Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

სულ არ მჭირდება შეხსენება, ისედაც ვიცი

სად წავიქეცი, სად ავდექი, სად დავსე ფიცი


ხელებს დახედე, ვიდრე თითებს სხვისკენ მიმართავ
სანამ დათრგუნვას, დამცირებას მიზნად ისახავ

სულ არ მჭირდება შეხსენება ისედაც მახსოვს


სიცხეში ვდგავარ, თავზე მაწვიმს, თუ თავზე მათოვს
მე ხომ ჩემთვის ვარ, შეცდომებთან პირისპირ, მარტო
და სინანულთან გზა ვიწროა მგონია ფართო

სულ არ მჭირდება მითითება ისედაც ვხედავ


რაც კი მაკლია და მივმართავ: გამოჩნდი რწმენავ
ისედაც ვხედავ სხვათაშორის თვალს კი არ ვაჩვევ
თეთრი მოშავოს რომ წააგავს იმასაც ვარჩევ

სულ არ მჭირდება შეხსენება, სულ არ მჭირდება


ზურგს ვინ შემაქცევს და ჩემს აზრებს თუ ვინ მიხვდება
გავიმეორებ, ისიც მახსოვს ბევრჯერ რომ შევცდი
და აწ შეცდომილს ამიარეს უსიტყვოდ გვერდი

სულ არ მჭირდება შეხსენება, რომ ვიყო კარგად


რომ გავუფრთხილდე ღირსებას და მტერს შევხვდე მყარად
სულ არ მჭირდება დავუმტკიცო ვინმეს სიკარგე
თუ მტკიცებაში უგზო-უკვლოდ გადავიკარგე

სულ არ მჭირდება გახსენება ისედაც მახსოვს


რომ ერთხელ წავალ და ანუბი დარჩენას არ მთხოვს
სულ არ მჭირდება დავიჭირო ბოლოს მომენტი
რომ უკვე იქით წაბრძანებულს მერქვას პოეტი.

You might also like