სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები – ვირუსები

ვირუსი (ლათ. Virus - შხამი) მიკროსკოპული ნაწილაკია, რომელიც შედგება


ცილოვანი გარსით – კაპსიდით გარემოცული ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ) ერთი ან
რამდენიმე მოლეკულისაგან. ყოველი სახის ვირუსი ნუკლეინის მჟავების მხოლოდ ერთ
ტიპს, ან რნმ-ს, ანდა დნმ-ს შეიცავს.
ვირუსები სიცოცხლის არაუჯრედოვანი ფორმებია. ისინი ობლიგატური
პარაზიტებია, ანუ ისეთი პარაზიტებია, რომლებსაც ფუნქციონირება და გამრავლება,
ანუ სიცოცხლისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლენა მხოლოდ ერთ –
ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედებში არსებობისას შეუძლია. ვირუსების
მნიშვნელოვანი ნაწილი ცოცხალ უჯრედში მოხვედრისას იწვევს უჯრედში მიმდინარე
ცხოველქმედების ნორმალური პროცესების მოშლას, ხშირ შემთხვევაში კი – უჯრედის
დაღუპვასა და ორგანიზმის დაავადებას.
ვირუსული ნაწილაკი, რომელსაც ვირიონი ეწოდება, წარმოადგენს ცილოვან
კაპსულას – კაპსიდს, რომელიც ვირუსის გენომს შეიცავს. ვირუსის გენომი
წარმოდგენილია დნმ-ს ან რნმ-ს ერთი ან რამდენიმე მოლეკულისაგან. დნმ-სა და რნმ-ს
მოლეკულების ფორმები მეტად მრავალფეროვანია: არსებობს ვირუსები, რომლებიც
შეიცავს წრიული ან ხაზობრივი ფორმის ორმაგსპირალიან დნმ-ს, ერთჯაჭვიან ან
ორჯაჭვიან რნმ-ს; ერთჯაჭვიან რნმ-ს ორ მოლეკულას და ა. შ. კაპსიდი აგებულია
ცილოვანი კომპლექსებისაგან – კაპსომერებისაგან. ნუკლეინის მჟავასა და ცილების
კომპლექსს ნუკლეოკაპსიდი ეწოდება. ზოგიერთ ვირუსს ლიპიდებისაგან შემდგარი
გარე გარსიც აქვს. ეს გარსი მასპინძელი უჯრედის პლაზმური მემბრანის ნაწილია,
რომელიც ვირიონმა უჯრედიდან გამოსვლისას მიიტაცა.
სხვადასხვა სახის ვირუსების ზომები 20 ნმ-დან 500 ნმ-მდე მერყეობს. არსებობს
ისეთი ვირუსებიც, რომელთა ზომები 3000 ნმ-მდეც კი აღწევს. ვირიონებს ხშირად
ცილინდრის, იკოსაედრის ან სხვა ფორმა აქვს.
ვირუსების აგებულების შესწავლა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპით არის
შესაძლებელი. სურათზე 1 მოყვანილია თამბაქოს მოზაიკური დაავადების გამომწვევი

1
ვირუსის მიკროფოტო და მისი სქემატური გამოსახულება. ამ ვირუსის ნაწილაკს
ღრუიანი
ცილინდრის ფორმა აქვს. ცილინდრის კედელი აგებულია კაპსომერებისაგან, სიღრუეში
კი ვირუსის გენომი – სპირალურად დახვეული რნმ-ია განლაგებული. თამბაქოს
მოზაიკური ვირუსი თამბაქოს ფოთლის უჯრედებში მოხვედრისას ქლოროპლასტების
დაშლას და ფოთლის უჯრედების შეჭმუხვნას იწვევს.

სურ. 1. თამბაქოს მოზაიკური დაავადების გამომწვევი ვირუსის მიკროფოტო და


მისი სქემატური გამოსახულება. 1 – სპირალურად დახვეული რნმ,
2 - კაპსიდის შემადგენელი ცილები.

ადამიანისა და ცხოველების ინფექციის გამომწვევი ვირუსების დიდი ნაწილის


კაპსიდი იკოსაედრის ფორმისაა. იკოსაედრი ოცწახნაგა მრავალკუთხედია, რომლის
წახნაგები ტოლგვერდა სამკუთხედებია. სფერული ფორმისაა ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსი (სურ. 2.), რომელსაც კაფსიდის გარდა გარსიც აქვს.

2
სურ. 2. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.
1 – ტრანსმემბრანული გლიკოპროტეინი, 2 – გლიკოპროტეინი, 3 – ლიპიდური
მემბრანა, 4 – კაპსიდი, 5 – რნმ, 6 – მატრიქსი, 7 – ფერმენტი ტრანსკრიპტაზა.

ვირუსების ერთ-ერთ ფორმას ბაქტერიოფაგები (ხშირად მათ ფაგები ეწოდება)


წარმოადგენს. ისინი ბაქტერიების უჯრედებს აზიანებს. ფაგები ბაქტერიის უჯრედებში
მრავლდება და ამ უჯრედების დაშლას – ლიზისს იწვევს. ნაწლავის ჩხირის ( E. coli)
ბაქტერიოფაგი შედგება: ა) იკოსაედრის ფორმის თავისაგან, სადაც გენეტიკური მასალა –
დნმ არის ლოკალიზებული, ბ) კუმშვადი ცილებისაგან წარმოქმნილი შალითით
გარემოცული ღრუ ცილინდრის ფორმის კუდისაგან, რომელიც ექვსკუთხა ფირფიტით
ბოლოვდება, გ) 6 მოკლე და 6 გრძელი ძაფისაგან (სურ. 3). ასეთი კონსტრუქცია
უზრუნველყოფს ფაგის გენეტიკური მასალის ბაქტერიის უჯრედში შეშხაპუნებას.

სურ. 3. ბაქტერიოფაგის აგებულების სქემა (A) და


ბაქტერიის უჯრედის გარსზე მიმაგრებული ფაგები (B)

ვირუსებით უჯრედის ინფიცირების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:


1. უჯრედის მემბრანასთან ვირიონის დაკავშირება.
2. უჯრედში შეღწევა. უმეტეს შემთხვაში უჯრედში ვირიონის გენეტიკური
ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა აღწევს. ზოგიერთ ვირუსს კი უჯრედში
საკუთარი ცილებიც გადააქვს. განსხვავებულია უჯრედში შეღწევის სტრატეგიებიც.
3
მაგალითად, ზოგიერთი სახის ვირუსი თავის რნმ-ს უშხაპუნებს მასპინძლის უჯრედს,
ზოგი ვირუსი კი თვით მასპინძლის უჯრედს ენდოციტოზის გზით გადააქვს საკუთარ
ციტოპლაზმაში. აქ ლიზოსომების გავლენით ვირიონის დეპროტეინიზაცია ხდება, რის
შემდეგაც ვირუსის რნმ და ცილები ლიზოსომიდან ციტოზოლში გადადის.
3. უჯრედის გადაპროგრამირება. ინფიცირებისას უჯრედში აქტივდება ვირუსისაგან
დაცვის მექანიზმები. უჯრედი იწყებს სპეციალური ნივთიერებების – ინტერფერონების
გამომუშავებას, რაც მეზობელ ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისაგან იცავს. უჯრედში
ვირუსების გამრავლების შემთხვევაში კი ხდება უჯრედის პროგრამირებული
სიკვდილის – აპოპტოზის მექანიზმების ჩართვა. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მრავალი
სახის ვირუსმა შეიძინა ვირუსის საწინააღმდეგო დაცვის დათრგუნვის უნარი. კერძოდ,
ვირუსი თრგუნავს უჯრედისათვის აუცილებელი ცილების სინთეზს, თვით ვირუსის
ცილების სინთეზი კი თავისუფლად მიმდინარეობს, ანუ ადგილი აქვს ვირიონების
გამრავლებას.
ვირუსების გამრავლება ზოგადად სამ ძირითადი პროცესს მოიცავს: ა) ვირუსული
ნუკლეინის მჟავას რეპლიკაცია, ბ) ვირუსული ცილების სინთეზი და გ) ვირიონების
აწყობა და უჯრედიდან გამოსვლა. ახლადსინთეზირებული ვირუსული ნუკლეინის
მჟავა იმოსება შესაბამისი ცილებით და მასპინძლის უჯრედს ტოვებს.
თუ გამრავლებული ვირიონები ერთდროულად ტოვებს უჯრედს, მაშინ ეს
უკანასკნელი იხლიჩება და კვდება; გამოთავისუფლებული ვირიონები კი სხვა
უჯრედების ინფიცირებას იწვევს. ასე ვითარდება ე. წ. ლიზისური ტიპის ინფექცია.
ვირუსული ინფქეციის მეორე ტიპია ე. წ. მდგრადი, ანუ პერსისტენტული
ინფექცია. ამ შემთხვევაში ახლად წარმოქმნილი ვირუსები თანდათანობით ტოვებენ
მასპინძელ უჯრედს, თვით უჯრედი განაგრძობს არსებობას, გაყოფას, ვირუსები კი –
გამრავლებას.
ინფექციის კიდევ ერთი ტიპია ფარული ანუ ლატენტური ინფექცია. ამ
შემთხვევაში ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის უჯრედის ქრომოსომებში ჩაშენება
(ინტეგრაცია) და უჯრედის გაყოფის შემდეგ ვირუსის დნმ შვილეულ უჯრედებს
გადაეცემა. გარკვეულ პირობებში ლატენტური ვირუსი აქტივდება, მრავლდება,

4
ვირიონები ტოვებს უჯრედს და შემდგომ ინფექცია ან ლიზისური, ანდა
პერსისტენტული ტიპით ვითარდება.
ვირუსები მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის მრავალი ინფექციური
დაავადების გამომწვევია. ცნობილია, რომ ბაქტერიებით გამოწვეულ ერთ ინფექციაზე
დაახლოებით 200 ვირუსული ინფექცია მოდის.
ვირუსებითაა გამოწვეული ადამიანის ისეთი საშიში დაავადებები, როგორებიცაა
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი), ზოგიერთი ონკოგენური დაავადება,
ცოფი, პოლიომიელიტი და სხვ. ზოგიერთი ვირუსული ეპიდემია შეიძლება მთელ
მსოფლიოში გავრცელდეს. ცნობილია ყვავილის, პოლიომიელიტის, გრიპის პანდემიები.
ცხოველების ვირუსული დაავადებებია ცოფი, თურქული, ძაღლის ჭირი, მსხვილფეხა
რქოსანი საქონლის ლეიკოზები და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ბაქტერიოფაგები ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვირუსების ცვალებადობის დიდი უნარი.
მაგალითად, თამბაქოს მოზაიკური დაავადების ვირუსის სამოცამდე სახესხვაობაა
ცნობილი, გრიპის გამომწვევი ვირუსები გაერთიანებულია A, B და C ტიპებში,
თითოეულ ტიპში კი მრავალი სახესხვაობაა ცნობილი. გენეტიკური ცვალებადობის
დიდი უნარით ხასიათდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. ამიტომაა ძალზე
გაძნელებული ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.
ვირუსოლოგიასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო
შებრუნებული ტრანსკრიპციის (უკუტრანსკრიპციის) მოვლენისა და მისი სპეციალური
ფერმენტის აღმოჩენა. ეს მოვლენა მხოლოდ რნმ-ს შემცველი ვირუსებისთვისაა
დამახასიათებელი. ჩვეულებრივ გენეტიკური ინფორმაცია შემდეგნაირად გადაიცემა
დნმ → ი-რნმ → ცილა. რნმ-ს შემცველი ვირუსების შესწავლისას დადგინდა, რომ
გენეტიკურ ინფორმაციის გადაცემა სხვა გზითაც არის შესაძლებელი: რნმ → დნმ → ი-
რნმ → ცილა. როგორც ამ სქემიდან ჩანს, ჯერ ხდება დნმ-ს სინთეზი, სადაც მატრიცის
როლს ვირუსული რნმ ასრულებს. სინთეზირებული დნმ შეიძლება ჩაშენდეს
მასპინძელი უჯრედის ქრომოსომაში და უჯრედის გაყოფის შედეგად თაობიდან თაობას

5
გადაეცეს. ასე ხდება გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ზოგიერთი ავთვისებიანი
სიმსივნის რნმ-ს შემცველ ვირუსებში და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით
ინფექციის შემთხვევაში.

You might also like