Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

„კათალიკოსთა სამართალი“

შესავალი

... მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოსა


კათალიკოზმან პატრიაქმან მალაქია, მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან
აფხაზეთის კათალიკოზმან მამათ-მთავარმან ევდემონ, დავსხედით და
შევკრიბენით ყოველნი ეპისკოპოზნი აფხაზეთისანი.

და დიდი სიყმილი მოვიდა ცოდვათა ჩუენთაგან, მრავალი უწესობა და


უჯერო საქმე შემოვიდა: კაცის კლვა, კაცის სყიდვა, ეკლესიის კრეხვა და
უხვედრობა.
დავიდევით სჯულის კანონი და ჩუენცა იმისაგან გამოვიღევით; და
რაცა იმისაგან არ გამოვიღევით, ჩუენ ჩუენი მაგიერი არა შეგვიმატებია
რა“

1. რამანც კაცმან კაცი გაყიდოს, ანუ დიდმან, ანუ თავადმან, ანუ


აზნაურმან და ან გლეხმან, წმიდათა კრებულთაგან შეჩუენებულ იყოს
და განხდილი.

რასაც კაცს მართლით განკითხვითა და გამოძიებითა კაცის სყიდვა


გამოაჩნდეს, თუ ის კაცი დაიხსნას და მოიყუანოს, მისსა საყდარსა და
ეპისკოპოსს დაუურვოს, რა ერთიც ძალ-ედვას, დამკლების უფალსაცა
დაუურვოს.
და თუ ვერ მოიყუანოს, ვინ გინდა ვინ იყოს, თავადისშვილი უნდა
აზნაურშვილი, უნდა გლეხი, მაშინც ვერამ საქმემ ვერ იხსნას,
უკანონოდცა არს, _ ძელსა მიეცეს.

და ვინც ქრთამი აიღოს და არ ჩამოარჩოს, შეჩუენებულ იყოს


წმიდათაკრებულთაგან...
2. ვინც ეკლესია გატეხოს და ხატი განძარცოს უკანონოდ, ძელსა მიეცეს.
3. ვინცა ეკლესიას შიგან შევიდეს და საქონელი გამოიტანოს, ეკლესიასა
მისი საქონელი მიეზღოს და კაცი დაშავდეს.
4. ვინცა ძმა მოკლას ანუ მამა, ხელი მოეკვეთოს და მამულისაგან
განვარდეს.
5. ვინცა უბრალო კაცი მოკლას ანუ მგზავრი, ანუ მცველი რისამე
ქურდობით, განიპატიჟოს.

6. ვინცა ქურდობა ქნას, რარიგადაც პირველად წესი ყოფილიყოს, ისრე


გარდაახდევინონ.

7. რომელიც ეპისკოპოზი მისსა საყდარსა განეშოროს თვინიერ ოცი


დღისა, თუ არ პატრონისა მიზეზისა და საქმისათვის და ანუ სამწყსოს
შიგან სიარულისაგან თავი ხელთ არა ჰქონდეს და ანუ ავად არ იყოს,
ანუ მისსა სამწყსოსა შიგან ქორებისკოპოზსა გაუწყუეტლად არ
არონინებდეს და სჯულის საქმესა და მღდელ-მონოზნის საქმეს და
მისსა სამწყსოსა ეკლესიების საქმესა მართლად არ მწყსობდეს, არა
მართებდეს და არ ამაგრებდეს, რაცა ძალ-ედვას, მის საყდარს არ
აშენებდეს და არ კაზმევდეს, ანუ საყდრის მამულს არ ამაგრებდეს, და
რომელმანცა ებისკოპოზმან, რაცა სჯულისა კანონსა შიგან არ ეწეროს,
იმას გარეთ ანუ უხვედრობისა და სვინაობისა საქმესა ზედა ნება
დართოს და ანუ საკანონო აართვას; _ შეჩუენებულ იყოს წმიდათა
კრებულთაგან... და მისისა საყდრისაგან ექსორია იქმნას.
8. რომელმანცა ებისკოპოზმან დიაკონი და მღდელი ასრე აკურთხოს,
რომე მართალზე არ განიკითხოს და ანუ დავითნისა... კითხვა არ
შეეძლოს, და ანუ უმოძღურო იყოს და მოძღუარი არ განიკითხოს,
შეჩუენებული იყოს.

9. რომელმანცა ებისკოპოზმან სხვის ებისკოპოზისა შეუნდობელსა


შენდობა მისცეს, ანუ დიაკონი და მღდელი უკურთხოს, შეჩუენებული
იყოს.
10. რომლისაც ებისკოპოზის სამწყსოს შიგან ესე იქნებოდეს,
უმღდლოდ და, თუ ღონე არ იყოს, უმთავარდიაკუნოდ, ერის კაცის
ხელითა ანუ ზიარება გაეგზავნოს და ანუ ეზიაროს, ხუცესი წირვისაგან
დააყენოს.

11. რომელმან ებისკოპოზმან მისსა სამწყსოსა შინა ესე იკადროს და არ


მოიკითხოს, შეჩუენებული იყოს.
12. რომლისაც ებისკოპოზისა ქორებისკოპოზი სოფლის სოფლამდის
და ეკლესიის ეკლესიამდის არ მივიდოდეს და იმ ეკლესიის შესავალსა
კაცებსა არ შეჰყრიდეს, უქმობასა, ნათესაობასა, ავგზისობასა,
სვინაობასა, მარხვის ჭამასა მართლით საქმით არ გამოიკითხვიდეს და
არ მართებდეს, შეჩუენებულ იყოს.
13. რომელიცა, ანუ დიდი, ანუ თავადი, ანუ აზნაური, ანუ გლეხი,
ებისკოპოზსა წინააღუდგეს და მართლითა სამართლითა და
განკითხვით ქორებისკოპოზს სარჯულო არ მოაკითხვინოს,
შეჩუენებულ იყოს.

14. ვინცავინ ებისკოპოზსა და მისსა ქორებისკოპოზთა წინააღმდეგობა


ჰკადროს, მართლითა განკითხვითა და გამოძიებით რჯული არა
მოჰკითხოს პატრონმან, მეფემან მისად სისხლად და შეცოდებად
მოიკითხოს.
15. რომელიცა ებისკოპოზი, დიდი ანუ მცირე, კათალიკოზსა სამღთოსა
და სასჯულოსა საქმეზედა ანუ საყდრისა, ანუ სჯულის საქმე რამე
დაეშაოს, მართლითა განკითხვითა და გამოწულილვითა რაცა
კათალიკოზმან სწუართოს, ეწუართოს და მართალსა წესზედა დადგეს,
არა და არ გაუგონოს და არცა იწუართოს, წირვისაგან განიკვეთოს და
მეფემ საყდრისაგან ექსორია ქმნას.
16. ვისაც პატრონის მეფის ღალატი გამოაჩნდეს, ანუ დიდსა, ანუ
თავადსა, ანუ აზნაურსა, ანუ ვისაც, მართლით განკითხვით და
გამოწულილვითა... სიკვდილით განიპატიჟოს.

17. ვინც კათალიკოზსა და ებისკოპოზსა აგინოს და უპატიურობა


ჰკადროს, რარიგადაც სჯულის კანონში ეწეროს, იმრიგად განიპატიჟოს.
18. რომელმანცა ებისკოპოპზმან უღირსი მღდელი ანუ დიაკონი
აკურთხოს, და ანუ იცოდეს მისი უღირსობა... და ანუ ქრთამი აართვას,
შეჩუენებულიცა არის, ვითარცა სვიმონ მოგვი.
19. რომელმანც კაცის მსყიდველი და ეკლესიის მტეხელი, მართალი
მრუდად გამოიკულიოს და მრუდი განამართლოს, შეჩუენებული იყოს.
20. ვინცავინ, დიდმან ანუ მცირემან, საყდარსა და მონასტერსა მამული
გამოახუას, ანუ სოფელი, ანუ ვენახი, ანუ მიწა და აგარი, ვინცავინ იყოს,
დიდი და მცირე, შეჩუენებული იყოს.
21. მოცემული კანონების შემსრულებელთათვის გათვალისწინებულია
ლოცვაკურთხევა, ხოლო დამრღვევთათვის კი წყევლა-კრულვა.
22. ვინცა ანუ დიდმან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან, ანუ გლეხმან,
რძალი შეირთოს, შეჩუენებულიმც არის ღვთისაგან...

კაციცა და დედაკაციცა გაღმა-გამოღმა დაკირონ, და მკირავნი ჩუენგან


დალოცვილ და კურთხეულნი იყონ.

ხელრთვა.
მე, აფხაზეთის კათალიკოზი [ევდემონ], კანონითა ვამტკიცებ.
მე, ქუთათელ მიტროპოლიტი სÂმიონ, კანონითა ვამტკიცებ.
მე, გენათელ მთავარ-ებისკოპოზი ანტონი, კანონითა ვამტკიცებ.
მე, მამა ჭყონდიდელი, კანონითა ვამტკიცებ.
მე, ბედიელ მიტროპოლიტი, კანონითა ვამტკიცებ.
მე, მოქუელ მთავარ-ებისკოპოზი კანონითა ვამტკიცებ.
მე, დრანდელ მიტრაპოლიტი ფილიპე, კანონითა ვამტკიცებ.
მე, ცაგერელ მამათ-მთავარი კოზმან, კანონითა ვამტკიცებ.
მე, ხონელ მთავარ-ებისკოპოზი ზაქარია, კანონითა ვამტკიცებ.
მე, ნიკორწმინდელი ებისკოპოზი იოვაკიმ, კანონითა ვამტკიცებ.
მე, ჩიშელ მამათ-მთავარი კÂრილე, კანონითა ვამტკიცებ.

23. რომელმან უბრალოდ ცოლი დააგდოს, შეჩუენებულიმცა არის


წმიდათა მოციქულთაგან და სიკვდილითა განიპატიჟოს.

You might also like