Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ენათმეცნიერების საგანი

ენა კაცობრიობის აუცილებელ საფუძვეოს წარმოადგენს. ადამიანთა სრულფასოვანი არსებობა


წადმოუდგენელია ენის გარეშე. საუბარი და აზრის ერთმანეთისთვის გაზიარების უნარი
ადამიანისათვის იმდენად ბუნებრივია, რომ მას ყურადღებას არც აქცევს, როგორც სუნთქვას, გულის
ცემას და ა.შ
ერთი შეხედვით ენას მხოლოდ კომუნიკაციისათვის ვიყენებთ და ენის სიღრმისეული შესწავლა
რიგითი ადამიანისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა არსებობს პროფესიები, რომელთა
წარმომადგენლებიც ენის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ფლობენ, რათა სრულფასოვნად
შეასრულონ თავიანთი საქმე მაგ: პოეტი, მასწავლებელი, ექიმ ლოგოპედი, ისტორიკოსი და ა.შ
ენათმეცნიერების მიმართება მეცნიერების ამ დარგებთან უმნიშვნელოვანესია. თუმცა ამ
დარგებისაგან განსხვავებით ენათმეცნიერთა და ლინგუისტთა პროფესია უშუალოდ ენის
წარმომავლობის,აგებულების,ენობრივი სისტემისა და მისი მახასიათებელი ნიშან-თვისებების
გარშემო ტრიალებს.
ენათმეცნიერება, როგორც ამ მეცნიერების დასახელება გვიჩვენებს, არის მეცნიერება ენის შესახებ.
მისი კვლევის ობიექტი კი, რასაკვირველია არის ენა. მას აინტერესებს ენის ბუნება და ფუნქციონირება.

ენა და მეტაენა
საკვლევი ობიექტის აღსაწერადვიყენებთ ენას.
თითოეული მეცნოერების დარგი თავის სპეციფიურ “ენას” იყენებს. მაგალითადმათემატიკა თავის
ენადხელოვნურად შექმნილ სპეციალურ სიმბოლოებს იყენებს.
ლინგვისტიკას აქვს ენა რომელზეც აყალიბებს მეცნიერულ დებულებებ. ენათმეცნიერება
ფუნქციურად ორ ენას არჩევს: ის, რომელსაც იგი აღწერს და რომლითაც აღწერს. პირველი
ობიექტური ენის სახელითაა ცნობილი, ხოლო მეორე მეტაენის. ობიექტურ ენას ხშირად საგნის ენას
უწოდებენ. სწორედ ლინგვისტი აკვორდება საგნის, ობიექტური ენის გამონათქვამებ, აღწერს მის
ერთეულებს ქმნის ჰიპოთეზებს და მეტაენის გამოყენებით გადმოსცემს. თეორიები, მოსაზრებები
ბუნებრივი ენის შესახებ მეტაენობრივი კატეგორიებია. რომელთა საშუალებითაც აღიწერება
ემპირიულად მიღებული ენობრივი ფაქტები. ზოგჯერ ერთიდაიგივე ენა შეიძლება გამოყენებული
იქნეს ერთდროულად. როგორც შესწავლის ობიექტი და როგორც, აღმწერი ენა. მაგ: ქართული ენა
შეიძლება აღიწეროს ქართულსავე ენაზე.

ენის რაობა და ფუნქცია


ენათმეცნიერების საკვლევი საგნისა და ობიექტის განსაზღვრის შემდეგ ენის რაობის დადგენაა
აუცილებელი:
1 თავისთავად ანუ იმანენტურად
2 იმ დანიშნულების მიხედვით რომელსაც ის ასრულებს.
რაც შეეხება ენის ფუნქციებს სამი ძირითადი ფუნქცია გამოიყოფა
1 საურთიერთო ანუ კომუნიკაციური ფუნქცია ამ ფუნქციის მიხედვით ენასოციალურო მოვლენაა. ენა
ი დივიდების ერთმანეთთან დაკავშირებით ქმნის საზოგადოებას, ერთ ენობრივ კოლექტივს.
2. ექსპრესიული გამომხატველობითი ფუნქცია. სწორედ ის განიხილება ემის ძირითად ფუნქციად.
3.დანაწევრებითი ანუ არტიკულაციური.
გარდა ამისა ენას აქვს: კოგნიტური, დიდაქტიკური, რეფერენციული, ფატიკური, პოეტური,
დირექტიული და სხვა ფუნქციები.

აზროვნების ფორმები და ცხოველის ენა.


არტიკულაციური ფუნქციით ენა ასრულებს საკომუნიკაციო ფუნქციას, რომელიც მისი ძირითადი
მახასიათებელიცაა. ენა სამეტყველო ბგერების საშუალებით ანაწევრებს სინამდვილის მთლიან
სურათს და შესაძლებლობას იძლევა მცირე რაოდენობის ერტეულების დალაგებით შექმნას უფრო
რთული, გრძელი, უსასრული რაოდენობით ერტეულში. ენის ამ უნარს ჰქვია დუალობა და
პროდუქტიულობა.
დუალობა- მისი წყალობით, მნიშვნელობას მოკკლებული ბგერით ერთეულებისგან იქმნება რთული,
მნიშვნელობის მატარებელი ერთეულები, ანუ სიტყვები, სიტყვების კომბინაციით უკვე იგება
წინადადება, წინადადებათა გაერთიანება ქმნის ტექსტს. დუალობის იერარქია: ბგერა < სიტყვა <
წინადადება < ტექსტი.
პროდუქტიულობა კი არის შესაძლებლობა გადაიცეს ახალი ინფორმაცია მსმენელისთვის, ისე რომ
დაბრკოლების გარეშე აღიქვას.

აზროვნების ფორმებია ვიზუალური და კონცეპტუალური. კონცეპტუალუი აზროვნება მხოლოდ


ადამიანს შეუძლია. ცხოველს მხოლოდ ვიზუალური აზროვნების უნარი გააჩნია და შეუძლია
გარკვეული ინფორმაციის გადაცემა, ტუმცა მის „ენას“ არ გააჩნია საარტიკულაციო ფუნქცია და ის
„შეზღუდუალია“. ანუ ცხოველის ენა არ არის დუალური და პროდუქტიული. ცხოველებში
საკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა გენეტიკურად გადაეცემა შთამომავლებს, ხოლო ადამიანს
ცხოველისგან განსხვავებიტ აქვს თანდაყოლილი უნარი საკომუნიკაციოთ რომ აითვისოს ან
შეისწავლოს ესა თუ ის კონკრეტული ენა.

You might also like