6. გად. მდგ. 2023-1

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 22

გადაუდებელი

მდგომარეობები
მედიცინაში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


D – Disability - ცნობიერების შეფასება
• A – Alert - ცნობიერება შენარჩუნებულია
• V – Voice - რეაგირებს ხმაზე
• P – Pain - რეაგირებს ტკივილზე
• U – Unresponsiveness - უგონო მდგომარეობა

AVPU
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გულის წასვლა - სინკოპე
ცნობიერების ხანმოკლე დროით დაკარგვა,
განპირობებული თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის
შემცირებით

მიზეზები:
• ფეხზე დგომა დიდი ხნის მანძილზე
• უეცარი შიში, რეაქცია ცუდ ამბებზე
• გულის პრობლემები
• ჰიპოგლიკემია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


გადაუდებელი დახმარება
გულის წასვლის დროს
• დაიცავით ტრავმული დაზიანებისგან;
• დააწვინეთ ზურგზე და მოახდინეთ კიდურების ელევაცია, თავის
ტვინში სისხლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით
• თუ კვლავ უგონო მდგომარეობაში რჩება, მოათავსეთ უსაფრთხო
პოზიციაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ტკივილი გულმკერდის არეში
ტკივილს გულმკერდის მიდამოში უამრავი მიზეზი იწვევს,
მათ შორის გულის შეტევა, რომლის ნიშნები და სიმპტომებია:

• ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში,


რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს სხვა მიდამოებშიც;
• სუნთქვის გაძნელება;
• გულისრევა;
• ცივი ოფლი;
• თავბრუსხვევა;
• სიკვდილის შიში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


გულის შეტევა
მკურნალობა

• მოათავსეთ დაზარალებული კომფორტულ


პოზაში;
• დაუკავშირდით 112-ს;
• მიეცით დასაღეჭად 320 (4 × 80) მგ შემოუგარსავი
ასპირინის აბი თუ ალერგია არ აქვს და თუ არ
აღენიშნება აქტიური სისხლდენა;
• დააკვირდით სასიცოცხლო ნიშნებს და
მზად იყავით გფრ -ს ჩასატარებლად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ინსულტი
მდგომარეობა, რომლის დროსაც
თავის ტვინის კონკრეტულ უბანში
უეცრად ირღვევა სისხლის მიწოდება
თავის ტვინის სისხლძარღვის
სანათურის დახშობის
(იშემიური ინსულტი, ტვინის ინფარქტი)
ან სისხლძარღვის გასკდომის გამო
(ჰემორაგიული ინსულტი)

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ინსულტი
“ტვინი დროა”
გამოჯანმრთელებისთვის მნიშვნელოვანია დროულად
ამოვიცნოთ ინსულტი, რის საშუალებასაც იძლევა FAST
ალგორითმი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


კრუნჩხვა
ხშირი მიზეზები:

 ეპილეფსია;
 თავის ტრავმა;
 ჟანგბადის და გლუკოზის დეფიციტი;
 მოწამვლა;
 სხეულის მაღალი ტემპერატურა (ბავშვებში).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


კრუნჩხვა - დახმარების ტაქტიკა
• დარჩით დაზარალებულთან კრუნჩხვის
დამთავრებამდე;
• მოათავსეთ რბილი საგნები თავქვეშ და სხეულის
გარშემო
• გაუხსენით საკინძე;
• ჩაინიშნეთ კრუნჩხვის ხანგრძლივობა;
• არ ეცადოთ გაუხსნათ პირის ღრუ ძალისმიერი
მეთოდებით;
• არ ეცადოთ შეაჩეროთ კრუნჩხვითი მოძრაობები;
• თუ კრუნჩხვის შემდეგ განვითარდა ღრმა ძილი,
მოათავსეთ უსაფრთხო პოზაში;
• გამოიძახეთ სასწრაფო, თუ კრუნჩხვა გაგრძელდა
5 წთ-ზე მეტხანს ან კრუნჩხვის რამდენიმე
ეპიზოდი გადაება ერთმანეთს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ანაფილაქსია - მძიმე ალერგიული რეაქცია

• მიზეზები:
• მედიკამენტები;
• საკვები.
• მწერების ნაკბენი;
• ლატექსი

• ორგანიზმში მოხვედრის გზები:


• ჩაყლაპვით;
• ჩასუნთქვით;
• კანიდან;
• ინიექციით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ანაფილაქსია
პროცესში ჩართულია 2 და მეტი სისტემა;
ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა;
ნიშნები და სიმპტომები:

• სუნთქვის გაძნელება;
• მსტვინავი სუნთქვა;
• ჩახლეჩილი ხმა;
• გამონაყარი, შეშუპება;
• ჰიპოტენზია, შოკი;
• მუცლის ტკივილი, დიარეა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ანაფილაქსია

პირველადი გადაუდებელი დახმარება:

• სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;


• უზრუნველყავით სასუნთქი გზების გამავლობა;
• დაეხმარეთ ეპინეფრინის აუტოინექტორის გამოყენებაში;
• გონზე მყოფი დაზარალებული მოათავსეთ შოკის პოზაში;
• დარჩით მასთან ექიმის მოსვლამდე;
• მზად იყავით, საჭიროების შემთხვევაში გფრ-ს ჩასატარებლად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ანაფილაქსია
• ეპინეფრინის აუტოინექტორი - EPI-PEN;
• ერთ შეფუთვაში 2 ცალი;
• ყვითელი 0,3 მგ 30 კგ-ზე მეტი წონის ადამიანებისთვის;
• მწვანე 0,15 მგ 30კგ-მდე წონის ადამიანებისთვის;
• თუ 5 წთ-ის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და სასწრაფო
5-10 წუთში ვერ მოდის, საჭიროა განმეორებითი დოზა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ეპინეფრინის აუტოინექტორი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


სისხლში შაქრის დონის დაქვეითება -
ჰიპოგლიკემია
ივარაუდეთ ჰიპოგლიკემიის არსებობა, თუკი
აღინიშნება:

• გაბრუება;
• ქცევის შეცვლა;
• ფერმკრთალი, ნამიანი კანი;
• შიმშილი, საერთო სისუსტე;
• კანკალი;
• კრუნჩხვა;
• აგზნება, ძილიანობა, უგონო მდგომარეობა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება -
ჰიპოგლიკემია
მკურნალობა:
• თუ პაციენტი გონზეა:
• მიეცით გლუკოზის ტაბლეტი ან შაქრის შემცველი საკვები/სასმელი;
• მოათავსეთ კომფორტულ პოზაში;
• თუ პაციენტის მდგომარეობა შაქრის მიღების შემდეგ არ გაუმჯობესდა,
გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება;
• გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება:
• თუ პაციენტი უგონოდაა;
• თუ აღინიშნება კრუნჩხვა
• თუ ვერ ასრულებს მარტივ მითითებებს
• მოათავსეთ უსფრთხო პოზაში;
• უზრუნველყავით ABC

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ასთმა
• ასთმა სასუნთქი სისტემის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება
პერიოდული გამწვავებებით (ასთმის შეტევა);
• ასთმის შეტევის დროს ხდება ქვედა სასუნთქი გზების დახშობა,
რომელიც გამოწვეულია შეშუპებით, სპაზმითა და ლორწოს
გაძლიერებული გამოყოფით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ასთმა
ასთმის შეტევის პროვოცირება ხშირად ხდება კონკრეტული
გამომწვევით/ტრიგერით:

• სიცივით;
• სუნთქი სისტემის ინფექციით;
• მძიმე ფიზიკური დატვირთვით;
• ემოციური სტრესით;
• ალერგენით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ასთმა
ნიშნები და სიმპტომები:
• იძულებითი პოზა;
• სუნთქვის გაძნელება;
• სუნთქვის გახშირება;
• სუნთქვაში დამატებითი კუნთების მონაწილეობა;
• ხველა;
• დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში;
• პულსის გახშირება;
• აგზნება, მოუსვენრობა, გაბრუება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ასთმა
პირველი დახმარება:

• მიაღებინეთ კომფორტული პოზა;


• დაეხმარეთ ექიმის მიერ დანიშნული
საინჰალაციო ბრონქოდილატატორის
გამოყენებაში ;
• აწარმოეთ მონიტორინგი სასიცოცხლო
ნიშნებზე
.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


შეკითხვები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

You might also like