ჰჯუკლ;

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

Რას ნიშნავს ჩემთვის ქართველობა?

-”აქ იწერება ახალი თარიღები”

არსებობა-გამტყდარ მინებს ჩიტების სისხლი ეხება, ქუჩაში რამდენიმე ვითომ


ბოჰემური ცხოვრების მქონე სიგარეტს ეწევა და ცხოვრების დღეებს
აბოლებს,მეჩქარება,
აუტანელი სიცოცხლე მაცვია,ეკლიანი ადამიანები გარშემო და ახლაც იმაზევ უნდა
ვწერო რას ნიშნავს ქართველობა,ამ ხალხში უნდა ვწერო,აი აქ უნდა დავდგა სკამი და
ვუყურო არაქართველებს და ისე ვწერო,წავიტანო ჩემი ფანტაზია რომში ან
ამერიკაში,მოვძებნო იქ ნამდვილი ქართველი და იმის ემოციები უნდა აღვწერო,მაგრამ
ჩემთვის..?
Ჩასისხლიანებული მტრედის ფრთა მთელ ქუჩას სიმბოლურად ეტყობა...
Არავინ დადის ამ ქუჩაზე,მხოლოდ მე და ჩემი ლექსები ვაწყენთ თავს ლეშებს.
Გაიღვიძეთ!
Გვღვიძავს!- და ისევ მიბრუნდებიან იმ კედლისკენ,რომელსაც არც წარსული აქვს არც
მომავალი და დღესაც გაყინულია.
Საათს მივაჩერდი- დილის 9 საათია, აქცია იწყება,ამ ქვეყანაში ყველაფერს იცავენ,
Ადამიანის გარდა,მოამზადებენ ქვებს,ტალახს და დაგიშენენ...შენ უნდა გაასწრო
ყველას ნასროლს,სანამ ყვავილად არ იქცევა,მაგრამ მაინც იქ იდგე,მომეცით ჩემი
ტყავი,ბაზრობაზე ვერ დავდგები...ვეუბნები გამყიდველს,
-ჩვენ აქ უკვე ვიყიდეთ ქართველობა,მეუბნება ვიღაც თათარი,რომელსაც 4 სიტყვიდან 5
შეეშალა.
Აქცია იწყება,
Ანარეკლიდან უკვე კარგი ნაცნობებივით ჩანან ბავშვები, ლოყებზე მოხატული
დროშით,რომლებსაც ასწავლეს ესა და ესაა ქართველობა და საქართველოს
სიყვარული
მართლაც ჩაიწერეს დღიურში სიტყვასიტყვით და ასე დაზეპირებულები დადიან
მთელი ცხოვრება..
Ხელი მარჯვნივ გულთან!-მზერა გაასწორეთ! Შეხედეთ კუთხეში კაცი ხურდებს ითხოვს!
Მეორე კუთხეში რუსები დგანან,ისე დგანან თითქოს ქვეყანა იყიდეს...
Ქართველები სად არიან?იქვე ქალაქში ჭუჭრუტანაა.არაფერი ჩანს,შავი ხვრელია,
Ლამაზი ბრმები არიან ქართველები.
Დახუჭობანას თამაშობენ მთელი ცხოვრება და ზუსტად მაშინ იხუჭებიან,როცა აქ უნდა
იდგნენ.
Კადრები იწყება,9 აპრილის მემორიალთან ვდგავარ.ეკა ბეჟანიშვილი კითხულობს ჩემი
მეგობარი.

1
-ეს ის პატარა გოგო....
-Პატარას ვინ კითხულობს,გმირი იყო!
-რამდენის იყო?
15იო
Სამშობლო სიკვდილით ვერ იღვიძებს-თქვა იქაურმა მოხუცმა კაცმა...
9 აპრილის მერე აღარც გათენებულა...
Ქართველებს ღამე შეგვიყვარდა,ერთი და იგივე ყავლგასული ფრაზები და შეძახილები!

-გავიმარჯვებთ! Ყვირის ვიღაც სცენაზე,არც სახე ჩანს,ხმა ძლივს გვესმის,


Გავიმარჯვებთ!-იმეორებს ერი...!
Ეს ფრაზაც რამდენი ხანი ტრიალებს...?
Გავიდეთ წრიდან...ჩასჭიდეთ ხელები....მართლა გავიმარჯვოთ!
Მართლა რომ გავიმარჯვოთ ოდესმე,შეხედავთ იმ ბავშვებს,დახრილები რომ მორალს
უკითხავდით და ლურჯი თმის გამო ალმაცერად უყურებდით?
Მართლა რომ გავიმარჯვოთ, ქართველობას ვეღარ მოგყიდიან 50 ლარად და ვერც
თქვენ იპოვით რომელიმე ხიდის ქვეშ!
Მართლა რომ გავიმარჯვოთ იმ კედლის დავიწყება მოგიწევთ და იმ წერტილის მთელი
ცხოვრება რომ მივაშტერდით...

Ქუჩას მოვუყვებით,მოხუცები მღერიან,იქით ჩემი თაობის რამდენიმე ბავშვია.


-ბავშვებო,წადით სახლებში,ახლა დაარბევენ..
Არ ვიცი ერს რამდენი აქცია ახსოვს,არც ის ვიცი რამდენი ქართველი ცხოვრობდა მიწაზე
ან მიწისთვის...
Არავის დაუთვლია,არც სახელები ვიცით...
Უსახელო ღირსებები შლიან სახელიან უღირსებს.
Აქ იწერება ახალი თარიღები.
სალომე ონეზაშვილი.

You might also like