Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მე-8 კლასი სხეულთა წონასწორობა.

მარტივი მექანიზმები

კვლევითი სამუშაო სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა.

კვლევა 1

მოიძიე საქართველოს კონტურული რუკა, დააწებე მუყაოზე და საზღვრების გასწვრივ


ამოჭერი. ექსპერიმენტულად დაადგინე ამ ფიგურის სიმძიმის ცენტრი. დაახლოებით
განსაზღვრე მისი გეოგრაფიული მდებარეობა და გამოიტანე დასკვნა.

დასკვნა: ჩაწერე პატარა ვიდეო სადაც ისაუბრებ ჩატარებული კვლევის შესახებ.

კვლევითი სამუშაო სხეულთა წონასწორობის მდგრადობის პირობების დადგენა.

კვლევა 2

აიღეთ ასანთის ცარიელი კოლოფი. უჯრებიან ფურცელზე თითოეული წახნაგით


რიგრიგობით მოათავსეთ. ფანქრით შემოხაზეთ საყრდენი ფართობი თითოეულ
შემთხვევაში,კვადრატულ სანტიმეტრებში. განსაზღვრეთ ასანთის კოლოფის სიმძიმის
ცენტრის მდებარეობა სამივე შემთხვევისთვის(ასანთის კოლოფის სიმძიმის ცენტრი
დიაგონალების გადაკვეთაზეა).

გამოთქვი ვარაუდი: ამ სამი მდგომარეობიდან რომელია უფრო მდგრადი. შეამოწმე


ვარაუდი ცდით. იგივე გაიმეორე ასანთის სავსე კოლოფით. შეადარე ერთმანეთს: ცარიელი
კოლოფი უფრო მდგრადია თუ სავსე? გამოთქვი მოსაზრება: როგორ შეიძლება სხეულის
წონასწორობის მდგრადობის გაზრდა?

დასკვნა: ჩაწერე პატარა ვიდეო სადაც ისაუბრებ ჩატარებული კვლევის შესახებ.

You might also like