ძეგლისდება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ძეგლისდება

1. ერისთავის სიკვდილი როგორც არასდროს კადრებულა, ისე ნურასდროს ნურავინ


იკადრებს.
და თუ ვინმეს ღმერთი შეურისხდეს და მაინც შეცოდავს და მოკლავს ერისთავს, ეს
უმსგავსო და გაუზომელი დანაშაულია, ასევე დამატებული დიდი სასჯელი და
გადასახადი დარბაზმა გამოუტანოს : გარდახვეწა, მამულის წართმევა და ერისთავის
სისხლის ფასი დაეკისროს და გარდაიხვეწოს.
და მამულის რამდენი წლით დაიკავებს, იმიტომ არ დავადგინეთ, რომ გაუზომელი იყო
და არასდროს ქმნილიყო და არც ჩვენამდე ვდებთ წესად. და თუ როდესმე იქნას, იმ დროს
მეფემ გადაწყვიტოს, რადგანაც ძნელი გადასაწყვეტია.
2. გამგებელი თუ ხალხმა მოკლა, ერთმა სოფელმა ან ხევმა - მსახურის გვარი თუ იქნება
გამგებლად, 6000 თეტთრი დაეკისროს სისხლის ფასად და დაიბარონ სოფლის კაცები და
სოფლის მმართველი და რა გვარის კაციც იყო, იმის მიხევით გაპარსონ.
3. და თუ ერთმა კაცმა შემთხვევით მოკლა განმგებელი, კაცი დაისაჯოს და მამულიდან
გააძევონ სამუდამოდ და მამული მეფის ხაზინაში შევიდეს. სისხლი ფასის გადახდა არ
შეეძლება, დარბაზის გადაწყვეტილებით სისხლის მქმნელის მამული ებოძოს
განმგებლის ოჯახს და მამული მეფის ხაზინაში შევიდეს.
4. თუ აზნაური იქნება გამგებლად და მოკლან, მისი გვარის მიხედვით დაეკისროს
მკვლელს სისხლის ფასი.
5. თუ ხევისბერმა მოკლავს გამგებელს, სამ წლამდე მამულიდან გააძევონ და ციხე და
მამული მეფის ხაზინაში შევიდეს, ერისთავმა მთავარი/საცხოვრებელი სახლი
დაუგირაოს.
მესამე წელიწადს მოვიდეს და ერისთავს შეეხვეწოს : ერისთავმა ვეზირებს მოახსენოს,
ვეზირმა დარბაზს მიმართოს და დარბაზმა მამული უბოძოს ხევისბერს.
და ამას ზემოთ გაჩენილი გამგებლის სისხლის ფასი გადაუხადოს გამგებლის ოჯახს და
ხევისბერობასაც წაიღებს ოჯახი.
და თუ ხევისბერის გვარის კაცი იყოს, ისეთი რომ გამგებლის სიკვდილს არ
შესწრებულიყო და არ ერიოს მის სიკვიდილში არც ცხადად და არც იდუმალად, თვით
მას ებოძოს ხევისბერობა დარბაზის გადაწყვეტილებით.
და თუ არავინ იქნება მისი ოჯახიდან კაცი, ვისაც ერისთავი და ახალი გამგებელი
გამოარჩევს - მეფის ერთგული იყოს და ქვეყნისთვისაც სჯობდეს - იგი დააყენონ
ხევისბერად დარბაზის გადაწყვეტილებით.
6. ხევისბერი თუ მოკლავს ხევისბერს, სამ წელიწადამდე მამულიდან გააძევონ, ერისთავმა
და გამგებელმა მთავარი სახლი დაუგირაოს, მამული სამ წლამდე მეფის ხაზინაში
შევიდეს.
მესამე წელიწადს ერისთავსა და გამგებელს შეეხვეწოს და მათ ვეზირებმა დარბაზთან
განიხილონ და მამული გადასცენ.
და სისხლის ფასად 6000 თეთრის გადახდა დაევალოს.
7. თუ ვინმე ხევისბერის ოჯახიდან გაუნაწილებელი, მის სახლში მცხოვრები ახლობელი
ოჯახის წევრი მოკლან - მამა, ბიძა, ძმა,ბიძაშვილი, ძმისშვილი, გინდ მისი გვარის
ახლობელი - სისხლის ფასად 6000 თეთრი იყოს, მამულისგან გააძევება მოუხდეს 2
წლით.
8. თუ ხალხი მოკლავს ხევისბერს, გამგებლის სიკვდილის სწორი სასჯელი(6000თეთრი),
ბეგარა და სისხლი დაევალოს გადასახდელად და დაედოს ბეგარა სამუდამოდ.
9. თუ ხევისბერისგან განაწილებული, თუმცა მისი გვარის კაცი მოკლას ვინმემ - თუნდაც
ძმა იყოს ან ვინმე სხვა გინდ მოყვარე, ან ხევისბერის განაწილებული ახლობელი -
განაწილებული კაცისთვის 3000 თეთრი სისხლის ფასი მიეცეს გადასახდელად და 2
წელიწადს გააძევონ და მისი მამული მეფის ხაზინაში შევიდეს.
10. (არ არის სლაიდში)
11. თუ ჰეროვან კაცს მოკლავს ჰეროვანი კაცი, სამ წლამდე გადაიხვეწოს და სისხლი
დაევალოს 1200 თეთრი და მამული მეფის ხაზინაში შევიდეს.
12. თუ ხევისბერი მოკლავს ჰეროვანს მამულისთვის, ერთი წელიწადი მამულიდან გააძევონ.
13. ხადაშ ციხისთავები არიან ორნი. წესი არის ასე, რომ თუ ვინმე მოკლავს ციხისთავს,
ხევისბერი ან სხვა ვინმე ისე, რომ ციხისთავად იდგა ბრძანებით და არ იყო
გადადგომილი, 3 წელიწადი მამულიდან გააძევონ და 3500 თეთრი სისხლის ფასის
გადახდა დაევალოს.
14. თუ არაციხისთავი ხადელი კაცი მოკლას ვინმემ, თუ ციხისთავად მდგარიყო და შემდეგ
დაენებებინა და აღარ იყო ციხისთავად, ჰეროვანის სისხლის ფასის გადახდა
დაევალოს(1200თეთრი) და მამულისგან გააძევონ იმდენ ხანს, როგორც ზემოთ
ჰეროვანისთვის გადაგვიწყვეტია/მიგვიჩნევია.
15. დედ-მამის მკვლელობა შვილებისგან უწესო არის და ღმერთმა ნუ ქნას ეს იკადრონ.
და თუ ვინმეს ღმერთი შეურისხდეს და დაემართოს, რაც უარესია, ყველა დაემართება
ცხოვრებაში - დიდი სასჯელი, გაძევება სამუდამოდ, აღმოფხვრა და ამოწყვეტა. სისხლის
ფასით გადახდა ამას არ შევუსაბამეთ, რადგან ძალიან ცუდი, უმსგავსო, უწესო იყო და
სხვებისთვის მაგალითად დაიდებოდა.
16. თუ მამა დაბერდეს და შვილი მოწიფულ ასაკში იყოს და მამას სამსახური არ შეეძლოს,
უკეთესია, ერთად ყოფნა. და თუ რამე მიზეზით ვერ იქნებიან ერთად და მამა თავისი
შრომით შეძენილ ქონებას დაეპატრონოს და შვილმა მამული გამოიყენოს.
17. ვისაც ღმერთი შეურიხსდება და ძმა ძმას მოკლავს, იგი მკვლელი 10 წელიწადს
მამულიდან გააძევონ და მამული მეფის ხაზინაშ შევიდეს. მეათე წელიწადს ერისთავს და
გამგებელს შეეხვეწოს, მათ ვეზირებს მოახსენონ, ვეზირებმა დარბაზს უთხრათ და ეგრე
შემოუშვან. რა გვარიც იყო, იმ წესით სისხლის ფასი დაევალოს და მამული ებოძოს.
და თუ მის მოკლულ კაცს შვილი არ დარჩეს, არც მისი ახლობელი გაუნაწილებელი, მან
ძმამ ძის სისხლისთვის მამულის ნახევარი მისი სულისთვის შეწიროს და ნახევარი მეფის
ხაზინაში შევიდეს.
18. თუ ოთხი - ხუთი ძმები იყვნენ, თუმცა გაყოფილები იყვნენ, ახლობელმა აიღოს და
მოახმაროს მისს სულს და თუ ამ მოკლულის კაცის ცოლი დარჩეს და არ
გათხოვდებოდეს, მას, მოკლული კაცის სისხლის ფასის ნაწილი მიეცეს სარჩენად
(სასაპყრო იგივე).
19. რომელ ხალხსა და თემსაც უბრძანეს ერისთავმმა და გამგებელმა და დროულად არ
გამოვიდნენ - ხალხი თუ სოფელი და/ან ერთი კაცი არ წავიდეს სალაშქროდ, არ შეუნდონ,
ერთი წელიწადი მამული მეფის ხაზინაში შევიდეს და თითო ხარი წაეგვაროს მეფის
ხაზინისთვის. ეს ხარი იყოს ჰეროვანის და სოფლიონის. თუ ხევისბერი არ გაყვეს,
ხევისბერობა დაეკარგოს და მამული და სხვას დაეჭიროს. 1 წლის შემდეგ მამული ისევ
ებოძოს და ხევისბერობას ისევ ებოძოს, თუ სასარგებლო საქმე უკეთებია და არ
შეუცოდავს რაიმე.
20. ხევისბერი თუ ცუდად იყოს ლაშქრობის დროს, მისი ძმა და ახლობელი კაცი წავიდეს და
ხევისბერს შეენდოს ლაშქარში წაუსვლელობა.
21. კაცმა თუ ცოლი დააგდოს უმიზეზოდ, და უშეცდომო იყოს და ასეთს გაეყაროს, ამ ქალის
გვარის ნახევარი სისხლის ფასის დაევალოს გადასახდელად.
22. კაცი კაცს ცოლს თუ წაართმევს, ცოლწართმეული კაცი რაც სურს 1 წლამდე ემტეროს -
დაწვას, მოიტაცოს, დაარბიოს - არ დაისჯება, თუ არ წაართმევს სიცოცხლეს.
23. კაცმა თუ დანიშნული ქალი მოიტაცოს, თუ არ მოიყვანოს ცოლად, სისხლის ფასის
ნახევარი დაევალოს მისი გვარისა.
24. კაცმა თუ ჯვარდაწერილი ცოლი მოიტაცოს, მისი გვარის სისხლის ფასის მეექვსედის
გადახდა დაევალოს.
25. არ არის სლაიდებში
26. არ არის სლაიდებში
27. დარბაზის ბრძანების გარეშე ვისაც ციხეს დაუქცევენ, დაევალოს რა გვარისაც არის იმ
სისხლის ფასის ნახევარი და რა გვარისაც არის ციხის პატრონი იმ გვარის. ციხდე
აგრეთვე ააგოს დამქცეველმა, და თუ ბრძანებით დააქცევენ, არაფერს ედავებიან.
28. თუ მემკვიდრის გარეშე დარჩენილ კაცს დარჩა მამული, რომელიც არის მიტოვებული,
თუ მემამულე არ გამოჩნდა, არ აღმოაჩნდა, მაშინ მისი გვარის კაცები თუ გამოჩნდებიან,
რომლებიც ამ უმემკვიდრეოდ დარჩენილი კაცის მოყვარეები იქნებიან ჭირსა და ლხინში
თანამდგომი, მათ ებოძოს ეს მამული და მათ მოუწიოთ საჯარო, სალაშქრო და საბეგრო
გადასახადების გადახდა, ხოლო თუ დარჩა ამ კაცის გვარის კაცი, მაშინ, ვინც იქნება
ღირსი და ვინც იმ გადასახადებს გადაიხდის, დარბაზის გადაწყვეტილებით მას
გადაეცეს.
29. თუ კაცს ვინმე სხვა კაცთან საქმე ჰქონდეს და მივიდეს ეს საქმიანი კაცი და კაცს სთხოვოს
სასამართლოში წასვლა და არ გამოჰყვეს კაცი, მერე თუ მივა ეს კაცი და გამგებელს
ეტყვის : „ ამ კაცს სასამართლო მქონდა, ვთხოვე და არ გამომყვა“ - ამ საქმეს ერისთავს
მოახსენებენ გამგებლები და ამ კაცმა ორჯერ, სამჯერ გამოიწვიოს უნდა სასამართლოზე,
თუ არ გამოჰყვება არც ერისთავის სიტყვით და არც გამგებლის, და თუ მართლა,
უანგაროდ, უქრთამოდ სთხოვა კაცმა და სამჯერ სასამართლო ითხოვდა და არ გამოყვა,
ისეთ კაცს თუ დაესხა კაცი , სიკვდილისა და დაკოდვის სისხლი და გერში საფასური
ორივე გაბათილდება, რადგანაც კაცმა სამჯერ მოიწვია და არ გაჰყვა.
30. არ არის სლაიდში
31. არ არის სლაიდში
32. ვინდ სახეზე ჭრილობა აჩნდეს დაღად ან ცხვირი ჰქონდეს მოკვეთილი სისხლის ფასის
მეხუთედი გადაიხადოს. თუ ჭრილობა გამოჩენილი იყოს, მაგრამ ისე, რომ არ
დაშავდებოდეს და არ დაემჩნას, უპატიობისთვის 3 გადასახადი დაევალოს და ქირურგის
წამლის ფასი.
33. მარჯვენა ხელი ვისაც მოკვეთონ ან დაუშავდეს დაჭრით, დაევალოს სისხლის ფასის
მესამედის გადახდა.
34. კაცი, თუ ცაცია იყოს და მარცხენა ხელს მარჯვენად ხმარობდეს, მარჯვენა ხელის
სისხლის ფასის გადახდა დაევალოს.
35. კაცს თუ თვალი გადმოუვარდება ან ფეხი დაუშავეს, ან მოეკვეთოს, სისხლის ფასის
მეოთხედის გადახდა დაევალოს.
36. ერთ ომში ერთ კაცს თუ ორი ხელი დაუშავდეს ან ფეხები, გინდ თვალი
წაუხდეს/დაუშავდეს, მისი გვარის სისხლის ფასის ნახევრის გადახდა დაევალოს და
ექიმის/ქირურგის წამლის გადასახადის, რაც სჭირდებოდეს.
37. კაცი თუ კაცს მოკვეთავს ცერს, ან დააშავებს, ხელის დაკარგვაზე რა განაჩენიცაა, ნახევარი
სისხლის ფასის გადახდა დაევალოს, ხელი მარჯვენა იქნება თუ მარცხენა - იმის
მიხევდით რაგანაჩენიცაა. თუ სხვა რომელიმე თითი მოეკვეთონ ან დაუშავდეს, ხელის
სისხლის ფასის მესამედი დაევალოს გადასახდელად.
38. სადაც კაცი დაიჭრას, ისე რომ არ ჩანდეს ჭრილობა ტანისამოსიდან, არც არაფერი
დაუშავდეს, ერთი ჭრილობისთვის, ერთი უპატიობისთვის გადაუხადონ გვარის
მიხედვით და ქირურგის გადასახადიც, რაც დასჭირდებოდეს, მიეცეს.
39. კაცმა თუ კაცს კბილი ჩამოუგდოს, ოთხი ზემოთ, ოთხი ქვემოთ რომელიც ჩაბს, იმ
კბილების ჩამოყრისთვის, თითო კბილისთვის ორ-ორი უპატიობის გადასახადი
დაევალოს წესის და გვარის მიხედვით.
40. ამ ოთხი კბილის იქით, სხვა უჩინარი კბილების ჩამოყრისთვის, თითო კბილისთვის თით
უპატიობის გადასახადი დაევალოს.
41. ვისაც ამხანაგი ახლდეს და მოკვდეს ან დაიჭრას, მკვლელს არც სისხლის ფასის
გადასახადი დაევალოს და არც ჭრილობის საზღაური.
42. ლომისის ხატის მფარველობის ქვეშ მყოფი გლეხი, რომელსაც მეფე ან სხვა აირჩევდა, თუ
მოკლავდნენ 1500 თეთრის გადახდა დაევალებოდა.
43. არ არის სლაიდში
44. ვინმე თუ მოიპარავს ცხენს, ცხვარს, ძროხას ან საქონელს, ან სახლს გატეხავს და წაიღებს
რამეს, თუ ქურდებს/მძარცველებს უკან დაედევნებიან და დაუდგებიან, მაგრამ გზაში
ქურდები შემოეგებებიან, ამ ქურდებს უ მოკლავენ, სისხლის ფასს არ იხდიან.
ნაქურდალისთვის ერთ მთავარ გადასახადს დაემატება ორი სხვა -ჯამში სამის სისხლის
ფასი დაევალება გადასახდელად. და თუ საქონლის პატრონს ან მის ნათესავს მოკლავენ
სრული მკვლელობის გადასახადი დაევალებათ.
45. კაცმა რომ მოიპაროს ვინმესგან რამე და თავის დროზე ვერავინ გაიგოს რა, შემდეგ რომ
შეამჩნიონ მოპარული და გამოჩნდეს მართლა, მივიდნენ და სთხოვონ - ბევრი კაცი იყოს
ქურდი თუ ერთი კაცი - როდესაც მივა საქონლის პატრონი და სთხოვს, იგი ცამდე
მართალია და უნდა მისცენ და კარგად გადაუხადონ.
და თუ არ მისცემენ, გამგებელსა და მისი მხარის ხევიბერს აცნობონ და მათ უთხრან და
დააკისრონ გადახდა გადაწყვეტილებით. და თუ არც ამათი სიტყვით გაეგოს და
მოეთხოვოს ორ-სამჯერ მცდელობის შემდეგ, სადაც ახლოს ერისთავი იქნება, მას
აცნობონ. და თუ ვერ ერისთავმა გადაახდევინოს და ეს საქონლის პატრონი თავს დაესხას
ამ ქურდს, თავდამსხმელი არ ერქმევა, თუ ქურდს ან მისი ახლობელს/ამხანაგს მოკლავს,
მათი სისხლის გადასახადი არ ექნება გადასახდელი, თუმცა საქონლის პატრონი რომ
მოკვდეს, ქურდს მთლიანად სისხლის ფასი დაევალება გადასახდელად, რადგან
ქურდისთვის უთხოვია პატრონს ორ-სამჯერ, გამგებელიც და ხევისბერიც ადასტურებენ
ამას და მას არ მიუცია საქონელი.
46. პროცენტი არც ქართველ რჯულში იყო წესირომ აეღოთ, და არც სხვა რჯულში წერია.
პროცენტის აღება უწესო საქციელია და თუ ვინმე მსესხებელი კაცი ისეთი ავი იყო , რომ
პროცენტი აიღო, რა ხანიც არ უნდა იყოსგასული, ათ თეთრს ორი თეთრი უნდა დაეცეს
ანუ ოცი პროცენტი დაემატოს და ამის მეტი არ შეიძლება და არც სამართლიანია
მისაცემად და თუ ავი კაცი არ არის, საერთოდ არ აიღებს პროცენტს.

DZLEVAI SAKVIRVELI

You might also like