ორგანიზებული დანაშაული კითხვები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

ორგანიზებული დანაშაული

1. საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ აყალიბებს პოლიციის


ინსტიტუციონალურ ცნებას, რომლის მიხედვით, საქართველოს პოლიცია
არის:

საქართველოს კანონის პოლიციის შესახებ მე-3 მუხლის თანახმად, პოლიცია არის


სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების
განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში
ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვით.

2. რა არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო


სამართალი?

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშრისო საპოლიციო სამართალი არის


საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც
აწესრიგებს სახელმწიფოებს შორის ორგანიზებულ, ტრანსნაციონალურ ბრძოლის
საკითხებს. უფრო კონკრეტულად კი, დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და
აღკვეთას, ოპერატიულ და არაოპერატიულ თანამშრომლობას, ოპერატიულ-
სამძებრო ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებასა და სხვას.

3. საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ „მართლწესრიგი“ განიმარტება,


როგორც:

საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ სიტყვა „მართლწესრიგი“ განიმარტება მე-2


მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და მისი მიხედვით, ესაა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული
ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს
კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით,
რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას.

4. დაასახელეთ პოლიციის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო


საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით:

პოლიციის უფლებამოსილებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან


დაკავშირებით განსაზღვრავს საქართველოს კანონის პოლიციის შესახებ მე-17
მუხლის მე-4 ნაწილი.
მის თანახმად, პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო
სივრცეში და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ გემებზე
კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების
განხორციელებას უზრუნველყოფს. ასევე, საქართველოს სახელმწიფო საღვარზე
პირთა ინსპექტირებას, არალეგალური მიგრაციის პრევენციას, აღკვეთას და
მიგრაციისა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
მოთხოვნებს. საქართველოს საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით პოლიცია აგრეთვე
ახორციელებს და უზრუნველყოფს 1982 წელს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის მიერ მიღებული საზღვაო სამართლის კონვენციით
გათვალისწინებულ „ცხელ კვალზე დევნის უფლებას.“

5. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით რა არის


თანაზომიერების პრინციპი?

თანაზომიერების პრინციპს ეხება საქართველოს კანონის პოლიციის შესახებ 12


მუხლი. მისი თანახმად, საპოლიციო ღონისძიება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას
უნდა ემსახურებოდეს და იგი უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და
პროპორციული.
გამოსადეგობა გულისხმობს იმას, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი
უნდა იყოს არჩეული ღონისძიებით.
აუცილებელი არის მაშინ, როდესაც არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა უფრო
ნაკლებადმზღუდავი, ნაკლებად ზიანის მომტანი ღონისძიება პირისათვის
(ადრესატისათვის).
პროპორციული კი გულისხმობს იმას, რომ კანონით დაცული სიკეთისათვის
მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცვადაც იქნა
გამოყენებული შერჩეული ღონისძიება.

6. რას გულისხმობს პოლიციის ანგარიშვალდებულება და დაასახელეთ მისი


სახეები:

 პოლიციის ანგარიშვალდებულება გულისხმობს როგორც ინდივიდუალური


პოლიციის ოფიცრების, ისევე სამართალდამცავი ორგანოების
პასუხისმგებლობას, სწორედ დანაშაულის კონტროლისა და წესრიგის
ეფექტურად დასაცავად და ამავდროულად, ინდივიდუალური პირების
მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი და კანონის ფარგლებში. პოლიცია
ვალდებულია, რომ დაიცვას კანონი სამართლიან მოპყრობასთან, ჩხრეკასა და
ამოღებასთან, დაკავებასთან, სექსუალური შევიწროებისა თუ დისკრიმინაციის
თაობაზე და ა,შ, ანგარისვალდებულება განიმარტება როგორც შიდა და გარე
კონტროლის მექანიზმი, რომლის მიზანიცაა, უზრუნველყოს, რომ პოლიცია
მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდეს სათანადოდ და თუკი იგი
არაჯეროვნად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, მაშნ მას დაეკისრება
პასუხისმგებლობა. აღნიშნული ემსახურება პოლიციის კეთილსინდისიერების
დაცვას, გადაცდომების თავიდან აცილებას, ასევე, საზოგადოების ნდობის
გაღრმავებას და სხვა.
ანგარიშვალდებულება ორგანოს დონეზე მოიცავს სამართალდამცავი
ორგანოების ქმედებებს დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებისათვის
სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით. ანგარიშვალდებულება ცალკეული
პირების დონეზე კი გულისხმობს პოლიციის ოფიცრების ქმედებას
მოქალაქეთა მიმართ კანონიერ, ზრდილობიან და თანაბარ მოპყრობასთან
დაკავშირებით.

 იმისათვის, რომ მოხდეს დანაშაულის კონტროლისა და წესრიგის დაცვა


ეფექტური გზით და ამავდროულად ინდივიდუალური პირების მიმართ
მოპყრობა სამართლიანი და კანონიერი იყოს, პოლიცია ანგარიშვალდებულია
რომ პოლიციის ოფიცრები და სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ
პასუხისმგებლები. პოლიციას მოეთხოვება, რომ დაიცვას კანონი სამართლიან
მოპყრობასთან, ჩხრეკასა და ამოღებასთან, დაკავებასთან, დისკრიმინაციასთან
დაკავშირებით, ასევე დაიცვას კანონი დასაქმების თანასწორი პირობების
თაობაზე, სექსუალური შევიწროების თაობაზე და ა.შ.
ანგარიშვალდებულება არის შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების
ერთობლიობა, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიცია ასრულებს მასზე
დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად და პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ
ჯეროვნად ვერ განახორციელებს აღნიშნულ მოვალეობებს. ე.ი.
ანგარიშვალდებულება მოიცავს თუ რას აკეთებს პოლიცია და როგორ
ახორციელებს ამ ქმედებებს. ანგარიშვალდებულება ორგანოს დონეზე ნიშნავს
სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების დანაშაულთან ბრძოლისა და
საზოგადოებისათვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით. ხოლო
ანგარიშვალდებულება ცალკეული პირების დონეზე მოიცავს, რომ პოლიციის
ოფიცრები მოვალეობათა განხორციელებისას, მოქალაქეთა მიმართ გამოიჩენენ
კანონიერ, ზრდილობიან და თანაბარ მოპყრობას.

7. რა არის პრევენცია და დაასახელეთ მისი სახეები:

ზოგადად, პრევენცია არის წინასწარი ღონისძიება რაიმე არასასურველი მოვლენის


თავიდან ასაცილებლად, მაგალითად, კონფლიქტის, დანაშაულის. სწორედ მაშინ
არის საზოგადოება დაცული, როდესაც სახელმწიფო რაიმე ღონისძიებას ატარებს
მანამდე, სანამ საზოგადოებას მიადგება ზიანი. აღნიშნული ქმნის საზოგადოების
უსაფრთხოების გარანტიას, გვაქვს პრევენციის ორი სახე: როგორც ზოგადი, ისე
კნკრეტული. მაგალითად, პრევენციაა ვიწრო გაგებით, როდესაც პოლიციის
დანაყოფი აგროვებს ინფორმაციას პირებზე, რომელთაც შესაძლოა შემოაქვთ
კონტრაბანდა, მართალია კონკრეტული დანაშაულის არსებობაზე არაა მითითება,
თუმცა, ამ ინფორმაციის შეგროვებით კონკრეტულ პირებზე, წინასწარ მოქმედებს,
ვინაიდან არ მიადგეს ზიანი საზოგადოების უსაფრთხოებას. ვიწრო გაგებით
პრევენციას განვიხილავთ კონკრეტული საფრთხის თავიდან აცილების კონტექსტში.
პრევენციული საპოლიციო ღონისძიებები „პოლიციის შესახებ“ კანონშია გაწერილი.
ვიწრო გაგებით ორევენცია ეხება კონკრეტულ საფრთხეს, ხოლო ფართო გაგებით კი
პრევენცია ეხება აბსტრაქტულ საფრთხეს, არა ახლო დროში, არამედ საფრთხეს
გარკვეულ გარემოებებში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს
მხრიდან საზოგადოების ინფორმირება საფრთხესთან დაკავშირებით. პრევენციული
ნაბიჯია მაგალითად, თუნდაც, ელექტრონულ სივრცეში გარკვეული ინფორმაციის
განთავსება ხალხისათვის გასაცნობად.
რასაკვირველია, პრევენცია არ მოიცავს სამართლებრივი სიკეთეების დაცვას
მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან, არამედ ნებისმიერი სხვა წყაროდან
მომდინარე საფრხისგანაც, მაგალითად მეწყერისაგან ან სხვა სტიქიური
უბედურებებისაგან.

8. დაასახელეთ საქართველოს შსს საქმიანობის 3 ძირითადი მიმართულება:

შსს საქმიანობის 3 ძირითად მიმართულებას განეკუთვნება: 1. მართლწესრიგის და


საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა (ამასთან, საზოგადოებრივი/სახელმწიფო
უსაფრთხოება შედიოდა ადრე შსს-ს საქმიანობაში, თუმცა შემდგომ სახელმწიფო
უსაფრთხოება გამოეყო და სუს-ს გადაეცა); 2. მომსახურების/სერვისის მიწოდება; 3.
საგანმანათლებლო სფერო.

9. დაასახელეთ საქართველოს საპოლიციო საქმიანობის ძირითადი


ნორმატიული აქტები;

პოლიცია თავის საქმიანობებს განახორციელებს შემდეგი ნორმატიული აქტებით: 1.


რეაგირება - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; 2. პრევენცია - ა) კანონი
პოლიციის შესახებ, ბ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, გ) კანონი ოპერატიულ
სამძებრო საქმიანობის შესახებ; 3) რეაგირება - ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსი.

10. დაასახელეთ ძველი რომის სამართალდაცვითი ქვედანაყოფები და მათი


ფუნქცია?

რომის საპოლიციო ქვედანაყოფში შედიოდა 3 ქვედანაყოფი:

1) ქალაქის პოლიციელები („ქალაქის დარაჯები“) - მათი ფუნქცია მეხანძრეობა


იყო, თუმცა ისინი ასევე იყვნენ ქალაქის „ღამის დარაჯები.“ მათ ფუნქციებს
მიეკუთვნებოდა ასევე ქურდების, ყაჩაღების და გაქცეული მონების დაკავება,
ასევე წვრილმან დანაშაულებთან, როგორიცაა ძარცვა, ქურდობა,
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ბრძოლა. ისინი ასევე წესრიგის დაცვის
მიზნით პატრულირებდნენ ქალაქის ქუჩებში. სტრუქტურის თვალსაზრისით
ეს ქვედანაყოფი იყო გასამხედროებული და ისინი შედიოდნენ სამხედრო
ქვედანაყოფის, კოჰორტებისა და ცენტურიების შემადგენლობაში.
2) ქალაქის კოჰორტა - მათი ფუნქცია იყო პრეტორიანული გვარდიის
განუსაზღვრელი ძალაუბლების დაბალანსება რომში, იმპერატირმა ოქტავიანე
ავგუსტუსმა სწორედ ამ მიზნით შექმნა ეს ქვედანაყოფი ძვ.წ.-ის 27-19 წწ-ში.
ქალაქის კოჰორტა სამი დანაყოფისაგან შედგებოდა და მას ხელმძღვანელობას
უწევდა ქალაქის პრეფექტი. ძირითადი ფუნქცია იყო საოგადოებრივი
წესრიგის დაცვა, ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, სხვადასხვა
დაჯგუფებებთან და კრიმინალურ ბანდებთან. მათ ფუნქციებში ასევე
შედიოდა ბრბოს მართვა, არეულობებისა და ამბოხების დროს ე.წ. სპეცრაზმის
ფუნქციები.
3) ელიტარული ქვედანაყოფიმ სახელწოდებით praetoriani, იყო რომში დიდი
ძალაუფლების მქონე ქვედანაყოფი, ვინაიდან წარმოადგენდა რომის
იმპერატორთა პირად გვარდიას, ის ასევე იყო საიდუმლო პოლიცია და დაცვის
სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფი, რომელიც მიუხედავად ასეთი
მნიშვნელოვანი ფუნქციისა, გაუქმნდა რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდის
მიერ მე-4 საუკუნეში.
11. რა არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სამართალი?
დაასახელეთ მისი სახეები:

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სამართალი არის


საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც
არეგულირებს სახელმწიფოებს შორის ორგანიზებულ, ტრანსნაციონალურ
დანაშაულთან ბრძოლის საკითხებს, როგორებიცაა დანაშაულის გამოვლენა, მათთან
ბრძოლა, აღკვეთა, ოპერატიული და არაოპერატიული თანამშრომლობა და ა.შ. ის
ორი სახისაა:
ა) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის იუსტიციის ორგანოებს შორის
თანამშრომლობა (პროკურატურა, იუსტიცია და სასამართლო ორგანოები);
ბ) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო თანამშრომლობა, რომელიც
მოიაზრებს თანამშრომლობას პოლიციასთან, ფინანსურ პოლიციასთან, საბაჟო და
ყველა სხვა ორგანოსთან, რომელსაც საგამოძიებო ან სამართალდამცავი ფუნქციები
გააჩნია.

12. რას არეგულირებს საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის


შესახებ?

საქართველოს კანონის „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ პირველი


მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია რეგულირების სფერო:
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანოების
სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ
ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების,
საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამავე კანონის მე-2 მუხლის შინაარსიდან კი
ვიგებთ, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ისეთ პრინციპებს,
როგორებიცაა: ა) ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; ბ) იურიდიული პირის
უფლებების დაცვა და პატივისცემა; გ) კანონიერება; დ) კონსპირაციის, ღია და
ფარული მეთოდების შეხამება.

13. დაასახელეთ ის ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო საერთაშორისო საპოლიციო


თანამშრომლობის განვითარებას?

კომუნიკაციისა და მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების განვითარებამ დიდი როლი


ითამაშა პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში,
ვინაიდან ისეთი ფაქტორების დადგენით, როგორიცაა თითის ანაბეჭდები,
იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, ტელეგრაფი, ტელეფონის გამოგონება და სხვა,
ხელს უწყობდა გამოებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში.

14. საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ „საზოგადოებრივი უსაფრთხოება“


განიმარტება, როგორც:

საქართველოს კანონის პოლიციის შესახებ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,


საზოგადოებრივი უსაფრთხოება არის პირთა უფლებების, სახელმწიფოს
სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების,
საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა.

15. რა არის საპოლიციო ღონისძიება „პირის გამოკითხვა,“ რომელიც


გათვალისწინებულია საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ და მისი
თავისებურებები?

პოლიციამ რომ თავისი ფუნქციები სრულყოფილად და ეფექტურად


განახორციელოს, ამისათვის იგი მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, ეს
ღონისძიებები ჩამოთვლილია საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ, მე-18
მუხლში. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთია „პირის გამოკითხვა.“ აღნისნული კანონის
მე-19 მუხლი განსაზღვრავს პირის გამოკითხვის ორ ძირითად მიზანს, პირის
ვინაობის დადგენას და საჭირო იფნორმაციის მიღებას. ეს ღონისძიება
შესაძლებელია, რომ ჩატარდეს როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა პრევენციულ
ღონისძიებასთან ერთად. მნიშვნელოვანია არსებობდეს მე-19 მუხლში ჩამოთვლილი
საფუძლები, იმისათვის, რომ პოლიციამ ჩაატაროს „პირის გამოკითხვა.“

ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;


ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა
სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;
გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან
ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის გახორციელების ადგილზე;
დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი,
რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას და ამ იარაღის ტარების
უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;
ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო
შემთვევის ადგილზე;
ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება
სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.

ამ ღონისძიების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ


აღნიშნული ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა
კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით. ასევე, პირს უნდა განემარტოს, თუ რა
საფუძვლით ხდება მისი გამოკითხვა.
16. დაასახელეთ ის გარემოებები, რომლებიც ხელს უშლიდნენ საერთაშორისო
საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას კრიმინალური პოლიციის
საერთაშორისო კომისიის (ICPC) დაარსებამდე.

ძირითადი ხელისშემშლელი გარემოებები იყო: სახელმწიფოებს შორის დაძაბული


პოლიტიკური ურთიერთობები, ასევე იმ პერიოდში გახშირებული იყო ომები და
კონფლიქტები, რაც ასევე ხელს უშლიდა, განვითარებულიყო საერთაშორისო
საპოლიციო თანამშრომლობა. სამართალდამცავი სისტემების უუნარობა და
განვითარების დაბალი დონე, კორუფცია, სისტემის პოლიტიზირება, ნაკლები
ავტონომია და სხვა.

17. რომელი საპოლიციო ღონისძიებების ჩატარების დროს დგება ოქმი?


დაასახელეთ ეს ღონისძიებები.

ოქმი დგება პირის იდენტიფიკაციის, პირის მოწვევისა და ზედაპირული შემოწმება


და დათვალიერების დროს.

18. რა არის საპოლიციო ღონისძიება „ზედაპირული შემოწმება და


დათვალიერება,“ რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით
პოლიციის შესახებ და მისი თავისებურებები?

იმისათვის, რომ პოლიციამ თავიდან აიცილოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და


მართლწესრიგის დარღვევა, ახორციელებს მთელ რიგ პრევეციულ ღონისძიებებს. ეს
ღონისძიებები ჩამოთვლილია საქართველოს კანონის პოლიციის შესახებ მე-18
მუხლში.
ერთ-ერთი ასეთი საპოლიციო ღონისძიებაა „ზედაპირული შემოწმება და
დათვალიერება.“ ამ უკანასკნელს განმარტავს პოლიციის კანონის 22-ე მუხლი. ამ
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს
მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან
საშუალებით შეხებას.
ეს ღონისძიება შინაარსობრივად შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად, მასში მოიაზრება
როგორც პირის ზედაპირულად დათვალიერება, ასევე ნივთის ან სატრანსპორტო
საშუალების ზედაპირული დათვალიერება. აუცილებელია გამოვყოთ ის
საფუძვლები, რისი მიხედვითაც ხდება პირის ზედაპირული შემოწმება:

ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირს თან აქვს ნივთი,


რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბ) პირი იმყოფება ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური
რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს,
20 მეტრის რადიუსში.
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი
იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები,
იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.
რაც შეეხება, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას, აღნიშნულის
განხორციელების საფუძვლებიც ჩამოთვლილია პოლიციის კანონის 22-ე მუხლის მე-
4 ნაწილში.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიების დროს, არ უნდა მოხდეს ჩანთის გახსნა,
ნივთების ამოლაგება, ან თუნდაც ტელეფონის ამოღება და იქ არსებული
ინფორმაციის გაგება.
მნიშვნელოვანია, რომ ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებდეს შესაბამისი
სქესის წარმომადგენელი, თუმცა თუ სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა,
შესაძლებელია იგი ნებისმიერმა პოლიციელმა განახორციელოს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღონისძიება მიეკუთვნება ისეთ საპოლიციო
ღონისძიებას, რომლის ჩატარების დროსაც დგება ოქმი.
1. ვინ არის ცნობილი, როგორც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის
ფუძემდებელი?

ა) მაქს პლანკი;
ბ) დოქტორი იოჰან შობერი;
გ) ონორე დე ბალზაკი;
დ) ემერ დე ვატელი.

2. რომელი საუკუნიდან იწყება პოლიციის სფეროში საერთაშორისო


თანამშრომლობის განვითარება?

ა) 19 საუკუნეში, გერმანულ სახელმწიფოებს შორის;


ბ) ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნე;
გ) საღვთო რომის იმპერიაში 17 საუკუნიდან;
დ) 20 საუკუნეში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის;

3. საერთაშორისო პოლიციის ორგანიზაციის ჩამოყალიბების პირველი


ინიციატივა მე-20 საუკუნეში მიღებულ იქნა:

ა) 1922 წელს, ნიუ იორკის კონფერენციის დროს;


ბ) 1914 წელს, მონაკოს კონფერენციის დროს;
გ) 1905 წელს ბუენოს აირესის კონფერენციის დროს;
დ) 1918 წელს პარიზისა და სანქტ-პეტერბურგის კონფერენციების დროს.

4. საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ ვრცელდება:

ა) ყველა სამართალდამცავ სტრუქტურებზე;


ბ) მხოლოდ შსს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებზე, სტრუქტურულ
ერთეულებზე და საქვეუწყებო დაწესებულებაზე;
გ) შსს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებზე, სტრუქტურულ ერთეულებზე და
სამხედრო პოლიციის საქმიანობაზე;
დ) არც ერთი პასუხია სწორი.

5. „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის გვერდით, პოლიციის საქმიანობის


სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის შემდეგი სპეციალური კანონები:
(შემოხაზეთ სწორი პასუხები);

ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;


ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) “სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ”
საქართველოს კანონი.
დ) „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი.

6. პოლიცია სამართალდარღვევებზე რეაგირების დროს მოქმედებს:

ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის


საფუძველზე;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სამოქალაქო
სამართლის კოდექსის საფუძველზე;
გ) სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების
საფუძველზე;
დ) სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების
საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
საფუძველზე.

7. კითხვა portait parle (მოლაპარაკე სურათი), როგორც პირის იდენტიფიკაციის


მეთოდი, გამოიგონა:

ა) იოჰან შობერმა;
ბ) მაქს პლანკმა;
გ) ლუიჯი ლუჩენიმ;
დ) ალფონს ბერტილიონმა.

8. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის პოლიციის საქმიანობის ძირითადი


სახელმძღვანელო პრინციპი?

ა) თანაზომიერების პრინციპი;
ბ) პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი;
გ) უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების პრინციპი;
დ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი.

9. ანარქიზმთან საერთაშორისო ბრძოლის საიდუმლო გეგმა მიიღეს:

ა) 1904 წელს პარიზის კონფერენციის დროს;


ბ) 1904 წელს სანქტ-პეტერბურგის შეხვედრის დროს;
გ) 1922 წელს ნიუ იორკის საერთაშორისო პოლიციის კონფერენციაზე;
დ) 1914 წელს მონაკოში, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის პირველ
კონგრესზე.

10. ამ კონვენციებიდან ევროსაბჭოს კონვენციას განეკუთვნება:

ა) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პალერმოს კონვენცია;


ბ) ბირთვული ტერორიზმის კონვენცია;
გ) კიბერდანაშაულის კონვენცია;
დ) აპოსტილის კონვენცია.

11. საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ ვრცელდება:

ა) ყველა სამართალდამცავ სტრუქტურებზე;


ბ) მხოლოდ შსს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებზე და სტრუქტურულ
ერთეულებზე;
გ) შსს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებზე, სტრუქტურულ ერთეულებზე და
სამხედრო პოლიციის საქმიანობაზე;
დ) არც ერთი პასუხია სწორი.

12. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია:

ა) უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;


ბ) უზრუნველყოს სამართალდარღვევაზე რეაგირება;
გ) განსაზღვროს პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივი
საფუძვლები;
დ) უზრუნველყოს პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის
გარანტიები.

13. რა სახის დანაშაულთან ბრძოლას ეფუძნებოდა პირველი საპოლიციო


თანამშრომლობის გაერთიანებები?

ა) ნარკოდანაშაული;
ბ) ანარქისტულ მოძრაობას და რადიკალურ იდეებს;
გ) ქურდულ სამყაროს;
დ) კიბერდანაშაულს.

14. პირველი საერთაშორისო შეთანხმება თეთრი მონების ტრეფიკინგთან


ბრძოლის შესახებ მიიღეს:

ა) 1904 წელს პარიზის კონფერენციის დროს;


ბ) 1904 წელს სანქტ-პეტერბურგის შეხვედრის დროს;
გ) 1922 წელს ნიუ იორკის საერთაშორისო პოლიციის კონფერენციაზე;
დ) 1914 წელს მონაკოში, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის პირველ
კონგრესზე.

15. მრავალმხრივი დეკლარაციები წარმოშობენ:

ა) ვალდებულებებს მასში მონაწილე სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნებისათვის;


ბ) ვალდებულებებს მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისათვის;
გ) პოლიტიკური სახის ვალდებულებებს მასში მონაწილე სუბიექტებისათვის;
დ) არანაირ ვალდებულებებს;

16. პრევენციული ფუნქციის შესრულებისას პოლიცია წარმოადგენს:

ა) სისხლისსამართალწარმოების განმახორციელებელ ორგანოს;


ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ ორგანოს;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოს;
დ) საერთაშორისო საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელ
ადმინისტრაციულ ორგანოს.

17. პირველი საერთაშორისო კონფერენცია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის


შესახებ (ოპიუმის საერთაშორისო კომისია) ჩატარდა:

ა) შანხაიში 1907 წელს;


ბ) შანხაიში 1909 წელს;
გ) ბუენოს აირესში 1899 წელს;
დ) ჰააგაში 1910 წელს.

18. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის პოლიციის საქმიანობის ძირითადი


სახელმძღვანელო პრინციპი?

ა) თანაზომიერების პრინციპი;
ბ) პოლიციის საქმიანობის გამჭირვალობის პრინციპი;
გ) ერთმანეთის უფლებათა ურთიერთპატივისცემის პრინციპი;
დ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი.

You might also like