Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 18

2023

ლაშა ბლუაშვილი

|
სარჩევი

 აბსტრაქტი

 შესავალი

 ლიტერატურის მიმოხილვა

 ოპერაცია „აისბერგი

 სტრატეგიული გადაწყვეტილება

 სამხედრო მოქმედებები

 ბრძოლის შედეგები

 ატომური იარაღის შექმნა და გამოყენება

 ატომური იარაღის შექმნის საჭიროება

 იარაღის გამოყენების მიზეზები

 საფრთხე თანამედროვე პოლიტიკურ გარემოში

 კარიბის კრიზისი

 თანამედროვე პოლიტიკური სურათი და რელევანტურობა

 დასკვნა
აბსტრაქტი

აკადემიური ნაშრომი კონცენტრირდება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ


პერიოდზე, რომლის ფარგლებშიც მრავალი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული
რომელთაც განაპირობეს თანამედროვე პოლიტიკური რეშიმებისა და სისტემის ფორმირება.
საკითხი ეხება ოკინავას ბრძოლასა და მის თანმდევ ატომური ბომბის გამოყენებას მეორე
მსოფლიო ომში. პირველწყაროების, ისტორიული ჩანაწერებისა და სამეცნიერო
ლიტერატურის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, ნათლად წარმოჩნდება ადამიანური
და სტრატეგიული განზომილებები, რომელიც უკავშირდება ოკინავას ბრძოლას. ნაშრომი
საფუძვლიანად იკვლევს სამხედრო ოპერაციებს და დინამიკას, სტრატეგიულ
გადაწყვეტილებებსა და ამ გამანადგურებელი ბრძოლის საბოლოო მსხვერპლის
წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის გავლენას, უფრო ფართო, გლობალურ კონტექსტში.

გარდა ამისა კვლევა იძიებს თუ როგორი გავლენა მოახდინა ოკინავას ბრძოლაში


წარმოქმნილმა სირთულეებმა და მოგროვილმა ინფორმაციამ ატომური ბომბის ჰიროშიმასა
და ნაგასაკიზ გამოყენების გადაწყვეტილებას. ფაქტების დეტალური ანალიზისა და
სტრუქტურალიზაციის საშუალებით, რომელიც უკავშირდება ამ უპრეცენდენტო სამხედრო
გადაწყვეტილებას, მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ერთ-ერთ
პერსპექტივაში მიმდინარე დისკუსიაზე მეორე მსოფლიო ომის დასასრულთან
დაკავშირებით. კომპლექსური საბრძოლო სტრატეგიების დანაკარგებისა და
გეოპოლიტიკური თვალსაზრისებს შორის ნავიგაციის გზით ნაშრომი გვაძლევს საშუალებას,
სიღრმისეულად გავაანალიზოთ ოკინავას ბრძოლის გრძელვადიანი გავლენა ისტორისს
მიმართულებასა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წყობის ფორმირებაზე.

საბოლოოდ, ნაშრომი ცდილობს წარმოაჩინოს მნიშვნელოვანი ფაქტორები და


მიზეზები, რომელმაც განაპირობა მსოფლიო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო
მოქმედებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მოიხმოს ყურადსაღები არგუმენტები და
დაასაბუთოს საკვლევი საკითხის აქტუალურობა თანამედროვე საერთაშორისო სისტემასა და
გლობალურ პოლიტიკაში. ყოველივე ამასთან ერთად, ნაშრომი მიზნად ისახავს განიხილოს
არსებობს თუ არა ანალოგიური კატასტროფის განმეორების რეალური საშიშროება.

1
შესავალი

ოკინავას ბრძოლა წარმოადგენს წყნარი ოკეანის ომის ერთ-ერთ ყველაზე


მნიშვნელოვან შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც გაიმართა ოკინავას კუნძულზე,
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიის იმპერიას შორის, 1945 წლის პირველ აპრილს
და დასრულდა 1945 წლის 22 ივნისს. ოკინავა არის პატარა კუნძული რიუკიუს კუნძულების
რიგში, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულად
მნიშვნელოვან ობიექტს, რადგან მოქცეულია ისეთ ადგილას სადაც შეიძლება საჰაერო და
საზღვაო ბაზების მარტივი მობილიზებე და შესაბამისად გარშემო საზღვაო გასასვლელების
კონტროლი- როგორიცაა სინგაპურისა და ტაივანის პორტებისკენ გამავალი გზები, ამიტომ
მიუხედავად მცირე ზომისა, ის დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ამერიკული
სამხედრო კამპანიისთვის. აღნიშნული ბრძოლა წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის ერთ-
ერთ ფინალურ შეიარაღებულ კონფლიქტს და მრავალი ისტორიკოსის აზრით მან უდიდესი
გავლენა იქონია ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე გამოეყენებინა
ატომური იარაღი.

ამერიკელების კამპანია, წყნარ ოკეანეში გავლენის მოსაპოვებლად, იყო ცნობილი


როგორც ოპერაცია „აისბერგი“ და ის დაიგეგმა ჯერ კიდევ 1942 წელს. ამ ოპერაციის მთავარი
მიზანი იყო იაპონიის ტერიტორიაზე შეღწევა და დაპყრობა. ოპერაცია „აისბერგი“
წარმატებით მიმდინარეობდა 1945 წელს წარმართულ ოკინავას ბრძოლამდე. ამერიკელებმა
შეძლეს დაემარცხებინათ იაპონიის საიმპერატორო ფლოტი და შეესუსტებინათ მათი
პოზიცია საზღვაო გასასვლელებზე ასევე შეძლეს დაეკავებინათ იაპონიის გარშემო
არსებული კოლონიები და კუნძულები: ულიტი, ანგაური და პელელიუ, რომლებიც ახლოს
მდებარეობდნენ ფილიპინების კუნძულებთან ამავდროულად ამერიკული ბლოკადა
უახლოვდებოდა სამხრეთ ფილიპინებს, რომლის მიზანიც იყო დაეკავებინათ კუნძული
ფორმოზა და შემდეგ წინსვლა გაეგრძელებინათ იაპონიისკენ რიუკიუს კუნძულების ან
ჩინეთის სანაპიროს გასწვრივ. წყნარი ოკეანის კამპანიის მსგავსი წარმატების მიზეზი გახდა
ის ფაქტი, რომ ამერიკელები იყენებდნენ საჰაერო დაბომბვებსა და წყალქვეშა ნავებს, რის
წინააღმდეგაც იაპონია პრაქტიკულად უძლური იყო, ამერიკელების საჰაერო შეტევას

2
შეეწირა იაპონელების უდიდესი სამხედრო ხომალდი „იამოტო“, რომელიც ამავდროულად
ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი იყო 1000 კაციანი ეკიპაჟით. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ამერიკელებსა და იაპონელებს, ფრონტის ხაზზე, უშუალო დაპირისპირება
თითქმის არ ჰქონიათ, ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ოკინავაას ბრძოლა, რომლის შემდეგაც
ამერიკელებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ოპერაცია „აისბერგის“ მიერ დასახული მიზანი და
იაპონიის დაპყრობისა და განიარაღების ნაცვლად გამოიყენეს ატომური იარაღი.

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციიდაან გამომდინარე, ჩნდება რიგი კითხვები:


რატომ შეცვალეს ამერიკელებმა სამხედრო ტაქტიკა? რამ განაპირობა სამ წლიანი
წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ბრძოლების შემდეგ მათ მიერ ხელის უეცარი
აღება პირველად მიზანზე? იყო თუ არა ეს ბრძოლა იმდენად დამანგრეველი, რომ უბიძგა
„სუპერ სახელმწიფოს“ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისკენ? თუ არსებობდა
კიდევ რაიმე სხვა საფუძველი ამისთვის?, შესაძლოა თუ არა, რომ დღევანდელ პირობებშიც
არსებობდეს, რომელიმე ატომური სახელმწიფოსთვის, მსგავსი საფუძველი ატომური
იარაღის გამოსაყენებლად?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია დეტალურად გამოვიკვლიოთ


ოკინავას ბრძოლა, დავადგინოთ მისი პირდაპირი კავშირი ატომური იარაღის გამოყენებაზე
და შევაფასოთ რამდენად არსებობს თანამედროვე რეალობაში მისი განმეორების
შესაძლებლობა, რასაც მიზნად ისახავს ჩვენი კვლევა. აკადემიური ნაშრომის ფარგლებში,
ასევე მოკლედ შევეხებით ცივი ომის პერიოდში არსებულ დაძაბულობას იდეოლოგიურად
დაპირისპირებულ ატომურ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა კარიბის კრიზისი, და
შევადარებთ თანამედროვე და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პოლიტიკურ
მოცემულობას, რათა უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ საკითხის აქტუალურობა და
მნიშვნელობა.

3
ლიტერატურის მიმოხილვა

ოკინავას ბრძოლა იყო გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც განაპირობა მრავალი


სამხედრო და ტაქტიკური გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომის დროს. მრავალი
მკვლევარი და ისტორიკოსი აღნიშნავს მის გავლენას და ყურადღებას ამახვილებს
აღნიშნული ბრძოლის შედეგებზე. „ოკინავასთვის გადახდილი ფასი ძალიან ძვირი
აღმოჩნდა. ამერიკული ძალების საბოლოო დანაკარგი იმაზე მეტი იყო ვიდრე ნებისმიერ
სხვა კამპანიაში იაპონიის წინააღმდეგ.“ (Appleman. Burns, Russel, & Stevens. 1993. 501)
„გამარჯვების მაღალი ფასი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ იაპონიის ძალების
მეთაურობა აღმოჩნდა გათვალისწინებულზე ბევრად უფრო მოხერხებული, ამასთან ბრძოლა
მიმდინარეობდა რთულ გეოგრაფიულ ტერიტორიაე სამშობლოდან ათასი მილის
მოშორებით.” (Appleman. Burns, Russel, & Stevens. 1993. 501) „ოკინავას სამხედრო
ღირებულებამ გადააჭარბა ყველა მოლოდინს. თუმცა ის იძლეოდა დიდი არმიის
განლაგების, საჰაერო ბაზებისა და პორტების განლაგების შესაძლებლობას, რაც
დაეხმარებოდა ამერიკის ძალებს იაპონიის კამპანიის გაგრძელებაში. ბრძოლა დამთავრდა
თუ არა, ამერიკულმა არმიამ დაიწყო მზადება იაპონიის მთავარი კუნძულების
სტრატეგიული ობიექტებისკენ გეზის ასაღებად, ისინი ფიქრობდნენ მწარე სისხლისღვრაზე,
რომელიც უკან მოიტოვეს და კიდევ უფრო მეტ მტანჯველ განსაცდელზე, რომელიც
ელოდათ“.(Appleman. Burns, Russel, & Stevens. 1993. 502)

მოცემული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ ამერიკული


შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ოკინავას ბრძოლის დროს და მის შემდგომ. მათთვის
ეს იყო წარმოუდგენელი კონფლიქტი, რომლის დროსაც მეათე არმიის დიდი ნაწილი
განადგურდა, გადარჩენილების მორალი შესუსტდა და რთული გახდა სამხედრო ნაწილების
მობილიზება, ამასთან ოკინავას ბრძოლამ კარგად დაანახა ამერიკელებს, თუ რისი
მოლოდინი უნდა ჰქონოდათ იაპონიის ძირითად კუნძულებზე. ოკინავა არის მხოლოდ 1200
კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძული და მხოლოდ აქ ამერიკელებმა დაკარგეს
ფლოტისა და ცოცხალი ძალის ძალიან დიდი ნაწილი, რამაც მათ ნათლად აჩვენა, თუ რა
მოელოდათ იაპონიაში, თუ მისი დაპყრობის გეგმას უცვლელად წარმართავდნენ. საჭირო
გახდა ომის წარმოების ალტერნატიული გზის პოვნა, რომელიც წარმოაჩენდა სამხედრო

4
უპირატესობას და მაქსიმალურად შეამცირებდა პირდაპირი შეტაკებებისა და ბრძოლის
წარმოების აუცილებლობას. ამის შესაძლებლობასა, იძლეოდა ატომური იარაღი და მრავალი
მკვლევარი ფიქრობს, რომ ასწორედ აღნიშნულმა ბრძოლამ განაპირობა ატომური იარაღის
გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება. „მე როგორღაც გადავურჩი ოკინავას, თუმცა
იაპონიაში, კიდევ მრავალი ბრძოლა გველოდა წინ, ამიტომ ვფიქრობდი თუ რამდენხანს
მეყოფოდა კიდევ იღბალი, თუმცა ატომური ბომბის ჩამოგდებამ ახალი სიცოცხლე მაჩუქა. მე
სახლში მივდიოდი და ასეც მოვიქეცი“ (თომას ჰანაჰერი ამერიკელი არტილერისტი)
„ოკინავას ბრძოლამ, ყველაზე სისხლისმღვრელმა დაპირისპირებამ ამერიკელებსა და
იაპონელებს შორის, დაარწმუნა ისინი, რომ იაპონიის ანექსია წარმოადგენდა ზედმეტად
დიდ ღირებულებას ამერიკული არმიისთვის“ (Gow. 1987) „ოკინავას ბრძოლის ვეტერანები,
ნაკლებად თანაუგრძნობდნენ ატომური ბომბის მსხვერპლ მოსახლეობას, რადგან მათთვის,
ალტერნატივა საკუთარი სიცოცხლე ან დამახეიბრებელი ჭრილობები იყო “(Feifer. 2001).
ამასთან არსებობს ვარაუდი, რომ არ იყო აუცილებელი ორი ბომბის ჩამოგდება „მიუხედავად
იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, მაინც არსებობდა შესაძლებლობა, რომ იაპონელები
დათანხმდებოდნენ დანებებას ერთი ან ორი კვირა რომ მიეცათ, სანამ ნაგასაკის
დაბომბავდნენ“ (Feifer. 2001), თუმცა ასევე, ყურადსაღები იყო იაპონელების
დამოკიდებულება ომის მიმართ. ისინი ამაყობდნენ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობებით
და უარს ამბობდნენ დანებებაზე „იაპონელთა უმეტესობას, მშვიდობიანი მოსახლეობის
ჩათვლით, არ სურდა ეღიარებინა ომის ნებისმიერი დასასრული გარდა გამარჯვებისა.
ერთადერთი ალტერნატივა სიკვდილი იყო“ (Feifer. 2001). „დანებების ფიქრიც კი არ შეპარვია
კაპიტან კოჯოს, რომელსაც იმპერატორისგან მიეცა ბრძანება უკან დახევის შესახებ, რადგან
მას სურდა ომი დასრულებულიყო მისი სიკვდილით, ისევე როგორც ათასობით კამიკაძე
მფრინავს, რომელთათვისაც პირადი ღირსება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სამხედრო
უპირატესობა“ (Feifer. 2001). „ატომური ბომბების შემდეგაც კი ზოგიერთი მთავარი გენერალი
მხარს უჭერდა ომის გაგრძელებას“ (Feifer. 2001).

აღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება გარკვეული საკითხები, რომლებიც ეხმიანება


ნაშრომის საკვლევ თემას. აუცილებელია მათი დეტალური მიმოხილვა შემდგომ ეტაპებზე,
რაც მოგვცემს საშუალებას სრულად აღვიქვათ ოკინავას ბრძოლის გავლენა და მნიშვნელობა.

5
ოპერაცია აისბერი

სტრატეგიული გადაწყვეტილება

1944 წლის 3 ოქტომბერს, ამერიკულმა ძალებმა, წყნარ ოკეანეში, მიიღეს ბრძანება, რომ
დაეკავებინათ პოზიციები რიუკიუს კუნძულებზე. ოკინავა წარმოადგენს ყველაზე
მნიშვნელოვან კუნძულს რიუკიუს კუნძულების ჯგუფში და ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც
პირდაპირი დერეფანი იაპონიის ძირითადი კუნძულებისკენ. გადაწყვეტილება რიუკიუს
კუნძულების დაკავების შესახებ ნიშნავდა მზადყოფნას ამერიკის შეერთებული შტატების
მხრიდან რომ დაეკავებინათ იაპონიის დაცვის ხაზის შიდა წრე, რაც მოწინააღმდეგისთვის
ნიშნავდა, რომ ოკინავაზე მარცხის შემთხვევაში, უნდა მომზადებულიყვნენ სამშობლოში
ბრძოლის წარსამართად ან კიდევ უნდა დანებებულიყვნენ. ოპერაცია აისბერგი, როგორც
უწოდებდნენ ოკინავას კამპანიას, წარმოადგენდა შეერთებული შტატების გადასვლას წყნარი
ოკეანის ომის მოწინავე საფეხურზე, იმ სტრატეგიის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო
პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ. სამი წლისა და ოთხი ათასი მილის შემდეგ
ამერიკელებმა შეძლეს დიდი უპირატესობის მოპოვება. 1942-43 წლებში ამერიკელებმა
შეაკავეს მოწინააღმდეგე და დახიეს იგი უკან ხოლო 1944 წელს მათმა შეტევამ დიდი
ინერციის დაგროვება შეძლო და წარმატებული, შეუჩერებელი კუნძულების კამპანიების
შემდეგ მიადგნენ იაპონიის შიდა დაცვის ხაზს. ამერიკელების წყნარი ოკეანის ოპერაციის
ძირითადი მიზანი იყო „იაპონიის ინდუსტრიული ცენტრის დაკავება, ისევე როგორც
ჰონსიუს სამხრეთ ნაპირების აღება ტოკიოდან ჰიუმონოსეკიმდე“.(Appleman at all. 1993. 27-
31) ამერიკული სტრატეგიის მიზანი იყო, მოცემული მიზნისთვის მიეღწიათ
თანმიმდევრული ნაბიჯებით და გზადაგზა მოეპოვებინათ უპირატესობა, იაპონიის
მნიშვნელოვანი სისუსტის საფუძველზე, წყალქვეშა ნავების ბლოკადისა და საჰაერო
დაბომბვების წინააღმდეგ. 1944 წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში წყნარი ოკეანის არმია
და საზღვაო ფლოტის წევრები, 1945 წლის გაზაფხულისთვის გეგმავდნენ შეჭრას
ფორმოზაზე. 1944 წლის მარტის საერთო სტაფის მეთაურთა დასკვნის საფუძველზე, შეიქმნა

6
ამ ოპერაციის ძირითადი კონცეფტი. 23 აგვისტოს გამოიცა გეგმა „ქოზვეი“, რომლის
მიხედვითაც, ადმირალი ჩესტერი, ფლოტის მეთაური წყნარ ოკეანეში, გეგმავდა ფორმოზას
დაკავებას მას შემდეგ, რაც სამხრეთ-დასავლეთის წყნარი ოკეანის ძალები, დაიკავებდნენ
პოზიციებს ცენტრალურ და სამხრეთ ფილიპინებში. ამ ოპერაციას უნდა მოყოლოდა კამპანია
რიუკიუს კონძულებზე ან ჩინეთის სანაპიროს დაკავება. ნებისმიერი კურსი იძლეოდა
იაპონიის ძირითად კუნძულებზე იერიშის მიტანის საშუალებას.

ამ ოპერაციას ბევრი სამხედრო ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად ადმირალ ნიმიცს


სჯეროდა, რომ ცენტრალური ფილიპინებისკენ ადრეული სვლა ფლოტისათვის სასურველი
ნავსადგომების მოსაპოვებლად, იძლეოდა შესაძლებლობას ჩრდილოეთისკენ წინსვლისთვის
რიუკიუს და ბონინის გავლით, ფორმოზასა და ჩინეთის სანაპიროს მაგივრად. მან განიხილა
ოპერაციის ძირითადი, მიზნები რომელიც იყო საჰაერო ბაზების მოწყობა, საიდანაც
შეძლებდნენ იაპონიის დაბომბვას, ჩინეთის დახმარებას და ძირითადი კუნძულებისთვის
რესურსების მიწოდების შეზღუდვას სამხრეთიდან. ამის თაობაზე მან სხვა მეთაურებსაც
კითხა აზრი, რომელზეც რობერტ ს. რიჩარდსონმა (აშშ-ს წყნარი ოკეანის არმიის მმართველი
გენერალი) უპასუხა, რომ მხოლოდ ის ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რომელიც
საბოლოო მიზნამდე ადრეულ მიღწევას უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს იაპონიაში
შეჭრას. ამიტომ, მისი აზრით, ფორმოზას დაკავება, როგორც „იაპონიისკენ მიმავალი
დერეფნის გაჭრა ჩინეთის სანაპიროდან, არ იძლეოდა უპირატესობას ზედმეტი არასაჭირო
ძალისხმევის გამო“ (Appleman at all. 1993. 27-31). სახმელეთო ძალების მეთაურმა, რომელიც
დანიშნული იყო ოპერაცია "ქოზვეისთვის", გენერალმა საიმონ ბ. ბაკნერმა (მეათე არმიის
ხელმძღვანელი გენერალი) გამოხატა წინააღმდეგობა ფორმოზას ოპერაციასთან
დაკავშირებით. მან გადასცა ადმირალ ნიმიცს, რომ „წყნარი ოკეანის მასშტაბით იყო
დამხმარე და მომსახურე ძალების ნაკლებობა, რაც ხდიდა "ქოზვეის" შეუძლებელს“.
(Appleman at all. 1993. 27-31). ფორმოზას დაკავების ალტერნატივად, განიხილებოდა
რიუკიუს კუნძულების ჯგუფის დაკავება საჰაერო ბაზების განსათავსებლად, საიდანაც
მოახერხებდნენ იაპონიის დაბომბვას, რომლის მიღწევაც შეიძლებოდა ყველაზე ნაკლები
დანახარჯით როგორც რესურსების, ისევე ადამიანური ძალების მხრივ. ადმირალმა ნიმიცმა
შეათანხმა მოცემული შეხედულებები ადმირალ ერნესტ კინგთან, რომელმაც საერთო შტაბის
შეკრებაზე წარმოთქვა, რომ წყნარ ოკეანეში, რესურსებისა და სამხედრო ძალის ნაკლებობის

7
გამო, შეუძლებელი იყო "ქოზვეის" შესრულება და ალტერნატივად წამოაყენა ლუზონის,
ივოჯიმასა და რიუკიუს კუნძულების დაკავება ფორმოზას აღებამდე, ხოლო 3 ოქტომბერს,
საერთო შტაბის გადაწყვეტილებით, ადმირალ ნიმიცს მიეცა ბრძანება, რომ დაეკავებინა
ერთი ან რამდენიმე პოზიცია რიუკიუს კუნძულებზე 1945 წლის 1 მარტამდე. მას შემდეგ, რაც
გენერალი მაკ არტური დაიკავებდა ლუზონს 1944 წლის 20 დეკემბერს, წყნარი ოკეანის
ძალები შეუტევდნენ ივოჯიმას 1945 წლის 20 იანვარს და რიუკიუს პოზიციებს პირველი
მარტისთვის.

სამხედრო ოპერაციები

სამხედრო მოქმედებების პირველი ეტაპი, იყო გადასხდომა ჰაგუშის სანაპიროზე,


სადაც იაპონელებმა გადაწყვიტეს არ დაეცვათ მისადგომი და ამერიკული ძალები
თავისუფლად გადმოსხდნენ. შემდგომი ეტაპი იყო კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილისკენ
გადასვლა სადაც მთავარი იყო მოტობუს ნახევარკუნძულის აღება და “იე შიმას” დაკავება.
მოტობუს ნახევარკუნძულისთვის ბრძოლა გაიმართა მთა “იაე-ტაკესთან”, რომელიც იყო
პირველი მძიმე შეტაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის. აქ იბრძოდა ამერიკული
სამხედრო ძალების სრული ბატალიონი იაპონური თავდაცვის ორი ბატალიონის
წინააღმდეგ, სადაც იაპონელმა კორონელმა ტაკესიდო უდომ შეწყვიტა გაჭიანურების გეგმა
და გადავიდა პირდაპირ დაცვაზე სადაც მთავარი მიზანი იყო ეზღვევინებინათ
ამერიკელებისთვის თითოეული მეტრი რომელსაც დაიკავებდნენ. ესეც მოხდა, მძიმე
გეოგრაფიული პირობები ხელს უწყობდა დამცველ რაზმს, ისინი იმალებოდნენ ხშირ ტყეში
და კირის ქვაბულებში ამ გზით, აიძულებდნენ ამერიკელ სამხედროებს სათითაოდ
დადევნებოდნენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მალევე მოექცნენ ალყაში, მათ დანებების
სურვილი არ გააჩნდათ და ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ უკანასკნელი მებრძოლის
სიკვდილამდე. შეტაკებამ რვა დღეს გასტანა და დასრულდა ამერიკელების სრული
გამარჯვებით, თუმცა საფასური დიდი აღმოჩნდა. ამერიკელების მხრიდან დაიღუპა 200
სამხედრო და დაიჭრა 700ზე მეტი.

8
შურის ხაზთან ბრძოლა : კუნძულის ჩრდილოეთის დაკავებისა და უზრუნველყოფის
შემდეგ, მესამე ამფიბიურ დანაყოფს გამოეყო საზღვაო ქვეითთა პირველი დივიზია და
გადაინაცვლა კუნძულის სამხრეთ ნაწილში შურის ხაზთან, სადაც მიმდინარეობდა აქტიური
შეიარაღებული დაპირისპირება. გენერალმა ბაკნერმა შეძლო დაერწმუნებინა მეთაურები,
რომ საჭირო იყო დამატებითი ძალების გამოყოფა მეათე არმიის დასახმარებლად. ამრიგად
მეათე არმიამ მოახერხა ძალების მოკრება და ამფიბიური ოპერაციის ნაცვლად გენერალმა
ბაკნერმა გადაწყვიტა პირდაპირი შეტევა, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგები მოყვა, როგორც
ადამიანური ძალის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ. ყოველივე ამას მოყვა მძიმე
წვიმების სეზონი, რამაც გამოიწვია ნიადაგის ატალახება ხოლო ადგილობრივი ტროპიკული
ნიადაგი იყო წებოვანი და ბრძოლის ველი ჭაობად გადაიქცა. ამ პირობებში შეუძლებელი
გახდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება მოწინავე ხაზებზე დამხმარე ძალების გაგზავნა და
დაჭრილთა გამოყვანასაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდებოდა. ამერიკელები
ახერხებდნენ პოზიციების აღებას, თუმცა ეს ძვირად უჯდებოდათ. ამას გარდა იაპონელები
კარგად იყენებდნენ ბუნებრივ გამოქვაბულებს მანევრირებისთვის ისე, რომ შეუმჩნევლად
ახერხებდნენ მტერთან სიახლოვეში მისვლას ამას გარდა იაპონელები იყენებდნენ ბუნებრივი
სიმაღლისა და ქანობის უპირატესობას და ამიტომ ამერიკელებს ხშირად უწევდათ
ახალაღებული პოზიციების დათმობა. ბრძოლა მიმდინარეობდა დილით და ღამით
შეუჩერებლად.

იაპონელების კონტრშეტევა: 4-5 მაისს იაპონიის არმიამ გადაწყვიტა


განეხორციელებინა კონტრშეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა, დასავლეთში პირველი
საზღვაო ქვეითთა დივიზიის განადგურებასა და ამერიკული სამხედროების უკუქცევას,
ამფიბიური ოპერაციის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფდა იაპონელების პოზიციების
გამაგრებას და საშუალებას მისცემდა ეწარმოებინათ გაშლილი კონტრშეტევა. ოთხი მაისის
დილას იაპონელებმა დაიწყეს არტილერიის გამოყენება, რასაც არ ელოდებოდნენ
ამერიკელები და ამიტომ დამცველებმა შეძლეს წინა ხაზებზე შეუმჩნევლად მიღწევა, მათ
დახმარებას უწევდა იაპონური 27ე სატანკო დივიზიაც, რომელიც გაშლილ ველზე გამოვიდა.
მიუხედავად მოულოდნელობისა ამერიკულმა ძალებმა გამთენიისას უკვე შეძლეს
მობილიზება და უფრო ძლიერი ცეცხლი გახსნეს, რომელმაც გაანადგურა იაპონური
არტილერია, რადგან სასროლად გამოქვაბულებიდან გამოიტანეს და ღიად იყვნენ მიზანში,

9
ასევე განადგურდა სატანკო დივიზიაც, რომელმაც ვერ გაუძლო ამერიკული სამხედრო
ძალების შეტევას. ანალოგიურად წარუმატებელი აღმოჩნდა ამფიბიური ოპერაციებიც, 26ე
ინჟინერთა დანაყოფი, რომელიც გაგზავნილ იქნა პირველი საზღვაო ქვეითების დივიზიის
გასანადგურებლად ადრე შეამჩნია ამერიკის საზღვაო სანაპირო ხომალდმა და ცეცხლი
გაუხსნა, რის შედეგადაც უდიდესი ნაწილი განადგურდა, ანალოგიურად დასრულდა
აღმოსავლეთ სანაპიროს ოპერაციაც, გაგზავნილი დანაყოფის უმეტესობა დაიხოცა. ჯამში
იაპონელთა კონტრშეტევას ემსხვერპლა 7000 კაცი ყოველგვარი შედეგის მიუღწევლად და
ამის შემდეგ დაკარგეს შესაძლებლობა მასშტაბური კონტრშეტევის წარმოებისთვის.

საზღვაო ქვეითები იღებენ შაქრის მთას (wanna ridge): აღნიშნული დაპირისპირება


ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სისხლისმღვრელ შეტაკებად წყნარი ოკეანის
კამპანიაში. საზღვაო ქვეითები დაიძრნენ სამხრეთით, რათა დაეკავებინათ მეათე არმიის წინა
ხაზის მარჯვენა ფლანგები. აღნიშნულ შეტაკებაში ამერიკულმა მხარემ სტატისტიკურად
დაკარგა 200 კაცი ყოველი 100 იარდის მოპოვებისთვის. 3000ზე მეტი საზღვაო ქვეითი
დაიღუპა ან დაშავდა მესამე დივიზიიდან, შაქრის მთასთან ბრძოლაში. დაჭრილების
გამოყვანა შეუძლებელი იყო ტალახის გამო, რადგან გამომყვანი აუცილებლად სამიზნედ
იქცეოდა, მნიშვნელოვნად გართულდა მანევრირება, რამაც შეამცირა არმიის მომარაგება და
ჯარისკაცები გადავიდნენ შეზღუდულ რაციონებზე, თუმცა ისინი აგრძელებდნენ წინსვლას.
იყენებდნენ ცეცხლსატყორცნს რათა გამოედევნათ იაპონელები გამოქვაბულებში
დაკავებული პოზიციებიდან ღია ველზე, სადაც მარტივად ხოცავდნენ. მნიშვნელოვანი
როლი ამერიკელების წარმატებაში ითამაშა იაპონელთა წარუმატებელმა კონტრშეტევამ,
რომელსაც გამოცდილი ჯარისკაცების უმეტესობა და არტილერიის ნახევარი შეეწირა და
მათი დაცვა მეტწილად გამოუცდელ ახალწვეულების იმედად დარჩა. 19 მაისს შაქრის მთა
დაიკავეს 29ე საზღვაო ქვეითთა დანაყოფმა ხოლო ვანას ქედი აიღო ირველმა დივიზიამ 30
მაისს. იაპონელებმა ასევე დაკარგეს პოზიციები აღმოსავლეთში, რაც ნიშნავდა იმას, რომ
იაპონიის არმია მომწყვდეული იყო, თუმცა შურის სიმაგრე კვლავ მტკიცედ იდგა.

ქვეითები იკავებენ შურის ხაზს იაპონელები უკან იხევენ, : მოვლენების მსგავსად


განვითარების შემდეგ იაპონიის არმია ალყაში მოექცა და გენერალ იაჰარას უნდა
გადაეწყვიტა დარჩენილიყო და მომკვდარიყო ამერიკელებთან შეტაკებაში თუ უკან დაეხია
და გაეგრძელებინა „მიზანმიმართული თავდაცვა“ რათა დაეხოცა რაც შეიძლება მეტი

10
ამერიკელი სამხედრო. საბოლოოდ უპირატესობა მიენიჭა მეორე გეგმას და იაპონიის არმიამ
დაიწყო უკან დახევა და პოზიციების დატოვება. მათ ხელს უწყობდათ მძიმე წვიმები და
ასევე მეთაურობამ გადაწყვიტა უკან დაეტოვებინა არმიის გარკვეული ნაწილი მცირე
შეტევების საწარმოებლად, რათა ამერიკელებს არ შეემჩნიათ იაპონელების გადაადგილება,
მიუხედავად ამისა, საზღვაო და საარტილერიო შეიარაღების მუდმივი გამოყენების გამო,
იაპონელების არმიის დიდი ნაწილი შეეწირა უკან დახევას. მიუხედავად ამისა იაპონელებმა
შეძლეს შეუმჩნევლად დაეკავებინათ ახალი პოზიციები და გაემაგრებინათ კუნიშის ხაზი.
ამერიკელებმა შენიშნეს იაპონელების შეტევებში ცვლილება და გადაწყვიტეს
გადასულიყვნენ აქტიურ შეტევაზე. 29 მაისს აიღეს შურის სასახლე, რომელიც ცარიელი
დახვდათ და მიხვდნენ, რომ იაპონელების გეგმა შეიცვალა. იაპონელები, რომელთაც
მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს როგორც საარტილერიო ისე ადამიანური ძალის
მხრივ, კვლავ მონდომებით ცდილობდნენ გაენადგურებინათ რაც შეიძლება მეტი ამერიკელი
თითოეული დაკარგული მეტრის სანაცვლოდ.

ოროკუს ნახევარკუნძულის დაკავება: შურის ხაზის ხელში ჩაგდების შემდეგ,


გენერალ ბაკნერს უნდა გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა შემდგომ. მას შეეძლო გაეგრძელებინა
მიმდინარე გეგმა ან ეცადა არაპირდაპირი მიდგომა ამფიბიური ოპერაციების წარმოებით
რომელიმე ფლანგზე. ბოლო ვარიანტის წინააღმდეგ მტკიცე დამოკიდებულების გამო მან
განაგრძო სვლა სამხრეთისკენ პირდაპირ იაპონელების დაცვის წინააღმდეგ, მაგრამ
საბოლოოდ დათანხმდა მესამე ამფიბიური დანაყოფის თხოვნას, რომ უფლება მიეცათ
ზედაპირული გარემოცვისთვის დასავლეთ სანაპიროზე. როდესაც მეათე არმია მიიწევდა წინ
ნახევარკუნძულზე, მეექვსე საზღვაო ქვეითთა დივიზია მოემზადა ამფიბიური
ოპერაციისთვის, რომელიც დაგეგმილი იყო 4 ივნისისთვის. იაპონიის დაცვის ზურგში
მოსახვედრად შეტევა მოიცავდა როგორც პირდაპირ შეტაკებას, ისე მეორე დანაყოფის
ნახევარკუნძულის კიდეში გადმოსხდომას. გადამსხდომმა ძალამ მიაღწია სრულ
მოულოდნელობის ეფექტს და სწრაფად დაიკავა სანაპირო იაპონელების ზურგში. საზღვაო
ქვეითებმა მოახდინეს დაეკავებინათ საჰაერო ბაზა მეორე დღის ბოლოს და დაიწყეს სამხრეთ
დასავლეთ სანაპიროსკენ სვლა, რითიც მოახდინეს ადმირალ ოტას 5000 კაციანი მეზღვაურთა
ჯგუფის იზოლირება. ოტაეს რაზმმა მიიღო ბრძანება რომ უკან დაეხიათ, თუმცა მისვლის
შემდეგ შეამჩნიეს, რომ საბრძოლო პოზიციები არ იყო გამზადებული, ამიტომ მან გასცა

11
ბრძანება დაბრუნებულიყვნენ ძველ პოზიციებზე ორუკუში, თუმცა მეექვსე დანაყოფს ის
უკვე დაკავებულიქონდა ამიტომ მათი უმეტესობა დაიხოცა. მიუხედავად ამფიბიური გეგმის
წარმატებისა, მას მაინც დიდი მსხვერპლი მოყვა. 1600 ქვეითი დაიღუპა და დაიჭრა, 30 ტანკი
განადგურდა. იაპონიის საზღვაო ძალებმა, მიუხედავად მოულოდნელობისა, სიკვდილამდე
იბრძოლეს და მხოლოდ 200 იაპონელი დანებდა 5000 კაციანი დანაყოფიდან.

მეათე არმია უტევს კუნიშის ხაზს: შურის ხაზის აღების შემდეგ ამერიკული სამხედრო
ძალები აგრძელებენ სამხრეთით სვლას და უტევენ ბოლო დაცვის ხაზს. იაპონური არმია
თითქმის განადგურებულია, მაგრამ ემზადება საბოლოო ბრძოლისთვის სადაც
გარდაუვალია დამარცხება, თუმცა მათი მიზანია დახოცონ რაც შეიძლება მეტი ამერიკელი
ჯარისკაცები. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელებს ამოეწურათ თითქმის სრული მარაგი
ტყვიებისა თუ საკვების, ისინი აგრძელებდნენ თავგანწირვით ბრძოლას და ახერხებდნენ
ამერიკელებისთვის მნიშვნელვანი ზიანის მიყენებას. ამასთან ტაიფუნის სეზონი ნაადრევად
მოვიდა და კიდევ გააუარესა მდგომარეობა გზები გადაირეცხა და ტალახიანი ჭაობები
დადგა, სადაც სამხედრო ტექნიკა ვერ ახერხებდა მოძრაობას, ამიტომ ტყვიები და რაციონები
ყველას სათითაოდ მიჰქონდა წინა ხაზზე. ამ ოპერაციის წარმოებისას დაიღუპა გენერალი
ბაკნერი, რომელიც არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი სამხედრო ვინც კი დაღუპულა
მეორე მსოფლიო ომში.

იაპონელების საბოლოო წინააღმდეგობა მაბუნისთან: კუნიშის ხაზის დაცემის შემდეგ,


ამერიკელებმა განაგრძეს იაპონელების დევნა, რომლებმაც დაცვის ბოლო ხაზზე
გადაინაცვლეს. ისინი მაბუნისა და მადეირას გვირაბებში გამაგრდნენ სადაც გადაწყვიტეს
ბოლომდე ებრძოლათ ამერიკელების წინააღმდეგ. მიუხედავად მათი შემართებისა, მათ
ამერიკელებმა ადვილად აიღეს მათი პოზიციები. ბოლო დაცვითი შეტევა განხორციელდა 19
ივნისს 20 ივნისს ამერიკელებმა თითქმის სრულად გაანადგურეს იაპონიის არმიის
დარჩენილი ძალები ხოლო 21 ივნისს აიღეს გვირაბები, და ქვაბულები, რომელსაც
იაპონელები იყენებდნენ სათაო ბაზად, სადაც ნახეს, გენერლებმა უშიჯიმა და ჩო,
რომლებმაც რიტუალური თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. ამით დასრულდა
ოკინავას კამპანია და დაიწყო კუნძულის მომზადება საჰაერო და საზღვაო ბაზებისთვის,
რათა განეხორციელებინათ ოპერაცია „დაუნფოლი“ რომელიც გულისხმობდა იაპონიის
ძირითად ტერიტორიაზე შესვლას.

12
ბრძოლის შედეგები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოკინავას ბრძოლა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე


მნიშვნელოვან სამხედრო კონფლიქტს, რომელიც გამოირჩეოდა დანაკარგების სიმრავლით,
როგორც იაპონიის არმიის ისე, ამერიკული სამხედრო ძალებისთვისაც. საბოლოო შედეგი კი
ასეთია:

ამერიკელების დანაკარგები: 40,000 სამხედრო (მხოლოდ საზღვაო ქვეითების და


არმიის დივიზიიდან) საზღვაო ფლოტის დანაკარგი იყო 36 ჩაძირული გემი 368
დაზიანებული, დაიღუპული საზღვაო პერსონალის რაოდენობა იყო 9731 ადამიანი.
განადგურდა 763 თვითმფრინავი . საბოლოო დანაკარგები ამერიკის მხარეს იყო 75,351
ადამიანი.

იაპონელების დანაკარგები: 66,000 სამხედრო 10000 ტყვე, განადგურდა 16 ხომალდი,


დაღუპული საზღვაო პერსონალის რაოდენობა 3650 ადამიანი. განადგურდა 7830
თვითმფრინავი და 4600 მფრინავი. ჯამში იაპონელების მხრიდან დაიღუპა 75000 სამხედრო.

13
დასკვნა

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ოკინავას ბრძოლის გავლენა ატომური იარაღის


გამოყენებაზე, წარმოადგენს ისტორიული დისკუსიის საფუძველს და არსებობს მრავალი
გარემოება, რომელიც გვიბიძგებს დავასკვნათ, რომ სწორედ ამ ბრძოლამ ითამაშა უდიდესი
როლი ამერიკული სამხედრო ძალებისა და ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებაში
გამოეყენებინათ ატომური ბომბი. მიუხედავად კამპანიის წარმატებით დასრულებისა, მეორე
მსოფლიო ომის დასასრული ჯერ კიდევ შორს იყო, სანამ იაპონელები ბრძოლას
აგრძელებდნენ, ამიტომ საჭირო იყო იაპონიის საბოლოო დამარცხება, თუმცა ოკინავას
ბრძოლამ აჩვენა, თუ რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა მოკავშირეთა არმიას იაპონიის
დაკავების მცდელობისას, წარმოუდგენელი მასშტაბის სისხლისღვრა და ომის კიდევ უფრო
გაჭიანურება, შესაბამისად ამერიკის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ მიიღო
გადაწყვეტილება, დანაკარგების გაზრდისა და ომის მყისიერი დასრულების მიზნით
გამოეყენებინათ მასობრივი განადგურების იარაღი. მრავალი ვეტერანი, ინტერვიუებსა და
გამოკითხვებში, ატომურ ბომბს უკავშირებს შვებისა და სიხარულის განცდას, რომელიც მათ
დაეუფლათ ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ, რადგან იაპონიაში ატომური იარაღის
გამოყენება მათ სახლში დაბრუნებას ნიშნავდა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ
დღესდღეობით მრავლადაა ატომური სახელმწიფოები, რომელთა შეიარაღებაში არსებული
ატომური იარაღიც, მრავალჯერ აღემატება იაპონიაში ჩამოგდებულ ბომბებს და მათ მიერ
გამოწვეული ნგრევა ბევრად უფრო დიდი მასშტაბის შეიძლება აღმოჩნდეს. ამასთან უნდა
გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნების ლიდერები ყოველთვის ვერ იქნებიან ინტელექტითა
და პასუხისმგებლობით გამორჩეული და პირველივე შესაძლებლობისას, როდესაც მათ და
მათი სახელმწიფოების პოზიციას არსებითი საფრთხე შეექმნება,ისევე როგორც მოხდა
ოკინავას ბრძოლის შემდგომ, ისინი შესაძლოა მზად იყვნენ გამოიყენონ საკუთარ მარაგებში

14
არსებული დამანგრეველი ძალა. შესაბამისად, მანამ, სანამ ატომური იარაღი არსებობს,
ყოველთვის იქნება მისი გამოყენების რისკი და საშიშროება, მიუხედავად ამ საშიშროების
არსებობის ჰიპოთეტური ხასიათისა, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს
დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და პრაქტიკას, რათა თავიდან ავირიდოთ ან
მაქსიმალურად გავაჭიანუროთ აღნიშნული შედეგის დადგომა.

ბიბლიოგრაფია

U.S. Government. U.S. ARMY CENTER OF MILITARY HISTORY. History.army.mil.


https://history.army.mil/ 09.11.2023.

Roy E. Appleman, Jams M. Burns, Russell A. Gugeler, John Stevens. 1993. Okinawa the last battle.
Washington D.C... Center of military history.

Nash Sr. Douglas E. 2015. Battle of Okinawa III MEF Staff Ride. Battle Book. Virginia: U.S. Marine
Corps History division.

Sledge, Eugene. 2007. With the old breed: Peleliu and Okinawa. New York. U.S.A.: BALLANTINE
BOOKS.

Feifer, George. 1992. Tennozan: Battle of Okinawa and the atomic bomb. New York, U.S.A.: Ticknor
& Fields.

15

You might also like