უხსოვარი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ნატაშა ნაღალატევი ღიმილით პარმაღში დაჯდა და დიდხანს უყურებდა პეიზაჟს,

Საღამო მიილია, მზის თავზე ღრუბლები იწყებდნენ ცურვას და ცასც თვალი მოხუჭული ჰქონდა
კაი ხნის,მიწას ახლახანს შეჩვეულმა იებმაც იწყეს სიცოცხლე,სილანაჭამს სამყაროს
სიზმარივით გაუჩნდა ახალი საფიქრალი,ნატაშას არაფერი ეფიქრებოდა, ამ ზაფხულს
მეგობრების გარეშე უთუოდ აღამებდა და ათენებდა ფიქრში როგორ გადაერჩინა თავი,

Წაკითხული ჰქონდა კამიუ,კაფკა,იქვე სარტრიც მიაჩეჩა ბებიამ,მაგრამ ეს არ იყო ნატაშასი,

Ნატაშა არც თავს ეძებდა და თუ ეძებდა ის ამ წიგნებით არ იწყებოდა,

Პატარა იყო,როცა შეესწრო ბაბუას სიკვდილს,მაშინ აიშალა მისი ისტორიის სისხლსავსე


დღეები და შიგნით დღემდე ცარიელი გვერდები ყრია,ნატაშა არასდროს ყოფილა თავის
თავთან,ძველი ფერადი ფილმივით ახვევდა კადრს ბავშვობიდან და ეძებდა რაღაცას,სალბუნს.
Ცხოვრება ნარჩენებივით ელაგა ან ლამაზი სურათებივით ჩარჩოში.მის დიდ სამეგობრო წრეს
შორდებოდა,არავინ იცოდა რატომ უსმენს დღეში ხშირი ინტერვალებით სკორპიონს,ან რატომ
ჩაანაცვლა მისი დღის განწყობა მძიმე და რთულმა რამშტერინმა,კითხეთ მის მეგობრებს
რატომ და რისთვის,პასუხი მარტივია-ის ნატაშაა.

Მოსაღამოვდა,თითქოს დღე უკანასკნელად ჩაწვა ღმერთის კალთაში და მიაკითხა მის წმინდა


სახელს,

Დახავსებული და დროსთან გაჩერებული ბავშვია ნატაშა.

Სულაც არ აფიქრებდა ბაბუის ნაჩუქარი ბეჭედი პირსინგისთვის,ის მისი სამყაროს


ამობურცული ფრაგმენტი იყო.

Უნდა ეთქვა ცხოვრებას-მოდით!დაინახეთ ნატაშა!მას ამ გახვრეტილი ჭიპის იქითაც უნდა


თქვას ან ქნას რამე.

Მაგრამ სილანაჭამი დღეებია,მაგრამ სულს ზევით ცხოვრება ეს ღმერთების


მოგონილია.ჩვენთან ხორცსაც იკერავენ,სზოგი ვაკელია,სზოგი გლდანელი.ესაა სულ ეს, შენივე
სარჩული,იარლიყი არ იყო ის ვინც ხარ.

Ნატაშაც საკუთარ თავს გაქცეული ტინეიჯერი იყო,ვისთვისაც სასწაული აღარც ლაიქები და


ფოლოვერები .

Ზაფხულში ცა მარტივად იფურცლება, ადამიანები ძნელად გრძნობენ ბუხრის თავზე შენახულ


სიბერეს,

Ბავშვობის მერე არც არასდროს გაუგრძელებია სიცოცხლე ნატაშას

Სწავლა წელს დაიწყო ერთ-ერთ უნივერსიტეტში,თმაც სახელდახელოდ შეიღება,

Მისივე სტილზე შეიჭრა,რამდენიმე დღე რჩებოდა უნივერსიტეტის დაწყებამდე,

Არც იქ იცოდნენ ვინ იყო,

Ხიმინჯივით იყო მისი მოგონება,


Ადამიანი,ვისაც უნდოდა შეექმნა რაღაც,ყოფილიყო ვიღაც,

Მაგრამ კითხვაზე ვისთვის და რისთვის....უბრალოდ პასუხი-ნატაშაა მარტივია.

You might also like