Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

აქტივობა ტოლერანტობაზე

პირველი აქტივობა იქნება თემის გაცნობა ვიდეო რგოლების დახმარებით,


დავუსვამ სადისკუსიო შეკითხვებს, თითოეულ მოსწავლეს ექნება საშუალება
საკუთარი აზრის დაფიქსირების, კლასში მოხდება აზრების ურთიერთგაცვლა.

მეორე აქტივობა: მოსწავლეებს დავურიგებ ფერად სტიკერებს, რაზეც ეწერება


ტოლერანტობასთას დაკავშირებული სიტყვები, დაფაზე
ეწერება ,,ტოლერანტობა”, მოსწავლეებს ვთხოვ, რომ ამოარჩიონ სიტყვები,
რომლებიც გამოხატავს ტოლერანტობას და შემდეგ გააკრან დაფაზე. თან ვთხოვ
ახსნას თუ რატომ ფიქრობენ ასე.

მესამე აქტივობა: მესამე აქტივობის დროს ვთხოვ, რომ დაწყვილდნენ და იმუშაონ


კითხვაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები?

მეოთხე აქტივობა: ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს ვთხოვ, რომ სახლში


შექმნან თავისი სურვილისამებრ, ეს იქნება გაზეთი, კომიქსი, სტატია თუ
პრეზენტაცია და შემდეგ გააცნობენ კლასს.

You might also like