Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

გელათის აკადემია — შუა საუკუნეების ქართული სასულიერო სასწავლებელი.

დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და


ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები,
რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის
აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის
სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი.

გელათის აკადემიაში ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა,


გრამატიკა, ფილოსოფია და ასტრონომია (ყაუხჩიშვილი 1948: 15). აქ არსებობდა ობსერვატორიაც,
საიდანაც დაკვირვებებს აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე (ნიკოლეიშვილი 1982: 12). გელათის აკადემიას
მოძღვართ-მოძღვარი ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდი პატივით სარგებლობდა როგორც სასულიერო,
ასევე სახელისუფლებო წრეებში. სამეფო კარზე მოძღვართმოძღვარს მეტი პატივი ჰქონდა,
ვიდრე ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსებს. მისი პატივი სწორი იყო ჭყონდიდელის პატივისა, მაგრამ
ზოგჯერ ამასაც მეტობდა (თაყაიშვილი 1929: 29).

ბაგრატის ტაძარი — იმერეთის მხარეში , ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე.


იგი აგებულია 1003 წელს, ბაგრატ III-ის მეფობის ხანაში. ტაძრის სახელწოდება სწორად მეფე
ბაგრატ მესამეს უკავშირდება, რომლის ინიციატივითაც მოხდა ამ გრანდიოზული ტაძრის
მშენებლობა. დახვეწილი არქიტექტურის მქონე მასიური ტაძარი, ქუთაისის ერთ–ერთი სავიზიტო
ბარათია. განუმეორებელი ფრესკები, უმნიშვნელოვანესი ისტორიული დანიშნულება და გასაოცარი
ხედები ქუთაისზე, უამრავ ვიზიტორს იზიდავს. ტაძარი მიჩნეულია, როგორც საქართველოს
ერთიანობის სიმბოლო, რომელმაც აშენების პერიოდში გააერთიანა საქართველოს კუთხის
სასულიერო თუ საქალაქო მოღვაწეები. სწორედ ამავე მიზეზით, საუკუნეებია ბაგრატის ტაძარს,
ზოგადეროვნული ძეგლის მნიშვნელობა მიენიჭა.

You might also like