Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ლევან ქვარიანი - მოწვეული ლექტორი

ამოცანამ არ შეგაშინოთ. ზუსტად იგივე ლოგიკა მუშაობს აქ რასაც აქამდე ვიყენებდით. უბრალოდ, აქამდე
მოცემული გვქონდა ცხრილები და ცხრილების საშუალებით ვპოულობდით MR-ს, MC-ს, მოგებას და ა.შ. ყველა ეს
დანახარჯი თუ მოთხოვნა შეიძლება მოცემული იყოს არა მხოლოდ ცხრილის სახით არამედ განტოლებებით.
ძალიან მარტივი ამოსახსნელია, მთავარია მიყვეთ ნაბიჯ ნაბიჯ. აქ დეტალურად ავხსენი და ცოტა დიდი ჩანს.

ამოცანა:

მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე ფირმის საქონელზე მოთხოვნა არის Qd=13-P ხოლო


ზღვრული შემოსავალია MR=13-2Q. ფირმის ზღვრული დანახარჯია MC=1+2Q, ხოლო საშუალო
დანახარჯებია ATC=18/Q + 1 + Q.

1) იპოვეთ ფირმის მოგება 2) ააგეთ ნახაზი და თუ მოგება არანულოვანია, აჩვენეთ ნახაზზე.

ამოხსნა:

გავიხსენოთ მოგების მაქსიმიზაციის პირობა MR=MC. გავუტოლოთ შესაბამისი განტოლებები და


ვიპოვოთ მოგების მაქსიმიზაციის შესაბამისი წარმოების მოცულობა.

MR=MC
13-2Q=1+2Q
4Q=12
Q=3
ანუ მოგების მაქსიმიზაციისთვის ფირმამ უნდა აწარმოოს 3 ერთეული პროდუქცია. რადგან ვიცით
მოგების მაქსიმიზაციისთვის საჭირო პროდუქციის რაოდენობა, მოთხოვნის განტოლების დახმარებით
შეგვიძია ვიპოვოთ შესაბამისი ფასი.

Qd=13-P
3=13-P
P=10
რადგან უკვე ვიცით მოგების მაქსიმიზაციისთვის საჭირო პროდუქციის რაოდენობა (3) და ფასი (10),
მაშინ შეგვიძლია ვიპოვოთ შემოსავალი:

TR=P*Q=3*10=30

ახლა ჩვენი მიზანია ვიპოვოთ მთლიანი დანახარჯი (მოგება რომ ვიპოვოთ მთლიანი შემოსავალი და
მთლიანი დანახარჯი გვჭირდება - მოგება=TR-TC). რადგან ვიცით საშუალო მთლიანი დანახარჯის
განტოლება ( ATC=18/Q + 1 + Q), მაშინ შეგვიძლია ვიპოვოთ მთლიანი დანახარჯის განტოლებაც:

TC=Q*ATC
TC=Q* (18/Q + 1 + Q)
TC= 18+Q+Q^2
თუ ჩავსვამთ მოგების მაქსიმიზაციისთვის საჭირო პროდქუციის რაოდენობას ამ განტლოებაში, მაშინ
ვიპოვით მთლიან დანახარჯს.

TC=18 + 3 + 3^2=18+3+9=30

ანუ ვიცით TC და ვიცით TR. შესაბამისად მოგება იქნება profit=TC-TR=30-30=0


ლევან ქვარიანი - მოწვეული ლექტორი

2) როგორც აღმოჩნდა ფირმის ეკონომიკური მოგება არის 0. ეს ნიშნავს რომ მონოპოლისტური


კონკურენციის ბაზარი გრძელვადიან წონასწორობაშია და არ არსებობს არანაირი სტიმული ბაზარზე
ახალი კომპანიების შესვლის ან გამოსვლის. როგორც ვიცით ამ დროს ფირმის მოთხოვნის მრუდი ATC-ს
ეხება. (ოღონდ არა მინიმუმში, მონოპოლისტური კონკურენციაა, თეორიას გადახედეთ).

ესეც ნახაზი.

You might also like