ნარცისიზმი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

ნარცისიზმი

მითი-
ნარცისი იყო ნაიადა ლირიპესა და მდინარის ღმერთის, კეფისოსის შვილი. ამ
მდინარეში გაიბანდნენ დევკალიონი და პირა, სანამ ადამიანების ახალ მოდგმას შექმნიდნენ
(რომელიც განადგურდა წყალდიდობით). ნარცისი დაიბადა, წინასწარმეტყველმა
იწინასწარმეტყველა, რომ დიდხანს იცოცხლებდა თუ საკუთარ თავს არასდროს შეიცნობდა. ეს
არავინ იცოდა რას ნიშნავდა. ნარცისი გაიზარდა, იგი ყველა მამაკაცზე უფრო ლამაზი იყო და
ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა, თუმცა მას არავინ მოწონდა. ხშირად ნადირობდა.

ნიმფა ექო- ზევის ცოლმა ჰერამ წაართვა ხმა- დაწყევლა.

ნიმფას უყვარდება ნარცისი- ნარცისი გადააგდებს- ნიმფა ნაღვლიანდება და ჩამოხმება და


უჩინარდება, მხოლოდ ექო რჩება მისგან

ნარცისი დაწყევლა თაყვანისმცემელმა- წყლის დასალევად მივიდა ტბასთან, დაინახა


გამოსახულება- თავისი თავი უყვარდება- კვდება- ამოდის ყვავილი

ნარცისიზმი-
ტერმინი გამოიყენება მდგომარეობის აღსაწერად, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს
ექცევა, როგორც სექსუალურ ობიექტს, იქამდე სანამ არ მიიღებს სრულ სექსუალურ
სიამოვნებას.

პირველად ტერმინი გამოიყენა ნესკემ 1899 წელს. ნარცისიზმი მანკიერებაა, რომელიც


მოიცავს პიროვნების დამახინჯებულ სექსუალურ ცხოვრებას.

ნარცისული ხასიათი ვლინდება ადამიანებში, რომლებიც ავად არიან სხვა


დაავადებებითაც. მაგალითად (ღმერთოჩემო!!!!) ჰომოსექსუალებში. ნარცისიზმი არის
ლიბიდო. იგი გვხვდება ნერვოზშიც, მაგრამ იქ არ ითვლება მანკიერებად, არამედ
თვითგადარჩენის ლიბიდური დანამატია, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვისაა
დამახასიათებელი.

ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან პარაფრენიით (ფსიქიკური აშლილობა,


ახასიათებს ქრონიკული ბოდვა) ავლენენ ორ მთავარ სიმპტომს: 1. განდიდების მანიას და 2.
გარე სამყაროს მიმართ ინტერესის კარგვას. თუმცა გარე სამყაროს მიმართ ინტერესის კარგვა
ისტერიის და ნერვოზების დროსაც ხდება. ანალიზების მიხედვით, ასეთ დროს ადამიანებს
ეროტიული ინტერესი ობიექტის მიმართ მაინც აქვთ შენარჩუნებული, თუმცა მხოლოდ მათ
ფანტაზიებში. ეს ადამიანები არაფერს აკეტებენ იმისთვის, რომ რეალურ სამყაროში
დაეუფლონ ობიექტს. ამ მდგომარეობას ეწოდება- ინტროვერსია (იუნგმა უწოდა).

შესაბამისად ამ შემთხვევაში ლიბიდო გარე რეალობას მოწყვეტილია, მოწყვეტილია


ობიიექტს და მიემართება საკუთარი მე-სკენ. ასე იქმნება მდგომარეობა, რომელსაც ვუწოდებთ
ნარცისიზმს.
(...ლიბიდოს განვითარების შემდეგი თეორია დაკავშირებულია პრიმიტიული ხალხის
სულიერ ცხოვრებსათან. მათთვის დამახასიათებელია სულიერი მდგომარეობები: აზრის
ყოვლისშემძლეობა, სიტყვის ზებუნებრიობა და გარე სამყაროზე ზემოქმედება:მაგია. ასეთი
დამოკიდებულებები შეიძლება დავინახოთ თანამედროვე ბავშვში (:???????????)…)

გვექმნება შთაბეჭდილება, რომ პირვლადი ლიბიდო კონცენტრირებულია მე-ზე, ხოლო


შემდეგ გადადის ობიექტზე. თუმცა უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით პროცესს, აღმოვაჩენთ, რომ
აქ გვხვდება ორი ლიბიდო 1. მე-ლიბიდო და 2. ობიექტი- ლიბიდო. ამ დროს ერთი რაც უფრო
იზდება, უფრო მცირდება მეორე. განვითარების უმაღლესი საფეხურია, როდესაც ლიბიდო
საერთოდ აღარ არის იმის ხარჯზე, რომ ლიბიდოს კონცენტრირება მოხდა მთლიანად
ობიექტზე. (.. საწინააღმდეგო კი პარანოიკის ფანტაზიაა, რომელიც უკავშირდება სამყაროს
დაღუპვას (?)…) ნარცისიზმის საწყის სტადიაზე ორივე ენერგია თანაბარია, ერთმანეთში
შერწყმულია. შემდეგ ეტაპებზე კი ხდება მე-ლიბიდოს გამოცალკევება, ლიბიდოს სწრაფვა მე-
სკენ.

1. როგორ კავშირშია ნარცისიზმი აუტოეროტიულ პროცესებთან, რომლებიც ლიბიდოს


განვითარების ადრეული სტადიაა?
2. როგორ გამოიყოფა სექსუალური სწრაფვები სხვა სწრაფვებისგან, თუ (როგორც ვთქვით)
ლიბიდო საწყის ეტაპზე კონცენტრირებულია მე-ზე.

იმისთვის, რომ პირველ კითხვას გავცეთ პასუხი, გასათვალისწინებელია, რომ


განვითრების საწყის ეტაპზე ადამიანს მე არ გააჩნია. საჭიროა მოხდეს მე-ს განვითარება.
რადგან აუტოეროტიზმი არის პირველი სტადია განვითარების. სწორედ ამიტომ უნდა
განვითარდეს დამატებითი პროცესები, უნდა შეიქმნას ახალი განცდები, რომ ადამიანმა
მიაღწიოს ნარცსიზმს.

იმისთვის, რომ გავიგოთ მე-ლიბიდოს და ობიექტ-ლიბიდოს რეალური მნიშვნელობა,


საჭიროა, რომ ჩავწვდეთ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ფსიქიკურ პროცესებს. (ფერენცის
მიხედვით) ორგანული დაავადებების დროს ადამიანი იმხელა ტკივილს განიცდის, რომ
კარგავს ინტერესს გარე სამყაროსადმი. ამ პერიოდში საერთოდ ლიბიდური განცდები ქრება,
რადგან ადამიანი იტანჯება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ლიბიდოს საკუთარ თავზე
მომართვას, იმისთვის, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ობიექტზე დააბრუნოს.

ძილის პროცესიც ნარცისიზმთანაა დაკავშირებული, ლიბიდო საკუთარ მე-ს


უკავშირდება და ამით მდგომარეობს სიზმრების ეგოისტური ხასიათი.

განვიხილოთ იპოხონდრიის შემთხვევა: იპოხონდრიის დროს ორგანო სრულიად


ჯანმრთელია, თუმცა ნერვოზის გამო ადამიანს მიაჩნია, რომ საშინლად დაავადებულია და
სასიკვიდლო რამ სჭირს. ამ დროს ადამიანი განიცდის საშინელ ტკივილს, კარგავს ინტერესს
გარე სამყაროსა და ობიექის მიმართ. ლიბიდო კონცენტრირდება რომელიმე ორგანოზე.

თუ დავაკვირდებით ნერვოზის სხვა სახეებს აღმოჩნდება, რომ ფიზიკური ტკვილს


პაციენტი ამ შემთხვევებშიც განიცდის. მაგ: შიშის ნერვოზების და ისტერიების დროს. აქედან თუ
გამოვალთ, გამოდის, რომ დაავადების სირთულე მე-ლიბიდოსა და ობიექტ-ლიბიდოს
ხარისხზეა დამოკიდებული (??ანუ არა), ანუ იმაზე, თუ რა ხარისხით ხდება მე-ლიბიდოს
კონცენტრაცია. იპოხონდრიის დროს ლიბიდო ფოკუსირდება რიამე ორგანოზე და ობიექტ-
ლიბიდოს სრულიად აღარიბებს, უფრო მსუბუქი დაავადებების შემთხვევაში კი ობიექტ-
ლიბიდო ნარჩუნდება და გარე რეალობასთან ნაწილობრივი კავშირი აქვს.

აუცილებლობა იმისა, რომ ლიბიდოს კონცენტრირება მოხდეს ობიექტზე იმაში


მდგომარეობს, რომ თავი დავიცვათ ფსიქიკური და ფსიქოლოგიური დაავადებებისგან. ზლიერი
ეგოიზმი ავადმყოფობისგან დაცვას წარმოადგენს. ეგოისტ ადამიანს საბოლოოდ ვინმე
უყვარდება, იმისთვის რომ არ გახეს ავად. თუკი დაავადდა ნიშნავს, რომ არ გააჩნია
სიყვარულის უნარი.

ნარცისიზმის შესწავლა საშუალებას იძლევა, რომ შევისწავლოთ ურთიერთობები კაცსა


და ქალს შორის და განსხვავებები. საინტერესოა- ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი სექსუალურ ობიექტს
არჩევს საკუთარი განცდებიდან გამომდინარე, ეს განცები მე-ს ლტოლვების დაკმაყოფილებას
ემსახურება. პირველი აუტოეროტიული სიამოვნება განიცდება სიცოცხლის შენარჩუნებისა და
თვითგადარჩენისთის. ადამიანი, რომელიც მე-ს უვლის და ზრუნავს მასზე, ხდება
სუბიექტისთვის სასიყვარულო ობიექტი.

შესაბამისად ადამიანები ობიექტს ვირჩევთ იმ განცდით, რომლის მიხედვითაც ვიღაც


გვიდგას მხარში და რაც არ უნდა იყსო ჩვენთან არის.

ადამიანებმა, რომლებმაც ვერ განავითარეს ლიბიდო სწორი მიმართულებით განიცადეს


მარცხი მაგ: ჰომოსექსუალიზმში, პერვერსიებში. (?/) ასეთ დროს ობიექტი შეირჩა არა დედის
მიხედვით, არამედ თვისივე თავის მიხედვით. ნათელია, რომ ადამიანები ამ დროს ობიექტში
ეძებენ საკუთარ თავს და ამს ქვია “ნარცისული გზით ობიექტის არჩევა”. Აქედან გამომდინარე
გამოგვაქ დასკვნა, რომ ნარცისიზმი ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპია.

ადამიანებს სექსუალური ობიექტის არჩევის დროს ორი ვარიანტი აქვთ: მხარდამჭერი


ტიპის და ნარცისული ტიპის. Რომელს აირჩევენ, ეს მათზეა დამოკიდებული.როგორც უკვე
ვიცით, ადამიანს საწყის ეტაპზე განვითარების, ორი სექსუალური ობიექტი ყავს: საკუთარი თავი
და დედა ან გამზრდელი, დედის ჩამნაცვლებელი. შესაბამისად თუ ბავშვი ირჩევს საკუთარ
თავს, იგი ნარცისული ტიპის სექსუალურ ობიექტს ირჩევს.

კაცები და ქალები განსხვავებულად ირჩევენ ობიექტებს. მამაკაცებში დომინირებს


სიყვარული მხარდამჭერი ობიექტის მიმართ, რაც მოგვიანებით მათ სექსუალური მომწიფების
პერიოდში გამოიხატება. აქ ვლინდება სექსუალური ობიექტის გადაფასება, რაც პირველად
ნარცსიზმთან არის დაკავშირებული. პირველადი ნარცისიზმის გადატანა ხდება სექსუალურ
ობიექტზე. ასეთი გადაფასების გამო მქონე ბიჭებს სიყვარულის თავისებური გამოვლინებები
ახასიათებთ, რაც ბუნებით აკვიატებულ ნერვოზს წააგავს, აქ ლიბიდო სრულიად შორდება მე-ს
და მიდის ობიექტის სასაეგებლოდ.

ქალების შემთხვევა განსხვავებულია. ლატეტნტურ პერიოდში,


სექსუალურ მომწიფებამდე, ნარცისიზმი ძლიერდება, ეს ცუდად მოქმედებს სექსუალური
ობიექტის არჩევაზე და შეფასებაზე. ამ დროს თუ ქალში განსაკუთრებით წინ წამოიწია
სილამაზე, იქმნება თვითკმაყოფილება. ასეთ ქალებს ძალიან უყვარდებათ საკუთარი თავი,
იგივე ინტენსივობით, როგორც მამაკაცს შეუყვარდებოდათ. თუმცა, ამავდროულად არ აქვთ
იმის მოთხოვნა, რომ ვინმე შეუყვარდეთ, კმაყოფილები არიან იმით, რომ თავად ისინი უყვართ
და ეტრფიან. ისინი ტკბებიან მამაკაცებით და მამაკაცებისათვის ძალიან მომხიბვლელები
არიან. ასეთი ქალები დიდ გავლენას ახდენენ კაცებზე, რომლებმაც უარი თქვეს პირველად
ნარცისიზმზე და ილტვიან ობიექტისკენ.

პატარა ბავშვების მომხიბვლელობაც ნარცისისტული ხასიათიდან გამომდინარეობს,


ასევე ისეთი ცხოველების, როგორებიც არიან კატები ან მტაცებლები. დიდ გავლენას ახდენენ
ჩვენზე ცნობილი დამნაშავეები თუ იუმორისტები. ეს ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის არსება
ყურადღებას იბყრობენ მათი ნარცისული ხასიათით, ჩვენში იწვევენ შურს, რადგან მათ შეძლეს
და დაიცვეს საკუთარი ლიბიდო, რაზეც სხვებმა დიდი ხნისწინ უარი თქვეს.

ბუნებით ნარცის ქალებს აქვთ სიყვარულის უნარი, ნარცისიზმი სიყვარულის უნარს


სრულიად არ გამორიცხავს, ისინი როდესაც ბავშვებს აჩენენ, მათში ხედავენ საკუთრ თავს და
მთელი ცხოვრება გარს ევლებიან.

სხვა ტიპის ქალები უფრო ადრე დგავენ ნაბიჯს ნარცისიზმიდან ობიექტის არჩევისკენ.
ისინი, თუკი მომწიფებამდე ბიჭურები იყვნენ, მამაკაცურ ხასიათს ავლენდნენ, მომწიფების
შემდეგ ეს თვისებები გაუქრათ, თუმცა მომავალ პარტნიორს არჩევენ, სწორედ იმ “ბიჭის”
მიხედვით, რომლებიც ერთ დროს იყვენენ.

მოცემულია ობიექტის არჩევის სქემა:


ნარცისული არჩევის ობიექტი:

1. ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია საკუთარი თვი


2. ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი
3. ისეთი, რომელიც ჩემს ნაწილს წარმოადგენს

მხარდამჭერი ობიექტის არჩევა:

1. ქალი, რომელიც გკვებავს


2. მამაკაცის დამცველი ქალი

(Ჰომოსექსუალებში ნარცისული ტიპის არჩევა სხვა საკითხებთან განხილვის დროს უნდა


განვიხილოთოო)

ხშირად, ჩვენს მიერ არჩეული ობიექტის გადაფასებას ვახდენთ, მაგალითად მშობლის


დამოკიდებულებაში ბავშის მიამრთ, ხდება ობიექტის გადაფასება, რასაც ნარცისული
საფუძველი უდევს. მაგალთდ: მშობელს აკვიატებულია აქვს, რომ ბავშვს ყველაფერი
სრულყოფილად მიართვას, არ აღიაროს მისი უარყოფითი ნიშნები. აქ ასევე მოდის სურათში
მშობლის სურვილი არმოფხვრას ის მოთხოვნები, რომლებიც კულტურიდან მოდის და რაზეც
ერთ დროს მათმა მშობლებმა თქვეს უარი. სურვილი, რომ საკუთარ შვილს უკეთესი ცხოვრება
მისცენ. მათი შვილები უნდა იყვნენ თავისუფლები იმ ტაბუებისგან და ჩარჩოებისგან,
რომლებშიც თავის დროზე ისინი ექცეოდნენ. Ბავშვს არ უნდა შეეხოს რამე დაავადება, არ უნდა
მოუწიოს სიამოვნებაზე უარის თქმა. Უნდა გახდეს სამყაროს ცენტრი. Უნდა აასრულოს
მშობლის აუსტულებელი სურვილები და გახდეს გმირი.

როდესაც მშობელს ასეთი დამოკიდებულება აქვს შვილის მიმართ ნარცისიზმი


აღორძინდება.
არსებობს ლიბიდური სურვილები და სწრაფვები. ერთი კატეგორიის ადამიანი ამ
სწრაფვებს ან ემოციებს ან იმპულსებს კი არ ახშობს, არამედ აცნობიერებს და უშვებს, მეორე კი
ახშობს, რაც არაჯანსაღია. Ის ადამიანი, რომელიც ამ იმპულსებს აცნობიერებს, ასევე ქმნის
რაღაც იდეალს, საკუთარ გონებაში, რასაც ადარებს საკუთარ თავს. Მეორე კატეგორიის
ადამიანს კიდე საერთოდ ამ იდეალის შექმნა არ შეუძლია, რადგან იმპულსებს ახშობს. მე
განდევნის იდეალს.

მემ იდეალში შეძლო საკუთარი თავის შეყვარება, რადგან ბავშვობაში, მართლად


სრულყოფილი, დაუმახინჯებელი იყო. Ნარცისიზმი არის იდეალურ მეზე გადატანა
ყურადღების. Ამ იდეალურ მეს სრულყოფილი ფასეულობები გააჩნია, მაგრამ რეალურად არ
აარის იდეალური. Ასე ადამიანი აღმოჩნდება ლიბიდოს გარემოცვაში და არ შეუძლია უარი
თქვას მასზე. Საკუთარი თავი უყვარდება და ნარცისული თვისებები უჩნდება. Ადამიანს არ უნდა
აღიაროს ის თავისი ბავშვური ნარცისული სრულყოფილება და გაზრდასთან დაკავშირებულ
იდეალს ქმნის წარმოსახვაში, რომლითაც ცდილობს რეალურად სრულყოფილი ბავშვობის
ჩანაცვლებას.

რა კავშირშია იდეალის წარმოქმნა და სუბლიმაცია?

სუბლიმაცია პროცესია, რომელიც მოქმედებს ობიექტ-ლიბიდოს მიმართულებით,


მაგრამ ანაცვლებს მას ისეთი რაღაცით, რაც სექსუალურ ლტოლვასთან არ არის კავშირში.

Იდეალიზაცია არი პროცესი, რომლის მიხედვითაც ობიექტი იღებს გადაჭარბებულ


შეფასებას. Იდეალიზაცია შეიძლება მოხდეს მე-ლიბიდოს და ობიექტი-ლიბიდოს მიმართ. Ანუ
შესაძლებელია გადააფასო შენი თავიც და სასიყვარულო სხვა ობიექტი. Შესაბამისად
სუბლიმაცია ხდება სწრაფვებთან მიმართებაში, ხოლო იდეალიზაცია ობიექტთან
მიმართებაში.

Ხშირად ერთმანეთში ურევენ- მე-იდეალის და სუბლიმირებულ სწრაფვებს. Ის, ვინც


ჩამოშორდა საკუთარ ნარცისულ ბუნებას მაღალი მე-იდეალის წყალობით, არ ნიშნავს, რომ
წარმატებით შეძლებს საკუთარი სწრაფვების სუბლიმაციას.

You might also like