცვლიდნენ.
ლიტ.: მგელაძე, ლომთათიძე, 2016:56-59; ქართული ეთნოლოგიური... 2009:87.

buRiebis Wedoba - იხ.: ბუღების ჭედობა.

108
ბუღების ჭედობა
(გივი ნახუცრიშვილის ფოტო)

buRobia - ბავშთა თამაში: 1. თამაში, რომლის დროსაც ოთხზე მდგარი ბავშვები ხარის
წამბაძველი ღმუილით წრეში დაცოცავდნენ, ერთმანეთს თავით ეჯახებოდნენ და ხარებს ბაძავდნენ;
2. ბავშვს ოთხზე მდგარი მოზრდილი ზურგზე ისვამდა და ღმუილით წრეს უვლიდა ანდა მოკუჭალიების
დროს, რომელსაც უფროსის მიერ ბავშვის გართობის ხასიათი ჰქონდა, მამაკაცი თუ ქალი ზურგზე
აკიდებული ბავშვით, კერის ირგვლივ დადიოდა, ბავშვს ზურგზე არხევდა და თან ღიღინებდა:
„კუჭა შენა, კიდობანა, სავარცხელა,
კუჭა, კუჭა, ბოლა, ბოლა, ბუუ!”;
3. არსებობდა ბუღობიას სხვა ვარიანტებიც: ბავშვები გვიმრის ტოტებით კავებს აკეთებდნენ,
ერთმანეთს გამოდებდნენ და ცდილობდნენ კავები ერთმანეთის გვიმრისათვის მოეტეხათ. ამ დროს
ამბობდნენ: „ვისი ხარი რქას მოიტეხს და ვის შერჩება ეს ხარიო”. ვისაც გაუტეხელი ეწრები დარჩებოდა,
იგი გამარჯვებული რჩებოდა. თამაშს ზოგან „ეწრო-ბილასაც” უწოდებდნენ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ,
მოწინააღმდეგეები გვიმრის ღერებს ერთმანეთს კაკვებით გამოდებდნენ და ცდილობდნენ
მოწინააღმდეგეთათვის რაც შეიძლება მეტი კაკვი დაეხლიჩათ.
ლიტ.: ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:75; შამილაძე, 1971:33-34; ნიჟარაძე, 1971:115.

buRravi - ხარის ანდა ბუღის მიერ რქით მიწის თხრა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

buRraoba - ხარების ჭიდაობა. იხ.: ბუღების ჭედობა.


ლიტ.: კობერიძე, 2014:25.

buSi - უკანონო შვილი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

buZia - იხ.: ბიძა.


109
buZi - იხ.: ბიძა.

buWula - 1. მდინარის თევზი; 2. პატარა კაცი; 3. პატარა წისქვილი. იხ.: ბუჭულა წისქვილი.
ლიტ.: კობერიძე, 2014:15.

buWula wisqvili - ზემო აჭარაში პატარა ზომის წისქვილი. გავრცელებული იყო საქართველოს
მთიანეთში.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, IV:291.

110
buxari - საცხოვრებელი ნაგებობის გასათბობი საშუალება, ქვით ამოშენებული საცეცხლე.
გათბობის გარდა ბუხარი სახლის სამკაულად გადაიქცა და მისი გაფორმება უფრო და უფრო დაიხვეწა.
საქართველოში არსებულმა ქვითხუროობის მდიდარმა ტრადიციებმა მისი გაფორმებისა და იერსახის
ეროვნული სტილი განაპირობა. კონსტრუქციული შედგენილობის თვალსაზრისით საცხოვრებელ
სართულებში ბუხრის, იგივე, „ოჯახის” მოწყობის ტრადიცია აჭარაში დიდ ინტერესს იწვევს. ერთ
სახლში იმდენი ბუხარი, იგივე, ოჯახი იყო, რამდენი განაყოფი საქორწინო წყვილიც ცხოვრობდა.
უმარტივესი კონსტრუქციის საშუალებით ბუხრის მთელი სიმძიმე ხის ბოძზე, ე.წ. „დირეგზე”
მოდიოდა, იგი დირეგს ეყრდნობოდა, რომლის სიმაღლე მიწის დონედან საცხოვრებელი სართულის
იატაკამდე აღწევდა, რაც აგებულებითა და დანიშნულებით ქართული სახლის დარბაზულ სისტემაში
არსებულ, ე. წ. „დედაბოძს” მოგვაგონებდა, დედაბოძს, რომელსაც საცხოვრებლის მთელი ტვირთი
აწვებოდა. ბუხრის მშენებლობა საქართველოში პროფესიული ხასიათის იყო. სპეციალობა მებუხრე,
რომელსაც აჭარაში „უსტასაც” ეძახდნენ, სწორედ ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა. ბუხრის მშენებლობას
საგანგებო წესები გააჩნდა, რაც როგორც შენების თავისებურებებში, ისე საბუხრე მასალის სწორად
შერჩევაში გამოიხატებოდა. ეს განსაკუთრებით ბუხრის იმ ნაწილების ქვას ეხებოდა, სადაც ცეცხლი
ინთებოდა. საამისოდ ისეთი ჯიშის ქვები უნდა შერჩეულიყო, რომლებიც ცეცხლგამძლე იყო. საბუხრე
ქვა სუფთა - უტალო, უარტაშანო უნდა ყოფილიყო, ამასთან, მხოლოდ რკინის იარაღით მოჭრილი

აჭარული სახლის ბუხარი და თანმხლები ინვენტარი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

111
და არა აფეთქების გზით მოპოვებული, რადგან ასეთი ხერხი ქვის სტრუქტურას აზიანებდა და
მწყობრიდანაც მალე გამოდიოდა. ქართულ ბუხრებს ზოგადად გააჩნდათ: ყვერბი (ტაფა), სადაც
ცეცხლი ინთებოდა, ფეხები, ზურგი, წინპირი, სასანთლე (თარო) და ყელი (ქუდი/კალამი). ბუხრის
ავკარგიანობისათვის უმთავრესი იყო წინპირისა და ზურგის დაყენების ოსტატობა: წინპირის საკვამლე
მხარე გულამოღებული, ბუხრის ზურგი კი ოდნავ უკან გადაწეული უნდა ყოფილიყო, რაც ქვემოდან
ზევით კვამლის დაუბრკოლებლად მოძრაობას უწყობდა ხელს. ბუხრის წინპირი, სასანთლე და ყელი
საუკეთესო თეთრი ქვით კეთდებოდა, რომელიც „რბილი” თვისების უნდა ყოფილიყო, რაც ასევე
აუცილებელი პირობა იყო მხატვრული სიუჟეტისა და ჩუქურთმების გამოხატვისათვის. ფეხებიანი
ბუხრების გარდა საქართველოში გავრცელებული იყო კომპლექსური ბუხარი - რამდენიმე ოთახის
გასათბობად და დაკიდებული ბუხარი, რომლის წინპირი ჩვეულებრივ ფეხებიან ბუხართან შედარებით
გამოწეული იყო, რითაც მძლავრი ცეცხლის დასანთებად დიდი მოცულობა იქმნებოდა. ასეთი
ბუხრები, ძირითადად, სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. საქართველოში, ბუხრების
მშენებლობაში, ქვითხუროობის უძველესი ტრადიციები და ის მაგიურ-აპოთროპეული დანიშნულების
სიუჟეტები, რომლებიც ადრეულ ქართულ საცხოვრისში კერასა და დედაბოძზე იყო გამოხატული,
სრულყოფილად გამოვლინდა. ქართული ბუხრის შემკულობაში დიდი ადგილი კოსმოგონიურ
გამოსახულებებს, ცხოველურ მოტივებსა და მცენარეულ ორნამენტებს ეკავათ, განსაკუთრებით,
სიცოცხლის ხესა და მარადიულობის სიმბოლოებს - ნაირგვარ ბორჯღალებს, რომლებიც არცთუ
იშვიათად ბუხრის „მუხლებსა” და წინპირებს ამკობდნენ. რაც შეეხება ზოომორფულ მოტივებს,
საქართველოში არსებულ ბუხრებზე ლომის, არჩვის, ირმისა და ფრინველის გამოსახულებანი
დასტურდება. ყველაფერი ეს ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენების დანაშრევს წარმოადგენს.
ლიტ.: ადამია, 1967:3-12; მგელაძე, 1966; ნადირაძე, 2001.

bujeri – 1. საბუდარი, შინაურ ფრინველთა ბუდე, ადგილი სადაც ქათმები კვერცხს დებდნენ;
2. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში იგი კედელში ჩადგმული ერთ ანდა ორგანყოფილებიანი ხის
სათავსი იყო და, ძირითადად, ჯამ-ჭურჭლის დასაწყობად იხმარებოდა.
ლიტ.: კიკვიძე, 1940; მაკალათია, 1987; ნიჟარაძე, 1971:115; ქართული მატერიალური... 2011:77.

ეთნოგრაფიული მუზეუმის - „ბორჯღალოს“ ექსპოზიცია

112
bujuji - პურის ფხა, რაშიც მარცვალი იყო მოთავსებული.
ლიტ.: კობერიძე, 2011:36.

bRalva - ბალახის ორივე ხელით მოგლეჯა, გამარგვლა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bRarji - ჩვილზე, თოთოზე იტყოდნენ.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

bRezi - ავი, მყეფარა, რასაც ჩვეულებრივ ძაღლზე იტყოდნენ. გადატანით შესაფერის ადამიანზეც
ხმარობდნენ.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

bRuvili - ხარის ხმიანობა ბოხად: სულხან-საბა ორბელიანთან, „ჴართ ჴმიანობა”.


ლიტ.: ორბელიანი, 1949:57; მგელაძე, 1966.

bjiti - წვრილი ხილი, ბოსტნეული.


ლიტ.: კობერიძე, 2014:14.

სოფელ მირვეთის სახლის ბუხარი


(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

113
ბაწრის საგრეხი
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ ექსპოზიციიდან)

114
არჩილ მაკარაძის სახელობის ოლადაურის
ეთნოგრაფიული მუზეუმი

115
ნაოსნობა ჭოროხზე.
(აჭარის მუზეუმი - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

116
gabagineba - დამკვიდრება, დაბინავება: „მოვდა და გაბაგინდა” - მოვიდა და ძალიან დიდხანს
დარჩა, თითქოს საკუთარ სახლში იყო.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

gabanebuli - გასუქებული: „მოზვერი გაბანებული იყო, დაკლეს და ბითები ქონი გამევდა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gabargva - გათოხნა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:117.

gabareba - საქონლის (ხარის, ძროხის...) დროებით სხვისთვის გარკვეული გასამრჯელოს გაღე-


ბით მოსავლელად მიბარება. იხ.: აბარება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:117.

gabeCeba - გაშტერება, უაზროდ გახდომა: „ყველამფერი გაჭირვება მოგითვალო, გაბეჩთები” ან-


და „ქამარის ამბავმა გააბეჩა დუნია მემლექეთი”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gablukna - გამოძღომა, გატენვა.


ლიტ: მგელაძე, 1966.

gaglejila - გაგლეჯილა აჭარაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული თამა-


შის, „ნიშხა-ნიშხა ბარბალუკას” იდენტური იყო და მის მსგავსად კოსმიურ-მითოლოგიურ სცენას ას-
ახავდა. იგი მნათობი მზისა და შავბნელი ძალის - გველეშაპის დაუცხრომელი ბრძოლის სცენას
გამოხატავდა. თამაშის დროს ორ თანაბარ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ხელიხელჩაკიდებულნი
ერთმანეთის პირისპირ მწკრივდებოდნენ. ნიშხა-ნიშხას გაჭიმული მწკრივიდან ერთი მოთამაშე გა-
იქცეოდა, ბარბალუკას მწკრივს დაეძგერებოდა და მის გაწყვეტას ცდილობდა. თუ ამას შეძლებდა, მა-
შინ მწკრივის ერთი მონაწილე ტყვედ თან მიყავდა, ხოლო თუ ვერ მოახერხებდა, ბარბალუკას
მწკრივის ტყვე თავად ხდებოდა და იქვე მწკრივში ებმებოდა.
ლიტ.: ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:189; ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:70.

gadanadeba - ვინმეს ყანაში ნადი რომ ეყოლებოდა, თუ ადრე მორჩებოდნენ მაშინ, მასპინძლის
სურვილით ამ ყანის ახლომდებარე, მასპინძლის ახლობლის ყანაში გადანადება, მთელი ნადის გადას-
ვლა და მიხმარება ხდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

gadaferxva - ახალ წელს დილით, ვინც ოჯახში პირველად ფეხს შედგამდა, იგი სახლის მფერ-
ხავი, მეკვლე ხდებოდა. მას უფლება არ ჰქონდა იმ დღეს სხვაგან წასულიყო. თუ სხვა ოჯახში მივი-
დოდა, ეს სახლის გადაფერხვად შეფასდებოდა. ხალხის რწმენით, მფერხავმა ამ დროს სახლის მთელი
წლის ბარაქა სხვაგან გადაიტანა, ე. ი . მან გადაფერხვა განახორციელა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.
117
gadaCeCeba - გადაცვენა, გადავარდნა: „წყალჩი გადაჩეჩდენ და დეირჩენ”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gadaWyerili - „გადაჭყერილი ეძინა ტყეში კაჩაღ”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gadmogvareba - სხვა გვარის მიღება: „თელი სოფელი დეიღუპა; ხეზე პაწაი ბაღვი შერჩენილა -
დეიძახეს: გადარჩენილია პაწაჲ ოღლიო. აქიდან გადმოგვარდა პაწალაშვილები”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gadaifi - ვერმიშელის კერძი. ვერმიშელს წყალს მოასხამდნენ, დამწვარ ერბოიან თეფშზე დაყ-
რიდნენ, ზემოდან დამწვარ ერბოს ისევ ბლომად დაასხამდნენ და თეფშს ნაკვერჩხალში ჩადგმულ სამ-
ფეხზე შედგამდნენ. როცა ვერმიშელი შეწითლდებოდა, გადააბრუნებდნენ, შემდეგ ადუღებულ
შაქარწყალს მოასხამდნენ და მცირე ხნით წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:159.

gadaTroba - სქესობრივი აქტი, ერექცია.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gadaxveuli xorumi - ხორუმის შემადგენელი ელემენტი. ხორუმის ერთ-ერთი ვარიანტის


ფინალური ნაწილი. ხასიათდებოდა პირველ ნახევართან შედარებით უფრო მეტი დინამიურობით,
განსხვავებული ილეთებითა და პლასტიკურობით.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:122.

gadmobargva - მთიდან, იალაღებიდან ბარში სამესაქონლეო ავლა-დიდებით დაბრუნება.


ლიტ.: მგელაძე, 2012:107.

gava - ცხენის უკანა მხარე, თეძოები.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gaTvalva - თვალის ცემა, ტრადიციული რწმენით, თვალშურიანი კაცის მიერ პრუტყვზე ანდა
ადამიანზე ავი თვალით, შურით შეხედვა. თვალნაცემს ასე შეულოცავდნენ: „მარიამ ტიროდა, მარიამ
ყვიროდა, მარიამ ყრიდა ცრემლსა მარგალიტისა,/მოვდა წმინდა გიორგი და ასე უთხრა: დაო მარიამ
რას ტირი, რას ჩივი, რას ყრი ცრემლსა მარგალიტისა,/რავა რას ვტირი, რავა რას ვჩივი, რავა რას ვყრი
ცრემლსა მარგალიტისასა?/ურიებსა ქორწილი აქვს, ჩემი შვილი წვეულია,/გავარდნილა ბულთი, მოხ-
თენია თვალში, და თვალი ეფსება,/ამიზა რას ტირი, ამისა რას ჩივი, ამიზა რას ყრი კურცხალს, მარგა-
ლიტსა,/ჩადი ბაღჩაში, გადმოიტანე სამი სამყური,/ფოლადაჲ ნემსით წითელ აბრეშუმზე
წამოაცვი,/დაადე თვალსა, გაქარდება ქარსავით და წავა წყალსავით”. შელოცვა დღეში სამჯერ სრულ-
დებოდა.
ლიტ.: შამილაძე, 1966:23; ნიჟარაძე, 1971:123; აბაშიძე, კომახიძე, 1998:204.

gaveSeba - გაავება, გამძვინვარება, განრისხება.

gazakva - თვალის წაკვრა, თვალის ცემა.

gazamTrva - ზამთრის პერიოდში საქონლის გამოკვება და მოვლა-პატრონობა. თედო სახოკია:


„როგორ აღწევს გასაჭირს გლეხი თავს? მეტად საინტერესო ჩვეულება აქვთ: უსაქონლო გლეხი მეზო-
ბელს, რომელსაც უღელი ხარი ჰყავს, მაგრამ შენახვა არ შეუძლია ამ 8 თვიან ზამთარში საკვების უქ-
118
ონლობის გამო, ორივეს ართმევს და „გაზამთრავს”, ისე იგი ზამთარში შეინახავს და ამ „გაზამთვრის”
ქირაში გაზაფხულზე ყანას მოიხნავს და მერე ისევ პატრონს უბრუნებს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:217.

gaTerZva - ყამირის გატეხა, შეთოხნა ანდა მოხვნა, პირველად შეთოხნა თუ საანეულედ კავით
- სახვნელით ყანის მოხვნა, ასევე, ხნულის - ანეულის მეორედ მოხვნა. პირველად მოხნულთან შედა-
რებით კვალს უფრო შორი-შორს გაავლებდნენ: „თიბათვეშივე გავთიბემდი ბალახ და მერე არონ-
ათი გავთერძამდით”. კორდ მიწას ადრე გაზაფხულზე გათერძავდნენ. გათერძული კორდი გადაიწ-
ვებოდა და მისი მეორედ დამუშავება ადვილი იყო.
ლიტ: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971:123.

gaTxueba - გათხოვება, ქალის დაქორწინება, ქმარზე შეუღლება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gaibanebuli - განადირებული, გამხეცებული: „თაზე ჩემი მოზვერი გაიბანებული იყო, ეიდა.


წყესებმა დამეხმარეს და დავკავეთ”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gainaTeba - გაჯიუტება: „კამეჩმა გაინათა: ვერ გავაქანეთ”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gakazmva - გაწმენდა, გასუფთავება, ვთქვათ, სიმინდის, პურის მარცვლისა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gakafva - ბუჩქების პირწმინდად აჭრა ანდა სახნავ-სათესად თუ სათიბად შერჩეული ადგილის


ყოველგვარი ნარგავისა თუ მცენარეულობისაგან გათავისუფლება.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

gakerkeSeba - ძალზე გახმობა, გამაგრება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gakoWva - 1. ხელ-ფეხის შეკვრა; 2. გზის ჩაკეტვა; 3. საქონლის გაკოჭვა; 4. ცოლ-ქმრის გაკოჭვა; 5.


მტრის გაკოჭვა, გზის შეკვრა. წინათ გზაზე, სადაც მტერს უნდა გაევლო, ორივე მხარეს რძით ანდა
წყლით სავსე ჭურჭელს დადებდნენ. როცა მტერი გზას გადაჭრიდა, ჭურჭლებიდან ერთიმეორეში
სითხეს გადაასხამდნენ. სწამდათ, რომ ამის შემდეგ მტერი ვეღარ იხეირებდა, ხიფათს გადააწყდებო-
და, ასევე, ქორწილის დროს, იმ გზაზე, სადაც დედოფალს უნდა გაევლო, მაყრიონის ჩავლამდე გზის
ერთ მხარეს დანას დააგდებდნენ, ხოლო მეორე მხარეს - ქარქაშს. შემდეგ ქარქაშსა და დანას ცალ-ცალ-
კე გადამალავდნენ მანამ, სანამ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ გაეყრებოდა. სწამდათ, რომ „გაკოჭილი”
ცოლ-ქმარი ერთმანეთთან სქესობრივ კავშირს ვერ დაამყარებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:124-125; შამილაძე, 1969:101.

gakrieჲ - ჩილიკის, ბილაის თამაშის გაგრძელება. ბილაის თამაში რომ დამთავრდებოდა, გამარ-
ჯვებული ცეცხლიდან პირდაპირი ხაზით ბილას სამჯერ გაჰკრავდა, ხოლო დამარცხებული იმავე ხა-
ზით ბილას ორჯერ უკან გამოჰკრავდა, ცეცხლამდე რაც მანძილი დარჩებოდა, იქედან დამარცხებული
გამარჯვებულს ზურგზე მოკიდებულს ცეცხლამდე მიიყვანდა. ამის შემდეგ ბილაის თამაში თავიდან
იწყებოდა. მართალია, გამარჯვებულს უპირატესობა ჰქონდა, რადგანაც ბილას სამჯერ, ხოლო დამარ-

119
ცხებული კი - ორჯერ გაჰკრავდა, მაგრამ ხშირად ხდებოდა, რომ სამჯერ გამკრავი ფუცას აკეთებდა
და ორჯერ გამკრავი ბილას ცეცხლს გადააცილებდა. მაშინ დამარცხებული გამარჯვებული გამოდი-
ოდა და გადაცილებულ მანძილს გამარჯვებული დამარცხებულს ზურგით გამოატარებდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

gakurWvla - ლობიოს, კაკლის გულის გამოცლა, ჩენჩოს გაცლა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

galaRebuli - გახარებული მცენარე.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

galanZva - გამოსაცხობი კერძის გარედან შებრაწვა და შიგ უმად დარჩენა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

galompra - ხეზე ქერქის შეხდა, შეძრობა. ქერქის გაცლა, ე. ი. გალომპრილი იგივეა, რაც ქერ-
ქგაცლილი.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ნიჟარაძე, 1971.

galomprva - იხ.: გალომპრა.

galursva - უხმოდ გაჩერება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

galRvoba - გაყინულის გადნობა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gamolocva - წარსულში ხალხურ მკურნალობას საფუძვლად ედო არა მხოლოდ საუკუნეების


განმავლობაში დაგროვილი ემპირიული ცოდნა-გამოცდილება, არამედ წარმართულ შეხედულებებ-
ზე დაფუძნებული, ხშირად, შელოცვებში გამოხატული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. აჭარელ-
თა წარმოდგენით ადამიანის ავი თუ კარგი, გარდა ღმერთისა, სულების ზემოქმედებაზეც იყო
დამოკიდებული. მათ მიაჩნდათ, რომ რომელიღაც მავნე სულს ადამიანის სხეულში დასადგურება შე-
ეძლოთ, რომელიც როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ დაავადებებს იწვევდა. ეს სულიერი დაძაბუ-
ნება კი, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სიკვდილით სრულდებოდა. მათი გაგებით, იმისათვის, რათა
დასნეულებული ორგანიზმი განკურნებულიყო, პირველ რიგში, საჭირო იყო ჩასადგურებული მავნე
სულის ორგანიზმიდან განდევნა. ეს კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთადერთი ეფექტური საშუალ-
ებით - შელოცვით. აჭარლებში გავრცელებული იყო ის შეხედულებაც, რომ ბოროტ სულებთან ერ-
თად მიწიერი ბოროტი სულებიც არსებობდნენ, რომლებიც ადამიანს უბრალოდ ერთი გზით -
„თვალწაკვრით” აავადებდა და აძაბუნებდა. ტრადიციულად შელოცვის ძირითად ელემენტად მიჩნე-
ული იყო საკუთრივ შელოცვა და სულის შებერვა, რომელსაც მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ. მოსახ-
ლეობის დიდ ნაწილის აზრით სულის შებერვა ადამიანის სხეულში დასადგურებულ მავნე, ბოროტ
სულზე გადამწყვეტად მოქმედებდა, მას თრგუნავდა და მისი მოქმედების უნარს ახშობდა, რის სა-
ფუძველზეც ადამიანი ინკურნებოდა და მდგომარეობიდან გამოდიოდა. შელოცვის პროცესი, ავად-
მყოფის ლოცვით მკურნალობა, გამოლოცვა პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლებოდა. ამ წესით
ხალხური ლოცვების მცოდნე ექიმბაშები მკურნალობდნენ, რომლებიც გამოლოცვასთან ერთად სხვა-
დასხვა რიტუალსაც ასრულებდნენ და სხვადასხვა რიტუალურ საგნებს იყენებდნენ. გამოლოცვის
დროს მკურნალი ექიმბაში ავადმყოფს სამჯერ სულს შეუბერავდა, მკურნალობისას კი – მთვარის ფა-
120
ზებსაც ითვალისწინებდნენ. ავადმყოფს გამქრალ მთვარეზე გამოულოცავდნენ, რაც, მთვარესთან ერ-
თად, ავადმყოფობის გაქრობასაც გულისხმობდა. არსებობდა სხვადასხვა გამოლოცვა ანუ შელოცვა:
თვალწაკრულის ლოცვა, სურდოს ლოცვა, ჭრილობის მორჩენის ლოცვა, დამწვრობის ლოცვა, სიმსივ-
ნით დაავადებულის ლოცვა, სირსვილის ლოცვა, გვეჯოს ლოცვა, უჟმურის ლოცვა და სხვა მისთანა-
ნი. სამკურნალო შელოცვებიდან უნდა გამოიყოს - სურდოს შელოცვა: ა. „სურდო მესტუმრა
ადვილათაო, აწ რა მივართვა სადილათაო?/ანგალი, მანგალი, სამი ტაგვის ბარკალი,/შებოჭე და შე-
ბორძიკე, ძაღლის კუდსა გამოაბი,/ძაღლი ღელეს გაახტუმლე, სურდო წყალში ჩაახტუმლე”; ბ. „სურ-
დო მჭირდა ადვილადა, რა მივართვა სადილადა,/ძაღლი ხეზე გავახტუმლე, სურდო წყალში
ჩავახტუმლე,/ელელიკო, მელელიკო, კურტუმო და ბარკალი, ღობის ძირში ჩავფალი,/იგი მამამ ცხენი
მომცა, ავამტვრიე, დავამტვრიე,/კარსაც მოხდა, კარმა იწყო ზრიალი, მეზობლებმა გრიალი”. შელოც-
ვები შებერვით სრულდებოდა. დამწვრობით დაავადებულზე შელოცვა: ა. „წითელი ხარი, წითელი
ხუცესი,/ზღვა ხნული, ქვიშა თურული,/ვის მოსწრია, ვის გაჰგონია,/მომწვარი გაძნელებული,/მომწვა-
რო, აღმა ამოდი”; ბ. „ელი ელავდა, მელი მელავდა,/ ნაგალი ხევდა, მომწვარი გაძნელებული,/სამი
დღის უკან გაქარვებულა”; გ. „ელელია, მელელია, ზღვა ღელავდა,/წითელ ხუცესსა ხარი გაება,/ზღვას
ხნავდა, ქვიშას თესავდა,/ვინ გაიგონა, ზღვა ხნული, ქვიშა თესილი,/სამ დღეს იქით დამწვარი გაძნე-
ლებული”. შელოცვები შებერვით სამჯერ სრულდებოდა. სიმსივნით დაავადებულზე შელოცვა: „ბე-
დო, ბედო, ბედნიერო, სახელმწიფო მშვენიერო,/ სად დეიბადე, სად გეიზარდე,/ორბოს ფრთა ქვეშ,
ცხენის ნალქვეშ,/ბედომ ძუძუ მაწოვა, ვარდმა ნაზმა გამზარდა”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ფრჩხილით დაავადებულზე შელოცვა: „ბედო, ბედნიერო სახელი გაქვს ბედნიერი,/სად დეიბადე, სად
გეიზარდე,/ცხენის ნალს ქვეშ, თუ ორბის ფრთის ქვეშ?”. შელოცვა სამჯერ შებერვით სრულდებოდა.
ტყიბლით დაავადებულზე შელოცვა: „ელელია, მელელია, ბოლო მარგალიტისა,/სამი სამება ღვთისა,
სამი მამლისა ყივილისა,/მოვიდა ბრძანება ღვთისა: ტყიპლი ღრებოდეს, ჭკნებოდეს, თავდებოდეს”.
შელოცვა სამჯერ შებერვით სრულდებოდა. გარდა შელოცვისა მკურნალობის ხალხურ ხერხებსაც იც-
ნობდნენ: საგანგებოდ დედალ-მამალ ტურას მოკლავდნენ, თავის ძვლებს დაწვავდნენ, თხის ტყავის
უბეწვო მხარეს თაფლს წაუსვამდნენ, დამწვარი ძვლის მტვერს ზედ მოაყრიდნენ და ავადმყოფს მუ-
ცელზე შემოახვევდნენ; პროცედურა ორჯერ სრულდებოდა, სანამ ტყავი თავისით არ მოძვრებოდა;
ასევე, ტურის თავის ქალას დაწვავდნენ, გაცრიდნენ, ერბოში შეურევდნენ, დაავადებულს მუცელზე
წაუსვამდნენ და თბილ ქეჩას შემოახვევდნენ. სირსვილით დაავადებულზე შელოცვა: ა. „ალაერა ყა-
ნასა, ხარი ხნიდა ჭალასა,/ხარს ტაბიკი დუუწყდა, სირსვილს ძირი მუუწყდა”. სამჯერ შებერვით შე-
ულოცავდნენ და ყოველ შელოცვისას დასირსვილებულ ნაწილს ნემსის წვერით შემოხაზავდნენ; ბ.
„სირსვილო, სირსვილო, ხარი ხნავდა ყანასა,/ხარსა ტაბიკი გუუტყდა, სირსვილსა ძირი მუუწყდა,/მე
ვარ მლოცველი, ღმერთი იყოს შენი მარგებელი”. შელოცვა შებერვით სამჯერ სრულდებოდა. ბღერით
დაავადებულზე შელოცვა: „სახელითა ღვთითა, მამითა, ძითა სულითა წმინდითა,/მე შეგილოცავ კუ-
ისა,/კუე-კუე კურკუმელო,/პირ-აღმართო, პირ-ჩაღმართო,/ცხენის ფეხო ჩონჩორიკო,/რას ეხოვი მურ-
გსავითა, რას იკბინები ძაღლივითა,/აგჭრი, დაგჭრი, ჩემისა ბასრისა დანისა,/ ჩაგყრი რვალისა
ქოთანში,/გადუღებ და გაფოფინებ, შვიდ დღეს და შვიდ ღამესა,/ გაგიტან ქედსა მაღალსა, მიგასევ ყვავ-
სა, ყორანსა,/გამოი გამოქარდი, ძვალში თუ რბილში იყო”. შელოცვა შებერვით დღეში სამჯერ სრულ-
დებოდა. დაჟეჟილის შელოცვა: „ადამ დეიბადა, ცხრაო, დეიძახა,/ცხრა წყაროს წყალი ერთად
შეიყარა,/ადამ კვეთდა, შტომამ კვეთდა, შტომან ქარს მისცა,/ქარმა ზღვას მისცა, ზღვას გაღდა ხილი
ხილნარი, ათასად აყვავებულა,/გევედი უფეხოდ, მოვკრიფე, უხელოდ, გადავყლაპე უკურკოდ,/თეთ-
რმა ყოჩმა გირქინა, კანკალა წყალში გიკბინა,/შეჭრეტილისა, შეშეჟილისა, ოხოხოი უუშვი, ოხოხოი
გუუშვი”. სამჯერ შებერვით შეულოცავდნენ. თვალში ბეწვჩავარდნილის ლოცვა: მუხის „ფაჯას” და-
ასველებდნენ, დაავადებულს მტკივან თვალზე დაადებდნენ, შუხვევდნენ და თან ასე შეულოცავდნენ:

121
„აჯამე, მაჯამე, ბეწვო გამოი ფაჯაზე,/გამოდ, გამოდ, ითამაშე ეშმაკისა ბალახზე”. შელოცვა სამჯერ
შელოცვით სრულდებოდა. მუცლის ტკივილით დაავადებულზე შელოცვა - 1. „ქედ-ქედ ძაღლი ჩა-
მორბოდა, ფეხწითელა ტაოშიო,/მუცლის ტკივილო გეხვეწები, უშველე და გუუშვიო”; 2. „ელია, მე-
ლია, ჩემი ხელი წამალია,/აქეთ ყურა ჩამორბოდა, ფეხტიტველა ბაუჟიო,/ერთი ძაღლი მეც კი
მყავდა,/გეიარა, გამეიარა, ვის ვათანზე გეემგზავრა?”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა. ადამიანი, რო-
ცა იგი სხეულის რომელიმე ნაწილს იღრძნობდა, შელოცვასთან ერთად ხალხური მკურნალობის სა-
შუალებებს იყენებდა, მაგალითად: 1. თუკი მოსახერხებელი იყო, ნაღრძობიან ადგილს ცხელ
მარილიან წყალში დებდნენ, რის შემდეგ დაავადებულს მტკივან ადგილზე მარილიან წყალშივე მო-
ზელილ სიმინდის ცომს დაადებდნენ და შეუხვევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა;
2. დაავადებულს თელის ფოთლების აბაზანებს გაუკეთებდნენ. სასურველი შედეგის მიღებამდე პრო-
ცედურა დღეში ორჯერ სრულდებოდა; 3. მარილიან წყალში „ქვის სუროს” მოაშუშებდნენ და ნაღრძობ
ადგილას ავადმყოფს დაადებდნენ, ასევე, შეულოცავდნენ: „ადამ დეიბადა, სამი დეიძახა,/სამი წყა-
როთვალი ერთგან შეიყარა,/შავმა ძაღლმა დაგკბინა, ძუმმა ვერძმა დაგრქინა,/ოფოფ გუუშვი, ოფოფ
გუუშვი”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა. ჩიყვით დაავადებულზე შელოცვა - „პირველსა მამლის ყი-
ვილსა, სამჯერ სახელი ღვთისაო,/ჩიყვო, ღრებოდე, ჩიყვო, ჭკნებოდე,/აქ არაა შენი ადგილი,/ზღვის
პირსა, ლერწმის ძირსა ღრებოდე”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ: ქართული ხალხური... 1994; კოხრეიძე, 1958;
აბაშიძე, კომახიძე, 1998:165, 172, 179, 192, 197-198, 200-201, 203, 205, 196-207;
მგელაძე, 2002; სურმანიძე, 2009:528-536.

gamogenva - მოწველის წინ ხბოს მიერ ძუძუს გამოწოვის წესი. იხ.: მოგანუება.
ლიტ.: შამილაძე, 1969::58.

gamokveTa - დამწიფებულ ადგილას სადინარი თვალის გაკეთება.


ლიტ: მგელაძე, 1966.

gamokurkva - კურკოვანი ხილისათვის ბურკის, კურკის გაცლა.


ლიტ: ნიჟარაძე, 1971.

gamonezureba - 1. საქონლის მოშენება. გამრავლება; 2. მემკვიდრეობის გაგრძელება: „ერთი


მხრივ ბედნიერი ხარ, გამოინეზურე გვარი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:127; აჭარული ხალხური... 1969.

gamonurieba - გამოვლა, გამოტარება, გამორონინება: „სახში არ გამუანურიებენ, ისე წეიყვანე-


ბენ”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gamorgva - მომცდარ ადგილას მცენარის ჩარგვა, მცენარის ხელახლა ჩარგვა იქ, სადაც პირველ-
ჩარგულმა არ იხარა. ეს სიტყვა აჭარის გარდა გურიაშიც გვხვდება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971; ქართულ კილო-თქმათა... 1984.

gamorexva - ცემა, გვემა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gamorigeba - გამოკლება, გამოყოფა: „წინ-წინ დაბაძველში ბეური ცხოვრობდა, მარა მერე გა-
მორიგდა და 12 მოსახლე დარჩა”, „ჩემი ბადიში გამორიგდა და ცალკე დეიწყო ცხოვრობა”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.
122
gamosadgami bade - ნალიაში დატანებულ სარკმელში გამოდგმული ჩიტების დასაჭერი ბა-
დე.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

gamosuli - გაზაფხული. იგულისხმება ზამთრიდან გამოსვლა: „გამოსულზე ვთესევდი და


ვხნევდი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1957; ჯაჯანიძე, 1961.

gamosxrikeba - გამოდევნება: „გამეესხრიკა გაპარულ კაც - ჰად მიხვალო”, „ცხენი მომიყვანა და


გემევესხრიკე გადასახლებიდან”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gamofafva - ქვევრის გამოლესვა ხარდალით (მდოგვით).


ლიტ.: სახოკია, 1985:223.

gamoqlarCva - გაწვრთნა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gamoqna - ქალთაგან წარბების გაკაზმვა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gamoqunjbva - ლობიოს, კაკლის გულის გამოცლა, ჩენჩოს გაცლა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gamoRveduli qalamani - თასმებით შეკერილი ქალამანი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gamoCeCeba - გამოცვენა: „გატეხა ქვა და ოქრო გამოჩეჩდა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gamoCexva - გახედვნა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:130.

gamoxameba – 1. უღელში ხარის, კამეჩის შებმის შეჩვევა, გამოქნა; 2. გაზაფხულობით საქონლის


ეტაპობრივად გარეთ გამოშვება და თანდათანობით შეჩვევა. მაგალითად, გაზაფხულობით ცოტა ხნით
ხარებს ჯერ უღელში შეაბამდნენ და მცირედ დატვირთავდნენ, ასე ნელა ნელა შეაჩვევდნენ ხვნასა თუ
სხვა სამუშაოს - გამოახამებდნენ. მიიჩნევდნენ, რომ ზამთრობით საქონელი სიარულსა და შრომას გა-
დაჩვეული იყო. ამიტომ საჭირო იყო საქონელი გარეთ სიარულსა თუ უღელში შებმას შეჩვეოდა.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:108; ნიჟარაძე, 1971:130.

gamoxanZva - ნათესის, სიმინდის, თამბაქოს ფოთლების ალაგ-ალაგ გახმობა და ლაქებად დარ-


ჩენა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gamoTarjva - ნიშნის დადება, დანიშვნა, შემოთარჯვა. ახალი სახლის აგება როცა სურდათ ძვე-
ლად აჭარაში მკითხავს მიმართავდნენ იმ მიზნით, რომ გაეგოთ იმ ადგილში მავნე სულები ხომ არ
არისო. თუ მკითხავი არ ურჩევდა, იმ ადგილას სახლს არ ააგებდნენ.
ლიტ.: მასალები...1976:420.

123
gamosuli - ადრე გაზაფხულის პერიოდი.

gamosulis matyli - გამოსულის მატყლი, გაზაფხულის მატყლი. გაზაფხულის მატყლი ნაკ-


ლებხარისხიანი იყო. მას შემოდგომის მატყლი სჯობდა – ცხვარი „გარში დადიოდა” და მატყლიც სუფ-
თა იყო. გაზაფხულის, გამოსულის მატყლი კი „წვიროიან, ბინძურ – ნაზამთრ მატყლად, ნაგორვი,
ნამწყრევ მატყლად” ითვლებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:25.
gamrigo - განაყოფი, საერთო ძირიდან ნაყარი ოჯახი, ნათესავთა ჯგუფი.
ლიტ.: მგელაძე, 1960:110; 1983:76.

gamrigos gamrigo - იხ.: ძველით გამრიგო.

gamtkicva - საცერში ფქვილის წმინდად გაცრა, წმინდა ფქვილის მისაღებად ფქვილის სამტკი-
ცავში გატარება.
ლიტ.: ჩუბინაშვილი, 1961; მენთეშაშვილი, 1937;
ნიჟარაძე, 1971; ჯავახური... 2014:22.

gamyinavi - აჭარულ ნადურ სიმღერებში პირველი ხმა. გამყივანი ამავე დროს კრიმანჭულს ამ-
ბობდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:132.

gamwatuli - დასვრილი, უსუფთაო საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gamWknari - მცირედ შემხმარი, ფიზიკურად სუსტი, ტანხმელი, უხორცო ადამიანი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ganaTxovreba - რისამეს ვინმეზე თხოვება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ganayofi - იხ.: გამრიგო.

ganayroba - ერთი სახლეულიდან განაყოფ ოჯახთა სოციალური ერთობა.


ლიტ.: მგელაძე, 1986.

gandagana - აჭარული ცეკვის სახეობა. ხალხური ქორეოგრაფია აჭარაში მრავალსაუკუნოვანი


ზოგადქართული ქორეოგრაფიული შემოქმედების ორგანული ნაწილი იყო. არქეოლოგიური მონაცე-
მებით დადგენილია, რომ ქართული ხალხური ცეკვები ერთ-ერთი უძველესია და მცირე აზიისა და
მესოპოტამიის დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების - ჩვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანას მიეკ-
უთვნება. ასევე ძველი ქართული კულტურის დიდმნიშვნელოვან წყაროს ქართული სანახაობრივი
ფოლკლორი და ეთნოგრაფია ეკუთვნის, რომელშიც უძველესი რწმენებისა და წეს-ჩვეულებების, წარ-
მართული კულტურის ნაშთებია შემონახული. ამაზე XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე სამეგრელოში,
რაჭასა და აჭარაში აღმოჩენილი ცხენკაცობის თამაშობები მეტყველებს. აჭარაშიც საქორწილო ბერი-
კულ კომედიაში ერთ-ერთი მოთამაშე ცხენს წარმოადგენდა. აჭარის საცეკვაო ხელოვნების შთაგონე-
ბის წყარო ქართული სინამდვილე იყო. საქართველოს სხვა კუთხეთა ცეკვების მსგავსად, აჭარული
124
ცეკვების წარმოშობისა და განვითარების ძირითად პირობებს სოციალურ-ეკონომიკური ვითარება,
გეოგრაფიული გარემო, ზნე-ჩვეულებანი და სხვა ფაქტორები წარმოადგენდა. ჩვენამდე მოღწეულია
სატრფიალო, საბრძოლო-მხედრული, საწესჩვეულებო შინაარსის, შრომის ამსახველი და საყოფაცხოვ-
რებო დანიშნულების ქმნილებანი. ყველა ისინი სასცენო და არასასცენო ხალხურ ცეკვებად იყოფა.
მათგან უნდა გამოიყოს საცეკვაო სცენები, ფადიკო, განდაგანა, ჯაყდანანა, ხორუმი... აჭარის ხალხუ-
რი შემოქმედება შრომის ხასიათის ცეკვებსაც იცნობდა. ერთერთი მათგანი „ხერტლის ნადი” იყო. იგი
ქალთა ცეკვა იყო და სიმღერასთან ერთად გარდაისახებოდა. მომღერალ-მოცეკვავე ქალები მატყლის
ჩეჩვის და რთვის მომენტებს განასახიერებდნენ. სატრფიალო სცენებით აჭარის მთიანეთში ხერტლის
ნადის სხვადასხვა ვარიანტია გავრცელებული. აჭარული ხალხური ცეკვები ფორმითა და შინაარსით
მრავალფეროვანი იყო და მუსიკალურობით გამოირჩეოდნენ. მათში ეროვნული სულიერი კულტუ-
რის თავისებურებები მკაფიოდ იხატებოდა. აჭარის ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი იშვიათი ქმნი-
ლებაა ცეკვა - განდაგანა, რომელიც მნახველს ფორმისა და შინაარსის სრულფასოვნებით, მხატვრული
სიმდიდრით, აზრისა და იდეის თვალსაზრისით იტაცებდა. მისი ფესვები შორეულ წარსულში იკარ-
გება. ცეკვა „განდაგანას” ქართულ საწყისებს ძველად საოჯახო ზეიმზე ანდა სახალხო დღესასწაულ-
ებზე - შუამთობაზე სიმღერის თანხლებით ქალი და მამაკაცი ცალ-ცალკე ასრულებდა. ცეკვაში
აჭარელი კაცის ზვიადი გულოვანება, გონიერება, ამაღლებული სულისკვეთება, ქალისადმი პატივის-
ცემისა და მოკრძალების ქართული ბუნება ადვილად იკითხება. ცეკვა განდაგანა ძირითადად ორი ნა-
წილისაგან შედგებოდა. პირველში იგი წყნარად მიმდინარეობდა და „თარნანოს” ნაწილს შეიცავდა,
ხოლო შემდეგ სწრაფ ფორმას ღებულობდა. შესრულება შემსრულებელთა მოქნილობას, პლასტიკუ-
რობას მოითხოვდა. ცეკვას საფუძვლად ედო ქალ-ვაჟს შორის გაშაირება, რომელიც გონებამახვილო-
ბასა და მოსაზრება-მიხვედრილობაში შეჯიბრის ხასიათს ატარებდა. „განდაგანას” რაობის, მისი
წინამორბედი ფუძე-ცეკვების თავისებურებათა შესწავლის საფუძველზე გამოთქმულია აზრი, რომ
იგი წარმართული პერიოდის საკულტო რიტუალებში აღმოცენებულ ცეკვა-თამაშობათა შერწყმის შე-
დეგად მიღებულ და დროთა განმავლობაში დახვეწილ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებს წარმოადგენდა,
რომელიც თავისი წინამორბედი როკვა-თამაშობებით ნაყოფიერების კულტთან იყო გენეტიკურ კავ-
შირში. სწორედ განდაგანისათვის დამახასიათებელი სატრფიალო იუმორი და მაგიური შემოქმედე-
ბის ტონ-რიტმით განსაზღვრული მოძრაობა ამ საკულტო რიტუალთაგან უნდა მომდინარეობდეს.
სახელწოდება განდაგანა ცეკვის სადადგმო ნაწილებიდან ამოტივტივდა. ქალისა და ვაჟის პირვანდელ
საგანდაგანო გაცეკვებაში გვერდულა მოძრაობანი, გან-განსვლები მომეტებულად ჩანდა, თუმცა, ცეკ-
ვა მარტო სვლებზე არ იყო აგებული. მას სხვა ელემენტებიც მოერგო, რომლებიც „ყოლსამას”, „ჯაყდა-
ნანას”, „თოფალოინს”, „თარნანოს” და სხვა ცეკვებს ცოტა როდი გააჩნდა. განდაგანა არა მარტო ერთი
ქალისა და ერთი ვაჟის, არამედ ქალთა და ვაჟთა მასობრივი ცეკვაც გახდა. მასში უმთავრესი იყო მუხ-
ლურა, ფეხმიდგმითი სვლები, ცალფეხგასმურა - ხალხურად წოდებული „ჩასმა”, ნაირსახოვანი ბრუნ-
ვის და ჩაკვრების ერთობლიობა. სასცენო-შემოქმედებითი თვალსაზრისით ცეკვაში ნელი, საშუალო
და ჩქარი ტემპის ნაწილები შეინიშნებოდა, ზოგჯერ იგი ჩქარი, გარკვეულ ვითარებაში, საშუალო ტემ-
პითაც იწყებოდა. ამ თავისებურებებში განდაგანას მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობა ვლინდე-
ბოდა. ცეკვა განდაგანას ავტორია ქორეოგრაფი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ენვერ
ხარაბაძე. წარმოშობიდან დღემდე განდაგანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც განსაკუთ-
რებით XX საუკუნის 50-60-იანი წლებიდან გახდა შესამჩნევი. ქორეოგრაფიული ხელოვნების მუშაკ-
თა და ზოგიერთ პროფესიონალ შემსრულებელთა ინიციატივით დახვეწა-სრულყოფის მიზნით ცეკვას
ბევრი საუკეთესო ტრადიციული ელემენტი ჩამოშორდა და ახალი სასცენო ილეთებით გამდიდრდა.
ლიტ: ლაზიშვილი, 2009:497-501; კახიძე, 1978:3-15.

125
ცეკვა „განდაგანა”.
ასრულებენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტები
ფატმა კობალაძე და თემელ მიქელაძე
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანი სახელობის მუზეუმის ფოტოფონდი)

126
ანსამბლი „ბერმუხა“
ფოტოების ავტორია მარია ჩე

127
ქოჩახელა - ედეჰემ სურმანიძე
ხულოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

128
ganuyofeli saxloba - გაუყოფელი, გაუნაწილებელი სახლეული.
ლიტ.: მგელაძე, 1984.

gani - პირდაპირი, სწორი სასიარულო ადგილი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

ganezveba - ახალშექმნილ ოჯახში შვილების შეძენა, ოჯახის გამრავლება.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:154.

ganezureba - თხის, ღორის, გათესლება, სანაშენოდ ნეზვის გაცემა.


ლიტ.: მეგრელიძე, 1971:243-262.

gaparWikna - გაჩირვა, ზოგიერთი ხილის საჩირედ დათლა-დახლეჩვა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gapaWna - მოკვლა: „ბიძაშვილი ჯერე გაქუცეს და მერე ესროლეს და გაპაჭნეს გზაში”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gapuwkva - 1. ტოტების პირწმინდად შემტვრევა; 2. გარინდული დგომა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gapuwkvili - გაღარიბებული.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

gargnoba - ძველი სტილით აპრილის პირველ ოთხშაბათს გარგნის, ხის, შეშის და მისთანანის
მოჭრას და სახლში მიტანას ერიდებოდნენ. სწამდათ, რომ ვინც ამ წესს დაარღვევდა, მის ეზოში გვე-
ლი დაიბუდებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:134.

garevli - გარეული, არაშინაური.

gareTa biZaSviloba - ღვიძლი ბიძაშვილობიდან გენეალოგიურად ოდნავ დაცილებული


ნათესაობა.

gareTa saZmo - მუხლობრივად და თაობრივად დაცილებული ერთი ძირიდან ნაყარ ბიძაშ-


ვილთა ნათესაური ერთობა.

gareT gasuli kaci - იხ.: მგზავრი კაცი.

gareuli qondari - Satureia Specigera: ონჭო, მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცე-


ნარე, რომელიც მუცლის ტკივილის დასაწყნარებლად, განსაკუთრებით კუჭის აშლილობის დროს გა-
მოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:35; ნიჟარაძე, 1971:134.

gareyana - იხ.: ახლოყანა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

129
garokna - ხის ტოტოდან უფრო მცირე ტოტების, როკების გაცლა, გაროკვა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

garwebuli - განდაგანის ადრინდელი სახეობა, რომელიც უმთავრესად ჭვანის ხეობაში ყოფი-


ლა გავრცელებული. იგი განსაკუთრებული ელასტიურობით ხასიათდებოდა, რაც წელის რიტმულ
მოძრაობას ემყარებოდა. ცეკვა, უპირატესად, შრომის - მკის პროცესში მყოფი ქალების მიერ სიმღერის
ტაქტზე სრულდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:134.

gasaxalisebeli - გასაახლებელი, ის რითაც რამეს, მაგალითად, ხის სამეურნეო იარაღს


გააახლებენ, გაქლიბავენ, გაფხეკენ, გააპრიალებენ: „მაგი გასახასილებელ ჭიბოშანს ქვეშნდა გენურიო”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gasusuleba - გაჩუმება.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

gasxlepva - წაწვეტებული ჯოხებით საქალამნე ტყავის გაჭიმვა და გასწორება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gasxi pva - ტყავის გაკვრა, დასამუშავებლად გაჭიმვა. სულხან-საბა ორბელიანი: „სხირპვა - გა-
ჭიმვა თუ დაჭირვება”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:332; კობერიძე, 2011:47.

gatkleca - გახეთქვა, გასკდომა, გაპობა. აჭარის გარდა ანალოგიური მნიშვნელობით ეს სიტყვა


გურიაშიც იყო ცნობილი: „მიწა გასატკლეცი”, „მიწა გასახეთქი”, „მოტკლიცა, ბოლი ტოტი მოხეთქა,
მოგლიჯა”.

gauyebuli miwa - ნასვენი მიწა.


ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:34.

gafuSva - 1. პარკის ანდა ტომრის გასკდომა; 2. გულმოსულობა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gafSeka - ქარისაგან ანდა მზისაგან ზედმეტად გახმობა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gafSekili - ზედმეტად გამხმარი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gafSvna - ლობიოს დატეყვა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gaqirdva - გამასხარება, დამცირება.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gaqna - უღელში შესაბმელი ხარის გაწვრთნა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:42.

130
gaReRva - გულმკერდის მოშიშვლება.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

gaymidva - მკერდწამოწევით, გაჯგიმვით დგომა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gaSeSeba - საქონლის დაავადება.


ლიტ.: შამილაძე, 1966:215.

gaSobila - საძოვარი.
ლიტ.: მგელაძე, 1960:112.

gaSoWva - ხის ფურცლებისგან გაცლა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gawarbva - 1. ზემო აჭარაში გაკვალვა, ხვნის დროს კვალის გავლება, თოხით, წალდით ხაზის
ისეთ ადგილებში გაყვანა, სადაც ვთქვათ, გზა ანდა რუ უნდა გასულიყო; 2. საახოე ფართობის ალაგ-
ალაგ ვიწრო ზოლებად შეთოხნა, რათა ნაკაფის დაწვისას ტყეს ცეცხლი არ გასჩენოდა.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:61; ნიჟარაძე, 1971; კობერიძე, 2011:32.

gawarbuli - გაკვალული, მაგალითად, თხილამურებით გაწარბული გზა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gawvarTva - 1. გაწვრთნა; 2. გაშლა, გასწორება.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1967:9; კობერიძე, 2011:14.

gawisqvileba - საფქვავის წისქვილში წაღება.


ლიტ.: კობერიძე, 2011:32.

gaWadaveba - გამოფიტული მიწის სათიბად გადაქცევის წესი.

gaWalaveba - 1. ზემო აჭარაში წყლის სათიბში მიშვება; 2. გამოფიტული საყანე მიწის საბალა-
ხოდ დატოვება, უფრო ზუსტად, ახოს ნაყოფიერების აღდგენის მიზნით გამოფიტული მიწის მიტო-
ვება და სათიბად გადაქცევა; 3. თავის დროზე გაუთოხნელ ყანაში სიმინდზე ბალახის წასწრება,
ბალახით დაფარვა;
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:66; 1969:II2.

gaWalavebuli - 1. დასასვენებლად დატოვებული საყანე მიწა; 2. ბალახწასწრებული სიმინდის


ყანა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gaWalebuli - ნასვენი მიწა.


ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:34.

gaWiboSna - გაღრესა, ხის გაქლიბვა. იხ.: ჭიბოშანი.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gaWilaveba - მიწის სათიბად დატოვება.


ლიტ.: კობერიძე, 2011:32.
131
gaxameba - გამოფიტული საყანე მიწის ყამირად ქცევა, დაუმუშავებლად რამდენიმე წლით ანდა
სათიბად მუდმივად დატოვება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:142.

gaxaliseba - გაახლება, გადახალისება, გასახალისებელი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gaxaxva - მონადუღარი ტყემლის სუზგში გახეხავა. ამ გზით ტყემალს კურკისაგან აცალკევებ-


დნენ. თავად ტყემლის წვენი კი სუზგზე ქვემოდან შედგმულ ქვაბში გროვდებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1966.

gaxdoma - დადგომა, დაწყება: „ზამთარი რომ გახდება, ჩვენში დიდი თოვლი იცის”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gaxvinikebuli - ცუდად მოვლილი, გამხდარი პირუტყვი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gaxmukuli - ცუდად მოვლილი, გამხდარი პირუტყვი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gajengeba - გაშაირება, სპარსულად შებრძოლება, შეჭიდება.


ლიტ.: დავითაძე, 1978:71.

gelini - ზემო აჭარაში რძალი, პატარძალი, მოსული. სიტყვა თურქულიდანაა შემოსული - gelin.
ლიტ.: მეგრელიძე, 1971:243-262; ნიჟარაძე, 1971.

geja - 1. გულამოღებული ხის ნაჭრისაგან დამზადებული ფუტკრის სკა; 2. ერთ ხეში ამოღებული
ანდა თავბოლო გამოყენებული მორი, რომელიც წყლისათვის თუ ცხოველთა საჭმლის ჩასაყრელად
იხმარებოდა. იხ.: როგო და ავაზანი.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:81.

gvarali - ულო, მომკალი, პურის შესაკონი, ძნის შესაკრავი, ჩალის კონის შესაკრავი, გვარალაჲ,
გორგალი, თავსახვევი, თივის თოკი. აჭარის გარდა ეს სიტყვა გავრცელებული იყო ლეჩხუმში.

gvarda - რძის პროდუქტების შესანახი ოვალური ფორმის ხის


ჭურჭელი, ლურსმნის გარეშე, ხის სახურავითა და ფსკერით. გვარდას
ყველის, იაღისა და ყურუთის შესანახად იყენებდნენ. მას ნაძვის თხე-
ლი ყავრისაგან, ასევე, ცაცხვისაგან აკეთებდნენ. ანალოგიური დანიშ-
ნულებით ცნობილი იყო სასაპანლე ოთხკუთხა ყუთიც, რომელსაც
ცხენს გადაკიდებდნენ და ტვირთი ასე გადაჰქონდათ. ხისაგან დამზა-
დებული გვარდა კარაქს შეფერილობასა და გემოსაც აძლევდა. ვინც
ნაძვის ანდა ცაცხვის ხისაგან ასეთ ჭურჭელს აკეთებდა „მეგვარდეს”
ეძახდნენ. გვარდა აჭარის გარდა ჭოროხის ხეობის არაერთ კუთხეში
იყო გავრცელებული. იგი გურიაშიც იყო ცნობილი.
ლიტ.: სახოკია, 1985:156; ნიჟარაძე, 1948:105; ჩიქოვანი, 1960:101; მგელაძე, 1965:62; ნიჟარაძე, 1971:145;
დავითაძე, 1974:80; ქართულ კილო-თქმათა... 1984; აჭარული დიალექტის... 1990:4;
კახიძე, 1990:61; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:81.
gvardaჲ - იხ.: გვარდა.

132
გვარდის დამზადების პროცესი
(აჭარის მუზეუმი - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

ცხენით ტვირთის - გვარდის გადაზიდვის ვარიანტები.


(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)
133
გვარდის დამზადების პროცესი
ჭვანის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი (შუახევი)

134
gvari - ფართო ნათესაური გაერთიანება, რომელიც გვარსახელით იყო მარკირებული.

gvarimaZagi - 1. გვარის მაძაგებელი, მოღალატე, ოჯახის ამომგდები, ოჯახის შემარცხვენელი,


სახელის გამტეხი, აღიარებული ზნეობრივი ნორმების, ტრადიციების დამრღვევი. აჭარაში „ნოგროს”
საერთო გენეალოგიაზე დაფუძნებული სისხლით ნათესაური ვიწრო გაერთიანების საზოგადოებრი-
ვი სოლიდარობა სისხლ-მესისხლეობის სფეროშიც მოქმედებდა და ამ სახით იგი ერთიან სოციალურ
ორგანიზმს წარმოადგენდა. ნოგროს თითოეულ წევრზე, ოჯახთან ერთად, პასუხს მთელი კოლექტი-
ვი აგებდა. მამაკაცის სავაჟკაცო ანდა სამარცხვინო საქციელი ნათესაური წრის დადებით და უარყო-
ფით მხარეებს ამჟღავნებდა. ამიტომ საზოგადოებრივ აზრსა თუ დადგენილ ადათობრივ ნორმებს ამ
მხრივ ანგარიში ეწეოდა და საგვარეულოს შემარცხვენელი - გვარიმაძაგი შესაძლოა სოფლიდან გაეძ-
ევებინათ. გვარიმაძაგს იმ შემთხვევაში აძევებდნენ, როცა იგი არასრულწლოვან თუ სრულწლოვან
ქალთან ანდა სისხლით ნათესავთან უნებართვო სქესობრივ კავშირს დაიჭერდა. ამას მკვლელობაც
მოსდევდა. დამნაშავის ნოგროც კი, დანაშაულის სიმძიმის გამო, თავს იკავებდა შურისმაძიებლები-
სათვის საპასუხო მიეზღო. უფრო მეტიც, თუ დამნაშავე ქალის ძმებისა და ბიძა-ბიძაშვიელბის დევ-
ნას გადაურჩებოდა, მაშინ გვარიმაძაგის მხარე - „კედარო” მაინც მომხრე იყო, რათა სისხლით ნათესავს
სოფელი დაეტოვებინა და გადახვეწილიყო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, მთი-
ულეთ-გუდამაყარში, ხანდოს თემსა და ჭართალაში, ისე როგორც საქართველოს არაერთ სხვა კუთხე-
ში, მსგავსად აჭარისა, დამნაშავის მოკვეთა იცოდნენ. ამ დროს „სოფლის თავკაცები” ხატთან ანდა
სოფლის განაპირას „სამანს” ჩასვამდნენ და დამნაშავეს „დაარისხებდნენ”; 2. პატარა ბავშვისადმი მო-
ფერებისა და ალერსის გამომხატველი მიმართვა: „შენ არ გამომიწყდი, უყურე მაგ გვარიმაძაგს, რაფერ
ფორთხავს”.
ლიტ.: მგელაძე, 1984;46-61; ნიჟარაძე, 1971:145; ზოიძე, 1996:77.

gvarismaZagi - იხ.: გვარიმაძაგი.

gvelis nakbenis wamali – კულმუხო (Inula Helenium L.) რთულყვავილოვანთა (Compositae)


ჯგუფის მცენარეა. მსხვილი ხორცოვანი ფესურიდან გრძელი დატოტვილი ფესვები გამოდის. ღერო
1,5 მ სიმაღლეს აღწევს. ფესურიდან აგრეთვე ფესვთანური გრძელყუნწიანი ფოთლები ამოდის, რომ-
ლებიც ელიფსური ფორმისაა და ყუნწისაკენ თანდათან ვიწროვდება. ღერის ფოთლები მოგრძო-კვერ-
ცხისებრია, წამახვილებული, ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები თანდათან შევიწროვებული და
მჯდომარეა. ყვავილი ოქროსფერ-ყვითელია, შეგროვილი მსხვილ კალათად, ცალკეულად მჯდომარე
ღეროსა და ტოტების ბოლოებზე. თითოეული კალათი გარეთა ენისებრი და შიგნითა მილისებრი ორ-
სქესიანი ყვავილებისაგან შედგება. მცენარე ივლის-სექტემბერში ყვავილობს. კულმუხო ტენიან ად-
გილებში – ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, დაბლობებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში იზრდება. ძველ
ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში კულმუხო ანდუზის კურუმხის ანდა რასინის სახელწოდები-
თაც არის ცნობილი და სამკურნალო მცენარედაა მოხსენიებული. კულმუხოს ძირი, თესლი და ზეთი
თირკმლების დაავადების, უნებლიე შარდვის წინააღმდეგ, ცხვირიდან სისხლის დენის შესაჩერებ-
ლად და გულის გახშირებული ცემის დასაწყნარებლად გამოიყენებოდა. თანამედროვე მედიცინაში
ამ მცენარის ფესურა ფილტვების დაავადების დროს ამოსახველებელ საშუალებად გამოიყენება. იგი
ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს. აჭარაში – ქობულეთის რაიონში კულმუხოს გველის ნაკბენის სამ-
კურნალოდ ახლაც იყენებენ. მცენარის ადგილობრივი სახელია – „გველის ნაკბენის წამალი’’. კულმუ-
ხოს ძირს გარეცხავდნენ, დანაყავდნენ, ზედ წყალს დაასხამდნენ, გაწურავდნენ და გველნაკბენს წვენს
ასმევდნენ. ავადმყოფს წამლის მიღებისთანავე გულღებინება ეწყებოდა. შემდეგ მცენარის ფოთლებს
ძმარში ანდა ღვინოში მოხარშავდნენ, ნაკბენ ადგილზე დააფენდნენ და შეუხვევდნენ. კლაკნილი თეთ-
რი ხაზები კულმუხოს ფოთლებზე, ხალხური გადმოცემით, იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ მცენა-
რეს გველით დაკბენილის განკურნება შეეძლო.
ლიტ.: შარაძე, 1961:57-58.

135
gverdwiTela - 1. მსხლის ადგილობრივი ჯიშის სახელწოდება; 2. ვაშლი, რომელსაც ცალი
გვერდი წითელი აქვს.
ლიტ.: სახოკია, 1985:138, 222; ნიჟარაძე, 1971:146; კობერიძე, 2011:33.

gvejo - საბავშვო დაავადება, რომელსაც გვეჯოს შელოცვით მკურნალობდნენ.

gvejos Selocva - გვეჯოს შელოცვის დროს გა-


მოიყენებოდა გამდნარი სანთელი, მახასი - მაკრატელი,
კვირისთავი, უსკურაჲ - სპილენძის ანდა ალუმინის თეფ-
ში და საწური. კვირისთავი გაშლილი მაკრატლის პირში
იყო ჩამაგრებული. მას საწურში ჩადგამდნენ, ქვემოდან კი
უსკურას შეუდგამდნენ, რომელშიც ცივი წყალი იყო ჩას-
ხმული. გამდნარ სანთელს კვირისთავში ჩაასხამდნენ, სა-
იდანაც იგი საწურის გავლით წყალში ჩაიღვრებოდა. ცივ
წყალში მოხვედრისას სანთელი ქვავდებოდა და წყლის
ზედაპირზე გარკვეულ ფორმას ღებულობდა. ამ პროცესს
შელოცვის თანხლებით ასრულებდნენ.

gvincxi ღორღიანი ადგილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gvirila - Pyrethrum Partheniforium W: საჭარა, მრავალწლოვანი სამკურნალო მცენარე, რომე-


ლიც ქარების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. გამხმარ მცენარეს გაცხელებულ ჭურჭელზე დადებდნენ
ისე, რომ აალებულიყო. მის კვამლს ავადმყოფს რამდენჯერმე დაუხრჩოლებდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:35.

gzabawari - ვიწრო საცალფეხო გზა, ბილიკი: „აქიდან ბაწარი გზა გადავა სხალთაში”, „სერ-სერ
ბაწარი ჩამუა”.
ლიტ.: მგელაძე, 1966; 1965:142; ნიჟარაძე, 1971.

gzis gadaRobva - სასიძოსთან მიმავალი მაყრიონისათვის ფულადი საჩუქრის მიღების მიზ-


ნით გზის გადაკეტვა. საჩუქრის გაღებას, ჩვეულებრივ, სიძის მაყარი კისრულობდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:146.

gzoba - გველის დღეობა: „გზობა იციან დიდი ხუჩაფათის მომდევნო წითელ პარასკევს. ამ დღეს
ტყეში არ წავლენ შეშაზე, რადგან გველების დღეობაა და გველები მოგზაურობენ. ვინმე თუ იმ დღეს
შეშას მოიტანს, მას გველები მოყვება და იმ წელიწადს სახლს გველი არ მოშორდებაო”. გზობა უფრო
მეტად ქობულეთის მხარეში სრულდებოდა. გველების მოგზაურობის დღეს გველს შეეძლო ჩვეულ-
ების დაუცველობის გამო ადამიანისათვის ეკბინა, თუმცა მოსახლეობაში დაცული იყო გველით მკურ-

136
ნალობის ხალხური ხერხების ცოდნა - 1. წყლის პიტნას დანაყავდნენ და ცივ ხსნარს ავადმყოფს და-
ალევინებდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; 2. მაწონს პირში ჩაიყენებდნენ და შემდეგ
გველის შხამს ამოწოვდნენ; ზოგჯერ ნაკბენზე წურბელას დაადებდნენ, რომელიც სისხლს შხამიანად
ამოწოვდა; 3. ზოგჯერ ნაკბენი ადგილის ამოჭრაც იცოდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; აბაშიძე, კომახიძე, 1998:184.

giaurTi - მამულა, მცენარე, ბალახი. თურქულად gavur - ურჯულოს, ქრისტიანს ნიშნავს.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961.

gideli - მოწნული ვიწრო ძირიანი ყურძნის საკრეფი:


1. წნული ჭურჭელის სახეობა, კალათივით მოწნული ვიწრო
ძირიანი ყურძნის საკრეფი. წვნა კაცობრიობის კულტურის
უძველესი მონაპოვარი იყო. იგი ქსოვას წინ უსწრებდა, რომე-
ლიც მისგან განვითარდა. წვნასთანაა დაკავშირებული კაცობ-
რიობის კულტურის ისეთი მონაპოვარიც, როგორიცაა
მეთუნეობა. მეთუნეობა ყველგან ალბათ იმის შედეგად გაჩ-
ნდა, რომ დაწნულ ანდა ხის ჭურჭელს თიხით ლესავდნენ, რა-
თა ცეცხლგამძლე გაეხადათ. ძველ ქართულ წერილობით
ძეგლებში „წვნის” აღმნიშვნელი ტერმინია - „თხზვა”. ეს ტერ-
მინი დღეისათვის მხოლოდ აჭარულ დიალექტშია შემონახუ-
ლი. აჭარაში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში -
გურიაში, სამეგრელოში, ქვემო იმერეთსა და ლეჩხუმში, ზო-
გადად გიდელი ტირიფის წნელისგან მოწნული კონუსისებუ-
რი კალათი იყო. ტირიფის გარდა წნული ჭურჭლის
დასამზადებლად, უპირატესად, ტირიფის სახესხვაობას - ძეწ-
ნას, მდგნალს, წნორს, მანეულს, აგრეთვე, თხილს, შვინდს,
უზანს, სიმინდის ფუჩეჩსა და პურის ნამჯასაც იყენებდნენ. ამ-
დენად, მის დასამზადებლად აქაც საკმარისი იყო წნელი და
ტკეჩი. აჭარაში, მსგავსად საქართველოს სხვა კუთხეებისა,
წნული ჭურჭლებიდან ფორმითა და ფუნქციით ასევე საყუ-
რადღებო იყო მოგრძო, ძირწაწვეტებული უყურო გოდორი -
გიდელი, რომელიც მაღლარი ვენახისა და ხილის საკრეფი
ჭურჭელი იყო. ასეთ გიდელსაც წნელისა და ტკეჩისგან ამზა-
დებდნენ. ეს ფორმაც უპირატესად გავრცელებული იყო აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, ლეჩხუმში,
ქვემო იმერეთსა და სხვაგან. აჭარაში გიდელს „კუნჭულოც” ერქვა, რომელსაც საქართველოს სხვადას-
ხვა კუთხეში სხვადასხვა ტერმინი შეესატყვისებოდა, მაგალითად, გურიაში - კუშტული, სამეგრელო-
ში - კურსული, ლეჩხუმში - მუჯურო. გიდელის მთავარი საყრდენი წაბლის, მუხის ანდა ქორაფის
ღერო იყო, რომელსაც ცეცხლზე ათბობდნენ და ოთხივე მხრიდან ტკეჩებს ათლიდნენ. ღეროს შუაში
დარჩენილ ხის გულს ჭრიდნენ და მის ქვედა ნაწილს გიდელის ფსკერად ტოვებდნენ. გიდელის საწ-
ნავი ტკეჩი კი ასე მზადდებოდა: მას საშუალო სისქის დანით ჩაჭრიდნენ, მუხლზე მოხრიდნენ და მარ-
ჯვენა ხელის შუა თითის დახმარებით თანდათან ზოლებად დაშლიდნენ. გიდელის წვნა ფსკერიდან
იწყებოდა. გიდელის საყრდენს წვრილი ტკეჩი ჯვარედინად გადაეწვნებოდა. წვნა მარჯვნიდან მარ-
ცხნივ ხორციელდებოდა. გიდელი შუა ნაწილში ოდნავ ფართოვდებოდა, რისთვისაც მსხვილ ტკეჩს
უმატებდნენ. გიდელის თავსაც მსხვილი ტკეჩით შემოწნავდნენ, თავზე თოკის სახელურს უკეთებ-
დნენ, რომლის ტოტზე გიდელის ჩამოსაკიდებლად ხის კავი, „ღვან-ღვალი” მაგრდებოდა. ხეზე ყურ-
ძნის კრეფისას სამ-ოთხ მკრეფავს ერთი მეგიდლე ემსახურებოდა, რომელსაც ძირში გიდელები უნდა

137
ჩაეცალა. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში გიდელს ზოგჯერ ქვევრშიც დგამდნენ, სადაც ღვინოსთან
ერთად ჭაჭა იყო მოთავსებული, გიდელში სუფთა ღვინო შედიოდა და მას იქიდან ორშიმოთი იღებ-
დნენ. თედო სახოკია: „გიდელი - ყურძნის საკრეფი კალათია, შაქრის თავის მსგავსი, ხეზე გააქვთ და-
სავლეთ საქართველოში, საცა მაღლარია. ყურძნის საკრეფად ყველგან გიდელს ხმარობენ”; 2.
კალათივით დაწნული მრგვალი, ფსკერიანი, ზურგზე მოსაკიდი გოდორი, ზოგჯერ მას სახედარსაც
აჰკიდებდნენ. ამრიგად, გიდელი ყურძნის საკრეფი წნული ჭურჭლის სახეობა იყო, ისე როგორც გო-
დორი - თავფართო და ბოლო ვიწრო, ასევე, მაღლარი ყურძნის საკრეფი გრძელი - მოგრძო, მრგვალი,
პირგანიერი და ბოლო ვიწრო - ძირწვრილი კალათი.
ლიტ.: სახოკია, 1985:225; ჟღენტი, 1936; შამილაძე, 1969:58; ნოღაიდელი, 2015; ხაზარაძე, 2008;
უნივერსალური... 2006; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:86-87; ვაზი... 2015:52.

ginglia - დასვრილი, უსუფთაო საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gingli - გინგლი მატყლი ცხვრის მატყლი იყო, რომელიც სირბილით გამოირჩეოდა და ადვი-
ლად მუშავდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:25.

gneSva - ამოხნეშვა, დიდი სულთქმა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gobegi - გობეგი ზემო აჭარაში თაობას აღნიშნავდა. ამავე დროს ამ ტერმინით აღინიშნებოდა: 1.
ჭიპი; 2. საბნის გული; 3. კარგი, მისადგომი საყანე ადგილი, სადაც ქარი არ უდგებოდა. სიტყვა თურ-
ქულიდან იყო გავრცელებული: gobek - ჭიპი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

gobi - 1. თეფშის მსგავსი დიდი ზომის სამზარეულო ჭურჭელი. ერთიანი ხისგან გამოთლილი
მრგვალი ფორმის ხის ჭურჭელი, რომელიც რძისა და კაიმაღის დასასხმელად ანდა სხვა სითხისათ-
ვის, ასევე, ცომის მოსაზელად გამოიყენებოდა. იგი ხისაგან მზადდებოდა. ამგვარი, თეფშის მსგავსი
პირგაშლილი გობები არა მარტო აჭარაში, არამედ ზოგადად დასავლეთ საქართველოს ყველა მხარე-
ში იყო გავრცელებული. იმერეთის მთიანეთში იგი სარიტუალო მიზნითაც გამოიყენებოდა; 2. მარ-
ცვლეულის დასაქუცმაცებელი, ე. ი. სანაყი და სასრესი, რომლის დროსაც, აგრეთვე, გამოყენებული
იყო საცეხველი, საწნეხი; 3. მარცვლეულის დასარჩევი საშუალება, რითაც მარცვლეულის გარჩევა ხდე-
ბოდა.
ლიტ.: ჩიტაია. 2001:212; დავითაძე. 1974: 69; შამილაძე, 1969:132 139, 145; მგელაძე, 1989:44;
ქართული ეთნოლოგიური... 2009:105.

138
გობის და სხვა ხის ჭურჭლეულობის სახვეწი სახელოსნო

gob-mawona - უკვეთოთ შედედებული რძე.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:147.

gobregi - ხელფასი, გასამრჯელო.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gogo - მდედრობითი სქესის ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალი, ქალიშვილი.

gogoze Tvalis dakaveba - საცოლედ თუ სარძლოდ ქალიშვილის შერჩევას „თავისად შე-


გულებას” უწოდებდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:150.

gogora - 1. საბრუნავი, საბრუნი გოგორა, ერქვნის საბრუნავი თვალი, ჯილღის ანდა ურმის
თვალი, რომელიც გახეშილი არ იყო და ბრუნავდა; 2. მარხილი: „მას გოგორა სულ არ აქვს”.
შესადარებლად ამ მხრივ საინტერესოა კვალის გოგორა თუ ველის გოგორას ანდა ჯავახეთში - ხარაზ-
ნის გოგორას, რომელიც ხვნის დროს კვალში მოძრაობდა. გუთნის ხარაზანს ორი გოგორა ჰქონდა, ერ-
თი უფრო მოზრდილი, მარჯვენა მხარის, რომელიც ყოველთვის კვალში მოძრაობდა, მეორე - პატარა
გოგორა, რომელიც ველზე მოძრაობდა.
ლიტ.: ჟღენტი, 1936; ჯაჯანიძე, 1961; მგელაძე, 1966; ჯავახური... 2014.

gogo-biWis dawiokeba - გაშაირება, შაირობა.


ლიტ.: დავითაძე, 1978:71.

gogoSvili - ქალიშვილი, ასული.

139
gogroWina - 1. ჩვილი ბავშვის
ფეხის ადგმისათვის აგებული სპეციალ-
ური საჯდომ-საგორავი, რომელსაც ხის-
გან აკეთებდნენ. მას ოთხი ფეხი და მას-
ზე მი მაგ რე ბუ ლი ხი სა ვე ბორ ბლე ბი
ეკეთა. ზემოდან ოთხკუთხა ფიცარი
ჰქონ და და მაგ რე ბუ ლი. იგი შუ აზე
მრგვლად იყო ამოჭრილი და სქელი ნა-
ჭერი ისე იყო ჩამაგრებული, რომ მასში
ბავშვი ჩამჯდარიყო. გოგროჭინაში ჩამ-
ჯდარი - „ჩადგუმნებული” ბავშვი ფეხს
თუ გაშლიდა, იატაკს შეეხებოდა, ოჭ-
ივარას დაძრავდა და თავადაც დადი-
ოდა, თუ მოხრიდა, მაშინ ოჭივარაში ჩა-
კიდულ ნაჭერზე ჯდებოდა. გოგროჭი-
ნა გავრცელებული იყო როგორც მოძრავი - საგორავიანი, ისე უძრავი, რომელიც მხოლოდ ფეხებზე
იდგა; 2. საბავშვო გასართობი, ერთგვარი სამბორბლიანი „ველოსიპედი”, რომელსაც ხელოსნური
გზით ამზადებდნენ. შესდგებოდა საჯდომის, სახელურიანი საჭის - „რულისა” და ბორბლებისაგან.
მას საჯდომზე საზურგე ჰქონდა დამაგრებული. გავრცელებული იყო ორგორგლიანი ანუ ორბორ-
ბლიანი და სამგორგლიანი სახის გოგოროჭინები. ბორბლები ტრადიციულად ხის მრგვალი მორის
გადანახევით მზადდებოდა, რომელსაც შუაზე ნახვრეტს უკეთებდნენ და ხისავე ღერძზე ტრიალებ-
და. ბოლო დროს ხის ბორბლების ნაცვლად ლითონის „პაჩებნიკებს” - საკისარს იყენებდნენ. გოგრო-
ჭინათი სეირნობა - „კატაობა” საბავშვო გასართობი იყო, რომელიც ფართო ასპარეზს ზაფხულობით
მთაში დასვენების დროს იძენდა. მას მეორენაირად „არაბასაც” უწოდებდნენ.

ბაბუა ახმედ ბოლქვაძე შვილიშვილებს სათამაშო „არაბას” უმზადებს.


ბეშუმის იაილები, 1983 წელი.
140
godoraჲ - 1. გოდორაჲ სიმინდის ერთ-ერთი სახეობა იყო, რომელიც გრძელ-გრძელ ტაროებს
იკეთებდა, იცოდა წვრილი მარცვლები; 2. მამაკაცის შერეული სახელი, მეტსახელი. იხ.: გოდორი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:147.

godora - სიმინდის ჯიში.


ლიტ: მენთეშაშვილი, 1937; კახიძე, 1974:39; ლომთათიძე, 1996:79.

godori - სხვადასხვა სახისა და დანიშნულების მოწნული სამეურნეო ინვენტარი, რომელიც ძი-


რითადად, ტვირთის საზიდის ფუნქციას ასრულებდა. აჭარაში გავრცელებული იყო ბრტყელძირიანი
გოდორი და ფეხიანი - კონუსისებური გოდორი. სატვირთე გოდრის ნაირსახეობა იყო „ცხენის გოდო-
რი” („კეხის გოდორი”) - ერთმანეთზე თოკით გადაბმული ორი გოდორი, რომლებსაც ცხენზე გარდი–
გარდმო გადაკიდებდნენ და ტვირთი გადაჰქონდათ, ასევე, „საფქვილე გოდორი”, რომელიც სუროს
ტკეჩით მჭიდროდ იქსოვებოდა. იგი მთელ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული და როგორც
მარცვლეულის შესანახად, ისე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
აჭარაში სიტყვა „გოდორი’საგან” ნაწარმოები ტერმინი გოდორაჲ - სიმინდის ერთ-ერთი სახეობის აღ-
მნიშვნელიც იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მთიელები ჭირნახულს გოდრებში ინახავდნენ. აქ გო-
დორი ნაკელისა და ნაცრის ნაზავით იყო ამოლესილი. სქელი ძირი ჰქონდა, ზოგჯერ ფეხებზე იდგა,
რომ არ დანესტიანებულიყო. ასეთი გოდრების სიმაღლე ორ მეტრამდე აღწევდა და ორმოც-ოთხმოც
ფუთ მარცვლეულს იტევდა. შეძლებულ ოჯახს შვიდი-რვა გოდორი მაინც ედგა. დასავლეთ საქარ-
თველოში მარცვლეულის შესანახად თიხით შელესილი გოდრები იყო წარმოდგენილი. ზოგადად შე-
საძლებელია ითქვას, რომ ფიცრის ფსკერიანი შელესილი გოდორი, როგორც მარცვლეულის შესანახი
სათავსი, მთელ საქართველოში ფართოდ იყო წარმოდგენილი. ასევე ითქმის სხვადასხვა სიდიდის
შეულესავი გოდრების შესახებაც, რომლებიც სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისთვის იყო განკუთ-
ვნილი. გოდრის სახეები იყო: ყურძნის შესანახი გოდორა - აჭარასა და გურიაში, თევზის საჭერი - გო-
დორი და გორიცა - გურიაში. გუჯინა - ხევში, გოგროხა - ქართლში, დიდი გოდორი: გოდრულა -
ქსანსა და ქართლში, პატარა გოდორი: ზურგზე მოსაკიდი გოდრულა - კახეთში.
ლიტ.: მგელაძე, 1966; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:90; კახიძე, 1990:61.

141
goTaeli - იხ.: გოთაული.

goTauli - ზაქარია ჭიჭინაძე: „აჭარის სოფელ საღორეთში მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთ


უზეირ აღა დევრაშ ოღლი დევაძემ მიამბო შემდეგი - ძველად ჩვენში იყვნენ ისეთი საქმის კაცები, რო-
მელთაც სახელად „გოთაულს” ეტყოდნენ. მეც ამ საქმის კაცი ვიყავ და ამ საქმით მე 1840 წლებში კაი
ფულიც მოვიგე. ეს „გოთავლობა” აი რა ყოფილა: საქართველოს ერის ბატონყმობის დროს, როცა მება-
ტონენი თავიანთ ყმის შვილებს სტაცავდნენ, ამათ ოსმალში მიერეკებოდნენ და იქ ჰყიდდენ სხვა და
სხვა ბაზრებზედ. ამ გასაყიდ ყმათა შვილებს ვინც ყიდულობდა მათ სახელად ერქვათ: - „გოთაულ-
ები”. ეს სახელი მათ იმიტომ ერქვათ, რადგანაც იგინი ამ ნაყიდ პირთ მოგებით სხვებზედ ჰყიდდენ ...
„გოთაულთ” ნათქვამი: ვიდრე რუსნი ახალციხეს აიღებდნენ, მინამდის ჩვენ იქ მოვდიოდით და ვყი-
დულობდით თქვენებურ ქალ-ვაჟებს. ახალციხის დაჭერის შემდეგ ჩვენ იქით აღარ მოვდიოდით, მის
მერე სავაჭრო ბინად ბათუმი და ქობულეთი დაიდვა. აქ მოყვანდათ თქვენებურნი, ხშირად აჭარაშიც
გადმოჰყვანდათ და აქა ჰყიდდენ იგინი, ყველა მათ ჩვენ ვყიდულობდით, მერე ოსმალში მიგვყვანდა
და იქ ვყიდდით კაი ფასად. აქეთ ამის ვაჭრობა სწარმოებდა თურმე თვით 1870 წლამდე ... ამათივე
ნათქვამი: ჩვენა ვყიდდით თქვენებურ ქრისტიან კაცთა შვილებს, რომელნიც შემდეგ ისლამზედ გა-
დაჰყვანდათ. ამათ გარდა, თქმულ არს, რომ ოსმალეთში, ძველადგანვე ისყიდებოდნენ ხშირად კაი
ფასად თვით ქობულეთელ-აჭარელთა და სხვათა შვილებიც. ესე იგი ქართველ მაჰმადიანთ შვილე-
ბიც. ამათგან უფრო კაი ფასად ისინი იყიდებოდენ, ვინც უფრო სახიერი იყვნენ. ეს ნამდვილი უნდა
იყოს, რადგანაც ასე და ამ გვარად ქართველ მაჰმადიანთ შვილებთა დასყიდვა ოსმალეთში თვით 1879-
1881 წლებსაც კი სწარმოებდა. იქ რაკი მუჰაჯირათ წასულებთ დიდათ გაუჭირდათ და სიღარიბეში
ჩავარდნენ, მის მერე იგინი თურმე თვით შვილებსაც კი ჰყიდდენ, აქედამ ანაღებ ფულით სიმინდს
ყიდულობდენ და მით თავს ირჩენდნენ. ასე უღვთოდ ეფანტებოდა საქართველოს თავის შვილები:
ასე და ამ გვარად ისპობოდა ქართველი ერის ტომი თავის მამა-პაპის მიწა მამულზედ. ამ „გოთაულ-
ების” ბევრი რამ ამბები უამბნიათ ჩემთვის, ყველა ეს ამბები მე არ ვსწერე, მათი სმენაც კი მეზიზღე-
ბოდა, მიტომ რომ მიდამ სჩანდა ის გარემოება თუ საქართველოდამ რა უღვთოდ და შეუბრალებლად
იპნეოდა ქართველთ შვილები, იგინი თუ რა გვარ ისყიდებოდენ ოსმალეთის ბაზრებზედ ცხვრები და
თხებივით. მე არ ვიცი სწორე მნიშვნელობა სავაჭრო სიტყვა „გოთაულისა”. ის კი მითხრეს, რომ ეს სა-
ვაჭრო სახელი ძველადვე არის შემოღებულიო ... მაშასადამე, საბა ორბელიანი რომ მოგვითხრობს: თა-
ვის „ევროპის მოგზაურობაში” 1714 წელს „ბათუმში ოსმალთა ვაჭრებს ქართველთაგან (მებატონენი)
ყმანი და ტყვენი ეყიდნათ და ოსმალში მიჰყვანდათ დასაყიდავათო … ამ ოსმალოს ვაჭრებს, რომელ-
ნიც ქართველთ შვილებს ყიდულობდენ, მათ სახელად უეჭველათ „გოთაული” ეწოდებოდათ. ცხადი
საქმე არის, რომ ჩვენებურ ქართველ მებატონე დამსყიდავსაც ესვე სახელი „გოთაული” უნდა უწოდ-
ოთ, რადგანაც მყიდველთ - თუ გამყიდავთ ჩვენ ორივ ერთი ხელობის ხალხად მიგვაჩნია … ამავ გო-
თაულის ნათქვამის ზოგი რამ ცნობანი: „თქვენებურ კაცები მარტოდ თავიანთ საკუთარ ყმის შვილებს
კი არ ჰყიდდენ ოსმალებზედ, არამედ იგინი სხვებსაც სტაცავდენ კაცებს, ესენი ტყვეთ პყრობილნი აქ-
ეთ მოჰყვანდათ და ჰყიდდენ. ოსმალში მგზავრობის და ვაჭრობის დროს, ჩვენ იქით ჩვენებურ თათ-
რებს ყოველთვის ვხედავთ, მათი რიცხვი იქ ერთობ დიდი არის, მთელი აჭარა იქ არის თითქმის. ამ
დიდს რიცხვში შედის როგორც დაყიდულნი, ისე სხვა და სხვა დროს მძლავრებით გადასახლებულ-
ნი. ესენივე იტყოდნენ, რომ ძველად ჩვენები მრავლად გადაუსახლებიათ ოსმალშიო. ასეთ ძველ ცნო-
ბათა მოყვანის შემდეგ, შეძლებისად ავნუსხავთ უკანასკნელ დროთა ქართველ მაჰმადიანთ
გადასახლების საქმეს, რაც უფრო საყურადღებო არის და რასაც აქვს დიდი ისტორია. დიდი ისტორია
აქვს მით, რადგანაც ეს გადასახლება მოხდა ისეთ დროს, როცა ქართველთ მაჰმადიანებში ეს აღარ უნ-
და მომხდარიყო, როცა იგინი ძალითაც რომ ერეკათ მაშინაც კი არ უნდა აყრილიყვნენ და გადასახ-

142
ლებულიყვნენ შორს უცხო, უცნობ ადგილებში. ქართველთ ერის ასე გათახსირებისათვის ოსმალოს
მთავრობამ ისე იმეცადინა, მათ ისე იშრომეს, რომ ქართველ მაჰმადიანთ შორის მათ დაამყარეს თავი-
სი მძლავრი მახვილი. ამას გარდა მათს სულიდამ და გულიდამ ამოღადრეს და ამოგლიჯეს მისი მცნე-
ბაც კი”.
ლიტ.: ჭიჭინაძე, 1912; ნებიერიძე, 1948; ახვლედიანი (კირისიროღლი), 1944., 1944.

goli - გუბე, ჩაღრმავებული წყლიანი ადგილი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

gombio - გოგო, ქალიშვილი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:148.

gomiji - 1. მოგრძო, თხელი პური, ერთ მხარეს სქელი, ხოლო მეორე მხარეს თხელი პირით; 2.
უსაფუვრო და უმარილო მრგვალი პური, ნაღვერდალში გამომცხვარი; 3. ჭრელი ჴმიადი. აჭარის გარ-
და გომიჯი ცნობილი იყო რაჭასა და ლეჩხუმში. სამეგრელოში მას „ფეტვის მჭადს” უწოდებდნენ.
ლიტ: უნივერსალური... 2006; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:93.

gonji - გლახა, ავი ადამიანი, ცუდი პიროვნება.


ლიტ.: მგელაძე, 1966,

gonia - კუთხის სისწორის საზომი, ხის


ზედაპირზე კუთხეების გამოსაყვანი ხელ-
საწყო, ერთგვარი შაბლონი, რომლის მეშვეობ-
ითაც ხისა და ქვითხუროობაში მართი კუთხე
გამოჰყავდათ. აჭარაში ხისა და რკინის, ასევე, სხვადასხვა ფორმისა და სახის გონიო
გვხვდებოდა. დანიშნულების მიხედვით იგი, ძირითადად, ორი სახის იყო: 1) მართი
კუთხის საზომი სტანდარტული სახის გონიო, რაც საყოველთაოდ იყო გავრცელებული;
2) გვხვდებოდა სხვადასხვა დახრილობის მქონე კუთხის გონიო. ეს ბოლო ვარიანტი შე-
ერთების ადგილზე მოძრავი იყო და დამჭერიც ჰქონდა. დამჭერს მოუშვებდნენ, სასურ-
ველი კუთხის ზომაზე გააჩერებდნენ და ისევ მოუჭერდნენ, შემდგომ სამუშაო ზედაპირზე
მისაღებ კუთხეს მოხაზავდნენ. გვხვდებოდა აგრეთვე არა მოძრავი, არამედ შაბლონის
სახის ბლაგვი და მახვილი კუთხეების საზომი გონიოები, რაც ოსტატის მიერ მისი ყოველდღიური სა-
ჭიროების მიხედვით მზადდებოდა. ამგვარი გონიოები ბოლო დრომდე ვერ შემოინახა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2010:32.

gonie - იხ.: გონია.

gonio - იხ.: გონია.

143
gonivra - ზემო აჭარაში ვაშლის ერთ-ერთი ჯიში, ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება. თედო
სახოკია: „სახელები ვაშლისა: ბოტია, წითელი, ყარაფილა, შაქარ-ვაშლა, ბია-ვაშლა, სობა ვაშლი, წი-
თელ-ვაშლი, მწვანია ვაშლი, გონივრა, ჩალა-ვაშლა, დემირ ალმა (მაგარი ვაშლი), წიპლიკა-ვაშლი,
(წვიტი-ვაშლი) კაჩა-ვაშლი, ყირმიზი-ვაშლი”.
ლიტ.: სახოკია, 1985:138, 222; ნიჟარაძე, 1971.

gonZRo - გიდელის მსგავსი თევზსაჭერი კალათა. იგი ისე იყო მოქსოვილი, რომ თუ თევზი შე-
ვიდოდა გამოსვლას ვერ მოახერხებდა. თედო სახოკია: „მეხუთე საშუალება თევზის ჭერისა არის ოს-
არი. მდინარეს ერთ ნაპირიდან ირიბად ქვებით და ნესოთი გადაკედლავენ, ქვედა თავში წყალს
სადენად ვიწრო ადგილს დაუტოვებენ და იქვე მოწნულ გონძღოს (გიდელის მსგავსი კალათა) ჩაუდ-
გამენ. ამავე დროს ზევიდან ჯოხებითა და ქვებით თევზს ქვემოთ ერეკებიან. თუ ერთი ჩავიდა თევ-
ზი გონძღოში, მერე იქიდან ამოსვლა აღარ შეუძლია. ორი დანარჩენი უფრო პირველყოფილი
საშუალებაა. ზამთრის პირას მდინარის მყუდრო ნაწილში მოზრდილ ქვებს აწყობენ ერთ-მეორეზე და
პატარ-პატარა წრეებს აკეთებენ, რომელთაც ერთი მხარეს პატარა შესასვლელს უტოვებენ. ამ ქვის წრე-
ებში წყალი უფრო თბილია და თევზიც ეტანება გამოსაზამთრებლად. როცა დაატყობენ, რომ შიგ კაი
ძალმა თევზმა მოიყარა თავიო, შედიან და ხილიხის საშუალებით იჭერენ. დასასრულ, წყალს ერთ ად-
გილიდან გადაუგდებენ, მის ფსკერს ამშრალებენ და მშრალზე დარჩენილ თევზებს ხელით იჭერენ”.
ლიტ.: სახოკია, 1985:313.

goJo - აჭარაში ცნობილი იყო გოჟოთი - რაქიტით დაავადებული მკურნალობის ხალხური ხერ-
ხები: დაავადებულს კაკლისა და ატმის ფოთლების აბაზანებს უკეთებდნენ, ხოლო მოხარშულ ფოთ-
ლებს კომპრესად იყენებდნენ. პროცედურა დაწოლის წინ სრულდებოდა. ასეთივე აბაზანებს
ავადმყოფს ალვის, კაკლის ფოთლებისა და წალიკა ბალახის ნახარშით უკეთებდნენ. პროცედურა
დღეში ორჯერ სრულდებოდა. მიაჩნდათ, რომ შელოცვაც უებარი სამკურნალო საშუალება იყო: „გო-
ჟოვ, გოჟოვ, გოჟოგელავ,/ღანკაელავ, არხალაგო, მარხალაგო,/პაწია ბიჭის (თუ გოგოს) ფათარაკო,/ალი
მონადირობდა, გელი მოლას ცდილობდა,/ის რომ რკინას ჭამდა, როგორ ჰყრიდა ქვიშასა,/დამბადე-
ბელმა გუუწყრა, გეიპარა გოჟო დილასა”. გოჟოს გამოლოცვას მთვარის ცხრომაზე (მთვარის მოკლე-
ბაზე) - სამშაბათობით, ხუთშაბათობით და პარასკეობით აწარმოებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:180, 202

gorda - დიდი ზომის ამოთლილი ანდა ფიცრებით შეკრული ხის ჭურჭელი. იგი უმთავრესად
ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად, ლობიოს, მხლის დასატუკად - დასაკეპად იხმარებოდა.
გორდა ძირითადად ზემო აჭარაში იყო გავრცელებული. მას „უწვნო” და „სუფთა” ხეებისგან, მაგალი-
თად, ცაცხვისა და თელასაგან ამზადებდნენ. სვანეთში არსებობდა დიდი ზომის ლაშგვერდი გობი,
მცირე ზომის გობი - ხელგობა ზემო აჭარაში ასეთი კარაქისა და სხვა ამდაგვარის ამოსაღები იყო. გო-
ბი, როგორც საზომი ერთეული, XVI-XVII საუკუნეებიდან ოდიშშიც იჩენს თავს. მასში თვრამეტი კი-
ლოგრამი მარცვლეული ეტეოდა.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:89.

gorica - ზურგზე მოსაკიდი მოწნული კალათა. პატარა, მომცრო გოდორი, წნული ჭურჭლის
სახეობა. იგი საქართველოს სხვა კუთხეებშიც ფართოდ იყო გავრცელებული და როგორც მარცვლე-
ულის შესანახად, ისე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად გამოიყენებოდა. აღმოსავ-
ლეთ საქართველოში მთიელები ჭირნახულს გოდრებში ინახავდნენ. აქ გოდორი ნაკელისა და ნაც-

144
რის ნაზავით იყო ამოლესილი. სქელი ძირი ჰქონდა, ზოგჯერ ფეხებზე იდგა, რომ არ დანესტიანებ-
ულიყო. ასეთი გოდრების სიმაღლე ორ მეტრამდე აღწევდა და ორმოც-ოთხმოც ფუთ მარცვლეულს
იტევდა. ადრე შეძლებულ ოჯახს კარმიდამოში შვიდი-რვა გოდორი მაინც ედგა. დასავლეთ საქარ-
თველოში მარცვლეულის შესანახად თიხით შელესილი გოდრები იყო წარმოდგენილი. შესაძლებე-
ლია ითქვას, რომ ფიცრის ფსკერიანი შელესილი გოდორი, როგორც მარცვლეულის შესანახი სათავ-
სო, საქართველოს თითქმის ყველა კუთხისათვის იყო დამახასიათებელი. ასევე ითქმის სხვადასხვა
სიდიდის შეულესავი გოდრების შესახებაც, რომლებიც სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისთვის იყო
განკუთვნილი. გოდრის სახეები იყო: ხევსურეთში - გუჯინა, კახეთში პატარა გოდორი, ზურგზე მო-
საკიდი - გოდრულა, ქართლში - გოგროხა, დიდი გოდორი, ასევე ქართლში, კერძოდ, ქსანში - გოდ-
რულა, გურიასა და აჭარაში ყურძნის შესანახი - გოდორა, გურიაში თევზის საჭერი გოდორი - გორი-
ცა. თედო სახოკია: აქ „შეხვდებით ჩადრში გახვეულ ქალებს, რომელთაც ზურგზე გორიცა (ზურგსა-
კიდი კალათა) აქვთ მოკიდებული და შინისაკენ სიმინდი და ხილი მიაქვთ”.
ლიტ: სახოკია, 1985:308; ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:146;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011; კობერიძე, 2011:160.

goroxi - მიწის ნატეხი, ქვასავით.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gorZRo - 1. კალათისებურად შემოღობილი დიდი ზომის ადგილი, იგივე, დიდი კალათა რო-
მელშიც ქათმებს ამწყვდევდნენ; 2. სახნავ-სათეს ნაკვეთში ორგანული სასუქის - ნაკელის საზიდი,
ურემზე დასადები ძარა, რომლითაც ჩვეულებრივ ყანაში სასუქი გადაჰქონდათ. შდრ. ძარა, ტაბო-
გორძღო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:148; კახიძე, 1990:61.

gorxolo - უმწიფარი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

gorjolo - 1. გორჯოლო ქვა, უსწორმასწორო, გაუთლელი ქვა.

gorjolo yveli - მდარე ხარისხის ნაღებმოხდილი რძიდან შემზადებული ყველი. ამოსაყ-


ვანად კვეთს არ ხმარობდნენ, ჭურჭელში რძეს მის გარეშე ამჟავებდნენ. ეს პროცესი რამდენიმე, დაახ-
ლოებით, ორ-ექვს დღეს გრძელდებოდა, ყველი შედგებოდა და შედედებულ რძეს ჭურჭელში - ქვაბში
ჩაასხამდნენ, შემდეგ ცეცხლზე შედგამდნენ, ნელ ცეცხლს შეუკეთებდნენ, ციცხვით შეურევდნენ, რა-
თა რძე ქვაბში ყველგან თანაბრად გამთბარიყო. ერთ საათში ქვაბს თავზე გორჯოლო ყველი მოადგე-
ბოდა. როცა ყველი „ქვაბს მოცურდებოდა” - ზევით ამოიწევდა, ცხელ გორჯოლოს ციცხვით
ამოიღებდნენ, სპილენძის სუზგში - თუშფალანგში გადაიტანდნენ და გაწურავდნენ. ბოლოს მასას ჩახ-
ვში - თოფრაში ჩაასხამდნენ, შრატისაგან გაწურავდენ და ყველიც მზად იყო.
ლიტ.: შამილაძე, 1969:138, 140; ნიჟარაძე, 1971:148.

goSi - ნაცრისფერი ცხენი.

goxi - უმწიფარი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

145
goja balaxi - სამკურნალო ბალახი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:149.

grdemlze tanis dabana - უშვილობის, ახალდაქორწინებულთა სქესობრივი უუნარობის


ანდა რომელიმე ავადმყოფობის შემთხვევაში „გრდემლზე ტანის დაბანას” მიმართავდნენ: გრდემლზე
მჯდომი ავადმყოფი ტანს წყალში გახსნილი გრდემლის ჟანგით თუ საწრთობი წყლით იბანდა, რად-
გან გრდემლს ნაყოფიერების მიმნიჭებელი სასწაულებრივი ძალა მიეწერებოდა. ეს ჩვეულება გრდემ-
ლის კულტს უკავშირდებოდა. ამავე კულტთან იყო დაკავშირებული გრდემლზე დაფიცების,
გრდემლზე ჩამოჯდომისა და ტყუილუბრალოდ ჩაქუჩის დაკვრის აკრძალვის, გრდემლზე დასხმუ-
ლი წყლის შესმისა და სხვა ამდაგვარი ტიპის ჩვეულებები.
ლიტ.: კახიძე, 1990:114.

gugulaჲ - 1. წისქვილის ნაწილი, წისქვილის ხის დეტალი, რომელიც წყლის სადგომ „ღურნე-
ზე” იყო მიმაგრებული. ღურნედან წყალი წნევით გამოდიოდა და ბორბალს ხვდებოდა. გუგულას ში-
და დიამეტრი, საიდანაც წყალი გამოდიოდა, მცირე იყო, დაახლოებით ოთხი-ექვსი სანტიმეტრი. ამით
ღურნეში დაგროვებული წყლის ძლიერი ჭავლი წარმოიქმნებოდა. გუგულას მეშვეობით წყალი ბორ-
ბალს ხვდებოდა და ატრიალებდა; 2. წისქვილის ქვედა ქვის შუაგულში ჩადგმული, მრგვალი, შუაში
გახვრეტილი ხის პატარა ძელი, რომელსაც უმთავრესად ცაცხვის ხისაგან აკეთებდნენ. იგი ქვაში სო-
ლებით იყო გაჭედილი, ხოლო ნახვრეტში წისქვილის ბორბლის ღერძი იყო გაშვებული. გუგულას
მეშვეობით წისქვილის ღერძ-ბორბალი ვერტიკალურიბას ინარჩენებდა, არ ირყეოდა. გუგულას მეშ-
ვეობით ღერძი სწორად იდგა და ქვასც სწორად ატრიალებდა; 3. მთლიანი ნიგვზის გულისაგან გაკე-
თებული ჩურჩხელა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:149; კობერიძე, 2011:15.

gugulis daZaxna - გაზაფხულზე მოფრენილ ყველა ფრინველს ადამიანის „დაძლევის” უნარი


მიეწერებოდა. ამჟამადაც ეს რწმენა გუგულის მიმართ თვალსაჩინოდ შემორჩა. აჭარაში გუგულს გან-
საკუთრებით უფრთხოდნენ. სწამდათ: „ვისაც გუგული აჯობებს, იმისი ყანა არ ივარგებს, გაწბილდე-
ბაო”. ამიტომ მუშაკაცმა გუგულს უნდა დაასწროს „დაძახება”. გუგულის დასაძლევად აჭარაში
დილით ადრე დგებოდნენ და პირში ხემსს - მჭადის ნატეხს ჩაიდებდნენ, ხოლო გუგულის ხმის გა-
გონებისთანავე დაიძახებდნენ: „მიჯობნია, მიჯობნიაო!”. ამავე ტიპის „ფრინველის დაძლევის” რიტუ-
ალი საახალწლო ჩვეულებათა ციკლშიც გვხვდებოდა. რადგან „პირველი დღის” მაგიის თანახმად,
წლის პირველი დღე მთელი წლის იღბლიანობა-უიღბლობას განსაზღვრავდა. ამიტომაც, აჭარაში ახ-
ალი წლის დილით ცდილობდნენ განსაკუთრებით მარჯვედ ყოფილიყვნენ, ხელი არაფერში მოსცარ-
ვოდათ, ახალ წელს მაძღრისად შეხვედროდნენ. ამ მიზნით ახალი წლის წინა ღამით ბალიშის ქვეშ
მჭადის ლუკმას ამოიდებდნენ. ოჯახის თითოეული წევრი ცდილობდა გათენებამდე გამოეღვიძა და
შენახული მჭადის ლუკმა მამლის ყივილამდე ანდა ჩიტის პირველ დაძახებამდე შეეჭამა, რათა ფრინ-
ველისაგან „დაძლეული”, ე. ი. დამარცხებული არ დარჩენილიყო და მომავალი წელი მისთვის უიღ-
ბლო არ გამომდგარიყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1969:119; 1971:119, 121; გიორგაძე, 1993:61.

gugulis daZleva - იხ.: გუგულის დაძახნა.

146
gugulis sagzali - კუდქანქალა ჩიტი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1957; ჯაჯანიძე, 1961.

gugumaჲ - ნემსიწვერა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:149.

gugumi - 1. სპილენძის წყლის ჭურჭელი, თუნგი, ზოგჯერ, სურის მსგავსი ფართო ფსკერით, ხე-
ლიანი და ტუჩიანი. იგი წელში იყო გამოყვანილი, თავსახური ჰქონდა, თუმცა გვხვდებოდა სახურა-
ვის გარეშეც. გავრცელებული იყო სხვადასხვა ზომის პატარა ანდა მოზრდილი სპილენძის გუგუმები.
თურქეთშიც, განსაკუთრებით, ქართულ მოსახლეობაში, ჭურჭელს ამავე სახელწოდებით იცნობდნენ
- gügüm. თედო სახოკია: „პატარა მალხაზმა ბიჭმა გუგუმი (თუნგი) გაარბენინა და თვალის დახამხა-
მებაში მშვენიერი, ცივი, ანკარა წყალი მოიტანა”. 2. ლითონის მსხვილი მძივი; 3. ქართული ნემსიწვე-
რა; 4. ღუღუნა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იგი ცნობილი იყო მოხევეებსა და თუშებში.
ლიტ.: სახოკია, 1985:147; ნოღაიდელი, 1935; 2015; ნიჟარაძე, 1971;149; მაყაშვილი, 1961;
სარფი... 2015: 143-144; კლარჯეთი, 2016:321; ქართველ მუჰაჯირთა… 2017:91-92.

147
gugum-legeni - თუნგი და ტაშტი: „აბა, გოგუებო, გუგუმ-ლეგენი მეიტანეთ, სტუმრებ ხელი
დააშუენებიეთ!”.

guda - ტყავის ზურგჩანთა, ზურგზე მოსაკიდი ტყავის ჭურჭელი. გუდა აჭარაში თხის ტყავისა-
განაც მზადდებოდა და მასში ხშირად ცხვრის ყველს ათავსებდნენ. საერთოდ, ადრე იგი მონადირეთა
და მომთაბარე მესაქონლე ხალხების ერთ-ერთი ძირითადი ჭურჭელი იყო. ქართულ წყაროებში გუ-
და-ვაშკარანი ერთი მნიშვნელობითაა ნახმარი - „გაუჭრელად გაძრობილი ტყავი ხვასტაგთა შთასა-
დებლად რისამე”, კერძოდ, „ტყავისაგან შთასადებელი”. საერთოდ, საქართველოში გამოყენებულ
ტყავის ძირითად ჭურჭელს - გუდას სახელი ფუნქციის მიხედვით ჰქონდა შერქმეული. მას ბეწვს
შიგნით ანდა გარეთ უტოვებდნენ იმის მიხედვით, გუდაში მკვრივ თუ თხიერ პროდუქტს მოათავ-
სებდნენ. პირველ შემთხვევაში ბეწვი შიგნიდან ჰქონდა გუდას, სითხის ჩასასხმელს ბეწვს გარეთ და-
უნარჩუნებდნენ. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში საჭმელი პროდუქტებისათვის შემდეგი სახის
გუდა იყო გამოყენებული: საჭამია გუდა, კალტის გუდა, ყველის გუდა, ერბოს გუდა. ყველის ხარის-
ხის ჩამოყალიბებას ტყავ-გუდის ვარგისიანობა დიდად უწყობდა ხელს. გუდა კარგი გამოყვანილი
უნდა ყოფილიყო - „ლეში” არ უნდა შერჩენოდა, რათა ყველს სუნი არ დარჩენოდა ანდა არ გამწარე-
ბულიყო. გუდა ყაურმის შესანახადაც იხმარებოდა. გუდის თავისებურ ნაირსახეობას საქონლის სა-
შარდე ბუშტი წარმოადგენდა, რომელსაც დაამუშავებდნენ და არყისა და ერბოს შესანახად იყენებ-
დნენ. გუდა საზომადაც იხმარებოდა, მაგალითად, ასე: გუდა ყველი, გუდა ერბო... აღმოსავლეთ სა-
ქართველოს მთაში სიპი ქვის ღუმელის მშენებლობისას გუდით წებოვანი ლურჯი თიხა-მიწა მიჰ-
ქონდათ. ფშაველი ქალი მაის-ივნისში ცხვარშიაც მიდიოდა, თუ პატარა ბავშვი ჰყავდა, გუდაში ჩას-
ვამდა და თან გაიყოლებდა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:79; მაკალათია, 1933; მგელაძე, 1966; ნანობაშვილი, 1973;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:93.

აჭარლები გუდით
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)
148
guda-leRva - დიდ ზომის ლეღვი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

gudis yveli - გუდაში შენახულ გორჯოლას ჩუმ ყველს, გუდის ყველს ეძახდნენ. იგი გუდა-
ში ჩადებული ცხვრის ყველი იყო, მეტად ცხიმიანი, ყუათიანი და გემრიელი. უმთავრესად ჰემშილე-
ბი აკეთებდნენ. გუდად ჩვეულებრივ თხის ტყავს იყენებდნენ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით
მზადდებოდა. გუდაში ყველის შენახვის დროს დიდი ყურადღება გუდის თანაბარ გავსებას ექცეოდა,
რათა ყველი არ გაფუჭებულიყო. ყველის გავსების შემდეგ თავმოკრულ გუდას ერთ-ერთი ფეხიდან
ბერავდნენ, რაც აუცილებელი იყო ყველის გუდის ნაპირებზე მიკვრის თავიდან ასაცილებლად. მარი-
ლის თანაბარი განაწილების თვალსაზრისით გუდას ხშირად აბრუნებდნენ.
ლიტ.: შამილაძე, 1969:140; ნიჟარაძე, 1971:149.

guzlugis xorbali - გაზაფხულის ხორბალი.


ლიტ: ლომთათიძე, 1996:79.

gulbamba - L. Tussilago Farfara L: ვირისტერფა, მცენარეა. მეგრულში მას - ხოსქარი ეწოდება, იმ-
ერულში - ბამბა-ბალახი, ზემო იმერულში - ბამბიპირა, ოკრიბულში - ბამბა-ბალახი და ჯორისფეხა,
ლეჩხუმურში - ჯორტოფა, ჯორტოფილა, რაჭულში - ოფა, ზემორაჭულში - ჯორტერფაჲ, სვანურში -
მგჭშდვარილ, სომხითურში - კრუხის პალო, გარეკახურში - ტირიფი და ჯორისტერფა, ქართლურში -
ჯორისქუსლა, პირბამბა, ხავერდა (სოფელი ქვიშხეთი), მოხევურსა და მთიულურში - თეთრი ბუარა,
ფშავურში - ვირის ბუარა, ტერფაბუერა, თავყვითელა, ხევსურულში - ცხენისტერფა, თუშურში - დათ-
ვთბუერა, ერწოში - დათვისტერფა. ასევე ცნობილია ისეთი ტერმინებიც, როგორებიცაა ჯორისფეხა,
ხავერდა, ტირიფი, ბამბა-ბალახი, თავყვავილა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:28; ნიჟარაძე, 1971:150.

gulbandi - გულღვიძლი: „ღმერთო იმას მოვესწრობი, გეგეკრებოდე გულბანდზე”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:72.

gul-boyvi - გულის ფიცარი ნეკნებით, გულ-მკერდი: „გუშინ ჰექიმს უთხარი, გულ-ბოყვი მტკი-
ვა და რაცხა მომაშველეო. გუკვირდა, გულ-ბოყვი რა არიო, მითხრა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:72.

guli - ადამიანის ორგანო. არსებობდა გულის მკურნალობის სხვადასხვა ხალხური ხერხი: 1.


გულის ტკივილით დაავადებულის მკურნალობის მიზნით ბოლოკს იყენებდნენ, რომელსაც დანა-
ყავდნენ, თაფლში შეურევდნენ და ავადმყოფს აჭმევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებო-
და; 2. გულის რევის დროს ვაშლსა და დამწვარ ნიგოზს ჭამდნენ. ნარგიზის ყვავილების ნახარშს ერ-
თი ჭიქის რაოდენობით დაავადებულს შეასმევდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ - ორი ანდა სამი
დღის განმავლობაში სრულდებოდა; 3. მტრედს გულს ამოგლეჯდნენ და სისხლიანს ავადმყოფს ჩააყ-
ლაპვინებდნენ, შავ წიწაკას თაფლში დანაყავდნენ, აადუღებდნენ და დალევებინდნენ. ამას თერმონი
ეწოდებოდა. ამგვარი მკურნალობა, ხალხური შეხედულებით, ეფექტური იყო. ზოგჯერ, გახურებულ
აგურს მუცელზე დაიდებდნენ ანდა ქვას გაახურებდნენ და ქვაზე დაჯდებოდნენ. 4. ჩვილი ბავშვის
გულწასვლის შემთხვევაში ბავშვს თითიდან სისხლს გამოადენდნენ, რაც დადებით შედეგს იძლე-
ოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:174-175.
149
gulispiri - პერანგის ნაწილი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

guTani - გუთანი აჭარაში შედა-


რებით მოვაკებული ადგილების და-
სახნავად გვიან გავრცელდა და იგი ძი-
რითადად რკინისაგან იყო დამზადე-
ბული და ქარხნული წესით დამზადე-
ბული ლითონის სახვნელი იყო, ამას-
თან, მისი ყველა ნაწილიც ლითონისა
იყო. გუთნის გავრცელებას ხელი შე-
უწყო იმ გარემოებამ, რომ უშუალოდ
სახნისი მოძრავი ჰქონდა და მიწის მოხ-
ვნა ორივე მხარეს შეიძლებოდა. ვაკე
ადგილებში მისი გამოყენება იმანაც გა-
ნაპირობა, რომ გუთანი მიწას გვერდზე
ატრიალებდა. ფერდობზე ასეთი გუთ-
ნის გამოყენება არ შეიძლებოდა, რადგანაც გუთნით მოხნული მიწა თანდათანობით ქვემოთ იწევდა,
ამიტომ ფერდობ ადგილებს აჭარაში ჯილღით ხნავდნენ, რომელიც მიწას კი არ ატრიალებდა, არამ-
ედ აფხვიერებდა.

გუთნით ხვნის პროცესი

150
gulbandi - გულღვიძლი.

gulgula – Arum: მცენარე ნიუკა.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961.

gulmaviwya - ბანდუ, სად რა დადოს დაავიწყდეს.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

gumbra - გვიმრა. იცნობდნენ გურიაშიც.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა... 1984.

gurji - ქართველი. ასე ეძახიან ქართველებს თურქეთში და არა მარტო თურქეთში.


ლიტ.: სახოკია, 1985: 160.

151
დანდალოს ხიდი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

152
dabazeba - ხილის, ბოსტნეულის სიმწიფეში შესვლა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:26.

dabeRlva - დახერხილი ფიცრების ანდა ყავრის ერთმანეთზე ჯვარედინად დაწყობა, რათა


ფიცრები არ გამრუდებულიყო და სწორად გახმარიყო.

dabliT - ფეხით. თედო სახოკია: „აქეთ დაბლით (ფეხით) მოდიან და უკან - კი ცხენებით
ბრუნდებიანო”.
ლიტ.: სახოკია, 1985:14.

dabelva - ოროკო მიწების დამუშავება.


ლიტ.: ჩიტაია, 2001:500; ქართული ეთნოლოგიური... 2009:115.

daboineba - დაწევა, ხელის შეხება. იხ.: ათეშოინი.

dabrkuli - „არ ისტავლის და დაბრკული დაშთება ცხოვრებაში”. შდრ. ძველქართულ „ბრკუ-


მას”.
ლიტ.: ჯაჯანიძე,1961.

153
daburva - დახურვა, დაფარება. მაგალითად, სახლის, ჭურჭლის თავსახურავის. ძირითადად
გამოიყენება ადამიანის მიმართ თავზე დახურვის, თავის დაბურვის მნიშვნელობით.
ლიტ.: კობერიძე, 2011:42-43.

daburvili - დახურვილი, დაფარებული.


ლიტ.: კობერიძე, 2011:43.

dabuxvili - დაბუჟებული.
ლიტ.: მგელაძე, 2012:103.

dabRinkva - დაჯაბნა, დაძლევა, მორევა: „დათვი კაც დაბღინკევდა, ბა!”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

dagvaveba - ხვავრიელი მოსავალი, ჭირნახული: „წელიწადმა იცოდა: ყართოფი ხან ცოტაჲ მო-
დიოდა, ხან დაგვავდებოდა.
ლიტ.: ჯაჯანიძე,1961.

dagvajeba -აჭარაში, კერძოდ, მარეთის ხეობაში შაირებში შეჯიბრება.


ლიტ.: დავითაძე, 1978:70.

dagvaluli - სიცხისაგან გამომშრალი დამსკდარი მიწა, ან დამჭკნარი მცენარე.


ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:46.

dade - პატარძლის მეჯვარე.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1978:13.

dadiani - იხ.: დადე.

dadegi - 1. სექტემრის დამდეგი; 2. ავი და ბოროტი სულების დღე; 3. აჭარაში გავრცელებული


რიტუალი, მოსავლიანობის უზრუნველყოფისთვის მიმართული წეს-ჩვეულება. ძველი სტილით
პირველ სექტემბერს აჭარაში „დადეგს” უწოდებდნენ. დადეგ ღამეს ყანაში სიმინდის ფურცლებს სან-
თლებს მიაკრავდნენ, რათა ავ სულებს ჭირნახულისათვის არ ევნოთ და ბარაქა არ გამოლეოდათ. ყვე-
ლა ოჯახის დიასახლისი ბავშვებს ყურის ძირში სანთელს მიაწებებდა, რომ ქაჯებმა და ავმა სულებმა
არ ავნონო. სახლის კარებში უმცროს რძალს დააყენებდნენ და ეტყოდნენ: „რძალო, კარები დაკლიტე,
ამაღამ ბაღნებს არაფერი ევნოსო” ანდა „რძალო, კარები მაგრათ დუუყარე, ბაღნეიბი დეიცავე ავი სუ-
ლებისაგანო”. მორწმუნეთ სწამდათ, რომ დადეგ ღამეს ყანაში სიმინდის ფურცლებით სანთლებს თუ
არ მიამაგრებდნენ, იმ წელს ნაკლები მოსავალი იქნებოდა, მოთარეშე ავი სულები ჭირნახულს „ხვავ-
რიელობას” მოაკლებდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი,1935:50; ნოღაიდელი, 2015; 1967:65-66; მგელაძე, 2010/2011:432; ნიჟარაძე, 1971:156.

davli - დოლი, დაფი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:156.

154
davli-zurna - მუსიკა (მუზიკა), ცეკვა-თამაში, სიმღერა, რომლის დროსაც სხვადასხვა ტიპის
ტრადიციული საკრავები გამოიყენებოდა. აჭარული ხალხური მუსიკა საერთო-ქართული მაღალგან-
ვითარებული მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც ამ კულტურის დასავ-
ლურ-ქართულ წრეში შედიოდა. ქართული ხალხური მუსიკის მკვლევართა მიერ აჭარული, ერთი
მხრივ, გურულ მუსიკალურ დიალექტებთან ერთად, მეორე მხრივ - გურულთან ახლოს მდგომ და-
მოუკიდებელ დიალექტად მოიხსენიება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გურული და აჭარული, გან-
საკუთრებით, ქობულეთური საგუნდო სიმღერა ზოგადქართული ხალხური პოლიფონიური მრა-
ვალხმიანობის პრინციპზე იყო დაფუძნებული. თითოეული მათგანის მთელ რიგ თავისებურებათა
მიუხედავად, სიმღერაში მონაწილე ხმათა ურთიერთდამოკიდებულება, მათ შორის, ფუნქციის განა-
წილება, სიმღერის შესრულების მანერა, ცალკეულ ხმათა ინტონაცია, ერთნაირი იყო. ერთი და იგივე
სიუჟეტზე იყო აგებული გურული და აჭარული სასიმღერო ნიმუშები: „ხასანბეგურა”,„შვიდკაცა”,
„ალი-ფაშა”, „ყარანაი”, „ხელხვავი”, „ელესა”, რომლებიც მაღალი მხატვრული გამომსახველობით გა-
მოირჩეოდნენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გურული და აჭარული სასიმღერო შემოქმედება ამ ნი-
მუშებში ერთმანეთს იმეორებდნენ და, ამ მხრივ, როგორც ერთს, ისე მეორეს თავისი სახე არ ჰქონდა.
ცხადია, ყოველ მათგანს თავისებური შემოქმედებითი ფანტაზია, საშემსრულებლო ხერხების გამო-
ყენების ოსტატობა, სიმღერის გაშლა-განვითარების უნარი ახასიათებდა. თუ გავითვალისწინებთ,
რომ მუსიკალური დიალექტი სხვა ნიშნებთან ერთად (მრავალხმიანობის ფორმა, ინტონაციური და
ჰარმონიული თავისებურებანი) შესრულების ინდივიდუალურ ბუნებას, იმ ინტონაციურ თავისებუ-
რებას გულისხმობდა, რომელიც ენის კილობრივ თავისებურებასთან ერთიანობაში ყალიბდებოდა,
სრულიად ბუნებრივია აჭარული ცალკე, დამოუკიდებელ მუსიკალურ დიალექტად მივიჩნიოთ. მუ-
სიკალურ დიალექტებად დაყოფა მკაფიოდ ავლენს იმ დიდ წვლილს, რომელიც საქართველოს სხვა
კუთხეებთან ერთად აჭარულს ქართული ხალხური მუსიკალური კულტურის განვითარებაში მიუძ-
ღვის. აჭარული სასიმღერო შემოქმედება ქართველი ხალხის მუსიკალური აზროვნების განვითარე-
ბის თითქმის ყველა საფეხურის მომცველია. ამასთანავე, იგი წარმოგვიდგენს აჭარული ხალხური
მუსიკის განვითარების თანმიმდევრულ სურათს, უმარტივესი ფორმებიდან მაღალგანვითარებულ
პოლიფონიურ სიმღერებამდე. მუსიკალურ-ინტონაციურ და ჰარმონიულ ელემენტთა განვითარების
უძველესი შრეების თვალსაზრისით საყურადღებოა აჭარული საწესო სიმღერები, რომლებშიც სიმ-
ღერის სოციალურ-რელიგიური ასპექტი, ქართველი ხალხის აზროვნების განვითარების უძველესი
ეტაპები რელიეფურად ვლინდებოდა. ასეთი იყო მაგალითად, საწესო საფერხულო სიმღერა „ნაჲ ნაჲ
ნინაჲნა”. იგი ძეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
იყო. რიტუალი როგორც მთის, ისე ბარის აჭარაში, ახალშობილი გოგონას თუ ვაჟის, განსაკუთრებით
კი - ვაჟის დაბადებისას სრულდებოდა. ფერხული წრიული იყო და როგორც ქალები, ისე მამაკაცები
ასრულებდნენ. გამოთქმულია მოსაზრება „ნაჲ ნაჲ ნინაჲნას” მელოდიის მსგავსებაზე „მზე შინას” და
„იავ-ნანას” მუსიკალურ ტექსტებთან, აგრეთვე, აჭარაში, ქედის რაიონში შემორჩენილ სიმღერასთან -
„ჩაღმა ჩაყრილო ვენახო”, რომელიც თავის მხრივ საწესო საფერხულო საგალობლის „იავ-ნანას” მონა-
თესავე იყო. არქიტექტონიკის სიძველით „ნაჲ ნაჲ ნინაჲნას” მუსიკალური ტექსტი, უშუალო კავშირს
ამჟღავნებს იმ სიმღერებთან, რომლებიც ქართული ხალხური მუსიკის განვითარების ადრეულ ეტაპ-
ებს ასახავს და მუსიკალური ფუძეენის დონეზე განიხილება. ამ მხრივ საინტერესოა აგრეთვე ქედის
რაიონში ჩაწერილი „ჰელესა” და „ხერტლის ნადის სიმღერა”. საზოგადოდ, აჭარული მუსიკალური
დიალექტისათვის დამახასიათებელი ადრეული ფორმები, მსგავსად სხვა ქართული მუსიკალური
დიალექტებისა, „იავნანას” ინტონაციურ არეში იყრიდა თავს. ამ ნიშნით აჭარული სიმღერები, გარ-
კვეულწილად, უშუალო კავშირში იყო მესხურ სიმღერებთან, რომლებშიც „იავ-ნანას” ტიპის ინტონა-
ციების სახით ქართული ხალხური მუსიკის განვითარების უძველესი შრეებია დალექილი. „ნაჲ ნაჲ
ნინაჲნას” შესრულების წესში წარმართული ხანიდან მომდინარე რწმენა-წარმოდგენების კვალი მკა-
ფიოდ ჩანს. ამ სიმღერას ნაყოფიერების ქალღვთაების დიდი დედა ნანას კულტს სამართლიანად უკ-
ავშირებენ. არქეოლოგიური მონაცემებით, ნანას, როგორც ნაყოფიერების ქალ-ღვთაების კულტის ჩა-
155
მოყალიბება ნეოლითის დასასრულიდან ივარაუდება. როგორც ცნობილია, ადრესამიწათმოქმედო
ტომთა იდეოლოგია, განვითარების ამ საფეხურზე, ნაყოფიერების იდეით იყო გამსჭვალული. რელი-
გიურ შეხედულებებში უმთავრესი ადგილი ნაყოფიერების მფარველ ქალღვთაებას - ბუნების დიდ
დედას ეკუთვნოდა. ქართულ მუსიკალურ-ეთნოგრაფიულ მასალაში უხვად არსებული „იავნანას”
მელოდიის მარტივი ფორმები, რომელთა შორის აჭარული ნიმუშები იჩენენ თავს, შესაძლებელია,
სწორედ იმ უძველესი ხანიდან მომდინარეა. აჭარული სიმღერების უძველესი ფორმები, ერთი მხრივ,
ქართველური მუსიკალური ფუძეენის დონეზე განიხილებიან, მეორე მხრივ - მუსიკალური კულტუ-
რის აღმოსავლურ-ქართულ წრეს მჭიდროდ უკავშირდებიან. აჭარული მუსიკალური დიალექტის
ჩამოყალიბების შემდგომი პროცესი მუსიკალური კულტურის დასავლურ-ქართული წრის წიაღში
მიმდინარეობდა. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარულში ბარის სიმღერებისათვის დამახა-
სიათებელი პოლიფონიის რთული კომპლექსები იჩენს თავს, რაც აჭარულ ნადურ სიმღერებში
ოთხხმიანობის სტრუქტურული თავისებურებით ხასიათდება. ასე მაგალითად, ოთხხმიანი „ნადუ-
რის” შესრულებისათვის საჭირო იყო ერთი მთქმელი - თვითონ მომღერალი, რომელიც ლექსებით
მღეროდა, ორი შემხმობარი, ერთი გამყივანე და ორიც მობანე - ბანის მთქმელი. მომღერალი - მთქმე-
ლი სიმღერას იწყებდა, მას გამყივანე მიყვებოდა და შემხმობრები კი - აბოლავებდნენ. აჭარულ სიმ-
ღერებში ხმათა სახელწოდებების (დაწყებითი ხმა, მელექსე, მაღალი მელექსე, დაბალი მელექსე,
მთქმელი, მომძახნელი, გამყივანე, მოკრიმანჭულე, შემხმობარი, მაღალი და დაბალი ბანი) მიხედვით
მომღერალთა ფუნქციებიცაა დადგენილი. აჭარაში შესწავლილი და გამოვლენილია შემდეგი ნადუ-
რი, უმთავრესად, ყანური ლექს-სიმღერები: „ვაი თუ დილას კურდღელმაო”, „მთას ხოხობი აფრენი-
ლა”, „ბერიკაცი”, „გორდელა”, „ჩიორა ჩიოდაო”, „ყარანაი”, „ხელხვავი”, „საჯავახურა”, „შარშანდელსა
ნაყანევსა”. თანმიმდევრულად შესწავლილია აჭარული ნადური სიმღერების სტრუქტურული თავი-
სებურებანი - არქიტექტონიკა, მეტრორიტმი, ხმათა განლაგება, თითოეული მათგანის ფუნქცია. ნა-
დური „გადაბმული” - ორპირი, ორი გუნდის შენაცვლებით შესასრულებელი სიმღერა იყო. ოთხხმი-
ანი ნადური ორ მონაკვეთად იყოფოდა, რომელთაგან პირველი სამხმად, მეორე კი - ოთხხმად სრულ-
დებოდა. ოთხხმიანი ნადურის პირველ სამხმიან მონაკვეთში ბანი არ მონაწილეობდა. მესამე ხმა შემ-
ხმობარე იყო, რომელსაც მხოლოდ ნადურ სიმღერებში ვხვდებოდით. ამგვარად, პირველი მონაკვე-
თი შემდეგ სამ ხმას მოიცავდა: გამყივანს, მთქმელს და შემხმობარს. ბანი მხოლოდ ნადურის მეორე
მონაკვეთის დასაწყისიდან ერთვებოდა. აღმოსავლურ-ქართული სიმღერების ჰარმონიულ ელემენ-
ტთა თავისებურებებთან მიმართებაში საყურადღებოა შემდეგი დაკვირვება: ნადურების პირველ ნა-
წილებში, სამხმიან წყობაში, შემხმობარის გაბმული ბგერა, როგორც სამხმიანი სიმღერის ბანი, კილოს
ტონიკაზე ჰარმონიული საყრდენი იყო. ამ შემთხვევაში შემხმობარის გაბმული ბგერა ქართლ-კახუ-
რი ხალხური სიმღერებისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდეოდა. ქართლ-კახურ სიმღერებში არ-
სებული გაბმული ბანის მსგავსად, ნადური სიმღერების პირველ ნაწილში იგივე შეხმობას ჰქონდა
ადგილი. ოთხხმიან მონაკვეთში შემხმობარი სააკორდო ბგერას და ჩონგურის სააკორდო სიმსზილს
ემსგავსებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოთხხმიანობა აჭარულ სიმღერებში მიღებულია, ერ-
თი მხრივ, მაღალი ბანის გაჩენით, რომელმაც თავისი ადგილი პირველ და მეორე ხმებს შორის დაიმ-
კვიდრა, მეორე მხრივ, კრიმანჭულის წარმოქმნით, რომელიც პირველ ხმაზე გაცილებით მაღალ რე-
გისტრში მოქმედებდა და სიმღერის თავისებურ კოლორიტულ ჰარმონიულ ფუძეს წარმოადგენდა.
ოთხხმიანობის წარმოქმნის ერთ-ერთი გზა ვარაუდობს ბანის - დაბალი ბანის გაჩენას მეოთხე ხმის
სახით. მისი ჩამოყალიბება სამხმიანობაში ბანის საფეხურთა თანდათანობით გაფართოებასთან იყო
დაკავშირებული. იგი თავდაპირველი კილოს მეოთხე საფეხური იყო, რომელიც შემდეგში ძირითა-
დი კილოს ტონიკურ ბგერად გარდაიქმნა. თავდაპირველი კილოს ტონიკამ კი მაღალი ბანის - შემ-
ხმობარის ფუნქცია შეიძინა. აჭარული სიმღერების გარკვეული ნიმუშები, რომლებიც მაღალგანვი-
თარებული სტრუქტურით გამოირჩეოდნენ, აღმოსავლურ-ქართულ სიმღერებთან ინტონაციურ და
ჰარმონიულ სიახლოვეს ამჟღავნებდნენ. ასეთთა შორის საყურადღებოა აჭარული „მგზავრული”,
სატრფიალო სიმღერა, „ხინცკალა”, რომლებიც კახურ „მაყრულსა” და „მგზავრულს” ენათესავებიან,
156
„ჩაღმა ჩაყრილო ვენახო”, რომელიც ახლო დგას კახურ სიმღერასთან - „გლესამ და გლესამ ნამგალო”.
ქართულ სასიმღერო შემოქმედებას ჟანრთა მრავალფეროვნება ახასიათებდა: საწესო, შრომის, ისტო-
რიულ-საგმირო, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სამგზავრო-სალაშქრო. მუსიკალურ ჟანრებში აჭარ-
ელთა საყოფაცხოვრებო ტრადიცია თავისებურად აისახა, რომელმაც, თავის მხრივ, აჭარული სიმღე-
რების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში არსებითი როლი შეასრულა. ამრიგად, ქართული მუსიკა-
ლური კულტურის აჭარულ განშტოებაში თავს იჩენდა ქართველი ხალხის მუსიკალური აზროვნების
განვითარების უძველესი შრეები, მათ შორის, მარტივი მუსიკალური ფორმები, რომლებიც ქართვე-
ლური მუსიკალური ფუძეენის დონეზე განიხილებიან. მათ ქართული ხალხური მუსიკის განვითა-
რების ადრეული ეტაპების რეკონსტრუქციაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
ლიტ.: მაისურაძე, 2009:492-496; ჯავახიშვილი, 1938:81-82; 294; ნოღაიდელი, 1967;
ჩხიკვაძე, ნოღაიდელი, ინაიშვილი, 1960; ჩხიკვაძე, 1965:28-32; ახობაძე, 1961:9-33; გვახარია, 1962:4;
შილაკაძე, 1978:116; 1979:81-85; მაისურაძე, 1982:124-138; 441-444; 1989:3-53; 1982:124-138;
ასლანიშვილი, 1957:411; მსხალაძე, 1962; კიკვაძე, 1982:101, 98-110.

dazodva - პირგალეული, დაჩლუნგებული და უსარგებლო, ხმარებიდან გამოსული იარაღის


ხელახალი, მეორედ დაფოლადება.
ლიტ.: კახიძე, 1975:92; 1990:21.

daT-kanafa - კანაფურა ბალახი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.

daTva-boyva - ხისგან დამზადებული ძველებური


საკეტი, რაზა, ბოქლომი, კლიტე, კარის ხალხური ხის საკე-
ტის ტიპი, რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა. ესენი
იყო: ფიცარი, ურდული, კბილები და გასაღები, იგივე, კლი-
ტე, რომელზედაც ეს მოწყობილობა მაგრდებოდა. აჭარულ-
მა ყოფამ საბძელის, ნალიის კარის საკეტი მოწყობილობა
ბოლო დრომდე შემოინახა. დათვა-ბოყვა გურიაშიც იყო
გავრცელებული. ისიც კარების, სახლის, ნალიის, ბეღლის,
წისქვილისა და სხვათა საკეტს წარმოადგენდა და ხისგან
კეთდებოდა. დათვა-ბოყვა კარების ამყოლზე - კარის ბოყვზე იყო მიჭედებული. გასაღების გამოღე-
ბით, რომელიც კბილების ზედა ნაწილსა და ურდულის შუა იყო გაყრილი, ბოქლომი იკეტებოდა,
რადგან კბილები დაბლა ეშვებოდა და თავის ბუდეებში ჩადიოდა. გაღებისას კი ისევ გასაღების საშუ-
ალებით კბილები მაღლა აიწევდა. საკეტის ასეთ ტიპს ანალოგები მახლობელი აღმოსავლეთის უძვე-
ლეს კულტურებშიც მოეპოვებოდა.
ლიტ.: ჩიტაია, 2000:339; 2001::83-84; აჭარული დიალექტის... 2010:33; ნიჟარაძე, 1971:157;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:104; ქართული ეთნოლოგიური... 2009:118.

157
დათვა-ბოყვა საბძლის კარებზე
(სოფელი წინწკალაშვილები, ღორჯომის ხეობა, ხულო)

158
daTva-mocva - Lonicera Caucasica Pall: წერწა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:91.

daTva-msxala - Sorbus Torminalis (L.) Crantz: თამელი.


ლიტ.: სახოკია, 1985:138, 222; მაყაშვილი, 1961:30.

daTvi-nigoza - Rhamnus Imeretina Koene: ხეშავა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:158.

daTvis bamba - ამპურა, მცენარე, რომლის ნაყოფი საკვებად გამოიყენებოდა.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961:11; ნიჟარაძე, 1971:158.

daTvisaraxunaჲ - საფრთხობელა, სიმინდის ყანის ახლოს ჩამდინარე ღელეზე გაკეთებული


წყლის ჩამურის მსგავსი მოწყობილობა. ხის დიდი ჯამის წყლით გავსებისას იგი პერიოდულად ფი-
ცარს ეცემოდა და რამდენიმე წუთს ჯახანი გაჰქონდა, რის შედეგად ნადირი, განსაკუთრებით, დათ-
ვი ფრთხებოდა და ყანას განერიდებოდა
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:158.

daTvisafxanelaჲ - Symphytumasperum Lep: ლაშქარა, ბალახოვანი სამკურნალო მცენარე. გავ-


რცელებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. ფესვების ნახარში ნაადრევი მშობიარობის შემ-
თხვევაში დასალევად გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:22

daTvis farTqla - საქონლისთვის მავნე მცენარეული.


ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:113.

daTvisaxeTqela - Cicerbita Pontica (Boiss.) Grossh (=Mulgedium Ponticum Boiss): დათვიმხალა.


მცენარე სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:22; ნიჟარაძე, 1971:158.

daTvobia - თამაში, მოზრდილებიცა და ბავშვებიც თამაშობდნენ. დათვობიას თამაშის დროს


მეფეს - მთავარს ანდა მსაჯულს და დათვს ირჩევდნენ. სხვები თხები იყო. დათვი მეფის წინ წელში
მოხრილი დგებოდა. მეფე დათვს განასკვული ყაბალახით სცემდა, გარშემო უვლიდა და ეუბნებოდა:
„დათვო, გძინავს თუ გღვიძავს?”. ამაზე დათვი უპასუხებდა: „არც მძინავს, არც მღვიძავს”. ასეთი დი-
ალოგი სამჯერ განმეორდებოდა. შემდეგ მსაჯული - მეფე ეკითხებოდა: „ცეცხლი გამოგიშალო?” „რა-
ფერ გამომიშლი?” - ასე!.. და მეფე ფეხის გამოკვრით დათვს ცეცხლს გამოუშლიდა. მოთამაშენი მო-
შორებით დგებოდნენ და დათვის გამოქცევას ელოდნენ. ყველანი გასაქცევად მზად იყვნენ, რათა
დათვს არ დაეჭირა. ამის შემდეგ დათვი მეფეს ეკითხებოდა - „ჩემი თხები სა წეიყვანე?”. „აქეთ გადავ-
ყარე” - პასუხობდა მეფე და ხელს გაიშვერდა, ადგილს თითით უჩვენებდა. „აქედან მივალ” - ამბობდა
დათვი. „არა, იქით გადავყარე” - მეფე ხელს სხვა მხარეს გაიშვერდა. „მაშინ იქიდან მივალ” - ამბობდა
დათვი. მესამეჯერ მეფე ეტყოდა: „ზოგი შევჭამე, ზოგი ტყეშია” და სცემდა, ყაბალახის ყურს ზურგზე
დაჰკრავდა. დათვი გაიქცეოდა და დასაჭერად მოთამაშეებს - „თხებს” გამოეკიდებოდა. მეფე დათვს
დასდევდა, რათა დაწეოდა და ყაბალახის გამონასკვული ყულფი დაეკრა. ასე მსაჯულებიც დათვს

159
დასდევდნენ და რამდენჯერაც დაეწეოდნენ, იმდენჯერ განასკვნული ყაბალახით სცემდნენ. ბოლოს
დათვი რომელიმე მოთამაშეს დაიჭერდა და შემდეგ იგი იქნებოდა დათვის როლში, მონაწილეებს
თავიდან ირჩევდნენ და თამაშს განაახლებდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1969:143; 2015.

daTxzna - დაწვნა. ნაწნავის მსგავსად ყველის დაწვნა


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:158; კობერიძე, 2011:43.

daTxznuli - დაწნული ყველი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:158.

dakadoneba - დაფერდებულ რელიეფზე ნიადაგის ძელებით გამაგრება, რომ არ დარეცხი-


ლიყო.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:64.

dakakuli - მოხრილი: „ასდაოცი წლისაა და დაკაკული არაა ჩემი დედე”.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

dakerwexebuli - დალაგებული. სულხან-საბა ორბელიანთან ეს სიტყვა „დაკარწახების” სა-


ხით მოიხსენიება.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:142; ჯაჯანიძე, 1961.

dakivaneba - ხარის ბღავილი. საქონლის ხმიანობა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:37; კობერიძე, 2011:26.

dakodva - საქონლის დაკოდვის წესი, რომელიც სათესლე ჯირკვლების ტყავის შიგნით შებრუ-
ნებით დაკოდვას ვარაუდობდა.
ლიტ.: შამილაძე, 1969:66.
dakodila - ლანცეტა, მრავალძარღვა. მცენარე სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:42; ნიჟარაძე, 1971:159.

dakoWva - საქორწინო ცერემონიების პროცესში ნეფე-დედოფლისათვის ზიანის მისაყენებლად


არაკეთილმოსურნის მიერ ჩატარებული რიტუალი.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1987:22.

dakoWvili - დემონთა გრძნეულებით, ეშმაკეულით, ავი სულებით შეპყრობილი, მოჯადოებ-


ული, ჯადოთი დაავადებული ადამიანი: „გოგო შვილი დაკოჭვილია: სამი წელიწადია ზე არ ამდგა-
რა”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1971:159; მგელაძე, 2010/2011:430.

daleqseba - გაშაირება, შაირობა.


ლიტ.: დავითაძე, 1978:71.

160
damaSva - დაბარული ბელტებიანი მიწის ზედაპირის თოხით ანდა ფოცხით გაფხვიერება. ბელ-
ტების დაფშვნა, მოხნული მიწის დასათესად მომზადება.

damodgameba - მოდგამი მუშა პირუტყვის გამოყენებით შრომის ორგანიზაციის, ურთიერ-


თდახმარების კოლექტიური ფორმა იყო. ცალი ხარის პატრონი გლეხები ურთიერთშეთანხმებით მუ-
შა პირუტყვს დააწყვილებდნენ და რიგრიგობით თავიანთ მიწებს დაამუშავებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:261, 379; მგელაძე, 1989:53-54; ქართული ეთნოლოგიური... 2009:118.

damodgmeba - იხ.: დამოდგამება.

damJRnari - დამჭკნარი მცენარე.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

damWlobili - დამჭლევებული, გამხდარი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

danaxva - მახსოვს: „ხულას გზა რომ გააკეთეს, დანახული მაქ”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

daoSva - ნახნავის მეორედ, ზეზეურად მოხვნა, გაფხვიერება.


ლიტ: ნიჟარაძე, 1971:164.

dapireba – ქორწინებაზე წინასწარი შეთანხმება.


ლიტ.: ბექაია, 1974:30.

dapaijna - პატარძლის მამისეულ ოჯახში სასიძოს მიწვევა, პირველი მისვლა.

dapwnili yveli - სეფერა-


ტორში კაიმაღგამოცლილი რძისგან
დამზადებული ყველი, იგივე, ჩლე-
ჩილი - აჭარული გრეხილი ყველი.
გამოხდილ რძეს ზამთრობით დი-
ლიდან საღამომდე, ხოლო ზაფხუ-
ლობით დაახლოებით ორ საათს გა-
აჩერებდნენ, შემდგომ ცეცხლზე შე-
ათბობდნენ, კვეთს ჩაასხამდნენ და
ცოტა ხანს გააჩერებდნენ, ხის დი-
დი კოვზით - ციცხვით ნელა მოურევდნენ და ყველი თანდათან „მოსვლას” - აჭრას დაიწყებდა. როცა
რძე აიჭრებოდა, ყველს იმავე ჭურჭელში ხელით ერთ ადგილზე შეაგროვებდნენ, „მოჭყეპდნენ” და
ყველის რგოლს შეკრავდნენ, შრატიდან, რომელიც ყველისაგან რჩებოდა, ამოიღებდნენ და რამდენ-
ჯერმე ერთმანეთზე გადაახვევდნენ, დაპწნიდნენ. ყველი წნულის, გრეხილის ფორმას მიიღებდა.
ლიტ.: მგელაძე, 1965:160; ნიჟარაძე, 1971:165.

161
daJdumleba - საქორწინი ცერემონიის, ზოგჯერ, ქალის მშობლებზე შეუთანხმებლად, ქალის -
საცოლეს მამაკაცის ოჯახში მისვლა.
ლიტ.: მგელაძე, 1996:70; ნიჟარაძე, 1971:165.

daJverva - მცენარის რტოზე ჟვერის, ფოთლის გაცლა. ფოთლების დასრესა, დაქუცმაცება. გა-
დატანითი მნიშვნელობით ადამიანის ცემა: „ერთინა დაჟვერო კარგად და მიხვდება“.

darani - მდინარის ნაპირის ამაღლებულ ადგილზე, ნაპირის მიწაში ანდა ხის ფესვების ქვეშა
ბუნებრივი ქვაბული, რომელშიც თევზი ბუდობს.

darTvaSi nadi - მატყლის სართავად მოწვეულ ქალთა ნადი, ქალთა ურთიერთდახმარება


მატყლის დართვისას. იხ.: ხერტლის ნადი.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2008:17.

მატყლის დართვის პროცესი


(გივი ნახუცრიშვილის ფოტო)

162
darigeba - მტრულად განწყობილი ოჯახებისა და ნოგროთა შერიგება.
ლიტ.: მგელაძე, 1984:46-61.

daroSka - ნაქარგობა, რომლითაც ტრადიციული აჭარული სახლის კედლები და კუთხეები


იყო მორთული. ნაქარგობის ეს ფომა დამახასიათებელი იყო აჭარული საცხოვრებლისათვის, განსა-
კუთრებით, სასტუმრო ოდისათვის. ამგვარი ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელი ელემენ-
ტი იყო და იგი უშუალოდ პატარძლის მოქარგული უნდა ყოფილიყო. დაროშკები ერთმანეთისაგან
ზომითა და ნაქარგის შინაარსითაც განსხვავდებოდა. ძირითადად მცენარეული სტილის თემატიკა
იყო გავრცელებული: ყვავილები, ფრინველები, ირმები, ბავშვები. გეომეტრიული სახის ორნამენტიც
- ჯვარსახოვანი და სხვადასხვა ტეხილი ხაზებიც გვხვდებოდა.

აჭარული ნაქარგობა - დაროშკა


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

darueba - კვალის გატანა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

dasaxleba - 1. დაოჯახება, დაქორწინება; 2. საქართველოს მხარეთა შორის ბუნებრივი გარე-


მოცვისა და მიკრო-კლიმატური ფაქტორების მკვეთრი განსხვავება, რომელიც გეოგრაფიული კონ-
ტრასტული პირობებით იყო გამოწვეული, უძველესი დროიდან ადამიანისათვის სხვადასხვაგვარ
საცხოვრებელ გარემო პირობებს ქმნიდა. კონტრასტული რელიეფის შეხამება სხვადასხვა ტიპის ჰა-
ვასთან და დედამიწის ქერქის მრავალფეროვანი გეოლოგიური სტრუქტურა საქართველოს ტერიტო-

163
რიაზე არაერთი სახის ადგილობრივ საშენ მასალათა რესურსების სიუხვეს განაპირობებდა. ზემოხსე-
ნებულმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო საქართველოს საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე, სხვადასხვა მხა-
რესა და კუთხეში, სხვადასხვაგვარი დასახლების ტიპისა და, შესაბამისად, საცხოვრებელთა წარმო-
შობასა და განვითარებას, რომელთა ხუროთმოძღვრულ ფორმირებაში დიდი როლი გეოგრაფიულმა
გარემომ, ადგილობრივი საშენი მასალების გონებამახვილური გამოყენების ტრადიციამ, შრომა-საქ-
მიანობის ხასიათმა და ქართველურ ტომთა ეთნიკურმა პირობებმა შეასრულა.
დასახლების განაშენიანების ძირითად უჯრედს კარ-მიდამო წარმოადგენდა. აჭარაში კარმიდა-
მოს განაშენიანება დასახლების ისეთი ტიპური ფრაგმენტი იყო, რომლის სივრცობრივი სტრუქტურა
რთულ რელიეფში ჩამჯდარი განაშენიანების ნიმუშებზე ნათელ სურათს იძლევა. დასახლების მე-
ორე ჯგუფი - დროებით, სეზონურ დასახლებას წარმოადგენდა, რომელიც ორი საფეხურისაგან,
„ფერდასა” და „თასაგან” - მთისაგან შედგებოდა. ფერდა, იგივე, ყიშლა, საგაზაფხულო და საშემოდ-
გომო ბინად - სეზონური დასახლების ისეთ სახედ ითვლებოდა, სადაც დაახლოებით ოცამდე მაინც
ორსართულიანი ჯარგვალი იყო დადგმული. ფერდაში მწყემსები თვე ანდა თვენახევარი რჩებოდ-
ნენ. ფერდასთან შედარებით თა, იგივე, მთა თუ იაილა უფრო ვრცელ - სეზონური დასახლება წარმო-
ადგენდა, სადაც რამდენიმე ათეული, დაახლოებით ოცი-ორმოცდაათი სახლი მაინც ერთ ადგილას
შეჯგუფებულად იდგა და სოფელს ემსგავსებოდა. იგი საცხოვრებლად ზაფხულის პერიოდში იყო
გამოყენებული. ფერდასა და მთას დროებითი დასახლების ტიპური ფორმების წარმოშობა მესაქონ-
ლეობის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. მესაქონლეობის განვითარება სეზონურ საძოვრებ-
ზე ვრცელი ტერიტორიის არსებობას მოითხოვდა, რომელშიც დროებითი ხასიათის კომლთა შეჯგუ-
ფებული დასახლება ყალიბდებოდა. აჭარის ტერიტორიაზე პირვანდელი ფორმებით ფერდასა და
მთას დასახლების მახასიათებელი ნიმუშები დღემდეა შემორჩენილი, რაც, ეჭვი არ არის, მთის სოფ-

164
ლების დასახლების აშკარა პროტოტიპს წარმოადგენს. აჭარის ტერიტორიაზე თანამედროვეობამდე
მოღწეულ ძველ დასახლებათა და საცხოვრებელთა შესწავლა გვიჩვენებს, რომ მათი ფორმები უძვე-
ლეს დროიდან გარკვეული კანონზომიერებით ვითარდებოდა. აჭარის ტერიტორია ძველი დასახლე-
ბის სისტემის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფოდა: 1. მუდმივი - სოფლური დასახლება და 2. დროებ-
ითი - სეზონური დასახლება. მუდმივი დასახლება გეოგრაფიული არეების შესაბამისად იყო განვი-
თარებული, რომელიც სამი საცხოვრებელი ზონისაგან შედგებოდა: 1. სამხრეთ-აღმოსავლეთი ზონა,
რომელიც მთლიანად ზემო აჭარას - ხულოსა და შუახევის რაიონებს მოიცავდა; 2. სამხრეთ-დასავ-
ლეთი ზონა, რომელშიც ქედისა და ბათუმის რაიონები შედიოდა და 3. ჩრდილო-დასავლეთი ზონა,
რომელშიც ქვემო აჭარიდან მხოლოდ ქობულეთის რაიონი იყო გაერთიანებული. ძველი სოფლის
დასახლების ფორმა შეჯგუფებული - ჯგუფური და მთის სოფლების ყაიდაზე ცალკეულ უბნებად
დასახლების წესში იყო გამოხატული. გვარებად დასახლებულ თითოეულ საცხოვრებელ კვარტალს -
უბანი ანდა მეჰელე ეწოდებოდა. გვარებად დასახლების ტრადიცია, შეიძლება ითქვას, საქართველოს
არც ერთ კუთხეში ისე მკაფიოდ გამოხატული არ იყო, როგორც ეს აჭარის სოფლებში დღემდეა და-
ცული. სხვადასხვა ლოკალიზებულ გვარებად დასახლებული ცალკეული უბანი ერთი სოფლის სა-
ხით იყო გაერთიანებული და მიღებული ჰქონდა იმ გვარის სახელწოდება, რომლის წარმომადგენ-
ლებიც იქ პირველად დასახლებულან და საცხოვრებლადაც ის ადგილი აურჩევიათ. ამ ნიადაგზე იყო
წარმოშობილი, მაგალითად, გვარსახელური წარმომავლობის ისეთი სოფლები, როგორებიცაა ყადიშ-
ვილები, შოთაძეები, ტუნაძეები, წინწკლაშვილები, ირემაძეები, მახალაკიძეები... მთა აჭარის დასახ-
ლების ერთ-ერთი თავისებურების - შემჭიდროვებული დასახლების მიზეზი ნათესებისათვის გამო-
სადეგი მიწის ფართობების ნაკლებობა და ვაკე ადგილებთან შედარებით საკარმიდამო ნაკვეთების
სიმცირე იყო. ტოპოგრაფიულ პირობებთან ერთად სხვა რიგი გარემოებებიცაა გასათვალისწინებე-
ლი. მასიური გადასახლებების გამოცდილებამ ჩვენი წინაპრები შემჭიდროვებულად დასახლების
აუცილებლობამდე მიიყვანა, რადგან შემჭიდროვებული დასახლება საერთო მტრის წინააღმდეგ
ბრძოლის სწრაფ ორგანიზაციას განაპირობებდა და გაჭირვების ჟამს ანდა შრომა-საქმიანობის პრო-
ცესში ურთიერთდახმარებას უფრო აადვილებდა. დასახლების პროცესში გათვალისწინებული იყო
წყალმომარაგების საკითხებიც. ამასთან, შეჯგუფებული დასახლებული უბნების წარმოშობა დაკავ-
შირებული იყო ადამიანთა ნათესაურ დამოკიდებულებასთანაც. ლოკალიზებული გვარის რამდენი-
მე განაყოფი ოჯახი ერთმანეთთან ახლოს სახლდებოდა. შემდეგ რამდენიმე ასეთი ლოკალური ჯგუ-
ფის ცალკეულ უბნებად განსახლება დიდი სოფლის სახეს ღებულობდა და იმ ერთი გვარსახელის
ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდა, რომელიც პირველად იყო იქ წარმოდგენილი. ტიპური სოფლური და-
სახლების განაშენიანებისათვის აჭარის მთაში ყველაზე უვარგისი, მწირი და დასამუშავებლად მი-
უდგომელი ადგილები იყო გამოყენებული. საცხოვრებელ უბნებს შორის მოქცეული საუკეთესო და
ვრცელი ფართობები სამეურნეო დანიშნულებისათვის - ნათესებისათვის იყო განკუთვნილი. ყუ-
რადღებას იქცევს აგრეთვე რთული რელიეფის ხელოვნურად მოწყობილ ტერასებზე ამფითეატრუ-
ლი განაშენიანების ნიმუშები, ხშირად, ერთი საცხოვრებელი უბანი - მეჰელე მეორესთან დაკიბული
სახის ქუჩებითა და ბილიკებით იყო დაკავშირებული. სოფლის სახელწოდება კიბე რთული რელი-
ეფის - ხელოვნური დაკიბვის გამო უნდა იყოს მასზე შერქმეული. მთაში დასახლების ძირითადი
ფორმა სერული დასახლება იყო, ხოლო ხაზოვანი, სწორხაზობრივად განვითარებული დასახლება,
უმეტესად, კინტრიშის ხეობის სოფლებს ახასიათებდათ, თუმცა რამდენიმე სახლის ერთ ხაზზე
მწკრივად განლაგების ფორმას, მწკრივულ დასახლებას აჭარის მთიანეთში არაერთ ადგილას ვხვდე-
ბით. ხეობის ძირში იქ, სადაც განიერი ადგილები იყო, დასახლებისათვის ხელსაყრელი ფართობები

165
იყო წარმოდგენილი, რომელიც მდინარის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროს ვიწრო ზოლის
სახით მისდევდა. დასახლების ასეთი ფორმა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით სწორხა-
ზობრივად ერთიმეორის გვერდით ჩამწკრივებულ კარ-მიდამოთა გრძელ რიგს წარმოადგენდა.
ლიტ.: სახოკია, 1950:132; ნიჟარაძე, 1948:74; ადამია, 1956:38; 1967:3-12;
მგელაძე, 1973; 19916; 1985; 2004; 2009; ბექაია, 1974:22-23.

dasiglaveba - კინტრიშის ხეობაში გაშაირება, შაირებში შეჯიბრება, ლექსებით სამასხარაო შე-


ჯიბრება.
ლიტ.: დავითაძე, 1978:70.

datexili kaba - აჭარელი ქა-


ლის კაბის სახეობა. დატეხილი ნაოჭ-
ებიანს, გოფრირებულ კაბას ნიშნავ-
და. მისი თარგი ისე იჭრებოდა და იკ-
ერებოდა, რომ კაბაზე ტალღისებური
ნაოჭები - ტეხილები წარმოშობილი-
ყო. აქედან წარმოსდგება ტერმინიც.
იგი წელსზედა და წელსქვედა ნაწი-
ლებისაგან შედგებოდა, ცალ-ცალკე
იკერებოდა და შემდეგ ერთიანდებო-
და. ზედა ტანი თავიდან წელამდე ჩახ-
სნილი იყო და ღილებით იკვრებოდა.
კაბის გულისპირი მწვანე ზონრითა
და ტეხილი ორნამენტით იყო შემკუ-
ლი. საერთოდ, ამგვარი კაბის გულის-
პირი, საყელო და სამაჯეები სხვადას-
ხვა ფერის ძაფებით იყო შემკული. და-
ტეხილი კაბის თარგი და მოხმარების
წესი აჭარის ყველა სოფლისათვის ძი-
რითადად ერთნაირი იყო. დატეხილი
კაბის მასალად ნაზი ქსოვილები და,
უპირატესად, ნათელი: წითელი, მწვანე, ყვითელი და ალისფერი ქსოვილები - ყანაოზი, ყუმაში... გა-
მოიყენებოდა. მუქი ფერის კაბის ტარებას აჭარელი ქალი ერიდებოდა, რადგან ეს კარგის მომასწავებ-
ლად არ ითვლებოდა. უფრო მეტიც, ცოდვად მიიჩნეოდა. კაბის სხვადასხვა დეტალის მიხედვით მა-
სალის კომბინირებაც იცოდნენ. ამგვარად, დატეხილი კაბა ორი - წელსზედა და წელსქვედა ნაწილი-
საგან შედგებოდა. ორივე შემადგენელი ნაწილი ცალკ-ცალკე იკერებოდა და შემდეგ მათი შეერთება
ხდებოდა. დატეხილი კაბის თავისებურება მის სიგრძესა და, როგორც ითქვა, ნაოჭიანობაში გამოიხ-
ატებოდა. დატეხილი კაბა თანდათან შეიცვალა და კაბის თარგი გამარტივდა. მკერდამდე შემცირდა
წინა, ჩახსნილი ადგილი, რამაც შესაბმელი ღილების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. აღნიშნუ-
ლი ტიპის სამოსი ზუბუნ-ფარაგის პარალელურად არსებობდა. განსხვავება ის იყო, რომ მთლიანი
თარგის კაბა თანდათან წელში გადაჭრილმა კაბამ შეცვალა. კაბის ასეთი ტიპოლოგიური ცვლილება,
როგორც ჩანს, შედარებით იაფი ფაბრიკული ქსოვილის ინტენსიურად შემოსვლამ გამოიწვია.
ლიტ.: სამსონია, 2005:46, 52, 62; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:111.

166
აჭარული ნაქარგობის სიუჟეტები
(ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მუზეუმი)

167
168
დატეხილი კაბა და სიხმა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

169
datorReba - აჭარაში, ჭვანის ხეობაში, გაშაირება, პოეტური პაექრობა.

datyupiscaleba - ერთგვარი საბავშვო გართობა, სანაძლეოს დადება. ტყუპი ხილის (შდრ.


დომფალა) შემთხვევაში ერთი ბავშვი ეტყოდა მეორეს დამეტყუპისცალეო, თანხმობის შემთხვევაში
ტყუპი ხილის ერთ ნახევარს ერთი, ხოლო მეორე ნახევარს მეორე ბავშვი შეჭამდა. პარალელურად
დანაძლევდებოდნენ, ვინც პირველი „დააძახებდა”, მეორეს დაასწრებდა და ეტყოდა „ჩემი ტყუპისცა-
ლი მინდა”, ის იყო გამარჯვებული და სანაძლაოც მას ერგებოდა. ხუმრობით არა მხოლოდ ბავშვები,
არამედ დიდებიც ტყუპისცალდებოდნენ, ანუ სანაძლეოს დებდნენ.

daqoreba - დაბრმავება: „დათმა ამეიღო თვალის კეკლები და დაქორდა.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

daRlipva - გაფცქვნა, გაძარცვა: „იმ კაცმა დაღლიპა ხალხი: ბეური ფული წეიღო”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

daRrekili - მოხრილი, მოკაკული, მრუდე, დეფორმირებული. იტყოდნენ ხეზე, ფიცარზე, რა-


იმე ნივთზე, გადატანითი მნიშვნელობით იმ ადამიანზეც ამბობდნენ, ვინც „სწორს სიტყვას არ დე-
ილაპარიკებს”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:46.

dayverva - 1. ქერქის შემოცლა; 2. მოსპობა, განადგურება: „ის სერი შავი ტყიები იყო; მემრე დაყ-
ვერეს და მეისრიმა ყველამფერი”. თედო სახოკია: „კაცის სიმაღლეზე ნახევარ ადლის სიგანედ ყველა
ხეს ქერქი აქვს შემოცლილი, ანუ, როგორც აქ ამბობენ, „დაყვერილია”. მთელს სოფელს ორი ზამთრის
განმავლობაში უმუშავნია ამ ტყის „დაყვერისათვის”. ასეთი ბარბაროსობის შედეგი ისაა ხოლმე, რომ
ხე, „დაყვერის” შემდეგ, მეორე-მესამე წელიწადს ხმება, რადგან აქედან, უგზოობის გამო, ვეღარსად
გაიტანენ, გამხმარ ხეს ათასგვარი ჭია-ღუა უჩნდება და აოხრებს დანარჩენ მოზარდ ხეებსაც”.
ლიტ.: სახოკია, 1985:279-280; ჯაჯანიძე, 1961.

dayureba - დაკვირვება. თედო სახოკია: „ერთი ამათგანი ქართლში ყოფილა და მითხრა, პირვე-
ლად სანამ კარგად არ „დავაყურებდი”, ვერ ვიგებდი იქაურების ლაპარაკსაო”.
ლიტ.: სახოკია, 1985:149.

daSna – 1. ყავრის გასახდელი იარაღი. დაშნა რკინისაგან დამზადებული ბრტყელი


და პირალესილი იარაღი იყო. ცალ მხარეს სატარე ხვრელი ჰქონდა მიმაგრებული, სადაც
ხის სახელური უკეთდებოდა; 2. ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

170
dawuli - დამწვარი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

daWerili mwyemsi - სოფლის მიერ დაქირავებული მწყემსი.


ლიტ.: მგელაძე, 2012:107.

daWreleba - ორნამენტის, ჩუქურთმის გამოყვანა. დეკორატიული და სახვითი ხელოვნების


ნიმუშები აჭარაში ძირითადად ხეზე - საცხოვრებელ და საკულტო ნაგებობებზე, დგამ-ავეჯზე; ქვაზე
- ბუხრებზე, წყაროებსა და შადრევნებზე; ქსოვილზე - ნაქარგობებზე იყო წარმოდგენილი. აჭარლები
სამშენებლო ხელოვნებასა და ხის მხატვრულ დამუშავებაში ოდითგანვე იყვნენ დაწინაურებულნი.
როგორც ცნობილია, ისლამის გავრცელების შედეგად აჭარაში ქრისტიანული საკულტო ნაგებობები
ინგრეოდა, ხოლო მათ ნანგრევებზე ანდა მახლობლად ჯამეები - მეჩეთები შენდებოდა. სამშენებ-
ლოდ ხშირად ძველი ეკლესიების ხისა და ქვის დეტალებსაც იყენებდნენ. ზოგჯერ ეკლესიებს ინტე-
რიერში უმნიშვნელოდ გადააკეთებდნენ და პირდაპირ ჯამედ აქცევდნენ. ეკლესიის ჩუქურთმა მეჩე-
თის შიდა და გარე შემკულობაში გამოიყენებოდა: 1. ამ გზით ეთნოგრაფიულ სინამდვილემდე ძვე-
ლი ქართული ხუროთმოძღვრების არაერთი ნიმუში შემორჩა. აჭარაში ხის მუსლიმანურ საკულტო
ნაგებობებზე - ჯამეებზე ამა თუ იმ ორნამენტის გამოსახვა ძირითადად მშენებელ-ოსტატთა არჩევა-
ნი იყო, რომლებიც უპირატესობას მხატვრულად დახვეწილი, ტრადიციული, ქართული ხუროთმოძ-
ღვრული ჩუქურთმების გამოყენებას ანიჭებდნენ. მუსლიმანურ საკულტო ნაგებობებს ქართული დე-
კორით შემკობა უფრო მიმზიდველს ხდიდა.
ლიტ.: ვარშალომიძე, 2009:425-432.

daWylepva - გობზე ყურძნის დაჭყლეტვა.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:131.

daWyireba - დახედვა, გაკვირვებით შეხედვა: „ქალებმა თურქული არ იცის: თათრული დიელ-


აპარაკები, დაგაჭყირდება”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

daxameba - საქონლის დაავადება.


ლიტ.: შამილაძე, 1966:209.

daxapruli - იგივეა, რაც დაგვალული.


ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:46.

daxaruebuli - დაყოფილი, გადატიხრული, მაგალითად, ახორში საქონლის ბაგა იყო დახა-


რუებული, გადატიხრული იმ მიზნით, რომ საქონელს ერთმანეთისათვის არ ერქინა, არ დაჯახებო-
და.
ლიტ.: მასალები... 1976:423.
daxarjva - გარდაცვალება. აჭარაში გარდაცვალებულზე იტყოდნენ „დეიხარჯა”, რაც უშუალო
კავშირშია დასავლეთ საქართველოში მიცვალებულის საპატივცემულოდ გაშლილი სუფრის აღ-
მნიშვნელ ტერმინ „ხარჯთან”.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

171
daxeva - ხის დახერხვა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:43.

daxizvna - ავადმყოფობის გავრცელებისას სოფლიდან საქონლის გაყვანა.


ლიტ.: შამილაძე, 1966:209.

dajali - იხ.: ლომპაპი.

dajdumleba - სასიძოს, მის მშობლებსა და სისხლით ნათესაურ გაერთიანებას, „ნოგროს”, შე-


საძლოა ესა თუ ის გოგო არ მოსწონდათ და სარძლოდ არ სურდათ, მაგრამ გოგო მაინც მისი სურვი-
ლით „დუჯდებოდა ბიჭს”. იტყოდნენ: ის ქალი „მივდა და დუჯდა მისთვინა”. ოჯახში ამგვარად მი-
სულ ქალს რძლად ხშირად მიიღებდნენ, ზოგჯერ კი - არა. დაჯდუმლება განსაკუთრებით მაშინ ხდე-
ბოდა, როცა გასათხოვარი ქალიშვილის ხელის თხოვნას ისეთი პიროვნება დააპირებდა, ვინც გოგოს
ოჯახს სასიძოდ არ მოსწონდა. ამ შემთხვევაში მშობლები ქალიშვილის თანხმობით საპატარძლოს -
„ვინც მათ უნდოდათ იმას დუჯდენდნენ”. ამით ოჯახებს ქალის თაობაზე წარმოქმნილი მოსალოდ-
ნელი მტრობაც თავიდან ასცილდებოდათ, რადგან მათ უკვე მოსამიზეზებელი საბაბი ეძლეოდათ -
„რა ვქნათ ჩვენ, გომბიო მისით გეიქცა და დუჯდა იმას, ვინც მას უნდოდაო”. იხ.: დაჟდუმლება.
ლიტ.: მგელაძე, 1996:79.

dgimi - 1. ვერტიკალური საქსოვი დაზგა; 2. ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის მოძრავი ნაწი-


ლი, რომელშიც საქსოვი ნართი იყო გატარებული.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

dgim-savarcxeli - დგიმის
სა ვარ ცხე ლი. შედ გე ნი ლი იყო
ოთხკუთხა ყდაში ერთმანეთთან
მჭიდროდ, სავარცხლისებურად ჩა-
მაგრებული ბამბუკის წვრილი ჯო-
ხებით. სავარცხლის მეშვეობით მას-
ში გაყრილი საქსოვი ძაფები სის-
წორესა და პარალელურ მდგომარეობას ინარჩუნებდა. ერთ საქსოვ დაზგას რამდენიმე სავარცხელი
შეიძლება ჰქონოდა. მათი რაოდენობა ნაქსოვის რაოდენობაზე იყო დამოკიდებული
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

dgimis sabeWdi - საქსოვ დაზგაზე, დგიმზე სამუშაო იარაღი.

172
dedali kanafi - აჭარაში საბოჭკოედ ე. წ. „დედალი კანაფი” გამოიყენებოდა. კანაფის ტილოს
ქსოვა ქსელზე წარმოებდა. საქსოვად მხოლოდ ერთი წვერი შეირჩეოდა, რადგან ნართი ისედაც უხ-
ეში და მსხვილი იყო. კანაფს, ისე როგორც სელის ნართს, კედი ეწოდებოდა, ხოლო ქსოვილს - ტილო.
კანაფის ნართიც და ტილოც მოყვითალო ფერის იყო. მას გათეთრების მიზნით ნაცარშერეულ საპნი-
ან წყალში ხარშავდნენ. კანაფის ტილოსაგან საცვლებს ამზადებდნენ. მისგან კაბებს, ლეიბების, ბა-
ლიშების გადასაკრავებსა და ტომრებს კერავდნენ. კანაფის ძაფით ქალამანსაც კრავდნენ. ადრე კანა-
ფის ტილო სუდარებად იხმარებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005.

dedal-mamali piri - იატაკის ანდა ჭერის ფიცრების თხემი და ღარი, რომელიც სპეციალ-
ური რანდის - ქამფურის მეშვეობით მზადდებოდა. ფიცრები ერთმანეთში დედალ-მამალი პირების
თანმიმდევრობით ეწყობოდა.

dedani - ურმის ნაწილი. თედო სახოკია: „მათი სახასიათო თვისება ის არის, რომ ხელნები ურემს
დაღმართში არ აცურებს და საყენის მაგივრობას უწევს. ასეთ ურემს სელი ჰქვიან. სიგრძე სელს ხუ-
თი-ექვსი ადლი აქვს. დედნებს შუა განი 1 ადლსა და სამ გოჯს უდრის; დედნებს ხუთი საყარი აერ-
თებს, რომელთა შუა თითო ციდა ადგილია დატოვებული. ლები დედნებზე სულ ორი წყვილია. სი-
მაგრისათვის დედნებს იმ ადგილას, სადაც ღერძი აქვს გაყრილი, ეგრიჯები აქვს. ღერძი თვლებშია
დამაგრებული და მათთან ერთად ბრუნავს. თვითონ თვალი ერთი ადლი სიმაღლისაა და ფერსოების
შესაერთებლად ერთი მტკაველის სიგრძე ჭალები აქვს ხუნდში (მორგვში) ჩამაგრებული. ხელნები
დედნებთან ერთად კავითაა შეერთებული და მათი ქვედა ნაწილი მიწას თავისდღეში არ ასცილდება”.
ლიტ.: სახოკია. 1985:204-205.

dedi mucelSi dapatroneba - ქალის დათავისების წეს-ჩვეულება. დაბადებამდე ნიშნობა.


საქართველოში წარსულში ქალის დათავისების არაერთი წესი იყო ცნობილი. აჭარის ტრადიციულ
საზოგადოებაში ზოგიერთი ცოლ-ქმარი სასიძოსა და საპატარძლოს ჯერ კიდეც დაბადებამდე - „დე-
დი მუცელში დეიპატრონებდა”. შვილის დაბადებამდე დაბევება ოჯახის უფროსებს, დედასა და მა-
მას შეეძლოთ. მომავალ საპატარძლოს ზოგჯერ „ხოჩიჩში” ანდა აკვანში წინდავდნენ. სცოდნიათ აგ-
რეთვე მცირეწლოვანთა დანიშვნაც. ამ გზით დაწინდულ ქალს ხშირად ნიშანსაც „უბამდნენ”, თუმცა
გადამწყვეტი პირობის აღება იყო. გავრცელებული იყო ქალ-ვაჟის დანიშვნა აკვნების მიდგმით. აკ-
ვანში და აკვნების ერთმანეთზე მიდგმით ნიშნობა წესად ყოფილა არამარტო აჭარაში, არამედ ლაზ-
თა, სამცხელთა, მეგრელთა, გურულთა, სვანთა, მოხევეთა და მთიულთა ყოფაშიც. ქალის დათავისე-
ბაში მნიშვნელოვანი ადგილი „დაპირებას“ ეკავა. აჭარაში დამოწმებული ჩვეულებით, დაპირებული
ქალის სათხოვნელად შუამავალს სხვა ვერ გაგზავნიდა. ქალზე პირველად ხელის დამდებს, წესით,
უფლება ჰქონდა ეთქვა - „პილლაჲ დავაპირე, ჩემიაო”. აჭარისა და ჭოროხის ხეობის სხვა ქართულ
თემებშიც ქალის დაპატრონება თუ დათავისება თავსაბურავის მოხდითაც ხდებოდა. ხელის შეხებით
ქალის დათავისება ლაზებსაც სცოდნიათ. სვანებში ვაჟს უფლება ჰქონდა შეკრებილობაში საცეკვაოდ
მისი მოწონებული დაჩოქებით ანდა მხარზე ხელის დაკვრით გამოეწვია. მეგრელთა შორის ქალის
დათავისების წესებიდან გამოვლენილია ქალის მშობლებისადმი მდაბლად თავის დაკვრა ანდა სად-
მე წვეულებაში მოწონებულზე ქუდის სროლა. აჭარაში ქალის დათავისების წესიდან მომდინარეობ-
და „სანიშანლოდ დაპაიჟნილი” სასიძოს მიერ სიმამრის დერეფანზე თოფის გასროლის ჩვეულება.
ქართველ მთიელებში ქალის დათავისების წესებიდან დამოწმებულია, აგრეთვე, ბანზე დაკივლება,
კარზე ჯოხის მიყუდება, სამყოფში კენჭის ანდა ტყვიის შეგდება და თოფის გასროლა.
ლიტ.: მგელაძე, 1968:17-18; 1996: ბექაია, 1974:40.
173
დგიმი - საქსოვი დაზგა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

174
dede - მამის მამა, ბაბუა.

dede eTimi - აჭარაში დადასტურებულია ქონებრივ-სამართლებრივი ნორმა, რომლის არსი


გაფართოებული სახლთმეურნეობის გაყოფისას მამის ძმების მიერ ობოლი ძმისწულის უწილოდ და-
ტოვების მცდელობაში მდგომარეობდა. ეს წესი აჭარაში „დედეეთიმის” - პაპის ობლის სახელწოდე-
ბას ატარებდა.
ლიტ.: მგელაძე, 1967; 2009; ბექაია, 1964; 1969; მგელაძე, 2004.

dedlurai qaTami - კერძი. თუკი საჭმელი „ახალი ქათმით” მზადდებოდა. წვრილად დაჭრილ
ქათამს ჭურჭელში ჩაყრიდნენ, მცირე დუღილის შემდეგ ბრინჯს ჩაუმატებდნენ და მოადუღებდნენ.
დუღილის პროცესში მარილში დანაყილ ნიგოზს ურთავდნენ და კვლავ წამოადუღებდნენ. თუ საჭმე-
ლი „ძველი ქათმით” მზადდებოდა, მაშინ ქათმის ხორცს მანამდე ადუღებდნენ, სანამ ქათმის ბარკლე-
ბის თავზე ხორცი არ დაიწევდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ხორცი საკმაოდ მოხარშული იყო. ამის შემ-
დეგ ქვაბში ბრინჯს ჩაყრიდნენ და კვლავ ადუღებდნენ. მცირე დუღილის შემდეგ მარილნარევ დანა-
ყილ ნიგოზს დაუმატებდნენ. როცა ბრინჯი მოიხარშებოდა პრასასა და მაკიდოს ჩააჭრიდნენ და ისევ
წამოადუღებდნენ. ამის შემდეგ ნიორში დანაყილ წიწაკას ჩაურთავდნენ და ბოლოს მარილში დანაყი-
ლი ქინძის და სისამის თესლებს ჩააყრიდნენ, კოწახურს ჩაასხამდნენ და წამოადუღებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:139.

dedo - რძის შესადედებელი საყველედ ანდა მაწვნის შესადედებლად .


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:177.

dedo Txa - დედალი თხა.


ლიტ.: მგელაძე, 2012.

dedokani - აბრეშუმის ჭიის მიერ ბოლოს გამოცვლილი მეოთხე, დიდი და მთავარი კანი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

dedocxvari - დედალი ცხვარი.


ლიტ.: მგელაძე, 2012.

dedofala - სათამაშო თოჯინა. ტანის მაგივრობას ჯოხი და მასზე დახვეული ქსოვილის ნაჭ-
რები ასრულებდა. ხელების ადგილს უფრო მოკლე ჯოხი იკავებდა, რომელიც გარდიგარდმო იყო
დამაგრებული. მას მატყლით ამოვსებულ თავზე თეთრი მიტკალი ჰქონდა გადაკრული, რომელზე-
დაც შავი ძაფით თვალ-წარბი იყო დაქარგული. დედოფალას ტანთ განიერი, ყვითელი კაბა ეცვა. მი-
სი სიმაღლე თორმეტ სანტიმეტრს აღწევდა.
ლიტ.: ღოღობერიძე, 1968:22

dedoflis naxva - პირის ახდის შემდეგ დედოფალი ფეხზე დგებოდა, მერდინიანი ხელი
პირზე ჰქონდა აფარებული. მნახველები რომ მომრავლდებოდნენ დადე დედოფალს პირიდან ხელს
ჩამოაწევინებდა. ამ მომენტში დედოფალი თვალებს ხუჭავდა და გაუნძრევლად იდგა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.
dedoflis simRera - ხალხური სიმღერა.
ლიტ: კახიძე, 1978:3-15.

dedofli-Wi paჲ - Geranium Columbinum L: მცენარის ნორჩი ფოთლები, საკვებად იხმარებო-


და. ფოთლებისაგან მხალი მზადდებოდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:71; ნიჟარაძე, 1971:37.

175
dedoWia - იხ.: დედო.

dedjali - პერსონაჟი დემონთა სამყაროდან.


ლიტ.: შიოშვილი, 2010; მგელაძე, 2010/2011.

dezgari - წყლის ძალაზე მომუშავე სახარატო დანადგარი, სახვეწი ჩარხი, რომელიც ჯამ-ჭურ-
ჭლის, მრგვალი სუფრის, აკვნის, მოაჯირის და სხვა მსგავსი მრგვალი ფორმების გასაჩარხად გამოიყენ-
ებოდა. დეზგირები ჩვეულებრივ სოფლის სიახლოვეს, ზოგჯერ, ხე-ტყის ზონაში ღელე-მდინარეებზე
იყო გამართული, ხშირ შემთხვევაში წისქვილის წყლების ახლოს. მათ წყლის ჩარხი (წყლის დეზგარი)
ეწოდებოდა და დიდი ზომის დეტალების გასაჩარხად გამოიყენებოდა, რომლებიც ბრუნვის შედარებით
დიდ ძალას მოითხოვდა. ხერტლის, კვირისთავის, აკვნის და სხვათა მცირე დეტალების სახვეწს - ხელის
ჩარხი (ხელის დეზგარი) ერქვა. ზემო აჭარაში გავრცელებული იყო, ასევე, ფეხის ჩარხი (ფეხის დეზგა-
რი), რომელიც შედარებით მცირე ზომის დეტალების დასამუშავებლად იყო გათვალისწინებული.
ლიტ.: კახიძე, 1974:65; 1990:50.

dezgiri - იხ.: დეზგარი.

176
წყლის ძალაზე მომუშავე სახარატო ჩარხი

177
აჭარული დედოფალაები

აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

178
სათამაშო დედოფლები და გოგონების ტიპიური სათამაშოები
(ეთნოგრაფული მუზეუმის „ბორჯღალო“ ექსპოზიცია)

deixarja - გარდაიცვალა. აჭარაში გარდაცვალებულზე იტყოდნენ „დეიხარჯა”, რაც უშუალო


კავშირში იყო დასავლეთ საქართველოში მიცვალებულის საპატივცემულოდ გაშლილი სუფრის აღ-
მნიშვნელ ტერმინ „ხარჯთან”.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

dekeuli - სამი წლის დედალი ხბო, უშობელი მსხვილფეხა საქონელი.


ლიტ.: მგელაძე, 2012.
179
deliyani - ახალგაზრდა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

deliyanli - იხ.: დელიყანი.

delija - პურეული მცენარე, რომელსაც ნახნავში ტოვებდნენ.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937:151.

deloTi - სარეველა ბალახი, რომელიც მესაქონლეთა დაკვირვებით საქონელს ზიანს აყენებ-


და.
ლიტ.: შამილაძე, 1969:66.

demuri - რიტუალური პურის საცხობი ქართველ-


თა რელიგიური და სადღესასწაულო რიტუალების
აუცილებელი ელემენტი იყო. სპეციალურად ამ რი-
ტუალებისათვის განკუთვნილი იყო სხვადასხვა სა-
ხის სართავიანი, შიგთავსიანი ნამცხვრები, პურები და
კვერები, რომელთა ნაირგვარობა დამოწმებულია კა-
ლენდარული წეს-ჩვეულებების შესრულებისას. ამ
მხრივ გამონაკლისს არც აჭარის მოსახლეობა წარმო-
ადგენდა. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ზემო აჭარ-
აში, მარეთის ხეობის ოლადაურის თემში გამოვლენი-
ლი ოთხკუთხა ფორმის რიტუალური პურის საცხობი ყალიბი. ლითონის ყალიბი ორნაწილიანია -
ერთში ცომი იკვრებოდა, მეორე კი - ზემოდან ეხურებოდა. მათი სახელურები ერთმანეთთან მაკრატ-
ლისებურად მოქლონითაა დაკავშირებული - „დაფარჩიმებული”, რომელიც ყალიბის დაშლა-და-
ხურვას უწყობს ხელს. ყალიბი სამჭედლოში იყო დამზადებული. იგი ადგილობრივ ხელოსანთა ნა-
კეთობა უნდა იყოს. მისი ზედა ნაწილის შიდა მხარე ნატიფად შესრულებული ორნამენტითაა დაფა-
რული. ყალიბს და მასში გამომცხვარ პურს დემური ეწოდებოდა. თურქული სიტყვა დემური ქართუ-
ლად სამჭედლოს ნიშნავს, ხოლო დემურჩი - მჭედელს. აჭარაში დემური ნახშირის აღსანიშნავადაც
იხმარებოდა. ყალიბში გამოსახულია ტოლმკლავი ჯვრები. ტრადიციულ ორნამენტში ჯვრები, თავ-
დაპირველად, კონკრეტული მნიშვნელობით ჩაჩუქურთმდა, დროთა განმავლობაში მის ორგანულ
ნაწილად იქცა ისე, რომ მოსახლეობაში მითო-ფილოსოფიური შინაარსი დაკარგა, თუმცა ჩუქურ-
თმებში გამოხატული კომპოზიციები და სიუჟეტები ქარგად იქცა და თობიდან თაობაში სტანდარ-
ტული სახით გადავიდა. მსგავსი საცხობი ყალიბის გამოყენების ფაქტი ჩოხატაურის რაიონის აჭარ-
ლებით დასახლებულ სოფელ ზოტშიც დადასტურდა, სადაც დაახლოებით ასორმოცი წლის წინ ზე-
მო აჭარიდან მიგრანტთა ოჯახები საცხოვრებლად გადასულან და დღემდე მათ ტრადიციებს სათუ-
თად იცავენ. სოფელ ზოტში საცხობ ყალიბში წარსულში ორნამენტირებულ პურებს აცხობდნენ. დე-
მურში გამომცხვარ პურებს „ჭრელ (დაჭრელებულ) პურებს” უწოდებდნენ. ტერმინი დაჭრელება აჭ-
არაში ზოგადად ორნამენტირებას, მოჩუქურთმებას აღნიშნავდა, საკუთრივ დეკორის გამოსახატავად
კი ტერმინი ჭრელი (ნამჭრელი, ნახიში//ნახიშლი) გამოიყენებოდა. რუსულის გავლენით ასევე „უზ-
ორიც”გვხვდებოდა. აჭარულ ოჯახში პურებისა და სხვადასხვა სახის ნამცხვრების დაჭრელება ფარ-
თოდ იყო გავრცელებული. დაჭრელებისათვის, ხშირად, კარტოფილისგან გამოთლილ ფორმას იყენ-

180
ებდნენ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სახელდახელოდ აკეთებდნენ. გარდა იმისა, რომ ყა-
ლიბში გამომცხვარი პური მრავალფეროვანი და ნატიფი ორნამენტით გამოირჩეოდა, პურის გა-
მოცხობის პროცესიც გაადვილებული იყო და ნაკლები დრო სჭირდებოდა. ამისათვის დემურს წინას-
წარ ახურებდნენ, შემდეგ მასში შესაბამისი სიდიდის ცომის გუნდას ჩადებდნენ, ყალიბს დახურავ-
დნენ და ღუმელში გახურებულ ნაკვერჩხალზე დებდნენ. პური დაახლოებით ხუთ წუთში ცხვებოდა.
იგი საკმაოდ ყუათიანი იყო, ვინაიდან მის გამოსაცხობად, ხშირად, რძეში მოზელილ პურის ფქვილს
კვერცხს, შაქრის ფხვნილს და ზოგჯერ კარაქსაც ურევდნენ. „ქადა პურს” მისი ფორმიდან გამომდინა-
რე „ოთხქოშალს” - „ოთხკუთხას” უწოდებდნენ. სიტყვა koşe თურქულია და „კუთხეს” ნიშნავს. თურ-
ქულში იგი სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება, მაგრამ აჭარაში ქოშე (ქოშა) მხოლოდ ერთი -
„კუთხის” მნიშვნელობითაა გავრცელებული. ლითონის ოთხკუთხა ყალიბში გამომცხვარ „ოთხქო-
შალს” სპეციალურად დღესასწაულებზე იყენებდნენ. ყალიბში თუ უყალიბოდ გამომცხვარი ოთხქო-
შალი იმ ძღვენის შემადგენელი ნაწილიც იყო, რომელიც სასიძოს ოჯახის წევრებს საპატაძლოს მოსა-
ნახულებლად მიჰქონდათ. ყუათიანი ოთხქოშალი შორ გზაზე დამდგარი ადამიანის, ხშირად, მონა-
დირის საგზლის შემადგენელი ელემენტიც იყო. დეკორისა და მაღალი მხატვრული დონის თვალ-
საზრისით დიდ ინტერესს იმსახურებს ყალიბის ტვიფრული ორნამენტი, რომელიც ნამცხვარს „დაჭ-
რელებულ” ფორმას აძლევდა. იგი კომპოზიციურად სწორკუთხა ჯვარსახოვანი ფორმითაა აგებული
და იქსისებურად გადამკვეთი ხაზებისაგან შედგება, რომლის ცენტრში ორი ტოლმკლავა ჯვარია
მოქცეული. ამ ორ ტოლმკლავა ჯვარზე ამოღარვის წესით ასევე ტოლმკლავა, მაგრამ მრგვალი დაბო-
ლოებების მქონე ჯვრებია ამოტვიფრული, ყალიბის პერიფერიებზე კი -„ნახევარჯვრებია” განლაგე-
ბული, ხოლო კუთხეებში, ასევე, შესაბამისი სწორკუთხა ფორმებია მოთავსებული. ზოგადად ჯვარ-
სახოვანი კომპოზიცია ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს მისი არც ერთი ელემენტი ერთმანეთს არ
უკავშირდება. რიტუალურულ პურზე გამოსახული ჯვარი თავისი ფორმით ანალოგიურია ხელვაჩა-
ურის რაიონის სოფელ ჩიქუნეთის ჯამეს სარკმელზე გამოსახული ჯვარსახოვანი ორნამენტისა, რაც
აჭარაში ამ ფორმის ჯვრის გავრცელებულების ტრადიციულობაზე მიუთითებს. რიტუალურულ ნამ-
ცხვარზე გამოსახული ორივე ჯვრის შიგნით ჩასმული ბურცობები და მათი შემაერთებელი ხაზები,
ასევე, ტოლმკლავა ჯვრებს ქმნიდა და ვიზუალურად ჯვრებში ჩასმულ ჯვრებს წარმოადგენდა. წარ-
სულში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ რიტუალურ ნამცხვარზე გამოსახულმა ჯვარმა ქრისტი-
ანული სიმბოლოს მნიშვნელობა მიიღო, ძველი თაობის წარმართული კულტიდან ახალში გადაინაც-
ვლა. აჭარაში მაჰმადიანობის გავრცელების შემდეგ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ოსმალეთ-
ში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებთან და მათთან დაკავშირებულ კულტურასთან ასიმილაციის საფ-
რთხის წინაშე დადგა, ჯვარმა, როგორც ძველი რწმენის ნიშანმა, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცა-
და და შეიძლება ითქვას, რომ ქართველობის სიმბოლოდ იქცა, ქართული ეროვნული თვითშეგნების
მიმანიშნებელი გრაფიკული გამოსახულება გახდა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ გამო-
სახავდნენ ჯვარს თვით მაჰმადიანური დღესასწაულისთვის - ბაირამობისათვის განკუთვნილ ნამ-
ცხვრებზე, რატომ ამკობდნენ ჯვრის გამოსახულებებით მაჰმადიანური საკულტო ნაგებობების კა-
რებსა და სარკმლებს და რატომ ეგუებოდნენ ამას ქართველი მუსლიმი ღვთისმსახურები. რიტუალ-
ური პურის საცხობი ყალიბის - დემურის ოთხივე მხარეს, პერიფერიებში განლაგებული დაუსრულე-
ბელი ჯვრების სახის ორნამენტების ძირში თავრქა - ხარის თავია გამოსახული. იგი იმდენად მცირე
მოცულობისაა, რომ ერთი შეხედვით რქად არც აღიქმება, მაგრამ გამოცხობილ პურზე აღბეჭდილი
დეკორის საერთო აგებულება, კერძოდ, ცენტრალურ ნაწილში მრგვალი ბურცობი და ბურცობის ზე-
მოთ მოთავსებული რქები, მთლიანობაში თავრიელის შთაბეჭდილებას ტოვებს. საქართველოში ხა-
რი, ჯვართან ერთად, როგორც ცნობილია, წარმართული „დიდი ღმერთის” სიმბოლოდ აღიქმებოდა.
ამიტომ, დიდი ღმერთის სახელზე გამომცხვარ პურებს ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში

181
ჯვართან ერთად ხარის თავის სქემატური ორნამენტიც ამკობდა. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის
გავრცელების შემდეგ, ხარის სიმბოლო-ნიშანმა მნიშვნელობა შეიცვალა, ქრისტიანულ რელიგიას მო-
ერგო და მან, როგორც ფუძემდებლური მითისგან ჩამოშორებულმა ფრაგმენტმა, ტრანსფორმირებუ-
ლი სახით ყოფაში დამოუკიდებელი არსებობა შეძლო. ამგვარად, რიტუალური პურისა და სხვა ზო-
ომორფული სახის ნამცხვრის საცხობი აჭარაში ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის შემად-
გენელი ნაწილი იყო. მასში გამომცხვარი საკულტო-სარიტუალო პურის ნაწარმი ფართოდ იყო გავ-
რცელებული არა მარტო ქართულ ეთნოგრაფიულ ჯგუფებში, არამედ საერთოდ კავკასიის ხალხებ-
ში. მსგავსი საცხობი, როგორც წარმართული კულტმსახურებისათვის დამახასიათებელი ზოომორ-
ფული ფორმების, ისე ქრისტიანული რელიგიისათვის ნიშანდობლივი სახეების გამოსაყვანადაც გა-
მოიყენებოდა. ტრადიციული რწმენა-წარმოდგენებისაგან და ქრისტიანობისაგან მკვეთრად განსხვა-
ვებულმა მაჰმადიანური რელიგიის გავრცელებამ და ამ რელიგიის მეტ-ნაკლებად ყოფაში შეჭრამ, ას-
ევე, წარსულში ხანგრძლივი დროით აჭარის საქართველოსაგან პოლიტიკურად მოწყვეტამ და გარ-
კვეულწილად სავაჭრო-ეკონომიკურმა იზოლაციამაც, რეგიონში ქართული კულტურული ღირებუ-
ლებებისა და, საერთოდ, კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში წყვეტილი წარმოქმნა, მაგ-
რამ ეს წყვეტილი იმდენად გადამწყვეტი არ ყოფილა მამა-პაპისეული სიმბოლოები და ამ სიმბოლო-
თა სახეების სხვადასხვა ფორმებით გამოყვანის წესი მოსახლეობის მეხსიერებიდან ძირფესვიანად
რომ ამოეგდო. მაჰმადიანურ ოჯახში გამოიყენებოდა ჯვარსახოვანი ორნამენტით შემკული პური,
რასაც ისლამი კრძალავდა, ე. ი. როგორც საცხობი ყალიბი, ისე მასში გამომცხვარი პური აჭარაში -
მაჰმადიანურ გარემოცვაში მცხოვრები ქართველი კაცისათვის ტრადიციული კულტურის გაგრძე-
ლებას წარმოადგენდა.
ლიტ.: ბარდაველიძე, 1957; აბაკელია, 1997; ბრეგაძე, 1999; ვარშალომიძე, 1979;1981; გოცირიძე, 2002;
კახიძე, 1990; მგელაძე, ლევიძე, ტუნაძე, 2005.

demurCi - მჭედელი. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა შესული.

demurCoba - მჭედლობა. აჭარაში ისტორიულად ნიშანდობლივი ჩანს ხელოსნობისა და შინამ-


რეწველობის ისეთი დარგების განვითარება, როგორებიცაა: მჭედლობა, ხისა და ქვის დამუშავება, კე-
რამიკული წარმოება, რთვა-ქსოვა. ამათ გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი ტყავისა და რქის დამუ-
შავებას, მცენარეული და რძის პროდუქტების გადამუშავებას, საპნის დამზადებას ეჭირა. გასული სა-

182
უკუნის მეორე ნახევარში ზედა მა-
ჭახლის სოფელ ეფრატში საუკეთ-
ესო ხარისხის კირს წვავდნენ, რომე-
ლიც ხეობის შიგნით და ნაწილობ-
რივ მის ფარგლებს გარეთ გაჰქონ-
დათ. აქაური მჭედლობა როგორც
ადგილობრივი, ისე, შემოტანილი
რკინის ნედლეულის ბაზაზე ვითარ-
დებოდა. მაჭახლის ხეობაში არსე-
ბობს გადმოცემები, რომლებიც მი-
უთითებს: ცხემლის თუ წიფლის ხის
მთლიან მორებს დაანთებდნენ, გა-
ვარვარებულ მადანს წყალს დაასხამ-
დნენ, ამ გზით მადანი დაიშლებო-
და და მას ნაწილ-ნაწილ ყალიბე-
ბად ამოჭრიდნენ. ეს ზოგადი ხასი-
ათის ცნობაც, თუ მას მსგავსი მონა-
ცემების შუქზე შევაფასებთ, დიდად
საყურადღებოა. ამგვარი წესის გამო-
ყენება სამთამადნო საქმეში საქარ-
თველოში საკაცობრიო კულტურის
ადრეულ საფეხურზეა ცნობილი. ყუ-
რადღებას იქცევს აჭარის ტერიტო-
რიაზე ნაპოვნი რკინის შემცველი
უამრავი წიდა, რომელიც ფეოდალ-
ურ ხანას განეკუთვნება და, რაც რკი-
ნის გამოდნობაში აჭარის მეტალურ-
გი მოსახლეობის დაწინაურების მაჩ-
ვენებელია. ასევე უნდა ითქვას აჭ-
არაში რკინის შემცველი მადნების
არსებობაზეც. მადნის რკინის ჟანგის
შემცველობა ორმოცდაათ პროცენტს
აღწევდა. ადგილობრივი მეტალურგებისათვის ამ სახის რკინის შემცველი მადნების არსებობა და გა-
მოყენება უცნობი არ უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ ჭოროხის აუზის რკინის საწარმოო
ცენტრები - გონიო და ჭარნალი გამოვლინდა, სადაც რკინის ათვისების ადრეულ პერიოდში სპეცი-
ალურ რკინის სადნობ ქურებში მაგნეტიტური ქვიშისაგან საუკეთესო ხარისხის რკინასა და ფოლადს
ღებულობდნენ. აქ დამზადებულ სამიწათმოქმედო და საოჯახო რკინის იარაღებს დიდხანს შეკეთე-
ბა არ სჭირდებოდა. იარაღის ხარისხი და გამძლეობა დიდად იყო დამოკიდებული მის კარგად
წრთობაზე, რასაც ადგილობრივი ტერმინოლოგიით „წყლის მიცემა” ეწოდებოდა. სამჭედლო სახე-
ლოსნოში ჩვეულებრივ ორი-სამი მჭედელი მუშაობდა, რომელთაგან ერთი უსტაბაში - მთავარი მჭე-
დელი იყო, მეორე და მესამე პირი დამხმარედ ანდა შეგირდად ითვლებოდა. მჭედლის პროფესია მა-
მიდან შვილზე თუ ახლო ნათესავზე მემკვიდრეობით გადადიოდა. მჭედლები ამავე დროს მოსახლე-
ობაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდნენ და ზოგჯერ სოფლის ფარგლებში

183
სადავო საკითხების გადაჭრაზეც აქტიურ ზემოქმედებას ახდენდნენ. სამჭედლო ხშირად საზოგადო-
ებრივი თავშეყრის ადგილსაც წარმოადგენდა. მზადდებოდა როგორც საოჯახო, ისე სასოფლო-სამე-
ურნეო და სამშენებლო იარაღები. სამეურნეო იარაღები ფორმა-მოყვანილობისა და ფუნქციური და-
ნიშნულების მიხედვით სხვადასხვანაირი კეთდებოდა. სათანადო მონაცემების საფუძველზე თვლი-
ან, რომ საქართველოსა და კავკასიაში ჭოროხის აუზი ბრინჯაოს მეტალურგიის ერთ-ერთ მთავარ
დაწინაურებულ კერას წარმოადგენდა. ჭოროხის მეტალურგიის ძველი ტრადიციების გაგრძელებად
შეიძლება მივიჩნიოთ თავის დროზე განვითარებული და დღევანდლამდე მოღწეული სამჭედლო ხე-
ლოსნობა აჭარაშიც. აქაური ეთნოგრაფიული ყოფისათვის დამახასიათებელი სამეურნეო-სამიწათ-
მოქმედო იარაღი თავისი ფორმა-მოყვანილობით ჭოროხის აუზის ბრინჯაოს მეტალურგიის იარაღ-
ებთან გენეტიკურ კავშირს ავლენს.
ლიტ.: კახიძე, 1974:56-66.

demurCxana - სამჭედლო.

demir alma - ვაშლის ერთ-ერთი ჯიშის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:138, 222.

demur-yran - უხრავი, არყისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი ხეების გვარი. ხის ჯიში, მეტად
მტკიცე, მაგარი მერქანის მქონე. იგი ხუთ სახეობას აერთიანებს, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფე-
როშია გავრცელებული. მათგან კავკასიასა და საქართველოში შერეულ ტყეებში მხოლოდ ერთი სახე-
ობა - ჩვეულებრივი, ანუ რცხოლაფოთოლა უხრავი იზრდება. თედო სახოკიას მიხედვით: „უხრავი...
გარეგნობით რცხილასა ჰგავს და იქერქება. რო გათლით, ცოტა ხნის უკან წითლდება. ისე კი მოშავოა.
მისი სიმაგრისა გამო, ურმის ღერძს ამ ხისას აკეთებენ, აგრეთვე ურო უხრავისა არის ნაქები. ამ ხეს
თურქულ სახელსაც ეძახიან - „დემურ-ყრან”.
ლიტ.: სახოკია, 1985:266; ჯავახური... 2014.

dergi - თიხის დიდი ქილა, ყველის, კარაქის, თაფლის, ასევე,


სხვადასხვა სახის მწნილის შესანახი თიხის ჭურჭელი.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:101.

dergula – 1. ვერტიკალური ტიპის სადღვებელი, 2. თიხის მცი-


რე ზომის დერგი. მასში ერბოსა და თაფლსაც ინახავდნენ
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:179; კახიძე, 1973:46;
დავითაძე, 1974:79; კობერიძე, 2011:18, 157.

184
derefani - აჭარული სახლის შუაზე სიგრძით გამჭოლი დერეფანი, რომელიც ნაგებობაში სპე-
ციალურად კეთდებოდა. მას „იაზლოღსაც” უწოდებდნენ. დერეფანი აჭარული სახლის ძირითადი
დამახასიათებელი თვისობრივი ელემენტი იყო და სახლის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მი-
მართულების საკომუნიკაციო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. საჭიროების შემთხვევა-
ში, როცა სახლეულის ახალი საქორწინო წყვილი გაყოფას მოისურვებდა, სახლს დერეფნის შუაში
მთელ სიგრძეზე გახერხავდნენ, ჩამოხერხილ ნაწილს წინასწარ მონიშნულ ადგილზე გადაიტანდნენ
და დანომრილი მასალის მიხედვით ახალ სახლს ააშენებდნენ. ასეთ სახლს ცალპირა სახლი ეწოდებ-
ოდა.

defani - ძველებური ორსართულიასნი ხის საცხოვრებელი სახლის ღია აივანი. ასეთ სახლს მე-
ორე სართულზე ასასვლელად გარედან კიბე ჰქონდა მიდგმული, რომლის დასასრულსაც ღია აივანი
- დეფანი იყო გამართული. დეფანი, ასევე, იგივე, გრძელი დერეფანი, აჭარული სახლის სისტემაში
საცხოვრებელი ნაწილის გეგმის კომპოზიციის ერთ-ერთ დამახასიათებელ ტიპურ ელემენტს წარმო-
ადგენდა, რომელსაც, ასევე, იაზლოღი ერქვა. დეფანი სახლის გეგმის კომპოზიციის სიმეტრიის ღერ-
ძზე იყო მოთავსებული, რომლის მოპირდაპირე მხარეებზე საძინებელი ოთახები, ასევე, მარჯვნივ
და მარცხნივ სხვადასხვა ტიპის სათავსოები სიმეტრიულადვე იყო განლაგებული.
ლიტ.: მგელაძე. 1966; ნიჟარაძე, 1971:180.

dvalura - Polygonumcarneum C. Koch: მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე,


მთის მხალეული. მას სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. გავრცელებულია სუბალპურ სარ-
ტყელში. აჭარის ხალხურ მედიცინაში დვალურას ფესვებს გაზაფხულზე ანდა შემოდგომაზე იღებ-

185
დნენ, ახმობდნენ და ფხვნილს კუჭის აშლილობის სამკურნალოდ იყენებდნენ. ფესვების ნახარში
ღრძილების ტკივილის, მუწუკების - გამონაყარის სამკურნალოდაც გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:12; ნიჟარაძე, 1971:180; კახიძე, 1974:3-15.

dvalura fxali - მთაში, ალპურ ზონაში ყოფნის პერიოდში დვალურასაგან მომზადებული


კერძი, მხალეულობა. მას წვნიანის სახით ამზადებდნენ. საერთოდ, დვალურა მთის ტყიური ფხალი
იყო, რომლისგანაც სხვადასხვა კერძი კეთდებოდა. დვალურას ფხალი შემდეგი წესით მზადდებოდა:
დვალურას ფოთლებს ქვაბში ჩაყრიდნენ, რძეს დაასხამდნენ და მოხარშავდნენ, შემდეგ სიმინდის
ფქვილს ჩაყრიდნენ და მოურევდნენ. ბოლოს გამდნარ ერბოს დაასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:133.

dvaRi - სადედოფლო შარფი. საქორწინო ზეიმის დროს დედოფალს სახეზე დვაღი ჰქონდა ჩა-
მოფარებული. საქმროს ოჯახში დვაღს პატარძალს ძმა, ბიძაშვილი ანდა სხვა მახლობელი ყამით -
დანითა თუ პატარა ხანჯლით ახდიდა, რის შემდეგაც სასიძოს ნათესავისაგან დვაღის ამხდელი გარ-
კვეულ საჩუქარს მიიღებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:180.

dvibe - კარგი საყანე მიწა. სულხან-საბა ორბელიანით „დუბე – დაბალი ადგილი” იყო.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:46.

dibegi - დიდი ქვიჯა, სანაყი


ლიტ: კობერიძე, 2011:159.

didi kvamli - დიდი სახლეული.


ლიტ: მგელაძე, 1984:58.

didbaba - ბაბუა.

didnene - მამისა და დედის დედა. ოჯახის უფროსი ქალი, დიდი ბებია, უფროსი დიასახლისი.
ამავე დროს იგი სახლეულში ქალების უფროსიც იყო..
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:100; მგელაძე, 1985; ქართული ეთნოლოგიური... 2009:135.

didfexa - მსხვილფეხა საქონელი.


ლიტ.: შამილაძე, 1969:49.

dielo - იხ.: ნადური.

dika - საყმაწვილო დაავადება.

dilya - დიკი. სამკურნალო მცენარე.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:181.

186
diregi - 1. ბოძი; 2. ოჯახის უფროსი, მამაკაცი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:15.

do - 1. კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილი სითხე; 2. ნადუღი.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937:176; მგელაძე, 1965:164.

doborana - დოს შეჭამანდი. ნადუღს, დოს რძეში გახსნიდნენ, წამოადუღებდნენ და შემდეგ


ზემოდან დამწვარ კარაქს - იაღს დაასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:100.

dodofina - დოს შეჭამანდი.


ლიტ.: ნიჟარაძე,1971:182.

doTovnaxada - დობორანა.

dolabi - 1. საქსოვი მოწყობილობა, ნართის დასაქსელა-


ვი, ნართის საქსელავი ხელსაწყო. მასზე ქსოვის დაწყების წინ
დაქსელვა წარმოებდა. დაქსელვის დამთავრების შემდეგ კი -
ქსელზე მისი გადართვა ხდებოდა. ეს საქსელავი მოწყობილო-
ბა ქსოვის ტექნიკის შემდგომი განვითარების შედეგს წარმო-
ადგენდა და ხალხურ ფეიქრობაში ფართოდ იყო გავრცელე-
ბული. ანალოგიური საქსელავი „ჩარხის” სახელწოდებით სამ-
ცხე-ჯავახეთშიც მოწმდება. აჭარულ საქსელოზე ორი ანდა
ოთხი დგიმით ქსოვდნენ. დგიმების რაოდენობაზე ქსოვის ხა-
რისხი იყო დამოკიდებული. უფრო მჭიდრო და მაღალი ხა-
რისხის ნაქსოვი ოთხდგიმიან დაზგაზე იქსოვებოდა; 2. საცხოვ-
რებელში საწოლის ლეიბებისა და სხვა მისთანანის შესანახი
ჩადგმული კარადა; 3. წისქვილის ქვა, ქვის კონსტრუქცია.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017; სამსონია, 2005;
მგელაძე, ტუნაძე, ბერიძე, 2016.

187
დოლაბი - საქსელავი, სოფელი დაგვა, ქობულეთი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი, 1937 წელი)

188
dolabiani saxli - იხ.: დოლმიანი სახლი.

dolama - დოლამა თითის ფრჩხილქვეშა დაავადებას წარმოადგენდა, რაც გართულების შემ-


თხვევაში დაჩირქებასა და თითის სერიოზულ დაავადებას იწვევდა. მას შემდეგი წესით მკურნალობ-
დნენ: „სისამის” კაკლებს ათქვეფილ კვერცხში ჩაყრიდნენ, მტკივან თითზე იდებდნენ და თბილად
შეიხვევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სამი ანდა მეტი კვირის განმავლობაში სრულდებოდა. დო-
ლამით დაავადებულს შეულოცავდნენ: „ბედო, ბედნიერო სახელი გაქვს ბედნიერი,/სად დეიბადე,
სად გეიზარდე, ცხენის ნალს ქვეშ, თუ ორბის ფრთის ქვეშ?”. შელოცვა სამჯერ შებერვით სრულდებო-
და.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:181.

doli - ხორბლის ერთ-ერთი ჯიში. სულხან-საბა ორბელიანითან „დოლი - უჭვავო იფქლი“.


ლიტ.: კობერიძე, 2011:46.

dolmiani saxli - დოლმიანი სახლი (ტოლმიანი სახლი) ჩარჩო-კარკასიან სახლთა კატეგო-


რიას განეკუთვნებოდა. მას ზოგჯერ „კადამა სახლის” სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ. სიტყვა
„ტოლმიანი” (დოლმიანი) „შეფუთვის” მნიშვნელობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მაგალითად,
ტოლმიანი ფხალი გამოთქმაში - „დღეს ტოლმიანი ფხალი უნდა გავაკეთო”. ტოლმიანი სახლის სა-
ხელწოდებაც ქვების შეფუთვას გულისხმბობს. სახლის კედელი უჯრედებად იყო ქცეული. კირ-
ხსნართან ერთად კედელში ჩასმულ ხის სხვადასხვა ფორმის ჩარჩოებში ქვებს აწყობდნენ. ფაქტობ-
რივად ქვები ოთკუთხა უჯრედებით იყო შეფუთული და, შესაბამისად, მას ტოლმიანს უწოდებდნენ.
კარკასიან-სარტყლებიან ამდაგვარ სახლებს არამხოლოდ აჭარაში, არამედ ზოგადად ჭოროხის ხეობ-
ის სხვადასხვა ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეში ხშირად შეხვდებოდით. კონსტრუქ-
ციულად იგი ხის ჰორიზონტალური და შვეული, აგრეთვე, ირიბად განლაგებული ძელების სისტე-
მით შექმნილი კარკასი იყო, რომელშიც ღია ადგილები ქვით, აგურითა და სხვა მასალით ივსებოდა.
ეს იგივე ფახვერქის კედელი იყო. კლარჯეთში, ისე როგორც კლარჯეთიდან თურქეთის - შავი და
მარმარილოს ზღვის აუზის პროვინციებში მიგრირებულ მოსახლეობაში, მუჰაჯირთა შთამომავლებ-
ში მსგავსი სახლები „კადამა სახლის” სახელწოდებით იყო ცნობილი. ჭოროხის აუზშიც ეს ტერმინი
არაერთგან გვხვდებოდა. მარადიდში, კიკიეთის დასახლებაში - დოდიოღლებში გათლილი ქვებით
ნაშენი ძველი სახლი დღესაც შემონახულია, რომელსაც კადამა სახლი ქვია. კადამა სახლები მდინა-
რის ქვებით შენდებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასალაში ხე არ მონაწილეობდა, პირიქით,
იგი ქვისა და ხის კობინაციებით იყო ნაგები. უფრო მეტიც, ზოგიერთი ტიპის კადამა სახლს „ფიცრის
სახლსაც” ეძახდნენ იმის გამო, რომ საცხოვრებლის შიდა ოთახები ფიცრებით იყო ნაკეთები. სხვათა-
შორის, კადამა სახლი კლარჯეთში იგივე დოლმიანი სახლი იყო და იგი ნაირსახეობებით ხასიათდე-
ბოდა. მისი რამდენიმე ვარიანტიც გამოიყოფოდა. დოლმიანი (კადამა) სახლის დამახასიათებელი ნი-
შან-თვისება კარკასი - წაბლის ხის სალტეები გახლდათ, რომლებშიც სხვადასხვა მდინარიდან მოტა-
ნილი ე. წ. „გარეთა ქვები” იყო ჩაწყობილი. ჭოროხის აუზის მოსახლეობაში ადრე, როგორც ჩანს, ამ-
დაგვარი სახლების ასაშენებლად ქვა და თიხაც გამოიყენებოდა, რომელიც შემდეგ კირ-ხსნარმა და
კიდევ უფრო გვიან - აგურმა შეცვალა. სხვათაშორის, დღესაც გვხვდება ამგვარი, როგორც ერთსარ-
თულიანი, ისე ორსართულიანი სახლები. საბოლოოდ შედარებით დიდი ზომის ჩარჩო-კარკასიანი
სახლები მივიღეთ, რომლებიც ძირითადად აგურით იყო ნაშენი. სრულიად შესაძლებელია, ისინი
დოლმიანი სახლების შემდგომი განვითარების შედეგს წარმოადგენდნენ, როცა სამშენებლო ტექნო-
ლოგიებში თანდათანობით აგური დამკვიდრდა. სწორი უნდა იყოს აზრი იმის შესახებ, რომ თუ რი-
ყის ქვა აგურმა შეცვალა, მაშინ კედელი „ფახვერკის კედლის” მსგავსი უნდა ყოფილიყო, რამაც თან-
დათანობით სამეცნიერო მიმოქცევაში ისეთი ტერმინი შემოიტანა, როგორიცაა „ფახვერქიანი სახლი”.
189
„ფახვერქი” გერმანული სიტყვაა - Fachwerk, რომელიც ინგლისურ Half-fimbered-ს შეესაბამება, რაც
ქართულად „ნახევრად ხის სახლს” ნიშნავს. ფახვერკული ნაგებობები ფართოდ იყო გავრცელებული
სამხრეთ საქართველოში, ჭოროხის, შავი, მარმარილოსა და ეგეოსიის ზღვების აუზების ქართულ მო-
სახლეობაში, ასევე, იგი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის არქიტექტურის თვალსაჩინოებასაც
წარმოადგენდა. ფახვერკიანი სახლების გავრცელების გეოგრაფიის განსაზღვრის თვალსაზრისით სა-
ინტერესოა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთის საცხოვრებელი სახლი. იგი ორსართულიანია.
სახლის გვერდითი და საცხოვრებელი სართულების შიდა კედლებისთვისაც ფახვერკიანი კონსტრუქ-
ციებია გამოყენებული. სოფელ ასურეთის სახლის მშენებლობა XIX საუკუნეში ჩამოსახლებულ გერ-
მანელებს მიეწერება. ეს გარემოება, ფახვერკიანი სახლების გავრცელების ტრაექტორიისა და სხვა
კულტურულ-ისტორიული საკითხების კვლევის პროცესში მართლაც გასათვალისწინებელია. ფახ-
ვერკის სისტემით ნაგები სახლები არამარტო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, არამედ, როგორც
აღინიშნა, ჭოროხის აუზის მოსახლეობის დასახლებათა სისტემაში ტიპურ მოვლენას წარმოადგენდა
და შავიზღვისპირეთიდან, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვების მიმართულებით ევროპისკენ ფარ-
თოდ ვრცელდებოდა. თანამედროვე აჭარის ტერიტორიაზე ისინი როგორც მთის, ისე მთისწინა
ზოლშიც გვხვდებოდა. ამგვარად ნაგები სახლების უმეტესობა, ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკ-
ური ნიშნით დაწინაურებულ ფენას ეკუთვნოდა. დოლმიანი კედლის ორი სახესხვაობა იყო ცნობი-
ლი. ერთი როცა ჩარჩო-კარკასი კვადრატული ანდა ოთხკუთხოვანი იყო და მეორე, როცა იგივე ჩარ-
ჩო-კარკასი დიაგონალურადაც გაყოფილი იყო. ხის კვადრატებში ჩასმული ქვებით დოლმიანი, იგ-
ივე, დოლაბიანი სახლი აჭარაში ისეთი საცხოვრებელი ნაგებობა იყო, რომლის გვერდები ორმაგი
კედლებით იყო წარმოდგენილი. პირველი - გარე კედელი გამძლე მასალისაგან, მუხისაგან ანდა წაბ-
ლისაგან შენდებოდა. მთელი კედლის კვადრატებად ქცეულ ღიობების სიცარიელეებში ქვები ეწყო-
ბოდა და ამით გარე ფასადები მხატვრულ-დეკორატიულ იერსახეს ღებულობდა. ამასთან, ასეთ კე-
დელს თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან იგი ფაქტიურად ტყვიაგაუმტარი იყო.
ლიტ.: მგელაძე, შოშიტაშვილი... 2009; მგელაძე, ტუნაძე... 2016:330-332.

190
dolia - ურქო საქონელი. თედო სახოკია: „მის შვილებს ძვირფასი სტუმრისათვის „დოლია”
(ურქო ძროხა) დაუკლავთ”.
ლიტ.: სახოკია, 1985:260; მგელაძე, 1965:165.

domoxrakula - ერბოში მოხრაკული დოს შეჭამანდი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:182.

domfala - 1. ტყუპი ხილი. 2. აბრეშუმმის პარკი. 3. მსუქანი ბავშვი


ლიტ.: კობერიძე, 2011:18; ნოღაიდელი, 2017.

dondlo - კენკეშა. ბალახოვანი მცენარე, რომელიც სამკურნალოდ და საკვებადაც გამოიყენებ-


ოდა. მისგან წნილს ამზადებდნენ: თედო სახოკია: „შინ მოწეულის გარდა ველურ მხალსაც ხმარობენ
საჭმელად. ასეთებია: მოლოქა, სკვანტილა, ჭინჭარი, დონდლო, ოლენა, სვინტრი, ღიმა (ამ ოთხ უკან-
ასკნელს წნილად სდებენ)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:219; მაყაშვილი, 1961:38; ჩიჯავაძე, 1969:112; ნიჟარაძე, 1971:182.

dondola - იხ.: დონდლო

dondolo - იხ.: დონდოლა.

donTbari - საკარაქე მაწვნის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:183.

dora - ძაფის საქსელავი პატარა ხელსაწყო.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

doskvera - ყურუთი.

dosti - ქორწინების საფუძველზე შეძენილი მოყვარე. ტერმინი აჭარულ ლექსიკაში თურქუ-


ლის გავლენით იყო შესული.
ლიტ.: მგელაძე, 1996; ბექაია,1974:22-23; მგელაძე, 1985.

doqi - წყლის ცალყურა ჭურჭელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:157.

doSluRi - 1. პერანგის ანდა ახალუხის გულისპირი: ხშირად „ისეთ პერანგს კინტოები იკერავ-
დნენ, თუ შეგიმჩნევიათ, რომ გულისპირი სხვა ნაჭრისაა ... ამბობენ კიდევ: დოშლუღიანი ახალუხიო,
ე. ი. Двух-бортный ახალუხიო ... ტანზე იცვამდა შავს პრუნელის დოშლუღიანს ახალუხს”; 2. ახალუხ-
ის გულისპირი ორპირად შესაკვრელი, ღილებით ჩამწკრივებული, საკუთრივ: საგულე, სამკერდუ-
ლი: „დოინჯს შემოიყრის, ქუდს შეიკეცავს, ჩითმერდინსაც ყელზე დოშლუღად გადაიგდებს”, „ჩი-
თის პერანგზე ეცვა სხვა წითელ-გულისპირიანი პერანგი დოშლუღის მაგივრად”, „იმისი პატივისცე-
მული ღიპი ქიშმერის დოშლუღში იყო გამოკვართული”. თედო სახოკია: „ყველას ერთგვარად აცვია
ტანთა: შალის მოკლე ჩაქურა, დოშლუღი, ნაოჭებიანი, ტოტებ ვიწრო ძიგვა, შალისავე სქელი ჭრელი
წინდები, და ქალამნები, წელზე ბრტყელი ქამარი აქვთ შემორტყმული, სრულებით სადა”.
ლიტ.: სახოკია, 1985 146; „კვალი”, N7, 1897; „ივერია”, N79, 1888; გრიშაშვილი, 1997.
191
doSorva - დოს შეჭამანდი. მაწვნის მორეკვის, დღვების შემდეგ, კარაქის მოხდისას დარჩენილ
სითხეს - „ნარეკას” წამოადუღებდნენ. ცოტა მჭადის ფქვილს შეურევდნენ - ამოუკიდებდნენ ისე, რომ
იგი ცოტათი შესქელებულიყო. შემდგომ პრასითა და ნივრით შეკაზმავდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:183.

doCi - რძე გამშრალი ძროხა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:183.

do-xaviwa - დოსგან შემზადებული შეჭამანდი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:183.

duaRi - ქალის საქორწინო თავსაბურავი, კონუსის ფორმის მუყაოს ქაღალდი, რომელზედაც


ძვირფასი, წითელი ფერის ხავერდის ქსოვილი იყო გადაკრული. დუაღს ხოჯა კერავდა და საპატარ-
ძლოს თავზე თავად ახურავდა. პატარძალი მას სტუმრების წასვლამდე არ მოიხსნიდა. სასიძოს სახ-
ლში პატარძლის ქალის ძმა ანდა ახლო ნათესავი ვაჟი დედოფალს დუაღს ხანჯლის წვერით თავიდან
ჩამოუგდებდა და ქალიშვილების ჯგუფისაკენ გაიქნევდა, ვისაც მოხვდებოდა, იგი ვაჟის საცოლე
გახდებოდა. იხ.: დვაღი.
ლიტ: სამსონია, 2005; ბექაია, 1974; ქართული მატერიალური კულტურის... 2013:133.

dube - დაბალი, „ჩავარდნილი“ ადგილი, რომელსაც ირგვლივ მაღლობები აკრავს.

dudfxali - თავიანი კომბოსტო


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.
dudxali - იხ.: დუდფხალი

dudgula - ხის ჯიში.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961:23

dudRo - ვაზის ჯიში მაჭახლის ხეობაში.


ლიტ.: კახიძე, 1974:46.

duzi winda - სადა, ერთი ფერის ძაფით, სახეების გარეშე ნაქსოვი წინდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

duzi - საბავშვო თამაში. ბრტყელ ფიცარზე,


ყავარზე ანდა ფურცელზე დახაზული იყო ერთმა-
ნეთში ჩასმული სამი მართკუთხედი: დიდი, სა-
შუალო და პატარა. მართკუთხედების გვერდების
ცენტრები ხაზებით ერთმანეთთან იყო დაკავში-
რებული. ყველა ეს ხაზი მოთამაშეთა მარცვლების
სავალ გზებს წარმოადგენდა. ორი მონაწილე, ერ-
თი სიმინდის, ხოლო მეორე ლობიოს ცხრა-ცხრა
ცალი მარცვლით თამაშობდა. თამაშის დასაწყის-
ში ჯერ დამწყები, შემდეგ მეორე, თანმიმდევრო-

192
ბით მარცვლებს ნახაზზე ხაზების კვეთაში და კუთხეებში აწყობდა. თამაშის პრინციპი შემდეგში
მდგომარეობდა: რომელიმე მოთამაშეს საკუთარი სამი მარცვალი ერთ ხაზზე, ერთმანეთის მიყოლე-
ბით უნდა განელაგებინა, მეორეს კი მისთვის ხელი უნდა შეეშალა. მარცვლების დალაგების შემდგომ
კუთხიდან კუთხემდე ხაზებზე მათი გადაადგილება იწყებოდა. ვინც პირველი მოახერხებდა მარ-
ცვლების ერთად განლაგებას, ანუ დუზის გაკეთებას, მოგებულიც ის რჩებოდა.

duzma - სახლის პირველი სართულის შემკვრელი მსხვილი ძელები. დუზმა სახლის ბურჯზე
ანდა ბინაზე იმართებოდა.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:111.

dumiani Sarvali - მამაკაცის შალის ქვედა სამოსი. თარგი ორი ტოტისა და ირიბად ჩაჭრილი
ორი ნაწილისაგან შედგებოდა, რომლებიც შარვლის ტოტებში შიდა მხრიდან იყო შედგმული. წინა
მხრიდან მართკუთხა ფორმის სამი ერთნაირი ნაჭერი, ხოლო უკანა მხრიდან ანალოგიური ხუთი ნა-
ჭერი ერთმანეთთან იყო შეერთებული. უკანა ნაწილი დანაოჭებული იყო, ჯიბეები არ ჰქონდა, მუხ-
ლებთან კი - გაცვეთისაგან დაცვის მიზნით „სარაჯები” ჰქონდა დაკერებული. ასეთ შარვლებს ღორ-
ჯომის ხეობაში ზოგჯერ „დუმიან შარვალს” და „მუზიკალს” ეძახდნენ. დუმიანი შარვლები ჯავახეთ-
შიც იყო ცნობილი, მაგრამ აჭარაში გავრცელებული დუმიანი შარვალი სხვა ვარიანტებისაგან იმით
განსხვავდებოდა, რომ უკანა უბეზე ათი ხელის დადება დაკეცილი შალის ნაჭრები ჰქონდა გრძლად
დაყოლებული. ეს შარვლის უკანა ნაწილს დუმის მოყვანილობას აძლევდა და ამიტომ მას „დუმიან
შარვალს” ეძახდნენ. შარვალი ხვანჯრით იკვრებოდა. იხ.: ჩოხა-შალი.
ლიტ.: სამსონია, 2005:98-99.

duSmani - მტერი. თედო სახოკია: „ვისაც დუშმანი ჰყავს, იმან სასამართლოში უნდა იჩივლოს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:149; გრიშაშვილი, 1997.

აჭარელი მამაკაცი ჩოხა-შალით

193
მახუნცეთის ხიდი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

194
ebe - იხ.: ბავშვის ამყვანი, ბებიაქალი.

egzema - კანის დაავადება, რომელსაც ძლიერი ქავილი ახასიათებს. მკურნალობდნენ სხვადას-


ხვა ხერხით: 1. ეგზემიან ადგილებზე ინას იყრიდნენ. პროცედურა ოცდაოთხ საათში ერთხელ, რამ-
დენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა; 2. საკუთარი შარდით ეგზემიან ნაწილს დღეში სამჯერ,
გარკვეული დროის განმავლობაში მოიბანდნენ; 3. ეგზემიან ადგილზე გვიმრის ძირების ნახარშისა
და ზეთის ხილის ნაერთს წაისვამდნენ. პროცედურა გარკვეული დროის განმავლობაში დღეში სამ-
ჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:188.

evlixan - შუადღისას: „საჭმელ ევლიხან გაჭმემდენ ბეგიები”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ezali kankreva - ფისტოიანი თოფი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

ezme - მოხარშულ და კურკებგამოცლილ ქლიავს დანაყილ ნიგოზს შეურევდნენ, დამწვარ ერბოს


მოასხამდნენ და შაქრის ფხვნილს მოაყრიდნენ. შდრ. ყაისაფას.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998.

ezo - ეზო და კარ-მიდამო აჭარის მთიანეთში ბარისაგან, ვერტიკალური ზონალობის გამო,


ფორმით ოდანავ განსახვავებული იყო. ზემო აჭარული საკარმიდამო კომპლექსისათვის ორი სახის
ეზო იყო დამახასიათებელი. მათგან ერთი სამეურნეო იყო, ხოლო მეორე - დეკორატიული. დეკორა-
ტიული ყველგან ერთნაირი არ იყო, მაგრამ მის მოვლა-სისუფთავესა და გამშვენიერებას დიდი ყუ-
რადღება ექცეოდა. ეს ეზოები ერთმანეთისაგან წნული ანდა მესერის ღობით იყო გამოყოფილი, ზო-
ჯერ კი შემოუღობავიც იყო და პირდაპირ შიდა სასოფლო გზას უკავშირდებოდა. ამასთან, ისინი
სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. დეკორატიული ეზოსაგან განსხვავებით სამეურნეო
ეზოს სხვადასხვა კუთხეში საბძელი, ბეღელი, ნალია და ზოგჯერ საქათმეც კი იყო განლაგებული.
რაც შეეხება ძირითად ნაგებობას - სახლს, იგი ფასადით დეკორატიულ ეზოში გამოდიოდა, ხოლო
ზურგი ყოველთვის სამეურნეო ეზოსაკენ ჰქონდა მიმართული. ზემო აჭარული კარმიდამო ამ მხრივ
დასავლურ-ქართულთან გარკვეულ ნათესაურ ურთიერთობაში იმყოფებოდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:93.

eTligi - სახორცე , დასაკლავი პირუტყვი.

195
eTqi - სახლის ირგვლივ სახურავის გადმორჩენილი ნაწილი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

eila - საზაფხული საძოვარი: თედო სახოკია: „მახლობელ ეილამდე (აჭარელი მწყემსების საგა-
ზაფხულო ადგილი, სოფელივით)...”
ლიტ.: სახოკია, 1985:142.

ekala - ზღარბი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ekala fxali - Smilax Excelsa: ეკალღიჭისნორჩი ყლორტების მხალი, ნორჩი ფოთლები, რო-
მელიც ფხალის შესამზადებლად გამოიყენებოდა. გადარჩეულ და გარეცხილ ეკლის დუყებს ადუღ-
ებულწყლიან ჭურჭელში ჩაყრიდნენ. როგორც კი მოიხარშებოდა, წყალს გადაუწურავდნენ, წმინდად
დაჭრილ პრასა-მაკიდოს ჩაურთავდნენ და ყველას ერთად წამოადუღებდნენ. შემდეგ გობზე გადმო-
იღებდნენ და დანით დაჭრიდნენ, ზემოდან ძმარში გახსნილ, მარილში დანაყილ ნიგოზს, პიტნას,
ქინძს, კამასა და ნიორს დაასხამდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:188; აბაშიძე, კომახიძე, 1998:123.

eklnari - ადგილი სადაც მრავალი ეკალია.


ლიტ.: კობერიძე, 2011:.

elegi - სიტყვა თურქულიდან ჩანს გავრცელებული - elek. იგი უსახელო საზაფხულო ჟილეტი,
უპირატესად, ქალის წელზევითა უსახელებო სამოსი იყო, რომელსაც გულ-მკერდის დასაფარავად
და შესაკრავად იცვამდნენ. ელეგი გავრცელებული იყო არამარტო აჭარაში, არამედ გურიაშიც, ასევე,
ლაზეთში. ქალის ტანსაცმელი ელეგი ცნობილი იყო სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და აფხაზეთშიც.
ხევსურეთში ელეგი მამაკაცის წელზევითა უსახელოებო, ღილებით შესაკვრელ ტანსაცმელს წარმო-
ადგენდა. მას ჩოხის ქვეშ იცვამდნენ. ხევსურეთში არსებობდა ელეგი - უსახელო, მაღალსაყელოიანი,
ორად მოკეცილი ქსოვილისა, გვერდებზე შეჭრილი. შეკრული იყო სხვადასხვა ხერხით. თედო სახო-
კია: „საზაფხულო ზუბუნი უსახელო და დაუბამბავია და სახელად ელეგი ჰქვია”.
ლიტ: სახოკია, 1985:244; ქართულ კილო-თქმათა... 1984; ქართული ეთნოლოგიური... 2009:148.

elesa - გუნდური შრომითი სიმღერა, რომელსაც უმეტესად მძიმე სამუშაოს, მძიმე საგნის გადა-
ტანის ანდა გათრევის დროს მღეროდნენ, მაგალითად, ხის გათრევისას. ელესას (ჰელესას) მელოდი-
ურობა სამუშაოს შესაბამის რიტმთან იყო შეპირობებული. ელესას აჭარულ ვარიანტს, ჩვეულებრივ,
ლექსი არ გააჩნდა იგი რეფრენითა და რეჩიტატივით სრულდებოდა. ტექსტს რიტმული ამოძახილ-
ებს, ზოგჯერ, ექსტაზში შემყვანი სიტყვა-მოწოდებანი ცვლიდა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2010:35; ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:188.

elvana - თევზის სახეობა. თედო სახოკია: „აქაურ წყლებში, განსაკუთრებით აჭარის-წყალში,


სოფ. ქედის ქვემოთ ჭარბობს წვერა, ელვანა, ჭაფალა...”
ლიტ.: სახოკია, 1985:314.

196
elioba - ამინდის სტიქიის განმგებლისადმი შეწირული უქმე დღე. ამ დღეს მიწის სამუშაოები
აკრძალული იყო, ბანაობაც არ შეიძლებოდა. სამაგიეროდ წყლის პირას - მდინარეზე, ტბაზე, ღელეზე
ეწერს - გვიმრას კიდებდნენ, კარგი მოსავალი რომ ყოფილიყო.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:138.

elCi - საქორწინო წყვილთა შერჩევის დროს შუამავალი, მაშვალი, მაჭანკალი. ელჩობა უფრო
ხულოსა და ქედის რეგიონებში იყო გავრცელებული. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით ელჩი
„თურქთა ენაა, დესპანი და ომირა ჰქვია”. აჭარის მთიანეთში შუამავალად უმეტესად დედის ძმას ირ-
ჩევდნენ, უფრო ზუსტად, შუამავლობის დროს მამისა და დედის შემდეგ ქალის ბედის გადაწყვეტაში
პირველი სიტყვა გოგოს დედის ძმას - „ტაიას” ეკუთვნოდა, მამის სიცოცხლეშიც კი - დისშვილის
გათხოვება და ზოგჯერ შუამავლობა - ელჩობა დედიდან ბიძის ფუნქცია ყოფილა. სხვათაშორის, გო-
გოს გათხოვებისას შუამავალიც „საქმის მოსინჯვას” მისგან იწყებდა. ამიტომაც, ბიჭის მხარე, უმრავ-
ლეს შემთხვევაში, ელჩად მას აგზავნიდა. დისშვილის ბედის გადაწყვეტაში დედის ძმის ასეთი გა-
დამწყვეტი უფლებები წარსულში ცნობილი იყო საქართველოს არაერთი კუთხისათვის და კავკასიის
ხალხებშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული.
ლიტ.: სახოკია, 1985:241; მგელაძე, 1996.218-219; ბექაია, 1974:30; ნიჟარაძე, 1971:188.

emia - სიტყვა თურქულიდანაა გავრცელებული და მამის ძმას ნიშნავს.

emliaqi - გადასახადი. თედო სახოკია: „სალიანი” ანუ „ვერგი” (თურქული სიტყვის „ვერ”-მო-
იტა-სგან წარმომდგარი). ყოველ წელიწადს სტამბოლში წყდებოდა ხოლმე, თუ რამდენი უნდა შეეტ-
ანა ამ გადასახადისა ყოველ საფაშალიყოს. 1876 წლიდან ეს გადასახადი მეორე გადასახადად შესცვა-
ლეს. სახელად ახლა გადასახადს ემლიაქი ერქვა, ესე იგი ქონებაზე იყო გაწერილი. ქონება რამდენი
1000 ყურუში ღირდა, იმდენი ოთხი ყურუში უნდა ეხადნა პატრონს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:229.

enapiriani - გამჭრიახი, კარგი მოლაპარაკე, სანდო.


ლიტ: მგელაძე, 1984: ზოიძე, 1996:71.

enkeni-Tve - სექტემბერი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:33-34.

enjo fxali - ენჯოს გადარჩეულ და გარეცხილ ფოთლებს ნიორნარევ მარილში ჩანაყავდნენ,


ყველის მონადუღში გახსნიდნენ და შემდეგ რძეს დაასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:125.

erboiani axali lobio - ხიწვებისაგან კარგად გაწმენდილ და ნაწილ-ნაწილად დატეხილ


მწვანე პარკებს საშუალოდ მოხარშავდნენ, პრასა-მაკიდოს ჩააჭრიდნენ და აადუღებდნენ. ცოტა ხნით
ჩამოდგამდნენ, ნიორნარევ მარილში ჩანაყილ პილპილს ჩააყრიდნენ, ძროხის ერბოს ჩაუმატებდნენ
და მოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:130.

197
erboyviTela - ყვითელი ფერის ბალახი, რომელიც საქონლისთვის საუკეთესო საკვებად ით-
ვლებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:190.

erboSi Semwvari puri - ერბოს დაწვავდნენ, მასში პურის თხლად დაჭრილ ნაჭრებს ჩა-
აწყობდნენ და შეწვავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:137.

erdoyana - ერდოყანა, ისე როგორც გარეყანა, აჭარის მთიანეთში მოსახლეობის სიმჭიდროვის


ზრდისა და ახო-მიწების ათვისების შედეგად ჩნდებოდა. ამ ნაკვეთების განაყოფიერება წყლანარევი
პატივით ხდებოდა, სათიბები კი - ირწყვებოდა. მიწის განაყოფიერების ანალოგიური წესი საქართვე-
ლოს მთიანეთის სხვა რეგიონებშიც იყო ცნობილი, მათ შორის, ხევსურეთსა და სვანეთში. ხელოვნუ-
რი ტერასების, მიწის განაყოფიერებისა და მორწყვის სფეროში აჭარლებმა ოსტატობის მაღალ დონეს
მიაღწიეს. ამაზე აჭარაში ტერმინ „ოროკის” მნიშვნელობაც თვალნათლივ მიუთითებს. ერდო ძველ
ქართულში ბრტყელი ნაგებობის სახურავს ნიშნავდა. „ერდოყანაც” შესაძლებელია იმ ნაკვეთს შეერ-
ქვა, რომელიც ფერდზე დავაკებული იყო.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1946:171; რობაქიძე, 1980:19.

erTianobis saxli - დიდი სახლობა, დიდი სახლეული. იხ.: ოჯახი.


ლიტ.: მგელაძე, 1967; 2009.

erTi mozrugva - 1. ზურგზე ტვირთის, თივის, შეშის, ფიჩხის ერთი წამოკიდება; 2. საზომი
ერთეული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:191.

erTi iRlia - საზომი ერთეული, რასაც ერთი იღლია იტევს, მაგალითად, თივას, შეშას,
ფიჩხს.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:191.

erTmanebi - ერთმანეთი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

erTobis saxli - იხ.: ერთიანობის სახლი.

erTtuCa - ერთლულიანი სანადირო თოფი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

erTZuZunaWamoba - ძუძუთი დანათესავება, ხელოვნური დანათესავების ერთ-ერთი ფორმა.


ახალდაბადებული ბავშვის დედის ავადმყოფობის, გარდაცვალების ანდა რძის უქონლობის გამო,
ბავშვს სხვა დედის ძუძუს აწოვებდნენ. ორი ოჯახი ასე დანათესავდებოდა და ამ ოჯახების ბავშვები
ერთმანეთის და-ძმებად ითვლებოდნენ. ამ ოჯახების ყველა ბავშვს შორის, ძუძუნაჭამი ბავშვის შემ-
დეგ, ქორწინება სასტიკად იკრძალებოდა, მათ შთამომავალთა შორის შვიდ თაობაში დაქორწინება არ
შეიძლებოდა. ძუძუნაჭამები რომ დაქორწინებულიყვნენ, „ვერ იხეირებდნენ” - შვილი არ გაუჩნდე-
ბოდათ ანდა მახინჯი, ავადმყოფი გამოუვიდოდათ. მოსახლეობა ასეთ პირებს გარიყავდა, მათთან
ურთიერთობას და მეზობლობას წყვეტდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:156; ბექაია, 1964:217; ნიჟარაძე, 1971:191.
198
erinji - დეკეული, საფურე ხბო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

eriSte - პურის ცომისაგან დამზადებულ თხელ ფენებს მაკარონის მსგავსად დაჭრიდნენ,


ჭურჭელში ჩაყრიდნენ და ადუღებულ წყალს დაასხამდნენ, შემდეგ წყალს გადაუწურავდნენ და
თეფშს ცეცხლზე შედგამდნენ, დამწვარ ერბოში გახსნილ თაფლს დაასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კახიძე, 1998.

erqvani - კავის სახელური.


ლიტ.: დავითაძე, 1978:101.

efendela - ხელის თითებზე საბავშვო თამაში.


ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კილოს…

eqvswveraჲ - ძაფის ან თოკის რაოდენობა, რომელსაც დასაძახად. ერთმანეთში შესაგრეხად


ამზადებდნენ. ძაფის ან თოკის სიმაგრის მიხედვით იცოდნენ ორწვერა, სამწვერა და წვერის ძაფის
შესაგრეხად გამზადება. მაგალითად, წინდისთვის ძირითადად ორწვერა ღაზლის ძაფს იყენებ-
დნენ.

eqsSaSi - კორკოტის ტიპის კერძი, რომელიც აშურას მუსლიმანურ დღესასწაულზე მზადდებო-


და. აშურა შვიდი სახის მარცვლეულის - ხაპისა და ბეთმეზისაგან, გასქელებული მსხლის წვენისაგან
კეთდებოდა. შდრ. „აშურას”.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:150.

eRmanCi - წარსულში გადასახადის ამკრეფი: „რესუმ აღნამის” ამკრეფი.


ლიტ.: კახიძე, 1974:50.

eSi - ტოლი, თანასწორი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

eSmaki - ავი სული, სატანა.


ლიტ.: მგელაძე, 1996.

eSmakeuloba - ავი სულები.


ლიტ.: ჩირგაძე, 2010:116.

eCvaჲ - ხის სათლელი ლითონის იარაღი. იგივეა, რაც ეჩო.


ლიტ: აჭარული დიალექტის... 2010:35.

eCo - ხის დასამუშავებელი იარაღი, ძირითადად, უხეშად დამუშავებული, გამოქოფიტებული


ჭურჭლეულის თუ სხვათა გასათლელად და საბოლოო სახის მისაცემად გამოიყენებოდა. ტრადიცი-
ულ ყოფაში სხვადასხვა ფორმისა და, შესაბამისად, სხვადასხვა ფუნქციის ეჩოები იყო გავრცელებუ-
ლი, მაგალითად: ფეხეჩო, როგოს ეჩო. ეჩოს სამუშაო პირის ფორმა მისი დანიშნულების მიხედვით
სხვადასხვა იყო. როგო ეჩოს პირი მომრგვალებული ფორმისა იყო და იგი ოვალური შიდა ზედაპირე-
ბის მრგვალად გამოსათლელად გამოიყენებოდა. უფრო ფართოდ გავრცელებული და ყოფაში ბოლო
199
დრომდე დაცული იყო სწორპირიანი ეჩო. თანამედროვეობაში ეჩო მრავალფუნქციური იარაღია, გა-
აჩნია „თავი”, რაც მას ჩაქუჩის ფუნქციას აძლევს, ლურსმნის ამოსაღები ნახვრეტი და სწორი სამუშაო
პირი გასათლელად.

ewera - გვიმრა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

eweri - იხ.: ეწერა.

ewrifurcelaჲ - აჭარულ ნაქარგობაში ორნამენტის სახე.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

ewri qoxi - გვიმრის ქოხი: „ვაჭარ დუღამდება ერთ ეწრი ქოხთან”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ewrobila - ეწრის, გვიმრის ტოტებგაცლილი ღერებით საბავშვო თამაშობა.


ლიტ: ნიჟარაძე, 1971:193.

ewrobilaჲ - იხ.: ეწრობანა.

ewrobana - საბავშვო თამაში. ბავშვები ეწრის ჯოხებით, წვრილად დახეთქილი და დაახლო-


ებით ოცი-ოცდახუთი სანტიმეტრი სიგრძის ჯოხებით თამაშობდნენ. ეწერი უთუოდ კენტი უნდა
ყოფილიყო: თხუთმეტი, ჩვიდმეტი, ოცდაერთი... ეწრის მოგრძო ჯოხებს ხელის გულზე დაილაგებ-
დნენ და აიქნევდნენ. ჯოხებს ხელის ზურგით დაიჭერდნენ, კიდევ აიქნევდნენ და თითებით დაიჭ-
ერდნენ. დაჭერილი ეწერიც უთუოდ კენტი უნდა ყოფილიყო. თუ წყვილი აღმოჩნდებოდა, მაშინ თა-
მაშს მომდევნო გააგრძელებდა. ყოველი დაჭერილი კენტი რაოდენობის ჯოხი მოთამაშეს რჩებოდა.
ვისაც მეტი ჩხირი დაუგროვდებოდა გამარჯვებულიც ის იყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

200
ჯ. კონცელიძის ძველი საცხოვრებელი სახლი
ჩაქვისთავი

201
vaios saferavi - ვაზის ჯიში, წითელყურძნიანი, რომლისგანაც სქელი შავი ფერის ღვინო
დგებოდა, ისეთივე, როგორიც საფერავია. იგი მაღლარის სახით ქედის რაიონში, სოფელ ვაიოს მიდა-
მოებში იყო გავრცელებული და წითელი სუფრის ღვინოების დასამზადებლად საკმაოდ ხარისხოვან
მასალას იძლეოდა. ამავე დროს მას წვენის კარგი გამოსავლიანობა ახასიათებდა. ხანდაზმულთა გად-
მოცემით, აღნიშნული ჯიში წარსულში ქედის სოფლებში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. შემდ-
გომ პერიოდში, რელიგიურ ნიადაგზე ღვინის სმის აკრძალვასთან დაკავშირებით, პროდუქციას მხო-
ლოდ ყურძნის წვენის და ბადაგის დასამზადებლად იყენებდნენ. ამინდის ხელსაყრელ პირობებში
ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი ოცდაათ-ორმოც კილოგრამს აღწევდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

vala - ქალის თავსაბურავი. იხ.: დუაღი.

vanuri TeTri - ყურძნის ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:224.

vardis furcela - ორნამენტის სახე.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33-34.

varia - კოდანა, ჰორიზონტალური ტიპის სპე-


ციალური ცილინდრული ფორმის სადღვებელი -
„იაღის, კარაქის მოსარეკი”, მაწვნის შესადღვები,
ხის ანდა თიხის ჭურჭელი, რომელიც მრგვალი
მთლიანი გულგამოღებული ხისაგან იყო დამზა-
დებული. ვარია სპეციალური სადღვებელი იყო,
რომელსაც გვერდები ასევე, ხით ჰქონდა გამოდ-
გმული, ზემოდანაც თავი მრგვლად ჰქონდა ამოჭ-
რილი, რაზეც სახურავი მჭიდროდ ეხურებოდა. ვა-
რია დღვების დროს ჭერში თოკით იყო ჩამოკიდე-
ბული და მდღვებავი მას ერთი მხრიდან მეორის-
კენ თანაბარზომიერი ბიძგებით ამოძრავებდა. ზო-
გან, ვარიის ფსკერის ზომა თანაბარი არ იყო. მისი ერთი მხარე პატარა, მეორე კი - დიდი იყო, რადგან
სადღვებ რძეს წინააღმდეგობა მეტი ჰქონოდა, რათა მალე შედღვებილიყო. ვარია ზოგადად განიერი
უნდა ყოფილიყო, რათა რძეს დიდი გაქანება მიეღო და არ შეხუთულიყო. ასეთი მოგრძო ჭურჭელი -
სადღვებელი, ხის გარდა თიხისაგანაც კეთდებოდა. გვხვდებოდა ჰორიზონტალური და ვერტიკალუ-
რი ტიპის ვარიები. ამასთან, ხის სადღვებლები მხოლოდ ჰორიზონტალური, თიხისა კი - ორივე ტი-
პის იყო. ხის ვარია ცაცხვისა და თელის ხისაგან მზადდებოდა, უმეტესად ჭერში ჰორიზონტალურად
202
ჩამოკიდებული სახით გამოიყენებოდა. ვერტიკალურ ვარიას მაღალი დერგის ფორმა, სახურავი კი
შუაზე გახვრეტილი ჰქონდა, რომელშიც ხის ჯოხი იყო ჩაშვებული. ჯოხს თავის მხრივ მრგვალი
ბორბალი ჰქონდა მიმაგრებული. ამ ჯოხის ზემოთ ქვემოთ მოძრაობით კარაქის მორეკვა ხდებოდა.
ვარიას მაწვნით ავსებდნენ, მაგრამ პირთამდე არა, რადგან კარაქის მოსარეკად ცარიელი ადგილიც
იყო საჭირო. ვარიის მაწონი ოდნავ თბილი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით ზოგჯერ ცოტა ცხელ წყალ-
საც დაამატებდნენ. სწორედ ტემპერატურული რეჟიმის გამო ოჯახის ძირითად სამყოფ – ბუხრიან
ოთახში, ჭერში მოწყობილი იყო ვარიის ჩამოსაკიდი ხის ძელი. ასეთ ძელზე ჩამოკიდებულ ვარიას
იქეთ აქეთ აქანავებდნენ, მანამ სანამ მაწონი ზემოდან კარაქს არ მოიცვამდა, შემდგომ მას გობზე გად-
მოასხამდნენ და კარაქს მოხდიდნენ. დარჩენილ სითხეს – „დოს”, „ნარეკას” სასმელად იყენებდნენ.
თიხის ჰორიზონტალური ვარიაც ისეთივე იყო, როგორიც ხის ვარია.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:15; ნიჟარაძე, 1971:195; კახიძე, 1973:46, 76.

variozi - რკინის დიდი ჩაქუჩი,


რკინის ურო.

vardanula - მსხლის ერთ-ერთი ჯიში:


ლიტ.: სახოკია, 1985:222; კობერიძე, 2011:18.

vardi - ორნამენტის სახეობა.


ლიტ.: სამსონია, 2005:65-66.

varvala - ქლიავის ადგილობრივი სახლწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985; სამსონია, 2005:65-66.

vaSlis fafa - გათლილ ვაშლს ჩამურში ჩანაყავდნენ, შემდეგ ტომსიკაში ჩაყრიდნენ და გაწუ-
რავდნენ. მიღებულ მასას ფქვილს დაუმატებდნენ და დაადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:163.

vaci - თხის მამალი შვილი.

vaxti - ლოცვის დრო ისლამის მიმდევართათვის.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

vaxSama - ძროხის სახელი, რომელსაც ნავახშმევს მოგებულ ხბოს დაარქმევდნენ.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:195.

vezirobia - თამაში, ძირითადად, ოთხი ვაჟი თამაშობდა.


ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კილოს…

203
venaxi - ვაზი, ვაზის ბაღი. აჭარაში ადრე გაბატონებული იყო მაღლარი ვენახი. წარსულში აჭარ-
აში მევენახეობის განვითარებაზე გადამწყვეტი როლი, როგორც ჩანს, მხარის შესაბამისმა ბუნებრივ-
სამეურნეო პირობებმა იქონია. მთაგორიანობისა და მცირემიწიანობის პირობებში საუკეთესო მიწები
მთლიანად მინდვრის კულტურებს ეთმობოდა. ამასთან მაღლარი ვენახი სახნავ-სათესად ვარგისი
მიწების დაბანდებას არ მოითხოვდა, რადგან მას მაღალ ხეებზე – თხმელაზე, ცხემლაზე, ლეკსა და
წაბლზე უშვებდნენ, რომლებიც ბუნებრივი სახით იზრდებოდა ანდა ეზო-კარმიდამოების, გზების,
ღელეების პირას, სახნავ-სათესი ნაკვეთების განაპირას ირგვებოდა. ფლორის ეს ელემენტები მაღლა-
რი ვენახის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. აქაურ შედარებით ტენიან პირობებ-
საც მაღლარისათვის მეტი გასაქანი უნდა მიეცა. ასეთ გარემოში მაღალ ხეზე ყურძენი უფრო კარგად
მწიფდებოდა და საღვინედაც უკეთესი იყო. დაბლარი ვენახის განვითარებისათვის ვერც აქაური, შე-
დარებით ხანგრძლივი და ცივი ზამთარი იქნებოდა ხელსაყრელი. მაღლარი ჯიში კი მკაცრი ზამ-
თრის პირობებსაც ადვილად იტანდა. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მაღალი დონის მაჩ-
ვენებელია დღევანდლამდე მოღწეული მატერიალური კულტურის ნაშთები – ქვითკირით ნაგები
მარნები, კლდეში ნაკვეთი და კლდეებზე მიშენებული სხვადასხვა სიდიდის საწნახლები, მიწაში უხ-
ვად ჩამარხული სხვადასხვა ტევადობის ჭურები, ვაზის ძველთაძველი ჯიშები. მარნებისა და საწნახ-
ლების მკეთებლობას ხალხი თამარ მეფეს და მის დროს მიაწერს. ეს შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ
ასევე შესაძლებელია, რომ მატერიალური კულტურის ეს ძეგლები უფრო ძველ პერიოდს ეკუთვნო-
დეს. ზოგიერთი მარანი და საწნახელი დღემდე თითქმის დაუზიანებლადაა მოღწეული. მაგალი-
თად, მაჭახლის ხეობაში სხვებთან შედარებით ყველაზე უფრო სრული სახით ჭონჭყოს საწნახელია
დაცული, რომლის ერთ-ერთ კედელს კლდე ქმნის, დანარჩენი კედელი კი ქვებითაა ამოყვანილი.
წვენის გამოსასვლელად საწნახელს წინა მხრით კედელში ურთხმელის ხის ღარი აქვს დატანებული.
ბევრ ადგილას ჭურებში ჭაჭა და ღვინოც უნახავთ. საწნახელთა მიდამოები დღეს ტყედ არის ქცე-
ული. შესადარებელი მასალების საფუძველზე ყალიბდება ვარაუდი იმის შესახებ, რომ მიწაში ჯგუ-
ფურად თუ გაბნეულად დაფლული ჭურების სახით ისეთი ღია ტიპის მარნები უნდა არსებულიყო,
როგორიც დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული სინამდვილისათვის იყო დამახასიათებელი,
განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოსაგან, სადაც დახურული ტიპის მარნები იყო გავრცელებუ-
ლი. მარნებში, საწნახელებსა და ჭურებში მაღლარი ვენახის ღვინო იწურებოდა და ინახებოდა. აჭარ-
აში გავრცელებული იყო ვაზის შემდეგი ჯიშები: კოლოშა, დუდღო, ცხენიძუძუ, ჩხავერი, მისკეთი,
ბოსტნური, საკმიელი, ქვაბთური, ჩიტაყურძენა, ხარითვალა, შავშური, კლარჯული, ლივანური და
სხვა მრავალი. სამი უკანასკნელი ჯიში, როგორც თვით სახელწოდებებიდან ჩანს, შავშეთიდან, კლარ-
ჯეთიდან და ლივანიდან უნდა ყოფილიყო შემოტანილი, რომლებთანაც აჭარისწყლის, განსაკუთრე-
ბით, მაჭახლის ხეობის მოსახლეობას ცხოველი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეურნეო-კულტურუ-
ლი კავშირურთიერთობა ჰქონდა. ამას გარდა კიდევ სხვა ჯიშებიც არსებულა, რომელთა სახელების
აღდგენა დღეს ძნელდება. ჩამოთვლილი ჯიშებიდანაც დღეს ბევრი აღარ გვხვდება. აქა-იქ კოლოშა
და ჩხავერია შემორჩენილი. ამ უკანასკნელის მოშენებას თურმე უფრო მეტად მისდევდნენ და იგი
უმთავრესად ლეკის ხეზე აჰყავდათ, რადგან ამ ხეზე ბევრს ისხამდა და კარგად მწიფდებოდა. ოს-
მალთა მმართველობის პერიოდში აჭარაში მეურნეობის ბევრი დარგი მოიშალა ანდა საგრძნობლად

204
დაეცა, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეეხო. ღვინის
დაყენება და მოხმარება მუსლიმანური კანონმდებლობით იკრძალებოდა, თუმცა იგი ერთბაშად რო-
დი მოისპო. მევენახეობის განვითარება ცალმხრივად წარიმართა: მევენახეობა დარჩა, მეღვინეობა
გაქრა.
ლიტ.: კახიძე, 1974:47-48.

veJana - ძროხის სახელი. არქმევდნენ ჭრელ: შავი და წითელი ფერებით აჭრელებულ, ზოლები-
ან საქონელს.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:195.

vergi - გადასახადი. თედო სახოკია: „სალიანი” ანუ „ვერგი” თურქული სიტყვა „ვერ” - მოიტა-
სგანაა წარმომდგარი. „ყოველ წელიწადს სტამბოლში წყდებოდა ხოლმე, თუ რამდენი უნდა შეეტანა
ამ გადასახადისა ყოველ საფაშალიყოს. 1876 წლიდან ეს გადასახადი მეორე გადასახადად შესცვალეს.
სახელად ახლა გადასახადს ემლიაქი ერქვა, ესე იგი ქონებაზე იყო გაწერილი. ქონება რამდენი 1000
ყურუში ღირდა, იმდენი ოთხი ყურუში უნდა ეხადნა პატრონს.”
ლიტ.: სახოკია, 1985:229.

vazis jiSebi

verZi - ცხვრის მამალი შვილი.

verxvi – Populus. დიდი ზომის ფოთოლმცვივანი ხე. ტირიფისებრთა ოჯახის ორსახლიანი ხე-
ების გვარი.
ლიტ.: სახოკია, 1985:266.

virobobi - თამაში. თამაშობენ ვაჟები.


ლიტ.: ნოღაიდელი...

vodelo - ხალხური სიმღერა.


ლიტ: კახიძე, 1978:3-15.

vosa - ხალხური სიმღერა.


ლიტ: კახიძე, 1978:3-15.

205
კარაქის დამზადება - კაიმაღის დღვება, სოფელი ხიხაძირი (ხულო)
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

ხის ჰორიზონტალური ვარია

206
ჭვანის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი

207
სიცოცხლის ხის მოტივი ჯამის ორნამენტში)
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

208
zala - საცხოვრებელ სახლში შედარებით დიდი ოთახი, რომელიც საზეიმო თუ სხვა სახის თავ-
შეყრისათვის იყო გამიზნული. ზალა ძირითადად ქვემო აჭარისა და ქალაქური დასახლებებისთვის
იყო დამახასიათებელი და სახლის დაგეგმარებაში გამორჩეული ადგილი ეკავა. იგი კულტურის შე-
დარებით ახალი ელემენტი იყო და აჭარის ხალხურ საცხოვრებელში დაახლოებით XIX საუკუნიდან
დამკვიდრდა.

zanduRi - ხის სახურავიანი დიდი ყუთი, თუნუქით ანდა თითბირით დაჭრელებული, ნაყში-
ანი ზანდუკი, სკივრი.
ნიჟარაძე, 1971:192.

zankali - მამაკაცის წვივსაცმელი, ღაზლისგან მოქსოვილი წვივებზე ჩასაცმელი ყელები, პაჭი-


ჭი, საწვივე. იგი კოჭებიდან მუხლებამდე პაიჭისებური ფეხსამოსი იყო, რომელიც სხვადასხვა ფერის
ძაფის გრეხილით იყო მორთული. მას მატყლის ძაფით ქსოვდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017; ნიჟარაძე, 1971:197; სამსონია, 2005:66.

209
zantaka - საცივის მაგვარი კვერცხისაგან დამზადებული კერძი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:17

zareuli - მზარეული დიდი სახლობის, „ერთიანობის სახლის” საჯალაბოში ქალებს შორის


სოციალური და მმართველობითი ფუნქციით ყველაზე უფროსი ქალი იყო. მზარეულის მოვალეობ-
აში ქალთა პერსონალის ხელმძღვანელობა შედიოდა, ასევე, ოჯახის უფროს ქალს მზარეულობის
გარდა ევალებოდა, სახლეულში ყოველდღიური რაციონის განაწილება და წლიური თადარიგის და-
ჭერა, სახლობის წევრთა დაპურება და დიასახლისობა, მთასა და ბარში რძის პროდუქტების დამზა-
დება, შრომის განაწილება - რძლებს, ქალიშვილებსა და, საერთოდ, მოზარდებს შორის ყოველდღი-
ური საქმეების ორგანიზება, მათ ცხოვრებასა და საქმიანობაზე თვალყურის დევნება, რჩევა-დარიგე-
ბების მიცემა და სხვა მრავალი საოჯახო სამართლითა და სოციალური ნორმებით მინიჭებული სა-
კითხების შესრულება და მოწესრიგება. მოხუცებული ოჯახის უფროსი ქალი მხოლოდ მზარეულობ-
და. სწორედ ამის გამო ტერმინი ზარეული იმავდროულად უფროსი ქალის აღსანიშნავადაც გამოიყ-
ენებოდა. დიდ სახლობაში მზარეულის - უფროსი ქალის სტატუსს უმეტესად უფროსი მამაკაცის მე-
უღლე აღწევდა. უფროსი ქალი სასურველია ასაკითაც უფროსი ყოფილიყო - დედამთილი ანდა უფ-
როსი რძალი, მაგრამ ამ ადგილზე პიროვნების შერჩევისას მის ავტორიტეტსა და საქმის ცოდნას უფ-
რო ითვალისწინებდნენ. ავტორიტეტულობა და გამოცდილება, ბუნებრივია, ყოველთვის მხოლოდ
ასაკობრივი ცენზით არ მიიღწეოდა. ამიტომ მზარეულის ფუნქციას ზოგჯერ ასაკით უმცროსი ქალიც
აღწევდა. თედო სახოკია საჯალაბოში ქალის მდგომარეობასა და საქმიანობას ასე აღწერდა: საჯალა-
ბოში განსაკუთრებულია ქალის საოჯახო-სამეურნეო ფუნქციები და სოციალური უფლებები: „საჯა-
ლაბოში ქალია ბატონი, მამაკაცს და ისიც უცხოს, როცა შიგ ქალები არიან, შემოსვლა არ შეუძლია, ან
თუ შემოვა, ქალები სხვაგან იმალებიან ... ვახშამზე თვითონ სახლის უფროსი მემსახურებოდა, საჯა-
ლაბოს კარებთან შიგნიდან მდგარი ცოლი რასაც მოაწოდებდა, ეს წინ მიდგამდა....”. არსებული გა-
რემო განრიდების პატრიარქალური წესის შესრულებას მოზარდ გოგონებსაც ავალდებულებდა: „...
ოჯახში უცხო მამაკაცს ქალები არ უჩნდებიან. 12-13 წლის გოგონებიც კი იმალებიან ... მერძეობაში
მამაკაცს ერთობ მცირედი წილი უდევს. აჭარელი მამაკაცი ეილაში ყოფნის დროს მარტო შეშას თუ
მოიტანს ტყიდან ან კარაქს თუ ჩაიტანს ბათუმსა და გურიაში გასაყიდად. დანარჩენი საქმე, როგორც
მაგალითად მოწველა საქონლისა, ისე კარაქ-ყველის კეთება, სულ ქალებს აწევთ კისერზე. საქონელ-
საც კი ისინი გარეკავენ ხოლმე დილდილაობით საბალახოზე”.
ლიტ.: სახოკია, 1985:122-124; მგელაძე, 1967;1973:; ბექაია, 1974:25;
ჩიქოვანი, 1960:100; აჩუგბა, 1981; მგელაძე, 2000; 2004.

zarmeli - საჭმელი, რომელსაც ნაშუადღევს მიირთმევდნენ, სამხარი, ჯერი, სადილსა და ვახ-


შამს შორის მისართმევი საკვები. აჭარლები ტრადიციულად დღეში სამჯერ მიირთმევდნენ. დილით
- ხევსი, შუადღეზე - სადილი, საღამოს - ვახშამი. ზაფხულში, როდესაც დღე ჩვეულებრივ დიდია და
სამჯერ ჭამა საკმარისი არ იყო, აჭარულ სუფრას შუადღემდე – სადილობამდე მეოთხე ჯერი ემატებ-
ოდა, რასაც ზარმელი ეწოდებოდა.
ლიტ.: აბაშძე, კომახიძე, 1998:87; ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:197.

zarmloba - ზარმელის მიღების დრო.

zafTia - „ზაფთიების და შიკრიკების საგზაო ხარჯები, 700 მან”.


ლიტ.: ყაზბეგი, 1960:49.

210
zafraniani kvercxi - ერბოკვერცხის ზაფრანიანი ვარიანტი. დამწვარ ერბოში კვერცხს ჩა-
ტეხავდნენ, მარილსა და ზაფრანას მოაყრიდნენ და ჭურჭელს თუნუქის სახურავს დაახურავდნენ,
ნელ ცეცხლზე შედგამდნენ, ზემოდან ნაკვერჩხლებს მოაყრიდნენ. ამ მდგომარებაში იგი შეწვამდე
რჩებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:100.

zafri - ჩაფარი: „მერე დაიბარა ჩაუში (ჩაფრების უფროსი) დავითაძე თავისი ზაფრიებით (ჩაფ-
რებით)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:163.

zaqi - კამეჩის შვილი, ახლადშობილი კამეჩი წლამდე.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937:173; მგელაძე, 2012; ნიჟარაძე, 1971:199.

ze - რძე.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:199

zebie - გადასახადი დაკლულ საქონელზე.


ლიტ.: სახოკია, 1985:230

zegneli - ზეგანზე მცხოვრები, ზემო აჭარელი


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:197

zegnuri borano - იგულისხმება ზემო აჭარული ბორანო. იხ.: ბორანო.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:199.

zeda saxli - საცხოვრებელი სახლის მეორე სართული.


ლიტ.: შამილაძე, 1969:130.

zedavri borano - იხ.: ზეგნური ბორანო.


ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:106.

zedavri fxali - ზემო აჭარული ფხალის კერძი. მოთუშულ ფხალს წყალს გადაუწურავდნენ,
სიმინდის ღერღილს ჩააყრიდნენ და წამოადუღებდნენ, შემდეგ პილპილსა და მარილს ჩაუმატებ-
დნენ. ზოგჯერ სიმინდის ღერღილის ნაცვლად ბრინჯს გამოიყენებდნენ და მასთან ერთად წამოად-
უღებდნენ. როცა ჭურჭელს ჩამოდგამდნენ, მასში ერბოში მოხრაკულ დანაყილ ნიორს ჩაუმატებ-
დნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:124.

zedSedgmuli zvini - საგანგებოდ გამართულ ხის კონსტრუქციაზე შედგმული ზვინი, ხეზე


დაზვინვა. არჩევდნენ ისეთ ხეს, რომელსაც ძირიდან ორი მეტრის სიმაღლეზე გაშლილი ტოტები
ჰქონდა, რაზედაც ბოგებს აწყობდნენ და ჩალას ანდა თივას ზვინავდნენ. თივისთვის ძირითადად
ბოგას აკეტებდნენ. იხ.: ბოგა.
ლიტ.: შამილაძე, 1969:84; ნიჟარაძე, 198.

211
zedSedgmuli jargvali - ორსართულიანი ჯარგვალური სახლი. ასეთი ნაგებობები ალპუ-
რი ზონის საზაფხულო საძოვრებს დროებითი საცხოვრებლის სახით ბოლო დრომდე შემორჩა. ის-
ინი, ჩვეულებრივ, გაუთლელი ხეების ერთმანეთში ჭდობით ნაშენებ ორსართულიან ნაგებობებს
წარმოადგენდნენ. ზედშედგმული ჯარგვალის მეორე სართული ოჯახის სამყოფ-საცხოვრისს: „ოდ-
ასახლსა” და „სარძიეს”, ხოლო პირველი - „ბოსელს” (ახორს) და „კარაპანს” ეკავა. შდრ. ძირთული
ჯარგვალი.
ლიტ: ჩიქოვანი, 1962; ნიჟარაძე, 1971:198.

zeTiani Tevzi - ფრთებდაჭრილ და გამოწლილ თევზს მარილს მოაყრიდნენ, შემდეგ გახუ-


რებულ კეცში ჩაფენილ კაკლის ხის ფოთლებზე დააწყობდნენ, ზემოდან ფოთლებს სახურავს დააფ-
არებდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. ასეთ მდგომარებაში შეწვამდე დატოვებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:115.

zeTiani qaTami - ქათამს კარგად მოხარშავდნენ, შემდეგ მას კეცზე შეწვავდნენ. როგორც კი
ქათამი შეიწვებოდა, კეციდან აიღებდნენ და ჯამებზე გადაანაწილებდნენ. საპატიო სტუმრის თეფ-
შზე ბარკალს დადებდნენ, ზემოდან ზეთს მოასხამდნენ. ზეთი შემდეგნაირად მზადდებოდა: მარილ-
ნარევ ნიგოზში დანაყილ ზაფრანას ნიორნარევ ქინძში აურევდნენ, რომელსაც შემდეგ ბროწეულის
წვენში გახსნიდნენ. ზაფრანა და მარილი ნიგოზს შუა ნაყვაში ერთვოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:140.

zengini - მდიდარი: „გამოვდა ერთი ზენგენი კაცი და უთხრა - ღამეს გაგათევიეფო”... „ჩვენში
ზენგირები არ იყო, სიფუხრეში ვცხოვრობდით”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; შარაშიძე, 2014.

zengiloba - შეძლებულობა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:26.

zesiZe - სიძე, რომელიც სიმამრის სახლეულში ცხოვრობდა. ზედსიძეს უვაჟო ოჯახი მიიყვანდა
და თავისთან აცხოვრებდა. ამას „ჩასიძებასაც” ეძახდნენ.
ლიტ.: მგელაძე, 1960:115.

212
zvina - მცენარეული ორნამენტის სახე.
ლიტ.: სამსონია, 2005:65.

zvini - მიწაში მყარად ჩასობილ ზვინიჭერზე ასხმული თივა.

ზვინის დადგმის პროცესი, ბეშუმი

zvinis dadgma - თივის დაზვინვა. ზვინის დადგმისათვის თავდაპირველად ზვინიჭერს ამზა-


დებენ, რომელსაც მიწაში ჩაასობდნენ. იგი თივას იჭერდა, ამიტომ ზვინიჭერის სიდიდეს თივის
რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავდნენ. თუ თივა ბევრი იყო და ზვინიც მაღალი უნდა დადგმულიყო,
მაშინ მას ორი კაცი სჭირდებოდა. როცა ზვინის სიმაღლე კაცის სიმაღლეს ისე ასცდებოდა, რომ თი-
ვის თანაბრად დალაგებას ერთი ადამიანი ვეღარ ახერხებდა, ასეთ დროს ერთი თავად ზვინზე ადი-
ოდა, ხოლო მეორე თივას ქვემოდან აწვდიდა. ზვინს ძირი და წვერი ჰქონდა. ზვინის ძირში ტოტებს
უწყობდნენ, რათა მიწის სინესტეს თივა არ გაეფუჭებინა. მნიშვნელოვანი იყო, ასევე, ზვინის წვერის
გაკეთებაც. ზვინი ისე უნდა ყოფილიყო თანაბრად შევიწროვებული და წვეროთი დაბოლოებული,
რომ წვიმას, შიგნით ზვინში არ გაეტარებინა. ზოგიერთი ინფორმაციით ზვინს ჩალის საზამთროდ
დადგმულ ასხმასაც უწოდებდნენ.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:38.

213
zviniWeri - ხე, რომელსაც ტოტები მოკლედ შეჭრილი ჰქონდა ისე, რომ მასზე თივის ასხმა,
დაზვინვა ყოფილიყო შესაძლებელი. მისი ძირი წათლილი, წამახვილებული იყო, რომლითაც მიწაში
იყო ჩასობილი. დიდი ზომის ზვინიჭერს ტოტები შეიძლება არც ჰქონოდა. ასეთი ზვინიჭერები დიდი
რაოდენობის თივის დასაზვინად გამოიყენებოდა და იგი შედარებით ღრმადა იყო მიწაში ჩასობილი.

ziareTi - წმინდა ადგილი, სადაც მორწმუნენი მიდიოდნენ, სხვადასხვა სენით შეპყრობილნი


და უშვილოები ლოცულობდნენ, ღმერთს განკურნებას, შვილების გაჩენას ევედრებოდნენ. ზიარეთი
უფრო მაინც უშვილობასთან დაკავშირებით მსხვერპლშეწირვა, მკითხაობა და ლოცვა, ხშირად, შესა-
ბამისი რიტუალური ციკლის პროცესი იყო. ტერმინი ზიარეთი ძირითადად სამხრეთ საქართველო-
ში, ჭოროხის აუზის მოსახლეობაში იყო გავრცელებული. ზიარეთის საფლავებში მადლიანი მკვდრე-
ბი იყო დაკრძალული. მოსახლეობა საფლავებზე ადიოდა და ღვთაებებს ცხვარს სწირავდა - „ყურბანს
სისხლს გაადენდა”. ცნობილია, რომ ზიარეთში ასვლასა და სათანადო რიტუალების ჩატარებას სამ-
კურნალო-მაგიური თვისებები გააჩნდა. აქ ავადმყოფები, გასაკუთრებით, უშვილო ქალები დადი-
ოდნენ. მაგალითად, სოფელ ენთელის საფლავებზე, „მოლაკარის” ბოლოში, რომელსაც ზიარეთს ეძ-
ახდნენ, ძირითადად, ქალები სტუმრობდნენ. როგორც ჩანს, წმინდა ადგილებში მდებარე საფლავებ-
ზე წინაპართა სულებთან ზიარება თუ იმქვეყნიურ სამყაროსთან ურთიერთკავშირის მისტიზაცია ნა-
ყოფიერების აღდგენას, შთამომავლობის გამრავლებასა და ჯიშ-ჯილაგის დღეგრძელობის სურვილ-
საც ემსახურებოდა. ჩვეულებრივ, სასაფლაოზე მოსახლეობამ პარასკევობით იცოდა გასვლა. ახალ-
გაზრდის საფლავზე არ ავიდოდნენ, უმეტესად, მოხუცთა საფლავებს შეარჩევდნენ. საღამოხანს მამი-
სა და დედის საფლავებსაც მოინახულებდნენ. საჭმელს - ჰალვას, ნამცხვრებს მიიტანდნენ, საფლავზე
პურსაც დადებდნენ. აჭარის მეზობელ სამცხეში შეკრებილი საველე-ეთნოგრაფიული წყაროებით
ირკვევა, რომ ზიარეთი კურთხეული ადგილი - ეკლესიის ნანგრევები და ეკლესიის სანახებში მდება-
რე სასაფლაო იყო. სოფელ უდის თავზე მდებარე ბოზმარეთი, სადაც ეკლესიის ნანგრევები მდებარე-
ობდა და სადაც მოსახლეობა „საღვთოს” სწირავდა, ზიარეთს წარმოადგენდა. სამცხური მონაცემები
გვავარაუდინებს, რომ არა მარტო აჭარაში, არამედ, საერთოდ, მთელ სამხრეთ საქართველოს ისლამი-
ზებულ რეგიონებში, სადაც ისლამმა ქრისტიანული სალოცავების ფუნქციონირება ჯერ შეზღუდა,
ხოლო შემდეგ მისი ცხოვრებიდან აღმოფხვრას შეუწყო ხელი, ზიარეთის ისეთი გაგება განაპირობა,
როგორსაც ჩვენ ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომი პერიოდისათვის ვაფიქსირებთ. მოსახლეობა ზი-
არებაზე ტრადიციულად ეკლესიებში დადიოდა, რომლებიც, ჩვეულებრივ, შემაღლებულ ბორცვებ-
ზე მდებარეობდა და სადაც, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე სასაფლაოებიც იყო გამართული.
ისლამის მომძლავრების პერიოდში, ქრიატიანული სალოცავების ნანგრევებად ქცევამ, ხოლო, ხშირ
შემთხვევაში, საერთოდ გაქრობამ, მოსახლეობას მამა-პაპისეულ წმინდა ადგილებში სიარულისა და
ზიარების ჩვევად ქცეული წესი მაინც ვერ დაავიწყა. მათ უკვე უეკლესიო სასაფლაოზე გადაინაც-
ვლენ და ნაკურთხ ადგილებად მიჩნეულ მიდამოებში შემდეგაც გააგრძელებდნენ სიარულს. სასაფ-
ლაო ყოველთვის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. აჭარაში სასაფლაოზე გასვლა
ტრადიციას შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადგილებში ეკლესიის არსებობის მახსოვრობა
მივიწყებას მიეცა. ამდენად, აქედან გამომდინარე, ზიარეთად მიჩნეულ ადგილებში ჩვენ ადრე ეკლე-
სიის არსებობაც უნდა ვივარაუდოთ. სიტყვა „ზიარეთ” არაბულში მოწმდება და წმინდა ადგილების
დათვალიერებას, ვიზიტს, დარბაზობას ნიშნავს. ეს ჩვეულება შავშეთ-იმერხევსა და ტაო-კლარჯეთ-
შიცაა დადასტურებული, რომლის არსი ავადმყოფების მიერ წმინდა ადგილების მონახულებაში გა-
მოიხატებოდა. ტერმინი ზიარეთი თურქეთში ქართველ მუჰაჯირებშიცაა გავრცელებული, სადაც
იგი წმინდა ადგილების მონახულებას და სალოცავების შემოვლას ნიშნავს. ასევე, იგი განმარტებუ-
ლია, როგორც „წმინდა სალოცავი ადგილი”, მაგალითად, იმერხევში: „იმფრევლ ერთი ზიარეთია”,
„ფორტაში არი ზიარეთიც”, „წევდა ზიარეთზე”. პონტოელ ბერძნებშიც ზიარეთი ქრისტიანულ დღე-
სასწაულებთან კონტექსტში განიხილებოდა. ბერძნული თემების ერთ-ერთი გამაერთიანებელი და,
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, თემთა შორის ურთიერთობების განმსაზღვრელიც დღესას-

214
წაულები – აიორი, პანაირი, დერი თუ ზიარათი იყო, რომლებიც ჩვეულებრივ საეკლესიო დღესასწა-
ულებს ემთხვეოდნენ, უმეტესად ისინი ზაფხულში ეწყობოდა, სადაც ბაზრობები იმართებოდა.
ლიტ.: მარი, 1911; ნიჟარაძე, 1971:199; მგელაძე, 2001; ფუტკარაძე, 1993:459;
ჩოხარაძე, 2016:188-210, 507-558; მამულაძე, 2016:62-63. პონტოელი... 2017:255.

ziari xarebi - სახლეულის გაყრისას ძმების საერთო სარგებლობაში მყოფი ხარები. მათ ზამ-
თრობითაც ზიარად უვლიდნენ, ერთ ხარს ერთი, ხოლო მეორე ხარს - მეორე ძმა. ზიარად ხარების
მოვლაზე არა მხოლოდ ძმები, არამედ სხვა კატეგორიის ნათესავები და ახლო არამონათესავე მეზობ-
ლებიც თანხმდებოდნენ. ართვინსა და არტანუჯში რამდენიმე ოჯახის სარგებლობაში ცხენისა და ვი-
რის საზიაროდ დატოვებაც იცოდნენ.
ლიტ.: ვორონოვი, 1912:98; მგელაძე, 1986; 2004.

ziari - საერთო სარგებლობაში არსებული ქონება ანდა სხვა რამ.

zirabaji - ფრინველის, ძირითადად, მამლის ხორცისაგან მომზადებული კერძი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

zirikoba - რიტუალი, რომელიც შუამთობაზე სრულდებოდა.


ლიტ.: ლომთათიძე, ნოღაიდელი:2014:188.

zodi - იხ.: დაზოდვა.

iani Sali - ზოლებიან შალს სარტყელებისა და ფეშტემალებისათვის ქსოვდნენ. ფერადი ზო-


ლიანი შალის ქსოვის დროს საქსელავად სხვადასხვა ფერად შეღებილ ძაფს იყენებდნენ, მისაქსელად
კი - ერთი ფერის ძაფი იხმარებოდა.
ლიტ:. სამსონია, 2005.

zompolo - დასველებული, წყლით გაჟღენთილი შეშა. ზოგ შემთხვევაში ზომპოლოს ნედლ


შეშასაც უწოდებდნენ.
ლიტ.: კობერიძე, 2011:15.

zorti – 1. ნახევრად დამპალი მორი; 2. ერთგვარი ლენტი, რომლითაც ტანისამოსს ამკობდნენ,


ან და ტანისამოსზე აკერებდნენ. სულხან–საბა ორბელიანი: „ზორტი – ლარისაგან სამოსელთ შესაკინ-
ძავი.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:46.

zroxa - ძროხა. აჭარის მთაში ცნობილი იყო განსაკუთრებული ჯიშის ძროხა, რომელიც მთის
პირობებს იყო შეგუებული. მთა აჭარის ძროხა ტანად პატარა, დაბალი, მაგრამ მარდი, მოქნილი,
მოძრავი იყო. საქონლის წამყვანი და მოსახლეობის საყვარელი ფერი ყირმიზი - წითელი იყო. მართა-
ლია აჭარული ძროხა მთის გარემოსა და კლიმატს კარგად შეგუებული იყო, მაგრამ საქართველოს
სხვა პროვინციების ფურთან შედარებით იგი, საბოლოოდ, ნაკლებ პროდუქტული აღმოჩნდა, რაც მე-
საქონლეობის სამეურნეო-ეკონომიკური ბაზის შეზღუდულობის უშუალო შედეგი იყო. ყველა მონა-
ცემით, მთა აჭარაში გავრცელებული ფერის ჯიში საწყისს კოლხურ ძროხაში უნდა პოულობდეს, ხო-
ლო ამ გზით იგი ხევსურულ და, საერთოდ, საქართველოს მთიანეთის მსხვილფეხა საქონელის ნო-
მენკლატურაში თავსდება.
ლიტ.: შამილაძე, 1969:49, 56, 107, 119; მგელაძე...

215
zubuni - მამაკაცის ზედა სამოსელი, მოკლე ახალუხი, სახელოიანი ჟილეტი, ჩოხის შიგნით ჩა-
საცმელი, სარჩულიანი და წელამდე მწვდომი ზედატანი. მას წელის არეში ნაოჭები, ხოლო გულის
ქვემოთ - ორი ჯიბე ჰქონდა. ზუბუნის საყელო და საგულე ჩოხაში ჩანდა, ამიტომ ეს ნაწილები ძვირ-
ფასი აბრეშუმის ქსოვილისაგან იკერებოდა და მოქარგული იყო. სახელოები მას სამაჯურებიანი
ჰქონდა და ჩოხის სახელოსთან შედარებით გრძელი იყო. ზუბუნი წინ გახსნილი იყო და ადგილობ-
რივად დამზადებული ხის ანდა ლითონის ნაყიდი ღილებით იკვრებოდა. წინა მხარეს ღილები ახ-
ლო-ახლოს ჰქონდა დაკერებული. იგი ორი სახის იყო: საზამთრო - დაბამბული და საზაფხულო - უს-
ახელო და დაუბამბავი. ზუბუნი მამაკაცის ტანსაცმლის - „ჩაქურას” ერთერთ ძირითად ელემენტად
ითვლებოდა. აჭარის გარდა გავრცელებული იყო გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, ლაზეთში. ზუბუნს
ქალის ახალუხსაც უწოდებდნენ. ზუბუნი თურქულად ქურთუკს ნიშნავს. თედო სახოკია: „ჩოხას
ქვემოთ ზუბუნი (სახელოიანი ჟილეტი) აცვიათ”.
ლიტ.: სახოკია, 1985:244; სამსონია, 2005:95-96, 100; ნიჟარაძე, 1971:201;
ქართულ კილო-თქმათა... 1984.

zubun-faraga - ქალის კაბის სახეობა აჭარაში. თურქულად ქურთუკს ნიშნავს. ზუბუნ-ფარა-


გას ტიპის კაბა აჭარაში ჩაცმულობის საკმაოდ ძველ სახეობას წარმოადგენდა. იმდენად ძველი ტიპი
იყო, რომ ყოფაში კარგა ხანია აღარ იხმარება და მისი მოხმარების, კერვის ტექნიკის და თარგის შესა-
ხებ მასალის მოძიება მხოლოდ გადმოცემების საშუალებით არის შესაძლებელი. ზუბუნ-ფარაგა, იგ-
ივე, გრძელი ზუბუნი, როგორც შინ ნამზადი სელისაგან, კანაფისაგან და აბრეშუმისაგან, ისე ფაბრი-
კული ქსოვილებისაგან იკერებოდა. იგი მთლიანი, წელში გაუკერავი და ბოლომდე გახსნილი იყო.
გულისპირი ისე იყო ამოჭრილი, რომ მასში პერანგის მოქარგული საყელო მოჩანდა. ზუბუნ-ფარაგა
ისე უნდა შეეკერათ, რომ ფარაგები ერთმანეთს არ დაახლოებოდნენ და მათ შორის ღია ადგილი
დარჩენილიყო. შესაბამისად, კაბის გულისპირის შემკობას დიდი ყურადღება ექცეოდა, რაც კაბის სა-
ერთო იერს ესთეტიკურ ელფერს მატებდა. ამ მიზნით ხალიჩებიდან სხვადასხვა სახეები გადმოჰქონ-
დათ, რაც ესთეტიკურ ფონს აძლიერებდა. ზუბუნ-ფარაგას გვერდები საგანგებოდ იყო შეხსნილი.
იგი ახალუხისებური თარგით იყო შეკერილი და წინა ორი ფარაგის, უკანა ფარაგისა და მიდგმული
სახელოსაგან შედგებოდა. ზუბუნი წინ მთლიანად გახსნილი იყო. გვერდებიც წელს ქვემოთ ასევე
შეხსნილი ჰქონდა. მას შესაბნევები არ გააჩნდა. ჩახსნილი ადგილები ვერცხლიმკერდის გრეხილით
იყო ამოქარგული და ფოთლოვან ორნამენტს ქმნიდა. ზუბუნი სეზონის შესაფერისი, ე. ი. წელიწადის
დროთა მიხედვით განსხვავებული იყო. ზამთარში გრძელი, სახელოიანი და დაბამბული, ზაფხუ-
ლობით კი - უსახელო დაუბამბავი ზუბუნი იხმარებოდა. ზუბუნ-ფარაგას შეკერვისას სხვადასხვა მა-
სალა გამოიყენებოდა. ეს იყო ხავერდი, მანთინი, ყანაოზი, ყუმაში, ფარჩა და სხვა სახის ქსოვილი.
ყველას არ შეეძლო ძვირფასი მასალისაგან შეკერილი ამ ტიპის კაბა ჰქონოდა. ამიტომ, პრაქტიკაში
იყო კაბის განათხოვრება, განსაკუთრებით, ქორწილის დროს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ზუბუნ-
ფარაგით თორმეტი პატარძალი მოუყვანიათ. ზუბუნ-ფარაგა დატეხილმა კაბამ მთლიანად შეცვალა,
რომელიც ზედატანისა და ფართო, მრავალნაკეციანი ქვედატანის შეწყვილებით იყო მიღებული. ას-
ეთი ნიმუშები აჭარის მთიან ზონაში XX საუკუნის 20-30-იან წლებამდე შემორჩა. აჭარაში დადგენი-
ლია კაბის რამდენიმე ვარიანტი, რომელთა შორის მრავალნაკეციანი ქვედა კაბა ყველაზე უფრო იყო
გავრცელებული. აჭარის პარალელურად ზუბუნი სამცხე-ჯავახეთის როგორც მუსლიმ, ისე ქრისტი-
ან მოსახლეობაშიც ყოფილა გავრცელებული. ასეთივე კაბა გურიაშიც არის დადასტურებული. ზუ-
ბუნის აჭარული ვარიანტი ქართულ ნიადაგზე ჩამოყალიბდა და ახალუხის ნაირსახეობას წარმოად-
გენდა. ზუბუნი, როგორც საქალო ჩაცმულობის ფორმა, საქართველოს გარდა ანატოლიაში, აზერბა-
იჯანში, სომხეთში, უდმურტებში, ჩუვაშეთში, ბულგარეთში, სერბეთსა და ხორვატებშიც დასტურ-
დებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1950; სამსონია, 2005: 45-46, 48, 95-96, 100; 2—9:417-421; ბარათაშვილი, 1966;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:152.

216
ზუბუნ-ფარაგა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

217
zuzaჲ - შვეული, ვერტიკალური დახრი-
ლობის ანდა ჰოტიზონტალური ზედაპირის სა-
ზომი. გვხვდებოდა სხვადასხვა სახის: 1. ზუ-
ზის ერთ ერთი ვარიანტი ერთმანეთთან მსხვი-
ლი ძაფით შეერთებული ლითონის ორი, ერ-
თნაირი ზომის დეტალი იყო. ერთი დეტალი
ძაფზე მაგრდებოდა, ხოლო მეორეს გამჭოლი
ნახვრეტი ჰქონდა, რომლებშიც ძაფი თავისუფ-
ლად მოძრაობდა. გაზომვის დროს ხელოსანი
სწორედ ამ ნაწილს კედელზე მიადგამდა, ხო-
ლო მეორეს ქვემოთ დაუშვებდა. ძაფზე გამობ-
მული რკინა ერთგვარ სიმძიმეს წარმოადგენდა, რომელიც თოკს ჭიმავდა და მას სწორ ვერტიკალურ
მდგომარეობას უნარჩუნებდა. ორივე რკინა თანაბარი ზომისა იყო. თუ ზუზის ქვედა ნაწილი კე-
დელს ოდნავ ეხებოდა, ეს ნიშნავდა, რომ მშენებლობა სწორად მიდიოდა და კედელი ვერტიკალუ-
რობას ინარჩუნებდა; 2. ზუზის მეორე ვარიანტი პატარა და გრძელი მართკუთხა ფორმის ძელაკი
იყო, რომლის შუაზე ხაზი ანდა მცირე ღარი იყო გავლებული. ხაზის ერთ მხარეს მაგარი და მსხვილი
ძაფი მაგრდებოდა, რომელსაც მეორე ბოლოში რაიმე სიმძიმე ჰქონდა გამობმული. ამგვარ ზუზს კე-
დელს მიადგამდნენ, თუ ხაზი და ძაფი ერთმანეთს დაემთხვეოდა, მაშინ კედელი სწორი იყო. ზუზის
ეს ვარიანტი პირველთან შედარებით უფრო ძველი იყო; 3. აღნიშნული ზუზებისგან განსხვავებული
იყო ჰორიზონტალური სისწორის შესამოწმებელი ზუზი. იგი გონიოს პრინციპზე იყო აგებული და
ზუზის მეორე ვარიანტის სახესხვაობას წარმოადგენდა. თანამედროვეობაში ზუზის ფუნქციებს თა-
რაზო - „თერეზი” ასრულებს.

zuzi - იხ.: ზუზაჲ.

zuTxi – ხალხური წესით დამზადებული ერთგვარი თაბაშირი, რომელსაც მოტეხილობის ხალ-


ხური წესით მკურნალობის დროს იყენებდნენ. ზუთხს შემდეგნაიად ამზადებდნენ: კვერცხის ცილა-
ში 72%–იან შავ საპონს ჩააფხეკდნენ და ერთმანეთში დიდხანს თქვეფდნენ, სანამ საპონი არ გადნე-
ბოდა, მიიღებოდა ოდნავ ფაფისებური, თხელი მასა, რომელსაც სქლად ნაჭერზე დაასხამდნენ,
ავადმყოფს მოტეხილ ადგილზე შემოახვევდნენ და შეუკრავდნენ. ცილისა და საპნის ნარევი ფაფა
ქვავდებოდა და თაბაშიროს ფუნქციას ასრულებდა. ზუთხის დადებამდე ხალხური მკურნალი მოტე-
ხილობას ასწორებდა, რათა შეხორცება სწორად მომხდერიყო. ზუთხის ძალით აძრობა არ შეიძლებო-
და იგი თავისით უნდა მომძვრალიყო, რაც ნიშნავდა, რომ მოტეხილობა შეხორცებული იყო.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:46.

218
zukuturobie - ზუკუტუროებიე ქობულეთის რეგიონში თამაში, პატარა ბავშვების გასართო-
ბი იყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014

zupuni - ჩოხის ქვეშ ჩასაცმელი საკისურიანი ხალათი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

zurna - 1. დასაკრავი, ჩასაბერი ინსტრუმენტი, სალამურის მოყვანილობისა, ფართო ბოლოთი;


2. მუქარისა თუ გაჯავრების, წყევლის გამომხატველი სიტყვა, მაგალითად, გაჯავრების დროს მიაძ-
ახებდნენ - „ზურნა შენს თავზეო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

zRve - ბოსლის იატაკი.


ლიტ.: შამილაძე, 1969:131

zRvis dedaberi - წყლის მითოლოგიური არსება. მას ამინდის მართვის ფუნქცია ეკისრებო-
და. გადმოცემით: „9 მარტს ზღვიდან გამუა წყლის კაცი, თუ გათბა დეილოცება და იმ წელს კაი ამინ-
დი იქნება; თუ შეცივდა, დეიწყევლება და ამინდიც წახდება”.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:174.

zRvis kaci - იხ.: ზღვის დედაბერი.

zRvis nenei - იხ.: ზღვის დედაბერი.

zRmartli - Mespilus Germanuca: ხილის სახეობა. ტანდაბალი, სამ-ექვს სანტიმეტრამდე სი-


მაღლის ეკლიანი ხე ანდა ბუჩქი. ნაყოფი მომრგვალო კენკრაა, რბილობი მაგარია, ხოლო გადამწიფე-
ბული რბილი და ტკბილია. მყნობით ამრავლებენ.

219
სოფელ კორომხეთის საწნახელი, ქედა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

220
Ta - მთა.
ლიტ.: შამილაძე, 1969:14.

Tabadi - თუნგის მსგავსი სპილენძის ყელიანი ჭურჭელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:159.

Tabla - 1. უფეხო, პატარა ზომის სუფრა. სიტყვა თურქულიდანაა გავრცელებული. შდრ. სინი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; დავითაძე, 1974: 82-83.

TabuTi - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და კუბოს ნიშნავს, რომელიც მაჰმადიანური წე-


სით დაკრძალვისას გამოიყენებოდა. მიცვალებულს აჭარაში წარსულში „თაბუთზე” ასვენებდნენ. თა-
ბუთი მიცვალებულის თავის მხარეს ფართო, ხოლო ქვედა ნაწილი - ვიწრო იყო. ხშირად თაბუთზე
დასვენებულ მიცვალებულს თაბუთის გარეშე კრძალავდნენ, ხოლო თაბუთს მუსლიმანთა სალოცავ
საკულტო ნაგებობაში - „ჯამეში” ინახავდნენ. მისი გამოყენება შეეძლოთ ტერიტორიული გაერთიან-
ების იმ სოფელთა მოსახლეობას, რომლებიც მოცემული სალოცავის ირგვლივ იყვნენ დაჯგუფებულ-
ნი და რომლის მრევლსაც წარმოადგენდნენ. თაბუთი თხელი ფიცრისგან, ე. წ. „ლამფისგან” იყო შეჭე-
დილი. მოგვიანებით ცალკეული სახლეული საკუთარი მიცვალებულისათვის თაბუთს ინდივიდუ-
ალური წესით ამზადებინებდა. საერთო თაბუთის გამოყენების წესი, მიცვალებულის კუბოს გარეშე
შიშველი, კანაფის ანდა სელის ტილოში გახვეული დაკრძალვა, როგორც ამას წარსულში აჭარის მე-
ზობელ კუთხეებში, მაგალითად, გურიაშიც ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია მხოლოდ ისლამის ზე-
გავლენით აიხსნას. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლო იმაზე, რომ ისლამმა, ხშირ შემთხვევაში, ქრის-
ტიანობასთან გათავისებული ზოგიერთი ტრადიციული ელემენტის დაკონსერვება, განსაზღვრულ
ეთნიკურ გარემოში დამკვიდრება და მათთვის სიცოცხლისუნარიანი ნიადაგის შექმნა მოახერხა. ჩვე-
ულებრივ, უცხო რელიგიას, ამ რელიგიის მატარებელი ხალხის ყოფითი რეალიებიც თან მოჰყვებოდა
ხოლმე. თანდათანობით, სარწმუნოებრივი გარსაცავი თუ უცხო რელიგიას შემოყოლილი ეთიკური
და რიტუალური ნორმები სადღესასწაულო ცერემონიალებში ანდა ყოველდღიურობაში იჩენდა თავს,
მაგრამ საკუთრივ ამ მოვლენათა საყრდენი უფრო შორეული ფესვების მატარებელი იყო, რომლებმაც
უნივერსალური სისტემებიდან, დროთა განმავლობაში, ცალკეული ხალხის ეთნოსოციალურ და რე-
ლიგიურ ორგანიზმში მოდერნიზაცია განიცადა და ეროვნული იერსახეც კი მიიღო.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256; ნოღაიდელი, 2015.

Tagali - ხელით კერვის სახე, უკუგდებული კერვა და ამოხვევა. ამგვარ ნაკერს ზოგჯერ „გაღ-
მა-გამოღმა ნაკერსაც” უწოდებდნენ. შეკერვამდე დალამბვა - „გაცუდვა” ხდებოდა. საერთოდ, ხელით
კერვის პროცესში თაგალი - უკუგდებული კერვა და ამოხვევა გამოცდილებასა და ჭრა-კერვაში დიდ

221
დახელოვნებას მოითხოვდა. აჭარაში ჭრა-კერვა ძირითადად ოჯახებში მიმდინარეობდა. ადრე ტან-
საცმელს ხელით კერავდნენ. ოჯახის ქალებს შორის საქმე განაწილებული იყო. თუ ერთი მათგანი ჩე-
ჩავდა ანდა ნართს ართავდა, მეორე - კერავდა, მესამე - მიწის სამუშაოს ასრულებდა. გოგონების მი-
ერ, რომელნიც სწავლას 10-12 წლის ასაკიდან იწყებდნენ, ჭრა-კერვის რთული ხელობის დაუფლება
ოჯახის უფროსი ქალის ზედამხედველობით მიმდინარეობდა. მეზობლებისა და ნათესავების ტან-
საცმელს უფასოდ კერავდნენ. ზოგჯერ პროდუქტებისა და შრომითი ანაზღაურების სახით საზღაურ-
საც იღებდნენ. მაგალითად ფორკა-კაბის ანდა ჩოხა-შალის საფასურს ხვნა-თესვაში თუ სათიბში, ძა-
ფის დართვაში, ქსოვაში ერთი დღის დახმარებით ანაზღაურებდნენ. ჭრა-კერვა ყველა დღეს არ შეიძ-
ლებოდა. ამისათვის საუკეთესო დღეები ორშაბათი, ხუთშაბათი და კვირა იყო. ყურადღება მთვარის
ფაზების გათვალისწინებას ექცეოდა: „დალეულ მთვარეზე ქსოვილის დაჭრა ცუდის მომასწავებელი
იყო”. მსგავსი აკრძალვები საქართველოს სხვა კუთხეებშიც, მაგალითად, სვანეთსა და ფშავშიც არსე-
ბობდა.

Tagvayura - Sedum Stoloniferum Gmel: მსუქანა, სამკურნალო ბალახი.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961.

Tavabiri - თამაში, ლახტის ნაირსახეობა, რომელსაც ვაჟები თამაშობდნენ.


ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კილოს...

Tavana - მსხლის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222; მაყაშვილი, 1961:52; სამსონია, 2005:42-43.

Tavani - აჭარული სახლის ჭერი. სახლის ჭერსა და სახურავს შორის არსებული სივრცე, სხვე-
ნი, სადაც გამართული იყო ბეღელი. გამოიყენებოდა, ასევე, სხვადასხვა სიძველეების შესანახადაც.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; მგელაძე, ტუნაძე, 2016; ქართული მატერიალური
კულტურის... 2011:157.

Tavanis sarTuli - აჭარულ სახლში თავანის სართული ქანობიანი სახურავის ქვეშ არსე-
ბულ შიდა სივრცეს ეწოდებოდა. სივრცე აჭარული სახლის სისტემაში სამეურნეო დანიშნულებისათ-
ვის იყო გამოყენებული. აქ საზამთრო ბეღელი თუ სასიმინდე შიგ შედგმული იყო. იქვე იყო ე. წ. ქო-
რი, რომელიც მცირე ზომის ოთახს, სხვადასხვა წვრილმანების შესანახ სათავსოს წარმოადგენდა.
ზოგჯერ ქორში სიმინდის გარჩევა თუ ამ ტიპის სხვა საქმიანობაც მიმდინარეობდა. წარსულში ქორს
ახალგზარდა წყვილი საძინებლადაც იყენებდა. თავანის სართულს, სადაც ბეღელი იყო შედგმული,
ასასვლელი შუადერეფნიდან ჰქონდა. ასვლა ჩვეულებრივი კიბის ანდა ე. წ. „პწკალას“ საშუალებით
ხდებოდა. პწკალა იტალიურ-თურქული ტრანსკრიფციის სიტყვაა, რომელიც საფეხურებ-ამოჭრილ
მორს ნიშნავდა. სამეგრელოში მას „ტკვაჯას” ეძახდნენ, რომელიც ორი სიტყვისაგან იყო ნაწარმოები:
„ტკვა” - საფეხურს, ხოლო „ჯა” - ხეს აღნიშნავდა.
ლიტ: მენთეშაშვილი. 1937:141; ადამია, 1956:38; 1967:3-12; 1967; რობაქიძე, 1960.

Tavgadalesili - სიმინდის ერთ-ერთი ჯიში.


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.

222
Tavgadasakravi yveli - ახალამოღებულ თბილ ყველს ყველით სავსე გვარდას ზემოდან გა-
დააკრავდნენ და კუთხეებს მჭიდროდ ჩაუქელავდნენ. თავგადასაკრავი ყველი ჭურჭელში ჩალაგე-
ბულ ყველს გადამწიფებისაგან იცავდა. დროთა განმავლობაში, თავგადასაკრავი ყველი თავად დამ-
წიფდებოდა, მაგრამ ჭურჭელში არსებული ყველი შენახული იყო.
ლიტ.: შამილაძე, 1969:140.

TavdaRma xerxi - ხერხის სახეობა, რომლითაც მორებს ფიცრებად ხერხავდნენ. მექანიკური


სახერხი ჩარხების დამკვიდრებამდე ფართოდ იყო გავრცელებული. თავდაღმა ხერხით ორი კაცი მუ-
შაობდა, დასახერხ მორზე ერთი ზემოდან, ხოლო მეორე ქვემოდან იდგა. ხერხს ზემოთ-ქვემოთ სწევ-
დნენ და ფიცრებს მორზე გავლებული ჩილფის - ლარის შესაბამისად ხერხავდნენ. ამ წესით ხერხვა
რთული და შრომატევადი იყო, ძალ-ღონესთან ერთად გარკვეულ ცოდნა-გამოცდილებასაც მო-
ითხოვდა, რომ ფიცრები სწორად გახერხილი ყოფილიყო. თავდაღმა ხერხზე სამუშაოდ აჭარელი მა-
მაკაცები საშოვარზეც დადიოდნენ და ქირით მუშაობდნენ.

თავდაღმა ხერხვის პროცესი, ვლადიმერ მგელაძის ფოტოარქივიდან

Tavze Semoreba - ავადმყოფი რომ მორჩეს, მას ძროხას, თხას, ცხვარს ირგვლივ შემოატარებ-
დნენ ანდა ქათამს, უმეტესად, მამალს თავზე შემოავლებდნენ, შემდეგ დაკლავდნენ. საქონლის ხორ-
ცს ღარიბებს და ობლებს ურიგებდნენ. ამით ავადმყოფის სახელზე ღმერთს მსხვერპლს სწირავდნენ
და სწამდათ, რომ ავადმყოფი გადარჩებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Tavi – 1. დიდი სახლეულის ანდა მრავალრიცხოვანი ოჯახის უფროსი, ხელმძღვანელი; 2. ად-


ამიანის სხეულის ერთ-ერთი ორგანო - თავი. თავი, როგორც ადამიანის სხეულისათვის განმსაზღვრე-
ლი ორგანო, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი იყო, ამიტომ თავთან დაკავშირებული დაავადებ-
ების მკურნალობას აჭარის მოსახლეობის ხალხურ სამედიცინო კულტურაში მნიშვნელოვანი ადგი-
ლი ეჭირა. თავის ტკივილის დროს მკურნალობის შემდეგ ხალხურ ხერხებს მიმართავდნენ: 1. სუროს
ფოთლებს დანაყავდნენ და მის ნაწურს ცხვირის ნესტოებში ჩაისხამდნენ. პროცედურა დღეში სამ-

223
ჯერ სრულდებოდა; 2. ავადმყოფს შუბლზე წყალში დასველებულ შავი ფხლის ფოთლებს დააფენ-
დნენ; 3. თხელ რგოლებად დაჭრილ კარტოფილს მარილს დააყრიდნენ, შუბლზე დაიდებდნენ და
თავს შეიხვევდნენ. პროცედურა დაწოლის წინ სრულდებოდა; 4. ავადმყოფს ხელისგულით ანდა ცე-
რი თითებით შუბლს დაუსრესდნენ, რაც დადებით შედეგს იძლეოდა; 5. ტკივილების აღძვრისას
შუბლს ნავთით დაიზელდნენ; 6. შუბლზე მარილსა და ნიორწყალში გაჯერებულ დასველებულ ტი-
ლოს დაიდებდნენ, რომელსაც ხშირად იცვლიდნენ; 7. შუბლზე წყალნარევ დანაყილ ნიორს იფენ-
დნენ, ზემოდან კი - თხმელის ფოთოლს დაიფენდნენ და თავს შეიხვევდნენ. პროცედურა დღეში რამ-
დენჯერმე სრულდებოდა; 8. შუბლის დასრესისას აგრეთვე ზამბახის ხსნარსაც იყენებდნენ. პროცე-
დურა ორი დღის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა; 9. შუბლს მზესუმზირის
სითხით დაიხილავდნენ, შემდეგ მცენარეს მოხარშავდნენ, თბილ მასას შუბლზე დაიდებდნენ და შე-
იხვევდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ, დილით და საღამოს სრულდებოდა; 10. სიმინდის ფქვილს
ერბოში მოხალავდნენ და ცომს თავზე - დუდზე დაიდებდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ რამდენი-
მე დღის განმავლობაში სრულდებოდა. ამავე მიზნით ზღვის წყალს იყენებდნენ. მასში ტილოს სა-
ფენს ამოავლებდნენ და თავზე დაიდებდნენ; 11. კვერცხს „ღეჭეპოთი” გათქვეფავდნენ, კამას ჩაურევ-
დნენ და შეწვავდნენ. მიღებულ მასას ტილოთი შუბლზე დაიფენდნენ და შეიხვევდნენ. პროცედურა
ორი დღის განმავლობაში დაწოლის წინ სრულდებოდა; 12. „ვაცის ყურას” ძირებსა და ფოთლებს
ძმარში დანაყავდნენ, მიღებულ მასას დაავადებულ თავზე დაიდებდნენ და შეიხვევდნენ. პროცედუ-
რა დაწოლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა.
ლიტ.: ბექაია, 1974:24; აბაშიძე, კომახიძე, 1998:170-171.

Taviani rZe - ცხიმიანი რძე, რომელიც თავზე ნაღებს იკეთებდა. იხ.: რძითავი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:203.

Tavikaci - იხ.: საქმის კაცები.

Tavisad Seguleba - იხ.: გოგოზე თვალის დაკავება.

Tavkapi - რკალი. სიტყვა გავრცელებული იყო ჭვანის ხეობაში.

Tavkosolaჲ - მელოტი ადამიანი. სიმელოტის ანდა თმების ცვენის საწინააღმდეგოდ სხვადას-


ხვა ხერხი არსებობდა, კერძოდ, გამელოტებულ ნაწილზე თმის ამოზრდის მიზნით მკურნალობის შემ-
დეგ ხალხურ საშუალებას მიმართავდნენ: 1. ერთ კოვზ ერბოს ფიჭვის წებოს, კვერცხის გულს, ჭვარ-
ტლსა და მერცხლის სკლინტს შეურევდნენ. თავის გამელოტებულ ნაწილზე ნაერთს წაისვამდნენ. პრო-
ცედურა დღეში ერთხელ, დაწოლის წინ სრულდებოდა. დილით კი თავს ნაცარნარევი თბილი წყლით
გადაიბანდნენ; 2. კვერცხის გულის ნათქვეფით თმებს დაისველებდნენ, მეორე დღეს დილით თბილი
წყლით დაიბანდნენ. პროცედურა ყოველ ორ დღეში, თმების გამაგრებამდე სისტემატურად სრულდე-
ბოდა, კვირაში სამჯერ კი - ვაზის ღეროს ნაწურით თმების დაბანას მიმართავდნენ. ესეც კვირაში სამ-
ჯერ სრულდებოდა: წაბლის ნაჭუჭს მოხარშავდნენ და ნახარშით თავს დაიბანდნენ, დილით კი თავს
წყლით მოიბანდნენ. ესეც ორ დღეში ერთხელ სრულდებოდა, სისტემატურად, სანამ გარკვეულ შედეგს
არ მიიღებდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლის წინ თავზე ინას იდებდნენ, თმის ძირებს, აგ-
რეთვე, თმას კვარაკვინჩხას ძირების ნახარშით იბანდნენ. ესეც დაწოლის წინ ერთი თვის განმავლობაში
სრულდებოდა. პროცედურა: თმის ძირებს ქაღალდის ზეთით იზელდნენ, მკურნალობა დაწოლის წინ,
სამჯერ დღეში, სასურველი შედეგის მიღწევამდე რეალიზდებოდა, ასევე, დაწოლის წინ თავს ნარგიზის
ყვავილის ნახარშით, დარბილების მიზნით კი თმას თეთრი მიწითაც იბანდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:167.
224
Tavla - ცხენების სადგომი, საჯინიბო.
ლიტ.: სახოკია, 1985:153; უნივერსალური... 2006.

Tavsaburavi - თავსახურავი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:35; მგელაძე, 1996:210.

Tavsmoswra - ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება.


ლიტ.: მგელაძე, 1996:210.

Tavsmoswrebuli - იხ.: თავმოსწრა.

Tavmoxdili yveli - ნაღებგამოცლილი, სეფერატორში გამოხდილი რძისგან დამზადებუ-


ლი ყველი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Tavni - საპატარძლოს გამოსასყიდი.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1978:10.

Tavrieli - საქონლის თავის ტყავი, რომლისგანაც ძირითადად ქალამნის თასმებს აკეთებ-


დნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:203; კობერიძე, 2011:20.

Tavrijula - მსხლის ადგილობრივი ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.
Tavsaki - ტერმინი დადასტურებულია შუახევის რაიონში. იხ.: თავსაჭირაჲ.

Tavsafari - იხ.: ქემერი.

TavsaWiraჲ - ლეჩაქსამაგრი. იხ.: თორი.

TavCiTi - პატარა თავსაფარი, რომელსაც ახ-


ალგაზრდა გოგო დანიშვნამდე და გათხოვებამდე
ატარებდა. დანიშვნის შემდგომ იგი ლეჩაქით იმოს-
ებოდა და მისი თავჩითით სიარული არ შეიძლებო-
და.
ლიტ.: სამსონია, 2005:105.

225
აჭარელი ქალის ჩაცმულობის ელემენტები: თავშალი და კაბა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

226
TavSali - თავსაფარი, რომელსაც შალის ძაფისგან ქსოვდნენ.

Tavcecxla - Centaureum Minus: ასისთავა, სამკურნალო მცენარე.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:204.

Taze gabargva - იაილებზე პირუტყვთან ერთად გამგზავრება.


ლიტ.: მგელაძე, 2012:104.

Tala - ქალის წელს ზევითა ჩასაცმელი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Talabulusi - ფოჩებიანი, ფერადი შემოსარტყმელი, ჩაქურაზე იხვევდნენ. იხ.: ჩაქურა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Taze abargva - ალპური ზონის საზაფხულო საძოვრებზე საქონლის გადაყვანისა და საცხოვ-


რებლად გადასვლის, საჭირო ბარგის, ტვირთის გადატანის პროცესი.
ლიტ.: მგელაძე, 1965:157.

TaTara - ბუშტარა სიმინდი.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961:20.

TaTebi - ფეხსამოსი. იხ.: კარაჭინი

TaTmani - ხელთათმანი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

TaTnebi - იხ.: თათმანი.

Talabulusi - მასალის მიხედვით სარტყელის ნაირსახეობა. ფაბრიკული აბრეშუმის ქსოვი-


ლისაგან შეკერილი სარტყელი. იხ.: სარტყელი.
ლიტ.: სამსონია, 2005:74.

Tamar dodofali - საისტორიო ფოლკლორში თამარ მეფის, როგორც მას აჭარაში ეძახდნენ
- „თამარ დოდოფლის” სახელთან დაკავშირებული ლექს-სიმღერები და თქმულება-გადმოცემები
განსაკუთრებით გამოირჩევა. თამარ მეფის ციკლის საისტორიო ზეპირსიტყვიერების სიმდიდრეზე
აჭარაში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მკვლევარები ერთხმად მიუთითებდნენ, სადაც აღნიშნავდნენ,
რომ აჭარლების თითქმის ყველა ისტორიული თქმულება თამარ მეფის ცნობილ სახელს უკავშირდე-
ბა (ზაქარია ჭიჭინაძე, თედო სახოკია, ჟან მურიე, პეტრე უმიკაშვილი, გიორგი წერეთელი...). თამარი
აქაური ქართველების მეხსიერებაში აღბეჭდილია, როგორც ღვთის მოშიში, გულმოდგინე მზრუნავი
ეკლესიათა გამრავლებისათვის, განაპირა ადგილების მფარველი და გამმაგრებელი, მტრისათვის
რისხვის დამცემი, ქვრივ-ობოლთა გამკითხავი, მიუკერძოებელი მოსამართლე და ყოველივე ამის
დასასრულ - წმინდანი და უბიწო. ამგვარ რწმენა-წარმოდგენას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ
ხალხს თავისუფლებისა და ძლიერების სიმბოლოდ თამარი და მისი დრო მიაჩნდა და ყოველივე კარ-

227
გს, დიდებულს ამ ხანას მიაწერდა, უმღეროდა მას და თაობიდან თაობას მარად უჭკნობ ლამპარად
გადასცემდა. ოსმალთა ბატონობის დროსაც გამაჰმადიანებულ ქართველებს ისე უყვარდათ თამარ
მეფე, რომ იგი რელიგიურ კულტადაც კი გაიხადეს, თუმცა, გულმოდგინე მუსლიმანები თამარის
ქართველობას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ იგი „თათარი” იყო. აჭარის ფოლკლორში თამა-
რის ციკლის საისტორიო პოეზიის ყველაზე ადრეული ჩანაწერი პეტრე უმიკაშვილს ეკუთვნის:
„ათასი კაბა ყმა მყავდა, ყველანი ოქროს ღილითა, ვაჭმევდი დედალ ხოხობსა, ვასმოვდი ბროლის ჭი-
ქითა, ვინც რომ შემება, შევები, ალალითა და ჯიქითა, აწი თქვენ იცით, მეფენო, ვინც დარჩით ამას იქ-
ითა”. ტექსტს შენიშვნა ახლავს, რომ ეს ლექსი ჩაწერილია 1879 წელს ბათუმში უსეინ ბეგ ბეჟან-ოღ-
ლისაგან. ამ ლექსის იდენტური ვარიანტები აჭარაში ზაქარია ჭიჭინაძეს, გიორგი წერეთელსა და თე-
დო სახოკიას ჩაუწერიათ. სახოკიასეულ ვარიანტს ჩამწერის ცნობა ახლავს: „აქვე გავიგონეთ ერთი
ქობულეთელი აზნაურის, მაჰმადიანი ქართველის, ყურშუმ-აღა ჭყონიასაგან თამარის ანდერძისე-
ბური ლექსი”. ლექსის ვარიანტები დაცულია ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლ-
კლორულ არქივში. ლექსებში ხაზგასმულია, რომ თამარ მეფემ გვირგვინოსნის კვერთხი ღირსეულ-
ად ატარა, ყველაფერი გააკეთა სამშობლოს საკეთილდღეოდ და ქვეშევრდომნიც კმაყოფილი ჰყავდა.
ვალმოხდილმა მეფემ შთამომავლობას სიფხიზლისაკენ მოუწოდა - „აწი თქვენ იცით, მეფენო”-ო.
რადგან აჭარის ფოლკლორში ამ ლექსის ვარიანტთა სიმრავლეა, თანაც იგი ჩვენს დროშიც ფართოდ
არის გავრცელებული და მღერიან კიდეც, თვლიან, რომ იგი აჭარაშია შექმნილი. ზაქარია ჭიჭინაძის
მიერ აჭარაში ჩაწერილ თამარის ციკლის ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ლექსი, რომელშიც ასახ-
ულია თამარ მეფის ხელმძღვანელობით მტრის წინააღმდეგ საომარი სამზადისი: „თამარ მეფე და
ხონთქარი მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა, ზღვაში ჩაუშო ხომალდი, ზედ ალმასები დაჰკიდა, ზედ დასხა
ქართველთ ლაშქარი, მრავალ წყალობას დაჰპირდა”. ქართულ ფოლკლორში ამ საისტორიო ლექსის
მრავალი ვარიანტი მოგვეპოვება, აჭარაში კი - მხოლოდ ჭიჭინაძისეული ჩანაწერი. იგი საომარი სამ-
ზადისის ამსახველი უძველესი საფერხულო სიმღერაა და ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ თა-
მარს, როგორც ქართულ ლაშქარზე მზრუნველს, სამხედრო ძლიერებით მოსილ მეფეს, ისე წარმოგ-
ვიდგენს, რომელსაც ზღვაში ალმასებიანი ხომალდი ჰყავს და სამშობლოს დამცველ ქართველ მეომ-
რებს წყალობას არ აკლებს. თამარზე მიძღვნილი ეპიტაფიური ლექსიც არსებობს, რომელიც ზაქარია
ჭიჭინაძეს ჩაუწერია, თუმცა ჩაწერის ადგილი და მთქმელის ვინაობა არ მიუთითებია. ლექსის ერთი
ვარიანტი 1962 წელს ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფოლკლორული ექსპედიციის
მიერ ხინოში, სოფელ წერაქვეთშია ჩაწერილი (მთქმელი 85 წლის ახმედ ქათამაძე): „უბისს ავაგე საყ-
დარი”. ლექსში ეპიტაფიისათვის დამახასიათებელი სტილით მოთხრობილია თამარის მიერ გაწეულ
საქვეყნო ღვაწლზე, თუ როგორ დაიმორჩილა მისმა ძლიერებამ ზღვაც და ხმელეთიც, როგორ დააკ-
ისრა ბეგარა თავისი ქვეყნის მოშურნეთ და ამდენი საქვეყნო საქმის შემოქმედს სიკვდილის შემდეგ
მხოლოდ „ცხრა ადლი ტილო” ერგო: „უბეს საყდარი ავაგე, უწყლოსა წყალი გავიღე, ისპანს ბეგარა
დავსდევი, სტამბოლს ხარაჯი ავიღე. თეთრ ზღვაში კინა ჩავაგდე, ხმელეთი ჩემკენ მოვიღე, ამდენი
საქმის მოქმედმა ცხრა ადლი ტილო წავიღე”. ეროვნული ზეპირსიტყვიერების ეს მშვენიერი ნიმუში
იმავე სულისკვეთებით არის გაჟღენთილი, როგორითაც საისტორიო ლექსი - „ათასი კაბა ყმა მყავდა”.
საყურადღებოა ამ ლექსის მეორე ვარიანტი, რომელიც 1940 წელს არის ჩაწერილი ქობულეთში და
დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში: „უბისს საყდარი ავაგე,/უწყალოს
წყალი ვადინე,/ისლამს დავდევი ბეგარა,/სტამბოლში ხარჯი ევიღე,/აწ ამის მოქმედმა კაცმა/ცხრა ად-
ლი ტილო წავიღე”. ეროვნული ზეპირსიტყვიერების ეს მშვენიერი ნიმუში იმავე სულისკვეთებით
არის გაჟღენთილი, როგორითაც საისტორიო ლექსი – „ათასი კაბა ყმა მყავდა”. ამ ლექსებში მადლი-
ერმა შთამომავლობამ ღირსეულად შეაფასა თამარ მეფის ამაგი, საქვეყნოდ აღიარა მისი ღვაწლი სამ-
შობლოსა და ხალხის წინაშე. მნიშვნელოვანია ლექსის დასასრულიც, სადაც თამარის პირით ქართვე-

228
ლობას შემდეგი რჩევა-დარიგება ეძლევა: სიცოცხლეში ქვეყნისათვის, ხალხისათვის უნდა იზრუნო
და არა წვრილმანი პირადული მიზნებისათვის, რამეთუ თვით ცხოვრების უზენაეს საფეხურზე
მდგომ მეფესაც კი იმქვეყნად არაფერი მიჰყვება, თვინიერ მისი კეთილი და ზნემაღალი საქმეებისა.
თამარის ციკლის ბევრი საინტერესო თქმულება ჩაიწერა და გამოაქვეყნა გიორგი წერეთელმა. მათ
რიცხვს ეკუთვნის თქმულება „თამარას გორის” შესახებ, რომელიც ზოგადქართულ ფოლკლორში
ფართოდ გავრცელებულ ე. წ. „ნაქოშარი” გორების ციკლს განეკუთვნება. თქმულება მოგვითხრობს,
რომ თამარ მეფეს ჰყავდა ქალთა ლაშქარი. ერთხელ, როცა იგი თავისი ლაშქრით მტერთან საომრად
ზღვის მიმართულებით გაეშურა, წვიმიანი ამინდი იყო. შესვენებისას მისმა ლაშქარმა ქოშებზე აკრუ-
ლი ტალახი ჩამოიფხიკა, რამაც გორა წარმოქმნა. საყურადღებოა, აგრეთვე, მაჭახლის ხეობაში ჩაწე-
რილი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც თამარს მაჭახლის ციხე-კოშკიდან ეფრატამდე საიდუმლო
მიწისქვეშა გზა გაუყვანია. მალე მას ბრძოლა ირანის შაჰთან მოუხდა, რომელიც გაგულისებული
იყო, თამარმა ცოლობაზე უარი როგორ მაკადრაო. შაჰს კარჩხალის ციხისათვის ალყა შემოურტყამს,
მაგრამ ვერ აუღია. ბრძოლა რამდენიმე თვეს გაგრძელებულა და ციხეში მყოფთ სურსათი შემოლევი-
ათ. შაჰს უფიქრია, ალყაში მყოფთ ადვილად დავიმორჩილებო, ციხეში ტიკით ღვინო შეუგზავნია და
შეუთვლია, დამმორჩილდითო. იქიდან თამარს ცოცხალი თევზი გამოუგზავნია და შემოუთვლია:
დიდი ხანია, თქვენი საყვარელი კერძი არ გიგემნიათ, იქნებ ცოცხალი თევზის დანახვამ სამშობლო
მოგაგონოთ და ჰირკანიის (კასპიის ზღვა) ნაპირებისაკენ გაბრუნდეთო. ვარაუდობენ, რომ ამ თქმუ-
ლების წყაროა ვახუშტის მიერ მოთხრობილი ერთი ეპიზოდი, რომელიც XV-XVI საუკუნეების საქარ-
თველოში სამეფო ხელისუფლების დასუსტებასა და ფეოდალების გაძლიერებას, კერძოდ, ბაგრატის
მიერ მუხრანის ციხის აშენებას და ციხეში ავგიორგის გამომწყვდევის ამბავს ეხება. თამარის კულტი
გავრცელებული ყოფილა მთელს აჭარაში, განსაკუთრებით კი - სოფელ ფურტიოში. სწორედ ამ სო-
ფელზე გადის სხალთის ტაძრისაკენ მიმავალი გზა, რომლითაც, თურმე, თამარ მეფე სალოცავად და-
დიოდა. XIX საუკუნის ბოლოს თედო სახოკია წერდა: „დაწვრილებით აგვიწერენ გზას, რომლითაც
სულმნათი ჯორით დადიოდა, გვიჩვენებენ ადგილს, სადაც ღამე უთევია, წყაროს, სადაც წყურვილი
მოუკლავს, ქვას, რომელზედაც ფეხი შეუდგამს... ისეთი ზედმიწევნილობითაც მოგვითხრობენ, თით-
ქო გუშინდელი, საკუთარი თვალით ნანახი და ყურით გაგონილი ამბავი იყოს და არა რვა საუკუნის
წინანდელიო”. თამარის სახელთან არის დაკავშირებული თქმულება „ვარცხლა სერის” შესახებ: „ძვე-
ლად თამარ მეფეს იქ ვერცხლის მადანი ჰქონია. რაც ვერცხლი სჭირდებოდა, სულ იქიდან გაჰქონდა
თურმე”. აჭარაში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, მახუნცეთის, დანდალოსა და ფურტიოს
ხიდები თამარს ერთდროულად აუშენებია. ხირხათის ციხესა და დანდალოს შუა ხალხი ჰყოლია ჩამ-
წკრივებული, ხიდისათვის საჭირო მასალას ერთმანეთს აწვდიდნენ. ფურტიოს ხიდს „დედოფლის
ხიდს” ეძახიან. სხალთაში მიმავალი თამარი ამ ხიდს გაივლიდა ხოლმე. ხიდის მარცხენა მხარეს მი-
წაში ჩაფლულ ოთხკუთხა ლოდს უჩვენებენ, რომელსაც „დედოფლის ქვის” სახელით მოიხსენიებენ:
„თამარ მეფე ყოველთვის ამ ქვაზე შესდგამდა ფეხს და ისე შებრძანდებოდა თავის ჯორზეო”. ფურ-
ტიოდან სხალთაში მიმავალი გზისათვის კი, თამარის პატივსაცემად, „დედოფლის გზა” შეურქმევი-
ათ. ფურტიოში თედო სახოკიას ჩაუწერია თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ტოპონიმური
მასალები და თქმულებები „დედოფლის წყაროს”, „სიმონაურისა” და „დოლიაურის” შესახებ. სხალ-
თაში მიმავალი თამარი, როცა შემოაღამდებოდა, ფურტიოში ისვენებდა. ერთხელ იგი ერთ შეძლე-
ბულ გლეხს, სახელად სიმონას, სწვევია. გლეხს ძალიან გახარებია და საკადრისად დახვედრია დი-
დებულ სტუმარს, შვილისათვის კი ღვინო გაუტანებია წყაროში ჩასაციებლად. თამარს ძალიან მოს-
წონებია ჩაციებული ღვინო და უკითხავს, ასეთი ცივი წყარო სად არისო. მისთვის ეს წყაროც უჩვენე-
ბიათ. ამის შემდეგ აქეთკენ სიარულის დროს დედოფალი ამ წყაროს ისე არ ჩაუვლიდა, წყალი არ და-
ელია და წყაროსაც მისი სახელი დარქმევია. ხალხს თამარ მეფის მასპინძელი გლეხის სახელიც არ

229
დაუკარგავს და მისი ნამოსახლარისათვის „სიმონაური” უწოდებია. თამარ მეფე განმეორებითაც
სწვევია სიმონას. მის შვილებს სტუმრისათვის „დოლია” (ურქო) ძროხა დაუკლავთ და ამ ადგილსაც
მეფის სტუმრობის მოსაგონებლად „დოლიაური” დარქმევია. ნიშანდობლივია, რომ თამარის სახელ-
თან დაკავშირებული სასმელი წყლები – წყაროები თუ წაროებისათვის განკუთვნილი ნაგებობები აჭ-
არაში მრავლად მოიპოვება. თამარის ციკლისაა აგრეთვე თქმულებები „ნალობიევისა” და „ნახუცა-
რის” შესახებ: „ერთხელ, თურმე, თამარ დედოფალმა კვირა დღეს ფურტიოში გაჩერება და აქაურ ეკ-
ლესიაში წირვის მოსმენა ბრძანა. ეკლესიაში მთელი სოფელი შეიკრიბა. წირვის დაწყების ჟამი რომ
დადგა, მღვდელი აღარსად ჩანდა. დიდებულმა მლოცველმა მოიკითხა: ხუცესი რა იქნაო? ამაზე
კრძალვით მოახსენეს: ნუ გაგვრისხავთ, დიდებულო, მღვდელს შეეშინდა, მეფის საკადრისი წირვა მე
სად შემიძლიაო და დაიმალა. ფრიად ეწყინა თურმე მეფეს და ბრძანა, საცა იყოს, მოძებნეთო. ბოლოს
მღვდელი ნიკოლა შანთაძის ლობიოში უნახავთ დამალული. მას აქეთ ეს ადგილები ისტორიული შე-
იქნა. ერთს „ნახუცარი” დაერქვა და მეორეს - „ნალობიევი”. თამარის სახელს ხირხათის ციხის მშენებ-
ლობაც უკავშირდება. ეს ლეგენდა, - წერდა თედო სახოკია,- „თამარს წარმოგვიდგენს ხირხათის ცი-
ხეში შეფარებულს, „უსჯულოთა მეფის” ალერსისაგან თავის დასაღწევად. ლეგენდა გარეშე მტრებ-
თან ბრძოლის თემას განეკუთვნება, გამსჭვალულია ქრისტიანული სარწმუნოების იდეოლოგიით და
თამარის უბიწოების ცნობილ მოტივს შეიცავს. იგი ერთგვარი გამოძახილია ისტორიული ფაქტისა -
რუქნადინ სულთნისაგან თამარ მეფის ცოლად შერთვის სურვილისა. არსებობს ამ ლექსის მეორე
ვერსიაც, რომელიც თამარ მეფის გარდაცვალებასა და მისი დასაფლავების ადგილზე მოგვითხრობს.
ლეგენდის თანახმად, უსჯულოთა მეფემ, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, დაიფიცა, თუ ცოცხალს არა,
მკვდარს მაინც ჩავიგდებ ხელშიო. თამარ მეფე მტერს მოხუცებულობამდე ემალებოდა. სიკვდილის
მოახლოება რომ იგრძნო, იხმო თორმეტი ერთგული ყმა და უდაბნოში დაიმალა. მისი გარდაცვალე-
ბის შემდეგ თორმეტივე მონამ საწამლავი დალია, რათა იქიდან ცოცხალი არავინ გამოსულიყო და
უნებლიედ არ წამოსცდენოდათ, თუ სად განისვენებდა მეფე. ლეგენდის მიხედვით, ამ უდაბნოში,
ოქროს აკვანში, დიდებული გვირგვინოსანი განისვენებს და შვიდი სამეფოს განძი აქვს გარშემო შე-
მოქუჩებული. ლეგენდის მესამე ვერსიის თანახმად კი აჭარლებს სწამდათ, რომ „თამარ მეფე არ მომ-
კვდარა, ცოცხალია და ერთ დღეს ისევ გამოჩნდება და მეთაურად დაუდგება თავის საყვარელ ხალ-
ხს”. ამ თქმულება-გადმოცემათა ვარიანტები აჭარის ზეპირსიტყვიერებას დღესაც ამშვენებს. თამარ
მეფის სახელს სხალთის ტაძრის აშენებაც უკავშირდება. ამის შესახებ აჭარაში თქმულების ორი ვერ-
სიაა შემორჩენილი. ერთი ტაძრის სახელდებასთან არის დაკავშირებული და მოგვითხრობს, თუ რო-
გორ უნებებია თამარ მეფეს დიდ მსხალთან ტაძრის აშენება. მეორე კი ზეპირსიტყვიერებაში კარგად
ცნობილი ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობის მოტივზეა აგებული. ამ ლეგენდას ქართულ ფოლ-
კლორში ფართოდ გავრცელებულ სვეტიცხოველის მშენებლობასთან დაკავშირებულ ლექსს უკავში-
რებენ: „ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, კარგი რისთვის
აგიგია”. შესაძლებელია ეს ლეგენდები ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობდეს. თამარ მეფის მი-
ერ ეკლესიის მშენებლობის მოტივს მაჭახლის ხეობაში ჩაწერილი თქმულება შეიცავს, რომლის თა-
ნახმადაც ეფრატის ეკლესიის ქვემოთ, ხერთვისში, ახალი ეკლესიის მშენებლობა ფერხდებოდა. მშე-
ნებლებს დილაობით იარაღი ადგილზე არ ხვდებოდათ. თამარი დაფიქრებულა და უბრძანებია: „ის-
ევ ეფრატის ეკლესია დარჩეს ამ ხეობის მცხოვრებ ქართველთა დედა ეკლესიადო”. ამ სიუჟეტს მსოფ-
ლიო ფოლკლორში კარგად ცნობილ კედელში მსხვერპლის ჩატანების სიუჟეტთან აკავშირებენ. თა-
მარ მეფის შესახებ აჭარის ზეპირსიტყვიერებაში შემონახული თქმულება-გადმოცემები მას უჩვე-
ულო ფიზიკური ძალის ადამიანად წარმოაჩენს. ერთი გადმოცემის თანახმად, თამარი ხირხათის ცი-
ხეში კერძს ამზადებდა და ვეებერთელა ქვით, რომელიც ორ ტონაზე მეტს იწონიდა, როდინში სუ-
ნელს ნაყავდა. მას აცნობეს, ციხეს მტერი შემოესიაო. გაბრაზებულმა თამარმა სანაყი ქვა ციხიდან ის-

230
როლა და სოფელ თხილვანას მინდორზე დააგდო. ზოგიერთი თქმულებით, თამარი გოლიათი აღნა-
გობის იყო და მოწინააღმდეგეს ქამარში ჩაიჩრიდა ხოლმე. მართალია, აჭარაში თამარ მეფის შესახებ
არსებულ თქმულება-გადმოცემების ერთ ნაწილს ისტორიული სინამდვილე უდევს საფუძვლად,
მაგრამ ვხვდებით მითიურ-წარმართული მსოფლმხედველობის ნაკვალევსაც, სადაც წარმართული
დროის ქალღვთაებას ისტორიული მეფე თამარის სახე ჩანაცვლებია.
ლიტ.: შიოშვილი, 2009:501-512.

TanTania - ნაქსოვი მაქმანი, რომელსაც ყაისნა-


ღით, სხვადასხვა ორნამენტითა და ფორმით ქსოვდნენ.
ლიტ: ნოღაიდელი, 2017.

TanTenelaჲ - ძაფით ნაქსოვი მაქმანი. იხ.: თან-


თანია.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Tarazo - თარაზო სადურგლო საქმიანობისას გამოიყენებოდა. თარაზოთი სიბრტყეზე ხაზის


სისწორეს ამოწმებდნენ.

ლიტ.: კობერიძე, 2011:165.

Tarixi - სიტყვა „თარიღის” სახეცვლილი ფორმა: „რამითი ხნის ხარ, დედე? რა ვიცი, რა
ვთქვა, თარიხი ნაწერი არ მაქ”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Targi - იხ.: ანდაზა.

TarTqali - ქორფა, ახალი. იტყოდნენ, მაგალითად ბოსტნეულზე ანდა ახალგამომცხვარ


მჭადზე.
ლიტ.: კობერიძე, 2011:17.

Taji - საოჯახო ნიშანი, რომელიც კუთვნილების აღსანიშნავად ხეს უკეთდებოდა. იგი ტყეში
ხის მოსანიშნი ანდა სხვა რაიმეს დასანიშნი საოჯახო თუ საგვარეულო-პატრონიმიული ნიშანი იყო,
რითაც ტყეში გამოსაკაფი ხეები მოინიშნებოდა, ასევე, თაჯით სამშენებლო მასალის, საშეშედ შერჩე-
ული ხის მონიშვნაც ხდებოდა. საგვარეულო თაჯი შვიდი თაობის გასვლის შემდეგ იშლებოდა. მას
ასევე სიტყვა ხაჩი შეესატყვისებოდა, რომელიც ჯვარს აღნიშნავდა. თაჯს ცხენსაც დაადებდნენ და
მას დაღი ერქვა. პირუტყვის თაჯს კი - სერი ეწოდებოდა. თაჯი შეიძლებოდა ჯვრის, რომაული ათის
ანდა რომაული სამის მსგავსი ყოფილიყო. ხის დაჯვარვა საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიაში
ფართოდ იყო გავრცელებული, რაც ხეზე და მიწაზე საკუთრების გამომხატველ ნიშნად ითვლებოდა.
მას საახოედ შერჩეული ადგილის დასაკუთრების მიზნითაც ხშირად მიმართავდნენ. მიუხედავად
231
ამისა, ნიშნის დასმა მიწაზე საკუთრების სრული უფლების მოპოვებას არ გულისხმობდა. ამისათვის
გარკვეული სამეურნეო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენდა.
ლიტ.: ბარდაველიძე, ჩიტაია, 1964:5; 2000:169, 172; ჩიჯავაძე, 1967:59-61; შამილაძე, 1969:128-129;
დავითაძე, 1973:13, 38, 64; მგელაძე, 2004; ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი... 2009:180.

Tarji - საკუთრების მაჩვენებელი ნიშანი - იხ.: თაჯი.

Tas qebabi - ცხვრის ხორცს წვრილად დაჭრიდნენ, ჯერ ხახვს და პომიდორს ჩააჭრიდნენ, შემ-
დეგ მარილსა და შავ პილპილს ჩააყრიდნენ და შეწვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:140.

Taflawua - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იგი ცნობილი იყო „შალმანდილის” სახელწო-


დებით. შალმანდილი (Salva Glutinosa L.) მრავალწლოვანი, ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა და ტუჩო-
სანთა (Lablatae) ჯგუფს განეკუთვნება. მას მსხვილი ფესვები და, მეტწილად, სწორი, ორმოცი-ასი სან-
ტიმეტრის სიმაღლის ღერო აქვს. მარტივ ღეროს ფოთლების იღლიებში მოკლე ყლორტები უვითარ-
დება. ზედა ნაწილში მოფენილია წებოვანი ყუნწიანი ჯირკვლებით, ქვედა ნაწილში უფრო შიშვე-
ლია. ფოთლები ყუნწიანია, შუბისებრ-კვერცხისებრი ფორმისა, ზედა ფოთლები ზოგჯერ სოლისებ-
რია, თითქმის მჯდომარეა. ფოთლების ზომა ღეროზე ქვევიდან ზევით უცებ მცირდება, ქვედა ფოთ-
ლები ყუნწიანია, გრძლად წაწვეტილი, ფირფიტა კიდეებზე მრგვალკბილა-ხერხისებრი. მწვანე ფე-
რის ყვავილები ყუნწებზე სხედან. შალმანდილი დაჩრდილულ ტყეებში იზრდება. აჭარაში იგი მთის
დაბლობ და შუა სარტყელში – ხინოში, ჩაქვისთავში, ბათუმის მიდამოებში, მახუნცეთში, ქედაში, ხუ-
ლოშია გავრცელებული. იგი ცნობილია როგორც კარგი თაფლოვანი მცენარე. მას აქ თაფლაწუას გარ-
და „ფურჩუმელასაც” უწოდებდნენ და ხალხურ მედიცინაში დიდ სამკურნალო თვისებებს მიაწერ-
დნენ. მცენარე სხვადასხვა დაავადების – შარდის შეკავების, ქარების, რევმატიზმის, რაქიტის სამკურ-
ნალოდ იხმარებოდა. შალამანდილის ძირს გარეცხავდნენ, მოხარშავდნენ და ავადმყოფს ნახარშის
აბაზანას მიაღებინებდნენ. გაწურული ნახარში წვენი ავადმყოფს შარდის შეკავების შემთხვევაში და-
სალევადაც ეძლეოდა.
ლიტ.: შარაძე, 1961:61.

Taflis SerbeTi - წყალში თაფლს გახსნიდნენ, გალესავდნენ და ჩაის ჭიქებით მიირთმევ-


დნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:154.

Taflis fafa - ადუღებულ და ქაფმოხდილ თაფლის შერბეთს გააცივებდნენ, მასში პურის


ფქვილს ჩაყრიდნენ და ცეცხლზე მოაშუშებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:161.

Tafuli - თივის მოცულობა, რომლის აწევაც ფიწლით ერთ ჯერზე შეიძლებოდა. მაგალითად,
ზვინის დადგმის დროს მოგროვებულ თივას ჯერ თაფულებად აწყობდნენ და პარალელურად ზვინ-
ზე გადაჰქონდათ - ზვინს დგამდნენ.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1969:112; ნიჟარაძე, 1971:205; კობერიძე, 2011:46.

232
Tafuraჲ culi - მსუბუქი, პატარა და თხელპირა ცული.
ლიტ.: კობერიძე, 2011:163.

TaRari - ჭურჭელი, სადაც საწნახელის სადინარიდან გამომავალი ტკბილი ჩაედინებოდა. სხვა-


დასხვა დროს თაღარის ფუნქციას ქვითკირის ჭურჭელი, ხის დიდი გობი, დიდი ზომის კოდი, სპი-
ლენძის ქვაბი და, საერთოდ, მოზრდილი ჭურჭელი ასრულებდა.
ლიტ.: დავითაძე, 1974:21, 22.

TaxSiri - ოსმალური პერიოდის საადგილმამულო გადასახადი. კომლზე მიწის შემოსავალის


ერთი მეათედი. ეს გადასახადი ზემო აჭარაში 8400 მანეთს აღწევდა. თედო სახოკია: „რაც ოსმალოს
დროს თახშირი და სახელმწიფო გადასახადი იყო, იმაზე მეტი არ გადახდება, მაგრამ ყველას რომ იმ-
ის გადახდა გაუადვილდეს, თახშირს ფულზე გადასჭრიან: ღარიბს აიღებენ სამართლიანად, მდი-
დარს ქვეყანაში მეტს აიღებენ, ღარიბს ქვეყანაში ნაკლებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ოსმალოს
დროს რომ თახშირი იყო, აწ იმაზე ნაკლები იქნება. ღარიბს მდიდარზე ნაკლები თახშირი გადახდე-
ბა; ძალიან ღარიბ ფუხარას სულ არ გადახდება ... მცხოვრებლები იხდიდნენ მიწის ყოველ მოსავლი-
სათვის. პური, ქერი, სიმინდი, ქერდიყა, თუთუნი, თაფლი, ბოსტნეულობა და ხილი, თუ ბოსტან-ბა-
ღი ეზოს გარეთ იყო, აგრეთვე ცხვრის ნამრავლი - ყველა წყარო იყო გადასახადისა. თუ აშარას ფუ-
ლით გადაიხდიდნენ, მაშინ თახშირი ერქვა”.
ლიტ.: ყაზბეგი, 1960:49; სახოკია, 1985:192, 230.

Tajis dadeba - თაჯის, საოჯახო-საგვარეულ ნიშნის დასმის პროცესი.

Tevroba - იხ. თიობა.

Teliqerqi - თელის ხის ქერქი, რომლისგანაც ბაწარს გრეხდნენ.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:206.

TeTra - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ამ ყურძნისაგან დამზადებული ღვინო საშუალო ხარის-


ხის იყო. საქართველოში თეთრას სახელწოდებით ვაზის სხვადასხვა ჯიში გვხვდებოდა. ასე, მაგალი-
თად, რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული თეთრა წმინდა და თეთრა, გურიაში - თეთრიშა, სამეგრელო-
ში - ჩეში, კახეთში - თეთრი ყურძენი, ქვემო რაჭაში - თეთრა. რაჭის გარდა თეთრას ლეჩხუმლებიც
კარგად იცნობდნენ. დასახელებული ჯიშების შედარებიდან ნათელი ხდება, რომ ისინი ერთმანე-
თისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ, როგორც ამპელოგრაფიული ნიშნებით, ისე ყურძნის პრო-
დუქციის ღირსებით და სამეურნეო დანიშნულებით. ყურძნის არაერთი ჯიშის განმასხვავებელ სა-
ხელწოდებად ქართველ მევენახეს მარცვლის თეთრფერიანობა მიუჩნევია და ეს სახელებიც საქარ-
თველოს სხვადასხვა კუთხეში საუკუნეთა მანძილზე დაფუძნებულა. ვაზის ეს ჯიში დღეს თითქმის
გადაშენებულია. აჭარის ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის თეთრა ძველთაგანვე ცნობილი იყო, რო-
გორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში. იგი წარსულში
ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო აჭარის რაიონებში და არა მარტო მაღალი ხარის-
ხით, არამედ უხვი მოსავლიანობითაც ხასიათდებოდა. იგი ამჟამადაც შუა და ზემო აჭარაში საკმაოდ
დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით, ხულოს რაიონში - სოფელ დეკანაშვი-
ლებში, ჩაოში, ალმეში, ფურტიოში. მაღლარად აღზრდის გამო ვაზების მოვლა არ წარმოებს და მიუხ-
ედავად ამისა, თუ კარგი ამინდი დაუდგა, თეთრა უხვსა და ხარისხოვან მოსავალს იძლევა. წლის

233
კარგი ამინდის პირობებში ერთი ძირი მაღლარი ორმოცდაათ-სამოც კილოგრამ ყურძენს და, ზოგ
შემთხვევაში, მეტსაც იძლევა. რქაზე ხშირად ორი მტევანი ვითარდება, მხოლოდ არათანაბარი სიდი-
დისა. თეთრას ყურძენი ზამთრის განმავლობაში კარგად ინახება. ვაზზე დატოვებული ყურძენი იან-
ვრამდე ძლებს და არ ჭკნება.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი... 2009:181.

TeTreuli - იგულისხმება, ზოგადად, რძე და მისი პროდუქტები. თედო სახოკია; „ყურუთს


უფრო შინაურობაში სახმარად აკეთებენ... თუ იყიდის ისევ ღარიბი ვინმე, რომელსაც თეთრეული არ
აბადია”.
ლიტ.: სახოკია, 1948:155.

TeTri bolokis majuni - თეთრ ბოლოკს კარგად გაფხეკდნენ და საკუთარ წვენში მოხარ-
შავდნენ, თაფლით ანდა შაქრით კარგად მოზილავდნენ, ცეცხლიდან ჩამოდგამდნენ და შავ წიწაკას
ჩააყრიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:155.

TeTri kaikaciSviliseuli - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. სამეურნეო დანიშნულებით


იგი ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. კაიკაციშვილისეული წარსულში მხო-
ლოდ ქობულეთის რაიონში ყოფილა გავრცელებული და ამჟამადაც მისი ხნოვანი ძირები მაღლარე-
ბის სახით ისევ ქობულეთის რაიონის მთისპირა სოფლებში გვხვდება. ვაზის მეპატრონენი ამ ჯიშს
„თეთრს” უწოდებენ, თუმცა მას ზემო აჭარაში ფართოდ გავრცელებულ თეთრყურძნიან ჯიშთან არავ-
ითარი მსგავსება არა აქვს. ეს ჯიში კაიკაციშვილის წინაპართ ტყიდან ჩამოუტანიათ და როგორც უხ-
ვმოსავლიანი, მაღლარების სახით თავიანთ ნაკვეთებში ფართოდ გაუვრცელებიათ. კაიკაციშვილისე-
ული როგორც მტევნების ფორმით, სიდიდით, მარცვლების სიმსხოთი და სილამაზით, აგრეთვე, გე-
მური თვისებებით მოთხოვნილებას სავსებით აკმაყოფილებს. ყურძნის ტრანსპორტაბელობითა და
შენახვის უნარიანობით მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ხარისხოვანი
თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ამიტომ კაიკაციშვილისეულმა აჭარის თეთრ ყურძნიან
ჯიშებს შორის საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს და მისი გავრცელება ქობულეთისა და ბათუმის
რაიონების მთისპირად მდებარე სოფლებში დაუბრკოლებლივ უნდა იქნეს წარმოებული, მხოლოდ
ამაღლებული შტამბით და ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ამერიკულ საძირეებზე.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

TeTri livanura - თეთრი ლივანურა მაღლარების სახით ზემო აჭარაში, სოფელ ჩაოს მიდა-
მოებშია გავრცელებული. გადმოცემებით, იგი ჩაოელთა წინაპრებს 1800-იან წლებში ლივანადან გად-
მოუტანიათ. ჯიშის ნამდვილი სახელწოდება დაკარგულა და იმავე კუთხის სახელი დაურქმევიათ.
საყურადღებოა ის გარემოება აჭარაში, კერძოდ, ქედის რაიონში შავყურძენი ლივანურა რომ გვხვდე-
ბოდა, რომელიც სოფელ ჩაოში გავრცელებულ ლივანურასაგან როგორც ფერით, ისე მოსავლიანობ-
ით და ყურძნის პროდუქციის ღირსებით არსებითად განსხვავდებოდა. ამიტომ შავ ლივანურასაგან
გასარჩევად მას ლიტერატურაში ყურძნის ფერის აღმნიშვნელი - „თეთრი” დაურთეს. ჯიში კარგად
შეგუებია ზემო აჭარის ეკოლოგიურ პირობებს. როგორც წარსულში, ისე ამჟამად ვაზები მაღლარად
არის წარმოდგენილი და მიუხედავად მოუვლელობისა, კარგი ამინდის პირობებში უხვ მოსავალს და
მაღალხარისხოვან ყურძნის პროდუქციას იძლევა. ნამყენების სახით - დაბლარად, თეთრი ლივანუ-
რას რამდენიმე ძირი სოფელ ქედაში, ვაზის საკოლექციო ნაკვეთში იყო გაშენებული. ვაზები საშუალ-
234
ოზე ძლიერი ზრდა-განვითარებით და, როგორც ითქვა, საკმაოდ უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.
თეთრი ლივანურა ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი თხელი, ლამაზი
აგებულების მტევნებსა და მეტად მიმზიდველი შეფერვის სასიამოვნო მომჟავო ტკბილი გემოთი
მარცვლებს ავითარებს. ამავე დროს ყურძენი კარგად ინახება და ტრანსპორტსაც იტანს. თეთრი ლი-
ვანურას მტევნის საშუალო წონა ასოცდაათი გრამია.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

TeTri alTuna - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: კახიძე, 1974:39.

TeTri simindi - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79.
TeTri Romi - საგვიანო ღომის ჯიში.
ლიტ.: კახიძე, 1974:38.

TeTrkakleba - თეთრმარცვლიანი პური


ლიტ.: კობერიძე, 2011:16; სახოკია, 1948:222.

TeTrua - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1948:222.

TeTrZira - Cynanchum Scanbens (S. E. Z) Kusm: შორვალა, თავბრუსხვევის სამკურნალო მრა-


ვალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. მოხარშული მცენარე აბაზანების მისაღებად გამოიყენებოდა, და-
ნაყილ ფესვებს ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:47.

TeTrWrela - ლობიოს ჯიში, რომელსაც სხვა ფერთან ერთად თეთრი ფერიც დასდევს.
ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

Tela - Ulmus: თელისებრთა ოჯახის მერქნიანი მცენარე, რომელიც სამშენებლო მასალად გამო-
იყენებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1948:266.

Temi - სასოფლო საბჭო, სოფელთა გაერთიანება, სასოფლო ცენტრი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

TemeTi - ოსმალთა მიერ მედუქნეებზე, დუქნის მფლობელებზე დაწესებული ვაჭრობის გადა-


სახადი.
ლიტ.: სახოკია, 1948:230.

Telyimi - საფლავში მიცვალებულის „გამოსაღვიძებელი” სიტყვა. ტერმინი არაბული წარმო-


მავლობისაა. ხალხის რწმენით, როცა ხოჯა ახლად დასაფლავებულ მიცვალებულს „თელყემს” ჩასძა-

235
ხებდა, მაშინ მიცვალებულს ერთი წამით სული დაუბრუნდებოდა და გამოიღვიძებდა, გაინძრეოდა,
წამოიწევდა, თავს ლორფინს ჰკრავდა და მხოლოდ მაშინ დარწმუნდებოდა, რომ იგი უკვე მკვდარი
იყო. თელყემის დაძახებისას ხოჯა მიცვალებულისა და მისი დედის სახელს ხმამაღლა ამბობდა. ამ
დროს ხალხში სამარისებური სიჩუმე იდგა. თელყემის შემდეგ ხალხი იშლებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Teneqa - თუნუქის ჭურჭელი. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა შესული.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

TenTela - მაქმანი.

TenTenia - სახეებიანი ბადურა ქსოვილი, მაქმანი, არშია.


ნიჟარაძე, 1971:207.

Tenjeri - უსახელურო სპილენძის ჭურჭელი. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა


შესული.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Teravi - მარხვის დროს რამაზანში ლოცვა, რომელიც ერთ თვეს გრძელდებოდა. სიტყვა არაბ-
ული წარმომავლობისაა. რამაზანის პირველ ღამესვე თერავის ლოცვა იწყებოდა, რომელიც ოცდაათი
მუხლისგან შედგებოდა. თერავის ლოცვა მთელი რამაზანის მთვარის განმავლობაში გრძელდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Teslis gayvana - მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულება, რომელიც საგა-


ზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე სრულდებოდა. ყანაში წინდაწინ პატარა
ადგილს გამოყოფდნენ, დაამუშავებდნენ - მიწაში ყველა სახის მარცვალს ჩაყრიდნენ, მათ შორის, უპ-
ირველესად სიმინდს - „ტკბილია და ტკბილად წავიდეს წელიო”. ეს ჩვეულება მომავალი დიდი ხვნა-
თესვის იმიტაცია იყო. იმავდროულად ეს ძირძველი ტრადიცია მომავალი უხვი მოსავლის მიღების
მიზნით მიწისათვის მსხვერპლის შეწირვის რიტუალსაც წარმოადგენდა.
ლიტ.: ნოღაიდელი...

Teslis gaqneva - პირველი თესვა, თესვის დაწყება. აპრილის პირველ სამშაბათს, ახალ მთვა-
რეზე ბოსტანში პირველად სხვადასხვა მარცვალს ჩათესავდნენ. იხ.: თესლის გაყვანა.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:208.

Tespe - კრიალოსანი, რომელიც ოცდაცამეტი ანდა ოთხმოცდაცხრამეტი მარცვლისაგან შედგე-


ბა. მას ლოცვის დროს იყენებდნენ. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

Tespes mZivi - Coix Lacryma Jobi L: ჩალამძივი, ველურად მზარდი ნაყოფი, მძივების ანდა კრი-
ალოსნის ასასხმელად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:208; მაყაშვილი, 1961:8.

236
Termoni - გულის მკურნალობის ხალხური გამოცდილება. თერმონით - შეზავებული წამლით
გულის ფრიალით დაავადებულ ადამიანს მკურნალობდნენ: მტრედს გულს ამოგლეჯდნენ და სის-
ხლიანს ავადმყოფს ჩააყლაპვინებდნენ, შავ წიწაკას თაფლში დანაყავდნენ, აადუღებდნენ და დალე-
ვებინდნენ. ამგვარი მკურნალობა, ხალხური შეხედულებით, ეფექტური იყო. ზოგჯერ, გახურებულ
აგურს მუცელზე დაიდებდნენ ანდა ქვას გაახურებდნენ და ქვაზე დაჯდებოდნენ. გულის რევისას კი
ვაშლსა და დამწვარ ნიგოზს ჭამდნენ. ნარგიზის ყვავილების ნახარშს ერთი ჭიქის რაოდენობით და-
ავადებულს შეასმევდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ - ორი ანდა სამი დღის განმავლობაში სრულ-
დებოდა. აჭარაში გულით დაავადებულთათვის სხვა სამკურნალო საშუალებებიც არსებობდა, მაგა-
ლითად, გულის ტკივილით დაავადებულის მკურნალობის მიზნით ბოლოკს იყენებდნენ, რომელსაც
დანაყავდნენ, თაფლში შეურევდნენ და ავადმყოფს აჭმევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულ-
დებოდა.
ლიტ.: აბაშიძე. კომახიძე, 1998:174-175.

Tersi - თარსი. უკუღმართი, მარცხიანი, გამთვალავი კაცი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Terefi - მხარე, კედელი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Tefsi - სპილენძის ფართო თეფში.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

TefeluRi - ქალის თავსაბურავზე - „ფესზე” დასამაგ-


რებელი ლითონის ფირფიტა. ფესის ერთგვარი შემკულობა,
რომელიც მხოლოდ მაუდის ფესს ახასიათებდა. აჭარაში იგი
მზა სახით შემოჰქონდათ.
ლიტ.: სამსონია, 2005:109-110.

Tefuri - ხის დიდი მრგვალი თეფში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:208.

237
Teqne - გემის კორპუსი, ნერჩი, კაველა, სამაგრი სოლი, რომელსაც პოტოსტომისა და თექნეს შე-
ერთების ადგილას არჭობდნენ.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2209:183.

Tvalakonia - საბავშვო თამაშობა. შედარებით მოზრდილი ბავშვები თამაშობდნენ. გოგო-ბი-


ჭები ერთად შეგროვდებოდნენ. იმათგან ერთ-ერთს თვალებს მაგრად აუხვევდნენ, ტორში ხმელ მი-
წას ჩაუყრიდნენ და ზედ წვერწათლილ ჩხირებს დაასობდნენ. თვალახვეულს მეთაური წაიყვანდა,
დანარჩენები ჩუმად იყვნენ, ხმას არ იღებდნენ, დაკლაკნილი გზით დიდხანს ატარებდნენ და სადმე,
ძნელადმისაგნებ ადგილზე მიწას დააყრევინებდნენ. შემდეგ თვალახვეულს სხვა გზით ატარებდნენ
და ჯგუფში მიიყვანდნენ, რამდენჯერმე ადგილზე შემოატარებდნენ, რათა მას ვერ მოეაზრებინა თუ
სად იყო და საიდან მოვიდა. შემდეგ თვალებს აუხსნიდნენ. მოთამაშე ცოტა ხანს ჩაფიქრდებოდა, მო-
ისაზრებდა თუ სად დაყარა მიწა და მის ძებნას დაიწყებდა. თუ ვერ იპოვიდა, მაშინ დასჯის ნიშნად
წვერწათლილ ჩხირს, რომელიც მის მიერ დაყრილ მიწაში იყო ჩასობილი, მოიტანდნენ. ეს ჩხირი მი-
წაში დანით უნდა ჩაესოთ, მას კი კბილით უნდა ამოეღო. ჩხირის მიწაში ჩასობა ასე ხდებოდა: ჩხირს
წვერით მიწაში ჩაასობდნენ და მოთამაშეს ეკითხებოდნენ: ყუით გინდა თუ პირითო. ყუას ჩხირს ძნე-
ლად მოახვედრებდი, მაგრამ თუ მოხვდებოდა, მიწაში ღრმად ჩაესობოდა, პირით კი ადვილად მოახ-
ვედრებდი, მაგრამ მიწაში მთლიანად ვერ ჩაასობდი. მოთამაშე ერთ-ერთს ამოირჩევდა. ჩხირს დანის
ყუას ანდა პირს სამჯერ დაჰკრავდნენ. მიწაში ჩასობილ ჩხირს მოთამაშე პირით ამოიღებდა. თამაში
ასე მთავრდებოდა. შემდეგ თვალებს სხვას აუხვევედნენ. ამ თამაშს მეორენაირად თვალაკონიეჲ ერ-
ქვა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.
TuRulaჲ - აგური. აგურს აჭარაში ადგილობრივაც ამზადებდნენ. ამისათვის საანგურე წითელ
მიწას – თიხამიწას არჩევდნენ. ერთ მოზელა მიწას სამი კაცი ერთ საათში მოზელდა და მისგან 150 ცა-
ლი აგური გამოდიოდა. მას მზეზე გაფენდნენ გააშრობდნენ, „ზოფაჲთ” დაფშვნიდნენ და მსხვილი
ქვიშისაგან გაარჩევდნენ, შემდგომ ხის ფიცარნაგზე წყლით მოზელდნენ. მიწა ფეხით იზილებოდა
და ამ პროცესში თუ შეხვდებოდათ ქვიშას აცლიდნენ. გამზადებულ, მოზელილ ტალახს ყალიბებში,
იგივე, კალაპოტში ათავსებდნენ. ყალიბში მიწა კარგად უნდა ჩატკეპნილიყო. ყალიბს ზემოდან „სი-
ლაჯაღს” გადაუსვამდნენ და ზედმეტ ტალახს მოაცილებდნენ. ყალიბის ფსკერში ცოტაოდენ სილას
მოაპნევდნენ, რომ შემდგომ ფორმამიღებული ალიზი ყალიბიდან ადვილად გამოსულიყო. ფორმამი-
ღებულ მიწას გასაშრობად ყალიბიდან საგანგებოდ მომზადებულ და სილამოყრილს სწორ ადგილზე
გადმოაპირქვავებდნენ, ხოლო როცა კარგად გაშრებოდა მას „ფურნეში” გამოწვავდნენ. გაშრობას და-
ახლოებით ორი-სამი დღე სჭირდებოდა. ფურნე ქვისაგან შენდებოდა.
ლიტ.: მასალები...1976:429.

238
სხვადასხვა სახის „თვალის მძივები”
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

239
Tvalis mZivi - თვალის მძივს: ავგაროზს, ამულეტს, საკრალურ ნივთს სამკურნალო ძალა ან-
და მფარველის თვისებები მიეწერებოდა. ეთნოგრაფიულ ყოფაში ავგაროზებად იმ ნივთებს იყენებ-
დნენ, რაშიც ლოცვები თუ ჯადოსნური სიტყვები იყო ჩაწერილი, შესაძლოა - ჩამაგრებულიც. ტერმი-
ნი ავგაროზი იესო ქრისტეს აპოკრიფული წერილების ადრესატს ედესის მმართველ ავგაროზს უკავ-
შირდებოდა. ძველად ნაწყვეტებს ამ წერილებიდან ქაღალდზე დაწერდნენ, ოთხად მოკეცავდნენ და
ახალუხის სახელოსთან მიიკერებდნენ. დღემდე, ზოგიერთი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრის-
ტიანი ავგაროზს ლოცვებთან ერთად ყოველთვის თან ატარებდა, რათა ხილული და უხილავი მტრი-
საგან და ყოველგვარი გრძნეულობათაგან თავი დაეცვა. ავგაროზი ნაჭერში ანდა ტყავში გახვეული
შელოცვების, მაგიური ფორმულებისა და ლოცვების ტექსტებსაც წარმოადგენდა. ხალხის რწმენით,
დაცვითი ფუნქციის გარდა მათ განკურნების ძალაც მიენიჭებოდა. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო,
რომ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს არც სარწმუნოებრივი და არც ენობრივი სხვაობა არ უშლიდა
ხელს ერთმანეთის ავგაროზები გამოეყენებინათ. ცნობილია, რომ სვანებს ბალყარეთიდან გადმოჰ-
ქონდათ ტყავის ბუდეში ჩასმული შესალოცი ქაღალდი „დუა” და ავი თვალისაგან დაცვის მიზნით
კისერზე იკიდებდნენ ანდა ტანსაცმელზე იკერებდნენ. ბორჩალოელი თათრები განკურნების მიზ-
ნით ქართულ ლოცვა-ჩაკერებულ ავგაროზს ატარებდნენ. აჭარაში ამულეტებისა და ავგაროზების
სიაში სხვადასხვა ტიპის მძივები და ავი თვალისაგან თუ დემონური და ეშმაკისეული ძალებისაგან
თავდასაცავი საგნები ხვდებოდა. ასეთი ამულეტებითა და ავგაროზებით, ძირითადად, ბავშვის აკვა-
ნი იმკობოდა. აკვანს ავი თვალის საწინააღმდეგო ნიჟარას, ალიყურსა და სათვალოებს - ჩიტის
ძვლებს, თევზის ბადის ნაჭერს, ნაჭდევიან მძივებს, თხუნელის გამჭკნარ ფეხს შეაბამდნენ, მაგრამ
უმეტესად აკვანს ავგაროზებსა და ამულეტებს აბამდნენ, ბიჭის აკვანს ლურჯ მძივებს უკეთებდნენ,
საბანიც ამავე ფერის უნდა ყოფილიყო, გოგოს აკვანს კი - წითელი მძივებითა და წითელი საბნით გა-
აწყობდნენ.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1987:81-84; ქართული მატერიალური
კულტურის... 2011:22.

Tvalis wakvra - გათვალვა, თვალის ცემა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2014:315.

TvalkveTara - გამთვალავი, ავი თვალის პატრონი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:209.

Tvalkonieჲ - იხ.: თვალაკონია.

Tvalyva - იხ.: თვალის წაკვრა.

Tvalwakrulis locva - გათვალულის მკურნალობის ხალხური ხერხი, რომლის დროსაც


შელოცვის სხვადასხვა ტიპის ტექსტები გამოიყენებოდა:
ა. „შეგილოცავ თვალისასა, კაცისასა,
მთისა, ბარისა, ქვრივისა,
ჩავკარ ჩემი ყავარჯენი, ამოვიღე შავი გველი,
ავჭერ, დავჭერ, ჩავაყარე ბარისა ქოთანში,
240
გევიტანე ქედსა მაღალსა, ვადუღე და ვაქაფქაქე,
ვინცხაის თვალი შენ გეცა. ოი და ვაი, ქვაი და მიწაი”;
ბ. „შეგილოცავ თვალისასა, შიანაურისა, გარეულისა,
ცხრა ათასი ფერისა,
წითლისა, ყვითლისა, თვალჭრელისა, თვალშავისა, მაღალისა, დაბალისა,
ვინცხაის თვალი შენ გეცა, მისი პირი პირუკუღმა, შენი პირი პირწაღმა,
როგორც ცულს ტარი მოერგება, ისე ჩემი შელოცვა შელოცვა მოგერგება,
ვინცხაის თვალი შენ გეცა, მის თვალებში ქაცვი, ეკალი და ნარი”;
გ. „მოვიდოდა შავი წყალი, მას მოჰქონდა შავი გველი,
ამოვღე ფოცხით, გამოვტანე, დავჭარი და დავთიბე,
ჩავყარ სარეველას ქოთანში, ვადუღე და ვაქაფქაფე,
გევიტანე ქედსა მაღალსა, მივეცი ქარსა და ნიავსა”;
დ. „მამითა, ძითა, სულითა წმინდითა,
ლოცვა თვალცემულისა, ავი სულიერისა, ჯაზის შეერისა, ჯინის შეერისა,
გასკდა და განიავდა მათი ავი თვალი”;
ე. „ალისასა, მალისასა, თვალის მეცა ადგილსასა,
შინაურისა, გარეულისა, უცხო მოცინარისა,
ქვედა მაყვალს ყანა მედგა, ყანაში იყო ლოდი,
ლოდქვეშ იყო დიდი გველი,
მივიხედე, მოვიხედე,
ცალი თვალი წყლისა ჰქონდა, ცალი თვალი ცეეცხლისა,
გუუსკდა წყლის თვალი, მუუნელა ცეცხლის თვალი”;
ვ. „ეგერ მოდის შავი წყალი, იმას მოაქვს შავი გველი,
ჩავკარ ჩემი ყავარჯენი, ამოვიღე იგი გველი,
მოვკიდე ღობესა, ყორესა,
იგი ჭკნებოდა, იგი ღრებოდა,
ისეღრებოდა, შენი ავი თვალი”;
ზ. „შეგილოცავ თვალისასა, ავი სულისა, ავი თვალისა,
შინავრისა, გარვლისა,
კაცისა, ქალისა, ტანდაბალისა, ტანმაღალისა,
თვალჭრელისა, თვალშავისა,
შენსა თვალისა მცემელსა შავი ნაცარი”.
შელოცვები სამჯერ სულის შებერვით სრულდებოდა.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:165, 172, 192, 201, 196-207.

Tvalwyali - წყალში ჩაყრილი გავარვარებული ნაკვერცხლის ანდა კერიდან აღებული ცხელი


მიწის გალესვით მიღებული სითხე, რომელიც აკვნის ბავშვის მუცლის ტკივილისას სამკურნალოდ
გამოიყენებოდა.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:94.

241
Tveli - მოსავლის აღების პერიოდი.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:37.

Tvlis xorbali - შემოდგომის ხორბალი.


ლიტ.: ლომთათიძე, 1996:79.

Tia - თიაქარი. თიაქარით დაავადებულს შემდეგნაირად მკურნალობდნენ: „ძირ-მწარის” ძი-


რის ნაფხეკს აუდუღარ წყალში გალესავდნენ და შეტევითი ტკივილების დროს ავადმყოფს ალევინ-
ებდნენ. პროცედურა „დიდ ხუთშაბათს” სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:178.

Tivoba - იხ.: თიობა.

Ti saxli - იაილებზე არსებული მწყემსთა საზაფხულო სახლი.

Tikera - წნელის ანდა ტკეჩის კალათა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:160.

Tioba - თიობა, იგივე, თობა მთაში, ალპურ საძოვრებზე, იალაღებზე მწყემსთა ყოფნის პერი-
ოდი, მესაქონლეთა საზაფხულო საიალაღი სეზონი იყო. იგი მაისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელ-
დებოდა. ზაფხულის საიალაღო სეზონის გასვლის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი ბარში, ხოლო ვისაც
ყიშლა ჰქონდა - ფერდაზე გადადიოდა. მთიდან ბარში „გადმობარგვა” (ჩამობარგვა) დაცდილ დღეს
ხდებოდა. თედო სახოკიას ცნობებით, ღორჯომის ხეობის მცხოვრებნი მთიდან ჩამოსვლის შემდეგ
თავიანთი პირუტყვით, ერთ თვესაც ყიშლებში ატარებდნენ, რადგან ყიშლას მეტი გამოყენება შე-
მოდგომაზე ჰქონდა. ფერდაზე საქონელი დაზამთრებამდე ძოვდა. ღორჯომის მცხოვრებნი ერთ თვეს
ანდა თვენახევარს ყიშლებზე, რომ დაჰყოფდნენ, მერე საზამთროდ სოფელში დაეშვებოდნენ. საერ-
თოდ, საქონელი ყიშლიდან „ღვინობის თვეში” მოჰყავდათ, მაშინ ყიშლებზე თოვლი იწყებოდა. ამის
შემდეგ თოვლი ბარშიც მალე მოდიოდა, ბუნება ზამთრის საბანს იხურავდა, ხოლო პირუტყვს ექვს
თუ შვიდ თვიანი ბაგური კვება ეწყებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1956:119; მგელაძე, 2012:105-107; შამილაძე, 1967:121; ნიჟარაძე, 1971:210;
აჭარული დიალექტის... 1990:7; ნიჟარაძე, 1971:210.

Tikniyura - იხ.: თაგვაყურა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:206.

Tiknura - იხ.: თიკნიყურა.

TilaxarCila - Heracleum: დიყი.


ლიტ: მაყაშვილი, 1961:24.

242
Tilfani - ცელი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1936; მენთეშაშვილი, 1937:162; ჯაჯანიძე, 1961.

Tirfani - იხ: თილფანი.

Tis kaci - ოჯახში მორიგეობით გამოყოფილი წევრი, რომელიც მაშინ, როცა მემთევრებს მთა-
ში - საზაფხულო საძოვრებზე საქონელი ყავდათ წაყვანილი, მთასა და ბარს შორის მიმოდიოდა.
მთაში მას ფქვილი და სხვა საჭირო პროდუქტები მიჰქონდა, იქედან კი რძის ნაწარმი ჩამოჰქონდა.
ლიტ.: აჩუგბა, 1981:75.

Tis moSla - საძოვრებიდან ბარში დაბრუნება, საზაფხულო მთის საძოვრებიდან, იაილებიდ-


ან დამსვენებელთა და საქონლის ბარისკენ დაძვრა, მემთეურობის სეზონის დამთავრება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:210.
Tis saxli - იხ.: თი სახლი.

Toba -იხ.: თიობა.

Tovlis gza - თოვლში გაჭრილი გზა. თოვლის გზების გაჭრა-გაყვანაში აჭარის მთის მოსახ-
ლეობამ მდიდარი ცოდნა-გამოცდილება დღემდე შემოინახა. დიდი თოვლის დროს არ იყო აუცილ-
ებელი გზა სახმელეთო გზის გასწვრივ გაეყვანათ. იგი რაც შეიძლება პირდაპირი და მოკლე გზით
გაჰყავდათ. შორ მანძილზე გასაყვანი თოვლის გზები სოფლის საერთო მიზნებთან იყო დაკავშირე-
ბული და მის გაყვანაშიც მონაწილეობას მთელი სოფელი იღებდა. თოვლის გზებით მთის სათიბები-
დან პირუტყვის საკვები, შეშა, ფიჩხი, სამშენებლო ხის მასალა და სხვა ამდაგვარი ჩამოჰქონდათ.
თოვლის გზის გაყვანა თებერვალ-მარტში იწყებოდა. ამ დროს თოვლი „დამჯდარი”, ხშირად, გაყი-
ნულიც, ხოლო თოვლის ზვავები მთებიდან ჩამოცლილი იყო. ხეობებიც ნაზვავებით სავსე იყო და
მოკლე გზების გაყვანაც ადვილი იყო. თოვლის გზის გასაყვანად თხილამურებით მიდიოდნენ. თოვ-
ლის გზის გაყვანაში მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი ინვენტარის გამოყენება, კერძოდ, ფართოპირი-
ანი ხის ნიჩბების დამზადება. იგი მთის მოსახლეობის შეუცვლელი იარაღი იყო, რომლითაც სახლე-
ბის დათოვლა, სათხილამურო, საციგე გზების გაყვანა შეიძლებოდა. ასეთი ნიჩბის გარეშე მთაში ზამ-
თრობით სამეურნეო თუ სხვა ტიპის სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იყო.
ლიტ.: დავითაძე, 1983:13-14.

Torba - პატარა ტომარა. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა გავრცელებული.


ლიტ: ნოღაიდელი, 2015.

Tori - 1. ლეჩაქსამაგრი, ლეჩა-


ქის თავზე დასამაგრებელი, თავსაკ-
რავი, დაახლოებით სამი სანტიმეტ-
რი სიგანის მუყაოს სალტე, შეკრული
თავის გარშემოწერილობის შესაბამისად, რომელსაც ზემოდან სხვადასხვა ორნამენტებით შემკული
ძვირფასი ქსოვილი ჰქონდა გადაკრული. თორი სხვადასხვა ფერადი ძაფებითა და მძივებით იყო
243
მოქარგული. გვხვდებოდა ნაირფერი მზის გამოსახულებებით - „ბრდღვიალებით” და „ციცაქალაებ-
ით” შედგენილი გეომეტრიული ფიგურები. უპირატესობა ნათელ ფერებს ეძლეოდა. გადასაკრავ მა-
სალად ძვირფას ქსოვილებს: ფარჩას, ხავერდს, ატლასს იყენებდნენ. წარმოდგენილი იყო ლეჩაქის
სამაგრი თორის სხვა ვარიანტიც. იგი მუყაოს გარეშე იყო შეკერილი და ზურგსუკან გადასაშვებად
ერთი ანდა ორი მოქარგული თუ ციცაქალაებით შემკული ფერადი ნაჭერი ჰქონდა მიბმული; 2. ბა-
დურა, აბრეშუმის ანდა შალის ძაფით ნაქსოვი სხვადასხვა ფერის ორნამენტირებული სარტყელი,
მოქსოვილი ბრტყელი ქამარი, რომლის ბოლოები ფერადი ფუსკულებით ბოლოვდებოდა. იხ.; თავ-
საჭირაჲ.
ლიტ.: სამსონია, 2011:107; ნოღაიდელი, 2015, 2017; ნიჟარაძე, 1971:211.

Toris dezga - ვერტიკალური საქსოვი დაზგა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:156.

Toris yda - ქსოვილის დასამზადებელი ვერტიკალური ტიპის საქსოვი დაზგა, ხის ჩარჩო,
რომელზეც ძაფი იყო დაქსელული და ხელით ქსოვდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; სამსონია, 2005:14.

TormetCxirobia - თამაში.
ლიტ.: ნოღაიდელი...

Torqesa - თორის ყდაზე მოქსოვილი ქისა, ქსოვილით შეკერილი ქისა,


საფულე, რომელიც ფოჩებითა და მძივებით იყო შემკული. სიტყვა თურქუ-
ლიდანაა გავრცელებული.

Torqisa - იხ.: თორქესა.

Tofali - კოჭლი.

Tofal-Tofal - კოჭლობით სიარული.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1936; ნიჟარაძე, 1957; ჯაჯანიძე, 1961.
244
Tofalioni - თოფალის, კოჭლის მოძრაობებს მიმსგავსებული ცეკვა.
ლიტ.: ნიჟარძაძე, 1971:211; ლომთათიძე, 2014:188.

Tofi - ცეცხლსასროლი იარაღი. სულხან-საბა ორბელიანი: თოფი არის „ცეცხლის სასროლი,


ჴელმეხა ქართულად ჰქვია”.

Tofis Carxi - იხ.: ლულის მოსახვეწი.


Tofkodalaჲ - პატარა, გადაჭრილი თოფი
ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

Tofxana - თოფის დასამზადებელი საგანგებოდ გამართული შენობა. იხ.: მაჭახელა.


ლიტ.: კახიძე, 2004; ნიჟარაძე, 1971:212.

Tofxane - იხ.: თოფხანა.


ლიტ.: კახიძე, 1990:35.

Toxariki cxeni - სწრაფად მორბენალი ცხენი, რომელიც ოთხლამად დარბოდა. მიჩნეული


იყო, რომ დოღის ცხენი თოხარიკი უნდა ყოფილიყო.
ლიტ.: მასალები... 1986:230. მასალები საქართველოს... 1986:230.

Toxi - მიწის გასათოხნი სამეურნეო იარაღი. საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების უძვე-


ლეს ქვეყანაში, გუთნის მიწათმოქმედების გარდა დიდი ხნიდან ცნობილი იყო თოხის კულტურა.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:438.

ToxeCo - თოხისებურად მოხრილი, ეჩოსებური საორხელო ხელსაწყო. ხითხუროობაში სკების,


ორგოების გულის გამოსათლელად გამოიყენებოდა. იხ.: ეჩო.
ლიტ: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:172.

245
Toxumi - ერთი ძირიდან ნაყარი ნათესაური ჯგუფი: „ერთი თოხუმი”, ე. ი. ერთი მოდგმა.

Trimli - Cotinus: თუთუბო. თრიმლის ნაყოფის ქერქი საკვებად, ხოლო ტოტები და ფოთლები
ტყავის დასამუშავებლად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:212; ქართული მატერიალური კულტურის... 2013:178;

TuTuni - თამბაქო. აჭარლების სამეურნეო ცხოვრებაში ადრე ერთ-ერთი საყურადღებო ტექნი-


კური დარგი თამბაქოს - „თუთუნის” კულტურა იყო. თამბაქომ ეს სახელწოდება დომინგოს პროვინ-
ცია - „თაბაგო’საგან” მიიღო, საიდანაც იგი 1494 წელს ევროპაში, როგორც წყლულის სამკურნალო სა-
შუალება, ისე შეიტანეს. საფრანგეთის ელჩმა პორტუგალიაში - ჟაკ ნიკომ, რომლის საპატივცემუ-
ლოდ ფრანგმა ბოტანიკოსმა თამბაქოს მცენარეს „ნიკოტინა” უწოდა, თამბაქოს ფოთლები საფრანგე-
თის დედოფალს აჩუქა. ფოთლებს წყლულის სამკურნალო და შიმშილის საწინააღმდეგო თვისებებს,
ასევე, ტვინის დაავადებების სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. თამბაქოს ფოთლებს ფხვნილად
აქცევდნენ, რომელსაც ჯერ ყნოსავდნენ და ღეჭავდნენ, ხოლო შემდეგ მოწევაც ისწავლეს. თამბაქოს
წევა თანდათანობით მთელს ევროპაში გავრცელდა. მალე თამბაქოს ოსმალეთის იმპერიაშიც გაეც-
ვნენ, საიდანაც მან საქართველოში - აჭარაშიც შეაღწია.
ლიტ.: მგელაძე, 2009:-330.

თუთუნის ნერგების სათბური


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

246
თუთუნის საშრობი, 1929 წელი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

TuTunwyala - თუთუნიანი წყალი


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.

Tumbi - ქვით ნაშენი ანდა მიწით შეზვინული დასაფეხურებული ბაქანი: ნიადაგის დაცვა-და-
მუშავების ერთ-ერთი ხალხური საშუალება, ტაგანი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:212.

Tungi - წყლის საზიდი ჭურჭელი.


ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:174.

TuRulaჲ - აგური. აგურს აჭარაში ადგილობრივაც ამზადებდნენ. ამისათვის არჩევდნენ სააგ-


ურე წითელ მიწას – თიხამიწას. ერთ მოზელა მიწას სამი კაცი ერთ საათში მოზელდა და მისგან 150
ცალი აგური გამოდიოდა. მას მზეზე გაფენდნენ გააშრობდნენ, „ზოფაჲთ” დაფშვნიდნენ და მსხვილი
ქვიშისაგან გაარჩევდნენ, შემდგომ ხის ფიცარნაგზე წყლით მოზელდნენ. მიწა ფეხით იზილებოდა
და ამ პროცესშიც თუ შეხვდებოდათ ქვიშა, აცლიდნენ. გამზადებულ, მოზელილ ტალახს ყალიბებში,
247
იგივე, კალაპოტში ათავსებდნენ. ყალიბში მიწა კარგად უნდა ჩატკეპნილიყო. ყალიბს ზემოდან
„სილაჯაღს” გადაუსვამდნენ და ზედმეტ ტალახს მოაცილებდნენ. ყალიბის ფსკერში ცოტაოდენ სი-
ლას მოაპნევდნენ, რომ შემდგომ ფორმამიღებული ალიზი ყალიბიდან ადვილად გამოსულიყო.
ფორმამიღებულ მიწას გასაშრობად ყალიბიდან საგანგებოდ მომზადებულ და სილამოყრილ, სწორ
ადგილზე გამოაპირქვავებდნენ, ხოლო როცა კარგად გაშრებოდა მას ფურნეში გამოწვავდნენ. გაშ-
რობას დაახლოებით ორი-სამი დღე სჭირდებოდა. ფურნე ქვისაგან შენდებოდა.

ლიტ.: მასალები...1976:429.

Trimli - იხ.: წუღა.

TurTxali - გამოიყენება პლასტმასის მნიშვნელობით. ზოგიერთი ინფორმაციით თურთხალი


სადურგლო წებოა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:165.

TuSi - მიწაზე თრევა-სრიალის პრინციპზე აგებული ხალხური ტრანსპორტის ერთერთი უმარ-


ტივესი სახე, რომელიც მძიმე ტვირთის საზიდად - სამშენებლო მასალის, აგრეთვე, შეშის ანდა თივის
გადასატანად გამოიყენებოდა. იგი ზემო აჭარაში დღესაც სარგებლობაშია. თუში ორ მსხვილ ტოტი-
ანი ნაძვის, წიფლისა თუ წყავის ხისაგან მზადდებოდა. ამ სახელწოდებით ეს საზიდი საშუალება იმ-
ერეთშიც არის დამოწმებული, მაგრამ იგი აქ მარხილის ტიპისა და გორვა-სრიალის პრინციპზეა აგ-
ებული. იმერულში თუში მევენახეობა-მეღვინეობასთანაა დაკავშირებული და ქვევრების გადატანი-
სათვის იყო გამიზნული. აჭარული თუშის მსგავსია მთიულეთში გავრცელებული თურში, რომელიც
ქვის საზიდ საშუალებებს განეკუთვნებოდა. თუში, როგორც ითქვა, უძველეს და უმარტივეს საზიდ
საშუალებას წარმოადგენდა. აქედანაც ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ თრევა-სრიალის პრინციპზე
შექმნილი ხალხური საზიდი საშუალებანი, მათ შორის, თუში, უფრო ძველი იყო, ვიდრე ბორბლიანი
საზიდი. შდრ.: მარხილი.
ლიტ.: კახიძე, 2009:408-411; დავითაძე, 1983:29.

TuSfalangi - იხ.: სუზგი

Tqlafa - მსხლის სახეობა, რომელიც მწიფობაში ძალზე რბილია, თქლაფია, ძირში დავარდნი-
სას ადვილად ითქვიფება.
ლიტ.: კობერიძე, 2011:19.

Txizvna - ახალ ქართულ სალიტერატურო ენაში შექმნას, რაღაცის შეთხზვას თხზვა ეწოდება,
მეგრულსა და ლაზურში კი თხოზ (ნთხოზ) წვნას, ქსოვას, გადახლართვას, დევნას, გამოდგომას აღ-
ნიშნავდა. აჭარულ დიალექტში, ფეიქრობის ტერმინოლოგიაში გამოიყოფა ლექსემები: თხიზვნა,
ნათხზენი (ნათხძენი), ნათხაზი. ისინი სწორედ წვნა-გრეხვის, გამზადებული შულოს მოგრეხის, ნაწ-
ნავის მნიშვნელობით იხმარებოდა – „დოლაბზე დახვეულ ძაფს ავთხიზნვიდით”... „ნათხზენ საფი-
ოროზე გადავადებდი”. ამავე მნიშვნელობითაა ცნობილი -თხზ ძირიდან ნაწარმოები სიტყვები ძველ

248
ქართულშიც: თხზვა, წვნა, თხზული – „ნათხზენი”, კოწოლი, ნაწნავი, ქსოვილი. თხზვა-წვნა; ნათხა-
ზი–ნაწნავი. -თხაზ (-თხზ) ძირი ქართულ-ზანური ენობრივი ერთიანობის ხანისათვის აღდგენილი
არქეტიპია. იგი თავისი არქაული მნიშვნელობით აჭარულ დიალექტს შემოუნახავს.
ლიტ.: ორბელიანი, 1928; ჩიქობავა, 1938:285; კლიმოვი, 1964:97; აბულაძე, 1973; ფენრიხი, სარჯველაძე,
1990:156; თანდილავა, 2013; ნოღაიდელი, 2017:61.

Txilamuri - თოვლზე გადასაადგილებელი, სასიარულო ანდა სასრიალო მოწყობილობა. აჭ-


არაში, ძირითადად, ოვალური ფორმის თხილამური იყო გავრცელებული, რომელსაც უკანა, ქუს-
ლის მხარე სწორი ჰქონდა. გვხვდებოდა ოთხკუთხა ფორმისაც. თხილამური ახალგაზრდა ხის, წყა-
ვის, შკერის ტკეჩისაგან მზადდებოდა, რომელსაც გაახურებდნენ, სასურველ ფორმაზე მოღუნავ-
დნენ და შეკრავდნენ. მარჯვენა და მარცხენა ფეხის თხილამური ფორმით განსხვავდებოდა, იმ წე-
სით, როგორადაც ერთმანეთისაგან ფეხსაცმელი სხვავდება. თხილამურის დასაქსელად წყავის ანდა
შკერის წკნელს იყენებდნენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ქუსლისა და ტერფის წინა ნაწილის
წკნელებს ექცეოდა, რომლებზეც ფეხის ძირითადი სიმძიმე მოდიოდა და მას უფრო მსხვილი წკნე-
ლით გააბამდნენ. გამზადებულ თხილამურს ჩრდილში გაახმობდნენ, გამოყენების წინ კი თხის ქო-
ნით გაპოხავდნენ, რათა თოვლი არ მიეკრო. დროთა განმავლობაში, თხილამური ქონით იჟღინთე-
ბოდა და გამძლე ხდებოდა. თხილამურს ფეხზე თოკით იმაგრებდნენ, რომელსაც თავისებური წესი
ჰქონდა. მას ფეხზე ისე იმაგრდებდნენ, რომ სიარულისას ფეხიდან არ წამძვრალიყო, ამასთან, თუ
საჭირო შეიქმნებოდა ხელის ანდა ფეხის დახმარებით თხილამურიდან ფეხი ადვილად გაეთავის-
უფლებინათ.

249
Txifsela - Lonicera Caucasica Pall: მცენარე, დათვამოცვა.
ლიტ.: ჟღენტი, 1936; ნოღაიდელი, 1935; მაყაშვილი, 1961.

Txisura - თხის ბეწვი.

Txisyura - თივთიკი. თხის ბალანის ქვეშ ამოსული რბილი და ნაზი ბეწვი, რომლისგანაც წინ-
დებს, ხელთათმანებს ამზადებდნენ. იგი ფაფუკი და თბილი იყო.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:213.

Txmela - 1. Alnus: მურყანი. არყისებრთა ოჯახის ხე, რომელსაც რბილი, ღია მოწითალო და
მყიფე მერქანი აქვს. სინესტეს უძლებდა და სადურგლო თუ სახარატო საქმეში, ასევე, გზების გასამაგ-
რებელი ჯებირების ასაგებად გამოიყენებოდა. 2. თხმელის ხეს საკრალური დანიშნულებაც ჰქონდა
და იგი აჭარელთა წეს-ჩვეულებებსა და სარიტუალო ცერემონიებში, ხშირად, დიდ როლს ასრულებ-
და. მაგალითად, თხმელის ხის გარეშე ქალს ვერ გაათხოვებდნენ, მოყვრები მოიკითხავდნენ – „თხმე-
ლის ხე თუ აქვს სახლშიო”.
ლიტ.: სახოკია, 1985:266; ჯავახური... 2014.

თოკის გრეხა
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

250
ქობულეთის მუზეუმი

251
თოკის გრეხა
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

252
iabani - ნადირი, მხეცი: „ზამთარში წასულა იაბანის დასაჭირავათ”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

iazloRi - სიტყვა იაზლოღი ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში არაბულ-თურქულიდანაა შე-


სული და შუა დერეფანს ნიშნავს. საერთოდ, შუა დერეფნიანი ტიპის საცხოვრებელი სახლები კოლ-
ხეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იყო გავრცელებული და კოლხური საცხოვრებელი ოდა-
სახლების გეგმის კომპოზიციის კანონზომიერი განვითარების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა. აჭარ-
აში შუა დერეფანს ძველად „იაზლოღს” ეძახდნენ, ზოგჯერ, ღია, საზაფხულო სივრცესაც ასე ერქვა,
მაგრამ ძირითადად იგი საცხოვრებლის მეორე სართულზე შენობის ცენტრში მდებარე შუა დერეფა-
ნი იყო, რომლის იქეთ-აქეთ ოდები იყო გამართული. აჭარული სახლის შუა დერეფანი სახლს მთელ
სიგრძეზე გასდევდა და მას ორად ჰყოფდა. მათი უმეტესობა არსებული და მომავალი საქორწინო
წყვილებისათვის იყო განკუთვნილი. იხ.: შუადერეფანი.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:98; გამყრელიძე, 1973:53; შამილაძე, 1969:128; მიქელაძე, 1982:31.

iazlugis xorbali - იხ.: გუზლუგის ხორბალი.


ლიტ.: ლომთათიძე, 1996:79.

iazluRi - იხ.: იაზლოღი.

iazma - ლეჩაქის ქვეშ მოსახვევი თავსაბურავი. თედო სახო-


კია: „ქალებს თავზე შემოკრული აქვთ ჩითივით იაზმა. ზემოთ
თავის გარშემო ლეჩაქი, რომლის ერთი ყური წელზეა გადაშვებუ-
ლი, წინ სახეზე შემოკრული აქვთ სინათლის სანახავად თხელი
მანდილი - ფეჩა. ყველა ამას გარეშე გადაფარებულ აქვს თეთრი
ჩადრი თავის დასამალავად”.
ლიტ.: სახოკია, 1985:245.

iaila - საზაფხულო იალაღი, საძოვრები, ასევე, საზაფხულო შენობა მთის საძოვარზე, ქოხი.
ჩვეულებრივ, აჭარის მთის საძოვრებზე აგებულ დროებით საცხოვრებელ სახლებს - „იაილას” უწოდ-
ებდნენ, მაგრამ იაილები საერთოდ საზაფხულო საძოვარსაც ნიშნავდა. ასე რომ, ფართო გაგებით
სიტყვა იაილა, ალპური ზონის დასახლებასაც აღნიშნავდა. ყოველ ასეთ იაილას - დასახლებას კონ-
კრეტული სახელი ერქვა. ეს იყო ადგილი, სადაც ზაფხულობით მოსახლეობას ბარიდან პირუტყვი
აჰყავდა, რამდენიმე თვე საცხოვრებლად რჩებოდა და, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევდა. გავ-
რცელებული იყო როგორც ერთსართულიანი, ისე ორსართულიანი სახლები, როგორც ჯარგვალური,
253
ასევე, ფიცრული იაილები. იაილებს აჭარისათვის დამახასიათებელი სამშენებლო ტრადიციების
დაცვით, ხის მასალისაგან აგებდნენ. ერთსართულიანი იაილების დაგეგმარებაში ადამიანთა სამ-
ყოფ-საცხოვრისი და სამეურნეო სათავსები, მათ შორის, ახორიც, გვერდიგვერდ - საერთო გადახურ-
ვის ქვეშ ექცეოდა. ორსართულიანი შენობის შემთხვევაში კი - ქვედა სართული პირუტყვისათვის
იყო განკუთვნილი, ხოლო ზედა - საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ეს უკანასკნელი რამდენიმე ოთ-
ახს მოიცავდა. წინა ოთახი, სადაც ცეცხლს ანთებდნენ, სამზარეულოს წარმოადგენდა, მეორე კი -
რძის შენახვისა და მისი გადამუშავებისათვის იყო გათვალისწინებული. ამ ოთახს „სარძევეს” უწოდ-
ებდნენ. მესამე ოთახი სასტუმროს დანიშნულებას ასრულებდა. მეცხვარეები, რომლებიც უმეტესად
საძოვრების ზემო ნაწილთან იყვნენ დაკავშირებულნი, მუდმივი იაილის მაგივრად, თხის მატყლის-
გან მოქსოვილ სამგზავრო კარვებს დროებით დგამდნენ. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ცხვარი ერ-
თი ადგილიდან მეორეზე ხშირად გადაჰყავდათ და, შესაბამისად, კარავიც თან გადაჰქონდათ. კარ-
ვებში მხოლოდ მწყემსები ცხოვრობდნენ. პირუტყვი კი, ცხადია, ამ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ რჩებო-
და. აჭარის იაილების ერთი არსებითი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ რამდენიმე ათე-
ული სახლი ერთ ადგილას იყო შეჯგუფებული და სოფელს ემსგავსებოდა. ეს მდგომარეობა კი მო-
სახლეობაში სხვადასხვა სახის სამეურნეო-კულტურული ღონისძიებების ჩატარებას საგრძნობლად
აადვილებდა.
ლიტ.: მასალები საქართველოს... 1986; ნიჟარაძე, 1948:47, 74; შამილაძე, 1969;
აჭარული დიალექტის... 1990:7; 2010:44; 2010:44; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:179.

ialaRi - მომთაბარე მესაქონლეთა საზაფხულო საძოვრები. იხ.: იაილა.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:192.

254
იალაღი გოდერძის უღელტეხილის გადასასვლელზე
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

255
ializa - შავი ცხენი, ლურჯ ცხენსაც ეძახდნენ.
ლიტ.: მასალები საქართველოს... 1986:230.

ialoni - ალიონი.
ლიტ: ნოღაიდელი, 1935:28.

ianiyari - საქონლის დაავადება.


ლიტ.: შამილაძე, 1969:204.

iara - ჭრილობა. ჭრილობის სამკურნალოდ სხვადასხვა საშუალებები გამოიყენებოდა, მაგალი-


თად: 1. ჭრილობაზე ობობას ქსელს, ფოთლების დაჭრილი და დაჭყლეტილი სახით თამბაქოს ფოთ-
ლებს, თხმელის დუყს დაიდებდნენ და შეიხვევდნენ; 2. საროს ძირებს დანაყავდნენ, ძმარს დაასხამ-
დნენ და ჭრილობაზე დაიდებდნენ; 3. ცხვრის დუმას ბამბაში შეურევდნენ და ჭრილობიან ადგილზე
ავადმყოფს დაადებდნენ; 4. მტკივან ადგილზე აგრეთვე დანაყილ თხმელის ყლორტს იდებდნენ; 5.
„კან-თაინურის” ყვავილების ზეთში გახსნიდნენ, მასში ბამბას დაასველებდნენ და ჭრილობაზე და-
იდებდნენ. პროცედურა დღე-ღამეში ერთხელ სრულდებოდა; 6. ჭინჭრის ფერფლს ჭრილობაზე და-
იდებდნენ და შეიხვევდნენ. პრუცედურა დღე-ღამეში ერთხელ სრულდებოდა; 7. ჭრილობაზე შარ-
დში დასველებულ ზღვის ხავსს იდებდნენ, რომელსაც დღეში ორჯერ იცვლიდნენ; 8. ჭრილობაზე
დაჭრილ თამბაქოსა და მოხარშულ აბედს იდებდნენ. პროცედურა დღე-ღამეში თითოჯერ სრულდე-
ბოდა; 9. მოშუშებულ ბრიჯს დოლბანდზე ცხლად გადაიტანდნენ, რომელსაც ავადმყოფს ჭრილობი-
ან ადგილზე შემოახვევდნენ და შეუხვევდნენ. აღნიშნულ პროცედურას ოცდაოთხ საათში ერთხელ
გარკვეული დროის განმავლობაში აწარმოებდნენ; 9. ნატყვიარით დაავადებულის მკურნალობის
მიზნით ცხვრის, თხის, ძროხის ანდა ხარის ახლად გახდილ ტყავს მიმართავდნენ, რომლითაც სხე-
ულის ნატყვიარ ნაწილს შეახვევდნენ. ჭრილობით დაავადებულზე შელოცვა შემდეგნაირი იყო: „ევ-
ედი სერსა მაღალსა, დავხედე ბარსა სოფელსა,/დედაშვილი ჭამად იჯდა,/წინ ჰქონდათ ოქროს სუფ-
რა,/ზედ ედგათ წვრილი წრიმალი,/დედა სკვნიდა, შვილი ხსნიდა,/სკვნელსა ხსნელმა დააჭარბა”.
სამჯერ შებერვით შეულოცავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:174, 180.

iarabalaxi - Plantago Lanceolata L: მრავალძარღვა ლანცეტა, მრავალწლოვანი ბალახოვანი


სამკურნალო მცენარე. დანაყილ ანდა ოდნავ მოსრესილ ფოთლებს ავადმყოფს საფენის სახით იარ-
აზე მორჩენამდე ადებდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:31.

iasaRi - 1. დაავადებული საქონლის მოსპობის და დაწვა-დაფლვის მეთოდი. კარანტინი, რომე-


ლიც გადამდები დაავადების გავრცელებისას ცხადდებოდა. აჭარაში ხალხურ ვეტერინალურ ცოდ-
ნას დიდი ისტორია აქვს. პირუტყვის სხვადასხვა დაავადებათა (გადამდები, პარაზიტული, შინაგა-
ნი...) გამოვლენა-გამოცნობისა და მათი საწინააღმდეგო ხალხური სამკურნალო საშუალებების (ხალ-
ხური ვეტერიანული თერაპია, მეანობა, თერმული და აირებით მკურნალობა...) გამოყენების საქმე
ადგილობრივ მოსახლეობაში ღრმა ემპირიული ცოდნით იყო შეპირობებული, ამასთან, ეს მდიდარი

256
ცოდნა-გამოცდილება ხანგრძლივი სამეურნეო მოღვაწეობის ნიადაგზე იყო შექმნილი, რაც თავის
მხრივ ქართველ ტომებში საქონლის მოშენებისა და მოვლა-პატრონობის მაღალ კულტურაზე მიუთ-
ითებდა. აჭარელმა მესაქონლეებმა განსაკუთრებულ წარმატებას ხალხურ ვეტერინალურ თერაპიასა
და მეანობაში მიაღწიეს. ხალხური ვეტერინაარის ეს მონაპოვარი, რიგ შემთხვევაში, გამოყენებას პო-
ულობდა თანამედროვე მეცნიერული ვეტერინარიის სამკურნალო მეთოდებსა და საშუალებებში. სა-
ქონლის გადამდებ სნეულებებთან მიმართებაში აჭარაში ყურადღებას იპყრობდა ხალხური კარანტი-
ნი - იასაღი და საქონლის დახიზვნა, რომლის გამოცხადებასა და გატარებას ცალკეული თემი თუ ხე-
ობა ხელმძღვანელობდა. აჭარაში ძველი და ტრადიციული ფესვები ჰქონდა წარმართულ რელიგიას-
თან დაკავშირებულ შელოცვებს, მაგიური ხასიათის რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებს,
რომლებიც საქონლის დაავადება-მკურნალობის პროცესში სრულდებოდა.
ლიტ.: შამილაძე, 1966:201; ქართული ეთნოლოგიური... 2009:193.

iasluRi - მარხვისას მისართმევი საჭმელი. იასლუღი ღამის საჭმელი იყო, მას ღამის მიწუ-
რულში ჭამდნენ და ბევრ წყალს დალევდნენ, რომ მეორე დღეს არ მოსწყურდებოდათ.
ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კოლოს…

iaRi - დამარილებლი კარაქი, რომელსაც კაიმაღისაგან ამზადებდნენ. წინასწარ დაგროვილ ნა-


ღებს - კაიმაღს დიდ გობზე დაასხამდნენ და მოურევდნენ. პროცესი კარაქად ქცევამდე გრძელდებო-
და. შემდეგ კარაქს ცივ წყალში გარეცხავდნენ, რომ არ გაფუჭებულიყო, კარაქს დაამარილებდნენ და
გვარდაში, კაბიწში ანდა კოთხოში შეინახავდნენ. იაღის მორევის პროცესში ჭურჭელში სითხე რჩე-
ბოდა, რომელსაც წურუქი ეწოდებოდა. იაღით სავსე გვარდას საჭრეთლით დააჭრელებდნენ. ხალხუ-
რი გამოცდილებით იაღის ხარისხიანობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მის კარგად გარეცხვა-
ზე. წესით იაღს მანამდე რეცხავდნენ, სანამ ნარეცხი წყალი სუფთა წყლის მსგავსად თეთრი და კამკა-
მა არ გახდებოდა, შესაბამისად იაღის რეცხვის დროს წყალს ხშირად უცვლიდნენ. იაღის ხარისხიან-
ობას და სიკარგეს მისი დაწვის პროცესში ხვდებოდნენ. კარგი იაღი დაწვის დროს ნალექს არ დაიტ-
ოვებდა. ასეთი იაღი დიდხანსაც ძლებდა და არ ამწაქდებოდა, არ ფუჭდებოდა.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937:175; მგელაძე, 1965:163.
აბაშიძე, კომახიძე, 1998:151.

257
დამწვარი იაღი

iaRiani lobio - ლობიოს კარგად მოხარშავდნენ, შემდეგ ერბოში მოხრაკულ მოსსა და ხახ-
ვს ჩაურთავდნენ, მცირე დუღილის შემდეგ ნიორნარევ მარილში ჩანაყილ პილპილს ჩაუმატებდნენ
და წამოადუღებდნენ. კერძის მომზადების დასასრულს ქოთანში დამწვარ ერბოს ჩაასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:129.

iaRli mWadi - კაიმაღით მოზელილი მჭადი. სიმინდის ფქვილს ნაღებში მოზელდნენ და მის-
გან პატარა კვერებს გამოაცხობდნენ. ცომს კეცში კეჟერა ფხლის ანდა შხამის ფოთლებს ჩაუფენდნენ,
ამ ფოთლებს ზემოდან თავსახურს დააფარებდნენ. ეს იმ მიზნით, რომ ცხიმი კეცში არ დაკარგული-
ყო. იაღლი მჭადი საპატივცემულო კერძად ითვლებოდა.

iaRli puri - კაიმაღით მოზელილი პური. ცხობის წესი ისეთივე იყო, როგორიც იაღლი მჭა-
დის. იაღლი პურიც საპატივცემულო კერძად თვლებოდა.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:101.

258
ibreRa - კატაბარდა, რომელიც საკვებად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:214.

ibrexi - ხის სურა, ხისგან დამზადებული წყლის ჭურჭელი.

ieli - შხამიანი ბალახეული.


ლიტ.: შამილაძე, 1969:111.

ielegi - ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელი, უსახელოებო ზედა ჩასაცმელი. ზუბუნის განვითა-


რების წინა საფეხური. იელეგი თარგის მიხედვით ზუბუნის მსგავსი იყო, მხოლოდ სახელოების გა-
რეშე. ზოგან მასალად ფარჩასა და ხავერდს იყენებდნენ. იელეგის საყელოსა და საგულეს ნაწიბურები
წელამდე ფერადი ღილებით, ე. წ. „გილაბდონით” იკვრებოდა, რაც მას სილამაზესთან ერთად სიმაგ-
რესაც მატებდა. გილაბდონზე სადაფის ანდა ვერცხლის ღილებსაც აკერებდნენ. იელეგი ზუბუნზე
ადრე იყო გავრცელებული. შემდგომში თანდათანობით სახელოები მიედგა, უკან - წელის არეში ნა-
ოჭები გაუკეთდა და ზუბუნად ჩამოყალიბდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:101; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:179.

ielli - სიმინდის ამ ჯიშს ადგილობრივ ეკოლოგიურ პირობებში გადაჯიშებულად მიიჩნევენ.


აქედან წარმოსდგება სახელწოდება „იერლიც”, რაც ადგილობრივს ნიშნავს.
ლიტ: კახიძე, 1974:39.

ierli - მკვიდრი, ადგილობრივი. აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული.


იხ.: იელლი

izmiri - ჩარხზე ხის სათლელი იარაღი: „უსტაჲ იზმირით ჩაასწორებს, ჩაასაუფთავებს ხეს.
გვერდები მობღუკული (მოხრილი) აქვს, ღარი[ს] (ნაჭდევის) ამოსარებად გვჭირია”.
ლიტ.: კობერიძე, 2011:164.

ilxi - ცხენის ჯოგი.


ლიტ.: ქართულ კილო-თქმათა.. 1984:259.

imam baildi - ვერტიკალურად დასერილ ბადრიჟანს ნახევარი საათით მარილწყალში ჩაყ-


რიდნენ, გარეცხავდნენ, გაწურავდნენ და ერბოში მოხრაკული ხახვით, პომიდორით, პილპილით, მა-
კარონით დატენიდნენ და ჭურჭელში ორ რიგად ჩააწყობდნენ. ამის შემდეგ წყალს დაასხამდნენ და
წამოადუღებდნენ. როცა წყალი განახევრდებოდა, ნახევარ ჭიქა ძმარს დაასხამდნენ და ცოტას ისევ
წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:120.

imati Corba - რძის შეჭამანდი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:115.

259
imzireba - აჭარულ ნაქარგობაში ორნამენტის სახე.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

inTa - დაწნული ჩანთა, კალათა.

ლიტ.: კობერიძე, 2011:160.

inwilo-minwilo - საბავშვო თამაშობა. ოთხი-რვა წლის ასაკის ბავშვები ერთ ხელმძღვანელს


აირჩევდნენ, დანარჩენები მასთან მოგროვდებოდნენ, მათგან ერთ-ერთი თითს - სალოკს ანდა შუათ-
ითს ხელმძღვანელის მუხლზე, კალთაზე ანდა მიწაზე დადებდა. ხელმძღვანელი იწყებდა: „ინწილო-
მინწილო, ახოს-მახოს, ჩემმა თხამა, დურენჯამა, ნეფე მოკვდეს, ქურდი დარჩეს, ყლინწ!” სიტყვა
„ყლინწ!” ვის თითსაც ერგებოდა, იგი თითს მოღუნავდა და თავისუფალი იყო. ხელმძღვანელი გათ-
ვლას განაგრძობდა და თითო სიტყვის თქმისას თითო თითს ეხებოდა. თანდათან დაძაბულობა იზ-
რდებოდა, ხოლო თითების რიცხვი მცირდებოდა. ბოლოს ვისი თითიც დარჩებოდა, იგი „ქურდად”
მიიჩნეოდა, თავისათვის უნდა ეშველა და გაქცეულიყო, დანარჩენები მას დაედევნებოდნენ, როცა
დაიჭერდნენ, ხელმძღვანელთან მიიყვანდნენ. ხელმძღვანელი - მეთაური „ქურდს” ჯოხით, გამონას-
კვული ნაჭრით ანდა ხელით სცემდა. შეეძლო ქურდისათვის ეპატიებია კიდეც. შემდეგ თამაშს ისევ
განაახლებდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

irenwka sxapi - ფრინველის დასაჭერი მახე. ჯოხის ერთ ბოლოს დანით გაათხელებდნენ და
გამოწვავდნენ. ჯოხის მეორე ბოლოზე თოკს მოაბამდნენ, ჯოხს მოღუნავდნენ, თოკის მეორე, ორფა
ბოლოს გამომწვარ ნაწილში გაუყრიდნენ და პატარა ჯოხით დაამაგრებდნენ, ზედ ორფა თოკს მო-
ფენდნენ და საკენკს დაყრიდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

irizula xerxi - ვიწროპირიანი, ხის ყდაში ჩასმული ხერხი. სავარაუდოდ, ირლიზულა


ხერხი აჭარაში რიზედან მოსული ლაზი ხელოსნების მეშვეობით გავრცელდა და სახელწოდებაც შე-
საბამისი შერჩა.
ლიტ.: კახიძე, 1990:41.

islami - სარწმუნოებრივი მოძღვრება, მაჰმადიანური რელიგია. ისლამი VII საუკუნის 20-იან


წლებში არაბეთის ნახევარკუნძულზე - დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბ-
და. ისლამი არაბულად „მორჩილებას” ნიშნავს. მაჰმადიანობამ სახელწოდება მისი დამაარსებლის
მუჰამედის - მაჰმადის (570-632 წლები) სახელიდან მიიღო. შუამავლის სახელს ყურანისა და შარიათ-
ის წმინდა წიგნების შექმნა უკავშირდება. დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი მუსლიმანი
ცხოვრობს. საქართველოში მათი რიცხვი ნახევარ მილიონს აღემატება. ისლამის ძირითადი მიმარ-
თულებებია სუნიზმი და შიიზმი. საქართველოში სუნიტებიც და შიიტებიც ცხოვრობენ. მუსლიმან-
თა ძირითადი საკულტო ნაგებობებია მეჩეთი, მინარეთი, მედრესე და მაზარი. საქართველოში მუს-
ლიმანთა ცენტრია თბილისის მეჩეთი, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. ეს არის
მთელ მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევა.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:198.
260
isxani balaxi - Tussilago Farfara L: თავშავა. ისხანი მრავალწლოვანი სამღებრო, საკვები და
სამკურნალო ბალახეულია. მკურნალობის მიზნით მას წვავდნენ და კვამლს ისეთ ავადმყოფს უხ-
რჩოლებდნენ, რომელსაც სუნთქვა უჭირდა და გაძლიერებული ხველა აწუხებდა. ფოთლების ნახარ-
შის წვენში ჩაჯდომით ბუასილსაც მკურნალობდნენ. წყალში მოხარშული მცენარე ჩაის სახითაც, ხო-
ლო კარაქში შემზადებული - საკვებადაც გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:16; ნიჟარაძე, 1971:217.

ifqli - ხორბლის ერთ-ერთი ჯიში.

ლიტ.: კობერიძე, 2011:43.

iCluRi - აჭარელი ქალის კაბის ზემოდან ჩასაცმელი. იჩლუღის თარგს უსაყელო, ჩახსნილი
გულისპირითა და მიდგმული სახელოებით, წელამდე მწვდომი და უკანგაუკერავი მთლიანი სატანე
წარმოადგენდა. სახელო მაჯიდან თხუთმეტი სანტიმეტრი იყო შეხსნილი. იჩლუღი შავი ძაფით იკ-
ერებოდა და ოქრომკერდით ნარევი გრეხილით იყო შემკული. სახელო ხელის მტევნის ზურგის მხა-
რეს ფარავდა და სირმის გრეხილით მშვენდებოდა. იჩლუღის ზედატანი თეთრი ნარმით, ხოლო სა-
ხელოები - წითელი ჩითის სარჩულზე იკერებოდა. იჩლუღი აჭარელი ქალის საზაფხულო სამოსს
წარმოადგენდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:71-72.

iCxiTuri - მსხლის ძველი ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985: 222; ნიჟარაძე, 1971:218.

ixTizab - გადასახადი. თედო სახოკია: „იხთიზაბ, ადგილობრივი უფროსნი მცხოვრებთ მსხვი-


ლი და წვრილი საქონლისა და ცხენების გაყიდვის დროს, ყველა 40 სულზე თითო ყურუშს ახდევი-
ნებდნენ”.
ლიტ.: სახოკია, 1985:230.

261
მირვეთის ხიდი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

262
kaba - ტერმინი კაბა საქართველოში ადრე
ორივე სქესის ზედა სამოსის ზოგადი სახელწო-
დება იყო. ისტორიულად, კაბა სხვადასხვა დროს
სხვადასხვა სახეობისა იყო და მათი სახეობები
დროთა განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდა, შესა-
ბამისად, აჭარელი ქალის კაბაც ტიპოლოგიურად
სხვადასხვა სახეობებადაა კლასიფიცირებული. ეს-
ენია მკერდ-დახშული, ჩაღილული, მკერდზე ბორ-
ტებგადაფენილი და ჩიხორგანიერი, მკლავზე აკ-
ეცილი ვიწრო და გრძელსახელოებიანი, ვიწრო სა-
ხელოიანი, ენიანი, ყურთ-მაჯიანი, ყელ-კისერ ამ-
ოჭრილი, მკერდ-ღია, გულისპირიანი, თუმცა ეს
კლასიფიკაცია საბოლოო არაა, ერთ-ერთი ვერ-
სიაა. ამ შემთხვევაში კრიტერიუმად გულისპირის
მოყვანილობა, ზოგჯერ სახელოების თავისებურე-
ბაა აღებული. სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, აჭ-
არელი ქალის კაბა თარგის და ე. წ. საოლველის
თავისებურებათა მიხედვითაა დალაგებული. ამ
კრიტერიუმის გათვალისწინებით ცალკე სახეობ-
ად ზუბუნ-ფარაგა გამოიყოფა, რომელიც შედარე-
ბით სადა იყო და რომელსაც საოლველი არ გააჩ-
ნდა. საოლველი სულხან-საბა ორბელიანის მი-
ხედვით „არშია” იყო. ზუბუნი, იგივე, ზუპუნი
თურქული წარმომავლობის სიტყვაა და ქურთუკს, მოსაცმელს ნიშნავს. მეორე სახეობად დატეხილი
კაბაა მიჩნეული, რომელსაც ნაოჭიანობა ახასიათებდა. შედარებით ადრე ეს ორივე სახეობა ერთმანე-
თის პარალელურად არსებობდა. მესამე სახეობად ფორკა-კაბა გამოიყოფა, რომელიც კაბის წინა ორი
სახეობისაგან არშიებით გამოირჩეოდა. ამ შემთხვევაში კლასიფიკაციის ამოსავალია მისივე მასალით
კაბის საოლველით მორთვა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; ჯავახიშვილი, 1962; ციციშვილი, 1987; სამსონია, 2005.

kabiweuli - ხის ჭურჭლეულობის კრებსითი სახელწოდება.


ლიტ.: დავითაძე, 1974:82-83.

kabiwi - ხის კასრი, რომელიც რძის პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:221; დავითაძე, 1974:83; კახიძე, 1973:44.

263
kabkzarTva - ცხვრის ხორცის შეჭამანდი. შავ პილპილს, დაჭრილ ხახვს და პომიდორს დაჭ-
რილ ცხვრის ხორცში შეურევდნენ და ამ მდგომარეობაში ნახევარ საათს გააჩერებდნენ. შემდეგ ხორ-
ცის ნაჭრებს ამოიღებდნენ, ცალკე მოხარშავდნენ და როგორც კი იგი შეწითლდებოდა ხახვს, პილ-
პილს, პომიდორს ჩაყრიდნენ და მოხრაკავდნენ, ბოლოს წყალს დაასხამდნენ და აადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:141.

kabulRa - ჭოროხზე სანაოსნო ბრტყელძირიანი ნავის გვერდები, რომელიც წაბლის ხისაგან


მზადდებოდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:76.

kadama saxli - იხ. დოლაბიანი სახლი

kadoni - ხისკედლიანი ტერასა, მარტივი სახის ბაქანი, რომელიც ფერდობს დაშლისაგან იცავ-
და. მისი სინონიმი სანკალი იყო.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:202.

kadur buTi - გაცრილ პურის ფქვილს ათქვეფილ კვერცხსა და ერბო-რძეში კარგად მოზილავ-
დნენ და მისგან მრგვალ და თხელ ფენებს დაამზადებდნენ. ცალ-ცალკე ერბოს მოასხამდნენ, ერთმა-
ნეთზე დააფენდნენ, შემდეგ მასში ბრინჯს და სუნელს, მარილში დანაყილ შავ პიმპილნარევ ხახვსა
და მაკიდოს შეახვევდნენ და ერბოში შეწვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998.

kavi – 1. სახურავის ძირითადი მზიდი ძელები, ნივნი-


ვები. საცხოვრებელი, სამეურნეო თუ სხვა სახის შენობა-ნა-
გებობის სახურავის კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი,
ხის ძელი, მიმართული სახურავის ცენტრიდან გვერდითი
კედლებისაკენ. კავის ერთი ბოლო სარაიბაღს ეყრდნობოდა,
ხოლო მეორე სახურავის ოთხივე კუთხის მთავარ ძელებზე -
უმუზზე მაგრდებოდა. სახურავის კავი სახურავის დახრი-
ლობის შესაბამისად იყო მიმართული, რომელზეც ფიცრები,
ლარტყები იგებოდა და სახურავით – ყავრით, შიფერით ან-
და თუნუქით იხურებოდა. დახრილობა სახლის ფართობის
შესაბამისად განისაზღვრებოდა. სახურავის კავებს მაგარი
ხისაგან ამზადებდნენ. მისი ერთი გვერდი - ზედა ნაწილი
ყოველთვის სწორი იყო. სახურავის კავი სასურველი იყო
ერთიდან მეორე ბოლომდე გამწვდომი ყოფილიყო, თუმცა
ტრადიციულ ყოფაში კავის გადაბმის შემთხვევებიც დას-

264
ტურდება. არსებობდა კბილიანი და უკბილო
გადაბმაც. კავებზე სახურავის და ზამთრის პე-
რიოდში თოვლის მთელი სიმძიმე მოდიოდა.
ამიტომ მის გამძლეობას დიდ ყურადღებას აქ-
ცევდნენ. სიმძიმისადმი მდგრადობის მიზნით
კავებს ქვემოდან საყრდენები -„ბჯგინები” ჰქონ-
და შედგმული. კონსტრუქციული ადგილმდე-
ბარეობის მიხედვით სამი სახის კავია ცნობი-
ლი: უმუზები - უმუზკავები, ღარიკავი - შუ-
აკავი და წიწილკავი. კავები გაუთლელი ძე-
ლების, ასევე, გათლილი, დახერხილი სახი-
თაც გხვდებოდა; 2. მარტივი კონსტრუქციის
სახვნელი. კავში უღელ ხარს შეამდნენ. იგი
გუთნის, ერქვანისა და კავისაგან შედგებოდა.
კავი აჭარის ზღვისპირა ზოლში - თანამედ-
როვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიცი-
პალიტეტების მიდამოებშია დადასტურებუ-
ლი. კავის გუთანი - კბილა მძიმე და მაგარი
ხის კავი
ხე, ძირითადად, უხრავი, ურთხელი ანდა თუ-
(ფიჭვნარის არქეოლოგიური
თა იყო. საუკეთესო იყო ხის ძირი, სიგრძით მონაპოვარი)
55-60 სანტიმეტრი მსხვილი ფესო. მისი უკანა
მხარე ფართო უნდა ყოფილიყო. გუთანს ცხვირზე ოვალური ნაწიბური გასდევდა, ხოლო ყურებს
ძალზე დაბალს ტოვებდნენ. გუთანში საგანგებოდ შერჩეული მოხრილი - „მოკაკული ხე” მაგრდებო-
და. კავის მოხრილი ნაწილი „ნაპირული” იყო, რომელიც გუთნის მიერ გაჭრილ მიწას გვერდებზე
ყრიდა და ხმალას ფუნქციას ასრულებდა. კავის თავი სამი კბილანათი მთავრდებოდა, რითაც სახვნე-
ლის უღელზე მიბმა-დამაგრება და აწევ-დაწევა ანუ რეგულირება ხდებოდა. კავის სიგრძე 2,70-2.80
სანტიმეტრს, ხოლო ერქვანას სიმაღლე 80-100 სანტიმეტრს შეადგენდა. ერქვანას მასალად შქერის ხე
იყო აღიარებული. მას სახელური ბუნებრივად ზედვე ნაზარდი ჰქონდა. კავის სახნისი სხვა სახვნე-
ლების სახნისებისაგან განსხვავდებოდა. იგი შედარებით დიდი ზომის იყო, ბოლო ფართო ჰქონდა
და ზურგზე ნაწიბური გასდევდა. კავისათვის წაბლის ხის ბუნებრივად მოხრილ ხეს არჩევდნენ -
შდრ. ჯილღა; 3. ხის ტოტის მოსაწევი ხისავე საშუალება; 4. ხიდან გიდელის ანდა სხვა სავსე ჭურ-
ჭლის ჩამოსაშვები საშუალება. ასეთ კავს ერთი მხარე ბუნებრივად კავისებური ჰქონდა, მეორე ბო-
ლოზე კი თოკი ჰქონდა მიბმული.

265
266
kavela - სამაგრი სოლი, რომელსაც პოტოსტომისა და თექნეს შეერთების ადგილას მათი გამაგ-
რების მიზნით არჭობდნენ, აგრეთვე, ნაოსნობაში წყალგაუმტარობისთვის იყენებდნენ. იხ.: თექნე.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ალ დავითაძე, 1978:99.

kaimaki - ოსმალობის მმართველობის პერიოდში კაზის მმართველი, რომელსაც მუთესარიფი


ნიშნავდა. კაიმაკი ანგარიშს მუთესარიფს აბარებდა. კაიმაკი ვალდებული იყო გადასახადი აეკრიფა
და სანჯაყში გადაეგზავნა, აგრეთვე, ასიგნებული თანხა კაზაზე გაენაწილებინა.
ლიტ: ჩიტაძე, 1978:6.

kaimaRi - რძის ნაწარმი (ყაიმაღი/კუიმაღი), რძის თავი - ძითავი, სეფერატორში რძის გამოხ-
დით ანდა გობში რძის გაჩერებით მიღებული ნაღები. საერთოდ, კაიმაღისათვის გობზე დასხმული
რძისაგან მიღებულ ნაღებს ამჯობინებდნენ, ვიდრე სეფერატორით გამოხდილს. ახალმოწველილ
რძეს გობით სარძიეში დადგამდნენ და რძე თავზე ნაღებს მოიკიდებდა. ამ ნაღებს მოხდიდნენ და
ცალკე მოაგროვებდნენ. ეს იყო კაიმაღი. ჩვეულებრივ, გობზე დასხმული რძე ორი-სამი დღის განმავ-
ლობაში ოდნავ მოყვითალო ფერის მეტად გემრიელი ნაღების ფენას იკეთებდა. ეს კაიმაღის მიღების
უფრო ძველი წესი იყო. კაიმაღი მეტად მსუყე და ძვირფას საჭმელად ითვლებოდა. მისგან სხვადას-
ხვა სახის კერძებს ამზადებდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:147; ნიჟარაძე, 1948:87; ნოღაიდელი, 2015; გრიშაშვილი, 1997; სამსონია, 1986:84.

kaiRi - სამდინარო და საზღვაო ნავების აღმნიშვნელად აჭარასა და ლაზეთში ტერმინი კაიღი


იხმარებოდა, რომელიც თურქული ენიდან მომდინარეობდა და ნავს ნიშნავდა. როგორც ირკვევა,
XIX საუკუნის რუსულ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ტერმინი - „კაიუკ” ამის გავლენით
დამკვიდრდა. აჭარულ და ლაზურ სალაპარაკო ლექსიკაში ნავის აღმნიშვნელად აგრეთვე ცნობილია
თურქულიდან შემოსული სიტყვა - ფელუკა, რომელიც ყოველგვარი ტიპის ევროპული ნავის ანდა
პატარა ხომალდის აღმნიშვნელი იყო. მიიჩნევენ, რომ თურქულში იგი იტალიური ენიდან გავრცელ-
და.
ლიტ.: კახიძე, 1990:66; 2009:411-415; ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:27, 74; ბერაძე, 1981:25, 85; 1990:66.

267
საქორწინო კაბა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

268
kakali lobio - ლობიოს ხმელი მარცვლებით მომზადებული კერძი. ლობიოს მარცვლებს
გადაარჩევდნენ, ცუდი მარცვლებისაგან გაასუფთავებდნენ, ცივ წყალში მოხარშავდნენ და წვენს გა-
დაუწურავდნენ. შემდეგ კარგად ამოლესავდნენ, ისევ წყალს დაასხამდნენ, მარილ და პილპილნარევ
ქინძში დანაყილ ნიგოზსა და ზაფრანას ჩაურევდნენ, შაშტარმს, პრასა-მაკიდოსა და პიტნას ჩაუმატ-
ებდნენ და წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:127.

kakanai - 1. ცხვარი, ბატკანი, კრავი; 2. დედალი თიკანი.


ლიტ.: მგელაძე, 2012; ნიჟარაძე, 1971:219.

kakaჲ - მძივი, სათამაშო, გოგონებისათვის სამშვენისი, კაკილი, კაკილები.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:220.

kakali - საქონლის საბმელი მოხრილი ხე. იხ.: რკალი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

kakaCa - ვაშლის ჯიში.


ლიტ.: კობერიძე, 2011:36.

kakia - იხ.: კაკაჲ.

kaklis xaWa - ჭოლოკი, ნიგვზის დასაბერტყი გრძელი ჯოხი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:220.

kakniaჲ - იხ.: კაკანაჲ.

kakni - ბატკინის მოფერებითი შეძახილი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1981:220.

kaknis saknatuna - Sedum Ispanicum L: თვალების ქავილისა და სიწითლის საწინააღმდეგო


სამკურნალო ბალახოვანი მცენარე. დანაყილი და ნაღებში აზელილი მცენარე დამწვრობის მოსაშუ-
შებლადაც გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:42.

kakuCaჲ - იტყოდნენ მოხრილ, მოკაკულრქიან საქონელზე

kalanCxa - პატარა მოწნული კალათა.


ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011;
სახოკია, 1985:316.

269
kalaTi - მოწნული სამეურნეო ინვენტარი. მას ძირითადად თხი-
ლის ტკეჩისაგან ქსოვდნენ. ცნობილია სხვადასხვა ზომისა და ფორმის კა-
ლათები - ხელიანი და უხელო. ბოლო პერიოდში ბამბუკისაგან მოქსოვი-
ლი კალათები გავრცელდა.

კალათის წვნა და წნული სამეურნეო ჭურჭელი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

kaliSa - მოხრილი და თავებით გადაბმული მაგარი ჯოხი,


რომელიც თივის შესაკვრელად გამოიყენებოდა. კალიშა, რომელ-
საც თავები თოკით ჰქონდა გადაბმული, უმთავრესად, თივის
ტვირთის შესაკვრელად იყო გამიზნული. კალიშას ერთ მხარეს
ყულფით თოკს ჩააბამდნენ და დაახლოებით მხრების სიფარ-
თზე მინდორზე გაშლიდნენ. შემდგომ ამ გაშლილ თოკზე თივას
დააწყობდნენ, თოკს ირგვლივ შემოახვევდნენ, კალიშაში გამო-
უყრიდნენ, დაჭიმავდნენ და შეკრავდნენ - გაკოჭავდნენ. თოკი
ხეზე - კალიშაზე ადვილად სრიალებდა და თივის ჭვირთის მო-
კოჭვას - შეკვრას აიოლებდა.

kaliSaჲ - იხ.: კალიშა.

270
kalo - 1. პურის სალეწი ადგილი, რისთვისაც სახლის ეზო გამოიყენებოდა. ძირითადად მაინც
სა ქარ თვე ლოს მთი ან ეთ სა და ბარ ში ღია ან და და ხუ რუ ლი კა ლო – პუ რე ულ ის სა ლე წი იყო
წარმოდგენილი. აჭარის მაღალმთიანეთში XX საუკუნემდე გოდერძის უღელტეხილის ქვედა ზონის
სოფლებში ყანებს ნამგალით მკიდნენ. პურის თიბვა ივლისის შუა რიცხვებში იწყებოდა. მოთიბულ
ყანაში ჯერ პურის ბულულები კეთდებოდა, ხოლო შემდეგ იგი იზვინებოდა. გამომხმარი და გამოქა-
რული პური კალოზე მარხილით, ზოგჯერ, სელით გადაჰქონდათ. პური კარაპანში იყრებოდა. მზეზე
გახმობის შემდეგ კი – პურს კევრით კალოზე გალეწავდნენ. ღია კალო საქართველოს ყველა კუთხეში
იყო გავრცელებული, დახურული კი – მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზოლში. კალო,
უმეტესად სწორ, გაშლილ ადგილზე იმართებოდა, რომლისთვისაც ზოგან სახლის ეზო ანდა მიწური
ბანიც გამოიყენებოდა, მაგრამ არანაკლებ გავრცელებული იყო წრიული ფორმის კალოებიც. ასევე, სა-
ქართველოს მთიანეთში, უმეტესად, კალო პურეულისათვის ხელოვნურად გასწორებული, დატკეპ-
ნილი მოედანი იყო. იგი, როგორც ითქვა, სახლის წინ, ყანასთან ახლოს ანდა სახლის ბანზე კეთდებო-
და. ღორჯომის ხეობაში გალეწილ პურს „მერულით” ჰაერში შეიქნევდნენ იმიტომ, რომ ქარს ბზე მიჰ-
ქონდა, ხოლო პური (/ხორბალი) – ადგილზე რჩებოდა. კალოზე დარჩენილ ხორბალს „ცხავში” გაატ-
არებდნენ, შემდეგ კი – „ცხრილში” გაცხრილავდნენ და ბეღელის ხაროში ჩაყრიდნენ. ბზე – პი-
რუტყვის საკვები საბძელში ინახებოდა. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში კალოს ზედაპირი პურე-
ულით იფარებოდა და პური წრიულად კევრით, ქვის დაკბილული მორგვებით – „ჭარჭარათი” ილეწ-
ებოდა, ანდა პურეულზე შინაურ საქონელს გადაატარებდნენ. კევრსა და ჭანჭარაში უმთავრესად ხა-
რები და კამეჩები იყო შემბული, ზოგჯერ კი მასში ცხენსაც აბამდნენ. ლეწვის დასაჩქარებლად ძნას
ნიჩბით აბრუნებდნენ, რასაც კალოსქცევა ერქვა. ლეწვის დროს ძნებს ხშირად ნიჩბით აბრუნებდნენ,
რათა გალეწილ მასას მარცვალი გაყროდა. დაგროვილ ხვავს არნადით ანიავებდნენ. გალეწილ ხორ-
ბალს ჯერ ცხავში ატარებდნენ და მერე ცხრილში, სარეველებისაგან რომ გაეთავისუფლებინათ. მარ-
ცვალი შესანახად სახლში გადაჰქონდათ და ბეღლებსა და ხაროებში აბინავებდნენ. საქართველოში
კალო წმინდა ადგილად მიაჩნდათ და მას ქართველთა რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში სათანა-
დო ადგილი ეჭირა. კალოზე დატოვებულ ხვავში ავი ძალისაგან დასაცავად რკინას ჩატოვებდნენ ან-
და ხვავის თავზე ტყემლის ტოტს ჩასობდნენ. ძველად კალოს განათვლა ცხვრის დაკვლითაც სცოდ-
ნიათ. კალოზევე გაჰქონდათ ახალი მოსავლის პირველი ნამცხვარი. კალო და კალოობა – პურეულის
ლეწვის პერიოდი, ხანგრძლივი და შრომატევადი სამეურნეო ციკლი იყო, რომელიც ივნისიდან იწყე-
ბოდა და სექტემბრამდე გრძელდებოდა. მთის ზოლში დახურულ კალოზე ხორბლეულს ზამთარშიც
ლეწავდნენ; 2. ხვნა-თესვისათვის ვარგისი ორიდან სამ წლამდე ხბო.
ლიტ.: სახოკია, 1950:138; ბაქრაძე, 1878: 55; ჩიტაია, 1997: 324; მენთეშაშვილი, 1937:167; მგელაძე, 2012;
2013:143-153; ჯალაბაძე, 1960; ქართული... 2013:197; ქართველი... 2018: 227.

kamara - 1. აკვნის ნაწილი, აკვნის თავსა და ბოლოში დამაგრებული მრგვლად მოხრილი თხე-
ლი ლარტყები, რომლებზეც აკვნის ხელი მაგრდებოდა: „აკვანს აქვს კამარა, ხელი, ფეხი, კიჭკიჭე-
ბი...”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

kanafi - კანაფის მოყვანა და მისგან ქსოვილების დამზადება აჭარაში საკმაოდ ფართოდ იყო
გავრცელებული. ორი სახის კანაფი მოჰყავდათ - დედალი და მამალი. საბოჭკოედ დედალი კანაფი
გამოიყენებოდა. კანაფით ტილოს ქსოვდნენ. მისი ქსოვა ქსელზე ხდებოდა. როგორც წესი, კანაფის
ნართი უხეში და მსხვილი იყო, ამიტომ საქსოვად მხოლოდ ერთი წვერი იყო მიზანშეწონილი. კანაფი
271
მთელ საქართველოში შინამრეწველობის მნიშვნელოვანი ნედლეული იყო. დასავლეთ საქართველო-
ში, ანტიკურ ხანაში, კანაფის მოყვანის შესახებ ცნობები სტრაბონთანაა დაცული. კანაფი შავი ზღვის
სანაპიროზე და შუაგულ საქართველოშიც ველურად იზრდებოდა. ამის შესახებ აღნიშნული აქვს ვა-
ხუშტი ბატონიშვილს - კანაფი „უმუშაკოდ” მოდის საქართველოშიო.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1962; სამსონია, 2005.

kanafis tilos datyepva - კანაფის ქსოვილი, ტილო. ბოლო კონდიციაში მოსაყვანად, შა-
ლის ქსოვილების მსგავსად, მოთელვას საჭიროებდა, რასაც აჭარაში „დატყეპვას” უწოდებდნენ. მო-
თელვისთვის ე. წ. „წირითავებს” იყენებდნენ, რომელიც მოხრილი მკლავის ფორმის ხის დეტალს
წარმოადგენდა. მოთელვამდე, დარბილების მიზნით, კანაფის ქსოვილს ცხელ წყალში ალბობდნენ.
ლიტ.: სამსონია, 2005.

kanafura - დათვის კანაფი, მცენარე, რომელსაც სამღებროდ იყენებდნენ. კანაფურასაგან ყვი-


თელი ფერის საღებავს ამზადებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:220.

kandraxi - სახელმწიფოსა თუ კერძო პირისაგან სამუშაოს ნარდად აღება.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:209.

kanidan amosvla - აბრეშუმის ჭიის კანის გამოცვლა: „ყაჭი სამ-ოთხ დღეში ამოვა პირველი
კანიდან”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

kanuRis gaReba - რაიმე საქმის პირველად წამოწყება: პირველად მოხვნა, სიმინდის დათესვა
და სხვა მისთანანი. პირველ დახვნასაც კანუღის გაღებას ეძახდნენ. მთიან აჭარაში კანუღის გაღება
მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულება, მაგიური საწესჩვეულებო ხვნა-თესვა, პირვე-
ლი რიტუალური კვალის გატანა იყო. ყანის შესასვლელში მიწას თხრიდნენ - „გეიღებდნენ კანუღს”,
შიგ ყველანაირ მარცვალს, უპირველს ყოვლისა კი სიმინდს ჩათესავდნენ - „წელიწადი ტკბილად წა-
ვაო”. კანუღი, იგივე, ყანუღი ორმოს, პირველ ხნულს ერქვა, რომელიც ყანის შესასვლელში, დასაწყის-
ში ითხრებოდა. კანუღთან დაკავშირებით ყურადღებას კანუღის გაღების ვადა და მასში დასათესი
მარცვლეულის ნაირგვარობა იქცევდა. კანუღის გაღება უფრო ხშირად საგაზაფხულო სამუშაოების
დაწყებამდე, ე. ი. ცხრა მარტამდე უნდა დაწყებულიყო. ამდენად, კანუღის გაღება მიწის სამუშაოების
დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ხდებოდა. ყანუღის გაღებაში ხვნა-თესვის პროცესი მინიატურული
სახით იყო წარმოდგენილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე იმიტაციურ მაგიასთან გვქონდა, კერ-
ძოდ, კანუღის გაღება მომავალი დიდი ხვნა-თესვის იმიტაცია იყო და მას მომავალი საქმიანობის იღ-
ბლიანობის უზრუნველსაყოფად მიმართავდნენ. მიწისათვის მსხვერპლის შეწირვა, რაც მარცვლე-
ულის, სხვადასხვა ხილის, შინაური ფრინველისა და ცხოველის ნარჩენების მიწისათვის „მიბარება-
ში” გამოიხატებოდა, საქართველოს სხვა კუთხეებსა და მსოფლიოს არაერთ ხალხში იყო ცნობილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:220; ლომთათიძე, 1996:84-85; ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:53.

kanZi - ერთი ცხვრის ნაპარს მატყლს კანძი ეწოდებოდა. გახუჭულ მატყლს „კანძებად დააკეთებ-
დნენ, აკანძავდნენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:26.

272
kanjaჲ - სამაგრი, მცირე ზომის რკინის ძელაკი. მისი
ორივე ბოლო მართი კუთხით მოხრილი და წაწვეტებული
იყო, რითაც ხის ორი სხვადასხვა დეტალის ერთმანეთზე
დამაგრება-გადაბმა იყო შესაძლებელი. იგი სხვადასხვა
შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას, მა-
გალითად, სახურავის კონსტრუქციაში კავებისა და ქირი-
შების ერთმანეთზე დასამაგრებლად გამოიყენებოდა. ტყიდან ხის გამოთრევის დროს კანჯას მორზე
დაასობდნენ და ზედ ბაწარს გამოაბამდნენ. მეორენაირად მას - „ჭანგსაც” ეძახდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1972:6.

kapi - 1. ხის მოხრილი ჯოხი, რომელიც რაიმეზე გამოსადებ-


გამოსაბმელად გამოიყენებოდა; 2. საქონლის დასაბმელი მოღუნუ-
ლი ჯოხი - რკალი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:221.

kapani - სალი კლდე, მასიური ზომის მაგარი ქვა ანდა ლოდი: „თის ბოლოში კაპანია აყუდებ-
ული”.

kapiloni - 1. აჭარული სოფლი-


სათვის დამახასიათებელი მცირე ფორმის
არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც
ილია ადამიას მიხედვით აჭარაში „შად-
რე ვანს” ან და „წყა როს” უწ ოდ ებ დნენ.
სიტყვა „კაპილონს” მოსახლეობა იშვიათ-
ად იყენებდა. ილია ადამია თვლიდა, რომ
კა პი ლო ნი შე იძ ლე ბა და მა ხინ ჯე ბუ ლი
ფორმაც იყოს და „პავილიონს” ნიშნავდეს, რადგანაც XX საუკუნის შუა წლებისათვის კაპილონი მცი-
რე ფორმის ხუროთმოძღვრულ ნაგებობას წარმოადგენდა. სულხან-საბა ორბელიანი მიუთითებდა -
„ყოველთა სადგური, ფუნდუკი, გინა კაპილონი”; 2. კაპილონი წყლის დასალევი ხის ჭურჭელი იყო.
იგი სოფლის წყაროებზე ანდა იაილებისაკენ მიმავალი გზების დასასვებელ ადგილებში გამართულ
წყაროებზე გვხვდებოდა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:403; ადამია, 1956:19; მგელაძე, 1984.

kapiwi - ერბოსა და ყველის შესანახი ხის ოვალური ჭურჭელი, იაღის, ნაღების ყველის და სხვა
ნაწარმის მოსათავსებელი ხის ჭურჭელი, კასრი. იხ.: კაბიწი და გვარდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948; 1971: 221; ნოღაიდელი, 2015; მგელაძე, 1989:44.

kapirona - ხისგან გამოთლილი ტარიანი ჯამი, კათხა, წყლის დასალევი ჭურჭელი, რომელიც
სოფლის საზოგადო წყაროებთან იდო და ჭიქის როლს ასრულებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:37.

273
kaplibalaxa - Calamintha Grandiflora (L.) Moench: მთის პიტნა, რომელსაც სამკურნალოდ იყ-
ენებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:221.

kapWani - სპილენძის პატარა ქვაბი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

karavi - 1. აბრეშუმის ჭიისათვის პარკის გასაკეთებლად ლასტებზე დადგმული წვეროებით


ზემოთ შეკრული მცენარეთა რტოები: „ნიშანს რომ ვნახავთ, ყაჭს ცახებს, კარვებს გუუკეთებთ. ევა
ზეთ და გააკეთებს პარკს”; 2. მესაქონლეთა სადგომი, ადგილი, სადაც სადარაჯო ანდა მონადირე-
თათვის ღამის გასათევი ფიცრული იყო გამართული: „ტყეში თუ დიგვიღამდებოდა, კარავში გავა-
თევდით ღამეს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

karapani - სახლის წინა შესასვლელი, სახლის წინა, ფასადის მხარეს მიდგმული დამხმარე გა-
დახურული სათავსი, ერთფერდა, ყავრიანი სახურავის ქვეშა ნაწილი ანდა სახლის გვერდზე მიდ-
გმული ერთფერდა სახურავიანი ღია ფარდული, ღია ადგილი, სადაც შეშის დაჩეხვა, სხვადასხვა სა-
სოფლო-სამეურნეო იარაღების დამზადება თუ შეკეთება, პურის გარჩევა, საოჯახო ჯეჯიმებისა და
შალეულის მოქსოვა ხდებოდა. კარაპანში განლაგებული იყო მძიმე საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო
იარაღები. კარაპანი ყველა სახლს არ ჰქონდა. იგი მხოლოდ ისეთი სახლებისათვის იყო დამახასიათე-
ბელი, რომელთა ფასადის მხარეს მეორე სართული პირდაპირ მიწაზე იყო შედგმული. სახლებს, რო-
მელთა პირველი სართული ფასადის მხრიდან აშკარად შეიმჩნეოდა, კარაპანი არ უკეთდებოდა. ით-
ვლება, რომ აჭარული კარაპანი როგორც დანიშნულებით, ისე სახელწოდებით სვანური „კარაპან’ის”
შესატყვისობას წარმოადგენდა, სადაც სახლის წინ - შესასვლელში მიდგმული ფარდული საჩრდი-
ლობლად და ზოგი რამ ჭურჭლის დასაწყობად იყო განკუთვნილი.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:99-100; რობაქიძე, 2014; ნიჟარაძე, 1971:222.

karaWina - წინდის მეორედ გამოქსოვილი ძირი, შალის უხეში ნარ-


თისაგან დამზადებული და ფერადი ძაფებით დაჭრელებული ფეხსამოსი,
წინდის ზემოდან ჩასაცმელი. ზოგ შემთხვევაში კარაჭინს ძირზე ტყავს გა-
მოაკერებდნენ. ჭვანის ხეობის მასალებით იგი ზამთარ-ზაფხულ ჩასაცმე-
ლი იყო. საზაფხულო კარაჭინს აბრეშუმისა და ბამბის ძაფებისაგან ქსოვ-
დნენ, შალისას - ზამთარში იყენებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:222.

karaWini - იხ.: კარაჭინა.

274
kardala - სპილენძის დიდი ქვაბი: „რძეს მოვწველი კარდალაში ან
კაპჭანაში. იხ.:კაპჭანი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

karvani - მრგვალი, მთლიანი ხისაგან გაკეთებული სკა, რომელიც უმთავრესად წაბლის, ცაცხვი-
სა და ურთხელის ხისგან მზადდებოდა. საკარავნე ხეს გულს ოვალურპირიანი ხელსაწყოთი - „ჩხურ-
თით” ამოუწმენდნენ და ბოლოებზე ხის სახურავებს დაუმაგრებდნენ. იყენებდნენ თაფლის შესანახა-
დაც - „სათაფლე კოდანა”.
ლიტ.: დავითაძე, 1973:64.

karis daketva - დედოფლის სახლში ქორწილის დასრულებისას, როცა სიძის დადე გარეთ
გამოვიდოდა, დედოფლის ერთ-ერთი ახლობელი კარებს ჩაკეტავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მაყრებს
დედოფლის გათავისუფლება მოეთხოვათ. სიძის ახლობელს, საპატიო, ხნიერ პიროვნებას კარის ჩამ-
კეტისათვის ასი-სამასი მანეთის ოდენობის საჩუქარი უნდა გაეგზავნა. ამის შემდეგ კარს გააღებდნენ
და დედოფალს გაუშვებდნენ.
ლიტ: ნოღაიდელი, 2015.

karis daCexva - დედოფლის ავსულებისაგან დასაცავი საქორწინო რიტუალი. ნეფის სახლში


მოყვანილ დედოფალს გადაჯვარედინებულ ხმლებში გაატარებენ, რათა დედოფალს ახალ ოჯახში
ავი სულები, ეშმაკები არ შეჰყოლოდა და ყოველგვარი ბოროტებისგან ყოფილიყო დაცული. დედო-
ფალი კარებში როგორც კი მარჯვენა ფეხს შეადგამდა, ხმლებს ჩამოიღებდნენ და კარის თავს დაჩე-
ხავდნენ. ტრადიციული წარმოდგენით, კარის თავი რაც უფრო მეტად დაიჩეხებოდა, პატარძალს ოჯ-
ახში მით უფრო ნაკლები ბოროტება შეჰყვებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; აჭარული დიალექტის... 1978:17.

karaqis mogdeba - დღვებისას კარაქის ნელ-ნელა ზედაპირზე ამოსვლა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:221.

kardali - პატარა ქვაბი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1948.

kardasamyrelo - საპატარძლოს მამის სახლიდან გამოსაყვანი გადასახადი, დედოფლის წაყ-


ვანისას გასამრჯელოს - კარდასამყრელოს მიღების მიზნით კარის მიხურვა, ჩარაზვა. ტრადიციუ-
ლად მამის სახლიდან დედოფლის წაყვანისას დედოფალს კარს ჩაუკეტავდნენ, სასიძოს მაყრები დე-
დოფალს მანამ ვერ წაიყვანდნენ, სანამ ფულს არ გადაიხდიდნენ. სწორედ ამ წესს ეძახდნენ „კარის
დაყრას” ანდა „კარის ჩამოყრას”. კარის გაღებისათვის მიცემულ გასამრჯელოს კი - „კარდასამყრე-
ლოს”.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1978:15; 2007:21.

275
karizRuli - კარის ძირი, ზღურბლი. მას ხალხური გააზრებით სხვადასხვა რწმენა-წარმოდგე-
ნა უკავშირდებოდა, მაგალითად, კარიზღულზე ფეხს არ დაადგამდნენ, კარიზღულზე ერთმანეთს
არ მიესალმებოდნენ.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:97.

karis Camoyra - იხ.: კარის დაყრა.

karni iaruq - მცირე ნაჭრებად დაჭრილ ხორცს საკეპ მანქანაში გაატარებდნენ ანდა ფართო-
პირიანი სატეხით დააქუცმაცებდნენ, შემდეგ დაჭრილ პომიდორთან, საქართველოში ცნობად და
თურქულ წიწაკასთან ერთად ერბოში მოხრაკავდნენ, ნაერთში შემზადებულ ბადრიჟანს ორ წყებად
ჩააწყობდნენ, ზემოდან ისევ პომიდორს დააჭრიდნენ, ერთ ჭიქა წყალს დაამატებდნენ და დაშუშებამ-
დე ხარშავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:121.

kartofiliani fxali - მოწალულ, ნახევრად მოხარშულ და მეორედ წვენგამოცვლილ


ფხალს კვლავ წყალს დაასხამდნენ, კარტოფილს ჩააჭრიდნენ და მოხარშავდნენ, შემდეგ მარილში ჩა-
ნაყილ პილპილსა და ერბოში მოხრაკულ ნიორს ჩაურთავდნენ და აადუღებდნენ. ზოგიერთი დია-
სახლისი ჭურჭლის ჩამოდგმის დროს ერბოში ნიორნარევ მოხრაკულ მაკიდოსაც ურთავდა.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:122.

karsimalo - პატარა ტარიანი კასრი, კოლოფი, რომელშიც მონარჩენ პურს ყრიდნენ.


ლიტ.: კობერიძე, 2011:159.

kartofilis Sorva - კარტოფილს მოხარშავდნენ, მცირე რაოდენობის ნახარშს შეინახავ-


დნენ, ხოლო დანარჩენ წვენში კარტოფილს ამოლესავდნენ, შემდეგ მარილნარევ პილპილში დანა-
ყილ ნიგოზს შემონახულ წვენში გახსნიდნენ, კარტოფილზე დაასხამდნენ და აადუღებდნენ, ზემო-
დან წვრილად დაჭრილ ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოს დააყრიდნენ. თუ კარტოფილი მშრალი
იყო, წყალს დაასხამდნენ და აადუღებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:134.

kasri - ცილინდრული ფორმის ხის ჭურ-


ჭელი. კასრი ერთიანი ხიდან იყო დამზადები-
ლი. გამხმარი ხის მორს ჯერ გულს გამოუღებ-
დნენ და შემდგომ ფსკერს გამოადგამდნენ. იგი
სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა.
სანამ ახალი და წყალგაუმტარი იყო მასში რძის
პროდუქტებს და, ზოგადად, თხევად პროდუქ-
ტებს ინახავდნენ, როცა მოძველდებოდა და
წყალს გაატარებდა მარცვლეულს და სხვა საკ-
ვებ პროდუქტებს, მათ შორის, პურს ინახავ-
დნენ. კასრს თავსახური და სახელური უკეთ-
დებოდა.

276
katara-balaxa - Astraganus Raddearus Rgl: გლერძა, მოგრძო, ღერომრავალრიცხოვანი, რთულ-
ფოთლიანი სამკურნალო მცენარე. გავრცელებულია მთის შუა სარტყელში, ხველის საწინააღმდეგოდ
გამოიყენებოდა. კარგად გასუფთავებულ მცენარეს ცხვრის რძეში ხარშავდნენ და ავადმყოფს ასმევდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:11.

kati-kuda - Anthemis Voronouii D. Sons: ირაგა, მრავალწლოვანი სამკურნალო ბალახოვანი მცე-


ნარე. გავრცელებულია მთის დაბალ და შუა სარტყელში. აჭარის ხალხურ მედიცინაში კატი-კუდას
დანაყილი ფოთლები ჭრილობების სამკურნალოდ, სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:18.

kaSuqtaTli - კაშუქტათლი (კოვზის ტკბილი) ასე მზადდებოდა: კარგად ათქვეფილ კვერ-


ცხის გულსა და ცილაში შაქარნარევ რძეს ჩაასხამდნენ, პურის ფქვილს ჩაყრიდნენ და კარგად მოურ-
ევდნენ, ცომს კოვზით აიღებდნენ და ერბოში შეწვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998.

kaCa - 1. ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება; 2) კეფა.

kaca - ჯილღის სახელური. კაცა ხელის მოხერხებულად ჩაჭიდების მიზნით თავზე მრგვალი
კუკუტი, კუკუტს კი - კოპი უკეთდებოდა. იგი ნაძვის ხისაგან მზადდებოდა.
ლიტ.: დავითაძე, 1978:103.

kacani - „ღობე მცირე ეკალთაგან აღმართებული”. გამოთქმაში: „ჯამუშები კაცანზე მება”.


ლიტ.: ორბელიანი, 1949; ჯაჯანიძე, 1961.

kaciTava - მსხლის ძველი ჯიშის სახელწოდება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971: 223.

kacisTava - იხ.: კაცითავა.

kawani - იხ.: კაცანი.

kbiliani gadabma - ხის ძელების, კავების, ქირიშების გადაბმის, ერთმანეთში ჭდობის წესი.
მშენებლობაში ამ წესს იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, როცა ძელის სიგრძე საკმარისი არ იყო. გადა-
საბმელ ძელებს თავებს დიაგონალზე წაუხერხავდნენ და ურთიერთსაპირისპიროდ კბილს - კუთხეს
ჩაუჭრიდნენ ისე, რომ ეს კბილები ერთმანეთში მჭიდროდ ჩამჯდარიყო. ხალხური გამოცდილებით
კბილიანი გადაბმა უფრო მაგარი და საიმედო იყო. ძველად ამგვარად შეერთებულ ძელებს ხის ჩივე-
ბით ამაგრებდნენ, შემდგომ ამ მიზნით ლურსმანი გამოიყენებოდა. ცნობილია, ასევე, კავების, ქირი-
შების უკბილო, პირდაპირი გადაბმა. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ კბილს არ უკეთებდნენ, სხვა
მხრივ ისევე გადააბამდნენ, როგორც კბილიანი გადაბმის შემთხვევაში.

kbilis qira - ქორწილში მაყრებისათვის მისაცემი ხორაგი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.
kedi - სელისა და კანაფის ნართი
ლიტ.: კახიძე, 1990:105.
277
kedis Zafi - სელისა და კანაფის ნართისაგან დამზადებული ტანსაცმლის შესაკერი ძაფი. მის-
გან ტილოს ქსოვდნენ.
ლიტ.: სამსონია, 2005:13, 35.

kevri - ხორბლეულის სალეწი, რომელიც


ცნობილი იყო არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სა-
ქართველოს არაერთ ისტორიულ-ეთნოგრაფი-
ულ კუთხეში - ქართლში, კახეთში, სვანეთში,
სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში, მათ შორის, „ფსკვე-
რის” სახელით - ზემო რაჭაში, „კიავირის” - სვა-
ნეთში, „კელის” - ქვემო იმერეთში. კევრს, რო-
გორც თავთავის სალეწ სამეურნეო იარაღს, დი-
დი ხნის ისტორია აქვს. იგი უპირატესად ფიჭვის
ხისაგან მზადდებოდა, რომელიც ადვილი სათ-
ლელი იყო და კოხებსაც კარგად იჭერდა. ფიჭვის
შეგულებულ-შერჩეულ ხეს მოჭრიდნენ, გაქერ-
ქავდნენ, დამორავდნენ და ხის სოლებით გააპ-
ობდნენ. საკევრე ფიცრებს დიდი, საორხელო ხე-
ლეჩოთი გათლიდნენ. „სამუშაო პირზე” სატე-
ხით „საკოხე ბუდეებს” ცერად ამოიღებდნენ, რო-
მელშიც მაგარ კოხს - ქვებს ჩასვამდნენ. კოხები
ბუდეში ისე იყო ჩაწყობილი, რომ მათი საჭრელი
პირი - ფხა გარეთ რჩებოდა, რათა თავთავი კარ-
გად გალეწილიყო. კევრის ფიცრებს ერთმანეთ-
ზე მიაწყობდნენ და რიკით შეაერთებდნენ, ზურ-
გზე კი ორ უღელს დააკრავდნენ. სათავო უღელ-
ზე ღვედს გამოაბამდნენ, რომლის საშუალებითაც გამწევ ძალას - ცხენს ანდა ხარს ჩაუბამდნენ. კევ-
რები ძირითადად ხე-ტყით მდიდარ ხეობებში მზადდებოდა და სამიწათმოქმედო რაიონებში იყიდ-
ებოდა. გამზადებული კევრი კალოზე გაჰქონდათ. კალო შემაღლებულ ადგილზე - სახლის ბანზე,
ეზოში, ყანასთან ახლოს ეწყობოდა. მიწას დატკეპნიდნენ, გაფოცხავდნენ, მორწყავდნენ და ბზეს მო-
აყრიდნენ. ლეწვისთვის მზიან დღეს არჩევდნენ, რადგან ამ დროს თავთავი უკეთესად ილეწებოდა.
ყურადღება აგრეთვე ქარის მიმართულებასაც ექცეოდა. კალოში პირველად წინა წელს დამზადებუ-
ლი თავთავისაგან შეკრულ ჯვარს ჩაშლიდნენ - „ახალ მოსავალს მიაგებოსო”, მერე ბჯას - ძნის ზვინს
თავთავით შიგნით ჩაშლიდნენ, სქლად ჩააფენდნენ და ზედ კევრებს შეაყენებდნენ. კალოზე სამი-
ოთხი კევრი მუშაობდა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ძნა იყო ჩაშლილი. საქართველოს ამა თუ იმ
კუთხეში კალოსა და ნალეწ ხვავს ავი თვალი რომ არ სცემოდა, ლეწვის მონაწილე რკინის ნაჭერს
აიღებდა და ქვას ურტყამდა. როდესაც კალოობას მორჩებოდნენ, იცოდნენ მცირე ლხინის გადახდა
ანუ „კალოს ქორწილი” (სამცხე-ჯავახეთი), „კალოკრეფიანობა” (ქართლი), „კალოს დალოცვა” (იმერ-
ეთი), „ლიკლაური” (სვანეთი). კალო ძველთაგანვე წმინდა ადგილად მიაჩნდათ, კალოზე დატოვე-
ბულ ნივთს ხელს არავინ ახლებდნენ. ხოვლეგორაზე (კასპის რაიონი) არქეოლოგებმა გათხრების
დროს კარგად გათლილ-გამოყვანილ და კოხებით გაწყობილ ოთხ კევრს მიაკვლიეს, რომლებიც ძვ. წ.
XII-XI საუკუნეებით თარიღდება. საყურადღებოა, რომ კევრის ნაშთებთან ერთად არქეოლოგებმა ადა-
მიანის ჩონჩხიც ნახეს, ე. ი. კევრზე მიცვალებული ყოფილა დასვენებული. როგორც ჩანს, მიცვალე-
ბულის კევრზე დასაფლავების ჩვეულება უძველესია და ჩვენი ხალხის დიდ სამიწათმოქმედო კულ-
ტურაზე მიუთითებს. საინტერესოა, რომ ისეთი ძველი, ეფექტური სალეწი იარაღი, როგორიც კევრია,
ბევრ სხვა ქვეყნებში გვიანობამდე არ იცოდნენ.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:197-198.
278
279
keTila – „ჭკვიანი” ანუ მორჩილი ცხოველი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:19.

keTili qarva - მსხვილი ქარვის მძივი. იგი არა მხოლოდ სამკაულს, არამედ სამკურნალო სა-
შუალებასაც წარმოადგენდა. ქარვის მძივს საოჯახო რელიქვიის მნიშვნელობა ჰქონდა, მას ინახავ-
დნენ, უფრთხილდებოდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
ლიტ.: სამსონია, 2005:87.

kenWobia - საბავშვო თამაში, კენჭაობა, რიკ-ტაფელას სახეობა. კენჭობილას ბილა-ჯოხის წესე-


ბით ხუთი ქვის კენჭით თამაშობდნენ. ერთს ხელისგულიდან კენჭებს მაღლა - ჰაერში აისვრიდნენ,
დანარჩენს მიწაზე გაყრიდნენ. ჰაერში ასროლილ ქვას ხელისგულზე თითო-თითოდ დაიჭერდნენ.
ერთ ქვას ისევ აისვრიდნენ და მის დაჭერამდე მიწიდან თითო-თითოდ აიღებდნენ. ეს კეკლობიეჲ,
ერთობიეჲ იყო. შემდეგ ორ-ორ ქვას აიღებდნენ: ორობიეჲ, მესამე - სამობიეჲ, მეოთხე - დაყრიეჲ, მე-
ხუთე - თითმოსმიეჲ, მეექვსე - მოჭრობიეჲ და მეშვიდე -კეხობიეჲ იყო. თუ მოთამაშე კენჭს ვერ და-
იჭირდა, თამაშს მოწინააღმდეგე განაგრძობდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:224.

kenWobilaჲ - იხ.: კენჭობია.

kepraWi - უმწიფარი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

kera - მიწურიატაკიან სამყოფში ცეცხლის დასანთები ადგილი, შუაცეცხლის ანდა ბუხრის სა-
ცეცხლურში ჩადგმული მონოლითური ქვა, რომელზედაც შეშის თავები იყო ჩამოდებული. კერა ზო-
გადად ცეცხლის სანთებ ადგილის აღმნიშვნელიცაა. ეს სიტყვა ოჯახის სინონიმადაც გამოიყენება.
ლიტ.: ტუნაძე, 1996:93.

keria - იხ.: კერა.

kertva - ძროხის ძუძუების გამაგრება.


ლიტ.: კობერიძე, 2011:26.

kerCxi lobio - 1. ძაფზე ასხმული გამხმარი ლობიოს პარკი; 2. კერჩხი გამხმარი ლობიოს
პარკისაგან დამზადებული კერძსაც ერქვა. იგი შემდეგი წესით კეთდებოდა: კერჩხს წყალში დაალ-
ბობდნენ, ქვაბში ჩაყრიდნენ, წამოადუღებდნენ, შემდეგ გობზე დაყრიდნენ და ცივი წყლით გა-
რეცხავდნენ, ისევ ქვაბში ჩაყრიდნენ, ჭურჭელში ნახევრამდე ცივ ანდა თბილ წყალს ჩაასხამდნენ და
აადუღებდნენ. მოხარშვის შემდეგ ისევ გობში გადაიტანდნენ, გაწურავდნენ და ძმარში გახსნილ ნი-
ორნარევ მარილში დანაყილი ქინძით, პილპილით და ხმელი შაშტრამით შეკაზმავდნენ.
ლიტ: ჯაჯანიძე, 1961; კახიძე, 1973:30; აბაშიძე, კომახიძე, 1998:129.

kerCxi cocxi - 1. უხრავის ანდა არყის ხის ტოტებისაგან გაკეთებული ეზოს დასაგველი
ცოცხი; 2. წვერწაცვეთილი ცოცხი.
ლიტ.: მგელაძე, 2012:103; ნიჟარაძე, 1971:224.

280
keci - 1. თიხისაგან დამზადებული საცხობი, მრგვალი და ღრმა, დაახლოებით ხუთი-შვიდი
სანტიმეტრი სიღრმის თიხის ჭურჭელი. აჭარაში ბოლო დრომდე მჭადის საცხობი კეცები ფართოდ
იყო გავრცელებული. მას ძირითადად თიხისაგან ამზადებდნენ, თუმცა გავრცელებული იყო ქვისა-
გან გამოთლილი კეცებიც. ისინი მხოლოდ ზომის მიხედვით განსხვავდებოდნენ: დიდი კეცი, პატარა
კეცი, რაც ოჯახის წევრთა რაოდენობითა და გამომცხვარი მჭადის საჭიროებით განისაზღვრებოდა.
კეცის ნაირსახეობა იყო შეხურვილა კეცი (ყურებიანი კეცი); 2. ბუხრის შიდა ქვა, ბუხრის შიდა კედ-
ლის ის ნაწილი, რომელზედაც კეცის გასაფიცხებლად მიყუდება ხდებოდა. ბუხარში კეცის ქვაზე
ყველაზე მეტი სიმხურვალე მოდიოდა, ამიტომ იგი ცეცხლგამძლე და მასიური ფორმის უნდა ყოფი-
ლიყო. მასზე შეშის მიწყობა და ცეცხლის დანთება ხდებოდა. ანთებულ შეშებზე გასახურებლად კეცს
მიაყუდებდნენ.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:100; კახიძე, 1990:79.

kecis Tevzi - კეცზე შემწვარი თევზი. გაწმენდილ თევზს მარილს მოაყრიდნენ, წვენს გადა-
უწურავდნენ და ცხელ კეცზე გადაიტანდნენ, კეცს ცეცხლს მიუშვერდნენ და შეწვამდე დროდადრო
გადააბრუნებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:115.

kecis qafSia - კეცზე მშრალად შემწვარი ქაფშია. თავებდაწყვეტილ ქაფშიას გარეცხავდნენ და


მარილს მოაყრიდნენ, რის შემდეგაც გახურებულ კეცზე დააყრიდნენ და ცეცხლზე მიუფიცხებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:114.

keWeWi - სიმინდის გადანაჭერი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:36.

kexi - ცხენის სატვირთო კურტანის ძირი-


თადი შემადგენელი ნაწილი, რომელზედაც ალ-
იღის სრული აღჭურვილობა იყო აგებული. მას
მაგარი, გამძლე ხისაგან ამზადებდნენ. ალიღის
გაკეთება საგანგებო ცოდნა-გამოცდილებას საჭი-
როებდა და შინახელოსნობის ერთ-ერთ მიმარ-
თულებას წარმოადგენდა. არსებობდნენ ამ საქმე-
ში დასპეციალებული ხელოსნები. იხ.: ალიღი.

kvamli - საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის, მათ შორის, აჭარის


ტრადიციულ საზოგადოებაში ქმრის, ცოლისა და შვილების ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება ტერმინ
„ოჯახით” აღინიშნებოდა, რომელსაც ხშირად შედარებით ფართო მნიშვნელობის ცნება კვამლი (კომ-
ლი) ენაცვლებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო სახლობის მნიშვნელობას მოიცავდა. როგორც პირ-
ველში, ისე, განსაკუთრებით, მეორე სიტყვაში მინიშნებული იყო ოჯახისა და სახლეულის კავშირი
კერასთან, საოჯახო გაერთიანების უმნიშვნელოვანეს სამეურნეო, სოციალურ და საკულტო ატრი-
ბუტთან. შემთხვევითი არ იყო ივანე ჯავახიშვილი ცნება „კომლს” სახლ-ოჯახთან, ძირითადად კი -
281
ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ სახლობასთან და ერთ ჭერქვეშ მოსახლეობასთან რომ აკავშირებდა. სახლო-
ბის წევრს „სული” ეწოდებოდა. ეთნოგრაფიული წყაროები გვიდასტურებს, რომ ტერმინი კომლი
ერთ შემთხვევაში ინდივიდუალურ ოჯახს, ე. ი. ინდივიდუალური ოჯახის სამყოფს აღნიშნავდა, რო-
მელსაც სათავეში ერთი კაცი - თავი ედგა, მეორე შემთხვევაში კი - კომლში რამდენიმე თავი იყო წარ-
მოდგენილი. ამდენად იგი რამდენიმე ოჯახის ერთობლიობას ქმნიდა.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1901:1-17; 1907:486; 1928; 1929; 1982:169,175-176, 84, 189, 195-196; მგელაძე, 1986.

kvanCli - მაზოლი, მუწუკი: „ბათუმამდინ ფეხით მივდიოდით: ამსისხვანი კვანჩლები აგიდგე-


ბოდა ფეხებზე”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

kvartua - ბავშვის ჩასაცმელი. თედო სახოკია: „წინ შემოგვეფეთა ორი 9-10 წლის ბავშვი, აჭარ-
ლების შვილები. მოკლე კვარტუა ეცვათ, ადგილობრივად მოქსოვილი შალისა, ტანზე შემოჭერილი,
ამავე შალის ძიგვა, საჯდომთან დანაოჭებული და ფეხებთან კი მჭიდროდ შემოკრული”.
ლიტ.: სახოკია, 1985:145.

kvatura - „კოშა ხაპისაგან”, მწარე კვახისგან დამზადებუ-


ლი ჭურჭელი. შდრ: კოშე.

kveTi - რძის შესადედებელი წამალი, ყველისდედა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1948.

kvercxiani borano - თხლად დათლილ ყველს სპილენძის თეფშზე დაყრიდნენ, რძეს დაას-
ხამდნენ და წამოადუღებდნენ, შემდეგ ათქვლეფილ კვერცხს ჩაუმატებდნენ, თუნუქის სახურავს და-
ახურავდნენ, ზემოდან ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ და ცეცხლზე შედგამდნენ. ამ მდგომარეობაში
შეწვამდე იქნებოდა, შემდეგ სახურავს ახდიდნენ და დამწვარ ერბოს მოასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:108.

kvendRi - ხის ნორჩი ამონაყარი: „კვენდღი შეიძლება თხილისაც, ცხემლაისაც იყოს”.


ლიტ.: ჟღენტი, 1936; ჯაჯანიძე, 1961.

kverkveto - ხის ჩაქუჩი ხისავე სახელურით. კვერკვეტო სხვადასხვა ფორმისა და ზომის იყო.
იგი რკინის სატეხებზე სამუშაოდ გამოიყენებოდა, რამდენადაც ხის ჩაქუჩი რკინას არ აფუჭებდა. მას

282
მაგარი ჯიშის ხისაგან ამზადებდნენ. ყველა ხითხურო ოსტატი კვერკვეტოს თავად აკეთებდა. ამის-
ათვის ხეს ჯერ საჭირო ზომაზე გამოაქოფიტებდნენ, უხეშად დაამუშავებდნენ, ხოლო როცა კარგად
გახმებოდა, შემდგომ სასურველ ფორმას აძლევდნენ.

kves-abedi - ცეცხლის ასანთები, რომელიც


კვესისა და დამუშავებული აბედა სოკოსაგან შედ-
გებოდა. კვესი სამჭედლოში დამზადებული დეკო-
რატიული ფორმის ლითონის ფირფიტა იყო, რომე-
ლიც კაჟის დასაკვესად, კაჟზე ჩამოკვრით ნაპერ-
წლის მისაღებად გამოიყენებოდა. ნაპერწკალი ხმელ
აბედს ხვდებოდა, მას გააღვივებდნენ და ცეცხლს
ანთებდნენ. სპეციალური ტყავის ტომსიკაში მოთავსებული კვეს-აბედი კაჟთან ერთად, აჭარელი და
არა მარტო აჭარელი მამაკაცის კოსტიუმის შემადგენელი ელემენტი იყო.

kviriTavi - თითისტარის ბოლოზე წამოსაცმელი მრგვა-


ლი, კონუსური ფორმის ხის პატარა რგოლი, რომელიც დარ-
თული ძაფის ფუძესაც წარმოადგენდა. რთვისას იგი ფუძედ
ძაფს ეკვროდა და იმავდროულად თითისტარის ბრუნვას აად-
ვილებდა და ახანგრძლივებდა, ე. ი. კვირითავი იყო თითის-
ტარის ბოლოზე თითისტარის ბრუნვის გასაადვილებლად
დამაგრებული კონუსისებური მრგვალი ხის რგოლი. კვირის-
თავი შუაზე გახვრეტილი და ხერტალზე მჭიდროდ მორგე-
ბული იყო. იგი თითისტარს სიმძიმეს ანიჭებდა, რითაც მის ბრუნვას სწორედ ამის გამო აადვილებ-
და და ახანგრძლივებდა. გარდა ამისა იგი მატყლის თითისტარზე მოხვევასაც უწყობდა ხელს. კვი-
რისთავი სამკურნალო წეს-ჩვეულებებშიც გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017; ნიჟარაძე, 1971:225.

283
kvirisTavi - იხ.: კვირითავი.

kvirisTava - მსხლის ადგილობრივი სახლწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

kvirtli - მატყლის ხარისხის მაჩვენებელი, უხარისხო, ცუდი, გადანარჩევი მატყლი, მესამე


ხარისხის მატყლი, რომელიც გაჩეჩვის შემდეგ საჩეჩელზე რჩებოდა. იგი ძირითადად საბან-ლეიბის-
ათვის იყო განკუთვნილი. იხ.: საჩეჩელი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:27; აჭარული დიალექტის... 1976:33;
სამსონია, 2005.

kvirkvili - საქონლის დაავადება.


ლიტ.: შამილაძე, 1966:205.

kvirkoba - 1-3 ივლისს, ძველი სტილით 14-16 ივლისს იმართებოდა. კვირკობას, იგივე, „ჩურუ-
გას” აჭარაში დამპალ თვესაც უწოდებდნენ. ჩურუგაში წყალში ბანაობა, ბოსტანში შესვლა არ შეიძ-
ლებოდა, რადგან დაღვარავდა - მოსავალს წყალი წაიღებდა. კვირკობა-ჩურუგაი ივლისის თვის სა-
ხელწოდებები იყო. ძველ ქართულში გვქონდა - კვირკობა, ჩურუგაი კი - თურქულიდან შემოსული
სიტყვა იყო.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:138.

kibila - ფართემარცვლებიანი სიმინდის ჯიში.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

kibili - კბილი. გამოირჩეოდა კბილის მკურნალობის ხალხური ხერხები, მაგალითად, კბი-


ლის დაცვენის საწინააღმდეგოდ დაავადებულს ნიახურს აღეჭვინებდნენ, ხოლო მისი ნაყენით ნუ-
ნებს რამდენჯერმე მობანდნენ. პროცედურა გარკვეული დროის განმავლობაში დღეში სამჯერ სრულ-
დებოდა. კბილის ტკივილის დასაყუჩებლად შემდეგ საშუალებებს იყენებდნენ: 1. მარილიან წყალს
გარკვეული დროით პირში იგუბებდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე მეორდებოდა; 2. მტკივა-
ნი კბილის ღრუში გამხმარი თამბაქოს ფოთოლს იდებდნენ. თუკი კბილს ღრუ არ ექნებოდა, ამ შემ-
თხვევაში პირში თამბაქოს ბოლს იგუბებდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე მეორდებოდა; 3.
იცოდნენ გახურებული დანის პირით მტკივანი ნუნის დადაღვა, რაც დადებით შედეგს იძლეოდა; 4.
მტკივანი კბილის ნუნიდან ჩხვლეტით სისხლს იდენდნენ; 5. შქერის ხმელ ტოტს დაწვავდნენ და მის
ხსნარში დასველებულ ბამბას მტკივანი კბილის ღრუში ჩაიდებდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ,
რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა; 6. კაკლის ხეს ტყავს - კანს ჩამოთლიდნენ, მის თეთრ
გულს დანაყავდნენ და მტკივანი კბილის ღრუში ჩაიდებდნენ; 7. კაკლის ღეჭეპოს - ნაჭას დაწვავდნენ
და მის ხსნარში დასველებულ ბამბას მტკივანი კბილის ღრუში მოათავსებდნენ. პროცედურა დღეში
ორჯერ სრულდებოდა; 8. პიმპილს თავს წააწყვეტდნენ, თესლს გამოაცლიდნენ, შიგნით ნავთს ჩაას-
ხამდნენ და ცხელ ნაცარში ჩადებდნენ. ხსნარში დასველებულ ბამბას მტკივანი კბილის ღრუში ჩაიდ-
ებდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ სრულდებოდა; 9. მტკივანი კბილის ღრუში დანაყილ ნიორს მო-
ათავსებდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა; 10. წიწაკას ჩაიში შეურევდნენ და
თბილ ნაყენს პირში ჩაიგუბებდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე მეორდებოდა; 11. კბილში
თაფლის სანთლისა და თოფის წამლის ნაზელს ჩაიდებდნენ. პროცედურა ორი დღის განმავლობაში

284
სრულდებოდა; 12. კბილის ტკივილის დროს ლოყაზე ანწლის ფოთლების ნახარშს იდებდნენ. კბი-
ლის ჰიგიენის დაცვის მიზნით და კბილის დაზიანების, გამოხრული კბილების სამკურნალოდ ლენ-
ცოფას ფოთლების თესლს იყენებდნენ. მას ნაკვერჩხალზე დააყრიდნენ, ზედ ფაიფურის ჯამს დაახ-
ურავდნენ და გარკვეული დროის გასვლისას ჯამს გადმოაბრუნებდნენ, შემდეგ ჯამზე ცხელ წყალს
დაასხამდნენ და ორთქლს პირში დაიგუბებდნენ. ეს ღრუდან ნარჩენებს გამოდევნიდა. პროცედურა
რამდენჯერმე მეორდებოდა. საერთოდ კბილის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მარწყვს
ხშირად ჭამდნენ, ლიმონს და ფორთოხალს წუწნიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე. კომახიძე, 1998:166-167.

kibilis qira - ქორწილში მაყრებისათვის ხორაგის სახით მისაცემი საჩუქარი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:226.

kibura - ვაზის ჯიში. იგი ვარდისფერყურძნიან ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. თითო-ოროლა ძირის
სახით მაღლარად ქედის რაიონში, განსაკუთრებით, სოფელ სიხალიძეებში, ასამბაძეებსა და საკუთ-
რივ ქედის მიდამოებშია გავრცელებული. გადმოცემებითა და დაკვირვებებით კიბურა აჭარულ ვა-
ზის აბორიგენულ ჯიშთა წყებას მიეკუთვნება, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ამ მხარის ეკოლოგი-
ურ პირობებში აღზრდილა და აკლიმატიზებულა. რადგან ვაზები მაღლარად არის წარმოდგენილი,
ამის გამო ისინი სათანადო მოვლას მოკლებულია, რის შედეგადაც როგორც მოსავლიანობა, ისე ყურ-
ძნის პროდუქციის ღირსება არადამაკმაყოფილებელია.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

kidobani - საფქვილე, ფქვილის შესანახი ხის


ჭურჭელი, საიდანაც ფქვილს ყოველდღიურად, სა-
ჭიროებისამებრ მოიხმარდნენ, გააჩნდა ფეხები, რა-
ზეც იდგა და სახურავი. კოდობანს ცაცხვის ანდა თე-
ლის ხისაგან ამზადებდნენ. დადასტურებულია ლურ-
სმნის გარეშე დამზადებული კიდობანი, რომელიც
უკვე აღარ გვხვდება. ტრადიციულად კიდობანი ერ-
თგანყოფილებიანი იყო. თანამედროვეობაში გვხვდე-
ბა ორგანყოფილებიანი კიდობანიც, რომლის შიგ-
თავსიც ორადაა გაყოფილი. მისი ერთი ნაწილი სი-
მინდის, ხოლო მეორე პურის ფქვილისთვისაა გან-
კუთვნილი.

kiki paჲ - კინტრიშის ხეობაში კიკიპაის მცირე ზომის სპილენძის თუნგს უწოდებდნენ.

kikita - წვრილი ფიჩხი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:17.

kikito – ხმელი ტოტი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

285
kilaji – ფისტოიანი თოფი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

kiltavaSla - Sedum Caucasicum: კლდისდუმა, მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო


მცენარე. ქობულეთში იგი კარმიდამოშიც ჰქონდათ მოშენებული. გამთბარი და კანგაცლილი ფოთო-
ლი დიდი მუწუკების მოსარჩენად გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:19.

kinTi - ყაისნაღი, მაქმანის საქსოვი ჩხირი.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:24.

kinwi - კინწი აჭარულ დიალექტში კისერს და კისრის მალებს აღნიშნავს. გვხვდება კინჩხი ფორ-
მაც, რომელიც კისრის უკანა ამოწეულ ნაწილს, ქეჩოს ნიშნავს: „კამეჩს კინჩხზე დაჯდომოდა ყვავი
და ყვავ-ყვავას იძახოდა”. სულხან-საბა ორბელიანთანაც „კინწი კისერი”-ა. კისრის ტკივილის სამ-
კურნალოდ ხალხური მედიცინა არაერთ დროში აპრობირებულ გამოცდილებას ეყრდნობოდა, მაგა-
ლითად, კისრის ტკივილისას დოლბანდში შეხვეულ ცხელ ნაცარს დაავადებულ ადგილზე დაიდებ-
დნენ და შეიხვევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა.
ვხვდებით კისრის ტკივილით დაავადებულზე შელოცვის ვარიანტებსაც: „ზეცას ევედი უ დავკალფე-
ხოდ,/მტრედო დევჭირე უხელოდ,/დავკალ უდანოდ, შევწვი უცეცხლოდ, გადავყლაპე უკურკოდ,/სა-
მო სასტორო ცისანო! სამო ფრინველო წყლისანო, ყვავო. ყორანო, ყანჩაო,/უუსვამ ცერსა, დუუსვამ
ნეკსა, გუუჯავრებ სენთა, ულოცავ და მუურჩენ ყელსა; 2. „ორტოლაო, სამტოლაო, ცერცო და მარი-
ლაო,/ცერცი იხარშვის, მარილი დნება, ორტოლაი ქრება,/სამი ძმები ცივანები, ცივსა ქვასა ჯდებოდ-
ნენ,/წვერს იღლეტდნენ, თმას იგლეჯდნენ,/ძენწის ბოლზე, წამალებულ ჭკნებოდა,/ფუი შენ გაუქრო-
ლე”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა. მეორე ვარიანტი: „ზეცას ევედი უფეხოდ, მტრედო დევჭირე
უხელოდ,/ დავკალ უდანოდ, შევწვი უცეცხლოდ, გადავყლაპე უკურკოდ,/სამო სასწორო ცისანო! სა-
მო ფრინველო წყლისანო, ყვავო. ყორანო, ყანჩაო.../უუსვამ ცერსა, დუუსვამ ნეკსა, გუუჯავრებ სენთა,
ულოცავ და მუურჩენ ყელსა”; 2. „ორტოლაო, სამტოლაო, ცერცო და მარილაო, ვერცი იხარშვის,/ მა-
რილი დნება, ორტოლაი ქრება,/სამი ძმები ცივანები, ცივსა ქვასა ჯდებოდნენ,/წვერს იღლეტდნენ,
თმას იგლეჯდნენ, ძენწის ბოლზე ჯდებოდნენ,/წამალებული ჭკნებოდა, ფუი შენ გაუქროლე”. შე-
ლოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:169; ნოღაიდელი, 2015:139; ნიჟარაძე, 1971:227;
აბაშიძე, კომახიძე, 1998:195, 207.

kineuli - რკინის იარაღების ზოგადი სახელწოდება, მაგალითად, „კინეულობის მარაზია”.


ლიტ.: კობერიძე, 2011:23.

kisris waRunieba - ახალგაზრდა გოგოს მიერ რთვა-ქსოვის შესწავლის დასაწყისში შესრუ-


ლებული წეს-ჩვეულება. თავდაპირველად დამწყებს სელის ანდა კანაფის ნართს აძლევდნენ და რო-
ცა იგი ხერტალს გაავსებდა, ოჯახის უფროსი ქალი გოგონას კისერს წააღუნიებდა, კისერზე კეცის თუ

286
კრამიტის ნატეხს დაადებდა - ქალიშვილი დართვას, კარგ ხელნაქნარს ისწავლისო. ეს წეს-ჩვეულება
ხელსაქმის დამწყები გოგოს რთვაში გაწაფვას გულისხმობდა. ცნობილი იყო მაჭახლის ხეობაში, გან-
საკუთრებით, ზედა ჩხუტუნეთში.
ლიტ.: კახიძე, 1990:105; სამსონია, 2005:36.

kiW-kiWa - აჭრელება.
ლიტ.: კობერიძე, 2011:36.

klarjuli - თეთრი ვაზის ჯიში, ასევე, ვაზის ჯიში მაჭახლის ხეობაში. თეთრყურძნიანი ვა-
ზის ამ ჯიშს გურიაში საჭმელად იყენებდნენ და იმის გამო, რომ მშრალი მარცვალი ჰქონდა, ზამთარ-
შიც ინახავდნენ. აჭარაში ახლაც გვხვდება აღნიშნული ჯიში და სუფრის ყურძნად ითვლება. სახელ-
წოდების მიხედვით კლარჯეთიდანაა გავრცელებული.
ლიტ.: კახიძე, 1974:46; ქართული ეთნოლოგიური... 2009:229; სახოკია, 1985:224.

knaWva - ცხვრისათვის მატყლის შეკრეჭვა. რთვა-ქსოვა აჭარაში, ძირითადად, ადგილზე მოპოვე-


ბული ნედლეულით: მატყლით, აბრეშუმით, სელითა და კანაფით წარმოებდა. აჭარის მთიანეთის
მცხოვრებთა ყოფაში, სხვა საფეიქრო ნედლეულთან ერთად, განსაკუთრებით მრავალმხრივი გამოყე-
ნება მატყლსა და მის ნაწარმს ჰქონდა. აჭარის ზოგიერთ რეგიონში კი –აბრეშუმს, სელსა და კანაფს.
შესაბამისად, მატყლთან და მის ნაწარმთან დაკავშირებული მდიდარი და მრავალფეროვანი ლექსიკა
უფრო აჭარის მთის ხეობებში გამოვლინდა, ხოლო სხვა ნედლეულთან – ქვემო აჭარასა და მის
ზღვისპირა ზოლში. მატყლს ამუშავებდნენ საოჯახო პირობებში. ამისთვის ცხვარს „კნაჭავდნენ”,
„ხუჭავდნენ დუქარდით” წელიწადში ორჯერ: „გამოსულზე” (გაზაფხულზე) და „თველზე” - რთველ-
ზე (შემოდგომაზე). დედა ცხვარს ერთხელ კრეჭდნენ - აგვისტოში. დედა ცხვარზე ადრე კრავს – „კა-
კანას” (კაკუნა/ყუზი) კრეჭდნენ. კრავის მატყლი რბილი იყო. მისგან ნაქსოვი „არ მოხრავდა (არ და-
წიწკნიდა, შეაწუხებდა) კაცს”. თოხლის მატყლი უხეში – ხოშკორა, ხერხეშა იყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:24-25..

koberaჲ - სიმინდის ტაროს მარცვალგაცლილი გული, რომელიც სიმინდის დაფშვნის შემდეგ


რჩებოდა. მას მეეფუტკრეობაში ცეცხლის სანთებად იყენებდნენ, წვრილად დატეხილს საფუტარში
ჩაყრიდნენ და კვალმს ფუტკარს უბოლებდნენ – უფუტებდნენ. წყალში დალბობილ კობერას მსხვილ-
ფეხა საქონელს საკვებადაც აძლევდნენ.

287
kodali - ხის უძველესი იარაღი, მშვილდ-ისარი, კოდალ-ბზეკალი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:228.

kodana - ხის ანდა თიხის საოჯახო ჭურჭელი, ამოღრუებული ხის ჭურჭე-


ლი, ვარია, ცილინდრული ფორმის ხის სადღვებელი, რაშიც მაწვნისა და კაიმ-
აღის დღვებით კარაქს ღებულობდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:228.

kodana ska - მთლიანი ხისაგან დამზადებული საფუტკრე სკა. იხ.: როგო.

სკის დამზადება
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო” ექსპოზიცია)

288
kodi – 1. ხის დიდი ჭურჭელი, გაკეთებული გულამოღებული მორისაგან. იგი მარცვლეულის,
ფქვილისა და რძის ნაწარმის შესანახად იხმარებოდა, იყენებდნენ საწყაოდაც; 2. საზომ-საწყაო. თედო
სახოკიას მიხედვით აჭარაში კოდი მიწის საზომსაც ერქვა და თექვსმეტ ოთხკუთხა მხარს უდრიდა.
კოდი, როგორც მარცვლეულის საწყაო, ერთიან ხეში გამოთლილი ხის ჭურჭელი იყო. აჭარაში კოდი
ერთგვარი ხის კასრის მსგავსი, სიმინდის საწყაოც იყო, რომელშიც თექვსმეტი კილო სიმინდი ჩადი-
ოდა. შემდგომში მას, როგორც სიმინდის საწყაოს, ფუთი ჩაენაცვლა. სიმინდის საწყაო კოდი ნაძვის
ხისაგან მზადდებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:178; კობერიძე, 2011:158.

kodila - თამაში, რომელშიც რამდენიმე ბავშვი მონაწილეობდა. ერთ-ერთი თვალს აიხვევდა,


სხვები „დაკოდავდნენ” - დაჭრიდნენ, ე. ი. ხელს შეახებდნენ და გაიქცეოდნენ, რის შემდეგაც ცდი-
ლობდნენ თვითონ არ ყოფილიყვნენ „დაკოდილი დაკოდილისა”. დაკოდილი თამაშის მონაწილეებს
მანამდე დასდევდა, სანამ ყველას არ დაიჭერდა და არ „დაკოდავდა”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:228.

kodobana - ტაბლაყური, მცენარე სამღებროდ გამოიყენებოდა. მისგან მწვანე ფერის საღებავს


ამზადებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:226.

kovzi - აჭარის ეთნოგრაფიულ ყოფაში, ისე როგორც ზოგადად საქართველოში, მრავალგვარი


კოვზი იყო გავრცელებული. ისინი ერთმანეთისაგან ფორმისა და ფუნქციის მიხედვით განირჩეოდ-
ნენ. ერთმანეთისაგან სუფრაზე მოსახმარი და სხვადასხვა კერძის მოსამზადებელი კოვზებიც გან-
სხვავდებოდა. სუფრაზე მოსახმარ კოვზებს ზოგადი ტერმინ „კოვზით” მოიხსენიებდნენ. მათ მხო-
ლოდ ზომის მიხედვით განასხვავებდნენ: „დიდი კოვზი”, „პატარა კოვზი”. დიდს, მაგრამ არასასუფ-
რე კოვზს აჭარაში ციცხვი ერქვა. იგი გრძელი ტარით, ფართო და ღრმა პირით გამოირჩეოდა. კოვზე-
ბის ჯგუფში ტოტებიანი ჯოხებიც ერთიანდებოდა, რასაც აჭარაში „ხუთთითას” უწოდებდნენ. ამ სა-
ხის კოვზების საინტერესო სახეცვლილებაა ბორბალი. ტოტებიანი ჯოხები საქართველოში ცნობილი
იყო „სამკაპასა” და „ფუცხის” სახელით. ხუთთითა და ბორბალი ფელამუშის, სხვადასხვა ფაფის, ლო-
ბიოს მოსარევად და დასაზელად გამოიყენებოდა. კოვზების ჯგუფში ერთიანდებოდა, ასევე, ლაფე-
რა. იგი სწორი პირითა და გამოყვანილი გრძელი სახელურით ხასიათდებოდა. ლაფერათი დიდ ქვაბ-
ში კერძს ურევდნენ, მაგალითად საქორწინო სამზადისის დროს - ჰასუთს. განსაკუთრებული მრა-
ვალფეროვნებით სუფრის კოვზები გამოირჩეოდნენ. ისინი სხვადასხვა ზომისანი იყო. გვხვდებოდა
სადა და ორნამენტირებული, დეკორატიულად დამუშავებული ტარიანი სუფრის კოვზები. აჭარაში
კოვზებს ძირითადად მსხლის ხიდან აკეთებდნენ. მსხალი „დანწიფული” - დამწიფებული, ძველი ხე
უნდა ყოფილიყო. საკოვზედ ხის გულს გამოიღებდნენ, კარგად გაახმობდნენ, გამოაქოფიტებდნენ და
ინახავდნენ. კოვზის გულს ხვეწით გამოიღებდნენ. თავისუფალ დროს, ზამთარში მას ეჩოთი და და-
ნით ამუშავებდნენ. სასუფრე კოვზებიდან ყველაზე დიდი მოწონება თხელ კოვზებს ეძლეოდა, რად-
გან ასეთი კოვზები გულმოდგინე დამუშავებასა და ოსტატობას საჭიროებდა.

kovzis gatexva - საქორწინო ზეიმის დასრულებისას დედოფლის მაყარი ქალებისათვის


ფლავს და თაფლს ანდა შაქარს ჩამოატარებდა, რომელზეც კოვზი იდო. ჩამომტარებლები ყურადღე-
ბით უნდა ყოფილიყვნენ, რათა ვინმეს კოვზი არ მიეთვისებინა. თუ ეს მოხდებოდა, წასვლისას ამ
კოვზს გატეხდნენ და ისე დატოვებდნენ, რაც ოჯახისათვის დიდი სირცხვილი იყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.
289
koTxo - რძის პროდუქტების შესანახი ხისა და თიხის ჭურჭელი, კოლოფი. იხ.: კაბიწი.

kokva - ვარცლიდან ამოღებული და დაგუნდავებული მჭადის ანდა პურის ცომის კვერი.


ნიჟარაძე, 1971:229.229.

koko - იხ.: კოკვაჲ.

kokotaჲ - თმაქოჩორა ქათამი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:229.

kokocaჲ - იხ.: კოწიწაჲ. ტერმინი კოკოცაჲ, როგორც ხველა ბატონების აღმნიშვნელი, დადას-
ტურებულია კინტრიშის ხეობაში.

kokowa - იხ.: კოწიწაჲ.

kokita - იგივეა, რაც კოწიწაჲ.

koloturi - ქალამნის წინა მხარე, რომელიც თასმის ამოხვევით იყო ნაკერი. იგი ამოსაქნე-
ლად ადვილი და თითქოს კოხტაც იყო, თუმცა გამძლეობით არ გამოირჩეოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:229.

koloturi qalamani - იხ.: კოლოტური.

kolofi - მრავალფუნქციური ხის ჭურჭელი, მცირე ზომის, ცილინდურული ანდა სხვა ფორ-
მის ხის ჭურჭელი, სახელურიანი, რომელიც ნაძვის ხისაგან მზადდებოდა. ძირითადად მთიდან ბარ-
ში რძის პროდუქტების - მაწონის, კაიმაღის, იაღის საზიდად გამოიყენებოდა. კოლოფი სხვა დანიშ-
ნულებითაც გვხვდებოდა, მაგალითად, არსებობდა მატყლის კოლოფი, საწვრილმანო კოლოფი, ას-
ევე, არსებობდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის კოლოფები. მატყლის ნართისა თუ სხვა საწვრილმა-
ნო კოლოფი უფრო დაბალი და გრძელი, ხოლო რძის პროდუქტებისათვის განკუთვნილი კოლოფი
მრგვალი და მაღალი იყო
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948; დავითაძე, 1974:89; კახიძე, 1990.

290
აჭარელი ქალი კოლოფით
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

291
koloSa - ვაზის ჯიში მაჭახლის ხეობაში.
ლიტ.: კახიძე, 1974:46.

kombali – მსხვილთავიანი ერთგვარი მძიმე საგანი, რომელიც გამოიყენებოდა ხეზე როგოს ას-
ატანად. იგი მძიმე ხისაგან იყო გამოთლილი და ერთ მხარეს წვრილი თოკი ჰქონდა გამობმული. წი-
ნასწარ შერჩეულ ხეზე, რომელზედაც სკის „გაცოცხლების” მიზნით ცარიელი როგო უნდა დაედგათ,
კომბალს ისე გაიქნევდნენ, რომ იგი ხის ტანზე ზემოდან გადასულიყო. კომბალს გადაყვებოდა მასზე
მიბმული წვრილი თოკი. იგი საკმაოდ გრძელი უნდა ყოფილიყო. მისი ერთი ბოლო ძირში მყოფ
პიროვნებას ეკავა, ვინც კომბალს ხეზე შეიქნევდა, ხოლო მეორე ბოლო, რომელზეც კომბალი იყო მიბ-
მული, ხის ტანზე ზემოდან გადაივლიდა და ძირს დავარდებოდა, ძირამდე ჩასწვდებოდა. ამ წვრილ
თოკზე ჭაპან თოკს – მსხვილ თოკს წააბამდნენ და ეხლა ხის ტანზე ჭაპან თოკს გადაატარებდნენ. ამ
მსხვილი თოკის დახმარებით კაცი ხეზე ადიოდა, რომელიც ბლოკს, მახარას თან წაიყოლებდა. ხეზე
ასული მახარას ხის ტოტზე ჩამოაბამდა, მასში ჭაპანს ისე გაატარებდა, რომ თოკის ორივე ბოლო ძირ-
ში ყოფილიყო. ამ მსხვილი თოკის ერთ ბოლოზე როგოს ჩააბამდნენ, ხოლო მეორე ბოლოს თავისკენ
მოსწევდნენ, დაქაჩავდნენ. ჭაპანი თოკი მახარაზე მოძრაობდა და მის ერთ ბოლოზე მიბმული როგო,
როცა ჭაპანის მეორე ბოლოს ქვემოდან ექაჩებოდნენ, ხეზე აჰქონდათ. ბოლო პერიოდში, როცა ქარ-
ხნული წარმოების თოკები უფრო მრავალფეროვანი გახდა, როგო კომბალზე გამობმული მაგარი თო-
კით აჰქონდათ ხეზე, ანუ ჭაპანი თოკი საჭირო აღარ იყო.

ხეზე როგოს ასატანი მოწყობილობები: კომბალი, მახარა და ჭაპანი თოკი


(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ ექსპოზიციიდან.)

292
kombostos mJave - ოთხ ნაწილად დაჭრილ კომბოსტოს ქვევრში ჩაყრიდნენ და მარილში
დანაყილ პილპილს დაუმატებდნენ, ქვევრს თავს დაუცობდნენ და ოცდაოთხი საათის განმავლობაში
დატოვებდნენ. მერე თავს ახდიდნენ, წყალს ჩაასხამდნენ, სიწითლის მისაცემად ჭარხალს დააჭრიდ-
ნენ და ქვევრს ისევ თავს დაუცობდნენ. ამ მდგომარეობაში შვიდ-ათ დღემდე დატოვებდნენ. მეორე
ვარიანტი: ამ შემთხვევაში ოთხად დაჭრილ კომბოსტოს კარგად მოხარშავდნენ, წყალს გადაუწურავ-
დნენ, გააგრილებდნენ და ქვევრში ჩააწყობდნენ, შემდეგ წყალს დაასხამდნენ, მარილში დანაყილ
პილპილს ჩააყრიდნენ და ქვევრს თავს დაუცობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ, თუ
წყალი აკლდა, ჩაუმატებდნენ და ქვევრს თავს ისევ დაუცობდნენ. ამ მდგომარეობაში ათ-თორმეტ
დღემდე ტოვებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:145.

konaRi - კონაღი თურქული წარმომავლობის სიტყვაა. იგი სახლს, სხვა ტომისა თუ სჯულის მე-
გობარს, ძმადნაფიცსაც ნიშნავს. თედო სახოკიას მიხედვით ორსართულიან, ჯარგვალურ ხის სახ-
ლებს აჭარაში „კონაღებს” უწოდებდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:145, 152; ჯავახური ლექსიკონი, 2014:22.
kondo – გოგო, ქალიშვილი, რომელთაც კონდოს უფრო დამცირების, დაცინვის გამოსახატავად
ეძახდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

kopa - დაწურული ტკბილის ქვევრში გადასატანი ჭურჭელი, რომელიც ხუთ-ათ ლიტრს იტ-
ევდა. იგი ცაცხვის ხის მასალისაგან მზადდებოდა. კოპას ხისგან გამოთლილ ოთხკუთხა ფორმის
წყლის დასალევ საშუალებასაც უწოდებდნენ, რომელიც წყაროებზე იდო. ასეთი ჭურჭელი თხმე-
ლის ხისაგან მზადდებოდა. შდრ. კაპილონი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:230.

kopi - ქალამნის შესაკრავი სამ-ხუთამდე ჭრილი. მასში თასმას ამოსდებდნენ და ფეხზე მჭიდ-
როდ მორგებულ ქალამანს შეიბნევდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:230.

kope - კოშისგან, მწარე კვახისგან გაკეთებული წყლის სასმელი. იხ.: კოპა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; დავითაძე, 1974:24-25.

kordana - იხ.: კარვანი.

kordi - დაუმუშავებელი მიწა, ბალახიანი ადგილი, მოლი ეზოში, საზოგადოდ, ბალახიანი ად-
გილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:230; ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.
.
kordis gatexva - დაუმუშავებელი ანდა დასვენებული მიწის დახვნა-დამუშავება.
ლიტ.: დავითაძე, 1978:104.

kordomi - ქალის სამკერდე, სამკაული, გულსაბნევი. იგი ვერცხლისა და ფერადი თვლებით


მზადდებოდა. ზემო აჭარაში აღსანიშნავია ვერცხლის კორდომი. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა,

293
რომლის ბოლოებზე ძეწკვის ყულფ-საკიდებით ბურთულები ანდა სპირალები იყო მიმაგრებული.
კორდომის ზედაპირი ორივე მხრიდან კარგად იყო ორნამენტირებული. მას შავი სევადით გამოყვა-
ნილი სტილიზებული მცენარეული სახეებით ფარავდნენ. კორდომს უმეტესად სანამუსო, საგარეო -
გამოსასვლელ სამოსელზე, დღესასწაულებისა და ქორწილის დროს იკეთებდნენ. კორდომს მხოლოდ
გათხოვილი ქალი ატარებდა. ამდენად, იგი გარკვეული სოციალური სტატუსის მიმანიშნებელიც
იყო. კორდომი სხვადასხვა ფორმისა და შედგენილობის იყო, მაგრამ ძირითადად, მას მოგრძო ფორმა
ჰქონდა. კორდომს სამოსზე მკერდს ზემოთ, მარჯვენა მხარეს იმაგრებდნენ. კორდომის მსგავსი სამ-
კაული დადასტურებულია „გონიოს განძში”, რომელიც II-IV საუკუნეებით თარიღდება. ჩანს, რომ
კორდომს საუკუნეთა მანძილზე დიდი ცვლილება არ განუცდია.
ლიტ.: სამსონია, 2005; აჭარული დიალექტის... 1978:10.

korkimeli – 1. ბურჯი, საყრდენი, ხის კონსტრუქცია, რომელიც,


ძირითადად, ფერდობ ადგილებზე საცხოვრებელი სახლის ბურჯად -
საყრდენად გამოიყენებოდა. გავრცელებული იყო მისი სხვადასხვა ნაირ-
სახეობა, მაგალითად, ოთხკუთხა, სამკუთხა და ცალფა - მაკრატელა, მა-
ხასლამა კორკიმელი; 2. ქლიავის ჯიში, მუქი ლურჯი ფერისა, ჭანჭურის
მსგავსი.
ლიტ.: დავითაძე, 1978:111, მიქელაძე, 1978:111.

korkoti - დანაყილი ხორბლის შეჭამანდი. ხორბალს კანს გააცლიდნენ და საძიგველში, სა-


ცეხველში დანაყავდნენ. შემდეგ გარეცხავდნენ, რძეში მოხარშავდნენ, კარაქში ხახვს მოწვავდნენ და
მოასხურებდნენ. უწინ პირველ კერძად ქორწილში კორკოტი შემოჰქონდათ. სულხან-საბა ორბელი-
ანის განმარტებით „კორკოტი დანაყილი ხვარბალი” იყო.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:172; აბაშიძე, კომახიძე, 1998:101; ჩიქოვანი, 1960; ნიჟარაძე, 1971:232.

korZaRina - საქონლისთვის მავნე მცენარე.


ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:113.

kota - 1. ცელის ტარის სახელური, მაჭვის ის ნაწილი, რომე-


ლიც გვერდზე იყო გამოშვერილი და რომელზედაც ხვნის დროს
მხვნელს ხელი ეკიდა. გავრცელებული იყო ორი ფორმის, ერთი
რომელიც ცელის ტარს ირგვლივ შემოეხვეოდა და თავებით იყო
ერთმანეთზე გადაბმული, ხოლო მეორე, რომელიც ცელში იყო
ჩასმული. ის, რომელიც გარედან ეხვეოდა „კალიშადაც” იწოდებ-
ოდა. პირველი ვარიანტი საჭიროების მიხედვით სტატიკურად
მაგრდებოდა და მოძრაობა-რეგულირების საშუალებას იძლეოდა,
ხოლო მეორე ცელის ტარზე უმოძრაოდ იდგა; 2. უღლის შუაში
ჩასმული რიკები, რომელთა შორის ხელნას მოსაბმელად რგოლე-

294
ბი იყო მოთავსებული. სულხან-საბა ორბელიანით კოტა არის „უღლის რიკი, გინა და მიუყრის”; 3.
ხის რიკი კედელზე რისამეს ჩამოსაკიდებლად; 4. სიმინდის ტარო; 5. თოფის საკეტი.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:172; ნიჟარაძე, 1971:231.

kotreuli - გაურჩეველი, დაუფშვნელი სიმინდის ტარო.


ლიტ.: კობერიძე, 2011:23.

kofo - მარხილის, ურმის ნაწილი. საცურავებზე მდგარ ვერტიკალურ ფეხებზე დამაგრებული


განივი ხეები. იხ.: ციგა.

koRa - სკა, გეჯა, რომელსაც ჩვეულებრივ, ტყეში, მაღალ ხეზე შემოსდებდნენ. იხ.: როგო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:232.

koSki - ზემოაჭარული სახლის სახურავიანი აივანი. კოშკი საზაფხულო ოთახს წარმოადგენდა.


სახლს ზედა ნაწილში საზაფხულო სახლი - კოშკი, ისე როგორც ქორი გააჩნდა, რომელიც სხვადასხვა
წვრილმანის შესანახის გარდა, დასაშვებია, სამეურნეო სათავსო თუ ახალი საქორწინო წყვილის სააფხულო
ოთახი, დროებითი საბინადროც ყოფილიყო. ზაფხულობით ოჯახი მეტ დროს კოშკში ატარებდა.
ლიტ.: რობაქიძე, 1960; მგელაძე. 1966; 2010:20; ჩიქოვანი, 1968; ბექაია, 1974:23; ნიჟარაძე, 1971:232.

kowiwaჲ - ბავშვთა გადამდები სნეულება, ყივანახველა, ხველა ბატონები, „სახადი” - ავადმყო-


ფობა, რომელიც ყველა ბავშვს ახასიათებდა. თუ ბავშვობაში არა, ხველა „ბატონების მოხდა” - გადა-
ტანა მოზრდილს მაინც მოუწევდა. „კოწიწას” დამახასიათებელი სიპტომი გამოკვეთილი ხველება
იყო, რასაც თვითმხილველთა გადმოცემით, ბავშვის დახრჩობაც კი ძალუძდა. კოწიწათი დაავადებ-
ულს ცხვირიდან სისხლის დენა ეწყებოდა. ასეთი ავადმყოფის საპნით დაბანა არ შეიძლებოდა. დასა-
ბანად კვერცხს იყენებდნენ. აჭარაში, მოსახლეობის დაკვირვებით, კოწიწათი დააავადებული ორმო-
ცი დღის მანძილზე გაძლიერებულად ახველებდა, სივდებოდა და ხრჩობის იმიტაციასაც ქმნიდა.
ორმოცი დღის შემდეგ ხველა კლებულობდა და თანდათანობით ქრებოდა. ამ ავადმყოფობის ხან-
გრძლივობის ვადა ორმოცი დღე იყო.
ლიტ.: სახოკია, 1956:23, 27-29; ბენაშვილი, 1885:40; ბარდაველიძე, 1941;1953:39;
მაკალათია, 1938:111; ნადარაია, 1980:199-2000; ნიჟარაძე, 1971:232; მგელაძე, 2001.

koWi paჲ - ხის პატარა ჭურჭელი, რომელსაც წისქვილში ფქვილის ასაღებად იყენებენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:232.

295
კორდომი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

296
კორდომი
საგულე სამკაული.
ვერცხლი, XIX ს. II ნახევარი
აჭმ. N19813/1.

297
koWiba - იხ.: კოჭიპაჲ

koWiWaჲ - 1. პატარა და მოგრძო, ოვალური ფორ-


მის სახელურიანი ყუთი, კოლოფი, გამოიყენებოდა
წვრილმანების - მძივების, ნემსების, ძაფების შესანა-
ხად, ასევე, მატყლის ჩეჩვის დროს ფთილების ჩა-
საწყობად.
ლიტ.: აჭარული დიალექტის..., 1983:20;
ნიჟარაძე, 1971:232.

koWlabuxa - კოჭლი ადამიანი ანდა ცხოველი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

koWlakunta - იგივეა რაც კოჭლაბუხა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

koWoba - პატარა თიხის ქოთანი


ლიტ.: კობერიძე, 2011:43, 157.

koSa - მწარე კვახისაგან დამზადებული


ჭურჭელი, ყელიანი გოგრა, რომელიც ოჯახში
ღვინის ანდა წყლის ჭურჭლად, ქვევრიდან კი
- ნარეცხის ამოსაღებადაც გამოიყენებოდა.
ლიტ.: დავითაძე,1974:23,24;
ნიჟარაძე,1971:232.

koSaჲ - ყურძნის ჯიში.


ლიტ.: დავითაძე, 1975:172.

koSaჲ xapi - იხ.: კოშა.

kowowa - იხ.: კოწიწაჲ.

koxi miwa - სინოყივრეს მოკლებული, გამოფიტული მიწა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:232.

krava - სოკოს სახეობა, საჩეჩელა სოკო, რომელიც ტყეში დამპალ სოჭის ხეებზე ამოდიოდა. იგი
საკვებად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:233; მაყაშვილი, 1961:63.

298
ხის კოვზები
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

299
kraveli – კრავის მატყლი. მას ზოგჯერ „კრაველსაც” ეძახდნენ. კრავის მატყლი რბილი და
კუჭკუჭა (პუჭპუჭა) იყო. უმეტესად გამოსასვლელი ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებდნენ. მის-
გან სუფთა შალი მზადდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:25.

ku - აჭარაში ძროხის ცურის ავადმყოფობა, რომელსაც იმერეთში „წყლისას” ეძახდნენ.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

kudabila - თამაში.
ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კილოს… 2015.

kudamela - თამაში. რამდენიმე ბავშვი თამაშობდა.


ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კილოს… 2015.

kudiani - აჭარელის შეხედულებით კუდიანი დღისით ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ხოლო ღა-
მით შესაძლოა მას ზოომორფული სახე მიეღო. საჭიროების მიხედვით იგი მოსალოდნელი იყო კა-
ტად, თაგვად, ბუზად, გველად ქცეულიყო. კუდიანობა შუაღამიდან იწყებოდა და მამლის პირველ
ყივილამდე გრძელდებოდა. კუდიანი დღის შუქზე უძლურდებოდა. თავყრილობისათვის მათ განსა-
კუთრებული ადგილი ჰქონდათ შერჩეული და ღამით შესაწირავებით - ქათმით, ძროხით, რძით
ხელდამშვენებულები შესაკრებად ლომპაპის სამფლობელობელოსკენ ხალიჩაზე ანდა ცოცხზე გა-
დამჯარნი ფრენით მიეშურებოდნენ. აჭარაში გამოვლენილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წყა-
როებით, ადამიანი კუდიანობის დაწყების წინ ტანსაცმელს საკუთარ სახლში იხდიდა და გადაბრუ-
ნებული ხელმეორედ იცვამდა. კუდიანის „მწკვართავს” მასთან წამალი მიჰქონდა. იგი ამ წამალს იღ-
ლიებში ამოისობდა და ბუხარში „აშპებოდა”. აქედან ჩანს, რომ კუდიანები ლომპაპის სამყოფთან კავ-
შირს ბუხრის საკვამურით ამყარებდნენ. ლომპაპის სამყოფი როგორც დროის, ისე სივრცით განზომი-
ლებაში იყო წარმოდგენილი, რაზეც შუაცეცხლის (გვიან ბუხრის) მეშვეობით ლომპაპის საბინად-
როსთან დაკავშირების ფაქტიც მეტყველებს და მიუთითებს ისიც, რომ ამქვეყნიურ და ლომპაპისე-
ულ სამყაროთა შორის მოქმედებები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, უფრო ზუსტად,
ორეულები ერთროულად მოქმედებდნენ. ეს სივრცე ამქვეყნიურისაგან განსხვავებულ პარალელურ
სამყაროში - ქვესკნელში მდებარეობდა. რატომ მიფრინავდა ლომპაპთან კუდიანი მაინცადამაინც
ბუხრის საკვამურიდან. ამ და სხვა ვითარებაშიც ბუხარს, უფრო ზუსტად, კერას საკრალური მნიშვნე-
ლობა გააჩნდა. სახლეული გარდაცვლილ წინაპართა სულებს სწორედ ბუხრისა და კერიის მეშვეობ-
ით ეკონტაქტებოდა. სავარაუდოა, რომ ხალხური რწმენა სამყაროს მოდელში სკნელებს, როგორც
ჩანს, სხვადასხვა გზით აკავშირებდა. ერთ-ერთი ასეთ გზას საცხოვრებელი ნაგებობის საჯალაბოში
განთავსებული შუაცეცხლის საკვამური წარმოადგენდა. ხალხური სქემა კერას შუასკნელად თუ
მოიაზრებდა, რომელიც კერის ციური ჯაჭვით ზესკნელს უკავშირდებოდა, მაშინ იგი ქვესკნელთანაც
უნდა ყოფილიყო მიბმული. კოორდინანტთა ასეთ ვერტიკალურ განზომილებაში დაცული უნდა ყო-
ფილიყო იერარქიული სტრუქტურაც: ზესკნელში - ღვთის მრევლის არეალში ღმერთი და ანგელო-
ზები ბინადრობდნენ, ხოლო ქვესკნელში - ქთონური, მიწისქვეშეთის ღამისეული ღვთაებები. ვერ-
ტიკალურ და ჰორიზონტალურ განზომილებებში დემონთა და ღვთაებათა სხვა ტიპის ჯგუფებსაც
თავიანთი განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ამგვარი გრადაცია ფერთა სიმბოლიკაშიც აისახებოდა
თეთრი, წითელი და შავი ფერების სახით, რაც მთლიანობაში ჯვრისა და მზის, როგორც წრიულობ-
ისა და მარადიულობის გამოხატულების სისტემაში იყო მოქცეული. ამ სისტემაში ღვთაებათა თი-

300
თოეულ ჯგუფს თავისთავადი ფუნქცია გააჩნდა და სამყაროს მოწყობის კოსმოგონიურ სტრუქტურა-
ში შესაბამისი ასტრალური ნიშნებითა თუ საკრალური სიმბოლოებით ფუნქციური დატვირთვის მა-
ტარებელი იყო. ეს ნიშნები და სიმბოლოები ძირითადად თავს იჩენდა ტრადიციულ რწმენა-წარმოდ-
გენებში, საკულტო რიტუალებში, მატერიალურ კულტურასა და ორნამენტში, დემონოლოგიურ აზ-
როვნებაში, მითებში, გადმოცემებსა და ზღაპრებში. ტრადიციული რწმენით, ადამიანებს საკრალურ
განზომილებათა გადალახვა გარდაცვალებამდე არ ძალუძდათ ანდა პარალელურ განზომილებაში
მოხვედრას მანამ ვერ ახერებდნენ, სანამ მათ ხორციელ ყოფას გრძნეულება არ შეიპყრობდა.
ლიტ.: მგელაძე, 2010/2011:428.

kukulebi - ორნამენტის სახეობა.


ლიტ.: სამსონია, 2005:65-66.

kukumalie - საბავშვო თამაშობა. მოთამაშეები ერთ ხელმძღვანელს ირჩევდნენ, რომელიც


დანიშნულ ადგილას, „ცეცხლთან” დაჯდებოდა. მოთამაშეთა რაოდენობის მიხედვით ერთი ანდა
რამდენიმე გამოყოფილი მოთამაშე, მაძებარი, ხელმძღვანელის მუხლზე ანდა კალთაში თვალებს ხუ-
ჭავდა, დანარჩენები კი იმალებოდნენ. ხელმძღვანელი იძახოდა: „კუკუ დეჲძახე!”, დამალულები იძ-
ახოდა: „კუკუ!”. ხელმძღვანელი თვალდახუჭულებს უშვებდა. ისინი თვალებს ახელდნენ და დამა-
ლულების საძებრად გარბოდნენ. ხელმძღვანელი იძახოდა: „ჩემო ქორო, ჩემთან მოდი, მაძებარი გვე-
ძებს!”. თუ რომელიმე დამალული მაძებარს ცეცხლთან მირბენას მიასწრებდა და ცეცხლს ხელს დაჰ-
კრავდა, მაშინ იგი გამარჯვებული გამოდიოდა და ხელმეორედ აღარ იმალებოდა, ხოლო დამარცხე-
ბულები ხელმეორედ იმალებოდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

kumata - თითებს შორის ანდა თითებზე წარმოქმნილი ჭრილობა, რომელიც საშინელ ტკივი-
ლებს იწვევდა და სიარულს აძნელებდა. დაავადებულის მკურნალობის მიზნით შემდეგ საშუალებ-
ებს მიმართავდნენ: 1. დაწოლის წინ ჭრილობაზე ჭვარტლს დაიდებდნენ და შეიხვევდნენ. პროცედუ-
რა დაწოლის წინ დღეში ორჯერ სრულდებოდა; 2. იმავე მიზნით თითებზე ღაზლის ძაფს და თხის
ბეწვს იხვევდნენ. პროცედურა ერთხელ, დაწოლის წინ სრულდებოდა; 3. ჭრილობიან თითზე ავად-
მყოფს დამწვარ შაბს მოაყრიდნენ და შეუხვევდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ - დილით და საღამო-
თი სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1978:181.

kuncxuli - დახვავებული ერთმანეთზე მიყუდებული წვეროებით ზემოთ ჩალის კონები.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:234.

kunWulo - იხ.: გიდელი.

kurdRlobia - თამაში.
ლიტ.: ნოღაიდელი…

kuti lampa - შუშის გარეშე, კუსტარულად დამზადებული ლამპა, თუნუქის კოლოფზე დად-
გმული პატრუქი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1936; ჯაჯანიძე, 1961.

301
kuqarebi - კუქარები, კუქარი (კუს ქარი) მეძუძური ქალისა და ახალმოყვანილი საქონლის ძუ-
ძუს დაავადება იყო, ასევე, ზოგან ტერმინი „კუისაც” ვლინდება, რომელიც ბღერით დაავადებას ნიშ-
ნავდა. მოსახლეობა მათ განკურნებას სხვადასხვა, მათ შორის, ხალხური მედიცინისა და შელოცვების
გზით ცდილობდა. ქალს მკერდის ერთი ნაწილი ანდა ძუძუში რძე უმაგრდებოდა, ძუძუ გაუსივდე-
ბოდა, რასაც გაცივება იწვევდა. იცოდნენ გამოთქმა: „მაგას კუქარები ექნებაო”. ავადმყოფს დედალ-
მამალი კუს ძვლებით მკურნალობდნენ. კუს ძვლებს ავადმყოფს შეაბამდნენ და „კუს ლოცვას” შეულ-
ოცავდნენ. იგივე დაავადება მეწველ საქონელსაც ახასიათებდა. კუქარით დაავადებული ადამიანის
მკურნალობის მიზნით კონკრეტულად შემდეგ საშუალებას მიმართავდნენ: კუს დაიჭერდნენ, ჯავ-
შანს მოაცლიდნენ, ცეცხლზე დაწვავდნენ და ავადმყოფს კვამლს უხრჩოლებდნენ. ღრმად სწამდათ,
რომ ამ დროს ლოცვა უებარი საშუალება იყო: 1. „კუო, კუო კუნკურენკო, წამომჯდარხარ შავ ჯირეკ-
ზეო,/წამოგისხამს შავი მაზარა,/აგჭრი ალით, მალით, შავტარიანი დანით,/დაგკიდებ ეკა-მაყვალზე,
დაგხარშავ ქვაბში რვალისასაში, გაგაქრობ თვალსწრაფადა”; 2. „კუო, კუო, კუნკურეკო,/პირაღმართო,
პირჩაღმართო,/ცხენის ფეხო, ფარფალახო,/ჯორის ძუა სარსადაგო,/აგჭრი დანით, მანითა, შავტარი-
ანი დანითა,/ჩაგსვამ ქვაბსა რვალისასა,/შეგინთებ ცეცხლსა გენიისასა,/გაგაქროლებ ქარსავეთ და გაქ-
ცევ მდინარეს წყალსავეთ,/კუო შავო, კუო ბნელო, კუო სულთლად გლახაო,/მე და ბრძანება ღვთისა,
კუის გაქრობისა”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა. „კუისას” ლოცვას, რომელიც ბღერით დაავადებ-
ულისათვის იყო განკუთვნილი ასე იწყებდნენ - „სახელით ღვთითა, მამითა, ძითა სულითა წმინდი-
თა, მე შეგილოცავ კუისა”: „კუე-კუე კურკუმელო, პირ-აღმართო, პირ-ჩაღმართო,/ცხენის ფეხო ჩონ-
ჩორიკო, რას ეხოვი მურგსავითა (მურგვსავითა),/რას იკბინები ძაღლივითა,/აგჭრი, დაგჭრი, ჩემისა
ბასრისა დანითა,/ჩაგყრი რვალისა ქოთანში, გადუღებ და გაფოფინებ, შვიდ დღეს და შვიდ ღამე-
სა,/გაგიტან ქედსა მაღალსა, მიგასევ ყვავსა, ყორანსა,/გამოი გამოქარდი, ძვალში თუ რბილში იყო”.
შელოცვა სამჯერ შებერვით დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა. ასევე, ბღერს შემდეგნაირად მკურ-
ნალობდნენ: 1. ორ ჭიქა რძეს ნახევარ ჭიქა ნავთში შეურევდნენ და აადუღებდნენ. ხსნარს ბღერიან
ადგილებზე წაისვამდნენ. ამისათვის ქათმის ფრთას იყენებდნენ. პროცედურა დაწოლის წინ სრულ-
დებოდა; 2. სხეულის ბღერიან ადგილებზე ერბოში გახსნილ გოგირდსა და შაბიამნის ხსნარს წაისვამ-
დნენ. პროცედურა დღეში ორჯერ, დილით და საღამოთი სრულდებოდა; 3. ზეთის ხილის ხსნარში
თაფლისა და კარტოფილის სანთელს გახსნიდნენ, ქაფურს ჩაუმატებდნენ და მიღებულ ხსნარს ქათ-
მის ფრთით ავადმყოფს დაავადებულ ადგილზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ დილით
და საღამოთი სრულდებოდა. მეორე დღეს კი ავადმყოფს ტანს დაბანდნენ; 4. ათი კვერცხის ნაჭუჭს
ცეცხლში დაწვავდნენ, დანაყავდნენ, გაცრიდნენ, გოგირდს შეურევდნენ. დანის პირით სამჯერ აღებ-
ულ ფერფლს ზეთის ხილის ზეთში გალესავდნენ. მიღებულ ხსნარს ქათმის ფრთით ავადმყოფს სხე-
ულის დაავადებულ ადგილებზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ, დილით და საღამოთი
ერთი დღის განმავლობაში სრულდებოდა. მეორე დღეს ტანს იბანდნენ; 5. მაწონში ანდა ერბოში გახ-
სნილ თოფის წამლით ტანს დაიზელდნენ. პროცედურა ორი დღის განმავლობაში სრულდებოდა.
დაწოლის წინ მესამე დღეს ტანს იბანდნენ; 6. ჭინჭრიხას შვიდ ძირს ერთ ჭიქა ნავთში დანაყავდნენ
და ერთ ჭიქა რძეში აადუღებდნენ. ნაერთს ავადმყოფს სხეულის ბღერმოდებულ ადგილებზე წაუს-
ვამდნენ. პროცედურა დღეში ერთჯერ, დაწოლის წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებო-
და, რის შემდეგაც ტანს იბანდნენ; 7. გოგირდში გახსნილ თოფის წამალს ერბოში შელესავდნენ და ნა-
ერთს ქათმის ფრთით სხეულის ბღერმოდებულ ადგილებზე წაისვამდნენ. პროცედურა დაწოლის
წინ, სამი-ოთხი დღის განმავლობაში სრულდებოდა, რის შემდეგაც ტანს დაიბანდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:185, 199, 203-204.

kuCxe - იგივეა რაც კუთხე.


ლიტ.: კობერიძე, 2011:52.

kuwewaჲ - ჩენჩო, რომელიც ლობიოს გარჩევის შემდეგ რჩება.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.
302
აჭარლები ტრადიციულ სამოსში, ბახმარო, 1959 წელი.
(ბსუ.ნიკო ბერენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

303
ხულოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპოზიციის ფრაგმენტები

304
აჭარლები
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

305
lagani - რევოლვერი. ნაგანის სახეცვლილი ფორმა. ლაგანის სახელწოდებით იგი ქვემო აჭა-
რაში იყო ცნობილი. იხ.: ლივერი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

lagzubuni - იხ.: ზუბუნი.

lavaSa - სპეციალური ხის ხელსაწყო, რომელსაც მსხვილფეხა საქონლის დაჟეჟვით დაკოდვი-


სას იყენებდნენ.
ლიტ.: შამილაძე, 1969:66.

lavaSi yveli - დაპწნილი, იგივე, ჩლეჩილი ყველის ერთი გორგალი, რომელსაც ბრტყელი
ფორმა ჰქონდა. ლავაში ყველის ფორმის აღმნიშვნელი იყო. ერთი ლავაში ყველი ერთი ცალი აჭა-
რული ყველის თანაბარი იყო.
ლიტ.: შამილაძე, 1969:140; ნიჟარაძე, 1971:235.

lazaria - რიტუალური თამაში, რომელსაც ბავშვები დიდი გვალვების დროს ასრულებ-


დნენ. ლაზარობა გვალვის საწინააღმდეგო წეს-ჩვეულეულება, ამინდის მართვის არქაული რიტუ-
ალი იყო, რომლის დანიშნულებასაც ტაროსის ღვთაებისაგან სასურველი ამინდის გამოთხოვა წარ-
მოადგენდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:235; ნოღაიდელი, 1935:49; 1967:61-62; 1971:131;
თანდილავა, 1974:5; ლომთათიძე, 2014:109.

lazaroba - აჭარაში, განსაკუთრებით, ხულოსა და ქედის რაიონებში დღემდეა შემორჩენილი


ტაროსის, ამინდის ღვთაების - ვობის დღესასწაული. ლაზარობა ამ ღვთაების თაყვანისცემისა და გან-
სახიერების ნაშთად არის მიჩნეული. ლაზარობა, იგივე, ლაზარია, აჭარაში, გვალვის ანდა ხშირი წვი-
მების საწინაღმდეგო რიტუალი იყო. სოფლის გოგო-ბიჭები, ზოგჯერ, ყავრის ორი ნაჭრისაგან ჯვრის
მაგვარ დედოფლის მოზრდილ ფიგურას აკეთებდნენ, ჩააცმევდნენ კაბას და ზედა გაფართოებულ
ნაწილზე დედოფლის სახეს გამოსახვდნენ. თორმეტი-ცამეტი წლის ბავშვები კალათებითა და კო-
ლოფებით სოფელს ჯგუფურად შემოივლიდნენ, ცეკვა-თამაშობით სოფელს დაუვლიდნენ, ერთ ბავ-
შვს დედოფლის - ლაზარიას ფიგურა ეჭირა, სხვები ლაზარიას უკან მისდევდნენ. მასზე წინგასწრება
ცოდვად ითვლებოდა. ბავშვები თან ლაზარიას მღეროდნენ: „ბაღვები დედოფალს - გოგოს სურეთს
ასე შეკაზმივდნენ: ციცხვს თავს გუუკეთებდნენ, გუუკეთებდნენ კლავებს, ჩააცმევდნენ გოგოს ტანი-
სამოსს, მოჭუჭკვილი ბაღვებიდან ერთი ერთ კლავზე მოკიდებდა ხელს, მეორე - მეორეზე და წეი-
ღებდნენ სოფელში. ყველა კარზე მიიტანდნენ და ულოცავდნენ. თუ წვიმა ესაჭიროებოდათ ერთი იმ-
ღერებდა”: „ლაზარ მოდგა კარსა,/აღურღულებს თავსა (ზოგან - არაკუნებს თავსა),/შინო, შინო, შინაო,
ჩიტმა შემაშინაო,/ცალი ფხარი მომტეხა,/ცალი შემარჩინაო,/აბლახანუმ, ადექი, თაროზეა კარაქი,/აბ-
306
ლა მიდგა თაროსაო,/დიემზგავსა თვარესაო,/აღარ გვინდა მზისა თვალი,/ღმერთო, მოგვე წვიმა-წყა-
ლი”. თუ ტაროსი იყო საჭირო, მაშინ იმღერებდნენ: „აღარ გვინდა წვიმა-წყალი,/ღმერთო მოგვე ბზი-
სა თვალი” ანდა ამა თუ იმ სახლეულის კარმიდამოში ოჯახს კართან მიუმღერდნენ: „ლაზარ მოდგა
კარსა,/არღურღულებს თავსა,/ჩიტმა შემაშინაო.../აღარ გვინდა ზისა თვალი,/ღმერთო მოგვე წვიმა-
წყალი”. ბავშვები ერთად შეჰღაღადებდნენ: ამინ!. ასე მეორდებოდა ორ-სამჯერ. ბავშვები ოჯახისაგან
პროდუქტებს ითხოვდნენ. მასპინძელი გამოუტანდა ცოტ-ცოტა პროდუქტს და თან თუნგით წყალს
მიასხამდა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით კი - ლაზარია დაესველებინა. ასე ჩამოივლიდნენ ოჯახებს
და მერე თავს ერთ ოჯახში მოიყრებოდნენ, შეგროვილი პროდუქტით საჭმელს გააკეთებდნენ და შე-
ექცეოდნენ. სწამდათ, რომ ამის შემდეგ წვიმა მოვიდოდა. ზოგიერთ ქართველურ ტომში ამ რიტუ-
ალს ცეკვები თან ახლდა. სასურველი ამინდის, განსაკუთრებით, წვიმის გამოწვევისათვის ლაზარო-
ბის ინსცენირება და ლაზარეს სადიდებელი ლექს-საგალობლები ზემო აჭარაში ფართოდ იმიტომაც
იყო შემორჩენილი, რომ წყლის სიუხვეზე ოცნება და სათანადო ზრუნვა ამ მხრის მკვიდრს, მიწათ-
მოქმედს, მესაქონლეს - მწყემსს უძველესი დროიდანვე თან სდევდა. ლაზარობის რიტუალს მარტივი
საცეკვაო მოძრაობები თან ახლდა. კარდაკარ მოსიარულე ლაზარობის მონაწილენი სახლის მეპატ-
რონის გამოწვევას ლექს-სიმღერასთან ერთად ცეკვითაც განასახიერებდნენ. საფერხულო ცეკვები
შუამთობის პერიოდში გამართული ლაზარობის დროსაც იცოდნენ. სამწუხაროდ, ეს რიტუალი, მისი
ფორმები, ლაზ მეთევზეთა ცეკვების მსგავსად, თანამედროვე ქორეოგრაფიაში ვერ დამუშავდა და
იგი მხოლოდ ძველი ტრადიციული სახით აგრძელებს სიცოცხლეს. ძველად სიმღერა და ცეკვა განუ-
ყოფელი იყო. აქედან გამომდინარე თვლიან, რომ ლაზარეს სიმღერის დროსაც ნელსა და ნარნარ სა-
წესჩვეულებო ცეკვას თავისი რიტმული მონახაზით ასრულებდნენ. იხ.: ლაზარია.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ლაზიშვილი, 2009:497-501; ნიჟარაძე, 1971:236.

laz-balta - სადურგლო ცული, რომელსაც ბრტყელი და ფართო პირი ჰქონდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:236.

lazebi - ქართული საისტორიო ტრადიციით, ქართველები, ქართველური ეთნიკური ჯგუფი.


ამჟამად ძირითადად თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, მცირე რაოდენობით - საქართველოშიც:
აჭარასა და სამეგრელოში ცხოვრობენ. მეტყველებენ ქართველური ენის ლაზურ დიალექტზე.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური… 2009:246.

lazuri cekva - ხალხური ცეკვის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი „ლაზ მეთევზეთა


ცეკვას” ეჭირა, რომელიც იგივე „მებადურთა ცეკვას” წარმოადგენდა და ლაზთა უძველეს შრომა-საქ-
მიანობასთან იყო დაკავშირებული. „ლაზურს” ადრე სარფსა და მახოში მამაკაცები ცეკვავდნენ, შემ-
დგომ მასში ქალებიც გაერთიანდნენ, რითაც შრომის ამსახველ კომპოზიციას მეტი სიცხადე მიეცა.
ლაზებმა ეს ცეკვა საუკუნეთა მანძილზე გამოატარეს და დღემდე შეინარჩუნეს. ლაზური, როგორც
ხალხური ცეკვისა და სიმღერის საუკეთესო ნიმუში ჩასაბერით, სტვირით (ოსტვინადე), სალამურით
(კაკალი) და დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. მასში ასახ-
ული იყო კოლექტიური შრომა, გადმოცემული იყო ზღვის, ნავის, ბადის ქსოვის თემატიკა, თევზაობ-
ის პროცესი. ლაზურის - „ლაზხორუმის” გარდა, ლაზებში სხვა ცეკვებიც სრულდებოდა: „ოთი რთი-
ნანო”, „მენჯელიში”, „მხუჯიში”... მხუჯიში ისეთი ცეკვა იყო, რომლის დროსაც ილეთები ფეხით
დაბლა სრიალით სრულდებოდა, რადგან თითოეული მოცეკვავის მხარზე მეორე მოცეკვავე იდგა და
მათ წონასწორობის დაცვის მიზნით ხელები ერთმანეთზე ჰქონდათ გადაბმული. ლაზ-ხორუმი აჭარ-
ის სხვა სოფლებშიც სრულდებოდა.
ლიტ.: ლაზიშვილი, 2009:497-501.
307
lazuri saxli - ლაზური ტიპის საცხოვრე-
ბელ სახლებს, რომლებშიაც უცხოვრიათ და ამჟამადაც
ცხოვრობენ არა მარტო უძველესი ქართველური ტო-
მის - ზანების, არამედ ქართული ეთნოგრაფიული ჯგუ-
ფის წარმომადგენლები - აჭარლები, „ლაზური სახლი”
პირობითად ეწოდება, რადგან ამგვარ სახლებს წარ-
სულში უმეტესად ლაზი ხელოსნები აგებდნენ, თუმცა
ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ხელოსნები მხოლოდ ლაზე-
ბი იყვნენ. ქართული საცხოვრებელი სახლის ეს ტიპი
აჭარის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის სოფლების
საცხოვრებელ ზონაში და, ნაწილობრივ, მესამე საცხოვ-
რებელ ზონაში იყო გავრცელებული. ნიშანდობლივია,
რომ პირველი საცხოვრებელი ზონის ტერიტორიაზე
ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლები არსად არ
გვხვდება, მაშინ, როცა აჭარული ტიპის საცხოვრებე-
ლი სახლები თითქმის სამივე ზონაში იყო წარმოდგე-
ნილი. ლაზები თავიანთ საცხოვრებელ სახლებს „ოხო-
ის” ეძახდნენ. ოხოი, იგივე, ოხორი ლაზურად საცხოვ-
რებელ სახლს ნიშნავს. მისი ადრინდელი მნიშვნელო-
ბით იგი ოჯახის აღმნიშვნელ სიტყვადაც არის ცნობი-
ლი. ლაზური სახლის გეგმის კომპოზიცია, მსგავსად
აჭარული სახლისა, მართკუთხედს წარმოადგენდა ან-
ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლი
და კიდევ კვადრატს უახლოვდებოდა. ხშირად იგი ორ
(ილია ადამიას მიხედვით)
სართულად იყო აგებული და რთულ რელიეფში ჩამ-
ჯდარი. ოხორის (ოხოის) ქვედა სართული ისეთი სა-
მეურნეო დანიშნულებისათვის იყო გამოყენებული, როგორებიცაა მარანი, ხილის საშრობი, ბოსელი.
მეორე სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა, რომელშიაც მთავარი ადგილი საოჯახო - საჯალა-
ბო დარბაზს ეკავა. იგი ყველაზე ვრცელი იყო. მისი ფართი ოცდარვა-ოცდაათ კვადრატულ მეტრს
აღწევდა. საოჯახო დარბაზს ყველგან თიხის იატაკი ჰქონდა, რომლის ერთ მხარეზე შუაცეცხლი - კე-
რა ანდა დიდი ტიპური ბუხარი - ოჯახ’ი იყო გამართული. თუ საოჯახო დარბაზში ორი კერა იყო
მოწყობილი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ოხორი ორი ოჯახისაგან შედგებოდა. საოჯახო დარბაზს ჭერი არ
ჰქონდა, ამიტომ კერის თავზე, პირდაპირ სახურავზე საფუტე ხვრელი - სარკუმე იყო დატოვებული.
ტერმინი საფუტე, ლაზურად კი - ოფუტე სიტყვა ფუტი’დანაა წარმოქმნილი, ასევეა, სარკუმე’ც, რკუ-
მა-კუმა, რომელიც ლაზურ-მეგრულადად „კვამლს” აღნიშნავს. სარკუმე’სთან უნდა იყოს დაკავშირე-
ბული სიტყვა სარკმელი’ც. ლაზური სახლის საოჯახო დარბაზში შესასვლელი ღია აივნიდან ანდა
ზოგიერთ სახლებში - შუა დერეფნიდან იყო მოწყობილი, რომელსაც ნახევარ დერეფანს ეძახდნენ.
ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლი ხუთი-ექვსი და მეტი განყოფილებისაგან შედგებოდა. მრა-
ვალგანყოფილებიანი საცხოვრებელი სახლის გეგმის განვითარებას ორი სტადია ჰქონდა - სწორხა-
ზობრივი და ცენტრალური. სწორხაზობრივად განვითარებული გეგმარება ევოლუციის პირველად
სტადიას მიეკუთვნებოდა, რომელიც გეგმის კომპოზიციის წაგრძელებულ ფორმას წარმოშობდა, ხო-
ლო საკუთრივ ლაზური საცხოვრებელი სახლის გეგმის კომპოზიცია ცენტრალური გეგმარების უძ-
ველეს ნიმუშს წარმოადგენდა. ამ კომპოზიციაში მთავარი ადგილი საოჯახო დარბაზს ისე ეკავა, რომ
მის გარშემო ოთახები ცენტრალურად იყო განლაგებული. ლაზური სახლის გეგმის კომპოზიციის

308
ცენტრალური გეგმარების სქემა ტიპური კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის გეგმის კომპოზიცი-
ის სტრუქტურას მოგვაგონებს. აჭარაში მეორე საცხოვრებელი ზონა, პირველ საცხოვრებელ ზონას-
თან შედარებით, ხის მასალის სიუხვეს მოკლებული იყო, რადან ზონაში მისი დეფიციტურობა აშკა-
რად შეიმჩნევა. ამიტომ იქ გავრცელებული სახლების თხელკედლიან კონსტრუქციებში საკედლე მა-
სალად გაბრტყელებული რიყის ქვის ფერადი ჯიშები იყო გამოყენებული, რომლითაც აჭარისწყლის,
ჭოროხისა და ზღვის სანაპიროები საკმაოდ მდიდარი იყო. გამოირჩეოდა რიყის ქვისაგან ნაგები კედ-
ლების კონსტრუქციული სტრუქტურაც. ოთხკუთხოვანი კვეთის მქონე ხის ლარტყები ერთმანეთში
ჭდობით იყო ჩამჯდარი, რომლის მეშვეობით კვადრატული ხვრელებისაგან შედგენილი ბადე იყო
მიღებული. ხვრელთა ზომები რიყის ქვის ზომების მიხედვით იყო შერჩეული, დაახლოებით 18X18
სმ., 20X20 სმ. და 25X25 სმ. აღნიშნულ ხვრელებში სხვადასხვა ფერის რიყის ქვები იყო ჩასმული. ამ-
რიგად, სხვადასხვა ფერის რიყის ქვებისაგან კედლის სიბრტყის მხატვრული დამუშავების მოზაიკ-
ური სახის უნიკალური ნიმუშები იყო მიღებული, რომლებიც მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილე-
ბას ახდენდა. ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლის ფასადი მარტივი კომპოზიციით ხასიათდებო-
და, რომლის ელემენტები აჭარული ტიპის საცხოვრებელი სახლის მკვეთრი პროფილის მქონე ელემ-
ენტებს ძალზე ენათესავება. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ აჭარული სახლის სი-
ლუეტი შედარებით დინამიური იყო. ამავე დროს აჭარული სახლის ექსტერიერი ტრადიციული ხუ-
როთმოძღვრული სამკაულებით მორთული არ იყო, მაშინ, როცა ლაზური სახლების ფასადებზე, ჩუ-
ქურთმების მრავალფეროვანი არშიების მოტივები და ცალკეული ნიმუშები, რაც დღემდე ფრაგმენ-
ტების სახით კანტი-კუნტად შემორჩენილია, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული სამკაულებით ფასა-
დის მორთვის ტრადიციას ამჟღავნებენ, რითაც აღნიშნული კომპოზიციები თავიანთი სიუჟეტითა და
ხუროთმოძღვრული დამუშავების ტექნიკით კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის სივრცობრივ
კომპოზიციებს უახლოვდება.
ლიტ.: ადამია, 1967; მგელაძე, შოშიტაშვილი, მიქელაძე, ტუნაძე, 2009.

lazuri culi - ფართოპირიანი ცული.

lalebi - ურმის ნაწილი.

landi - ერთი ამოღება აბრეშუმის ძაფი. შულო.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:236.

lanqeri – ხევში ჩაწოლილი ანდა მთებზე შე-


მორჩენილი თოვლის ზვავი, რომელიც გაზაფხულამ-
დე რჩებოდა.

309
laodi - აჭარასა და ლაზეთში ნავში შე-
სული წყლის სახაპავი, რომელსაც ხისგან ამ-
ზადებდნენ. შდრ. ოფიჩი გურიაში.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:250.

lapera balaxi - Malachiumaquaticum (L) Fries: მალახიუმი, რომელიც ყელის ტკივილის


დროს სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:26; ნიჟარაძე, 1971:236.

lari - წარნაქის თოკი, მატყლის მსხვილი თოკი, რომელიც ხის ჯოხზე იყო დახვეული. წარნაქ-
ში დასველებული და ხის მორზე გაჭიმული ლარით სწორ ხაზს ავლებდნენ, შემდეგ მორს ფიცრებად
ხაზის მიხედვით ხერხავდნენ. ლარი ერთგვარი ზონარი იყო. მეორენაირად მას „ჩილფსაც” უწოდებ-
დნენ. იგივეა, რაც ჩილფი.

lar-Cilfi - ხის მოხელე მორს ლარით ჩილფავდა. იხ.: ჩილფი.

lartyebi - იხ.: ჩარხილი.

lasti - წვრილი წნელისაგან მოქსოვილი პატარა, ბრტყელი ჩელტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

lartya - სახურავის შემადგენელი ნა-


წილი, იგივე, ლატანი, წვრილი და გრძელი
ძელები, რომლებსაც ორი მხარე გათლილი
ჰქონდა, იმისათვის, რომ სახურავის კავებზე
სწორად დამაგრებულიყო და მასზე ყავარი
ანდა სხვა სახურავი მოწყობილიყო. იგი კა-
ვებზე დამაგრებულ ერთგვარ ფიცარნაგს წარ-
მოადგენდა, რომელზეც ყავარი თუ სხვა სა-
ხის სახურავი ეწყობოდა. თანამედროვეობ-
აში ლარტყა სამი სანტიმეტრის სისქის სახუ-
რავის ფიცრებია, რომლებსაც კავებზე ამაგ-
რებენ. ლარტყის აღსანიშნავად ბოლო პერი-
ოდში ტერმინი „ჩორნი პოლი” გავრცელდა.

310
lafa-lapa - ბრინჯით მომზადებული კერძი. ბრინჯს ცივ წყალში მოხარშავდნენ, წვენი რომ
შეუსქელდებოდა, მას დამწვარ ერბოს დაასხამდნენ, მარილს ჩაუყრიდნენ, მოაშუშებდნენ და ცეცხლი-
დან ჩამოდგამდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:137.

laferaჲ - 1. მოკლე და ბრტყელპირიანი პატარა ზო-


მის, სახელურიანი ხის ნიჩაბი. წისქვილში ფქვილის ჩასაყ-
რელად ანდა კიდობნიდან - საფქვილედან ფქვილის, ასევე,
კარაქის ამოსაღებადაც გამოიყენებოდა; 2. ქვაბიდან ღომის
ამოსაღები ხის ბრტყელი კოვზი; 3. სარნაში ჩასადგმელი
ფიცარი, ერთ მხარეს დაკბილული. მისი დანიშნულება ჭა-
ჭის შეკავება და სუფთა წვენის გატარება იყო; 4. ძაფის და-
საბეჭად გამოყენებული ხის ფირფიტა, საბეჭავი; 5. ფართო,
თხელპირა თოხი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017; ნ. ნიჟარაძე, 1948; 1971:237; ჯოხია, 1986:51.

laferi - იხ.: ლაფერა.

lafera balaxi - ფართოპირიანი ხერხი.


ლიტ.: კახიძე,1990:41.

lafiti - 1. აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი თხელი ხის ფირფიტა; 2. ხის რიკი, მშენებლობისას
კედლის, იატაკის და მისთანების კეთებისას ფიცრებს შორის ჩასამატებელი ხის თხელი ნაფოტი, ზე-
დაპირის გასასწორებლად ანდა რაიმე ჭუჭრუტანის დასაფარი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017; ნიჟარაძე, 1971:237.

laflati - ნაფლატი, მდინარისპირებში ჩამოშლილი მიწა: „ამ წყალ ჩვენ სოფელში ლაფლატი
აქ ბევრი”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

lafSuri cxeni - ლაფშური ცხენი სამოძრაოდ ყველაზე საუკეთესოდ, სანდოდ და ფრთხილ


ცხენად ითვლებოდა.
ლიტ: ჯავახიშვილი.... 1962:230.

311
lafCini - ტყავის ფეხსაცმელი. ამ სახელწოდებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცუ-
ლია მამაკაცის ტყავის ფეხსაცმელი, ერთგვარი დაბალყელიანი ჩექმა, რომელსაც ძირზე ნალი აქვს
დაკრული. იგი ისააკ ეფენდი ხალვაშის საკუთრება ყოფილა და მუზეუმში შესულა ჯერ კიდევ მაშინ,
როცა აღნიშნულ მუზეუმს „კავკასიის მუზეუმი” ერქვა.

ლაფჩინი
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

laRabi - მეტსახელი, ადამიანისათვის რაიმე დამახასიათებელი თვისების ანდა ქცევის მიხედ-


ვით შერქმეული სახელი.

layabi - იხ.: ლაყაბუჩი.

layabuCi - ლაგამი, აღვირივით პირში ამოსადები შესკვნილი თოკი, მოკლე და წვრილი ჯოხი,
რომელსაც ხბოს ანდა თიკანს თავზე თოკით ამაგრებდნენ. მოზრდილ, ერთი წლის ხბოს - „ბერწიას”
ძროხის ძუძუს არ აწოვებდნენ და ლაგამსაც იმ მიზნით უკეთებდნენ, რომ ძუძუს გადაჩვეოდა, საშუ-
ალება არ მისცემოდა მეწველი საქონელი გამოეწოვა. ასეთი ლაგამი მხოლოდ წვრილფეხა საქონლის-
თვისაც იყო განკუთვნილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:237.

laSe - მარილიანი წყალი, რომელიც მორწყვის შემთხვევაში ნაყოფიერი იყო.

legeni - სპილენძის ანდა თითბრის სპეციალური ხელსაბანი პატარა ტაშტი, რომელსაც პირი
ფართე, ხოლო ძირი - ჩაღრმავებული და მრგვალი ჰქონდა. აჭარის ტრადიციულ ყოფაში მიღებული
იყო წესი, კერძოდ, სტუმარს სადილობის ანდა, ზოგადად, პურობის წინ და შემდგომაც ხელებს დააბ-
ანინებდნენ. ამას ოჯახის პატარძალი აკეთებდა. ლეგენი შესაბამისად მსუბუქი და მოსახერხებელი
იყო. მას ზემოდან წვრილად დახვრეტილი სახურავი ჰქონდა, სადაც ნაბანი წყალი ჩადიოდა, თუმცა

312
იმავდროულად სახურავი ტაშტში არსებულ ნაბან წყალს ფარავდა და ესთეტიკური თვალსაზრისი-
თაც გამართლებული იყო. ზომის მიხედვით გამოიყოფოდა დიდი, საშუალო და პატარა ლეგენი. და-
ნიშნულების მიხედვით მოიხმარდნენ როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანოეს,
ასევე, მას სარეცხისათვის იყენებდნენ. შდრ. ლაგინა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ჟღენტი, 1936; ჯაჯანიძე, 1961.

lekixe - ლეკის ხე.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961:43; სახოკია, 1985:204-205.

lekmakenCxa - ქორაფი, სამასალე ხის ჯიში, რომლის მერქანს სახარატო საქმეში იყენებდნენ.
გურიაში მას „ლეკენჩხალს”, ხოლო იმერეთში - „ლეკს” ეძახდნენ.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:74; ნიჟარაძე, 1971:238.

lekmakunCxa - იხ.: ლეკმაკენჩხა.

lekmarxilaჲ - ლეკის ხისგან გამოთლილი პატარა თოვლზე დასაცურებელი მარხილი შეშის


მოსატანად. ციგა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:238.

lekuri - ცეკვა.

lela - ნადური სიმღერა. იხ.: ნადური.

lemSura - Tamus Communis L: ძაღლის სატაცური, ხვიარა სამკურნალო მცენარე, რომელიც „კუ-
ის ქარის” - კუქარის” სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ლემშურას მწიფე ნაყოფს ხელში დაჭყლეტდნენ
და ავადმყოფს მტკივან ადგილას - გასივებულ ძუძუზე წაუსვამდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:47.

lemSuri qavila - ძაღლის სატაცური, მცენარე რომელსაც პირუტყვის საკვებად და კანის


დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:238.

313
lengeri - ლანგარი, სპილენძის ფართო თეფში.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ჯაჯანიძე, 1961.

lentkicuraჲ - სიმინდის ჯიში, რომელსაც წვრილი, მომრგვალო ფორმის წითელი, მოყავის-


ფრო ანდა თეთრი მარცვლები ჰქონდა.

ლიტ: ნოღაიდელი, 2015; მენთეშაშვილი, 1937; ნიჟარაძე, 1971:238; ლომთათიძე, 1996:79.

lenCberi - გვიანშუასაუკუნეების აჭარაში ლენჩბერის გაჩენა „ოსმალობის” უშუალო გამოვლი-


ნება იყო. იგი თურქულ-აღმოსავლური სოციალური ურთიერთობების ნაყოფადაა მიჩნეული. ლენ-
ჩიბერის ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიის მუსლიმანურ სახანოებშიც იყო გავრცელებული. მის შესა-
ხებ ქართულ წყაროებშიც გვხვდება ცნობები. 1729 წლის ხელნაწერი – „ელის დებულება” ელის თარ-
ხან კაცთა და რუს ლანჩბართა სამ სიას შეიცავდა. ელის დებულებაში დამოწმებული სოციალური კა-
ტეგორია – „ლანჩფარი” (ლანჩბარი/რანჯბარი) ფეოდალური, საკუთრივ კი – მუსლიმანური აღმოსავ-
ლეთისათვისაც არ იყო უცხო. თვლიდნენ, რომ სამხრეთ კავკასიის რანჯბარები, აჭარაში კი – ლენჩი-
ბერი, უუფლებო გლეხთა მცირერიცხოვანი კატეგორია იყო, ზოგი მას სოციალურ-უფლებრივი მდგო-
მარეობით მონის კატეგორიასაც უთანაბრებდა. „დასტურლამალის” მიხედვით მეურნეობის მოსაწყო-
ბად და გასამართავად რანჯბარს „ბელბასი”: პირველ წელს – ერთი აბაზი, ხოლო მეორე წელიწადს –
ორი შაური ეძლეოდა. ამგვარად ეწყობოდა რანჯბართა კერძო მეურნეობა, მათი მიწაზე მიმაგრება და
საბეგრო ვალდებულებანი. ლანჩბართა სოციალური ინსტიტუტი კახეთში – ჰერეთშიც გვხვდებოდა.
ჰერეთში იყვნენ მოხეტიალე, ხელზე მომუშავე, მთიდან ჩამოსული გლეხები, რომელთაც „რეჩბა-
რებს” ეძახდნენ. რანჯბარული საბუთების ანალიზის მიხედვით, რანჯბარი (ლენჩიბერი) სამხრეთ
კავკასიის სახანოებში მეიჯარე გლეხს აღნიშნავდა. სამხრეთ კავკასიაში რანჯბარები მოჯამაგირეების
მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აზერბაიჯანში ისინი გლეხთა ცალკე კატეგორიასაც წარმოადგენ-
დნენ. რანჯბარი ამავე დროს მეიჯარე და ფეოდალის – ბეგის, ხანის, ფაშის პირად მეურნეობაში მო-
მუშავე გლეხსა და მიწის მუშასაც ერქვა. ამ ბეგარს „უმურური რანჯბარი” ეწოდებოდა. ფეოდალურ
აზერბაიჯანში მკვიდრ რანჯბართა რიგებს გაქცეული გლეხები ავსებდნენ. ხშირად რანჯბართა რი-
გებში ტყვეებიც ხვდებოდნენ. ფეოდალს შეეძლო რაიიეს რანჯბარად გადაქცევა და მისი გასაჩუქრე-
ბა. რანჯბარები შეძლებული და გაბატონებული ფენის თითქმის ყველა წარმომადგენელს ჰყავდა.
ცნობილი იყო მოქალაქეების გავლენის ქვეშ მყოფი ლანჩბარებიც. ლენჩიბერები მიწაზე მიმაგრებულ
და მესაქონლეთა წრეებშიც არსებობდნენ. საერთოდ, სიტყვა ლანჩბარი წარმომავლობით „ტვირთის
მზიდავს”, „მუშას”, უფრო ზუსტად, „მიწის მუშას” ნიშნავდა. აქედან გამომდინარე, ლანჩბარი თავდა-
პირველად გადასახადს, საგადასახადო ტვირთს აღნიშნავდა. თუ ლანჩბარი საგადასახადო ტვირთვი
იყო, მაშინ შესაძლებელია ამ ტვირთის გადამხდელს ანდა მის გადამტანს თავდაპირველადვე სახე-
ლად ლანჩბარი რქმეოდა. იქ ლანჩბარები არც მესაქონლეობასა და არც მომთაბარეობას არ მისდევ-
დნენ. ისინი სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ. ზოგ ადგილებში ლანჩბარი მი-
წაზე იყო მიმაგრებული. ირკვევა, რომ აჭარელი ლენჩიბერები გვიანშუასაუკუნეებში მესაქონლეო-
ბითა და მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული, კერძოდ, თუ საქართველოს ელის რაიონებში რან-
ჯბარებს აბრეშუმის მოყვანასა და ბრინჯის მეურნეობის წარმოებაში იყენებდნენ, აჭარაში, პირიქით,

314
ლენჩიბერები მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებაში, ძირითადად, მარცვლეული კულტურების
ფართობებში იყვნენ დასაქმებულნი, ჰქონდათ პირადი მეურნეობა და სახვნელი იარაღებით გამწევი
ძალაც. მათი გადასახადები მეურნეობის იმ დარგით განისაზღვრებოდა, რომელ დარგსაც ისინი მის-
დევდნენ. რანჯბართა საქმიანობას მათი საცხოვრებელი კუთხის ბუნებრივი გარემო, მეურნეობრივი
საქმიანობა და საზოგადოებრივი მდგომარეობის პირობები საზღვრავდა. მეიჯარეობა, როგორც ფე-
ოდალური ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი მოვლენა, აჭარაშიც იყო გავრცელებული. მე-
იჯარე გლეხთა წარმოშობა სათემო მიწების დატაცებამ, გამუდმებულმა ომებმა და ხიზნობამ განაპი-
რობა. მიწას იჯარით მცირე მამულიანი გლეხი იღებდა. მცირემიწიანობა კი აჭარისათვის უცხო არ
იყო. მეიჯარე გლეხები აჭარაში სასოფლო თემის გარეთ იდგნენ, მაგრამ იყო მეიჯარეთა მიერ სასოფ-
ლო თემიდან ანდა დიდი სახლეულიდან მიწის იჯარით აღების შემთხვევები. თუ ხშირად აღმოსავ-
ლური რეიიე - გარკვეული სოციალური კატეგორია სასოფლო თემში იყო გაერთიანებული, ლენჩიბე-
რი პირიქით – თემის გარეთ იდგა. ადრე ლენჩიბერს შეიძლება სოფელში ეცხოვრა, მაგრამ იგი ამ
სოფლის, სასოფლო თემის წევრად არ ითვლებოდა. ეს ძირითადად „მოსულებს” ეხებოდა, რადგან
„მკვიდრი” თავიდანვე თემში ერთიანდებოდა და მის სრულუფლებიან წევრადაც ითვლებოდა. და-
საშვებია მეიჯარე გლეხი აჭარაშიც ლენჩიბერი ყოფილიყო. სხვა მხარიდან მოსული პირები აჭარაში
შინა და ხელზე მოსამსახურედ გამოიყენებოდა. მოსულებს როგორც მიწის სამუშაოზე, ისე მესაქონ-
ლეობაში მწყემსებად იყენებდნენ. საზოგადოების ამ წევრებს უპატრონო, ობლად დარჩენილი ბავ-
შვები, უსახლკარო და უმიწაწყლო პირები და სხვა კუთხიდან მოსული ხელმოკლე ადამიანები მიეკ-
უთვნებოდნენ. ხელზე და და შინა მოსამსახურეს ზემო აჭარაში „ქოლეს” და „ხიზმეთქარს”, ხოლო
ქვემო აჭარაში” – „მორბედს” ეტყოდნენ. ხიზმეთქრობა იგივე მოჯამაგირეობა იყო. ზემო აჭარაში
მორბედად საზოგადოების ანდა ოჯახის რვა-თხუტმეტი წლის ასაკამდე წევრიც ითვლებოდა. იგი
ოჯახს საქონლის მოვლა-პატრონობაში ერთგავრ დახმარებას უწევდა, მოჰქონდა შეშა და ეზიდებ-
ოდა სასმელ წყალს. ხიზმეთქარს ყოველგვარი სამუშაოს შესრულება უხდებოდა. ქოლეს, ხიზმეთ-
ქარსა თუ მორბედს შეიძლება საჭმელ-ჩასაცმელისათვის ემსახურა. ამავე დროს შეიძლებოდა გაწე-
ული შრომის გასამრჯელო მოეთხოვა. ზემო აჭარაში საკომლო სახელად ქოლოშვილიც (ცეცხლაძე)
დასტურდება. აზერბაიჯანში რაიასაგან რანჯბარს განსაზღვრული ნიშნების მიხედვით ანსხვავებ-
დნენ: რანჯბარ გლეხს საკუთარი მეურნეობა არ ჰქონდა, არ ჰყავდა მუშა საქონელი. იგი ინვენტარის
ნაკლებობასა და უქონლობას განიცდიდა. გლეხთა ასეთი კატეგორია აჭარაში „ფუხარას” სახელწო-
დებით იყო ცნობილი, ხოლო ლენჩიბერი, როგორც სოციალური კატეგორია, უფრო მეტად საშუალო
კატეგორიის გლეხს უტოლდებოდა. „სუხრას” შესატყვისად ქვემო აჭარის ზოგიერთ თემში ტერმინ
„ანღარს” ხმარობდნენ, ხოლო ზემო აჭარაში „სოხრა” იყო გავრცელებული. სოხრა ფეოდალის თუ სა-
ხელმწიფოს სასარგებლოდ გაწეული მიწის სამუშაო იყო, მაგალითად, გზის გაყვანა და სხვა მისთანა-
ნი. ამ სამუშაოს საზღაურად გლეხი არაფერს არ ღებულობდა. ამდენად, ლანჩბარი, რომელიც აჭარაში
„ლენჩიბერის” ფორმით იყო წარმოდგენილი, ეწოდებოდა კაცს, რომელიც სხვებისაგან მეურნეობის
ორი დარგის – მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განსაკუთრებული ცოდნითა და უნარით გა-
მოირჩეოდა. ლენჩიბერის სახელის მოპოვების თვალსაზრისით უპირატესობა მიწათმოქმედებას ენ-
იჭებოდა. ამავე დროს ტერმინი ლენჩიბერი „მუშა კაცის” შესატყვისადაც იხმარებოდა. ლენჩიბერი მე-
საქონლეობასა და მიწათმოქმედებას ერთროულადაც მისდევდა, რაც მეურნეობის სიმბიოზიდან გა-
მომდინარეობდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან აჭარაში ეს ორი დარგი მჭიდრო კავშირში ვითარდე-

315
ბოდა. აჭარაში არსებობდა ისეთი გაგებაც, რომ ლენჩიბერი „კარგათ მცხოვრები”, „შეძლებული კაცი”
იყო, ზოგან კი, მაგალითად, მარეთის ხეობაში იგი ხელმოკლე, მცირემიწიანი, უმიწო, ღარიბი გლე-
ხის, მიწის მუშაკის, მაგრამ ამავე დროს კარგი მეურნის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. ეს გაგება, რა
თქმა უნდა, წარსული ცხოვრების რეალური ანარეკლი იყო. ასე რომ, აჭარაში ადრე სიტყვა ლენჩიბე-
რი მუშას, მიწის მუშა კაცს აღნიშნავდა, რომელიც მიწის დიდ ნაკლებობას განიცდიდა და ხელმოკ-
ლეობაში ცხოვრობდა. მათი უმრავლსობა სხვა თემიდან იყო გადმოსული, ე. ი. გლეხთა ასეთ კატე-
გორიათა რიცხვს ადგილმონაცვლეობის ნიადაგზე ახლად ჩამოსახლებული მეკომურეები ზრდიდ-
ნენ. მათი ერთი წყება მეიჯარეობასაც მისდევდა, ხოლო ზოგი „ქოლეობით”, „ხიზმეთქრობითა” და
„მორბედობით” იმსუბუქებდა თავის ხვედრს. ახლად ჩამოსახლებული ლტოლვილი პირი, უმამ-
ულო და უსახლკარო კაცი თუ ბეგის – ფეოდალის ხელთ მოხვდებოდა, იგი ვალდებული იყო შვიდი
წლის განმავლობაში მის კარზე, როგორც მოსამსახურეს, მიწის მუშას ანდა მწყემს, ისე ემსახურა. ვა-
დის გასვლის შემდეგ ბეგი რომელიმე სოფელში მას საცხოვრებელ ადგილს აძლევდა და კომლად ას-
ახლებდა ანდა მისი საგამგეოს რომელიმე ოჯახში ჩაასიძებდა. ტყვედ ჩავარდნილები და ლტოლვი-
ლები, რომლებიც აჭარაში რჩებოდნენ ლენჩიბერების მდგომარეობაში ვარდებოდნენ. ლტოლვილი
პირი, რომელიც ვინმეს შეეხიზნებოდა, ამ ნიადაგზე იგიც ლენჩიბერი ხდებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 241:241-248; ნოღაიდელი, 1936; ჯაჯანიძე, 1961;
ქართული ეთნოლოგიური... 2009:225.

lenZai - იხ.: ზუზაი.

lerwama - 1. სასტვირი, რომლის სინონიმი ჭიბონი იყო; 2. ძროხის სახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:239.

leqoria - ლოკოკინა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

leRvi - ხილის სახეობა. აჭარაში გავრცელებული იყო ლეღვის შემდეგი ჯიშები: ლეფინჯირაჲ,
ორმსავალაჲ, სატალი ლეღვი, ფაშალეღვაჲ, შავლეღვაჲ, კოთხოლეღვაჲ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

leymi - ერბოს გადნობის შემდეგ დარჩენილი უვარგისი ნაწილი, ჭუჭყი


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:239.

leSxi - საქონლისათვის მავნე მცენარეული.


ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:113.

leCaqi - გათხოვილი ქალის, მართკუთხა ანდა სამკუთხა ფორმის თავსაბურავი. ლეჩაქი ორი
სახის არსებობდა: მარმაშისა და დოლბანდისა. აჭარაში უმეტესად თეთრი ფერის დოლბანდის ლაჩა-
ქი იყო გავრცელებული. ახალგათხოვილი თუ ახალგაზრდა ქალის ლეჩაქი ყოველთვის თეთრი და

316
განსაკუთრებულად შემკული იყო. მუქი ფერის ლეჩაქებს მხოლოდ ქვრივი ქალები ატარებდნენ. მი-
სი გამოჭრა და მოქარგვა ყველა ქალს შეეძლო. ლეჩაქის გვერდებს მრავალფეროვანი გეომეტრიული
და მცენარეული ორნამენტით ამკობდნენ. საქარგავად სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ძაფებს იყენებ-
დნენ. კიდეებზე მძივებს ანდა ფერად ჯიმფრულებს შემოავლებდნენ. XIX საუკუნის 30-იანი წლების
მონაცემებით აჭარაში თეთრი ლეჩაქის გარდა სახეებიანი ანუ პეპლებიანი ლეჩაქიც იყო ხმარებაში.
ლეჩაქს „იაზმასაც” უწოდებდნენ. მას თავზე თორით იმაგრებდნენ. ლეჩაქს თავისებური მოხვევის წე-
სიც ჰქონდა: ისე იხურავდნენ, რომ მისი ერთი ყური - წვერო ნიკაპთან შეკეცილიყო, მეორე კი უკან
გადაშვებულიყო, მას ფეშტემალის ბაღში იმაგრებდნენ. მესამე ყურს ყელზე შემოიხვევდნენ და კეფი-
დან წინ გადმოუშვებდნენ. ამ ყურზე ფერადი მძივების მოგრძო ასხმა იყო შებმული. ლეჩაქს ქალი სი-
ცოცხლის მანძილზე ატარებდა. იგი საქართველოში ერთნაირად გავრცელებული თავსაბურავი იყო.
ძირითადად მარმაშისაგან ამზადებდნენ. ლეჩაქს ოთხკუთხა ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავ-
ლებდნენ. XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი - სადა, ნაკერი, აბრე-
შუმით ანდა სირმით ნაქარგი, დაბასმული, ბასმით - თეთრი წებოთი მოხატული. სადა ლეჩაქს მოხუ-
ცი და მგლოვიარე ქალები იხურავდნენ, დაბასმულს - ახალგაზრდები. სახელწოდება ლეჩაქი კავკა-
სიისა და შუა აზიის ხალხებში იყო გავრცელებული. ძველ ქართლში მის ნაცვლად „კუბასტი”, „მაქნა-
ნი”, „მაკინაკი” და „ჩიქილა” გვხვდებოდა. ქართულ წერილობით ძეგლებში ლეჩაქი XVII საუკუნიდ-
ან მოიხსენიება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედ-
ვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი თავსაბურავები XII საუკუნის საქართველოშიც ფართოდ ყოფილა
გავრცელებული.
ლიტ.: სამსონია, 2005:105-107; სახოკია, 1985:245; ყარაულაშვილი, 2008;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

317
აჭარელი ქალი ლეჩაქითა და ტრადიციული შემკულობით
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

318
ლაჩაქი
ქალის თავსაბურავი, მარმაში, ზომა 180-120 სმ.
აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. საინ. № 22677/2

319
leCaqis waZroba - რამდენიმე მთხოვნელის შემთხვევაში, ვინც ქალს ლეჩაქს მოხდიდა, ქა-
ლიც მას დარჩებოდა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1978:23.

leCeri - 1. ყურძნის წვენისა და სხვადასხვა ხილისაგან დამზადებული კერძი; 2. ბეთმეზში შე-


რეული კვახის ნაჭრები, ბეთმეზისა და კვახისაგან დამზადებული ტკბილეული. ბეთმეზში კანგაც-
ლილ, შავი ანდა თეთრი ჯიშის კვახის პატარ-პატარა ნაჭრებს ჩაყრიდნენ და საბოლოო დადუღებამ-
დე ხანგრძლივად ხარშავდნენ; 3. ყურძნის წვენში დადუღებული ბრინჯი ანდა ღომი თუ კვახი. ქვაბ-
ში ყურნის წვენს მოადუღებდნენ და მესამედზე დაიყვანდნენ. შემდეგ შიგ ოთხკუთხედებად დაჭ-
რილ, კანგაცლილ წაბლა ხაპს, ცოტა ბრინჯსა თუ ღომს ჩაყრიდნენ და მოხარშავდნენ. ლეჩერს სუფთა
დერგში ჩაასხამდნენ და ზამთრისთვის ინახავდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1976:26; 2015; კახიძე, 1971:16; დავითაძე, 1975:172; აჭარული დიალექტის... 1976:26.

leceri - ხილისგან მოდუღებული ტკბილი წვენი, რომელშიც თეთრი გოგრის. წაბლა ხაპის
ნაჭრები იყო ჩახარშული. იხ.: ლეჩერი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:240.

liga - მრგვალი, ქერქგაცლილი ხის პატარა ძელები, საგორავები, რომელთაც მძიმე მორების გა-
სათრევად, გადასაადგილებლად იყენებდნენ. ლიგაზე მძიმე მორი კარგად გაცურდებოდა, პერიოდუ-
ლად ლიგებს წინ უნაცვლებდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1974:17.

livanuri - მაჭახლის ხეობაში ვაზის ჯიში. როგორც სახელწოდებაც მიუთითებს იგი ლივანი-
დან უნდა ყოფილიყო შემოტანილი.
ლიტ.: კახიძე, 1974:46.

liveri - რევოლვერი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

likaჲ - თამაში.
ლიტ.: ნოღაიდელი…

lilivi - საქსოვი დაზგის ნაწილი, საგანგებო ღერძი, საგორავი, რომელზეც ქსოვის პროცესში
მოქსოვილი შალი ეხვეოდა. აჭარაში ეს ტერმინი სხვადასხვა ფონეტიკური ვარიანტით გვხვდებოდა:
ლვილი, ლვირი, რვილი, ლივრი, რული, ლული, ლური.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

lilomi - საყანედ ვარგისი, ადვილად დასამუშავებელი მდინარის პირი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:240.

lingi - სიმინდის ფქვილის სახესხვაობა, შედარებით წვრილად დაფქვეული სიმინდი.


ლიტ.: დავითაძე, 1974:17.

320
lobios SemTvarva - ივლისის დასაწყისში, ახალ მთვარეზე, კარგი მოსავლის მიღების იმ-
ედით ახალგამოსული ლობიოს პარკების პირველად მოკრეფა: „მერე რომ კაი მოსავალი იყოს, ჩურუ-
გას (ივლისის) პირველში, ახალ მთვარეზე ჩევალთ ბაღჩაში და ლობიას შევმთვარავთ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

loda - სათიბში ანდა ეზოში ერთად დადგმული თივის ხუთი-ექვსი ზვინი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1976:240.

lomi - ძალაყინი.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:112

lompapi - ზღაპრული ცხოველი, ურჩხული, ზღაპრის პერსონაჟი, დემონთა, ეშმაკისეულთა


სამყაროში კუდიანების გამაერთიანებელი და უფროსი. ხალხური წარმოდგენით, სატანისეული სამ-
ყარო იერარქიულ სახეს ატარებდა და მკაცრად სტრუქტუირებული იყო. იერარქიის სათავეში ლომ-
პაპი, თავად სატანა იდგა. ეს მითოლოგიური პერსონაჟი და მასთან დაკავშირებული სიუჟეტები სა-
ქართველოს ტრადიციულ პერიფერიებში დღესაც ზოგადქართული დემო-მითოლოგიური სიუჟეტ-
ური ქარგის ლოკალურ ვარიანტებს წარმოადგენენ. ამ სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი არა
მარტო კუდიანებს, არამედ ცეცხლის, წყლის დაცემულ ანგელოსებს, ჭინკებს, ფერებს, ალებს, ტყის
დემონურ არსებებს უკავიათ. ლაზებში ლომპაპს ღომპაპი შეესაბამებოდა. ლომპაპის მრევლი და საყრ-
დენი „კუდიანები” და „ჯაზები” იყვნენ. გურიაში ლომპაპსა და მათ მიმდევრებს კუდიანი და მღალა-
ვი, ქართლში კი - ტარტაროზი ერქვა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1967:65-69; ნიჟარაძე, 1971:240; შიოშვილი, 2010;
მგელაძე, 1996; 2010/2011:423-435.

lopera - ბოსტანის ია, მცენარე.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961:18.

lorTqo - ნორჩი ბალახი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:241.

loqoria - იხ.: ლექორია.

lulis moxvewa - თოფის ლულის გაბურღვა და მისთვის „შაშხანის”, ხრახნილის გაკეთება


საგანგებო დაზგაზე სრულდებოდა, რომელსაც თოფის ჩარხი ერქვა.
ლიტ.: კახიძე, 2004:37.

luxumi - ცომეული კერძი, გაფუებული ცომისაგან ერბოში ანდა ზეთში გამომცხვარი პატარა
მრგვალი კვერები.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009: 262; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:257.

321
კირნათის ხიდი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

322
mabzakuna - იხ.: ტანტრუქაჲ ჩიტი.

magara - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია. 1985:222.

mada - Viscum Album L.: ფითრი. ლობიოს ქვესახეობა. იგი ფითრისებრთა (Loranthaceae) რიგს
განეკუთვნება და ლობიოს ქვესახეობად მიიჩნევა: „მადას სხალი უყვარს, კარგათ ხარობს და ზედ
ზამთარში ჩიჩხინაგი ეჩოვა”. მადა ბურთისებრი მოყვანილობის 20-120 სიმაღლის ბუჩქია. იგი მწვა-
ნე პარაზიტული მცენარეა, რომლის ფესვები ხის ქერქის შიგნით აღწევს, შემდეგ კი მერქანში საწოვ-
რებს ივითარებს, რითაც მცენარეს ნელ-ნელა, მაგრამ გარკვეულად ასუსტებს და მის სიკვდილს აჩქა-
რებს. ფითრი შიშველი ბუჩქია. მისი ტოტები გამერქნებულია, ფოთლები გაგრძელებულ-ოვალურია,
ზოგჯერ წვერში ბლაგვი და მსხვილი. ყვავილები 5-6 ცალი ერთად თავმოყრილი, მოყვითალო-მომ-
წვანოა, ნაყოფი თეთრი, მრგვალი. ფითრის ნაყოფს ფრინველები ეტანებიან, განსაკუთრებით შაშვი.
იგი მეტწილად მსხალზე პარაზიტობს, გვხვდება აგრეთვე ნეკერჩხალზე, თელაზე, ვერხვზე, არყზე,
ცაცხვზე, მაჟალოზე, მუხაზე, ფიჭვზე, თხმელზე. ფითრი მედიცინაში ცნობილი იყო. ახლაც სწავლო-
ბენ მის სამკურნალო თვისებებს, მაგრამ ლიტერატურაში არაფერია ნათქვამი ფითრის იმ დანიშნუ-
ლებით გამოყენებაზე, რითაც იგი აჭარის ხალხურ მედიცინაში იყო ცნობილი. მცენარეს „მადას” სა-
ხელით ბათუმის რაიონში რაქიტიანი ბავშვების სამკურნალოდ იყენებდნენ. მის ფოთლებს მოთუ-
შავდნენ, ავადმყოფს მუცელზე დაადებდნენ და შეუხვევდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:218; ნოღაიდელი, 1936; შარაძე, 1961:60; 2015:154; ჯაჯანიძე, 1961.

mazi - სელის ღერძი, რომელსაც ძირითადად უხრავის, ხოლო ზოგჯერ წიფლის ხისაგანაც ამზა-
დებდნენ. მაზი კარგად გამხმარი, მთლიანი ხისაგან კეთდებოდა. ღერძზე ბორბლების მოსარგებ თა-
ვებს გახმობის შემდეგ ამუშავებდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1972:84-85.

maTenauri - მათენაური წითელყურძნიანი ჯიშია, იცოდა საშუალო სიდიდის, თითქმის შავი


ფერის მარცვალი. მეტად ტკბილი გემოთი ხასიათდებოდა და ხულოს რაიონში - სოფელ დეკანაშვი-
ლებში იყო გავრცელებული. ამპელოგრაფიული ნიშან-თვისებათა მიხედვით იგი აჭარული ვაზის
აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს უნდა ეკუთვნოდეს. მათენაური წარსულში მაღლარების სახით ყოფილა
წარმოდგენილი. მოსახლეობა მოსავალს ძირითადად ყურძნად იყენებდა, ზოგ შემთხვევაში შესქე-
ლებულ ყურძნის წვენსაც ამზადებდა. სოკოვან ავადმყოფობათა და მოქმედების შედეგად ამ ჯიშის
ნარგავები მეტად შეიზღუდა. მაღლარად აღზრდის გამო ვაზების მოვლაც არ წარმოებს, რის შედეგა-
დაც მათი მოსავლიანობა ცვალებადობს. ივანე ჯავახიშვილი „თეთრ მატანურს” ასახელებდა, რომე-
ლიც აჭარის რაიონებში ყოფილა გავრცელებული. დღეს მხარეში თეთრი მატანური არ გვხვდება. მა-
თენაური სუფრის ყურძნის ჯიშია.
ლიტ.: სახოკია, 1985:224; რამიშვილი, 1948.
323
maia - კვეთი, მაჭიკი, დვრიტა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:243.

maiasiri - 1. Gentiana Cruciata L: ნაღველა, მრავალწლოვანი სამკურნალო მცენარე; 2. ბუასირი.


ბუასირის მკურნალობის ხალხური ხერხები: ა. მარილიან წყალში ნიორს დანაყავდნენ, გახურებულ
კრამიტზე დაასხამდნენ და მისი ბოლით იხრჩოლებდნენ; ბ. ოსტროპინტას ბალახის ძირებს მოჭ-
რიდნენ, ცეცხლის ალზე გააცხელებდნენ და ავადმყოფს ზედ დააჯენდნენ; გ. ავადმყოფს ზღარბის
ხორცს აჭმევდნენ; დ. ავადმყოფს ზეითუნის ზეთს ასმევდნენ; ე. ასკილის ყვავილის წითელ თესლებს
მოხარშავდნენ და მის წვენს ავადმყოფს დღეში სამჯერ, უზმოზე, ერთი ჭიქის ოდენობით ალევინებ-
დნენ; ვ. მაყვლის ძირის ნახარშის წყალს ავადმყოფს დღეში სამჯერ დაალევინებდნენ; ზ. მარწყვს ყვა-
ვილებიანად მოხარშავდნენ, ხსნარს წმინდა დოლბანდში გაატარებდნენ და დაავადებულს თითო ჩა-
ის ჭიქის ოდენობით შეასმევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში
სრულდებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:29, 31; აბაშიძე, კომახიძე, 1998:165, 172, 192, 196-207;
ქართული ხალხური... 1994; მგელაძე, 2002; სურმანიძე, 2009:528-536.

maiasiris balaxi - Gentiana Cruciata L: ნაღველა, მრავალწლოვანი სამკურნალო მცენარე,


ასევე, ბუასირის სამკურნალო ბალახი, რომლის ფესვების ნახარშის დალევაც სასარგებლოდ ითვლე-
ბოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:29, 31.

makarinaჲ - ოჯახური წესით დამზადებული მაკარონი. ამისათვის გაიყვანდნენ იუხის ფენებს


და მას წვრილად ჭრიდნენ. წვრილად დაჭრილი ცომი ფქვილში იყო ასვრილი და ერთმანეთში არ
აიზილებოდა. გამოიყენებოდა როგორც შემწვარი, ისე, მოხარშული სახითაც.

makido - ოხრახუში.

makratelaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე,1986.

malaxto lobio - მალახტო ლობიო ნიგვზიან მწვანილსა და „კუხში” - მწვანე ყურძნის


წვენში შეზავებული ლობიო იყო. იგი სხვადასხვგვარად მზადდებოდა. პირველი ვარიანტის მიხედ-
ვით მოხარშულ მწვანე ლობიოს ხის გობზე გადმოყრიდნენ, შემდეგ კუხის - მკვახე ყურძნის წვენში
გახსნილ ნიორნარევ მარილში დანაყილ ქინძსა და პილპილს დაასხამდნენ და ლაფერათი მორეგვავ-
დნენ - ამოლესავდნენ. მეორე ვარიანტით მწვანე ლობიოს დატეხილ პარკებს კარგად მოხარშავდნენ,
წვენს გადაუწურავდნენ, გობზე გადმოყრიდნენ, თავზე დაახურავდნენ და გარეთ გასაცივებლად
გადგამდნენ. შემდეგ მარილნარევ პილპილში დანაყილ ნიგოზს, ქინძსა და ყურძნის კუხს ერბოში
მოხრაკულ პრასა-მაკიდოს შეურევდნენ, ცოტა წყალს დაასხამდნენ და აადუღებდნენ. მიღებულ მა-
სას გობზე დაყრილ ლობიოს ჩაუმატებდნენ და მოზილავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:127.
324
mamuli – ძველ ქართულში ტერმინ „მამულს” მრავალგვარი მნიშვნელობა ჰქონდა. აჭარაში სახ-
ნავი ნაკვეთი საკარმიდამო კომპლექსის ორგანული ნაწილი იყო. ასეთ ადგილად, ჩვეულებრივ, და-
ფერდებული ადგილი გამოიყენებოდა, რომლის თავში სახლი იდგა. სახლის ზურგი და, მაშასადამე,
ახორის სანარწყულე - ადგილი, საიდანაც ბოსელში დაგროვილი პატივი გარეთ გადიოდა, სახნავისა-
კენ იყო მიმართული. ასეთი ორიენტაცია მორწყვა-გაპატივების სისტემასთან იყო დაკავშირებული,
რომელიც წყლის მეშვეობით გათხიერებული ნაკელის გამოყენებას გულისხმობდა. სწორედ მსგავს
ნაკვეთებს მამული და ნაფუძარი ეწოდებოდა.
ლიტ.: რობაქიძე, 1960:19.

mandali - კარის შეგნიდან დასაკეტი და გარდი-გარდმო გასაყრელი კეტი, ურდული.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:242.

mania - თამაში, წყვილები თამაშობდნენ.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

manidi - მიწის სამუშაოების დროს რიგრიგობთ დახმარება. მანიდი, იგივე, ბედლობა, ურთიერ-
თდახმარებისათვის გლეხთა გაერთიანებას ითვალისწინებდა. წინასწარი შეთანხმებით ანაზღაურება
არა ფულით, არამედ იმავე ანდა სხვა სახის სამუშაოს შესრულებით ხდებოდა.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:43; ნიჟარაძე, 1971:243; მგელაძე, 1989.

manmanobana - საბავშვო თამაში. თამაშში მონაწილე ბავშვებიდან ერთს თვალები ახვეული


ჰქონდა და სხვების დაჭერას ცდილობდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

mancqvara - ყურძნის ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:243.

mapaijebeli - სტუმრის მომწვევი, მასპინძლისაგან გაგზავნილი პირი ანდა თავად მასპინძე-


ლი, რომელიც ხალხს ქორწილში თუ დღეობაში ეპატიჟებოდა, დამპატიჟებელი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:244.

maragiani fxali - იგივეა, რაც ნიგვზიანი ფხალი.

marani - ზემო აჭარაში რძისა და რძის პროდუქტებისათვის განკუთვნილი სათავსი საცხოვრე-


ბელ სახლში, ზოგან საცხოვრებლის კიბის ქვეშ მოწყობილი სათავსი, მარეთის ხეობაში პროდუქტე-
ბისა და ჯამ-ჭურჭლის შესანახი ადგილი: „უხდურს (რძის ნაწარმი) სადაც ვინახავთ, მარანი იგია”; 2.
სარძიე.
ლიტ.: ნოღაიდელი...; კახიძე, 1974:42-43; ტუნაძე, 1996:127.

mariamsxala - მარიამსხალა (Aegopodium Podagraria L.) ქოლგოსანთა (Umbelliforae) ჯგუფს გა-


ნეკუთვნება. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, ერთ მეტრამდე სიმაღლის იზრდება, ღერო
ღარებიანია, ზევით ოდნავ დატოტვილი, ზედა ნაწილში სამფოთოლაკიანი, ლანცეტა ფორმის მჯდო-
მარე ფოთლებით. ქვედა ფოთლები ორ-სამმაგად დაყოფილია, გრძელყუნწიანი, მოგრძო კვერცხი-

325
სებრი ფორმისა, ბასრხერხკბილა კიდეებით. ქოლგა მრავალსხივიანია, გვერდითი, პატარა, ხშირად,
უნაყოფო ქოლგებით. გვირგვინის ფურცლები თეთრია, მუქი ყავისფერი ძარღვები დაჰყვება, ნაყოფი
3-4 მმ სიგრძისაა, კვერცხისებრი. მცენარე ივლის-აგვისტოში ყვავილობს. აჭარაში მარიამსხალა მთის
შუა და ზედა სარტყელშია გავრცელებული. მდინარე ზვარეს, ჭვანისა და კინტრიშის ხეობებში, ხუ-
ლოს, თაგოსა და რიყეთის მიდამოებში. იზრდება ტყეებსა და დაჩრდილულ ადგილებში, ბუჩქნარებ-
ში, ბარებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. ხალხურ მედიცინაში მარიამსხალა რევმატიზმის, ნიკ-
რისის ქარების და სხვა დავაადებათა წინააღმდეგ გამოიყენება. ნიკრისი ქარებზე მისი ლათინური სა-
ხელწოდება podagraria-ც მიუთითებს. აჭარის ხალხურ მედიცინაში, მაგალითად, ბათუმის რაიონში,
მას საყმაწვილოს – სავაჟოს სამკურნალოდ ხმარობდნენ. მცენარის ფოთლებს კარგად მოთუშავდნენ,
ავადმყოფ ბავშვს ყელზე შემოადებდნენ და შეუხვევდნენ, ხოლო მცენარის ძირებს გარეცხავდნენ,
დანაყავდნენ, ზედ წყალს დაასხამდნენ და ავადმყოფს ნაყენს ასმევდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:58.

mariamxela - Geum Urbanum L: ნიგვზისძირა, მრავალწლოვანი სამკურნალო თვისებების მატა-


რებელი მცენარე. ფესვების ნახარში პირის ღრუს ტკივილის დროს, გამოსავლებად გამოიყენებოდა, ას-
ევე, მცენარის ნახარშში რაქიტიან ბავშვს აბანავებდნენ. ხმელი ფესვები ჩიჩის საწინააღმდეგოდაც იხ-
მარებოდა. საერთოდ, ჩვილსაც დაბადებიდან მეორე დღესვე მარიამხელას ანდა კვერცხის გულით გან-
ზავებულ წყალში აბანავებდნენ, რასაც ბავშვი კანის დაავადებებისა და საყმაწვილოსაგან უნდა დაეცვა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:33; ჩირგაძე, 2010:118-119.

marianxela - იხ.: მარიამხელა.

markiri - თამბაქოს სათესი ხის ხელსაწყო, რომელიც თამბაქოს ჩი-


თილების ხნულში დასარგავად თანაბარი ზომის ადგილის მონიშვნისათ-
ვის და ჩითილის ჩასადები პატარა ღრმულების გასაკეთებლად გამოიყენ-
ებოდა.

marnis gogora - ერთიანი ხისაგან გამოთლილი სელის ბორბალი. იხ.: ფერსო და სელი.
ლიტ.: დავითაძე, 1972:84.

marxili - თრევაისა და სრიალის


პრინციპზე დამყარებული სატვირთო ტრან-
სპორტი. მარხილი წარსულში მთელ აჭარ-
აში იყო წარმოდგენილი, ამჟამად კი მხო-
ლოდ მთიან ზოლში შემორჩა, თუმცა, ბორ-
ბლიანი ტრანსპორტის ფართოდ გავრცე-
ლების გამო, ძირითადად იგი უმოქმედოდ
დარჩა. წარსულში მას თივის, შეშის, სამშე-
ნებლო მასალის გადასატანად იყენებდნენ.
მარხილი უბორბლო ტრანსპორტის ძირითადი სახეობა იყო, რომელიც, აჭარის გარდა, აღმოსავლეთ
და დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებსა და სამცხე-თრიალეთის მთიანეთშიც იყო წარმოდგე-
ნილი. მასში გამწევ ძალად ხარი ანდა კამეჩი გამოიყენებოდა. ძველი ქართული წერილობითი წყარო-
ებიდან მარხილის შესახებ ცნობები დაცულია XIII საუკუნის მწერლის - აბუსერისძე ტბელის თხზუ-

326
ლებაში - „სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი”, საიდანაც ირკვევა მარხილის მოხმარე-
ბის ხერხები, დანიშნულება და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. აჭარაში მარხილი ორგვარი
იყო: „კაცის მარხილი” - ლეკმარხილა, რომელსაც ლეკის ხისგან ამზადებდნენ და ხარის მარხილი,
რომელსაც ხარებს უბამდნენ. არსებობდა „ცალმარხილაც”, რომელსაც ერთი ხარი ეწეოდა.
ლიტ.: აბუსერისძე... 1941:59; ორბელიანი, 1949:140, 431; სახოკია, 1950:106, 142; 1985:224;
ყაზბეგი, 1960:106; ჯავახიშვილი, 1946; ჩიტაია, IV, 2001:267; რობაქიძე, 1960;
გეგეშიძე, 1956:30-31, 48, 89, 90, 93; დავითაძე, 1972:87; 1983:29, 32, 37; 1983:29;
კახიძე, 1979:33; 2009:408-411; მატერიალური კულტურის... 2011:252.

marxiloba - ჭალებიდან, სათიბებიდან მარხილებით, სელით თივის ზიდვის პერიოდი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:245; კობერიძე, 2011:26.

marqvalis saWmeli - მარქვლის საჭმელი ნაძვის ხის ძირებში ამოსული სოკოებიდან წვნიან-
ის სახით მზადდებოდა. იგი შემდეგი წესით კეთდებოდა: ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოში დაჭ-
რილ სოკოებს ჩაახრაკავდნენ, რომელსაც შემდეგ წყალს დაასხამდნენ და მოხარშავდნენ, წამოშუშე-
ბამდე კი - მარილს ჩააყრიდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:133.

masklavai - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

327
matavra - მატავრა (აილული), საბავშვო, უმეტესად, ჩვილ ბავშვთა ინფექციური დაავადება,
ქუნთრუშა, ყელჭირვება იყო, რომელიც კანზე წითელი გამონაყარის ფორმით ვლინდებოდა, ახასი-
ათებდა ხიხინი და გაძნელებული სუნთქვა. მას ბალახეულობით, წამალწრილით მკურნალობდნენ.
მატავრას სხვადასხვა ტიპის მძივსაც ეძახდნენ. იგი დიდი ზომის და მოლურჯო ფერის იყო. მატავრას
მძივი „მატავრას” სახელწოდებით ცნობილ დაავადებას უხდებოდა, რომლის სიპტომები „ყიაში წაჭე-
რა’’ - ყელში მოჭერა და „ხვლიპინი’’ იყო. მატავრას მძივი, უმთავრესად, გოგონებს უხდებოდათ. ხში-
რად, მატავრას ბავშვებს აკვანში თავთან ანდა თავის ქვემოთ დაუკიდებდნენ, რადგან მისთვის წითე-
ლას მსგავსად „ფუფულები” არ დაეყარა. ჩვეულებრივ, აკვანს კენტი რიცხვის - სამ ანდა შვიდ მატავ-
რის მძივს შეაბნევდნენ. ტრადიციული რწმენით, წყვილი რიცხვი ბავშვზე ცუდად მოქმედებდა. კენ-
ტი რიცხვის საკრალურობა მატავრის განათხოვრების შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო დაცული. იც-
ოდნენ მატავრას მძივის „გალესვა” - „მატავრაძივში” ამოვლებული წყლის ავადმყოფისათვის დალე-
ვინება. თავდაპირველად, მძივის გარეცხვა, შემდეგ კი წყალში ჩაგდება ანდა, უბრალოდ, წყალში ამ-
ოვლება და ბავშვის მძივამოვლებული წყლით დაბანა ხდებოდა. ასევე, ბავშვებს მძივს ყელზე შეაბამ-
დნენ, თან დააყოლებდნენ - „მძივო მოაცილე ავადმყოფობაო’’. გოგონებსა და ვაჟებს ყელზე განსხვა-
ვებული მძივები ეკიდათ. მატავრას მკურნალობის ხალხური საშუალებები შელოცვებსაც ითვალის-
წინებდა. ეს შელოცვები იყო: 1. „შავი ტყიდან გამოვიდა შავი კაცი, სად მიხვალ?/სად მივალ და ბავ-
შვთან,/მიხვალ, რისთვის მიხვალ?/რისთვის მივალ და ფერიანისათვის ფერის ასართმევად,/უფერ-
ულისათვის ფერის მისაცემად,/დედ-მამის საკრიახებლად, ბალღის საჭმელად, სისხლის საკუნძად,
ძვალის სალოკავად,/რა არის მისი წამალი?/სელისა ზეთი, კვერცხისა ცილი, ძენწის ჩხირი, ცხვრის
დუმა,/ვაი რა ვთქვი, თვისა გასაქარვებელი”; 2. „ხებლა და ცითაც იყურებოდეს, ყივილი მამლისა, ყე-
ფა ძაღლისა, კივანება ხარისა, ჭყივილი ტახისა,/იქის იქანობამდის არ გადმოვდეს, თუ გადმოვდეს,
გარეთ გადმოვდეს,/რა არის მისი წამალი?/ელანი მელანი, საწერი კალამი, ლილა ქალბანი, ღორისა
ქონი, ხილისძეთი, ცხვრის დუმა, ხანჯკოლის კაკალი,/გუუქროლე ღმერთო”; 3. „შავო მატავრო, შავი
ტყიდან გამოსულო, შავი შენი შეკაზმულობით,/სა მიხვალ შავო მატავრო? ფეხს სა მიაბაკუნებ? ხელს
რას მიატაშუნებ? კბილს რას მიაკრაჭუნებ? თვალს რას მიაფახუნებ?/არ გაგიშვებ შავო მატავრო,/მამა-
ძევალმა, სულმა წმინდამა,/ჩემი ჰავანისა ბასრი დანითა, დაგჭრი, დაგთიბავ,/რააა მისი წამალი?/სე-
ლისა ზეთი, ღორისა ქონი, ლილა-ქალბანა, კატისა ბუდე,/ვა ... რა ვთქვი თავისა ჭირი” ანდა ოდნავ
სახეცვლილი ვარიანტით: „შავო მატავრავ,/შავ ტყიდან გამოსულო, შავი ცხენით, შავი შენი უნაგირ-
ით, შავი შენი მოკაზმულობით,/შავო მატავროვ ჰად მიხვალ? ფეხს ჰა მიაბაკუნებ, ხელს ჰა ატლაშუ-
ნებ, კბილებს ჰა მიაკრაჭუნებ?/მარტვილთან რა მიგაქ?/ბილი (რბილი) საჭმელად, ძვალი სახრავად,
სისხლი სასმელად,/დედ-მამის ასაკრიახებლად არ გაგიშვებ,/ჩემი ჰავანისა (თამბაქოს საჭრელისა)
დანითა ბასრითა აგჭრი, დაგჭრი, დაგთიბავ,/რაა მისი წამალი? სელისა ზეთი, ღორისა ქონი, ლილა-
ქალმანა, კატის ბუდე,/ვაი რა ვთქვი თავისი ჭირი”. შელოცვა დღეში სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:53; ნიჟარაძე, 1971:245; აბაშიძე, კომახიძე, 1998:202, 206;
ნოღაიდელი, 2015; მგელაძე, 2018.

matekari - საქონელზე იტყოდნენ. იხ. მაჭაკარაჲ.

matyli - მატყლისათვის ზემო აჭარაში ყოველთვის ყავდათ გარკვეული რაოდენობის ცხვარი.


მატყლის ასაწონად ხის სასწორებს ხმარობდნენ, გირების ნაცვლად კი ხშირად ქათმის კვერცხს იყენ-
ებდნენ: რვა კვერცხი ერთ ნუკს - 400 გრამს, ოცი კვერცხი - ერთ კილოგრამს, ოცდაოთხი კვერცხი -
ერთ ოყას (1,2 კგ-ს) შეადგენდა, ერთი ბატკანი ათი-თორმეტი, ხოლო ვერძი თხუტმეტი-ოცი კვერ-

328
ცხის წონის მატყლს იძლეოდა. XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ერთი
კილო მატყლი სამი აბაზი ღირებულა. ზოგჯერ მატყლი პროდუქტებზეც იცვლებოდა. მატყლი სამი
ხარისხის იყო. აჭარაში საუკეთესო მატყლს გრძელყურა, მომდევნო ხარისხისას - მოკლეყურა და
კვირტალი ეწოდებოდა. საქართველოს სხვა კუთხეების ანალოგიურად გაჩეჩილ მატყლს ფთილებად
ინახავდნენ. მაგალითად, სვანეთში მატყლს სამ სახედ ახარისხებდნენ: პირველი ანაჩეჩი მატყლი -
კაცხი იყო, შემდეგი - ნაზურგალი და კვირტი.
ლიტ.: სამსონია, 2005:17-37.

მატყლის პენტვა, გასაჩეჩად მომზადება


(გივი ნახუცრიშვილის ფოტო)

329
maqmani - ვიწრო და გრძელი ფორმის ნაქარგობა ანდა ნაქსოვი. გამოიყენებოდა ისევ ნაქარგობის
გვერდების დასამშვენებლად, რისამე გადასაფარებლის ბოლოებზე შემოსაკერებლად.

maqva - საქსოვი დაზგის შემადგენელი ნაწილი, ნავისებური ფორმის ხის დეტალი, რომლის გუ-
ლი მრგვლად იყო ამოღარული. მასში, სპეციალურ ჭრილებში ხისავე ჯოხი ისმებოდა, რომელზეც ძა-
ფი იყო დახვეული. ეს ძაფიანი ჯოხი მაქოში თავისუფლად ტრიალებდა. მაქოს გვერდიდან მოგრძო
და გამჭოლი ჭრილი ჰქონდა, საიდანაც ძაფის ერთი ბოლო გამოდიოდა.

maqo - იხ.: მაქვა.

maqoqi - იხ.: მაქვა.

maRalsadiloba - დაგვიანებით სადილობა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:245.

maRara - გამოქვაბული: „დეინახა რაღაც მაღარაი და შიან შეძრა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

maRlauri - მაღლარი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

maRlauri saxli - მთიანი სოფლების მცხოვრებთათვის მთის იალაღებზე აგებული სახლი.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2010:28.

mayari - ქორწილის დროს მეფე-დედოფლის მხლებლები.


ლიტ.: სახოკია, 1985:224.

330
mayruli - აჭარაში მაყრულის ციკლში ლექს-სიმღერები შედიოდა, რომლებიც მამისეული სახ-
ლიდან საპატარძლოს წამოყვანისა და სასიძოს სახლთან მიყვანის მომენტში სრულდებოდა. მაყრუ-
ლი ნაწარმოებია სიტყვა მაყარ’ისაგან, რომელიც ქალისა თუ ვაჟის მხლებელ მამაკაცებს აღნიშნავდა.
მას ძველ ქართულში ძმადი შეესატყვისებოდა. აჭარაში მაყრულის სახელწოდებებად ცალკეული ხე-
ობის მიხედვით, გარდა საკუთრივ მაყრულისა, დედოფლის სიმღერა, დიდი ვორირამა, ვორირამა,
ვორერა, ორილოჲ, ვორირო გვხვდებოდა. მაყრულის ლექსებად ორტაეპიანი სტროფები იყო გამოყე-
ნებული. მათი თემა სასიძო-საპატარძლოს ქება, ვაჟისა და ქალის მაყრის ქება-გაკიცხვა და ურთიერ-
თქიშპობა იყო. ზოგი ლექსი სადედამთილოსა და დანარჩენ დამხვდურთა დახასიათებას შეიცავდა.
მაყრულის ლექსთა ძირითადი ნაწილი აჭარული ქორწილის ზოგიერთი მხარის ეთნოგრაფიულ აღ-
წერილობას წარმოადგენდა. მაყრულში სატრფიალო, საყოფაცხოვრებო და ისტორიული ხასიათის
ლექსებსაც მღეროდნენ, რომელთაგან ნაწილს უკვე თავდაპირველი ჟანრის გაგება დაკარგული ჰქონ-
და და ბუნებრივ მაყრულთა რიგში იყო მოქცეული. მაყრული ორბუნი სიმღერა იყო. მის აღსანიშნა-
ვად ისეთ ტერმინებს ხმარობდნენ, როგორებიც იყო ორპირი და გადამბული. ორბუნისათვის ძირი-
თადად ათი-თორმეტი კაცი იყო დამახასიათებელი, რასაც სიმღერაში მონაწილე ხმები განსაზღვრავ-
და. მთიან აჭარაში მაყრულს ორი ხმა - ყივანი (ყივილი) და ბანი ასრულებდა. „მეთავესა” და „ბანებს”
ქედისა და ბათუმის მხარეს „შეყივლებაც” ემატებოდა. სიმღერა სამი ხმის მიერ სრულდებოდა, ხოლო
ქობულეთის რაიონში მაყრულში მთქმელი, მომძახნელი (ბანი) და გამყინავე მონაწილეობდნენ. მო-
ბანეთა რაოდენობა ორბუნის ერთ მხარეს ხუთს არ აღემატებოდა. მაყრული ოთხწილადი სიმღერა
იყო. ბარის აჭარაში მაყრულს ბანები იწყებდნენ, ხოლო მთის აჭარაში დამწყებად - ყივანი გამოდი-
ოდა. სიმღერათა მუსიკალური ანალიზი ცხადყოფს, რომ აჭარის სხვადასხვა ხეობაში ჩაწერილი მაყ-
რულები ერთ მელოდიურ საწყისს ემყარებოდნენ. ყველა მაყრული სიმღერა მინორულ-ეოლიურ და
დორიულ კილოზე იყო აგებული. მაყრულებში მელოდია შედარებით დინჯი იყო, უპირატესად სე-
კუნდურად მოძრაობდა და ნახტომი წმინდა კვარტის ინტერვალს არ აღემატებოდა. მელოდია ძირი-
თადი ტონის ზევით და ქვევით თითქმის თანაბრად იყო განაწილებული და ყველაზე უფრო ფართო
მელოდიის დიაპაზონი პატარა სეპტიმის ფარგლებში ეტეოდა. მაყრულებში ენერგიულობით ბანი
გამოირჩეოდა, რომელიც ძირითადი ტონის ქვევით მოძრაობდა. ბანის პარტიაში პატარა ტერცით
ქვევით და ზევით ნახტომი იშვიათობას არ წარმოადგენდა. ბანის დიაპაზონი ზოგჯერ დიდ სექტსაც
აღწევდა. ქვემო აჭარაში მაყრული სიმღერების ორგანულ ნაწილს, უპირატესად, ე. წ. „გადახვევა-გა-
დაქცევა” შეადგენდა, რომელიც მაყრულის დასასრულს სასიძოს სახლის ეზოში სრულდებოდა. გა-
დახვევის რიტმი საცეკვაო იყო, ტაშის თანხლებით სრულდებოდა და ცეკვისათვის აკომპანემენტს
ქმნიდა. მაყრულს ზემო აჭარაში მუდამ ახლდა ჭიბონი და დოლი. საერთოდ, მაყრული ლექს-სიმღე-
რები აჭარული საოჯახო-საწესჩვეულებო პოეზიის მრავალფეროვან და გამოკვეთილ ციკლს წარმო-
ადგენდა. თავისი ბუნებით აჭარული მაყრული ზოგადქართული მაყრულების ციკლში ექცევა.
ლიტ.: მსხალაძე, 1965:9-11.

mawoni - შეგრილების შემდეგ ადუღებულ რძეში მაიას, კვეთს ჩაასხამდნენ და ჭურჭელს შეფუ-
თავდნენ, სამი-ოთხი საათის შემდეგ გახსნიდნენ და მაწონიც მზად იქნებოდა. არსებობდა მაწვნის კა-
რაქიც. ქვევრში მაწონს ოცდაოთხ საათს გააჩერებდნენ. შემდეგ მას სპეციალური მოსარეკი - მო-
სადღვები ჯოხით თუ რწევით მორეკავედნენ ანდა კარაქს ქვევრის რწევით შედღვებავდნენ. შეუჩერ-
ებელი დღვების შედეგად მაწონი ჯერ ქაფს, ხოლო შემდეგ კარაქს მოიგდებდა. კოვზით კარაქს მოხ-
დიდნენ, ცივ წყალში გარეცხავდნენ, დაამარილებდნენ და ხის საგანგებო ჭურჭელში - კაბიწში, გვარ-
დაში, კოთხოში შეინახავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:151.

331
maWakaraჲ - 1. მაჭეკარი: „მაჭეკარა მოზვი მყავს, ყველას ეჯეხება”; 2. საბავშვო თამაში ეწრის,
გვიმრის ტოტებით: ბავშვები მუხლმაგარ გვიმრის ტოტებს მოძებნიდნენ, ერთმანეთში გამოსდებ-
დნენ და დაეკიდებოდნენ. ვისი ტოტიც მაგარი აღმოჩნდებოდა და არ მოძვრებოდა, იგი გამარჯვე-
ბული რჩებოდა. იტყოდნენ - „ის კარგი მაჭაკარიაო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.
maWakeraჲ - იხ.: მაჭაკარაჲ.

maWaxela - გრძელლულიანი, ხრახნილიანი კაჟიანი თოფი, რომელიც მაჭახლის ხეობაში დახე-


ლოვნებული ოსტატების მიერ მზადდებოდა. აჭარაში, კერძოდ, მაჭახლის ხეობის სახელოსნო ცენ-
ტრებში ორი სახის თოფი იწარმოებოდა: „თოფხანე” (თოფხანა) და „ნალფარა”. თოფხანა ღორჯომის
ხეობაშია ცნობილი, ნალფარა კი – ქვემო აჭარაში. ორივე „მაჭახელას” სახელწოდებით იყო ცნობი-
ლი: „ღორჯომში რუმ თოფხანა ქონდა ერთ დედეს (პაპას), იმფერი ნახიშლი (ნაკეთობა) არ მოსწრია
(უნახავს) ჩემს თვალს” ანდა „სად არა მაქ მაჭახელა, დავაჯახო გვერდში კენტად”. თოფხანე ნაკეთო-
ბით გამოირჩეოდა. იგი მეტწილად ვერცხლითა და ძვლით იყო მოსევადებული, ზოგ შემთხვევაში კი
მას ოქრო-ვერცხლით ამკობდნენ. თოფს ხარისხიანი ლულა ჰქონდა, რომელსაც წრიულად სიგრძეზე
ფოლადისა და რკინის ბაფთებს შემოახვევდნენ და დაადუღებდნენ. ბაფთები არამარტო ლულის სი-
მაგრეს უწყობდა ხელს, არამედ მას ზარნიშსაც აძლევდა. ნაფლარა შემკულობით და ლულის დამზა-
დების ტექნიკის თვალსაზრისით თოფხანეს ჩამოუვარდებოდა. თოფის ფასსაც არსებითად ლულის,
აგრეთვე, ჩახმახის ხარისხიანობა და კონდახის შემკულობა განსაზღვრავდა. გასული საუკუნის ავ-
ტორთა ცნობებით მაჭახელში დამზადებული თოფხანე სამოცდათუთხმეტი მანეთი ღირებულა,
ნალფარა კი - ოც მანეთამდე აღწევდა. ჩვეულებრივ, მაჭახლური წარმოების თოფი, დამბაჩა, ხმალი
და ხანჯალი ოცი მანეთიდან სამას მანეთამდე მერყეობდა. ანაზღაურება ნატურითაც ხდებოდა. თო-
ფის ლულის დამზადების ერთ-ერთი მთავარი პროცესი - გაბურღვა საგანგებო დაზგაზე სრულდე-
ბოდა, რომელსაც „თოფის ჩარხი” ერქვა. მისი ერთ-ერთი ნაწილი ქვის ჩარხი იყო, რომელიც ხელით
ტრიალით მასზე წინა მხრით დამაგრებული ლულის სახვრეტ ბურღს ძლიერ წრიულ ინერციას აძ-
ლევდა. შემოჰქონდათ ქარხნული წარმოების თოფის ლულაც. მაჭახელში დამზადებული ცეცხლსას-
როლი და ცივი საბრძოლო იარაღების ღირსება და ფართო მოწონება მისი მაღალი ოსტატური გემოვ-
ნებით დამუშავებაში მდგომარეობდა. აქაური იარაღების შემკულობას ზაქარია ჭიჭინაძე, რომელსაც
თავად ჰქონდა თოფები ნანახი, შემდეგნაირად აღწერდა: „იარაღების სევადები, ყვავილები და ასო-
ები ხელოვნურად ამოჭრილი განცვიფრებაში მოიყვანენ მნახველს. ნამეტურ საინტერესოა და იშვი-
ათი სანახავია ისეთი იარაღები, რომლებიც ქართველთ მეფობის დროს არის გაკეთებული და რო-
მელზედაც ოსტატურად ქართული ასოებიც არის ამოჭრილი”. ამავე დროს ზაქარია ჭიჭინაძე სინა-
ნულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ XIX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, მისი აქ მოგზაურობის
დროს, ასეთი იარაღების ხელობა იშვიათი ყოფილა და მაშინ ხუთი კაცი ყოფილა, რომელთაც „ძვე-
ლებური სევადიანი ხელობის ოსტატობა” სცოდნიათ. ამის გამო იყო, რომ თოფი „მაჭახელა” და მა-
ჭახლური წარმოების დამბაჩები კარგად იყო ცნობილი მთელ აჭარასა და მის ფარგლებს გარეთ - გუ-
რიაში, იმერეთში, ახალციხესა და ყარსის ოლქებშიც. იმავე ზაქარია ჭიჭინაძის დახასიათებით „მაჭა-
ხელებს საომარი იარაღების კარგი ხელობით ძველთაგანვე იცნობდნენ ათაბაგები, გურიელები, და-
დიანები, შერვაშიძეები, დადეშქელიანები, მთავარნი და მეფენი ქართველთა. ოსმალეთის მიერ და-
მორჩილების შემდეგ კი მათ სახელი გაითქვეს ოსმალეთსა და მის პროვინციებში”. მისი ცნობით,
სტამბოლში ყველა ფაშის სახლში და სახელმწიფო კაცთა იარაღს „მაჭახელა” პირველობდა. იარაღის
მნიშვნელობა ოსმალეთში ყველა მეომარმა იცოდა. მაჭახლის თოფი და დამბაჩა შედარებული იყო
სტამბოლის თოფსა და დამბაჩასთან. ამიტომაც მას ქებით მეშაირენი და მელექსენიც იხსენიებდნენ.

332
XIX საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა ცნობებით ამავე პერიოდში ცეცხლსასროლი ცივი საბრძოლო
იარაღები მაჭახლის ხეობის გარდა ქვედა აჭარაში - ცხმორისში, ახოში, საღორეთში, ხოლო საველე-
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დამდეგს ზედა აჭარ-
აში - ხულოში, ჭვანის ხეობასა და უჩამბაში მზადდებოდა. 1860-იან წლებში ლაზისტანის სანჯაყში
შემავალი თერთმეტი ყაზიდან - მაზრიდან (ბათუმი, ჩურუქსუ, ქვედა და ზედა აჭარა, მაჭახელი, ლი-
ვანა, გონიო, ხოფა, არქავე, ხემშინი, ათინა) საომარ იარაღებს მხოლოდ მაჭახელსა და ქვედა აჭარაში
ამზადებდნენ. 1878 წლისათვის მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღების მკეთებელი ოცდაათი ოს-
ტატი ყოფილა. განხილულ პერიოდში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იარაღების წარმოების
ცენტრები ახალციხესა და ახალქალაქშიც არსებობდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურა-
ში, აგრეთვე, საველე ეთნოგრაფიულ მასალებში ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღების
დამზადების მხრივ უფრო ხშირად და ხაზგასმით მაინც მაჭახელი იხსენიება და იგი განსაკუთრებით
გამოირჩეოდა. სწორედ აქ დამზადებულმა მაღალი ღირსების თოფმა - „მაჭახელმა” და დამბაჩებმა
ხეობას პოპულარული სახელი დაუმკვიდრეს და მის მიხედვით უეჭველად ჩანს, რომ ცეცხლსასრო-
ლი და ცივი საბრძოლო იარაღების წარმოებით მაჭახელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ერთ-
ერთი ძველი და ფართოდ დაწინაურებული ცენტრი იყო.
ლიტ: ჩიტაია, V , 2001:501; კახიძე, 1974; 2004:59; კობერიძე, 2011:161.

333
maWaWi - ხორცმეტი. მისი მოშორების მიზნით საკუთარი ანდა ბავშვის შარდში დასველებულ
ბამბას იყენებდნენ, რომელსაც ხორცმეტზე დაიდებდნენ. პროცედურა სამის დღის განმავლობაში
დღეში ორჯერ სრულდებოდა - დილით და საღამოთი. მკურნალობდნენ შაბის მეშვეობითაც. შაბს
დაწვავდნენ და ხორცმეტზე მოაყრიდნენ.

maWiWi - ადამიანის სხეულის კანზე, უმეტესად, ხელის მტევანზე წამონაზარდი. მეჭეჭი. მიიჩ-
ნევდნენ, რომ იგი ვირუსული წარმომავლობისა იყო. მეჭეჭის მკურნალობის ხალხური ხერხებიდან
უნდა გამოიყოს: 1. ლობიოს ყლორტს კარგად მოჭყლეტდნენ და ამ ნაერთით მეჭეჭებს დაინამავ-
დნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; 2. იმავე მიზნით „ლეღვის რძეს” ანდა ვაზის ნა-
წურს იყენებდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა; 3. მეჭეჭს აბრეშუმის ძაფით შე-
იკოჭავდნენ. მეჭეჭი თანდათანობით გახმებოდა და ადგილს მოსწყდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:183.

maxaTaჲ - მსხვილი მახათი ნემსი.

maxaTuri - მახათური გურიასა და ქვემო აჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის


საღვინე ჯიში იყო. მას სასიამოვნო ტკბილი გემო ახასიათებდა. იგი მაღლარების სახით შუა და ქვემო
გურიის სოფლებში, აგრეთვე, ქობულეთის რაიონში - გურიის მოსაზღვრე ადგილებში იყო წარმოდ-
გენილი. გადმოცემებით, ყურძენს ხშირად ვაზებზე ახალწლამდე სტოვებდნენ. როგორც ვაზზე და-
ტოვებული, ისე აკიდოების სახით შენახული ყურძენი მთელი ზამთრის განმავლობაში კარგად ნარ-
ჩუნდებოდა. გარდა ამისა, მისგან ღვინოს ამზადებდნენ. მახათურა გურიაში, როგორც ხალისიან სას-
მელად, კარგი შენახვის უნარის მქონედ და ტრანსპორტაბელურ ღვინოდ ყოფილა ცნობილი. ღვინო
ტიკებით ხანგრძლივად მგზავრობის შემთხვევაშიც კი არ ილახებოდა. ამდენად, მახათური სუფრის
ყურძნისა და საღვინე ჯიში იყო.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

maxara - წყლის საზიდი მოწყობილობა, კონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც წყალი ხეობიდან


ამოჰქონდათ. მეორენაირად მას „ჭახრაკსაც” უწოდებდნენ. იხ.:ჭახრაკი.
ლიტ.: ადამია, 1956; ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი... 2009:274;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:257.

maxaraჲ - ხეზე სკის ასატანი ხელსაწყო. იხ..: ტაკვეცი


ლიტ.: დავითაძე, 1973:66.

334
maxaroblis mosvla - საქორწინო წესი. დედოფალი რომ მეფის სახლს მიუახლოვდებოდა,
წინ მახარობელს გაგზავნიდნენ, რომელსაც თან პატარა ბალიში მიჰქონდა. მახარობელს ნეფე გამოეგ-
ებებოდა, რომელსაც მახარობლისათვის ბალიში უნდა ჩამოერთმია. მახარობელი ნეფეს ახლოს არ
მიუშვებდა და ბალიშს შორიდან ესროდა. ნეფეს ბალიში უნდა დაეჭირა. თუ ვერ დაიჭერდა, დიდი
სირცხვილი იყო. მახარობელს ტკბილეულით, შემწვარი ქათმით გაუმასპინძლდებოდნენ, თოფებს
ისროდნენ. მახარობელი უკან - მაყრებთან ბრუნდებოდა. ამის შემდეგ დედოფალს ეზოსთან მიიყვან-
დნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

maxasi – 1. საცხოვრებლის სხვენის შუა ნაწილში გამართული სახურავის ხის საყრდენი კონ-
სტრუქცია. იგი ერთგვარ სიმაღლეს ქმნიდა და სახურავს საჭირო დახრილობას აძლევდა. იმავდრო-
ულად მასზე სხვა ძელები - ღარიკავი და უმუზი იყო დამაგრებული; 2. ცხვრის საკრეჭი მაკრატელი.

335
maxasis Sekvra – სახურავის მთავარი კოჭების შეკვრა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:16; მგელაძე, 2016.

majuni - 1. წიწაკით, ბრინჯის, თაფლისაგან და გორვალასაგან დამზადებული კერძი. სულხან-


საბა ორბელიანით „მაჯუნა სხუათა ენაა, ქართულად დუბეიდი ჰქვიან”. ბრინჯს ცივ წყალს დაასხამ-
დნენ და მოხარშავდნენ, მასში ადუღებულ თაფლს ჩაასხამდნენ, დანაყილ და გაცრილ შავ წიწაკას -
თურქულ წიწაკას დააყრიდნენ და სქლად მოაშუშებდნენ, შემდეგ ჩამოდგამდნენ და ჩოგნით ჩაზე-
ლავდნენ; 2. საბავშვო დაავადება.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:199; ნოღაიდელი, 1971:39, 2015; აბაშიძე, კომახიძე, 1998:155.

mgzavri kaci - ოჯახში ყიდვა-გაყიდვის ფუნქციის მქონე მამაკაცი, რომელიც საოჯახო პრო-
დუქტებს სხვადასხვა ადგილებში ყიდდა, ხოლო იქედან ოჯახისათვის საჭირო ტანსაცმელი, მატყლი,
ფართლეული, მარილი, ნავთი და სხვა მისთანანი მოჰქონდა.
ლიტ: აჩუგბა, 1981:72.

mdade - დედოფლის გამყოლი ქალი ქორწილში.

meaxore - ოჯახის ერთ-ერთი ანდა რამდენიმე წევრი, რომელსაც ზამთრის პერიოდში საქონ-
ლის მოვლა-პატრონობა ევალებოდა. ხშირად, მეახორე უფროს ქალთაგან ერთ-ერთი იყო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:247-250.

meziri - საფლავი. სვანურში გვაქვს სიტყვა მეზირ’ი, რომელიც ოჯახის მფარველ ძალას ნიშ-
ნავდა.
ლიტ.: ჩიტაია, 2001, V:501.

mezeri - საფლავი. აჭარის თითქმის ყველა სოფელში სასაფლაოები ცალკე იყო გამართული.
სოციალურ ფორმებად სეგმენტირებულ საზოგადოებაში მეზერლუღი - სასასაფლაოები დიფერენცი-
რებულად იყო წარმოდგენილი. ამდენად, სასაფლაო და სასაფლაოზე სამარხთა განლაგების პრინცი-
პებიც საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალურ მოდელს ექვემდებარებოდა. აჭარის თითქმის ყველა
ხეობის სოფელში და სოფლის უბანში არსებობდა საგვარეულო ანდა სახლეულის - ოჯახის, მშობ-
ლის, ცოლის, ქმრისა და მათი დაუქორწინებელი შვილების კომპაქტურად წარმოდგენილი სამარხე-
ბი. აჭარაში სახლეულის ფარგლებში წარმოდგენილი ოჯახის წევრის სამარხები, ხშირად, საკარმიდა-
მო ეზოში ანდა საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს ე. წ. „ნაფუზარში” იმართებოდა. უმეტესად ეს მაშინ
ხდებოდა, როცა საუბნო თუ სასოფლო სასაფლაოები შეივსებოდა, რის გამოც ოჯახი დასამარხ ად-
გილს ცალკე გამართავდა. ძველი სასაფლაოს შევსება ახლის გაჩენას განაპირობებდა, რომელიც დრო-
თა განმავლობაში იზრდებოდა და, სოფლის მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის შესაბამისად, თუ ტე-
რიტორიული ფართობი საშუალებას იძლეოდა, დასაშვებია, საუბნო და სასოფლო სამარხებშიც გა-
დაზრდილიყო. ოჯახი სამარხს, ჩვეულებრივ, კუთვნილი ნაფუძრის - საბოსტნე ნაკვეთის კიდურზე
336
შეარჩევდა. თანდათანობით, ოჯახისათვის გამოყოფილ სასაფლაოზე სახლეულის წევრთა რიცხვის
ზრდის პროპორციულად სამარხთა რიცხვიც მატულობდა და უკვე დიდი სახლეულის ფარგლებში
ოჯახთა ჯგუფის სეგმენტაციის საფუძველზე, იგი საუბნო სასაფლაოდ იქცეოდა. სახლთმეურნეობ-
ების სეგმენტაციის პროცესში საგვარეულო ნაკვეთები პარცელაციას განიცდიდა, მაგრამ სასაფლაო
მუდამ საერთო და განუყოფელი რჩებოდა. ეზოში ანდა საბოსტნე ნაკვეთში გამართულ სამარხებთან
შედარებით საუბნო სამარხები აჭარაში გაცილებით ფართოდ იყო წარმოდგენილი, მაგრამ მაინც აჭ-
არაში უმეტესად სასოფლო სასაფლაოებს ვხვდებოდით. ცალკეულ სოციალურ გაერთიანებას სასაფ-
ლაოზე თავიანთი კუთხე ჰქონდა. ლოკალურ-ნათესაური ჯგუფისათვის განკუთვნილი ამ ტიპის სა-
საფლაო აჭარაში შუასაუკუნეების წერილობითი წყაროთიც დასტურდება. აბუსერისძე ტბელის მი-
ხედვით, „და ესე ნეტარიცა გარდაიცვალა ცხორებასა საუკუნესა და დაეკრძალა საფლავსავე პაპისა
და მამისა თვისისა, შტოსა შინა მისივე საკვირველისა ტაძრისა”. მიცვალებულის ეზოში დამარხვის
წესი აჭარის გარდა საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონებს, მაგალითად, სამეგ-
რელოსა და ზოგიერთ სხვა მხარესაც ახასიათებდა.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

mezerji - მესაფლავე. იხ.: ყაზმაჯი.

meTvale - თვალის ამღები საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:23.

meToxoba - მეთოხარი ჯილღას უკან მიყვებოდა და თოხით ბელტებს ამტვრევდა.


ლიტ.: აჩუგბა, 1981:76.

meidani - მეიდანი, იგივე, მოედანი აჭარაში სხვადასხვა დანიშნულებისა იყო. აჭარაში საზოგა-
დოებრივი თავშეყრის სამი ტიპის მოედანი გამოიყოფოდა: საუბნო, სასოფლო და სათემო. მოედნებს
საკულტო დანიშნულებაც გააჩნდათ, სადაც თემი დღესასწაულებს მართავდა, მსხვერპლშეწირვასა
და სხვადასხვა ხასიათის რიტუალებს აწყობდა. ამგვარი შეკრების ადგილები საკმაოდ ფართო ფუნ-
ქციას ასრულებდა, თუმცა საზოგადოებრივი თავყრილობის მოედნები და საკულტო ადგილები ერ-
თმანეთს ყოველთვის არ ემთხვეოდა. მოედანი უმეტესად თემის და სოფლის ცენტრში მდებარეობდა
და შიდასათემო გზებით სოფლებსა და სოფლის უბნებში წარმოდგენილ სახლთმეურნეობებს ერთმა-
ნეთთან აკავშირებდა. სათემო დასახლება მოედნის ირგვლივ ყალიბდებოდა, გარკვეული დროის
განმავლობაში მოედანი თემის ცენტრში კი არა, არამედ განაპირა მხარეს აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ-
გვარ ცვლილებებს განსახლების არათანმიმდევრობა და სხვა ფაქტორებიც განაპირობებდა, რომლე-
ბიც ტერიტორიული თვალსაზრისით თემის სიმეტრიულობას არღვევდა. მიუხედავად ამისა მოედ-
ანი იმ ადგილად რჩებოდა, სადაც საზოგადოებრივ ყოფასთან და საზოგადოებრივ ურთიერთობებ-
თან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდებოდა. საზოგადოებრივი შეკრების ადგი-
ლის საბაზრო მოედნად ქცევა თემის შიგნით სავაჭრო ურთიერთობების წარმოქმნასა და აღებ-მიცე-
მობის განვითარებას უკავშირდებოდა, თუმცა აჭარის მთიანეთში საბაზრო მოედანი სუსტი და განუ-
337
ვითარებელი იყო, რასაც კუთხის რელიეფი, უგზოობა და მეურნეობის თვითკმარი ხასიათი განაპი-
რობებდა. სათემო მოედანი წარსულში „მოხუცთა საბჭოს” შესაკრები იყო, რომელიც საქმეებს ადათ-
ობრივი სამართლის, ხოლო მეჯლისი - შარიათის მიხედვით იხილავდა. საადათო სასამართლო უძ-
ველესი დროიდან არსებობდა და იგი ტრადიციული ყოფის აუცილებელი და ორგანული ნაწილი
იყო. ყადების სასამართლო კი თავსმოხვეული რელიგიის თანმხლები იყო, რის გამოც ყადის სასამარ-
თლოშიც, ხშირად, ადგილობრივი ადათებით ხელმძღვანელობდნენ, ე. ი. შარიათის სასამართლო აჭ-
არაში შინაარსობრივად რამდენადმე ადათობრივი სასამართლო იყო. საუკუნეებით არსებული ყო-
ფის ერთბაშად შეცვლა ფაქტიურად შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. ზოგიერთი მიუთითებს,
რომ „მმართველობის თურქული სისტემის გვერდით, აჭარის ადგილობრივი ხალხური მმართველო-
ბის არსებობა დამაჯერებლად მეტყველებს იმაზე, რომ თურქეთის ძალაუფლება აჭარაში არ იყო ყოვ-
ლისმომცველი, რომ აჭარის მოსახლეობა თავის საშინაო საქმეებში უგულებელყოფდა, არ ცნობდა
თურქულ ადმინისტრაციას”. ეს დასკვნა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მეჯლისი, რომელიც თემს
განაგებდა და ადმინისტრაციულ ფუნქციებთან ერთად სასამართლო უფლებებითაც იყო აღჭურვი-
ლი, საერთოდ არ ფუნქციონირებდა. სათემო მოედნებზე საზოგადოებრივი ყოფისათვის სასი-
ცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები ირჩეოდა. სისხლ-მესისხლეობის პრობლემა
და მოსისხლეთა შერიგება პირად-უფლებრივ ურთიერთობათა კატეგორიაში ექცეოდა. თუ დაპირის-
პირება მწვავე ხასიათს მიიღებდა, შერიგება არ მოხერხდებოდა და შურისძიებაში თემის წევრთა
ფართო წრე აღმოჩნდებოდა გახვეული, ასეთ შემთხვევაში, თემის უხუცესები სწორედ სათემო მოედ-
ანზე გადაწყვეტილებას საჯაროდ ღებულობდნენ, რომლის აღსრულება ყველასათვის სავალდებუ-
ლო იყო. ამგვარად, სათემო მოედანი აჭარაში სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებაში განსა-
კუთრებულ როლს თამაშობდა, მაგრამ მისი როლი იურიდიულ-პროცესუალური საკითხების რეგ-
ლამენტაციით როდი ამოიწურებოდა. მოედანზე, როგორც ითქვა, საზოგადოებრივ ურთიერთობებ-
თან დაკავშირებული თითქმის ყველა საერთო-სათემო საჭირბოროტო საკითხი განიხილებოდა. მო-
ედანი, თამაშობდა რა თემის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს, იმავდროულად ზეგავლენას ახ-
დენდა დასახლების სტრუქტურასა და მის არქიტექტურულ განაშენიანებაზე. თემში გაერთიანებ-
ული თითოეული სოფელი უშუალოდ იყო დაკავშირებული მოედანთან. სოფლებში წარმოდგენილ
სახლობებს შორის ურთიერთობების ხასიათს კი, სწორედ მოედანი და მოედანზე გამართული სათე-
მო ყრილობა განსაზღვრავდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სათემო თავყრილობისათვის განკუთვნილი
მოედნები, ასევე, თემის საზოგადოებრივ-ადმინისტრაციულ ცენტრებად ითვლებოდნენ. საკუთრივ
სოფლებსა და უბნებსაც გააჩნდათ თავიანთი მოედნები, რომლებიც საერთო-სათემო მოედნებთან
ერთობლიობას ქმნიდა. ფულადი ურთიერთობის განვითარებამ სათემო მოედნებს სავაჭრო ფუნქცი-
ებიც შემატა, თუმცა იგი აშკარად მეორადი იყო. აჭარაში საოჯახო მოხმარების გარდა რძის პროდუქ-
ტების ნაწილი სოფლის მეურნეობის სხვა ნაწარმთან ერთად ადრე სავაჭრო და გაცვლით ურთიერ-
თობაში იყო მოქცეული. გასული საუკუნის 80-იანი წლების ცნობით მარადიდის დიდ მოედანზე, სა-
დაც საკმაოდ დიდი და ხალხმრავალ ბაზარი იყო წარმოდგენილი, ყოველ პარასკევობით მაჭახლის
ქვედა ზოლის მოსახლეობას სოფლის მეურნეობისა და რძის ნაწარმი გაჰქონდა, რომელსაც ბათუმი-
დან აქ ჭოროხის გზით ნავებით მოტანილ მანუფაქტურულ და სხვა საჭირო ნაწარმზე ცვლიდნენ.
ქართულ-კავკასიური პარალელები მოედნების თავდაპირველი დანიშნულების ხასიათზე მიუთით-
ებს: სვანეთში ანალოგიური ფუნქციის მოედნები აღინიშნებოდა ტერმინით სჳფ. ლაზებში მსგავსი
338
მოედნები - „ღარღალაშას”, რაჭაში - „სანახშოს”, ხევსურეთში - „საფიხვნოს”, ხევში - „ერობის” (საერ-
ობოს), თუშეთში - „საანჯმოს” სახელს ატარებდნენ. იგი საერთო-კავკასიურ მოვლენა იყო, რაზეც დი-
დოური - „ვუდიკანი”, ჩეჩნურ-ინგუშური „ფეღა”, ბალყარული - „ნიღაშ”, ოსური – „ნიხასიც” მიუთ-
ითებს.
ლიტ.: სახოკია, 1950:114; დოლიძე, 1953:33,37,65,85,94,140,328;
მგელაძე, 1973:28; 1982; 1983; 1984:58-59; ჩიქოვანი 1972:1422;
ჩიტაძე, 1978:42; ბაქრაძე, 1987:24; ბოჭორიშვილი, 1976:155;
კახიძე, 1974:52; ზოიძე, 1996:64-65, 68.

meidan oda - სასტუმრო სახლი ანდა საცხოვრებელში ოთახი, ზოგჯერ იზოლირებული, ცალ-
კე ასასვლელით. მას მეორენაირად „იან-ოდასაც” უწოდებდნენ. ამ ოთახს სახლის დაგეგმარებაში ყო-
ველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მას თითქმის ყოველთვის ჰქონდა გარეთ - ეზოსთან და-
მაკავშირებელი დამოუკიდებელი გასასვლელი. სტუმარი გარეთ აქედან შედიოდა და გამოდიოდა.
სტუმარ-მასპინძლობის გაწევის მიზნით სასტუმრო ოთახს ოჯახი შუადერეფნის საშუალებითაც უკ-
ავშირდებოდა, მაგრამ ამ გზაზე ყოველთვის იყო კარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში - ძირითა-
დად ღამით იკეტებოდა და სასტუმრო ოთახი სახლის სხვა ოთახებისგან გამოყოფილი, იზოლირებ-
ული რჩებოდა. იხ.: სახლი და სასტუმრო ოდა.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:114; მგელაძე, ტუნაძე, 2016.

mekenZala - მცენარე. მასთან მიმართებაში ყურადღებას ისეთ მცენარეთა სახელწოდებები იქ-


ცევს, როგორებიცაა აჯორიკა და აჯარკელა (აჭარა), ძირმაგარა (იმერეთი), მეჭეხი (ლეჩხუმი), მეჭეხა
და ირმისბაწარა (გურია), კოპრწკალა და ყვავისპწკალაჲ (მთიულეთი), ყოვისპწკალა და მონადირის-
მხალა (ფშავი), ნადირთმხალა (ხევსურეთი). სულხან-საბა ორბელიანთან ვხვდებით „ეკანძვალას”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; მაყაშვილი, 1961.

mekvere - მაჭახლის ხეობაში ფუტკარი, რომელიც კვერებივით მრგვალ ფიჭას აკეთებდა. მეკვე-
რე ფუტკარი ავი არ იყო და თაფლიც ბლომად ჰქონდა.
ლიტ: კახიძე, 1974:55.

mekrenCxi - მეკრენჩხი წითელყურძნიანი სუფრის ვაზის ჯიში იყო. ზოგნი მას აბორიგენულ
ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს. წარსულში „მაკურენჩხის” სახელწოდებით მეკრენჩხი გურიაშიც კარგად
იყო ცნობილი. გურიაში შერჩენილი მაკურენჩხის და აჭარაში ამჟამად არსებული მეკრენჩხის ურთი-
ერთშედარებით მათი სრული იდენტობა მტკიცდება. წარსულში მეკრენჩხი - მაკურენჩხი მაღლარე-
ბის სახით გურია-აჭარის რაიონების მთისპირა სოფლებში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ყურ-
ძენს ძირითადად საჭმელად ხმარობდნენ, რისთვისაც ხშირად შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში
ვაზებზე სტოვებდნენ და მხოლოდ საჭიროების მიხედვით კრეფდნენ. ზოგიერთი მეურნე მეკრენ-
ჩხისგან ღვინოსაც ამზადებდა, მაგრამ იგი ხანგრძლივად არ ინახებოდა და გურია-აჭარაში გავრცე-
ლებულ უფრო საინტერესო ვაზის საღვინე ჯიშებს - ჩხავერს, ჯანს, მტევანდიდს, ბროლას, ხოფა-
თურს ხარისხითაც ჩამოუვარდებოდა. საერთოდ, მეკრენჩხი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის
339
ყურძნის ჯიში იყო, თუმცა, როგორც აღინიშნა, ღვინისათვის ნაკლები ღირებულების პროდუქციას
იძლეოდა. მისგან დამზადებული ღვინო ნაკლებ ჰარმონიული და ხანგრძლივი შენახვის უნარს მოკ-
ლებული იყო. სამაგიეროდ თავად ყურძენი კარგად ინახებოდა და ტრანსპორტაბელურიც იყო.
ლიტ.: სახოკია, 1985:224; რამიშვილი, 1948.

mekvle 1. ახალ წელს ოჯახის მფერხავი; 2. საახალწლო საგალობელი.


ლიტ.: ლომთათიძე, 1996:80.

melakutkutobana - თამაში.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

melikudobana - იხ.: მელაკუტკუტობანა.

melogine - ახალნამშობიარები ქალი. მელოგინე ქალს განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ


და ამ მხრივ ხალხში მისი მკურნალობის ემპირიული ცოდნაც სათანადოდ დაგროვდა. ერთ-ერთი ას-
ეთი იყო: მელოგინეს მუცელზე აბრეშუმის წითელ ძაფს შეაბამდნენ, რის შემდეგ მშობიარობის პრო-
ცესი თითქოს მსუბუქდებოდა. უმეტესად მაინც მკურნალობას საფუძვლად რელიგიური მოტივაცი-
ები ედო. ერთი მაგალითის მიხედვით, ქმარი მელოგინის ტახტის ქვეშ შეუმჩნევლად შეძვრებოდა და
იქედან თოფს გაისვრიდა. მელოგინე შეკრთებოდა და ამის გამო თითქოს ადვილად იმშობიარებდა.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:164.

memleqeTi - სამშობლო. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქული ენიდანაა გავრცელებული.


თედო სახოკია: „ჩვენს მემლექეთში (სამშობლოში, ესე იგი აჭარაში) გურჯული ქიტაბი არავინ იცის ...
რაც სოფლებისა და მემლექეთების ხელში ტყეებია, ისინი ისევ იმათ დარჩებათ”.
ლიტ.: სახოკია, 1985:153, 192.

memTevri - სახლეულში საქონლის მოვლა-პატრონობისა და წველა-დღვებისთვის გამოყოფი-


ლი პირი, გამოცდილი მესაქონლე ქალი, რომელიც ოჯახის პირუტყვს მთაში მიყვებოდა. იგი მთის
საძოვრებზე საქონლის პატრონობისათვის იყო გამოყოფილი, წველა-დღვებას ეწეოდა, საზამთროდ
რძის პროდუქციის მარაგს ქმნიდა და მთაში წაყვანილ ბავშვებსაც უვლიდა, რაც მთის მეურნეობის
გაძღოლაში შემდეგში გოგონების სახლეულის უფროსი ქალის რანგში დასპეციალებასაც განსაზღვრავ-
და. მემთევრეობა ტრადიციულად ოჯახის უფროსი ქალის მოვალეობას შეადგენდა. იალაღებზე მემ-
თევრი სარძიეში რძისგან სხვადასხვა პროდუქტს ამზადებდა. აჭარის გარდა მემთევრობა ჭოროხის
აუზის თითქმის ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეში იყო გავრცელებული - ტაოსა და კლარ-
ჯეთში, შავშეთში, მათგან, იმერხევსა და მაჭახლის ხეობაშიც.
ლიტ.: ხარაძე, 1960:146; რობაქიძე, 1960:21; ნიჟარაძე, 1971:250; ბექაია, 1974:25; აჩუგბა, 1987:75.

memTevroba - მემთევრის საქმიანობის პროცესი. მთაში ყოფნის პერიოდი.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:280.
340
memTiuri - იხ.: მემთევრი.

memxliani - შუამთობისას მთაში სტუმრად მიმავალი პატარძლის ანდა ახალდანიშნულის


თანმხლები პირები.

memxlianoba - შუამთობის დღესასწაული. მემხლიანობა მესაქონლე-მიწათმოქმედთა უძვე-


ლესი ხალხური დღესასწაულის, შუამთობის ძველი სახელწოდება იყო, რომელიც ზემო აჭარაში ალ-
პურ საძოვრებზე მესაქონლეების ყოფნის შუა პერიოდში ტარდებოდა. როცა ბარში შედარებით მოიც-
ლიდნენ, სამუშაოებს მოათავებდნენ, მაშინ ქალი და კაცი გუნდ-გუნდად მთებში, აგარაკებზე სამემ-
ხლიანოდ მიემგზავრებოდნენ, თან დამკვრელები, მოცეკვავეები და მომღერლები მიყავდათ. მემ-
ხლიანობა (მენხლიანობა) დაახლოებით 1-20 აგვისტომდე გრძელდებოდა. სამემხლიანოდ მთაში ას-
ული ხალხი მაღალ გორაზე გროვდებოდა, კოცონებს ანთებდნენ, მთვარის ქვეშ გათენებამდე ცეკვავ-
დნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ და სხვადასხვა თამაშს აწყობდნენ. შემდეგ ცხვარსა და დეკეულს დაკ-
ლავდნენ და ნათესავ-მეგობრებს დაიწვევდნენ. აჭარაში გავრცელებული მემხლიანობა წმიდა გიორ-
გის სახეშეცვლილი დღესასწაული უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მელექსე ბარიდან სამენხლიანოდ
დაძრულ ხალხზე ასე მღეროდა: „ჯავახეთის კორდიანო, მენხლიანი მოდიანო, ალმური კოხტა ქალე-
ბი გარეთ არ გამოდიანო”. ღორჯომის ხეობის იაილებზე ასული მოჰაერენი ბარში 10-15 დღის გას-
ვლის შემდეგ ბრუნდებოდნენ. სოფელში მიმავალნი მთის სათიბებში ჩამოივლიდნენ და ერთი სახე-
ობის მხალს, ე. წ. „დვარულას” კრეფდნენ. ეს მცენარე გარდა საკვებისა, სამკურნალოდაც გამოიყენებ-
ოდა. საერთოდ, საფიქრებელია, რომ ხეობის მოსახლეობა წარსულში ივლისის ბოლო რიცხვებიდან
და აგვისტოს დამდეგიდან მთებში ველური მხალის (//ფხალის) საკრეფად არამარტო საზამთრო მა-
რაგის დაგროვების მიზნით, საჰაეროდ და დასასვენებლად, არამედ რელიგიური მოსაზრებებითაც
ადიოდა. სწორედ აქედან უნდა მიეღო ამ დღესასწაულს კიდევ ერთი სახელწოდება – მენხლიანი
(//მენხლიანობა). საერთოდ, შუამთობა იმ პერიოდში იმართებოდა, როდესაც „ბარად” – სოფლად ძი-
რითადი საზაფხულო სამუშაოები, გარდა თიბვისა, დამთავრებული იყო. პერიოდულად იგი მთაში
საზაფხულო საძოვრებზე ყოფნის შუა პერიოდს – ივლისის უკანასკნელ დეკადას ანდა აგვისტოს და-
საწყისს ემთხვეოდა. აქედან თვით სახელწოდება შუამთობა წარმოსდგებოდა. ხალხური ახსნით ეს
სახელწოდება ამ ტრადიციულ დღესასწაულს მოგვიანოდ შეერქვა. მისი თავდაპირველი სახელი,
ზოგიერთი ხანდაზმული პირის გადმოცემით, მემხლიანობა (მერხლიანობა) ყოფილა. შუამთობა ის-
ტორიულად დამახასიათებელი ჩანდა ზემო აჭარის მოსახლეობისათვის, სადაც მიწათმოქმედების
გვერდით მესაქონლეობა მთავარ წამყვან როლს თამაშობდა. მის დამკვიდრებას სწორედ მესაქონლე-
ობისა და მიწათმოქმედების ინტენსიურმა განვითარებამ შეუწყო ხელი, რომელიც მეურნეობის ამ
დარგთა სიმბიოზურ ფორმაში ვლინდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1948:78; მგელაძე, 2012:102-109;
კახიძე, 1974:30-31; 1978:3-15; თანდილავა, 1980:3-65.

memxlioba - იხ.: მემხლიანობა.

341
menapire - ნადის დროს ყანის გაუთოხნავი ნაწილის მხარეს მომუშავე. თოხნასა და მკაში ნაპი-
რის - სვის დამწყები. სვის განმსაზღვრელი, მეთაური, რომელსაც დანარჩენები მისდევდნენ. მასზე
შრომის ნაყოფიერება იყო დამოკიდებული, ნაპირს შეკრავდა და მომუშავეებს ააჩქარებდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015; ნიჟარაძე, 1971:250.

meneqsila - მთლიანი ხიდან გამოთლილი ნავი. საქართველოს მოსახლეობა უხსოვარი დრო-


იდან სამდინარო და საზღვაო ტრანსპორტით სარგებლობდა. ამ მიზნით თავდაპირველად ერთ ხეში
გამოთლილი, ხოლო მოგვიანებით - ფიცრული ნავები გამოიყენებოდა. დასავლეთ საქართველოში
ერთ-ერთი დიდი სანაოსნო თავისი შენაკადებით მდინარე ჭოროხი იყო. ჭოროხის სამდინარო გზით
მთელი ჭოროხის მხარის - ყოფილი ბათუმის ოლქის მოსახლეობა სარგებლობდა. მხარის ქალაქ ბა-
თუმთან დამაკავშირებელი ერთი მთავარი გზა სწორედ მდინარე ჭოროხზე გადიოდა. ფრანგი ორი-
ენტალისტი ჟან მურიე, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ბათუმის ოლქში იმოგზაურა,
წერდა, რომ საგარეო ურთიერთობისათვის სავაჭრო გზების უქონლობის გამო, წარსული საუკუნეებ-
იდანვე ბათუმის ოლქის მთავარ სატრანსპორტო არტერიას ჭოროხი წარმოადგენდა და ადგილობრი-
ვი მოსახლეობაც ვაჭრობას ამ მდინარის საშუალებით აწარმოებდა. მდინარე ჭოროხის ეს უპირატეს-
ობა მისი ჰიდროგრაფიული თავისებურებებით აიხსნებოდა. ჭოროხი სანაოსნოდ თითქმის მთელი
წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. XVIII-XIX საუკუნეების მონაცემებით, მდინარე ჭოროხზე და
შავ ზღვაზე სამოძრაოდ ბრტყელძირიან ნავებს იყენებდნენ. კონსტრუქციულად ასეთი ნავები, ე. წ.
მენექსილა (მონოქსილა) - ერთ ხეში გამოთლილი ნავებისაგან განსხვავდებოდა, რომლებიც ანტიკუ-
რი ხანის ბერძენ და რომაელ ავტორებთან დაცული ცნობებით, კოლხებში საყოველთაოდ იყო გავ-
რცელებული და, ბუნებრივია, იმ მოსახლეობაშიც, რომელიც დღევანდელი აჭარის ჭოროხისპირა და,
საერთოდ, ზღვისპირა ზოლში ცხოვრობდა. XVII საუკუნის ცნობილი თურქი ისტორიკოსის - ევლია
ჩელების ცნობით, ადგილობრივები სამი მსხვილი ალვის ხისაგან გაკეთებულ ნავებსაც იყენებდნენ,
რომლითაც მას გონიოდან სამეგრელოსაკენ უმგზავრია. როგორც ჩანს, გვერდებმოჭედილ ნავებსაც
ძველებური, თავდაპირველად ერთ ხეში გამოთლილი ნავის ბერძნული სახელწოდების მიბაძვით
ლაზები მენექსილას ეძახდნენ, რაც ბერძნული „მონოქსილას” სახენაცვალი ფორმა იყო. ეს ფაქტი იმ-
აზე მიუთითებს, რომ საკვლევ რეგიონშიც მდინარე ჭოროხზე და შავ ზღვაზე სანაოსნოდ ადრე მასი-
ური ხისაგან დამზადებულ ნავებს იყენებდნენ. მკვლევრები სათანადო მონაცემების საფუძველზე ას-
კვნიან, რომ ერთ ხეში გამოთლილი ნავები მსოფლიოს ყველა ზღვაოსან ხალხში იყო გავრცელებუ-
ლი, მათ შორის, ქართველებშიც. ოღონდ განსხვავება შეინიშნებოდა ნავის კონსტრუქციაში, მერქნის
სახეობაში, მოხმარების ფუნქციებში და, ბუნებრივია, ზღვაოსნობასთან დაკავშირებულ ტერმინო-
ლოგიაში.
ლიტ.: მურიე, 1952:25, 95; კახიძე, 1990:66; 2009:411-415; ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:27, 74; ბერაძე,
1981:25, 85; 1990:66.

menTevri - იხ.: მემთევრი.

menTeSa - კარის საკიდი


ლიტ.: მასალები...1976:426.
342
აჭარული სახლის კარების საკეტი და საკიდი რკინის მექანიზმები

კარი
ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ ექსპოზიცია

343
menxliani - იხ.: მემხლიანი.

menxlianoba - იხ.: მემხლიანობა.

menxlioba - იხ.: მემხლიანობა.

merdini - საცერი.

merdevani - ქვის კიბე, ზოგადად, კიბე ანდა საფეხური


ლიტ.: ნოღაიდელი, 1936; ჯაჯანიძე, 1961; მასალები...1976:419.

mere - მდინარის პირას მდებარე ვაკე ადგილი, საყანედ გამოსადეგი მიწა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:251.

merue - ოჯახში სარწყავი არხებისა და ჭალების მოვლა-პატრონობისთვის სპეციალურად გამო-


ყოფილი პირი.
ლიტ.: აჩუგბა, 1981:75.

meruli - ორთითა ანდა სამთითა სამეურნეო იარაღი, რომელსაც კალოობის დროს პურის ძნე-
ბის ჩასაფენად, ზოგჯერ, თიბვის დროს თივის დასაბულულებლად იყენებდნენ. ბოლო პერიოდში ეს
სიტყვა უმეტესად თივის ასაწევ რკინის იარაღს აღნიშნავს.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:252.

merRa - იხ.: აგარა.

merxlianoba - იხ.: მემხლიანობა.

mesara - მსხალი, მსხლის სახეობა.


ლიტ.: მგელაძე, 1966.

mesaqonleoba - აჭარაში, როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონლის მოშენებას მის-


დევდნენ. მთის მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი ადგილობრივი ჯიშის პატარა ტანადობის მსხვილ-
ფეხა მეასაქონლეობას ეჭირა, რომელიც აქაურ პირობებს კარგად იყო შეგუებული და წველადობაც
მაღალი ჰქონდა. მსხილფეხა საქონლის შემდეგ მნიშვნელოვანი ადგილი ცხენის, თხისა და ცხვრის
მოშენებას ეკავა, რომელთა მაშტაბები ხეობების მიხედვით განსხვავებული იყო. წვრილფეხიდან უპ-
ირატესობა ცხვრის მოშენებას ენიჭებოდა. ცხვრის შენახვა ზამთრობით უფრო ადვილი იყო, ვიდრე
თხისა. უთხოდ ყოფნა შეიძლებოდა, უცხვროდ კი - არა, ვინაიდან ცხვარი არა მარტო ხორცისა და
რძის პროდუქტებს იძლეოდა, არამედ მატყლსაც. მატყლი კი ის ნედლეული იყო, რომელიც სელ-კა-
ნაფთან ერთად წარსულში მოსახლეობის ადგილობრივი ნაწარმის ტანსაცმლით: ჩოხა-შალითა და
წინდით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
ლიტ: შამილაძე, 1969; კახიძე, 1974:49.

344
mesti - მსუბუქი, თხელძირანი ფეხსაცმელი. სა-
ქართველოს ეროვნულ მუზეუმში იგი „აბდესთ-მესტის”
სახელითაა დაცული. ეთნოგრაფიული მასალებით მესტი
მუსლიმური განბანვის რიტუალს - „აბდესს“ უკავშირ-
დება, ძირითადად მოხუცები იყენებენ. დილით როცა
რიტუალს შეასრულებენ, მესტებს ჩაიცვამენ და ღამის
ლოცვამდე „აბდესის აღების” – განბანვის რიტუალის
დროს, მათ აღარ ჰქონდათ ფეხების დაბანის ვალდებუ-
ლება. მესტს ძირითადად ზამთრის პერიოდში იცმევდნენ,
როცა წყალი ცივი იყო და მოხუცებს განბანვის რიტუ-
ალის დროს ცივი წყლის გამოყენება უჭირდათ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:252.

mesofliaჲ - იტყოდნენ ქალზე ანდა კაცზეც, რომელსაც სოფელში, მეზობლებთან უსაქმურად


სიარული და ლაზღანდარობა უყვარდა.

meqequri - სხვისი საქმეებით დაინტერესებული კაცი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

meRobiaჲ - ღობეებში მძრომიალე საქონელი. პირუტყვი, რომელიც ღობეებს ამტვრევდა ანდა


მას გადაახტებოდა და ყანებში შედიოდა.

meyanuri - ყანებში მოსიარულე საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

meSaire - შაირის ოსტატი.


ლიტ.: დავითაძე, 1978:71.

meZneuri - ძნის დამამზადებელი მუშა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

mewamle qalebi - ქალები, რომლებიც ბალახეულობისგან წამლებს ამზადებდნენ და ავად-


მყოფს მკურნალობდნენ.
ლიტ.: მგელაძე, 2002.

mewisqvile - წისქვილის მოვლა-პატრონობით დაკავებული ადამიანი, წისქვილის მეთვალყუ-


რე.

mewixlie - ძროხა, რომელიც წველის დროს წიხლებს იქნევს.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

345
mewleuli - წელგამოშვებით მსხმოიარე ხეხილი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

mejilRe - პიროვნება, ვინც ჯილღას, გუთანს წინ უძღვებოდა, ჯილღის მუშა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:23.

mejilReoba - მხვნელ-მთესველობა.
ლიტ.: აჩუგბა, 1981:75.

mejlisi - სასამართლო. თედო სახოკია: „მეჯლისმა (სასამართლომ) გაარჩია ეს საქმე და დამნა-


შავე მსუბუქად დასაჯა”.
ლიტ.: სახოკია, 1985:153, 180.
mehele - 1. საცხოვრებელი კვარტალი, სოფლის უბანი, რომელიც ერთი გვარის რამდენიმე კომ-
ლისაგან შედგებოდა; 2. საზოგადოებრივი დანიშნულების მოედანი, სადაც სადღესასწაულო, რელი-
გიური თუ სალაშქრო შეკრებები ხდებოდა.

mehrem oda - არაბულად „ჰარემ ოდა”. აჭარაში საცხოვრებელ სახლში საქალებო, ქალთათვის
განკუთვნილი ოთახი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

mehri muejili - გაყრისას ანდა გარდაცვალებისას ქმრის მიერ ცოლისათვის თუ მისი მშობ-
ლებისათვის მისაცემი განსაზღვრული თანხა.
ლიტ.: ბექაია, 1974:36.

mzegrZelaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

mzesxivaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

mziTvalaჲ - მზის თვალი, ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; კობერიძე, 2011:34.

mTa - აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობა ალპურ საძოვრებს „მთის საძოვრებს” ანდა უფრო
ხშირად, „თას” უწოდებდა. მთის ცნება აჭარულ მოსახლეობას, ერთი მხრივ, მისი პირდაპირი გეოგ-
რაფიული მნიშვნელობით, მეორე მხრივ კი - მაღალი მთის საძოვარის და მასთან დაკავშირებული
სამეურნეო საქმიანობის მნიშვნელობით ესმოდა. მაგალითად, „მთაში მივდივარ”: მოსახლეობა ამაში
მთის იმ საძოვარს გულისხმობდა, რომელსაც ზაფხულობით იყენებდა. ისეთი სიტყვებიც, როგორი-
ცაა: მთობა, მემთივრობა, შუამთობა და სხვა მისთანანი მთის საძოვრებთან იყო დაკავშირებული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948:47.

346
mTaSi mi patiJeba - მომავალი საპატარძლოს შუამთობის დღესასწაულზე მთაში მიპატიჟება.
ლიტ: კახიძე, 1978:3-15.

mTvare da varskvlavi - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

mTvaris fazebi - მთვარეს ოთხი ფაზა აქვს: ჩვილი მთვარე, აღმა მთვარე, სავსე მთვარე, დაღ-
მა მთვარე. ამ ფაზებთან აჭარის მთიანეთში დაკავშირებული იყო ამა თუ იმ სამეურნეო საქმიანობის
წარმართვა, მისი, რეგლამენტაცია, აკრძალვები.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1980:72.

mTibeli - ის, ვინც პურს თიბავდა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:28.

mTis Sqeri - L. Daphne Pontica L: დეკა, მელიქაური. აჭარულში, მსგავსად გურულისა მას ჯან-
ჯღამურა (ჯანჯღამურაჲ) ჰქვია. იგი შხამიანი, წამლად სახმარი მცენარე იყო და ჭიის საწინააღმდე-
გოდ გამოიყენებოდა. მთიულურში მას მაზაო, მოხევურში - შირშა, სვანურში - ლახვაშ შგერ’ი,
ლეჩხუმურში - მოშქერუე, შქერი შეესატყვისებოდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961; ნიჟარაძე, 1948; შარაშიძე, 2014.

mToba - მთაში საზაფხულო საძოვრებთან დაკავშირებული შრომა-საქმიანობა, ალპური მეურ-


ნეობა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948.

mTqmeli - სიმღერის დამწყები და წამყვანი. აჭარულ ოთხხმიან ანდა სამხმიან ხალხურ სიმღე-
რებში, ჩვეულებრივ, ნადურებში მეორე ხმა. მთქმელი იყო ძირითადი მელოდიის წამყვანი და ლექ-
სის შინაარსის გადმომცემი, სიტყვიერი ტექსტის მთხრობელი. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ,
აჭარულში ბარის სიმღერებისათვის დამახასიათებელი პოლიფონიის რთული კომპლექსები იჩენს
თავს, რაც აჭარულ ნადურ სიმღერებში ოთხხმიანობის სტრუქტურული თავისებურებით ხასიათდე-
ბა. ივანე ჯავახიშვილი ქართული მუსიკის ისტორიისადმი მიძღვნილ ნაშრომში საგანგებოდ შეეხო
ჯემალ ნოღაიდელის ცნობას, რომელიც ქართული - აჭარული სიმღერის ოთხხმიანობაზე მიუთით-
ებდა. ასე მაგალითად, ოთხხმიანი „ნადურის” შესრულებისათვის საჭირო იყო ერთი მთქმელი - თა-
ვად მომღერალი, რომელიც ლექსებით მღეროდა, ორი შემხმობარი, ერთი გამყივანე და ორიც მობანე
- ბანის მთქმელი. მომღერალი - მთქმელი სიმღერას იწყებდა, მას გამყივანე მიყვებოდა და შემხმობ-
რები კი - აბოლავებდნენ. ჯემალ ნოღაიდელის მონაცემებზე დაყრდნობით, ივანე ჯავახიშვილმა აჭ-
არულ სიმღერებში ხმათა სახელწოდებების (დაწყებითი ხმა, მელექსე, მაღალი მელექსე, დაბალი მე-
ლექსე, მთქმელი, მომძახნელი, გამყივანე, მოკრიმანჭულე, შემხმობარი, მაღალი და დაბალი ბანი) მი-
ხედვით მომღერალთა ფუნქციებიც დაადგინა. აჭარაში შესწავლილი და გამოვლენილია შემდეგი ნა-
დური, უმთავრესად, ყანური ლექს-სიმღერები: „ვაი თუ დილას კურდღელმაო”, „მთას ხოხობი აფრე-
ნილა”, „ბერიკაცი”, „გორდელა”, „ჩიორა ჩიოდაო”, „ყარანაი”, „ხელხვავი”, „საჯავახურა”, „შარშან-

347
დელსა ნაყანევსა”. თანმიმდევრულად შესწავლილი იქნა აჭარული ნადური სიმღერების სტრუქტუ-
რული თავისებურებანი - არქიტექტონიკა, მეტრორიტმი, ხმათა განლაგება, თითოეული მათგანის
ფუნქცია. ნადური „გადაბმული” - ორპირი, ორი გუნდის შენაცვლებით შესასრულებელი სიმღერა
იყო. ოთხხმიანი ნადური ორ მონაკვეთად იყოფოდა, რომელთაგან პირველი სამხმად, მეორე კი -
ოთხხმად სრულდებოდა. ოთხხმიანი ნადურის პირველ სამხმიან მონაკვეთში ბანი არ მონაწილეობ-
და. მესამე ხმა შემხმობარე იყო, რომელსაც მხოლოდ ნადურ სიმღერებში ვხვდებოდით. ამგვარად,
პირველი მონაკვეთი შემდეგ სამ ხმას მოიცავდა: გამყივანს, მთქმელს და შემხმობარს. ბანი მხოლოდ
ნადურის მეორე მონაკვეთის დასაწყისიდან ერთვებოდა. აღმოსავლურ-ქართული სიმღერების ჰარ-
მონიულ ელემენტთა თავისებურებებთან მიმართებაში საყურადღებოა შემდეგი დაკვირვება: ნადუ-
რების პირველ ნაწილებში, სამხმიან წყობაში, შემხმობარის გაბმული ბგერა, როგორც სამხმიანი სიმ-
ღერის ბანი, კილოს ტონიკაზე ჰარმონიული საყრდენი იყო. ამ შემთხვევაში შემხმობარის გაბმული
ბგერა ქართლ-კახური ხალხური სიმღერებისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდეოდა. ქართლ-კა-
ხურ სიმღერებში არსებული გაბმული ბანის მსგავსად, ნადური სიმღერების პირველ ნაწილში იგივე
შეხმობას ჰქონდა ადგილი. ოთხხმიან მონაკვეთში შემხმობარი სააკორდო ბგერას და ჩონგურის სააკ-
ორდო სიმსზილს ემსგავსებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოთხხმიანობა აჭარულ სიმღერებში
მიღებულია, ერთი მხრივ, მაღალი ბანის გაჩენით, რომელმაც თავისი ადგილი პირველ და მეორე
ხმებს შორის დაიმკვიდრა, მეორე მხრივ, კრიმანჭულის გაჩენით, რომელიც პირველ ხმაზე გაცილე-
ბით მაღალ რეგისტრში მოქმედებდა და სიმღერის თავისებურ კოლორიტულ ჰარმონიულ ფუძეს
წარმოადგენდა. ოთხხმიანობის წარმოქმნის ერთ-ერთი გზა მეოთხე ხმის სახით ბანის - დაბალი ბა-
ნის გაჩენას ვარაუდობს. მისი ჩამოყალიბება სამხმიანობაში ბანის საფეხურთა თანდათანობით გა-
ფართოებასთან იყო დაკავშირებული. იგი თავდაპირველი კილოს მეოთხე საფეხური იყო, რომელიც
შემდეგში ძირითადი კილოს ტონიკურ ბგერად გარდაიქმნა. თავდაპირველი კილოს ტონიკამ კი მა-
ღალი ბანის - შემხმობარის ფუნქცია შეიძინა.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1938:81-82; 294; ნოღაიდელი, 1967; 2015; ჩხიკვაძე, ნოღაიდელი, ინაიშვილი, 1960;
ჩხიკვაძე, 1965:28-32; ახობაძე, 1961:9-33; გვახარია, 1962:4; ასლანიშვილი, 1957:411; მსხალაძე, 1962;
ნიჟარაძე, 1971:254; შილაკაძე, 1978:116; 1979:81-85; მაისურაძე, 1982:124-138;
441-444; 1989:3-53; 1982:124-138; 2009:492-496; კიკვაძე, 1982:101, 98-110.

milaxuri - მსხლის აადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია. 1985:222.

mimcneba - მიგნება: „ფული მიამცნეს და მოპარეს”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

minZi - ადუღებულ აირანს გაცივების შემდეგ ტომსიკაში გაწურავდნენ, ნაწურს სხვა ჭურჭელში
გადაიტანდნენ და დაამარილებდნენ, შემდეგ მცირე კვერებად დაანაწილებდნენ და მზეზე გაახმობ-
დნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:153.

misavali ezo - სახლის ფასადის მხარეს არსებული ეზო.


ლიტ.: მიქელაძე, 1978:116.

348
მეთუნეები
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

მეთუნეობა
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ ექსპოზიცია

349
misaloci ZRveni - საქორწინო შესაწევარი, საჩუქარი: „უწიმ ქორწილში ძღვენს მიიტანდენ
და მუულოცავდენ”. ძღვენში შედიოდა: ერთი „მგვალო” ქათამი, ხუთი, შვიდი, ცხრა ანდა თორმეტი
გამომცხვარი ხაჭაპური, კვერცხი, ბრინჯი, ყველი, თაფლი...
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

mirasi - იხ.: დარჩენილი ოჯახი.

mirasze damjdari - მირასზე დაჯდომა აჭარის მთიანეთში ზედსიძეობის ინსტიტუტთან


იყო დაკავშირებული. დიდ სახლეულში ზედსიძე არ შემოჰყავდათ. ზედსიძეობას უმემკვიდრეო, უვ-
აჟო ოჯახი მიმართავდა. ჩასიძებისაგან თუ ქალიშვილის მამის სურვილით გამოწვეული ზედსიძე-
ობის თავიდან ასაცილებლად ნათესაური ჯგუფი - ნოგრო ცდილობდა საპატარძლოდ გამზადებუ-
ლი ქალიშვილი საგვარეულოს გარეთ გაეთხოვებინა ანდა უკიდურეს შემთხვევაში კუზენურ ქორწი-
ნებაში ჩაება. ზედსიძესა და ცოლის ნათესაურ ჯგუფს შორის წარმოქმნილი დავა ტრადიციულ საზო-
გადოებაში ადრე, ზოგჯერ, სისხლის ღვრითაც სრულდებოდა. ზედსიძესა და ცოლის ბიძაშვილებს
შორის მიწის თუ სხვა კატეგორიის ქონების თაობაზე წამოჭრილი კონფლიქტები აღმოსავლეთ საქარ-
თველოს მთიანეთში, კერძოდ, ხევშიც დასტურდებოდა, სადაც საკუთარი უბნის შიგნით ქალის ბი-
ძაშვილები უცხო პირის ჩამოსახლებას და ამ გზით ახალი მოწილის გაჩენას არ დაუშვებდნენ. ანალ-
ოგიური ვითარება ძველქართულ წერილობით წყაროებშიცაა ასახული. ნუკლეარულ ოჯახში, სადაც
მამა ქონებას განაგებდა, უფლება ეძლეოდა მიწა-ნაფუძარი, მამული და, საერთოდ, საოჯახო უძრავ-
მოძრავი ქალიშვილებისათვის მემკვიდრეობით დაეტოვებინა, მაგრამ ამ საკითხს იგი ლოკალიზე-
ბულ ნათესაურ ჯგუფთან შეუთანხმებლად მაინც ვერ წყვეტდა. ჩასიძების ინსტიტუტი, მემკვიდრე-
ობით მიღებული მამული, მზითვი და პირადი გარჯით შეძენილი ქონება აჭარაში ის საშუალებები
იყო, რომლებიც ქალის პიროვნებას, მის თავისუფლებასა და მდგომარეობას იცავდა. ძველი ისტორი-
ული წყაროების მიხედვით, ფეოდალურ საქართველოში ქალი შეიძლებოდა მამულის მოწილე და
მისი მშობლების ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების მატარებელიც ყოფილიყო.
ლიტ.: მგელაძე, 2004.

mirasze misuli - იხ.: მირასზე დამჯდარი.

misianebi - ახლობლები, ნათესავები.

misirula - ლობიოს ქვესახეობა.

miskeTi - ვაზის ჯიში მაჭახლის ხეობაში.


ლიტ: კახიძე, 1974:46.

miskieTa - მისკიეთა თეთრყურძნიანი ჯიშის ყურძენი იყო და მაღლარების სახით ქედის


რაიონის სოფელ სიხალიძეეში, მეძიბნაში და თვით ქედის მიდამოებში ვრჩელდებოდა. წერილობი-
თი მასალები აჭარაში მისკიეთას წარმოშობის შესახებ არ მოგვეპოვება, მაგარამ სხვა ტიპის წყაროთი
დასტურდება, რომ მისკიეთა ადგილობრივი წარმოშობის არ იყო. ჯიში XIX საუკუნის პირველ ნახე-
ვარში თურქეთიდან უნდა იყოს გადმოტანილი. ზოგი „მისკეთის” სახელწოდების ყურძენს ყირი-
მულ ჯიშად თვლიდა, თუმცა დადგინდა, რომ მისკიეთა და ყირიმული მისკეთი არაიდენტური ჯი-
შები იყო. ქედის რაიონის სოფელ სიხალიძეების ზონაში მისკიეთას სავეგეტაციო პერიოდის ხან-

350
გრძლივობა ორას ორმოც დღემდე აღწევდა. ვაზი საშუალო ზრდა-განვითარების იყო. მაღლარად
ზრდის გამო მის მოვლას არ აწარმოებდნენ. მისკიეთა საშუალო მოსავლიანობით ხასიათდებოდა.
წლის კარგი ამინდის პირობებში ერთი ძირი მაღლარი ოცდაათ-ორმოცდახუთ კილოგრამ ყურძენს
იძლეოდა. რქაზე ხშირად ორი მტევანი იყო განვითარებული, მხოლოდ არათანაბარი სიდიდის. ვა-
ზის ძველი ნაწილებიდან წარმოშობილი ყლორტები მოსავალს არ იძლეოდა. იხ.: მისკეთი.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

miRmasani - პირდაპირ, ერთ ხაზზე მცხოვრები მცირე ნათესაური ჯგუფი.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

miwa - 1. ნიადაგი; 2. თიხა. თიხას აჭარის კერამიკულ წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭ-
ირა. კერამიკული ნაწარმიდან ძირითადად დერგები, დერგულაები - პატარა დერგები, ბათმანები -
დოქები, ჯამები, წყლის მილები, კეცები, აგრეთვე, სამშენებლო მასალა - ღარიანი კრამიტები, აგურ-
ები მზადდებოდა, რომლის სახელოსნოებიც მაჭახლის ხეობაში ცხემლარში, გორგაძეთში, ჩხუტუ-
ნეთში, ჩიქუნეთში, სინდიეთში არსებობდა. ამ სახელოსნოებში თიხის სხვა ჩამოთვლილი ნაწარმიც
კეთდებოდა. ცხემლარაში დამზადებული კრამიტი მეზობელი აჭარისწყლის ხეობის არაერთ სო-
ფელშიც გაჰქონდათ გასაყიდად. კერამიკული ნაკეთობებიდან დღეს შემორჩენილია კეცები, რომლის
კეთებაც ძველთაგან მომდინარე ქალის საქმეს შეადგენდა.
ლიტ.: კახიძე, 1974:56-66.

miwa-lobio - ლობიოს ქვესახეობა.


ლიტ.: სახოკია. 1985:218.

miwis dasveneba - მიწის ერთი ანდა რამდენიმე წლით დასვენება, მიწაზე ხვნა-თესვის რამდე-
ნიმე წლით შეზღუდვა.
ლიტ: კახიძე, 1973:28.

miwis WurWlebi - თიხის ჭურჭლეულობის ზოგადი სახელწოდება.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:13-14.

351
miwis xapaჲ - კარტოფილმა (ყართოფაჲ) აჭარაში 1880-იანი წლებიდან დაიწყო გავრცელება,
ხოლო XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მან აჭარის სამეურნეო კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი
დაიჭირა. ვარაუდობენ, რომ პირველად კარტოფილის თესლი ზემო აჭარაში სამცხიდან შემოიტანეს.
კარტოფილის კულტურა მთა აჭარის მცხოვრებთ ადრე საოჯახო მოთხოვნილებების დასაკმაყოფი-
ლებლად საკარმიდამო ნაკვეთებსა და „გვიმრალებში” ეთესათ. საერთოდ, კარტოფილის კულტურა
ამა თუ იმ ხეობის ყველა სახმარ ნაკვეთზე ხარობს. იგი საზაფხულო საძოვრების, ე. წ. „თი ბოსტნებ-
შიც”, ზღვის დონიდან ორი-ორნახევარი ათასი მეტრის სიმაღლეზეც მოჰყავთ, თუმცა იქ მოყვანილი
კარტოფილი „წყლიანი” იყო და ზამთარში ცუდად ინახებოდა, ამასთან, კარტოფილი საბაზრო თვი-
სებებს მოკლებული იყო. იცნობდნენ დაბალმოსავლიანი კარტოფილის ადგილობრივ ჯიშს, რომელ-
საც ჭმაჭნილა (ქრენთილა) ერქვა. სამცხიდან - სოფელ უდედან გადმოტანილი იყო ე. წ. მაკარია: „მა-
კარია ყართოფი ჩვენიდან არის, სულ ღორჯომში, გამოთესლებული, აქედან წეიღეს ხალხმა”. ღორ-
ჯომის ხეობაში მაღალმოსავლიანი კარტოფილის ჯიშებიდან წარმოდგენილი იყო ყირმიზი ყართო-
ფი, წითელი სლანქა, ყირმიზი ფუცხაჲ, თეთრი ფუცხაჲ, თეთრი სლანქაჲ, თეთრი ყართოფი, თეთრი
ჭმაჭნილი, მაჟესტიპი რომელიც მწარე ჯიშის კართოფილთა რიგს განეკუთვნებოდა. უკანასკნელ პე-
რიოდში გაძლიერდა მოსახლეობის ლტოლვა საადრეო ჯიშის - მაჯესტიპის სახეობის კარტოფილის
მოსაშენებლად. ამჟამად თესლის შერჩევის გზით სწარმოებს ბრძოლა კარტოფილის გადაგვარების
თავიდან ასაცილებლად. მოსახლეობა მოსავლის აღების დროს სათესლე კარტოფილს ცალკე ახარის-
ხებს. აჭარაში საკარტოფილე ფართობები, ძირითადად, მცირე კავკასიონის არსიანის ქედების დასავ-
ლეთ მთიანეთში, ხოლო ნაწილი კი - ქედების აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზონაში, მდინარე ქვაბ-
ლიანის ზემო დინების ქვემოთ არსებულ ხეობებში დევს. საკარტოფილე ნაკვეთებისათვის განკუთ-
ვნილი იყო ზეგანი ადგილები, ხევების სათავეთა დაქანებული ფართობები. ეს იმიტომ, რომ მთა აჭ-
არის ბარის სინამდვილეში მთელი ფართობებიდან სახნავ-სათესად მხოლოდ 7,6 პროცენტი იყო ვარ-
გისი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზეგანის ნიადაგი ფხვიერი და ნოყიერიც იყო, რაც კარტოფი-
ლის მაღალმოსავლიანობის მთავარ პირობას წარმოადგენდა. ამასთან, მისი ნაკლი სახნავი ფენის
მცირე სისქიანობა იყო. ცნობილია, რომ აქაური გრუნტი მთა-მდელოს ნიადაგთა რიგს განეკუთვნება
და ტენიანობის დროს სიფხვიერეს ინარჩუნებს, მაგრამ გვალვებისას მაგრდება და ნორმაზე მეტადაც
იცის გამოშრობა, რაც მოსავლიანობას საგრძნობლად ამცირებს.
ლიტ.: სახოკია, 1956:171; ბადრიშვილი, 1963:59; მგელაძე...

miwiT biZaSvili - იხ.: მიწით მოძმე.

miwiT moZme - აჭარაში სისხლ-მესისხლეობასთან დაკავშირებით ნოგროსა და გვარის გამოც-


ვლის არა ერთი ფაქტია გამოვლენილი. მტრისაგან თავდაცვის მიზნით გადასახლებული ოჯახი სხვა
საგვარეულოს მფარველობის ქვეშ შედიოდა და ამ საგვარეულოს მემკვიდრეობით სახელსაც ღებუ-
ლობდა. რადგან მფარველობის მთხოვნელი ოჯახი გვარსახელთან ერთად ზოგჯერ ნოგროს პატრო-
ნიმიულ სახელწოდებასაც იცვლიდა, ამიტომ იგი თავისი მფარველის მიწით მოძმე (მიწით ბიძაშვი-
ლი) ხდებოდა. ხელოვნური შენათესავების ანალოგიური ფორმა ჩანს ხევსურული „ჴარ-ქვაბით შე-
მოყრაც”, რომელიც სისხლ-მესისხლეობის პროცესებს უკავშირდებოდა და უცხო საგვარეულოთა
შეყრას გულისხმობდა. მსგავსია მოხეური „შაყრა-შაკედლებაც”, ფშაური „ხარით გაფიცვა”. ასეთ
დროს მოსული, უმრავლეს შემთხვევაში, დამხვდურის – „უნჯი მკვიდრის” გვარს იღებდა. აღმოსავ-

352
ლეთ საქართველოს მთიანეთში კარგად ცნობილი „ამანათობაც” (მიბარებული, შემოხიზნებული, შე-
მოკედლებული, გადაგანძული, შემონართვებული) სისხლ-მესისხლეობის ჩვეულებასთან იყო და-
კავშირებული.
ლიტ.: ხარაძე, 1949:195; ერიაშვილი, 1982:21; კანდელაკი, 1983:10-19; მგელაძე, 2004.

miwis dakaveba - ტყის მიწის დასაკუთრება. როცა ტყე გაიკაფებოდა, მიწა დამუშავდებოდა
და იქ საცხოვრებელი - ფაცხა, ყუდე ანდა სამეურნეო ნაგებობა, ნალია და საბძელი დაიდგმებოდა,
მიწა დასაკუთრებულად ითვლებოდა.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:60.

mixriki - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია. 1985:222.

mijobnia - ახალ წელს დილით ისე ადრე უნდა ამდგარიყავი, რომ ყველაზე დაგესწრო: ფრინ-
ველის, ცხოველის და მჭადის ანდა პურის ნამცეცი უნდა შეგეჭამა: „თუ ადგომამდე და ჭამამდე რაიმ-
ეს ხმას გაიგონებ, მაშინ ნაჯობნი - დაძლეული ხარ და იმ წელს სიკეთეს ნუ ელი, ხოლო ჭამის შემდეგ
თუ გაიგონებ რაიმეს ხმას, მაშინ მიაძახებ: - მიჯობნია, მიჯობნიაო და იმ წელს ყველაფერში გამარ-
ჯვებას უნდა ელოდე”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

mihri - წინასწარ დაწესებული გამოსასყიდი თანხა, ურვადი, რომელსაც ქმარი ცოლს უხდიდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:250.

mkvaxe - უმწიფარი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.
mkiTxveli - უშვილობის დროს ცოლ-ქმარი „მკითხველს” ანუ მკითხავსა თუ ხოჯას მიმარ-
თავდა, რომელიც ნაყოფიერების აღდგენის მიზნით „ნუსხას” წერდა. გურიაშიც, უშვილო ოჯახი
„მარჩიელთან” - მკითხავთან მიდიოდა. სამეგრელოში, ჩვეულებრივ, სოფლის ქალები უშვილობაზე
სარკით, წყლით ანდა კარტითა და ყავით მკითხაობდნენ.
ლიტ.: მგელაძე, 2018.

mklavi - ურმის უბის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, სელის ზესადგარის წინა ნაწილი, წყვი-
ლი სწორად გათლილი ხე, რომელთა თავები შეტყუპებული იყო, უკანა ნაწილი კი სამკუთხოვნად
იყო გაშლილი. მათი მეშვეობით სელი უღელზე მაგრდებოდა. მათზე იყო ასხმული კოფოები, ჭალე-
ბი და თარები. ხელნები თავსა და ბოლოში გახვრეტილი იყო. ერთი ბოლოთი იგი ზესადგარს „მთა-
ვარ ხეებს” ყელების ძირში ებმოდა, ხოლო მეორე ბოლოთი უღლის შუა ნაწილში იყო ჩაბმული. ერთი
ხელნა იყო, მაგრამ რაკი წყვილი იყო გამოყენებაში, ხელნებიც იხმარებოდა. მარხილის, კაბდოს, ფარ-
ცხის, ასევე, სამკუთხედად შეკრულ ხეებს, რომელთა შეწყვილებულ თავში ხარ-უღელი შეებმებოდა
ხელნა ანდა ხელნები ერქვა.
ლიტ.: სახოკია, 1985:204–205; დავითაძე, 1972:84-85; ჯავახური... 2014.

353
mlewveli - პურის გამლეწავი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

moblayuneba - მოტყუილება.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

moganueba - ძროხის მოწველის წინ ჩვილი ხბოს ძუძუზე მიშვება იმ მიზნით, რომ ძროხას რძე
ჩამოეყარა და მოწველა გაადვილებულიყო. ზემოაჭარულში ეს სიტყვა ზანურიდანაა შესული, ისევე
როგორც იმერულში სიტყვა გენვა. ამ მხრივ საინტერესოა მეგრული გენ-ი//გინ-ი (მო-განუ: „ხბომ მო-
წოვა მოწველამდის’’).
ლიტ.: კობერიძე, 2011:52.

mogvare - საერთო გვარსახელის მატარებელი გვარის წევრი.

modgami - მიწის დამუშავების წესი, როცა გლეხს ცალი ხარი ყავდა და იძულებული იყო მისებრ
ცალი ხარის პატრონს შეამხანაგებოდა. მიწის დამუშავების ასეთ წესს შემოდგამება ანდა დამოდგამე-
ბა ერქვა, ხოლო „დამოკიდებულს” - მოდგამი. აჭარაში შრომითი გაერთიანების ერთ-ერთი მარტივი
სახეობა მოდგამი იყო. ასეთ კოოპერაციულ მომუშავეთა ჯგუფის შექმნა წარმოების აუცილებელ სა-
შუალებათა უქონლობასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ „დამოდგმებას” ეკონომიკურად სუსტი
და ცალხარა ხელმოკლე ოჯახები მიმართავდნენ, ე. ი. ძირითადად ცალხარა ხელმოკლე გლეხი მის
ბედში მყოფს დაემოდგმებოდა. დამოდგმება როგორც ერთი სოფლის, ისე სხვადასხვა სოფლის წარ-
მომადგენელთა შორის ხდებოდა, შესაბამისად, დამოდგმებას, არამარტო ნოგროს - ნათესაური ჯგუ-
ფის ოჯახები, არამედ, არანათესავი მეზობლებიც მიმართავდნენ. მხარეთა შეთანხმება ადრევე იწყე-
ბოდა. მოდგამისათვის სახვნელი იარაღით მონაწილეობა დამახასიათებელი არ იყო. მოდგამი ურთი-
ერთდახმარების დემოკრატიული ფორმა იყო და სოლიდარობის ხასიათიდან გამომდინარე იგი ან-
აზღაურების რაიმე სახეს არ შეიცავდა. ხვნა ლიმიტირებული და რეგლამენტირებული არ ყოფილა.
სახნავ-სათესი ნაკვეთის მეტ-ნაკლებობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. თითოეული მხარე იმდენს ხნავ-
და, რამდენიც დასამუშავებლად ჰქონდა გათვალისწინებული, უფრო ზუსტად, თითოეულ წევრს მი-
წას იმდენს უხნავდნენ, რამდენიც მას სჭირდებოდა. დიდი სახლეულების ინდივიდუალურ ოჯახებ-
ად დაყოფა-სეგმენტაციის პირობებში მოძმეები საერთო სარგებლობაში მუშა საქონელს იტოვებდნენ
ანდა ხარებს დაიზიარებდნენ. გაყრის შემდეგ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ხშირად, განა-
ყოფი ძმა-ბიძაშვილები მოსავლელად თითო ხარსაც იტოვებდნენ. მოძმეთაგან ვინც პირველი „გას-
წევდა გუთანს”, იგი „საზიარო ხარებსაც” მოიხმარდა. ხანგრძლივ ზამთარსა და ცივ კლიმატურ პი-
რობებში მცირერიცხოვანი ოჯახების მიერ წყვილი ხარის შენახვას ბაგურ კვებაზე საქონლის მოვლა-
პატრონობის სირთულეც ემატებოდა. თითო ხარის მოვლა კი - ოჯახისათვის ეკონომიკურად მისაწ-
ვდომი იყო და იაფიც ჯდებოდა. საჭიროების შემთხვევაში მათ შეაერთებდნენ და კუთვნილ ნაკვე-
თებს ხარების მოზიარე ოჯახები მორიგეობით ამუშავებდნენ. მოდგამის ანალოგიური ფორმები სა-
ქართველოსა და კავკასიის სხვა კუთხეებშიცაა დამოწმებული. სულხან-საბა ორბელიანის განმარტე-
ბით, მოდგამი არის „მეკომე, ჯილღის მოზიარე”. თავდაპირველად ასეთი მოზიარეები მონათესავე
ოჯახები იყვნენ, რაზედაც სხვა მონაცემებთან ერთად თვით მოცემული ტერმინიც უნდა მიანიშნებ-
დეს. ქართულში ამ ტერმინს ბევრი მონათესავე სიტყვა მოეპოვება, მაგალითად, როგორიცაა „მომ-
354
დგომი”, „მიდგომა”, „თანადგომა”, ასევე, მოდგამი საქართველოში კარგად ცნობილ ჩამომავლობის
აღმნიშვნელ ტერმინს - „მოდგმას” უკავშირდება, რითაც იგი უპირველესად შრომის ორგანიზაციის
თავდაპირველი ნათესაური ბუნების არსებობას გვისაბუთებს. აჭარულ მოდგამს არ გააჩნდა ექსპლო-
ატაციის რამდენადმე გამოკვეთილი ნიშნები. აჭარის კლიმატურ-გეოგრაფიული პიროებიდან გამომ-
დინარე სახნავ-სათესად ერთი-ორი წყვილი ხარიც საკმარისი იყო. ბუნებრივია, ეს ფაქტი ხელს
უწყობდა მოდგამის თავდაპირველი ტრადიციული ბუნების კონსერვაციასა და ძველი ფორმით შე-
მონახულობას. აჭარული მოდგამი შინაგანი ბუნებით ახლოს იდგა მესხურ მოდგამთან. ახალციხური
ვარიანტის მსგავსი მოდგამი საქართველოს სოფლის მოსახლეობაში შრომითი გაერთიანების ჩვენ-
თვის ცნობილ ფორმათა შორის ყველაზე არქაული უნდა იყოს. ქონებრივ უთანასწორობას ალოების
განაწილებაზე აქ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავლენა მონახდენი. ამ შემთხვევაში მოდგამით ხვნა ფაქტი-
ურად მოთხოვნილების მიხედვით წარმოებდა და არა მოდგამის წევრთა მონაწილეობის პროპორცი-
ულად. ამდენად, იგი წარმოადგენდა მოდგამის ინსტიტუტის განვითარების იმ პირველ ფორმას, რო-
მელიც დიდი სახლეულების რღვევის შედეგად წარმოიქმნებოდა, მაგრამ ამ საფეხურიდან ჯერ კი-
დევ შორს არ იყო წარსული. იხ.: დამოდგმება.
ლიტ.: მგელაძე, 1989:53-55; ნიჟარაძე, 1871:261.

moduli - გამოფიტული საყანე მიწა, რომელსაც „დასავენებლად” ტოვებდნენ ხოლმე.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1871:261.

moziare - წისქვილში საზიარო, საერთო წისქვილის ერთ-ერთი თანამფლობელთაგანი, წილის


მქონე, თანამონაწილე.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1871:262.

moziarnoba - ახოს აღების დროს შრომითი გაერთიანების ფორმა. ნადის მოწვევის აუც-
ილებლობა განსაკუთრებით მაშინ დგებოდა, როცა ნაკვეთი ახოობას უნდა დაქვემდებარებოდა. სა-
ქართველოს იმ მთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობაში, სადაც სამიწათმოქმედო სისტემაში ახო-
ობას გარკვეული ადგილი ეჭირა, წარმოდგენილი იყო აჭარული ნადის ანალოგიური შრომითი გაერ-
თიანებანი, მაგრამ აჭარაში ახოს აღებასთან დაკავშირებული სამუშაოები მხოლოდ ნადის ორგანიზა-
ციულ ფორმასთან არ იყო დაკავშირებული. ხშირად ასეთი მიწების გაწმენდა-მოსუფთავება და დასა-
მუშავებლად მომზადება ნათესაური ჯგუფის ანდა ტერიტორიულად ახლოს მცხოვრები რამდენიმე
ოჯახის შრომითი გაერთიანების ე. წ „მოზიარნობის” ძალებით სრულდებოდა. მოზიარნეები ტყეს
ერთად კაფავდნენ, რის შემდეგაც ნაკვეთს თანაბარ ნაწილად ყოფდნენ და შემდეგ თესვას ყველა თა-
ვისთვის იწყებდა, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ შრომითი გაერთიანება ძალაში მოსავლის აღებამდე
რჩებოდა, ე. ი. ახო ერთად აიღებოდა და მიწაში მარცვალი ერთიანი ძალებით ითესებოდა, მოსავალი
კი - სათანადოდ ნაწილდებოდა. შრომის გაერთიანების ეს ფორმა საკმაოდ ძველი ჩანს. მიუხედავად
იმისა, რომ მოგვიანებით მოზიარობაში არანეთასავი მეზობლებიც ჩაერთვნენ, თავისი თავდაპირვე-
ლი ბუნებით იგი ნათესაური ორგანიზაციის - ნოგროს შრომითი გაერთიანება იყო. მოზიარნობას არა
მხოლოდ ახოს აღებისას, არამედ მეურნეობრივი ურთიერთობის სხვა სფეროებშიც ჰქონდა ადგილი.
სხვათაშორის, დასავლეთ საქართველოს არაერთ კუთხეში, მათ შორის, იმერეთშიც სათემო ტყეში ახ-
ოს აღებას ბაბუიშვილობის - დიდი სახლეულებისაგან წარმოქმნილი პატრონიმიული გაერთიანებ-

355
ებიც მიმართავდნენ. ამ გზით მოპოვებულ ნაკვეთს ნატეხობა ერქვა. ნატეხობით ნაკვეთის მოპოვების
შემდეგ ბაბუიშვილები მიწას ერთმანეთში იყოფდნენ ანდა მას ერთად ფლობდნენ, კოლექტიურად
ამუშავებდნენ და მოსავალს ინაწილებდნენ.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:41-40; მგელაძე, 1964:48-49.

moTarjuli - მოხაზული, მოგეგმილი, მონიშნული. შდრ.: ანდაზა, თარგი, თაჯი


ლიტ.: მასალები...1976:417.

moTqma - მიცვალებულის დატირების წესი. დამტირებელთაგან განსაკუთრებული როლი ოჯ-


ახის რძალს ეკისრებოდა. თუ დიდ სახლეულში რამდენიმე რძალი იყო, მაშინ ყველა მათგანი ცდი-
ლობდა გამორჩეულად „მოეთქვა”. პირველ რიგში მოთქვამდნენ შვილები, რძლები, შვილიშვილები,
შემდეგ ახლო თუ შორეული ნათესავები. პროცესის მომწესრიგებელი თითქოსდა „სიტყვას აძლევდა”
მომთქმელს: „ახლა პატარა რძალი მოგელაპარაკება დედიი” ანდა „ახლა შვილიშვილებმა უნდა იტ-
ირონ”. როცა მოთქმით ტირილი იწყებოდა, ასეთ შემთხვევაში ერთგვარი კონტროლიც კი წესდებო-
და იმაზე, თუ ვინ, როგორ ტიროდა. განსაკუთრებით თვალყურს რძლებს ადევნებდნენ - ტიროდნენ
თუ არა ისინი „კარგად”. ამასთან უნდა ითქვას, რომ ქვემო აჭარაში მოთქმა-დატირების ძველი ტრა-
დიცია ყოფაში გაცილებით უკეთ იყო დაცული, ვიდრე ზემო აჭარაში, უფრო ზუსტად, აჭარის მა-
ღალმთიანეთის ზოგიერთ ხეობაში ხმამაღალი დატირების წესს იშვიათად მიმართავდნენ, მაგრამ
მიუხედავად ამისა, ზემო აჭარის მთელ რიგ სოფელში შემონახულია ლექსიკა, რომელიც ხმამაღალი
დატირების ოდითგან არსებობის ფაქტებზე მიუთითებს. მაგალითად, ასეთები იყო მოთქმით ტირი-
ლი, ხმით ტირილი და სხვა მისთანანი. აჭარის ზოგიერთ ხეობაში ჭირისუფალი ქალები მიცვალებუ-
ლის ირგვლივ ყოველთვის წრიულად კი არ სხდებოდნენ, არამედ სასვენის უკან - ოთახში გუნდუ-
რად და კომპაქტურად ლაგდებოდნენ, დაახლოებით იმ სახით, როგორც ეს მეგრულ და აფხაზურ
სამგლოვიარო რიტუალში იყო მიღებული. ადრე, სამძიმარზე მისულები მიცვალებულის სასვენს პა-
ტივისცემით მიზნით წრიულად არ უვლიდნენ, არამედ მიცვალებულის სასვენთან ჩერდებოდნენ,
ჭირისუფალი ქალები ფეხზე დგებოდნენ, თუ ახლობელი იყო მოთქმით სახელითაც მოიხსენიებ-
დნენ, მადლობას უხდიდნენ, მიცვალებულს ახასიათებდნენ და მისი კარგი ადამიანური საქმიანობ-
იდან ეპიზოდებს იხსენებდნენ. მისამძიმრებისას კაცი თუ „ხისიმი” - ნათესავი იყო ქალებშიც შევი-
დოდა, ჩვეულებრივ კი კაცები - კაცებს ეტყოდნენ სამძიმარს, ხოლო ქალები ქალებთან შევიდოდნენ
და უსამძიმრებდნენ, მისვლისას თუ ახლობელი იყო „მუტირებდნენ”.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

mokodva - ცივი ჭედვის გზით მოკოდვა ორს-ჩაქუჩის მეშვეობით ცელის პირის გათხელების
პროცესს აღნიშნავს. მოკოდვას ეძახდნენ, ასევე, წისქვილის ზედა და ქვედა ქვების სამუშაო ზედაპი-
რებზე არსებული ღარების დაღრმავებას. იხ.: ორს-ჩაქუჩი.

mokunTva - მოხრა: „თოფი მეიკუნთა ჭლიკზე”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

mokuWalieba - იხ.: ბუღობია.


356
moloqa - ბალახოვანი მცენარე, რომელიც საკვებად და სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961:260; სახოკია, 1985:219.

momleli - ზამთარში საქონლის მეთვალყურე და მომვლელი.


ლიტ.: მგელაძე, 2012:103.

momRerali - იხ.: ნადური.

momZaxneli - სიმღერაში მოძახილის მთქმელი. მომძახნელი იგივე დამწყები იყო, რომელიც


სიმღერის დროს ლექსებს ამბობდა. მომძახნელი უფრო მეტად მეორე ხმაზე მომღერალი იყო. მაყ-
რულში მონაწილეობდა: ორი მთქმელი, ერთი მომძახნელი, ერთი - გამყივანე.
ლიტ.: ნოღაიდელი...
momoduleba - დიდი ხნით ყანობით გამოფიტვა მიწისა, რომელსაც ყამირად დატოვება, „დას-
ვენება” სჭირდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1871:264.

monayva - ლობიოს დატეხვა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

monexvwyla - წყალში გახსნილი ნაკელით რწყვა, სახლთან ახლოს მდებარე მიწების საქონლის
ნაკელითა და წყლით განოყიერების წესი.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:32-33; ნიჟარაძე, 1871:265.

monusxva - ნუსხის, ჯადოს გაკეთება, ნუსხით შეკვრა, შებოჭვა, დამორჩილება. მონუსხვილი,


ნუსხით შეპყრობილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1871:265.

mosadgami bade - პატარა, ორ ჯოხზე წამოგებული თევზის საჭერი ბადე. როცა წყალში თევზს
დაინახავანდნენ, მოსადგამ ბადეს იმგვარად მოუდგამდნენ, რომ თევზებს გასაქცევი აღარ რჩებო-
დათ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

mosamlelo - ოჯახის გაყრის დროს მშობლებისათვის გამოყოფილი წილი, რომელიც მათ


მოვლა-პატრონობას ხმარდებოდა, საოჯახო ქონების სეგმენტაციისას მშობლებისათვის, მოხუცე-
ბული ცოლ-ქმარისათვის ძროხის სახით გამოყოფილი წილი, იხ.: მშობლების სარჩო.
ლიტ.: აჩუგბა, 1983:57; მგელაძე, 2004.

mosaTrevi bade - თევზის საჭერი გრძელი ბადე, რომელიც მდინარის ერთი ნაპირიდან მე-
ორემდე წვდებოდა. ბადეს ნელ-ნელა მოათრევდნენ, თევზებს ერთ ადგილას შეაქუჩებდნენ და დაიჭ-
ერდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.
357
mosankleno - მოსანკლენო სისხლის აღების პერიოდში გარკვეული მატერიალური და ფულა-
დი საზღაური იყო და გადასახადის ერთი დადგენილი ნორმა არ არსებობდა, ე. ი. მოსისხლეების შე-
რიგება ფულის, ძვირფასი საოჯახო ჭურჭლების გადაცემით, პირუტყვის ჩუქებით ხდებოდა. დამოწ-
მებულია, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მიწის გადაცემის შემთხვევებიც. სისხლის აღებისას
დაზარალებული მხარის ოჯახისათვის გარკვეული სისხლის დასაურვებელი მატერიალური სახის
გადასახადის შემოღება სისხლითნათესაური კავშირისა და ნოგროს სოციალური მთლიანობის შე-
სუსტებაზე მიუთითებდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ მხრივ საინტერესო თანხვედრი-
ლობა იკვეთება. მაგალითად, ხევსურეთში დასაურვებელ თანხას მოხუცთა საბჭო საზღვრავდა. დად-
გენილია კომპოზიციის ორგვარი სახე: ერთი, როდესაც იგი განკუთვნილი იყო დაზარალებული გვა-
რის, ხოლო მეორე - საზოგადოებრივი დარღვევის კომპესაციის სახით სოფლის თემის სასარგებ-
ლოდ. სვანური ხალხური სამართლის წესების მიხედვით, ის ოჯახი, რომელიც საზოგადოების მიერ
დადგენილ წესებს არღვევდა და ამით საზოგადოების წევრებს ზიანს აყენებდა, სოფლისა და თემის
სასარგებლოდ საურავის სახით „ჰიბარს” გასცემდა. „განჩინების” ანალიზის საფუძველზე დადგენი-
ლია „სისხლის რიგის” სახელით ცნობილი კომპოზიცია, რომელსაც თემის კაცები - ბჭეები განსჯიდ-
ნენ და მის გადახდას იმგვარი ნათესაური კატეგორიების მიხედვით დააწესებდნენ, როგორიც იყო,
ვთქვათ - სახლის რიგი, საძმო რიგი და სადედო რიგი, რაც მკვლელს და მის ნათესავებს საქონლის
გარკვეული რაოდენობის გადახდით უნდა აენაზღაურებინა.
ლიტ.: მგელაძე, 1984:46-61.

mosafir oda - აჭარაში საცხოვრებელი სახლისათვის ტრადიციულად დამახასიათებელი


იყო მოსაფირ ოდა, იგივე, სასტუმრო ოთახი. ამ ოთახს სახლის დაგეგმარებაში თითქმის ყოველთვის
განსაკუთრებული ადგილი ეკავა, მას ყოველთვის ჰქონდა გარეთ – ეზოსთან დამაკავშირებელი და-
მოუკიდებელი გასასვლელი. აქედან შედიოდა და გამოდიოდა სტუმარი. სტუმარ–მასპინძლობის გა-
წევის მიზნით სასტუმრო ოთახს ოჯახი შუადერეფნის საშუალებითაც უკავშირდებოდა, მაგრამ ამ
გზაზე ყოველთვის იყო კარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ძირითადად, ღამით იკეტებოდა
და სასტუმრო ოთახი სახლის სხვა ოთახებისგან გამოყოფილი, იზოლირებული რჩებოდა. იხ.: მეიდ-
ან ოდა.
ლიტ.: მგელაძე, ტუნაძე, 2016.

mosunkuli - მოხრილი: „ჩემი ნენე წელჩი მოსუნკული არ ყოფილა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

motafuli kvercxi - ერბოკვერცხი. ტაფაში ანდა სპილენძის თეფშზე დამწვარ ერბოში მა-
რილნარევ ათქვლეფილ კვერცხებს დაასხამდნენ და შეწვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:108.

mofaTxva - ახალდათესილი ბოსტნის კვლების ფათხით, წვრილტოტებიანი ხმელი შტოებით


დაფარვა, რათა ბოსტანს ქათამი გასაჩხრეკად ვერ მისდგომოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1978:268.

358
mofxeka - სიმინდის ყანის პირველად გათოხნა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1978:268.

moSuSuli yveli - მოშუშებული ყველის მისაღებად გობზე ღვალოს ნედლ ფოთლებს დააფ-
ენდნენ, შემდეგ გორჯო ყველს დააყრიდნენ, ზემოდან იგივე დვალოს ფოთლებს და შალის რბილ ნა-
ჭერს გადააფარებდნენ, გობს კერასთან ახლოს დადგამდნენ და კასრის სახურავს მჭიდროდ მოარგებ-
დნენ. დაახლოებით ერთ კვირაში ყველი გობში კარგად „ჩაშუშდებოდა” და გაყვითლდებოდა, ყველს
ქვაბში ჩაფშვნიდნენ, რძეს დაასხამდნენ, მარილს დააყრიდნენ და ნელი მორევით ნელ ცეცხლზე ად-
უღებდნენ. ყველი თაფლივით უნდა გასქელებულიყო. შემდეგ მას ქილებში ჩაასხამდნენ. მოშუშული
ყველი კარგი გამძლეობით ხასიათდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1978:271.

moCalva - დახვნის წინ ყანის ჩალის ღერებისაგან გაწმენდა-გასუფთავება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1978:271.

mowaldva - საახოე ტყეში ბუჩქნარის წინასწარ წალდით საგულდაგულოდ გაკაფვა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1978:271.

moparva - ქალების მოტაცებას ზემო აჭარაში მოპარვა, ხოლო ქვემო აჭარაში - მოტაცვა (მოტაცე-
ბა) ერქვა. მოტაცების მიზეზი ქალის მშობლების უარი ხდებოდა, ზოგჯერ კი ქალ-ვაჟის უიმედო სიყ-
ვარული, რომელსაც მშობლები არ თანაუგრძნობდნენ, ასევე, სხვა ვაჟის მეტოქეობა, რომელსაც იმავე
ქალის შერთვა სურდა, მაგრამ უფრო ხშირად მოტაცებას ქონებრივი მდგომარეობა განსაზღვრავდა:
შედარებით მდიდარი მშობლების გასათხოვარ ქალს ღარიბი იტაცებდა, რადგან მას არ ჰქონდა საშუ-
ალება ყველა წინასაქორწილო და საქორწილო პირობა შეესრულებინა. აჭარული „ქალ-ვაჟიანის”
ერთ-ერთ ვარიანტში ვაჟი ქალს ეუბნება: „იმისთანა საქმეს ვიზამ,/სოფელს რო გუუკვირდება,/შენ
რომ ძალით მოგიტაცო,/მაშინ ვნახოთ რა იქნება”. ქალი პასუხობდა: „აბა ერთი ისიც ვნახოთ,/შენი
ბრიქვით რა იქნება,/მე ვერავინ მომიტაცებს, თუ არ იყოს ჩემი ნება”. მოტაცების საწინააღმდეგოდ
ხდებოდა თანხმობით, ძალდატანების გარეშე ქალის ვაჟის სახლში წასვლა, რასაც გაქცევა ანდა გა-
პარვა ეწოდებოდა. არსებობდა ე. წ. „დაჯდომაც”, რაც ვაჟისადმი ქალის გაყოლას გულისხმობდა ისე,
რომ ვაჟმა ამის შესახებ ხშირად არაფერი იცოდა. პეტრე უმიკაშვილის „ხალხურ სიტყვიერებაში” და-
ბეჭდილ ერთ-ერთ აჭარულ ლექსში ვკითხულობთ: „მე ვარ უთბელი გიორგი სუფრა გრძელი და პურ
სქელი,/სოლომონ დარბაისელი. ცხემვანეტს წავალ ფირცხელი. ლამაზ გოგოს მიჯდუმლებენ - მომ-
თხრობია, მომყოლია,/არა ჩემ გვარს არ ხოლია უთავაზო კაცის ქალი.
ლიტ.: მგელაძე, 1996; მსხალაძე, 1965:55-56.
morbedi - მოზარდი გოგონა ანდა ვაჟი, რომელიც სახლეულის წევრებს საოჯახო-სამეურნეო
საქმიანობაში ეხმარებოდა - მოჰქონდა შეშა, ეზიდებოდა სახმარ და სასმელ წყალს, ასევე, მის მოვა-
ლეობას „ხბიების”, „თიკნების”, „კაკნების”, „კოტოების” შეხედვა, მოწველის დროს, „ძროხების მოგა-
ნუება” შეადგენდა. მორბედი ხშირად იმ ოჯახის შვილი იყო, ვისი პირუტყვიც მოსაწველ-შესახედად
„მენთევრს” ჰყავდა აბარებული. ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, მორბედი „ვისაც
გაგზავნ-გამოგზავნიან ხოლმე სხვადასხვა დავალებით”.
ლიტ.: მგელაძე, 2012:105.
359
morCvi - მეორედ მონათიბავი ნორჩი ბალახი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1948.

mosamlelo - ოჯახის გაყრის დროს მშობლებისათვის გამოყოფილი წილი, რომელიც მათ


მოვლა-პატრონობას ხმარდებოდა, საოჯახო ქონების სეგმენტაციისას მშობლებისათვის, მოხუცებუ-
ლი ცოლ-ქმარისათვის ძროხის სახით გამოყოფილი წილი. იხ.: მშობლების სარჩო.
ლიტ.: თ.აჩუგბა, 1983:57; მგელაძე, 2004.

moflatva - მონგრევა: „სამ დღეს მერე მოსკტა ვერნები და მეიფლატა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

moyaJireba - გულის მოჯერება, გაძღომა: „ვერ მეიყაჟირა გინებით”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

moyvris nadi - იხ.: ნადი.

moyorvili - ქვაყრილი, ქვით შემოზღუდული ადგილი, ნამოსახლარი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.
moyrianoba - მოყრიანობა შინაარსობლივად იგივე ოლქა, ოლქობა ანუ სასამართლო ფუნქცი-
ით აღჭურვილი სახალხო კრება იყო. მოყრიანობა საჭიროებისამებრ იკრიბებოდა და საქმის გა-
დაწყვეტის შემდგომ იშლებოდა. ოსმალთა დროინდელ აჭარაში მოყრიანობა და ოლქობა - სათემო
შეკრებები საგანგებო ვითარებაშიც იმართებოდა. „წინაი კაცთა” თუ „მოხუცთა საბჭოს” საქმიანობას
თანდათანობით ადმინისტრაციული და სასამართლო ფუნქციების მქონე სხვა ტიპის ორგანოები ჩა-
ენაცვლა, თუმცა ასეთი ჩანაცვლება ხშირად ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. ისინი გარეგნულად, მარ-
თალია, უცხო, მაგრამ შინაარსობრივად, უმეტესად, ტრადიციულ-ადათობრივი იყო, რომელსაც ყა-
დი თავმჯდომარეობდა და რამდენიმე არჩეული პირისაგან შედგებოდა. გიორგი ყაზბეგის გადმოცე-
მით, კვირაში ერთხელ (პარასკეობით) მორწმუნენი მეჩეთში იკრიბებოდნენ, სადაც ლოცვის შემდეგ
მცხოვრებთა საჩივრებს იხილავდნენ. სოფლის მეჯლისი ადგილობრივი ადმინისტრაციის ყველაზე
ქვედა ინსტანცია იყო.
ლიტ.: ყაზბეგი, 1960:84; მგელაძე, 1961; 1963; 2014:167-187; ზოიძე, 1996:71, 72.

moyriloba - ერთად შეყრა, შეკრება, თავყრილიბა, საჯარო ქეიფი და დროსტარება, ნადიმი,


მოლხენა. შდრ. მოყრიანობას.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1978:270.

moSaire - იხ.: მეშაირე.

moSuSuli yveli - მოშუშული ყველი გორჯოლო ყველისაგან მზადდებოდა. გობზე ღვა-


ლოს ნედლ ფოთლებს დააფენდნენ, ზედ კი გორჯოლოს დააყრიდნენ, ზემოდან ისევ ღვალოს ფოთ-

360
ლებს დააფენდნენ და შალის თბილ ნაჭრებს გადააფარებდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ყველი
გობში კარგად მოშუშდებოდა. მოშუშული ყველი კარგი გამძლეობით ხასიათდებოდა და სხვა სახის
ყველს ხარისხითაც სჯობდა.

mocveTi - ზრდასრული მოზვერი.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:264.

mociquli - 1. ქართულ სიტყვიერებაში მოციქული განმარტებულია, როგორც „ვინმესთან რა-


იმე დავალებით მოგზავნილი პირი, შუამავალი”. აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის, ისე როგორც ზოგა-
დად ჭოროხის აუზის მოსახლეობა, მოციქულს „ელჩს” და ხანდახან „შუაკაცსაც” უწოდებდა. ტერმი-
ნი მოციქული, როგორც ქალ-ვაჟს შორის საქორწინო ურთიერთობის მომწესრიგებელი, დღესაც არის
ხმარებაში. ეს სიტყვა აჭარის გარდა ასეთივე მნიშვნელობით საქართველოს ზოგიერთ სხვა რეგიონ-
ში, კერძოდ, გურიასა და ქვემო სვანეთშიც დასტურდება; 2. შუამავალი ქორწილში. თედო სახოკია:
„ერთმა ღორჯომელმა თავმომწონე ყმაწვილმა სულია-ბაირდ ოღლიმ მოციქულები გაუგზავნა ქალის
მამას, შენი ქალი მინდა შევირთო ცოლადო”; 3. სახარების თანახმად, თორმეტთაგან თითოეული,
რომელიც ქრისტემ თავის მოწაფედ აირჩია, იყვნენ მისი ერთგულნი და შემდგომში ქრისტეს მოძ-
ღვრების პირველი გამავრცელებლები, მოციქულები, ქრისტეს რჩეული მოწაფეები, თორმეტი უახ-
ლოესი თანამგზავრი: პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობი, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე,
თომა, იაკობი, თათეოსი, და იუდა ისკარიოტელი. ამ უკანასკნელმა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გას-
ცა, შემდგომ შეინანა და თავი ჩამოიხრჩო. ამიტომ მის ნაცვლად მოციქულად შერაცხულ იქნა მატათა.
საეკლესიო ტრადიციით, საქართველოში რამდენიმე მოციქული ქადაგებდა.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:300;
სახოკია, 1985.

moZmianoba - ძმებისა და ბიძაშვილების ნათესაური გაერთიანება.


ლიტ.: მგელაძე, 2004.

moZmianobis ziari - იხ.: საძმო.

moZme - ახლო ნათესაური ჯგუფის წევრი, უახლოესი ნათესავი.


ლიტ.: მგელაძე, 1960:110; 1973; 1985:2004. ბექაია, 1974.

moCeCebuli - ხანშიშესული: „მოჩეჩებული კაცია მაგიც, ამანქი 65 წლისა იქნება”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

moZmianobis ziari - სახლეულის სეგმენტაციის შემდეგ გაუყოფლად დარჩენილი მიწების


ძმების მიერ საერთო სარგებლობა, საძმო საკუთრება.
ლიტ.: მგელაძე, 1986.

361
mowaldva - საახოედ გამზადებულ ნაკვეთში ჯაგნარის წალდით გამოჩეხვა.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:64.

moWmuli miwa - გამოფიტული, ნაკლებად გამოსაყენებელი მიწა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:16.
moWriT ayvana - იხ.: აბარება.

moWriT daWirva - იხ.: აბარება.

moWyunva - მოყინვა, მოწვა: „მოჭყუნავს თოვლი თუთუნს”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

moxartva - იხ.: ხარტი.

moxrakuli - იხ.: ყაურმა.

moxresa - ლობიოს დატეხვა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.
mojirekeba - საახოედ გაკაფული მიწის პირველადი დამუშავება, ნაკაფიდან ქვების გაზიდვა,
მოჭრილი ხის ძირების, კუნძების ამოყრა, მიწის გადაბრუნება.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:62.

mohajiri - იხ. : მუჰაჯირი.

mJave - იგივეა, რაც მწნილი.

mravalZarRva - Plantago Maior: მრავალძარღვა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი


მცენარეებიდან სამკურნალო თვისებების მატარებლად იყო აღიარებული. იოანე ბაგრატიონის დახა-
სიათებით მრავალძარღვა ბალახია და „აღმოცენდების ყოველსა წელსა ძირიდგან, რომელიცა აქუს
ერთის ფუტისოდენ და უმეტესიცა. ძირი ესე არს მრავალძარღვიანი, მოყვითალოს ბუსუსით დაფა-
რებული და აღმომცემელი მრავალთა გურგალთა და უფოთლოთა ღეროთა. ფოთოლნი მისნი ამოვ-
ლენ ძირიდგან მოგურგალოდ გრძელნი, ბრჯგუნი, გატკეცილნი. შვიდძარღვიანი და გრძელყუნწე-
ბიანი. ყუავილით დაისხამს წვრილთა, ღეროების წვერებთა ზ(ედ)ა, ოთხფოჩიანთა და ერთის განმა-
ნაყოფიერებელის ადგილითა. გაიზდების გზისპირებსა ზ(ედ)ა’’. მრავალძარღვას ფესურა მოკლეა
და მსხვილი, ფოთლები ფესვთანურია, სპირალურად განლაგებული და მთლიანი, რომელსაც ხუთი-
შვიდი სიგრძითი ძარღვი კარგად ეტყობა. ფირფიტა კვერცხისებრია ანდა ფართო ელიფსურია, თი-
თოეულ ფოთოლზე საყვავილე ღეროს სიგრძე თხუტმეტი-ოცი სანტიმეტრია. ყვავილები შეკრები-
ლია თავთავისებრ ყვავილებად. გვირგვინის ფურცლები გამჭირვალეა და მურა ფერის პერგამენტს
გავს. აქვს მწვანე ჯამი ღრმად ჩაჭრილი ოთხი ნაკვთით და გვირგვინიდან ამოშვერილი ოთხი მტვრი-
ანა. ნაყოფი კოლოფია. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, გავრცელებულია დაბლობიდან სუბალ-
362
პურ სარტყლამდე. აჭარაში, ისე როგორც საქართველოს არაერთ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარე-
ში, მრავალძარღვას სამკურნალოდ იყენებდნენ. მცენარის ფოთოლს რეცხდნენ და, ხშირად, უმადაც
ჭამდნენ. ემპირიული ცოდნით, მრავალძარღვას ფოთოლი კუჭისა და ნაწლავების ტკივილს აამებდა.
მრავალძარღვას, რომელიც გზისპირებში იზრდებოდა, მოსახლეობა მიწიდან ფესვებიანად იღებდა,
რეცხდა და თესლს, ფოთოლსა და ფესვს ერთად ხარშავდა. გამოსულ წვენს მტვერი, რომ არ შეჰყო-
ლოდა, ამიტომ ამ საქმეში დაოსტატებული პირები ნახარშს ყურადღებით გაწურავდნენ და მიღებულ
სითხეს ავადმყოფს თანაბარი დოზით ასმევდნენ. ფესვიანად ამოღებული მრავალძარღვას გახმობა
და საზამთროდ შენახვაც შეიძლებოდა. ამ მცენარეს გამობმული თესლი ზამთარშიც უნარჩუნდებო-
და. მისი შენახვის წესი ეთნოგრაფიულადაც დადასტურდა. მრავალძარღვის ფოთლებს ყოველთვის
ახმობდნენ, დაფშვნიდნენ, წმინდა საცერში გაცრიდნენ, მოხარშავდნენ და კუჭის აშლობისას ჩასავით
სვამდნენ. მრავალძარღვას ფოთლებით წყლულსა და მუწუკებსაც მკურნალობდნენ. მრავალძარღვას
აგრეთვე ციების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ, დანაყავდნენ, ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახ-
სნიდნენ და ცოტ-ცოტას ციებით დაავადებულს ასმევდნენ. მრავალძარღვას ყურის ტკივილის დრო-
საც მიმართავდნენ. კარგად გარეცხილ ფოთლებს ავადმყოფს ყურებზე გარედან დაადებდნენ და
თბილად შეუხვევდნენ. ფოთოლი რომ გახმებოდა, გამოცვლიდნენ. ასეთი მკურნალობით ავადმყოფს
ყურის ტკივილი გაუვლიდა. თავის დროზე იოანე ბაგრატიონი მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას
„ძალი აქუს გამამაგრებელი, რომლისა გამო იხმარების დასარღვეველად შინაგან კერძედ მოგროვილ-
თა ნივთთა მკერდისა თანა, შესაკრავად ყუანისასა მუცელსაგან შინა და სისხლის დაყენებისათვის.
ახალი ფოთოლნი მრავალძარღვისანი განკურნებენ ფუტკრის ნაჩხვლეტსა და ფხის ნაჩხვლეტსა”.
ლიტ.: ბაგრატიონი, 1986:165; კოხრეიძე, 1958:30-31.
msuqana - იხ.: თიკნიყურა და თაგვაყურა.

mtkavela - ზომის ერთეული. გაშლილი ხელის თითები ცერა თითიდან ნეკა თითამდე მანძი-
ლი. მტკაველით გადაზომვას „დამტკავლა” ერქვა.

mtredisfexa - მტრედისფეხა წითელყურძნიანი ვაზის ჯიში იყო. მაღლარების სახით ქვემო


გურიისა და ქვემო აჭარის მთისპირად მდებარე სოფლებში იყო გავრცელებული. ივანე ჯავახიშვი-
ლით ამ სახელწოდებით ვაზის ჯიში ქართლშიც ხარობდა, მაგრამ გურია-აჭარაში გავრცელებულ
მტრედისფეხასთან მისი იდენტურობის დადგენა ამჟამად უკვე ძნელი ხდება, ვინაიდან ქართლში ამ-
გვარი ვაზის ჯიში არსად გვხვდება. სამეგრელოს რაიონებში მტრედისფეხა „ტოროკუჩხის” სახელით
იყო ცნობილი. „ტორონჯი” მეგრული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს. ჯიში წარსულში სამეგრელოში
ფართოდ ყოფილა წარმოდგენილი, განსაკუთრებით, ჯვარის, საჩინოს, ჯგალის, ლიას და ჭკადუაშის
მიდამოებში. ტოროკუჩხის ყურძნიდან ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ მაღალი ღირსების ღვი-
ნოს ამზადებდა. ღვინო ტოროკუჩხისა შენახვის უნარითა და ტრანსპორტაბელობით ხასიათდებოდა.
სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ამ ჯიშის მაღლარები სამეგრელოში
უკვე განადგურებულია. გურია-აჭარის რაიონებში მას მხოლოდ „მტრედისფეხას” სახელწოდებით
იცნობენ. გადმოცემებით ადრე მტრედისფეხას ყურძნიდან საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოს ამზა-
დებდნენ და იმავე დროს სუფრის ყურძნადაც იყენებდნენ. ამ მიზნით ყურძენს, ხშირად, ვაზებზე
დაუკრეფავს სტოვებდნენ და საჭიროების მიხედვით დეკემბერ-იანვარში ჰკრეფდნენ. მტრედისფეხა
საყურადღებოა, როგორც სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:275.
363
mudiri - ბოქაული.

muzeviri - ჭორიკანა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1936.

muzikali - იხ.: დუმიანი შარვალი.

muTvaRi - სახლეულის უფროსის საძინებელი, რომელიც ზოგჯერ სამზარეულოს ფუნქციასაც


ასრულებდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ამ ოთახში ტრადიციულად ბუხარი იყო გამართული. იხ.:
მუთუაღ-ოდა.

muTvaR-oda - საცხოვრებელში ოჯახის ძირითადი სამყოფი ოთახი, სახლეულის უფროსის სა-


ძინებელი, რომელიც ზოგჯერ სამზარეულოს ფუნქციასაც ასრულებდა. მას მეორენაირად „შინასაც”
უწოდებდნენ. ეს ოთახი იგივე დანიშნულების იყო, რაც ზოგადად სახლი. ამ ოთახში აუცილებლად
გამართული იყო ცეცხლის სანთები ადგილი - შუაცეცხლის, ბუხრის თუ, ბოლო პერიოდში, რკინის
ღუმელის სახით. აქვე იყო ხის ტახტები - სედრე (სექვი), სასხდომი თუ სატრაპეზო ავეჯი და სხვა
მისთანანი, რაც ოჯახის ყოველდღიური სამყოფისათვის იყო საჭირო და აუცილებელი. სხვადასხვა
დროს მუთვაღ-ოდის, იგივე „შინაის” აღჭურვილობა სხვადასხვა იყო, მაგრამ ფუნქციურად იგი ყო-
ველთვის ოჯახის ძირითად სამყოფს წარმოადგენდა.
ლიტ.: მგელაძე, 2010; მიქელაძე, 1978:114; ტუნაძე, 1996:96.

muTuaRis saxli - იხ.: მუთვაღი და სახლი.

muli - ქმრის და.

muliSvili - ქმრის დისშვილი.

mulki - „მოჰაჯირს შეუძლია მარტო მულკის გაყიდვა, თუ ოსმალოსაგან ბოძებული თოფი აქ-
ვს”.
ლიტ.: სახოკია, 1985.

muravi - საქორწინო წყვილთა შერჩევის დროს შუამავალი, მაჭანკალი. ძირითადად ბათუმსა და


ქობულეთში იყო გავრცელებული. იხ.: ელჩი.
ლიტ.: ბექაია, 1974:30; აჭარული დიალექტის... 1976:54.

murgvi - ძაფის გორგალი. მასში იგივე ძირია, რაც ჭანურ „მურგვ-ალ’ში” (//მუგვ-ალ-ი ანუ
მრგვალი). რგვალ-ისაგანაა მიღებული რ-ს უ-თი გადმოცემით – მუგვალ-ი. შემდეგაა გ-ს წინ რ განვი-
თარებული: მრგვალ – // მუგვალ – მუგვალ.
ლიტ.: ჩიქობავა, 2008:235; კობერიძე, 2011:51.

mursali - იხ.: სარკმელი.


364
musandara - სალოგინე თარო, ლოგინის შესანახი, დასაწყობი ადგილი. ჩვეულებრივ აჭარულ
სახლში იგი ოჯახის ძირითად სამყოფ ოთახში - სექვის ბოლოში იყო გამართული. ზოგ შემთხვევაში
ამ მიზნით სახლში თახჩაც იყო მოწყობილი და მასაც მუსანდარა ერქვა. არც თუ ისე იშვიათად მუსან-
დარა - კარადა ლეიბ-საბნის დასაწყობად სახლის კედელში იყო დატანებული. თედო სახოკია: „კე-
დელში გამოჭრილია მუსანდარა (ტახჩა) სადაც საბან-გობანი ინახება”.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:114; ქართული ეთნოლოგიური... 2009:303;
სახოკია, 1985:172; ჯავახური... 2014; ტუნაძე, 1996:96.

musafirliqi - სასტუმრო ოთახი: „მესამე ოთახი სასტუმროა, ან აქაურულად მუსაფირლიქი”.


ლიტ.: სახოკია, 1985:172.

mucel-Rvedi - ცხენის მუცელზე შემოსაჭერი ღვედი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.

muwuki - გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ გადამდებიც კი იყო: 1. ძაღლაყურძენას კაკლებს


დაჭყლეტდნენ და ავადმყოფს ჭაჭიანად მუწუკებზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ, დი-
ლას და საღამოს სრულდებოდა; 2. მრავალძარღვას ფოთლებს ცივ წყალში დაასველებდნენ და მუ-
წუკზე დაიდებდნენ. პროცედურა დილით და საღამოთი სრულდებოდა; 3. დაავადებულს მუწუკებ-
ზე სანთლისა და პურის ფქვილისაგან გამომცხვარ კვერს დაადებდნენ და შეუხვევდნენ. პროცედურა
დღეში სამჯერ სრულდებოდა; 4. კილტა ვაშლას ფოთლებს ცეცხლზე დაარბილებდნენ და ავად-
მყოფს მუწუკებზე დაადებდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; 5. დიყის ფოთლებს და-
ნაყავდნენ, ერთ ჭიქა რძეში მოხარშავდნენ, მუჭა სიმინდის ფქვილს ჩაურევდნენ და თბილ ნაერთს
დაავადებულს მუწუკზე დაადებდნენ; 6. მუწუკებზე წაუსვამდნენ წყალში დამბალ ცხვრის ნაკელს.
პროცედურა დღეში სამჯერ, მუწუკის მოშუშობამდე სრულდებოდა; 7. მუწუკებს მზესუმზირას ზეთ-
ში შელესილ ქვაბის შავ ჟანგს წაუსვამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:185.

muWa-muWa romelSia? - საბავშვო თამაშობა. ერთი ბავშვი მალულად რომელიმე ხელში რა-
იმე ნივთს ჩაიდებდა. ორივე ხელს მომუჭავდა და მეორეს ეკითხებოდა: „მუჭა-მუჭ რომელშია?”, მე-
ორე ჯერ ერთ ხელს შეეხებოდა, მერე - მეორეს და ამბობდა: „ამან დადვას, ამან მომცეს”. თუ შენახუ-
ლი ნივთი ხელში არ აღმოჩნდებოდა, მაშინ ნივთის დამმალავი უპასუხებდა: „ამან რაღა მოგიტანოს?”
და ხელებს უკან წაიღებდა, რომ ხელმეორედ შეკითხვოდა. თუ მიაგნებდა, ნივთს გამოართმევდა და
შეკითხვას ახლა თვითონ დაიწყებდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

muxi - ლურსმანი
ლიტ.: მასალები...1976:418.

muxuri - ბეჭედი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა წერილის დადასტურება.


ლიტ.: სახოკია, 1985:193-194.

365
muhajiri - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და ხიზანს, გადასახლებულს ნიშნავს. თედო
სახოკია: „მოჰაჯირს შეუძლია მარტო მულკის გაყიდვა, თუ თუ ოსმალოსაგან ბოძებული თოფი აქ-
ვს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:193; მგელაძე, 2015.

muhellemi - წვრილად დაფქვილ ბრინჯს შაქარს შეურევდნენ, ცოტა რაოდენობით წყალს და-
აპკურებდნენ, ადუღებულ რძეში ჩაყრიდნენ, ცეცხლზე შედგამდნენ და სისტემატური მორევით შეს-
ქელებამდე აადუღებდნენ. როცა მოშუშდებოდა, შაქარს დააყრიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:158.

mferxavi - მეკვლე, ადამიანი ვინც ახალწელს დილას ოჯახში ფეხს პირველად შეადგამდა, ოჯ-
ახს ახალი წლის დადგომას პირველი უკვლევდა, პირველი მიულოცავდა. მიაჩნდათ, რომ ოჯახის
ბედ-იღბალი მფერხავზე დიდად იყო დამოკიდებული.
ლიტ.: ნოღაიდელი…; ნიჟარაძე, 1971:278.

mferxeli - მეკვლე. იხ.: მფერხავი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:28.

mquceli - მძარცველი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:28.

mSoblis sarCo - ოჯახის გაყრისა და საოჯახო ქონების სეგმენტაციისას მშობლებისათვის,


მოხუცებული ცოლ-ქმრისათვის გამოყოფილი წილი - ძროხა ანდა ქონების გარკვეული ნაწილი, რო-
მელიც მათ მოსავლელ და დასაკრძალავ სახარჯო ქონებას წარმოადგენდა. აჭარაში ძმების გაყრისას
უცოლშვილო უმცროსი ძმა ოჯახში რჩებოდა. ასეთ პირობებში მოხუცებულ ცოლ-ქმარს, ანუ „ბერ-
დედაბერს” წილში ე. წ. მშობლების სარჩო გამოეყოფოდა. ისინი ერთ ძროხას ანდა ქონების გარკვე-
ულ ნაწილს „გარიგებაში ასწევდნენ”, რომელიც მათ მოსავლელ და დასაკრძალავ სახარჯო ქონებას
წარმოადგენდა. ამ მხრივ გამოვლენილია საინტერესო ტერმინოლოგია, რომლებიც მშობლებისათვის
განკუთვნილ ქონებას აღნიშნავდა, ასეთები იყო: ასამწევრო, მოსამლელო და სამარხო. ასამწევროში
მიწის გადაცემას ერიდებოდნენ. იგი „ასაწევად” - მოხუცების დასაკრძალავად განკუთნილი ქონების
გარკვეულ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც მათი გარდაცვალების შემდეგ იყიდებოდა, ხოლო ფუ-
ლი მშობლების დაკრძლვას ხმარდებოდა. ასამწევროს გვერდით მოსამლელო იმით იქცევს ყურადღე-
ბას, რომ მასში მამისა და დედის მოვლისათვის საჭირო ქონებიდან, პირუტყვთან ერთად, უძრავი ქო-
ნებაც, სახნავი-სათიბი, მთის სახლი ანდა ყიშლა ერთიანდებოდა. ასეთი ქონება, ჩვეულებრივ, „ბაბას
საწილოდაც” ითვლებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, შვილები საქო-
ნელს ყიდნენ და აღებულ ფულს მშობლების დასაკრძალავად იყენებდნენ, ხოლო მიწის ნაკვეთებს
ერთმანეთში იყოფდნენ, ანდა საზიაროდ იტოვებდნენ, მაგრამ, ზოგჯერ, ქონების ამ ობიექტებს იმას
აკუთვნებდნენ, ვისთანაც მშობლები გაყრის შემდეგ ცხოვრობდნენ. მსგავსი ფაქტები სამეგრელოში,
რაჭაში და საქართველოს სხვა მხარეებშიცაა დამოწმებული, კერძოდ, აჭარულში სამარხოსა და მო-
სამლელოს მშობლებზე გადაცემის ანალოგიური ფაქტები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,
მთიულეთ-გუდამაყარში, ჭართალსა და ხანდოს თემშიც გამოვლინდა. აქ მამის საწილოდ განკუთ-
366
ვნილ მიწის ნაკვეთს სანახი ანუ შესანახი, ხოლო ცხვარ-ძროხასა და სურსათს სამარხი ანუ დასამარ-
ხი ეწოდებოდა. საქართველოში „სამარხის” არსებობა ძველი წერილობითი წყაროებითაც დასტურ-
დება. ამ სიტყვას სულხან-საბა ორბელიანი განმარტავდა, როგორც „დასამარხავს“. საოჯახო ქონების
განაწილებასთან დაკავშირებული აღნიშნული სამართლებრივი ნორმა აფხაზეთშიცაა დამოწმებუ-
ლი.
ლიტ.: აჩუგბა, 1983:57; მგელაძე, 2004:120.

mware-mbala - ბალის ჯიში, რომელსაც მწარე ბალი ჰქონდა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

mwvane - საღვინე ვაზის ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:214.

mwvania - ყურძნის ჯიში. იხ.: მწვანე.


ლიტ.: დავითააძე, 1975:172.

mwvania vaSli - ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:214.

mwife yveli - მშრალად, წათხის გარეშე შენახული აჭარული ყველი, რომელიც დროთა გან-
მავლობაში მწიფდებოდა - რბილდებოდა, იცვლიდა ფერსა და გემოსაც. აჭარულ სამზარეულოში მას
საპატიო ადგილი მიეკუთვნებოდა და ჩვეულებრივ მჭადთან ერთად მიირთმევდნენ. შდრ. დაპწნი-
ლი, ჩლეჩილი ყველი.

mwifoba - ხილის შემოსვლის, დამწიფების პერიოდი.

mwyemsi - ზაფხულობით იაილებზე პირუტყვის მეთვალყურე და მომვლელი.


ლიტ.: მგელაძე, 2012:103.

mWadi - სიმინდის ფქვილის ნამცხვარი.

mWaxe - მკვახე, უმწიფარი ხილი.


ლიტ.: ჯაჯანიძე. 1957; კობერიძე, 2011:14.

mxeveli - მხერხავი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:128.

mjiRviT wvela - ძროხის წველის მიღებული წესი.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009::274.

367
მეთუნე
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)
368
მარანი
(ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაპნისთავი)

ხიხანის ციხის მარანი

369
naadrevi - სიმინდის ჯიში.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79.

naaslari - ადგილი, სადაც ასლი ითესებოდა


ლიტ.: კობერიძე, 2011:21.

nabagaჲ - საქონლის ბაგაში მორჩენილი ცუდი თივა თუ ჩალა, რომელსაც საქონელი ტოვებს. ნა-
ბაგასაგან საქონლის ბაგებს პერიოდულად ასუფთავებდნენ. ამ პროცესს ამობაგვა ერქვა.

naberwali - საქონელი, რომელიც იყო ბერწი. იხ.: ბერწი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

nabinevari - ნასახლარი ადგილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

nabostnevi - ადგილი, სადაც ბოსტანი იყო.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

nageralaჲ - მოსავლის აღებისას მიწაში ჩარჩენილი თესლისაგან დაუთესავად ამოსული კულ-


ტურული მცენარეულობა.
ლიტ.: ნიჟარაძე. 1971:279.

nagvaluli - გვალვიანი ადგილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

nagvianuri - ნაგვიანევი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

nagulas winda - აჭარის მთიანეთში ნაგულას წინდა, იგივე, კვირტლი წინდა იქსოვებოდა.
ნაგულა სუსტი, იგივე, კვირტლი, „უძალო მატყლი” იყო. მისი დართვაც რთულ საქმეს წარმოადგენ-
და, მაგრამ თბილი იყო და „ძაფს არ ჰკარგავდა”. თბილი და გამძლე იყო „თხისურა წინდაც”, რომე-
ლიც თხის ბალნის ძაფისაგან, თხისურისაგან იქსოვებოდა. იგი წყალსაც არ ატარებდა. მისგან ტომ-
რებსაც (ჯვალოებსაც) ქსოვდნენ. მზა წინდას თბილ წყალსა და საპონში გარეცხავდნენ, სველსავე ყა-
ლიბზე წამოაცვამდნენ (გაიტანდნენ/გაყალიბავდნენ) – „გრუზები დეიკავოსო”, მერე „ცეცხლზე წაავ-
ლებდნენ”, მორუჯავდნენ, მოხრუკავდნენ და გააშრობდნენ. კარგად ნაქსოვი წინდა ფეხზე „ზოვლი
370
მოწყობილი იყო, ფეხზე ფლახვათ არ დადგებოდა”. წინდის მსგავსად „ზანკლებს” – პაიჭებს, თათ-
ნებს, ხელწინდებს, ჩაფულებს ქსოვდნენ. თათნები (ხელწინდები) ისე იქსოვებოდა, როგორც წინდა,
ოღონდ ჯერ ოთხ სათითეს მოქსოვდნენ, შემდეგ ცერს – საცერეს და მოქსოვილ ნაწილებს ერთმანეთს
მიაბამდნენ, შემდეგ ხელს მოქსოვდნენ, მაჯაზე აიყვანდენენ და მოთაგლავდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:33.

nadi - აჭარაში შრომითი ურთიერთდახმარების ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამგვარ დახ-


მარებას სხვადასხვა შრომითი პროცესის დროს მიმართავდნენ. ნადი არაა ქართული წარმოშობის
სიტყვა, მაგრამ მისი ტრადიცია ადგილობრივ ნიადაგზე და ქართულ ეთნიკურ გარემოში იყო შექ-
მნილი და განვითარებული. შრომითი ურთიერთდახმარება თავდაპირველად დახმარების ნებაყოფ-
ლობით პრინციპს ემყარებოდა, ყოველგვარი ვალდებულებებისა და შრომა-მიგების გარეშე. ტერი-
ტორიულ-სამეზობლო სათემო ურთიერთობის პირობებში ნადში მოიწვეოდნენ ნათესავები, მოყვრე-
ბი, ახლო და შორი მეზობლები. ადრე მსგავსი ურთიერთდახმარება სამეურნეო-ნათესაური ჯგუფის
ფარგლებში თავსდებოდა, მოგვიანებით მასში არანათესავი მეზობლებიც ჩაერთო. მონათესავე სახ-
ლეულების ნადური შრომითი გაერთიანება „ჩვენიანების ნადის” ანდა „ჩემიანების ნადისა” თუ „ში-
ნაურული ნადის” სახელწოდებით იყო ცნობილი. განაყარი ბიძაშვილები თავის ვალდებულებად მი-
იჩნევდნენ საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი საზღაურისა და სანაცვლო დახმარების გარეშე
მოძმეს მიხმარებოდნენ. სახელწოდება ჩვენიანების ნადი განვითარებულ ტერიტორიული თემში
ჩანს გაჩენილი მაშინ, როცა პოლიგენურ დასახლებაში გაჩნდა აუცილებლობა მეზობლური ნადისა-
გან შინაარსობლივად და ფუნქციურად გამოყოფილიყო ნადი, რომლის ორგანიზაციაც თემში წარ-
მოდგენილ მონოგენურ უბნებში დასახლებულ ნათესაურ ჯგუფთა ფარგლებში მიმდინარეობდა.
თემში ცალკეული ოჯახის ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის ამაღლება ნათესა-
ური ორგანიზაციის წევრთა მიერ ძველი ერთობისა და სოლიდარობის შენარჩუნების მცდელობასა
და მის გახანგრძლივებას განაპირობებდა. გურიაშიც არსებობდა ნადის ფორმა, რომელშიც ნათესა-
ური ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ასეთ ნადს მოყვრის ნადი ერქვა. ნადური გაერთიანება აჭარის არა-
ერთ ხეობაში იყო დამოწმებული. მაჭახლის ხეობაში ნადს უშუალოდ ოჯახის პატრონი იწვევდა ან-
და მის შეკრებას რომელიმე ახლობელს დაავალებდა. ნადის წევრთა რაოდენობა მთლიანად იყო და-
მოკიდებული სამუშაოს ოდენობაზე. ამის მიხედვით ნადი იყო პატარა და დიდი. ნადის საშუალებ-
ით ლოკალიზებული ნათესაური ჯგუფის შემადგენელი ოჯახი შრომით დახმარებას ყოველგვარი
საზღაურის გარეშე ღებულობდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიმღები ნებისმიერ
დროს შეიძლებოდა დახმარების ობიექტად თავად ქცეულიყო. თემში თითოეული ოჯახი, ქვრივის
იქნებოდა იგი თუ შეძლებული ანდა ღარიბის, მუდამ დახმარებას ექვემდებარებოდა, თუმცა სოლი-
დარობის ტრადიციული საფუძველი მოგვიანებით ზოგჯერ ირღვეოდა და დახმარებაც ფორმალურ
შინაარს იძენდა. თემის ეკონომიკურად შეძლებული ოჯახები დიდ ნადს ხშირად იწვევდნენ მაშინ,
როცა მცირემიწიან და მცირერიცხოვან ღარიბ ოჯახებს ამისათვის არც ეკონომიკური სახსრები. არც
წარმოების საშუალებები გააჩნდათ და არც მიწის ისეთი დიდი ნაკვეთები ჰქონდათ, ნადის მოწვევა
რომ დასჭირვებოდათ. მოგვიანებით მონათესავე ოჯახთა ერთ ნაწილს შეეძლო შრომა უსასყიდლოდ
გაეცა, ხოლო მეორე ნაწილს - შრომითი დახმარება მიეღო. აჭარაში ნადი ოცამდე ადამიანს აერთიან-
ებდა. ნადის მოწვევა იცოდნენ ყანის თოხნის, თიბვის, მკის, შეშის მოჭრის, სახლის მშენებლობის,
სახლისა და სამეურნეო ნაგებობებისათვის მასალის დამზადების, ახოსა და მოსავლის აღების, ხვნა-
თესვისა და შეშის მოზიდვის დროს. განვითარებული შუასაუკუნეების ტბელ აბუსერისძის თხზუ-
ლებაში მინიშნებულია მშენებლობის პროცესში თანასოფლელთა ურთიერთდახმარებისა და შრომი-
თი კოოპერაციის გარკვეული ფორმის არსებობის შესახებ. საცხოვრებლის აგება მეტად რთულ და

371
შრომატევად სამუშაოს წარმოადგენდა, რის გამოც მისი მშენებლობა ნათესაური ჯგუფის - ნოგროს
საერთო შრომითი ძალებით მიმდინარეობდა. ხდებოდა ტყიდან საშენი მასალის ჩამოზიდვა-დამზა-
დება. ოჯახის უფროსი ნადს შეძლებისდაგვარად სადილით უმასპინძლდებოდა. აჭარაში ნადში გა-
მორიცხული იყო ყოველგვარი ანგარიშსწორება. მენადე ვალდებული იყო ნადის წევრებს მხოლოდ
საჭმლით გამასპინძლებოდა. ნადში მონაწილეობას მთელი სოფელი იღებდა, მაგრამ პირველ რიგში
მაინც მენადის მოგვარეები გამოდიოდნენ. საცხოვრებლის აგებისას პატრონიმიული ჯგუფისა და ნა-
თესავ-მეზობლების შრომით დახმარებას საქართველოს სხვა კუთხეებშიც საკმაოდ ფართო გავრცე-
ლება ჰქონდა.
ლიტ.: მგელაძე, 1989:46-48, 50-51; აბუსერისძე... 1941:15, 57, 60; ჩიქოვანი, 1960:95-1-2; ჩხეიძე, 1961:13;
შამილაძე, 1962; მსხალაძე, 1962:45-53; ნოღაიდელი, ჩხეიძე, 1960; ჩიჯავაძე, 1969:43;
ბექაია, 1974:30; კახიძე, 1974:40; 1990; სამსონია, 2005; მიქელაძე, 1978:43; გელაძე, 1980:46.

ნადი სიმინდის რჩევაში


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

372
nadi matylis saCeCavSi - მატყლის დიდი რაოდენობით ჩეჩვის დროს მიღებული იყო კო-
ლექტიური შრომა, რასაც „მატყლის საჩეჩავში ნადი” ეწოდებოდა. ნადის შემადგენლობაში თხუტმე-
ტი-ოცი ქალი ერთიანდებოდა. ასეთი სახის ნადს უმეტესად შემოდგომა-ზამთარში იწვევდნენ, უპ-
ირატესად, კარგი „ხელაქნარით” გამორჩეულ ქალებს ეძახდნენ. ნადის მონაწილე ნადში საკუთარი
საჩეჩელით მიდიოდა. ეს პროცესი ღამის საათებშიც სრულდებოდა. დიასახლისი მოწვეული ნადის
წევრებს საგულდაგულოდ მომზადებული, გამორჩეული კერძებით უმასპინძლდებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005; 1990.

naduri - ნადური სიმღერები აჭარის ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალფეროვნებით გამოირჩე-


ოდა. გადმოცემით, მარტო კინტრიშის ხეობაში ნადში ოცდათორმეტამდე სიმღერა სრულდებოდა.
გასული საუკუნის 50-იანი წლებისათვის ფოლკლორისტებისათვის ოცდაოთხამდე ნადური ტექსტი
იყო ცნობილი. ბუნებრივია, მას შემდეგ არაერთი ზეპირსიტყვიერი ნიმუში გამოვლინდა. მაგალი-
თად, ნადური სიმღერა „ლელას” ერთი ტაეპია შემორჩენილი, ხოლო სიმღერა „ღუპას” შესრულები-
სას, როგორც ჩანს, გამოყენებული იყო ცნობილის ლექსი - „სანთლის გუთანს ავაშენებ, შიგ შევაბამ
უღელ დევსა”. ზოგიერთი ნადური სიმღერის, მაგალითად, „ჯურყეთულასა” და „ფარანჯულას” მხო-
ლოდ სახელწოდებები შემოგვრჩა. ნადური სიმღერების უმეტესობა დავიწყებას გადარჩა, მაგალი-
თად, „ჯიქურას” სახელწოდებით ცნობილი სიმღერების ციკლიც. მიჩნეულია, რომ სიმღერა „წერე-
თიე” იმერული წარმომავლობის უნდა იყოს, ხოლო „საჯავახურა” - დასავლეთ იმერეთსა და აღმო-
სავლეთ გურიაში უნდა წარმოშობილიყო. ნადური სიმღერების შესასრულებლად რვიდან-თექვსმეტ
ადამიანამდე იყო საჭირო. მათ შორის, პირველი მთქმელი, თავად ლექსის მომღერალი იყო, ორი შემ-
ხმობარი, ერთი გამყივანე და ორიც მობანე - ბანის მთქმელი. ბანის მთქმელი, რაც უფრო მეტი იყო,
სიმღერაც მით უფრო კარგი გამოდიოდა. სიმღერას მომღერალი იწყებდა, როგორც ადგილობრივები
იტყოდნენ - „აიყვანდა სიმღერას”. სწორედ ამიტომ „სიმღერის აყვანისას” მას „მთქმელს” ეძახდნენ,
შემდეგ მას „გამყივანე” მიჰყვებოდა, ხოლო „შემხობრები” აბოლავებდნენ. ყოველივე ეს გადაბმულად
სრულდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში, შიგადაშიგ საჭირო იყო სამი ადამიანისა მაინც ბანის ჩართვა.
სიმღერა რამდენიმე მუხლისაგან შედგებოდა. ჯერ ნელა იწყებოდა, შემდეგ თანდათანობით აჩქარ-
დებოდა, ყანაში მომუშავეებიც ჯერ ნელა მუშაობდნენ, მაგრამ სიმღერის აჩქარებასთან ერთად თვი-
თონაც აქტიურდებოდნენ და შრომაც ინტენსიური ხდებოდა. ნადური სიმღერების მცოდნე სოფლებ-
ში არც თუ ისე ბევრი იყო. ამიტომ, ვინც დიდ ნადს დაპატიჟებდა, მას ადრევე უნდა მიეღო ზომები.
მომღერლების, გამყივანების, შემხმობრებისა და მობანეთა მოსაპატაჟებლად ხალხი სოფლებში ად-
რევე უნდა გაეგზავნა. მასპინძელი დაინტერესებული იყო კარგი მომღერლების მოწვევით, რათა ნა-
დის შრომა წაეხალისებინა და მეტი ეფექტი მიეღო. თუ მოსაზღვრე პირები ნადს „დაახირებდნენ” -
ერთდროულად დანიშნავდნენ, მაშინ ორ მეზობელ ნადს შორის ერთგვარი შეთანხმება მყარდებოდა,
ნადურის შესრულებაში მორიგება ხდებოდა. სიმღერას რიგ-რიგობით მღეროდნენ ისე, რომ ერთ
ნადს მეორის მიერ შესრულებული სიმღერის მოსმენა შესძლებოდა. შესრულების თვალსაზრისით
კინტრიშის ხეობაში „გადამბმული სიმღერები” და „ჩამყოლიანი სიმღერები” გამოირჩეოდა. გადაბ-
მული სიმღერების დროს მომღერალთა ორი ჯგუფი იყო გათვალისწინებული: „დამწყები მომღერ-
ლები” და „ჩამომრთმევი მომღერლები”. ჩამომრთმევი იმ მოტივზე და იმასვე მღეროდა, რასაც დამ-
წყები. ისინი ერთსა და იმავე სიმღერას რიგ-რიგობით ასრულებდნენ. გადაბმული სიმღერების, მაგა-
ლითად, მგზავრულის, მაყრულის ჩამყოლიან სიმღერებში, გადაბმულისაგან განსხვავებით, ჩამყო-
ლი არ იმეორებდა იმას, რასაც დამწყები - მთქმელი ამბობდა. ჩამყოლი სიმღერას დამწყებისაგან გან-
373
სხვავებულ ჰანგზე აგრძელებდა და აბოლოვებდა, კერძოდ, „ხასანბეგურასა” და „შვიდკაცას” დაბო-
ლოება ჩამყოლი იყო. დამწყებსა და ჩამყოლ ჯგუფებში სავალდებულო არ იყო ხმების რაოდენობა
ერთნაირი ყოფილიყო. „ხასანბეგურას” შესრულების დროს დამწყებთა - მთქმელთა ჯგუფში სამი ხმა
იყო საჭირო: მომღერალი - მთქმელი ანდა იგივე დამწყები, გამყინავე - წვრილის მთქმელი და ბანი.
ჩამყოლი ორნი იყვნენ - ჩამყოლის მთქმელი და ბანი. ნადური სიმღერები ქობულეთში, შუახევსა და
ხულოში - „ხელხვავი”, რომელსაც ქედის რაიონში „ჩათხრობილი” ცვლიდა, რთული სიმღერები იყო,
თუმცა მათ შორის გარკვეული სხვაობები მაინც შეინიშნებოდა. აჭარისწყლის ხეობის ცალკეულ სო-
ფელში დადასტურებულია ნადურის სოფლური ვარიანტებიც. მაგალითად, „ზუნდაგურა”, „მეძიბ-
ნური”, „გულებური”, „დიელო”... ნადურში ოთხი ხმა მონაწილეობდა, როგორც ითქვა, მომღერალი,
გამყივანე, შემხმობარი და ბანი. ასევე, სიმღერას ორპირი და ჩამყოლი ახლდა, რომლის როლს თავად
მომღერალი ასრულებდა. ნადური სიმღერების თემატიკა მრავალფეროვანი იყო. გამოიყოფოდა სო-
ციალური ხასიათის, საყოფაცხოვრებო და სატრფიალო, საწესჩვეულებო თუ საგმირო და სამონადი-
რეო ხასიათის ლექს-სიმღერები. ლექს-სიმღერებში ასახული იყო ისეთი საკრალური მოტივებიც,
რომლებიც უძველეს რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან იყო დაკავშირებული. ქობულეთურისა-
გან განსხვავებით რამდენადმე თავისებური იყო აჭარისწყლის ხეობის ნადური სიმღერები. აქ ნადურ
სიმღერას ერთი დამწყები ასრულებდა, რომელსაც ქობულეთის რეგიონში მომღერალი ერქვა, ერთი
გამყივანე და სამი ანდა ოთხი ბანი. შემხმობარე - მეოთხე ხმა აქაურ ნადს არ ჰყავდა, სამაგიეროდ სიმ-
ღერა, ძირითადად, ბანს ემყარებოდა, მაშინ, როცა კინტრიშის ხეობაში ბანი სიმღერაში შიგა და შიგ
იყო საჭირო. საერთოდ, აჭარისწყლის ხეობის ნადური სიმღერების უმეტესობა, ქობულეთურისაგან
განსხვავებით, უსიტყვო იყო. ზოგჯერ სიმღერებში ლექსსაც გამოურევდნენ, რაც თემატურად სატ-
რფიალო ლექსი იყო, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც საყოფაცხოვრებო სიმღერებსაც ვხვდებოდით.
სიმღერების მუსიკალური წყობა, შეძახილების მრავალფეროვნება მრავალი დასკვნის შესაძლებლო-
ბას იძლევა, ვთქვათ იმისაც, რომ ამ ტიპის ლექსებს ნადურ სიმღერებში გვიან უნდა ეჩინათ თავი.
ლიტ.: ნოღაიდელი, ჩხეიძე, 1960:67-94; ჩიქოვანი, 1960:96-97.

naduris xmebi - მთქმელი, გამყივანე, შემხმობარი და ბანი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:67.

naduRi - ყველის შრატს აადუღებდნენ, გააცივებდნენ, საგანგებოდ შეკერილ ტილოს ტომსიკაში


- ჩახვში ჩაასხამდნენ და გაწურავდნენ. გაწურულ მასას დაამარილებდნენ და შეინახავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:252.

navi - ნავი არა მარტო უძველეს სამდინარო, არამედ საზღვაო სატრანსპორტო საშუალებასაც
წარმოადგენდა. საზღვაო ნავებითა და ნაოსნობით ძირითადად ჭარნალ-გონიოს, სარფის, ბათუმისა
და პეტრა-ქობულეთის ზონის მოსახლეობა სარგებლობდა. საზღვაო ნაოსნობაში პრიორიტეტი უფ-
რო ლაზებს ეკუთვნოდათ. ნავებით ლაზები მიმოსვლას ბათუმთან, ფოთთან, ტრაპიზონთან, შავი
ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს პუნქტებთან აწარმოებდნენ. საუკეთესო ნავმისადგომები ყოფილა
ბათუმში - სარფთან, პეტრა-ციხისძირთან, გონიოს ციხე-ქალაქთან. პეტრა-ციხისძირისა და გონიოს
მიდამოებში ძველი ნავსადგურების არსებობაზე აქაური ადგილმდებარეობის სახელწოდება „პანტუ-
რაც” მიუთითებს, რომელიც ნავსადგურის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. ერთი პანტურა პეტრას ახ-
ლოს მდინარე დეხვას შესართავთან ყოფილა გამართული, მეორე კი გონიო-სარფის გზის იმ მონაკ-
374
ვეთზე, საიდანაც სარფის კლდიანი სანაპირო იწყება. გონიოს ნავსადგურს სპეციალური დანიშნულე-
ბის ერგატი და ტაქონი ჰქონია, რომელთა მეშვეობით საზღვაო ნავების ზღვაში ჩაშვება და ზღვიდან
ამოთრევა ხდებოდა. „ერგატი” და „ტაქონი” ამგვარ მოწყობილობათა ძველი ბერძნული სახელებია
და ქართულში უშუალოდ ბერძნულიდან უნდა იყოს შესული. ერგატი ოწინარის, ამწის დანიშნულე-
ბას ასრულებდა, ტაქონი კი - უბრალო ხის მორს წარმოადგენდა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულე-
ბით გამოიყენებოდა. წერილობითი ცნობებით, მდინარე ჭოროხზე - აფსარზე ნავსაყუდელის არსე-
ბობა ანტიკურ ხანას უკავშირდება (ფსევდოსკილაქს კარიანდელი). ცხადია, ჩამოთვლილი ნავმისად-
გომის და მთლიანად საზღვაო ნაოსნობის ისტორია უფრო შორეულ ხანაშია საძიებელი. ლაზური ნა-
ვის კონსტრუქციულ აღწერილობას თურქი ისტორიკოსი - მოგზაური ევლია ჩელები და გერმანელი
მეცნიერი, მოგზაური ჰერმან კოილერი იძლევიან. ჰერმან კოილერმა აჭარასა და ლაზეთში 1842 წელს
იმოგზაურა. ევლია ჩელებმა კი ერთი ასეთი ნავით, რომელსაც მენექსილა ხომალდს უწოდებდა, XVII
საუკუნეში გონიოს ციხიდან ანაპამდე იმოგზაურა. ისტორიკოსის ცნობით, ამგვარი საზღვაო ნავი სა-
მი მსხვილი ალვის ხისაგან ყოფილა დამზადებული, რომელიც მდინარე ჭოროხის ნაპირას ხარობდა.
ერთი ფიცარი ნავს ქვემოდან ჰქონია ამოკრული, თითოც გვერდებზე. ირგვლივ კი ნავი ლერწმისა და
ჭილის წნულისაგან ყოფილა შემოკრული, რის მეოხებითაც ზღვის ქარიშხალი ნავში ვერ ატანდა და
ღელვის დროს იგი კორპებივით დაცურავდა. ამიტომაც ასეთი ნავები, რომლებიც გობის მოყვანილო-
ბის იყო, იმდროისათვის საუცხოო ნავებად ითვლებოდა. ჰერმან კოილერი ლაზურ ნავებს რიზესა და
სურმენეს ნავმშენებლობის ცენტრების მიხედვით აღწერდა. მისი ცნობით, აქ ბრტყელძირიანი საზღვაო
ნავები წინ და უკან აწეული ცხვირით შენდებოდა, რომლებიც ზურგის ქარის დროს კარგად დაცუ-
რავდნენ, პირქარის შემთხვევაში კი - ჩერდებოდნენ. მისივე დახასიათებით, ლაზური ნავები გერმა-
ნულ თუ ჰოლანდიურ გილიოტებს წააგავდა. პატარა ნავის სიგრძე ოცდაათ ფუტამდე, ხოლო სიგანე
- შვიდ ფუტამდე აღწევდა. მოზრდილ ნავებს ექვსი-რვა ტონა ტვირთის წაღება შეეძლოთ. ზურგის
ქარის დროს ბათუმიდან ტრაპიზონამდე ნავს თოთხმეტი-თვრამეტი საათი, პირქარის შემთხვევაში
კი ხუთი-ექვსი დღე სჭირდებოდა. მეზღვაურები ამ დროს ნავს ნაპირის გასწვრივ ბოგირით მიათ-
რევდნენ. ლაზები ორი ტიპის საზღვაო ნავს - ფელუკას აგებდნენ, რომლებიც სათევზაოდ და სავაჭ-
რო მიმოსვლისათვის იყო გამიზნული. მათი ტვირთმზიდაობა შესაბამისად 200 და 500-600 ფუთს შე-
ადგენდა. ნავები უპირატესად გამძლე წაბლის ხისაგან მზადდებოდა. ნავმშენებლობისა და ნაოსნო-
ბის ტრადიციები ლაზებში, ხშირ შემთხვევაში, მემკვიდრეობით გადადიოდა. ეს საქმიანობა აქ მა-
ღალ პროფესიულ დონეზე იდგა, რამაც ზეპირსიტყვიერებაშიც ჰპოვა ასახვა. ნავმშენებლობა და ნა-
ოსნობა ჭოროხის ხეობის ზოგიერთი სოფლის მოსახლეობის მთავარ საქმიანობასა და შემოსავლის
ერთ-ერთ ძირითად წყაროს შეადგენდა. სანაოსნოდ არა მარტო საკუთრივ ჭოროხი, არამედ მისი შე-
ნაკადებიც გამოიყენებოდა. რუსეთის იმპერიის საგანგებო მოხელის ვ. მასალსკის ცნობით, წყალუხ-
ვობის დროს მდინარე აჭარისწყლით, რომელიც ჭოროხს სოფელ აჭარისწყალთან ერთვის, გამოც-
დილ მენავეებს ნავი დღევანდელ შუახევამდე აჰყავდათ, ხოლო არტანუჯისწყლით - არტანუჯამდე,
იმერხევით - ქართისწყლის შესართავამდე, მურღულისწყლით - სოფელ აზუამდე, ოლთისისწყლით
- ოლთისამდე, მდინარე მაჭახელათი - სოფელ სინდიეთამდე. ნაოსნობა აჭარის სხვა მდინარეებზეც
მოწმდება. მაგალითად, მოზრდილი საზღვაო ნავებით მდინარე აჭყვით სოფელ ალამბრამდე ადი-
ოდნენ. ნაოსნობა ჭოროხზე ართვინიდან იწყებოდა და ბათუმში მთავრდებოდა. საერთოდ, ნაოსნობა
ჭოროხზე მთელი წლის განმავლობაში წარმოებდა, გარდა მაის-ივნისის თვისა, როდესაც მდინარე
ჭოროხში წყლის დონე და სიჩქარე საგრძნობლად მატულობდა. ართვინიდან შავი ზღვის შესართა-
ვამდე ჭოროხის სამდინარო გზის მონაკვეთი დაახლოებით ორმოცდაათ კილომეტრს შეადგენდა, რა-
375
საც ნავი ხუთ-ექვს საათში ფარავდა, უკანსვლას კი სამჯერ მეტი დრო სჭირდებოდა. ეს იმით იყო გა-
მოწვეული, რომ ნავი უკუსვლისას გარკვეულ მანძილზე - სოფელ კაპანდიბამდე სპეციალური თოკე-
ბის დახმარებით თრევით მიჰქონდათ. შესართავიდან ბათუმამდე ათკილომეტრიან მანძილს ნავი
კარგ ამინდში ორ-სამ საათს ანდომებდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მდინარე ჭოროხზე ნაოსნო-
ბას ბათუმის ოკრუგის თოთხმეტი და ართვინის ოკრუგის ცხრა სოფელი მისდევდა. მენავეობა რო-
გორც ტვირთის გადაზიდვას, ისე მგზავრთა გადაყვანას ემსახურებოდა.

XIX საუკუნის 70-იანი წლების მონაცემებით ადგილობრივ მოსახლეობას ჭოროხის სამდინარო


გზით ბათუმში გასაყიდად ნავებით ერბო, ხილი, ტყავი, დახერხილი ფიცარი, თიხის ჭურჭელი და
კრამიტი ჩაჰქონდათ, რომელიც ბორჩხაში მზადდებოდა. ხოლო ბათუმიდან იმავე ნავებით ართვი-
ნამდე მანუფაქტურული ნაწარმი - ნავთი, აგრეთვე, სიმინდი გადაჰქონდათ, რომელიც ბათუმში ახ-
ლომახლო სოფლებიდან შემოჰქონდათ, ასევე, სხვა პირველი მოხმარების საგნებიც ამ მიმართულე-
ბით მოძრაობდა. ართვინიდან ჩამოტანილი საქონლის ნაწილი კი - არტაანსა და ყარსში ართვინის
მხარიდან სასაპალნე ტრანსპორტითაც იგზავნებოდა. ამ მხრივ ძანსული, მურღული, კვარცხანა, ხო-
დი, ლომაშენი გამოირჩეოდა. ჭოროხზე ნავებით სოფელ ერგეში სპილენძის მადანსაც ეზიდებოდ-
ნენ. ჭოროხზე ნაოსნობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთელი ჭოროხისპირა მოსახლეობის
ცხოვრებაში, პირველ რიგში, მის შრომით დასაქმებაში, ცხოვრების მატერიალური პირობების გაუმ-
ჯობესებაში. ნაოსნობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აჭარის იმ სოფლებისათვის, სადაც
მოხერხებული ნავმისადგომები არსებობდა, მაგალითად, მარადიდი, კაპანდიბი. ჭოროხის დღევან-
დელ საზღვარგარეთულ ნაწილში ასეთი ნავმისადგომები იყო ართვინში, ხებაში, ბორჩხაში. აქ ორივე
376
მიმართულებით ჩერდებოდნენ მოძრავი ნავები. პარასკეობით ბაზრობები იმართებოდა, სადაც ად-
გილობრივი და შემოტანილი ნაწარმი იყიდებოდა ანდა სხვა საგნებზე იცვლებოდა. ჩამოთვლილ
პუნქტებში სასტუმროები, დუქნები, ყავახანები ფუნქციონირებდა. ნაოსნობა ჭოროხზე ართვინიდან
ქვედა მარადიდამდე 1921 წელს საერთოდ შეწყდა, როდესაც ჭოროხის ხეობის ზემო ნაწილი, ისე რო-
გორც ყოფილი ბათუმის ოლქის სხვა ტერიტორიები, ოსმალეთის ხელში გადავიდა, ხოლო ჭოროხის
ხეობის მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვარი ზედა და ქვედა მარადიდს შორის დაწესდა. ქვედა მარა-
დიდ-კაპანდიბამდე ნაოსნობამ საავტომობილო მიმოსვლის განვითარების შედეგად საერთოდ და-
კარგა მნიშვნელობა. 1960-იან წლებამდე თითო-ოროლა ნავი მხოლოდ ჭოროხისპირა ქვედა მარა-
დიდსა და მირვეთის სოფლებს შემორჩა და შიდა სამიმოსვლოდ - მდინარის გაღმა-გამოღმა ნაპირის
დამაკავშირებლად გამოიყენებოდა. როგორც ვხედავთ, აჭარის ისტორიულ-ეთნოგრაფიული სინამ-
დვილე ადრიდანვე იცნობდა სამდინარო და საზღვაო ტრანსპორტის იმ ძირითად სახეობებს, რაც
დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებისათვისაც იყო დამახასიათებელი.
ლიტ.: ჩელები, 1971:95; მურიე, 1962:14, 23; კახიძე, 1987:44, 57; 1990:66; 2009:411-416;
ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:27, 74; კუტალეიშვილი, 1979; 1981:25, 95; 1987:90;
ბერაძე, 1981:25, 27, 85; 1987; 1990:6; ინაიშვილი, 1971:61, 81;
დავითაძე, 1983:49-50; უზუნაძე, 1988:88, 58.

ჭოროხული ნავი სოფელ მოხვში, რომელიც როგორც ბორანი, ისე გამოიყენებოდა


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

377
naifqlari - ადგილი სადაც იფქლი ითესებოდა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:21.

nakafi - 1. ეკალ-ბარდისა და ხეებისაგან გაწმენდილი, „გაკაფული” ტერიტორია, რომელიც სახ-


ნავ-სათესად ანდა სათიბად უნდა ყოფილიყო გამოყენებული; 2. დაბელილი, ტოტებგაცლილი ხე.

nakeTebi - იგივეა, რაც ნაკეთობა. იტყოდნენ „კარგი ნაკეთებია” ანუ კარგი ნაკეთობააო.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

nakeli - საქონლის განავალი, ორგანული სასუქი, რომელიც მიწის განოყიერების მიზნით სოფ-
ლის მეურნეობაში ფართოდ გამოიყენებოდა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

nakordali - საქონლის განავალი, ორგანული სასუქი, რომელიც მიწის განოყიერების მიზ-


ზნით სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოიყენებოდა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

nakurTxi - დალოცვილი.
ლიტ.: მგელაძე, 2010/2011.

nalia - სასიმინდე. ხის შენობა, რომელიც საცხოვ-


რებელთან ახლოს, ეზოში ანდა გარე ყანებში მაღალ
ბოძებზე იყო შემდგარი. იგი ისეთივე წესებით შენდე-
ბოდა, რომელიც, საერთოდ, ხითხუროობაში იყო გავ-
რცელებული. ნალიის იატაკი ხის მრგვალი ძელებისა-
გან შესდგებოდა, რაც ხელს უწყობდა ნალიაში ჰაერის
ცირკულაციას. ამ მიზნით ფიცრულ ნალიას გამჭოლი
არეები ფიცრებს შორის კედლებშიც ჰქონდა დატოვე-
ბული. ნალია მაღალ ბოძებზე იდგა. ბოძებს ჯერ ორგო
ჰქონდა ჩამოცმული და შემდეგ ქირიშებით იყო შეკრუ-
ლი. ორგო ნალიას მღრღნელებისაგან იცავდა. ეზოში
გამართული ნალიის ქვეშა ადგილი სხვადასხვა სამე-
ურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა.

naliani - ხისგან დამზადებული მაღალქუსლი-


ანი ქალის ფეხსაცმელი, რომელსაც ფეხის შესაყოფად
და დასამაგრებლად ზემოდან ვიწრო სამოგვე ჰქონდა
გადაკრული.
ლიტ.: სახოკია, 1985:245.

378
nal-parki - მაგარი ქსოვილის აბგა, რომელსაც ცხენის ტვირთთან ერთად ჩალვადარი თან ატ-
არებდა. ნალ-პარკში ნალები, ცხენის საჭედი ლურსმანი, ჩაქუჩი იყო ჩადებული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:281.

nalfara - მაჭახლური, მაჭახელას ტიპის კაჟიანი თოფის სახეობა.


ლიტ.: კახიძე, 1990:35; ნიჟარაძე, 1971:281.

nali muxi - ცხენის დასაჭედი ლურსმანი – ნალის


მუხი. იგი თავისებური ფორმით ხასიათდებოდა და შეესაბ-
ამებოდა ნალის სალურსმნე ნახვრეტის ფორმასა და ცხენის
დაჭედვის - ცხენის ფეხზე ნალის დამაგრების თავისებურე-
ბას. ნალის მუხს სამჭედლოში ამზადებდნენ.

namazi - მაჰმადიანთა ლოცვა. დღე-ღამეში ნამაზი ხუთჯერ სრულდება: განთიადისას საბაჰ-ნა-


მაზი - ცისკრის ლოცვა, შუადღისას - ევლა, სამხრობისას - იქინდი, ვახშმობისას - ახშანამაზი და ნა-
ვახშმევს - იასი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

namati - სამ ანდა ოთხ წლამდე ახალპირი ძროხა.


ლიტ.: შამილაძე, 1960:144.

namerCxlai - მეორედი თოხნისას ყანის გამომეჩხრების დროს მოჭრილი ნედლი სიმინდი, იგ-
ივე, ნამარგიელაჲ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:281.

namTivri - მემთევრობის პერიოდში დამზადებული რძის პროდუქტები.


ლიტ.: შამილაძე, 1967:121.

namTiuri - ზაფხულში მთაში ყოფნის პერიოდში მწყემსების მიერ დამზადებული რძის პრო-
დუქტი - ნაიალაღარი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:281.
namsoba ojaxi - იხ.: გადასული ოჯახი.

namWreli - აჭარაში ხეზე კვეთილობის გამოსახატავად ტერმინი ნამჭრელი დასტურდება, რო-


მელსაც გააჩნია სხვადასხვა ფონეტიკური ვარიაცია, მაგალითად, ჭრელი და დაჭრელება. სიტყვა ნამ-
ჭრელი ხეზე კვეთილობას აღნიშნავდა, ხოლო სადაც ქსოვილზე იყო საუბარი, იქ ტერმინი ნამჭრელი
იშვიათად გვხვდებოდა, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი ხელით ნაქსოვი წინდა იყო, რომელსაც ჭრე-
ლი წინდა ეწოდებოდა. ხეზე კვეთილობაში - ორნამენტის ნიმუშებში ქართული ჩვევების, მხატვრუ-
ლი აზროვნების, მაღალი გემოვნებისა და ნატიფი ოსტატობის კვალი გამოსჭვივის. აჭარაში ხეზე შეს-
რულებული ხალხური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დამზადების ტექნიკის
მიხედვით ორ ჯგუფად იყოფოდა: ხეზე კვეთილობად და ხეზე მოხატულობად. ხეზე კვეთილობაში
წარმოდგენილი იყო გრაფიკული, რელიეფური, წრიულ-პლასტიკური, აჟურულად ამოკვეთილი და
ინკრუსტრირებული სახეები. შემკულობაში საღებავებიც იყო გამოყენებული. გრაფიკული გამოსახ-
379
ვის ნიმუშები საცხოვრებელ ნაგებობათა კარებზე, საპირწამლეებზე და სხვა ნივთებზე იყო წარმოდ-
გენილი. გრაფიკული ორნამენტი შესრულებული იყო თანაბარი სიღრმისა და სიგანის მცირედ ამოკ-
ვეთილი თუ ამოკაწრული ხაზებით და როგორც მარტივი, ისე კომპოზიციურად რთული გამოსახუ-
ლებებით ხასიათდებოდა. ზოგიერთი ორნამენტი იმდენად სტილიზებულია, რომ მისი შინაარსობ-
რივი გააზრება ძნელდება. რელიეფური კვეთილობა საკულტო და საცხოვრებელ ნაგებობებზე - კა-
რებზე, ჭერზე, სვეტებზე, ნაწილობრივ კი - სკივრებზე ფართოდ იყო გამოყენებული. თუ გრაფიკუ-
ლი ორნამენტის გამომსახველობით ფაქტორს მცირედ ჩაკვეთილი ანდა ამოკაწრვით მიღებული ხა-
ზი წარმოადგენდა, რელიეფურ ორნამენტში კონტურული გამოსახვის ზღუდეები და სწრაფვა პლას-
ტიკისადმი გადალახული იყო. რელიეფური ჩუქურთმა შესრულების მიხედვით ორი სახის იყო. პირ-
ველს ფაქიზად მოსწორებული ფონით მთლიან ხეზე ამოკვეთილი სახეები ეკუთვნოდა. ზოგჯერ ას-
ეთ ფონზე გასხივოსნებული მზის მსგავსი სახეები ანდა წერტილები იყო დაშტამპული. მეორე სახი-
სას გლუვზედაპირიან ფონზე დამაგრებული, „ჩასმული ნამჭრელით” ცალ-ცალკე დამზადებული
ჩუქურთმა წარმოადგენდა, რომელიც მცირე რელიეფურ ელემენტს ქმნიდა. XIX საუკუნის მეორე ნა-
ხევრიდან აჭარაში გავრცელებული ჩასმული ჩუქურთმა სიბრტყეზე ისე იყო აწყობილი, რომ კომპო-
ზიციურ მთლიანობაში აღიქმებოდა. ორნამენტის ორივე ტიპისათვის ამოღარულ-ჩაღარული მცირე
რელიეფების შექმნითა და მათი მონაცვლეობით მიღწეული შუქ-ჩრდილის ნიუანსური გრადაციით
დეკორატიული ელემენტების როგორც ბრტყელ-რელიეფური პროფილირება, ისე პროფილის ზედა-
პირის მხატვრული დამუშავება იყო ნიშანდობლივი. ზოგიერთი მეჩეთის ჭერის შემკულობაში წრი-
ულ-ფენოვანი აჟურული ჩუქურთმის ფონად, ლურჯი ქსოვილი (სოფელი კვირიკე: ქობულეთის რ-
ნი), ასევე, წითელი ქსოვილი (სოფელი სირაბიძეები: ქედის რ-ნი) იყო გამოყენებული. შემკობის ან-
ალოგიური წესი დადასტურებულია თრიალეთში - სოფელ წინწყაროში. იგი ლაზი ოსტატის მიერ
იყო შესრულებული. ხის ორნამენტის კომპოზიციაში ფერადი ქსოვილის ფონად გამოყენება დეკო-
რის მხატვრულ ეფექტს აძლიერებდა. შემკობის ამგვარი წესი ანალოგიას წინა აზიის უძველეს კულ-
ტურაში პოულობს. ამდენად, ხეზე კვეთილობაში ქსოვილის გამოყენებით ფერადი ფონის შექმნის
ჩვეულება დეკორატიული ხელოვნების ტრადიციების მრავალფეროვნებას ცხადყოფს. წრიულ-პლას-
ტიკური დეკორატიული ნიმუშები სახვეწ ჩარხზე - დაზგაზე იყო დამზადებული. ამ წესით შემკული
იყო აკვნები, მთლიანი ხისგან მოხარატებული სუფრები, ქვიჯები, ჯამები, საცხოვრებელ და საკულ-
ტო ნაგებობათა მოაჯირის რიკულები და სხვა მისთანანი. აჭარის ხალხური დეკორატიულ-გამოყენე-
ბითი ხელოვნების ნიმუშებში აჟურული - გამჭოლად ამოკვეთის ანდა ამოხერხვის შედეგად მიღებუ-
ლი სახეები მკაფიოდ შეინიშნება, რომლებიც უმთავრესად გამოსახულებათა სილუეტებს იძლეოდ-
ნენ და შენობათა როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში, განსაკუთრებით, სახურავის არშიებზე გა-
მოიყენებოდნენ. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხის ნაკეთობათა - სკივრებისა და ნიშნის ყუთების
მნიშვნელოვანი ნაწილი ინკრუსტაციის წესით იყო შემკული. აჭარაში ბევრი მეჩეთის არა მარტო ინ-
ტერიერის ჭერი, კედლები თუ რიტუალური საგნებიც ზემოთ იყო მოხატული. ხეზე კვეთილი ორნა-
მენტებიც ლაქ-საღებავებით იფარებოდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე გამოყენებული საღებავე-
ბი ადგილობრივი ხალხური წესით მზადდებოდა და, უმთავრესად, წყალში ხსნად საღებავებს განე-
კუთვნებოდა. შემდეგ ასეთი ზეთ-საღებავები ბათუმში იყიდებოდა. ზეთ-საღებავები ევროპის ქვეყ-
ნებიდანაც შემოჰქონდათ. მეჩეთების ინტერიერის მოხატულობის სპექტრი ძირითადად წითელი,
ყვითელი და მწვანე ფერებისაგან შედგებოდა. ზოგჯერ გამოყენებული იყო ნარინჯის, ჩალის, იის,
თეთრი, შავი და ცისფერი საღებავები. ფერების განლაგება-შეხამება პირობითი იყო და გარკვეულ კა-
ნონზომიერებას არ ემყარებოდა. მკვეთრი ფერები საერთო გამაში საინტერესოდ აღიქმებოდა. ხის რე-

380
ლიეფის გადაღებვით, თუნდაც ერთ ფერში, განპირობებული იყო შუქ-ჩრდილთა ნაირსახეობა, მუქი
და ღია ტონების მონაცვლეობა. აღსანიშნავია აკვნის სხვადასხვა ფერით შეღებვის ტრადიციაც, რაც
ხუთი-ექვსი ათეული წლის წინათ საკმაოდ გავრცელებული იყო. აკვნის შემკულობაში ფერთა ნაირ-
ნაირი სახეობის გამოყენება განპირობებული იყო ფერთა სიმბოლური დატვირთვითაც. არ არის გა-
მორიცხული, რომ ფერთა გარკვეულ ნაწილს მაგიური მნიშვნელობაც ჰქონოდა. ხალხური ხეზე კვე-
თილობისა და მოხატულობის ნიმუშები, რომლებიც აჭარაში გამოვლინდა, ფორმისა და შინაარსის
მიხედვით გეომეტრიულ, მცენარეულ, ასტრალურ, ზოომორფულ და საგნობრივ მოტივებად იყოფ-
ოდა. ჩვენამდე მოღწეული გეომეტრიული სახეები ძირითადად დეკორატიული ფუნქციის მატარე-
ბელი იყო. თოკისებური გრეხილი, ზიგზაგი, სპირალი, რომბი, სამკუთხედი, ტალღისებური კლაკნი-
ლი, შ-სებური, წრე, ნახევარწრე და სხვა გეომეტრიული კონფიგურაციის გამოსახულებები, გარკვე-
ულწილად, სიმბოლური დანიშნულებისა იყო. მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ მიწათმოქმედი მო-
სახლეობის უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან და ავი თვალისაგან, ავი სულისაგან, ბოროტი ძალე-
ბისაგან თავდაცვას, ნაყოფიერებისა და სიუხვის სიმბოლოს ემსახურებოდა. სპირალი, ნახევარწრე, შ-
სებური სახე ასტრალური სიმბოლიკის შემადგენელ ელემენტებს შეიცავდა. ამ სახეებმა დროთა გან-
მავლობაში თავდაპირველი მნიშვნელობა თითქმის დაკარგა, ხოლო წრემ, ბორჩხიალა (ბორჯღალამ)
და სხვა გეომეტრიული კონფიგურაციის სახეებმა ასტრალურ მნათობთა აღმნიშვნელი ნიშნების ში-
ნაარსი ბოლო დრომდე შეინარჩუნა. ასტრალურ სიმბოლოებთან კომპოზიციურად ხშირად ჯვრის
გამოსახულება იყო დაკავშირებული. ხალხურ ორნამენტში მცენარეული სახეების სიუხვე და მრა-
ვალფეროვნება ადამიანის ბუნებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან აქტიური ურთიერთობით იყო
განპირობებული. მასში ისეთი მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურები იყო გამოსახული, როგორი-
ცაა: სიმინდი, ვაზი, ბროწეული, ვაშლი და სხვა მისთანანი, ასევე დეკორატიული ფუნქციის მქონე და
რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული მცენარეული სახეები: ნატურალური ფორმისა თუ სტი-
ლიზებული - ეგზოტიკური იერის მქონე ყვავილი, ფოთოლი, შტო, კვირტი, შროშანის ყვავილ-ფოთ-
ლები, ალვისა და ურთხელის, განსაკუთრებით, სიცოცხლის ხე. აჭარის მეჩეთებზე ვაზის გამოსახუ-
ლებათა სიმრავლეს ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. ვაზის ჩუქურთმა ქართველ-
თა ეროვნული ცნობიერების სიმბოლოდ იყო გააზრებული. მას საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში
ძველთაგანვე საპატიო ადგილი ეჭირა. ისლამის გავლენის პირობებში მისი გამოსახვის პრაქტიკა უძ-
ველესი ქართული ტრადიციების გამძლეობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა. ზოომორფუ-
ლი მოტივის ორნამენტი ხარის თავის, ძაღლის, გველისა და ირმების გამოსახულებებით იყო წარ-
მოდგენილი. მათგან დიდი ადგილი გველის, როგორც ავი თვალისა და ავი სულისაგან ოჯახის მფარ-
ველის სიმბოლოს გამოსახვას ენიჭებოდა. მითოლოგიური შინაარსის იყო მზის - სიკეთის და გველის
- ბოროტების ბრძოლის სიუჟეტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე, სხვადასხვა
ხალხის ხელოვნებასა და ფოლკლორში ფართოდ იყო გავრცელებული. ზოომორფული გამოსახულე-
ბები - ხარის თავი, ირემი, ძაღლი, სახლის ფასადისა და ავეჯის შესამკობად გამოიყენებოდა. ამ ცხო-
ველებს ადამიანისათვის უხსოვარო დროიდან დიდი სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად,
მათთან დაკავშირებით მრავალი რწმენა-წარმოდგენაც შემუშავდა. საგნობრივი ორნამენტი - გემი,
წყლის ჭურჭელი, სასწორი, ძირითადად, მეჩეთებზეა გამოსახული. ზეთის საღებავით გემის ნახატი
მეჩეთის ფასადზე ლაზი ოსტატობის მიერ იყო შესრულებული. გემი ლაზების, როგორც ცნობილი
ზღვაოსნების, სიმბოლოდ მოიაზრებოდა და სიმინდის გამოსახულებასთან ერთად გვხვდებოდა.
ცნობილია, რომ საქართველოში სიმინდი ლაზების მიერ იყო შემოტანილი და ამიტომაც გასაგებია,
რომ საკულტო ნაგებობები მათ აღნიშნული სახეებით შეამკეს. წყლის ჭურჭლის გამოსახულება, ძი-

381
რითადად, მცენარეულ ორნამენტთან იყო დაკავშირებული. იგი სიმბოლურად წყალს აღნიშნავდა და
მცენარის ნაყოფიერებაში მის როლს ხაზს უსვამდა. სასწორი რამდენიმე მეჩეთის ინტერიერში საღე-
ბავით იყო გამოსახული და რელიგიური მიზნით, ცოდვა-მადლის საიქიოში განკითხვის შეხსენებას
ემსახურებოდა.
ლიტ.: ვარშალომიძე, 2009:425-432.

namxrevi - ვაზის განასხლავი.

nanezara - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

nanili - ხის მასალისაგან, ძირითადად, თხმელისაგან დამზადებული ქალისა და მამაკაცის


ფეხსაცმელი, რომელსაც ზემოდან ფეხის გასაყრელად ტყავი ჰქონდა გადაკრული.
ლიტ.: სამსონია, 2005:133.

nanSxali - მცენარის ახალამოყრილი ნორჩი ყლორტი.

nanWreli - იხ.: ნამჭრელი.

napativebi - კარგად მოვლილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:29.

napiri - ერთ ჯერზე გათოხნილი ნაწილი სიმინდისა ანდა მომკილი ნაწილი პურეული ყანისა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:282.

napwena - ჩაწნული ნაქარგი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

nara - 1. ერთგვარი მსხვილი ეკალი; 2. წრიულად დახვეული ეკალი, რომელსაც ავი თვალისაგან
დასაცავად საქონელ-ფრინველის სადგომზე, ასევე, საცხოვრებელ სახლზე თვალსაჩინო ადგილზე
ამაგრებდნენ.
ლიტ.: შამილაძე, 1969:14.

nardad aReba - იჯარით აღება, გარიგების, შეთანხმების ფორმა, გადახდა შესრულებული სა-
მუშაოს დასრულების შემდეგ. თედო სახოკია: „ამჟამად ზოტი-ყელის მთის საძოვრები ნარდად აქვთ
აღებული იჯარით ზემო-აჭარის სოფლის ღორჯომის მცხოვრებლებს ზაფზულში 185 მ. ყოველი მათ-
განი იმის კვალობაზე იხდის ფულს, რამდენი სული საქონელიცა ჰყავს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:152; მიქელაძე, 1978:110.

narekaჲ - მაწონიდან კარაქის დღვების შემდეგ ვარიაში დარჩენილ სითხე, რომელსაც სასმე-
ლად იყენებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1974:80.

382
nariani CaquCi - ჩაქუჩის ერთ-ერთი სახეობა. ასეთი ჩაქუჩის ერთი მხარე მრგვალთავიანი
იყო, მეორე - წაკვეთილი, ბრტყელპირიანი. ამ სახელწოდებაში მსაზღვრელი „ნარიანი” „ნარიკის”
ფორმით ძველი ტერმინი ჩანს. იგი ძველ ქართველ ლექსიკოგრაფებს - სულხან საბა ორბელიანსა და
ნიკო ჩუბინაშვილს აქვთ მოხსენიებული. მათ მიერ „ნარიკი” განმარტებულია, როგორც „რკინის კვე-
რის წვრილი თავი”. „კვერი” ასევე ჩაქუჩის უძველესი სახელწოდება იყო. ჩაქუჩის მეორე მხარე რკი-
ნის სიგრძე-სიგანით გასაწევად, ხალხური ტერმინოლოგიით - „გასატკეცად და დასანაყად” ეფექტუ-
რად გამოიყენებოდა. შდრ. ჯეშტის ჩაქუჩი.
ლიტ: კახიძე, 2004:23.

nasaqmi - ნათესი ყანა, რომელსაც მოსავლის კარგი პირი უჩანდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:283.

nasaxlevi - ნასახლარი.

nasimindari – ადგილი, სადაც სიმინდი ითესებოდა..


ლიტ.: კობერიძე, 2011:212.

nasoflari - ნასახლარი სოფელი.

natamali - ჩამომავალი: „ერთი ნატამალი”, ე. ი. ერთი მოდგმა.

natexoba - იხ.: მოზიარნობა.

natuari - ადგილი, სადაც ტვარი - ქვის ღობე იყო, ნამოსახლარი. ტერმინი სიტყვა „ტვარი’და-
ნაა” (ტვარე) წარმომდგარი, რაც „ყორეს” ნიშნავს.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

natura - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

nafexuri - მიწაზე ადამიანის ტერფის კვალი.


ლიტ.: მგელაძე, 2010/2011:430.

naflati - მდინარის ჩამოშლილი ნაპირი. მეორ-


ენაირად „ლაღლეზ(ი)’საც” ეძახდნენ.

383
nafoti - მცირე ზომის განათალი, რომელიც ხის გათლის შემდეგ რჩება.

nafuzari - 1. ნაფუძარი, ნასახლარი; 2. საკარმიდამო ნაკვეთი; 3. ზემო აჭარაში ნაფუზარს


საცხოვრებლის უკან დამრეც ფერდობზე მოქცეულ ნაკვეთსაც ეძახდნენ, სადაც ხშირად ბაღჩა-ბოს-
ტანი იყო წარმოდგენილი; 4. ჩვეულებრივ სახლთან, კარმიდამოსთან ახლოს მდებარე გაპოხიერებ-
ული მიწა, საკარმიდამო ნაკვეთი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:283.

nafuZari - იხ.: ნაფუზარი.

nafxeki - სარეველა მცენარეებისაგან გაწმენდილი, გამეჩხერებული სიმინდის ყანა, სადაც პირ-


ველი თოხნა უკვე ჩატარებული იყო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971.

naqarTli - ქრისტიანის ნაცხოვრები ადგილი.

naqerali - ადგილი სადაც ქერი ითესებოდა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

naqervali – იგივეა, რაც ნაქერალი.

naqsvari - იგივეა, რაც ნაქსოვი. ნაქსოვის პარალელურად ზოგჯერ გვხვდებოდა ტერმინი ნა-
ღობი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქსოვის წარმოშობას წინ უსწრებდა გრეხვისა და წვნის ხელოვ-
ნება. ქსოვის ყველა წესი თავისი საწყისით წვნის სხვადასხვა წესთან იყო უშუალო კავშირში: ზოგ
შემთხვევაში მისი ანალოგიური იყო, ზოგჯერ კი იგი წვნის განვითარებულ ფორმას წარმოადგენდა.
ამ გარემოებით აიხსნება, რომ ზოგიერთ ტერმინში შემონახულია ქსოვის თავდაპირველი მნიშვნე-
ლობა, მისი საწყისი ფორმის შინაარსი. აჭარაში ახლაც ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა და-
ნიშნულების სამეურნეო ჭურჭლის – კალათის, გიდელის, გოდორის მოქსოვა, მოწნვა. ამგვარი ჭურ-
ჭლის კეთების პროცესს ხშირად მოღობვასაც უწოდებენ. მაგალითად, მოწნულ კალათს ახლაც „მო-
ღობილას” ეძახიან. წვნის ამ მარტივი პრინციპით მიღებულ ნაქსოვსაც ნაღობი ჰქვია. მართალია, ახ-
ალ ქართულში ღობვას თავისი ადრინდელი მნიშვნელობა დაუკარგავს და ახლა მხოლოდ ტერიტო-
რიის შემოკავებას, შემოზღუდვას აღნიშნავს, მაგრამ მეგრულ-ჭანურში ეს ტერმინი შემოკავება-შე-
მოზღუდვასთან ერთად წვნის მნიშვნელობითაც გვხვდება. ქსოვის, წვნის, ნაქსოვის მნიშვნელობით
ღობვა – ნაღობი დაცულია აჭარულ დიალექტშიც: „მოვქსოვდით და კარგად მუბეჭებდით, ნაღობი
ჭიში მოვდესო” (მოვქსოვდით და კარგად მივაბეჭავდით, ნაქსოვი მტკიცე გახდესო).
ლიტ.: ყარაულიშვილი, 1985:5; ნოღაიდელი, 2017:58.

naRara - 1. ლითონის საცემელი საკრავი მრგვალძირიანი ქვაბის მოყვანილობისა, პირზე ტყავ-


გადაკრული.
ლიტ.: სახოკია, 1985:167.

384
naRbi borani - ყველითა და ადუღებული ნაღებით მომზადებული კერძი. ჯერ ნადუღს აად-
უღებდნენ, შემდეგ ყველს ჩაყრიდნენ და წამოადუღებდნენ.
ლიტ.: სამსონია, 1986:81.

naRbis Wrixiani - იგივეა, რაც ნაღბის ბორანი.


ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:101.

naRebi - რძის ცხიმი, რომელსაც რძე ზემოდან მოიცვამს. რძეს ხის გობში ანდა ფართოპირიან
ჭურჭელში ჩაასხამდნენ, უკეთესი ხის გობი იყო, და თაროზე შედგამდნენ. ერთი-ორი დღის შემდეგ
რძე ნაღებს მოიდებდა. ამ წესით ნაღების მიღებას წარსულში უფრო მისდევდნენ. თანამედროვეო-
ბაში, სეფერატორის – რძის საწური „მაშინის“ ფართოდ დამკვიდრების შემდგომ, ნაღებს რძისგან სე-
ფერატორით ხდიან.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:152.

naRvarevi - 1. წვიმისაგან დაღვარული, დარეცხილი ადგილი ან მცირე ხევი; 2. სოფელი ჭვანის


ხეობაში.
ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

naRlezi - ნაგლეჯი, მონანგრევი. იხ. ნაფლატი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

nayiSlevi - ადგილი, სადაც ადრე ყიშლა იყო, ალპური ზონის საძოვარზე არსებული ნასახლა-
რი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

nacxviri - მოჭრილ და ტყიდან გამოსათრევად გამზადებულ ხის მორზე ირგვლივ ღარის ამ-
ოჭრა იცოდნენ, მას ჯაჭვს შემოახვევდნენ და უღელზე ჩამოაბამდნენ. ამ პროცესს „მორის გამოცხვირ-
ვასაც” ეძახდნენ. მორზე ნაცხვირს იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ ჯაჭვი არ დაცურებულიყო და მორზე
მჭიდროდ შემოხვეულიყო
ლიტ.: დავითაძე, 1974:16.

naZvitota - ორნამენტის სახეობა.


ლიტ.: სამსონია, 2005:65-66.

nawveli - რძე და მისი ნაწარმი. ნაწველს „უხდურსაც” ეძახდნენ.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:12.

nawuri - იხ.: სუზმე.

nawyeni balaxi - Primula Sibthorpii Hoffm: ტყის ფურისულა, სამკურნალო ბალახოვანი მცენა-
რე. ჩაის სახით ფესვების ნახარში გაცივების დროს ხველის საწინააღმდეგოდ, ოფლის მოსაყვანად გა-
მოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:38-39.

385
naWenebaჲ - იხ.: ნარეკა.

naWeWlebi - ორნამენტის, ჩუქურთმის ზოგადი სახელი. იგივეა, რაც ჭრელი, ნამჭრელი, ნახიში,
ნახიშლი. ზოგადად, დეკორატიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშები აჭარაში ძირითადად ხეზე –
საცხოვრებელ და საკულტო ნაგებობებზე, დგამ-ავეჯზე, ქვაზე – ბუხრებზე, წყაროებსა და შადრევ-
ნებზე, ქსოვილზე – ნაქარგობებზე იყო წარმოდგენილი. სამშენებლო ხელოვნებასა და ხის მხატვრულ
დამუშავებაში აჭარლები ოდითგანვე იყვნენ დაწინაურებული. როგორც ცნობილია, ისლამის გავ-
რცელების შედეგად აჭარაში ქრისტიანული საკულტო ნაგებობები ინგრეოდა, ხოლო მათ ნანგრევებ-
ზე ანდა მახლობლად ჯამეები – მეჩეთები შენდებოდა. სამშენებლოდ, ხშირად, ძველი ეკლესიების
ხისა და ქვის დეტალებსაც იყენებდნენ. ზოგჯერ ეკლესიებს ინტერიერში უმნიშვნელოდ გადააკეთ-
ებდნენ და პირდაპირ ჯამედ აქცევდნენ. ეკლესიის ჩუქურთმა მეჩეთის შიდა და გარე შემკულობაში
გამოიყენებოდა: 1. ამ გზით ეთნოგრაფიულ სინამდვილემდე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების
არაერთი ნიმუში შემორჩა. აჭარაში ხის მუსლიმანურ საკულტო ნაგებობებზე – ჯამეებზე ამა თუ იმ
ორნამენტის გამოსახვა უმთავრესად მშენებელ-ოსტატთა არჩევანი იყო, რომლებიც უპირატესობას
მხატვრულად დახვეწილი, ტრადიციული, ქართული ხუროთმოძღვრული ჩუქურთმების გამოყენე-
ბას ანიჭებდნენ; 2. მუსლიმანურ საკულტო ნაგებობებს ქართული დეკორით შემკობა უფრო მიმზიდ-
ველს ხდიდა; 3. ქართველ ისტორიკოსთა თუ სხვა სახის მკვლევართა შრომებში აჭარაში ხეზე კვეთი-
ლობის შესახებ საინტერესო ცნობები გვხვდება. ისინი ორნამენტის ამ ნიმუშებში ქართული ჩვევე-
ბის, მხატვრული აზროვნების, მაღალი გემოვნებისა და ნატიფი ოსტატობის კვალს ხედავენ. აჭარაში
ხეზე შესრულებული ხალხური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დამზადების
ტექნიკის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფოდა: ხეზე კვეთილობად და ხეზე მოხატულობად. ხეზე კვე-
თილობაში წარმოდგენილი იყო გრაფიკული, რელიეფური, წრიულ-პლასტიკური, აჟურულად ამოკ-
ვეთილი და ინკრუსტრირებული სახეები. შემკულობაში საღებავებიც იყო გამოყენებული. გრაფიკუ-
ლი გამოსახვის ნიმუშები საცხოვრებელ ნაგებობათა კარებზე, საპირწამლეებზე და სხვა ნივთებზე
იყო დატანილი. გრაფიკული ორნამენტი შესრულებული იყო თანაბარი სიღრმისა და სიგანის მცი-
რედ ამოკვეთილი თუ ამოკაწრული ხაზებით და როგორც მარტივი, ისე კომპოზიციურად რთული
გამოსახულებებით ხასიათდებოდა. ზოგიერთი ორნამენტი იმდენად სტილიზებული იყო, რომ მისი
შინაარსობრივი გააზრება ძნელდება. რელიეფური კვეთილობა ფართოდ იყო გამოყენებული საკულ-
ტო და საცხოვრებელ ნაგებობებზე: კარებზე, ჭერზე, სვეტებზე, ნაწილობრივი – სკივრებზე. თუ გრა-
ფიკული ორნამენტის გამომსახველობით ფაქტორს მცირედ ჩაკვეთილი ანდა ამოკაწრვით მიღებუ-
ლი ხაზი წარმოადგენდა, რელიეფურ ორნამენტში გადალახული იყო კონტურული გამოსახვის ზღუ-
დეები და სწრაფვა პლასტიკისადმი. რელიეფური ჩუქურთმა შესრულების მიხედვით ორი სახის იყო.
პირველს ფაქიზად მოსწორებული ფონით მთლიან ხეზე ამოკვეთილი სახეები ეკუთვნოდა. ზოგჯერ
ასეთ ფონზე გასხივოსნებული მზის მსგავსი სახეები ანდა წერტილები იყო დაშტამპული. მეორე სა-
ხისას გლუვზედაპირიან ფონზე დამაგრებული, ცალ-ცალკე დამზადებული „ჩასმული ნამჭრელით”
ჩუქურთმა წარმოადგენდა, რომელიც მცირე რელიეფურ ელემენტს ქმნიდა. XIX საუკუნის მეორე ნა-
ხევრიდან აჭარაში გავრცელებული ჩასმული ჩუქურთმა სიბრტყეზე ისე იყო აწყობილი, რომ კომპო-
ზიციურ მთლიანობაში აღიქმებოდა. ორნამენტის ორივე ტიპისათვის ამოღარულ-ჩაღარული მცირე
რელიეფების შექმნითა და მათი მონაცვლეობით მიღწეული შუქ-ჩრდილის ნიუანსური გრადაციით
დეკორატიული ელემენტების, როგორც ბრტყელრელიეფური პროფილირება, ისე პროფილის ზედა-
პირის მხატვრული დამუშავება იყო ნიშანდობლივი. ზოგიერთი მეჩეთის ჭერის შემკულობაში წრი-
ულ-ფენოვანი აჟურული ჩუქურთმის ფონად ლურჯი ქსოვილი (სოფელი კვირიკე: ქობულეთის რ-
386
ნი) და წითელი ქსოვილი (სოფელი სირაბიძეები: ქედის რ-ნი) იყო გამოყენებული. შემკობის ანალ-
ოგიური წესი დადასტურებულია თრიალეთში – სოფელ წინწყაროში. იგი ლაზი ოსტატის მიერ იყო
შესრულებული. ხის ორნამენტის კომპოზიციაში ფერადი ქსოვილის ფონად გამოყენება დეკორის
მხატვრულ ეფექტს აძლიერებდა. შემკობის ამგვარი წესი ანალოგიას წინა აზიის უძველეს კულტურა-
ში პოულობს. ამდენად, ხეზე კვეთილობაში ქსოვილის გამოყენებით ფერადი ფონის შექმნის ჩვეულ-
ება ცხადყოფს დეკორატიული ხელოვნების ტრადიციების მრავალფეროვნებას. წრიულ-პლასტიკუ-
რი დეკორატიული ნიმუშები სახვეწ ჩარხზე – დაზგაზე იყო შესრულებული. ამ წესით შემკული იყო
აკვნები, მთლიანი ხისგან მოხარატებული სუფრები, ქვიჯები, ჯამები, საცხოვრებელ და საკულტო
ნაგებობათა მოაჯირის რიკულები და სხვა მისთანანი. აჭარის ხალხური დეკორატიულ-გამოყენები-
თი ხელოვნების ნიმუშებში მკვეთრად შეინიშნებოდა აჟურული – გამჭოლად ამოკვეთის ანდა ამოხ-
ერხვის შედეგად მიღებული სახეები, რომლებიც უმთავრესად გამოსახულებათა სილუეტებს იძლე-
ოდნენ და შენობათა როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში, განსაკუთრებით, სახურავის არშიებზე
გამოიყენებოდნენ. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხის ნაკეთობათა – სკივრების, ნიშნის ყუთების
მნიშვნელოვანი ნაწილი ინკრუსტაციის წესით იყო შემკული. აჭარაში ბევრი მეჩეთის არა მარტო ინ-
ტერიერის ჭერი, არამედ კედლები თუ რიტუალური საგნებიც იყო მოხატული. ხეზე კვეთილი ორნა-
მენტებიც ლაქ-საღებავებით იფარებოდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე გამოყენებული საღებავე-
ბი ადგილობრივი ხალხური წესით მზადდებოდა და, უმთავრესად, წყალში ხსნად საღებავებს განე-
კუთვნებოდა. შემდეგ ასეთი ზეთსაღებავები ბათუმში იყიდებოდა. ზეთ-საღებავები ევროპის ქვეყნე-
ბიდანაც შემოჰქონდათ. მეჩეთების ინტერიერის მოხატულობის სპექტრი ძირითადად წითელი, ყვი-
თელი და მწვანე ფერებისაგან შედგებოდა. ზოგჯერ გამოყენებული იყო ნარინჯის, ჩალის, იის, თეთ-
რი, შავი და ცისფერი საღებავები. ფერების განლაგება და შეხამება პირობითი იყო და გარკვეულ კა-
ნონზომიერებას არ ექვემდებარებოდა. მიუხედავად ამისა, თუნდაც მკვეთრი ფერები საერთო გამაში
საინტერესოდ აღიქმებოდა, ხის რელიეფის გადაღებვით, თუნდაც ერთ ფერში, განპირობებული იყო
შუქ-ჩრდილთა ნაირსახეობა, მუქი და ღია ტონების მონაცვლეობა. აღსანიშნავია აკვნის სხვადასხვა
ფერით შეღებვის ტრადიციაც, რაც ხუთი-ექვსი ათეული წლის წინათ საკმაოდ გავრცელებული იყო.
აკვნის შემკულობაში ფერთა ნაირ-ნაირი სახეობის გამოყენება განპირობებული იყო ფერთა სიმბო-
ლური დატვირთვითაც. არ არის გამორიცხული, რომ ფერთა გარკვეულ ნაწილს მაგიური მნიშვნე-
ლობაც ჰქონოდა. ხალხური ხეზე კვეთილობისა და მოხატულობის ნიმუშები, რომლებიც აჭარაში გა-
მოვლინდა, ფორმისა და შინაარსის მიხედვით გეომეტრიულ, მცენარეულ, ასტრალურ, ზოომორ-
ფულ და საგნობრივ მოტივებად იყოფოდა. ჩვენამდე მოღწეული გეომეტრიული სახეები ძირითა-
დად დეკორატიული ფუნქციის მატარებელი იყო. თოკისებური გრეხილი, ზიგზაგი, სპირალი, რომ-
ბი, სამკუთხედი, ტალღისებური კლაკნილი, S-სებური, წრე, ნახევარწრე და სხვა გეომეტრიული კონ-
ფიგურაციის გამოსახულებები გარკვეულწილად სიმბოლური დანიშნულებისა იყო. მათ მიწათმოქ-
მედი მოსახლეობის უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და ავი თვალისა-
გან, ავი სულისაგან, ბოროტი ძალებისაგან თავდაცვას, ნაყოფიერებისა და სიუხვის სიმბოლოს ემსა-
ხურებოდა. სპირალი, ნახევარწრე, S-სებური სახე ასტრალური სიმბოლიკის შემადგენელ ელემენ-
ტებს შეიცავდა. ამ სახეებმა დროთა განმავლობაში თავდაპირველი მნიშვნელობა თითქმის დაკარგა,
ხოლო წრემ, ბორჩხიალა – ბორჯღალამ და სხვა გეომეტრიული კონფიგურაციის სახეებმა ასტრა-
ლურ მნათობთა აღმნიშვნელი ნიშნების შინაარსი ბოლო დრომდე შეინარჩუნა. ასტრალურ სიმბო-
ლოებთან კომპოზიციურად ხშირად ჯვრის გამოსახულება იყო დაკავშირებული. ხალხურ ორნამენ-
ტში მცენარეული სახეების სიუხვე და მრავალფეროვნება ადამიანის ბუნებასთან, სამეურნეო საქმი-
ანობასთან აქტიური ურთიერთობით იყო განპირობებული. მასში ისეთი მნიშვნელოვანი სამეურნეო
387
კულტურები იყო გამოსახული, როგორიცაა სიმინდი, ვაზი, ბროწეული, ვაშლი და სხვა ამდაგვარი,
ასევე, დეკორატიული ფუნქციის მქონე და რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული მცენარეული
სახეები: ნატურალური ფორმის ანდა სტილიზებური – ეგზოტიკური იერის მქონე ყვავილი, ფოთო-
ლი, შტო, კვირტი, ალვის ხე, შროშანის ყვავილ-ფოთლები, სიცოცხლის ხე, ურთხელის ხე ფიგური-
რებდა. აჭარის მეჩეთებზე ვაზის გამოსახულებათა სიმრავლეს ისტორიულ-კულტურული მნიშვნე-
ლობა ჰქონდა. ვაზის ჩუქურთმა ქართველთა ეროვნული ცნობიერების სიმბოლოდ იყო გააზრებუ-
ლი. მას საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში ძველთაგანვე საპატიო ადგილი ეჭირა. ისლამის გავლენის
პირობებში მისი გამოსახვის პრაქტიკა ქართული უძველესი ტრადიციების გამძლეობის თვალსაჩინო
მაგალითს წარმოადგენდა. მეჩეთებზე ვაზისა და ჯვრის გამოსახვის ფაქტს გვიანფეოდალური ხანის
აჭარის მოსახლეობის საზოგადოებრივი ყოფის ისტორიის შესწავლისათვის განსაკუთრებული მნიშ-
ვნელობა ენიჭება. ძაღლის, გველისა და მზის სიმბოლურ-მაგიური გამოსახულებები ცნობილია უძ-
ველესი კოლხური კულტურის ძეგლებზე – ბრინჯაოს ხანის ცულებზე, რომელთა საყურადღებო ნი-
მუშები ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში არის აღმოჩენილი. ზოომორფული მოტივის ორნამენტი
წარმოდგენილი იყო ხარის თავის, ძაღლის, გველისა და ირმების გამოსახულებებით. ზოომორფულ
მოტივებში განსაკუთრებით დიდი ადგილი გველის, როგორც ავი თვალისა და ავი სულისაგან ოჯახ-
ის მფარველის სიმბოლოს გამოსახვას ეკავა. მითოლოგიური შინაარსის იყო მზის (სიკეთის) და გვე-
ლის (ბოროტების) ბრძოლის სიუჟეტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე, სხვა-
დასხვა ხალხის ხელოვნებასა და ფოლკლორში, ფართოდ იყო გავრცელებული. სხვა ზოომორფული
გამოსახულებები – ხარის თავი, ირემი, ძაღლი, თავს იჩენდა სახლის ფასადისა და ავეჯის შესამკო-
ბად. ამ ცხოველებს ადამიანისათვის უხსოვარო დროიდან დიდი სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა.
მათთან დაკავშირებით მრავალი რწმენა-წარმოდგენაც შემუშავდა. საგნობრივი ორნამენტი – გემი,
წყლის ჭურჭელი, სასწორი, ძირითადად, მეჩეთებზე იყო გამოსახული. მეჩეთის ფასადზე ზეთის სა-
ღებავით გემის ნახატი ლაზი ოსტატების მიერ იყო შესრულებული. გემი ლაზების, როგორც ცნობი-
ლი ზღვაოსნების, სიმბოლოდ მოიაზრებოდა და სიმინდის გამოსახულებასთან ერთად ორნამენტებ-
ში ხშირად გვხვდებოდა. ცნობილია, რომ საქართველოში სიმინდი თურქეთის შემადგენლობაში
მყოფი ლაზების მიერ იყო შემოტანილი და ამიტომაც გასაგებია, რომ საკულტო ნაგებობები მათ აღ-
ნიშნული სახეებით შეამკეს. წყლის ჭურჭლის გამოსახულება უმეტესად მცენარეულ ორნამენტთან
იყო დაკავშირებული. იგი სიმბოლურად წყალს აღნიშნავდა და ხაზს უსვამდა მის როლს მცენარის
ნაყოფიერებაში. მეჩეთების ინტერიერში საღებავით გამოსახული სასწორი რელიგიური მიზნით
ცოდვა-მადლის საიქიოში განკითხვის შეხსენებას ემსახურებოდა. აჭარაში, ისე როგორც მთელ ქვაზე
კვეთილობა საქართველოში, მაღალ დონეზე იდგა. ამის შესანიშნავი ნიმუშები დღემდე შემორჩენი-
ლი ორნამენტის სახით ბუხრებზე, წყარო-შადრევნებზე და საფლავის ქვებზე, ასევე, ეკლესიებზე თუ
დანგრეული ეკლესიების ქვებზეა გამოვლენილი. აჭარაში ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს რამ-
დენიმე ბუხარი ჰქონდა. იგი თითქმის თითოეული საქორწინო წყვილის საძინებელ ოთახს გააჩნდა,
მაგრამ განსაკუთრებული გულმოდგინებით საუფროსო და სასტუმრო ოთახების ბუხრები იყო შემ-
კული, რაც კერის სასიცოცხლო დანიშნულებითა და მისი კულტის არსებობით აიხსნება. საუფროსო
ოთახში კერასთან ოჯახისათვის საჭირბოროტო საკითხები წყდებოდა. ოჯახის წევრებიც კერასთან
იყრიდნენ თავს და უმეტეს დროსაც იქ ატარებდნენ. ოჯახის უფროს წევრს ბუხართან ახლოს სათანა-
დო ადგილი ჰქონდა მიჩენილი, მარჯვნივ, ოჯახის უფროსი მამაკაცისა და მისი მეუღლისათვის მარ-
ცხნივ განკუთვნილ ადგილზე სხვა არავინ დაჯდებოდა. კერის კულტის ნიშნები უფრო მკვეთრად
საქორწინო რიტუალში ვლინდება. ცნობილია, რომ კერა, როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბო-
ლო, საქორწინო ცერემონიებში დიდ როლს თამაშობდა, როდესაც გვარში ანდა ოჯახში გარეშე პირის
388
ინკორპორაცია ხდებოდა. საქორწინო ცერემონიებში კერისადმი თაყვანისცემის ანალოგიური სიმბო-
ლური მოქმედებანი აჭარაშიც დასტურდება. პატარძალი სახლში შესვლისთანავე, უპირველეს ყოვ-
ლისა, საჯალაბო ოთახის ბუხართან მიჰყავდათ. იგი ბუხარს ხელით სამჯერ უნდა შეხებოდა, ასევე,
იგი ხელს მოკიდებდა ბუხარში ჩამოკიდებულ ჯაჭვს და კეციდან გამომცხვარ მჭადს აიღებდა. ზოგ-
ჯერ ამას მოსდევდა პურის ცომში ხელის ჩაკვრა, ცომიანი თითების ბუხარზე ჩამოსმა, თაფლში ხე-
ლის ჩაყოფა, კერის წინ ღომის მარცვლების მობნევა, კერის ძირზე რძის მოსხმა და სხვა ამგვარი რი-
ტუალები. ბუხართან მჯდომ პატარძალს კალთაში პატარა ბიჭს ჩაუსვამდნენ, რომელსაც დედ-მამა
ცოცხალი ჰყავდა. აქვე პატარძალს შარბათს ანდა ყურძნის დადუღებულ წვენს – ხარდალს მიართმევ-
დნენ. იგი ცოტას მოსვამდა, ხოლო დანარჩენი მის მომავალ მეუღლეს უნდა დაელია. საყურადღებოა
ისიც, რომ ბუხართან პატარძლისათვის „საშინაო ჩუსტები” უნდა ჩაეცვათ. აღნიშნული სიმბოლურ-
მაგიური რიტუალებით ოჯახში შემოსულ ახალ წევრს – პატარძალს პირველ რიგში, კერის გაზიარ-
ება-პატივისცემა, კარგი დიასახლისობა, სიუხვე, ნაყოფიერება-შვილიერება და ცოლ-ქმრულ ურთი-
ერთობაში ჰარმონია უნდა დაჰბედებოდა. სიმბოლურია ისიც ქორწინების მესამე დღეს პატარძალი
პირველ საოჯახო საქმიანობას კერასთან რომ იწყებდა – ტკბილ ნამცხვრებს ამზადებდა. ამდენად, კე-
რა (/ბუხარი) ოჯახის წევრთა გამაერთიანებელი და მთავარი ატრიბუტი იყო. ქართული ენის აჭარ-
ულ დიალექტზე ბუხარს „ოჯახი” ჰქვია, ხოლო ჩვეულებრივი გაგებით ტერმინ ოჯახის აღმნიშვნე-
ლად „კვამლი” გვევლინება, რომელიც ზოგადქართულში დამკვიდრებული „კომლის” ფონეტიკური
ნაირსახეობაა. საგულისხმო ფაქტია მოჩუქურთმებული ბუხრის ქვების ქალიშვილისათვის მზით-
ვად გატანების შემთხვევებიც, რაც კერის (ბუხრის) კულტის არსებობასა და მის მდიდრულ ორნამენ-
ტაციას განაპირობებდა. ზოგიერთი ბუხრის ორნამენტი ხელოვნების ნამდვილ შედევრს წარმოად-
გენდა. ბუხარი ცეცხლაპირის, კერიის, ზურგის, ფეხის, ქემერისა – კამარისა და საკვამლისაგან შედგე-
ბოდა. ცეცხლაპირის, ე. ი. ფუძის ქვაზე ზურგისა და ფეხის ქვები იყო აღმართული. ამ ქვების შეერ-
თებასთან, მარჯვენა მხარეს, კერიის ქვა იყო მოთავსებული. ფეხის ქვებზე დაფუძნებული იყო ქემე-
რი (კამარა), ანუ თაღისებური კონფიგურაციის მქონე ქვა. კამარა ხშირად მონოლითურად თაროსთან
ერთად იყო გამოკვეთილი, მეტწილად კი თარო ბუხრის ცალკე ელემენტს წარმოადგენდა. ბუხრები
თაროების გარეშეც კეთდებოდა. აჭარულის ანალოგიური იყო ნიკო მარის მიერ იმერხევში აღწერი-
ლი ბუხრის ქვების კომპოზიციური განლაგება და ცალკეულ ელემენტთა აღმნიშვნელი ტერმინები.
ბუხრის ქვის დასამზადებლად სხვადასხვა ხელსაწყოებს – სოლებს, ჩაქუჩებს, წერაქვებს, სატეხებს,
ძალაყინებს, გონიოს, სადგისს, ფარგალს, შაბლონს იყენებდნენ. საბუხრე ქვა მოპოვების ადგილზე სა-
ვაჭრო კონფიგურაციას ღებულობდა, ხოლო დანიშნულების ადგილზე მიტანის შემდეგ კი მისი მო-
ჩუქურთმება ხდებოდა. ბუხრების მშენებლებად და მეჩუქურთმეებად ძირითადად მოგზაური ლაზი
ხელოსნები ითვლებოდნენ, მაგრამ მათთან ერთად მრავალი ადგილობრივი ოსტატის სახელიცაა
ცნობილი. ოსტატები ბუხრის კამარაზე საკუთარ სახელს, იშვიათად გვარს, სადაურობას, დამზადე-
ბის თარიღს კვეთდნენ. ბუხრებზე ჩუქურთმები უბადლო ხელოვნებით იყო შესრულებული. შეიმ-
ჩნევა, რომ შეძლებულთა ბუხრები მხატვრული დამუშავებითა და ორნამენტის კვეთილობით გამო-
ირჩეოდა. ეს ფაქტი კარგად შენიშნა ფრანგმა ორიენტალისტმა ჟან მურიემ. იგი წერდა: „...რაც უფრო
მდიდარია სახლი, მით უფრო მეტად არის მორთული ბუხარი ფაქიზი ჩუქურთმებით და ხის სამკა-
ულით”. ბუხრის ეპიგრაფიკაში განსაკუთრებული ყურადღება მაგიური დანიშნულების არაბულენ-
ოვანი სიტყვის – „მაშალლა” ამოკვეთას ექცეოდა, რომელიც შინაარსობრივად შეესატყვისება გამოთ-
ქმას „ჯვარი გწერია”. ეს მაგიური ფორმულა მორწმუნეებს ბოლო დრომდე ავი თვალისა და ბოროტი
სულებისაგან დამცველ საშუალებად მიაჩნდათ. ცხმორისელი მამუჭაძის ბუხარზე, რომელიც 1947
წელს იყო აგებული, აღნიშნული სიტყვა ქართული ასოებითაც ამოუკვეთიათ. მიუხედავად იმისა,
389
რომ დანგრეული ქრისტიანული ეკლესიების ქვების ოჯახში შეტანა, მით უმეტეს, მშენებლობაში გა-
მოყენება, ისლამის მიერ „წყეული” იყო და იკრძალებოდა, ქედის რაიონის სოფელ ნამონასტრეველი
თურმანიძის ბუხრის მშენებლობაზე, ასეთი ქვები მაინც გამოუყენებიათ. ერთ-ერთ მათგანზე შემორ-
ჩენილია ქართული ასომთავრული წარწერის დაქარაგმებული ფრაგმენტი. ამ მხრივ საინტერესოა
ზაქარია ჭიჭინაძის ცნობაც, რომელიც ხულოს რაიონის სოფელ ალმეს (ახლა ვაშლოვანი) შეეხება.
იგი წერდა: „აქა-იქ სოფლის სახლის ბუხრებშიაც ნახავს კაცი ისეთ ქვებს, რომლებსაც ხუცური წარწე-
რა აქვს”. ბუხრის წარწერები საყურადღებოა დათარიღების თვალსაზრისითაც. აჭარაში გამოვლენი-
ლი უძველესი ბუხარი 1755 წლით თარიღდება. იგი ერთი საუკუნის წინ ლაზეთიდან ზენდიდელი
(ქედის რ-ნი) ნიჟარაძის ოჯახში მოუტანიათ. თარიღიანი ბუხრების დიდი უმრავლესობა XIX საუკ-
უნესა და XX საუკუნის ადრეულ წლებს განეკუთვნება. ორნამენტით ამკობდნენ არა მარტო ბუხრის
თაღს, არამედ მის კამარასა და საყრდენ ფეხებს. ორნამენტად გამოყენებული იყო სამკუთხედებისა-
გან შედგენილი ზიგზაგური ხაზები, თოკისებური გრეხილები, სწორი და ირიბი პარალელური ხა-
ზები, ჯვრები, წრეები, რკალები, სამკუთხედები. ბუხრის შემკულობაში საპატიო ადგილი ასტრა-
ლურ გამოსახულებებს ეჭირა. ასეთები იყო: მარადიული ნათების, მოძრაობისა და სიმხურვალის
სიმბოლო – ბორჯღალა (ბორჩხიალა), გასხივოსნებული მზე, ბადრი და ნამგალა მთვარე, ვარსკვლა-
ვები. მოგვიანო პერიოდის ბუხრებზე ხუთქიმიანი ვარსკვლავიც იყო ამოკვეთილი. ბუხრის შემკუ-
ლობაში მცენარეული მოტივები წარმოდგენილი იყო ნაყოფიერებისა და სიცოცხლის ხის სახით,
რომლებიც, საერთოდ, ფართოდ იყო გავრცელებული ქართულ ხალხურ ორნამენტში. მცენარეულ
სახეებში საგანგებოდ გამოიყოფოდა ალვის ხე. იგი მნათობებთან ერთად, კოსმიური ბუნების გად-
მომცემი იყო და სიცოცხლის ხეს განასახიერებდა. ორნამენტში ხშირად იყო გამოსახული მზე და წყა-
ლი, როგორც მცენარის სიცოცხლისა და ნაყოფიერებისათვის აუცილებელი ატრიბუტები. ბუხრის
შემკულობა თოფის, ხმლის, დანის, კვერთხის და სხვა საგნების გამოსახულებებს შეიცავდა. კვერთხი
ოჯახის უფროსის უფლებრივი მდგომარეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ხოლო სხვა იარაღები – ვაჟკა-
ცობის, უსამართლობის წინააღმდეგ შეუდრეკელი ბრძოლის, გმირობის სიმბოლოდ. როგორც ჩანს,
სახვითი ხელოვნების ძველ ქართულ ტრადიციებზე არსებითი გავლენა ვერ მოუხდენია ისლამის
რელიგიურ დოგმებს, რომლებითაც ცოცხალი არსების გამოსახვა იკრძალებოდა. ბუხრის ორნამენ-
ტში ზოომორფულ სახეებსაც – არწივს, მტრედსა და სხვა ფრინველებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭ-
ირავს. აჭარაში მხატვრულ-დეკორატიული ქსოვისა და ქარგვის ტრადიციაც სრულფასოვნად იყო
გავრცელებული. ეს ტრადიციები ზემო აჭარაში დღემდე შემორჩა. ქვემო აჭარაში – ბარში კი იგი უფ-
რო იშვიათად გვხვდებოდა. მთაში კვლავ მოწონებას იმსახურებს საცხოვრებელი სახლის ინტერიერ-
ის ნაქარგებითა და დეკორატიული ქსოვილებით მორთვა. სასტუმრო ოთახს და საძინებელს განსა-
კუთრებით პატარძლის ნაქარგები ამშვენებდა, როგორც მზითვის ნაწილი. ქსოვილებისა და ნაქარგე-
ბის შემკულობაში ძირითადად გეომეტრიული, მცენარეული, ზოომორფული, ასტრალური, ანთრო-
პომორფული და საგნობრივი სახეები გვხვდებოდა. მცენარეულ სახეებში მნიშვნელოვანი ადგილი
სიცოცხლის ხის მოტივს ეჭირა. იგი ნაქარგებსა და აპლიკაციებშიც აისახებოდა, რომელთა საუკეთ-
ესო ნიმუშებს კედლის ფარდაგები, სტუმრის პირსახოცი და საოჯახო დანიშნულების სხვა ქსოვილე-
ბი წარმოადგენდა. სიცოცხლის ხის მოტივში ანტიპოდად უმთავრესად ირმები გვხვდებოდა. ისინი
სტატიკურ და მოძრავ მდგომარეობაში, პროფილით და ანფასით გადმოიცემებოდა. ამ მოტივში ირ-
მების გარდა ცხენები, კურდღლები, ფრინველები – ფარშევანგი, იხვი, ჩიტი, მამალი იყო გამოსახუ-
ლი. ნაქარგებში ანთროპომორფული მოტივიდან ქალის გამოსახულებები ჭარბობდა. დადასტურე-
ბულია ქალისა და ცხენის ერთად გამოსახვის მაგალითებიც. ქალი გრძელი კაბითა და მანდილით
იყო გამოსახული. ზოგიერთ ნაქარგში ამოქარგული იყო თამარ მეფე და ნესტანი. ნაქსოვთა ორნამენ-
390
ტში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეჭირა სამეურნეო და საოჯახო იარაღებს (ცული, ხერხი, ფოცხი,
დაშნა, მაკრატელი), ბუნებისა და გარემოს ცალკეულ წარმომადგენლებს (მზე, მთვარე, ვარსკვლავი,
მთა, წყალი, გზა), რელიგიურ სიმბოლოსა და მითოლოგიურ სიუჟეტებს (ჯვარი, სიცოცხლის ხე, გვე-
ლი). აჭარაში გამოვლენილი დეკორატიული ქსოვილები და ნაქარგობანი ქალთა ხელსაქმის ძირძვე-
ლი ტრადიციების მაჩვენებელი იყო იგი, ძირითადად, დეკორატიული ფუნქციით შემორჩა, ცალკე-
ულ მათგანში კი საწესჩვეულებო ხასიათი მჟღავნდება. ქსოვილებისა და ნაქარგების შესრულების
ტექნიკა მრავალფეროვანი იყო და მათზე მოცემული გამოსახულებები შინაარსით გარემოსა და ყო-
ფაცხოვრებისეულ მხარეებს მოიცავდა. გეომეტრიული სახეების აღმნიშვნელ ტერმინებში ძირძველი
ქართული სახელები შეიმჩნევა, რომელთაგან ზოგიერთს გვიანდელი უცხოენოვანი – თურქული და
არაბული შესატყვისები მოეპოვება. ასტრალური სიმბოლოების სხვადასხვა ვარიანტი იყო მზე, მზით-
ვალი, მზესხივაი, ციცაქალა, ბორჩხიალა, საქციელა მზე, მთვარე და ვარსკვლავი. ნიშანდობლივია,
რომ მზის სიმბოლოები უფრო ხშირად და მრავალფეროვნად იყო გამოსახული, ვიდრე მთვარე და
ვარსკვლავები. ქსოვილის ორნამენტში ქარგვისა და აპლიკაციის გამოყენებით ნატურალური თუ სტი-
ლიზებული ანდა სქემატური ხეებისა და ბუჩქების, ფოთლების, ფოთოლ-კვირტების, ფოთოლ-ყვავი-
ლების, ვაზის მტევნის და სხვა სახით, ძირითადად, მცენარეები იყო გამოსახული.
ლიტ.: ვარშალომიძე, 2009:425-432; 1976:103-115; 2007; ნოღაიდელი, 1979:53-57; 2017:63;
კახიძე, 1983:36, 42-44; სამსონია, 2005:48-50.

naxanuari – 1. ადგილი, სადაც „ხანი”, გზაზე ღამის გასათევი, სასტუმრო იყო. 2. მიტოვებული
სახნავი ადგილი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

naxelavi - ნახელავი ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა იყო, მაგალითად, მემთევრის ნახელავი,


უსტის ნახელავი, ანუ ნახელავი იყო ყველაფერი ის, რაც ადამიანის ხელით იყო გაკეთებული. დასახ-
ლების გაჩენაც ხელობასთან იყო გაიგივებული, კერძოდ, სამოსახლოს ხე-ბუჩქნარისა თუ ეკალ-ბარ-
დის კაფვა და წმენდა. აქედან გამომდინარე, ნახელავი დასახლებული პუნქტის გაჩენასა და საკუთ-
რების ფორმებთან დაკავშირებული სიტყვა იყო. ყოველ დასახლებულ პუნქტს აჭარაში გაჩენისა და
განვითარების ისტორია ჰქონდა. უბნური დასახლების პირველი საფეხური სახლეულის მიერ სათე-
მო მიწის დამუშავება ანუ მისი „ნახელავად” ქცევა იყო. ტერმინი შრომის დახარჯვას გამოხატავდა.
პირველ ხანებში ადგილის დაკავება ნახელავის საფუძველზე სარგებლობის სახით ხდებოდა. ამ
დროს მიწის გასხვისება, გაჩუქება დაუშვებელი იყო. მეორე საფეხური მისი მფლობელობის ძალით
გამოყენება იყო. ადგილზე სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობანი ჩნდებოდა. მესამე ეტაპი კი მი-
წის ნაფუძრად ქცევა, ე. ი. მისი სამემკვიდრეო კატეგორიაში გადასვლა იყო. ამ მიწების გაყიდვა-გას-
ხვისება მფლობელის სახელოში შედიოდა. სახლეულის სეგმენტაციის შესაბამისად სამემკვიდრეო
მფლობელობაში არსებული მიწები საოჯახო ქონების სხვა ნაწილთან ერთად წილში ვარდებოდა.
სახლეულის გაყოფა და მიწის დანაწილება მცირემიწიანობას კიდევ უფრო აღრმავებდა, რის გამოც
ადგილობრივი მოსახლეობა თემის საკუთრებაში მოქცეული ტყიანი ტერიტორიების დამუშავება-გა-
მოყენებას გამუდმებით მიმართავდა. აჭარის მთიანეთში საერთო-სასოფლო ანდა სათემო გაუნაწილ-
ებელი თუ ჯუმალი მიწების ათვისების პირველ საფეხურზე აუცილებელი ყოფილა ახოს აღება -
ტყისა და ბუჩქნარის გაკაფვა-გაწმენდა. აჭარაში მრავლად გვხვდება ახოსთან დაკავშირებული ტო-

391
პონიმები. ზოგიერთ მათგანს ახოდან უბნისა და სოფლის ფორმირების ამსახველი მონაცემები კარ-
გად შემოუნახავს. ახოობის წესი და მისგან დასახლებული პუნქტების ჩამოყალიბების ფაქტები სა-
ქართველოსა და კავკასიის სხვა კუთხეებისათვისაც იყო დამახასიათებელი.
ლიტ.: მგელაძე, 2004.

naxveloba - საპატარძლოს ნახვა-დასაჩუქრების წესი.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1978:12; 1990:12.

naxirji - მენახირე, იაილებზე სეზონის განმავლობაში მინდობილ საქონლის მოვლა-პატრო-


ნობაზე პასუხისმგებელი პირი.
ლიტ.: კახიძე, 1973:43.

naxiSi - ორნამენტი, ჩუქურთმა. გვხვდება ნახიშლი ფორმაც. ორნამენტებს ხესა და ქსოვილზე,


ორნამენტის დეკორს საცხოვრებელი ნაგებობების კონსტრუქციებსა და ფეიქრობაში საპატო ადგილი
ჰქონდა განკუთვნილი და გარკვეული ფუნქციის მატარებელიც იყო. ლაზი და აჭარელი ხელოსნების
მიერ დიდი ოსტატობითა და მხატვრული გემოვნებით ჩუქურთმების ხეზე ამოკვეთის საქმემ გვიან
შუასაუკუნეებში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მათ მიერ შესრულებული სინატიფით განთქმული
მრავალფეროვანი ორნამენტები, როგორც ხუროთმოძღვრული სამკაული, საცხოვრებელი და საკულ-
ტო ხალხური შენობების ექსტერიერისა და ინტერიერის გასამშვენებლად იყო გამოყენებული. ორნა-
მენტი ინტერიერში, უმთავრესად, გამოყენებული იყო ჭერის მოსართავად, რომელიც სხვადასხვა წე-
სით დამუშავებული მრავალფეროვანი არშიებისა და ვარდულების - როზეტების სახით იყო გავრცე-
ლებული ანდა ჭერში მოწყობილი, ხოლო გვირგვინისებური „ყუბბეების“ - ხონჩების საფეხურებიანი
ზედაპირები მხატვრულად იყო დამუშავებული. ორნამენტები აგრეთვე გამოყენებული იყო კედ-
ლებში მოწყობილი კარადებისა და თახჩების სიბრტყის ნაწილების დასამშვენებლად, კარ-ფანჯრე-
ბისა და მათი საპირეების შესამკობლად. საინტერესოა აჭარაში გავრცელებული მრავალფეროვანი
ორნამენტების კლასიფიკაცია, მათი კომპოზიცია, სიუჟეტის თემატიკა, ხესა და ქვაზე დამუშავების
ტექნიკა. ორნამეტის სახეობებიდან ნამგლები და კავები, სამკუთხედი, ოთკუთხედი, ტეხილი ხაზე-
ბი, მზის სიმბოლოები, ჯვრის შენიღბული გამოსახულებები გამოირჩეოდნენ. ლაზებისა და აჭარლე-
ბის ნახელავმა სახელი მოიხვეჭა არა მარტო საქართველოს ამ კუთხეში, არამედ მთელ საქართველო-
ში და მის საზღვრებს გარეთაც. ქართველური ტომის - ლაზებისა და ქართული ეთნოგრაფიული
ჯგუფის წარმომადგენლების - აჭარლების ნიჭი და თვითმყოფადობა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ
უცხო მოწინავე ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების პროცესში ისტორიულად ჩამოყალიბე-
ბული და მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ხელოვნება - კულტურული მიღწევები შემოქმედებითად გა-
მოიყენეს. მიღწევები განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში აისახებოდა. მათ ასევე ხელოვნების
სფეროში სხვადასხვა ხალხებთან კულტურულ-ისტორიული ურთიერთობებისა და საკუთარი ტრა-
დიციების საფუძველზე საკაცობრიო მიღწევები აითვისეს და გადაამუშავეს, მისცეს მათ მსოფლიო
მნიშვნელობის დატვირთვა, მაგრამ ფასეულ ელემენტთა ერთობლიობა დამოუკიდებელი - ქართუ-
ლი ეროვნული სახით განავითარეს.
ლიტ: ჩიტაია, 1941:303; ადამია, 1956:38; 1967:3-12; მასალები... 1976:425;
სამსონია, 2005:65-66; ნოღაიდელი, 2017.

392
naxSoba - გაჭირვება, სიმწარე: „ბევრი ნახშობა მინახავს, იმან გამაბეჩა”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

naჲ naჲ, nჲnჲna - საფერხულო ნაჲ-ნაჲ, ნჲნჲნა მამაკაცთა სამხმიანი და ქალთა ერთხმიანი გუნ-
დის მიერ სრულდებოდა. იხ.: ფადიკო.
ლიტ.: მსხალაძე,1965:48-50.

najaxi - ცულის სახესხვაობა, საჭრელ-სათლელი პატარა ცული. მას „საუსტიო ცულსაც” უწოდ-
ებდნენ იმ განსხვავებით, რომ უსტის ცულს პირი ყოველთვის კარგად ჰქონდა გალესილი. ნაჯახი მი-
სი მცირე ზომების გამო მოსახერხებელი იყო მცირე და სუფთა სამუშაოების საწარმოებლად. იხ.: ცუ-
ლის პირის აწყობა.

nedlqinZiani da nigvziani qafSia - წვრილად დაჭრილ ქაფშიას ქინძს, ნიორნარევ მა-


რილში ჩანაყილ ნიგოზსა და პილპილს შეურევდნენ. მიღებულ ნაერთს გახურებულ კეცში ჩაფენილ
კაკლის ხის ფოთლებზე დააკრავდნენ, კეცს სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ.
იგი ამ მდგომარეობაში შეწვამდე რჩებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:117.

nekeri - მცენარის ფოთლიანი ყლორტები, რომელსაც ჭრიდნენ, ახმობდნენ და ზამთარში საქო-


ნელს ჰკვებავდნენ, ე. ი. ნეკერი ხის ტოტი, ტოტის ნორჩი წვერი იყო, რომელიც ზამთარში საქონლის
საკვებად იყო განკუთვნილი, ასევე, ნეკერად თხილის გარეკანი, ზამთარში საქონლის საჭმელად მუ-
ხის ფოთლები, მცენარის ფოთლიანი ყლორტები ითვლებოდა. თივისა და ჩალის არასაკმაო რაოდენ-
ობის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად ქედისა და ხულოს რაიონებში პირუტყვის საკვებად ნეკერს
იყენებდნენ. აჭარაში ნეკერს გარდა მუხისა, ასევე, ცაცხვის, თელის ანდა ტირიფის ტოტებისაგანაც
ამზადებდნენ. საზრდო ნივთიერებებით, ცხადია, უფრო მდიდარი ფოთოლი იყო, მაგრამ ფოთლის
დამზადება ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა და ტოტის ნორჩი წვერების დამზადება მეურნისათვის
გაცილებით მოსახერხებელი იყო. კარგად დამზადებული ნეკერი პირუტყვის უხეშს, მაგრამ გემრი-
ელ საკვებს წარმოადგენდა. თედო სახოკია: „უბაჟოთ შეგიძლიათ შეშა და საშენი მასალა შინაურ სა-
ჭიროებისათვის გამოიტანოთ, უბაჟოთვე მოგეცემათ საკაფავი (დასასვენებლად დაგდებულ სახნავ-
სათეს ადგილებზე ამოსული ბუჩქ-ჯაგები), ბალთალუხი (წკნელი ღობეებისათვის). აგრეთვე ნეკე-
რიო (ხის ტოტები ზამთარში საქონლის საკვებად)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:280-281; ლისოვსკი, 1887; ნიჟარაძე, 1948:42;
ქართულ კილო-თქმათა... 1984; ჯაჯანიძე, 1961.

393
nemsi - 1. საქსოვი დაზგის ნაწილი, საქსოვი ხის ნემსი. მისი ერთი ბოლო გლუვად იყო წაწვეტე-
ბული, ხოლო მეორე ბოლოს არსებულ ნახვრეტში ძაფი იყო აგებული; 2. შარვლის ყელში სარტყლის
- ხვანჯარის გასაყრელი მცირე ზომის ხის ნემსი, მოხარატებული, ცალ მხარეს ნახვრეტით, რომელ-
შიც სარტყელს გაუყრიდნენ.

nene - ბებია, მოხუცი ქალი.

nerCi - 1. ნავის ძირის შიდა მხარე, მისი ხერხემალი და კონსტრუქციული საფუძველი; 2. რაიმე
ჭურჭლის ფსკერი, ძირი გარედან. აჭარის გარდა სიტყვა ცნობილი იყო ქვემო იმერეთშიც; 3. ხის ნედ-
ლი შტოებით მოფენილი საბძლის ჭერი, მის ქვეშ საკვები რომ არ წახდენილიყო.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:288.

nesli - ჩამომავალი: „ერთი ნესლი”, ე. ი. ერთი მოდგმა.

nefis oda - ახალდაქორწინებულთა ოთახი.


ლიტ.: მიქელაძე, 1978:114.

nexvwyali - ორგანული სასუქის - ნაკელისა და წყლის ნაზავი. გაზაფხულზე საყანე მიწის გასა-
ნოყიერებლად იყებედნენ. ამ მიზნით ყანას დაკვალავდნენ - რუებს გაიყვანდნენ. შემდგომ ახორთუ-
კან სანაკელეზე წყალს მიუშვებდნენ და წყალთან ერთად ნაკელიც ყანაში მიდიოდა. ამ პროცესს რამ-
დენიმე ადამიანი თოხების მეშვეობით ასრულებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა საყანე ადგილი
გაშრებოდა, ხვნა იწყებოდა.

niadagis nairsaxeobani - აჭარის მთის მოსახლეობა ნიადაგს ერთმანეთისაგან ანსხვავებ-


და, მაგალითად, მაჭახლის ხეობაში მიწა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა: 1. ნაყოფიერების მიხედ-
ვით: მსუქანი მიწა, მჭლე მიწა; 2. სტრუქტურის მიხედვით: სილა მიწა, თიხა მიწა; 3. მცენარეულ სა-
ფართან დამოკიდებულების მიხედვით: თხმელნარი მიწა, შქერნალი მიწა; 4. წყლის მოქმედებების
შედეგად შეძენილი ნიშან-თვისებების მიხედვით: სველი მიწა, ჭონჭყო მიწა, ჭაობიანი მიწა; 5. ფერის
მიხედვით: წითელი მიწა, შავი მიწა; 6. მზით განათებისა და ექსპოზიციის მიხედვით: გზისპირა მიწა,
ჩრდილი მიწა. ზოგიერთი სახელწოდება ახოობას უკავშირდებოდა, ვთქვათ, ისეთი, როგორიც ახალ-

394
ნაკაფი მიწა იყო. ნასვენ მიწას ხამი ერქვა. ვერტიკალური ზონალობის შესაბამისად მოსახლეობა ბა-
რისა და ზეგანი - „ქვეითებისა” და „ზეითიების მიწებსაც” განასხვავდებდა. ჩამოთვლილ სახელწო-
დებებში მკაფიოდ ჩანს ნიადაგების ჩამოყალიბებული ხალხური კლასიფიკაცია. ნიადაგების ასეთი
ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო მეურნეობის გონივრული წარმართვა.
ლიტ.: კახიძე, 1974:42-43.

nigvziani badrijani - ბადრიჟანს მოხარშავდნენ და გაცივების შემდეგ თითოეულ მათგანს


ნიორ და პილპინარევ მარილში დანაყილ ქინძსა და ნიგოზში ამოსვრიდნენ. ამგვარი წესით შემზადე-
ბულ ბადრიჟანს თითო მჯიღ პრასა-მაკიდოსაც ურევდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:120.

nigvziani kartofili - მოხარშულ და კანგაცლილ კარტოფილს ნიორნარევ მარილში და-


ნაყილ ნიგოზსა და წიწაკას შეურევდნენ და ხელით მოსრისავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:134.

nigvziani parki lobio - ნიგვზიანი პარკი ლობიო მშრალი საჭმელი იყო. იგი შემდეგი წე-
სით მზადდებოდა: დატეხილ მწვანე პარკებს ჭურჭელში ჩაყრიდნენ, წყალს დაასხამდნენ და მოხარ-
შავდნენ. ცოტა ხნით გააცივებდნენ და პარკებს გაწურავდნენ, შემდეგ მთლიან მასას მარილნარევ ნი-
ორში დანაყილ ქინძსა და ნიგოზში ასვრიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:126.

nigvzisZira - იხ.: მარიამხელა.

nigozi - ხილის სახეობა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1948; აჭარული დიალექტის... 1990:14.

niormJaviani Tevzi - სიმინდის ფქვილში ამოსვრილ თევზს ერბოში შეწვავდნენ და ზემო-


დან კოწახურის ხსნარში გახსნილ დანაყილ ნიორმჟავას მოასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:113.

niormJaviani kvercxi - ტაფაზე დამწვარ ერბოში ჩატეხილ კვერცხებს მარილს მოაყრიდ-


ნენ, სახურავს დაახურავდნენ, ნელ ცეცხლზე შედგამდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. როგორც
კი კვერცხი შემაგრდებოდა, ნიორჩაყრილ და წყალნარევ კოწახურის წვენში გახსნილ მარილწყალში
აადუღებდნენ, რომელსაც შემდეგ კვერცხებზე დაასხამდნენ და კვლავ წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:110.

niormJaviani kvercxi tomatiT - კერძი ნიორმჟავიანი კვერცხის მსგავსად მზადდებო-


და, ოღონდ მას ტომატს უმატებდნენ. როდესაც კვერცხი შემაგრდებოდა, ცალკე დამწვარ ერბოში
მორსს დაასხამდნენ, წყალს, დანაყილ ნიორსა და მარილს დაუმატებდნენ. ნაერთს წამოადუღებდნენ,
შემწვარ კვერცხებზე დაასხამდნენ და ერთხელ კიდევ წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:110.
395
niSanloba - სასიძოსა და საპატარძლოს შორის ქორწინებამდე კავშირი. ნიშანლობა, რომელიც
აჭარული ქორწინების წეს-ჩვეულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ასევე, „ნიშაღ-
ლობის” სახელწოდებითაცაა ცნობილი. იგი ნიშნობისა და ქორწილის შუა პერიოდში საცოლის ოჯ-
ახში სასიძოს სიარულს გულისხმობდა. ხშირად მისი ხანგრძლივობა წელიწადს და მეტსაც შეადგენ-
და. ნიშანლობის დროს დაიშვებოდა დანიშნულთა სქესობრივი ურთიერთობა და ქალის მშობიარობა
მამის სახლში. ნიშანლობა - სასიძოს საპატარძლოს ოჯახში მალული ვიზიტები, მთელი აჭარისათვის
იყო დამახასიათებელი, მაგრამ სრულად იგი ზემო აჭარას შემორჩა. ქვემო აჭარაში ნიშანლობა მეტ-
ნაკლებად ფუნქციონირებდა, ხოლო კინტრიშის ხეობაში ნიშანლობა საერთოდ არ დადასტურებუ-
ლა. ნიშანლობის მსგავსი მოვლენა, რაც სასიძოს სასიმამროს სახლეულში ფარულ სიარულსა და და-
ნიშნულთა ქალის ოჯახში თანაცხოვრებას გულისხმობდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და
კავკასიის ხალხებისათვის იყო დამახასიათებელი. იგი მსოფლიოს სხვა ხალხებშიც კარგად იყო ცნო-
ბილი, რაც ამ სოციალური ინსტიტუტის უნივერსალურ ბუნებაზე მეტყველებს. ნიშანლობა მიჩნე-
ულია დისლოკალურ - მატრილოკალურიდან პატრილოკალურ დასახლებაზე გარდამავალი ტიპის
დასახლებაში გაჩენილ მოვლენად. ნიშანლობის ყოფაში შემონახულობას მრავალი ფაქტორი უწყობ-
და ხელს. თვლიან, რომ მნიშვნელოვან როლს გამოსასყიდისა და მზითვის მომზადებისათვის გარ-
კვეული დროის საჭიროება თამაშობდა. ამას ემატებოდა აგრეთვე სურვილი, რომ ქალი-მუშახელი
ოჯახიდან რაც შეიძლება დიდხანს არ გაეშვათ. მართალია წარმომავლობით ნიშანლობა დისლოკა-
ლურ დასახლებას უკავშირდებოდა, მაგრამ ეთნოგრაფიულ ყოფაში იგი უმეტესად მაინც სხვა - გან-
სხვავებული ფუნქციის მატარებელი იყო, რამაც დასაშვებია მისი ხანგრძლივი შემონახულობაც განა-
პირობა.
ლიტ.: მგელაძე, 1996; ბექაია, 1964:13-14; აჭარული დიალექტის... 1990:12.

niqafi - მზითვის ფული.


ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:180.

niqaxi - აღდის ქაღალდი, სასყიდელი, სარჩო. აჭარაში ადრე არსებული წესის მიხედვით, გან-
ქორწინებული ქალი ქმრეულში თავის მიტანილს მამისეულ სახლში წამოიღებდა და, ამასთან, ქმარს
ე. წ. ნიქაჰს მოსთხოვდა. ნიქაჰი, იგივე, ახტი (აღდი) ნიშნობისა და ქორწინებისა განმამტკიცებელ
ოფიციალურ საბუთს - აქტს წარმოადგენდა, რომელშიც პატარძლისა და სასიძოს მამისეული ოჯახ-
ების უფლებები და ვალდებულებები იყო ჩამოყალიბებული. მასში გათვალისწინებული იყო გან-
ქორწინების ფაქტიც. სასიძო და პატარძალი აქტის გაფორმებას არ ესწრებოდნენ. მათ მაგივრობას ვე-
ქილები და მოწმეები ასრულებდნენ. მოწმე-ვექილების როლში ქალისა და ვაჟის მამები, ძმები, ბიძაშ-
ვილები და სხვა ნათესავ-მოყვრები გამოდიოდნენ. აღდში მითითებული იყო გარკვეული თანხა. რო-
ცა ქმარი ცოლს უმიზეზოდ დატოვებდა, ვალდებული იყო მისთვის აღდში აღნიშნული თანხა გადა-
ეხადა და მზითვი დაებრუნებინა. ცოლ-ქმრის გაყრისას შვილი წესის მიხედვით მამასთან რჩებოდა,
განსაკუთრებით, ვაჟიშვილი, რომელიც ნოგროსა და გვარის გენეალოგიის გამგრძელებლად ითვლე-
ბოდა. საქართველოს სხვა კუთხეებშიც ქვრივი და, საერთოდ, ქალი, გაყრისას მემკვიდრეზე პრეტენ-

396
ზიას ვერ აცხადებდა. თედო სახოკია: „თუ ქმარმა მოისურვა თავის ცოლის გაშვება უნდა ნიქაჰი (სას-
ყიდელი, სარჩო) მისცეს გაშვებულ ცოლს”. იხ.: ნიქაფი.
ლიტ.: სახოკია, 1985:237; მგელაძე, 1996; 2004; აჭარული დიალექტის... 1978:11.

niqaxsureTi - იხ.: ნიქახი.

niqahi - იხ.: ნიქახი.

niSanyuTi - სარძლოსათვის ნიშნის ძვირფასეულობის ჩასალაგებელი ყუთი, ერთგვარი ზარ-


დახშა.

niSnoba - სარძლოსათვის ნიშნის დატოვება და შემდეგ დანიშვნის სადღესასწაულო აღნიშვნა.


ლიტ.: ბექაია, 1974:34.
niSaRloba - იხ.: ნიშანლობა.

niSan-boxCa - იხ.: ბოხჩა.

niSnis winda - საპატარძლოს მიერ საქმროსთვის მოქსოვილი წინდა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

niCabi - სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი, რისამეს ასაწევი, ასახვეტი, რომელსაც თელის,


ცაცხვის ანდა წიფლის ხისაგან ამზადებდნენ. მას ჯერ გამოაქოფიტებდნენ, გაახმობდნენ და შემდგომ
ცულითა და ეჩოთი თლიდნენ. იგი ტარისა და პირისაგან შედგებოდა. ნიჩბის მეშვეობით ხდებოდა
ზამთარში გზის გაკვალვა თუ სახლის გადმოთოვლა, სანარწყალიდან ნაკელის გადაყრა. კალოზე
მარცვლის განიავება.

397
nogro - მამის ხაზით განვითარებული მცირე ლოკალიზებული ნათესაური ჯგუფი.
ლიტ.: მგელაძე, 2004.

nux feiRamberi - ნოე წინასწარმეტყველი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:61.

nusxi yabi - გათვალვის საწინააღმდეგო მაჰმადი-


ანური თილისმის - ნუსხის ყაბი ანუ ბუდე. გავრცელე-
ბული იყო როგორც ვერცხლის ჭედური, ისე ნაქსოვი და
ტყავისგან დამზადებული ვარიანტები. ნუსხას მუშამბა-
ში - გასანთლულ ტილოში ახვევდნენ და სპეციალურ
ბუდეში ისე ინახავდნენ. ვერცხლისგან დამზადებული
ნუსხი ყაბი სამკაულის ფუნქციასაც ასრულებდა. ამგვარ
„სამკაულს” როგორც გულსაკიდს ისე ატარებდნენ.

ვერცხლის ნუსხი ყაბი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

398
ნიშნის ყუთი
(მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი)

399
oblabuda - 1. ობობა, ობობას ქსელი; 2. ქსელი, ბანდი, ნახვეწი, ნაპუტყა, რომელიც აბრეშუმის
პარკს ახლავს. „პარკს დავხვეწვიდით, მუაცლიდით ობლაბუდას”.
ლიტ: ნოღაიდელი, 2017:129.

ogvado - აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი ხელსაწყო, ლანდიდან ძაფის ამოსახვევი.


ლიტ: აჭარული დიალექტის... 1976:55.

ogvedo - იხ.: ოგვადო.

ogRlavra - Asarum Ibericum Stev: ხარისჩლიქა, მრგვალი ჭიების სამკურნალო ბალახოვანი


მცენარე. ახასიათებს სპეციფიკური სუნი, დაავადებულს აყნოსვინებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ჭია
მის სუნს ვერ უძლებდა. ოღლავრას გამხმარ ფოთლებს წვრილად დაჭრიდნენ და ძაფზე ასხმულს
ბავშვს კისერზე შეაბამდნენ, ზოგჯერ, ბავშვის ტანისამოსზეც ადგილ-ადგილ დააკერებდნენ. მოზ-
რდილებს დანაყილი ფოთლის წვენს წყალში გაზავებული სახით ასმევდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:53.

oda - ოთახი, სადაც საქორწინო წყვილი ანდა სახლეულის ახალგაზრდა წევრები, შვილები იძი-
ნებდნენ.

oda saxli - საცხოვრებელი სახლის ტიპი, რომელიც ოდების, ცალკეული ოთახებისაგან შედ-
გებოდა და შუადერეფანით არ ხასიათდებოდა. ოდა სახლის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ბუხრების
ცენტრალური დაგეგმარება იყო, რომლის ირგვლივაც ოთახები იყო გამართული. ამგვარი განვითა-
რება საკუთრივ ცეცხლის სანთები ადგილის - ბუხრის ახალმა ფორმამ განაპირობა. ოდა სახლის ბუ-
ხარი ერთ საერთო საკვამურზე იყო აგებული, თუმცა მას ყოველ ოთახში დამოუკიდებელი „ცეცხლა-
პირი” - ცეცხლის სანთები გააჩნდა. ეს იყო სხვადასხვა ოთახში არსებული ბუხრის ერთ ადგილზე -
ოდა სახლის შუაზე კონცენტრაცია. ამ გარემოებამ კონსტრუქციული და ეკონომიკური თვალსაზრი-
სით, სახლის ოპტიმალური ვარიანტი ჩამოაყალიბა და იმავდროულად ოდა სახლს მკვეთრად გა-
მორჩეული დაგეგმარება შესძინა. ოდა სახლის მეორე დამახასიათებელ თვისებას ფასადის მხარეს,
სახლის მთელ სიგანეზე, ოთახების გასწვრივ არსებული აივანი წარმოადგენდა. სახლეულის ძირი-
თად სამყოფ ოთახსა და მის გვერდით არსებულ ოთახში შესასვლელი კარებიც აივნიდან იყო მოწყო-
ბილი. ოდა სახლის მომდევნო დამახასიათებელი თვისება აივნის მხრიდან კარისა და სარკმლების
განლაგების გარკვეული კანონზომიერება: კარი-სარკმელი, შემდგომ კვლავ კარი-სარკმელი იყო. დი-
დი ოთახების შემთხვევაში სხვა ვარიანტიც გხვდებოდა, კერძოდ, სარკმელი - კარი - სარკმელი და
შედგომ კვლავ სარკმელი - კარი - სარკმელი. ზემო აჭარისათვის ოდა სახლი იშვიათი იყო. იგი, ძირი-
400
თადად, ქვედა აჭარისათვის, განსაკუთრებით, კინტრიშის ხეობისათვის იყო დამახასიათებელი.
გვხვდებოდა, ასევე, ბათუმისა და ხელვაჩაურის მიმდებარე სოფლებში. იგი კოლხური ოდა-სახლის
გეგმის კომპოზიციას იმეორებდა და, უმეტესად, ორსართულიანი სახლის სახით იყო მოღწეული. ას-
ეთ შემთხვევაში აქაური ოდა-სახლი ქვით ნაგებ პირველ სართულზე იყო შედგმული და მას „პალა-
ტიან სახლსაც” ეძახდნენ, რადგანაც მის პირველ სართულს პალატი ერქვა. პალატის კედლები უპირ-
ატესად თლილი ქვისაგან უხსნაროდ, მშრალი წყობით იგებოდა. ბოლო ხანებში ოდა სახლის ტიპებ-
ში აშკარად იკვეთება აჭარული და ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლების ხუროთმოძღვრულ-
კონსტრუქციული ხერხების შერწყმის ტრადიცია.
ლიტ.: ადამია; 1956:53-59.

401
oTura culi - ვიწროპირიანი ცული, რომელიც ახოს აღებისას ტყის გა-
მოსაჭრელად გამოიყენებოდა, ასევე შეშის დასაპობად. იგი სხვა სახის ცულთან
შედარებით დიდი და მძიმე იყო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:292.

oTxTiTa - სამზარეულო ინვენტარი.


იხ.: ბორბალი.

oTxTiTa winda - ოთხი სხვადასხვა ფერის ძაფით ნაქსოვი წინდა: „წინდა იყო სამთითა,
ოთხთითა ... რამდენ ძაფსაც მუაბამ...“
ლიტ: ნოღაიდელი, 2017:130.

„oჲ nani da nana xertalma xeli damgala” – ჩეჩვის ანდა რთვის დროს მოწონებით
სარგებლობდა სასიმღერო ტექსტები, რომლებიც ხერტლის ნადის, ჩეჩვისა და რთვის ლექსებად იყო
ცნობილი. ამ ლექსებში, გარდა იმისა, რომ ისინი ფეიქრობასთან დაკავშირებულ შრომით პროცესში
იმღერებოდა, ხშირად იყო გამოყენებული დარგთან დაკავშირებული ხალხური ტერმინოლოგია.
ხერტლის თუ ჩეჩვის ნადშია სასიმღერო, მაგალითად, „ოჲ, ნანი და ნანა”: „ოჲ, ნანი და ნანა, ხერტალ-
მა ხელი დამგალა,/ოჲ, ნანი და ნანა, ხელტალგასატეხელიო;/ოჲ, ნანი და ნანა, ბიძაჩემი არ მათხო-
ვებს,/ოჲ, ნანი და ნანა, კისერმოსატეხელიო...” ან კიდევ: „მოდით, ნადური ვიმღეროთ, ნუ ჩაგვარ-
დნია ენაო,/ხერტალი დავატრიალოთ, შევაყოლოთ ფარტენაო”. შრომის სხვა ლექს-სიმღერებშიც დას-
ტურდება მსგავსი ტექსტები. ქობულეთის რაიონში ჩაწერილი შრომის – სამიწათმოქმედო ლექს-სიმ-
ღერებში ნადურთა ერთ ჯგუფს – „ჯიქურას” რიგის ნადურებს გამოყოფენ. ერთ-ერთი ასეთი „ჯიქუ-
რა” – „ბებურს ხიდსა ვაკეთებდი” გასაუბრების ხასიათისაა. მასში ქალი მიმართავს ვაჟს: „...სიკოჭლი-
თა რათა მწუნობ, განა კურდღელს მადევნებო,/სახლსა კარგად შეგინახავ, თაროს დაგიწკრიალ-
ებო,/ვაჟიშვილსა კას გაგიზდი, აკვანს მოგიწკრიალებო,/სადილს ადრე გაგიკეთებ, ვახშამს მოგიგვი-
ანებო,/ჯამებს კარგად დაგირეცხავ, კობზებს დაგიწკრიალებო,/საფეიქროს მუუჯდები, მაქოს დავატ-
რიალებო,/ყაჭ-აბრეშუმს კას გიკეთებ, პერანგს გაგიკრიალებო”. ფეიქრობის ტერმინოლოგია ძალიან
ხშირად სატრფიალო შაირებშიც დომინირებს. მაგალითად: „გოგოვ, შენი წელი წმინდა,/მომიქსუე

402
ჭრელი წინდა...”... „აბრეშუმი დავართი, ცოტა იყო ხოშორი;/ჩემ ბიჭიკოს ვენაცვალე, სირმას უგავს
ქოჩორი...”... „ხერტალი და ბოლოჭრელი, ჩემი გოგო თვალებჭრელი, ხერტალი და ბოლოშავი, ჩემი
ბიჭი თვალებშავი...”... „ბაბუჩი და წინდა წყალში ჩამიცვინდა,/სიდედრო, ნუ გეწყინება, შენი გოგო
მინდა...”... „წინდიჩხირი დაკარგვია საცოდავსა ქალებსაო,/ლამაზ გოგოს დევინახავ, დიმიბნელებს
თვალებსაო...”... „უსტურა და ბილევი, ვიწვი, შენთვის ვილევი ... საფეიქროს რანწკა, რანწკა, გოგუებ-
ის გულმა დამწვა...”... „ბუხარში ცეცხლი დავანთე, ფუტი ავარდა ყელემში;/გოგოვ, წინდები დამიც-
და, შენ გენაცვალე ხელებში...”... „საჩეჩელი ჩეჩობითა, დამემართა ბეჩობითა...”... „საჩეჩელში მატყლი
დამჩა, მე შენიდან ხათრი დამრჩა...”... „აბრეშუმის დამრთველო, ჩემი გულის დამწველო...”... „აბრე-
შუმის ლანდები, რა ლამაზი ბძანდები...”... „ჩიჩე, ჩიჩე, საჩიჩელი, არ ქნა საქმე სარცხვინელი...”. საფე-
იქრო საქმიანობამ ასახვა ჰპოვა აჭარულ ანდაზებსა და გამოცანებშიც. აბრეშუმის ჭიაზე, „იდუმალ-
ებით” მოცულ ამ არსებაზე, აჭარაში, საქართველოს სხვა კუთხეთა მსგავსად, არსებობს გამოცანა: „ერ-
თი პატარა მანანა,/უკუჯდება ბნელსა,/სასიკვდილოდ პირს ააღებს,/ეხვეწება ღმერთსა” ანდა: „ერთი
პატარა მანანა,/აღარღალებს თავსა,/სასიკვდილოდ სახლს იშენებს,/ეხვეწება ღმერთსა”. გვაქვს სხვა
გამოცანებიც: „ჭამს ჭამს, ბოლოს ციხეში ვარდება” (აბრეშუმის ჭია); „უსულო, უგულო, ხელისგულზე
გამოზრდილი” (ძაფის გორგალი). ფეიქრობამ ასახვა ჰპოვა აჭარულ ანდაზებშიც: „წინდის მოქსოვნა
არაა ძნელი, მოთაგლვა მითხარიო”; „ლეჩაქის მქსოვნელს გოდრის ქსოვა უკვირდაო”; „ახალი წინდის
მოქსოვამდე ძველს ნუ დაანგრევო”. საკითხის ამ მიმართებით განხილვის თვალსაზრისით საყუ-
რადღებოა აჭარაში ცნობილი ზღაპრები მსოფლიოს ხალხთა სიტყვიერებაში გავრცელებული სიუჟ-
ეტებით ღარიბი კაცისა და ცხვრის შესახებ, ტყვედ ჩავარდნილი უფლისწულის ქსოვის ხელოვნებაზე
და სხვა მრავალი. პირველი ზღაპრის მიხედვით, ცხვარმა ღარიბი კაცის სახლის არცერთ კუთხეში არ
გააჩერა სიღარიბე, გარეთ გააგდო და ღარიბი კაცი დოვლათით აავსო. საინტერესოა მეორე ზღაპრის
სიუჟეტიც: მამა-მეფის დაჟინებული თხოვნით უფლისწული შესანიშნავად დაეუფლა ქსოვის ხე-
ლოვნებას. შემდეგ, როცა გასაჭირში და, თითქოს, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, თავს დამ-
ტყდარი უბედურების შესახებ მამას თავისი ხელით მოქსოვილი ხალიჩით შეატყობინა და სიკვდილ-
საც გადაურჩა. ქართველთა უძველესი წარმოდგენები საფეიქრო ნედლეულის მომცემ ცხოველებზე:
ცხვარზე – ვერძზე და თხაზე – ვაცზე მრავალ ჯადოსნურ ზღაპარშია ასახული. ცნობილია, რომ ცხვა-
რი მზის სიმბოლო იყო და, ხალხთა უძველესი წარმოდგენების მიხედვით, სიკეთის, ბარაქიანობის,
სიმდიდრის სიმბოლოდაც აღიქმებოდა. მიაჩნიათ, რომ ცხვარი პირველი ცხოველი იყო, რომელიც
ადამიანმა მოაშინაურა. ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებში საფეიქრო ხელოვნებასთან დაკავშირე-
ბით არსებული ლექსიკური ერთეულები და სიუჟეტები უძველესი საფეიქრო ტრადიციების კიდევ
ერთი დადასტურებაა.
ლიტ.: აჭარის ხალხური...1969, 40, 120-124; ნოღაიდელი, 2017:20-24.

olena - ბალახოვანი მცენარე, რომელიც საკვებად და სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მისგან


ძირითადად მწნილი მზადდებოდა.
ლიტ: სახოკია, 1985:219.

olve - მაჭახლის ხეობაში ღომის თავთავის გასახმობი საგანგებო ჭურჭელი, რომელიც ხის წნუ-
ლით იწვნებოდა.
ლიტ: კახიძე, 1974:38.

403
olqoba - ტერმინი ოლქა თურქული „ოლქეს” გაქართულებული ფორმაა. თურქულში ეს სიტყვა
ქვეყანას ნიშნავს. ოლქა თავდაპირველი მნიშვნელობით ტერმინ „თემის’’ სინონიმი იყო. ზოგჯერ იგი
თემის კრების მნიშვნელობითაც იხმარებოდა. ამავე დროს ოლქა რჩეულ მამაკაცთა მებრძოლი და მო-
ლაშქრე რაზმი, ხოლო ოლქობა თემის წევრთა - მამაკაცთა ყრილობა იყო. ოლქობა საჭიროების დროს
ოლქობის გადაწყვეტილებით განხორციელებულ აჯანყებასაც წარმოადგენდა. ტერმინი ოლქი ქარ-
თულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში საკმაოდ მოზრდილი გეოგრაფიული და საგამგეო-ადმინის-
ტრაციული ერთეულის აღმნიშვნელ ცნებასაც წარმოადგენდა. აჭარაში ოლქობის ინსტიტუტი მხო-
ლოდ გვიანფეოდალურ ხანაში დასტურდება. იგი ძველი თემობის - „მოყრიანობის” ახალ პირობებ-
თან შეგუებული ხალხური თვითმართველობის ადგილობრივ ფორმას წარმოადგენდა, რომელიც აღ-
ჭურვილი იყო საკანონმდებლო, სასამართლო, განმკარგულებელი და აღმასრულებელი ფუნქციებ-
ითა და უფლებებით.
ლიტ.: მგელაძე, 1961:6; 1964:81-84.

omezi - სახლის სახურავის კუთხის კავი. იხ.: უმუზი.


ლიტ.: მასალები... 1976:421

onagiri - ცხენის აღჭურვილობა, რომელიც მხოლოდ სამგზავროდ გამოიყენებოდა. არსებობდა


ორი სახის - ქალისა და კაცის ონაგირი. ქალის უნაგირს წინა ცხვირი გვერდით ჰქონდა მოქცეული,
რადგან ცხენზე ქალის ჯდომის წესიც სხვა იყო. უნაგირის შემადგენელი ნაწილები იყო: კეხი, ტყავგა-
დაკრული ბალიში, მოსართავები, ფალდუმი, სამმკერდული, უზანგები.

ongali - კიბის, აივნის, ხიდის და მისთანანის კიდეზე მოვლებული დაბალი ზღუდე, მოაჯ-
ირი, სახელური.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:292.

orbaga - მსხვილფეხა საქონლის სადგომი, რომელიც ახორისაგან შიგა გადატიხრული კედ-


ლით იყო გამოყოფილი. მას კედლების გასწვრივ ორივე მხარს სიგრძით ბაგა ჰქონდა მიშენებული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:292-293.

vorgo - მღრღნელებისაგან თავდაცვის მიზნით ნალიის საყ-


რდენ ბოძებზე ჩამოცმული, მრგვალი და ბრტყელი ფორმის ხე. ძი-
რითადად ხის ორგოები იყო გავრცელებული. ორგო შუაცენტრიდან
გვერდებისაკენ ვიწროვდებოდა და მახვილი კუთხით ბოლოვდებო-
და. ეს გარემოება თაგვს ბოძზე აყოლით სასიმინდეში ასვლაში ხელს
უშლიდა. ბოლო პერიოდში ორგოს ნაცვლად მრგვალად გამოჭრილი
თუნუქის ანდა ალუმინის ფურცელიც გამოიყენება.

404
orTavai culi pirai - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

orTiTa kakuCaჲ- ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობასა და


ნაქსოვში.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:130.

orTi - სახურავის დაქანება.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

orTomela - ორჯამიანი ჭურჭელი, რომელსაც ჩვეულებრივ მარილის ჩასაყრელად იყენებ-


დნენ. თითოში 4-5 კგ. მარილი ჩადიოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:293.

orira - მაყრულის ერთ-ერთი სახეობა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:293.

orkapi - სპეციალურად გამოთლილი ორფეხა ჯოხი, რომელიც როგოს თა-


ვის საყრდენად იხმარებოდა. თაფლის ხილვისას როგოს ახდილ თავს ქვემოდან
შეუყენებდნენ და თაფლს თავისუფლად გამოიღებდნენ.

orkvaWi - საბავშვო თამაშობა: ერთ ყუნწზე გამოსხმულ ტყუპ ხილს ორი ბავშვი გაიყოფდა.
დათქმულ ვადაზე შეხვედრისას ვინც დაძახებას მოასწრებდა: „ჩემი ტყუპის ცალი რუუყავ”, გამარ-
ჯვებული გახდებოდა და ორმოც ცალ კაკალს ანდა სხვა ჯილდოს მიიღებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:293.

orkope - გრძელ ჯოხზე დამაგრებული ხილის საკრეფი პატარა კალათა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:293.

ormagi naqsovi Sali - ნაქსოვი ორი სახის იყო: ცალმაგი და ორმაგი. უფრო მეტი დაფასე-
ბა ორმაგ ნაქსოვს ჰქონდა. მის მისაღებად სავარცხელში წყვილ ძაფს გაატარებდნენ ხოლმე. ორმაგი
ნაქსოვი შალისაგან ქალის სარტყელი მზადდებოდა და მამაკაცის ჩოხა-შალი იქსოვებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005.

405
ormagi dgimi - ნაქსოვი ორმაგი დგიმი, ორი წყვილი დგიმით გაწყობილი ჰორიზონტალური
საქსოვი დაზგა: „დგიმი არის ორნაირი. ერთია ცალმაგი, მეორე – ორმაგი. ორმაგი დგიმი ოთხ პირს
ააღებდა – ორმაგს მოვქსოვდით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

ormagi Sali - ორმაგ დგიმზე მოქსოვილი შალის სქელი ქსოვილი: „ორი დგიმით ცალმაგი
შალი იქსოვებოდა, ოთხი დგიმით – ორმაგი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

ormagi klaknilai - ნაქსოვის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

ormagi yulfaჲ - წინდის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

ormosavalaჲ yaWi - აბრეშუმის ჭიის სახეობა, რომელიც ერთ ზაფხულში ორჯერ ასწრებდა
პარკის დახვევას: „ყაჭი ორმოსავალაჲც იყო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

ormoci - აჭარაში მიცვალებულის მოსაგონარ დღეებს შორის აღსანიშნავია ე. წ. სამი, შვიდი,


ორმოცი და ორმოცდათორმეტი. შეინიშნება წლისთავის გადახდის ფაქტებიც. დასახელებული დღე-
ებიდან სხვადასხვა ქრონოლოგიური და რელიგიური შრეები გამოიყოფოდა: ორმოცდათორმეტი ყო-
ფაში ისლამის მეშვეობით იყო შეჭრილი, ხოლო დანარჩენი შედარებით ძველი სარწმუნოებრივი ფე-
ნების შემცვლელი იყო. ამ შრეებში არაა გამორიცხული უფრო ადრეული, ქრისტიანობამდელი პერი-
ოდის წარმართული დაფენებებიც ამოვიცნოთ: „მეშვიდე დღეს აჭარაში ჭირისუფლები ჰალვას//ჰელ-
ვას დაწვავდნენ, შვიდი-რვა ქალი ხისიმები მეიყრებოდნენ და მეზერზე - სასაფლაოზე წევდოდენ”.
ამის შემდეგ ადამიანის გარდაცვალებიდან როგორც კი ორმოცი შესრულდებოდა, ახლო ნათესავებს
იწვევდნენ, მიცვალებულის სულისათვის ჰალვას მოხრაკავდნენ, შერბეთს დაამზადებდნენ, „ხოჯას“
მოიწვევდნენ, რომელიც მევლუდს კითხულობდა. ზოგ შემთხვევაში აჭარაში ორმოცამდე წვერს არ
გაიპარსავდნენ, ქორწილს, ნიშნობასა და სხვა ტიპის წვეულებას არ გამართავდნენ, საკრავს არ დაუკ-
რავდნენ და სიმღერას არ იტყოდნენ. აჭარელი ორმოცის შესრულებამდე ოჯახიდან მიცვალებულის
ნივთების გატანას ერიდებოდა. ორმოცის შემდეგ ნივთები ღარიბებს ურიგდებოდა. ბოლო პერიოდ-
ში აჭარაში მიცვალებულთათვის ორმოცის გადახდის წესი სულ უფრო ფართო ხასიათს ღებულობს,
განსაკუთრებით, დაბებსა და ქალაქური ტიპის დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა ეთ-
ნოგრაფიულად და სარწმუნოებრივი მიკუთვნებულობის მიხედვით დღესაც შედარებით მრავალ-
გვარია. მუსლიმანური ცნობიერების მიხედვით მიცვალებულის გარდაცვალებიდან ორმოცდათორ-
მეტი დღის თავზე გარდაცვლილის ხორცი და ძვალი ერთმენთს სცილდება – ორმოცდამეთორმეტე
დღეს „მიცვალებულის სახსრების გახსნა იწყება”. ამ დღეს, მიცვალებული საშინელ ტკივილებს იგ-
რძნობს, მისი ხმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გაწვდება. იმისათვის, რომ მიცვალებულს ტკი-
ვილები შეუმსუბუქდეს, იმამების დარიგებით „დუას” კითხვა იყო საჭირო. მიცვალებულის მოსაგო-
ნარ დღეებთანაა დაკავშირებული წინაპრთა საფლავების მონახულების წესიც.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.
406
ornano - სამხმიანი საგუნდო სიმღერა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:293.

oroki - მიწის გამაგრებისათვის მოწყობილი ტერასა, ხელოვნურად ანდა ბუნებრივად დასაფე-


ხურებული, დატერასებული სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი. ოროკის კედელი შეიძლება ქვა-ყორით,
მოწნული ღობითა თუ ძელით შემაგრებულიყო. მას მთაში მცხოვრები მოსახლეობა რელიეფის დახ-
რილობის პირობებში სახნავ-სათესი მიწის ფართობების რაციონალური გამოყენების მიზნით მიმარ-
თავდა. ფერდობ ადგილებზე ოროკების მოწყობა ნიადაგს ეროზიული მოვლენებისგანაც იცავდა და
ხელს უწყობდა მოსავლის ნაყოფიერებას, აგრეთვე, ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას. ოროკების
კედლების შემაგრება, როგორც ხის ძელებით, ისე ქვის ყორითაც ხდებოდა. აჭარის ამა თუ იმ ხეობ-
აში, მაგალითად, მაჭახლის ხეობაში, ხელოვნურად მოწყობილი ოროკების გარდა ბუნებრივი გზით
წარმოშობილი ოროკებიც გვხდებოდა. მაჭახლის ხეობის სინამდვილეში ოროკების გავრცელებას
ზოგიერთი ლოკალური თავისებურება ახასიათებდა. იგი უფრო მემინდვრეობის ინტერესს ექვმდე-
ბარებოდა. მაჭახლის გარდა ოროკების მოწყობას აჭარიწყლის ქვედა ზოლში, კერძოდ, მერისის ხეობ-
აშიც მიმართავდნენ, მაგრამ ეს წესი იქ ისეთი ინტენსიური არ ჩანდა, როგორც მაჭახლის ხეობაში, სა-
დაც მთიური რელიეფი პირობების გამო ოროკები შედარებით ფართოდ იყო გავრცელებული. აჭარის
ზღვისპირა ზოლში ციტრუსოვანი კულტურების დამკვიდრების შემდგომ ფართო გავრცელება ჰპოვა
უკედლო ოროკებმა, რასაც „ტარასს” უწოდებდნენ. იხ.: ყორე.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:266; კახიძე, 1974:43; ქართული ეთნოლოგიური... 2009:298.

orona - თეთრი ჯიშის ვაზი. ამჟამად მხოლოდ ქედის რაიონში გვხვდება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:293.

orsi - პატარა გრდემლი, რომელზეც თიბვის დროს ცელს მოპირავდნენ.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:294.

ors-CaquCi - ცელის პირის გამოსაკვერი, მოსაკოდი ხელ-


საწყოები: ორსი და ჩაქუჩი. ორსი ბრტყელთავიანი ფოლადი
იყო, რომელიც ბრტყელ „ბოლკოზე” იყო დასობილი და მიწაზე
იდო. ორსზე ცელის პირი იყო მოთავსებული. მასზე ცელის სა-
კოდ ჩაქუჩს თანმიმდევრობით სცემდნენ, რომლის შედეგად
ცელის პირი თხელდებოდა. შემდგომ მას, ასევე, სპეციალური
„სალესით” მოლესავდნენ. ამის შემდგომ ცელი სათიბად მზად
იყო. სიტყვა ორსი (örs) აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა
დამკვიდრებული და გრდემლს ნიშნავს. იხ.: საკოდავაჲ, სალე-
სი/სასერი.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:294.

orfa Sali - ორი წვერი ნართისგან ამოხვეული შალის ძაფი: „ჩერიადან გადმოახვევენ ძაფს
ორმაგად, ორწვერს; შეძახავენ და იქნება ორფა შალი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

407
orxapo - საგანგებო კონსტრუქციით მოწნული და შესაბამისი ფორმის მქონე ხილის საკრეფი,
გრძელ ჯოხზე გამობმული პატარა, პირღია კალათი, რომლითაც ძნელად მისაწვდომ ტოტზე ხილს
დაუზიანებლად კრეფდნენ. იხ.: საკრეფელაჲ.
ლიტ.: კახიძე, 1990:61.

orxela - ორსახელურიანი რკინის იარაღი, რომელიც ხის


ქერქის შემოსაცლელად გამოიყენებოდა, ორტარიანი რკინის სახვე-
წისებური იარაღი, რომლითაც, ასევე, ხის ჭურჭელს ასალაშინებდ-
ნენ. ორხელი ბრტყელი ფორმისა იყო, გვერდები ამოკეცილი, ხოლო
სატარე ნაწილი უკან გადახრილი ჰქონდა, რომლებზეც ორი სახე-
ლური იყო წამოცმული.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:61; ნიჟარაძე, 1971:294; კახიძე, 1974:43.

ortuCaჲ - ორლულიანი სანადირო თოფი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

oryaTi Sali - იხ.: ორმაგი შალი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

orwveri Sali - ორფა შალი: „შალი თუ უნდა მოგექსოვა, ორწვერი უნდოდა. წინდისა სამ-
წვერი იქნებოდა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

orxao - ხალიჩა: „ორხაო დააფინეს და იმაზე ცეკვავდენ”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:130.

osari - თევზჭერის ხერხი, თევზის საჭერი მოწნული პირფართო კალათი. შერჩეულ ადგილზე
მდინარეს ქვებით გადაკეტავდნენ, ხოლო ერთ ადგილზე „გონძღოს” ჩაუდგამდნენ. მდინარეს ქვე-
ბით ისე გადაღობავდნენ, რომ წყალი გადიოდა, მაგრამ თევზი ვერ გავიდოდა. ამის შემდგომ ჯოხე-
ბითა და ქვებით მდინარეს ზემოდან ამღვრევდნენ და თევზს ქვემოთკენ, გონძღოსკენ მიერეკებოდ-
ნენ, თუ თევზი გონძღოში ჩავიდოდა, მაშინ იქედან ვერ ამოვიდოდა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:266; სახოკია, 1985:313; ქართულ კილო-თქმათა... 1984; ნიჟარაძე, 1971:294.

408
osopontro - ოჩოპენტრე (Carpesium Abrotanoides L.). ოსოპონტრო, იგივე ოსროპონტო, ოჩოპ-
ენტრეს ადგილობრივი – აჭარული სახელწოდებაა, რომელსაც ქობულეთის რაიონში ხალხური მე-
დიცინა ბუასილისა და შარდის შეკავების საწინააღმდეგო საშუალებად ხმარობდა. მცენარე რთულ-
ყვავოვანთა (Compositae) ჯგუფს განეკუთვნება. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 60-80
სანტიმეტრი სიმაღლის სწორ ღეროს ივითარებს, რომელსაც ზედა ნაწილში წკეპლისებრი ტოტები
აქვს და შებუსვილია. ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები ვიწროა, მოკლე ყუნწში წაზრდილი, ქვედა ნა-
წილში ფოთლები ელიფსურია, გრძელყუნწიანი, ცოტათი შევიწროვებული, ფოთლები კიდეებზე
ოდნავ დაკბილული და წვეროზე გრძლად წაწვეტებულია. ღეროსა და ტოტების გაყოლებაზე ფოთ-
ლების იღლიებში პატარა ზომის კალათები მტევნისებრ ყვავილედის სახითაა გაწყობილი. საბურვე-
ლის გარეთა ფოთლაკები კვერცხისებრია, გრძელი, კიდეებზე მოკლე წამწამებით მოფენილი, შიგნი-
თა ფოთოლაკები ლანცეტა ფორმისაა და წვერზე ასევე წამწამებით დაფარული. ორივე ფოთოლაკი
სიფრიფანაა და მომწვანო-ყვითელი ფერის აქვს. მცენარე ივლის-სექტემბერში ყვავილობს. აჭარაში
ზღვისპირა ტყეებში, პლანტაციებბში, ტყისპირასა და ბუჩქებს შორისაა გავრცელებული. სამკურნა-
ლოდ მცენარის ყველა ნაწილს იყენებდნენ. მცენარის ძირს გარეცხავდნენ, დანაყავდნენ, გაწურავ-
დნენ და ავადმყოფს წვენს ასმევდნენ, მოხარშულ ფოთოლს კი მტკივნეულ ადგილას ადებდნენ.
ფოთლების ნახარშ წვენს აბაზანის მისაღებად იყენებდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:58-60.

oturi - ქლიავის სახეობა, ქლიავის ერთ-ერთი ჯიშის ადგილობრივი სახელწოდება, რომელ-


საც წითელი ფერის მსხვილი მარცვლები ჰქონდა.
ლიტ: სახოკია, 1985:222; ჯაჯანიძე, 1961.

ofe - კარტოფილის, ლობიოს, კიტრის და მისთანანის ჩასათესად გაკეთებული ორმო, ბუდნა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:294.

oqCiani - ცხენის ნალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:20.

oRlavra - Asarum Ibericum Stev: ხარისჩლიქა, მრგვალი ჭიების სამკურნალო ბალახოვანი მცე-
ნარე. ახასიათებს სპეციფიკური სუნი, დაავადებულს აყნოსვინებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ჭია მის
სუნს ვერ უძლებდა. ოღლავრას გამხმარ ფოთლებს წვრილად დაჭრიდნენ და ძაფზე ასხმულს ბავშვს
კისერზე შეაბამდნენ, ზოგჯერ, ბავშვის ტანისამოსზეც ადგილ-ადგილ დააკერებდნენ. მოზრდილებს
დანაყილი ფოთლის წვენს წყალში გაზავებული სახით ასმევდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:53.

oya - წონის ერთეული, რომელიც სამ გირვანქას ანუ ათას ორას გრამს უდრიდა. მაგალითად,
ცხვრის მატყლს უწინ ოყობით წონიდნენ. ოყა 1225 გრამი იყო. საწონ ერთეულად უმეტესად დაახ-
ლოებით ორმოცდაათი გრამი კვერცხი გამოიყენებოდა. ოცი-ოცდაოთხი კვერცხი ერთი ოყა იყო.
კარგ ბალნიანი ცხვარი „ოყაზე მეტ მატყლს აგდებდა”. დედა ცხვრის ნაპარსი კი – ოყა ნახევარსაც
უტოლდებოდა. ბატკანი ათ-თორმეტ კვერცხ მატყლს გაიპარსავდა. თედო სახოკია: „ოყა (სამი გირ-
ვანქა) კარაქს სამ-ოთხ აბაზად ჰყიდიან”.
ლიტ.: სახოკია, 1985:155; ქართული მატერიალური კულტურის... 2011;
ჯავახური… 2014; ნოღაიდელი, 2017:26.
409
oSuri miwa - იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი, საიჯარო წესით დამუშავებული მიწა. მცირე-
მიწიანი გლეხი მეპატრონისგან საზღაურის ნატურით გადახდის პირობით „მიწას ოშურით იღებდა”.
საზღაურის ოდენობა შეთანხმების პირობებზე იყო დამოკიდებული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:295; კახიძე, 1974:41.

oCxi - ქვევრის სარეცხი, რომელიც ცხემლის ტარზე მიმაგრებული სიმინდის ფუჩეჩის, ძმერ-
ხლის ფოთლის ანდა ძენწნისაგან მზადდებოდა.
ლიტ.: დავითაძე, 1974:23.

oWivaraჲ - ბავშვების გასართობი „საკატაო” მოწყობილობა. ძირითადად ზაფხულობით მთაში,


მინდორში შემდეგნაირად აკეთებდნენ: შერჩეულ სწორ ადგილზე მიწაში მყარად ხეს ჩაასობდნენ,
რომელსაც თავს სანახევროდ ისე შემოახევდნენ და ჩაათლიდნენ, რომ მასზე გრძელი ჭერი ჩამოეც-
ვათ. ჭერსაც შუაზე გამჭოლი ნახვრეტი ჰქონდა და მიწაში ჩასობილ ძელზე იყო ჩამოცმული. მის ორ-
ივე მხარეს თითო ბავშვი გადააჯდებოდა, განივად დამაგრებულ სახელურზე ჩაეჭიდებოდა და ფე-
ხის ბიძგებით ორგვლივ ტრიალებდა - კატაობდა.

410
oxatva - მცენარე, რომელსაც აბრეშუმის წარმოებაში იყენებდნენ. მასზე ყაჭის მატლი აბრეშუ-
მის პარკს იკეთებდა. „ყაჭი ნიშანს იზამს. მივცემთ მაშინ ორხატვას”. იხ.: ოხატუა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:131.

oxatua - მცენარე, იგივე, კორობელა (Hypericun Androsaemum L.) კრაზანასებრნთა (Guttifeerae)


ჯგუფს განეკუთვნება და მესამეულის უძველეს რელიქტურ სახეობადაა მიჩნეული. იგი მრავალ-
წლოვანი ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა, იზრდება ასი სანტიმეტრის სიმაღლემდე, ტოტები გან-
რთხმული აქვს, ფოთლები ტყავისებრია, მჯდომარეა, ფართო ანდა მოგრძო კვერცხისებრი, მომრგვა-
ლებული ძირითა და ბლაგვი თუ წაწვეტებული წვერით. ყვავილები ნახევრად ქოლგისებრი ანდა ფა-
რისებრ ყვავილედშია შეკრებილი. ყვავილთან პატარა მჭიდროდ განლაგებული კენწერული ზედა
ფოთლებია განწყობილი. ჯამის ფოთლები გვირგვინის ფურცლებზე მოკლეა, არ ცვივა. გვირგვინის
ფურცლები მოგრძო ელიფსურია ანდა მოგრძო კვერცხისებრი. ნაყოფი მუქი ლურჯი ანდა შავი ფე-
რის, წიპწანასებრი კოლოფია, ადრე ცვენადი, თესლი პატარა ზომისაა, მურა, მოგრძო ოვალური და
წვრილღარებიანი. მცენარე მაის-ივლისში ყვავილობს, იზრდება შუა სარტყლამდე, დაჩრდილულ
ტყეებსა და ხეობებში – ჩაქვისთავში, მახუნცეთში, კონდიდში, ზერაბოსელში, ქობულეთში. მცენა-
რის ადგილობრივი სახელი ოხატუაა. ოხატუას ფოთლებს ხალხური მედიცინა სიდამწვრის სამყურ-
ნალოდ ხმარობდა. ფოთლებს გაახმობდნენ, დაფშვნიდნენ და დაავადებულს დამწვარ ადგილებზე
აყრიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთსა და მის მოსაზღვრე ოზურგეთის რაიონში მცენარეთა
ადგილობრივი სახელები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა, გურიაში ოხატუას სახელით ცნო-
ბილია მცენარე ოსერო და არა კორობელა.
ლიტ.: შარაძე, 1961:56-57.

oxotoba - სამკურნალო მცენარე, რომლითაც ბავშვს გამომწვარ კისრის არესა და იღლიას


მკურნალობდნენ: ოხოტბას ბალახის ფოთლებს გაახმობდნენ, მოსრისავდნენ და ფხვნილს ბავშვს გა-
მომწვარ ადგილებზე დააყრიდნენ. პროცედურა რამდენჯერმე სრულდებოდა, ასევე, გამომწვარ ად-
გილებზე რკილს მოაყრიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:173.

ojaR - ცეცხლი, საცეცხლე ადგილი, კერა, ბუხარი, სახლი, კომლი, ოჯახი. იხ.: ოჯახი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:295.

ojaRiTavi - ბუხრის წინ წამოშვერილი ნაწილი, რომელზეც წვრილმან საოჯახო ნივთებს


დებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:295.

ojaxi - 1. ადგილი, სადაც ცეცხლი ინთებოდა, კერა, ბუხარი; 2. სახლეულის ფარგლებში ცო-
ლის, ქმრისა და დაუქორწინებელი შვილების ერთობა, საერთო ჭერქვეშ თანაცხოვრება. სახლეულში
შესაძლოა ოჯახთა ჯგუფის სახით ერთი ანდა რამდენიმე ასეთი ოჯახი არსებულიყო, რომელიც დიდი

411
სახლეულის სოციალური და ეკონომიკური საფუძველი იყო. საერთოდ, ოჯახი საზოგადოების ყველა-
ზე უფრო რთული არქიტექტონიკის ორგანიზმი და, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი სოციალ-
ური უჯრედი იყო. იგი ასეთი გახლდათ კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე. გამონაკლისი ამ
მხრივ არც ქართული ოჯახი ყოფილა, მითუმეტეს, აჭარული ოჯახი, რომელიც ლოკალურ ნიშნებთან
ერთად, ზოგადქართული ბუნებითაც ხასიათდებოდა და აჭარელთა ეროვნული ცნობიერებისა თუ
ეთნიკური თვითშეგნების, ეთნიკური თვისებების მდგრადობაში, ისტორიულად ჩამოყალიბებული
ფასეულობებისა და ტრადიციული კულტურის თაობათა შორის გადაცემის უზრუნველყოფაში გა-
დამწყვეტ როლს თამაშობდა. წარსულში, ქრისტიანულ გარემოში, აჭარულმა ოჯახმა, მიუხედავად
ისლამის ეტაპობრივად და მეტნაკლებად გავრცელებისა, შეინარჩუნა ყველა ის ეთნიკური ნიშანი, რო-
მელიც დამახასიათებელი იყო ქართული ეროვნული ორგანიზმისათვის, ქართული ოჯახის ბუნები-
სათვის. აჭარული ოჯახი თუ ის მშობლებისაგან და დაუქორწინებული შვილებისაგან შედგებოდა
იყო პატარა, ხოლო თუ იგი მშობლებსა და დაქორწინებულ შვილებს აერთიანებდა, მაშინ უკვე ოჯახ-
თა ჯგუფისაგან შედგებოდა და დიდ სახლეულად ითვლებოდა. ასეთ დიდ სახლეულს აჭარაში წარ-
სულში ერთიანობის სახლი ეწოდებოდა. ერთიანობის სახლი საშუალოდ თხუტმეტ-ორმაცდაათ და
გაცილებით მეტ ადამიანსაც აერთიანებდა. ეს იყო სამ-ოთხ და ზოგჯერ კი - ხუთი თაობისაგან შემ-
დგარი გაუყოფელი სოციალური და სამეურნეო ჯგუფი. ხანგრძლივი დროის მანძილზე ტრადიცი-
ული ნორმების შესაბამისად გაუყოფლად ცხოვრება საზოგადოებაში პრესტიჟულ და დადებით მოვ-
ლენად მიიჩნეოდა. სახლთმეურნეობა არ იფარგლებოდა მშობლების, დაქორწინებული ვაჟებისა და
შვილიშვილების ხანმოკლე გაუყრელად ცხოვრებით, არამედ აჭარის მთიანეთის საზოგადოებრივ ყო-
ფაში ადგილი ჰქონდა ძმებისა და ბიძაშვილების, როგორც საერთო წინაპრიდან მემკვიდრეობით მი-
ღებულ საოჯახო ქონებაზე ძირითადი მოწილეების, ერთ ჭერქვეშ ხანგრძლივ თანაცხოვრებასაც.
ლიტ.: მგელაძე, 1967; 2009; ბექაია, 1964; 1969.

ojaxoda - 1. ოთახი; 2. ალპური ზონის საცხოვრებელში ცალკე არსებული შედარებით პატარა


ოთახი, სადაც სახლეულის ახალგაზრდა წევრები - შვილები ანდა სტუმრები იძინებდნენ. ეს ოთახი
მთის სახლის სხვა ოთახებთან შედარებით გამორჩეული იყო.
ლიტ.: რობაქიძე, 1960; მგელაძე, 2010; ჩიქოვანი, 1962; ბექაია, 1974:23; ტუნაძე, 1996:96.

ojaxis qvebi - ბუხრის ქვები. იხ.: ბუხარი.

ojaxze dajdoma - გასათხოვარი ქალის საკუთარი ინიციატივით ანდა ახლობლების ხელ-


შეწყობით ვაჟის ოჯახში მისვლა და მის ცოლად, რძლად თავის გამოცხადება. იხ.: დაჟდუმლება.
ლიტ: მგელაძე, 1996:70; ნიჟარაძე, 1971:165; ბექაია, 1974:37; აჭარული დიალექტის... 1978:23.

ojinjali - 1. კერის საქვაბე ჯაჭვი, რომელიც ბუხარში გამართულ ხის მოწყობილობაზე იყო
მიმაგრებული; 2. კერის ჯაჭვის ჩამოსაკიდი დიდი ხე. გვხვდება ოჯანჯალი ვარიანტიც.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:296; მასალები...1975:421.

412
ohoi nana - ხალხური ცეკვა. აჭარის საცეკვაო ფოლკლორის თვალსაჩინო მონაპოვარი - „ოჰოი
ნანა”, რომელიც დღეისათვის მაღალმთიანი ხულოს სოფელ ხიხაძირსა და მის მეზობელ სოფლებშია
შენარჩუნებული. ოჰოი ნანას ძველ საწესჩვეულებო ჯგუფურ ცეკვა-თამაშთა რიგში აერთიანებენ.
რეფრენად ცეკვის წამყვანი რიტმულად - „ოჰოის” წამოიძახებდა. საცეკვაო ილეთები, ძირითადად
შრომის პროცესს ასახავდა. მასში, ასევე, ჩაქსოვილი იყო საბრძოლო ხასიათის მომენტები. „ოჰოი ნა-
ნა” რიტუალური ხასიათისა იყო და ნაყოფიერების ღვთაებას ეძღვნებოდა. ტექსტში მოხსენიებული
„მელის კუდი”, აგრეთვე, ცეკვის მეთაური, რომელსაც ხელში წკეპლი ეჭირა, საფუძველს იძლევა
დადგინდეს ნათესაობა აჭარულ „ოჰოი ნანასა” და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების კვირიას-
ადმი მიძღვნილ სვანურ ცეკვა „მელია ტელეფიასთან”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:296; ლაზიშვილი, 2009:497-501.

წყლის მიწოდების პროცესი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

413
ჩიქუნეთის მარანი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

414
paiWi - მატყლისაგან ნაქსოვი, უტერფო წინდა, წვივსაცმელი, რომელიც
ფეხს კოჭიდან მუხლამდე ფარავდა. პაიჭი იყო საქალებო და საკაცებო. იგი, ძი-
რითადად, შავად შეღებილი იყო, „ჭუჭნიად” (შიან-გარაი ქსოვა) იქსოვებოდა
და ფეხზე მჭიდროდ იყო მორგებული. მას წინდაზე ზემოდან იცვამდნენ, ხო-
ლო შიგნით შარვლის ტოტებს ჩაიტანდნენ. პაიჭს მეორენაირად „ზანკალსაც”
უწოდებდნენ.
ლიტ.: სამსონია: 2005:127-134; ნოღაიდელი, 2017.

paksaura - მსხლის ადგილობრივი სახლწოდება.


ლიტ: სახოკია, 1985:222.

pamidoris Sorva - მწვანე პომიდორებს, თითოს ოთხ-ხუთ ნაწილად დაჭრიდნენ, გარეცხავ-


დნენ და ცივ წყალში მოხარაშავდნენ. შემდეგ წყალს - წვენს გამოუცვლიდნენ, ცივ წყალში გავლე-
ბულს ტაფაში ჩაყრიდნენ და ერბოში წვრილად დაჭრილ და მოხრაკულ პრასა-მაკიდოს შეურევდნენ,
მარილში დანაყილ წიწაკას ჩაუმატებდნენ და ერთად მოხრაკავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:119.

pamindvriani iaxni - პომინდვრიანი იახნი ბოსტნეულისაგან დამზადებული კერძი იყო.


წვრილად დაჭრილ მწვანე პომიდორებს მოხარშავდნენ და საწურში გაატარებდნენ, შემდეგ ერბოში
შემწვარ პრასა-მაკიდოს წყალს დაუმატებდნენ და ცეცხლზე შედგამდნენ. როგორც კი წამოდუღდე-
ბოდა, დანაყილ ნიორნარევ მარილს ჩაყრიდნენ და ერთხელ კიდევ წამოადუღებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:119.

papayura - ლობიოს ქვესახეობა.


ლიტ: სახოკია, 1985:218.

papua - ბაბუა.

pakis krefa - აბრეშუმის პარკების კარვებიდან, ცახებიდან გამოცალკევება და მოგროვება:


„პარკის კრეფაზე, ბევრი თუა, ნადს დუუძახებთ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:131.

415
parmaRi - 1. აივანი; 2. საზომი, ზომის ერთეული, ერთი ხელის დადება, ერთი პარმაღი უდრიდა
ხელის ოთხი თითის ზომას სიგანით. სიტყვა თურქულიდანაა გავრცელებული.
ლიტ.: ადამია, 1956:95; ნიჟარაძე, 1971:296.

parmaRlurRi - რიკულებიანი მოაჯირი, აივანი, წინგარდი, ბალუსტრადა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:296.

pasali - ხის ჩივი. ჩვეულებრივ გამოიყენებდნენ ცულის, თოხის და სხვა მისთანა იარაღების
ტარის გასამაგრებლად. მთაში მიწაში ჩასობილ პასალზე ხბოს დააბამდნენ.

payvi - ბავშვი: „შენ მევლუდას პაყვი ხარ?”.


ლიტ.: შარაშიძე, 2014; ჯაჯანიძე, 1961.

pawaჲ eCo - ხელეჩო.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:296.

pawki - ხის წვრილი ტოტები, ფიჩხები.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:308.

paw-pawai - ცოტა-ცოტა
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

paWanigi - 1. საწვივე, პაჭანაგი, პაიჭის საკოჭური. საქართველოს სხვა კუთხეებში იგი შემდეგი
სახელწოდებებით გვხვდებოდა, კერძოდ: ზემო იმერეთში - პაჭანიკი (პაჭინი/პაიჭი/პაჭიჭი) ანდა საწ-
ვიე, ლეჩხუმში - საკოჭური (საწვიე): „ვქსოვ პაჭანიკებს ჩუსტებივით”; 2. ხის ლაგამი, რომელსაც ხბოს
უკეთებდნენ, რათა მას ძროხისათვის ძუძუ არ მოეწოვა. სულხან-საბა ორბელიანით „პაჭანაგი” არის
„საკოჭური პაიჭისა”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:271; სახოკია, 1985:244; ქათულ კილო-თქმათა... 1984;
ნოღაიდელი, 2012:131.

paWiWi - გაცვეთილ წინდაზე ქვემოდან ისეთივე მატყლის ძაფით შემოქსოვილი წინდის ნაწი-
ლი, ერთგვარი საკერებელი. პაჭიჭის შემოქსოვა წინდის გაცვეთილი ნაწილის შევსების ერთგვარი წე-
სი იყო. იხ.: პაიჭი.

pepeli - ორნამენტი, სახე, ჭრელი: „წინდაზე დავხატავდი – პეპელს გამოვყვანდი”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:131.

peranga - Brunella vulgaris L: გობისცხვირა, მრავალწლოვანი სამკურნალო მცენარე, რომელიც


აჭარის ხალხურ მედიცინაში ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. სუფთად გაწმენდილი მცე-
ნარის ნახარში ჩაის სახით მიიღებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:12.
416
perangi - აჭარელი ქალის ჩაცმულობის ძველებურ კომპლექტში პერანგი შარვალთან ერთად
კაბის ქვეშ ჩასაცმელად იყო გამოყენებული და ძირითადად საოჯახო წესით ნამზადი სელისა და კა-
ნაფის ქსოვილისაგან იკერებოდა. იყო გრძელი და ფართოკალთიანი პერანგები. აჭარელი ქალი ძირი-
თადად ჟოლოსფერ ყანაოზის პერანგს იცვამდა. მაინც, უპირატესობას ქალები თეთრ და წითელ ფე-
რებს ანიჭებდნენ, ზოგჯერ, ჭრელ პერანგსაც იკერავდნენ. აჭარელი ქალი გრძელ და ფართოკალთიან,
განიერ პერანგს იცვამდა. იგი გრძელსახელოიანი და გულდახურული - იახიანი იყო. „იახია” თურქუ-
ლი სიტყვაა და საყელოს ნიშნავს. ფაბრიკული ქსოვილების - ჩითის, მიტკალის, ყუმაშის, ყანაოზის
შემოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით, უკანასკნელი ორი მასალისგან დამზადებული პერანგი საქორ-
წინო, სადღესასწაულო და შეძლებული პირების სამოსადაც გამოიყენებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:47.

perangis gamocvla - პერანგის გამოცვლა - 1. აბრეშუმის ჭიის ტყავის გამოცვლა; 2. ცხოვრე-


ბის ხასიათის შეცვლა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:16.

perangis gaZroba - პერანგის გაძრობა, კანის გამოცვლა, კანის მოხდა: „ყაჭი პარკის გა-
კეთებამდე ოთხჯერ მოიხდის კანს – გაიძრობს პერანგს”. იხ.: პერანგის გამოცვლა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:131.

peteli - თხის კიკინი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:51.

pilpiliani da qinZiskaklani qafSia - ქაფშიას მარილს მოაყრიდნენ, შემდეგ პილპი-


ნარევ მარილში დანაყილი ხმელი ქინძის კაკლებს შეურევდნენ, გახურებულ კეცზე გადაიტანდნენ
და კეცს ცეცხლს მიუშვერდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:117.

pilwiqari - საყმაწვილო დაავადება, ქუნთრუშა.

ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1981:33-34.

pina - საწყაო ხის კასრი - 18 ოყა, ნახევარი ფუთი, ზოგიერთი ინფორმაციითს მიხედვით – ექვსი
ფუთი. პინას ჯამის მსგავს ხის დიდ ჭურჭელსაც, ხის კასრსაც უწოდებდნენ. ამდენად, პინა იყო
ჭურჭელი, ხის დიდი ჯამი, ხის კასრი, რომელიც ზემო აჭარაში სარწყაოდაც გამოიყენებოდა. თედო
სახოკია: „ერთი კოდი (16 ოთხკუთხი მხარი) მიწაზე 5-6 პინა ხორბალი თუ მოვიდა, დიდი ღვთის
წყალობად ჩაითვლება”.
ლიტ.: სახოკია, 1986:178; ქართულ კილო-კავთა... 1984;
ნიჟარაძე, 1971:297; კობერიძე, 2011:158

pirbamba - Tussilago farfara L: ვირისტერფა, მრავალწლოვანი სამკურნალო მცენარე. მას წვავ-


დნენ და კვამლს ისეთ ავადმყოფს უხრჩოლებდნენ, რომელსაც სუნთქვა უჭირდა და გაძლიერებული
ხველა აწუხებდა. ფოთლების ნახარშის წვენში ჩაჯდომით ბუასილსაც მკურნალობდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:15.
417
pirbaliSaჲ - საქორწინო ცერემონიალში სამახარობლო ბა-
ლიში. დედოფლის თანმხლები დადე შორიახლოდან სიძეს პირბა-
ლიშს მოულოდნელად გაუქნევდა. მას პირბალიში უნდა დაეჭირა.
თუ ვერ დაიჭერდა ამაზე მექორწილეები გაიცინებდნენ.
ლიტ: აჭარული დიალექტის... 1978:17.

pirbaliSi - იხ.: პირბალიშაჲ

pirveli kani - აბრეშუმის ჭიის პირველი კანის ცვლა: „ყაჭი გადამყავდა ჟვერიდან ჟვერზე
(ჟვერი – ფოთოლი), სანამ პირველ კანს მოიხთიდა”. აბრეშუმის ჭია სულ ოთხჯერ იცვლიდა კანს.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:131.

pirveli Celti - აბრეშუმის ჭიისათვის სპეციალურად დამზადებული ადგილი, რომელსაც


უცვლიდნენ ყოველი კანის გამოცვლის შემდეგ: „რაცხამეთი კანიდან ამოვდოდა, იმდენი ჩელტი ქვი-
ოდა: პირველი ჩელტი, მეორე ჩელტი...”. იხ.: პირველი კანი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:131.

pirisamxdeli - დედოფლის ძმა ანდა ბიძაშვილი საქორწინო ზეიმში დედოფალს პირისახეზე


ჩამოფარებულ დუაღს - პირსაბურავს ახდიდა. პირისამხდელს საქორწინო ზეიმში ვახშმის მიღების
შემდეგ დედოფლისათვის განკუთვნილ ცალკე ოთახში მიიწვევდნენ, სადაც პირისამხდელი ყამის -
ხანჯლის წვერით დუაღს დედოფალს ახდიდა, სუფრაზე ანდა სინზე დაჰკრავდა, მირთმეულ მოხარ-
შულ ქათამს და ხაჭაპურებს ხანჯალზე წამოაგებდა და გარეთ გავარდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:298.

piris asamxdelo - ფულადი საჩუქარი, რომელიც დედოფალზე პირბადის - „ტვაღის” ახდის


წინ იკრიბებოდა. იხ.: პირისამხდელი.
ლიტ: მგელაძე, 1996:236; აჭარული დიალექტის... 1978:18; ნიჟარაძე, 1971:298.

piris axda - სიძის მიერ დედოფლისათვის პირბადის ახდა, რომლის დროსაც დედოფალს სა-
ჩუქარს - პირისანახავს აძლევდნენ. იხ.: პირის ასამხდელო.

pirisanaxavi - სიძის მიერ დედოფლისათვის პირბადის ახდა და საჩუქრის მირთმევა, საჩუქ-


რის სახეობა, რომელსაც სიძე დედოფლისათვის პირბადის ახდის ნებართვის სანაცვლოდ გაიღებდა.
ამ საჩუქრის გარეშე მას არ ჰქონდა და არც მისცემდნენ პირბადის ახდის უფლებას.
ლიტ: აჭარული დიალექტის... 1978:120.

pirsanaxavi - იხ.: პირისანახავი.

418
piris axveva - 1. ჭამის შეწყვეტა; 2. აბრეშუმის ჭიის ზრდის დასრულების პერიოდი, როცა
იგი ჭამას წყვეტდა და პარკის გაკეთებას იწყებდა. მეოთხე კანის მოხდის შემდეგ ზრდადასრულებუ-
ლი აბრეშუმის ჭიისათვის ხარიხების, ლასტების კიდეებზე ბალახებისა და ხის რტოების შემოწყობას
პირის ახვევას ეძახდნენ: „პირმიცემულ ყაჭს პირს აუხვევენ, პირსაცავს გაუკეთებენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:131; კობერიძე, 2011:16.

piris mokvra - 1. მოქსოვილი წინდის ყელის შემოვლება, შემორკალვა. წინდის ქსოვის და-
სასრულს წინდის ჩხირებს თვლებიდან გამოაძრობდნენ და ცარიელ თვლებში შედარებით მსხვი-
ლი ზომის ღაზლის ძაფს გაუყრიდნენ. ამით წინდის ქსოვა სრულდებოდა და წინდის ყელს უკეთ-
ებდნენ: „წინდის ყელს მოვქსოვთ და პირს უუკრავთ”; 2. ზრდადასრულებული ჭიის მიერ საკვების
მიღების შეწყვეტა და პარკის ამოსახვევად მომზადება: „დიდი კანიდან რუმ ამუა, ყაჭს პირს მუუკ-
რავენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

piris wawyoba - ძაფგატარებული სავარცხლის საქსოვ დაზგაში ჩადგმა: „ძაფს ჩავდგამდით


საფიქროში და წუუწყობდით პირს საქსოვად”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

pirmicemuli yaWi - პარკის ხვევისათვის გამზადებული აბრეშუმის ჭია: „პირმიცემულ


ყაჭს პირს აუხვევენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

pirsacavi - ზრდასრული ჭიებისათვის ხარიხის კიდეებზე დაწყობილი ბალახები და ხის


რტოები: „ყაჭს პირსაცავს გუუკეთებდი. ვიტყოდით, პირი უუხვიეო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

pirdapira xerxi - ორხელა გრძელი ხერხი, რომელსაც ორივე მხრიდან სატარე ხვრელები გა-
აჩნდა, სადაც ხის სახელურები უკეთდებოდა. მისი სიგრძე ერთ მეტრს აღემატებოდა. გამოიყენებ-
ოდა ხის მოსახევად და მსხვილი მორების დასახერხად. სამუშაოდ აუცილებლად ორი კაცი იყო საჭი-
რო. მას მეორენაირად „ორხელა ხერხს”, „სისონს” ანდა „ბირდაბირა ხერხსაც” უწოდებდნენ.

pirutyvis mibareba - პირუტყვის მიბარება აჭარაში ფართოდ იყო გავრცელებული. უმეტეს-


ად ქვედა აჭარის მოსახლეობა, რომლებსაც პირუტყვი ჰყავდათ, მაგრამ ალპური საძოვრები არ გააჩ-
ნდათ, ზაფხულში საკვების უქონლობის გამო იძულებული იყვნენ თავიანთი პირუტყვი მთის მცხოვ-
რებლებისათვის მიებარებინათ. პირუტყვს ხულოს რაიონის მცხოვრებნი იბარებდნენ. მთაში წას-
ვლის წინ პირუტყვის ამყვანნი ქვედა რაიონებში ჩადიოდნენ და მისაბარებელ პირუტყვს ეძებდნენ.
ხშირად წლების მანძილზე პირუტყვის ამყვანსა და მეპატრონეს შორის ამ ნიადაგზე ნაცნობობა მყარ-
დებოდა და ჩამოსულებს პირუტყვი ყოველგვარი ძებნის გარეშე მიჰყავდათ. პირუტყვის წაყვანამდე
ჯერ მის ჯანმრთელობას, წველადობას ამოწმებდნენ და შემდეგ მხარეები პირობას დებდნენ. მთის
419
სეზონის დასრულების შემდეგ კი ამბარებელი პირუტყვის პატრონს შეთანხმებისამებრ რძის პრო-
დუქტების ნაწილს აძლევდა და პირუტყვსაც უბრუნებდა. შეთანხმებულზე მეტი პროდუქტი ამყვანს
რჩებოდა და მისი ინტერესიც იყო, ძროხას რამდენადაც უკეთ მოუვლიდა, იმდენად მეტ რძეს მიიღ-
ებდა და მეტი მოგება რჩებოდა. აჭარაში ზაფხულობით ადგილი ჰქონდა არა მარტო მეწველი, არამედ
უწველი პირუტყვის მიბარაბასაც. ამ შემთხვევაში მეპატრონე პირუტყვის ძოვებისა და მოვლა-პატ-
რონობისათვის ქირას ფულით ანდა ნატურით, უმეტესად, სიმინდით იხდიდა. პირუტყვის უგზო-
უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში ამყვანი ვალდებული იყო მეპატრონესათვის დანაკარგი აენაზღა-
ურებინა. მთის სეზონის დამთავრების შემდეგ პირუტყვის პატრონი ამყვანთან პირუტყვის ჩამოსაყ-
ვანად და კუთვნილი პროდუქტების, ე. წ. „ნამთივრის” ჩამოსატანად თვითონ მიდიოდა.
ლიტ: ნიჟარაძე, 1948:71.

pirwyala - წინდისა და თორის ჭრელი, ორნამენტის სახე.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

pirWikli - წინდის ორნამენტი: „პირჭიკლი ჭრელია, თეთრი და შავი ძაფით მოქსოვილი”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

piwki - 1. ხმელი, წვრილი ტოტები, წვრილი ფიჩხი; 2. მოხალული კვახის თესლი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

piwknari - ფიჩხნარი.
ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009:310.

plania - იხ.: შალაშინი.


ლიტ.: ადამია, 1956:95.

povnili - პოვნილი წითელყურძნიანი საღვინე ჯიში იყო. იგი მაღლარების სახით ქედის
რაიონში იყო გავრცელებული, სასიამოვნო მოტკბო გემო ახასიათებდა და საღვინე ყურძენთა კატე-
გორიას განეკუთვნებოდა. ადგილობრივ მოხუც პირთა გადმოცემით, აღნიშნული ჯიში მათ წინაპ-
რებს ტყიდან ჩამოუტანიათ, გაუშენებიათ და შემდგომ პერიოდში, როგორც უხვმოსავლიანი, ქედის
რაიონის სოფლებში გაუმრავლებიათ. ჯიშის სახელწოდება ვერ აღუდგენიათ და პოვნილი დაურ-
ქმევიათ, რომელიც სიტყვა „ნაპოვნი’დაა” წარმომდგარი. პოვნილი საოჯახო მოხმარების ღვინო იყო,
რომლის პროდუქციასაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაწურად იყენებდა, ხოლო საზამთროდ -
ყურძნის წვენს ანდა ბადაგს ამზადებდა. ყურძნად არ ინახავდნენ.
ლიტ: რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:295.

ponwklebaჲ - ნაქსოვის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

posi - თხა, ვაცი.


ლიტ: ჯაჯანიძე,1961.
420
powki - ვაზის მტევნებიანი ტოტი, აკიდო.
ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009:311.

prasa-makidoiani qafSia - ჭარხლისა და ფხალის ფოთლებს პრასა-მაკიდოსთან ერთად


წვრილად დაჭრიდნენ, ნიორნარევ მარილში დანაყილ პილპილსა და მოხარშულ ბრინჯში აურევ-
დნენ, მასში ქაფშიას და სიმინდის ფქვილს ჩაუმატებდნენ. ყველაფერ ამას ცხელ წყალში გახსნილ კო-
წახურში მოზელავდნენ. მიღებულ ცომს გახურებულ კეცში ჩაფენილ ფოთლებზე გადაიტანდნენ,
კეცს თუნუქის სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. ამ მდგომარეობაში იგი შეწ-
ვამდე რჩებოდა.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:116.

prati - სიტყვა ზემო აჭარაში გოგოს, ქალიშვილს აღნიშნავდა.

prunWulai - ქსოვის წესი. ტერმინი გავრცელებულია სხალთის ხეობაში.

prunWia - ქსოვის სახეობა, რეზინისებური ნაქსოვი: „პრუნჭიას ყველა წინდაზე მოქსოვენ და


ბოლოს გადაკვეთენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:132.

puntli - ახალი წინდის ბუსუსები, ნართის ბეწვი: „ახალმოქსოვილ წინდას რეცხვაში გარუჯა-
ვენ – პუნტყლები მიეწვება”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:133.

pwkala kibe - ტრადიციულ აჭარულ საცხოვრებელს თავანის სართულში, სადაც ბეღელი იყო
შედგმული, ასასვლელი შუადერეფნიდან ჰქონდა. ასვლა ჩვეულებრივი კიბის ანდა ე. წ. „პწკალას”
საშუალებით ხდებოდა. პწკალა იტალიურ-თურქული ტრანსკრიფციის სიტყვაა, რომელიც საფეხუ-
რებ-ამოჭრილ მორს ნიშნავდა. სამეგრელოში მას „ტკვაჯას” ეძახდნენ, რომელიც ორი სიტყვისაგან
იყო ნაწარმოები: ტკვა - საფეხურს, ხოლო ჯა - ხეს აღნიშნავდა. იხ.: სათვალე.
ლიტ.: ადამია, 1956:95

421
წყლის გამყიდველი, ბათუმი, სოუქ-სუს ბაზარი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

422
Jave - მწნილი. დამჟავებული ბოსტნეული. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება იყო მხალე-
ულის მწნილებზე – „ჟავეზე”, „მჟავეზე”. მჟავეული კერძებიდან აჭარაში უნდა გამოიყოს: საწებელი,
რომელიც რამდენიმე ვარიანტად იყო წარმოდგენილი: წოწოქაჲ (ქინძ-ნიორ-მარილიან წყალში შე-
ზელილი მოხარშული ჭარხალი), პრასის მჟავე, ასევე, რამდენიმე ვარიანტიანი პარკი ლობიო, კომ-
ბოსტოსა და პომიდორის მჟავე, ბადრიჯნის მჟავე. აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი
დამჟავებულ ლობიოს ეჭირა, რომელსაც „მჟავე ლობიოსაც” ეძახდნენ. იგი შემდეგნაირად მზადდე-
ბოდა: მწვანე ლობიოს წამოადუღებდნენ, შემდეგ პრასას, მაკიდოს ჩააჭრიდნენ, მარილნარევ ნიორში
დანაყილ ქინძს, პიტნას, კამასა და პილპილს შეურევდნენ, ყორაოს დაუმატებდნენ და მჭიდროდ და-
ახურავდნენ თავს.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:128, 144.

Jvavi - ცვარი. სულხან-საბა ორბელიანთან - „ლეშხი”.


ლიტ.: ორბელიანი, 1949:278.

Jveri - მცენარის ფოთოლის ზოგადი სახელწოდება, ვაზის თოთო ფოთოლი. სულხან საბა ორ-
ბელიანის მიხედვით - „ფოთლიანი რტო”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:278; ქართული ეთნოლოგიური... 2009:314.

Jvero - იხ.: ჟვერი.


ლიტ.: ჟაჯანიძე, 1961.

Joli - თუთა.

JriWa - აჭარაში გავრცელებული ჟრიჭა, იგივე, ჩიბანის ბალახი ლიტერატურაში „ჟუნჟრუკის”


(Stellaria Media L.) სახელითაა ცნობილი. იგი მიხაკისებრთა (Caryophyllaceae) ჯგუფს განეკუთვნება,
ერთი ანდა ორწლოვანი სარეველა მცენარეა, ფესვები ნაზია, დატოტვილი, ღერო მეტწილად 10-30
სანტიმეტრი სიგრძისაა, წამოწეული, ფოთლები კვერცხისებრი, ყუნწიანი. სამი გვირგვინის ფურ-
ცლისაგან შემდგარი თეთრი ფერის ყვავილების თითოეული ფურცელი ორადაა გაყოფილი. ნაყოფი
კვერცხისებრია ანდა მოგრძო კოლოფია მრავალრიცხოვანი თესლით. აჭარაში ჟრიჭა – ჟუნჟრუკი
ზღვისპირა ზონიდან ზედა მთიან ზონამდეა გავრცელებული. იგი აპრილში ყვავილობს. მას ნაღრძო-
ბი ადგილის სამკურნალოდ იყენებდნენ. მცენარეს გარეცხავდნენ, წყალში მოხარშავდნენ, მარილს
დააყრიდნენ და ავადმყოფს ნაღრძობ ადგილზე შეუორთქლებდნენ. მცენარის ფოთლებს მუწუკის
სამკურნალოდ იყენებდნენ
ლიტ.: შარაძე, 1961:60.

Juri - კუხე ყურნის წვენი, რომლითაც საჭამადს კაზმავდნენ. აქა-იქ „ჟურს” „კუხე ყურძენსაც”
ეძახდნენ.
423
ხერტლის ჩარხვის პროცესი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

424
ragvi - ჩიტის მახე.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:302.

rameTi - რამდენი. „რამეთი დღეი დარჩები?.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

randa - შალაშინი, ხის ზედაპირის გასასწორებელი სადურგლო ხელსაწყო. გვხვდებოდა სხვა-


დასხვა ფორმისა და ზომის, ცალხელა და ორხელა. მათ მოხმარებისა და დანიშნულების მიხედვით
განარჩევდნენ. იხ.: აჩმა.

randi - იხ.: რანდა.

raSa - იხ.: ნადური.

rahaTi - 1. მოსვენება; 2. თავისუფალი, მსუბუქი.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

redi - ოჯახიდან წევრის მოკვეთა: „შენზე რედს ვიზამ“ - ოჯახიდან მოგკვეთ, გაგაძევებ.
ლიტ.: ზოიძე, 1996:77.

reizi - საზღვაო და სამდინარო ხალხური ტრანსპორტის - ნავის ეკიპაჟის მეთაური რეიზი


იყო, რომელსაც მისი მართვა და მესაჭეობა ეკისრებოდა. ტერმინი რეიზი მხოლოდ აჭარისა და ლა-
ზეთის მოსახლეობის მეტყველებაში გვხვდებოდა და იგი თურქულის გავლენით იყო გავრცელებუ-
ლი. სულხან-საბა ორბელიანი „რეიზს” მაჰმადიანთა გემის კაპიტნის მნიშვნელობით ხმარობდა.
თურქულში კი ეს ტერმინი არაბულიდან იყო შესული და იქაც წინამძღოლს ნიშნავდა. რეიზის თა-
ნამდებობა არჩევითი იყო და საამისოდ ყოველთვის გამოცდილ მენავეს ნაოსნობაში ხანგრძლივი გა-
მოცდის შემდეგ მენავეთა ამხანაგობის უხუცესი წევრები ირჩევდნენ. ნავს აგრეთვე ორი ანდა სამი
425
მენიჩბე ემსახურებოდა, რომელთაც ტაიფა ეწოდებოდა. ერთი მათგანი უფროს ტაიფად ითვლებოდა.
ნავის მართვის აღჭურვილობას წყვილი სისტარი, სათავებელა - რკინის წვეტიანი გრძელი კეტი, ორი
ნიჩაბი, ხისგან დამზადებული წყლის ამოსახაპავი და თოკი შეადგენდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:77.

მენავეები ჭოროხზე

remezani - მუსლიმური წლის (მთვარის) მეცხრე თვე, როცა მორწმუნენი მზის ამოსვლიდან
მზის ჩასვლამდე ერთი თვის განმავლობაში მარხულობდნენ. რამაზნის მომარხულეები მხოლოდ ღა-
მით, გათენების წინ - იფთარის (გახსნილების) შემდეგ ე. წ. „იასლუღზე” ჭამდნენ. ოცდაათი დღის
განმავლობაში დღისით მემარხულეს წყლის დალევა, საჭმლის ანდა ხილის ჭამა, თამბაქოს მოწევა,
ტანის დაბანა, სუნამოს ყნოსვა აკრძალული ჰქონდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:303.

remsi qeda eilaRia - საძოვრის გადასახადი. თედო სახოკია: „რემსი ქედა ეილაღია, ანუ სა-
ქონლის ძოვების ბაჟი”.
ლიტ.: სახოკია, 1985:230.
426
remSi - მოდავეებს შორის მოგებულის მიერ საბაჟო გადასახადი. თედო სახოკია: „რემში, ანუ გა-
დასახადი, რომელიც მოდავეთა შეჰქონდა”.
ლიტ.: სახოკია, 1985:230.

rende - იხ.: რანდა.

rTvelis matyli - შემოდგომით, რთველზე გაკნაჭილი ცხვრის მატყლი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:133.

rikaჲ - 1. თამაში, რიკ-ტაფელას ერთ-ერთი სახე. როგორც ბილაჯოხს ისე თამაშობდნენ; 2. რი-
კას სათამაშო მოკლე ჯოხი, რიკი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

riSveTi - გამოსასყიდი, ურვადი, რასაც ქალის თხოვებისას ჰქონდა ადგილი. ტერმინი თურ-
ქული ენიდანაა შემოსული. იხ.: ბაშლუღი და თავნი
ლიტ: ბექაია, 1974:31; დავითაძე, 1974:14.

rkali - ოვალურად მოხრილი ჯოხი. მის ერთ მხარეს, ნახვრეტში თოკი


იყო გამობმული, რომელიც რკალის მეორე მხარეს იყო გადადებული და
„კბილში” ამოდებული. რკალი დრეკადი იყო და მასზე გადადებულ თოკს
ჭიმავდა. იგი საქონლის დასაბმელად გამოიყენებოდა. რკალს ძირითადად
წაბლის ხის ნედლი ტოტიდან, ოვალურად მოხრილს თლიდნენ, თუმცა მცი-
რედ გაშლილ მდგომარეობაში გაახმობდნენ. ერთ მხარეს ნახვრეტს, ხოლო
მეორე მხარეს „კბილს” დააჭრიდნენ, საქონლის დაბმის დროს მოსწევდნენ
და „კბილზე” თოკს ამოსდებდნენ.

rkili - ხის მატლი. მიჩნეული იყო რომ ზამთარში მოჭრილ ხეს რკილი არ უჩნდებოდა.
ზაფხულში მოჭრილს კი - წყალი მეტი ჰქონდა, რომელიც მოჭრილ ხეში მჟავდებოდა და მასში მატ-
ლი ჩნდებოდა

rogo – 1. სარქველი, ქვევრის სახურავი, მრგვალი ფიცარი; 2. ხისგან გამოთლილი ფუტკრის


სკა, ფუტკრის დასაბინავებლად განკუთვნილი ქერქგაცლილი, შუაზე სწორად გაპობილი, გულამო-
ღებული მრგვალი მორი, სიგრძით 80-100 სმ, დიამეტრით 35-50 სმ. როგო ორგანყოფილებიანი იყო
და საძირე და საზედაო ნაწილებისგან შედგებოდა. ქვედა ნაწილს საძირე, ხოლო ზედას - სახურავი
ერქვა. ფუტკრის შესასვლელად პატარა ხვრელი ჰქონდა, სახურავი საძირეზე ოდნავ დიდი იყო, რათა
წვიმას შიგნით არ შეეღწია. საძირეს ქვემოდან ორი ნახვრეტი უკეთდებოდა, ფუტკრის შესვლამდე
წყალი რომ არ ჩამდგარიყო.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; სახოკია, 1985:297; ნიჟარაძე, 1971:304; დავითაძე, 1973:67; 1974:40-41.

427
rogos eCo - ხის შიდა გულის ამოსათლელი იარაღი, ეჩო,
რომლის სამუშაო პირი მომრგვალებული იყო და მრგვალად ამოთ-
ლის საშუალებას იძლეოდა. იხ.: ეჩო.

rokapi - იხ.: ლომპაპი.

roki - ტოტის ძირი ხეზე, რომელიც განსაკუთრებული სიმკვრივით ხასიათდება. როკებიანი,


ნუჟრებიანი ხე ძნელად დასამუშავებელია.

rompapi - იხ.: ლომპაპი.

rofe - გეჯა, ვარცლი, საწნახლის მსგავსად ამოთლილი მრგვალი ჯირკვი. თედო სახოკია: „ამ
ქვის როფეს აჭარელი ისე არ გაუვლის, რომ ხელი არ ჩაუშვას შიგ და პირზე არ მოისვას, თანაც არ
ილოცოს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:254; მეგრულ-ქართული...2001.

ru - წარსულში აჭარელ მეურნეებს სარ-


წყავი წყლები რუს საშუალებით გამოჰყადათ.
რუ გამოჰყავდა ოჯახს, ლოკალურ ჯგუფსა და
მასში წარმოდგენილ მცირე ნათესაურ გაერ-
თიანებას, სოფელს ანდა მთელ თემს. ხდებო-
და ისეც, რომ სოფლად მოსახლე სხვადასხვა
საგვარეულოსა და ჩამომავლობის ნათესაური
შტოებს რუ სოფლისათვის საერთო ძალებით
გამოჰყავდათ, მაგრამ ამის შემდეგ თითოეულ
სამეურნეო-ნათესაურ წრეს წყალი უბანში თავ-
თავისათვის შეჰყავდა. ამას პატრონიმიული
ნიშნით ლოკალურ ჯგუფებად განსახლებისა
და დასახლების ტრადიცია უწყობდა ხელს. იმ სოფლებში, სადაც არხი საერთო იყო, ჭალების მორ-
წყვისას სირა - რიგი წესდებოდა. კომლების მიხედით წყლის განაწილებასა და რიგის დაცვას მოსახ-

428
ლეობის მიერ საგანგებოდ არჩეული პირი მეწყლე, იგივე, მერუე აწესრიგებდა. მეწყლე მიკერძოებას
არ იჩენდა და თითოეულ კომლს ყველასათვის მისაღებ რიგს უწესებდა. მეწყლე გაწეული შრომის სა-
ფასურად სათანადო ნატურალურ და ფულად ანაზღაურებას იღებდა. მის საქმიანობაში აგრეთვე სა-
სოფლო და სათემო გზების მეთვალყურეობა, მონაჟურ წყლებზე კვალის „გაწარბვა” შედიოდა. საქარ-
თველოში სარწყავი ტრადიციები ოდითგანვე მაღალგანვითარებული იყო. სწორედ მორწყვის ძირ-
ძველმა ტრადიციებმა ისტორიულად ქართული სოფლების ხევისპირულობის ჩამოყალიბებაში გან-
მსაზღვრელი როლი ითამაშა. აჭარაშიც სოფლები ძირითადად ღელე-წყაროებით მდიდარ ხეობებში
იყო განლაგებული. სოფლის სათიბების სარწყავად კი ამ ხევთა ღელეები, ცალკეულ შემთხვევაში კი
ადგილზე გამომდინარე თუ მოყვანილი წყაროები იყო გამოყენებული.
ლიტ: მგელაძე, 2004.

rubanka - გრძელი რანდა, შალაშინი ფიცრის ზედაპირის გასასწორებელი, გასაშალაშინებელი


ინსტრუმენტი. იხ.: ქუბანკა.

.
rusula culi - ცულის სახეობა, რომელსაც ფართე პირი აქვს.
ლიტ.: კობერიძე, 2011:163.

rusumeTi - წარსულში გადასახადი, გაწერილი მეწველ მსხვილფეხა საქონელზე, სულზე 1, 5


გირვანქა, ½ ოყა კარაქი, სულ 490 მანეთი, ასევე, ერთ სულ ცხვარზე გადასახადი, რომელიც ადრე 25
კაპიკს უდრიდა. გიორგი ყაზბეგი: „იგი გაწერილი იყო ცხვარზე და თხაზე, სულზე 25 კაპიკი, სულ
1.050 მან.”.
ლიტ.: ყაზბეგი, 1960:49; კახიძე, 1974.

rusumi - ქორწილის დროს საჭმელ-სასმელზე, საკლავზე დედოფლის მაყრების მოთხოვნები.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:51.

rCxiani - სარჩხინავი, ლატანი ლარტყა, რომლითაც დახურვის წინ შენობის სახურავს დარ-
ჩხინავდნენ - დაქსელავდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:304

429
rcxali - აჭარაში რცხალი მოსავლიანი და ნაყოფიერი მიწა, რაჭაში კი - ორი წლის ნასვენი მი-
წა იყო.
ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009:322.

rZiTavi - რძის თავი, რძის ცხიმი, რომელსაც რძე ზემოდან მოიცვამს, გამოუხდელი ნაღები.
რძის თავს, ასევე ადუღებულ და გაცივებულ რძეზე ზემოდან მოცმულ ცხიმსაც ეძახდნენ.

rZis kvercxaჲ - რძეს აადუღებდნენ, მასში ათქვლეფილ კვერცხებს ჩაასხამდნენ და წამოად-


უღებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:104-105.

rwyila balaxi - იხ.: ქინძა ბალახი.

სკების სახეობები
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ ექსპოზიცია)

430
სალეს ჩარხზე წალდის ლესვის პროცესი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

431
saarye - არყის გამოსახდელად გამზადებული პური, ხორბალი, ჭაჭა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:25.
.
saban-gobani - საწოლი, ქვეშაგებისა და ჭურჭლეულობის აღმნიშვნელი კრებსითი სახელი,
რომელიც ალპურ ზონაში, მთაში ყოფნის პერიოდში დროებით საცხოვრებლად ასულ ოჯახს გააჩ-
ნდა. თედო სახოკია: „ეილაზე სოფლელნი მაისის გასულს ამოდიან, თან მოჰყავთ ცოლ–შვილი და
მოაქვთ საბან-გობანი და ავეჯი, რაც კი რამ დასჭირდებათ ოჯახში ... კედელში გამოჭრილია „მუსან-
დარა” (თახჩა), სადაც საბან-გობანი ინახება”.
ლიტ.: სახოკია, 1985:152, 172.

sabeli - ნავის კიჩოზე გამოსაბმელი მსხვილი თოკი. მისი საშუალებით ცარიელ ნავს მენავეები
ეწეოდნენ, ზემოთკენ მიაცურებდნენ.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:77.

sabero - სათესლე ბოსტნეული.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

saberveli - სამჭედლო ინვენტარი, რომლის მეშვეობითაც ქურას ჰაერი მიეწოდებოდა. აჭარ-


აში დამოწმებული საბერველი ისე იყო აგებული, რომ ჰაერის უწყვეტი მიწოდების საშუალებას იძ-
ლეოდა. იგი ჩვეულებრივი ქართული საბერველი იყო. ორი განყოფილებისაგან შედგებოდა, ჰქონდა
ორი სახელური და ორი საქშინავი. საბერველთან ერთი კაცი იდგა და მას მონაცვლეობით ამოძრავებ-
და. დაახლოებით XIX საუკუნიდან რუსული საბერველი გავრცელდა. მას ცალი ხელით ამოძრავებ-
დნენ და მეორეთი კი ქურასთან მუშაობა შეიძლებოდა. რუსული საბერველი ჰაერის მხოლოდ წყვე-
ტილ ნაკადს იძლეოდა.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის, 2013:335.

432
სამჭედლო, რკინის დნობა
(ჯემალ მიქელაძის ნახატი - რეკონსტრუქცია)

433
sabiZali - საცვლის უბე. სულხან-საბა ორბელიანი: „ნიფხვის უბე”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:287; კობერიძე, 2011:47.

sabogi - 1. პატარა ხიდი, ბოგა; 2. საგვარეულო ტყე, სადაც ხეებზე სკის შემოდგმის უფლება
მხოლოს ტყის მფლობელს ჰქონდა. იხ.: ბოგილი ტყე.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:305.

sabogo tye - ფუტკრის მოსაშენებელი ტყე. ასეთ ტყეებში ხეებზე როგოებს დგამდნენ. ამგვა-
რი ტყე საგვარეულო ხასიათს ატარებდა, მაგალითად, კინტრიშის ხეობაში. საბოგო ტყეში ვარგისი
ხის მოჭრა არ შეიძლებოდა.
ლიტ.: დავითაძე, 1974:37.

sabuzebeli - გარეულ ფუტკარზე, რომელსაც „ბუზსაც” ეძახდნენ, თებერვალ-მარტში ნადი-


რობა. როცა დათბებოდა, ტყეში ფუტკარი მზეზე გამოდიოდა და თოვლზე ფიჭას ყრიდა. ეს იმის ნი-
შანი იყო, რომ იქვე ახლოს, ხის ფუღუროში სკა ბუდობდა. ასეთ შემთხვევაში ხეს მოჭრიდნენ, თაფლს
წაიღებდნენ და ფუტკარს კასრით შინაურ სკაში გადაიყვანდენ. თუ ნანადირევი ფუტკარი ერთ ოჯ-
ახს - სკას ვერ შექმნიდა, მაშინ მხოლოდ თაფლი მოჰქონდათ, ფუტკარს კი ხელუხლებლად ტოვებ-
დნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:305.

sabuzeblaT wasvla - იხ.: საბუზებელი.

saburavi - თავსაფარი, თავსახურავი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:44.

sabZeli - სათივე, ორფერდა სახურავიანი, ჯარგვალური ანდა ფიცრული შენობა, რომელიც


თივის შესანახად იყო განკუთვნილი. საბძელი მესაქონლეობასთან დაკავშირებული სამეურნეო ნაგე-
ბობა იყო, სადაც თივას და სხვა სახის საქონლის საზამთრო საკვებს ინახავდნენ. კარ-მიდამოში ტრა-
დიციულად იგი ცალკე მდგარ შენობას წარმოადგენდა და ბოსელთან ახლოს იყო გამართული.
გვხვდებოდა საბძლის ბოსელზე გვერდიდან მიდგმის ანდა ზემოდან განთავსების შემთხვევებიც.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948; შამილაძე, 1969:11; მიქელაძე, 1978:116.

434
თივის მოტანა სოფელში
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

sabjeni - საყრდენი, სამაგრი ბოძი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:25, 28.

sagareo tansacmeli - საგარეო ტანისამოსი, რომელიც საზოგადოებაში გამოსასვლელად


გამოიყენებოდა. მას მეორენაირად „სანამუსო ტანსაცმელსაც” უწოდებდნენ.

sagareulo winda - ოჯახის გარეთ, საპატიოდ ჩასაცმელი წინდა: „შინათაჲ წინდა თეთრი, სა-
და იყო და საგარეულო – ლამაზი, ჭრელი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:133.

435
sagario winda - იხ.: საგარეულო წინდა.

sagviano yaWi - გამონაბობლა, ნაგვიანევი ყაჭი: „მერე საგვიანო ყაჭიც გაკეთდებოდა, დამ-
დიდრდებოდა ოთხ-ხუთ დღეში”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:133.

sagorebeli - სათელავი ხელსაწყოს ბორბლისებური ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ნაქსოვი


ითელებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:133.

sagrexela - ხის პატარა ჯამი, რომელიც მატყლის დართვის, მატყლის ძაფის გრეხის დროს გა-
მოიყენებოდა. საგრეხელაში ხერტლის ძირს ჩადგამდნენ და ისე ატრიალებდნენ. ხერტლის ტრიალის
დროს იგი ჯამში ერთ ადგილს ინარჩუნებდა და მუშაობა ასე უფრო მოსახერხებელი იყო. ამ მიზნით
კაბის კალთასაც იყენებდნენ.

sada/sade - უბრალო, ერთფეროვანი, ორნამენტის გარეშე. სიტყვა სპარსული წარმომავლობი-


საა.

sada Sali - ერთი ფერის ძაფით, ორნამენტის გარეშე ნაქსოვი შალის ქსოვილი. სპარსულად
სადე ნიშნავს უბრალოს, მარტივს, სუფთას.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:133.

sada winda - სადე წინდა, თეთრი წინდაა, ისევ მისი თეთრი ნახიშლებით: „ყოლიფერნაირად
მოქსოვდი წინდას – სადეს, კაფესლებს... ნაგულაჲც იყო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:133.

sadao qali - ქალს, რომელსაც ბევრი მთხოვნელი - „მაპირებელი” ყავდა, სადაო ქალს ეძახ-
დნენ. ასეთ შემთხვევაში, ზოგჯერ, ქალის თავიდან მანდილის, ლეჩაქის ძალით მოხდა იცოდნენ, რაც
„ლაჩაქის წაძრობის” სახელით იყო ცნობილი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:151.
sadgami - დედალი თიკანი.
ლიტ.: მგელაძე, 2012.

sade - იხ.: სადა.

436
sade winda - იხ.: სადა წინდა.

sade Sali - იხ.: სადა შალი.

sadede - სათესლე, სათესლე ბოსტნეული.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14, 24.

sadedo - დედა ფუტკარი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:306.

sadedoflo kaba - აჭარაში სადედოფლო, საქორწინო კაბა მდიდრული შემკულობით და


ქვედატანის ნაკეცების სიუხვით გამოირჩეოდა. იგი, როგორც სამოსი, სადღესასწაულო ტანსაცმლა-
დაც გამოიყენებოდა. საქორწინო კაბა ჩვეულებრივი, სანამუსო ტანსაცმლის თარგის მიხედვით იყო
შეკერილი. ქსოვილის ფერის შერჩევისას უპირატესობა წითელ ანდა სხვა ნათელ ფერს ეძლეოდა.
ჩვეულებრივ, საქმრო საპატარძლოს „ბოხჩას” უგზავნიდა, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად კაბა
თუ საკაბე ქსოვილი იყო მოთავსებული. გათვალისწინებული იყო კაბის მოსართავი სირმებიც, რომე-
ლიც თვით კაბას უნდა შეხამებოდა. სადედოფლო კაბა გულისპირის შემკულობითაც გამოირჩეოდა
და იგი პერანგის გულისპირთან იყო შეხამებული. თუ პატარძალს მდიდრულად მორთული პერანგი
ეცვა, მაშინ კაბის გულისპირი მორთვას აღარ საჭიროებდა. პერანგის მოქარგული საყელო საერთო
ჯამში ტანსაცმლის მთლიან შემკულობას ავსებდა.
ლიტ.: ბეზარაშვილი, 1971; სამსონია, 2005.

sadili - შუადღის კერძი, საჭმელი, ხულოსა და შუახევის რაიონებში საჭმელს – შორვა, ქედის
რაიონში – საჭამადი, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში – სადილი ერქვა.

sadilis mitana - გათხოვილი ქალისათვის სადილის მიტანის წესი, ქორწილიდან ოცდამე-


ორე დღეს დედ-მამის მიერ პატარძლისათვის ძღვენის მიტანა. სადილი აჭარაში ქორწინების, ბოლო
დროს, ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ ქორწილის შემადგენელი აუცილებელი ელემენტი იყო.
ლიტ: აჭარული დიალექტის... 1978:23; 2007:10.

sadRvebeli - კარაქის სადღვები. კარაქის დასამზადებელი ჭურჭელი ორი სახის იყო: ვერტიკა-
ლური - დერგულა და ჰორიზონტალური - ვარია.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:164; დავითაძე, 1974:79.

saemego - ოჯახის გაყოფისას უფროსი ძმისათვის გამოყოფილი დამატებითი წილი. საერთოდ,


ტრადიციულ განუყოფელ სახლობაში - „ერთიანობის სახლში” წარმოდგენილი უძრავ-მოძრავი ქო-
ნების უმეტესი ნაწილი, რომელიც საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, ოჯახთა ჯგუფის თითოეული
წევრის განუწყვეტელი შრომითა და გარჯით იქმნებოდა. ჯგუფურ საკუთრებას თანმიმდევრულად
სახლეულის უფროსი წევრები, განსაკუთრებით კი ისინი იცავდა, რომელთაც ხანგრძლივი მუშაობ-
ით საერთო დოვლათის შექმნაში მეტი წვლილი ჰქონდათ შეტანილი. აჭარული ერთიანობის სახლი
რამდენიმე ოჯახს აერთიანებდა და ორი, სამი ანდა ოთხი თაობის ახლო ურთიერთობაში მყოფი ად-
ამიანებისაგან შედგებოდა. ისინი ერთმანეთთან გენეალოგიით - ნათესაობით, ქორწინებით, ადოფ-
ციით, სამეურნეო ინტერესებითა და ტერიტორიით იყვნენ დაკავშირებულნი. საკუთრება ჯგუფური

437
იყო, ხოლო წარმოება - საზოგადოებრივი. აჭარაში ერთიანობის სახლის გაყოფას ჯალაბობის სიმრავ-
ლე თუ ეკონომიკურ საფუძველზე გაჩენილი უთანხმოება იწვევდა. სახლის დიდი იძულებული ხდე-
ბოდა ძმები გაეყო და ცალ-ცალკე დაესახლებინა, მიეცა და გაენაწილებინა სახნავი მიწები, ბაღჩა და
სათიბები. გაყრის პერიოდში ქონებაზე საკუთრების უფლება უფროსი თაობის ძმებს გააჩნდათ. წილ-
ში არ ვარდებოდა პირად სარგებლობაში მოქცეული საგნები და ნივთები: ტანსაცმელი, სამკაული,
იარაღი, მზითვი, სათავნო. დიდი სახლეულის რღვევაში საკმაო წვლილი ქალებს, განსაკუთრებით,
რძლებს შეჰქონდათ. ერთიანობის სახლში ქონების მოწილეებად და მამის მემკვიდრეებად შვილები
ითვლებოდნენ. შვილები ანდა ძმები დანატოვარი ქონებიდან ღებულობდნენ უფლებას სეგმენტაცი-
ისას, როგორც დამოუკიდებელი მოწილეები, სახლეულს ისე გამოყოფოდნენ. ერთიანობის სახლში
ძმების თუ ძმა-ბიძაშვილების გაყოფისას შესამჩნევ როლს საზოგადოებრივი თანასწორობა და დე-
მოკრატიზმი თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით სოლიდარობისა და დემოკრატიულობის გვერდით
გაჩნდა დამატებითი საწილო ქონებაც „საუმფოსოს” და „დამასახლებელის” („დასასახლებელის”) სა-
ხით. დასასახლებელი უმცროსი, უცოლშვილო ვაჟისათვის მიცემული საქორწინო ხარჯი იყო. ერთი-
ანობის სახლში უფროსი ძმისათვის საუფროსო წილი მისი შრომისა და მზრუნველობის დაფასების
მიზნით გამოიყოფოდა. მას დამატებით ხარს, ცხენს ანდა რამდენიმე სულ ცხვარს, შენობას - მთის
სახლს ანდა ყიშლას, სამშენებლო მასალასა და, მოგვიანებით, ზოგჯერ ფულსაც აკუთვნებდნენ. ამ
წილს „საემეგოს” უწოდებდნენ, რაც მას სახლეულში გაწეული ამაგისათვის ეძლეოდა, რაზეც თავად
ამ სიტყვის მნიშვნელობაც მიუთითებს. მამის გარდაცვალების შემდეგ გაყოფისას ხშირად უფროსი
ძმა ფუძე სახლში რჩებოდა და ძველ მამა-პაპურ კერასთან განაყრების კავშირის სიმტკიცისათვის
ზრუნვა მომავალში მის ფუნქციაში შედიოდა, მშობლების სიცოცხლეში კი მამა-პაპური სახლი უმ-
ცროსი ძმისა იყო. საერთოდ, დაცოლშვილებული ძმებიდან მამისეულ სახლში დარჩენის პრიორიტ-
ეტს უფროსი იტოვებდა, მაგრამ რადგან უმცროსი ძმა უმეტესად უცოლშვილო იყო, ამიტომ უფრო
ხშირად ამ უპირატესობის საფუძველზე მამისეულ სახლს იგი ეუფლებოდა. ასეთ პირობებში მოხუ-
ცებულ ცოლ-ქმარს ანუ „ბერ-დედაბერს” წილში მშობლების სარჩო გამოეყოფოდა. მშობლები „გარი-
გებაში ასწევდნენ” ერთ ძროხას ანდა ქონების გარკვეულ ნაწილს, რომელიც მათ მოსავლელ და და-
საკრძალავ სახარჯო ქონებას წარმოადგენდა. შესაბამისად აჭარაში ჩამოყალიბდა ისეთი ტერმინო-
ლოგია, რომლებიც ამ მხრივ ოჯახის სამართლებრივ ნორმებს უშუალოდ ასახავდა. ასეთები იყო ას-
ამწევრო, მოსამლელო, სამარხო და ბაბას საწილო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ შვილები სა-
ქონელს ყიდნენ და აღებულ ფულს მათ დასაკრძალავად იყენებდნენ, ხოლო მიწის ნაკვეთს ერთმა-
ნეთში იყოფდნენ ანდა საზიაროდ იტოვებდნენ, მაგრამ ზოგჯერ ქონების ამ ობიექტებს იმ ძმას აკუთ-
ვნებდნენ, ვისთანაც მშობლები გაყრის შემდეგ ცხოვრობდნენ. იხ.: საუმფოსო.
ლიტ.: მგელაძე, 1967; 2009; ბექაია, 1964; 1969; აჩუგბა, 1983:56.

saerTo miwebi - იხ.: საძმო.

savarcxali - საქსოვი
დაზგის ნაწილი, რომლის სა-
შუალებითაც ნაქსოვის სიგა-
ნე ისაზღვრებოდა და ნაქსო-
ვი იბეჭებოდა. სავარცხალში
გატარებული იყო აფები.
ლიტ: ნოღაიდელი,
2017:133.
438
savarcxeli - იხ.: სავარცხალი

savarcxlis yda - საქსოვი დაზგის სავარცხლის მოძრავი ჩარჩო, რომელიც ნაქსოვს აბეჭავს:
„სავარცხლის ყდაში დამაგრებულია სავარცხალი”.
ლიტ: ნოღაიდელი, 2017:134.

savse xertali - დართული ღაზლის ძაფით შევსებული ხერტალი. „სავსე ხერტლებს ერ-
თად ამუახოვთ, ამოვმურგავთ”.
ლიტ: ნოღაიდელი, 2017:134.

sazi - აღმოსავლური მუსიკალური ინსტრუმენტი, საკრავი, რომელიც მანდოლინას ჩამოჰგავდა


და სამი სიმი ჰქონდა.
ლიტ: ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1971:306; კახიძე, 1978:3015.

sazibile - 1. ნაგვის ანდა ნაცრის ასაწევი ნიჩაბი. 2. ადგილი საკარმიდამო ნაკვეთში სადაც
ლპობად ნაგავს ყრიდნენ. გარკვეული პერიოდის შემდგომ კი უკვე დამიწებული ნაგავი, მიწის განო-
ყიერების მიზნით, ბოსტანში და ყანაში გაჰქონდათ.

sazRriala - ბავშვების სათამაშო. გულგამოღებულ გახვრეტილ ნიგოზში ღერძად პატარა ჯო-


ხს გაუყრიდნენ, რომლის შუა ნაწილზე გამოსკვნილი ძაფი იყო მოთავსებული. ძაფის მეორე ბოლოს
ხელით ატრიალებდნენ, რის შედეგადაც ბზრიალის ხმა გამოიცემოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:306.

saTavziaro - განაყარი ოჯახების მიერ საზიაროდ დატოვებული პირუტყვი, უმეტესად, ძრო-


ხა. ძროხის ნამატიც, ჩვეულებრივ, ძმა-ბიძაშვილების საერთო სარგებლობაში რჩებოდა ანდა იგი თა-
ნაბარი რაოდენობით იყოფოდა.
ლიტ: მგელაძე, 1986; 2004.
saTagvela - თაგვის დასაჭერი ხის ხელსაწყო.
ლიტ: ქართული მატერიალური კულტურის… 2011:339.

saTao - იხ.: თავნი და ბაშლუღი.

saTavebela - რკინის წვეტიანი გრძელი კეტი, რომელიც ჭოროხზე სანაოსნო ბრტყელძირიანი


ნავის მართვისათვის გამოიყენებოდა, მაშინ როცა ცარიელ ნავს ზემოთკენ „რეიზი” ეწეოდა. სათავე-
ბელათი ნავის ბოლოში იდგა და ნავს „სათავებელათი დაუთავებდა” ანდა თავს გაუსწორებდა და
ნავს სასურველ მიმართულებას აძლევდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:77.

saTelavi - შალის სათელავი სპეციალური ხელსაწყო. იგი ორი ნაწილისაგან - „ჯერას”, იგივე,
„ჯარასა” და „საგორებელისგან” შედგებოდა. დაკეცილი შალის ქსოვილს ჯერ ჯარაში ჩადებდნენ,
439
თბილ წყალს დაასხამდნენ და ზემოდან საგორებელის გორვით მოთელავდნენ. შუახევის რაიონის
სოფელ ოლადაურში მას „სარახუნას” ეძახდნენ. „სათელავაჲ გვქონდა ... ხან იქით მიქონდა შალი, ხან
აქით”.
ლიტ.: კახიძე, 1990:103-110.

saTvalavi - დაქსელულს დათლიან. ორი ძაფი ერთი სათვალავია”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:134.

saTvale - აჭარული სახლის იატაკში ანდა სხვენში სართულშორის სამოძრაოდ საგანგებოდ გა-
მოჭრილი ღიობი, რომელსაც კიბე და „სათვალის კარი” ახასიათებდა. იგი საჭიროებისამებრ იღებ-
ოდა და იხურებოდა. საცხოვრებლის ვერტიკალურ საკომუნიკაციო სისტემაში სათვალე აუცილე-
ბელი ელემენტი იყო. საათვალედან იყო შესაძლებელი ქვემოთ - ბოსელში, ხოლო ზემოთ - სხვენში
მოხვედრა. საცხოვრებელში ამ ფუნქციებს არა მარტო სათვალე, არამედ მასთან ერთად „პწკალა კი-
ბეც” ასრულებდა. სათვალის კარს უსაფრთხოების დანიშნულებაც გააჩნდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:100-101.

saTvales Tavi - „სათვალეზე” დახურული: ასაღები და დასახური კარი. იხ.: ჰერემ ოდა.

saTvalo kakaჲ - აკვანზე ჩამოკიდებული მძივები, ბრჭყვიალა ნივთები, რომ ბავშვი არ გათ-
ვალულიყო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:306.

saTriela - სრიალის, თრევის პრინციპზე აგებული ხის ტრანსპორტი.


ლიტ: დავითაძე, 1983:29.

saTrimali - რძის პროდუქტების შესანახი თუ დასამუშავებელი ხისა და თიხის ჭურჭელი.


ლიტ.: ჩიქოვანი, 1960.
saTuSe gza - სათუშე გზა უმთავრესად ფერდობებზე იყო წარმოდგენილი, სადაც ციგის გზამ-
დე ტვირთს თუშით ათრევდნენ, შემდეგ კი - ციგის გზით ტვირთი სახლამდე აჰქონდათ.
ლიტ: დავითაძე, 1983:13.

saia Wreli - წინდის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:134.

saini - ფაიფურის თეფში


ლიტ.: კობერიძე, 2011:160.

saifqle - იფქლის სათესი ადგილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

440
sakakne - ახორქვეშას ერთ მხარეს გამოყოფილი სათავსო, სადაც ბატკნებს - „კაკნებს” ამწყვდევ-
დნენ. იგი დანარჩენი სათავსოებისგან, ჩვეულებრივ, წნული კედლით იყო გამოყოფილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:307.
sakaturi - ბუხარში განზე გადებული ხე, რომელზეც საქვაბე ეკიდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:307.
sakafavi - ბუჩქნარი და ეკალ-ბარდი, რომელიც დასასვენებლად დატოვებულ სახნავ ადგილ-
ზე ვრცელდებოდა და რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გაკაფვას, გაწმენდას საჭიროებდა.
ლიტ: სახოკია, 1985:280-281.

sakafi - ის, რაც უნდა გაკაფულიყო.


ლიტ.: კობერიძე, 2011:28.

sakvirisTvo - თითისტარის ბოლოში, კვირისთავსა და ხერტალს შორის ჩასაყოლებელი დარ-


თული ძაფი. ღაზლის ფთილების დართვის დაწყებამდე საჭირო იყო ძაფის მიმაგრება ხერტალზე, რა-
თა ხერტლის ტრიალით შესაძლებელი ყოფილიყო მატყლის დართვა. ამ პირველ ნართს ეწოდებოდა
საკვირისთვო, რასაც კვირისთავში ჩაამაგრებდნენ. „წველას ააყოლეფ და გადაკინთავ ხერტლის წვერ-
ზე, მერე ბოლოზე – საკვირისთვოზე”. ხშირ შემთხვევაში საკვირისთვოს „საკვირისთავოსაც” ეძახდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:134.

sakidi - ტანისამოსის საკიდი ხის მოწყობილობა, ხის გრძელ ძელში ჩამაგრებული ხისავე ჩივე-
ბი, რომელზედაც ტანისამოსს კიდებდნენ.

sakire - თეთრი ქვა, რომლისგანაც კირს წვავდნენ.


ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

sakisuri - იხ.: ჰავლი.

sakmieli - 1. სანთელის, ხის ფისის, იაღის და სხვადასხვა ბალახეულობის ნარევით შემზადე-


ბული ცვილისებური ნივთიერება, რომელსაც ნაკვერცხლებზე დააყრიდნენ და დაწვავდნენ, მის
კვალმს კი თვალნაცემს „დუუხრჩოლებდნენ”, ანუ აკვამლებულ ასტამს ავადმყოფის ირგვლივ შემო-
ატარებდნენ. საკმიელის შემადგენლობაში დასტურდება მიცვალებულის განბანვის შემდგომ მონარ-
ჩენი წყლის გამოყენების ვარიანტიც; 2. მაჭახლის ხეობაში ვაზის ჯიში.
ლიტ: კახიძე, 1974:46; მგელაძე, 2002:236-256.

sakrefelaჲ - ხილის დასაკრეფი იარაღი. ტრადიციულად იგი ტკეჩისგან იყო მოწნული, სახე-
ლური გააჩნდა. მოწნული საკრეფელა დღეს ყოფაში აღარ გვხვდება. იგი ახალი სახის საკრეფელამ ჩა-

441
ანაცვლა, რომელიც დაახლოებით 0,5 სმ. განიკვეთის მქონე, ოვალურად მოხრილი მავთულისაგან
მზადდება. მასზე წინ და უკან კაუჭებია მიმაგრებული. მავთულზე ქვემოდან მაგარი ნაჭერია შემოკე-
რებული, სადაც მოწყვეტილი ხილი ვარდება. საკრეფელას ტარი უკეთდებოდა, რომლის მიხედვი-
თაც დიდ და პატარა - გრძელტარიან და მოკლეტარიან საკრეფელას ამზადებდნენ. ისინი გამოიყენ-
ებოდა იმის მიხედვით თუ რა მანძილზე იყო ხეზე ხილი მოსხმული.

442
sakodavaჲ - 1. ჩაქუჩი, რომლის ორივე მხარე ვიწრო და გლუვი, მაგრამ მახვილკუთხა იყო. იგი
ცივი ჭედვის მეშვეობით ცელის პირის დასათხელებლად გამოიყენებოდა; 2. წისქვილის ქვის მოსა-
კოდავი იარაღი. იხ.: ორს-ჩაქუჩი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:307.

sakoWavi - მსხვილი თოკი. სულხან-საბა ორბელიანი: „საკოჭავი – საპალნეთა შესაკრავი”.


ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:47.

sakude - უნაგირის შემადგენელი ელემენტი, ტყავის ფართო ლენტი, რომელიც უკან, კუდის
ქვემოთ იყო ამოდებული. იგი დაღმართში სიარულისას უნაგირს იკავებდა.

salaeTi - საერთო, სასოფლო საძოვრები.


ლიტ.: მგელაძე, 2012:103; ნიჟარაძე, 1971:307.

salaieTi - იხ.: სალაეთი.

salaSini - რანდა, რომელიც ფიცრის ზედაპირის გასასწორებლად, გასაშალაშინებლად გამო-


იყენებოდა.

salesi Carxi - რკინის იარაღების, მაგალითად, დანის, ცულის, წალდის და სხვა მისთანების
გასალესი დანადგარი. სალესი ჩარხისათვის არჩევდნენ თეთრი ფერის ქვას - ქარსის ქვას. მას მრგვა-
ლად გამოთლიდნენ და შუაზე სატარე ხვრელს უკეთებდნენ. ტარს ცხემლის ან წაბლისას გაუკეთებ-
დნენ. სალესი ქვა სპეციალურ ორპოტიკა, ორტოტა ხელში იყო ჩამაგრებული, ისე, რომ ტარით თავი-
სუფლად მოძრაობდა. ერთი ქვას ატრიალებდა, ხოლო მეორე ლესავდა. იცოდნენ სალეს ქვაზე ქვემო-
დან ჯარის შედგმა. იგი ისე კეთდებოდა, რომ ქვა ცოტათი წყალში იყო ჩაშვებული და ტრიალის
დროს ქვის სალესი ზედაპირი სველდებოდა. ხალხური დაკვირვებით სველი ქვა კარგადაც ლესავ-
ლდა და რკინას არ ახურებდა.

443
წონიარისის ხიდი. ქედა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

444
ლაზი მლესავი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მინის ნეგატივი)

445
saliani - გადასახადი, რომელიც აჭარაში, ოსმალთა ბატონობის დროს, სანჯაყის, კაზისა და
ნაჰიეს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად იყო გამიზნული. სალიანის რაოდენობას ოსმალთა
ხელისუფლება განსაზღვრავდა, შემდეგ კი იგი თითოეულ კომლზე თანაბრად ნაწილდებოდა. ეს გა-
დასახადი ზემო აჭარაში 2170 მანეთს შეადგენდა. 1876 წლიდან იგი შეიცვალა და მას „ემლიაქი” ეწ-
ოდა, რაც ქონების გადასახადს ნიშნავდა. 1000 ყურუშის ღირებულების ქონებაზე გადასახადი 4 ყუ-
რუში იყო.
ლიტ.: ყაზბეგი, 1960:49; სახოკია, 1985:229.

salta - კაბის ზემოდან სახმარი სათბილო


სამოსი. თარგით სიხმის და ჩათაკისაგან განსხვავ-
დებოდა, სარჩულად სადა ჩითი გამოიყენებოდა.
მისთვის შესაბნევის გარეშე გახსნილი გულისპირი
და გამორჩეულად მრავალფეროვანი მოქარგულო-
ბა იყო დამახასიათებელი. ორნამენტის მასალად
უპირატესობას მკერდის ვერცხლის გრეხილს ან-
იჭებდნენ. მოქარგული იყო მისი წინა და უკანა
კალთები, სახელოები. საყელოს სპირალური ორ-
ნამენტი ჰქონდა შემოვლებული. ასეთივე სახის ორ-
ნამენტი მის სახელოებსაც გაყვებოდა. მკერდსა და
კალთას შორის არსებულ სიცარიელეს ვერცხლის-
მკედით გამოყვანილი ერთმანეთში ჩასმული შვი-
დი წრეხაზი ავსებდა, რომელიც ვერცხლისმკედის
ცალმაგი გრეხილით იყო გარშემოწერილი. საერ-
თო კომპოზიციაში ეს გეომეტრიული წრეები ვარ-
დების გამოსახულებას წარმოსახავდა. სალტას უკ-
ანა მხარეც კარგად იყო ორნამენტირებული. ტან-
საცმლის ამ ნიმუშს აჭარაში მრავალსაუკუნოვანი
ტრადიცია გააჩნდა. მას მაღალი წოდების - მაღა-
ლი სოციალური წრის ქალები ატარებდნენ, თუმცა
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ძველად იგი
საყოველთაო ჩასაცმელს წარმოადგენდა. საქართვე-
ლოში ჩვენთვის ცნობილი ამ ტიპის სამოსიდან
ერთ-ერთი შინდისფერი მაუდის სამი ნაჭრისაგანაა შეკერილი. სარჩულად სადა ჩითი აქვს დაგებუ-
ლი. მისთვის დამახასიათებელი გახსნილი გულისპირი შესაბნევების გარეშე აქვს. სალტა ქარგულო-
ბითაც გამორჩეული სამოსი იყო. მოქარგული იყო მისი წინა და უკანა კალთები. სალტას მსგავსი სა-
მოსი, იგივე ტერმინით, ანატოლიაშიცაა ცნობილი, სადაც იგი სადღესასწაულო სამოსებში ერთიან-
დებოდა. სალტის დანიშნულების მქონე მოკლე სამოსი X საუკუნის ფავნისის ეკლესიის ფრესკაზეა
გამოსახული, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ საქართველოში აღნიშნული სამოსის მხო-
ლოდ სახელწოდება იყოს შემოსული, თვით სამოსი კი - ადგილობრივი წარმოშობის უნდა ყოფილი-
ყო. სიტყვა იტალიურია და ქურთუკს ნიშნავს.
ლიტ.: ჩოფიკაშვილი, 1964; სამსონია, 2005:69;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:346; კვანტიძე, 2018.
446
სალტა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

447
samakinari - ზრდადამთავრებული დეკეული, რომელსაც უკვე შეუძლია დამაკება.
ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

samamTilo - მამამთილისათვის განკუთვნილი წინდა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

samartvilo - საბავშვო დაავადება, საყმაწვილო, ბავშვთა ტუბერკულოზის გამოვლენის ერთ-


ერთი ფორმა ანდა კალციუმის ნაკლებობით გამოწვეული დაავადება. სამარტვილოთი დაავადებ-
ული ბავშვის მკურნალობის მიზნით შემდეგ საშუალებებს მიმართავდნენ: 1. მრავალფურცელას ბა-
ლახის ფოთლებს დასერავდნენ და მიღებულ ხსნარს ბავშვს ყურისძირებსა და ბიბილოებზე წაუსვამ-
დნენ, ხოლო ძირებს დანაყავდნენ და წყალში გახსნილს დაალევინებდნენ; 2. წამალწრილის ბალახს
დანაყავდნენ და წყალში გახსნილს ავადმყოფს დაალევინებდნენ. ამ დროს დიდი ყურადღება მძივე-
ბის მაგიურ ძალასაც ენიჭებოდა. სამარტვილო ძივი (სამარტვილო მძივი) ბავშვის „საყმაწვილოთი”
(სამარტვილოთი) დაავადებისას გამოიყენებოდა. ბავშვს ყელში, იღლიებში და თვალში „გამორწყავ-
და”. სამარტვილო მძივს ბავშს მაშინაც შეაბამდნენ, როცა ტანზე გამოაყრიდა. მძივის ყელზე შემბმი-
სას დააყოლებდნენ - „სამარტვილო მძივო, მძივო, მოაცილე ჩემს ბაღვს სამარტვილო’’-ო. სამარტვი-
ლო მძივს თვალი არ ჰქონდა, რითაც იგი „სათვალია მძივისაგან” განსხვავდებოდა.
ლიტ: ნოღაიდელი, 1971:34; 2014:312; ნიჟარაძე, 1971:308; აბაშიძე, კომახიძე, 1998:188; მგელაძე, 2018.

samarxile gza - მარხილის სამოძრაოდ განკუთვნილი გზა.


ლიტ.: დავითაძე, 1983:12.

samasale - ხე, რომელიც მასალად აირჩეოდა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

samatyle kolofi - გაჩეჩილი მატყლის ჩასაწყობი ხის კოლოფი. „დაჩეჩილს ჩაამწყნარებენ


სამატყლე კოლოფში“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:134.

samajuri - ხელზე სატარებული სამკაული. იგი რამდენიმე ტიპად იყოფოდა: პირველი ტიპი
სადად დამზადებული ვერცხლის მთლიანი რგოლი იყო, მომრგვალებული ბოლოებით და ძეწკვის
საკიდით. პირველთან შედარებით სამაჯურის მეორე ტიპი მასიური და მაჯაზე მჭიდროდ მორგებუ-
ლი იყო. მისი ბოლოები არ იკეტებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005.

448
samezoblo gza - სამეზობლო გზა შიდა-სასოფლო მოხმარებისათვის იყო გათვალისწინებუ-
ლი, რომლითაც ურთიერთმეზობლად მცხოვრები სახლეულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ეს
იყო მომიჯნავე საკარმიდამო ნაკვეთებს შორის მეზობელთა ეზოების დამაკავშირებელი გზა.
ლიტ.: დავითაძე, 1983:13.

samenao Tavi - მდინარე ჭოროხის გაუვალი, კლდოვანი სანაპირო, სადაც მენავეები ვერ გაივ-
ლიდნენ და შესაბამისად საბელებზე ჩაბმულ ნავსაც ვერ გადაადგილებდნენ. ასეთ ადგილებზე მენა-
ვეებიც ნავში სხდებოდნენ და ნავი ნიჩბებით მეორე ნაპირზე გადაჰყავდათ. ჭოროხზე ართვინიდან
კაპნისთავამდე ასამდე სამენაო თავი ყოფილა.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:81.

sameqslo - ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა. ქსელი: „სამექსლოზე მოვქსოვდი კაცის შა-


ლებს“
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:134.

sameqsloSi CamarTva - ნართგატარებულ დგიმ-სავარცხლის საქსოვ დაზგაში მოთავსება:


„ძაფს გუუყრიდით დგიმ-სავარცხალში და ჩავმართავდით სამექსლოში”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:134.

samzevro - მზიანი ადგილი. სახნავ-სათესი ანდა საკარმიდამო ადგილი, სადაც ამომავალი მზე
უყურებდა და დღის განმავლობაშიც დიდხანს ანათებდა.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:116.

samziari - სამი კაცის ზიარი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

samziTvo - მზითევში წასაღები.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

samTavaჲ - ორნამენტის სახელწოდება აჭარულ ნაქარგობაში. მეორენაირად „ხერხიკბილასაც“


უწოდებდნენ.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:134.

samTavi - ჭურჭლის სახვეწი წყლის დაზგის - დეზგარის ელემენტი, ხის ღერძი, რომელზეც წვე-
ტიანი რკინის სამი კბილი იყო მიმაგრებული. მას „ქოფიტის” შუა ცენტრში წინასწარ დაასობდნენ და
შემდეგ მისთვის განკუთვნილ ბუდეში ჩაამაგრებდნენ. მეორე ბოლოთი სამთავი ბორბალთან იყო
დაკავშირებული, რომელსაც ბორბალი ატრიალებდა. თავის მხრივ სამთავი ქოფიტს ატრიალებდა და
ხელოსანს მისი მოხვეწის შესაძლებლობა ეძლეოდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქოფიტზე სამთავის
სწორად დასობას. ამისათვის ოსტატი ქოფიტზე შუა ცენტრს მონიშნავდა და სამთავის შუა კბილიც ამ
ცენტრს თანხვდებოდა.

449
სამთავის დამაგრება ქოფიტზე

450
samTiTa - წინდის ორნამენტი.

samkerduli - უნაგირის შემადგენელი ელემენტი, ტყავის ლენტი, რომელიც ცხენის მკერდზე


იყო შემოხვეული და აღმართში სიარულისას უნაგირს იჭერდა. მეორენაირად მას „სამკერდესაც” უწ-
ოდებდნენ.

samkuTxaჲ - აჭარულ ნაქარგობაში სამკუთხა ფორმის ორნამენტის სახელწოდება. მეორენაირ-


ად „ნუსხაჲც” ერქვა.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

samoelis qari - აჭარაში მაგიურ რიტუალებთან კონტექსტში ხშირად იჩენდა თავს ტერმინი
„სამოელის ქარი”. სამოელის ქარმა საღამოს პირს იცოდა „დატაკება”, ბავშვი „აჟინჟღლიანდებოდა”,
იტირებდა. ამის მიზეზად სამოელის ქარს მიიჩნევდნენ. აჭარაში დამოწმებული სამოელის ქარის
სრული ანალოგი ჩანს სვანური სამოელი.
ლიტ.: მგელაძე, 2000.

samse xertali - იხ.: სავსე ხერტალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

samtyupa - სამტოტა ხე.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

samuxe - მუხის ანუ ლურსმნის შესანახი ხის ყუთი, რომელსაც დანაყოფები, უჯრები ჰქონდა, სა-
დაც განსხვავებული ზომის ლურსმანი იყო ჩაყრილი.

samfexi - ბოსლის ქვეშ წვრილფეხა საქონლისათვის განკუთვნილი სადგომი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

samfurcelaჲ - აჭარულ ნაქარგობაში ორნამენტის სახელწოდება,


რომელსაც მეორენაირად „სამფუცელა ყვავილსაც” ეძახდნენ.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

samyura - ორნამენტის სახეობა.


ლიტ.: სამსონია, 2005:65-66.

samxuli - მსხვილი თოკი, საბელი, რომელიც მენავეს მხარიღლივ ჰქონდა გამობმული. მას მე-
ნავეები ჭოროხზე ნაოსნობის დროს იყენებდნენ, როცა ცარიელ ნავს ზემოთკენ ნაპირ-ნაპირ ეწეოდ-
ნენ.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:77.
451
samwvera Zafi - სამი თითისტარიდან ერთდროულად ამოხვეული და შეძახილი ძაფი: „სამ
ხერტალს რომ შეამსობენ, მერე მუახვევენ ერთად და იქნება სამწვერაჲ ძაფი”.

ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:135.

samwifara - მსხლის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

sanaTuri - ბოსელში სინათლისათვის განკუთვნილი მცირე ზომის სარკმელი. „სანარწყალის”


ბოლოში კედელში გამოჭრილი ღიობი, სადაც სანარწყალი გადიოდა და საიდანაც ნაკელის გადაყრა
ხდებოდა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

sanaTuris kari - ხის ფიცარი, რომელიც ზამთრის პერიოდში სანათურზე იყო მიფარებული.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:343.

sanamuso winda - ოჯახის გარეთ, საზოგადოებაში სატარებელი წინდა.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2008:42.

sanarcxe - რქოსანი პირუტყვის სასმელი წყლისათვის სოფლის წყაროსთან გამართული ხის ნა-
ვისებური წყლის საგუბარი.

sanarwyali - ბოსლის მთელ სიგრძეზე გაყვანილი შარდის საწრეტი და ნაკელის მოსაგროვე-


ბელი ადგილი, ბოსლის შუა ადგილას სიგრძივ გაღარული ნაწილი, რაზეც ნეხვს მიაგორებდნენ, ურ-
დუმი. სანაწყალი.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:98; ნიჟარაძე, 1971:309; ქართული ეთნოლოგიური...2009:343.

sanasela - ძაფის ასახვევი ჯოხი, რომელსაც ორივე მხარე ორად, ორპოტიკად ჰქონდა გაყოფი-
ლი და მასზე ძაფს ახვევდნენ. „მხვეველი გვყავს. სანასრელაჲ აქ ხელში და იმაზე ახვევს” .... „სანასე-
ლაჲ ჯვარადინი ჯოხია. პოტიკაჲ, ორფეხაჲ”. იხ.: ძაფსახვევი.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:24; 2008:42; ნოღაიდელი, 2017:135.

sanasrela - იხ.: სანასელა.

sanaSeno - გასამრავლებლად გამოყოფილი პირუტყვი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

sanayela - როდინი, ქვიჯა. იხ.: ჭალიქვა


452
sanayre - ფუტკრის მართვის გადასატანი ჭურჭელი. სანაყრე მრგვალი ფორმის, სახელურიანი
და თავსახურიანი იყო. მას ხის თხელი ტკეჩებისაგან ამზადებდნენ, რომელსაც ირგვლივ წვრილად
ნაქსოვი ბადე ჰქონდა შემოხვეული. ბადე ჰაერის ცირკულაციას უწყობდა ხელს და იმავდროულად
ფუტკარი გარეთაც ვერ გამოდიოდა. სანაყრეს ოვალური თავსახური ჰქონდა. მისი ნახევარიც, ასევე,
ბადისა იყო, რომლის ასახდელი და დასახური მოძრაობდა. სახურავის ამ ნაწილიდან სანაყრეში მარ-
თვეს ჩარეკავდნენ - ჩაყრიდნენ.

453
sanawyali - ადგილი ბოსელში, სადაც ორგანულ სასუქს, ნაკელს ახვეტებდნენ, იქედან კი ხის
„ნიჩაბით” ახორთუკან გადაყრიდნენ. სანაწყალი მსხვილი ხე იყო, ცალი მხრიდან გათლილი და შუ-
აზე ოთხკუთხედად ამოღარული. იგი ბოსლის მთელ სიგრძეზე იყო გადებული, ბაგის პარალელუ-
რად, სადაც საქონელი იყო დაბმული. სანარწყალი შარდის საწრეტ და ნაკელის ჩასახვეტად და გადა-
საყრელად იყო მოწყობილი.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:98; ქართული ეთნოლოგიური... 2009:343; ადამია, 1956:26.

sanaxi - პატარა ხის ნაჭერი საყავრე ხის ვარგისიანობის დასადგენად.


ლიტ.: კობერიძე, 2011:28.

sanaxSire - ადგილი, სადაც კირის გამოწვის დროს ნახშირი ცვიოდა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

sanemse - მცირე ბალიში ანდა სქელი ნაჭერი. შეკერილი თუ მოქარგული, რომელიც ნემსის შესა-
ნახად გამოიყენებოდა. სანემსე კედელზე იყო ჩამოკიდებული და შენახვის მიზნით მასზე სხვადას-
ხვა ზომის ნემსები იყო ჩარჭობილი.

sanefio winda - საპატარძლოს მიერ ნეფისათვის მოქსოვილი ანდა ქალის ოჯახის მიერ სასი-
ძოსათვის საჩუქრად გამზადებული წინდა: „გული აბრეშუმით ქსოვდენ სანეფო წინდას. ლამაზი
იყო, ჭრელებით მოქსოვილი”. სიმბოლურია აჭარაში პატარძალს პირველ საქმედ უკვე „დაწყებულ
წინდას” რომ მისცემდნენ მოსაქსოვად. პატარძალს მზითევში, წესისამებრ, საქმროს ახლობლებისათ-
ვის საჩუქრად ორმოცდაათ წყვილზე მეტი წინდა მაინც უნდა ჰქონოდა. სანეფო წინდა ანუ სასიძო-
სათვის მისართმევი წინდა კი საქსოვი მასალის, ფერებისა და ორნამენტების – სახეების განსაკუთრე-
ბული შერჩევითა და დიდი ოსტატობით სპეციალურად იქსოვებოდა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1978:10; 2008:43; ნოღაიდელი, 2017:11;
ვარშალომიძე, 1986:38.

sanTlis sawuri - ერთმანეთზე გადაბმული წყვილი ჯოხი, რომელიც სანთლის დასაწურად


გამოიყენებოდა.

454
თაფლის დაწურვის პროცესი
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო” ექსპოზიცია)

455
sanTela - მსხლის სახელწოდება.
ლიტ.: სახოკია, 1985:222.

sankala - ძელური ტერასის ნაგებობა, მიწის ჩამოშვავება-ჩამოჩოჩებისა და გადარეცხვისაგან


ნიადაგის დაცვის უძველესი წესი, ფერდობი, დაქანებული სახნავ-სათესი ადგილების დატერასების
საშუალება.
ლიტ.: ჩიტაია, 501; ნიჟარაძე, 1971:309.

sankali - იხ.: სანკალა.

sanZuZuri - იხ.: ძუძუფარა.

saoSavi - მეორედ დასახვნელი საყანე მიწა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:311.

saoxdure - რძისა და რძის პროდუქტების შესანახი ოთახი.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2010:48.

sapentavaჲ - მატყლის ანდა ბამბის საპენტი ჯოხი. „ნენეჲ იტყოდა, ბამბის საპენტავაჲ გვქონ-
დაო”. ჩვეულებრივ ლეიბებისა და საბნის მატყლსა და ბამბას პენტავდნენ, რის შემდგომაც ქვეშაგები
უფრო ფაფუკი ხდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:135

saraibaRi - საცხოვრებლის სახურავის ნაწილი, სახლის სახურავზე მიმაგრებული, ორნამენტი-


რებული ფიცრები, რომლებიც ტაკოზებს ფარავდა და იმავდროულად სახლს ესთეტიკურადაც მიმ-
ზიდველს ხდიდა. გავრცელებული იყო სარაიბაღის სხვადასხვა ორნამენტით შემკობის ტრადიცია.
ლიტ.: ადამია, 1956.

sarakunaჲ - ბავშვის სათამაშო. იხ.: სახაჭუნაჲ.

sardabi - ოჯახის მიწების გაყოფის დროს მცირემოსავლიან მიწაზე დამატებული ნაკვეთი.


ლიტ.: აჩუგბა, 1983:51.

saregvela - იხ.: სათაგველი.

sarTafi - იხ.: სარდაბი.

456
sari - წვრილად, დაახლოებით მაჯის სისქეზე დახეთქილი ძელები, რომლებიც ძირითადად
ღობისთვის გამოიყენებოდა. სარის დასამზადებლად გამძლე ხეს, მაგალითად, წაბლს არჩევდნენ,
თუმცა სარს, ისე როგორც ყავარს, ნაძვის ხისგანაც ამზადებდნენ. ყავრისაგან განსხვავებით სარი უფ-
რო ვიწრო და სქელი იყო.

sari Robe - ღობის სახესხვაობა, რომელიც სარით იყო გაკეთებული. ღობის სარი მიწაში მყა-
რად ჩასმულ ბოძებს შორის გაბმულ მავთულზე იყო მიმაგრებული. სარის მისახვევად გამომწვარი
მავთული გამოიყენებოდა.

457
sarajebi - იხ.: დუმიანი შარვალი.

sareki qandara - სახლის ჭერში მიმაგრებული სპეციალური ძელი, რომელსაც ზოგან საღვა-
რიე ქანდარა ეწოდებოდა. მასზე თოკებით ვარია იყო ჩამოკიდებული.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:101.

sarTula - მსხლის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.
sarma - იგივეა, რაც ტოლმა.

sarna - 1. საწნახელი, ხის ჯარა, დიდი გეჯა, მსხვილი და გრძელი ფორმის გულამოღებული ხის
მორი, რომელსაც ცაცხვის ანდა წიფლის ხისაგან ამზადებდნენ. გამოიყენებოდა ყურძნის დასაწუ-
რად. საჭიროებისამებრ მასში წვნიან მწიფე ხილს, მაგალითად მსხალს ჩაჭრიდნენ და დაწნეხის შემ-
დეგ გამოწურული ტკბილი წვენისგან ბეთმეზსა და ლეჩერს ამზადებდნენ; 2. ხის ჭურჭელი, რომე-
ლიც საწნახელივით იყო დამზადებული. მასიური ზომებიდან გამომდინარე მას სტაციონალური
მდებარეობა ჰქონდა. სარნას საქონლის სადგომშიც დგამდნენ და მასში მეწველ ძროხებს „ნარცხს” უს-
ხამდნენ.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1976:25; ნიჟარაძე, 1971:311-312; ჯოხია, 1986:51;
ქართული ეთნოლოგიური... 2009:347.

458
sartyela - 1. კარგი ხარისხის „წელში გამოყვანილი” აბრეშუმის პარკი.: „მოკრეფილ კარგ პარ-
კს, სარტყელას, წელაჭრილს, ცალკე მოაგროვებენ”; 2. სახე, ორნამენტი: „სარტყელა კლება-მატებით
მოქსოვილია: „ზეჲდან გრეხილას გუდუუარდით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:135.

sartyeli - ქალის ჩაცმულობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, წელზე შემოსახვევი, შალის


ანდა აბრეშუმის სამკუთხა ფორმის ქსოვილი. მას აჭარაში შუახნის, ასევე, ასაკში შესული - ხანდაზ-
მული ქალები ატარებდნენ, რითაც წელს სიცივისაგან იცავდნენ. მეორენაირად სარტყელს - „წელის
დარაჯს” უწოდებდნენ. ამ გზით იგი ზამთარ-ზაფხულ სატარებელი ელემენტი გახდა. გვხვდებოდა
საზამთრო სარტყელის, წელის საფარი ნაწილის, მატყლის თხელი ფენით დათბილების ვარიანტე-
ბიც. აბრეშუმის ფაბრიკული ქსოვილისაგან დამზადებულ სარტყელს „თარაბოლისსაც” უწოდებ-
დნენ. სარტყელზე მიკერებული იყო ბაღი - ზონარი, რომლითაც სარტყელი წინიდან იკვრებოდა.
შემკულობის მხრივ სარტყელი ორ ჯგუფად იყოფოდა: სადა და ჭრელი. ჭრელი სარტყლის ფერებში
შეხამებული იყო მწვანე, წითელი, ვარდისფერი. აბრეშუმის სარტყელი საპატარძლოს და პატარ-
ძლებს ამშვენებდა. ახალგაზრდა გაუთხოვარი გოგონები სარტყელს არ ატარებდნენ. ქსოვილისაგან
სარტყლის დამზადება საქართველოში XIV საუკუნიდან ივარაუდება. აჭარელთა ყოფაში შემორჩენი-
ლი ქსოვილის სარტყელი ფორმით საქართველოს სხვა კუთხეებში არსებული შალის სარტყლებისა-
გან განსხვავდებოდა. აჭარულ სარტყელს სამკუთხედის ფორმა ჰქონდა, საქართველოს სხვა კუთხე-
ებში ამგვარი სარტყელი არ გვხდებოდა. გამონაკლის სამცხე-ჯავახეთი შეადგენდა, სადაც მსგავსი
ტიპის სარტყლები იყო ხმარებაში.
ლიტ.: .სამსონია, 2005:75.

459
სარტყლები
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

460
სარტყლები
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

461
sarZeve - რძის პროდუქტების დასამზადებელი ოთახი. იხ.: სარძიე.
ლიტ.: სახოკია, 1985:154.

sarZie - რძის პროდუქტების მოსამზადებელი და შესანახი სათავსი, აჭარულ სახლში სამზარე-


ულო ოთახი. სარძიე ყოველთვის ცალკე ოთახი იყო და პატარა ზომის სათავსს წარმოადგენდა. იგი
სხვა ოთახებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მას, როგორც წესი, ბუხარი არ გააჩნდა. საცხოვრე-
ბელში მისი დაგეგმარება ბოსელთან სიახლოვით განისაზღვრებოდა, შესაბამისად, სარძიე, ხშირ შემ-
თხვევაში, სახლის უკანა მხარეს თავსდებოდა, საიდანაც იგი ბოსელთან იყო დაკავშირებული. რძის
პროდუქტების შენახვა დაბალ ტემპერატურას მოითხოვდა, ამიტომ ალპურ ზონაში სარძიეს კედლის
ფიცრებს შორის გამჭოლი, გრძელი ღიობები იყო დატოვებული. მისი მეშვეობით ჰაერის მოძრაობა
რეგულირდებოდა ე. ი. სარძიე იმგვარად იყო მოწყობილი, რომ მასში ფანჯრებიდან და, აგრეთვე,
კედლებში საგანგებოდ დატანებული ვიწრო ჭუჭრუტანებიდან - „ჭიჭინებიდან” ჰაერის ცირკულაცია
მომხდარიყო და დაბალი ტემპერატურა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, რაც აუცილებელი იყო
რძის პროდუქტების შენახვისათვის. ამ მიზნით აჭარული სარძიე, განსაკუთრებით ალპური ზონის
საცხოვრებლის შემთხვევაში, სახლის იმ მხარეს თავსდებოდა, სადაც ქარი უფრო მეტად ხვდებოდა
და მზე არ უყურებდა. სარძიე, როგორც ცალკე ოთახი, იაილებში მეორე სართულზე იყო მოთავსებუ-
ლი. სარძიეს აღჭურვილობა შესაბამის ფუნქციებს სრულად პასუხობდა. აქ იყო შესაბამისი თაროები,
ჭურჭლეულობა, რძის გამოსახდელი სეფერატორი და სხვა მისთანანი. აჭარულ სარძიეში რძე ნაღე-
ბის მოსაგდებად პირგანიერი გობებით იდგა. სარძიე, როგორც რძის პროდუქტების გადასამუშავებე-
ლი ოთახი, სოფლის საცხოვრებელ სახლსაც გააჩნდა. აჭარული სარძიე ხევსურული კალოიანი სახ-
ლის - „სენეს” ანალოგად მიაჩნიათ, თუმცა მათ შორის ერთი საყურადღებო განსხვავებაც შეინიშნებო-
და. ხევსურულ სენეში რძის ყოველგვარი პროდუქტის გაკეთება წარმოებდა, აჭარულში კი ეს ასე არ
იყო. მაგალითად, კარაქის შედღვება ყოველთვის სახლში მიმდინარეობდა.
ლიტ.: ჩიტაია, 1947:152; 1997:204-207; ჩიქოვანი, 1960:101; შამილაძე, 1969:4;
კახიძე, 1974:52; მიქელაძე, 1978:114; კობერიძე, 2011:24.

saragana - ჭოროხზე სანაოსნო ბრტყელძირიანი ნავის ფსკერის შუა ნაწილის სწორად გათლი-
ლი ხის ფიცარი, რომელსაც თავსა და ბოლოში თანაბარი ზომა ჰქონდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:76.

saraxuna - შალის სათელავი სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ორი ნაწილისაგან, „ჯერასა” და


„საგორებელისაგან” შედგებოდა.
ლიტ.: ი. სამსონია, 2005:25.

sarajebi - იხ.: დუმიანი შარვალი.

sarekela - 1. კარაქის სადღვები ჩხირი; 2. წისქვილის ნაწილი, „ხვიმირსა” და „ჯამზე” თავი-


სუფლად მიმაგრებული მოხრილი ხე, რომელიც რიტმულად მოძრაობდა და ქვაში საფქვავი მარ-
ცვლის მიწოდებას აწესრიგებდა. სარეკელა ცალი მხარით წისქვილის ქვაზე იყო დადებული. იგი
ქვის უსწორმასწორო ზედაპირზე მოძრაობით „ხტუნავდა” და ბიძგები ხვიმირზე თავისუფლად ჩა-
მოკიდებულ ჯამს გადაეცემოდა, ჯამიდან კი სიმინდის მარცვლები ქვაში, წისქვილის „თვალში” ვარ-
დებოდა. იხ.: ხვიმირი, ჯამი, წისქვილის თვალი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1990:16; 2015; აჭარული დიალექტის... 1990:16.
462
sarecxi joxi - ხის ბრტყელი ჯოხი, რომელიც ტანისამოსის რეცხვის დროს გამოიყენებოდა.

sarTavi xertali - თითისტარის ნაირსახეობა, რომელიც მხოლოდ მატყლის დასართავად


გამოიყენებოდა. არსებობდა, ასევე საძახავი ხერტალი.

sarobalaxi - Symphytumasperum Lep: ლაშქარა, ბალახოვანი სამკურნალო მცენარე, გავრცე-


ლებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში მისი ფესვე-
ბის ნახარში დასალევად გამოიყენებოდა.

sarZlos gamorCeva - ამა თუ იმ თავყრილობის ადგილებში, მაგალითად, შუამთობის დღე-


სასწაულზე სარძლოს შერჩევა.
ლიტ.: კახიძე, 1978:3-15.

sasanTle - ცენტრში რკინის საკიდი რგოლით ხის შანდალი, ჯვარედინი ფორმის, ერთმანეთი-
საგან თანაბრად დაშორებული ოთხი ჯამისებური დაბოლოებით, რომლებშიც სანთელი მაგრდებო-
და. მსგავსი სასანთლე, ოთახის განათების მიზნით ჭერში, შუა ადგილზე იყო ჩამოკიდებული. მისი
გამოყენება დადასტურებულია ქედის რაიონის სოფელ გულების ჯამის გასანათებლადაც.

sasela - ნაადრევი მსხლის ჯიში.

saske xe - ფუტკრის სკისათვის შერჩეული ხე მაჭახლის ხეობაში.


ლიტ: კახიძე, 1974:55.

sastumro oda - სტუმრისათვის განკუთვნილი ოთახი. პარალელურად გავრცელებული იყო


თურქულიდან შემოსული სიტყვა მეიდან ოდა. იხ.: სახლი.
ლიტ.: რობაქიძე, 1980:20; მგელაძე, 1982.

sastumro saxli - აჭარის საზოგადოებრივ ყოფაში განსაკუთრებულ ყურადღებას სასტუმრო


სახლების ტრადიცია იქცევდა. სასტუმროები სათემო მოედნების ახლოს შენდებოდა. ზოგიერთ სას-
ტუმროს შადრევნის თავზეც აგებდნენ, სადაც მეორე სართული მგზავრთათვის იყო განკუთვნილი.
ღამის გამთევი, როგორც წესი, ღამის თევასა და კვებაში საფასურს არ იხდიდა. თემის სტუმართათვის
განკუთვნილი სასტუმრო სახლების მოვლა-პატრონობა სათემო საქმე იყო. თითოეული ოჯახი ვალ-
დებული იყო „სასტუმრო სახლს” მორიგეობით მომსახურებოდა, დაეცვა წესრიგი, უზრუნველეყო
სასტუმრო ლოგინით, წყლით, შეშით, ცხენის საკვებით, დროულად შეეკეთებინა სახურავი. უსას-
ყიდლო სასტუმროების მშენებლობის ტრადიციის ჩამოყალიბებას უძველესი ხანის საზოგადოებაში
ვარაუდობენ, კერძოდ იმ ეპოქაში, როცა საზოგადოება სოციალურად ჯერ კიდევ არ იყო დიფერენცი-
463
რებული. აჭარაში სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებული წესები დაუწერელი კანონი იყო და
იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სასტუმრო სახლებს ანუ „მეიდან-ოდებს” ცალკეული ოჯახიც
აგებდა. მათ შავიზღვისპირა ზოლის სოფლებშიც ხშირად შეხვდებოდით. დადასტურებულია შემ-
თხვევები, როცა კარმიდამოში ორი საცხოვრებელი სახლი იდგა, რომელთაგან ერთი ოჯახის წევ-
რთათვის, ხოლო მეორე - სტუმართათვის იყო განკუთვნილი. ზოგჯერ, სასტუმროში ერთი ოთახი
მაღალი წრის, მაღალი სოციალური სტატუსის მატარებელი სტუმრისათვის იყო გამიზნული, ხოლო
დანარჩენი ჩვეულებრივი მეთემისათვის. სახლობის უფროსი სტუმრისაგან გასამრჯელოს არ ღებუ-
ლობდა. სასტუმრო სახლის გარდა სტუმრის მოსასვენებელი, კეთილმოწყობილი ოთახი საცხოვრე-
ბელ ბინაშიც იყო წარმოდგენილი. აჭარაში სტუმარმასპინძლობის ტრადიციები, მათ შორის, სტუ-
მართმასპინძლობასთან დაკავშირებული მატერიალურ კულტურის არაერთი ელემენტი დიდხანს
შემოინახა, რომელთა სათავეები კოლხურ კულტურიდან მომდინარეობს. მთის სოფლებში იგი დღე-
საც ტრადიციულ საფუძველს ეყრდნობა.
ლიტ.: სახოკია, 1950:114; ჩიქოვანი, 1972:1422; მგელაძე, 1982.

sasuqSi Cagdeba - ქათმებს ოცი-ოცდაათი დღე დაამწყვევდნენ და კარგად აჭმევდნენ. ამას სა-
სუქში ჩაგდება, სასუქში ჩაყრა ერქვა.
ლიტ.: ნოღაიდელი...

saswori - ნივთის სიმძიმის გასაგები მექანიკური მოწყობილობა. ჯოხზე თანაბარი დაშორე-


ბით ჩამოკიდებული ხის ორი ჯამი. გვხვდებოდა იგივე პრინციპზე აგებული ლითონის სასწორი,
რომელიც ძირითადად ოქრომჭედლობაში გამოიყენებოდა.

satabike - ხე, რომელიც ტაბიკისათვის ვარგისი იყო.


ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

satenavi - საქსოვი დაზგის ელემენტი, ბეჭი, საბეჭავი: „ჩამეიწეოდა ძაფი. სატენავი მქონდა,
დავარტყამდი ხელს, დავტენვიდი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:136.
464
satexi - ვიწროპირიანი სახელოსნო იარაღი, რომელიც ქვისა თუ ხის დასამუშავებლად გამოიყ-
ენებოდა. ზოგიერთი მონაცემით სატეხი ქვის დასაჭრელი იარაღი იყო, თუმცა ბოლო დრომდე შე-
მორჩა, როგორც ხის დასამუშავებელი ხელსაწყო. გვხვდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის სატეხები.
ლიტ.: კობერიძე, 2011:163.

satre - სატარედ გამზადებული, გამოქოფიტებული ცელის, ბარის, თოხის და სხვა მსგავსი სა-
მეურნეო იარაღ-ინვენტარის ხის ტარი. სატრეს ყველა ოჯახი წინასწარ ამზადებდა და ინახავდა. იმ
შემთხვევაში თუ ცულის ტარი გაუტყდებოდათ, მზა სატრეს აიღებდნენ და ცულს ახალ ტარს დაუგ-
ებდნენ.

satukavai - გამხმარი თამბაქოს დასაყალიბებელი, დასატუკი ხის ყუთი. მოწყობილობა, რომ-


ლის მეშვეობთაც თამბაქოს ტუკავდნენ, ოთხკუთხა ფორმას აძლევდნენ. ძირითადად გავრცელებუ-
ლი იყო და გამოიყენებოდა საბჭოთა პერიოდში, კოლმეურნეობების მოერ წარმოებული თამბაქოს ნა-
წარმის დასატუკად და ჩასაბარებლად.

saufroso oda - სახლეულის უფროსისათვის, ზოგჯერ, უფროსი ძმისათვის ანდა უფროსი


ვაჟიშვილისათვის განკუთვნილი საძინებელი და სამყოფი ოთახი. იგი სახლის პირველი, გვერდითა
ოთახი იყო. ეს ოთახიც სახლსავით იყო მოწყობილი მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ საწყლე, სათ-
465
ვალე და ჯამ-ჭურჭლის თაროები უკვე არ გვხვდებოდა. ოთახი სახლთან შედარებით რამდენადმე
მცირე ზომისა იყო და თექვსმეტ-თვრამეტ კვადრატულ მეტრს უდრიდა. აქაც გამართული იყო ბუ-
ხარი, მის ორივე მხარეზე კი - სექვები მუსანდარათი მდებარეობდა. ამ ოდის ბუხარი სახლში არსე-
ბულ ბუხარზე უფრო პატარა იყო. ზოგიერთ აჭარულ სახლში საკუთრივ საცხოვრებლის ფართობი
რამდენიმე ოთახს მოიცავდა, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეების საცხოვრებლებთან მიმართე-
ბაში რიგი ლოკალური ნიშნით ხასიათდებოდა. აჭარული სახლის ყველა ოთახს გარკვეული დანიშ-
ნულება ჰქონდა. ძირითადი ოთახი - საუფროსო ოდა, სახლი თუ შინა სახლეულის უხუცესი წევრე-
ბისათვის, ბებიის - „ნენესათვის” და ბაბუასათვის - „დედესათვის” იყო განკუთვნილი, შესაძლოა,
სახლეულის ფორმიდან გამომდინარე მისი ბინადარი დედა - ანა და მამა - ბაბო ყოფილიყო, ასევე,
დასაშვებია მასში უფროსი ძმა-რძალიც ცხოვრებულიყო. სხვათაშორის იქვე ძუძუმწოვარა ბავშვებ-
საც აძინებდნენ. ამავე ოთახში ოჯახის ყველა წევრი საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა, ისინი
მუშაობისაგან თავისუფალ დროს სწორედ ამ ოთახში ატარებდნენ. სახლში სტუმართათვის განკუთ-
ვნილი სპეციალური ოთახიც, ე. წ. სასტუმრო ოდა, იგივე, მეიდან ოდა არსებობდა. სახლში განლაგე-
ბული იყო ნეფე-დედოფლისათვის და საქორწინო წყვილთათვის განკუთვნილი ოთახებიც. თუ
საცხოვრებელში ახალი საქორწინო წყვილი გაჩნდებოდა, მაშინ მას ცალკე ოთახი გამოეყოფოდა, რო-
მელსაც მდებარეობის მიხედვით ბოლო ოდა ანდა შუა ოდა (შუაჲ ოდა) ეწოდებოდა. იხ.: სახლი.
ლიტ.: რობაქიძე, 1960; მგელაძე, 2010; ჩიქოვანი, 1960:101; ბექაია, 1974:23.

saumfoso - დიდი სახლეულის გაყოფისას უფროსი ძმისათვის გამოყოფილი დამატებითი ქო-


ნება. უფროსი ძმისათვის საუფროსო მისი შრომისა და მშობლებზე მზრუნველობის დაფასების მიზ-
ნით გამოიყოფოდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო: ხარი, ცხენი, რამდენიმე სული ცხვარი, შენობა ანდა
სხვა სახის ქონება. მიჩნეულია, რომ ყველა შემთხვევაში დამსახურების მოტივით საუფროსო წილის
გამოყოფის წესი წარმოქმნილი უნდა იყოს „საოჯახო თემის” დაშლის საფეხურზე, როდესაც მის შიგ-
ნით გზას იაკაფავდა შრომის კოოპერაციის ნორმები. აჭარაში სახლეულის წევრები და მედიატორები
უფროს ძმას დამატებით ხარს, ცხენს, რამდენიმე სულ ცხვარს, შენობას „მთის სახლს” ანდა ყიშლას,
სამშენებლო მასალასა და, მოგვიანებით, ზოგჯერ, ფულსაც აკუთვნებდნენ. ამ წილს „საუმფოსოს”
გვერდით „საემეგოსაც” უწოდებდნენ, რაც მას ოჯახისათვის გაწეული ამაგისათვის ეძლეოდა. მამის
გარდაცვალების შემდეგ გაყოფისას, ხშირად, უფროსი ძმა ფუძე-სახლში რჩებოდა და ძველ მამა-პა-
პურ კერიდან განაყართა კავშირის სიმტკიცისათვის ზრუნვა მომავალში მის ფუნქციაში შედიოდა,
მშობლების სიცოცხლეში კი მამა-პაპური სახლი უმცროს ძმას რჩებოდა. ძველ სამხრეთ საქართველო-
ში უფროსი შვილის ზედმეტ სარგოს საუხუცესო ეწოდებოდა. საუხუცესო „საუფროსოს” სახით ვახ-
ტანგ VI სამართალშიც გვხვდება. ვახტანგ VI სამართალი საუფროსოს გვერდით „საშუალო” და „სა-
უმცროსო” წილსაც მოიხსენიებს. საქართველოს სხვა კუთხეებშიც, მსგავსად აჭარისა, საუფროსო
წილში ნაგებობას, საუკეთესო ცხენს, საქონელს, მიწის ნაკვეთს იძლეოდნენ. ზოგიერთ სახლეულში
საუფროსო გამოიყოფოდა არა უფროსობის, არამედ მმართველობის მიხედვით, რის გამოც ტერმინი
საუფროსო ხშირად „საგამძღოლოთი” იყო შეცვლილი.
ლიტ.: მგელაძე, 2004:IIგ.

saurme gza - ურმისათვის განკუთვნილი გზა. იგი სხვა გზებთან შედარებით შედარებით უკეთ
იყო მოწყობილი და არა მარტო შიდასასოფლო დანიშნულებისა იყო, არამედ მეზობელ სოფლებთან
ეკონომიკური კავშირის ფუნქციასაც ასრულებდა. საურმე გზა, ხშირად, შარაგზაზე გადიოდა, საიდ-
466
ანაც სოფლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს უკავშირდებოდა. შარაგზაზე ტრანსპორტის ყველა სახე-
ობა მოძრაობდა და შიდა სათემო გზებთან შედარებით მიმოსვლის ინტენსიურობაც გაცილებით დი-
დი იყო. შარაგზა საქვეყნო გზა იყო.
ლიტ.: დავითაძე, 1983:12.

sauxdure - იხ.: საოხდურე.

safari - ზვავისგან დამცავი ტყის საფარი.


ლიტ.: სახოკია, 1985:174-175.

safeneli - ნაქარგობის ერთ-ერთი სახე, რომელიც მაგიდაზე ანდა ჭიქისა თუ დოქის ქვეშ და-
საფენად გამოიყენებოდა.

saferxuli - საფერხული, საქსოვი დაზგის ნაწილი, რომელიც მქსოველის ფეხის საშუალებ-


ით დგიმებს ამოძრავებდა: „დეზგას უკეთდება საფერხული, ფეხით აღებიებს პირს ძაფის საქსოვსა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:136.

safreqo - ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა. ტერმინი სხვადასხვა ფონეტიკური ვარიანტით


გვხვდებოდა: საფეიქრო, საფრიოქო, საფიოქრო, საფრიქო, საფიქრო, საქიფრო. იხ.: საქსოვი დაზგა.
ლიტ.: კახიძე, 1974:55; აჭარული დიალექტის... 1976:36;
ნოღაიდელი, 2017.

467
საქსოვი დაზგა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი, აჭარა, 1935 წელი)

468
safreqos uReli - ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის ნაწილი: „ჯერ დგიმში გაატარებ ძაფს
ორ-ორს, მერე – სავარცხალში, გედევტან უღლებზე და ლილვში მევტან”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:136.

safine Zelebi – იხ.: კარის ზღული.

safure - დედალი ხბო, სამეურნეო თვალსაზრისით.


ლიტ.: მგელაძე, 2012.

safure mTa - ადგილი მერძეული და ახალმოზარდი საქონლისათვის.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:351.

safure xbo - ერთ წლამდე ხბო.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:351.

safutkre - ფუტკრის სკა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

საფუტკრე - როგოს სკები და სათვალოები


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

469
safqvile - იხ.: ალა.

safxaWnia - დურგლის ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ხელოსანს ფიცრის ზედაპირზე საჭი-


რო ზომის მოსანიშნად ერთი ანდა პარალელური ხაზების გაფხაჭნა - გავლება შეეძლო. იგი ხისგან
მზადდებოდა. ცალ მხარეს ჯოხზე ლურსმნის წვერი იყო ჩამაგრებული - გასაფხაჭნად. ჯოხის მეორე
მხარე წვრილ ხეში იყო გამჭოლად შესული. „საფხაჭნელაჲს” კონსტრუქცია ისე იყო აგებული, რომ
ლურსმნიანი ჯოხის დაგრძელებისა და დამოკლების მეშვეობით მისი რეგულირება შეიძლებოდა.
იგი ფარგლის ფუნქციასაც ასრულებდა.

საფხაჭნიათი ხაზის გავლების, მონიშვნის პროცესი

saqeduri - უღელის ნაწილი, ტაბიკებს შორის არსებული მონაკვეთი, რითაც უღელი ხარს ქედ-
ზე ედო.

saqveyno gza - საურმე გზასთან დაკავშირებული შარა-გზა.


ლიტ.: დავითაძე, 1983:12.

470
saqolavi qva - სახლის სახურავზე დაწყობილი ყავრის დასამაგრებელი, ბრტყელი ფორმის
ქვა. ასრულებდა ლურსმნის ფუნქციას.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:111; კახიძე, 2004:47; 1990:45.

სახლის სახურავი საქოლავი ქვებით


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

saqonlis abareba - საზაფხულო საძოვარზე მოსავლელად და რძის ნაწარმის დასამზადებ-


ლად საქონლის სხვა ოჯახზე მიბარება.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014.

saqmis kacebi - მედიატორები. აჭარის მთიანეთში ნოგროსა და გვარებს შორის მტრობის ჩამო-
ვარდნისას ადრე მომრიგებლად საქმის კაცები გამოდიოდნენ. ისინი ხალხის რჩეულები, მოსისხლე
მხარეებიდან „ორივე კედაროს თავიკაცები” იყვნენ.
ლიტ.: მგელაძე, 1984:46-61.

saqmis mosinjva - საპატარძლოს შერჩევის დროს მშობლებთან მოლაპარაკების დაწყების


მცდელობა.
ლიტ.: მგელაძე, 1996;218.

471
saqonlis ferxva - ფერხობისათვის „კარგად დაცდილ” პირებს გამოჰყოფდნენ, რომლებიც
დილით ხმის ამოუღებლად ახორში შედიოდნენ და საქონელს წყალს ასმევდნენ. საქონლის გამრავ-
ლება-ნაყოფიერება, რასაც ხშირად წყლის სტიქიას უკავშირებდნენ, ახალი წლის დილას საქონლის
წყალზე გაყვანის ჩვეულებაშიც ჩანდა. ჩვეულება ზემო აჭარაში იყო გავრცელებული. აჭარელი მესა-
ქონლე ახალი წლის დილას, გამთენიისას, საქონელს სადგომიდან მდინარისაკენ წყლის დასალევად
მიერეკებოდა. ყველა ცდილობდა, ეს წესი რაც შეიძლება ადრიანად შეესრულებინა, რადგან მიაჩ-
ნდათ, რომ ახალი წლის დადგომისას საქონლის წყალთან ახლოს მიყვანა და „პირის დასველება” სა-
ქონლის სიჯანსაღე-გამრავლებას ხელს შეუწყობდა. ქობულეთის რაიონში „საქონლის ფერხვისათ-
ვის” სპეციალური დღეც არსებობდა. ეს იყო ახალი წლის მესამე დღე. ამ დღეს მფერხავი კაცი დილას
ადგებოდა, ახორში პირველად მარჯვენა ფეხს შედგამდა, „ბისმილაო” - დაილოცებოდა და საქონელს
ბალახს დაუყრიდა, სიმინდს აჭმევდა. ამ დღეს საქონელს ზურგზე ხელს არ გადაუსვამდნენ - ბუზი
და მატლი გაუჩნდებაო.
ლიტ.: თანდილავა, 1980:54.

saqselavi - 1. ნართის საქსელავი ხელსაწყო: „ოთხკუთხედი ხეებია გაკეთებული, საქსელავი


და იმაზე იქსელება. მერე ამოხსნი და აჯაჭვავ”; 2. ქსლისათვის განკუთვნილი ნართი: „საქსელავი შუ-
ძახავი, ერთი ფა იყო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:136.

saqsveli - 1. წინდის ჩხირი: „ძაფს ორ თითზე დავიხვევთ და ვქსოვთ საქსველით, ჩხირით”; 2.


ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის ნაწილი, რომელშიც ჩაბმულია სავარცხალი და ძაფის მიწოდე-
ბასთან ერთად ბეჭავს კიდეც ნაქსოვს: „სავარცხლიან ყდას მუუჯეხებდით და საქსველი მიატკუფავ-
და ძაფს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

saqsovi - სათევზაო ბადის საქსოვი ჯოხი, რომელსაც ორივე მხარეს ნახვრეტები ჰქონდა.

saqsovi dazga - იგივე ქსელი (საფრექო/სამექსლო). საქსოვი დაზგა წიფლის, ნაძვის ანდა თე-
ლისაგან კეთდებოდა. სავარცხლის ყდა ხისა იყო, კბილები კი – ლერწმის კანის, შესაძლოა, ბამბუკის,
დგიმი ბამბის ძაფისაგან დაემზადებინათ. გამზადებული ნართის ქსელში ჩასადგმელად სამი ქალი
მუშაობდა: ერთი ჯვარედინ ძაფს აწვდიდა, მეორე – ნართს. იგი მიწოდებულ ძაფს დგიმებზე ასხამდა
– შიგ გაიტანდა, მესამეს კი დგიმში გატარებული ძაფის წვერები მსხვილწვერიანი საგნით – ყავრის
წაწვეტებული ჩოტით ანდა დანით სავარცხალში გაჰქონდა. სავარცხლის თითო კბილი სათვალავი
იყო. ერთი სათვალავი კი ორი ძაფს შეადგენდა. სავარცხალში 50-60 სათვალავამდე, ე. ი. 100-120 ძა-
ფამდე უნდა გატანილიყო. გამზადებულ დგიმ-სავარცხალს სამექსლოში ჩადგამდნენ და პირს წა-
უწყოდნენ – ქსელზე გააწყობდნენ, სამექსლოში ჩამართავდნენ, ნაკოჭებს მიაკოჭავდნენ, ლილვზე
მიაბამდნენ, ძაფს გადაიტანდნენ და ქსელზე, უღლებზე გამართავდნენ. სავარცხალი ქსელში ჩაბმულ
ყდაში მაგრდებოდა. ამ ყდის წინ, საფრექოს წინა მხარეს, ლილვი იყო მოთავსებული, რომელზეც ნაქ-
სოვი ეხვეოდა. ქსელის გამართვის შემდეგ ერთი ქალი – მექსელე, მედგიმე საფრექოში ჩაჯდებოდა
და ქსოვას დაიწყებდა. მქსოველს კალთაში „მაქოქი” ეჯდა. მაქოქში (მაქვაში) მასრა იყო მოთავსებუ-
ლი, რომელიც გამხმარი „დუდგულის” – დიდგულასაგან მზადდებოდა. მასზე მოსაქსველი იყო დახ-
472
ვეული. მასრაზე მისაქსველს „სიფრუტანას” მეშვეობით ახვევდნენ. მისაქსველი ცალწვერ ღაზლას
წარმოადგენდა, რომელიც, ძირითადად, ნაგულასგან – კვირტლისგან მზადდებოდა და, ამდენად, მას
„ნაგულა ძაფს” – ნაკვირტლას ეძახდნენ. დგიმი ბაწრებით (ჩიტებით/ჭიკჭიკებით) საფერხულზე იყო
მიბმული. საფერხულის საშუალებით დგიმი საფერხულზე ფეხის დადგმით მოძრაობდა, დგიმებში
ჩამაგრებული წყვილ-წყვილი ძაფები სამკუთხედად იშლებოდა – „ძაფი პირს ააფჩენდა”: დგიმი პირს
გააღებდა – გაიხსნებოდა, მქსოველი გაშლილ ძაფებს შორის „მაქოქს გაარონიებდა – გაატარებდა ...
მაქვას გააშპენდა”, შემდეგ მეორე საფერხულს დააწვებოდა, ძაფები ერთმანეთს შეენაცვლებოდნენ –
ქვევითა ძაფი ზევით ავიდოდა, ზევითა კი – ქვევით ჩამოვიდოდა. ამ პროცესში მისაქსველი საქსოვ
ძაფებს შორის მოემწყვდეოდა, სავარცხლიან ყდას მიეჯახებოდა, საქსველი (სატენავი) ძაფს მიატკუვ-
ფავდა – დატენავდა (მიაბეჭავდა, შემდეგ ძაფს მეორე მხრიდან გამოატარებდნენ – „მაქოქს გაარბენი-
ებდნენ”, პირველ საფერხულს დააწვებოდნენ. ნელ-ნელა ნაქსოვი ასე გროვდებოდა და კეთდებოდა.
მოქსოვილს ლილვზე ახვევდნენ. ნაქსოვი დუნე, მოშვებული (დაღლაბული/მოცაცრული/ჩონჩო/ფერ-
ჩხატი/ფოთვი) რომ არ დარჩენილიყო, ამიტომ ტენიან ნაქსოვს აბეჭავდნენ. კარგად, მტკიცედ ნაქ-
სოვს სიხე (ჭიხე/ჭიში) ერქვა. ლილვი საქსოვ დაზგაში სავარცხლის წინ იყო მოთავსებული. იგი რამ-
დენიმე ადგილას გახვრეტილი იყო. ამ ნახვრეტებს „თვლებს” ეძახდნენ. მათში დაქსელილი ჯვარე-
დინი ძაფი იყო ჩამაგრებული. ლილვს ბოლოში ცალ მხარეს მოზრდილი თვალი ჰქონდა, რომელშიც
ლილვის გარგანი მაგრდებოდა. ლილვი ამ გარგნის მეშვეობით ბრუნავდა. ზოგჯერ ლილვის ცალ
მხარეს „ჯიხვს” (გარგანს) – ლილვის სახელურს ათავსებდნენ, რომლის საშუალებითაც მქსოველი
ლილვს აბრუნებდა. ნაქსოვს, რომ არ „მოჩონჩვილდეს”,ლილვზე მაგრად, მჭიდროდ ახვევდნენ. ქსო-
ვის პროცესში ძაფი შეიძლება გამწყდარიყო. მქსოველ ხელოსანთა თქმით, „საფერხულს რომ ფეხს
დაადგამდი და დგიმი რომ პირს აღარ გააღებდა, ძაფია იყო გამწყდარი”. გაწყვეტილ ძაფებს ერთმა-
ნეთზე მიაბამდნენ და ქსოვას გააგრძელებდნენ. ქსოვისას დგიმში ძაფები აუცილებლად უნდა „გა-
დახლიბილიყო” – ჯვარედინად უნდა გატარებულიყო, გადახლართულიყო. თუ შეეშლებოდათ ან-
და გაწყვეტილ ძაფს არ გადააბამდნენ, ძაფი ტყუბად – პარალელურად წავიდოდა და ნაქსოვიც ცუდი
გამოვიდოდა. ერთ მოქსოვაზე თხუთმეტიდან ოცდახუთ ადლამდე შალს ქსოვდნენ. მატყლის, აბრუ-
შუმის, ბამბისა თუ სხვა ნედლეულის ძაფი სამექსლოზე ერთნაირად იქსოვებოდა. შალი ერთი მტკა-
ველი, ანდა ცოტა მეტი განისა – სავარცხლის სიდიდის მიხედვით მზადდებოდა. ერთი ქალი ერთ
დღეში 15-25 ადლ ძაფს დაქსელავდა და ორიდან ათ ადლამდე შალს მოქსოვდა. როცა საფრექოზე გა-
დადებული ძაფი მინიმუმამდე შემცირდებოდა და ყდა აღარ „მიეჯახებოდა”, როგორც ამას მქსოვე-
ლები აღნიშნავდნენ – „უბე წაექსოვებოდა, ძაფი დგიმში მოვიდოდა” და დგიმიც „პირს ვეღარ გააღ-
ებდა”, ნაქსოვს თოკს წააბამდნენ და საფრექოდან ამოჭრიდნენ. საფრექოში ძაფები რჩებოდა. ამას „ამ-
ონაჭერს” (ანაჭერას) ეძახდნენ. იგი ხელით საკერავად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:35-38.

saqusari - წინდის საქუსლე ნაწილი: „შუუარ საქუსარს და დევიწყობთ წინდის ყელს”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

saqusle - საქუსარი: „ორი წინდიჩხირით ძაფს გუარდით საქუსლეზე და დევწყობდით მემრე


ყელს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

473
saqciela mze borCxiala - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:137.

saRameToჲ - ღამის გასათევი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

saRani - პირგადაშლილი და ღრმა სპილენძის თასი, რომელსაც ფართო სადგამი ჰქონდა.

saRdikari - სიტყვა „საყდრის კარის” სახეცვლილი ფორმა.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

saRerbo - გადასახადი: „გამოსაღები (თაფუ) საშუალოდ 1.400 მან.”.


ლიტ.: ყაზბეგი, 1960:49.

saRvarie qandara - იხ.: სარეკი ქანდარა.


ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:101.

saRmrTos gaReba - თუ ოჯახში ხშირი იყო სიკვდილიანობა, განსაკუთრებით, ბავშვების, მა-


შინ თვლიდნენ, რომ ეს ოჯახი რაღაც ცოდვის გამო დაწყევლილი, გადაცემული იყო და ისჯებოდა.
ოჯახი, სიკვდილიანობისაგან თავდასაცავად და წინაპართა ცოდვის გამოსასყიდად, ცხვარს ანდა
თხას შეიძენდა. ამ დროს აჭარაში ხოჯას, ხოლო გურიის მოსაზღვრე სოფლებში - მღვდელსაც მოიწ-
ვევდნენ, ცხვარს დაკლავდნენ, ხორცს სტუმრებსა და სასულიერო პირს - ხოჯასა თუ მღვდელს, აგ-
რეთვე, ოჯახის რძალს აჭმევდნენ, ძვლებსა და მორჩენილ ნაწილებს მიტკალში შეახვევდნენ და მიწა-
ში ჩაფლავდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1969:51.

474
saRobavi - შენობის ზედა სარტყელი. სახლის ბოლო სართულის ქირიშების წყობა, რომელიც
სხვენში იყო მოქცეული. მას სახურავის კავები ეყრდნობოდა და ამდენად, სახურავის სიმძიმე საღო-
ბავზე მოდიოდა.
ლიტ.: ადამია, 1956.

saRoma - რბილი მსხლის ჯიშის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

sayane - მიწის ნაკვეთი, რომელიც სახნავ-სათესად გამოიყენებოდა.

sayanes kafva - იხ.: ახოობა.

sayari - ურმის ნაწილი.


ლიტ.: სახოკია, 1985:204-205.

saybauri - პირუტყვის დასაბმელი თოკი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

sayburi - სამკაულის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ყბაზე ქვემოდან შემოტარებით თავსაბუ-


რავზე, ლეჩაქზე იმაგრებდნენ. საყბურად ქარვისა და სხვადასხვა ფერის წვრილი მძივების გრეხილს
იყენებდნენ. მძივებს ძეწკვზე ანდა წვრილ ძაფზე ასხამდნენ, შემდეგ რამდენიმე ასხმას ერთმანეთზე
გადაგრიხავდნენ და საყბურის ბოლოებს ფენის ნაპირებზე მიამაგრებდნენ. პატარძალი საყბურს ოც-
დაათ წლამდე ატარებდა. ნაირფერი წვრილი მძივებით და ლითონის პატარა ფირფიტებით ლეჩაქის
წინა ნაწილი იმკობოდა. თავსამკაულის ეს სახეობა ძველ საქართველოში ცნობილი იყო „საყბეურის”
სახელწოდებით. მაგალითად მზითვის წიგნში, რომელიც ქსნის ერისთავის ასულს ანას ეკუთვნოდა,
ნათქვამია: „გამოგვიტანებია პატიოსანი გაიდელი მისის საყბეურითა”. საყბეურის მორთულობა მო-
ცემული იყო ანუკა ბატონიშვილის 1712 წლის მზითვის წიგნშიც: - „გამდელი ერთი ... კარგითა და პა-
ტიოსანის მარგალიტის საყბეურითა”.
ლიტ.: სამსონია, 2005:83; ჯავახიშვილი, 1962.

sayelo - ყელზე შემოსახვევი მაქმანისებური ნაქ-


სოვი. გამოიყენებოდა, როგორც ჩაცმულობის ატრიბუ-
ტი, ერთგვარი სამშვენისი.

475
sayviTlo - საყვითლო იგივე ქრისტესისხლაა (Chelidonium Majus L.) იგი ყაყაჩოსებრთა (Pa-
paveraceae) რიგს განეკუთვნება. საყვითლო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ბოტანიკუ-
რი თვისებები და აჭარის ხალხურ მედიცინაში გამოყება საუკუნეების მანძილზე ემპირიული გამოც-
დილებით იყო აპრობირებული. მცენარე აჭარაში „ქარცეცხლას წამლის” სახელითაა ცნობილი, რო-
მელსაც კანის დაავადებათა სამკურნალოდაც იყენებდნენ. ეს მცენარე ბათუმის რაიონში „საყვით-
ლოს” სახელს ატარებს და სიყვითლით დაავადებულთა სამკურნალოდაც იყენებდნენ. მცენარის
ძირს გარეცხავდნენ, დანაყავდნენ, სიყვითლით დაავადებისას ავადმყოფს ასუნთქებინებდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:60-61.

sayiralo tye - სახელმწიფო ტყე.


ლიტ.: სახოკია, 1985:167, 169.

sayudeli - თავშესაფარი, შესახიზნი ადგილი, სულხან-საბა ორბელიანით - „სამყოფი”


ლიტ.: ორბელიანი, 1949:306; მგელაძე, 1960:110.

sayuruTe - ყურუთის საშრობი ქანდარა. ხის ორი „ჭერი’თ”


მოწყობილი ადგილი. საყურუთე ალპური საცხოვრებლის აივანს უშუ-
ალოდ უკავშირდებოდა. ამისათვის მზიან ადგილს არჩევდნენ, რათა
ყურუთი სწრაფად გამშრალიყო.

sayure - ქალის სამკაულთა შორის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი საყურე იყო. იგი ქალის სამკა-
ულის კომპლექტის ყველაზე არსებით ელემენტს წარმოადგენდა. აჭარაში საყურეს გოგონები ექვსი-
შვიდი წლის ასაკიდან ატარებდნენ. ქალის საყურე მასიური, ხოლო გასათხოვარი გოგონებისა - შე-
დარებით პატარა ზომისა და სადა იყო. საყურეები სამ ძირითად ჯგუფად იყოფოდა: 1. მსხვილი ვერ-
ცხლის მავთულისაგან დამზადებული დაღარული ელიფსის ფორმის საყურე; 2. ძეწკვის საკიდები-
ანი ფორმის საყურეები, რომლის ძირითად ნაწილს შესაბნევი შეადგენდა, ხოლო ქვედა ნაწილზე
სხვადასხვა ფორმის საგანთა გამოსახულებანი იყო მირჩილული, შიგა მხარეზე მას პატარა რგოლები
გააჩნდა, რომლებზეც სამკუთხა ანდა რომბისებრი საშუალო ზომის ფირფიტები მაგრდებოდა; 3.
ვერცხლის რგოლსაკიდიანი საყურე. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „საყური - ყურის სამ-
კაული” იყო.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:307; სამსონია, 2005; ჯავახიშვილი, 1962.

476
sayoli - მსხვილი ბაწარი, რომელიც ხის მოსაჭრელად გამოიყენებოდა, როცა მისი სასურველი
მიმართულებით წაქცევა სურდათ. საყოლს ხეს შუა წელს ზემოთ მოაბამდნენ და ხის ჭრის პარალე-
ლურად საყოლის საშუალებით სასურველი მიმართულებით წააქცევდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1974:15.

saSeSe - 1. ადგილი საცხოვრებლის პირველ სართულზე, სადაც შეშის დალაგება და დაჭრა


ხორციელდებოდა. ქვემო აჭარაში საშეშე ცალკე მდგარი შენობის სახითაც გვხვდებოდა; 2. შეშად გა-
მოსადეგი ხე.
ლიტ.: კობერიძე, 2011:25.

saSinaTo Sali - დაბალი ხარისხის უხეში მატყლის ნართით ნაქსოვი შალი: „საშინათო შა-
ლი უფრო ხარდო შალი იყო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

saSinao winda - სახლში, ყოველდღიურად ჩასაცმელი წინდა: „საშინაო წინდა გვქონდა და


სანამუსო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

saCeCavi nadi - იხ.: ნადი.

saCeCela - მატყლის ჩეჩვისა თუ რთვის დროს შესასრულებელი სიმღერა: „მატყლის სართავში,


ნადში, საჩეჩელას ვიმღერებდით: ოი, ჩელა, საჩეჩელა...”
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

saCeCeli - მატყლის გასაჩეჩი ხის მოწყობილობა, რომელშიც ფოლადის წვერწამახვილებული


მავთულები - კბილები იყო ჩამაგრებული, ორ რიგად და თანაბარი დაშორებით. საჩეჩელს ოცდათექ-
ვსმეტამდე წყვილად გაწყობილი კბილი გააჩნდა. საჩეჩელი წიფლის ან თელისაგან მზადდებოდა.
ქვევითა საყრდენი ფიცარი საჩეჩლის ფეხი იყო, დანარჩენი ორი ფიცარი - გვერდები კი საჩეჩლის
ფეხზე სამკუთხედად მაგრდებოდა. მჩეჩავები დასხდებოდნენ, გამართულ ფეხებს შორის საჩეჩელს
ჩაიდგამდნენ, მუჭა-მუჭა მატყლს აიღებდნენ და ორივე ხელით გაჩეჩავდნენ - „დაჩიჩავდნენ”.
ლიტ.: სამსონია, 2005:14, 26; ნოღაიდელი, 2017:27.

477
saCeClis kbilebi - საჩეჩელის მთავარი ელემენტი მახვილწვერიანი ფოლადის წვრილი მავ-
თულები, რომლებიც სამკუთხედად შეკრულ ხეში ორ რიგად იყო ჩამაგრებული. მათ შორის მანძილი
დაახლოებით ერთი, ერთნახევარი სანტიმეტრი იყო. როცა საჩეჩელს არ იყენებდნენ, ან ვინმესთან მი-
დიოდნენ და თან მიჰქონდათ საჩეჩელი, უსაფრთხოების მიზნით საჩეჩლის კბილებზე ზემოდან ხი-
სავე ფირფიტას ჩამოაცმევდნენ, დაახურავდნენ. როგროც წესი, საჩეჩელს ასეთნაირად, დახურული
სახით ინახავდნენ.
ლიტ.: სამსონია, 2005:14, 26.

saCiCeli - იგივეა, რაც საჩეჩელი: „მატყლს გავჩეჩავდით საჩიჩელზე”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

sacalfexo gza - ვიწრო გზა, ფეხით სასიარულო გზა.


ლიტ.: დავითაძე, 1983:

sacergoba - თამაში პატარა ბავშვის გასართობად.


ლიტ.: ნოღაიდელი…

saceri - სამზარეულო ინვენტარი. მრგვალად შეკრულ ფართო ტკეჩზე ქვემოდან შემოკრული


წვრილთვლებიანი მავთულის ბადე, რომელიც ფქვილის გასაცრელად გამოიყენებოდა. გვხვდებოდა
წვრილთვალა და მსხვილთვალა საცერი.

sacveTi boxCa - 1. ტანისამოსი და სხვა პირადი ნივთები, რაც დანიშნული ქალისათვის ყო-
ველდღიური გამოყენების მიზნით გაჭიანურებული ქორწილის შემთხვევაში მიჰქონდათ; 2. აკვანში
დანიშვნის შემთხვევაშიც მომავალ სარძლოს საცვეთ ბოხჩას - ტანისამოსს ჩუქნიდნენ.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1978:12; 1990:9; 2007:9.

sacveTebi - მატყლის ძაფით ნაქსოვი მოკლეყელიანი წინდა: „მოვქსოვდი ღაზლის წინდას,


საცვეთებს – კაფესლებიანს“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:137.

sacuravi - იხ.: სელი.

478
saZaxavi xertali - დიდი ზომის ხერტალი, რომელიც ჭახრაკზე მაგრდებოოდა და მხო-
ლოდ რამოდენიმე წვერი ნართის ერთმანეთში შესაგრეხად გამოიყენებოდა. იხ.: ხერტალი, სართავი
ხერტალი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:138.

saZvelo - სათესლე.
ლიტ.: კობერიძე, 2011:24.

saZigveli - ჩამური, საცეხველი, საცეხვავი, ღომის, ქერისა და პურის გასაცეხვი და დასაფშვნე-


ლი მოწყობილობა. ღომის გასაცეხვად უმეტესად მხოლოდ ფეხის საცეხველები გამოიყენებოდა, რო-
მელსაც ადგილობრივი მოსახლეობა აჭარაში „საძიგველს” ეძახდა. ფეხის საცეხველები, როგორც
რთული კომპლექსური იარაღი, საქართველოში წყლის საცეხველებთან შედარებით უფრო გავრცე-
ლებული იყო. ასეთ საძიგველს ქერისა და პურის გასაცეხვად, დასაწური - საბაქმაზე ხილის დასანა-
ყად, ზოგ შემთხვევაში, სიმინდის დასაფშვნელადაც იყენებდნენ. ღომის ცეხვა და, საერთოდ, საცეხ-
ველზე მუშაობა ქალის საქმეს შეადგენდა. გადმოცემით წარსულში სოფლებში იშვიათი იყო ოჯახი
ანდა ერთი გვარის მონათესავე რამდენიმე ოჯახი, რომელსაც საძიგველი არ ჰქონოდა. გადმოცემის
სისწორეს თითოეულ სოფელში ანდა ძველ ნამოსახლარებში შემორჩენილი სხვადასხვა სიდიდის
მთლიანი საძიგველები თუ მათი ნაშთები ადასტურებს. მატერიალური კულტურის ამ მნიშვნელო-
ვანმა ელემენტებმა „საძიგვლიანის” სახელწოდებით ასახვა მაჭახლის ხეობის სოფელ ქვედა ჩხუტუ-
ნეთის ტოპონიმიკაშიც ჰპოვა. ტერმინი ჩამური, უმთავრესად, ზემო აჭარაში იყო გავრცელებული.
გვხვდებოდა სოფლის ანდა უბნის საერთო საკუთრებაში არსებული საცეხველებიც, რომლებსაც მე-
ზობლები რიგრიგობით იყენებდნენ.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1971:314; კახიძე, 1974:38;1990:79.

479
saZinebeli oda - დასაძინებელი ოთახი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:34.

saZire - საქონლის ბაგაზე, „რკალზე” მისაბმელი თოკი.

saZmo - 1. ერთი ძირიდან ნაყარ ნათესავთა ერთობა; 2. წარსულში ნათესაური ჯგუფის - ნოგროს
საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, საძმო საკუთრება.
ლიტ.: მგელაძე, 1986; 2004.

saZmo saxli - გაუყოფელი ძმების ერთობლივი საცხოვრებელი სახლი. იხ.: განუყოფელი სახლობა.

saZmuebi - იხ.: საძმო.

saZroxe - იხ.: ახორი, ბოსელი.

saZvelo - სათესლე მარცვალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

sawebliani Tevzi - დამარილებულ თევზს მშრალად შეწვავდნენ და ზედ საწებელს დაას-


ხამდნენ. საწებელს შემდეგნაირად ამზადებდნენ: ნიორსა და ქინძს მარილში დანაყავდნენ და ტყემ-
ლიან წვენში გააზავებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:115.

sawebliani kvercxi - მოხარშულ ტყემლებს კურკებს გააცლიდნენ, მასში ნიორ და ნიგოზნა-


რევ მარილში დანაყილ ქინძსა და პიტნას გახსნიდნენ და ნაერთში - საწებელში კანგაცლილ მოხარ-
შულ კვერცხებს ჩააწყობდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:107.

saweravi - 1. შალის წინასწარ, შეღებვამდე დასამუშავებელი, დასადედი სითხე: „თხემლის ქე-


რეჭიდან ვაკეთებ საწერავს – ავადუღებთ ქერეჭს და დავაჟრობთ” ... „საწირავში – თხემლის ქერეჭში
ჩავყრიდი ბოჲასა და ჩავდებდი შალსა”; 2. ფოთოთი, შალიბალახი. გამოიყენებოდა შავი ფერის საღე-
ბავის მისაღებად.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:138.

sawvelavi - იხ.: საწველელი.

sawveleli - რძის საწველი ხის ჭურჭელი, კასრი, კოლოფი, რომელიც ვედროს ფუნქციას ას-
რულებდა. მას ნაძვის ხისაგან ისეთივე წესით ამზადებდნენ, როგორადაც გვარდა მზადდებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:94.

sawverula - ნაძვის ხისაგან დამზადებული რძის მოსათავსებელი კასრი, იხ.: საწველელი.

sawvrimalo - საოჯახო წვრილმანი ნივთების ჩასაწყობი კალათი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:315.
480
sawiravi - იხ.: საწერავი.

sawnaxeli - ყურძნის საწური. იგი ძირითადად „სარნასაგან”, იგივე, „ჯარნასაგან” შედგებოდა,


რომელიც ასევე საჭაჭე და საწვენე განყოფილებას და მასზე გამართულ საწნეხ მოწყობილობას აერ-
თიანებდა. საწნახელები ძირითადად თელისა და ცაცხვის ხისაგან მზადდებოდა. გვხვდებოდა ქვის
საწნახელებიც.
ლიტ.: დავითაძე, 1974:13, 19.

481
482
საწნახელი. სოფელი ზენითი. ქობულეთი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

483
sawnaxelis uro - საწნახელში ყურძნის ჩასაჭყლეტი ურო. იგი მძიმე ხისაგან - წიფელასა და
რცხილასაგან მზადდებოდა. მას სახელური ჰქონდა, რომელიც მომრგვალებული „კუკუტით” ბო-
ლოვდებოდა. ჰქონდა კონუსისებური ფორმა.
ლიტ.: დავითაძე, 1974:25.

sawoli - აბრეშუმის ჭიისათვის მოწყობილი ხარიხა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:138.

sawrimalo - ხელკალათი წინდის ჩხირებისა და სხვა საქსოვი ნივთებისათვის: „ზოგი სახლში


აკეთებდა საწრიმალოს, კალათას”... „ფთილებს ჩავთაკრავთ საწვრიმალოში”. იხ.: საწვრიმალო.
ლიტ.: აჭარილი დიალექტის... 1990:24.

sawuravi - რძის ჩაწურვისათვის, ნაძვის ხისაგან დამზადებული ჭურჭელი. იხ.: საწურავაჲ.

sawuravaჲ - 1. რძის გასაწური დამხმარე ჭურჭელი, ოთხკუთხა ფორმისა და პირგადაშლილი,


ფსკერის ნაცვლად ხის წვრილი ჩხირებით. მასში რძის საწურავ ტილოს ჩააფენდნენ და რძეს მასშივე
გაწურავდნენ; 2. აჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი ჯიში. საწურავის პროდუქცია ადგი-
ლობრივი მოხმარების ორდინარული ტიპის ღვინოების დასამზადებლად იყო განკუთვნილი. საწუ-
რავი აჭარის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. როგორც უხვმოსავლიანი და წვე-
ნის დიდგამოსავლიანი ჯიში, მაღლარების სახით წარსულში შუა და ზემო აჭარის რაიონებში - ქედა-
სა და ხულოში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. საწურავის პროდუქციას ადგილობრივი მოსახ-
ლეობა საოჯახო ღვინისა და ყურძნის წვენის დასამზადებლად იყენებდა. ოსმალეთის მიერ ამ მხარის
დაპყრობის პერიოდიდან, ღვინის სმის აკრძალვასთან დაკავშირებით, საწურავის გავრცელების არე-
ალი, სხვა საღვინე ჯიშების მსგავსად, საგრძნობლად შემცირდა. ძირითადად საწურავი მაინც საღვი-
ნე ჯიში იყო, საწურავის ღვინო, როგორც მცირე ალკოჰოლიანი, ხანგრძლივად არ ინახებოდა და
ტრანსპორტსაც ვერ იტანდა, ასევე, არ ინახებოდა ყურძენიც.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; ჩიქოვანი, 1960:101; კობერიძე, 2011:28.

sawuraTi - საწური ჭურჭელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:28.

sawyobi - ჩიტის დასაჭერი მახის ერთ-ერთი ნაირსახეობა.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.
484
sawvrimalo - მატყლის ფთილების და საქსოვი ნივთებისათვის განკუთვნილი კალათა, საწ-
ვრილმანო.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1990:24; ნოღაიდელი, 2017.

sawyle - წყლის ჭურჭლეულობის დასაწყობი ადგილი საცხოვრებელში, ბუხრის მოპირდაპირე


კედელზე ორ რიგად გამართული ჯამ-ჭურჭლის თაროების ქვედა ნაწილი. საწყლე სამზარეულოში
ანდა შუადერეფანში მოწყობილ დაბალ თაროს ერქვა, სადაც სხვადასხვა ზომის წყლით სავსე ჭურჭე-
ლი ყოველთვის იყო დალაგებული. ზამთარში საოჯახო წყლის მარაგი თუნგებით, კასრებითა და
სხვადასხვა ზომის ხის, უმეტესად კი - სპილენძის ჭურჭლებით საწყლეზე იყო დაწყობილი. ზაფხულ-
ში საწყლეს დერეფნის ერთი კუთხე ჰქონდა მიჩენილი. საცხოვრებელში საწყლეს იმ ადგილსაც ეძახ-
დნენ, სადაც მილით წყალი მიდიოდა. ამ ადგილს ხელსაბანის და სხვა მსგავსი ფუნქციები ჰქონდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:100.

saWamadi - საჭმელი. აჭარული სამზარეულო მდიდარი კულინარიული ტრადიციებითა და


კერძთა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ტრადიციულ ყოფაზე ისლამის რამდენიმესაუკუნოვანმა
გავლენამ მართალია სუფრის კულტურაში – სუფრის მომსახურებასა და კერძების ნაირსახეობათა
თავისებურებებში არაერთი კორექტივი შეიტანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართული, ძველებური
მამა-პაპური ტრადიციები ამ განხრით მაინც იქნა დაცული და შენარჩუნებული. ჩვეულების მიხედ-
ვით აჭარლები, ჭამის წინ აუცილებელ რიტუალს ატარებდნენ – ხელს იბანდნენ, როგორც თავად შე-
ნიშნავდნენ: „ხელს დაიმშვენებდნენ”. ბუნებრივია ეს წესი ქართული სუფრის ძველისძველი ტრადი-
ციების უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდა. ხულოსა და შუახევის რაიონებში საჭმელს – „შორ-
ვას”, ქედის რაიონში – „საჭამადს”, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში – „სადილს” ეძ-
ახდნენ. ღომი, იგივე, ფასთა, აჭარულ სუფრაზე განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობ-
და. აჭარელი დიასახლისების მიერ დამზადებული ხაჭაპური – ქადა ქართული ეროვნული ნამ-
ცხვრების სრული განმეორება გახლდათ. მაწონს – „იოღიურთს” აჭარულ სუფრაზე მეტად საპატიო
ადგილი ეკავა. მაწონი კი ქართული კერძების ერთ-ერთი ნაშიერი გახლავთ. იგივე შეიძლება ითქვას
ლობიოსაგან დამზადებულ კერძებზეც. ზოგიერთ აჭარულ, მამა-პაპურ, ძველთაძველ ქართულ საჭ-
მელებს დროდადრო სახელები შეეცვალათ. მაგალითად ასე: იაღ-წყალი ანუ ერბო – წყალი, ძი-ფაფა
ანუ რძის ფაფა, ყურძნის ფაფა – ფელამუში და სხვა მრავალი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქარ-
თული კერძების ნაწილმა ძველი სახელი დაკარგა და ახალი შეითვისა: ყველი – ვეინარი, ნაღები – კა-
იმაღი, ნადუღი – სუზმე, რძის ფაფა ბრინჯით – სუთლი... დროთა განმავლობაში აჭარულ სუფრაზე
ბევრი ისეთი კერძი დამკვიდრდა, რომელთა სახელები თურქულ და სხვა ეთნიკური წრის ენისათვის
დამახასიათებელ ლექსიკას განეკუთვნება: სინორი, გადაიფი, მუჰალემი, შექერლამე, ერიშტე, ასუთა,
კიათასაფა, მაჯუნი, ჰელვა, ბაქლავა, ბურმე, ეზმე, კეთბერი, სუმურუნი, სუთბურეგი, კარნი იარუქი,
ქუფთე, შიშქებარი, თის ქებაბი, იალანჩი, იამურა, სარმა... როგორც წესი, თურქული კერძებისათვის
დამახასიათებელი იყო სიტკბო და ნაკლებმჟავიანობა, მაშინ, როდესაც აჭარული – ქართული კერძე-
ბი მჟავიანობითა და სიმძაფრით გამოირჩეოდნენ, რაც ადამიანისათვის მადის აღძვრის ერთ-ერთი
ძირითადი საშუალება იყო. თურქული კერძებისათვის წარსულში უცხო იყო შეზავებულ-შეკაზმუ-
ლი ფხალი, ლობიო, ზეთიანი თუ ერბოიანი ქათამი. რეალურად აჭარულმა არა მარტო შეინარჩუნა,
არამედ რამდენადმე ქართული კერძების რაოდენობრიობა განავრცო კიდეც. აჭარელთა ძველი შეხე-
დულებით, ხორცი იმ ცხოველებისა, რომლებიც მსხვერპლს კბილებით იმორჩილებდნენ, მაგალი-
485
თად, დათვის, ტურის, მელას, მგელის, აგრეთვე, იმ ფრინველებისა, რომლებიც ნადავლს კლანჭებით
იჭერდნენ ანდა ლეშით იკვებებოდნენ, მაგალითად, ყვავის, ყორანის, ძერას, მიმინოს, შევარდენის,
ქორისა და არწივის, საკვებად არ გამოდგებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:87.

saWvirTe - ჭოროხზე სანაოსნო ბრტყელძირიანი ნავის შიდა შუა ნაწილი, ნავის ფსკერიდან შე-
მაღლებული, რათა რაიმე მიზეზით ნავში წყალი თუ შევიდოდა, ტვირთი არ დასველებულიყო.
ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:77.

saWreTeli - საბეჭდავი, რომელიც ერთნაირი ორნამენტის მისაღებად გამოიყენებოდა, მაგა-


ლითად, გვარდაში შევსებული კარაქის ზედაპირის „ასამჭრელებლად”, „დასაჭრეთნად”. ტრადიცი-
ულად საჭრეთელს კარტოფილისგან ამზადებდნენ, ერთეული შემთხვევების სახით ხისაგან დამზა-
დებული საჭრეთელიც გვხვდებოდა.
ლიტ.: ჩიტაია, 2000:168, 178.

saxapavi - ბრტყელძირიანი ნავიდან


წყლის ამოსასხმელი.

saxare - მამალი ხბო, მოზვერი, რომელსაც სახარედ ზრდიდნენ.


ლიტ.: მგელაძე, 2012.

saxaruli miwebi - ხარითა და სახვნელით დასამუშავებელი მიწები.


ლიტ.: კახიძე, 1973:29.

saxaWunaჲ - ბავშვის სათამაშო. ხის ბრტყელი ფირფიტებისაგან შეკრუ-


ლი, სახელურიანი ყუთი, რომლის შიგნით ცოტაოდენი წვრილი ქვიშა იყო
ჩაყრილი, რომელიც მოძრაობის დროს ხმას გამოსცემდა.

saxbovari - საზაფხულო იაილებზე ხბოთა საძოვარი.


ლიტ.: მგელაძე, 2012:107.

486
saxbovre - ცალკე გამოყოფილი ადგილი ბოსელში, სადაც ხბოებს ამწყვდევდნენ.

saxe - ორნამენტი: „ნამატებს ავათავებთ, მემრენ სახეს დევწყებთ”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:138.

saxvevela - ძაფის მოსახვევი საშუალება, ოგვადო, სანასრელა: „გვქონდა ორპოტიკა ჯოხი, სახ-
ვეველა და ამაზე ვახვევდი”. იხ.: ოგვადო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:138.

saxvneli - აჭარაში მიწის დასამუშავებელ ირაღს სახვნელი ეწოდებოდა. საქართველო სახვნე-


ლი იარაღების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამას არამარტო შორსწასული სამიწათმოქმედო
კულტურა და სამეურნეო პირობათა დიდი სიჭრელე, არამედ ქართველი ხალხის ისტორიულ-ეკონ-
ომიკური ცხოვრების თავისებურებანი განაპირობებდა. საქართველოს ყველა კუთხე კონკრეტულ გა-
რემო პირობების შესაბამის სახვნელ იარაღს ქმნიდა და იყენებდა. ამ მხრის გამონაკლისი არც აჭარა
არ ყოფილა. ტერიტორიულად მცირე, მაგრამ გეოგრაფიულად საკმაოდ რთულ ისეთ კუთხეშიც კი –
როგორიც აჭარა იყო, სახვნელი იარაღის რამდენიმე ტიპია დადასტურებული. სხვადასხვა ბუნებრივ
პირობებში მრავალფეროვანი სახვნელი იარაღების არსებობა ეთნოგრაფიული სიჭრელისა და ტრა-
დიციის ნაყოფადაა მიჩნეული. კულტურული ხალხების სახვნელი იარაღების ისტორიულ-ეთნოგ-
რაფიული შესწავლისას ხშირად ნიადაგურ-კლიმატური პირობების თავისებურებანი უგულველყო-
ფილი იყო, რაც განსხვავებული ტიპისა და ფუნქციის იარაღის წარმოშობა-ჩამოყალიბებაში ერთ-
ერთ ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართულ ეთნოლოგიურ ლიტერატურაში უკვე დადგენი-
ლია, რომ სამეურნეო კულტურის გარემო პირობებთან შეგუება არა მარტო ზოგადად სახვნელ იარ-
აღს ეხებოდა, არამედ მის ისეთ მნიშვნელოვან დეტალსაც კი, როგორიც ქუსლი იყო. ხშირად ერთი
და იმავე ტიპის იარაღს, მიკრო-ტერიტორიაზე ნიადაგის თვისებების შესაბამისად, ამა თუ იმ ქუსლს
უკეთებდნენ, ხმარობდნენ მაღალ ანდა დაბალ კავს. რბილ მიწაზე მაღალქუსლიანი, ხოლო მაგარ მი-
წაზე – დაბალქუსლიანი კავი იხმარებოდა. რომელი შრომითი იარაღიც არ უნდა ავიღოთ, იგი ნიად-
აგის, რელიეფისა და მოსაწევი კულტურის მოთხოვნილებებთან უნდა ყოფილიყო შეგუებული.
ლიტ.: ჩიტაია, 1941:191.

saxiani winada - ორნამენტიანი, სახეებით შემკული წინდა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:138.

saxli - 1. საცხოვრებელში საჯალაბო, ჯალაბის, ოჯახის ყოველდღიური სამყოფი ოთახი; 2.


საცხოვრებელი ნაგებობა. სახლი აჭარაში საკარმიდამო ნაკვეთში იყო ჩადგმული. მთიან ადგილებში
ამისათვის, უმეტესად, დაფერდებული ადგილი იყო გამოყენებული, რომლის თავშიც სახლი იდგა.
ტერმინ „სახლს” დამატებითი მნიშვნელობებიც ჰქონდა. იგი ზოგადად საცხოვრებლს და, იმავდრო-
ულად, იმ კონკრეტულ ოთახსაც აღნიშნავდა, სადაც ჯალაბობის ყოველდღიური სამყოფი იყო. აჭარ-
ის მთაში ადრე სხვა ტიპის პარალელური ტერმინებიც იყო გავრცელებული, მაგალითად, ძირთაჲ
სახლი და ზედაჲ სახლი. როგორც დადგენილია, სახლის ძირითადი ნაწილების ეს სახელწოდებანი

487
ტიპოლოგიურად მოხეური და სვანური ის-
ეთი სიტყვების მსგავსი იყო, როგორიც იყო
ქოით სახლი და ზაით სახლი, მაჩუბი - საქ-
ვედაო და მაჟიბი - საზედაო. აჭარაში ხალ-
ხური ხუროთმოძღვრება და უძველესი სამ-
შენებლო ტრადიციები ქვისა და ხის მასა-
ლებს ეყრდნობოდა. ძველ სამოსახლოებში
ქვის შენობებთან შედარებით ნაკლები გამ-
ძლეობის გამო ხის უძველეს ნაგებობებს იშ-
ვიათად შეხვდებოდით. აჭარაში ბუნებრივი
პირობებისა და სხვა ზემოქმედი ფაქტორე-
ბის გამო საცხოვრებელი სახლის სამი ძი-
რითადი ფორმა საუკუნეების მანძილზე დას-
რულებული სახით ჩამოყალიბდა და დღემ-
დე შემორჩა, კერძოდ: 1. აჭარული; 2. ლაზუ-
რი და 3. ოდური ტიპის საცხოვრებლები.
სახლი VIII საუკუნის იოანე საბანისძის აგი-
ოგრაფიულ ნაწარმოებში და სხვა ქართულ
წყაროშიც იხსენიება. სამცხე-საათაბაგოს სი-
ნამდვილის ამსახველ განვითარებული შუ-
ასაუკუნეების (XIII-XIV საუკუნეები) ბექა-
აღბუღას ფეოდალურ სამართალში არაერ-
თხელ დასტურდება ტერმინები: სახლი, თა-
ვი სახლი, ერთსახლი, ცალკერძა სახლი. ქარ-
თულ წერილობით წყაროებსა და ქართული
ენის დიალექტებში ასახულ ტერმინ „სახლს” გვაროვნულ მოვლენად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ,
რომ ძველ ქართულში იგი „საგვარეულო წესწყობის ხანის” ტერმინს წარმოადგენდა, რომელიც ადრე,
მაგალითად, V საუკუნეში, მარტო საგვარეულოსა და გვარს კი არ ნიშნავდა, არამედ ერთ-ცოლქმრო-
ბაზე დამყარებულ ოჯახსაც. ქართულ წყაროებში შემონახულია ცნობები, რომლებიც სახლს გვართან
კავშირში წარმოაჩენს („დიასამიძის სახლი”; „ხურციძის სახლი”...), მაგრამ ეს სახლები იყო არა ყველა
დიასამიძის ანდა ხურციძის, არამედ დიასამიძეთა თუ ხურციძეთა საგვარეულოში კონკრეტული
წრის, კონკრეტული ლოკალურ-ნათესაური ჯგუფის. ამ კონსტრუქციებში სახლთმეურნეობის მნიშ-
ვნელობა პირდაპირ არის ჩადებული, რომელიც პატრილინეალურ საზოგადოებაში ფართო გენეალ-
ოგიური ჯგუფის - გვარის სახელს, გვარსახელს ატარებდა. მაგალითად ასეთი იყო დიასამიძეთა სახ-
ლი სახლეულის საჯდომით, მთელი ავლადიდებით - პირუტყვით, უფრო ზუსტად, მთელი მოძრავ-
უძრავი ქონებით. აბოს ცხოვრებაში ნათქვამია: „....წარგზავნა დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონა-
გები და ყოველნი სახლისა მისისანი”. აქ, ჩამონათვალში, დედის, ცოლისა და შვილების გვერდით
მითითებულია „ყოველნი სახლისა მისისანი” და აღნიშნულია მონაგების თაობაზე, ქონებაზეც. ამ-
დენად, ჩვენ საქმე გვაქვს სახლთმეურნეობასთან, შესაძლებელია გაფართოებულ სახლთმეურნეობას-
თანაც, რომელიც აერთიანებდა არა ერთ ოჯახს (ცოლ-ქმარსა და დაუქორწინებელ შვილებს), არამედ

488
ოჯახთა ჯგუფს: დედას, შვილებს (ალბათ ზოგიერთს დაქორწინებულებს) და კიდევ სხვებს, შესაძ-
ლოა მსახურებსა და მხევლებსაც - „ყოველნი სახლისა მისისანი’’. ამდენად, სახლობა (სახლეული),
ისე როგორც სახლი, არ შეიძლება მხოლოდ ოჯახის, ნათესაური ჯგუფის და მითუმეტეს გვარის სი-
ნონიმად მივიჩნიოთ. აღნიშნული ცნებები იმდენად ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ დეფინიციათა
აღრევა და ცნებათა ურთიერთგადაფარვა როგორც ყოფაში, ისე სამეცნიერო ლიტერატურაში, სავსე-
ბით გასაგებ მოვლენად გამოიყურება. ზემოთ აღნიშნული ცნებები - ოჯახი, ნათესაური ჯგუფი ანდა
გვარი სოციალური ორგანიზაციის დამოუკიდებელ ტიპებს გამოხატავდნენ. სახლთმეურნეობა (სახ-
ლეული/სახლობა) კი სოციალურ ორგანიზაციათა მოცემულ ტიპოლოგიაში ავტონომიური რეჟიმით
უნდა განვიხილოთ. აჭარულმა საცხოვრებელმა ნაგებობამ - „სახლმა” განვითარების რთული გზა
განვლო, დაწყებული ფაცხიდან და ჯარგვალური ტიპის ნაგებობიდან დამთავრებული ორსართუ-
ლიანი საცხოვრებლით, სადაც პირველი სართული - ახორი საქონლის სადგომს, ხოლო მეორე სარ-
თული - ადამიანთა საცხოვრისს წარმოადგენდა. ზედა სართული დერეფანსა (ჰავლი) და აივანს ეკ-
ავა. ჰავლის ერთ მხარეს მოთავსებული იყო დიდი ოდა (შიგა ოდა/საჯალაბო/სამყოფი/სახლი), იგივე,
სამზარეულო. აჭარულ საცხოვრებელ ნაგებობაში თითოეულ ოთახს თავისი ფუნქცია და დანიშნუ-
ლება გააჩნდა. საცხოვრებელი ნაგებობა ორსართულიანი იყო და მისი ოთახები საქორწინო წყვილ-
თათვის, სახლობაში წარმოდგენილი ცალკეული ოჯახისათვის წინასწარ სეგმენტირებული სახით
შენდებოდა. ახალი საქორწინო წყვილის შემომატების შემთხვევაში შესაძლოა ნაგებობისათვის პატა-
რა ზომის ოთახი მიეშენებინათ ანდა იქვე ეზოში ახალი საცხოვრებელი აეგოთ. აჭარული საცხოვრე-
ბელი სახლის აგებამდე საქორწინო წყვილებისა და, შესაბამისად, ოთახების რაოდენობა წინასწარ ივ-
არაუდებოდა. ამის მიხედვით ნაგებობის კონსტრუქციაც განისაზღვრებოდა. იგი თავიდანვე შენდე-
ბოდა სეგმენტირებული სახით, ხოლო სამეურნეო თავისებურებებიდან გამომდინარე დასახლების
ფორმასთან შესატყვისობაში არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური განზომილებით ხასი-
ათდებოდა. ჩვეულებრივ, საქორწინო წყვილთა გაჩენის შესაბამისად საცხოვრებელზე ახალი ოთახის
მიშენება აჭარაში იშვიათად ხდებოდა. მას განსაკუთრებით მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა მრავალ-
რიცხოვანი სახლობა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ახალი საცხოვრებლის მშენებ-
ლობას თავს აარიდებდა, რაც ფაქტიურად ერთიანობის სახლის რღვევასაც უმზადებდა ნიადაგს. ამ-
რიგად, კონსტრუქციული სტრუქტურისა და ხუროთმოძღვრული სივრცობრივი ფორმის ურთიერ-
თისადმი დაქვემდებარება, ტექნიკური აზრისა და ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ჩანაფიქრის ფუნ-
ქციური დაკავშირება, აჭარულ სახლს დინამიურობას ანიჭებდა, რომლის მკვეთრი სილუეტები მთის
პეიზაჟთან ჰარმონიულად იყო შეხამებული, რითაც კოლორიტულ ხუროთმოძღვრულ შთაბეჭდი-
ლებას აძლიერებდა. აჭარული სახლის იდენტური ტიპები გურიისა და შიდა ქართლის ტერიტორი-
აზეც არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ისინი ნამდვილად ერთი და იმავე ხუ-
როთმოძღვრული მემკვიდრეობისა და ტრადიციის მქონე ეროვნულ ნიადაგზე წარმოშობილ ქარ-
თულ საცხოვრებელთა ტიპებს წარმოადგენდნენ.
ლიტ.: აბუსერისძე, 1981:29; ჯავახიშვილი, 1901:1-17; 1907:486; 1928; 1929; 1982:169,175-176, 84, 189, 195-196;
ჟორდანია, 1941; მენთეშაშვილი, 1937:141; ხარაძე, 1939; ჩიტაია, 1997:191; 2001:474-475; 2001:175;
მუსხელიშვილი, 1941:80-81; დოლიძე, 1953:294; ადამია, 1956:38; რობაქიძე, 1960:98; 1967; 1980; ჩიქოვანი, 1960;
1962; ითონიშვილი, 1970:14; 1974:10; სიხარულიძე, 1963; ინალ-იფა, 1965; ბახია, 1988; მიქელაძე, 1978; 1982;
ცეცხლაძე, 1991:17, 30, 58, 62, 64-70; კახიძე, 1992:18-19; 1996:129-134; 1998:22-25;
მგელაძე, 1967; 1992; 1995:111-118; 1991; 1999:31-35; 2000:188-191; 2000:33-38; 2001:23-36; 2001:66-71;
2002:108-120; 2003:27-39; 2004; 2009:553-657; ტუნაძე, 1996:95.
489
აჭარაში გავრცელებული საცხოვრებლის ტიპები
(ილია ადამიას მიხედვით)

მელაძის სახლი სოფელ ბობოყვათში


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

490
საშუალო გლეხის ბინის მოწყობილობა, სოფელი ღორჯომი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

საცხოვრებელი სახლი, ორთაბათუმი


(ჯემალ მიქელაძის ფოტო)

491
saxlis gveli - იხ.: ბინის გველი.

saxlis didi - დიდი სახლეულის ანდა მრავალრიცხოვანი ოჯახის უფროსი, ხელმძღვანელი.


ოჯახის უფროსის, დიდი სახლეულის ხელმძღვანელის ადგილი არჩევითი იყო. უფროსად ოჯახის
უხუცეს მამაკაცს ანდა ძმებში უფროსს ირჩევდნენ, მაგრამ ზოგჯერ, ასაკთან შედარებით გადამწყვე-
ტი მნიშვნელობა საოჯახო საქმეების გაძღოლის უნარს ენიჭებოდა. სახლის დიდი ჯალაბის ყოველ-
დღიურ ცხოვრებას განაგებდა. მის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალები და
ბავშვებიც ემორჩილებოდა. უფროსი, ჩვეულებრივ, როგორც ითქვა, პაპა, მამა ანდა რომელიმე ძმა თუ
ბიძაშვილი ხდებოდა. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ ასაკი, რაც სასურველი პირობა
გახლდათ, არამედ ავტორიტეტი და სახლობის გაძღოლის უნარი. სახლის დიდს საჯალაბოში კერიის
მახლობლად განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომი პე-
რიოდისათვის, აჭარული სახლის სამყოფში, ბუხრის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე გაკეთებული
იყო საჯდომი, ე. წ. „სექვები”, რომელზეც ოჯახის წევრები უფროს-უმცროსობით სხდებოდნენ, ერთ
მხარეს - მამაკაცები, მეორე მხარეს კი - მანდილოსნები. კერიის ერთ მხარეს, ბუხრის ფეხთან - სახლის
დიდის, ხოლო მეორე მხარეს სახლის სხვა წევრთა ადგილები იყო გამოყოფილი. აჭარის ტრადიცი-
ულ ოჯახებში სახლის დიდი და უფროსები უხუცესები იყვნენ, ერთსაც და მეორეთაც საჯდომად სა-
განგებოდ გაკეთებული ბალიშები, ლების ფორმაზე შეკერილი ე. წ. ყალხოთური ჰქონდათ. აჭარის
სინამდვილეში ყალხოთური იმავე ფუნქციას ასრულებდა, როგორიც სხვა ქართველ ტომებში „საუფ-
როსო სკამს” ჰქონდა ხოლმე. როგორც ჩანს, ადრე სახლის დიდს საუფროსო სკამიც გააჩნდა. ამას გვა-
ფიქრებინებს აჭარის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ორიგინალური სახის ჩუქურთმებიანი სა-
ზურგიანი სკამი. სკამი მუზეუმის თანამშრომლების მიერ მიკვლეული იქნა დიდაჭარაში, მუსლიმა-
ნურ სამლოცველოში - ჯამეში, რომელიც აღმოჩენის დროისათვის არ მოქმედებდა. ხეზე კვეთილობა,
ორნამენტის სტილი და საერთოდ, ხელობა მიანიშნებს, რომ იგი აჭარაში იყო დამზადებული. სკამი
გარეგნულად სვანურ „საკურცხილს” ჩამოგავს, რომელიც დიდი სახლობის უფროსის, ქორა მახვშის
საჯდომს წარმოადგენდა და, ამასთან, საპატიო სტუმრისთვისაც იყო განკუთვნილი. გურიაშიც და-
დასტურებულია უფროსი მამაკაცისათვის განკუთვნილი სკამის არსებობა, რომელიც ოჯახის სხვა
წევრების სკამებისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ იგი უფრო მაღალი იყო და, ზოგჯერ, საზურგეც კი
ჰქონდა. მსგავსი სკამები იმერეთშიც ყოფილა გავრცელებული, რაზეც ნიკო ნერძენიშვილის სახელო-
ბის ქუთაისის სახელწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეთნოგრაფიულ კუთხეში კერას-
თან - შუაცეცხლთან წარმოდგენილი უფროსი მამაკაცისათვის და უფროსი ქალისათვის განკუთვნი-
ლი ორი სკამი მიუთითებს. საუფროსო სკამები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვისაც არ
იყო უცხო. მათ, მაგალითად, ხევში სამარტო შკამი (მარტოშკამაი/საუფროსო სკამი), ხოლო მთიულ-
ეთში - საუფროსო სკამი ეწოდებოდა. საღამოთი კერიის ირგვლივ ჯალაბობა სახლობაში გაერთიან-
ებული როგორც ცალკეული ოჯახის, ისე, მთლიანად ოჯახთა ჯგუფისა და, საერთოდ, გაფართოებ-
ული სახლთმეურნეობის ზოგად საოჯახო საკითხებს, სამართლებრივ, სოციალურ, ქონებრივ და სა-
მეურნეო პრობლემებს განიხილავდა.
ლიტ.: ჩიტაია, 2000:140-153; მგელაძე, 1973:112-113; 2010:20; ჩიქოვანი, 1960:100; ბექაია, 1974:24;
ითონიშვილი, 1970:93; 1974:45; აჩუგბა, 1981:68; ცეცხლაძე, 1991:61.

492
saxlis qisa - დიდი სახლეულის საერთო სახარჯო ფული, რომელსაც ოჯახის უფროსი - სახ-
ლის დიდი განაგებდა.
ლიტ.: აჩუგბა, 1981:68.

saxmTo - სახმთო შთამომავლობის გაგრძელებითა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ნაკარ-


ნახევი ჩვეულებათა ციკლი იყო. როცა ოჯახი „გადანაცემი” იყო, წინსვლა არ ჰქონდა და ხშირი იყო
სიკვდილიანობა ანდა ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებული იყო, მაშინ სახლეული „სახმთოს”
(საღვთოს) სწირავდა. შვიდი წვეროსანი მოხუცებული მამაკაცი შეუთქვამდა და მხვერპლშეწირვას
მიმართავდა, შეწირულის ხორცს მიირთმევდნენ, ხოლო რაც მორჩებოდა მიწაში ფლავდნენ. სახ-
მთოსთან დაკავშირებული ჩვეულებები არა მხოლოდ აჭარის, არამედ საქართველოს სხვა კუთხეების
სულიერი სამყაროს სინამდვილეს ასახავდა, შესაბამისად, იგი ზოგადქართული ბუნებისა იყო და სა-
ერთო რელიგიურ ფესვებს ეფუძნებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 2018.

sajavaxura - იხ.: ნადური.

sajalabo - ჯალაბის სამყოფი ოთახი, ოთახი, სადაც სახლეულის წევრები კერასთან იკრიბე-
ბოდნენ, ზოგჯერ მას სამზარეულო ოთახსაც უწოდებდნენ. თედო სახოკია: „ამათგან ერთი საჯალა-
ბოა (იგივე სამზარეულო და სასარეცხო)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:171, კობერიძე, 2011:24.

ალპური ზონის საცხოვრებელი სახლის სარკმელი

493
აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ექსპოზიცია

494
saji - კეცის თუნუქის სახურავი, რომელზედაც ნაკვერცხალს აყრიდნენ.
ლიტ.: კახიძე, 1990:79.

sajiaRi - სამფეხი, ცეცხლში სადგამი რკინის სამფეხა კონსტრუქცია,


რომელიც ცეცხლზე ჭურჭლის შემოსადგმელად გამოიყენებოდა.

sahani - სპილენძის თეფში.


ლიტ.: სახოკია, 1985:216.

sedre - იხ.: სექვი.

sezgi - სეზგი სპილენძის, შეიძლება სხვა ლითონისაც ყოფილიყო, ცხრილი.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1957.

seli - 1. ერთწლიანი ბოჭკოვანი მცენარე, რომლისგანაც სელის ძაფს ღებულობდნენ; 2. ურმის


სახეობა, შერეული ტიპის გორვისა და სრიალის პრინციპზე დაფუძნებული სატვირთო ტრანსპორ-
ტის საზიდის სახეობა, რომლის კონსტრუქციაც მთაგორიან სამეურნეო-გეოგრაფიულ პირობებთან
იყო შეხამებული, სადაც ტვირთის ტარება აღმართსა და დაღმართში უხდებოდათ. სელი ქართული
ხალხური სახმელეთო ტრანსპორტის, კერძოდ, აჭარის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის
იყო. ეს მჟღავნდებოდა როგორც მის კონსტრუქციაში, ისე ფუნქციურ გამოყენებაში და მასთან დაკავ-
შირებულ ტერმინოლოგიაში. იგი უთვალო, ზოგჯერ, ბორბლიანი მარხილის მსგავსი ურემი იყო.
მთის პირობებში გავრცელებული აჭარული სელის ღერძ-ბორბლები სელის ზესადგარის უკანა ნა-
წილში იყო მოთავსებული, რის გამოც ვაკე თუ დაღმართ ადგილებში „ადგმული”, დატვირთული სე-
ლის ტვირთის სიმძიმე საზიდის წინა მცურავ ფეხებზე - „საცურავებზე” მოდიოდა. ამ გზით გამწევ
ძალას - ხარებს ტვირთის გაწევა უადვილდებოდა. ხარების შეჩერების შემთხვევაში საცურავები ერ-
თგვარი მუხრუჭის ფუნქციასაც ასრულებდა. აჭარაში სელი, როგორც ბორბლიან, ისე უბორბლო სა-
ზიდსაც ეწოდებოდა. სელში უღელი საზიდს ხელნების საშუალებით უერთდებოდა. თვლების ოსტა-
ტები ხით ხუროობაში ცალკე დახელოვნებული „მეგოგრეები” იყვნენ. რაც შეეხება „ზესადგარის”
(ჩარდაღის) დამუშავებას, იგი რთული არ იყო და მისი გაკეთება რიგით ოსტატსაც შეეძლო. სელის
ბორბალი „ხუნდისაგან”, იგივე, „თოფისაგან”, „მორგვისაგან”, „სოლებისაგან” - „ჭაღებისაგან” და
„ფერსოსაგან” შედგებოდა. ხუნდი სელის ბორბლის მთავარი ნაწილი იყო, რომლის კარგად გამოყვა-
ნაზე ბობრბლის მუშაობა დიდად იყო დამოკიდებული. ზემო აჭარის ღორჯომის ხეობაში ხუნდის
დასამზადებლად სპეციალური „ხუნდი-ჩარხები” არსებობდა. შავად დამუშავებული ხუნდის ქოფი-
ტის გამოჩარხვაში ორი პირი მონაწილეობდა. ერთს ჩარხის ბორბალი მოძრაობაში მოჰყავდა, რომ-
ლის ღერძზე ქოფიტი იყო წამოცმული, ოსტატი კი სპეციალური გრძელი „რანდით” - შალაშინით
ხუნდს ხვეწავდა. ასეთ ჩარხებზე პატარა ზომის ხის ჯამ-ჭურჭელსაც ამზადებდნენ. ჩარხებს ჭაღების
გასასწორებელი „დეზგარი” ახლდა. აჭარის სხვა ხეობაში, მაგალითად, სხალთის ხეობაში, ხუნდის
დასამზადებლად ხის ჭურჭლის სახვეწად განკუთვნილ წყლითმბრუნავ „ჩარხ-ბორბალებს” იყენებ-
დნენ. ასეთი ჩარხები მოწყობილი იყო საწისქვილე წყლებზე, ასევე, ტყის ზოლის განაპირა ღელეებ-
ზე. სელის ბორბლების შემადგენელი ნაწილები - ხუნდები, ჭაღები და ფერსოები სხვადასხვა ხისაგან
495
მზადდებოდა. სახუნდედ კი უფრო თელის ხეს არჩევდნენ. ჩარხზე გამოყვანის შემდეგ, ხუნდზე „სა-
ჭაღე” და „სამაზე” ნახვრეტების ადგილებს ბაწრით მოზომავდნენ, კერძოდ, ხუნდის ზომის ბაწარს
შუაზე გაკეცავდნენ და ხუნდის ცენტრს ისე მოზომავდნენ. ცენტრიდან თანაბარი მანძილით დაშო-
რებულ ორ წრეს შემოავლებდნენ, წრეებს შორის კი - რვა ანდა თორმეტ ჭაღს დაასხამდნენ. შემდეგ
ხუნდზე, სამაზე ნახვრეტის ადგილს ფარგლით შემოხაზავდნენ და დიდი ბურღით გახვრეტდნენ.
ერთ ხუნდს ჩხურით, ხოლო მეორეს ოთკუთხედად სატეხით ამოწმებდნენ. ასე იმიტომ აკეთებდნენ,
რომ ერთ ბორბალს ღერძზე ემოძრავა, მეორე კი ყრუდ ყოფილიყო დამაგრებული. დაღმართზე, მოსა-
ლოდნელი საფრთხის შემთხვევაში, შეიძლება მოძრავი თვლის „ჯაჭვით ჩაკვრა” და სელის მთლიან-
ად სრიალზე გადაყვანა. ასე მორგებული თვლები, ამავე დროს, გამწევ ძალას მოსახვევში სელის შე-
მობრუნებას უადვილებდა. მოხვევის დროს მოძრავი თვალი გორავდა, ხოლო უძრავი ადგილზე იყო
გაჩერებული. სელის ბორბალი იმავე წესით მზადდებოდა, როგორც ურმისა, მისი შემადგენელი ნაწი-
ლებიც იმავე სახელებით აღინიშნებოდა: ხუნდი (მორგვი), ჭაღი (სოლი), ფერსო. ხუნდი ხის სახარატო
დაზგაზე, როგორც აღინიშნა, თელის ხისაგან მზადდებოდა, სხვა ნაწილების (მაზი, ჩარდახი, ხელნი,
იგივე, მკლავი, ფეხი) დასამზადებლად კი - ლეკის, უხრავის, ნეკერჩხლის, მუხის ხეს იყენებდნენ. სახ-
მელეთო ტრანსპორტის (სელი, მარხილი, ცალმარხილა, ურემი) ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი
უღელი იყო, რომელიც სხვადასხვა მერქნისგან (ცაცხვი, თელა, ლეკი, ნაძვი, არყი) კეთდებოდა. უღ-
ლის ტაბიკებად ტრადიციულად მიღებული იყო პანტა ხე (ვაშლი, შინდი, ბალი, წყავი), რომელიც მე-
ტი გამძლეობისა იყო. ხალხი პანტა ხის ტაბიკებს გათვალვის საწინააღმდეგო თვისებებსაც მიაწერდა.

496
უღლის აპეურებად ცაცხვის ქერქის ანდა კანაფისაგან დაგრეხილ თოკებს იყენებდნენ. სახმელეთო
საზიდ საშუალებათა ნაირსახეობა და მისი დამზადება აჭარაში განპირობებული იყო მთისა და ბა-
რის ბუნებრივ-გეოგრაფიული და მეურნეობრივი თავისებურებებით და, ძირითადად, ადგილობრივ
მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, შესაბამისად, ამ არეში სამეურნეო-გეოგრაფიული პირობების მი-
ხედვით სელის კონსტრუქციას კონკრეტული თავისებურება ახასიათებდა. აჭარაში გავრცელებული
სახმელეთო ბორბლიანი, უბორბლო და შერეული ტიპის ტრანსპორტის გეოგრაფიული არეალი სამ-
ხრეთ საქართველოს დასავლეთი ნაწილი იყო. აჭარის გარდა იგი სამცხეში გვხვდებოდა, სადაც „ურ-
მის” სახელწოდებასაც ატარებდა. აჭარული სელი კონსტრუქციულად სამცხეში გავრცელებული სე-
ლისაგან განსხვავდებოდა. იგი სამცხეში გავრცელებულ სელთან შედარებით პატარა იყო. მათ შორის
განსხვავებას იმით ხსნიან, რომ აჭარულ ბორბლიან სელში ღერძ-ბორბლები ზედასადგარის უკანა ნა-
წილში იყო მოთავსებული, რის გამოც საზიდის ფეხებს მეტი დაწოლა ჰქონდა. სამცხურ საზიდში კი
ღერძი ზედსადგარის შუა ნაწილზე მოდიოდა და, ამდენად, ფეხებზე დაწოლაც ნაკლები იყო. ამას-
თან, კონსტრუქცია მიწაზე თრევის გაიოლებას და დამუხრუჭებას ემსახურებოდა. ამგვარი განსხვა-
ვება, გამოწვეული იყო გამოყენების არეების სხვადასხვაობით. ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ სე-
ლის მკეთებელი ოსტატები რეგიონის ბუნებრივ-გეოგრაფიულ თავისებურებებს ითვალისწინებდნენ
და სელის აგებულებაც მასთან შესაბამისობაში მოჰყავდათ. ამრიგად, როგორც ვხედავთ, სელი შერე-
ული ტიპის ხალხურ საზიდ საშუალებასაც განეკუთვნებოდა, რომელშიც გორვა-სრიალის პრინციპი
იყო შეერთებული, რითაც იგი დასავლეთ საქართველოს მთაგორიან ადგილებში (იმერეთი, რაჭა,
ლეჩხუმი, სამეგრელოს მთიანი ნაწილი) გავრცელებულ „აჩაჩა ურემთან” ახლოს იდგა, უფრო ზუს-
ტად, სელი ახლო იდგა აჩაჩა ურემთან იმ მხრივ, რომ აქაც თრევა-სრიალი ურმის წინა ნაწილით, ხო-
ლო უკანა ნაწილით - გორვა ხორციელდებოდა. თუ აჩაჩა ურემში სასრიალო მოწყობილობა ფრჩხი-
ლები იყო, რომელთა ბოლო მიწაზე ეთრეოდა, ხოლო თავი უღელს უერთდებოდა, ბორბლიან სელში
საზიდის წინა ნაწილში სკამის ფეხის მსგავსად თრევის მოვალეობას შედგმული ფეხები - საცურავე-
ბი ასრულებდა. ამდენად, სელის ფეხები, როგორც სათრევი ნაწილი, ერთსა და იმავე დროს საზიდი-
სა და გამწევი ძალის შემაერთებელი კი არ იყო, არამედ, როგორც ცალკე შემადგენელი ნაწილი ისე
იყო გამოყოფილი. აქედან ჩანს, რომ რადგან აჭარულ ბორბლიან სელში ღერძ-ბორბლები ზესადგა-
რის უკანა ნაწილში იყო ჩადგმული, სწორედ ამის გამო საზიდის ფეხებს მეტი ტვირთი აწვებოდა.
მესხურ - სამცხურ საზიდში კი ღერძი თითქმის ზესადგარის შუა ნაწილში იყო ჩართული და ფეხებ-
ზე - საცურავებზე ნაკლები დაწოლა მოდიოდა. ამის გამო ასეთ საზიდს ფეხები ცალკე ჰქონდა და მას
მომხმარებლები სელს საჭიროების შემთხვევაში მიამაგრებდნენ. აჭარაში საზიდის ეს სახეობა, რო-
გორც ითქვა, საგრძნობლად პატარა ზომისა იყო, ხოლო ზემო ქართლში იგი სულ უფრო და უფრო
იზრდებოდა და ჩვეულებრივი ქართული ურმის სიდიდეს აღწევდა. აჭარული სელის პირველი,
თუმცა არასრული, აღწერა თედო სახოკიამ მოგვცა, რომელსაც ღორჯომის ხეობაში მოგზაურობის
დროს იგი თავად უნახავს. თედო სახოკია წერდა: „უღელი ხარით შებმული, სელი ჩვენებური ურმის
მაგიერია, მარხილის მსგავსი, თვლები არა აქვს. თვლებიანიც არის, მაგრამ ასეთი ურმები დაბლებია
ძალზე და თვალიც მტკაველ-ნახევრის განისაა. ასეთი ურემები უფრო კარგ გზებზე დადის. აქაური
სელით ათი ფუთის სიმძიმეს თუ წაიღებს ხარები აქაურ აღმართიან გზებზე” ანდა „აქა-იქ შემოგ-
ვხვდება თივით დატვირთული სელი, უღელი ხარით შებმული”.
ლიტ.: სახოკია, 1985:204-205; გეგეშიძე, 1956:89-96; 2008; ნიჟარაძე, 1948; კახიძე, 1979:33; 1990:66; 2009:408411;
დავითაძე, 1972:79, 87; 1983:29-37; ქართული მატერიალური კულტურის... 2011; ნოღაიდელი, 2017:138.

497
selis gza - გზა, სადაც სელსა თუ მარხილში შებმული ხარ-უღლით სხვადასხვა სახის ტვირ-
თი, ძირითადად, თივა და შეშა გადაჰქონდათ.

selis kultura - სელის კულტურა საქართველოში ერთ-ერთი უძველესთაგანი იყო. თანა-


მედროვე აჭარის ტერიტორიაზე იგი ანტიკური ხანიდან ჩანს წარმოდგენილი. აჭარაში ქსოვილების
დამზადების ერთ-ერთ ცენტრად ქობულეთ-ფიჭვნარი ივარაუდება, კერძოდ, ფიჭვნარის ქვიშაზვი-
ნულებზე აღმოჩენილია ე. წ. ქსოვილიანი კერამიკის ნაშთები, რომლებზეც სხვადასხვა ქსოვილის ან-
აბეჭდებია მოცემული. აჭარაში სელისაგან, ძირითადად, ქსოვილები მზადდებოდა. საქართველოს
სხვა კუთხეებში სელს ზეთის მისაღებადაც აშენებდნენ. აჭარაში სელის თესლს ცომის სახით სამკურ-
ნალოდაც იყენებდნენ. ზოგი მკვლევარის აზრით, სელის სამშობლოდ სამხრეთ კავკასია, კერძოდ,
კოლხეთი ივარაუდება. კოლხური სელის მაღალ ღირებულებების შესახებ აღნიშნული აქვთ ანტი-
კურ ავტორებს - ჰეროდოტესა და სტრაბონს.
ლიტ.: სამსონია, 2005; მოლოდინი, 1963.

498
selis usta - ხალხური სატვირთო ტრანსპორტის, სელის ხელოსანი, რომელსაც სელის სხვა
ნაწილებთან ერთად მისი ბორბლების დამზადებაც შეეძლო. ამგვარ ოსტატ ხელოსნებს მეორენაირად
„მეგოგრეებსაც” უწოდებდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1972:79.

selis qsovili - სელს აჭარაში უმთავრესად შემოდგომით თესავდნენ, ზოგჯერ კი, გა-
ზაფხულითაც. ხარისხიან ბოჭკოს შავ, ნაყოფიერ ნიადაგზე მოყვანილი სელი შეიცავდა. სელის დამ-
წიფებას ღეროს გაწითლებით ხვდებოდნენ. სელს ძირითადად ხელით გლეჯდნენ. გაზაფხულზე და-
თესილ სელს შემოდგომაზე იღებდნენ, ხოლო შემოდგომაზე დათესილს - გამოზამთრების შემდეგ.
სელის ღერო ასეთ დროს უკეთეს თვისებებს იძენდა. არსებულ სელს რამდენიმე დღით წყალში ალ-
ბობდნენ. სელის გარჩევა, დართვა და საქსოვად შემზადება ქალის ხელით სრულდებოდა. ნართს ე. წ.
„ლანდებად” ინახავდნენ. სელის ქსოვილის მნიშვნელობა ადამიანის ჯამრთელობისათვის ძველთა-
განვე იყო ცნობილი. მას სასარგებლო თვისებები გააჩნდა. იგი იყო მსუბუქი, გრილი და გამძლე. სე-
ლის ტილოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ აჭარაში, ისე როგორც საქარ-
თველოს სხვა კუთხეებში, სელის ტილოსაგან დამზადებულ სუდარაში მიცვალებულებს ახვევდნენ.
თანაც ეს, ძველი რწმენის მიხედვით, სამადლო საქმედ ითვლებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005.

semeri - კრამიტის მოსაჭრელი ყალიბი: ხის ზურგიანი, კრამიტის ზომისა და ფორმის კალაპო-
ტი, რომელსაც ზემოდან თიხას გადააკრავდნენ, მოასწორებდნენ, სემერს გამოაცლიდნენ, კრამიტი
კი დარჩებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:318.

semsie - ქოლგა, მეორენაირად მას „შემსიესაც” უწოდებდნენ.

serTi matyli - დაბალი ხარისხის მატყლი. თურქულად sert მაგარს, ფიცხს, ადვილად მტვ-
რევადს ნიშნავს: „სერთი მატყლი, კი იხმარ, მარა ცოტა უხეშია”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:139.

seri - პირუტყვის დანიშვნისათვის განკუთვნილი სპეციალური დამღა, რომელიც საკუთრების


აღმნიშვნელი ნიშანი იყო. იხ.: დაღი.
ლიტ.: მგელაძე, 2004.

seriskudi - ვახშმის შემდეგ ხერტლის ნადის მონაწილეთათვის მირთმეული ჯერი, ვახშამი.


იხ.: სერისკუდი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

serikudi - ვისაც ნადი ჰყავდა მოწვეული, განსაკუთრებით ემზადებოდა, ნადს უნდა გამასპინ-
ძლებოდა: ჯერი უნდა მიერთმია. ნადის მონაწილეთათვის მრავალფეროვან სუფრას ამზადებდნენ.
აუცილებლად გოგრას - კვახს მოხარშავდნენ. მასპინძელი ცდილობდა გულუხვი ყოფილიყო და სირ-
ცხვილი არ ეჭამა. თუ სუფრის გაშლა დაუგვიანდებოდათ, ნადის მონაწილეები მასპინძელს მიუმღე-
499
რებდნენ, „სერიკუდს“ მოითხოვდნენ, რაც ვახშმის შემდეგ გვიან ღამით პურისჭამას ეწოდებოდა. სე-
რისკუდი რთული სახელია. ამ კომპოზიტის პირველი ნაწილია „სერი”. როგორც ივანე ჯავახიშვილი
აღნიშნავს, ძველ ქართულში საღამოს პურისჭამას სერი და სერობა ერქვა. უკვე საშუალო საუკუნეებში
და თანამედროვე ქართულში ეს ტერმინი აღარ გვხვდება. აღმოსავლეთ საქართველოში ამ სიტყვის
კვალი ტერმინ „სერისკუდშიღა” მოჩანს, რომელიც სამხარის მოგვიანებული გაგრძელების აღსანიშნა-
ვად იხმარებოდა. თანამედროვე მეგრულს დაცული ჰქონდა სერის ძველისძველი მნიშვნელობა და
ღამეს ნიშნავდა, ხოლო ვახშამს ოსირიშე, ე. ი. სასერე ეწოდებოდა. სერი, ღამის მნიშვნელობით, დაცუ-
ლი ყოფილა ლაზურშიც. არნოლდ ჩიქობავას ვარაუდით, ძველ ქართულში იგი ზანურიდან იყო შეთ-
ვისებული: ეს უძველესი სიტყვა, აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტთა მსგავსად, ტერმინში სე-
რისკუდი (//სირის-კუდი, სივრისკუდი) აჭარულ დიალექტსაც შემოუნახავს, ასევე, იგი აჭარის ტოპო-
ნიმაკაშიც გვხვდება, მაგალითად, სერი, სერობა და ემთხვევა საუბნო ადგილებსა და უხუცესთა თავ-
ყრილობის მიდამოებს. ამჟამად ამ სიტყვის ფუძე - სერ აღდგენილია ქართულ-ზანური ენობრივი ერ-
თიანობის ხნისათვის. აჭარაში არსებობს გამოთქმა: „სეირია ხასანაღისას, ხაპი დაკლეს”. ამ გამოთ-
ქმით რაიმე ხმაურიან თავყრილობას, გართობას ანდა წვეულებას ხატოვნად აღნიშნავენ. მკვლევართა
ვარაუდით, გამოთქმაში სიტყვა სეირი კი არ უნდა იყოს, არამედ სერი. მაშინ ადვილად გასაგები გახ-
დება გამოთქმის მეორე ნაწილი – „ხაპი დაკლეს”. ცნობილია, რომ ხაპი - გოგრა აჭარაში, საწესჩვეულ-
ებო თვალსაზრისით, ძველთაგანვე სიუხვის, სიმდიდრის, სიკეთის გამოხატულება იყო. მისი „დაკ-
ვლა” საახალწლო წესების შესრულებისას, ნადის გამასპინძლების თუ, საერთოდ, წვეულების დროსაც
აუცილებელი იყო. ეს გამოთქმა ქართველი ხალხის შორეულ წარსულში გვახედებს. სიტყვა სეირი კი
თურქულის გზით შემოსული ტერმინია, რომელმაც ფონეტიკური თუ, ნაწილობრივ, სემანტიკური
მსგავსების გამო (სერი - სეირი) შეცვალა გამოთქმაში ძველთაგანვე ხმარებული სიტყვა სერი და ამჟა-
მად გვაქვს „სეირია ხასანაღისას”, ე. ი. „გართობა, პურისჭამაა ხასანაღისას...” (შდრ. მეგრული სერი –1.
ღამე; 2. სეირი). ამ ვარაუდს აჭარაში ჩაწერილი ასეთი ლექსიც განამტკიცებს: „აბლაჲ მიადგა თარო-
საო,/დიემსგავსა მთვარესაო,/მოსირისკუდიო./დადგა ტაფა, დაჰქნა ფაფა,/მოსირისკუდიო./წაბლაჲ ხა-
პიც მიაყოლა,/მოსირისკუდიო./წაბლაჲ ხაპი, ზედ კლარჯული,/მოსირისკუდიო”... ამ სიმღერას მატყლის
რთვის, ანდა ყანის მკის დროს ნადში ქალები მღეროდნენ. როგორც ტექსტის აგებულებიდან ირკვევა,
მოტანილი სასიმღერო ლექსი სხვადასხვა პოეტური ნაწარმოების კონტამინირებული სახეა, რომელ-
შიც რეფრენად გამოიყენება სიტყვა „მოსირისკუდიო”. იგი წარმოქმნილი სიტყვაა (მო+სირის+კუდი-
მოსერისკუდი) და სერობის, ვახშმობის შემდეგ დარჩენილ საჭმელს, სასუსნავს ნიშნავს (შდრ. მონამ-
ჩენო – მონარჩენი). ხერტლებზე დართვის შემდეგ ნართს დაძახავენ და ხის ფირფიტაზე ანდა „ჭადი
ქერეჭზე“ (მჭადის ქერქი) ამოახვევვდნენ. „ნართის ჭადი ქერეჭზე დახვევა მადლი” ყოფილა, თანაც,
მურგს რომ დაშლიან, მჭადის ქერქი აუცილებლად უნდა შეჭამონ, თუმცა ტრადიციულ ყოფაში ზოგი
მჭადის ქერქზე ნართის დახვევას დიდ ცოდვად თვლიდა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2008:62; ნოღაიდელი, 2013:11; 2017:13-15; ჯავახიშვილი, 1937;
ჩიქობავა, 1938; ფენრიხი, სარჯველაძე, 1990; ქაჯაია, 2000; შიოშვილი, 1987:59;
მგელაძე, 1980:82-84; 1984.

seqvi - 1. ძველებურ ძელურ სახლებში კედლის გასწვრივ მიშენებული ტახტი, იატაკიდან მცი-
რედ შემაღლებული ხის ფიცარნაგი, ძველებური საწოლი, ძირთული ჯარგვლის ოთახში ანდა სხვა
ტიპის საცხოვრებელ ოდაში გვერდითი კედლის გასწვრივ გამართული ფართო და გრძელი ხის ტახ-
ტი. იგი ოჯახის მოსასვენებელს წარმოადგენდა და ტრადიციული საცხოვრებლის, განსაკუთრებით,
500
ოჯახის ძირითადი სამყოფის აუცილებელი ელემენტი იყო რომელიც როგორც საწოლად, ისე სას-
ხდომადაც გამოიყენებოდა; 2. მცირე სასტუმრო ტახტი, რომელიც კერის მეორე მხარეს არსებულ კე-
დელზე იყო მიდგმული; 3. ქვისკედლიანი ტერასა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:318.

svintri - ველური მხალი, ბალახოვანი მცენარე, რომელიც სამკურნალოდ და საკვებად გამო-


იყენებოდა. მისგან მწნილს ამზადებდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:219.

sigeli - 1. კინტრიშის ხეობაში შაირი, სამასხარაო შინაარსის ლექსი; 2. დასავლეთ საქართვე-


ლოს ზოგიერთ კუთხეში იგი მეტსახელის აღმნიშვნელადაც გამოიყენებოდა.
დავითაძე, 1978:70.

sigeline - რძლობა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:27.

sigenje - ახალგაზრდობა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:27.

sivriskudi - იხ.: სერისკუდი.

sila - სილაგადასმული, პირთამდე ავსებული საწყაო: „სილა გადაუსვა - პირთამდე აავსო”.


საწყაო ლიტრას აღნიშნავდა, რომელიც მარცვლით თუ ფქვილით პირამდე იყო ავსებული და შემდეგ
გადასასმელით იყო გადასმული, რომ არც მეტი ყოფილიყო და არც ნაკლები. თუ სილას არ გადაუს-
ვამდი იმას თავშებმული ერქვა.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1943; ჩიტაია, 2000:158-159, 281.

silaRaji - სწორად გათლილი სახაზავისებური ჯოხი. გამოიყენებოდა ყალიბში მოქცეული


ტალახის გასასწორებლად. იხ.: თუღულაჲ.
ლიტ.: მასალები...1976:429.

silaRi - საბრძოლო იარაღი. თედო სახოკია: „ოთხმა ჩასაფრებულმა ფირალმა შესძახა, სილაღი
(იარაღი) დასტოვეთო!”.
ლიტ.: სახოკია, 1985:166.

silga - ქალის თავსაბურავი. იგივეა რაც ლეჩაქი. მასალად გამოიყენებოდა, მარმაშის ანდა
აბრეშუმის თხელი ქსოვილი. ამკობდნენ მძივებით, ბისერებითა და კილიტებით, რომლითაც გამო-
ყავდათ გეომეტრიული სახეები. სილგას ქსოვილის ხარისხი, ფერი და შემკულობა მფლობელის
სოციალურ სტატუსსა და ოჯახურ მდგომარეობაზე მიანიშნებდა. განსაკუთრებული მორთულო-
ბითა და ფერადოვნებით ხასიათდებოდა პატარძლის, ასევე, ახალი რძლის სილგა. იხ.: ლეჩაქი
ლიტ.: ხინთიბიძე, 2018.
501
სილგა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

502
simReris ayvana - იხ.: ნადური გადამბული სიმღერები.

simindis xarmani - სიმინდის ხვავი.


ლიტ.: კახიძე, 1974:40.

sini - სპილენძის თაბლა, მრგვალი და ოდნავ გვერდებაწეული. იგი სუფრის დანიშნულების მი-
ხედვით გამოიყენებოდა.

sinori - წვრილად დაჭრილი და დახვეული „იუხის” ფენები. პურის ცომისაგან გაჰყავდათ


თხელი ცომი, იუხის ფენა, რომელსაც „საჯ’ზე” ანდა ღუმელზე შეწვავდნენ. ამას იუხა ერქვა. ერთმა-
ნეთზე დაწყობილი, ტილოგადაფარებული იუხის ფენები დარბილდებოდა და მას გრაგნილის მსგავ-
სად დაახვევდნენ. შემდგომ დაახლოებით ორი „პარმაღის” - ორი თითის ზომაზე დაჭრიდნენ და ხის
გობში ჩაწყობილს შეინახავდენ. სინორი სხვადასხვანაირად მზადდებოდა, იცოდნენ დოიანი, მაწვნი-
ანი, იაღიანი სინორი. განასხვავებდნენ, ასევე, შაქრიან და მარილიან სინორს. სინორი საპატივცემუ-
ლო საკვებად ითვლებოდა, ამასთანავე მსუყე საკვებიც იყო.

sira - რიგი. იხ.: სირით მოდის.

siriskudi - იხ.: სერისკუდი.

503
სახლი: შინაჲ-ს ინტერიერი
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

504
siriT modis - სირა ნიშნავს თანმიმდევრობას. „სირით მოდის” - იტყოდნენ მოსავალზე, რაც
ნიშნავდა, რომ ესა თუ ის მოსავალი, მაგალითად, ვაშლის ხე ერთ წელს ბევრს ისხამდა, ხოლო მეორე
წელს ცოტას, ანუ სირით, თანმიმდევრობით მოდიოდა. თედო სახოკია: „ერთი მოვლენაა აქ საკვირ-
ველი: თითქმის ყველგან ხილი მეწლეულია. წელ-გამოშვებით ისხამს, ანუ, როგორც აქ ამბობენ, „სი-
რით მოდის”.
ლიტ.: სახოკია, 1985:221.

sirma - ოქრომკედი. თურქულად sirma: „ფუსკულის ადგილებზე სირმას დავახვევდით და ლემ-


სით მოვქსოვდით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:139.

sirobana - 1. თამაში; 2. ჩიტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

sironi - იხ.: სინორი.

sirsvali - კანის დაავადება, რომელსაც კანის გაუხეშება და ქავილი ახასიათებდა. ავადმყოფს


გაცხელებულ ნიორს წაუსვამდნენ და დაავადებულ კანს მელნით შემოხაზავდნენ. დაავადებულს
ლოცვით მკურნალობდნენ, მთვარე თავდაღმა - გამქრალ მთვარეზე შეულოცავდნენ. შელოცვის ტექ-
სტი ასეთი იყო: 1. „ალავერდი, ალასა,/სირსვილი ხნავს ყანასა,/ხარს ტაპიკი უტყდებოდა,/სირსვილს
ძირი უწყდებოდა” ანდა 2. „ალაერა ყანასა, ხარი ხნიდა ჭალასა,/ხარს ტაბიკი დუუწყდა, სირსვილს
ძირი მუუწყდა”. სამჯერ შებერვით შეულოცავდნენ და ყოველ შელოცვისას დასირსვილებულ ნა-
წილს ნემსის წვერით შემოხაზავდნენ; 3. „სირსვილო, სირსვილო, ხარი ხნავდა ყანასა,/ხარსა ტაბიკი
(აპეური) გუუტყდა, სირსვილსა ძირი მუუწყდა,/მე ვარ მლოცველი, ღმერთი იყოს შენი მარგებელი”.
შელოცვა შებერვით სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:199.

siso xerxi - ხერხის სახეობა, რომელშიც ხერხის პირი ხის სპეციალურ ჩარჩოში იყო ჩასმული
და გაჭიმული.

sisxleba - ნოგორთა და საგვარეულოებს შორის სისხლით ჩამოვარდნილ მტრობას აჭარაში


„ტრობას”, „სისხლის დადებას”, „სისხლის დანაყვას“ ეძახდნენ. იტყოდნენ: „ჩვენს შორის სისხლი
ძევს, სისხლია შუაზეო”, ხოლო სისხლის აღებას სისხლის გამოტანა, სისხლება ერქვა. როცა სისხლს
აიღებდნენ და სისხლის გათანაბრება მოხდებოდა - „ორივე მხარე დაძლევდა”, ე.ი. ორივე მხარეზე კა-
ცი მოიკვლებოდა, ამბობდნენ: „ბარდაბარ ვართო”. შვილის, მამის, ძმის ანდა ბიძაშვილის მკვლელო-
ბისას შურისმაძიებელი მოსისხლეს „სისხლს არ შეაჭმევდა” და აუცილებლად „გუმაგიორებდა”.
ლიტ.: მგელაძე. 1984.

505
sisxlis gamotana - იხ.: სისხლება.

sisxlis dadena - იხ.: სისხლება.

sisxlis gaTanabreba - იხ.: სისხლება.

sisxlis danayva - იხ.: სისხლება.

sisxlSi micemuli qali - მტრულად განწყობილი გვარების შესარიგებლად დამოყვრება,


როცა ერთი გვარის ქალს ცოლად მოსისხლე გვარის წარმომადგენელ ვაჟს აძლევდნენ.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2007:10.

sistari - ჭოროხზე სანაოსნო ბრტყელძირიანი ნავის საჭე. ამ სახის ნავისათვის ორი საჭე იყო
დამახასიათებელი.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:76.

sityvis Semokvra - გაშაირება, შაირობა.


ლიტ.: დავითაძე, 1978:71.

sityvis gatana - საქორწინო წყვილთა შერჩევის პროცესში შუამავლის მიერ საპატარძლოს


მშობლების ოჯახიდან შეთანხმების შინაარსის, პასუხის გამოტანა ანდა მშობლებიდან თანხმობის
მიღება და ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარება. სიტყვის გატანის ცერემონიას ბიჭის მხრიდან
შუამავალი ესწრებოდა, ხოლო გოგოს ოჯახიდან მთელი ჯალაბობა, მხოლოდ მამაკაცები - ოჯახის
ქალიშვილთა ქმრები, ახლო ბიძაშვილები, დედისა და მამის ძმები.
ლიტ.: მგელაძე, 1996:218-219; ბექაია, 1965:230-231.

sityvis micema - იხ.: სიტყვის გატანა.


ლიტ.: მგელაძე, 1996;219.

sifretana - მაჭახლის ხეობაში მასრაზე მისაქსოვი ძაფის დასახვევი.


ლიტ.: კახიძე, 1974:67.

sifrutana - იხ.: სიფრეტანა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:139.

sifuxre - სიღატაკე.

506
sixma - სიხმა ქალის ზედა, გარეთა ჩასაცმელი, ატლასის ფერადი ქსოვილი იყო. იგი ფაბრიკუ-
ლი ქსოვილისაგან - ხავერდისაგან, სატინასაგან, მაუდისა და ფარჩისაგან მზადდებოდა. მას აჭარაში
ქალის ზედა ტანის ჩაცმულობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. სიხმა განსაკუთრებული გე-
მოვნებითა და სიფაქიზით, ხელსაქმის შესრულების მაღალი დონით გამოირჩეოდა. აჭარაში გავრცე-
ლებული იყო ორი სახის სიხმა: გულამოჭრილი და გულდახურული. მისი ნაწილები იყო: გულისპი-
რი, წინა კალთა, სახელო. გულისპირი ორნამენტებით იყო შემკული. გულამოჭრილი სიხმის მორ-
თვა-მოკაზმვისათვის სხვადასხვა ფერის ძაფსა და ყაითანს იყენებდნენ. გულდახურული სიხმა ნაკე-
რებით იყო გაფორმებული. მას „ნაკერებიან სიხმასაც” უწოდებდნენ. გულამოჭრილი სიხმა ძირითა-
დად ბარში, მთიან ზოლში კი - გულდახურული სიხმა იყო გავრცელებული. ახალგაზრდა ქალები
სიხმის შემადგენელი ნაწილების შემკობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რაც ნაირნაირი სახეებით
და დახვეწილი ქარგულობით ხასიათდებოდა. სიხმა ორნამენტებით გამოირჩეოდა. გვხვდებოდა შე-
მოქმედებითი მიდგომის ბევრი ვარიანტი, რომლებშიც მცენარეული, გეომეტრიული, ასევე, ზოომ-
ორფული სახეებისა და მოტივების ფართო ნაირგვარობა იყო წარმოდგენილი. მათი ხალხური სა-
ხელწოდებები იყო სამყურა, ნაძვტოტა, ზვინა, კუკულები, ვარდი, აგრეთვე, ხერხკბილა, ნამგალი, კა-
ვები... გეომეტრიული ორნამენტებიდან ცნობილი იყო სამკუთხედები, ოთკუთხედები, ტეხილი ხა-
ზები. მასში მნიშვნელოვანი იყო მზის სიმბოლოსა და ჯვრის შენიღბული გამოსახულებანი. ახალ-
გაზრდები წითელს, მწვანეს, ხოლო ხანდაზმული ქალბატონები შავ სიხმას ამჯობინებდნენ. ამდე-
ნად, ფერს ასაკისა და გემოვნების მიხედვით არჩევდნენ. სიხმის სატანე რვა მეტრი თეთრი ქსოვი-
ლით იყო დასარჩულებული. სატანე ქალის ტანზე მჭიდროდ იყო მორგებული. სიხმის შესაბნევი
მკერდს ქვემოთ იწყებოდა და წელამდე გრძელდებოდა. ღილებად კოპჭებს იყენებდნენ. სიხმის შე-
სამკობ მასალად სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ყაითნებს, ფერად ძაფებს და ღილებს ხმარობდნენ.
ერთმანეთთან შეხამებული იყო წითელი და შავი, ყვითელი და მწვანე, შავი და მწვანე ფერები. მრა-
ვალფეროვნებით სიხმაზე გამოყენებული ორნამენტი გამოირჩეოდა. აჭარელმა ქალებმა სათუთად
შემოინახეს ჯვრით გამოსახული ჩასაცმელი და იგი ჩვენს დრომდე მოიტანეს. ამ ჩასაცმელში ნათ-
ლად იგრძნობა ქართული ეროვნული ჩაცმულობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. სიხმის მსგავ-
სება ქართველი ქალის ჩაცმულობასთან განსაკუთრებული სიცხადით მის ქარგულობაში მოჩანდა.
ჯვარსახოვანი გამოსახულებები აჭარელი ქალის ჩაცმულობაში ორნამენტის ერთ-ერთ გავრცელე-
ბულ სახეს წარმოადგენდა, რომელიც აჭარაში ქართული ტრადიციული ორნამენტის შემონახულო-
ბაზე მიუთითებდა. ჯვრის გამოსახვა ქართულ ტანსაცმელზე საქართველოს სხვა კუთხეებშიც დას-
ტურდება. მაგალითად, ჯვრის გამოსახულებით უხვადაა შემკული ხევსურული ტანსაცმელი. სიხმა
თავისი ძირითადი თარგით საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებთა ყოფაში არ დასტურდება. მი-
უხედავად ამისა მათზე გამოსახული ჯვარი, ქართული სამოსელის შემკულობასთან გარკვეულ მსგავ-
სებას ავლენს. თარგის მიხედვით სიხმის მსგავსი სამოსელი ანატოლიელ გლეხებში „ჩეპკენის” სა-
ხელწოდებით დასტურდებოდა, თუმცა, განსხვავებაც შეიმჩნეოდა: სიხმა უფრო მოკლე და ტანზე
უფრო მჭიდროდ მორგებული იყო. ამავე დროს ამ ჩასაცმელში ქართული ეროვნული ჩაცმულობი-
სათვის დამახასიათებელი ნიშნები ნათლად იგრძნობოდა, მაგალითად, წელზე მორგების წესი და
განსაკუთრებით მისი ქარგულობა. როგორც სიხმაზე, ისე ტანსაცმლის სხვა ელემენტებზე - წინდებ-

507
ზე, ხელთათმანებზე, თორებზე, ხშირად, ჯვრის შენიღბულ გამოსახულებას ვხვდებოდით. იგივე შე-
ინიშნებოდა მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებზეც. სიხმის უკეთ წარმოდგენისათვის ერთ
კონკრეტულ არტეფაქტს - შუახევის რაიონის სოფელ ჭვანიდან ცნობილი ხავერდის სიხმას განვიხი-
ლავთ. ამ სიხმაზე, მკერდს ქვემოთ წვრილი ნაკერებით შედგენილი საკალთე იყო ჩადგმული, რომე-
ლიც მუქი ვარდისფერი აბრეშუმის ყაითნით იყო შემკული. მკერდს ქვემოთ მოქცეულ წვრილ ნაკე-
რებს აგურისფერი აბრეშუმის ქსოვილის 1,5 სმ სიგანის ზოლი კვეთდა, რომლის ზედაპირზე იისფე-
რი აბრეშუმის ძაფით გამოყვანილი გრეხილი - აქაურად ხუწუწუნა ორნამენტი მიუყვებოდა. კალთის
აღნიშნული ნაწილი ყვითელი და შავი აბრეშუმის მინაოჭებული ყაითნით იყო შემკული, შემკული
იყო სიხმას გულისპირიც. ერთი სიტყვით, იგი მთლიანად უხვად იყო შემკული. სიხმა ხშირად გამ-
ხდარა ხალხური ლექსების ობიექტი: „ჩაბრასტი, რანწკი, რანწკი,/გოგოებო, დამწვი, დამწვი” ანდა „მე
რომ სიხმა შევიკერე,/გული, პირი, ალსიტანი,/მთელმა სულერმა მიყურეთ,/არის ზოჰრუას დესტანი“.
ლიტ.: სამსონია, 2005:63; სამსონია, 1977; ვარშალომიძე,1979;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:395.

508
სიხმა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

509
skvantila - 1. ბალახოვანი მცენარე, რომელიც საკვებად და სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ზემოიმერულსა და ქვემორაჭულში ვხვდებოდით „სკვანტილასა” და „სკვანტილოს”, ქვემოიმერულ-
ში, რაჭულსა და მთიულურში - „კვანტილასა” და „მურკა-ფხალას”, ასევე, ზემოიმერულში - „ჯდომი-
ერას” და „ჯდომელას”, მეგრულში - „კვატალა” და „ქუჩუბენიას”; 2. სიღატაკე.
ლიტ.: მაყაშვილი, 1961; ჯაჯანიძე, 1957.

skivri - ტანსაცმლისთვის განკუთვნილი სახურავიანი დიდი ყუთი. საქართველოს ზოგიერთ


კუთხეში იგი სამზითვო ნივთი იყო. ტერმინი სკივრი ძველ წერილობით ძეგლებში არ იხსენიება.
სკივრის იდენტური ფუნქციის დგამს წყაროებში კიდობანი ერქვა.

soba vaSli - ვაშლის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.
soba - ღუმელი.

soia - იხ.: ბოყვი

sola najaxi - ცულ-ნაჯახებიდან აჭარაში „სოლა ნაჯახი” (სოლა ცული) და „ბრტყელი ცუ-
ლი” იყო წარმოდგენილი. სოლა ცული ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში წარმოქმნილი და
ძველად ფართოდ გავრცელებული ,,ქართული ცულის” ანალოგიური იყო, რომლის სახელწოდება
მის აღნაგობასა და სამეურნეო დანიშნულებას სრულად გამოხატავდა. აღნაგობით იგი სოლს წააგავ-
და. სხვა ცულ-ნაჯახებისაგან განსხვავებით მას სქელი, ვიწრო და მაღალი პირი ჰქონდა. იგი ხის მო-
საჭრელადაც იხმარებოდა, მაგრამ იმავდროულად ხის გასაპობადაც მოსახერხებული იყო და სოლის
დანიშნულებასაც კარგად ასრულებდა. იხ.: სოლა ცული.
ლიტ.: კახიძე, 1974:56-66.
510
sola culi - ჩვეულებრივი ვიწრო, მაღალი და სქელპირიანი ქართული ცული. სახელწოდე-
ბაში ასახულია ცულის კონსტრუქციული აღნაგობა. აჭარაში იგი ხის საჭრელად, გასაპობად და მსგა-
ვის სამუშაოებისას გამოიყენებოდა, სადაც ცულის ფუნქციასაც ასრულებდა. ზემო აჭარაში მას ზოგ
შემთხვევაში „გურულ ცულსაც” უწოდებდნენ.
ლიტ.: კახიძე, 1990:16.

soli - ხისა და ქვის დასამუშავებელი სამეურნეო ინ-


ვენტარი. გვხვდებოდა წვრილი და ბრტყელპირა ფორმის.
ხის საპობ სოლებს სისქის მიხედვით განასხვავებდნენ, რო-
მელთაც დიდი სოლი და პატარა სოლი ეწოდებოდა.

soRanli - ცხვრის ხორცისაგან შემზადებული წვნიანი საჭმელი, რომელიც შემდეგი წესით


მზადდებოდა: ცხვრის ხორცს ერბოსა და ხახვში მოხრაკავდნენ, შემდეგ მარილში დანაყილ პილ-
პილს, აგრეთვე, წყალს დაუმატებდნენ, მარილში სამ-ოთხ კენჭ შაქარს შეურევდნენ და კარგად წამო-
ადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:133.

soxa - ტალანი, წინა ოთახი, სადგომში გრძელი გასასვლელი, დერეფანი, სათავსი ბინაში, რომ-
ლითაც საცხოვრებელი ოთახები კიბის ბაქანს უკავშირდებოდა. თედო სახოკია: „ჯერ ადიხარ ვიწრო
სოხასში (ტალანი)...”.
ლიტ.: სახოკია, 1985:171.

soxaxi - შუადერეფანი, სექვებს შორის არსებული ადგილი. სიტყვა თურქულიდანაა გავრცე-


ლებული.

sofeli - დასახლებული პუნქტი.

soflieri - სოფლელი.
ლიტ.: სახოკია, 1985:171.

suzgi - სპილენძის საწური (süzğü) გობისებური


ჭურჭელი, რომლის ძირი დახვრეტილია და რისამეს გა-
საწურად გამოიყენებოდა.

suzme - დამარილებული, გაწურული მაწონი. მაწონს ტომსიკაში ჩაასხამდნენ, თავს მოუკრავ-


დნენ და გაწურავდნენ. მიღებული მასა ნაწური იყო, რომელსაც დაამარილებდნენ და კერძად მოიხ-
მარებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:153.
511
suTli - რძეში მოხარშული ბრინჯი, ბრინჯის ფაფა. გადარჩეულ და გარეცხილ ბრინჯს გაწუ-
რულ რძეში ჩაყრიდნენ და შესქელებამდე ადუღებდნენ, შემდეგ გადმოდგამდნენ, მარილს ჩაუმატებ-
დნენ და გააცივებდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:267; აბაშიძე, კომახიძე, 1998:100.

suThaxi - იხ.: ძუძუს ფარა.

sungiani Tofi - ხიშტიანი თოფი. თურქულად süngü.


ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

sunneT duguni - წინდაცვეთის მუსლიმანური დღესასწაული.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:36.

sura - ვიწრო და მაღალყელიანი წყლის ჭურჭელი.

surunja - ლობიოს სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:197.

sufra - ერთიანი ხისგან მოხვეწილი მრგვალი მაგიდა, რომელსაც საყრდენად მოხვეწილი ერთი
ფეხი ჰქონდა. იგი ორი სახით იყო წარმოდგენილი - არშიანი, ქობაშემოვლებული და უარშიო. სუფ-
რას ერთმანეთისაგან ზომისა და ორნამენტირების მიხედვით განასხვავებდნენ, მაგალითად, დიდი
სუფრა, პატარა სუფრა. გვხვდებოდა, ასევე, სანადო, საშინაო და სასტუმრო სუფრები.
ლიტ.: კახიძე, 1990:54; დავითაძე 1974:63, 64.

512
sufris dakaveba - სუფრის დაჭერა, სუფრასთან დიდი ხნით ყოფნა. ქორწილის დროს სუფ-
რასთან მსხდომი დედოფლის მაყრები დიდი უფლებებით სარგებლობდნენ. შეეძლოთ ახალ-ახალი,
ძნელად საშოვი ანდა მოსამზადებელი კერძი თუ სხვა რამ მოეთხოვათ. სანამ მოთხოვნას არ შეასრუ-
ლებდნენ, მაყრები სუფრიდან არ ადგებოდნენ. ამ წესს „სუფრის დაკავებას” ეძახდნენ. სუფრა კი რამ-
დენიმე იდგა. მოწვეული სტუმრები სუფრასთან რიგ-რიგობით უნდა დამსხდარიყვნენ. ჩვეულებ-
რივ, ერთ რომელიმე სუფრას „იკავებდნენ” ხოლმე.

sufris Cuqeba - ქორწილის პროცესში დაკავებული სუფრის „გათავისუფლება”.

sufTa Zafi - მაღალი ხარისხის წვრილად დართული ძაფი: „ძაფი იყო სხვადასხვა ზომაზე
დართული: ზოგი სუფთა იყო, ზოგი – სხვილი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:139.

sxalgaza - მსხლის სახელწოდება, რომელსაც საზამთროდაც ინახავდნენ.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

sxalbatona - მსხლის ჯიში.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

sxaltafla - მსხლის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.
sxapi - ფრინველის საჭერი მახე, კაკანათი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:326.
sxrikeba - გაქცეულის გამოდევნება.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ნაკაწრი ორნამენტითა და ფერადი მინანქრით შემკული სურები


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

513
აჭარელი ბავშვები იაილაზე
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

514
აჭარელ ქალთა პირველი ყრილობა, ბათუმი, 1929 წელი.
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

515
tabaki - მაგიდა, ლაზებში მას ტეფური ეწოდებოდა.
ლიტ.: ჩიტაია, 2001:48, 502.

tabiki - უღელის შემადგენელი ნაწილი. იგი უღ-


ელში გაკეტებულ ნახვრეტში იყო ჩაშვებული. ორი ას-
ეთი ტაბიკით უღელი ხარის კისერზე ჩამოეცმებოდა.
ტაბიკის ბოლო გახვრტილი იყო, სადაც აპეური - ბაწა-
რი იყო გამობმული, რომლითაც ტაბიკები იკვრებოდა.

tabo - საწნახელში არსებულ ჭაჭაზე ზემოდან დასადები ხის მძიმე ძელი. მას ზემოდან ჭახრაკი
აწვებოდა. ტაბოს ზომა საწნახელის პირის ზომაზე იყო დამოკიდებული და მის ნახევარს ანდა ცოტა
მეტს შეადგენდა. ტაბოსათვის ცაცხვის ანდა თელის ხეს არჩევდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1974:18,19.

tabo-gorZRo - ხილის წვენის დასაწური.


ლიტ.: კახიძე, 1990:61.

tabucuni - წმინდად დაჭრილ ხახვს ნიგოზნარევ მარილში ჩანაყილ პილპილში აურევდნენ და


სიმინდის ფქვილთან ერთად მოზილავდნენ, მიღებულ ცომს კეცზე გამოაცხობდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:142.

tagiZura – ტაძიგურა წითელყურძნიანი საღვინე ჯიში იყო. მაღლარების სახით მხოლოდ ქო-
ბულეთის რაიონში - სოფელ ხუცუბნის, სამების, კვირიკესა და მუხაესტატეს მიდამოებში იყო გავ-
რცელებული. გადმოცემით, აღნიშნული ჯიში ქობულეთის რაიონში ვინმე ტაგიძის მიერ ყოფილა
შემოტანილი, რომელსაც იგი სოფელ ხუცუბანში მაღლარების სახით გაუშენებია. ვინაიდან ჯიშის
516
ნამდვილი სახელწოდება დაკარგულა, მოსახლეობას მისთვის შემომტანის გვარი - ტაგიძე დაურქმე-
ვია. აქედან ყურძნის სახელწოდება ტაგიძურა წარმომდგარა. ტაგიძურა ისეთი სამეურნეო დანიშნუ-
ლების საღვინე ჯიშია, რომლის პროდუქცია ორდინარული ტიპის ღვინოების დასამზადებლად წარ-
მატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული. 1934-1936 წლებში ქალაქ ბათუმში დამზადებულმა ტაგი-
ძურას ღვინომ დადებითი შეფასება მიიღო.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

tadoჲ - ძმა.

tavarjuRi - ტყავის სამგზავრო ზურგჩანთა, ტომა-


რა, რომელიც თხის ტყავისაგან მზადდებოდა. თავის მო-
საკვრელად ტყავისავე ყულფებით მასზე რკინის რგოლე-
ბი იყო დამაგრებული, რომლებშიც ტყავისავე თასმა იყო
გაყრილი. თასმა მეორე ბოლოთი ტავარჯუღის ბოლოს
ებმოდა. იგივე თასმა ტავარჯუღის მხარზე გადასაკიდებ-
ლად გამოიყენებოდა. სულხან-საბა ორბელიანით სიტყვა
„სომხურია, ქართულად ხალთა ჰქჳან”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:333; დავითაძე, 1974:72; კობერიძე, 2011:47.

tavarjoRi - იხ.: ტავარჯუღი.

taia – დედის ძმა. სიტყვა აჭარულში თურქული ენიდანაა დამკვიდრებული.


ლიტ.: მგელაძე, 1985.

taifa - უფროსი მენიჩბე. ჭოროხზე ნაოსნობის დროს ნავის ეკიპაჟის წევრი, „რეიზის” შემდეგ
მნიშვნელობით მეორე კაცი. ნავის ეკიპაჟში სხვა ორი უმცროსი ტაიფაც შედიოდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:77.

takveci - ოდნავ მოღუნული მსხვილთავა ხელკეტი, რომელიც მარცვლეულის, მაგალითად,


ღომის, სიმინდის დასაფშვნელად, საცეხვად, ასევე, ხიდან ნაყოფის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა.
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით „მოკლე კეტი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:326.

517
talda - სახლის შესასვლელის გადახურული ნაწილი, რომელიც ზამთრობით სახურავიდან
ჩამოვარდნილი თოვლისაგან შესასვლელ კარებს იცავდა.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:376.

talaxi - განქორწინების წესი, რომელიც სამი მუხლისაგან, სამი ტალახისაგან შედგებოდა. იგი
მეუღლეებს შორის განქორწინებისა და შერიგების სამ განსხვავებულ შესაძლებლობას ნიშნავდა. თე-
დო სახოკია: „ცოლ-ქმრის განქორწინების წესიც თავის მხრივ სამგვარი ანუ სამ ტალახიანია (სამ მუხ-
ლოვანი). ცოლის გაშვება ერთი ტალახით იმას ნიშნავს, რომ ქმარი დროებით აძლევს ქალს განშორე-
ბის ნებას. ერთი ტალახით გაშვებული ქალი სხვაზე ვერ გათხოვდება, თუ ქმარმა ნება და ნიქაჰი არ
მისცა. ქმარი - კი, თუ ისურვებს, შეუძლია შეურიგდეს თავის ცოლს და ისევ შემოიყვანოს სახლში,
მხოლოდ განქორწინების დღიდან სამი თვის განმავლობში აქვს ვადა. ხოლო თუ ამ ვადის განმავლო-
ბაში ქმარმა თავის ცოლზე გული არ მოიბრუნა, ცოლს ნება აქვს სხვას მისთხოვდეს. ორი ტალახით
გაშვების დროს ხელახლა შერიგებისთვის კი, რა თქმა უნდა, იმავ სამი თვის განმავლობაში - ქალის
თანხმობაა საჭირო, საქმის მობრუნება იმის ხელთაა, ქმარს არავითარი ხმა არა აქვს. სამი ტალახით
გამიშვიხარო, თუ უთხრა ქმარმა ცოლს, მაშინ ქალმა და კაცმა ძალიან გულითაც რომ მოინდომოს სამ
თვეზე ადრე ვერ შეუღლდებიან ერთმანეთს ხელახლა. ამ სამი თვის ვადას ის მნიშვნელობა აქვს რომ
ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდება გაშვებული ქალი ორსულია, თუ არა. თუ ორსული არ გამოდგა,
მაშინ ისევ შეუღლდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კი, სანამ არ მოილოგინებს, ვერავის წაჰყვება.
მოლოგინების შემდეგაც შემდეგი ფორმა უნდა დაიცვას: ჯერ უნდა სხვა კაცს გაჰყვეს, ამ მეორე ქმარ-
მა უნდა გაუშვას და მხოლოდ მეორე ქმრისგან გაშვებულს შეუძლიან პირველი ქმრის სახლში იდიას-
ახლისოს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:242–243.

tamazluRi - შესანახი პირუტყვი. სანაშენოდ დატოვებული საქონელი. სულხან-საბა ორბე-


ლიანი: „ხვასტაგი მომშობელი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:334; მგელაძე, 2012; კობერიძე, 2011:48.

tamari - პირდაპირი მნიშვნელობით ძარღვს ნიშნავს, მაგრამ საუბარში გადატანითი შინაარ-


სით გამოიყენებოდა და ჯიშის არსს გამოხატავდა.: „მისი ტამალი, ძარღვინა მოგზდევდეს”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

tamali - იხ.: ტამარი.

tangezgolTa - სანავე ცული.


ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009:376.

518
taniSeSa - შეშა, რომელიც მხოლოდ ხის მსხვილი ტოტებისაგან, ტანებისაგან შესდგება.

tantraba - აივანი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:329.

tantruqai Citi - მითოლოგიური სიუჟეტი ტანტრუქა ჩიტს დემონურ სამყაროსთან აკავში-


რებს. ერთ-ერთი მითოლოგიური ვერსიით, ღმერთის მიერ დასჯილი ლომპაპი (რომპაპი/როკაპი) მი-
წაში ჩაფლულ რკინის ჭოკზე იყო მიჯაჭვული. იგი ყოველწლიურად ჭოკის ამოგლეჯასა და განთავი-
სუფლებას ცდილობდა, მაგრამ როგორც კი ამას ახერხებდა, ჭოკზე ჩიტი ჯდებოდა. ამ დროს ლომპა-
პი ჩიტს ჯოხს მოუქნევდა ხოლმე, მაგრამ ჩიტი მიფრინავდა, ჭოკი კი, რომელსაც ჯოხი ხვდებოდა,
კვლავ მიწაში ეფლობოდა. აჭარაში გამოვლენილი სხვა მითოლოგიური ვერსიით ლომპაპი რომელი-
ღაც კლდეზე ჩარჭობილ პალოზე ჯაჭვით იყო მიბმული. ლომპაპთან ახლოს, მაგრამ მისთვის მიუწ-
ვდომელ ადგილზე ურო იდო, რათა მას პალო არ მოეთხარა. ლომპაპს ტანტრუქა ჩიტი დარაჯობდა.
ამ ჩიტს აჭარის ზოგიერთ ხეობაში ჭუნჭრუქა ჩიტი ერქვა, ხოლო კინტრიშის ხეობის სოფლებში „მაბ-
ზაკუნას” სახელით იყო ცნობილი. დაბმული ლომპაპი წონით ათი ფუთი ყოფილა. ფოლკლორულ-
ეთნოგრაფიული წყაროები სიუჟეტს ასე გვისურათებს: „ამ ხალხში ერთი თავშეხოვლი კაცი ჯდას,
არავის ელაპარაკება ... იგი რკინის სვეტზეა მიბმული. რკინის ურო დადებულია სვეტთან ... ჭუნჭრუ-
ქაი ჩიტი ... ამ უროზე ჟდას. ცავს სვეტს, რომ არ მეიგლიჯოსო. მისი ყარაული ის არის. როდესაც იექ-

519
ანება პაწას სვეტი, მოჩონჩკალდება, მივა ჭუნჭრუქაი და სვეტის თავზე დაჟდება. რომპაპი ხელს ვერ
მუუსტვენს სვეტს, რომპაპიც სვეტს ცავს, რომ არავინ დაამაგროს, მე რომ წამუაქანებო. ჭუნჭრუქაი
რომ სვეტზე დაჟდება, მაშინ უროს აწევს რომპაპი და დაარტყამს ჭუნჭრუქას, ვითომ ჭუნჭრუქაი ას-
ობს სვეტს. რომ დაარტყამს, ჭუნჭრუქაი გეიქცევა, ურო დაეცემა პალოს და დედამიწაში გაარონიებს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1967:67-69; მგელაძე, 2010/2011:426-427.

tanxertala - ტანწერწეტა გოგო.

tarakveci - იხ.: ტაკვეცი.

taraRi - ქვის დასამუშავებელი იარაღი. ტარაღი თურქული წარმომავლობის სიტყვაა (tarak –


ქვის სათლელი), ორი პირი აქვს, ყუითა და ხის ტარით, პირები ორივე ბრტყელია: „ტარაღით ქვჲებს
გავთლით, წისქვილის ქვას მოვკოდავთ”. ზემოაჭარულში ტარაღი სავარცხელსაც აღნიშნავს.
ლიტ.: კობერიძე, 2011:163.

tarTi - იხ.: ზუზაი.

tari - 1. ძაფის დასაძახი უკვირისთავო მოზრდილი თითისტარი: „შესაძახავი ჩერია უმფო დი-
დი იყო – ტარი იყო”; 2. ძაფის დასაძახი ხელსაწყოს ნაწილი, რომელზეც დაძახილი, შეგრეხილი ნარ-
თი ეხვევოდა: „დავართავ, მოვწვერავ და დავძახავ ტარზე”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:139.

tatvi - მოქსოვილი წინდის ნაწილი, თათი: „ტატვს მოვქსოვდი, წამოვყვანდი ქვეიდან და შე-
ვაქსოვდი ქუსლს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:139.

taSti - ტაშტი, საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი, რომელიც სპილენძის სქელი ფირფიტისა-


გან იჭედებოდა და რამდენიმე ნაჭრისაგან იყო შეკერილი. იგი ღრმა იყო და სწორი, ოდნავ გადაშლი-
ლი კედლები და მრგვალი პირი ჰქონდა. სპილენძის ტაშტი ზომის მიხედვით იყო: დიდი, საშუალო
და პატარა. დანიშნულების მიხედვით კი, როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანო-
ეს, თავსაბანს, ისე მოიხმარდენენ, ასევე, იგი სარეცხისათვის, ცომისათვის და სამურაბედაც გამოიყ-
ენებოდა. თედო სახოკია: „ჭამის წინ მსახურს შემოაქვს მეტად თავისებური ტასტი, რომელშიაც სა-
წურსავით დაცხრილული სპილენძის ხუფი თავდაყირაა ჩამხობილი, რომ ტასტში ჩასულ წყლის
წინწკლები ზევით არ ამოვიდეს და სტუმარს არ მოხვდეს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:266;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

520
tafa - სპილენძის სახელურიანი სამზარეულო ჭურჭელი, რომელიც
სხვადსხვა ზომისა გვხვდებოდა.

tevandidi - ყურძნის ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:329.

tezi - ბეჭვა. ნედლი შეშა. სულხან-საბა ორბელიანი: „ნედლი და ცუდი შეშა”.


ლიტ.: ორბელიანი, 1949:337; კობერიძე, 2011:48.

tenva - ბეჭვა: „დგიმს ააქვს-ჩამოაქვს ძაფი, სავარცხალი ტენავს”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:139.

tencoa - Telekia speciosa (Schreb) Baumg: ტყის პიტნა, სამკურნალო მცენარე, რომელიც თიაქარ-
ის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ფესვებს წყალში დანაყავდნენ, გაწურავდნენ და ავადმყოფს ასმევ-
დნენ, ხოლო გაცხელებულ ფოთლებს, იმავდროულად, წელზე შემოაფენდნენ. ცეცხლზე შემთბარი,
ზოგჯერ კი - მოხარშული ფოთლები იარის სამკურნალოდაც გამოიყენებდა. თიაქარით დაავადებ-
ულზე იცოდნენ შელოცვა: „იავო, თიაო, მკვახეო,/რას ბღვაი ხარსავითაო, რას ჭყივი ღორსავითაო,
რასა ჭენობ ცხენსავითაო,/აგჭრი,დაგჭრი, დაგდებ უძრავ ქვასავითაო”. შელოცვა სამჯერ შებერვით
სრულდებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:38-39.

terasa - აჭარის მთაში ეროზიისგან ადრე ნიადაგების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
და მეურნე ამისათვის სხვადასხვა პრაქტიკულ საშუალებებსა და ხერხებს მიმართავდა. ერთ–ერთ
მთავარ საშუალებას ოროკების - ტერასების მოწყობა შეადგენდა. მიწათმოქმედებაში ეს ძველი წესი
იყო. სულხან-საბა ორბელიანი ტერასის აღმნიშვნელი ამ ძველი ტერმინის შესატყვისად ,,ოროკს” ას-
ახელებს და მას ასე განმარტავდა: ,,ოროკო მიწა ბაქან–ბაქანათ მოვაკებული”. ტერმინ „ოროკში” აქა-
ური მიწათმოქმედის დიდი და რთული შრომა იყო ჩაქსოვილი, რასაც იგი მთაგორიანობისა და მი-
წის ზედაპირის რელიეფის დახრილობის პირობებში სახნავ-სათესი მიწის ფართობების რაციონალ-
ური გამოყენებისათვის ხარჯავდა. ფერდობ ადგილებზე ოროკების მოწყობა ნიადაგს ეროზიული
მოვლენებისაგან იცავდა და ხელს უწყობდა მის ნაყოფიერებას, აგრეთვე, ნიადაგში საკმარისი ტენის
521
შენარჩუნებას. ოროკების კედლების შემაგრება, როგორც ხის ძელებით, ისე ქვის ყორით ხდებოდა.
აჭარის ამა თუ იმ ხეობაში, მაგალითად, მაჭახლის ხეობაში, ხელოვნურად მოწყობილი ოროკების
გარდა ბუნებრივი გზით წარმოშობილი ოროკებიც გვხდებოდა. მაჭახლის ხეობის სინამდვილეში
ოროკების მკეთებლობას ზოგიერთი ლოკალური თავისებურება ახასიათებდა. იგი უფრო მემინ-
დვრეობის ინტერესებს ექვემდებარებოდა. მაჭახლის გარდა ოროკების მოწყობას აჭარისწყლის ქვედა
ზოლში, კერძოდ, მერისის ხეობაში მიმართავდნენ, მაგრამ ეს წესი აქ ისეთი ტრადიციული არ ჩანდა,
როგორც მაჭახლის ხეობაში, სადაც მთური რელიეფი პირობების გამო ოროკები შედარებით ფარ-
თოდ იყო გავრცელებული.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:266; კახიძე, 1974.

terfi - წინდის ნაწილი, ფეხის სათითე ნაწილსა და ქუსლს შორის, წინდის ძირი: „ვქსოვთ.
ჯერ გაკეთდება ნამატი, მერე ტერფი, ქუსლი”, იხ.: წინდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:140.

texa-krefa - სიმინდის ტეხა და ხილის დაკრეფა, საზოგადოდ, ჭირნახულის მოწევა, მოსავ-


ლის აღება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:329.

tvare - ყორე, ტუარე.

tvaRi - იხ.: დუაღი.

tvaRis axda - პროცედურა, რომელიც საქორწინო ცერემონიის დროს სრულდებოდა. ქორწი-


ლის პროცესში საპატარძლოს „ტვაღს” (დუაღს) ხდიდნენ. ამას დედმამიანი, პატარძლის ძმა ანდა ახ-
ლო ნათესავი ასრულებდა. ტვაღს პატარძალს „ყამის” - ხანჯლის წვერით ახდიდნენ და თავანში თუ
კარის თავზე მიასობდნენ, ხოლო შემდგომ დაბედების მიზნით ვინმე გასათხოვარს მიუგდებდნენ.
ლიტ.: მგელაძე, 1996:235-236.

tirili - საყურადღებოა სამგლოვიარო რიტუალი, რომელიც საინტერესო რეპერტუარით გა-


მოირჩეოდა. მოთქმა-დატირების სამგლოვიარო ტექსტები აჭარის ფოლკლორშიც დასტურდება. სამ-
გლოვიარო მოთქმებში ჩამოთვლილი იყო მიცვალებულის დამსახურებანი, მისი დადებითი თვისე-
ბები. პროფესიონალი დაქირავებული მოტირლების ტრადიცია აჭარაში არ დასტურდება, მაგრამ
ზოგჯერ მთქმელები მოტირლებზე მიუთითებდნენ, რომელთაც დატირების განსაკუთრებული უნ-
არი ჰქონდათ. მოთქმის ტექსტები ძირთადად იმპროვიზაციის შედეგი იყო და რიტმული პროზის სა-
ხე ჰქონდა: „ჩემო ნენევ, ჩემო დედიკო ნენევ...”. აჭარული ნადური სიმღერების ციკლშია ფიქსირებუ-
ლი და ქართულ ფოლკლორში გავრცელებული სამგლოვიარო ლექსი - „ალვის ხეჲ მოხეთქილა”
(„გორდელა”). საწესჩვეულებო ციკლს უნდა უკავშირდებოდეს ასევე სამგლოვიარო ფერხული: „დე-
დამთილის მოთქმა” და სხვა მისთანანი. ფერხულების სტრუქტურა, სახეები, მოტივები მას უძველეს
ქართულ ნიმუშებთან აკავშირებს, რომლებიც სამონადირეო ეპოსის არქაულ ფენას შეადგენს, კერ-
522
ძოდ კი იმ ფერხულებთანაა დაკავშირებული, რომელშიც მონადირის სატრფოს, ბუნების ნადირთ-
პატრონი ქალ-ღვთაების ხორციელი მეტოქის ტრაგიკული ბედია გამჟღავნებული („დღეს ჯოგში გა-
გაგზავნე, რძალი ბატონო...”). ადამიანის გარდაცვალებასთან, დატირებასა და დაკრძალვასთან და-
კავშირებული ტერმინებიდან აჭარაში გვხვდება „მოთქმა”, „მოტირება”, „ღარღალი”, „ტირილი”. ხალ-
ხის აზრით, გლოვა, დატირება აუცილებელია როგორც მიცვალებულის, ისე ჭირისუფლის ღირსები-
სათვის („კარგი ტირილი ხალხსაც უხდება და მკვდარსაცო”). დამტირებელთაგან განსაკუთრებული
როლი, ტრადიციულად, ოჯახის რძალს ეკისრებოდა. თუ ოჯახში რამდენიმე რძალი იყო, თითოეული
მათგანი გამორჩეულ „მოთქმას” ცდილობდა. აღსანიშნავია ასევე დატირების სანაცვლო პატივის მი-
გების ტრადიცია: „იტირე, დაოო, იტირე, დაოო, ამან კარგად იტირა შენი დედა, დაოო”. გამაჰმადიან-
ების შემდეგაც მიცვალებულებს ქობულეთის რაიონის სოფლებიდან ხშირად გურიის მოსაზღვრე
სოფლებში მიასვენებდნენ და ქრისტიანული წესით იქ მარხავდნენ ისე, როგორც ადრე ამას მაჭახლე-
ლი ძნელაძე ანდერძად უბარებდა შვილებს: „დამმარხეთ ქართულის, ჩემი მამა-პაპის წესით”. აჭარ-
აში გავრცელებული საყოფაცხოვრებო ციკლის ლექსებიდან ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის
ამსახველი პოეტური ტექსტები, კერძოდ კი რძალ-დედამთილიანი გამოირჩეოდა. რძლის შემომატე-
ბა ოჯახისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. სასურველი რძალი თვალტანადი, მოკრძალებული,
მუყაითი („რძალო, გვრიტო, ჩახატულო, მზევ უღრუბლოდ ამოსულო, მეტად ტურფავ და ლამაზო,
რძალო ენაშაქრიანო”) უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ ციკლს შეიძლება მივაკუთვნოთ აჭარაში პოპუ-
ლარული ლექსი - „სახლი დავდგი ვერხვისაო”. რძალ-დედამთილის ურთიერთობის ამსახველი სა-
ყოფაცხოვრებო ლექსების ერთი ნაწილი ზოგჯერ იუმორისტული ელფერით ოჯახურ კონფლიქტებს
გადმოგვცემდა. ამ მხრივ გამოირჩევა: „ლექსი დედამთილზე”, „დედამთილი კდებოდა”, „დედამთი-
ლი ალაჯა”, „ერთი დედამთილი მყავდა”, „რძალმა აჯობა დედამთილს”. რძალ-დედამთილიანის
ციკლში ე. წ. „რძლის ნატვრა” გამოიყოფა, რომელშიც მშობლების ოჯახს დანატრებული ახალგაზ-
რდა ქალის სევდა და წუხილია გამოხატული. აჭარაში გავრცელებული „დედამთილის დატირების”
სამგლოვიარო ლექსებში რძალ-დედამთილის კონფლიქტური ურთიერთობის სატირულ-იუმორის-
ტულ ასახვას ხშირად გულწრფელი გლოვა და მოთქმა ენაცვლება: „დედამთილო, ბატონო, დედავ,
ჩემო ამაგდარო და საყვარელო დედავ, ოჯახის სიცოცხლე და სიყვარული იყავი დედავ, საყვარელო
დედამთილო, ბატონო დედავ”.
ლიტ.: ზოიძე, გიორგაძე, 2009:512-521.

titviri - ტუჩები. საუბარში ზოგჯერ პირდაპირი, ზოგჯერ კი, ერთგვარი ქილიკის, დამცირე-
ბის ნიშნით გამოიყენებოდა: „იმ ტიტვირებიანი ციცამ წერილი მისწერა დას”.
ლიტ: ჯაჯანიძე,1961.

tkeCi - გათლილი ანდა შუაზე გაყოფილი ახალგაზრდა ნედლი ხის გრძელი ანახეთქი. მას
ცხელ წყალში ალბობდნენ, სხვა შემთხვევაში ცეცხლზე ახურებდნენ და მისგან გოდრებს, კალათებს
და სხვა მისთანებს ქსოვდნენ. სქელი ტკეჩისაგან თხილამურებსაც აკეთებდნენ. ტკეჩის სისქე და სი-
ფართე თავად საქსოვი ნივთის სახეობითა და საჭიროებით განისაზღვრებოდა. ტკეჩის მასალას თხი-
ლის, წყავის, წაბლის ხისგან ამზადებდნენ.

523
ტკეჩის გათლა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

წნული ჭურჭლის დამზადება


(ეთნოგრაფიული მუზეუმის "ბორჯღალო" ექსპოზიცია)

524
tokveci - იხ.: ტაკვეცი.

tokmaci - იხ.: ტაკვეცი.

tolaRi - წვივსაკრავი, ლეკვერთხი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:331

tolmiani saxli - იხ.: დოლაბიანი სახლი

იუნუს ბერიძის სახლი (სოფელი ფურტიო)

tomboyo - წყლიანი ორმო. გურულში მსგავსი მნიშვნელობით იგივე სიტყვა, ტომბოყო დას-
ტურდება. აჭარული და გურული ტომბოყო მეგრულ-ლაზურიდან ნასესხებ ფუძე ტომბო’ს უახლოვდება
(შდრ. ჭანური ტობ-ა//ტიბ-ა: ტბა, გუბურა, ღრმა; მეგრული ტობ//ტობ-ო: ტბა, ღრმა).
ლიტ.: ფენრიხი, სარჯველაძე, 1990:291; კობერიძე, 2011:52-53.

tomruRi - გაუთლელი მრგვალი მორი.


ლიტ.: მასალები...1976:422.

torRi - პირი, რომელიც შაირებში მეორეს გამოიწვევდა, გაშაირების ინიციატორი, პირველი


დამწყები.
ლიტ.: დავითაძე, 1978:68; 1964; 1969;

tredi-fexa - მტრედის მსგავსი პური, კაკალი, პურის მარცვალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33-34.

troba - მტრობა, გადამტერება. იხ.: სისხლება.

525
tuari - ყორე, ერთგვარი ფუნდამენტი, საფუძველი, მიწის სამაგრი ჯებირი ანდა ღობე.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

tuki - მექანიკური წესით, მართკუთხედის ფორმის და თოკით შეკრული თივა.

tukva - 1. თუთუნის ტუკებად, კონებად შეკვრა; 2. თივის ტუკებად შეკვრის პროცესი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

turaqorwili - ვიწრო, სახელდახელო ქორწილი.


ლიტ: აჭარული დიალექტის... 1978:14.

turabeRela - სასიმინდე, ბოძებზე შეყენებული პატარა ბეღელი, ამბარი. იხ.: ნალია.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:331.

tuta - სასიმინდე,

tyemliani Zvel-axali - წვნიანი კერძი. იგი შემდეგი წესით მზადდებოდა: ლობიოს მარ-
ცვლებს ჭურჭელში ჩაყრიდნენ, რომელშიც ნახევრამდე ცივი წყალი უნდა ყოფილიყო და მოხარშავ-
დნენ. შემდეგ მწვანე ლობიოს პარკებს ჩაამატებდნენ. როცა ისიც მოიხარშებოდა, წვრილად დაჭრილ
პრასა-მაკიდოთი შეავსებდნენ და წამოადუღებდნენ, მარილსა და ნიორში ჩანაყილ ქინძს, ნიგოზს,
პიტნასა და კამას შეუზავებდნენ. წამოდუღებისთანავე მოხარშულ, კურკაგამოცლილ ტყემალს შეურ-
ევდნენ და კვლავ წამოადუღებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:131.

ტურაბეღელა. ქობულეთი, სოფელი ჭახათი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

526
tyemliani Zvel-axali cercviT - აღნიშნული კერძი ისევე მზადდებოდა, როგორც ტყე-
მლიანი ძველ-ახალი, იმ განსხვავებით, რომ პარკი ლობიოს მოხარშვის შემდგომ ცერცვს დაუმატებ-
დნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:131.

tyi-Txila - ტყის თხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33-34.

tyisyurZena - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც მაღლარის სახით ზემო აჭარაში, ხუ-
ლოს რაიონშია გავრცელებული, განსაკუთრებით, ტყეებში და გზების სანაპიროებზე იზრდება. ვაზე-
ბი მეტად მაღალ ხეებზე თავის ნებაზეა მიშვებული, რის გამოც თითქმის გაველურებულია. აჭარ-
ული ტყისყურძენა მეტად დაბალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ამიტომ სამეურნეო ღირებულე-
ბას მოკლებულია.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

tyis winda - უხეში, მუშაობისას ჩასაცმელი წინდა: „კვირტლ წინდას მოვქსოვთ, ტყის წინდა
ქვია”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:140.

tylapi - 1. ქალამნის ტიპი; 2. მოდუღებული და გამხმარი ტყემლის, ვაშლის ანდა სხვა ხილის
ფაფა.
ლიტ: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:415.

tyupai - აბრეშუმის ორი ჭიის მიერ ერთად ამოხვეული ორი ერთმანეთზე შეზრდილი უხარის-
ხო პარკი: „ტყუპაჲ ორი პარკია შეტყუბებული. გამოწმენდაში ნაჭყარტულას ცალკე დავყრით, ტყუ-
პას – ცალკე”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:140.

tyupi naqsovi - აბრეშუმის ტყუპი ნაქსოვი, ტყუპად წასვლა: „რომ შეიშლება, ტყუპი ნაქსოვი
იქნება, ტყუპი წავა ძაფი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:140.

527
საღორეთის ხიდი, ქედა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

528
თიხის ჭურჭლის ოსტატი
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

529
uClugi - იხ.: იჩლუღი.

ubani - სოფლის კუთხე, რომელიც ხშირად მონოგენური იერსახისა იყო და ერთი ძირიდან, სა-
ერთო წინაპრიდან წარმომდგარი ნათესაური გაერთიანებით იყო დასახლებული.
ლიტ.: მგელაძე, 1984:57.

ube - ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე ნაქსოვის თავსა და ბოლოში უქსოვრად დარჩენილი


ქსლის ნაწილი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

ubeSi amoreba - ახალშობილის პირობითი გაშვილების წესი. ოჯახში ბავშვების ხშირი სიკ-
ვდილიანობის შემთხვევაში, როცა ახალშობილი გაჩნდებოდა, ბავშვს მრავალშვილიან, ბედნიერ დე-
დასთან მიიყვანდნენ. ხელახალი დაბადების ნიშნად ქალი ბავშვს ფართო პერანგში ამოატარებდა -
„უბეში ამოაძრენდა”. ბავშვს სახელსაც ახალს მისცემდნენ ანდა ახალშობილს აწონიდნენ და იმავე წო-
ნის თევზს მიწაში ჩაფლავდნენ. ეს ახალ ოჯახში ახალშობილის სიცოცხლის ჩანაცვლება, მისი სიმბო-
ლური ინიციაცია იყო. ამის შემდეგ მიიჩნეოდა, რომ ახალშობილი ხელახლა იშვა და ასეთი სიმბოლუ-
რი „მოკვდინება-აღდგომის’’ შემდეგ მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2007:11; ლომთათიძე, ფუტკარაძე, 2015:38.

ubeSi amoZrena - თუ ქალს შვილები უჩნდებოდა, მაგრამ „არ რჩებოდა” - უკვდებოდა, ამ შემ-
თხვევაში, ბავშვი რომ გაზრდილიყო, შემდეგ წესს ასრულებდნენ: ახალდაბადებულ ბავშვს სხვა, ბევ-
რი შვილის გამზრდელი დედის პერანგში ამოაძვრენდნენ. ამით მშობიარობის იმიტაციას ახდენ-
დნენ. ხალხის რწმენით, ბავშვი მის სახელზე გაიზრდებოდა, თუმცა რეალურად მას მშობელი დედა
ზრდიდა. მერე ასეთი ბავშვი გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება სხვისთვის „მიეშვილებინათ”
კიდეც. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, საკუთარ ოჯახში დაბრუნებისას, ბავშვის გამზრდელი
დედობილად ითვლებოდა და ოჯახებსაც ერთმანეთში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. იხ.: უბეში
ამორება.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1981:38; 2015:156.

ubis waqsova - შალის ქსოვილის დამთავრება დაზგაზე: „მოქსოვილი ლულაზე ეხვევა, რომ
დამთავრდება, ყდა აღარ მიეჯახება - უბე წეექსოვება“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

ugvi - უშობელი საქონელი, საძოვარზე ცალკე გადენილი ბერწი და მოზარდი საქონელი. სულ-
ხან-საბა ორბელიანის მიხედვითაც „უგი - უკრაოდ მეწველი”.
ლიტ.: მგელაძე, 2012:106; ქართული ეთნოლოგიური... 9:381.
530
ugogro jilRa - მიწის უბორბლებო სახვნელი, კავი. მასში მხოლოდ ხარებს აბამდნენ, ბორ-
ბლიანი ჯილღა კი მხოლოდ ცხენის შესაბმელად იყო განკუთვნილი.
ლიტ.: ნოღაიდელი...

udedo - პური, რომელსაც საფუარი არ ჰქონდა, ხმიადი პური.


ლიტ.: კობერიძე, 2011:20.

uzangi - უნაგირის შემადგენელი ელემენტი, მხედრის ფეხის ჩამოსადგმელი, რომელიც ცხენზე


შეჯდომას და მის ტარებას მოსახერხებელს ხდიდა. იგი ტყავის ქამრით უნაგირის კეხზე იყო მიმაგ-
რებული, ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო უზანგის დაგრძელება და დამოკლება.

uzori - ორნამენტი: „წინდაზე მე უზორები არ მიკეთებია”. სიტყვა რუსული «узор»-იდან მომ-


დინარეობს.

ukana ezo - სახლის უკან ანდა მის გვერდით მოქცეული ეზო, რომელიც ძირითადად სამეურ-
ნეო დანიშნულებისა იყო. უკანა ეზო ბოსტანთან, ბაღთან, სახნავ-სათეს ადგილთან ახლოს მდებარე-
ობდა. კარმიდამოს დაგეგმარებაში, შესაძლებლობის მიხედვით, ბოსელი და საქათმე უკანა ეზოში
იყო განთავსებული.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:116.

ukangdebiT qsova - თვლების უკუღმა მიმართულებით ამოყვანით ქსოვა: „უკანგდებით ქსო-


ვის დამთავრებიხან ქსოვენ, რომ ნაქსოვი არ დაირღვეს“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

ukbilo gadabma - ხის ძელების, კავების, ქირიშების გადაბმის წესი, კბილის გარეშე. შდრ.
კბილიანი გადაბმა.

531
ulitayi - მთა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

umuzi - სახლის სახურავის კონსტრუქციის კუთხის ნივნივა, რომელიც სახურავის გეგმის დიაგ-
ონალზე მდებარეობდა. უმუზი სხვა კავების დამჭერი იყო. ამიტომ მას მაგარი და მასიური ხისგან ამ-
ზადებდნენ. სასურველი იყო უმუზი სახურავის შუაცენტრიდან კუთხემდე გამწვდომი ყოფილიყო,
თუმცა მისი გადაბმის ვარიანტებიც გვხვდებოდა.
ლიტ.: ადამია, 1956:83.

umuzkavi - იხ.: უმუზი.

umfosi - დიდი სახლეულის ანდა მრავალრიცხოვანი ოჯახის უფროსი, ხელმძღვანელი, იხ.:


თავი და სახლის დიდი.
ლიტ.: მგელაძე, 2010:20; ბექაია, 1974:24.

uJmuri - Artemisia vulgaris L: 1. მამულა, მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე,


რომელიც დაბლობიდან მაღალ მთიან სარტყელამდე იყო გავრცელებული. ზემო აჭარის ხალხურ მე-
დიცინაში მას ქარების სამკურნალოდ იყენებდნენ. მთლიან ბალახს და ნიორს დანაყავდნენ, კვაწა-
რახში - ყორაოში გალესავდნენ, გახურებულ ქვაზე, კეცზე ანდა რკინაზე დაასხამდნენ და ავად-
მყოფს უხრჩოლებდნენ. პროცედურას რამდენჯერმე იმეორებდნენ; 2. ავი სული, რომელიც სხვადას-
ხვა დაავადებებს იწვევდა, მაგალითად თავბრუსხვევას, ღებინებას, მოლანდებებს, შიშს, ტირილს... ამ
შემთხვევაში ამბობდნენ: „უჟმური აყვა”, „დაუჟმილია”, „უჟმურიანი უნდომია”. უჟმურის მკურნალო-
ბის სხვა არაერთი საინტერესო ხერხი დადასტურებული: კარის ზღურბლის ანდა კარის სოიას ანათ-
ალებს ერთმანეთში შეურევდნენ, შემდეგ, აბლაბუდას, ფქვილსა და სანთელს ნაკვერჩხალზე დადებ-
დნენ და იქვე „დაახრჩოლებდნენ”. ავადმყოფს თუ ეს არ მოუხდებოდა, შემდეგ შეულოცავდნენ, ასევე,
შვიდი წყარო და შვიდი წისქვილი, რომ ბრუნავდა და ბორბალზე წყალი ასხამდა, იმ წყალს შეაგრო-
ვებდნენ და ვისაც უჟმური ჰქონდა წაკრული, ამ წყლით დაბანდნენ. სხვათაშორის, წყლის ასეთი მაგი-
ური და სამკურნალო ფუნქცია ცნობილი იყო საქართველოს სხვა მხარეებშიც. ნაკურთხი წყალი მო-
სახლეობას ოჯახებში მიჰქონდათ. ზოგჯერ, ნაკურთხი წყლით სპილენძის ქვაბებს ავსებდნენ, მათში

532
ჯვრებს ავლებდნენ, უკურთხებლებს - აკურთხებდნენ. ნაკურთხი წყალი სასმელად გამოიყენებოდა,
ხოლო ტრადიციული გაგებით, როცა „გეუჟმურებოდა”, მისი ოთახებში მოსხმა უჟმურისაგან დასაცა-
ვად და განსაკურნებლად იყო სასარგებლო. აჭარაში, როცა თვალი გტკიოდა და არსებობდა ეჭვი, რომ
იგი უჟმურით იყო გამოწვეული, მაშინ „გველის პერანგს” - გველის ტყავს „დუუდებდნენ წინწკალაზე,
გაფუტდებოდა, მოგივიდოდა თვალზე და მორჩებოდი”. ზოგჯერ გველს ენას ამოართმევდნენ და იქ-
ვე სახლის კარში დაწვავდნენ, საოჯახო კერაზე მისი დაწვა არ შეიძლებოდა, ეს რიტუალი სახლის გა-
რეთ უნდა განხორციელებულიყო. დასაშვებია ენა და ტყავი ერთდროულად დაეწვათ. გველს სახე-
ლით არ იხსენიებდნენ, მას უხსენებელი ერქვა. ცნობილი იყო უჟმურის „გოჟოდ” გადაქცევის ფაქტიც.
უჟმურშეყრილს უჟმური სხვისთვისაც, უმეტესად, ბავშვებისათვის შეეძლო გადაეცა, რის გამოც ეს
დაავადება ინფექციურ დაავადებათა ციკლშია გაერთიანებული. ამიტომაც იყო, რომ ორმოცი დღის
ათავებამდე ახალდაბადებული ბავშვის ნახვას ერიდებოდნენ, სახლში შესული ჯერ ცეცხლთან მივი-
დოდა - „უჟმური არ შემომყვესო”, ანდა „ბეწვს „დახრუკავდნენ”, საწინააღმდეგო შემთხვევაში, მელო-
გინეს ანდა „ბავშვს დაუჟამავდა”. თვით ბავშვის დედაც, რომ გასულიყო სახლის გარეთ, უღრან ადგი-
ლებში, უკან დაბრუნებული ანთებულ ცეცხლს თავზე სამჯერ მაინც შემოიტარებდა. ოჯახისათვის
მისალოცად მისული სოფლის ქალები, მელოგინესთან შესვლამდის კაბას და წინსაფარს ცეცხლზე და-
იფერთხავდნენ და საწოლისაგან მოშორებით სხდებოდნენ, რათა „უჟმური თვალ-უჩინარი” არ შეჰყო-
ლოდათ. ორმოცი დღის მანძილზე „უჟმურის წაკვრის” თავიდან აცილების მიზნით ჩვილს მარტო არ
დატოვებდნენ, მაგრამ თუ მოხდებოდა ისე, რომ ჩვილის მარტო დატოვება აუცილებლობით იყო გა-
მოწვეული, მაშინ აკვანთან მაკრატელს ანდა სანთელს დადებდნენ. უჟმური უმთავრესად საბავშვო
დაავადება იყო. დაავადების დროს მოსახლეობა მძივების მაგიურ ძალას აღიარებდა. მძივებს უჟმუ-
რის ძივი ეწოდებოდა. უჟმურის მძივი შავი ფერის იყო, რომელსაც ასხმული სახით ყელზე იბნევდნენ
და ისე ატარებდნენ. უჟმურით დაავადებულმა იცოდა ბოდვა, ღებინება, თავის ტკივილი, სიცხე, ოფ-
ლიანობა. მას თვალის, ყურის ტკივილის გამოწვევა და ადამანის ჭკუიდან შეშლაც კი შესძლებია. თუ
მძივი ყელზე გექნებოდა დაბნეული, ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით, მაშინ უჟმური არ „წაგე-
კარებოდა”. უჟმურის შეყრა - (უჟმურის წაკვრა ანდა უჟმურის აკვრა) საღამოობით, „ღორღნალ,
წყლიან და ქვიან ადგილებში, მინდორში თუ მიუვალ ადგილებში ხდებოდა. ხალხური დაკვირვებით,
უჟმური მინდორში ბუდობდა. იგი ხის ანდა ქვის ძირშიც შეიძლებოდა აგყოლოდა. უჟმურის სამყო-
ფად მოსახლეობა სასაფლაოებსა და „ყრუ ადგილებსაც” მიიჩნევდა, რის გამოც სასაფლაოზე დაძინება
და ხშირი სიარული იკრძალებოდა. საღამოპირს მინდორში მოსიარულე თუ მჯდომარე ადამიანს -
„უჟმური წეეკრებოდა” და „სამოელის ქარი” დაეტაკებოდა. უჟმურწაკრული „აჟინჟღლდებოდა”. თუ
ბავშვი იტირებდა, მაშინ მას უჟმურშეყრილს - „თვალწაკრულსაც” ეძახდნენ. როგორც თვალნაცემის,
ისე უჟმურის წინააღმდეგ, ცეცხლის გამოყენება თავდაცვის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება
იყო. უჟმურშეყრილს გამოულოცადნენ, „საკმიელს დუუბუღებდნენ”, ასევე „ჯაუშს დუუბუღავდნენ”
და, როგორც აღინიშნა, შესაძლოა, გველის პერანგიც „დაებუღებინათ”. უჟმურს შელოცვითაც მკურნა-
ლობდნენ: 1. „სახელითა ღვთითა, მამითა, ძითა, სულითა წმინდთა,/ლოცვა უჟმურისა, თავლუჩინა-
რისა,/უჟმურო გამოდი, გამოეშურე, შორსა წადი,/სადაც არ იყურებოდეს ძაღლის ყეფა, კაცისა უჰუი
(კიჟინა), მამლისა ყივილი,/იქ გასუმენ, იქ გაჭუმენ, იქ გაპატიებენ,/გამოდი უჟმურო, გამოეშურე,/თუ
არა, აგჭრი, დაგჭრი, ანითა, მანითა, შავტარიანი დანითა, გრძელტარიანი წალდითა,/გაგიტან ცხრა
მთას იქით, ჩაგყრი რვალისა (ბრინჯაოსა) ქოთანში,/გადუღებ და გაფოფინებ, გაგადნობ წყალსაებ, გა-
გაქრობ ქარსაებ”; 2. „ეგერ მუა შავი კაცი,/მისი ჯარითა, მისი შავი ურმითა, მისი შავი კბილებითა,/აქ
ისმის თეთრი მამლის ყივილი,/იქ წევდეს უჟმური, სადაც არ ისმის თეთრი მამლის ყივილი, იქ იყოს
მისი ადგილი”; 3. „ეს ალაგი ფასაცია,/ფასაცს გვარი შვენერგია,/შიან ჯაჭვი, გარეთ ხმალი, ეშმაკისა
მათრახია”. შებერვით სამჯერ შეულოცავდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:26; ნოღაიდელი, 1971:33-34; 2014:314;
აბაშიძე, კომახიძე, 1998:199; მგელაძე, 2018.
533
უჟმურის ნუსხა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

გველის ტყავი

534
uremi - ხალხური სახმელეთო ტრანსპორტი, გორვის პრინციპზე მომუშავე საზიდი საშუალება.
ურემი ძირითადად აჭარის ზღვისპირა ზოლში იყო გავრცელებული. მთის რელიეფი და საგზაო პი-
რობები მისი განვითარების ნაკლებ შესაძლებლობას იძლეოდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან სახმე-
ლეთო საზიდ საშუალებათა ცალკეული სახეობის დამზადება აჭარაში მთისა და ბარის პირობებით
იყო ნაკარნახევი და იგი ვერტიკალური ზონალობის მოთხოვნებს პასუხობდა, შესაბამისად, ხის მასა-
ლის შერჩევა-დამუშავება და ოსტატ-მეურნეთა მდიდარი გამოცდილებაც ზონალურ თავისებურე-
ბებს ემყარებოდა. არსებობდა სახარე ურემი, საძნე ურემი, ხელნა ურემი, ნამჯის ურემი. აგებულების
მიხედვით ქართული ურმის სახეობათა შორის დიდი განსხვავება არ არსებობდა. ჩვეულებრივ ურ-
ემი სამი კომპონენტისაგან შედგებოდა: ღერძ-ბორბლები, უბე და უღელი. ღერძ-ბორბლებზე ურმის
უბე იდგმებოდა, რომელიც უღელზე ხელნებით მაგრდებოდა. ხელნებს ერთმანეთთან ოთკუთხე-
დად გათლილი ხუთი-ექვსი დანდალი აერთებდა. დანდლებზე ფიცრებს ტვირთის დასადებად
წნულ „საფენელს” უგებდნენ. დანდლებს გარდა, ურმის ხელნებზე ვერტიკალურად ოთკუთხედად
გათლილ „ჭავლებს” ალაგებდნენ. მათი რიცხვი თორმეტს ანდა თოთხმეტს არ აღემატებოდა. ურმის
კვალობაზე ისინი სხვადასხვა სიდიდისა იყო. აჭარაში შემონახულ ურმებს ჭავლები ერთი სიმაღლი-
სა, სამი-ოთხი მტკაველი ჰქონდათ. დანდლების პარალელურად ჭავლებზე ქვედა „კოფოებს” აკეთებ-
დნენ. ხელნების პარალელურად ჭავლზე ოთკუთხა ხეს მოარგებდნენ, რომელსაც ზეწარი ერქვა.
ხელნებს სპეციალურ საბრუნავს უკეთებდნენ, რომელიც მის შეფერხებულ მოძრაობასა და გამძლე-
ობას უზრუნველყოფდა. ურმის აგებისას მთავარი უბის ღერძზე გაწონასწორება იყო. როგორც წესი,
წინა ნაწილი უკანაზე მოზრდილი უნდა ყოფილიყო, რაც გამწევი ძალის შებმის შემდეგ მის გამარ-
თულ მოძრაობას უზრუნველყოფდა. ურემში, ისე როგორც სხვა ბორბლიან საზიდში, მთავარი ადგი-
ლი ღერძ-ბორბალს ეჭირა. ღერძ-ბორბლის ოსტატური დამზადება მთლიანად ურმის გამძლეობას
განაპირობებდა. ურმის თვალი სამი ნაწილისაგან შედგებოდა: „ხუნდის” - მორგვის, „სოლების” (ჭა-
ღების) და „ფერსოებისაგან”. შეკრულ თვალს გარედან რკინის სალტეს შემოარტყამდნენ. ურმის
თვალში „ფერსოს” ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ეკ-
ისრა. იგი ხუნდზე - მორგვზე დასმულ ჭაღებს აერ-
თიანებდა. საერთოდ, ურმის გამძლეობა თვლისა
და ფერსოების კარგად დამზადებაზე იყო დამოკი-
დებული. ოთხი ფერსო ერთ წრეს - თვალს ქმნიდა,
ხოლო ერთი ფერსო - წრის მეოთხედ ნაწილს წარ-
მოადგენდა. ურმის საბრუნავ ნაწილში მთავარი ღერ-
ძი იყო, რომელიც ხუნდში იყო გაყრილი. ამ უკანას-
კნელს უბე ეყრდნობოდა და უბეზე დადებული
ტვირთი აწვებოდა. ბორბლები, რომ არ წამოძრო-
მოდა, ღერძი თვლებზე „რიკებით” მაგრდებოდა.
ქართულ საზიდ საშუალებებში ღერძის თვლებზე
დამაგრების ორიგინალური ხერხი იყო დადასტუ-
რებული: ღერძი ერთ ბორბალში მოძრავად იყო მო-
თავსებული, ხოლო მეორეში - გაჭექილი იყო, რაც

535
ურმის მობრუნებას, დამრეც და მოსახვევ გზებზე მის თავისუფალ და უსაფრთხო მოძრაობას უწყობ-
და ხელს. ბათუმისა და ქობულეთის ეკონომიკურმა და კულტურულმა დაწინაურებამ, კერძოდ, ბა-
თუმის სანავსადგურო ქალაქად გადაქცევამ, სატრანსპორტო საშუალებათა კერების გამრავლებას შე-
უწყო ხელი. ურმის სამშენებლო ცენტრებად ქობულეთის ბარის სოფლები - ბობოყვათი, აჭყვა, ხუცუ-
ბანი ითვლებოდა. ბათუმის მიდამოებში ურმებს ორთა-ბათუმელი, ახალშენელი და გონიონელი ოს-
ტატები აკეთებდნენ. შემონახული ურმების აღწერილობებიდან ირკვევა, რომ კონსტრუქციულად აჭ-
არის ბარის რეგიონის ურმები დასავლეთ საქართველოში ცნობილი ურმების ანალოგს წარმოადგენ-
დნენ, თუმცა ბორბლიან ურემს საქართველოს თითქმის ყველა კუთხე იცნობდა და ისინი ყველგან
სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდებოდა, მაგალითად: საბარო ურემი და საძნე ურემი (აღმოსავლეთ
საქართველო), ხელნა ურემი (დასავლეთი საქართველო - იმერეთი, გურია, რაჭა), ქართული ურემი
(იმერეთი, რაჭა), ბჯის ურემი (სამხრეთი საქართველო), რომელიც საძნე ურმის შესატყვისი იყო. XX
საუკუნის პირველ ნახევრამდე ორბორბლიანი ურემი აჭარის ბარის ზონაში, უპირატესად, ზღვისპი-
რა ადგილებში თითქმის ერთადერთი სახმელეთო საზიდი საშუალება იყო. ასეთი ურმები წარსულ-
ში ბათუმის შემოგარენის სოფლებში (ორთა-ბათუმი, გონიო, ახალშენი), აგრეთვე, ჩურუქ-სუში ანუ
ქობულეთის მხარეში (ბობოყვათი, ხუცუბანი, აჭყვისთავი) კეთდებოდა. ურმის ბორბლები - გოგო-
რები, თავდაპირველად, რკინის სალტის გარეშე მთლიანი ხისაგან მზადდებოდა. მოგვიანებით გაჩე-
ნილა შედგენილი სახის ბორბლები, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: მორგვი (ხუნდი), რო-
მელზეც სოლები (ჭაღები) და ფერსოები იყო ასხმული. ბორბალს მეტი გამძლეობისათვის რკინის
სალტე დაემატა.

ლიტ.: სახოკია, 1950:142; ნოღაიდელი, 1971:34; გეგეშიძე, 1956:48; კახიძე, 2009:408-411; დავითაძე, 1972:87;
1983:29, 32, 37.1983:29-31.

uro - მასიურო ზომის, მრგვალი ცილინდრული ფორმის სახელურიანი ხის ჩაქუჩი. უროს მაგა-
რი ხისაგან ამზადებდნენ. გამოიყენებოდა ხის დამუშავებაში, რკინის სოლზე ანდა რკინის ცულზე
ზემოდან საცემად, რათა მორი შუაზე გაეპოთ.

urTxvela - Taxus Baccata: ურთხელა, ხის ჯიში.

urwani - დაუმაკებელი დეკეული, ბერწი.


ლიტ.: მგელაძე, 2016.

uskuraiჲ - 1. სპილენძის თეფში, რომელსაც ძირზე, მაგიდაზე სადგამად ვიწრო, სპილენძისავე


სალტე ჰქონდა შემოვლებული; 2. ფეხიანი თეფში, რომელიც სხვადასხვა ზომისა იყო. სპილენძის მა-
ღალი, ფეხებიანი თეფში. სულხან-საბა ორბელიანი: „უსკურა - ესე არს ილეკროთაგან ჯამნი ხუთნი,
ანუ მეტ ნაკლები ერთსა ლანკანასა ზედა, ღეროიანად ქმნული სხვადასხვა საჭმელთათჳს”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:349; ქართული ეთნოლოგიური... 2009:383;
კობერიძე, 2011:15, 48, 159.

536
დურგლის (უსტის) სამუშაო იარაღები, 1932 წელი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

usta - 1. ხელოსანი, ოსტატი, რომელიმე სამშენებლო ხელობის მცოდნე; 2. ხელოსნისადმი მი-


მართვის ფორმა.
ლიტ: სახოკია, 1985:171; გრიშაშვილი, 1997; მიქელაძე, 1978.

usulodi - უდანოდ მკვდარი პირუტყვი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:20.

ufrosi qali - სახლეულის ქალებს შორის საოჯახო საქმიანობაში გამოცდილი, წინამძღოლი


ქალი. იგი მემთევრობას სწევდა, სხვა ქალებს შორის შრომას ანაწილებდა და, საერთოდ, ოჯახში საქა-
ლებო საკითხებს ხელმძღვანელობდა.
ლიტ.: მგელაძე, 2012:104.

537
ufutari - უცეცხლო თაფლი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:21.
ufxo - პურის ჯიში.
ლიტ.: კობერიძე, 2011:20.

uReli - 1. ხარის კისერზე შესაბმელი ხის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხარი უღელზე
ჩამობმულ ტვირთს სწევდა. ხარის კისერზე უღელი ტაბიკებით მაგრდებოდა, რომელიც კისრის ქვე-
მოდან აპეურით, თოკით იკვრებოდა. უღელის შუაზე ჩამაგრებული იყო ე. წ. კორა. იგი უღელის შუა-
ცენტრის მანიშნებელი იყო, რომელზეც ღვედით „ხელნები” იყო ჩამობმული. უღელის გაშუალება
აუცილებელი იყო, რადგან ტვირთის სიმძიმე ხარებისათვის თანაბრი უნდა ყოფილიყო. უღელის იმ
ნაწილს, რომელიც ხარს ქედზე ედო საქედური ერქვა. მას მრგვალად ამუშავებდნენ, რომ ხარს კისერი

538
არ დაზიანებოდა. ამ მიზნით საქედურზე ქეჩასაც ახვევდნენ. უღლის სახეობები დანიშნულების მი-
ხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. უმრავლეს შემთხვევაში უღელი ორი ხარისთვის იყო
განკუთვნილი, თუმცა ცალუღელაც გვხვდებოდა, რომელშიც მხოლოდ ერთი ხარი ებმებოდა. საუღ-
ლე ხე მაგარი და მსუბუქი უნდა ყოფილიყო. მისი ტაბიკები წაბლის ხიდან კეთდებოდა; 2. საქსოვი
დაზგის ნაწილი: „სავარცხალი ყდაშია გატანილი, ძაფები ჩამობმულია უღლებზე” ... „ქსელს ზეიდან
უღელი აქს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

uClugi - ქალის გარეთა, კაბის ზემოდან სახმარი სამოსი. იგი მოკლე და წელს მწვდომელ,
მთლიანი ზურგით წინ ჩახსნილ სამოსს წარმოადგენდა. უჩლუგი (იჩლუღი) საყელოს გარეშე
იკერებოდა, გულისპირი ჩახსნილი, ხოლო სახელოები მიდგმული ჰქონდა. მაჯიდან 15 სმ-ით შეხ-
სნილი სახელო ხელის მტევნის ზურგს ფარავდა. შემკული იყო სირმის გრეხილით. მასალად ზოლი-
ანი ანდა სადა ფარჩა გამოიყენებოდა. იხმარებოდა სეზონურად. მხრებთან მიდგმული საყელო ჰქონ-
და, რომლის ბოლოები შეხსნილი იყო და ყოშით სრულდებოდა. ზედატანის ჩახის შესაკვრელად
ლითონის ღილები გამოიყენებოდა. იგი ბამბის უბრალო ქსოვილით იყო დასარჩულებული და სირ-
მის გრეხილებით შემკული. მასალის ხარისხი და გაფორმების მაღალი დონე იმაზე მიანიშნებდა,
რომ მას შეძლებული ფენა იცვამდა. უჩლუგს სამცხის ზოგიერთი კუთხის გარდა ანალოგი საქართვე-
ლოში არ ეძებნება, მსგავსებას მხოლოდ ანატოლიურ „იჩლიკთან” ავლენს, მაგრამ მათ შორის გან-
სხვავებაც აშკარაა. პირველ რიგში ეს სახელოთა ფორმას შეეხება. აჭარული უჩლუგის (იჩლუღის) სა-
ხელო სამაჯეთი კი არ ბოლოვდებოდა, არამედ ყოშით - „ელორით” და შესაბნევიც გააჩნდა.
ლიტ: სამსონია, 2005:71; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:185.

uCumalaჲ - ჩუმად, უხმაუროდ: „მზე ამოვდა უჩუმალა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

ucecxlod dawurva - მაჭახლის ხეობაში თაფლის ცივად დაწურვა.


ლიტ: კახიძე, 1974:55.

uZalo matyli - დაბალი ხარისხის მატყლი, რომლის ნაქსოვი დიდხანს ვერ ძლებდა, მალე
ცვდებოდა: „უძალო მატყლიდან მოქსოვილი მალე ცთება, იხევა“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

uwiwari - უსირცხვილო.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

uwyveta - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

539
uxbovari - უხბო ფური.
ლიტ.: კობერიძე, 2011:20.

uxduri - რძე და რძის პროდუქტები, რძის პროდუქტების ზოგადი სახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:338; ქართული ეთნოლოგიური... 2009::387, კობერიძე, 2011:20.

uxlao - ხის მრგვალი და გრძელი ჯოხი, ცომის გასაყვანი, გასაბრტყელებელი, ცომის თხელი
ფენის მისაღები სამზარეულო ინვენტარი.
uxravi - Ostrya: ხის ჯიში, ფოთოლმცვივანი ხეების გვარი, რომელიც ხუთ სახეობას აერთიან-
ებს. კავკასიაში, მათ შორის, საქართველოს შერეულ ტყეებში მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება. უხ-
რავი მაგარი, გამძლე მერქნით გამოირჩევა. ამ თვისების გამო მისგან, ძირითადად, ისეთ ხელსაწყო-
ებს ანდა დეტალებს აკეთებდნენ, რომლებიც მაგარი და გამძლე უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ურ-
მის ღერძს, უროს და სხვა მისთანებს.
ლიტ.: სახოკია, 1985:266; ჯავახური... 2014; ქართული ეთნოლოგიური... 2009:387.

uxsenebali - გველი. აჭარაში სიტყვა გველს საუბრისას არ იყენებდნენ, უბრალოდ „უხსენებ-


ლად” მოიხსენიებდნენ.

540
fadiko - აჭარული საცეკვაო ფოლკლორის უძველესი სარიტუალო ხალხური ცეკვა, თამაში.
ეს ცეკვა-სანახაობა სვანური „ვურყვავობის” მსგავს სატრფიალო სცენებს შეიცავდა. გადმოცემით, ამ
თამაშს ქორწილში ღამის თორმეტ საათზე აწყობდნენ. მოთამაშეებად შვიდ კაცს გამოყოფდნენ. მოქ-
მედი პირები საპატარძლო, ცხენი, ორი სასიძო - ქალის დანარჩუნებისათვის მოცილენი, ერთი ცხენის
წინამძღოლი და ორიც მაყარი იყვნენ. ეს იმის დამამტკიცებელი უნდა იყოს, რომ „ფადიკოც” შვილი-
ერების მფარველი ღვთაების სადიდებელი მისტერიის ნაშთი ყოფილიყო. ფადიკოს ცეკვა-თამაშში
იუმორისტულ-სატრფიალო შინაარსის მქონე ბერიკაობის ელემენტებიც იკვეთება. იგი მონაწილეთა
სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. გამოცემათა სხვა ვერსიით, ფადიკოსათვის ექვსი კაცი და ერ-
თი ქალი იყო საჭირო ანდა ორი ქალი წყვილ-წყვილად ცეკვავდა. ფადიკოს როლს კაცი ასრულებდა.
მას ქალის სამოსს ჩააცმევდნენ და ცალკე ოთახში გაიყვანდნენ. ფადიკოს ცხენივით დაოთხილ ერთ-
ერთ მოთამაშეზე შესვამდნენ. ცხენი აღვირით ერთს მიჰყავდა, სხვები კი - სიმღერით მისდევდნენ.
ორი მონაწილე ფადიკოს დანარჩუნებისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ვინც პირველი მოასწრებდა
და თეთრ ფულს გადააყრიდა, ქალიც მას რჩებოდა. ბოლოს ეს ორი მოქიშპე მაინც შერიგდებოდა და
იტყოდნენ: „ერთს დღეი გვყავდეს, მეორეს ღამეო” და ფულებს ორივე გადააყრიდა. შემდეგ ფადიკოს
„ყურბანს” - საკლავს შემოავლებდნენ და დაკლავდნენ. ამას ცეკვა-თამაში მოჰყვებოდა. ცეკვა ინსცე-
ნირების სახით იყო წარმოდგენილი: ფადიკოს ის ორი კაცი გაეთამაშებოდა, მაგრამ ცეკვის დროს ფა-
დიკო უეცრად დაიმალებოდა. ამაზე მამაკაცები ერთმანეთს შარს მოსდებდნენ, ატყდებოდა ჩოჩქო-
ლი და ყველანი ფადიკოს ეძებდა. ბოლოს ფადიკოს იპოვნიდნენ და ვახშმად დასხდებოდნენ. ნავახ-
შმევს ერთ მათგანს დაეძინებოდა, მეორე კი ფადიკოს მიუწვებოდა და ეალერსებოდა. ამ დროს პირ-
ველი იღვიძებდა, დაინახავდა, რომ მისი ამხანაგი ფადიკოს ეალერსებოდა, წამოხტებოდა, ხმალზე
ხელს გაიკრავდა, ამხანაგს დაჭრიდა და ფადიკოს გაიტაცებდა. ქალი ეწინააღმდეგებოდა, არ მიჰყვე-
ბოდა, თან გაიძახოდა - „ის შენზე მეტად მიყვარსო”. იგი კი ფადიკოს ეხვეწებოდა: „მე წამომყევი, მას-
ზე უკეთესი ვარო”, თან ქრთამსაც ჰპირდებოდა. ბოლოს ქალი დათანხმდებოდა და მიჰყვებოდა. უნ-
და აღინიშნოს, რომ ფადიკო, საქორწინო ცერემონიალების გარდა, შუამთობაზეც სრულდებოდა, რო-
მელიც სამეურნეო დოვლათის, ნაყოფიერების, სიუხვის, შვილიერება-გამრავლებისათვის გამართუ-
ლი რელიგიურ-საკულტო ხასიათის დღესასწაული იყო. ფადიკოს შესრულების სხვადასხვა ვარიან-
ტი იყო ცნობილი, მაგრამ მისი სიუჟეტური ქარგა და აზრობრივი დატვირთვა ყველგან ერთნაირი
იყო. ფადიკოს „ნაჲ-ნაჲ ნინაჲნასა” და „ქალების ხორომსაც” ეძახდნენ. ეს ცეკვა ბერიკაობის ნაირსახე-
ობას წარმოადგენდა და აჭარულ მუსიკალურ მელოდიაზე სრულდებოდა, რომელშიც ქალებიცა და
კაცებიც იყვნენ ჩართულნი. მიუხედავად უძველესი წარმოშობისა და განსხვავებული ფუნქციისა,
იგი აჭარაში მაინც ტრადიციულ საქორწილო რიტუალთან იყო დაკავშირებული. ფადიკო დღეისათ-
ვის აჭარაში ცეკვის სახეობადაა შემორჩენილი - „სამასხარო ცეკვაა, სამობაა”. იგი დროთა განმავლო-
ბაში, ძირითადად, ქორწილსა და ლხინში შესასრულებელ ცეკვად, გასართობ სანახაობად იქცა, მაგ-
რამ მასში ბერიკაობა-ყეენობის იდენტური ელემენტების არსებობა, ფუნქციურად მსგავსი პერსონა-

541
ჟები, საკრალური ქორწინებისა და სქესთა ურთიერთობის იმიტაცია, პრეტენდენტთა ორთაბრძოლა,
ფადიკოს გატაცება, „მეფის” მიძინება-გაღვიძება ადასტურებს, რომ ფადიკო აჭარაში ფრაგმენტული
და რელიქტური სახით შემორჩენილი ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი უძველესი მის-
ტერიის გადმონაშთი უნდა იყოს, რომელიც ქართველი ხალხის წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს
ასახავდა და ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფას უკავშირდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1935:32-33; 1971:53; ჯანელიძე, 1948:109-110; მსხალაძე, 1965:48;
ლაზიშვილი, 2009:497-501; ლომთათიძე, 2017.

faTali navi - სარფსა და მის მიმდებარე ადგილებში ადრე მომცრო საზღვაო ნავებს ამზადებ-
დნენ, რომლებიც „ფათალია ნავის” სახელით იყო ცნობილი. ასეთი ნავების მშენებლობაში მეტალის
სამაგრეებს არ ხმარობდნენ. ყველაზე გავრცელებული საზღვაო ტრანსპორტი აფრიანი ფელუკა იყო.
პატარა თუ დიდი მოცულობის საზღვაო ნავები თითქმის ყველა სარფელს ჰქონდა. საერთოდ, საზღვაო
ნავების მშენებლობით ლაზეთში რიზე, ხოფა და სურმენე გამოირჩეოდა. ყველაზე მეტი ნავი რიზეში
შენდებოდა.
ლიტ.: ჩელები, 1971:95; მურიე, 1962:14, 23; კახიძე, 1987:44, 57; 1990:66; 2009:411-416;
ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:27, 74; კუტალეიშვილი, 1979; 1981:25, 95; 1987:90;
ბერაძე, 1981:25, 27, 85; 1987; 1990:6; ინაიშვილი, 1971:61, 81;
დავითაძე, 1983:49-50; უზუნაძე, 1988:88, 58.

faTiko - იხ.: ფადიკო.

faTxeba - თორის ორნამენტი (ფათხი - ხშირტოტებიანი, პატარა ხე ანდა ტოტი).


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

falaya - თაფლით სავსე ფიჭა, ფიჭიანი, გამოუწურავი თაფლი, გოლეული.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:340; ჯაჯანიძე, 1961.

falayeba - წინდის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

faldumi - უნაგირის შემადგენელი ელემენტი, ტყავის ლენტი, რომელიც ცხენს მუცელზე


ჰქონდა შემოჭერილი. ფალდუმით უნაგირი ცხენის ზურგზე მჭიდროდ იყო დამაგრებული. ფალდუ-
მი აბზინდით იკვრებოდა. მისი ორივე ბოლო უნაგირის კეხზე მაგრდებოდა. ხშირ შემთხვევაში, გან-
საკუთრებით ტვირთის გადატანის შემთხვევაში უნაგირს ორი ფალდუმი უკეთდებოდა: წინა და უკ-
ანა. წინა ფალდუმი ცხენის მუცლის წინა მხარეს, ხოლო მეორე მუცლის უკანა მხარეს უკეთდებოდა.
ასეთ შემთხვევაში ცხენზე აკიდებული ტვირთი აღმართსა თუ დაღმართშიც ცხენის ზურგზე საიმ-
ედოდ იყო დამაგრებული. სულხან-საბა ორბელიანთან „პალდუმი - ჯორით საბარკლე”-ს ნიშნავდა.

fantala - მატყლის ფთილა, ფანტელა: „დავჩეჩვიდი, ფანტელები კეთდებოდა და ორ-ორს და-


ვაწყობდით’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.
542
fara - ფული.

faranjula - იხ.: ნადური.

farda - ტრადიციულ აჭარულ სახლში სარკმელზე ჩამოფარებული მოქარგული ნაჭერი. ფარ-


დას, ასევე სახლის შუადერეფანში ანდა ოთახებში კედლებზე გრძლად გაჭიმულ მოქარგულ ნაჭერ-
საც უწოდებდნენ, რომლის შიგნითაც ტანისამოსი იყო ჩამოკიდებული.

543
fartena - მატყლის ფთილა. გაჩეჩილი და დასართავად გამზადებული მცირე ზომის მატყლი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

fartneba - წინდის ორნამენტის სახე.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:141.

farfa - კვირისთავი: „ხერტალზე. ფარფა აქ ჩამოდებული’’.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:142.

farCxati - მეჩხერი, შორ-შორ წყობილი საქსოვი დაზგის სავარცხლის კბილები: „სავარცხალი


თუ ფერჩხატია, ნაქსოვიც ფერჩხატი იქნება... ფარჩხატი ცუდი ნაქსოვია’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:142.

farcxi - 1. ხისაგან მოწნული მიწის გასაფხვიერებელი იარაღი, დაახლოებით 140-160 სანტი-


მეტრი ზომისა. მას ყანის მოხვნის შემდეგ დარჩენილი ბელტების დასაფშვნელად იყენებდნენ. ფარ-
ცხში ცხენს შეაბამდნენ, ხოლო უშუალოდ ფარცხზე, სიმძიმის მიზნით, მძიმე ქვებს დააწყობდნენ ან-
და ფარცხზე ერთი კაცი ჯდებოდა; 2. საწნახელის საჭაჭე ნაწილზე, ძირში მოსარგები დახვრეტილი
ფიცარი თუ წკნელით მოქსოვილი ფარცხი, რომელიც ჭაჭას აკავებდა და წვენს ატარებდა. საწნახელ-
ზე სარნის ამოჭრის დროს ფარცხის მოსარგებ პირს სპეციალურად ტოვედნენ; 3. წინდის ნაწილი სა-
თითედან საქუსლემდე: „ორჯერ ნამატს ვქსოვთ. ნამატის მერე – სწორეთ ... მერე – ფარცხს...”; „წინდა
ქუსლთან მისლამდე ფარცხია’’.
ლიტ.: დავითაძე, 1974:19; ნოღაიდელი, 2017:142

544
ფარცხი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

545
fata - პატარძლის თავსაფარი.

fafa - პურის ფქვილის ფაფა. მზადდებოდა პურის ფქვილის მო-


შუშების გზით. თეფშზე დარიგებულ ფაფას შუაზე მცირედ ჩააღრმა-
ვებდნენ და მასში იაღს ჩაასხამდნენ. ამგვარ ფაფას ოჯახში ახალი წევ-
რის დაბადების აღსანიშნავად ამზადებდნენ და მეზობლებსაც მოიწ-
ვევდნენ. ვაჟიშვილის დაბადების შემთხვევაში „ბიჭის ფაფას”, ხოლო
ქალიშვილის შემთხვევაში „გოგოს ფაფას” აკეთებდნენ. მიაჩნდათ, რომ
ბავშვი დამსუყებული - დანაყრებული, მაძღარი იქნებოდა, სიხარბეს
არ გამოიჩენდა და თვალი სხვისი სუფრისაკენ არ გაექცეოდა.

faSari matyli - დედალი ცხვირ მატყლი: „ფაშარი მატყლი უფრო დედა ცხვარსა აქვს. შიშა-
ქის - ბატკნის მოგებამდე დედა ცხვრის კარგი მატყლიც კარგი იყო“
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:25.

faSaWreli - თორში ჩაქსოვილი მრგვალი ფორმის სახე.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:142.

faCuCi - პატარა ბავშვის დაბალყელიანი წინდა, რომელსაც ყელის არეში შესაკვრელად მსხვი-
ლი ძაფი ჰქონდა შემოვლებული.

546
facaxi matyli - უხეში, უხარისხო მატყლი: „ზოგ ცხვარს ფაცახი მატყლი აქ’’. იგივეა, რაც
ფახაწი მატყლი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:142.

facia - ახალგაზრდა გასათხოვარი გოგო. თედო სახოკია: „...ფაციებიც (გასათხოვარი ქალები)


დაყვებოდა და ძველ ქილისებს ეძებდა და ხატავდაო”.
ლიტ.: სახოკია, 1985:175.

faxangari - ძველი, უვარგისი ჭურჭელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:159.

faxawi matyli - უხეში, უხარისხო მატყლი: „ფახაწი მატყლი თუ იყო, ლოგინში ჩავყრი-
დით’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:142.

faxiri - სპილენძი.

faxiris WurWeli - სპილენძის ჭურჭელი, მაგალითად, ფახრაჯა, კარდალი, ქვაბქოთანა, გუ-


გუმი, ბადია - თეფში, უსკურა - ფეხიანი თეფში, ქვაბქოთანა, სუზგი და სხვა მისთანანი.

faxrawa matyli - იგივეა, რაც ფახაწი მატყლი. ხალხური გამოცდილება განასხვავებდა გრ-
ძელ და მრგვალდუმიან ცხვარს, რომელთაც მატყლი განსხვავებული ჰქონდათ. მრგვალდუმიანს
„ბილი და მოკლე ბეწვი” – ლინგი, სუფთა ბეწვი ჰქონდა, გრძელდუმიანს კი – მსხვილი, ხოშორი, ფა-
შარი, ფახაცი. ასეთ მატყლს ეძახდნენ ფახრაწას: „ფახრაწაჲ წვერი აქვსო”, – ამბობდნენ. მრგვალდუ-
მიანი ცხვრის მატყლს ნაკლები გამძლეობა ჰქონდა. „ნამეტარი ფახრაწაჲც თუა”, არც ისაა კარგი. ამ-
იტომ ხშირად ფახრაწასა და ლინგ მატყლს ერთმანეთში ურევდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:25, კობერიძე, 2011:159.

faxraja - თურქულად bakrac. სპილენძის სახელუ-


რიანი ჭურჭელი, ქოთნისებური. როცა ღია ცეცხლზე ჯაჭ-
ვით სხვა ჭურჭელი იყო ჩამოკიდებული, მაშინ იგი ღია
ცეცხლზე გვერდიდან მიდგმით კერძის მოსამზადებლად
გამოიყენებოდა.
ლიტ: აჭარული დიალექტის... 1990, 13-14.

547
fedevra - საქსოვი დაზგის ნაწილი, საბეჭდავი ფირფიტა: „ლაფიტის გარდა კიდევ არის ფე-
დევრა – ფირფიტა. იმით დუჯახუნებენ და მეიქსოვება’’. იხ.: ყავარი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:142.

feini - „გურულები ამბობენ, ბახვის-წყალში აჭარლები ფეინსა ყრიან და კალმახს იმით აძღობე-
ნო”.
ლიტ.: სახოკია, 1985:157.

feiniri - ყველი. რძეს ოდნავ შეათბობდნენ, შემდეგ მაიას - კვეთს ჩაასხამდნენ, ჭურჭელს თავს
დაუცობდნენ და თბილად შეფუთავდნენ. ერთი საათის შემდეგ შეამოწმებდნენ. თუ იგი შემდგარი
იქნებოდა, შეათბობდნენ, სპილენძის ანდა ფაიფურის თასში გადაიტანდნენ, წვენს გადაუწურავდნენ
და მარილს მოაყრიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:151.

felamuSi - ყურძნის ფაფა. ფელამუში ყურძნის ტკბილი წვენისა და მასში გახსნილი ფქვილის
საშუალებით მზადდებოდა. ყურძნის წვენს აადუღებდნენ, ქაფს მოხდიდნენ, გააცივებდნენ, სიმინ-
დის ფქვილს ჩააყრიდნენ და დაშუშებამდე ხის ლაფერის ანდა კოვზის შეუჩერებელი მორევით აად-
უღებდნენ. შემდეგ ჯამებზე დაასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:158.

feluka - მომცრო ნავი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:343.

fenera - კაკლის მთლიანი გულისაგან დამზადებული ჯანჯუხას კონა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:343.

fenjera - სარკმელი. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს სარკმლის ადგილებს წინა-


წარ ითვალისწინებდნენ და ღიობის სახით ტოვებდნენ. შემდგომ ღიობში გამოადგამდნენ ფანჯრის
ბოყვებს, რაზეც ფანჯრები ანჯამებით – „პეტლებით” იყო ჩამოკიდებული. ფანჯარა საცხოვრებელ-
თან და გარემო პირობებთან შესაბამისობაში დიდი და პატარა იყო. განსაკუთრებით მცირე ზომის
სარკმლის ღიობები ალპური ზონის სახლებისათვის იყო დამახასიათებელი, რაც ძირითადად უს-
აფრთხოების მიზნითაა ახსნილი. არსებობს გადმოცემები, როცა კაცი სარკმელში შემძვრალა და ქა-
ლი გაუტაცნია. ასეთ კაცს მურსალი ერქვა. ამიტომ, სარკმლების ვიწრო ზომაც ამით აიხსნება.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პატარა სარკმელი ოთახში სითბოს შენარჩუნებასაც ხელს
უწყობდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:343; მასალები... 1976:418.

548
ferda - საგაზაფხულო და საშემოდგომო საძოვარი, ყიშლა, ადგილი, სადაც სეზონური სახლები
იგებოდა და პირუტყვი იაილებში დაბინავებამდე აკლიმატიზაციის მიზნით აჰყავდათ, ბარისა და
იაილებს შორის არსებული დასახლება. ფერდა ხშირად საახოე სისტემასთან იყო დაკავშირებული,
შესაბამისად, ახოს აღება და დამხმარე სამეურნეო ბაზების მოწყობა ყიშლური მეურნეობის წარმოქ-
ნით სრულდებოდა. იგი დასახლების ფორმათა ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
აქედან გამომდინარე, ფერდა, როგორც კლიმატურ-სეზონური ერთ-ერთი სახის ალპური ზონის სა-
ზაფხულო საძოვარი, საგაზაფხულო-საშემოდგომო საძოვრისაგან განსხვავდებოდა. იგი ხშირად სო-
ფელს შეერთებია ანდა მის ერთ-ერთ უბნადაც ქცეულა.
ლიტ.: მგელაძე, 1960:112; 2004; გამყრელიძე, 1973:34.

fergeli - სახელოსნო ინსტრუმენტი, ფარგალი. რისამე, ძირითადად, ხის ზედაპირზე სასურ-


ველი ხაზის გასავლები, საჭირო ზომის მოსანიშნი. იხ.: ჰედდე და საფხაჭნია.
ლიტ: მიქელაძე, 1978:112.

feri - დემონი, ჯადოქარი, უჩინარი არსება.


ლიტ>: ჯაჯანიძე, 1961; მგელაძე, 2000.

ferso - ურმის ბორბლის შემადგენელი გარეთა ნაწილი, წრიული ფორმის დეტალი. ბორბლის
დიამეტრის თანმხვედრი ხის რკალი. ოთხი ფერსო ერთ ბორბალს ქმნიდა. ფერსოებს გამჭოლი ნახ-
ვრეტი უკეთდებოდა და მათი საშუალებით სოლებსა და ბორბლის მორგვთან იყო დამაგრებული.
ფერსო ბუნებრივად მოხრილი ლეკის ხისაგან მზადდებოდა, რომელიც სპეციალურად შედგენილ
ბორბლის თარგის მიხედვით მუშავდებოდა. ფერსოებით შედგენილ ბორბალზე გარედან შემოკრუ-
ლი იყო რკინის სალტე, რომელიც ბორბლის ფერსოებს კრავდა და იმავდროულად გაცვეთისაგან იც-
ავდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:204-205; ჯაჯანიძე, 1961; დავითაძე, 1972:84;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011; ჯავახური... 2014:22.

fercvaloba - ქრისტიანული ფერიცვალების ხალხური ვარიანტი.


ლიტ. ნოღაიდელი, 1971:136.

fercxali - ნეკნი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:43.

ferxisa - ცეკვა, რომელიც საოჯახო დღესასწაულის დროს, შვილის დაბადებისას, ძეობაზე მო-
ნაწილეები ერთმანეთის პირისპირ ასრულებდნენ. ფერხულის მონაწილენი ორ მწკრივად ერთმანე-
თის პირისპირ გაწყობილი ფერხულს ცეკვავდნენ და საძეობო ლექს-სიმღერებს მღეროდნენ, რომელ-
თა შორის „მზე შინაც” იგულისხმებოდა. ამის მანიშნებელი იყო გამოთქმა: „დაჰპატიჟებენ მზესა-და”,
რომელსაც მელოგინე ქალის საწოლ ოთახში შესვლისას მღეროდნენ.
ლიტ.: მსხალაძე, 1965:37, 50-51.

549
ferxuli - იხ.: ფერხისა.

fesvnari - ფესვიანი ადგილი, მიწის ნაკვეთი, სადაც ხშირი ფესვია და დასამუშავებლად ძნე-
ლია.
ლიტ.: კობერიძძე, 2011:33-34.

fesi - მამაკაცისა და ქალის თავსაბურავი: 1. ფესი მამაკაცის თავსაბურავი, წაკვეთილი კონუსის


ფორმის მრგვალი და მყარი ქუდი იყო, რომელსაც ზემოდან შავი ფერის ძაფებით შეკრული და გვერ-
დზე გადმოშვებული ფუსკული ჰქონდა დამაგრებული. ამ სახის ფესი გავრცელებული იყო ოსმალე-
თის იმპერიაში, როგორც საერო სამსახურში მყოფ პირთა სავალდებულო თავსაბურავი. აჭარაშიც ფე-
სი ოსმალთა დროიდან გავრცელდა; 2. ფესი შალის ძაფისაგან წინდის ჩხირებით ნაქსოვი და ირ-
გვლივ მონეტებით იყო შემკული. ქალის ნახევარსფეროს ფორმის ფესი ნაჭრისაგან იყო შეკერილი.
იგი ლეჩაქის შიგნით სახმარი იყო. მას გათხოვილი ქალები ატარებდნენ და, იშვიათად, მაგრამ მაინც,
აჭარელი ქალის თავსაბურავიც ყოფილა. ფესს შიგნით ზოგჯერ პატარა ბალიშის ფორმის ბამბის ანდა
მატყლის ფენასაც დაუდებდნენ, რომელიც მას ჩაზნექისაგან იცავდა და სიმაღლესაც მატებდა. ფესი
წინდის საქსოვი ჩხირებით შალის ძაფისაგან იქსოვებოდა. ორივე მხარეს ღილები ჰქონდა მიმაგრე-
ბული, რაზეც ყბაზე დასამაგრებელი ზონარი მაგრდებოდა. გავრცელებული იყო ძვირფასი მაუდის
ქსოვილისაგან შეკერილი ფესიც, შემკული მონეტების ერთგვარი კომპოზიციით, რომელიც აჭარაში
მზა სახით შემოჰქონდათ. ნახევარსფეროს მსგავს ამ ქუდს გვერდებზე საყბეურად სახელდებულ შავი
მძივების ასხმულას მიამაგრებდნენ, რომელიც ქალს ყბაზე ჰქონდა შემოხვეული. აჭარაში ფესი საგან-
გებო თმის ვარცხნილობას, კერძოდ, ნაწნავებისა და კულულების თავისებურ წყობასაც მოითხოვდა.
ამ სახის ფესს გვერდებზე, ყბაზე შემოსახვევად შავი მძივების ასხმა ამშვენებდა. XIX საუკუნის 60-
იანი წლებისთვის აჭარელმა ქალებმა ჩადრქვეშ ფესის ტარება მიატოვენ. ფესმა ვერ შეძლო ხმარები-
დან გაედევნა ქართული თავსაბურავი - ლეჩაქი. თედო სახოკია: „...თავზე ყაბალახი აქვს შემობლან-
დული, ზოგს ფესიცა ხურავს”.
ლიტ.: ჭიჭინაძე, 1913:118; სახოკია, 1985:145-146; ჭაბაშვილი, 1989:146; სამსონია, 2005:109;
ქართული მატერიალური კულტურის... 2009.

fesi TefeluRi - ლეჩაქის შიგნით სახმარი


ნახევარსფეროს ფორმის ქუდი, რომელსაც მხოლოდ
გათხოვილი ქალი ატარებდა. იგი წინდის საქსოვი
ჩხირებით შალის ძაფისაგან იქსოვებოდა. ორივე მხა-
რეს ღილები ჰქონდა მიმაგრებული, რაზეც ყბაზე ას-
აკვრელი ზონარი მაგრდებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:429.

550
ფესი-თეფელუღი
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

551
აჭარელი ქალი ფეშტემალით
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მინის ნეგატივი)

552
მემორიალური კულტურის ნიმუშები:
ორნამენტირებული სტელები, ანთროპომორფული – სარუღიანი და ფესიანი ქვები

553
feStemali - წინსაფარი, ქალის კაბის ზემოდან სატა-
რებელი, წელსქვევით შემოსახვევი, რომელიც კაბის მთელ
ქვედა ტანს, წინა მხარეს და გვერდებს ფარავდა. ამით იგი
სხვა ხალხთა ანალოგიური წინსაფარისაგან განსხვავდებო-
და. წინსაფარს, „ფეშტემალს ხუთი ადლი შალი უნდოდა”.
მას ტანსაცმლის გარედან, წელზე შემოირტყამდნენ ხოლმე.
ფეშტემალს დიასახლისები კაბა რომ არ დასვროდათ, შინა
საქმიანობის დროს იყენებდნენ, ასევე, მას ყანის მთესავები
შემოიხვევდნენ, იგი მარცვლეულის აღების დროსაც ხმარე-
ბაში იყო. საერთოდ, ფეშტემალი, როგორც საშინაო, ისე სა-
გარეო - სანამუსო სახით წელიწადის ყველა დროს ქალის
ტანსაცმლის განუყრელ ელემენტს წარმოადგენდა. იგი აჭ-
არელი ქალის სამოსის კომპლექტს ორგანულად ისე იყო
შერწყმული, რომ მანდილოსნის გასვლა გარეთ ამ წინსაფ-
რის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო, სირცხვილად ით-
ვლებოდა. ფეშტემალი შინნაქსოვი შალის ნაზი ქსოვილისა-
გან, ასევე, ფაბრიკული შავი ატლასისაგან იკერებოდა. ზემო აჭარაში მას ქალებთან ერთად გოგონებიც
ატარებდნენ. წელზე შესაკვრელად ფეშტემალს შავი, მწვანე, ვარდისფერი და თეთრი ძაფის ნარევისა-
გან დამზადებული ზონარი უკეთდებოდა, რომელსაც ბაღი ეწოდებოდა. მზადდებოდა სადედოფლო
ფეშტემალებიც. სადედოფლო ფეშტემალი საგულდაგულოდ კეთდებოდა და გამორჩეული სილამა-
ზითა და ხარისხით ხასიათდებოდა. სხვადასხვა საოჯახო თუ მინდვრის სამუშაოების დროს ფეშტე-
მალი წვრილმანი საგნების გადასატანი კალათის, ასევე, ზოგჯერ, ხელსახოცისა და პირსახოცის ფუნ-
ქციასაც ასრულებდა. აჭარის გარდა ფეშტემალი ტაო-კლარჯეთისა და მუჰაჯირი ქართველების მო-
სახლეობის ყოფაში იყო გავრცელებული. მას ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში: სამცხე-ჯავახეთში,
გურიაში, იმერეთში, ქართლ-კახეთში, ფშავშიც იცმევდნენ. ფშავში სამოსის ეს ელემენტი - ფასტამა-
ლი, მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით იყო შემკული. თედო სახოკია: „ალისფერ ჩითის
განიერ ტოტებიანი შეიდიში პერანგს ქვემოთ დასთრევდა, ფეშტამალი, ძალზედ მოსვრილი წვირითა,
გრძლად ჩამოშლოდა”.
ლიტ.: სახოკია, 1985:144; ჯავახიშვილი, 1983; ნიჟარაძე, 1971:344; ბეზარაშვილი, 1971;
სამსონია, 2005:78; ნეიმანი, 1978; ჯავახური... 2014; ნოღაიდელი, 2017:142.

feSxumi - მრგვალი, უფეხო, ზოგჯერ ფეხიანი, დაბალ ფე-


ხებზე გამართული მაგიდა, პატარა დაბალი სუფრა, უმთავრე-
სად, სამფიცრიანი. მას სექვზე - გრძელ ტახტზე დგამდნენ, ოჯ-
ახის წევრები გარშემო შემოუსხდებოდნენ და სადილობდნენ.
ოჯახში იყო სამი, ოთხი, ხუთი ფეშხუმი. მისი რაოდენობა და-
მოკიდებული იყო ოჯახის წევრთა სიმრავლეზე. ასეთი ტიპის
მაგიდა საქართველოში ყველგან იყო გავრცელებული. სულხან-
საბა ორბელიანთან – „თეფში”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:358; სახოკია, 1985:150; ნოღაიდელი, 1971:43; ნიჟარაძე, 1971;
დავითაძე, 1974:63-64; კობერიძე, 2011:48; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.
554
feCa - ქალის პირისახეზე ჩამოსაფარებელი აბრეშუმის ქსოვილი, რიდე, პირბადე. თედო სახო-
კია: „ქალებს თავზე შემოკრული აქვთ თავის ჩითივით იზმა, ზემოთ თავის გარშემო ლეჩაქი, რომ-
ლის ერთი ყური წელზეა გადაშვებული, წინ სახეზე შემოკრული აქვთ სინათლის სანახავად თხელი
მანდილი, - ფეჩა. ყველა ამის გარეშე გადაფარებული აქვს თეთრი ჩადრი თავის დასამალავად”. იხ.:
ჩათხი.

feCe - იხ.: ფეჩა.

fexbilaჲ - თამაში, რიკ-ტაფელას ერთ-ერთი სახე.


ლიტ.: ნოღაიდელი... ნიჟარაძე, 1971:344.

fexeCo - იხ.: თოხეჩო.

fexkavSaჲ - ფეხზე შავი ნიშნის მქონე საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

fexnaqcevi - ქორწილიდან რამდენიმე დღეში სიძის სიმამრის ოჯახში სტუმრობა: 1. სასიძოს


დანიშნულის ოჯახში წვეულებით მეორედ მისვლა; 2. გათხოვილი ქალის მამისეულ ოჯახში გათხო-
ვებიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ პირველად მისვლა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:345; აჭარული დიალექტის... 1978:22.

fexis tari - ნართის შესაგრეხი მოზრდილი თითითტარი, რომელსაც ფეხის გულებით ატრი-
ალებდნენ და ძაფს გრეხდნენ: „ძაფს დავძახავდით ტარზე. არის ხელის ტარი და ფეხის ტარი”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:143.

fexnaqcevoba - იხ.: ფეხნაქცევი.

fTila – იხ.: ფარტენა.

fiadora - დაავადება, ყელზე, ღაბაბის მსგავსად, ერთგვარი სიმსივნური გამონაზარდი.


ლიტ.: სახოკია, 1985:175.

555
fiTili - ბამბის ძაფით ნაქსოვი, ვიწრო და სქელი, დაახლოებით 3 მმ. სისქის ლენტი. ამაგრებ-
დნენ ლამპის სპეციალურ ბუდეში. ფითილი ნავთს იწოვს და ასანთით შესაძლებელი ხდება ლამპის
განათება. ძველად ხელით ამზადებდნენ, ხოლო ინდუსტრიული ეპოქის პირობებში ქარხნულად
მზადდებოდა.

fiTre - მუსლიმანური ფულადი გამოსაღები, შეწირულობა, რომელსაც მორწმუნეთა ოჯახი


მარხვის დღესასწაულთან დაკავშირებით იხდიდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:345.

fiTre bairami - მარხვის დღესასწაული. იხ.: ბაირამი.

fila - ხის როდინი, გავრცელებული იყო სახელური-


ანი და უსახელური, გვხვდებოდა დიდი და პატარა ზომის.
პატარა ფილა, ძირითადად, საოჯახო-სამზარეულო დანიშ-
ნულებით გამოიყენებოდა, კერძის შესანელებელი მწვანილი-
სა თუ სხვა სახის „სურნელის” დასანაყად. დიდი ზომის ფი-
ლები მარცვლეულის დასაცეხვად გამოიყენებოდა
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი... 2009:389.

556
filavi - ფლავი, ცივ წყალში მოხარშული ბრინჯი, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ზემოდან
დამწვარ ერბოს მოასხამდნენ. კერძის დამზადების შემდეგ სუფრაზე ფლავთან ერთად შაქარი, თაფ-
ლი, ნაღები, მაწონი და კომპოტი გაჰქონდათ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:137.

filinTa - სანადირო თოფი. თურქულად filinta.


ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

filiji - თამბაქოს თავის გადანატეხი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

fini - შენობის იატაკი, გაშალაშინებული ფიცრული იატაკი.


ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:100; ნიჟარაძე, 1971: 346; ქართული ეთნოლოგიური... 2009:390.

finTi - გველი - იხ.: უხსენებელი.

fintila - მატყლის ფთილა: „დავთაკრვიდი ფინტილას“.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:143.

fiora - კანაფის ანდა სელის უკვე გახდილი, საძაფე ღერო: „ერთ ნასკვში 35-40 ფიორა შედი-
ოდა“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:143.

firali - ხელისუფლებაზე განაწყენებული, დაპირისპირებული პირი, რომელიც კონსპირაცი-


ულ ცხოვრებას ეწეოდა და ტყეს აფარებდა თავს. თედო სახოკია: „...ოთხმა ჩასაფრებულმა ფირალმა
შესძახა, - სილაღი (იარაღი) დასტოვეთო! ... ფირალებს და მქუცავებს რუსის მთავრობა ფიცხად
სჯის”.
ლიტ.: სახოკია, 1985:166, 193; მგელაძე, 1960:111.

firfita - 1. დართული ძაფის დასახვევი, გვერდებშეზნექილი პატარა, ხის თხელი ნაჭერი:


„ლანდს ფირფიტაზე მუახოვდით. 2. ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ნაქსოვის დასაბეჭად გამოყენე-
ბული ხის თხელი ნაჭერი: „გაატარებენ ძაფებში მისაქსველს და ფირფიტით დაბეჭდავენ’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:143.

fiSmani - ფიქრი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1961.

fiSto - მოგრძო ლულის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი, დამბაჩა. თურქულად pistov, ხოლო
იტალიურად pistol.
ლიტ.: კობერიძე, 2011:161.

557
fici - სიმართლის დადასტურების ანდა დამნაშავის გამოვლენის წესი. სათემო მოედანზე, სა-
დაც საკულტო ნაგებობაც იდგა, ფიცის დადება ხდებოდა. თუ ეჭვმიტანილი პირი დანაშაულში მო-
ნაწილეობას უარყოფდა, იგი დაზარალებულს აიძულებდა მორწმუნე პირისათვის მიემართა. ეჭვმი-
ტანილს თემის წევრების თანდასწრებით აფიცებდნენ. ფიცის აღსრულება ყველასათვის სავალდებუ-
ლო აქტი იყო. თუ თემის რომელიმე წევრმა იცოდა სიმართლე, მას ღვთის შიშით ვერ დამალავდა. აჭ-
არაში ფიცის სხვადასხვა წესი არსებობდა, მაგალითად, მჭადზე ხელის დადება აჭარაში დაფიცების
ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა. მჭადზე დაფიცება უტყუარი სიმართლის გამომხატველობის ამ-
სახველი ჩვეულება იყო, რომელიც გამოითქმებოდა „დაიკავე მჭადი ხელშის” სახით. ცნობილი იყო
პურზე დაფიცების წესიც. დაფიცების ამგვარი ჩვეულება მხოლოდ აჭარისათვის არ იყო დამახასიათ-
ებელი. ტყუილ-მართალის გარკვევის მიზნით დაფიცება შუა საუკუნეების ქართული სამართლებრი-
ვი ძეგლებიდანაც კარგად იყო ცნობილი. ძველ საქართველოში მოფიცრის როლში ნათესავები, უპირ-
ატესად, სახლიკაცები გამოდიოდნენ. გურიაში, სურების ხეობის სოფელ შუა სურებში გამოსატეხ
დამნაშავეს მღვდელი ლომისკარელის ეკლესიაში დასვენებულ ხატზე, ე. წ. „პაპაჯვარზე” აფიცებდა.
მელქისედეკ გოგიტაძის (გოგიტიძის) მონათხრობით, სოფელ ნოღაში ვინმეს დანაშაულს თუ მიუხ-
ვდებოდნენ, დაზარალებულის ახლო ნათესავები ეკლესიაში, ხატთან ახლოს, ხეზე ლურსმანს მიაჭ-
ედებდნენ, რის შემდეგაც დამნაშავე „ჯავრით” უნდა მომკვდარიყო. „გადაცემა” საქართველოს სხვა
კუთხეებშიც იცოდნენ. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ხანდოს თემში დამოწ-
მებულია შეკრების ადგილი ე. წ. საფიცარი, სადაც ეჭვმიტანილებს აფიცებდნენ. სალოცავების შიშით
საფიცართან სიცრუეს ერიდებოდნენ, მაგრამ ეჭვმიტანილი თუ მაინც ტყუილს იტყოდა და დაზარა-
ლებულები შეამჩნევდნენ, მაშინ მას ხარს დააკვლევინებდნენ. ოსმალთა დროიდან გავრცელებული
იყო, ასევე, ყურანზე დაფიცება: „თუ არა ხარ მქნელი, ქითაბს დაადევი ხელიო”. დაფიცებისა და წყევ-
ლის ჩვეულებათა ციკლში ასევე ცნობილი იყო ე. წ. ბედვა და ამოყინვა. აჭარაში საზოგადოებრივი
თავყრილობის ადგილებში, განსაკუთრებით იქ, სადაც საკულტო ნაგებობა იდგა, ეჭვმიტანილის გა-
მოსატეხად „ბედვას” - საჯარო წყევლას მიმართავდნენ. თუ დამნაშავის ფიცი დაზარალებული მხა-
რის ნათესაურ ჯგუფს არ აკმაყოფილებდა, მაშინ ბედვა იწყებოდა. აჭარელთა წარმოდგენით „ნაბედ-
ვარი” პირი ვერ გაიხარებდა. სოფელ ხინოში ბედვას „ამოყინვას” ეძახდნენ. ამ დროს თემის ანდა
სოფლის ცენტრში, თავყრილობისათვის განკუთვნილ მოედანზე დამნაშავის გადაცემა ხდებოდა,
პროცესს სოფლის თავკაცები ხელმძღვანელობდნენ. „მოყინვება” შუა საუკუნეების სამხრეთ საქარ-
თველოში პატივის ახდას, სახელის გატეხვას, საქვეყნოდ შერცხვენას ნიშნავდა. ამდენად ხინოში „ამ-
ოყინვის” სახელწოდებით გამოვლენილი ჩვეულება შუა საუკუნეებში გავრცელებულ „მოყინვებას-
თან” ტიპოლოგიურ კავშირში იყო.
ლიტ.: მგელაძე; 1984:46-61; ნოღაიდელი, 1976:75.

fiwali - 1. ხის სამეურნეო ინვენტარი, რომელიც


მემინდვრეობის კულტურების - ნამჯეულობის, ჩალაბუ-
ლას, თივის და სხვა მისთანების შესაგროვებლად, ასაღებ-
ად და გადასაადგილებლად გამოიყენებოდა. აჭარაში, ძი-
რითადად, თივის დამზადების დროს ხმარობდნენ. შდრ.
მერული; 2. ნაქსოვის ორნამენტი
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ...2013:440;
ნოღაიდელი, 2017:143.
558
fijina - უდროოდ ხბოს მომგები ფური. იგივე ძირი ჩანს, რაც მეგრულ-ჭანურ ფუჯ’ში (ფ-უჯ –
ძროხა, ფური, ფურ-კამეჩი). ჭანურ-მეგრულში -ფუჯ’ი ფურ’ს შეესატყვისება. ზემოაჭარულში ამ სა-
ხელს ჭანურის, სვანურისა და აღმოსავლეთ კილოების მსგავსად წინანდელი მნიშვნელობა აქვს შე-
ნარჩუნებული.
ლიტ.: ჩიქობავა, 2008;93; კობერიძე, 2011:52.

flaxvai - მოშვებული, განიერი ტანისამოსი ანდა ფეხსამოსი: „კანტავრულა წინდა ფეხზე ზოვ-
ლი მოწყობილია, ფლახვაი არაა, არ ჩაგძრება”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:143-144.

foTliani vardis Wreli - თორში გამოყვანილი ორნამენტის სახე.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:144.

foToli - ფოთლის მსგავსი ორნამენტის სახე ნაქსოვსა თუ ნაქარგობაში: „მოქსოვდი თავ-


შლებს, ფოთლებს დაასხამდი“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:144.

fomfo naqsovi - მოშვებულად მოქსოვილი, როცა ძაფები ერთმანეთთან მჭიდროდ არაა მი-
სული: „გლახად, დუუტენავად თუ მოქსოვ, ფომფო ნაქსოვი იქნება”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:143-144.

forengi - თიხის მილისებური საკვამური. თიხის ფორენგს ძირში წყლის შემა-


კავებელი არშია გააჩნდა, რაც წყალს ქვემოთ არ უშვებდა და ამ გზით მილები დაცუ-
ლი იყო წვიმის წვეთებისაგან. მას ასევე ქუდი და ქუდის ქვეშ საკვამური არეები გააჩ-
ნდა.

forka kaba - კაბის ერთ-ერთი ტიპი აჭარაში, არშიებიანი კაბა, დატეხილი კაბის სახეცვლილი
ვარიანტი. სამი ნაწილისაგან: ზედატანი, ქვედატანი და სახელოებისაგან შედგებოდა. მისი წინა ნაწი-
ლი მხოლოდ მკერდის ზემოთ იყო გახსნილი და ღილებით იკვრებოდა. დატეხილი კაბის თარგის
ცვლილებამ და გამარტივებამ კაბის ტიპის შეცვლა გამოიწვია. ფორკა კაბა ბოლომდე ჩახსნილი აღარ
იყო. ამიტომ შესაბნევი ღილების რაოდენობა შემცირდა. იგი მხოლოდ მკერდის ზემოთ იყო შეხსნი-
ლი. ფორკა კაბის საქართველოს სხვა კუთხეების კაბებთან და, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსე-

559
ბულ სამოსებთან შედარება იმისი თქმის საშუალებას იძლევა, რომ მისი თარგი ფაქტობრივად ყვე-
ლასგან განსხვავებული იყო, თუმცა ზოგიერთი პარამეტრით ჩვენი ქვეყნის სამოსთან გარკვეული
სიახლოვე მაინც შეინიშნებოდა. ეს უპირველესად კაბის მოხმარების ფორმებსა და მისი გამოჭრა-შე-
კერვის წესებზე უნდა ითქვას.
ლიტ.: სამსონია, 2005:54–53; ქართული მატერიალური... 2011.

forcoxi - მაჩვი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

foCvi - ფოჩი: „კაცის თორს იქით-აქით გვერდებზე ფოჩვებს ვუკეთებდით”. იხ.: ფუსკული
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

focxi - თივის მოსაგროვებელი სამეურნეო იარაღი, რომელიც ხისაგან მზადდებოდა, შესდგე-


ბოდა თითების, ფოცხის ყდისა და ტარისაგან. მისი საშუალებით ჭალას ფოცხავდნენ. მოგროვებულ
თივას კი ზვინავდნენ.

560
ფოცხის დამზადება
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

561
focxaჲ - ნაქსოვის ორნამენტი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

focxiTiTaჲ - ნაქსოვის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

foxoxaჲ parki - დიდ ზომის აბრეშუმის პარკი: „იქნება ფოხოხაჲ პარკიც – ორი ყაჭი ერ პარ-
კს აკეთებს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.

fseli - შარდი. ასევე განმარტავს ამ სიტყვას სულხან-საბა ორბელიანიც. შარდის შეკრულობას


ხალხური მედიცინა შემდეგნაირად მკურნალობდა - 1. სიმინდის ქოჩორს მოხარშავდნენ და ნახარშს,
დაშაქრულ ანდა დაუშაქრავ წყალს ავადმყოფს დღეში სამჯერ ასმევდნენ; 2. ამავე მიზნით მაკიდოს -
ოხრახუშს იყენებდნენ, რომლის გაწურულ ნახარშს ავადმყოფს ჩაის ჭიქით დაალევინებდნენ. პრო-
ცედურა გარკვეული დროის განმავლობაში დღეში სამჯერ სრულდებოდა; 3. ავადმყოფს ყურძენს,
მსხალს, ბიასა და ხურმას აჭმევდნენ; 4. ქარვის განაფხეკს რძეში შეურევდნენ და ავადმოფს შეასმევ-
დნენ. პროცედურა დღეში სამჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში, სასურველ შედეგის მიღებამდე
სრულდებოდა; 5. მაყვალს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. მის ნახარშს ავადმყოფს ერთი ჩაის
ჭიქით დაალევინებდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებო-
და.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:363; აბაშიძე, კომახიძე, 1998.

funjuRi - აბრეშუმის ძაფის ფოჩი: „ბაღს (სარტყელს) სირმით ფუნჯუღებს მუაყოლებდით”.


თურქულად punçakç.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:145.

funjumela - იხ.: თაფლაწუა

furuni - ქურა. საცხობი და საშრობი ქვის კონსტრუქცია, ფურნეს, ფურუნს, ფურნეს კერამიკუ-
ლი ჭურჭლის გამოსაწვავ ქურასაც უწოდებდნენ. აჭარის, და არა მარტო აჭარის, ეთნოგრაფიულმა
ყოფამ ფურუნის სახით ბოლო დრომდე შემოინახა საცხობი საშუალება, ქვის კონსტრუქცია, რომე-
ლიც პურის ცხობის, სხვადასხვა სახის ხილის ჩირის დამზადების საშუალებას იძლეოდა. წარსულში
აჭარის მოსახლეობა მას ფართოდ იყენებდა. თანამედროვეობაში ზემო აჭარაში მას აღარ იყენებენ. აჭ-
არის შავიზღვისპირა ზოლში ფურუნით ბერძენი მოსახლეობა დღემდე სარგებლობს. მასში „პასკას”
აცხობენ და ჭყინტ სიმინდს ახმობენ.

562
„ფურუნ”, იგივე, ფურუნი (ფურნე)
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

563
კერამიკული ნაწარმის გამოსაწვავი ფურუნი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

564
furceli - ფოთოლი. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით „ფურცელი არს ხისა და ბალახის
ფოთოლი, ხოლო წიგნისა და ქაღალდისასაც ჰქვია, არამედ მათი მართალი სახელი კეფი და კაპატო-
ნი არს”. ზემოაჭარულს საბასეული სიტყვის მნიშვნელობა აქვს შემონახული.
ლიტ.: კობერიძე, 2011:48.

fuskuli - ფერადი ძაფებით ანდა მძივების ასხმით შედგენილი სამკაული, ფოჩვი. ფერად ძა-
ფებს თანაბარ ზომაზე დაჭრიდნენ და შუაზე მოკეცავდნენ. განაკეც ადგილზე ძაფს მაგრად შემოახ-
ვევდნენ, რომ არ დაშლილიყო. იგი ტანისამოსის შესამკობად გამოიყენებოდა. ცხენის აღკაზმულო-
ბის ფუნჯუღებს - ფუსკულებს ტყავის თასმებისაგან აკეთებდნენ.

fufuli - ნაიარევი და მომხმარე ადგილი ადამიანის სხეულზე. ხმელი მუწუკი. სულხან-საბა


ორბელიანით „ნერჩი – ქვედა კერძო”, „გართხმული მუწუკი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:363; ჯაჯანიძე, 1961.

fuSi - თიაქარი. მოსახლეობა წარსულში თვლიდა, რომ თიაქარს შელოცვებით განკურნავდა:


„იავო, თიაო, მკვახეო,/რას ბღვაი ხარსავითაო, რას ჭყივი ღორსივითაო, რასა ჭენობ ცხენსავითაო,/აგ-
ჭრი, დაგჭრი, დაგდებ უძრავ ქვასავითაო”. შელოცვა სამჯერ შებერვით სრულდებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:39.

fuSruki - მშრალი ყველი. სულხან-საბა ორბელიანი: „ფუშრუკი – ფქვილის შეჭამადი”. სიტყვამ


ზემოაჭარულში დროთა განმავლობაში მნიშვნელობა შეიცვალა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:48.

fuSturo yveli - ფჲშნილაჲ ყველი, ნორმაზე მეტად შემჟავებული, რომელიც „გადაბერებუ-


ლი” რძისგან მიიღებოდა. ეს ყველაზე მდარე ხარისხის ყველი იყო.
ლიტ.: სამსონია, 1986:82-83.

fuWi - სკის ფიჭა უთაფლოდ, ცარიელი ფიჭა.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

565
fuxara - ღარიბი. თედო სახოკია: „ფუხარა (ღარიბი) სოფლიერი (სოფლელი) გახლავარ”.

fSnilaჲ yveli - იხ.: ფუშტურო ყველი.


ლიტ.: ნოღაიდელი...

fxali - მხალი, საკვები მცენარე.

fxal-lobio - კეჟერა ფხალისა და კაკალი ლობიოს ნარევით მომზადებული კერძი. მხალსა


და ლობიოს ცალკ-ცალკე მოხარშავდნენ, ფხალს წყალს გამოუცვლიდნენ, კვლავ მოხარშავდნენ და
ცალკე ჭურჭელში შეინახავდნენ, ნიორნარევ მარილში ჩანაყილ ქინძსა და პილპილს ლობიოს წვენში
გახსნიდნენ და გალესავდნენ, ფხალ-ლობიოს დაასხამდნენ და წამოადუღებდნენ. საბოლოოდ ერ-
თმანეთში შერეულ კერძს ნიგვზით, ნიორით და სხვა სანელებლებით შეკაზმავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:125.

fxal-lobio xapiT - კერძი, რომელიც ისევე მზადდებოდა, როგორც ფხალ-ლობიო, მხო-


ლოდ კანგაცლილ გოგრას დაუმატებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:127.

„საქართველოს ჩაი”, მიწის დამუშავება ტრაქტორით


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

566
qada - ნამცხვარი, რომელსაც სხვადასხვაგვარად მომზადებულ ტკბილ გულსართს უკეთებდნენ.
აჭარაში ქადისათვის პურის ფქვილს ერბოში მოხალავდნენ, დანაყილ ნიგოზს შეურევდნენ, თაფლს
დაასხამდნენ და ერთი მეორეში აურევდნენ, მიღებულ ნაერთს წინასწარ გამზადებულ ფენებზე და-
აყრიდნენ. ასე რამდენიმე ფენას შეამზადებდნენ. ზემოდან ათქვლეფილ კვერცხის გულს მოუსვამ-
დნენ, გახურებულ კეცში ჩადებდნენ და შეწვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:154.

qaTmis ferxva - ტრადიციული წეს-ჩვეულება, რომელსაც ახალი წლის მეორე დღეს ასრუ-
ლებდნენ. 2 იანვარს ე. წ. „ქათმის ფერხვა” იმართებოდა. ამ დღეს, ადრე დილით, ოჯახის ერთ-ერთი
წევრი ქალი ანდა სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეული მფერხავი ქალი, ქათმის საკენკით ხელში,
საქათმის კარებთან მიდიოდა, ქათმებს კარს გაუღებდა და დალოცავდა: „ჯიჭი, ჯიჭი დედალაო,/ჯი-
ჭი, ჯიჭი მამალაო,/ასი მამალ, ასი დედალ,/ასი მისი მოჩხოროზი,/ზეით მიანეფერები,/ქვეით დადი-
ანებიო,/ყველა ამას გეხვეწებით,/შორეთ ნუ დეიარებიო,/ტყეში სურო, ზღვაში ქვიშა,/ღმერთო იმდე-
ნი ამრავლეო”. ამ სიტყვებზე მფერხავი საკენკის „კოთხოს” თავზე დაიმხობდა - „ქოჩორა ვარიები გა-
მოვაო”. მფერხავი, ჩვეულებრივ, ქალი უნდა ყოფილიყო. კაცის მოსვლას იბრძნიდნენ, რადგან მიაჩ-
ნდათ, რომ ამ შემთხვევაში წიწილებში ბევრი ყვინჩილა იქნებოდა, ქალის მფერხაობა კი ვარიების
სიმრავლეს ნიშნავდა. გარდა ამისა, ამ დღეს აჭარაში მრავალგვარ აკრძალვას იცავდნენ. ხალხური
რწმენით, ორ იანვარს სახლში „ფინჩხი არ უნდა დავარდნილიყო - „ქათამი კვერცხს გააწანწალებს,
ყოლიფერ ადგილზე დადებსო”, მფერხავი ანდა ოჯახის უფროსი დიასახლისი ქათამს თავზე საცერს
ჩამოაცმევდა - „კოკოტაჲ ქათმები გამუაო”. ამ დღეს, ასევე, მაკრატლის, დანის, ნემსის ხმარებას იბ-
რძნიდნენ - „ქათამი ნიკარტს დააცილებს ერთმანეთსო”, ცულს არ იხმარდნენ - „ხმაი აქ და ქათამი
იკარკალებსო”, ქათმის მფერხავს სკამზე - „ჯორკოზე” რომ დააჯენდნენ, იმ დღეს იმ სკამზე სხვისი
დაჯდომა აკრძალული იყო, სკამზე თოკს შემოახვევდნენ - „კრუხი შორს არ წავაო”. ასეთ პირობებში
ოთახის დაგვაც აკრძალული იყო - „ქათამი ყველაფერს დაჭეჭყავს ბოსტანშიო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1969:41;1971:123.

qaTmifexai - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

qaTmis fifina - ქათმის ხორცით მომზადებული კერძი. მოხარშულ ქათამს რბილ ნაწილებს
მოაცილებდნენ და ქათმის ნახარშ წვენში სიმინდის ფქვილთან და მარილნარევ ხახვთან ერთად წა-
მოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:140.

qaTmis wvniani Sorva - ქათმის ხორცით მომზადებული კერძი. წვრილად დაჭრილ და გა-
რეცხილ ქათმის ხორცს ცივ წყალში მოხარშავდნენ, შემდეგ დამწვარ ერბოში მოხრაკულ ფქვილს მა-
რილნარევ პილპილში დანაყილ ნიგოზთან ერთად წვენში გახსნიდნენ და ხორციან ჭურჭელში ჩაას-
ხამდნენ. ბოლოს ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოს დაამატებდნენ და წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:139.
567
qalamani - პირუტყვის სქელი ტყავისაგან დამ-
ზადებული მამაკაცისა და ქალის ფეხსამოსი. ამის-
ათვის ძირითადად ხარისა და ძროხის ტყავს იყენ-
ებდნენ. ქალამნის კერვას წინ უსწრებდა ტყავის და-
მუშავება. მას ჯერ კედელზე გაჭიმული სახით აშ-
რობდნენ, შემდგომ საჭირო ზომებზე, ზოლებად
დაჭრიდნენ. შეკერვის წინ გამშრალ ტყავს ალბობ-
დნენ, ბეწვისგან ათავისუფლებდნენ, მრგვალ ჯოხ-
ზე გადაახვევდნენ და ამუშავებდნენ, სხვადასხვა
მიმართულებით ხელით წელავდნენ. ამგვარად ტყა-
ვი რბილდებოდა და მოქნილი ხდებოდა. ქალამანი
ორი სახისა იყო - მესხურა და შედარებით უფრო
რთული კოლოტური, მათ შორის განსხვავებას დამ-
ზადების ტექნიკა ქმნიდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:129.

ტყავის დასამუშავებელი საამქრო


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოფონდი)

568
qalajo - კერძი, რომელიც ადუღებული ნადუღით, დაფშვნილი მჭადით, კარაქით, ხახვითა
და ქონდრით მზადდებოდა. წყალში გახსნილ დოს მოადუღებდნენ, დუღილის პროცესში მჭადს ჩა-
აფშვნიდნენ და ჩამოდგმის წინ მარილში დანაყილ ნიორს ჩააყრიდნენ. შემდეგ თეფშებზე დაანაწილ-
ებდნენ და ზემოდან ერბოს მოასხამდნენ.
ლიტ.: სამსონია, 1986:86; აბაშიძე, კომახიძე, 1998:134.

qalda - იხ.: ქალტა და ტალდა.

qalebis nadi - ნადური შრომითი გაერთიანება შესასრულებელი სამუშაოს სიძნელისა და მე-


ურნეობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ორივე სქესის საქმიანობას ითვალისწინებდა, რა-
საც ისტორიულად ტრადიციული წარმოებითი გამოცდილება ედო საფუძვლად. არა მარტო აჭარაში,
არამედ საერთოდ ქართულ-კავკასიურ მთურ მიწათმოქმედებაში ქალის შრომა საკმაოდ ფართოდ გა-
მოიყენებოდა. მოსახლეობის ემპირიულ ცოდნა-გამოცდილებაზე დაფუძნებული კოლექტიური შრო-
მის ორგანიზაციული სტრუქტურა და შრომის საზოგადოებრივი სქესობრივ-ასაკობრივი დაყოფა თუ
მათი ერთობლივი დასაქმება მეურნეს მძიმე შრომას საგრძნობლად უმსუბუქებდა, უმაღლებდა შრო-
მით აქტივობასა და მას გაცილებით ნაყოფიერსაც ხდიდა. ამასთან, შესასრულებელი სამეურნეო სა-
მუშაო შემსრულებლის ფიზიკურ, სქესობრივ და ასაკობრივ შესაძლებლობებსაც წინასწარ ითვალის-
წინებდა. ცხადია, ქალისა და ბავშვის დატვირვა მამაკაცის რთულსა და შრომატევად მძიმე სამუშაოს
ვერ გაუთანაბრდებოდა, თუმცა აჭარაში ქალების შრომასა და მასთან დაკავშირებულ შრომის კოლექ-
ტიურ ორგანიზაციას საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა. გავრცელებული იყო ნადი მატყლის სა-
ჩეჩავში, კერძოდ, მატყლის დიდი რაოდენობით ჩეჩვისას და რთვისას მიღებული იყო კოლექტიური
შრომა, რასაც საჩეჩავში ნადი ეწოდებოდა. ნადის შემადგენლობაში თხუთმეტი ანდა ოცი ქალი შედი-
ოდა. ასეთი სახის ნადს, უმეტესად, შემოდგომა-ზამთარში იწვევდნენ, მასში მონაწილეობის მისაღე-
ბად კი კარგი „ხელაქნარით” გამორჩეულ ქალებს არჩევდნენ. დიასახლისი მოწვეული ნადის წევრებს
საგულდაგულოდ მომზადებული, გამორჩეული კერძებით უმასპინძლდებოდა. მამაკაცებით მრა-
ვალრიცხოვანი დიდი სახლეული, რომელიც, ბუნებრივია, სამოსისათვის შედარებით დიდი რაოდ-
ენობის მატყლის რთვა-ქსოვას მოითხოვდა, ნადს გაცილებით ხშირად მიმართავდა. დანარჩენ შემ-
თხთვევაში ჩეჩვას ოჯახის ქალებიც ადვილად აუდიოდნენ. დიდი სახლობის მანდილოსნები მატყლს
ჩეჩდნენ არა უშუალოდ თავიანთი პირადი ოჯახის წევრთათვის - ქმრებისათვის ანდა ვაჟებისათვის,
არამედ ისინი საერთო საოჯახო ნართს ამზადებდნენ. ამის შემდეგ თითოეული კონკრეტულად თა-
ვისი ქმრისათვის თუ შვილებისათვის ზრუნავდა და ქსოვდა, შესაბამისად, სამოსსაც ამის მიხედვით
ამზადებდა, თუმცა ეს არ გამორიცხავდა ქალების მიერ ნაქსოვის დამზადებას მაზლებისათვის, მაზ-
ლიშვილებისათვის თუ მამამთლისათვის. წარსულში სახლეულის ყველა წევრის შემოსვისათვის მა-
ტერიალური საშუალება და შრომაც თანაბრად ნაწილდებოდა. აჭარის მთიანეთში ქალების ნადი ად-
რე ვახშმობიდან მამლის პირველ ყივილამდე, საშუალოდ ხუთ-ექვს საათს მუშაობდა. იმის მიხედ-
ვით თუ რომელ ნადზე იყო დაპატიჟებული ქალი, მას თან უნდა ჰქონოდა საჩეჩელი ანდა ხერტალი
(ხელტარი). ქალების ნადის მოწვევა მატყლის რთვა-ქსოვის შრომატევადი სამუშაოთი იყო განპირო-
ბებული. ასეთ შრომით გაერთიანებას აჭარის სხვადასხვა ხეობაში, მათ შორის, მაჭახლის ხეობაში
ხერტლის ნადი ეწოდებოდა. აჭარაში ძირითადად ქალების ორგვარი ნადი გამოიყოფოდა: 1. ნადი,
რომელსაც მოძალებული სამუშაოს დროს დგებოდა და 2. ნადი, რომელსაც შრომით გაერთიანებაში
საკუთარი სამუშაოს შესრულების, გართობისა და, ამდენად, შრომის შემსუბუქებისა თუ გაადვილე-
569
ბის მიზნით იწვევდნენ. დამოწმებულია ასევე რთვაში ურთიერთდახმარების მეტად საინტერესო
ფორმის არსებობა, რაც ნათესავებსა და მეზობლებზე წინასწარ - ნადზე მისვლამდის „თითო ხერტა-
ლი მატყლის” ჩამორიგებაში გამოიხატებოდა. საქორწინო ურთიერთობის პერიოდში საპატარძლოს
ბავშვობიდანვე შეთვისებლი საუკეთესო შრომითი ჩვევები, ხელსაქმისა და ხელგარჯილობის (ჭრა-
კერვა, ქსოვა-ქარგვა...) საფუძვლიანი ცოდნა უნდა გამოევლინა. ეს მას ქმრის ნათესაურ ჯგუფში -
ნოგროში, როგორც მომავალ კარგ და გამრჯე დიასახლისს, ავტორიტეტს უმაღლებდა. თუ ქმრის ოჯ-
ახში იგი სურსათის მომჭირნედ ხარჯვის, კარგი სადილ-ვახშმის, ბავშვების აღზრდის და სხვა დადე-
ბით თვისებებს გამოავლენდა, მაშინ სახლეულის წევრთა საერთო სიყვარულს იხვეჭდა და ნოგროს
მანდილოსნებს შორის საპატიო ადგილს იმკვიდრებდა. გოგონა გასათხოვად მომწიფების ასაკიდანვე
ცდილობდა სანიმუშო ნაქსოვ-ნაქარგები მოემზადებინა და რაც შეიძლება მეტი რაოდენობით დაეგ-
როვებინა. სასურველი იყო საპატარძლოს თავისი შრომისმოყვარეობის დასაბუთების მიზნით საქ-
მროსა და მისი ნოგროს წევრთათვის საჩუქრად ასამდე წინდა მოექსოვა. ბუნებრივია, ასეთი რაოდენ-
ობით წინდის მოქსოვა საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, რისთვისაც პატარძალი მის დაძლევას
უახლესი ნათესავების დახმარებით ცდილობდა. იგი დართული მატყლის ძაფს ანდა უშუალოდ
მატყლს განაყოფი ოჯახების ახალგაზრდა ქალებს ურიგებდა, რომელსაც ნართის თუ ნაქსოვის სა-
ხით რამდენიმე დღეში იბრუნებდა. საქმროსათვის, მაზლისათვის ანდა მამამთილისათვის გადასა-
ცემ ნაქარგ-ნაქსოვს საპატარძლო თავისივე ხელით ამზადებდა. იგი მამისეულ ოჯახში ნადს საქორ-
წინო ნაქარგ-ნაქსოვის დროულად მომზადების მიზნით იწვევდა. პატარძლისადმი ნათესავ-მოყვარე
ქალების ასეთ მხარდაჭერასა და შრომით დახმარებას აჭარაში საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა.
შრომითი ურთიერთდახმარების სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებული ნადური გაერთიანება სა-
ქართველოსა და კავკასიის არაერთ კუთხეშია დადასტურებული, სადაც ნადი ასევე სქესობრივი დი-
ფერენციაციის პრინციპებსაც ეფუძნებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1989:46-48, 50-51; აბუსერისძე... 1941:15, 57, 60; ჩიქოვანი, 1960:95-1-2; ჩხეიძე, 1961:13;
შამილაძე, 1962; მსხალაძე, 1962:45-53; ჩიჯავაძე, 1969:43; ბექაია, 1974:30;
კახიძე, 1974:40; 1990; სამსონია, 2005; მიქელაძე, 1978:43; გელაძე, 1980:46.

qalis sakuTreba - აჭარული „ერთიანობის სახლის” ძირძველი ქართული ტრადიციები ქა-


ლს საკუთრების უფლებას ანიჭებდა, მაგრამ სახლობის გაყოფისას მას საძმო წილს არ აკუთვნებდა.
ქალის საკუთრებას აჭარაში გზითვი (მზითვი) წარმოადგენდა. იგი ქალის პირადი ნივთებისაგან,
ნიშნობისა და ქორწილის პერიოდში „მნახველობის” დროს „პირსანახავში” შეძენილი ქონებისაგან
შედგებოდა. მზითვი აჭარაში გაუყოფელი იყო და იგი სახლეულის სეგმენტაციისას წილში არ ვარ-
დებოდა. მზითვში მოყოლილი საქონლიდან „დედა” ქმრისიანებთან რძლის საკუთრებად რჩებოდა,
ხოლო „ნამატი” - ნამრავლი სახლეულის სარგებლობაში გადადიოდა და საერთო მოვლის ობიექტად
იქცეოდა ხოლმე. მზითვის ინსტიტუტი ხელს უწყობდა არა მარტო ქალის ქონებრივი მდგომარეობის
განმტკიცებას, არამედ დიდი სახლეულის შლასაც განაპირობებდა. როგორც ფეოდალური სამარ-
თლის ძეგლები, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარის, მათ შორის, აჭარის ეთნოგრაფიული მასალე-
ბი საქორწინო და საოჯახო-ქონებრივი ტრადიციების სფეროში ქალის მაღალ უფლებრივ მდგომარე-
ობაზე მიუთითებს. ეს ეხება სახლეულის არა მხოლოდ ყველაზე უფროს დიასახლისს ანდა უმცროს
პატარძალს, არამედ ქვრივსაც. ქვრივის უფლებრივი სტატუსი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლე-
ვირატის, მზითვისა და ურვადის ინსტიტუტებთან. ერთიანობის სახლის გაყოფისას უშვილო ქვრივს
570
გარკვეული ქონება ერგებოდა თუ იგი ქმრის „ნოგროს” - ნათესაური ჯგუფის სამოსახლო უბანში
საცხოვრებლად დარჩებოდა. ამ შემთხვევაში ქვრივი საერთო პატივისცემასა და ყურადღებას იმსახუ-
რებდა. დაქვრივებულ ქალს „გამგზავრებისას” - მამისეულ სახლში დაბრუნების თუ ხელმეორედ
გათხოვებისას უფლება ეძლეოდა მზითვი მიეღო, მაგრამ მოკლებული იყო საკუთრების უფლებას
ქმრის მიწაზე. ვაჟიანი ქვრივის ქონებრივი სტატუსი კი მოწილე ძმების ქონებრივ-უფლებრივ მდგო-
მარეობას უთანაბრდებოდა. ტრადიციულად ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში შვილები, განსაკუთ-
რებით კი ვაჟები, მამისეულ სახლში რჩებოდა. ქალს უფლება არ ჰქონდა შვილების კუთვნილებაზე
პრეტენზია განეცხადებინა. ერთიანობის სახლის გაყოფის შემდეგ თითოეული ძმის ანდა ბიძაშვი-
ლის ოჯახი განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში დამოუკიდებელ სოციალურ და გეოგრაფი-
ულ უჯრედებს წარმოქმნიდა, რომელიც ხშირად საერთო გენეალოგიაზე აგებული ლოკალური ჯგუ-
ფის სამოსახლო უბანი ხდებოდა, რის შედეგადაც ახალ სახლთმეურნეობაში წარმოდგენილი ოჯახ-
ების ურთიერთობები განსხვავებულ ტაქსონომიურ და სტრუქტურულ-იერარქიულ დონეზე ხორცი-
ელდებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1967; 2009; ბექაია, 1964; 1969; მგელაძე, 2004.

qalis Sarvali - აჭარელი ქალის ქვედა სამოსი, ტრადიციული ჩაცმულობის აუცილებელი


ელემენტი. იგი საოჯახო წესით ნამზადი სელისა და კანაფის ქსოვილისაგან იკერებოდა. ფაბრიკული
ნაწარმის შემოსვლის შემდეგ შესაკერ მასალად ჩითი, მიტკალი, ყუმაში და ყანაოზი გამოიყენებოდა.
ყუმაშისა და ყანაოზის ქსოვილებისაგან დამზადებული შარვალი წარჩინებული პირებისათვის, აგ-
რეთვე, საქორწინო და სადღესასწაულო დღეებისათვის ითვალისწინებოდა. ხმარებაში იყო ჭრელი
ქსოვილისგან დამზადებული ქალის შარვალი, თუმცა უმეტესად თეთრი და წითელი ფერები ჭარ-
ბობდა. საერთოდ კი, იმის გამო რომ შარვლის ბოლოები მოძრაობის დროს კაბიდან მოჩანდა, მუხლს
ქვემოთ ძვირფას ქსოვილს გადააკრავდნენ ხოლმე.
ლიტ.: სამსონია, 2005.

qalta - ოთხფეხისათვის შემოღობილი ადგილი: „ქალტას ვაკეთებთ ახორთან ახლოს. შით ვამ-
წყტევთ თხებს და საქონელსაც”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015.

qaluri sama - ქალის ნელი სვლით ცეკვა განდაგანაში: „განდაგანას რუმ ცეკვავენ, ნელა რომ
აკეთებენ, იგია ქალური სამა”.
ლიტ.: ნოღაიდელი...

qalebis xoromi - იხ.: ფადიკო.

qalis dajdoma - საქორწინო ჩვეულება, როცა გოგო მისი სურვილით ბიჭს მიუვიდოდა,
„დუჯდებოდა”.
ლიტ.: მგელაძე, 1996:216.

qamari - აჭარაში გავრცელებული ქამრები მასალისა და შესრულების ტექნიკის მიხედვით სამ


ჯგუფად იყოფოდა: 1. ვერცხლის ანდა ფერადი ლითონის; 2. სირმაქსოვილი ყაითნის ქამარი ვერ-
571
ცხლის ბალთით და 3. თასმაზე ასხმული ვერცხლის მოსევადებული ფირფიტებიანი ქამარი. როგორც
წესი, ვერცხლის ქამარი სტილისტურად და ტექნიკის დამზადების მიხედვით აჟურული, ჭვირული
სახის იყო. აჭარაში გავრცელებული ვერცხლის ქამრები სრულ მსგავსებას ამჟღავნებდნენ ახალცი-
ხურ, სამცხურ ვერცხლის ქამრებთან. მსგავსი ქამრები კავკასიის სხვა ხალხებშიც, მაგალითად, და-
ღესტნელებშიც იყო გავრცელებული. შუახევის რაიონის სოფელ კვიახიძეებში მიკვლეული დახვეწი-
ლი ოსტატობით დამზადებული ვერცხლის ქამარი სწორკუთხა და ოვალური ფორმის დედალ-მამა-
ლი ბალთისა და ცხრა მართკუთხედის ფორმის მოძრავი ფირფიტისაგან შედგებოდა. ბალთის წინა
მხარეს ჭვირული ტექნიკით მცენარეული და ყვავილოვანი ორნამენტები იყო გამოყვანილი. ბალთის
ცენტრალურ ნაწილში ზურმუხტის თვალი იყო ჩასმული. მსგავსი ბალთები გავრცელებული ყოფი-
ლა სამცხეშიც. აჭარაში წარმოდგენილი მეორე ტიპის ვერცხლის ბალთიანი ქამარი დამზადებული
იყო სირმაქსოვილის ყაითნით. ბალთის ცენტრში, ყვავილოვანი გამოსახულების შუაში ზურმუხტის
თვალი იყო ჩასმული. საგანგებოდ აღსანიშნავია მესამე ტიპის, ვერცხლის მასიური ქამარი, რომელიც
დედალ-მამალი ბალთისა და თხუთმეტი მართკუთხა სეგმენტისგან შედგებოდა. სეგმენტებზე ამოტ-
ვიფრული იყო ელიფსები, რომელთაც ირგვლივ წერტილოვანი წრეები შემოუყვებოდა. ელიფსები
დაფარული იყო შავი სევადით გადმოცემული მცენარეული ორნამენტებით. ეთნოგრაფიული მასა-
ლის მიხედვით აღნიშნული ტიპის ქამრები ბათუმსა და ახალციხეში მზადდებოდა.
ლიტ.: ბედუკიძე, სოსელია, ჩართოლანი, 1967; სოსელია, 1972; სამსონია, 2005.

qamfuri - რანდის სახესხვაობა, რომელიც გამოიყენებოდა სარკმელში მინის ჩასასმელი ღრამე-


ბის - ჭრილების, ჭერის ფიცრის კიდეებზე სხვადასხვა ფორმის ღარების გასატარებლად, ასევე ფიც-
რის დედალი და მამალი პირების ამოსაჭრელად
ლიტ.: მიქელაძე, 1978:112

qandara - აჭარული სახლის დერეფნის ხარიხებზე გადებული ხე, რომელზედაც გაზაფხულზე


სათესლე სიმინდის გაურჩეველი ტაროები ეკიდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:102.

qara - კეცის კიდე, კეცის ამოწეული გვერდები.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:349.
572
qaraxsi – 1. ყანწი. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით „ქარახსი დიდი ყანწი”; 2. ხისაგან ანდა
რქისგან დამზადებული, ჭიბონის (გუდასტვირის) მთავარი ნახვრეტებიანი ნაწილი, რომელზეც თი-
თების მოძრაობითაც ჭიბონს ტონიც ეცვლებოდა.
ლიტ.: ორბელიანი, 2011; ნიჟარაძე, 1971:352; კობერიძე, 2011:48.

qarvis mZivi - აჭარის მოსახლეობაში, განსაკუთრებით, ზემო აჭარაში, დიდი მოწონებით


ქარვის მძივები სარგებლობდა. მეტად ფასობდა მსხვილი ქარვა, რომელსაც „კეთილ ქარვას” ეძახ-
დნენ. ძველად ქარვას სამკაულის დანიშნულება ჰქონდა. მას სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ.
ქარვას ბათუმში ანდა კარდაკარ მოსიარულე ვაჭრებისაგან ყიდულობდნენ. ეს უკანასკნელნი ქარვას,
როგორც სავაჭრო და გადასაცვლელ საგანს, სოფლად დაატარებდნენ. ქარვის მძივებს ქალები განსა-
კუთრებით უფრთხილდებოდნენ და ეს სამკაული თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005.

qarTveli - ქრისტიანი.

qarTluri - ზეთის ლობიო.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961.

qarTula winda - წინდის სახეობა. „წინდას ვქსოვთ ჩარხილს, თეთრს, ჭრელს, ქურთულას,
კაფესლს“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:146.

qaris damwyvdeva - ქარის შელოცვა, რომელსაც ძლიერი ქარის დროს „ქარის ჩადგომის” მიზ-
ნით მიმართავდნენ. შელოცვა შემდეგნაირი იყო: „ახტი ქარო, ჩახტი ქარო,/ქარი ახტა-გახტა,/მის ქო-
თანში ჩახტა”. ამის შემდეგ კარის ძირში წყალს ჩაასხამდნენ, ქარი ადრე ჩავარდებაო.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:133.

qarcecxla - 1. Calamintha umbrosa [MB) Bnt]: მთის პიტნა, მრავალწლოვანი ბალახოვანი სამ-
კურნალო მცენარე. იზრდება მთის დაბალ და შუა სარტყელში. 2. დაავადება, როცა ადამიანს მთელი
ტანი ეწვოდა და ექავებოდა; 3. „ქარ-ცეცხლი” სველი ანდა ხმელი სახის მუწუკებს წარმოადგენდა,
რომელიც მემკვიდრეობაზე შთამომავლობით გადადიოდა. ქარცეცხლით დაავადებულის მკურნა-
ლობის მიზნით შემდეგ საშუალებებს მიმართავდნენ: ა. წყალში მოხარშულ მცენარეს ერთ ჩაის კოვზ
მარილს ანდა ნავთს მიუმატებდნენ და ქარცეცხლათი დაავადებულს მასში აბანავებდნენ. იმავე წამ-
ლით ტანს უზელდნენ; ბ. ბრტყელ რკინას გაახურებდნენ, მასზე შაქარს დააყრიდნენ, ფაიფურის
თეფშს დაახურავდნენ, გარკვეული დროის შემდეგ მასზე დალექილ ნაცხებს სხეულის დამუწუკე-

573
ბულ ნაწილებზე წაისვამდნენ; გ. წურბელას დაგუბებულ სისხლს ამოაწოვინებდნენ. დაავადებას ამ-
ავე სახელწოდების სამკურნალო ბალახითაც მკურნალობდნენ - იხ.: ქარცეცხლას წამალი.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:29; აბაშიძე, კომახიძე, 1998.

qarcecxlas wamali - Chelidonium Majus L: ქრისტესისხლა. კანის დაავადების სამკურნალო


მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:43.

qasara matyli - ფაცახი, ფახაცი მატყლი: „არის ქასარა, ფასარი მატყლი”. ზოგ ცხვარს ცუდი,
ქასარა მატყლი ჰქონდა. იგი ძნელი დასართველი იყო, იმდენად ძნელი იყო მისი დართვა, რომ ხალ-
ხში გამოთქმაც კი არსებობდა: „რბილი მატყლი გოგოს დასართველი, რძლის დასაჩეჩია, ქასარა – გო-
გოს დასაჩეჩი, რძლის დასართველიო”. არსებობდა, ძალიან რბილი და ადვილად დასაჩეჩი „გინგლის
მატყლიც”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:25, 145.

qafSiani kvercxi - გაწმენდილ და თავწაწყვეტილ ქაფშიას მარილს დააყრიდნენ და სიმინ-


დის ფქვილში ამოსვრიდნენ, ამავდროულად, ტაფაზე ერბოს დაწვავდნენ, ქაფშიას ჩააწყობდნენ და
შეწვავდნენ. შემდეგ ათქვეფილ კვერცხებს მოასხამდნენ. როგორც კი კვერცხი შეიწვებოდა, ცეცხლი-
დან გადმოდგამდნენ და გაანაწილებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:110.

qaSatoba - სამეურნეო ხასიათის ერთგვარი აკრძალვა, როცა მიწაზე მუშაობა არ შეიძლებოდა.


ძველი სტილით აპრილის ყოველი პირველი შაბათი ქაშატობა იყო. ქაშატობა დღეს რკინეულს, თოხს,
ცულს, სახნისს, ჯილღას სახნავ მიწაზე არ გაატარებდნენ, დაჭედილ ხარებსაც კი არ გაიყვანდნენ, რა-
თა მიწა არ მოთხრილიყო და ნიაღვარს ყანები არ წაელეკა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:191.

qedas bazroba - ქედას ბაზრობა აღებ-მიცემობის ტრადიციულ სავაჭრო ურთიერთობებს გუ-


ლისხმობდა, რომელსაც ქედის ცენტრში ახლომახლო სოფლების მცხოვრებნი მართავდნენ. აქ მოსახ-
ლეობა მაუდს, იარაღს, თოფის ლულებს, სანოვაგეს, კარაქს, ხილს ყიდდა და ყიდულობდა. ქედას ბა-
ზარზე სელის ნაწარმის გასაღება ხდებოდა. თედო სახოკიას მიხედვით, ალაბი სელი 23 კაპიკად იყ-
იდებოდა.
ლიტ: ჟან მურიე, 1962; სახოკია, 1956; სამსონია, 2005.

qelfeTi - მარწუხი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:165.

574
qemenCa - სამსიმიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, ქამანჩა, ჭიანური.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:354.

qemeri - 1. ბუხრის ქვა. ბუხრის ფასადის მხარეს არსებული, თაღისებურად გამოთლილი ქვა,
რომელიც ორივე ბოლოთი ბუხრის ფეხებს ეყრდნობოდა. იგი მთავარი კონსტრუქციული ელემენტი
იყო. აჭარაში „თავსაფარის” სახით ქემერის შესატყვისი ტერმინიც დასტურდება. ქემერი ორივე ბო-
ლოთი ბუხრის ფეხებს ეყრდნობოდა და კონსტრუქციულად ბუხრის თაროსა და საკვამურის საყ-
რდენს წარმოადგენდა. ქემერი ბუხრის ფეხებზე ერთგვარ კამარას კრავდა და მის ზემოთ მშენებლო-
ბის გაგრძელების საშუალებას იძლეოდა, ისე როგორც ეს, ზოგადად, კარისა თუ სარკმლის ღიობის
შემთხვევებში ხდებოდა. გარდა ამისა ბუხრის ძირითადი ესთეტიკური თუ საკულტო დატვირთვაც
ქემერზე მოდიოდა. იგი ყოველთვის კარგად დამუშავებული და ორნამენტირებული იყო. ქემერზე
ძირითადად გეომეტრიული ჩუქურთმა გვხვდებოდა, თუმცა ფართოდ იყო გავრცელებული მცენა-

ქემერი – ბუხრის ქვა


(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

575
რეული ორნამენტიც, განსაკუთრებით, სიცოცხლის ხის მოტივი. ცალკეული შემთხვევის სახით და-
დასტურებულია ქემერის ორნამენტის მცენარეული საღებავით შეღებვის ფაქტიც. აჭარაში ძირითა-
დად გათლილი ქვის ქემერი იყო წარმოდგენილი, თუმცა ზოგჯერ ხის ქემერსაც შეხვდებოდით. ქემე-
რის თაღს სხვადასხვა ფორმა და მოყვანილობა ჰქონდა. აჭარაში ბუხრის ქემერის სხვა ვარიანტიც არ-
სებობდა, რომლის მიხედვით ბუხრის ქემერი - შედარებით დიდი ზომის თაღი ბუხრის ფეხებზე კი
არ იდგა, არამედ იატაკიდან იწყებოდა და კედელში ერთიანი ნახევარრკალის მსგავს ღიობს ქმნიდა.
აჭარაში ძველი ბუხრის მოშლის შემთხვევაში, ბუხრის ქვებს სხვადასხვა სამშენებლო თუ კონსტრუქ-
ციული დანიშნულებით იყენებდნენ ანდა შეიძლება ამ ქვებით ყორეც აეშენებინათ, თუმცა ქემერს
სახლის ანდა ნალიის ქვეშ საგანგებოდაც ინახავდნენ. მას არ ამტვრევდნენ და უვლიდნენ; 2. ქალისა
თუ მამაკაცის წელზე შემოსარტყმელი ქამარი. აჭარაში გავრცელებული იყო სამი სახის ქამარი: ვერ-
ცხლის ანდა ფერადი ლითონის და სირმა ქსოვილი - ყაითნის ქამარი, ვერცხლის სალტით და თასმა-
ზე ასხმული ვერცხლით მოსევადებული ფირფიტებიანი ქამარი. ფართოდ იყო გამოყენებაში ვერ-
ცხლის ძაფით ნაქსოვი ქამრებიც.
ლიტ.: ტუნაძე, 1996:97-98.

qeneri - გვერდი.
ლიტ.: მასალები... 1976:417.

qerdika - აჭარაში დიკას როგორც წმინდად, ისე ქერთან შერევით თესდნენ, რომლისგანაც ქერ-
დიკა მიიღებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი...

qeremeTi - კრამიტი.
ლიტ.: მასალები...1976:418.

qereWi - პურის ანდა მჭადის ქერქი. სულხან-საბა ორბელიანი: „ქერეჭანა – ფიჭვის განაყარი ქერ-
ქი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:48.

qeris wiberi - იხ.: წიბერი.

qeroba - 1. ხვნა-თესვის პერიოდი; 2. ადრე გაზაფხულზე ქერის თესვის პერიოდი, 3. ოთხი


წლის ხბო, მოზვერი.
ლიტ.: მგელაძე, 2012; ნიჟარაძე, 1971:354; ჩიჯავაძე, 1969:32; აჭარული დიალექტის... 1976:21;
ქართული ეთნოლოგიური... 2009::399.

576
სხვადასხვა სახის ქემერი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

577
qeroba dekeuli - ხვნა თესვისათვის უკვე გამოსადეგი პირუტყვი.
ლიტ.: მგელაძე, 2012.

qeroba xari - ქერის თესვის პერიოდგავლილი ხარი: „ოთხი წლის ხარი, რომელმაც მხოლოდ
ერთხელ მიიღო მონაწილეობა ქერობაში, ერთი ქერობა ხარია, ხუთი წლისა, ორი ქერობა...”.
ლიტ.: ნოღაიდელი...

qesari - ხის მოხელის იარაღი. ეჩო.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:138.

qesikavi - ქისის საქსოვი ჩხირი, ყაისნაღი: „ქესიკავს კანჯა აქ წვერზე და იმითაც ვქსოვდი ქი-
სას, თავშალაჲ მეიქსოვოდა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:145.

qeski - სადურგლო იარაღი, სატეხი. თურქულად keski. იხ.: სატეხი.

qesumi - სამუშაოს შესრულების ანაზღაურებაზე გარიგების ფორმა. ქესუმად გარიგება შესრუ-


ლებული სამუშაოს ღირებულების ერთჯერადად და სრულად ანაზღაურებას გულისხმობდა. მაგა-
ლითად, აჭარაში სახლის მშენებლობის დროს ხელოსანთან გარიგების ორგვარი წესი არსებობდა.
პირველი იყო სახლის მშენებლობის ნარდად აღება, რომელსაც ქესუმი ეწოდებოდა, ხოლო მეორე -
ოსტატებთან ყოველდღიური ანგარიშსწორება. ქესუმის დროს სახლის მშენებელი და ოსტატი წინას-
წარ მორიგდებოდნენ სამუშაოს დამთავრებისას ოსტატს რა სახის და რა რაოდენობის საზღაური უნ-
და მიეღო. ტერმინი თურქულიდანაა შემოსული. იხ.: ნარდად გარიგება.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:97.

qesumad ayvana - მესაქონლეობაში გამოყენებული გარიგების ფორმა. იხ.: აბარება.

qefCa xaTuni - პატარა ქალბატონი, დედოფალა, ლაზარია, ლაზარიკო, ნაზარა, ნაზალიკო-ნა-


ზო.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:11.

qefini - თეთრი ფერის ნაჭერი, მიტკალი, რომელშიც მიცვალებულს განბანვის შემდგომ შეახ-
ვევდნენ. ადრე, მიცვალებულის შესახვევად განკუთვნილ ქსოვილს აჭარაში სელის დართვით ამზა-
დებდნენ, ე. ი. თეთრი ტილოს შემცვლელი ქსოვილი ნატურალური მეურნეობის პირობებში მზად-
დებოდა და ოჯახში იქსოვებოდა. ქეფინის სიგანე იმდენი უნდა ყოფილიყო, რომ მიცვალებულს სამ-
ჯერ შემოხვეოდა. იგი დაახლოებით თორმეტ მეტრამდე იქნებოდა. მითითებული ქსოვილი მდიდ-
რული არ უნდა ყოფილიყო. იტყოდნენ: „მიცვალებული ცოდვა არისო”. ქეფინს „საპერანგეც” უნდა
ჰქონოდა. მათი შეკერვა უხმარი ძაფითა და ნემსით უნდა მომხდარიყო. უხმარი ნემსი და ამ ტიპის
საკრალურ საგნებთან დაკავშირებული რიტუალიზებული ქცევები ფართოდ იყო გავრცელებული
ქართულ ფოლკლორში, განსაკუთრებით, ზღაპრებში და დემონთა სამყაროსთან დაკავშირებულ მი-
თოლოგიურ ვარიაციებში.
578
qeSiSi - მუსლიმანთათვის ქრისტიანული აღმსარებლობის წარმომადგენელი, მღვდელი.

qeCa - უხეში მატყლისაგან დათელილი სქელი საფენი.


ლიტ: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:451.

qeCxo - 1. ბეწვიანი ტყავი. სულხან-საბა ორბელიანით „ქეჩხო – მოქნილი ცხვრის ტყავი ბეწვი-
ანი”; 2. თხის ანდა ცხვრის ტყავის უსახელო ტანსაცმელი, ზემოდან ჩასაცმელი ჟილეტი.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; ქართული ეთნოლოგიური... 2009:400;
კობერიძე, 2011:48-49.

qvabTuri - მაჭახლის ხეობაში ვაზის ჯიში.


ლიტ: კახიძე, 1974:46.

qvabi – კერძის მოსახარში სამზარეულო სპილენძის ჭურჭელი. გავრცელებული იყო სახურავი-


ანი და უსახურავო, ასევე, სახელურიანი და უსახელური. ზომით განასხვავებდნენ დიდ, საშუალო
და პატარა ზომის ქვაბებს. მზირე ზომის ქვაბს კარდალი ერქვა. დიდი ზომის ქვაბებს რძის პროდუქ-
ტების მოსამზადებლად იყენებდნენ. ქვაბს უწოდებდნენ, ასევე, არყის გამოსახდელ სპილენძის დიდ
ჭურჭელსაც. იგი ყოველთვის სახურავიანი იყო. სახურავი მჭიდროდ იყო მორგებული ქვაბზე და ორ-
თქლის სადინარი გააჩნდა.

qvakaca - კლდეში ნაკვეთი ანდა სტელისებური ანთროპომორფული გამოსახულება, მენჰირი.


აჭარაში ძირითადად, ალპურ ზონაში გვხვდებოდა და გზის, მიმართულების მანიშნებლად მიიჩნე-
ოდა. გვხვდებოდა, ასევე, ქვის პატარ-პატარა ნატეხების ერთმანეთზე დაწყობით, კონუსისებურად
აღმართულ ფიგურების სახით, რომლებსაც შორიდან ადამიანის გამოსახულება ჰქონდა. ქვაკაცები
ამინდის მართვის მაგიურ წეს-ჩვეულებებსაც უკავშირდებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:269; თანდილავა, 1996:23.

579
qvakacebi - იხ.: ქვაკაცა.

qvakexiani - ღორღიანი ადგილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

qvas fqvavs - იმ შემთხვევაში იტყოდნენ, როცა წისქვილს საფქვავი გამოელეოდა და ცარიელი


ბრუნავდა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:16.

qvedaula - ქვედა მხარის მსგავსი: „ქვედაულა თამბაქო არ არის ჩვენში”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

qverie kaci - დაბალი წრიდან გამოსული ადამიანი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

qvincxi - ღორღიანი ადგილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

qvis Carxi - იხ.: ლულის მოხვეწა.

qviStara - იხ.: ქუშტარა

qvija - მაგარი ხიდან გამოთლილი სანაყი ჯამი, ხის როდინი. ქვიჯას თანმხლები კომპონენტი
იყო სანაყი ქვა (ჭალიქვა/ქვასანაყი). სულხან-საბა ორბელიანი: „ქჳჯა – მცირე როდინი”.

580
qibari - თავმომწონე, ამპარტავანი. თავის მაქებარი კაცი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

qჲeb kakuCai - რქებმოხრილი ცხვარი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.

qiziyuri - ლობიოს სახეობა.


ლიტ.: მაყაშვილი, 1961.

qiTabi - არაბული სიტყვაა და წიგნს, საკითხავს ნიშნავს. აჭარაში ყურანის მნიშვნელობით გა-
მოიყენებოდა.

qila - იხ.: დერგი

qileki - თაროზე მწკრივში დადგმული ყველის შესანახი ხის ჭურჭელი.


ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:101.

qileri - იხ.: სარძიე.

qilisa - ეკლესია. აჭარაში ეკლესიის ნანგრევებს, ზოგჯერ, ციხესაც „ქილისას” ეძახდნენ. სიტყვა
ქილისა, იგივე, ეკლესიაა, ოღონდ ოსმალობის ხანაში გადაკეთებული. თვლიან, რომ იგი ბერძნული
წარმომავლობისაა. ქართული ენის აჭარულ დიალექტში ქილისა თურქული ენიდან გავრცელდა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

qilimi - ფარდაგი.
ლიტ.: მასალები...1975:423.

qilimuraჲ - ფარდაგისათვის დამახასიათებელი ორნამენტის სახე.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:145.

qiliSi - იხ.: ქირიში.

581
ვერტიკალურ დაზგაზე ქსოვა, დიდაჭარა.
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

582
qinZa balaxi - Geranium Robertianium L: უჟმურა, ერთი ანდა ორწლიანი სამკურნალო ბალა-
ხოვანი მცენარე. მისი აბაზანები სუსტი ბავშვების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნით გამოიყ-
ენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:41.

qinZiani lobio - ლობიოს მოხარშავდნენ, რომელსაც შემდეგ მარილში დანაყილ სუნელს -


ქინძს, პრასას, შაშტრამსა და პილპილს ჩაურთავდნენ, დანაყილ ნიორში გახსნილ ყორაოს ჩაუმატებ-
დნენ, წამოადუღებდნენ და ამოლესავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:132.

qinZiani Tevzi - ფრთებდაჭრილ და გამოწლილ თევზს გარეცხავდნენ, დაამარილებდნენ და


დანაყილი ქინძისა და ნიორის ნაერთით დატენიდნენ. შემდეგ კაკლის ხის ფოთლებდაფენილ გახუ-
რებულ კეცზე დააწყობდნენ, ზემოდან ისევ ფოთლებს დააფენდნენ, სახურავს დაახურავდნენ და
ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:114.

qiriSi - ოთხკუთხა ფორმის ხის გათლილი ძელი. ხის საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებო-
ბის აუცილებელი ნაწილი, რომლითაც ძირითადი მზიდი კონსტრუქციების გამართვა ხდებოდა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

qisa - ნაქსოვი საფულე ანდა სასაათე, რომელსაც დანიშნული ქალი საკუთარი ხელით ქსოვდა
და მომავალ საქმროს წინასწარ უგზავნიდა. ქისა მზითვის აუცილებელ კომპონენტს შეადგენდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:183; სამსონია, 2005:99.

qisriba - სარეველა ბალახი, მარცვლოვანი მცენარე. მას „ძიგვას” სახელწოდებითაც იცნობ-


დნენ. ლეჩხუმში ქისრიბას ბაგვი, ზემო რაჭაში - ვაციწვერა, ქართლში ქოსა-ბალახი, ხევსურეთში -
ქირცა, ხევში - ქუჩიმკვრივა (ქუჩიმკვრივაჲ), თუშეთში - ცხენის ქუჩი ანდა ვირის ქუჩი ერქვა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948; მაყაშვილი, 1961.

qiSiSi - იხ.: ქეშიში.

qliavi - ხილის სახეობა.

583
qoda - საქონლის თავზე დაწესებული გადასახადი, ქვეყანაში შეტანილი ანდა ქვეყნიდან გატა-
ნილი საქონლისათვის არსებული გადასახადი.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:405.

qoTani - თიხის სამზარეულო ჭურჭელი. გავრცელებული იყო


სხვადასხვა ზომისა და ფორმის, რაც თავად ჭურჭლის დანიშნულე-
ბით განისაზღვრებოდა. ზოგიერთ ქოთანს ორი სახელე – ხელმოსა-
კიდი ჰქონდა, თუმცა იგი სახელეს გარეშეც შეიძლება ყოფილიყო.
ტარმოტეხილ ანდა პირმოტეხილ ქოთანს გვეჯო ერქვა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:157.

qoTao - ცხენის დაავადება. სულხან-საბა ორბელიანი. „ქოთაო – ცხენის ყელ(ს) ჭირება”.


ლიტ.: კობერიძე, 2011:49.

qomi - წვრილფეხა საქონლის, თხა-ცხვრის დასამწყვდევი ახორი. იგი ჯარგვალური სახის ნაგე-
ბობა იყო, ჭერი ხით ნაშენი.
ლიტ.: მასალები... 1976:425.

qomzeki - იხ.: კარის ზღული.

qoribuda - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79.

qori - აჭარულში ტერმინი ქორი იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენებოდა და ადრე სახლის ზე-
და სართულს - საკუჭნაოს ნიშნავდა, უფრო ზუსტად, იგი აჭარული სახლის სამეურნეო სათავსო იყო
და ამავე დროს საბძლის სახურავის ქვედა ნაწილს აღნიშნავდა. ზემო აჭარის ვრცელ და მოკლე ოსმა-
ლურ დავთრებში გეოგრაფიული სახელი „ქორეთია” ამოკითხული, რომელშიც -ქორ ძირი და -ეთ
სუფიქსი უნდა გამოიყოს. ქორეთი ადგილია, სადაც ბევრი „ქორია”. შავშურში, კერძოდ, იმერხეულ-
ში, ქორი საბძელს აღნიშნავდა. ამდენად, აჭარულში ქორს დაახლოებით იგივე მნიშვნელობაც ჰქონ-
და, რაც შავშურში: აღნიშნავდა საბძელს, დამხმარე ნაგებობას. აჭარულში ქორის ორივე მნიშვნელობა
(საბძელი, სახლის ზედა სართული - საკუჭნაო) კავშირშია, ე. ი, თუ შავშეთში ქორი - საბძელი ცალკე
ნაგებობა იყო, მაშინ აჭარაში იგი, უპირატესად, საცხოვრებელი სახლის ზედა სართულს წარმოად-
გენდა. სოციოკულტურული ტერმინი ქორი არა მარტო თანამედროვე ქართული ენის სამხრულ დი-
ალექტებში - აჭარულსა და შავშურში ისე, როგორც დასავლეთ საქართველოში - მეგრულსა და სვა-
ნურში, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში - ქართლურ, თუშურ დიალექტსა და ხევსუ-
რულშიც გვხვდება. ქორი დადასტურებული აქვს სულხან საბა ორბელიანს: „სახლზედ სახლი აგებ-
584
ული”, ,,ქორე-ქორედი ოთხი-ხუთი სახლი სახლზედ აშენებული’’ (შდრ. ძველი ქართული ქორი:
,,ზედა სახლი, ზედა სართული’’). იგივე ფუძე ჩანს ძველი ქართულის „ქორა კანდელშიც” (სახლის
კანდელი?). ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელში ნახსენებია სამეურნეო ნაგებობა ბოსელ-ქორედი-
ანი. ტერმინი ქორ უნდა მონაწილეობდეს სიტყვაში - ქორწილი, რაც სახლის, საცხოვრებლის თანაზი-
არობას, ერთ ჭერქვეშ თანაარსებობას, უღლის მოწილეობას უნდა ნიშნავდეს. ამდენად, ქორი ძველ
ქართულში დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობით იხმარებოდა, რაც დღეს მას აჭარულში და ქარ-
თული ენის ზოგიერთ სხვა დიალექტში აქვს.
ლიტ.: ჟორდანია, 1897:46-48; ჯავახიშვილი, 1946:16-17; 1949; ჩიტაია, 2001; რობაქიძე, 1980:22;
ხარაძე, 1964:23,45,50,–58; აბულაძე, 1973; გუჯეჯიანი,2007; ფაღავა, მგელაძე, 2012.

qorqaula - ქორქაულა აჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში იყო. ბოტანი-


კური და სამეურნეო ნიშან-თვისებათა შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ იგი პონტოური წარმო-
შობის იყო და აჭარის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნოდა. წარსულში ქორქაულა მაღლა-
რების სახით შუა და ზემო აჭარის რაიონებში - ქედასა და ხულოში ფართოდ ყოფილა გავრცელებუ-
ლი. პროდუქციას ძირითადად ყურძნად ხმარობდნენ ანდა შესქელებულ ყურძნის წვენს - ბექმეზს ამ-
ზადებდნენ. ქორქაულა საკმაოდ ხარისხოვანი სუფრის ყურძნის და ღვინის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთ-
ვნებოდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:358.

qoruRi - იხ.: საბერველი

qorwili - ახალგაზრდა წყვილის დაოჯახება და დაოჯახებასთან დაკავშირებული საზეიმო


ლხინი, რომელსაც ზოგჯერ ტერმინ „დუგუნითაც” აღნიშნავდნენ. საერთოდ, საოჯახო და საქოწილო
წეს-ჩვეულებები კულტურის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კონსერვატული ელემენტებია, რომლებიც
საუკუნეების მანძილზე ცვლილებებს ნაკლებად განიცდიდნენ. წმინდად დაიცვა აჭარამ საქორწინო
წეს-ჩვეულებები და მასთან დაკავშირებული ფოლკლორი. ეს შენიშნა დიმიტრი ბაქრაძემაც, რომელ-
მაც აჭარაში ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ოსმალთა მმართველობის პერიოდში იმოგ-
ზაურა. აქ მას „ქართული მაყრული” მოუსმენია. იგი წერდა: „...მაყრული, მისი სიტყვები და კილო,
თვითონ ქორწინების ზეიმი, სამ დღეს ქორწილი, ყველაფერი ეს წმინდა ქართულია და იგი შემონა-
ხულია არა მარტო აჭარაში, არამედ ყველგან ამ მხარის ქართველ მუსულმანებში”. უშუალოდ საქორ-
წინო ლექს-სიმღერების გარდა, ამ ციკლში წინა საქორწინო ციკლის ტექსტებიც შედიოდა, რაც ქორ-
585
წინების რიტუალებსა და სხვადასხვა წეს-ჩვეულებას (გარიგება, ნიშანლობა, საპატარძლოსთან გა-
მოთხოვება) ასახავდა. აღსანიშნავია ფოლკლორული ტექსტები, რომლებიც გარიგებით ნიშნობისას
დედის მხრით ბიძის აქტიურ როლზე მიუთითებდა. ეს ეთნოგრაფიული მასალებითაც დასტურდე-
ბა: „ხერტალმა ხელი დამგალა, ხერტალგასატეხელმა, ბიძაჩემმა არ გამათხუა კისერმოსატეხელმა”.
ფოლკლორულ ნიმუშებში ეს ნიუანსი წინასაქორწინო რიტუალის აუცილებელ ნორმას გამოხატავდა.
ბიძის როლი რელიეფურად იყო გამოკვეთილი ქობულეთური ნადურების არქაულობით აღბეჭდილ,
მითოსური და რიტუალური მოტივებით მდიდარ საფერხულო ტექსტებშიც („ქალი ვიყავ აზნაური”,
„გველი ხრილსა მიძრებოდა”), რომლებიც უძველესი მითოსური წარმოშობისაა და, როგორც ჩანს,
შრომის ციკლის ლექს-სიმღერებში მოგვიანებით დამკვიდრდა. ხალხურ შაირებში საპატარძლოსა
თუ სასიძოს იდეალი იკვეთება, როდესაც არჩევანისას გარეგნულ სილამაზესთან ერთად უპირატეს-
ობა ზნეობას, ხელსაქმის ცოდნას, კარგ გვარიშვილობასა და სხვა დადებით თვისებებს ეძლეოდა.
ლექსების ერთი ნაწილი „ნიშანლობის” წეს-ჩვეულებას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ
აღნიშნული ტექსტების ზოგიერთ ნიმუშს დროთა განმავლობაში საწესჩვეულებო ხასიათი დაუკარ-
გავს და უფრო იუმორისტულ საყოფაცხოვრებო ლექსებად ქცეულა, უეჭველია მათი კავშირი იმ უძ-
ველეს საქორწინო ტრადიციასთან, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეებში იყო გავრცელებული და
სასიძო-საპატარძლოს ნიშნობის შემდგომ, ქორწილამდელ ურთიერთობას ასახავდა. დანიშნული ქა-
ლი ვაჟს სხვადასხვა სახის საჩუქარს უგზავნიდა, რაც ხალხურ ლექსებშიც ხშირად დასტურდება. მა-
გალითად, ასეთ საჩუქრად საპატარძლოს ხელით ნაქსოვი წინდა ითვლებოდა. წინდის მოთხოვნა
ხალხურ ლექსებში სატრფოს ხელის თხოვნის სიმბოლურ მნიშვნელობას იძენდა: „გოგოვ შენი წელი
წმინდა, მომიქსოვე ჭრელი წინდა”. საგულისხმოა ლექსები, სადაც ნიშნობის სიმბოლოდ ვაშლი ფი-
გურირებს: „სათამაშო ვაშლი მქონდა...”. ვაშლის და სხვა ხილის, საერთოდ, მცენარეთა სატრფოს სიმ-
ბოლოურ სახედ დასახვა და საქორწინო რიტუალის რეპერტუარში დამკვიდრება ფოლკლორში საყო-
ველთაოდაა გავრცელებული. საქორწინო რეპერტუარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ემოციური ნა-
წილი პატარძლის გამოსათხოვარი სევდიანი ფერხულებია. აჭარაში ეს საფერხულოები ქორწილის
ღამეს სრულდებოდა. ქალების ოთახში, შინაურთა თანდასწრებით. კორიფეს როლში პირბადეჩამო-
ფარებული, აცრემლებული საპატარძლო გამოდიოდა, რომელსაც ქალები წრეს უვლიდნენ და ერ-
თხმიან სიმღერას უმღეროდნენ: „მაჲ აბრეშუმის საკაბე ვინ მოგიტანაო?..”. ამავე ციკლს უნდა მივა-
კუთვნოთ ზემო აჭარაში მეჭიბონეთა რეპერტუარში დამკვიდრებული „პატარძლის გამოთხოვება
მშობლებთან”, რომლის მხოლოდ სევდიანი მელოდიაა შემორჩენილი. აჭარაში გავრცელებულია მაყ-
რულები, მაგალითად, „დედოფლის სიმღერა”, რომელთა მისამღერებშიც უძველესი ქართული ხმები
ისმის („ვორირამა, „ვორირმა”, „ორირამა”, „ვორირა”, „ოხელო”...). მაყრული სიმღერები („მოვდივა-
რთ, მოგვიხარია”) პატარძლის მამისეული სახლიდან გამოყვანისას, გზაში და სასიძოს სახლში მიყვა-
ნის დროსაც სრულდებოდა. მაყრულის თემებია: საპატარძლოს და სასიძოს შექება, ქალისა და ვაჟის
მაყრების პაექრობა, სადედამთილოს დახასიათება და სხვა მრავალი. აჭარაში არსებული ტრადიციის
თანახმად, სასიძოს მშობლებს დედოფლის მაყრისთვის საჩუქრად შინაური პირუტყვი ანდა კამეჩი
უნდა გამოეყვანა. სუფრულები უპირატესად საქორწინო ლხინის დროს სრულდებოდა, რომელთა
შორის განსაკუთრებით გავრცელებული იყო ე. წ. „მასპინძლურები”. მათში გაკიცხული იყო პურძვი-
რი მასპინძელი ანდა შექებული იყო სუფრის სიუხვე. მაყრული და სუფრული სიმღერები მელოდი-
ური მრავალფეროვნებით, მუსიკალური ჰარმონიით, პოლიფონიურობით გამოირჩეოდა, ფერხულე-
ბის დიდი ნაწილის პოეტური ტექსტები კი განუვითარებელი იყო, გუნდისა და კორიფეს მელოდი-
ურ შეძახილებზე იყო აგებული და მრავალფეროვანი რეფრენით ხასიათდებოდა. ნეფის ოჯახში
586
დარჩენილი პატარძლის სამყოფ ოთახში შეყვანაც გარკვეული ცერემონიით სრულდებოდა. ამ დროს
შესასრულებელი საფერხულო ფორმითაც და შინაარსითაც არქაული ხასიათს ატარებდა: „გელინო,
გელინო, აბძანდი გელინო,/გელინო, გელინო, ნელ-ნელა წამობრძანდი,/გელინო, გელინო, გელინო,
კარითავი მაღალია,/გელინო, გელინო, გელინო, დედამთილო დედასავით, გელინო”. ზემოაჭარული
ქორწილის რეპერტუარში დამკვიდრებული იყო ხალხური სანახაობა „ფადიკო”, რომელიც, ფაქტობ-
რივად, ქორწილის ინსცენირებას წარმოადგენდა. „ფადიკოდ მორთული” კაცის სახუმარო სცენებს
თან ახლდა გართობა-მხიარულება, დოლზე დაკვრა და სიმღერა. დროთა განმავლობაში ხალხური
სანახაობა „ფადიკო” შეიცვალა. მასში ყოფითმა, სოციალურმა მოტივებმა და თემებმა იმძლავრა, მაგ-
რამ ამ სანახაობის ბევრი ისეთი ელემენტი, როგორებიცაა რეკვიზიტი, პერსონაჟები, ეროტიკული
მოქმედებები ცხადად ავლენს „ფადიკოს” არქაულ ხასიათს და ნაყოფიერების უძველეს რიტუალებ-
თან და კულტებთან მის თავდაპირველ კავშირს.
ლიტ.: ზოიძე, გიორგაძე, 2009:512-521.

აჭარული ქორწილი, შუახევი, სოფელი პაპოშვილები, 1962 წელი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

587
qosteki - იხ.: კარის ზღული.

qostere - ხის პირის გასასწორებელი იარაღი. ქვემო აჭარაში გვხვდება ქვიშტარა. თურქულად
– Küstere: გრძელი სალაშინი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:164.

qofia - სამჭადე, მოხვეწილი თავსახურით მჭადისა და პურის შესანახი ჭურჭელი. მასში „ჯერ-
ზე” მონარჩენ მჭადსა და პურს ინახავდნენ. იგი ჩარხზე მზადდებოდა. მასალად თელას ამჯობინებ-
დნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1974:63, 672; ნიჟარაძე, 1971:359.
qofiti - ხის ჭურჭლის ანდა სხვა სახის, მაგალითად, წისქვილის ქვის უხეშად დამუშავებული
ფორმა. შერჩეული მასალის წინასწარი უხეში დამუშავება, რათა მისი გადაადგილება და ტრანსპორ-
ტირება მსუბუქი ყოფილიყო. თავდაპირველად მას „გამოაქოფიტებდნენ” - უხეშად დაამუშავებდნენ,
შეამსუბუქებდნენ და შემდგომ საბოლოო, სასურველ ფორმას აძლევდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1974:61-62.

qoCi - ერთმანეთზე ვერტიკალურად მიწყობილი, აქოჩვილი ჩალის კონები. ახლამოჭრილ სი-


მინდის კონებს რამდენიმე დღე ჯერ ქოჩში გამოაშრობდნენ და შემდეგ „ხეჩალაზე” აასხამდნენ.

588
qoco - პატარა ქვევრი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:157.

qoxi - საზაფხულო სადგომი ანდა ალპური ზონისათვის დამახასიათებელი დროებითი საცხოვ-


რებელი, მეცხვარეებისათვის მცირე ზომის თავშესაფარი. მას მეორენაირად „იაილასაც” უწოდებ-
დნენ. ტერმინი ძირითადად მომთაბარე მესაქონლეობას შემორჩა. ჭვანის ხეობაში ქოხი ალპური ზო-
ნის დროებით საცხოვრებელ სახლს დღემდე აღნიშნავს.

ქოხი იაილაზე
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი, 1937 წელი)

589
qseli - 1. ქსოვილის დასამზადებელი ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა: „ჩვენ წაბლის ხიდან
ვაკეთებთ ქსელს” ... „ფირფიტიანი ძაფი გადადის ქსელზე ზეიდან”; 2. საქსოვად გამზადებული სიგრძივ
გაბმული ძაფები. ქსელს ქსოვისას საქსოვ დაზგაზე ჩამაგრებული საძირე ძაფსაც ეძახდნენ. მას „საქსე-
ლავსაც” უწოდებდნენ. საკუთრივ საქსელავში გასატარებელ ძაფს, რითიც ფაქტიურად ნაქსოვი მიიღებ-
ოდა მისაქსველი (მისაქსოვარი) ერქვა. ასევეა ჭურჭლის წვნის ტერმინოლოგიაშიც – საქსელავი იყო ხის
ის ელასტური წკნელები, ტკეჩები, რომელსაც ჭურჭლის ფორმის შესაბამისად ქსელავდნენ, ხოლო მი-
საქსველი, მისაქსოვარი, რომლითაც უკვე ჭურჭელს ქსოვდნენ, მაგალითად, კალათს, გოდორს; 3. აბრე-
შუმის ჭიის მიერ გაბმული ბუსუსებივით ძაფები, რითიც აბრეშუმის პარკი ცახს ემაგრება.
ლიტ.: სამსონია, 2005:14; ნოღაიდელი, 2017:59, 145.

qselva - საქსოვ დაზგაზე ძაფების გაბმა, ნართის საქსოვად გამზადება, ქსლის გაბმა: „დოლაბზე
ნართს ზეიდან ვქსელავდით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:145.

qslis amokrefa - ქსელზე ქსოვა. აჭარაში დიდი ყურადღება რთვა-ქსოვას, ფეიქრობას ექცე-
ოდა. რთვა-ქსოვა, მოსახლეობის ყოფაში საოჯახო ხელოსნური წარმოების ყველაზე უფრო გავრცე-
ლებული დარგი იყო. ეს ბუნებრივიც იყო: აქაური მოსახლეობა წარსულში ძირითადად მხოლოდ
ადგილზე დამზადებული ტანსაცმლით იმოსებოდა, რომლის ადგილობრივ ნედლეულს სელი, კანა-
ფი, მატყლი, თხის ბალანი, აბრეშუმი შეადგენდა. ბაზარზე ნართისა და ნედლეულის სახით ბამბას
ყიდულობდნენ. სელ-კანაფის ნართისაგან (კედისაგან) ტილოს ქსოვდნენ, რომლისგან მამაკაცის და
ქალის ჩასაცმელები: პერანგი, ზედა და ქვედა საცვალი, ზუბუნი - მამაკაცის ზედა ჩასაცმელი, შარვა-
ლი, ფორკა - კაბა იკერებოდა. კანაფის ნართისაგან ტომრებს, თოკებს, თაფლის საწურს და სხვა მის-
თანებს, ქსოვდნენ. ბამბისა და აბრეშუმისაგან კი სადა და ბადისებრ წინდებს, თორებს, ფულისა და
ჯიბის საათის ქისებს ამზადებდნენ, რომლებიც საოჯახო დანიშნულების გარდა სამზითვოდაც იყო
განკუთვნილი. მატყლისაგან ჩოხა-შალს, წინდებს, ხელთათმანებს, ყაბალახებს, ფეშტემლებს - ქალის
წინსაფრებს, ხურჯინებს ქსოვდნენ. წინდებსა და ხელთათმანებს, ზოგ შემთხვევაში, ჩოხა-შალსაც,
ბალნისგანაც ქსოვდნენ. მატყლის დამუშავებაში (გარეცხვა, გაჩეხვა-გაღენკვა, დართვა, დაძახვა, ქსო-
ვა) ქალთა ნადსაც იწვევდნენ. ნადს დართვა-დაძახვაშიც ეძახდნენ. ამას ხერტლის ნადი ერქვა. რთვა-
ქსოვისთვის, განკუთვნილი იყო სხვადასხვა დაზგა და იარაღ-ხელსაწყო: საქსოვად საფეიქრო, ჰორი-
ზონტალური დაზგა და თორის ყდა, ვერტიკალური დაზგა, ძაფის დასართავად და დასაძახავად
ხერტალთან და ტართან, დიდ ხერტალთან ერთად ჭახრაკი - ჯარა, ლანდიდან მურგვის ამოსახვევად
- ოგოდო, ნართის დასაქსელავად - დოლაბი, მასრაზე მისაქსოვი ძაფის დასახვევად - სიფრუტანა.
მატყლის ქსოვილს - შალს სპეციალურ დაზგაზე თელავდნენ, რომელსაც შალის სათელავი ეწოდებ-
ოდა. სათელავად აგრეთვე სარეცხ ჯარასა და მოწნულ ლასტს იყენებდნენ. მოთელვა ამ შემთხვევაში
ფეხით ხდებოდა. მოთელილ შალს შინ დამზადებულ მცენარეულ და ქარხნულ საღებავში ღებავ-
დნენ. მცენარეულ საღებავს თხემლის და კაკლის ხის ნედლი ქერქის, აგრეთვე, კაკლის ნედლი ნაყო-
ფისგან ამზადებდნენ.
ლიტ.: კახიძე, 1974:56-66; ნოღაიდელი, 2015:260; 2017:145.

qslis beWva - ნაქსოვის ფირფიტებით ჩაბეჭვა, რომ მჭიდრო ყოფილიყო: „ქსელის ბეჭვა თუ
იცი, ნაქსოვი გლახა არ გამუა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:260.

qsovilis qamari - ქსოვილისგან ნაკეთები ქამარი, რომელიც ზოგჯერ ვერცხლის შემკულო-


ბით და ვერცხლისავე ბალთით იყო გამართული.

590
quma - 1. ჩურჩხელა, ჩურჩხლის სახელწოდება; 2. მამაკაცთა თამაში - ერთად შეკრულ ჩურჩხე-
ლის უღლებს ვინც ერთი სატევარის - დანის დარტყმით გაჭრიდა, მთელი შეკვრა მას დარჩებოდა.
ლიტ.: ჯოხია, 1986:52; ნიჟარაძე, 1971:360; ქართული ეთნოლოგიური... 2009::405.

qubanka - იხ.: რუბანკა.

quTaisuri - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79.

qula - საჩეჩელზე მატყლის ჩეჩვისას მიღებული წყვილი ამონაჩეჩი: „გავჩეჩავთ. ორი ფარტენა
გაკეთდება. ერთი გაჩეჩილი ფარტენაა, ორი ფარტენა – ქულა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:145.

qurTbaari - ცეკვა, სარიტუალო გართობა-სანახაობა, ხელი-ხელ გადახვეული ფერხულის


მსგავსი მამაკაცების გუნდური ცეკვა, რომელსაც ძირითადად ქურთები ცეკვავდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:360; კახიძე, 1978:3-15; ლომთათიძე, 2014:188.

quski - იხ.: წოწი.

qusli - წინდის ნაწილი, საქუსლე: „თათის მერე ქუსლს მოქსოვ, მერე – ყელს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:146.

qufTe - ხორციანი კერძი. წვრილ ნაჭრებად ხორცს, ხახვსა და მაკიდოს, შავ პილპილთან ერთად
დანაყავდნენ ანდა მანქანაში გაატარებდნენ. მასას პატარა გუნდებად დაამრგვალებდნენ, რასაც ქუფ-
თე ეწოდებოდა. შემდეგ რგოლებად დაჭრილ ხახვს ერბოში მოხრაკავდნენ, ნიორს ჩაუმატებდნენ და
წამოადუღებდნენ. ქუფთებს ქვაბში ჩააწყობდნენ, წყალს დაასხამდნენ და ერთხელ კიდევ წამოადუღ-
ებდნენ. მასალად საჭიროდ იყო: ხორცი - ოთხი კილოგრამი, შავი პილპილი - ერთი სუფრის კოვზი,
მაკიდო - ორი კონა, მარილი - ერთნახევარი სუფრის კოვზი, ხახვი - ერთი კილოგრამი, ცხარე ძმარი
ერთი ჩაის ჭიქა, წყალი - ერთი ლიტრი.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:141.

quStara - სადურგლო იარაღი, გრძელი სალაშინი, რომლითაც ხელოსანი ფიცრის ზედაპირს


ასწორებდა. მეორენაირად მას „ქუბანკასაც” ეძახდნენ, რაც რუსული სიტყვის „რუბანკას” სახეცვლი-
ლი ფორმაა.
ლიტ.: გრიშაშვილი, 1997.

quCela - აბრეშუმის პარკის გარეთა უვარგისი ნაწილი, ნაპუტყა, ნახვეწა: „პარკს მოვკრეფთ, გა-
დავარჩევთ, ქუჩელას გადავაძრობთ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:146.
591
ხის ორნამენტის ნიმუში, კარის დეტალი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

592
აჭარელი ქალი ტრადიციულ სამოსში
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

593
Rabua - ყბაყურა.
ლიტ.: ჯაჯანიძე,1961; მგელაძე, 1982.

Rabuja - იხ.: ღაბუა.

RabuCa - ყბაყურა.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1981:33-34.

Razazuri - შალის ნართით ნაქსოვი ორნამენტირებული ბრტყელი ზონარი: „ღაზაზურა ყა-


იშია’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017146; კობერიძე, 2011:36.

Razli - მატყლის ძაფი: „ერთინა ყოფილიყო შავი ღაზლა, მეორე – თეთრი” ანდა „წინდა თუნ-
და მოქსოვო, ღაზლი სამი წვერინდა გააკეთო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 20171:146.

Razlis winda - მატყლის ნართით, ღაზლით ნაქსოვი წინდა: „მოვქსოვთ ღაზლის წინდას,
საცვეთებს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 20171:146.

Razlis Wreli - წინდის ორნამენტი: „წინდა მეიქსოვება ჩიტითვალაჲ, ფალაყებაჲ, ჩამწნილი,


ღაზლის ჭრელი’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 20171:146.

RamiTeoba - სახალხო დღესასწაული, შუამთობა, იგივე, მემხლიანობა (მენხლიანობა). მოსახ-


ლეობაში ღამის სათევად მთაში წასვლა სახალისო და სასურველიც იყო. ამ ტრადიციის ბუნების
დადგენის მიზნით ყურადსაღებია ზემო აჭარის აგარის თემის იაილებზე არსებული ადგილების სა-
ხელწოდებანი - პაწაჲ სალოცავი და დიდი სალოცავი, რომელთაც „მოჰაერენი” სტუმრობდნენ და ათ-
ვალიერებდნენ. საფიქსირებელია, წინამუსლიმანურ პერიოდში სალოცავები „თიებზეც” ყოფილიყო,
რაც ტოპონიმებად შემოგვრჩა და რომელთაც ივლისის ბოლო დეკადასა თუ აგვისტოს პირველ
რიცხვებში მოსახლეობა მოინახულებდა ხოლმე. იქნებ აქ რომელიმე უქმესაც დღესასწაულობდნენ.
ღორჯომის ხეობის იაილებზე ასული მოჰაერენი ბარში 10-15 დღის გასვლის შემდეგ ბრუნდებოდ-
ნენ. სოფელში მიმავალნი მთის სათიბებში ჩამოივლიდნენ და ერთი სახეობის მხალს, ე. წ. „დვარუ-
ლას” კრეფდნენ. ეს მცენარე გარდა საკვებისა, სამკურნალოდაც გამოიყენებოდა. საერთოდ, სავარაუდოა,

594
რომ ხეობის მოსახლეობა წარსულში ივლისის ბოლო რიცხვებიდან და აგვისტოს დამდეგიდან მთებ-
ში ველური „მხალის” (ფხალის) საკრეფად არამარტო საზამთრო მარაგის დაგროვების მიზნით, საჰა-
ეროდ და დასასვენებლად, არამედ რელიგიური მოსაზრებებითაც ადიოდა. სწორედ აქედან უნდა მი-
ეღო ამ დღესასწაულს კიდევ ერთი სახელწოდება - მენხლიანი (მენხლიანობა).
ლიტ.: მგელაძე, 2012:107.

Rarikavi - სახურავის სამაგრი ხის ძელი, რომლის


ერთი ბოლო „სარაიბაღზე”, ხოლო მეორე – სახურავის
ცენტრში გამართულ „მახასზე” და „უმუზზე’ იყო დამაგ-
რებული. ღარიკავის ნაცვლად აჭარაში, იმავე მნიშვნე-
ლობით, ტერმინი კავი იყო გავრცელებული.
ლიტ: მგელაძე, ტუნაძე, 2016.

RarWi - აგდებით ბავშვი, ღლაპი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:362.

Rebva - აჭარაში როგორც მცენარეულ, ისე ქიმიურ საღებავებს იყენებდნენ. მცენარეული საღება-
ვებიდან საწერავ ბალახს, ენდროს, კაკლის წენგოს, თხმელის და წყავის ქერქს, მაკაფია ბალახს გამო-
იყენებდნენ. საწერავ ბალახს შალის პირველად შეღებვისას შავი ფერის მისაღებად ფართო გამოყენე-
ბა ჰქონდა. მაკაფია ბალახისაგან ყავისფერი საღებავი მზადდებოდა. ყავისფერს, აგრეთვე, კაკლის
წენგოსა და თხმელის ქერქის ნაერთით, ყვითელ ფერს ნარინჯ ყვავილისაგან, ენდროსაგან კი - წითე-
ლის სხვადასხვა ელფერს, შინდისფერსა და მუქ წითელს იღებდნენ.
ლიტ.: სამსონია, 2005.

Renkva - მატყლიდან ხელით წეწვით ზედმეტი მინარევების მოცილება: „ვრეცხავ მატყლს, ვღენ-
კავ და ვჩიჩავ საჩეჩელზე’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 20171:146.

Renwero - ხის წვერი, კენწერო.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

RerRili - მსხვილად დაფქვეული სიმინდის ფქვილი.

RerRilis Sorva - ღერღილით მომზადებული რძიანი, ფაფისებური საკვები. ღერღილს მო-


ხარშავდნენ, შემდგომ რძეს დაასხმდნენ და წამოადუღებდნენ. ცალკე იაღში -კარაქში ხახვს მოხრა-
კავდნენ და ფაფას შეკაზმავდნენ. მარილს გემოვნების მიხედვით ურთავდნენ.

595
Rvalo - Rumex Crispus L: ღოლო, სამკურნალო ბალახოვანი მცენარე, რომლის კარაქში მოხრა-
კული ფოთლები მუწუკების მოსაშორებლად გამოიყენებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:44.

Rvanura - ღვანურა წითელყურძნიანი საღვინე ჯიში იყო. იგი ცალკეული ძირის სახით ხულოს
რაიონში, სოფელ ჩაოს, ფურტიოსა და სხალთის მიდამოებში იყო გავრცელებული. გადმოცემებით
ირკვევა, რომ წარსულში ღვანურა ზემო აჭარის სოფლებში საკმაოდ ფართოდ ყოფილა წარმოდგენი-
ლი, რომლის მოსავალსაც, ძირითადად, ყურძნად ხმარობდნენ, ზოგ შემთხვევებში საზამთროდ შეს-
ქელებულ ყურძნის წვენსაც ამზადებდნენ. ეს ყურძენი არ ინახებოდა და ამავე დროს შორეულ ტრან-
სპორტირებასაც ვერ იტანდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

Rvarela-dergi - იხ.: სადღვებელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:363

Rvedi - ბაწრისებურად დაგრეხილი ტყავი. ღვედს იყენებდნენ უღელზე ხელნების ანდა სხვა სა-
ხის ტვირთის მისაბმელად. მას ხარისა თუ კამეჩის ტყავისაგან გრეხდნენ. ზოგადად იგი მძიმე ტვირ-
თის უღელზე ჩასაბმელად იყო გათვალისწინებული.

Rviana - საძოვარი ბალახი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1948.

RviZeli - ღვიძელი მარილნარევი აუდუღარი წყლით მოზელილი პურის ცომის საშუალო სის-
ქის შუაზე მოკეცილი ფენებისაგან მზადდებოდა. შიგნით მოხარშულ, შუაზე გაჭრილ კვერცხებს ჩა-
დებდნენ და ყველს ჩაფშვნიდნენ, შემდეგ ფენებს კიდურებს შემოუკეცავდნენ და ერბოში შეწვავ-
დნენ. ჩვეულებრივ ღვიძელში ორი, დიდ ღვიძელში კი - ოთხი ცალი კვერცხი თავსდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:100.

RviZli biZaSviloba - განაყოფები, ახლო ნათესაური ჯგუფი.


ლიტ: მგელაძე, 1973; 2004.

RviZli saZmo - ერთი ძირიდან ნაყარ ბიძაშვილთა ახლო ნათესაური ერთობა.

RivRiva - მცენარე, რომელსაც გახარება უჭირს.


ლიტ.: კობერიძე, 2011:36.

596
Rilkilo - შესაბნევი, რომელიც აჭარელი ქალის კაბის ანდა პერანგის
გულისპირის შესაკვრელად ფართოდ გამოიყენებოდა. ღილკილო ვერცხლი-
საგან იყო დამზადებული. ერთი შესაკვრელი დედალი და მამალი ღილკი-
ლოსაგან შესდგებოდა, რომელთა ერთმანეთში გამოდებით გულისპირი იკ-
ვრებოდა.

Rima - ბალახოვანი მცენარე. იგი საკვებად და სამკურნალოდაც გამოიყენებოდა. მისგან წნილს


ამზადებდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:219.

Rinwvela - 1. სუსტი არაყი; 2. სუსტი, დალეული ბავშვი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:16.

Rlabi naqsvari - მოშვებულად, ფართოდ ნაქსოვი, სხვანაირად ფომფო ნაქსოვსაც ეძახიან:


„ღლაბი ნაქსვარი თუ იქნებოდა, დანას ჩავარტყამდი და ჩატკებნიდა ნაქსოვს’’ ანდა „ღლაბი ნაქსვა-
რი მოშვებულია, ჭიტინაები (ჭუჭრუტანები, ხვრელები) ჩანს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:146.

Rliti - ფლიდი, მღლეტელი: „ღლიტი კაცი რო გებნება, არ დიჯერო”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Robe - ხის კონსტრუქციის ერთგვარი


ზღუდე, რომელსაც კარმიდამოს ანდა ბაღ-
ჩა-ბოსტნების დაცვის მიზნით აგებდნენ.
აჭარაში გვხვდება ღობის სხვადასხვა ვარი-
ანტები, მათ შორის, როგორც ხელოვნური,
მაგალითად, სარის ღობე, ისე ბუნებრივი
ცოცხალი ღობე.

597
Romi - 1. აჭარაში და, საერთოდ, დასავლეთ საქართველოში ადრე ფართოდ გავრცელებული სა-
მეურნეო კულტურის სახეობა. ღომი სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერ-
თი მთავარი საკვები მარცვლეული იყო. ღომს გვიან გაზაფხულზე თესავდნენ და შემდეგ მოხნულ
მიწაში თოხით სამ-ოთხჯერ მარგლავდნენ. ზოგან ღომი, მაგალითად, სამეგრელოში მაღალი იზრდე-
ბოდა, ოქტომბერში კი - ნამგლით იმკებოდა. მომკილი ღომის თავთავებს გამოსაშრობად ძარში თე-
სავდნენ, რომელიც მაღალ ბოძებზე იყო შემდგარი და ქვეშ ნელი ცეცხლი ჰქონდა შენთებული, კარ-
გად რომ გამომშრალიყო. ამის შემდეგ ღომის თავთავებს ფეხით სრესდნენ, ბზესა და ღეროს აცილებ-
დნენ. გარჩეული ღომის თავთავებს საცეხველში - „ჩამურში” ჩაყრიდნენ, რომელიც ზოგან ქვის იყო,
ხოლო ზოგან მთლიანი ხისაგან იყო გამოთლილი და მოკაუჭებული ხის საცეხველით ცეხვავდნენ.
ღომის ცეხვას, ძირითადად, სამი ადამიანი აწარმოებდა, რომლებიც „კაკუტებს” ჩამურში ჩაყრილ
ღომს მორიგეობით ურტყამდნენ. დაცეხვილ ღომს ჩამურიდან ამოიღებდნენ და გაანიავებდნენ, ხო-
ლო ბრელოიან ნარჩენს ქათმებს გადაუყრიდნენ. ღომის გამცეხვავნი უმეტესად ქალები იყვნენ. ღო-
მისაგან შემდეგ ერთგვარი ფაფა იხარშებოდა. სიმინდის კულტურის ფართოდ გავრცელებამდე „ღო-
მის ღომი” მზადდებოდა. სიმინდის დამკვიდრების შემდეგ ღომმა, როგორც შედარებით დაბალკა-
ლორიულმა და ძნელად მოსაყვანმა კულტურამ, ასპარეზი თანდათანობით სიმინდს დაუთმო. სი-
მინდის ღომს ღერღილისაგან და წმინდა ფქვილისგანაც აკეთებდნენ. ღერღილს მსხვილი საცრით ქა-
ტოს მოაცილებდნენ, წამოადუღებდნენ და შესქელებას რომ დაიწყებდა, მასში ფქვილს ამოუკიდებ-
დნენ, თან ხის ჩოგნით განუწყვეტლივ ზელდნენ.
ლიტ.: მაკალათია, 2007.

Romis kerZi - ადუღებულ მარილნარევ წყალში სიმინდის ფქვილს გახსნიდნენ და წამოად-


უღებდნენ, ადუღებამდე კი კოვზით ურევდნენ, შემდეგ ჩოგნით ჩაზელდნენ, ისევ ცეცხლზე შედგამ-
დნენ და „მოაშუშებდნენ’’. ბოლოს ცეცხლიდან ჩამოდგამდნენ და კვლავ ჩაზელავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:143.

Rompapi - იხ.: ლომპაპი.

RorTeli - პირუტყვის ნაშიერის გაჩენის პროცესში საშვილოსნოს გარეთ გამოვარდნა.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:413.

Ror-tyemala - მსხვილი ტყემალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:33.

598
Ror-qliava - ქლიავის სახლწოდება. ქლიავის ჯიში.
ლიტ.: სახოკია, 1985:222; კობერიძე, 2011:33.

Rorjumuli yvel-kvercxi - თხლად დაჭრილ ყველის ნაჭრებს სპილენძის თეფშზე ანდა


ტაფაზე დაყრიდნენ, ცხელ წყალს დაასხამდნენ, ჭურჭელს ცხელ ნაცარში - ღვიერო ცეცხლში ჩადგამ-
დნენ, მასში ათქვლეფილ კვერცხს მოასხამდნენ, სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყ-
რიდნენ. ასეთ მდგომარეობაში მოშუშებამდე გააჩერებდნენ. შემდეგ სახურავს ახდიდნენ და დამწვარ
ერბოს მოასხამდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:109.

Rorobia - საბავშვო თამაში.


ლიტ.: ნოღაიდელი...

Roje - კედლის კუთხის გადაბმის წესი, როცა


კედლის კუთხეში ფიცრები ერთმანეთში ჭდობის წე-
სით იყო გადაბმული. ამ წესის დაცვით ჯარგვალური
ნაგებობებიც შენდებოდა. ტრადიციული აჭარული
საცხოვრებელი ღოჯეთი კეთდებოდა. ღოჯე სახლს სი-
მაგრესა და სეისმურ გამძლეობასაც ანიჭებდა.

Rrami – 1. ღარი, ღარაკი. პირშესმით საშენებლად ფიცრის კიდეზე ამოჭრილი, ამოკვეთილი, ღა-
რა, ჩაღრმავებული ნაწილი, სადაც ფიცარი ისმება; 2 ხის შენობის ქვედა სარტყელი. სულხან-საბა ორ-
ბელიანით „ღრამმი - სიგრძე უსივრცო, რომელ არს ხაზი”. ღრამს ქამფურით იღებდნენ.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:382; ადამია, 1956:96; ნიჟარაძე, 1971:365; მასალები...1975:420.

Rrante - ღრმა და ვიწრო ხევი, ხრამი. ორმო. თედო სახოკია: „კივილის მიზეზი ისა ყოფილა,
რომ მის ვაჟს მამა „დაუმსხდაო” (გაჯავრებით გამოეკიდაო), ბაღვი (ბავშვი) სადღაც გაიჭრა და ვაი
თუ სადმე ღრანტეში გადიჩეხაო.”
ლიტ.: სახოკია, 1985:144; უნივერსალური... 2006; ქართულ სინონიმთა... 1961.

Rupa - იხ.: ნადური.

599
Rurne - წისქვილის წყლის შესაგუბებელი მსხვილი მილი, სადაც მასზე ღარით მიშვებული წყა-
ლი გროვდებოდა. ღურნეში დაგუბებული წყლით გარკვეული წნევის მქონე წყლის ჭავლი წარმოიქ-
მნებოდა, რომელიც ბორბალს ატრიალებდა. ღურნის ბოლოში მუშტუკი იყო ჩაშენებული.

Rja - 1. მაღლარი ვენახის ბუნებრივი საყრდენი; 2. კიბე, ნაძვის ხის წვერო, გრძლად გადაჭრილი
და ბოლომდე ტოტებდაუჭრელი, რასაც კიბის მსგავსად იყენებდნენ.
ლიტ.: კახიძე, 1979:37; ქართული ეთნოლოგიური... 2009.

წისქვილის ღურნე და ბორბალი

600
წისქვილი ხის ღურნეთი, სოფელი შუბანი, შუახევი.
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მინის ნეგატივი)

601
სხალთის ტაძარი

602
yabalaxi - მამაკაცის თავსაბურავი. ყაბალახი აჭარელი მამაკაცის სამო-
სის კომპლექტში შედიოდა და ჩოხა-შალის აუცილებელი ატრიბუტი იყო. ყაბა-
ლახს ძირითადად მატყლისაგან ამზადებდნენ. მას სამი-ხუთი ადლი ქსოვილი
სჭირდებოდა. მისი კიდეები სხვადასხვა ფერის ყაითნით, ოქრომკედით, სირ-
მით იყო შემკული. ბოლოებზე ყაბალახს ფუსკულებს უკეთებდნენ. ხშირად ყა-
ბალახი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენდა. საყაბალახე მასალა ერ-
თმაგიც და ორმაგიც იქსოვებოდა. ეს უკანასკნელი უფრო ძვირად ღირებული
იყო. უპირატესობა შავ და თეთრ ფერს ენიჭებოდა. ყაბალახის მოხვევას თავი-
სი წესი ჰქონდა. თავზე ყაბალახის იმ ნაწილს ჩამოიცმევდნენ, რომელიც გაკე-
რილი იყო და კუთხეს ქმნიდა. ყაბალახის მარცხენა ყურს მარჯვნივ, უკან შემო-
ტარებით, მარცხენა მხარემდე შემოიხვევდნენ. მარჯვენა ყურის შემოხვევაც
იმავე წესით წარმოებდა, ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით. ამის შემდეგ
ყაბალახის გვერდზე შემხვედრი ორივე ყური გაინასკვებოდა. ყაბალახის მასა-
ლად მატყლი, შინნაქსოვი შალი, თივთიკი, შალ-აბრეშუმი (დარაია), იშვიათ-
ად, მაუდი გამოიყენებოდა. ქართულ ყოფაში ყაბალახს „ბაშლაყის” - ბაშლუღის
სახელითაც იცნობდნენ. აღნიშნულ ტერმინთაგან „ბაშლუღი” თურქული სიტყვაა,
სადაც „ბაშ” თავს ნიშნავს, „ლუღი” კი, როგორც ფორმანტი, სახელთა მაწარმოებელია, შესაბამისად,
ყაბალახიც თურქული წარმომავლობისაა - kabalak. ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელის მიხედვით
ყაბალახი საომარი დანიშნულების თავსაბურავი იყო. ამ დანიშნულებითაა იგი მოხსენიებულია არა-
ერთ ისტორიულ წყაროში, მაგალითად, ჟამთააღმწერელთან და ჯუანშერთან. სულხან-საბა ორბელი-
ანი ყაბალახის მის სხვა ფუნქციაზეც ამახვილებდა ყურადღებას - „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი”. ფშავ-
ში ყაბალახს - ყაბალუხი, ყაბალახი ერქვა.
ლიტ.: სახოკია, 1985:146; გურგენიძე, 1969; სამსონია, 2005:96, 102;
ქართული მატერიალური კულტურის...2011:476; ნოღაიდელი, 2017:146.

603
აჭარელი მოხუცები ცხენებზე, ბახმარო, 1948 წელი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

yabar-mufTi - მსხლის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

yavari - ხისაგან დამზადებული თხელი ფიცარი, რომელიც შენობათა გადასახურად გამოიყენ-


ებოდა. ისლის შემდგომ იგი ერთ-ერთი უძველესი სახურავი საშუალება იყო, რომელმაც თავისი
ფუნქცია თითქმის ბოლო დრომდე შეინარჩუნა. ყავარს აჭარაში ძირითადად ნაძვის ხისაგან ამზა-
დებდნენ. ამ მიზნით ჯერ საყავრე ხეს შეარჩევდნენ და მას სანაფოტეს, ანუ მოზრდილ ნაპობს გამო-
უღებდნენ. თუ სანაფოტე სწორად და ლამაზად გაიხდებოდა, მაშინ ეს ხეც საყავრედ ვარგისი იყო.
მოჭრილ ხეს დამორავდნენ და მსხვილად დახეთქავდნენ. შემდგომ მისგან ყავარს გახდიდნენ. ყავ-
რის სახდელად სპეციალური ფართოპირიანი დანა გამოიყენებოდა. ყავარი 1.20 მეტრი სიგრძისა იყო,
ხოლო სიფართე მასალის მიხედვით იცვლებოდა, თუმცა დაახლოებით 15 სმ-ზე ნაკლები არ უნდა
ყოფილიყო. ყავრის სისქე ერთ-ერთნახევარ სანტიმეტრს აღწევდა. დამზადებულ ყავარს „დაბეღლავ-
დნენ”, სადაც იგი შრებოდა და სისწორესაც ინარჩუნებდა. სახურავზე ყავარს „საქოლავი ქვების” მეშ-
ვეობით ამაგრებდნენ. ბოლო პერიოდში საქოლავი ქვები ლურსმანმა ჩაანაცვლა. ყავარს ამზადებ-
დნენ არა მხოლოდ სახურავისათვის, არამედ ყურუთის დასაწყობად და გასაშრობადაც. ამგვარი ყავა-
რი შედარებით გრძელი და რაც შეიძლება ფართო იყო. მას „საყურუთე ყავარს” უწოდებდნენ.
604
yavrani - მაჭახლის ხეობაში ორნაწილედი ფუტკრის სკა არსებობდა, მაგრამ „ყავრანიც” დას-
ტურდება, რომელიც როგორც მთლიანი ფუღუროიანი ხისგან, ისე ორნაწილედი გულამოღარული
ხის შეერთებითაც მზადდებოდა.

yazi - მამალი ინდაური.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

yazma - გრძელპირიანი თოხი, მიწის დასამუშავებელი იარაღი, რომელსაც ვიწრო და გრძელი


პირი ჰქონდა და შედარებით მაგარი მიწის დასამუშავებლად და მოსათხრელად გამოიყენებოდა. მა-
გალითად, ყაზმათოხით ბინის ჩასადგამ ადგილს ამოთხრიდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:367.

yazmaToxi - იხ.: ყაზმა.


ლიტ.: მიქელაძე, 1978:113.

yazmihalva - ჰალვა, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახი დაკრძალვის შემდგომ ამზადებდა და


ყაზმაჯებსა და სხვა პირებს უნაწილებდა და იმათ, ვინც, მაგალითად, სასაფლაოს ამოთხრაში, გან-
ბანვის რიტუალში, ანდა თაბუთის დამზადებაში მონაწილეობდა.

yazmaji - მესაფლავე, პირი რომელიც სასაფლაოს თხრიდა. ყაზმაჯები სპეციალურად ამ საქმი-


სათვის გამოყოფილი პირები იყვნენ. ყოველ სოფელს თუ ყოველ სასაფლაოს დაახლოებით ორი თუ
605
სამი ყაზმაჯი ემსახურებოდა. მათ გასამრჯელოსაც კი უხდიდნენ, თუმცა ისინი, ხშირად, გასამრჯე-
ლოზე უარს ამბობდნენ შემდეგი მოტივით: „ჰალალი იყოსო” ანუ „ ოჯახს ჰალალს უზამდნენ”. ცნო-
ბილია ისეთი შემთხვევები, როცა ამ საქმეს ადამიანი გასამრჯელოს გარეშე, მხოლოდ სამადლოდ აკ-
ეთებდა. ყაზმაჯები გარდაცვლილის ოჯახისაგან მითითებას ღებულობდნენ თუ სად გაეთხარათ სა-
საფლაო.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

yaTmeri - პურის ცომისაგან რამდენიმე თხელ ფენას დაამზადებდნენ, თითოეულ მათგანზე


ერბოს მოასხამდნენ, შაქარში დანაყილ ნიგოზს მოაყრიდნენ, სამკუთხედად გადაკეცავდნენ, კეცში
ჩააწყობდნენ, ზემოდან კვერცხის გულს მოუსვამდნენ და გამოაცხობდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998.

yaiTani - აბრეშუმის ძაფის წვრილი ზონარი: „შალს ყაითნებით მოვქარგავდით”. სიტყვა არაბ-
ული წარმომავლობისაა და აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა შესული.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:147.

yaimaRi - იხ.: კაიმაღი.

yaisafa - რომელიმე ხილის ტყლაპს ანდა ჩირს


ცხელ წყალში დაალბობდნენ, წვენს რამდენჯერმე გა-
მოუცვლიდნენ, როცა სიმჟავე საგრძნობლად გამოვი-
დოდა, ტყლაპზე თაფლსა თუ შაქარწყალს დაასხამ-
დნენ, ზემოდან დანაყილ ნიგოზს მოაბნევდნენ, დამ-
წვარ ერბოს დაამატებდნენ და თავდახურულ ჭურ-
ჭელში წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:160.

yaisnaRi - საქსოვი ჩხირი. იხ.: კინთი.


ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

yalioni - წარმოშობის მიხედვით არაბული სიტყვაა და თამბაქოს მოსაწევს ნიშნავს. საქარ-


თველოში ორი ტიპის ყალიონი გვხვდებოდა: გრძელი და მოკლე. გრძელ ყალიონს ყუნწი - ტარი
ჰქონდა, რომელზედაც თამბაქოსათვის ჯამი მაგრდებოდა. ტარს თამბაქოს კვამლის შესასუნთქად
ღრუ - გამჭოლი ნახვრეტი უკეთდებოდა. ასეთი ტიპის ყალიონი გავრცელებული იყო აჭარაში, გუ-
რიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. იგი ძირითადად ხანდაზმული მამაკაცებისთვის იყო განკუთ-
ვნილი. პარალელურად მოკლე ყალიონი, იგივე, ჩიბუხი იყო წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი ადვი-
ლად სატარებელი იყო და ყოფაში დღემდეა გავრცელებული.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:415

606
yama – ცივი იარაღის ტიპი. დასავლეთ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა აჭ-
არული ყამა, რომელიც ,,ბაბასყამას” სახელწოდებითაც იყო ცნობილი. ყამას პირი ფოლადისაგან
მზადდებოდა, ცალლესული, ღარიანი, სხვადასხვა ზომის შაშარით - ორლესული წვერით ხასიათდე-
ბოდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღების ფონდში დაცული ყამების სიგრძე 24-54 სმ-
მდე მერყეობს, ხოლო პირის სიგრძე 15-35 სმ-ია. ტარი ძირითადად რქის, ძვლისა და ხისაგან მზად-
დებოდა. ყამის ზოგიერთი ნიმუშის ტარის ფორმაზე თურქული იატაგანის გავლენა შეიმჩნევა, რომე-
ლიც ორკაპა ფორმით ბოლოვდება. ორკაპთან ვხვდებით ნეკის სათითურს, რომელიც ქარქაშიდან ყა-
მის სწრაფ ამოღებას ემსახურებოდა. ქარქაში ხისაგან მზადდებოდა, რომელზეც მუქი ფერის (შავი და
ყავისფერი) ტყავი იყო გადაკრული. ყამის ქარქაშისთვის, ხშირ შემთხვევაში ოთხ-ხუთ მწკრივად შე-
მოვლებული სხვადასხვა ფერის (მწვანე და ყავისფერი) ტყავის სალტეები იყო დამახასიათებელი,
რომელიც ქარქაშის ტყავში იყო ჩაწნული. მოკლე, ორლესური სატევარი, ორლესული, ხანჯალი. ცნო-
ბილი იყო აჭარასა და გურიაში. იმერეთში ყამას „დიდ დანას” ეძახდნენ.
ლიტ.: ქაფიანიძე, 2018.

ყამა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

yamiri - მოუხნავი, გაუტეხელი მიწა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:32.

yalibze gatana - სასურველი ფორმის მისაცემად ახალმოქსოვილი ანდა გარეცხილი


წინდის ყალიბზე გაშრობა. ყალიბს დაახლოებით ფეხის ფორმა ჰქონდა და მასზე გაშრობი-
ლი წინდაც შესაბამის ფორმას ინარჩუნებდა: „წინდას მოვქსოვდით, გავრეცხდით და ყალიბ-
ზე გევტანდით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:147.

607
yana - სახნავი და სათესი მიწა, ადგილი, სადაც სიმინდი ითესებოდა. ყანას თავად სიმინდის ნა-
თესსაც უწოდებდნენ.
ლიტ.: კახიძე, 1974:40.

yanada - უყელო კედელი


ლიტ.: მასალები... 1975:417.

yanTari - ხელში დასაჭერი რკინის სასწორი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:367.

608
yani - სისხლის აღება. მუჰაჯირობის დროს მაშინდელი ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნა-
ტორს, გენერალ-მაიორ კომაროვს აჭარის მცხოვრებთათვის განუცხადებია: „ვერც მუსულმანის ოჯ-
ახობას და იმის ჩვეულებას ვერავინ ვერ შეეხება, მაგრამ „ყანი” - სისხლის გადახდა კი უნდა მოიშალ-
ოთ. კაცის მოკვლა დიდი ცოდვაა და არავის არა აქვს ნება მტრობით კაცი მოჰკლას. ვისაც დუშმანი
ჰყავს, იმან სასამართლოში უნდა იჩივლოს”-ო.
ლიტ.: გაზეთი „დროება”, №165, 1880; სახოკია, 1985:192.

yanis aweva - სიმინდის მოსავლის აღება და დაბინავება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:368.

yanis gagdeba - მწირი, გამოფიტული საყანე მიწის გაყამირება, დროებით ხვნა-თესვის შეწყვე-
ტა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:118.

yanis dadeba - საყანედ მიწის დამუშავება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:368.

yanoxi - იხ.: ყანუღის გაღება.

yanuxi - იხ.: ყანუღის გაღება.

yanuRis gaReba - ახალდახნულ ყანაში თესვის დაწყების რიტუალი: „სანამ თესლს არ ჩააგ-
დებს, ყანუღს არ იქს თავის მიწაზე კაცი - მეზობელს არ მიცემს თესლს”... „წინ-წინ ყანოხს გეიღებდენ
- პაწას დათესავდენ. მერე სულ ერთი იყო, რომელ დღესაც დათესდენ”. ყანუღის გაღების დროს ყუ-
რადღებას მთვარის ფაზებს აქცევდნენ. ყანუღის სახეცვლილი ლექსიკური ვარიანტებია ყანოხი და
ყანუხი.
ლიტ.: ნოღაიდელი...

yarabaRi - ცეკვა.
ლიტ.: კახიძე, 1978:3-15.

yarTofi - კარტოფილი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

yaurma - ხორციანი კერძი. საყაურმე ხორცი აუცილებლად ქონიანი უნდა ყოფილიყო. ასეთ
ხორცს წვრილად დაჭრიდნენ და მოხარშავდნენ. თუ ქონი ცოტა იყო, დაუმატებდნენ. მოხარშულ
ხორცს შეკაზმავდნენ და ინახავდნენ. ჭურჭელში ჩასხმული ხორცი ზემოდან ქონს მოიცვამდა და გა-
ცივების შემდგომ გაქვავებული ქონი ყაურმას გერმეტიულად ინახავდა. ყაურმას, ძირითადად, გვიან
შემოდგომაზე აკეთებდნენ და ზამთრის განმავლობაში იყენებდნენ. თანამედროვეობაში ყაურმას მი-
ნის ქილებში ინახავენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:138.
609
yafdaRi - შორეული ადგილი, სადაც ლომპაპი, ეშმაკი იყო დამბული.
ლიტ.: მგელაძე, 2010/2011:426.

yafesli - კაფესლი: „ქესას შიან უკეთდება ყაფესლები”. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:147.

yafesli winda - ერთ ფერში ნაქსოვი და იმავე ფერში ორნამენტირებული წინდა: „ყაფესლი
წინდა ნაყიშლებიანი წინდაა, სადე – ისევ მისი თეთრი ნაყიშლებით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:147.

yayvira - საყმაწვილო დაავადება.

yaSavi - თურქულად Kaşağı. პირუტყვის დაურვებისათვის რკინის კბილებიანი ჯაგრისი, სა-


მურველი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:369; მგელაძე, 2012:103.

yaSmiroba - გაშაირება, შაირობა, ხუმრობა, ოხუნჯობა, მასხრობა.


ლიტ.: დავითაძე, 1978:71

yaSuRi - კოვზი, ციცხვი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:369; ჯაჯანიძე, 1961.

yaWi - აბრეშუმის ჭია. აჭარაში აბრეშუმის კულტურასთან დაკავშირებული ცოდნა-გამოცდი-


ლება შემთხვევითი არ ყოფილა და იგი მთლიანად საქართველოს მეაბრეშუმეობის კულტურასთან
კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. ქართველ ხალხს აბრეშუმის წარმოებისა და დამუშავების
დიდი გამოცდილება ჰქონდა. ქართული საფეიქრო წარმოების მაღალი დონის დამადასტურებელია
ამ დარგის შესახებ არსებული ისტორიული ცნობები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცე-
მები. ქართული ხალხური ფეიქრობის შესწავლაში დიდი მნიშვნელობა ენობრივ - ლექსიკურ მასა-
ლას ენიჭება. ამ მხრივ კი - აჭარული დიალექტი საკმაოდ მდიდარია. აჭარის სხვადასხვა ხეობაში,
განსაკუთრებით, ქობულეთის რეგიონში, მეაბრეშუმეობა ადრიდანვე კარგად განვითარებული დარ-
გი იყო. აქ აბრეშუმის პარკის უხვი მოსავალი ბოლო პერიოდამდე მოჰყავდათ, თუმცა მისი საოჯახო
პირობებში დამუშავება იშვიათად ხდებოდა. ადრე ყაჭი სახლში გამოჰყავდათ. „ყაჭის პარკს” გრი-
ლად ინახავდნენ. ადრე გაზაფხულზე პარკს სითბოში სუფთა ნაჭერზე დააწყობდნენ, მეტწილად,
მარლაზე. პარკებიდან გამოსული „პეპლები ... ნურს (მურს) დაყრიდნენ”, რომელსაც სხვაგვარად
„კვერცხს” ანდა „კაკალს” ეძახდნენ. მეაბრეშუმეებს წინასწარ გამოყვანილ მურსაც აძლევდნენ. ერთი
კვირის შემდეგ მურიდან ყაჭი - ბობოლი (ჭია) გამოიჩეკებოდა. მარლას „ჩელტზე” გადაიტანდნენ,
ყაჭს დაჭრილ „ბჟოლის ჟვერს” დააყრიდნენ, კარგი იყო ჭინჭარიც. ყაჭი ბჟოლის ჟვერზე გავიდოდა
და მარლა გაცარიელდებოდა. შემდეგ მარლას გადმოიტანდნენ, კვერცხებზე ისევ დააფენდნენ და ...
ასე თანდათან გამოჰყავდათ. ყაჭი ყოველდღიურად თუ არა, ყოველ მეორე დღეს ჟვერიდან ჟვერზე
გადაჰყავდათ, სანამ „პირველ კანს მოიხდიდა”. სამი დღის შემდეგ „ახალგამოსული”, „ახალდასმუ-
610
ლი” ჭია ზრდას იწყებდა - „ერთი მისი სისხოს მოიმატებდა”, მერე კიდევ და .. „იყო ასეთ მატებ-მა-
ტებაში”. ყაჭს დღეში სამ-ოთხჯერ დააპურებდნენ, თუთის წვრილ ტოტებს „დასხეპავდნენ”, გადა-
არჩევდნენ და „დაჩხოტავდნენ”, რათა მას თუთის მარცვალი არ შეჰყოლოდა. ყაჭს ფოთოლს ფრთხი-
ლად დააყრიდნენ. ყაჭი პარკს გააკეთებდა, კანს ოთხჯერ მოიხდიდა, მერე ერთ კვირას - „მეორე კან-
ში” ანუ „კეხის კანში წვებოდა”, შემდეგ წავიდოდა და სამ ანდა ხუთ დღეში კანს კიდევ მოიხდიდა -
ჯერ „წარბის კანს” და ბოლოს „დიდ კანს”. ყოველი კანის მოხდის შემდეგ „ყაჭს გადაარჩევდნენ”, „ნა-
ძირას” გამოაცლიდნენ და ბობლებს მომეჩხროდ დასვამდნენ. ბობლები დაიზრდებოდნენ, დიდი
კანიდან, რომ ამოვიდოდნენ, კვლავ გადაარჩევდნენ და „გადაამრავლებდნენ” - ჩელტებზე გადაიყ-
ვანდნენ. დიდი კანიდან ახალამოსულ ყაჭს ერთი-ორ დღეს „პატარა ჭამა უნდოდა, მერე მიაძალებ-
და ჭამას”. მას კარგი პარკი რომ ეკეთებინა დღეში ხუთ-ექვსჯერ მაინც უნდა ეჭამა. ყაჭი ამ დროს
სულ „თავაღერილი” იყო - პარკის გასაკეთებლად ემზადებოდა. ექვსი-შვიდი დღის შემდეგ ყაჭი „ნი-
შანს იძლეოდა” და რამდენიმე პარკს უკვე გაკეთებულს ნახავდნენ. „პირმიცმულ ყაჭს პირს აუხვევ-
დნენ”: ოდნავ შემჭკნარ ცხემლის ნაყარის ბოლოებს ჩელტებზე შემოუყოლობდნენ, შუაზეც ცხემ-
ლის ჟვერებს დაუყენებდნენ - „ცახებს, კარვებს გაუკეთებდნენ”. კარგი იყო პანტის ჟვერის მიცემაც -
„ყაჭს კბილს მოჰკვეთავდა”. ყაჭს ამ დროდან საკვებს აღარ აძლევდნენ. ცახებს რომ გაუმზადებდნენ
და გადაიყვანდნენ, ყაჭს შეულოცავდნენ: „შავი მუა, შავი წავა, შავი მისი ჯარითა. ყაჭო პირი უხვიე
შავი აბრეშუმითა, ენადა, შენადა, ჩემო ყაჭო, ფერადა, გაჰკარი და გამოჰკარი ქვასავით და კინასა-
ვით... ქვეყანა მოვიარე, ზღვის პირი მოვიარე, ვეღარ ვიშოვე თქვენი ბალახი, წაბრძანდით და გააკ-
ეთე თქვენი სამყოფი კონახი ... ამინ!”. ყაჭი ცახებზე გავიდოდა - „წავიდოდა ყაჭი და გაკეთებული
პარკი შეიჩიხებოდა ზედ, გამოესხმებოდა, დაიქუნძლებოდა”. ამ პერიოდში ამინდს დიდი მნიშვნე-
ლობა ჰქონდა. აბრეშუმის ჭია ნაზი იყო, ხმაურისადმი კი - მგრძნობიარე. ამიტომ თუ ცუდი ამინდი,
ელვა-ჭექა დაუდგებოდა, მაშინ „ყაჭი დაბუკდებოდა” და ჩამოცვივდებოდა, პარკს ვეღარ გაიკეთებ-
და. ამ დროს თუ შეულოცავდნენ ჭია აღარ შეშინდებოდა - „მიეჭიპჭიპებოდა”, ფოთოლს და პარკს
გააკეთებდა: „სახელითა მხთითა, მამითა, ძითა, სულითა წმინდითა! ჭიავ, ნუ გეშინია ელვისა და
ჭექვისა, როგორც მე არ მეშინია ათასფერი არაფრისა ... ამინ!”. ყაჭი პარკის გაკეთებას ერთდროულ-
ად ვერ ასწრებდა, ბობლები რჩებოდა. ამას „გამობობლავდნენ”, ცალკე ჩელტზე დასვამდნენ და
„პირს აუხვევდნენ“. მესამე დღეს ესენიც პარკს აკეთებდნენ. ორი დღის შემდეგ მას „მოკრეფდნენ,
მოხეკდნენ”, ხელით „დახვეწავდნენ და ბობლაცაებს” გამოაძრობდნენ. მოკრეფილ პარკს გადაარჩევ-
დნენ: კარგს ცალკე მოაგროვებდნენ, „დონფალას” - ცალკე და „ნაჭყარტულას, ნაჭყეპელესაც” - ცალ-
კე. აბრეშუმისათვის გადარჩეულ კარგ, მაგარ პარკებს მზეზე გაუფენდნენ, დარწყავდნენ და „დარ-
წყულ” პარკს ადუღებულ წყალში ჩაყრიდნენ. ამაზე ერთდროულად ორი ქალი მუშაობდა. ერთი
ქვაბთან იჯდა და ჯოხით ურევდა - „წამოვიდოდა აბრეშუმი და აებანდებოდა”, მეორე ქალი კი რამ-
დენიმე წვერ ძაფს ჯოხით გადმოიტანდა, ჯოხს აბრეშუმი - „ხასილი” ამოყვებოდა, ხასილს თანდა-
თან „ოგვადოზე” ახვევდნენ. „წვერი” რომ შეწყდებოდა, ამოილეოდა, პარკს მიამატებდნენ - რამდე-
ნიმე „ლანდს” მიამატებდნენ. გამზადებულ ლანდებს ოგვადოდან ამოაძრობდნენ და ცალკე ჯოხზე
გადაიტანდნენ. სველი აბრეშუმი გარეცხვისას „მოიპუტყლებოდა”. ამიტომ ლანდებს ჯერ გააშრობ-
დნენ და შემდეგ გარეცხავდნენ. სუფთა აბრეშუმის ამოღების შემდეგ „ხოშორი, მსხვილი აბრეშუმი”
რჩებოდა. დარჩენილ მსხვილ ძაფებს ჩააგდებდნენ, მოხარშავდნენ, ხელით გამოარჩევდნენ და „ცე-
რიაზე შესტავდნენ”. ჩერიას კვირისთავი ჰქონდა. საერთოდ, ჩერიას ხეშავიდან აკეთებდნენ, კვირის-
ტავს კი - შკერიდან ანდა ბზიდან. „დასტულ ძაფს მოყათავდნენ ფირფიტაზე”, რომელიც ხელისგუ-
ლისოდენა იყო. ჩერიადან ძაფს „ორმაგად, ორწვერს” გადმოახვევდნენ და „შეძახავდნენ”. ამ ძაფს ხე-
611
ლით საკერავად ხმარობდნენ. წარსულში, საკერავი ძაფი რომ არ იყო, ნაჭყარტულას მიწაში ჩაყრიდ-
ნენ, იგი დალპებოდა, თხუტმეტი-ოცდაათი დღის შემდეგ მიწიდან ამოიღებდნენ და კარგად გა-
რეცხავდნენ. პარკის და ჭიის ცუდ ნაწილებს ხელით გამოაცლიდნენ, გააშრობდნენ, „გაწეწავდნენ,
დაკენკავდნენ”, ხელზე გადაიხვევდნენ, ჩერიათი „შეპინტილავდნენ, შესტავდნენ, მუყათავდნენ
ფირფიტებზე” და შეძახავდნენ. ეს იყო მსხვილი აბრეშუმი, „ყაჭის ძაფი”. გარეცხილი და გამშრალი
აბრეშუმის ლანდებიდან მურგვებს ამოახვევდნენ ანდა „ლაფიტზე” მოახვევდნენ, მერე ორ მურგვს
ანდა ორ ლაფიტს „ერთად შეყრიდნენ” და ისე დაართავდნენ. პროცესის გასაადვილებლად აბრე-
შუმს დართვისას ცოტათი ასველებდნენ, შემდეგ ორ შესტულს „მიატოლებდნენ” და შეინახავდნენ.
შესაძახი ჩერია ცალკე იყო. ჩერიას უკუღმა დააბრუნებდნენ და შეიძახებოდა. შეძახილ აბრეშუმს გა-
მოხარშავდნენ, გააშრობდნენ, მურგად ანდა ლანდად ამოახვევდნენ და საქსოვად გამოიყენებდნენ.
აბრეშუმის ძაფიდან „ჯოხზე, ყდაზე ბაღებს - თორს, ქესას” ქსოვდნენ. ყდა ჩარჩოსავით იყო, „ფეხებ-
ზე” იდგა. მას ქვედა მხარე უფრო მსხვილი ჰქონდა, ყდაზე ორივე მხრიდან იქსოვებოდა. მათ ფირ-
ფიტებიც გააჩნდათ. ყდაზე „ასაჩოჩებელი ჯოხი” იყო მოთავსებული. იგი სიმაღლის მიხედვით მაგ-
რდებოდა. ძაფს ფეხზე - „დასადგმელზე” მოასკვნიდნენ, აიტანდნენ, „კალმის ჯოხზე” გადაახვევ-
დნენ, ასაჩოჩებელზე გადაიტანდნენ და მეორე მხრიდანაც ასევე დაახვევდნენ. მისაქსველი „ათოკ-
ილი” და შეკრული იყო. ძაფის წვერი ქაღალდზე ანდა ნაფოტზე იყო დამაგრებული. ძაფებს თითე-
ბით „ყდაზე აასხამდნენ”, შიგ მისაქსველს გაატარებდნენ და გატარებულ ძაფს ფირფიტით „დაბეკ-
ნიდნენ, დაბეჭავდნენ, დატენავდნენ”. ძაფს ხელით ისევ აასხამდნენ, შიგ ძაფს გაატარებდნენ და ასე
თანდათან ქსოვდნენ, ყდის ორივე მხარე იქსოვებოდა. ძაფი რომ აღარ გატარდებოდა, ნაქსოვარს
ამოჭრიდნენ, რათა არ დარღვეულიყო, თავსა და ბოლოში ძაფით წაკოჭავდნენ. მოქსოვილი აბრე-
შუმიდან „თორ-ქესს” შეკერავდნენ, თორებს ბოლოებში ფუსკულებს გაუკეთებდნენ და ბაღს გაამ-
ზადებდნენ. აბრეშუმიდან „წინდის ჩხირებით” წინდასაც ქსოვდნენ - ქსოვდნენ „ყაფესლი წინდას”
და „ჭრელ წინდას”. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა „გული აბრეშუმით” მოქსოვილი
სანეფიო წინდა, რომლის ერთი წვერი აბრეშუმი იყო, ერთი წვერი კი - „ღაზლა”. აქ წარმოდგენილი
ლექსიკური მასალა, მისი ცალკეული ერთეულები როგორც გენეზისით, ისე სემანტიკური მნიშვნე-
ლობითაც საინტერესოა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ისეთი სიტყვები, როგორებიც
იყო: ბობლიცა, გამობობვლვა, დაბუკება, დონფალა, კეხის კანი, კვერცხის კანი, მოპუნტყვლა,
ნაჭყარტულა, სტვა, ფირფიტა და შეპინტილვა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1976:54-58; ნიჟარაძე, 1971:370.

yaWi parki - აბრეშუმის პარკი. მოგრძო და რვიანის ფორმის, თეთრი ფერის პარკი, რასაც აბრე-
შუმის ჭია აკეთებს. მისგან ამზადებდნენ აბრეშუმის ძაფს: „მატლი გააკეთებდა პარკებს, იმას ყაჭის
პარკები ქვია”. იხ.: ყაჭი.

yaWis dasma - სახლში აბრეშუმის ჭიის გამრავლება და მოვლის დაწყება. მეაბრეშუმეობასთან


დაკავშირებული შრომა-საქმიანობა: „ყაჭს რომ დევსვამთ, მერე სხვა საქმიზა აღარ გვცალია“. საყუ-
რადღებო და მრავალფეროვანია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, რომლებიც
ხალხის ყოფაში შედარებით სრულყოფილადაა დაცული. ადრე ყაჭი სახლში გამოყავდათ. აბრეშუმის
ჭიას აჭარის მოსახლეობა დიდი რუდუნებით უვლიდა და მასთან დაკავშირებით ყველაფერს ყუ-
რადღებას აქცევდა. ოჯახში, სადაც აბრეშუმის ჭიას აშენებდნენ, მრავალ წესს იცავდნენ: იშვიათად
ახსენებდნენ ჭიის სახელს მანამ, სანამ ყაჭი - აბრეშუმის ჭია პარკს გააკეთებდა, თუთის შეშასა და ფო-
612
თოლს არ დაწვავდნენ, თუთის ტოტების მოჭრისას იარაღს – ცულს, წალდს, ნაჯახს, დანას, მაკრა-
ტელს ხიდან ძირს არ გადმოაგდებდნენ, „ყაჭი ფეხს ვერ მოიკიდებსო”. აბრეშუმის ჭია ნაზია, ხმაურ-
ისადმი მგრძნობიარეა. ხალხში არსებული რწმენით, ჭიას განსაკუთრებით „ეშინია” ჭექა-ქუხილისა.
ამ დროს შეიძლება „ყაჭი დაბუკდეს“ და ძირს ჩამოცვივდეს. ჭიის ეს თვისება, როგორც ჩანს, მთელ
საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი. ვახუშტი ბატონიშვილიც თავის წიგნში - „აღწერა სამე-
ფოსა საქართველოსა“ აღნიშნავს, რომ „კვალად ჰყოფენ აბრეშუმსა, არამედ ქუხილის გამო ვერა მრა-
ვალსა, რამეთუ სასტიკად მქუხარებს და მის გამო მოსყდების ჭიანი“ (ვახუშტი, 1955). ჭექა-ქუხილის
დროს აბრეშუმის ჭიის სამყოფ სათავსოს დააბნელებდნენ და ლითონის ჭურჭელს ააბრახუნებდნენ,
რომ ჭექა-ქუხილის ხმა დაეფარათ და ჭია არ „შეშინებულიყო“... შეულოცავდნენ კიდეც. ამ შელოცვის
ერთი ვარიანტი ასეთია: „სახელითა ღვთითა, მამითა, ძითა/სულითა წმინდითა,/ლოცვა ჭიის შეშინე-
ბისა./ჭიავ, ნუ გეშინია ელვისა და ჭექვისა,/როგორც მე არ მეშინია/(ათასფერი არაფრისა). ამინ!“. აბ-
რეშუმის ჭიას თაგვი, ჩიტი, ჭიანჭველა ემტერება. მეაბრეშუმეები განსაკუთრებით ჭიანჭველას უფ-
რთხიან. მისი სახელი ამ შემთხვევაში ტაბუირებული იყო და „შავის” ანდა „შავფეხას“ სახელით მო-
იხსენიებოდა. ჭიანჭველასთან ბრძოლის სხვადასხვა ქმედით საშუალებებთან ერთად შელოცვასაც
მიმართავდნენ: „…შავი მუა შავითა,/შავი მისი ჯარითა,/შავსა პირი აუხვიე/შავი აბრეშუმითა...“ ანდა:
„უსულო, უგულო/წელჩაწყვეტილო, გლახო,ფუჲ, იარე, იარე,/ცხრა მთა გადაიარე... ამინ!“. აბრეშუმის
ჭია განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია პარკის ამოხვევის პერიოდში. ზრდადასრულებულ ჭიებს
ცახებს (კარვებს) - სამკუთხედად დადგმულ მცენარის რტოებს დაუდგამდნენ, რომ პარკები გააკეთ-
ებინათ, თან საქონლის ხმელ ნაკელს, წივას, დაანთებდნენ, შეუფუტებდნენ (შეუხრჩოლებდნენ) და
შეულოცავდნენ: „... ენადა, მენადა, ჩემო ყაჭო, ფერადა,/გაჰკარი და გამოჰკარი ქვასავით და რკინასა-
ვით,/ქვეყანა მოვიარე, ზღვისპირი მოვიარე,/ვეღარ ვიშოვე თქვენი ბალახი,/წაბრძანდით და გააკეთ-
ეთ თქვენი სამყოფი კონახი./სი, სი, სი... ჰადიდა, ჰადიდა, წადი,/თქვენ სამყოფში ადი! გვაქვს ამ შე-
ლოცვის ვარიანტებიც: „ობლობავ, ბობლობავ,/აკაშკაშე, მოქარგე,/მოქარგე, მოქსოვე,/ახვიე და აკიჭ-
კიჭე/ქვასავით და რკინასავით./სი, სი,სი. სი, ჰადიდა, ჰადიდა, წადი, წადი,/ცხემლის წვერში ადი,/ახ-
ვიე და აკიჭკიჭე, ამინ! ანდა კიდევ: „სახელითა, მხთითა, მამითა, ძითა,/ლოცვა ყაჭის წასლისა./წასლა
ჯობს წამავალისა,/არ დაყენება ხანისა./შეხევი ცახსა მაღალსა,/გახკარი და გამოხკარიქვასა და რკინა-
სა,/პარკი ქენი ქვასავეთ,/აბრეშუმი ჭაჭვსავეთ. აბრეშუმის ჭია პარკის ხვევას რომ დაიწყებს, „მერე
ცოლ-ქმარი ერთად არ უნდა დაწვეს: ორი ყაჭი შეძრება ერთად და დომფალა - უხარისხო, ტყუბი პარ-
კებს გააკეთებენ. ამფერი პარკი არ შობა თავს’’. მეაბრეშუმეებს განსაკუთრებით აბრეშუმის ჭიის
„გათვალვისა“ ეშინოდათ; ცდილობდნენ, აბრეშუმის ჭიის სამყოფ სათავსოში სხვა, უცხო პირი არ შე-
ეშვათ - „ჭიას თვალი არ ეცესო“. ხალხის თქმით, „ყაჭის ნახვა არ ვარგა; თვალის ბატონი კაცი არაა!“.
გარეშე, უცხო პირი თუ დაინახავს ჭიას, უნდა დალოცოს: „ჯვარი გიწერია ჩემი თვალიდან. ასი ჩემი
წონა, ასი ჩემი წონა...“ ანდა „ღმერთო, ჩემო სიმძიმეო!“. აბრეშუმის ჭიის სამყოფი შენობის, სათავსოს,
კარებზე ეკლიანი ხის - ასკილის, აკაციის ტოტებს, ასევე, რკინის ნივთებს დაჰკიდებდნენ, აბრეშუმის
ჭიას კი შეულოცავდნენ: „ალისა, მალისა, შეგილოცავ თვალისა, თვალცემულისა!/მოვიდოდა სამი
ძმანი, სამებისა ძალისანი./ელუსამეთ ყანა ჰქონდათ,/ყანის უკან ლოდი იყო,/ლოდქვეშ გველი იყო./ერ-
თი ჰქონდა ცეცხლის თვალი,/ერთი ჰქონდა წყალის თვალი./გამოვიდა წყალის თვალი,/დაანელა
ცეცხლის თვალი,/რა ინსანმაც ჩემი ყაჭი შეიშურვოს,/თვალში – ეკალი, გულსა – ლახვარი,/დიემარ-
თოს გადუცდელი პაპასკირი,/დაჰკრას თავი ქვაზე, მუცელი – სამართებელზე,/ენა – გველის ფხასა-
ზე./ჩემი ლოცვა, ჩემი კითხვა/ღმერთმა ჩემ ყაჭს მოუხდინოს“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:15-19, 147.
613
yaWis dawola - ყაჭის ჭიის ზრდის დასრულების პროცესი, როცა იგი თუთის ფოთლის ჭამას
თავს ანებებდა, ზრდასრული ხდებოდა და იწყებს პარკის დახვევას იწყებდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:15-19, 147.

yaWis wasla - აბრეშუმის ჭიის შესვლა მისთვის საგანგებოდ მომზადებულ ხმელ ფოთლებში,
სადაც იგი პარკის დახვევას იწყებდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:147.

ybayura - ყბაყურა, იგივე, ღაბუჯა ძალზე საშიში საბავშვო დაავადება იყო, რომელსაც ყელის
შეშუპება, ყელისა და ყურის არეში ტკივილები ახასიათებდა. შესაძლებელი იყო მას ბავშვის დახ-
რჩობაც გამოეწვია. ავადმყოფს ყელზე ტილოს აფენდნენ და ცხელ სითხეს ასმევდნენ ანდა გაურ-
ეცხავ მატყლს აცხელებდნენ და ბავშვს ყურებზე ადებდნენ. ყბაყურას გურიაში „ყვაყვირს” უწოდებ-
დნენ.
ლიტ.: სახოკია, 1956:23, 27-29; ბენაშვილი, 1885:40; ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი, ჯანაშია, 1943:18; ბარ-
დაველიძე, 1941:24, 29; 39, 52-54; 1953:134; მაკალათია, 1938:111;
ჩხიკვაძე, 1948:6; ნადარაია, 1980:199-2000; მგელაძე, 2001.

yda - 1. ვერტიკალური საქსოვი დაზგა: „აბრეშუმის ძაფით ქსოვდნენ ყდაზე”... „ყდაზე ორივე
მხრიდან იქსოვებოდა”. 2. საქსოვი ხელსაწყოების ჩარჩო: „სამექსლოს ყდა ქონდა ჩამობმული. ყდაში
მომწყრევლი იყო სავარცხალი”... „ლილვი დამაგრებულია ლილვის ყდაში”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:147.

ydiani xerxi - ხის ჩარჩოში, ყდაში ჩასმული ხერხი. გამოიყენებოდა წვრილი დეტალების,
მათ შორის, ორნამენტების გამოსახერხად.

yeli - წინდის ზედა, საწვივე ნაწილი: „წინდის თათს მოქსოვდით, მემრენ ქუსლს, მემრენ ყელს
და გუდუუთარგლიდით“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

yelmostrobili - ყელმოსწრებული. ყელმოსწრებული ასაკობრივი ინიციაციის შინაარსს


ატარებდა. ყელმისწრებულის შელოცვა - „სულითა წმინდისა, შელოცვა ყელმისწრებულისა”: „ბედო,
ბედო, ბედნიერო,/რაა შენი სახელი, მშვენიერო?/საწყალი ბაღანაჲ გიხრჩვია,/პეტრემ უთხრა პავლე-

614
სა,/რაღა შენი სამადლისა, საწყალი ბაღანაჲ გიხრჩვია,/სვი წყალი, ჭამე პური, სწმინდე გული,/გადუ-
უსვი ყელსა, გააქროლე მოსწრებული”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი... აბაშიძე, კომახიძე, 1998:171, 205.

yero - ლარტყა, მესრის ღობის გასამაგრებელი. ყეროზე მესერი იყო მიწყობილი, რომელიც მას-
ზე ღვენთქით - ნედლი და მოქნილი წნელით მაგრდებოდა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

yerSuma - ლობიოს ერთ-ერთი სახეობა


ლიტ.: სახოკია, 1985:218.

yvaviTaTa – „სავარცხლიდან ძაფის გამომტან ჩოტს, ჩხირს ყვავითავა ქვია“.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

yvavili - სახე, ორნამენტი (ჭრელი, ნამჭრელი): „ჩარხილი წინდა გვალყვავილიანი, გვალი სა-
ხეებით მოქსოვილი წინდაა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

yvavila batonebi - ბატონები მათი იერარქიული უპირატესობითა და ძლიერების მიხედ-


ვით ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ კატეგორიად იყოფოდა. პირველ კატეგორიაში „დიდი ბატო-
ნები” - შავი ჭირი, ხოლერა, ყვავილბატონი, ხოლო მეორეში - წითელა, ქუნთრუშა, ყელჭირება, ყივა-
ნახველა ერთიანდებოდა. განსაკუთრებით ისეთი ბატონები გამოიყოფოდა, რომელსაც ყვავილი ეწ-
ოდებოდა. დაავადებას კანზე გამონაყარი ახასიათებდა, კანზე „ტკუაფი ადგებოდა”, წყალი უდგებო-
და. დაავადება ყვავილებთან იყო ასოცირებული. მორჩენის შემდეგ შეშუპებული ადგილი სკდებოდა
და სახესა და ტანს „დაჩეხავდა”. ამის გამო ყვავილის შეყრა უკვალოდ არ ჩაივლიდა და მისი ჩაცხრო-
ბის შემდეგ ავადმყოფის სახეზე ნაყვავილარი რჩებოდა. ყვავილით დაავადებისას რაიმე განსაკუთ-
რებულ სამკურნალო ხერხებს არ მიმართავდნენ. სამკურნალო ტრადიციები დაავადებულის ტანის
დაბანასაც კრძალავდა. გამონაყარი ბუნებრივად უნდა ჩამცხრალიყო. „წყლის ყვავილმა” წითლად
იცოდა გამოყრა. იგი სამ-სამ დღიანი ციკლის ავადმყოფობა იყო.
ლიტ.: სახოკია, 1956:23-24, 27-29; მგელაძე, 2001; ბენაშვილი, 1885:40; ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი,
ჯანაშია, 1943:18; ბარდაველიძე, 1941:24, 29; 39, 52-54; 1953:134; მაკალათია, 1938:111;
ჩხიკვაძე, 1948:6; ნადარაია, 1980:199-2000.

yvavilwyala - საყმაწვილო დაავადება.

yvaviskuda - Achillea Millefolium L: ფარსმანდუკი, იარების სამკურნალო ბალახოვანი მცენარე.


ლიტ: კოხრეიძე, 1958:42.

yvalyuda - იხ.: ყვავისკუდა.

615
yvelis deda - კვეთი, რძის ჩასაკვეთად გამოყენებული ხსნარი. საქონლის კვეთს დაამარილებ-
დნენ და გაახმობდნენ, შემდგომ ქილაში ჩადებდნენ, ზემოდან მაწვნის შრატს დაასხამდნენ და ერთი
კვირით თბილ ადგილზე გააჩერებდნენ. ცალკე შეამზადებდნენ გამოხდილ და გობზე დასხმულ,
შემჟავებულ რძეს, რომელსაც შრატში ჩაგდებულ კვეთს დაასხამდნენ, მოურევდნენ და დაელოდებ-
ოდნენ. შემჟავებულ რძეს პერიოდულად მანამდე უმატებდნენ, სანამ არ ჩაიკვეთებოდა ანუ სანამ არ
შედგებოდა.
ლიტ.: სამსონია, 1986:81.

yveli xarCo - ხარჩო ყველისაგან მზადდებოდა, თუმცა ზოგჯერ ყველის ნაცვლად ორმოც-
დაათი გრამი ნადუღის გამოყენებაც შეიძლებოდა. ცეცხლზე გამდნარ ერბოში წყალს ჩაასხამდნენ,
მასში დაფშვნილ ყველს და მარილს ჩაყრიდნენ და წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:99.

yvelis aReba - ყველის მომზადების პროცესი.

yveruli – 1. სახნავ-სათესად გატეხილი ახო; 2. ყევრიანით ხვნა.


ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:62; კობერიძე, 2011:23.

yჳ - იხ.: ყუჲ.

yviTela - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

yia - ყელი. ყელთან დაკავშირებული ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც წარსულშიც ხშირი


მოვლენა იყო, ხალხური მედიცინა სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდა: ყელის ტკივილით დაავად-
ებისას დიყის ფოთლებს იყენებდნენ, რომელსაც რძეში ხარშავდნენ, ნახარშს სიმინდის ფქვილს შე-
ურევდნენ და ნელ-თბილი სახით ყელზე იდებდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ, რამდენიმე დღის
განმავლობაში სრულდებოდა. იცოდნენ ყელის ძარღვით დაავადებულზე შელოცვაც - „ადამ დეიბ-
ადა, სამი დეიძახა,/სამი ძმა იყო, ერთი სკვნიდა, მეორე ხსნიდა, მესამე იჯდა,/მსკვნელსა მხსნელმა და-
აჭარბა”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა. ყელის ჯირკვლების სიმსივნით დაავადებულ ადამიანს შემ-
დეგნაირად მკურნალობდნენ: 1. ავადმყოფს დღეში ორჯერ საშუალო ჭიქით კაკლის ფოთლის ნახარ-
შს ასმევდნენ. პროცედურა სიმსივნის დაცხრობამდე გრეძელდებოდა; 2 პატარა ტომარაში მოთავსე-
ბულ ცხელ ნაცარს მსივან ადგილზე დაადებდნენ. პროცედურა სიმსივნის დაცხრობამდე გრძელდე-
ბოდა; 3. ყელში ტირიფის ფოთლების ნახარშს ივლებდნენ. პროცედურა დაწოლის წინ სრულდება.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:171, 205.

yiraჲ brola - სიმინდის ჯიში.


ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; ლომთათიძე, 1996:79.

yirmizi - 1. წითელი ფერი; 2. ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

yirsi - იხ.: ბერწი.


616
ყველის აღება
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

617
yiSla - თურქულად kışlak. საგაზაფხულო და საშემოდგომო საძოვარი, მესაქონლეთა სეზო-
ნური საცხოვრებელი, გარდამავალი შუალედური ადგილი ბარსა და მთას შორის. ყიშლაზე საქო-
ნელი ადრე გაზაფხულიდან მიჰყავდათ. იქედან მთაში გადაინაცვლებდნენ, მთიდან წამოსვლისას
კი ჯერ ყიშლაში რჩებოდნენ და შემდგომ ბარში ჩადიოდნენ. იგი მთასა და სოფელს შორის არსე-
ბულ დამხმარე სამეურნეო ბაზას წარმოადგენდა. ყიშლები იმ სოფლებს გააჩნდათ, რომლებიც
მთის კალთებზე ცხოვრობდნენ და მესაქონლეობა მათთვის სოფლის მეურნეობის წამყვან დარგს
წარმოადგენდა. თედო სახოკია: „მთიდან ჩამოსვლის შემდეგ ერთ თვესაც ყიშლებში ატარებენ.
ყიშლები იმნაირივე სადგომებია, როგორც ეილების კონაღები. ესენი მხოლოდ საშემოდგომოდ არ-
ის აშენებული იმ ადგილას, საცა ტყე თავდება და გაკაფული ადგილები (სათივეები) იწყება სოფ-
ლისა ... იწყება ყიშლები, ანუ საშემოდგომო ბინები ... აქვე რამდენიმე ხის ჯარგვალები ანუ ყიშ-
ლები დგას საქონლისა და ადამიანის სადგომად ... აქ საქონელს აბამენ და თივითა ჰკვებავენ. ერთ
თვეს ან თვე-ნახევარს (ადრეულ ზამთარზეა დამოკიდებული) … აქ რო დაჰყონფენ მერე საზამ-
თროთ სოფელში დაეშვებიან”.
ლიტ.: სახოკია, 1985:152, 168-169; მენთეშაშვილი, 1937; ნიჟარაძე, 1969:51;
1971:374; კახიძე, 1973:41; მგელაძე, 1982; ჯავახური... 2014.

yiSlaRi - იხ.: ყიშლა

yiSla saxli - სეზონური, საგაზაფხულო და საშემოდგომო დროებითი სადგომი.


ლიტ.: მგელაძე, 2012:103.

დიდაჭარის ყიშლები – ველათი

618
yiyvi - გამონაზარდი ყბის ქვემოდან, რომელიც ადამიანს და ცხოველსაც ახასიათებდა. მისი გა-
მომწვევი მიზეზი შეიძლება სიმსუქნე ანდა სხვა რომელიმე დაავადება ყოფილიყო. ზოგადად, იგი
ღაბაბს აღნიშნავდა. იხ.: ფიადორა.
ლიტ.: სახოკია, 1985:370.

yolauzi - ფუტკარი, რომელიც მართვეს გამოსვლის წინ ძირითადი სკიდან გამოდიოდა და


მართვისათვის ბინის დასადებ ადგილს წინასწარ ეძებდა. თუ მზა სკას ვერ იპოვიდა ყოლაუზი მარ-
თვეს ხეფუტკარში წაიყვანდა. XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი ამ სიტყვას მსგავსი სემანტი-
კური დატვირთვით მოიხსენიებდა: „მოვიდნენ და მოადგნენ საათაბაგოს. მაშინ მზეჭაბუკმა ... ეზრა-
ხა სარას კარსა და მოვიდა წინაშე მისსა. ხოლო სარას კარმან პატივით შეიწყნარა და ითხოვა მზეჭა-
ბუკისაგან საზრდელი და ყოლაუზობა იმერეთსა ზედა. ამან მზეჭაბუკ აღუსრულნა ყოველნი. და წა-
რუძღუა იმერეთს...” ანდა „ამან მიქელაძემ ჰყო ყოლაუზობა და აცნობა ამბავი სარასკარსა ქეჰასი. მა-
შინ წარმოემართა სარასკარი იმერეთსა ზედა და ქეჰას უბრძანა მისლვა არგუეთს. შემოვიდნენ და
მოსწუეს არგუეთი ოსმალთა და მოადგნენ ჭალატყის კოშკებთა, რომელი განემაგრა აბაშიძეს თხრი-
ლებითა. განმაგრდნენ მეციხოვნენი...”. ეს სიტყვა - Kılauz თურქულია და გზამკვლევს ნიშნავს.
ლიტ.: დავითაძე, 1974:37; შაშიკაძე, მგელაძე, 2017.

yolsama - ცეკვა, განდაგანას წინასახე. ყოლსამა განდაგანას ტექნოლოგიური ერთიანობის ნა-


წილი იყო. ყოლსამა მუცლით ცეკვას წარმოადგენდა და მასში სხეულის ვნებიანი მოძრაობანი მომა-
ტებულად თვალშისაცემი იყო, მუცლით ცეკვას კი ნაყოფიერების კულტთან უნდა ჰქონოდა კავშირი
და მაგიურ-რიტუალური ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ყოლსამას მოძრაობები, უწინარესად, ქარ-
თულ ბუნება-ხასიათისა და მოქნილობის საფუძველზე იყო აღმოცენებული. სხვანაირად იგი განდა-
განას სიუჟეტური, კომპოზიციური სრულყოფისათვის არ გამოდგებოდა. ყოლსამა „მხარულთან”,
რომელსაც მუხლით მტვრევა ახასიათებდა და „თოფალოინთან” - კოჭლის ცეკვა-მოძრაობასთან ახ-
ლოს იდგა. ცეკვას მხრებით გაცეკვების ეპიზოდები თან სდევდა, რომლებიც განდაგანაშიც იყო ჩაგ-
ვირისტებული. აჭარაში ქალთა ყოლსამაც იცეკვებოდა. იგი შედარებით ნელი იყო და მხარმკლავე-
ბის მოძრაობით სრულდებოდა. ყოლსამას წყნარ ნაწილში „თარნანოს” ქალთა სიმღერაც სრულდებო-
და.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:374; ლაზიშვილი, 2009:497-501; კახიძე, 1978:3-15.

yonaRi - იხ.: კონაღი.

yorao - 1. კვაწარახი, მწიფე ტყემლის წვენი, რომელსაც დუღილით შეასქელებდნენ და საჭმე-


ლად, ასევე, შეჭამანდის შესაკმაზავად ხმარობნენ; 2. ყორაო, შაბი, თაფლი და ლილა ხალხურ მედი-
ცინაში ენის ტკივილისას სამკურნალოდაც გამოიყენებოდა: ყორაოს - კოწარუხს ავადმყოფს მტკივან
ენაზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა და დადებით შედეგს იძლე-
ოდა, ასევე, შაბნარევი წყლის ხსნარით ენას მოიბანდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულ-
დებოდა; შაბიამინს კვერცხის ცილაში გათქვეფდნენ და მიღებულ ხსნარს ავადმყოფს მტკივან ენაზე
წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; თაფლსა და ლილას ერთმანეთში შეურევ-
დნენ და მტკივან ენაზე იცხებდნენ. პროცედურა დღეში ერთჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:26; აბაშიძე, კომახიძე, 1998:165.
619
yore - დაუმუშავებელი ქვით, მშრალი წყობით ნაგები კედელი.

yoCi - მამალი ცხვარი.


ლიტ.: მგელაძე, 2012.

yube - ხონჩა. სიტყვა არაბულ-თურქული წარმომავლობისაა.


ლიტ.: ადამია, 1956:96.

yuzi - ბატკანი: „ყუზის მატყლი ბილია, ითელება”. თურქულად kuzu


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

yuჲ - ჭა. ჭები ადრე აჭარის სოფლებში საკმაოდ გავრცელებული იყო. სასოფლოსა და საოჯახოს
გვერდით არსებობდა პატრონიმიული - ნათესაური ორგანიზაციის ცალკეული ჯგუფის სარგებლო-
ბაში მოქცეული სახმარი - სარწყავი და სასმელი წყლები. ამიტომაა, რომ ზოგჯერ ჭები და წყაროები
ნოგროსა და საგვარეულო სახელწოდების მიხედვით რომ იხსენიებოდნენ. ასეთები იყო, მაგალი-
თად, ხიმშავრიენთ ყჳ, ბახალიენთების ყუი.
ლიტ.: მგელაძე, 1982:249.

yulfaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

yulfebaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

yurban bairami - იხ.: ბაირამი.

yurbani - მუსლიმანებში შესაწირავი პირუტყვი. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და ქარ-


თული ენის აჭარულ დიალექტში თურქული ენის მეშვეობითაა შესული. თედო სახოკია: „მსხვერ-
პლისშეწირვას და ლოცვას ყურბანი ჰქვიან”.

yurebiani keci - კეცის სახეობა, რომელსაც პატარა სახელურები, ყურები ჰქონდა. იხ.: შეხურ-
ვილა კეცი.

yuri - მატყლის ბეწვი და მისი ერთგვარი საზომი. მაგალითად, იტყოდნენ: „ზოგი მატყლი მოკ-
ლეყურიანია, ზოგი – გრძელყურიანი”, ანუ იგულისხმებოდა მატყლის ბეწვის სიგრძე. გრძელბეწვი-
ანი გრძელყურიანი მატყლი კარგი ხარისხის მატყლად ითვლებოდა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

620
yuris SeWma - გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდა: „მატყლს რომ გარეცხავ, წველები
დამოკლდება. ვიტყვით „ყური შეჭამაო”. ცხელი წყლით გარეცხილი მატყლი შეიქეჩებოდა. ამას „ყუ-
რის შეჭმას” ეძახდნენ. გარეცხილ მატყლს „გაქანდრავდნენ” და გააშრობდნენ. ცხვარს ზოგჯერ და-
ბანდნენ და ისე გაკრეჭდნენ. „უდუბანელ ცხვარს” რომ კრეჭდნენ და მატყლს შემდეგ რეცხავდნენ,
მატყლი ითელებოდა, „ზენდდაბანილი ცხვარი კი - ზრუგში გაირეკავდა, გაშრებოდა და ლამაზი
მატყლი იქნებოდა”. ასეთი მატყლის გაჩეჩვა ადვილი იყო. გარეცხვის შემდეგ მატყლი „გაფაშრდებო-
და”. თუ მატყლის შენახვა უნდოდათ, არ გარეცხავდნენ. გაურეცხელ, წვიროიან მატყლს არ დაჩიჩავ-
და.

ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:26, 148.

yuruTi - ნადუღის, მჭადის ფქვილის, რძისა და ყაიმაღის ნარევით მიღებული საკვები, მკვრი-
ვი და მოგრძო ფორმის კვერი. ყურუთისათვის თავდაპირველად მშრალ, კარგად გაწურულ ნადუღს
ამზადებდნენ. ამისათვის ჩვეულებრივ ნადუღს ცხელ შრატში ჩაყრიდნენ, ნადუღის გასაწურ „ჩახ-
ვში” ჩაასხამდნენ და ჩამოკიდებდნენ, რათა კარგად გაწურულიყო. მას რამდენიმე დღეს ჩამოკიდე-
ბულს აჩერებდნენ, შემდგომ კი კარგად დაწურვის მიზნით ზემოდან რაიმე სიმძიმესაც დაადებდნენ.
როცა ნადუღი მზად იქნებოდა „ქაქიას” მომზადებას იწყებდნენ. მშრალ ნადუღს გობებზე გაანაწილ-
ებდნენ, ცხელ ქაქიას დაუმატებდნენ, როცა შეგრილდებოდა ერთმანეთს კარგად შეაზელდნენ. საყუ-
რუთე ფაფას ყოველთვის დაბეწვავდნენ - წინდის ჩხირს სხვადასხვა მიმართულებით რამდენჯერმე
გაატარებდნენ - ჯვარედინად გამოუსვამდნენ, თუ ბეწვი იქნებოდა შეყოლილი მას წინდის ჩხირი გა-
მოიტანდა. დაბეწვა აუცილებელი იყო, თუნდაც დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ბეწვი არ იქნე-
ბოდა ჩავარდნილი. ამის შემდგომ თითო გობს თითო მუჭა კარაქში შეხრაკულ მჭადის ფქვილს ანდა
ხავიწს დაამატებდნენ. ყურუთი მთაში ყოფნისას, გადმობარგვის წინა პერიოდში კეთდებოდა. ამ
დროს „ყურუთობასაც” უწოდებდნენ. ამ მიზნით ნადსაც იწვევდნენ. მემთევრი ქალები ერთმანეთს
ეხმარებოდნენ. გამოცდილ მემთევრს ქაქიას მომზადებას სთხოვდნენ, რადგან ყურუთის ხარისხი და
ვარგისიანობა ქაქიაზეც იყო დამოკიდებული. ვისაც ცხიმიანი ყურუთი უყვარდა იგი ბევრ ყაიმაღს
ურთავდა. საყურუთედ მომზადებული სქელი ფაფისაგან ხელით მოგრძო ფორმის კვერებს აკეთებ-
დნენ და ყავარზე აწყობდნენ. ყურუთის ყავარი ყველა ოჯახს ჰქონდა, იგი ფართო და სუფთა იყო. მას
მხოლოდ ყურუთისათვის იყენებდნენ. ყავარზე დალაგებულ ყურუთს მზეზე აშრობდნენ და შემ-
დგომ გვარდაში ინახავდნენ.

621
yuruToba - ყურუთის მომზადების პერიოდი.

yurZnis fafa - ფელამუში.


ლიტ.: დავითაძე,1974:25,26; ჯოხია, 1986:51.

yurumi - მიწის განაწილების წესი. აჭარის ზოგიერთ ხეობაში გამოვლენილი მონაცემებით, სა-
თემო - საზიარო სარგებლობაში მყოფ ნაკვეთებს განაყოფი ბიძაშვილები - „მოზიარნეები” სამი თუ
ოთხი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ, შემდეგ რვა-ცხრა ანდა ათი-თხუთმეტი წელი ასვენებდნენ
და კენჭისყრის საფუძველზე ახალ ნაკვეთებზე გადადიოდნენ. დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ
დასვენებული ნაკვეთის დამუშავებას ძველი ანდა სხვა გვარეულობის ის მოზიარნეები იწყებდნენ,
რომელთაც ნაკვეთი კენჭისყრით შეხვდებოდათ. მიწის ასეთ პერიოდულ ცვლასა და განაწილებას
ყურუმი ეწოდებოდა. ამ შემთხვევაში მოზიარნობა ნათესაური ჯგუფის - ნოგროს შრომით გაერთიან-
ებად, სამეურნეო ბირთვად გამოიყურებოდა, ხოლო ნადი - ურთიერთდახმარების ფორმად. შეიძლე-
ბა ითქვას, რომ თუ აჭარის მთიანეთში სხვადასხვა ფორმის ნოგრო (ბიძაშვილობა, მოძმიანობა, მამაშ-
ვილობა) ნათესაობის სტრუქტურის გამომხატველი ცნება და სოციალური გაერთიანება იყო, „მოზი-
არნობა”, პირიქით, ეკონომიკურ სტრუქტურას და პატრონომიული ჯგუფების სამეურნეო-შრომით
გაერთიანებას წარმოადგენდა, ხოლო საძმო მოცემული სამეურნეო-ნათესაური ჯგუფის საკუთრების
შინაარსს შეიცავდა. ასეთი საკუთრება თაობათა გასვლის გარკვეულ საფეხურზე მოძმეთა ოჯახებზე
თანაბრად ნაწილდებოდა. მოძმე-ბიძაშვილები, რომლებიც მოზიარნობის წევრებად ითვლებოდნენ,
ზოგჯერ, სათემო კატეგორიის საძმოს სარგებლობაში მოქცეულ მიწებს ნადის საშუალებითაც კი ამ-
უშავებდნენ. მას განსაკუთრებით მაშინ მიმართავდნენ, როცა ნაკვეთი ტერიტორიულად მოზრდილი
და რთული დასამუშავებელი იყო ანდა უამინდობა თუ სხვა სახის კლიმატური ხელისშემშლელი
ფაქტორი მის სასწრაფო დამუშავებას მოითხოვდა. ნადში ნოგროს იმ წევრებსა და მეზობელ-მოგვა-
რეებსაც იწვევდნენ, რომელთაც საძმო ნაკვეთში წილი არ ედოთ. თავად საძმო მიწებით მოსარგებლე
ოჯახები კი ნაკვეთის დამუშავებაში თანაბრად და უკლებლივ იყვნენ ჩართულნი. ისინი ნადის ორ-
განიზატორები იყვნენ. ნადზე თითოეულ მომხმარებელს საკუთარი სამუშაო-სამეურნეო იარაღი გა-
მოჰქონდა. სადილს მოზიარნეთა ჯერ ერთი მოძმის, ხოლო მეორე დღეს - სხვა ოჯახი ამზადებდა ან-
და დღის განმავლობაში სადილს ერთი მოძმის ოჯახი ამზადებდა, ხოლო ვახშამს - მეორე მოძმისა.
ნადის მოცემული ორგანიზაციული ფორმა სამეზობლო თემის საზოგადოებრივი სტრუქტურის თა-
ვისებურებებს მკაფიოდ ასახავდა.
ლიტ.: ხარაძე, 1949; ჯალაბაძე, 1963:49; მგელაძე, 1989:49-50.

yurZnis leCeri - დაჭყლეტილ ყურძენს საწურში გაწურავდნენ, აადუღებდნენ, ქაფს მოხ-


დიდნენ, როცა მესამედი ნაწილი დარჩებოდა, გააცივებდნენ და კვლავ გაწურავდნენ, ჭურჭელში ჩა-
ასხამდნენ, ბრიჯს, კანგაცლილ ბრტყლად დაჭრილ ხაპს ჩააყრიდნენ და მოხარშავდნენ - დაადუღებ-
დნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:163.

yurwaknapuli - ყურწაჭრილი თხა ანდა ცხვარი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.

622
ლეჩერის მომზადება ყურძნის წვენით, დიდაჭარა.
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

623
ყანის ბარვის – ყანის მარგვლის პროცესი

624
Sadrevani - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, ნაგებობა, სადაც თანასოფლელები იკრიბე-
ბოდნენ. შადრევანი აჭარის ტრადიციულ ყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. სოფლის, თემისა
და დაბის მოსახლეობის საზოგადოებრივი თავშეყრა ადრე მუდამ შადრევნებთან და წყაროებთან
ხდებოდა. შადრევნები ზოგჯერ ზოგიერთ საცხოვრებლებშიც იყო გამართული. საერთოდ, საკულტო
ნაგებობებთან სიახლოვეს გამართული წყარო-შადრევნები მოედნის მისასვლელთან ანდა გზის პი-
რას მდებარეობდა და ნათალი თეთრი ქვისაგან ნაგებ შვიდწახნაგოვან ღია აუზს წარმოადგენდა.
ტრადიციულად შადრევანს აუცილებლად წყაროს წყალი ახასიათებდა. ეს იყო ნათალი ქვისაგან გა-
კეთებული, ლამაზი წყობით ამოყვანილი მრავალწახნაგოვანი, პრიზმისებური ნაგებობა. თითოეული
წახნაგის საგანგებოდ მოწყობილი ხვრელებიდან წყაროს წყალი გადმოდიოდა. გადმონადენი წყალი
აუზის გარშემო მოპირკეთებულ არხში იღვრებოდა, აუზის ფსკერზე არსებული ხვრელებით ქვემოთ
ჩადიოდა და ხეობისაკენ მიედინებოდა. ამ აუზის გარშემო აგებული იყო მცირე ფორმის ხის შენობა -
შადრევანი. შენობაც იმდენივე წახნაგისა იყო რამდენი წახნაგიც წყაროს ჰქონდა. წყაროებისა და შად-
რევნების, ისე როგორც რუს მოვლა-პატრონობა, წყლის განაწილება და მათზე ზედამხედველობა სა-
განგებოდ გამოყოფილ პირს „მეწყლეს” ევალებოდა. იგი გაწეული შრომის საფასურად სათანადო ნა-
ტურალურ და ფულად ანაზღაურებას იღებდა. მის საქმიანობაში სათემო და სასოფლო გზების მეთ-
ვალყურეობა, ასევე, მონაჟურ წყალზე კვლების „გაყვანაც” შედიოდა. მიუხედავად ამისა, ხშირად,
სახმარ და სარწყავ წყლებს თავად თემი და მეთემეები უვლიდნენ და მფარველობდნენ, რადგან ეს სა-
ზოგადოებრივ საქმედ ითვლებოდა.
ლიტ.: ადამია, 1956:35; მგელაძე, 1980.

შადრევნის ვარიანტები ილია ადამიას მიხედვით

625
Savi – 1. ფერის ერთერთი სახე; 2. ჭიანჭველა. ჭიანჭველა ძალიან ერჩოდა და აზიანებდა აბრე-
შუმის ჭიას. ამიტომ მის სახელს არც ახსენებდნენ: „შავი მუა შავითა, შავი მისი ჯარითა. შავსა პირი
აუხვიე შავი აბრეშუმითა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

Savi livanura - აჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი ჯიში. ლივანურა აჭარული წარ-


მოშობის არ იყო და, როგორც ვარაუდობენ, იგი ლივანიდან უნდა ყოფილიყო შემოტანილი. აჭარის
მხარეში მან თავისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოლოგიური პირობები იპოვა, რის შედეგა-
დაც მისი ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა სავსებით დამაკმაყოფილებელ იყო. გადმოცემებით,
ლივანურა წარსულში მაღლარების სახით შუა და ზემო აჭარაში მასობრივად ყოფილა გავრცელებუ-
ლი. პროდუქციას ძირითადად ყურძნად ხმარობდნენ, საზამთროდ აგრეთვე ყურძნის წვენსა და ბეთ-
მეზს ამზადებდნენ. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებასთან დაკავშირებით ლი-
ვანურას მაღლარები მასობრივად განადგურდა. XX საუკუნის შუა ხანებისათვის ქედის რაიონში მაღ-
ლარად მხოლოდ რამდენიმე ხნოვანი ძირი გადარჩა. ლივანურას ღონიერი ზრდა-განვითარება ახ-
ასიათებდა და ამინდის ხელსაყრელ პირობებში მეტად უხვ მოსავალს იძლეოდა. დანიშნულებით
იგი სუფრის ყურძნის ჯიში იყო.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

Savi mola - შავი მოლა, იგივე, ნამიკრეფიაა (Agrostis Planifolia C. Koch), რომელიც მარცლოვან
(Gramineae) მცენარეთა ჯგუფს განეკუთვნება. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ჯგუფად
ამოსული მცენარის ღეროების სიმაღლე 20-80 სანტიმეტრს აღწევს. ღეროები უმეტესად წამოწეული
ანდა სწორია. ქვედა ფოთლები ზედა ფოთლებთან შედარებით უფრო ვიწროა. ზედა ფოთლების ენა
მოგრძოა. საგველა ხშირი და მრავალთავთუნიანია, ბასრხაოიანი, ზევით აღმართული ტოტებით.
თავთუნის კილები ლანცეტა ელიფსურია, 2 მმ სიგრძის. ქედის გაყოლებაზე, ბოლო ნაწილში ხაოიანია.
ყვავილის ქვედა კილი თავთუნის კილის ოდენაა. ყვავილის ზედა კილი განვითარებულია. ნამიკრე-
ფია აჭარაში გავრცელებულია ციხისძირსა და ხუცუბნის მდელოებზე, კარგი საკვებია, გარდა ამისა,
მდინარე კინტრიშის ხეობაში იგი ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე. იხმარებოდა ჯირკვლე-
ბით დაავადებულთა სამკურნალოდ. მცენარის ადგილობრივი სახელია შავი მოლა. შავ მოლას, მრა-
ვალძარღვას მთლიან მცენარეს გარეცხავდნენ, ნიგვზის ფოთლებს მიუმატებდნენ და სათანადო ხალ-
ხური რეცეპტურის მიხედვით წყალში ხარშავდნენ. მოხარშვის შემდეგ გაწურავდნენ და წვენს ავად-
მყოფს ასმევდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:58.

Sav-sxala - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

SavSura - შავშურა თეთრყურძნიანი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძნისა და საღ-


ვინე ჯიში იყო. მაღლარების სახით ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში, ფურტიოსა და ალმეს მიდამოებ-
ში იყო გავრცელებული. ადგილობრივი მოსახლეობა მის მოსავალს, უმთავრესად, ყურძნად იყენებ-
და, ზოგიერთ შემთხვევაში კი ბექმეზისა და ბადაგის სახით შესქელებულ ყურძნის წვენს ამზადება.
გადმოცემებით შავშურა აჭარაში შავშეთიდან ყოფილა შემოტანილი და ზემო აჭარის ეკოლოგიურ
626
პირობებს კარგად იყო შეგუებული. ამინდის პირობებში ვაზის ვეგეტატიური ნაწილები ნორმალურ
განვითარებასაც აღწევდა. იგი საკმაოდ უხვ და ხარისხოვან მოსავალსაც იძლეოდა. ვაზი საშუალო
ზრდა-განვითარების იყო.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; კახიძე, 1974:46.

Savfexaჲ - ჭიანჭველა: „ყაჭს ხან შავფეხაჲ ერჩის“.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

SavSuri - იხ.: შავშურა.

Saiaxi naqsvari - საოჯახო საქსოვ დაზგაზე შინაური წესით ნაქსოვი მატყლის შალი: „შაიახი
ნაქსვარი ორმაგი, ხოშორი ნაქსვარია – გრუზები მიყვება”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

Sairi - ხალხური გართობა, პაექრობა მახვილსიტყვაობასა და ოხუნჯობაში. აჭარის ზეპირ-


სიტყვიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი სატრფიალო ლირიკას ეკავა. მასში ემოციურად იყო ასახ-
ული ადამიანის შინაგანი სამყარო, განცდები, გრძნობები. სატრფიალო ლირიკაში შემდეგი ქვეჟანრე-
ბი გამოიყოფოდა: შაირი, ქება, გაბაასება, წერილი ლექსად. ამათგან ყველაზე მეტად გავრცელებული
შაირები იყო. შაირი, როგორც წესი, ჭიბონის თანხლებით სრულდებოდა. ქალ-ვაჟის თავისუფალი
ურთიერთობის, გალექსების, გაშაირების ერთ-ერთი ადგილი ქორწილი თუ სხვა დღესასწაული იყო.
ამ მხრივ, განსაკუთრებით, „შუამთობის” საზაფხულო დღესასწაული გამოირჩეოდა, როცა საზაფხუ-
ლო საძოვრებზე სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა იკრიბებოდა და მხიარ-
ული ფოლკლორული ზეიმი იმართებოდა. შუამთობა ხალხური მელექსეობის ძირითადი ასპარეზი
იყო. ქალ-ვაჟის გაშაირების ძლიერ ტრადიციაზე მეტყველებს ადგილობრივი ხალხური ტერმინების
სიმრავლეც: „შაირის გაქნევა”, „სიტყვის შემოკვრა”, „დალექსება”, „ლექსებში გადგომა”, „გოგო-ბიჭის
დაწიკება”. უაღრესად საინტერესოა ქალ-ვაჟის გალექსების ტრადიცია, რომლის დროსაც ზოგი მღე-
როდა, ზოგიც ცეკვავდა და ტაშს უკრავდა. აჭარაში გავრცელებული ორ-ოთხტაეპიანი სატრფიალო
შაირები ფორმით, სიუჟეტით, მოტივებითა და მხატვრული სახეებით საქართველოს სხვა კუთხეებში
ჩაწერილი ფოლკლორული ნიმუშების ანალოგიური იყო. სატრფიალო მინიატურებში შუქდებოდა
ქალის გარეგნობა, მისი თვალ-წარბი, ტანი, მწყაზარი ღაწვი, მარგალიტ-წყობილი კბილი. საგულის-
ხმოა, რომ ამჟამად შრომის ლექსებში დამკვიდრებული „ვაჲ თუ ჲელი ჲელობდაო”, საფერხულო
ფორმით, დაუფარავი ეროტიზმითა და სიმბოლური სახეებით ღრმა არქაულობის კვალს ატარებს.
სატრფიალო ლირიკის კავშირზე კალენდარულ ციკლებთან მიუთითებს აჭარაში პოპულარული და
მრავალ ვარიანტად ჩაწერილი გაბაასების ნიმუში - „გაზაფხული რომ გამოვა”, რომელშიც სწორედ
ბუნების ძალების აღორძინების ჟამს ვაჟი საშაიროდ ქალს იწვევს და მას თავის სასიყვარულო გრძნო-
ბებს უმხელს. სასიყვარულო ლირიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციული და ფართოდ გავ-
რცელებული ჟანრია ქება, რომელშიც უმეტესად ქალია შექებული. ქალის ქების არაერთი შესანიშნა-
ვი ნიმუშია დაცული აჭარის ზეპირსიტყვიერებაში. ქალის ქების შესანიშნავი ნიმუშია აგრეთვე „ერ-
თხელ გიხილე, ბატონო”, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოქვეყნდა. მისი მრავალი ვარიან-
ტია დაცული ფოლკლორულ არქივებში, რაც ლექსის პოპულარობაზე მეტყველებს. დიდ სიყვარულ-
თან ერთად სატრფოს მიმართ რიდი და მოკრძალება იგრძნობა, რაც ქართველისათვის ოდითგანვე
627
იყო დამახასიათებელი: „ერთხელ გიხილე, ბატონო,/მომწონდა პირისახეო,/ვარდის მსგავსად მომეჩ-
ვენე,/გადაწმენდილო მთვარეო...”. ქების ლექსებში სიმბოლოებად გამოყენებულია მცენარეები, ყვა-
ვილები, მნათობები, ძვირფასი ქვები. აჭარულ ფოლკლორში დამკვიდრებული ქართული ხალხური
სატრფიალო ლირიკის პოპულარული სახეობაა ე. წ. „სებრო”. მისი აჭარული ვარიანტები დახვეწილი
მხატვრული ფორმით, მდიდარი, მრავალფეროვანი სიმბოლიკით გამოირჩევა. იგი ჭიბონსა და სხვა
საკრავ ინსტრუმენტებზე სრულდებოდა.
ლიტ.: ზოიძე, გიორგაძე, 2009:512-521.

Sairis gaqneva - გაშაირება, შაირობა.

Sairji - შაირის ოსტატი, მოშაირე პირი.


ლიტ.: დავითაძე, 1978:71

Sakiki - თავის ტკივილის ფორმა, რომელიც სახის ტკივილის შეგრძნებასაც იწვევდა. მზე რომ
ახლად ამოვიდოდა, მაშინ ადამიანს, ზოგჯერ, სახის ცალი მხარე ატკივდებოდა, როცა მზე ჩადიოდა,
მაშინ პირიქით - ტკივილები უყუჩდებოდა. შაკიკის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა აჭარაში ის-
ტორიულად ჩამოყალიბებულ მდიდარ ცოდნა-გამოცდილებას ეყრდნობოდა: 1. სუროს ფოთლებს
დანაყავდნენ და მის ნაწურს ცხვირის ნესტოებში ჩაისხამდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ
სრულდებოდა; 2. ავადმყოფს შუბლზე წყალში დასველებული შავი ფხლის ფოთლებს დააფენდნენ;
3. თხელ რგოლებად დაჭრილ კარტოფილს მარილს დააყრიდნენ, შუბლზე დაიდებდნენ და თავს შე-
იხვევდნენ. პროცედურა დაწოლის წინ სრულდებოდა; 4. ავადმყოფს ხელისგულით ანდა ცერი თი-
თებით შუბლს დაუსრესდნენ, რაც დადებით შედეგს იძლეოდა; 5. ტკივილების აღძვრისას შუბლს
ნავთით დაიზელდნენ; 6. შუბლზე მარილთან გაჯერებულ ნიორწყალში დასველებულ ტილოს და-
იდებდნენ, რომელსაც ხშირად იცვლიდნენ; 7. შუბლზე წყალნარევ დანაყილ ნიორს დაადებდნენ, ზე-
მოდან თხმელის ფოთოლს დააფენდნენ და ავადმყოფს თავს შეუხვევდნენ. პროცედურა დღეში რამ-
დენჯერმე სრულდებოდა; 8. შუბლის დასრესისას, აგრეთვე, ზამბახის ხსნარსაც იყენებდნენ. პროცე-
დურა ორი დღის განმავლობაში დღეში რამდენიმეჯერ სრულდებოდა; 9. შუბლს მზესუმზირის
სითხით დაიხილავდნენ, შემდეგ თვით მცენარეს მოხარშავდნენ, თბილ მასას შუბლზე დაიდებდნენ
და შეიხვევდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ, დილით და საღამოს სრულდებოდა; 10. სიმინდის
ფქვილს ერბოში მოხალავდნენ და ცომს თავზე - დუდზე დაიდებდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ
რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა. ამავე მიზნით ზღვის წყალს იყენებდნენ. მასში ტი-
ლოს საფენს ამოავლებდნენ და თავზე დაიდებდნენ; 11. კვერცხს „ღეჭეპოთი” გათქვეფდნენ, კამას ჩა-
ურევდნენ და შეწვავდნენ. მიღებულ მასას ტილოთი შუბლზე დაიფენდნენ და შეიხვევდნენ. პროცე-
დურა ორი დღის განმავლობაში დაწოლის წინ სრულდებოდა; 12. „ვაცის ყურას” ძირებსა და ფოთ-
ლებს ძმარში დანაყავდნენ, მიღებულ მასას დაავადებულ თავზე დაიდებდნენ და შეიხვევდნენ. პრო-
ცედურა დაწოლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა. დიდი მნიშვნელობა მძივებს
ენიჭებოდა. შაკიკის ძივი (შაკიკის მძივი) თვალისა და თავის ტკივილებს უხდებოდა, შესაბამისად,
შაკიკის, თავის ტკივილის სამკურნალოდ ლოცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა: ა. „ბარავ,
რას ჩივი ბარავ, რას ტირი ბარავ, რას გოგოთობ,/რავა რას ვჩივი, რავა რას ვსტირი, რავა რას ვგოგო-
თობ,/ჩემსა ქრისტესა თვალსა ბულთი ჰკრეს,/იმას ეძღიბლის, იმას ეკურცხლის,/რაა მისი წამალი?/ჩა-
დი ჩემსა ბოსტანსა, მოწიკვე სამი სამყურე კამისა,/კუკულო შეაბი აბრეშუმის წითელ ძაფზე,/წამოაც-
628
ვი ფოლადის ნემსი, შეაბი შუბლზე,/ეს არის იმის წამალი”. შებერვით სამჯერ შეულოცავდნენ და
მოხსენებულს შუბლზე მტკივან მხარეზე ჩამოკიდებდნენ; ბ. „შაკიკი შემოჩვეულა, ვენახისა ბოლო-
საო,/ისე ჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო,/გუუწყრა წმინდა გიორგი, გეიპარა დილასაო”; გ.
„სახელითა ღვთითა, მამითა, სულითა წმინდითა, ლოცვა თავისა ტკივილისა”: „ყანის ბოლოს შაკიკი
შემოპარულიყო, ისე სჭამდა რკინასა, როგორც ხარი თივასა,/გუუწყრა წმინდა გიორგი, გეიპარა დი-
ლასა,/ მარიავ, რას ტირი, მარიავ, რას ჩივი,/გურიამ მთასა ქორწილია, ჩემი შვილი წვეულია,/ააგდეს
ბურთი, მოხდა თვალსა,/ეკურცხლის თვალი, ეტკივის შაკიკი,/რაა მისი წამალი? - სამი სამყური, ფო-
ლადი ნემსი, წითელი აბრეშუმი,/გადავუსვი წარბსა, გადავაგდე მთასა,/მე ვარ მლოცავი, ღმერთისა
მაქებარი,/როგორც დანის განაჭერი დანას ერგებოდეს, ცულისა განაჭერი ცულსა ერგებოდეს,/ისთე
ეს ჩამონალოცი, ჩემი ნაკითხი ჩვენ ავადმყოფს ერგებოდეს”; დ. „შაკიკი შემოგვეჩვია, სათიბისა ბო-
ლოსა,/შენი შვილი გონიოს წევდა, თვალში მოხდა ფირითა,/გადმოდინდა სისხლი, ჩეი ბახჩაში,/ააწყვი-
ტე სამი სამყური, აბრეშუმზე წამოაცვი,/გადაუსვი-გადაყვება, გადმოუსვი-გადმოყვება,/ღმერთისა
ემრით (შემწეობით) გაქარდება”; ე. „შაკიკი შაკიკს ჩამოჰპარვოდა, რაა მისი წამალი?/ყირმიზი ძაფი
აბრეშუმისა, უხმარი ფოლადაჲ ნემსი,/დაახვიე აბრეშუმის ძაფი, გადუუსვი შუბლზე და გადუუსვი
ნეკი ორივე წარბზე,/მე ვარ შენი მლოცველი, ღმერთია შენი მარგებელი”. შელოცვები შებერვით სამ-
ჯერ სრულდებოდა; ვ. „შაკიკი მოვიდა ბოლოსა, ითიბებოდა თივასა, მარიავ რას ტირი, მარიავ რას
ჩივი,/რავა რას ვტირი, რავა რას ვჩივი,/ჩემი შვილი უნიას წევდა, მარიამს ქორწილი ჰქონდა, აჟრითი
ჟრიათობდა, ბოთლი ბოთლობდა,/ბოთლი თვალსა მოხდა, თვალი გასისხლიანდა,/გადავხტი მარი-
ამის ბაღჩაში,/ფორთოხალ ზედ აბრეშუმი გადავუსვი - გადეიტანა, გადმოვუსვი - გადმოიტანა”. შე-
ლოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:170-171; 200-201, 204, 196-207; მგელაძე, 2018.

Samodgameba - იხ: დამოდგამება.

SalaSini - სადურგლო იარაღი. სულხან-საბა ორბელიანი: „შალაშინი – ხის პირის მოსასწორე-


ბელი იარაღი“’.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:164.

Sali - 1. მატყლის ნაქსოვი. შალის ნაწარმი აჭარაში ფართოდ მოიხმარებოდა. შალის ქსოვილის
მცირე ფრაგმენტი ქობულეთში, კერძოდ, ფიჭვნარშია აღმოჩენილი. ამ ფრაგმენტის ორგანოლეპტუ-
რი და მიკროსკოპული გამოკვლევით დადგინდა, რომ იგი მატყლის ქსოვილის იყო. მატყლის ნარ-
თისაგან მაღალი ოსტატობით დამზადებული ქსოვილი ძვ. წ. VI საუკუნეს მიეკუთვნება. შალის ქსო-
ვილებს შორის გამორჩეული იყო „წმინდა შალი” - მაღალი ხარისხის შალის ქსოვილი. შალის ქსოვი-
ლის ხარისხი როგორც ნართზე, ისე სავარცხლის კბილების სიხშირეზე იყო დამოკიდებული. წმინდა
კბილებიანი სავარცხლით წმინდა შალი იქსოვებოდა. არსებობდა „ორმაგი ნაქსოვი შალი”. საერთოდ,
ნაქსოვი ორი სახის იყო - ცალმაგი და ორმაგი. უფრო მეტი დაფასება ორმაგ ნაქსოვს ჰქონდა. ორმაგი
ნაქსოვის მისაღებად სავარცხელში წყვილ ძაფს გაატარებდნენ. ორმაგი ნაქსოვი შალისაგან ქალის
სარტყელი და მამაკაცის ჩოხა-შალი მზადდებოდა. შალის ქსოვილებს შორის ყურადღებას „ზოლები-
ანი შალი” იქცევდა, რომელსაც სარტყელებისა და ფეშტემალებისათვის ქსოვდნენ. ფერადი ზოლიანი
შალის ქსოვის დროს საქსელავად სხვადასხვა ფერად შეღებილ ძაფს იყენებდნენ, მისაქსელად კი ერ-
თი ფერის ძაფი იხმარებოდა. სპეციალური ხელსაწყოს - „სათელავის” შემოსვლამდე, ყოფაში შალს
ფეხით თელავდნენ. შალის ქსოვილს მოთელვის წინ რამდენიმე ფენად დაკეცავდნენ, დალამბავ-
629
დნენ, ზევიდან თბილ წყალს დაასხამდნენ და ჯოხზე დაყრდნობილი მამაკაცი ქსოვილს ფეხით თე-
ლავდა. მოთელვის პროცესი დიდხანს გრძელდებოდა და მას რამდენიმე კაცი ენაცვლებოდა. გან-
სხვავებული წესი იყო სამცხე-ჯავახეთში, სადაც რატომღაც შალს მწოლიარე მდგომარეობაში თე-
ლავდნენ. აჭარაში არსებობდა სპეციალურ ხელსაწყო - სათელავი. იგი ხელვაჩაურის რაიონის სო-
ფელ სკურდიდში დადასტურდა. სათელავი ორი ნაწილისგან შედგებოდა: ჯერა (ჯარა) და საგორე-
ბელი. მრავალ ფენად დაკეცილ შალის ქსოვილს ჯერ ჯარაში ჩადებდნენ, თბილ წყალს დაასხამდნენ
და საგორებლის გატარ-გამოტარებით მოთელავდნენ. შალის სათელავი ხელსაწყო ოლადაურშიც
(შუახევის რაიონი) დაფიქსირდა, სადაც მას „სარახუნას” ეძახდნენ. ასეთ სათელავს ანალოგი მთი-
ულეთშიც მოეძებნება. შალის ქსოვილების დამზადებას ყველაზე ინტენსიურად ზემო აჭარაში, კერ-
ძოდ, დიდაჭარაში, განსაკუთრებით კი - ღორჯომში მისდევდნენ. ნედლი მასალის გადამუშავება ძი-
რითადად ზამთარში ხდებოდა. ამ დროს მინდვრის და საოჯახო სამუშაოებისაგან ქალები შედარე-
ბით თავისუფალნი იყვნენ. თუ ოჯახს საკმარისი ნედლეული არ მოეპოვებოდა, მას მეზობლებისაგან
ახალციხესა და არდაგანში ყიდულობდნენ. ღორჯომში მოქსოვილი შალებით ზემო აჭარის მკვიდ-
რთა უმეტესობა იმოსებოდა; 2. შარვალი: „ფეშტემალს ხუთი ადლი შალი უნდოდა, შალს – თხუთმე-
ტი, თექვსმეტი მაინც”.
ლიტ.: სახოკია, 1950; სამსონია, 2005:96-99; ისაკაძე, 1970; კახიძე, 1971; ყარაულაშვილი, 1972;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:489; ნოღაიდელი, 2017:148-149.

Sal-abreSumi - გული აბრეშუმი, შალისა და აბრეშუმის ძაფების ნარევი ნართი: „ჩერიაზე


ერთ წვერ აბრეშუმს და ერთ წვერ ღაზლას შეატოლებდენ და მოქსოვდენ შალ-აბრეშუმის წინდას”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:148.

Saleuli - შალის ქსოვილი და მისგან ნამზადი ტანისამოსი თუ სხვა მსგავსი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:149.

Salibalaxi - ფოთოთი, (Geranium Psilostemon, Syn. Geranium Armenium Boiss.). ნემსიწვერა-


სებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურ-
ქეთსა და დასავლეთ საქართველოს სუბალპურ და ალპურ ველებში. ფოთოთი მრავალწლოვანი ბა-
ლახოვანი მცენარეა, 80 სმ-მდე სიმაღლისა. ხალხური გამოცდილება „შალიბალახით ახალმოქსოვილ
შალს დადედავდნენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:149.

Salis saTelavi - მაჭახლის ხეობაში მატყლის ქსოვილის, შალის სათელავის სპეციალური


დაზგა. სათელავად ასევე სარეცხი ჯარა და მოწნული ლასტი გამოიყენებოდა. ამ შემთხვევაში მო-
თელვა ფეხით ხდებოდა. მოთელილ შალს შინ დამზადებულ მცენარეულ ანდა ქარხნულ საღებავში
ღებავდნენ. მცენარეულ საღებავს თხმელისა და კაკლის ხის ნედლი ქერქის, აგრეთვე, კაკლის ნედლი
ნაყოფისაგან ამზადებდნენ.
ლიტ: კახიძე, 1974:67.

Salis Sarvali - მამაკაცის ქვედა სამოსი. იხ.: დუმიანი შარვალი.

Samili - ცეკვა.
ლიტ: კახიძე, 1978:3-15.
630
Sanko - 1. ცხენზე გარდიგარდმო გადასაკიდი, კავის მსგავსი ხის მოწყობილობა. გამოიყენებ-
ოდა სასაპალნედ ცხენზე შეშის, კვარის და სხვა მსგავსი უხეში, მოუხერხებელი ტვირთის საზიდად.
შანკო ძირითადად, წყავისა და ლეკის ხისაგან მზადდებოდა. მას მხოლოდ მხოლოდ „ალიღიან
ცხენს” აჰკიდებდნენ; 2. ერთმანეთზე თავებით გადაბმული ორი ჯოხი, რომელიც თაფლისა და სან-
თლის გამოსაწურად იხმარებოდა. მარეთის ხეობაში მას კალი ანდა კალიში ერქვა. ჭვანის ხეობაში
შანკოს მრგვალად მოხრილ ჯოხს ეძახდნენ, რომლის ბოლოებზე თივის შესაკრავი თოკი იყო გამობ-
მული. შანკოზე თოკი ცურავდა და თივის ტვირთის შეკვრა ადვილი იყო. ღორჯომის ხეობაშიც თი-
ვის შესაკვრელ შანკოს კალიშა ეწოდებოდა. შანკოს მრავლობითი ფორმის სახით „შანკოებს”, „შანკუ-
ებსაც” ეძახდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1973:67; 1974:46; ჯაჯანიძე, 1961.

Sarvali - აჭარელი ქალის ჩაცმულობის ძველებურ კომპლექტში შარვალიც შედიოდა. ქალის


შარვალი კაბის ქვეშ ჩასაცმელი იყო. იგი საოჯახო წესით ნამზადი სელის და კანაფის ქსოვილისაგან
იკერებოდა, ახასიათებდა გრძელი და ფართე ტოტები - სათავე, საპირე და სარჩული. შარვლის ტარე-
ბა აჭარელი ქალის ძველებურ და აუცილებელ წესს წარმოადგენდა. მას ახალგაზრდაც იყენებდა და
მოხუციც. საერთოდ, შარვლის ბოლოები მოძრაობის დროს კაბიდან მოჩანდა. ამიტომ მუხლს ქვემოთ
შარვლის ტოტებისათვის ძვირფას, უმეტესად, წითელი ფერის, ქსოვილს იყენებდნენ. შარვლის სათა-
ვე და ბოლოები შინ ნაქსოვი ჭრელი ხვანჯრით იკვრებოდა. ფაბრიკული ნაწარმის შემოსვლის შემ-
დეგ შესაკერ მასალად ჩითი, მიტკალი, ყუმაში და ყანაოზი გამოიყენებოდა. ყუმაშისა და ყანაოზის
ქსოვილებისაგან დამზადებული ქვედა სამოსი შარვალი წარჩინებული პირებისათვის, აგრეთვე, სა-
ქორწინო და სადღესასწაულო დღეებისათვის იკერებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:47.

Saqar-vaSla - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.
631
Saqarlama - ტკბილეული. შაქარნარევ ბრინჯის ფქვილს გამდნარ ერბოში კარგად მოზილავ-
დნენ, მიღებულ ცომს გააბრტყელებდნენ, რომბისებურად დაჭრიდნენ და მზეზე გაახმობდნენ. ზო-
გიერთი დიასახლისი ბადროს მსგავს კვერებს ამზადებდა, ზოგიერთი კი - ბურთისებურს.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:156.

Saqris SerbeTi - იხ.: შექერ შერბეთი.

Saqris majuni - ბრინჯს კარგად მოხარშავდნენ, შაქარს ჩააყრიდნენ და წამოადუღებდნენ,


შემდეგ შავ წიწაკას ჩააყრიდნენ, ცეცხლიდან გადმოდგამდნენ და გააცივებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:154.

SaSlapuna - მცენარეა, რომელიც 1-1,5 მეტრი სიმაღლის იზრდება. შაშლაპუნას გრძელი და


ხშირი ფოთლები აქვს.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

SebeWdva - ავი თვალისაგან დასაცავად განკუთვნილი სარიტუალო ქმედება.


ლიტ.: ლომთათიძე, 2014:86-87.

Segoreba - შალის ნაჭრისათვის დამახასიათებელი პროცესი, შეთელვა, საოჯახო საქსოვ დაზ-


გაზე ნაქსოვი შალის სიგრძეში დამოკლება: „შალი შეგორდება, შედგება ცხელ წყალში“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:149.

Seidis tba - წმინდანის ტბა. აჭარაში იგი ტოპონიმის მნიშვნელობითაა დადასტურებული.


ხალხური გააზრებით ამგვარ ადგილებში, დიდი გვალვების დროს, შესაწირად ცხვარს ანდა ხარს
კლავდნენ, მაგალითად, მსგავსი რიტუალი ჭვანის ხეობაში მდებარე „შეიდის ტბაზეა” დადასტურე-
ბული.
ლიტ.: დავითაძე, 1975:167-168.

SeidiSi - ქალის შარვალი, რომლის მასალად ფერადი აბრეშუმი გამოიყენებოდა. შეიდიში სა-
თავის, ორი გრძელი და მოკლე ტოტისა და უბისაგან შედგებოდა, რომელსაც სხვადასხვა ფორმას აძ-
ლევდნენ. ჩვეულებრივი უბე ორი ანდა ოთხნაჭრიანი იყო. ტოტები წვრილი ნაკეცებით ხასიათდე-
ბოდა, რომელთა დიდი ნაწილი უკან იყო მოქცეული და სათავეს უკავშირდებოდა, გვერდები ჩახსნი-
ლი ჰქონდა და ღილებით იკვრებოდა. შეიდიშის დიდი ნაწილი დასარჩულებული იყო. ტოტის ნა-
პირს აბრეშუმის არშია შემოუყვებოდა. ტოტის ბოლოები შემკული იყო ნაქარგით, ოქრომკერდითა
და ვერცხლის ძაფით გამოყვანილი მცენარეული სახეებით. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იც-
ვამდნენ და კაბაში მისი მოქარგული ბოლოს გამოჩენა არ ეთაკილებოდათ. იგი ქალთათვის განსა-
კუთრებულად მოსახერხებელი ცხენით მგზავრობისას იყო. სახელი მას ქსოვილის სახეობიდან
ჰქონდა მიღებული.
ლიტ.: ბოჭორიშვილი, 1947; გვათუა, 1967; სახოკია, 1985:144; ქართული მატერიალური... 2011:493-494.

632
SeiTani - ეშმაკი. ქართული ენის აჭარულ დიალექტში სიტყვა თურქულიდანაა გავრცელებუ-
ლი.

Sekakna - მატყლის გაწეწვა, გასაჩეჩად მომზადება: „აბრეშუმს შევკაკნით და დავართავთ ორყა-


თათ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:149.

Semdgari naqsovi - ძალიან მჭიდროდ, მტკიცედ ნაქსოვი: „ფირფიტებს მაგრათ მუუჯეხებ-


დით, რომ შემდგარი ნაქსოვი გამოსულიყო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:149.

SemTvarva - პირველი მოსავლის აღება, ანდა სავსე მთვარეზე ხილის დაკრეფა. ტრადიციულ-
ად აჭარაში მიაჩნდათ, რომ პირველი ხილი სავსე მთვარეზე უნდა მოეწყვიტათ, შემდეგ კი მნიშვნე-
ლობა აღარ ჰქონდა ვინ და როდის მოკრეფდა. თვლიდნენ, რომ ამ შემთხვევაში მოსავალი ბარაქიანი
იქნებოდა. ასეთ ხილს შემთვარული ერქვა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

Semavali - საქორწინო წყვილთა შერჩევის დროს, წყვილთა დაქორწინების პერიოდში, შუამავ-


ალი. ტერმინი ძირითადად ბათუმისა და ქობულეთის რეგიონებში იყო გავრცელებული.
ლიტ.: მგელაძე, 1985.

Semodgomis matyli - შემოდგომაზე გაკრეჭილი ცხვრის მატყლი: „შემოდგომის მატყლი


ჯობია, ცხვარი გარში დადის”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:149.

Semsili - შევსებული, სავსე.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Semwvari badrijani - ბადრიჟანს ორმხრივ ვერტიკალურად დასერავდნენ, რის შემდეგაც


მარილში დანაყილი პილპილ-ნიორით დატენიდნენ და დამწვარ ერბოში ჩააწყობდნენ, ზემოდან პო-
მიდორს დააჭრიდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:119.

Semwvari Tevzi - გარეცხილ, გასუფთავებულ, დამარილებულ და სიმინდის ფქვილში ამოვ-


ლებულ თევზს ერბოში შეწვავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:113.

Semwvari kvercxi - მოხარშულ კვერცხებს რგოლებად დაჭრიდნენ, ჯამზე მოათავსებდნენ,


მარილნარევ ერბოს მოასხამდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:111.

633
Semxmobari - აჭარული ოთხხმიანი ნადური სიმღერების მესამე ხმა, რომელიც უმეტესად სააკ-
ორდო ბგერას წარმოადგენდა. იხ.: ნადური.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:383.

Senelebuli qafSia - მარილნარევ ნიგოზს და ნიორს წიწაკასთან და ქინძთან ერთად დანა-


ყავდნენ, ძმარში გახსნიდნენ და წვენში შემწვარ ქაფშიას ჩააწყობდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:114.

SenTvarva - პირველი მოსავლის აღება, ჭირნახულის მოწევა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:383.

Sencxadeba - ადამიანის გარდაცვალებას სოფელი უმალ გებულობდა. ოჯახის ქალები შეიკივ-


ლებდნენ და მომხდარ ფაქტს მეზობლებს ამცნობდნენ - გუუმცხადებდნენ”. ამას შენცხადება და „ამ-
ბავის მიცემაც” ეწოდებოდა. წარსულში ოჯახის წევრები „აღძრული წივილ-კივილით სოფელს აუწყებ-
დნენ ინსანის სიკტილს”. ჭირისუფლები მიცვალებულს გარშემოერტყმებოდნენ, ხელებს თავზე,
გულზე და სახეზე იცემდნენ და მოთქვამდნენ. მამაკაცები უფრო მოთმინებას იჩენდნენ. ისინი ცდი-
ლობდნენ შინაგანად განეცადათ აღძრული მწუხარება, ვიდრე გარეგნულად. საერთოდ, ქვრივის ემ-
ოციური და ყურადღებამისაქცევი საქციელი მუსლიმანური ეთიკის მიხედვით ყოვლად დაუშვებე-
ლი იყო, უფრო მეტიც, საფლავამდე მიცვალებულს ქალები არ მიჰყვებოდნენ. მიცვალებულის იმ-
ქვეყნად გაცილების ჩვეულება უმთავრესად მუსლიმან მამაკაცთა პრეროგატივას შეადგენდა. აჭარის
ზოგიერთ ხეობაში ეს უკანასკნელი წესი ხშირად იცვებოდა, მაგრამ სხვა ნიშნით სამგლოვიარო ცერე-
მონიალის აღწერილი ატრიბუტები ტრადიციული რჩებოდა. სამგლოვიარო რიტუალში ადრე აჭარ-
აში შეკივლება არ დაიშვებოდა და „ქალებს მიცვალებულთან სატირლად ნაკლებად მიუშვებოდნე-
ნო”, თუმცა ეს წესი პრაქტიკულად ყოველთვის არ იყო დაცული. ხმამაღალი ტირილი დაიშვებოდა,
მაგრამ მიცვალებულის სხეულზე ცრემლის დაცემა დიდ ცოდვად ითვლებოდა. საწინააღმდეგო შემ-
თხვევაში ჭირისუფლები და გარდაცვლილი საიქიოში ერთმანეთს ვერ იხილავდნენ - „შუაში ზღვა
დადგებაო”. ახლობლებთაგან მიცვალებულთან ხმამაღალი ტირილი მხოლოდ ცოლს ეკრძალებოდა:
ცოლი ხმამაღლა ვერ გამოიტირებდა მეუღლეს. უნდა ითქვას, რომ შარიათი გარდაცვლილის დატი-
რებას ვერ ითავსებს, თუმცა მას არ კრძალავს. ხმამაღლა დატირება, სახის კაწვრა, თმების გლეჯა იკ-
რძალებოდა, ისე როგორც დაუშვებელი იყო პროფესიული მოტირლების საქმიანობაც. მიუხედავად
ამისა, მრავალ მუსლიმანურ ქვეყანაში პროფესიული მოტირლები არსებობდა, რომლებიც განსაკუთ-
რებული შთამბეჭდავი ხმით გამოირჩეოდნენ და რომლებსაც სამგლოვიარო ცერემონიალის პროცეს-
ში ქირაობდნენ ისლამი სერიოზულად იბრძოდა ამ ჩვეულების წინააღმდეგ, მაგრამ ყოფიდან მისი
აღმოფხვრა მაინც ვერ შეძლო.
ლიტ.: მგელაძე, 2002:236-256.

SerbeTi - 1. წყლისა და თაფლისაგან ანდა შაქრისაგან დამზადებული ტკბილი სასმელი, თაფ-


ლიანი წყალი ანდა შაქარწყალი. შერბეთის მისაღებად წყალში, ზოგჯერ, ცხელ წყალში შაქარს გახ-
სნიდნენ, გააცივებდნენ და ჩაის ჭიქებით მიირთმევდნენ; 2. საბავშვო დაავადება.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:39.

634
Sesamati dekna - სამ წელს მიღწეული საფურე, მომავალი ფური.
ლიტ.: მგელაძე, 1965; 2012.

Setoleba - ცალწვერა ძაფის ანდა თოკის ერთმანეთთან შეგრეხის მიზნით დაწყვილება: „დიდ
ჩერიაზე ორ-სამ წვერ ღაზლას შეატოლებენ და დაძახავენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Seqer SerbeTi - შერბეთი იგივეა, რაც შაქარ წყალი, რომლის მისაღებად წყალში, ზოგჯერ,
ცხელ წყალში შაქარს გახსნიდნენ, გააცივებდნენ და ჩაის ჭიქებით მიირთმევდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998.

SeyaTva - შალის ნართის რამდენიმე ნაწილად მოკეცვა: „შალს შევყათავდით ოთხად და მოვ-
თელევდით’’ (შდრ. თურქული kat – ფენა, წყება).
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Seyverva - ხისთვის ქერქის შემოცლა. ამ ხერხს ხის გახმობის მიზნით იყენებდნენ.


ლიტ.: ჩიჯავაძე, 1967:61.

SeSuRleba - შაირებში შეჯიბრება. ტერმინი დადასტურებულია მარეთის ხეობაში. შდრ.: „დაგ-


ვაჯებას”.
ლიტ.: დავითაძე, 1978:70.

SeZaxva - რამდენიმე ძაფის ერთმანეთზე შეგრეხა, დაძახვა: „ჩერიადან გადმოახვევენ ძაფს ორ-
მაგად, ორწვერს და შეძახავენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Seweva – შეთელვა, შექეჩვა: „შალი თუ არ შეთელე, მერე შეკერილს რომ გარეცხავ, მაინც შეიწ-
ევს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Sewevna – 1. შრომის ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სტიქიური უბედურების -


სახლის დაწვის, საქონლის გაწყვეტის დროს მეზობლის მატერიალურ და შრომით დახმარებას გუ-
ლისხმობდა. განსაკუთრებით ქვრივ-ობლებს და ღარიბ ოჯახებს ეხმარებოდნენ. მატერიალური და
შრომითი მხარდაჭერა ნებაყოფილობითი იყო და რაიმე ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა; 2. აჭარ-
აში დაკრძალვის დღეს მისული სტუმრისათვის სადილი მეზობლის სახლში მზადდებოდა, რადგან
ადგილობრივთა გამოთქმით მიცვალებულის ოჯახში „ცეცხლი არ დეინთებოდა”, „ტაფა არ გათბებო-
და”. მეზობელთა ასეთ დახმარებას შეწევნა ეწოდებოდა. იგი ფორმით საქართველოს სხვა კუთხეებში
გავრცელებული წესის ანალოგიური იყო. მაგალითად, ლაზურ სოფელში მიცვალებულის ოჯახი
თოთხმეტი დღის განმავლობაში საჭმელს არ აკეთებდა, ჭირისუფალს სადილს მეზობლები გამზადე-
ბულს მიუტანდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში გურიაში სამგლოვიარო დღეებში ოჯახში, რო-
მელსაც გარდაცვლილი ეკუთვნოდა, სადილი და ვახშამი არ მზადდებოდა. ახლო მეზობლები ოჯახს
სადილს მორიგეობით მზა სახით აწვდიდნენ. სადილი მზადდებოდა არა მხოლოდ ოჯახის წევ-

635
რთათვის, არამედ მოსულ სტუმართათვისაც. გარდაცვლილის ოჯახს მეზობლები, მათ შორის, მონა-
თესავე ოჯახები, ნატურითაც ეხმარებოდნენ. დაკრძალვის დღეს თითოეულ კომლს გარკვეული რა-
ოდენობის ღომი, ფქვილი, დოქი ღვინო, ყველი, ლობიო და სხვა მისთანანი მიჰქონდა. მოგვიანებით,
ეს წესი შეიცვალა. ოჯახს ფულს აძლევდნენ, ათი კაპიკის რაოდენობით, ახლო ნათესავებს კი - მანე-
თიდან ათ მანეთამდე და უფრო მეტიც. სია დგებოდა და შემდეგ გარდაცვლილის ოჯახს სხვასთან
მიჰქონდა იმდენივე, რაც მას მიუტანდნენ. გურიაში პირველს შესაწიერი, ხოლო მეორეს წასაბურავი
ეწოდებოდა. აჭარის მთიანეთში დახმარების სისტემაში ფულადი ერთეული XIX საუკუნიდან და, შე-
საძლოა, უფრო ადრიდანაც აქა-იქ მაინც გაჩნდა, მაგრამ ტრადიციულ ხეობებში მას დიდი გავრცელე-
ბა არ ჰქონია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი შესაწევი (შესაწიერი) საქართველოს თითქმის
ყველა მხარეში გამოხატავდა არა ფულად, არამედ ნატურით დახმარებას, ისე როგორც აჭარაში, რაც
საკუთრივ ამ მოვლენისა და ცნების სიძველეზე უნდა მეტყველებდეს. სულხან-საბა ორბელიანის
განმარტებით, ძველქართულ წყაროებში დამოწმებული „შეწევნა“ – „მოხმარება” იყო. მიცვალებულ-
ზე ღამის თევის წესი, რომელსაც ძირითადად მეზობლები ასრულებდნენ, აჭარაში დახმარებად აღ-
იქმებოდა. საერთოდ, სამგლოვიარო რიტუალში დახმარების წესი არ იყო ლოკალური მოვლენა და
იგი მსოფლიოს მრავალი ხალხის ტრადიციული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიულ ყოფაში აღნიშნული ჩვეულება დღე-
საც კულტურის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სიცოცხლისუნარიანი ელემენტია.
ლიტ: მგელაძე, 1989; მგელაძე, 2002:236-256.

Sewverva - ამოწვერვა, დაწყვილვა, შეტოლება: „ამ სამივე ხერტალ ძაფს შუუმწვერებ – ხერ-
ტლებს მოვყრი და ერთად ამუახვევ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Sewuweba - შესკუპება, შეცოცება: „შეწუწდა ცხენზე”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Sewyenilis locva - „სახელითა, ღვითათა, მამისა წმინდასა, მე გილოცავ შეწყენილისა”: 1.


„ენე ციცი ქალი მოდიოდა, ქალმა ასე დაიძახა:/ადამ დეიბადა, სამი დეიძახა, სამი წყაროსანი წვერს
შეიყარა,/ციხე აშენდა, კოშკი დაიდგა,/მორჩომამდე ქალის მუცელში ბავშვი დადგა”. ღმერთო დასწე-
რე ჯვარი შენი გამჩენსა და თვის დრომდე დედასთნ გააჩერე; 2. „ავი სულისა წყევლით,/წმინდა სუ-
ლისა ლოცვით იდგა ეფრიზის ხიდე,/იდგა დედა-შვილი, ქალი იჯდა, დედამ შვილსა უარი უთხრა,/ცა
დადგა, რა დადგა,/ყველა სულმა, სულიერმა,/ჯერ იძრა და მემრე დადგა ნუსხის (ნოეს?) კიდობა-
ნი,/დადგა სიკეთეო, ბაღანაი დადგა”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:203.

SeWalaSineba - შელამაზება.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

SeWretilze Selocva - „სულითა წმინდით, ლოცვა შეჭრეტილისა, მოვდა თეთრი მტრე-


დი, ევდა თეთრ ხეზე, დადვა თეთრი კვერცხი,/ევედი ზედ უფეხოდ, ჩამოვედი უხელოდ,/გადავყლა-
პე უღეჭეპოდ, გაქრეს შეჭრეტილი”. შელოცვა სამჯერ სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:207.

636
SeWrili fxali - მხალეულის კერძი. გადარჩეულ და გარეცხილ ფხალს დაჭრიდნენ და ად-
უღებულ წყალში ჩაყრიდნენ - მოწალავდნენ. შემდეგ წყალს გამოუცვლიდნენ. როცა კარგად მოიხარ-
შებოდა, გობზე გადაიტანდნენ და გაწურავდნენ, მერე საწებელში - ყურძნის კუხის, დაუმწიფებელი
ყურძნის მწვანე მტევნის წვენში გახსნილ სუნელს - ნიორნარევ მარილში ჩანაყილ პრასას, მაკიდოს,
ნიგოზსა და პილპილს შეურევდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:122.

Sexurvila keci - თიხისაგან დამზადებული საცხობი, კეცის ნაირსახეობა. ჩვეულებრივ კეცზე


ზემოდან დახურული იყო მეორე, ისეთივე ზომისა და ფორმის კეცი. აჭარაში ბოლო დრომდე ფართოდ
იყო გავრცელებული სხვადასხვა ფორმის საცხობი კეცები. ტრადიციულად მჭადს ერთ კეცში აცხობ-
დნენ და ზემოდან საჯს აფარებდნენ. პურის ცხობის შემთხვევაში კი ძველად საჯის ნაცვლად კეცის და-
ფარება - შეხურვა (დახურვა) იყო მიღებული. პურის ცხობის პროცესი ცომის აფუებასაც გულისხმობ-
და. ამიტომ პურის ცომის აფუებისათვის შეხურვილა კეცზე საჯის ნაცვლად კეცის დახურვა, საჭირო
თავისუფალ სივრცეს ქმნიდა. შეხურვილა კეცს მეორენაირად „ყურებიან კეცსაც” უწოდებდნენ.

Sveuli - კედლის ვერტიკალურობის შესამოწმებელი ხის ხელსაწყო, ხის ნაჭერი, რომლის ერთ
ბოლოზე მსხვილი და მაგარი ძაფი იყო გამობმული. ძაფზე სიმძიმისათვის მიბმული იყო რკინის
რგოლი. სიმძიმე კედლის ახლოს დაშვებულ ძაფს ჭიმავდა და კედლის ვერტიკალურობაზე მიუთ-
ითებდა.

ოსტატი - უსტა შვეულით ხელში

637
Svidkaca - ხალხური სიმღერა.
ლიტ.: კახიძე, 1978:3-15.

SvidTiTa winda - ჭრელი, ნაირ-ნაირი ძაფით ნაქსოვი წინდა. შვიდნაირი, შვიდი ფერის ძა-
ფით ნაქსოვი: „ნახიშლში იყო შვიდი თული (ფერი, სახეობა) ძაფი და ამფერ წინდას შვიდთითას
ვეტყოდით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Svidkvira - 1. ლობიოს ქვესახეობა, რომელიც მოსვლას შვიდ კვირაში ასწრებდა; 2. სიმინდის


ჯიში, რომელსაც მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა თავდაპირველ ჯიშად მიიჩნევდა.
იგი „ზეგან ადგილებში” ითესებოდა.
ლიტ: სახოკია, 1985:218; კახიძე, 1974:39.

Sian - შიგნით.

Sigan-garai qsova - ქსოვის წესი, როცა მაგალითად, რამდენიმე თვალი შიგნით, ხოლო რამ-
დენიმე გარეთ უნდა გამოეღოთ - ამოეხვიათ. ამ წესით ნაქსოვი წინდის ყელი თუ პაიჭი ელასტიური
და წელვადი ხდებოდა და ფეხზე მჭიდროდ იყო მორგებული. სხალთის ხეობაში მას „პრინჭულას”
უწოდებენ

SimSiri - Buxus Colchica Pojark: წითელი ხე, ურთხველა. გვხვდებოდა სიტყვის სახეცვლილი
ფორმაც - შიმშილი.

Sin - იხ.: შინაჲ.

SinaT - შინ, სახლში: „ქალები შინათ ლოცულობდენ”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

SinaTa winda - საშინაო წინდა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

638
Sinaჲ - ნიშნავს აჭარული საცხოვრებლის ძირითად ოთახს, ოჯახის ძირითად სამყოფს. ეს
სიტყვა, დაახლოებით მსგავსი შინაარსობლივი დატვირთვით, ხევსურეთშიც დასტურდებოდა. იხ.:
სახლი.
ლიტ.: რობაქიძე, 1960:20-21.

Sinauruli nadi - ნადი, რომლის დროსაც დასახმარებლად მხოლოდ ნათესავებს, შინაურებს


მოიწვევდნენ.

SirimSo - საბავშვო თამაში.


ლიტ.: ნოღაიდელი...
SiSaqi - კრავი.

Slo - ლანდი: „მკლავზე, იდაყვზე მოხვეული ძაფია შლო”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Sodra - სიმინდის ჯიში.


ლიტ: კახიძე, 1974:39.

Soli - გარჩეული და გასუფთავებული კანაფი: „კანაფს გაარჩევენ, გაასუფთავებენ. იმას შოლი


ქვია”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

Soltaჲ - აბრეშუმის ჭიის ჯიში: „ყაჭი იქნება თეთრი, შოლტაჲ”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:150.

639
Soraჲ eilebi - შორს მდებარე იაილები.
ლიტ: კახიძე, 1974:39.

Sorva - კერძის ზოგადი სახელწოდება. ამ სიტყვით, ძირითადად, მხალეული, მშრალი თუ


წვნიანი კერძები აღინიშნებოდა.

SorSotaT darTva - ფოთვი ნაქსოვი: „ჩქარ-ჩქარა შორშოტათ დაართო”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:151.

Srata - საყმაწვილო დაავადება.

Suamavali - საქორწინო წყვილთა შერჩევის პროცესში საქმის გამრიგე. იხ.: ელჩი.


ლიტ.: ორბელიანი, 1928; სახოკია, 1985:241; მგელაძე, 1996;218-219; ბექაია, 1974:30.

Suacecxli - ოთახში ცეცხლის სანთები ადგილი, რომლის იატაკი მიწური იყო. ხის საცხოვრე-
ბელში ცეცხლის სანთები ოთახის შუა ადგილს იკავებდა და ტერმინიც აქედანაა წარმომდგარი. ბო-
ლო დრომდე ალპურ ზონაში შემორჩენილ მიწურ-იატაკიან სახლებში შუაცეცხლი კედლის ახლოს
იყო გადატანილი. შუაცეცხლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილები იყო: ქვაფენილი, მართკუთხა
ფორმის მოგრძო ქვა – კერა და ჯაჭვი.
ლიტ.: ადამია, 1956:38; 1967:3-12.

Suaჲ oda - აჭარულ საცხოვრებლის შუა ნაწილში არსებული ოთახი. იგი ხშირად საქორწინო
წყვილისათვის იყო განკუთვნილი და ასეთ შემთხვევაში ამ ოთახს რძლის ოდა ერქვა. ტერმინი აჭარ-
ულ საცხოვრებელში კონკრეტული ოთახის მდებარეობის აღმნიშვნელი იყო.
640
შუაცეცხლი, კერია, მჟავანაძის სახლი, ქობულეთი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

641
SuamToba - შუამთობა მესაქონლეთა საზაფხულო-საიალაღო ყოველწლიური ხალხური ტრა-
დიციული დღესასწაული იყო, რომელსაც ისტორიულად, ძირითადად, ზემო აჭარაში – ხულოს
რაიონის მოსახლეობა ძველი დროიდან მისდევდა. იგი აჭარის ალპურ საძოვრებზე მოიალაღე მოსახ-
ლეობის ყოფა-ცხოვრებაში განსაკუთრებულად პოპულარულ სახალხო დღესასწაულს წარმოადგენ-
და. შუამთობა აჭარის მთის ზონაში ტარდებოდა და კალენდარული შრომით დღესასწაულად ით-
ვლებოდა. შუამთობის ტრადიციამ და მასთან დაკავშირებულმა წეს-ჩვეულებებმა თავისებური ტრას-
ფორმაცია განიცადა და მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი ფორმითა და შინაარსით მოგვევლინა. ამაზე
უნდა მიუთითებდეს ისიც, რომ ზემო აჭარის სხვადასხვა ხეობასა თუ სოფელში შუამთობა ისეთი
სხვადასხვა სახელწოდებითაც აღინიშნებოდა, როგორიც იყო მენხლიანობა (მემხლიანობა//მერხლი-
ანობა), ღამითეობა, სეირანი. დღევანდელობამ უფრო ზოგადი ტერმინი შუამთობა შემოგვინახა. ნი-
კო მარის ცნობით XX საუკუნის დამდეგს შუამთობას დღესასწაულობდა ძველი ქართული პროვინ-
ციების შავშეთ-იმერხევის მოსახლეობაც. აქაც შუამთობას სეირანი რქმევია.
გენეზისის მიხედვით შუამთობის დღესასწაულის თავდაპირველი არსი რელიგიურ-საკულტო
რწმენა-წარმოდგენებისაგან თავისუფალი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეისათვის იგი ამგვარი ში-
ნაარსისაგან დაცლილია. შუამთობის არსი შემდეგში მდგომარეობდა: შუამთობის დროს, თიბვის
დაწყებამდე, ივლისის ბოლოს ანდა აგვისტოს თვის დამდეგს, ერთი ანდა რამდენიმე მეზობელი
იალის მოსახლეობა ერთად იკრიბებოდა და რამდენიმედღიან ფართო ხასიათის გართობას აწყობდა,
ჩვეულებრივ, სამი-ოთხი დღე, რიგ შემთხვევაში იგი მეტხანს, ზოგან ერთი ანდა ორი კვირაც კი
გრძელდებოდა. ეს დაახლოებით მოსახლეობის მთაში ყოფნის შუა პერიოდი იყო. ამ დროს ბარში სა-
სოფლო-სამეურნეო სამუშაოები რამდენადმე შემსუბუქებული იყო, ხოლო მოსავლის აღება ჯერ კი-
დევ არ იყო დაწყებული, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევდა ბარიდან მთაში ასულიყო და სა-
შუამთობო დღესასწაულში მონაწილეობა მიეღო, მემთევრებთან ერთად ლხინი და გართობა-სანახა-
ობა მოეწყო, სხვადასხვა სახის შეჯიბრებები გაემართა, მაგალითად, ჯირითში, დოღში, ჭიდაობაში,
იყო სხვა თემების, ხეობებისა და პროვინციების მოჭიდავეებზე ადგილობრივი ფალავნების შეხვედ-
რაც, მოსახლეობა სხვადასხვა ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა, მღეროდა, ცეკვავ-
და, მცოდნენი შაირობდნენ კიდეც და ზოგჯერ მოსულ ხალხურ მომღერალ-დამკვრელებს – „აშიღ-
ებს” ეჯიბრებოდნენ. ბარში მომვლელებთან ერთად მხოლოდ ღრმად მოხუცებულები და ავადმყო-
ფები რჩებოდნენ, შუამთობის დღეებში ზოგიერთი სახლი კი – მთლიანად გამოიკეტებოდა ხოლმე.
ზემო აჭარისაგან ქვემო აჭარის ერთ-ერთი განმასხვავებელი თავისებურება ისიც იყო, რომ ქვემო აჭ-
არაში მესაქონლეობის განვითარების მაშტაბები შედარებით მცირე იყო. მაგალითად, დღევანდელი
ქედის, ხელვაჩაურისა თუ ქობულეთის რაიონების მოსახლეობაში შუამთობის ტრადიციები არ დას-
ტურდება. ნაწილობრივ გამონაკლისს ქედის რაიონის დანდალოს ზონა წარმოადგენდა, რომელიც
ისტორიულად ზემო და ქვემო აჭარის საზღვარს წარმოადგენდა. ქედის რაიონის მოსახლეობის დი-
დი ნაწილი, რომელთაც შედარებით მცირე რაოდენობის საქონელი ჰყავდათ, საძოვრების უკმარისო-
ბის გამო ზაფხულობით ზემო აჭარის მწყემსებზე საქონლის მიბარების პრაქტიკას მიმართავდა, რის-
თვისაც გარკვეულ გასამრჯელოს იხდიდა. დღევანდელი მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
შუამთობის ტრადიციის გაჩენას ზემო აჭარაში იმანაც შუწყო ხელი, რომ საზაფხულო საძოვრები და
სადგომები – იაილები აქ ტერიტორიულად ერთმანეთთან უფრო ახლოს იყო განლაგებული და წას-
ვლა-მოსვლაც, რაც ფეხით ხდებოდა, შედარებით ადვილი იყო. დღეისათვის შუამთობის ტრადიცია
აგრეთვე შემორჩენილია სოფლებში – ზოტსა და ჩხაკაურში (ჩოხატაურის რაიონი), სადაც საუკუნის
წინ აჭარიდან, უმთავრესად ღორჯომიდან გადასული მოსახლეობა ცხოვრობს. დღესდღეისობით ამ
642
დღესასწაულს არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებელი, არამედ ტურისტები, ასევე, სპეციალურ-
ად მოწვეული სტუმრებიც მრავლად ესწრება. შუამთობაზე კვლავაც დიდებული ნადიმი იმართება,
აქვე უამრავი თამაშობები ეწყობა. ამ დღეს იმართება სახალხო სეირნობა, კულტურული და სპორტუ-
ლი ღონისძიებები, ადგილობრივი რეწვის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, ძველებურად ხდება
დოღი, შეჯიბრებანი სპორტის ტრადიციულ-ეროვნულ სახეობებში – ქართულ ჭიდაობაში.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948:78; მგელაძე, 2012:102-109; კახიძე, 1974:30-31; 1978:3-15;
თანდილავა, 1980:3-65.

შუამთობის დღესასწაული
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

Sulo - იხ.: შლო: „ამუახვევდით შულოებს. ამ შულოებს გამოხარშავდით”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:151.

Suafxala - იგივე თეთრყვავილა ლაშქარა (Symphytum Grandiflorum D. C.). მცენარე საროსებ-


რნთა (Borraginacea) ჯგუფს განეკუთვნება. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ძირითადად
დატოტვილია, იზრდება ორმოცი სანტიმეტრის სიმაღლისა. ფესვთანური ფოთლები მცირე ზომისაა,
თითქმის მომრგვალო, გულისებრი ძირითა და გრძელი ყუნწით. ღეროსეული ქვედა ფოთლები ფარ-
თო კვერცხისებრია, მოგრძოყუნწიანი, შუათანა ფართო ლანცეტა ფორმისაა, მოკლეყუნწიანი, ხოლო
ზედა ფოთლები მჯდომარეა, მოპირისპირედ განწყობილი, გვირგვინი ღია ყვითელი ფერისაა. მცენა-
რის ღერო და ფოთლები მოკლე ბეწვებითა და ჯაგრებით სქლადაა მოფენილი. თეთრყვავილა ლაშქა-
რა ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის ქვედა და შუა სარტყელში, ტყის პირებსა და ღობეებ-
ის გაყოლებით იზრდება. შუაფხალა მცენარის ადგილობრივი სახელია. მას ბათუმის მხარეს მუწუკე-
ბის სამკურნალოდ იყენებდნენ. მცენარეს მოთხრიდნენ, გარეცხავდნენ, ფესვიანად დანაყავდნენ და
რძეში კარგად მოხარშავდნენ. მოხარშულ მცენარეს სქელფენად ქაღალდზე გაიყვანდნენ და მუწუ-
კებზე ადებდნენ, რასაც ჩირქი ჩქარა გამოჰქონდა და მუწუკიც ქრებოდა.
ლიტ.: შარაძე, 1961:56.

643
ცხემვანას ხიდი. ქობულეთი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

644
Sqeri - Rhododendron Ponticum: მარადმწვანე მაღალი, ზოგჯერ, ნახევრად გართხმული ბუჩქი,
რომელიც მაგარი მერქნით ხასიათდება. თედო სახოკია: „გზის მთელ მანძილზე მგზავრს საამოდ
თავს დასცქერის ტევრი, რომელიც ერთმანეთში არეულ სხვადასხვა ჯიშის ხეებისაგან შედგება. უფ-
რო ხშირია: ლეკიხე, ვერხვი, დათვა-მსხალა, არყი, წვავი, შქერი, თელა, ციცალა, თხმელა და უხრავი.
ეს უკანასკნელი გარეგნობით რცხილასა ჰგავს და იქერქება. რო გათლით, ცოტა ხნის უკან წითლდე-
ბა. ისე კი მოშავოა მისი სიმაგრისა გამო. ურმის ღერძს ამ ხისას აკეთებენ, აგრეთვე ურო უხრავისა
არის ნაქები. ამ ხეს თურქულ სახელსაც ეძახიან - „დემურ-ყრან” (რკინის გამტეხი)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:266.

Sxama - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, რომელსაც ანწლისებური ფოთოლი აქვს, თეთრი


ყვავილი იცის და სიმაღლით ერთ მეტრამდე იზრდება. იგი ფართო ფოთლებითა და მოყვითალო-მომ-
წვანო ყვავილებით ხასიათდება. შხამა მავნე მცენარედ ითვლება და მისი მოსპობისათვის საჭიროდ
თვლიან ფესურების თანდათანობით გამოფიტვას. ამისათვის მცენარე სავეგეტაციო პერიოდის და-
საწყისშივე, როდესაც მისი ღეროები ნიადაგის დონიდან დაახლოებით ათ სანტიმეტრს მიაღწევს, უნდა
მოიჭრას, ახალი ღეროების წარმოშობის შემთხვევაში კი - განმეორებით უნდა მოიჭრას. შხამას მიწის
ზედა ნაწილები, სისტემატურად თუ იქნება მოჭრილი, საბოლოოდ მოისპობა. შხამასთან ბრძოლის
პროფილაქტიკა სრულიად მარტივია. ხუთი-ექვსი კაცისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც შხამასთან საბ-
რძოლველად გადის, დანები ანდა წაწვეტილი ჯოხები გამოაქვს. ჯგუფის თითოეული წევრი ამ იარაღს
შხამას ღეროში ნიადაგის დონეზე არჭობს და ჭრის. მოჭრილ ღეროებს ისინი ერთ ადგილას აგროვებს
და პირუტყვის მოწამლვის თავიდან ასაცილებლად თანმიმდევრულად სპობს.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948:92; ჯაჯანიძე, 1961.

Sxumi - ვაზის სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:224.

პატარძალი ფატით,
შუამთობის სამზადისი, სოფელი აგარა (ხულოს რ-ნი)

645
Cabrasti - ტანსაცმლის შესაბნევი დედალ-მამალი კოპჭები, რომე-
ლიც ლითონისაგან, ძირითადად, ვერცხლისაგან მზადდებოდა. იგი ვერ-
ცხლის ორი მომცრო ფირფიტა იყო. მათგან დედალს ლითონის ყულფი
ჰქონდა, მამალი კი ამ ყულფში გამოსადები ბურთულით ბოლოვდებოდა.
ბურთულიან ჩაბრასტს ყულფში გამოსდებდნენ და ამგვარად ზედატანი -
სიხმა იკვრებოდა. ჩაბრასტი არა მარტო შესაკვრელი, არამედ ტანისამოსის
სამშვენისიც იყო. ჩაბრასტის ლითონის ფირფიტებზე ძეწკვით მონეტები ან-
და მრგვალი ფირფიტები იყო ჩამოკიდებული. ისინი სიარულის დროს თა-
ვისუფლად, რიტმულად მოძრაობდნენ, რაც ერთგვარ მელოდიადაც აღიქ-
მებოდა. ამის დასტურია ხალხური სახუმარო ლექსი: „ჩაბრასტი რანწკი,
რანწკი,/გოგოებო დამწვი, დამწვი”. ჩაბრასტებს მოგვიანებით ფაბრიკუ-
ლად დამზადებული ლითონის მავთულის კოპჭები ჩაენაცვლა.
ლიტ.: სამსონია, 2005:65.

Cadri - ოსმალთა დროიდან გავრცელებული ქალის თავ-


საბურავი, წამოსასხამი, რომელიც ქალის სახესა და სხეულს
ფარავდა. იგი დანიშნული და გათხოვილი ქალის ჩაცმულო-
ბის ერთ-ერთ ძირითად ელემენეტს წარმოადგენდა. ჩადრს ლე-
ჩაქზე ზემოდან იხურავდნენ ისე, რომ ქალებს მხოლოდ თვა-
ლები უჩანდათ. ჩადრი მრგვალი და ბოლოებშემომრგვალებუ-
ლი იყო. შემოხვევის შემდეგ მის ორივე მხარეს სარტყელში იმ-
აგრებდნენ. ჩადრის დასამზადებლად შალისა და აბრეშუმის
ქსოვილი გამოიყენებოდა და ხელით იკერებოდა. ჩადრი სხვა-
დასხვა ფერის - თეთრი, შავი და ლურჯი იყო. აჭარაში ჩადრის
ტარების საწინააღმდეგო კამპანია XX საუკუნის 20-იანი წლე-
ბიდან დაიწყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების ანტირე-
ლიგიურ აგიტაციას დაუკავშირდა. თედო სახოკია: „ქალებს
თავზე შემოკრული აქვთ თავის ჩითივით იაზმა, ზემოთ თა-
ვის გარშემო ლეჩაქი, რომლის ერთი ყური წელზეა გადაშვე-
ბული, წინ სახეზე შემოკრული აქვთ სინათლის სანახავად თხე-
ლი მანდილი, - ფეჩა. ყველა ამის გარეშე გადაფარებული აქვს
თეთრი ჩადრი თავის დასამალავად”.
ლიტ.: სახოკია, 1985:245.

646
მგზავრი ქალი ჩადრით
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

აჭარელი გოგონა ჩადრში


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფოტოფონდი, მინის ნეგატივი)

647
ჩათაკა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

648
ჩადრი და თანმხლები ელემენტები
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

649
ჩადრი – ხედი ზურგიდან
(საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

650
CaTaka - ქალის ზედა სამოსელი. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქული ენიდან შევიდა. იგი
ქურთუკს ნიშნავდა. ჩათაკა ორი ნაწილისაგან - წინა კალთისა და უკანა ერთი განისაგან შედგებოდა.
მას პატარა და მაღალი საყელო ჰქონდა, რომლის ტარება ხანდახან გადმოკეცილი სახითაც შეიძლე-
ბოდა. სარჩულად ჩითს იყენებდნენ. სახელოს თარგი სიხმის სახელოს თარგის მსგავსი იყო. მას გუ-
ლისპირზე, მარცხენა მხარეს, პატარა ჯიბე ჰქონდა. გულისპირი შვიდი კოპჭით იკვრებოდა. ჩათაკა,
იგივე, ჩაქითა, სიხმასთან შედარებით, მოგვიანებით დამკვიდრდა, მაგრამ ისე მოიკიდა ფეხი და გავ-
რცელდა, რომ სიხმა ყოფიდან თითქმის მთლიანად გამოდევნა. სიხმისაგან განსხვავებით ჩათაკა მო-
ქარგული ბოლოებით ქალს თეძომდე წვდებოდა. ჩათაკას დასამზადებლად ძვირფასი ქსოვილები -
ხავერდი, ფარჩა, ატლასი გამოიყენებოდა. უპირატესობა უფრო ღია ფერებს - მწვანეს, წითელსა და
ყვითელს ენიჭებოდა. ჩათაკა საპატარძლო, გასათხოვარი და ახალგაზრდა გათხოვილი ქალის ჩაცმუ-
ლობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიღებული ზედა ტანისამოსი იყო და თარგით ხირხასთან უფრო
ახლოს იდგა.
ლიტ.: სამსონია, 2005:68.

CaTakvra - რაიმეს ერთმანეთზე თანმიმდევრულად, რიგ-რიგად ჩაწყობა, ჩალაგება: „ჩათაკ-


რავს შეშას შანკოებში”... „მატყლს დავბარდღლიდით და ჩავთაკრავდით კოთხოში”.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

CaTxi - ქალის პირბადე, თავზე, ლეჩაქზე შემოსაკრავი ქსოვილი, თავსაკრავი. აბრეშუმის ძა-
ფით, ბადისებურად, ფართო თვლებით ნაქსოვი თხელი ქსოვილი, რომლითაც ქალები პირისახეს
იფარავდნენ. მის შესატყვისად ტერმინები ფეჩე და ჩარი დასტურდება, თუმცა ბოლო დრომდე აღ-
ნიშნული სახის პირბადის აღსანიშნავად უფრო ტერმინი ჩათხი შემოინახა. გავრცელებული იყო
სხვადასხვა ფორმის, ფერისა და გაფორმების ჩათხები. ფორმათა მრავალფეროვნება, ძირითადად,
ზომაში გამოიხატებოდა. გვხვდებოდა ჩათხი, რომელიც ქალს წელამდე სწვდებოდა და მეორე ვარი-
ანტი, რომელიც მხოლოდ სახესა და კისერს ფარავდა. აჭარაში მაჰმადიანური რელიგიის გავრცელე-
ბის პარალელურად იგი უცხო ეთნიკური გარემოდან შემოვიდა.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:391; ნოღაიდელი, 2017:150.

651
CaTxis axda - პატარძალზე პირბადის ახდა. ცერემონიალი „პირის ასამხედლოს” შეგროვების
შემდეგ სრულდებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1996:236.

Caketva - ნეფისა და დედოფლის ბედ-იღბლის სხვადასხვა ხერხით მოჯადოება, ჩაკეტვა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:52.

CakveTa - ყველის მიღების მიზნით რძის შედედება, ისე როგორც „რძის ჩაკვეთა”, რძეში კვეთის
ჩასხმა. ამისათვის რძე ოდნავ თბილი უნდა ყოფილიყო. მასში კვეთს შეურევდნენ და ცოტა ხანს გააჩ-
ერებდნენ. რძე შესქელდებოდა, ხელით მოურევდნენ და ყველის ამოღებას დაიწყებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948.

Cala-vaSla - ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

Cala - გამხმარი სიმინდის მცენარე, რომელიც ზამთრის


პერიოდში საქონლის საკვებად გამოიყენებოდა.
ლიტ.: კახიძე, 1973:31.

Calatani - იხ.: ჩილატანი.

Calvadari - ცხენების გამქირავებელი. თედო სახოკია: „აღამ ერთკაპიკიანი მოჯამაგირე გააგ-


ზავნა, წადი ნახე ჩალვადრებიო”.
ლიტ.: სახოკია, 1985:148.

CamaSva - იხ.: დამაშვა.


652
Camobargva - იხ.: გადმობარგვა.

Camorebuli - ხორუმის შემადგენელი ელემენტი, ფინალური ნაწილი, რომელიც ცეკვის პირ-


ველ ნაწილთან შედარებით უფრო დინამიური და პლასტიკური იყო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:393.

Camuri - საცეხველი, ხის ანდა ქვის დიდი და ღრმა ჭურჭელი,


რომელშიც მარცვლეულს ცეხვავდნენ, აქუცმაცებდნენ. გავრცელებუ-
ლი იყო სამი ტიპის საცეხველი: ხელის, ფეხისა და წყლის. მათ იმის
მიხედვით განასხვავებდნენ თუ, როგორ და რა საშუალებით ხდებო-
და საცეხველის მოძრაობაში მოყვანა: „დიდი ჩამური გვქონდა, ქვის.
იმას ქონდა რკინისთავიანი ფეხი. ერთი ზეჲთ იდგა. ამ ფეხს დააწვე-
ბოდა, ასწევდა, დასწევდა, მეორე ჩამურში ხელს გამუურევდა”.
ლიტ.: ნოღაიდელი... დავითაძე, 1974:63-64.

CanCxura - ბავშვის აკვანზე გათვალვის, თვალისცემის, თვალმკვეთარისაგან დასაცავად შებმუ-


ლი ფერადი მძივები.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2014:315.

Capoxili - დასვრილი, უსუფთაო საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

CardaRi - სელის ზესადგარი. მისი „მთავარი ხეები” ლეკის, თელის, ვერხვის ხის მოღუნული,
ყელიანი მასალისაგან მზადდებოდა. ზესადგარის ზომა უკანა ბოლოდან მაზამდე ერთი მეტრი, ხო-
ლო მაზიდან ყელებამდე 1,5 მეტრი იყო, ყელების სიმაღლე 70-80 სანტიმეტრს აღწევდა. ყელების და-
საწყისში „მთავარ ხეებს” სელის საცურავ-სასრიალო ფეხების საყრდენი ნახვრეტები უკეთდებოდა.
ზესადგარი ბოლოდან ყელებისაკენ ვიწროვდებოდა, რითაც ზესადგარი ხარებს მოძრაობაში ხელს არ
უშლიდა. ზესადგარი ზემოდან რცხილის წნელებით იყო დაქსელილი. ზესადგარზე ხელნები - მკლა-
ვები იყო მიბმული.
ლიტ.: დავითაძე, 1972:79.

CarCabi - იხ.: ჩარდი.

Carxi - სამხვეწლო-სახარატო დანადგარი, მოწყობილობა, რომელიც ჯამ-ჭურჭლის, მრგვალი


სუფრის, ხერტლისა და კვირისთავის, აკვნის, მოაჯირის და სხვა მსგავსი მრგვალი ფორმების, მათ
შორის, თოფის ლულის გასაჩარხად გამოიყენებოდა. გავრცელებული იყო „წყლის ჩარხი” - „წყლის
დეზგარი”. იგი ჩვეულებრივ სოფლის ახლო მდინარეზე დიდი ზომის დეტალების გასაჩარხად იყო
გამართული და ბრუნვის შედარებით დიდ ძალას მოითხოვდა. „ხელის ჩარხი” - „ხელის დეზგარი”
ხერტლის, კვირისთავის, აკვნის და სხვათა მცირე დეტალების სახვეწი იყო, „ფეხის ჩარხი” - „ფეხის
დეზგარი”, ძირითადად, ზემო აჭარაში იყო გავრცელებული. გამოიყენებოდა, ასევე შედარებით მცი-
რე ზომის დეტალების დასამუშავებლად. იხ.: დეზგარი.
ლიტ.: კახიძე, 1990:50.
653
Carxili - საცხოვრებლის ოთხფერდა სახურავი. თავად სახლს „ჩარხილიან სახლს” უწოდებ-
დნენ, რომლის სახურავის კონსტრუქცია ოთხად იყო განაწილებული, კერძოდ, ოთხივე კუთხიდან
წამოღებული ჩანგალ-ძელები ნაგებობის ცენტრში კონუსისებურად იყო თავმოყრილი და იქ აღმარ-
თულ მსხვილ სვეტზე დამაგრებული. მათზე ჭერები და ლარტყები იყო გადებული და ბოლოს ყავა-
რით მოფენილი. ყავარი ლურსმნით არ მაგრდებოდა, რადგან წვიმების დროს ლურსმანი ყავარს მა-
ლე აფუჭებდა. ამის თავიდან ასაცილებლად ყავარზე ქვები ეწყობოდა.
ლიტ.: ჩიქოვანი, 1960:98.

Carxili winda - „ჩარხილი წინდა გვალყვავილიანია, გვალი სახეებით მოქსოვილი წინდაა”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:151.

CasiZeba - გოგოს ოჯახში სიძის მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა. ჩასიძებას მიმართავდნენ


ოჯახები, რომელთაც მემკვიდრე - ვაჟიშვილი არ ჰყავდათ.
ლიტ.: მგელაძე, 2004; ბექაია, 1974:36-37.

Catexili kvercxi - ტაფაზე ანდა სპილენძის თეფშზე დამწვარ ერბოში კვერცხებს ჩატეხავ-
დნენ, შემდეგ მარილნარევ დამწვარ ერბოს მოასხამდნენ და ჭურჭელს ნელ ცეცხლზე შედგამდნენ,
ზემოდან თუნუქის სახურავს დაახურავდნენ, ნაკვერჩხლებს მოაყრიდნენ და შეწვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:107.

CauSi - ჩაფრების უფროსი. თედო სახოკია: „მერე დაიბარა ჩაუში (ჩაფრების უფროსი) თავისი
ზაფრიებით (ჩაფრებით)”.
ლიტ.: სახოკია, 1985:163.

ხერტლის სახვეწი ჩარხი

654
თოფის ლულის სახვეწი ჩარხი
(სქემატური ნახაზი)

ხეტრლის ჩარხვის პროცესი

655
ხეტრლის ხვეწის პროცესი

656
ხარატი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

657
Cafa - ხის ურო, რომელსაც ტყავის დასარბილებლად ხმარობდნენ. იხ.: ყაზმა.
ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009::438.

CafaToxi - იხ.: ჩაფა.

Cafara - ლოგინი, ჩელტი, აბრეშუმის ჭიის დასასმელი, ჩალის ღეროებისგან შეკრული ლასტი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:151.

Cafari - შიკრიკი, მცველი. აჭარულ დიალექტში სიტყვა თურქულიდანაა შესული. თედო სა-
ხოკია: „გზის მაჩვენებლად მომყვებოდა ერთი ქობულეთელი ჩაფარი ... მიველი თუ არა, ჩემს გზის
მაჩვენებელ ჩაფარს ვაკითხვინე ...”.
ლიტ.: სახოკია, 1985:142, 146.

Cafrasti - იხ.: ჩაბრასტი.

Cafulia - ნაქსოვი ფეხსამოსი, უყელო წინდა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017; ჯაჯანიძე. 1961; აჭარული დიალექტის... 1983:21.

Cafula – 1. უყელო წინდა, ნაქსოვი ფეხსამოსი; 2. ქალამანი. სულხან-საბა ორბელიანით


„ფერჴის საცმელი”. თედო სახოკია: „წინდებზე ჩაფულას (ქალამანს) ატარებენ”.
ლიტ.: ორბელიანი, 1928; 1949:423; სახოკია, 1985:244.

CaqiTa - იხ.: ჩათაკა.

CaqmaRi - ჩახმახი.
ლიტ.: კახიძე, 1990:35.

Caqsovna - 1. ნაქსოვში ორნამენტის გამოყვანა ქსოვის პროცესშივე: „საია წინდას დამჭრელები


ჩავაქსოვნეთ”; 2. ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ზევიდან ქვემო მიმართულებით ქსოვა და ჩაბეჭვა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:151.

Caqura - 1. აჭარელი მამაკაცის წელს ზემოთ ჩასაცმელი, რიგითი მამაკაცის ტიპური სამოსი, მა-
მაკაცის ტანსაცმლის კომპლექტი. იგი გავრცელებული იყო აგრეთვე ლაზეთსა და გურიაში. ვიწრო
მნიშვნელობით ჩაქურა მამაკაცის წელს ზემოთ ჩასაცმელი იყო და ფაქტობრივად ჩოხის ზედა ტანს
წარმოადგენდა. ამ ტიპის ტანსაცმლისათვის ჩოხა-ახალუხის უჩვეულო სიმოკლე იყო დამახასიათ-
ებელი მათი სიგრძე მამაკაცის წელს უსწორდებოდა. ჩაქურის მასალად როგორც შინნამზადი, ისე
ფაბრიკული ნაწარმი - საჩოხე შალეული, ახალუხისათვის - აბრეშუმის, ბამბის ანდა ტილოს ქსოვი-
ლი გამოიყენებოდა. ჩაქურას კომპლექტის ძირითად ელემენტებს წარმოადგენდა: ზუბუნი, შარვალი,
ზანკლები, წინდები და ლაფჩინი, უფრო კონკრეტულად, ჩაქურას კომპლექტის ძირითად ელემენ-
ტებს შეადგენდა მოკლე, წინ ჩახსნილი მასრებიანი ჩოხა - ჭონია და კვარტუა, მოკლე, ორჯიბიანი, სა-

658
ყელოიანი და გულდახურული ახალუხი - ზუპუნა (ზუბუნი), უსახელობო ზედატანი - ელეგი, განი-
ერუბიანი შარვალი, ასევე, საკუთრივ ჩაქურა, რომლის სახელწოდება შემდგომ კომპლექტის აღმნიშ-
ვნელიც გამხდარა. ამ ტიპის კომპლექტის თავსაბურავში შედიოდა: ტყავის ანდა ქეჩის ქუდები, ყაბა-
ლახი, ფეხზე - წინდა, პაჭიჭებთან ერთად ქალამნები, ტყავის ჭვინტიანი ფეხსაცმელი - ლაფჩინი, მეს-
ტები თუ ჩექმები (აზიაცკები). ჩაქურიან მამაკაცებს წელზე ჭრელი აბრეშუმის ფართე და გრძელი
„თოლაბულუხის სარტყელი” და ტყავის ქამარი - „ბელყაიში” ერტყათ, რომელზედაც ეკიდათ ანდა
გაჩრილი ჰქონდათ იარაღი - მოკლე სატევარი, დამბაჩა - „ფიშტო” და სხვადასხვა ნივთი: სავაზნე, სა-
ქონე, მათარა, ქისა და სხვა მისთანანი. ჩაქურა მეტად მოხდენილი ტანსაცმელი იყო და მას წარჩინე-
ბული პირებიც დიდი პატივით ატარებდნენ. თედო სახოკია: „ყველას ერთგვარად აცვია ტანთა: შა-
ლის მოკლე ჩაქურა, დოშლუღი, ნაოჭებიანი, ტოტებ ვიწრო ძიგვა, შალისავე სქელი ჭრელი წინდები,
და ქალამნები, წელზე ბრტყელი ქამარი აქვთ შემორტყმული, სრულებით სადა”. 2. ხალხური სიმღე-
რა.
ლიტ.: სახოკია, 1985:146; კახიძე, 1978:3-15; სამსონია, 2005:95-96;
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:512.

CaCanaki - უღონო, არაფრის შემძლე მოხუცი. აჭარის გარდა ეს სიტყვა ცნობილი იყო სამცხეში.
ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009:440.

CaCia - ჩაფარა, ჩელტი: „ვიცით კიდევ ჩაჩია – სიმინდის ღერის გადანაჭერებითაა გაკეთებული”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:152.

Cawignva - ვაზის გადაწინდვა, დაფესვიანების მიზნით დასერილი ყურძნის ლერწის მიწაში


ჩაფვლა. ამ წესით აჭარაში ძირითადად მაღლარ ვენახებს ამრავლებდნენ და აახალგაზრდავებდნენ.
ლიტ.: ჯოხია, 1986:49.

Cawnuli burxlai - აჭარულ ნაქარგობა-


ში ორნამენტის სახე, რომელიც ურთიერთგადამ-
კვეთი ზიგზაგებით იყო შედგენილი და ვიზუ-
ალურადაც წნულის ფორმა ჰქონდა.

Caxalozaჲ - კაჟიანი თოფი. იხ.: ჩახალოს თოფი.


ლიტ.: კბერიძე, 2011:161.

Caxalos Tofi - აჭარაში ნაკეთები თოფის სახეობა: „ჩახალოს თოფი იყო, კაცს მეორე სო-
ფელში მოკლევდა”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:152.

Caxvi - 1. პატარა ტომარა, რომელშიც შრატს წურავდნენ და ნადუღი მიიღებოდა; 2. სელ-კანაფის


ნართისაგან საგანგებოდ მოქსოვილი ჭურჭელი, რომელშიც თაფლს წურავდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948; კახიძე, 1974:55; 1990:55.

659
ჩახვი. შრატის ჩაწურვის პროცესი
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო” ექსპოზიციიდან)

660
ჩახვი. თაფლის წურვის პროცესი
(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო” ექსპოზიციიდან)

661
Caxatva - ნაქსოვში ორნამენტის გამოყვანა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:152.

Cedrevani – შადრევანის სახელწოდების სახეცვლილი ფორმა. სიტყვა აჭყვისთავშია დადასტუ-


რებული.
ლიტ.: ადამია, 1956:28.

Cevre - ცხვირსახოცი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Celti - 1. წკნელისაგან მოწნული ლასტი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებ-


ოდა: „დარჩენილ ბობლებს ცალკე ჩელტზე დასვამენ და პირს აუხვევენ”; 2. ჭიის ასაკი: „რაცხამეთი
კანიდან ამოვდოდა, იმდენი ჩელტი ქვიოდა: პირველი ჩელტი, მეორე ჩელტი, მესამე ჩელტი და, ბო-
ლოს, დიდი კანი”; 3. მოწნული ფაცხა; 4. წნული ღობე, ტყრუშული. ჩელტის ზომა და ფორმაც მისი
ფუნქციით განისაზღვრებოდა. მარცვლეულის გასახმობი ჩელტი უფრო მჭიდროდ იყო მოწნული,
ხოლო მიწის გასაფხვიერებელი ჩელტი უფრო მსხვილი და გამძლე წკნელისაგან მზადდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:399; კახიძე, 1990:61; ნოღაიდელი, 2017:151.

Cemianebis nadi - იხ.: ნადი.

Cemi stumaria - თამაშის სახეობა.


ლიტ.: ნოღაიდელი...

Cemi oqro CemTan - საბავშვო თამაში.


ლიტ.: ნოღაიდელი...

CengelWaRi - ყაისნაღი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017.
Cengeli - იხ.: კანჭაი.

Cengeli - ყაისნაღი: „ჩენგელჭაღით, კასნაღით, ვქსოვთ თენთენიას”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:152.

CenCo - აბრეშუმის ჭიის საკვების ნარჩენები და სიბინძურე, ნაძირა, ძირი, ჯოლოჯო: „ყაჭს ჩენ-
ჩოს გამუუცლიდით და ეწერს დუუფენდით’’ .
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:163.

Cerge - მთის საძოვრებზე, იალაღებზე სახელდახელოდ აგებული ღამის გასათევი პატარა სათ-
ვალთვალო ფაცხა, საიდანაც მწყემსი საქონელს ნადირის თავდასხმისაგან იცავდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:400
Ceria - ხერტალი.

662
ჩაქურა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

663
Civi - ჩივი ხისგან მზადდებოდა და სხვად-
სხვა ფუნქციური დანიშნულება გააჩნდა: 1. კედ-
ლის კოტა, კედლის ანდა იატაკის ფიცრებში ჩა-
ყენებული რიკი ფიცრების ერთმანეთთან მყარი
კავშირისათვის. საცხოვრებელი სახლის კედლე-
ბის მშენებლობის დროს კედლის ფიცრების ჩი-
ვი შქერის ხისაგან მზადდებოდა; 2. კედელში
ჩასმული ხის რიკი რისამე ჩამოსაკიდებლად. ამ
შემთხვევაში ჩივს დეკორატიულ ფორმასაც აძ-
ლევდნენ და კარგად ამუშავებდნენ; 3. ხის ჩივი, რომელიც, მაგალითად, მორის გასახეთქად, თოხის
ანდა ბარის ტარის გასამაგრებლად გამოიყენებოდა. ასეთი დანიშნულების ჩივები ფორმით მსგავსი,
მაგრამ ზომით სხვადასხვა იყო. მორის გასახეთქი ჩივი დიდი ზომის, ხოლო თოხის ტარის გასამაგ-
რებელი ჩივი მნიშვნელოვნად პატარა იყო; 4. აჭარული აჩაჩა - ურმის ბორბლის საფარი მოწყობილო-
ბა, ჭინჭილაქი; 5. ჩივს შედარებით მომსხვილო და მრგვალ, წაწვეტებულ ჯოხსაც უწოდებდნენ, რომ-
ლითაც დახნულ მიწაში ღრმულებს აკეთებდნენ და თამბაქოს, მხლისა და სხვა ნერგებს რგავდნენ.
შდრ.: მარკირი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:401; დავითაძე, 1974:16; ჯაჯანიძე, 1961.

Civri - იხ.: ლარი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Cilatani - ხის ქერქის წნულისაგან შეკერილი, ნაქსოვი ფეხსამოსი, ქალამანი. ჩილატანს ასევე
ხის დაგრეხილი ტყავისაგან წნავდნენ. წვნა ქუსლიდან იწყებოდა. იგი მხოლოდ ზაფხულში გამოიყ-
ენებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:402; სამსონია, 2005:133.

664
Cilfi - წარნაქის თოკი, მსხვილად შეგრეხილი მატყლის რამოდენიმე ძაფი. იგი ხითხუროობ-
აში სწორი ხაზის გასავლებად იმ მასალაზე გამოიყენებოდა, რომელიც უნდა დაეხერხათ ანდა გაეთ-
ალათ. ძირითადად, ასეთი თოკით თავდაღმა ხერხით მორის ფიცრებად დახერხვის დროს სარგებ-
ლობდნენ. ჩილფი ხის ჯოხზე იყო დახვეული. მას ჯერ წარნაქში დაასველებდნენ, შემდგომ ძაფს ხის
მორზე გაჭიმავდნენ, ჩილფს ხელით ზემოთ ასწევდნენ და გაუშვებდნენ - სველ თოკს დაბერტყავ-
დნენ და ამგვარად წარნაქიანი ლარით მორზე სწორ ხაზს გააავლებდნენ. შემდეგ ხაზის მიხედვით
მორს ფიცრებად ხერხავდნენ. ჩილფს მეორენაირად „ლარსაც” უწოდებდნენ. გვხვდებოდა ტერმინი
„ლარ–ჩილფიც’.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011:25.

Cilfis dartyma - წარნაქში დასველებული ძაფის საშუალებით ხეზე სწორი ხაზის გადატანა.
ლიტ.: მიქელაძე, 1978:113.

Cirbuli muxlama - ჩირბული მუხლამა კოწახურის დამატებით ერბოში შემწვარი კვერცხი-


საგან დამზადებული კერძი იყო. რგოლისებურად წვრილად დაჭრილ ხახვს მარილს მოაყრიდნენ,
გაწურავდნენ და ერბოში მოხრაკავდნენ, რის შემდეგაც კვერცხებს ჩატეხავდნენ, ზემოდან ისევ შემ-
წვარ ხახვს მოაყრიდნენ, თუნუქის სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებზე შედგამდნენ. ამავ-
დროულად, დანაყილ ნიორნარევ მარილს კოწახურიან წვენში გახსნიდნენ და წამოადუღებდნენ,
შემდეგ ამ წვენს შემწვარ კვერცხებს მოასხამდნენ და ნიორმარიალიან წყალს დაასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:111.

Ciris Sorva - რომელიმე ხილის ჩირს ანდა რამდენიმე სახისას ერთად, მოხარშავდნენ, შემ-
დეგ წყალში გახსნილ სიმინდის ფქვილში ჩაყრიდნენ და წამოადუღებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:159.

CitayurZena - მაჭახლის ხეობაში ვაზის ჯიში.


ლიტ: კახიძე, 1974:46.

Citi - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

665
CitisTvala - 1. ჩიტისთვალა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში იყო, რომელიც ქართლ-კახეთშიც
იყო ცნობილი. იგი წვრილ, მრგვალმარცვალა მტევანს იკეთებდა. ზემო აჭარაში - ხულოს რაიონში ას-
წლოვანი მაღლარების სახით იყო შემორჩენილი. უფრო ხშირად ჩიტისთვალა ტყისპირა ადგილებში
გვხვდებოდა. ვაზები მაღლარად მეტად მაღალ ხეებზე იყო გაშვებული და თითქმის გაველურებული
სახე ჰქონდა. კახური ჩიტისთვალაც თეთრყურძნიანი იყო და ჰერმოფროდიტული ყვავილებით და
სამეურნეო დანიშნულებით ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნებოდა. აჭარაში
აღწერილი ჩიტისთვალა კი - წითელყურძნიანი იყო, ფუნქციურად მდედრობითი სქესის ყვავილებს
შეიცავდა და როგორც მდარე პროდუქციის მომცემი, სამეურნეო ღირებულებას სრულიად მოკლებუ-
ლი იყო. ამდენად, ერთნაირი სახელწოდების ეს ორი ჯიში მხოლოდ მარცვლების სიმსხოთი ემსგავ-
სებოდნენ და ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ. ორივეს წვრილი მომრგვალო მარ-
ცვლები უვითარდებათ და სწორედ ამიტომაც ეწოდათ ჩიტისთვალა; 2. ორნამენტის სახე აჭარულ
ნაქარგობაში.
ლიტ.: რამიშვილი, 1948:445; ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:152.

CitisTvalaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში. გვხვდება სხვადასხვა სახის.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

CitiWvanka - წინდისა და თორის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:153.

CifTi - წყვილი.

Ciyvis mZivi - ჩიყვის დაავადების ხალხური სამკურნალო საშუალება. ქარვის მძივების ასხმა,
რომელსაც, ხალხური შეხედულებით, მკურნალობის მიზნით ყელზე შებმულს ატარებდნენ. მძივე-
ბის ასხმის შუაზე მოთავსებულ „ქერუბინის” მძივს, ასევე, ჩიყვის სამკურნელო თვისება ჰქონდა.

666
CiCilaki - საახალწლო მორთულობა.
ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:122.

CiCviri - ტუჩები.

CleCili - აჭარული ყველის სახეობა,


დაპწნილი ყველი, დაგრეხილი ყველი, რო-
მელიც სეფერატორში გამოწურული და ოდ-
ნავ შემჟავებული რძისაგან მზადდებოდა.
იგი სახლეულის წევრთა ყოველდღიურ საკ-
ვებს წარმოადგენდა, ასევე, სასაჩუქროდ და
სასტუმროდაც იყო განკუთვნილი. შემდგა-
რი ყველი ქვაბიდან ციცხვით ამოყავდათ.
ციცხვზე შემოხვეულ ყველს ხელით შეგ-
რეხდნენ, დაწნავდნენ, ბრტყელ ფორმას მის-
ცემდნენ (შდრ. „ლავაშს”) და გვარდაში შეინახავდნენ. ქვემო ქართლში - მარნეულის, ბოლნისისა და
დმანისის რეგიონებში ჩლეჩილი მოხდილი რძისაგან დამზადებული ყველის ადგილობრივ სახეობ-
ას წარმოადგენდა.
ლიტ.: მგელაძე... შამილაძე, 1969; სამსონია, 2005:44, 64-65; ქართული ეთნოლოგიური... 2009:442.

Cogani - ვიწროპირიანი და გრძელი, ნიჩაბისებური სამზარეულო ინვენტარი. ხისგან კეთდებო-


და. იგი დიდ ქვაბებში კერძის მომზადების დროს, გამოსარევად გამოიყენებოდა.

Combaxi - კომბალი, გრძელი კეტი. თედო სახოკია: „იგივე ზეპირგადმოცემა მოგვითხრობს,


რომ აწინდელი ხიმშიაშვილების წინაპარი აბდულა-ბეგი უბრალო, მშვიდობის მოყვარე მწყემსი ყო-
ფილა და ქვეყნის უფროსობა ფიქრადაც არ გაუვლია, როცა მწყემსის ჩომბახი ეჭირა ხელში და საქო-
ნელს უვლიდა”.
ლიტ.: სახოკია, 1985:184.

ConCo naqsovi - მოშვებული, არამჭიდრო ნაქსოვი: „ყდას მუარტყამდით, ჩონჩო ნაქსვარი


რომ არ ყოფილიყო“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:153.

CoroTani - ნადუღი. ჩოროთანის მიღების ორგვარი წესი არსებობდა. ერთი წესით, ჩოროთანს
ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი შრატით ამზადებდნენ. შრატს აადუღებდნენ - მოაჟრობდნენ
და შემდეგ ჩახვში ჩაწურავდნენ. მეორე წესით - ჩოროთანს ნაღებიდან კარაქის მორეკვის შემდეგ
დარჩენილი სითხის - „დოს” მოჟრობით აკეთებდნენ. თედო სახოკია: „ზოგი მეოჯახე შრატს ადუღ-
ებს, იქიდან ხაჭოს ან, აქაურულად, ჩოროთანს იღებს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:155; სამსონია, 1986:84-85.
667
Cofuri - მოშვებული, არამჭიდრო ნაქსოვი: „ყდას მუარტყამდით, ჩონჩო ნაქსვარი რომ არ ყო-
ფილიყო“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:153.

Coxa - მამაკაცის კოსტიუმი. ჩოხა როგორც ჩასაცმელს, ისე მატყლის ქსოვილს ეწოდებოდა. იგი
შავი ფერისა იყო. მისი გულისპირი წინ გახსნილი იყო და გრძელი და შინ ნაქსოვი ხვანჯრით ანდა
ყაითნით იკვრებოდა. მას წელზე ორჯერ შემოიხვევდნენ და შეიკრავდნენ. ჩოხას მკერდზე - ორივე
მხარეს ჯიბეები, ხოლო ზურგსა და მკლავებზე სიმაგრისათვის მეორე პირი ჰქონდა დაკერებული,
რომელზედაც შემოვლებული იყო ყაითანი. შავი ფერის ჩოხას არშიად ხშირად მწვანე ფერის ყაითანს
უკეთებდნენ. ფერთა შეხამებას დიდი ყურადღება ექცეოდა. შეძლებულ პირთა ჩოხა უფრო მეტად
ყელთან, მაჯებთან, სამასრეებთან იყო შეკრული. ჩოხა სარჩულიანიც იკერებოდა და უსარჩულოც.
შეძლებულ პირთა ჩოხა საპირიანი და სარჩულიანი იყო. ჩოხისათვის ჯერ სწორი განებით ზურგი,
შემდეგ გვერდები და სახელოები გამოიჭრებოდა. იგი ტანზე მჭიდროდ მორგებული უნდა ყოფილი-
ყო. ჩოხას სილამაზეს ფერადი სირმებით მოყაითნული სამასრეები ანიჭებდა, რომელშიც ხის ანდა
სპილოს ძვლის მასრები იყო ჩაწყობილი.
ლიტ.: სამსონია, 2005:96.

Coxa-Sali - ტრადიციული ჩაცმულობიდან აჭარაში ჩოხა-შალი უნდა გამოიყოს. ამ ტერმინით


საკუთრივ ჩოხა - ზედატანი და შარვალი, ჩაქურა აღინიშნებოდა. ამგვარი ჩოხა-შალი ქართული ჩო-
ხის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნაირსახეობა იყო. ჩოხა-შალის საინტერესო ნიმუში აჭარაში სო-
ფელ საციხურში დადასტურდა, რომელიც ადგილზე ორმაგად ნაქსოვი მატყლის ქსოვილისაგან იყო
დამზადებული. ჩოხა სარჩულიანი, მასრებიან-ჯიბეებიანი და წინ გახსნილი იყო. კალთების ბოლო-
ზე მიბმული „ყაითნებით” შეკვრისას იგი წელზე მჭიდროდ იყო მორგებული, რაც მამაკაცის ახოვან-
ებას უფრო თვალსაჩინოს ხდიდა და მის მოქნილობასაც ხელს უწყობდა. შარვლის თავისებურება მი-
სი განიერი ფართო უბე და წელზე მოხდენილი დანაოჭება იყო. მთლიანად შარვალზე დახარჯული
ათი ადლი ქსოვილიდან უკანა უბის დანაოჭებაზე ექვსი ადლი მოდიოდა. ამის გამო შარვლის ეს სა-
ხეობა „გუდიანი შარვლისა” და „დუმიანი შარვლის” სახელწოდებითაც იყო ცნობილი. ჩაქურა ექვსი
ნაჭრისაგან იკერებოდა. მას ჯიბეები არ ჰქონდა, მუხლებზე კი დამატებით მეორე პირი - სარაჯები
ჰქონდა დაკერებული. იგი წითელი ღვანჯრით იკვრებოდა, რომლებსაც ქალები ადგილზე ქსოვდნენ,
ხშირად კი საქმროებს მზითვშიც უგზავნიდნენ. ჩაქურაც ტანსაცმლის მეტად თავისებური ტიპი იყო.
ჩოხისა და შარვლის ცალკეული ნაჭერი ერთიმეორესთან ყაითნების საშუალებით იყო შეერთებული.
ამ დანიშნულებით ყაითანი სპეციალურად მზადდებოდა. საციხურის ჩოხა-შალი „სანამუსოდ - ოჯ-
ახის გარეთ ჩასაცმელი იყო, საშინაოდ სახმარს კი ცალკე იკერავდნენ. ჩოხა-შალისათვის მატყლის
დართვა ნადის საშუალებით ხდებოდა. მას ქალები ქსოვდნენ. საქსოვად ქსელი - ჰორიზონტალური
დაზგა გამოიყენებოდა. ქსოვილი მოთელვის შემდეგ შავად იღებებოდა, რომელიც ადგილობრივად
მზადდებოდა. ჩოხა-შალის აუცილებელ ატრიბუტს ზუბუნი - ახალუხი, ყაბალახი, მატყლის წინდე-
ბი, ზანკლები და ქალამანი წარმოადგენდა. ჩოხა-შალის შესწავლიდან ირკვევა, რომ იგი ქართული
ჩაცმულობის ორიგინალური სახეობა იყო, რომელიც აჭარის, გურიისა და ლაზეთის ეთნოგრაფიულ
გარემოში შემუშავდა და გავრცელდა. სხვადასხვა ვარიაციებით იგი საქართველოს სხვა კუთხეებშიც
იყო ცნობილი.
ლიტ.: სამსონია, 1971:9-11.
668
აჭარელი მამაკაცი ჩოხა-შალით
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, მინის ნეგატივი)

669
CuTyvavila - საყმაწვილო დაავადება.

Culobia - საბავშვო თამაში.


ლიტ.: ნოღაიდელი...

Curugai - ივლისის თვე, პერიოდი, რომლისთვისაც სიცხეც და ტენიც დამახასიათებელია, მცე-


ნარეულობა სწრაფად იზრდება და მოსავალიც მოდის. ხალხური გამოთქმაა: „ჩურუგას უთქვამს, სი-
მინდის ყური დამახვედრეთ და დანარჩენს მე მივხედავო”. ჩურუგაჲ დაახლოებით ივლისის თვეს
ემთხვევა. ძველ ქართულში ივლისის თვის აღმნიშვნელად გვხვდება კვირკობა. თავად სიტყვა ჩურუ-
გა თურქულიდანაა გავრცელებული, რომელმაც ტერმინი კვირკობა ჩაანაცვლა. თანამედროვეობაში
სიტყვა კვირკობა ივლისის, ანუ ჩურუგას თვის მხოლოდ პირველ კვირას აღნიშნავს, რადგან ძველი
მნიშვნელობა დაკარგული აქვს.

Curuqsulaჲ - ჩურუქ-სუში, ქობულეთში წინდის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:153.

Curuqsus bazroba - ჩურუქსუს, ქობულეთის ბაზრობა ოთხმოც პატარა დუქანს აერთიანებ-


და. ვაჭრობა მაუდით, შალით, ჭილობებით და დანებით წარმოებდა. ბაზრობები აჭარის ტერიტორი-
აზე, აგრეთვე, მარადიდსა და ბათუმში იმართებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005.

CurCxela - თხილის ანდა ნიგვზის ასხმა, რომელიც ყურძნის, ვაშლისა თუ მსხლის ფაფაში იყო
რამდენჯერმე ამოვლებული და გამომშრალი. მას „ქუმასაც” ეძახდნენ.

Custi - ფეხთსაცმელი. თედო სახოკია: „ქალებს ფეხებზე ჩუსტები აცვია აღმართზე სიარულის
დროს”.
ლიტ.: სახოკია, 1985; ნოღაიდელი...

Cxaveri - შავყურძნიანი ვაზის ჯიში. თვლიან, რომ ჩხავერი ვაზის ქართული აბორიგენული
ჯიში იყო, რომელსაც მოგრძო მტევანი ჰქონდა. იგი გვიან მწიფდებოდა. ჩხავერი აჭარის გარდა გუ-
რიაშიც იყო გავრცელებული, უპირატესად, მაღლარად ვითარდებოდა და საუკეთესო ღვინო იცოდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:224; კახიძე, 1974:46; დავითაძე, 1975:172.

Cxaka - 1. თავსაკრავის საქსოვი ხელსაწყო: „თავსაკოჭას ბადურასავით ვქსოვდით ჩხაკაზე”; 2.


ბუხრის თავზე დადებული პატარა ჩელტი, რომელზეც წვრილმან საოჯახო ნივთებს ალაგებდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:153.

670
CxaWi - ბადის საქსოვი ხელსაწყო, ჩხირი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:153.

Cxveri - მუცლის ტკივილი. სულხან-საბა ორბელიანით „ჩხვერი, ჩხუერა მუცლის გვრემა”.

Cxotva - თუთის ანდა სხვა ხის ტოტიდან ფოთლების ხელის ჩამოსმით გაცლა: „ყაჭიზა ვჩხო-
ტავთ ჟვერს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:153.

CxuTi - ოვალურპირიანი სადურგლო ხელსაწყო, რომელიც ჭურჭლის ანდა სხვა მსგავსი ოვალ-
ური ნაწილის დასამუშავებლად, გულის გამოსაღებად გამოიყენებოდა.
ლიტ.: დავითაძე, 1974:81; კახიძე, 1990:64.

CxurTi - იხ.: ჩხუთი.

Cxuti - იხ.: ჩხუთი.

CxuSi - ჩხუში აჭარის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში იყო. იგი მაღლარების სა-
ხით ქედის რაიონში, სოფელ სიხალიძეებისა და ასამბაძეების მიდამოებში იყო გავრცელებული. აჭ-
არაში თეთრყურძნიანი ჩხუშიც არსებულა, თუმცა შემდეგ წარმოებული კვლევის შედეგად აჭარის
რაიონებში მხოლოდ შავი ჩხუში დადასტურდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; დავითაძე, 1975:172.

671
ჩიქუნეთის მარანი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

672
აჭარელი მამაკაცის ჩაცმულობა და აღჭურვილობა
(საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპოზიცია)

673
calmagi dgimi - ერთი წყვილი დგიმით გაწყობილი საქსოვი დაზგა: „დგიმი არის ორნაირი:
ერთია ორმაგი, მეორე – ცალმაგი. ორმაგი დგიმი ოთხ პირს ააღებს, ცალმაგი – ორს’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:154.

calmagi Sali - ერთი სავარცხლითა და ორი დგიმით ნაქსოვი შალი: „ორი დგიმით ცალმაგი
შალი იქსოვებოდა“’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:154.

calmarxilaჲ - მარხილის
სახესხვაობა, რომელშიც ცალი ხარი
ებმებოდა. იგი ზამთრის პირობებ-
ში თოვლიან გზებზე გამოიყენებ-
ოდა, რადგან ცალუღელას მართვა
უფრო მოსახერხებელი იყო. ცალ-
მარხილა ფორმა-კონსტრუქციით ცი-
გას უახლოვდებოდა და მარხილზე
შედარებით მსუბუქ კონსტრუქციას
წარმოადგენდა. როგორც ციგა, ისე ცალმარხილა, შეშის, თივის თუ სხვა სახის ტვირთის მოსატანად
ზამთრის სეზონში საქმდებოდა. ცალმარხილაში ცალი ხარი იყო შებმული და მისი სახელწოდებაც
აქედან მომდინარეობდა. მარხილი ძირითადად მარეთის, სხალთის, ღორჯომისა და აჭარისწყლის
სხვა ხეობებში იყო გავრცელებული. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ციგა მცირე მარხი-
ლია”, რომელიც ჩვეულებრივი მარხილისა და ცალუღელისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მისი გა-
დაადგილება ადამიანის ძალით ხდებოდა, მარხილში კი - ხარი ანდა კამეჩი ებმებოდა. ამ ორი სახის
საზიდი საშუალების მოხმარების თავისებურებაზე ყურადღებას გიორგი ყაზბეგი ზემო აჭარაში მოგ-
ზაურობის დროს ამახვილებდა. იგი წერდა: „აქ დიდი გამოყენება აქვს მარხილის კავებს, რომლებსაც
როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში ხმარობდნენ“.
ლიტ.: სახოკია, 1950:106, 142; ყაზბეგი, 1960:106; კახიძე, 2009:408-411; ნიჟარაძე, 1971:406;
დავითაძე, 1972:88; ქართული ეთნოლოგიური... 2009:450.

calpira saxli - შუაზე გახერხილი, გაყოფილი სახლი, რომელსაც სახლეულის სეგმენტაცი-


ის შემთხვევაში ძმები ინაწილებდნენ, სახლის ერთ მხარეს დაშლიდნენ და სხვა ადგილას გადაიტან-
დნენ. საერთოდ, ზემო აჭარული სახლის სიგრძით გამჭოლი დერეფანი შუაზე, მთელ სიგრძეზე ახ-
ალი საქორწინო წყვილის გაჩენის შემთხვევაში იხერხებოდა და სხვა ადგილზე სწორედ ეს ჩამოხერ-
ხილი ნაწილი გადაჰქონდათ, სადაც დანომრილი მასალის ნომრების მიხედვით ახალი სახლი შენდე-

674
ბოდა. ასეთ სახლს ცალპირა სახლი ეწოდებოდა. ცალპირა სახლი, ერთი მხრივ, საძოვრებზე დადას-
ტურებულ აჭარულ ზედ-შედგმულ ნაგებობას, ხოლო, მეორე მხრივ, აჭარულ ტრადიციულ ორსარ-
თულიან საცხოვრებელს უნდა შედარდეს, რაც პირდაპირ გვიჩვენებს, რომ იგი აჭარული სახლის გან-
ვითარების პროცესში კიდევ ერთ საფეხურს წარმოადგენდა. იხ.: დერეფანი და სახლი.
ლიტ.: რობაქიძე, 1960:23-24. ნოღაიდელი...

calpira xuwuwaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე,1986; ნოღაიდელი, 2017:154

caluRela - სრიალის (თრევის) პრინციპზე აგებული ხალხური სახმელეთო ტრანსპორტის


ერთერთი სახეობა, რომელშიც ერთუ უღელი ხარი იყო შებმული. იხ.: ცალმარხილა.
ლიტ.: დავითაძე, 1983:12, 29.

calfa Sali - ცალმაგი შალი: „შალი ორნაირი იქსოვება: ცალფა და ორმაგი“.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:154.

calwvera Zafi - ცალმაგი, ცალწვერი ძაფი: „ერთ ხერტალზე ცალწვერი ძაფი ირთვება”.
მატყლის დართვისას ერთ ხერტალზე ცალი, ანუ ერთი წვერი ძაფი გამოდიოდა. ეს ნართი იყო. ერთ
ხერტალზე ოცდახუთ ფთილამდე დაირთვებოდა. ეს ნართი საქსოვად არ იხმარებოდა. იგი ჯერ უნ-
და „დაძახნილიყო”, „დაუძახნელი” ძაფით არაფერს მოქსოვდნენ. ორი ანდა სამი წვერი ძაფი მაინც
უნდა შეეგრიხათ ერთმანეთთან, იმის მიხედვით, თუ რა უნდა მოქსოვილიყო – წინდა, რისთვისაც
სამწვერი ძაფი იყო საჭირო, თუ შალი, რომელიც ორწვერი ძაფით იქსოვებოდა. ნართიან ხერტლებს
„დააწყვილებდნენ”, „მიუწვერავდნენ”, „ამოწვერავდნენ”, „მიუტოლებდნენ” შეგრეხდნენ ერთმანეთ-
ში და „დაძახულ”, დაგრეხილ მატყლის ძაფს „მურგვის” სახით ამოახვევდნენ. შესაბამისად, მურგიც
ორწვერი ანდა სამწვერი იქნებოდა. ხანდახან ძაფს ხერტლიდან დამურგვამდე წამოაძრობდნენ, ხერ-
ტალს გამოაცლიდნენ. ამას „წამოსრუჭვას” ეძახდნენ. ძაფს ტარზე – საძახავ ხერტალზე „შეძახავდნენ”
(დაძახავდნენ, მოძახავდნენ). ტარი სართავი ხერტლის მსგავსი იყო, მაგრამ ზომით უფრო დიდი:
დახვევისას „სამი ხერტალი ძაფი ერთ ტარზე დავიდოდა”. ძახვა ტარის უკუღმა მხარეს დაბრუნებით
წარმოებდა, ტარს ხელის გულებით აბრუნებდნენ და ნართს ისე ძახავდნენ. გამოდიოდა ღაზლის
(მატყლის) ძაფი. ტარს ფეხებით – ფეხის გულებითაც აბრუნებდნენ, მრთველი როგორც მიეჩვეოდა
და მოახერხებდა. ამიტომ იყო ფეხის ტარიც. ძაფი ჭახრაკზეც იძახებოდა. ჭახრაკს ყდა – ჩარჩო ჰქონ-
და. ყდაში გოგორა – ბორბალი იყო მოთავსებული, რომელიც მოხრილ რკინის ღერძზე ტრიალებდა.
ღერძზე ტარი იყო ჩამაგრებული. ტარზე ძაფი ეხვეოდა და იძახებოდა. გოგორას „ფერსვები”, „ჭაღე-
ბი”, „ხუნდი” და „ფეხი” ჰქონდა. ფეხი „კლავთან” იყო დაკავშირებული. ფეხი ბორბალს ატრიალებდა.
გოგორას ჭაღები სიდიდის მიხედვით გააჩნდა: ხუთიდან ათამდე. გოგორა ხის ბრტყელით მორისა-
გან მზადდებოდა, ხუნდისთვის თელას, ხოლო ტარისათვის მსხლის ხეს იყენებდნენ, კლავს ცხემ-
ლისაგან, ჭაღს კი – მუხისაგან აკეთებდნენ. ბორბალზე ძაფი იყო შემოტარებული – „გადამართული”,
675
რომელიც ტარზე იყო მობმული. ეს „აგება” იყო. მას „ლანდს” და „ლამბსაც” ეძახდნენ. კლავი ბორ-
ბალს ატრიალებდა. ბორბალთან ერთად ტარიც ტრიალებდა და მასზე მიმაგრებული ძაფიც იხვევო-
და, თან იძახებოდა. ორი ან/და სამი ხერტალი ნართის შეერთებით ერთი ტარი ორწვერი თუ სამწვე-
რი ძაფი იძახებოდა. დაძახილი ძაფი ბუშხუტი იყო. დაძახილ ძაფს „მონეკავდნენ” – „მოთოკავდნენ”,
კვლავ მურგვად მოახვევდნენ და წინდებს, საცვეთებს, პაიჭებს – კარაჭინებს, ზანკლებს, ხელთათმა-
ნებს – თათნებს, ელდევანს, ბაბუჩებს მოქსოვდნენ. წინდას, პაიჭებს, საცვეთებს, ძირითადად, სამწვე-
რი ძაფით ქსოვდნენ, წინდა კი – ორწვერი ძაფითაც იქსოვებოდა. ასეთი წინდა უფრო ლამაზი და
რბილი იყო, მაგრამ დიდხანს „არ ძლებდა, მალე ცთებოდა“. სამწვერი ძაფით მოქსოვილი წინდა ხო-
შორი და გამძლე იყო. სამი ხერტალი ნართიდან წყვილი წინდა მოიქსოვებოდა. წინდას „წინდიჩხი-
რებით” – „საქსველით” (ჭაღებით) ქსოვდნენ. ქსოვდნენ ხუთი წინდიჩხირით. ძაფს მარცხენა ხელის
საჩვენებელ თითზე დაიხვევდნენ ანდა „მონეკავდნენ” და ქსოვას დაიწყებდნენ. წინდის ქსოვას ქვე-
ვიდან – ტუჩიდან იწყებდნენ. თითო ნაქსოვი თითო თვალი (ყულფი, კინთი) იყო. სამი წინდის ჩხირ-
ზე ღაზლის ყულფს, თვალს წამოსდებდნენ და ექვს-რვა თვალს აასხამდნენ – დახატავდნენ, ათ-
ვლიდნენ. მერე ერთ ჩხირს გამოაძრობდნენ და ქსოვას დაიწყებდნენ: თვლებს ჯერ ორ ჩხირზე გაან-
აწილებდნენ, ქსოვას დაიწყებდნენ და თვლებს თანდათან უმატებდნენ. შემდეგ თვლებს ოთხ ჩხირ-
ზე გადაიტანდნენ – თითო ჩხირზე სამ-სამ თვალს. მეხუთე ჩხირით ქსოვდნენ. ამის შემდეგ ცხრა
თვალის გაკეთებამდე ყოველ შემოვლაზე თითო ჩხირზე თითო თვალს უმატებდნენ. ასე გააკეთებ-
დნენ, „აათავებდნენ ნამატს, ნამატებს”. მას კიდევ „ტუჩს” (დუნჩს/ბუკს/თითს) ეძახდნენ. ნამატის
შემდეგ თათს ქსოვდნენ: ცხრა თვალის ამოყვანის შემდეგ შემოვლაჩაგდებით თვლებს უმატებდნენ
მანამ, სანამ თათი წინდის ზომის, სიდიდის მიხედვით ითხოვდა. შემდეგ „გულს” (ფარცხს/ტაბანს)
მოქსოვდნენ. ზოგან ტაბანს წინდის იმ ქვეშა ნაწილს, ძირს უწოდებდნენ, რომელსაც წინდის დახევის
შემდეგ ისევ გამოადგამდა. გულის მოქსოვის შემდეგ ქუსლი კეთდებოდა. ორ უკანა ჩხირზე თითო
თვალს გადაიტანდნენ და ქუსლის ქსოვას დაიწყებდნენ. მეორე ორი ჩხირი ამ დროს უმოქმედოდ
იყო. საქუსლეს ზომა თითო ჩხირის თვლების სიმაღლეს უტოლდებოდა. ქუსლს ყოველ შემოვლაზე
თვლების კლებით ქსოვდნენ. ოთხ თვალამდე ჩამოვიდოდნენ, შემდეგ მოთაგლულ – გარსშემოვლე-
ბულ თვლებს „ამოკრეფდნენ”. მოთაგლულ თვლებს უმოქმედოდ გაჩერებულ წინა ჩხირებთან
შეაერთებდნენ და აღმა ქსოვით „ყელს” – წივს მოქსოვდნენ. ყელს ზემოდან „პრუნჭულას” – პრუნჭი-
ას (ჭუჭნიას/ჭუპნიას) გაუკეთებდნენ – „გადაადგამდნენ”. პრუნჭულას ქსოვისას ორ თვალს ზევიდან
იღებდნენ, ორს კი – ქვევიდან: „წინ-უკან ქსოვდნენ”, ე. ი. ორი თვალი წაღმა ამოჰყავდათ, ორიც – უკ-
უღმა. ყელის გადადგმის შემდეგ უკანგდებით მოქსოვდნენ: ყელს გადაკვეთდნენ (მოკვეთდნენ/მო-
თაგლავდნენ/ გადაუქნიდნენ/მუთიგრავდნენ) და „წინდიყელს” – „წიაპს“ დაუტოვებდნენ. ზოგჯერ
წინდას ქუსლს ბოლოს უქსოვდნენ – „საქუსარს” დატოვებდნენ და წინდის ქსოვის დამთავრების შემ-
დეგ გამოქსოვდნენ. ეს გამოქსოვილი ქუსლი იყო. მთხრობელთა თქმით, ასე ქსოვა ძნელია იყო, უფ-
რო ადვილი იყო წინდის „ზეთშექსოვილი ქუსლით” მოქსოვა. წინდა სხვა წესითაც იქსოვებოდა: ჯერ
ცალკე წინდის წვერს და ტერფს ქსოვდნენ, შემდეგ ცალკე ქუსლს მოქსოვდნენ. მოქსოვილ ნაწილებს
შეაერთებდნენ, ყელს გადააქსოვდნენ, ჭუჭნიას გაუკეთებდნენ და თავს „მოუთიგრავდნენ” – „მოუთ-
იკრავდნენ“. წინდის ქსოვა შეიძლება ყელიდანაც დაწყებულიყო. წინდა იყო სადა, ჭრელი ანდა სახე-
ებიანი. მრავალფერი და მრავალსახიანი – ნამჭრელიანი (ჭრელიანი/პეპლიანი) წინდა აჭარაში დღე-
საც იქსოვება. ნამჭრელის მიხედვით წინდაში შეიძლება სხვადასხვა ისეთი სახე გამოეყენებინათ, რო-
გორებიც იყო აკაკბული, აკელეული, ასტმიტარა, აჭინჭრული, ბოჭოჭვავაჲ, ეწრისფურცელა, ვარდე-
ბა, ვასკვლავა, ვაყოფურა, თევზის ფხა, კამინჭა, კანტავრულა, მაკრატელა, მზითვალა, ნუსხურა, ჭი-
676
ბოშანა, ხარითვალა. გარდა წინდებისა, სახეებით, ჭრელებით სხვა ნაქსოვ ნივთებსაც – თავსაკრავებს,
ჩათხებს, ფეშტამლებს, ღაზაზურებს ალამაზებდნენ. აღნუსხულია ათეულობით ასეთი სახე-ნამ-
ჭრელთა სახელები: ბატიფეხაჲ, ბიბილოები, ბორჩხიალა, თვალიანი ხუწუწუნა, კავილაჲ, კაკუჩაჲ,
კბილებაჲ, კვეთაჲ, კაკილაჲ, კაუჭაჲ, კორტოხებაჲ, მზეგძელაჲ, მზისხივაჲ, ნაძვიტოტაჲ, პონწკლე-
ბაჲ, სამფურცელა ყვავილი, ფოცხითითაჲ, ქათმიფეხაჲ, ყულფებაჲ, ციციქალაჲ, ძეწკვაჲ, წინწკალაჲ,
წყვილკავაჲ, ჯვარაჲ და მრავალი სხვა. წინდას ფერადი ძაფების ერთმანეთში შერევითაც ქსოვდნენ,
სახელსაც იმის მიხედვით უწოდებენ, რამდენი ფერის ძაფითაც იქსოვებოდა, „რამდენ ძაფსაც მოაბამ-
დნენ”. ამდენად არის: სამთითა (სამი ფერის ძაფის შერევით ნაქსოვი), ოთხთითა, ხუთთითა... წინდა.
ფერადი ძაფებით იქსოვებოდა თურქულა და ლორება წინდაც.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:29-33, 154; ვარშალომიძე, 1986:35.

candi - ნეკა და ცერა თითებზე მოხვეული აბრეშუმის ძაფი, შლო, შულო: „მდუღარედან აბრე-
შუმის წვერებს ამოვქაჩავთ და თან ამოვცანდავთ – ცანდს გავაკეთებთ”.
ლიტ.: ნორაიდელი, 2017:154.

cara - მიწა, რომელიც ადვილად იხვნებოდა, ფხვიერი მიწა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:406.

caxi - ხმელი ბალახეულის ანდა ფოთლებიანი ფიჩხის კონა, რომელსაც აბრეშუმის ჭიას პარკის
გასაკეთებლად უწყობდნენ: „ცახებიზა ოხატვასაც ვხმარობთ, თხმელის ჟვერსაც”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:154.

celi - ბალახის სათიბი სამეურნეო იარაღი - იხ.: თირფანი.

ceri - ხელთათმანის ცერის თითის ნაწილი: „თითებს მერე ცერი მეიქსოვება”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:154.

cecxlapiri - ცეცხლისპირი, ცეცხლის სანთები ადგილის წინა ნაწილი, კერასთან მისასვლე-


ლი ადგილი - ყვერბი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:406; გამყრელიძე, 1973:36; ქართული ეთნოლოგიური...2009:451.

cecxlze dawurva - მაჭახლის ხეობაში თაფლის ოდნავ შეთბობის შემდეგ დაწურვა.


ლიტ: კახიძე, 1974:55.

cecxlis molandeba - ხალხური რწმენა-წარმოდგენებით ირკვევა, რომ მელოგინე ქალს შე-


საძლოა ალი მოლანდებოდა. „ალის მოლანდებას” მოსახლეობა „ალის დაცემასაც” უწოდებდა. ხში-
რად ალის მოლანდებას ცნება ცეცხლის მოლანდება ენაცვლებოდა. როცა მელოგინე ქალი ავად გახ-
დებოდა, მას კალთაში თივას, ქერს, სიმინდს ანდა პურის მარცვალს ჩაუყრიდნენ და „ალათის ცხენს”
ანდა „ტორათის ცხენს” შეაჭმევდნენ. ალათის ცხენი მოყვითალო ფერის, ხოლო ტორათის ცხენი მო-
წითალო ფერისა იყო. გადმოცემით, თუ ქალს ასეთი რიტუალი წაადგებოდა, მაშინ ცხენი მოკვდებო-
და ანდა თუ ცხენი დაიჭიხვინებდა, მაშინ ქალი გადარჩებოდა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ქალი
677
მათი შეხედულებით, ამქვეყნიურ ცხოვრებას ტოვებდა. ხშირად, ახალმომშობიარებულ ქალს მარტო
ტოვებდნენ, მაგრამ არ აძინებდნენ, აიძულებდნენ გვერდულად წოლილიყო, რითაც მას ალის მო-
ლანდებისა და დამუნჯებისაგან იცავდნენ. ასევე, ყოფაში იცოდნენ „ალის საინზე” წყლის დასხმა და
„წყლის მოლესვა”, რომელსაც მელოგინეს ალევინებდნენ. მსგავს შემთხვევაში ქმარი ცერზე წყალს
დაისხმადა და ცოლს ცერზე შერჩენილ წვეთებს ასმევდა. წყალი ცეცხლის საპირისპირო ცნებას წარ-
მოადგენს და, როგორც ჩანს, მას აქ ნაყოფიერების ფუნქციის გარდა სხვა საკრალური დატვირთვაც
გააჩნდა, რადგან ალის დამთრგუნავ ენერგიად აღიქმებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 2000.

cexi - იგივეა, რაც ცახი: „ცხემლის ბოლებს დუწყობთ ჩელტებზე. ცეხებს გუუკეთებთ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:154.

cibruti - ფიცრის სახვრეტი ბურღი, რომელსაც სწრაფი ბრუნვა ახასიათებდა.


ლიტ.: ადამია, 1956:96.

ciga - მთის პირობებთან შეგუებული


სახმელეთო ხალხური სატვირთო ტრან-
სპორტი, რომელიც მხოლოდ ზამთარში თი-
ვის, შეშის, ნეკერის, წყავის, ფიჩხის თუ
სხვა ბარგის გადასატანად გამოიყენებოდა.
იგი გადაადგილების საუკეთესო საშუალ-
ება იყო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს,
რომ აჭარის მაღალმთიანეთში ზამთარში,
ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში, ნიადაგი
დიდი თოვლით იფარებოდა. ციგა მარხი-
ლის მსგავსად მხოლოდ სრიალს ემყარე-
ბოდა. რამდენადაც ციგის გამწევი ძალა ად-
ამიანი იყო, შესაბამისად, ციგაც მსუბუქ
კონსტრუქციას წარმოადგენდა. მისი წონა
დაახლოებით რვა-ათი კილოგრამი და შეიძლება ნაკლებიც ყოფილიყო. ერთ კაცს ციგით ხუთი
„ჭვირთი” თივის, ათი ჭვირთი შეშის, ათი-თორმეტი კონა ფიჩხის მოტანა შეეძლო. ციგის მთავარი ნა-
წილი ბუნებრივად მოღუნული ფორმის საცურავები იყო, რომელსაც, ძირითადად, ლეკის ხისაგან ამ-
ზადებდნენ. ციგის სახელურები მომრგვალებული „კუკუტებით” ბოლოვდებოდა. ციგის მოხმარე-
ბის თავისებურებაზე ყურადღებას გიორგი ყაზბეგი ზემო აჭარაში მოგზაურობის დროს ამახვილებ-
და. იგი წერდა: „აქვთ ერთგვარი მარხილი, რომელსაც ციგას უწოდებენ. ამ ეკიპაჟით ზამთრობით
მთიდან თივა ჩამოაქვთ. ციგაზე ბევრ თივას დებენ და პირუტყვის დაუხმარებლად, მხოლოდ მესა-
ჭის წყალობით ჩააქვთ ყიშლებამდე”. ციგით ტვირთი არამარტო ყიშლამდე, არამედ ეზო-კარამდეც
მიჰქონდათ. საბასთან შეშის მოსატანი და რისამე წასაღები მცირე ციგა განმარტებულია, როგორც
„ლეკმარხილა”. იხ.: ცალმარხილა.
ლიტ.: დავითაძე, 1972:92-93; 1983:12.

678
cigis gza - ციგისათვის განკუთვნილი გზის ერთ-ერთი სახეობა. ციგის გზა სოფელში განიჩ-
ბული სავალი გზა იყო, რომელიც უმთავრესად პირუტყვის საკვების, შეშისა თუ სამშენებლო მასა-
ლების გადმოზიდვასთან იყო დაკავშირებული.
ლიტ.: დავითაძე, 1983:12-13.

civCxavera - ჩხავერის მსგავსი ვაზის ჯიში. იგი აჭარაში მაღლარად იყო განვითარებული.
ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი... 2009:452.

cilindraჲ - იხ.: ცილინდრი.

cilindri - ჭილოფისაგან, იგივე, ჭილი-


სა გან (Juncus) მოქ სო ვი ლი ქუ დი, რო მელ საც
ზაფხულში მზისგან თავის დაცვის მიზნით იყ-
ენებდნენ. ამგვარ ცილინდრებს ძირითადად მე-
ჩაიე ქალები იხურავდნენ.

cicala - Salix Caprea L: მდგნალი, ტირიფისებრთა ოჯახის მცენარე. მერქანი ნესტისადმი მდგრა-
დია და დიდი გამძლეობით გამოირჩევა. მას ბოძებად და ჭიგოებად იყენებდნენ. სამეგრელოში ციცალას
„ტუჯვარს”, რაჭაში - „ძეწნას”, სვანეთში - „ბაგვრას”, კახეთში - „ბატიჭუკას”, ფშავში - „ფოხვს”, ხევსურეთ-
სა და მთიულეთში - „დგნალს” (დგნარს) ეძახდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:266.
cicaqalaჲ - 1. ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში; 2. ქალის ტანისამოსის, მათ შორის,
თავსაბურავის, ლეჩაქის შესამკობელი, პატარა, მრგვალი და თხელი ფირფიტები. ციცაქალაის შუაზე
ნახვრეტი ჰქონდა, რომლითაც ლეჩაქის კიდეებზე, არტახებზე, ტანისამოსზე ციცაქალას ამაგრებ-
დნენ. ციცაქალაები ფერადი იყო და მას, გარდა ტანისამოსისა, ნაქარგობაშიც იყენებდნენ. ციცაქალას
მეორენაირად „ჯიმფრულასაც” უწოდებდნენ.

cicaqala mze - აჭარულ ნაქარგობაში წრე შუაზე წერტილით.


ლიტ.: ვარშალომიძე,1986.

679
აჭარელი მამაკაცი ციგით და თხილამურით
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი.)

680
cicxvi - ხის დიდი კოვზი, რომლის სახელურზე ჩამოსაკიდი კაუჭი იყო გამოთლილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1948.

cocxali Robe - მცენარეების მეშვეობით კარმიდამოს შემოკავების, შემოღობვის წესი. ამ


მიზნით აჭარაში ბროწეული, მაყვალი, აკაცია გამოიყენებოდა. ქვემო აჭარაში ტრიფოლიანტის ცოცხა-
ლი ღობეები შედარებით ფართოდ იყო გავრცელებული.
ლიტ.: ადამია, 1956:27.

cocxali aliyuri - ტრადიციული რწმენით ცოცხალი ალიყური ისეთ ნიჟარას ეწოდებ-


ოდა, რომელიც ყურზე მიდებისას ხმას გამოსცემდა - „შიშინებდა”, ხოლო ისეთ ალიყურს, რომელიც
არ შიშინებდა მკვდარი ალიყური ერქვა. სახელწოდება ალიყური და მისი სემანტიკა, როგორც ჩანს,
იმ ჩვეულებასთანაა კავშირში, რომელიც ალის დაცემის საშიშროებასა და ნიჟარის ყურზე მიდებაში
გამოიხატებოდა. მოსახლეობაში არსებობდა აზრი, რომ „ალის დაცემის დროს მელოგინეს ალი ყურ-
ში მოარტყამდა და თვალწინ მწვანედ ჩაუქროლებდა”. აქ მწვანე ფერი შემთხვევით არ ფიგურირებდა
და მას დემონებთან დაკავშირებულ ფერთა სიმბოლიკაში განსაზღვრული ადგილი ეკავა. ლეჩხუმ-
შიც ბავშვს აკვანზე გიშერს ჩამოუკიდებდნენ, რომელსაც ალის ყური ეწოდებოდა. როცა დედას სამე-
ურნეო თუ სხვა საქმეზე უღრან ადგილებში მოუხდებოდა წასვლა, შინ მობრუნებული, ჩვილს
ცეცხლის ალის ირგვლივ სამჯერ შემოატარებდა.
ლიტ.: მგელაძე, 2000.

culi - ხის დასამუშავებელი რკინის სამეურნეო იარაღი. შედგებოდა პირისა და ყუისაგან. ყუის
აგებულება წინიდან უკან ვიწროვდებოდა და, შესაბამისად, ტარიც წინიდან უკან ეგებოდა. ეს წესი
ცულის დანიშნულებას უკავშირდებოდა. ამ წესით დაგებულ ტარს ცული არ წასძვრებოდა. უძველე-
სი დროიდან მომდინარე ცულის ფორმათა ნაირგვარობაც მისი ფუნქციური მრავალფეროვნებით გა-
ნისაზღვრებოდა. აჭარაში ცულის სამ სახეობას იყენებდნენ: სოლა ცული - ოთურა ცული, ბრტყელი
ცული და ლაზური ცული. სოლა ცული ვიწრო, მაღალი და სქელპირიანი იყო. იგი ტყის კაფვისას ხე-
ების მოსაჭრელად, დასამორად, გასაპობად გამოიყენებოდა და ამ საქმეში იგი სოლის ფუნქციასაც ას-
რულებდა. ბრტყელი ცული „გურული ცულის” სახელწოდებითაც გვხვდებოდა, ხოლო განიერპირი-
ანი „ლაზური ცული”, ძირითადად, სამშენებლო ხელოსნობის იარაღს წარმოადგენდა.
ლიტ.: კახიძე, 1990:16

culi pirai kauWaჲ - ორნამენტის სახე


აჭარულ ნაქარგობაში.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

681
cxavi - 1. ცხრილი, რომელიც გარდა მარცვლეულის გასუფთა-
ვებისა, ფიჭიდან თაფლის დასაწურადაც გამოიყენებოდა. ცხავზე,
როგორც ჭურჭელზე, თაფლიან ფიჭას ალაგებდნენ, რითაც თაფლი
თავისით დაიწურებოდა; 2. საწური ბადე.
ლიტ.: ადამია, 1956:97.

cxal-ZiZa - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

cxemla - წინდის საქსოვი ჩხირები. სიტყვა ცნობილი იყო თუშეთშიც. ფშავ-ხევსურეთსა და


მთიულეთში იგი საქსოვ დაზგაში მისაქსელის მიმწოდებელ იარაღს - „ჭაღაჭას” წარმოადგენდა.
ცხემლას გურიასა და იმერეთში რცხილა ერქვა. ასე იწოდებოდა ნახვრეტებიანი თხელი ფიცარი, რო-
მელშიც ქსოვის დროს ძაფს უყრიდნენ და ნაქსოვ ფარდაგს ამაგრებდნენ.
ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009:454.

cxemla - Carpinus Caucasica Grossh: რცხილა, რომელიც სამასალედ, საშეშედ და სხვა სამეურნეო
დანიშნულებით გამოიყენებოდა.

cxemlis Wra - საახალწლო ციკლის წეს-ჩვეულება, უპირატესად, კინტრიშის ხეობაში, გური-


აშიც ახალი წლის წინა დღე, როდესაც წეს-ჩვეულების თანახმად დასაწვავად მხოლოდ რცხილის შე-
შას ხმარობდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი... ლომთათიძე, 1996:80; ქართული ეთნოლოგიური... 2009:455.

cxeni gza - ცხენით სავალი გზა.


ლიტ .: დავითაძე, 1983:12.

cxeniZuZu - სასუფრე ყურძნის ჯიში. ცხენის ძუძუ ვაზის ჯიშის ფართოდ ხმარებული სახელ-
წოდებაა. ასე, მაგალითად, მას ვხვდებით გურიაში, სამცხეში, რაჭაში, ქართლ-კახეთში. ვაზის ჯიში
ამ სახელს მისი მარცვლების ცხენის ძუძუსთან მსგავსების გამო ატარებს. ცხენისძუძუს სახელწოდე-
ბით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ვაზის ჯიშები არაიდენტურია და ამპე-
ლოგრაფიული ნიშან-თვისებებით ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. საქართველოს ფარ-
გლებს გარეთ, მაგალითად, თურქეთში, ცხენისძუძუ, დამკვირებლებმა „ათმემეს” სახელწოდებით
აღწერეს. მიჩნეულია, რომ ცხენისძუძუს გადარქმევა ათმემედ მას შემდეგ მომხდარა, რაც ართვინის
ოლქის მოსახლეობას მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღია. ათმემე სავსებით იდენტურია შუა და ზე-
მო აჭარის რაიონებში გავრცელებული ცხენისძუძუსი. ცხენისძუძუ წარსულში მაღლარების სახით
შუა და ზემო აჭარაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლე-
ობა მხოლოდ ყურძნად იყენებდა და ბათუმის ბაზარზე დიდი რაოდენობით ასაღებდა. სამეურნეო
682
დანიშნულებითაც ცხენისძუძუს აჭარის წითელყურძნიან ჯიშებს შორის პირველი ადგილი ეკავა. მას
ლამაზი მტევნები და მარცვლები ახასიათებდა, რომლებიც მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამო-
ირჩეოდა. ვაზზე დატოვებული ყურძენი იანვრამდე ძლებდა და არ ჭკნებოდა, ხოლო დაკრეფილი -
გაზაფხულამდე ინახებოდა.
ლიტ.: სახოკია, 1948; დავითაძე, 1975:172.

cxvris maxasi - ცხვრის საკრეჭი მაკრატელი.

cxra marti - აჭარაში მიწის სამუშაოების დაწყება ძველი სტილით ცხრა მარტის შემდეგ იყო
ნებადართული. ხალხური გადმოცემით: „9 მარტს ზღვიდან გამუა წყლის კაცი. თუ გათბა დეილოც-
ება და იმ წელიწადში კაი ამინდი იქნება, თუ შეცივდა, დეიწყევლება და ამინდიც წახდება”. ცხრა
მარტს ბუნაგიდან დათვიც დგებოდა. ამ დღეს ცდილობდნენ საქონელი საძოვარზე არ გაეშვათ ანდა
ახლო-მახლოს ეძოვებინათ.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:44.

cxrili - მარცვლეულის გასასუფთავებელი, გასაცხრილი სამეურნეო ინვენტარი, წრიულად


შეკრულ ნაძვის რკალზე გაჭიმული, საცრისებურად მოქსოვილი ტყავის წვრილი თასმები. ცხრილით
სიმინდსა და „ბრელოს” აცალკევებდნენ.

683
ხის ორნამენტის ნიმუში, კარის დეტალი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

684
Zabri - მოხვეწილი ძაბრი, რომელიც ვარიაში მაწვნის ანდა კაიმ-
აღის ჩასხმის დროს გამოიყენებოდა.

Zabuni - 1. ძალაგამოლეული, უძლური, სიმხნევეს მოკლებული, დაძაბუნებული; 2. მწირი, უნ-


აყოფო, რასაც ნაკლებმოსავლიან მიწაზე იტყოდნენ. სულხან-საბა ორბელიანით „სიმყრალისაგან მოშ-
ლილი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:437; სახოკია, 1985:159; ჯავახური... 1014.

Zara - დიდი მოწნული გოდორი. სახნავ-სათეს ნაკვეთში ორგანული სასუქის, ნაკელის საზიდი სა-
შუალება. გარდა სამეურნეო ფუნქციისა, მას ამინდის მართვის მაგიურ წეს-ჩვეულებაშიც იყენებდნენ.
გვალვის დროს წყალში ჩადგამდნენ, შიგნით შელოცვილ ქვებს ჩაყრიდნენ და გაწვიმებამდე წყლიდან
არ ამოიღებდნენ. სულხან ორბელიანის მიხედვით „ძარი - ქორის საჯდომი გოდორი” იყო. თედო სახო-
კია: „ამ შელოცვილ კენჭებს ... წყალში ჩადგმულ ძარში აგდებენ და ელოდებიან წვიმის მოსვლას”.
ლიტ.: ორბელიანი, 1928; 1949:437; სახოკია, 1985:285; კახიძე, 1990:61.

Zarmarxili - მარხილის ვარიანტი, რომელზეც ძარა იყო დადგმული. იგი პატარა ზომისა იყო
და საფქვავის, სიმინდისა თუ სხვა ჭირნახულის საზიდად იყენებდნენ.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:409; ქართული ეთნოლოგიური... 2009:457.

ძარა
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი

685
Zafis gatana - საქსოვ დაზგაში ძაფის საქსოვად გამართვა, დგიმსა და სავარცხალში საქსოვი
ძაფების გატარება. ამ პროცესს მეორენაირად „ძაფის გაღებასაც” ეძახდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

Zafsaxvevi - ძაფის დასახვევი, ოდნავ გრძელი და ცალ მხარეს ორტოტა, ორად გაყოფილი ხე,
რომლის მეორე მხარესაც მრგვალი ჯოხი პერპენდიკულარულად იყო მიმაგრებული.

ZaReZmriani Tevzi - კაკლის ხის ფოთლებჩაფენილ გახურებულ კეცზე დამარილებულ თევ-


ზს ერთ წყებად ჩააწყობდნენ და ზემოდან ისევ კაკლის ხის ფოთლებს ჩააფენდნენ, სახურავს დაახ-
ურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. შემწვარ თევზს ძაღე ძმარში, რომელიც ნიორნარევ მა-
რილში და ძმარში გახსნილი დანაყილი კამა, პიტნა, ნიგოზი და ქინძი იყო, ჩააწყობდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:113.

ZaReZmriani kvercxi - ნიორ და ნოგოზნარევ მარილში დანაყილ ქინძს და პიტნას ძმარში


გახსნიდნენ და მასში კანგაცლილ მოხარშულ კვერცხებს ჩააწყობდნენ.

Zaxva - გრეხა. ორი ანდა მეტი წვერი ძაფის ერთდროულად ერთმანეთზე შეგრეხა: „ძაფს დავძა-
ხავთ ტარზე. დაძახილ ძაფს მუახვევთ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

Zgifva - ძაფის დაჭიმვა, დაქაჩვა იმ დონეზე, როცა იგი წყდება


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

Zeoba - იხ.: ძიობა.

Zervenaxis qva - მითოლოგიური თვალთახედვით ქვა, რომელიც მინდორში არსებულა და


ლომპაპთან - ეშმაკთან გასასვლელს წარმოადგენდა.
ლიტ.: მგელაძე, 2010/2011:426.

Zewkvaჲ - ნაქსოვის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

Zewkvi - სამკაული, ცეპი.


ლიტ.: სამსონია, 2005:87.

686
Zveli gza - ადრე არსებული, ძველი და მიტოვებული გზა.
ლიტ.: მგელაძე, 1960:113.

ZveliT gamrigo - სახლეულიდან სეგმენტირებული და ახლო მოძმისაგან გენეალოგიურად


თუ მუხლობრივად შედარებით დაცილებული ნათესავის ოჯახი.

ZveliT ganayofi - იხ.: ძველით გამრიგო.

Zia - ზემო აჭარაში მიმართვის ეს ფორმა ძმას აღნიშნავდა.

Ziana balaxi - ბალახი, რომლის გადანატეხზეც რძის ფერი სითხე გამოდის. იმერეთში მას
„რძიარძიას” ეძახიან.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Zigvaჲ - უხეში შალისაგან ოჯახში მოქსოვილი და შეკერილი შარვალი, შალის ქსოვილის შარვა-
ლი. იგი ყოველდღიურად უკანა მხარეს, საჯდომთან ძალიან დანაოჭებული და ბოლოში შევიწროებ-
ული სახმარი შარვალი იყო. სიარულისა თუ მუშაობისას ეს გარემოება ძიგვას მოსახერხებელს ხდი-
და. ძიგვას ბოლოები წვივებს მჭიდროდ ადგა.
ლიტ.: სახოკია, 1985:145, 244; ნიჟარაძე, 1971:410.

Zigligaჲ - გორვისა და სრიალის ანდა მხოლოდ სრიალის პრინციპზე აგებული მარტივი კონ-
სტრუქციის ბორბლიანი ტრანსპორტი, რომელიც უმთავრესად მძიმე ტვირთის - ბუხრის ანდა ბინის
ქვებისა თუ სხვა სამშენებლო მასალის გადასატანად გამოიყენებოდა. მაგალითად, გრძელ და მძიმე
მორებს ერთი ბოლოთი ჩენგლებით ანდა ჯაჭვებით ძიგლიგაზე ამაგრებდნენ. მოხმარების თავისე-
ბურების გამო ძიგლიგას საგორავები ერთი ხისაგან გამოთლილი დაბალი და სქელი, ღერძი კი - სე-
ლის ღერძზე ორჯერ უფრო მსხვილი იყო. ძიგლიგას ღერძზე ბრტყლად გამოთლილი ორტოტა - ორ-
პოტიკა, ორბოჯიყა ხე იყო დამაგრებული. მას წინა მხარეს „ცხვირზე” ნახვრეტს უკეთებდნენ, რითაც
ძიგლიგას უღელზე ამაგრებდნენ.
ლიტ.: დავითაძე, 1972:86; 1983:29.

687
ძიგლიგა და მასში შებმული ხარკამეჩები

688
Zigura Sarvali - ცალმაგად ნაქსოვი შალით შეკერილი უხეში შარვალი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

Zigura Sali - ძიგვა შარვალი: „მოქსოვდნენ წინდებს, თავშლებს, ძიგურა შალს”.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

Zikuni - ძმისადმი მიმართვის მოფერებითი ფორმა. იხ.: ძია.

Zililo - იხ.: ქალის მხრიდან უფროსი ძმისადმი ანდა ბიძისადმი მიმართვის ფორმა.

Zilo, reჲza gveZinebi - „ძილო, რეჲზა გვეძინები” ფეიქრობის ტრადიციებში ასახული


ერთ-ერთი ხალხური ლექსია. გარდა შელოცვებისა, ფეიქრობამ სხვადასხვა ასპექტით ასახვა ჰპოვა
სხვადასხვა სახის ფოლკლორულ ნიმუშებშიც. აჭარული ფოლკლორიდან კი ცალკე უნდა გამოიყოს
ლექსი „ძილო, რეჲზა გვეძინები” ანდა „ძილო, ნუ დაგვეძინები”. მატყლის ჩეჩვისა თუ რთვის ნადი,
ძირითადად, ღამით იმართებოდა. ქალები შრომობდნენ და თან ერთობოდნენ. ფართოდ ყოფილა
გავრცელებული და დღესაც ბევრს ახსოვს ასეთ ნადში სასიმღერო, არქიტექტონიკით საგალობლის
ტოლფარდი ლექსი – „ძილო, რეჲზა გვეძინები”, რომელშიც პირდაპირაა მითითებული ძაფის დარ-
თვის მნიშვნელოვან ფუნქციაზე და კარგი დილის, ნათელი მომავლის იმედებზე: „ძილო, რეჲზა გვე-
ძინები, ძილო ბატონოო,/ქმარს პერანგი არ გვიცვია, ძილო ბატონოო,/მე შევსტავ და შევპინტილავ,
ძილო ბატონოო,/საცხა მამალი იყივლებს, ძილო ბატონოო,/ღმერთი კაჲ დღეს გაგვითენებს, ძილო ბა-
ტონოოო,/გათენდი, თუ გათენდები, ძილო ბატონოო,/ბაღნებს ტანზე არ გვიცვია, ძილო ბატონოო,/ძი-
ლო, ნუღარ დაგვაძინებ, ძილო ბატონოო”. საინტერესოა ამ ლექსის სოფელ გოგაძეებში (შუახევის
რაიონი) ჩაწერილი ვარიანტიც: „ძილო, ნუ დამეძინები, ძილო ნებისაო,/არწასულო, არმოსულო, ძი-
ლო ნებისაო,/საფრექო მისაქსველია, ძილო ნებისაო,/ძალიან მეჩქარებაო, ძილო ნებისაო,/ძილო, ნუ
დამეძინები, ძილო ნებისაო”. ამ ლექსის მოკლე ვარიანტი ჩაწერილია მუჰაჯირ ქართველთა შორისაც:
„ძილო, ნუ მეძინები, ძილო ბატონოო,/ მოხუალ, ჩეგეხუტები, ძილო ბატონოო,/წახუალ, გეგებუტები,
ძილო ბატონოო” (ჩაწერლია შუშანა ფუტკარაძის მიერ, სტამბოლი. მთხრობელი: სულთან იავუზი-
მაკარაძე-ფუტკარაძე, სოფელი მახალაკიძეები).
ლიტ.: აჭარის ხალხური პოეზია... 13, 69,53; ნოღაიდელი, 2017:19-20.

Zime - ქალის მდგომარეობა მშობიარობამდე.

ZimeTaa - იხ.: ძიმე.

Zinarebaჲ - ნაღებში მოშუშებული სიმინდის ფქვილი.

Zioba - ვაჟიშვილის შეძენის აღსანიშნავად გამართული საოჯახო დღესასწაული. ზოგადქარ-


თული საოჯახო საწესჩვეულებო პოეზიის ცალკეული ციკლი მეტ-ნაკლები სიუხვით ხასიათდე-
ბოდნენ. ზოგიერთის შესახებ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მაღალმხატვრული ნიმუში შემოგვრჩა. მათ
რიცხვს ძეობა ეკუთვნის. ვარაუდობენ, რომ ძეობა ქართულ ენაში XIII საუკუნის შემდეგ გაჩენილი
სიტყვა უნდა ყოფილიყო, ხოლო რაც შეეხება ცნობებს ძეობის, როგორც ქართული საოჯახო ჩვეულ-
689
ების შესახებ, ისინი XII-XIII საუკუნეებიდან თარიღდება. ნიკო ჩუბინაშვილი ძეობას განმარტავს,
როგორც „ჩჩვილთ დაბადების ჟამს ქალთ მარაქა”. თეიმურაზ მეორის მიხედვით ძეობას, რომელსაც
ღამით იხდიდნენ, ქალებიცა და კაცებიც ესწრებოდნენ. ძეობაზე მესტვირეებიც იყვნენ მოწვეულები.
ბავშვის შეძენა ოჯახური ბედნიერება იყო ყველგან. ასე იყო ეს აჭარაშიც. ბავშვის დაბადებასთან და-
კავშირებით აჭარაში ამ ბოლო დრომდე ბევრი უძველესი ტრადიცია არსებობდა, მაგრამ ძეობის წეს-
ჩვეულება განსაკუთრებით გამორჩეული იყო. ვაჟის გაჩენა აჭარელთათვის ორმაგად სასიხარულო
იყო. ვაჟი „თვალის სინათლედ”, „მუხლის ძალად”, „სახლის დირეღად” - სახლის ბოძად მიიჩნეოდა.
მისი დაბადების აღსანიშნავად დედაბოძზე ცხენის ნალს მიაჭედებდნენ. როგორც მთქმელები გად-
მოგვცემდნენ, „უწინ გოგოს დაბადებას ვაით და ვიშით ხვდებოდნენ”, იმიტომ, რომ ქალი „სხვისი ნა-
ცარი იყო”. ჩვეულებრივ, როცა მშობიარეს ტკივილი დაეწყებოდა მას „ბავშვის ამყვანს” მიუყვანდნენ,
რომელსაც ქვემო აჭარაში „ ბებიას” ანდა „ბებიაქალს”, ხოლო ზემო აჭარაში - „ებეს” ეძახდნენ. აჭარ-
აში არსებული ჩვეულების მიხედვით ბავშვის დაბადების მომენტში ოჯახში მამაკაცი არ უნდა დარ-
ჩენილიყო. საინტერესოა ერთი ჩვეულებაც, რომლის პარალელს თეიმურაზ მეორის შემოქმედებაშიც
ვპოულობთ: მშობიარის ქმარი ცერისა და სალოკი თითის კუნთებს შუა წყლის წვეთებს დაისხამდა,
დააგუბებდა და მელოგინეს შეასმევდა. ზოგჯერ ქმარი მშობიარის ტახტის ქვეშ ჩუმად შეძვრებოდა
და თოფს გაისვრიდა. შვილის შეძენისთანავე მამასთან მახარობელს აფრენდნენ, რომელსაც მამა ფუ-
ლით ანდა რაიმე ნივთით დაასაჩუქრებდა. ვაჟის შეძენისას ოჯახში ფლავის, ხოლო ქალის შეძენისას
- ფაფის მომზადება იცოდნენ. ზემო აჭარაში როცა ქალი დალოგინდებოდა, გამზადებული საჭმელი
მეზობლებს მიჰქონდათ. ყველგან წესად იყო თოფის გასროლა, მაგრამ ეს უფრო ვაჟის - მემკვიდრის
შეძენისას ხდებოდა. ძეობა ბავშვის შეძენიდან მესამე, ზოგან კი - მეშვიდე დღეს იმართებოდა. როცა
ოჯახში ბავშვი დაიბადებოდა და ქალის მშობლებს ამ ამბავს გააგებინებდნენ, ბაბუები და ბებიები
„ბადიშის” - შვილიშვილის სანახავად სამზადისს დაიწყებდნენ. ქალის მშობლები ვალდებულნი იყ-
ვნენ სასიძოს სახლეულში ახალი აკვანი თან მიეტანათ. თავიანთ ახლობლებს, უმეტესად, ქალებს და-
პატიჟებდნენ და ახალშობილის სანახავად აკვნით მიდიოდნენ. ნახვის მომენტში წვეულებს ბავშვის-
თვის საჩუქრები - ფული და ტანისამოსი უნდა მიერთმიათ. ზოგჯერ აკვანი გაცილებით გვიანაც მიჰ-
ქონდათ, ამიტომ ახალშობილის მშობლები იძულებულნი იყვნენ ბავშვი ძველ ანდა მეზობლისაგან
ნათხოვ აკვანში ჩაეწვინათ. თუ ქალის მამისეული ოჯახი აკვნის მიტანას აპირებდა, ახალშობილის
მშობლები ძეობას ამ მომენტს უკავშირებდნენ. ამიტომ იგი შედარებით მოგვიანებითაც ტარდებოდა.
საძეობო ლექსში „მზე შინა”, რომელიც ისევე ძველია, როგორც სიმღერის მელოდია და თვით ჩვეულ-
ება, აკვანი სახლში, ზოგჯერ, ახალშობილის მამასაც მიჰქონდა: „ვაჟის მამა შინ არ არის, მზე შინ შე-
მოდიო,/შინ არ არის, ქალაქს არის, მზე, შინ შემოდიო,/აკვნის საყიდლად წასულა, მზე შინ შემო-
დიო,/უყიდნია, წამოსულა, მზე, შინ შემოდიო,/შინაც მშვიდობით მოსულა, მზე, შინ შემოდიო”. ნა-
თესავ-მეზობლებთან ერთად ძეობის საპატიო სტუმრები სახალხო მუსიკოსები, უპირატესად, მეჭი-
ბონეები იყვნენ. იკვლებოდა საკლავი, მზადდებოდა სანიმუშო კერძები, როგორც ქორწილში და
ლხინი და შექცევა იმართებოდა. ძეობაში ქალებმა ცეკვა „ფათიკო” და „ნაინაი, ნინაინა” იცოდნენ.
„ფათიკოს” წყვილ-წყვილად ორი ქალი იცეკვებდა, „ნაინაი, ნინაინა” კი იგივე ქალების ხორუმი იყო.
საძეობო საფერხულოები სამწილადი ზომისა იყო, ხოლო მელოდია - ძალიან მარტივი და ადვილად
დასამახსოვრებელი. ორივე სიმღერის მელოდია ფაქტიურად ერთი და იგივე იყო. მათი დიაპაზონი
წმინდა კვარტის ფარგლებს არ სცდებოდა. ფერხული წრიული და მონაწილეთა რაოდენობა - განუ-
საზღვრელი იყო. მამაკაცები მკვლავებს ერთმანეთს მხრებში ჩასჭიდებენ, ხოლო ქალები უბრალოდ
ხელებს ერთმანეთს მოჰკიდებდნენ და მარჯვნივ მოძრაობდნენ. ფეხების მოძრაობა ძალიან მარტივი
690
იყო და შემდეგნაირად სრულდებოდა: ჯერ მარჯვენა ფეხს ოდნავ წინ გვერდზე გადადგამდნენ და
შემდეგ კი მარცხენა ფეხს მარჯვენას მიადგამენ, რაც ფერხულის ერთ ტაქტში თავსდებოდა. ამავე
მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით იმეორებდნენ. ასე რომ, ფერხულის ერთ მუხლში მარ-
ჯვნივ და მარცხნივ ორ-ორი მოძრაობა სრულდებოდა, რადგან მარჯვენა ფეხის ნაბიჯი შედარებით
ფართო იყო, ამიტომ წრე ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა და განუწყვეტლივ მარჯვნივ მოძრაობდა. მა-
მაკაცთა ფერხული დასკვნით ნაწილში საკმაოდ ჩქარდებოდა, შეიძლება მათ შედარებით რთული
ილეთებიც გამოეყენებინათ. აჭარაში გავრცელებული საძეობო ფერხულები პოეტური ტექსტებით
ძალიან ღარიბი იყო. საერთოდ ფერხულებს ტექსტები ახლდა, მაგრამ ისინი უფრო სატრფიალო ხა-
სიათის შაირები იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ფერხულების სიტყვიერი ტექსტი. ყურადღებას იქცევს
ფრაგმენტი სააკვნო სიმღერების ციკლიდან: „ეს აკვანი ხარატული, შით ბიჭია დახატული”. იგი ფერ-
ხულის დროს ქალების მიერ სრულდებოდა. ძეობას აჭარაში ჩვილის აკვანში პირველი ჩაწვენის
დროს მართავდნენ ხოლმე, ამიტომ „ნანას” ციკლის ლექსის გამოყენება საძეობო ფერხულში შემ-
თხვევით მოვლენად სრულებითაც არ უნდა ჩაითვალოს. აჭარაში გავრცელებული საძეობო ფერხუ-
ლის „ნაი-ნაი, ნინაი-ნას” დასაწყის სიტყვაში „ნანა” უნდა ვიგულისხმოთ. თუ აჭარულ საძეობო ფერ-
ხულთა ტექსტებში, აგრეთვე, იმ სიმღერებში, რომელთა სიტყვიერი ტექსტი დღეს სულ სხვა ჟანრი-
საა, მაგრამ წარმოშობით ისინიც საფერხულოთა ციკლს ეკუთვნოდნენ, ნანა იგულისხმება, მაშინ მი-
სამღერი ტექსტის „ნანაში” საგულვებელია ქართველთა უძველესი ქალღმერთი, „დიდი დედა ნანა”
დავინახოთ, რომელიც ნაყოფიერების, შვილიერებისა და მზის ქალღვთაება იყო. იხ.: ძეობა.
ლიტ.: მსხალაძე, 1965:33; 1969:10-35.

ZirTuli jargvali - ძველებური საცხოვრებელი


და სამეურნეო ნაგებობა, კანგაცლილი, მაგრამ გაუთლელი
ხეებით - ძელებით აგებული ერთსართულიანი, მოგრძო
და ოთხკუთხა გეგმის მქონე სახლი, ყავრით მოფენილი
ორფერდა სახურავით მომთავრებული ნაგებობა. მასში
საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი გაერთიანებული
სახით იყო წარმოდგენილი. აჭარის ალპურ ზონაში ბოლო
დრომდე შემორჩენილი ძირთული ჯარგვალი, დაგეგმარე-
ბის თვალსაზრისით, სამი განსხვავებული ფუნქციის მქო-
ნე სათავსად ნაწილდებოდა: სახლი (შინაჲ) - ძირითადი
სამყოფი ოთახი, სადაც შუაცეცხლი იყო გამართული, სარ-
ძიე და ახორი. საინტერესოა, რომ თედო სახოკიას ძირთუ-
ლი ჯარგვალის აღწერილობაში სასტუმრო ოთახიც აქვს
დასახელებული. ძირთული ჯარგვალი მიწის ზედაპირს
ოდნავ აცილებული, ქვის ბინებზე გამართული ერთსარ-
თულიანი და ორქანობიანი იყო, სახურავად ყავარი გამო-
იყენებოდა, სადაც, ქანობის ერთ მხარეს, საფუტარი - კვამ-
ლის გასასვლელი იყო მოწყობილი. ნაგებობა ზემო აჭარის
ალპური ზოლის საზაფხულო საძოვრებზე იყო გავრცელე-
ბული და საცხოვრებელი ნაგებობის ერთ-ერთ ადრეულ
ტიპს წარმოადგენდა. მის საფუძველზე უნდა განვითარე-
691
ბულიყო ზედშედგმული - ორსართულიანი ჯარგვალი, შემდეგ კი ცნობილი აჭარული ორსართული-
ანი ფიცრული სახლი, რომელიც ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშადაა
აღიარებული. იხ.: სახლი.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1946:23; ჩიტაია, 1947:155-156; ადამია, 1956:39; რობაქიძე, 1960:98; ნიჟარაძე, 1971:410;
აჭარული დიალექტის... 2010:54. შამილაძე, 1969:6; გამყრელიძე, 1973:36.

Zirnayari - ძირს ჩამოცვენილი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:35.

ZirTula zvini - „მიწაზე დაასობენ ჭერს, ჭერზე თანდათან აასხამენ მოდოყვილ (კონებად
შეკრულ) ჩალას. ეს იქნება ძირთულაჲ ზვინი”.
ლიტ.: ნოღაიდელი...

Ziri – 1. ფესვი, ჯიში, გენეალოგიური ჯგუფის საწყისი, ამოსავალი; 2. სიმინდის ნაგულაჲ.


ლიტ.: მგელაძე, 1960:110; ნოღაიდელი, 2017:155.

ZirTaჲ saxli - ზემო აჭარაში ახორიანი სახლის ქვედა სართული, სადაც ახორი, ბოსელი იყო
გამართული. საინტერესოა აჭარაში დამოწმებული ახორისა და სახლის პარალელური ტერმინები:
ძირთაჲ სახლი და ზედაჲ სახლი.
ლიტ.: ნოღაიდელი...

Ziris buxari - უშუალოდ მიწის ზედაპირზე დადგმული ბუხარი. იგი უმეტესად ერთსართუ-
ლიან სახლებს ახასიათებდა. ტერმინი მარეთის ხეობაში იყო დადასტურებული. საპირისპირო ვარი-
ანტს ზედშედგმული ბუხარი - საყრდენებიანი ბუხარი წარმოადგენდა. ჩვეულებრივ გარეთა ბუხარი
ორად იყოფოდა: 1. როცა ბუხარს საგანგებო ხის საყრდენები უკეთდებოდა და 2. როცა ბუხარი მიწას-
თან სიახლოვის გამო ხის საყრდენების გამართვას არ საჭიროებდა, ბუხრის გამართვა ქვით ამოშენებ-
ულ კედლებზე ხდებოდა. როგორც გარე, ისე შიგნითა ბუხრის სისტემა ერთგვარი იყო.
ლიტ.: ტუნაძე, 1996:95.

Zisawuravaჲ - რძის საწური. იხ.: საწური.

Zis qesmeCorba - პურის ცომიდან თხელ ფენებს დაამზადებდნენ, შემდეგ სამი თითის სიგანე-
ზე დაკეცავდნენ და მაკარონის მსგავსად დაჭრიდნენ, პურის ფქვილში აურევდნენ, ადუღებულ რძე-
ში ჩაყრიდნენ და შესქელებამდე ადუღებდნენ. როგორც კი მოშუშდებოდა, მარილს ჩაყრიდნენ და
ცეცხლიდან გადმოდგამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:100.

Zifafa - რძეს ცეცხლზე შემოდგამდნენ, მასში ნაწილ-ნაწილ პურის ფქვილს ჩაყრიდნენ და


უწყვეტად კოვზის რევით მოაშუშებდნენ - მოხარშავდნენ, შემდეგ მარილს ჩაყრიდნენ და ჩამოდგამ-
დნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:103.
692
Zifia - რძეში პურის ანდა სიმინდის ფქვილს გახსნიდნენ, რომელსაც შემდეგ მარილს ჩააყრიდ-
ნენ და აადუღებდნენ. შდრ. ძიფაფა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:102.

Ziqva - ქვის მონოლითი, რომელთაც მოსახლეობა სამხრეთ სა-


ქართველოში „ძიქვას” ეძახის და ზებუნებრივ ძალას ანიჭებს. მათ
ლიტერატურაში „ვეშაპებსა” და „ვეშაპოიდებს” უწოდებენ. აჭარაში
ძიქვის სახელით ცნობილ კულტურის ძეგლებს წარსულში ქართვე-
ლი და, საერთოდ, კავკასიის ხალხების უძველეს რელიგიურ ცნობი-
ერებაში, განსაკუთრებით კოსმოგონიურ აზროვნებაში, მნიშვნელო-
ვანი ადგილი ეკავა. ვეშაპებთან ასოცირებული მითოლოგემებისა
და მითოლოგიური ფრაგმენტების დიდი ნაწილი როგორც ხთო-
ნურ, ისე ასტრალურ ღვთაებებს განასახიერებდა და ნაყოფიერების
კულტთანაც იყო დაკავშირებული. იგი დროსა და სივრცეში ზოომ-
ორფული და ანტროფომორფული სახეებით იყო წარმოდგენილი.
ქვის ასეთი ერთ-ერთი მონოლითი აღმოჩენილია სოფელ ვერნების
საზაფხულო საძოვრებზე, წყაროსთან ახლოს. საძოვრები სოფლი-
დან 8 კმ-თაა დაშორებული. მიმდებარე ადგილებში შენიშნულია
ქვაკაცებიც. ვეშაპოიდის სიმაღლე 75 სმ-ია. იგი დაახლოებით 20-25
სმ-ით მიწაში იქნებოდა ჩაფლული. მასალად ბაზალტის ქვაა გამო-
ყენებული. ვიზუალური დათვალიერებით იქ, სადაც კულტურული
ძეგლი აღმოჩნდა, საირიგაციო სისტემა არ შეინიშნება. ვეშაპოიდი
ქვემოთ წამახვილებულია, რათა იოლად ჩაერჭოთ მიწაში, ხოლო
ქვემოდან სვეტის მსგავსად ზევით მიემართება. სვეტის თავზე მო-
თავსებულია ცხოველი, რომელსაც დიდი მრგვალი თავი აქვს, ფარ-
თოდ გახეული პირი, ორი ღრმა, ასევე, შესამჩნევად ფართო თვალი
და თვალებს უკან კიდევ ორი ჩაღრმავება, რომელიც გომბეშოს (ბა-
ყაყის) ყურებს უნდა წარმოადგენდეს. ყურები გვერდებზე მდებარე
ბორცვთანაა მოთავსებული. მონოლითი ორნამენტით არაა შემკუ-
ლი. იგი თითებით ჩაჭიდებულია ღერძზე. მხოლოდ ბრჭყალები
ხვლიკისას მიუგავს, სხვა დანარჩენი ხვლიკისაგან განსხვავებულ
კომპოზიციას ქმნის. კიდურის ოთხ სხივს შორის აპკი ბაყაყის (გომბეშოს) ფეხის იმიტაციას ქმნის. აპ-
კის გამოკვეთა ოსტატმა ალბათ ვერ შეძლო. მონოლითი პრიმიტიულადაა დამუშავებული. ვეშაპო-
იდი - ბაყაყი, სოფელ ვერნებში, სოფელ კალოთაში ბრინჯაოს ცული ძაღლის გამოსახულებით გველ-
თან კომპოზიციაში - ამ ორი სემანტიკურად დაკავშირებული ძეგლის ერთ არეალში აღმოჩენა მიუთ-
ითებს, რომ აჭარაში, კერძოდ, ხიხანის ხეობაში, ისე როგორც მომიჯნავე ხეობებსა და, საერთოდ, სა-
ქართველოს სხვა კუთხეებში, ვეშაპის კულტი შესაბამისი საკრალური ატრიბუტებითა და მითოლო-
გიური პერსონაჟებით ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული, შესაბამისად, სხვა ანალოგიურ
ძეგლებზე ყურადღებას იმსახურებს ვეშაპებზე გამოსახული ფრინველების, კერძოდ, ყარყატის, ყან-
ჩის და სხვა ფრინველების (არწივი, ფასკუნჯი...), ისე როგორც ცხოველების – ძაღლის (მგელის) შინა-
არსობრივი და ფუნქციური ასპექტები, რამაც შესაძლოა ისტორიულ განვითარებასთან შესაბამისობა-
693
სოფელ ხუცუბნის ხიდი, ქობულეთი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

694
ში ცალკეული ფრაგმენტის რეკონსტრუქციის საფუძველზე ერთიანი მითოლოგიური სურათის აღ-
დგენაში დაგვეხმაროს.
ლიტ.: მგელაძე, ტოტოჩავა, 2008:23-35; 2009:11-26.

Zmoba - ძმებისა და ბიძაშვილების ერთობა, ნათესაური ჯგუფის მთლიანობის გამომხატველი


ცნება.
ლიტ.: მგელაძე, 2004.

Zna - საქსელავი, ქსელის გასაწყობად განკუთვნილი ნართის კონა.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

Zroxis moganueba - ძროხის ხბოს დახმარებით გამოწველა.

ZuZus Tavze kbilis dadgma - შვილობილად გახდომა, დანათესავება.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:411.

ZuZufara - ჩვეულებითი სამართლის ნორმა, საქორწინო ცერემონიალის პერიოდში პატარძლი-


სათვის ძუძუს წოვების სანაცვლოდ სიძის მიერ სიდედრზე ფულის მიცემა. იხ.: სანძუძური.
ლიტ.: მგელაძე, 1996:230 ; ზოიძე, 1996:67.

ZuZus fuli - ძუძუფარა.

ZRveni - საჩუქარი.

ZRrabli - ზღარბი.

695
wablaჲ - თხელკანიანი თეთრი კვახი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

waTxi - ყველის შესანახი სითხე. შემადგენლობა: ადუღებული და გაცივებული წყალი და მარი-


ლი, ხუთ ლიტრა წყალზე ერთი კილოგრამი მარილი. მაგარი წათხის ხარისხის დასადგენად წათხში
კვერცხის ჩაგდება იცოდნენ. თუ კვერცხი ამოტივტივდებოდა, მაშინ წათხი კარგი იყო, მარილი არ აკ-
ლდა, ხოლო თუ კვერცხი ჩაიძირებოდა, მაშინ წათხს მარილი აკლდა. ყველი აუცილებლად წათხში
ინახებოდა. წათხის გარეშე ყველი დამწიფდებოდა. იხ.: მწიფე ყველი.

wakati – 1. წერაქვის მსგავსი სამუშაო იარაღი, მიწის დასამუშავებელი სამეურნეო იარაღი. მას
ერთ მხარეს წვეტიანი სამუშაო პირი, მეორე მხარეს ბრტყელი, შუაზე კი - სატარე ხვრელი ჰქონდა,
რომელზეც ხის ტარი მჭიდროდ იყო მორგებული. გამოიყენებოდა ქვიანი და მაგარი, ყამირი მიწების
დასამუშავებლად. მეორენაირად მას „კირკასაც” უწოდებდნენ. სულხან-საბა ორბელიანის მიხედ-
ვბით „წალკატი ორწვეროსანი წერაქვია”; 2. წაკატი (წაკატაჲ) გადატანითი მნიშვნელობით ადამიანის
ხასიათის დასახასიათებლადაც იხმარებოდა, იგივე ძირი ჩანს მეტსახელებშიც, მაგალითად: „წაკა-
ტაჲ”, „ცხვირწაკატაჲ”. ტექსტში: „დიდი წაკატაჲ ვინმეა დურსინაჲს პაწაჲ რძალი, რას იტყვის, რა
მოხდება, არ ფიქრობს”; „წაკატაჲ ამ ცხვირიგულობაჲ დამარქვეს”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; ნიჟარაძე, 1971; მგელაძე, 2012.

wakataჲ - იხ.: წაკატი.

waldi - მრავალფუნქციური სამეურნეო-სამიწათმოქმე-


დო იარაღი, ძირითადად წვრილი ტოტებისა და ეკალ-ბარ-
დის საკაფავი. გვხვდებოდა სხვადასხვა ზომის. მას განსაკუთ-
რებული კონსტრუქციული აღნაგობა ჰქონდა, რაც ნიღრში -
მოკაუჭებულ დაბოლოებაში გამოიხატებოდა. წალდის ფუნ-
ქციური მრავალგვარობა ამით იყო განპირობებული. გამოიყ-
ენებოდა ფიჩხის, ეკალ-ბარდის, ხეხილის, ვენახის და სხვა
მსგავსი წვრილი ზომის ტყის საჭრელ-საკაფად, ასევე, ფართო
ხმარებაში იყო მემინდვრეობაში, მიწათმოქმედებასა და ხე-
ლოსნობაში. იგი ტყეში მიმავალი აჭარელი მამაკაცის მუდმი-
ვად თანმხლები იარაღიც იყო, როგორც მგზავრობაში დასაყ-
რდენი, ხელჯოხის შემცვლელი და თავდაცვის საშუალება.
ლიტ.: კახიძე, 1990:17.

696
walika - Polygonul Hydropiper L: წყლის მატიტელა, კანის დაავადების სამკურნალო მცენარე.
ცეცხლზე შემთბარ წალიკას ფოთლებს ხელში მოსრესდნენ, დაარბილებდნენ და ფეხის თითებში ჩა-
იფენდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:51.

wamaldidi - Aristolochia Iberica F. Et M: ძირმწარა, მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო


მცენარე, რომლის ფესურას გამხმარ მდგომარეობაში ინახავდნენ. იგი მუცლის ტკივილისა და თიაქ-
არის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. თაფლში შეზავებული სახით მისგან აბებსაც ამზადებდნენ. იგი
ძირმწარასებრთა (Aristolochiaceae) ჯგუფს განეკუთვნება. ფოთლები გრძელყუნწიანია, კიდემთლი-
ანი გულისებრია, რომელთა ძირში ცალკეული ყვავილებია. ძირმწარა ტყეში, ფერდობებსა და ღელე-
თა ნაპირებზე იზრდება. გაზაფხულზე ყვავილობს. აჭარაში ძირმწარა მუცლის ტკივილის წინააღ-
მდეგ იხმარებოდა და იგი „წამალდიდის” სახელით იყო ცნობილი. ძირმწარას ქობულეთის რაიონში
თიაქრის სამკურნალო საშუალებადაც იყენებდნენ. მისი საკმაოდ მსხვილი ფესურიდან აბებს აკეთ-
ებდნენ, უფრო ზუსტად, თაფლში შეზავებული სახით მისგან აბებსაც ამზადებდნენ. ფესურას
გამხმარ მდგომარეობაში ინახავდნენ. ძირმწარას ფესურას ჯერ წვრილ-წვრილად დაჭრიდნენ, ღუ-
მელში ახმობდნენ, შემდეგ თუჯის ქვიჯაში ფქვავდნენ, მარლაში გაცრიდნენ და მიღებულ ფქვილს
თაფლით ისე შეზელდნენ, რომ მაგრად მოზელილი მასა ადვილად გადასაყლაპავ აბებად თავისუფ-
ლად დაენაწილებინათ. აბებს თავდახურულ ჭურჭელში ინახავდნენ და თიაქრით ავადმყოფს ასეთ
ნაზავში აღებინებდნენ, ასევე, აბს, თითო ცალს ძირმწარას ფხვნილსა და თაფლში შეაზავებდნენ და
ძვლების ტკივილის დროს ხმარობდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:62.

wamalwrilis balaxi - Cyperus Babius Dsf: ხველების საწინააღმდეგო მრავალწლოვანი, ბა-


ლახოვანი სამკურნალო მცენარე. წამაწრილის აბაზანებით საყმაწვილოთი დაავადებულ ბავშვებს
მკურნალობდნენ, ხოლო დანაყილი ბალახის ფესვების წვენს ავადმყოფს დასალევად აძლევდნენ.
იგი ქობულეთის საკარმიდამოებში მოშენებული სახითაც იყო გავრცელებული.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:50.

wamdidreba - პურის ცომის გამდიდრება, აღუება.


ლიტ.: კობერიძე, 2011:32.

wamosruWva - სავსე თითისტარიდან დართული ძაფის წამოძრობა: „რთვას რომ დაამთავრებენ,


ძაფს ხერტლიდან წამოსრუჭავენ”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

wamoyulfva – ხერტლის წვერზე ყულფის, მარყუჟის გაკეთება: „ხერტლის წვერზე წამოყულ-


ფავ ძაფს”. მატყლის ფთილის დართვას ხერტალზე ნართის მიმაგრებით იწყებდნენ, რათა ხერტლის
ტრიალით მატყლის დართვა შესაძლებელი ყოფილიყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:155.

697
warba - სქელი წარბების მქონე ადამიანი. ხალხური მედიცინა იცნობდა წარბებთან დაკავშირე-
ბული დაავადებების დროს სამედიცინო ჩარევის სხვადასხვა ხერხებს, მაგალითად, წარბების ცვენის
მკურნალობის მიზნით წაბლის ნაჭუჭს დაწვავდნენ, დანახშირებულს წყალში გახსნიდნენ და წაის-
ვამდნენ. პროცედურა დაწოლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე. კომახიძე, 1998:168; კობერიძე, 2011:17, 19.

warbis gadaRebva - აბრეშუმის ჭიის მესამე ასაკში ყოფნა: „წარბის კანში ყაჭი გადიღებავს
წარბებს – შავი წარბები დააჩნდება’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:156.
warbis kani - აბრეშუმის ჭიის მესამე ასაკის დასასრული: „სამ ან ხუთ დღეში ყაჭი კიდევ მო-
იხდის კანს - წარბის კანს და, ბოლოს დიდ კანს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:156.

warebela - მწარე გემოს მქონე ბალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:17.

ware boqSua - მსხლის ადგილობრივი ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

warembala - მწარე გემოს მქონე ბალი. - იხ.: წარებელა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:19.

warnaqi - წითელი მიწა, რომლისგანაც მოწითალო, მოყავისფრო ფერის საღებავს ამზადებდნენ.


ხის დამუშავების პროცესში ხეზე სწორი ხაზის, ზოლის, იგივე, ლარის დასატანად გამოიყენებოდა.
ამისათვის აბრეშუმის ძაფს წარნაქში ასველებდნენ, დასახერხად ანდა გასათლელად გამზადებულ
ხეზე წარნაქიან სველ ძაფს გაჭიმავდნენ, ერთი მათგანი მშვილდის მოზიდვის მსგავსად ძაფს ხელით
მოზიდავდა და გაუშვებდა, ამ გზით ხეზე წარნაქის კვალი რჩებოდა. ასე მიიღებოდა სწორი ხაზი,
რომლის შესაბამისად მასალას გათლიდნენ ანდა დახერხავდნენ. ამ პროცესს მეორენაირად „ჩილფის
დარტყმასაც” უწოდებდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:156.

warnaqis yuTi - ხის ყუთი, რომელშიც ჩასხმული იყო წარნაქი. მასში ჩილფს ასველებდნენ.

698
wafeli - მეხრე. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით „მწაფელი ეტლთ(ა) მატარებელ(ნ)ი, ანუ
ჴართა უღლის გამო მაშინებელი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:50; ნოღაიდელი, 2017:156.

wafeloba - ხვნის დროს წინამძღვრობა.


ლიტ.: აჩუგბა, 1981:75.

waqe - მწარე, საკვებად უვარგისი, იტყოდნენ გაფუჭებულ კარაქზე თუ მარილი მიაკლდებოდა:


„ამწაქებული იაღი”, ე. ი. „ამწარებული კარაქი”.

waqi - შრატი. სულხან-საბა ორბელიანი: „წაქა განაწურთ წვენი მაწვნისა და მისთანათა, რაიც
გაიწურების”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:50.

waRma-ukuRma qsova - რიგში ერთმანეთის მიყოლებით ერთი თვლის წაღმა, მეორისა კი უკ-
უღმა ამოყვანა: „ორ გოჯას მოვქსოვთ წაღმა-უკუღმა ორ წინდის ჩხირზე”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:156.

waRma-ukuRma WuWnia - რეზინისებური ნაქსოვი: „ყელის მემრე ხელის დადებაზე წაღმა-უკ-


უღმა ჭუჭნიას გუუკეთებდით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:156.

wawali - 1. ერთი წლის ასაკში მყოფი თიკანი; 2. ნამატი, შესამატი.


ლიტ.: მგელაძე, 2012.

wberi - 1. ჩეჩვისას საჩეჩელში დარჩენილი უხარისხო მატყლი: „დაჩეჩვიხან საჩეჩელზე ნაგუ-


ლაჲ დარჩება, წბერი’’; 2. წბერი – ნამჯა. სულხან-საბა ორბელიანთან „მწბერი – ყანის ნაწველარი’’. რა-
ჭა-ლეჩხუმში წბერი ჭაჭის გამოსაწური მოწყობლობა, წნეხი იყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:156.

welaWrili yaWi - კარგი ხარისხის აბრეშუმის პარკი: „კაჲ პარკი მოგრძოა, წელაჭრილი
ყაჭია”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:156.

welkavi - წელკავი წელის დაავადება იყო. ხალხური მედიცინა წელის დაავადებებს სხვადას-
ხვა საშუალებებით მკურნალობდა: 1. სელის, კანაფისა და კიტრის თითო პეშვის ოდენობის თესლს
მოხარშავდნენ, მასში ერთ თავ ნიორსა და შვიდ ცალ ფუტკარს ჩანაყავდნენ, ნაზავს მტკივან წელზე
დაიდებდნენ. პროცედურა დაწოლის წინ დილამდე სრულდებოდა; 2. ოშოსას ბალახს ძმარში დანა-
ყავდნენ და წელზე დაიდებდნენ. პროცედურა დღეში ორჯერ, დილით და საღამოს სრულდებოდა.
წელკავიანზე შელოცვა - „აი თეძო და თეძოვო, სავარჯალისა თავოო,/ ღვთისმშობელს მოეხმარე, ხა-
ტო ფერცვალისა,/უჰუ მგელსა, მგელცემულსა,/გავჭრი ყურსა, გავიარ კუდსა”. შელოცვა სამჯერ
სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:172, 207.
699
welqveda kaba - დატეხილი კაბის ქვედატანის თარგი. აჭარელი ქალი გარდა ამ კუთხეში ფარ-
თოდ გავრცელებული კაბების ტიპებისა, წელსქვედა კაბასაც ატარებდა. თარგის მიხედვით წელსქვე-
და კაბა დატეხილი კაბის ქვედატანის ფორმის იყო. როგორც სხვა სამოსის შემთხვევაში, ფერთა გამა
ამ შემთხვევაშიც ნათელი და ხასხასა ელფერით გამოირჩეოდა. ძირითადი ფერები წითელი, ყვითე-
ლი, მწვანე იყო. პრაქტიკული თვალსაზრისით, წელსქვედა კაბა უფრო ხელსაყრელ სამოსს წარმოად-
გენდა. ქვედა კაბა ნაოჭიანი და წითელი ყანაოზის ქსოვილისაგან მზადდებოდა. იგი ექვსი სწორი
ნაჭრისგან შედგებოდა. ბოლომდე გახსნილ კალთას არშია შემოუყვებოდა. არშიის ქვემოთ კაბის ზე-
დაწელის მაგივრობას წელსქვედა კაბის კომპლექსი - იჩლუღი ასრულებდა. იჩლუღი კაბის ზემოდან
სახმარ სამოსს წარმოადგენდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:56.

welCawyvetili yaWi – დაბალი ხარისხის აბრეშუმის პარკი: „პარკია წელჩაწყვეტილი, დომ-


ფალაჲ, ნაჭყერტულაჲ.
ლიტ.: ნორაიდელი, 2017:156.

wengua - მსხლის ადგილობრივი ჯიში.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

weraqvi - ქვის დასამუშავებელი იარაღი. ერთი მხრიდან სათლელი, ხოლო მეორე მხრიდან ჩა-
ქუჩისებური ფორმის პირი აქვს.

wereTie - იხ.: ნადურა.

wvela - 1. თმის ღერი; 2. ცალწვერა მატყლის ძაფი: „თითო ბეწვი წველაა”; 3. პურის ღერი - თა-
ვამდე.
ლიტ.: კობერიძე, 2011:16; ნოღაიდელი, 2017:157.

wvera - 1. თევზის სახეობა; 2. თმის ღერი.


ლიტ.: სახოკია, 1985:138.
wveri - იხ.: წინდა.

wviro - საქონლის შარდი.


ლიტ.: სახოკია, 1985:144.

wvita - 1. სიმინდის ჯიში, რომელსაც მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა თავდა-


პირველ ჯიშად მიიჩნევდა. იგი „ზეგან ადგილებში” ითესებოდა; 2. წვრილი ფიჩხი.
ლიტ.: მენთეშაშვილი, 1937; მგელაძე, 1965; კახიძე, 1974:39; ლომთათიძე, 1996:79; კობერიძე, 2011:17.

wviti - 1. წვრილი, პატარა; 2. წვრილი ხილი, ბოსტნეული.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

700
wvniani yaurma - წვრილ ნაწილებად დაჭრილი და გარეცხილი ხორცის ნაჭრებს ერბოში მოხ-
რაკავდნენ. როცა წვენი შეშრობას დაიწყებდა, წყალს დაასხამდნენ და წამოადუღებდნენ, შემდეგ
მორსთან - წოწოქურთან ერთად მარილში დანაყილ ნიორსა და პილპილს ჩაუმატებდნენ და აადუღ-
ებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:138.

wiberi - პურის წვალო, ჩალა.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; კახიძე, 1974:37.

wiTela batonebi - წითელა ბატონების შეყრისას ბავშვს ტანზე და სახეზე წითლად გამოაფ-
ენდა. წითელა, როგორც საყმაწვილო ინფექციური დაავადება, სამი დღის განმავლობაში „მატულობ-
და”, ხოლო მომდევნო სამ დღეში - „კლებულობდა”. ეს ავადმყოფობა წითელ ფერს ეგუებოდა. ამიტ-
ომ ოთახს, სადაც წითელათი დაავადებული ბავშვი იწვა, ახლობლები წითელი ნაჭრებით რთავდნენ,
ავადმყოფსაც წითლებს აცმევდნენ. ბავშვს საწოლში ჭრელ ქსოვილებს, ტანსაცმელს - ე. წ. „ურბას” აც-
მევდნენ. ტრადიციული რწმენით, წითელა ბატონს წითელი ფერი სიამოვნებდა, წითელ ფერთა გარე-
მოში ხარობდა. იგი წითელ ნაჭრებს ეთამაშებოდა და ამით ერთობოდა. ავადმყოფობის პერიოდში
ბავშვისათვის ყველა თხოვნა უნდა აგესრულებინა და მის გაღიზიანებას უნდა მორიდებოდი. საწინა-
აღმდეგო შემთხვევაში, შესაძლოა, უნებურად წითელა ბატონის განრისხება გამოგეწვია. იქ, სადაც
ბავშვი იწვა ცეცხლის დანთებას ერიდებოდნენ. გარდა ამისა, ოთახში არათუ საჭმლის ხარშვა, წყლის
დუღილიც კი იკრძალებოდა. კარგი მოვლით წითელა სამ-ოთხ დღეში ცხრებოდა. ანალოგიურ სუ-
რათს საქართველოს სხვა კუთხეებშიც ვაწყდებით.
ლიტ.: სახოკია, 1956:23, 27-29; მგელაძე, 2001; ბენაშვილი, 1885:40; ბარდაველიძე, 1941; 1953:39; მაკალათია,
1938:111; ნადარაია, 1980:199-2000.

wiTeli alTuna - სიმინდის ჯიში. სიტყვათა კონტექსტში ალთუნა „ოქროსფერის” მნიშვნე-


ლობით გამოიყენებოდა.
ლიტ.: კახიძე, 1974:39.

wiTelvaSli - ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

wiTeli Romi - საადრეო ჯიშის ღომი.


ლიტ.: კახიძე, 1974:38.

wina ezo - იხ.: მისავალი ეზო.

winaჲ kacebi - ხალხური, თვითმართველობითი ორგანოს წევრები, რომლებიც ადათის სა-


ფუძველზე თემის საჭირბოროტო საკითხებს აწესრიგებდნენ, წყვეტდნენ სადავო საკითხებსაც. სის-
ხლითნათესაურ - გენეალოგიურ ჯგუფში, კერძოდ, ნოგროს ტიპის ნათესაობაში ჰყავდათ ასაკით
უფროსი, გამორჩეული და ავტორიტეტული პირები. სადავო საკითხების გარჩევისას ისინი მატერი-
ალურ სარგებელს არ იღებდნენ, მაგრამ თვალყურს ადევნებდნენ და თავად იყვნენ დაინტერესე-
701
ბულნი ნოგროს წევრთა ყოველდღიური ცხოვრებით. ისინი ნოგროს დამცველებად გამოდიოდნენ
და ცდილობდნენ უცხო საგვარეულოს წარმომადგენლის მიერ სისხლისმიერი ნათესავის უმიზეზოდ
დაჩაგვრა არ მომხდარიყო. ასეთი პირები - წინაჲ პირები (წინაჲ კაცები), იგივე, წინამძღვრები თემის
სხვა საგვარეულოთა თავკაცებთან ერთად შემრიგებლის როლშიც გამოდიოდნენ. ნოგროთა შორის
მტრობის ჩამოვარდნისას, აჭარის ზოგიერთ ხეობაში მომრიგებლად „საქმის კაცებს” ირჩევდნენ. ეს-
ენი, მოსისხლე ნოგროებიდან - „ორივე კედაროს თავიკაცები“ იქნებოდნენ. სისხლის აღების გამოს-
ყიდვა-კომპოზიციას საკმაოდ ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა მიღებული. მოსისხლეთა შესარიგებ-
ლად გვარის ანდა სოფლის რამდენიმე უხუცესს, სამ-ხუთ კაცს გამოყოფდნენ, რომელთა შორის ყვე-
ლაზე გავლენიან პირს შერიგების პროცესში წამოჭრილი ყველა საქმის მოგვარება ეკისრებოდა. თუ
საქმე მოსისხლეთა შერიგებას ეხებოდა, მკვლელს ყელზე ბაწარს შემოაბამდნენ და მოკლულის
საცხოვრებელს სამჯერ შემოატარებდნენ. ყელზე თოკწაბმული მკვლელის მოკლულის საცხოვრე-
ბელზე სამჯერ შემოტარება გარდაცვლილის სახელზე მსხვერპლად შეწირვის ინსცენირებას წარმო-
ადგენდა. ამ დროს იცოდნენ თქმა: „დამნაშავე ყურბნათ შემოგარეს ოჯახსო”. გავლენიან უხუცესს კი-
სერში თოკწაბმული მკვლელი მოკლულის ოჯახში მიჰყავდა, რომელიც მოძმეთა წინაშე თავდახრი-
ლი მუხლზე ეცემოდა. მას მოკლულის ჭირისუფალი ფეხს წამოჰკრავდა და ამით პირად ღირსებას
ულახავდა. მეორე ანალოგიური ვარიანტით, შერიგების მიზნით მკვლელს კისერზე ბაწარს შემოაბამ-
დნენ და მოკლულის საფლავზე სამჯერ შემოატარებდნენ. თუ მოსისხლე არ იყო თანახმა შერიგება-
ზე, ამ დროს, შემრიგებელნი მკვლელს ანდა მის ახლობელს - მამას, ძმას კისერში ბაწარს თვითონ შე-
აბამდნენ და დაზარალებულის ძმა-ბიძაშვილებთან თუ მამა-ბიძებთან შეთანხმების გარეშე მოკლუ-
ლის სახლში მიიყვანდნენ.

ლიტ.: დოლიძე, 1953:94; ხარაძე, 1947:164-169; ჩართოლანი, 1961:134,139,143-144;


შამილაძე, 1961:83-84; ბოჭორიშვილი, 1976:152; მგელაძე, 1984:47-61.

winaჲ pirebi - იხ.: წინაჲ კაცები.

wina kacze daZaxeba - იხ.: ბერების მოყრა.

winamZRvari - იხ.: წინაჲ კაცები.

winda - მატყლის ძაფისაგან ნაქსოვი ფეხსაცმელი. წინდისათვის ორი ხარისხის მატყლს იყენებ-
დნენ. საუკეთესო ხარისხის წინდებს გრძელი და ნაზი მატყლისაგან ქსოვდნენ, ხოლო ყოველდღი-
ურად სახმარი წინდების დასამზადებლად დაბალი ხარისხის მატყლს ხმარობდნენ. წინდაზე მიმაგ-
რებული იყო მსხვილად შეგრეხილი აბრეშუმის ძაფი. მას წინდაზე გარედან შემოიხვევდნენ და ამ
გზით იგი ფეხზე მყარად მაგრდებოდა. წინდის ნაწილები იყო: წვერი, ტერფი, ქუსლი, ყელი და წინ-
დის ყელი. წინდებს სეზონის მიხედვით განასხვავებდნენ. საზაფხულო წინდა სუფთა ნართისაგან
იქსოვებოდა, საზამთრო - უხეშისაგან. ორნამენტის მიხედვით იყო სადა წინდა და ჭრელი წინდა. ორ-
ნამენტის მიხედვით წინდის სახეები იყო: ბურმალი, წკენტია, ხალისახე, სამთითა, ორთითა. სახელე-
ბი შერქმეული იყო ორნამენტის სახის მიხედვით.
ლიტ.: სამსონია, 2005:125-126.

702
windis yeli - წინდის შესაკრავი ღაზლის ძაფი. ერთი ბოლოთი იგი წინდაზე იყო მიმაგრებუ-
ლი. ჩაცმისას წინდის ყელს ფეხზე შემოიხვევდნენ და ამ გზით ფეხზე იმაგრდებდნენ.

windis Cxiri - წინდის საქსოვი ფოლადის წვრილი მავთუ-


ლი. წინდის ქსოვას ორი ჩხირით იწყებდნენ და შემდგომ თითო
ჩხირს დაუმატებდნენ. სულ ხუთი ჩხირი იყო საჭირო, მათგან
ოთხზე ყოველთვის წინდის თვლები იყო ასხმული, მეხუთედით
ქსოვდნენ. წინდის ჩხირის სიგრძე დაახლოებით ერთ მტკაველს
აღწევდა

winsafari - იხ. ფეშტემალი

winwkali - ნაპერწკალი.

703
winwkapura - ხის წვერი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

winwkli uTo - უთოს სახე, რომელსაც ნაკვერცხლებით ახურებ-


დნენ. იგი ფოლადისაგან მზადდებოდა. წინწკლი უთო სხვადასხვა ფორ-
მისა იყო, თუმცა ყველა მათგანს ფსკერთან ნახვრეტები ჰქონდა, საიდან-
აც შიგნით ჩაყრილი ნაკვერცხალი ჰაერს ღებულობდა, მოძრაობის დროს
ღვივდებოდა და სიმხურვალეს ინარჩუნებდა.

winwkilaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

win-win - ძველისძველად.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

wi plika - ვაშლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

wiriTavi - მკლავის ფორმის მოხრილი ხე. კანაფის ტილოს „დატყეპვის”, მოთელვისათვის გა-
მოიყენებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:35.

wirisTavi - ჩამურის საცეხველი, მოღუნული ხის-


გან გამოთლილი, რომლის სამუშაო მხარეს მრგვალი რკი-
ნა იყო წამოცმული. იგი ჩამურში მარცვლეულს ეცემოდა
და ფშვნიდა - ცეხვავდა.

wisqvili - მარცვლეულის საფქვავი შენობა, რომელშიც საფქვავი ქვები იყო გამართული. წის-
ქვილისათვის ორი ქვა იყო დამახასიათებელი, მათგან ქვედა ქვა უძრავი იყო, ხოლო ზედა ქვა ღერძის
მეშვეობით, ყოველთვის, მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობდა, ქვედა ქვაზე ბრუნავდა. ღერძის ძირში
ჰორიზონტალური ბორბალი იყო მიმაგრებული, რომელსაც წყლის ძალა ატრიალებდა. წისქვილებს
მდინარის პირას ისეთ ადგილებზე აგებდნენ, სადაც შესაძლებელი იყო წისქვილის წყლისათვის სა-
თანადო სიმაღლის შექმნა, რათა წყალს სათანადო დარტყმის ძალა მისცემოდა. ამისათვის მდინარის
ერთი ადგილიდან, სადაც მოსახერხებელი იქნებოდა „სათავის” მოწყობა, არხით წყალს გვერდზე გა-
იყვანდნენ. თუ არხის გაყვანა მოუხერხებელი იყო, მაშინ საგანგებოდ ხის გრძელი მორიდან „ღარას”
ამზადებდნენ და მისი მეშვეობით წყალი საჭირო სიმაღლემდე გაჰყავდათ. ღარას ქვემოდან ხისავე
საყრდენი უკეთდებოდა. ღარიდან წყალი „ღურნეში” ჩაედინებოდა. მასზე მიმაგრებული იყო მუშ-
ტუკი, რომელიც ღურნეს დიამეტრს ავიწროებდა და წყალს ბორბლის ფრთებისაკენ მიმართულებას
აძლევდა. ღერძი, რომელიც ბორბალზე იყო დამაგრებული, ვერტიკალურად იდგა და „არქის” მეშვე-
ობით წისქვილის ზედა ქვას ატრიალებდა. წისქვილის ინტერიერში შემდეგი ნაწილები იყო გამარ-
თული: ალა, სარეკელაჲ, ხვიმირი და ჯამი.

704
705
wisqvilis qva - კაჟნარევი, მაგარი ჯიშის ქვა, რომლიდანაც წისქვილის ქვებს თლიდნენ. ხალ-
ხური გადმოცემით აჭარაში სახელგანთქმული იყო მურღულის წისქვილის ქვა, რომელიც სიმაგრი-
თა და ხარისხით გამოირჩეოდა. მათ ზომის მიხედვით განასხვავებდნენ, ვთქვათ, დიდი ქვა და პატა-
რა ქვა. მას წყლის ძალის მიხედვითაც არჩევდნენ. თუ წისქვილის ღელის წყალი მცირე იყო, მაშინ
ქვასაც პატარას გათლიდნენ და, პირიქით. წისქვილის ქვები ორი იყო - ქვედა და ზედა. ორივე მათ-
განს შუაზე, დაახლოებით რვა-ათი სანტიმეტრის დიამეტრის ნახვრეტი უკეთდებოდა. ქვედა ქვის
ნახვრეტი ორივე მხრიდან თანაბარი, ზედა ქვის ნახვრეტი კი - ოდნავ ფართო იყო, საიდანაც მარცვა-
ლი ვარდებოდა. ზედა ქვას ქვემოდან შუაზე „არქის” ადგილი ჰქონდა გამოჭრილი.

wisqvilis Tvali - წისქვილის ზედა ქვის ნახვრეტი, სადაც სიმინდის ანდა სხვა სახის მარ-
ცვალი ვარდებოდა.

wiqara - წითელი ფერის მქონე ხარი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:19.

wiwilis gamokereba - რეცხვაში დავიწროვებული ტანისამოსის სიგანის მისაცემად სხვა


ქსოვლის ჩაკერება.
ლიტ.: კობერიძე, 2011:16.

wkentia - წინდის ორნამენტი.

706
wkvertaჲ - აჭარულ ნაქარგობაში ტოლგვერდა
სამკუთხედის ფორმის მქონე ორნამენტი. განასხვა-
ვებდნენ მის ორ სახეს: წკვერტაჲ ჭიბოშანაჲ და წკვერ-
ტაჲ ნუსხურაჲ. ბოლო ვარიანტი, თავის მხრივ, ორი
ფორმით იყო წარმოდგენილი, ერთიცა და მეორეც
ტოლგვერდა სამკუთხედების სახით იყო წარმოდგე-
ნილი, ოღონდ მეორეს შიდა სივრცე ერთი რომელიმე
ფერდის პარალელური ხაზებით იყო შევსებული.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

wkvertaჲ nusxuraჲ - იხ.: წკვერტაჲ.

wkvertaჲ WiboSanaჲ - იხ.: წკვერტაჲ.

wkneli - წნელი, თხილის, შინდის, წყავის სწორი და წვრილი


რტო, რომელიც თხილამურის დასაქსელადაც გამოიყენებოდა.

wkneli Robe - ხის ტოტებით მოქსოვილი ღობე.

wreobana - თამაში.
ლიტ.: ნოღაიდელი...

wuTxe - ზედმეტად ტკბილი ანდა მარიალიანი. სულხან-საბა ორბელიანი: „წუთხე – მეტად


მლაშე”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; კობერიძე, 2011:47.

wmaqe - მწაქე, მჟავე, იგივე ძირია, რაც „მწახე’ში” გვაქვს. სულხან-საბა ორბელიანი: „მჭახე ღვინო
მოხმარებული”.
ლიტ.: კობერიძე, 2011:50.
707
wminda Sali - მაღალი ხარისხის შალის ქსოვილი. შალის ქსოვილის ხარისხი დამოკიდებუ-
ლი იყო როგორც ნართზე, ისე სავარცხლის კბილების სიხშირეზე. წმინდა შალი წმინდა კბილებიანი
სავარცხლით იქსოვებოდა.
ლიტ.: სამსონია, 2005.

wmindani - 1. საბავშვო დაავადება, რომელიც ბავშვის სისუსტეს იწვევდა, ბავშვი ფეხზე ვერ
შედგებოდა. ბავშვს ბალახეულობის აბაზანებით მკურნალობდნენ; 2. წმინდანი ხალხური რელიგი-
ური აზროვნების სისტემაში დემონური ენერგიის გამომხატველი ღვთაება ჩანს. მას შესძლებია ძრო-
ხის „ახალმელოგინეობაში დაკავება”. მკითხავი გამოიცნობდა, რომ ძროხის დაავადება წმინდანის ნა-
მოქმედარი იყო, რის შემდეგაც ახორის - ბოსელისა და ძროხის „გამოკურთხვა” უნდა მომხდარიყო.
არსებობდა ტერმინით „გოჯაწმინდანი”. აღნიშნული საყმაწვილო დაავადებაც, „ბატონების” დაავა-
დებათა ციკლში იყო გაერთიანებული.
ლიტ.: მგელაძე, 2000.

wnuli burxlaჲ - ორნამენტის სახე ნაქარგობაში.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:152.

wo - ფოთლოვანი ჭარხლისაგან (Beta Cicla) მომზადებული, ოდნავ წვნიანი კერძი. წოს მოსამზა-
დებლად ჭარხლის ფოთლებს მოხარშავდნენ, გაწურავდნენ და წვრილად დაჭრიდნენ. ტყემლის, ქინ-
ძისა და ნივრის ნარევს ჭარხალში შეურევდნენ. მარილს გემოვნებით აძლევდნენ, საჭიროების მი-
ხედვით წყალსაც უმატებდნენ.

wowi - მძიმე საგნების ასაწევი, გადასაადგილებელი ანდა გასაჩოჩებელი მექანიკური კონსტრუქ-


ცია, გრძელი ჭოკი, იგივე იყო, რაც ოწინარი. მას ხშირად ხე-ტყის მასალის დამზადებისას, ბინის ქვე-
ბის გადაადგილების და მსგავსი მძიმე საგნების მოსახმარად იყენებდნენ. სხვანაირად წოწს „ქუსკსაც”
ეძახდნენ.

wowinari - იხ.: წოწი.

wowoqa - იხ.: წო.


ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:145.

wurvili - წვნიანი კერძი, რომელიც მცენარე მეკენძალადან (აჯორიკა: Aruncus Vulgaris Raf)
მზადდებოდა. საჭმელად ვარგისი აპრილის ბოლოდან მაისის პერიოდში დაკრეფილი მეკენძალა
იყო. მას გარეცხავდნენ და მოხარშავდნენ, შემდგომ წვრილად დაჭრიდნენ და ცივ წყალში გააჩერებ-
დნენ. ამით მას დამახასიათებელი მწკლარტე გემო გასდიოდა. წყალს გადაუწურავდნენ და მარილი-
ან კარაქში - იაღში მოთუშავდნენ. ძირითადად გავრცელებული იყო შუახევის რაიონის სოფლებში -
ქიძინიძეებსა და ჯაბნიძეებში.

wuruqi - კაიმაღიდან კარაქის მორევის შემდეგ დარჩენილი სითხე.

708
wuRa - ტყავის ფეხსაცმელი. ადგილობრივი მოსახლეობა მას დაკვეთით აკერვინებდა. XIX-XX
საუკუნეების მიჯნაზე ადგილობრივ ხელოსნებთან ერთად წუღებს ბერძნები და არზრუმიდან გად-
მოსახლებული სომხებიც კერავდნენ. იგი უმთავრესად ქალაქსა და დაბებში იყო გავრცელებული.
გავრცელებული იყო საკაცო და საქალებო წუღები. წუღას წინა ყურები და თასმები ახასიათებდა. წუ-
ღის საძირედ ხარის, ძროხის, კამეჩისა და ცხენის ტყავს იყენებდნენ, ხოლო საპირედ - ცხვრის, თხის
ანდა ხბოს ტყავი იხმარებოდა. შეკერვამდე ტყავს „თრიმლის” შავი ფერის საღებავში ღებავდნენ.
ლიტ.: სამსონია, 2005:131; ნანობაშვილი, 1973.

წუღების სახელოსნო
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოფონდი)

wyalbala - თეთრი ბალი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:19.

wyavi - Prúnus Laurocérasus: მარადმწვანე ხე ანდა ბუჩქი. ნაყოფი საკვებად გამოიყენება.

wyalkvercxai - მას ზოგჯერ „ღორჯომულ წყალკვერცხს” უწოდებდნენ. ათქვლეფილ კვერ-


ცხში სიმინდს ფქვილს გახსნიდნენ და ადუღებდნენ. ჭურჭელში ნახევარ ტაფა წყალს ჩაასხამდნენ და
მოშუშებამდე კვლავ ადუღებდნენ, შემდეგ თეფშებზე დაასხამდნენ და ზემოდან დამწვარ ერბოს მო-
ასხამდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:106.

709
wyaro - სასმელი წყალი, წყლის დასალევი ადგილი, წყაროს წყლისათის აგებული ნაგებობა. აჭ-
არის სოფლისათვის დამახასიათებელი მცირე ფორმის არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც წყა-
როს წყლისათვის იყო მოწყობილი. იგი წყლის დასალევი, დასასვენებელი და საჩრდილობელი ნაგე-
ბობა იყო. გვხვდებოდა, როგორც ქვის, ისე ხის კონსტრუქციის ნაგებობები. წყაროს შენობა გზებსა და
გზაჯვარედინებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე იგებოდა. სასმელი წყლები ალპური
ზონის საძოვრებზეც იყო მოწყობილი, სადაც ხშირ შემთხვევაში ორნაწილიანი აოზანი (ავაზანი) იყო
დადგმული. მისი ერთი ნაწილი ადამიანის, ხოლო მეორე პირუტყვის სასმელად იყო გამიზნული.
მცირე წარმადობის მქონე წყაროს წყლებზე დახურული აოზანის ჩადგმა იცოდნენ, რომელსაც ძირში
ნახვრეტი ჰქონდა. იგი მრგვალი „ჩივით” იყო დაცული. აოზანში წყალი გროვდებოდა. დალევის ან-
და ჭურჭლის ავსების მიზნით ჩივს გამოაძრობდნენ და წყალს ისე ღებულობდნენ. სოფლის მოედ-
ნებზე ხშირად წყაროს წყალი ქვისა თუ თიხის მილებით გამოჰყავდათ და სპეციალურ ქვის კონ-
სტრუქციასაც აგებდნენ. წყაროს ნაგებობები სხვადსხვა სტილისა და ფორმისა იყო, მაგრამ ქართული
ქვითხუროობის წესებს ემორჩილებოდა. კარგად მოწყობილი წყარო სოფელს და მის მაცხოვრებლებს
გარკვეულ ავტორიტეტსაც მატებდა. ასეთი ნაგებობები და მისი შემოგარენი ყოველთვის სუფთად
და მოვლილად გამოიყურებოდა. წყაროს ჰიგიენურობა ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო. აჭ-
არაში წესად იყო მგზავრის მიერ წყაროს წყლის დალევის შემდეგ დალოცვა. დასტურდება შემდეგი
დალოცვა: „ღმერთმა წყაროს წყალივით (ანდა ამ წყალივით) წინ წამოგიყვანა”-ო. წყარო-ნაგებობებს
მეორენაირად „შედრევნებსაც” უწოდებდნენ.

710
წყარო, ხულოს რაიონი, 1925 წელი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

711
712
ბასილეთის წყარო
(მაჭახლის ხეობა, სოფელი ჩიქუნეთი. ჯემალ მიქელაძის ფოტო)

აჭარელი ქალი წყაროზე


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი, 1937 წელი)

713
wyaropiri - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.
ლიტ.: სახოკია, 1985:222.

wyvedobilaჲ - შეჯიბრი და თამაში. მოთამაშენი ორ თანაბარ ჯგუფად გაიყოფოდნენ. მათ შო-


რის მანძილი 20-30 მეტრი უნდა ყოფილიყო. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ხელს მაგრად ჩასჭიდებ-
დნენ. ერთ-ერთი ჯგუფიდან მოთამაშე მოწინააღმდეგე ჯგუფისკენ გაიქცეოდა, სადაც სუსტ ადგილს
შეამჩნევდა, მთელი ძალით ეძგერებოდა. თუ გაწყვეტდა, იმ ადგილიდან ერთ-ერთს თავის ჯგუფში
წაიყვანდა, თუ არა, მოწინააღმდეგე ჯგუფს თვითონ შეუერთდებოდა. ასე გრძელდებოდა, სანამ
ერთ-ერთ მხარეს ერთი მოთამაშე არ დარჩებოდა. იხ.: გაგლეჯილა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:421.

wyilis gadalocva - ოჯახში რწყილის მოსპობის სურვილით დიასახლისი რამდენიმე


რწყილს დაიჭერდა, ქილაში ჩაყრიდა, თავს დაუცობდა და სხვის ეზოში გადააგდებდა, თან მიაყოლ-
ებდა: „მარტი, მარტი, მარტმეტი,/ყველაყაი თვის-მეტი,/ჩემსას წყილი არცერთი,/სხვისას - ნიჩბით
სახვეტი”. „რწყილის გადალოცვა”, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე, 20 მარტს იცოდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:421.

wyvilkavai - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

wyilis dayverva - გაზაფხულზე მომრავლებულ რწყილს „დაყვერავდნენ”: ბავშვი ეზოში გა-


ვიდოდა და ოჯახის უფროს დიასახლისს დაუძახებდა - „შავი შინაა? - არც შინაა, არც გარ არის, გენი-
ას ნიჩბით სახვეტი” - უპასუხებდა დიასახლისი. ასე სამჯერ გაიმეორებდნენ, სწამდათ, რომ რწყილი
ოჯახში ფეხს ვერ მოიკიდებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:421.

wylis moWra - წყლის მოწყვეტა, რუში მიშვებული წყლის გადაგდება, სხვა მიმართულებით
გადაშვება.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

wylis micema - სამჭედლო პროცესი, რომელიც ფოლადის წყალში წრთობას, გახურებული ნა-
წარმის წყალში გაგრილებას გულისხმობდა. ამ პროცესზე - „კარგ წრთობაზე” ნაწარმის ხარისხი და
გამძლეობა იყო დამოკიდებული.
ლიტ.: კახიძე, 1973:22.

wylis dezgari - ღელის წყლებზე საგანგებოდ მოწყობილი ჩარხები, სამხვეწლო ჩარხი, რო-
მელიც მოძრაობაში წყლის გამოყენებით მოდიოდა.
ლიტ.: კახიძე, 1973:32.

wylis kaci - იხ.: ზღვის დედაბერი.


714
wylis qali - დემონური ძალის მქონე მითოლოგიური პერსონაჟი. მასთან დაკავშირებით აჭ-
არულ ფოლკლორში არაერთი საინტერესო გადმოცემაა შემონახული, მაგალითად: „სასიმინდეში
დანავალა წყლის ქალი, თმიანი, რომელიც ოჯახის მამაკაცთან ცხოვრობდა. გაუგია ცოლს, მაგრამ
წყლის ქალს კაცის ცოლი გაუფრთხილებია: „არ გამცე ხალხში შენ ქმართან რომ დავდივარ თორემ გა-
გაგიჟებ და ქმარსაც მოგიკლავო”. ქალმა მაინც გაამხილა და წყლის ქალმაც დანაპირები აუსრულა.
მარეთის ხეობაში (შუახევის რაიონი) ე. წ. „ჩუტა ღელეზე” ნარინჯისფერიანი ქალი უნახავთ, თმებს
ივარცხნიდა. ამავე ხეობაში მამაკაცი შუახევიდან სახლში მიემგზავრებოდა - „მომწრის ხიდთან ვი-
ღაცამ დაუძახა: „ეი ქოჩორავ, სად მიდიხარო”, გაიხედა და დაინახა თმიანი ქალი. მას გაგონილი
ჰქონდა, რომ ვინც ასეთ ქალს დაელაპარაკებოდა, გაგიჟდებოდა. ამიტომ გონება მოუკრეფია და ხმა
არ გაუცია. წყლის ქალი მოჩვენება იყო, ლამაზი გარეგნობის, კარგად ჩაცმული, გრძელ და შავ თმებს
ატარებდა, მაგრამ თუ დააკვირდებოდი შეგეძლო შეგენიშნა, რომ მას ზოგჯერ ფეხი შებრუნებული -
„ქუსლები წინ და თითები უკან ჰქონდა”. ასეთ დროს უნდა გელოცა, რომ მოჩვენება გამქრალიყო.
ლიტ.: მგელაძე, 2000.

wylis xari - აჭარის მთიანეთში ფართოდაა გავრცელებული თქმულება წყლის ხარის შესა-
ხებ. აჭარაში ცნობილია ლეგენდა ჭინჭაოს ტბაში მცხოვრები ხარის შესახებ. ჭინჭაოს ტბა ჭვანის ხე-
ობის სათავეებთან, აჭარის ალპურ საძოვრებზე მდებარეობს. თქმულების თანახმად, ამ ტბაში ხარი
ბინადრობდა, რომელიც ნაპირზე იშვიათად გამოდიოდა და მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე წვებო-
და. ამ ადგილზე დაწოლილ საქონელს სიჯანსაღე ემატებოდა. უშვილო ქალები ამ ტბაზე სპეციალ-
ურად ბანაობდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მას გამანაყოფიერებელი თვისებები გააჩნდა. წყლის
სტიქიასთან ხარის კულტის კავშირის თვალსაზრისით საინტერესოა ლეგენდა არსიანის მთის მიდა-
მოებში არსებული ტბის, ბუღა-გოლის შესახებაც. „ბუღა-გოლი” ხარის ტბას ნიშნავს. ლეგენდის თა-
ნახმად, ტბაში ბუღა ცხოვრობდა, რომელიც ზაფხულობით ტბიდან ამოდიოდა და ძროხებს ამაკებ-
და. ხარი წითელი ფერისა ყოფილა. მას ჭიდილში მთელი სოფლის ხარები დაუმარცხებია. ერთ კაცს
ხერხი უხმარია: თავისი ხარისათვის რქებზე რკინის ბუნიკები წამოუცვამს და ტბის ხარისათვის ისე
დაუჭედებია. რქებმოჭედილ ხარს ბუღა დაუჭრია. დაჭრილი პირუტყვი ტბაში ჩაბრუნებულა. მის
სისხლს ტბა წითლად შეუღებავს, წყალი ნაპირებიდან გადმოსულა და მთელი სოფელი წაულეკავს,
გაუვერანებია. ამ ადგილს ვერნები ამიტომაც ეწოდა. მსგავსი ლეგენდა ტბის ხარის შესახებ სოფელ
გეგელიძეებშიცაა შემონახული. დიდი გვალვის დროს, სოფლის მახლობლად, „სათიბიას სერზე”,
ხარს რქით მიწა ამოუთხრია. ამ ადგილას დაბა გაჩენილა. მწყემს ბიჭს შეპირებისამებრ იქ თავისი საყ-
ვარელი ხარი მსხვერპლად შეუწირავს. ამის შემდეგ სოფლის მცხოვრებნი გვალვიანობის შიშით ყო-
ველ წელს ტბასთან ხარს მსხვერპლად სწირავდნენ. წყლის პირას ხარის შეწირვის ფაქტი აჭარის სხვა
სოფლებშიც დასტურდება. დიდი გვალვების დროს ჭვანის ხეობის მცხოვრებლები ცხვარს ანდა ხარს
„შეიდის ტბაზე” სწირავდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:212; თანდილავა, 1978; შამილაძე, 1964:133; დავითაძე, 1975:167-168.

wylis yvavili - დაავადება. წყლის ყვავილმა გამოყრა წითლად იცოდა. იგი სამ-სამ დღიანი
ციკლის ავადმყოფობა იყო.

wylis furengi - წყლის სადინარი მილი. ამისათვის თუღულას მიწა ანუ სააგურე მიწა გამო-
იყენებოდა, რომელსაც იგივე წესით ამუშავებდნენ, როგორც აგურის დამზადებისას. მოზელილ მი-
წას ტალახი ერქვა. მას სილადაყრილ გასაბრტყელებელ კალაპოტზე ანუ სწორ ფიცარნაგზე გააბ-
715
რტყელებნენ და გაასწორებდნენ. ამ დროს იცავდნენ ტალახის სისქეს, რათა მილი არც თხელი და არც
ძალიან სქელი არ გამოსულიყო. შემდგომ აიღებდნენ ფურენგის კალაპოტს. ეს იყო მრგვალი ხე, რომ-
ლის ერთი ბოლო მსხვილი და მეორე შედარებით ვიწრო იყო. გამზადებულ ტალახს ამ ხეზე - კალა-
პოტზე შემოახვევდნენ, ცალი ხელით კალაპოტს ატრიალებდნენ და მეორეთი ასწორებდნენ. გასწო-
რების დროს თუ საჭირო იყო ხელს წყალში ისველებდნენ, ეს გასწორებას აადვილებდა. სასურველი
ფორმის მიცემისა და კარგად გადაბმის, შეერთების შემდგომ ვიწრო მხარეს გოლი ანუ რგოლო უკეთ-
დებოდა. ერთი ფურენგი მეორეში ამ რგოლამდე შედიოდა. ამის შემდგომ მას აშრობდნენ და შემ-
დგომ ფურუნში გამოწვავდნენ. ერთი ფურენგი ნახევარი არშინი იყო. აჭარაში წყლის მილებს წვისგა-
ნაც თლიდნენ. ეს უფრო ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე იყო, თუმცა ასეთ მილს უფრო დიდი
გამძლეობა ჰქონდა.
ლიტ.: მასალები...1976:429.

716
Wadi - სიმინდის ფქვილის ნამცხვარი, მჭადი. ტრადიციულად მჭადს
თიხის ანდა ქვის კეცებში აცხობდნენ. ცხვებოდა კვერების ფორმით და
ჩვეულებრივადაც, ანუ კვერების გარეშე. ასეთ შემთხვევაში კეცში ჩაკ-
რულ მჭადის ცომს დაჭრიდნენ, ზემოდან ხელით ოთხად გაანაწილებ-
დნენ და ჯვარს დაასვამდნენ.

Wadikvera - მჭადის კვერი.

Wadiwvena - მჭადით მომზადებული წვნიანი კერძი. დამწვარ ერბოში თხლად დაჭრილ ხახვს
მოთუშავდნენ, შემდეგ წყალს დაასხამდნენ, მჭადს ჩაფშვნიდნენ, შესაძლოა, კვერცხიც ჩაეთქვიფათ
და წამოადუღებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:422; აბაშიძე, კომახიძე, 1998:142.

Wai - მჭადის სახეცვლილი, კნინობითი ფორმა.

Waiwvenaჲ - იხ.: ჭადი ჭაი.

Wala - სათიბი ადგილი. ჭალები დაყოფილი იყო სახლთან სიშორე სიახლოვის მიხედვით. გარე
ჭალები - შორს მდებარეობდა. აქ თივას ადგილზე ზვინავდნენ და შემდგომ, ზამთარში ნადის - ციგის
ნადის დახმარებით ეზიდებოდნენ საბძელში.
ლიტ.: აჭარული დიალექტის... 1976:23.

717
Walikoni - ძლიერი ქარი. სულხან-საბა ორბელიანით „ჭალიკონი ქარია ერთი სასტიკი”.
ლიტ.: კობერიძე, 2011:49.

Waliqva - სანაყი ქვა, ჩვეულებრივი რიყის ქვა, რომელსაც ვიწრო და გრძელი ფორმისას არჩევ-
დნენ. ასეთი ქვა ხელში ადვილად დასაჭერი და კერძის მომზადების დროს სანელებლების დასანა-
ყად მოსახერხებელი იყო. მეორენაირად მას „სანაყელასაც” უწოდებდნენ.

Walis gatexva - ჭალის მოხვნა და სახნავ-სათესად გამოყენება. მოუხნავ ჭალას როცა მოხნავ-
დნენ, „ჭალა გავტეხეთო” - იტყოდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი...

Waloba - ბალახის თიბვა, თიბვასთან დაკავშირებული სეზონი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:421; კობერიძე, 2011:25.

Wangi - ორივე ბოლოთი წაწვეტებული მოხრილი


რკინა, რომელიც ორი ხის ერთმანეთზე დასამაგრებ-
ლად გამოიყენებოდა.

WanWuri - ქლიავი.

Wapani - ნორჩი ცაცხვის ხის ქერქისაგან დაგრეხილი თოკი, რომელიც „როგოების”, ხის სკების
ხეებზე ასატანად გამოიყენებოდა. სხვანაირად მას „სკის თოკსაც” ეძახდნენ.
ლიტ.: დავითაძე,1973:35; 1974:44; კახიძე, 1974:54,66.

Wapani Toki - იგივეა, რაც ჭაპანი. ამ ფორმით სიტყვა გავრცელებული იყო ქედის რაიონში.
იხ.: ტაკვეცი.

Waprazi - უსწორმასწორო, ადგილ-ადგილ დაღუნული ფიცარი, ყავარი და სხვა მისთანანი.


ლიტ.: მასალები...1976:421.

Warika - ფართოყელიანი ჭურჭელი, წყლის ანდა ღვინისათვის.


ლიტ.: კობერიძე, 2011:18, 157.

Warxlis fxali - ფოთლოვანი ჭარხლით მომზადებული კერძი. საშუალოდ მოხარშულ ჭარ-


ხლის ფოთლებს გაწურავდნენ და ნიორნარევ მარილში ჩანაყილ ქინძს, პილპილსა და ნიგოზს შეურ-
ევდნენ. ცოტა ძმარსაც დაუმატებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:123.
718
Wafala - თევზის სახეობა. იგი ქედის ქვემოთ მდინარე აჭარისწყალში ბინადრობდა, წვრილი
თევზი იყო. მას სალიტერატურო ქართულსა და ქართულის დიალექტებში შესატყვისი არ ეძებნება.
ქობულეთურ მეტყველებაში სიტყვა „დაჭარფალება” გამოიყენებოდა, რაც ბევრი თევზის დაჭერას,
გაწყვეტას ნიშნავდა: „დააჭარფალა თევზი”, ე. ი. „თევზი ბევრი გაწყვიტაო”.
ლიტ.: სახიკოა, 1985:314; ნარაკიძე, 1986.

WaRebi - სელის ბორბლის ნაწილები, რომლებიც ერთი ბოლოთი ღერძში ჩამაგრებული, ხოლო
მეორე ბოლოთი ბორბლის გარე რკალზე უშუალოდ იყო დამაგრებული. ჭაღებისათვის უმთავრესად
მუხის ხეს იყენებდნენ. ჭაღი კარგად გამხმარი უნდა ყოფილიყო, რადგან ნედლი ხე გახმობისას მოიკ-
ლებდა და ბორბალი დაიშლებოდა.
ლიტ.: დავითაძე, 1972:79.

WaRi - წინდის ჩხირი: „წინდას ქსოვენ წინდის ჩხირებით, ჭაღებით”; 2. სა-


ჩეჩელზე დამაგრებული ფოლადის მახვილწვერიანი მავთულები - საჩეჩლის
კბილები: „საჩეჩელს აქვს ყდა და ჭაღები – კბილები’’; 3. ურმის ნაწილი,
ბრტყლად გათლილი, ხელნაში ჩასხმული და ზეწრით გადამბული სარი - მანა.
ლიტ.: სახოკია, 1985:204-205; ღლონტი, 1984; ნოღაიდელი, 2017:159.

WaWebi - თირკმლები.

WaWebis wamali - თირკმლების სამკურნალო ხალხური საშუალება: შავ ფხალს მოხარშავდნენ


და მის ნახარშს თითო ჩაის ჭიქის ოდენობით ავადმყოფს შეასმევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ
სრულდებოდა; 2. „თესბის” ნედლ თესლებს დანაყავდნენ, მოხარშავდნენ, დოლბანდში გაწურავდნენ
და ერთი მესამედი ჭიქის ოდენობით დაავადებულს შეასმევდნენ. პროცედურა ორი კვირის განმავ-
ლობაში, დღეჩაგდებით გრძელდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე. კომახიძე, 1998:194.

Waxani - ნაყოფის დასამწიფებლად უვარგისი, ცივი ამინდები.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Waxe - მჭახე. დაუმწიფებელ, მოუსვლელ ხილზე იტყოდნენ.

Waxraki - 1. გარკვეულ დისტანციაზე გაბმულ მავთულზე ანდა


თოკზე რაიმე ტვირთის გადასაადგილებელი ხის კონსტრუქცია. აგებ-
ული იყო ბორბლის ტრიალის პრინციპზე, რომელსაც მავთულზე სა-
მოძრაოდ ირგვლივ ამოჭრილი ღარი შემოუყვებოდა. გამოიყენებოდა,
მაგალითად, წყაროს წყლის ამოსატანად ანდა სხვა სახის ტვირთის
ერთი მთიდან მეორეზე გადასატანად, რაიმე ტვირთის სიმაღლეზე
ასაზიდად. თანამედროვეობაში გავრცელებულია ანალოგიური პრინ-
ციპით აგებული ლითონის ჭახრაკი. ჭახრაკს ბოლოზე თოკის და
ტვირთის ჩამოსაბმელად ნახვრეტი აქვს. იხ.: მახარაჲ; 2. ფეიქრობაში
719
გამოყენებული სართავ-საგრეხი დანადგარი, ჯარა. სულ-
ხან-საბა ორბელიანის მიხედვითაც „ჭახრაკი – სასთავთ
საბრუნავი” იყო. თითისტართან - ხერტალთან და ფე-
ხისტართან შედარებით ჭახრაკი ხმარებაში გვიან შემო-
ვიდა და ყოფას ბოლო დრომდე შემორჩა. მასზე ძაფის
დაძახვა - დაგრეხა უფრო იოლი და სწრაფი იყო. ჭახრა-
კის გამოყენებამ ძაფის დაძახვის პროცესი დააჩქარა და,
შესაბამისად, შრომის ნაყოფიერება გაზარდა. საქართვე-
ლოს სხვა კუთხეებშიც, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში, ხევ-
სურეთში, ასევე, ზოგადად კავკასიაში ჭახრაკს მსგავსი
გამოყენება ჰქონდა; 3. თოკის საგრეხი მოწყობილობა.
იხ.: ბაწრის საგრეხი.
ლიტ: ჩაჩაშვილი, 1954; ადამია, 1956:30-31; კახიძე, 1974:67;
სამსონია, 2005; ნოღაიდელი, 2017:159.

720
ძაფის ძახვა - გრეხა ჭახრაკით
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

Weda - ცხენის ნალ-მუხის საზომი ერთეული, ერთი ჭედა ნალ-მუხი, ერთი ცხენისათვის საჭირო
ნალი და ლურსმანი.

Weri - 1. საცხოვრებელი სახლის ნაწილი, სახურავის ქვეშ მოქცეული ადგილი. ჭერში, შუა ნა-
წილში გამართული იყო ბეღელი. ჭერში ისეთ ინვენტარს ინახავდნენ, რომელიც სეზონური ხასიათ-
ისა იყო. ჭერში ასასვლელი ქვედა სართულიდან იყო. ასასვლელად კიბეს იყენებდნენ. კიბე მოძრავიც
იყო და სტაციონალურიც. მეორენაირად მას „თავანსაც” უწოდებდნენ; 2. ხის გრძელი და გაუთლელი
ძელი, ტანი. გამოიყენებოდა სახურავის კონსტრუქციაში, სადაც კავის, იგივე, ნივნივის ფუნქციას ას-
რულებდა; 3. ღობის შემადგენელი ნაწილი, მიწაში ჩასობილ ბოძებზე გადებული ხის გაუთლელი
სწორი ტანი, რომელზეც ღობის სარებს ამაგრებდნენ.
ლიტ.: ჯაჯანიძე. 1961.
Weri xe - გაუთლელი, დაუმუშავებელი მრგვალი ხე. იხ.: ჭერი.
ლიტ.: მასალები... 1976:425.
721
Weris Robe - ღობის სახეობა, რომელიც ძირითადად ჭერებით იყო შედგენილი. ამისათვის მი-
წაში ბოძებს, დირეგებს ასობდნენ, რომელთაც „აღლაბაჯებსაც” ეძახდნენ. ამ ბოძებზე ჭერები - გრძე-
ლი და სწორი მსხვილი ტანები იყო წკნელით მიმაგრებული. გავრცელებული იყო ჭერის ღობის სხვა
ვარიანტები, როცა ჭერები ორპოტიკა – ორტოტა დირეგზე იყო დადებული, დამაგრებული ანდა ჭე-
რი დირეგის სპეციალურ ნახვრეტში იყო გაშვებული.

Werebi - სახურავის კონსტრუქციის ნაწილი, გაუთლელი, თუმცა კანგაცლილი მრგვალი და


გრძელი ძელები, რომელზეც სახურავის ლარტყები ეწყობოდა. იხ.: ჩარხილი, ჭერი.

WeWela - ჭეჭელა აჭარულ დიალექტში ნიშნავდა ორნამენტს, ხეზე, ქვაში, ნაქსოვში გამოყვანილ
სახეს. ასევე, აჭარულ დიალექტში ორნამენტი, ხეზე, ქვაში, ნაქსოვში გამოყვანილი სახეები აღინიშ-
ნებოდა სახელებით: ჭრელი, ნამჭრელი, სახე, პეპელი. ქსოვილის ორნამენტის სახელად გვხვდება ამ
მხრივ განსაკუთრებით საინტერესო სიტყვები: ჭეჭელა (ჭრელ+ჭრელი ჭელ+ჭელი ჭეჭელი ჭეჭელა)
და ნაჭეჭლები. ჭეჭელა ფერადის, ჭრელის, ნაირფერის მნიშვნელობით მთელ აჭარაში იყო ცნობილი.
ქედის რაიონის მკვიდრთა მეტყველებაში ეს სიტყვა ორნამენტის მნიშვნელობითაც იხმარება. მისი
შესატყვისია ქობულეთურ კილოკავში დადასტურებული პეპელი (შდრ. პეპელა). ნაქსოვში კი მისივე
ფერის ძაფით გამოყვანილი ორნამენტის, სახის აღმნიშვნელი ტერმინი მისდამჭრელი – მისითჭრელი
722
იყო ცნობილი. ეს სიტყვა ორნამენტის, ჭრელის, მნიშვნელობას კიდევ უფრო აკონკრეტებს და პირდა-
პირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს სახე ფერადი ძაფების შერევის გარეშე ნაქსოვში ნაქსოვის ფერისავე
ძაფით გამოყვანილი ორნამენტი იყო (შდრ. საია ჭრელი). სახეს, ორნამენტს, რომელიც თითებით გა-
მოჰყავდათ, ზოგჯერ, მაგალითად, ქედაში „აბანდულას” – „ბანდასაც” ეძახდნენ. ნაქსოვში ორნამენ-
ტის გამოსახვას, გამოყვანას დაჭრელება (დამჭრელება, დაჭრევლება), ჩახატვა, ჩაქსოვა ერქვა. ორნა-
მენტისა და მისი გამოსახვის აღმნიშვნელ ტერმინებს თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ სიტყვა-
თა უმეტესობა უკავშირდება ფუძეს -ჭრელ (ჭრელი, ნამჭრელი, მისდამჭრელი, ჭეჭელა, ნაჭეჭლები,
დაჭრელება). ჭრელი -ჭრ ძირზე -ელ მაწარმოებლის დართვით მიღებული მიმღეობაა. ძველ ქარ-
თულში ჭრელი ორგვარი მნიშვნელობით იხმარებოდა: 1. იგი ნაირფერობას გამოხატავდა; 2. აღნიშ-
ნავდა სახეს, ჩუქურთმას. ასეა ახლაც. ცნობილია, რომ აღნიშნული სიტყვის ძირი -ჭრ ეტიმოლოგი-
ურად „ჭრას”, „კვეთას” უკავშირდება. სიტყვა „ჭრას” კი ტერმინ „წერასთან” აახლოვებენ, რომლის
მნიშვნელობას თუ ეტიმოლოგიას ბევრი მკვლევარი (ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩიტაია, ნიკო ბერ-
ძენიშვილი, სიმონ ჯანაშია, ივანე ქავთარაძე, მზია სურგულაძე, ირაკლი სურგულაძე, ჯემალ ვარშა-
ლომიძე...) შეხებია. როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია აღნიშნული, სიტყვამ წერა ისტორიულ-
ად სამი ძირითადი მნიშვნელობა მოგვცა: 1. გაჭრა-გაკაწვრა; 2. გამოსახულების გამოყვანა; 3. წერა.
დადგენილია, რომ ჭრ/ჭერ – წერ, გამოსახვის, კაწვრის, წერის მნიშვნელობით, საერთოქართველურ
ენაში იხმარებოდა და მიწათმოქმედების განვითარებას უკავშირდებოდა. შემდგომში, როგორც ჩანს,
თანდათან სიტყვის სემანტიკა გაფართოვდა და მან საერთოდ ჭრა და კვეთა ასახა. წერას ჭრისა და
კვეთის მნიშვნელობა დღემდე შემორჩენია. წერა ტერმინის სემანტიკაზე თანდათან გავლენა უნდა
მოეხდინა ხატვის ფუნქციის დაკისრებასაც. ამ თვალსაზრისით საინტერესოა აჭარული დიალექტის
დარგობრივი ლექსიკის მონაცემებიც: როცა სიმინდის ტაროზე მარცვლის ჩანასახები გაჩნდებოდა,
ტაროს იგი ხაზებივით დააჩნდებოდა. ამ დროს აღნიშნავდნენ, რომ „სიმინდი პირველად დაიწერა”,
ან კიდევ, სქელი შალის ქსოვილის ქსოვისას ამბობდნენ: „საფრექოზე მოქსოვილი ორმაგი შალი გრუ-
ზებიანია – ამობურცულ ხაზებად გამოყოფილი და ნაწერივით წავაო”. აჭარული დიალექტის საფეიქ-
რო ტერმინოლოგიაში არსებული ლექსიკური ერთეულები: ჭრელი, ნამჭრელი, მისდამჭრელი (მი-
სითჭრელი), ნაჭეჭლები, დაჭრელება, რომლებიც გარდა ნაქსოვისა, ხეზე თუ ქვაში ორნამენტის „ჩა-
ხატვას” – სახის გამოყვანას, გამოსახვას გულისხმობდა, საერთოქართველური -ჭრ ძირიდან ნაწარმო-
ები სიტყვებია.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:185; ქართული ენის განმარტებითი... 1964; შანიძე, 1979:29; აბულაძე, 1973; სურ-
გულაძე, 1970:165-171; 1978:12; სურგულაძე, 1986:8, 18, 24, 26-27, 30-31;
ვარშალომიძე, 1981:83; ნოღაიდელი, 2017:62-63.

WeWeli - 1. ორნამენტი, სახე ნაქსოვში, ფერად-ფერადი, ჭრელი: „თორს ჭეჭელს ვუკეთებდით,


ვაჭეჭელებდით’’. იხ.: ჭეჭელა; 2. კაცის მეტსახელი. იხ.: ლაღაბი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:159.

WeWibera - ჭეჭიბერა, აჭარული თეთრყურძნიანი ჯიში, მაღლარების სახით ხულოს რაიონში,


სოფელ ჩაოსა და ფურტიოს მიდამოებში იყო გავრცელებული. მტევნის საშუალო წონა 100 გრამს აღ-
წევდა. ჭეჭიბერა საკმაოდ მოსავლიანი ჯიში იყო, ყურძენი არ ინახებოდა და ტრანსპორტირებასაც
ვერ იტანდა. მას წვენის უხვი გამოსავლიანობა ახასიათებდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.
723
Wexva - იხ.: ჯეხვა.

Wvavis wiberi - ჭვავის ღეროები, რომელიც ძველად სახურავად გამოიყენებოდა. ჭვავის წიბე-
რის სახურავი შედარებით გვიანობამდე სამეურნეო ნაგებობებმა შემოინახა, მაგალითად, საბძელმა.
იხ.: წიბერი.
ლიტ.: მასალები... 1976:425.

WvilTi - სათევზაო იარაღი, ჭანგი, სამკბილიანი რკინა, რომელიც ხეზე იყო დამაგრებული. მას
დიდი ზომის თევზის დასაჭერად ხეზე დაასობდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი...; 2015:324.

WvirTi - ტვირთი. საზომ ერთეულადაც გამოიყენებოდა, მაგალითად, ერთი ჭვირთი თივა,


ტვირთის იმ მოცულობას უდრიდა, რომელსაც საშუალოდ ერთი კაცი ასწევდა.

Wiboni - ხალხური მუსიკალური საკრა-


ვი ინსტრუმენტი, ზოგჯერ, გუდისა და ქარახ-
სით, რქით დაბოლოებული ორი პარალელუ-
რი ლერწმისაგან ანდა დიდგულისაგან შემ-
დგარი საკრავი, გუდასტვირის ნაირსახეობა.
სულხან-საბა ორბელიანით „ჭიმონი - გუდა
სტჳრა” იყო. აჭარული ჭიბონის გუდა თხის,
იშვიათად, ცხვრის ანდა ხბოს ტყავისაგან კეთ-
დებოდა. ითვლებოდა, რომ თხის ტყავი ადვი-
ლად მუშავდებოდა და დიდხანს, ათ-თხუთმეტ წელიწადს ძლებდა. გუდას ბეწვიანი მხარე შიგნით
ჰქონდა. გუდის უკანა კიდურები და ყელი მაგრად იყო შეკრული ისე, რომ ჰაერი არ გამოსულიყო. ყე-
ლის ადგილზე მას „სილამაზისათვის” სარკე ჰქონდა ჩადგმული და ირგვლივ ფოჩვები შემოუყვებო-
და. ერთ-ერთ წინა კიდურში საბერავი იდგმებოდა, საიდანაც გუდა ჰაერით ივსებოდა. საბერავი
დიდგულისაგან, იშვიათად, წიფლის ანდა ნაძვისაგან მზადდებოდა და სატუჩე უკეთდებოდა. საბე-
რავს გუდაში ჩამაგრებული ნაწილის ბოლოს, მილთან მეში - ტყავის პატარა ნაჭერი ჰქონდა მიმაგრე-
ბული, რომელიც გუდაში ჩასულ ჰაერს უკან აღარ ატარებდა. ჭიბონის ხის ნაწილი ე. წ. „ნავი” ლეკის,
თხმელის, ცაცხვის ანდა კაკლისაგან მზადდებოდა. ნავის სიგრძე ოცი-ოცდახუთი სანტიმეტრი იყო.
მასში დედნები, ორი ლერწმის მილი იყო ჩასმული, რომელსაც ნახვრეტები ჰქონდა გაკეთებული.
ხმის დასარეგულირებლად ბანის დედანზე ნახვრეტს საჭიროების შემთხვევაში სანთლით ამოლეს-
ავდნენ. დედნებში ლერწმის ორი პატარა მილაკიც იყო მოთავსებული. მათგან მარცხენა დამწყები
იყო და მას ხუთი ნახვრეტი ჰქონდა, საიდანაც ხმას გამოსცემდა, მეორეს კი „მოძახილი”, „მობანე” ეწ-
ოდებოდა და სამი თვალი გააჩნდა. ჭიბონი საკმაოდ პოპულარული საკრავი იყო. პროფესიონალი მე-
ჭიბონეები ქორწილში, წვეულებებსა და ხალხურ დღესასწაულებზე სასურველი სტუმრები იყვნენ.
თუ ორი ანდა მეტი მეჭიბონე ერთად აღმოჩნდებოდა, მათ შორის შეჯიბრიც იმართებოდა. ქორწილ-
ში მიღებული იყო მეჭიბონისათვის გასამრჯელოს მიცემა - დამკვრელის წინ დაფენილ „მანდილზე”
ფულის დადება. იყო შემთხვევები, როცა მეჭიბონეს ოჯახი წინასწარ საგანგებოდ იწვევდა და გასამ-
რჯელოსაც აძლევდა. საერთოდ, ჭიბონი თუ გუდასტვირი სათანხლებო საკრავი იყო და სოლოდაც
724
გამოიყენებოდა. აჭარაში გავრცელებული წესით, მეჭიბონე უკრავდა და სიმღერას სხვა ასრულებდა,
თუმცა არც ის იყო უჩვეულო, როცა მეჭიბონე ერთდროულად უკრავდა, მღეროდა და ცეკვავდა. ად-
რე მეჭიბონე მოხეტიალე მუსიკოსებთან იყო ასოცირებული, რომლებიც სტვირზე ეპიკურ, ლირი-
კულ თუ სახუმარო ლექსებს ამღერებდნენ. გუდასტვირისაგან განსხვავებით ჭიბონი პერანგში ჩასმუ-
ლი არ იყო. გვხვდებოდა ჭიბონის მეორე სახელწოდება - ჭიმონი. თედო სახოკია: „ერთად-ერთი საკ-
რავი და აქაური მცხოვრების სულიერი მდგომარეობის გამომხატველია - ჭიმონი (რაჭული საზანდა-
რის მსგავსი)”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:459; სახოკია, 1985:237; ახობაძე, 1961; მსხალაძე, 1969; ნიჟარაძე, 1971:424;
კახიძე, 1978:3-15; ქართული მატერიალური კულტურის... 2013.

ჭიბონზე დაკვრა
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფოტოარქივი)

725
WiboSanaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში. წინდის
ორნამენტი.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:159.

WiboSani - ხის გასასუფთავებელი რკინის იარაღი, რომელსაც ქლიბის მსგავსი ბრტყელი და


ხორკლიანი - „კბილებიანი” ზედაპირი ჰქონდა. იგი უმთავრესად, სამუშაო იარაღის - ბარის, თოხის
ტარის დასამუშავებლად გამოიყენებოდა.

Wiebis aWra - ჭიების აჭრით ბავშვებს მკურნალობდნენ. ამისათვის გამქრალ მთვარეს შეარჩევ-
დნენ, წინასწარ შენახულ და გამხმარი თხის კურკლს აიღებდნენ, დაალბობდნენ, ცოტა ნიორსაც შე-
ურევდნენ, ბავშვს პირჩაღმა ჩააბრუნებდნენ და ორივე მხრიდან, ხერხემლის იქეთ და აქეთ წაუს-
ვმადნენ, თან შეულოცავდნენ. შელოცვის ტექსტი ასეთი იყო: „ჭია ჭუავ, თავი ამოყე, დედო ჭიავ თა-
ვი ჩაყე”. შელოცვის პარალელურად სამჯერ დანას დაუსვამდნენ. შემდგომ სველი ტილოთი ბავშვს
ასუფთავებდნენ. ცნობილი იყო მკურნალობის სხვა ხერხებიც. მაგალითად: 1. ჭიების საწინააღმდე-
გოდ ავადმყოფს თაფლში შერეულ ხოროსანს (Artemisia Cina) აჭმევდნენ, რაც უებარ საშუალებად
ითვლებოდა; 2. ავადმყოფს დღეში ორჯერ მუცელზე ცხვრის გამდნარ დუმას წაუსვამდნენ; 3. ბავშვს
უზმოზე თითო ჭიქით, დღეში სამჯერ საკუთარ შარდს, ყველის შრატს, ბროწეულის ნახარშს ალევინ-
ებდნენ; 4. გვიმრის გამხმარ ძირებს ჩაის მსგავსად დააყენებდნენ და ნახევარი ჩაის ჭიქით ავადმყოფს
შეასმევდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ, ათი-თორმეტი დღის განმავლობაში სრულდებოდა; 5. კაკ-
ლის ზეთში ოთხ-ხუთ თავ ნიორს გალესავდნენ და ავადმყოფს შეასმევდნენ. პროცედურა დღეში
ორჯერ, დილით და საღამოთი, ათი დღის განმავლობაში სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე. კომახიძე, 1998:192.

Wikorkali - შემოუსვლელი ხილი, წვრილი, უმწიფარი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14, 18.

Wiloba - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:222.

Wilfi - Juncus Effusus L: ჭილი, ხორცმეტების სამკურნალო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენა-


რე, რომელიც ჭაობიან ადგილებში ხარობს. მისგან სხვადასხვა ნივთებს - ფარდაგებს, სკამებს, კალა-
თებს, ქუდებს და სხვა მსგავს ნივთებს ქსოვდნენ. ჭილოფის შესაგროვებლად საუკეთესო დრო ივ-
ლისი იყო. მცენარეს ნამგლით ძირში ჭრიდნენ, მზეზე მანამ აშრობდნენ, სანამ ღეროები არ შეყვით-
ლდებოდა. შემდგომ სასურველი ნივთის დაწვნა შეიძლებოდა. იხ: ცილინდრი.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:52.
726
Wimuli qalajo - მჭადისა და დოსგან მომზადებული ტრადიციული კერძი. წყალში გახ-
სნილ დოს მოადუღებდნენ, დუღილის პროცესში მჭადს ჩააფშვნიდნენ და ჩამოდგმის წინ მარილში
დანაყილ ნიორს ჩააყრიდნენ. შემდეგ თეფშებზე დაანაწილებდნენ და ზემოდან ერბოს მოასხამდნენ.
მასალად საჭირო იყო: ორი ლიტრი დო, სამი კბილი ნიორი, ერთი სუფრის კოვზი მარილი, ორასი
გრამი გამომცხვარი მჭადის ნატეხი, ერთი სუფრის კოვზი ერბო.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:134.

Wimuri - კარაქში შეზელილი ცხელი მჭადი ანდა მჭადის კვერი, კერძი, რომელიც ცხელი მჭადი-
სა და „იაღის” შერევით მზადდებოდა. სულხან-საბა ორბელიანი მას „ჭიმურის” სახით მოიხსენიებდა
და აღნიშნავდა: „ჭიმური - ესე არს პური დაფხვნილი, გინა ბრინჯი ანუ მარცვალნი მგბარი ერბოსა
ანუ ზეთში ხრაკული, რომელსა სპარსნი ფლავსა უწოდებენ”. ჭიმული წვნიანი სახითაც მზადდებო-
და: ტაფაზე დამწვარ ერბოს წყალს ჩაუმატებდნენ, მარილს ჩაყრიდნენ და მოადუღებდნენ, შემდეგ
მჭადს ჩააფშვნიდნენ და კოვზით მოურევდნენ, რომ არ შეკრულიყო.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:459; აბაშიძე, კომახიძე, 1998:137.

Wineula - მსხლის ჯიში.


ლიტ.: კობერიძე, 2011:23.

WinWari - Uktika Diocia: ბალახოვანი მცენარე, რომელიც საკვებად გამოიყენებოდა და სამკურნა-


ლო თვისებებით გამოირჩეოდა. ჭინჭარს ინდაურის ჭუკების საკვებადაც იყენებდნენ. ადამიანის საკ-
ვებად იგი გაზაფხულობით იყო ვარგისი, როცა მცენარეს ახალგაზრდა ყლორტები ჰქონდა. აჭარაში
თვლიდნენ, რომ ჭინჭარი ხველების დაცხრომის უებარი საშუალება იყო. ჭინჭრის თესლს ხელში
ფშვნიდნენ და თაფლს ურევდნენ. ასევე, ეს მცენარე კუჭ-ნაწლავის დამაამებელ სამკურნალო საშუ-
ალებად იხმარებოდა, ჭინჭრის „შორვასაგან” ადამიანის საკვებსაც ამზადებდნენ, რომელიც წამლის
ფუნქციას ასრულებდა: ჭინჭარს ხარშავდნენ, საკაზმს - მწვანილსა და მარილს შეუზავებდნენ, კვერ-
ცხს ჯამში ათქვეფდნენ და ამათ კარაქის მონაწილეობით ერთმანეთში აურევდნენ. ტრადიციულად
აჭარაში ჭინჭარს „გაქუხვებამდე” - გაწვიმებამდე კრეფდნენ. გაზაფხულზე პირველი „გაქუხვების”
შემდეგ ჭინჭარს არ იღებდნენ და არც ამზადებდნენ. როცა ზემო აჭარაში ბავშვს ტანზე გამოაყრიდა,
სამჯერ ჭინჭრის ნახარშში ბანდნენ. ჭინჭარი სახსრების ტკივილსაც უხდებოდა. საჭიროების შემ-
თხვევაში, განსაზღვრული რაოდენობის ჭინჭრით, ადამიანს „მოჭინჭრავდნენ” კიდეც. მისი გადამე-
ტებული რაოდენობით გამოყენება დაუშვებელი იყო, რადგან, ხალხური დაკვირვებით, ჭინჭარს შხა-
მი გააჩნდა და არასწორი ხმარების შემთხვევაში მას ადამიანის დაზიანება შეეძლო. ჭინჭრის სამკურ-
ნალო თვისებებს საქართველოს სხვა მხარეებშიც იცნობდნენ. მაგალითად, როცა დაგაყრიდა ანდა
ფხანას დაგაწყებინებდა, რასაც იმერეთში „ჭინჭრის ციებას” ეძახდნენ, მაშინ ჭინჭარს ხარშავდნენ,
სვამდნენ და ავადმყოფს მის ნახარშში ბანდნენ. ჭინჭარი უმეტესად სხვა ბალახებთან იყო შერეული,
გზის პირას, ყანის თავში ანდა ბოლოში იზრდებოდა. ჭინჭრის სამკურნალო თვისებები საქართვე-
ლოში ადრეული ხანიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი, რაზეც აღნიშნული მცენარით მკურნალობის
ფართოდ გავრცელებულობა უნდა მიუთითებდეს. დასავლეთ საქართველოში დღემდე შემორჩა

727
ფქვილსა და რძეში შერეული, მოხარშული, გაწურული, მორეგვილი და დაჭრილი ჭინჭრით ინდა-
ურის ჭუკების გამოზრდის წესი. ამგვარად დამზადებული ინდაურის ჭუკები დიასახლისის ხელის-
გულიდან იკვებებოდნენ. საერთო აზრით, ჭინჭარი მრავალმხრივ იყო სასარგებლო და ხელს უწყობ-
და ჭუკების სწრაფ ზრდასა და სიმსუქნეს. ზოგჯერ ცელქ ბავშვებს დიდედები, როცა ისინი მათ „ან-
აწყენებდნენ” ხოლმე, ღერო-ფოთლიან ჭინჭარს წვივებზე სპეციალურად შემოკრავდნენ. მიაჩნდათ,
რომ ჭინჭრით დაშუშხვა ჯანმრთელობას უხდებოდა. იოანე ბაგრატიონის დახასიათებით ჭინჭარი
„აღმოცენდების ყოველსა წელსა ძირიდგან, რომელსა აქუს ბატისფრთის სიმსხოსოდენ. კანკლედი,
მთელსა სიგრძესას ზედა ასხს ფესვები და აღმოცენებს მრავალთა ღეროთა ზედა და ერთიმეორესა
პირისპირ მდებარენი, გულის სახედ მოყვანილნი, წვერმწვეტნი, მოხმო კბილებითა მოდალმენ ჭი-
ლონნი, და ჩაჭირებულად მწუანენი. მთლად ესე ბალახი მოსილ არს ბეწვებითა წვერმწვეთებათა,
რომელთაცა დასაბამი არს ბუყშტად ქმნილი და იპყრობს მას შინა ცხარი წვენი, მამიზეზებელი შემხე-
ბელთათას ჭინჭრისადმი დამწველისა ტკივილისა. გაიზრდების უშენსა ადგილსა, ახალგაზრდას
ჭინჭარსა ვითა პირველმოსულს მხალსა გახაფხულზედ მარებენ საჭმელად, დაბერებულს მარებენ
საღებავად და ოდესმე შეამზადებენ მისგან კანაფის გუარსა. გამარნი ფოთოლნი ჭინჭრისანი მარები-
ამ სამკურნალო წამლად შარდის განსადევნებლად”. იხ.: ჭინჭრის ფხალი.
ლიტ.: ბაგრატიონი, 1986:112; სახოკია, 1985:219; მგელაძე, 2002.

WinWribuxi - პატარა ჩიტებს, მაგალითად, სკვინჩას, ბჟიორას, თავშავას, ყელწითელას გაასუფ-


თავებდნენ და ხახვში კარგად მოხრაკავდნენ, შემდეგ ათქვლეფილ კვერცხებს დაასხამდნენ და შეწ-
ვავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:104-105.

WinWris fxali - ჭინჭრით მომზადებული მხალეული კერძი. ადრე გაზაფხულზე დაკრეფილ,


ჭინჭრის ახალგაზრდა ყლორტებს გარეცხავდნენ, ადუღებულ წყალში ჩაყრიდნენ და მოხარშავდნენ,
შემდეგ მარილში დანაყილ ნიორსა და პილპილს ჩააყრიდნენ, წყალში გალესილ კოწახურს - ყორაოს
დაუმატებდნენ და აადუღებდნენ, ბოლოს სიმინდის ფქვილს გაურევდნენ და ლაფერით - ხის პატარა
ნიჩბით მორეგვავდნენ. როცა კარგად მოშუშდებოდა, დამწვარ ერბოს დაასხამდნენ და ცეცხლიდან
ჩამოდგამდნენ. მეორე ვარიანტით, აღნიშნული წესით შემზადებულ ჭინჭრის ფხალს პრასა-მაკიდო-
თი შეკაზმავდნენ. ამ შემთხვევაში დამწვარ ერბოში თითო მჯიღის რაოდენობით მოხრაკულ პრასა-
მაკიდოს ჩაურთავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:124.

Wi pakuri - ჭიპაკური აჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი საღვინე ჯიში იყო. ადგი-


ლობრივთა ცნობებიდან ირკვევა, რომ იგი, როგორც შედარებით საადრეო ჯიში, წარსულში მაღლა-
რების სახით შუა აჭარის სოფლებში ფართოდ ყოფილა წარმოდგენილი. მოსახლეობა მოსავალს ძი-
რითადად ყურძნად ხმარობდა, ზოგ შემთხვევაში კი საზამთროდ ყურძნის წვენს ანდა ბეთმეზს ამზა-
დებდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948.

728
Wi pi - 1. მშობიარობისას ჭიპლარის მოვარდნის შემდეგ დარჩენილი ნაწიბური, რომელიც ად-
ამიანის სხეულზე ჩაღრმავების ანდა ამონაბურცის სახით რჩებოდა. ზოგჯერ ბავშვს ჭიპში წყალი უგ-
უბდებოდა. მისი შეშრობის მიზნით მკურნალობის შემდეგ ხალხურ ხერხებს მიმართავდნენ: ა. დოლ-
ბანდში შეხვეულ ცხვრის დუმას გაათბობდნენ და ბავშვს ჭიპზე დაადებდნენ. გარკვეული დროის
განმავლობაში პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; ბ. ჭიპზე, აგრეთვე, დანაყილ საკმეველს,
ძირთეთრას და ტაფის ჭვარტლს დაადებდნენ. პირველ შემთხვევაში პროცედურა გარკვეული დრო-
ის განმავლობაში დღეში სამჯერ სრულდებოდა; 2. ყვავილიდან ახალგამოსული კიტრის ანდა ხაპის
ნაყოფი: „ბაღნებს ბახჩაში კიტრი ჭიპები სულ დუკრეფიან”; 3. წისქვილის ნაწილი - ბორბლის ქვედა
ნაწილი. ღერძის ბოლო ჭიპში იყო ჩასმული.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2015:325; ნიჟარაძე, 1971:425; აბაშიძე, კომახიძე, 1998:182-183.

Wi pis moWra - პროცესი, რომელსაც ახალშობილის მშობიარობის დროს ბებიაქალი, ებე ასრუ-
ლებდა. ხალხური გააზრებით ვაჟს ჭიპს სამეურნეო თუ სახელოსნო იარაღზე, გოგონას კი - ხერტალ-
ზე მოჭრიდნენ. მიიჩნევდნენ, რომ ბიჭს მამაკაცური საქმე, ხოლო გოგონას საქალებო საქმე ეყვარებო-
და და კარგი სპეციალისტი დადგებოდა.
ლიტ.: ლომთათიძე, ფუტკარაძე, 2015:144.

Wi poni - დასაკრავი სასულე ინსტრუმენტი: „სამა მინდოდა ჭიპონზე”. საერთოდ, აჭარა მდიდა-
რი იყო საკრავი ინსტრუმენტებით, რაც აჭარლების მაღალ მუსიკალურ კულტურაზე მიუთითებდა.
აჭარაში გავრცელებული საკრავები იყო: გუდასტვირი - „გულის ჭიპონი”, ჭიბონი (ჭიპონი//ჭიმონი -
სალამური), დავლი ანუ დოლი - პატარა და დიდი, ფანდური, ჩანგური (ჩონგური), ჭიანური, აგრეთ-
ვე, საზი, ზურნა, ქემანი (ქემენჩა) და აზიური გარმონი. ქორწილში ჭიბონი პოპულარული საკრავი
იყო. „მაყრულს” ჭიბონი აუცილებლად უნდა ხლებოდა. ეს საკრავი ბოლო დრომდე, უპირატესად,
აჭარის მთიანეთმა შემოინახა, ძირითადად, იმ ხეობებმა, სადაც მესაქონლეობა ინტენსიურად იყო
განვითარებული. ჭიბონისა და სხვა საკრავების აკომპანემენტის თანხლებით სრულდებოდა ცეკვები:
ყოლსამა, ქოჩეგური, თოფალოინი, ფერხული, სამა, შემოსარები, ბაღდადური, ლაზ-ხორომი, ქურთ-
ხორომი, ძველი ქართული ხორუმი. ჭიბონთან, ისე როგორც რაჭულ გუდასტვირთან დაკავშირებუ-
ლი ტერმინოლოგია, სამჭედლო მოწყობილობის ნაწილთა სახელწოდებებს ემთხვეოდა. ვარაუდობ-
ენ, რომ ეს საკრავი საქართველოს იმ რეგიონებში ვრცელდებოდა, სადაც მეტალურგია იყო დაწინა-
ურებული. ჩონგური გავრცელებული იყო ქვემო აჭარაში და კონსტრუქციითა თუ ფუნქციით გურუ-
ლი და მეგრული ჩონგურისაგან არ განსხვავდებოდა. საკრავი ძირითადად სააკომპანემენტო იყო. ან-
სამბლშიც დოლთან ერთად საცეკვაოების შესრულების დროს გამოიყენებოდა. ჩონგურის თანხლე-
ბით შესასრულებელი სიმღერების თავისებურებანი აჭარული ხალხური მუსიკის ზოგად თავისებუ-
რებებს სავსებით შეესაბამებოდა და ასახავდა. ფანდურის ტრადიცია XX აჭარაში 30-იანი წლებიდან
თვითშემოქმედი კოლექტივების მოღვაწეობასთან ჩანს დაკავშირებული. ათვისებულ საკრავთაგან
საყურადღებოა საზი და ქემენჩა. ეს უკანასკნელი თურქეთიდან XIX საუკუნის ბოლოს ჩამოსული
სომეხი და ბერძენი მოხეტიალე მუსიკოსების მიერ უნდა იყოს შემოტანილი. ჭიბონი და საზი ძირი-
თადად მთიანი აჭარის კუთვნილება იყო, ჭიანური, ჩანგური, ზურნა და ქემენჩა კი - ბარის აჭარისა.

729
ჭიანურის უმარტივესი კონსტრუქციის ხმიანი საკრავის გავრცელების არე უფრო ქობულეთის რაიონს
მოიცავდა. ჭიანურის და ჭიბონის - სალამურის მეცნიერული ღირებულება დიდია, რადგან ისინი სა-
შუალებას იძლევიან გარკვეული ტიპის საკრავთა განვითარების საფეხურებს თვალი გავადევნოთ.
აზიური გარმონი თანაბრად იყო გავრცელებული მთისა და ბარის აჭარაში. აჭარაში საკრავიერ ანსამ-
ბლებს, მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული ანსამბლებისა, საკრავთა მცირერიცხოვ-
ნება ახასიათებდა. მასში ერთი ჩასაბერი ანდა ერთი სიმებიანი საკრავი და დოლი ერთიანდებოდა.
იხ.: ჭიბონი.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1938:81-82; 294; ნოღაიდელი, 1967; 2015:325; ჩხიკვაძე, ნოღაიდელი, ინაიშვილი, 1960;
ჩხიკვაძე, 1965:28-32, ახობაძე, 1961:9-33; გვახარია, 1962:4; შილაკაძე, 1978:116; 1979:81-85;
მაისურაძე, 1982:124-138; 441-444; 1989:3-53; 2009: 492-496; ასლანიშვილი, 1957:411;
მსხალაძე, 1962; კიკვაძე, 1982:101, 98-110.

Wirebula - მსხლის ჯიში.


ლიტ.: კობერიძე, 2011:23.

Wirti - ყლორტი: „ერთი დიდი ცხემლა ჭირტებზე იდგა, ჭირტები დეირღვა და ხეი წეიქცა.
ქვეშ ნახეს ქვის კეცი დამხობილი, კეც ქვეშ დანა იყო”.
ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

Witinai - იხ.: ჭიჭინა.


ლიტ.: სახოკია, 225.

Wiqis gamoxsna - შერბეთიანი ჭიქის გამოსყიდვის რიტუალი ქორწილში.


ლიტ.: ნოღაიდელი, 1971:34.

WiRvi - შემოუსვლელი ხილი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:44.

WiSeri - მოწნული ღობის სახელწოდება. იგი ისევეა ნაწარმოები, როგორადაც ღობერი. ჭიშე-
რიც მოწნული ღობის სახელწოდებაა. ასევე, გვაქვს სიტყვები: საჭიშრე – მცენარის ელასტური ტოტე-
ბი, რომლითაც ღობე მოიწვნებოდა, გამოჭიშვრა – გამოღობვა. ჭიში აჭარულში მტკიცეს, მჭიდროს
აღნიშნავდა. ჭიში ნაქსოვი კი მტკიცედ, მჭიდროდ ნაქსოვი იყო. მეგრულ-ლაზურში -ჭ//-ჭიშ მოწევას,
ამოღებას, მიწვდომას ნიშნავდა. მაგალითად, მეგრული ქომეჭიშუ და ლაზური ქემიოჭიშუ გულის-
ხმობდა – დაეწია, მიეწია. ჭიში ნაქსოვიც ქსელში გატარებული ძაფების მიბეჭვით, ერთმანეთთან
მჭიდროდ მიწევით, მიტანით მიიღებოდა. ღობერი და ჭიშერი აჭარულ დიალექტში ზანურისათვის
დამახასიათებელი ფორმით, -ერ სუფიქსით ნაწარმოები სახელები იყო. -ერ (-ელ) სუფიქსი კი საკმა-
ოდ არქაული ფორმაა და მეგრულ-ლაზურში ახლაცაა დაცული. აჭარულში ღობერისა და ჭიშერის
მსგავსად ნაწარმოები, ზანურისათვის დამახასიათებელი ფორმით შემონახული სხვა სახელებიც

730
გვაქვს: ლაფერი – ხის ბრტყელი კოვზი. „ლაფერას” ასევე ნაქსოვის მისაბეჭად გამოყენებულ ხის ფირ-
ფიტას, ბეჭს, ფაცერს – თევზის საჭერად გამოყენებულ მოწნულ გოდორს ეძახდნენ; გვქონდა აგრეთვე
ხაპერი – კვახი, გოგრა; ჩხვერი – დაავადება, მუცლის გვრემა. უმეტესი ამ ტერმინთაგანი წვნას, ქსო-
ვას უკავშირდებოდა და აჭარულის მსგავსად ქართული ენის სხვა დიალექტებშიც – იმერულსა და
გურულშიც იხმარებოდა.
ლიტ.: ჩიქობავა, 1938:404; 1942, 100; ნოღაიდელი, 2017:60.

WiSi naqsovi - მტკიცედ, მჭიდროდ ნაქსოვი: „ჭიში მაგარი ნაქსოვია. იყო საშუალოც’’. შდრ.
სიხე ნაქსვარი.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:159.

WiWinaჲ - ხვრელი, პატარა ნახვრეტი, გამჭოლი ნახვრეტი. მას მეორენაირად „ჭიტინასაც” უწ-
ოდებდნენ: 1. ჰაერის ცირკულაციისათვის „სარძიეს” კედლებში დატანებული რამდენიმე გრძელი
ნახვრეტი; 2. საწნახელის თვალი - ნახვრეტი. თედო სახოკია: „ჭიჭინა - თვალი საწნახელისა, ნახვრე-
ტი”.
ლიტ.: კობერიძე, 2011:17.

WiWyav - შემოკვრა: „მე თუ მჭიჭყე, მეც გჭიჭყავ, ბა”.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

Wixi naqsovi - იგივეა, რაც ჭიში ნაქსოვი. იტყოდნენ, ასევე „ჭიხე ნაქსოვიაო”, „მოჭირებული
მოქსოვნილიაო”... „ნაქსვარი ჭიხნი რუმ არ ყოფილიყო, ფარა არ დადგებოდა შით”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:159.

Wixrika - მჭლე საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:18.

Wkori - მჭლე

Wlakva - ველური მწვანე ხახვი, რომლის ფოთლები, ჩვეულებრივ მწვანე ხახვთან შედარებით
წვრილია და მწარე. თედო სახოკია: „დაუთესიათ ... ბოსტნეული მაკიდო ... ჭლაკვა (ფოთოლი ხახვზე
მწარე აქვს)”.

Wliki - ბარძაყი, ადამიანის სხეულის ნაწილი მენჯიდან მუხლამდე, მუხლი: „თოფი მეიკუნთა
ჭლიკზე”.
731
Wodi - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც მაღლარების სახით ზემო აჭარაში, ხულოს
რაიონში იყო გავრცელებული. აღნიშნული ჯიში გურიაშიც ყოფილა წარმოდგენილი, კერძოდ, ლან-
ჩხუთსა და მის მიდამოებში, თუმცა იგი იქ უკვე რადგან აღარ გვხვდება, დღესდღეობით აძნელებს
მათი იდენტურობის დადგენას. აჭარულ „ჭოდს”, ლეჩხუმურ „ტოჭას” ადარებდნენ და იგი ამ უკანას-
კნელის ფონეტიკურ სახესხვაობად მიაჩნდათ. ჭოდი წარსულში მხოლოდ ზემო აჭარაში ყოფილა
გავრცელებული. მის მოსავალს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ყურძნად ხმარობდა. ამინ-
დის ხელსაყრელ პირობებში ჭოდს საკმაოდ უხვი მოსავლიანობა ახასიათებდა. ერთი ძირი მაღლარი
ვაზის მოსავალი 25-40 კგ-მდე აღწევდა. ჭოდი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძნის ჯიში
იყო. იგი ყურადღებას იპყრობდა, როგორც აბორიგენული ასორტიმენტი, მოსავლიანობითა და ყურ-
ძნის საკმაოდ მაღალი გემური თვისებებით. ამავე დროს ჭოდი აჭარის ეკოლოგიურ პირობებში სა-
უკუნეთა განმავლობაში იყო აღზრდილი და აკლიმატიზებული.
ლიტ.: სახოკია, 1950.

Worfli - სახეზე მუქი ლაქები. ჭორფლის მოსაშორებლად სხვადასხვა ხალხური ხერხი არსე-
ბობდა: ერთი ვარიანტით, ჭორფლიან ადგილზე ღამურას სისხლს იცხებდნენ, ამავე მიზნით კურ-
დღლის სისხლიც გამოიყენებოდა. პროცედურა დღე-ღამეში ერთხელ, დაწოლის წინ და სასურველი
შედეგის მიღებამდე გრძელდებოდა. დასტურდება, ასევე, მდინარის ნაპირზე შეგროვილ ქაფში დას-
ველებული ბამბით ჭორფლიანი ადგილის მოწმენდა. პროცედურა დაწოლის წინ, გარკვეული დრო-
ის განმავლობაში, სისტემატურად სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე. კომახიძე, 1998:190.

WoWe - ჭაობიანი ადგილი.

Wreli - ხეზე კვეთილობა, ხის დაჭრელება, ე. ი. მასზე ჩუქურთმის ამოჭრა-ამოკვეთა, ორნამენ-


ტი, ხის ზედაპირზე გრაფიკული ნახატის დატანა. დაჭრელება ავეჯის დამახასიათებელი კომპონენ-
ტი იყო. აჭარაში ძირითადად მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტი იყო გავრცელებული. ცხო-
ველური და ანთროპომორფული ორნამენტის გამოსახვის ტრადიცია აჭარაში ისლამის გავლენით იგ-
ნორირებული იყო, თუმცა ცხოველთა გამოსახვის ტრადიციამ ბოლო დრომდე მხოლოდ ნაქარგობა-
ში შემოინახა თავი. თავდაპირველად, დაჭრელება ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდებოდა,
თანამედროვეობაში კი იგი ნივთის დეკორატიულ გაფორმებას ემსახურება. ჭრელის შემცვლელი
ტერმინები იყო ნახიში, ნახიშლი. ორნამენტებს ხესა და ქსოვილზე, ასევე, ორნამენტის დეკორს
საცხოვრებელი ნაგებობების კონსტრუქციებსა და საფეიქრო ხელოვნებაში საპატო ადგილი ჰქონდა
განკუთვნილი და გარკვეული ფუნქციის მატარებელიც იყო. ორნამენტი ინტერიერში, უმთავრესად,
ჭერის მოსართავად იყო გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა წესით დამუშავებული მრავალფერო-
ვანი არშიებისა და ვარდულების - როზეტების (rose-coloured, rose-like) სახით იყო გავრცელებული.
ჭერში მოწყობილი გვირგვინისებური „ყუბბეების” - ხონჩების საფეხურებიანი ზედაპირები, მხატ-
ვრულად იყო დამუშავებული. ორნამენტები აგრეთვე გამოყენებული იყო კედლებში მოწყობილი კა-
რადებისა და თახჩების სიბრტყის ნაწილების დასამშვენებლად, კარ-ფანჯრებისა და მათი საპირეებ-

732
ის შესამკობლად. საინტერესოა აჭარაში გავრცელებული მრავალფეროვანი ორნამენტების კლასიფი-
კაცია, მათი კომპოზიცია, სიუჟეტის თემატიკა, ხესა და ქვაზე დამუშავების ტექნიკა. ორნამეტის სახე-
ობებიდან გამოირჩეოდა მზის სიმბოლოები, ჯვრის შენიღბული გამოსახულებები და სხვა მრავალი.
ლიტ.: ჩიტაია, 1941:303; ადამია, 1956; 1967:3-12;
ვარშალომიძე, 1981:82-86; სამსონია, 2005:65-66.

Wuntala - უმწიფარი საქონელი ანდა ბოსტნეული.


ლიტ.: კობერიძე, 2011:18.

WunWruqai Citi - იხ.: ტანტრუქა ჩიტი.

Wuri - ქვევრი. ასევე აღინიშნებოდა ასეთი ჭურჭელი გურიასა და იმერეთში.


ლიტ.: ჩიტაია, 2001:296.

WurRuli - საუბარი: „გოგონამ დეიტრაბახა: ჩვენში ტრედი ერია, მასთან წოლა და ჭურღული,
ოხ, რა გემრიელია”.
ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

WuWnilaჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:160.

Wyera - დაჟინებული ცქერა: „უკეთესი ვინ ნახე, რომ მიჭყერიხარ”.


ლიტ: ჯაჯანიძე, 1961.

Wyintiani fxali - ჭყინტი სიმინდითა და ფხლით შემზადებული კერძი. ფხალს მოწალავ-


დნენ, წვენს გამოუცვლიდნენ, მოხარშავდნენ და ჭყინტ სიმინდს ჩაუმატებდნენ. შემდეგ მარილში
დანაყილ პილპილს, ნიორს, ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოს ჩაურთავდნენ და მოურევდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:123.

Wyoli - ახალი ხე, მცენარე, ნერგი.

Wyurteba - შეწუხება: „ერთი რამე ძაან მაჭყურტებს”.


ლიტ.:ჯაჯანიძე, 1961.

733
ჭური - სოფელი კაპნისთავი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ჭადრაკის სახლი სოფელ დიდაჭარაში

734
xabaki - იხ.: ხიბაკი.

xabelaSvilura - ყურძნის ჯიში.


ლიტ.: დავითაძე, 1975:172.

xaburZaki - საზამთრო, გვხვდება „ყარფუზის” ფორმითაც.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:428.

xaviwi - საჭმელი, კაიმაღითა და მჭადის ფქვილით მომზადებული ფაფა, სიმინდის მოხარშუ-


ლი ღერღილი, რომელშიც ერბო ბლომად იყო ჩართული. ხავიწს, როგორც კერძს ისეც ამზადებდნენ.
ხავიწის ფაფა საკმაოდ სქელი იყო. დამზადების წესი: ხავიწის მოსამზადებლად ერბოს გაადნობდნენ,
დაწვავდნენ, ნელა ნელა ფქვილს შეუმატებდნე და მოაშუშებდნენ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგამ-
დნენ. ცოტა რომ გაგრილდებოდა, სპილენძის ჯამით - ჩანახით აწყავდნენ და ჩააკალაპოტებდნენ. გა-
ციებულ ხავიწს ფიცარზე გადმოაპირქვავებდნენ და სათანადო ზომაზე დაჭრიდნენ. ასეთნაირად
მომზადებული ხავიწი დიდხანს ინახებოდა. სადღესასწაულო ქადებს გულად ხავიწს ჩაურთავდნენ
ხოლმე. ხარისხიანი იყო ის ქადა, რომელსაც ბარაქიანხავიწიანი გული ჰქონდა. დამზადების სხვა
მარტივი ხერხით, ნაღებს აადუღებდნენ, შემდეგ ჭურჭელში სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ და აურ-
ევდნენ, როცა კერძი შეიკვრებოდა, ჩამოდგამდნენ. ხავიწი ასევე ყურუთის მოსამზადებლად გამოიყ-
ენებოდა. იგი მთიელთა საჭმელი იყო და საპატივცემულო კერძად ითვლებოდა. ყურუთობის დროს
მომზადებულ ხავიწს მემთევრი, პატივისცემის მიზნით, ბარში მყოფ ახლობლებსა და ოჯახის წევ-
რებს გაუგზავნიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ხუმრობანარევი ტონით უსაყვედურებდნენ - „ხავი-
წი არ მაჭამეო”.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:100; ქართული მატერიალური კულტურის... 2011; ჯავახური... 2014.

xavrozi - შარდის სადენი თუნუქის პატარა ქილა, რომელიც აკვნის ბავშვისათვის იყო გან-
კუთვნილი, რათა საგები არ დაესველებინა. თურქულად - havruz.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:428.

xazuli - შესანახად გამხმარი ქლიავი, რომლიდანაც ზამთარში შეჭამადს აკეთებდნენ.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:428.

xaTuni - გათხოვილი ქალი, მანდილოსანი, ქალბატონი, ბანოვანი, სეფე-ქალი. თურქულად


hatun.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:428.
xalaჲ - დეიდა.

735
xalaiRi - მონა-ქალი, მხევალი, ხელზე მოსამსახურე, ტყვე-ქალი: „ძველები იტყოდნენ, უწინ
ქალებ მეიტაცებდნენ და თურქიებში ხალაიღებათ ყიდდენო”. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქუ-
ლიდანაა შესული - hakayık.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429.

xalaSvili - დეიდაშვილი.

xalva - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. იგი ტკბილეული იყო, რომელიც შაქართან ერთად
დანაყილი ნიგვზით ანდა მზესუმზირით მზადდებოდა: „ხალვა შექრით შეკაზმულო, ყაიმაღზე უფ-
რო ტკბილო”. აჭარაში კარაქს დაწვავდნენ, პურის ფქვილს შეუკიდებდნენ და შეწითლებამდე მოხრა-
კავდნენ, შემდეგ შაქრის ანდა თაფლის შარბათში შეზელდნენ და ცომივით სქელ მასას რომ მიიღებ-
დნენ, ბურთივით დააგორგალებდნენ. ოდნავ სხვაგვარი შემზადებით: პურის ანდა წვრილად დაფ-
ქვილ სიმინდის ფქვილს ერბოში მოხრაკავდნენ, შემდეგ თაფლს ანდა შაქარს შეურევდნენ და მიღე-
ბული ცომისაგან მრგვალ კვერებს დაამზადებდნენ. ზოგი დიასახლისი მრგვალ კვერს შუაზე გაჭრი-
და და მაგიდაზე გასატანად ისე ინახავდა. ხალვა სულხან-საბა ორბელიანთან „პუნგია”. ლექსიკოგ-
რაფის განმარტებით „პუნგია ესე არს ტკბილნი ნამზადებნი, რომელსა თურქნი ჰალვას უწოდებენ”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:277; ნიჟარაძე, 1971:429,448; აბაშიძე, კომახიძე, 1998;
ქართული მატერილური კულტურის... 2011:604.

xalTebi - ყიშლებსა და საზაფხულო იალაღებზე წვრილფეხა საქონლის შესარეკად განკუთ-


ვნილი ქვისა და ხისგან შემოზღუდული საქონლის სადგომი.
ლიტ.: შამილაძე, 1969:11.

xalTuri - ვაზის ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429.

xali - იგივეა, რაც ფარდაგი. იხ.: ქილიმი


ლიტ.: მასალები... 1976:423.

xalisaxe - აჭარული წინდის სახეობა, წინდის ორნამენტი. იხ.: წინდა.

xaliWreli - ნოხის ჭრელი, ორნამენტის ერთ-ერთი სახეობა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429.

xalxami - ხალხამი აჭარულ დიალექტში თურქულიდან დამკვიდრებული სიტყვაა: 1. სახლისა


და ეზოს სანაგვე, სახლის უკან სპეციალურად მოწყობილი ადგილი, მაგრამ არა იქ, სადაც ნაკელი
გროვდებოდა, არამედ პატივისაგან მოცილებით ცალკე გამართული. იქ იყრებოდა გამოხვეტილი ეზ-

736
ოს ნაგავი, საცხოვრებელში არსებული აბდეს ხანიდან ხალხამში აბდესის სარიტუალო წყალიც გაედ-
ინებოდა. ამგვარად აღინიშნებოდა სახლს უკან მდებარე სანაგვე თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუ-
ჰაჯირებშიც: „ეიღო ეს ჭიქის ნატეხაები და აბდესხანიდან პირდაპირ ხალხამში გუდუძახა”; 2. სახლის
ქვედა ნაწილში მოწყობილი საქონლის საზაფხულო სადგომი, ფარეხი იაილებსა და ყიშლებში. აჭარ-
ული ტიპის საცხოვრებელი სახლების ქვედა სართული პირუტყვისათვის საზამთრო ბოსელად იყო
გამოყენებული, ხოლო მის ქვემოთ არსებული სივრცე განიავების მიზნით ერთხმრივ ანდა ორმხრივ
ღიად იყო დატოვებული, რომლის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ბოსელის იატაკამდე ასოთხმოცდა-
ათ სანტიმეტრამდე აღწევდა. იგი წვიმიან ამინდში პირუტყვის თავშესაფარს ანდა ზაფხულის პერი-
ოდში სოფლად დატოვებული თითო-ოროლა საქონლის სადგომს წარმოადგენდა და ბაკის როლს ას-
რულებდა. გარდა ამისა, სადგომი, ადგილობრივი პირობების მიხედვით, სხვადასხვა დანიშნულების
სამეურნეო საქმიანობისათვისაც იყო გამოყენებული. ასეთი სახის ცოკოლის სართულს აქ ხალხამის
გარდა „ხალხამის სართული” ერქვა, ე. ი. ხალხამი აჭარული სახლის ქვედა ღია ნაწილს - ცოკოლის
სართულს წარმოადგენდა, რომელიც რთული რელიეფით იყო შექმნილი და ზაფხულის პერიოდში
საქონლისათვის თავისუფალ სადგომად გამოიყენებოდა. შდრ. ბერა, ასევე, იხ.: ახორქვეშა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429; ჩიქოვანი, 1960:99; ადამია, 1956; ფუტკარაძე, 1993:667.

xamami - იხ.: ჰამამი.

xami miwa - ახალი ათვისებული ანდა ნასვენი, „დასვენებული”, დაუმუშავებელი მიწა. ამგვარ
მიწაზე თავდაპირველად ღომს თესდნენ.
ლიტ.: კახიძე, 1974:42.

xam-moduli - ტყის გაკაფვის შემდეგ ათვისებული, გაკაფვიდან მეორე წელს დამუშავებული


მიწა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429.

xamuTi - ცხენის აღჭურვილობა, რომელიც ხისა და სქელი ქეჩის გამოყენებით მზადდებოდა.


იგი ცხენის, როგორც გამწევი ძალის გამოყენების შემთხვევებშიც გამოიყენებოდა, მაგალითად, ხვნის
დროს ხამუთი ცხენს კისერზე ჰქონდა ჩამოცმული. თავის მხრივ, სახნის-
ზე ჩაბმული თოკი ხამუთზე იყო მიბმული, რომლის მეშვეობითაც ცხენი
სახნისს სწევდა.

737
xani - ძველად მგზავრების, ასევე, ცხენის დასასვენებელი, დიდ გზაზე და საბაზრო ადგილებში
ღამის გასათევი ფუნდუკი: „აჭარა-ახალციხის სამიმოსვლო გზაზე ... მოსახლეობა მგზავრთათვის ...
ღამის გასათევ შენობებს - ხანებს აშენებდა”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429.

xanumaჲ - 1. ლობიოს ქვესახეობა, რომელიც დიდი მუქი წითელი ფერის მარცვლებს იკეთებდა.
ლობიოს ჩვეულებრივ ყანაში სიმინდის თესლთან ერთად თესავდნენ, რადგან იგი სიმინდის ღეროს
კარგად ეხვეოდა. ხანუმა გვიან შემოდგომაზე შემოდიოდა; 2. წინდის ორნამენტი: „ნამატებს რომენ ავ-
ათავებთ, გუუართ მემრენ გრეხილას, მემრენ ხანუმას გავაკეთებთ’’.
ლიტ.: სახოკია, 1985:218; ნიჟარაძე, 1971:429; ნოღაიდელი, 2017:160.

xanumi - ქალბატონი, მანდილოსანი, ბანოვანი, გათხოვილი ქალი, რძალი მიმართვის დროს.


ტერმინი ჩველებრივ ქალთა საკუთარ სახელებს ერთვოდა. აჭარულ დიალექტში სიტყვა თურქული
ენიდანაა შესული - hanim.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429.

xanjali - ცივი იარაღის ტიპი. სულხან-საბას განმარტებით: ,,ხანჯალი სხვათა ენაა, საგვერდუ-
ლი მახვილია, ქართულად სატევარი ჰქვიან”. სატევარი შედგება ტარის, პირისა და ქარქაშისაგან. ტა-
რი უმეტეს შემთხვევაში დამზადებული იყო რქისაგან ანდა ძვლისაგან, ორი ან სამი გობაკით. ფოლა-
დის პირი შეიძლება ერთღარიანი (ცერგასმული), ორღარიანი ან სამღარიანი ყოფილიყო, იყო უღარო-
ებიც, ე.წ. ქედიანი პირები. ქარქაში მზადდებოდა ხისაგან, ხშირ შემთხვევაში ტყავგადაკრული იყო,
ერთი სალტით და ბუნიკით გაწყობილი. არსებობდა მთლიანად ვერცხლის ტარ-ქარქაშებიც. სატევ-
რები ირთვებოდა თეთრი ანდა შავი სევადით, ოქროზარნიშით, ვარაყით, ძვალზე კვეთით, ფილიგ-
რანული ტექნიკით, ცვარათი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასა-
ლის მიხედვით, შესაძლოა, გამოვყოთ ქართული სატევრების რამდენიმე ჯგუფი: თბილისური, კახუ-
რი, იმერული, მეგრული, აჭარული... აჭარული ხანჯლები ტარ-ქარქაშების თვითმყოფადი, განივ-
კვეთში ოვალური ფორმებით გამოირჩეოდა. აჭარული ხანჯლის პირი დამზადებული იყო დამასკუ-
რი ფოლადისაგან, ორლესული და ორღარიანი იყო. ტართან ახლოს წრიული ფორმის სადამღო ნიშ-
ნები ჰქონდა. ტარი რქისაგან იყო შემკული, თითბერის ორი გობაკით. შემკული ხის ქარქაშზე გადაკ-
რული იყო შავი ტყავი, რომელიც გაწყობილი იყო რკინისა და თითბრის ორი სალტით და რკინის,
დიდი ბუნიკით. ქარქაშისა და ტარის განივკვეთი ოვალური იყო, რაც აჭარული ხანჯლების დამახა-
სიათებელ ნიშანს წარმოადგენდა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; ქაფიანიძე, 2018.

738
xaperaჲ - მაგარკანიანი გოგრა. მოხარშვის შემდეგ გულამოღებულ ხაპერას წინათ ჭურჭლად
იყენებდნენ. მას ზოგან სქელქერეჭა ხაპსაც ეძახდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:429.

xaperi - პირუტყვის თავის ქალა. თედო სახოკია: „აქაც დარჩენილა ჩვეულებად ღობის სარზე
ჩამოკიდება პირუტყვის თავის ქალისა, ან როგორც აქ ეძახიან, საქონლის ხაპერისა”.
ლიტ.: სახოკია, 1985:257; ნიჟარაძე, 1971:429.

xapiani fxali - კვახითა და ფხალით შემზადებული კერძი. მოწალულ ფხალს წვენს გამოუც-
ვლიდნენ, ხაპს დააჭრიდნენ, მოხარშავდნენ, ნიგოზნარევ პილპილში დანაყილ ნიორსა და მარილს
ჩააყრიდნენ, სიმინდის ფქვილსა და ყორაოს დაურთავდნენ, წამოადუღებდნენ და მორეგვავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:123.

xapi - გოგრა, კვახი. გურიასა და იმერეთში ხაპს გოგრისაგან გაკეთებულ ჭურჭელს ეძახდნენ,
რომელიც ქვევრიდან ღვინის ამოსარებად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ჩიტაია, 2001:296.

xapigulaჲ - გოგრის თესლი, რომელსაც ოდნავ გახურებულ კეცზე წვავდნენ და მზესუმზირა-


სებურად მიირთმევდნენ: „ხაპიგულას ხავიწი, შენი ეშხით დავიწვი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430.

xapiSorva - კვახით მომზადებული კერძი. კანგაცლილ კვახს მცირე ნაწილებად დაჭრიდნენ


და მოხარშავდნენ. როცა ხაპი წყალს შეიშრობდა, მას დანით ანდა ხელით დასრისავდნენ, ცოტა სი-
მინდის ფქვილს ჩაუმატებდნენ და რძეში ადუღებდნენ, ბოლოს მარილს დაურთავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:121.

xapis fafa - წვრილად დაჭრილ, ქერქგაცლილ ხაპს მოხარშავდნენ და შემდეგ მასში რძეს ჩაას-
ხამდნენ, მარილს შეურევდნენ და მოაშუშებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:103.

xapis yvipi - ფიზიკურად სუსტი, განუვითარებელი, ავადმყოფური შესახედაობის ბავშვი. იმ-


ერულ დიალექტში - პაყვი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430.

xapiSorva - ხაპის, გოგრისა და რძის შეჭამანდი. ხაპს მცირე ნაწილებად დაჭრიდნენ, ქერქს
ააცლიდნენ, ჭურჭელში ორ წყებად ჩააწყობდნენ, წყალს დაასხამდნენ და მოხარშავდნენ. როცა ხაპი
წყალს შეიშრობდა, მას დანით ანდა ხელით დასრისავდნენ, ცოტა სიმინდის ფქვილს ჩაუმატებდნენ,
რძეში ადუღებდნენ და მარილს დაურთავდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430.

xapis Corba - იხ.: ხაპისშორვა.


ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:121.
739
xapobana - საბავშვო თამაში.
ლიტ.: ნოღაიდელი, აჭარული კილოს…

xapriani - გადატანითი მნიშვნელობით ჭკვიანი, გამჭრიახი, გონიერი, მოხერხებული, მცოდნე:


„რაც მართალი, მამულაძე ხაპრიანი კაცია”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430.

xaranaჲ jvali - დიდი ტომარა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430.

xarbez-xarbez - ხარბეზი.

xarbezi - ხვნის დროს დარჩენილი მოუხვნელი ადგილი, მოუხნავად დარჩენილი მიწა კვალსა
და კვალს - ორნატებს შუა, ხვნის დროს ალაგ-ალაგ დარჩენილი ადგილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430; კობერიძე, 2011:14, 36.

xardali - 1. ყურძნის დაუდუღარი წვენი. მას აუდუღარი სახით თიხის ჭურჭელში, დერგში
ბადაგად, ტკბილ სითხედ ინახავდნენ; 2. მდოგვი.
ლიტ.: სახოკია, 1985:22; ნიჟარაძე, 1971:130; დავითაძე, 1974:23-26; 1975:172;
აჭარული დიალექტის... 1976:26.

xardani - პირშუშხა, რომლის ფესვი ცხარე გემოთი ხასიათდება. საჭმლის შესაკაზმავად მას
დანაყილი სახით ხმარობდნენ, ასევე, ხარდანს ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430.

xardlis kakali - „კეჟერა” ფხლის წვრილი, შავი ფერის თესლი. იგი გაზაფხულზე ითესებ-
ოდა, ხოლო შემოდგომაზე მას იღებდნენ, მზეზე აშრობდნენ და ხარდლის მოსამზადებლად ფქვავ-
დნენ. იხ.: ხარდალი.
ლიტ.: დავითაძე, 1974:27.

xardo - გვხვდებოდა ხორდო ფორმაც. ხარდო, იგივე, ხორდო შალი, უხეში შალი იყო: „საშინაო
შალი უფრო ხარდო შალი იყო”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:160.

xareba - ერთი ყლორტის მეორეზე დამყნა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:31.

xariaTaRi - საზაფხულო იალაღებზე ხარებისათვის შემოკავებული ადგილი. სიტყვასიტყვით


ხარის საწოლს ნიშნავდა. გოდერძის უღელტეხილზე, ბეშუმის მიმდებარედ იაილას ხარიათაღი ეწოდ-
ება. ეს ადგილი წარსულში ხარების დასამწყვდევად, საწოლად განკუთვნილი შემოკავებული ადგილი
იყო, შემდგომში დასახლებული უბანი გახდა და სახელწოდებაც ძველი შემორჩა. ხარიათაღი.
ლიტ.: გამყრელიძე, 1973:34.
740
ხარიათაღი - ხარების ფარეხი
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი)

741
xaribatoni - ხარების პატრონი, გამწევი ძალის მეპატრონე.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:430.

xarisTvala - 1. ხარისთვალა შავი, თეთრი, ვარდისფერი ვაზის ჯიშის ფართოდ მიღებული


სახელწოდება იყო, რომელიც მცირეოდენი ნარგავების სახით საქართველოს თითქმის ყველა კუთხე-
ში გვხვდებოდა. აჭარის გარდა იგი განსაკუთრებით ცნობილი იყო ჯავახეთში, კერძოდ, ასპინძის
რაიონში, სამეგრელოში, იმერეთში, რაჭაში, ქართლ-კახეთში. გავრცელებული იყო როგორც თეთ-
რყურძნიანი, ისე წითელყურძნიანი ხარისთვალა. ხარისთვალასაგან კარგი და გამძლე სუფრის ღვი-
ნო დგებოდა. აჭარაში წარმოდგენილი ხარისთვალა ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნეო ღი-
რებულებით საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ ხარისთვალას ჯიშებისაგან მკვეთრად გან-
სხვავდებოდა. აჭარული ხარისთვალა მცირეოდენი ნარგავების სახით მაღლარად ქედისა და ხულოს
რაიონებში - სოფელ ვაიოში, სიხალიძეებში, ფურტიოში, ჩაოსა და, საკუთრივ, ხულოს მიდამოებში
იყო განვითარებული. მას ცილინდრულ-კონუსისებური, ცალფრთიანი და ხშირად განტოტვილი
თხელი მტევანი ახასითებდა, სქელკანიანი და ნაკლებწვნიანი, უფრო ხორციანი იყო. ვაზის მოსავ-
ლიანობა უშუალოდ ამინდის პირობებზე იყო დამოკიდებული. აჭარული ხარისთვალა მართალია
სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგრამ ყურძნის გემური თვისებებით და ორგანოლეპ-
ტიკური მაჩვენებლებით იგი სუფრის ყურძნისადმი წაყენებულ მოთხოვნილებას სრულად ვერ აკმა-
ყოფილებდა; 2. ბალი, ბინბალი; 3. წინდის ორნამენტი.
ლიტ.: სახოკია, 1985:224; რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:130; კახიძე, 1974:46.
ქართული ეთნოლოგიური... 2009:491; ნოღაიდელი, 2017:160.

xaris momdeni - ხარის მწყემსი. მეხარე მწყემსს სეზონზე გაწეული შრომის გასამრჯელოდ ოც
ოყა კარაქს - იაღს აძლევდნენ.
ლიტ.: ნოღაიდელი; მგელაძე, 2012:107-108.

xaris naxiri - სამწყემსი პირუტყვი, რომელიც მხოლოდ ხარებისაგან შედგებოდა. ხარების


ნახირი მხოლოდ ხარების საბალახოდ განკუთვნილ ადგილებში ბალახობდა. მეხარეობა ხანმოკლე,
ხვნა-თესვის გასვლიდან მარხილობის დაწყებამდე პერიოდს მოიცავდა. ხარის ნახირი სოფელში სხვა
ტიპის საქონელთან შედარებით უფრო ადრე ჩამოყავდათ. ხარის გადმოყვანა სოფელში მაშინ ხდებო-
და, როცა ყიშლასა და ბარში თიბვა იწყებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 2012:110.

xaris sawoli - ხარის დასაწოლი ადგილი. იხ.: ხარიათაღი.

xaris codva - თუ ხარის პატრონი ხარის მიმართ უხეში იყო, ცუდად ეპყრობოდა, სცემდა, აწ-
ვალებდა, შეუსაბამო მძიმე ტვირთს აზიდვინებდა და სიკვდილის ჟამს თვითონაც წვალობდა. ამბობ-
დნენ: „ხარის ცოდვა აქვს, მაგას სული არ გაეყრება, სანამ უღელს არ დაადგამთ კისერზეო”.

xariji - მწირი, გამოფიტული. მოუსავლიანი ადგილი, ცუდი საყანე მიწა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431.

742
xarmanoba - 1. კალო, კალოობა, მოსავლის აღება; 2. არეულ-დარეული, ქაოსი: „რა გიდიხდია
აქაურობა, ჭო, სულ ხარმანათ მოგიქცევია”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431; ქართული ეთნოლოგიური... 2009:491.

xarmani puri - ხორბლის ერთ-ერთი ჯიში, დაბალი ღირსების, მდარე ხარისხის პური. ხარმანი
ფქვილის ცომი კარგად არ იზილებოდა და ისე არ იწელებოდა, როგორც ხასი პური. ხარმანი პურის
თავთავს ღეროებიანად ჭრიდნენ და ტოკვეცით თხვნიდნენ ანდა ჩვეულებრივ კევრით ლეწავდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431; კახიძე, 1974:37.

xarmani - პურის ხვავი.


ლიტ.: კახიძე, 1974:40.

xarnadi - ნადი, რომელიც სამეურნეო საქმიანობისას, განსაკუთრებით, ნადით ხვნა-თესვისას


გამწევი ძალის მონაწილეობას ითვალისწინებდა. ხარნადი იყო ყანაში, სათიბში ანდა სხვა სამუშაოთა
შესასრულებლად მუშა პირუტყვით - ხარით, კამეჩით. ეს იყო ურთიერთმორიგეობითი უსასყიდ-
ლოდ დახმარება, ასევე, ხარნადი მარხილობაზე, სამშენებლო მასალის მოზიდვისას თუ გაჭირვებუ-
ლი მეზობლის დასახმარებლად იკრიბებოდა.
ლიტ.: მგელაძე, 1989.

xaro - ხორბლეულის, მარცვლეულის შესანახი ხის სამეურნეო და-


ნიშნულების სათავსი ანდა ჭურჭელი, დიდი ტევადობის სათავსი, სა-
დაც დაფშვნილ სიმინდსა და ლობიოს ინახავდნენ. აჭარაში ხაროს, ხშირ
შემთხვევაში, ბეღელში ანდა სასიმინდეში აკეთებდნენ. იგი ბეღლის ნა-
წილი იყო. ამ მიზნით ბეღლის რომელიმე კედლის გასწვრივ ცალკე გან-
ყოფილებას მოაწყობდნენ. ხაროს ფუნქციით ოთხკუთხა ფორმის ხის
მოზრდილი ყუთიც გვხვდებოდა, რომელიც სახლის შუადერეფნის რო-
მელიმე კუთხეში იდგა. თედო სახოკია: „ზემო სართულშივეა ხულა (ბე-
ღელი), სადაც ხაროებია (განყოფილებები): ზოგან ხორბალი ჰყრია, ზო-
გან სიმინდი, ზოგან კიდევ ლობიო”. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში
ხაროს ხორბლის შესანახ ღრმა, დიდ ორმოს ეძახდნენ. მასში ხორბალსა
და ზოგ სხვა რამესაც ინახავდნენ. ხაროს უწოდებდნენ სახლის კუთხეში
ამოშენებულ და გალესილ სათავსოსაც, რომელშიც ასევე ხორბალს აბინავებდნენ;
ლიტ.: სახოკია, 1985:172; ჩიტაია, 2001:296; ნიჟარაძე, 1971:431; ჯავახური... 2014.

xarti - გარკვეული დროით ხმარების შემდეგ დაჩლუნგებული, „პირწლეული, პირგაცვეთი-


ლი” იარაღის მოპირვა, გამოპირვა.
ლიტ.: კახიძე, 1975:92.

xarjiani - ხარჯიანი საჭმელი, შეჭამანდი, რომლის მომზადებას ბევრი სანელებელი, ცხიმე-


ული სჭირდებოდა. იგი მაღალკალორიული და ყუათიანი იყო. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431.
743
xarCluRi - სახარჯოდ განკუთვნილი, დასახარჯავი, ჯიბის ფული: „ხარჯლუღი შემომელია,
უფარობა არ ვიკადრე”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431.

xarjluRoba - ხარჯის გაწევა, ფულის გაღება, დახარჯვა.

xasi - 1. კარგი, ხარისხიანი რამ. იტყოდნენ, ძირითადად გოგრაზე: „ხასი ხაპია”, ე. ი. კარგი გოგ-
რააო, ასევე, ძვირფასი, წმინდა, აბრეშუმეული - ქსოვილი, ფარჩა: „თეთრ კაბაში გამახვიეს, ხასი კაბა
მეგონა”; 2. ხასი მიწა, ნოყიერი - ნაყოფიერი, ყუათიანი მიწა. ჩვეულებრივ ხასი მიწა ბუნებრივ ანდა
ხელოვნურ - მინერალურ სასუქს სისტემატურად არ საჭიროებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431.

xasi biZaSvili - ალალი, ღვიძლი ბიძაშვილი, მამის ძმისწული.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431.

xasimi - ნათესავი. თედო სახოკია: „ცოლმა თუ უჩივლა ქმარს ან ქმარმა ცოლს, შვილმა მამას, ან
მამამ შვილს, ხასიმმა-ხასიმს, ანუ თუ ქვრივ-ობლის საქმე იქნა, ან მემკვიდრეობაზე საჩივარი ატყდა,
ყველა ამგვარი საქმეები განიხილება და გადაწყვეტილება მეჯლისში მუსულმანის კანონის ძალით
მიღება, ისე, როგორც ყურანში წერია, ან როგორც შარიათი ამბობს”.
ლიტ.: სახოკია, 1985:192; ჯავახური... 2014.

xasi puri - ენდემური ხორბლის ჯიში, მახა, მაღალი ღირსების, კარგი ხარისხის პური. ხასი
პურის ფქვილის ცომი კარგად იზილებოდა, უკეთ იწელებოდა და უფრო ბარაქიანი იყო, ვიდრე ხარ-
მანი პურის ცომი. ხასი პურის თავთავს უწინ, ჩვეულებრივ კრეფდნენ და ისე ცეხვავდნენ.
ლიტ.: კახიძე, 1974:37.

xasiri - ჭილობი, საგები. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431.

xasi Sali - წმინდა, ხარისხიანი შალის ქსოვილი: „პირველი ხარისხის ძაფს ვხმარობდით ხა-
სი შალის მოსაქსოვად’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:160.

xasixi – მოკლეყურა და მესამე ხარისხის გრძელყურა მატყლი.


ლიტ.: სამსონია, 2005:18.

xasiyirmizi - წმინდა ყირმიზი, სუფთა წითელი ფერი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:431.

xasuTa - იხ.: ჰასუთა.

744
xatri - მსხლის ჯიში, რომელიც მოზარდ ნაყოფს იკეთებდა. მსხალი წვნიანი იყო და სიმწიფე-
შიც ნაზი კანი სითეთრეს ინარჩუნებდა. იგი შემოდგომაზე შემოდიოდა და ზამთარში ვერ ძლებდა.
მისგან ბეთმეზს ადუღებდნენ.

xafaTuri - ვაზის ჯიში.


ლიტ.: დავითააძე, 1975:172.

xaSali - 1. მჭლე, გამხდარი, ავადმყოფი ძროხა. თედო სახოკია: „სახლის პატრონის უფროს
შვილს რამდენიმე ჯანკარი ხაშალი თხა შეეგდო სახლში…”. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ხილს
რომ შიგნიდან ზიანი ჰქონოდა, იტყოდნენ: „ხაშალი შეუვიდაო”. არსებობდა „ხაშალი ხეც” - გულშემ-
პალი ხე.
ლიტ.: სახოკია, 1985:160; გრიშაშვილი, 1997; ჯავახური, 2014:22; უნივერსალური...2006.

xaSami - ცხვრის ციება.


ლიტ.: კობერიძე, 2011:44.

xaSaraჲ - მეტსახელი მაღალი, „აყლაყუდა” კაცისა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:432.

xaSari - ლობიოსათვის მისობილი სარი, ტოტებშეცლილი ჯოხი, რომელსაც ხვიარა ჯიშის


ლობიოს მცენარეს უსობდნენ.
ლიტ.: ჯაჯანიძე. 1961; ნიჟარაძე, 1971:432.

xaSri lobiaჲ - ხვიარა ლობიო, რომელიც ხაშარს, სარს აჰყვებოდა, სარის ლობიო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:432.

xaCi – 1. კვალი, დაღი, ნიკორი, საოჯახო და საგვარეულო საკუთრების ნიშანი, გადატანითი


მნიშვნელობით - ჯვარი: „ამ მელს შუბლი კოროპინზე ერთი ხაჩი ქონდა მეგემ”; 2. წინდისა და თო-
რის ორნამენტი. ქართული ენის აჭარულ დიალექტში სიტყვა თურქული ენიდანაა გავრცელებული -
haç.
ლიტ.: ნიჟარაზე, 1971:432; ქართული ეთნოლოგიური... 2009:493.

xaWa - გრძელი, მსხვილი ჯოხი, კაკლის საბერტყავი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:432.

xaWapuri - ყველიანი ქადა.


ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

xaWos yveli - ახალამოღებული დაუმარილებელი ყველი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1948.

745
xaji - იხ.: ჰაჯი.

xbo - ძროხის შვილი.

xebaliSi - ბინიქვებზე, შენობის საძირკვლის დედაბურჯის ქვებზე დადებული ძელი. ხება-


ლიშისათვის ვარგისიანი მხოლოდ წაბლის ხე იყო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:432.

xeva - ჭრა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:44.

xevsi - 1. საუზმე; 2. მცირედ პურის ჭამა, მცირე რამ საჭმელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:432.

xeiraTi - ქველმოქმედების მიზნით გაღებული მოწყალეობა, თანხა, ფიზიკური შრომა ანდა


სხვა რამ, რითაც საზოგადოება ისარგებლებდა, მაგალითად, წყაროს წყლის გამართვა, გზის შეკეთე-
ბა, გაჭირვებულ ოჯახზე დახმარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხილის დარგვა და მის-
თანანი: „ე ფუნღარი ბაბუაჩემის ხეირათია”. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:432.

xelbereqeTiani - ხელბარაქიანი, ცოტა გარჯილობითაც ბევრის შემომტანი, შემძენი, დოვ-


ლათიანი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:432.

xelgamosuli - ადამიანი, ვისაც ყველაფერი ემარჯვებოდა, ხელიდან ყველაფერი გამოსდი-


ოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

xelgaSlilaჲ - საბავაშვო თამაშობა: შემოხაზავდნენ წრეს, წრეში ერთი ბავშვი ჩადგებოდა,


რომელიც სხვებს დასაჭერად დასდევდა. ვისაც დაიჭერდნენ, იგი წრეში შეჰყავდათ და ხელებგაშლი-
ლი აჩერებდნენ. წრის ირგვლიც მყოფი მოთამაშენი ცდილობდნენ შეპყრობილი დაეხსნათ. თუ რო-
მელიმე ხელს შეახებდა, მაშინვე წრიდან უნდა გაქცეულიყო ისე, რომ მყოფს არ დაეჭირა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

xelgobi - ხის პატარა გობი, რომელიც მთლიანი ხისაგან იყო გამოთლილი. მასში ნაღების მო-
სახდელად რძეს ასხამდნენ, ცომს ზელდნენ ანდა ფქვილს ცრიდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

746
xelgodori - იგივეა, რაც მცირე ზომის გოდორი, დაახლოებით ერთი,
ერთნახევარი ფუთი მარცვლის ტევადობის. მცირე სახის ტვირთის გადატა-
ნის დროს, ძირითადად, ქალები და ბავშვები სარგებლობდნენ. მაგალითად
შუახევის რაიონის სოფლებში: ჯაბნიძეებში, ქიძინიძეებში, დღვანში მას ქა-
ლები ველური მხალის - აჯორიკას კრეფის დროს იყენებენ.

xelebis amoSla - აკვანში ჩაკრული ბავშვისათვის ზედა არტახის მოშვება და ხელების გან-
თავისუფლება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

xelze mokiTxva - ხელზე მთხვევა, ამბორი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

xelTofaჲ - ბავშვის სათამაშო პატარა თოფი.

xeliazma - ხელისაფარი. იხ.: ხელთემენა.


ლიტ.: მგელაძე, 2012.

xeleCo - დურგლის სამუშაო იარაღი, რომელიც


ხის მცირე დეტალების გასათლელად გამოიყენებოდა,
ამასთან, ხელეჩო ჩაქუჩის მოვალეობასაც ასრულებდა და
მისით ლურსმნის ამოღებაც შეიძლებოდა.

xelvavi - ნადური სიმღერა.

xelTemena - ნაქარგობა, რომელიც პატარძალს უფროსებზე მისალმების დროს ხელზე ჰქონდა


გადაფარებული.

747
xelisgulaჲ - დანისობილას ერთ-ერთი ილეთთაგანი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

xelis dezgiri - სამხვეწლო დაზგა, რომელიც მოძრაობაში ხელით მოდიოდა. იხ.: ხერტლის
ჩარხი
ლიტ.: კახიძე, 1974:65.

xelis tari - ძაფის საგრეხი, დასაძახი ხელსაწყო, დიდი ზიმის თითისტარი: „ხელის ტარით
დავძახავთ. ხერტალზე დიდია”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:160.

xelifutkara - იხ.: ხეფუტკარა.

xelnaqmari - ქალის ხელსაქმე. ქსოვა, ქარგვა და სხვა მისთანანი. იხ.: ხელსაქმარი


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:160.

xelnebi - სახვნელის ნაწილი, დაღმართზე დაცურების საწინააღმდეგო ურმის საყრდენი, ზო-


გან მთლიანი, ორტოტიანი ხის კეტი, რომლის ტანი ოთკუთხედად იყო გათლილი და ბოლოთი ქუს-
ლის ნაჩვრეტში ჩამჯდარი. მას ტოტები გვერდებისაკენ ჰქონდა გაშვერილი, რათა წინამძღოლს ხე-
ლები ჩაეკიდა. ხელნას დანიშნულება იყო ხვნასთან შეფარდებით სახვნელის რეგულირება. იხ.:
მკლავები.
ლიტ.: ჩიტაია, 1997:333.

xelis gadayola - ოჯახიდან რისამე, ვთქვათ, ფქვილის, მარცვლისა და მისთანების გაცემი-


სას, გაყიდვა-გასესხებისას გამსესხებელი ანდა გამყიდველი გაცემული „პაწაწა ნაწილს, ნაფცქვენს”
უკან გამოიბრუნებდა, თუ საქონელს გაყიდდა, ორიოდე ღერ ბალანს გააცლიდა, ქსოვილში გამოახ-
ვევდა და ოჯახში სადმე საგულდაგულოდ შეინახავდა, რითაც თითქოს ოჯახს დოვლათიანობას შე-
უნარჩუნებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

xelsaqmari - ქალის საოჯახო საქმე, რთვა-ქსოვასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელსაქმე.

xelufali - ხელუფალს ისეთ ადამიანზე იტყოდნენ, რომელსაც საქმის კეთება არ ეხერხებო-


და, მოუხერხებელი იყო: „ეგ ხელუფალი ვერაფერს გააკეთებს”.
ლიტ: მგელაძე, 1996:204; ნოღაიდელი, 2017.

xelSemonaxuli - ხარჯვაში ზომიერ-ყაირათიანი, დამზოგველი, მომჭირნე.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:433.

xelwamkravi - ქურდი, პირი, რომელსაც ხელი ქურდობაზე ჰქონდა მიჩვეული, იტყოდნენ


„ხელწამკრავიაო”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:434.
748
xelwinda - ხელთათმანი.
ლიტ: ნოღაიდელი, 2017:161.

xelwisqvilaჲ - ხელით სატრიალებელი საფქვავი, ხელსაფქვავი, პატა-


რა საოჯახო ხელის წისქვილი. ქვას ხელით აბრუნებდნენ. ხელწისქვილას დი-
დი გვალვების დროს იყენებდნენ, როცა წისქვილის წყალი საგრძნობლად და-
იკლებდა და წისქვილის დასატრიალებლად წყალი საკმარისი არ იყო.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:434; კობერიძე, 2011:34.

xelxeri - ცალ ხელში დასაჭერი პატარა ტარიანი ხერხი.

xemandili - ქალის თავსახურავის მოსართავი ხილაბანდი, თავჩითი, ხელსახოცი, ხელმანდი-


ლი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:434.

xendeki - თხრილი, ორმო, ხანდაკი: „ქალმა უბრძანა: ფადიშაჰი გიეყვანენ გზიპირაჲ და ხენდეკ-
ში ჩიეგდენ”. სიტყვა სპარსული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:434.

xenCera - ხენჩერა დანა, დიდი ფართოპირიანი დანა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:434.

xemSili - იხ.: ჰემშილი.

xergobi - თელისაგან დამზადებული გობი, რომელშიც კარაქის ამოღებამდე ყაიმაღს აჩერებ-


დნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:156; დავითაძე, 1974:55.

xertala - ცხენისკუდა (Erigeron Canadensis L.). ხერტალას ნაყენი მაღალი სიცხისა და სხვადას-
ხვა ტკივილის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:434.
749
xertali - თითისტარი, დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრი სიგ-
რძის ორივე მხრიდან წაწვეტებული ხის ჯოხი, ძაფის დასართავი და დასა-
ძახავი. მისი ზედა ნაწილი უფრო წვრილი და მაღალი, ხოლო ძირი შედარე-
ბით სქელი და გლუვწვეტიანი იყო. მას ქვემოდან მჭიდროდ წამოცმული
კვირისთავი ჰქონდა, რომელიც სპეციალურ სახვეწ დაზგაზე მსხლის ხი-
დან მზადდებოდა. ხერტალს მატყლის დასართავად, მატყლის ძაფის მისა-
ღებად იყენებდნენ. მრთველ ქალს მატყლის ნართი - მატყლის ფთილა მარ-
ცხენა ხელში, ხერტალი მარჯვენაში, თითებშუა ეჭირა და ხერტალს მათი
მეშვეობით ოსტატურად ატრიალებდა, პარალელურად მბრუნავ ხერტალს
მატყლს აწვდიდა, რომელიც ხერტლის ბრუნვით იგრიხებოდა და ძაფი წარ-
მოიქმნებოდა. დართულ ძაფს ხერტალს კვირისთავიდან ზემოთკენ ირ-
გვლივ ახვევდნენ. ნართი ხერტალზე მანამ ეხვეოდა, სანამ ტარი ბრუნვას
არ შეწყვეტდა. ეს პროცესი რამდენჯერმე მეორდებოდა. თითისტარის სა-
შუალებით ნართის დამზადების ანალოგიური წესი საქართველოს ყველა
კუთხეში, ქართლ-კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ხევსურეთში არსებობდა. ამ
წესისაგან განსხვავებით სამცხე-ჯავახეთში ქალს რთვის დროს ხელში ერ-
თი ფთილა კი არ ეჭირა, არამედ ხელზე ჰქონდა გადახვეული. ამას გარდა,
რთვის დროს თითისტარს კალთაში ჩადებულ ჯამში ატრიალებდნენ, რაც ხელს უწყობდა ტარის
ბრუნვას. საქართველოში თითისტარის გამოყენება ჯერ კიდევ ნეოლითური ხანიდან დასტურდება.
ლიტ: ნოღაიდელი, 2017:161; აჭარული დიალექტის... კახიძე, 1974:67;
სამსონია, 2005; ყარაულაშვილი, 1972.

xertala - ცხენისკუდა: Erigeron Canadensis L. იგი რთულყვავილოვანთა (Compositae) ჯგუფს


განეკუთვნება. ერთწლოვანი მცენარეა, ღერძიანი დატოტვილი ფესვით, სწორი და ზედა ნაწილში
დატოტვილი ღერო 30-160 სანტიმეტრამდე სიმაღლეს აღწევს. ხაზური ლანცეტა ფოთლები ღეროს
ზედა ნაწილზე კიდემთლიანია, ხოლო ღეროსეული ქვედა დაშორიშებულ-ხერხკბილაა. ყვავილები
პატარა ზომის მრავალრიცხოვან კალათებად შეკრებილია გრძელ, ვიწრო საგველა ყვავილედად. სა-
ბურველის ენისებრი ფოთლები შიშველია. ვიწრო ხაზური და სწორმდგომი ყვავილები მკრთალი
მოთეთრო-მოვარდისფროა, თესლი ძლერ პატარა და მფრენია. მცენარე აჭარაში ყველგანაა გავრცე-
ლებული. ცხენისკუდა აგვისტო-ოქტომბერში ყვავილობს. იგი ბათუმის რაიონში „ხერტელას” სახე-
ლით არის ცნობილი და მას ყოველგვარი დაავადების წინააღმდეგ დიდ პროფილაქტიკურ თვისე-
ბებს მიაწერდნენ. მცენარის მიწისზედა ნაწილის წყალზე ნაყენი მაღალი სიცხისა და სხვადასხვა სა-
ხის ტკივილების დროს იხმარებოდა.
ლიტ.: შარაძე, 1961:61.

xertliTavi - კვირისთავი: „სართავ ხერტალს ხერტლითავი აქ, საძახავს – არა”... „ხერტლი-


თავ დუუმაგრეფ, რომ ძაფი არ წამოშპეს”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:161.

750
xertlis nadi - მატყლის სართავად მოწვეულ ქალთა ნადი, მატყლის დართვისას ქალთა ურ-
თიერთდახმარება: „აჩეჩვის მერე კიდევ ნადს იქმოდენ, ხერტლის ნადს’’. ასეთ შრომით დახმარებას
ქალები მატყლის დიდი რაოდენობით რთვის დროს, უპირატესად, შემოდგომაზე ანდა ზამთარში იწ-
ვევდნენ. მასში მხოლოდ კარგი „ხელსაქნარით” გამორჩეული ქალები მონაწილეობდნენ. ხერტლის
ნადში მონაწილე ქალი მენადეებთან საკუთარი სამუშაო იარაღით - ხერტალითა და საჩეჩელით მი-
დიოდა. შუახევის მხარეს მათ „მექსელე ქალები” ერქვა. ნადის წევრებს სახლეულში დიასახლისები
გამორჩეული კერძებით უმასპინძლდებოდნენ. ხერტლის ნადზე იყო გართობა-მხიარულება, ცეკვა-
თამაში, სიმღერა. ქალთა ცეკვა სიმღერასთან ერთად სრულდებოდა. მომღერალ-მოცეკვავე ქალები
მატყლის ჩეჩვის და რთვის მომენტებს განასახიერებდნენ. აჭარის მთიანეთში „ხერტლის ნადის” სატ-
რფიალო სცენების სხვადასხვა ვარიანტი იყო გავრცელებული. იხ.: ხერტალის ნადი და ნადი.
ლიტ.: ჩხეიძე, 1960:169; კახიძე, 1975:104; აჭარული დიალექტის... 2008:17; სამსონია, 2005:18, 20;
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს..., 2009:469; ნოღაიდელი, 2017:161.

მატყლის დართვა - ხერტლის ნადის ძირითადი საქმიანობა


(გივი ნახუცრიშვილის ფოტო)

751
xertliTavi - იხ.: კვირისთავი.
ლიტ: ნოღაიდელი, 2017.

xertlis Carxi - ხერტლის სახვეწი დანადგარი, ხის კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც


ხერტლებს ხვეწდნენ. ხერტალი მოძრაობაში ოსტატის მიერ მოდიოდა. ამისათვის მოხრილი ჯოხი
გამოიყენებოდა, რომელზეც ტყავის თასმა თავისუფლად იყო მიმაგრებული. თასმას ხერტალს შემო-
ახვევდნენ და ჯოხის წინ-უკან მოძრაობით, ოსტატი ცალი ხელით ხერტალს ატრიალებდა, მეორეთი
კი - სახვეწი დანა ჰქონდა ხერტალზე ზომიერად მიბჯენილი და ხვეწდა.

xertlis sadgami - მომრგვალო-ოვალური ფორმის მცი-


რე ჯამი, სადგამის ფსკერი, საგულდაგულოდ დამუშავებული
და გლუვი. იგი სრიალა იყო, რაც ბზრიალის დროს ხერტალს
ნაკლები წინაღობას უქმნიდა. მატყლის დართვის დროს ხერ-
ტლის ძირი სადგამში ტრიალებდა. სადგამი ხერტლის ვერტიკა-
ლურ მდგომარეობასაც უწყობდა ხელს. იხ.: საგრეხელა.

xerxeSa matyli - ხმელი, უხეში მატყლი, სერთი მატყლი: „დიდყურიანი მატყლი ხერხეშაჲ
მატყლი იქნება’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:161.

xerxikbila - ორნამენტის სახეობა.


ლიტ.: სამსონია, 2005:65-66.

xesari - იხ.: ხაშარი.

xetabo - მარცვლეულის დასანაყი ხელის იარაღი.


ლიტ.: ქართული ეთნოლოგიური... 2009:497.

752
xeteraჲ - გამხდარი, უშნო, მაღალი კაცის მეტსახელი, გადატანითი მნიშვნელობით ყეყეჩი,
ბენტერა.

xefengi - საცხოვრებელი სახლის ნაწილი, მეორე სართულიდან პირველ სართულზე, ძველ სახ-
ლებში მეორე სართულიდან ბოსელში ჩასასვლელი. ხეფენგის კარს ჩვეულებრივ ზედა სართულის
დერეფანში, ზოგან კი - ოთახშიც აკეთებდნენ. თურქულად - kepenk.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:434.

xefutkara - ტყის ველური ფუტკარი. ტყის ფუტკარი განსაკუთრებით, რომელიც „ღრუიან ხე-
ში” - წიფლის, ცხემლის, თელის, თხმელის მაღალ ფუღუროიან ხეებში ბუდობდა, ასევე, ნაყარი ფუტ-
კარი, რომელიც სკას ვერ მიაგნებდა და ჩვეულებრივ ფუღუროში დაისადგურებდა. ხეფუტკარა შინა-
ურ ფუტკარზე უფრო გამრჯე და მუსა იყო. წელიწადში სამ-ოთხჯერ მართვეს ყრიდა, მაგრამ ავი და
მიუკარებელი იყო. ჭვანის ხეობაში ამ სახელით ტოპონიმიც დასტურდება.
ლიტ.: დავითაძე, 1973:72; 1974:36; ნიჟარაძე, 1971:434-435; კახიძე, 1974:54;
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს..., 2009:364; კობერიძე, 2011:33.

xeSava - ხეშავას კურკოვან ნაყოფს სამკურნალოდ იყენებდნენ: „ხეჩალას ყანი ქენერებში ავასხამთ”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:43.

xeCala - ხეზე ასხმული, სიმაღლეზე შედგმული ჩალის ზვინი, რომელსაც საქონელი ვერ მის-
წვდებოდა და ვერ დააზიანებდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xeCliWeri - 1. ხეცალის ასხმის დროს ჩალის კონის მისაწოდებელი გრძელი ჯოხი; 2. მაღალი
ადამიანი.
ლიტ.: კობერიძე, 2011:16.

xecebeki - ხეცებეკი უნაყაფო, გამოფიტული ადგილი: „საკარმიდამოთ მომიზმანეს ერთი ხეცე-


ბეკი ადგილი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xeWepo - ნიგვზის, თხილის, კვერცხისა და მისთანანის მაგარი საფარი, კანი, გარსი, ქერქი, ნაჭუ-
ჭი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:43.

xeWeWuri - მსხლის ჯიში. ხეჭეჭურა თუ ხეჭეჭურა სხალი საზამთროთ შესანახი მსხალი იყო.
მისი ნაყოფი მსხვილი ანდა საშუალო სიმსხოსი იყო, კანი მაგარი ჰქონდა, უხეშხაოიანი. ხეჭეჭურს
მომწვანო ფერი დაჰკრავდა, სრული სიმწიფის დროს კი მოყვითალო ფერი ჰქონდა. იგი კარგად ინახ-
ებოდა და გაზაფხულამდე ძლებდა. მას ჭურში ინახავდნენ და სახელიც ამის მიხედვით შეერქვა.
მსხალი ჭურიდან ამოღების დროს შავ ფერს დაიდებდა და მომჟავო გემოს იღებდა, რის გამოც მას
„ჭურისხალასაც” ეძახდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:222; ნიჟარაძე, 1971:435.
753
xexela - მსხლის ადგილობრივი ჯიში.
ლიტ.: სახოკია, 1985:222; ნიჟარაძე, 1971:435.

xval Tu daria - კატა, რომ თათით პირს ჩამოიბანდა, მიმართავდნენ: „ხვალ თუ დარია, ყუ-
რი ჩამოატანეო”, თუ ყურს ჩამოატანდა, ანუ თათს ყურზე ჩამოისვამდა, ამას კარგი ამინდის, დარის
ნიშნად მიიჩნევდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xvanZa - ცვალებადი ცვერცველა. საქონლის საკვები ბალახეული მცენარე, რომელიც ჩვეულებ-


რივ მთის საძოვრებზეა გავრცელებული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xvanjari - შარვლის სათავის და ბოლოების შესაკრავი, შარვლის სათავეში გასაყრელი ნაქსოვი,


ქამრის ფუნქციის მქონე, აბრეშუმის შინნაქსოვი ზონარი, ქამრის მაგიერი: „ხვანჯარს ქალები ქსოვ-
დენ აბრეშუმიდან” ... „გუდუუტეხდით შალს და ხონჯარს გუუყრიდით’’. სულხან-საბა ორბელიანით
„ხუანჯარი – ნიფხვის ზორტი” იყო. ხვანჯარი შარვლის ფერისაგან განსხვავებული უნდა ყოფილი-
ყო, ჭრელი - სახიანი ნაქსოვი. იგი მზითვის შემადგენელი კომპონენტიც იყო. საკუთარი ხელით მოქ-
სოვილ ხვანჯარს დანიშნული მომავალ საქმროს წინასწარ უგზავნიდა. მეორენაირად მას „ხონჯარ-
საც” უწოდებდნენ. იხ.: შეშუღლება.
ლიტ.: ორბელიანი, 1949; სამსონია, 2005:47, 99.

xvarda - ხვარდა კაცი, ე. ი. მხნე, მოქეიფე, მომლხენი, დარდიმანდი ადამიანი, ყოჩაღი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xvela batonebi - საბავშვო დაავადება, რომლისთვისაც გახშირებული ხველა იყო დამახასი-


ათებელი. ხველა ბატონებს აჭარისწყლის ხეობაში „კოწიწას”, ხოლო კინტრიშის ხეობაში - „კოკოცას”
ეძახდნენ. თვითმხილველთა გადმოცემებით, ხველის გამო ბავშვის დახრჩობაც კი იყო მოსალოდნე-
ლი. დაავადებულს ცხვირიდან სისხლის დენა ეწყებოდა. ასეთი ავადმყოფის საპნით დაბანა არ შეიძ-
ლებოდა, დასაბანად კვერცხს იყენებდნენ. ავადმყოფს ცხენის ადუღებულ რძეს ალევინებდნენ. პრო-
ცედურა დღეში ორჯერ სრულდებოდა. აჭარაში, მოსახლეობის დაკვირვებით, ხველა ბატონებით
დააავადებულს ორმოცი დღის მანძილზე გაძლიერებულად ახველებდა, სივდებოდა და ხრჩობის იმ-
იტაციასაც ქმნიდა. ორმოცი დღის შემდეგ ხველა კლებულობდა და თანდათანობით ქრებოდა. ამ ავ-
ადმყოფობის ხანგრძლივობის ვადა ორმოცი დღე იყო. არსებობდა ხველების სამკურნალო საშუალებ-
754
ებიც, მაგალითად: 1. ორჯერ დღეში, დილით და საღამოთი, გამდნარი თხის ქონით გულმკერდს იზ-
ელდნენ; 2. დღეში სამჯერ დანაყილი ძირტკბილას წვენს და იის ძირების ნაყენს სვამდნენ; 3. ეწრის
ძირების ნახარშს დოლბანდში გაატარებდნენ და ავადმყოფს ნახევარი ჭიქით შეასმევდნენ. პროცე-
დურა დღეში სამჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში სრულდებოდა; 4. გაციების შედეგად ხველე-
ბით დაავადებულს თხის გალღობილ უმარილო ქონით გულ-მკერდს დაუსრესდნენ და შემდეგ თბი-
ლად შეუხვევდნენ. პროცედურა დღეში ერთხელ, დაწოლის წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში
სრულდებოდა; 5. მუხის რკოს მოწვავდნენ, დაფქვავდნენ, ყავის მსგავსად შეამზადებდნენ და ავად-
მყოფს დაალევინებდნენ. პროცედურა დღეში რამდენიმეჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში სრულ-
დებოდა; 6. პიტნის გამხმარ ფოთლებს ჩაის მსგავსად შეამზადებდნენ და ავადმყოფს შეასმევდნენ.
პროცედურა დღეში სამჯერ, სამი დღის განმავლობაში სრულდებოდა. იხ.: კოწიწაჲ, კოკოცა.
ლიტ.: მგელაძე. 2001; აბაშიძე, კომახიძე, 1998:178, 191.

xvelis wamali - Asplenium Pseudolanoeolatum Fom. მცენარე გვიმრისებრნთა (Polulypodiaceae)


ჯგუფს განეკუთვნება. იგი მრავალწლოვანი მცენარეა, პატარა კორდს ქმნის, სქლად შემოსილია ფე-
სურით, ფოთოლი რბილია, გრძელყუმწიანი, რომელიც ზოგჯერ ფირფიტას აღემატება. ფირფიტა
ლანცეტა მოხაზულობისაა, შუამდე ორჯერ ფრთისებრი, ბადისებრ დანაოჭებული, სორუსი მოგ-
რძოა, საბურველი მთლიანი, სპორები კვერცხისებრია, ბადისებრ დანაოჭებული. მცენარე აჭარაში
შუა და ზედა მთიანი სარტყლის ტყიან კლდეებზეა გავრცელებული. აქ მას „ხველის წამლის” სახე-
ლით იცნობენ და სამკურნალოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებოდა, თუ რცხილის ტანზე იზრდებოდა.
რცხილაზე მოზარდ მცენარეს შეაგროვებდნენ, გარეცხავდნენ, ფესვებს დანაყავდნენ, წყალს დაუმატ-
ებდნენ და ხველების დროს ადამიანს ასმევდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:62.

xvewva - აბრეშუმის პარკის გასუფთავება, ზედმეტი ძაფების, ბეწვების გაცილება: „მოკრეფილ


პარკს მერე დავხვეწავთ და გუუფენთ“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:161.

xvewi – 1. სახარატო ჩარხის სახვეწი იარაღი. ხვეწი სხვადასხვაგვარი იყო. მათ სახვეწი დანის პი-
რის ფორმების მიხედვით განასხვავებდნენ. ძირითადად სწორი და ოვალური ფორმის პირიანი ხვეწე-
ბი იყო გავრცელებული. ხვეწს ოსტატი საჭიროების მიხედვითაც ამზადებდა; 2. აბრეშუმის ძაფის ამოს-
ახვევი თხელი, გვერდებშეზნექილი ხის ფირფიტა: „ცხელი წყლიდან აბრეშუმს ამოახვევენ ხვეწზე”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:161.

755
ხვეწის პროცესი

xviTo - 1. ხვითო მაგიური მომცრო


მინერალური წარმოშობის ქვა იყო. უჟმურ-
შეყრილი ბავშვის „გამოლოცვის” - „უჟმუ-
რის გამოლოცვის” დროს სწორედ ასეთ ხვი-
თოს იყენებდნენ, რომელიც ოთხ-ხუთ სან-
ტიმეტრიანი თუ უფრო პატარა ზომის სრი-
ალა ზედაპირიანი წყლის, ანდა მართლაც,
სხვა ტიპის წარმოშობის ქვა იყო; 2. ერთნა-
ირი თეთრი ქვა - კენჭი, რომელიც თითქოს წყალში იხსნებოდა. გველის ნაკბენი ადგილის განკურნე-
ბის მიზნით ადგილს ასეთი წყლით მოიბანდნენ. ზოგიერთის რწმენით, ხვითო ზღვის ფსკერზე კენ-
ჭების სახით იყო დალექილი ანდა შეიძლება დიდ წვიმას მოჰყოლოდა. ხვითოს წყლიან ჭურჭელში
ჩაყრიდნენ და მანამ ანჯღრევდნენ, სანამ წყალი ნაცრისფერს არ მიიღებდა. ხვითოიან წყალს კანით
დაავადებულთა სამკურნალოდაც იყენებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435; მგელაძე, 2018.

xvikina - 1. მჭლე საქონელი; 2. გამხდარი ადამიანი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:18.

xvingali - მარცვალგაცლილი სიმინდის ტარო, ნაქუცი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

756
xvinCali - სიმინდის ტაროს წვერი, რასაც მარცვალი სულ არ ჰქონდა ანდა ჭუნტალი სიმინდი
ჰქონდა გამოღებული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xvinWilaჲ - ქორფა, ნორჩი, ტიტლიკანა ბავშვი: „ერთიც გევხედოთ, რუმე მუსანდარადან ერთი
ლამაზი, ხვინჭილა ბაღანა გამუა”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xviero miwa - ფხვიერი, მოუსავლიანი და უნაყოფო მიწა, მწირი მიწა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.

xvirkali - იხ.: ხვინგალი.

xviteraჲ - ხოტორა, მელოტი, თამოტვლეპილი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:435.
xviti - 1. მარცვალგაცლილი სიმინდის ტარო, კობერაჲ, ხვინტალი; 2. კეჟერა ფხლის მსხვილი,
გაუხეშებული ღერო.

xvimiri - წისქვილში მარცლეულის ჩასაყრელი ხის დი-


დი ჯარა. მას ოთხკუთხა და ცილინდრული ფორმა ჰქონდა,
ზემოთ ფართო, ხოლო ქვემოთ - ვიწრო იყო. წისქვილში ვიწ-
რო ბოლოთი ხვიმირი „ჯამს” უსწორდებოდა და მარცვალიც
ჯერ ჯამში იყრებოდა, შემდეგ კი - წისქვილის „თვალში”. ხვი-
მირზე წინა მხრიდან სახელური - კოტა იყო მიმაგრებული,
რომელზეც თოკით ჯამი იყო ჩამობმული. კოტა მოძრავი იყო
და მასზე გადახვეული თოკით ჯამის რეგულირება - აწევა და
დაწევა ხდებოდა, რითაც მარცლეულის მიწოდება წესრიგდე-
ბოდა.

xvna - მარცვლეულის დასათესად მიწის დამუშავება. ეს პერიოდი მეტეოროლოგიურ მოვლე-


ნებს - ბურუსიანობას, სასარგებლო და საზიანო წვიმას, ნათელ მზიან ამინდს, ქარებს, ბუნიობას,
მთვარის კალენდარს, ფრინველთა მოფრენას უკავშირდებოდა. ხვნის ვადები იყო: გაზაფხულზე ქე-
რის, დიკის, სიმინდის სათესად - მარტი, აპრილი, მაისი; ზაფხულში საშემოდგომო ხორბლისათვის,
ანეულის მოსამზადებლად - მაისი და ივნისი; შემოდგომით საგაზაფხულო ნათესებისათვის გან-
კუთვნილი ნიადაგის მოსახნავად - სექტემბერი და ოქტომბერი. ხვნა ორი სახისა იყო: პირად ხვნა და
ღრმად ხვნა.
ლიტ.: ჩიტაია, 1997:333.
757
xiabari - ხეიბარი, დასახიჩრებული.

xiarjuli - კანზე სიმსივნური წამონაზარდი. იგი კიტრის ფორმის სიმსივნეს წარმოადგენდა.


სამკურნალოდ ღომის მსგავსად რძეში თეთრი პურის გულს მოხარშავდნენ, ერთი ჩაის კოვზით სავ-
სე სოდას შეურევდნენ და შესიებულ ადგილზე დაიდებდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე
სრულდებოდა.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:178.

xibaki - 1. ბარგი, ტვირთი, ბარგი-ბარხანა; 2. ჭურჭელი: „მიმინოს ხაბაკს ავკიდებ, ჯორს მივუ-
ტოვებ მწყერსა”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

xibali - ცუდად მოვლილი გამხდარი პირუტყვი, მჭლე, გამხდარი საქონელი ანდა ადამიანი:
„რა ხიბალია ე ბაღვი, სულ ძვალ-ტყავია”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436; კობერიძე, 2011:14.

xibeki - მჭლე, გაძვალტყავებული ცხენი, ხარი ანდა კამეჩი: „გამოსულზე რომ გამოვრეკავთ
ჯენდეკ, ხიბეკ საქონელს, თველზე გაზაზანებული ჩამოვრეკავთ თიდან”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

xidi - აჭარაში გავრცელებული იყო სხვადასხვა ტიპის სასოფლო, სათემო და ცენტრალური -


საქვეყნო ხიდები. მათგან უნდა გამოიყოს შუასაუკუნეებში გავრცელებული თაღოვანი ხიდები. ას-
ეთი ხიდები აჭარისწყალზე რამდენიმე ადგილას შემორჩა. ესენია: დანდალოს, ვარჯანაულის, მახუნ-
ცეთის, მახოს, მირვეთის, საღორეთის, უჩხოს, ფურტიოს, ქოქოლეთის, ჩხერის, ცხემვანის, ცხემლა-
რას, წონიარისის ხიდები. ხიდის სახელწოდებები შერქმეულია სოფლის სახელების მიხედვით. ქვის
თაღოვანი ხიდების მშენებლობა ადრე და განვითარებული შუასაუკუნეების საქართველოში ვაჭრო-
ბის დაწინაურებას უკავშირდებოდა. სავაჭრო გზები საქარავნე გზებად ითვლებოდა და ხელისუფ-
ლება მის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფდა. ვაჭრები ცხენებითა და აქლემებით აღმოსავლე-
თიდან დასავლეთის და, პირიქითა მიმართულებით სავაჭრო ტვირთს გამუდმებით ეზიდებოდნენ.
სოფელ მარადიდში ძველი საქარავნე გზა დღემდე შემოგვენახა, რომლის იქეთ-აქეთა მხარე ქვაყო-
რით იყო ნაშენი. ასეთი გზა სოფელ მახუნცეთშიც არსებულა, რომელიც დროთა განმავლობაში დან-
გრეულა. აჭარაში შემორჩენილი ქვის თაღოვანი და, ასევე, ხის ხიდებიც კულტურული მემკვიდრე-
ობის ძეგლებს წარმოადგენენ.
ლიტ.: ნარიმანიშვილი, მგელაძე, 2011.

758
ხაბელაშვილების ხის ხიდი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

759
ქოქოლეთის ქვის თაღოვანი ხიდი

ვარჯანაულის ქვის თაღოვანი ხიდი

760
xidirilezis dResaswauli - თურქეთში მცხოვრები ქართველები ხიდირილეზის დღე-
სასწაულს ექვს მაისს ატარებდნენ. ეს იყო ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული რიტუალი. ხი-
დირილეზის - ხიზირელიასის დღესასწაული წმინდა ილია წინასწარმეტყველს ეძღვნებოდა, რო-
მელსაც თურქეთში „ხიზირ ელიას - მხსნელ ელიას” ეძახდნენ.
ლიტ.: ლომთათიძე, 2014:210.

xizari - სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა გავრცელებული და დიდ ხერხს ნიშნავდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

xizarji - მხერხავი. ძველად აჭარაში ხიზარჯობა, ანუ მხერხაობა ერთგვარი პროფესია იყო.
ისინი საშოვარზეც დადიოდნენ და მორებისაგან ფიცრებს ხერხავდნენ. იხ.: თავდაღმა ხერხი.
ლიტ.: მასალები...1976:417.

xizeki - მარხილის ერთ-ერთი სახეობა იყო, რომელიც ძირითადად მაჭახლის ხეობასა და აჭარ-
ისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში - ქედის რაიონში გვხვდებოდა. იგი ცალი ხარის შესაბმელი მარხი-
ლი, ხარმარხილი, სრიალის - თრევის პრინციპზე დამყარებული მარხილის მსგავსი სახმელეთო
ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა, თუმცა შედარებით პატარა და მსუბუქი
სატვირთო ტრანსპორტი იყო და, უმთავრესად, მინდვრად ნაკელის გასატანად და სხვა დანიშნულე-
ბითაც გამოიყენებოდა. თედო სახოკიას ამ ტიპის საზიდი აჭარაში „ჯინის” - „გოდორ-მარხილის” სა-
ხელწოდებით ჰქონდა მოხსენიებული. მარხილს და ხიზეკს აჭარაში სამშენებლო ქვების საზიდადაც
იყენებდნენ. ქვითხურო ბასილის სამშენებლო საქმიანობის დახასიათებისას XIII საუკუნის ცნობილი
მწერალი და მოაზროვნე ტბელ აბუსერისძე ამის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდიდა. სიტყვა აჭ-
არულ დიალექტში თურქული ენიდანაა გავრცელებული.
ლიტ.: კახიძე, 2009:408-411; ნიჟარაძე, 1971:436; დავითაძე, 1972:88; 1983:29.

xizireliasis dResaswauli - იხ.: ხიდირილეზის დღესასწაული.

xiziri - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და კეთილის მოქმედ ადამიანს ნიშნავს. ძველად


მუსლიმანებში ამ სიტყვაში გაჭირვების ტალკვესი იგულისხმებოდა. ხალხის რწმენით გასაჭირის,
განსაცდელის ჟამს მადლმოსილ ადამიანს მშველელად და დახმარების აღმოსაჩენად თითქოს ხიზა-
რი მოევლინებოდა.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1971:436.

xizmeTqari - მოჯამაგირე, ხელზე მოსამსახურე. მცირე საზღაურის სანაცვლოდ, ოჯახის სხვა


სამუშაოებთან ერთად, ხიზმეთქმარი არამარტო ბარში, არამედ მთაშიც მწყემსობასაც ითავსებდა. მე-
ორენაირად მას „ხიზმეთჩიც” ერქვა.
ლიტ.: მგელაძე, 2012:107; ნიჟარაძე, 1971:436.

xizmeCTi - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. იგი აჭარულ დიალექტში მოჯამაგირეს, მო-


სამსახურეს, ხელზე მოსამსახურეს ნიშნავს: „სოფლიერ ხალხს რომ გუჭირდებოდა, ხიზმეთქრებად
მიდიოდენ სხვა მემლექეთში, ვინ ბერი, ვინ ხახამი, ვინ ხიზმეთქარი, ვინ ზუფლიყარი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.
761
xizirTvalaჲ - ხერხისებურად დაკბილული წინდის ყელის ნაქსოვი, წინდის ჭრელი, ორნა-
მენტი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

xikvi - წვრილი ფიჩხი, ჩხრიმალა, ხმელი ტოტის ნამტვრევები.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

xil-xila - სიტყვის მასალა, ახლად შემოსული ხილის ხილვისას, პირველი გასინჯვისას სათ-
ქმელი სიტყვა: „ხილ-ხილა, ღმერთო ბრევლ წელწად მახილე!”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

xilva - ნახვა: 1. ახლადშემოსული ხილის პირველი მოსავალის გასინჯვა, მირთმევა. ასეთ


დროს იტყოდნენს „ხილ-ხილას”; 2. ახლად ბოსტნეულის პირველად ჭამა; 3. ივნისში ანდა თებერ-
ვალში თაფლის სკიდან ამოღება, ზოგადად, სკიდან თაფლის ამოღებასაც ხილვა ეწოდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436; კახიძე, 1974:55; კობერიძე, 2011.

xima - იხ.: ხიმანკი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

ximanki - ლათინური იგრეკის, „Y” მსგავრი ხის ჯოხი, რომელიც როგოს სახურავის ახდის
დროს ქვემოდან შესაყენებლად გამოიყენებოდა.
ლიტ.: დავითაძე, 1974:45.

ximona - იხ.: ხიმანკი.

xini - ძაბრი, თურქულად - hunı, ბერძნულად - χωυιον. სულხან-საბა ორბელიანით „დიდი ტაბა-
კი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:469; ნიჟარაძე, 1971:438.

xinWi - ძვლის წვრილი ნაფცქვენები, რომლებიც ხორცის მოხარშვის დროს ჭურჭელში რჩებოდა.
მეორენაირად მას ნახიჭო ეწოდებოდა.

xirborkalaჲ - მთლიანად, დაუჭრელად შემწვარი ქათამი: „ხირბორკილას გამოტანა ქორ-


წილშიც ვიცით”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:436.

xirsuzi - ქურდი, ბაცაცა: „გამოცდილი ხირსუზი სახლის პატრონს დააპატიმრებსო”. სიტყვა


აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა გავრცელებული - hirsiz.

762
xirxa - ახალუხის მსგავსი, წელში გამოყვანილი სამოსი ქალისა, ქალებისთვის ჩითის დაბამბუ-
ლი ანდა დაუბამბავი მოსაცმელი, სიხმისა და ჩათაკას ზემოდან ცივ კლიმატურ პირობებში სახმარი
თბილი ჩასაჩმელი. იგი შესაძლოა მოკლე ანდა მუხლებს ქვემოთ გადაცდენილი ყოფილიყო. ჩვეულ-
ებრივ მას ფერადი ხავერდისაგან იკერავდნენ. ძველად ხირხა ტრადიციული ხერხებით შინნაქსოვი
შალისაგან, ხოლო მოგვიანებით ფაბრიკული ქსოვილით - სკალატისა და ხავერდისაგან იკერებოდა.
დამკვირებელთა მიხედვით: „ქალებს ზევიდან აცვიათ ქათიბის მსგავსი ხირხა ჩითისა, დაბამბული
ან უბამბო, სეზონის მიხედვით”. ხირხა ძირითადად ჩათაკას თარგს იმეორებდა, მისი წინამორბედი
იყო, განსხვავდებოდა მხოლოდ სიგრძით და საყელოთი. სხვა განსხვავებანი ასეთი იყო: ხირხას წინა
ორი კალთა და მთლიანი ზურგი ქმნიდა. სახელოები საპირესგან, სარჩულისგან და მათ შორის მოქ-
ცეული მატყლის ანდა ბამბის თხელი ფენისგან შედგებოდა. ხირხა უსაყელო იყო. წელში გამოყვანი-
ლი. გრძელი ხირხა პატარძლის ჩაცმულობის კომპლექტში შედიოდა. ასეთი ხირხა ჩვეულებრივი
სახმარისგან ქსოვილის ხარისხით, ფერითა და შემკულობით განირჩეოდა. სანამუსო ხირხაც ფერადი
ყაითნებითა და ძაფებით ირთვებოდა. ხირხა ძველ საქართველოში გავრცელებული სამოსი ყოფილა.
ჯერ კიდევ თეიმურაზ პირველის „ლეილ-მაჯნუნიანში” ვკითხულობთ: „წამოიყვანა მეჯნუნი ხირხა-
ღა ცმულ თავშიშველები”. ივანე ჯავახიშვილი ხირხას „ზამთრის სათბილო სამოსად მოიხსენიებდა”.
ტერმინ „ხირხას” ძველ ქართულ მწელობაში მოხსენიება მის ადგილობრივ წარმომავლობაზე მიუთ-
ითებს. თედო სახოკია ხირხას ქართულ ქათიბს ადარებდა. მისი ინფორმაციის მიხედვით ვასკვნით,
რომ სეზონის მიხედვით მას ზამთარში დაბამბულს იცმევდნენ, ზაფხულში კი - დაუბამბავს. ხირხა
აჭარის მთის მოსახლეობის ყოფაში XIX საუკუნის ბოლომდე არსებულა. საქართველოს ფარგლებს
გარეთ ხირხას არზრუმელი სომხები და ანატოლიელი თურქი ქალები და მამაკაცები ატარებდნენ.
ლიტ.: სახოკია, 1985:245; ჯავახიშვილი, 1962; ნიჟარაძე, 1971:437; სამსონია, 2005:72.

xirxali - კიბე, მთლიანი ხის მორი, რომელსაც ტოტები ბოლომდე არ ჰქონდა შეჭრილი. მის
გასაკეთებლად, ძირითადად, ნაძვის ხის წვეროს - ნაწვერალას არჩევდნენ. ნახევრადშეჭრილი ტოტე-
ბი საფეხურებსა და სახელურებს წარმოადგენდა და კიბის დანიშნულებით გამოიყენებოდა. ზოგ-
ჯერ, ტორებშეჭრილი ხის მორი სახლზე გარედან იყო მიდგმული და სახურავზე ასასვლელად გამო-
იყენებოდა.
ლიტ.: ადამია, 1956:96-97.

xis dapatroneba - ხეზე საკუთრების ნიშნის დადება: „ხეზე თაჯს, ნიშანს, გააკეთებდენ. ამას
„ხის დაპატრონებაჲ ქვია. სხვაჲ ვერ მოჭრის”.
ლიტ.: ნოღაიდელი...

xise - წილი, ულუფა, კერძი: „სხვანეფ რას უცდი შენ, ჩემი ხისე მომეც და რაცხაფერ მინდა ისე
მევხმარ”. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xisimi - ნათესავი. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xifi - ორ ხელზე, მოხრილ მუხლებზე ანდა წყართზე დახვეული ძაფის კონა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.
763
xifva - ხიფის, შულოს კეთება: „ძაფსაც ამოხიფავდენ ფეხზე, ხიფებს გააკეთებდენ და დაღებავ-
დენ“..
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:161.

xi qoxi - საძოვრებზე მწყემსებისათვის განკუთვნილი, ხისგან ნაგები პატარა ზომის სადგომი.


ლიტ.: მგელაძე, 2012:107.

xiStaჲ - ლობიოს ქვესახეობა, გრძელპარკება ლობიო, რომელიც ჭრელი, მოთეთრო ფერის იყო.
მას სიმინდის ყანებში თესდნენ. იგი ჩვეულებრივ სიმინდის მცენარეს ეხვეოდა.
ლიტ.: სახოკია, 1985:218; ნიჟარაძე, 1971:439; კობერიძე, 2011:19.

xiSti - იხ.: ხიშტაჲ.

xicxici - ხმამაღალი სიცილი, ხითხითი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xiwva lobiaჲ - მწიფობაში შესული ლობიო, რომელსაც ხიწვი ჰქონდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xiwvi - ლობიოს პარკის ფხა. გარჩევა-გასუფთავების დროს მას ხიწვს აცლიდნენ: „თუ კარქა არ
გაარჩიე ხიწვა ლობიაჲ, ხიწვი გაყვება შეჭამადში”.

xiWi - წყლის დანალექი სილა, წვრილი ქვიშა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xiWi-puWaჲ - წვრილმანი ნივთები: ნემსი, ქინძისთავი, მძივი, სავარცხელი და მისთანანი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xi-xi-xi! - განზე მისაყენებლად უღელში შებმული კამეჩისადმი ანდა ხარისადმი შეძახილი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xixna - მაგარი საჭმლის კბილებით გახრა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:437.

xijeki - მოკლედ ტოტებდახერხილი ნაძვის ხე. გამოიყენებოდა კიბის ნაცვლად, სახლის სახუ-
რავზე ანდა ხეჩალაზე ასასვლელად. ზაფხულობით მას ნალიის ქვეშ ჩამოკიდებულს ინახავდნენ.
ზამთარში საჭიროებისამებრ სახლის სახურავის გადმოსათოვლად კიბის ნაცვლად იყენებდნენ. ბო-
ლო პერიოდში, ზემო აჭარაში, ზოგან, სახლის სახურავზე მუდმივად მიმაგრებული იყო წაბლის ხი-
საგან დამზადებული კიბე. იგი ხიჯეკის ფუნქიას ასრულებდა. ზამთარში ამ კიბით ადიან სახურავზე
თოვლის გადმოსათოვლად. ხიჯეკი მსუბუქი და ადვილი გადასატანი იყო.

764
xmel-berwi - ფური, რომელიც არასოდეს შობს, სამუდამოდ უშობელი. იხ.: ბერ-მეწველი.

xmelToba - სიმშრალე, მშრალი ამინდები, გვალვა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438.

xmeli zamTari - მშრალი, უთოვლო ზამთარი.

xmeli suli - „ხმელი სულის მეტი არაფერი აქ”, გადატანითი მნიშვნელობით არაფერი აბ-
ადია, უზომოდ ღარიბი, უქონელი, ისეთი ადამიანი ყველაფერი წართმეული რომ ჰქონდა, გაძარცვუ-
ლი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438.
xmiT tirili - დატირების წესი. იხ.: მოთქმა.

xmuki - მჭლე, გამხდარი, სუსტი, მაგალითად, ცუდად მოვლილი გამხდარი საქონელი: „ნეტაი,
რამ უნდა მოაბრუნოს აი ჯენდეკი, ხმუკი საქონელი!”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438, კობერიძე, 2011:14.

xne - ხანი, ხნიერება, ასაკი. იხ.: ხნეშესული.

xneSesuli - ხანში შესული, ხანდაზმული, მოხუცი, ხნიერი: „არ გამიმტყუნოთ, ბიჭებო, მეტი
სიარული აღარ შემიძლია, მუხლები მომეჭრა, ხომ იცით, ხნეშესული კაცი ვარ”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438.

xobo - ხბო.

xobos dasma - ხბოს გაჩენა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:16.
765
xozani - ხოზანი, ნოყიერებას მოკლებული, გამოფიტული მიწა, უნაყოფო მიწა, ყანა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438; კობერიძე, 2011:14.

xozika - Bidenstripartita: ორკბილა, სამკურნალო მცენარე, რომელიც დიაბეტით - შაქრით დაავ-


ადებულთათვის გამოიყენებოდა. ხოზიკა ორკბილას (Bidens Tripartita L.:) აჭარაში გავრცელებული
სახელწოდებაა, რომელიც აჭარაში კინტრიშის ხეობაშიც იყო გავრცელებული. იგი რთულყვავილო-
ვანთა (Compositae) ჯგუფს განეკუთვნება. ორკბილა ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა 100 სანტი-
მეტრის სიმაღლის, სწორმდგომი, ცილინდრული ღერო მარტივია ანდა დატოტვილი შიშველი, იშვი-
ათად შებუსული. ფოთლები მოკლეყუნწიანია, მოპირისპირე, რომლებიც ჩვეულებრივ ღრმად დაყო-
ფილია. ხერხისებრ-დაკბილული შუათანა ნაკვთი უფრო დიდია. მცირე ზომის ყვავილები ბრტყელ,
საშუალო ზომის კალათშია შეგროვილი. კალათზე დიდი საბურველის გარეთა ფოთოლაკები მოგ-
რძო ნიჩბისებრია და კიდეებზე მოკლე წამწამებიანი, შიგნითა კი მოგრძოა და კიდეებზე სიფრიფანა.
გვირგვინი მოლისებრია, ყვითელი. მტვრიანა ხუთია, ქვედა ნახევარში მტვრიანას ძაფთან შეზრდი-
ლი სვეტი გვირგვინზე ცოტათი გრძელია და ორად გაყოფილი დინგით მთავრდება. ნაყოფი თესლუ-
რაა, ორი დაკბილული ფხით. მცენარე ივლის-აგვისტოში ყვავილობს. აჭარაში ჭაობებსა და, ხშირად,
მდინარის ნაპირებთან, ზოგჯერ, როგორც სარეველა – ბოსტნებსა და ბაღებში ყვავილობს. აჭარაში
შეგროვილ ეთნობოტანიკურ ცნობებში ორკბილა მოხსენიებულია, როგორც საღებავი მცენარე. მის-
გან შალისა და აბრეშუმის ძაფისათვის ყვითელი საღებავი მიიღებოდა. ორკბილა ხალხურ მედიცინა-
ში ცნობილი იყო, როგორც სიყვითლის საწინააღმდეგო, აგრეთვე, შარსადენი და ოფლსადენი საშუ-
ალება. იგი დიაბეტით – შაქრის ავადმყოფობით დაავადებულთა სამკურნალოდაც იხმარებოდა. ორ-
კბილას მიწისზედა ნაწილს დაყვავილებამდე მოაგროვებდნენ, გარეცხავდნენ, წყალში მოხარშავ-
დნენ, გაწურავდნენ და დიეტის დაცვით ავადმყოფს ასმევდნენ. ზამთრისათვის მცენარეს ზაფხულში
შეაგროვებდნენ, გაახმობდნენ და ინახავდნენ.
ლიტ.: შარაძე, 1961:59; ნიჟარაძე, 1971:438.

xokeraჲ - ხოკერა ხაპი, სქელკანიანი გოგრა: „ეს რა მაგარია, ჭო, ხოკერაჲ ხაპი ხომ არაა, ნეტაჲ!”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438; კობერიძე, 2011:18.

xokeri - 1. ხის ქერქისაგან დამზადებული მომცრო ზომის კალათი, ცილინდრისებური ფორ-


მის სახილე, რომელსაც წაბლის ანდა ბლის ხის ქერქისაგან ამზადებდნენ და სათუთი ნაყოფის მოსაკ-
რეფად იყენებდნენ. ხოკერს ფსკერი ზოგჯერ ნაძვის წვრილი ფესვებისაგან ჰქონდა გამოწნული. ხეს
ქერქს ფართედ გააძრობდნენ, შუაზე მოკეცავდნენ და კიდეებს თოკით ამოუკერავდნენ და გაახმობ-
დნენ. იგი დაკრეფილი კენკროვნების ჩასაყრელად გამოიყენებოდა. წაბლის ხოკერი შედარებით მაგა-
რი და გლუვზედაპირიანი იყო, მასში კენკრა არ იჭყლიტებოდა. სულხან-საბა ორბელიანთანაც ხოკე-
რი ხის ქერქის ჭურჭელი იყო; 2. რძის პროდუქტების შესანახი თუ დასამუშავებელი ხისა და თიხის
ჭურჭელი; 3. მწირი, ხრიოკი, მოუსავლიანი მიწა
ლიტ.: ორბელიანი, 1949:468; ჩიქოვანი, 1960:101; ნიჟარაძე, 1971:438; კახიძე, 1979:37; 1990:63.

766
xoki - უნაყოფო მიწა.
ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

xolixi - გიდელის მსგავსად მოქსოვილი ბადე, რომელიც თევზჭერაში გამოიყენებოდა. თედო


სახოკია: „ხოლიხი, ანუ გიდელის მსგავსი მოქსოვილი ბადე; ხოლიხს თავში საძირკველი ამ წყლის
ფსკერზე დასაყრდომი კანაფისა აქვს, სწორი, ალაბის ან მეტ-ნაკლების სიგრძე, ხოლო დანარჩენი
ორი მესამედი ნაწილი მიმაგრებულია ცერის სიმსხო ჯოხზე, რომელიც ბადის პირს რკალის მსგავს
სახეს და სულ მუდამ ღია, გაშლილ მდებარეობას აძლევს. ამ რკალისავე შემწეობით ხოლიხი მღვრიე
წყალში იდგმის, და ფეხით თუ ჯოხით ცდილობენ თევზის შიგ შერეკონ”.
ლიტ.: სახოკია. 1985:313; ნიჟარაძე, 1971:438.

xolxi - ძვლიანი ხორცი: „ჩლეჩილა ხორცი უგემურია, ხოლხი ხორცი უმფო გემიელია”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438.

xonCa - სინი. სულხან-საბა ორბელიანი თვლიდა, რომ ხონჩა „სხვათა ენა” იყო, რომელსაც ქარ-
თულად „სიფლი” და „ტაბაკი” ერქვა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:469; სახოკია, 1985:147.

xora - კანის გადამდები ავადმყოფობა, რომელმაც ძლიერი ქავილი იცოდა. სულხან-საბა ორბე-
ლიანთან „ჴმელი მუნი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:469; ნიჟარაძე, 1971:438.

xorami - კარგად შეკრული თივის ტვირთი, რომელიც გადასაზიდად მოხერხებული იყო. იგი
ცხენის გავაზე იდებოდა. აჭარის გარდა ხორამი ცნობილი იყო ხევსურეთსა და სამცხეში.
ლიტ: ქართული ეთნოლოგიური... 2009:502.
767
xorbali - აჭარაში შემოდგომის „სართლო” („ძველთესლი”) და გაზაფხულის „საზაფხულო”
(ახალთესლი) პური მოჰყავდათ. შემოდგომის პურეულიდან დოლაჲ პური, ყირმიზი (წითელი) პუ-
რი, ნიქსარულა, ტრედისფერა პური იყო აღსანიშნავი. გაზაფხულის პურეულიდან კი - დიკა. დიკა
რამდენიმე სახის იყო: თეთრი დიკა, ყირმიზი (წითელი) დიკა და შავთავაჲ დიკა ანუ შავფხა დიკა.
ლიტ.: ჩიჯავაძე, 1969:25-26.

xorgi - ხორგიანი, ქვიანი, ღორღიანი, ძნელად დასამუშავებელი მიწა. იგი ქვემო აჭარაში ხორ-
გიანი ადგილის სახელი იყო: „ხორგიანი მიწა სამუშაოთ ჩეთინია, მარა მოსავალს არ გიმუტყუნებს;
ბოლოკი გასკდება პირდაპირ, კარქა ხარობს”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438.

xoreki - ყურძნის ერთ-ერთი ჯიში.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438.

xorTlaRi - თურქულში hortlak. მუსლიმან მორწმუნეთ სწამთ, რომ ცოდვებით დატვირთუ-


ლი მიცვალებული ღამ-ღამობით საფლავიდან დგებოდა და სასაფლაოებსა თუ მიყრუებულ, უკაც-
რიელ ადგილებში ადამიანებს ჩონჩხის სახით ევლინებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:438.

xoromaჲ - უხეში, ტლანქი, გაუთლელი კაცის მეტსახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:439.

xorombaSi - ხორუმის წამყვანი, საცეკვაო ილეთების მანიშნებელი. ხორომბაშს ოლლათი მიყ-


ვებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:439.

xoromi - აჭარის ხალხური საცეკვაო შემოქმედების უძვირფასესი მონაპოვარი საბრძოლო ში-


ნაარსის ხორუმი, იგივე, ხორონი იყო. იგი უძველესი დროიდან მომდინარეობს და საბრძოლო შინა-
არსის მეომართა ცეკვა იყო. მასში წამოწეული იყო არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი ბრძოლე-
ბის და მტერთან შერკინების აღმნიშვნელი საცეკვაო პასაჟები. არქეოლოგიური მასალების საფუძ-
ველზე ხორუმის უძველესი ტრადიციები დასტურდება. ხორუმის მსგავსი ცეკვის არსებობაზე არქე-
ოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი მოცეკვავე ბრინჯაოს ფიგურები მიუთითებს, რომლებიც ძვ.
წ. II საუკუნეს განეკუთვნება. ხორუმის უძველეს წარმოშობაზე მეტყველებს სხვა მასალებიც. ძვ. წ. V
საუკუნის ძველი ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტი, რომელიც ქართველ ტომთა კულტურული
ცხოვრებით იყო დაინტერესებული, წერდა, რომ მათ ჩვეულებად ჰქონდათ მტერზე გამარჯვების
შემდეგ სიმღერისა და ცეკვის გამართვა. მისი სიტყვით, გამარჯვებულმა მოსინიკებმა მოკლულ
მტრებს თავები მოაჭრეს და ბერძნების დასანახავად აღმართეს, თან თავისებურ ჰანგზე ცეკვავდნენ
და მღეროდნენ. ამ ცნობის საფუძველზე მკვლევრები თვლიან, რომ ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს „გა-
დახვეული ხორუმის” არსებობასთან. ხორომს მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ, თუმცა, აჭარაში
ქალთა ხორუმიც არსებობდა. ხორუმის მთლიანი სურათი ოთხსაფეხურიანი იყო. პირველ ნაწილში
მეომართა დასაბანაკებელი ადგილის ძებნა წარმოისახებოდა. ამ სცენაში ნაჩვენები იყო მოცეკვავე
768
მხედართა შესაშური ელასტიურობა, სწრაფი მიხვრა-მოხვრა, საბრძოლო მზადების დაგეგმვა, მეორე
ნაწილში კი განსახიერებული იყო მტრის დაზვერვა. ამ სურათში ჩანს ყურის ფიცარნაგზე დადებით
მტრის მოძრაობის შეცნობის, მზვერავთა ერთმანეთთან მოთათბირების საცეკვაო სცენები. ცეკვის
შემდეგ ეპიზოდში იერიში და ცხარე ბრძოლა იყო გადმოცემული. წრიული „საცეკვაოები” დინამიურ
მოძრაობას შეიცავდა, ზოგჯერ თითქოს უკანაც მოიწევდნენ, რათა მტერი ვიწროებში შემოეტყუებინ-
ათ და მისთვის ხელახალი დარტყმა ეგემნებინათ. გამარჯვების აპოთეოზი კომპოზიციის ბოლო -
დასკვნითი ნაწილი იყო, რომლის უმთავრეს კომპონენტს „გადახვეული ხორუმი” წარმოადგენდა. გა-
დახვეული ხორუმი ერთმანეთზე გადახვეული სპეციფიკურ მოძრაობათა ცეკვა იყო, რომელსაც გან-
სხვავებული რიტმი, წყობა ახასიათებდა და დასარტყმელი ინსტრუმენტის თანხლებით სრულდე-
ბოდა. „გადახვეულში” ტერფთა ჩაკვრა-ამოკვრა, გვერდზე გაქნევა-ამოთამაშება მტრის მოჭრილი თა-
ვების გაგორებას, დაბეჟვას და ჩაქოლვას მიგვანიშნებდა. ამდენად, საშემსრულებლო ხერხებისა და
ილეთების მიხედვით აჭარაში ხორომი სხვადასხვა ვარიანტით გვხვდებოდა, მაგალითად, „გადახვე-
ული ხორომი”, „ჩამორებული ხორომი” და სხვა მისთანანი: „ბოლოს იმფერი ხორომი ჩავასკვით, რომ
ქალიან-კაციანა ჩვენ შეგვცქეროდა”. ამასთან, აჭარაში არსებობდა „ხორუმის” სხვა სახეობაც, რომე-
ლიც „დელი ხორუმის” - გიჟური ხორუმის სახელწოდებით იყო ცნობილი. დელი ხორუმი, ისე რო-
გორც „ფერხული ბუქნით”, იმერხევშიც იყო გავრცელებული. ფერხულის მოთამაშენი წრეს ქმნიდ-
ნენ, მაგრამ წრე მთლიანად არ იყო შეკრული. ხორომი, როგორც ჯგუფური საფერხულო ხალხური
ცეკვა, აჭარის გარდა გურიაშიც იყო ცნობილი.
ლიტ: ლაზიშვილი, 2009:497-501; ნიჟარაძე, 1971:438; კახიძე, 1978:3-15;
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს... 2009:471.

ცეკვა „ხორომი”. სოფელი კვატია.


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი, 1937 წელი)

769
ცეკვა „ხორომი”
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი, 1937 წელი)

770
xoromis Sekra - ხორუმის დაბმა, ხორუმის გამართვა, ცეკვის გახურება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:439.

xorumi - იხ.: ხორომი.

xorciani iaxni - ხორციანი იახნი სოუზის მსგავსი წვნიანი საჭმელი იყო. იგი შემდეგი წე-
სით მზადდებოდა: წვრილ ნაჭრებად ხორცს დაჭრიდნენ, ქვაბში ჩაყრიდნენ, წყალს ჩაასხამდნენ და
მოხარშავდნენ, შემდეგ პრასა-მაკიდოს ჩააყრიდნენ, წიწაკას დაუმატებდნენ და მცირე ხნით აადუღ-
ებდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:141.

xorciani kartofili - კარტოფილის სოუზი ხორცით. ხორცს წვრილად დაჭრიდნენ, ხახ-


ვთან ერთად ერბოში შეურევდნენ, თუ ხორცი მჭლე იყო, თუ არადა მსუქან ხორცს თავისსავე ქონში
მოხრაკავდნენ, ცოტა ხნის შემდეგ პრასა-მაკიდოს ჩააჭრიდნენ. როცა ყველაფერი შემზადდებოდა,
კარტოფილს რგოლისებურად დაჭრიდნენ, საკმაო რაოდენობის წყალსაც დაუმატებდნენ და წამოად-
უღებდნენ. ამის შემდეგ პომიდორს დაამატებდნენ, მცირედ წამოადუღებდნენ და მარილში დანაყილ
ნიორსა და პილპილს ჩაურთავდნენ.
ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:142.

xorciani kvercxi - გარეცხილ და მცირე ნაჭრებად დაჭრილ ხორცს ჯერ მარილს მოაყრიდ-
ნენ, შემდეგ ტაფაზე მოათავსებდნენ, წყალს დაასხამდნენ და კარგად მოხარშავდნენ, ბოლოს ათ-
ქვლეფილ კვერცხებს შეუზავებდნენ და შეწვავდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:109.

xorciani parki lobio - წვრილად დაჭრილ ხორცს პრასა-მაკიდოში მოხარშავდნენ და


მოხარშულ მწვანე ლობიოში ჩაყრიდნენ, ნიორნარევ მარილში დანაყილ ქინძსა და პილპილს დაუმ-
ატებდნენ და ყველას ერთად აადუღებდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:132.

xorciani sarma - შავი ფხლის ტოლმა ხორცით.


ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:143.

xorcikveri - ბოლში გამოყვანილი გამხმარი ხორცი: დაკეპილ ხორცს მწვანილეულით შეან-


ელებდნენ, კვერებად შეკრავდნენ და ბუხარში სპეციალურად გაკეთებულ ჩელტზე გაახმობდნენ,
სუფრაზე სახელდახელოდ გამოტანის დროს ნაკვერჩხალზე ანდა ტაფაზე მომწვარ კარაქში შეწვავ-
დნენ. მოსახლეობაში ცნობილი იყო წვრილად დაკეპილი და მწვანილეულით შეზავებული ხორცის
კვერების ფასტურმად გახმობის წესიც.
ლიტ,: ნიჟარაძე, 1971:439;
აბაშიძე. კომახიძე, 1998:190.

xorxiali - გართხმით მოძრაობა, ხოხვა.


ლიტ,: ნიჟარაძე, 1971:439.
771
xotoraჲ - თავგადაპარსული ბავშვი.
ლიტ,: ნიჟარაძე, 1971:439.

xofaTuri - აჭარულ ვაზის ჯიშებს შორის ხოფათური, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქ-


ციის მომცემი სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. იგი
თეთყურძნიანი ვაზის ჯიში იყო, რომლის ღია მწვანე მარცვალს მოქარვისფრო ელფერი დაჰკრავდა.
ხოფათური საკმაო წვნიანობითა და ხორციანობით ხასიათდებოდა, ტკბილი და სასიამოვნო გემო
ჰქონდა. აჭარის რაიონებში ამ ჯიშის წარმოშობის შესახებ ლიტერატურული მასალები ფაქტიურად
არ მოგვეპოვება. სამეცნიერო ნაშრომებში მოხსენიებულია ქვაფათური, რომელიც მხოლოდ გურიაში
- სოფელ გურიანთაში, ლანჩხუთში ყოფილა გავრცელებული. მას აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიაკ-
უთვნებდნენ. ქვაფათური „ხოფათურის” ფონეტიკურ სახეცვლილებას უნდა წარმოადგენდეს. იგი
გავრცელებული უნდა ყოფილიყო ხოფეს მიდამოებში, საიდანაც თვით ჯიშის სახელწოდებაც წარ-
მოსდგა. ხოფათური წარსულში მაღლარების სახით შუა და ზემო აჭარის მიკრორაიონებში მეტად
ფართოდ ყოფილა წარმოდგენილი. ადგილობრივი მოსახლეობა მის პროდუქციას ძირითადად ყურ-
ძნად იყენებდა და, როგორც ცნობილია, ბათუმის ბაზარზე დიდი რაოდენობით ყიდდა. გარდა ამისა,
მისგან საზამთროდ ყურძნის წვენსა და ბექმეზს ამზადებდნენ. ვაზებს ნორმალური ზრდა-განვითა-
რება, უხვი მოსავლიანობა და ხარისხოვანი პროდუქცია მხოლოდ კარგი ამინდის პირობებში ახასი-
ათებდა. ხოფათურის მცირეოდენი ნარგავები დაბლარის სახით ქედის საკოლექციო ნაკვეთშიც
გვხვდება. ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი ხშირად ოცდაათ კილოგრამს აღწევდა. დანიშნუ-
ლებით ხოფათური, როგორც სუფრის ყურძნის ჯიში მტევნებისა და მარცვლების გარეგნული სილა-
მაზით, ყურძნის ტრანსპორტაბელობით, შენახვის უნარიანობითა და მაღალი გემოვნებითი თვისე-
ბებით მოთხოვნილებას სავსებით აკმაყოფილებდა. მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს
გამოყენებული საკმაოდ ხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
ლიტ.: სახოკია. 1985:224; რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:439.

xoSavo - სიტყვა სპარსული წარმომავლობისაა და კომპოტის მსგავს მოტკბო მჟავე ხილის


წვენს, ჩირის ნახარშს ნიშნავდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:439.

xoSapi - იხ.: ხოშავო.

xoSba - მოხარშული მსხლის ჩირი.


ლიტ.: აბაშიძე, კომახიძე, 1998:158.

xoSiavi - გამხმარი ხილის კომპოტი. თედო სახოკია: „საზამთროდ აკეთებენ მსხლის ჩირს.
ზამთარი რომ დადგება, ამ ჩირს ხარშავენ და აკეთებენ ერთგვარ წვენს, რომელსაც ხოშიავს ეძახიან
(კომპოტი) და პურთან შეჭამანდად ხმარობენ”.
ლიტ.: სახიკია, 1985:221.
772
xoSinaჲ - მდინარის თევზის სახეობა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:439.

xoSkakalaჲ - სეტყვა. ხოშკაკალი მოდის, ხოშკაკალი უშენს: „თოვს, თოვს, ხოშკაკლავს, დე-
ლი-ფადიაჲ თხას დაკლავს - მან ჭამს, მე არ მაჭმევს, ღმერთმა მასაც არ აჭამოს”... „თოვს, თოვს, ხოშ-
კაკლავს, დედაბერი თხას დაკლავს, შენ გაჭმევს, მე არ მაჭუმს, საჩეჩელზე ტ-ს დაკრავს”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:439; ფაღავა, 2018.
xoSkori - მსხვილი, უხეში ძაფი, მატყლი. ხოშკორა ძაფი, ხოშკორა მატყლი: „მატყლს გავ-
რეცხვიდით, გავაშრობდით. ბილი – ცალკე, ხოშკორაჲ – ცალკე”.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:162.

xoSori - 1. მსხვილი, სქელი, მაგალითად, ხოშორი ხე. მსხვილი ხე; 2. გადატანითი მნიშვნე-
ლობით დიდი, ულაზათო, მოუქნელი, უხეში, ტლანქი: „დათვმა თქვა, რომ ჩემ კისერზე ამოსული
ქოჩორიო, ჭამა, რომ ბევრი მქონდეს, საქმე ვიცი ხოშორიო”. სულხან-ორბელიანის მიხედვით „ხოშო-
რი წვრილისა და სხვილის საშუალო” იყო. ქართული ენის აჭარულ დიალექტში სიტყვას მნიშვნელო-
ბა შეცვლილი აქვს.
ლიტ,: ნიჟარაძე, 1971:439; ნოღაიდელი, 2017:162.

xoCiCi - ხის ქერქისაგან დამზადებული საწოლი ახალდაბადებული ბავშვის ჩასაწვენად. ჩვი-


ლი ბავშვის საწოლის უძველესი მარტივი სახე, რომელიც აკვნის მაგივრობას სწევდა. სულხან-საბა
ორბელიანი ხოჩიჩს „მცირე აკვნის” სახით განმარტავდა. ზემოაჭარულში იგივე ტერმინი შემოუნ-
ახავს სიტყვას, მაგრამ ზოგან ჭ- ს ჩ-ს მონაცვლეობით სხვა სახე მიუღია. ბავშვს აკვანში გადაყვანამდე
თავდაპირველად ხოჩიჩში აწვენდნენ. ხოჩიჩი ბავშვის ზომაზე ოდნავ მოზრდილ სწორ ფიცარს ანდა
ყავარს წარმოადგენდა, რომელზეც ქვეშაგები იყო დაგებული. მასზე არტახებით საფენში შეხვეულ
ბავშვს დააწვენდნენ და დააკრავდნენ. საერთოდ, ხოჩიჩი ადრე ხის, უმეტესად, ბლის, ზოგჯერ კი -
ცაცხვის გამხმარი ქერქისაგან კეთდებოდა, ზოგჯერ ცხვრის ტყავიც გამოიყენებოდა. იგი ვარცლი-
ვით ამოღრმავებული იყო და საგებში შეხვეული ბავშვი მასში მოხერხებულად თავსდებოდა. აჭარის
გარდა ხოჩიჩი, იგივე, ხოჭიჭი ცნობილი იყო გურიაში, იმერეთში, ქართლის ბარში, კახეთში, ქიზიყ-
ში. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, კერძოდ, მთიულეთში, იგი უცნობი იყო. აჭარაში ხოჩიჩი ბავ-
შვის ზომაზე ოდნავ დიდი სწორი ფიცარი ანდა ყავარი იყო, რომელზედაც, როგორც ითქვა, ქვეშაგე-
ბი იყო დაგებული. მასზე არტახებით საფენებში შეხვეულ ბავშვს დააკრავდნენ. ახალშობილს ძველ-
მანებში - მამის ხალათში ანდა დედის კაბაში შეახვევდნენ და ხოჩიჩში ისე ჩააწვენდნენ. რადგან ხო-
ჩიჩი ნავისებურად ამოღრმავებული, ნავის ფორმისა იყო, ამიტომ, ზოგჯერ, მომშობიარებულ ქალს
მას ლოგინშიც კი უდგამდნენ. ხოჩიჩს ქვემოდან შიბაქი უკეთდებოდა, რომელიც თიხის პატარა ჭურ-
ჭელში იყო ჩასმული. ასეთ საწოლს ძირითადად ბავშვის აკვანში ჩაწვენამდე ხმარობდნენ. ბავშვი ხო-
ჩიჩში სამი დღე იმყოფებოდა. ხოჩიჩის განვითარების შედეგად აკვნის ფორმა ჩამოყალიბდა. ლიტე-
რატურაში აღიარებულია, რომ ხოჭიჭის აკვნად განვითარების პირველ ეტაპს მთიულური აკვნის არ-
ქაული ტიპი წარმოადგენდა. იგი ოთკუთხა ფორმის ხის მოგრძო ყუთი იყო. გვერდით ფიცრებთან
შედარებით მისი თავ-ბოლო ფიცრები მომაღლო იყო, რომელზეც ხელტარი იყო დაჭედილი. საყო-

773
ველთაოდ ცნობილი აკვანიც აჭარაში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ხოჩიჩის განვთა-
რების შედეგად ჩამოყალიბდა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:908; ჩიტაია, 1975; 2001:614; ნოღაიდელი, 1971:31-35; 2014:315;
მსხალაძე, 1965:44; 1969:26-34; ვარშალომიძე, 1987:82.

xoWiWi - იხ.: ხოჩიჩი.

xoxoti - მარცვალგაცლილი, დაფშვნილი სიმინდის ნაგული. იხ.: კობერაი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:440.

xojis vaxSami - მუსლიმანურ რამაზანში იფთარზე ხოჯისათვის მირთმეული ვახშამი.

xrangi - იტყოდნენ უზომოდ დიდ და უშნო ტანის ადამიანზე.

xriapaჲ - ქათმის წიწილის დააავადება. წიწილებს ყელში ჭიისებური წამონაზარდები უჩნდე-


ბოდათ, რომლის გამოც წიწილა „ხრიპინებდა” და იხრჩობობოდა. მას ხალხური წესით შემდეგნაირ-
ად მკურნალობდნენ: ცოცხის პწკალზე ბამბას დაახვევდნენ, ნავთში ასველებდნენ და წიწილს ყელს
ამოუწმენდნენ, ყელში ნავთში დასველებულ ბამბიან პწკალს ჩაუყოფდნენ, დაატრიალებდნენ და
ჭიისებური გამონაზარდი პწკალს ამოყვებოდა. ეს დაავადება შესაძლოა ადამიანსაც შეყროდა.

xrilaჲ - 1. ფხვიერი, ფაფუკი მიწა, რომელიც ადვილად იხვნებოდა, ტყის მიწა: „გველი ხრილ-
სა მოძრობოდა”; 2. ხრილის თოვლი, მშრალი თოვლი, ხეზე დადებული მშრალი თოვლი. სულხან-სა-
ბა ორბელიანის განმარტებით ხრილი ეს იყო „წისქჳლის გარმოდებული ფქვილი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:470; ნიჟარაძე, 1971:440.

xrioki - უნაყოფო მიწა.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

xroli - აბრეშუმის პარკიდან ამოხვეული მსხვილი ძაფი: „თუ კაჲ ხროლი იყო, სამ წვერს შევ-
ძახვიდით’’.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:162.

xrCola wkneli - საქონლის დასაბმელად ბაგაზე გამობმული წკნელი. იხ.: ახორი.

xruwi - ზედმეტი ბეწვი და სხვა მინარევი, რომელსაც რთვის დროს ძაფს ფრჩხილების ჩამოს-
მით აცლიდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:440.

774
xuTa - ვარსკვლავი, ხის ავეჯის ჩუქურთმაში ვარსკვლავის სახელწოდება.

xuTTiTa - სამზარეულო ნივთი, ბუნებრივად ხუთტოტა ჯოხი, რომელიც სხვადასხვა ფაფების


მომზადებისას, ფაფის გამოსარევად გამოიყენებოდა, რათა ფქვილი კარგად გახსნილიყო და არ „და-
კურკუტვილიყო”.

xula - 1. ურქო ცხვარი; 2. ბეღელი. თედო სახოკია: „ზემო სართულშივეა ხულა (ბეღელი), სადაც
ხაროებია (განყოფილებები): ზოგან ხორბალი ჰყრია, ზოგან სიმინდი, ზოგან კი ლობიო”.
ლიტ.: სახოკია, 1985:172; დავითაძე, 1972:81-84; კობერიძე, 2011:15.

xula saxli - საზაფხულო იალაღებზე აჭარლების სადგომი. ხულა სახლში ქვემო სართული
საქონლისთვის იყო განკუთვნილი, მეორეზე კი - ადამიანები ცხოვრობდნენ. იგი სამი განყოფილე-
ბისგან - იაზღულის, საცეცხლურისა და სარძიესგან შედგებოდა, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებ-
დნენ და ინახავდნენ. ვარაუდობენ, რომ ხულა სახლი ვიტრუვის მიერ აღწერილი კოლხური სახლის
ფორმებს იმეორებდა და ქართველთა უძველესი საცხოვრისის განვითარებულ ფორმად წარმოგვიდ-
გებოდა. ხულა საქართველოს ზოგიერთ მთიან კუთხეში მარცვლეულისა და სხვადასხვა სამეურნეო
პროდუქტების შესანახ ნაგებობას, პატარა ბეღელს ეწოდებოდა, რომელსაც მაღალზღურბლიანი კარი
ჰქონდა. იგი დაგმანული იყო, რათა ბეღლის შიგნით მღრღნელებს ვერ შეაღწია. ასევე, საქართველო-
ში ცნობილი იყო ბეღელ-ოთახი (ბეღლის ოთახი), იგივე, ხულა - სამეურნეო პროდუქტების შესანახი
სამეურნეო ნაგებობა, სათავსი. დიდი ბეღელი ახალდაქორწინებულთა საცხოვრებლის დანიშნულე-
ბითაც გამოიყენებოდა. ბეღლის, როგორც მარცვლეულისა და ფქვილის სათავსის გამოყენების ფაქტი
დამოწმებულია ქართველი ხალხის ყოფაში. გენეტურად ბეღელი იმ რიგის ნაგებობებს უკავშირდე-
ბოდა, როგორიც დიდი კიდობანი, ამბარი, ხარო და სხვა მისთანანი იყო. მსგავსი სათავსები საქარ-
თველოს ფარგლებს გარეთაც გვხვდებოდა. მასალის დამუშავების მიხედვით, ბეღელი იყო: ძელური,
ფიცრული და სიპისაგან აგებული, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ბეღელი იყო და-
უყოფელი და დაყოფილიც. დანაყოფები იყო: თვალი, ხარო, ხვიმრა, საგვერდული, აკო, ორმო. და-
სავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქვემო იმერეთის ზეგანზე ოდითგანვე ყო-
ფილა ოროთახიანი ბეღელი, რომლის ოთახებს შორის მკვეთრი ფუნქციური დიფერენციაცია არსე-
ბობდა. ერთი ოთახი კვადრატული ტიხრით თვლებად იყოფოდა, რომელშიც მარცვლეულს ინახავ-
დნენ, ხოლო მეორე - სასტუმრო ოთახს წარმოადგენდა. ბეღელ-ოთახი, ბეღლის ოთახი ანდა ხულა
775
სწორედ მას ერქვა. ბეღელ-ოთახი ფასადის მხარეს გაჭრილი კარით მოგრძო სწროკუთხა ფორმას ატ-
არებდა. აქ პატარა სუფრა და სკამები იდგა. კედლის გასწვრივ გაკეთებული იყო გრძელი ტახტი.
ტერმინი ბეღელი ქართულ ენაში მეტად ძველია. ლინგვისტური მონაცემებით იგი ქართულ-ზანური
ენობრივი ერთიანობის ხანას მიეკუთვნება. იხ.: ძირთული ჯარგვალი და ბეღელი.
ლიტ.: ჯავახიშვილი, 1964; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:64-65, 386.

xumbari - ხუმარა, ოხუნჯი, ენაკვიმატი, მასხარა: „დიდი ხუმბარი კაცია ჩვენი მურთაზაჲ”.

xundi - 1. სელის ბორბლის ძირითადი, ცენტრალური ნაწილი, რომელიც ღერძზე უშუალოდ


იყო დამაგრებული, რადგან სელის მთელი სიმძიმე ხუნდზე მოდიოდა. სახუნდედ თელის ხე გამო-
იყენებოდა. ხუნდის შუაზე, თანაბარი დაშორებით რვა ანდა თორმეტი ერთეული ფოსო იყო ამოჭრი-
ლი, რაშიც ჭაღები იყო ჩამაგრებული. „სამაზე” ხუნდს ნახვრეტსაც უკეთებდნენ. მას ორივე მხრიდან
სიმაგრისათვის რკინის სალტეები ჰქონდა წამოცმული და დამაგრებული; 2. წისქვილის ის ნაწილი,
რაშიც ქვედა - უძრავი ქვა იყო ჩასმული; 3. საქსელავი: „ჭახრაკის ყდაში მოთავსებულია გოგორა, რო-
მელსაც აქვს ფეხი, ხუნდი, კლავი’’. შდრ. ხუნდი – ფეხის ბორკილი, მახე.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:440; ნოღაიდელი, 2017:162.

xunWe - კუნჭული, კუთხე: „კარგა მოაცეცე ხელი, მაგ ხუნჭეში იქნება ჩავარდნილი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:440.

xuruji - ხურუჯიანი ფილავი: ცხვრისხორციანი ფლავი, შიალაფლავი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:441.

xurxuli - ხმაურობა, ყვირილი, ყაყანი, აურზაური, ღრიანცელი.


ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961; ნიჟარაძე, 1971:441.

xuSkuri - ცხენის ნაკელი: „ბოსტანში ხუშკური რამ დაგაყრევია, ჭო, არ იცოდი, დაწვავდა
თესლ”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:441.

xuceci - წარსულში აჭარაში ხუცეცი (ხუცესი), როგორც თემის უხუცესი და მმართველი, სასუ-
ლიერო და საერო ფუნქციებს აერთიანებდა, ე. ი. იგი ხელმძღვანელობდა როგორც საეკლესიო, ისე
თემის - ხევის საზოგადოებრივ და სამართლებრივ ცხოვრებას.
ლიტ.: მგელაძე, 2018.

xuwuwuna - გრეხილი ორმანენტი. დაცული იყო სიხმის შემკულობაში.


ლიტ.: სამსონია, 2005:64.

776
xuwuwai - აჭარულ ნაქარგობაში ორნამენტის სახე. გვხვდებოდა სხვადასხვა, სულ ექვსი სახის,
მათგან ორი სახელწოდება ცნობილია, ესაა ხუწუაჲ თითებაჲ და ხუწუწაი ყულფაჲ. დანარჩენი ოთხი
ფორმის მიმართ საერთო ტერმინი - ხუწუწაჲ გამოიყენებოდა.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:162.

ხუწუწაი თითებაი ხუწუწაი ყულფაი

xuWva - კნაჭვა, კრეჭა: „აგვისტო რომ მოვა, დევწყებთ ხუჭვას დუქარდით’’.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:162.

xuxuni - 1. ხმაური, ძირითადად მდინარის ხმაურზე იტყოდნენ; 2. ამ სიტყვას გადატანითი


მნიშვნელობებიც გააჩნია, რომელთაგან ერთ-ერთი სიმღერა, ლექს-სიმღერების, უმთავრესად, შრო-
მის ლექს-სიმღერების შესრულება იყო. საერთოდ, აჭარისწყლის ხეობის სამიწათმოქმედო შრომის
ლექს-სიმღერები შემდეგი რიგით უნდა იქნას განხილული: სიმინდის სამუშაოებთან, სამკალთან და
მევენახეობასთან დაკავშირებული ლექს-სიმღერები. ამათგან, შედარებით მრავალრიცხოვანი იყო
სიმინდის სამუშაოებთან დაკავშირებული ნადური სიმღერები. ისინი ადრე სიმინდის კულტურის
გავრცელებამდე სოფლის მეურნეობის სხვა დარგების - ღომის, პურის, ვენახის შრომის პროცესებთან
უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ გვიან, ამ კულტურათა გადაშენების შემდეგ, აღნიშნული
სიმღერები სიმინდის სამუშაოებს შეეხამა. ზოგიერთ მათგანში დღესაც ვხვდებით სამკალი სიმღერე-
ბისათვის დამახასიათებელ შეძახილებს. ჭვანის ხეობაში ბოლო პერიოდამდე შემორჩა ტერმინი ხუ-
ხუნი, რომელიც ზოგადად ნადურ სიმღერებს აღნიშნავდა, მაგრამ ადრე იგი უშუალოდ უნდა ყოფი-
ლიყო სამკალ სიმღერებთან კონტექსტირებული. ოსმალთა მმართველობის პერიოდში სამკალ ლექს-
სიმღერებს ქალები, რომლებიც ადრე სამკალ სამუშაოებში მამაკაცებთან ერთად იყვნენ ჩართულნი,
აღარ ასრულებდნენ, შესაძლოა იგი მხოლოდ გაუთხოვარ ქალებს ემღერათ, ისიც შესვენების დროს.
ისე, ქალიშვილები შესვენების დროს „განდაგანას” მოტივზე ცეკვასაც ასრულებდნენ, რომელსაც
„ტიტლი-ტიტლი” ეწოდებოდა. სიმინდის სამუშაოებთან დაკავშირებული სიმღერებიდან ვარიანტე-
ბის სახით ფართოდ იყო გავრცელებული ნადური „დიელო”, „რაშა”, რომელიც ზოგან „ყანურის” სა-
ხელით იყო ცნობილი, და „ხელვავი”. ეს სიმღერები ორგუნდოვანი - ორპირი და ორ-სამხმიანი სიმ-

777
ღერები იყო. თითო გუნდში საშუალოდ ექვსი-რვა კაცი მღეროდა - დამწყები, ერთი მოძახილი, და-
ნარჩენი ბანი. არანაკლებ საინტერესო იყო მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ლექს-სიმ-
ღერები, რაც აჭარისწყლის ხეობაში ადრიდანვე ვაზის გავრცელებაზე და ვაზთან დაკავშირებული
მატერიალური კულტურის მაღალ დონეზე უნდა მიუთითებდეს. ნადურ სიმღერებთან მიმართებაში
ყურადღებას საკრავი ინსტრუმენტებიც იქცევს, მაგალითად, ისეთი, როგორიც იყო ჭიბონი - გუდას-
ტვირი. მეჭიბონე სადილობის დროს შესვენებისას - „სახუმარო საცეკვაოს” უკრავდა. მენადეები
მწკრივად ეწყობოდნენ, ყველა მათგანს წინდგომის ქამარში ცალი ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული. ერთ
მწკრივში ჩამდგარი მენადეები სასაცილო საცეკვაო ილეთებს ასრულებდნენ. მძინარეებს ჩამოუვ-
ლიდნენ, წკეპლით სცემდნენ, ცეკვაში ჩაბმას აიძულებდნენ. ამის შემდეგ ყველანი საერთო ძალებით
კვლავ შრომაში ებმებოდნენ. იხ.: ნადური.
ლიტ.: ნოღაიდელი, ჩხეიძე, 1960:67-94; ჩიქოვანი, 1960:96-97.

ცეკვა „ხორომი”. სოფელი ხიხაძირი.


მარცნიდან მარჯვნივ: ალი გაბაიძე, ისმაილ გაბაიძე, ბოლი ხალვაში,
ხუსეინ ხალვაში, ახმედ გაბაიძე, საზზე უკრავს ხაჯი ბერიძე.
(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. მინის ნეგატივი, 1937 წელი)

778
ნიგაზეულის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ციხე-მუზეუმი

779
jabaxana - თიხის ნაკეთობათა სახელოსნო, თიხის მილსადენისა და სხვა ჭურჭლეულობის და-
სამზადებელი ადგილი, სადაც თიხას წყლის ძალის გამოყენებით ზელდნენ.
ლიტ.: ადამია, 1956:35.

jabniauraჲ - ზემო აჭარაში ვაშლის ჯიში, რომელიც პატარა ნაყოფს ისხამდა. იგი გვიან შე-
მოდგომაზე - ოქტომბერში შემოდიოდა, ხშირად თოვლიც კი უსწრებდა, მომჟავე-მწკლარტე გემო
ჰქონდა, ზამთარში ინახებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:441.

jabniura - ყურძნის ჯიში.


ლიტ.: კობერიძე, 2011:22.

780
jagino - მეტსახელი კაცისა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:441.

javaxeTura - თეთყურძიანი ვაშლის ჯიში. იგი ადრე შემოდიოდა და სუფრის ჯიშთა შორის
ყველაზე მაღალხარისხოვან ნაყოფს იძლეოდა. ჯავახეთურა ასწლოვანი მაღლარების სახით ხულოს
რაიონის სოფელ ჩაოსა და ფურტიოს მიდამოებში იყო გავრცელებული. სახელწოდებიდან ჩანს, რომ
იგი თითქოს ჯავახეთიდან იყო შემოტანილი, მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ისტორიუ-
ლად, ისე ამჟამადაც ჯავახეთში მევენახეობა სრულებით არ არის წარმოდგენილი. ეს მხარე საქარ-
თველოს მაღალმთიან ზონაში მდებარეობს, გვიანი გაზაფხული და ნაადრევი ზამთარი მევენახეობის
დარგის განვითარების შესაძლებლობებს მაქსიმალურად ზღუდავს. ვფიქრობთ, რომ იგი ჯავახეთში
სამცხიდან უნდა იყოს გადატანილი და იქიდან კი დაინტერესებული პირის მიერ შემთხვევით ზემო
აჭარაშიც გავრცელებული. ამ მოსაზრებას მესხეთში გავრცელებულ „ცხენის ძუძუს”, ქართლური
„თითას” და აჭარულ „ჯავახეთურას” ნაწილობრივი მსგავსება ადასტურებს, რაც როგორც ამპელოგ-
რაფიული ნიშნებში, ისე სამეურნეო დანიშნულებაში, მაგალითად, ფოთლების მორფოლოგიურ აგ-
ებულებაში, ყვავილის ტიპში, მტევნის მოყვანილობაში, მარცვლის ფერში, ფორმასა და სიდიდეში
გამოიხატებოდა. გარდა ამისა, სამეურნეო ღირებულებით ორივე ხარისხოვანი სუფრის ყურძნის
ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნებოდა. ჯიში ზემო აჭარის ეკოლოგიურ პირობებს კარგად იყო შეგუებული
და მიუხედავად მოუვლელობისა, რადგან მაღლარი ვაზების მოვლა სიძნელის გამო არ წარმოებდა,
ნორმალური ამინდის პირობებში უხვსა და მაღალხარისხოვან მოსავალს იძლეოდა. რქაზე ხშირად
არათანაბარი სიდიდის ორი მტევანი ვითარდებოდა. კარგი ამინდის პირობებში ერთი ძირი მაღლა-
რის მოსავალი 40-50 კგ-მს აღწევდა. ხულოს რაიონის სოფელ ჩაოს ზონაში ჯავახეთურას სავეგეტა-
ციო პერიოდის საერთო ხანგრძლივობა ვაზის გაღვიძებიდან ფოთლების დაცვენით 245 დღემდე აღ-
წევდა. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნაკვეთებში, მაგალითად, სოფელ ალმესა და
ფურტიოში, ეს ჯიში გაცილებით მაღალი ხარისხის ყურძენს იძლეოდა. ჯავახეთურას მტევნის საშუ-
ალო წონა 189 გრამი, ნაყოფი კი მოყვითალო-ქარვისფერი, მეტად ტკბილი და სასიამოვნო გემოსი
იყო. ზემო აჭარის ზონაში ჯავახეთურა მომწიფებას თითქმის ყველა ადგილობრივ ვაზის ჯიშს ასწ-
რებდა. ყურძენი სრულ სიმწიფეს 1-5 ოქტომბრიდან აღწევდა.
ლიტ.: რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:41.
javaxura - კარტოფილის ჯიში.
ლიტ.: კობერიძე, 2011:23.

javaxuri - მინდვრის ბარდა, ხანდური, საქონლის საკვებად მინდვრად ითესებოდა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:441.

jazi-boSi - იხ.: ჯაზი.

jazi - სიტყვა სპარსული წარმომავლობისაა და ეშმაკს, კუდიანს, გრძნეულს, მისანს, მკითახავს


ნიშნავდა. იგი დემონთა სამყაროს მითოლოგიური პერსონაჟი, ეშმაკისეული სამყაროს არსება იყო,
მაგალითად: „ვიღაცამ თქვა: შეუპყრიათ გუნეშ ჯაზთა”... „ალთუნი ვარ, ღაზი ვარ, მიხთი, შენი ჯაზი
ვარ”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:441.
781
jazi-ekalaჲ - გათვალვის საწინააღმდეგო რგოლებად დახვეული ეკალ-ბარდი. ჯაზ-ეკალას,
ჩვეულებრივ, ბოსტანში, ახო-ყანაში, საფუტკრეზე და ახლად ნაგებ სახლზე ჩამოკიდებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:41; მგელაძე, 2010/2011.

jazi lambaჲ - იგივეა, რაც ფეჩიტაჲ, ფეჩიტაი ლამბა. ფეჩიტაი ლამბა კი ხელში საჭერი უშუშო
ლამპა - ჭრაქი იყო. მას მრგვალი თუნუქის პატრუქი ჰქონდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:344.

jazi nenei – 1. მაცდური, კუდიანი დედაბერი (მოხუცი


ქალი); 2. ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.
ლიტ.: ვარშალომიძე, 1986; ნოღაიდელი, 2017:162.

jaizi - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და ნებადარ-


თულს, დასვენებულსა და კანონიერს ნიშნავდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:41.

jalabaxi - 1. ოჯახი, სახლეულის წევრი, მრავალსულიანი, დიდი სახლეული. გურიაში ჯა-


ლაბს ჯულაბი ერქვა, რომელიც ასევე ცოლის, სახლობის მნიშვნელობით გამოიყენებოდა; 2. ვაჭრო-
ბისა და აღებ-მიცემობისათვის შესყიდული საქონელი. ჯალაბის შესყიდვა შემოდგომით იწყებოდა,
მაშინ, როდესაც იალაღებზე საქონელი საკმაოდ ჩასუქებული იყო.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:478; სახოკია, 1985:153; ნიჟარაძე, 1971:441;
უნივერსალური ენციკლოპედიური... 2014.

jalabi ojaxi - საოჯახო ერთობა, სახლეული.

jalaboba - ჯალაბობით ვაჭრობა. ჯალაბობა მხოლოდ და მხოლოდ საქონლით ვაჭრობას გუ-


ლისხმობდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:441.

jalaRini - ჩალისა თუ თივის ნარჩენები, გამოუყენებელი და უვარგისი საქონლის საკვები:


„ზორბეგავ, გეიქე, ერწამალაჲ და საქონელს ამუბაგე ჯალაღინი”. სულხან-საბა ორბელიანთან „ცუდი
თივა ნათიბი”.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:478; ნიჟარაძე, 1971:441.

jami - 1. მრგვალი და ღრმა ხის ჭურჭელი, ძირი-


თადად, სამზარეულო დანიშნულების მქონე, თუმცა იგი
სხვა ფუნქციითაც გამოიყენებოდა, მაგალითად სასწო-
რის ჯამი, ხერტლის ჯამი. სხვადასხვა ზომის ჯამი, რო-
გორც სუფრის ჭურჭელი, ტრადიციულად თეფშის ფუნ-
ქციას ასრულებდა. ჯამს სპეციალურ ჩარხზე ხვეწდნენ.
იგი ფართოდ გავრცელებული ნივთი იყო და, დროთა
782
განმავლობაში, მან ჭურჭლის ზოგადი სახელწოდება მიიღო. იხ.: ხერტლის სადგამი და საგრეხელაჲ;
2. წისქვილის ინტერიერის დეტალი, წისქვილის ნაწილი, ღარის მაგვარი პატარა ყუთი. იგი ერთი ბო-
ლოთი „ხვიმირზე” იყო ჩამობმული, ხოლო წინა ნაწილი კოტაზე იყო ჩამოკიდებული. ამდენად, წის-
ქვილის ჯამი ხვიმირის ბოლოდან წისქვილის თვალამდე გამწვდომი ფართო ღარას წარმოადგენდა.
მისი მეშვეობით ხვიმირიდან მარცვალი ჯამში ჩადიოდა, ჯამიდან კი წისქვილის თვალში იყრებოდა.
ჯამზე ცალ მხარეს სარეკელას სამაგრი ჯოხი იყო ჩამოდებული. სულხან-საბა ორბელიანის განმარ-
ტებით ხვიმირის კონუსისებურ ბოლოზე - მარცვლეულის სადენად დოლაბის პირში „წისქვილის
ხვარბლის სადენი” იყო მოთავსებული, ჯამა კი - ჴრდალი აქლემი” იყო. შდრ.: ჯამფელი.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:478; ნიჟარაძე, 1971:441.

783
კვიახიძეების ჯამე და ორნამენტის ნიმუშები

784
jame - მუსლიმანთა სალოცავი ნაგებობა, მეჩეთი. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:586.

jameqani - შემინული აივანი, შუშაბანდი, მინებიანი კარადა, ვიტრინა. სიტყვა არაბული წარმო-
მავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

jamuSa - ლემა, რომელსაც სამკურნალოდ იყენებდნენ. იგი კუჭ-ნაწლავით დაავადების დროს


ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

jamuSi - კამეჩი.

jamfro - კაცის მეტსახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

jamfeli - წისქვილის ნაწილი, ხვიმირის კონუსისებურ ბოლოზე მიკრული ღარი, საიდანაც


დოლაბში ხორბალი ცვიოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

janaberaჲ - ჩიტი, ჭრელა, ნაცრისფერ გულზე და კუდზე შავად ზოლები გასდევს. ზამთარში
ყინვებს არ გაურბის.

jangara - 1. გაჭვარტლული ანდა ჯანგმოდებული ჭურჭელი, ქვაბი, თუნგი და მისთანანი: „იმ


ჯანგარა კარდალში გაკეთებული საჭმელი არ იჭმება, კაცმა რომ თქვას”; 2. გადატანითი მნიშვნელო-
ბით შავტუხა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

jandagi - ცუდად მოვლილი, გამხდარი საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:14.

jan-eruRi - ტყემლის ჯიში, რომელსაც სასიამოვნო არომატიული გემო აქვს. იგი ივნისში შე-
მოდის. ზოგან მას ალუჩასაც ეძახიან.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

janiluRi - ტყემლის ჯიში, რომელმაც წვრილი ნაყოფი იცის.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

janfoladi - ზღაპრის პერსონაჟის სახელი: „იმას ეტყვიან მეგემ ჯანფოლადს”. სიტყვა სპარ-
სული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.
785
janjuxi - ჩურჩხელა: „შიან ათი რწყვილი ჯანჯუხიც ჩიედო - მეგემა”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

janjRamuraჲ - Daphne pontica L: ბუჩქი, მელიქაური. იგი აჭარაში, ისე როგორც გურიაში, შხა-
მიანი მცენარე იყო, რომელიც ჭიის საწინააღმდეგო წამლად გამოიყენებოდა. მთიულურში მას მა-
ზაო, მოხევურში - შირშა, ლეჩხუმურში - მოშქერუე და შკორე, სვანურში - ლახვაშ შგერ’ი შეესატყვი-
სებოდა.
ლიტ: შარაშიძე, 2014; მაყაშვილი, 1961; ნიჟარაძე, 1948; 1971:442.

janisi - ყურძნის ადგილობრივი სახელწოდება.


ლიტ.: სახოკია, 1985:224.

jankari - თედო სახოკია: „სახლის პატრონის უფროს შვილს რამდენიმე ჯანკარი ხაშალი თხა
შეეგდო სახლში...”.
ლიტ: თ. სახოკია, 1985:160.

janjRamura - ბუჩქი: მელიქაური.


ლიტ: ნ. ნიჟარაძე, 1948.

jara - 1. პირუტყვის წყლის დასალევი ვარცლი, ხის დიდი გობი, დიდი აბაზანა, მრგვალი გუ-
ლამოღებული მორი, გულგამოთლილი მთლიანი ხის მოგრძო კუნძი ანდა ფიცრებისაგან შეკრული
დიდი, პირღია ჭურჭელი, რომელიც სამგვარი იყო: საოჯახო, სასოფლო და საიალაღო. სხვანაირად
მას აოზანი (ავაზანი) ერქვა. გამოიყენებოდა წყლის შესაგუბებლად, რაც თავის მხრივ გამიზნული
იყო ადამიანისა თუ საქონლის წყლის დასარწყლელებლად. პირუტყვისათვის წყლის დალევის გარ-
და იგი წვნიანი ხილის - ყურძნისა და მსხლის დაწნეხვა-დასაპრესად გამოიყენებოდა, ხმარობდნენ
სარეცხის დასარეცხადაც: „ცხენმა რომ ჯარაში ჩაყო თავი, უცფათაჲ შეფხუკდა და მოწიწინდა; 2. ხის
საწნახელი. ასე რომ, ჯარა მასიურ ხეში გამოთლილი ჭურჭლის ზოგადი აღმნიშვნელი იყო, შესაბამი-
სად, ფუნქციური დანიშნულების მიხედვით სახელწოდებებიც სხვადასხვა ჰქონდა, მაგალითად,
წყლის დასაგუბებელ ჯარას აოზანი, ხოლო ყურძნის თუ სხვა ხილის წვენის დასაწურს სარნა და საწ-
ნახელი ერქვა; 3. ნართის საძახავი მოწყობილობა.
ლიტ: სახოკია, 1948; ნიჟარაძე, 1971:442; ნოღაიდელი, 2017:163;

jaraჲ - იხ.: ჯარა.

jargvali - 1. აჭარაში საცხოვრებელი სახლის ტიპი; 2. საქონლისა და მისი მომვლელი პერსო-


ნალის დროებითი საცხოვრებლი - სამეურნეო ნაგებობა, ხის მთლიანი მორებისაგან აგებული შენო-
ბა. სამეცნიერო ლიტერატურაში ყველა სახის ნაგებობა, რომელიც აღნიშნული წესით იყო ნაშენი,
„ჯარგვლად” იწოდებოდა. ჯარგვალური საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა, რომელიც მრგვა-
ლი მორებით იგებოდა, საქართველოს არაერთ კუთხეში იყო გავრცელებული. პრიმიტიული საცხოვ-
786
რებელი სახლის სახით იგი სამეგრელოსაც ახასიათებდა. ფაცხისაგან განსხვავებით ჯარგვალი სახ-
ლის კედლები ნაგები იყო გრძელი გაჩორკნილი ძელებით, იყო ოთხკუთხედი ფორმისა, მიწურ-იატ-
აკიანი და ორფერდა-სახურავიანი ისლით გადახურული, ცენტრში კერით გამართული საცხოვრისი.
სოციალურად დაწინაურებული მოსახლეობის ფენებში ჯარგვალი ოდის კომპლექსთან გვხვდებოდა
და შეძლებული მეპატრონის უნარის მიხედვით მისი ფორმები და შენების ხარისხი უფრო დახვეწი-
ლად და მკვიდრად გამოიყურებოდა. აჭარაში ჯარგვალურ საცხოვრებელს, კონსტრუქციული მოთხოვ-
ნებიდან გამომდინარე, ყოველთვის მართკუთხა დაგეგმარება ჰქონდა და, ძირითადად, მიწურ-იატ-
აკიანი იყო. აჭარაში ორი სახის ჯარგვალური საცხოვრებელი გვხვდებოდა: ძირთული ჯარგვალი -
უფრო არქაული ფორმა და ზედშედგმული ჯარგვალი - უფრო განვითარებული ვარიანტი. ჯარგვა-
ლის სახურავი, ძირითადად, მაინც, ორქანობიანი იყო. სიტყვა მთლიანად ზანურ ძირს ეყრდნობა.
ლიტ.: სახოკია, 1985; გამყრელიძე, 1973:36; უნივერსალური... 2006; ქართული
მატერიალური კულტურის... 2011; კობერიძე, 2011:51.

787
jarisuli ojaxi - მრავალრიცხოვანი სახლეული.

jauSi - მუცლის ტკივილის წამალი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:442.

jaydanana - აჭარის საცეკვაო ფოლკლორის მნიშვნელოვან ელემენტს ჯაყდანანა წარმოადგენ-


და. მისი საშემსრულებლო ასპარეზი მხიარულება-გართობის თავყრილობები, ქორწილი, ხალხური
დღესასწაულები იყო. ცეკვის თანმხლებ აუცილებელ მომენტებს შაირები და მისამღერი შეადგენდა.
პაექრობაში ორი პირი მონაწილეობდა. სახელი ჯაყდანანა ორ შემსრულებელს შორის ცეკვითა და კა-
ფიობით, სიმღერის თანხლებით შეჯიბრებას გულისხმობდა. აჭარულში ჯაყ (ჯახ) შეჯახებას, შეჯიბ-
რებას ნიშნავდა, ნანა კიდევ ნელ გამღერებაზე უნდა მიუთითებდეს.
ლიტ.: ლაზიშვილი, 2009:497-501.

jaWvaჲ - წინდის ორნამენტი.


ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:163.

jaxandara - Veronicaanagallis L: ჩაღანდრი. სამკურნალო მცენარე. იგი სიმსივნის გასაქრობად


გამოიყენებოდა. მოხარშულ ჯახანდრას შესიებულ ადგილზე დააფენდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:46.

jaxavaჲ - იხ.: ჯახებელაჲ.

jaxebelaჲ - მრჩოლელი, მარქენალი საქონელი, ხარი ანდა კამეჩი: „მაი მოზვერი რომ ჯახებე-
ლაჲ არ იყოს, ტამაზლუღათ შევნახავდი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jgveti - საბა ორბელიანით „ჯგვერი - ხის სადგისი, გინა ჯოხის წუჱრი”, მსხვილი ეკალი, კუნ-
ძი: „თელი დღია რო ფეხშიშველაჲ იარები ჯგვეტი არ მოქხტეს ფეხში”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jdomis balaxi - Coronilla Varia L: ყვავისფრჩხილა. სამკურნალო ბალახოვანი მცენარე. მას


ფესვებიანად ხარშავდნენ და სუფთა წვენს ხველის საწინააღმდეგოდ სვამდნენ.
ლიტ.: კოხრეიძე, 1958:45.

jevirei - ხილის არაყის გამოხდისათვის დაწესებული გადასახადი. თედო სახოკია: „ჯევირეი,


ხილის არაყის ხდისათვის”.
ლიტ.: სახოკია, 1985:230.

jezbe - ტარიანი სპილენძის ანდა თუნუქის პატარა ჭურჭელი, რაშიდაც ყავას ადუღებდნენ, ყა-
ვადანი. თურქულად cezve.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

788
jezve - ყავის სადუღარა, რომელსაც გრძელი ტარი ჰქონდა. ბოლო დრომდე, როგორც სილაში
მოსადუღებელ ჭურჭელს, ფართო გავრცელება ჰქონდა.

jeizi - მზითევი. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jeirana - ყელმოღერებული საქონელი.


ლიტ.: კობერიძე, 2011:19.

jeჲjimi - ჯეჯიმი, პატარა ფარდაგი: „დაღებავდენ მატყლის ძაფებს და ქსოვდენ ჯეჲჯიმებს,


ქილიმებს”. სპარსული ჯაჯიმ – ფარდაგულად ნაქსოვი ზოლიანი ქსოვილი ანდა ამგვარი ქსოვილის
საფენი იყო.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:163.

jelRi - ჩალის, ლობიოს პარკისა და მისთანების ნარჩენები, ნაყარ-ნუყარი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jengi - ბრძოლა, შებრძოლება, შეჭიდება, შერკინება, ჯანყი. სიტყვა სპარსულშიცაა ცნობილი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jengoba - იხ.: ჯენგი.

jendekebi - მსხვილფეხა საქონელი, ბეხრეკი, გამხდარი პირუტყვი, ჯანდაგი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jenderme - ჯანდარმერიაში მომუშავე პოლიციელი, ჟანდარმი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jenneTi - სამოთხე, ედემი, წალკოტი. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jenneTyurZena - ჩვეულებრივი მოცხარი, რომელიც წვნიან ნაყოფს ისხამს და საჭმელადაც


ვარგისიანია.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.
789
jenjiri - ჯაჭვი. ჯენჯირი, იგივე, ზენჯირი კერის ჯაჭვი იყო და მატერიალური კულტურის
მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა. როგორც კერის კონსტრუქციაში, ისე ყოველდღიურ ყოფა-
ცხოვრებასა და მესაქონლეობასთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოებაში იგი დიდ როლს ას-
რულებდა. ხალხური შეხედულებით, კერის კულტის მაგიური ძალა კერის სხვა ატრიბუტებთან ერ-
თად ჯაჭვშიც იყო წარმოდგენილი. კერის ჯაჭვი რგოლების მოყვანილობით, მთლიანი აგებულებ-
ითა და დანიშნულებით ყოფაში გამოსაყენებელი ჩვეულებრივი ჯაჭვისაგან მკვეთრად განსხვავდე-
ბა, რომელსაც ასევე ჯენჯირი (ზენჯირი) ეწოდებოდა. ტრადიციულ ყოფაში გამოყენებული კერის
ჯაჭვი მსხვილი, მრავალკუთხა მავთულის გრეხით მიღებული, მოგრძო, შუა წელში ოდნავ შეწეული
რვიანის მსგავსი რგოლების ასხმას წარმოადგენდა, ისე, როგორც სვანური ჯაჭვი იყო შედგენილი.
იგი, ერთი მხრივ, ჭურჭლის ჩამოსაკიდი ბრტყელი კავით, ხოლო, მეორე მხრივ, „საჯაჭვურზე’’ დასა-
მაგრებელი რგოლით ბოლოვდებოდა. ჯაჭვის შემადგენლობაში კავიანი რგოლი შედიოდა, რომელიც
სახელურის ფორმა-მოყვანილობისა იყო და მისი დანიშნულება, საჭიროების შემთხვევაში, ჯაჭვის
დამოკლებით ანდა დაგრძელებით განისაზღვრებოდა, ზევით თუ ქვევით აწევ-დაწევით ჯაჭვზე ჩა-
მოკიდებული ჭურჭლის ცეცხლთან სიშორე-სიახლოვის რეგულირება ხდებოდა. საჯაჭვური საკვა-
მურში გადებულ რკინას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მშენებლობის დროს ადგილი საგანგებოდ
უნდა დაეტოვებინათ იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო ჯაჭვის ჩა-
მოხსნა. კერის ჯაჭვი დამზადების ტექნიკის თვალსაზრისით უაღრესად მაღალი ოსტატობის მაჩვე-
ნებელი იყო. კერის ამგვარი ჯაჭვი და, საერთოდ, სხვადასხვა სახის სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო
რკინის ნივთები, ადგილობრივ სამჭედლოებში „დემირხანებში’’ მზადდებოდა. ასე რომ ადგილობ-
რივ სამჭედლოებში კვალიფიციური ხელოსნები მუშაობდნენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამხრეთ
დასავლეთ საქართველო უძველესი დროიდან რკინის წარმოების ერთ-ერთ მთავარ კერადაა მიჩნე-
ული. სხვადასხვა დანიშნულების იარაღ-ხელსაწყოების წარმოების ტრადიცია როგორც ხელოსნო-
ბის, ისე მეურნეობის ძირითადი დარგების – მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ინტენსიურობ-
ითაც უნდა ყოფილიყო განპირობებული. სვანურ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში კერის საკიდელის
ორ ძირითადი ფორმა გამოიყოფოდა – ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ჰორიზონტალური სა-
კიდელი ცეცხლზე ჭურჭლის ჩამოკიდების უძველეს სახეობადაა მიჩნეული. სვანეთში, და არა მარ-
ტო სვანეთში, მას უმეტესად მონადირეები ანდა მგზავრები იყენებდნენ: ცეცხლის აქეთ იქეთ ორკა-
პიან სარს დაარჭობდნენ, კაპებზე სწორ ჯოხს გადებდნენ, რომელზედაც ქვაბს კიდებდნენ. თუ
ცეცხლი ქვასთან ანდა კლდესთან ენთო, მაშინ მხლოდ ერთ სარს არჭობდნენ, ხოლო ქვაბის ჩამოსაკი-
დი ჯოხის მეორე თავს ქვაზე გადებდნენ. ბუნებრივია, საცხოვრებელ ნაგებობაში უფრო მოსახერხე-
ბელი და ხელსაყრელი ვერტიკალური საკიდელი იქნებოდა. ვერტიკალური საკიდელი თავდაპირვე-
ლად ხისაგან იყო დამზადებული. სვანეთში იგი დროებით საცხოვრებელ სამეურნეო ნაგებობაში და-
დასტურდა. ამდენად, საკიდელი სათანადო სიგრძის ხის ორი ძელისაგან მზადდებოდა და ორივე
მხარეს კავით ბოლოვდებოდა. თითოეულ ძელს თანაბარი დაშორებით ერთნაირი სირღმის ჭდეები
ჰქონდა. ერთი ძელი კავით კერის ზემოთ ჰორიზონტალურად გადებულ დირეზე ეკიდა, მეორე ძე-
ლი კი – ჭდეებით სპეციალურად პირველზე მაგრდებოდა ისე, რომ ქვაბი კავის ქვემოთ მოქცეულ-
იყო. ვერტიკალურ საკიდელს პორიზონტალურთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მისი
დამოკლებითა და დაგრძელებით ცეცხლის სიძლიერის ცვლა იყო შესაძლებელი. კერის ჯაჭვთან და-
კავშირებით აჭარული რწმენა წარმოდგენებიდან უპირველესად აღსანიშნავია სამკურნალო ჩვეულ-
ებები. ჯაჭვის, როგორც ავი სულის საწინააღმდეგო საკრალურ სიმბოლოსთან დაკავშირებით, ყუ-
რადღებას იქცევს „გოჟოთი’’ – უჟმურით დაავადებული ბავშვის მკურნალობის წესი. თავდაპირვე-
ლად ბავშვს მოხარშულ სამკურნალო ბალახებში ჩააწვენდნენ, შემდეგ გახურებულ კერის ჯაჭვს რკა-
ლად შეკრავდნენ და ამ რკალში გოჟოიან ბავშვს სამჯერ გაატარებდნენ. კერის ჯაჭვით ანალოგიურ

790
მაგიურ ქმედებას ლაზებიც მიმართავდნენ. ხალხური წარმოდგენით რკინას ავი სულებისაგან, ელვი-
სა და სეტყვისაგან დაცვის მაგიური ძალა მიეწერებოდა. სწორედ ამიტომაც სეტყვის დროს მოსახლე-
ობას ლითონის ჭურჭელი გარეთ გამოჰქონდა, რომელთაგან კერის ცეცხლთან ნაზიარებ რკინის ჯაჭ-
ვს ამინდის ცვალებადობაზე ეფექტური გავლენა უნდა მოეხდინა. რაჭა-ლეჩხუმში მიწათმოქმედე-
ბასთან დაკავშირებულ რელიგიურ წეს ჩვეულებების ერთ-ერთ წყებაში კერის ცეცხლთან ნაზიარები
რკინის – კერის ჯაჭვის მაგიური დანიშნულება მკაფიოდ ვლინდებოდა. სეტყვისაგან მოსავლის დაც-
ვის მიზნით იქ კერის ჯაჭვის გარეთ გამოტანა და ეზოში დაგდებაც იცოდნენ. კერის ჯაჭვი ღორჯო-
მისა და გუბაზეულის ხეობებში მესაქონლეობასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებშიც ფიგური-
რებს: ახალი წლის დილას ოჯახის დიასახლისი ბოსელში შესვლისას, საქონლის ბაგაში კერიდან ჩა-
მოხსნილ ჯაჭვს ჩამოატარებდა: „საქონელი ერთად იქნება, ერთად იბალახებს, ერთმანეთს არ მოწყდე-
ბა და არ დეიკარგებაო’’. კერის ჯაჭვთან დაკავშირებით აჭარული რწმენა-წარმოდგენები პარალელ-
ლებს სხვა ქართულ ეთნოგრაფიულ კუთხეებშიც პოულობს. ამდენად, იგი ზოგადქართულ მოვლე-
ნად უნდა მივიჩნიოთ. კერის ჯაჭვი ტრადიციულ ყოფა ცხოვრებაში მრავალმხრივ გამოიყენებოდა.
მის შესახებ არსებული რწმენა-წარმოდგენები სემანტიკური თვალსაზრისით პირობითად შეიძლება
რამდენიმე პუნქტად დაჯგუფდეს: 1. წეს ჩვეულებები, რომელებიც კერის ჯაჭვის სამკურნალო ხასი-
ათს ავლენდნენ; 2. კერის ჯაჭვი, რომლის საკრალურ-მაგიური ასპექტები სამეურნეო ყოფასთან – მე-
საქონლეობასთან და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ რიტუალებსა და შეხედულებებში იყო
ასახული; 3. კერის ჯაჭვი ამინდის რიტუალური მართვის რწმენა-წარმოდგენებში. თითოეული ეს
ჯგუფი მთელ რიგ წეს ჩვეულებას აერთიანებდა, სადაც როგორც კერის კულტის, ისე რკინისადმი
თაყვანისცემის ტრადიცია თვალსაჩინო იყო. რკინის კულტს კერის ჯაჭვთან დაკავშირებული შეხე-
დულებების არსის გარკვევაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ-
ას, რომ წეს-ჩვეულებებში ჯაჭვი აუცილებლად კერის საკიდელი იყო, მაშინ ნათელი გახდება, კერის
კულტში კერის მაგიური ძალის განსაკუთრებული როლი.
ლიტ.: ტუნაძე, 1996:47-49; ნოღაიდელი, 1935:11 12; ჩართოლანი, 1961:73 74;
ვანლიში, თანდილავა, 1964:141; ბრეგაძე, 1964:132, 146, 141.

jerbi - ქლიბი.
ლიტ.: ჯაჯანიძე, 1961.

jerrahi - დოსტაქარი, ქირურგი, ჯარა, ჯარა-ექიმი. სიტყვა არაბული წარმოშობისაა და ექიმ-


ბაშს ნიშნავდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.
Jesteri - კოკისპირული წვიმა, თავსხმა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:443.

jeStis CaquCi - ხის ბრტყელი და სწორპირიანი ჩაქუჩი, რომელიც თუნუქის, ძირითადად,


ალუმინის ფურცელზე სამუშაოდ გამოიყენებოდა. მას მაგარი ხისაგან ამზადებდნენ. მიჩნეოდა, რომ
ლითონზე სამუშაოდ აუცილებელი იყო ხის ჩაქუჩი, რომელიც თუნუქს დამუშავებისას არ აფუჭებდა.

791
jejimi - პატარა ნოხი, ფარდაგი: „დაღებავდენ მატყლის ძაფებს და ქსოვდენ ჯეჯიმებს, ქილი-
მებს”. სპარსულად „ჯაჯიმ” ფარდაგისებურად ნაქსოვ ზოლიან ქსოვილს ანდა ამგვარი ქსოვილის სა-
ფენს ნიშნავდა.
ლიტ.: ნოღაიდელი...

jvado - გაველურებული ტყის კატა: „ჯვადოს ერთი შეხედნითაც შიატყობს კაცი, ბალანი აბურ-
ძგნილი აქ”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jvalduzaჲ - მაგარი და სატომრე ქსოვილის საკერავი გრძელი და მსხვილი ნემსი, მახათი: „მაგ
ჯვალს კარქა მოკერე თავი ჯვალღუზაით, თვარა გზაში გეიხსნება’’. თურქულად - çuval.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jvali - ტომარა: „დაფშნილ ლობიას დიდვანი ჯვალებით აზიდვიდა ტურა-ბეღელაში და ხა-


როებში ჩაყრიდა”. თურქულად - çuvla.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jvaradini - ძაფის ამოსახვევი ხელსაწყო, ოგვადო: „ჯვარადინა გვაქ, დეჲკავეფ ხელში და და-
ახვევ ზეთ აბრეშუმს, გაკეთდება ლანდი”.
ლიტ.: ნოღაიდელი...

jvaraჲ - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

jibexi - ტლანქი, უხეში, ჯმუხი. იტყოდნენ ადამიანზე ანდა საქონელზე. ამ სიტყვის მნიშვნე-
ლობა იგივეა, რაც - „კოჭლაკუნტაჲს”. ჯიბეხი ცხენი ცუდად მორბენალი ცხენი იყო, სირბილში უკანა
ფეხს რომ ფეხზე ირტყამდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jibilleTi - ჯილაგი, ჯიში, მოდგმა, გვარი, ტომი, შთამომავლობა. იგი სიტყვა „ჯინსთან”
ერთად იხმარებოდა: „ამუარდა შენი ჯინსი-ჯიბილლეთი, რანაირი ადეთი გაქვან, ჰა!”. ტერმინი ჯი-
ბილლეთი არაბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jiboჲ - მამაკაცის მეტსახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jiva - 1. ვერცხლის წყალი; 2. თარაზო, ვატერფასი: „შენი უსტიობა ვინ გეიგონა, ჭო, ჯივაც კი არ
გაქ”. თურქულად cıva.
ლიტ.: ადამია, 1956:96; ნიჟარაძე, 1971:444.
792
jivas sawoni - თარაზო
ლიტ.: ადამია, 1956:96.

jildavi - კამათი, დავა, ცილობა, ქიშპობა, ჯიბრი: „მაგას რათ უნდა ამდენი ჯილდავი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jilexi - საქონლის დაავადება: ციმბირის წყლული: „ადიგენში ჯილეხი გაჩენილა, კარახტინი


გამოცხადებულა, შეიტყევ, უზეირავ”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jilveli - მომხიბლავი, მიმზიდველი, სანდომიანი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jilfoti - მსუქანი ადამიანი, მოდუნებული, მოშვებული, უილაჯო, გასავათებული.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jilRa - სახვნელი, ხის გუთანი. სულხან-საბა ორბელინი: „ჯილღა – უფ(რ) ერქვანი”. აჭარაში
სახნავი იარაღები ბოლო პერიოდამდე საინტერესო ფორმებით იყო შემონახული. არსებობდა სახნა-
ვის ორი მთავარი ტიპი: „ჯილღა-არუნა” და „ჯილღა”. ცნობილი იყო აჩაჩა და კავი. ჯილღა ძირითად
და ყველაზე უფრო გავრცელებულ სახვნელ იარაღს წარმოადგენდა. მისი ძირითადი ნაწილები იყო:
ბუდე (კბილა) - ქუსლი, სახნისი, ტარა (რვილი), იგივე, არვანა, კაცა (სახელური), უღელი, ტაბიკი და
ხმალა. არვანა - გრძელი, ოდნავ მოღერებული ხე იყო, რომელიც უკანა ნაწილით მაჭვთან იყო შეერ-
თებული, სადაც მაჭვა, თავის მხრივ, ქუთუკში იყო გაყრილი და ისე გამოდიოდა, რომ არვანა, მაჭვა
და ქუთუკი ერთ ადგილას ბოლოებით ერთმანეთს უერთდებოდა. ბუდე რცხილის, თუთის, ნიგ-
ვზის, უხრავის, წიფლის ხის მსხვილი ფესო იყო. ბუდე, იგივე, სახვნელის ქუსლი - კბილა იყო, ბუ-
დეს კი აჭარაში უწოდებდნენ. აჭარული ჯილღის ბუდეს დაბალი ყურები ახასიათებდა. ბუდის ყუ-
რები ექვს-რვა სანტიმეტრამდე მატულობდა. ჯილღის ტარა - წაბლის ანდა მასიური ნაძვის ხისაგან
მზადდებოდა. მას უღელზე მისაბმელად ორი სამი ნახვრეტი უკეთდებოდა. ტარის სიდიდე 2,40 სმ-
დან 2,80 სმ-მდე აღწევდა. ჯილღა ხისგან მზადდებოდა და იგი აჭარის მთურ რელიეფურ პირობებს
კარგად იყო შეგუებული. ჯილღაში წყვილ ხარს აბამდნენ. ჩვეულებრივი ჯილღისგან ჯილღა-გოგო-
რა განსხვავდებოდა, რომელსაც ხის გოგორები - ბორბლები ჰქონდა, რაც სახვნელის მუშაობას აადვი-
ლებდა. სახნავ იარაღებში აჭარლები დიდ ყურადღებას სახვნელის ქუსლს აქცევდნენ, ითვალისწი-
ნებდნენ რა, ქუსლის არსებით როლს, ერთი მხრივ, წევის ძალის ეკონომიისათვის, მეორე მხრივ, მი-
წის ბელტების ადვილად გადაბრუნებისათვის. ლიტერატურაში ჯილღის ტიპის სახვნელი „მესხური
ჯილღის” სახელწოდებითაა ცნობილი. მესხური ჯილღის ნაწილები იყო: კბილაჲ, სახნისი, მანჭუა,
ხმალაჲ, კორა, ფამფალაკი, სოლები. იგი აჩაჩა-კავის მსგავსი სახვნელი იარაღი იყო, მაგრამ მისი ფუნ-
ქციური უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ხვნის პროცესში ქუსლ-ყურების შემწეობით მიწას
აბრუნებდა და ფშვნიდა. გავრცელების არეალი, უპირატესად, ახალციხისა და ახალქალის რაიონები
იყო.
ლიტ.: ორბელიანი, 2011:49; ჩიტაია, 1997:333; 2001, IV:268; ნიჟარაძე, 1971:44;
დავითაძე, 1978:102-103; კახიძე, 1979:30-31.
793
794
ხვნის პროცესი
(ბსუ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოტოარქივი)

795
jilRa-gogora - ბორბლებიანი სახვნელი. იგი ძირითადად „კორდის გასატეხად” გამოიყენ-
ებოდა, ე. ი. კორდის გატეხვა ჯილღა-გოგორათი ხდებოდა. მის დასამზადებლად მუხა ყველაზე უფ-
რო მისაღები ხე იყო. მასში ორი-სამი უღელი ხარი იყო შებმული. კონსტრუქციულად ჯილღა-გოგო-
რა მესხურ გუთანს ჰგავდა.
ლიტ.: დავითაძე, 1978:105.

jilRi bude - ჯილღის, სახვნელის, კავის ის ნაწილი, რომელშიდაც მაჭვა იყო ჩასმული და
სახნისი წამოგებული. ჯილღიბუდეში ერთმანეთს არვანა და მაჭვა უერთდებოდა: „ჯილღიბუდეს
ხუმრის ან ჟოლის ხიდან აკეთებენ, ქეჩა ხეა”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:444.

jimfrulai - მომცრო ზომის თხელი და მრგვალი ფირფიტები, ფერად-ფერადი, შუაზე ნახ-


ვრეტით, რითაც მას ტანისამოსზე შესამკობდნენ ამაგრებდნენ.

jineSi - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელსაც მუქი წითელ-ვარდისფერი საშუალო სიმ-


სხოსი და ფორმით ოვალური მარცვალი აქვს. ყურძენი კარგად ინახება. იგი სუფრის ყურძნის ჯიშია.
ჯინეში ზემო აჭარაში, ხულოს რაიონის სოფელ დეკანაშვილებში, ჩაოში, ფურტიოსა და თვით ხუ-
ლოს მიდამოებში მაღლარად წარმოდგენილი წითელყურძნიანი ჯიში იყო. ჯიში წარსულში ზემო
აჭარაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. მოსავალს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად
ყურძნად ხმარობდა. ამისთვის ყურძენს ვაზებზე ხშირად დაუკრეფავს ტოვებდნენ და მხოლოდ სა-
ჭიროების მიხედვით კრეფდნენ ანდა მთელი ზამთრის განმავლობაში აკიდოების სახით ინახავდნენ.
ჯინეში აგრეთვე ფართოდ ყოფილა გავრცელებული შავშეთ-კლარჯეთში, ძირითადად, მურღულის
ხეობაში. ბათუმისა და ართვინის ოლქების მევენახეობის მდგომარეობის მიმოხილვისას, ს. ტიმოფე-
ევი მას სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებდა.
ლიტ: რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:445.
796
jini - 1. დიდი ზომის მოწნული გოდორი, მოწნული პირგანიერი დაბალი კალათი, ფართო და
დაბალი ფორმის, რომელიც ტვირთის, მაგალითად, სიმინდის საზიდად გამოიყენებოდა. თედო სა-
ხოკია: „ბოლოს, შეგხვდებათ აგრეთვე ჯინი ანუ გოდორმარხილა”. გოდორმარხილას მეშვეობით ახ-
ორთუკნიდან ორგანული სასუქი ყანებში გადაჰქონდათ. იხ.: ძარა; 2. მითოლოგიური პერსონაჟი, დე-
მონი - ავი სული, ჭინკა, გრძნეული, ჯადოქარი.
ლიტ.: სახოკია, 1985:305; ნიჟარაძე, 1971:445; კახიძე,1990:65; ენციკლოპედიური... 2006.

jindari - იხ.: ჯინი.

jindriki - უხეირო, ცხენის ანდა ჯორის სიარული, ჩინდრიკი, ჩაქჩაქი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jinsi - ჯიში, ჯილაგი, გვარი, ტომი, შთამომავლობა. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jintrifaჲ - კაცის მეტსახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jinCaquCaჲ - მამაკაცის მეტსახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jinWri Sorva - მხალეულის წვნიანი შეჭამანდი. ჯინჭრის შორვის გაკეთება აპრილის ბოლოს
იცოდნენ, თოვლის გადნობის შემდეგ, როცა მცენარეს ჯერ კიდევ ნორჩი ფოთლები ჰქონდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jireki - ხის ჯირკი, კუნძი.

jiqi - ჯიუტი, კერპი, თავისნება, უტეხი: „თუ შეჟდა გაკნაჭულ ვირზე, ვეღარ ჩამეიყვან, ისე ჯი-
ქია”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jiquraჲ - ნადური სიმღერების ციკლი, რომელიც ქობულეთში იყო გავრცელებული. მასში


ათი-თორმეტი სიმღერა შედიოდა. ცალკეული სიმღერა ერთმანეთისაგან როგორც სიტყვიერი ტექ-
სტით, ისე მეტ-ნაკლებად ჰანგითაც განსხვავდებოდა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jiquraჲ kavi - სახნისის სახეობა: „ჯიქურაი კავით ვამუშავებდით მიწას”.


ლიტ.: ნოღაიდელი...

797
jiRjiRa - ქალის სამკაული. ვერცხლისაგან აჟურულად დამზადებული გულსაკიდი ანდა
ყელსაბამი. სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ჯიღა დიდებულთა თავსარჭი” იყო, ხოლო ნი-
კო ჩუბინაშვილის მიხედვით „ჯიღა ხოირი, მარგალიტით მოოჭვილი ფრთა დასარჭობი თავზედა და
სხვათა თავსახურავთა ზედა”. ეს სამკაული აჭარის გარდა ფართოდ იყო გავრცელებული მესხეთში -
სამცხეში. გარდა ვერცხლისა ჯიღჯიღა უბრალო ლითონისგანაც მზადდებოდა. მისი სხვადასხვა ვა-
რიანტი იყო ცნობილი. ზოგადად ჯიღჯიღა ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ვიწრო და მოკლე მი-
ლაკებისაგან შედგებოდა. თითოეულ მილზე მირჩილული პატარა რგოლები მოგრძო ბურთულებს
ძეწკვის საკიდებით უერთდებოდა. ჯიღჯიღას ცენტრალური ნაწილი ოთხკუთხა, კარგად ორნამენ-
ტირებული ფირფიტით იყო დამშვენებული. ფირფიტა ერთი წითელი და ოთხი ფირუზისფერი ინ-
კრუსტრირებული თვლით იყო შემკული. ფირფიტაზე დაკენჭილი მავთულით ყვავილისა და ფოთ-
ლების გამოსახულება იყო გამოყვანილი. ჯიღჯიღას დასრულებულ ფორმას სამი მსხლის ფორმის
ფირფიტა აძლევდა, რომელიც სარდიონის თვლებითა და დაკენჭილი მავთულით შედგენილი მცენა-
რეული ორნამენტით იყო შემკული. თავის მხრივ, ფირფიტაზე რგოლებით დაკბილული ვარდულე-
ბი იყო მიმაგრებული. ჯიღჯიღა ძირითადად ყელის სამკაული იყო. იგი იმდენად ძვირფას სამკაულ-
ად ითვლებოდა, რომ ხულოს მხარეს მისი ღირებულება ერთი ძროხის საფასურსაც კი უდრიდა.
ლიტ.: სამსონია, 2005:85.

798
ჯიღჯიღა
ქალის სამკაული, ვერცხლი, XIX ს. II ნახევარი.
აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი.

799
jixandari - პირუტყვის საკვებად გამოყენებული მცენარე, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩ-
ნდა, ძირითადად, დაჟეჟილობას მკურნალობდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jixarajuli - მსხლის ადგილობრივი სახელწოდება. მისი ნაყოფი საკმაოდ დიდი ზომისაა


და წარკვეთილი კონუსის ფორმა აქვს. კანი მოყვითალო-მოწითალო ფერისაა. გამძლე არაა.
ლიტ.: სახოკია, 1985:222; ნიჟარაძე, 1971:445.

jixvi - საქსოვი დაზგის, სამექსლის ნაწილი, რომელშიც ჩამაგრებული იყო ლილვი. ლილვს
ჯიხვი ატრიალებდა: „ლილვის ერთ კუთხეს ჯიხვია. იგი გამოხრეტილია და ამაში დამაგრებულია
ჯოხი’’.
ლიტ.; ნოღაიდელი, 2017:163.

jixrikaჲ - მსხვილფეხა გამხდარი საქონელი, სიბერისაგან ღონეგამოლეული, მჭლე, ბეხრეკი,


ჯანდაგი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445; კობერიძე, 2011:14.

jijaxvaჲ - 1. დაბალი, სქელი და უშნო აგებულების ადამიანი, ჯმუხი; 2. მრუდეკბილებიანი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jlagvi - ჩლუნგი, ბლაგვი, მაგალითად, ნაჯახი, წალდი და მისთანანი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.

jolojo - ჩენჩო: „ფოთოლზე გასულ ყაჭს სხვაზე გედეიყვანდა, ნარჩენს – ჯოლოჯოს გადაყ-
რიდა“.
ლიტ.: ნოღაიდელი, 2017:163.

jorielaჲ - კაჟოვანა სიმინდის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც მარცვლები ძირითადად ბრტყე-


ლი ჰქონდა. გვხვდებოდა როგორც ყვითელი ფერის, ისე იისფერი. მისი ნაქუჩი თეთრი იყო. გავრცე-
ლებული იყო ზემო აჭარაში - ჭვანის ხეობაში.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:445.
jorko - დაახლოებით 30-35 სმ. სიმაღლის სამფეხა დაბალი სკამი. ჯორკოს დანიშნულებით
ხის მორის გადანახევიც გამოიყენებოდა.

joxebai - ორნამენტის სახე აჭარულ ნაქარგობაში.


ლიტ.: ვარშალომიძე, 1986.

800
joxTabilaჲ - ბილას, რიკ-ტაფელას ერთ-ერთი სახესხვაობა: დამწყები მოთამაშე გარგანს -
ტაფელას მომუჭულ ხელში ორი თითის დადებაზე დაიჭერდა. შემდეგ მოკლე ჯოხს - რიკს აიღებდა
და განივად მუჭთან დაიდებდა. ხელის ოდნავ მაღლა შექნევით რიკს აისვრიდა და გარგანს სწრაფად
ამოჰკრავდა. თუ მოწინააღმდეგე ბილას დაიჭერდა, მაშინ ეს უკანასკნელი თამაშს იწყებდა, თუ ვერა
- ბილას სამიზნო ქვას შემოჰკრავდა. თუ ქვას მოახვედრებდა, თამაშს თვითონ იწყებდა, წინააღმდეგ
შემთხვევაში თამაშს პირველი მოთამაშე განაგრძობდა. მოწინააღმდეგე იმ შემთხვევაშიც კარგავდა
თამაშის უფლებას, როცა ბილას დაცემის ადგილიდან სამიზნო ქვამდე მანძილი გარგნის სიგრძეს არ
აღემატებოდა. თუ ეს მანძილი გარგანზე მეტი იყო, მაშინ გაზომავდნენ და ყოველი გარგნის სიგრძე
ბილას დამწყების სასარგებლოდ ხუთ-ათ ქულამდე იანგარიშებოდა. გაუსროლელი ბილა წინასწარ
მოხაზული გვერდის საზღვარს არ უნდა გასცილებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ბილა ხაზს
გვერდით - ხაზგარეთ დავარდებოდა, მოწინააღმდეგე მას სამიზნოსაკენ „ყულლათი” გამოიქნევდა:
მარცხენა ხელს მარჯვენა ყურზე მოიკიდებდა, მარჯვენა ხელით კი, რომელსაც მარცხენა ხელს ზე-
მოთ გაუყრიდა, სამიზნო ქვისაკენ ბილას შემოჰკრავდა. შემდეგ თამაში ჩვეულებრივ იწყებოდა. გა-
მარჯვებულთათვის ქულათა რაოდენობა ას-ორასამდე განისაზღვრებოდა. თამაშის დასრულების
შემდეგ დამარცხებული ვალდებული იყო გამარჯვებული ზურგზე შეესვა - „მოეკუტორებინა” და
გარკვეულ მანძილზე გაეტარ-გამოეტარებინა ანდა წინასწარ დათქმული მანძილი „რიკ-რიკის” ძახი-
ლით სულმოუთქმელად დაეფარა. შდრ, გაკრიაჲ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

joxis gatexva - შუამავლისათვის ქალიშვილის გათხოვებაზე უარის თქმის ნიშანი.


ლიტ.: აჭარული დიალექტის... 2007:10.

juma - პარასკევი, უქმე. ამ დღეს ჩვეულებრივ მუსლიმურ ქვეყნებში არ მუშაობენ. ჯუმადღე პა-
რასკევი იყო, ჯუმის ლოცვა კი - პარასკევის ლოცვა. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.
jumadia - მამიდის ანდა დეიდის ქმარი.

jumali - მიწის საკუთრების ფორმა. აჭარის მთიანეთში ჯუმალით სათემო სარგებლობაში მყო-
ფი მიწები აღინიშნებოდა. აჭარის ზოგიერთ ხეობაში სოფლად მოსახლე ცალკეული კომლი ანდა ერ-
თმანეთთან შეზიარებული განაყოფი ძმა-ბიძაშვილი სათემო მიწებს კენჭისყრით პერიოდულად ინ-
აწილებდა და წლების განმავლობაში ერთობლივი ძალებით ამუშავებდა, ხოლო შემდეგ ნაკვეთს
გარკვეული დროით ასვენებდა. სათემო მიწების კატეგორიაში საზაფხულო საძოვრები, ტყისა და სა-
თიბის ტერიტორიები, ნაწილობრივ, ზოგიერთი სახნავი მიწაც კი ერთიანდებოდა. სათემო ტყეები
მასივების სახით სახნავის, სათიბებისა და საძოვრების ზონაში იყო განლაგებული. ტყეებს უპირატ-
ესად მთებისა და ხეობების მიუდგომელი, ციცაბო ფერდობები ეკავა. მათი მოვლა-პატრონობა თემის
ყველა მცხოვრების თანაბარ მოვალეობად ითვლებოდა. ხეობების ტერიტორიაზე არსებული ტყეები
საზოგადოებრივ სარგებლობას ექვემდებარებოდა. ესა თუ ის თემი მასში შემავალი სოფლებით ტყის
იმ მასივს იყენებდა, რომელიც მათთვის უფრო მისადგომი იყო. აჭარაში ასევე არსებობდა ტყის საოჯ-
ახო მფლობელობაში ანდა სახლეულის გაყოფის შემდეგ განაწილებულ ოჯახთა შორის საერთო სარ-

801
გებლობაში დატოვების წესიც. ეს ტყეები ჩვეულებრივ ყანების გვერდით მდებარეობდა და მას ძმა-
ბიძაშვილები თავიანთ კუთვნილებად თვლიდნენ. ამიტომ, ყანის გაყოფასთან ერთად, თავისთავად,
ტყეც იყოფოდა ანდა გაუყოფლად მოძმეთა სარგებლობაში რჩებოდა.
ლიტ: მგელაძე, 1963; 1985:101-110.

jumardaჲ - ხარის სახელი.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

jumbuSi - გართობა, ცეკვა-თამაში, დროს ტარება, მხიარულება, ლხენა, სეირი, ღრეობა. სიტყვა
სპარსულშიც გვხვდება.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

jumbuSoba - იხ.: ჯუმბუში.

jumoba - ჯუმას, პარასკევის ლოცვა, ჯუმას დღესასწაული, პარასკეობა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

junjuriaჲ - გრძელბეწვა კუდიანი ძაღლი, მელა და მისთანანი: „შეჯდა ჯორსა კუდჯუნჯუ-


რიას, კუდჯუნჯურია თოხარიკსა”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

jurdani - 1. კვეს-აბედის ჩასაწყობი; 2. ძველი ბარგი, ძველმანი, ხარა-ხურა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

juruli - პატარა ბულულებად დადგმული ჩალის კონები.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

jurrr, jurrr - ქათმების მოსახმობი ერთგვარი შეძახილი.

juryveTaჲ - ნადური, ნადის დროს შესასრულებელი სიმღერა, რომელიც მეზობელი გურიიდ-


ან იყო შემოტანილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.
jujulaჲ - ბავშვის ენაზე ქათამი.

jRarki – 1. ძველი, უვარგისი ფეხსაცმელი, ჯღანი, ჩლატი, ძველი, გამხმარი ქალამანი, ქალამ-
ნის ნაგლეჯი; 2. გადატანითი მნიშვნელობით ბებრუხანა, ბეხრეკი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:446.

802
havani - თამბაქოს საჭრელი მოწყობილობა, დანა-დაზგა, რომელიც ხისაგან მზადდებოდა. მას-
ზე სახელურიანი რკინის გრძელი დანა იყო მიმაგრებული, რომლითაც თამბაქოს ხმელ ფოთლებს
ჭრიდნენ. შდრ. სულხან-საბა ორბელიანთან „ტრედფილი”, „აჰვანგ”, „ჰავანგ”, ასევე, ქართული ენის
განმარტებით ლექსიკონებში „ავანსა” და „ხავანს”.

ჰავანის მეშვეობით თუთუნის ჭრის პროცესი


(ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო’’ ექსპოზიცია)

803
havandibi - აჭარულ დიალექტში ჰავანდიბი თამბაქოს დაჭრის შემდეგ ჰავანში ჩაწყობილი დე-
მეთების ნარჩენებს ნიშნავდა: „ჰავანში, რომ ჰავანდიბი დარჩება, იმას ჯიფის დანით დავჭრით”.
სიტყვა სპარსულშიცაა ცნობილი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:447.

havli - 1. Havlu, ბერძნულად αιλη. დერეფანი, რომელიც ოთახებს შუაზე ყოფდა და რომლის
დასაწყისშიც ასასვლელი კიბე იყო მოწყობილი; 2. მუთვაღი, ასევე, სამზარეულო ოთახში შესასვლე-
ლი დერეფანი. ტრადიციული საცხოვრებლის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ფარ-
თობი იყო, სადაც, როგორც წესი, ბოსელი - ახორი და ერთი მათი დამხმარე სათავსო ბოსლიწინა კა-
რაპანი - ჰავლი იყო წარმოდგენილი. იგი ორივე ბოსელს აერთიანებდა და, შესაბამისად, ორივე ბო-
სელს ემსახურებოდა. გეგმაზე ეს სართული მოგრძო ოთკუთხოვანი იყო და ჰავლიც მის სიგანეზე და
ფასადის მხარეზე იყო მოქცეული. ჰავლი ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც ბოსელში შე-
სასვლელი გრძელი დერეფანი.
ლიტ.: ადამია, 1956:96; მგელაძე, 2010; ჩიქოვანი, 1960:98; შამილაძე, 1969:4; გამყრელიძე, 1973:35;
ნიჟარაძე, 1971:447; ტუნაძე, 1996:95.

havuzi - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა: 1. ხელოვნურად გაკეთებული თავღია წყალსაცა-


ვი, წყალსატევი - ავზი; 2. გულამოთლილი მორი ანდა ქვის კოდი, რომელიც წყლის შესაკრებად წყა-
როში იყო ჩადგმული. იხ.: აოზანი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:447.

halva - ტკბილეული. იხ.: ხალვა.

halvis dawva - ჰალვის მომზადების პროცესი. მიცვალებულის ანდა, ზოგადად, გარდაცვლი-


ლთა სულის მოსახსენიებლად ჰალვას დაწვავდნენ - ამზადებდნენ გარდაცვალებიდან მეორმოცე
დღეს, რასაც მეზობლებსა და ახლობლებს დაურიგებდნენ, ასევე, ჰალვის დაწვა სხვა დროსაც შეიძ-
ლებოდა. მას ყოველი მაჰმადიანური დღესასწაულის დროსაც ამზადებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:448.

hali – აჭარაში სხვადასხვა კონტექსტში ჰალის განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა და მდგო-


მარეობას, ძალას, ენერგიას აღნიშნავდა, მაგალითად: „რაცხა უჰალობა მჭირს“, „მუხლში ჰალი გამო-
მელია” - გულისხმობდნენ, „ძალა გამომელია, დავიღალე”. ქართულში ეს სიტყვა მდგომარეობას ნიშ-
ნავდა, აჭარულ დიალექტში სიტყვა „ჰალის” ეს სემანტიკაც დაცული იყო, მაგალითად: „რა ჰალში
არიან ბერები”: ნიშნავდა „რა ამბავში არიან, რა მდგომარეობაში არიან ხანდაზმულები”.

804
halRa - სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. აჭარულ დიალექტში იგი ლითონის რკალს, სალ-
ტეს, რგოლს ნიშნავდა. რკინის სოლი, რომელსაც ლითონისავე რგოლი ჰქონდა შებმული, მორის უღ-
ელზე ჩამოსაბმელად გამოიყენებოდა. ამისათვის სოლს მორის თავზე დაასობდნენ, ხოლო მასზე გა-
მობმულ რგოლში უღელზე მიმაგრებულ ჯაჭვს ანდა ღვედს ჩააბამდნენ. ქედაში მას „კინიპასალს“
უწოდებდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:448.

hamaili - მუშამბაში გახვეული, სამკუთხა ფორმის შელოცვის ტექსტი, რომელსაც მორწმუნენი


ტანისამოსზე მიბმულს ატარებდნენ, უმთავრესად, ყელზე იკიდებდნენ. სიტყვა არაბული წარმომავ-
ლობისაა. ჰამაილი ზოგჯერ პატარა ზომის ოთხკუთხედად შეკერილი ქსოვილი ანდა ტყავი იყო. მას-
ში „ხოჯის” მიერ დაწერილი ქაღალდი თავსდებოდა. ქაღალდი გრძელი უნდა ყოფილიყო და ქამარი-
ვით იხსნებოდა. იგი ავადმყოფობის, ავი თვალის, ავი სულისაგან და უჟმურისაგან თავდაცვის საშუ-
ალებას და ერთგვარ ავგაროზს, ამულეტს წარმოადგენდა. მას უმეტესად ბავშვებს უკეთებდნენ, რათა
მათთვის ბოროტი თვალი აეცილებინათ, ასევე, ჰამაილს აკვანზეც ჩამოკიდებდნენ, უფრო ჩვილს ფე-
ხის მხარეს უკიდებდნენ - „თვალი არ მოხვდესო”. ჰამაილი ასევე სამკუთხა ანდა ოთხკუთხა წითე-
ლი ფერის ფარჩის ქსოვილისაგან მზადდებოდა და სხვადასხვა ფერის, უმეტესად, ოქროსფერი ძაფე-
ბითა და მძივებით იმკობოდა. ჰამაილმა ავი თვალისაგან ბავშვების დაცვის ფუნქცია დღესაც შეინარ-
ჩუნა. საერთოდ, თვალის საწინააღმდეგო მოქმედებებს, ჰამაილის გარდა, ლოცვისა თუ სხვა სახით
მკითხავები მიმართავდნენ. იხ.: მკითხველი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:448; სამსონია, 2005; მგელაძე, 2018.

hamailis yabi - მუშამბა ანდა პატარა ჩან-


თა რომელშიდაც ჰამაილი იყო შეხვეული, სამ-
კუთხა თუ ოთხკუთხა ფორმის, უმთავრესად, წი-
თელი ფერის ფარჩის ქსოვილისაგან შეკერილი პა-
ტარა ჩანთა, რომელშიც ჰამაილი იყო ჩადებული.
მას სხვადასხვა ფერის ძაფებითა და მძივებით ამ-
კობდნენ. მას ყელზე ჩამოსაკიდი ზონარი ჰქონდა
მიმაგრებული. მორწმუნენი ჰამაილს ყელზე ჩამო-
კიდებული ატარებდნენ. იხ.: ნუსხი ყაბი.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:448.

805
hamami - აბანო. იგი ბუხრის გვერდით იყო გამართული და ოთახიდან სახელდახელოდ შეჭედი-
ლი კარი ჰყოფდა. ბუხრიდან კედლის ძირში ოთხკუთხა ფორმის „სარნა” იყო ჩამაგრებული, საიდან-
აც ღარის მეშვეობით წყალი გარეთ გაედინებოდა.
ლიტ.: ტუნაძე, 1996:96.

haremoda - ძველებური სახლის ერთი იმ ოთახთაგანი, რომელშიდაც ცოლ-შვილის პატრონი


ოჯახის წევრი ცხოვრობდა. ამ ოთახს ოჯახის საერთო ჯალაბობისათვის ანდა სტუმრისათვის ჩვე-
ულებრივ არ იყენებდნენ. იგი საცხოვრებელში ახალდაქორწინებულ წყვილთა საძინებელი იყო.
სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და ქართული ენის აჭარულ დიალექტში თურქული ენიდანაა
გავრცელებული.
ლიტ: ადამია, 1956:96; ნიჟარაძე, 1971:450; ტუნაძე, 1996:96.

harRi - ღრმად გაჭრილი ორმო, წყლის სადენი საგანგებო თხრილი, არხი. სიტყვა არაბული წარ-
მომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:448.

harRilebi - იაილებზე საქონლისათვის შემოღობილი ადგილები. იხ.: ჰარღილი.


ლიტ.: კახიძე, 1973:42.

harRili - სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდან იყო შესული - ağılç. აჭარაში ჰარღილს
საქონლის, უპირატესად, ხარის საზაფხულო სადგომს ეძახდნენ, რომელიც ირგვლივ წნულის ანდა
მესრის ღობით იყო შემოზღუდული და ფარეხის როლს ასრულებდა. იაილებზე მენახირეებს გარკვე-
ული ტერიტორიები ჰაღილებად ჰქონდათ შემოღობილი, რომლებშიც პირუტყვს კი არ აბამდნენ, არ-
ამედ ერთად შეყრიდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1949:449.

hasuTa - პურის ფქვილის დამტკბარი ფაფა. სიმინდის ფქვილითა და კარაქით, იაღით მომზა-
დებული ჰასუთა აჭარაში ტრადიციული საქორწინო კერძი იყო. იმავდროულად იგი საპატივცემუ-
ლო კერძადაც ითვლებოდა. ჰასუთას ფქვილი მსხვილად დაფქვილი უნდა ყოფილიყო. გახურებულ
ტაფაზე ჯერ იაღს დაწვავდნენ და შემდეგ მასში ფქვილს შეწითლებამდე მოხრაკავდნენ, ამასთან,
ნელ-ნელა შაქარწყალს დატკბობამდე დაუმატებდნენ, პარალელურად მოურევდნენ, რათა შაქარწყა-
ლი და ფქვილი ერთმანეთში კარგად არეულიყო. ბოლოს დუღილით მოაშუშებდნენ. როცა მოშუშდე-
ბოდა და ფაფასავით გახდებოდა, კერძი მზად იყო. შაქრის ნაცვლად ძველად თაფლს იყენებდნენ. ჰა-
სუთა საბავშვო საკვებიც იყო. ბავშვის ჰასუთას უფრო წვრილად დაფქვილი სიმინდის ფქვილით ამ-
ზადებდნენ ანდა პურის ფქვილს იყენებდნენ. ბავშვს, დედის რძესთან ერთად, ჰასუთით დაახლოებ-
ით ექვსი-შვიდი თვის შემდეგ კვებავდნენ.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1949:449.

806
hasuTa TafliT - დამწვარ ერბოში წყალში გახსნილი, გალესილი პურის ანდა სიმინდის
ფქვილს შეურევდნენ. მასში ასევე წყალში გახსნილ თაფლს ჩაამატებდნენ და აადუღებდნენ, მოაშუშ-
ებდნენ, დუღილის პროცესში კოვზით მოურევდნენ, შემდეგ თეფშზე მოათავსებდნენ და ზემოდან
დამწვარ ერბოს მოასხამდნენ.
ლიტ: აბაშიძე, კომახიძე, 1998:103.

hafizi - ყურანის ზეპირად მცოდნე, ნაკითხი, სწავლული.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:450.

haRili - იხ.: ჰარღილი.

haRilebi - იხ.: ხალთები.

haxi - არაბული სიტყვაა: 1. სამართლით, კანონით კუთვნილი, ახი; 2. საფასური, ქირა, გასამ-
რჯელო, ჯამაგირი. ჰახი ასევე ცოდვას ნიშნავს.
ლიტ: ნიჟარაძე, 1971:450.

hajeTlama - ამინდის გამოსათხოვად საჯარო ლოცვა-ვედრება და მსხვერპლშეწირვის რიტუ-


ალური ლოცვა. იგი შემაღლებულ ადგილზე, მთაზე - სერზე იმართებოდა.

ლიტ.: თანდილავა, 1996:23.

hajeTnama - იხ.: ჰაჯეთლამა.

hajeTnamazis seri - შემაღლებული ადგილი, მთა, სადაც ამინდის გამოსათხოვარი რიტუ-


ალური ლოცვა სრულდებოდა. იხ.: ჰაჯეთლამა.

haji - 1. მუსლიმურ სამყაროში პირი ვინც წმინდა ადგილები, მათ შორის, მექაში მოილოცა,
მუსლიმური წმინდა ადგილების მომლოცველი; 2. მამაკაცის სახელი, ვინც მექა მოილოცა. სიტყვა არ-
აბული წარმომავლობისაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:449.

hajioba - ჰაჯად გახდომა, წმინდა ადგილების მოლოცვა.


ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:449.

hajoba - იხ.: ჰაჯიობა.

807
hegba - ხურჯინი.

hedde - სადურგლო იარაღი, ერთგვარი ფარგალი, ფიცრის კიდეზე სწორი ხაზის მოსანიშნი
ხელსაწყო. მისი ერთი ნაწილი მოძრავი იყო, რომელშიც წვრილი ლურსმანი იყო ჩარჭობილი. მას თა-
ვი ბრტყლად წამახვილებული ჰქონდა. ხაზის გავლების დროს ლურსმანი ფხაჭნიდა და ფიცრის კი-
დიდან სასურველ მანძილზე სწორ ხაზს ტოვებდა. გავრცელებული იყო არა მხოლოდ ერთი ხაზის,
არამედ ორი პარალელური ხაზის გასავლები ჰედდეც. იხ.: საფხაჭნია.

hemami - აბანო, სპეციალური ადგილი სახლში. იხ.: ჰამამი.


ლიტ.: მიქელაძე, 1978:114.

hemSili - გამაჰმადიანებული სომეხი.

heramoda - იხ.: ჰერემოდა.

heremoda - ეს სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და ქართული ენის აჭარულ დიალექტში


თურქულიდან გავრცელდა. იგი სპარსულშიც დასტურდება - apteshane. ჰერემოდა აჭარულ ტრადი-
ციულ საცხოვრებელში საქორწინო წყვილის ოთახი იყო, დედოფალიც იქ შეჰყავდათ. იგი ძველებუ-
რი სახლის ერთი იმ ოთახთაგანი იყო, რომელშიდაც ცოლ-შვილის პატრონი ოჯახის წევრი ცხოვ-
რობდა. ამ ოთახს, ჩვეულებრივ, ოჯახის საერთო ჯალაბობის ანდა სტუმრისათვის არ იყენებდნენ.
808
იგი საცხოვრებელში ახალდაქორწინებულ წყვილთა საძინებელი იყო. ჰამამი (იხ.) ასეთი ოთახის გა-
ნუყრელ ნაწილ წარმოადგენდა.
ლიტ.: ფუტკარაძე... ნიჟარაძე, 1971:450; ტუნაძე, 1996:96;

herisa - რძეში მოხარშული დანაყილი პური ანდა სიმინდის ღერღილი შაქრითა თუ თაფლით
შენელებული. სულხან საბა ორბელიანთან მას „გიშრაფეთი” შეესატყვისებოდა. საბას ცნობით „გიშ-
რაფეთი” იყო „კორკოტი ზელილი”.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:450; ორბელიანი, 1949:75;

heqia - ზღაპარი, ზღაპრული ამბავი, უჩვეულო თავგადასავალი. ჰექია არაბული წარმომავლო-


ბის სიტყვაა.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:450;

hududi - ჰუდუდი საზღვარს, მიჯნას აღნიშნავდა: „აქ მიწაში ფეხთა ქვეშ, ჩაკირულია ჰუდუ-
დი”, „შენ კიდო ძველ დაულს უკრავ, აქამდი ვერ შეიტყევ, რომ ჩვენმა მთავრობამ რამდენხანია წაშა-
ლა ყანის სინორები და ჰუდუდები?!”. ჰუდუდი არაბული სიტყვაა და აჭარულში თურქული ენის
მეშვეობითაა გავრცელებული.
ლიტ.: ნიჟარაძე, 1971:450;

huri - სამოთხის ქალი, უმშვენიერესი, ჰაეროვანი, გულის მომაჯადოებელი, ანგელოზი, წმინ-


და, ფერია, ფეა. სულხან-საბა ორბელიანთან „ჰაერის მცუჱლი - ჰური”. სიტყვა არაბული წარმომავ-
ლობისაა.
ლიტ.: ორბელიანი, 1949:484; ნიჟარაძე, 1971:451.

მოჩუქურთმებული ხის თაღი


(აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი)

809
gamoyenebuli literatura
1. აბაკელია, 1997 - ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბილისი.

2. აბესაძე, 1963 - ნ. აბესაძე. აბრეშუმის ქსოვილის დამზადების ისტორიისათვის საქართველოში.


- მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ. V, თბილისი.

3. აბუსერისძე... 1941 - აბუსერისძე ტბელი. ბოლოკ-ბასილის მშენებლობა შუარტყალში და


აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანე, თბილისი.

4. აბულაძე, 1973 - ილ. აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი.

5. ადამია, 1956 - ი. ადამია. ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, აჭარა, თბილისი.

6. ადამია, 1967 - ი. ადამია. ქართული საცხოვრებელი სახლების უძველესი ტიპები აჭარაში. -


„ძეგლის მეგობარი”, 12, თბილისი.

7. ადამია, 1967 - ი. ადამია. ხალხური ხუროთმოძღვრების ზოგიერთი ნიმუში მდ. ყვირილის


ზემოდინების ხეობაში. - „ძეგლის მეგობარი”, №12, თბილისი.

8. ავალიანი, 1960 - ა. ავალიანი. მიწისმფლობელობის ფორმები აჭარაში, ბათუმი.

9. ანთაძე, 1965 - ი. ანთაძე. წყლის მფლობელობა და სარწყავი არხი ძველ საქართველოში,


თბილისი.

10. ასლანიშვილი, 1957 - Ш. Асланишвили, Народные основы гармонии Грузинских композиторов. -


Грузинская музыкальныя культура, Москва

11. აჩუგბა, 1981 - თ. აჩუგბა ოჯახის მმართველობის ისტორიიდან ზემო აჭარაში. - სამხრეთ-დასა-
ვლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, IX, თბილისი.

12. აჩუგბა, 1983 - თ. აჩუგბა. ხალხური საოჯახო სამართლებრივი ნორმები აჭარაში. - სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, X, თბილისი.

13. აჩუგბა, 1987 - თ. აჩუგბა. ტრადიციული აჭარული ოჯახისა და საოჯახო ყოფის ეთნოგრაფიული
შესწავლის ძირითადი შედეგები. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XIV,
თბილისი.

14. აჭარის ხალხური პოეზია... - აჭარის ხალხური პოეზია. - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დიალექტოლოგიის არქივი, ბათუმი.

15. აჭარის ხალხური... 1969 - აჭარის ხალხური პოეზია, ბათუმი.

16. აჭარული დიალექტის... 1976 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, I, თბილისი.

17. აჭარული დიალექტის... 1978 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, II, თბილისი.

810
18. აჭარული დიალექტის... 1981 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, III, თბილისი.

19. აჭარული დიალექტის... 1983 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, IV, თბილისი.

20. აჭარული დიალექტის... 1990 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, VII, თბილისი.

21. აჭარული დიალექტის... 2007 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, IХ, თბილისი.

22. აჭარული დიალექტის... 2008 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, Х, თბილისი.

23. აჭარული დიალექტის... 2010 - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, ХI, თბილისი.

24. ახვლედიანი (კირისიროღლი), 1944 - ხ. ახვლედიანი (კირისიროღლი). ნარკვევები აჭარის


ისტორიიდან (მე-16 - მე-19 საუკუნეები), ბათუმი.

25. ახობაძე, 1961 - ვ. ახობაძე. ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები. ბათუმი.

26. ბაგრატიონი, 1986 - იოანე ბაგრატიონი. საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი,


თბილისი.

27. ბადრიშვილი, 1963 - გ. ბადრიშვილი. კარტოფილის კულტურა საქართველოში, თბილისი.

28. ბავრელი, 1878 - ს. ბავრელი. მგზავრის შენიშვნები (ახალქალაქიდან არტაჰანამდის). - გაზ.


„ივერია”, №26, 6 ივლისი.

29. ბარათაშვილი, 1966 - ლ. ბარათაშვილი. მასალები მე-19 საუკუნის ქართული ხალხური ტანსაც-
მლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. – მასალები საქართველოს მატერიალური
კულტურის ისტორიისათვის, ტ.1, თბილისი.

30. ბარდაველიძე-ლომია, 1928 - ვ. ბარდაველიძე-ლომია. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული


რიტუალები მთიან ქართლში. - საქართველოს მუზეუმის მოამბე, IV, ტფილისი.

31. ბარდაველიძე-ლომია, 1941 - ვ. ბარდაველიძე-ლომია. ქართველთა უძველესი სარწმუნოების


ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაბარ), თბილისი.

32. ბარდაველიძე-ლომია, 1953 - ვ. ბარდაველიძე-ლომია. ქართული საწესო გრაფიკული


ხელოვნების ნიმუშები, თბილისი.

33. ბარდაველიძე, 1957 - В. Бардавелидзе. Древнейшие религиозные верования и обрядовое графи-


ческое искусство грузинских племен, Тбилисси

34. ბარდაველიძე, ჩიტაია, 1939 - ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია. ქართული ხალხური ორნამენტი, I,


ხევსურეთი, თბილისი.

35. ბაქრაძე, 1878 - Дм. Бакрадзе. Археогическое путешествие по Гурии и Адчаре, СПБ.

36. ბაქრაძე, 1987 - დ. ბაქრაძე. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი.

811
37. ბედუკიძე, სოსელია, ჩართოლანი, 1967 - ლ. ბედუკიძე, ლ. სოსელია, მ. ჩართოლანი. სარტყლების
კატალოგი, თბილისი.

38. ბედუკიძე, 1973 - ლ. ბედუკიძე. ხალხური ავეჯი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,


თბილისი.

39. ბეზარაშვილი, 1971 - ც. ბეზარაშვილი. ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში


(თუშ-ფშავ-ხევსურეთი), თბილისი.

40. ბეზარაშვილი, 1971 - ც. ბეზარაშვილი. ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,


თბილისი.

41. ბენაშვილი, 1885 - ან. ბენაშვილი. ქართული ხმები. - ხალხური სიმღერები, ტფილისი.

42. ბერაძე, 1981 - თ. ბერაძე. ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, თბილისი.

43. ბერაძე, 1979 - თ. ბერაძე. ლაზური საზღვაო ნავი. – „მეცნიერება და ტექნიკა”, №9, თბილისი.

44. ბერაძე, 1987 - თ. ბერაძე. ნაოსნობა საქართველოში, თბილისი.

45. ბერძენიშვილი, 1951 - ნ. ბერძენიშვილი. ძველი თბილისის ტოპონიმიკიდან, თბილისი.

46. ბედუკიძე, 1973 - ლ. ბედუკიძე. ხალხური ავეჯი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,


თბილისი.

47. ბექაია, 1964 - მ. ბექაია. „ნიშანლობა” ზემო აჭარაში. - მესამე სამეცნიერო სესია (მუშაობის გეგმა
და მოხსენებათა თეზისები), ბათუმი.

48. ბექაია, 1964 - მ. ბექაია. აჭარელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან (ქორწინების პირობები
ზემო აჭარაში). - საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები, თბილისი.

49. ბექაია, 1965 - მ. ბექაია. ქორწინება აჭარაში (ნიშნობა). - აჭარის მოსახლეობის ყოფისა და
კულტურის საკითხები, თბილისი.

50. ბექაია, 1969 - მ. ბექაია. ქორწინება და საოჯახო ინტერესები აჭარაში. - მაცნე, ისტორიის სერია,
№6, თბილისი.

51. ბექაია, 1974 - მ. ბექაია. ძველი და ახალი საქორწინო ტრადიციები აჭარაში, ბათუმი.

52. ბოგვერაძე, 1980 - ა. ბოგვერაძე. მიწის ფეოდალური საკუთრების ფორმათა განვითარება


ადრეფეოდალურ ხანაში. - საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის პერიოდიზაცია,
თბილისი.

53. ბოლშაია... - Болшая Советская Энциклопедия, I, второе издание, Москва.

54. ბოჭორიშვილი, 1949 - ლ. ბოჭორიშვილი. კახური კერამიკა, თბილისი.

812
55. ბოჭორიშვილი, 1976 - ლ. ბოჭორიშვილი. აჭარაში 1974 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის
მოკლე ანგარიში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, IV, თბილისი.

56. ბრეგაძე, 1964 - ნ. ბრეგაძე. მემინდვრეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი რაჭა ლეხუმში.


- მაცნე, ისტორიის... სერია, 2, თბილისი.

57. ბრეგაძე, 1990 - ნ. ბრეგაძე. რიტუალური ნამცხვრების ისტორიისათვის. - „ანალები“, I, თბილისი.

58. გაგოშიძე, 1972 - ი გაგოშიძე. ქართველი ქალის სამკაული, თბილისი.

59. გამყრელიძე, 1973 - ბ. გამყრელიძე. სამეურნეო ბაზების საკითხისათვის აჭარაში (აჭარული


ჯარგვალი). - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ყოფისა და კულტურის
საკითხები, I, თბილისი.

60. გამყრელიძე, 1973 - ბ. გამყრელიძე. ცენტრალური კავკასიის მთიელთა ალპური მესაქონლეობა


(ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა), თბილისი.

61. გეგეშიძე, 1956 - მ. გეგეშიძე. ქართული ხალხური ტრანსპორტი, თბილისი.

62. გეგეშიძე... 2008 - მ. გეგეშიძე. დასურათებული ლექსიკონი, თბილისი.

63. გელაძე, 1980 - თ. გელაძე. კოლექტიური შრომის ფორმები გურიაში. - მასალები გურიის
ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი.

64. გვათუა, 1967 - ნ. გვათუა. ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIX ს. და
XX ს. დასაწყისი, თბილისი.

65. გვახარია, 1979 - ვ. გვახარია. ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება, თბილისი.

66. გიორგაძე, 1993 - მ. გიორგაძე. ქართული ხალხური კალენდარული საწესჩვეულებო პოეზია,


თბილისი.

67. გობეჯიშვილი, 2008 - გ. გობეჯიშვილი. დასურათებული ლექსიკონი, თბილისი.

68. გოცირიძე, 2002 - გ. გოცირიძე, ქართული ტრადიციული ყოფითი კულტურა XIX საუკუნისა და
XX საუკუნის I ნახევარში, კვების ხალხური სისტემა. - სადოქტორო დისერტაცია, თბილისი.

69. გოცირიძე, 2007 - გ. გოცირიძე. კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები


საქართველოში, თბილისი.

70. გრიშაშვილი, 1997 - ი. გრიშაშვილი. ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბილისი.

71. გრიშაშვილი, 1997 - ი. გრიშაშვილი. ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა). გამოსაცემად


მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა, თბილისი.

72. გურგენიძე, 1969 - ნ. გურგენიძე. თურქული ენობრივი ელემენტების შესახებ აჭარულ და გურულ
დიალექტებში. - მაცნე, №4, თბილისი.

813
73. დავითაძე, 1972 - ალ. დავითაძე. სატრანსპორტო საშუალებათა დამზადების ხალხური წესები
ზემო აჭარაში. - აჭარის სახელმწიფო მუზეუმის შრომები, ტ.VII, ბათუმი.

74. დავითაძე, 1973 - ალ. დავითაძე. მეფუტკრეობასთან დაკავშირებული ხის იარაღ-ინვენტარი


აჭარაში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხები,
I, თბილისი.

75. დავითაძე, 1974 - ალ. დავითაძე. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხის
დამუშავება და გამოყენება აჭარის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), ბათუმი.

76. დავითაძე, 1975 - ალ. დავითაძე. ჭვანის ხეობა სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში. – სამხრეთ
საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხები, აჭარის მუზეუმის შრომები, VIII,
ბათუმი.

77. დავითაძე, 1978 - ალ. დავითაძე. ტრადიცია და იმპროვიზაცია აჭარულ შაირებში. – სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის საკითხები, აჭარის მუზეუმის შრომები,
IX, ბათუმი.

78. დავითაძე, 1978 - ალ. დავითაძე. სახვნელი იარაღების დამზადების ისტორიიდან აჭარაში. –
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის საკითხები, აჭარის მუზეუმის
შრომები, IX, ბათუმი.

79. დავითაძე, 1983 - ალ. დავითაძე. ქართული ხალხური ტრანსპორტის ისტორიიდან, ბათუმი.

80. ვაზი... 2015 - ვაზი და ღვინო საქართველოში არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემების


მიხედვით, თბილისი.

81. დოლიძე, 1953 - ი. დოლიძე. ძველი ქართული სამართალი, თბილისი.

82. ვანლიში, თანდილავა, 1964 - მ. ვანლიში, ა. თანდილავა. ლაზეთი, ბათუმი.

83. ვარშალომიძე, 1976 - ჯ. ვარშალომიძე. მცენარეული სახეები აჭარულ ხალხურ ორმანენტში. –


სამხრეთ‐დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, IV, თბილისი.

84. ვარშალომიძე, 1979 - ჯ. ვარშალომიძე. ორნამენტი ხეზე, ბათუმი.

85. ვარშალომიძე, 1980 - ჯ. ვარშალომიძე. ხეზე ორნამენტის ძირითადი მოტივები აჭარაში. –


სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, VIII, თბილისი.

86. ვარშალომიძე, 1981 - ჯ. ვარშალომიძე. ტერმინ ჭრელი//ნამჭრელის მნიშვნელობისათვის. –


სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, IX, თბილისი.

87. ვარშალომიძე, 1986 - ჯ. ვარშალომიძე. ხალხური დეკორატიული ქსოვილები და ნაქარგობა. –


სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XIII, თბილისი.

88. ვარშალომიძე, 1987 - ჯ. ვარშალომიძე. აკვანი და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი


აჭარაში. – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XIV, თბილისი.
814
89. ვარშალომიძე, 2007 - ჯ. ვარშალომიძე. ურთხელის კულტის გადმონაშთები აჭარაში. - ნიკო
ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, ბათუმი.

90. ვარშალომიძე, 2009 - ჯ. ვარშალომიძე. ხალხური დეკორატიული და სახვითი ხელოვნება. -


სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები - აჭარა, II, ბათუმი.

91. ვახუშტი, 1955 - ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი.

92. ვორონოვი, 1912 - Ю. Н. Воронов. Батумская область. - ИКОИРГО, т. 21, Тифлис.

93. ზანდუკელი, 1982 - მ. ზანდუკელი. ქართული ხალხური კერამიკა, თბილისი.

94. ზოიძე, 1996 - ო. ზოიძე. სასამართლო ორგანიზაცია აჭარაში ჩვეულებითი სამართლის


მიხედვით. - კულტუროლოგიური და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი საქართველოში,
ბათუმი.

95. თანდილავა, 1978 - ზ. თანდილავა. ლეგენდა სოფელ ვერნებზე.-„მაცნე”, ენისა და ლიტერატურის


სერია, 2, თბილისი.

96. თანდილავა, 1980 - ზ. თანდილავა. შუამთობის ტრადიციები და ფოლკლორი, თბილისი.

97. თეიმურაზ I, 1960 - თეიმურაზ I. ლეილ-მაჯნუნიანი. - ჩვენი საუნჯე, ტ. 4, თბილისი.

98. ითონიშვილი, 1960 - ვალ. ითონიშვილი. ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის


ისტორიიდან, თბილისი.

99. ინაიშვილი, 1971 - ა. ინაიშვილი. ციხე-ქალაქ პეტრას ნავსადგურის საკითხისათვის. – სამხრეთ-


დასავლეთ საქართველოს ძეგლები, II, თბილისი.

100. იოსელიანი, 1927 - ნ. იოსელიანი. მასალები ხევსურული ფურის ოსტეოლოგიისათვის. -


საქართველოს მუზეუმის „მოამბე”, ტ. IV, თბილისი.

101. ისაკაძე , 1970 - ქ. ისაკაძე. საფეიქრო საქმე საქართველოში, თბილისი.

102. კალანდარიშვილი, 1978 - ლ. კალანდარიშვილი. გვართა განსახლებისა და მოსახლეობის


მიგრაციის პროცესების საკითხისათვის აჭარაში (მაჭახლის ხეობის მასალების მიხედვით).-
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, VI, თბილისი.

103. კახიძე, 1971 - ნ. კახიძე. მევენახეობა და მეხილეობა მაჭახლის ხეობაში. – აჭარის მოსახლეობის
სამეურნეო ყოფის საკითხები, თბილისი.

104. კახიძე, 1973 - ნ. კახიძე. მესაქონლეობა მაჭახლის ხეობაში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხები, I, თბილისი.

105. კახიძე, 1974 - ნ. კახიძე. მაჭახლის ხეობა, ბათუმი.

106. კახიძე, 1975 - ნ. კახიძე. ხელოსნობა მაჭახლის ხეობაში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


ყოფა და კულტურა, თბილისი.
815
107. კახიძე, 1978 - ნ. კახიძე. ეთნოგრაფია და ფოლკლორი ახალი ტრადიციების შესწავლის
სამსახურში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, VI, თბილისი.

108. კახიძე, 1979 - ნ. კახიძე. ხელოსნობის ხალხური ტრადიციების აღდგენის საკითხისათვის. -


სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, VII, თბილისი.

109. კახიძე, 1983 - ნ. კახიძე. ძვირფასი ქსოვილების დამზადებისა და მოხმარების ისტორიიდან


საქართველოში. - სამხრეთ‐დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, X, თბილისი.

110. კახიძე, 1987 - ნ. კახიძე. სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის ისტორიიდან ჭოროხის აუზში და


მოსახლეობის საწარმოო და საზოგადოებრივი ყოფის ზოგიერთი საკითხი .–სამხრეთ-დასავლეთ
საქართველოს ყოფა და კულტურა, XIV, თბილისი.

111. კახიძე, 1990 - ნ. კახიძე. მემინდვრეობა. - „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და


კულტურა”, VI, თბილისი.
112. კახიძე, 1990 - ნ. კახიძე. ხელოსნობა აჭარაში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და
კულტურა, XVII, თბილისი.

113. კახიძე, 2004 - ნ. კახიძე. ხელოსნობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ბათუმი.

114. კახიძე, 2017 - ნ. კახიძე. მეურნეობის ტრადიციული დარგები და სამეურნეო ყოფა (ხულოს
მუნიციპალიტეტი). - შრომები XIII, ბათუმი.

115. კახიძე, 1971 - ა. კახიძე. საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები, თბილისი.

116. კვაჭაძე, 2014 - ნ. კვაჭაძე. ერთი ვედრო წყლის ფასი - ბათუმის აბანოები მე-20 საუკუნის
დასაწყისში. - „ბათუმელები”, ბათუმი.

117. კვანტიძე, 2018 - გ. კვანტიძე. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული აჭარული სამოსის
კოლექციიდან – ხელნაწერი, ავტორის პირადი არქივი, თბილისი.

118. კიკვიძე, 1940 - ა. კიკვიძე. შუა სახლი რაჭა-ლეჩხუმში. – ენიმკის მოამბე, ტ. V-VI, თბილისი.

119. კიკვიძე, 1976 - ი. კიკვიძე. მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტურა ძველ საქართ-


ველოში. თბილისი.

120. კლარჯეთი, 2016 - ნ. მგელაძე. კლარჯეთის ეთნოლოგია. – „კლარჯეთი” , ბათუმი.

121. კლიმოვი, 1964 - Г. Климов. Сравнительный словарь картвельских языков, Москва.

122. კობერიძე, 2011 - მ. კობერიძე. ზემოაჭარულის დარგობრივი ლექსიკა, თბილისი.

123. კომახიძე, 2000 - თ. კომახიძე. ქალაქ ბათუმის დაგეგმარებისა და განაშენიანების ისტორია, წიგნი
6, ბათუმი.

124. კოხრეიძე, 1958 - ვ. კოხრეიძე. აჭარის ხალხურ მედიცინაში გამოყენებული ზოგიერთი


ბალახოვანი მცენარეები. - აჭარის სახელმწიფო მუზეუმის „შრომები’’, ტ. III, ბათუმი.
816
125. ლაზიშვილი, 2009 - ზ. ლაზიშვილი. ხალხური ქორეოგრაფია. - სამხრეთ-დასავლეთ
საქართველოს ისტორიის ნარკვევები - აჭარა, II, ბათუმი.

126. ლეილ... 1960 - ლეილ-მაჯნუნიანი. ჩვენი საუნჯე, ტ. 4, თბილისი.

127. ლისოვსკი, 1887 - В. А. Лисовский. Чорохский край, 1, Тифлис.

128. ლომთათიძე, 1996 - თ. ლომთათიძე. სამიწათმოქმედო ციკლის ზოგიერთი წეს-ჩვეულება


აჭარაში. - კულტუროლოგიური და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი საქართველოში,
ბათუმი.

129. ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014 - თ. ლომთათიძე, ნ. ნოღაიდელი. საბავშვო გართობა-


თამაშობათა ხალხური საწყისები და ლექსიკა აჭარაში. - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის
შრომები, X, ბათუმი.

130. ლომთათიძე, ფუტკარაძე, 2015 - თ. ლომთათიძე. ქ. ფუტკარაძე, მოზარდის საზოგადოებაში


ინიციაციის ტრადიციები აჭარაში. - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, XI, ბათუმი.

131. ლომთათიძე, 2016 - თ. ლომთათიძე. წრის სიმბოლიკა აჭარის მოსახლეობის რწმენა-


წარმოდგენებში. - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, XII, ბათუმი.

132. ლომთათიძე, 2017 - თ. ლომთათიძე. ხულოს მუნიციპალიტეტის მუსიკალური და საცეკვაო


ფოლკლორი. - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, XIII, ბათუმი.

133. მაგაზანიკი, 1945 - Д. Магазаник. Турецко-русский словар, Москва.

134. მაისურაძე, 1982 - ნ. მაისურაძე. ქართულ (აჭარულ) სიმღერებში ოთხხმიანობის წარმოშობის


საკითხისათვის. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, №2, თბილისი.

135. მაისურაძე, 1982 - ნ. მაისურაძე. ქართული მუსიკალური დიალექტების შესახებ. - მაცნე,


ისტორიის სერია, №4. თბილისი.

136. მაისურაძე, 1989 - ნ. მაისურაძე. ქართული ხალხური მუსიკა და მისი ისტორიულ-ეთნო-


გრაფიული ასპექტები, თბილისი.

137. მაისურაძე, 2009 - ნ. მაისურაძე. ხალხური მუსიკალური კულტურა. - სამხრეთ-დასავლეთ


საქართველოს ისტორიის ნარკვევები - აჭარა, II, ბათუმი.

138. მაკალათია, 1933 - ს. მაკალათია. თუშეთი, თბილისი.

139. მაკალათია, 1938 - ს. მაკალათია. მესხეთ-ჯავახეთი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა),


თბილისი.

140. მაკალათია, 1987 - ს. მაკალათია. მთის რაჭა, თბილისი.

141. მაკალათია, 2007 - ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბილისი.

142. მამულაძე, 2016 - შ. მამულაძე. კლარჯეთის მატერიალური კულტურა, ბათუმი.


817
143. მართლმადიდებლის... 2002 - მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, თბილისი.

144. მარი, 1911 - Н. Я. Марр. Дневник поездки в Шавшетию и Кларджеты. - «Тексты и разыскания по
армяно-грузинской Филологии, кн. 7, СПБ.

145. მასალები საქართველოს... 1975 - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის


ისტორიისათვის,V, თბილისი.

146. მასალები საქართველოს ... 1986 - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის


ისტორიისათვის, ტ. IV, ნაკვ. I, მესაქონლეობა, თბილისი.

147. მაყაშვილი, 1961 - ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი,


თბილისი.

148. მგელაძე, 1959 - ვლ. მგელაძე. 1959 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის დღიური, რვ. 1. - იხ.:
პირადი საოჯახო არქივი.

149. მგელაძე, 1960 - ვლ. მგელაძე. დასახლების მორფოლოგიის საკითხები აჭარაში (1958 წლის
ეთნოგრაფიული ექსპედიციის წინასწარი სამეცნიერო ანგარიში).- ბათუმის სამეცნიერო-
კვლევითი ინსტიტუტის „შრომები”, I, ბათუმი.

150. მგელაძე, 1961 - ვლ. მგელაძე. ხალხური თვითმართველობის ისტორიიდან აჭარაში („ოლქობა”).
- სამეცნიერო სესია (მოხსენებათა თეზისები), ბათუმი.

151. მგელაძე, 1965 - ვლ. მგელაძე. ღორჯომის ხეობის სამეურნეო ყოფის ზოგიერთი საკითხი. -
აჭარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხები, თბილისი.

152. მგელაძე, 1965 - ვლ. მგელაძე. თემური მიწისმფლობელობის ისტორიიდან აჭარაში. - ბათუმის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეორე სამეცნიერო სესია, ბათუმი.

153. მგელაძე, 1966 - ვლ. მგელაძე. მასალები ქართული ენის აჭარული დიალექტის ლექსიკონი-
სათვის, ბათუმი. - იხ.: ავტორის პირადი საოჯახო არქივი.

154. მგელაძე, 1967 - ვლ. მგელაძე. შრომის ორგანიზაცია და მმართველობა აჭარელთა ოჯახში ძვე-
ლად. - აჭარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხები, თბილისი.

155. მგელაძე, 1968 - ვლ. მგელაძე. ქალის დათავისების წეს-ჩვეულებანი აჭარაში. - მეხუთე სამეც-
ნიერო სესია (მოხსენებათა თეზისები), ბათუმი.

156. მგელაძე, 1973 - ვლ. მგელაძე. ზემო აჭარული სოფელი ძველად, ბათუმი.

157. მგელაძე, 1996 - ვლ. მგელაძე. საქორწინო წეს-ჩვეულებანი აჭარაში. - კულტუროლოგიური და


ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი საქართველოში, I, ბათუმი.

158. მგელაძე, 2007 - ვლ. მგელაძე. ლენჩიბერის ინსტიტუტის ისტორიიდან. - კრებული, V, ბათუმი.

159. მგელაძე, 2009 - ვლ. მგელაძე. სახლი და კარმიდამო. – მუზეუმის მაცნე, III, ბათუმი.
818
160. მგელაძე, 2009 - ვლ. მგელაძე. სამეურნეო ყოფის საკითხები ღორჯომის ხეობაში (XIX საუკუნის
20-იანი წლები): კარტოფილი და თამბაქო. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
„შრომები”, XIII, ბათუმი.

161. მგელაძე, 2010 - ვლ. მგელაძე. სახლი და კარ-მიდამო ზემო აჭარაში. - „მუზეუმის მაცნე”,
თბილისი.

162. მგელაძე... - ვლ. მგელაძე. ღორჯომის ხეობის სამეურნეო ცხოვრება XX საუკუნის 20-იან წლებში:
კარტოფილი (ხელნაწერი) - იხ.: პირადი საოჯახო არქივი.

163. მგელაძე, 2012 - ვლ. მგელაძე. მესაქონლეობა ზემო აჭარაში. - მუზეუმის მაცნე, V, ბათუმი.

164. მგელაძე, 2013 - ვლ. მგელაძე. სამიწათმოქმედო კულტურის საკითხები აჭარაში. – მუზეუმის
მაცნე, VI, ბათუმი.

165. მგელაძე... - ვლ. მგელაძე. რძის წარმოების ხალხური წესები ზემო აჭარაში. - იხ.: ხელნაწერი,
პირადი საოჯახო არქივი.

166. მგელაძე, 2014 - ვლ. მგელაძე. პეტრე უმიკაშვილი და ოსმალობის დროინდელი სამხრეთ
საქართველო, ბათუმი.

167. მგელაძე, 2012 - ვლ. მგელაძე. მესაქონლეობა ზემო აჭარაში. - მუზეუმის მაცნე, V, ბათუმი.

168. მგელაძე, 1982 - Н. В. Мгеладзе. Из истории общественных отношений в Верхней Аджарии. -


Очерки этнографии Аджарии, Тбилиси.

169. მგელაძე, 1982 - ნ. მგელაძე. ზემო აჭარული სოფლის გენეზისის საკითხისათვის (სოფელი აგარა).
- ჟურნ. „ჭოროხი”, №2, ბათუმი.

170. მგელაძე, 1982 - ნ. მგელაძე. ნოგროს ნათესაური სტრუქტურისათვის (ღორჯომის ეთნოგრა-


ფიული მასალების მიხედვით). - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XI,
თბილისი.

171. მგელაძე, 1984 - ნ. მგელაძე. ნათესაური ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი აჭარაში ადათო-
ბრივი ნორმების შუქზე. - მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების
ისტორიის სერია, №3, თბილისი.

172. მგელაძე, 1984 - ნ. მგელაძე. დიდაჭარის სოფლების წარმოშობის ისტორიისათვის. - ჟურნ.


ჭოროხი, ბათუმი.

173. მგელაძე,1984 - ნ. მგელაძე. შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიციული ფორმები აჭარაში. -


მაცნე, ისტორიის სერია, №2, თბილისი.

174. მგელაძე, 1985 - ნ. მგელაძე. მასალები სათემო მიწისმფლობელობის საკითხისათვის აჭარაში. -


სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XI, თბილისი.

819
175. მგელაძე, 1986 - ნ. მგელაძე. ნოგროს სამეურნეო ერთიანობის ნიშნები აჭარაში. - სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XII, თბილისი.

176. მგელაძე, 1989 - ნ. მგელაძე. შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიციული ფორმები აჭარაში.


- მაცნე, ისტორიის სერია, №2, თბილისი.

177. მგელაძე, 1990 - ნ. მგელაძე. სისხლით ნათესაობის ტერმინთა სისტემის სტრუქტურულ-


ტიპოლოგიური ანალიზი აჭარაში. - აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, VII,
თბილისი.

178. მგელაძე, 1996 - ნ. მგელაძე. ეშმაკი. - „საისტორიო მაცნე”, №3, ბათუმი.

179. მგელაძე, 2000 - ნ. მგელაძე. ეთნოკულტურული პროცესები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში


(წარსული და თანამედროვეობა). - ლიტერატურული აჭარა, №8, ბათუმი.

180. მგელაძე, 2000 - ნ. მგელაძე. დაცემული ანგელოსები ხალხურ დემონოლოგიაში - ალი. -


საისტორიო მაცნე, №9, ბათუმი.

181. მგელაძე, 2000 - ნ. მგელაძე, დემონოლოგიური აზროვნების ისტორიიდან აჭარაში


(ფერი//ფერები). - საისტორიო მაცნე, IX, ბათუმი.

182. მგელაძე, 2001 - ნ. მგელაძე. სამკურნალო ტრადიციები და მკურნალობასთან დაკავშირებული


რწმენა-წარმოდგენები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. - ხელნაწერი, ბათუმის შოთა
რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივი.

183. მგელაძე, 2001 - ნ. მგელაძე. „ბატონები” და ბატონებთან დაკავშირებული ტრადიციული რწმენა-


წარმოდგენები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. - ხელნაწერი, იხ.: ავტორის პირადი
საოჯახო არქივი.

184. მგელაძე, 2002 - მიცვალებული კულტი და სამგლოვიარო რიტუალი აჭარაში. – ბათუმის


რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შრომები”, ბათუმი.

185. მგელაძე, 2002 - ნ. მგელაძე. ხალხური მედიცინა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


ტრადიციულ კულტურაში. - ხელნაწერი, იხ.: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელნაწერთა არქივი.

186. მგელაძე, 2004 - ნ. მგელაძე. აჭარული ნოგრო და გვარი, ბათუმი.

187. მგელაძე, ლევიძე, ტუნაძე, 2005 - ნ. მგელაძე, ლ. ლევიძე, თ. ტუნაძე. რიტუალური პურის
საცხობი ყალიბი ოლადაურის თემიდან. - კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, IX, თბილისი.

188. მგელაძე, ტოტოჩავა, 2008 - ნ. მგელაძე, გ. ტოტოჩავა. ვეშაპის კულტი სამხრეთ-დასავლეთ


საქართველოში და ვეშაპოიდების შესწავლის ისტორიისათვის (ნაწილი I). – მუზეუმის მაცნე, I,
ბათუმი.

189. მგელაძე, 2009 - ნ. მგელაძე. ოჯახი და საოჯახო ყოფა. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


ისტორიის ნარკვევები - აჭარა, II, ბათუმი.

820
190. მგელაძე, 2009 - ნ. მგელაძე. საზოგადოებრივი ყოფა. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს
ისტორიის ნარკვევები, II, ბათუმი.

191. მგელაძე, 2009 - ნ. მგელაძე. დასახლების ფორმები. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


ისტორიის ნარკვევები, II, ბათუმი.

192. მგელაძე, ტოტოჩავა, 2009 - ნ. მგელაძე, გ. ტოტოჩავა. ვეშაპის კულტი სამხრეთ-დასავლეთ


საქართველოში და ვეშაპოიდების შესწავლის ისტორიისათვის (ნაწილი II). – მუზეუმის მაცნე,
II, ბათუმი.

193. მგელაძე, შოშიტაშვილი, მიქელაძე, ტუნაძე, 2009 - ნ. მგელაძე, ნ. შოშიტაშვილი, ჯ. მიქელაძე, თ.


ტუნაძე. ლაზი ხელოსნების სამშენებლო ტრადიციები ჭოროხ-აჭარისწყლის ხეობებში -
ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა - II (გურამ კარტოზია: 75), თბილისი.

194. მგელაძე, 2015 - ნ. მგელაძე. სარფი (კოლექტიური მონოგრაფია), ბათუმი.

195. მგელაძე, 2010/2011 - ნ. მგელაძე. დემონთა სამყარო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


მითორელიგიაში (1. ლომპაპი და კუდიანები). - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის
„შრომები”, თბილისი.

196. მგელაძე, 2015 - ნ. მგელაძე. კლარჯ მუჰაჯირთა ყოფისა და კულტურის საკითხები. - აჭარა
(ისტორია და თანამედროვეობა), II, ბათუმი.

197. მგელაძე, ტუნაძე, ბერიძე, 2016 - ნ. მგელაძე, თ. ტუნაძე, ე. ბერიძე. იუნუს ბერიძის სახლი სოფელ
ფურტიოში. - წიგნში: ე. ბერიძე. ლევან ბერიძე- 100, ბათუმი.

198. მგელაძე, 2016 - ნ. მგელაძე. კლარჯეთი (კოლექტიური მონოგრაფია), ბათუმი.

199. მგელაძე, ლომთათიძე, 2016 - ნ. მგელაძე, თ. ლომთათიძე. ზოომორფული სიმბოლიკა აჭარის


მოსახლეობის რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. – სამხრეთ-დასავლეთ საქართვე-
ლოს ეთნოლოგიის პრობლემები, IV, ბათუმი.

200. მგელაძე, 2018 - ნ. მგელაძე. მკურნალობასთან დაკავშირებული მაგიური რიტუალები სამხრეთ-


დასავლეთ საქართველოს ტრადიციულ კულტურაში. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრის „შრომები”, II, ბათუმი.

201. მეგრელიძე, 1971 - ი. მეგრელიძე. მოკლე აჭარული ლექსიკონი. - წიგნში: ჯ. ნოღაიდელი.


ნარკვევები და ჩანაწერები, I, ბათუმი, 1971.

202. მეგრულ-ქართული... 2001 - მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ოთხტომეული, თბილისი.

203. მელიქიშვილი, 1959 - Г. Меликишвили. К истории древней Грузии, Тбилиси.

204. მენთეთაშვილი, 1937 - სტ. მენთეშაშვილი. აჭარის ეთნოგრაფიული მასალები. - „ენიმკის


მოამბე”, II, ტფილისი.

205. მენთეშაშვილი, 1943 - სტ. მენთეშაშვილი. ქიზიყური ლექსიკონი, თბილისი.

821
206. მიქელაძე, 1978 - ჯ. მიქელაძე. მასალები აჭარული სახლისა და კარ-მიდამოს შესახებ. – სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის საკითხები, – აჭარის მუზეუმის
შრომები, IX, ბათუმი.

207. მირიანაშვილი, 2008 - ქ. მირიანაშვილი. დასურათებული ლექსიკონი, თბილისი.

208. მსხალაძე, 1965 - ალ. მსხალაძე. აჭარის საოჯახო საწესჩვეულებო პოეზიის ზოგიერთი საკითხი.
- აჭარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხები, თბილისი.

209. მსხალაძე, 1962 - ალ. მსხალაძე. აჭარის ხალხური შრომის ლექსებისა და სიმღერების ზოგიერთი
საკითხისათვის. - ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „შრომები”, II, თბილისი.

210. მსხალაძე, 1965 - ალ. მსხალაძე. აჭარული მაყრული ლექს-სიმღერები. - მეოთხე სამეცნიერო
სესია, ბათუმი.

211. მსხალაძე, 1969 - ალ. მსხალაძე. აჭარის საოჯახო-საწესჩვეულებო პოეზია, ბათუმი.

212. მსხალაძე, 1969 - ალ. მსხალაძე. ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან, ბათუმი.

213. მოლოდინი, 1963 - ლ. მოლოდინი. ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან,


თბილისი.

214. მურიე, 1962 - ჟან მურიე. ბათუმი და ჭოროხის აუზი, ბათუმი.

215. ნადარაია, 1980 - ა. ნადარაია. დემონოლოგიის საკითხისათვის საქართველოში. - მასალები


გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი.

216. ნადირაძე, 2001 - ე. ნადირაძე. ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, თბილისი.

217. ნადირაძე, 2001 - ე. ნადირაძე. მსოფლიო რელიგიები, თბილისი.

218. ნანობაშვილი, 1973 - ი. ნანობაშვილი. ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში,


თბილისი.

219. ნარაკიძე, 1986 - ც. ნარაკიძე. მეთევზეობა-ნაონობის ლექსიკიდან ლაზურში. – ქართული


დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, V, თბილისი.

220. ნარიმანიშვილი, მგელაძე, 2011 - გ. ნარიმანაშვილი, ნ. მგელაძე. აჭარისწყლის ხეობა საქართ-


ველოს ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სავაჭრო-სატრანზიტო გზების სისტემაში. -
ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანი, II, ბათუმი, 2011.

221. ნასირლი, 1950 - М. Н. Насирли. Сельские поселения и крестянские жилища Нахичевинской


АССР, Баку.

222. ნებიერიძე, 1948 - ი. ს. ნებიერიძის მოგონებანი თურქების მიერ საქართველოში გოგო-ბიჭების


მოტაცებისა და ტყვეებით ვაჭრობის შესახებ, ბათუმი.

223. ნებიერიძე, 2006 - ლ. ნებიერიძე. პედიატრიის ხალხური წესები საქართველოში.


822
224. ნეიმანი, 1978 - ალ. ნეიმანი. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, თბილისი.

225. ნიჟარაძე, 1948 - ნ. ნიჟარაძე. აჭარის ალპური მეურნეობა (საიალაღო მეურნეობა), ბათუმი.

226. ნიჟარაძე, 1957 - შ. ნიჟარაძე. ზემოაჭარულის თავისებურებანი, ბათუმი.

227. ნიჟარაძე, 1971 - შ. ნიჟარაძე. ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა, ბათუმი.

228. ნოღაიდელი... - ჯ. ნოღაიდელი. აჭარული კილოს ლექსიკონი. - იხ.: ავტორის პირადი საოჯახო
არქივი.

229. ნოღაიდელი, 1935 - ჯ. ნოღაიდელი. ეთნოგრაფიული ნარკვევები აჭარელთა ყოფა-ცხოვრებიდან,


თბილისი.

230. ნოღაიდელი, ჩხეიძე, 1960 - ჯ. ნოღაიდელი, ჯ. ჩხეიძე. აჭარული სამიწათმოქმედო შრომის


ლექსებისა და სიმღერების ზოგადი დახასიათება. - ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის შრომები, I, ბათუმი.

231. ნოღაიდელი, 1967 - ჯ. ნოღაიდელი. აჭარული ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის მასალები,


თბილისი.

232. ნოღაიდელი, 1971 - ჯ. ნოღაიდელი. ნარკვევები და ჩანაწერები, I, ბათუმი.

233. ნოღაიდელი, 1976 - ნ. ნოღაიდელი. მასალები მეაბრეშუმეობის ლექსიკისათვის აჭარულში.-


რესპუბლიკური სამეცნიერო სესიის მასალები (მოხსენებათა მოკლე შინაარსი), თბილისი.

234. ნოღაიდელი, 1979 - ნ. ნოღაიდელი. ქსოვის ტრადიცია აჭარაში და მასთან დაკავშირებული


ლექსიკა. – აჭარის დიალექტოლოგიური ლექსიკა, III, თბილისი.

235. ნოღაიდელი, 2009 - ნ. ნოღაიდელი. აჭარული დიალექტი. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


ისტორიის ნარკვევები, II, თბილისი.

236. ნოღაიდელი, 2014 - ნ. ნოღაიდელი. პედიატრიასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტრადიცია და


ლექსიკა აჭარაში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია),
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები IV, თბილისი.

237. ნოღაიდელი, 2015 - ჯ. ნოღაიდელი. აჭარული კილოს სალექსიკონო მასალები - XX ს. 30-50-იანი


წლები, ბათუმი.

238. ნოღაიდელი, 2015 - ნ. ნოღაიდელი. ქორწინებისა და ნათესაობის სისტემის ეთნოლინგვისტური


ასპექტები აჭარულში. - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, XI, ბათუმი

239. ნოღაიდელი, 2017 - ნ. ნოღაიდელი. ფეიქრობის ტრადიცია და ლექსიკა (აჭარა), ბათუმი.

240. ორბელიანი, 1928 - სულხან-საბა ორბელიანი. ქართული ლექსიკონი (ი. ყიფშიძისა და ა. შანიძის
რედაქციით), ტფილისი.

241. ორბელიანი, 1949 - სულხან-საბა ორბელიანი. სიტყვის კონა, თბილისი.


823
242. პანეკი, 1957 - Л. Б. Панек. Жилище лезгин, т. IX, Тбилиси.

243. პონტოელი... 2017 - პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა, ბათუმი.

244. ჟღენტი, 2006 - ს. ჟღენტი. გურული კილო, თბილისი, 1936.

245. რამიშვილი, 1948 - მ. რამიშვილი. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, თბილისი.

246. რეხვიაშვილი, 1964 - ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია, თბილისი.

247. რობაქიძე, 1960 - ალ. რობაქიძე. დასახლების ფორმათა საკითხისათვის ზემო აჭარაში. - ბათუმის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „შრომები”, I, ბათუმი.

248. რობაქიძე, 1960 - ალ. რობაქიძე. დასახლების ფორმა ბალყარეთში, I, დასახლების ტოპოგრაფია.
- მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, 1, თბილისი.

249. რობაქიძე, მგელაძე, 2005 - ალ. რობაქიძე, ვლ. მგელაძე. დასახლების ტოპოგრაფია და
მორფოლოგია აჭარაში (1958 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციების სამეცნიერო ანგარიში). -
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შრომები”, VIII, ბათუმი.

250. რუხაძე, 1976 - ჯ. რუხაძე. ხალხური აგროკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბილისი.

251. სამსონია, 1971 - ი. სამსონია. ჩოხა-შალი საციხურიდან. - მეათე სამეცნიერო სესია (მოხსენებათა
თეზისები), ბათუმი.

252. სამსონია, 1975 - ი. სამსონია. აჭარელი ქალის კაბა. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


მოსახლეობის ყოფა და კულტურა, III, თბილისი.

253. სამსონია, 1986 - ი. სამსონია. ხალხური სამზარეულო აჭარაში. – სამხრეთ-დასავლეთ


საქართველოს ყოფა და კულტურა, XII, თბილისი.

254. სამსონია, 2005 - ი. სამსონია. ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი.

255. სამსონია, 2009 - ი. სამსონია. ტანსაცმელი და ჩაცმულობა. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


ისტორიის ნარკვევები - აჭარა, II, ბათუმი.

256. სამსონია, ნოღაიდელი, 2009 - იზ. სამსონია, ნ. ნოღაიდელი. ხალხური სამზარეულო. - „სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები”, II, ბათუმი.

257. სარფი... 2015 - ნ. მგელაძე, სარფი - ეთნოგრაფიული პორტრეტი, ბათუმი.

258. საქართველოს... 2005 - საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი.

259. საქართველოს სიძველენი... 1910 - საქართველოს სიძველენი, ტ. I, III, ტფილისი.

260. საქართველოს ცსა... - საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. 231, ს. 99, ფ. 7.

261. საქართველოს... 2005 - საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი.

824
262. სახოკია, 1950 - თ. სახოკია მოგზაურობანი (გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი), თბილისი.

263. სახოკია, 1950 - თ. სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები, თბილისი.

264. სახოკია, 1985 - თ. სახოკია. მოგზაურობანი (გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი), ბათუმი.

265. ტუნაძე, 1996 - თ. ტუნაძე. დახურული კერის კონსტრუქცია და კერასთან დაკავშირებული


სამშენებლო ტრადიციები მარეთის ხეობაში. - კულტუროლოგიური და ისტორიულ-
ეთნოგრაფიული ძიებანი საქართველოში, ბათუმი.

266. ტუნაძე, 1996 - თ. ტუნაძე. კერის ჯაჭვი. – საისტორიო მაცნე, V, ბათუმი, 1996.

267. სოსელია, 1972 - ლ. სოსელია. ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში. - მასალები მესხეთ-


ჯავახეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი.

268. სოსელია, სურგულაძე, 2008 - თ. სოსელია, ი. სურგულაძე. ბეჭედი და საბეჭდავები,


დასურათებული ლექსიკონი, თბილისი.

269. სურგულაძე, 1970 - მ. სურგულაძე. ტერმინ წერის ხმარების ზოგიერთი შემთხვევა ძველ
ქართულში. – მაცნე, №3, თბილისი.

270. სურგულაძე, 1978 - მ. სურგულაძე. ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები, თბილისი.

271. სურგულაძე, 1993 - ი. სურგულაძე. ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბილისი.

272. სურმანიძე, 2009 - რ. სურმანიძე. ხალხური მედიცინა. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს


ისტორიის ნარკვევები, II, ბათუმი.

273. ტუნაძე, მგელაძე, 2017 - წყლის მრიცხველების საკითხი ქალაქ ბათუმის წყალმომარაგებაში (XX
საუკუნის დასაწყისი). - ბათუმი (წარსული და თანამედროვეობა), VIII, ბათუმი.

274. უზუნაძე, 1988 - რ. უზუნაძე. სამდინარო ნაოსნობა და მისი როლი ბათუმის ოლქის სოციალურ-
ეკონომიკურ განვითარებაში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები,
თბილისი.

275. უნივერსალური... 2006 - უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (3 ტომად) შეადგინა


ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბილისი.

276. ფაღავა, 2018 - მ. ფაღავა. საველე დღიურები: რესპოდენტი მერიემ შაქარაშვილი, ორთაბათუმი,
95 წლის, 1967 - აჭარა. - პირადი საოჯახო არქივი.

277. ფენრიხი, სარჯველაძე, 1990 - ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური


ლექსიკონი, თბილისი.

278. ფრენკელი, 1887 - Ф. Френкель. Очерки Чурук-су и Батуми, Тифлис.

825
279. ფუტკარაძე... - შ. ფუტკარაძე. საველე დღიურები: დიალექტოლოგია და ლექსიკა. - იხ.: პირადი
არქივი.

280. ფუტკარაძე, 1993 - შ. ფუტკარაძე. ჩვენებურების ქართული, წიგნი პირველი, ბათუმი.

281. ქამადაძე, 1999 - მ. ქამადაძე. ზოგიერთი სახის სასჯელი ქართული ჩვეულებითი სამართლის
მიხედვით (ზემო აჭარის მაგალითზე). ჟურნალი „ლიტერატურული აჭარა“, №3. ბათუმი.

282. ქართულ კილო-თქმათა... 1974 - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა (შემდგენელი


ალექსანდრე ღლონტი), თბილისი.

283. ქართველ მუჰაჯირთა... 2017 - ნ. მგელაძე. მაჭახლელ მუჰაჯირთა ეთნოლოგია. - ქართველ


მუჰაჯირთა შთამომავლები თურქეთში, წიგნი 1 (მაჭახლელი მუჰაჯირები), ბათუმი.

284. ქართულ კილო-თქმათა... 1984 - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, I (შემდგენელი


ალექსანდრე ღლონტი), თბილისი.

285. ქართულ სინონიმთა... 1961 - ქართულ სინონიმთა ლექსიკონი (ალექსანდრე ნეიმანი), თბილისი.

286. ქართული ეთნოლოგიური... 2009 - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (ავტორთა ჯგუფი),


თბილისი.

287. ქართული მატერიალური... 1974 - ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხის


დამუშავება და გამოყენება აჭარის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), ბათუმი.

288. ქართული მატერიალური კულტურის... 2011 - ქართული მატერიალური კულტურის


ეთნოგრაფიული ლექსიკონი (პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ელდარ
ნადირაძე), თბილისი.

289. ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

290. ქართული საბჭოთა... 1975 - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბილისი.

291. ქართული ხალხური... 1994 - ქართული ხალხური შელოცვები (კრებული შეადგინა და


შენიშვნები დაურთო თინა შიოშვილმა), ბათუმი.

292. ქაფიანიძე, 2018 - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ცივი იარაღები აჭარიდან. –
ხელნაწერი, ავტორის პირადი არქივი, თბილისი

293. ქართული ენის განმარტებითი, 1964 - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, VIII, თბილისი.

294. ყაზბეგი, 1960 - გიორგი ყაზბეგი. სამი თვე თურქეთის საქართველოში. - იხ. წიგნში - „გიორგი
ყაზბეგი აჭარის შესახებ”, ბათუმი.

295. ყარაულიშვილი, 1972 - ც. ყარაულიშვილი. ქართული ფეიქრობა სამცხე-ჯავახეთში. -მასალები


მესხეთ-ჯავახეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი.

826
296. ყარაულიშვილი, 1985 - ც. ყარაულიშვილი. ქსოვის ხალხური წესები კახეტში, თბილისი.

297. ყარაულიშვილი, 2008 - ც. ყარაულიშვილი. დასურათებული ლექსიკონი, თბილისი.

298. შალიკაძე, 1978 - მ. შალიკაძე. ქართული ხალხური საკრავიერი ჰანგების მრავალხმიანობა


(ზილის სიმის ფუნქცია საჩონგურო ჰანგებში). - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის,
XIX, თბილისი.

299. შალიკაძე, 1978 - მ. შალიკაძე, ქართული მუსიკალური დიალექტები. - მასალები საქართველოს


ეთნოგრაფიისათვის, XX, თბილისი.

300. შამილაძე, 1960 - ვ. შამილაძე. მსხვილფეხა მესაქონლეობა ზემო აჭარაში. - საქართველოს


ეთნოგრაფიის საკითხები, თბილისი

301. შამილაძე, 1961 - ვ. შამილაძე. გვაროვნული წყობილების ერთი გადმონაშთის შესახებ. - ჟურნალი
„ლიტერატურული აჭარა”, №5, ბათუმი.

302. შამილაძე, 1966 - ვ. შამილაძე. მსხვილფეხა საქონლის დაავადებები და მკურნალობის ხალხური


საშუალებები აჭარაში. - აჭარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხები, თბილისი.

303. შამილაძე, 1967 - ვ. შამილაძე. რელიგიური ურთიერთობის ისტორიიდან აჭარაში. - სამეცნიერო


სესია (მოხსენებათა თეზისები და მუშაობის გეგმა), ბათუმი.

304. შამილაძე, 1967 - ვ. შამილაძე. ცნებისათვის „მთური მესაქონლეობა”. - აჭარის მოსახლეობის


ყოფისა და კულტურის საკითხები, თბილისი

305. შამილაძე, 1967 - В. М. Шамиладзе. Скодоводство в Западной Грузии (по этнографическим мате-
риалам Грузии). - Диссертация кандидата исторических наук, Тбилиси.

306. შამილაძე, 1969 - ვ. შამილაძე. მესაქონლეობასთან დაკავშირებული სამეურნეო ნაგებობანი


აჭარაში. - აჭარის სოფელი, თბილისი.

307. შამილაძე, 1969 - ვ. შამილაძე. ალპური მესაქონლეობა საქართველოში (აჭარის მესაქონლეობის


ეთნოგრაფიული შესწავლა), თბილისი.

308. შამილაძე, 1971 - ვ. შამილაძე. აგრარულ-რელიგიური დღესასწაულების ისტორიიდან აჭარაში.


– აჭარის მოსახლეობის სამეურნეო ყოფის საკითხები, თბილისი.

309. შარაშიძე, 2014 - გ. შარაშიძე. გურული ლექსიკონი (პუბლიკაციები გურიის სულიერი და


მატერიალური კულტურის ისტორიიდან), თბილისი.

310. შარაძე, 1961- ლ. შარაძე. ველურ მცენარეთა გამოყენება აჭარის ხალხურ მედიცინაში. - აჭარის
სახელმწიფო მუზეუმის შრომები, ტ. V, ბათუმი.

311. შაშიკაძე, მგელაძე, 2018 - აჭარულ დიალექტში თურქული ენის გავლენათა საკითხისათვის. -
ხელნაწერი, 2018, იხ.: პირადი არქივი.

827
312. შელოცვები, 1993 - ქართული ხალხური შელოცვები (კრებული შეადგინა და შენიშვნები
დაურთო თინა შიოშვილმა), ბათუმი.

313. შერვაშიძე, 2018 - გ. შერვაშიძე. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ფეხსაცმლის


კოლექციიდან – ხელნაწერი, ავტორის პირადი არქივი, თბილისი.

314. შილაკაძე, 1979 - მ. შილაკაძე. ქართული მუსიკალური დიალექტები. - მასალები საქართველოს


ეთნოგრაფიისათვის, XX, თბილისი.

315. შინამრეწველობისა... 1976 - შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის (აკადემიკოს


ივანე ჯავაშვილის საერთო რედაქციით), I, თბილისი.

316. შიოშვილი, 2010 - თ. შიოშვილი. დედჯალის (დაჯალის) ციკლის ლეგენდა აჭარის ფოლკლორში.
- ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში, ბათუმი.

317. ჩართოლანი, 1961 - მ. ჩართოლანი. ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან,


თბილისი.

318. ჩაჩაშვილი, 1954 - გ. ჩაჩაშვილი. ქართული ხალხური საქსოვი დაზგები. - საქართველოს


სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XVIII, თბილისი.

319. ჩელები, 1971 - ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნი (თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და
გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ), ნაკვ. I, თბილისი.

320. ჩიტაია, 1941 - გ. ჩიტაია. სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში. - აკადემიკოს ნიკო მარის
სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის „მოამბე”, X,
თბილისი.

321. ჩიტაია, 1941 - გ. ჩიტაია. რაჭული სახვნელის ფარფლიანი ქუსლი. - თბილისის უნივერსიტეტის
„შრომები”, XVIII, თბილისი.

322. ჩიტაია, 1947 - გ. ჩიტაია. ხევსურული სახლის სენე. - „ანალები”, I, თბილისი.

323. ჩიტაია, 1975 - გ. ჩიტაია. აკვანი. - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, I, თბილისი.

324. ჩიტაია, 1997 - გ. ჩიტაია. ხევსურული სახლის სენე.-„შრომები, I, თბილისი.

325. ჩიტაია, 1997 - გ. ჩიტაია. ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა. -
შრომები, I, თბილისი.

326. ჩიტაია, 1997 - გ. ჩიტაია. ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონისათვის.-


ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა: „შრომები”, I, თბილისი.

327. ჩიტაია, 2000 - გ. ჩიტაია. აჭარლები. - „შრომები”, IV (საუნივერსიტეტო ლექციების კურსი


ეთნოგრაფიაში - „სვეტები”), თბილისი.

828
328. ჩიტაია, 2000 - გ. ჩიტაია. ხევსურული ორნამენტი. - „ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული და
კულტურულ-ისტორიული პრობლემები”, ტომი II, თბილისი.

329. ჩიტაია, 2000 - გ. ჩიტაია. საყოფაცხოვრებო რეალიები ვეფხისტყაოსანში. - ქართველი ხალხის


ეთნოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული პრობლემები, „შრომები”, II, თბილისი.

330. ჩიტაია, 2000 - გ. ჩიტაია. აჭარული დათვა-ბოყვა.-„შრომები”, ტომი II, თბილისი.

331. ჩიტაია, 2001 - გ. ჩიტაია. საუნივერსიტეტო ლექციების კურსი ეთნოგრაფიაში - „სვეტები”. -


შრომები, IV, თბილისი.

332. ჩიტაია, 2001 - გ. ჩიტაია. მასალა ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონისათვის. -


„შრომები”, IV (საუნივერსიტეტო ლექციების კურსი ეთნოგრაფიაში - „სვეტები“), თბილისი.

333. ჩიტაია, 2001 - გ. ჩიტაია. მასალა ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონისათვის. -


შრომები, V, თბილისი.

334. ჩიტაია, 2001 - გ. ჩიტაია. ხელოსნობა და შინამრეწველობა. - შრომები, IV, თბილისი.

335. ჩიტაძე, 1978 - ზ. ჩიტაძე. მმართველობისა და თვითმართველობის ფორმები აჭარაში, ბათუმი.

336. ჩიქობავა, 1938 - არნ. ჩიქობავა. ჭანურ-მეგრულ-ქართულის შედარებითი ლექსიკონი, ტფილისი.

337. ჩიქობავა, 1942 - არნ. ჩიქობავა. სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში,
თბილისი.

338. ჩიქობავა, 1938 - არნ. ჩიქობავა. ჭანურ-მეგრულ-ქართულის შედარებითი ლექსიკონი. – შრომები,


IV, თბილისი.

339. ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958 - თ. ჩიქოვანი, ჭ. ნიკოლაიშვილი. ჭოროხზე ნაოსნობის


ისტორიიდან. - აჭარის სახელმწიფო მუზეუმის „შრომები“, ტ. III, ბათუმი.

340. ჩიქოვანი, 1960 - თ. ჩიქოვანი. ზემო აჭარული სახლი (1958 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის
წინასწარი სამეცნიერო ანგარიში). - ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „შრომები”,
I, ბათუმი.

341. ჩიქოვანი, 1962 - თ. ჩიქოვანი. აჭარული სახლი. - ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის
„შრომები’’, II, თბილისი.

342. ჩიჯავაძე, 1967 - ნ. ჩიჯავაძე. ახოობა აჭარაში. - აჭარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის
საკითხები, თბილისი.

343. ჩიჯავაძე, 1969 - ნ. ჩიჯავაძე. მემინდვრეობა აჭარაში. - აჭარის სოფელი, თბილისი.

344. ჩიჯავაძე, 1969 - ნ. ჩიჯავაძე. სამიწათმოქმედო ყოფის ისტორიიდან აჭარაში, თბილისი.

345. ჩიჯავაძე, 1976 - ნ. ჩიჯავაძე. ტერასული მიწათმოქმედება საქართველოში, ბათუმი.

829
346. ჩხიკვაძე, 1965 - გრ. ჩხიკვაძე. ქართული ხალხური მუსიკა, თბილისი.

347. ჩოფიკაშვილი, 1964 - ნ. ჩოფიკაშვილი. ქართული კოსტიუმი, თბილისი.

348. ჩოხარაძე, 2016 - მ. ჩოხარაძე, კლარჯული სოფლები. - „კლარჯეთი”, ბათუმი.

349. ჩუბინაშვილი, 1961 - ნ. ჩუბინაშვილი. ქართული ლექსიკონი, თბილისი.

350. ჩხეიძე, 1961 - ჯ. ჩხეიძე. შრომის პოეზიის ძირითადი სახეები აჭარის ზეპირსიტყვიერებაში,
ბათუმი.

351. ჩხიკვაძე, 1948 - გრ. ჩხიკვაძე. ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, თბილისი.

352. ჩხიკვაძე, 1957 - Гр. Чхиквадзе. Народная песня, грузинская музыкальныя культура, Москва.

353. ჩხიკვაძე, ნოღაიდელი, ინაიშვილი, 1960 - გრ. ჩხიკვაძე, ჯ. ნოღაიდელი, ა. ინაიშვილი. აჭარული
ნადური სიმღერების ოთხხმიანობის თავისებურების შესახებ. - ლიტერატურული აჭარა, № 1.
თბილისი.

354. ჩხიკვაძე, 1965 - გ. ჩხიკვაძე. ქართული ხალხური მუსიკა, თბილისი.

355. ცაგარეიშვილი, 1987 - თ. ცაგარეიშვილი. მესაქონლეობის ისტორიისათვის საქართველოში,


თბილისი.

356. ცეცხლაძე, 1991 - გ. ცეცხლაძე. გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა, თბილისი.

357. ციციშვილი, 1987 - ი. ციციშვილი. ქართველი ქალის ტანსაცმელი, თბილისი.

358. ჭაბაშვილი, 1989 - მ. ჭაბაშვილი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბილისი.

359. ჭიჭინაძე, 1912 - ზ. ჭიჭინაძე. ქართველ მაჰმადიანთა გადასახლება ოსმალეთში. მუჰაჯირი


ემიგრაცია, თბილისი.

360. ჭუმბურიძე, 2002 - ზ. ჭუმბურიძე. ბარქაში. - ოჩხარი, თბილისი.

361. ხაზარაძე, 1988 – მ. ხაზარაძე. ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, თბილისი.

362. ხაზარაძე, 2008 - მ. ხაზარაძე. დასურათებული ლექსიკონი, თბილისი.

363. ხარაძე, 1934 - რ. ხარაძე. დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში, თბილისი.

364. ხარაძე, 1949 - რ. ხარაძე. ხევსურული „ძირი” და „გვარი”. - მიმომხილველი, I, თბილისი.

365. ხარაძე, 1960 - Р. Л. Харадзе. Грузинская семейная община, I, Тбилиси.

366. ხარაძე, 1960 - Р. Л. Харадзе. Грузинская семейная община, II, Тбилиси.

367. ხარაძე, 1964 - Р. Л. Харадзе. Хевсурское алгуми – древняя форма обшественно-экономического


объединения. - Кавказский этнографический сборник, Тбилиси.

830
368. ხარაძე, 1964 - რ. ხარაძე. ხევსურული რჯული (სისხლ-მესისხლეობა). - ანალები, I, თბილისი.

369. ხარაძე, რობაქიძე - რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე. მთიულეთის სოფელი ძველად, თბილისი.

370. ხიდაშელი, 1982 - მ. ხიდაშელი. ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ


რკინის ხანაში. თბილისი.

371. ხინთიბიძე, 2018 - მ. ხინთიბიძე. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული აჭარული სამოსის
კოლექციიდან - ხელნაწერი, ავტორის პირადი არქივი, თბილისი.

372. ჯავახიშვილი, 1949 - ივ. ჯავახიშვილი. ქართული პალეოგრაფია, თბილისი.

373. ჯანაშია, 1949 - ს. ჯანაშია. შრომები, თბილისი, 1949.

374. ჯოხია, 1986 - ც. ჯოხია. მასალები მევენახეობა-მეღვინეობის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის


ხულოს რაიონში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XII, თბილისი

375. ჯავახიშვილი, 1929 - ივ. ჯავახიშვილი. ქართული სამართლის ისტორია, II, თბილისი.

376. ჯავახიშვილი, 1938 - ივ. ჯავახიშვილი. ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები,
თბილისი.

377. ჯავახიშვილი, 1946 - ივ. ჯავახიშვილი. მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის
ისტორიისათვის, I, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბილისი.

378. ჯავახიშვილი, 1962 - ივ. ჯავახიშვილი. მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის
ისტორიისათვის, III-IV, თბილისი.

379. ჯავახიშვილი, 1983 - ივ. ჯავახიშვილი, მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელო-


სნობის ისტორიისათვის, ტ. 3, ნაწ. 1, თბილისი.

380. ჯავახიშვილი, 1964 - ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართული ენის მატერიალური კულტურის
ისტორიისათვის, I, თბილისი.

381. ჯავახიშვილი, 1982 – ივ. ჯავახიშვილი, მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და


ხელოსნობის ისტორიისათვის, ტ. 2, ნაწ. 3, თბილისი.

382. ჯავახური... 2014 - ჯავახური ლექსიკონი, თბილისი.

383. ჯალაბაძე, 1960 - გ. ჯალაბაძე. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების


ისტორიიდან, თბილისი.

384. ჯალაბაძე, 1963 - გ. ჯალაბაძე. მიწათმოქმედება ფშავ-ხევსურეთში, თბილისი.

385. ჯანაშია, 1949 - ს. ჯანაშია. შრომები, თბილისი.

386. ჯანელიძე, 1948 - დ. ჯანელიძე. ქართული თეატრის ხალხური საწყისები, თბილისი.

831
387. ჯაფარიძე, 1973 - გ. ჯაფარიძე. ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, თბილისი.

388. ჯაფარიძე, 1977 - გ. ჯაფარიძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბილისი.

389. ჯაჯანიძე, 1949 - პ. ჯაჯანიძე. მასალები იმერული ლექსიკონისათვის. - ა. წულუკიძის


სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის „შრომები”, IX, ქუთაისი.

390. ჯაჯანიძე, 1950-1951 - პ. ჯაჯანიძე. მასალები იმერული ლექსიკონისათვის. - ა. წულუკიძის


სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის „შრომები”, X, ქუთაისი.

391. ჯაჯანიძე, 1957 - პ. ჯაჯანიძე. მასალები გურული ლექსიკონისათვის. - ა. წულუკიძის სახელობის


ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის „შრომები”, XVII, ქუთაისი.

392. ჯაჯანიძე, 1961 - პ. ჯაჯანიძე. აჭარული ლექსიკონის მასალები. - ა. წულუკიძის სახელობის


ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის „შრომები”, XXIII, თბილისი.

393. ჯაჯანიძე, 1977 - პ. ჯაჯანიძე, გურული დიალექტი, I, ტექსტები, ლექსიკონის მასალები,


თბილისი.

394. ჯოხია, 1986 - ც. ჯოხია. მასალები მევენახეობა-მეღვინეობის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის


ხულოს რ-ში. - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, XII, თბილისი.

395. ჯღამაია, 1968 - ჯ. ჯღამაია. რუსთაველის ხანის საქართველოს სამშენებლო კერამიკა, თბილისი.

832

You might also like