ჯონ აპდაიკი - ბაჭია ისვენებს

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 875

მკითხველთა ლიგა

1
მკითხველთა ლიგა

ჯონ აპდაიკი

ბაჭია ისვენებს

მთარგმნელი თამარ შენგელაია

2
მკითხველთა ლიგა

თავი 1. ფლორიდა
სამხრეთ-დასავლეთის რეგიონულ აეროპორტში, მასავით
გარუჯულ და შობის შემდგომი შეხვედრებით აღელვებულ ხალ-
ხში მდგარ ბაჭია ენგსტრომს მოულოდნელად უცნაური შეგ-
რძნება დაეუფლა, თითქოს ის, რასაც წუთი წუთზე პირისპირ უნ-
და შეჰყროდა, რის გამოც აქ იმყოფებოდა და რაც, ცასა და
მიწას შორის უხილავად მოქცეული შეუჩერებლად უახლოვდე-
ბოდა, - არა მისი ვაჟი ნელსონი, რძალი პრუ და მათი ორი
შვილი იყო, არამედ - რაღაც გაცილებით ავბედითი, ძალიან
პირადი: მისი სიკვდილი, რომელსაც თვითმფრინავის ფორმა
მიეღო. ტანში გაცრა. ამგვარ სიცივესთან აეროპორტის კონ-
დენცირება რა მოსატანი იყო.
თუმცა მისთვის ხასიათის გაფუჭება ნელსონთან მოსა-
ლოდნელ შეხვედრაზე ფიქრსაც შეეძლო - 30 წელიწადი ასე
გრძელდებოდა.
აეროპორტი შედარებით ახალია. იქამდე რომ მიხვიდე,
75-ე ცენტრალური მაგისტრალის 21-ე გასასვლელიდან უნდა
გადაუხვიო და დაფარო 3 მილი ავტოსტრადაზე, რომელიც
მართალია, მოვლილი პალმების რიგსა და უზადოდ გაკრე-
ჭილ, არაბუნებრივად მწვანე ფერის მოლებს მიუყვება, მაინც
იფიქრებ, რომ არსაით მიჰყავხარ. არც ბილბორდები ჩანს, არც
- სასაუზმეები, რეკლამით თავს რომ აბეზრებენ მგზავრებს და
არც - დაბალი შენობები, სიგრილისთვის თეთრი ფილებით
რომ გადაუხურავთ და ფლორიდის გზებს გასდევს. უნებურად
დაეჭვდები, გზა ხომ არ აგერია? სარკეში ხედავ, წითელი კაბ-
რიოლეტი „კამარო“ მოქრის, გიახლოვდება.

3
მკითხველთა ლიგა

- სად გეჩქარება, ჰარი? დრო საკმარისად გვაქვს, - უთხრა


ბაჭიას აეროპორტისკენ მგზავრობისას ჯენისმა, მისმა მეუღ-
ლემ. ბაჭია გაღიზიანდა არა მისი სიტყვების, არამედ შემწყნა-
რებლური, მზრუნველი ტონის გამო, ბოლო დროს რომ ესაუბ-
რებოდა, თითქოს ჰარი ადრეულადდდ დაბერებულიყო. თავი
მიატრიალა და შეხედა ჯენისს, რომელიც ცდილობდა, ჯიუტი,
შეჭაღარავებული თმის ბუჩქი, მზით გამომშრალი, თხილივით
პატარა ყავისფერი სახიდან გადაეწია.
- მანქანა დამედევნა, ძვირფასო! - აუხსნა ცოლს, მარჯვენა
რიგში გადავიდა და სპიდომეტრის ისარი ისევ 65-ის ქვეშ ათ-
რთოლდა. კაბრიოლეტმა „კამარომ“ ჩაუქროლა. კაკაოსფერი
ჩიტუნია ბორტგამცილებლის ნაცრისფერი ფეტრის ქუდით, გაბ-
ზეკილი ტუჩ-ნიკაპით, საჭესთან ამაყად იჯდა. ბაჭიასკენ გულ-
გრილი მზერაც კი არ უსვრია. ჰარის ესეც გულზე მოხვდა. „კა-
მაროს“ უკან თუ მიჰყვები, საბარგულისა და ბამპერის კონ-
სტრუქცია უშველებელი პირივით მოჩანს, თითქოს რკინის ორი
დიდი ტუჩი ღვარძლიანი ჩაცინებისთვის იყოს მზად. შესაძლოა,
ჰარისაც სწორედ მაშინ შეეპარა შიში.
როცა ბოლოს და ბოლოს გზა დასრულდება, თეთრი ფე-
რის გრძელ, დაბალ შენობას დაინახავთ. სიდიდის მიუხედავად,
აეროპორტი იმ კლინიკას წააგავს, რომელშიც სტომატოლო-
გები, მასაჟისტები, ართრიტის სპეციალისტები, კარდიოლოგე-
ბი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მზად არიან, დაეხმა-
რონ მზისგან რეტდასხმულ პაციენტებს. ერთი სიტყვით, აერო-
პორტი იმგვარ სამედიცინო დაწესებულებას მოგაგონებთ, მო-
ხუცებზე რომ ზრუნავს და ფლორიდის შტატის ბულვარებში
რომ მრავლადაა. მანქანას ავტოსადგომზე აჩერებთ, ყავის-
ფრად დაფერილი მინის კარი მისგან ორ ნაბიჯზეა და ავტომა-
ტურად იღება - შტატი ჩვილივით ზრუნავს თქვენზე. ზემოთ, სა-

4
მკითხველთა ლიგა

დაც თვითმფრინავებს ხვდებიან, გრძელ, დაბალ უჯრედებად


დაყოფილი შიდა სივრცე, თავხედი ბორტგამცილებლის ქუდის
მსგავსად, გემოვნებით არის გადაწყვეტილი ხავერდოვან ნაც-
რისფერში, მუსიკას კი მხოლოდ მაშინ გაიგონებთ, როცა ლიფ-
ტი გაჩერდება ან სტომატოლოგი ბურღვას შეწყვეტს. არანაირი
ვოკალი, მხოლოდ სიმების დაბალი ხმა. მუსიკა, რომელიც მი-
ეჩვია, არავინ ისმენდეს, ჰაერში გაფენილ ხალიჩასავით ახშობს
სიჩუმეს. მან შესაძლოა უნებლიეთ სიკვდილიც გაგახსენოთ.
გრძელი, დაბალჭერიანი, გემოვნებით შექმნილი, სივრცეები,
ძუნწად განთავსებული რეკლამებით, აეროპორტისკენ მიმავა-
ლი გზის მსგავსად, - ბაჭიაში გარკვეულ ფორიაქს იწვევს. თავ-
დაპირველად სავენტილაციო მილები ახსენდება, შემდეგ სა-
მარხები. ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში აჩვენებენ ხოლმე
უსასრულო, ერთმანეთში გამავალ კვადრატულ გვირაბებს,
რომლის მსგავსი დანაყოფები აეროპორტშიცაა. კადრები
ჩქარდება, რათა გვიჩვენოს, რომ ერთი სამყაროდან მეორეში
გადავდივართ.
იცოცხლებს კი 2001 წლამდე? იმისთვის, რომ მოულოდ-
ნელად შემოჩენილ ბედისწერის განცდას თავი დააღწიოს, ჯე-
ნისს წელზე ხვევს ხელს, მის გაოფლილ ბამბის თეთრ სპორ-
ტულ კაბას ეხება. ჯენისს განიერი წელი აქვს, ის აღარ არის
ძველებურად გამოყვანილი, სხეული ასაკთან ერთად იცვლის
ფორმებს; ფეხები ჩამოუხმა, ხელები კი მოხარშული ქათმის
ძვლებამოყრილ ფრთებს მიუგავს. გაოფლილ თეთრ კაბაზე
უღილებო, ყვითელი, თხელი ჟაკეტი მოუსხამს, აეროპორტის
სიგრილეში რომ არ გაცივდეს. ბაჭია გულუბრყვილოდ ამაყობს
იმით, რომ თეთრ კაბაში გამოწყობილი, გარუჯული მისი მეუღ-
ლე, მზის სათვალისგან დარჩენილი მკრთალი კვალით თვა-
ლების გარშემო, ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ტიპური

5
მკითხველთა ლიგა

ამერიკელი ბებია, რომელსაც საშუალება აქვს, იცხოვროს მხა-


რეში, სადაც მუდამ ანათებს მზე და მარადიული ახალგაზრდო-
ბაა.
- გასასვლელი ა5, - წარმოთქვა ჯენისმა, რომელმაც მე-
უღლის შეხება შეკითხვად მიიღო, - კლივლენდიდან ნიუარკის
გავლით მომავალი რეისი - დამოუკიდებელი, საქმიანი ქალის
ტონი აქვს. საქმიანი ქალის ჩვევებმა მასში ასაკის მატებასთან
ერთად გაიღვიძა, განსაკუთრებით შვიდი წლის წინ, დედის გარ-
დაცვალების შემდეგ, როცა მემკვიდრეობით ერგო ოჯახური
საქმე - მაღაზია „სპრინგერ-მოტორსი“ - ბრუერში, პენსილვანი-
ის შტატსა და მის შემოგარენში, „ტოიოტას“ ფირმის წარმომად-
გენლობის ორად ორი სააგენტოდან ერთ-ერთი - მთელი აქტი-
ვებით. ოჯახის წევრები მაღაზიას, ძველებურად, „გარაჟს“ ეძახ-
დნენ, იმ დღეების გასახსენებლად, როცა მოკრძალებული ავ-
ტოსადგომის მფლობელი, ფრედ სპრინგერი, იქ მეორადი ავ-
ტომობილებით ვაჭრობდა. თუ მის ქვრივს, ბესისა და ქალიშ-
ვილ ჯენისს დავუჯერებთ, აწ გარდაცვლილი ფრედ სპრინგერი
ნელსონში უნდა გარდასახულიყო. ორივე ქალი ერთნაირად
პაწაწა და ამტანი გახლდათ. იყო მათში რაღაც, რის გამოც
ნდობას არ იმსახურებდნენ.
ნელსონს, როგორც მაღაზიის მეპატრონეს, სრული თავი-
სუფლება რომ ეგრძნო, ჰარი და ჯენისი ნახევარი წლის წინ
ფლორიდაში გადმოვიდნენ. 10 წელია, რაც ჰარი მთავარი სა-
ვაჭრო წარმომადგენელია და ჩარლი სტავროსთან ერთად, შე-
იძლება ითქვას, მართავს ყველაფერს; მიუხედავად ამისა, დე-
დიკო სპრინგერს მასზე სიტყვაც არ დასცდენია ანდერძში. თუმ-
ცა ბაჭიამ მრავალი წელი გაატარა მის დიდ, პირქუშ სახლში,
ჯოზეფ-სტრიტზე, გაუთავებლად ისმენდა ქაქანს, თუ როგორი
წმინდანი იყო ფრედი და ჩივილს - დასივებული კოჭების გამო.

6
მკითხველთა ლიგა

ყველაფერი უკანასკნელ ცენტამდე ჯენისს ერგო, თითქოს ბაჭია


უმნიშვნელო ეპიზოდი ყოფილიყო სპრინგერთა დინასტიაში.
ჯოზეფ-სტრიტზე მდებარე სახლის ფასი, მას შემდეგ, რაც წარ-
მატებული ბიზნესმენების ახალი თაობა მიზანმიმართულად და-
იძრა ბრუერის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მთის გადაღმა,
მაუნტ-ჯაჯისკენ, 300 ათასამდე გაიზარდა. არადა ის ნელსონსა
და მის ოჯახს საცხოვრებლად იმისთვის დაუთმეს, რომ შენახ-
ვის ხარჯები და გადასახადები დაეფარათ. აღარაფერს ვამ-
ბობთ კოტეჯზე პოკონოსში, სადაც ტყის პირას უბადრუკი ქოხიც
კი გასაოცრად გაძვირდა; იგივე ითქმის 111-ე გზატკეცილზე
მდებარე, მაღაზიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ოთხი აკრი რომ
ეჭირა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბრუერში ჩამოსული ნე-
ბისმიერი მაღალტექნოლოგიური კომპანია მასში მილიონსაც
გადაიხდიდა. ასეთი კომპანიები ხვდებოდნენ, რამხელა მოგება
ელოდათ მიტოვებული ქარხნების შესყიდვის, კვალიფიციური,
თუმცა დაუსაქმებელი ადგილობრივი მუშახელისა და ჩვეულებ-
რივ, იაფი პროვინციული ცხოვრების გამო. და ჯენისი გამდიდ-
რდა. ბაჭიას უნდოდა ეთქვა, უცნაურ, შინაგან სიცივეს ვგრძნო-
ბო, თვითმფრინავის სახით საბედისწერო ზეციურ ნიშანს ვხედა-
ვო, მაგრამ ბოლო დროს ჯენისი საკუთარ თავში იყო ჩაკეტი-
ლი. ჰარი ამან შეაკავა. როცა ის მეუღლის გაოფლილ კაბას
შეეხო, კიდევ უფრო გულგრილი და ტლანქი მოეჩვენა იგი. მის-
გან თანაგრძნობა ვერ მიიღო. მარტო დარჩა ავი წინათგრძნო-
ბის პირისპირ.
ისინი დამხვდურთა ზღვაში დგანან, რეიგანის მმართვე-
ლობის ბოლო წელიწადია, შობიდან პირველი სამშაბათი. კუ-
ზიანი ჩია ებრაელი წინ მიიწევს და ზურგს უკან მეუღლეს ისე
უყვირის - წამოდი, გრეის! - თითქოს მათ შორის ენგსტრომები
არ იდგნენ.

7
მკითხველთა ლიგა

„გრეის“, - ჩაფიქრდა ჰარი. უცნაური სახელია ებრაელი ქა-


ლისთვის, ან იქნებ ვცდები. მათი სახელები ხშირად ბიბლიურია
- რაქელი, ესთერი, თუმცა არა - ყოველთვის: ბარბარა, ბეტი.
ბაჭია ჯერ ისევ ეჩვევა ებრაელთა სიმრავლეს, სწავლობს
მათგან, ცდილობს აითვისოს ფილოსოფია, რომელიც ამგვარ
ძალაუფლებას ანიჭებს მათ მსოფლიოში. ეს კუზიანი ბერიკაცი,
ღია ვარდისფერ, კუბოკრულ პერანგსა და პომადასავით ხასხა-
სა წითელ შარვალში, ისე გარბის, თითქოს დაშვებული თვით-
მფრინავი უკანასკნელი მატარებელი იყოს ვარშავიდან. როდე-
საც ჰარი და ჯენისი ფლორიდაში გადმოსვლას გეგმავდნენ,
მრჩევლებმა ფლორიდიდან, მეტადრე ჩარლი სტავროსმა და
უებ მარკეტმა, უთხრეს, რომ ქრისტიანები უმეტესად მექსიკის
ყურეში სახლობდნენ, ხოლო ატლანტიკის სანაპირო ნამდვილი
ებრაული დასახლება იყო. დროთა განმავლობაში ჰარიმ
დაინახა, რომ მთელი ფლორიდა, ისე როგორც ნიუ-იორკი, ჰო-
ლივუდი და თელ-ავივი, - ებრაელებისაა.
თავიანთ მრავალბინიან სახლში ბაჭია და ჯენისი ყველას
უყვარს, სასიამოვნო წყვილად მიიჩნევენ. ჰარი უყურებს, რო-
გორ გარბის სამოცდაათი წლის მამაკაცი, ხაზავს ზიგზაგებს სკა-
მებს შორის, მკვირცხლად მიძვრება გასასვლელისკენ, რათა
პირველი იყოს. ჰარი სინანულს გრძნობს ჭარბი წონის გამო:
ყველაზე მოწყალე სასწორიც კი 230 ფუნტს უჩვენებს. 55 წლისა
თითქოს უამრავ პლედშია გახვეული, ყოველ 10 წელიწადში
თითო პლედი ემატება. მისი აქაური ექიმი თუთიყუშივით ერთსა
და იმავეს გაიძახის, - დროა, შეწყვიტო საღამოობით ლუდის
სმა და პირის ცმაცუნიო. ყოველ საღამოს, კბილების გაწმენდის
შემდეგ, ბაჭია საკუთარ თავს პირობას აძლევს. მშვენივრად
ხვდება, დროა, გონს მოეგოს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე
შიმშილი ეძალება და ისევ იზიდავს ყველაფერი მარილიანი და

8
მკითხველთა ლიგა

ხრაშუნა. მის ყოფილ მწვრთნელს კალათბურთში, მარტი ტო-


თეროს უყვარდა თქმა, სიბერეში ადამიანი შეუჩერებლად ჭამს
და თან, არაფერი ანაყრებსო. ზოგჯერ ბაჭია შიშობს, რომ მისი
სული ზედმეტი ხორცის ტვირთვას ვეღარ უძლებს. პერიოდუ-
ლად გულში ჩხვლეტას გრძნობს, ტკივილი მარცხენა მკლავს
გადაეცემა, სუნთქვა უჭირს და ეჩვენება, რომ გული დაუმძიმდა,
თითქოს ლოდი ედოს. ბავშვობაშიც გრძნობდა გულში ჩხვლე-
ტას, ამის გამო ნერვიულობდა. უფროსები კი იღიმოდნენ და
ყურადღებას არ აქცევდნენ. ახლა უკვე თვითონაა უფროსი და
საკუთარ ტკივილს არად აგდებს. აეროპორტის ელეგანტურ სი-
ნაცრისფრეს ჭრელაჭრულა რვაკუთხა სავაჭრო პავილიონი
ესაზღვრება, იქ ჟურნალ-გაზეთები, ტკბილეული, ათასგვარი
სუვენირი, პასტელის ფერის სულელური მაისურები იყიდება -
ყველაფერია, რაც აჩვენებს, როგორი დალოცვილი მხარეა
სამხრეთ-დასავლეთი ფლორიდა. ჯენისი სვლას ანელებს და
მეუღლეს ეუბნება:
- ერთი წუთით დამელოდე, კარგი? გავიგებ, აქვთ თუ არა
ელლე-ს ახალი ნომერი. თუმცა, ჯობს უკან დავბრუნდე და სანამ
დროა, საპირფარეშოში შევიდე, თორემ ვინ იცის, სახლამდე
როდის მივაღწევთ! სავარაუდოდ, გზა ძალიან გადატვირთული
იქნება, ამინდსაც მშვენიერი პირი უჩანს.
- ახლა გაგახსენდა? - ბუზღუნებს ჰარი, - მოიქეცი, რო-
გორც გინდა.
პატარა მეიემ ეიზენჰაუერი შუბლზე შეჭრილ თმას ატარებ-
და. თმა წლების განმავლობაში გამეჩხერდა, ნოტიო ჰავისა და
მარილიანი წყლის გამო დაიხვა და ჯენისს, მზისგან გაჩენილი
ნაოჭების მიუხედავად, ჯიუტი, საყვარელი ბავშვის იერი შესძინა.
- დაახლოებით 10 წუთი გვაქვს... ის შეშლილი რატომ ჩქა-
რობდა ასე, ვერ ვხვდები.

9
მკითხველთა ლიგა

- ალბათ სიცოცხლეზეა შეყვარებული, - პასუხობს ჰარი და


მოთმინებით ელოდება მის დაბრუნებას... მაგრამ თავს ვერ
მოერევა, მაღაზიისკენ წავა და რაღაც სასუსნავს, ორმოცდა-
ხუთცენტიან მიწისთხილიან შოკოლადის ფილა „პლანერს“ იყი-
დის. შეფუთვაზე ირწმუნებიან, რომ ეს ნამდვილი მიწისთხი-
ლიანი შოკოლადი „პლანერია“. ფილა ორად გატეხილი აღ-
მოჩნდება და ბაჭია იფიქრებს, ნახევარი შეჭამოს და როცა მთე-
ლი ოჯახი მანქანაში ჩაჯდება, მეორე ნახევარი შვილიშვილებს
მისცეს. დაე, პატარა სიურპრიზი იყოს მისგან. მაგრამ შოკოლა-
დი ისეთი გემრიელი აღმოჩნდება, ფილას მთლიანად შეჭამს,
დარჩენილ ნამცეცებს ხელისგულზე გადმოიყრის და ჭიანჭვე-
ლაჭამიასავით ალოკავს. ახლა დგას და ფიქრობს, იქნებ ერთი
ფილაც ეყიდა თავისთვის და შვილიშვილებისთვის - როცა 75-
ე გზატკეცილს მიადგებიან, ფილას სამად გაყოფს: „ნახეთ, პა-
პამ რა შეგინახათ!“ მაგრამ ბაჭია თავს არ ენდობა, ამიტომ უძ-
რავად დგას და მაღაზიის ვიტრინას შეჰყურებს.
აეროპორტი იმგვარად არის დაპროექტებული, რომ უშვე-
ლებელი ფანჯრებიდან ასაფრენი ბილიკი მოჩანს. ასე რომ, თუ
თვითმფრინავი ჩამოვარდა, აეროპორტში მყოფი თითოეული
ადამიანი ამას საკუთარი თვალით იხილავს.
ბურთის აალება, ფიუზელაჟი, ფრთების მსხვრევა. ბაჭია
ენით სწვდება კბილში ჩარჩენილ ტკბილ ნამცეცებს. კბილები,
მადლობა ღმერთს, საღი აქვს, წინა კბილების გვირგვინები კი
ჯერ არ დაუხურავთ ბჟენებით. ბაჭია ფანჯრიდან გაჰყურებს
მზით გაჩახჩახებულ სიცარიელეს, უსასრულობისკენ მიმავალ
ასაფრენ ბილიკს, ხასხასა მწვანე ბალახს, რომელიც შორს, სა-
დაც სარწყავი მილები არ სწვდება, ჩალისფერში გადადის...
ზამთრის აჩრდილი, აქ რომ იცის, ჯერ არ დამდგარა. ყოველ-
დღე ჰაერის ტემპერატურა 500-მდე ადის.

10
მკითხველთა ლიგა

ფლორიდაში ოთხი ზამთრის გატარების შემდეგ ბაჭიამ


იცის, რომ დილით ხეობიდან წამოსული სიცივე ძვალ-რბილში
ატანს. თუ გოლფის პარტია უთენია იწყება, სვიტერის გახდა
მხოლოდ ნაშუადღევსაა შესაძლებელი. თუმცა შუა თვეში ხან-
მოკლე აცივების მიუხედავად, ამჟამინდელი დეკემბერი ისეთი-
ვეა, როგორც შემოდგომისპირი პენსილვანიაში. სიცხე, ცხენის-
წაბლას გაყვითლებული ფოთლები, მომქანცველი მშრალი
ჰაერი და ჭრიჭინობელების ჭრიჭინი მეტყველებს, რომ ზაფხუ-
ლი მიილია.
შოკოლადმა წარმატებით ჩააღწია ბაჭიას კუჭამდე, ისევ
მოეძალა ბედისწერაზე ფიქრი და როგორც ბრილიანტი - ბეჭ-
დის გვირგვინში, მისი გულიც ამ ფიქრებში გამოემწყვდია.
ბოლო დროს გაზეთები ხშირად იუწყებიან სიკვდილის შე-
სახებ. გარდაიცვალნენ მაქს რობინსონი, ნაციონალური არხის
პირველი და ერთადერთი შავკანიანი ტელეწამყვანი; როი ორ-
ბისონი, რომელიც მუდამ შავი ფერის კოსტიუმსა და სათვალეში
გამოწყობილი ასრულებდა სიმღერა „ლამაზმანს“ და ისე მაღ-
ლა სწევდა ხმას, რომ ქალისგან ვერ გაარჩევდით; შემდეგ კი,
შობამდე, ავიაკატასტროფა მოხდა და „პან-ამერიკანის“ თვით-
მფრინავი, რეისით 103, შოტლანდიის თავზე, დედამიწიდან რვა
ათას კილომეტრ სიმაღლეზე გადამწიფებულ საზამთროსავით
გადაიხსნა. გვამები და თვითმფრინავის ალმოდებული ნამ-
სხვრევები პატარა ქალაქ გლოკამორას გოლფის მინდორსა
და ქუჩებში მიმოიფანტა. ნამდვილი სახელი რა ერქვა? ჰო,
ლოკერბი. წარმოიდგინე, კომფორტულად ზიხარ სავარძელში,
როლს-როისის დიდი ძრავების ზუზუნი ნანინასავით ჩაგესმის,
ბორტგამცილებელი შუშის ბოთლების წკარუნით მოაგორებს
გორგოლაჭიან ურიკას, შენ კი ტკბები არაფრის კეთებით, რო-
გორც იქნა, შეგიძლია დაისვენო, მოდუნდე, მოეშვა. უეცრად

11
მკითხველთა ლიგა

სიმშვიდეს შემზარავი ღმუილი და თვითმფრინავის მსხვრევის


გამაყრუებელი ხმა არღვევს, ირგვლივ ქაოსია, მყუდრო, კომ-
ფორტული სამყარო ნაწილ-ნაწილ იშლება, შენ ქვემოთ კი
არაფერია, შავი უფსკრულის გარდა. გული გეკუმშება, ვეღარ
სუნთქავ აუტანელი, არნახული სიცივისგან, იმ სიცივისგან, რო-
მელსაც შეიძლება აქამდე არც ენდობოდი, თუმცა აშკარად
გრძნობდი ხოლმე, არაჰერმეტული ჩემოდნების გახსნისას, შე-
ნი ნივთებიდან, ჭუჭყიანი თეთრეულიდან და პლაჟის პირსახო-
ცებიდან სიკვდილი, ულმობელ სიცივეს რომ შემოგასუნთქებდა.
სწორედ გუშინ, როჩესტერიდან ატლანტაში მიმავალი თვით-
მფრინავი დასავლეთ ვირჯინიაში ავარიულად დაეშვა და მისი
მგზავრები სასწაულებრივად გადარჩნენ. ტექნიკური გაუმარ-
თაობა 9 000 კმ სიმაღლეზე აღმოაჩინეს. მიზეზი, როგორც გა-
ზეთებში წერდნენ, 35 სმ-იანი დიამეტრის ხვრელი იყო. ყველა-
ფერი იმსხვრევა - თვითმფრინავები, ხიდები, რეიგანის მმარ-
თველობის რვა წელიწადი, მნიშვნელობას აღარაფერს ანიჭე-
ბენ, ფული ჰაერიდან მოაქვთ და ვართ ასე, ყელამდე ვალებში,
ღმერთის ამარა დარჩენილები.
ცხოვრებაში ჰარი მხოლოდ რამდენჯერმე გადაფრინდა
ავტოდილერების თათბირზე, ხოლო 9 წლის წინ, იმ დიდებულ
დროს, სხვა წყვილთან ერთად - კარიბის კუნძულებზე იმყოფე-
ბოდა. თუმცა ფლორიდაში ჯენისი და ჰარი ყოველთვის მანქა-
ნით ბრუნდებოდნენ. ასე რომ, ახლაც მანქანით არიან. ნელსო-
ნი, სავარაუდოდ, იბუზღუნებს, რადგან მანქანა მხოლოდ ერ-
თია. თუმცა ეს „ტოიოტა კამრია“, ავტომობილი, რომელიც 6
ადამიანს თავისუფლად იტევს, ნელსონი მაინც უკმაყოფილო
დარჩება. მას საკუთარი რეჟიმით ცხოვრება უყვარს, საათობით
გაუჩინარდება ხოლმე საიდუმლო შეხვედრებზე. ნელსონი.

12
მკითხველთა ლიგა

მართლაც დიდი თავსატეხია. ჰარის ენა ესუსხება და თავს ანე-


ბებს წვეტიან ნამცეცს, უკანა კბილზე რომ მიეწება.
სწორედ დღეს დილით, ფორტ-მაიერის გაზეთში News--
Press, ბაჭიამ ამოიკითხა, რომ ძარცვის მცდელობისას ფორტ--
ლოდერდეილში ორსულს ესროლეს. მოკლული ალბათ შავ-
კანიანი იყო, თუმცაღა გაზეთში ამაზე არ წერენ, არ იციან. ქალი
გარდაიცვალა, მაგრამ საკეისრო კვეთით ჩვილის გადარჩენა
შეძლეს. იმავე გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ინტერ-
ვიუ ბიჭთან, რომელმაც 12 წლის გოგონას ნარკოტიკი მოაწე-
ვინა, მასზე ძალა იხმარა და შემდეგ ცოცხლად დაწვა. ახლა კი
უკმაყოფილო იყო, რომ სიკვდილმისჯილთა საკანში ვირთხები
და ტარაკნები აწუხებდნენ და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რამდე-
ნადაც შემეძლო ვცდილობდი, სიკეთე მეკეთებინა, მართალია,
ანგელოზი არ ვარ, მაგრამ არც მკვლელი ვარო. ამ სიტყვებზე
ჰარიმ გაიცინა და სიცილი ზარივით გაისმა მასში. ის არც ანგე-
ლოზია, არც მკვლელი, არც ბანდიტს ჰგავს, ბიჭი, რომელმაც
ათობით ქალი ათობით სხვადასხვა შტატში გამოასალმა სიცოც-
ხლეს და, აი, უკვე ათი წელია, ჯანმრთელი და უვნებელი აქვე
ახლოს, ტალაჰასის ციხეში ზის. იმ ქვეყნად არც ჰიროჰიტოს
ეჩქარება. ჰარის მშვენივრად ახსოვს, ჰიროჰიტოსეული ომის
პროპაგანდა ისევე ქუხდა, როგორც თავის დროზე, მუსოლინის
და ჰიტლერისა.
ჰარის არასოდეს დაავიწყდება, ოცდაათი წლის წინ, ივნის-
ში, როგორ დაიხრჩო მისი შვილი, რებეკა ჯუნი. დღემდე ახ-
სოვს, შინ მარტო როგორ დაბრუნდა და აბაზანაში როგორი
მღვრიე იყო წყალი, გოგონა რომ დანთქა. ღმერთმა საცობის
ამოძრობა არ ინება. არადა ეს ხომ არაფერი იყო მისთვის, ვინც
ვარსკვლავებს განალაგებს ზეცაში. დაე, არ მოხდეს, რაც მოხ-
და. ან სამყაროდან წაიშალოს ის, რამაც „პან-ამერიკან-747“

13
მკითხველთა ლიგა

შოტლანდიის თავზე ააფეთქა. სხეულები, რომლებიც ცვიოდნენ


ბნელში, რომელთაც ჯერაც უძგერდათ გული, რას გრძნობდნენ
ვარდნისას? ისინი ჰაერს კვეთდნენ სიკვდილთან შესახვედრად,
ჰაერი კი მკვრივი იყო გრილი წყალივით, აეროპორტის კედ-
ლების იმ გრილი ნაცრისფერივით, რომელშიც ადამიანები
სხვადასხვა რეისებზე ისე იფანტებიან, როგორც მტვერი - სა-
ვენტილაციო მილებში. მათთვის ჩვენ მხოლოდ ციფრები ვართ
კომპიუტერში, ერთით მეტი თუ ნაკლები, ვის რაში ანაღვლებს?
მონიტორზე წერტილი ციმციმებს, შემდეგ ქრება. ის სხეულები
ზეციდან საზამთროს სველი მარცვლებივით ცვიოდნენ.
ცის სილურჯეში, ქულა-ქულა დაფანტულ ღრუბლებში ვარ-
სკვლავი გამოჩნდა. თვითმფრინავი ვერცხლისფრად ელვა-
რებს, ეშვება, პირდაპირ მათკენ მოემართება. ამ მანათობელ
წერტილს, გაუელვა ბაჭიას გონებაში, მოჰყავს მისი სისხლი და
ხორცი, მისი ოჯახი: ვაჟი ნელსონი, ცაცია რძალი, რომელსაც
პრუს ეძახიან, თუმცა ნათლობის სახელი ტერეზაა, რვა წლის
შვილიშვილი ჯუდი და ოთხი წლის - როი, რომელიც იმ შემოდ-
გომას დაიბადა, როცა ჰარი და ჯენისი უკვე ფლორიდაში იყ-
ვნენ. ბიჭუნას ორივე პაპის საპატივცემულოდ ჰაროლდ როი
დაარქვეს, მაგრამ მას ყველა როის ეძახის, რაც ჰარის არ
სიამოვნებს. როი ლუბელმა, ყოფილმა ხელოსანმა აკრონი-
დან, უმუშევართა რიგები რომ შეავსო და მთელ სამყაროზე გა-
ბოროტდა, არც კი ინება, ქალიშვილის ქორწილს დასწრებოდა
და საერთოდაც, მთელი ცხოვრება არად აგდებდა თავის შვიდ
დამშეულ ნაშიერს. პრუ დღემდე მშიერი ადამიანის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებს და ამით ჰარის საკუთარ თავს აგონებს. ვარ-
სკვლავი თანდათან იზრდება, თეფშის ფორმისა ხდება, ციმცი-
მებს, ახლა ალუმინის ფრთოსანი მანქანა პირქუში ტყიანი დაბ-
ლობის თავზე ჰკიდია, ჰორიზონტზე კი პალმების ზოლი მო-

14
მკითხველთა ლიგა

ჩანს. ბაჭიამ წარმოიდგინა, თვითმფრინავი მიწასთან შეხებისას


როგორ აფეთქდება, ერთ-ერთ ციმციმასავით გაანათებს და შავ
კვამლში გახვეულ ცეცხლოვან ბურთად იქცევა ზუსტად ისე, ტე-
ლერეპორტაჟებში რომ გვინახავს. ბაჭიას უკვირს, რომ იმ სა-
შინელი სურათის წარმოდგენამ არ შეძრა, დიდად არც ააღელ-
ვა, მხოლოდ სიცივემ დაუარა, როგორც თვითმხილველს. მასში
მიმდინარე ქიმიური პროცესები აღიზიანებს, თან შვებასაც
გრძნობს იმის გამო, რომ თვითმფრინავში არ ზის, უსაფრთხო
ადგილას, შუშის მეორე მხარეს დგას, ბედისწერის გარდაუვა-
ლობაზე ფიქრით მოცული.
- ჰარი, სწრაფად! - ეუბნება მეუღლე, - თვითმფრინავი უკვე
დაეშვა, თანაც - 10 წუთით ადრე. ალბათ ნიუარკიდან ზურგის
ქარი ქროდა. საპირფარეშოდან გამოვედი, გასასვლელთან ჩა-
ვედი, ვფიქრობდი, რომ იქ ხარ, თუმცა არ დამხვდი! სად იყავი?
- ფანჯარასთან ვიდექი, ფეხი არ მომიცვლია.
მაშასადამე, მისი ოჯახი იმ თვითმფრინავით არ ჩამოფრე-
ნილა, წარმოსახვაში რომ ააფეთქა.
ბაჭიას გული ჩხვლეტს, გამაღიზიანებელი გახშირებული
სუნთქვა და ქოშინი ისევ ახსენებს თავს. მიუხედავად ამისა,
ფართო ნაცრისფერ ხალიჩაზე ფეხდაფეხ მისდევს ტანმორჩილ
მეუღლეს. ჯენისს ჩოგბურთის კაბა გარუჯულ თეძოებზე ასდის,
სქელძირიანი „ნაიკის“ კედები, მიკი მაუსის ჩუსტებივით, შეუფე-
რებლად დიდი მოჩანს მის წვრილ ფეხებზე. თუმცა, დამხვდურ-
თა ზღვაში, ჯენისი ერთადერთი არ არის, ვინც აბსურდულად
გამოიყურება. ჭაღარა მამაკაცებს ბანკირებისთვის დამახა-
სიათებელი ვარცხნილობითა და სერიოზული სახეებით,
CORAL POINT-ისა თუ CAPTIVA ISLAND-ის წარწერებიანი ყვი-
თელი და მწვანე მაისურები აცვიათ და ველოსიპედისტის ფე-
რადი ლაქებით აჭრელებულ ბერმუდის შორტებში გამოწყობი-

15
მკითხველთა ლიგა

ლან. მათი წვრილწელიანი მეუღლეებიდან კი ყოველი მეორე


იდიოტურ სპორტულ კომბინეზონში ისე გამოიყურება, რო-
გორც XX საუკუნის დასაწყისის თოჯინა - ჩვილის ვარდისფერსა
თუ ცისფერ თეთრეულში. სხვადასხვა სახის კოსტიუმი მხოლოდ
ერთს უწევს რეკლამირებას - მარადიულ ახალგაზრდობას,
რომელიც თითქოსდა იმ მოთხილამურეებთან, ჩოგბურთელებ-
სა და გოლფის მოთამაშეებთან ერთად აღმოაჩინეს, რომლე-
ბიც მოსიარულე ბილბორდების მსგავსად, სხვადასხვა ემბლე-
მიანი მაისურებით ჩნდებიან ტელეეკრანზე. კუზიანი ებრაელი
უკვე შეხვდა ძვირფას ახლობელს - მაღალ ქალს დამცინავი
ღიმილით, რახელს თუ ესთერს, გაფუებული ხვეული თმითა და
გრძელი ფერმკრთალი პროფილით; ქალს ხელზე ნიუარკული
ქურთუკი აქვს გადაკიდებული, ხოლო მეორე ხელს ჩამრგვა-
ლებული, ფუნთუშა დედამისი, გრეისი დაჰპატრონებია. მამა
გაუთავებლად ლაპარაკობს, ხელებსაც ახმარს და გვერდით
მიჰყვება თავისიანებს, ისინი კი ცალი ყურით ისმენენ მის ბუზ-
ღუნს წვრილმანზე, ასე რომ ააღელვა. ბაჭიას უკვირს, რომ ქა-
ლიშვილი, რომელიც მშობლებზე ერთი თავით მაღალია, მარ-
ტო ჩამოვიდა, უმამაკაცოდ. მაღალი შავკანიანი კაცი ნაცრის-
ფერ კოსტიუმში, ბუნებრივად იქცევა, საქმიანი იერი აქვს, პიჟო-
ნი არ არის, ნამდვილი ამერიკელია. მისი დიდი, მოსახერხებე-
ლი ჩანთა ისეთია, თვითმფრინავის ბორტზე, მსუბუქი ბარგის-
თვის განკუთვნილ თაროზე რომ იდება. შავკანიანი ახალჩამო-
სულ ებრაელ ქალსა და მის მშობლებს ზედმეტად ახლოს მიჰ-
ყვება, ზედ კეფაში ასუნთქებს; ნათესავი არ უნდა იყოს, ალბათ
გასწრება სურს, იმ ხორბლისფერკანიანი გოგონას მსგავსად,
აეროპორტის გზაზე წითელ „კამაროს“ რომ მიაქროლებდა.
ყველა ასეა, ერთმანეთს კუდში მისდევს, გასაქანს არ აძლევს,
ლამის ქუსლებზე აბიჯებს ფეხს, როგორც ცხოვრებაში.

16
მკითხველთა ლიგა

როგორც იქნა, ჰარი და ჯენისი მე-ა5 გასასვლელთან დგა-


ნან. მგზავრები ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან. ასეთ დროს ყოველ-
თვის გამოჩნდება ხოლმე ერთი თავხედი, სამი ჩანთითა და
სხვების გადათელვის სურვილით, ან ხნიერი დედაკაცი ყავარ-
ჯნით, უტიფრად რომ მიიწევს წინ. ასეთებს ჰგონიათ, რომ გან-
საკუთრებული უფლება აქვთ, უკან ჩამოიტოვონ სხვები. უნებ-
ლიეთ დაეჭვდები, ზედმეტად ხომ არ ვზრუნავთ შეზღუდული შე-
საძლებლობების მქონე პირებზე?
- აი, ისინიც! - როგორც იქნა, წარმოთქვა ჯენისმა, მერე კი
ხმადაბლა დააყოლა, - ნელსონს გადაღლილი სახე აქვს.
გამოფიტული და გადაღლილი კი არა, მოუსვენარი, ფიქ-
რობს ბაჭია. მის ვაჟს მარცხენა ხელით ბიჭუნა უჭირავს. მარჯვე-
ნა თვალი კი გაურბის, ქუთუთო უთრთის, თითქოს დაუცველი
მხრიდან დარტყმას ელოდეს. როის ალბათ ფრენის დროს
ჩაეძინა. მამის მკერდზე, როგორც ბალიშზე მიუდევს თავი. თუმ-
ცა თვალები ღია აქვს და ბავშვური სერიოზულობით იმზირება,
გაბუშტული, ნერწყვისგან მბზინავი მისი ტუჩები არ მოძრაობს.
როგორც კი ნელსონი მოსაცდელ დარბაზში შეაბიჯებს, ჰარი
ბავშვის გამოსართმევად შეეგებება ვაჟს, მაგრამ ნელსონი არ
ჩქარობს, თითქოს პაპა გამტაცებელი იყოს, როიც ჯიუტად ებ-
ღაუჭება მამას. დამწუხრებული ჰარი მხრებს იჩეჩს და უკან
იხევს. ბაჭიამ ხავერდზე უფრო ფაფუკ, ჯერ ისევ ცხელ ლოყაზე
აკოცა შვილიშვილს, ხელი გაუწოდა შვილს და მის პატარა, გა-
ოფლილ ხელისგულს შეეხო. ბოლო წლებში ნელსონმა ულვა-
შები და სოლივით წამახული, მოკლე ყავისფერი წვერი მოუშვა.
წვერი ცხვირის სიგანისაა და ლაქასავით ატყვია სახეს. ულვაშ-
ქვეშ დაწყობილ პატარა ტუჩებს კი გაღიმება არ შეუძლია. შეჰ-
ყურებს ჰარი ამ შიშისმომგვრელ, თაფლისფერთვალება სახეს
და ამაოდ ცდილობს, საკუთარ თავთან მსგავსება იპოვოს. მას

17
მკითხველთა ლიგა

ცისფერი თვალები აქვს. ნელსონი პატარა, ნერვიული სახის


ნაკვთებით, მერყევი, მფრთხალი მზერით, დედას ჰგავს. თუმცა
დაბნეული გამომეტყველება ქალს უფრო შვენის, ვიდრე მამა-
კაცს. უარესი ის არის, რომ ნელსონმა ზედმეტად მაღალ შუბ-
ლსა და ცხიმიან, თხელ თმასთან ერთად, ჯენისისგან პროგრე-
სირებადი გამელოტებაც მემკვიდრეობით მიიღო. ჩანს, მკაფიო
სამკუთხედი საფეთქლებს შორის მალე კუნძულად გადაიქცევა;
დედის გადასაკოცნად რომ შებრუნდა, ბაჭიამ შენიშნა, კეფა კი-
დევ უფრო მოსტიტვლებია. გახეხილი ჯინსის ქურთუკიდან,
ნელსონს პიჟონური, ვარდისფერზოლიანი პერანგი მოუჩანს.
თეთრ საყელოსა და მანჟეტებში ის ცოლშვილიან როკვარ-
სკვლავსა თუ შვებულებაში მყოფ განგსტერს წააგავს. ცალ ყურ-
ზე პაწაწინა საყურე უკეთია.
- მპუა! - ჯენისი ხმაურით კოცნის თავისიანებს. ასეთი კოცნა
მან უკვე აქ, ზედმეტად ემოციური და ეგზალტირებული ებ-
რაელი ქალებისგან ისწავლა.
პაპა ფრთხილად ეხვევა ჯუდითსა და პრუს. გამხდარი გო-
გონა, რომელსაც თვეზე ნაკლებ დროში 9 წელიწადი შეუს-
რულდება, იმ ქალის ესკიზივითაა, რომელიც მისგან მომავალ-
ში დადგება. თუმცა ჯერ სიმაღლეც არასაკმარისი აქვს და ფორ-
მებიც დაუხვეწავი. წითური დედის მსგავსად არაჩვეულებრივი
სახის ფერი, წითლად დაბრაწული ლოყები, ჭორფლი აქვს.
წამწამები, წარბები, ყურები, ცხვირი, ტუჩები - მთელი სახე უღი-
მის. ბაჭია ჯუდის სრულყოფილებამ შეაკრთო; ისეთი სათუთია,
გეშინია, ხელში არ ჩაგემსხვრეს. ბაჭია იხრება და ჯუდითს კოც-
ნის. ყურთან ბავშვურ ღინღლს ამჩნევს. პრუსგან გოგონას ნა-
თელი მწვანე თვალები და წითური თმა ერგო. თუმცა მის
თხელ, მოხდენილ ფიგურასა და მშვიდ, ოვალურ სახეს ჯერ არ
დასტყობია ცხოვრების დაღი, რაც წლებმა დედამისს დაამჩნია,

18
მკითხველთა ლიგა

მისი სილამაზე ჩააქრო, გააუხეშა, გაატლანქა. ნელსონთან


ქორწინების ცხრა წლის თავზე ეს ცვლილება აშკარაა. პრუს
მოსწონს ჰარი, ჰარისაც მოსწონს ის, თუმცა ხალხით გარშე-
მორტყმულებს ეს არასდროს გამოუხატავთ.
- როგორი მზეთუნახავები არიან, - ამბობს ბაჭია დედა--
შვილზე.
პატარა ჯუდი ცხვირს იბზუებს:
- პაპამ კანფეტი ისევ მიირთვა. რცხვენოდეს. მიწისთხი-
ლიანი კანფეტი იყო, სუნით ვგრძნობ. შემიძლია ვთქვა, რომ
კბილებს შორის ნამცეცებიც კი აქვს. რა სირცხვილია!
გოგონას თავდასხმამ, სიმართლემ და პენსილვანიური კი-
ლოთი წარმოთქმულმა „რა სირცხვილია“, ბაჭია გააცინა. ადგი-
ლობრივი კილო ქრება, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვები მშობლე-
ბის ასლები ხდებიან. ალბათ ჯუდიც ნელსონსა და პრუს, ანდა
ჯენისს უგდებდა ყურს, როცა ისინი ბაჭიას ჯანმრთელობაზე,
ჭარბ წონასა და მკაცრ დიეტაზე საუბრობდნენ. თუკი ასეა, ჯან-
მრთელობის საქმე მართლაც ცუდად ჰქონია - უარესად, ვიდრე
თავად ეგონა. შვილიშვილისგან შერცხვენილი ჰარი თავს უხერ-
ხულად გრძნობს.
- ჯანდაბა! - ამბობს დაბნეული, - ვერაფერს დამალავ! პრუ,
შენი საქმეები როგორ მიდის?
და როცა ის მისი ლოყისკენ დაიხრება, პრუ მოულოდნე-
ლად ტუჩებში აკოცებს და ამით გააოცებს ჰარის. მისი ტუჩები
კუთხეებში მორცხვად, ნაღვლიანად დაშვებულია, მაგრამ ბა-
ლიშებივით თბილი, რბილი და დიდია. კოცნა ბაჭიას სხეულში
იფანტება და სულამდე აღწევს. ასეთი მოგონება შემორჩა მას
ამ კოცნაზე. პრუ - ნელსონის გამხდარი, მიმზიდველი შეყვარე-
ბული, ოჰაიოელი ორსული გოგონა, პირველად იმ შორეულ
ზაფხულს, დედიკო სპრინგერის სახლში ნახა. იგი მოხდენილად

19
მკითხველთა ლიგა

შეიჭრა მათ ცხოვრებაში; პრუ - კენტის უნივერსიტეტის მდივანი,


სრული სახელით ტერეზა ლუბელი, მოულოდნელად მისი შვი-
ლიშვილების მომავალი დედა, მისი გენების უსასრულობაში გა-
დამტანი გახდა - სხეულის ფორმები შეეცვალა, გადიდდა, მაგ-
რამ პენსილვანიელებივით არ ჩასუქებულა, თითქოს მისი
ძვლები უხილავი დაზგის საშუალებით გაფართოვდა, სიცა-
რიელე მყისვე ახალი კალციუმით შეივსო და გადიდებულ სხე-
ულზე კანი მორჩილად გადაიჭიმა. ახლა პრუ საკმაოდ მა-
სიურია, წინიდან ასე ჩანს. ოდესღაც ჯუდითივით თხელი სახე
ახლა ნიღაბივით გაუბრტყელდა. ყოველთვის მაღალსა და
წარმოსადეგს, წლებმა მეუღლისა და ოჯახის უფროსის იერი
შესძინა. გრძელი სწორი თმა შეუჭრია და რაღაცით სფინქსის
ფრთებს მიუგავს. მხრები და თეძოებიც გაუგანიერდა. ტანსაც-
მელში ამას ვერ ფარავს. მის სამოსზე ყავისფერი, თეთრი და
შავი კვადრატების კომბინაცია სამგანზომილებიანი ნახატივით
გამოიყურება. თვითმფრინავში, თანაც ბავშვით ხელში, სამ-
საათიანი მგზავრობისას თხელი პიჯაკი ძლიერ დაჭმუჭნილა,
მხარზე დიდი ლურჯი ჩანთა ჰკიდია, ხელებში კი აქლემის ფე-
რის პალტო, ბავშვის ორი ქურთუკი, სატელევიზიო შოუს მიხედ-
ვით გამოცემული რამდენიმე პრიალა საბავშვო წიგნი, კრემის-
ფერი, კომბოსტოსავით თოჯინა და გასაბერი დინოზავრი უჭი-
რავს. პრუს უხეში მტევნები აქვს, მოვარდისფრო და დამსკდარი
თითები. ჰარის დედასაც - გაუთავებელი რეცხვისგან - ასეთი
ჰქონდა, მაგრამ პრუმ როგორ მოახერხა? დღეს ხომ ყველა
ნაირ-ნაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკით სარგებლობს.
მოულოდნელი ამბორის შემდეგ ბაჭია სახტად დარჩენილი მიშ-
ტერებია პრუს. ბაჭიას ცოლ-შვილი დიდი ხანია მოყირჭდა, მაგ-
რამ მის სულს ისევ და ისევ უხარია, რომ ახალგაზრდა რძალი
ჰყავს.

20
მკითხველთა ლიგა

- მშვენივრად გამოიყურებით, ჰარი, მზიანი სამხრეთი გიხ-


დებათ, - ამბობს პრუ. სითამამით ცდილობს შენიღბოს შეხვედ-
რით გამოწვეული თავდაპირველი შებოჭილობა.
რაზე მიანიშნებს ეს ჯიქური ამბორი? რაღაც - ისეთზე, ყუ-
რადღებას რომ საჭიროებს. პრუ და ნელსონი არასოდეს ყო-
ფილა კარგი წყვილი.
- მარტო შენ ფიქრობ აგრე, - პასუხობს ჰარი და მხარზე
გადაკიდებული ჩანთის ჩამორთმევას სთავაზობს.
- მოდი, ტვირთს შეგიმსუბუქებ, ჩანთას მაინც გამოგარ-
თმევ.
სათამაშოები და პალტო პრუს მეორე ხელში გადააქვს,
რათა საშუალება მისცეს ჰარის, ლურჯი ჩანთა ჩამოხსნას მხრი-
დან. თან ეკითხება:
- განა თქვენთვის შეიძლება?
ჰარი აღშფოთდება:
- რატომ მექცევა ყველა ისე, თითქოს წყეული ინვალიდი
ვიყო?
მისი შეკითხვა ჰაერში რჩება. პრუ და ჯენისი ერთმანეთს
გადაეხვევიან და ზურგზე ყალბად ეფერებიან. ნელსონი კი არა-
ვის ელოდება, გრძელ ნაცრისფერ დერეფანს მიუყვება, მის
მხარზე ჩაძინებული როით ხელში. ჰარი ნელსონის შესახე-
დაობის გამო გაღიზიანებას მოზღვავებულად გრძნობს. იგი
ახალგაკრეჭილია, თმის ღერები ერთმანეთზე ეკრობა, დალაქ-
მა კეფაზე რატომღაც იდიოტური კუდი დაუტოვა. ის ვირთხისას
წააგავს, პერანგის საყელომდე სწვდება და კიდევ უფრო აჩენს
მის ნაადრევ, მზარდ გამელოტებას. ნუთუ დაივიწყა, რამდენი
წლისაა? თავი ისევ ჭაბუკი ჰგონია? ჯუდითი ცდილობს მამამისს
წამოეწიოს, ნელსონს კი აზრადაც არ მოსდის, დაელოდოს
შვილს, უკან არც იხედება.

21
მკითხველთა ლიგა

გოგონა სწორედ იმ ასაკშია, როცა აცნობიერებს, ფრენის-


თვის კოხტად გამოწყობილმა თავმოყვარეობა მსხვერპლად
არ უნდა გაიღოს და არავის დაედევნოს. ჯუდითს ვარდისფერ
ზაფხულის კაბაზე მუქი ლურჯი ზამთრის პალტო აცვია. პალ-
ტოს ქვეშ კაბის ბოლო მოუჩანს, მერე კი - შიშველი გრძელი
ფეხები, რომელიც ნოემბრის შემდეგ - რაც ბაჭიამ ბოლოს ნახა,
- უფრო დაგრძელებია. ჰარის ყველაზე მეტად ჯუდითის კოკ-
როჭინა თავი ნუსხავს, მოკლედ ჩაწნული ბზინვარე წითური
თმითა და ზედ დამაგრებული დიდი თეთრი ბაფთით. თეთრ
ბაფთაზე, რატომღაც, ახსენდება კათოლიკე დედა, მის მიერ
თეთრი ლენტებით მორთული ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს
ფიგურები და სადღესასწაულო მსვლელობებისას ხალხის თავ-
ზე მცურავი წმინდანთა ქანდაკებები, თითქოს ზეცისკენ რომ
მიემართებოდნენ. ჰარი უყურებს ჯუდითის კოკროჭინა თავს,
ნაწნავს, რომელიც მასთან ერთად ხტის, - თუმცა გოგონა ძა-
ლიან ცდილობს არ გაიქცეს, - და სადღესასწაულო ბაფთას,
რომელიც დედამ მიუბნია ისე მორჩილად, ბუნებრივად ატა-
რებს, რომ ბაჭიას სახე ებადრება. რამდენიმე ნაბიჯით წამოეწე-
ვა გოგონას, იხრება და ეკითხება: - საით გარბიხარ, ლამაზო?
- და ხელს ჩასჭიდებს ხელზე, რომელსაც ჯუდითი ბავშვურად,
დაუფიქრებლად უწვდის. მისი ნოტიო ხელისგული, ისე რო-
გორც დედამისის თბილი ტუჩები, აკვირვებს ბაჭიას. ჯუდის თეთ-
რბაფთიანი თავი წელზემოთ სწვდება. ჰარიმ ჯენისისგან იცის,
რომ ჯუდი თანაკლასელ გოგონებს შორის ყველაზე მაღალია.
ეს ნიშნავს, ბიჭები აჯავრებენ.
- სკოლა როგორ მოგწონს? - ეკითხება ჰარი.
- მძულს, - პასუხობს ჯუდი, - იქ თავი ყველას დიდი ვინმე
ჰქონია, გოგონები ბიჭებზე უარესები არიან.
- შენ არასოდეს იწონებ თავს?

22
მკითხველთა ლიგა

დაფიქრდება და პასუხობს:
- ბიჭებიდან ზოგიერთი დამსდევს, მაგრამ დაახვიე-მეთქი,
ვეუბნები.
ჰარი ენას აწკლაპუნებს:
- ვფიქრობ, მესამეკლასელი გოგონასგან საკმაოდ უხეში
საუბარია.
- არა მგონია, - პასუხობს ჯუდი, - ხანდახან, მასწავლებელს
როცა ვამწარებთ, ისიც კი ამბობს, ღმერთმა დაგწყევლოთო.
- როგორ ამწარებთ?
ჯუდი ქვემოდან უღიმის. დედასავით ღიმილი აქვს - ცოც-
ხალი, ფართო. მრუდე კუთხეების გარეშე.
- ზოგჯერ ყველა ერთად ვზუზუნებთ, ის კი ჩვენი ტუჩების
მოძრაობას ვერ ამჩნევს, ვერ ხვდება, ვინ არის დამნაშავე და
ვერ გვაჩუმებს. ერთი კვირის წინ, როცა მასწავლებელი საშო-
ბაო ჰიმნებს გვასწავლიდა, ერთმა ბიჭმა, თავი დიდ ვინმედ რომ
მოაქვს, გამოაცხადა, სხვა სარწმუნოება მაქვს, მამაჩემი ადვო-
კატია და თქვენ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანსო.
- საძაგელი. ტაკოზე უნდა მოსცხოს კაცმა! - თქვა ბაჭიამ.
- ნუ ბილწსიტყვაობ, პაპა.
- ეს რა, ბილწსიტყვაობაა? მხოლოდ ის ვთქვი, სად უნდა
მოსცხო. ვიღაცას ტრაკი სტკივაო, რომ მეთქვა, უფრო უხეში
ნათქვამი იქნებოდა. ნახე, აი, იქ ვიყიდე მიწისთხილიანი ფილა,
ასე ოსტატურად რომ იყნოსე. გინდა, რაიმე გიყიდო?
- აჯობებს, ჯერ დედას დაეკითხო.
ჰარი შებრუნდა და დედიკოებს ელოდება, ისინი თეძოების
რხევით მოდიან, თავები ერთმანეთისკენ გადაუხრიათ და
ბაასობენ.
- პრუ, - ამბობს ბაჭია, - ნუთუ შოკოლადის ერთი ბატონი
ჯუდის კბილებს გაუფუჭებს?

23
მკითხველთა ლიგა

რძალი დაბნეული გამოხედავს, მაგრამ გაღიმება არ ავიწ-


ყდება:
- მგონი ერთი ცალი არ მოკლავს, თუმცა მე და ნელსონი
ვცდილობთ, სასუსნავით არ გავათამამოთ.
- თუ იყიდი, - ჩაერთო ჯენისი, - ორი იყიდე, როისთვის არ
დაგავიწყდეს.
- როის ხომ სძინავს? გარდა ამისა, ის დაზე ოთხჯერ უმ-
ცროსია.
- ყოველ შემთხვევაში, არ გამოეპარება თუ მათ გარჩევას
დაიწყებ, ცოტა ხანია, რაც დის ჩრდილში მოქცეული აღარაა.
ნუთუ პატარა ჯუდი ვინმეს დაჩრდილავს? იქნებ თვითონაც
ასე გრძნობდა თავს უმცროს დაიკო მიმისთან? მიმიმ მოახერხა,
დაიმონდის საგრაფოს მოშორებოდა, სრული სვლით ევლო
ლას-ვეგასისკენ და კიდეც დამკვიდრებულიყო იქ.
- ნუ შეყოვნდები, - აფრთხილებს ჯენისი, - ან გასაღები მო-
მეცი, მანქანაში ჩავსხდებით. კიდევ ორი ჩანთა აქვთ, ნიუარკში,
ტვირთის შესანახ განყოფილებაში დაატოვებინეს, ნელსონი
ალბათ მათ ასაღებად წავიდა.
- ჰო, რა იყო ეს თავპირისმტვრევით გავარდნა? ვისზეა
გაბრაზებული?
- ალბათ ჩემზე, - თქვა პრუმ, - აღარ ვცდილობ გარკვევას.
ჰარი გოლფის კუბოკრული, განიერი შარვლის ერთ-ერთ
ჯიბეში იქექება, მაგრამ იქიდან მხოლოდ პირველი დარტყმის-
თვის საჭირო რამდენიმე პალო და „ვალჰალა ვილიჯის“ WV
ინიციალებიანი ლურჯი მარკერი ამოაქვს, ახლა მეორე ჯიბეში
ეძებს და ბოლოს, გასაღებების მოზრდილ აცმას ამოაცურებს.
იძახის, აბა, დაიჭით, და ჯენისს გასაღებების აცმას ესვრის. ჯე-
ნისი ორივე ხელს ქალური დაბნეულობით შეაგებებს და ნას-
როლი მკერდქვემოთ, მუცელში ხვდება. ეს სასაცილო გაფაფ-

24
მკითხველთა ლიგა

ხურება, ხელის აწევა და სროლა ძალას გამოაცლის ჰარის,


მკლავი სველი სარეცხივით დაუმძიმდება. სპონტანურობა და
შვილიშვილის ტკბილეულით გამასპინძლების ხალისი დაეკარ-
გება. ჯუდი მიწისთხილიანი „პლანერის“ ნაცვლად, „ციურ ფი-
ლას“ ირჩევს. ბაჭია თვლის, რომ ეს მართლაც საზიანოა მისი
კბილებისთვის - ნატურალური შოკოლადის უტკბილესი ხუთი
კვადრატი. ჰარი შარვლის უკანა ჯიბეში იქექება, შარვალი ძვე-
ლია, მისი კუბოკრული ზოლები კარგა ხანია მზეზე გახუნდა, ჯი-
ბის საფარი კი ხელისგულებმა გააჭუჭყიანა. ჯიბიდან საფულეს
იღებს და ყოყმანით შეჰყურებს ტკბილეულს, დახლზე რომ აწ-
ყვია, ვერ გადაუწყვეტია, მიწისთხილიანი შოკოლადი კიდევ
იყიდოს თუ არა თავისთვის. იქნებ გაუმართლოს და ფილა გა-
ტეხილი არ აღმოჩნდეს, ან იქნებ არც ღირდეს ყიდვა? რო-
გორც პრუ და მისი აქაური ექიმი მორისი ამბობენ, ისედაც ზედ-
მეტ ნაგავს მიირთმევს, მაგრამ ბოლო წუთს, როცა რვაკუთხა
პავილიონის სალაროსთან შავკანიანი ქალი „ციურ ფილაში“
გადახდილი დოლარიდან ხურდას დაუბრუნებს, მიწისთხი-
ლიანი შოკოლადის შეძენას მაინც გადაწყვეტს. ჰარისთვის მთა-
ვარი სიამოვნება ტკბილეულის გადასანსლვა კი არა, პირველი
ლუკმით ტკბობა, პირველი ნატეხის დაგემოვნება, ენაზე შოკო-
ლადის დნობაა. ამ ნეტარებაზე უარს ვერ იტყვის. მისდა გასაკ-
ვირად და აღსაშფოთებლად, ხურდა არათუ ეკუთვნის, დასამა-
ტებელიც აქვს იმ უცნაური კანის ფერის დედაკაცისთვის. იმგვარ
კანის ფერს შეერთებულ შტატებში იშვიათად შეხვდები: ისეთივე
მკრთალია, როგორიც გრიფელის დაფა; ალბათ ჰაიტელია ან
დომინიკელი, ყველა ხომ ფლორიდაში მორბის. სახელმწიფო
ბეგარა უნდა გაიზარდოს. თანაც, რა ფასებია აეროპორტებში?!
იქ, სადაც კონკურენცია არ არის, უმალ კუთხეში მიგიმწყვდევენ,
გასაქანს არ მოგცემენ. კონკურენციის გარეშე ხომ სოციალიზ-

25
მკითხველთა ლიგა

მში ხარ - ყველა სხვის ხარჯზე ცხოვრობს, ხოლო ეკონომიკა


ისეთივეა, როგორიც ჰაიტისა და კუბაზე. ჰარი თაროზე განთავ-
სებულ ჟურნალებზე შეაჩერებს მზერას. ზედა თაროზე გამჭვირ-
ვალე, პრიალა ცელოფანში ჩასმული ჟურნალები აწყვია, მაც-
დური დიდტუჩება გოგონების მოშიშვლებული სხეულების ინტი-
მურ ადგილებს ფერადი ქაღალდი ფარავს, ლამაზმანებს ისეთი
სახეები აქვთ, თითქოს საკუთარ მშვენებათა გამო განცვიფრე-
ბაში მოდიან: Hustler, Gallery, Club, Penthouse, Oui, Live, Fox.
ბაჭია წარმოიდგენს, როგორ ყიდულობს ერთ-ერთ ჟურ-
ნალს, - სინამდვილეში მის შეძენას ჰაიტელი ქალის საყვედუ-
რიანი მზერის გამო ვერ ბედავს, ეს კარიბელები ხომ ევანგე-
ლისტი ფუნდამენტალისტები არიან, თვალწინ დაუდგება მათი
ტაძრები, სადაც მთელი ხმით ღაღადებენ, დაე, მალე დადგეს
აღსასრული, თუნდაც დღესვეო, - წარმოიდგენს, როგორ შე-
აქვს ჟურნალი სახლში და როცა ჯენისს სძინავს, სადილს ამზა-
დებს ან რომელიმე ჯგუფურ სწავლებაზეა, გულს იჯერებს დი-
დებული შიშველი ფორმების, ვარდისფერი ლაბიუმების,
ვეებერთელა ძუძუებისა და გაბზეკილ დუნდულებს შორის მოქ-
ცეული, ხამანწკისებური, მოსაწყენი ანატომიის მქონე გაპარსუ-
ლი ადგილების ცქერით და გული დასწყდება, რომ ნანახი ვერ
აღაგზნებს, რადგან ყველა სხვა გრძნობას გადაფარავს მოწყი-
ნება და უკმაყოფილება უაზროდ გაწეული ხარჯის გამო.
სიამოვნებისთვის 4 დოლარსა და 25 ცენტს ითხოვენ და სხვა-
დასხვაგვარ მომსახურებას გთავაზობენ: „სექსუალური ქალ-
თევზები საუნაში“, „კარა ლოტთან გახურება“, „ანალური სექსი -
რჩევები გურმანებს“.
როგორი ამაზრზენნი ვხდებით, როცა ვფიქრობთ ერთჯე-
რად ხორცზე, რომლითაც დაუყოვნებლივ ჟინი უნდა მოვიკ-
ლათ.

26
მკითხველთა ლიგა

- წამოდი, პაპა, რას ელოდები?


ბაბუა და შვილიშვილი ოჯახის დანარჩენ წევრებს დაედევ-
ნებიან, ისინი კი თითქოს აორთქლდნენ. ჯუდის თეთრბაფთიანი
ზიმზიმა თავი, რომელიც ჰარისგან ხან ერთ, ხანაც - მეორე მხა-
რეს ხტის, უკვე ღლის და ნერვებს უშლის ბაჭიას, როგორც ის
გასაღები, დროულად რომ ვერ მოძებნა შარვლის ჯიბეში. თუმ-
ცა, ეს ურიგო შედარებაა. ჯენისი მეუღლეს ჭკუათხელსა და
დოყლაპიას ეძახის, თვითონ კი ნასროლი გასაღებების აცმის
დაჭერაც არ შეუძლია. მოუქნელი, სულელი დედაკაცი. აი, შვი-
ლიშვილს თუ გვერდიდან მოსტაცებენ, მაშინ კი, ჯენისი ნამდვი-
ლად შეარქმევს ჭკუანაკლულს.
- ახლა წყნარად აირჩიე საფეხური, - არიგებს ჯუდითს ეს-
კალატორთან მიახლოებისას, - გადადგი ნაბიჯი და გაჩერდი, -
შემდეგ ესკალატორიდან გადმოსვლისას, - აბა, მოემზადე, არ
იჩქარო, ნუ დაიბნევი, ყველაფერი გამოგივა. კარგია.
- ჩვენთან, სავაჭრო ცენტრებში ყოველთვის ესკალატორე-
ბით ვმოძრაობ, - წყენით ამბობს გოგონა და ტუჩებს ბზეკს, კუთ-
ხეები კი შოკოლადით აქვს მოსვრილი.
- სად ჯანდაბაში დაიკარგნენ?! - ეკითხება შვილიშვილს,
რადგან გარუჯული, ხმაურიანი ადამიანებით გადაჭედილი
სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის აეროპორტის ქვედა სარ-
თულზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი ჭერია და
იქაურობა გვირაბსა თუ სამარხს ნაკლებად ჰგავს, ბედისწერის
ყრუ ექო მაინც მისწვდება ჰარის, ჭვალივით დაუვლის მუცელში.
ის ვერ ხედავს ვერც ერთ ნაცნობ სახეს - მის გარშემო ყველა
უცხოა, თითქოს ჯოჯოხეთში ჩასულიყოს.
- პაპა, დავიკარგეთ?
- არა, შეუძლებელია! - ამშვიდებს ჰარი ბავშვს.

27
მკითხველთა ლიგა

ამ უსიამოვნო ვითარებაში, ჰარიმ მოულოდნელად ისევ


დააფასა შვილიშვილის სილამაზე, ნატიფი თვალ-წარბი, ნაზი
ღინღლი ყურთან, გადავარცხნილი, კეფაზე მსხვილად ჩაწნუ-
ლი, თეთრი ბაფთით მორთული თმა და თმის თითოეული ბზინ-
ვარე ღერი. ახლაღა შეამჩნია ბაჭიამ გოგონას თმაში ჩაბნეული
ორი ერთნაირი თეთრი პეპელა. ჯუდი შეწუხებული შეხედავს ჰა-
რის და როცა მის სახეში დაბნეულობას წააწყდება, ცრემლებით
აევსება თვალები.
- ეს პალტო ძალიან ცხელია, - დაიწუწუნებს.
- მე წამოვიღებ, - უპასუხებს ჰარი.
ბაჭიამ პალტო ხელზე იმგვარად გადაიკიდა, თითქოს
რბილ, თბილ ქსოვილს წონიდეს, ახლა ჯუდითი ვარდისფერ
კაბაში თავად წააგავს პეპელას. აეროპორტის ნაცრისფერ ქვეს-
კნელში მისი მწვანე თვალები გაცილებით ფართო, ნათელი და
მეტყველი ჩანს. მწვანე თვალებით შესციცინებს ჰარის წითურ--
ყავისფერი წარბებიდან, რომელთაგან ერთ-ერთზე, დასაწყის-
თან, ურჩ ბუსუსებს ამჩნევს. ნელსონსაც ზუსტად ასე აქვს, მას ეს
ჰარისგან გამოჰყვა. ნელსონი არაერთხელ მდგარა სკოლის
საპირფარეშოში სარკის წინ, ისველებდა თითს და ურჩი წარბის
გასწორებას ცდილობდა. განსაცვიფრებელია, რომ ასეთი უმ-
ნიშვნელო რამ შეიძლებოდა მამიდან შვილზე გადასულიყო.
შესაძლებელია, სწორედ ამ ერთადერთს ვებღაუჭებით, უკვდა-
ვებას, გენეტიკურ კოდს, რომელიც უცვლელია კომპიუტერში
ერთხელ შეყვანილი ნომერივით, რომელზეც ყოველთვიურად
გვატყობინებენ მიმდინარე საბანკო ანგარიშებს. უცნობ ადამი-
ანთა მოჩვენებასავით ფიგურები, უხეშად მიიკვლევენ გზას და
უსწრებენ. ხუმრობების, ხმამაღალი შეტყობინებებისა და ჩახუ-
ტებების ოკეანეში ისინი კუნძულებს ჰგვანან. გარუჯული ადა-
მიანები, სილურჯეში გარდამავალი ფერით, როგორიც მხო-

28
მკითხველთა ლიგა

ლოდ იმათ აქვთ, ვინც თვეობით რჩება ფლორიდაში, - უფე-


რულ ახალჩამოსულებს ეხვევიან და ზურგზე ხელებს უტყაპუნე-
ბენ.
დუმილი რომ დაარღვიოს და თან, ბავშვის ხმა გაიგონოს,
ჰარი ამბობს:
- ალბათ, ბარგის ასაღებად წავიდნენ.
ჰარი თავს მაღლა სწევს და თვალის ცეცებით ეძებს წარ-
წერას „ბარგი“, ხელს ჰკიდებს ჯუდითის პატარა სველ ხელს და
მასთან ერთად მიაპობს ბრბოს. ბარგის გაცემის პუნქტამდე მივ-
ლენ, ესკალატორის ირგვლივ იხეტიალებენ, მაგრამ არც პრუ,
არც ჯენისი, არც ნელსონი და არც როი არსად ჩანან. ქაოსში
სახეებს აკვირდებიან, მაგრამ ნაცნობსა და ახლობელს ვერ
პოულობენ. ჰარის ყოველთვის კარგი მხედველობა ჰქონდა,
მაგრამ ბოლო დროს, თვალები აწუხებს, განსაკუთრებით, ხე-
ლოვნური განათებისას. ლურჯი ჩანთა, რომელიც ბაჭიამ პრუს
გამოართვა, უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა - შიგ ნამ-
დვილად აგურები აწყვია. ჰარის თვალები და მხარი ეწვის.
- ვფიქრობ, - ვარაუდობს, თუმცა ნაკლებდამაჯერებლად,
- უკვე მანქანაში სხედან.
ჩვეულებისამებრ ხელს იკრავს ჯიბეზე, სადაც მანქანის გა-
საღები ეგულება, ვერ მოიხელთებს და შფოთვას იწყებს, მერე
ახსენდება, როგორ ესროლა გასაღებების აცმა ჯენისს. თავდა-
ჯერებულად გაემართება ყავისფრად დაფერილი, შემინული გა-
სასვლელისკენ, მაგრამ როგორც კი ელექტროკარი სხეულის
მიახლოებას იგრძნობს, უმალ დაიკეტება წარწერით „გასას-
ვლელი არ არის“ - მერეღა ხვდება, რომ ჯუდითი მართალი
იყო, მეორე კარისკენ რომ ექაჩებოდა. გარედან ცხელი ჰაერი
შემოიჭრება და მყისვე გარშემოერტყმება მათ. მზე რძისფერი
ღრუბლებიდან ისვრის სხივებს, რომელსაც ტროპიკული უსახე-

29
მკითხველთა ლიგა

ლო მცენარეების ფოთლები ირეკლავს, მცენარეები ბაჭიას მუხ-


ლამდე სწვდება, უწყვეტ ნაკადად მოძრავი მანქანებიდან არეკ-
ლილი სხივები ეთამაშება და თვალს სჭრის მას. ქუჩის გადასას-
ვლელთან ჰარი ჯუდის ძლიერად ჩასჭიდებს ხელს, მოულოდ-
ნელად, გზის სავალ ნაწილზე გადარბენა რომ არ მოუვიდეს
აზრად - ჩვენ ხომ გიჟური იმპულსებით ვართ სავსე.
ჰარი და ჯუდითი ქუჩას კვეთენ და მზეზე მოლაპლაპე მან-
ქანების სადგომისკენ მიემართებიან, იქით, საითაც ბაჭიამ მან-
ქანა გააჩერა. მაგრამ - კონკრეტულად საით? ეგ კი დაავიწყდა.
ვერაფრით იხსენებს მანქანის პარკირების ადგილს. „კამრი დე-
ლუქსი“ სედანი, მონაცრისფრო მარგალიტის ფერის, 24 ძრა-
ვით, 2.5 ლიტრით, 6 ცილინდრით. როცა სადგომზე მანქანას
აყენებდა, ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო წითელ „კამაროზე“,
გზა რომ დაათმობინა და ჯენისის უნიჭო კომენტარებზე, ამიტომ
აზრადაც არ მოსვლია ადგილის დამახსოვრება. ნათლად ახ-
სოვს ქვეითთა გადასასვლელი, დეკორატიული გორაკი ცენ-
ტრალურ ზოლზე, სადაც მზეს მოწყურებულ ახალგაზრდას
ზურგჩანთა ამოედო ბალიშად, რათა უკეთ მიჰფიცხებოდა; შეშ-
ლილი მოხუცი, რომელსაც ზედამხედველად წარმოედგინა თა-
ვი და ჩამომსვლელებს ჟესტებით მიუთითებდა, საით უნდა წა-
სულიყვნენ, ან სად იყო გასასვლელი, ან - სალარო, სადაც ავ-
ტოსადგომის საფასური უნდა გადაეხადათ; ჯიუტი ბერიკაცი, იმ
დაქოქილი და ლაქლაქა ებრაელის მსგავსი, აეროპორტში
რომ უყვიროდა მეუღლე გრეისს და თმაგაწეწილ, კბილებგად-
მოყრილ, ორივე მშობელზე ერთი თავით მაღალ, მოღიმარ ებ-
რაელ პრინცესას რომ ხვდებოდა. ეს ყოველივე დაწვრილებით
ახსოვს ბაჭიას, მაგრამ ვერ იხსენებს, სად და რომელ რიგში
დატოვა მანქანა. მან ის ტვინის რომელიღაც მკვდარ უჯრედში
მოათავსა. როცა მოვკვდებით, თითოეული ჩვენგანის გონება

30
მკითხველთა ლიგა

სწორედ ასეთ სუბსტანციად გარდაიქმნება, თუ, რა თქმა უნდა,


სამყაროში რაიმე ზებუნებრივი არ გამოიგონეს. The National
Enquirer, ჟურნალი, რომელიც ჯენისს ზოგჯერ სახლში მიაქვს
ხოლმე, ხშირად აქვეყნებს სტატიებს იმაზე, თუ რას გრძნობ-
დნენ და განიცდიდნენ ადამიანები სიკვდილის წინ, მაგრამ
მსგავსი ამბებისა ჰარის ისევე სჯერა, როგორც ამოუცნობ
მფრინავ ობიექტებზე და იქ მოკალათებულ მწვანე კაცუნებზე
შეთხზული ზღაპრების. სიმართლეც რომ იყოს, სტატიები ნაკ-
ლებად მანუგეშებელია. ჯუდითის ხელი დაუსხლტა, დგას დაბ-
ნეული ვიწრო გაზონზე, უცნაური ბალახის ზოლზე, ავტოსად-
გომის კიდესთან და ვერაფერი გაურკვევია. ეს ფართოფოთ-
ლოვანი და გრძელღეროიანი ბასრი ბალახი ამ მხარეში ყველ-
გან იზრდება, სარწყავებით რწყავენ, წმინდა ავგუსტინს უწოდე-
ბენ, მაგრამ ჰარი თვლის, რომ ის ნამდვილი ბალახი არ არის,
ხელოვნურს წააგავს, უცნაურად იჭმუჭნება ფეხის დადგმისას.
გულში ჩხვლეტა იგრძნო, ტკივილი მზაკვრულად შეეპარა,
გაიშალა და მთელი სხეული მოიცვა, უხილავი ზონარივით შე-
მოეკრა კანქვეშ. მის ყურამდე აღწევს ჯუდითის ხმა, როგორც
სიცოცხლესთან დამაკავშირებელი სუსტი ძაფი.
- რა ფერისაა მანქანა, პაპა?
- ჩვეულებრივი, - პასუხობს და ცდილობს, მოკლე წინადა-
დებებით შემოიფარგლოს, რომ არ გააღვივოს ტკივილი, - ღია
ნაცრისფერი, იმავე ფერის, როგორიც ნახევარი მსოფლიოს
მანქანები. ნუ გეშინია, იქ ვიპოვი, სადაც დავტოვე.
საბრალო ბავშვი მთელი ძალით ცდილობს არ ატირდეს,
თუმცაღა თავს ვეღარ ერევა.
- მამა წავა! - აღმოხდა მას ცრემლნარევი ხმით.
- და ჩვენ დაგვტოვებს? რატომ უნდა მოიქცეს ასე? ის ამას
არ გააკეთებს, ჯუდი.

31
მკითხველთა ლიგა

- ის ხანდახან უაზროდ ბრაზობს ხოლმე, სრულიად უმიზე-


ზოდ.
- ალბათ აქვს მიზეზი, რომელსაც არ ამხელს. შენზე რას
იტყვი, ნუთუ არაფერზე ბრაზობ?
- მამასავით - არა. დედიკო ამბობს, რომ მას ექიმი ესაჭი-
როება.
- მე კი მგონია, დროდადრო ექიმთან მისვლა ჩვენც არ
გვაწყენდა.
ავი წინათგრძნობა, როგორც გაყინული წყალი, ისე ჩაეღ-
ვარა გულ-მუცელში. ექიმები. ჰარის აქაური ექიმი ცდილობს
თავისი შვილი დაიმოწაფოს. ასე რომ, თუ მოკვდება, ვაჟი
ჩაანაცვლებს, ჯანდაცვის არც ერთ პოლისს ხელიდან არ გაუშ-
ვებს. სიცოცხლე ავტოსადგომს წააგავს, დრო რომ ამოგეწურე-
ბა, უნდა წახვიდე, ადგილი შემდეგს დაუთმო. ეს სამართლიანო-
ბაა. გრძელ, ბზინვარე მეტალის რიგებს შორის, ჰარი საკუთარ
მანქანას თვალის ცეცებით ეძებს, იმ იმედით, რომ სადღაც იელ-
ვებს ნაცრისფერი ზოლი. მოულოდნელად ბაჭიას ეჭვი იპ-
ყრობს, სწორად ახსოვს კი თავისი მანქანის ფერი? მთელი
ცხოვრების მანძილზე იმდენი მანქანა შეიძინა და გაყიდა, ვერ
ჩამოთვლის. ბოლოს დუმილს არღვევს და აცხადებს:
- მგონი მანქანა იქ დავაყენე, მარცხნივ, დაახლოებით მე-
სამე რიგში. ხედავ, რა ხდება, ჯუდი? ხომ დაინახე ის ბერიკაცი,
უფროსივით რომ ასწავლიდა ყველას საით წასულიყვნენ, გავ-
ღიზიანდი იმ არამზადაზე. ნუთუ არ გძულს მსგავსი ადამიანები,
რომელთაც მიაჩნიათ, რომ ყოველივე შენზე უკეთ იციან? პ
პატარა გოგონა წითურ თავს თანხმობის ნიშნად მდუმა-
რედ დაუქნევს, ზედმეტად ნერვიულობს იმისთვის, რომ სიტყვა
დაძრას. ბაჭია საუბარს განაგრძობს და ცდილობს, ბავშვის სა-

32
მკითხველთა ლიგა

ხეზე საწვიმრად მომზადებული მოქუფრული ღრუბლები გაფან-


ტოს.
- ასე ვარ მოწყობილი. როცა მეუბნებიან, ასე და ასე გააკე-
თეო, ინსტინქტი მკარნახობს, საპირისპიროდ მოვიქცე. ამის გა-
მო არაერთხელ შემქმნია პრობლემა, მაგრამ კარგადაც გავ-
რთობილვარ. რაკი ბერიკაცმა მედიდურად მიმითითა, იქით
წავსულიყავი, მე საპირისპირო მიმართულება ავირჩიე და არ
დავკარგულვარ.
უეცრად შვება იგრძნო. კრემისფერფურგონიანი, მოცის-
ფრო წყლისფერი „ფორდ ბივუაკის“ უკან, ის ადგილი დაინახა.
თეთრი ზოლის მიღმა თავხედურად მიყენებული ეს მანქანა, მი-
ნესოტის ნომრებით, გაღიზიანების კიდევ ერთ მიზეზად ექცა.
მოუწია მილიმეტრებში გაეთვალა, რომ გადასვლისას ჯენისს
კარი არ მიერტყა მარცხნივ გაჩერებული მუქი ალუბლისფერი
„გალაქსისთვის“.
ახლა ჰარი ფლორიდის გამთანგველ სიცხეში, მესამე რიგ-
ში, მეტალის სხვა სახურავებზე მაღლა, კრემისფერ ზოლს ხე-
დავს. ბაჭია ომახიანად აცხადებს:
- ჯუდი, ვხედავ, წავედით! - და ხელს ისე ჩასჭიდებს, თით-
ქოს მისი უსუსურობა გასაჩერებელი ადგილისთვის მოსაძებნად
რიგებს შორის მოძრავი, უსულო ავტომობილებისგან უნდა და-
იცვას.
უშველებელ თეთრ კადილაკებსა და ოლდსმობილებს,
როგორც წესი, დაჩიავებული ხნიერი მძღოლები მართავენ.
ალბათ, წინ გზასაც ვერ ხედავენ, უბრალოდ ოსტეოპოროზის-
გან გატანჯული, გამომშრალი სხეულით მიჰკვრიან საჭეს. რაც
მთავარია, ბაჭიას ეს ჯერ არ ემუქრება. ის ისევ ექვსი ფუტისა და
სამი დუიმის სიმაღლისაა, ყოველ შემთხვევაში, შარვლის ტო-
ტებით იატაკს არ ჰგვის, თუმცა ჯენისისგან ხშირად სმენია, რომ

33
მკითხველთა ლიგა

რაღაც სატელევიზიო რეკლამა გადიოდა ორ დედაკაცზე, რომ-


ლებიც მატარებლით მგზავრობენ. ეს დაავადება ქალებს უფრო
ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს, ქალებს ხომ შედარებით წვრი-
ლი ძვლები აქვთ. ჯენისი უამრავ სხვა ვიტამინთან ერთად კალ-
ციუმის აბებსაც იღებს. საუზმე: ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი
და მთელი მუჭა აბები. ღმერთო, აი, ვინ არის ჯანმრთელი. ჯე-
ნისი მარადიულად იცოცხლებს ბაჭიას ჯინაზე.
პატარა ჯუდითი და ჰარი გავარვარებულ ასფალტზე მიაბი-
ჯებენ და, როგორც იქნა, მონაცრისფრო მარგალიტისფერ
„კამრის“ უახლოვდებიან. მანქანა რომ მისია, ჰარი მხოლოდ
მაშინ რწმუნდება, როცა უკანა სავარძელზე დაგდებულ ჯუდი-
თის ჩოგანსა და მის ბუდეს ხედავს. რად გინდა ჩოგანი, თუ გა-
მოყენება არ შეგიძლია? მაგრამ მანქანა ცარიელია, კარი - და-
კეტილი, გასაღები ჰარიმ თავისი ხელით მოისროლა ჰაერში.
გოგონას ცრემლები წამოსცვივდა. კიდევ კარგი, რომ გახუნე-
ბული გოლფის შარვლის უკანა ჯიბეში ჰარის ცხვირსახოცი
აქვს. ასფალტზე დებს მძიმე ლურჯ ჩანთას, ხოლო ბავშვის
პალტოს, ხელში რომ უჭირავს, მანქანის სახურავზე ისე შემო-
დებს, თითქოს ადგილი დაიკავაო. შემდეგ ჩაიმუხლავს და ჯუ-
დითს ტუჩის კუთხეებიდან შოკოლადის კვალს, ლოყებიდან კი
ცრემლებს მოსწმენდს. წინააღმდეგი არ არის, თავადაც წა-
მოიტიროს - აქ, მანქანის გავარვარებულ ფრთაზე ჩამოჯდომა,
როცა მუხლები გტკივა და დამფრთხალი ბავშვის ცხელი სუნ-
თქვა გაუსაძლის სიცხესთან ერთად სახეში სცემს, მართლაც
აუტანელია. ტირილისგან ჭორფლიანი პატარა ცხვირის ქვეშ
სისველე გაჩნდა, ტუჩები დაიჭიმა, ზედა ტუჩი გაბუტულად აიპ-
რიხა, ზუსტად ისე, როგორც ნელსონმა იცოდა ხოლმე ტირი-
ლის ან გაბრაზებისას.

34
მკითხველთა ლიგა

- შეგვიძლია დავრჩეთ, დაველოდოთ, მივცეთ საშუალება,


რომ გვიპოვონ, ან დავბრუნდეთ უკან და განვაგრძოთ ძებნა.
მგონი ზედმეტად დაღლილები ვართ და თანაც საშინლად ცხე-
ლა. ჯობს, ადგილიდან საერთოდ არ დავიძრათ. გინდა, ვითა-
მაშოთ? აბა, ვინ ჩამოთვლის მანქანის ნომრების მიხედვით ყვე-
ლაზე მეტ შტატს?
აცრემლებულ თვალებსა და მოსლუკუნე ცხვირს
მოულოდნელი, გულღია სიცილი წასკდა.
- მაშინ, ისევ დავიკარგებით!
მისი ნამტირალევი თვალების ქუთუთოები წამოწითლებუ-
ლია, მხიარული მწვანე თვალები ნაპერწკლებს ისვრის, ისე
როგორც - პატარა ნაწილაკები, საღებავს ბზინვარებასა და სიმ-
კვეთრეს რომ სძენს.
- შეხედე, - ეუბნება ჰარი გოგონას, - აი, მინესოტა, ხედავ
ფიჭვებს? „ათი ათასი ტბა“, ანგარიში ერთით ნული, პაპას სა-
სარგებლოდ.
ამჯერად ჯუდი უბრალოდ მხიარულად იღიმის, მის სიტ-
ყვებზე არ ეცინება, გოგონამ იცის, რომ პაპა სხვების დაკარგვის
გამო შეცდომის გამოსწორებას ცდილობს.
- ჩვენ კი არა, ისინი დაიკარგნენ. ჩვენ ხომ ვიცით, სად
ვართ?
ბაჭია წამოდგება, სადამდე უნდა ელოლიავოს ამ ნამცე-
ცას, თან მუხლის გაშლა უნდა და თან - გულზე მოწოლილი
სიმძიმისგან გათავისუფლება.
ჰარი ქუჩის გადაღმა დანარჩენებს ხედავს, მათკენ
მოემართებიან, ჩემოდნებსა და ჩანთებს მოათრევენ. ჯერ ნელ-
სონი და მის მხრებზე ჩამოკიდებული როი გამოჩნდნენ, ორთა-
ვიან ურჩხულს ჰგვანან. მათ მოსდევენ წითური პრუ, სფინქსის
ვარცხნილობით და ჯენისი, თეთრ საჩოგბურთო კაბაში. ჰარი

35
მკითხველთა ლიგა

ავტომობილთა სახურავების ზღვაში მკერდამდე დგას და უკაც-


რიელ კუნძულზე მიტოვებული კაცივით იქნევს ხელებს. ჯენისი
გულგრილად, ხელის აქნევით პასუხობს ჰარის, რომელმაც ჭო-
რაობას მოსწყვიტა. როგორც იქნა, ოჯახი შეერთდა, მაგრამ
ნელსონი გაფითრებულია და ზედა ტუჩი ბრაზისგან უთრთის.
- ღმერთი არა გწამს, მამა, სად გაუჩინარდით ამდენი
ხნით? ტვირთის გაცემის ადგილას რომ არ გამოჩნდით, იმ სუ-
ლელურ კანფეტების კიოსკთან მიბრუნებამ მოგვიწია.
- ჩვენც იქ ვიყავით, ხომ ასეა, ჯუდი? - ამბობს ჰარი და მიშ-
ტერებია ნელსონის თავს, რომლის მზარდი გამელოტება
ფლორიდის ულმობელი, მცხუნვარე მზეზე ასე აშკარაა. ნელ-
სონს მზის სხივები დასთამაშებს სახეზე და თაგვისფერ ულვაშს
სასაცილოდ უჩენს - თითქოს ავეჯიდან გადაწმენდილი მტვერი
მის ცხვირქვეშ მოგროვდაო. ვაჟის გარეგნობაში ცვლილებებს
ბაჭია ადრეც ამჩნევდა და ყოველ შეხვედრაზე, დღეის ჩათ-
ვლით, სულ უფრო მეტად გაოცდებოდა ხოლმე. დროთა გან-
მავლობაში ნელსონის ბავშვურ სახეზე, თვალის კუთხეებთან
ნაოჭები გაჩნდა, ხოლო ლოყებზე - ღარები. ეს ყველაფერი,
უმცირესი დეტალებიც კი, - მზის სინათლეზე გამოიკვეთა.
- ტკბილეულის მაღაზიაში მხოლოდ რამდენიმე წუთით
შევყოვნდით, შემდეგ ესკალატორით ბარგის გაცემის განყოფი-
ლებაში ჩავედით, - ამბობს კმაყოფილი ბაჭია. მოსწონს, რომ
ასე ნათლად ახსოვს მოვლენათა თანამიმდევრობა, თვალწინ
დაუდგა შოკოლადის ორი ფილა, ხუთცენტიანი რომ დააკლდა
და ჯიბეებში მონდომებით რომ ეძებდა, მაღაზიის გამყიდველი
ჰაიტელი ქალი რომ ელოდა მისკენ გაწვდილი ბზინვარე ვერ-
ცხლისფერი ხელისგულით, გაახსენდა პორნოჟურნალები დიდ-
ტუჩება ლამაზმანებით, ესკალატორი დაკბილული, შიშისმომ-
გვრელი საფეხურებით, ვაითუ, ჯუდის ფეხი წამოეკრა მათზე.

36
მკითხველთა ლიგა

- ჩვენ ალბათ ვერ შევამჩნიეთ ერთმანეთი იმ ბრბოში, -


ამატებს ბაჭია და ცდილობს აუხსნას, რომ ეს მხოლოდ გაუგებ-
რობაა და სხვა არაფერი. ვაჟის მრისხანება აშინებს.
ჯენისი „კამრის“ ხსნის, კარიდან, როგორც ჯინი - ბოთლი-
დან, ისე გამოვარდება ცხელი ჰაერი და მათ სახეებს შეეხეთქე-
ბა. ჩემოდნებს საბარგულში დებენ. პრუ ნელსონს მძინარე ბუთ-
ხუზა ბიჭუნას ართმევს და მანქანის უკანა დაჩრდილულ სავარ-
ძელზე სვამს, როის ცერათითი პირში უდევს, მუქი თვალები გა-
ხელილი აქვს, მაგრამ დაღლილობის გამო ვერაფერს ხედავს.
ნელსონი კი, რომლის ხელებიც ახლახან გამოთავისუფლდა,
ხელისგულს ურტყამს „კამრის“ სახურავს და ღრიალებს:
- ეშმაკმა დალახვროს! მამა, შენ გამო ლამის შევიშალეთ.
ვიფიქრეთ, რომ ჯუდითი დაკარგე.
ნერვიულობითა და მრისხანებით შეპყრობილი ნელსონი
გაფითრებულია. მის შემყურე ბაჭიას უნებლიეთ ახსენდება გა-
მოთქმა „სიკვდილივით თეთრი“. დაძაბულობისგან ფერს კარ-
გავს და თვალის კაკლები უცვივდება. ბიჭმა ეს დედისგან
მიიღო, ჯენისმა კი თავისი დედისგან - მსუქანი ბებრუხანა ბესის-
გან, რომელიც დანარჩენი კერნერებივით ფიცხი იყო და ამაზე
სხვებთან უყვარდა კიდეც ლაპარაკი.
- ერთად ვიყავით, - მშვიდად პასუხობს ბაჭია, - არ არის
საჭირო მანქანას ურტყა, ის შენი არ არის. ცხოვრების მანძილზე
საკმაო რაოდენობის მანქანა დააზიანე.
- შენ კი, ცხოვრების მანძილზე საკმაო რაოდენობის სი-
ცოცხლე ჩააგდე საფრთხეში და ახლა ჩემს წყეულ ქალიშვილს
იტაცებ!
- დაუჯერებელია! რას როშავ?! - აღშფოთდება ჰარი. ტკი-
ვილის ცივი ისარი იღლიიდან მარცხენა ხელში გაუვლის; წამით
თვალებს დახუჭავს, - ის ხომ ჩემი შვილიშვილია, - ამის სათქმე-

37
მკითხველთა ლიგა

ლად უკანასკნელ ძალებს მოიკრებს, ღონე აღარ აქვს, რაიმე


დაამატოს.
ჯენისი შეშფოთებული შეხედავს და ჰკითხავს:
- რა მოგივიდა, ჰარი?
- არაფერია, - მოკლედ მოუჭრის, - უბრალოდ ეს შეშლი-
ლი ბიჭი ბოლოს მომიღებს. რამ გადარია? მე რა შუაში ვარ! -
რაღაც უცნაური ღრუბელი მოიცავს მის თავსა და მუცელს ქვე-
მოთ, ისრისკენ დაეშვება. ჰარი უღონო და გაბრუებული მიუჯ-
დება საჭეს, მაგრამ გადაწყვეტილი აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს,
მანქანა მართოს. როცა პენსიონერთა რიგებს შეუერთდები,
ცხოვრებას უკვე საკუთარ რიტმში აგრძელებ, საყვარელი ადა-
მიანების შემოჭრა კი, ოჯახის წევრები, ახლობლები რომც იყ-
ვნენ, რიტმიდან გაგდებს. ოჯახი მანქანის უკანა სავარძელზე
მოთავსდება. გეომეტრიული ფიგურებით გაწყობილ, მომდგარ
კოსტიუმში გამოწყობილი პრუ, ფართო, ლამაზი უკანალის
რხევით, მძინარე როის გვერდით მიუჯდება, ნელსონი კი მანქა-
ნას მეორე მხრიდან მოუვლის და მძღოლის უკან დაიკავებს ად-
გილს. ბაჭია კეფაში გრძნობს მის სუნთქვას. მკვეთრად აბრუ-
ნებს თავს ვაჟისკენ, მკაცრად უყრის თვალს თვალში და ეუბნე-
ბა:
- სიტყვა „მოტაცების“ წინააღმდეგი ვარ.
- რა ვქნა? დე, იყავი წინააღმდეგი. მეგონა, მიწამ ჩაგყლა-
პათ, ვერსად გიპოვეთ, მოულოდნელად გაუჩინარდით, რო-
გორც „პან ამ - 103“ - რადარის ეკრანზე.
- ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, სად ვიყავით, ჯუდი? -
გასძახებს ჰარი გოგონას, რომელიც მშობლებსა და ძმას გა-
დააცოცდება და საბარგულში ნივთებს შორის მოიკალათებს.
ჰარი სარკეში ხედავს ჯუდის პროფილს ნაწნავითა და სადღე-
სასწაულო ბაფთით.

38
მკითხველთა ლიგა

- მე დიდად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ


შენ იცი, - პასუხობს, როგორც ერთგული მეგობარი და თავის
უსუსურ ხმას აშველებს.
ნელსონი მობოდიშებას ცდილობს.
- არ მინდოდა, ასეთი ხმაური ამეტეხა, - ამბობს ის, - შენ
ვერ გაიგებ, რა ტვირთი და თავის ტკივილია ორი შვილი, თან
მთელი დღე გზაში რომ ხარ და ბოლოს, საკუთარი მამა რომ
გტაცებს ერთ-ერთს.
- ღვთის გულისთვის, მე ის არ მომიპარავს! - შეაწყვეტი-
ნებს ჰარი, - მხოლოდ შოკოლადის „ციური ფილა“ ვუყიდე.
ბაჭია გახშირებულ გულისცემას გრძნობს, გული ამოვარ-
დნაზე აქვს, ბასრი ტკივილი ფეხებშიც დაუვლის, „კამრის“ ქო-
ქავს და პირველი სიჩქარით დასძრავს ადგილიდან, შემდეგ
მუხრუჭი, მეორე სიჩქარე და ასე, ნელ-ნელა გამოდის ავტო-
სადგომიდან, ცდილობს, მინესოტური „ბივუაკი“ არ გაკაწროს ან
სარკე არ დაუზიანოს.
- ჰარი, გინდა საჭესთან დავჯდე? - ეკითხება ჯენისი.
- არა, არ მინდა, - პასუხობს ბაჭია, - საიდან მოიტანე?
ჯენისი ყოყმანობს. ჰარი რომც არ უყურებდეს, ხედავს მის
მერყევ გამომეტყველებას, ოდნავ გამოყოფილ ენის წვერს,
რომელიც ზედა ტუჩზე აქვს მიბჯენილი, ეს გონების დაძაბვაზე
მიანიშნებს, - ასე კარგად იცნობს ჰარი ჯენისს. იმდენად კარგად
იცნობს, რომ იცის, მასთან დიალოგის გამართვა იგივეა, რაც
საკუთარ თავთან გამართული ბრძოლა.
- უბრალოდ, წუთის წინ სახეზე ისეთი ფერი დაგედო, -
ფრთხილად წამოიწყო მან. - ისეთი ფერი...
- თეთრი, როგორც სიკვდილი?
- რაღაც ამის მსგავსი.

39
მკითხველთა ლიგა

მოხუცი კაცი, რომელიც თვლის, რომ ავტოსადგომის ზე-


დამხედველია და ყველას მიმართულება უნდა უჩვენოს, ახლა
ასფალტზე დახატულ ისარზე მიუთითებს. ისარი სალაროს ჯი-
ხურისკენაა მიმართული. მანქანები რიგში დგანან, მათ წინ კრე-
მისფერი „ჰონდა-აკორდია“ „ყვავილების შტატის“, ნიუ-ჯერსის
ნომრებით. მანქანაში მსხდომთ ბაჭია რატომღაც იცნობს. აი,
საჭეს ის მკვირცხლი, ხმელი და დაბალი კაცი უზის, სკამებს შო-
რის ხვლიკივით რომ მიძვრებოდა, ზიგზაგები რომ დახაზა მო-
საცდელ დარბაზში. მის გვერდით კი ძველი ნაცნობი, გრეისია.
უკანა სავარძლებზე ებრაელი პრინცესას გაწეწილი თმა და
ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი იმ შავკანიანი მამაკაცის
ჩიტის ბუდესავით თავი მოჩანს, რომელზეც ჰარიმ იფიქრა, მარ-
ტოა და ამ ოჯახთან საერთო არაფერი აქვსო. ოჯახის უფროსი,
ენერგიული ებრაელი ენას არ აჩერებს, ჟესტებით საუბრობს.
შავკანიანი მამაკაცი კი ზუსტად ისე უქნევს თავს, როგორც ჰარი
უქნევდა ფრედ სპრინგერს, როცა ის ჭკუას არიგებდა. რთულია
სიმამრს უსმინო, იმ შემთხვევაშიც, თუ კანის ფერი ერთი გაქვთ.
ჰარი ისე გაერთო, რომ ლამის „ჰონდას“ დაეჯახა უკნიდან.
- მუხრუჭი, ძვირფასო, მუხრუჭი, - ვერ ითმენს ჯენისი. ჰარი
გვერდულად ხედავს, როგორ იღებს თეთრი კაბის რომელიღაც
ჯიბიდან ორმოცდაათცენტიანს ავტოსადგომის საფასურის გა-
დასახდელად. სტერეოყურსასმენებით დაყრუებული წვრილ-
თვალება ბიჭუნა, რომელსაც არ აინტერესებს, გარშემო რა
ხდება, ორ ოცდახუთცენტიან მონეტას იხდის და თან იმ მუსიკის
რიტმში ირხევა, მხოლოდ მას რომ ესმის. ზოლიანი შლაგბაუმი
მგზავრების თვალწინ, ნელ-ნელა იწევა. თავისუფლები არიან,
შეუძლიათ სახლისკენ გაეშურონ.
- წარმოგიდგენია? - იწყებს ჰარი, როცა უკვე გზატკეცილზე
გადის, - იქამდეც მივედით, რომ საკუთარი ვაჟი შვილის გატა-

40
მკითხველთა ლიგა

ცებაში მდებს ბრალს. დაფიქრდით, რა განსაცდელია! ერთი კი


არა, თურმე, ორი შვილი ჰყავს! რა მნიშვნელობა აქვს, ერთია
თუ ორი, ორივე შემთხვევაში თავისუფლება სამუდამოდ შეზღუ-
დულია.
განზრახ იყო თუ არა, ნელსონი საკმაოდ მტკივნეულ ად-
გილს შეეხო. ჰარისა და ჯენისს ხომ ოდესღაც ორი შვილი ჰყავ-
დათ. დაღუპული გოგონა დღემდე ცოცხლობს მათში და გაც-
ნობიერებული სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობასთან
ერთად, მთელი ცხოვრება გაუნელებელ მწუხარებად ჰქცევიათ.
გარდა ამისა, ბაჭიას ეჭვი აქვს, რომ ნელსონზე სამი წლით უმ-
ცროსი ქალიშვილი ჰყავს ქალისგან, სახელად რუთი. თუმცა
ბოლო შეხვედრის დროს ქალმა მისი მამობა უარყო.
ნელსონი ძველი ანგარიშების გასასწორებლად დაიქოქა:
- რა თქმა უნდა, რა უნდა მოგთხოვო, ჯუდი ხომ გამორ-
ჩეულად გიყვარს. დანარჩენები არც კი გაღელვებს. აი, როის-
თვის ერთი „აღუც“ არ გითქვამს.
- რაო? „აღუ“! ბავშვს ეძინა და ჩემი „აღუთი“ ხომ არ გა-
ვაღვიძებდი? ახლაც ისე თვლემს, თითქოს საძილე აბი მიეღოს.
სხვათა შორის, კიდევ დიდხანს აპირებთ, ნება დართოთ ბავშვს,
ცერათითი წოვოს? ნუთუ დრო არ არის, გადააჩვიოთ?
- რა შენი საქმეა, წოვს თითს თუ არა? ხელს გიშლის? მშვი-
დად ცხოვრების საშუალებას გართმევს?
- კბილები დაებრიცება.
- ეს დედაბრების მონაგონია, მამა. პრუმ უკვე გაიარა კონ-
სულტაცია პედიატრთან და მან უთხრა, თითს კბილებით არ წო-
ვენო.
პრუმ ხმადაბლა დასძინა:
- ჰო, მაგრამ, მან ისიც თქვა, რომ დროა, ბავშვი გადაეჩ-
ვიოს.

41
მკითხველთა ლიგა

- რატომ დაწვრილმანდები ხოლმე, მამა, - ხმაჩახრინწუ-


ლი აგრძელებს ნელსონი, თან საღერღელი აქვს აშლილი, გა-
ღიზიანებულია და არ იცის, კიდევ როგორ წაკბინოს ბაჭიას, -
ადრე ყურადღებას არაფერს აქცევდი, ახლა კი შენს გულს ვე-
რაფრით მოიგებ. ყური რომ მოგიგდოს კაცმა, მხოლოდ იმას
ამჩნევ, რაც ცუდია.
ჰარი არ არის წინააღმდეგი, ვაჟი ბოლომდე გამოიყვანოს
წყობიდან, რათა მისმა მეუღლემ და რძალმა ნელსონის ნადვი-
ლი სახე დაინახონ.
- უფრო მომთმენი გავხდი, ეს აშკარაა, - ღიმილით ამბობს
ჰარი, - რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო გიმყარდება შე-
ხედულებები, ჩვევები. ჩვენთან, „ვალჰალა-ვილიჯში“, არავინ
წოვს თითს. იქნებ ეს კანონითაც აკრძალულია, ისე როგორც
აუზში ცურვა რეზინის ქუდის გარეშე ან საყურით. მისმინე, მიპა-
სუხე ერთი, როგორ გავიგო შენგან ამ სამკაულის ტარება? შენ
ხომ ცოლიანი კაცი ხარ, ორი შვილის მამა?
ნელსონი დადუმდა, თავი აარიდა პასუხს, თითქოს მის-
თვის არც არაფერი უკითხავთ. ისინი ტელეფონის ბოძებივით
ჩამწკრივებულ პალმებსა და გაკრეჭილ მოლებს შორის მიქრი-
ან.
უკანა სავარძლიდან პრუს ხმა ისმის, თემის შეცვლა სურს:
- ვერაფრით მივეჩვიე, რომ ფლორიდა ასეთი ვაკეა.
- ერთიანად მოსწორებულიც არ არის, - აზუსტებს ჰარი, -
თუ ნაპირიდან სიღრმეში შეხვალ, ალაგ-ალაგ პატარა ბორცვე-
ბი შეგხვდება, იქ ფორთოხლის ბაღებში ჩაფლული რანჩოებია.
მოსახლეობა, მეურნე მექსიკელები, ბლომად არიან. შეგვიძ-
ლია, ერთ დღეს ოჯახური სვლა მოვაწყოთ და ნამდვილი
ფლორიდა დავათვალიეროთ.

42
მკითხველთა ლიგა

- ჯუდი და როი დისნეი ლენდის ნახვას მოუთმენლად ელი-


ან, - ნელსონი გულწრფელად ცდილობს, გონივრულად მოიქ-
ცეს და გეგმის შემუშავებაში ერთვება.
- ძალიან შორია, - მოკლედ უჭრის მამამისი, - იგივე მან-
ძილია, რაც პიტსბურგიდან ბრუერამდე. ფლორიდა დიდი შტა-
ტია. მაშ, ღამისთევით უნდა გავემგზავროთ და სასტუმროში ად-
გილები წინასწარ დავჯავშნოთ, წელიწადის ამ დროს კი იქ თა-
ვისუფალი ნომრები არ არის. ასე რომ, არ გამოვა.
ამ კატეგორიული განცხადების შემდეგ ყველა დადუმდა,
თითქოს პირში წყალი ჩაიგუბეს. კონდიციონერის ზუზუნსა და
ბორბლების ზრიალში ჰარის ზურგს უკან სლუკუნი მოესმა და
მიხვდა, რომ ჩამოფრენიდან ნახევარ საათში შვილიშვილი უკვე
მეორედ ატირდა მის გამო. პრუ ბავშვისკენ მიბრუნდება და ხმა-
დაბლა რაღაცას ეტყვის. ჰარი ყველას გასაგონად დაიძახებს:
- შეგვიძლია, უფრო საინტერესო რამ მოვიფიქროთ. იქნებ
სარასოტაში ცირკის მუზეუმს ისევ ვესტუმროთ?
- მძულს ცირკის მუზეუმი, - ამოისლუკუნებს ჯუდითი.
- ფორტ-მაიერსში, ედისონის სახლ-მუზეუმში ჯერ არ ვყო-
ფილვართ, - პატრიარქის სიდინჯითა და დამაჯერებლობით აც-
ხადებს - ჩვენი მეზობლები ამბობენ, რომ ის ფანტასტიკურია.
თურმე, ტელევიზიებიც მიუწვევიათ.
- სანაპირო, ზღვა, პატარავ! - ალერსიანად ეუბნება გოგო-
ნას პრუ, - ხომ გიყვარს სანაპირო? გაიხსენე ზღვის ნაპირი. -
შემდეგ ტონს იცვლის და ჯენისსა და ჰარის მიმართავს, - ეს უკვე
შესანიშნავი მოცურავე გვყავს.
- მგზავრობა ნიუ-ჯერსის სანაპიროზე ისეთი მომაბეზრებე-
ლია, უარესს ვერ უინატრებ, ბავშვობაშიც ასე მიმაჩნდა, - ეუბ-
ნება ნელსონი მშობლებს, ცდილობს, გაარღვიოს ნაკამათევზე

43
მკითხველთა ლიგა

გაჩენილი შავი ღრუბელი და ოჯახურ ტალღაზე გადაერთოს,


მოგონებები ეძალება, ბავშვობაში დაბრუნება სურს.
- მგზავრობა კი არა, გზებია დამღლელი - იწყებს მსჯელო-
ბას ჰარი, - მაგრამ ჩვენ ასე ვცხოვრობთ. ამერიკელები ცხოვ-
რების უდიდეს ნაწილს გზაში ატარებენ, მიდიან, მიდიან სად-
ღაც, მერე უკან ბრუნებდებიან შეწუხებულნი, იქ რა ჯანდაბამ
წაგვიყვანაო.
- ჰარი, - ჩაერთო ჯენისი, - ისევ მოუმატე სიჩქარეს. რო-
გორ გირჩევნია - 75-ზე გასვლა თუ 41-ზე გადახვევა?
ყველა იმ გზას შორის, რაც ბაჭიას სიცოცხლის მანძილზე
გაუვლია, 41-ე გზატკეცილი, ინდიელთა ძველი ბილიკი, ყველა-
ზე მეტად თრგუნავს. ის უფრო ფართოა, ვიდრე ჩრდილოეთის-
კენ მიმავალი ყველა სახეობის მანქანისთვის გახსნილი ანალო-
გიური გზატკეცილი. მუდმივად მცხუნვარე მზის სხივებში გახ-
ვეული ჩვეულებრივი გზისპირა სასაუზმე სიმახინჯედ მოჩანს,
თითქოს პოლიეთილენის სანაგვე ყუთივით, ისიც არასოდეს და-
იშლება. WINN-DIXIE. PUBLIX. "Eckerd: pharmaceutical
products." K-Mart. Walmart. TACO BELL. ARK PLAZA. „ყავა და
ბუტერბროდი“. „სტარვინ მარვინ: სურსათი, ღვინო, ლუდი და-
ბალ ფასებში“. ამ სავაჭრო კუნძულებს შორის, სადაც ყველაფე-
რი იყიდება, სადაც წესებს არ იცავენ და საწვავი, პროდუქტები,
ალკოჰოლური სასმელები თუ წამლები ერთმანეთშია არეული,
უფერული დაბალი შენობები დგას, აქ ავადმყოფობასა და სი-
ბერეს მკურნალობენ. ართრიტის სარეაბილიტაციო ცენტრი.
ძიძები, ექთნები, მომვლელი ქალები. კარდიოლოგიური სა-
რეაბილიტაციო ცენტრი. მანუალური თერაპია. იურიდიული
დახმარება: კონსულტაცია მოხუცთა ჯანმრთელობის დაზღვე-
ვის საკითხებსა და ჯანდაცვის მომსახურების სფეროში არსე-
ბულ პრეტენზიებზე. ყურსასმენი აპარატები და კონტაქტური

44
მკითხველთა ლიგა

ლინზები. მუხლის სახსრის დაავადებების დასავლეთ სანაპი-


როს სამკურნალო ცენტრი. უნივერსალური პროთეზირება. ნა-
ციონალური კრემაციის საზოგადოება. სატელეფონო ანძებს
შორის გაბმულ მავთულებზე ბეღურებისა და შოშიების ნაც-
ვლად, პენსილვანიაში მრავლად რომ ბინადრობენ, მტაცებე-
ლი ძერები და კაკაჩები - ჩამომსხდარან.
გზატკეცილის გასწვრივ წამომართული ბანკების დაბუ-
რულმინებიანი შენობები სიმაღლით ბევრად აღემატება სატე-
ლეფონო მავთულებს. „პირველი ფედერალური ბანკი“.
„სამხრეთ-დასავლეთის ბანკი“. „ბარნეტ-ბანკი სახელგანთქმუ-
ლი ელექტრონული სუპერმოლარით“. „სი-ენდ-ესი“. თავმომ-
წონედ სთავაზობს კლიენტებს „სრულ მომსახურებას“ და დაუზა-
რებლად ემსახურება მილიონებსა და მილიარდებს, რომელ-
თაც თავიანთი დაუძლურებული სხეულებით მოაქვთ მონაგარი,
ამ ქვიშიანი დაბლობის ათვისებასა და დაბურულმინიანი სუპერ-
ხომალდების აგებისთვის რომ დააგროვეს.
41-ე გზატკეცილის გასწვრივ, ბანკებსა და მაღაზიებს,
ზოომაღაზიებსა და სარწყავი სისტემების მომსახურების პუნ-
ქტებს შორის ჩარიგებულია დაბალი სახლები, სიგრილისთვის
თეთრი ფილებით რომ გადაუხურავთ. ახლა მანქანა მოვარ-
დისფრო მრავალბინიანი სახლების რიგს უახლოვდება. მოყვა-
ნილობით ისინი შუა საუკუნეების ესპანურ კოშკებს თუ ჩინურ
ტაძრებს ჰგვანან, რომლებიც აქ ბანიანივით ამოზრდილა. ამ
მხარეში ჰარის ყველაზე მეტად ბანიანის ხეები ხიბლავს და -
გზა, რომლითაც ისინი ვრცელდება. ტანი ერთმანეთში გადახ-
ლართული გველების გორგალს მიუგავს, წვრილ ღეროებზე
მოხვედრილი თესლიდან უამრავი ფესვი უვითარდება, ნიადაგ-
ში ეშვება და იტოტება. ბაჭიას ბანიანის დანახვისას ყოველთვის
რატომღაც ფეხსაცმელზე აკრული გიგანტური საღეჭი რეზინი

45
მკითხველთა ლიგა

ახსენდება. ათასი წვრილმანი. ახალი ხედვა. ჯანმრთელობა და


ცხოვრება ამერიკულად. სასტუმრო „ვარსკვლავთცვენა“. უფა-
ლი იესო ქრისტე მხსნელია.
მთელი ოჯახი თანდათან ყუჩდება და ძილბურანში გახ-
ვეული თვლემს. მანქანა კი მიქრის, კილომეტრებს ფარავს.
ზოგჯერ შუქნიშანთან, გზაჯვარედინზე ჩერდება - სადაც გზატკე-
ცილს რომელიმე მეორეხარისხოვანი გზა კვეთს. ასეთი გზები
მიდის დასავლეთისკენ, სანაპირო ზოლისკენ და მანგროს
ხეებისკენ, უფრო სწორად - რაც მათგან გადარჩა. მეორე მხა-
რეს კი გზები აღმოსავლეთით, ველური ველებისკენ, იმ მიწე-
ბისკენ მიემართება, რომლებსაც ნელ-ნელა ითვისებენ. ათვი-
სება! ავითვისეთ და გადავითვისეთ კიდეც, წასასვლელი აღარ-
სადაა. გზატკეცილის ყოველ შესახვევს ვიღაცის სახლთან, საც-
ხოვრებელ ლაბირინთში ჩაკარგულ ბუდესთან, მანქანის სად-
გომთან მივყავართ - მყუდრო ადგილთან მზისქვეშეთში - პატ-
რონს საკმაოდ ძვირი რომ დასჯდომია. დაისი ახლოვდება და
ყველაფერს ვარდისფერი გადაჰკრავს, შუქნიშნის წითელი ფე-
რიც კი ძნელად გასარჩევია. როგორც იქნა, ენგსტრომების საც-
ხოვრებლის შესახვევს მიადგნენ. აქედან დაახლოებით სამი კი-
ლომეტრია. უნდა იარონ სწორი და მიხვეულ-მოხვეული გზე-
ბით, ქუჩებით, რომლებიც მომჭკნარი ყვავილნარითა და ბუჩ-
ქნარით მორთული კოტეჯების კვარტალებს შორის გაუჭრიათ.
მცენარეები ყვავილებისგან ისვენებენ, წელიწადის მიწურულია.
თავიდან ჯენისი და ჰარი ფიქრობდნენ, ეყიდათ ასეთივე
ერთსართულიანი ნათელი სახლი, რომლის ფანჯრებიდან
ტროპიკული მცენარეები, ფორთოხლის ხეები, გრილი და და-
ბურული უკანა ეზო გამოჩნდებოდა და რომელსაც, როგორც
წესი, ავტომატური კარის მქონე გარაჟის მიღმა, უცხო თვალის-
გან მოფარებული აუზი ექნებოდა. თუმცა ყოველი ასეთი სახლი

46
მკითხველთა ლიგა

პენ-ვილასში მდებარე ძველ სახლს ახსენებთ, მრავალჯერ რომ


ყოფილა მათი კამათისა და გაუცხოების მოწმე, სანამ არ დაიწ-
ვა, მთლიანად - არა, მხოლოდ ნახევრად. ასეა თუ ისე, საბო-
ლოოდ კორპუსში არჩიეს ბინა, ორი საძინებლით, მიწიდან საკ-
მაოდ მაღლა, მეხუთე სართულზე. აწოწილი ფიჭვით დაბურუ-
ლი მათი ვიწრო აივნიდან გოლფის ვრცელი მოედანი მოჩანს.
ყველა იმ მისამართიდან, რომელზეც კი ჰარის უცხოვრია (303
ჯეკსონ-როუდი, ფორტ-ჰუდი, 66-ე საველე ბატალიონის ბატა-
რეაა, ფორტ-ლარსონი, ტეხასი; უილბერ-სტრიტი, 447, ბინა 5;
ვეღარც იგონებს რა ნომერი იყო სახლი ზაფხულის ქუჩაზე, სა-
დაც მან, იმ შორეულ გაზაფხულს, რუთ ლენარდთან ერთად
დაიდო ბინა; ვისტა-კრესენტი 26, ჯოზეფ-სტრიტი 89 - არანაკ-
ლებ 10 წელიწადისა დაჰყო ამ მისამართზე, დედიკო სპრინგე-
რის წყალობით; ფრანკლინ-დრაივი 14/2), ამჟამინდელმა მისა-
მართმა ციფრების რაოდენობით ყველა წინანდელი მისამართი
ჩამოიტოვა: პინდო-პალმ-ბულვარი 59 600, კორპუსი - ბ, ბინა -
413. ნომრის ბოლო ციფრი, 13, ბაჭიას დიდად არ გახარებია.
რატომღაც ფიქრობდა, რომ დანომვრისას მშენებლები ამ
რიცხვს ყოველთვის ტოვებდნენ, თუმცაღა ხედავს, რომ ხალხი
უწინდებურად ცრუმორწმუნე აღარაა. მის ბავშვობაში ადა-
მიანებს ავისმომასწავებელი ნიშნების ეშინოდათ, ოღონდ ძა-
ლიანაც არა: შავი კატა თუ გადაგირბენდა - უსიამოვნებას ვერ
ასცდებოდი, მარილის დაბნევა - გარდაუვალ ჩხუბს ნიშნავდა.
ავის ნიშანი იყო ქოლგის გაშლა სახლში, სათლის გადაბრუნე-
ბა, კიბის ქვეშ გავლა. თითქოს ჰაერს თვალები და ყურები
ჰქონდა და მისი კეთილგანწყობის მოპოვება აუცილებელი იყო.
მიწაში ჩაბეტონებულ ბოძზე დაფაა თითბრისგან ჩამოსხმული
წარწერით: „ვალჰალა ვილიჯი“, ეს სიტყვები ოქროს რგოლის
გარშემო ირკალება, დაფა ინკრუსტირებულია და ვანდალებისა

47
მკითხველთა ლიგა

და მძარცველებისგან დასაცავად ეპოქსიდის ფენა აქვს გადაკ-


რული. დაცვის სამსახურის ჯიხურთან შეუხვევთ, უსაფრთხოების
თანამშრომლები გცნობენ, მანქანას ტოვებთ ავტოსადგომზე,
აჩერებთ ორი ადგილიდან ერთ-ერთზე, სადაც ზედ ასფალტზე
წერია თქვენი ბინის ნომერი. გასაღებით აღებთ ბ კორპუსის გა-
რეთა კარს, შიდა კარი რომ გააღოთ, კრეფთ კოდს, ადიხართ
ლიფტით და მიუყვებით მარცხნივ. დერეფანში ატმისფერი ხა-
ლიჩა აგია, ჰაერის დეზოდორანტის სურნელი ტრიალებს,
ფლორიდის დახურული სივრცეებისთვის დამახასიათებელი
ობის სუნი რომ გადაფაროს. კვირაში სამჯერ კორიდორს
მტვერსასრუტით ასუფთავებენ, თვეში ერთხელ ხალიჩებს საპ-
ნით რეცხავენ, კედლებსაც. თითოეულ კართან პატარა, კალათ-
ბურთის კალათივით საყვავილეში ხელოვნური ყვავილების
თაიგულია. ლიფტის წინ სარკეა, რომლის ქვეშაც, ნახევარ-
მთვარის ფორმის მარმარილოსზედაპირიან მაგიდაზე ლარნა-
კი დგას, მწვანე და ოქროსფერი ზოლებით. მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, ეს ის ადგილი არ არის, სადაც შეყოვნებას მოისურ-
ვებდით.
ნამგზავრები, ჩემოდნებით ხელში, მოვერცხლისფრო--
მოატმისფრო კედლებს ეფეთებიან. ჯენისი და პრუ შესაშური
ენერგიით განაგრძობენ მასლაათს. ახალგაღვიძებული პატარა
როი, რომელსაც აიძულეს, ფეხით ევლო, ყოველ ნაბიჯს გუ-
ლიანი ტირილით აფორმებს. ჰარი წუხს, რომ მისი ოჯახი კო-
რიდორის სამარისებურ სიმშვიდეს არღვევს, თუმცა კარებს
მიღმა მცხოვრები ყოველი ადამიანი, როგორც წესი, დღის მან-
ძილზე შინ არ იმყოფება. ზოგი გოლფს თამაშობს, ზოგიც -
ჩოგბურთს, ვინ კოსმეტოლოგს სტუმრობს სილამაზის სალონში
და ვინ - ნაციონალურ პარკ „ევერგლეიდსს“. აქ ისე ცხოვრობ,
თითქოს შენი ბინა მხოლოდ ბაზაა, კონდენციონერიანი თავშე-

48
მკითხველთა ლიგა

საფარი. იქიდან გამოსული მზის გამთანგველ სიცხესა და უსას-


რულოდ განათებულ სივრცეში ხვდები. თუ მუდამ ოთხ კედელს
შუა იქნები გამოკეტილი, თავადაც ობი მოგეკიდება. დაახ-
ლოებით ექვსის ნახევარზე ყველა ისვენებს, მაგრამ ახლა ად-
რეა, ოთხს არ გადასცილებია.
413-ე ოთახს ორმაგი საკეტი აქვს. კარი ორი გასაღებით
იხსნება, ამ ორიდან ერთი შესასვლელ კარსაც აღებს. ბაჭია მის
ზურგს უკან მდგომი ოჯახის მოუთმენლობასა და დაღლილო-
ბას გრძნობს, ამას უსაშველოდ მძიმე ბარგიც ემატება, მაგრამ
ჰარი ვერ ახერხებს სწრაფად გაუმკლავდეს საკეტს - ხელი უკან-
კალებს, როგორც ყოველთვის, როდესაც გულზე სიმძიმესა და
ტკივილს გრძნობს. დაკბილული გასაღები საკეტს კაწრავს და
ბუდეს არ ერგება, შემდეგ ერგება - გადატრიალება, გაჩხაკუნე-
ბა და კარიც ღიაა. როგორც იქნა, შინ არიან. ეს ბინა შეიძლე-
ბოდა ნებისმიერი ფლორიდელის კუთვნილება ყოფილიყო,
მაგრამ ბაჭიას ეკუთვნის, მისი და ჯენისისაა. პატარა ჰოლში
შეაბიჯებთ, მარცხნივ კედელში ჩაშენებული ტანსაცმლის კარა-
დაა, მარჯვნივ კი - შეღებილი ხის ღია სტელაჟი, რომელზეც
ჯენისმა ნიჟარებისგან ხელნაკეთი ჩიტები და ყვავილები განა-
თავსა. ამ ხელობას ფლორიდაში ყოფნის პირველივე წელი-
წადს დაეუფლა, მაშინ ძლიერ გატაცებული იყო ნიჟარებით.
ამან, ისე როგორც მგზნებარე სურვილმა, შეესწავლა ესპანური,
მოახლესთან საუბარი რომ შესძლებოდა, დიდხანს არ გასტანა.
ჯენისის ორივე გატაცება მინელდა და გაქრა. ამ ეტაპს ყველა
ახალმოსახლე გადის. ზღვის სავარცხელა ბუმბულებისა და ყვა-
ვილის ფურცლებისთვისაა გამოყენებული, გატეხილი ნიჟარები
ჩიტის ნისკარტებია, ხოლო ჩაღრმავებული ნიჟარები მშვე-
ნიერია ნავის გასაკეთებლად. სტელაჟზე დედიკო სპრინგერის
სუვენირები და ხარახურაცაა გამოფენილი, მათ შორის - მწვანე

49
მკითხველთა ლიგა

შუშის უშველებელი კვერცხი, შიგნით ჰაერის ბურთულებით.


სტელაჟი ჰოლსა და სამზარეულოს ყოფს, მის უკან სასადილო
ოთახია. შესასვლელი კარის წინ სასტუმრო ოთახია, ტელევი-
ზორით, მოსახერხებელი დაწნული სავარძლებითა და შუშის
დაბალი მრგვალი მაგიდით. წყვილი აქ სადილობს, როცა ტე-
ლევიზორში რაიმე საინტერესოს უჩვენებენ ხოლმე. ოთახის
მარცხენა კუთხეში მოყვითალო გასაშლელი სავარძელი დგას,
კუთხოვანი გვერდებით, იქვეა ჯენისისა და ჰარის საძინებლის-
კენ გასასვლელი კარი. საძინებელ ოთახს სათავსი და სააბაზა-
ნო აქვს. სათავსში ჯენისი ინახავს საუთაო დაფას, რომელსაც
არასოდეს იყენებს; იქვე აქვს ველო-ტრენაჟორი, რომელსაც
ნელსონის დროინდელი „ბიჯისის“ ჩანაწერების თანხლებით მა-
შინ მოიხმარს, როცა ეჩვენება, რომ წონაში მოიმატა. ნელსონი
„ბიჯისის“ მოსმენის ასაკიდან დიდი ხანია გამოვიდა. მეორე სა-
ძინებლის კარი სასტუმრო ოთახიდან მარცხნივაა. იქ ცალკე
სააბაზანოა, რომელიც უკანა კედლით სამზარეულოს ესაზ-
ღვრება, ასე რომ, წყალგაყვანილობა საერთოა. წინა წლებში
ნელსონი და პრუ ყოველთვის ამ ოთახს იკავებდნენ, იქვე დგამ-
დნენ საწოლს ბიჭუნასთვის, ხოლო ჯუდი სასტუმრო ოთახში გა-
საშლელ სავარძელზე იძინებდა. ამჯერად ჰარიმ ჩათვალა,
რომ ადგილების ძველებურად გადანაწილება არ ივარგებდა.
როი საკმაოდ გაიზარდა იმისთვის, რომ მშობლების ოთახში
ეძინოს, გოგონაც უკვე ყმაწვილი ქალია, უფლება აქვს, საკუთა-
რი კუთხე ჰქონდეს, მუდამ გასასვლელში ხომ არ დაიძინებს?
ბაჭიამ ოჯახის წევრებს გეგმა გააცნო:
- ვფიქრობ, წელს ასე მოვიქცევით: ჯუდითს სათავსში, გა-
საშლელ სავარძელზე მოვათავსებთ, ჩვენი სააბაზანოთი სარ-
გებლობა შეეძლება, თუ სურვილი ექნა, კარსაც მიიხურავს, ხე-

50
მკითხველთა ლიგა

ლი რომ არავინ შეუშალოს. როის კი სასტუმრო ოთახში, ტახ-


ტზე დავაძინებთ.
ბიჭუნამ თავი წამოსწია და პაპას ახედა. ცერათითი ისევ
პირში აქვს. უყურებს ბაჭია და ფიქრობს, სქელი ტუჩები როის
ლუბელებისგან გამოჰყვა, რადგან ენგსტრომებს და არც სპრინ-
გერებს ასეთი ბუთქუნა, გამოკვეთილი ტუჩები არ ჰქონიათ, ტე-
რეზას მამას კი, ნამდვილად, თითქოს ორი მსხვილი კენკრა
ჰქონდა მიტყუპებული. ერთხელ, როცა კლივლენდში გავლით
იმყოფებოდა და ეკრონში დილერების თათბირზე შეიარა, ჰარი
იქ იყო, მძახალს შეხვდა. თუკი შეიძლებოდა გაუპარსავი წვერი-
სა და პირში მუდმივად გაჩრილი სიგარეტის მიღმა რაიმე შე-
გემჩნია, ეს ამ ტიპის სქელი ტუჩები იყო. სიგარეტს უფროსი ლუ-
ბელი არასდროს აქრობდა. შეიძლება ადამიანმა იფიქროს,
რომ პრუს მშობელმა გენეტიკური მახასიათებელი შვილიშ-
ვილს გადასცა, მისით შეინიღბა და ახლა ჰარისა და მის ოჯახს
საფრიდან უთვალთვალებდა. ფრთხილად ყოფნაა საჭირო, ბი-
ჭუნას ყველაფერი ესმის და არაფერს ამბობს. ჰარი უხეში ტო-
ნით ეუბნება შვილიშვილს:
- რაშია საქმე? რით ხარ უკმაყოფილო?
როი თითს უფრო ღრმად ჩაიტენის პირში, მისი თვალები
უფრო მუქია, ვიდრე ნელსონისა და პრუსი, მათგან უნდობლო-
ბის სხივი კრთის. ჯუდი ძმის დაცვას ცდილობს:
- ოთახში მარტო დაძინებისა ეშინია. პატარაა.
პრუ ვითარების გამოსწორებას შეეცდება:
- საყვარელო, დედიკო და მამიკო ახლოს იქნებიან, გვერ-
დით ოთახში, აი, იქ. გახსოვს, შენც იქ გეძინა, სანამ დიდი ბიჭი
გაიზრდებოდი?
საუბარში ნელსონი ჩაერევა:

51
მკითხველთა ლიგა

- მამა, ვიდრე რაიმეს შეცვლიდი, არ გიფიქრია, რომ შე-


გეძლო ჩვენთან მოგეთათბირა?
- მომეთათბირა? განა ოდნავ მაინც არის შესაძლებელი
შენთან შეთანხმება? რამდენჯერაც დავრეკე მაღაზიაში, ად-
გილზე არ ხარ, ან ტელეფონია დაკავებული. ადრე ჯეიკობს ან
რუდის ველაპარაკებოდი ხოლმე, ახლა კი ტელეფონის ზარს
თქვენ მიერ დაქირავებული ტიპი პასუხობს, მელოდიური ხმით.
- ვიცი, ვიცი, ლაილი მიყვებოდა, დაკითხვას რომ უწყობდი
ყველასა და ყველაფერზე.
- ეს დაკითხვა არ ყოფილა, ვცდილობდი დაინტერესებულ
პირად ჩავეთვალე. მართლაც მაინტერესებს, რა ხდება იქ, თუმ-
ცაღა ნახევარი წელიწადია, ობიექტს შენ მართავ და მიგაჩნია,
რომ იქაურობის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი თვითონ
ხარ, ჩვენ კი - არა.
- ნახევარი წელიწადი?! სრული წელიწადი, როგორც დე-
და ამბობს.
კამათში ჯენისი ერევა:
- ერთადერთი, რასაც დედა ამბობს ისაა, რომ დაღლი-
ლობისგან, დილიდან მანქანაში ჯდომისგან ფეხები ეკვეთება
და თუ მომდევნო ხუთი დღე ერთმანეთს უნდა ეკინკლაოთ, არც
კოქტეილამდე და არც სადილამდე საქმე არ მივა. ნელსონ, მა-
მაშენი შეეცადა ოთახებში ისე განვეთავსებინეთ, რომ მყუდროდ
და კომფორტულად გვეგრძნო თავი. ერთად მოვიფიქრეთ ასე.
ჯუდი, შენ სად გირჩევნია, სავარძელზე თუ სათავსში?
- ძველი ადგილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, - პასუ-
ხობს გოგონა.
პატარა როი ცდილობს, არაფერი გამოეპაროს უფროსე-
ბის საუბრისგან, ოდნავ გამოიღო თითი პირიდან, ტუჩებს აცმა-
ცუნებს და რაღაც ხმებს გამოსცემს, ბაჭიას არ ესმის მისი ნათ-

52
მკითხველთა ლიგა

ქვამი, მხოლოდ ხედავს, რომ საკუთარი სიტყვების გამო, როის


თვალები ცრემლით ევსება. „ეეე“ - ეეს ერთადერთია, რაც მან
გაიგონა.
პრუ უთარგმნის:
- ჯუდის ტელევიზორი ექნება.
- ეს საზიზღარი ბავშვი, ენატანია! - თქვა ჯუდიმ, როგორც
ნემსიყლაპია წყლის ზედაპირზე, ისე გადააფრინდა ხალიჩას
და პატარა ძამიკოს სფეროსებურ თავში გაშლილი ხელი უთა-
ვაზა. პრუ ბავშვს ისე კრეჭს თმას, რომ თავი ამოტრიალებულ
ქოთანს მიუგავს. როგორც ახალმოშვებული ონკანი, პირველ
წამებში ჰაერს რომ უშვებს, როიც ასე დარჩა, თუმცაღა ტუჩები
სატირლად ჰქონდა გამზადებული და როცა სული მოითქვა,
მთელი ხმით აღრიალდა.
ჯუდის არც უფიქრია თავის მართლება და ამ ხმოვანი
აკომპანემენტის თანხლებით, მედიდურად განაცხადა:
- „ჯონი კარსონის“ შოუს სულ რამდენჯერმე ვუყურე, მაშინ
ყველას ეძინა. ერთხელაც - გადაცემას „შაბათ საღამოს“. დიდი
ამბავი.
- ანუ, ამ საშინელი ყუთის გამო, აქ დაძინება გირჩევნია და
უარს ამბობ საკუთარ მყუდრო ოთახზე? - ჩაეკითხება ჰარი.
- იქ ხომ ფანჯრებიც არ არის, - ფრთხილად პასუხობს გო-
გონა, რადგან მისი წყენინება არ უნდა.
- შესანიშნავია! - ამბობს გადაჭრით ჰარი, - ბოლოს და ბო-
ლოს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად დაიძინებს?
გულგრილობის დასადასტურებლად ის საკუთარი საძინებ-
ლისკენ მიემართება, სადაც უზარმაზარი, ფლორიდაში შეძენე-
ლი ორადგილიანი ფუმფულა ლოგინი ეგულება, ატლასის ნეფ-
რიტისფერი გადასაფარებლით, ისეთით, როგორიც სასტუმრო-
ებშია. ჰარი საკუჭნაოსკენ მიდის, იღებს თეთრეულის კომ-

53
მკითხველთა ლიგა

პლექტს, ბაც ცისფერ გადასაფარებელს და უკან ბრუნდება.


ხმაურით ეჯახება დაწნული სავარძლის კიდეს სასტუმრო ოთახ-
ში და გზას აგრძელებს საძინებლისკენ. ბაჭია თავს უხერხულად
გრძნობს: ალბათ ჯუდითის ყმაწვილქალობასთან დაკავშირე-
ბით გადაამეტა, არადა სურდა, გოგონას პრინცესად ეგრძნო
თავი. ჰარის გოგონებისა არაფერი გაეგება, ერთი ქალიშვილი
გარდაეცვალა, მეორე კი თითქოს მისი არც არის.
ჯენისი უხერხულ სიჩუმეს არღვევს:
- ჰარი შენთვის გადატვირთვა არ შეიძლება, ექიმმა აგიკ-
რძალა.
- ექიმმა ამიკრძალა! - გამოაჯავრებს ცოლს, - იმ შენი ექი-
მის ყველა პაციენტი 80 წელსაა მიღწეული, ჰოდა, რასაც მათ
ეუბნება, იმავეს მიმეორებს მეც.
ბაჭია მძიმედ სუნთქავს, პრუ ფეხდაფეხ მისდევს, სურს, სა-
ვარძლის U-ს ფორმის რკინის ფეხი თვითონ გამოსწიოს და
ლოგინი დააგოს. სასტუმრო ოთახში მიბრუნებული ჰარი, ნელ-
სონს, რომელსაც ბიჭუნა ისევ ატატებული ჰყავს, ღვარძლიანად
ეკითხება:
- აბა, ახლა შენ და შენი ნაშიერი კმაყოფილები ხართ?
პასუხის ნაცვლად ნელსონი დედისკენ ტრიალდება:
- ღმერთმანი! დედა, არ ვიცი, ხუთი დღე ასეთ დამოკიდე-
ბულებას როგორ ავიტან, იცოდე, საკუთარ თავზე პასუხს არ ვა-
გებ.
თუმცა ბოლოს ყველაფერი ლაგდება. ჩემოდნებიდან ნივ-
თები თაროებსა და კარადებში ინაცვლებს. ჯუდი და როი ნამ-
ცხვარსა და რძეს მიირთმევენ, ტანისამოსს იცვლიან და საცუ-
რაო კოსტიუმებში გამოწყობილები ჯენისთან და პრუსთან ერ-
თად მიემართებიან ადგილობრივი საცურაო აუზისკენ, სადაც
ადგილები ჰარიმ საგანგებოდ ამ დღეებისთვის დაჯავშნა. ჰარი

54
მკითხველთა ლიგა

და ნელსონი მინის მრგვალ მაგიდას მიუსხდებიან. ცდილობენ,


ერთმანეთს მეგობრულად მოექცნენ.
- აბა, - იწყებს ჰარი, - მანქანების საქმე როგორ მიდის?
- თავადაც კარგად უწყი, - პასუხობს ნელსონი, - ყოველ-
თვიურად მოგდის ანგარიში. - მას ახალი ჩვევა აქვს, მხრებს
ნერვიულად იჩეჩს და თავს ისე აქიცინებს, თითქოს ვიღაცამ, მის
უკან მდგომმა, საცაა კეფაში უნდა მოსცხოსო. სიგარეტს ისე
ხარბად ექაჩება, თითქოს საკვებ ელექსირს იწოვდეს, თან თეთ-
რი ნიჟარის კიდეზე გაუთავებლად აფერფლებს. საფერფლე
ჯენისის კოლექციიდანაა.
-89S როგორ მოგწონს? - არ დააყოვნა მორიგი შეკითხვა
ჰარიმ, ვინაიდან ვაჟთან მარტო დარჩა, - მანქანები არ მინა-
ხავს, მხოლოდ ბროშურები დავათვალიერე. იქ საკმაოდ ლამა-
ზად ჩანან, ვერაფერს ვიტყვი. საინტერესოა, სარეკლამო
სააგენტოები რა ტირაჟით ბეჭდავენ იმგვარ ბროშურებს?
„ტოიოტა კოროლას“ ფოტოები ვნახე და თავსატეხი გამიჩნდა,
ნუთუ მართლა აათრიეს მთის მწვერვალზე ეს უბედური „სედანი“
და „უნივერსალი“, თუ უბრალოდ, ხრიკია-მეთქი? მერე, რო-
გორც იქნა, გონება გამინათდა და სიცილი წამსკდა, მანქანები
დგას თოვლზე, არადა საბურავების კვალი არსად ჩანს. დრო
თუ გექნა, შეგიძლია ბროშურები გადაათვალიერო, გაერთობი.
ნელსონმა მისი მოსმენით თავი ვერ შეიქცია. მოკიდებულ
სიგარეტს გულმოდგინედ აძლევს იდეალური კონუსის ფორმას,
შემდეგ მრისხანე სახით აქრობს მას, სრესს ნიჟარის საფერ-
ფლეში. ხელები უცახცახებს, რაც ნაადრევია მისი ასაკისთვის.
ლუდს წრუპავს. თეთრი ქაფის ნაწილი მის მეჩხერ ულვაშზე
რჩება.
დაჟინებით მიაჩერდება მამას:

55
მკითხველთა ლიგა

- მეკითხები, რას ვფიქრობ „ტოიოტა 89“-ზე? იმავეს, რა-


საც - „ტოიოტა-88“-ზე. მოსაწყენია, მამა. ბორბლებზე შემდგარი
უმსგავსო ყუთი. ძველი ჩვევისამებრ გვთავაზობენ ისეთ მანქა-
ნებს, რომელთა ერთადერთი ღირსება ნაკლები საწვავის მოხ-
მარებაა. საწვავი კი უკვე ათი წელია, არავის ენანება! ამერიკე-
ლებს დღეს ლიმუზინივით გრძელი კაბრიოლეტები ურჩევნიათ,
იაპონელები კი, ძველებურად ცდილობენ, თავიანთი პატარა,
ბორბლებიანი ყუთები გაყიდონ, თან არცთუ იაფად. ეს ძალიან
საწყენია, იმას ჰგავს, ძველად რომ იყო - „დოლარი ტილიანი
იენის წინააღმდეგ“. რატომ გადაიხდის ადამიანი 17 000 დო-
ლარს GTS-ში, როცა იმავე ფასად შეუძლია „მუსტანგი“, „ბერე-
ტა GT“, ან „მაზდა MX6“ იყიდოს?
- „სელიკა“ არ ღირს 17 000 დოლარი, - ამბობს ჰარი, -
ჩემი 15 000-ზე ნაკლებად გავყიდე.
- თუ სათანადოდ შეაკეთებ, ღირს.
- არასოდეს მოახვიო თავს ადამიანებს მოდური შეხედუ-
ლებები, უკვე გაგივარდა სახელი, რომ კლიენტებს იმას სთავა-
ზობ, რაც არ სჭირდებათ. როცა ადამიანი მოდის და უბრალო
მოდელის შეძენა სურს, კეთილი უნდა ინებო და ისე მიჰყიდო,
რომ თავი უკანასკნელი წუწურაქი არ ეგონოს.
- ეს კალიფორნიელებს უთხარი, - პასუხობს ნელსონი, -
სინამდვილეში ყველას თანამედროვე მოდელის, ავტომატური
ყველგანმავალი სედანები მოსწონს. თუ „ტოიოტა ST“ ან
„ტოიოტა GT“ გინდა, შეკვეთას თვეობით უნდა ელოდო. სადაც
ფუფუნებაა, შემოსავალიც იქ არის და ყველა დონეზე, ყველა
ხაზს ტოკიომდე მივყავართ. ერთი თავად გეცადა, გაგეყიდა,
რასაც გვთავაზობენ. არადა, ერთადერთი იაპონური მანქანა,
რომელიც წესიერად დადის, „კამრია“ და ისიც ლამის დაჩო-
ქილმა უნდა იმათხოვრო იმ ნაძირლებისგან. ადამიანებად არ

56
მკითხველთა ლიგა

გვთვლიან, მამა. მათთვის ჩვენ უნიათო, ზარმაცი ამერიკელები


ვართ - დაბალი ღობე, სხვა არაფერი. ათიოდ წელიწადში
მთელ ქვეყანას ხელში ჩაიგდებენ. ერთ-ერთ სატელევიზიო
შოუში ითქვა, იაპონელები უკვე მთელ ჰავაის, ნახევარ ლოს--
ანჯელესსა და ნევადას ფლობენო. უდაბნოს ათასობით აკრს
ყიდულობენ ნევადაში! და როგორ ფიქრობ, რისთვის? ატომუ-
რი ბომბების გამოსაცდელად?
- ნელსონ, ასე უხეშად ნუ ისაუბრებ იაპონელებზე. აქამდე
მათთან პრობლემა არ გვქონია.
- ნუთუ? მე კი ისე ვარ გამწარებული, როგორც მგზავრი
„ტოიოტა ტერსელის“ უკანა სავარძელზე ჯდომისას. იაპონე-
ლებზე მოწიწებით საუბრობ, თითქოს ზეადამიანები იყვნენ. ჰო-
და, გეუბნები, არ არიან-მეთქი. მათი მანქანების დიზაინი -
დაივიწყე ის პატარა, გამძლე, ეკონომიური და იაფი საოჯახო
მანქანები - ნამდვილი საშინელებაა. „ლენდ კრუიზერი“ რას
ჰგავს? ახლოსაც ვერ მივა „ჩეროკთან“, ვერც „4-რანერი“ წავი-
და შორს. სიმძლავრე იმდენად დაბალი ჰქონდა, რომ ექვსცი-
ლინდრიანი ძრავის ჩამონტაჟებამ მოუწიათ, გიჟივით წვავს,
სავსე ავზი 22 კილომეტრის გავლის შემდეგ უკვე ცარიელი
აქვს, „სამომხმარებლო ანგარიშში“ მე თვითონ წავიკითხე. და
ფურგონი? უნდა დადგე და იცინო. როგორ უნდა მოგივიდეს აზ-
რად, ძრავა წინა სავარძლებს შორის დაამონტაჟო? უკნიდან
წინ გადაჯდომა რომ მოგინდეს, მანქანიდან უნდა გადახვიდე და
შემდეგ თავიდან შეძვრე. ზამთრობით პენსილვანიაში ეს არავის
ახარებს. აურაცხელი საჩივარი შემოდის კლიენტებისგან. ერ-
თხელ გადავწყვიტე შემემოწმებინა, მივუჯექი საჭეს და დავადე-
ქი გზას. მიუხედავად იმისა, რომ გოლიათი არ ვარ, მძღოლის
სავარძელში ძლივს ვეტეოდი, თავისუფლად ვერ ვსუნთქავდი,
იდაყვის ჩამოსადებიც არ მქონდა. თან, სიჩქარე იმდენად ნელა

57
მკითხველთა ლიგა

აკრიფა, გული ლამის შემიღონდა, გზატკეცილზე მაჩანჩალასა-


ვით მივყვებოდი სხვებს. 422-ზე მეგონა, ქარი მანქანიანად წა-
მიღებდა, თანაც რამსიმაღლე ბორბლებზეა შეყენებული,
ძლივს ავღოღდი.
„მართალია, გოლიათი ნამდვილად არა ხარ“, - ფიქრობს
ჰარი. ეჩვენება, რომ ნელსონი ზედმეტად უხეში, სულსწრაფი
და დაუდეგარია, როგორც კარგად აწყობილი საათი გატეხილი
კბილანით ან გაბლანტებული ზეთი ავზში. ის გაუთავებლად
ქშინავს და უკვე მეორე ღერს ეწევა, არადა პირველი ბოლომ-
დე არც მოუწევია, ისე ჩააქრო. წარამარა ცხვირზე იკიდებს
ხელს, თითქოს ულვაში უშლიდეს.
- რა თქმა უნდა, - პასუხობს. ჰარი ნელსონს მშვიდად ესა-
უბრება, ცდილობს, ისიც დაამშვიდოს - ფურგონები ჩვენს საქ-
მეში არასოდეს ქმნიდნენ ამინდს. „ტოიოტაში“ ეს მშვენივრად
იციან. 91-ისთვის დიდი განახლება იგეგმება. ახალი „კრესიდა“
როგორ მოგწონს?
- საშინელებაა! განა რა არის მასში ახალი? ჰო, ძრავის
მოცულობა 2.8-დან 3-მდეა გაზრდილი, სარქვლები თორმეტის
ნაცვლად, ოცდაოთხია - უდავოდ მიმზიდველია, მაგრამ ნუთუ
„ტოიოტა K-ს“ ძრავისგან მხოლოდ მცირე მოქნილობას უნდა
დასჯერდე? ღმერთო ჩემო! მონაცემთა პანელი ნამდვილი უბე-
დურებაა! თერმომარეგულირებელი კოლოფი კამოდის უჯრა-
სავითაა, თავის ადგილს მხოლოდ მანქანის დაქოქვის შემდეგ
უბრუნდება. ეს ერთი. ახლა მეორე - მანქანას, წინა მოდელის-
გან გადმოღებული აუდიოკონტროლის ორი სისტემა დაუყენეს
და ახლა, იმდენი ღილაკი აქვს, რომ თვითმფრინავის სამარ-
თავი პულტი გეგონება. საკმაოდ ძვირი ღირს, მამა და არც მისი
შენახვაა იაფი. შიგნიდან ჩალის ფასი აქვს, გარედან ფსევდო-
„აუდივითაა“. მოდი, სიმართლე ვთქვათ, „ტოიოტას“ მოდელები

58
მკითხველთა ლიგა

ღარიბი წარმოსახვის ნაყოფია. ისინი ემოციას არ იწვევს. აი,


ოცდაათიანების „პაკარდი“ და საშუალო ზომის „იაგუარი“ კი,
გრძელი კაპოტითა და მანებიანი დისკებით, ნამდვილად კარგი
მანქანებია, კლასიკაა. ორმოცდაათიანებშიც დახვეწილი მოდე-
ლები გამოუშვეს, „ფოლვცვაგენსაც“ კი სტილით გამოარჩევდი,
თითოეული მოდელი რაღაცის გამომხატველი იყო. „ტოიოტა“
არაფერს გამოხატავს, არის თავისთვის და იდეებს იპარავს. ნა-
ხე, რა დაემართა მის „პიკაპს“: თავიდან ბადალი არ ჰყავდა,
მაგრამ ბაზარზე შემოსულმა „ფორდმა“ და „ჯენერალ მოტორ-
სმა“ შეავიწროვა, ან - „ტოიოტა-MR2“? ახლა მას ჩალის ფასა-
დაც ვერ გაყიდი.
ჰარიმ თავი ვეღარ შეიკავა:
- ორადგილიანი მანქანებით ვაჭრობას დაზღვევა აფერ-
ხებს, გაატყავეს ხალხი და ეგაა. „ტოიოტა“ ხარისხიან, კარგ,
საიმედო ავტომობილებს აწარმოებს, ისინი იოლი სამართავია,
გამძლეა და მყიდველმა ეს კარგად იცის და ენდობა ფირმას.
ნელსონი აწყვეტინებს:
- მე კი ყელში ამომივიდა მუდმივი კარნახი, რომელი მან-
ქანა რამდენად გავყიდოთ, როდის გავიყვანოთ ბაზარზე, რა
ჩავაცვათ კონსულტანტებს - მათ დაკრულზე უნდა იცეკვო,
ელოდო, რას გიბრძანებენ. როცა საქმე ჩავიბარე, მიკვირდა,
შენ და ჩარლი იმდენ დამცირებას როგორ იტანდით, მათ უსიტ-
ყვო შემსრულებლები, რობოტები სჭირდებათ!
ბაჭიამ ძალიან იწყინა:
- კეთილი იყოს შენი მობრძანება რეალურ სამყაროში,
ყმაწვილო. მოგიწევს რაიმე სტრუქტურის ნაწილი იყო, ვინმეს
ექვემდებარებოდე, ასეა ცხოვრება მოწყობილი. „ტოიოტა“ კე-
თილად იყო განწყობილი ჩვენდამი, შენი პაპისადმი. კარგის მე-
ტი მათგან არაფერი გვახსოვს. ეს არ დაგავიწყდეს, ბიჭო. მახ-

59
მკითხველთა ლიგა

სოვს, ფრედ სპრინგერის სიხარული, როცა „ტოიოტასგან“ ლი-


ცენზია პირველად აიღო, მთელი წელი იმ ბავშვივით იყო, ახალ
წელს რომ შეხარის. სხვათა შორის, ამას თვითონ ამბობდა.
მათი ოჯახის ქალები განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ
ნელსონი პაპის ასლია. ჰარი იმედოვნებს, რომ გარდაცვლილი
ფრედის გახსენებით ვაჟში ოჯახური საქმის გამო სიამაყეს გა-
აღვიძებს. „ტოიოტას“ შეურაცხყოფა გულს უმძიმებს.
მაგრამ ნელსონი ჯიუტად აგრძელებს:
- პაპა ნამდვილი საქმოსანი იყო, სარფიან გარიგებებს
ჩარხავდა. თვითონ ყვებოდა, როგორ ყიდულობდა იაფად და
ყიდდა ძვირად, ხალხს ჰყვლეფდა. ხალისობდა. ეს თამაშს
ჰგავდა, თავისუფლად ასხამდა ხორცს თავის ფანტაზიას. ახლა
ჩვენი თვითშემოქმედებისთვის ისღა დაგვრჩენია, რომ ჩამოვ-
წეროთ ძველი მანქანები, რომლებსაც ახალი ავტოების საფა-
სური დაფარავს, გავყიდოთ ისინი ეშმაკურად და ნაღდი ფული
ჩავიჯიბოთ. „ტოიოტას“ აღიზიანებს ამერიკული ნაგავი, ალბათ
ფონს უფუჭებს მათ მანქანებს. „ტოიოტას“ ახალი მანქანის გა-
ყიდვა იგივეა, რაც მოლარედ მუშაობა. ამას ვაჭრობას ვერ და-
ვარქმევ, რადგან ერთადერთი, რაც მოგვეთხოვება, ჩეკების
ამორტყმაა.
- წლიური ორმოცდახუთათასიანი შემოსავლისთვის, პრე-
მიალურებსაც თუ დავუმატებთ, არ უნდა იყოს რთული სამსახუ-
რი.
ჰარი და ჯენისი ვაჟის ხელფასზე მუდამ კამათობენ, ბაჭია
ამბობს, რომ თანხა მეტისმეტად ბევრია, ხოლო ჯენისი პასუ-
ხობს: „მას ხომ ოჯახი ჰყავს“.
- შენს ასაკში, - ეუბნება ჰარი შვილს უკვე მერამდენედ, -
უბრალო ასოთამწყობად ვმუშაობდი, წელიწადში ოცდათხუთ-
მეტ ათასს გამოვიმუშავებდი, შინ ნახშირივით გაშავებული და

60
მკითხველთა ლიგა

გადაქანცული ვბრუნდებოდი. სამსახურის გადამკიდე, თავი ტკი-


ვილისგან მისკდებოდა და თვალიც იქ გავიფუჭე. მანამდე მშვე-
ნიერი მხედველობა მქონდა.
- ეს ადრე იყო, მამა, ახლა სხვა დროა. შენ ინდუსტრიულ
ეპოქაში ჩარჩი. ლურჯ კომბინეზონში გამოწყობილი მონა იყა-
ვი. წავიდა ის დრო, როცა ანაზღაურებას საათობრივად გა-
მოიმუშავებდნენ. ახლა მთავარია, საჭირო დროს საჭირო ად-
გილას აღმოჩნდე, მერე ფული თავისით მოვა. ვიცნობ ბიჭებს,
იურისტებს, უძრავი ქონების აგენტებს, არც ჩემზე უფროსები
არიან და არც ჩემზე ჭკვიანები, ერთ ოპერაციაში ორასი ათასს
და სამასი ათასს აკეთებენ. მიმოიხედე ირგვლივ, რამდენი ფუ-
ლი იშოვება თუნდაც საპენსიო სისტემაში, გამდიდრება იოლია,
განა ამერიკა ამას არ გვასწავლის?!
- ის შენი ნაქები ამხანაგები უეჭველად მთელ ნევადას
იაპონელებზე ყიდიან, ასე გულზე იმიტომ გხვდება. საერთო-
დაც, საიდან - ასეთი სიხარბე ? უფასოდ ცხოვრობ სახლში, რო-
მელიც დედაშენმა დაგითმო, წესით, დანაზოგიც კი უნდა გქონ-
დეს. რაც შეეხება ძველ მანქანებს...
- მაპატიე მამა, უნდა გაგაწბილო, დღევანდელ დღეს ორ-
მოცი ათასი დოლარი ოცნების მწვერვალი ვერ იქნება, თუ, რა
თქმა უნდა, რაღაც დონეზე გსურს იცხოვრო.
- ღმერთო ჩემო, ასეთი რა დონე გაკმაყოფილებთ პრუსა
და შენ? სახლი უფასო გაქვს, მარტო გათბობის საფასურსა და
გადასახადებს იხდი.
- იმ საჯინიბოს გამო გადასახადებმა უკვე ოთხი ათასს გა-
დააჭარბა. უძრავ ქონებას მაუნტ-ჯაჯაში დემოგრაფიული აფეთ-
ქების შემდეგ ცეცხლის ფასი აქვს. ორიოდ აგურიც კი გადაკარ-
გულ ჯექსონ-როუდში, სადაც ოდესღაც ცხოვრობდი, ექვსციფ-
რიან თანხად იყიდება. ფედერალური საგადასახადო სისტემის

61
მკითხველთა ლიგა

რეფორმა კი ჩემნაირი ხალხისთვის არ განხორციელებულა.


შეღავათები თუ გინდა, მდიდარი უნდა იყო. ლაილმა ამას წი-
ნათ ელექტრონული ცხრილი მიჩვენა კომპიუტერში.
- ჰო, მართლა, მინდოდა მეკითხა, ვისი იდეა იყო მილ-
დრედ კრაუსის შეცვლა იმ ლაწირაკით?
- მამა, ეგ ქალი „სპრინგერ მოტორსში“ საუკუნეა მუშაობს.
- სწორედ ამას ვამბობ, იგი ყოველგვარი სამუშაოს გას-
წვდებოდა, ძილშიაც კი.
- გულახდილად რომ გითხრა, არაფერიც არ შეეძლო. აი,
სიარულში რომ ეძინა, სრული ჭეშმარიტებაა. ვერა და ვერ აით-
ვისა კომპიუტერი. არა, სიმართლე უნდა ითქვას, ძალიან მონ-
დომებული იყო, მაგრამ როგორც კი სისტემაში მცირე ხარვეზი
ან ცდომილება აღმოჩნდებოდა, უმალ ტექნიკას აბრალებდა
ყველაფერს და კომპანიაში რეკავდა, ხარვეზის აღმოსაფხვრე-
ლად ხელოსანი გამოგზავნეთო. ხელოსნისთვის, იმ შემთხვევა-
შიც კი, თუ მილდრედს მენიუ დააბნევდა და სხვა ღილაკზე და-
აწკაპუნებდა, საათში 120 დოლარზე მეტი უნდა გადაგეხადა.
მოკლედ, ყავლი გაუვიდა, ის შენ უნდა დაგეთხოვა, საპენსიო
ასაკს რომ მიაღწია.
შემოსასვლელი კარი ოდნავ გაჩხაკუნდა:
- მარტო ვარ, - მოისმა ჯენისის ხმა, - პრუმ და პატარებმა
აუზში დარჩენა ამჯობინეს. მე კი ვიფიქრე, დროა სადილისთვის
მზადება დავიწყო-მეთქი. ამჯერად გუშინდელი კერძით გადავი-
დეთ. ვნახავ, სუპი თუ დარჩა, შევათბობ. თქვენ ისაუბრეთ, ბიჭე-
ბო, ყურადღებას ნუ მომაქცევთ.
ჯენისს არ სურს მათ ხელი შეუშალოს. ჰგონია, რომ მამა--
შვილს გულითადი საუბარი აქვს, ოთახში არც შეუხედავს, სამ-
ზარეულოში ისე გავიდა. სინამდვილეში, ჰარი ვაჟს ისე უყუ-
რებს, ვითომ მის წინაშე კომპიუტერი იყოს და არა ცოცხალი

62
მკითხველთა ლიგა

არსება. მასში რაღაც რიგზე ვერ არის, მაგრამ კონკრეტულად


- რა, გამოსაკვლევია. ბევრს ლაპარაკობს, თანაც ძალიან
სწრაფად. უწინ ნელს ხმას ვერ ამოაღებინებდი, უტყვი და ბუნ-
ჩულა იყო, ახლა სიტყვებისგან ვერ დაცლი. რაღაც არასწორი
ხდება მასში, ცუდადაა მომართული.
ჰარი სასაუბრო თემას, მილდრედ კრაუსს უბრუნდება:
- არც იმდენად ასაკოვანი იყო, მგონი - სამოცდარვის ან
ცხრის.
- მამა, სამოცდაათს იყო გადაცილებული და ბუღალტერია
ებარა. ახლა ლაილი უძღვება ყველაფერს, არადა კვირაში
მხოლოდ ორი-სამი დღე მოდის.
- მართალია, შენი ლაილი ყველაფერს სხვაგვარად აკე-
თებს. შენთან საუბარი სწორედ ამ საკითხზე მინდოდა - მოხმა-
რებული მანქანების რაოდენობაზე ნოემბრის მონაცემებში.
მოულოდნელად ნელსონი ერთიანად გაფითრდება. სიგა-
რეტს ლუდის ცარიელი ქილის ნახვრეტში გააძვრენს და გაღი-
ზიანებული ცალი ხელით მოჭმუჭნის ქილას. დიდი ვერაფერი
ძალის ჩვენებაა, ასეთი ქილები ფურცელივით სიფრიფანა ალუ-
მინისგანაა დამზადებული. წამოდგება, როგორც ჩანს, აპირებს
შეუერთდეს დედას, რომელიც სამზარეულოში ხმაურობს.
- ჯენის! - გასძახებს მეუღლეს ჰარი, კისერზე ცხიმგროვე-
ბისა და ღაბაბის გამო, თავის მიბრუნებას ძლივს ახერხებს.
დიასახლისი შავი ფერის სველ საცურაო კოსტიუმსა და
ძოწისფერ პარეაში სამზარეულოს ზღურბლთან დგას, უხერხუ-
ლია ლიფტში ნახევრად შიშველი მგზავრობა. ჯენისი შეჟუჟუნე-
ბულია, ბავშვებსა და პრუსთან ერთად აუზში ჩასვლამდე, „კამ-
პარის“ ბოთლი გახსნა და გადაჰკრა. ალბათ უკან იმიტომ მო-
იჩქაროდა, მალულად ერთიც რომ გადაეკრა. ცხიმიანი თმა
სველი აქვს და სწორი.

63
მკითხველთა ლიგა

- რა მოხდა, ჰარი? - მეუღლის მბრძანებლურ ტონს დამ-


ნაშავესავით პასუხობს.
- სად არის მაღაზიის ბოლო მონაცემები? საწერ მაგიდაზე
არ იყო მიყრილი?
საწერი მაგიდა ცოლ-ქმარმა იაფად შეიძინა, როცა ბინის
მოწყობას ჩქარობდნენ. ის ისეთივე სტილისაა, როგორიც მათი
მომცრო მაგიდები, ღია ფერის გასაშლელი სავარძელი და კა-
მოდი საძინებელში. თეთრად შეღებილ ხის მასალაზე ოქროს-
ფერი რკალებია მიხატული, ავეჯი ბამბუკისა რომ გეგონოს. სა-
წერ მაგიდას სამი პატარა უჯრა აქვს, სინესტის გამო მათი გა-
მოღება ჭირს, თან რაღაც ღარები აქვს და იქ ჩავარდნილი
ქვითრები თუ მოსაწვევი ბარათები სამუდამოდ ქრება. მაგიდა-
ზე, რომლის ზედაპირიც ისეა დამუშავებული, რომ მარმარი-
ლოს, უფრო მეტად კი თაფლისა და ვანილის გაქვავებულ ნა-
ყინს წააგავს, მუდამ ყრია პასუხგაუცემელი წერილები, მიმდინა-
რე ანგარიშებთან დაკავშირებული შეტყობინებები ბანკიდან,
ბირჟის მაკლერის უწყებები, საფინანსო მართვის ფონდის შეტ-
ყობინებები, გოლფის თამაშების ცხრილები, ბარათები და მა-
სობრივი ღონისძიებების თაობაზე ადგილობრივი კომიტეტის
განცხადებების ქსეროასლები. ამის გარდა, ჯენისს ახასიათებს,
ამოხიოს საინტერესო გვერდები სამედიცინო ჟურნალებიდან,
„National INQUIRERE“-იდან „News-Press“-იდან, შემდეგ კი
ავიწყდება, ვისთვის სურდა იმ ინფორმაციის გაგზავნა. ჯენისს
დამფრთხალი სახე აქვს.
- სულ ასე იცი, ჰარი, მიაგდებ ხოლმე და გინდა, ერთი
წლის შემდეგ იმავე ადგილას დაგხვდეს. იქნებ გადავყარე?
- იმ ფურცლებზე გელაპარაკები, წინა კვირას რომ მოვი-
და. სად არის ნოემბრის თვის ფინანსური ანგარიში?

64
მკითხველთა ლიგა

ჯენისი ტუჩს იკვნეტს და წამით სახე უნათდება, რაც ნიშ-


ნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა და ბოლომდე
გაიტანს თავისას, როგორც ქალებმა იციან.
- წარმოდგენა არ მაქვს, სად არის. იცი, რა მაღიზიანებს
ყველაზე მეტად? უწესრიგოდ მიმოფანტული გოლფის ანგარი-
შის ძველი ცხრილები. და საერთოდ, რისთვის ინახავ?
- თამაშის დროს ზედ ჩანაწერებს ვაკეთებ, დაკვირვებებს
ვინიშნავ. თემას ნუ ცვლი, ჯენის, ის წყეული ფინანსური ანგარი-
შები მჭირდება!
ნელსონი სამზარეულოს შესასვლელთან, დედის გვერ-
დით დგას, ალუმინის ქილას ისევ ჭმუჭნის. გაქუცული ჯინსის
ქურთუკის გარეშე, მისი პერანგი გაცილებით უსიამოვნო შესა-
ხედია: ვარდისფერი წვრილი, ნაზი ზოლები, თეთრი ფრანგუ-
ლი მანჟეტები და მომრგვალებული საყელო.
ის და ჯენისი თითქმის ერთი სიმაღლის არიან, ორივეს
დაძაბული, მოღუშული პატარა სახე აქვს და ქურდული მზერა.
- დიდი ამბავი, მამა, - ისე ამბობს, თითქოს ყელი უშრება,
- რამდენიმე კვირაში დეკემბრის ფინანსურ ანგარიშს მიიღებ.
შემდეგ ლუდის მორიგი ქილის ასაღებად მაცივრისკენ
ტრიალდება. ბაჭია კი კეფაზე უყურებს, გულს უკლავს ვირთხის
მოვლილი კუდი, ვერცხლის საყურე და სწრაფად მზარდი გამე-
ლოტება.
პრუ ბავშვებით აუზიდან დაბრუნდა, რეზინის ფლოსტები
აცვიათ, მოსხმული აქვთ პირსახოცები და ცდილობენ, კარგად
გაეხვიონ. ბავშვებს ტუჩები გალურჯებიათ, სველი თმა თავზე
მიტკეპნილი აქვთ, თითები - წყლისგან გათეთრებული და და-
ღარული. ჰარი ამჯერად სხვა კუთხით ხედავს პრუს, ის ყველაზე
სუსტი რგოლია ჰარის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში.
დაუვიწყარია ამბორი, რომელიც აეროპორტში მისგან იგემა.

65
მკითხველთა ლიგა

ძალიან მიმზიდველად გამოიყურება თეთრ დახურულ საცურაო


კოსტიუმში, წლების განმავლობაში გაგანიერებული სხეულითა
და ფართო თეძოებით.
უკვე მეხუთე ზამთარია, რაც ჰარი და ჯენისი ფლორიდაში
არიან. არადა, ჰარი ყოველ დილით ისეთივე გაოცებული იღ-
ვიძებს, როგორც პირველ დილას, უკვირს, რომ ისევ ფლორი-
დაშია, მექსიკის ყურის სანაპიროზე, ზედ ნაპირთანაც არა, მისი
ბინიდან ის არც კი მოჩანს. მას შემდეგ, რაც ესპანური ფილებით
გადახურული, ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები
გააშენეს, დეკორატიული კოშკებით, ჰორიზონტიდან წყლის
ზოლიც კი გაქრა. 1984 წელს, როცა ჯენისმა და ჰარიმ ეს ბინა
შეიძინეს, მათი ვიწრო აივნიდან ჯერ კიდევ მოჩანდა ყურე და
შეეძლოთ ქვეყნიერების სწორი, უშფოთველი, ფირუზისფერი
კიდის ცქერით დამტკბარიყვნენ. თუ სახურავიდან გადაჰყურებ,
ყურე, როგორც მორზეს ანბანის წერტილი და ტირე, ისე მო-
ჩანს. თავიდან წყვილს იმდენად აღაფრთოვანებდა ხედი, რომ
მათი სახლიდან მთელი მილის დაშორებით მდებარე პინდო--
პალმის ბულვარში მდებარე მაღაზიაში საგანგებოდ შეიძინეს
ჭოგრიტი და სამფეხა სკამი. იმ პირველ ზამთარს, ჭოგრიტის
მოცახცახე რგოლში ხან იალქნიანი ნავი გამოჩნდებოდა, აშვე-
ბული თეთრი აფრებით, ხანაც ძვირფასი მაღალი იახტა, უხმოდ
რომ მიაპობდა ტალღებს, ჰორიზონტზე თევზსაჭერ კატერს და
ფრთებივით გაშლილ მის ბაქანზე მდგარ მეთევზეებს მოჰკრავ-
დნენ თვალს, შორს, ნავთობის გადამზიდავი უშველებელი, ჟან-
გმოდებული სატვირთო გემი გამოჩნდებოდა, მთელი მსოფლი-
ოს დამტევი ნაცრისფერი ურჩხული, რომელსაც ახალი ორ-
ლეანისკენ ეჭირა გეზი ან უკან - პანამასა ან ვენესუელაში ბრუნ-
დებოდა. ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც სანაპიროს გას-
წვრივ ცათამბჯენი სასტუმროები წამოჭიმეს, ერთი კრემისფე-

66
მკითხველთა ლიგა

რია, მეორე ხასხასა ჟოლოსფერი, მესამე კი ერთიანად შუშისაა


და ისეთივე მოცისფრო-მომწვანო ფერი აქვს, როგორიც წყალს
ყურეში.
სადაც ახლა სასტუმროებია, ადრე არაფერი იყო ქვიშის,
მანგროს ხეებისა და ჭაობის გარდა. გველებით სავსე ყურეებში,
ერთმანეთში გადახლართულ ხის ფესვებს შორის ალიგატორე-
ბი ბინადრობდნენ და წყლის შხამიანი გველები დასრიალებ-
დნენ. შემდეგ იქ სამხრეთულ ყაიდაზე აგებული თეთრი სახლე-
ბი და უფერული ქოხები გაჩნდა, ადამიანებმა ქვიშიან ნიადაგზე
ბამბის მოყვანა დაიწყეს, საქონელი გაიჩინეს. იყო დრო, როცა
ჩრდილოეთს პირუტყვით ამარაგებდნენ, სამოქალაქო ომის
დროს დამშეული ამერიკელი მოამბოხეები რომ დაეპურები-
ნათ. მერე და მერე შენობები მომრავლდა, ხოლო მანძილი
მათ შორის შემცირდა, საცხოვრებლები სხვაგვარი მასალით
აიგო - აგურითა და ნაჭედი რკინით, კირქვითა და ალაბამის
კარიერებიდან მოზიდული გრანიტით. მოგვიანებით, ახალი
საუკუნის დადგომასთან ერთად, აქამდეც მოაღწია რკინიგზამ,
მას მოჰყვნენ მდიდარი არამზადები, ყველასთვის მოულოდნე-
ლად აქ ახალი საზღვრისპირა ტერიტორია წარმოიქმნა. აღ-
მასვლას გაკოტრება მოსდევდა, მაგრამ ოპტიმიზმს დაშრეტა
არ ეწერა.
ახლა, ავიალაინერებისა და სახელმწიფო სოციალური
დაზღვევის პროგრამების ეპოქაში, როცა მთელი ქვეყანა მზეს
ეთაყვანება, ისეთი მშენებლობა გაჩაღდა, სახლები სოკოები-
ვით მრავლდება. ამ პატარა ქალაქს, ესპანელი პირველაღმომ-
ჩენის პატივსაცემად, დელეონი ჰქვია. 1521 წელს, სადღაც აქ,
როგორც მკვიდრი მოსახლეობა უწოდებდა, დილიუნში, მისი
ბზინვარე შავი ჯავშანი სემინოლების შხამიანმა ისარმა გააპო.

67
მკითხველთა ლიგა

წარსული ბჟუტავს, როგორც სიზმარი ახალგაღვიძებული


ჰარის გონებაში. საპენსიო ასაკს მიღწეული, ის ისტორიული
წიგნების კითხვით ერთობა. ბაჭიას ადრეც აინტერესებდა ფაქ-
ტების შერწყმა, რომლისგანაც თითოეული სიცოცხლე გამოიზ-
რდება და რომელშიც შემდეგ ისევ ბრუნდება. ადრეული სიკ-
ვდილის თხელი, გადახრწნილი, მუქი ფენები ისე ღრმადაა მი-
წაში, რომ მათგან, მაგალითად, პენსილვანიაში, ნახშირის სა-
ბადოები წარმოიქმნება. ჰარისა და ჯენისის მშვიდი საღამოები
ამგვარად გამოიყურება: ჯენისი, ჩვეულებრივ, სავარძელში ზის
და სრულ გამოშტერებამდე უყურებს რომელიღაც სულელურ
სატელევიზიო შოუს, ბაჭია, წიგნით ხელში, საწოლზეა წამოწო-
ლილი, ზურგით ეყრდნობა ატლასის რბილ საზურგეს და თავი-
სი ნეფრიტისფერი თავშესაფრის თავბრუდამხვევი სიმაღლი-
დან, თითქოს ხის კენწეროდან, გადაჰყურებს წარსულს...
ხმაურმა ჰარის სიზმარი გაფანტა, სიმშვიდე დაურღვია და
დილის ტკბილი ძილისგან გამოაღვიძა. გულისგამაწვრილე-
ბელმა ხმამ, გაზონის საკრეჭი მანქანის ზუზუნმა დაუფრთხო
სიზმრები, გოლფის მოედანზე ბალახს კრეჭდნენ. ამ ხმას თო-
ლიების მჭახე ჭყივილი მოჰყვა, ისინი დაბალი, ახალმორწყუ-
ლი ბალახიდან ამომძვრალ ჭიებს დასტრიალებდნენ. ჰარისა
და ჯენისის საწოლის თავთან შუშის მაღალი კარია. ის ოდნავ
შეღებულია, რომ ზამთრის ცივი, სუფთა ჰაერი ოთახში შემოვი-
დეს. ახლა ის იშვიათი პერიოდია, როცა კონდენციონერის ჩარ-
თვა აუცილებელი არ არის. ასე რომ, სველი ბალახისა და მიწის
სუნით გაჟღენთილი მარილიანი ჰაერი ახალგაღვიძებული ჰა-
რის სახეს ეხება და შეახსენებს, რომ ის აქ არის, მიწიერ სამოთ-
ხეში, სადაც ჯენისის ფულმა მოიყვანა. მეუღლე უკვე ამდგარა,
თუმცა ლოგინში მისი ნახევარი ჯერ ისევ თბილია, იქით გადა-
გორებული ბაჭიას მუხლს თეთრეულის სითბო სიამოვნებს. მის

68
მკითხველთა ლიგა

სიმაღლეს, როგორც იქნა, დიდი ყოყმანის შემდეგ, მის სიმაღ-


ლეს - ექვსი ფუტი და სამი დუიმია - პატივი სცეს, ანგარიში
გაუწიეს და მაქსიმალური ზომის საწოლი იყიდეს. პირველად
თავის ცხოვრებაში, ჰარის აღარ უწევს დამხრჩვალი ადამიანის
მდგომარეობაში მუცელზე წოლა და აღარც ფეხები აქვს გად-
მოკიდებული საწოლიდან. თავიდან ბაჭიას ახალ საწოლთან
შეგუება გაუჭირდა, ამჯერად ტერფები მატრასის გარეთ არ
ჰქონდა, მაგრამ როცა გვერდს შეიცვლიდა, კოჭი საწოლის რი-
კულზე ხვდებოდა და ფეხები ეკრუნჩხებოდა. ჰარის თავის ნახე-
ვარზე გვერდულად ძილი და ფეხების მოკეცვა ურჩევნია, ასე
უფრო კარგად სუნთქავს, მუცელიც მშვიდადაა და გულიც გამა-
ლებით არ უცემს, როგორც პირდამხობილი ძილისას. ჰარის
უშველებელმა ხელებმა კი არ იციან რა ქნან. როცა ხელი თავ-
ქვეშაა ამოდებული, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო
უბუჟდება, ეს აღვიძებს, ხელში დენის დავლასავით გრძნობს.
თუ ზურგზე წევს და სძინავს, ჯენისის ჩივილი აღვიძებს, ხვრინა-
ვო. არადა, რაც ასაკში მოემატათ, ჯენისიც ხვრინავს. თუმცა ჰა-
რი ცდილობს, არ გაკიცხოს. საბრალო ქალმა რა უნდა
მოახერხოს, როცა სძინავს? ხვრინვის გარდა ხანდახან იმდე-
ნად აფუჭებს ჰაერს, რომ ჰარი იძულებულია ცხვირი ბალიშში
ჩარგოს, თან საკუთარ თავს შეახსენოს, რომ მისი მეუღლე, მა-
ინც ადამიანია...
საერთოდ ქალები შებრალებას ნამდვილად იმსახურებენ,
მათი სხეული საკმაოდ რთულადაა მოწყობილი. ჯენისის ხმა
სამზარეულოდან მოისმის, წვრილი არაბუნებრივი ხმით ლაპა-
რაკობს - თითქოს პატარა ბავშვს ელაპარაკებოდეს. ბაჭია
ელოდება, როდის გაიჟღერებს უფრო ახალგაზრდა და დაბა-
ლი ტემბრი, მისი შვილიშვილების დედის ხმა. მაგრამ ამის ნაც-
ვლად, ზედ თავთან რომელიღაც ჩიტის გამყინავი ხმა ჩაესმის.

69
მკითხველთა ლიგა

მოჭიკჭიკე ჩიტუნია იმ ფიჭვის ტოტზე ჩამომჯდარა, რომელიც


აივნიდან ხელის გაწვდენაზეა. ჰარი ვერაფრით შეეგუა უშველე-
ბელ ფიჭვებს, ისინი საახალწლო, ხელოვნურ ნაძვის ხეებს
ჰგვანან. ტოტები იმდენად სიმეტრიულად ეზრდებათ, თითქოს
მათ შორის მანძილი სახაზავით გაზომეს, ტოტები ჩიტის ბუმ-
ბულს ჰგავს, თვითონ ხეს კი კონუსის ფორმა აქვს. ჩიტი ისე ჭიკ-
ჭიკებს, იფიქრებ, სველი ხის ორ ნაჭერს ერთმანეთზე რიტმუ-
ლად უხახუნებენო. ფლორიდა, როგორც წესი, ხელოვნურობის
განცდას გიტოვებს. საცხოვრებლის შიგნით - ხალიჩები, გარეთ,
ასფალტზე - მწვანე საფარი, ბილიკებს შორის - წმ. ავგუსტინის
ბალახი, ამ ყველაფრის ქვემოთ კი - ბინძური ნაცრისფერი ქვი-
შა. გოლფის თამაშისას საკმარისია, ყვანჭი ოდნავ გაჰკრა ბა-
ლახს და ფეხსაცმელი უეჭველად ქვიშით დაგესვრება.
ოთხშაბათია, გოლფის თამაშის დღე. როგორც ყოველ-
თვის, ჰარი მოთამაშეთა ოთხეულშია. ათს რომ ოცი წუთი და-
აკლდება, გოლფის მოედანზე უნდა იყოს. საკმარისი მიზეზია
იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ლოგინიდან წამოდგეს. ჰა-
რი ცდილობს გაიხსენოს, რა დაესიზმრა. სიზმარში ცდილობდა,
მისწვდომოდა რაღაცას, მაგრამ ძილისგან დამძიმებული მისი
თვალები უარზე იყო, ქუთუთოებს შორის გაეხედა და დაენახა,
თუ - რას. რაღაც მრგვალი იყო, ჩრდილისებური და სევდიანი.
ჰარის ამძიმებს გარდაუვალი უბედურების შეგრძნება, რომე-
ლიც ვერა და ვერ მოიხსნა.
ბაჭია წამოდგება და ფიჭვის ტოტებს შეათვალიერებს, იმე-
დი აქვს აბეზარ ჩიტს მოჰკრავს თვალს. ხმაზე ეტყობა, რომ
თავდაჯერებული და თავხედი ვინმეა, კაკადუ ან ტუკანი, ერთი
სიტყვით, ტიპური ტროპიკული მკივანა, მკვეთრი ფერის ბუმბუ-
ლითა და მოგრძო კუდით. თვალების ცეცებისას ერთადერთი,
რაც ჰარიმ შენიშნა, იყო მომცრო ზომის კოდალასებური ყავის-

70
მკითხველთა ლიგა

ფერი ჩიტი, რომლის მსგავსიც მრავლადაა პენსილვანიაში. იქ-


ნებ ის პენსილვანიელი ემიგრანტია, ბაჭიასავით და აქ მხო-
ლოდ გამოსაზამთრებლად მოფრინდა?
ჰარი სააბაზანოში შედის, იწმენდს კბილებს და იცლება.
უცნაურია, ადრე, ბოლომდე მოშვებული ონკანივით შარდავდა,
ახლა კი რუსავით მოედინება, თანაც - ძალდატანებით, თითქოს
არც უნდა. ღამის განმავლობაში საპირფარეშოში შესასვლე-
ლად ხანდახან ორჯერაც დგება და ნახევრად მძინარე ქალი-
ვით ზის უნიტაზზე, ვერც კი ხვდება, მიზანში არტყამს თუ არა,
როგორც ქალები - მათაც არ იციან დამიზნება. ბაჭია წვერს
იპარსავს და საკუთარ წონას ამოწმებს. სასწორზე დგება - ერთი
კილო მოუმატია, წყეული მიწისთხილიანი შოკოლადის ფილე-
ბი. ჰარი სააბაზანოდან გამოსვლელად გაემზადა და მიხვდა,
რომ ამგვარად გამოწყობილი ვერ გავა. ფლორიდაში მას საც-
ვლის ამარა სძინავს, რადგან პიჟამას ვერ ჰგუობს, ან რა საჭი-
როა იგი? ღამის ორი საათისკენ უკვე სული ეხუთება და იღვი-
ძებს. მართალია, მხოლოდ სიცხე არ აფხიზლებს, სავსე შარ-
დის ბუშტიც.
ახლა, როცა პრუ და ბავშვები სტუმრობენ, ბაჭია საცვლის
ამარა სამზარეულოში ვერ შევა. ესმის მათი ჟრიამული და
ხმაური, თითქოს ირგვლივ ყველაფერს ეჯახებიან. ჰარიმ გოლ-
ფის შარვალი და პოლო მაისური, ან სააბაზანო ხალათი უნდა
ჩაიცვას. არჩევანს მუქშინდისფერ ხალათზე აჩერებს. ის უფრო
შესაფერისად ჩათვალა. - რომელი სიტყვა გაგონდება, როცა
შუა საუკუნეების ისტორიას კითხულობ? - „ფეოდალი“. ასე უფ-
რო შინაურულად გამოიყურება, როგორც ნელსონი იტყოდა,
სააბაზანოს ხალათი არაორდინარული სამოსია.
როცა, ბოლოს და ბოლოს, ბაჭია აბაზანიდან გააღწევს,
სამზარეულოში დღის პირველი სამკვდრო-სასიცოცხლო

71
მკითხველთა ლიგა

ბრძოლა უკვე დაწყებულია. ძვირფასი პატარა ჯუდი რაღაცის


გამო დასევდიანებულია, მარილიანი ცრემლებისგან თვალის
ქუთუთოები დასწითლებია, თუმცაღა ცდილობს, ტირილისგან
თავი შეიკავოს და სლუკუნით ამბობს:
- ჩემი სკოლელების ნახევარი იქ უკვე იყო. ზოგიერთი ორ-
ჯერაც კია ნამყოფი, თანაც მათი ბებიები და პაპები ფლორიდა-
ში სულაც არ ცხოვრობენ! დისნეილენდში უნდა, მაგრამ არ მიჰ-
ყავთ.
ჯენისი ცდილობს, აუხსნას:
- საყვარელო, იქ საგანგებოდ უნდა გაემგზავრო, ეს კი საკ-
მაოდ დამღლელია. თვითმფრინავით ორლანდოში უნდა გაფ-
რინდე. მანქანით კი იმდენი უნდა იარო, რამდენიც...
- პიტსბურგამდე, - ასრულებს ფრაზას სამზარეულოში შე-
მოსული ჰარი.
- მამა შეგვპირდა! - ბავშვი ისე ცხარობს, რომ მისმა ოთხი
წლის ძმამ რძიანი ბურბუშელების მირთმევა შეწყვიტა, კოვზით
ხელში, პირდაფჩენილი მიშტერებია დაიკოს და თანაგრძნობით
სლუკუნებს, მის ქვედა ტუჩიდან რძის ორი წვეთი ჩამოუვარდა.
- გარდა იმისა, რომ შორია, ძვირიცაა, - აუღელვებლად
განაგრძობს ჰარი, - 27-ე გზატკეცილი სავსეა შუქნიშნებით, ვიცი
ის გზა, გვიწევს ხოლმე იქით მგზავრობა.
პრუ შვილის დამშვიდებას ცდილობს:
- მამას არ უთქვამს მაინცდამაინც ამ ჯერზე წავალთო, ის
გულისხმობდა შემთხვევას, როცა უფრო დიდი ხნით ჩამოვალთ
დასასვენებლად.
- არა, მამამ თქვა, ამ ჩამოსვლაზე წავალთო, - ჯუდი ცდი-
ლობს თავისი გაიტანოს, - ის ყოველთვის არღვევს პირობას.
- მამაშენი დაუზარლად მუშაობს და ფულს შოულობს იმის-
თვის, რომ თქვენ არაფერი მოგაკლდეთ, - პრუს გაღიზიანებულ

72
მკითხველთა ლიგა

საუბარში იმ ქალის ხმა გაისმა, მეორე ქალთან საუბრისას მოთ-


მინებას რომ კარგავს. პრუ, ისე როგორც ბაჭია, ხალათშია გა-
მოწყობილი - მოკლე, დალიანდაგებულ ჩითის ხალათი იასამ-
ნისფერი ნაქარგი ფოთლებითაა გამშვენებული, დაჭორფლი-
ლი თეძოები მანქანის ფარივით ფართო და გლუვი აქვს, ტერ-
ფები - გრძელი და თხელი, თითქოს კანქვეშ ძვლები მოუჩანს,
სახსრებში კანი მოვარდისფროა, ზემოთ კი ქაღალდივით თეთ-
რი, მხოლოდ სახსრებში - მოვარდისფრო. მაღალძირიანი, წი-
თელი საბო აცვია, პედიკიური აკურატულად აქვს გაკეთებული.
ბაჭიას აზრით, ეს მეტ სექსუალურობას მატებს მის იერს.
- კი, როგორ არა, - პასუხობს ჯუდი სარკაზმით, რომლის
მიზეზიც ბაჭიასთვის ჯერ უცნობია. ოჯახური ცხოვრება, ბავშვები
- მისთვის ეს შორეული წარსულია, დაუნანებლად რომ მოიტო-
ვა უკან. საკუთარი ბავშვობა უკანა ეზოში მდგარ იმ იასამანსა
თუ კვიდოს ბუჩქს აგონებს, ქვემოდან სარეველამ რომ შეუტია,
მჭიდროდ შემოეხვია მის ღეროებსა და ფოთლებს და მებაღე-
საც თავსატეხად გადაუქცია ბაღისა და ველური მცენარეების
ერთმანეთისგან გამორჩევა-გაცალკევება.
ბაჭიას მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, ერთი ტილიანი ვაჟი,
ნელსონი, არადა რამდენიმე ხნის წინ ამოიკითხა, მამრს საკმა-
რისი სპერმა აქვს იმისთვის, რომ არა მხოლოდ დედამიწა
დაასახლოს, არამედ მარსიც და ვენერაც, თუ, რა თქმა უნდა, იმ
პლანეტებზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იარსე-
ბებსო. ზედმეტად დამთრგუნველი აზრია, პლანეტარული მას-
შტაბის, როგორც ის მიუღწეველი, მრგვალი ობიექტი მისი სიზ-
მრიდან. გამოდის, რომ დედამიწაზე მისი არსებობის ერთადერ-
თი გამართლება ისაა, რომ ქვეყანას პატარა ნელ ენგსტრომი
მოუვლინა, რათა შემდგომ ჯუდითი და როი დაბადებულიყვნენ.
და ასე გაგრძელდება, ვიდრე დედამიწა ბრუნავს.

73
მკითხველთა ლიგა

ნელსონმაც გაიღვიძა და სამზარეულოში გამართულ კა-


მათში ჩაერთო. გაიგონა, მასზე რომ იყო საუბარი და შემართე-
ბით გამოვიდა სტუმრების საძინებლიდან გაღეღილი მკერდით,
გაუპარსავი, მუქცისფერ, დაჭმუჭნილ პიჟამაში გამოწყობილი,
რომლის ფოლაქებიც სამოსის ფასზე მიუთითებს. შვილის შეთ-
ვალიერებისას ბაჭიას მუცელში ჭვალმა დაუარა. ცდილობს, მი-
ახლოებითი ფასი წარმოიდგინოს, მაგრამ ბოლო წამს აზრი
ეფანტება. ჯენისის თქმით, ბიჭი გამოფიტულია. ნელსონმა მარ-
თლაც დაიკლო წონაში, ნეკნებს დაუთვლი. მოშიშვლებული
მკერდი გარკვეულ აგრესიას მატებს, თითქოს თავის ტერიტო-
რიას იცავდეს, პრუს მოკლე ხალათი ამ შინაარსის ნაწილია.
სცენა პიჟამათი. დორის დეი და, - კიდევ ვინ იყო? ჯონ რეიტი?
მიუხედავად ძვირად ღირებულ პიჟამაში გამოწყობისა, ნელ-
სონს დათრგუნვილი კაცის იერი აქვს, ცუდად გამოიყურება. გა-
ბუჩქული ბაკენბარდებითა და ულვაშით დაუბანელი გეგონება.
ასეთ ბაკებსა და ულვაშს გარდაცვლილი ფრედ სპრინგერი
ატარებდა. თხელი, ცხიმიანი თმა ხიშტებს მიუგავს. ბაჭიას აგონ-
დება, როგორი ღრმა ძილით ეძინა ხოლმე ნელსონს ბავშვო-
ბაში და როგორ ედო ბალიშზე ცხელი და გაოფლილი თავი.
- რა პირობებზეა საუბარი? - ბრაზით კითხულობს და პრუ-
სა და ჯენისს შორის დგება, - არ მითქვამს, ორლანდოში ამ
ჯერზე წავალთ-მეთქი.
- მამიკო, რა უნდა ვაკეთო ფლორიდის ამ დამპალ კუთხე-
ში? შარშანაც მეჯავრებოდა ცირკის მუზეუმი და უკან მგზავრო-
ბაც საშინელება იყო, გზა არ მთავრდებოდა. როის გულიც კი
აერია იმ კაფესთან, სადაც კენტუკურ შემწვარ წიწილებს ყიდიან.
- ჰო, 41-ე გზატკეცილი შენისთანებისთვის არაა, - ეთან-
ხმება ჰარი.

74
მკითხველთა ლიგა

- აქ უამრავი გასართობია, წადი და აუზში იცურავე, ან შაფ-


ლბორდი ითამაშე, - ნელსონს სიტყვები პირზე შეაშრება და
შეშფოთებულ მზერას ესვრის დედას.
ჯენისი ცდილობს გაწბილებულ ჯუდითს დაუყვავოს:
- ვალჰალა-ვილიჯში ჩოგბურთის კორტებია. შეგვიძლია,
იქ ერთად წავიდეთ, თუ მოისურვებ.
- როი წამოგვყვება, ის კი მთელ თამაშს გააფუჭებს, - წუ-
წუნებს გოგონა და თვალები ისევ ცრემლით ევსება.
- სანაპიროც ხომ გვაქვს, - განაგრძობს ჯენისი.
ჯუდის პასუხი ისევ მზად აქვს, ისევ წინააღმდეგია:
- მასწავლებელი კი ამბობს, რომ მზე კანს აზიანებს. რაც
უფრო მეტხანს დაჰყოფ მზეზე, მით მეტია შანსი, კიბო აიკიდო.
- ნუ ხარ ასეთი უზნეო! - ეუბნება ნელსონი, - ბებიაშენი
ცდილობს, შენთან საუბრისას თავაზიანი იყოს.
ბავშვმა ტირილს უმატა, ცრემლები ღაპაღუპით მოს-
დიოდა წამწამებს შორის და უსწორმასწორო კვალს ტოვებდა
ლოყებზე, ზუსტად ისეთს, როგორსაც საქარე მინაზე - წვიმის
წვეთები.
- არ ვარ, - ცდილობს, ამოოხვრებს შორის ამოთქვას.
„გოგონა მის ასაკში უფრო ბედნიერი უნდა იყოს“, - ფიქ-
რობს ჰარი.
- რა თქმა უნდა, ხარ, - ჩაერთო ჰარი, - რა არის გასაკვი-
რი, მოსაწყენია ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასვლა, მე-
გობრებთან დაშორება. ეს ყველას გამოვლილი გვაქვს. მახ-
სოვს, მამაშენს ძალით რომ მივათრევდით ჯერსის სანაპიროზე
და პოკონოსის მთებში, სადაც მას წყეული ფიჭვნარის გამო,
ზაფხულის ცხელება დაემართა. კარგი დროის გატარების სახე-
ლით ერთმანეთს ნამდვილი წამებისთვის ვიმეტებთ! კეთილი,
მოისმინეთ ჩემი გეგმა. გაინტერესებთ, რა მოვიფიქრე?

75
მკითხველთა ლიგა

პატარა გოგონა თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. როი,


რომელიც მთელი კამათის განმავლობაში გულმოდგინედ აწ-
ყობდა პირამიდას, ჰარის, როგორც ჯადოქარს, ისე უყურებს.
არც ისე რთული ყოფილა ოჯახურ ცხოვრებაში ჩაბმა. უბრა-
ლოდ, საჭიროა საკუთარ თავს ძალა დაატანო ისე, როგორც
კალათბურთის თამაშის პირველ წუთებში, როცა ბურთით ხელ-
ში მოედანზე გადიხარ და სხეულის ტემპერატურა გეცვლება -
მიუხედავად ბრბოს ხმაურში წამიერი დაბნევისა, ხვდები, რომ
სიტუაცია შენს ხელთაა და უნდა შეძლო, რადგან შენ ნაცვლად
სხვა ამას ვერავინ იზამს.
- დღეს გოლფის სათამაშოდ მივდივარ, - წამოიწყო მან.
- გადასარევია! - თქვა ნელსონმა, - მდგომარეობიდან გა-
მოსვლაში ძალიან დაგვეხმარე. შენს გეგმას რაც შეეხება, არ
მოგცემ ნებას ჯუდითს გოლფის კეტების ჩანთა ათრევინო და
ხერხემალი დაუზიანო.
- ნელ, ნუ იქნები პარანოიკი, - იმის მერე, რაც ჯილს
ოციოდე წლის წინ შეემთხვა, ბიჭი მუდამ დაძაბულია და მამა-
მისისგან განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენ-
ლებს იცავს. ნელსონი ერთადერთია, ვინც ბაჭიას საშიშ ადა-
მიანად აღიქვამს. ჰარიმ გულის არეში ტკივილის პირველი შე-
ტევა იგრძნო, სუსტი წვა, თითქოს ბავშვი თამაშობდეს ასანთით.
- არა, ეს არ დამიგეგმავს, თუმცა ცუდი აზრი არ არის, შე-
იძლებოდა გვეცადა. ჯუდი ჩემს მსუბუქ ჩანთას წამოიღებდა, შიგ
ხისგან დამზადებულ გოლფის ორ ჯოხს ჩავდებდი. საღამოსკენ
რამდენიმე პარტიას ვითამაშებდით, ვასწავლიდი დარტყმის
ილეთებს. ჩემს პარტნიორებს, გოლფის ოთხეულში, მოედანზე
მანქანით მოძრაობა ურჩევნიათ, ეზარებათ რეგვნებს, ჩემთვის
კი აჯობებდა, ცოტა ფეხი გამეშალა, გამესეირნა. ისე, კარგი ტი-
პები არიან, მათაც ჰყავთ შვილიშვილები, ჯუდი ძალიან მოეწო-

76
მკითხველთა ლიგა

ნებათ, მას შეუძლია ჩემს ნაცვლად იმგზავროს იმ მანქანით. -


ბაჭიამ წარმოიდგინა, როგორ ზის ჯუდი, თვალისმომჭრელ პა-
ტარა პრინცესასავით, მომცრო ელექტრომობილში, მის მეგობ-
რებს შორის, და ბერნი დრეჩსელი - პირში სიგარით, როგორ
მართავს საჭეს.
ჰარიმ ჯადოქრის როლი ვერ გაამართლა, მაყურებელი
იმედგაცრუებულია. როგორც წესი, ხმამაღლა ფიქრი და ნააზ-
რევის გამომზეურება მისი ოჯახის წევრებისათვის ნაკლებად სა-
ინტერესოა. როის კოვზი დაუვარდა და პრუ მის ასაღებად
დაიხარა. მოკლე ხალათი თეძოებს ზემოთ აეწია და შავი მაქ-
მანებიანი საცვლის კიდე გამოუჩნდა. უფრო ზემოთ, კანზე, ოვა-
ლურად უბზინავს ნანემსარი.
- მორჩი რა, მამა, - მორჩი რა, მამა, სააბაზანოში ვარ შე-
სასვლელი, - ამიოხრა ნელსონმა.
ცხვირი ქაღალდის ცხვირსახოცით მოიწმინდა. ნელსონს
ყოველთვის სისველე ცხვირში რატომ აქვს? ჰარიმ სადღაც -
ალბათ „ფიფლში“, როკ ჰადსონის რუბრიკაში სიკვდილზე -
წაიკითხა, რომ ეს შიდსის პირველი ნიშნებია.
- არავითარი ცირკის მუზეუმი აღარ იქნება, - თქვა ჰარიმ,
- ის რემონტზეა დაკეტილი. - დაახლოებით ერთი კვირის წინ
ამოიკითხა საგაზეთო სტატია, „ცირკი დაბრუნდა“, - რაც მოვი-
ფიქრე, ეს არის. დღეს, როგორც გითხარით, გოლფის პარტია
მაქვს საღამოსკენ ჩვენთან, სასადილოში, ბინგოს თამაშობენ,
პატარებს, განსაკუთრებით ჯუდის, მგონი უნდა მოეწონოს. შეგ-
ვიძლია, სათამაშოდ მთელი ოჯახით წავიდეთ. ხვალ სათამაშო
რკინიგზისა და ნიჟარების მუზეუმის მონახულება შეგვიძლია. ჯო
გოლდი ირწმუნება, რომ მართლაც საოცრებაა. ან სამხრეთით
გავეშუროთ, ედისონის სახლ-მუზეუმი დავათვალიეროთ, თუმ-
ცა, რა ვიცი, იქნებ ჯერ პატარები არიან და მათთვის უინტერესო

77
მკითხველთა ლიგა

იყოს. ჩვენი დროის ბავშვები აკვნიდან ითვისებენ ყოველგვარ


ტექნიკასა და კომპიუტერს, ასე რომ, ტელეფონისა და ფონოგ-
რაფის გამოგონებამ არა მგონია, მათზე შთაბეჭდილება მოახ-
დინოს.
- ედისონის მუზეუმი, - ამბობს ნელსონი დატანჯული ხმით
და თან ფრუტუნებს, - ამ იდეამ ვერც მე აღმაფრთოვანა. ნუთუ
41-ე გზატკეცილზე არ მოიძებნება ადგილი, სადაც ბავშვებს ვი-
დეოთამაშებით გართობა შეეძლებათ? არც მინიგოლფის
მოედანია სადმე? თუნდაც, სანაპირო ან საცურაო აუზი? კარგი
რა, ყოველთვის რატომ გინდა, დასვენება მტანჯველ შემეცნე-
ბით ღონისძიებად გადააქციო? მოიცა რა, შეგვეშვი, დაგვანებე
თავი.
ბაჭიას სწყინს:
- რას ნიშნავს, შეგეშვათ და თავი დაგანებოთ? უბრალოდ,
არ მინდა დრო ფუჭად დავკარგოთ.
პრუ ჰარის დასაცავად საუბარში ერთვება:
- ნელსონ, ბავშვებისთვის მთელი დღის აუზზე გატარება,
მზისქვეშ დიდხანს ყოფნა მავნებელია.
- წელიწადის ამ დროს ამინდი ცვალებადია, სიცხე დიდ-
ხანს არ გასტანს. - ამბობს ჯენისი.
- სათბურის ეფექტი? - შეახსენებს ნელსონი და შებრუნდე-
ბა, სააბაზანოსკენ გაემართება. ჰარის თვალში ისევ ხვდება ის
ამაზრზენი ვირთხის კუდი მის კეფაზე და მბზინავი საყურე. საინ-
ტერესოა, ბიჭი გეია?გაუმაძღარმა მომხმარებელმა გამოუსწო-
რებელი ზიანი მიაყენა ოზონის ხვრელს და 2000 წელს ყველა-
ნი ამოვიბუგებით, - აცხადებს ნელსონი, - შეხედეთ, - და მიუთი-
თებს ფორტ-მაიერის „News-Press“-ზე“, რომელიც ვიღაცამ სამ-
ზარეულოს მაგიდაზე დატოვა, - პირველ გვერდზე სათაური
გვეუბნება „1988 - მხოლოდ ფაქტები“. იქვე კარიკატურაა - ყვი-

78
მკითხველთა ლიგა

თელი მზე გამწარებით გრეხს ღრუბლებს, რომ როგორმე წვე-


თი წყალი გამოსწუროს, - ჩანს, გაზეთი ჯენისმა დერეფანში
აიღო. თავად მარტო ყვითელი პრესა აინტერესებს - ვის ვისთან
სძინავს, ვინ ვის ეყრება. როგორც წესი, ჯენისი ლოგინში კოტ-
რიალებს ხოლმე, გაზეთისთვის დერეფანში ქმარს უშვებს. საჩ-
ქარო არაფერია, ქრონიკა ერთი საათის შემდეგ მოდის, არ
დაძველდება.
პრუ როის კოვზს უბრუნებს, თეფშს უცვლის - ფაფა გაცივ-
და და ძაღლის ულუფას დაემსგავსა, მთელი ღამე რომ დატო-
ვეს თეფშზე.
- შეჭამ ნანის, თუ დედიკო გაგირჩევს და დაგიჭრის? - ამ-
ბობს პრუ ხვეწნით, სექსუალურად.
ჯენისი იძულებულია, უხერხულად აღიაროს:
- ტერეზა, არა მგონია, ბანანი გვქონდეს, უფრო სწორად
არ გვაქვს. ჰარის ეჯავრება ხილი, მიუხედავად იმისა, რომ მის-
თვის აუცილებელია. შენი და ნელსონის ჩამოსვლის გამო, გუ-
შინ საყიდლებზე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ჩოგბურთის თა-
მაშმა მესამე სეტამდე გასტანა, მერე კი, უკვე აეროპორტში წა-
მოსვლის დრო იყო.
ქალს სახე გაუბრწყინდება, რაღაც მოაფიქრდა, ახლა ეც-
დება მეორე ჯადოქარი გახდეს:
- აი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, სანამ ბაბუა გოლფს ითა-
მაშებს: „უინ-დიქსიში“ წავიდეთ და გრანდიოზული შოპინგი მო-
ვაწყოთ.
- გამომრიცხეთ, - ყვირის ნელსონი სააბაზანოდან, - მირ-
ჩევნია, მანქანა ვითხოვო და ჩემს საქმეებზე გავიდე.
რისთვის სჭირდება მანქანა, ასეთი რა მნიშვნელოვანი
საქმეები აქვს? ჯუდის თვალებზე ცრემლები შეაშრა, სასტუმრო
ოთახში გაილურსა, გადაცემა „დღეს“, უკანასკნელი ცნობებითა

79
მკითხველთა ლიგა

და ამინდის პროგნოზით, უკვე მთავრდება, უილარდ სკოტს რე-


პორტაჟი მიჰყავს ალასკიდან, ნომადან, ტელეწამყვანები ჯეინი
და ბრაიანტი სიცილით იხოცებიან.
პრუ სამზარეულოს კარადებში იჩხრიკება და თან როის
დათანხმებას ცდილობს:
- რას იტყვი ბატიბუტზე, საყვარელო? პაპას და ბებიას უამ-
რავი ბატიბუტი აქვთ. რამდენი ქილაა მოხალული მიწის თხი-
ლითა და ფსტათი. ჰარი, იცით თუ არა, რომ მიწის თხილი ქო-
ლესტერინით სავსეა?
- ჰო, ბევრჯერ უთქვამთ. მე კი რომელიღაც სტატიაში ამო-
ვიკითხე, რომ ქოლესტერინი ორგანიზმისთვის აუცილებელია
და მის მავნებლობასთან დაკავშირებული შიში უსაფუძვლოა.
ჯენისს აცვია ღიაწითელი შარვალი და ვარდისფერი
მაისური, რომელზეც ალიგატორი ახატია. აქაური ქალები სა-
ყიდლებზე ჯენისივით გამოწყობილები დადიან. ის გაზეთით
ხელში სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა, იქვე დაიდო თეფში ორ-
ცხობილით და მდნარი ყველით და გაზეთი მოდური ცხოვრების
გვერდზე გადაშალა. ჰარის, როგორც ყოფილ ასოთამწყობს,
დღესაც შეუძლია, წარწერა ნებისმიერი კუთხიდან დაინახოს.
„მაყურებელი მამაკაცებს უწოდებს უდიდეს..“ და იქვე პატა-
რა შრიფტით - „დიდი დანაკარგი“ და „საქმიანი ქალის მორიგი
ქორწინება“.
ბაჭია კისერს წაიგრძელებს, ფურცლებს კარგად ჩახედავს
და გაარკვევს, რომ საუბარია კინოვარსკვლავ მელანი გრი-
ფიტზე, რომელმაც ფილმში „საქმიანი ქალი“ მთავარი როლი
შეასრულა, აგრეთვე - იმ ადამიანების „განუმეორებელ ვარამ-
ზე“, რომლებმაც სომხეთში ტრაგედია გადაიტანეს. უცნაურია,
როცა გაზეთს მეუღლე კითხულობს, თითოეული სტატია დამა-

80
მკითხველთა ლიგა

ინტრიგებელია, საინტერესოდ ეჩვენება, მაგრამ როცა თავად


ფურცლავს, ძალიან სწყინდება.
„ბრაუნის“ შუშის მადუღარაში თბილი, ტალახისფერი ყავა
შემორჩენილა. მადუღარა ბუფეტის კუთხეში დევს. იქვე დგას
პრუ, რომელიც თვალის ცეცებით ეძებს საკვებს როისთვის. ღი-
პიანი ჰარის გასატარებლად პრუ ცერებზე დგება, ბარძაყებით
ბუფეტს ლამის მიეკრას. სახლში ისეთი სივიწროვეა, როგორც
აფრიკულ ქოხში, სადაც ყველა ყველაფერს ერთმანეთის
თვალწინ აკეთებს. თუმცა, მეორე მხრივ, ჰარი საკუთარ თავს
ეკითხება - რას მიაღწია დასავლელმა ადამიანმა თავისი კარ-
ჩაკეტილობით? წიგნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, - არც არა-
ფერს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ფსიქოანალიზის გამო-
გონების გარდა.
ფლორიდაში საკვების, მათ შორის პურისა და ორცხობი-
ლის, ჭიანჭველებისგან დასაცავად აუცილებელია უჯრაში, რკი-
ნის დიდ ყუთში შენახვა. მეხუთე სართულზეც ასეა. უჯრის გამო-
წევა და სახურავის ახდა მოუხერხებელია, ბაჭია პირის ჩასატ-
კბარუნებელს ეძებს. შვილიშვილების შემოსევის შემდეგ, მხო-
ლოდ ორცხობილის ცარიელი პაკეტები იპოვა, ერთი - შოკო-
ლადიანი „ორეოსის“, მეორე კი - ხილის „ნიუტონის“. ორცხო-
ბილის ფერად შეფუთვაში მარტო ნაფშხვენებიღაა. ბაჭიასთვის
ნახევრად გამხმარი ფუნთუშებიღაა - ის, რაც ბავშვებს გადაურ-
ჩა. ჰარი ფუნთუშებითა და ტალახისფერი ყავით უკან გამოივ-
ლის. პრუ ისევ ბუფეტს აეკრობა.
ჰარი გულისყურით დააკვირდება იმპულსებს საზარდულის
მიდამოებში, იმ ადგილას, სადაც პრუს მოკლე ხალათს გაეხა-
ხუნა. წამიერად აღელვებული ის სამზარეულოს მაგიდას ისე
დაეჯახება, რომ ჯენისის სავსე ჭიქას შეანჯღრევს და ყავა მაგი-
დაზე გადმოიღვრება.

81
მკითხველთა ლიგა

- ჰარი! - შეჰყვირებს ჯენისი, სასწრაფოდ აიღებს გაზეთს


მაგიდიდან, - ჯანდაბა!
სამზარეულოში ჩამოწოლილ დუმილს სააბაზანოდან
წყლის შხაპუნის ხმა არღვევს.
- რატომაა ნელსონი ასე გაღიზიანებული? - ეკითხება ჰა-
რი ქალებს.
პრუ, რომელმაც პასუხი უნდა იცოდეს, ხმას არ იღებს. ჯე-
ნისი მაგიდას წმენდს ქაღალდის ხელსახოცით, რომელიც პრუმ
მიაწოდა და უხსნის:
- მას სტრესი აქვს. საავტომობილო ბიზნესი ისეთი აღარ
არის, ათი წლის წინ რომ იყო, მაღალი კონკურენციაა! ნელსო-
ნი თვითონაა პასუხისმგებელი ყველაფერზე, მას არ ჰყავს ჩარ-
ლი, რომლის ზურგს უკან შენ იმალებოდი.
- შეეძლო, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ არ მოისურვა.
ჩარლი თანახმა იყო, ნახევარ განაკვეთზე ემუშავა, - ამბობს ჰა-
რი, მაგრამ მას არავინ პასუხობს როის გარდა, რომელიც უყუ-
რებს მას და ამბობს:
- პაპა სასაცილოა.
- რა ლექსიკონია! გადახედა ბაჭიამ პრუს.
- არც კი იცის, რას ამბობს, გაიგონებს რაღაც ფრაზას ტე-
ლევიზორიდან და იმეორებს, - პასუხობს პრუ და შუბლიდან
მისთვის ჩვეული მგრძნობიარე ჟესტით იწევს თმას, თითქოს
ორივე ხელით გადაივარცხნაო.
სამზარეულო მომწვანო-მოცისფრო ფერის საღებავითაა
შეღებილი - ზღვის ტალღის ფერია, ცივი, მოღუშული და ამავ-
დროულად, ფაქიზი. თუმცა, ოთხი წლის წინ, როცა ჰარიმ და
ჯენისმა სახლი კოსმეტიკურად გაარემონტეს, ჯენისს ეგონა,
რომ შერჩეული ფერი, კედელზე უფრო ღიად გამოჩნდებოდა.
თამამი გადაწყვეტილება იყო, ისე როგორც მთელი ეს მათი

82
მკითხველთა ლიგა

ფლორიდული ჩანაფიქრი. მაცივარი და ბუფეტის პლასტმასის


ზედაპირებიც კი ტალღის ფერია. ამის შემყურე ჰარის შიში იპ-
ყრობს და სული ეხუთება, იმავეს გრძნობს, მაშინაც, როცა შე-
მოსასვლელში, ჯენისის მიერ თაროებზე გამოფენილი ნიჟარის
ყვავილები და სხვა ხელნაკეთი ნივთები ეჩხირება თვალში. ღა-
მის კოშმარებიდან ყველაზე საშინელი შეგრძნება წყალქვეშ
აღმოჩენაა. ფსიქიკას ბევრად ნაკლებად დათრგუნავდა მშვიდი
თეთრი ფერის კედლები, როგორიც კარის მეზობლებს, გოლ-
დებს აქვთ.
ბაჭია ყავის ჭიქით, ფუნთუშითა და ჯენისის მიერ დატოვე-
ბული „News-Press
“-ის ფურცლებით სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში გა-
დის, იქ ტახტზე შუშის მრგვალ, დაბალ მაგიდასთან მოიკალა-
თებს, ვინაიდან დაწნული სავარძელი ჯუდითს დაუპყრია და ტე-
ლევიზორს უყურებს. გაზეთის პირველ გვერდზე წლის მამაკა-
ცად წოდებული დონალდ ტრამპის სურათია და მზის კარიკატუ-
რა, დაძაბული რომ წურავს ღრუბლებს. იქვე უილბურ სმითის,
ფორტ-მაიერის მერის ინტერვიუა. ნელსონზე უმცროსი ეს
გრძელთმიანი ლაწირაკი ფეხბურთელ დეიონ სანდერსის და-
პატიმრებაზე აკეთებს კომენტარს, სანდერსი პოლიციის ოფი-
ცერთან ჩხუბის გამო დააკავეს. მერის თქმით, ინციდენტში ნაწი-
ლობრივ ბრალი სეირის მაყურებლებსაც მიუძღვით. გაზეთში
გამოქვეყნებულია, ასევე, წლიური სახელმწიფო ანგარიში (მო-
ცულობით სქელტანიანი წიგნისხელაა), განხილულია ვითარება
ავტომობილების ბაზარზე და მომხმარებელთა საჩივრები. ნაც-
რისფერ ოთხკუთხედში განთავსებულია საუკეთესო მანქანები,
შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ზეკომპაქტური, კომპაქტური,
საშუალო გაბარიტის, მინიფურგონი - მათ შორის არც ერთი
„ტოიოტა“ არ არის. ბაჭია მუცელში გამჭოლ ტკივილს გრძნობს.

83
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, კარგად უნდა ისაუზმო, - ყვირის სამზარეულოდან


ჯენისი, - გოლფის გამო დღეს სადილს გამოტოვებ. ხომ გით-
ხრა ექიმმა მორისმა, ყავა უზმოზე პირდაპირი გზაა ჰიპერტო-
ნიისკენო?
- ერთადერთი, რაც მე ჰიპერტონიკად მაქცევს, დედაკაცია,
რომელიც დილიდან საღამომდე მკარნახობს, რა უნდა ვჭამო
და რა არა, - გასძახის პასუხად.
ბაჭია ფუნთუშას კბეჩს, შაქრის პუდრი ჯერ გაზეთზე იყრე-
ბა, მერე კი მის „ფეოდალურ“ შინდისფერ ხალათზე.
ჯენისი ისევ პრუს ესაუბრება:
- არ გიფიქრია, ნელსონის კვების მოწესრიგებაზე? ისეთი
შესახედია, თითქოს სულ მშიერი იყოს.
- ადრეც ცუდი მჭამელი იყო, ეტყობა, როის ეს თვისება
მამისგან გამოჰყვა, - პასუხობს პრუ.
ჯუდიმ პულტი მოიმარჯვა და იმ ტელეარხზე შეჩერდა, სა-
დაც ტელესერიალი „ლესი“ გადის. ჰარი ტახტის ბოლოსკენ ჩა-
ჩოჩდა, რათა ეკრანს თვალი შეავლოს. კოლი თივაში მძინარე
ბიჭუნას დრუნჩით აღვიძებს და სოფლის ტალახიანი გზის გავ-
ლით სახლისკენ, შოტლანდიური მეწამული დაისისკენ მიუძ-
ღვება. ფილმში აჟღერებული მუსიკა ყელში ბურთივით გაეჩხი-
რება ჰარის, აწყლიანებული თვალებით ჯუდის გაუღიმებს. ნამ-
ტირალევ გოგონას თვალებზე ცრემლი შემშრალი აქვს. ლესი
ხომ არ არის მისი დაკარგული შორეული ბავშვობის ნაწილი?
ჰარის გულის აჩუყებამ გადაუარა და ჯუდის ეუბნება:
- დროა, გოლფის სათამაშოდ წავიდე, ჯუდი. როგორ ფიქ-
რობ, უჩემოდ ამ საშინელ ხალხს გაუმკლავდები?
- მგონი კი, - ბავშვი სერიოზულად, გამომცდელად უყუ-
რებს, ვერ გაურკვევია, იხუმრა თუ არა ჰარიმ.

84
მკითხველთა ლიგა

- სინამდვილეში ისინი კარგი ადამიანები არიან, - ამბობს


ბაჭია, თუმცა საკუთარი ნათქვამის არ სჯერა, - რას იტყვი, ერ-
თხელ მე და შენ „მზის დამჭერით“ რომ წავიდეთ?
- „მზის დამჭერი“ რა არის?
- პატარა აფრიანი ნავია, რომელსაც დელეონში, სანაპი-
როზე მდებარე სასტუმროებში სტუმრებზე აქირავებენ. ნავებით
სარგებლობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, მაგრამ ვიცნობ ტიპს,
რომელიც იქ მუშაობს და რაიმეს მოგვიხერხებს. მამამისთან
ერთად გოლფს ვთამაშობ ხოლმე.
ბავშვი თვალს არ აცილებს ჰარის:
- ოდესმე გასულხარ ზღვაში „მზის დამჭერით“, პაპა?
- რა თქმა უნდა, რამდენჯერმე, - სინამდვილეში, მხოლოდ
ერთხელ იყო, მაგრამ ისეთი მგზნებარე მოგონებები შემომრჩა!
სინდი მერკეტს შავი ბიკინი ეცვა და საცურაო კოსტიუმიდან ბუ-
სუსები უჩანდა, მისი მთრთოლვარე მკერდი წვრილი შავი აზ-
ღუდით იყო დაფარული. სასიამოვნო ნიავი ქროდა, წყალი ნა-
ვის კიდეებს ელამუნებოდა, მზემ მთლიანად მოიცვა მათი
სხეულები, ისინი იყვნენ სულ მარტონი, ნახევრად შიშვლები.
- საინტერესო ჩანს, - ფრთხილად ეთანხმება ჯუდი და ამა-
ტებს, - ბანაკში შეჯიბრება გვქონდა და პირველი ადგილი ავი-
ღე, ყველაზე მეტხანს შევძელი წყალქვეშ გაჩერება, - გოგონა
ისევ ტელევიზორს მიუტრიალდება და პულტით ელვის უსწრა-
ფესად ჩაივლის ყველა არხს.
ჰარი ცდილობს, სამყაროს მისი გამჭვირვალე მწვანე თვა-
ლებით შეხედოს, მისთვის მცირე დეტალიც კი შესამჩნევია,
კონტრასტული და ახალი. ყველაფერი სავსეა მისით, როგორც
ფუმფულა, ატლასგადაკრული გულებით, რომლებსაც ვალენ-
ტინობას ჩუქნიან ხოლმე. რა სათვალეც უნდა გაიკეთოს, საკით-
ხავი თუ შორსმხედველი, ბაჭიას თვალისჩინი მოკლებულია.

85
მკითხველთა ლიგა

შორსმხედველ სათვალეს ჰარი მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა


კინოშია ან ღამით მანქანას მართავს. ყოველდღიურად სათვა-
ლის გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ერთი
საათის შემდეგ სათვალე ყურს ტკენს. ლინზები კი მუდამ
მტვრიანია, თანაც ნივთები, რომლებსაც მათი მეშვეობით უყუ-
რებს, უსახურია და მომაბეზრებელი, თითქოს გვალვამ მოიცვა
მსოფლიო და არემარე გადაახუნა, ისე როგორც ძველ ფერად
ფოტოებს ეკარგება ხოლმე ფერი და უჯრაშიც რომ შეინახო,
არაფერი შველის.
გვალვა არ შეხებია გოლფის სათამაშო მოედანს, ის მწვა-
ნედ ბიბინებს. ჰარი პირველი დარტყმისთვის ემზადება. აქ ბა-
ლახი ქორფა და ნორჩია. ბაჭია მოედნის შემაღლებაზე დგას.
„ფუტჯოისის“ ფირმის დიდი ზომის თეთრი, წვეტიანი გოლფის
ფეხსაცმელი და თბილი ცისფერი წინდა აცვია. „Lynx Predator“--
ის სპორტული ჩანთიდან გრძელ რკინის ჯოხს, „დრაივერს“
იღებს. ჰარი გრძნობს, რომ ისევე ტანმაღალია, როგორც
ოდესღაც, კალათბურთს რომ თამაშობდა. მოედანზე გასვლი-
დან რამდენიმე წუთში იღებდა სიჩქარეს, სულ უფრო მაღლა
ხტებოდა და ძლიერად ისროდა ბურთს. კალათბურთის მოედა-
ნი მისთვის ჩოგბურთის ან პინგ-პონგის სათამაშო მაგიდის ზო-
მამდე მცირდებოდა. ფეხები უკვე ავტომატურად ფარავდა მის-
თვის კარგად ნაცნობ დისტანციას, წინ და უკან. სალტეზე მიბმუ-
ლი ბადე მოუთმენლად ელოდა, როდის ტყორცნიდა ჰარი
ბურთს. ახლა ჰარისთვის გოლფიც ისეთივე ამაღელვებელია -
დისტანცია, ასობით იარდი ხელის ერთი მოქნევით იფარება,
მხოლოდ, რამდენჯერმე ელეგანტურად სროლა უნდა შეძლო,
თუ რა თქმა უნდა, თამაშის მაგიას გრძნობ და მისი გასაღების
მფლობელი ხარ. ჰარის სრულყოფილების მიღწევის იმედი
აქვს, გოლფი ამის გამო იზიდავს. შეიგრძნოს სიმსუბუქე, უწონა-

86
მკითხველთა ლიგა

დობა, თავისუფლება მოძრაობაში - გოლფის მოედანზე ეს მარ-


თლაც შესაძლებელია და სამგანზომილებიან სივრცეში დარ-
ტყმიდან დარტყმამდე ხდება. მერე კი ისევ ჩვეულებრივ ადა-
მიანად გარდაიქმნება, ცდილობს, ტყავიდან ძვრება, რომ სა-
ნატრელი ათი იარდი დაიპყროს. ჩნდება სურვილი, მართო იღ-
ბალი, იწყება მაგია, შეთქმულება ზეციურ ძალებთან, ჩნდება
შეგრძნება, რომ იმაზე დიდი ხარ, ვიდრე სინამდვილეში. დგები
პირველი დარტყმის ნიშანთან და არც კი იცი, რატომ გეუფლება
სიდიადის განცდა, თუმცა, სხვა დროს მსგავსს არაფერს
გრძნობ. შესაძლებლობები უსასრულოა, თითქოს ყველაფერი
ხელგეწიფება - უშეცდომო ტური, ბრწყინვალე რაუნდი, არ ჩა-
გივარდეს ორფუტიანი ტყორცნა, არ მოხარო მარჯვენა იდაყვი,
არ ამოთხვარო ჯოხი ტალახში და არ გადაამეტო ძალას.
პირველი ფერვეი შენ წინაა გადაშლილი, მარცხნივ პალ-
მების მწკრივია, მარჯვნივ წყალი - სურათის ზედაპირივით
ბრტყელი სივრცე. ერთადერთი მოგეთხოვება, რომ სწორად
ნასროლი ბურთით ეს სურათი შუაზე გაკვეთო. ბურთი ზომაში
მცირდება, წამებში ქინძისთავისხელა ხდება, ერთი ციდა გვირა-
ბისკენ უსასრულობაში მიექანება. თუ ეს ყველაფერი გამოგივა,
თამაში შენია.
ჰარი საცდელ დარტყმას აკეთებს, გულში ტკივილი დაუვ-
ლის და რატომღაც ნელსონი მოაგონდება. ფიქრებით ვაჟს
დასტრიალებს. ბურთის დასარტყმელად ემზადება, გულზე სა-
შინელ სიმძიმეს იგრძნობს, მოთმინება არ ყოფნის, ტკივილის
მიყუჩებას დაელოდოს, ზედმეტად ძლიერად არტყამს, ბურთი
თავიდან თითქოს სწორად მიდის, მაგრამ მერე მარცხნივ ეშვე-
ბა და სადღაც ჭუჭყიანი გუბეების მიდამოებში დავარდა.

87
მკითხველთა ლიგა

- ვშიშობ, ბურთი ალიგატორების ტერიტორიაზე მოხვდა, -


ამბობს გულდაწყვეტილი ბერნი. ბერნი მისი მეწყვილეა ამ ტურ-
ში.
- ახლიდან დავიწყოთ, - სთავაზობს ჰარი.
სიჩუმე ჩამოწვება. ედ ზიმბერშტეინი ეკითხება ჯო გოლდს:
- რას იტყვი?
- რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ ოდესმე თამაშის თავიდან
დაწყება მოგვეთხოვოს.
- საკმარისი ძალა არ გაგაჩნიათ, რომ ბურთი უსასრულო-
ბაში გაგზავნოთ. პირველ დრაივზე ყოველთვის ვიძლევით თა-
ვიდან დაწყების შანსს, ეს ჩვენი ტრადიციაა, - ამბობს ჰარი.
- ენგსტრომ, როგორ შეძლებ გვიჩვენო, რა შეგიძლია? თუ
გელოლიავოთ და თავიდან დაწყების საშუალებას გაუთავებ-
ლად გაძლევდეთ?
- რა შანსი უნდა ჰქონდეს ტიპს ეგეთი ღიპით? ვფიქრობ,
მთელი მისი ძალები მსხვილი ნაწლავისკენაა გადანაცვლებუ-
ლი, - ერთვება საუბარში ჯო.
ამ მასხარაობაში ბაჭიამ ჯიბიდან ახალი ბურთი ამოიღო,
პალო დაამაგრა, ჯოხი უხეში, მოჭრითი დარტყმით მოიქნია და
ბურთი მინდვრის მარცხენა მხარეს უსაფრთხოდ დაუშვა. თუმცა,
არც ისე უსაფრთხოდ - ჩანს, რაღაც მკვრივს მიენარცხა და
პალმის წინ ხტის.
- მაპატიე, ბერნი, - ამბობს ბაჭია, - ჯერ არ გავხურებულ-
ვარ.
- მე რა, ვნერვიულობ? - პასუხობს ბერნი და წამით ადრე,
სანამ ჰარი მის უკან დაჯდება, ფეხი ადგამს ელექტრონულ პე-
დალს, - შენი ფიზიკური ძალითა და ჩემი გონებით, მათ, რო-
გორც სულელ ბავშვებს, დავიბრიყვებთ.

88
მკითხველთა ლიგა

ბერნი დრეკსენი, ედ ზიმბერშტეინი და ჯო გოლდი - ასა-


კით ჰარიზე უფროსები და სიმაღლით მასზე დაბლები არიან.
მათ საზოგადოებაში ჰარი თავს კომფორტულად გრძნობს.
მათთან ის შვედ გოლიათს წააგავს. ისინი ყოველთვის გვარით
მიმართავენ - ენგსტრომს ეძახიან. მათთვის ჰარი კომიკური ად-
გილობრივი წარმართია - დიდი, ფერმკრთალი, წინადაუცვეთე-
ლი, ამერიკული ოცნების ველური ნაწილი.
თავის მხრივ, ჰარიც პატივს სცემს, საღი აზროვნების გამო
აფასებს მათ. ისინი უფრო მამაკაცურები არიან, ცხოვრებისადმი
დამოკიდებულებაში კი ეჭვი და მერყეობა ნაკლებად ახა-
სიათებთ, სევდიანი სიბრძნე მეტი აქვთ, ცხოვრებაში ტანჯვა და
განსაცდელები მოინელეს, ასევე აგრძელებენ. ელექტროავტო-
მობილს მოთამაშეები რბილ და ბზინვარე ბალახზე, თავიანთი
ბურთებისკენ მიჰყავს.
ჰარი ბერნის ეკითხება:
- დეიონ სანდერსის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე რას იტ-
ყვი? დღევანდელ დილის გაზეთში თავად ფორტ-მაიერის მერი
იხდიდა მის გამო ბოდიშებს.
ბერნიმ მილიმეტრებით გადააადგილა პირში გაჩრილი სი-
გარა და თქვა:
- სისასტიკეა, იცი? ეს შავკანიანი ბიჭები ჯურღმულიდან გა-
მოჰყავთ, გრანდიოზულ რეკლამას უკეთებენ, მილიონერებად
აქცევენ და, რა გასაკვირია, თავში ყველაფერი რიგზე არ ჰქონ-
დეთ.
- გაზეთში ეწერა, რომ ბრბო ფეხბურთელს არ თმობდა,
პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ აძლევდა. არადა,
ვიღაც გამყიდველი ბრალს სდებდა, საყურე მომპარა და ხელი
გამარტყა კიდეცო.

89
მკითხველთა ლიგა

- სანდერსისა არ ვიცი, - ამბობს ბერნი, - მაგრამ უმეტესად


ყველაფერი ნარკოტიკების ბრალია. კოკაინი - ახლა ეს ნაგავი
ყოველ კუთხეშია.
- და ადამიანები რას იღებენ? - ეკითხება ბაჭია.
- ჰო, რას პოულობენ კოკაინში, - ამბობს ბერნი. აჩერებს
ელექტრომობილს და სიგარეტს ჭიქისთვის ან ლუდის ქილის-
თვის განკუთვნილ ადგილას, პლასტმასის კიდეზე ათავსებს, -
„წუთიერ ბედნიერებას“.
ბერნი მისთვის ჩვეული, უსახური დგომით მეორე დარ-
ტყმისთვის ემზადება, ბურთს უტრიალებს, ტერფები ზედმეტად
ახლოს აქვს ერთმანეთთან, მელოტი თავი ლამის მუხლებამდე
აქვს დაწეული. როგორც იქნა, ბურთს მეოთხე ნომერი ჯოხით
უტყამს - ჰაერში მკლავები გაიელვებს. მართალია, ბურთი სწო-
რად წავა, მაგრამ ქვემოდან აკრით მაღლა ასროლილი მწვანე
ბალახით დაფარულ შემაღლებაზე დაეშვება.
- ბედნიერებისკენ მიმავალი ორი გზა არსებობს, - განაგ-
რძობს აზრს საჭესთან მიმჯდარი ბერნი, - შეიძლება ყოველ-
დღიური შრომით გამოიმუშაო, როგორც მე და შენ, ან - ქიმიის
ჩარევით, მოკლეზე გადაჭრა. სამყარო დღესდღეობით იმგვა-
რად არის მოწყობილი, რომ ეს პატარა ბიჭები მოკლე გზას ირ-
ჩევენ, ბედნიერებისკენ მიმავალი მეორე გზა ზედმეტად გრძე-
ლი, დამღლელი ეჩვენებათ.
- ჰო, მართლაც უსასრულოდ შორია. დავუშვათ, გაიარა
მანძილი და მიაღწია, მერე და სად არის ბედნიერება?
- შენს ზურგს უკან, წარსულში. - პასუხობს მეწყვილე.
- სანდერსისა და მისნაირების მსგავსად, ბედნიერება მეც
გამოვცადე, - ამბობს ბაჭია; ბერნი მთელი სიჩქარით მიაქანებს
მანქანას მინდორზე; გვერდს უქცევს პატარა ტოტებს, ქოქოსის
პალმებს, - მეც ვიგემე ერთხელ, წამიერად, როცა სპორტსმენი

90
მკითხველთა ლიგა

ვიყავი, კალათბურთელი, როცა ყველას ვუყვარდი, მაღმერ-


თებდნენ, გასაქანს არ მაძლევდნენ და ლამის დავეგლიჯე ნა-
წილებად.
- გეტყობა, რაც გაქვს ნაგემი. ჯოხის მოქნევაშიც კი ჩანს.
თუმცა, ამჯერად პალებმის მიდამოებიდან მოგიწევს დარტყმა,
მეგობარო. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდი, - ბერნიმ ჰარის
დასაწყნარებლად მანქანა ბურთთან ახლოს გააჩერა.
- მგონი, გვერდიდან დარტმით შევძლებ ამოგდებას.
- არ ღირს. ქვემოდან ამოარტყი და ზემოთ ააგდე. იცი,
მსგავს სიტუაციებში ტომი არმორი რას ამბობს ხოლმე? ზედმეტ
დარტყმას ნუ მოერიდები, მომდევნო უფრო იოლი იქნება და
პირდაპირ ფოსოსთან, გრინზე გაგიყვანსო. სასწაულის იმედი
ნუ გექნება.
- კარგი, რა! ქულები ისედაც მოპოვებული გვაქვს, ვცდი
უბრალოდ.
პალმის ხის ტანი გიგანტურ ნაწნავს წააგავს, თავისი სუსტი
შრიალით ის ჰარის ზურგს უკან სუნთქავს, მისი სურნელი ძველი
მანსარდის სუნს მოგაგონებს, სადაც სიძველისგან გამომშრალი
სასკოლო რვეულები და სასიყვარულო წერილებია. თუ ყურად-
ღებით დააკვირდები, ფლორიდაში ყველგანაა სიკვდილის კვა-
ლი. აი, თუნდაც პალმის ხე - მისი ტოტები ქვედა, გამხმარი და
გადამტყდარი ტოტების ხარჯზე იზრდება. მცხუნვარე მზე ყველა
ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლს აჩქარებს. ჰარი პოზიციას
იკავებს. თეძოთი ლამის ხის ხაოიან ტანს შეეხოს. დაარტყამს
ხუთი ნომერი ჯოხით და წარმოიდგენს სასწაულებრივ ტყორ-
ცნას, ბერნის აღფრთოვანებული შეძახილის თანხლებით. სი-
ნამდვილეში, ხისა თუ მანქანაში მჯდომი ბერნის გამო, ხელი
ეშლება და ნასროლს გააფუჭებს. ბურთი მორიგი პალმის ხის
კენწეროს მოხვდება და ქვასავით მძიმედ ვარდება ბალახებში,

91
მკითხველთა ლიგა

მოედნის კიდესთან. ფლორიდაში ველი ისეთი არაა, როგორიც


ჩრდილოეთში. სუსტი, უსუსური ბალახი ფერვეიზე რამდენიმე
სანტიმეტრით მაღალია, თითქოს ხეიბრებისა და ასაკოვნების-
თვის დაურგავთ. აქ, ჩვილივით გეპყრობიან.
- ჯიუტი! - ამოიოხრებს ბერნი. ჰარი მანქანაში თავის ად-
გილს დაიკავებს - ახალგაზრდებს რატომღაც გგონიათ, რომ
თქვენი ერთი დასტვენა და სამყარო ფეხქვეშ გაგეგებათ.
იმის გაფიქრება, რომ სირთულეები თავისით არ ქრება და
სამყარო ერთი დასტვენით ფეხქვეშ არ გაეგება, ბედისწერის
შეგრძნებას უღვიძებს, აეროპორტში რომ ჰქონდა. ჰარი მესამე
დარტყმისთვის ემზადება, მერვე ნომერი ჯოხით. ბერნის კე-
თილგანწყობის დაკარგვა მის ხელებს ამძიმებს, რის გამოც მო-
უქნელად ურტყამს და ბურთი ათ იარდსაც ვერ სცდება.
- მაპატიე, ბერნი, დაარტყი შენებურად, ქვემოდან და პასი
აიღე, - ბერნი დარტყმას ვერ უმკლავდება, ხელებს იქნევს, თან
ზედმეტად სწრაფად. ორივემ ერთად ექვსი ქულა მოაგროვა და
ედ ზილბერშტეინთან პული წააგო. ედ ზილბერშტეინი ძლიერი
აღნაგობის, ტოლედოელი პენსიონერი ბუღალტერია, მუდამ
მოღიმარი, მუქი, ჯაგარივით თმითა და წვრილი, გამობზეკილი
ნიკაპით. მოჭრილი დარტყმები აქვს, მისი ნასროლი ბურთი
თითქოს არც კი სცდება მიწას, არადა ყოველთვის ფოსოში
ხვდება.
- ბიჭებო, ახლა დუკაკისს ჰგავხართ, - დასჩხავლებს ედი, -
სრული მარცხია.
- ჩვენს დუკზე არაფერი თქვა, - ამბობს ჯო, - მისი მმარ-
თველობის დრო განსხვავებულად სამართლიანი იყო. ბოსტო-
ნელმა პოლიტიკოსებმა სწორედ ეს არ აპატიეს.
ჯო გოლდი მასაჩუსეტის შტატში, ქალაქ ფრამინგემში ალ-
კოჰოლური სასმლის ორ მაღაზიას ფლობს. ის ჯმუხია და მო-

92
მკითხველთა ლიგა

წითურო. ატარებს სათვალეს, რომლის მინები იმდენად სქე-


ლია, რომ მისი მოუსვენარი თვალები თითქოს მათგან თავის
დაღწევას ცდილობენ და საცაა, ბუდიდან ამოხტებიან. ჯო და
მისი მეუღლე ბიულა - შემოკლებით ბიუს ეძახიან - ბაჭიას მე-
ზობლად ჩუმად, მოკრძალებულად ცხოვრობენ. საეჭვოდ ჩუმე-
ბიც კი არიან, უნებლიეთ ინტერესდები, მთელი დღე რას აკე-
თებენ, ჩამიჩუმი რომ არ ისმის?
ედი ამბობს:
- გადამწყვეტ წუთებში ყურები ჩამოყარა და დანებდა. არა-
და, მტკიცედ უნდა დამდგარიყო, ეთქვა: „მე ლიბერალი ვარ და
ვამაყობ ამით“.
- ჰო, მაგრამ, სამხრეთში, თან შუა დასავლეთში ამას რო-
გორ აღიქვამდნენ? - ეკითხება ჯო, - კალიფორნიასა და ფლო-
რიდას შორის დიდი სხვაობაა, ერთადერთი, რაც კალიფორ-
ნიელების ყურადღებას მიიპყრობს, გადასახადების გაუქმებაა.
- მაგათაც ამომრჩევლები ჰქვიათ, რა - დასძენს ედი, -
გათვლას მათ ხმებზე მაინც არ აკეთებდა, მისი ერთადერთი
იმედი ღარიბებზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო. ენგსტრომ,
შეეშვი მაგ სამფუთიანს, შენი ექვსი ქულა უკვე დაგიწერე.
- ეგ არაფერი, ჩემთვის წავარჯიშება ურიგო არ იქნება, -
ურტყამს ბურთს და ელოდება. ბურთი ორმოსთან ახლოს გა-
ჩერდა. დღეს ნამდვილად არ არის მისი დღე. იქნება კი ოდესმე
? ორმოცდამეთხუთმეტე წელი მიილია. საკუთარი ვაჟიც კი მას-
თან ერთად ოთახში ვერ ჩერდება. ახსოვს, პრუმ ოდესღაც
მოარული სიკვდილი შეარქვა.
- მას გათვლა რეიგანის დემოკრატიულად განწყობილ
მომხრეებზე, ქონდა, - განაგრძობს მსჯელობას ჯო, - საქმე ისაა,
რომ რეიგანის მომხრე დემოკრატები ბუნებაში არ არსებობენ,
არიან მხოლოდ სრულიად ჩამორჩენილები, რომლებიც კბი-

93
მკითხველთა ლიგა

ლებით იცავენ ცრურწმენებს. ახლა, როცა სამხრეთში ვცხოვ-


რობ, ბევრად უკეთესად მესმის - რა და როგორ. საქმე შავკა-
ნიანებშია. ეიბ ლინკოლნის მმართველობიდან 130 წლის შემ-
დეგ, რესპუბლიკელებმა ხმების მოპოვება რასისტული პროპა-
განდით მოახერხეს და იმ მასშტაბის მხარდაჭერა მიიღეს, რომ
ვერც ერთი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი მათ ვერ გა-
უმკლავდებოდა. ერთადერთი, რაც უშველიდათ, წარმოების
დაცემა ან უოტერგეიტის ხმაურიანი სკანდალი იყო. დღეს ოლი
ნორტი ამას არ იზამს. რეიგანი გაცილებოთ თავქარიანი იყო
და ისიც კი არ მოქცეულა ასე. გაუსწორეთ თვალი სიმართლეს,
ამ ქვეყანაში შავკანიანებისა სიკვდილივით ეშინიათ და ეს არის
ყველაფრის სათავე.
ოცი წლის წინანდელი, სკიტერთან მომხდარი ინციდენტის
შემდეგ, ბაჭიას შავკანიანების მიმართ არაერთგვაროვანი და-
მოკიდებულება აქვს. ამიტომ, როცა მათზე ჩამოვარდება ხოლ-
მე საუბარი, ურჩევნია კომენტარისგან თავი შეიკავოს.
- რას ფიქრობ, ბერნი? - ეკითხება ჰარი მეწყვილეს, როცა
ორივე თვალს ადევნებს, როგორ ემზადებიან მოწინააღმდე-
გეები დასარტყმელად მეორე სწორი მინდვრიდან. 136 იარდზე
გაჭიმული მინდორია, აქაფებული გუბით. ბაჭია თვლის, რომ
მათ შორის ყველაზე ჭკვიანი ბერნია - ფლეგმატური და სიტყვა-
ძუნწი. რამდენიმე წლის წინ გულის ოპერაცია გადაიტანა და
ბოლომდე ჯერაც არ მოკეთებულა. მოუხერხებლად მოძრაობს.
თან ფილტვების ემფიზემა სჭირს და კუზი აქვს. ერთიანობაში
რაღაც ჩამომხმარივითაა, იმ ადამიანს ჰგავს, რომელმაც წონა-
ში სწრაფად დაიკლო - სავარაუდოდ, ეს ექიმმა ურჩია. სახეზე
მკვდრისფერი ადევს, პროფილში მისი ქვედა ტუჩი მოდუნებუ-
ლი და ჩამოწეულია.

94
მკითხველთა ლიგა

- ვფიქრობ, დუკაკისი ცდილობდა ამერიკელ ხალხთან,


როგორც ინტელიგენტებთან, ისე ესაუბრა. ჩვენ ამისთვის მზად
არ ვიყავით. ბუში კი, როგორც გონებაჩლუნგების ხროვას, ისე
გველაპარაკებოდა და ამაზე წამოვეგეთ. წარმოგიდგენიათ,
ერთგულების ფიცი რა სიყალბეა ჩვენს დროში? იელსსა და
სხვებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას უძღვებოდნენ, ხომ უნ-
და მოეხერხებინათ, მსგავსი სისულელე მოსვლოდათ თავში?
მათ ლუდის რეკლამაში ჩაჩხირეს სარეკლამო ლოზუნგი: წინ
მწვერვალებისკენ! - ბოლო ფრაზა, მთრთოლვარე ხმითა და
გასაოცარი სიზუსტით, ბერნიმ წაიმღერა. ბაჭია ძალიან აფასებს
ებრაელთა თვისებას, წუთიერი იმპულსები ოსტატურად გამო-
ხატონ.
ებრაული პასექის დროს ისინი მღერიან, ბაჭიამ ეს იცის.
ერთხელ, აპრილის თვეში ბერნიმ და ფერნიმ, სედერზე, ეგვიპ-
ტიდან ებრაელთა გამოსვლის აღსანიშნავ ვახშამზე, მეუღლეს-
თან ერთად დაპატიჟეს. ეს პენსილვანიაში მათ გამგზავრებამდე
მოხდა. პასექი იდგა. „სიკვდილის ანგელოზმა გვერდი აგვიარა“
- ამ სიტყვის მნიშვნელობა ჰარის მანამდე არ ესმოდა. ღმერ-
თო, აგვარიდე ეს განსაცდელი.
ბერნი ასკვნის:
- ბუშთან დაკავშირებით ორიდან ერთია: ან სწამდა, რასაც
ამბობდა, ან არა.
- არ ვიცი, რომელია უარესი. ეგეთებს ჩვენ „პიშერს“, უვარ-
გისს, ქვეშაფსიას ვეძახით.
- დუკაკისი მუდამ მჟავე სახით დადიოდა, - შეაპარა ბაჭიამ.
ფრთხილად დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ოთხეულიდან ბუშს
ხმა მხოლოდ მან მისცა.
ბერნი, სავარაუდოდ, მიხვდა:

95
მკითხველთა ლიგა

- რვა წელიწადი რეიგანის მმართველობის ქვეშ - მჟავე


სახით გაცილებით მეტი ხალხი უნდა დადიოდეს. ამ ქვეყანაში
ყოველი ღატაკი საარჩევნო ურნასთან რომ მიიყვანო, უეჭვე-
ლად სოციალიზმს მივიღებთ. ადამიანებს ურჩევნიათ სიმდიდ-
რეზე იფიქრონ. კაპიტალიზმის გენიალურობა ხომ იმაშია, რომ
ან მდიდარი ხარ, ან ფიქრობ, რომ გამდიდრდები, ანდა თვლი,
რომ სიმდიდრეს უდავოდ იმსახურებ.
ბაჭიას მოსწონდა რეიგანი, მისი რბილი, დაბალი ტემბრის
ხმა, ღიმილი, გაშლილი მხრები, მოსწონდა საუბრისას, გრძე-
ლი პაუზების დროს, თავს აქეთ-იქით რომ აქნევდა ხოლმე,
მოსწონდა, მისი მსუბუქი დამოკიდებულება ფაქტებისადმი, ისიც
- იოლად რომ ცვლიდა კურსს, თან რომ ამბობდა, არჩეულ
გეზს არ გადავუხვევო. მოინდომა და ბეირუთიდან ჯარი გამო-
იყვანა. გადაწყვიტა და გორბისთან ურთიერთობები დაათბო.
ცას მიაწვდინა ეროვნული ვალი. უცნაური იყო, მიუხედავად შინ
თუ გარეთ გამეფებული უიმედობისა, მისი მმართველობის ქვეშ,
სამყარო უკეთესი ჩანდა. კომუნიზმი დასრულდა, გამონაკლისი
ნიკარაგუა იყო და იქაც მშვენივრად იგერიებდა კომუნისტებს.
რეიგანი მეოცნებე ადამიანი იყო.
ჰარიმ გაბედა და თქვა:
- მისი პრეზიდენტობის დროს ისეთი შეგრძნება გქონდა,
თითქოს ანესთეზიის ზემოქმედების ქვეშ იყავი.
- ოდესმე ოპერაცია გაგიკეთებია? ნამდვილი ოპერაცია?
- სიმართლე გითხრა, არა. მხოლოდ გლანდები ამომჭრეს
ბავშვობაში და აპენდიქსი - ჯარში ყოფნისას, იმ შემთხვევის-
თვის, თუ კორეაში დამიპირებდნენ გაგზავნას, მერე კი აღარ
გამგზავნეს.
- სამი წლის წინ გულზე შუნტირება გამიკეთეს.

96
მკითხველთა ლიგა

- ვიცი, ბერნი, მიყვებოდი. ახლა მშვენივრად გამოიყურე-


ბი.
- როდესაც ანესთეზიიდან გამოდიხარ, თავი ჯოჯოხეთში
გგონია. ვერ იჯერებ, რომ მსგავსი ტკივილით შეძლებ ცხოვრე-
ბას. იმისთვის, რომ გულამდე ჩააღწიონ, მკერდი უნდა გაგი-
ფატრონ, გადაგხსნან, როგორც ქოქოსი. შემდეგ, ბარძაყიდან
გიღებენ ვენებს, და როცა ანესთეზიიდან გამოდიხარ, გულზე
არანაკლებ საზარდულთან გტკივა.
- აუფ! - ჰარის უადგილო სიცილი წასკდა. ვიდრე ბერნი
ოპერაციის ამბავს ჰყვებოდა, ედი მორიგი დარტყმისთვის მო-
ემზადა.
ედი ჩვეული პომპეზურობითა და სასაცილო დგომით, თი-
თებს ერთიმეორის მიყოლებით აწყობს ჯოხზე, თითქოს ყვავი-
ლებს დებდეს საყვავილეში, კისერს იგრძელებს და ხუთჯერ თუ
ექვსჯერ იყურება ფოსოსკენ. თავს ისე აქიცინებს, თითქოს აბ-
ლაბუდის მოცილება უნდა.
ბოლოს და ბოლოს ჯოხი მოიქნია, მაგრამ თან რატომღაც
ზევით აიხედა და დარტყმაც გაუფუჭდა. ბურთი პირდაპირ გუ-
ბისკენ გაფრინდა, ჩაძირვამდე ხტუნვა-ხტუნვით სამი, ერთმა-
ნეთზე გადაბმული რგოლი დატოვა წყალზე და ჩაიძირა. ალი-
გატორს ერგო.
- ექვსი საათი ვიწექი საოპერაციო მაგიდაზე, - აღარ ჩერ-
დება ბერნი, ლამის ყურში ჩაჰყვირის, - გავიღვიძე და ვერ ვინ-
ძრეოდი, თვალებსაც ვერ ვახელდი. გყინავენ და სისხლის მი-
მოქცევა თითქმის არ გაქვს. მიცვალებულივით ვიწექი შავ კუბო-
ში. თუმცა არა, თვითონ ვიყავი კუბო. მოულოდნელად იმ უკუ-
ნეთში უცნაურმა ხმამ შემოაღწია, ინდოელის საშინელი აქცენტი
გავიგონე, ანესთეზიოლოგი პაკისტანელი აღმოჩნდა.

97
მკითხველთა ლიგა

მას მერე, რაც მისმა მეწყვილემ ბურთი გუბეში გადააგდო,


ჯო გოლდი ზედმეტად ჩქარობს შეასრულოს დარტყმა და ბურ-
თი თამაშში შეუშვას. როგორც ყოველთვის, ჯოხს ორჯერ უმიზ-
ნებს, მერე მოუქნელად ბზრიალდება. მსგავსი მოძრაობა დაბა-
ლი, ჩასუქებული ტიპებისთვისაა დამახასიათებელი. ბურთს ჰა-
ერში ტყორცნის. უნიჭო დარტყმა გამოუვა, ბურთი მარჯვნივ,
ბუნკერისკენ დაეშვება.
ბერნი პაკისტანელს აჯავრებს:
- ბერ-ნი, ბერ-ნი, - ხმა ისეთი სიკაშკაშით შემოიჭრა ჩემს
გონებაში, გეფიცები, თავიდან მეგონა, ღმერთის ხმა ჩამესმო-
და, - ოპე-რაცია წარმა-ტებით დასრუ-ლდა!
ჰარის ადრეც ჰქონდა ეს ამბავი მოსმენილი, მაგრამ მაინც
გაიცინა. საშიში და სასაცილო მოსასმენია სიკვდილის მიჯნაზე.
- ბერ-ნი, ბერ-ნი, - იმეორებს ბერნი, - ისე, როგორც ღმერ-
თმა მიმართა შვილის დასაკლავად მომზადებულ აბრაამს.
- იგივე მორიგეობა დავიცვათ? - ეკითხება ჰარი, რომე-
ლიც ხვდება, რომ წინა პულში ოსტატობა ვერ გამოამჟღავნა.
- შენ იყავი პირველი, ენგსტრომ. მგონი ზედმეტად აგა-
ღელვებს, ბოლომ თუ უნდა დაარტყა. ასე რომ, მიდი, აჩვენე
მაგ უვიცებს, როგორ უნდა თამაში.
ბაჭიას ზუსტად ამის მოსმენა სურდა. იღებს შვიდ ნომერ
ჯოხს და ცდილობს იფიქროს ხუთ მნიშვნელოვან დეტალზე:
თავი - დაბლა, მოქნევა - სხარტი, თეძო - დაზნექილი, ვიდრე
ჯოხის თავი ბურთის წვერთანაა, დარტყმა - სწორი, ბურთის მი-
მართ თავი იმგვარ პოზიციაში, როგორც საათის ისრები, ოთხის
თხუთმეტ წუთს რომ უჩვენებს. ბურთი სტვენით სწყდება მიწას,
ჰარი ხმაზევე ხვდება, რომ კარგად დაარტყა. ოთხეული თვალს
აყოლებს შავ წერტილს. ბურთი ჰაერში წამით ჩერდება, ეს წამი
ნასროლის სიგრძეს განსაზღვრავს, შემდეგ გრინზე, ფოსოსთან

98
მკითხველთა ლიგა

ახლოს ვარდება. ჯერ ფოსოს მარცხნივ ეცემა, მაგრამ მოლის


თასისებური ფორმის წყალობით, ხტუნვა-ხტუნვით მარჯვნივ გა-
დაგორდება.
- მშვენიერია! - ედი იძულებულია, შეაქოს.
- გადათამაშებაზე რას იტყვი? - ეკითხება ჯო, - მოგცემდით
საშუალებას.
- ეგ რომელი ჯოხი იყო? - ეკითხება ბერნი და მანქანიდან
ძლივს გადმოდის.
- მეშვიდე.
- მსგავსი დარტყმისთვის მერვე უნდა გამოიყენო.
- ფიქრობ, ფოსოს გავცდი?
- საკმაოდ. უკანა კიდეზე ხარ.
- ეესეც მეწყვილეა რა! მარად უკმაყოფილო. ისეთივე,
როგორც მარტი ტოთერო - 40 წლის წინ. მოაგროვებდი 25 ქუ-
ლას თამაშის განმავლობაში, მარტის თურმე 35-ის იმედი ჰქონ-
და. გისაყვედურებდა, თან - აუცილებლად იმ ბურთის გამო, რო-
მელიც კალათში ვერ ჩააგდე. ჰარის სულში მყოფი ჯარისკაცი,
მაზოხისტი-ქრისტიანი პატივს სცემს მსგავს ადამიანებს და ინ-
სტინქტურად მათკენ მიილტვის. სიყვარული გაკიცხვის გარეშე,
იმგვარი, როგორიც ქალებმა იციან, რაც განაზებს და გითრევს.
- მგონი, ჩემთვის მეექვსე ჯოხი საკმარისია, - ამბობს ბერ-
ნი.
ბერნი ცდილობს, არ გადააჭარბოს და მოკლე მოქნევით
მოჭრას. მართალია, ბურთი გუბურას გასცდება, წყალს გადაურ-
ჩება, მაგრამ ისეთ ადგილას დაეცემა, რომ იქიდან პოზიციაზე
გასვლა რთულია.
- ქვემოდან ზემოთ ამორტყმა ძნელია, - ჰარი თავს ვერ
იკავებს, რომ არ წაკბინოს. ბაჭია ბერნის ადანაშაულებს იმის

99
მკითხველთა ლიგა

გამო, რომ წინასწარ განზრახული და მოფიქრებული გვერდი-


თი დარტყმა მანქანის ზედმეტად ახლოს გაჩერებით გაუფუჭა.
ბერნი წყენის გარეშე იღებს ჰარის ნათქვამს:
- განსაკუთრებით მას მერე, რაც წინა ჯერზე, ქვემოდან ზე-
მოთ ამორტყმა არ გამომივიდა, არა? - პასუხობს და თავისი
კუზიანი, გამოფიტული, მოხუცი სხეულით ელექტრომობილში
თავსდება. ჰარი საჭესთან გადაინაცვლებს. წესია ასეთი, ვინც
პირველი მოხვდება გრინზე, მანქანასაც ის მართავს. ჰარი აღ-
მაფრენას განიცდის, აწი ასწავლიან ჭკუას ამ უვიცებს, თუ რო-
გორ უნდა თამაში. ბაჭია მანქანას წყალზე გადებულ თაღოვან
ხიდზე მიაქანებს, მანქანის სავალი ნაწილის გასწვრივ, რეზინის
წითელი საფეხურებია ჩაყოლებული.
- იქ, საიდანაც უნდა დაარტყა, - ეუბნება ბერნი მანქანიდან
გადმოსვლისას - გრინს დაქანება აქვს. თუ ზედმეტად ძლიერად
მოიქნევ, ბურთი ორმოს გასცდება.
ედის ბურთი წყალშია, ასე რომ, ის თამაშს გამოეთიშა.
ბერნი ციცაბოზე დგას და უხერხული პოზიციიდან უწევს დარ-
ტყმა. პირველ მოქნევაზე ბურთს ჯოხს ააცილებს. მეორე მცდე-
ლობისას ბურთს ჯოხის ტარი მოხვდება, მიწას მოსწყდება და
შედეგად - ფოსოს გადაახტება. ფოსოსთვის ბრძოლა გრძელ-
დება. ამ დროს ჯმუხი ჯო წარმატებით აგდებს ბურთს ბუნკერი-
დან. ბაჭიას თავში სულ ბერნის დარიგებები უტრიალებს. ზედ-
მეტად ფრთხილობს, რის გამოც ბურთს მთელი ოთხი ფუტი აკ-
ლდება ფოსომდე. ბაჭია „ვალჰალა-ვილიჯის“ მონოგრამიანი
მარკერით თავისთვის რაღაც ჩაინიშნავს. ამასობაში ჯომ თავი-
სი კანონიერი ოთხი ქულა მოაგროვა. ის არ ჩქარობს, ჰარიც
აცდის, რომ მისი, საკმაოდ გრძელი ოთხფუტიანი დარტყმა შე-
ისწავლოს. ბაჭია ტრაექტორიის შერჩევას დიდ დროს ანდო-
მებს. შიშობს, როგორც წინა ჯერზე, ბურთი მარცხნივ არ აღ-

100
მკითხველთა ლიგა

მოჩნდეს. საბოლოოდ ჰარის ნასროლი ბურთი ფოსოსგან ზუს-


ტად ორი სანტიმეტრით მარჯვნივ დაგორდება.
- შე, ნაბიჭვარო! - აღმოხდება ჰარის. იმედგაცრუება თვა-
ლებში აწვება, იმდენად ძლიერად, რომ ფიქრობს, საცაა ტი-
რილს დაიწყებს, - სამიდან ერთი დარტყმა! ასეთი დარტყმის
ჩაფლავება?!
- ხდება ხოლმე, - ჩაურთავს ედი მშვიდი ხმით და როგორც
ძველი ბუღალტერი ანგარიშს აღრიცხავს, 4 ქულას დაუწერს
მოწინააღმდეგეებს, - ამ ტურში ფრეა.
- მაპატიე, ბერნი, - ამბობს ჰარი და მგზავრის ადგილზე
გადაჯდება.
- თვითონ ვარ დამნაშავე, - პასუხობს მეწყვილე, - არ უნდა
დამეჩხავლა ყვავივით, მინდვრის დაქანებაზე, - ბერნი ახალ სი-
გარა გახსნის, პედალს დააწვება და გრძელი დღის შესახვედ-
რად გაემართება.
დღეს ჰარის არ გაუმართლა. ფლორიდის მზე უბრალო
ცეცხლოვანი ბურთი როდია ცაზე, მისი სინათლე გარშემო იღ-
ვრება, მის სხივებს ვერსად გაექცევი, ისინი მარადიული თეთრი
ნათებით გდევნიან. ასეა პალმების ქვეშ, ფიჭვების ტყეშიც კი,
რომელიც „ვალჰალა-ვილიჯს“ დანარჩენი სამყაროსგან ყოფს,
- მზე მაინც გიპოვის.
ბაჭიას ცხვირის წვერი წამოუწითლდა, მხრები აეწვა.
უხელთათმნო ხელები, რომლებსაც თეთრი გარქოვანების ნიშ-
ნები დააჩნდა, დაწითლებულია. გოლფის ჩანთით ჰარის მუდამ
თან დააქვს თხუთმეტფილტრიანი დამცავი კრემი, რომელსაც
წამდაუწუმ ისვამს, თუმცა მზის ულტრაიისფერი სხივები მაინც
აღწევენ კანქვეშ და უჯრედებს აგვარებენ. დანარჩენი სამი მო-
თამაშე დამცავ საშუალებას არ იყენებს. ისინი მშვიდად დგანან
მზის ქვეშ და თავით ფეხებამდე თანაბრად ირუჯებიან. ბერნის

101
მკითხველთა ლიგა

გლუვი მელოტი თავი, რომლიც სირაქლემის კვერცხს წააგავს,


მხოლოდ რამდენიმე წერტილშია შეფაკლული, წერტილები
მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა ბერნი ბურთის დასარტყმელად იხ-
რება. ჰარის აზრით, ბერნის ტექნიკა არ უვარგა, მექანიკურად
მოქმედებს, მოუქნელად დგას და მოჭრით, უნიჭოდ ურტყამს
ქვემოდან. მეწყვილეს ნაკლოვანებები განსაკუთრებით ხვდება
თვალში, რადგან თამაში ვერ აეწყო. ორი კაცის მაგიერ თამაშს
მოგებისკენ ნამდვილად ვერ წაიყვანს. უკვირს, როგორ ხდება,
რომ ისეთი გამოცდილი და ბრძენი ადამიანი, როგორიც ბერ-
ნია, გოლფის აზრზე არ არის და არც კი ცდილობს, რაიმე ის-
წავლოს. მისთვის, ეს ალბათ თამაშია, სხვა არაფერი, სუფთა
ჰაერზე, მზისგულზე დროის გაყვანა. მის ცხოვრებაში სწორედ
რომ საამისო დროა.. ბერნი ოდესღაც ბიჭი იყო, მერე დაკაცდა,
აკეთებდა ფულსა და ბავშვებს... ხალიჩების ბიზნესი ქუინსში,
ორი ქალიშვილი, რომლებიც სიმპათიურ და შეძლებულ ახალ-
გაზრდებზე გათხოვდნენ, ვაჟი, რომელიც ჯერ პრინგსტონში
სწავლობდა, შემდეგ - ფილადელფიაში, უორტონის ბიზნესსკო-
ლა დაამთავრა და ამჟამად უოლ სტრიტზე, კონკურენტებისგან
საკონტროლო პაკეტის დაცვის სპეციალისტად მუშაობს. ის
ცხოვრების ცისარტყელას მეორე მხარეს იმყოფება. ყველაფე-
რი გასაგებია - საპენსიო დასვენება ფლორიდაში, რომელსაც
ბერნი ისევე უძლებს, როგორც უძლებდა ცხოვრებას. მისთვის
ყველაფერს სველი სიგარის მწარე გემო დაკრავს. ის ვერ ხე-
დავს თამაშში იმას, რასაც ჰარი - უსაზღვროებას, სრულყოფის
უსასრულო შესაძლებლობას. თუმცა, დღეს ბაჭია თვითონაც
ვერ ხედავს ამას. „ძაღლის თათად“ წოდებულ მეთერთმეტე
ფოსოსთან ჰარი სასტიკად მარცხდება. მეორედ, ხის ოთხი ნო-
მერი ჯოხით, ისე ძლიერად დაარტყა, რომ ბურთი ახლომდე-
ბარე სახლის ეზოში, ნაგვის ურნებსა და ბეტონისგან ნაშენ საშ-

102
მკითხველთა ლიგა

რობებს შორის ჩავარდა. ჯაჭვით დაბმულმა გერმანულმა ნაგაზ-


მა საშინელი ყეფა აუტეხა. ლამის აიწყვიტა. გოლდი და ზილ-
ბერშტეინი მანქანაში სხედან და იკრიჭებიან, მოღუშული და
პირქუში ბერნი კი სიგარას ღეჭავს. საჯარიმო ქულის ხარჯზე
შემოაქვს მოედნის საზღვრებს იქით გადავარდნილი ბურთი.
ძაღლი შეუჩერებლად ყეფს და მისკენ იწევს. ბაჭიამ ბრაზისგან
სამიზნეს ააცილა და ისეთი სიძლიერით მოიქნია მესამე ჯოხი,
რომ ქვიშით აევსო ფეხსაცმელი, სილა წინდებშიც კი ჩაეყარა.
ჰარიმ შემდეგი ჯოხი მოიმარჯვა და ბურთი მარცხნივ, მეთორ-
მეტე ფოსოს სიახლოვეს, იელის გამხმარ ბუჩქებში გაგზავნა.
მოემზადა მორიგი დარტყმისთვის. იელის ბუჩქნარიდან, ქვემო-
დან დარტყმით ბურთი გოლფის სათამაშო მინდორს გადააფ-
რინდა. ახლა უკვე სამივე მისი პარტნიორი დუმს, ღელავენ მის
გამო, ან იქნებ გულის სიღრმეში ზეიმობენ? ბაჭია ახლა უკვე
ცდილობს ბურთი ქვიშიდან ამოაგდოს. გამეტებით დარტყმისას
ისევ ააცილებს და ბურთი უკან მოგორდება. ზიზღით აიღებს.
თითქოს ეს საკმარისი არ იყო გასამწარებლად, - დარტყმის
წინ, ქვიშის მოსწორებისას ჯოხს მუხლში მოირტყამს. მეთერ-
თმეტე ფოსოს წაგების მერე თამაში და მთელი ეს დღე ბაჭიას
სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბალახი ცხიმოვანია და არაბუ-
ნებრივი. ყოველი მეორე პალმა გვალვის გამო კვდება და გა-
ყავისფრებული გამხმარი ტოტები სცვივა. ყოველი მინდვრის
ბოლოს კორპუსებია წამოჭიმული. ხელუხლებელი აღარც ცაა,
საიდანაც თვალებმა შვება უნდა პოვონ, მასზე თვითმფრინავე-
ბის კვალი ამჩნევია. იმ კვალს ღმერთის მიერ შექმნილი ნამ-
დვილი ღრუბლებისგან ვეღარც გაარჩევ.
საათები საათებს მიჰყვება, შუადღე მიილია. მზის სხივებმა
ძალა დაკარგა, მაგრამ ჰაერი არ იძვრის და გაუსაძლისი სიც-

103
მკითხველთა ლიგა

ხეა. სამს აკლია თხუთმეტი წუთი და გოლფის თამაშიც დას-


რულდა. ჰარიმ და ბერნიმ ოცი დოლარი წააგეს.
- შემდეგზე ამოვიღებთ, - ჰპირდება ბაჭია მეწყვილეს, თუმ-
ცა თავად არ სჯერა ნათქვამის.
- მეგობარო, დღეს საკუთარ თავს არ ჰგავდი, - უსაყვედუ-
რა ბერნიმ. - პრობლემები გაქვს სასიყვარულო ფლანგზე, თუ
რაიმე სხვაა?
რქიანები არიან ეს ებრაელები. ჰარიმ ჰოლივუდის ისტო-
რიის წიგნში ამოიკითხა მათი მექალთანეობის ამბავი. ჰარი კო-
ნი, გრაუჩო მარკსი, ძმები უორნერები გავარვარებული მზეზე,
საცურაო აუზებსა და ქალებზე ირეოდნენ. ახალგაზრდა გოგო-
ნები კი, რომლებიც ყველაფრისთვის მზად იყვნენ, ოღონდ კი
კინოვარსკვლავები გამხდარიყვნენ - მათ მიერ მოწყობილ ორ-
გიებშიც კი მონაწილეობდნენ და სამუშაო გრაფიკის მიხედვით
ემსახურებოდნენ - მანამ, სანამ მაგნატი ტელეფონზე საუბრობ-
და.
ბაჭიას სამივე პარტნიორს გოლფში მეუღლე ჰყავს. იმავე
ქალებთან ცხოვრობენ, 40-50 წლის წინ რომ შეირთეს. მათი
დედაკაცები, სქელი სამაჯურებით, მსუქანი, მზისგან დამწვარი
მხრებით, ენას არ აჩერებენ, განსაკუთრებით სადილის დროს,
სადაც მორთულ-მოკაზმულები გამოჩნდებიან ხოლმე. ამ
დროს, როგორც წესი, ბერნი, ედი და ჯო, მეუღლეების გვერ-
დით, მდუმარედ იღიმებიან, თითქოს მათი ცოლების ეს ყურის-
წამღები რატრატი, სექსის სანაცვლო იყოს. ალბათ, ასეც არის
- სულიერი მხნეობა, ცხოვრება! როგორ ახერხებენ, მოირგონ
ცხოვრება, როგორც მათ ტანზე შეკერილი კოსტიუმი?
- მგონი გითხარი, - ჰარი ეუბნება ბერნის, - ჩემი ვაჟი ჩა-
მოვიდა სტუმრად, ოჯახთან ერთად.

104
მკითხველთა ლიგა

- ეს არის შენი პრობლემა, ენგსტრომ? სინდისმა შეგაწუხა


იმის გამო, რომ დროს ჩვენთან ატარებ, როცა შენიანებს უნდა
ართობდე.
- ჰო, როგორ არა, გაართობ მათ. გუშინ ჩამოფრინდნენ
და მოწყენილობისგან უკვე არ იციან, რა ქნან. უნდათ, დისნეი
ლენდის მეზობლად ვიყოთ.
- სარასოტაში წაიყვანე, ჯუნგლი-პარკში, 41-ე გზატკეცილ-
ზეა, რინგლინგ მუზეუმის ქვემოთ. მე და ფერნი ზამთრის გან-
მავლობაში ორჯერ-სამჯერ ჩავდივართ ხოლმე და არ გვწყინ-
დება. მძინარე ფლამინგოს საათობით შემიძლია ვუყურო - გა-
საოცარია როგორ ახერხებს ამას, ცალ, უსაშველოდ გრძელ
და სიფრიფანა ფეხზე როგორ ინარჩუნებს წონასწორობას? ჩე-
მი თითი უფრო სქელია, - ბერნი თავის საკმაოდ თხელ საჩვე-
ნებელ თითს უჩვენებს და იფიცება - ამაზე წვრილია, დამიჯე-
რეთ.
- არ ვიცი ბერნი, ჩემი ვაჟი ისე იქცევა, თითქოს არ უნდა
მის შვილებს რაიმე საერთო ჰქონდეთ ჩემთან. ბიჭუნა მხოლოდ
ოთხისაა და გაუცხოებულია, მაგრამ გოგონასთან, მგონი, ჩინე-
ბულად ავაწყობდი ურთიერთობას. მალე მას 9 წელი უსრულ-
დება. იმასაც ვფიქრობდი, გოლფის სათამაშოდ წამომეყვანა,
გამესეირნებინა მანქანით, ბურთზე დარტყმა მეჩვენებინა, ან იქ-
ნებ „მზის დამჭერი“ დამექირავებინა და ზღვაში გავსულიყავი?
ედ, შენი ბიჭი ხომ ვერ გამიწევს შეღავათს და, როგორც სტუ-
მარს, ხომ არ ჩამწერს „ბეივიუში“?
გოლფის კლუბ „ცხრამეტში“, რომელიც „ვალჰალა--
ვილიჯში“, გოლფის აქსესუარების მაღაზიის გვერდით, კორპუ-
სის პირველ სართულზეა, ოთხეული ლუდით და უფასო ხემსით
გრილდება. ინგლისური ლუდხანის სტილი, მუხის მუქი პანელე-
ბითა და ტიხრებით, დარბაზს აბნელებს და ამ სიბნელეს კიდევ

105
მკითხველთა ლიგა

უფრო ამძაფრებს სუბტროპიკული სინათლე გარეთ, სადაც


მრგვალ თეთრ მაგიდებს ქოლგები ფარავს წარწერით „Coors
“. I და II კორპუსებს შორის განთავსებული აუზიდან წყლის
შხეფების ხმა ისმის და ასევე დასასვენებელი ოთახების, ტირისა
და ვიდეოთამაშების ოთახებისგან მოშორებით მდგარი, რიტმუ-
ლად მოგუგუნე გენერატორის ხმა აღწევს. ზოგჯერ ღამით ჰა-
რის ეჩვენება, რომ გენერატორის ხმა ესმის, ხმა, რომელიც ყვე-
ლა ბინაში, ხალიჩაში, კონდენციონერში, საუბარში, მატრასსა
და შემოსასვლელში აკრულ ატმისფერ შპალერშიც აღწევს.
როგორღაც ხმა კედლებს მოჰყვება და უშველებელი ფანჯრის
იმ ღია ნაპრალიდან შემოდის, რომელიც სუფთა ჰაერის შემო-
საშვებადაა დატოვებული.
- რა პრობლემაა, - ამბობს ედი, თან ქულებს ითვლის, -
მიდი დახლთან და ჯორჯ სილვერსი იკითხე. არ მკითხო, რა-
ტომ შეირქვა ეს სახელი. იქ გეტყვიან, რომ ჰოლი უნდა გაიარო
და გასახდელში ჩახვიდე. ჰოლში საცურაო კოსტიუმით
სიარულს არ გირჩევ, ადმინისტრაცია კრძალავს. დღე თუ გაქვს
შერჩეული, გავაფრთხილებ და დაგელოდება.
ჰარის შთაბეჭდილება დარჩა, რომ ზედმეტად დიდი სამ-
სახურის გაწევა ითხოვა და ეს ამად არ ღირდა.
- ალბათ პარასკევს, - ფრთხილად პასუხობს ბაჭია, - აუცი-
ლებელია, წინასწარ გრეგმა იცოდეს? ვაპირებდი, ხვალ სარა-
სოტისკენ გამეტია.
- ჯუნგლი-პარკში.
- იქ სათამაშო რკინიგზის მუზეუმიცაა, - ჩაერთვება ჯო
გოლდი, - ზუსტად რინგლინგის მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს
კი ბელმის მუზეუმია, „ავტომობილები და გასული წლების მუსი-
კა“, მგონი ასე ჰქვია. ათასზე მეტი მუსიკალური აპარატია, წარ-
მოგიდგენია? ანტიკური მანქანები 1897 წლიდან, არც კი ვიცო-

106
მკითხველთა ლიგა

დი, მაგ დროს მანქანები საერთოდ თუ იყო. შენ და შენი ბიჭი


სამანქანო ბიზნესში არ ხართ, ენგსტრომ? ორივე უნდა წახვი-
დეთ, გადაირევით.
- არ ვიცი, - ამბობს ჰარი, ვერ ხსნის სიტყვებით იმ უცნაურ
მოღუშულ ღრუბელს, რომელიც ნელსონს მუდამ დაჰყვება და
ყოველგვარი სიხარულის საშუალებას სპობს.
- ჰარი, მისმინე, ეს შენთვის საინტერესოა, - ამბობს ედი, -
გიწერ შვიდ ქულას, ორს - პარი ჰანდიკაპის გათვალისწინებით,
მეთერთმეტეზე, სადაც ბურთი აიღე, ხოლო ექვსს მეთექვსმეტე-
ზე, როცა ორი ბურთი წყალში ჩაძირე. საბოლოო ჯამში 90-მდე
მოაგროვე. არც ისე ცუდად გითამაშია, როგორც გვეგონა.
გრძელ ჯოხებთან ცოტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინე და ყო-
ველთვის ოთხმოცი ქულის მიდამოებში იქნები.
- ვერ ჩავერთე თამაშში, ყურადღება ვერ მოვიკრიბე, - ამ-
ბობს ჰარი, - არ ამეწყო, არ გამომივიდა.
ბაჭიას ამ სამ ბრძენ ებრაელ კაცთან შეკითხვა აქვს, რო-
მელსაც ვერ სვამს. რას იტყვით სიკვდილზე? ამის ნაცვლად
ეკითხება: - რას ფიქრობთ „პან-ამის“ ავიაკატასტროფაზე?
სიჩუმე ჩამოწვება.
- ბომბი იქნებოდა, - ამბობს ედი, - ვინაიდან ტყავის ჩანთე-
ბი და ჩემოდნები მეტალის ნამსხვრევებითაა დახვრეტილი,
თვითმფრინავის ნამსხვრევები კი შოტლანდიაში 15 მილის მან-
ძილზეა მიმოფანტული. უეჭველად ბომბი იქნებოდა.
- არაბები, - თქვა ჯომ. პატრიოტულმა ნაპერწკალმა
გაილევა მის მერყევ თვალებში, - მტკიცებულება როგორც კი
გვექნება, F-111 ისევ ლიბიისკენ გაფრინდება. ერთადერთი,
რაც უნდა გავაკეთოთ, პირდაპირ ირანისკენ დავაწვეთ და მო-
ხუც აიათოლას წავავლოთ ხელი.

107
მკითხველთა ლიგა

ბაჭიას მეგობრები სხვა დროსთან შედარებით, სიტყვაძუნ-


წები არიან. მან თავისი პოლიტიკური შეკითხვით, ისინი უხერ-
ხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
ებრაელთათვის ასეა: რაც უნდა დაიბეჭდოს გაზეთებში,
მათთვის ყველაფერი ისრაელს უკავშირდება.
- ვგულისხმობდი, - აკონკრეტებს შეკითხვას ჰარი, - რო-
გორ ფიქრობთ-მეთქი, რას უნდა გრძნობდეს იმ დროს ადა-
მიანი? ზის თავისთვის, მიფრინავს, ამ დროს კი თვითმფრინავი
ფეთქდება.
- ალბათ, გამოგაღვიძებს, - ამბობს ედი.
- არაფერსაც არ გრძნობდნენ, - ამბობს ბერნი ანგარიშგა-
წევით, სიფრთხილით, რადგან ჰარის ხმაში მღელვარება იგ-
რძნო - ნული, ერთი წამი და ყველაფერი დასრულებულია.
ჯო თავისას აგრძელებს:
- იცი, ენგსტრომ, ისრაელში რას ამბობენ? თუ მტრები უნ-
და გვყავდეს, ღმერთის წყალობით, დაე, ეს მტრები არაბები
იყვნენ.
ჰარის ეს ხუმრობა ადრეც მოუსმენია, ცდილობს გაიცინოს.
ბერნი ნაძალადევ გაღიმებას ამჩნევს:
- მგონი, დროა, ენგსტრომმა მეწყვილე შეცვალოს, მასზე
დამთრგუნველად ვმოქმედებ.
- შენ არაფერ შუაში ხარ, ბერნი, თამაშზე უკვე დათრგუნ-
ვილი მოვედი.
კლუბი „ცხრამეტი“ ლუდთან მისაყოლებელი მარილიანი
სასუსნავის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. სასუსნავს პა-
ტარა ფაიფურის ფიალებით მოგართმევენ. თასებზე
„ვალჰალა-ვილიჯის“ მონოგრამაა ამოტვიფრული - ორი
წყლისფერი ასო, ერთმანეთზე გადაჭდობილი WV. გთავაზობენ
არა მარტო მოხალულ არაქისს, ნუშსა და თხილს, არამედ

108
მკითხველთა ლიგა

წვრილ, მარილიან, ხრაშუნა ჩხირებსა და გოგრის მზესუმზი-


რას. ჩიპსებივით პატარა, დაბრეცილი თხელი ნაჭრები, ჩიპსებ-
ზე უფრო სიფრიფანა და გაცილებით ცხარე. ნეტარებაა, როცა
გემოს შეიგრძობ და ენით საღეჭი კბილებისკენ მიგაქვს, მას კი
ხრაშახრუში გაუდის. თითოეული თანამიმდევრობით იღებს თა-
სიდან მარილიანი ასორტის ლუკმებს და მალე თასი ცარიელ-
დება. ყველაზე ბევრი ბაჭიამ შესანსლა.
- ეს საკვები ნატრიუმითაა სავსე, - აფრთხილებს ბერნი.
- ჰო, მაგრამ ჩემს სულს წაადგება. - ამბობს ჰარი ისე, თით-
ქოს შენიშვნა მის რელიგიურობას ეხებოდეს, - ლუდის შემდეგი
პარტიისთვის ვინ არის მზად? წაგებულები მასპინძლობენ.
ბაჭია გემოთმოყვარეობამ მოიცვა და მისი ცუდი განწყობა
ისე გაქრა, როგორც ალკოჰოლურ სასმელში მელნის წვეთი.
ჰარი ხელს უქნევს მიმტანს, უკვეთს კიდევ ოთხ ლუდსა და თასს
სასუსნავით. ესპანურად მოსაუბრე ახალგაზრდა მიმტანს ნელ-
სონზე დიდი საყურე უკეთია, მაჯებზე ოქროს სამაჯურები აუს-
ხამს. ჰარის მოკრძალებულად უკრავს თავს. მის თვალში ჰარი
ალბათ არანორმალურივით გამოიყურება - მარილიანი წყლით
გაჟღენთილი, მოვარდისფრო ცომი. მთელი ოთხეული უწესრი-
გო, ხმაურიანი ტიპების შთაბეჭდილებას ტოვებს. საზიზღარი ბე-
ბერი გრინგოები. მელნის კიდევ ერთი წვეთი. ჰარის ისევ სევდა
შემოაწვა. ფლორიდული, საუკეთესო დროის ტარება ვერ შე-
ედრება დაიმონდის ხალას საღამოებს, სადაც ის და მისი მეგო-
ბარი ერთად სვამდნენ „მფრინავ არწივში“.
მეგობრები თანდათან შემოეცალნენ. ბადი ინგლფინდერ-
მა აწოწილი შეშლილი ჰიპი, სახელად ვალერი შეირთო ცო-
ლად და საცხოვრებლად როიესფორდში გადავიდა; თელმა ჰა-
რისონი კანის ტუბერკულოზით დაავადდა და სამეგობრო წრეს
გამოეთიშა; სინდი მარკეტი გასუქდა და უების დაშორდა. ამ ყვე-

109
მკითხველთა ლიგა

ლაფერ ამის შემდეგ, ბაჭიას ისინი აღარც უნახავს. ფლორიდა-


ში ხალხი წინდახედული და ფრთხილია. შტატი კი არა, ბრო-
ლის ლარნაკია.
- შენი ვაჟი გოლფს თამაშობს? - ეკითხება ჯო.
- არა, მას ტემპერამენტი არასდროს ჰქონია, - ბაჭიას შე-
ეძლო დაემატებინა, რომ მას არც არასოდეს დაუპატიჟებია ვა-
ჟი სათამაშოდ.
- როგორ ერთობა? თავისუფალ დროს რითია დაკავებუ-
ლი? - ეკითხება ედი. ჰარის ესმის, რომ ზრდილობისთვის უსვა-
მენ შეკითხვებს. მეორეჯერ ლუდის შეკვეთით ჰარიმ მეცხრამე-
ტე ორმოსთან შეჩერებული ზედაპირული ამხანაგობის ზღვარს
გადააბიჯა და ძალდაუტანებელ მეგობრულ ურთიერთობას
დაუდო სათავე. გოლფის კომპანიონებს დიდი ხანია სახლში
ასაკოვანი კეკლუცი ცოლები ელოდებიან, ახალი ჭორები, წარ-
მატებული შვილების წერილები, დასათვლელი პროცენტები,
შესასწავლი თორა ელით.
- თვითდამკვიდრების მიზნით მუდამ მეწინააღმდეგება, -
ამბობს ჰარი, - ბრუერელ ნაყარნუყარ ხალხთან დაეთრევა,
დროს უცოლო ლაწირაკივით ატარებს. ვერ ვხედავ, მისთვის
რაიმეს სიხარული მოჰქონდეს. სპორტით არასოდეს ყოფილა
გატაცებული
- ისე საუბრობ მასზე, - მიგებს ბერნი, - თითქოს ის მამა
იყოს, შენ კი შვილი.
ბაჭია ხალისით ეთანხმება, მეორე ლუდის კათხამ მასზე
გამამხნევებლად იმოქმედა:
- ჰო, თან - დამნაშავე შვილი, ზუსტად ასე აღმიქვამს. კა-
ნონის დამრღვევი ბებერი თინეიჯერი. მისი ცოლი დაბეჩავებუ-
ლია.

110
მკითხველთა ლიგა

როგორ აღმოხდა მსგავსი რამ? სიმართლე თქვა განა?


„ბიჭებო, მიშველეთ, მითხარით, როგორ ახერხებთ დასძლიოთ
სექსსა და სიკვდილზე ფიქრი და ამაზე ნერვიულობით თავი არ
შეიწუხოთ“? ჰარი საუბარს აგრძელებს, - მთელი ოჯახი, ბავშვე-
ბიც კი, ცოტაც და აფეთქდებიან. არ ვიცი, რაშია საქმე.
- შენი მეუღლე საქმის კურშია?
„ჩურჩუტი, მაგას რა ეცოდინება“, - ჰარიმ შეკითხვა თით-
ქოს ვერც გაიგონა.
- გუშინ საღამოს ვცადე, მეგობრულად დავლაპარეკებო-
დი, მან კი ლაფში ამოსვარა „ტოიოტა“, კომპანია, რომელიც
გვაჭმევს, რომლის გარეშეც მისი უმეცარი პაპა, მე და თავად
ისიც მშივრები ვიქნებოდით. უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის
გამო, რომ „ტოიოტა“ „ლამბორჯინი“ ვერ არის. ღმერთო! ლუ-
დი რა უცებ გათავდა. ისე ცხელა, როგორც გობის უდაბნოში.
- ჰარი, არ ღირს მეტის დალევა.
- დროა, სახლში წახვიდე და შენიანებს ბელმის მუზეუმზე
მოუყვე. ბ ე ლ მ ი ს. ვიცი, როგორც უნდა წარმოვთქვა, თუმცა
ვერ გამოვთქვამ. ყველა სახის მანქანა გინდა - ძველიც, ახა-
ლიც, უახლესიც - საჭისა და სიჩქარეების გარეშე.
- გულწრფელად რომ გითხრათ, ბიჭებო, მანქანებში დი-
დად ვერ ვერკვევი. ვატარებ, ვყიდი, სულ ესაა. ჩემთვის ყველა
ერთნაირია. თუ კარგად დადის, დიდებულია, თუ არა და - ჯარ-
თი.
კაცები წამოდგნენ.
- ხვალ შენი შვილიშვილი მოიყვანე და პირველი გაკვეთი-
ლი ჩაუტარე. დასწიე თავი დაბლა, პატარავ, ახლა ფრთხილად
დაარტყი.
ბერნიმ ბაჭიას ჭკუა დაარიგა. ედ ზილბერშტეინიც ჩაერთო
რჩევებით.

111
მკითხველთა ლიგა

- მოჭრითი დარტყმები უნდა დახვეწო, ჰარი. რა აუცილე-


ბელია ჯოხი მხრებს ასცდეს? დარტყმა შენ ცხვირწინაა, ასე
მითხრა ერთხელ გოლფის პროფესიონალმა მოთამაშემ. წარ-
მოიდგინე, რომ ზუსტად იმ ადგილით ურტყამ.
იგრძნეს, როგორ მდუმარედ ითხოვდა ბაჭია შველას, იგ-
რძნეს მისი მავედრებელი ყვირილი, ნუგეშისცემის სურვილი.
კომპანიონები ნამდვილი ებრაელებივით იქცევიან, - ყოველ
შემთხვევაში, ბაჭიას ასე ეჩვენება, სანამ ზის და უსმენს.
სკამიდან წამომდგარი ბერნი ჰარისკენ იხრება, მისი სახე
მიწისფერია, კისერზე ჩამოკიდებული კანი ღრმა ნაკეცებითაა
დაღარული და ნაკეცებს შუა ჩრდილებია.
- ერთი გამოთქმა გვაქვს, coris. - ბერნი ზემოდან დაჰყუ-
რებს ჰარის, - ეს რაც უბედურებას ნიშნავს. ვფიქრობ, მეგობა-
რო, შენც ეს გჭირს, თუმცა ბოლომდე - არა.
ალკოჰოლისგან სასიამოვნოდ გაბრუებულს გული სად-
ღაც შორიდან ჩხვლეტს, ოდნავ წამოწითლებული ცხვირის წვე-
რი წიწკნის. ჰარი არც კი აპირებს შეირხეს, თუმცა სამყარო მის
ირგვლივ შეუჩერებლად მოძრაობს. ორი შეუპოვარი სტუდენ-
ტი, რომლებიც მთელი შუადღის განმავლობაში, გოლფის
მოედანზე ფეხდაფეხ დაჰყვებოდათ, ახლა ვიდეოთამაშებით
ერთობა. დასასვენებელი ოთახების გვერდით მდებარე დარბა-
ზიდან მათი ყიჟინა და სტვენა ისმის.
ეკრანზე სხვადასხვა ფერის რობოტები ჩნდება და ქრება.
ბაჭია თავის ხელებს დაჰყურებს, შეწითლებულსა და ნუნებთან
შესივებულს. ხელით ეალერსება მონოგრამიან თასს. თასი ცა-
რიელია, ყველაფერი შეუჭამიათ. ჰარის ზუსტად არ ახსოვს,
მიმტანმა მოიტანა თუ არა სასუსნავის მეორე თასი.
ჯო გოლდი, ქვიშისფერი ფაფრითა და კუთხოვან სათვა-
ლეში გამომწყვდეული, აქეთ-იქით მოხტუნავე, გადიდებული

112
მკითხველთა ლიგა

თვალებით, ფრთხილად, ისე თითქოს მის წინ ხაფანგი იყოს,


ოდნავ დაიხრება ბაჭიასკენ.
- საგანგებოდ შენთვის, ებრაული ანეკდოტი: აბრაამი დი-
დი ხნის უნახავ ისააკს ხვდება. ეკითხება: „რამდენი შვილი
გყავს?“ ისააკი პასუხობს „არც ერთი“. „არც ერთი? მაშ, სად
პოულობ გაღიზიანების მიზეზს?“
სამეულს უცნაური სიცილი წასკდა, ისეთი, ნაჩქარევად გა-
დაღებულ ლუდის რეკლამას რომ გაგახსენებს. მათი არაბუნებ-
რივი, შეთანხმებული დაცინვა ჰარისთვის გამაფრთხილებლად
ჟღერს, აგრძნობინებს, რომ დღე ფუჭად გალია. ახლა დროა
იჩქაროს, დაეწიოს მათ, როგორც ბავშვობაში, გაკვეთილზე
დაგვიანებისას ჩქარობდა სკოლაში, თან გული უფართხალებ-
და. სამეული კეთილმოწყობილ, მშვიდ, ოჯახურ გარემოს უბ-
რუნდება. დამშვიდობებისას მეგობრულად წამოარტყეს ხელი
კეფაზე, უჩქმიტეს კიდეც, თითქოს ეს აპათიური მდგომარეობი-
დან გამოიყვანდა.
ჰარი ფიქრობს, რომ ფლორიდაში მეგობრობაც კი ზედა-
პირული და დროებითია. ადამიანები ერიდებიან მიჯაჭვულო-
ბას, ვინაიდან ნებისმიერ წუთს შეიძლება ახალი ბინა შეიძინონ
და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, ან უბრალოდ, დაიხო-
ცონ.
გოლფის ჯოხებსა და ფეხსაცმელებს გოლფერების მაღა-
ზიაში ტოვებს და ტყავის გაცვეთილი მოკასინებით მიაბიჯებს.
ფეხსაცმელი ხმარებისგან იმდენად გაცვეთილია, რომ შიგ ტერ-
ფები თავისუფლად მოძრაობს. წინ მიიწევს, ავტომანქანების
სადგომს კვეთს და სატრანსპორტო გზებს შორის არსებულ კუნ-
ძულებს - კორპუსისკენ მიმავალ ზოლიან ქვაფენილსა და მწვა-
ნედ დაფარულ მოლს მიუყვება. ბაჭია შესასვლელისკენ მიდის.
გარეთა კარს გასაღებით აღებს. პანელზე კოდს კრეფს, ვიწრო

113
მკითხველთა ლიგა

შესასვლელში დგას, სადაც მას ორი ვიდეოთვალი უყურებს. კა-


რი იღება ჩვეული ხმაურით როდი იღება, არამედ ასეთ ხმას
გამოსცემს: „დინ, დინ, დინ“, თითქოს სახანძრო მანქანა ბრუნ-
დებოდეს გამოძახებიდან. ლიფტით მეხუთე სართულზე ადის.
413-ე ბინაში, სახლში შედის. იქ, მისი ნამდვილი სახლიდან
შორს, ჯენისი, პრუ და ბავშვები კარტს თამაშობენ, უფრო სწო-
რად, ქალბატონები თამაშობენ, როი კი კარტს ჭმუჭნის და დე-
დამისის დარიგებით ჩამოდის. როის ბუთხუზა სახეზე იმედგაც-
რუება აღიბეჭდება. ბავშვისთვის მთელი დღე აუხდენელ ოცნე-
ბებში მიილია. ჰარის ისეთი სიხარულით შეეგებნენ, თითქოს ის
მოწყენილობისგან დასახსნელად მოვლენოდეს მათ.
ჰარი ნაცემივითაა. ერთადერთი სურვილი აქვს - დაწვეს
და დაიძინოს. კითხულობს:
- ნელსონი სად არის?
არასასურველი შეკითხვაა, მით უფრო ბავშვების თანდას-
წრებით. ჯენისმა და პრუმ მზერა გაცვალეს, მერე პრუმ გადაწ-
ყვიტა ეთქვა:
- მანქანით რაღაც საქმეზე წავიდა.
აქ მხოლოდ ერთი მანქანა ჰყავთ, „კამრი“. ჰარის „სელი-
კა“ პენ-პარკში დგას. ეს გამართლებულიც არის, რადგან ყოვე-
ლივე, რაც ესაჭიროებათ - წამლები, ჟურნალები, საპარიკმახე-
რო, საცურაო კოსტიუმები, ჩოგბურთის ბურთები - აქვე შეუძლი-
ათ შეიძინონ, „ვალჰალაში“. პატარა პროდუქტების მაღაზია III
კორპუსშია, მაგრამ იქ, აეროპორტის მსგავსად, ზედმეტად მა-
ღალი ფასებია. ასე რომ, ჯენისი, როგორც წესი, კვირაში ერ-
თხელ იმარაგებს საკვებს, საყიდლებზე ნახევარი მილით დაშო-
რებულ პინდო-პალმ ბულვარზე, „უინ დიქსიში“ მიდის. ყოველ
კვირას ქალაქის ცენტრში, დელეონში მდებარე ბანკს აკითხა-
ვენ, ის სანაპიროდან ორ ნაბიჯზეა. იქ გამუდმებით ჟღერს მუსი-

114
მკითხველთა ლიგა

კა, თითქოს ბანკშიც და მის გარეთაც, ხეების ქვეშ ხმის გამაძ-


ლიერებლები იყოს დამალული. თვეში ორჯერ, სახლიდან ორი
მილის დაშორებით, პალმენტო-პალმ ბულვარზე უშველებელ
სავაჭრო ცენტრში, კინოთეატრს სტუმრობენ, დანარჩენ დროს
მანქანა ავტოსადგომზე დგას და ნელ-ნელა ჟანგითა და ჩიტე-
ბის თეთრი სკლინტით იფარება.
- საინტერესოა, აქ რა საქმეები უნდა ჰქონდეს?
- საკმარისია, ჰარი, - ამბობს ჯენისი, - ადამიანს უამრავი
რამ ესაჭიროება. მაგალითად, ნელსონს არ უყვარს ლუდი, რო-
მელსაც შენ სვამ. გარდა ამისა, მას განსაკუთრებული კბილის
საწმენდი ძაფი მოსწონს, არა - ჩვეულებრივი, მრგვალი, არა-
მედ - ბრტყელი, ლენტის მსგავსი. ესეც რომ არ იყოს, უბრა-
ლოდ მანქანით სეირნობა უყვარს. ოთხ კედელში ხომ არ იქნე-
ბა გამომწყვდეული, კლაუსტროფობიას აიკიდებს.
- ეგ ყველას გვემუქრება, - ამბობს ჰარი, - არ არის აუცი-
ლებელი, საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად სხვისი მან-
ქანა გაიტაცო.
- გატანჯული სახე გაქვს, ჰარი, წააგე?
- როგორ გამოიცანი?
- ყოველთვის მარცხდები. ებრაელების სამეული, რომელ-
თანაც თამაშობს, - უხსნის რძალს, - თაღლითურად მუდამ ოც
დოლარს ართმევს.
- მათდამი უსამართლო ხარ, დედაშენივით ლაპარაკობ.
ცნობისთვის, არცთუ ისე იშვიათად, ვიგებ კიდეც.
- რაღაც ვერ ვიხსენებ. ისინი ალბათ თავბრუს გახვევენ,
მაგარი ხარო, მერე კი ფულს გცინცლავენ.
- ბრიყვო, ის ოცი დოლარი ჩემმა პარტნიორმა დღეს ჩემ-
თან ერთად წააგო.

115
მკითხველთა ლიგა

პასუხად, ყოველგვარი აღშფოთების გარეშე, ზუსტად ისე,


როგორც დედამისმა იცოდა, ჯენისი ჰაერში დააფრქვევს სიტ-
ყვებს:
- უეჭველად დაიბრუნებს შენი პარტნიორი იმ ფულს, ეგ
ერთი ბანდაა.
ბაჭია ხვდება, რომ ჯენისი განგებ ამბობს საზიზღრობებს,
რათა საუბარი ნელსონის გაუგებარი საქციელისგან სხვა თემა-
ზე გადაიტანოს.
- პაპა, მოდი რა, როის ნაცვლად გვეთამაშე, - ამბობს ჯუ-
დი, - მან ხელში კარტის დაჭერაც არ იცის, თან ყველას ხელს
უშლის.
როიმ სწრაფად გაამართლა დის სიტყვები და კარტი შუშის
მაგიდაზე ისევე დაყარა, როგორც დილით დააგდო კოვზი.
- მძულს თამაშები, - თქვა ჰარიმ მოკლედ და გამოკვეთი-
ლად, მოლაპარაკე თოჯინას მსგავსად. ადრე ასეთი თოჯინები
იყო - თუ კეფაზე ჩამოკონწიალებულ თოკს მოქაჩავდი, რაიმე
ფრაზას წარმოთქვამდა. ჯუდი კარტისგან გამოთავისუფლებულ
ხელს გვარიანად დაარტყამს ძმას. როი თავდასაცავად ღნა-
ვილს მორთავს, ჯუდი კი ეჩხუბება:
- ყველაფერი გააფუჭე, ახლა თამაშს ვერავინ გააგრძე-
ლებს, მე კი ვიგებდი, თითქმის ყველა გული მყავდა, ყვავის ქა-
ლიც!
პრუ კარტის მარაოს შუშის მრგვალ მაგიდაზე პირქვე დებს
და გულში იკრავს ატირებულ როის. ჯუდი ეჭვიანობისგან ლამის
ადუღდეს, თვალები ისე წამოუწითლდება, როგორც ნებისმიერ
ქალს - ცრემლების გადმოყრის წინ. პროტესტის ნიშნად ოთა-
ხიდან გავარდება და ჯენისისა და ჰარის საძინებელში შეიჭრება.
პრუ ნაძალადევად იღიმის, გაწამებული სახე აქვს.

116
მკითხველთა ლიგა

- ყველა დაღლილი და დაძაბულია, - წაიღიღინა მან ისე,


რომ ჯუდისაც გაეგო.
ჯენისი წამოდგება, თავბრუ წამით დაეხვევა და წვივით
დაეჯახება შუშის მრგვალ მაგიდას. მაგიდაზე თავის კარტსა და
მაღალი შუშის ჭიქას დატოვებს, ჭიქაში „კამპარის“ ფორთოხ-
ლის წვენი ნახევრად ასხია. შეირხევა, შეჯანჯღარდება და თა-
ვის ადგილს დაუბრუნდება. ჰარის, რატომღაც, ედის ნასროლი,
გუბეში ჩაძირული ბურთი მოაგონდება. ჯენისს ისევ თეთრი სა-
ჩოგბურთო კაბა აცვია, იღლიებთან ოფლის მკრთალი, მოყვი-
თალო ლაქები ისე მოჩანს, როგორც გამოხუნებულ რუკაზე -
კუნძულები.
- ეტყობა, დღეს გადავიღალეთ, - ეუბნება ჯენისი ჰარის, -
ჯერ საყიდლებზე ვიყავით, მერე „ბურგერკინგში“ ვისადილეთ.
შინ დაბრუნებულები პრუმ საცურაო აუზზე წაგვიყვანა, შემდეგ
ბავშვები ორი საათი „შაფლბორდს“ თამაშობდნენ. დღეს მე და
ჯუდითი ჩოგბურთის კორტებზეც ვიყავით.
- მერე? - დაინტერესდა ჰარი.
ჯენისს მოულოდნელი შეკითხვის გამო ეცინება.
- მშვენივრად თამაშობს, შენსავით მაგარი მოთამაშე იქნე-
ბა.
ბაჭია თავის საძინებელში შედის. ის და ჯენისი მარტონი
რომ ყოფილიყვნენ, მიეგდებოდა ლოგინზე, გადახედავდა ის-
ტორიის წიგნს, რომელიც მეუღლემ საშობაოდ აჩუქა, მილუ-
ლავდა თვალებს და ფიჭვის ტოტებზე შემომჯდარი ჩიტების ჭიკ-
ჭიკში ჩაიძინებდა. მორჩილად დაჰყვებოდა ყოფის სიმძიმეს. ჯუ-
დიმ დაასწრო და მისი ორადგილიანი უშველებელი ლოგინი,
თავის ნეფრიტისფერ გადასაფარებლიანად დაიპყრო. გოგონა
გადასაფარებელშია გახვეული და სახეს მალავს. ბაჭია საწო-
ლის კიდეზე წვება. ჯუდითი მისკენ მიჩოჩდება და წვრილი მუხ-

117
მკითხველთა ლიგა

ლებით ეხება. ბაჭიას აბოდებს მის თმაზე, მის სიჯანსაღესა და


სრულყოფილებაზე. მისი ფერმკრთალი კულულები, მზის სხი-
ვებზე სტაფილოსფრად ბზინავს.
- აჯობებს ძალები ბინგოს სათამაშოდ შეინახო, - ეუბნება
ჰარი.
- თუ როის წამოიყვანენ, არ წამოვალ, - პასუხობს ბავშვი.
- მკაცრი ნუ იქნები, საერთო ჯამში, როი კარგი ბიჭია.
- არა. სულაც არ არის კარგი ბიჭი. თამაშს ვიგებდი. ყვავის
ქალი უკვე ხელში მყავდა, გულების თითქმის მთელი წყება, ტუ-
ზი, ვალეტი და ზოგიც სხვა. როიმ ყველაფერი ჩამიშალა. დედა
კი ყოველ მის გამოხდომაზე ფიქრობს, რა საყვარლობააო! და-
ბადების დღიდან მთელი ყურადღება და სიყვარული მას ეკუთ-
ვნის. მხოლოდ იმის გამო, რომ ბიჭია.
- რთულ ვითარებაში ყოფილხარ, - ეთანხმება ჰარი, - ვი-
ცი, მეც მაქვს მსგავსი რამ გადატანილი, თუმცა ჩვენთან პირი-
ქით იყო. უმცროსი და მყავდა.
- მერე, არ გძულდა? - ჯუდიმ სახიდან ხელები ჩამოიშორა
და თავისი მწვანე ნამტირალევი თვალებით მიაშტერდა.
- არა. გულწრფელად რომ ვთქვა, მიმი მიყვარდა. - ნათ-
ქვამის სიმართლემ შეძრა ბაჭია. საკმაოდ ცოტაა ისეთი ადა-
მიანი, რომელიც ასე ძალდაუტანებლად უყვარდა, ყოველგვა-
რი ხინჯის გარეშე, როგორც თავისი პატარა, აუტანელი დაიკო
მიმი. გარეგნობით ერთმანეთს ჰგავდნენ, უბრალოდ მას მომ-
ცრო სახე ჰქონდა და ოდნავ მოუხეშავი იყო. მიმის ისეთივე პა-
ტარა სწორი ცხვირი და მოკლე ზედა ტუჩი ჰქონდა, როგორიც
ბაჭიას. ოღონდ მისგან განსხვავებით შავგვრემანი იყო და, რა
თქმა უნდა, გოგონა.
ეს იმ სიმღერას ჰგავს, რომელიც სულ სხვა ტონალობა-
შია, მაგრამ მელოდიას ცნობ. მის ხელს ახსოვს პატარა დის

118
მკითხველთა ლიგა

წებოვანი თითები, როცა კვირაობით, მშობლები ასეირნებდნენ


- ზემოთ მთისკენ შპილებიან სასტუმრომდე და უკან, კანიონის
კიდესთან ჩავლით. მიმი წამით არ უშვებდა ძმას ხელს, რითიც
დამცველის შეგრძნებას უვითარებდა ჰარის. გოგონა, სავა-
რაუდოდ, ამას სათავისოდ იყენებდა, სხვების საწინააღმდეგოდ,
ყველა სხვა ქალის საწინააღმდეგოდაც კი. მიმიმ, მისმა დაიკომ,
მასზე ისეთი ზეგავლენა მოიპოვა, ვერც ერთმა ქალმა რომ ვერ
მოახერხა ცხოვრების მანძილზე.
- შენზე უფროსი იყო თუ უმცროსი?
- უმცროსი. ბევრად უმცროსი, ვიდრე როია შენთვის. მაგ-
რამ გოგონა იყო, გოგონები კი ბიჭებთან შედარებით, ნაკლე-
ბად ავები არიან. თუმცა, მგონი, ის თავისებური მეამბოხეც იყო.
თექვსმეტი წლის რომ შესრულდა, მშობლებისთვის ჯოჯოხეთი
დაიწყო.
- პაპა, მეამბოხე რას ნიშნავს?
- როგორ გითხრა, ურჩი, გაუგონარი, უკუღმართი.
- როგორც მამიკო?
- არა მგონია, მამაშენზე იმავეს თქმა შეიძლებოდეს. მის-
თვის რა სიტყვა შევარჩიო? ალბათ - დაძაბული. მას უფრო მე-
ტის ატანა უწევს ადამიანებისგან, ვიდრე სხვებს, ის ზედმეტად
მგრძნობიარეა.
გონების მცირედი დაძაბვა იმისთვის, რომ თავისი აზრი
დალაგებულად ჩამოაყალიბოს, მის გონებას ღლის და ენას უმ-
ძიმებს.
- ჯუდი, მოდი შეჯიბრება მოვაწყოთ. შენ მანდ, შენს მხარეს,
დაიძინე, მე - აქეთ. აბა, ვის უფრო მალე ჩაეძინება.
- მსაჯი ვინ იქნება?
- დედაშენი, - ამბობს ჰარი და მოკასინებს იხდის, მათ სა-
წოლის ქვემოთ ყრის. თვალებს ხუჭავს და პლაკატის მსგავსი

119
მკითხველთა ლიგა

მკვეთრი და ნათელი ფლორიდის სურათი ქრება. თვალების


მიღმა კი დაღლილი გონება მოგონებას აცოცხლებს. ჯეკსონ
როუდის ველოსიპედით თავდაღმართზე, მერე პოტერ ავენიუზე
უხვევს, მიმისთან ერთადაა. პატარა დაიკო მის უკან, მის გაქუ-
ცულ, ძველ ლურჯ „ელჯინზე“ ზის. მიმი ექვსისაა, ჰარი კი თორ-
მეტის. თუ ჰარიმ ქვას ან ორმოს გვერდი ვერ აუქცია, ველოსი-
პედიანად ამოტრიალდებიან, ასფალტზე დაენარცხებიან და მი-
მის, მომავალი ქალის მშვენიერი სახე სამუდამოდ დამახინჯდე-
ბა. ძმის მოიმედე ციცქნა გოგონა, მის გასამხნევებლად მღერის.
მელოდიას ვერ იგონებს, უბრალოდ ამოჭრილი სიტყვები ჩაეს-
მის ყურში, მისი გრძელი შავი თმა ხან თვალებში აქვს, ხან პირ-
ში. ყურადღების გაფანტვა და მხედველობის წამიერი დაბინ-
დვა, ველოსიპედის მართვას სახიფათოს ხდის. ბაჭია მიმის ხი-
ფათში აგდებს, თუმცა ნებისმიერი რთული ვითარებიდან უვნე-
ბელი გამოჰყავს.
„მოშორდით, ბუზებო, ნამცხვარს, ის ჩემია!“ - ასე იწყებო-
და მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა, რომელსაც გაუთავებ-
ლად მღეროდა შინ, სანამ ყველას ჭკუიდან არ გადაიყვანდა.
„მოშორდით, ბუზებო, ნამცხვარს, ის ჩემია! ვაშლის კრემით სავ-
სე ქვაბიც ჩემია! თვალები გაგიბრწყინდება და ჭამა არ მოგ-
წყინდება“ - შესრულებისას თვალებს ისე ქაჩავდა, რომ მთელი
ოჯახი სიცილით იხოცებოდა.
ბაჭია სიცარიელეს გრძნობს, ჯუდი მის გვერდით აღარ
არის. გოგონა ბავშვური სიფრთხილით გამოძვრა ლოგინიდან,
გავიდა ოთახიდან და გაიხურა კარი. ისმის ქალების ჩურჩული.
ჩურჩული ერწყმის სიზმარს, უშველებელ შენობას, ამფითე-
ატრს, მაყურებლებს, რომელთათვისაც წარმოდგენას დგამს,
თუმცა სიზმარში არავინ არის მის გარდა და მაინც გრძნობს,
ვიღაც უთვალთვალებს, ვიღაცისთვის უნდა ითამაშოს. დიადი,

120
მკითხველთა ლიგა

თავზარდამცემი, საშინელი თანდასწრების შეგრძნება მიჰყვება


მის ზმანებას. ჰარი შეშინებული იღვიძებს და ტუჩის კიდესთან
მომდგარ ნერწყვს გრძნობს. თითქოს დოლია და ახლახან შე-
მოჰკრეს. გამოღვიძებული შეიგრძნობს, რომ საკუთარი გულის
ფიცარი ესიზმრა. ვითომ გულად გადაიქცა თვითონ, მოხტუნავე,
გახელებულ, აქოშინებულ კაცად. სათამაშო მოედნის შუაგულში
კაცი ელოდება ჩასტვენას და ემზადება მაღალი ნახტომისთვის.
ძილის რაღაც მონაკვეთში გულის ტკივილი იგრძნო. ყრუ, სევ-
დიანი ტკივილი, რომელსაც დღევანდელ, უნიჭოდ წაგებულ
თამაშთან აკავშირებს. ძალიან საწყენია, მაგრამ ვერაფრით
მოახერხა კონცენტრაცია და ვერც მოდუნდა. საინტერესოა,
რამდენი ხანი ეძინა. ხალასი, მკვეთრი, ნათელი, მზიანი სარეკ-
ლამო აფიშა დაიბურა.
პალმის კენწეროები და წითელსახურავიანი მაღალი შე-
ნობები, რომლებიც დიდი, გასაწევი ფანჯრის მიღმა მოჩანს,
მოიღუშა, ჩრდილისებრი გახდა. გოლფის სათამაშო მოედნი-
დან მოღწეული ხმაური, აღტაცებისა და იმედგაცრუების ცვალე-
ბადი ხმებით, მინელდა და ჩაცხრა.
ფანჯრის მიღმა, ბინდში მთრთოლარე, მეორადი მანქანე-
ბის სადგომის თავზე, ყველა ჯიშის ჩიტი შეგროვდა, რათა და-
ასრულონ დღე. სადილამდე ვიწრო ქუჩის ბოლოს, გარაჟის სი-
ახლოვეს აღმართულ კალათბურთის ბადესთან, ერთი-ორი
საათით ადრე, „მინუს 5-ის“ ბოლო რაუნდი ჩამთავრდა. პე-
რიოდი, რომელიც დღის განმავლობაში, მისთვის ყველაზე და-
ძაბული იყო, ახლა „მკვდარ საათად“ იქცა. მისი მძიმე სხეული
სულ უფრო ვეღარ სწყდება მიწას - მოშვებულია კუნთები, დაგ-
როვდა ცხიმი. დროა წონაში დაიკლოს.
სასტუმრო ოთახში ჯუდითი მარტოა. გაყურსულია და ტე-
ლევიზორის პულტით გაუჩერებლად გადადის ერთი არხიდან

121
მკითხველთა ლიგა

მეორეზე. სერიალები ერთმანეთს ენაცვლება. შავკანიანები -


„ჯეფერსონებში“, თეთრკანიანები - „ოჯახურ კავშირებში“ არიან
დაკავებულნი. ეკრანზე თვალის დახამხამებაში ჩნდება და ქრე-
ბა კადრები: ლუდის ქილები, ბუნების ხედები, ჯორჯ ბუშის მი-
მართვა ტეხასიდან, ფლორიდელი ფერმერი გადამწვარ მინ-
დორთან, გამომძიებელი სკოტლენდ-იარდიდან, რომელიც
თვითფრინავის შავი ყუთის გაშიფრვის შედეგად მიღებულ ინ-
ფორმაციას განმარტავს.
- რას ამბობს? - ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო ჰარიმ,
კადრი გაუჩინარდა და ჩაენაცვლა ახალი გამოსახულება -
ზღვის ძროხისა, რომელსაც ელექტრონული თვალის იმპლან-
ტი გაუკეთეს. სამუშაო, სავარაუდოდ, მამრობითი სქესის წარ-
მომადგენელმა ჩაატარა, ადამიანმა - კეფაზე კიკინით, ზღვის
ძროხების ახირებულმა სპეციალისტმა.
მეტი და მეტი სიახლის მიღების სურვილით შეპყრობილი
ბავშვი ზღვის ძროხასაც ისტუმრებს ეკრანიდან და სხვა არხზე
რთავს.
- უკან დააბრუნე, - ევედრება ბაჭია, რადგან „პან-ამის“
თვითმფრინავზე ინფორმაციას მოჰკრა ყური.
- ბომბი იქნებოდა, სულელო, - ამბობს ჯუდი, - ისე რა
ააფეთქებდა.
ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ საგაზეთო სა-
თაურებად გამოტანილი ტრაგედიები მათ არასოდეს შეემთხვე-
ვათ.
- თუ ღმერთი გწამს, დაშოშმინდი, ამიჭრელდა თვალები.
ერთი წუთით, ლუდს მოვიტან და კარტით საინტერესო თამაშს
გასწავლი, მაგარი რამეა. დანარჩენები სად არიან?
- ბებია თავის კურსებზე წავიდა, დედა როის აძინებს.

122
მკითხველთა ლიგა

- მამაშენი? - უმალ ხვდება, რომ ნელსონს არ უნდა შეხე-


ბოდა, მაგრამ ენას კბილი ვერ დააჭირა.
ჯუდი მხრებს იჩეჩს და წინადადებას ასრულებს: - ჯერ არ
გამოჩენილა.
თურმე ჯუდი მის გარეშეც მშვენივრად თამაშობს „მაგარ
რამეს“. გამოიჭირა და წააგებინა. არადა, ბაჭიას უკვე სამეული
ეჭირა, ფერის შევსებას ელოდა, რომ ჩასულიყო. მხიარულ სი-
ცილზე საძინებლიდან თეთრ, მოკლე შორტებში გამოწყობილი
პრუ გამოვიდა. ფართო თეძოები ჰორიზონტალურ ნაკეცებად
უჩანს, ლოყები წამოწითლებული და შეშუპებული აქვს, ბალი-
შის კვალი ამჩნევია, ან, შესაძლოა, ტირილის.
რამდენად მეტყველია ქალის სხეული! დიდი და შიშველი
ტერფები, სუფთად გაკეთებეული პედიკიური. ჰარი რძალს
ეკითხება:
- რა გეგმები გაქვს?
პრუ, ჯუდის მსგავსად, მხრებს იჩეჩს.
- ალბათ ჯენისს დაველოდებით და მერე სასადილოდ გა-
ვალთ, იქამდე როის ვაშლის პიურეთი გამოვკვებავ.
ბაჭია და ჯუდი „მაგარი რამის“ მეორე ხელს თამაშობენ.
პრუ სამზარეულოში ფუსფუსებს, მერე კი როის დაღუღუნებს
თავზე. საღამო ფლორიდაში ყოველგვარი განსაკუთრებულო-
ბის გარეშე დგება, გაიხედავ აივნიდან და ყველაფერი ნაცრის-
ფერია, თითქოს ნისლშია გახვეული. გამოღებული კარიდან
ზღვის სუნი აღწევს. ჩიტების ხმა და ჟივჟივი, გოლფის მოედნი-
დან რომ მოისმოდა, სიბნელეში ჩაიკარგება. სიმშვიდეა. ბაჭიას
ახლა ყველაზე ნაკლებად ჯენისის რატრატის მოსმენა სურს, ქა-
ლების შეკრებებიდან ის მუდამ აგრესიულად დამუხტული ბრუნ-
დება ხოლმე.

123
მკითხველთა ლიგა

- უჰ, ჰარი! არ ვიცოდი, რომ მამაკაცები ასეთი გარეწრები


იყავით. ნუთუ საკმარისი არ არის, რომ როგორც საკუთრებასა
და ნივთს ისე გვეპყრობით? თურმე პატრიარქალურ რელიგი-
ებში ქალი, მენსტრუაციის გამო, უწმინდურად მიიჩნევა. ეს მიზე-
ზიღა გაკლდათ, დამნაშავედ რომ გვაგრძნობინოთ თავი!
- მაპატიე, საყვარელო, - ამბობს ბაჭია, - ამას გადაჭარბე-
ბად მივიჩნევ.
- ასე დაისაჯა ევა პირველქმნილი ცოდვის გამო, - ჯენისი
პრუსთვის განავრცობს თემას, - ლექტორი ვაშლისა და სის-
ხლის საერთო სიწითლეზეც საუბრობდა, წესიერად ვერც კი გა-
ვიგე.
ჰარი აწყვეტინებს:
- აქეთ მომხედეთ, ევებო, ვკვდები შიმშილით! არაფერი
გვაქვს, რომ დავღეჭო?
- სხვათა შორის უამრავი ჯანსაღი სასუსნავი ვიყიდეთ
თქვენთვის, - ამბობს პრუ, - გარგარის ჩირი სულფატის გარეშე,
ბანანის უმარილო ჩიპსები.
- პლასტმასის იმ პატარა ყუთებში რა არის? ალბათ გემ-
რიელი ჩინური საჭმელი, რომელსაც ხელი არ უნდა მივაკარო,
ასეა?
- კარგი, - გადაწყვიტა ჯენისმა, - სასადილოდ გავიდეთ.
ნელსონს შეგვიძლია წერილი დავუტოვოთ. პრუ, რაიმე ძველი
საღამოს კაბა გექნება, რესტორანში მოკლე შარვლით ვერ შეხ-
ვალ, არც მამაკაცებს უშვებენ პიჯაკის გარეშე.
„მიდ-ჰოლი“ II კორპუსში კლუბ „ცხრამეტის“ თავზეა გან-
თავსებული. იგი აერთიანებს რესტორანს დარბაზთან, რომე-
ლიც სხვადასხვა ღონისძიებისთვისაა განკუთვნილი. ასე რომ,
ერთი მხრივ, გთავაზობენ მენიუს ნაირ-ნაირი კერძებითა და ფა-
სებით, გემსახურებიან ოქროსფერ, მოკლე კაბებში გამოწყობი-

124
მკითხველთა ლიგა

ლი მიმტანები, რომელთა ჩაცმულობაც იმ რგოლების თემას


ეხმიანება, სოფელ ვალჰალას შესასვლელის აბრაზე რომ
გხვდება. ოქროსფერი რგოლებითაა გაფორმებული ინტე-
რიერიც, რგოლები ყველგანაა, სადაც დიზაინერს არ დაავიწ-
ყდა მათი გამოყენება. რესტორნის სომელიეს თბილი ფერის
სმოკინგი აცვია და ყელზე ველოსიპედის ბოქლომის მსგავსი
რაღაც აბია. მეორე მხრივ კი, შესასვლელშივე თვალში გხვდე-
ბა განცხადებების დაფა, აჭრელებული ნაირფერი ფურცლები-
თა და აფიშებით, საიდანაც შეიტყობ, რა სახის ღონისძიებებში
შეგიძლია მონაწილეობის მიღება. არჩევანი დიდია: ლექცია,
კონცერტი, ენის შემსწავლელი კურსები, ცეკვის წრე, ლექცია
მოგზაურობაზე ფილმის ჩვენებით. ინფორმაცია ყველა სახის
აქტივობაზე, რასაც კი ამ მხარეში მისდევენ, გამოკრულია და-
ფაზე. თუკი ამ რესტორანში ოთხშაბათობითა და შაბათობით
სადილობ, დარბაზის მეორე ნაწილში ბინგოს მოთამაშეთა შე-
ძახილების მოსმენა მოგიწევს. ციფრებს სცენიდან გაჰკივიან,
მიკროფონი არ ჩანს, ის ჭერამდე აზიდული, უშველებელი დო-
ლურის უკანაა. წვერი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, ნა-
ხევრად შუშითაა დაფარული და დარბაზის ყველანაირ განათე-
ბას ირეკლავს.
სიზმრად ნანახი შემაშინებელი, უცნაური და უზარმაზარი
შენობა იქნებ ეს დარბაზი იყო? იქნებ, შიმშილით აღძრულმა
გონებამ იგი წინასწარმეტყველურ სიზმრად აქცია? ვინაიდან
როცა ეძინა, ბაჭიას კუჭი ცარიელი ჰქონდა.
მენიუს დათვალიერებისას ჰარი თავს მარტი ტოთეროსა-
ვით გრძნობს, ისევ ის მარადიული არჩევანი უნდა გააკეთოს:
სტეიკი თუ ხბოს ხორცი? შემწვარი ღორის ხორცი თუ ლორი?
კრევეტები თუ ხამანწკები? შიმშერის ფილე კაჯუნურად შეკაზმუ-
ლი - მიდიებით, სოკოებითა და არტიშოკით.

125
მკითხველთა ლიგა

დოლურას ორივე მხარეს, ფართო საყრდენი სვეტები ვი-


კინგების თემაზე შექმნილი ჭუჭყიანი კერამიკული ფრესკებითაა
დამშვენებული.
ხმლები, მუზარადები რქებით, გემები კიჩოებზე დრაკონის
გამოსახულებით, ვიკინგები, მათი ბრძოლა, ტალღების გაპობა,
ელვა-ნათება, ერთმანეთში გადახლართული ხელები, ფეხები,
- ბუნდოვანი ფერებით შექმნილი მოზაიკა, რომელზეც თითქმის
ვერაფერს გაარჩევ - და ეს ყველაფერი ისტორიის სადიდებ-
ლად?
- სამოცდათერთმეტი, - დოლურის უკან მდგომი მამაკაცის
სევდიანად ნათქვამი მოისმის, - სამოცდათერთმეტი, -
იმეორებს იგი.
რთულია საუბარი, როცა მიკროფონით წამდაუწუმ აცხადე-
ბენ ნომრებს, პრუ როის ელოლიავება და მთელი მონდომებით
ატენის მოხარშულ კარტოფილსა და შემწვარ კრევეტს. ჯენისმა
დაიყოლია ჯუდითი, შეეკვეთა ომარი. ახლა უხსნის, როგორ უნ-
და ჭამოს: გადატეხოს, თითით გამოაგდოს თეთრი ხორცი სა-
ცოდავი მოხარშული არსების უკანალიდან, გამოწოვოს კუდი-
დან გემრიელი სეგმენტები, მოკლედ, არტიშოკის ფოთოლი-
ვით მოწუწნოს. ბაჭია, რომელმაც სტეიკი შეუკვეთა, გატანჯული
სახით უყურებს, როგორ სანსლავენ ომარს. კიბორჩხალა - თა-
ვისი პატარა ბუსუსებიანი ფეხებით, დაჭყეტილი თვალებით, ან-
ტენებით, ერთიანად მოხარშული და გაწითლებული - კოშმა-
რია. ჰარისთვის ამის ყურება სადღაც უკან, სიცოცხლის საწყის-
თან, იმ ხანასთან მიახლოებას ნიშნავს, როცა დედამიწაზე კი-
ბორჩხალები და ზღვის არსებები ბატონობდნენ.
კიბორჩხალები, რვაფეხები, ხამანწკები და ორსაგდუ-
ლიანი მოლუსკები კიდევ უარესია. ფლორიდაში უამრავი მო-
ხუცი აგემოვნებს ამ საზიზღრობას, ჭამისას წებოვანი ნივთიერე-

126
მკითხველთა ლიგა

ბით ითხვრებიან და თავდაჯერებულად ირწმუნებიან, რომ ეს


საკვები გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჰამბურგერი და
სტეიკი.
ჩვეულებრივ, რასაც ბაჭია უკვეთს, მისი ჯანმრთელობის-
თვის მავნებელია. თუნდაც - სტეიკი და ჰამბურგერი. წვნიანში
ამოვლებული შემწვარი ღორის ხორცი, ხბოს ხორცი, შაშხის
ნაჭერი ანანასის რგოლებით ან რკალებად დაჭრილი შემწვარი
ვაშლებით. სასურველია ცალკე თეფშით მოართვან ცხიმში შემ-
წვარი, თეფშზე პოკერის ჟეტონებივით დახვავებული ფრი. ასე
მიირთმევენ შაშხს პენსილვანიაში. მაგრამ აქ ძეხვიც კი არ ვარ-
გა, ყოველ შემთხვევაში ისეთ ძეხვეულს, როგორზეც ჰარია გა-
მოზრდილი, ვერსად მიაგნებ. ცხარე თხელი ნაჭერი ნეკერ-
ჩხლის სიროფშია დასველებული. ვაშლის ნამცხვარიც ვერ
არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ზედმეტად აქვს დარიჩინი.
რამდენიმე ზამთრის წინ ჯენისი ჯანსაღი კვების კურსებზე და-
დიოდა, იქიდან დაბრუნებული გაუთავებლად უჩიჩინებდა ბაჭი-
ას, როგორ აზიანებდა არტერიებს მოჭარბებული წონითა და
ცხიმით. ჰარის სხეულის მწყობრში ჩასაყენებლად ჯენისი მას,
გარკვეული ხნით, დაბალკალორიული საკვებით კვებავდა: სა-
ლათებით, თევზეულით, მაკარონით, ფრინველის ხორცით. მა-
თი სამზარეულო ბაჭიასთვის არასასურველი მსგავსი საკვებით
იყო გამოტენილი. თუმცა, როგორც კი „მიდ-ჰოლში“ მოხვდე-
ბოდა, ჰარის უფლება ჰქონდა, სურვილისამებრ შეეკვეთა.
სტეიკის მომზადებას თავისებური ოსტატობა სჭირდება, წინააღ-
მდეგ შემთხვევაში ხორცი მოცისფრო ფერისა და შეუმწვარი იქ-
ნება - საზიზღრობა. ყველაფერი, რაც გემოთმოყვარეობას აკ-
მაყოფილებს და მიმზიდველი ჩანს, დანაყრებულზე ზიზღის
მომგვრელია. ჩვენს განკარგულებაშია ხორცი.

127
მკითხველთა ლიგა

ჯუდითის მშვენიერი ლამაზი თითები ომარის ცხიმისგან


ბრწყინავს. იგი დედამისს რაღაცას ეკითხება და პრუც საპასუ-
ხოდ ამოძრავებს ტუჩებს. ღვთიური ხმა, რომელიც მიკროფონ-
ში მოისმის, მათ სიტყვებს ახშობს:
- ოცდაშვიდი, ორი, შვიდი.
- რა თქვი, ძვირფასო? - ეკითხება დაბნეული ჰარი. სმენა
დაუქვეითდა, თუ ადამიანები ოდნავ უფრო სწრაფად და ჩუმად
საუბრობენ, ვიდრე აქამდე? ბრიტანელი მსახიობების მონაწი-
ლეობით გამართულ სატელევიზიო გადაცემებში, განსაკუთრე-
ბით, როცა აქცენტით ლაპარაკობენ, ბაჭიას ნახევარი არ ესმის,
ასევე - სასიყვარულო ფილმებში, სადაც ახალგაზრდა მაყურებ-
ლის გულის მოგების მიზნით, ეროტიკულ სცენებში გაუგებარ
ფრაზებს უაზროდ ისვრიან.
პრუ უხსნის:
- ჯუდი მამიკოს გამო ღელავს, უჭმელი რომ დარჩა, - წი-
ნადადების თქმისას ტუჩს უკმაყოფილოდ პრუწავს. ეს სახის მან-
ჭვა, კომუნიკაციის ფორმაა თუ შეფარული წუწუნი, რომლითაც
ნელსონის წინააღმდეგ შეთქმულებაში გაერთიანებისთვის ეპა-
ტიჟება?
ჯუდითი მწვანე, ნათელი, უნდობლობით სავსე თვალებით
პაპამისს ისე უყურებს, თითქოს მისგან უარყოფით გამოხმაურე-
ბას ელოდეს.
ჰარი კი ამშვიდებს:
- არ იდარდო, ჯუდი, ფლორიდაში უამრავი საკვები ობი-
ექტია, სადაც შენს მშიერ მამიკოს დააპურებენ. აქ ცხრა საათამ-
დეა მომსახურება; ქვედა სართულზე, კლუბ „ცხრამეტში“ კი
შუაღამემდე შეიძლება სენდვიჩების ყიდვა. ხომ ნახე, 41-ე გზატ-
კეცილის გაყოლებაზე, სწრაფი კვების რამდენი ობიექტი იყო?

128
მკითხველთა ლიგა

გოგონას ზედა ტუჩი აუთრთოლდა და ცრემლები გადმო-


ყარა:
- იქნებ მას ფული არა აქვს!
- რატომ არ უნდა ჰქონდეს ფული?
გოგონა უხსნის:
- მამიკოს ძალიან ხშირად არ აქვს ფული. სახლში ანგა-
რიშები მოდის, ადამიანებიც მოდიან ფულის სათხოვნელად,
მაგრამ დედიკო ვერ იხდის, რადგან ფული არ არის.
ჯუდიმ დედას გადახედა და მიხვდა, ზედმეტი თქვა.
პრუ არაფერს იმჩნევს და როის ტუჩის კუთხეებიდან კარ-
ტოფილის ნამცეცებს წმენდს.
- ბოლო დროს ცოტა ხელმოკლედ ვართ, - ამბობს ოდნავ
გასაგონად.
ჰარი სიტყვაზე ეკიდება:
- რას ამბობ? შეუძლებელია! წელიწადში ორმოცდაათ
ათასს აკეთებს, თავისი პრემიებითა და ბონუსებით. მამაჩემს
ორი ათასზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა და მთელ ოჯახს
არჩენდა.
- ჰარი, - გააწყვეტინებს ჯენისი იმავე ტონით, რაც დედა-
მისს ჰქონდა სიკვდილის მოახლოების ჟამს; სიცოცხლის ბო-
ლოს მოხუც ქვრივს თავისი კანონების დაწესება ჩვევად ექცა, -
ადამიანებს ახლა უფრო მეტი რამ ესაჭიროებათ, ვიდრე მამა-
შენის დროს. მაშინ ცხოვრება მარტივი იყო. მახსოვს, იმ დროს
მეც მოვესწარი. პაემნებზე რით ვერთობოდით? 75 ცენტად კი-
ნოთეატრში მივდიოდით ან 422-ე გზატკეცილზე ვთამაშობდით
მინი-გოლფს, რაც გაცილებით იაფი გვიჯდებოდა. გაზიან სას-
მელს მივირთმევდით კაფეტერიაში. მაშინდელი საზომით, ამას
კარგი დროს ტარება ერქვა.

129
მკითხველთა ლიგა

ეს გაცილებით მეტი იყო ვიდრე, უბრალოდ, გართობა.


მანქანაში მრავალი მგზნებარე კოცნისა და მოშიშვლებული
მკერდის ალერსის მერე, ჰარიმ, როგორც იქნა, შეახურა ჯენისი
და ისიც ბოლომდე მიენდო მას, დაჰყვა, შეუშვა საკუთარ სხე-
ულში, აგრძნობინა მისი სითბო, სისველე და აბრეშუმის ჩუსტი-
ვით ნაზი, ხაოიანი საშო. თუ თვიური ჰქონდა ან აღგზნებული
იყო, იქით უნთებდა ცეცხლს, შეეძლო ხელში ჰქონოდა, დანარ-
ჩენს ბაჭია თვითონ აკეთებდა, ანძრევდა, სანამ არ გაათავებდა.
სპერმა ისეთივე თეთრი იყო, როგორიც ომარის ხორცი. აღმაშ-
ფოთებლად თეთრი. გაწმენდა კი გარკვეულ სირთულეს წარ-
მოადგენდა. თავის ძველ მანქანაში ბაჭიას ყველაზე მეტად უყ-
ვარდა, როცა ჯენისი ზემოდან აჯდა. ჰარის ხელებში მოქცეული
მისი საჯდომი და ძუძუსთავები - სახესთან. ერთდროულად და
შეწყობილად ათავებდნენ, ისევე ადვილად, როგორც ელექ-
ტრონული ფოსტით წერილის გაგზავნაა.
ჯენისის აზრები ჰარის მოგონებებისგან საკმაოდ შორსაა
და წამოწყებულ თემას განაგრძობს:
- ნელსონს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი
სჭირდება, რათა კლიენტებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდი-
ნოს, ბავშვებს კი მარტივი სათამაშოებით ვეღარ დააინტერესებ.
მათ ვიდეოთამაშები უნდა ჰქონდეთ.
- ღმერთო ჩემო! ორმოცდაათი ათასად უამრავი ვი-
დეოთამაშის ყიდვა შეიძლება. თუ ამდენი ფული ამაში ეხარჯე-
ბა, მალე სათამაშო ავტომატების დარბაზს გახსნის.
- ჰარი, იხუმრე და, მშობლის ერთხელ შესვლა საბავშვო
მაღაზიაში ლამის მთელი ქონება ჯდება. ასე არ არის, პრუ?
პრუს მოღუშული სახე განსაცვიფრებლად ზრდილობიანმა
ღიმილმა შეცვალა. იგი ჯენისს დაეთანხმა და დასძინა:
- მსგავსი საყიდლები ფულს შთანთქავს.

130
მკითხველთა ლიგა

ჰარი ამჩნევს, რომ ქალები რაღაცას უმალავენ. უხილავი


მამაკაცი ავისმომასწავებელი ინტონაციით აცხადებს: ორმოც-
დათექვსმეტი, ხუთი ექვსი და ისმის მოხუცის აკანკალებული,
ჩახლეჩამდე მისული ხმა: ბინგო! ფ 1-11. ჯო გოლდი ამბობდა,
რომ ის ლიბიის რეისი იყო.
ჰარი წუხს:
- არ ვიცი, აქ რა ჯანდაბა ხდება.
არავინ ეწინააღმდეგება.
როის უფროსებისგან შეუმჩნევლად ჩაეძინა, ვერცხლის-
ფერი კრევეტის ნაწილი ქვედა ტუჩზე შერჩა. ჰარის არნახულად
მოუნდა თხილიანი ნამცხვარი. ბაჭია ჯუდის ჩააცივდა, დესერტი
მასთან ერთად შეუკვეთოს.
- ფლორიდაში ისეთი ლიმონის ნამცხვარი იციან, მსგავსს
ვერსად გასინჯავ. შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა, იქნებ მეტი
შანსი არც კი მოგეცეს, - გოგონას გაღიზიანებას ცდილობს.
- რითია ასეთი განსაკუთრებული?
პასუხი შეკითხვაზე ბაჭიამ არ იცის, ამიტომ თხზავს:
- კრემს ამზადებენ პატარა ნაზი ლიმონებისგან, რომლე-
ბიც მხოლოდ ფლორიდაში იზრდება. ნებისმიერი სხვა ჰავა
მათთვის ზედმეტად უხეში, ცივია.
ბაჭიამ ჯუდითი დაიყოლია. გოგონამ მხოლოდ ნამცხვრის
ხრაშუნა ქერქი გასინჯა. ჰარიმ ისე შესთავაზა ნამცხვარი, თით-
ქოს უვარგის საქონელს ასაღებდა. ახლა თვითონ მოუწევს მისი
ჭამა, იმის მიუხედავად, რომ უკვე მიირთვა თავისი ულუფა - ამე-
რიკული თხილისგან დამზადებული ნამცხვარი და უზარმაზარი
თხილიანი პლომბირი. რაც უფრო, ახლოვდება სადილი დასას-
რულს, მით უფრო იგრძნობა ნელსონის არყოფნა. ჯენისმა და
პრუმ უკოფეინო ყავა შეუკვეთეს. საფიქრალით მოცული ქალე-
ბი, ასევე მოუთმელიან ელიან მარტო დარჩენას, საჭორაოდ და

131
მკითხველთა ლიგა

მდუმარედ მიირთმევენ ყავას, თან გაკვირვებულები შესცქერიან


ჰარის, რომელიც ჯუდითის დესერტს უმკლავდება. გარკვეული
თვალსაზრისით, გაუმაძღრობა - სპორტის სახეობაა, ვარჯიში
მუცლის გაჭიმვაზე - „კარგია, როცა ის სავსეა“. მოკლე ოქროს-
ფერ კაბაში გამოწყობილ ოფიციანტ გოგონას ანგარიში მო-
აქვს. როცა ჰარი ხელს აწერს და თავისი ბინის ნომერს მიუთი-
თებს, თავი ლამის ბუნების ძალთა მბრძანებელი ღმერთი ჰგო-
ნია. დახარჯული თანხა მომავალ წელს, მის თვიურ ანგარიშში
აისახება. იმ დროისთვის მსოფლიო კიდევ უფრო წინ იქნება
წასული. საღამოს, სუფთა ჰაერზე გასვლისას ბაჭია გრძნობს,
რომ მუცელი კარგად ამოიყორა! ხელში უჭირავს როი, რო-
მელსაც დესერტის დროს ჩაეძინა. ჯენისი და პრუ ჯუდითთან
ხელჩაკიდებულნი მიაბიჯებენ. ვინაიდან დღეს კარგად მოიქცა
და უსაშველოდ მოსაწყენ სადილს გაუძლო, ნებას რთავენ, ხე-
ლებზე, როგორც საქანელაზე, ჩამოეკონწიალოს. ქალები ღი-
ზიანდებიან, მაგრამ უხმოდ ითმენენ, ჯუდითი კი ქანაობს და
ხითხითებს.
I და II კორპუსებს შორის, ღამის განათების მაღალი, მბზი-
ნავი ალუმინის ბოძებიდან რამდენიმე ჩამსხვრეული ნათურების
გამო, ჩაბნელებულია. გასაკვირია, არ ისვენებენ ხულიგნები,
ელოდებიან, როდის ჩათვლემს დარაჯი, რომ მძინარე პენ-
სიონერთა ციხესიმაგრეს შეუტიონ. ქუჩაში მოსიარულეებს, სუს-
ტი განათების მიღმა, ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის თბილი
ცა დაჰყურებთ, ვარსკვლავთცვენაა. ღამით ფლორიდა თავის
ძველ, სუბტროპიკულ არსს უბრუნდება, უბრუნდება დროს, რო-
ცა ადამიანს ეს ნახევარკუნძული ჯერ სრულად დაპყრობილი
არ ჰქონდა.
უნებლიეთ ისეთივე მღელვარება გეუფლება, როგორიც
ხომალდის გემბანზე ყოფნისას. ჰაერს მარილის გემო დაჰ-

132
მკითხველთა ლიგა

კრავს, დამპალი პალმის, ჩალისა და ჭაობის სუნი ტრიალებს.


ვარსკვლავებიც კი ისეთი არაა, როგორიც სხვაგან, უფრო დი-
დია, უფრო ნოტიო. აქ წმინდა ავგუსტინის ბალახიც უცნაურია,
ღრუბლოვანი, აბურდული, მეტალისებური ღეროებით. მოლი
მოხერხებულად მალავს მრგვალი სარწყავების ონკანებს. შიშ-
ველ ბუნებრივ საფარზე ადამიანების მიერ ხელოვნურად გადა-
ფარებული ბალახის ფენა ძალიან თხელია, აქა-იქ - მეჩხერი.
მიწიდან კი არმადილები მოძვრებიან. გამთენიისას ეს უსუსური
არსებები პინდო-პალმის ბულვარის შუაგულში აღმოჩნდებიან
ხოლმე და არცთუ იშვიათად, პირველი მანქანების გამოჩენის-
თანავე, მათი ბორბლების ქვეშ ხვდებიან. ბუნებისგან ბოძებული
დამცავი ჯავშნისა და უხეში ტყავის მიუხედავად, ქუჩაზე მოსეირ-
ნე არმადილები, იქვე რჩებიან, ვინაიდან საფრთხის მოახ-
ლოებისას, ზღარბის მსგავსად, ბურთად გადაქცევა სჩვევიათ.
ჰარი კისერში როის ნოტიო სუნთქვას გრძნობს.
მის მხარზე ჩამოდებული ბავშვის თავი ქვასავით მძიმე ეჩ-
ვენება. ბაჭია თვალებს მოჭედილ ცას მიაპყრობს - საშველი არ
არის - გაიფიქრებს. მკვეთრად მოკაშკაშე ვარსკვლავები ლამის
მიწამდე ჩამოწვნენ და სულ ერთი წამით, ბაჭიას ეჩვენება, რომ
კოსმოსში ფეხებითაა ჩამოკიდებული. II კორპუსის შესასვლელ-
თან ბუნდოვნად მოჩანს მიმზიდველი, მყუდრო ყვითელი განა-
თება. ხუთივე ენგსტრომი, ერთმანეთზე მიყოლებით, შენობაში
შედის. ხუთივეს ერთი ადარდებს - უნელსონობა. ერთმანეთის-
თვის ჯაჯგურითა და ხელის კვრით გასცდნენ დაცვის ჯიხურს,
ლიფტს, კორიდორის ატმისფერ და ვერცხლისფერ კედლებს,
და უხერხულობისგან ერთმანეთს მზერას არიდებენ.
სანამ პრუ როის აძინებს, ჯუდითი დროს უქმად არ კარ-
გავს, ტელევიზორის წინ ჯდება და პულტით ხელში გაუთავებ-
ლად ცვლის არხებს. ეკრანზე ჩნდება და ქრება: „საოცარი წლე-

133
მკითხველთა ლიგა

ბი“, „საღამოს სასამართლოს სხდომა“; ამ უკანასკნელს შეც-


ვლის ფრანგული ფილმი დეპარდიეს მონაწილეობით, მის გა-
რეშე ხომ არც ერთ ფრანგულ სურათს აღარ იღებენ. ამჯერად
სიუჟეტი ამგვარია: ადამიანი რომელიღაც სოფელში ჩადის,
სხვის ბიოგრაფიასა, სახელსა და ცოლს ითვისებს; მარტოხე-
ლა, ყველასგან მიტოვებული ქვრივი, წამიერი გატაცების გამო
გადაწყვეტს, უცხო ადამიანი საკუთარ მეუღლედ აღიაროს. ეს
იდეა ჰარის ფრიად ხიბლავს - რატომ არ უნდა არსებობდეს
კანონი, რომელიც უფლებას მისცემს ადამიანს, ათ წელიწადში
ერთხელ ბიოგრაფია და მასთან ერთად ოჯახიც შეიცვალოს?
ჯუდითს უკვე მოჰბეზრდა და სხვა არხზე გადახტა, შემდეგ - მომ-
დევნოზე, ვიდრე საძინებლიდან პრუმ არ დაუყვირა და დასაძი-
ნებლად მოემზადეო, უბრძანა. რა აუცილებელი იყო ტახტზე
დაძინება, როცა პაპამ და ბებიამ ცალკე ოთახი შესთავაზეს? ეს
პრუსთვის გაუგებარია. ბავშვს დასვენებაში ხელი რომ არ შეუშა-
ლონ, უფროსები სასტუმრო ოთახიდან გავლენ. გოგონა ტი-
რილს მორთავს და ყველა შვებას იგრძნობს. მათში მიტოვებუ-
ლის, მარტოობის გამოუთქმელი შეგრძნება, თითქოს ბავშვის
ცრემლებად გადმოიღვარა.
- ძვირფასო, აჯობებდა, დასაწოლად შენც წასულიყავი, ნა-
ცემივით ხარ, - ეუბნება ჯენისი მეუღლეს, - მე კი ყავამ ზედმეტად
გამომაფხიზლა, ძილი არ მეკარება. ასე რომ, მე და პრუ სამზა-
რეულოში ცოტას წავიჭორავებთ.
- ყავა უკოფეინო არ იყო? - ჰარის უკვე ათბობდა იმაზე
ფიქრი, თუ როგორ დაწვებოდნენ ერთად, წარმოიდგინა ჯენი-
სის პატარა, გარუჯული სხეული, მისი ასაკისთვის საკმაოდ მიმ-
ზიდველი, მკვრივი უკანალი, ისეთი კი არა, როგორიც თელმას
აქვს, ამ ბოლო დროს თელმამ ყოველგვარი მიმზიდველობა
დაკარგა. ჰარის მოგონებები შემოაწვა. მას მერე, რაც სახლში

134
მკითხველთა ლიგა

უამრავი ადამიანი ტრიალებს, მეუღლეები ერთი წუთითაც ვერ


რჩებიან მარტო.
- უკოფეინო შევუკვეთე, - ამბობს ჯენისი, - მაგრამ ვინ იცის,
რა მომიტანეს. გეუბნებიან, უკოფეინოაო, რათა მოგაკეტინონ
და გისხამენ, რაც მოხვდებათ ხელში.
- გვიანობამდე ნუ გააბამთ, - ეუბნება ჰარი. დასამშვიდებ-
ლად კი დასძენს, - ბიჭზე ნუ ინერვიულებ, უეჭველად კარგად
არის და შეიძლება ქეიფობს კიდეც.
პრუმ გაოცებით გადახედა, თითქოს ბაჭიამ იმაზე მეტი
თქვა, ვიდრე შესაძლოა იცოდეს.
მისმა მზერამ წააქეზა, აზრი განევითარებინა:
- გარკვეული მიზეზების გამო, მე და „ტოიოტა“ მას ერ-
თნაირად ვუტრაკებთ ცხოვრებას.
მას ისევ არ ეწინააღმდეგებიან.
წარმოსახვებმა და ფანტაზიებმა ამერიკაზე ჩამოაყალიბა
ურთიერთსაპირისპირო წარმოდგენა და აზრი, რაც, ბოლოს და
ბოლოს, ერთ მთლიანობად იქცა, ერთგვარ ოქროს ოცნებაში
გაერთიანდა, - ბაჭია წევს და კითხულობს ისტორიულ წიგნს,
რომელიც ჯენისმა საშობაოდ აჩუქა. სხვათა შორის, წიგნის ავ-
ტორი ქალია. ის საუბრობს ჰოლანდიელების როლზე და-
მოუკიდებელი ამერიკისთვის ბრძოლაში. ჰარი თვლის, რომ ამ
საქმეში მათი წვლილი სრულიად უმნიშვნელოა, ან არცაა. ერ-
თი თვალსაზრისით, ამერიკა ზედმეტად დიდი და დანაწევრებუ-
ლი იყო იმისთვის, რომ ოდესმე ერთ სახელმწიფოდ შემდგა-
რიყო. ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებული ადგი-
ლები, კუთხეები, ერთიანობის ჩამოყალიბებას ხელს უშლიდა -
ამ წინადადების წაკითხვა საკმარისია, რომ მან თავი უშველე-
ბელ, დუნე, ყველასგან დისტანცირებულ არსებად იგრძნოს. ის-
ტორია მშვენიერი რამ არის, უმალ მოგგვრის ძილს. ბაჭიას

135
მკითხველთა ლიგა

თვალი ზედა აბზაცისკენ გაურბის, სადაც წინა ღამით რაღაც


თავშესაქცევი ამოიკითხა. 1755 წელს ჰოლანდიურად თარგმნი-
ლი, იმ დროისთვის ცნობილი ფრანგული ტრაქტატი როგორც
ამტკიცებდა, ახალი დროების მამაკაცები გულგრილები და
ზარმაცები გახდნენ, შესაძლოა, მათ ბედნიერებას მიაღწიონ კი-
დეც, მაგრამ ვერასოდეს იქნებიან ვაჟკაცები. ამერიკა, - გვარ-
წმუნებს მეცნიერი, - ბედნიერი ცხოვრებისთვის შეიქმნა და არა
- იმპერიული დიდებისთვის. მეორე ევროპელი მეცნიერი ატყო-
ბინებს მკითხველს, რომ თურმე აბორიგენებს, ინდიელებს, „გა-
ნაყოფიერების პატარა ორგანოები ჰქონიათ“, ხოლო „სექ-
სუალური პოტენცია - მწირი“.
ნელსონი უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, ალბათ ბედ-
ნიერი იქნებოდა. თუმცა, მოსული ტანის კაცია, რაც, ავტომატუ-
რად, ბედნიერს არ ნიშნავს. ჰარიც ზორბაა, მაგრამ რად გინდა.
დროდადრო, ტანსაცმლის მაღაზიაში შესული, მოსაზომი ოთა-
ხის სარკეში ან უზარმაზარ ვიტრინაში საკუთარ ანარეკლს რომ
შეავლებს ხოლმე თვალს, საკუთარი ზომა აშინებს. ზარავს,
რომ მსოფლიოში ამხელა ადგილს იკავებს.
თავს ძალას ატანს, რათა კიდევ რამდენიმე გვერდი
ჩაიკითხოს: შემოსავლიან ვაჭრობაზე დაფუძნებული იმედები...
ბრძოლა ზღვისთვის... ჩახლართული შეკითხვა... დაძაბულო-
ბა... სავაჭრო გემები ნეიტრალურ წყლებში... ფრანგები მტკი-
ცედ... კამათი პროვინციულ შტატებში... ესკორტირი ყოველგვა-
რი შეზღუდვის გარეშე ნაციონალური ეგოსთვის კიდევ ერთი
გამოცდა გახდება, ისე როგორც CASUS BELLI. ბაჭიამ ორჯერ
წაიკითხა ბოლო წინადადება სანამ გაიაზრა, რომ წარმოდგენა
არ აქვს, ეს რას ნიშნავს. მისი გონება შენელებულად აზროვ-
ნებს, როგორც სიზმარში. ჰარი შუქს აქრობს და იმავ წამს, რა-
ღაც ჯადოქრობით კარის ღრიჭოდან საძინებელში ფოსფორი-

136
მკითხველთა ლიგა

სებური ნათება და მოჩურჩულე ხმები აღწევს. ჰარის ჯენისისა


და პრუს რატრატი, ჭიქების წკარუნი, ნაბიჯების ხმა ესმის. შემ-
დეგ - საგანგაშოდ სწრაფი ნაბიჯები, ქალის ნერვიული ტონები
როგორც მიკროფონში გაპარული უსუფთაობა. ბოლოს, რაც
ბაჭიამ თავისი მშფოთვარე და ნახევრად მთვლემარე გონებით
აღიქვა, კარის გამოღების შორეული ხმა, ნელსონის დაბალი
ტემბრი და რაც ჰარის სიზმარშიც გაჰყვა - სიცილი იყო. ყველა-
ნი იცინოდნენ...
ბრახუნი აღვიძებს. გოლფის სათამაშო მინდვრების და-
სუფთავება იმ დიდი, წითელი, საშინელი გამწმენდი მანქანებით
დაიწყეს. აფორიაქებული თოლიები ჭყივიან. ნორფოლკის
ფიჭვის ტოტები, ისეთივე სიზუსტითაა დასმული, როგორც რკი-
ნის მავთულები პატარა აივანის მოაჯირზე. გასაოცარია! ჯერ
კიდევ ფლორიდაშია, ისევ ცოცხალია. დილის მარილიანი ცივი
სიო ოდნავ გამოღებული შუშის გასაწევი კარის ორდუიმიანი
ნაპრალიდან აღწევს. ჯენისს მის გვერდით სძინავს. თბილ სხე-
ულზე შილიფად აფარია. ღამის სიმხურვალისგან თმა კეფას-
თან მიჰკვრია. თმა კეფასთან ნაკლებადაა შეჭაღარავებული.
ესღა დარჩა ოდესღაც ხავერდოვანი, მუქი თმისგან. ქალს მუ-
ცელზე სძინავს, მისკენ პირშებრუნებულს. როცა სცივა, ჯენისი
საბანს თავისკენ ექაჩება და ბაჭიას გადახდის ხოლმე, თუ სცხე-
ლა, პირიქით იქცევა, ვითომ ამას უნებურად, ძილში აკეთებს.
ბაჭია ორსაწოლიანი უზარმაზარი საწოლიდან დგება და სააბა-
ზანოსკენ მიაბიჯებს. ვარდისფერი აბაზანა და საშხაპე, ვარდის-
ფერივე ფაიფურის უნიტაზი, რომელშიც ჰარიმ მცირე ბუნებრი-
ვი მოთხოვნილება მჯდომარემ დაიკმაყოფილა, ვინაიდან ასე
უფრო უხმაუროა. ნაკადული წინა კედელზე მიედინება. კბი-
ლებს იხეხავს. წვერის გაპარსვას რაც შეეხება - ურჩევნია, გა-
დადოს, იმიტომ, რომ ვერ ითმენს და ჯენისსთან მიბრუნება

137
მკითხველთა ლიგა

სურს. თუ პარსვას დაიწყებს შეიძლება ჯენისი ლოგინიდან და-


უძვრეს და ოჯახის წევრებს შეერიოს, ასე არაერთხელ მოქ-
ცეულა. ჰარი ისევ ლოგინში შეხოხდება იმ იმედით, რომ მატ-
რასის რწევა და ზეწრის შრიალი ქალს გამოაღვიძებს. ჯენისი
არ განძრეულა. ჰარიმ მხარზე ფრთხილად წაჰკრა.
- ჯენის, - ჩაიჩურჩულა, - სასურველო...
საბნიდან მოგუდული ხმა აღწევს ბაჭიამდე:
- რა გინდა? დამანებე თავი!
- რომელ საათზე დაიძინე წუხელ?
- რა ვიცი, არ შემიხედავს საათისთვის, ალბათ, ასე, პირ-
ველი იქნებოდა.
- სად დაეთრეოდა ნელსონი? რითი ახსნა თავისი გაუჩი-
ნარება?
ჯენისი პასუხს არ სცემს, უნდა, რომ ჰარის ეგონოს, თით-
ქოს ძილი შეიბრუნა. ბაჭია ელოდება. სიყვარულითა და ალერ-
სით ეფერება მხარზე. გუშინ ნანახი ფრანგული ფილმისგან მი-
ღებულმა შთაბეჭდილებამ გაუღვივა აზრი, რომ ცოლი, შესაძ-
ლოა, სრულიად უცხო ადამიანი იყოს. ჰარი მისი ყავისფერი გა-
რუჯული სხეულისკენ მიიწევს. ცოლი შეიძლება უცნობ მეძავად
იქცეს, ამაშია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სილამაზე.
ქალი მისკენ არც მიბრუნდება:
- ჰარი, კიდევ ერთხელ თუ შემეხები, მოგკლავ.
ბაჭია ჩაფიქრდება და კონტრშეტევაზე გადასვლას გადაწ-
ყვეტს.
- მგონი გკითხე, სად დაეთრეოდა-მეთქი?
ჯენისი მისკენ გადატრიალდება, წინააღმდეგობის გაწევას
და წაყრუებას აზრი აღარ აქვს. თამბაქოს სუნითაა გაჟღენთი-
ლი. თავი კი დაანება, მაგრამ როგორც კი ნელსონი გამოჩნდე-
ბა თავისი ქემელითა და პრუ - პალ-მალით, მაშინვე იწყებს.

138
მკითხველთა ლიგა

- არც კი იცოდა, სად იყო, უბრალოდ, მანქანით დაეხეტე-


ბოდა ქუჩებში. თქვა, რომ სუფთა ჰაერზე გავლა სჭირდებოდა,
იხუთებოდა. ფლორიდა მას კლაუსტრაფობიას მართებს.
ბიჭი მართალია, აქაური ცხოვრება ვიწრო ბილიკებია,
რომელთაც უსასრულოდ მიუყვები და ტკეპნი. ერთი ბილიკი
„უინ-დიქსისკენ“ მიდის, მეორე კინოთეატრის კომპლექსისკენ
და პალმერო-პალმის სავაჭრო ცენტრის მაღაზიებისკენ
მიემართება, ორიც - ექიმისა და გოლფ-კლუბისკენ. და უკან.
ბილიკებს შორის სიცარიელეა, მხოლოდ ერთნაირი პალ-
მები, კაქტუსები, მოურწყავი მოლია. და ამ ყველაფერს თაკარა
მზე დაჰნათის. სასტუმროები, რომლებშიც ვერ ჩერდები, სანა-
პიროები, სადაც შესვლის ნება არ გაქვს. არის კიდევ ფლორი-
დის კუნძულის ნაწილი, სადაც არასოდეს გიჩნდება სურვილი,
მიხვიდე, იქ საშენო არაფერია. პენსილვანიაში, ყოველ შემ-
თხვევაში, დაიმონდის მიდამოებში, გონებას ყოველი გზა მყა-
რად აქვს შემონახული. რა მიმართულებითაც უნდა წახვიდე,
ყველა კუთხე-კუნჭული ნაცნობია, ყველგან უკვე ნამყოფი ხარ.
ჯენისი ტუჩებს ილოკავს და ისეთ სახეს იღებს, თითქოს ყე-
ლი სტკიოდეს, თან ამბობს:
- 41-ე გზატკეცილზე უვლია, იმ ქალაქამდე ჩასულა, რო-
მელსაც ნეპლესის მსგავსი სახელი აქვს. როცა შიმშილმა შეაწუ-
ხა, რესტორანთან შეჩერდა, დაგვირეკა, მაგრამ პასუხი არ გა-
ვეცით. სწორედ მაშინ მინდოდა ნელსონს დავლოდებოდით,
მაგრამ შენ ამბობდი, მშიერი ვარო.
- მიდი, ახლა, მე გადამაბრალე ყველაფერი.
- არ გადანაშაულებ, საყვარელო. ბავშვები მოუსვენრად
იყვნენ, ნერვიულობდნენ, მეც ვიფიქრე, სასადილოდ წასვლა
ყურადღებას გადაგვატანინებდა. იმის გამო, რომ ნელსონი ჩვენ
გარეშე დარჩა, ლუდით გამომთვრალა, უკან გზობისას კი გზა

139
მკითხველთა ლიგა

აბნევია და დაკარგულა. თავადაც იცი, პინდო-პალმის მოსახვე-


ვი თუ გამოტოვე, მერე დიდხანს მილი მილს მიჰყვება და ყვე-
ლაფერი ერთნაირი გეჩვენება.
- ვერ ვიჯერებ, - ჰარის ბოღმა და ბრაზი მოაწვა, ლოგინზე
იმისთვის წამოჯდა, რომ ოდნავი შვება ეგრძნო, - ყოველგვარი
ახსნა-განმარტების გარეშე ადგა და გაშპა. რამდენი ხანი არ
ჩანდა, 8 საათი? ჭკუა დაუკარგავს და ეგაა. მუდამ მერყევი,
უვარგისი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს გიჟური საქციელი ყო-
ველგვარ ზღვარს გადადის. ბიჭს სერიოზული შველა ესაჭი-
როება.
- სრულიად ფხიზელი იყო, როცა შინ მობრუნდა, თან სუ-
ვენირები მოგვიტანა საჩუქრად, პატარა ალიგატორები. მე და
პრუს მოულოდნელობისგან ხარხარი აგვიტყდა. ბავშვებსაც ერ-
გოთ და ერთი პერსონალურად შენთვისაც მოიტანა, ფეხზე
მდგარი პატარა ნიანგია თათებში გოლფის ჯოხით.
ჯენისმა ჰარის მუხლებიდან საბანი გადახადა და ხელი პი-
ჟამის გამოწეულ არეში შეუცურა, მის დაჭიმულ პენისს შეეხო.
- მანდ როგორაა საქმე? რაღაც დიდი ხანია, სასიყვარუ-
ლოდ არ მოგვიცლია.
ახლა ბაჭიას დაეკარგა გუნება, ჯენისის ხელს მკაცრად
დაჰკრა და საბანში ჩაძვრა:
- არც ისე დიდი ხანია. საშობაოდ მოვახერხეთ, არ გახ-
სოვს?
- ჰოო, არადა მეგონა, უფრო დიდი ხანი გავიდა. - პასუ-
ხობს ზურგშექცეული ჯენისი.
ბაჭიამ ინანა უარის თქმა. წამით ინატრა, რომ ჯენისი ყო-
ველგვარი ცერემონიის გარეშე, საბანში შემძვრალიყო, მარტი-
ვად და სწრაფად დაეჯილდოებინა მინეტით, როგორც თელმამ
იცოდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი საიდუმლო

140
მკითხველთა ლიგა

შეხვედრების დროს. მაგრამ პირით აღება არასოდეს ყოფილა


ჯენისის სტილი. იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ მანამდე ჯე-
ნისი გვარიანად უნდა გამომთვრალიყო. ჰარი კი მთვრალ ჯე-
ნისს ვერ იტანდა: მასში რაღაც ქაოსური, უმართავი, გამანად-
გურებელი ძალა იღვიძებდა, საშიშიც კი - არა მარტო სხვის-
თვის, არამედ საკუთარი სიცოცხლისთვისაც.
- კარგი, ახვარო, - ამბობს ჯენისი იმგვარი ტონით, თით-
ქოს ემუქრება, რომ შეახსენებს ამ უარს, უფრო კი მაშინ, როცა
ჰარის მოუნდება მასთან, თვითონ კი თავისი ნახევრიდან გააგ-
დებს.
ჯენისის ნესტიანი საღამური წელზემოთ აცურდა და სანამ
შიშველი სხეულის დასაფარად ჩამოქაჩა, ჰარი მისი გარუჯული
დუნდულებისა და თეძოების ყურებით დატკბა. მიხვდა, რომ
დააშავა. ბაჭია ყურს უგდებს, როგორ ჩარეცხა ჯენისმა უნიტაზი
და გაბრაზებულმა საშხაპეში წყალი მოუშვა. ყურში ჩაესმის საშ-
ხაპიდან წყლის ხმაური. წარმოიდგენს წყლის ნაკადის ქვეშ
მდგომარე ჯენისს გამჭვირვალე სააბაზანო ქუდით, მოვარდის-
ფრო უკანალითა და საპნის ქაფით დაფარული საშოთი. ჰარი
გულწრფელად ნანობს, რომ მან და სპრინგერის ჯიუტმა, შავ-
ტუხა, მფრთხალმა, ბუზღუნა დედაკაცმა, ამ ფუჭ სამყაროში უნ-
და იცხოვრონ, სადაც მარტოოდენ უპასუხო სიგნალებია.
ფლორიდაში წყვილი უფრო მეტ დროს ატარებს ერთად,
ვიდრე ადრე. როგორ უძლებენ ერთმანეთს? ძალიან მარტი-
ვად - ზურგი შეაქციეს და უფრო სქელკანიანები გახდნენ. ბაჭია
კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ თამაშობს გოლფს. ჯენისი კი ჩოგ-
ბურთის კორტებზე სიარულით ირთობს თავს, სხვადასხვა ლექ-
ციაზე დადის და კიდევ, საიდუმლო პირადი საქმეებიც აქვს. ჯე-
ნისი სააბაზანოდან პირსახოცის ხალათით გამოვიდა. ბაჭია
ლოგინშია, წიგნს კითხულობს და ადგილიდან არ იძვრის იმ

141
მკითხველთა ლიგა

შემთხვევისთვის, თუ ჯენისი ისევ სექსის განწყობაზე დადგება.


მეუღლის მიერ, საშობაოდ ნაჩუქარ წიგნში აღწერილია ბრიტა-
ნელების ჩარევა ჰოლანდიური სავაჭრო გემების მიმოსვლის
საკითხში, ასევე - ისიც, თუ როგორ ესაჭიროებოდა საფრან-
გეთს თავისი დამპალი ფლოტის ასაგებად ბალტიის ხეტყე, ანუ
მასალა, რომელიც ჰოლანდიურ გემებს გადაჰქონდა. ჰარიმ ჩა-
ნაფიქრი ვერ განახორციელა, კედლის მიღმა ბავშვები აჟღურ-
ტულდნენ. მოისმის პრუს დედობრივი ხმა, წამღერებით რომ
ესაუბრება მათ.
- მოდი, დღეს ვცადოთ, მთელი დრო ჯუდითსა და როის
დავუთმოთ, ისინი რაღაც შეწუხებულები ჩანან, არა?
ჯენისი ჰარის სიტყვებს უპასუხოდ ტოვებს. თავდაცვისთვი-
საა შემართული. მის შენიშვნას ისე აღიქვამს, როგორც საყვე-
დურს ნელსონის - ამ უპასუხისმგებლო მშობლის მიმართ. იქნებ
ასეც არის. ნელსონი თვითონაა აღსაზრდელი, რა მამა ეგ
არის? მას მშობლების ყურადღება ყოველთვის აკლდა. ბაჭიას
წაუკითხავს სადღაც, რომ შესაბამის ბიოლოგიურ პერიოდში
რასაც მოისაკლისებ, მთელი ცხოვრება მის ნაკლებობას განიც-
დი და შევსებას ცდილობ.
- შენ და პრუ რაზე ჭორაობდით? - ეკითხება ჰარი.
- ბევრი არაფერი გამოგიტოვებია, ქალურ თემებზე ვილა-
პარაკეთ, შენთვის მოსაწყენი იქნებოდა, - პასუხობს ცოლი ტუ-
ჩების მოპრუწვით. ჩაცმისას ჯენისს სასაცილო, დაძაბული და
მოღუშული სახე აქვს. მაშინაც კი, თუ „უინ-დიქსში“ წასასვლე-
ლად უბრალო ბლუზონსა და განიერ შარვალს ირჩევს, ბო-
ლოს სარკეში მკაცრი, მამაკაცური გამომეტყველებით იხედება,
თითქოს მზადაა, უარესი დაინახოს.
- ალბათ მართალი ხარ, - პასუხობს ჰარი და მიანიშნებს,
რომ საუბარი დამთავრდა. ეს თავისებური ხრიკია, რომელიც

142
მკითხველთა ლიგა

ბაჭიას უკვე დამუშავებული აქვს - მის მეუღლეს უეჭველად გა-


უჩნდება სურვილი, ბაასი განაგრძოს. ჯენისიც არ დააყოვნებს:
- პრუ ნელსონის გამო ნერვიულობს, - აზრის გასაგრძე-
ლებლად სიტყვებს ეძებს, მისი ენა ზედა ტუჩს ებჯინება, რო-
გორც სჩვევია ხოლმე გონების დაძაბვისას.
- მის ადგილას ვინ არ ინერვიულებდა, - მოკლედ მოუჭრის
ბაჭია. მერე კი ლოგინიდან წამოდგება, ჯენისს ზურგს შეაქცევს
და საცვალს ამოიცვამს. მას მოტმასნილი მოკლე ტრუსი აცვია,
რომლითაც ერთ ღამეს, საუკუნის წინ, რუთი ისე მოხიბლა, ხა-
ლისით ხითხითებდა. ჰარის ამ ტრუსის ჩაცმისას მუდამ რუთი და
ის შორეული ღამე აგონდება.
დღეს ბაჭიას გადაწყვეტილი აქვს პაპის მოვალეობა სათა-
ნადოდ შეასრულოს. გოლფის გახუნებული მოტმასნილი შარ-
ვლის ნაცვლად, ღია ყვითელი ფერის გრძელ შარვალს აირ-
ჩევს, ხოლო უბრალო მაისურის ნაცვლად - ნამდვილს, ასპრო-
ცენტიანი ბამბის, მოკლესახელოებიან პერანგს, წვრილი ცის-
ფერი ზოლებით.
გამოეწყობა და ჩაიხედავს სარკეში, რომელშიც ცოტა ხნის
წინ ჯენისი ირეკლებოდა. სანახაობა სულით ხორცამდე შეს-
ძრავს: მთვარესავით განიერი და შესივებული სიფათი, მზისგან
დამწვარი წითელი ცხვირი, შუშისებური თვალები, წვრილი ტუ-
ჩები და თითქოს უძვლო ყბები. ყველგან ცხიმის გროვაა. ყურე-
ბის სიახლოვესაც კი - ადგილი, სადაც ჯუდითს გულისამაჩუყე-
ბელი ღინღლი უბზინავდა, ბაჭიას სახეზე ქონიანი რგოლები-
თაა დაფარული.
მხოლოდ ნელსონისა კი არა, ბაჭიას თმაც უსიამო შესახე-
დია. გაჭაღარავებული და საფეთქლებთან შეთხელებულია. სი-
მაღლის მიუხედავად, ჰარის სიმსუქნე მაინც თვალში საცემია,
მისი სხეული და ოდესღაც სპორტული აღნაგობა ცხიმმა შთან-

143
მკითხველთა ლიგა

თქა. პერანგის ქვეშ მკვრივი ღიპია, რომელიც მშიერი


ეთიოპიელი ბავშვის წონა იქნება. ამაზრზენია, დროა, გახდო-
მაზე იფიქროს. ბაჭია ნებისმიერი მოძრაობისას გრძნობს, წონა
გულზე მოქმედებს. ტკივილისას ისეთი განცდა ეუფლება, თით-
ქოს მის შიგნით მყოფი ბავშვი ასანთით თამაშობს.
სამზარეულოს მაგიდაზე დღევანდელი News-Press დევს.
პირველ გვერდზე ავადმყოფური იერის მქონე ერთი წლის გო-
გონას ფერადი ფოტოა. გოგონა გუშინ გარდაიცვალა, რადგან
იმპლანტანტის არქონის გამო, მისთვის ღვიძლის გადანერგვა
ვერ შეძლეს. გოგონას ემბერი ერქვა. იმავე გვერდზე „პან-ამა
103“-ის აფეთქების მიზეზს იტყობინებიან. როგორც ედ ზილ-
ბერშტეინი და ჯუდი ამტკიცებდნენ, თვითმფრინავში მართლაც
ბომბი აღმოაჩინეს. მეტალის ნამსხვრევები. საბარგო განყოფი-
ლება. პლასტიკური ასაფეთქებელი, სავარაუდოდ, ჩეხური წარ-
მოების. მაღალი ხარისხის ჩეხური ნივთიერება „სემტექსი“. ჰა-
რი გულდამძიმებული კითხულობს ამ დეტალებს. წარმოუდგება
სხეულები, გაყინული, სიცარიელეში გამოკიდებული ცოცხალი
სხეულები. ბერ-ნი, ბერ-ნი. ლოკერბი ფერმკრთალ ვარსკვლა-
ვისებურ წინწკლად მოჩანს. წამში ირგვლივ ყველაფერი ირ-
ღვევა. სიცარიელეა. არავითარი შებრალება. აქვე ინტერვიუა
ფორტ-მაიერის მერთან, რომელიც ამჯერად თვლის, რომ
დეიონ სანდერსის დაკავების დროს პოლიცია მართებულად
მოიქცა. გაზეთში ერთი-ერთი სათაური იტყობინება: ტბა ოკიჩო-
ბი სასტიკადაა დაბინძურებული. მორიგი სათაური კი გვამ-
ცნობს, რომ ატმოსფერული წნევა ნორმაზე ბევრად დაბალია.
- დღეს განსაკუთრებული დღეა, - აცხადებს ბაჭია, - პაპა
საოცარი ადგილების სანახავად წაგიყვანთ.
ჯუდითი და როი მას უნდობლად შესცქერიან თუმცა სეირ-
ნობის პერსპექტივა ახარებთ.

144
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, მიირთვი ალუბლის ჯემი, სანამ გაფუჭებულა, - ამ-


ბობს ჯენისი. - ბავშვებისთვის ვიყიდე, მაგრამ თურმე რაც წითე-
ლია და თხევადი, ყველაფერი სძულთ.
- რატომ გინდა ნახშირბადით მომიღო ბოლო? - ეკითხება
ბაჭია და შემოთავაზებულ ტკბილეულს მიირთმევს, ბოლოს კი
შაქრის ნამცეცებით დასვრილ თითებსაც ილოკავს.
ჰარი ზის, მისი თვალწინ პრუს თეძოებია. პრუ ზემოდან
დაჰყურებს და ფრთხილად ეუბნება:
- რას იტყვით იმის თაობაზე, რომ შვილიშვილები უჩემოდ
წაიყვანოთ? გუშინ ნელსონს მთელი ღამე ძილი არ მიეკარა და
არც მე მომცა დაძინების საშუალება. დღეს მანქანით მგზავრო-
ბას ვერ გადავიტან, - ის მართლაც ფერმკრთალია და რაღაც-
ნაირი, არეული გამომეტყველება აქვს.
წარმოგიდგენია, ცოლი მთელი რამე არ დააძინა, წუწუნი-
თა და ვინ იცის კიდევ, რით. პრუს ჭორფლიც კი გაფითრებია.
ტუჩები, ასეთი თბილი და რბილი რომ ჰქონდა აეროპორტში,
ახლა მკაცრად მოუკუმავს და კიდეები სევდიანად დაუშვია.
- რა თქმა უნდა, საყვარელო, - ამშვიდებს ჯენისი, - მიდი,
დაისვენე. მერე ხასიათზე რომ მოხვალ, შენ და ნელმა იქნებ
ისეთ ადგილას გაისეირნოთ, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებ-
ლო რომ იქნება. თუ აქ, ჩვენთან, აუზში ჩასვლას გადაწყვეტთ,
ნელსონს შეახსენე, რომ შხაპი, როგორც წესი, აუზში ჩასვლამ-
დეც უნდა გადაივლოს და იქიდან ამოსვლის მერეც. ჩაყვინთვა
არ გაბედოს.
- ჩაყვინთვისას როი ყოველთვის მუცლით ეტყეპება, - სი-
ცილით აწყვეტინებს ჯუდი.
- იტყუები! თვითონ ეტყეპები!
- კარგი რა! შეწყვიტეთ! - ამბობს ჰარი, - ჩხუბს ნუ დაიწ-
ყებთ, ჯერ მანქანაშიც არ ვართ.

145
მკითხველთა ლიგა

მანქანაში დაახლოებით ათის ნახევარზე ჩასხდნენ.


სურსათ-სანოვაგე მოიმარაგეს - სამი შეკვრა შოკოლადიანი
ორცხობილა „ორეოსი“ და ექვსი ქილა „კოკა-კოლა კლასიკი“.
და დაიწყო მათი ხანგრძლივი მგზავრობა. დაიწყო დღე, რომე-
ლიც წლების შემდეგ ოჯახის ისტორიაში შევა, როგორც ერთ--
ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა - „როცა პაპამ თუთიყუშის საჭ-
მელი შეჭამა“. თუმცა, სიმართლე ითქვას, საკვები თუთიყუშისა
არ იყო, თან ბევრი არც არაფერი უჭამია. 41-ე გზატკეცილს
(„პატიოლენდის ავეჯი ბაღისთვის“, „სამზარეულოს გარნიტუ-
რი“, „ხელმისაწვდომი მედიკამენტები“, „ძილის სამეფო“) ფორტ
მაიერისკენ მიუყვებიან, რათა ტომას ალვა ედისონის ზამთრის
სახლს ესტუმრონ. დანიშნულების ადგილამდე დაქანცულებმა
მიაღწიეს.
„კამრი“ მანქანების სადგომზე დატოვეს და უშველებელ ბა-
ნიანებს შორის მიმავალ ბილიკს გაუყვნენ, ამ ხის ნერგი ედი-
სონს ძველი დროის რომელიღაც მაგნატმა აჩუქა, შესაძლოა -
ჰარვი ფაიერსტოუნმა ან ჰენრი ფორდმა. ახლა ეს ყველაზე დი-
დი ბანიანია ინდოეთის ფარგლებს გარეთ. მის ჩრდილქვეშ
მთელი აღმოსავლეთის ბაზარი მოთავსდება. ბანიანი ცოც-
ხლადმბადი მცენარეა. ხე ნორჩი, დაფესვიანებული ყლორტე-
ბის ჩამოყრით მრავლდება, ყლორტები მიწაში მომაგრდებიან,
მოღონიერდებიან, მოგვიანებით კი ხის ტანად გარდაიქმნებიან.
ქვეწარმავლის მსგავსი ეს ხე ყველაფერს მოედება, თუ ვინმე
არ შეაჩერებს. ჰარის აინტერესებს, ეს მცენარე როგორ კვდება.
თურმე სახლს შენს ჭკუაზე ვერ შემოუვლი და მის ეზოში
ვერ ისეირნებ. თითო დამთვალიერებელზე 5 დოლარის გადახ-
და და საექსკურსიო ჯგუფთან შეერთებაა საჭირო. როგორც კი
ჯუდითს და როის უფროსებმა აქაური ქცევის წესები აუხსნეს,
ბავშვები მიყუჩდნენ. ბაჭია და მისი ოჯახი ავტობუსებით მოყვა-

146
მკითხველთა ლიგა

ნილი პენსიონერებითაა გარშემორტყმული. შუახნის ხალხია,


ბეისბოლის კეპებით, მზის ორმაგი სათვალეებითა და ხელჯო-
ხებით, რომელიც ხელის მარტივი მოძრაობით იხსნება და
ცალფეხა სკამად გარდაიქმნება. რამდენიმე დაჩაჩანაკებული
ინვალიდი ეტლით მოჰყავთ. ყველა მორჩილად ელოდება,
როდის შეგროვდება საკმარისი რაოდენობა ხალხისა, რომ ექ-
სკურსია დაიწყოს. ასაკისთვის შეუფერებლად მაღალ, მოკლე
წითელ შორტებში გამოწყობილ ჯუდის მოუთმენლობა და გა-
ღიზიანება მოიცავს, ლოყები სასაცილოდ აუწითლდება და გაბ-
რაზებული იტყვის:
- რაში მაინტერესებს ტერიტორიის თვალიერება? მინდა
ვნახო ის მანქანა, რომლიდანაც ელვა წარმოიქმნება.
როი, „ორეოს“ შოკოლადით მოთხუპნული, ოდნავ მოღე-
ბული პირითა და დაჭყეტილი თვალებით ისე გამოიყურება,
თითქოს საცაა გაუსაძლისი სიცხისგან თვითონაც დადნება.
- არა მგონია, მსგავსი მანქანა ჰქონდეთ, თუმცა მსოფ-
ლიოში პირველი ელექტრონათურა სწორედ აქ არის, - ეუბნება
ჰარი ჯუდითს.
- თუ დაიღლები, ხელში აგიყვან, - მიუბრუნდება როის.
ჰარიმ სიგნალი ვერ გაიგონა და ჩამორჩნენ. ჯგუფი დაიძ-
რა, ინვალიდის ეტლში მსხდომნიც კი, გადახურული პავი-
ლიონიდან გარეთ, ეზოში მიიწევენ.
გარეთ მტვრისფერი მიწა, დახუთული ჯუნგლები და დანის-
პირივით ბასრი ფოთლების ჩრდილი ხვდებათ. გიდი მეტისმე-
ტად თავდაჭერილი, გამოცდილი გოგონაა, ცისფრად შეღები-
ლი თმითა და კეპით. დაზეპირებულ ფრაზებს ჟესტების გამო-
ყენებით ისვრის. პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს აფ-
რიკულ ძეხვის ხეზე, Kigelia pinnata-ზე.

147
მკითხველთა ლიგა

- ხის ნაყოფი, თავისი ფორმით, ძეხვს მოგვაგონებს, აქე-


დან არის მისი სახელიც. ნაყოფი საჭმელად უვარგისია, მაგრამ
ადგილობრივები მისგან წამლებს ამზადებენ. ვინაიდან ცრუ-
მორწმუნეები არიან, ხეს ეთაყვანებიან, რაკი თვლიან, რომ გან-
კურნების ძალა აქვს. ბაღის საპირისპირო მხარეს იზრდება სპი-
ნოზას ხე - Oncoba spinosa. მისი ყვავილები ძალიან ჰგავს აუთ-
ქვეფავ კვერცხს. ის აქ იმ შემთხვევისთვის დარგეს, თუ ვინმეს
ძეხვთან ერთად ერბოკვერცხის მირთმევაც მოუნდება.
ჯგუფის წევრებმა ზრდილობიანად გაიღიმეს. რამდენიმე
პენსიონერმა გულიანად გადაიხარხარა, თითქოს ეს ყველაზე
მოსწრებული ხუმრობა იყო, რაც კი ოდესმე მოუსმენიათ.
საინტერესოა, ტვინის ნაცრისფერი ნივთიერება როდის
გამოდის მწყობრიდან? ჰარის როდის დაემართება მსგავსი
რამ? ან იქნებ უკვე შეეყარა სიბერის ჭკუასუსტობა? საკუთარ
თავს ეკითხება. რაც არ იცი, არ იცი. სიცარიელეა შიგნით, სი-
ცარიელეა გარეთ... გიდი, რომელმაც მსმენელთა კეთილგან-
წყობა მოიპოვა, უფრო სასაცილო ხეების ჩვენებას განაგრძობს.
- აქეთ გვაქვს ხე-დინამიტი, Hura crepitans. მისი ნაყოფი
სიმწიფისას ფეთქდება. ასევე წარმოდგენილია სამხრეთ ამერი-
კის ფლორის უიშვიათესი მცენარე Cecropia- ზანტი ხე, უშველე-
ბელი ფოთლებით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ამ
ზომის ხე ერთადერთია. მცენარე საინტერესოა იმით, რომ მისი
ფოთლები შეხებისას შალივითაა, არასოდეს იხრწნება.
ჰარი ფიქრობს, რისთვის დასჭირდა ღმერთს ასე გარჯა
და თან - სად, გადაკარგულ ამაზონის ჯუნგლებში?
- ფოთლის ერთი მხარე შოკოლადისფერია, მეორე -
თეთრი. ეს იშვიათი სილამაზისა და გამძლეობის ხეა, ამიტომაც
იზიდავს ფლორის მოყვარულ ადამიანებს. მისგან სხვადასხვა
დეკორატიული ნივთის დამზადება შეიძლება. თუ სურვილი გექ-

148
მკითხველთა ლიგა

ნებათ, შეგიძლიათ, ამ უიშვიათესი ხის ფოთლები ჩვენი სუვენი-


რების მაღაზიაში შეიძინოთ.
აი, თურმე, რაში მდგომარეობს ღვთის განგება, ადა-
მიანებმა სუვენირების მაღაზიაში რაიმე უნდა შეიძინონ.
შემდეგი ხეა Enterolobium cyclocarpum, ანუ „ყურის ხე“.
- თესლი იმარცვლება და იბნევა, - აგრძელებს გიდი, - მი-
სი ნაყოფი ადამიანის ყურს წააგავს.
გუნებაზე მოსული ხალხი მზად არის ყოველ უნიჭო ხუმ-
რობაზე იცინოს, ღვთის ხელით შექმნილი ფლორის ნიმუშებზე
იხითხითოს.
ექსკურსიამძღოლმა, როგორც იქნა, თავს უფლება მისცა,
გამარჯვებულის იერით გაეღიმა. ის იცნობს ამ ხეებს, სათქმე-
ლიც გაზეპირებული აქვს და კარგად იცნობს პენსიონერ, მორ-
ჩილ ტურისტებს.
ჰარი ნორჩი არსების ხავერდოვან ხელს გრძნობს, ჯუდი-
თი სადღაც ექაჩება. ბაჭია გოგონას მშვენიერი, მწვანეთვალება
სახისკენ იხრება. ამჩნევს, რომ პრუს ნება დაურთავს მისთვის,
პომადა წაესვა, რათა ეს გასეირნება განსაკუთრებულად სამახ-
სოვრო ყოფილიყო. მოგზაურობა ბებიასა და პაპასთან ერთად
სამუდამოდ გამახსოვრდება და როცა ისინი ცოცხლები აღარ
იქნებიან, - მოიგონებ.
- როის აინტერესებს, - ჯუდი ცდილობს იჩურჩულოს, მაგ-
რამ ღელავს და არ გამოსდის, - რამდენ ხანში დასრულდება?
- ახლახან დაიწყო, - პასუხობს ჰარი.
ჯენისი ჩურჩულში ჩაერთვება. ის ბავშვებივით უყურადღე-
ბოდ უსმენს გიდს.
- იქნებ შეგვესვენა, სანამ ჯგუფი ქუჩას გადაკვეთს.
- ექსკურსია ერთი მიმართულებით მიიწევს, - ამბობს ჰარი,
- ჩამოვრჩებით. აბა, დავიძარით.

149
მკითხველთა ლიგა

ჰარი ხელში იყვანს როის, რომელიც მოწყენილობისგან


ორმაგად დამძიმებულია. ატატებული ბავშვით, ოჯახის დანარ-
ჩენ წევრებთან ერთად, კვეთს ქუჩას, რომელიც საძოვარი იყო
იქამდე, ვიდრე „ბატონ ედისონს“, როგორც მათი გიდი უწო-
დებს, თითქოს მისი ერთ-ერთი საყვარელი ყოფილიყოს, არ
მოეპრიანა და ქუჩის ორივე მხარეს მეფური პალმები არ ჩაამ-
წკრივა.
- უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პალმები, სირთულეების
მიუხედავად, 60 მილზეა გაჭიმული, აქედან - „ევერგლეიდსამ-
დე“. გაცილებით იოლი გამოდგა ამ 1900 ნერგის კუბადან, დი-
დი იალქნიანი გემებით ჩამოტანა, ვიდრე მათი ზიდვა ხარურ-
მით, ჩვენი ფლორიდის მართლაც რომ გაუვალ, ჭაობიან ადგი-
ლებში.
საექსკურსიო ჯგუფი დახლართულ ბილიკებს ლასლასით
მიუყვება, ზოგი ინვალიდის ეტლს მიაგორებს. ცდილობენ ბი-
ლიკზე მოხაზული კაქტუსებისა და ყვავილების კლუმბები არ გა-
თელონ, ცდილობენ ყური უგდონ გიდს, რომლის ხმაც ტალღი-
სებურად ცვალებადია და დროდადრო იხრინწება.. გიდს სურს
მსმენელის ყურადღება ველური მწვანე მცენარეებისკენ მიმარ-
თოს, ისინი ხომ ედისონმა რეზინის შემცვლელის ძიებაში თავი-
სი შორეული, ძვირად ღირებული მოგზაურობიდან ჩამოიტანა.
რა სახეობის მცენარეს აღარ ნახავ აქ - მატყლის ხეს, ჭანჭურს,
ზარბაზნის ჭურვების ხეს, პომადის ხეს, ჩიტისთვალა ბუჩქებს,
შეყვარებულ ორქიდეას, რომელიც სულაც არ გახლავთ პარა-
ზიტი, როგორც ბევრს მიაჩნია, ლიჩის თხილს, რომლის ნა-
ყოფზეც დიდი მოთხოვნაა ჩინეთში.
ჰარის მუხლები ეკვეთება დაღლილობისგან. ზურგის ერთ
ნაწილში, ნეკნებს უკან, მჩხვლეტავ ტკივილს გრძნობს, მაგრამ
როი ისევ ხელში ჰყავს, რადგან ბავშვს ჩაეძინა. მისი შვილიშ-

150
მკითხველთა ლიგა

ვილი მთელ მსოფლიოში ალბათ ყველაზე მძინარა 4 წლის ბი-


ჭუნაა. ჯენისი და ჯუდი შეთქმულებივით გამოეყვნენ ჯგუფს და
პირდაპირ ედისონის სახლისკენ გაემართნენ. სახლი მეინის
შტატიდან 1886 წელს ოთხი იალქნიანი გემით ნაწილ-ნაწილ
ჩამოიტანეს. ერთი სიტყვით, ის მსოფლიოში პირველი აწყობი-
ლი სახლია. სახლს სამზარეულო არ აქვს, რადგან ედისონს
კერძების მომზადებისას დატრიალებული სუნი ეჯავრებოდა.
სახლს ოთხივე მხრიდან ფართო აივანი აკრავს. ეზოში განთავ-
სებულია თანამედროვე საცურაო აუზი, უპირველესი აუზი
ფლორიდაში. იგი დღემდე პასუხობს თანამედროვე მოთხოვ-
ნებს, დღემდე არც ერთი ბზარი არ გასჩენია და წვეთიც არ ჟო-
ნავს. ცისფერი ცემენტით მოპირკეთებული აუზი არა ფოლა-
დით, არამედ ბამბუკითაა გამაგრებული. საოცრებაა! ადამიანის
რაოდენ მონდომებას, გამომგონებლობას, ახირებასა და სიმა-
მაცეს იტევს ისტორია. ჰარი ძლივს მიაბიჯებს. იმ უდიდესი მიღ-
წევებით დამძიმებულს ფეხი ეკვეთება, გონება ებინდება, ტვინს
თითქოს პატარა სახრახნისი უბურღავს. ბაჭიას აუტანლად ექა-
ვება მხრები იმ ადგილას, სადაც მისმა წვრილცისფერზოლიან-
მა, ასპროცენტიანი ბამბის პერანგმა დასველება და გაშრობა
მოასწრო. შეწუხებული მიდის ჯენისთან და ევედრება - მომფხა-
ნე, - ხმადაბლა ამბობს - ბავშვმა რომ არ გაიღვიძოს.
- სად? - ეკითხება ჯენისი. „პალ-მალის“ ღერი, რომელიც,
სავარაუდოდ, პრუს გამოართვა, მეორე ხელში გადააქვს და
ზურგს უზელს, - ვიდრე ავი სული არ განიდევნება. ედისონის
გაშენებული ჯუნგლები ჯოჯოხეთური ადგილია. ჰარის სული
ეხუთება. ქოშინებს. უფროსების სიფრთხილის მიუხედავად, რო-
ის მაინც ეღვიძება და ძილბურანში აცხადებს:
- ფისი მინდა!

151
მკითხველთა ლიგა

- რა თქმა უნდა, - ამბობს ჰარი და აფრთხილებს, - ვერც


ერთი ბუჩქის უკან ვერ მოისაქმებ, თითოეული იშვიათი სა-
ხეობაა.
- ჩვენ წინაშეა dombeya wallichi, იგი ცნობილია, როგორც
ინდოეთის ვარდისფერი ბურთების ხე, - მხიარულად განაგ-
რძობს თხრობას გიდი იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც გაკვე-
თილს ჯერ ისევ უსმენენ, - მას ძალიან მძაფრი სურნელი აქვს.
ბატონი ედისონი ჩიტების მოყვარული გახლდათ, მას მუდამ
ჰყავდა იადონები და რამდენიმე თუთიყუში. ფრინველები აქ გა-
ლიებში არ ცხოვრობენ და შესანიშნავად გრძნობენ თავს.
- საიდან იცის, ფრინველებს მოსწონთ თუ არა აქ ყოფნა?
- ეკითხება ჯუდი ბებიასა და პაპას, საჭიროზე ხმამაღლა კითხუ-
ლობს, რის გამოც რამდენიმე ტურისტი თავს მისკენ მიატ-
რიალებს, რათა გაიგოს, რაშია საქმე, - თვითონ ხომ არ არის
თუთიყუში?
- იქნებ არის კიდეც, - უჩურჩულებს ჰარი.
- ფისი მინდა, - იმეორებს როი.
- გავიგე, გავიგე, მაგრამ რომ გეფსია, ეს ამ სამყაროსთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, - უხეშად პასუხობს ბავშვს.
მამობრივი მოვალეობის შესრულებაში ბაჭია ყოველთვის
მოიკოჭლებდა.
ჯენისი დახმარებას სთავაზობს:
- მე წავიყვან, იქ, შემოსასვლელში, საპირფარეშო შევნიშ-
ნე.
ჯუდითი შეშფოთებულია, მშვიდად ვერ ეგუება იმას, რომ
ეს ორი ბედნიერი ადამიანი ამ საპყრობილეს თავს დააღწევს.
- მეც მინდა წამოგყვეთ! - ისე ხმამაღლა დაიყვირებს, რომ
გიდი მცენარეების დაწვრილებით აღწერას წამით შეწყვეტს.
- იქნებ მეც მინდა საპირფარეშოში წასვლა!

152
მკითხველთა ლიგა

ჰარი ხელს წაავლებს და გამეტებით მოუჭერს.


- ან იქნებ არც გინდა. - კბილებში გამოსცრის ბაჭია, - გე-
ყოფა, ღვთის გულისათვის, ცოტაც გაუძელი, თორემ გამოტო-
ვებ ამ წყეულ, მსოფლიოში უძველეს ნათურას.
ინვალიდის ეტლში ბებრუხანა ზის, უნარშეზღუდული არ
უნდა იყოს, მისი ფორთოხლისფერი თმა ქიმიური დახვევის შემ-
დეგ მაიმუნის უკანალის ფერისა გამხდარა. ქალი ბაბუა--
შვილიშვილს დაჟინებით შესცქერის. „უნდა იცოდე, როდის გა-
ჩერდე“, - ფიქრობს ჰარი. არავის ჰყოფნის მოთმინება ან ზრდი-
ლობა, დროულად გაჩერდეს. გიდმა ხმა აიმაღლა და თხრობა
განაგრძო.
- ეს გახლავთ ახრასი ამერიკული ტროპიკებიდან. მის მცე-
ნარეულ რძეწვენს, საღეჭი რეზინის დასამზადებლად იყენებენ.
- გესმის? - ეუბნება ჰარი ჯუდითს, ამ გაჭიანურებულ, მაღა-
ლი დონის ექსკურსიაზე მყოფ ბაჭიას უკვე სუნთქვაც ეზარება,
თან საშინლად ნანობს შვილიშვილთან გადამეტებულ უხეშო-
ბას. - „ჩიკლი“ რისგან კეთდება?
- „ჩიკლი“ რა არის? - ქვემოდან ამოხედა ჯუდითმა. მის
კაშკაშა, წრფელ მწვანე თვალებში ძნელად შესამჩნევი უნდობ-
ლობა გაკრთა. გოგონა ნაწყენია და ოდნავ დამფრთხალი. ბა-
ჭიასადმი გულუბრყვილო ნდობა შეელახა. ნუთუ პაპას არასო-
დეს გაუგია საღეჭი ფერადი ბურთულები, სახელად „ჩიკლი“?
იქნებ ისინიც ისევე გაქრა როგორც, „პენი კენდი“, ან ბავშვობის
დროინდელი შაქრიანი ფუნთუშა? ნუთუ უკვალოდ გაქრა? არა-
და, ჰარის გუშინდელივით ახსოვს ყოველივე, უფრო მძაფრად
და რეალურადაც კი, ვიდრე გასული დღე.
- ეს ხე, - განავრცობს თემას ქალბატონი გიდი, - ბატონი
ედისონის საჩუქარია ყველა ბავშვისთვის. მას ძალიან უყვარდა
ბავშვები, თავისი შვილები და შვილიშვილები, მათ საკმაოდ

153
მკითხველთა ლიგა

ბევრ დროს უთმობდა, თუმცა სმენის დაქვეითების გამო, უფრო


ესაუბრებოდა პატარებს, ვიდრე უსმენდა.
მსმენელთა ჯგუფს მსუბუქმა ხითხითმა გადაურბინა. ქალ-
ბატონმა გიდმა კისერი წაიგრძელა და თვალი მოავლო აუდი-
ტორიას, მსგავსი რეაქცია მისთვის, როგორც ჩანს, მოულოდ-
ნელი აღმოჩნდა. თუმცა, სავარაუდოდ, ალბათ იმდენჯერ
ჩაუვარდებოდა ეს თავისი გამოსვლები, რომ გონებას, რო-
გორც ძველ კასეტას, წარუმატებლობის ყველა დეტალს ჩაწე-
რილი ექნებოდა. თხრობა შეწყვიტა და მოშრაშუნე, ჭრელაჭ-
რულა დალაქავებულ სამოსში გამოწყობილი მოხუცებისგან
შემდგარი დამჯერი ფარა, მათი ხუთდოლარიანი პილიგრიმო-
ბის ახალი სამიზნისკენ გარეკა. გუნდს ისევ მოუწია ქუჩის გადაკ-
ვეთამ და პალმების არაბუნებრივად, ლარივით გაჭიმულ
ხეივანში გაიკვლია გზა. ედისონმა, ამ გასაოცარმა ადამიანმა
და დიადმა ამერიკელმა, ეს ნერგები ზღვით კუბიდან მაშინ ჩა-
მოიტანა, როდესაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ჯერ აკვანში
ეძინა.
გიდი არ ანებებს მსმენელებს გზა მდუმარედ გადაკვეთონ
და ახალი მცენარის ვინაობას აცნობს:
- შეხედეთ ბუჩქს მოზრდილი წითელი ყვავილებით, ესაა
„შენილი“ კუნძულ ბისმარკიდან. „შენილი“ ფრანგული სიტყვაა
და „მუხლუხოს“ ნიშნავს, მისი კალმისებური ბუსუსებიანი ყვავი-
ლების შემხედვარეს ალბათ არ დაგებადება კითხვა, მუხლუხო-
სებური რატომ ეწოდა.
- ფუუუჰ! მუხლუხოები! - წამოიძახა ჯუდიმ და ჰარის
ფრთხილად ახედა. ბაჭიამ იგრძნო, რომ ეს მათ ურთიერთობა-
ში ჩატეხილი ხიდის გამთელების პატარა ქალური მცდელობაა.
მან ასჯერ მეტად ინანა, მის ნორჩ ხელს ასე გამეტებით რომ
მოუჭირა. საკუთარ თავს ეკითხება, რატომ უჭირს ხოლმე თავის

154
მკითხველთა ლიგა

შეკავება, რატომაა ასეთი უხეში, განსაკუთრებით - ქალების მი-


მართ, თითქოს იმაში ადანაშაულებდეს, რომ სამყარო ამგვა-
რად არის აწყობილი - სავსეა მუხლუხოსებური ბუჩქებით, იოტი-
სოდენა სიბრალულიც კი არსადაა. ბაჭია თავის სულმდაბლო-
ბას განიცდის, უმწეობის შეგრძნება აქვს და საკუთარი თავი
ეზიზღება. აბეზარი ბავშვი კი ისევ მის გულ-მკერდში ასანთით
თამაშობს.
- ახლა, ქუჩას გადავკვეთთ და გავემართებით ლაბორა-
ტორიისკენ, სადაც ბატონი ედისონი თავის ბოლო ექსპერიმენ-
ტებს ატარებდა. - გამოაცხადა ქალბატონმა გიდმა.
როგორც იქნა, ქუჩა გადაკვეთეს და ედისონის გრილ ლა-
ბორატორიამდე მიაღწიეს. მათ ჯენისი და როი შეუერთდნენ.
ლაბორატორია სავსეა მტვრიანი კოლბებით, სიფონებით,
დროისგან გაშავებული სარტყელშემოვლებული ჭურჭლით. გი-
დი მიუთითებს საწოლზე, რომელზეც ედისონი, როგორც წესი,
10 წუთით ჩათვლემდა ხოლმე, კვლევებს წყვეტდა და ყრუ, უშ-
ველებელი ჭკუის მქონე თავს ასვენებდა.
დამთვალიერებლების ყურადღება ახლა საშლელის პატა-
რა ნარჩენზე გადაიტანეს. სახლის პატრონმა ის ოქროწკეპლას
წვნისგან თავადვე დაამზადა, ახლა მის, საშლელი საწერ მაგი-
დაზე დევს და დღემდე არ დაუკარგავს ელასტიკურობა. ოქ-
როწკეპლა - ეს მცენარე აქვე იზრდება, ფორტ-მაიერში.
სასწაულია, მაგრამ გიდმა ხეტიალიცა და თხრობაც დაას-
რულა. ახლა უკვე თავისუფლები არიან. საჭესთან მჯდომი და
ჩრდილოეთით მიმავალი ჰარი სამეულს ეკითხება.
- აბა, ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
- ფისიზე წასვლა, - პასუხობს როი.
- სულელო, - ეუბნება ჯუდი და ძმაზე ჭკვიანი რომ გამოჩ-
ნდეს, პასუხობს: - ყველაზე მეტად მომეწონა ფონოგრაფი, ის

155
მკითხველთა ლიგა

ხომ ყრუ იყო. ამიტომ ხის ჩარჩოს კბილებს იმ ადგილას ადებ-


და, საიდანაც უსმენენ. მას ახლაც ამჩნევია მისი კბილების კვა-
ლი. ეს საკმაოდ საინტერესო იყო.
- ჩემთვის კი საინტერესოა ის ფაქტი, - ამბობს ჰარი, - რომ
აკუმულატორის ბატარეის გამოგონებისას ამდენი მარცხი გა-
ნუცდია. ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ასეთი ძნელი იქნებოდა.
მაინც რამდენი წარუმატებლობა ახლდა ამ გამოგონებას? რო-
გორც გიდმა თქვა, 9 ათასი უშედეგო ექსპერიმენტი?
ფანჯრების მიღმა ზუზუნით მიქრის 41-ე გზატკეცილი თა-
ვისი ხედებით. ბანკები, სწრაფი კვების ობიექტები, ბენზინგასა-
მართი სადგურები, კლინიკები ართრიტით დაავადებულთათ-
ვის. ჯენისი ღრმად ჩაფიქრებულა.
- ოჰ, - ამბობს ის და ცდილობს საუბარში ნახევრად ჩაებას,
- ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ძველი კინოპროექტორი მგო-
ნია, კიდევ ტოსტერი და ვაფლის საცხობი. არც კი ვიცოდი, რომ
ესენიც მან გამოიგონა. ჩვენთვის საკმაოდ რთული აღსაქმე-
ლია, რომ ასეთი პრიმიტიული ნივთებიც კი, ოდესღაც გამოგო-
ნებას საჭიროებდა. წარმოიდგინე, ედისონი საერთოდ რომ არ
დაბადებულიყო, დღეს სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებო-
და. ერთმა კაცმა რამდენი რამ შეცვალა.
ჰარი და ჯენისი მარიონეტებს ჰგვანან, სათამაშო პაპას და
ბებიას, რომლებიც პატარა მაყურებლებისთვის წარმოდგენას
მართავენ. ბაჭია ოჯახის ავტორიტეტის ტონით აცხადებს:
- არა მგონია, მაგ ერთ ადამიანზე ამდენი ყოფილიყო და-
მოკიდებული. ყველა გამოგონება ტექნოლოგიური პროგრესი-
თა და ადამიანთა მოთხოვნილებებითაა განპირობებული. უბ-
რალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ედისონი თუ არა, ვინ-
მე შვეიცარიელი ან ვიღაც სხვა გამოიგონებდა ყოველივეს.

156
მკითხველთა ლიგა

სადღაც ამოვიკითხე, რომ ერთადერთი გამოგონება, რომელიც


შესაძლოა, დღეს არ ყოფილიყო - ეს ელვაშესაკრავია.
- ელვაშესაკრავი? - კითხულობს გაოცებული ჯუდითი, რო-
მელიც ასე თუ ისე, შეეგუა იმას, რომ მოგზაურობა პაპასთან და
ბებიასთან ერთად ჯერ დიდხანს არ დასრულდება და ცდი-
ლობს, შეძლებისამებრ, თავი შეიქციოს.
- ჰო, ეს საკმაოდ რთულია, - პასუხობს ჰარი, - თითოეული
პატარა კბილანა, დახრილი სიბრტყის პრინციპით, როგორ ზუს-
ტად ჯდება ერთმანეთში, იმავე პრინციპითაა აგებული პირამი-
დებიც. - ბაჭია ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა, როცა ის შო-
რეული დრო გაიხსენა, პირამიდებს რომ აგებდნენ. მერე აცხა-
დებს:
- სხვათა შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ედისონს
საკმაოდ სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა. გაიხსე-
ნეთ მისი მეგობრები - ფორდი, ფაიერსტოუნი, სხვა სქელჯი-
ბიანი ტიპები. ედისონს ფანტაზია ჰქონდა და ის ადამიანებიც
ჰყავდა, მის იდეებს რომ ყიდულობდნენ. ასე რომ, მთელი
საუბარი იმაზე, თუ როგორ უყვარდა კაცობრიობა, ყბადაღებუ-
ლი სიცრუეა.
- ლამის დამავიწყდა, - ამბობს ჯენისი, - კიდევ მომეწონა
ძველი ავტომობილი, რომელსაც ორქიდეის საბურავები ჰქონ-
და.
- ოქროწკეპლასი, - ჩაუსწორებს ჰარი, - ორქიდეა არაფერ
შუაშია.
- ჰო, ოქროწკეპლა ვიგულისხმე.
- მე ორქიდეა უფრო მომწონს, - ამბობს ჯუდითი, - პაპა,
ქალბატონი ექსკურსიამძღოლი როგორ მოგეწონა? ხომ საშინ-
ლად საუბრობდა? ტუჩებს ისე ბრეცდა, თითქოს საწუწნი კანფე-
ტი ჰქონდა პირში, არა?

157
მკითხველთა ლიგა

- ვიფიქრე, რომ ძალიან სექსუალური იყო, - მოურიდებ-


ლად წამოროშავს ბაჭია.
- სექსუალური?! - წამოიყვირებს გაოგნებული გოგონა.
- მშია. - ამბობს როი.
- მართალია, მეც მშია, - ეთანხმება ჯენისი, - ჭკუის კოლო-
ფი ხარ, როი.
„მაკდონალდსისკენ“ გადაუხვიეს. მოლარესთან გაარკვი-
ეს, რომ სათამაშო მოედანი, სადაც, ბავშვების გასამხიარულებ-
ლად სპირალური სასრიალოები და პლასტმასის უშველებელი
კაცუნა იდგა, მომხმარებელთა მხრიდან პრეტენზიებისა და სა-
ჩივრების თავიდან ასაცილებლად, ბოქლომით იყო დაკეტილი.
კაცუნას ედისონზე ბევრად დიდი ზომის თავი აქვს, თან ჰამბურ-
გერის ფორმის.
სათამაშო მოედნის დაკეტილ კართან როი ისტერიკას
მართავს, მერე კი, მთელი სადილის განმავლობაში, ხმამაღლა
სლუკუნებს თითქოს წყენის მარილიან ცრემლებს თავის პატარა
ცხვირით უკან ისრუტავს. ბიჭუნას უყვარს თეფშზე მარილის დახ-
ვავება და მასში კარტოფილის ჩხირების სათითაოდ ამოვლება.
შემწვარი კარტოფილი და ფუთი მარილი - ასეთია როის სადი-
ლი. მისი ხელუხლებელი ბიგმაკის შესანსვლა ჰარის უწევს. ბა-
ჭია, ზედმეტად ხასხასა ფერების გამო, „მაკდონალდსის“ პრო-
დუქციით დიდად აღფრთოვანებული ვერ არის, აშკარად ქი-
მიაა.
სად ჯანდაბაში დაიკარგა ძველებური, ნამდვილი ჰამბურ-
გერი ყოველგვარი ზედმეტი დანამატების გარეშე? ალბათ იქ,
სადაც ჩიკლი. იქვე კუთხეში ხმადაბლა თამაშობენ ბინგოს. იმის-
თვის, რომ ხელები დაიბანო, მოთამაშეებს უნდა ჩაუარო. ვიღაც
მოხუცი ქალები და მამაკაცები, რომლებსაც დარბაზის კუთ-
ხეები აქვთ დაპყრობილი, ლოტოს კარტებისკენ იხრებიან, ყა-

158
მკითხველთა ლიგა

ვისფერ მინიფორმაში გამოწყობილი შავკანიანი გოგონა რიც-


ხვებს აცხადებს: ოცდაშვიდი, ორმოცდაერთი...
როცა მზისგან გავარვარებულ მანქანაში ჩასხდნენ, ჰარიმ
შეუმჩნევლად მაჯის საათს დახედა. ჯერ მხოლოდ შუადღეა.
ვერ დაუჯერებია, მას ეგონა უკვე ოთხი საათი იქნებოდა და მა-
ლე, საღამოც დადგებოდა. ბაჭიას მთელი შიგნეული სტკივა,
ძვლებში ამტვრევს.
- მაშ, ასე, - აცხადებს ის, - ჩვენ გვაქვს რამდენიმე არჩევა-
ნი.
მანქანის უჯრიდან ქალაქის რუკას გადმოიღებს. სანამ
გზას დაადგები, ჯერ გაარკვიე, სად მიდიხარ. ეს მას დიდი ხნის
წინ ჩაუბეჭდეს გონებაში.
- შეგვიძლია სარასოტისკენ გავუყვეთ, იქ რინგლინგის მუ-
ზეუმია, თუმცა ახლა დაკეტილი იქნება. კიდევ ძველმოდური
მანქანების, ბელმის მუზეუმიცაა, სადაც ყოველგვარი ავტომო-
ბილის ნახვაა შესაძლებელი. თუმცა, მგონი, ედისონის სახლში
ძველი მანქანები საკმარისად ვნახეთ. ჩემმა გოლფის პარტნი-
ორმა ერთი გასაოცარი ადგილი მიქო, ჯუნგლი-პარკი ჰქვია.
ჯუდიმ ტანჯულად ამოიოხრა, როი კი დაიკოს შემხედვარე
მოიბუზა და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა.
- კარგი რა, პაპა, - გოგონას ტონი ზედმეტად ქალურია,
თითქოს დედისეულიც კი, - აღარ მინდა ისევ მუხლუხოს ბუჩქე-
ბი.
- იქ მცენარეები არც ისე ბევრია, სამაგიეროდ, არიან
ლეოპარდები, გარეული ფრინველები. ნამდვილი, ველური
ცხოველები, გესმის, როი? თუ მიუახლოვდები ან ნებაზე მიუშვებ
შეუძლიათ, თვალები დაგთხარონ.. ფლამინგოებს ცალ ფეხზე
მდგომებს სძინავთ. ჩემმა მეგობარმა ბერნიმ ტვინი წაიღო მათი

159
მკითხველთა ლიგა

ქებით. არადა, როგორ ახერხებენ ერთ უსაშველოდ გრძელ,


თითივით წვრილ ფეხზე დგომასა და ძილს?!
მეტი დამაჯერებლობისთვის ჰარი საჩვენებელ თითს ჰა-
ერში სწევს. რა საშინელი შესახედია თითი, თუ დააკვირდები:
ნაოჭები სახსრების ირგვლივ, უწვრილესი ხაზების წრიული სუ-
რათი და ყოვლად გამოუსადეგარი სამკაული თითის ბალიშზე,
ფრჩხილის სახით. მანქანის უკანა სავარძელზე მსხდომ ბავ-
შვებს შეფაკლული ლოყები აქვთ, ისე როგორც ნელსონს
სჩვეოდა ბავშვობაში, როცა სიცხე უწევდა, თვალებშიც უსაზ-
ღვრო მწუხარება უდგათ, მამასავით.
- ვნახოთ, აბა, კიდევ რა გვაქვს, - ამბობს ბაჭია და თან
რუკას აკვირდება, - ბრადენის კოშკის ნანგრევები. აბა, ნანგრე-
ვებზე რას იტყვით, თქვენ, ორნი? - თავადაც მშვენივრად იცის
პასუხი, - ან შეგვიძლია, უკან ჩვენს ბინაში დავბრუნდეთ და და-
საძინებლად მივეყაროთ.
ეს ხრიკი ჰარიმ მანქანების გაყიდვისას ისწავლა. შესთავა-
ზე მომხმარებელს ის, რაც არ უნდა, რათა მოისურვოს ის, რაც
სანახევროდ სურს. ორი არასასურველი ნივთიდან უარესი შეს-
თავაზე და უმალ გადააწყვეტინებ, აარჩიოს იმ ორიდან უკეთე-
სი. ჰარი უყურებს ჯენისს, ვინაიდან მისი სრული გულგრილო-
ბით უკმაყოფილოა. მარტო ბაჭია რატომ უნდა იჭაჭებოდეს?
ბავშვების ხუშტურზე სიარული მასაც ხომ ევალება, ის ხომ ბე-
ბიაა?
ჯენისმა გამოიღვიძა და ფრაზა ჩააკვეტა:
- მალე ვერ მივბრუნდებით, იქნებ ჯერ კიდევ ისვენებენ.
- ან რაიმე სხვა საქმით არიან დაკავებულნი, - ჩაიბურდღუ-
ნა ჰარიმ. ჩხუბობენ ან ლოგინში გორაობენ. არის რაღაც მხურ-
ვალე და დამღუპველი ნელსონისა და პრუს წყვილში, რაც ოჯა-
ხის დანარჩენ წევრებს უხერხულობას უქმნის. თუმცა ახალგაზ-

160
მკითხველთა ლიგა

რდა წყვილებს აგზნებულობა ახასიათებთ, ისინი ჯერ სიცოც-


ხლის შუაგულში, მის ორომტრიალში არიან, აკეთებენ ბავ-
შვებს. ისეთ წყვილებს კი, როგორიც ჯენისი და ბაჭიაა, სიკვდი-
ლის სურნელი დასტრიალებთ, როგორც ლარნაკში მივიწყებუ-
ლი დამჭკნარი ყვავილების დამპალ ღეროებს.
- კინოში წავიდეთ, რა! - გაისმა ჯუდის შეთავაზება.
- ჰო, კინოში. - ეს სიტყვები როიმ უნებურად ზრდასრული
ადამიანის ინტონაციით წარმოთქვა და დანარჩენებს წუთით
ეგონათ, მანქანის უკანა სავარძელზე ვიღაც უცხო მგზავრი იჯ-
და.
- მოდი, ასე შევთანხმდეთ, - შემოიტანა წინადადება ჰარიმ,
- პირველ რიგში, ჯუნგლი-პარკში მივიდეთ, თუ იქ საექსკურსიო
ჯგუფში ჩაგვაყენეს, ან თუ უბრალოდ მოსაწყენი რამ იქნება, მა-
შინვე უკან გამოვბრუნდებით; ხოლო თუ მოგეწონებათ, უცებ
დავათვალიერებთ ყველაფერს და წამოვალთ, თან იქვე ვიყი-
დით სარასოტის გაზეთს და დღევანდელ კინოაფიშას გავეცნო-
ბით. როი, უკვე დიდი ბიჭი ხარ, შეძლებ კინოსეანსს ბოლომდე
გაუძლო?
ჰარიმ წინადადება დაასრულა, გასაღები გადაატრიალა
და მანქანა დასძრა.
- მაგან „დამბოზე“ ისეთი ტირილი მორთო, დედიკო იძუ-
ლებული გახდა, დარბაზიდან გაეყვანა.
- დამბოს დედა... - იწყებს თავის მართლებას როი, მაგრამ
ცრემლი მოერია და ფრაზა ვერ დაასრულა.
- გასაგებია, მეგობარო, - ამბობს ჰარი, რომელიც ისევ 41-
ე გზატკეცილს მიუყვება და ცდილობს, მისი ხმა უკანა სავარ-
ძელზე მსხდომებმაც გაიგონონ.
- ნამდვილად გულის ამაჩუყებელია, გალიაში გამომ-
წყვდეული დედა სპილო და მარტო დარჩენილი დამბო. ხორ-

161
მკითხველთა ლიგა

თუმების სცენა თუ გახსოვთ? მაგრამ ყველაფერი კარგად მთავ-


რდება. როი, მულტფილმისთვის ბოლომდე უნდა გეყურებინა.
თუ ბოლომდე არ ნახავ, შენში სევდა რჩება.
- მერე დამბო ცირკის ვარსკვლავი ხდება, - გაბოროტებუ-
ლი ეუბნება ჯუდი ძმას, - იცი, რა სანახაობა გამოტოვე? ყველა
ბოროტ მასხარას მიწისთხილებს ესროდა.
- ასეთია დისნეი, - ეუბნება ჰარი ჯენისს და სანახევროდ,
მცირეწლოვან აუდიტორიასაც, - ემოციებზე იერიშის მიტანა შე-
ეძლო. დიდი დეპრესიის პერიოდში უნდა ყოფილიყავი აღ-
ზრდილი, რომ გაგეძლო. მამათქვენმა ნელსონმა, ვერ აიტანა
ფიფქიას ყურება ზუსტად იმ დროს, ხელმეორედ რომ გაუშვეს.
- მამას არაფერი მოსწონს. - გაანდო ჯუდიმ, - თავისი სიტ-
ყვაძუნწი, იდიოტი მეგობრების გარდა.
- რომელი მეგობრების? - შეეკითხა ჰარი.
- ოჰ, მათი სახელები არ ვიცი. ერთი მაღალი და ტანადია,
დანარჩენებიც მისნაირები არიან. დედიკოს ისინი ეჯავრება და
მამასთან ერთად აღარსად დადის.
- მართლა? საინტერესოა!
- ამბობს, რომ ეშინია.
- ეშინია? რისი?
- ჰარი, - ჩუმად ეუბნება ჯენისი, - ბავშვებს ნუ ჩააცივდები.
- მამიკოს იმ ტანადის ეშინია, - ამოთქვა დიდი ხნის დუმი-
ლის შემდეგ როიმ. ბიჭუნას მოაგონდა, რომ საუბარი მასაც შე-
უძლია.
ჯუდიმ უმცროს ძმას წამოარტყა:
- მისი კი არ ეშინია, შე დამბო, მამიკოს სხვა კაცებისა ეში-
ნია.
- ვინ სხვა კაცების? - ჩაეკითხა ჰარი.
- ჰარი! - ჯენისი ცდილობს მეუღლე გააჩუმოს.

162
მკითხველთა ლიგა

- დაივიწყე, რაც გკითხე, - გასძახა ბაჭიამ. მაგრამ მისი ხმა


ტირილსა და წიკვინში ჩაიკარგა. როი ჯუდითს სწვდა თმაში და
ხელს არ უშვებს. ჯენისი მათ დასაშოშმინებლად უკანა სავარ-
ძლისკენ გადაიხარა.
მოძრაობაში ჯენისის ბლუზონი გაიხა, ჰარის სმენას სწვდე-
ბა ძაფების რღვევისა და წყვეტის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ
გვერდით თვრამეტბორბლიანმა სატვირთო მანქანამ ჩაუქრო-
ლა წარწერით, „მეიფლაუერი - ავეჯის გადაზიდვა“. მანქანამ
ისეთი აეროდინამიკური ვაკუუმი შექმნა, რომ ჰარიმ „კამრის“
საჭე ძლივს დაიმორჩილა. იაპონური მანქანები ნამდვილად
ვერ აკმაყოფილებენ ყველა სპეციფიკურ ამერიკულ მოთხოვ-
ნას. ნელსონმაც იგივე თქვა ფურგონებზე, როცა ერთ-ერთი მო-
დელი 422-ე გზატკეცილზე, ქარში გამოცადა. რას იზამ, ასეთია
ცხოვრება, რაღაც მაინც უნდა გაყიდო, არ შეიძლება, გაუთავებ-
ლად იწუწუნო ნაკლოვან მხარეებზე - ყველა ხომ „ლამბორჯი-
ნის“ ვერ გაყიდის!
ჯუნგლი-პარკი ყოველგვარ სასიამოვნო მოლოდინს
აჭარბებს. დიდი მაღაზია სავსეა ნიჟარებით, რომლისგანაც ჰა-
რის თვალში უკვე ბებერები აქვს. ისეთივე ნაკეთობებია, როგო-
რიც ჯენისს აქვს განლაგებული მათი ბინის გამყოფ ღია თარო-
ებზე. წყალქვეშა სამყაროდან მყუდრო ეზოში ხვდები. იქიდან
ორი გზაა, ერთი ქვეწარმავლების პავილიონისკენ და „ქრისტეს
ბაღისკენ“ მიდის, ხოლო მეორე ფრინველებისკენ მიემართება.
ენგსტრომებმა ჩიტების გასართობი ატრაქციონისკენ გადაუხვი-
ეს. ინტერესით უყურებენ, როგორ ატარებს ველოსიპედს თუთი-
ყუში ფრიად უკმაყოფილო სახით და რგოლებში როგორ ხტე-
ბა. შემდეგ ხავსმოდებულ კლდოვანებს შორის ხვეულ ბილიკს
გაუყვნენ. ყოველ მოსახვევში ახალი საოცრებაა ჩასაფრებული.
აი, კოატას ჯიშის მაიმუნთა სამეული, ბანჯგვლიანი გრძელი

163
მკითხველთა ლიგა

მკლავებითა და შეშფოთებული სახეებით. იქვე უშველებელი


ნათელი შენობაა - გალია, რომელიც ტოტიდან ტოტზე მოფ-
რთხიალე ფერადი სკვინჩებითაა სავსე. მათი მოუსვენრობა
უზარმაზარი საათის მექანიზმს მოგაგონებს. ახლოს არის „ბუ-
დას ხე“, ზუსტად ისეთი, რომლის ქვეშაც ბუდამ ღვთაებრივ გას-
ხივოსნებას მიაღწია.
ბაჭიას აინტერესებს, როგორ გრძნობს თავს დალაი ლამა
მრავალწლიანი დევნის მერე. შესაძლებელია კი გწამდეს
ღმერთის, როცა ადამიანები გეუბნებიან, რომ თავად ღმერთი
ხარ?
ოთხმა ენგსტრომმა სარკისებურ ტბას მიაღწია, იქ მდუმა-
რე გედები დანარნარებენ, იქვეა ფლამინგოების ლაგუნა -
ფლამინგოთა გუნდი, სტაფილოსფერ-ვარდისფერი ირეალური
შეფერილობით. როგორც ბერნი დრექსელი იფიცებოდა, ფლა-
მინგოებს ფეხზე მდგომებს სძინავთ. წონასწორობას ფანქარი-
ვით თხელ ცალ ფეხზე ინარჩუნებენ, ტყავის ფართო, ტყაპუნა
ტერფზე დგანან, ბუმბულიან ჯოხიან კანფეტებს ჰგვანან, თი-
თოეულის სხეული ბურთის მსგავსია, ცალ ფეხზე დგანან და თა-
ვები ფრთებში ჩაუმალავთ. მღვიძარე ფლამინგოები არანაკ-
ლებ გასაოცარნი არიან - როგორი სიფრთხილით დააბიჯებენ.
- შეხედეთ, წყალს როგორ სვამენ, - ეუბნება ჰარი შვილიშვი-
ლებს. ხმადაბლა საუბრობს, რათა ფრინველები არ დააფ-
რთხოს.
- მათი ნისკარტი ისეა მოწყობილი, თავჩაყირავებულებს
უწევთ წყლის დალევა.
ოთხივე გაოგნებული დგას. სივრცე შორეულ პლანეტებსა
და მათ შორის წამიერად ქრება. ეს ცოცხალი არსებები იმდე-
ნად განსხვავებულნი არიან, თითქოს ბუნებამ სხვა თარგზე გა-
მოჭრა ისინი. ჩვენი დედამიწა სინამდვილეში მრავალი საოცა-

164
მკითხველთა ლიგა

რი სამყაროსგან შედგება და სამწუხაროდ, ეს სამყაროები იშ-


ვიათად ხვდებიან ერთმანეთს.
ბუნების მრავალფეროვნებით განცვიფრებულები, დამუნ-
ჯებულები უყურებენ სანახაობას. მიუხედავად იმისა, რომ თვი-
თონ ადამიანები არიან, ერთ ენაზე საუბრობენ, ბუმბულითაც არ
არიან შემოსილები, თავჩაკიდებულებიც არ სვამენ წყალს, მაგ-
რამ თითოეულს შორისაც საოცრად დიდი სხვაობაა.
ბილიკს ისინი ამჯერად ნიჟარებისა და პეპლების კომპო-
ზიციით გაწყობილი ღია პავილიონისკენ მიჰყავს. იქ ოქროს
თევზების აუზი და გალიაა, შავი ფერის ლეოპარდებით, რო-
გორც დაჰპირდა ჰარი როის. შავთვალება ბიჭუნა მხეცებს მიშ-
ტერებია, ისინი უხმაუროდ დააბიჯებენ. ბავშვი ისეთი შიშით შეჰ-
ყურებს მათ, თითქოს მის წინ მორევი იყოს, რომელიც საცაა
ფსკერისკენ ჩაითრევს. ერთ-ერთ სვეტზე, რომელსაც პავი-
ლიონის სახურავი ეყრდნობა, პატარა ყუთია მიმაგრებული. იგი
ძალიან ჰგავს იმ ყუთს, რომელიც ჰარის ახალგაზრდობაში ყო-
ველ ბენზინგასამართ სადგურთან და მაღაზიასთან ხვდებოდა.
ყუთიდან ერთი მუჭა მიწისთხილი და ფსტა შეგეძლო ჩამოგეყა-
რა. აქ კი მსგავსი ყუთი ფარშავანგების პავილიონის მოპირდა-
პირე მხარეს მდებარეობს. პავილიონში ამაყი ფარშავანგები
ულამაზესი, გაუშლელი კუდით მტვერს ხვეტენ. სწორედ აქ და-
უშვა ბაჭიამ თავისი ისტორიული ლაფსუსი. ჰარიმ დანარჩენი
ოჯახის წევრები ჩამოიტოვა, ჯიბეში ხურდა მოჩხრიკა, ავტომა-
ტის ყუთში ჩააგდო და ერთი მუჭა მოყავისფრო მარცვალი გად-
მოცვივდა. ბაჭია მშვიდად შეუდგა მათ ჭამას. სამწუხაროდ, ეს
მიწისთხილი არ არის, საერთოდ გაუგებარია, რა არის, იქნებ
რაიმე ფლორიდული დელიკატესია? მშრალია, გამომხმარი,
სიმწრის გემოც კი დაჰკრავს. ვინ იცის, ეს ყუთი-ავტომატი რამ-
დენი ხანი ელოდებოდა კლიენტს? ბაჭიამ მარცვლეული ჯუ-

165
მკითხველთა ლიგა

დითს შესთავაზა, გოგონამ დახედა, დასუნა, მერე კი სრულიად


გაოგნებული თვალები შეანათა:
- პაპა! - წამოიყვირა ბავშვმა, - ეს ჩიტების საკენკია! ბებია!
ის ჩიტის საჭმელს ჭამს. კურდღლის ცურცლების მსგავს ყავის-
ფერ საზიზღრობას!
ჯუდითის დაძახილზე ჯენისი და როი მოცვივდნენ. დარ-
ცხვენილი ბაჭია დგას, გაშლილ ხელისგულზე მარცვლები უყ-
რია, რომ დანარჩენებსაც აჩვენოს, რა ჩაიდინა.
- ხომ არ ვიცოდი? - დაბნეულად ამბობს ჰარი, - ყუთზე
არავითარი წარწერა არ არის, არც ნიშანი.
ბაჭიას საზარელი შეგრძნება დაეუფლა. შეუძლოდ გახდა.
მისი სხეულის მიღმა ჰაერი ყოვლისმომცველი უსუსურობით გა-
იჟღინთა. ერთ წამში დაინახა, როგორი სულელური და ფუჭია
მისი ცხოვრება და რა ადვილია მასთან განშორება.
სამეულიდან მხოლოდ ჯუდი იცინის, ულამაზესი პატარა
სახითა და ქათქათა კბილებით. ხარხარებს გაუთავებლად, ჩაბ-
ჟირებამდე, მერე კი სიცილი თითქოს ნაძალადევი გაუხდება.
ჯენისი და როი მოწყენილი და ცოტათი დაბნეული სახით შეჰ-
ყურებენ ბაჭიას.
- ბაბუა, ეს ყველაზე დებილური რამ არის, რაც კი ოდესმე
ვინმეს ჩაუდენია! - ამბობს ჯუდი.
ბაჭია უღიმის მას და თავს უქნევს სიმაღლიდან. სუნთქვა
უმძიმს, მჭიდრო ტკივილი სარტყელივით შემოეჭდო მის გულ-
მკერდს. პირში სიმჟავის გემო უძლიერდება. ჰარიმ კერატოზით
დაფარული გრძელთითებიანი თონთლო ხელი შეაბრუნა. ყო-
ფილი კალათბურთელის ტორები აქვს.
ჰარიმ მარცვლები ფარშავანგების სიახლოვეს მიმოფან-
ტა, რომ ფრინველებმა აკენკვა შეძლონ. ერთი თეთრი კუდმოწ-
ყვეტილი ფარშავანგი მიუახლოვდა საკენკს, შეათვალიერა,

166
მკითხველთა ლიგა

მაგრამ არ მიირთვა. იქნებ სულაც ადამიანის საკვები იყო? რო-


გორც უნდა იყოს, დღე ბაჭიასთვის წამხდარია. ბილიკს აგრძე-
ლებენ და მარტო ჯუდითია მხიარული, მისი ტიტინი ფარშავან-
გების სასოწარკვეთილ, გამკივან ხმასაც კი ახშობს.
დამქანცველი ჯუნგლი-პარკის ბილიკმა ისინი ტბასთან მი-
იყვანა. ჩაუარეს გალიას, რომელშიც კატისებრთა ჯიშის მარ-
ტოსული ოცელოტები თვლემენ, კაქტუსების ბაღს, მოშავო გუ-
ბურას წარწერით - ზოლიანი ვარანი, მაგრამ ვერაფერი დაინა-
ხეს, ალბათ იმიტომ, რომ არ იციან, როგორია ზოლიანი ვარა-
ნი. გასცდნენ თუთიყუშებისა და არას გალიას. ამ ფრინველებს
მშვენიერი ბუმბულისა და ვეება ნისკარტების გამო, თავი თით-
ქოს დამძიმებიათ და სულ მიწას ამიტომაც უცქერენ.
საშინელებაა, როცა გენეტიკური ინსტინქტებით დატყვევე-
ბული ცხოველი ხარ. ნებისმიერ გალიაზე უფრო მკაცრი კანო-
ნების მქონეა ეს ციხე. ბოლო გალიაში ემუ და ნანდუა, თავიან-
თი ნისკარტებით ღობის ეკლიან მავთულს წიწკნიან, ნაღვლიან
ყრუ ხმას გამოსცემენ. ფართო თვალები მოუჩანთ. კლინკ,
კლანკ, კლინკ, ხმაურობს მათი ჯიუტი ნისკარტები - სრულიად
უსარგებლოდ. რატომ აკეთებენ ამას? ადამიანის თვალისთვის
შეუმჩნეველ მწერებს იჭერენ? ან თავისებურად ბოდავენ, რო-
გორც ძველ რომში მემთვრალეები?
ჰარი პირში საშინელი საკაზმის გემოს გრძნობს, ყვითელ--
წითელი საზიზღრობის, ისეთს, „მაკდონალდსის“ ჰამბურგერებს
რომ ასხამენ ზემოდან, დამწნილებული კიტრის სიმჟავეს, შეზა-
ვებულს ჩიტის მარცვლების სიმწარესთან. ბაჭია ღმერთს ევედ-
რება, რომ შეაძლებინოს დროულად შეწყვიტოს ხოლმე ჭამა.
ჯენისი უახლოვდება მას, გვერდით დგება და მის ჩამოშვებულ,
ზორბა ხელის მტევანს თავისი ნატიფი ხელით ეხება.
- ეს ბუნებრივი შეცდომა იყო, - ეუბნება.

167
მკითხველთა ლიგა

- ისეთი, როგორებსაც ჩავდივარ, - პასუხობს ჰარი, - ბუ-


ნებრივებს.
- ჰარი, ყურებს ნუ ჩამოყრი.
- ჰოო?
- ახლა ნელსონზე ფიქრობ, - აი თურმე ჯენისს რა არ ას-
ვენებს, ის და არა ჰარი.
- სიმართლე გითხრა, ახლა ემუებზე ვფიქრობდი, -
აღიარა მან.
- მოდი, ვკითხოთ პატარებს, რა სურთ ვუყიდოთ სუვენირე-
ბის მაღაზიაში, მერე კი შევიძინოთ გაზეთი. ერთი სული მაქვს,
კონდენციონერიან შენობაში როდის მოვხვდები.
ჯუდითს უყიდეს თეთრი დამუშავებულ-გაპრიალებული ნი-
ჟარა, როი კი მუცელფეხა მოლუსკის საოცარი შავ-თეთრი ნი-
ჟარით დააჯილდოეს, ბიჭუნამ სასწრაფოდ მოუნახა ბასრკბი-
ლანება საჩუქარს დანიშნულება - მისი დახმარებით ყოველგვა-
რი ხელმისაწვდომი გლუვი ზედაპირის დაკაწვრას შეუდგა. რო-
იმ ავტოსადგომისკენ მიმავალ გზაზე შეღებილი მოაჯირი თავი-
სი ნიჟარით გაალამაზა. „კამრიც“ ბავშვის ოინს შეეწირებოდა,
ჰარის როის პატარა ხელისთვის რომ არ ჩაევლო და ჰაერში
არ გაეშეშებინა იგი. ბაჭიას ეჯავრება ნიჟარები. მათი დანახვი-
სას უმალ ახსენდება ის წებოვანი, გაუმაძღარი, უფორმო არსე-
ბები, რომლებიც მათში ბინადრობდნენ. პატარა გულებით, ნაწ-
ლავებით, საცეცებითა და დაჭყეტილი უძლური თვალებით.
მთელ ცხოვრებას ზღვის ფსკერზე, ბნელ და ცივ სამყაროში,
სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე ატარებენ. ფიქრი წყალქვეშა
სამყაროზე ბაჭიასთვის აუტანელია, თუ როგორ ჭამენ ერთი-
მეორეს იქ ბინადარი არსებები, ბურღავენ ნიჟარებს, უფატრა-
ვენ შიგნეულობას და სანსლავენ.

168
მკითხველთა ლიგა

მანქანა მათ არყოფნაში ისე გავარვარდა, რომ მის სა-


ლონში შესაძლოა ცოცხლად შეიბრაწო. ფლორიდის მზემ ბო-
ლომდე ააორთქლა დილის ნოტიო ღრუბელი, რომელიც
თვითმფრინავის ნაკვალევს უფრო წააგავს და პალმებისა და
ესპანური კრამიტების თავზე მხოლოდ წმინდა ცისფერი დატო-
ვა. სიცხემ და ერთად ყოფნამ ბავშვები გააბრუა, იმის ღონეც
აღარ აქვთ, ტკბილეული აკნატუნონ. ბაჭია ჩერდება წარწერას-
თან „ყავა, ბუტერბროდები, ბენზინი“ და სარასოტას გაზეთს ყი-
დულობს. ერთხმად გადაწყდა, უყურონ ფილმს„საქმიანი გოგო-
ნა“. სეანსი სადღაც, დასაკარგავში 2 საათსა და 45 წუთზე იწყე-
ბა. იქამდე მრავალი მილია გასავლელი. მოციალე ფლორი-
დის გამთანგველი გზა. გზატკეცილი სავსეა ამერიკული ჯაბახა-
ნა მანქანებით, რომელთაც ავტომატური გადაცემის კოლოფი
აქვთ და უმეტესად ასაკოვნები მართავენ. პენსიონერები იმდე-
ნად შემართულები არიან, რომ საკუთარი მანქანის იქით ვერც
ვერაფერს ხედავენ. ყოველ ჯერზე, როცა ფლორიდაში ერთი
პუნქტიდან მეორე პუნქტამდე მშვიდობით იმგზავრებ და მსუბუქ
დაზიანებასაც გადაურჩები, ეს ამ მხარეში განვითარებულ გერი-
ატრიას - მედიკამენტოზურ მკურნალობას, აბებს, ვიტამინის ნემ-
სებსა და სისხლის გამათხელებლებს უნდა უმადლოდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯუდი იფიცება, როი ნამყოფია კი-
ნოთეატრშიო, ბავშვს აშკარად არ ესმის, რომ სეანსის დროს
არ შეიძლება ისე ისაუბრო, თითქოს საკუთარ სასტუმრო ოთახ-
ში იმყოფებოდე. როის ბაგეებიდან წამდაუწუმ გაისმის საცოდა-
ვი ხმით დასმული კითხვა „რატომ“? „რატომ იხდის ის გოგო
ტანსაცმელს?“ „რატომ უბრაზდება იმ კაცს?“ ბაჭიას მოსწონს ამ
სურათში მელანი გრიფიტის ჯანსაღი სხეული. არა ისეთი, რო-
გორიც ჰოლივუდის უმეტეს ვარსკვლავებს აქვთ - სიგამხდრის-
გან გალეული. განსაკუთრებით ხიბლავს კადრი, როცა იმგვარი

169
მკითხველთა ლიგა

საცვლების ამარა რჩება, ბორდელში მომუშავე კახპებს რომ აც-


ვიათ. მოსწონს ეპიზოდი, სადაც იგი თავის მეგობარ მამაკაცს
შიშველ ქალთან შეუსწრებს. მისი მეტოქე მასავით იტალიელია,
მაგრამ ამბიციების გარეშე და დიდ ბიზნესში არა გაეგება რა.
მელანი გრიფიტის პერსონაჟი მის მოწინააღმდეგეს საქმროსაც
ართმევს და გზასაც მიიკვლევს დიდ ბიზნესში. ბაჭია სიამოვნე-
ბით უყურებს მელანი გრიფიტის შიშველ თეძოს, რომელიც ნი-
ჟარის ზედაპირივით გლუვია. ტკბება მთელი ხუთიოდე წამი,
როცა ეკრანზე მისი მოშავო ძუძუსთავები ჩანს. რაც შეეხება ში-
ნაარსს, ფორსმაჟორული სიტუაციაა, მთავარი პერსონაჟები
ყველა ხერხით ცდილობენ მაღალი წრის ქორწილზე მოხვედ-
რას - ჰარის აგონდება, რომ რაღაც მსგავსი ნანახი აქვს ორმო-
ციოდე წლის წინ. კერი გრანტი თუ გარი კუპერი, აირინ დანი
თუ ჯინ ართური - მთავარ როლებში? როიმ ხმამაღლა იკითხა:
- რატომ არ შეიძლება ახლა წავიდეთ?
ბაჭია მზად არის, ბავშვთან ერთად ფოიეში გავიდეს, რათა
ჯენისმა და ჯუდიმ მშვიდად გააგრძელონ ფილმის ყურება.
ჰარიმ და როიმ ბატიბუტი მოიმარაგეს და დაიწყეს ვი-
დეოთამაში, სახელწოდებით „განადგურება“. ბაჭიას ეგონა,
რომ მიზანში სროლა მშვენივრად იცის, მაგრამ ვერც ერთი
კოსმოსური ურჩხულის მოკვლას ვერ ახერხებს. როი იმდენად
პატარაა, რომ ხელში თუ არ აიყვანე, ღილაკებს ვერ სწვდება.
ბავშვის აყვანა მას მხრის ტკივილს უძლიერებს. როის მასზე
უკეთ თამაში ნამდვილად არ გამოსდის.
- ეჰ, როი, - სულის მოთქმის მერე დაადგინა ბაჭიამ, - ჩვენ-
ნაირებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დედამიწას კოსმო-
სური ურჩხულები უკვე დიდი ხნის წინ დაეპატრონებოდნენ.
პატარა შეეჩვია პაპამისს, მიეწება და გვერდიდან არ
სცილდება. ბიჭუნამ ბატიბუტი მიირთვა და ახლა სუნთქვისას კა-

170
მკითხველთა ლიგა

რაქის სუნს აფრქვევს, რისგანაც ჰარის გული ერევა. ბავშვის


სუნთქვა ჰარის თვითმფრინავის სალონში მდებარე ვენტილა-
ტორებიდან მომავალ ჰაერს ახსენებს.
ხალხი კინოთეატრის მესამე დარბაზიდან გამოვიდა. ჯე-
ნისმა ბაჭიას განუცხადა:
- მგონი, სამსახური მჭირდება, განა უფრო მეტად მიმზიდ-
ველი არ ვიქნები შენთვის, თუ საქმიანი ქალად ვიქცევი?
- რომელ შტატში ისურვებდი მუშაობას?
- რა თქმა უნდა, პენსილვანიაში, ფლორიდა დასასვენებე-
ლი ადგილია.
ბაჭიას აზრი სულაც არ ეპიტნავება. ამაში რაღაც შემაშფო-
თებლად საეჭვოა, როგორც - „სპრინგერ მოტორსის“ ნოემბრის
თვის ანგარიშებში.
- რას გააკეთებდი, სად იმუშავებდი?
- არ ვიცი. ჩვენს ავტოსადგომზე არა, ნელსონს არ უყვარს,
როცა გზაზე ვეღობებით. ვაჭრობით დავკავდებოდი. ბოლოს
და ბოლოს მამაჩემი მთელი სიცოცხლე ამ საქმეს აკეთებდა,
ჩემი ვაჟიც ვაჭრობს და რითი ვარ ნაკლები? მეც ვივაჭრებ.
ბაჭიამ არ იცის, რა პასუხი გასცეს. ამდენი წლის მერე, რო-
მელიც ჰარიმ ცოლთან მიკრულმა უხალისოდ გაატარა, ვერ
წარმოუდგენია, ჯენისს მასთან დარჩენას ევედროს, არადა ის
მისი ერთადერთი იმპულსია. ჰარი საუბრის თემასა და პარტნი-
ორს იცვლის:
- ჯუდი, ფილმი როგორ მოგეწონა?
- კარგად დასრულდა. კაცმა მისი მონაყოლი დაიჯერა და
ბოლოს ფანჯრიან ოფისში დაიწყო მუშაობა. მისმა საზიზღარმა
უფროსმა კი ფეხი მოიტეხა და საქმრომაც მიატოვა, ის კაცი ხომ
ორივეს მოსწონდა.

171
მკითხველთა ლიგა

- საცოდავი სიგურნი, - ამბობს ჰარი, - ჯობდა გორილებ-


თან დარჩენილიყო.
ჰარი თავის პატარა ფარას კინოთეატრის ვესტიბიულში
მიერეკება. მომსახურე პერსონალი მწვანე ნაგვის პარკებითა
და წითელი იატაკის საწმენდებით ფუსფუსებს ფოიეში, დარბაზს
ხუთსაათიანი კინოსეანსისთვის ამზადებენ.
- აბა, თქვით, ახლა რა ვქნათ? მინიგოლფი ხომ არ გვე-
თამაშა? ან საერთოდაც, ჩავიდეთ სენტ-პიტერსერგამდე და გა-
დავიაროთ მათი არაჩვეულებრივი ხიდი.
როის ქვედა ტუჩი აუკანკალდა, ამოილუღლუღა გაუგება-
რი სიტყვები, რომელიც ჯუდითმა თარგმნა:
- ამბობს, რომ სახლში წასვლა უნდა.
- ვის არ უნდა, რო? - მანუგეშებლად ჩაერთო ჯენისი, -
ბაბუა უბრალოდ გვაჯავრებს. ჯერ ვერ გაიცანი პაპა კარგად,
როი? საშინლად აბეზარია.
- ნუთუ? - ჰარის საკუთარ თავზე ასეთი რამ ნამდვილად
არ უფიქრია.
უბრალოდ ხანდახან იტყვის ხოლმე რაიმეს გასაჯავრებ-
ლად, დიდი გაიძვერაა.
ჯუდითი თავდაჯერებული ღიმილით ამბობს:
- გვატყუებს, ვითომ ცუდი ვინმეა.
- ღრრრ, - პასუხობს ჰარი.
ორმოცწუთიანი მგზავრობის მერე, სამხრეთ-დასავლეთ
ფლორიდის გზატკეცილზე, გამოჩნდა დელეონის მოსახვევი,
მიუყვებიან პანდო-პალმის ბულვარს, როგორც იქნა,
ვალჰალა-ვილიჯის კარგად დაცულ შესასვლელამდე მიაღწე-
ვენ. 413-ე ნომერში. პრუ და ნელსონი დაბანილ--
დასვენებულები დახვდნენ. ცოლ-ქმარი ისე იქცევა, თითქოს
არც არაფერი მომხდარა. ისინი ყურს უგდებენ მოგზაურთა ნა-

172
მკითხველთა ლიგა

ამბობს. მთავარი ამბავი, პაპას მიერ საზიზღარი ჩიტის საკენკის


ჭამაა. პრუ თავაზიანად სთავაზობს ჯენისს, დაღლილი ფეხები
დაასვენოს და თავად ამზადებს სადილს. ნელსონი ტელევიზო-
რის ეკრანთან მოეწყო და საღამოს საინფორმაციოს მოსასმე-
ნად მოემზადა, შვილები კი მუხლებზე დაისვა. ჰარის ეჭვიანო-
ბის ეკალმა უჩხვლიტა და გულში ფიქრობს, როგორი უსამარ-
თლოა ყველაფერი. მისმა ვაჟმა მთელი დღე უეჭველად თავის
წითურ ცოლთან კურკურში გაატარა, ახლა კი, ეს პატარა უმა-
დური ნაშიერები როგორც გმირს, ისე ექცევიან. არადა, ჰარი
მათი გულისთვის ყირაზე დადგა.
ბაჭია ნელსონის მოპირდაპირედ, სავარძელში ჯდება და
ნელ-ნელა იწყებს ვაჟის წაკბენას:
- გამოიძინე, ბოლოს და ბოლოს, გეყო დრო?
ნელსონი შესანიშნავად ხვდება, საით უმიზნებს მამიკო. მა-
გიდის მეორე მხარეს მჯდომარეს თავისი კატისებური შემპარა-
ვი მზერით გახედავს.
- გუშინ ღამე ერთ ადგილას შევიარე, საჭმლის წამოღება
მინდოდა, მერე უბრალოდ ბარში შევრჩი, - ეუბნება ნელსონი
მამამისს.
- ხშირად იქცევი ასე?
თვალების ბრიალით ნელსონი პატარებზე მიუთითებს.
მართალია, ბავშვები ტელევიზორს უყურებენ, მაგრამ, რა იცი,
შესაძლოა ყურები ჰქონდეთ დაცქვეტილი. პატარა დოქებს დი-
დი ყურები აქვთ.
- ნწ, - თავს ნებას აძლევს თქვას, - მხოლოდ მაშინ, როცა
დაძაბული ვარ, მოდუნებაში მეხმარება. პრუს ესმის ჩემი. არა-
ფერი საშიში არ ხდება.
ბაჭია დიდსულოვნად სწევს მაღლა ცალ ხელს.

173
მკითხველთა ლიგა

- ჩემი საქმე არ არის, არა? დიდი ხანია სრულწლოვანი


ხარ. უბრალოდ შეგეძლო დაგერეკა. უფრო სწორად, ხათ-
რიანი და ყურადღებიანი ადამიანი დარეკავდა. ვერც ერთმა ვი-
სიამოვნეთ სადილით, რადგანაც არ ვიცოდით, რა შეგემთხვა.
ლუკმა არ გადაგვივიდა!
- ვცადე დარეკვა, მამა, მაგრამ თქვენი აქაური ნომერი ზე-
პირად არ მახსოვს, ტელეფონების წიგნი კი ვიღაც ახვარმა
მომპარა.
- ეს შენი შეთხზული ამბავია საღამოსთვის? დედაშენმა დი-
ლით მითხრა, რომ დაგირეკავს, ჩვენ კი სასადილოდ ვყოფილ-
ვართ გასულები.
- მართალია, გზისპირა სატელეფონო ავტომატიდან დავ-
რეკე, მერე კიდევ მინდოდა დარეკვა, მაგრამ ვერ მოვახერხე
იმიტომ, რომ ბლოკნოტი არ მქონდა.
- რა ადგილას იყავი? იქნებ ეგ ბარი მეც ვიცი?
- აზრზე არა ვარ, სადაა, - თქვა ნელსონმა და ჩაიღიმა
ტელევიზორის ეკრანის ციმციმში, - გზაში დავიკარგე. აქ გადა-
ადგილება გრძელ საქმიან მოგზაურობას ჰგავს. ფლორიდის
ერთადერთი დადებითი მხარე ის არის, რომ პენსილვანია მას-
თან შედარებით ხელუხლებელი ჩანს.
ადგილობრივი საინფორმაციოს ტელეკომენტატორი
ზღვის ძროხებთან დაკავშირებულ ვითარებას იტყობინება:
„ზღვის ძროხები გამოსაზამთრებლად თბილი ადგილე-
ბისკენ განაგრძობენ ცურვას. ვინაიდან ჯერაც მშვენიერი ამინ-
დია და ჰაერის ტემპერატურა უცვლელია, მივმართვათ ყველა
სახის ხომალდს, შეანელონ სვლა, რადგან მოსალოდნელია
ზღვის ძროხებთან შეჯახება ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ
ნაპირებთან - მათი გავრცელების მთელ არეალში“.

174
მკითხველთა ლიგა

- აცხადებენ და აცხადებენ, - ამბობს ბაჭია, - მაგრამ არც


ერთი ზღვის ძროხა არ შემხვედრია.
- იმიტომ, რომ წყალს არც კი ეკარები, - პასუხობს ნელ-
სონი, - სისულელეა ცხოვრობდე ამ მხარეში და არ გყავდეს
ნავი.
- რა ჯანდაბად მინდა ნავი? წყალი მეჯავრება.
- შეგიყვარდებოდა. შეგეძლო გეთევზავა ზღვის ყურეებში.
ფაქტობრივად, აქ არავითარი საქმე არ გაქვს.
- რომელ ადამიანს, თუნდაც ნახევრად ცივილიზებულს უჩ-
ნდება თევზაობის სურვილი? საცოდავი უტვინო არსებების წინ
გეჭიროს ლეშის ნაკუწი, მერე როგორც კი წამოეგებიან, ქაჩო
შენკენ ანკესით და დააგლიჯო ტუჩები. ყველაზე სასტიკი, რაც
კი ადამიანს გამოუგონია, თევზაობაა.
ქერა ტელეკომენტატორი, რომელსაც იმდენი მუსი ადევს
თავზე, რომ თმა პარიკს უფრო მიუგავს, აცხადებს:
- ოთხშაბათს კეიპ-კორალის ბიმინის არხში ზღვის ძროხა
შენიშნეს, ნაშიერით. ზღვის ძროხა ხმელეთისკენ, ბიმინის აუზი-
დან ნახევარი მილის დაშორებით მიცურავდა. მსგავსი შემთხვე-
ვა მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, კალუსაჰაჩიდან ღია
წყლებისკენ საკმაოდ დიდი რაოდენობით დაიძრნენ, შესაძ-
ლოა, ცალკეული ცხოველი ისევ ახლომახლო დაცულ ფარვა-
ტერებში იმყოფებოდეს. ინფორმაცია დახოცილ ან დაჭრილ
ზღვის ძროხებზე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ნომერზე 1-800-
342-1821 - ტელეფონის ნომერი წყლის ზედაპირზე ზანტად გა-
წოლილი ზღვის ძროხების კადრების ფონზე ჩნდება.
- და, - აბოლოებს ტელეკომენტატორი ბრტყელ-ბრტყელი
სიტყვებით, როგორც სჩვევიათ საუბარი, სარეკლამო ბლოკის
მოახლოებისას, თუ გაგაჩნიათ რაიმე სახის ინფორმაცია ზღვის
ძროხების თაობაზე, გთხოვთ დარეკოთ ცხელ ხაზზე 332-3092.

175
მკითხველთა ლიგა

იმისთვის, რომ ჯუდითან მეგობრობა განაახლოს, ბაჭია


მას შეეხმიანა:
- არ გინდა ისეთივე დიდი ეშვი გქონდეს, როგორიც იმ დე-
დიკო ზღვის ძროხას ჰქონდა?
გოგონას ყურიც არ შეუბერტყავს, ეტყობა, ვერ გაიგონა.
ჯუდი სახეგაბრწყინებული შესციცინებს ტელევიზორის ეკრანზე
მოტრიალე სარეკლამო რგოლს. კალიფორნიული ქიშმიშები
შავკანიანებივით მღერიან და ცეკვავენ. მსგავსი სტილით გამო-
დიოდნენ „თაგუნა“ მუშკეტერები. ნეტავ, სად არიან ახლა? ალ-
ბათ შუახნისანი უნდა იყვნენ. ჯიმი რამდენიმე წლის წინ მოკვდა,
იუწყებოდა გაზეთები. ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხდება
ხოლმე. როი ცერათითს წოვს და თვლემს ნელსონის მკერდზე.
ნელსონი ისევ იმ პიჟონურ თეთრსაყელოიან, წვრილვარდის-
ფერზოლიან პერანგშია გამოწყობილი, რომელიც თვითმფრი-
ნავიდან ჩამოსვლისას ეცვა. თითქოს მას უბრალო, სულელური
მოკლესახელოიანი პერანგები არ ეკადრებოდეს.
- ხვალ, - ხმამაღლა დებს პირობას ბაჭია უმისამართოდ, -
ზღვაში გავალ. მე და ჯუდი „მზის დამჭერს“ დავიქირავებთ. უკვე
მოველაპარაკე ედ ზილბერშტეინის ვაჟს, რომელიც ბეივიუს
სასტუმროში მუშაობს.
- არ ვიცი, - ამბობს ნელსონი, - რამდენად უსაფრთხოა ეგ
რაღაცები?
ბაჭიამ იწყინა:
- ღვთის გულისთვის, ისინი, სათამაშოების მსგავსად,
იოლი სამართავია. რომც გადატრიალდეს, უბრალოდ ნავის
წვერზე უნდა დადგე და მყისვე გასწორდება. 10-11 წლის ბავ-
შვები მთელი დღე დააქროლებენ ხოლმე ასეთებს ყურეში.
- კი, მაგრამ, ჯუდი ჯერ ცხრა წლისაც არ არის, ყოველ
შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა. ნუ გაგულისდები,

176
მკითხველთა ლიგა

მამა, უბრალოდ დიდი ხანია ჭაბუკი აღარ ხარ, შენი ასაკი


ათეულებს ითვლის. თან, როგორც თავადვე თქვი, მეზღვაურად
ვერ გამოდგები.
- კარგი, ბატონო, მაშინ, შენს ღლაპებს, კეთილი ინებე და
გასართობი სახვალიოდ თვითონ მოუფიქრე. დღეს მათ გახა-
ლისებაში რვა საათი დავხარჯე და ჰაერს გავატანე ოთხმო-
ციოდე დოლარი.
ნელსონი ნიშნის მოგებით ეუბნება:
- წესით, ეს უნდა გახალისებდეს. შენ მათი საყვარელი პაპა
ხარ, გახსოვს? - შერბილებული ტონით დასძინა, - ნავით გასე-
ირნება მშვენიერი აზრია, უბრალოდ გააკონტროლე, რომ ჯუ-
დიმ მაშველი ჟილეტი ჩაიცვას.
- ჩვენთან ერთად წამობრძანდით, შენ და შენი მზეთუნახა-
ვი პრუ. სანაპირო იქ საკმაოდ სუფთა და მოვლილია.
- შესაძლოა წამოვიდეთ კიდეც, თუ მოვახერხე, სატელე-
ფონო ზარებს ველოდები.
- ავტოსადგომიდან? რა არის, ნახევარი კვირაც ვერ უნდა
აგვარებდნენ საქმეებს შენ გარეშე?
ნელსონი საუბარს გაურბის. იმალება, თითქოს ყურადღე-
ბა ტელევიზორის ეკრანისკენ გადააქვს. ყუთში „ტოიოტას“ ახა-
ლი სარეკლამო რგოლი გადის. შავკანიანი გოგონა გამყიდვე-
ლის როლშია. ფინალში გამყიდველიც და მომხმარებელიც ჰა-
ერში ხტებიან სიხარულისგან და იქვე რჩებიან.
- არა, - თქვა ნელსონმა იმდენად ჩუმად, რომ ბაჭიას მისი
ხმა ძლივს ესმის, - აქ გარკვეული კონტაქტები დავამყარე.
- კონტაქტები? რის თაობაზე?
ნელსონმა თითი მიიტანა ტუჩებთან იმის მანიშნებლად,
რომ როი არ უნდა გააღვიძონ.

177
მკითხველთა ლიგა

- რახან ციფრებზე ჩამოაგდე საუბარი, - განაგრძობს წაკ-


ბენას ბაჭია, - ვცდილობ, მოვიგონო, რა პრობლემა გვქონდა
ნოემბრის ანგარიშებთან? იქნებ მეორადი მანქანების გაყიდვის
რაოდენობა ბევრად ნაკლებია? ამ დროისთვის გაყიდული ძვე-
ლი მანქანების რიცხვი ახალი მოდელების რაოდენობას
უტოლდება ხოლმე.
- ეკონომიკური არასტაბილურობა რეიგანის მმართველო-
ბის დასასრულს უკავშირდება, - პასუხობს ნელსონი ოდნავ გა-
საგონად, - ლაილმა ახალი საბუღალტრო სისტემა გამართა,
შეიძლება ნაწილი გადასახადებისა გადავადებულია და დეკემ-
ბრის თვის ანგარიშში გამოჩნდეს. არ ინერვიულო ამაზე, მამა,
შენ და დედა უბრალოდ ფლორიდით დატკბით. მთელი ცხოვ-
რება დაუღალავად მუშაობდი, ახლა დასვენების დროა.
ბაჭიას ნათქვამი ირონიად რომ არ მიეღო, ვაჟი ჯუდითს
მბზინვარე და გლუვ სტაფილოსფერ თმაზე კოცნის. ტელეეკ-
რანის ცისფერს ნელსონის გამელოტებული თავი ირეკლავს და
ლაპლაპებს. ბაჭია ბედისწერის მძევალია. იმის ყურება, რომ
შვილი ბრძოლას აგებს, უფრო მწარეა და სევდისმომგვრელი,
ვიდრე საკუთარი მარცხი.
- ბიჭებო, გოგოებო, სადილი მზადაა! - ეძახის მათ პრუ
ჯენისის მომწვანო-მოცისფრო სამზარეულოდან.
სადილს ეტყობა, რომ საქმეს ჯენისისგან განსხვავებით,
კარგი მზარეული ედგა სათავეში. ძირითადი კერძი ცხარე სანე-
ლებლებით შეკაზმული ბოსტნეულის სუპი და თითოეულისთვის
ცალკე-ცალკე გადაღებული სალათაა. ახალი, მტკნარი წყლის
თევზი შემწვარია გაზქურის ღუმელში, რომელსაც ჯენისი საერ-
თოდ არ იყენებს. ის მხოლოდ მიკროტალღოვან ღუმელში ნა-
ხევარფაბრიკატის შეცხელებაშია დახელოვნებული. „იუნ--
დიქსში“ ყიდულობს ნებისმიერი სახის მზა კერძებს, ხორცის

178
მკითხველთა ლიგა

ღვეზლებს, ბულგარულს სატენით, ზღვის პროდუქტებს. საჭმე-


ლები ალუმინის პატარა ქვაბებშია მოთავსებული და გამოც-
ლისთანავე შეგიძლია ნაგვის ყუთში მოისროლო. ჯენისი მუდამ
უნიჭო მზარეული იყო, ახლა კი მის სიზარმაცეს განვითარებუ-
ლი ტექნოლოგიები ასაზრდოებს.
პრუს მიერ შეთავაზებული სალათა ველური ბრინჯის, რბი-
ლი ბარდისა და მწვანე ხახვისგანაა მომზადებული. კერძს იმ-
დენად პიკანტური გემო დაჰკრავს, რომ მასში ბაჭიამ მხოლოდ
მისთვის განკუთვნილი საიდუმლო გზავნილი ამოიკითხა. სხვები
ვერაფერს ხვდებიან, ისე მიირთმევენ.
- უგემრიელესია! - ეუბნება ჰარი პრუს.
ჯენისი ჰარის უხსნის:
- პრუ იმ უგვანო მაღაზიაში იყო, ეკერდის აფთიაქის უკან
რომ არის, მე ფიქრადაც არ მომსვლია იქ შესვლა. ჩვენი თაობა
თევზეულს დიდად არ ეტანებოდა, - განმარტავს რძლისთვის, -
ხანდახან, მამაჩემი თუ მოიტანდა ჩესაპიკურ ხამანწკებს. მის-
თვის ეს ერთგვარი გასართობი იყო.
პრუ ჰარის მისეული, ოდნავ მოუხეშავი, პერსონალურად
ბაჭიასთვის განკუთვნილი, ინტონაციით ეუბნება:
- ღრმა წყლების ცხიმიანი თევზის, განსაკუთრებით ლუფა-
რის ცხიმი ბლომად ეიკაზანოიდურ მჟავას შეიცავს. ეს მჟავა
სისხლს ათხელებს და ტრიგლიცერიდის დონეს ამცირებს.
ეს მართლაც კარგად მომივლიდა, გაუელვა თავში ბაჭიას
და სიამოვნებით იწყებს წუწუნს.
- რა ყველა ჩემი ქოლესტერინის დონეზე ღელავს? ალ-
ბათ, საშინლად გამოვიყურები.
- შენ ტანმოსული ხარ, - პასუხობს პრუ და ეს შეფასება ჰა-
რის სასიყვარულოდ ნასროლი ისარივით ჩხვლეტს, - როცა
ასაკი გვემატება, ცხიმოვნობის პროპორციები მკვეთრად იც-

179
მკითხველთა ლიგა

ვლება, ვინაიდან ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე, დაბალი


სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ოდენობა მატულობს, მაღალი
სიმკვრივის ლიპოპროტეიდები კი უცვლელი რჩება. ამგვარი
თანაფარდობა შენი არტერიებისთვის სახიფათოა. დღეს-
დღეობით ჩვენ ცოტას ვვარჯიშობთ, განსხვავებით ჩვენი წინაპ-
რებისგან, რომელთაც საკუთარი ფერმები ჰქონდათ. ასე რომ,
ჩვენს შემთხვევაში ზედმეტი ქონი არ იწვება.
- ტერეზა, შენ იმდენი იცი! - ამბობს ჯენისი. დიასახლისი
დიდად გახარებული ვერ არის, მას აჯობეს. დედამთილმა ხაზ-
გასმით მიმართა რძალს ნათლობის სახელით, რათა თავისი
ადგილი მიუჩინოს.
მეორე ქალმა თვალები დახარა და ქედმაღლური ტონიც
შეურბილდა:
- თქვენ ხომ გახსოვთ, ამ თემაზე ლექციების კურსი გა-
ვიარე პენსილვანიის უნივერსიტეტის ბრუერის ფილიალში?
ვფიქრობდი, როცა როი სკოლაში დაიწყებდა სიარულს, ურიგო
არ იქნებოდა, რაიმე სამსახური მეშოვა. გავხდებოდი ჯანსაღი
კვების სპეციალისტი ან დიეტოლოგი...
- მეც მანდ ვარ, უეჭველად მჭირდება მუშაობის დაწყება, -
ამბობს ჯენისი. ჰარი გაღიზიანებულია ცოლზე, ლექცია რომ
შეწყვეტინა პრუს, რომელიც დარბაისლურად საუბრობდა მხო-
ლოდ მასზე, მის საკუთრებაზე, სიმსუქნესა და ცხიმში ჩაფლულ
სხეულზე, - ...ფილმი, რომელიც დღეს შუადღეს ვნახეთ... ნიუ--
იორკის ცათამბჯენებში მომუშავე ქალებისა ისე შემშურდა.
ჯენისს პრობლემების დრამატიზების ჩვევა არ ჰქონდა. მას
მერეც კი, რაც დედა გარდაეცვალა და აქ გადმოვიდნენ, გამა-
ღიზიანებელად გაუცხოვდა, თითქოს გალავანი აღმართა, რომ-
ლის მიღმაც თავისი საიდუმლოებებით იმალებოდა. ჯენისმა
თავდაჯერებული ქალის როლი მოირგო, თითქოსდა ცხოვრება

180
მკითხველთა ლიგა

სცენაა და ჩემი პერსონალური წარმოდგენა მშვენივრად მიდი-


სო. აქ, ვალჰალა-ვილიჯში ლამის ყველაზე ახალგაზრდაა ქა-
ლებს შორის, იგი ერთდროულად რამდენიმე კომიტეტის წევ-
რია. თუ სიბერისგან დაძაბუნებული არ ხარ, ეს აქ ძალზე და-
დებით ქცევად ითვლება. როცა ჰარი და მისი მეუღლე დრექსე-
ლებთან იყვნენ სტუმრად სედერზე, ჯენისი სუფრაზე ყველაზე
უმცროსი აღმოჩნდა და პატივი დასდეს, ოთხი შეკითხვა დაესვა,
როგორც სუფრის ყველაზე პატარა წევრს.
ჰარი შურითა და ეჭვიანობით ეკითხება პრუს:
- ნელსონი რაიმე სარგებლობას იღებს ამ ჯანსაღი კვების-
გან?
- მას ეს ნამდვილად არ სჭირდება. სიმართლე რომ ვთქვა,
ძალიან ცუდი მჭამელია და მთელი ენერგია ნევროზში ეხარჯე-
ბა. მან მეტი ლიპიდი უნდა მიიღოს, მაგრამ ბავშვებზეც ხომ უნ-
და ვიფიქრო? ამბობენ, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ბავ-
შვების უმეტესობას, ორი წლიდან ქოლესტერინის დონე ზედმე-
ტად მაღალი აქვთ. როცა კორეაში დახოცილი ახალგაზრდა
მამაკაცების სხეულები გაკვეთეს, მათგან სამ მეოთხედს კორო-
ნარულ არტერიებში გადაჭარბებული რაოდენობის ცხიმი აღ-
მოაჩნდათ.
ჰარის გული ტკივილისგან შეიკუმშა. მისი ზორბა სხეული
ზღვასავითაა, ბნელი და სველი, სავსე ისეთი რაღაცებით, რაზე
ფიქრიც კი არ უნდა.
ნელსონი მათ საუბარში არ ჩარეულა, მხოლოდ ცხვირით
ქსუტუნებდა პერიოდულად. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,
თითქოს ნელსონს ცხვირში მუდამ სისველე აქვს. მის თაგვის-
ფერ ულვაშსა და ცხვირს შუა კანი გაღიზიანებულია. მან ნახე-
ვარი თევზი თეფშზე დატოვა, სკამის საზურგეს მიაწვა და თავ-
მომწონედ განაცხადა:

181
მკითხველთა ლიგა

- რამდენადაც მესმის და ვიცი, თუ ერთი რაღაცით არ მოკ-


ვდები, სხვა რამე მოგკლავს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელის მტევნები მაგიდის კიდეზე
აქვს ჩამოდებული, თითები შესამჩნევად უკანკალებს. ნერვები
წკიპზე აქვს.
- ის კი არ არის სანერვიულო რისგან მოკვდები, არამედ
ის, თუ - როდის, - ეუბნება მამამისი. ჯენისს შეშფოთება შეეტყო.
დამფრთხალი ხან ერთს შესცქერის სახეში, ხან მეორეს.
- კარგი რა, მოდით ყველანი მხიარულები ვიყოთ.
დესერტად პრუმ გაყინული იოგურტი მოამზადა, რომე-
ლიც ნაყინზე ბევრად უკეთესია, ვინაიდან ქოლესტერინს არ
შეიცავს. სადილის დასრულების შემდეგ ჰარი სამზარეულოში
შეყოვნდა. ბაჭია ჩასაფრებული დაელოდება ხელსაყრელ შემ-
თხვევას, როცა ყველა გაიკრიფება სამზარეულოდან, რკინის
ყუთს ახდის და ნაჩქარევად, დიდი ლუკმებით შეუდგება ნამ-
ცხვრის შესანსვლას. „კამეოს“ სამი ცალი ვანილის ნამცხვარი
და შაქრისპუდრიანი ორცხობილის ნატეხი ბაჭიამ წამებში შთან-
თქა. ბრუერისგან განსხვავებით, აქ ორცხობილების არჩევანი
ძალიან მწირია, თუმცა არის ფირმა Sunshine, რომლისგანაც
შეიძლება იყიდო ბუთხუზა ორცხობილების მთელი ყუთი... არც
ისე უგემურია. ბაჭიას წამით უჩნდება სურვილი, ჯენისს ჭურჭლის
დარეცხვაში მიეხმაროს. ჰარიმ ეს სურვილი საკუთარ თავში
უმალვე ჩაახშო. რა სირთულეა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
თეფშების ჩალაგება? თან სადილის მომზადებით თავი არ
შეუწუხებია. დღევანდელი დაუსრულებელი სიარულის გამო, ბა-
ჭიას ფეხები სტკივა. რამდენიმე თითი, უკვე წლებია, ფეხსაც-
მელმა ისე დაუგრიხა, რომ თუ დროულად არ დაიჭრის ხოლმე
ფრჩხილებს, ისინი გვერდით თითებში ნემსებივით ერჭობა.

182
მკითხველთა ლიგა

ნელსონი, პრუ და როი თავიანთ ოთახში განმარტოვდნენ.


ჰარი მცირე ხნით სასტუმრო ოთახში ჩამოჯდა, ჯუდითს ტელევ-
ზორის პულტი ხელში ჩაუგდია, ელვის სისწრაფით იცვლება
კადრები ეკრანზე: „კოსბის შოუ“, ფიგურული სრიალი, შემაშფო-
თებელი დოკუმენტური ფილმი იმაზე, თუ როგორ იკავებს უც-
ხოური პროდუქცია ამერიკულ ბაზარს, შემდეგ „დღეგრძელო-
ბა“, მერე კი დრამა, თუ როგორ გადაარჩინეს თოთხმეტი წლის
გოგონა დედამისივით გზას არ ასცდენოდა და სხეულით ვაჭ-
რობა არ დაეწყო. ცხოვრება გაუთვალისწინებელი შემთხვევე-
ბით არის სავსე, ფიქრობს ჰარი. ამდენი კონსერვირებული სი-
ცილი, მსახიობების ცრემლები, ძალის ხარჯვა ბედნიერების, სი-
მამაცის, სიყვარულის მისაღწევად, - ფუჭად გალეული წვალე-
ბაა. ტელევიზორის დაუღალავი ენერგია ნერვებს უშლის. ბაჭი-
ამ ამოიოხრა და მძიმედ წამოდგა. სხეული გულზე ისე დააწვა,
როგორც კარავი - პალოს.
- იქნებ გამოგერთო ეს ყუთი, საყვარელო, ხვალ დიდი
დღე გველოდება. წავალთ სანაპიროზე და ნავით გავისეირ-
ნებთ, - ეუბნება ჯუდის, მაგრამ მის ხმაში მხოლოდ გულგრი-
ლობა ისმის. ალბათ ეს ყველაზე სევდიანი დანაკარგია, რაც
დროს მოაქვს - რაც უნდა ხდებოდეს, აღფრთოვანება ისეთი
აღარ არის. ბაჭიასთვის ეს ოთხი სტუმარი დაძაბულობის წყა-
როა, ერთი სული აქვს, როდის წავლენ შაბათს, 1988 წლის ბო-
ლო დღეს!
ჯუდი ისევ ეკრანს მისჩერებია და პულტით თამაშს განაგ-
რძობს.
- „ლოს-ანჯელესის კანონის“ მხოლოდ პირველ ნაწილს
ვნახავ, - პირობას დებს ჯუდი და მაშინვე მეორე არხზე გადახ-
ტება, „ეი-ბი-სის“ სპეციალური გამოშვება განიხილავს, თუ რო-
გორ აზიანებს ბავშვების ჯანმრთელობას მათი არასწორი კვება.

183
მკითხველთა ლიგა

საძინებელში ჯენისი ELLE-ს კითხულობს და ათვალიერებს გამ-


ხდარი მოდელების ფოტოსურათებს, ისინი ჭლექიანებს ჰგვა-
ნან.
- ჯენის, - ამბობს ჰარი, - რაღაც უნდა გკითხო.
- რა? ნუ გამომაფხიზლებ, ვკითხულობ, ძილი რომ მომე-
რიოს.
- დღეს, - ამბობს ბაჭია, - ხალხი, რომელიც ედისონის მი-
დამოებში დაიარებოდა... მეც მათსავით გამოვიყურებოდი?
რამდენიმე ხანს ჯენისმა ყურადღების მასზე გადატანა ვერ
მოახერხა, დუმდა, მერე კი მიხვდა, ჰარის რაც სურდა მისგან.
- რა თქმა უნდა, არა, ჰარი, შენ გაცილებით ახალგაზრდა
შეხედულება გქონდა მათთან შედარებით, თითქოს რომელი-
ღაც მათგანთან სტუმრად ჩასული ვაჟი ყოფილიყავი.
- ყოველ შემთხვევაში, - ეთანხმება ჰარი, - ინვალიდის ეტ-
ლში მაინც არ ვიჯექი.
ჰარი ისტორიის რამდენიმე ფურცელს კითხულობს. ბრძო-
ლა ხომალდებს - ამერიკულ Bonhomme Richard-სა და ბრიტა-
ნულ Serapis-ს შორის. ზარბაზნების გრიალში ისმის შეძახილე-
ბი:
- შეგვიწყალეთ! დაგვინდეთ! ღვთის გულისათვის!
ჯონ პოლ ჯონსმა პისტოლეტიდან გაისროლა და ტყვია
მიაწია შებრალების მახვეწარს. მუდარამ და სროლის ხმამ ბრი-
ტანელთა კაპიტნის ყურამდე მიაღწია.
- შებრალებას ითხოვთ? ნებდებით? - გაისმა მისი რიხიანი
ხმა.
ზარბაზნების გრუხუნსა და ტყვიების ზუზუნში მას ლეგენ-
დად ქცეული პასუხი გასძახეს:
- ბრძოლა ჯერ არ დაგვიწყია!

184
მკითხველთა ლიგა

გამარჯვებული ამერიკული ხომალდი შეტაკებაში იმდენად


დაზიანდა, რომ მეორე დღეს ჩაიძირა. კაპიტანი ჯონი, დატყვე-
ვებული Serapis-ით და მოტეხილი ანძით ჰოლანდიისკენ გაეშუ-
რა, რამაც გაამძაფრა ბრიტანელთა აღშფოთება.
მთელი ეს ბრძოლები და სიმამაცე ბაჭიას ფუჭად დახარ-
ჯულ ძალისხმევად მიაჩნია. ჰარი თავს მარათონზე გრძნობს,
თავად მუჯლუგუნების კვრასა და უხეშობაში მოიკოჭლა, ძალა
გამოეცალა და ჩამორჩა. ბაჭიამ წიგნი ტუმბოზე გადადო და სი-
ნათლე ჩააქრო. კარს ქვემოდან შემომავალ სინათლის ზოლს
რომელიღაც სატელევიზიო შოუს შეძახილებისა და სროლების
ხმა შემოაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი შოუა. ბაჭიას უჩ-
ვეულოდ სწრაფად, ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩაეძინება.
ხელები, რომლებსაც სხვა დროს ადგილს ვერ უძებნის, საბნის
ნაკეცებზე მსუბუქად უწყვია.
მის ზმანებებს შორის ერთი სიზმარი ამგვარია: მომრგვა-
ლებულ კარს უახლოვდება და ეძიძგილავება. იმ მინის კარის
ასლია, რომელიც მაკდონალდსში იყო, განსხვავება ერთია -
მის მიღმა ჰამბურგერისთავიანი არ ჩანს. ჰარი მთელი არსებით
გრძნობს - კარს მიღმა ვიღაცაა ჩასაფრებული, მშიერი, ვისდამი
შიშიც ზარავს. მიუხედავად ამისა, კარს აწვება. ძრწოლა იმდე-
ნად ძლიერია, რომ ჰარის სავსე შარდის ბუშტით ეღვიძება. ღა-
მე საპირფარეშოში გასვლის სურვილით გამოღვიძების გარეშე
ვეღარ თენდება. მისი პროსტატიტი, საშარდე ბუშტი ნელ-ნელა
კარგავს ძველებურ ოქროწკეპლას რეზინისებურ ელასტიკურო-
ბას. საღამოს არ უნდა დაელია კათხა ლუდი ტელევიზორის ეკ-
რანთან ჩამომჯდარს, სანამ ჯუდი პულტით თამაშობდა. ძილის
შებრუნება არც ისე იოლია. ჯენისის ღრმა სუთქვა დროდადრო
ხვრინვაში გადადის, ზუსტად მაშინ, როდესაც ბაჭიას გონება მო-
დუნდება და სიზმრის ზღურბლთანაა. კარის ქვემოდან შემომა-

185
მკითხველთა ლიგა

ვალი სინათლე ჩაქრა. მაგრამ ახლა ყველაფერს ბინდის ლა-


ვანდისფერი ადევს. მწუხრი, რომელშიც ბუები და ღამის სხვა
ცხოველები მშვენივრად ხედავენ და ნადირობენ, საძინებელ
ოთახში მოზრდილი ფორმის საგნებსა და მათ ჩრდილებს გა-
მოკვეთს. ოთხკუთხედი, მინიანი კარადა დამშვენებულია სამ-
კუთხედ ჩარჩოში ჩასმული ნელსონის საშუალო სკოლის დამამ-
თავრებელი ფოტოსურათით. ბუთხუზა მკრთალი სავარძლის
ერთ სახელურზე ჰარის ტილოს შარვალია მიგდებული. ტანსაც-
მლის ნაკეცები თვალებდათხრილ, საღეჭი რეზინივით გაწე-
ლილ თავის ქალას წააგავს. აივნიდან, ფარდის ქვემოთა ფო-
ჩებიდან სიო შემოიჭრა და ცივი ჰაერი ბაჭიას სახეს ეხება. ღამე
გამოღვიძებულმა რომ ჩაიძინო, ამისათვის ერთ-ერთი ხერხია;
ზურგზე დაეგდო და სცადო გაიხსენო, რა სიზმარს ხედავდი. ჰა-
რი ზურგზე ვერ ჩერდება, თითქოს უშველებელმა თუთიყუშმა
თავისი კლანჭი წაავლო და ლოგინზე პირქვე დაანარცხა. შემ-
დეგი, რაც ბაჭიას ძილ-ბურანში ჩაესმის, მისთვის კარგად ნაც-
ნობი ხმაა - საკრეჭი მანქანების ღმუილი გოლფის მინდორზე
და თოლიების ჟივილ-ხივილი.
ომნი ბეივიუს ფოიეში მინის წაბლისფერი, უშველებელი,
ლიმუზინის ფანჯრებივით გაუმჭვირი გასაწევი კარის გავლით
შედიხარ. გაოცებს, გაბრმავებს მზარდი სივრცე და თვალის-
მომჭრელი სინათლე. დიდი პრიზმისებური ჭაღი და მჩქეფარე
შადრევანი. ერთი უკანა კედელი მთლიანად იშვიათი მინისაა.
იქიდან დერეფანში დელეონის ყურის გასაოცარი სილამაზე იშ-
ლება. პირველ პლანზე სანაპირო ზოლი მოჩანს, მერე კი ზღვა,
როგორც შორეული მომწვანო-მოცისფრო ფარდაგი. ეს ხაზი,
რომელიც ჰორიზონტს ერწყმის და მიწის ორ ნაჭერს შორის
მოქცეულა. აქეთ-იქით მდიდართა კუთვნილი ორი კუნძულია.
- რა მაგარია! - აღმოხდა ჰარის გვერდით მდგომ ჯუდის.

186
მკითხველთა ლიგა

მათ უკან მომავალი პრუ და როი ხმას არ იღებენ, მაგრამ


დროდადრო მათი სანდლების შარიშური წყდება. ოთხივე თავს
დამნაშავედ გრძნობს. შავი მარმარილოს დახლთან ეგზოტიკუ-
რი კანის ფერის მქონე ქალი დგას. ის აფროამერიკელის და
ინდიელთან ან იქნებ, აღმოსავლელთან შეჯვარების ნაყოფია.
მუქი კანი უნაკლოდაა გადატკიცინებული ყვრიმალებსა და
ცხვირზე. თვალის ქუთუთოები ფოსფორისფრადაა შეღებილი.
ყურებზე ოქროს დაღარული ნიჟარის ფორმის საყურეები ჩა-
მოუკონწიალებია.
ჰარის ასეთი მშვენიერების ხილვით შიში, მორიდება და
დაბნევა მოეძალა, რის გამოც შეცდომით ჯადოსნური სიტყვა
წარმოთქვა:
- სილბერსტეინი? - იკითხა მან.
ქალი თავის გასაოცარ ფოსფორისფერ ქუთუთოებს აფა-
ხულებს, მერე ზრდილობიანად პასუხობს:
- ალბათ ბატონი სილვერსი იგულისხმეთ, დღეს მორიგეა
და სანაპიროს ზედამხედველია.
გულმოწყალე მედიდურობით ქალმა ხელი ფოიესკენ გა-
იშვირა. მისი ბეჭდებით დახუნძლული ხელი ჰაერს ისე კვეთს,
როგორც ბალერინის ჟესტი. მან ჰარი სადღაც დერეფნის
მეორე მხარეს გაგზავნა. ბაჭია მაღალჭერიან, კონდიციონერე-
ბიან გაშლილ სივრცეში თავის პატარა გუნდს მიუძღვება. მიაბი-
ჯებენ ოქროსფერი თითბრით გაწყობილ შავი მარმარილოს
იატაკზე. მოყვითალო ზოლები ისე ბრწყინავენ, როგორც მზის
სხივები, მათში ირეკლება შადრევანი თავისი მილაკებით. ჭერ-
ში ჩამოკიდებულია მოოქრული ლითონის სამკუთხედები, იმ ხა-
რახურების მსგავსი, რომლებსაც ფერმერები ჩიტების დასაფ-
რთხობად კიდებენ. ქვედა სართულზე მიმავალი კიბის საფეხუ-
რების დასაწყისშივე არის წარწერა „აუზში და სანაპიროზე“.

187
მკითხველთა ლიგა

წარწერა ბეჭდური ასოებითაა შესრულებული, გამოკვეთილი


და ფორმალურია. ამგვარი წარწერები გვხვდება ფოსტის ფა-
სადებზე. პირველ სართულზე ჩასვლისას, მცდარი მოსახვევის
გაკეთებისა და რძისფერ-მომწვანო დერეფნებში ბოდიალის
შემდეგ, წააწყდნენ კარს წარწერით - „მხოლოდ მომსახურე
პერსონალისთვის“. ჰარი და მისი ჯგუფი ბოლოს და ბოლოს
აგნებს ედ სილბერსტეინის ვაჟს. გრეგი ჭილოფით მოგებულ
იატაკიან და ოთხივე მხრიდან შემინულ შენობაში იმყოფება,
საიდანაც გზა სასტუმროს საცურაო აუზისკენ მიდის. სამი აუზი
ერთიმეორეში წვეთის რგოლების მსგავსადაა ჩასმული, რო-
გორც კარგად შესრულებული გონებრივი უნარის გამოსაკვლე-
ვი ტესტი. ერთი საჭყუმპალაო დამწყებთათვისაა, მეორე უფრო
ღრმაა, შესაძლებელია ჩაყვინთვაც, მესამე კი გრძელი, საცუ-
რაო ბილიკებითაა დაყოფილი. გრეგი ხუჭუჭთმიანი ჯეელია,
არაბივით მოყავისფრო კანის ფერით, ვინაიდან მთელ დღეს
სანაპიროზე ატარებს. აცვია პატარა მოტკეცილი შავი ევროპუ-
ლი სტილის საცურაო შორტები, ნაქსოვი კაპიუშონიანი მაისური
„omni“-ს ხუთკუთხა ლოგოთი.
იგი მამამისზე ერთი თავით დაბალია. ებრაული გენეტიკუ-
რი წაწვეტებული ბუღალტრული ნიკაპი შერბილებულია დედის
სისხლის წყალობით და დამსვენებელთა მომსახურებაზე და-
საქმებულისთვის დამახასიათებელი პროფესიული თავისებუ-
რებებით. გრეგმა გაიღიმა და ისეთივე ქათქათა კბილები გად-
მოყარა, როგორიც ედის აქვს, მაგრამ ისინი უფრო მომრგვა-
ლებულია. ედის მართკუთხედი კბილები ხელოვნურს წააგავდა,
თითქოს პროთეზი ჰქონდა ჩადგმული, თუმცა ჰარის არასოდეს
უნახავს, რომ მათ ემოძრაოთ.
გრეგის ხმა საუბრისას მის ასაკთან შედარებით ზედმეტად
ახალგაზრდულია. მისი დალალები ჭაღარისგანაა შევერცხლი-

188
მკითხველთა ლიგა

ლი და ღიმილი გარუჯულ სახეზე ნაოჭებს აჩენს. მისი ასაკის-


თვის შეუფერებელია, სანაპიროზე დაეთრეოდეს.
- მამამ გამაფრთხილა, რომ მოხვიდოდით. ეს ქალბატონი
ენგსტრომია? - ის გულისხმობს პრუს, რომელიც ჯენისის ნაც-
ვლად გამოჰყვა ჰარის. ბაჭიას ცოლმა, წინადღის გაუთავებელი
წანწალით გადაქანცულმა, სახლში დარჩენა არჩია, რათა
მეორე დღეც არ გაეფლანგა ფუჭად, გარკვეული საქმეები მო-
ეგვარებინა, წასულიყო აერობიკის გაკვეთილზე, შეევლო კარ-
ტის მოთამაშეთა „ბრიჯ ჯგუფში“, განმარტოებულიყო და დაეთ-
მო დრო ნელსონისთვის, სანამ მისი ვაჟი შინ გაემგზავრებოდა.
ჰარი შეძრწუნებულია გრეგის მიერ დაშვებული უხეში შეცდო-
მით, მაგრამ დაფიქრების მერე ხვდება, რომ გრეგს ალბათ ხში-
რად აქვს საქმე მსგავს წყვილებთან, დღესდღეობით კი უამრავი
შუახნის მამაკაცი დაიარება, რომელთაც მათზე ბევრად ახალ-
გაზრდა მეუღლეები ჰყავთ. ერთი შეხედვით, პრუ დიდი ხანია
გოგონა აღარაა. ბაჭიასავით მაღალი, ქერა, ქათქათა კანით,
თავისუფლად შეიძლებოდა მისი მეწყვილე ყოფილიყო.
- მადლობა კომპლიმენტისთვის, გრეგ, - ამბობს რბილი
ტონით ჰარი და უხსნის, - ეს ჩემი რძალია, ტერეზა. ტერეზა,
პრუ. მას ბაჭიასავით ორი სახელი აქვს, საშინაო და საგარეო. -
ესენი კი ჩემი ლამაზი შვილიშვილები არიან, ჯუდი და როი.
- შენ ხარ ის გოგონა, რომელსაც მეზღვაურობა უნდა? -
ეკითხება გრეგი ჯუდითს.
გოგონას თვალებში აუზის კრიალა წყლისფერი ირეკლე-
ბა, აქრობს მასში მოელვარე სიმწვანეს, მისი გუგები ფანქრის
წვერივით დაპატარავდა. ჯუდიმ გრეგს სახეში შეანათა:
- დაახლოებით.
გრეგი მიიზლაზნება და მოდუნებული საუბრობს, რისი მი-
ზეზიცაა იმის გააზრება, რომ მთელი საკუთარი ბედნიერი დღე

189
მკითხველთა ლიგა

მათ უნდა მიუძღვნას. გრეგს სტუმრები უკან, ფერადი მარმარი-


ლოთი მოკირწყლული დერეფნების გავლით მიჰყავს. რომე-
ლიღაც დახლთან ყმაწვილს გასახდელი ოთახის ჩასაკეტი კა-
რადებისთვის განკუთვნილი გასაღებების აცმას ართმევს.
ახალგაზრდა შავკანიან ყმაწვილს უშნო, ქოჩორა, კრემიანი
ფუნთუშის მსგავსი ვარცხნილობა და აპარსული ბაკები აქვს. იგი
მათ გასახდელი ოთახისკენ აცილებს და უხსნის, როგორ მოხ-
ვდნენ აქედან პირდაპირ სანაპიროზე, სადაც თავადაც დახვდე-
ბა და „მზის დამჭერების“ დაქირავებაში დაეხმარება.
- რამდენი მმართებს ამ ყველაფრისთვის? - ეკითხება ჰა-
რი და იმედოვნებს, რომ უფასოდ გამოძვრება. თვლის, რომ
ედმა ეს სამსახური, როგორც კომპენსაცია, ისე გაუწია, მასთან
ოთხშაბათს გოლფში 20 დოლარის წაგების გამო.
მაგრამ გრეგი მცირედ თავაზიანობასაც კი არ იჩენს და
ამბობს:
- ნავები მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლების განკარგუ-
ლებაშია, მათი მომსახურების ფასი მთლიან ღირებულებაში შე-
დის. მაგრამ, ვფიქრობ, 120 დოლარი თქვენ ოთხის ხარჯებს
დაფარავს - გასახდელი, სანაპიროზე გასვლის უფლება და
ორი „მზის დამჭერი“ თითო საათით.
- არ არის საჭირო ორი, - ჩაერთო საუბარში პრუ, - მეში-
ნია.
გრეგმა პრუ თავით ფეხამდე შეათვალიერა. მისი ხმაში იმ
ადამიანის დამთბარი და მეგობრული ბგერები შეიპარა, რომე-
ლიც თავის სამსახურის წყალობით უამრავ ქალთან მართავს
ხოლმე მოლაპარაკებებს.
- შიში გადაჭარბებულია, ტერეზა, ეგ ნავები არ იძირება.
მაშველები მუდამ ყურადღებით არიან. უარეს შემთხვევაში, თუ

190
მკითხველთა ლიგა

გრძნობ, რომ მართვის კონტროლი დაკარგე, აუშვი აფრა და


მოტორიანი ნავით თქვენთან გავჩნდებით.
- გმადლობთ, მაგრამ არა, გმადლობთ, - გადაჭრით ამ-
ბობს პრუ. ჰარი ფიქრობს, რომ ზედმეტად ცხვირაბზეკით. მისი
რძალი და ეს ჯეელი დაახლოებით ერთი ასაკისანი არიან, ბუ-
მის ბავშვები, დაბადებულები 70-იანების მერე. როკ-ენ- როლი,
ნარკოტიკი, ტელესერიალი პატარა ბიჭუნაზე „მიანდე ბივერს“,
სპორტი და ჯანსაღი სხეულის კულტი. მათ უამრავი რამ აერ-
თიანებს. ჯერ სად ხარ, ნახე რა მოხდება, როდესაც გაიგებენ,
რომ ორივენი ოჰაიოდან არიან.
გრეგი ბაჭიას მიუბრუნდა:
- მაშინ 90 დოლარი საკმარისი იქნება.
დასახელებული თანხა ისეთია, იწვევს ათდოლარიანი იჩუ-
ქოს, მაგრამ ჰარის ხომ ოჯახის ახლობლის პრეტენზია აქვს,
თან არ უნდა ბიჭს აწყენინოს. დგას ბაჭია და ელოდება გრეგს,
რათა დახლთან მდგომი ქოჩორა, ფუნთუშის მსგავსი ვარცხნი-
ლობის მქონე, შავკანიანი ყმაწვილისგან ამორტყმული ქვითა-
რი მოიტანოს.
როი და ჰარი მცირე ხნით მარტო დარჩნენ, ბაჭია ბავშვს
ეუბნება:
- ღმერთმანი, როი, გამოუსუფთავეს საწყალ ბაბუას ჯიბე.
როიმ შეშინებული მუქი მელნისფერი თვალებით ახედა:
- ციხეში ჩაგვსვამენ? - მისი ხმა წვრილი და მკვეთრი ხმა
ქარში ზარების წკარუნს წააგავს.
ჰარის სიცილი წასკდა
- რამ მოგაფიქრა?
- მამას სძულს ციხე.
- მერე ვის არ სძულს? - ამბობს ჰარი და ფიქრობს, რომ
ბავშვს რაღაც თავში ვერ აქვს რიგზე. როი ვერ ტვინავს, რომ

191
მკითხველთა ლიგა

საცურაო შორტებზე შესაკრავი თასმები ჩაცმამდე უნდა მოუშვა.


სანამ უნიათოდ იჭაჭება, მისი პატარა პენისი ჯოხივით გამოჩრი-
ლია გარეთ, გრძელი არაა, უფრო ქამა სოკოსავით ბუთხუზა და
საყვარელი. ბიჭუნა წინადაცვეთილია. ბაჭია ფიქრობს, როგო-
რი იქნებოდა მისი ცხოვრება, თვითონაც წინადაცვეთილი რომ
ყოფილიყო. თემა დროდადრო აქტუალურდება ხოლმე საგა-
ზეთო სტატიებში. ზოგი მიიჩნევს, რომ კანის ბოლო ნაწილი
ისეთივე დამცავი ფუნქციის მატარებელია, როგორიც ქუთუთო.
მის გარეშე გამუდმებით დაუცველი ასოს თავი, საცვლებთან წა-
რამარა ხახუნის გამო უხეშდება და დროთა განმავლობაში
მგრძნობელობა ქვეითდება. პორნოჟურნალში ჰარიმ ამოიკით-
ხა ვიღაც უბედურის წერილი, რომელსაც მოწიფულ ასაკში
გაუკეთებია წინადაცვეთა. საბრალო წერდა, რომ ყოველგვარი
მგრძნობიარობა და სექსით მინიჭებული სიამოვნება მისთვის
იმდენად გაბითურდა, რომ მისი დასაჭურისებული სიცოცხლე
კაპიკადაც აღარ ღირდა. ჰარი რომ ნაკლებად მგრძნობიარე
ყოფილიყო, უფრო საიმედო პიროვნება იქნებოდა. ერექციისას
გრძნობ, შენი კანი ასოზე როგორ ნაზად იწევა უკან ისევე, რო-
გორც ძველი რძის ბოთლის ქაღალდის სახურავს ახდის ხოლ-
მე გაყინული ნაღები. ბაჭიამ ბავშვის ჭუჭუს უსიტყვო თვალიერე-
ბისას დაადგინა, რომ როი საიმედო მოქალაქე გაიზრდება. ბა-
ბუამ ხელი გაუწოდა თავის შვილიშვილს და ერთად გაუყვნენ
სანაპიროსკენ მიმავალ გზას.
ფლორიდაში გატარებული პირველი ორი წელიწადი ჰა-
რი და ჯენისი აღტყინებულები იყვნენ სიახლეებით, აივნისთვის
ტელესკოპი იყიდეს. თუ საცურაოდ არა, სასეირნოდ და ბუნება-
ში სავახშმოდ მაინც გადიოდნენ მანქანით კვირაში სამჯერ ან
ოთხჯერ ორი მილის მანძილზე მდებარე დელეონის საზოგა-
დოებრივი სანაპიროსკენ. თანდათანობით საერთოდ მიატოვეს

192
მკითხველთა ლიგა

ყურესთან სიარული. ასე რომ, ჰარის თვალში ყველაფერი ახა-


ლი და საოცარია. წყლის თვალუწვდენელობა, ცის სილაჟვარ-
დე, ტალღების დინება, რომლებიც მილიონობით ღარს ტოვე-
ბენ. წამით ბუნების სიდიადე, ბაჭიას დამძიმებული გულის სა-
დარდებლებს ახშობს, აყრუებს მის მკერდში ჩაბუდებულ ტკი-
ვილს, ათავისუფლებს ყოველივე მიწიერისგან - საკუთარი თა-
ვის დავიწყებამდე.
ფლორიდაში სინათლის სიმკვეთრე და გაშლილი სივ-
რცის სიდიადეა, პენსილვანიის პეიზაჟებში კი მსგავსი არაფერი
გვხვდება. იგი ყოველი მხრიდან ტყეებით, გორაკებითა და სახ-
ლის სახურავებითაა გარშემორტყმული. მიწა გადაიღალა ადა-
მიანების მხრიდან საუკუნოვანი ექსპლუატაციით. გავერანებული
ნაკვეთები, მიტოვებული კარიერები და ქარხნები, ხელახლა წა-
მოსული ტყე, უფუნქციოდ დარჩენილი შახტები. ცივილიზაციის
კლანჭებში მოხვედრილი, ადამიანების მიერ დამუშავებული მი-
წა, შემდეგ კი უარყოფილი და დაწუნებული.
ფლორიდაში ყველაფერი შეულანძღავი და უმანკო გეჩვე-
ნება. თუმცა ისტორიამ მასზე გარკვეული კვალი დატოვა. აქაც
იყვნენ ინდიელები, კონკისტადორები, ფეხშიშველი ფოსტა-
ლიონები, რომლებიც ემსახურებოდნენ კოღოებით გულშეწუხე-
ბულ სანაპირო დასახლებას. ჰორიზონტზე მარჯვნივ და მარ-
ცხნივ გაჭიმულია კუნძულები, სადაც უწინდელ დროს, აპრილის
თვეში, ტარპონზე სათევზაოდ საკუთარი მატარებლით ჩამოდი-
ოდნენ მილიონერები. უფრო ადრეულ დროს კი ესპანელი და
ფრანგი მეკობრეები თავს ამ კუნძულებს აფარებდნენ. ყვითელი
ქვიშის ქვემოთ დღემდე მათი ოქრო და განძია დაფლული. ჰა-
რი და როი სანაპირო ზოლიდან შორს მდებარე ბრტყელ კუნ-
ძულებს გაჰყურებენ. ყოველივე ისეთი ხელშესახები და გამოკ-
ვეთილია, თითქოს სამყარო ხელახლა შეიქმნა ელემენტების

193
მკითხველთა ლიგა

საუცხოო სინთეზის წყალობით. იალქნიანი ნავები, ვინდსერ-


ფინგის აფრები, წყლის ველოსიპედები, ტალღების ზედაპირზე
ზუზუნით მქროლავი წყლის მოტოციკლეტები, სატერფულიანი
ნავები, გაბერილი ტივები - ფერადი მბზინვარე წერტილები
წყალზე ისე მოჩანს, როგორც სუპერმარკეტის დახლზე მბრწყი-
ნავი საგნები.
სანაპიროზე შორს, მეორე სასტუმროს მოპირდაპირე მხა-
რეს ვიღაც ფრანით თამაშობს. ქაღალდის კუბის გადაბმული
წყვილი ჰაერში იძირება, ყვინთავს, მერე კი ისევ ზევით მიიწევს
და მიაქროლებს მიბმულ სტაფილოსფერ ბაფთებს. მილის მან-
ძილზე, ორივე მხარეს, გარუჯული მბზინვარე სხეულები
რიალებენ. მათი ჭყეტელა საცვლები ლაქებად მოჩანს. ცოცხა-
ლი სხეულები სანაპიროს ქვიშას მარცვლეულივით მოსდებია.
ჯუდი და პრუ სასტუმროდან გამოვიდნენ და ბეტონის კი-
ბეების საფეხურებზე დაეშვნენ. ლამის ერთი საათი გავიდა უკვე,
10 საათია. მათ ზურგს უკან S-ის ფორმის მაღალი თხუთმეტ-
სართულიანი სასტუმროა. მისი რიკულებიანი აივნები ყოველ
სართულზე, ერთიანობაში წითელი სავარცხლის ჩამწკრივე-
ბულ, ჩაწიკწიკებულ კბილანებს წააგავს. შენობის ფასადი ჯერ
ჩრდილშია მიმალული, თუმცა ნელ-ნელა ჩრდილი უკან იწევს
სასტუმროს კუთხეში ღრმად მდებარე საცურაო აუზებისკენ. მიწა
განახლებულია, ფოცხით მოსწორებული, კვალიც აღარ ჩანს
გუშინდელი ნაფეხურების, გასარუჯი საშუალების ბოთლების,
ერთჯერადი ჭიქების, ნარჩენებისგან მოსუფთავებულია სანაპი-
რო და შეზლონგებია დახვავებული. გასარუჯად გამოწყობილი
ადამიანები თავიანთი ხელსაწყოებით არიან აღჭურვილები,
პირსახოცებით, დეტექტიური რომანებით (რუთი კითხულობდა
მსგავს რომანებს, ერთადერთი, რასაც ითვისებდა, კიდევ უფრო
მეტი იდუმალება იყო) და მრავალნაირი სხვადასხვა ნუმერაცი-

194
მკითხველთა ლიგა

ის გასარუჯი კრემები. წყვილები ერთმანეთს ზეთავენ. ასაკოვა-


ნი მამაკაცები, რომელთა კანი უკვე ისედაც ტყავისფერია, ზე-
თით თავიანთ მოტვლეპილ თავებს იზელენ და გაჭაღარავე-
ბულ გულმკერდს მზეს უფიცხებენ. ლოსიონების სიმყრალე და-
ხოცილი კიბორჩხალებისა და წყალმცენარეების სუნით გაჟღენ-
თილ მარილიან ჰაერს ერწყმის. ჰარი თავის პატარა ჯგუფს მი-
უძღვება და გრძნობს, მათი ჩავლისას თავები როგორ იწევა და
სათვალეების ქვემოდან თვალს აყოლებენ. ბაჭია ამაყობს და
უცნაურად გრძნობს თავს ზედმეტად ახალგაზრდა ქალისა და
მცირეწლოვანი ბავშვების გვერდით. ეს მისი მეორე ოჯახია. ან
მესამე, ან მეოთხე. ცხოვრება გადის ჩვენს მიღმა - ოჯახს ცვლის
ოჯახი.
წყლის აქაფებულ, მოსისინე კიდეებზე ჩიბუხა-ჩიტები ფუს-
ფუსებენ, დარბიან, წამით შეშდებიან, ნისკარტებით კიკნიან
წყლის ქაფს, ეძებენ ნარჩენებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი.
მათი ფეხები და თავები იმდენად სწრაფია, რომ ეს ჩიტები მე-
ქანიკურებს ჰგვანან. როი მათ სათამაშოებად აღიქვამს და და-
საჭერად ამაოდ დასდევს. როდესაც ჰარი თასმებს იხსნის და
„ნაიკის“ ბოტასებს იხდის, ქვიშა მის შიშველ ტერფებს მოულოდ-
ნელი სიცივით კბენს. ქვიშის ზედაპირი მზით გამთბარა, მაგრამ
ქვედა ფენა ისევ ინარჩუნებს ღამის ზღვის მიმოქცევის სიგრი-
ლეს. მისი ტერფის ზემოთ მოჩანს ჭიაყელების მსგავსი მოლურ-
ჯო ვენები, წვივები ცარცივით თეთრია და სახსრებს ტკაცატკუცი
გაუდით. ბაჭია მძაფრად გრძნობს, რომ საკუთარ ასაკს უჩო-
ქებს. შიშის ჟრჟოლამ დაუარა მის ფეხებს. ზღვა და მზე ზედმე-
ტად დიდია, ეს უშველებელი კოსმოსური ბორბლებია - მათ შე-
საძლოა დაასამარონ კიდეც. ბაჭია ცეცხლს ეთამაშება.
გრეგი მათ სანაპიროზე ჩადგმულ ქოხში ელოდება. წყალ-
თან ახლოს რამდენიმე პალმაა მოშიშვლებული ფესვებით.

195
მკითხველთა ლიგა

გრეგმა უკვე გამოიტანა ნაპირზე ნავი, საჭე და შავი ფერის პო-


როლონის სამაშველო ჟილეტი. ბაჭიას არ ეპიტნავება ფერი,
ქსოვილი, მას ურჩევნია ძველმოდური მატყლისგან დამზადებუ-
ლი ფერადი ჟილეტები, ედისონის მატყლის ხისგან. გრეგი
ეკითხება:
- ადრე გასულხარ ზღვაში?
- რა თქმა უნდა.
ჰარის ინტონაციაში გრეგს რაღაც უბიძგებს, ახსნა--
განმარტება და მითითება მისცეს.
- რუმპელი ყოველთვის აფრისგან მოშორებით გეჭიროს.
თვალი ადევნე ტალღების მოძრაობას, რათა ქარის მიმართუ-
ლება იცოდე. თუ ვინიცობაა, ზურგის ქარმა დაუბერა, აფრა უნ-
და აუშვა.
- კარგი, რა თქმა უნდა, - პასუხობს ჰარი, რომელსაც რი-
გიანად არც კი მოუსმენია, ყურის გდების ნაცვლად გაღიზიანე-
ბული ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ წააგო ედ ზილბერშტეინ-
თან გუშინდელი გოლფის პარტია, უნიჭო დასაწყისის გამო.
გრეგი პრუსკენ შებრუნდა და ჰკითხა:
- შენს პატარა გოგოს ცურვა შეუძლია?
- ოჰ, რა თქმა უნდა, - ჰარის ზოზინა საუბარს ჰბაძავს პრუ,
- ის ჩემპიონი გახდა ზაფხულის ბანაკის ცურვის ჯგუფში.
- დეე! - გააპროტესტა გოგონამ, - მეორე ადგილზე გავე-
დი.
გრეგმა ჯუდითს ზემოდან დახედა, მზე მის ზურგს უკან იმ-
დენად კაშკაშებს, რომ ჩრდილს მის სახეზეც კი ცისფერი სინათ-
ლე დაჰკრავს.
- მეორე ადგილი საკმაოდ ახლოსაა ჩემპიონობასთან, -
გრეგს სასაუბრო თემა პრუსთან ჯერ არ ამოუწურავს, - არ გირ-
ჩევდი პატარა ბიჭის ზღვაში გაშვებას. დღეს ქარი ნაპირიდან

196
მკითხველთა ლიგა

უბერავს, აქ სასტუმროში ნიავიც კი არ იგრძნობა. მაგრამ წყალ-


ზე უცებ გაგიტაცებს, „მზის დამჭერს“ კუბრიკი არა აქვს. ასე რომ,
ჩამოსხლტომა ადვილია.
პრუმ მრუდე, ნაყალბევი ღიმილით უპასუხა გრეგ სილ-
ვერს. მისი ასაკის მამაკაცის სიახლოვეს, თავისი ნახევრად შიშ-
ველი სხეული ეხამუშება და მოუსვენრობა იპყრობს. პრუს ყა-
ვისფერი, დაშიკის ფართხუნა, თასმებიანი პერანგი თავისი ერ-
თიანი თეთრი საცურაო კოსტიუმის ზემოდან აცვია. საცურაო
კოსტიუმს იმდენად ღრმად აქვს ამოჭრილი გვერდები, რომ თე-
ძოს ძვალი ჩანს. ამონაჭერი იმის მანიშნებელია, რომ ვაგინის
ირგვლივ უნდა გამოიპარსო. რაღას არ უძლებენ ქალები. არ-
სებობს სპეციალური ცვილის პროცედურა, რომლის მეშვეობი-
თაც უპრობლებოდ შეიძლება ღინღლების მოშორება. იქნებ სა-
ცურაო კოსტიუმების მოდა ისევ შეიცვალოს? ბაჭიას ურჩევნია
რეიგანის პერიოდამდე განცალკევებული ბიკინი, ქვედა ნაწილი
უფრო წვრილ თასმას წააგავდა, იმგვარს, როგორშიც სინდი
მარკეტი დაიარებოდა. თუმცაღა ეს ახალი სტილი პრუს უხდება,
აჩენს მის ისედაც გრძელ ფეხებს და ფარავს სხეულის გაფარ-
თოებულ ფორმებს.
- ის ჩემთან დარჩება, აქ, სანაპიროზე, - გადაჭრით ეუბნება
პრუ გრეგ სილვერს. დაძაბულობისგან ფრაზას გამოკვეთილი
თავის მოძრაობა მოჰყვა, წითელი თმა პრუს სახეზე ჩამოეშალა
და თეთრი ფართო მკრთალი ჭორფლებით დაწინწკლული
მხრებიდან დაშიკი ჩამოუცურდა.
- რამდენი დრო მაქვს საამისოდ? - ეკითხება ედის ვაჟს
უყურადღებოდ დატოვებული ჰარი. ეს ვიწრო, ევროპული სტი-
ლის საცურაო შორტები ნამდვილად ხაზს უსვამს მის მამაკაცურ
ღირსებას.

197
მკითხველთა ლიგა

- ერთი საათი, ბატონო. - „ბატონო“ მას დაბნეულობისგან


წამოსცდა. ბიჭი ცდილობს ძალდაუტანებელ მეგობრულ ტონს
მიუბრუნდეს, - არაა სანერვიულო, ცოტა თუ შეგაგვიანდებათ.
დღეს ხალხმრავლობა არ არის, ადამიანებს არ უყვართ მზის
დამჭერის ქარში გაყვანა. აიღე ნომერი ცხრამეტი, იქით ბოლო-
ში.
ჰარი წინ მიიწევს და მის ზურგს უკან ლაპარაკი ჩაესმის.
გრეგი ეკითხება პრუს:
- საიდან ხართ? სად ცხოვრობთ?
- პენსილვანიიდან. სინადვილეში არკონიდან ვარ, ოჰაიოს
შტატი.
- ვერასოდეს გამოიცნობ, სად გავიზარდე - ტოლედოში!
ნავები მშრალ ქვიშაზე რიგადაა ჩამწკრივებული სხვა
უზარმაზარი წყლის სათამაშოების, წყლის ველოსიპედებისა და
ორკუთხა სატერფულიანი ნავების გვერდით. ჰარი ძელზე მი-
მაგრებულ საბელს ექაჩება, მაგრამ ნავის კორპუსი გაცილებით
მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. მზის დამჭერს ქვიშაზე მიაჩო-
ჩებს, მისი სუნთქვა ქოშინში გადაიზარდა და მარცხენა ნეკნების
სიახლოვეს მჩხვლეტავმა გულის აბეზარმა ტკივილმა შეახსენა
თავი. ბაჭია მთელი ძალით კიდევ ცოტას ეწევა, ნავს მიათრევს,
მერე კი დაქანცული ეშვება ქვიშაზე პრუს ახლოს. პრუ გრეგის
მიერ სპეციალურად მისთვის მოტანილ შეზლონგზე ჩამომჯდა-
რა. გრეგს სხვა დამსვენებელმა დაუძახა. ბაჭია პრუს ეკითხება:
- ეგრე გირჩევნია? არ ჯობია პირდაპირ ქვიშაზე ჯდომა,
რომ ქვიშას შენ ქვემოთ გრძნობდე, თითქოს ბუდეში ხარ?
- ქვიშა ასე საცურაო კოსტიუმში შეაღწევს, ჰარი, ყველგან
შემიძვრება.
სრულიად ზედმეტი ხაზგასმა და დაკონკრეტება, სიტყვები
ჰარის ფანტაზიას აცოცხლებს აქ, დღისით, მზისით. სურათი

198
მკითხველთა ლიგა

თვალწინ წარმოუდგა, გახალისდა და საშუალო სკოლის პე-


რიოდის უწმაწური ანეკდოტი გაახსენდა - რაღაც ქალებსა და
მათ მარგალიტებზე, იმ ადგილზე, სადაც ქვიშა ძვრება. ძუკნების
მაგვარ ხამანწკებზე. ენაბილწი ფრედი თავისი ხუმრობებით.
- ერთი წუთით მადროვე, სანამ სულს მოვითქვამ, კარგი,
საყვარელო? - ეუბნება ჯუდის ბაჭია, - მიდი, წყალში იჭყუმპა-
ლავე ცოტა ხანი, მალევე შემოგიერთდები.
წესით, ჰარიმ ნელსონზე უნდა წამოიწყოს პრუსთან საუბა-
რი. რაღაც ცუდი სუნი ასდის ნელსონის ამბავს. როი მონდომე-
ბით თამაშობს სილაში, პატარა ნიჩბით, რომელიც ჯენისმა
„უინ-დიქსში“ უყიდა, ქვიშას კატა გარფილდის ფორნის ამოყი-
რავებულ ვედროში ყრის. პრუ სიჩუმეს არღვევს, ვინაიდან ჰა-
რიმ ვერა და ვერ დაიწყო საუბარი.
- შენი მხრიდან ძალიან სასიამოვნოა, რომ მოახერხე ეს
ყოველივე. გავოცდი, როდესაც ფასი დაასახელა.
ბაჭია თავს უკეთესად გრძნობს, მისი შიშველი ფეხები ქვი-
შის ზედაპირიდან სითბოს ისრუტავენ: - ბაბუა მხოლოდ ერ-
თხელ ხარ ამ ცხოვრებაში ან ორჯერ ჩემს შემთხვევაში. შენ და
ნელსონი გეგმავთ კიდევ ბავშვის ყოლას? - ოდნავ წინგაქ-
ცეული შეკითხვაა, თუმცა, არც ისეთი სახის პასუხი, როგორიც
ყველგან შემძრომი ქვიშაა.
- ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, არა, - ძალზე სწრაფად
პასუხობს პრუ.
დუმილი ჩამოწვა. გრძელი ტალღა მეორეს მოსდევს,
ენარცხება ნაპირს, ქაფდება, უმალვე მექანიკური სათამაშოების
მსგავსი ჩიბუხები ჩნდებიან და ჟრიამულს იწყებენ.
- ჩვენ კიდევ ერთი ბავშვისთვის მზად არ ვართ.
- არ ხართ, არა? - პასუხობს ბაჭია, რომელიც ვერ ხვდება,
რა მზაობაზეა საუბარი.

199
მკითხველთა ლიგა

პრუ მიხვედრაში ეშველება, მისი ხმა ჰარის ყურში ჩაესმის,


მაგრამ ბაჭია პირდაპირ იყურება და თვალს არ აცილებს ყუ-
რეს. ვერ ბედავს თავი შეაბრუნოს და შეხედოს მის შიშველ ფე-
ხებს. ვარდისფერი ფეხის თითები გაკრიალებული პედი-
კიურით. შეზლონგზე გაწოლილი გრძელი ფეხები. მკვეთრი
კონტრასტი თეთრსა და თეთრს შორის - თეთრი საცურაო კოს-
ტიუმი და მის ქვეშ სხეულის სიქათქათე, ამ თანამედროვე საცუ-
რაო კოსტიუმებს წესიერად ქალის საჯდომის დაფარვაც კი არ
ძალუძთ. პრუ გულახდილად ეუბნება ჰარის:
- ნელსონისნაირი მამის გადამკიდე, არ მიმაჩნია, რომ სა-
მართლიანად ვეპყრობით იმ ორს, რომელიც გვყავს.
- როგორია? მეჩვენება, რომ ზედმეტად ნერვიულია და მი-
სი გონება სხვაგან დაქრის.
- სწორედაც, - გადამეტებული ატაცებით პასუხობს პრუ.
სულ ეს არის, რაც თქვა. მორიგი ტალღა აზვირთდა და შიშინით
დაეხეთქა ნაპირს. პრუმ უკან დაიხია და ელოდება ჰარის, რათა
მან თავად გააკეთოს დასკვნა იმაზე, თუ რა დარჩა უთქმელი.
- მას სძულს „ტოიოტა“, - საცდელი სასაუბრო თემა შემო-
აგდო ბაჭიამ.
- ოჰ, ის იმ შემთხვევაშიც იწუწუნებდა, „იაგუარის“ ფირმის-
თვის რომ ემუშავა, - ამბობს პრუ, - ახლა ისეთ მდგომარეობა-
შია, რაც უნდა იყოს, არაფერი დააკმაყოფილებს, მის გულს ვე-
რაფრით მოიგებს.
ახლა რა მდგომარეობაშიც არის, საიდუმლო, სავა-
რაუდოდ, ამ ფრაზაშია. იქნებ საწყალი ბიჭი, რომელიც სიკვდი-
ლივით თეთრი ხდება ხოლმე ნერვიულობისგან, სიკვდილის
პირასაა და დაავადებულია რამით, ლეიკემიით, მაგალითად,
როგორც ის გოგონა „სიყვარულის ამბავში“? ან იქნებ სადმე
შიდსი აიკიდა, როგორ მოახერხა, ამაზე ჰარის ფიქრიც კი ზა-

200
მკითხველთა ლიგა

რავს. ან ახალი მეგობრების წრე გაიჩინა, ვიღაც აწოწილი ახ-


ვარი, ეს ახალი ბუღალტერი ლაილი - ყველაფერი ნელსონის
ირგვლივ ეჭვს ბადებს. თუმცა ბაჭიასთვის ამჟამად იმდენად შო-
რეულია ეს ყოველივე, როგორც ჰორიზონტზე გადაჭიმული ის
ორი კუნძული, სადაც მეკობრეების ოქროა დაფლული და
ოდესღაც მილიონერები ტარპონზე სათევზაოდ ჩადიოდნენ. სა-
უბრისას წამოჭრილ პრობლემაზე კონცენტრირებას ვერ ახ-
დენს. მზე თავს უდუღებს, ჯობდა ქუდი წამოეღო, თავისი
მგრძნობიარე შვედური კანი რომ დაეცვა. ბაჭიას მუდამ ეჭვი
ჰქონდა, რომ ქუდი სულელურ გამომეტყველებას აძლევდა, მას
ხომ ისედაც დიდი თავი აქვს. როიმ ვედრო დიდი სიფრთხილით
აავსო იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ოთხი წლისაა.
შემდეგ გულდასმით აყირავებს ვედროს, პატარა ხელებს უტყა-
პუნებს და მერე სწევს მას. ბავშვი ელოდება, რომ მას ქვიშის
გარფილდი გამოუვა, მაგრამ ფორმა საკმაოდ რთულია და ფი-
გურის ცალი გვერდი ინგრევა. უვარგისი პრინციპით გაკეთებუ-
ლი ჩახლართული ფორმები გამოვიდა. ამყოფინე ბავშვს ქვი-
შაში სათამაშოდ მარტივი სასახლის ფორმა და დანარჩენის-
თვის დაე, თავისი წარმოსახვა გამოიყენოს.
როგორც იქნა, ჰარი დუმილის დარღვევას ახერხებს და
ფრაზებს ჰაერში ისვრის, პრუსკენ თავის მიბრუნებას ვერ ბე-
დავს, ცდილობს, თვალი აარიდოს მისი საცურაო კოსტიუმის
სამკუთხედს და სხეულის უხერხული ადგილების სიშიშვლეს,
რომელიც იოლი შესათვალიერებელია, ვინაიდან ჰარი ქვიშაზე
ზის, პრუს კი ფეხები ზემოთ, შეზლონგზე აქვს აშვერილი.
- არასოდეს იყო განსაკუთრებულად ბედნიერი ბავშვი, მე
და ჯენისი ვართ დამნაშავენი მაგაში ალბათ.
- ის სიამოვნებით გადანაშაულებთ, - შენიშნა პრუმ თავისი
უემოციო ოჰაიოს აქცენტით, - ხომ არ ფიქრობ, რომ მასში შენი

201
მკითხველთა ლიგა

დადანაშაულების შეგრძნება კიდევ უფრო უნდა გააღვივო, - მი-


სი საუბრის მანერა ისეთივეა, როგორიც წინა ღამეს ჩატარებუ-
ლი ლექციისას ქოლესტერინის თემაზე, არასასიამოვნოდ ეჩ-
ვენება ჰარის, ისევე როგორც, ფუმფულა ცხოველს ხელის გა-
დასმას რომ დაუწყებ და ბეწვი გაცილებით უხეში აღმოჩნდება,
ვიდრე შორიდან ჩანს.
- არ დავუშვებდი, - ამბობს პრუ მტკიცედ, - საკუთარმა
შვილმა რაიმე დამაბრალოს.
- აბა, რა გითხრა, - დინჯად პასუხობს ბაჭია, - სამოციან
წლებში რთული ბავშვობა გავატარებინეთ. არაერთხელ შეს-
წრებია გამართულ ისტერიკებს.
- სამოციანი წლების ბოლო ყველასთვის რთული პე-
რიოდი იყო, მაგით არის ეგ წლები ცნობილი, - აღნიშნა პრუმ
და ისევ თავის ნახევრად სამედიცინო, ნახევრად პროფესიულ
საუბრის მანერას დაუბრუნდა, - თუ განაგრძობთ საკუთარი თა-
ვის დადანაშაულებას, რაც ნელსონს ძალიანაც სურს თავს მო-
გახვიოთ, ამით შენ და ჯენისი ხელს უწყობთ მის ჩამოუყალიბ-
ლებობას და აღვივებთ მასში ინფანტილიზმს. 30 წლის მერე
თითოეული ჩვენგანი საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი
არ უნდა იყოს?
- ფრაზა მაოცებს! - პასუხობს ბაჭია, - დღემდე არ ვიცი,
ჩემს სიცოცხლეზე პასუხს ვინ აგებს. - ჰარიმ წინადადება დაას-
რულა და წამოდგა. მოსცილდა მისივე სხეულით გამთბარი ქვი-
შის ღრმულს. წამოდგომისას თავი ვერ შეიკავა და თვალი
გააპარა პრუს მოტმასნილ საცურაო კოსტიუმში ვერდაფარული
ნაზი ადგილებისკენ, რომელთაც მზე ვერ სწვდება და ამის გამო
ჭორფლებით დაწინწკლული არ არის. პატარა ჯუდი წყლიდან
ამოვიდა. მისი სველი წითელი თმა მჭიდროდ ეკვრის თავის ქა-
ლას და წვეთავს. ცისფერი საცურაო კოსტიუმი გოგონას სხე-

202
მკითხველთა ლიგა

ულზე მიტმასნულა და მისი ქინძისთავისებრი ძუძუსთავები იკვე-


თება.
- შენ თქვი, ერთ წუთშიო! - შეახსენა ჯუდითმა. თმიდან წყა-
ლი წვეთავს და წამწამებზეც წვეთები ცრემლებივით ჩამოეკიდა.
- მართალია, ასე ვთქვი, - ეთანხმება ბაჭია, - დროა, „მზის
დამჭერით“ ზღვაში გავიდეთ. - ჰარი წელში გასწორდა, ფლო-
რიდის ნიავი ყოველი მხრიდან უბერავს მის კანს, თითქოს ბაჭია
მიშვებული ფრანი ყოფილიყოს სანაპიროზე.
ჰარი თავს უფრო ამაღლებულად გრძნობს თვალუწვდე-
ნელი ცის ქვეშ, ბუნების სტიქიებით გარშემორტყმული - წყალი
და ქვიშა, ჰაერი და მზის ცეცხლოვანი ბურთი, ყველა ნივთიერე-
ბა მთელი თავისი სიდიადით უხვადაა წარმოდგენილი, თუმცა,
მაინც არაა საკმარისი უსაზღვრო სივრცის შესავსებად. ჰარის
შიგნით ეს ყოველივე ცხოველურ თავზეხელაღებულობასა და
უგუნურებას აღვიძებს. მთელი სხეულით, გულით, ხარბად ეწა-
ფება ამ შეგრძნებებს და ვერ ძღება.
- მაშველი ჟილეტი ჩაიცვი, - ეუბნება შვილიშვილს ბაჭია.
- მაგ ჟილეტში მსუქანი ვჩანვარ, - შეეწინააღმდეგა გოგო-
ნა, - თან არც მჭირდება, ცურვა ხომ ვიცი, შემიძლია მილების
მანძილზე გავცურო, მართალს გეუბნები. ბანაკში გადამიცურავს
ტბა, წინ და უკან. როცა დაიღლები, ერთადერთი, რაც უნდა
გააკეთო, ზურგზე ამოტრიალდე და იტივტივო. მარილიან
წყალში ეგ უფრო იოლიცაა.
- ჩაიცვი ჟილეტი, საყვარელო, - მშვიდად პასუხობს ბაჭია,
რომელიც საკმაოდ ნასიამოვნებია, რომ მისმა სისხლმა და
ხორცმა იმ სტიქიის დამორჩილება შეძლო, რომელიც თავად
ჰარის შიშის ზარს სცემდა მუდამ.
ჰარი თავის ჟილეტს იცვამს და თავს გრძნობს აბჯარას-
ხმულ დედლად და, როგორც გოგონამ აღნიშნა, მსუქნად.

203
მკითხველთა ლიგა

ჰარის გამხდარი კიდურები გამოუჩნდა, თითქოს მთელი


წონა ღიპსა და სიფათში გადაუნაწილდა. ყოველ დილით, რო-
დესაც წვერს იპარსავს, მისი სახე იმდენად განიერია, ეჩვენება,
რომ ქაფს საპარსით მთელი აკრის მანძილით იშორებს. რო-
დესაც დელეონის სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში თვალით შემ-
თხვევით საკუთარ ანარეკლს აწყდება, აკვირვებს და ეუცხოება
ეს თითქოს მატყლით გამოტენილი, ფერმკრთალი, უცხო ადა-
მიანი.
- თვალი გვადევნე, - ეუბნება ბაჭია პრუს, რომელიც შეზ-
ლონგიდან წამოდგა, რათა ხაზი გაუსვას წამიერ საზეიმო გან-
წყობას და გულადი მეზღვაურები გააცილოს. ნახევრად შიშვე-
ლი, როგორც არის გამოწყობილი, ეშველება ნავის მღელვარე
და მოშიშინე ტალღებამდე მიჩოჩებაში. ხელით იჭერს და აჩე-
რებს მოფრიალე აფრას, რომელიც ცდილობს იალქნის ქვედა
ძელს მიმართულება შეუცვალოს, ვიდრე ჰარი თოკებს ახარის-
ხებს. ბაჭიას გაცილებით რთულად ეჩვენება ყველაფერი, ვიდ-
რე უწინდელ დროში, მაშინ, როდესაც მზის დამჭერით წლების
წინ კარიბის ზღვაში დაუვიწყარ შავ ბიკინში გამოწყობილ სენდი
მარკეტთან ერთად გავიდა. ბაჭია, ბოლოს და ბოლოს საჭეს
ამაგრებს. ჰარის ხელში აჰყავს ჯუდითი და გემბანზე სვამს. როი,
რომელიც მიხვდა, რომ მისი და სადღაც უმისოდ მიდის, ისტე-
რიკულ ყვირილს იწყებს და ტალღებისკენ მიიწევს, აზვირთებუ-
ლი ტალღა ბავშვს მყისვე ძირს აგდებს, პრუ ხელში იყვანს და
გვერდულად თეძოზე ისვამს.
სინათლე მკვეთრია, ჰაერი კი გამჭვირვალე, იმ მელნის-
ფერი ნათებით მოცული, რომელსაც ფილმებში ხედავ ხოლმე,
სადაც დეკორაციები ნაყალბევია. ჰარი წელამდე შედის წყალ-
ში, რათა ნავი ნაპირისგან მოშორებით გაიყვანოს, მერე კი მძი-
მე სხეულით გემბანზე ძვრება. აცოცებისას ეჭიდება თასმებს,

204
მკითხველთა ლიგა

რომელიც მიმაგრებულია იალქნის ქვედა, ალუმინის ძელზე.


რას ეძახდა სინდი ნეილონის აფრას? ზეწარს. ტკბილი სინდი,
რა თოჯინა იყო ერთ დროს. ბაჭია ათანაბრებს საჭეს და აფრას
ასწორებს. ნავი უფრო და უფრო სცილდება მიწას, როგორც
ნაპირიდან დაბერილი ნიავი. მიიწევენ წინ სიზმრისეულ სიჩუმე-
ში, რომელიც ქარს მოჰყვება. ნავი ტალღას ტალღაზე კვეთს,
უკან იტოვებს ნაპირს, თეთრ ღრმად ამოჭრილ საცურაო კოს-
ტიუმში გამოწყობილ პრუს და მის თეძოზე დასკუპებულ მჩხავა-
ნა როის.
ჯუდი ანძასთან, ჰარის მხარეს მოთავსდა. გოგონა დგას
გაწონასწორებული და მზადყოფნაშია, მითითებისთანავე ჩა-
საშვები კილი თავის წვრილ ხვრელში დაუშვას. ჰარი მოუხერ-
ხებლად ზის სველ გემბანზე, ფეხები მოღუნული აქვს, ცალი ხე-
ლით ზურგს უკან საჭის მოსაბრუნებელს ამაგრებს, მეორით კი
მჭიდროდ - საიალქნე ბაგირს. მისი გონება მიმართულების მაჩ-
ვენებელთა ერთიან სურათს წარმოისახავს, კრიალა ქარი ჭი-
მავს ზოლიანი აფრის მწვერვალს. გარკვეული დროით ხელთ
დამრეცად უპყრია, მერე კი მიქრის ჰორიზონტისა და ზენიტის-
კენ, მაკრატელივით, ასე ამბობდა სინდი. ჰარი უხილავი შინა-
განი ენერგიით ივსება.
- კილი ჩაუშვი, - გასცა ბრძანება ბაჭიამ. როგორც იქნა, 55
წლის ასაკში კაპიტნის წოდებას მიაღწია. ჰარის დაკაწრული
წვივებისა და დუნდულების ტკივილი ეკლებივით ესობა გულზე,
უხერხულ საცურაო შორტებში გამოკვანწული საჯდომი მოუხერ-
ხებლად ეხახუნება გემბანის შიშველ უხეშ ზედაპირს. მისი წონა
იმდენად უსაშველოდ აღემატება ჯუდითისას, რომ ნავის ცხვი-
რი, სადაც გოგონა დგას, ლამის ჰაერში ჰკიდია. ტალღები აქ
უფრო ცვალებადი და მღელვარეა, ქარი გაცილებით დიდი სიმ-
ძლავრით მიათრევს და მიაქანებს აფრას, წყალი კი იმაზე მუქი

205
მკითხველთა ლიგა

მწვანეა, ვიდრე ჰარის შემორჩენილ მოგონებებში, იმ შორეულ


კარიბის ზღვაში, ამ ათწლეულის დასაწყისში სათავგადასავლო
გასვლის დროს.
ჰარის ამჟამინდელი კომპანიონი საკმაოდ ბედნიერია. გო-
გონას ნათელი სახე წყლის წვეთებითაა დაწინწკლული. მისი
სიფრიფანა, ხორკლებით დაფარული ხელები შავი რეზინის
მაშველი ჟილეტიდანაა გამოჩრილი. ჯუდითს მთელი სხეული
უთრთის სასიხარულო მღელვარებისგან, სიახლის შეცნობის
წადილისგან, ბავშვი გატაცებულია წყლის სტიქიით. ბაჭიამ ნა-
პირს გახედა. საუცხოო ნაპირზე პრუს მკრთალი სილუეტი მო-
ჩანს, მის უკან მოკაშკაშე ცეცხლოვანი მზის ბურთი ყველაფერს
სინათლეში შთანთქავს. კიდევ ერთი წუთი და პრუს სხეულის
გარჩევა ქვიშაზე არეულ სხვა სხეულებს შორის შეუძლებელი
გახდება. სანაპიროზე ლანდები სწორ ხაზზე დაბეჭდილი
ასოების წყებას ჰგვანან. უშველებელი სასტუმროც კი სიშორეში
მომცრო ბრტყელ ზოლად გარდაიქმნა, ისევე როგორც მრა-
ვალბინიანი სახლები, სასტუმროები და ფლორიდის სანაპირო-
ზე გადაჭიმული სხვა შენობები. მათ ჰარის თვალი ჯერ კიდევ
სწვდება. ბაჭიას ხელშია ამჯერად სადავეები - შეცვალოს მი-
მართულება, პერსპექტივა და პროპორციები. შეგრძნება მძიმე
ტვირთად აწვება გულსა და მუცელს. რამდენჯერ უნახავს ზღვის
ტალღებზე მოსრიალე აფრიანი სამკუთხედები, როდესაც ჯე-
ნისთან ერთად მანქანით ჩადიოდა დელეონის სავაჭრო ცენ-
ტრში, მაგრამ ახლა თავად იყო ნავში. გულდამშვიდებით შეგიძ-
ლია უყურო ადამიანს, რომელიც სახურავზე ხარაჩოებზე გადა-
დის ტვირთით, არადა, როდესაც თვითონ აღმოჩნდები მსგავს
სიმაღლეზე, შიშისგან მუხლები გეკვეთება.
- ახლა, ჯუდი, - ამბობს ბაჭია და ცდილობს, ხმაში შფოთვა
არ შეეტყოს, ხმამაღლა საუბრობს, ვინაიდან უსასრულო სივ-

206
მკითხველთა ლიგა

რცემ შესაძლოა მის სიტყვებს ყოველგვარი აზრი გამოაცა-


ლოს, - სულ ამ მიმართულებას ვერ გავუყვებით, თორემ ასე
მექსიკამდე ჩავაღწევთ. მზის დამჭერი უნდა შემოვაბრუნო, ვიცი
სულელურად ჟღერს, ძლიერი ქარია. უცებ უნდა დახარო თავი
და შეიმაგრო გემბანზე, სანამ ნავს ნაპირისკენ შევაბრუნებ.
მზად ხარ?
რუმპელის მოქაჩვისას ძალა და თავდაჯერებულობა აკ-
ლია, თან ზედმეტად აყოვნებს. ჯუდი აკრობატივით ბურთად
შეიკუმშა და გაუნძრევლად ზის, თუმცა გრძელმა ძელმა, რო-
მელზეც იალქნის ქვედა ნაწილია დამაგრებული, უკვე თავზე გა-
დაუარა. ქარის პირისპირ აღმოჩნდნენ. წამიერ უძრაობასა და
ტალღების ზანტ შხუილში ჰარი გრძნობს, რომ ნავი არ ემორ-
ჩილება. ბაჭიას გაუბედავი მოძრაობის გამო, ინერციის წყალო-
ბით, ნავის ცხვირი კვეთს ქარების ზოლს, იალქანს ქარი აღარ
ბერავს და წყლის შხეფებით იფარება, წინ, ჰორიზონტისკენ
მიიწევს და მტკიცედ ადგას ძველ კურსს. ჯუდის დაძაბულობა
მოეხსნა და როგორც კი მიხვდა, რომ ნავი მღელვარე, მუქი
ტალღებისკენ მიემართებოდა, აკისკისდა. ჰარიმ აფრა თავის-
კენ მოსწია და ახლა ისინი ქარის პერპენდიკულარულად, აჭ-
რელებული ნაპირის გასწვრივ მიცურავენ. უძრაობის რამდენი-
მე წუთის განმავლობაში მათ გარშემო არსებული სივრცის,
ჰაერისა და ზღვის ყოველი მისხალი თითქოს მჩხვლეტავ ის-
რებად გარდაიქმნა, მაგრამ ახლა სივრცეს სურვილისამებრ
მართავენ; ყურე, ნავი, ქარი და მზე, ორივეს დაუცველი ყურების
ნიჟარების წვერებს რომ უწვავს და შავი სამაშველო ჟილეტი-
დან გამოშვერილ მოტიტვლებულ ფერმკრთალ მკლავების
ღინღლზე შენაშხეფებ წვეთებს წამშივე აშრობს, ყველაფერი
ერთად, დახშულ კლიმატს, დროებით თავშესაფარს ქმნის, რო-
მელსაც ჰარი თანდათანობით ალღოს უღებს. ბაჭია ანძის კენ-

207
მკითხველთა ლიგა

წეროში მოთავსებული ფლუგერისკენ ახედვის გარეშე ხვდება,


ქარი საიდან უბერავს. გუმანით გრძნობს, ძალა რომელ მხარეს
უნდა გადაანაწილოს, ხელით აკონტროლებს წყლის ზედაპირ-
ზე ნავის სრიალს. ძველად, კალათბურთის თამაშისას, როდე-
საც მოწინააღმდეგეს ბურთს წაართმევდა და ელვის უსწრაფესი
გარბენით წინ მიიწევდა, თავში, რა თქმა უნდა, კომბინაციის
სხვადასხვა ვარიანტი უტრიალებდა, თავისი გადაცემებითა და
დამაგვირგვინებელი ტყორცნით, რომლის შემდეგაც ფარზე ას-
ხლეტილი ბურთი კალათში ჩასრიალდებოდა. გათამამებული
ბაჭია მზის დამჭერს ისევ ატრიალებს, ნავი შორეული მწვანე
კუნძულისკენ მიემართება. კუნძულზე ვარდისფერი სახლი, სა-
ვარაუდოდ, ვიღაც ბობოლას ბუნაგი მოჩანს, მაგრამ ამ მანძი-
ლიდან ჰარის იგი უგვანო ხუხულად ეჩვენება. ბაჭია აფრას ქა-
ჩავს და არ იმჩევს ამ ახალ კურსზე მზის დამჭერის დაგვერდე-
ბას.
როგორც კარგი ბაბუა, ჰარი ჯუდის ყოველ სვლასა და
მოძრაობას უხსნის, ჯერ ცოტაოდენი თეორია, ხოლო შემდეგ
პრაქტიკულად ჩვენება. თანდათანობით ორივეს თავდაჯერებუ-
ლობა მოემატა, რომ ეს სათამაშო, რომელიც მათ წყალზე აკა-
ვებს, შეგიძლია ისე აბურთავო, როგორც გაგიხარდება, გამო-
იწვიო ქარიცა და წყალიც, ზიგზაგებით გადასერო ტალღები,
მათი სიდიადისა და ბრწყინვალების ნაწილი მიითვისო.
- საჭესთან მინდა, - განაცხადა ჯუდიმ.
- ეს ველოსიპედის მართვა არ გეგონოს, საყვარელო, უბ-
რალოდ მიმართულების მიცემა არ არის საკმარისი. თუ გინდა
დაიმორჩილო და იქით წაიყვანო, სადაც გსურს, ქარის ქროლ-
ვას გონების თვალით უნდა ხედავდე. აუცილებელია, იცოდე,
საიდან უბერავს. თუმცა, კარგი, შენი გაიტანე. ჩემკენ მოჩოჩდი
და რუმპელს მოეჭიდე. მიმართულება აი, იქით აიღე, იმ ვარ-

208
მკითხველთა ლიგა

დისფერსახლიანი მწვანე კუნძულისკენ. აი, ასე, ყოჩაღ. ცოტათი


გეზს ცდები, მაგრამ არა უშავს, შეგიძლია ცოტა მარცხნისკენ
დაიჭირო. ამას მარცხნივ დაწვენა ჰქვია. ახლა, ნავის მარჯვენა
ქიმზე, აფრას ავუშვებ ცოტას. როდესაც გეტყვი მოემზადე, რაც
ძალი და ღონე გაქვს ჩემკენ გამოსწიე რუმპელი და მაგრად
დაიჭირე. ნუ შიშობ, თუ ნავი არ გიჯერებს. აბა, როგორ გვაქვს
საქმე? მზად ხარ, ჯუდი? მოემზადე, ვტრიალდებით.
ჰარი ეხმარება და ბიძგს აძლევს, მოტრიალებისას ჯუდის
პატარა ხელები ვერ იმორჩილებს რუმპელს. აფრა დუნედ
ფრიალებს. მისი ქვედა ძელი წინ და უკან ნერვიულად ქანაობს.
ალუმინის ანძა თავის ფიბერგლასის ფოსოში აღრჭიალდა.
შორს ჰორიზონტზე სატვირთო გემი გამოჩნდა. ტალღებ-
ზე ისეა გაბრტყელებული, როგორც ათცენტიანი ბარის მაგიდა-
ზე. ფრთაგაშლილი მეთოვლიები ჰაერში თითქოს უძრავად
ჰკიდიან. ფრთოსნები ზემოდან გაოცებული ათვალიერებენ ნა-
ვის მგზავრებს და გეგონება, მზერით ეკითხებიან: ადამიანებო,
რა გინდათ ასე შორს მშობლიური სტიქიისგან? აფრა წა-
მოიმართა, ჰარი საჭეს თავისკენ ეწევა, მისი ხელი ჯუდის პატა-
რა ხელების ზემოთაა, რუმპელის კუთხეს ასწორებს და, რო-
გორც იქნა, ნავი ახალ კურსზე გამართა. ვინაიდან ორივე კიჩო-
ზეა მოკალათებული, ნავის ცხვირმა აიწია და მზის დამჭერი
ოდნავ ეფლობა ტალღებში. გემბანზე ამონაშხეფმა წყალმა ბა-
ჭიას ყურები დაუგუბა. ჯუდი კიდევ რამდენჯერმე ატრიალებს სა-
ჭეს, მერე ჰბეზრდება. ბავშვური მთქნარება ქათქათა და უნაკ-
ლო კბილებსა და (დღესდღეობით კბილის პასტებში შერეული
ქიმიური შენაერთების წყალობით თანამედროვე ბავშვები ვერა-
სოდეს გაიგებენ იმ აგონიას, რომელიც ჰარიმ სტომატოლოგე-
ბის სკამებზე გაატარა) ხავერდოვან რკალისებურ ბავშვური

209
მკითხველთა ლიგა

ენას აჩენს. ოდესმე რომელიმე მამაკაცი ამ ენას სათანადოდ


გამოიყენებს.
- აქ თითქოს დროის შეგრძნება იკარგება, - ეუბნება ჰარი
ჯუდითს, - მზის მიხედვით, ახლა უკვე შუადღე იქნება. შინისკენ
უნდა გავწიოთ. გავითვალისწინოთ, რომ ქარი ნაპირიდან უბე-
რავს, ეს მეტ დროს წაგვართმევს მიბრუნებისას. ჩვენ ხომ არ
გვინდა, დედიკომ ინერვიულოს.
- იმ ბიძიამ თქვა, კატერს გამოვგზავნიო.
ჰარის სიცილი წასკდა, ცდილობს დაძაბულობა შეამსუბუ-
ქოს იმ სინაზით, რომელსაც ამ სრულქმნილი სპილენძისფრად
მოკაშკაშე, ჯერ უმანკო მდედრობითი სქესის არსებისადმი
გრძნობს.
- ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ვინმეს
შველაა საჭირო. ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირს, ცხვირების
დაწვაა. დამოუკიდებლად დაბრუნება შეგვიძლია. ამას ქარის
საწინააღმდეგო მოძრაობა ეწოდება. მთავარია, ნავი, რაც შე-
საძლებელია, ახლოს იყოს ქარის მიმართულებასთან. მოდი,
მე აფრას დავამაგრებ, შენ კი სცადე გეზი სასტუმროსკენ აიღო.
სიშორეში მარჯვნივ რომ მოჩანს, იმ სასტუმროსკენ არა, აი,
იქით, მის გვერდით, პირამიდის მსგავსი შენობა რომ მოჩანს
იქითკენ.
სინათლესა და სიშორეში დანთქმული სანაპიროზე ადა-
მიანების საცურაო კოსტიუმებმა ფერები დაკარგა, მილს მილი
მიჰყვება და ყველაფერი ყურეში მოძრავ გრძელ ნაცრისფერ
ზოლად აღიქმება. წყალი აქ საზარელი ფერისაა, ნაღვლის-
ფერ სიღრმეში მკრთალი მწვანე ტალღების ქოჩორი მოჩანს.
ნაპირიდან კი ზღვა სულ სხვაგვარად ჩანს.
- ბაბუ, რა არის, გცივა?

210
მკითხველთა ლიგა

- რომ მკითხე, შემამცივნა, - აღნიშნა ბაჭიამ. - ისე, ღია


ზღვაში საკმაოდ გრილა.
- ნამდვილად.
- შენი სამაშველო ჟილეტი ვერ გათბობს?
- ის სლიპინაა და საშინელი, მინდა გავიხადო.
- არ შეიძლება.
დრო მიიპარება. ტალღები ნავის კიდეებს ზანტად ეხეთქე-
ბა. ცნობისმოყვარე მეთოვლიები დაკვირვებას განაგრძობენ.
ნაპირი კი არა და არ უახლოვდება მათ. ადგილი, სადაც მათ
პრუ და როი ელოდებიან, უსაშველოდ შორსაა.
- მოდი შემოვატრიალოთ, - ამბობს ბაჭია და ხედავს, ბავ-
შვის უკვე მოჰბეზრდა და მოყირჭდა, თავადაც ერთი სული აქვს,
ამ თავგადასავლის დასასრულს მიაღწიოს. ჰარიმ ზედმეტად
უხეშად მოუხვია და სცადა აფრა ქარის მიმართულებით დაეყე-
ნებინა. მაგრამ ქარის მსუბუქმა მონაქროლმა მოულოდნელი
მხარიდან დაუბერა, მეკობრეთა კუნძულებიდან და არა სანაპი-
როდან. იმის ნაცვლად, რომ მზის დამჭერმა ახალი კურსი
აიღოს და ტალღებზე გასწორდეს, ჰარი ისევ ძველი მიმართუ-
ლებით მიაქანებს ნავს, იგი წყლისა და ჰაერის სტიქიებზე ძა-
ლაუფლებას კარგავს. ანძა მზის ქვეშ გარკვეული წერტილზე
გავლის შესაძლებლობას ხელიდან უშვებს, თითქოს ნავს გო-
ლიათის უხილავი ხელი მართავს და ყურისკენ მიაქანებს. ჰა-
რიმ, ერთადერთი, რისი აღქმაც მოახერხა, ის არის, რომ მისი
სხეული და სიფრიფანა ჯუდითი ნავმა გემბანიდან მძიმე ტალ-
ღების უფსკრულში მოისროლა. მომაკვდინებლად ცივი, მუქი
მწვანე წყალი სახესა და თვალებს უფარავს, აბურთავებს. შეში-
ნებული ბაჭია ლინს ხელიდან არ უშვებს, ხოლო ნავმა წვივი
გაუკაწრა. წამიც და, ფერმიხდილი ჰარი ისევ ხედავს მზეს, შე-

211
მკითხველთა ლიგა

იგრძნობს ჰაერს და შეწყვეტილი მოძრაობის საზარელ სიჩუ-


მეს.
მისი გონება ცდილობს მომხდარი აღიქვას. მოაგონდა,
ადრე, მსგავს სიტუაციაში, სინდი როგორ დადგა ნავის შუაგულ-
ში და მზის დამჭერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. წყლი-
დან ამოშვერილი ანძა ცისკენ მიიწევს, მაგრამ ნავში წყალი
გვერდიდან შედის, ანძიდან შხეფები წვეთავს. თითქოს არავი-
თარი პრობლემა არ უნდა იყოს ნავის გათანაბრება. ჰარის
გულში ცეცხლი ტრიალებს, რაღაც ვერ არის რიგზე. ჯუდი. ბავ-
შვი სად არის?
- ჯუდი? - უცხოს ხმით ყვირის ჰარი. აქ, ღია ზღვაში, მიწის-
გან შორს, უკიდეგანო სივრცითაა გარშემორტყმული, არაფე-
რია ხელმოსაჭიდი, ხოლო ტალღები მწვალებლებივით სახეში
სცემენ.
მზის დამჭერი ამოყირავებულია და ზღვის ზედაპირზე
გვერდულადაა გაწოლილი. ნავი წყალზე წერტილად მოჩანს,
მისი აფრა ჭრელი ქაფივით ტალღებს შეერია.
- ჯუდი! - ბაჭიას ხმა მოზუზუნე ქარს ერწყმის, შიშმა აიტანა,
ხმამაღლა ყვირის, წყალს ყლაპავს, იხრჩობა, სხეულის სიმძიმე
ფსკერისაკენ ექაჩება და დაძახების საშუალებას არ აძლევს. ბა-
ჭიას ხორხამდე ჰაერის ნაცვლად მომწარო გამდნარი ტყვია
აღწევს. მისი აკანკალებული გული ტალღების რიტმში ხტის. ჰა-
რი ახველებს და თვალები ცრემლებით ევსება. გოგონა არსად
ჩანს. მხოლოდ ბინძური მწვანე ტალღებია ირგვლივ. იქ, საიდა-
ნაც მზის სხივები აღწევს, ნაღვლისფერი ფენის ქვეშ ნეფრიტის-
ფერი წყალი მათრახივით ტყლაშუნობს. დასავლეთით, ცაზე
ირიბად გაწოლილი თხელი ღრუბლები ამინდის ცვალებადო-
ბას იუწყება.

212
მკითხველთა ლიგა

ცარიელი მზის დამჭერის კორპუსი მის გვერდით მოუქნე-


ლად ტივტივებს. ბაჭიას საშარდე ბუშტი დაცლას ემუდარება და,
ალბათ, მოისაქმა კიდეც.
ჯუდი ნავის მეორე მხარეს უნდა იყოს. ჰარი, მზის დამჭერი
და მისი აფრა სულ რამდენიმე კვადრატული მეტრია, ბაჭიას კი
უსაშველო და უსასრულო ეჩვენება მანძილი იმ ადგილამდე, სა-
დაც შესაძლებელია ბავშვი იყოს. ან ნავის კორპუსის ქვეშ უნდა
ჩაყვინთოს სწრაფად. თითოეული წამის უქმად დახარჯვა უბე-
დურების მომასწავებელია. ბაჭია სამაშველო ჟილეტით ტივტი-
ვებს, იგი ხელს უშლის. წყალქვეშა დინებები წინ გაცურვაში
ხელს უშლის. ჰარი არც არასოდეს ყოფილა მცურავი. ჰაერი,
სინათლე, წყალი, სიჩუმე მის თავში ყოველივე ერთმანეთს
ეხეთქება, მეხივით გავარდნილ უმოწყალობის ნიშნად. გა-
მოუვალ მგომარეობაში მყოფ ბაჭიას, ასეთ წუთებშიც კი, ურ-
ჩევნია ცოტა დრო გაიყვანოს, ვიდრე მისთვის შიშისგან თავზა-
რის დამცემ წყალში ჩაყვინთოს. ამ ტანჯვა-წამების ჟამს უმოქ-
მედობით დათრგუნვილი, გულში იმედს იტოვებს, რომ საცაა
მოკისკისე ჯუდითის თავი გამოჩნდება, მის გვერდით ტალღებში
ამოყვინთავს სასწაულებრივად, ყველაფერი მოგვარდება და
ზედაპირზე ბავშვის მოცინარი სახე, წამწამებზე ჩამოკიდებული
მარილიანი წყლის წვეთებით მალე გამოჩნდება. მაგრამ შუად-
ღის მზე მკაცრად ითხოვს მისგან, ან ახლა იმოქმედოს, ან არა-
სოდეს. მასში რაღაც წმინდა და სათუთი გაჰკივის, რომ შესაძ-
ლებელია, ყოველივე გამოსწორდეს. ჰარიმ პირი გააღო და პა-
ნიკური სისწრაფით ღრმად ჩაისუნთქა. ხმაურით ისუნთქავს ჰა-
ერს გულში ტკივილის გავლასთან ერთად. ცდილობს წინააღ-
მდეგობის გამწევ სიბნელეში, სადაც ვერ ხედავს და სუნთქავს,
გოგონას მიაგნოს. ბაჭია წყალმა ამოაგდო და სანამ ხელების
ცეცებით ბავშვის სხეულს ეძებდა, დინებამ თავით რაღაც მა-

213
მკითხველთა ლიგა

გარს მიანარცხა. ჰარიმ ვერც გოგონას სხეული იპოვა და ვერც


რაიმე ადგილი, სადაც შესაძლო იყო ბავშვს ჩაეყვინთა. ბაჭია
ცდილობს, ამოყვინთოს. ნავის ხერხემალი ისე ეხება მის ზურგს,
როგორც ზვიგენის ტყავი, წყლიდან გამოღწევის მერე კი სახით
ეჯახება ამოყირავებულ რუმპელს, ჩამოკონწიალებული საჭის
მოსატრიალებელი სახეს უკაწრავს.
- ჯუდი! - მესამე დაძახილი უფრო ხავილს წააგავს. წყალში
ამაო ფართხალის გამო ჯერ არ მოუთქვამს სული. დაღლილი
თვალებით მზეს ახედა, შუბლიდან ჩამონაწვეთი ცისარტყელის
წრეებად ეჩვენება. წამებში ნავმა მსუბუქი რხევისას მიმართუ-
ლება შეიცვალა, ასევე მზის დამჭერის ჩრდილის ფორმა ტალ-
ღებზე იცვლება.
აფრის ქვეშ! ბავშვი აფრის ქვეშ უნდა იყოს. აფრა, ნეილო-
ნის ნაჭერი, უსაშველოდ დიდი ჩანს წყალში, თავისი დიაგონა-
ლური ნაკერებით, ამოქარგული ნომრებითა და მზის დამჭერის
სილუეტით. მან უნდა შეძლოს, როგორმე თავი უნდა გაართვას.
ბაჭია უხსოვარი დროიდან დაგროვილი დანაშაულის გრძნო-
ბით აღივსო. თავს ძალას ატანს, მუქმწვანე წყალში ჩაყვინთოს,
წყალი თიხისებრ მილს წააგავს, ხოლო ზედაპირზე ამომავალი
ჰაერის ბუშტულები - ძვირფას ქვებს. მიუხედავად ზემოდან და-
წოლილი აფრის სიმძიმისა, ბაჭია ცდილობს, გვირაბი გაჭრას.
გვირაბში ჰარი წააწყდება რბილ კიდურს, რომელიც შეხებისას
შიშით ჩაებღაუჭება და ფსკერისკენ დაქაჩავს, ყურებს დაუკაწ-
რავს. ბაჭია წყლის ზედაპირისკენ ცდილობს ასვლას და აფრა-
ში იხლართება, თხელ ნაჭერში მზის მკვეთრი შუქი ატანს. ნეს-
ტიანი ნეილონის სუნია, ჟანგბადი არ არის. ჰარის სხეული ბო-
ლო გაფართხალებით ცდილობს თავი დააღწიოს ამ სამარეს.
ის თვალდახუჭული ებრძვის სტიქიას. როგორც იქნა, აფრის ნა-

214
მკითხველთა ლიგა

ჭერი მოიცილა სახიდან და ჯუდი ზედაპირზე, დღის სინათლეზე


ამოიყვანა.
გოგონას წითური, სპილენძისებურად მოელვარე, სველი
თმა მის თვალწინ წყლის ზედაპირზეა გაშლილი. ბავშვს სახე
აჭრელებული აქვს, მაგრამ ცოცხალია და ისეთივე მკვირცხლი,
როგორც უწინ იყო. ჯუდი ინერციით ისევ ცდილობს ბაჭიაზე
აღოღდეს და თავის პატარა ხელებს კისერზე აჭდობს. გოგონას
სხეული სველი საცურაო კოსტიუმის შიგნით გავარვარებულია.
მუქი წყალი თვალებსა და პირში ესხმება ჰარის. ჰარიმ თავისი
გრძელი, თეთრი ხელი მზის დამჭერის ანძას ჩაავლო. ნავი სიმ-
ძიმის გამო უფრო მეტად ჩაიძირა, მაგრამ აფრისა და კორპუსის
წყალობით წყლით ბოლომდე მაინც არ დაიფარა. ჰარის სული
ეხუთება, კიდევ ერთი-ორი ბიძგი და ზედაპირზე არიან, იქ, სა-
დაც ანძა წყლიდანაა ამოჩრილი. ბაჭიას გული სიხარულით ევ-
სება იმის გამო, რომ ჯუდითი ცოცხალია, ამავდროულად ტკი-
ვილსაც გრძნობს და მალიმალ ფეთქვას ისე, როგორც ხელში
იგრძნობა ხოლმე პულსაცია, ვარჯიშის დროს, ბურთზე მოჭე-
რისას. ბაჭიას სხეულში სივრცე თითქოს შეიკუმშა, ტალღებზე
მიგდებული, დაჭიმულ ძარღვებს სისხლის საგრძნობ, მტკივნე-
ულ მოწოლამდე ძალას ატანს, რათა ისუნთქოს. ჯუდი ისევ მის
კისერზეა ჩამოკიდებული, შეუჩერებლივ ახველებს, ახველებს
წყალსა და შიშს. გოგონას ნორჩი სხეულის მოუსვენარი მოძ-
რაობა ეკალივით მტკივნეულად ესობა ჰარის გადაღლილ
გულ-მკერდს, სადაც შეუჩერებლად თრთის და ფეთქავს რაღაც
ცოცხალი. აქ, ღია ზღვაში, მისი გული თითქოს მარილიანი
წყლითაა სავსე და შიგ დამფრთხალი კალმარი ფართხალებს.
მათი ამოტრიალებიდან ალბათ, სულ ერთი წუთი გავიდა,
ჯუდიმ სული მოითქვა და სახეზე უმწეო ღიმილი აუთამაშდა. გო-
გონას თვალები ხველებისას დაღვრილი ცრემლების გამო გა-

215
მკითხველთა ლიგა

წითლებულია. მოგრძო სახე ისე ციმციმებს, თითქოს


ბრჭყვიალა წინწკლებით ჰქონდეს მოფენილი. ნავისკენ ძნე-
ლად მიიწევენ, მალე ჰარი და ჯუდითი აფრის ჩრდილის ქვეშ
აღმოჩნდებიან. დამფრთხალი, დახრჩობას ალალბედზე გა-
დარჩენილი, სიკვდილივით თეთრი ჯუდი ახლა ნელსონს უფ-
რო ჰგავს, ვიდრე პრუს. ისეთივე ძვალწვრილი, ფერმკრთალი,
ღამენათევივით თვალებამოღამებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი წყალზე ტივტივისას არ
შენელებია, ბაჭიას საუბარი მაინც შეუძლია.
- აუჰ! რა დაგვემართა? შენი აზრით, რა მოხდა?
- არ ვიცი, პაპა, - ზრდილობიანად პასუხობს გოგონა და
ამ წინადადების თქმაზე ხველების ახალი შეტევა ეწყება, - ამოვ-
ცურე და ის რაღაც ჩემ ზემოთ იყო და საშუალება არ მომცა
ზედაპირზე ამოვსულიყავი.
ჰარი ხვდება, რომ გოგონას შიშს გარკვეული საზღვრები
აქვს, ბავშვს არ ჰგონია, რომ რაღაც განსაკუთებული და საშიში
შეემთხვა. ჯუდის ჯერ ბავშვური უკვდავების შეგრძნება აქვს და
ბაჭიაა მისი მცველი.
- კარგი, მთავარია, ყველაფერმა ჩაიარა, - ამბობს ჰარი, -
არავინ დაშავებულა.
გაუნელებელი ტკივილის გარდა, რომელსაც ანძაზე ჩაჭი-
დებულ ხელში გრძნობს და რომელიც წესიერად სუნთქვის სა-
შუალებას უსპობს, მის გულ-მუცელს რაღაც, ზღვის ავადმყო-
ფობის მსგავსი აწვება.
ყოველივე მასში სრულ უძლურებას იწვევს და ახლა მხო-
ლოდ წამოწოლა და დასვენება სურს.
- ქარმა გვიმტყუნა და მოულოდნელად მიმართულება შე-
იცვალა, - უხსნის ჯუდის, - ეს ნავები კი მეტად იოლად ყირავდე-
ბა.

216
მკითხველთა ლიგა

გოგონა თანდათანობით აღიქვამს ვითარების უცნაურობის


სიმძაფრეს. ნაპირიდან ასობით ფუტით არიან დაშორებული და
ასობით ფუტი იქნება ფსკერამდე. სრულყოფილი წამწამებით
შემოსილი თვალები გაჰფართოებია, ტუჩები უთრთის.
- როგორ უნდა გადავაბრუნოთ? - კითხულობს ჯუდი აცახ-
ცახებული ხმით.
- მარტივად, - პასუხობს ჰარი, - ახლა ოინს გიჩვენებ, - ახ-
სოვს კი, როგორ კეთდება? სინდიმ, თავის დროზე, ელვის უს-
წრაფესად მოახერხა ნავის გასწორება. ჩაყვინთა გამჭვირვალე
კარიბის ზღვის წყალში და მზის დამჭერის ქვეშ მოექცა. ლინი.
ალბათ ლინს ექაჩებოდა.
- ახლოს იყავი ჩემთან, მაგრამ ნუღარ ჩამომეკიდები, საყ-
ვარელო, შენი მაშველი ჟილეტი ზედაპირზე ტივტივებს.
- წინაზე რაღაც ვერ მიშველა.
- რა თქმა უნდა, გიშველა, უბრალოდ აფრის ქვეშ მოჰყევი,
ჟილეტი დამნაშავე არ არის.
აქ, ყურეში, მათი ხმები დაგუდულად ისმის, სიტყვები წარ-
მოთქმისთანავე სივრცეში იკარგება. სულ სხვაგვარია, როცა
ოთახში, დახურულ სივრცეში საუბრობ, სადაც სიტყვები თით-
ქოს ჰაერში ჩამოეკიდება ხოლმე. წყლის სტიქიის დამორჩილე-
ბის მცდელობა სუნთქვის ყოველგვარ საშუალებას ართმევს ჰა-
რის. მთავარია, გონება არ დაკარგოს და არ გაითიშოს. არ უნ-
და დანებდეს, მზით განათებული დღე მის თავზე არ უნდა დაბ-
ნელდეს. ჰარი ფიქრობს, თუ აქედან ოდესმე გააღწია, მშრალ,
დიდ მინდორში გაგორდება - გონებაში წარმოუდგება ეს სურა-
თი, მწვანე ხასხასა ბალახის წვრილი დანისებური პირები, გა-
ხეთქილი მიწის ჩალისფერი ნაპრალები, როგორც ეს მაუნტ--
ჯაჯას გოლფის სათამაშო მოედანზეა. გაწვება და არასოდეს გა-
ინძრევა. ჰარი ანძას ხელს ნელა უშვებს, ცდილობს არ გააღვი-

217
მკითხველთა ლიგა

ვოს ყრუ ტკივილი მკერდში, ფრთხილად ინაცვლებს მზის დამ-


ჭერის ნეილონის ლინებისკენ. დაძაბული მოქმედებისას თავს
წყლის ქვეშ ამოყოფს, ნავი უსხლტდება და ტალღები ორივეს
ნავის მეორე მხარეს ამოაყურყუმალავებს. ტალღები მძვინვა-
რებს, შეშინებული ჯუდი ჰარის კისერზე ეჭიდება, მიუხედავად
იმისა, რომ ბაჭიამ სთხოვა, ასე არ მოიქცეო.
- ახლა, ნელა-ნელა ძაღლურად გავცუროთ ნავის მეორე
მხარეს, - უხსნის ჰარი გოგონას.
- იქნებ ის ტიპი, დედიკო რომ მოეწონა, თავისი კატერით
ჩვენს საშველად მოვიდეს.
- შესაძლოა, მაგრამ უხერხული არ იქნება, ვინმემ გადაგ-
ვარჩინოს და ამას როი შეესწროს?
ჯუდი ზედმეტად ნერვიულობს იმისთვის, რომ გაიცინოს ან
რაიმე პასუხი გასცეს. ისინი რუმპელის გასწვრივ, იმ საზიზღარი
ხის ძელისკენ მიცურავენ, რომელიც ბაჭიას სახეს უკაწრავდა.
თოლიები ციდან დაეშვნენ, ზედაპირზე მიმოფანტული ყავისფე-
რი წყალმცენარეები, როგორც იატაკის ჯაგრისის თავები ან
მასხარების პარიკები, მოწმობს, რომ ისინი აქ, ღია ზღვაში ერ-
თადერთი ცოცხალი არსებები არ არიან. ცალ გვერდზე გადა-
ყირავებულ და ტალღებზე უსუსურად მოტივტივე ნავს ჰარი
გვამს ადარებს, რომლისთვისაც ახალი სიცოცხლის შთაბერვა
არ ძალუძს.
- ცოტათი უკან დაიხიე, - ეუბნება ჰარი მასზე ჩამოკონ-
წიალებულ ბავშვს, - ჯერ არ ვიცი, რა გამოვა.
ბაჭია წყალშია და საკუთარი სხეულის სიმძიმეს იმდენად
ვერ გრძნობს. ალუმინის ანძის თავზე დამაგრებულ ლინებს ებ-
ღაუჭება, იბრძვის, სხეულის სიმძიმით, ჯერ მკლავით, მერე ფე-
ხით ნავის შუაგულს აწვება. მისი კიდურები, თონთლო კუნთები,
გულ-მუცელი, ჭარბი წონა, ერთიანობაში, ჯართის ახორხლილ

218
მკითხველთა ლიგა

გროვას წააგავს. მკერდში უსაშველო ხანძარივით მოგიზგიზე,


წითელი ტკივილისგან თვალებს ჭუტავს. ერთი ამოოხვრაც და
მსუბუქ შვებას გრძნობს - აფრა წყლიდან ამოიმართება და მის
ქვეშ კილი ვერტიკალურად გასწორდება. ნავის წამომართვი-
სას, ბაჭიას ტალღები უკან გაისვრის. სველი, განიერი აფრა ქა-
ნაობს და ქვედა ძელს აქანქარებს. ჰარის სუნთქვის ძალაც
აღარ აქვს და წყალს მიანდობს თავს. წყალი, რომელსაც
სძულს იგი, მაგრამ მისი სურვილი კლავს. მის გვერდით ბავშვმა
აღტაცება ვერ დამალა.
- ვაშა, გამოგივიდა! პაპა, როგორ ხარ?
- შესანიშნავად. მიდი, შენ პირველი აძვერი, ძვირფასო, მე
ნავს დავაკავებ. - რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მერე,
ჯუდი აცოცებას ახერხებს, შემდეგ მუცლით ებერტყება გემბანის
კიდეზე. მისი ლურჯ-შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი უკა-
ნა ტანი ყირამალას ორჯერ გადადის და ბავშვი ანძისკენ ინაც-
ვლებს.
- ახლა, - აცხადებს ბაჭია, - ვეშაპი მოდის.
ცდილობს სხეულის აწევისას გულის გამაწვრილებელ
ტკივილზე არ იფიქროს. მის გულმკერდში ყველაფერი ფეთ-
ქავს და რაღაც უჭერს. წყლიდან იწევს და ცდილობს, ნავის
კორპუსს ღიპით მიეყრდნოს. ხელს კიჩოს წაავლებს. ყვრიმა-
ლებზე ფიბერგლასის ბაგირის ხვეულა აჭერს, ფეხებსა და ტერ-
ფებზე გაშმაგებული და დამშეული წყალი ჩასჭიდებია და არ
უშვებს, მაგრამ ბაჭია თავის დაღწევას ახერხებს და ისევ რუმპე-
ლის სამაგრის გვერდით ამოყოფს თავს.
- თითქმის იქა ვართ, პატარა ქალბატონო, - ეუბნება ჯუ-
დითს.
- კარგად ხარ, პაპა? რაღაც უცნაურად ლაპარაკობ.

219
მკითხველთა ლიგა

- რატომღაც სუნთქვა მიჭირს, შეიძლება გული ამერიოს.


ერთი წამით დამაცადე, სული მოვითქვა და დავფიქრდე. ხომ
არ გვინდა ეს ოხრობა ისევ ამოგვიყირავდეს?
ტკივილმა ახლა მისი მკლავები მოიცვა და ყბებამდე მის-
წვდა. ბაჭიამ ოდესღაც, ერთ აბეზარ ცნობისმოყვარე მღვდელს
უთხრა: ყველაფრის მიღმა არის რაღაც ფარული, რაც მიხმობს
და სურს, რომ ვიპოვო იგი. რაც უნდა იყოს ის „რაღაც“, მან
ახლა ბაჭია თავად იპოვა და კარგადაც ამუშავებს.
- რამე გტკივა?
- რა თქმა უნდა: ყური, რომელიც კინაღამ მომაგლიჯე და
ფეხი, რომელიც ნავზე გავიჩხაპნე.
უნდა, გოგონამ გაიღიმოს, მაგრამ ბავშვის დაჟინებული
მზერა სერიოზულია და არ იცვლება. რა უცნაურები არიან ბავ-
შვები, ფიქრობს ბაჭია. გონებას ტკივილით მიყენებული მწველი
ტანჯვა-წამება უბნელებს. ფორმით დიდებს ჰგვანან, იგივე ტანი,
თვალები, ყურები და ყველაფერი, მაგრამ საკუთარი მასშტაბის
სამყაროსთვის, უკეთესი და უფრო პატარა პლანეტისთვის შექ-
მნილი პატარა ადამიანები არიან. ჯუდი გამომცდელი მზერით
იჭვნეულად უყურებს, თითქოს ზომავს, რამდენად სერიოზულად
უნდა მიიღოს მისი ნათქვამი; ისეთივე გამომეტყველება აქვს,
როგორიც გუშინ, როდესაც ჰარიმ ცრუ მიწისთხილი მიირთვა.
- დარჩი, სადაც ხარ, არ გაინძრე, როგორც ზღვაში ამბო-
ბენ, ნავს ნუ არხევ.
რუმპელი ჰარის უცნაურად განიერი ეჩვენება, ნეილონის
ბაგირი კი არაბუნებრივად ტლანქი და სქელი. ამას როგორმე
უნდა გაუმკლავდეს. ნავი ქარმა გაიტაცა. რას უწოდებდა სენდი
მზის დამჭერის ამ მდგომარეობას? ბორკილებში ყოფნას. ჰარი
ბორკილებშია. რუმპელს მკვეთრად ატრიალებს ცალ მხარეს
და შემდეგ ფრთხილად - მეორე მხარეს, ცდილობს ქარის მი-

220
მკითხველთა ლიგა

მართულებას გაჰყვეს, გაუბედავად სწევს აფრას, შიშობს, რომ


უშველებელი ხელი ისევ ამოაყირავებს მათ. მისდა გასაკვირად,
ყურეში სხვა მზის დამჭერებიც არის. ორი ჯეელი წყლის მოტო-
ციკლით ველურად აპობს ტალღებს, იმდენად შორ მანძილზე,
რომ მათი შეძახილები და წყლის თხლაშუნი ჰარის ყურამდე
დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღწევს. მზემ შუადღეს მიატანა და
სანაპიროს მაღალი სასტუმროების ფასადებს დაჰყურებს. ფან-
ჯრები ბრწყინავენ, სავარცხლის კბილანების მსგავსი წითელი
აივნები გამოკვეთილად ჩანს ცის ფონზე, გავარვარებულ სანა-
პიროზე ადამიანები ციმციმებენ. ქარში მოფრიალე ეულ ფრანს
მეორეც შეუერთდა. ნაპირსა და მათ შორის წყლის ზედაპირზე
დაღვრილი სინათლე ნაპერწკლებად ირეკლება. ბაჭიას გამომ-
შრალი კანის ქვეშ ცივი ჟრუანტელი უვლის. მთელი სხეულით
გრძნობს, რომ მისი სისხლი სავსეა ნაცრისფერი მოუსვენარი
სისაძაგლით, რომელიც საცაა შხამად გამოაღწევს ფორები-
დან. ფეხები გაშალა, იდაყვს დაეყრდნო, მართალია, მოუქნე-
ლად, მაგრამ მაინც მოახერხა წამოწოლა. ძილისთვის თავის
მიცემა მშვენიერი იქნებოდა, იქ რომ არ ყოფილიყო, სადაც ახ-
ლაა, თან ბავშვთან ერთად, რომელიც უკან, ჩვეულ სამყაროში,
დაუზიანებლად უნდა მიიყვანოს. ბაჭიამ სწრაფად, მაგრამ გარ-
კვევით წამოიწყო საუბარი, სიტყვების გამეორება არ სურს და
მათ ტკივილის შეტევებს შუა წარმოთქვამს.
- ჯუდი, ჩვენი გეგმა ასეთია: ერთი-ორი მშვიდი ბრუნი და
ნაპირისკენ გეზის აღება. შეიძლება ზუსტად იქ ვერ აღმოვ-
ჩნდეთ, სადაც დედაშენი გველოდება, მაგრამ მთავარია, ხმე-
ლეთამდე მივაღწიოთ. თავს ძალიან დაღლილად და სუსტად
ვგრძნობ, თუ ჩამეძინა, გამაღვიძე.
- გაგაღვიძო?

221
მკითხველთა ლიგა

- ნუ შეშფოთდები, ეს ხომ სახალისო მოგზაურობაა. შენ-


თვის კი მართლა გასართობი დავალება მაქვს.
- და ასეთი სახალისო რა არის? - გოგონას ხმის ტემბრს
სიმკაცრე შეეპარა, ბავშვი მშვენივრად აღიქვამს, თავის შესაქ-
ცევად არა აქვთ საქმე.
- მიმღერე.
როდესაც მთელი დარჩენილი ძალ-ღონით აფრას ექაჩე-
ბა, ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს საკუთარ თავს აბამს;
ტკივილმა დაჭიმულ მკლავში იდაყვამდე დაუარა.
- ვიმღერო? არც ერთი სიმღერა არ ვიცი, პაპა.
- ყველამ იცის რაღაც სიმღერა. დასაწყისისთვის „ნიჩაბი
მოუსვი, მოუსვი, მოუსვი შენს ნავს“ რომ იყოს, რას იტყვი?
ჰარი დროდადრო თვალებს ხუჭავს, ცხოველური ინსტინ-
ქტით ცდილობს საკუთარ ტკივილში, როგორც გამოქვაბულში,
ისე შეიკეტოს. ჯუდითის წვრილი და უსუსური ხმა, ტალღების
ტყლაშუნისა და ანძის ჭრიალის თანხლებით, ბაჭიას მოგონებე-
ბის ბურუსში აგდებს. მეორე კლასში თავად მღეროდა ამ სიმ-
ღერას. იმ დროში მოდაში იყო ველვეტის ბრიჯები, მარგარეტ
შელკოპფის ნაწნავები და დიდბალთიანი ფეხსაცმელი. ბაჭიას
გონებას მისამღერი ახსენდება, მაგრამ ღონე აღარ აქვს, თავი-
სი სახმო აპარატი ჩართოს.
- რუს თავდაღმართში ნება-ნება, ცოცხლად, ცოცხლად,
ცოცხლად, ცხოვრება არის ზმანება, - ჯუდი სიმღერას ამთავ-
რებს.
- მშვენიერია, - ამბობს ბაჭია, - რას იტყვი სიმღერაზე „მე-
რის ჰყავდა ბატკანი“? სკოლაში ისევ ასწავლიან ამ სიმღერას?
რა ჯანდაბას ასწავლიან დღესდღეობით მაგ თქვენს სკოლაში?
ნირწამხდარი ბაჭია კონტროლს კარგავს და ლანძღვის
ხასიათზე დგება, რაც მთავარია, აღშფოთებასა და უკმაყოფი-

222
მკითხველთა ლიგა

ლებას გამოთქვამს პოლიტიკოსებისა და მთავრობის მისამარ-


თით. ჰარი საუბარს განაგრძობს და თვლის, რომ ცოცხალი
იუმორი ოდნავ მაინც დაამშვიდებს ზედმეტად დამფრთხალ შვი-
ლიშვილს.
- ვიცი, განათლების სფეროში ჭაკად არის საქმე, გაზეთები
გვამცნობენ ამას.
აღმოსავლეთიდან მოსულების მადლიერნი უნდა ვიყოთ.
ჩინელი და ვიეტნამელი ემიგრანტების გარეშე, ამერიკელი ერი
სრული იდიოტების ნაციას დაემსგავსებოდა.
ჯუდიმ იცის „მერის ჰყავდა ბატკანი“ და „სამი ბრმა თაგუნა“,
ასევე ლექსის „ფერმერი ბარში“ სტროფები იმ ადგილამდე, სა-
დაც ფერმერის ცოლმა გვერდით ძროხა დაიყენა. ლექსის გაგ-
რძელება არც ერთს არ ახსოვს.
- მოდი, ისევ „სამი ბრმა თაგუნა“ დავცხოთ, - შეხედეთ, რო-
გორ გარბიან, თაგუნები მისდევენ ფერმერის ცოლს.
გოგონა დუმს, ლექსის თქმაში არ აჰყვა და ჰარის ხმა ჰა-
ერში დაიკარგა, ბაჭია დამუნჯდა. კურსი, რომელსაც მზის დამ-
ჭერი დაადგა, საკმაოდ შორს არის დანიშნულების ადგილიდან
ანუ ჩრდილოეთიდან, სარასოტასა და ტამპადან, მდიდრების
სამფლობელოდან, იმ ორი კუნძულიდან, სადაც ოდესღაც მე-
კობრეები თარეშობდნენ. თუმცა ადამიანები სანაპიროზე ნაც-
რისფერ ზოლად აღარ ციმციმებენ, უკვე შეიძლება მათი ფერა-
დი საცურაო კოსტიუმების გარჩევა. ჰარი ფრენბურთის ბურთის
რთულ ტრაექტორიასაც არჩევს. მის გულმკერდში სიმძიმე გაძ-
ლიერდა. ამას გარდა, აწუხებს ზღვის ავადმყოფობით გამოწ-
ვეული გულის რევის შეგრძნება, თითქოს ეს სატანჯველად არ
ეყოფოდა, ახლა კიდევ დაემატა კუჭში გასვლის გარდაუვალი
სურვილი. თვალწინ უდგას მარტივი კომფორტისა და ზომიერი
გამოწვევებისაგან შემდგარი რეალური ცხოვრება, რომელიც

223
მკითხველთა ლიგა

უკან ჩამოიტოვა, როდესაც მისი ქვიშიანი სანაპირო დატოვა და


ამ ნავზე დადგა ფეხი. თვალწინ წარმოუდგება თავისი ბინის
ვარდისფერი ფაიფურის უნიტაზი ფერში შეხამებული რბილი
დასაჯდომით. იქვე, ვარდისფერი აბაზანის გვერდით, მკით-
ხველს ელის ჟურნალების დასტა - მომხმარებელთა კავშირის
„Consumer reports“ და „Times“ - თეთრად გადაღებილი ბამბუ-
კის მაგიდის ზედა თაროზე. მაგიდაზე ჯენისის კოსმეტიკა ალა-
გია. ბაჭია თვლის, რომ ის ადგილი ამქვეყნიური სამოთხეა.
- პაპა, სხვა სიმღერა აღარ ვიცი, - ბავშვის მწვანე თვალე-
ბი, უფრო მუქი, ვიდრე პრუს აქვს, აცრემლებულია და მათში
შიში ირეკლება.
- ნუ შეჩერდები, - ებუზღუნება ბაჭია, ცდილობს თავი ხელ-
ში აიყვანოს და არ წამოსცდეს ის, რასაც სინამდვილეში
გრძნობს, - შენი სიმღერის წყალობით წინ მივიწევთ.
- მე რა შუაში ვარ, - ეღიმება გოგონას, - ნავი ქარს მიჰყავს
წინ.
- ამის დედაც! სხვა მიმართულებით მივდივართ, - ამბობს
ბაჭია.
- ცუდად გვაქვს საქმე? - შიშნარევი ხმით ეკითხება ჯუდი.
- არა, უბრალოდ ვშაყირობ, - ეს გამოხდომა მისი გუშინ-
დელი სადისტური ხელის ჩაჭიდების მსგავსია; როდესაც ბავ-
შვებთან გაქვს საქმე, ყოველგვარ ვითარებაზე მაღლა უნდა
დადგე.
- ყველაფერი რიგზეა, - ეუბნება გოგონას ჰარი, - მოდი,
ბრუნი გავაკეთოთ, მზად ხარ? თავი დახარე, საყვარელო.
მეზღვაურის ცარიელი სიტყვებით ფონს ვეღარ გავა. ხელი
რუმპელს წაავლო. ნავი ქანაობს და კურსს იცვლის, აფრა დუ-
ნედ კიდია, მზე ანათებს და სხივებით ჩამოწოლილ სიჩუმეს არ-
ღვევს, წყალს ნაპერწკლებად გამალებით ჭედავს. მზის დამჭე-

224
მკითხველთა ლიგა

რი გარკვეულ გადაულახავ წარმოსახვით ზოლს კვეთს. აფრა


ჯერ გაუბედავად, მერე კი თამამად ივსება ჰაერით და მიმართუ-
ლებას იცვლის, სამხრეთისკენ მიიწევს - მოშორებით მდებარე
მინის სასტუმროსა და ნეიპლისისკენ, სხვა სქელჯიბიანების კუთ-
ვნილი კუნძულებისკენ. ბრუნის გაკეთებისას მცირედი შფოთვა
და დაძაბვა ისეთ ძლიერ ტკივილს იწვევს მის გულმკერდში,
რომ თვალები ცრემლებით ევსება. სულის სიღრმეში ბუნდოვან
კმაყოფილებას განიცდის, ვინაიდან მისმა ზებუნებრივმა მტერმა
თავად მიაგნო. ბედისწერის გარდაუვალობის დამამძიმებელი
შეგრძნება, ბოლო დღეებია, ისე ჩამოწვა მასზე, როგორც ცაზე
მოიყრის ხოლმე თავს შავი ღრუბლები და დიდი ხნის ნანატრი
წვიმისთვის მოიქუფრება. უბედურების, ტანჯვისა და წვალების
გადატანის მერე, იდუმალი სიმსუბუქე და ელვარება გეუფლება.
შენი საკუთარი უსაზღვრო სიცოცხლის ნაწილი მოკვეთილი,
მოულოდნელად უარყოფილია. უბრალო ცოცხალი ტვირთი
ხდები, რომელიც დანიშნულების ადგილამდე უნდა მიიტანონ
და სხვებს გადასცენ. მინაპლასტიკატის გემბანზე წამოწოლილი
ბაჭია მჭიდროდაა რეალობაზე მიჯაჭვული. გამძვინვარებული
სიმძიმისა და სისავსის აუტანელი შეგრძნება რიტმულად ისე უვ-
ლის სხეულში, როგორც დგუშიდან ამოვარდნილი მქნევარა
თვალის მოძრაობა. ტკივილის ატანა კიდევ შეიძლება, მაგრამ
სუნთქვის გაძნელება გაუსაძლისია. ჰარის ეჩვენება, რომ
ჰაერის მიწოდება ფერხდება და მცირე ნერწყვის წვეთსაც კი შე-
უძლია გადაუკეტოს იგი. თუ არ მიაქცევ ყურადღებას, სუნთქვა
თითქოს უმჯობესდება. ორგანიზმის გამანადგურებელ შეთქმუ-
ლებაში ჩაერთო კუჭში გასვლის სურვილით შეწუხებული, საზიზ-
ღრობით სავსე ნაწლავები და პირღებინების შეგრძნება. ბაჭიას
აჟრიალებს, ცივი ოფლი ასხამს, დაცვარული სხეული გავარვა-
რებულ მზის სხივების ქვეშ უმალ შრება.

225
მკითხველთა ლიგა

- ჭუპა, ჭუპა, შხაპს ვიღებდი, - ჯუდი სუსტი ხმით ღიღინებს


და როგორც ველად გაშლილი ბუმბული, ისე იკარგება ქარში,
- შაბათ საღამოს.
გოგონა საბავშვო ლექსებიდან სატელევიზიო სარეკლამო
რგოლებზე გადაერთო: მხოლოდ პირველ ორ სტრიქონს ამ-
ბობს, რაც ახსოვს - საუკეთესო დრო, დაუვიწყარი გემო, მაკ-
დონალდსში; ნეტავ, ოსკარ მაიერის სოსისი ვყოფილიყავი! სი-
ნამდვილეში მწადია ოსკარ მაიერის სოსისი ვიყო, რადგან მა-
შინ ყველას ვეყვარებოდი, შემდეგ ჯუდი ტუალეტის ქაღალდის
რულონის არიას ასრულებს, ამას მოსდევს სიმღერა „იყავი ჩემ-
თან“ კალიფორნიელი ქიშმიშების წაბაძვით და განუმეორებე-
ლი მექი-დანას ბალადა მთვარეზე, რეი ჩარლზის შესრულე-
ბით, ყველაფრის დამაგვირგვინებელია ხმამაღალი განაცხადი
„ტოიოტასგან“ - „ტოიოტა“ თქვენს ნებისმიერ წადილს აასრუ-
ლებს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვიღაც ტელევიზორის პულ-
ტით თამაშობს და გაუთავებლად ცვლის არხებს. გოგონას სუს-
ტი ხმა ქარში იკარგება და შემდეგ ქარსვე მიაქვს ბაჭიამდე. ჰა-
რი დროდადრო თვალებს ხუჭავს. თვალების მილულვისას, მი-
სი გონება გულმკერდში გამხეცებულ ტკივილს უღრმავდება და
უყურადებს. თვალს მხოლოდ იმისთვის აღებს, რომ შეამოწ-
მოს, სწორი კურსით მიდის თუ არა მზის დამჭერი, გამართულია
თუ არა აფრა, ცისფერი ცა ჩამოიქცა, თუ ისევ ადგილზეა. ბაჭიას
დაბეჯითებით სწამს, რომ ჯუდითის სიმღერა ნავს ძალას მატებს
და წინ მიჰყავს, პირდაპირ ნაპირისკენ, - კოკა-კოლა უგემ-
რიელესი სასმელი, უკეთესს სხვაგან რას ელი? საუკეთესო გა-
მაგრილებელი, გემო შეუდარებელი!
ჰარის კიდევ ორი ბრუნის გაკეთება უწევს. ამასობაში ჯუ-
დიმ საკუთარ თავში მრავალჯერ ნანახი კინოფილმებისა და
მულტფილმების სიმღერების მთელი საგანძური აღმოაჩინა. ბა-

226
მკითხველთა ლიგა

ჭიამ ისინი მაშინ ნახა, როცა პირველად გაუშვეს ხავერდის


ფარდით დამშვენებულ, აღმოსავლური სტილის ძველმოდურ
კინოთეატრებში. მეხსიერებას მოგონება შემორჩა და ჯუდის ღი-
ღინმა გააცოცხლა ძველი კინოდარბაზი, უშველებელი სარკით
ფოიეში.
„ოზის ჯადოქრის სანახავად მივდივართ“ და „ჰეი-ჰო, ჰეი--
ჰო, სამუშაოდ მივდივართ“, სევდიანი სიმღერა რაღაც შორე-
ულზე, რათა ადამიანები წამით მოსწყდნენ მიწიერ დეპრესიას;
„სადღაც ცისარტყელის მიღმა“, „თუ ჩამოვარდნილ ვარსკვლავ-
ზე სურვილს ჩაუთქვამ“, მთვარის შუქით განათებულ ფანჯრის
რაფაზე შემოსკუპული ციცქნა, მოლაპარაკე ჭრიჭინა „პინო-
კიოდან“, ცილინდრითა და ქოლგით. დისნეის ნამდვილად ხე-
ლეწიფებოდა გრძნობებზე იერიში.
- კარგია, ჯუდი, - წაილუღლუღა ბაჭიამ, - შესანიშნავია. თა-
ვი მშვენივრად გაართვი.
- როგორც თქვი, მართლაც სახალისო იყო. შეხედე, აი,
დედიკოც!
ჰარიმ საიალქნე ბაგირსა და რუმპელს ხელი გაუშვა. ნავი
აქაფებული ზღვის ნაპირის ტალღებში ირხევა. ჯუდი მაღლა
წევს იალქნის ქვედა ძელს და წყალში ხტება. გოგონა თავით
გადაეშვა, მისმა თეძოებმა გაიელვა. ჯუდი მზის დამჭერს მიაწვა
ბოლო რამდენიმე იარდი, სანამ ნავი ცხვირით არ ჩაეფლო
ქვიშაში.
- ჩვენ ამოვყირავდით და ბაბუა ცუდად გახდა! - ყვირის
ბავშვი.
არა მარტო პრუ და როი, გრეგ სილვერსიც მოვიდა მათ
შესახვედრად. დაახლოებით ექვსიანი აირონით ნასროლზე იმ
ადგილიდან, სადაც განთავსდნენ. გრეგის ზედმეტად გარუჯული
სახე ნერვიულად ტოკავს იმის დანახვაზე, თუ როგორაა გაშო-

227
მკითხველთა ლიგა

ტილი ჰარი ახლა უკვე უსარგებლო რუმპელის გასწვრივ. ამის


გარდა, იგი ალბათ დამატებით ხედავს, რასაც ჰარი ვერ ამჩნევს
- სავარაუდოდ, ბაჭიას სახის ფერს. რამდენად ცუდად გამოიყუ-
რება? ჰარიმ თავის ხელის მტევნებს დახედა, გადაჭრელებუ-
ლია ყვითელი და ლურჯი ფერის ლაქებით. გრეგი დაუყოვნებ-
ლივ ართმევს ჯუდითს ნავსაბმელს და ჰარის ეკითხება:
- იქნებ გირჩევნიათ მცირე ხანს გაუნძრევლად იწვეთ?
ჰარი ელოდება, ტკივილის შეტევა როდის გაუვლის და მე-
რე პასუხობს:
- ჩამოვალ ამ დაწყევლილი ნავიდან, მაშინვე რომც მოვ-
კვდე, მაინც. - ძალდატანებით მოქმედება, მზის დამჭერიდან ჩა-
მოსვლა და წყალში რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ბაჭიას ბო-
ლო ძალ-ღონეს ართმევს. ჰარისთვის წყალიც და ჰაერიც გა-
დასაკვეთია, წინააღმდეგობა უნდა გადალახოს. ქვიშის გროვა-
ზე ფეხი დადგა თუ არა, პრუს ფეხებთან გაიშხლართა. ყოველ-
გვარი წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგული აქვს. ჰარი
უძრავად წევს და შეჰყურებს მის თავთან მდგარი პრუს თეთრი
საცურაო კოსტიუმის სამკუთხედს. მოჩანს ქალის ფართო ტერ-
ფები, გალაქული პედიკიურიანი თითები, წამოწითლებული თი-
თების სახსრები, ისეთივე, როგორიც ბაჭიას დედის ხელები იყო
გაუთავებელი ჭურჭლის რეცხვის გამო. ჰარი გულაღმა წევს.
როი, რომელმაც ბაჭიას წოლა თამაშში გამოწვევად მიიღო,
მასთან მიხოხდა და ბაბუამისის თავზე ქვიშის დაყრა დაიწყო.
ქვიშის ნამცეცები ჰარის ყურებში, მოკუმული ტუჩების ღარში და
თვალებში ეყრება, ბაჭიამ თვალები მოჭუტა.
დახუჭული თვალების მიღმა ცა წითლად დაიფარა, საიდა-
ნაც პრუს ოჰაიური ინტონაციის შეშფოთებული ხმა მოესმა:
- დაგინახეთ როგორ ამოტრიალდით, მაგრამ გრეგმა
თქვა, ეს საკმაოდ ხშირად ხდებაო. მერე კი იმდენი ხანს გასტანა

228
მკითხველთა ლიგა

ნავის ყირამალა ყოფნამ, რომ გრეგი უკვე კატერით აპირებდა


გამოსვლას.
ნეკნებში მომწყვდეულ გულში გავარვარებული ტკივილი
რიტმულად ფეთქავს. ტკივილის შეტევებს შუა გულმოწყალე
შესვენებებია. ძალიან მაღლა, ცაზე, თვითმფრინავი მოჩანს, ნე-
ლა მიფრინავს და თან შორეთში მიაქვს ხმაური.
- ჯუდი აფრის ქვეშ მოჰყვა, - გაიგონა ბაჭიამ საკუთარი ხმა,
- შემაშინა.
ჰარი ნაპირზე ისე წევს, როგორც ტალღების მიერ გამო-
დევნილი დამფრთხალი მედუზა, რომელსაც ერთი სული აქვს,
მშობლიურ სტიქიას დაუბრუნდეს. შემაწუხებელი თბილი თითე-
ბის შეხებას გრძნობს, პულსს უსინჯავენ. გრეგის მოვალეობაში
ეტყობა პირველადი დახმარების გაწევაც შედის. იმისთვის, რომ
დიაგნოზის დასმაში შეეშველოს, ჰარი ნაძალადევად ამბობს:
- ბოდიში, თავი საწვალებლად რომ გაგიხადე, უბრალოდ
დაწოლის დაუძლეველი სურვილი მქონდა.
- გაუნძრევლად იწექით, ბატონო ენგსტრომ, - ამბობს გრე-
გი მოულოდნელად ხმამაღლა და ისეთი მბრძანებლური ტო-
ნით, როგორითაც მამამისი აჯამებდა გოლფის თამაშის დროს
ქულებს, - საავადმყოფოში წაგიყვანთ.
მის წითელ, ბრმა სამყაროში ეს ახალი ამბავი, როგორც
შვება ისე ჩაესმა და თვალები გაახილა. ჰარი ხედავს თავზე წა-
მომდგარი ჯუდითის უშველებელ ფიგურას. ირგვლივ მოკიაფე
მზის სხივები შარავანდედივით ადგას. გოგონას ნახევრად შემ-
შრალ დახვეულ თმაში თითქოს ცისარტყელის ნამცეცებია. ბა-
ჭია ცდილობს, სანუგეშოდ გაიღიმოს და ეუბნება:
- ეტყობა იმ ჩიტის საკენკის ბრალია, რომელიც გიახე-
ლით.

229
მკითხველთა ლიგა

ნელსონმა 11 საათამდე გააბა ძილი, თუმცა ჯენისი არ ჩქა-


რობდა შვილისთვის ახსნა-განმარტება მოეთხოვა. მცირე ხანი
ჯენისი აივანზე იჯდა. მას მერე, რაც გააცილა ჰარი, პრუ და ბავ-
შვები, რომლებიც ორჯერ შემობრუნდნენ წასვლამდე, ხან რა
დაავიწყდათ, ხან რა. მიუხედავად შინ ორჯერ შემობრუნებისა,
მაინც დაავიწყდათ საცურაო ლასტები და მზისგან დამცავი ლო-
სიონი. ჯენისი აივანზე მოკალათდა და აღმოაჩინა ერთი წერ-
ტილი, საიდანაც, ნორფოლკის ფიჭვებს, წინ წამოჭიმულ კორ-
პუსსა და ესპანური ფილებით გაწყობილ სახურავებს შორის
მოცისფრო-მომწვანო წყლის ზოლი, ყურის ნაწილი მოჩანდა.
რაღა თქმა უნდა, აქედან ვერაფრით დაინახავდა თავისიანების
აფრას. იმისთვის, რომ ამ მანძილიდან იალქნიანი ნავის დანახ-
ვა შესძლებოდა, ნავი იმავე ზომის უნდა ყოფილიყო, როგორიც
სან-დიეგოდან, სექტემბრის თვეში დაიძრა, როცა ამერიკელებ-
მა ჭკუაში მოატყუეს და თავიანთი კატამარანით ახალზელან-
დიელები ჩამოიტოვეს. დიდებული წარუმატებლობისთვის გამე-
ტებულ ჰარი აქ არ იმყოფება და ჯენისი ნელსონთან მარტოა.
როდესაც ნელსონი ბოლოს და ბოლოს თავისი ძვირფასი
გახუნებული ცისფერი პიჟამათი გამობრძანდა, დედის დანახვამ
გააკვირვა და გააღიზიანა კიდეც, თუმცა ყველანაირად შეეცადა
დაემალა.
- მეგონა, დანარჩენებთან ერთად წახვედი. წასვლისას ისე-
თი ხმაური ჰქონდათ ატეხილი, მკვდარსაც კი გააღვიძებდნენ.
- არა, - უპასუხა ჯენისმა ვაჟს, - საკმარისი მზის სხივები
მაქვს მიღებული, თანაც აქ, შენთან დარჩენა ვარჩიე, სანამ ისევ
გაუჩინარდებოდე.
- სასიამოვნოა, - ამბობს ნელსონი და საძინებელში ბრუნ-
დება. ერთ წუთში ისევ გამოდის, ამჯერად ხალათში გამოწყო-
ბილი. ჯენისის ვარაუდით, მორიდებულობის გამო. აი, ასეა, უც-

230
მკითხველთა ლიგა

ვლი საფენებს უთვალავი რაოდენობით, დედიშობილას აბანა-


ვებ და ერთ მშვენიერ დღესაც უცხო და გარიყული ხარ.
ნელსონს თხელი საზაფხულო მოვარდისფრო-მოიისფრო
ნაქარგებიანი ხალათი აცვია. ჯენისს აგონდება, მისი ქალიშვი-
ლობის დროინდელ ძველ ფილმებში მსგავსი ხალათები მხო-
ლოდ მდიდრებს ეცვათ. ხალათები, სმოკინგები, ცილინდრები,
თეთრი ჰალსტუხები, ფუშფუშა თეთრი საღამოს კაბები, ისეთი,
როგორიც ჯინჯერ როჯერსს ჰქონდა. საყელო სირაქლემის
ბუმბულებისგან იყო თუ თეთრი მელიის ბეწვისგან? ახალგაზ-
რდა თაობას აღარ ჰყავს მისაბაძი კერპები, ჩაცმის სტილის ეტა-
ლონები. მათ არ სჭირდებათ ცხრა პირი ტყავი გაიძრონ, რათა
ვარსკვლავებს დაემსგავსონ. როკვარსკვლავები სცენაზე უბრა-
ლო გახეხილი ჯინსებით გამოდიან. ბეისბოლის მოთამაშეებიც
კი - ჰარის მხარზემოდან ჯენისს მათთვის ტელეეკრანზე მოუკ-
რავს თვალი - თავს წვერის გაპარსვითაც არ იწუხებენ და არაბ
ტერორისტებს ჰგვანან. ჯენისის ბავშვობაში არავის ჰქონდა ფუ-
ლი, მაგრამ ადამიანები ოცნებებით იყვნენ სავსენი.
ჯენისი ნელსონს „ყიყლიყოს“ მომზადებას სთავაზობს. ეს
ოდესღაც მისი გამორჩეულად საყვარელი საუზმე იყო. იმ შო-
რეულ დროს, ვისტა კრესჩენტზე ცხოვრებისას, სანამ მთელი
ოჯახობა სერიოზულ შარში არ გაეხვეოდა, ყოველ კვირას ჯე-
ნისი ცდილობდა, შვილისთვის პატარა ზეიმი მოეწყო. დილა
ყიყლიყოს მომზადებით იწყებოდა, მერე კი ნელსონი საკვირაო
სკოლისკენ მიუყვებოდა გზას. მისი ვაჟი მიმნდობი ბავშვი იყო,
საყვარელი ალოკილი ცალი წარბითა და მღელვარედ მოხამ-
ხამე წამწამებით და მუდამ დედ-მამას შორის იხლიჩებოდა. მის-
თვის სიამოვნების მინიჭება ძალიან იოლი გახლდათ.

231
მკითხველთა ლიგა

- არა, მადლობა, დე, არ მინდა, მხოლოდ ყავა გამიკეთე


და ნუ ეცდები საჭმელი ჩამტენო. სიროფიან ყიყლიყოზე ფიქ-
რიც კი გულს მირევს.
- ბოლო დროს მადა გაგფუჭებია.
- ნუთუ გინდა, მამაჩემივით, ღორივით გავსუქდე? 50 ფუტი
აქვს ჩამოსაფერთხი, ეს ჭარბი წონა მოკლავს.
- სასუსნავები ძალიან უყვარს. სასმლის მისაყოლებლის
მირთმევით წონაში იმატებს. მარილი წყალს იზიდავს.
ყავის მადუღარაში ნახევარი ფინჯანი დანალექია დარჩე-
ნილი. ჯენისს ნათლად ახსოვს, თუ როგორ იყიდა ეს ყავის მა-
დუღარა 41-ე გზატკეცილზე, მარტში. მაშინ ის და ჰარი ახალი
გადმოსულები იყვნენ. ჯენისს „კრუპის“ ფირმის, ათ ჭიქაზე გათ-
ვლილი მადუღარა ერჩია, ჰარიმ კი სარეკლამო ჟურნალის
გავლენით აიჩემა, „ბრაუნის“ 12-ჭიქიანი უკეთესი და უფრო ხა-
რისხიანიო. ნელსონმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, როგო-
რიც თევზის ქონის დანახვისას იცოდა. დამანჭული სახით ნელ-
სონი მეთერთმეტე და კიდევ ნახევარ ფინჯანს ნიჟარაში ღვრის.
ხანგრძლივად ფრუტუნებს, ქშინავს. მერე კი მაგიდაზე მიგდე-
ბულ „ნექს-პპრესს“ ხელს ავლებს და ხმამაღლა კითხულობს:
- „ბრალდება მოუხსნეს ფეხბურთის ვარსკვლავს“, „მდინა-
რე ოკიჩობის ვითარების გამოსასწორებლად სახსრების მო-
ძიება შესაძლოა ვერ მოხერხდეს“.
ორივესთვის ცხადია, სერიოზულ საუბარს ვერ გაექცევიან.
- სასტუმრო ოთახში გადი და იქ იკითხე, ერთ წუთში ცხე-
ლი ყავა იქნება. კრემიანი ფუნთუშა ხომ არ გეგემრიელება? და-
ნიურები, ჩვენ რომ ვიყიდეთ, თუ არ გინდა, მამაშენი შეჭამს მე-
რე.
- არა, დე, როგორც უკვე გითხარი, არ მინდა კუჭი ნაგვით
გამოვიტენო.

232
მკითხველთა ლიგა

როდესაც წყალმა მადუღარაში დუღილი წამოიწყო ნელ-


სონს სასტუმრო ოთახში სიცილი წასკდა.
- ამას მოუსმინე, - უხმობს მას ვაჟი და ხმამაღლა კითხუ-
ლობს, - „ყველას მიერ პატივცემული მარჯნის კონცხის ნარკო-
ლოგიური განყოფილების უფროსი, თავის პოსტს დაკარგავს,
ვინაიდან გამოძიებამ დაადგინა, რომ შენობიდან 1.000 დოლა-
რის ღირებულების კოკაინი დაიკარგა. ყველა ერთსა და იმავეს
იმეორებს, წარმოდგენა არ აქვთ, სად გაქრა; პოლიციის გან-
მარტებით, კოკაინი საკვები სოდით შეცვალეს“, - დასძენს ნელ-
სონი ისე, თითქოს დედამისი სხვაგვარად აზრს ვერ ჩასწვდება,
- აქ, ფლორიდაში ყველა იპარავს და ნარკოტიკებს ეტანება.
ნარკოლოგიური განყოფილების უფროსებიც კი.
- შენ? - ეკითხება ჯენისი.
ნელსონს ჰგონია, დედამისი ყავაზე ეკითხება და პასუ-
ხობს:
- რა თქმა უნდა, - და ფინჯანი ისე გაუწოდა, რომ გაზეთის-
თვის თვალი არ მოუცილებია, - წერენ, რომ გუშინ სამხრეთ--
დასავლეთ ფლორიდაში ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპერა-
ტურა აღინიშნებოდა.
ჯენისი სასტუმრო ოთახში ყავის მადუღარით შედის და მას
ჟურნალების მაგიდაზე, რამდენჯერმე გაკეცილ გაზეთზე დებს,
ეშინია, რომ ცხელმა მადუღარამ შუშის მაგიდის ზედაპირი არ
გატეხოს. ჰარის ამაზე მუდამ ეცინება და ცოლს არწმუნებს, რომ
მაგიდას სარჩილავიც კი ვერას ავნებს. კაცები ამგვარები არიან,
ხითხითებენ მარტივ რაღაცებზე, ელექტროგაყვანილობაზე,
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ იციან ხშირად, როგორ
მოიქცნენ. როცა ცუდი შემთხვევა ხდება ხოლმე, კაცი დამნაშა-
ვეს ყოველთვის იპოვის, ვინმე სხვა იქნება დამნაშავე და არა
თვითონ. ჯენისი ტახტზე ჩამოჯდა, დაწნული სავარძლის სიახ-

233
მკითხველთა ლიგა

ლოვეს, რომელშიც ნელსონი ზის. სახეზე მტკიცე გამომეტყვე-


ლება აღბეჭდვია, საყვარელი მკაცრი პოზა მიიღო: ფეხები გა-
ნივრად დააწყო და ქვედაბოლო მუხლებშუა ჩაიკეცა, ასე იცო-
და ხოლმე დაჯდომა, როცა სიმტკიცის გამოჩენას აპირებდა. ჯე-
ნისი შვილს ეუბნება:
- არა, ვიგულისხმე, რას მეტყვი შენ შესახებ, კოკაინთან
დაკავშირებით? რაშია საქმე, პატარავ?
ვაჟმა ტკივილისმომგვრელი, ნაცნობი მზერით ახედა, მის
თვალებში ისევ ის ფარული, შფოთიანი და მზაკვრული გამო-
ხედვაა, როგორც იმ საზარელ ზაფხულს, როცა მხოლოდ
თორმეტი წლისა იყო. არის ბევრი რამ, რასაც ჯენისი საკუთარ
თავს ვერასოდეს აპატიებს. მათ შორის იმას, რომ მისი ვაჟი თა-
ვისი ველოსიპედით ეიზენჰაუერ-ავენიუზე ზევით-ქვევით
დაიარებოდა, ჩარლის ბინის სიახლოვეს ტრიალებდა, რათა
ერთხელ მაინც მოეკრა თვალი დედამისისთვის, რომელმაც
საყვარლის გამო მიატოვა. ნელსონმა ნასროლ მზერას სიტყვე-
ბი მიაყოლა:
- რომელმა ჩიტმა მოგიტანა ამბავი?
- შენმა ცოლმა მითხრა, ნელსონ. მან თქვა, რომ უკვე და-
მოკიდებულიც კი გახდი და ფლანგავ ფულს, რომელიც არ
გაქვს.
- ეგ შეშლილი მატყუარა ძუკნა. ხომ კარგად იცნობ მას,
ყველაფრის მთქმელია, ოღონდაც ტრაგედიის ეფექტი შექმნას.
როდის მოასწრო შენთვის ნაგვით თავი გამოეტენა?
- დაუკვირდი და ნუ ბილწსიტყვაობ. ბრმაც კი შეამჩნევს,
რომ ყველაფერი რიგზე ვერ გაქვთ. ტერეზამ გუშინწინ, როცა
თავს უფლება მიეცი შუაღამემდე არ გამოჩენილიყავი, მხო-
ლოდ მიმანიშნა. გუშინ კი დაწვრილებით მომიყვა ყველაფერს,

234
მკითხველთა ლიგა

საუბრის საშუალება გვქონდა, რადგან ბავშვების გართობით ჰა-


რი იყო დაკავებული.
- ჰო, რას ტაკიმასხარაობს ჩემი შვილების გამო? დიდად
მზრუნველი საყვარელი პაპა შვილიშვილებს დაჰფოფინებს.
რაღაც არ მახსოვს, ოდესმე ჩემდამი მსგავსი ყურადღება გა-
მოეჩინოს.
- საუბრის თემას ნუ ცვლი. იქნებ ჰარი მათთან ურთიერ-
თობით შენთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდი-
ლობს. ყოველ შემთხვევაში, მამაშენი არ არის ის ადამიანი,
რომლის მდგომარეობაც ახლა მაღელვებს. ახალგაზრდობაში
მან მძიმე პერიოდები გადაიტანა, უძნელდებოდა პირადი თავი-
სუფლების დათმობა, მაგრამ ახლა ნამდვილად დაშოშმინებუ-
ლია. არადა შენზე, ვაჟბატონო, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
ნერვიულად ხარ, შფოთავ, უხეშობ, შენი გონება სხვაგან ქრის,
ოჯახთან - არა, გამუდმებით, ყოველ წუთს რაღაცაზე ფიქრობ.
ტელევიზორის ინფორმაციითა და წაკითხულზე დაყრდნობით
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნარკოდამოკიდებულების ნიშნებია.
პრუმ მითხრა, კოკაინს მოიხმარ, შესაძლოა, კრეკსაც კი. ამ-
ბობს, რომ ჯერ სუფთა ჰეროინზე არ გადასულხარ, თუმცა ნარ-
კოტიკი ერთი ოხრობაა და ერთი სახეობიდან მეორემდე ერთი
ნაბიჯია მხოლოდ. მაგალითისთვის ეგრეთ წოდებული სპიდბო-
ლი, ჰეროინისა და კოკაინის ნაზავია.
- სპიდბოლი ვენაში შესაშხაპუნებელია, დე. მე კი ნემსს
ჩემს დღეში არ გავეკარები. მაგაში შეგიძლია დარწმუნებულიც
კი იყო. ღმერთო ჩემო! ასე ხომ შეიძლება, შიდსი აიკიდო.
- ჰო, შიდსი, დღესდღეობით ყველა მისი შიშის ქვეშ ცხოვ-
რობს, - ჯენისმა თვალები დახუჭა და ჩაფიქრდა. გასაოცარია,
რაოდენ დიდი უბედურება მოუტანა სექსმა მთელ მსოფლიოს
და წამიერი სიამოვნების გამო რამდენზეა ადამიანი წამსვლე-

235
მკითხველთა ლიგა

ლი. ნელსონს, რაღა თქმა უნდა, თავისი სისუსტეები გააჩნია,


მაგრამ არასოდეს ყოფილა სექსის გამო ისე გადარეული, რო-
გორც მამამისი. ნელსონის თაობას ადრეულ ასაკშივე ჰქონდა
ნაგემი ნეტარების ხილი და მათთვის იგი ყოველგვარ ჯადოს-
ნურობას მოკლებულია. მისი საწყალი ჰარი, სანამ მგზნებარება
ჩაუცხრებოდა, ყოველ ღამე ლოგინისკენ მიიჩქაროდა და სას-
წაულის მოლოდინით იყო აღსავსე. შესაძლოა ჯენისიც ამგვა-
რად განწყობილი გახლდათ. მის ცხოვრებაში ბევრი სისულე-
ლე მომხდარა. ჩარლისთან ურთიერთობისას ისეთი განცდა
ეუფლებოდა, თითქოს თავის საყვარელს საიქიოდან აბრუნებ-
და. თავისი სიყვარულითა და ალერსით შეეძლო მისი ხსნა. ქა-
ლის ძალა მხოლოდ მისი მაცდურობა და სითბოს გაცემაა, სხვა
სიძლიერე ქალს არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, ბოლო
დრომდე ამგვარად იყო.
ნელსონი ჯენისის სიჩუმით სარგებლობს და იერიშს იწ-
ყებს:
- რა მოხდება, თუ შაბათ-კვირას თავს ცოტათი გავანებივ-
რებ? დაშავდება ამით რაიმე? შენ ხომ წრუპავ ხოლმე ალკო-
ჰოლს? ამაზე მეტი ზიანი წამალს ნამდვილად არ მოაქვს. რამ-
დენადაც მახსოვს, მუდამ თან გქონდა ერთი ჭიქა, სამზარეულო-
ში ან კიდევ სხვაგან მიმალული. იცი, დედა, ალკოჰოლი ნელ--
ნელა კლავს. არსებობს სპეციალური სტატისტიკური კვლევები,
რომელიც ამტკიცებს, რომ კოკაინი უფრო ნაკლებად მავნებე-
ლია სხეულისთვის, ვიდრე სასმელი.
- კი, - ამბობს ჯენისი და თავის მოკლე ხაკისფერ ქვედა-
ბოლოს მუხლებზე ისწორებს, - შესაძლოა, ნაკლებად მავნებე-
ლია, მაგრამ უდავოდ გაცილებით ძვირი ჯდება.
- ეს იმიტომ, რომ იდიოტური კანონების წყალობით არა-
ლეგალურია.

236
მკითხველთა ლიგა

- ჰო, მართალია, რაც უნდა თქვა ცუდი ალკოჰოლზე, ყო-


ველ შემთხვევაში, ლეგალური მაინც არის. ბაბუაშენის, ფრედ
სპრინგერის ახალგაზრდობის დროს, სპირტიან სასმელს კანო-
ნი კრძალავდა. ალკოჰოლს არც კი გაჰკარებია, თორემ თავის
დროზე რომ მიძალებოდა, საქმე ასე კარგად არ წაუვიდოდა.
ვინ იცის, იქნებ დღესდღეობით არც გვქონოდა დალხენილი
ცხოვრება, - ჯენისი ხედავს, ნელსონს საუბარში უნდა ჩაერთოს
და ტუჩებს აცმაცუნებს, ამიტომ ჯენისი განგებ უწევს ხმას, აზრი
დასასრულებელი აქვს, - მას ბევრი თვისებით ჰგავხარ, ნელ-
სონ. მასავით მშფოთვარე და მღელვარე ხასიათი გაქვს. მუდამ
ახლის ძიებაში ხარ. უბრალოდ, გული ტკივილით მევსება, რო-
ცა ვუყურებ, რომ ამ დიდძალ ენერგიას ფუჭად ხარჯავ და საკუ-
თარი თავის განადგურებისკენ მიმართავ.
ჯენისი ამჩნევს, რომ ვაჟი ისევ წინადადების ჩაკვეტებას
ცდილობს და საუბარი დასკვნითი ნაწილისკენ მიჰყავს:
- აბა, ახლა მომიყევი კოკაინის შესახებ, ნელსონ. შეაგნე-
ბინე შენს ბებრუხანას, რატომ გიღირს შენს ცხოვრებაში ასეთი
დიდი ადგილი ეკავოს და თან არ გენანება მისთვის ფულის
ფლანგვა? პრუ ამბობს, რომ გადაუხდელი ქვითრების გროვა
გაქვს დახვავებული, შესაბამისად, შენი ნებივრობა საკმაოდ
ძვირი ღირს.
უსაზღვროდ გაღიზიანებული ნელსონი სხარტი მოძ-
რაობით სკამის საზურგეზე მთელი სხეულით გადაწვა, თან ისე
ძლიერად, რომ დაწნულმა სკამმა დაიხრჭიალა. ჯენისს ტკაცანი
მოესმა.
- დე, არავითარი სურვილი არ მაქვს ჩემს პირად ცხოვრე-
ბაზე გელაპარაკო. ღვთის გულისთვის, შემეშვი, 32 წლის ვარ.
- 82 წლის ასაკშიც ისევ ჩემი ვაჟი იქნები. - პასუხობს ჯენი-
სი.

237
მკითხველთა ლიგა

- ცდილობ, დედაშენის მსგავსად ილაპარაკო და იმსჯე-


ლო, მაგრამ ორივემ შესანიშნავად ვიცით, რომ კერკეტი კაკა-
ლი არ ხარ, და ხასიათის სიმტკიცეც გაკლია, - ამის თქმით ნელ-
სონი იმდენად დამნაშავედ გრძნობს თავს, რომ თვალს არი-
დებს. იყურება სადღაც სიშორეში, აივნის მიღმა, მისი მზერა
ფლორიდის ნათელი და გრილი დღისკენაა მიმართული. ჩიტე-
ბის ჭიკჭიკი გამყივანად მოისმის, ამას გოლფის მოედნიდან
წყვეტილი დარტყმების ხმა ერთვის. შუადღე ახლოვდება,
ჰაერის ტემპერატურა 500-მდე აღწევს, ყველაზე ცხელი ადგი-
ლია ქვეყნის ტერიტორიაზე. დედამისი მის სახეს თვალს არ
აშორებს. მის ორგანიზმში შეშვებული საზიზღრობის გამო,
მკვეთრ სინათლეში, ავადმყოფობით გამსჭვალული კანი გამ-
ჭვირვალე ჩანს. უხერხულობისგან ნელსონი ჯერ თავის საყუ-
რეს ეხება, მერე კი, საჩვენებელი თითით, გაბუჩქული ულვაშის
ორივე მხარეს.
- ეს მამშვიდებს, - ბოლოს და ბოლოს ეუბნება ვაჟი დედას.
ჯენისი ცდილობს საღერღელი აუშალოს:
- სიმშვიდისას ვერაფერს გატყობ, - მერე ამატებს: - ბავ-
შვობაშიც დაძაბული იყავი, ნელსონ. ყველაფრის გულთან ახ-
ლოს მიტანა არაა საჭირო და არც აუცილებელია, ყოველივე
სერიოზულად აღიქვა.
- მაშ, შენი ვარაუდით როგორ უნდა მიიღო ეს ყოველივე?
მამაჩემის მსგავსად, როგორც დიდი ხუმრობა? მისთვის მთელი
ცხოვრება სასიყვარულო წერილია, წარწერით „ჭეშმარიტად
შენი“.
- მოდი, გავაგრძელოთ საუბარი შენზე და არა მამაშენზე.
როგორც თავადაც აღნიშნე, უბრალო ქალი ვარ, არც გონიერი
და არც მაგარი. უამრავ რამეს არ ვაქცევ ყურადღებას. საქმის
სიმარტივე ჩემთვის ასე გამოიყურება. დავიწყოთ იმით, რამდე-

238
მკითხველთა ლიგა

ნის მიღება გჭირდება და რა ჯდება? ისიც კი არ ვიცი, რა ფორ-


მით იღებ ამ ნარკოტიკს, ცხვირით ისუნთქავ თუ ეწევი? ერთა-
დერთი, რაც ვიცი კოკაინის შესახებ, ისაა, რაც „მაიამი ვაისში“
ამომიკითხავს და მომისმენია ტოქშოუებში. მაგათგან ბევრს ვე-
რაფერს გაიგებ, დიდად არაფერს გიხსნიან. უბრალოდ ნარკო-
ტიკი ისეთი რამ არის, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს
ცხოვრებაზე რაიმე გავლენას მოახდენდა.
ნელსონის უხერხულობა და შეცბუნება მატულობს, პიკს
აღწევს. ასეთივე სახე ექვსი წლისას ჰქონდა, როცა ავად იყო
და დედამისი დაჟინებით უმოწმებდა კუჭის მოქმედებას. ან მა-
შინ, როცა თოთხმეტი წლისას დედამ ახსენა შერჩენილი ლაქე-
ბი აღმოაჩინა, მაგრამ ჯენისი ხვდება, რომ ნელსონს სალაპა-
რაკო აწვება, მას სურს საუბარი დეტალებზე, რათა მოწიფულ
ასაკში შეძენილი ცოდნა გამოავლინოს. დანებების ნიშნად
ამოიოხრა, თვალები დახუჭა და თქვა:
- რთულია ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება აღ-
წერო და გამოხატო. ტკივილს ვერ გრძნობ დოზის მიღების მე-
რე, გამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ
დანარჩენ დროს ტკივილი მკლავს. ყველაფერი გადის შავ--
თეთრი ფერებიდან, გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ირ-
გვლივ ყველაფერი დადებითი მუხტითაა გაჟღენთილი და იმე-
დითაა აღსავსე. ხედავ სამყაროს ისეთს, როგორიც უნდა იყოს.
თავი ძლევამოსილად მიგაჩნია, - ეს აღიარება მისთვის იმდე-
ნად ინტიმურია, ბიჭი გოგოსავით გრძელ წამწამებს აფახულებს
და წითლდება.
ჯენისი თავს ცუდად გრძნობს, ხვდება როგორ მიუახლოვ-
და რაღაც მნიშვნელოვანს და მის წინ აღიმართა ვაჟის იდუმა-
ლი, დაფარული, მღელვარე სექსუალური ბუნება, რაღაც და-
მაფრთხობელია მასში. ჯენისმა ფეხები შემოიკეცა და ტახტზე

239
მკითხველთა ლიგა

მოკალათდა. მისი მოკლე ქვედაბოლო მუხლების ზემოთ ავი-


და. 52 წლისაც ძველებურად მოხდენილია. მისი გარეგნობის
მთავარი ღირსება სწორი, გრძელი ფეხებია. როგორც ახალ-
გაზრდობაში, ისე ასაკშიც, მშვენივრად გამოიყურება. თმა მუდამ
თხელი ჰქონდა, მკერდი პატარა, სახე კი ოდნავ შეუხედავიც კი.
მას თავისი ფეხები განსაკუთრებულად ფლორიდაში უყვარს.
გარდა იმისა, რომ თანაბარი შოკოლადისფერი ნარუჯითაა და-
ფარული, სხვა აქაური ქალების ფეხებთან შედარებით, რომ-
ლებმაც დიდი ხანია ფორმა დაკარგეს, ან შესაძლოა სასურვე-
ლი ფორმა არც არასოდეს ჰქონიათ, გაცილებით ნორჩად გა-
მოიყურება.
ამ ებრაელ ქალებს დაბალი თეძოები აქვთ და მათი ფე-
ხები როიალისას ჰგვანან.
იმისთვის, რომ მისმა ვაჟმა სრული სიამოვნება მიიღოს სა-
კითხში დედამისის გაურკვევლობისა და უმეცრების გამო, ამ-
ბობს:
- რამდენი საზიზღრობის შესუნთქვაა შენთვის საჭირო,
რომ ნათელ ფერებში ამოყო თავი?
ნელსონი, როგორც მცოდნე, ისე იცინის:
- თუ ისუნთქავ, მათ კვლებს ეძახიან, დე. პირველ რიგში
ყრი ფხვნილს, როგორც წესი, სარკეზე, ანაწევრებ და მასას და-
ახლოებით მერვედი დუიმის სიგანისა და ორი დუიმის სიგრძის
კვლებად ასწორებ. გამზადებული კვალი შეგიძლია შეისუნთქო
ჩალის ღერით ან მინის მილაკით, რომელთა შეძენა ბრუერის
ხიდზეც შეიძლება. ზოგიერთი დოლარის დახვეულ კუპიურას
იყენებს. თუ მაგალითად, 1.000-დოლარიანი კუპიურით აკეთებ
მაგას, კაიტიპობად მიიჩნევა, - მას ეღიმება, როდესაც ახსენდე-
ბა სიამოვნების მომტანი, ჟრჟოლის გამომწვევი, ამაღელვებე-
ლი პროცედურა, რომელსაც თავის მეგობრებთან ერთად მათ

240
მკითხველთა ლიგა

ბინებში ბრუერის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაუნტ-ჯაჯის სიახ-


ლოვეს ატარებს ხოლმე.
- შენთან ერთად პრუც ჩართულია ამ ამბავში? - ეკითხება
ჯენისი.
ნელსონს სახე მოეღუშა:
- ადრე იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მერე მიატოვა,
როდესაც როიზე დაორსულდა. მას მერე აღარც კი გაჰკარებია.
საკმაოდ მკაცრი გახდა, ამბობს, რომ ნარკოტიკი სპობს ადამი-
ანს.
- მართალს ამბობს.
- ეგ მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს ეხება, მაგრამ არაა სი-
ნამდვილე. ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკების ზეგავლე-
ნით იღუპებიან, ეგ რომ არა, რაიმე სხვა მოსპობდათ. როგორც
გითხარი, გაცილებით უკეთესია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე
ალკოჰოლი. შეგიძლია სამსახურშიც კი გააკეთო კვალი, მაგა-
ლითად, საპირფარეშოში და ვერავინ შეგატყობს ცვლილებას.
უბრალოდ, თავს გრძნობ ამაღლებულად და ყოვლისშემძლედ.
გაყიდვებიც უკეთ მიდის, როცა თავი შეუდარებლად მიგაჩნია.
ვინ შეძლებს შეგეწინააღმდეგოს? - ნელსონი ისევ იცინის და
ჯენისის მსგავსი, მონაცრისფრო კბილები მოუჩანს. სახეც დედა-
მისივით ციცქნა აქვს, თითქოს ორივე ერიდება ზედმეტად გა-
მოაჩინოს ფასადი, რომელსაც ცხოვრება ყველაზე მეტ ზიანს
აყენებს. ჰარი სულ სხვა შემთხვევაა, ასაკის მომატებასთან ერ-
თად გასივდა, მისი სახე ბადრ მთვარეს წააგავს. აქ მცხოვრები
გამჭრიახი ებრაელები შანსს ხელიდან არ უშვებენ რომ მოატ-
ყუონ, გააცურონ და დაჯაბნონ, როგორც იქცევა გოლფის მო-
თამაშე ის სამეული ოთხეულიდან.
ჯენისი ენის წვერით ზედა ტუჩს ეხება, გაურკვევლობაშია,
აღარ იცის, ეს საუბარი საითკენ მიმართოს. მისთვის ნათელია,

241
მკითხველთა ლიგა

რომ ვაჟთან არცთუ ისე მალე მიეცემა ამგვარი გულახდილი


საუბრის საშუალება. ხვალ ნაშუადღევს მისი რეისია და უნდა
წავიდეს, რათა საახალწლო წვეულება მოაწყოს.
- კრეკის მომხმარებელიც ხარ? - ეკითხება ჯენისი.
ნელსონი უფრო იძაბება და თავდაცვის განსამტკიცებლად
ემზადება. ქემელის ღერს მოუკიდა, თავი უკან გადააგდო და
ყავის დარჩენილ წვეთებს წრუპავს. გამჭვირვალე ნაცრისფერი
კანის ქვეშ ნერვი შესამჩნევად თრთის.
- კრეკი იგივე კოკაინია. პატარა კენჭებადაა დამზადებუ-
ლი, მათ ქვებს უწოდებენ. სპეციალური ჩიბუხებით ეწევიან, - უც-
ნაური მიმიკა აქვს, სიგარეტის კვამლი სახეზე ეფარება, - სწრა-
ფი და საამო კაიფია, უფრო მალე ადიხარ ღრუბლებში, უბრა-
ლოდ მალევე ეშვები მიწაზე, შესუნთქვისას სულ სხვაა. როცა
მალე ენარცხები, კიდევ მეტი დოზა გესაჭიროება. და, ასე, გა-
მუდმებით ცდილობ სიამოვნებას წამოეწიო.
- ანუ ამასაც აკეთებ? ეწევი კრეკს?
- კი, იყო მსგავსი შემთხვევები. განა რა გასხვავებაა? უფ-
რო ხელმისაწვდომია, ბოლო რამდენიმე წელიწადია ქუჩები
სავსეა მაგით, ნარკოტიკების გამსაღებელ დაჯგუფებებს შორის
კონკურენციის გამო საოცარი სიიაფეა. თხუთმეტ, ათ დოლარა-
დაც კი შეიძლება ერთი ქვის შოვნა. შაქარყინული - ასეც ეძახი-
ან. დე, არ არის საჭირო ამისგან პრობლემა შექმნა და ტრაგე-
დიად გადააქციო. შენი თაობის ადამიანები ნარკოტიკების თე-
მას ცრურწმენებით ეკიდებიან და შეშინებულები უყურებენ. ეს
უბრალოდ დაძაბულობის მოხსნისა და მოდუნების საშუალებაა,
მეტი არაფერი. იმ დროიდან მოყოლებული, რაც პირველყო-
ფილი ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ
მსგავსი მოთხოვნილება. ოპიუმი, ლუდი, მორფი, ჰაშიში - უხ-
სოვარი დროიდან არსებობს. კოკაინი მათ შორის ყველაზე

242
მკითხველთა ლიგა

სუფთა ნივთიერებაა. მისი მომხმარებლები წარმატებული ადა-


მიანები არიან, ვინაიდან კოკაინი მუდამ მზადყოფნაში ამყო-
ფებს, ლესავს პიროვნების ხასიათს და ბევრის მიღწევაში ეხმა-
რება.
ჯენისი ხელით ისრესს ტერფს, რომელიც ტახტის მუთაქა-
ზე უდევს. ფეხის თითებს ატკაცუნებს და აშორიშორებს, რათა
თითებს გრილმა ჰაერმა დაუაროს.
- ხედავ, როგორი სულელი ვარ, - ეუბნება მას ჯენისი. -
მეგონა, ნარკოტიკები ფსკერია, ჯურღმულია, კრიმინალია, -
როგორც გაზეთები იუწყებიან.
- ეგ გაზეთები აზვიადებენ. ისინი ყველაფერს აზვიადებენ,
რათა გაიყიდონ. მთავრობა კიდევ უარესია, ყურადღების გადა-
სატანად პრობლემას ქმნის იქ, სადაც არ არის. აზვიადებენ ყვე-
ლაფერს, იმისთვის, რომ ვერ მივხვდეთ, რა გამოუსწორებელი
გონაბაჩლუნგების ხელში ვართ.
ჯენისი უხალისოდ უქნევს თავს. მამამისს ეზიზღებოდა,
როდესაც ადამიანები თავიანთ უბედურებაში მთავრობას ადა-
ნაშაულებდნენ. ჯენისმა ჯერ ცალი ფეხი გამართა, კოჭი შუშის
მრგვალ მაგიდაზე დადო, შემდეგ კი მეორე ფეხი მიადო, შიშ-
ველი კანჭები ერთმანეთს ეხება, თაღისებურად ღუნავს ყავის-
ფერი ტერფების ზურგს, თითქოს აღფრთოვანების გამოსაწვე-
ვად, აქაოდა, დამიხედეთ, რა მოქნილი და ლამაზი ფეხები მაქ-
ვსო. მისი ფეხები ჯერაც ახალგაზრდულად გამოიყურება, თუმ-
ცა მისი სახე არასოდეს ყოფილა ახალგაზრდული. სხარტი
მოძრაობით ჩამოუშვა ფეხები ქვემოთ, ხალიჩაზე. ისევ თავისე-
ბური საქმიანი იერი მიიღო.
- წავალ, ყავას მოვადუღებ. ხომ არ გინდა ჩემთან ერთად
დანიური ფუნთუშა მიირთვა? მხოლოდ იმისთვის, რომ მამაშე-
ნის კუჭს როგორმე ავაცდინოთ.

243
მკითხველთა ლიგა

- სულ შენი იყოს, - პასუხობს ნელსონი, - პრუ ნებას არ


მაძლევს მსგავსი უსარგებლო ნაგვით ვიკვებო.
ჯენისს ეს ზღვარგადასულ თავხედობად ეჩვენება, ის დე-
დამისია და არა პრუ. სანამ ჯენისი ყავას ადუღებს, ნელსონი
შემრიგებლური ტონით ეძახის, გაზეთში ისევ რაღაც თავშესაქ-
ცევი იპოვა.
- აქ წერენ, რომ ერთმა ჯეელმა, სახანძრო განყოფილე-
ბის უფროსის თანაშემწემ, მოტოციკლისტი გაიტანა, თან ამ
დროს სირენა და ციმციმები ჩართული ჰქონდა, უეჭველი გათ-
ხლეშილი მთვრალი იყო. გაზეთში ასევე იუწყებიან, რომ
საახალწლოდ თქვენკენ წვიმაა მოსალოდნელი.
- წვიმა დროული იქნება, - პასუხობს ჯენისი, რომელიც
ოთახში მადუღარითა და თეფშზე დაჭრილი დანიური ფუნთუ-
შით დაბრუნდა, - საერთოდ მიყვარს სითბო, მაგრამ ეს დეკემ-
ბერი ზედმეტად თბილი გამოდგა.
- სამზარეულოში ხომ არ შეგიხედავს, რა დროა?
- შუადღეა. რა არის?
- უუბრალოდ ვფიქრობდი, რა მოუხერხებელია ოჯახში
ერთი მანქანა. თუ საწინააღმდეგო არავის ექნება, როცა ჩვენები
მობრუნდებიან, ჩემს საქმეებზე გავალ.
- რა საქმეებზე?
- ჩვეულებრივი, ყოფითი საქმეები, აფთიაქში ვარ შესავ-
ლელი. ძილის წამალი, სომინექსი, გამითავდა. როის საცურაო
კოსტიუმის გამო კანი გაღიზიანებული აქვს, ხომ არ იცი რაიმე
მალამო ან საშუალება, მისთვის რომ შევიძინო?
- იმედია, იმ ტიპებთან არ მიბრუნდები, რომლებთანაც
თევზის რესტორანში გუშინწინ ღამე ბრძანდებოდი და რომ-
ლებსაც შეუძლიათ მოგყიდონ კვლები, ქვები თუ კიდევ სხვა ოხ-
რობა?

244
მკითხველთა ლიგა

- კარგი რა, დე, დეტექტივობანას ნუ თამაშობ. ვერ დამ-


კითხავ, გახსოვდეს, რომ ზრდასრული ადამიანი ვარ. შენთვის
იმის ნახევარიც არ უნდა მომეყოლა, რაც გიამბე.
- სინამდვილეში, არც კი გითქვამს, რაც მაინტერესებს.
მითხარი, ეგ ახალი ჩვევა რა გიჯდება?
- არც ისე ძვირი, გულწრფელად რომ გითხრა. იცი თუ არა,
რომ კომპიუტერი და კოკაინი ის ნივთებია, რომელთა ფასიც
დროთა განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური წინსვლის წყალო-
ბით დაბლა იწევს? ადრე მთელი ქონება ღირდა, მხოლოდ
პოპმუსიკოსებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ამ სიამოვნების
უფლება მიეცათ. ახლა კი, მთელი გრამი სულ რაღაც 75 დო-
ლარად შეგიძლია იშოვო, ეს ხომ არაფერია. რა თქმა უნდა,
არ გეცოდინება, რამდენი ჩამოაჭრეს ან რა გაურიეს, რამდენად
სუფთაა შენაძენი, მაგრამ ნელ-ნელა პოულობ ნარკომოვაჭ-
რეს, რომელსაც შეგიძლია ენდო.
- დღეს დილით, სანამ საძინებელი ოთახიდან ჩემთან შე-
სახვედრად გამობრძანდებოდი, მიიღე რაიმე ?
- აუჰ! კაი გეყო, შემეშვი. ვცდილობ შენთან გულწრფელი
ვიყო, მეტისმეტად ნუ შემომეჭრები, ეს უკვე მეტისმეტია.
- ვფიქრობ, რომ მიიღე, - პასუხობს ჯენისი.
ვაჟი იმედს უცრუებს, როცა ამასაც კი არ უარყოფს. შვი-
ლებს ჩვენი ამგვარი შიში რატომ აქვთ?
- ისე, შესაძლოა შევისუნთქე, რაც დარჩენილი იყო კონ-
ვერტში, უბრალოდ შესახურებლად. კატეგორიულად არ მომ-
წონს ეს სულელური ახირება, ჯუდის წაყვანა მზის დამჭერით.
მამა ნავების აზრზე არ არის. თანაც ეს დღეები სულ მოღვენ-
თილი და მოთენთილი დაიარება. არ შეგიმჩნევია, რომ დეპრე-
სიულად გამოიყურება?

245
მკითხველთა ლიგა

- ვერაფერს ვამჩნევ. რასაც შენ გატყობ, ნელსონ, არის ის,


რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ. როგორც დედაჩემი იტყო-
და ხოლმე, შეურაცხადის მდგომარეობაში იმყოფები. იმ მოვაჭ-
რის, რომელსაც ასე ძლიერ ენდობი, ფული გმართებს? თუ კი,
რამდენი?
- დე, როგორ ფიქრობ, ეს შენი საქმეა?
ჯენისი სევდამ მოიცვა, ხვდება, რომ ნელსონს სიამოვნე-
ბას ჰგვრის, მისგან საიდუმლოს რომ ქაჩავენ, უხარია, რომ სა-
შუალება ეძლევა თავისი სამარცხვინო დანაშაული დედამისს
ტვირთად გადააბაროს. ნელსონი აშკარა შვებას გრძნობს, ეს
ძვირფას, მოქარგულ ხალათში გამოწყობილ, ჩამოღვენთილ
და დუნე მხრებზე ეტყობა.
- შემოსავალი, ვაჟბატონო, მოგდის ავტოსადგომიდან,
რომელიც ჯერ შენი არ არის, ჩემი და მამაშენის კუთვნილებაა.
- იმდენი რა გითხარი! ჩემი ფეხებია მის მფლობელობაში.
- რამდენი გმართებს, ნელსონ?
- ჰო, კარგი, კარგი, კრედიტი ავიღე და მერე პროცენტები
დაემატა, რა თქმა უნდა.
- რატომ ვერ ახერხებ გადასახადების დაფარვას? წელი-
წადში 45 ათასს იღებ, არც სახლის ქირა გაქვს გადასახდელი.
- ვიცი, გგონია ყელამდე ფულში ვცურავ, მაგრამ დოლა-
რის კურსის ვარდნაც ხომ უნდა გაითვალისწინო?
- ამბობ, გრამი კოკაინი 75 დოლარი ღირსო ან ქვა - ათი
დოლარი. დღეში რამდენი გრამი ან ქვა გესაჭიროება? მითხა-
რი ძვირფასო, მე ხომ შენი დახმარება მინდა.
- მართლა? განა რა სახის დახმარება შეგიძლია?
- ვერ გეტყვი, სანამ კარგად არ გავერკვევი, რა სახის შარ-
ში ხარ.
ოდნავი ყოყმანის მერე ამოთქვა:

246
მკითხველთა ლიგა

- ისე, დაახლოებით თორმეტი ათასი მაქვს ვალი.


- ო, ღმერთო ჩემო! - ჯენისს ისეთი შეგრძნება დაეუფლა,
თითქოს მიწამ მის ჩასაყლაპად დააღო პირი. მას სულ სხვაგვა-
რად წარმოედგინა ეს საუბარი: ეგონა გულისამაჩუყებელ
აღიარებას მოისმენდა და მონანულ შვილს გადარჩენისთვის
საჭირო ათას ან ორი ათას დოლარს დიდსულოვნად შეაშვე-
ლებდა. სიმარტივე, რომლითაც ნელსონმა გაცილებით დიდი
თანხა დაასახელა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ვითარების
სირთულეს წარმოაჩენდა.
- ნელსონ, ეს როგორ ჩაიდინე? - დაბნეულად ეკითხება.
ყოველ სიტყვაზე ენა ებმის, დედამისისგან, ბესი სპრინგერისგან
ნასესხები თავდაჯერებულობა შიშმა გამოდევნა. ჯენისი გახევე-
ბულია.
ნელსონი გრძნობს რომ დედამისს თავზარი დასცა, ამის
გამო შფოთი იპყრობს, სახე შეუფაკლდება:
- რა პრობლემაა ესაა? თორმეტი ათასი გაცილებით ნაკ-
ლები თანხაა, ვიდრე დანჯღრეული „კამრის“ ღირებულება.
როგორ ფიქრობ, წელიწადში რა თანხამდე ადის თქვენი სას-
მლის ანგარიშები?
- არაფერი მსგავსი. რას როშავ? მამაშენი არასოდეს ყო-
ფილა მსმელი, თუმცაღა მერკეტთან მეგობრობის პერიოდში
ცოტას უბერავდა, მაგრამ ეგ წარსულს ჩაჰბარდა.
- მერკეტთან მეგობრობა, არა? მას რა სურვილიც ამოძ-
რავებდა, მშვენივრად იცი, სინდი მერკეტის საცვლებში შეძრო-
მას ლამობდა. ეს ერთადერთი იყო, რაც ანაღვლებდა.
ჯენისი მიშტერებია და ლამის სიცილი წასკდეს. რამდენად
ახალგაზრდაა და ასაკის შესაბამისად ჩურჩუტი, რამდენად დი-
დი ხნის წინ იყო ეს ამბავი და რამდენად შორს ნელსონის წარ-
მოსახვისგან. ჯენისი გრძნობს, როგორ ეუფლება მის სულს სი-

247
მკითხველთა ლიგა

ცარიელე. იმისთვის, რომ თავი ხელში აიყვანოს და დამშვიდ-


დეს, რაღაც უნდა დალიოს, ცოტაოდენი ფორთოხლის წვენი ან
სისხლისფერი კამპარი, ოღონდ გაუზავებელი, როგორსაც აქ
სვამენ, ჩვეულებრივ, სახლის საქმეებს შორის ან აუზის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მირთმეული დანიური ფუნთუშა
როგორც ლოდი, ისე აწევს, ნელსონისთვის განკუთვნილ
მეორე ფუნთუშას შაქრის პუდრს აცლის და ნერვიულად ჭამს.
ნელსონის ყალბი სიტყვები, ვითომ არ სურს იმ უსარგებლო
საკვების მიღება, რითაც ჯენისი და ჰარი იწამლავენ თავს, სი-
ნამდვილეში ნელსონის ამჟამინდელ მგომარეობას შეესატყვი-
სება. ეს დამოკიდებულება ყველაზე გამაღიზიანებელია. ჯენისი
მტკიცედ ეუბნება შვილს:
- რა გადასახადებიც უნდა გვქონდეს, ფული გვაქვს და შეგ-
ვიძლია თავს მივცეთ უფლება, - მან ნელსონისკენ გასწია ხელი
და ორი თითით ანიშნა: - შეიძლება ერთი ღერი სიგარეტი და-
გესესხო?
- შენ ხომ არ ეწევი? - ეკითხება ვაჟი.
- მართალია, არ ვეწევი, იმ ბედნიერი შემთხვევების გარ-
და, როცა შენი ან შენი ცოლის საზოგადოებაში ვარ.
ნელსონი მხრებს იჩეჩს, მაგიდიდან ქემელის ყუთს იღებს
და დედამისს ესვრის. გულახდილობის ეტაპი დასრულებულია.
სიგარეტით მინიჭებული წამიერი სიმსუბუქე, სიმშრალის შეგ-
რძნება ნესტოებში, როცა ნაფაზის მერე ბოლს უშვებ - თითქოს
პრობლემას უფრო ამსუბუქებს.
- მაინტერესებს, რას აკეთებენ იმით მოვაჭრეები, როდე-
საც ფულს ვერ უხდიან? - ჯენისმა ლამის ენაზე იკბინა, რადგან
თავი ვერ შეიკავა, შორს შეტოპა. მისი შვილი უდანაშაულო
მსხვერპლია.

248
მკითხველთა ლიგა

- ჰო, - წამოიწყო ნელსონმა, რომელსაც ვაჟკაცობის გა-


მოვლენის შესაძლებლობა აქვს და ასეთი ვითარება მოსწონს;
აალებულ სიგარეტს პატარა და ძალიან ლამაზი ნიჟარის კიდე-
ზე აფერფლებს, - უბრალოდ მუქარის ცარიელი სიტყვებია. გე-
უბნებიან, რომ ფეხებს დაგალეწავენ, ან მოგტაცებენ შვილებს,
შესაძლოა, ჯუდითსა და როიზე იმიტომაც ვარ ასე გაფაციცებუ-
ლი. თუ მუქარა ხშირდება და ძლიერდება, მაშინ დროა მიხედო,
რადგან ოდესმე შეიძლება სიტყვებიდან საქმეზე გადავიდნენ.
მეორე მხრივ, მათ კარგი კლიენტის დაკარგვა არ სურთ. რო-
გორც ბანკი, ისეა. საკმარისი თანხა გმართებს იმისთვის, რომ
მათ საქმეში შენი დატოვების ინტერესი ჰქონდეთ.
- ნელსონ, თორმეტი ათასი თუ მოგეცი, შეგიძლია დამ-
პირდე, რომ ნარკოტიკებს აღარასოდეს გაეკარები? - ეკითხება
ჯენისი და ცდილობს, თვალი თვალში გაუყაროს.
ჯენისი შვილისგან სულ მცირე, მგზნებარე ფიცსა და მად-
ლიერების სიტყვებს ელოდება, რათა დედამისმა არ გადაიფიქ-
როს. თუმცა ნელსონი იმდენად თავხედი და კადნიერია, ამას-
თან ერთად უსირცხვილოც, პასუხი ყოველგვარი აღელვების
გარეშე გასცა, თან დედამისისთვის არც კი შეუხედავს.
- ცდა შეიძლება, მაგრამ გულწრფელად გეუბნები, ვერა-
ფერს შეგპირდები. ადრე, პრუსთვის რომ მეამებინა, ვცადე წამ-
ლის მიტოვება, მაგრამ ვერ შევძელი. კოკაინი მიყვარს, დე, მას
კი მე ვუყვარვარ. ამას ვერ აგიხსნი. ჩემთვის ეს სწორი გადაწ-
ყვეტილებაა. ის მართებულობის განცდას მანიჭებს, მსგავს აღ-
მაფრენას სხვა გზით ვერ ვაღწევ. როგორც გითხარი, ბანკივი-
თაა, გმართებს საკმარისად დიდი თანხა და შენი საქმეში და-
ტოვება უნდათ.
ჯენისს უხმო ცრემლები წასკდა. მშრალი გავარვარებული
ბოღმის ბურთი ხახაშია გაკვეხებული და სლუკუნის გარეშე ლო-

249
მკითხველთა ლიგა

ყებს უსველებს. საბრალო ქალს ისეთი შეგრძნება აქვს, თით-


ქოს მეუღლე აუღელვებლად აღიარებდეს, რომ სხვა ქალი უყ-
ვარს. როცა ჯენისი ხმის დამორჩილებას ახერხებს, შვილს გარ-
კვევით ეუბნება:
- მაგ შემთხვევაში ჩემი მხრიდან სისულელე იქნება, საკუ-
თარი თავის მოსპობაში ხელი შეგიწყო.
ნელსონმა მისკენ თავი შეაბრუნა და სახეში დამფრთხალი
თვალები შეანათა.
- რა თქმა უნდა, დე, შევეშვები, უბრალოდ, ხმამაღლა
ვფიქრობდი.
- გეყოფა კი ძალა, პატარავ?
- იოლად, ხშირად გადამიტანია დღეები დოზის მიღების
გარეშე. მთავარია, წამლის გადაგდებით გამოწვეულ ფიზიკური
ტკივილების სიმპტომებს არ შეუშინდე. ერთ-ერთი მნიშვნელო-
ვანი ეგ არის. არავითარი ღებინება, თეთრი ცხელება, არაფე-
რი, უბრალოდ საჭიროა მომწიფდე და გონებას ძალა დაატანო,
დაარწმუნო თავი, რომ შეძლებ.
- მერე, საქმე როგორ არის? მომწიფდი? რაღაც მაგას ვერ
გატყობ.
- რა თქმა უნდა, მზად ვარ საამისოდ, როგორც აღნიშნე,
მაგის საშუალება არ მაქვს. შენ და მამა ფლობთ ავტოსადგომს,
მე კი უბრალოდ თქვენი დაქირავებული მონა ვარ.
- გააჩნია, ვითარებას როგორ შეხედავ. მე და მამაშენმა
ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საპასუხისმგებლო და
ღირსეული სამსახური გქონოდა, აქეთ იმიტომ გადმოვედით,
რომ შენით გემართა ავტოსადგომი, თავისუფალი ყოფილიყავი
გადაწყვეტილებების მიღებაში და ჩვენ გარეშე გესწავლა საქმის
კეთება. თორემ მამაშენს აქ ყოფნა საკმაოდ მოყირჭდა, მეც კი
მომბეზრდა.

250
მკითხველთა ლიგა

ნელსონი სასაუბრო თემას ცვლის:


- პრუ არაფერში მეხმარება, ისეთი ადამიანია, ვერ დაეყ-
რდნობი.
- რას ამბობ?
- ფიქრობს, რომ უნებისყოფო ვარ და როგორც ჩვარს, ისე
მექცევა. მთელი ცხოვრება ასეა, მას უბრალოდ იმისთვის ვჭირ-
დებოდი, რომ ეიკრონიდან თავი დაეღწია, ჰოდა, დააღწია კი-
დეც. მისგან ვერაფერს ვიღებ, რაც ქმარმა უნდა მიიღოს ცო-
ლისგან.
- რას გულისხმობ? - ჯენისი გულწრფელად დაინტერესდა,
არც ერთი მამაკაცისგან არ მოუსმენია ცოლზე ამგვარი წუწუნი.
ნელსონი გაბრაზებულ მიმიკას იღებს:
- თავადაც მშვენივრად იცი, ნუ თამაშობ გულუბრყვილოსა
და მიამიტის როლს. ცოლი ქმარს მხარში უნდა ამოუდგეს,
შთააგონოს, რომ ყველაზე მაგარია, საკუთარი თავის რწმენა
უნდა გაუღვივოს, მგზნებარე სიყვარულით გაათბოს მისი სული.
- შეიძლება გულუბრყვილო ვარ, ნელსონ, მაგრამ განა ეს
იმ რიგის საკითხები არაა, რომელიც საკუთარ თავთან უნდა მო-
აგვარო? ქალებს საკმაოდ მძლავრი ეგო გააჩნიათ და რო-
გორც წესი, მისი კარნახით იქცევიან, შენ წარმოიდგინე, მათ სა-
კუთარი პრობლემებიც კი აქვთ. ტყუილად ხომ არ დადიოდა
ქალთა ყოველკვირეულ შეკრებაზე, სადაც სხვადასხვა საკით-
ხზე მსჯელობდნენ?
ჯენისი საშინლად აღშფოთებული, საკმაოდ თავდაჯერებუ-
ლია იმისთვის, რომ გაგულისებული დაიძრას სამზარეულოს-
კენ. ჯენისმა კედელზე დამაგრებული ჭურჭლის კარადა გა-
მოაღო, გადმოიღო სისხლისფერი კამპარი და ფორთოხლის
წვენის ჭიქა. ზღვის ტალღების შეფერილობის გაზქურაში ჩაყე-
ნებული საათი 12:25-ს უჩვენებს. ჯენისის გვერდით, კედელზე

251
მკითხველთა ლიგა

მიმაგრებული ტელეფონი აწკრიალდა. მისთვის ეს იმდენად


მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ შიშისგან შეხტა და კამპარის
ბოთლიდან წითელი სისხლის მსგავსი სითხე გადმოიღვარა.
- დიახ! დიახ! ოჰ, ღმერთო, გვიშველე!
ნელსონი დაწნულ სავარძელში ზის და გონებაში შემდეგ
სვლას ამუშავებს. თორმეტი ათასი ეცოტავება, იქნებ მეტი უნდა
მოეთხოვა, ვინაიდან თორმეტი ათასით დაგროვილ ვალებს ვე-
რაფრით დაფარავს. მოკლე ფრაზების წარმოთქმისას ჰაერის
უკმარისობისგან დაჭიმული და დაზაფრული დედამისის ხმა ჩა-
ესმის. ოთახში შებრუნებულ ჯენისს ნელსონი სახეზე ატყობს,
რომ საქმის ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მათ ცხოვრე-
ბაში რაღაც გადამწყვეტი მომენტი დადგა. ჯენისს ფლორიდუ-
ლი რუჯი სიფითრეში გადაუვიდა, სახეზე ნერვიულობისგან მომ-
წვანო, მონაცრისფრო ფერი დაედო.
- ნელსონ, - ამბობს ჯენისი, ისეთი გამოკვეთილი და მკაც-
რი ტონით, როგორითაც ტელედიქტორი, - პრუმ დარეკა. მამა-
შენს გულის შეტევა აქვს. საავადმყოფოში გადაიყვანეს. შენები
ახლა აქეთ მოემართებიან იმისთვის, რომ მანქანის გამოყენება
შევძლო. შენს წამოსვლას არ აქვს აზრი, მასთან ჩემ გარდა
მნახველს არ შეუშვებენ. ისიც 5 წუთით ყოველ ერთ საათში. მა-
მაშენი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
ქალაქ დელეონის ცენტრალური საავადმყოფო თანამედ-
როვე თეთრი დაბალი ნაგებობებისგან შედგება. ბეზესფერი
30-იანი წლების შენობის ბირთვი ესპანური ფილებითაა გადა-
ხურული და ფანჯრებზე ფიგურული გისოსები აქვს. საავადმყო-
ფოს კომპლექსი პინდო-პალმის ბულვარის პარალელურად,
ჩრდილოეთით, დაახლოებით ერთი მილის დაშორებით მდე-
ბარე ტამარინდ-ავენიუს სამხრეთ ნაწილში, ორ კვარტალს იკა-
ვებს. ჯენისმა აქ მთელი გუშინდელი დღე გაატარა. ასე რომ,

252
მკითხველთა ლიგა

აითვისა მანქანების სადგომის შესასვლელი და ზეპირად იცის


ასფალტზე დახატულ რომელ ისრებს უნდა მიჰყვეს იმისთვის,
რომ იქიდან გამოაღწიოს. უნდა გაიარო ქვეითთა შემინული ხი-
დი, მეორე სართულზე, რომელიც მანქანების სადგომის სალა-
როს ზემოთ მდებარეობს, გადაკვეთო სამუშაო მოასფალტებუ-
ლი ტერიტორია, გზა უნდა განაგრძო ექვსკუთხა ფილაქნებით
მოკირწყლული ეზოსკენ, რომელსაც ცოცხალ ღობედ მიუყვება
ოლეანდრის თაღები, ეზოში დაინახავ გამომჯობინებულ პაცი-
ენტებს, ინვალიდის ბზინვარე ეტლებში რომ სხედან. შიდა ეზო-
დან აუყვები კიბეს, მიადგები შესავლელს, სადაც სხვადასხვა ჯუ-
რის ხალხი ზღვა ხალხი ტრიალებს, აქაურ თეთრკანიანთა შე-
ფერილობა ბაც ყავისფერში გადადის. ადამიანები გაყურსულე-
ბი დგანან აკურატულად შეფუთული პლასტიკური ნაგვის ყუთე-
ბის გვერდით, მათი ნივთებით რომაა სავსე. შესასვლელში ერ-
თდროულად ტრიალებს ოლეანდრის, შარდისა და ჰაერის გა-
მაგრილებლის სუნი. ჯენისი გამოწყობილია ნაზ ნარინჯისფერ--
ვარდისფერ სპორტულ კოსტიუმში ცისფერი სახელოებითა და
ასეთივე ფერის ზოლებით შარვალზე. იგი წინ მიიწევს. უკან სამ-
გზავროდ გამოწყობილი ნელსონი, როი, პრუ და ჯუდითი მიჰ-
ყვებიან. ერთ დღეში ჯენისს ქვრივის ელფერი დაედო, მძაფ-
რად შეეტყო, რომ მის გვერდით მამაკაცი არ არის, რომელიც,
როგორც წესი, ტემპს და სიცოცხლისუნარიანობას მატებდა. ჯე-
ნისს საავადმყოფოს ჰოლი სიყვარულის დასაწყისს აგონებს,
ცხოველურ ჟინს, ინტერესს, მგზნებარე სიყვარულს, ახსენდება
სკოლის დერეფნები, სადაც პირველად შეიტყო, რომ არსებობს
ვინმე ბაჭია ენგსტრომი, ცნობილი უფროსკლასელი, მაღალი
და ქერა, თავად კი დაბალი, შეუხედავი მეცხრეკლასელი იყო.
რაღაც იდუმალი ძალა ექაჩება თავისი კაცისკენ. ახლა მი-
სი მგზნებარება გადასხვაფერდა და გამძაფრებულად კონცენ-

253
მკითხველთა ლიგა

ტრირებულია არა მარტო ჰარის, არამედ საკუთარი სხეულის


მდგომარეობაზეც. ჰარის ორგანიზმის ცხოველქმედების დაცე-
მის შემდეგ, ჯენისი სიამაყით ივსება, რომ თვითონ საოცრად
ჯანმრთელი, ელასტიკური სხეული აქვს, მისი ორგანიზმი
საათივით მუშაობს.
ბავშვები შეშინებულები არიან. როიმ და ჯუდითმა არ იცი-
ან, რას ნახავენ ამ შეხვედრაზე. ვინ იცის, იქნებ პაპა, როგორც
ზღაპრებშია, ურჩხულად იქცა ან ბოროტმა ჯადოქარმა გადააქ-
ცია გომბეშოდ, ან საერთოდაც, წყლის გუბედ, რომელიც საცაა
აორთქლდება? იქნებ ყოველთვის ბოროტი იყო და მზაკვრუ-
ლად ალერსიანი ხმით ესაუბრებოდა, როგორც ბებიის კაბაში
გადაცმული მგელი, წითელქუდას შეჭმა რომ უნდა?
ირგვლივ ანტიბიოტიკების მძაფრი სუნი დგას, სულ ლიფ-
ტებია, დაკეტილი კარები, მიმართულების მაჩვენებელი ნიშნე-
ბი, ისრები; ადამიანები თეთრ ხალათებში, პლასტიკური სამ-
კერდე ნიშნებით, თეთრი წინდებითა და ფეხსაცმელებით. მათი
სწრაფი ნაბიჯების ყრუ ხმა სადღაც, ლინოლეუმის იატაკზე
წყდება. ცვილით დამუშავებული იატაკი ისე ლაპლაპებს, რომ
გეგონება, წყლის ზედაპირზე დადიხარ. ბავშვებს ეს ყველაფე-
რი შიშის ზარს სცემს და თავიანთი პატარა ბავშვური კუჭი
უსიამოვნოდ წიწკნით. ჰგონიათ, სასიკვდილო ლაბირინთში
მოხვდნენ და აქედან ცოცხლები ვერ გააღწევენ. ბზინვარებამ-
დე გაპრიალებული ძვირად ღირებული იატაკი ხაფანგია, სადაც
კარები და სარქვლები მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება
და მათ ზურგს უკან იკეტება. ერთი სიტყვით, ის უშველებელი
სამყარო, რომელსაც უფროსები თავიანთი თავისთვის ქმნიან,
სხვადასხვა ნივთით ავსებენ, ახირებულ მსოფლიოს წააგავს,
რომლის არსიც ადვილი მოსალოდნელია, ბოროტება იყოს.
საავადმყოფოში ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ეს წუთისო-

254
მკითხველთა ლიგა

ფელი სხვაგვარი არც არასოდეს ყოფილა. პალმის ხეები და


ცაში თვითმფრინავის გავლებული თეთრი ზოლები, ჩამოკიდე-
ბული სადენები და ლაჟვარდისფერი ცა, რომელსაც ფანჯრი-
დან გაჰყურებ, მხოლოდ მინაზე აღბეჭდილ სურათად აღიქმება
და ეს ყოველივე ხაფანგის ნაწილია. თაღოვანი ფოიეს კედ-
ლებზე ორი ფრესკაა, ერთზე გამოსახულია ფორთოხლის ბაღ-
ში მომუშავე სხვადასხვა რასის რამდენიმე ბედნიერი ადამიანი.
მათ ფორთოხლის მსგავსი მზის ბურთი თავზე დაჰნათის.
მეორეზე ჯავშანში გამოწყობილი წვერიანი ესპანელები გაუგე-
ბარ ძღვენს აწვდიან ნახევრად შიშველ ინდიელებს. ერთი ინ-
დიელი, თავისი მშვილდ-ისრით, ეკლიანი ტროპიკული ბუჩქის
უკან მიმალულა, მიზანში ჰყავს ამოღებული სტუმრები, კეთილი
განზრახვა არ უნდა ამოძრავებდეს. კიდევ ერთი წამიც და, მა-
მაცი პირველაღმომჩენი საკუთარ სიკვდილს პირისპირ შეხვდე-
ბა.
ქალი თხელი სიფრიფანა სხეულითა და მკაცრი გამომეტ-
ყველებით მთავარ საწერ მაგიდასთან, კომპიუტერთანაა მიმ-
ჯდარი, აძლევს ამონაბეჭდსა და სართულისა და ოთახის ნო-
მერს, უხსნის გზას საჭირო ლიფტისკენ. ხუთწევრიანი ოჯახი
ლიფტში ძლივს შეეტია. ენგსტრომებმა შეავიწროეს ახალგაზ-
რდა კაცი თაიგულით, რომელიც გაუთავებლად ახველებს და
ცდილობს ყელი ამაოდ გაისუფთავოს, სპაზმი შეაჩეროს; ესპა-
ნელი ვაჟბატონი მოწკრიალე პატარა ბოთლების ლანგრით
ხელში; შუახნის ქალბატონი გაბუჩქული თმით - ანტიკური ვარი-
ანტით, მოხუცი ინვალიდის ეტლში, მას თმა არც ისეთი გაბურ-
დული აქვს და არც იმდენად მკვეთრი ფერით შეღებილი, რო-
გორც მის შვილს. შუახნის ქალბატონი დედამისის ეტლს ექაჩე-
ბა, რათა ადამიანებს ლიფტიდან გასვლისა და შემოსვლის სა-
შუალება მისცეს. ხალხისთვის გზის დათმობის მერე კი ისევ

255
მკითხველთა ლიგა

ძველ მდგომარეობაში აბრუნებს მას. შეწუხებული ჯუდი თავის


კრიალა მწვანე თვალებს აბრიალებს და უსიტყვოდ აპროტეს-
ტებს უფროსების მოუხერხებლობასა და მოუქნელობას.
მათი სართული მეხუთეა, შენობის ბოლო სართული. ჯენი-
სი გაოგნებულია იმით, თუ რაოდენ ცუდად და პრიმიტიულადაა
აღჭურვილი მედდების პუნქტი კარდიოლოგიურ განყოფილე-
ბასთან შედარებით. უნიფორმებში გამოწყობილი ქალები გუ-
ლის მონიტორების უკან სხედან, მონიტორებზე გულის მუ-
შაობის ამსახველი ფორთოხლისფერი ზოლი ფეთქავს. თი-
თოეული პაციენტის შინაგანი ორგანოები, როგორც ხელის-
გულზე, ისე ჩანს. თუმცა ყველას საკუთარი პალატა აქვს და
ოთახები გაყოფილია მინის კედლებით, რომელსაც სამი მხრი-
დან მედდების პუნქტი ესაზღვრება. ზოგიერთი ოთახის კარი
ღიაა და ხედავ მის გადაღლილ ბინადარს, რომლის სხეულიც
უამრავ მილაკთანაა მიერთებული. ზოგან კარი დაკეტილია,
მაგრამ ფარდები არ არის დაშვებული, ასე რომ, ხედავ უგონოდ
მყოფ ადამიანს. მის ორ მუქ ნესტოსა და აღსასრულის პირას
მყოფ, სამკუთხად მოღებულ პირს. ზოგიერთი კარი კი დაკეტი-
ლი და დაგმანულია, ბოლომდეა ჩამოშვებული ფარდა, რათა
დამალონ მედიცინის მიერ ადამიანის გადასარჩენად გამოყენე-
ბული მწვალებლური მეთოდები, თვალისგან დაფარულად ატა-
რონ გარკვეული პროცედურები. ჯენისმა ორი ბავშვი გააჩინა
და ორივე მშობელი მიაბარა მიწას. ასე რომ, საავადმყოფოები
არ ეუცხოება. აქ კი, მეხუთე სართულზე, მედდის პუნქტი მხო-
ლოდ ერთი მაღალი დახლია რამდენიმე საწერი მაგიდით, იქ-
ვეა მოსაცდელი ზონა უხეში სკამებითა და ჟურნალის მაგიდით.
მაგიდაზე გამოცემები მოჩანს სათაურებით: Modern Health,
Woman’s Day, The Watchtower, The Monthly Redeemer. ტანმო-
სული შავკანიანი ქალბატონი, თეთრი კეპის ქვეშ მოქცეული,

256
მკითხველთა ლიგა

მჭიდროდ და წვრილად დაწნული თმით, ენგსტრომების დაბნე-


ულ გუნდს ღიმილით აჩერებს:
- გახსოვდეთ, პალატაში ერთდროულად მხოლოდ ორი
ადამიანის შესვლაა სასურველი. ბატონი ენგსტრომი ინტენ-
სიური თერაპიის განყოფილებიდან დღეს დილით გადმოიყვა-
ნეს და მისთვის ზედმეტი აღელვება არ შეიძლება.
მედდის ფართო, გაბადრული სახე, საგულდაგულოდ დაწ-
ნული თმა როის პარალიზებას იწვევს. დაგროვილი შიში თავის
გამოსასვლელს ტირილში ხედავს. როიმ მელნისფერი თვალე-
ბი ჯერ ფართოდ დაჭყიტა, მერე მოჭუტა და ღნავილი მორთო.
მისი წელვადი ტუჩები ისეა დაღრეცილი, თითქოს რაღაც ძა-
ლიან უგემური მიირთვა. ტირილისას პირველმა წამოკივლებამ
ჰოლში მყოფი ადამიანები აიძულა, ენგსტრომებისკენ გაეხე-
დათ, მაგრამ შუადღისას, ექიმებსა და საავადმყოფოს სხვა თა-
ნამშრომლებს უამრავი საქმე აქვთ მოსაგვარებელი.
პრუმ ნელსონს ატირებული ბავშვი გამოართვა. როიმ დე-
დამისის კისერში ჩარგო თავი. პრუ მეუღლეს უებნება:
- ხომ არ აჯობებს, ჯუდითს ხელი მოჰკიდო და მამაშენის
სანახავად პალატაში შეხვიდე?
ნელსონს სახე აელეწა, მოეღუშა და ნერვიული მიმიკით
უპასუხა:
- არ მინდა პირველი შევიდე, რომ ბოდავდეს ან რაიმე
მსგავსი? დე, ჯერ შენ შედი, რა.
- ღვთის გულისთვის, რას როშავ? - ეუბნება ჯენისი ისეთი
ტონით, თითქოს მათი ერთადერთი შვილის უნიათობისადმი ჰა-
რის შეუვალი დამოკიდებულება ახლა უმძიმეს ტვირთად ერ-
თბაშად მას დააწვა მხრებზე, - ორი საათის წინ ტელეფონზე
ველაპარაკე და საკმაოდ ნორმალურად საუბრობდა.

257
მკითხველთა ლიგა

წინადადება დაასრულა, ჯუდითს ხელი ჩასჭიდა და ერთად


გაუყვნენ მოლაპლაპე მიხვეულ-მოხვეულ დერეფანს 326-ე
ოთახის ძიებაში. რიცხვი ჯენისის მეხსიერებისთვის ნაცნობია,
მასში სუსტი ზარივით რეკავს, მაგრამ საიდან, რომელი ცხოვ-
რებიდან ახსოვს?
პრუ მოუხერხებელ, მაგარ სკამზე ზის, ალბათ ბალიში სპე-
ციალურად ააცალეს, მოყიალენი და უსაქმურნი დიდხანს რომ
არ დაყუდებულიყვნენ. პრუ როის ეალერსება და ეღუღუნება,
ცდილობს დაამშვიდოს. ხუთ წუთში სლუკუნ-სლუკუნსა და სლო-
კინში ბავშვს ჩაეძინა. პრუ დამძიმდა და მძინარე ბავშვის
სხეულის მხურვალებისგან დასცხა. კოსტიუმი, რომელიც სამ-
გზავროდ ჩაიცვა და ჩრდილოეთის ზამთარზეა გათვლილი,
ბავშვის ტანის სიმძიმის ქვეშ იჭმუჭნება და ისე უწვავს კანს, ერთი
სული აქვს, ტანიდან მოიგლიჯოს. შენობაში, როგორც ჩანს,
კონდიციონერები გამორთული აქვთ. ჰაერის ტემპერატურა ქუ-
ჩაში ორმოცდაათს სცდება, რაც 10 გრადუსით აღემატება წე-
ლიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელ ნორმას. დღეს დი-
ლით ჰარისთვის News-Press შეიძინეს. სანამ სხედან და ელო-
დებიან პალატაში შესვლის ჯერს, ნელსონი გაზეთს შლის და
კითხვას იწყებს. რეიგანსა და ბუშს სასამართლოს უწყებები გა-
დაეცათ. 1988 წელს მკვლელობათა რიცხვი შტატში შემცირდა.
ადგილობრივი კომპანიის მფლობელი თავის თავზე იღებს პა-
ტარა ემბერის დაკრძალვის ხარჯებს. ბრუერის Standard-ისგან
განსხვავებით, პირველ გვერდზე ყოველთვის ფერადი სურათია
ჩასმული, ამჯერად - დიდი ბრიტანეთის მომწვანო რუკა ლო-
კერბის გარშემო მოზრდილი წრით. იქვე, კიდევ ორი ფოტოსუ-
რათია - ერთზე ჩემოდანი, მეორეზე კი რომელიღაც თვით-
მფრინავის აფეთქებაა აღბეჭდილი. სტატიის თანახმად, რაღაც
რთული ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს.

258
მკითხველთა ლიგა

- ნელსონ, - ფრთხილად და ჩუმად წამოიწყო საუბარი


პრუმ, რათა არ გააღვიძოს როი, თან მედდებმა არ გაიგონონ
მისი სიტყვები, - არის რაღაც, რაც მაღელვებს და მანერ-
ვიულებს.
- ჰოო? შეუერთდი ბრბოს, ყველას რაღაც აწუხებს.
- ამჯერად შენსა და ჩემს ურთიერთობას არ ვგულისხმობ,
სხვა თემაა, მრავალფეროვნებისთვის. როგორ ფიქრობ, შესაძ-
ლებელია, რომ ასე მომხდარიყო? ენა არ მიბრუნდება, ვთქვა,
მაგრამ ვაითუ, ჩემი ეჭვი გამართლდა.
- ასეთი რა გაქვს სათქმელი?
- ჩჩჩ, ასე ხმამაღლა არ გინდა.
- ჯანდაბა! ვცდილობ გაზეთი წავიკითხო. წერენ რომ კონ-
კრეტულად იციან. რომელმა ბომბმა აიტანა ჰაერში „პან-ამის“
რეისი.
- მინდოდა, ამაზე შენთან სასწრაფოდ მესაუბრა, მაგრამ
გუშინ მკვდარივით ჩაგეძინა და საშუალება არ მომეცა, მეთქვა.
- ნაცემივით ვიყავი, არადა გუშინდელი ღამე ფაქტიურად
პირველია მრავალი კვირის განმავლობაში, როცა წესიერად
დამეძინა.
- მიზეზი ხომ იცი, არა? გუშინ პირველად დაასრულე დღე
კოკაინის გარეშე, მრავალი კვირის მანძილზე.
- ეგ არაფერ შუაშია. ჩემი სხეული და დოზა მშვენივრად
ეწყობიან ერთმანეთს. შინაგანად ვარ დამსხვრეული, იმიტომ,
რომ მამაჩემი გუშინ კინაღამ დაიღუპა, ეს საკმაოდ დამთრგუნ-
ველია. უბრალოდ, იმას ვგულისხმობ, მამაჩემმა რომ დაჰკრას
ფეხი და გაღმა წავიდეს, შემდეგი ვინ იქნება? ზედმეტად ახალ-
გაზრდა ვარ იმისთვის, რომ უმამოდ დავრჩე.
- გუშინ დანგრეულად გრძნობდი თავს, ვაჟბატონო, იმი-
ტომ, რომ დანარჩენი დროისგან განსხვავებით, ქიმიური ნაერ-

259
მკითხველთა ლიგა

თი ორგანიზმში არ გქონდა. საშინელი ნერვიული დაძაბულო-


ბის ქვეშ ხარ, გამუდმებით სტრესს განიცდი და ეს ნარკოტიკის
ბრალია.
- ჩემი წყეული დაძაბული, ნერვიული ცხოვრების ბრალია.
იმ პერიოდშიც კი, როცა მე და შენ დავქორწინდით, პრობლე-
მები თავზე საყრელად მქონდა. სხვათა შორის, მაგარია, გყავ-
დეს ისეთი ცოლი, რომელსაც სექსისადმი ისეთივე ინტერესი
აქვს, როგორიც გაყინულ იოგურტს, განსაკუთრებით მას მერე,
რაც ბავშვების სასურველი რაოდენობა მოიმშობიარა.
როდესაც პრუ ბრაზდება, გამწარებისას სახე ეჭიმება, ტუ-
ჩის ზედა მხარეს ვერტიკალური პაწაწკინტელა ნაოჭები უჩნდე-
ბა, რომლებიც ულვაშს წააგავს. მას მართლაც აქვს მკრთალი,
თხელი ბუსუსები საულვაშე და ბაკენბარდების ადგილზე. გან-
რისხებული პრუს სახე ქმრის წინაშე აღმართულ, ერთგვარ
ფარს ემსგავსება. ნაზი კანი თვალებს ქვემოთ გაფითრებულა,
ისე როგორც თმის გაყოფის ხაზი. მის ჩურჩულში მოზღვავებუ-
ლი ბრაზი და გაშმაგება ისმის. ცოლისგან მსგავსი არაერთხელ
მოუსმენია. პრუ ჩურჩულით ეუბნება ნელსონს:
- საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში რატომ ჩავაგდო შენ-
თან გორაობის გამო? შე ნარკომანო! გგონია შიდსის აკიდება
მინდა შენგან, შენი ბინძური ნემსებისგან, როცა სპიდბოლით
კაიფობ ან იაფფასიან კოქსის ბოზებთან დაეთრევი ღამის ორ
საათამდე?
პრუს კისერზე მიკრული როი შეხტა და ასლუკუნდა. ორი
მედდა დახლის უკან, საწერ მაგიდასთან განგებ ხმამაღლა აშ-
რიალებს ქაღალდებს, ვითომ იმისთვის, რომ ყურის გდებას
თავი აარიდონ.
- შე უტვინო ძუკნა! - რბილად პასუხობს ნელსონი და ისე
იღიმება, თითქოს რასაც ამბობს, სასიამოვნოა, - წამალს არ

260
მკითხველთა ლიგა

ვიკეთებ, ნემსებს არ ვიყენებ და კოქსის ბოზებს არ ვჟიმავ. არც


ვიცი კოქსის ბოზი რა არის და უეჭველია, არც შენ იცი.
- რაც გინდა, ის უწოდე, მათ დაავადებებს ნუ გადმომდებ.
ხმის ტემბრის უცვლელად, ნელსონი ლამის ალერსიანად
პასუხობს:
- ძალიან მაინტერესებს, როდის მერე გავხდით ასეთი მა-
ღალზნეობრივები? რომელი უმწიკვლო კრავი შენ ხარ? რა,
წმინდანობა მოინდომე? დიდი თახსირი ვინმე იყავი, არ გიჭირ-
და მორალზე მაღლა შენი სიბილწის დაყენება. თუნდაც, მელა-
ნი, შენი ჩათლახი დაქალი, რომელიც თავის გავას გაუთავებ-
ლად თვალწინ მიქიცინებდა, გამაყოლე ბრუერში, მხოლოდ
იმისთვის, რომ გეკონტროლებინე და არსად გაგქცეოდი. რა
გარეწარი უნდა იყო, საკუთარი დაქალი ქმარს შეუგორო ლო-
გინში.
ნელსონი ცოლის გაღიზიანებით თავს საკმაოდ კომფორ-
ტულად გრძნობს. ქალის ფერმკრთალი, დროთა განმავლობა-
ში ფარადქცეული სახე უფერული ბუსუსებით, მრისხანედ მორ-
კალური წარბებით იერიშის მისატანად იწევს, მხედველობის
არეს უზღუდავს, ზღვარს მიღმა მიმალულ მოსალოდნელ საფ-
რთხეს აშიშვლებს. პრუ, რომელიც ხვდება, ანკესზე წამოაგეს
და მისი გაგულისებით სიამოვნებას იღებენ, დაბნეული ეუბნება
მეუღლეს:
- მერამდენედ უნდა გადავღეჭოთ ერთი და იგივე თემა,
ხომ ვილაპარაკეთ ამის თაობაზე, ნელსონ ენგსტრომო? ნამ-
დვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მელანის შეუძვრებოდი ლო-
გინში. საკმარისად ჩურჩუტი და მიამიტი ვიყავი, მჯეროდა, რომ
გიყვარდი, გენდობოდი, ვთვლიდი, რომ მშობლებთან საქმის
მოგვარებით იყავი დაკავებული.

261
მკითხველთა ლიგა

ურთიერთბრალდებების შეკრული წრე ამაზრზენია და ერ-


თფეროვანი, არის ამაში რაღაც ტკივილამდე ნაცნობი. ნელსო-
ნი ბრალმდებლის როლში თავს, როგორც თევზი წყალში, ისე
გრძნობს, მისთვის თავდასხმა გარკვეული თავშესაფარია. ღა-
მით, როცა ორივეს სძინავს, პრუ თავისი ფუმფულა გრძელი ხე-
ლით ხშირად ეხვევა ოფლისგან დასველებულ მის მკერდს,
ნელსონი ემბრიონის ფორმას იღებს და უკანალით ეკვრის ცო-
ლის ბეწვიან ნაკეცს.
- ასეც იყო, - პასუხობს ნელსონი და უკვე აშკარად აჯავ-
რებს, - მაშინ მშობლებს მოველაპარაკე. ჰოდა, რის თქმა გინ-
დოდა?
- რის შესახებ?
- რაღაც უნდა გეთქვა, მაგრამ ვერ მითხარი, ვინაიდან ჩა-
მეძინა, შენი მტკიცებით, იმის გამო, რომ, კაიფში არ ვიყავი.
მან თავი უკან, სკამის საზურგისკენ გადააგდო და ამოიოხ-
რა. ნელსონი საკუთარ სისხლს, ნაჩვევი დანამატების გარეშე,
მძიმედ ეგუება. მიწაზე დაშვება და გამოფხიზლება უფრო მკა-
ფიოდ გაგრძნობინებს, თუ, ჩვეულებრივად, რა სიმაღლეებზე
ხარ ხოლმე.
- ღმერთო, - თქვა ნელსონმა და ამოიოხრა. - კარგი იქნე-
ბა რეალურ სამყაროს დავუბრუნდეთ. ისე, გუშინდელთან და-
კავშირებით მართალი ხარ. წამალი არც მქონდა და ვერ გავე-
დი საშოვნელად. როგორც კი დაბრუნდით, დედა მანქანას
დაეპატრონა. ვალჰალა-ვილიჯში კი ვერაფერს იშოვი, ვიტამი-
ნების, გერიტოლის აბების გარდა.
პრუს ხმა ცოლქმრული თანაგრძნობის გამო შერბილდა.
- იცი, ასეთი უფრო მომწონხარ, - აღიარებს პრუ, - ყოველ-
გვარი ხელოვნური დანამატების გარეშე.

262
მკითხველთა ლიგა

ნელსონის დაჭიმული და დაძაბული პატარა პროფილი,


მძიმე ნაფიქრის ნაკვალევით, საფეთქლებთან შეპარული გამე-
ლოტებით, დაბალანსებული წვრილი ბუჩქა ულვაშებით თით-
ქმის სიმპათიურია. მის ვირთხის კუდში მიმოფანტული ჭაღარა
თმის ღერები პრუს გულზე ისე ხვდება, თითქოს მისი ბრალია,
რომ ჭაღარა გამოერია.
ნელსონი დაღლილი მოწყენილობით ამჩნევს ცოლის
ყოვლისმპატიებელ ტონს. მასში მკვეთრად ისმის, რომ პრუ ამ
ქორწინების დამთმობი არ არის, მოთმინების ფიალა ჯერ არ
ავსებია. ასე რომ, ნელსონს გასაქანი დიდი აქვს, თავს შებორ-
კილადაც კი არ გრძნობს.
- ყოველთვის ერთნაირი ვარ, შემიძლია მივიღო წამალი,
ასევე შემიძლია მოვისროლო კიდეც. გუშინდელთან დაკავში-
რებით, იქნებ მართალიც ხარ. არ ვიცი, რის გამო, შეიძლება
მამაჩემის პატივისცემის გამო, ან რაიმე სხვა, უბრალოდ გადავ-
წყვიტე, გუშინ არ მიმეღო დოზა. ეს არავის გინდათ გაიგოთ,
მიტოვება ყოველ წუთსაა შესაძლებელი, დამოკიდებული არ
ვარ.
- მშვენიერია, თუ ასეა, - ამბობს პრუ და მის ხმაში სირბი-
ლემ იმატა, - ჩემი მეუღლე გამონაკლისია, რომელიც ახალ კა-
ნონებს აწესებს.
- მოიცა რა, ჩვენ სხვა არაფერი გვაქვს სალაპარაკო?
- ეს გასაოცარი ამბავია, - წამოიწყო პრუმ, - ჯუდითის აფ-
რის ქვეშ მოყოლა. განა აფრა საკმაოდ პატარა არაა? თან, ხომ
კარგად იცი, რამდენად შესანიშნავი მოცურავეა ჩვენი გოგონა.
როგორ გგონია, შესაძლებელია, რომ..
- რა?
- ...რომ თავი მოეკატუნებინა, დამალობანას თამაში წამო-
ეწყო მამაშენთან და ეს თამაში უმართავი გამხდარიყო?

263
მკითხველთა ლიგა

- ჰო, იმდენად უმართავი, რომ ლამის მოკლა, ხომ? რა


აზრები მოგდის თავში? საწყალი მამა, - ნელსონის პროფილი
გულიანად იღიმის, მისი ბუჩქა ულვაშები ზემოთკენ იწევს და
ლამის გამიზეზებულ, გაწითლებულ პატარა ცხვირს ეხება.
- არ მგონია, ასე ცივსისხლიანად ვერ მოიქცეოდა. წარმო-
იდგინე, რამდენად შორს ეჩვენებოდა, რომ იყო ნაპირისგან,
თავი ზვიგენებით გარშემორტყმული ეგონა. არა, ამ ვითარება-
ში თამაშებს არ წამოიწყებდა.
- ვერ ვიტყვით, სინამდვილეში იქ რა ხდებოდა, ან რამდე-
ნი წამი თუ წუთი გრძელდებოდა ყოველივე. ბავშვების ტვინი
ჩვენი გონებისგან ბევრად განსხვავებულად მუშაობს. მამაშენი
ხშირად აჯავრებდა, რაღაცნაირი გამომწვევი ტონით ელაპარა-
კებოდა. არ ვამტკიცებ, რომ ჯუდითმა ამის გამო სისასტიკე ან
შურისძიება ჩაიდო გულში-მეთქი, შესაძლოა, სამაგიეროს გა-
დახდის გზას ბავშვურად მიაგნო.
ნელსონის ღიმილი მის ოღროჩოღრო, მონაცრისფრო
კბილებს აჩენს, რაც უნდა გულდასმით ხეხოს კბილის ჯაგრი-
სით, წმინდოს კბილის ძაფით, გამოიყენოს სპეციალური ჯაგრი-
სი რეზინის დაბოლოებით, - პიჟამაში გამოწყობილი, საკმაოდ
დიდ დროს უთმობს კბილების მოვლას - სიქათქათეს ვერა და
ვერ სძენს მათ.
- თავიდანვე ვიცოდი, არ იყო კარგი აზრი ჯუდითის გაყვანა
ზღვაში „მზის დამჭერით“, როდესაც ჰარის ნავებისა არაფერი
გაეგება, - ამბობს ნელსონი, - თქვი, ხომ ამაყობდა, ჯუდითის
სიცოცხლე რომ გადაარჩინა?
- სანაპიროზე მომეჩვენა, რომ სასწრაფო დახმარებას მა-
რადისობა ველოდით. მე კი მითხრეს, რომ მხოლოდ შვიდი წუ-
თი გავიდა. მამაშენი ბედნიერი იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე
ჩანდა. ტვირთისგან გათავისუფლებულად გრძნობდა თავს იმ

264
მკითხველთა ლიგა

საშინელი ტკივილის მიუხედავად, რასაც განიცდიდა. სუნთქვაც


კი უჭირდა, მაინც ცდილობდა, ეხუმრა, რათა ჩვენ გავემხიარუ-
ლებინეთ და გვაცინებდა. მითხრა, რომ ფეხის ფრჩხილებზე
ლაქი თავიდანაა გადასასმელი.
ნელსონმა მოხუჭული მეოცნებე თვალები უეცრად გაახი-
ლა და მიაშტერდა არა კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტს ამ
საავადმყოფოს კეთილისმყოფელისას, არამედ უფრო შორს,
წარსულისკენ მიმართა მზერა.
- ხომ იცი, პატარა და მყავდა, - ეუბნება მას ნელსონი, - ის
წყალში დაიხრჩო.
- ვიცი. როგორ შეიძლებოდა ამის დავიწყება?
ნელსონი ისევ სიშორეს მისჩერებია დაბინდული, ვერაფ-
რის დამნახავი თვალებით. ხანმოკლე დუმილის მერე ამბობს:
- მაგიტომაც იყო ბედნიერი, ამის გადარჩენა მაინც რომ
შეძლო.
და მართლაც, პირაღმა მწოლიარე, მედიკამენტებით გაჟ-
ღენთილი და მილაკებზე შეერთებული, სადენებში გახლართუ-
ლი ჰარის გონების თეთრ, უკიდეგანო, ტკივილიან სიცარიელში
მის მიერ გადარჩენილი ჯუდითის სახე კრთის, ბზინვარე სპი-
ლენძისფერი თმითა და ჭორფლით. ჰარის წარმოსახვაში
თვალწინ უდგას ეს პაწაწინა სრულქმნილება გრძელი წამწამე-
ბით, თითქოს ლინოტიპით ჩასმული თვალის ჭრილებით და სი-
ხარული ეუფლება. ბავშვი ოჯახის ჯოჯოხეთურ წყევლაში მოხ-
ვდა, მაგრამ გამარჯვებულმა და უვნებელმა დააღწია თავი. გო-
გონა მალე ცოცხალი გააღწევს ფლორიდიდან, იმ შტატიდან,
რომელიც სიკვდილს ასე უყვარს.
26 საათის წინ მომხდარი კოლაფსი ბაჭიასთვის ნეტარების
წყაროცაა. მაშინ, როცა ცხელ ქვიშაზე უნუგეშოდ ეგდო, დახუ-
ჭულ თვალებს მიღმა მხოლოდ ბუნდოვან სიწითლეს არჩევდა,

265
მკითხველთა ლიგა

უეცრად, დაბრმავებული და ტკივილით მოცული, მის ირგვლივ


მოფუსფუსე პროფესიონალთა ყურადღებით გარემოცული აღ-
მოჩნდა. სულის სიღრმეში ბაჭიას ისეთი განცდა ჰქონდა, თით-
ქოს მთელი ცხოვრების შორეული ფუჭი მოგზაურობიდან შინ
მიჰყავთ. უფსკრულში ჩავარდნილი ჰარი, სამყაროს აღიქვამს
როგორც ბუნდოვან აირის მასას, ზევით რომ მიიწევს. ყურად-
ღებიანი და მზრუნველი ექიმების, მედდებისა და ექთნების სა-
ხეები, რომლებიც მოცვივდნენ, რათა მას სასწრაფო სამედიცი-
ნო დახმარება გაუწიონ, ცის ღრუბლებში მოლივლივე სადღე-
სასწაულო ბუშტებს ჰგვანან. სინათლით გაჟღენთილ ამ საავად-
მყოფოში ყოველგვარი სიმძიმე ჩამოშორდა. ამ საკმაოდ საქ-
მიან შენობაში სასწაულები ჩვეული ამბავია, თუმცა არცთუ ისე
იაფი. ჰარის კათეტერი უკვე მოაშორეს. შემაწუხებელი პრობ-
ლემაა, რომ გაუთავებლად მოშარდვის სურვილი აქვს, რადგან
მის სხეულში წვეთოვანით ათასგვარ სითხეს უშვებენ. ლოგინის
ქვეშ ქოთანია, ისე უნდა მოისაქმო, რომ მილები და სადენები,
რომლებზეც მიერთებულია, არ გამოვარდეს. სადენები გულის
კუნთის მუშაობის მაჩვენებელი მონიტორისკენ მიიხლართება,
ჟანგბადის მისაწოდებელი მილაკები კი ცხვირში აქვს გაჩრილი.
არის კიდევ ერთი პრობლემა - ნისლი. ამერიკული ფეხ-
ბურთის მატჩი, რომელსაც მოუთმენლად ელოდებოდა. ფინა-
ლური თამაში ფილადელფიელ არწივებსა და ჩიკაგოელ დათ-
ვებს შორის, ჯარისკაცის მოედანზე ჩიკაგოში მიმდინარეობს.
მატჩი ახლა გადაიცემა ტელევიზიით. ტელევიზორი მიხაკისფე-
რი ემალის სამაგრით სულ რაღაც ორიოდე მეტრის დაშორე-
ბითაა მიმაგრებული. თამაში 12:30 ზე დაიწყო, გამოსახულება
ტელეეკრანზე უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, მოთამაშეები
და, მთლიანად, მინდორი მიჩიგანის ტბიდან წამოსულმა უპრე-
ცედენტო ნისლმა შთანთქა. ბოლოს ტელერეპორტაჟი იმის აღ-

266
მკითხველთა ლიგა

წერად გადაიქცა, რაც გვერდითი კამერების არეალში ხვდება.


მაყურებლები და კომენტატორები უარესად ხედავენ მოედანს,
ვიდრე საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე, წამლებით გაბ-
რუებული ბაჭია.
- ვიღაც ბრწყინვალედ ურტყამს, - ამბობს ერთი კომენტა-
ტორი. რომ დავაკონკრეტოთ, ტერი ბრედშოუ, ზუსტად ის
ბრედშოუ, რომელსაც 80-იანების დასაწყისში, სუპერთასზე თა-
მაშისას, ახალბედა, იღბლიანმა სტოლვორსმა ბურთი ცხვირ-
წინ ააცალა. სადღაც ზედა ადგილებში ნისლში გახვეული მაყუ-
რებელი ყიჟინას სცემს და ღრიალებს, შეძახილები არ ემთხვე-
ვა თამაშის იმ მიმდინარეობას, რომელიც ეკრანზე ჩანს - ტრი-
ბუნებზე მყოფი ადამიანები ცდილობენ თამაშს ელექტროდაფის
მიხედვით ადევნონ თვალი.
ერთი ტელეკომენტატორი შავკანიანია, ბაყაყისებური
გადმოკარკლული თვალებით. ეს ის კაცი ხომ არ არის, რო-
მელმაც ბილ კოსბის ცოლი შეირთო ცოლად? მეორე - თეთ-
რკანიანია, ხორკლიანი სახით, რომელიც აღშფოთებას ვერ მა-
ლავს. ღმერთმა როგორ დაუშვა ასეთი რამ, ხელი ეშლება CBS
-ის ტრანსლაციას, დაგეგმილ შოუს, რომელშიც სპონსო-
რები წუთში მილიონობით დოლარს იხდიან და რომელსაც მი-
ლიონობით გულშემატკივარი უყურებს. კომენტატორები ერთსა
და იმავე შეკითხვას იმეორებენ: რატომ არ შეიძლება ოფი-
ციალურმა პირებმა თამაში სხვა დღისთვის გადადონ? ჰარი
თვლის, რომ ნისლი საკმაოდ მოწყალეა, რადგან უნიათო თა-
მაშის გამამართლებელი მიზეზია. დასაწყისში არწივებმა ძალი-
ან სუსტად დაიწყეს თამაში. ენტონი ტონიმ კანინგჰემის მშვე-
ნიერი ჩაწოდება თავისი სულელური თამაშით გააფუჭა, მერე კი
ამ დოყლაპია ახალბედა ჯეკსონმა, როცა გახსნილი იყო და
მშვენიერ პოზიციაში იმყოფებოდა, დამიწების ზოლთან ახლოს

267
მკითხველთა ლიგა

ჩაწოდება არ გააკეთა. ნისლში გახვეული თამაში, შეჯავშნული


მოხეული ტიპები, არაფრისგან ჩნდებიან და მერე ისევ ბურუსში
ეხვევიან. ბაჭიას ახლებურ, ერთ ადგილას გაშეშებულ, უძრავ
სამყაროში ყოველივეს განსაკუთრებული სილამაზის ელფერი
დაჰკრავს. ეს განცდა მისეულია და პირადი. ბუნების იერიშით
გაოგნებული კომენტატორები აღიარებენ, რომ ცხოვრებაში
მსგავსი არაფერი უნახავთ.
ჰარი უცებ ვერ აცნობიერებს, რომ მნახველებისთვის გარ-
კვეული წარმოდგენაა გასამართი და მათ სტუმრობას ისე ვერ
მიიღებს, როგორც სხვა არხზე ტელევიზორის გადართვას. სა-
რეკლამო პაუზისას ზორბა შავკანიანი ჯეელი უჩვენებს, თუ
რაოდენ მარგებელი და ტონუსის მომცემია ლუდი „მილერი“,
ბუმბულივით მსუბუქად წევს მთელ საბილიარდო მაგიდას და
ყოველი ბურთი სავარაუდოდ, ერთ ლუზაში გროვდება. ბაჭიას
მზერა ჯუდითის დაძაბულ სახეზე გადააქვს. გოგონას სახე სუფ-
თაა, გასხივოსნებული, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, რო-
გორც ახალთახალი საათის მექანიზმი, ჯერ მტვერდაუდებელი
და დაუჟანგავი. ჰარი ეუბნება:
- მე და შენ ხომ ვისწავლეთ, ჯუდი, როგორ არის საჭირო
შემობრუნება?
- როგორც მაკრატელი, - პასუხობს გოგონა და პატარა
თითებით აჩვენებს ჟესტს, - რუმპელი აფრისკენ.
- მართალია, - პასუხობს ჰარი. იქნებ პირიქითაა, აფრიდან
მოშორებით? მისი გონება დანისლულია, ხმა ხრინწიანი და
ცხვირისმიერი, მისას არ ჰგავს. ხორხი ჩაკაწრული აქვს იმ პრო-
ცედურების გამო, რაც საავადმყოფოში მოყვანამდე გაუკეთეს:
სავარაუდოდ, ჟანგბადის აპარატით ჩაუწვეს ყელი, მაშინ ვერ
აზროვნებდა, მერე კი რაღაც შეასხურეს და საერთოდ გაითიშა.

268
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, ექიმმა შენს მდგომარეობაზე რა თქვა? - ეკითხება


ჯენისი, - რა უნდა ვქნათ?
მეუღლე ლოგინის ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა. უფრო
სწორად, ეს სკამი კი არა, თანამედროვე ინვალიდის ეტლია.
რაღაცით ფრედ სპრინგერის საყვარელ სავარძელს წააგავს,
უბრალოდ ის უძრავი იყო, ამას კი გორგოლაჭები დაამატეს.
ჯენისს შეშფოთებული და შეშინებული გამომეტყველება აქვს.
შუბლზე ნერვიულ ნაოჭებს მოუყრია თავი, პირი დაბნეულობის-
გან ოდნავ მოღებულია და ჩანს ნახევარდიუმიანი ზომის შავი
ღარი. ორ ფერში გაწყობილი სპორტული სამოსით, ჯენისი უფ-
როსი თაობის ბოულინგის ჩემპიონს წააგავს. სახე ზედმეტი ულ-
ტრაიისფერი სხივებისგან გაუხეშებული აქვს. მის ყვრიმალებზე
ორი ბორცვი შეინიშნება, ნაიარევი გეგონება. წარბებს ქვეშ ნა-
ზი კანი დანაოჭებულია. ასაკის მატებასთან ერთად თითოეული
ადამიანის ყოველი ნაკვთი უფრო და უფრო მეტ ნაოჭს იძენს.
- ერთმა ექიმმა მითხრა ათლეტის გული გაქვსო. უსაშვე-
ლოდ დიდი გარედან და საკმაოდ პატარა შიგნით. კუნთი ზედ-
მეტად თხელია. თურმე გული ისე არ გამოიყურება, როგორც
ვალენტინობის მოსალოც ბარათზე, ის უბრალოდ კუნთია. ტუმ-
ბოსავით ექაჩება სისხლს ტალღოვანი მოძრაობით, აი ასე, -
ჰარი თავის პატარა აუდიტორიას უჩვენებს მტოკავ მუხტს, დარ-
ტყმა, პაუზა, დარტყმა, პაუზა. ჯუდი გულის მონიტორის ეკრანს
გაფაციცებული უმზერს, რომელსაც ჰარი ვერ ხედავს, მაგრამ
ვარაუდობს, რომ მისი პატარა ძალდატანებითი მოძრაობა ზუს-
ტად ასახავს კარდიოგრამაზე აღბეჭდილ გულის ფეთქვის
კვალს. ჯენისის თვალებმაც მონიტორისკენ გადაინაცვლა, ოთ-
ხი მოციმციმე, სარკისებური თვალი მისჩერებია ელექტრონულ
რხევას, ორივეს ოდნავ დაუღია პირი და ერთნაირი შავი პატა-
რა ღარი გასჩენიათ ტუჩებთან. იმ ორს შორის გენეტიკური

269
მკითხველთა ლიგა

მსგავსების რაიმე ნიშანი ჰარის აქამდე არ შეუმჩნევია. ჰარი


საუბარს განაგრძობს:
- მათ ჩემს გულში რაღაც ნივთიერების ჩადგმა უნდათ.
გრძელი მილით უნდა შემიძვრნენ ფეხზე გამავალი არტე-
რიიდან, ასე შეძლებენ ნახონ ზუსტად, რა ხდება შიგნით. ჯერ-
ჯერობით თვლიან, რომ, ყოველ შემთხვევაში, ერთი კორონა-
ლური არტერია დახშულია და სისხლს ვერ ატარებს. ღორის
ხორცის მირთმევა გადავამეტე და ადრე, ახალგაზრდობაში, სა-
თამაშო მოედანზე მივიღე ზედმეტი დატვირთვა. თუმცა, ეს არა-
ვითარი პრობლემა არ არის. მათ ყოველგვარ პრობლემასთან
გამკლავება შეუძლიათ, ამას უკვე ყოველდღე აკეთებენ. შუნტი-
რება ისეთივე მარტივია, როგორიც წყალგაყვანილობის მილის
გამოცვლა. მითხრეს, რომ მართლაც საოცრებაა, მედიცინა
რამდენად შორს წავიდა ბოლო ათი წლის განმავლობაში და
რამდენის სწავლა შეძლეს.
- მოიცა, რას ამბობ, გულზე ღია ოპერაცია უნდა ჩაგიტა-
რონ? - ეკითხება შეშფოთებული ჯენისი.
მუშტი, რომლითაც ბაჭიამ გულის მუშაობა გამოხატა, ძა-
ლიან ემძიმება. ჰარი ფრთხილად დებს გადაღლილ ხელს ზე-
წარზე სხეულის გვერდით და წამით ხუჭავს თვალებს, რათა თა-
ვი დააღწიოს მღელვარე ცოლის სახეს.
- ამჯერად არა, შესაძლოა, სამერმისოდ. ეს, უბრალოდ,
ერთი ვარიანტია. მეორე ისაა, რომ ზონდს გააჩნია პაწია ბა-
ლონი, ის როგორღაც ივსება ჰაერით, როცა მიერთებულია არ-
ტერიასთან, სპობს ცხიმგროვას, შლის თრომბს. თასი - ესენი
ასე ეძახიან, არადა მეგონა, თასი ის არის, ჩემპიონატში რომ
იგებენ.
ბაჭია ცდილობს, ხუმარას როლში ყოფნა განაგრძოს და
ამით შეამსუბუქოს დაძაბული ვითარება. ჯენისი ვერ ხვდება,

270
მკითხველთა ლიგა

რაოდენი სიმშვიდე დაეუფლა ჰარის წამლებისგან გაბრუებულ,


ნეკნებში გამომწყვდეულ გულს. სულიც დაუმშვიდდა, როგორც
იქნა, დრო გაშეშდა, უძრავია. ტკივილგამაყუჩებელი, სისხლის
გამათხელებელი, ტრანკვილიზატორი, სისხლის გამაფარ-
თოებელი, შარდმდენი საშუალებები - ეს ყოველივე მის სხეულ-
ში წვეთ-წვეთად ჩადის. წამლებით გაჟღენთილი ბაჭია საავად-
მყოფოს ვარდისფერ ფერებში აღიქვამს გულმოწყალებისა და
მისთვის შეთავაზებული გასართობის გამო. ბაჭიას მოსწონს
მოქმედების უწყვეტობა, ხან სისხლს უღებენ, ხანაც წნევას უსინ-
ჯავენ, ამოწმებენ, აპარატურა მწყობრშია თუ არა, წვეთოვანს
უსწორებენ. ხიბლავს ბამბეულის გახამებულ თეთრ სამოსში გა-
მოწყობილი, ახალგაზრდა, ძვალმსხვილი უსუნო გოგონების
აღლუმი, მათი კანის ფერის მრავალფეროვნება. გოგონები
ზრუნავენ მის დაუძლურებულ სხეულზე, ამას მისი სქესისადმი
ხაზგასმული მოკრძალებით და ამავდროულად, უხეში პროფე-
სიული მედიდურობით აკეთებენ. მათ მოხდენილ და კოხტა სა-
ხეებზე გაწვრთნილი მიმიკაა გამოხატული, თამაშობენ ზუსტად
ისე, როგორც კინომსახიობები ან გეიშები ჩაის სახლში. ტრან-
სში მყოფ ბაჭიას თავისი თეთრკედლებიანი პალატა დეკორა-
ციებიან თეატრად ეჩვენება, სადაც უამრავი საიდუმლო გასას-
ვლელი და შემოსასვლელია. პალატა ნახევრად გაყოფილია,
მას ფარდაც კი აქვს, რომელიც მეზობლისგან მიჯნავს. მთელი
დილა მისი მეზობელი ბურტყუნებდა, აღებინებდა, კვნესოდა, ამ
ყველაფრის მერე ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ შესაძლოა, მოკ-
ვდა კიდეც. მაგრამ ჰარისთვის წარმოდგენა გრძელდება, სცე-
ნაზე ახალი მსახიობი შემოდის და ჰარი აცხადებს:
- აი ექიმიც, შეგიძლია ჰკითხო ყველაფერი, რაც ჩემი
მდგომარეობის შესახებ გაინტერესებს, - ეუბნება ჯენისს, - მე კი,
თქვენი ნებართვით, თამაშს ვუყურებ. ჯუდი, შენ კარდიოგრამის

271
მკითხველთა ლიგა

მონიტორის ეკრანს თვალი არ მოაცილო და თუ გაჩერდა, მით-


ხარი.
- ნუ იცი ასეთი ხუმრობა, პაპა! - საყვარლად გაჯიუტდა ბავ-
შვი და გაუწყრა ბაჭიას.
კარდიოლოგი, დიდი წითელკანიანი ავსტრალიელი ემიგ-
რანტი, ბ-ნი ოლმანი გახლავთ. მას ვარდისფერი კეხიანი ცხვი-
რი აქვს, ჩაწიკწიკებული, მოელვარე თეთრი კბილები, ჭაღარა
გადაგლესილი თმა. მრავალწლიანმა ფლორიდულმა კარგმა
ცხოვრებამ, მისი მშობლიური აქცენტი ადგილობრივი გაწელი-
ლი საუბრის მანერით შეცვალა. ექიმმა ჯენისის გაწვდილ პატა-
რა შოკოლადისფერ ხელს თავისი მსუქანი მოწითალო თათი
შეაგება. ბაჭიას თვალში ისინი მისი კარდიომშობლები გახდნენ
- მღელვარე და ნერვიული თხილისფერი დედა და გარეგნუ-
ლად უშფოთველი, რაციონალურად მოაზროვნე მამა.
- თქვენი მეუღლე საკმაოდ ცუდად იყო, ქალბატონო, - ეუბ-
ნება ჯენისს ექიმი ოლმანი, - როგორმე უნდა ვასწავლოთ საკუ-
თარი თავის მოფრთხილება.
- კონკრეტულად რა სჭირს მის გულს? - ეკითხება ჯენისი.
- ჩვეულებრივი რამ, ქალბატონო, გული გადაღლილია
და ავსებულია ყოველგვარი სისაძაგლით. ტიპური ამერიკული
გულია მისი ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.
ტელევიზორში აჩვენებენ ღვინო „გალოს“ რეკლამას: ტი-
პი მიდის მაღაზიაში, ემზადება ბრმა პაემნისთვის, გამყიდველ
გოგონას ეკითხება მანდილოსანთან შესახვედრად, რომელი
ღვინის ყიდვა აჯობებს, ხოლო პაემანზე უხერხულ და დაბნეულ
ვითარებაში აღმოჩნდება, ვინაიდან იდუმალ ქალბატონში ღვი-
ნის გამყიდველი გოგონა ამოიცნო.
- ერთადერთი, რაც შეგვიძლია კარდიოკათეტერიზაციის
გარეშე ამ ეტაპზე ვთქვათ, ისაა - ამბობს ექიმი ოლმანი, - რომ

272
მკითხველთა ლიგა

პრობლემა საკმაოდ სტანდარტულია: გულ-სისხლძარღვთა


სისტემის გამწევი ძალა, მარცხენა წინაგული დაზიანებულია. სა-
ბედნიეროდ, მას ძლიერი და გამძლე სისხლძარღვები აქვს,
ფაქტობრივად, მათ ხარჯზე მოვიდა აქამდე. საქმე ისაა, ქალბა-
ტონო, როცა გული საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს, ეძებს ალ-
ტერნატიულ გზას სისხლის მისაწოდებლად. მისი გულის მოს-
მენისას შიშინი ისმის, რაც, სავარაუდოდ, აორტის სარქვლის
სტენოზის ნიშანია.
ჯენისმა მეუღლეს ლამის სიამაყით გადახედა:
- ოჰ, ჰარი! შენ ხომ უჩიოდი გულის ტკივილსა და სუნთქვის
პრობლემებს, მე კი ყურადღება არ მიმიქცევია. არასაკმარისად
წუწუნებდი.
- შესანიშნავი იყო, - ამბობს გოგონა სარეკლამო რგოლი-
დან, მეოცნებე სახე აქვს, ნათელია, რომ ახალგაზრდა წყვილს
ლოგინი არ აცდება, ამ პაემანზე თუ არა, შემდეგზე მაინც, მერე
კი დაქორწინდებიან და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ.
ყოველივე კი უთუოდ ღვინო „გალოს“ დამსახურებაა.
ექიმმა ოლმენმა ჯენისს საკითხისადმი ინტერესი შეატყო
და ახსნა-განმარტების უფრო რთულ ეტაპზე გადავიდა.
- მოკლედ, თუ მას მომავალშიც ასე გაუმართლებს და და-
ზიანებული ნაწილი განშტოების ადგილას არ აღმოჩნდება, თუ
სახეზე არ გვექნა ზედმეტი რაოდენობით ჩაკირული სისხლძარ-
ღვები, ამ შემთხვევაში, უამრავი ექიმი გირჩევდათ დაგეწყოთ
მსუბუქი ანგიოპლასტიკით, მერე კი დალოდებოდით მოვლენე-
ბის განვითარებას. ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა, თითქოსდა
ინდობს თქვენს ნერვებსა და ზოგავს ფულს. რა თქმა უნდა, სხვა
ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით ახლა,
როცა ჯანმრთელობის დაზღვევა ყოველგვარ ბერკეტს იყენებს,
ხოლო ახალარჩეული პრეზიდენტი გვპირდება, რომ არავითა-

273
მკითხველთა ლიგა

რი ახალი გადასახადები არ დაწესდება. ყველა ფსიქოლო-


გიური წნეხისა თუ სხვა ვითარების გათვალისწინებით, უნდა გეს-
მოდეთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ სანახევროა
და ამით პრობლემა არ მოგვარდება, ვინაიდან სტენოზის გა-
მეორების საფრთხე საკმაოდ დიდია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ-
გვარი პროცედურის გავლა ხელახლა მოგიწევთ. გულწრფე-
ლად გითხრათ, გამართლების შანსი 50 პროცენტია. უფრო
ნათლად და კონკრეტულად, ცუდი სცენარი უფროა მოსალოდ-
ნელი. თუ დამეკითხებით, შორიდან მოვლას არ დავიწყებ და
პირდაპირ მოგახსენებთ, სასურველია შუნტირების გაკეთება.
რას ამბობთ ხოლმე ამგვარ ვითარებაში შტატებში, არასოდეს
დაიჭირო საქმე ლაწირაკთან, თუ შეგიძლია საქმე იქონიო კაც-
თან? ასე, ქალბატონო, კიდევ რა გაინტერესებთ გულთან და-
კავშირებით?
- ყველაფერი, - პასუხობს სახეგაცისკროვნებული ჯენისი.
პირველად შეხვდა მამაკაცს, რომელიც დაუზარლად მზად
არის, აუხსნას მას, რა და როგორ. ყურადღების მოსაკრებად
ქალმა ენა ოდნავ გამოჰყო კიდეც, ემზადება, სმენად გადაიქ-
ცეს.
- აბა, დავიწყოთ, - ამბობს მტკიცედ ექიმი ოლმანი. მან და-
მუშტა თავისი დიდი ხელი, ხოლო მეორე ხელის თითებით იწ-
ყებს ახსნას, თუ როგორ არის განლაგებული კორონალური
არტერიები გულის ზედაპირზე, როგორ უერთდება ძარღვების
ტოტები გულის დაუღალავ კუნთს. ჰარის დღეს ადრე უკვე ნა-
ნახი აქვს ეს და მისთვის მათი ყურება და მოსმენა მოსაწყენია.
ბაჭია ჯუდითს ანიშნებს, ახლოს მოვიდეს მის საწოლთან. ბავშვს
იგივე სამოსი აცვია, რაც ჩამოსვლისას ეცვა, ლამაზი ვარდის-
ფერი კაბა და საზეიმო ბაბთა ნაწნავის თავზე. გუშინდელმა საზ-
ღვაო თავგადასავალმა გოგონას ნესტოები დაუწვა და ნაზი კა-

274
მკითხველთა ლიგა

ნი მის მწვანე თვალებს ქვეშ წამოწითლებულია, იქ, სადაც მისი


ჭორფლები ერთი ციდაა და ფერმკრთალი. გოგონა ჰარის გუ-
ლის მონიტორის ეკრანს მიშტერებია.
- რას ხედავ? - ეკითხება ჯუდითს ჰარი.
- პატარა დაკრუნჩხულ ჭიაყელასავითაა, სულ იკლაკნება
და არ ჩერდება.
- ეგ ჩემი სიცოცხლეა, - პასუხობს ბაჭია, - ეგ არის შენი
პაპა.
გრძნობას აყოლილი ჯუდითი ლოგინზე გადაწვა და ცდი-
ლობს თავის მოხუცს ჩაეხუტოს. სიყვარულის გამოხატვისას ბავ-
შვმა შემთხვევით შეარხია ბაჭიას სხეულზე მიმაგრებული მილა-
კები და სადენები.
- აუ, პაპა, ყველაფერი ჩემი ბრალია, - აღიარა გოგონამ.
მისი სუნთქვა ცხელი ჰაერის ნაკადად ხვდება ჰარის კისერ-
ში. ჰარი ეხუტება რამდენადაც შეუძლია, ხელით, რომელიც მი-
ლაკებზე არაა შეერთებული.
- ნუ სულელობ, შენი რა ბრალია.
- გუშინ შეგაშინე და ჩემ გამო ინერვიულე.
- შენ არ შეგიშინებივარ, საყვარელო, მექსიკის ყურემ და-
მაფრთხო. შენ რა, არ შეგშინებია?
აცრემლებული თვალებით ჯუდითმა უარყოფის ნიშნად
თავი გააქნია. ბაჭია გაოცდა:
- როგორ თუ, არა? - ეკითხება ბავშვს.
მის საამური სახე ისეთ იერს იღებს, როგორც მაშინ, როცა
ქალი ცრუობს. ჯუდითი ოდნავ იპრანჭება და ისე ამბობს:
- შენ ხომ ჩემთან ერთად იყავი, თან ირგვლივ უამრავი ნა-
ვი იყო.
ჰარი გოგონას პატარა სხეულს ისევ ეხუტება, ბავშვი წინა-
აღმდეგობას არ უწევს. ჰარი ხორხში დაჭიმულობას გრძნობს,

275
მკითხველთა ლიგა

ალბათ გუშინდელი მარილიანი წყლის ყლაპვის წყალობით.


მისი თვალები ცხარე, შვების მომგვრელი ცრემლებით იბურე-
ბა. ტელევიზორში მხარბეჭიანი მამაკაცები, ვიწრო თეძოებით,
როგორც ღმერთები ოლიმპოზე, ისე დაიარებიან ნისლში. იმის
გარჩევაც კი შეუძლებელია, ვინ თეთრია და ვინ - შავი. კომენ-
ტატორები ვერაფერს ხედავენ, მაგრამ მაინც გაისმის მათი და-
ძაბული შეძახილები. თამაშის ტრანსლაციას მოსდევს სარეკ-
ლამო პაუზა, რომელშიც დაუღალავი „სუბარუ“ გაუმართავ მან-
ქანებზე გადავლით წინ, მთის მწვერვალისკენ მიიწევს.
- არხის გადართვა ხომ არ გინდა? - ეკითხება ჯუდითს და
მისი პატარა ხელი თავისი მტკივანი შებინტული ხელიდან ჩა-
ლისფერი ლითონის სახელურზე მდებარე ტელევიზორის მარ-
თვის პულტზე გადადო. ბაჭია უსასოოდ გრძნობს თავს თეთრი
კედლებით გარშემორტყმული, ისეთივე სითეთრეში, როგორიც
გუშინ ოკეანე იყო, მისი საწოლი კი თითქოს ტივია.
ჯუდი არხებზე ჩამორბენას შეუდგა: შეჯიბრება ორთაბ-
რძოლაში; აღლუმი; სარეკლამო რგოლი კარლ მოლდონის-
გან, რომელიც გვაშინებს რომ გაძარცვისგან არავინაა დაზ-
ღვეული, ერთადერთი ხსნაა „ამერიკან ექსპრესის“ სამოგ-
ზაურო ჩეკები; ფიგურული სრიალის წამიერი გაელვება, შავებ-
ში გამოწყობილი წყვილი თავის ნომერს, ყინულის მოლაპლა-
პე ნაჭერზე წარმოადგენს; ფრაგმენტი საშინელებათა ფილმი-
დან, თუ რაოდენ ძნელია, იყო ახალგაზრდა და მგელკაცი
შუაგულ ლონდონში; მას მოსდევს კიდევ ერთი ფილმი, რომ-
ლის სათაურიც გადართვისას წამიერად გამოჩნდა, „ბრიუს ლის
მუშტები“, კუნგ-ფუს ძალისმიერი, ეფექტური სცენები ჯუდის ყუ-
რადღებას რამდენიმე წუთით ატყვევებს. ექიმი ოლმანი ჯენისს
დამაჯერებელი ტონითა და ავსტრალიური ენერგიული შემარ-
თებით ესაუბრება და უხსნის საქმის ვითარებას. მისი ფრაზების

276
მკითხველთა ლიგა

ნაწყვეტები ტელეეკრანზე გამოსახულ კადრებს ერწყმის. რეჟი-


სორის მიერ შენელებული სასიკვდილო ილეთები და დარტყმე-
ბი ბუნდოვანს ხდის აღმოსავლური კოლორიტის გრაციოზუ-
ლობას.
- წინასწარი გამოკვლევა აუცილებელია... ფილტვების გა-
დატვირთულობა ჩვეული ამბავია მიოკარდიული შეტევის შემ-
დეგ... სისხლის არასწორი მიწოდება, ფილტვების ქსოვილში
შეღწევა... ჰიდრალაზინი... პერიკარდინი... დილატინი... გამო-
ნაყარი კანზე... დიარეა... გამელოტება... მიმძიმს, რომ მისი ასა-
კის ადამიანისთვის სტიმულატორის დაყენება ხდება საჭირო.
ბრიუს ლიმ ჩაატარა თავისი ილეთები... ერთი, ორი, სა-
მი... მოისროლა სიმპათიურად ჩაცმული თავზე ხელაღებულები
და ფრენა-ფრენით მიყარა ოთახის კუთხეში. ავეჯი იმსხვრევა,
როგორც, ბედის მომასწავებელი ხრაშუნა ორცხობილა.
მოულოდნელად ჯუდითმა სხვა არხზე გადართო. გამოჩნდა ჰა-
რის საყვარელი რეკლამა, რომელიღაც კანის დამატენიანე-
ბელზე, რომლის სახელსაც ვერაფრით იმახსოვრებს, მაგრამ
არ ავიწყდება მოდელის სახე და მორცხვი გამოხედვა, როცა
სააბაზანოს კარში შენარნარდება, იქიდან კი კმაყოფილი გამო-
მეტყველებით გამოდის. მისი სველი თმა ვეებერთელა რბილ
პირსახოცშია გახვეული, მოშიშვლებული მკერდი სანახევროდ
მოუჩანს, ძუძუსთავები ეკრანის გამოსახულებიდან მოჭრილია.
ნეტავ ტელევიზორის ეკრანი ოდნავ უფრო ფართო ყოფილიყო
და შენელებული კადრი ეჩვენებინათ, როგორც კუნგ-ფუს ფილ-
მებში, მაშინ წამის მეასედით თვალს მოჰკრავდა ლამაზმანის
შიშველ დვრილებს. გოგონა რეკლამიდან, ხავერდოვან ლურჯ
ტახტზე ნასიამოვნები ისვენებს, საყვარელი თვალები, ცხიმიანი
ქუთუთოებით, მოუხუჭავს. წარბები ოდნავ სქელი აქვს, ისევე
როგორც სინდი მარკეტს. რეკლამის ბოლოსკენ მოდის ეპიზო-

277
მკითხველთა ლიგა

დი, სადაც ლამაზმანი ემზადება საღამოსთვის, იცვამს ოქროს-


ფერ კაბას და მაყურებელი ხვდება, რომ მისი კანი სამოსის ქვეშ
სინაზესა და სინოტივეს ინარჩუნებს.
- არა, მოიცა, საყვარელო, - ჰარი ხვდება, რომ ჯუდი გა-
დართვას აპირებს და ხელს იწვდენს, რათა შეაჩეროს, მაგრამ
უკვე დაგვიანებულია. ჯუდი იმ არხს მიუბრუნდა, სადაც მგელკა-
ცაზე გადიოდა ფილმი. ახალგაზრდა ბიჭი ტელეფონის ჯიხურში
იკრუნჩხება, სახე ეცვლება და ბეწვი ამოსდის. აქ, რა თქმა უნდა,
ჯუდი არ ყოვნდება და ეკრანზე ჩნდება ყინულის მოედანი ფი-
გურული სრიალით, გოგონა სრიალისას მაყურებელს ზურგს
აქცევს და მისი მოკლე ქვედაბოლო ფრიალით იწევა ზემოთ.
ჰარის მჩხვლეტავი ტკივილი გულს უწუხებს, ეტყობა, ხელის
შერხევისას, ზედმეტად უხეშად მოქაჩა წვეთოვანის მილაკი,
რომელზეც მიერთებულია. დემეროლის მოქმედება ალბათ უკ-
ვე გადის. ექიმებმა მას პატარა ყავისფერი ნიტროგლიცერინის
კოლოფი მისცეს. კოლოფი მისი საწოლის გვერდით მდებარე
ტუმბოზე, ტელეფონისა და დამდგარი წყლით სავსე ჭიქასთან
ახლოს დევს. ბაჭია მოცახცახე ხელით აგდებს ერთ აბს ბოთ-
ლიდან და ენის ქვეშ იდებს, როგორც აქ ასწავლეს. წამალი
ენას უსუსხავს და სასაცილო ის არის, რომ ერთ-ორ წუთში სწო-
რი ნაწლავის ხვრელი ჩხვლეტს და ექავება.
- თქვენი მეუღლე ცხარე და მჟავე საჭმელებს ზედმეტად
ხომ არ ეტანება? - ეკითხება ექიმი ოლმანი.
- ოჰ, - ენთუზიაზმით პასუხობს ჯენისი, - მსგავს საკვებზე
შეყვარებულია.
ჰარი ხვდება, რომ მისი ცოლი ისეთი არხია, რომელსაც
ვერ გადართავ. ისეთივე მაღალი სწორი შუბლი, მოსულელო
მოღებული პირი, დღე დღეს მიჰყვება, ყველაფერი უცვლელა-
დაა, იგივე პროგრამაა. ჯენისი ისე შესცქერის ქერა ექიმის მო-

278
მკითხველთა ლიგა

წითალო სახეს, როგორც დაისის მრავლისმომცემ და მშვენიერ


სურათს. ექიმი და ჯენისი, მათგან მშვენიერი დუეტი შედგა, ერ-
თი შიგნით უძვრება ბაჭიას, მეორე ფასადითაა დაკავებული.
ალუბლისფერი „სუბარუ“ გზას იკვლევს ერთ-ერთ დასავ-
ლურ ციცაბო წაწვეტებულ ლანდშაფტზე, რომელიც ასე უყვართ
ავტომობილების რეკლამის შემქმნელებს. თვალისმომჭრელი
თხელი ტანის მქონე გოგონა, გამხდარი, როგორც საკიდარი,
პატარა ფოსოებით ლოყებზე და ოთკუთხა ნიკაპით, თითქოს
სიმაღლეში გაზრდილი, მანქანიდან გადმოდის, ეშმაკურად
იღიმის, კვერცხის ფორმის მრბოლელის მუზარადი ახურავს,
ხოლო მისი სამოსი ციმციმებს და კაშკაში გააქვს, ერთიანობაში
აღიქმება, როგორც სინათლის ასხმა. იქნებ ნელსონი მართა-
ლიც არის და „ტოიოტა“ უნიჭო კომპანიაა, ყოველგვარი ინო-
ვაციების გარეშე. მათ სარეკლამო რგოლებში ადამიანები სი-
ხარულისგან ცას სწვდებიან, როდესაც ხურდის დაზოგვას ახერ-
ხებენ. ტელეეკრანზე გამოჩნდა სტადიონზე მიმდინარე თამაშის
გახსნის საზეიმო ცერემონიალი, ახალგაზრდები, ყვავილები,
უზარმაზარი კატა გარფილდი დიდებულად ქანაობს და მიიწევს
ადამიანების თავებს ზემოთ. ჰარის სხეულში წამლებით გაბ-
რუებული მიკროკლიმატი ჩამოყალიბდა, რომელიც ბუნდოვანი
შეგრძნებით, სადღაც შორეული ქარიშხლის ბობოქრობას
აღიქვამს, ისეთ შორეულს, როგორიც მზეზე ამოფრქვევები ან
იუპიტერზე ქარბორბალებია. ისტორიისადმი ინტერესთან ერ-
თად ჰარის ასტრონომიაც იზიდავს. თუმცა მისდამი გარკვეული
ცრურწმენითი დამოკიდებულება გააჩნია... მამაო ჩვენო, რომე-
ლი ხარ ცათა შინა...
- ტონობით ქონია დაგროვილი მის ორგანიზმში, - ამბობს
ექიმი ოლმანი, - ცხიმის მდინარეები, ცხიმგროვების გადაჭარ-
ბებული რაოდენობა ადრე თუ გვიან გარკვეულ პრობლემას

279
მკითხველთა ლიგა

ქმნის. ცხიმიანი ხორცი, ღორის კუპატი, შიგანი, ძეხვეული, შე-


ბოლილი ხორცი, ჰოთდოგი, მიწისთხილის კარაქი, მარილიანი
თხილი...
- რაც ჩამოთვალეთ ყველაფერი გაგიჟებით უყვარს, უზო-
მოდ მსუნაგია, - ჯენისი აჟღურტულდა და მგზნებარედ აჰყვა
ქმრის კრიტიკას; სიამოვნებით კეკლუცობს და თან მეუღლის
უწესო საიდუმლოებას მოურიდებლად ამხელს, - მას თხილი
ქვეყანას ურჩევნია, - დაასმენს ექიმთან ჰარის.
- ეს მისთვის ყველაზე საზიანო, ყველაზე ცუდია, - ექიმი
ოლმენი ახლა უფრო ჩქარა ლაპარაკობს და მისი ხმა გაწელი-
ლი სიტყვებით საუბრის მანერას იცვლის, - ცხიმების ყოვლად
ზღვარგადასული რაოდენობაა. საერთოდ არაფერს ვამბობ მა-
რილზე, მისი კვების რაციონიდან ისიც ამოსაღებია. აკაჟუ, მა-
კადამია ანუ ავსტრალიური ნიგოზი, განსაკუთრებით ნიგოზი,
მისთვის ძალიან მავნებელია, ჩამონათვალი საკვები თქვენი მე-
უღლის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად ცუდია.
ექიმი როლში შეიჭრა და ჯენისის თავზე ისე მოიხარა,
თითქოს ფოსოში გოლფის ბურთის ჩაგდება უნდოდეს:
- მარგარინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, კარაქი, ღო-
რის ქონი, კვერცხის გული, რძე, ნაყინი, დამდნარი ყველი, ხა-
ჭო, ნებისმიერი ხორც-პროდუქტი, ასევე ნახევარფაბრიკატები,
მზა კერძები, თითქმის ყველაფერი, რასაც, თქვენ, როგორც
საკვებს, ყიდულობთ, საწამლავია, ქალბატონო, ნამდვილი სა-
წამლავი. მერე სიას ჩამოგიწერთ, შეგიძლიათ შინ წაიღოთ და
შეისწავლოთ.
- რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მომცეთ სია, მაგრამ ჩემი რძა-
ლი სწავლობს დიეტოლოგიას, უკვე უამრავი სია აქვს.
რეპლიკის დასრულებისას სცენაზე პრუც გამოჩნდა. სამ-
გზავრო ტანისამოსში, სამგანზომილებიანი კუბიკებით შემკულ

280
მკითხველთა ლიგა

კოსტიუმში გამოწყობილმა თავისი ქალური ფართო ფორმებით


ოდნავი გაუბედაობით შეავსო შემოსასვლელი კარი. ჯენისი
ვერ ჩერდება, ვერაფერს ამჩნევს, განაგრძობს ნავთის ცეცხლზე
დასხმას და ეუბნება ექიმ ოლმენს:
- აი, ეს ადამიანი წლების მანძილზე იმას უმეორებდა ჰა-
რის, რაც თქვენ თქვით ახლა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მოსმენა
და დაჯერება არ იცის. თვლის, რომ ამ ყველაფერზე მაღლა
დგას, მას თავი ისევ თინეიჯერი ჰგონია.
ექიმი უკმაყოფილოდ ფრუტუნებს:
- ყმაწვილების ორგანიზმიც კი, რომელთაც ნივთიერებათა
ცვლა სრულ მწყობრში აქვთ, ვერ მოახერხებს დაწვას ასეთი
რაოდენობის ცხიმი და ნახშირწყლები, რა საკვებითაც ასაზ-
რდოებს მათ აქაური კვების მრეწველობა. ინფარქტის შემთხვე-
ვები საკმაოდ გაახალგაზრდავდა მთელი ჩვენი ღვთით და-
ლოცვილი ქვეყნის მასშტაბით, - მისი ხმა ბოლო წინადადებაზე
შერბილდა, როგორც ტიპურ სამხრეთელებს სჩვევიათ.
პრუმ თავისი სამგანზომილებიანი სამოსით ერთი ნაბიჯით
წინ წაიწია.
- ბოდიშს გიხდი, ჯენის, - რძალი საშინლად უხერხულად
გრძნობს თავს, რცხვენია იმის გამო, რომ დედამთილს სახე-
ლით მიმართავს, - ვიცი, რომ ჰარისთვის ამდენი მნახველის
ერთდროულად მიღება არ შეიძლება, მაგრამ ნელსონი ლამის
გაცოფდეს, ეშინია თვითმფრინავზე არ დავიგვიანოთ.
ჯენისი იმდენად სწრაფად წამოხტა სავარძლიდან, რომ
ინვალიდის ეტლი დაიძრა. უცაბედი წამოდგომის გამო შებარ-
ბაცდა, მაგრამ შეიკავა თავი.
- მე გავალ, შენ მიესალმე ჰარის და ჯუდი გამოიყოლე,
როცა გამოხვალ. ჰარი, შემოგივლი, როცა ამათ თვითმფრი-
ნავში ჩავსვამ და გავამგზავრებ. მაგრამ გაითვალისწინე, დღეს

281
მკითხველთა ლიგა

საღამოს ვალჰალა-ვილიჯში ორიგამის გამოფენაა, რომელსაც


ვერაფრით გამოვტოვებ, კაცი იაპონიიდანაა ჩამოსული, - ჯენი-
სი პალატიდან გადის, ჯუდითი თიშავს ტელევიზორს „მიდასის“
ფირმის ავტომობილების მაყუჩებზე სასაცილო რეკლამის
შუაგულში და მას მიჰყვება.
ექიმი ოლმანი ენერგიულად ართმევს პრუს ხელს, ზვიგე-
ნის თეთრ კბილებს აჩენს და ეუბნება:
- ქალბატონო, ასწავლეთ ამ ჯიუტს, როგორ უნდა იკვე-
ბოს, - შემდეგ გაშლილ ხელს უცაცუნებს ჰარის მხარზე, - ნახე-
ვარი საუკუნისთვის, მეგობარო, საკმარისზე მეტი უვარგისი საჭ-
მლით ამოიყორეთ კუჭი, იქნებ საკმარისია? - ექიმი ოლმანიც
გადის პალატიდან.
მოულოდნელად მარტო დარჩენილი ჰარი და პრუ იმორ-
ცხვებენ და გაუბედავები ხდებიან.
- ეს რა მაგარი ჯეელია, უტევს და უტევს ამერიკას, - ამ-
ბობს ჰარი, - თუ აქ საკვები არ ეპიტნავება, წაბრძანდეს იქ,
საიდანაც ჩამოვიდა და ჭამოს კენგურუები.
მისი მაღალი რძალი თავის დიდ წითელ მტევნებზე თი-
თებს იმტვრევს, აწვალებს ხელზე საქორწინო ბეჭედს. ჰარის
ლოგინის კიდისკენ მიიწევს:
- ჰარი, თავზარდაცემულები ვართ იმის გამო, რაც შეგემ-
თხვა.
- შენ გარდა ვინ კიდევ? - ბაჭიას მტკიცედ აქვს გადაწყვე-
ტილი უდარდელი გმირის როლი მოირგოს, - ბოგი კასაბლან-
კის აეროპორტში, ფლინი მდინარე „ლითლ ბიგ ჰორნის“ ველ-
თან, ჯორჯ სანდერსი დეიგონში ტაძრის ნგრევისას, ვიქტორ მა-
ტიური, რომელმაც სვეტები გასწია.

282
მკითხველთა ლიგა

- რა თქმა უნდა, ნელსონი. არა მგონია, მას ერთი წუთით


მაინც დაეძინა გუშინ. გამუდმებით შენზე ფიქრობდა. ამის გამო-
ხატვა არ შეუძლია, მაგრამ მას უყვარხარ.
ჰარი თავშეკავებულად იცინის, ვინაიდან უფრთხილდება
მის შიგნით სავალენტინოდ შეკერილ გულს, ზედმეტი ძალდა-
ტანებისგან არ გაერღვეს.
- ჩემსა და ბიჭუნას შორის ნამდვილად რაღაც არის, არ
ვიცი, მაგას შენ სიყვარულს უწოდებ თუ არა.
პრუ დუმს და უსიტყვოდ შესცქერის მუქი მწვანე თვალებით,
მისგან დაჰყვა ჯუდითს თვალის ფერი, უბრალოდ, მისი თვალე-
ბის ფერი უფრო ღიაა და სუფთა, - კარგი, მე მიყვარს, შესაძ-
ლოა მისთვის სხვაგვარად არის და სადღაც გაქრა ჩემდამი
გრძნობა. ბიჭუნა, რომელიც იმედის თვალით შემოგყურებს, შენ
კი აწბილებ მას, რთული გადასატანია და ძნელად დასავიწყე-
ბელი.
- ყველაფრის მიუხედავად, მისთვის მაინც ძვირფასი ხარ,
- არწმუნებს მას პრუ ახსნა-განმარტების გარეშე, თუ რას გულის-
ხმობს ყველაფერში.
მისი სფინქსისებური ვარცხნილობა დღეს აწეწილია. პა-
ლატის განათებაში მკვეთრად ჩანს უფერული, გადახუნებული
თმის დაუჯერებელი, არეული ღერები. ბაჭია გრძნობს, რომ
პრუს მისთვის უამრავი რამის მოყოლა უნდა, მაგრამ ვერ ბე-
დავს. წამით ჰარის თვალწინ გაუელვა და მოაგონდა იქ, რო-
დესაც ნახევრად უგონოდ ეგდო სანაპიროზე, როგორ წამოად-
გა პრუ თავს. ქალის სხეულში გამომწყვდეული მღელვარება
შემოსილი თეთრი საცურაო კოსტიუმით, ჩრდილს მიფარებული
სახე, მის გვერდით კი შავი ღრუბლის მსგავსად ჩამოწოლილი
ედ ზილბერშტეინის ვაჟის სიფათი. გრეგის უხეში შავი კულულე-
ბი, თხილის კარაქისფერი კანი, გამომწვევი შავი ტრუსები, რო-

283
მკითხველთა ლიგა

მელიც ხაზს უსვამენ მის მამაკაცურ ღირსებას. თავისი „ომნიის“


ხუთქიმიანი ლოგოთი, გრეგი, აი, ვინ არის მართლაც მაგარ
ფორმაში, მექალთანე და გულთამპყრობელი. ჰაი-ჰო, სილ-
ვერს.
- შენ შესახებ მომიყევი, პრუ, - თქვა ბაჭიამ. სიტყვები ზედ-
მეტად იოლად ამოვიდნენ მისი ჩაკაწრული ხორხიდან, თით-
ქოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, ავადმყოფად ლოგინში
ყოფნა, თან წამლებითაც გაბრუებულია, გადადის ინტიმურობი-
სა და გულახდილობის ახალ საფეხურზე, - საქმე როგორ მიგ-
დის, ყმაწვილთან, ვგულისხმობ, ნელსონთან?
უცნაურია მაგრამ ადამიანებს პირდაპირ შეკითხვებზე პირ-
დაპირი პასუხები ჩვევიათ.
- გულწრფელად შემიძლია ვთქვა, არაჩვეულებრივი მამაა
შვილებისთვის. მათთვის მუდამ შეუძლია იყოს საყრდენი,
მზრუნველი და ყურადღებიანი. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა
კონცენტრაციას ახერხებს.
- ყოველთვის რატომ ვერ ახერხებს?
პრუს მერყეობა შეეტყო და დაუფიქრებლად აწვალებს სა-
ქორწინო ბეჭედს თითზე.
მთელი ფლორიდა ერთიმეორის ჩამანაცვლებელი საგნე-
ბისა და გარემოსგან შედგება. ნორფოლკის ფიჭვი წამოჭიმუ-
ლია საავადმყოფოს ფანჯრის წინ. მის ტოტებში მიმალულია ჩი-
ტუნა, რომელიც სველი ხის ხრჭიალის ხმას გამოსცემს გალო-
ბის ნაცვლად. ამ აბეზარი ჩიტის ჭიკჭიკი დღეს დილით ესმოდა
ჰარის და ესმის ახლაც. ბაჭიას გულმკერდი ჟღურტულს შეტე-
ვითი ტკივილით ეხმიანება. იგი ნიტროგლიცერინის მეორე აბს
იღებს და უსაფრთხო მხარეს ბრუნდება .
- ალბათ მაღაზიის გამო, - წამოილუღლუღა ბოლოს და
ბოლოს პრუმ, - ავტოსადგომი აღელვებს, ბოლო რამდენიმე

284
მკითხველთა ლიგა

წლის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად შემ-


ცირდა, თან დოლარის მსყიდველუნარიანობაც დაცემულია. იქ
კიდევ არის რაღაც პრობლემები. ნელსონი ძალიან ნერ-
ვიულობს, თან ამბობს, რომ „ტოიოტას“ ახალი მოდელები მო-
საწყენია და საერთოდაც, ეშინია, „ტოიოტამ“ თავისი სააგენტო
არ დახუროს.
- რა უნდა მოხდეს, მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიიღონ,
სიკვდილის შიშითაც კი არ გადადგამენ ამ ნაბიჯს. წლების მან-
ძილზე „ტოიოტასთან“ ყველაფერი აწყობილი გვქონდა, ისინი
ჩვენით არასოდეს ყოფილან უკმაყოფილოები. როდესაც
ფრედ სპრინგერმა იაპონურ პროდუქციაზე პრივილეგია
მოიპოვა, მაშინ მათ მანქანებს აქ სერიოზულადაც კი არ აღიქ-
ვამდნენ.
- კი, მაგრამ, ეგ როდის იყო. მას მერე უამრავი რამ მოხდა,
დრო ერთ ადგილას არ ჩერდება, - პასუხობს პრუ, - ნელსონს
ფიცხი ხასიათი აქვს, მოთმინება უჭირს, თან ისიც აღელვებს,
რომ ძველი თანამშრომლებიდან აღარავინ შემორჩა. ჯერ ჩარ-
ლი, მერე მენი, ახლა კი მილდრედი. თუუმცა ეს უკანასკნელი
თვითონ დაითხოვა. შენ ნახევარი წელიწადი აქეთ ხარ, ფაქ-
ტობრივად მარტოა და მას დამხმარე ან მრჩეველი არავინ
ჰყავს. ნელსონს საიმედო ადამიანები შემოეცალნენ. ჯეიკი
„ვოლვო ოლდში“ გადავიდა, ორიოლის სავაჭრო ცენტრთან,
რუდიმ 422-ე გზატკეცილზე საკუთარი მაღაზია გახსნა
„ტოიოტა-მაზდა“, ნელსონი თავს მიტოვებულად და მარტოსუ-
ლად გრძნობს, მის ირგვლივ მხოლოდ საეჭვო წარმომავლო-
ბის ტიპები ტრიალებენ ჩრდილოეთ ბრუერიდან. საქმის დაჭე-
რა მათთან უწევს.
ამ „საეჭვო ტიპების“ ხსენებაზე პრუს თმის აწეწილ ღერებს
თითქოს ელექტრონმა დაუარა, ისინი ფლორიდული ფლურეს-

285
მკითხველთა ლიგა

ცენციული ნათების ქვეშ ზიმზიმებს და ირხევა. პრუ ცდილობს,


ბაჭიას რაღაც მნიშვნელოვანი უთხრას, მაგრამ სათქმელი უს-
ხლტდება. როგორ უნდა მოახერხოს ლოგინზე მიჯაჭვულმა ჰა-
რიმ საიდუმლო გამოფერთხოს რძლისგან, როცა საკუთარი გუ-
ლი აქვს მისახედი? ეს სახუმარო არ არის, სიკვდილ--
სიცოცხლის საკითხია. წამლებით გაბრუება ნელ-ნელა გადის.
შიშის ზარის მომგვრელია ჰარისთვის, რაც მას სჭირს და ბოღ-
მის ბურთი ყელში ეჩხირება და აწუხებს, როგორც მოწოლილი
სიმჟავე. სწორი ნაწლავის შესასვლელიც დროულად ექავება.
მასში ძალას იკრებს შემაღონებელი სისუსტე, რომელსაც ყო-
ველ წუთას შეუძლია იმ გამყინავი უკუნეთისკენ გააქანოს, გადა-
იყვანოს სადღაც შორს, მაგრამ არც საიქიოში, სიშავესა და სი-
ცივეში, რომელზეც ბერნი საუბრობდა.
პრუ მხრებს იჩეჩს და დაგვიანებით სცემს პასუხს შეკითხვა-
ზე, თუ როგორ ცხოვრობს:
- და როგორი უნდა იყოს კარგი ცხოვრება, განა ვინმემ
იცის? ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ, მეორე სიცოცხლეს
არავინ შემოგვთავაზებს, რომ შევადაროთ. მაწყობს პენსილვა-
ნიაში ცხოვრება, მაქვს საკუთარი განცალკევებული დიდი სახ-
ლი. ეიკრონში ყოფნისას გაუთავებლად ვიცვლიდით საცხოვ-
რებელ ადგილს, მუდამ უფულობის პრობლემა გვქონდა და ქი-
რას დროულად ვერ ვიხდიდით, თან საპირფარეშოში მუდამ
რაღაც ჟონავდა.
ბაჭია ცდილობს მის აზრს მიჰყვეს და განწყობას მისდიოს,
გამოძვრეს ბურუსით მოცული მდგომარეობიდან, თან უგულე-
ბელყოს ყელში მოწოლილი სიმჟავე.
- მართალი ხარ, მადლიერები უნდა ვიყოთ იმით, რაც გაგ-
ვაჩნია, მაგრამ რთულია იყო მადლიერი. შთაბეჭდილება იქმნე-
ბა, თითქოს თავიდანვე შემოგაგდეს ამ სამყაროში შესაკეთებ-

286
მკითხველთა ლიგა

ლად, მშიერი და შეშინებული, აქედან ერთადერთი ხელმისაწ-


ვდომი გამოსავალი შვებისმომგვრელი სულაც არ არის. მისმი-
ნე, ტერეზა, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, მშვენიერი გარეგნობის,
გაიღიმე, გაიღიმე ჩემთვის, ტერეზა.
პრუ იღიმის, უახლოვდება საწოლს, იხრება ჰარისკენ,
რომ აკოცოს, მაგრამ არა ტუჩებში, როგორც აეროპორტში,
არამედ ლოყაზე. მოხერხებულად არიდებს თავს ჟანგბადის მი-
ლაკებს, რომელიც ბაჭიას ცხვირში აქვს გაჩრილი. უზარმაზარი
ლოყები, ფართო სხეული. ისე ახლოსაა, თითქოს პრუს სახით
ჰარის ღრუბელი ჩამოეფარა, იმდღევანდელივით, როცა ზღვა-
ში, „მზის დამჭერის“ ამოტრიალებისას, ბაჭია ნავის კორპუსის
ჩრდილში მოექცა. ციებ-ცხელებასავით დაემართა. თავს ცუდად
გრძნობს. გულისამრევი მჟავა ისევ აწვება მის ჩახეხილ ხორხს,
საცაა დაახრჩობს.
- კარგი ადამიანი ხარ, ჰარი, - ეუბნება პრუ.
- რა თქმა უნდა, გაზაფხულამდე, აწი თქვენს ტერიტო-
რიაზე გნახავთ.
- საშინელებაა, ასეთ ვითარებაში რომ გტოვებთ, მაგრამ
ამაღამ ნელსონი საახალწლო წვეულებაზეა მისასვლელი ბრუ-
ერში, თანაც ბილეთის გადაცვლა შეუძლებელია - წელიწადის
ამ დროს, ყველა რეისი შევსებულია, ნიუარკამდეც კი.
- რას იზამ? - ეკითხება ბაჭია, - მე კარგად ვიქნები. იქნებ
ეს საახალწლოდ ჩემთვის განკუთვნიული შენიღბული საჩუქა-
რია. პრუ, როგორმე აზრზე უნდა მომიყვანო, დამეხმარე წონა-
ში ცოტა დავიკლო, ვივლი ფეხით, ყველაფერს, რაც ხელში
მომხვდება, არ შევჭამ. როგორც ექიმი ამბობს, ახალი ცხოვრე-
ბა უნდა დავიწყო და რადიკალურად შევიცვალო.
- მე ახალ პედიკიურს გავიკეთებ, - ეუბნება მის წინ მდგომი
პრუ დაბალი რბილი ხმით, რომელიც ჰარის აქამდე არ მოუს-

287
მკითხველთა ლიგა

მენია. ასეთი ხმის ტემბრი მისთვის, მამაკაცისთვისაა განკუთვნი-


ლი, - ზედმეტად ნუ შეიცვლები, ჰარი, - დასძენს, - გავალ და
ნელსონს შემოვუშვებ.
- თუ ბიჭი მოუსვენრადაა და წასვლა უნდა, წავიდეს, მოგ-
ვიანებით ვნახავ.
პრუს ტუჩები კუთხეებში თითქოს მოებრიცასავით, შეცბა
ჰარის უადგილო შეთავაზებით:
- მან უნდა ნახოს მამამისი, - თქვა პრუმ და პალატიდან
გავიდა.
მარტო დარჩენილი ჰარისთვის თეთრი, სუფთა სამყარო
სულ უფრო ფართოვდება. როცა ყველა გადის, ჰარი თავს ფუ-
ფუნების უფლებას აძლევს, მოუხმობს ექთანს და დამატებითი
დემეროლის მიღებას მოითხოვს. თვალს შეავლებს ტელევი-
ზორის ეკრანს, რათა ნახოს, როგორ არიან „არწივები“ ნის-
ლში. მერე კი დალოცვილი წუთი ეძლევა თვალის მოსატყუებ-
ლად.
ნელსონი პალატაში როით ხელში შემოდის, თუმცა კანო-
ნით, მნახველები 6 წლის ქვემოთ არ დაიშვებიან. ნელსონს ბი-
ჭუნა ფარივით უჭირავს. როცა ხელში საკუთარი შვილი ჰყავს,
განა მოახერხებ, გაკიცხო? როი ბავშვური თვალებით აღშფო-
თებული უყურებს ჰარის, ტყუილად არ იქნება მიჯაჭვული პაპა-
მისი ლოგინს, შეერთებული სადენებსა და მილაკებზე, ეს ყოვე-
ლივე რაღაც ბოროტ თამაშს წააგავს მისთვის. ჰარი, გადაღ-
ლილობის მიუხედავად, ცდილობს ბავშვს გაუღიმოს, შეცბუნე-
ბული როი კი თავს მამის კისერში მალავს. ნელსონს სახეზე
შეშფოთება ეტყობა, მისი თვალები ვერ სწყდება გულის მონი-
ტორს, სადაც სიცოცხლის ფორთოხლისფერი ზოლი თრთის
და მიიკლაკნება. მონიტორიდან მზერა ფრთხილად გადააქვს
მამამისის სახეზე. ნელსონი ხელს არ უშვებს თვალებდაჭყეტილ

288
მკითხველთა ლიგა

ბავშვს, ისე დგამს საწოლისკენ ნაბიჯს და News-Press-ის რამ-


დენჯერმე გადანაკეც გაზეთს დებს ტუმბოზე, რომელზეც წყალი,
ტელეფონი და ნიტროგლიცერინის ყავისფერი ბოთლია.
- გაზეთი მოგიტანე, თუ ვინიცობაა, კითხვის გუნება--
განწყობაზე დადგე. ხომ გაინტერესებდა „პან-ამის“ თვითმფრი-
ნავის აფეთქების ამბავი? დეტალურადაა აღწერილი. ფიქრო-
ბენ, დაზუსტებით შეუძლიათ თქვან, რა სახის ბომბი იყო. ბარო-
მეტრული მოწყობილობა, რომელიც საათის მექანიზმს მოჰყავს
მოქმედებაში, როცა თვითმფრინავი სასურველ სიმაღლეს მი-
აღწევს.
სულ ზევით, მაღლა ჰაერი თხელდება და იწმინდება. ბა-
რომეტრი აფიქსირებს წნევას, საათის მექანიზმი ჩუმად წიკწი-
კებს, თვითმფრინავს კურსი უჭირავს გარდაუვალი წყვდიადისა-
კენ, მფრინავი რაციით საუბრობს, პილოტის კაბინაში ღილაკე-
ბი ციმციმებს. მგზავრები სასმელს პასტელის ტონალობაში შე-
ფერილი ერთჯერადი ჭიქებიდან წრუპავენ. ეს სანახაობა
წააგავს გამომშრალი თესლის მოქმედებას, როცა ის სასურ-
ველ ნოტიო გარემოს შეიგრძნობს, ფეთქდება. ჰარისთვის ცხა-
დი ხდება, რომ თავად მომწყვდეული ამ პალატაში, დაბმული
სადენებითა და მილაკებით, უღელში გაბმული ქორწინებით,
ისევე ვარდება, როგორც ის საცოდავი ადამიანები, გადახსნი-
ლი ალმოდებული თვითმფრინავიდან რომ ცვიოდნენ უფ-
სკრულში. ჰარიც უიმედოდ მიექანება პირდაპირ სიკვდილისკენ.
ბედისწერა საავადმყოფოს მომსახურებასა და მზრუნველობა-
საა ამოფარებული, შეუძლებელია მისი შეცვლა ან მისგან თა-
ვის დახსნა, როგორც იმ მგზავრებმა ვერ შეძლეს. მათი
სხეულები უკვე ჩაიხუტა გულში სიკვდილმა. თვითმფრინავიდან
გადმოცვენილთა გვამები, როგორც წყლით სავსე ნაგვის ტომ-
რები, ისე მოიფანტა და გასკდა შოტლანდიის მიწაზე. თვალის

289
მკითხველთა ლიგა

დახამხამებაში სხეულთა ნაფლეთებით მოიფინა გოლფის


მოედანი და ლოკებრის მანანებით მორთული ბილიკები. ცხედ-
რების წვიმა მოვიდა ღამით. რაც იმ საბრალო მგზავრებს შეემ-
თხვათ, არაფრითაა იმაზე უარესი, მას რომ ელოდება. თავზარ-
დამცემი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ მაშინ, როცა თვით-
მფრინავში სადილს მიირთმევდნენ; ვინ იცის, იქნებ - შემწვარ
წიწილს? ვერცხლის დანა-ჩანგლით ან იქნებ ჩხირებით კენკავ-
დნენ. შესაძლოა თვლემდნენ და ყურში გაჩრილი ყურსასმენე-
ბით ბარი მანილოუს ხმას უსმენდნენ? საზარელი რეალობის
ფერებმა და ტემპერატურამ ახლა ბაჭიამდეც მოაღწია. სიკვდი-
ლი შინაური ცხოველი არ არის, მან ნორჩი ემბერი, მისი ერთი
ციდა გოგონა ბეკი, სირაკუზელი სტუდენტები, შინ დაბრუნებუ-
ლი ჯარისკაცები მოსპო, და ახლა მასაც მოუღებს ბოლოს. ბე-
დისწერა ჩასაფრებულია, სიკვდილი ახლოვდება, გიგანტური,
როგორც პლანეტა, მისი ინტიმური, ძალიან პირადი, საკუთარი
სიკვდილი. ყელში მოწოლილი ტკივილი და წვა გაუსაძლისი
ხდება, საცაა შიშისგან გაიგუდება.
- გმადლობ, - ეუბნება შვილს ჩახლეჩილი ხმით, - წავიკით-
ხავ, როცა წახვალ. წყეული არაბები. ვნერვიულობ, თვითმფრი-
ნავზე არ დაგაგვიანდეს.
- ნუ ღელავ, ჯერ კიდევ უამრავი დრო გვაქვს. გზაში დედამ
ძალიანაც რომ მოინდომოს, გზიდან ვერ გადაუხვევს, არა?
- აქედან აღმოსავლეთით 75-ეს უნდა გაუყვე და მერე სამ-
ხრეთით 21-ე გასასვლელისკენ აიღო გეზი. გზა ისეთია, გეგო-
ნება, არსაით მიჰყავხარ, მაგრამ სამი მილის მერე აეროპორტი
გამოჩნდება.
ჰარის აგონდება, თავად როგორ მიდიოდა ამ გზატკეცილ-
ზე. სიცარიელე, გზა ბილბორდების გარეშე, წვრილი, თითქოს
გზის ორივე მხარეს ფუნჯით მიხატული, გატყავებული პალმის

290
მკითხველთა ლიგა

ხეები მწკრივში, ხორბლისფერკანიანი გოგონა, რომელიც წი-


თელ „კამაროს“ მართავდა, „კამარო“, რომელიც ჯერ უკან მიჰ-
ყვებოდა, მერე კი გაუსწრო და ქალს ცალი თვალითაც კი არ
გამოუხედავს მისკენ. გოგონა თავისი აბზეკილი ცხვირითა და
გაბუტული ტუჩებით. ეს ყველაფერი ბაჭიას არარეალურად ეჩ-
ვენება, ხელოვნური მზის შუქით განათებული, იმდაგვარი, რო-
გორიც სატელევიზიო შოუებშია ხოლმე. გამოდის, უკან ჩამო-
ტოვებულ ცხოვრებაში სადარდებელი და სანერვიულო არ
ჰქონდა. სამოთხეში ყოფილა და არ სცოდნია. ჰარი გრძნობს,
სხეული შიშის ოფლში როგორ იწურება. საკუთარი სუნი სცემს,
ოფლი წებოვანია, როგორც ლექი ჭის ძირში. ჰარი ხელოვნური
განათების ფონზე თავის ვაჟს ხედავს. ხელოვნური განათება
სამყაროს შუქს ფენს. ნელსონი სიცოცხლის იმ მხარეზეა, რო-
მელსაც ჯერ სიკვდილის ჩრდილი არ დასდებია და არც არის
მისი მსხვერპლი. გამოწკეპილია. ჯინსის ქურთუკი, ჩამოსვლი-
სას რომ ეცვა, ნაცრისფერმა კოსტიუმმა ჩაანაცვლა, პერანგის
საყელო ისევ შეხსნილი აქვს, როგორც მაშინ. ასე რომ, ჰარის
ვაჟი აზარტული მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელ-
მაც მთელი ღამე პოკერის მაგიდასთან გაატარა და თამაშში გა-
ხურებულმა ჰალსტუხი მოიშორა. წარმოუდგენელია, თითქმის
მთელი კვირა ფლორიდაში დაჰყო და მზეს არც კი დანახვებია.
ბაჭიას ნერვებს უშლის მისი თაგვისფერი პატარა ულვაშები,
რომლებზეც ნელსონი წარამარა ამახვილებს ყურადღებას
ცხვირის ფრუტუნითა და ულვაშებზე ხელის გაუთავებელი ცაცუ-
ნით, თითქოს მამამისის წებოვანი შიშის სუნი სცემოდეს.
- იცი, დეიონ სანდერსის საქმეზე ძიება განაახლეს, სპორ-
ტულ გვერდებზე მასზეა სტატია, - ეუბნება ნელსონი ბაჭიას, -
ხოლო სადღაც, B სექციაში, სასაცილო რჩევებია, როგორ უნდა
დაიკლო წონაში, გათავისუფლდე მავნე ცხიმოვანი ნივთიერე-

291
მკითხველთა ლიგა

ბებისგან და მოიყვანო მწყობრში მოდუნებული სხეული. დარ-


წმუნებული ვარ, გაგახალისებს. - აჰა, მოდუნებული. შიგნიდანაც
დანგრეული ვარ.
ეს რეპლიკა ნელსონისთვის სიგნალია, მზრუნველი გამო-
მეტყველება მიიღოს და შეწუხებულმა ჰკითხოს.
- თავს როგორ გრძნობ? - ბიჭის სახეს სიფითრე შეეპარა,
ვინაიდან ეშინია, მამამისმა სიმართლე არ უთხრას. მისი ვარ-
ცხნილობაც გამაღიზიანებელია, თმა წინ ზედმეტად მოკლეა და
უკან, კეფაზე კი - გრძელი, თან ეს ამაზრზენი ვირთხის კუდი და
პაწაწინა საყურე.
- შესანიშნავად, მხედველობაში მაქვს, თუ გავითვალისწი-
ნებთ ვითარებასა და მდგომარეობას, უარესიც იყო მოსალოდ-
ნელი.
- ძალიან კარგი. დერეფანში რომ ვიდექით, ჩვენთან შენი
მკურნალი ექიმი მოვიდა, ვეებერთელა ჯეელი, სასაცილო აქ-
ცენტით გვესაუბრა, თქვა, მსგავსი მდგომარეობით ადამიანი იშ-
ვიათად თუ გადარჩენილა, პირველი ინფარქტის დროს იღუპე-
ბაო. შენ შემთხვევაში, ვინაიდან გაგიმართლა, ცხოვრების სტი-
ლი უნდა შეცვალო.
- მაგ ტიპს ალერგია აქვს ჰოთდოგებსა და ჩიპსებზე, თუ
ღმერთს არ უნდოდა, რომ გვეჭამა მარილიანი და ცხიმიანი,
ასეთი კარგი გემო რატომ მისცა?
ნელსონის თვალებში სიბნელე ჩადგა, მზერა ფარული გა-
უხდა, ყოველთვის ასეა ხოლმე, როცა მამამისი ღმერთს ახსე-
ნებს. დიალოგი ჩიხში შევიდა. მათი საუბარი ყოველ მეორე
ფრაზაზე წყდება, ბუნებრივი დინებით ვერ მიდის. ჰარის დას-
ტრიალებს აზრი, რომ უფსკრულისკენ მიექანება, ნელსონი კი
ტვირთია მის მკერდზე. ბაჭია ცდილობს საკუთარ თავს შემოუძა-
ხოს, მიდი, სცადე, მხოლოდ ერთი სიცოცხლე გაქვს.

292
მკითხველთა ლიგა

- პრუმ მითხრა, რომ ღამე ვერ დაიძინე, ღელავდი?


- ჰო, მაგრამ აზვიადებს, თუმცა, დაახლოებით ასე იყო. არ
ვიცი, რატომ. აქეთ როცა ვარ, ძილი არ მეკარება. ჩემთვის აქ
ყველაფერი ყალბია, უამრავი საქმე მაქვს დატოვებული ბრუ-
ერში, პრობლემები, რომელთა გამოც ძნელია, არ ინერ-
ვიულო.
- მაღაზიაზე ამბობ? როგორც წესი, დღესასწაულებს შო-
რის კვირა მძიმედ მიიზლაზნება. შობის მერე თავს ყველა ძა-
ლაგამოცლილად გრძნობს.
- ჰო, არის კიდევ ერთი რამ. დაბრკოლებები მხვდება.
- ესაა ცხოვრება, ნელსონ, დაბრკოლებათა ჯაჭვი.
- ალბათ, ეგრეა.
- ჩვენი წინა საუბარი სულ თავში მიტრიალებს, ამტკიცებ-
დი, „ტოიოტას“ მოდელები მოსაწყენი და არაკომფორტულიაო.
აღიარება მოგიწევს, რომ მას საკმაოდ საინტერესო სიახლეები
შემოაქვს. შემოდგომაზე ბაზარზე გამოჩნდება ახალი მოდელი,
მდიდრული რვაცილინდრიანი სედანი, „ლექსუსი“.
- ჰო, მაგრამ ხელმძღვანელობა მის გაყიდვას არ მოგვან-
დობს. ახალი მოდელისთვის სპეციალურად იქმნება ახალი სა-
რეალიზაციო ქსელი და დარწმუნებული ვარ, ეს სიახლეც მარ-
ცხით დასრულდება. იაპონელები იტალიელებს არ ჰგვანან,
მანქანა ფუფუნებისთვის არ უნდათ.
- მართალია. სულ დამავიწყდა, რომ „ლექსუსისთვის“ ახა-
ლი ქსელი უნდა შეიქმნას. აკი გითხარი, აზრს ვერ მივყვები,
გაბრუებული ვარ, თითქოს ნისლში ვარ.
- შეუერთდი ბრბოს. - პასუხობს ნელსონი.
- ჰო, და კიდევ რა მინდოდა მეთქვა, ანგარიშფაქტურებმა
ჩამაფიქრა. რაიმე პრობლემა გაქვს მეორადებთან? ხარბი ნუ
იქნები. ათ პროცენტზე მეტ მოგებას არ უნდა ელოდო. აჯობებს

293
მკითხველთა ლიგა

შემოსავალი შემცირდეს, მაგრამ ახალი პროდუქციის მიღება


არ უნდა შეწყვიტო.
- კარგი, მამა, რაკი ასე თვლი, გადავხედავ, გადავამოწმებ.
დიალოგი ისევ ჩიხში შევიდა. როის მოუსვენრობა დაეტყო
და მამამისის მკლავებიდან გამოძვრა. ჰარი უფსკრულისკენ
მიექანება, სინათლე უბრალოდ სიბნელის სამოსია, უფრო სქე-
ლი, ვიდრე თვითმფრინავის ზედაპირი, უფრო სქელი ვიდრე
ლუდის ალუმინის ქილა. გინდა რაიმეს მოეჭიდო და ჩაებ-
ღაუჭო, სულერთია, რას.
- პრუ საკმაოდ კარგი ქალი ჩანს, - ეუბნება ბაჭია ვაჟს.
ნელსონს მამის ნათქვამი გაუკვირდება:
- ჰო, ცუდი არ არის, - და თავადაც ცდილობს, გულახდი-
ლობის უწვრილესი ძაფი მაინც გააბას მამამისთან საუბარში, -
ალბათ აჯობებს, მას უფრო რბილად მოვექცე.
- მაგალითად, როგორ?
- როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, საქციელი გამოვას-
წორო, მას მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყრო.
- ჩემს თვალში მუდამ ზრდასრული ჩანდი. სიმართლე რომ
ვთქვა, ზედმეტად ადრეული ასაკიდან. ალბათ მოწიფულობის
კარგი მაგალითი არასოდეს ვიყავი.
- მით უმეტეს. იმას ვგულისხმობ, რომ ჩემთვის ამას საკმა-
ოდ შინაარსიანი დატვირთვა აქვს.
საინტერესოა, ჰარის სმენა ატყუებს, თუ მართლა ჩაესმის
სუსტი ხველის ხმა, ფარდის უკან. ეტყობა მისი პალატის მეზო-
ბელი მოჩვენება ცოცხალია. ბაჭია ეუბნება გადაღლილი ხმით
შვილს:
- მართლა ძალიან ვღელავ, თვითმფრინავზე არ დაგაგვი-
ანდეს.

294
მკითხველთა ლიგა

- მომისმინე, მაპატიე, რომ ასეთ დღეში გტოვებ, ამის გამო


თავს საშინლად ვგრძნობ. მე და პრუ ვსაუბრობდით წუხელ, იქ-
ნებ შეგვძლებოდა კიდევ რამდენიმე დღით დარჩენა. არადა,
ხომ იცი, როგორც არის მოწყობილი, გეგმებს აწყობ, მერე კი
გადადებას ვეღარ ახერხებ და მათში იხლართები.
- რას მიხსნი ამ ყველაფერს? რომ დარჩენილიყავით, რა
შეიცვლებოდა? ან მე რით შემეშველებოდით? არ ინერვიულო,
მამაშენი თავს მშვენივრად გრძნობს, თან სანდო ხელშია. უბ-
რალოდ მომიწევს, შევეჩვიო დაავადებული გულით სიცოც-
ხლეს. ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ მერე რა. აგერ
ჩარლი 20 წელია, შუნტირებული გულით ცოცხლობს, მეც შევ-
ძლებ, - შემართულად დაიწყო და ცრემლით დაასრულა, - კი,
მაგრამ, ჩარლი ერთი ჩია, გალეული ბერძენია, მე კი დიდი და
მსუქანი შვედი ვარ.
ნელსონი ძალიან დაიძაბა. ნატრობს, ნებისმიერ ადგილას
იყოს ახლა, ოღონდ აქ - არა.
- კარგი, მამა, მართალი ხარ, ჩვენი წასვლის დროა, თო-
რემ დაგვაგვიანდება, მიდი, როი, პაპას აკოცე, - ეუბნება ბავშვს.
ნელსონი სწრაფი მოძრაობით მიუყვანს შვილს ბაჭიას და
დახრის, როგორც ცოცხალ ბურთს, რათა დასამშვიდობებლად
პაპას აკოცოს. კოცნის ნაცვლად ბავშვი ჰარის ცხვირში გაჩრილ
ორ პატარა მოცისფრო ჟანგბადის მილაკს ეტაკება და პატარა
მუშტით გამოგლიჯა.
- ღმერთო! - აღმოხდა ნელსონს და როგორც იქნა, რაღას
ემოცია გამოეხატა სახეზე, - როგორ ხარ? გტკივა? - ბიჭუნას
უკანალზე მოსცხო და იატაკზე დასვა.
კიდეც ეტკინა, კიდეც ეწყინა, მოულოდნელი პატარა ძა-
ლადობით შეურაცხყოფილადაც იგრძნო თავი, მაგრამ გაცინე-
ბის გარდა, სხვა რა დარჩენია.

295
მკითხველთა ლიგა

- არაფერია, - ამბობს ბაჭია, - ეს უბრალოდ დამაგრებუ-


ლია, როგორც ამოყირავებული სათვალე, ჟანგბადი სინამდვი-
ლეში არც მჭირდება, ისეა, ყოველი შემთხვევისთვის.
როიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ბრაზისგან დაჭიმული
პატარა ფეხებით და საწოლის გვერდით მოპრიალებულ იატაკ-
ზე დაებერტყა. დანარცხებული ბავშვი გულსაკლავ ხმას გამოს-
ცემს. ნელსონი შვილს თავზე წამოადგება, დაიხარება და მი-
ბერტყავს.
- ბავშვს ნუ სცემ, - ეუბნება ჰარი ყოველგვარი დაძაბულო-
ბის გარეშე, - მას ჩემთვის სამსახურის გაწევა უნდოდა, - ჰარი
როგორღაც ახერხებს თავისუფალი ხელით ჟანგბადის მოგლე-
ჯილი მილაკები ისევ დაიმაგროს. ჟანგბადის ორი მოცისფრო
მილი კედელზე მიმაგრებული ბალონიდან გამოდის, ცალ ყურ-
ზე ერთი გადაიდო, მეორეზე - მეორე, სამაგრი ცხვირთან
დაიმაგრა და იმავე წუთას შეიგრძნო ალერსიანი მოშიშინე
ჰაერის ჩურჩული, - ალბათ ბავშვს ეგონა, რომ ბაბუას ცხვირის
მოწმენდაში ეხმარებოდა.
- შე, პატარა ნაბოზარო, კინაღამ საკუთარი ბაბუა მოკალი.
ნელსონი ცემა-ცემით უხსნის დაკრუნჩხულ ბავშვს, თუ რა-
შია მისი დანაშაული. როი, რომელსაც იატაკზე ათრევენ, უკვე
საწოლის ქვეშაა.
- აბა, ახლა ვინ აზვიადებს? - ამბობს ჰარი, - ასეთი იოლი
მოსაკლავი როდი ვარ.
რაც მთავარია, ნათქვამის სჯერა. მამამისივით გაფითრე-
ბული როი სასოწარკვეთილი ჭყიპინებს და ცდილობს, მამას ხე-
ლიდან დაუძვრეს. ხმაურზე რეზინის ქუსლებზე შემხტარი ექ-
თნები მათკენ მოიჩქარიან, ფარდის მეორე მხარეს უხილავი მე-
ზობელი ამოიოხრებს. მძიმე ავადმყოფის ტკივილით სავსე
ამოხვნეშაა. როი ხმელეთზე ამოგდებული თევზივით ფართხა-

296
მკითხველთა ლიგა

ლებს, ნელსონს მუცელში ფეხებს ურტყამს. ჰარის გულში ეცი-


ნება, ბავშვი ამდენს რომ ბედავს. ან სასუნთქი მილაკები რო-
გორ მოხერხებულად გამოგლიჯა. იქნებ პატარა, ოთხი წლის
ბავშვის ტვინით ეს მილაკები გველებად აღიქვა და ეგონა, მათ
ბაბუამისის სახე უნდა შეეჭამათ? ან უბრალოდ, შესაზარი სანა-
ხაობა იხილა? მიუხედავად იმისა, რომ ნელსონს ხელები დაკა-
ვებული აქვს, ახერხებს დაიხაროს მამამისის თავზე და სასი-
ცოცხლო სადენებზე შეხებით, ლოყაზე აკოცოს - ვალდებულე-
ბა, რომელიც ამაოდ დააკისრა როის, თავად მოიხადოს. თბი-
ლი ულვაშის შეხება ზღვის ზღარბის ჩხვლეტას ჰგავს. ფარდის
მიღმა გაცოცხლებული წყლის ურჩხული, გულგამგმირავად
ვიშვიშებს და ხვნეშის. შეშფოთებული ექთნები პალატაში შემო-
დიან, მათი ყვრიმალები შეფაკლულია. შორიდან მოჩანს მთა-
ვარი ექთანი, თავისი ქალური ნაწნავებით, უამრავი შავი ნაწნავი
პატარა ფეიერვერკების შეკვრას წააგავს.
- სხვათა შორის, - მიადევნა ჰარიმ ნელსონს, რომელიც
ყვირილითა და ჩხუბით დერეფანში გადის პენსილვანიასთან შე-
სახვედრად, - დამდეგ 1989 წელს გილოცავ!

297
მკითხველთა ლიგა

თავი 2.პენსილვანია
მზე და მთვარე, აისი და დაისი: კარგად გაცვეთილი ბუნე-
ბის ბორბალი ტრიალებს. ფლორიდაში, სადაც ზღვა ნაპირს
ხვდება, სტიქიები ერთმანეთს ეჯახება; პენსილვანიაში კი სხვაგ-
ვარადაა - ბუნების ძალა აქ თითქოს მოუხერხებლად, რბილად,
შენელებულად მოქმედებს, რაღაც უაღრესად ნაცნობ საბურ-
ველში გახვეული. ათიოდე წლის წინ, პენ-პარკში, ჯენისმა და
ჰარიმ აკრის მეოთხედი შეიძინეს. იქ, მეზობლის აგურით ნაშენი
სახლისკენ მიმავალ გზაზე, მათ ეზოში, მტირალა ალუბლის ხე
დგას. ჰარის უყვარს იმ დროისთვის პენსილვანიაში ჩასვლა,
როცა ხე ყვავილებითაა გადაპენტილი. ეს დაახლოებით ათი
აპრილისთვის ხდება. ამ პერიოდისთვის ბეისბოლის თამაშები
ჩრდილოეთისკენ იწევს. წელს შმიდტმა, პირველ ორ თამაშში,
ორი ჰოუმრანი განახორციელა და ამით, ბოლო მოუღო ქირ-
ქილს, ვითომდა მისი დრო უკვე წავიდა, მისი ვარსკვლავი ჩა-
ესვენა. მაგნოლია და კომში ყვავის. ყველა ეზოდან მოჩანს
ფორსითია, - ხალისიანი, ყვითელი ყვავილებით, - როგორც იმ
იდუმალი სასიცოცხლო ძალის გამოხატულება, თითოეულ ადა-
მიანში რომაა და გაზაფხულის დადგომასთან ერთად იღვიძებს.
ნეკერჩხლის ხეებს თითქოს ცეცხლი უკიდიათ, მოშორებით, მა-
თი რიგი ტყისკენ მიიწევს. ტყე, მართალია, ადრინდელივით
ხშირი აღარ არის, მაგრამ ალაგ-ალაგ, ახალი და ძველი ქა-
ლაქების საზღვარზე, მაინც შემორჩენილია.
როცა ბაჭია პენსილვანიაში ჩადის, მანქანით სეირნობა უყ-
ვარს. გონებაში მოგონებები ცოცხლდება. მისი ძველი ცხოვრე-
ბა, თითქოს ბრუერის მხარის ყოველ მოსახვევში ნაწილ--
ნაწილადაა მიმოფანტული. ქუჩები, სადაც სიჭაბუკე გაატარა,

298
მკითხველთა ლიგა

თითქმის არც კი შეცვლილა, უბრალოდ ტროლეიბუსები აღარ


დადიან. ნაცნობი რკინის ხიდები და ჟანგშეპარული რკინიგზის
მორკალული რელსები მთელ ქალაქს უვლის. მანქანების ნომ-
რებს შუაგულში ისევ აქვს მოსტაფილოსფრო საჭექი ქვა. ბო-
ლო დროს მას წარწერა დაემატა - „პენსილვანია შენი მეგობა-
რია“. ეს წარწერა ბაჭიას ყოველთვის სისულელედ მიაჩნდა. უფ-
რო ტუტუცურია - „მაცხოვარი შენი მეგობარია“, რომელსაც მან-
ქანის ბამპერზე ამაგრებენ.
სატელეფონო წიგნების გარეკანებს სატრაბახოდ აწერია -
„პენსილვანია თანამეგობრობის გარეთაა“. საკმარისია საჭეს-
თან დაჯდეს, რომ მაგნიტივით იზიდავს ქალაქი მაუნტ-ჯაჯი, სა-
დაც დაიბადა და გაიზარდა. იგი ბრუერის პენ- პარკის საპირის-
პირო მხარესაა. ბაჭია ამ ქვიშაქვით ნაგებ, ციხესიმაგრის
მსგავს, ევანგელისტურ-ლუთერანულ ტაძარში მოინათლა.
პირველი ზიარებაც აქ მიიღო. ახსოვს, როგორ უხეხავდა კი-
სერს გახამებული თეთრი პერანგი. ეკლესიას ახალი ფლიგე-
ლი აქვს. აი, აქ კი, ცენტრალური ქუჩის გაყოლებაზე, ტკბი-
ლეულის მაღაზიის წინ, სადაც ამჟამად ასლების დამზადების
ატელიეა, ჰარიმ პირველად იგრძნო, რომ შეყვარებულია. ბავ-
შვური გული აღმაფრენით აევსო. მისი პირველი სიყვარული
მარგარეტ შულკოფი იყო, გოგონა სასაცილო კიკინებითა და
მაღალყელინი ფეხსაცმლით. გულდამძიმებული შესცქერის მო-
ედნებსა და ქუჩებს იმ ცეპელინივით, ციდან გადმოსახედად
რომ იყენებენ. ამ პატარა ქალაქის ყოველი მეორე სახლი ჰა-
რის მეხსიერებაში გარდაცვლილი ადამიანების ლანდებს აცოც-
ხლებს. მათ გარეშე ეს სახლები ისევე ცარიელია, როგორც კო-
ლექციონერის კაბინეტში გამოფენილი ნიჟარები; სახლების
შეუხედავი, აგურით ნაშენი, სვეტებიანი პარმაღები და ფერდა-
კარგული სასტუმრო ოთახები არ შეცვლილა; ქალაქის გა-

299
მკითხველთა ლიგა

რეუბანიც კი, უილბერ-ავენიუ, სადაც ახალდაქორწინებული, ჯე-


ნისთან ერთად ცხოვრობდა, ძველებურად გამოიყურება, ისევ
გორაკზეა შეფენილი. ამ ძველ, პირქუშ, ასფალტიან ქუჩებზე
ძველებური, ცისფერი და ნაცრისფერი შენობები ახალმა სახ-
ლებმა შეცვალა, უხეშად დამუშავებული ქვისა ან იმიტირებული
ხის ფასადებით. ასეა ყველგან, სადაც თვალი მიუწვდება. ფლო-
რიდული ვაკეები ჰარის ავიწყებს პენსილვანიის ფერადოვნე-
ბას, შენობების ანტიკური ყაიდის არქიტექტურას, შორეულ მო-
ცისფრო გორაკებს. ამგვარი რელიეფის გამო, ფრონტონიან
სახლებს ქუჩების შემაღლებული ადგილები ეკავა, სახლების
ფასადებს, შემოგარენსა და დამრეც ფერდობებს კოწახურის
ბუჩქები და ტიტების კვლები ამშვენებდა. სუროსა და ღვიის გა-
ზონებს პატრონები კვირაში ერთხელ ძველებური, ბორბლიანი
საკრეჭით დაუვლიდნენ ხოლმე. ზოგიერთმა საკრეჭს თოკი გა-
მოაბა, რომ ფერდობზე ზემოთ-ქვემოთ ადვილად ეტარებინა.
ჰარი მანქანაში ზის და ეღიმება, ახსენდება გაზონის ის ძველე-
ბული ხისტარიანი საკრეჭები, ასევე დიდი ხნის წინ გარდაცვლი-
ლი მეთოდისტი მეზობელი ჯეკსონ-როუდიდან. დედამისი
სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო მასთან გადაკიდებული, რადგან
სახლების გამყოფ, ბალახის უწვრილეს ზოლს საკრეჭით მიად-
გებოდა ხოლმე. როცა ციმებმა კლივლენდში გადასვლა გადაწ-
ყვიტეს, მათი სახლი მეთოდისტური აღმსარებლობის წყვილმა
იყიდა. კაროლინ ციმი ისეთი საყვარელი იყო, შირლი ტემპლს
ჰგავდა, ოღონდ ლოყებზე ფოსოები არ უჩნდებოდა, უფრო მე-
ტად კი დინა დურბინს მოგაგონებდა, სულისშემხუთავი, მხურვა-
ლე სხეულით - მშობლები მუდამ ეჩხუბებოდნენ. ჰარის დედის
ნათქვამი გაახსენდა, გოგონაზე საკუთარი დედა ეჭვიანობსო.
ახსოვს, ზაფხულის თბილ საღამოებში თავისი ოთახის ფანჯა-
რასთან ჩასაფრებული, როგორ ელოდა ძილის წინ ტანგახდი-

300
მკითხველთა ლიგა

ლი კაროლინის წამიერ გაელვებას ფარდებს შორის დატოვე-


ბულ ღიობში. თავისი ოთახი: შპალერის ნაყშებიც კი არ დავიწ-
ყებია, რადიატორის თავზე ხასხასა ყვითელი ფერის, გალაქუ-
ლი თარო, რომელზედაც დათუნიები ჩამწკრივებულყვნენ, ასე-
ვე სათამაშოების კალათა კონსტრუქტორის დეტალებით, კა-
ლის ჯარისკაცებითა და ტყვიისგან დამზადებული სათამაშო
თვითმფრინავებით. ახსოვს თბილი, ყვითელი ფერის ფანჯრის
რაფა და იმ ზეთის საღებავის სუნი, რომლითაც შეეღებათ, აგ-
რეთვე - ვანილისა და მუსკატის კაკლის სურნელი, რომელიც
ირგვლივ დატრიალდებოდა ხოლმე, როცა დედა ნამცხვარს
აცხობდა. იმ ოთახს დღემდე გრძნობს, თითქოს ჩრდილებს შო-
რის მოძრაობს, ისევ იქ ამოყოფს თავს და ვერცხლისფრად შე-
ღებილი რადიატორის უკან იძინებს.
ბრუერი, რომელიც მიტოვებულ სკას დამსგავსებია, მხო-
ლოდ მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკება, იმ წარსულზე, რო-
მელიც ახლა ძალიან შორეულია. ბაჭიას ახსოვს ომში გამარ-
ჯვების დღე, აგრეთვე ის კვირადღე, როცა ტრუმენმა ჩრდილო-
ეთ კორეას ომი გამოუცხადა - ეს ყველაფერი ახლა წარსულია
და მსოფლიოში ადამიანების უმეტესობა მათ შესახებ წიგნები-
დან იგებს.
ბრუერი მისი ბავშვობის ქალაქი იყო, ერთადერთი ქალა-
ქი, ყვავილებით მორთული სახლებით, აგურის ქარხნებით, სახ-
ლების დაუსრულებელი მწკრივებით, დიდი ეკლესიებით, რო-
მელსაც იცნობდა. ეს ყველაფერი მყარ და სოლიდურ ერთობ-
ლიობას ქმნიდა, რომელსაც ამჟამად მოდიდან გასული დეკო-
რატიული მომხიბვლელობაც არ აკლდა. ეს ყველაფერი, მაგ-
რამ განსაკუთრებით მიტოვებული ქალაქის ცენტრი, ფართო
ვაიზერ-სტრიტი, რომელიც ბაჭიას მეხსიერებაში შემორჩა სა-
შობაოდ გაბდღვრიალებულ, ხალხმრავალ მოედნად, ახლა

301
მკითხველთა ლიგა

ნანგრევებისა და ავტოსადგომების მოზაიკაა. მოჩანს მინის


რამდენიმე თხელი შენობა, სიახლისა და თანამედროვეობის
თამამი გამოხატულება. შენობებში, როგორც წესი, ბანკები და
სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, რადგან სავაჭ-
რო დაწესებულებებმა ბრუერის გარეუბნის გიგანტურ სავაჭრო
ობიექტებში გადაინაცვლა და არავის სურს, პატარა ქალაქის
გულში დაბრუნება. ვაიზერზე მდებარე ძველი კინოთეატრი
„ბაღდადი“, ოდესღაც საუკეთესო კინოთეატრების ათეულში
რომ შედიოდა, ორ ცარიელ ავტოსადგომს შორისაა მომ-
წყვდეული. არაბული სტილის კაფელი ფასადიდან ჩამოცვენი-
ლია, შემორჩენილია აფიშა, რომელიც ეპატიჟება მაყურებელს
ორმაგ სეანსზე - „ორი ფილმი უფროსებისთვის“. ფერშეცვლი-
ლი აფიშა აქერცლილი და გაფუჭებულია. მასზე ისევ ჩანს
მკვეთრი დიდი ასოები „...მარჩინეთ“, თითქოს ისტორიული
ღირსშესანიშნაობის აღდგენის სასოწარკვეთილი მოწოდებაა -
„გთხოვთ, გადამარჩინეთ!“ სასიამოვნო სურნელით გაჟღენთი-
ლი, მუქი ხავერდით შემოსილი ბავშვობის კინოთეატრი, ბუტბუ-
ტი, ხითხითი და ხელჩაკიდებული წყვილები ისტორიას ჩაჰბარ-
და. მიშველეთ, გადამარჩინეთ. შენობის შესასვლელში მავრი-
ტანული შადრევანი იდგა. მჩქეფარე წყლის წვეთებში განათე-
ბის სხივები ციმციმებდა. კინოთეატრ „ბაღდადიდან“ რამდენიმე
სახლის დაშორებით მდებარე გრამფირფიტების მაღაზიის
მმართველი, ოცი წლის წინ, ოლი ფოსნახტი იყო. მოგვიანე-
ბით, იქვე აუდიოაპარატურის გაყიდვა დაიწყეს. მაღაზია დღე-
საც მუშაობს და „გასაოცარი სინათლე“ ჰქვია. ოღონდ ამჯერად
ფეხსაცმელს ყიდიან, ორი ვიტრინა გამოვსებულია ბოტასებით.
ეს მაღაზია უეჭველად პოპულარული იქნება უმცირესობებს შო-
რის. სტაცე ხელი და გაიქეცი!

302
მკითხველთა ლიგა

ბაჭიას მცირე გამოცდილებითა და დაკვირვებით, რაც მე-


ტად სრულყოფენ ბოტასებს, უმატებენ ლანჩებს, განსაკუთრე-
ბულ, მეცნიერულად შესწავლილ, დამუშავებულ ექვსფენიან ქე-
ჩებს და სხვა დეტალებს, ბოტასი ჩვეულებრივი ფეხსაცმელი-
ვით უხეში და მოუხერხებელი ხდება. მოტკეცილ სპორტულ
რეიტუზებში კი ქალები კოსმონავტებს ჰგვანან. ისინი ჟოლოს-
ფერი ან ფოსფორისფერია, ქალის ყოველ კუნთს აჩენს, დუნ-
დულებს შორის ღარსაც კი. ასეთი სამოსის მიზანი რა არის?
სხეულის ჩვენება? ახალგაზრდა ცხოველებს თავისი სხეულის
დემონსტრირება სჭირდებათ. ოლი ფოსნახტის ყოფილი მეუღ-
ლე, პეგი, 8 წლის წინ მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. ბაჭია
მიხვდა, რომ იგი პირველი ქალი იყო, რომელთანაც იწვა და
რომელიც გარდაიცვალა. ამის გაცნობიერებას ნასროლი ტყვი-
ის ეფექტი აქვს. ჰარი თავის მოგონებებში იქექება და აღმოაჩი-
ნა, რომ მისი ყოფილი საყვარლებიდან პეგი ის არ არის, ვინც
პირველი გაემგზავრა იმ ქვეყნად. ადრე ჰყავდა ჯილი, რომელ-
საც ერთ გიჟურ ზაფხულს ჟიმავდა. ბაჭიას დარწმუნებით შეუძ-
ლია თქვას, რომ გოგონას ეს არცთუ ისე მოსწონდა, ზედმეტად
პატარა იყო იმისთვის, რომ სიამოვნება მიეღო. ან იქნებ ის ტე-
ხასელი მეძავი, რომელმაც ვაჟიშვილობა დააკარგვინა, ახლა
მკვდარია? ქუჩის ქალები დღეგრძელნი არ არიან, ლოთობის,
გადატანილი ცემა-ტყეპისა და პროფესიის გამო.
მათი უმეტესობა ნარკოტიკსაც ეტანება და შიდსი აქვს აკი-
დებული, მაგრამ, მეორე მხრივ, განა მარადიულად ცოცხლობს
ვინმე? თითოეულ ჩვენგანს თავისი ჯვარი აქვს სატარებელი.
ცხოვრებისგან მათრახები არავის ასცდენია. სხვებს ყურს თუ
დაუგდებ, გეტყვიან, ყველა მოკვდავია, ზოგი ადრეც მიდის, მაგ-
რამ აქ არავინ რჩებაო. მეძავებიც ჩვენნაირი ადამიანები არიან;
ასევე ის გეები, ციხეში ბადრაგს რომ კბენენ, რათა ნერწყვით

303
მკითხველთა ლიგა

შიდსი გადადონ. ცოფიანი ძაღლების ხროვას ვემსგავსებით -


ადამიანთა მოდგმა ვირუსებით სავსე ჭაობია.
ბრუერის მიტოვებული ცენტრიდან მოშორებით, საუკუნის
წინ, მიჯრით აშენებული სახლების, უფრო შორს - მიტოვებული
დიდი საწარმოები, ტექსტილის ფაბრიკები და მეტალურგიული
ქარხნები, ადრე რომ ბოლავდა და რახრახებდა. აქ სიცოცხლე
ცხოველმყოფელი სიხალისით განაგრძობს სვლას, თუმცა
თვალსაა მოფარებული. ბაჭიას უყვარს აქაურ ქუჩებში სიარუ-
ლი. აპრილის თვეში ყველაფერს უმანკოების ელფერი დაჰ-
კრავს. ოთხი აწოწილი, გრძელფეხა შავკანიანი ბიჭუნა ველო-
სიპედს უტრიალებს, შეკეთებას ცდილობს. ესპანურად მოლაპა-
რაკე გოგონა შუადღის მზის მოელვარე სხივებში, თავისი სახ-
ლის ვიწრო აივანზე, მაღალქუსლიან აბრეშუმის ფეხსაცმლითა
და იასამნისფერი გამოსასვლელი კაბით გამოვიდა. წელზე ხას-
ხასა წითელი სარტყელი და ნაჭრის დიდი ბაფთა უკეთია. იგი
თავად არის ყვავილი, ამბობს წამი. და ქუჩაში მაშინვე თავს იყ-
რიან ბიჭბუჭები, ძიძგილაობენ და ზრიალებენ. ყველას ერთი
და იმავე შეფერილობის ქურთუკები და მწვანე სამხედრო შარ-
ვლები აცვია. ჰარის აზრით, ადგილობრივი ბანდის უნიფორმა
უნდა იყოს. ბრუერში ადამიანები ქუჩაში ყიალს ჯერ ვერ გადა-
ეჩვივნენ, წინკარში ან კიბის საფეხურებზე მომლოდინეებივით
ჩამომსხდარან. მსგავსს ვერაფერს ნახავ დელეონში. პენსილ-
ვანიის სახლები ისეთივე უბრალოა, როგორიც სხვა ქალაქები-
სა, ისინი სკოლის მასწავლებლის მითითებით ქაღალდისგან
გამოჭრილი სახლების მსგავსია, ფანქრით დახატული ფანჯრე-
ბი ზედ რომ უნდა მიაწებო. ჰარი აქ თავს ფლორიდაში გატარე-
ბული ზამთრის მერე, ბედნიერად გრძნობს. იქ, მექსიკის ყურეში
მიმოფანტული კორპუსები დროებითი თავშესაფრებია, მონო-
ტონურ ცხოვრებას გოლფის თამაში ახალისებს, სახლებს კრა-

304
მკითხველთა ლიგა

მიტის სახურავები აქვს, სოფლები სოფელს არაფრით ჰგავს;


თუმცა იქ ათასობით მყუდრო და მიკარგული სახლია, მაგრამ
ყველაფერი ისეთი სრულყოფილია, ფილმის დეკორაციად გა-
მოდგება.
ასფალტისფერ ორკარიან „სელიკას“ ჯენისი და ჰარი შე-
მოდგომაზე, ავტოფარეხში კეტავენ, ხოლო სამხრეთისკენ გა-
სამგზავრებლად მარგალიტრისფერი ფურგონიანი „კამრი“ გა-
მოჰყავთ. ბაჭია თავს საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობს, დას-
რიალებს ქუჩებში აღმა-დაღმა. ჰარიზე აქ ნაკლებად თუ შეაჩე-
რებს ვინმე მზერას. თუმცაღა ცოცხალი რაიონის ერთ კუთხეში,
რკინიგზის ახლოს, მოსახვევში, შეფიცრული სამიკიტნოს კიბეს-
თან, ბაჭია ხედავს, ჩამრგვალებულ მუქკანიან გოგონას თბილ
ნაქსოვ პერანგში, რომელიც თავისი შეყვარებულის კალთაზე
ჩამომჯდარა. მისი ჯეელი მკერდმოშიშვლებულია იმის მიუხე-
დავად, რომ გაზაფხულის ჰაერში ჯერ კიდევ სუსხი იგრძნობა.
გოგონა თავისი ოდნავ მოღებული, მოდუნებული ტუჩებით მის
ტუჩებს კოცნის, თან გამომწვევ, უსირცხვილო მზერას ესვრის
გვერდზე ჩამავალ მანქანებს. ყმაწვილი ეტყობა ზედმეტად კა-
იფშია იმისთვის, რომ რაიმე აღიქვას ან თვალი მიადევნოს. გო-
გონამ კი „სელიკაში“ მჯდომ ჰარის ისეთი მზერა ესროლა, ალ-
ბათ, მისი ნება რომ ყოფილიყო, თვალებით წაშლიდა. ერთი
ყველას დედაც! ამბობს მისი თვალები. თითქოს იგრძნო, რის
გაკეთებას ცდილობს ბაჭია ამ ყიალში - სურს, საკუთარი თავის-
თვის ცოტაოდენი სიცოცხლის ნაპერწკალი მოიპაროს სამხრეთ
ბრუერის ქუჩებიდან, სადაც ყოველი ახალგაზრდა სიცოცხლე
ძალას იკრებს და მიიწევს ზევით, როგორც მცენარეში წვენი;
თავად ბაჭია კი გამოფიტულია, ასაკოვანი და იძირება, უფსკრუ-
ლისკენ მიექანება.

305
მკითხველთა ლიგა

ამ დაღლილ ქუჩებს ბევრი რამ აქვს ნანახი. ძველი სახ-


ლები შეაკეთეს, განაახლეს, ძველებურს მიმსგავსებული ალუ-
მინისა და ლითონის მოჩუქურთმებული ტენტებითა და მოაჯი-
რებით შეალამაზეს. ისინი თითქოს გასაყიდად გამზადებული
ნივთებია - თითოეული კარის მარაოსებრი ფანჯრის თავზე მშე-
ნებლებმა ნომერი მიამაგრეს. კვარტალი საფუძვლიანად ააშე-
ნეს, აქ სახლებს ნომრები ადრე არასოდეს ჰქონია. ოდესღაც
ბაჭია ამჟამინდელ ნომერ 326-ში რუთთან ერთად ცხოვრობდა.
სახლის ნომერი მისი საავადმყოფოს პალატისას ემთხვევა.
პროდუქტების საყიდლად, აი, იმ კუთხის მაღაზიაში დარბოდა,
რომელსაც ამჟამად „როზას პროდუქტების მაღაზია“ ჰქვია;
ფანჯრიდან ხშირად საათობით უმზერდა კირქვით ნაშენი ეკლე-
სიის ვარდისფერ სარკმელს. იქ ამჯერად ადგილობრივი ლა-
თინურამერიკული თემის ცენტრია. მანქანის ფანჯრის მიღმა,
კვარტალების გაელვებასთან ერთად, სურათები სწრაფად იც-
ვლება. ბაჭია ხვდება, რომ ქალაქში ახლა ცხოვრება უფრო აჩ-
ქარებული ტემპით მიდის, ვიდრე წარსულში, რომელიც მის
თვალწინ ახლა ჩაიქროლებს. ბავშვობაში შენობა-ნაგებობები
უშველებელი ეჩვენებოდა. ახლა ყოველივე მცირე ზომისაა და
ერთიმეორეზე მიწყობილი. ხველების წამლის მწარმოებელი
ქარხანა, სასამართლოს ცათამბჯენი ნაგებობა, სპორტული
კომპლექსი, ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაცია, სადაც ცურ-
ვის სასწავლად დადიოდა, მაგრამ პნევმონია აიკიდა: ზამთარში
წყლიდან ამოსული ქუჩებში სველი თავით დადიოდა. იქვე, კუთ-
ხეში, საფოსტო განყოფილებაა, თავისი უცნაური ცარიელი შე-
სასვლელით, სადაც საქმიანობა მხოლოდ ერთ თუ ორ განათე-
ბულ ფანჯარაში მიმდინარეობს. ბენ ფრანკლინამდე ქალაქის
ცენტრის ამაყი მოოქრული სასტუმრო, რომელიც ამჯერად „რა-
მადას“ კორპორაციის მფლობელობაშია და ავტომობილისტე-

306
მკითხველთა ლიგა

ბის სასტუმროს წარმოადგენს. აქ მისი კლასია, მაუნტ-ჯაჯის


სკოლის 1951 წლის გამოშვება. გამოსაშვები საღამო. ბაჭიას
აცვია ღია ფერის სმოკინგი. მერი-ენი გამოწყობილია ატლასის
მელნისფერ კაბაში, შესაკრავების გარეშე. მოგვიანებით, ამან
დიდი სირთულე შეუქმნა მანქანაში, სიცილიც კი წასკდათ,
მერი-ენის თეთრი ბუთხუზა თეძოები კაბის ნაკეცებსა და არში-
ებში ჩაიკარგა, როგორც სააღდგომო კვერცხი - ქაღალდის ბუ-
დეში; მისი ტრუსი სველია ოფლისგან, გოგონა დაქანცულია ამ-
დენი ცეკვით, თითქოს გაწუწული, დაჩვრეტილი ბამბის პატარა
ბალიში იყოს, მუშკის მძლავრი არომატითა და ნესტით გაჯერე-
ბული. მერი-ენი პირველი ქალია, რომლის სურნელიც ბაჭიამ
თავის საკუთრებად აქცია. მან ეს ქალი სრულიად შეითვისა, მი-
სი ყოველი ნაკვთით. სანამ ბაჭია ორწლიან სამხედრო სავალ-
დებულო სამსახურს მოიხდიდა, მერი-ენი გაუფრთხილებლად
მისთხოვდა სხვას. იქნებ მან ჰარიში ყოვლად წარუმატებელი
ადამიანის ამოცნობა შეძლო, არადა 18 წლის ასაკისთვის ბაჭია
ჩემპიონს ჰგავდა. ყოველთვის, როდესაც მერი-ენთან ერთად
გამოჩნდებოდა ხოლმე, იცოდა, რომ მოგვიანებით, თავის
რბილ და თბილ მანქანაში მისგან მოსავალს აიღებდა. მაშინ
ჰარის თავი არა მარტო გამარჯვებულად მიაჩნდა, არამედ თავს
მშვიდად და მოურიდებლად გრძნობდა. მაშინ ცხოვრების იმ
ეტაპზე იყო, როცა თავი უძლეველი მიაჩნდა და წინ მშვენიერი
მომავალი ელოდა.
ბენ ფრანკლინისგან ორი კვარტალის დაშორებით,
მაუნტ-ჯაჯის კალთაზე, ეიზენჰაუერის ავენიუსთან, რომელიც
თანდათან მაღლა მიდის, წარსულში მუშებმა ხის გალავნებით
შემოსაზღვრული უშველებელი სანგარი გათხარეს და ქალაქში
რკინიგზა მიიყვანეს. გზა ახლა არ მუშაობს, კირქვით ამოყვანი-
ლი კედლები უსარგებლო ორმოდ გადაიქცა, სადაც ლუდის

307
მკითხველთა ლიგა

ალუმინის ქილებს, გაზიანი სასმლის ბოთლებს, ნაგვის პარ-


კებს, მატრასებსაც კი ყრიან ხოლმე. ბრუერი ძველი დროიდან
მოყოლებული ხულიგნური ქალაქი იყო. რკინიგზის ქალაქის
კვარტალები სავსეა მოყაჩაღო ელემენტებით, მაწანწალებით,
რომლებიც თხუთმეტიოდე ცენტისთვის ყველაფერზე არიან
წამსვლელნი. ჭვარტლით დაფარულ სასტუმროებში კარტის
თამაში შეიძლებოდა დღეების მანძილზე გაგრძელებულიყო.
ბარების წინა ფასადებზე ჩავლილი მატარებლების ვიბრა-
ციის გამო მრთელ მინას ვერ ნახავდით. ქვანახშირით დატვირ-
თული მანქანები პირდაპირ უეზერისკენ მიემართებოდნენ,
აფერხებდნენ საგზაო მოძრაობას, როგორც მაშინ, როდესაც ის
და რუთი გადასასვლელზე მათ ჩავლას ელოდნენ. წარსულის-
თვის მიბარებული ჩინური რესტორნის ნეონის შუქები მის სხვა-
დასხვაფრად შეფერილ თმის ღერებში ციმციმებდა. წითლად
შეღებილი აგურები, ნაცრისფერი ხელოვნური სამშენებლო
ქვები არაერთხელ გამხდარა გულისამაჩუყებელი ეპიზოდების
შემსწრე, მაგრამ მათ არაფერი გაეგებოდათ. ორიოდე კვარტა-
ლის დაშორებით, მთისკენ, სადაც რუთი ცხოვრობდა, მდებარე-
ობდა ზაფხულის ქუჩა. თუმცა ისინი იქ გაზაფხულზე ატარებდნენ
დროს, ზაფხულში მათთვის ყოველივე მთავრდებოდა. ბაჭია
მოულოდნელად თითქოს თეთრ გვირაბში ხვდება: ქუჩის ორი-
ვე მხარეს ამოზრდილი ხეები თეთრი ყვავილებითაა გადათოვ-
ლილი. ოვალური ფორმის ნორჩი ხეების აყვავებული თაიგუ-
ლები ერთმანეთზე ქულა-ქულა ღრუბლებივითაა მიწყობილი.
ლაჟვარდისფერი ცა ხის კენწეროში ყვავილების კიდეებს ცის-
ფრად ღებავს, ისეთივე სიცისფრეში მოჩანს ხოლმე მთვარე ცის
კამარაზე. იმ ადგილებში, სადაც ხეს მზის სხივები ყველაზე
დიდხანს უყურებს პატარა, ბზინვარე და გულის ფორმის ფოთ-
ლები გაშლას იწყებს. ბაჭიამ ეს კარგად იცის. სანახაობით გა-

308
მკითხველთა ლიგა

ოგნებული ჰარი მანქანას ბორდიურთან აჩერებს, გადმოდის,


წყვეტს ფოთოლს, რათა ყურადღებით დააკვირდეს, თითქოს ეს
მშვენიერებაში ჩასაწვდომი გასაღებია. მზით გაკაშკაშებულ
ტროტუარზე ადამიანთა ძნელად გასარჩევი სილუეტები, საბავ-
შვო ეტლებით მიიზლაზნებიან, მეზობლების წინკართან საჭო-
რაოდ ჩერდებიან, ისე დააბიჯებენ, თითქოს ვერც კი აღიქვამენ,
რა სილამაზეა მათ გარშემო. მიწაზე ხის პატარა ფოთლები
საახალწლო ჭრელაჭრულა კანფეტივით ცვივა. ბუნება იმდენად
მშვენიერია... ადამიანები კი ვერ ხვდებიან, რომ სამოთხეში
ცხოვრობენ. ბაჭიას უნდა რომელიმე გამვლელს ამ საოცარი
ხის სახელი ჰკითხოს, აინტერესებს, როგორ მოხდა, რომ ეს
ნერგები ბრუერის ხრიოკიან ნიადაგში, აგურით ნაშენ კვარტა-
ლებში ჩარგეს. ხე თავისი მედიდურობით რაღაცით ჩამოჰგავს
ფიკუსს, რომლებითაც სავსეა ფლორიდაში ნეიპლის ლარივით
სწორი ავენიუები.
ჰარიმ დაიმორცხვა, როდესაც მის ირგვლივ მყოფი ადა-
მიანების ცნობისმოყვარე მზერა იგრძნო და შეკითხვის დასმა
გადაიფიქრა. ბაჭია, როგორც აჩრდილი, ისეა აქ,
გასხივოსნებულ-გადაყვავილებულ თეთრ გვირაბში, ის სტუმა-
რია აბეზარი წარსულიდან. მასზე აქ არაფერი იციან და რომც
იცოდნენ, მაინც ზედმეტად უცნაური და უცხო იქნება მისგან
მსგავსი შეკითხვის დასმა. ჯენისისთვის ხეების წარმომავლობის
ამბავი ცნობილია. როცა ბაჭია აღტაცებით უყვება თავის შთა-
ბეჭდილებაზე, ცოლი ეუბნება:
- ესენი ბრეთფორდის მსხლის ხეებია, ქალაქში ყველა
კუთხეში რგავენ, ძველი, გამხმარი თელებისა და ამერიკული
ნეკერჩხლის ჩასანაცვლებლად. ეს ჯიში ყვავილობს, მაგრამ ნა-
ყოფს არ იძლევა და ძალიან გამძლეა ქალაქის პირობებში. მას
ნახშირორჟანგი და სხვა მსგავსი აირები არ ვნებს.

309
მკითხველთა ლიგა

- აქამდე რატომ არ შემხვედრია?


- შეგხვედრია, ჰარი, დარწმუნებული ვარ. დაახლოებით
ათი წელია, რაც მათი განაშენიანება მიდის. სტატიებიც კი იყო
გაზეთში. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობის ქმარი ქალაქის კეთილმოწ-
ყობის სამსახურში მუშაობს.
- ასეთი არაფერი მინახავს. უბრალოდ, განვცვიფრდი.
ჯენისი დაფუსფუსებს, პენ-პარკის სახლს საზაფხულოდ ამ-
ზადებს, ზამთრის აბლაბუდებისგან ასუფთავებს, წმენდს დედა-
მისის დანატოვარ „კოურნერის“ ვერცხლს. საქმით დაკავებული
ჯენისი ჰარის მოუთმენლად ტოვებს.
- ადრეც გინახავს, უბრალოდ ახლა ყველაფერს სხვაგვა-
რად აღიქვამ.
ახლა, ინფაქტის შემდეგ... ჯენისმა ეს იგულისხმა... მას მე-
რე, რაც სიკვდილს ჩახედა თვალებში. ჯენისის სიახლოვეს ბა-
ჭიას ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს გარდაცვლილია. ად-
რე მოუსმენია ამბები, თუ როგორ ბრუნდებიან მიცვალებულები
თავიანთ სახლებში და თავს დასტრიალებენ დარჩენილებს,
მათ სიახლოვეს უხილავად ცხოვრობენ, როგორც კედლებში -
თაგვები. ჯენისი მას ყურს არ უგდებს, ან მის ნათქვამს სერიოზუ-
ლად არ აღიქვამს. ჯენისი გაივლის ხოლმე მთელ ბრუერს,
მაუნტ-ჯაჯისკენ იმისთვის მიდის, რომ ნელსონი, პრუ და ბავშვე-
ბი ნახოს ან თავის დაქალებს შეხვდეს და „მფრინავი არწივის
საზოგადოების კლუბში“ მათთან ურთიერთობა განაახლოს. იქ
სამზადისი მიმდინარეობს, ჩოგბურთის კორტებს აწესრიგებენ,
გოლფის მოედნები უკვე მზადაა და მოთამაშეებს იღებენ. ჯენი-
სი თან სამსახურსაც ეძებს. ჰარის იმედი ჰქონდა, ფილმ „საქ-
მიანი გოგონას“ ნახვის მერე ხუმრობდა ამ თემასთან დაკავში-
რებით, მაგრამ - არა. მისი ასაკის ყველა ქალი რაღაცითაა და-
კავებული. ერთ-ერთი მისი დაქალი, რომელიც ჩოგბურთის თა-

310
მკითხველთა ლიგა

მაშისას გაიცნო, ფიზიოთერაპევტი და მასაჟისტია, განიერი


მხრები აქვს, ზედმეტად დაკუნთული და მხარბეჭიანი, ნებისმიერ
კაცს შეშურდება მისი. მეორე მეგობარი, დორის ებერჰარტი,
რომლის ქალიშვილობის გვარი დორის კაუფმანია, ალმასების
სპეციალისტი გახდა, ყოველ კვირა ნიუ-იორკისკენ ავტობუსით
მგზავრობს და ათი ათასი დოლარის ღირებულების ძვირფას
ქვებს წინ და უკან დაატარებს. მესამე ამხანაგი თანამედროვე
საქმიანობითაა დაკავებული - ქარხნების, სხვადასხვა შენობა--
ნაგებობების დეაზბესტიზაციით. აზბესტი, როგორც ჩანს, თავზე
საყრელადაა, მას მხოლოდ ბრმა თუ ვერ შეამჩნევს. თავად ჯე-
ნისს გადაწყვეტილი აქვს, უძრავი ქონებით დაკავდეს. ამ სფე-
როში მისი მეგობრის ნაცნობი, როგორც წესი, მხოლოდ
შაბათ-კვირას მუშაობს და წელიწადში დაახლოებით ორმოც-
დაათი ათასი დოლარის საკომისიოს გამოიმუშავებს.
- რატომ არ გინდა ნელსონს ავტოსადგომზე მიეშველო?
- ეკითხება ჰარი, - იქ რაღაც არა აქვთ კარგად საქმე.
- ვერავითარ ხალისს ვერ ვიგრძნობ საკუთარი თავის გა-
ქირავებით, თან ხომ იცი, ნელსონი რამდენად მგრძნობიარეა,
იმის გაფიქრებაც კი ზარავს, მის საქმეში რომ ჩავერიოთ.
- ჰოო? ვითომ რატომ?
მას მერე, რაც ჯენისი თავის ძველ საამხანაგო წრეს
„მფრინავი არწივიდან“ დაუბრუნდა, ყველა შეკითხვაზე მზად
აქვს პასუხი:
- იმის გამო, რომ დიქტატორი მამის ჩრდილშია გაზრდი-
ლი.
- არავითარი დიქტატორი არ ვარ. ვისაც როგორ უნდოდა,
ცხოვრების მანძილზე, ისე მიბრიყვებდა.
- მისთვის დიქტატორი იყავი. ფსიქოლოგიურად მუდამ
თრგუნავდი მას. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ მასთან შედა-

311
მკითხველთა ლიგა

რებით ძალიან მაღალი ხარ, თავის დროზე კი ჩინებული სპორ-


ტსმენი იყავი.
- ეგ კია სიმართლე, ათლეტი ვიყავი ოდესღაც. ეს სპორ-
ტსმენი ამჟამად გოლფის მოედანზე მანქანით უნდა დაიარებო-
დეს, ყველაზე დიდი დატვირთვა, რისი უფლებაც შემიძლია ჩემს
თავს მივცე, სწრაფი ტემპით სიარულია.
- მაგასაც არ აკეთებ, ჰარი, რაღაც არ მინახავს შენი უფრო
შორს წასვლა, ვიდრე საკუთარ მანქანამდე და უკან.
- მებაღეობით ვარ დაკავებული და ვსაქმიანობ.
- კი, თუ მაგას საქმიანობა ჰქვია.
ჰარის უყვარს საღამოობით მზის ჩასვლისას ბაღში გას-
ვლა, მცენარეებისთვის გამხმარი, ძვლისფერი ღეროებისა და
ფოთლების, დამჭკნარი ყვავილების მოცლა, ერთ ადგილას
მოგროვება, და ბრუერის Standard-ით ცეცხლის მოკიდება და
დაწვა. ახალჩასულებს მოლი გაველურებული დახვდათ, არადა
ბოლქვიანი ყვავილების კვლები მარტში უნდა გამარგლული-
ყო. სანამ პატრონები ფლორიდაში იყვნენ, ენძელებმა და ზაფ-
რანებმა თავები წამოყო და შეთეთრდა, ჰიაცინტები ყვავის, ტი-
ტები მიწას ასცდა, მაგრამ მათი წაწვეტებული კოკრები ჯერ ისევ
მწვანეა. ბაჭიას სულს სიმშვიდე ეუფლება. დღის ამ მონაკვეთში
სინათლე მიმქრალია და ბინდში მტირალი ალუბლის ხე ბზი-
ნავს. თითოეული პატარა განცალკევებული ყვავილი ვარდის-
ფერი ჭიკარტის მსგავსია. დაშვებული ტოტებითა და
მთლიანად, თავისი ფორმით, ხის სილუეტი ყოვლის შემნდობი
ქალურობითაა სავსე. თითქოს ნეონების ნათებას ისრუტავს.
როცა დღის სინათლე - ძალას, ხოლო ჩრდილები სიმკვეთრეს
კარგავს, ყვავილებს თითქოს ფერი ეცვლება. დედამიწის რე-
ვოლუციური ცვლილება დღითი დღე თვალში საცემია. სინათ-
ლის სხივები სულ უფრო დიდხანს ყოვნდება აპრილის ცაზე,

312
მკითხველთა ლიგა

თვითმფრინავებისგან დატოვებული თეთრი ზოლებით რომაა


დახაზული და ყინულის ლოლუების მსგავსად, ნელ-ნელა ად-
ნობს მათ. ოქროსფერი, მკვრივი კირქვის ღობურები მეზობ-
ლის მოყვითალო აგურით ნაშენი სახლის ძირას დაბუჩქულ
ფორსითიებში შეჭრილა. სამზარეულოს ფანჯრიდან მოჩანს
ღობესთან აწოწილი წიწვოვანი ცუდა და ცამდე აჭრილი რო-
დოდენდრონები. ჯენისმა რამდენიმე შემოდგომის წინ ცუდაზე
ჩიტების საკვებური დაამაგრა, დორის კაუფმანისა თუ სხვა აბე-
ზარი დაქალების რჩევის მიუხედავად, რომლებიც უმტკიცებ-
დნენ, რომ არაჰუმანურია საბრალო ჩიტუნების საკენკით მიტ-
ყუება, როცა შენ თვითონ ზამთარში შინ არ იმყოფები.
სფეროს ფორმის პლასტმასის საკვებური სატურნივითაა
დაქანებული. როცა ჰარის ჩიტუნების საცოდაობა აგონდება,
საკვებურს მზესუმზირით ავსებს ხოლმე. ჩიტებისთვის საკვებუ-
რის გამართვა დედამისს ჰქონდა ჩვევად. ადრე, სანამ ახალ-
გაზრდები იყვნენ და მოხუცი ბესი ჯერ ცოცხალი იყო, ჯენისს
მსგავსი არაფერი მოსდიოდა აზრად. ჩვენი გენები თავს მუდამ
გვახსენებენ სიცოცხლის მანძილზე. ჰარი პირში საშინელ გემო-
სა და სიმჟავეს გრძნობს. მსგავსი სუნი ამოსდიოდა მამამისსაც,
სუნთქვისას. საწყალი მამა. მისი სახე, როგორც გამომშრალი
გარგარი, ბოლო ჟამს ისე იყო შეყვითლებული. ბესი ჯოზეფ--
სტრიტზე მდებარე სახლის უკანა ეზოში ღობეებსა და სვეტებზე
ჩიტების საკვებურს ისე ამაგრებდა, რომ ციყვები ვერ მისწვდო-
მოდნენ. უშველებელი წიფლის ხე, რომელიც მათი საძინებლის
წინ იზრდებოდა, თავის ნაყოფს ყრიდა და მთელი ღამის გან-
მავლობაში ციყვებს იზიდავდა, ხოლო მოხუცი ქალბატონი, ქვე-
დაბოლოს გაისწორებდა, მუხლებზე ხელებდაწყობილი ისეთ
სახეს მიიღებდა, თითქოს მამაზეციერმა ციყვები მხოლოდ მის
სატანჯველად შექმნა. ჰარის მოსწონდა ბესი, არადა მან ანდერ-

313
მკითხველთა ლიგა

ძშიც კი არ მოიხსენია. ბაჭიას არაფრით აპატია ის, 59-ში მომ-


ხდარი შემთხვევა. ქალი დიაბეტისგან და დაავადებით გამოწ-
ვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. მას მერე, რაც პრინ-
ცესა დაიანამ ქვეყანას პრინცი უილიამი მოუვლინა, სიცოცხლის
ბოლოს ბესის მხოლოდ ინგლისის ახალი მეფის დაბადება და
ჰინკლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი აინტერესებდა.
ბესის მიაჩნდა, რომ ის არამზადა კონგრესის შენობის წინ უნდა
ჩამოეხრჩოთ, სულიერ ავადმყოფად მისი მიჩნევა კი გაუგონა-
რი ამბავი იყო. ბესის შიშის ზარს სცემდა იმის გაფიქრებაც, რომ
გართულებული ავადმყოფობის გამო, შეიძლებოდა მისთვისაც,
დედამისივით, ფეხები მოეკვეთათ. გასაოცარია, ჰარის ახსოვს
კიდეც ბესის დედის სახელი. ჰანა, ჰანა კოენარი. ძნელი აღსაქ-
მელი და დასაჯერებელია, რომ ოდესღაც თავადაც ისეთივე
დიდი ხნის მკვდარი იქნება, როგორც ჰანა კოენარია.
აპრილის საღამოს დადგომამდე დიდი თუ პატარა ჩიტები
გუნდ-გუნდად დაფრთხიალებენ, საკვებურს ეტანებიან ან ამ ად-
გილის ყოფილი მფლობელის მიერ გაკეთებულ ცემენტის პა-
ტარა, ცისფერფსკერიან აუზში ფრთებს ისველებენ. კირქვით
ნაშენი მყუდრო კოტეჯი ნაკლებად პრეტენზიულია პენ-პარკში
წამოჭიმულ სხვა სახლებთან შედარებით. მართალია, აუზი გაბ-
ზარულია, მაგრამ წყალს ჯერ კიდევ იჭერს. ბაჭია ფიქრობს,
რომ აუზი მას ჰგავს და სახლისკენ მიაბიჯებს. ბუნდოვნად განა-
თებული ფანჯრები შორეულიც ეჩვენება და მშობლების დრო-
ინდელი, წარსულის სახლივით ახლობელიც. ბავშვობაში მი-
მისთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად „ოცდაერთსა“ და „მი-
ნუს ხუთს“ თამაშობდა; ავტოფარეხთან, ჯოქსონ-როუდზე გასას-
ვლელ გრძელ, ვიწრო უკანა ეზოში კალათბურთის ფარი იყო
დამაგრებული. მაშინაც, შინისკენ მიმავალმა, ფიქრებსა და ზმა-
ნებებში ჩაფლულმა, ოქროსფერი სინათლის ჩრდილი შენიშნა,

314
მკითხველთა ლიგა

მისი ნაბიჯების წინ რომ ეფინებოდა ბილიკს. ეს სინათლე საკუ-


თარ მომავლად წარმოიდგინა. ახლა ეს ყველაფერი უკვე წარ-
სულია.
როცა რუთთან ერთად გაზაფხულის თვეებში ზაფხულის
ქუჩაზე ცხოვრობდა, სულ უნდოდა მთელი ქუჩა ბოლომდე,
იქამდე ჩაერბინა, სადამდეც მზერა სწვდებოდა. ბოლო ოც-
დაათი წელიწადი ხშირად ხვდება ამ გზაზე, ბრუერის
ჩრდილო-დასავლეთის კიდეზე და უფრო იქითაც, სადაც უკვე
გზატკეცილი იწყება, სასტუმროების რიგით: „მომჭირნე სადგო-
მი“, „მშვიდი ნავსაყუდელი“. ეს შენობები ქალაქგარე ხედებს
ერწყმის. მერე კი ჩნდება საგზაო ნიშნები, რომლებიც მიგითი-
თებენ გზას ჰარდსბურგის ან პიტსბურგისკენ. ერთიმეორეს
ენაცვლება ფერმები დამხმარე ნაგებობებით, თავლებითა და
საჯინიბოებით, კვადრატული ფორმის ორი ფუტი სისქის მქონე
კედლებიანი ფერმერების სახლებით. ეს ყველაფერი უძრავი
ქონების აგენტების ხელში გადადის შემდგომი განკარგვა--
გამოყენებისთვის.
მეიდენ-სპრინგისამდე ორი მილის დაშორებით, სადაც,
მარკეტები განქორწინებამდე ცხოვრობდნენ, სულ ახალი და-
სახლება გაჩნდა და სახელად აროუდეილი ეწოდა, ძველი
ფერმის, აროუჰიდის პატივსაცემად. ფერმა ძველი მფლობე-
ლის, მოხუცი შინაბერას დისშვილებმა გაასხვისეს. ხნიერი გა-
უთხოვარი ქალბატონი, რომელმაც ფერმაში უამრავი წელი იც-
ხოვრა, აპირებდა თავისი ქონება ანდერძით დაეტოვებინა რო-
მელიღაც სატელევიზიო ევანგელისტური შოუსთვის, რათა მისი
სიკვდილის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე სულის ხსნის სავანე
გაეშენებინათ. ადვოკატების დაჟინებული რჩევით, ფერმის მე-
პატრონე ქალს ჩანაფიქრზე უარი ათქმევინეს. ბაჭია ბოლო
რამდენიმე წელიწადი დაიარება ამ გზაზე, საკუთარი თვალით

315
მკითხველთა ლიგა

ნახა, როგორ მუშავდებოდა მიწა, ითხრებოდა ბულდოზერე-


ბით. განაშენიანების შემდეგ სწრაფადვე წამოიწია ბუჩქნარმა
და გაიზარდა ხეები. ისეთი რელიეფი შეიქმნა, თვალს ჰგონია,
სახლები აქ საუკუნეა დგანან. ქუჩები მიხვეულ-მოხვეულია, ისე-
ვე როგორც მარკეტების დასახლებაში, მაგრამ აქ ისინი უფრო
უპრეტენზიო და ერთფეროვანია. ერთსართულიანი რანჩოს
მსგავსი წაგრძელებული შენობები დონეებადაა დაყოფილი.
ისინი შემოზღუდულია ალუმინის ყავრით, ჭიშკრებითა და აგუ-
რით ნაშენი კედლებით. ერთადერთი განსხვავება ამ სახლებს
შორის მოფილაქნებული ტერასები და აგურითა ან ქვით ნაგები
ღობეებია. ასფალტირებული გზები ჭიშკრიდან სახლამდე მი-
დის და კვეთს პატარა წინა ეზოს. მიხატულივით ფანჯრების ქვეშ
მოჩანს იელი, რომელიც ჯერ არ აყვავებულა. მოჩანს დამუშა-
ვებული, გაკრიალებული მიწა, ეზოსთვის განკუთვნილი ავეჯი
და ტირანული აკურატულობა, რომლითაც არ იყო შეპყრობი-
ლი ძველი, პროლეტარული ქალაქები, მაგალითად მაუნტ-ჯაჯი
და დასავლეთი ბრუერი.
ერთ-ერთ ასეთ მოკრძალებულ ახალაშენებულ სახლში
ჩასახლდნენ რონი და თელმა ჰარისონები. მათი სამი ვაჟი
გაიზარდა და დაიფანტა. უფროსი, ალექსი ელექტროინჟინრად
მუშაობს სამხრეთ სან-ფრანცისკოში, შუათანა - ჯორჯი, რომელ-
საც სკოლაში კითხვის პრობლემა ჰქონდა, ამჟამად ცდილობს
მოცეკვავე და მუსიკოსი გახდეს ნიუ-იორკში. მესამე ვაჟი კი,
რონ უმცროსი, მშობლებთან ახლოს ცხოვრებას არჩევს და
იმის მიუხედავად, რომ ორი წელიწადი „ლიჰაის“ კოლეჯში ის-
წავლა, მშენებლობაზე მუშად მუშაობს, ნახევარ განაკვეთზე.
თელმას არასოდეს დაუწუწუნია ვაჟების უნიათობისა თუ სახლის
გაუმართაობის გამო. ჰარის კი მიაჩნია, რომ თელმა ხელმოცა-
რულია, იმედგაცრუებულია და მისი ინტელექტის ქალისთვის

316
მკითხველთა ლიგა

შეუფერებელი, ზედმეტად ჩვეულებრივი ყოფა აქვს. თან ბაჭიამ


კარგად იცის მისი ტემპერამენტისა და ვნებიანობის ამბავი.
თელმას ცხოვრება ჰარის თვალში მეტისმეტად დამთრგუნველი
ჩანდა.
თელმას ავადმყოფობის, სისტემური ერითრომატოზური
კანის ტუბერკულოზის მკურნალობა მთელი ქონება დაჯდა იმის
მიუხედავად, რომ რონის სამსახურის წყალობით, სადაზღვევო
კომპანია მრავალ შეღავათს სთავაზობდა თანამშრომლებსა
და მათი ოჯახის წევრებს. ავადმყოფობა არ აძლევდა საშუალე-
ბას, მიბრუნებოდა პედაგოგიურ საქმიანობას, თუმცა ვაჟების
სახლიდან წასვლის მერე თელმა იმედოვნებდა, რომ მუშაობას
ისევ შეძლებდა.
ავადმყოფობა მძიმე ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომა-
რეობა - არამდგრადი. ასე სულ სახლში უწევდა ყოფნა, სადაც
ჰარი აკითხავდა ხოლმე. იმ შუადღეს, როცა ჰარიმ ბრუერის სა-
ტელეფონო ჯიხურიდან დაურეკა, დარწმუნებული იყო, შინ იქ-
ნებოდა და ტელეფონს უპასუხებდა. ასეც მოხდა. ბაჭიამ ჰკითხა,
შეიძლებოდა თუ არა მასთან შეევლო და თელმამაც ნება დარ-
თო.
ბედნიერების ნატამალიც არ იყო თელმას ხმაში, მაგრამ
არც გაწბილების, უბრალოდ, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე
მიიპატიჟა.
„სელიკას“ მოსახვევში, ბორდიურთან ტოვებს, თუმცა ად-
რე, წლების განმავლობაში, კვალის დასაფარად ქალი სამზა-
რეულოს ფანჯრიდან ავტოფარეხს აღებდა და კეტავდა. მაგრამ
ახლა, როცა ბაჭია ავადაა, იქნებ თელმაზე უარესადაც, არ იცის,
რამდენად საჭიროა დამალობანას თამაში. შუადღისას უბანი
დაცარიელებულია; სანამ სასკოლო ავტობუსები ბავშვებს სკო-
ლებიდან მოიყვანენ, ირგვლივ სიმშვიდეა. აქ, აროუდეილში,

317
მკითხველთა ლიგა

სადღაც, თვალისთვის მიფარებულ ადგილას, ძრავა ბღუის,


ჰაერი მეიდენ-სპრინგის გზატკეცილის ვიბრაციითა და გუგუნი-
თაა გაბრუებული. სადღაც უცნობი ჩიტები ჟღურტულებენ, რომ-
ლებსაც ბუდეების შენების პერიოდი აქვთ და ფრთხიალებენ.
თუმცა ხეები დასახლებაში ძალიან მეჩხრადაა. თელმას სახ-
ლისკენ მიმავალი ფილაქნების გასწვრივ, მოლზე, გულწითე-
ლა დახტის. ჰარის მიახლოებისთანავე ჩიტუნია ჰაერში აიჭრა.
ჰარის გულწითელა პატარა ახსოვდა, ეს კი ყვავს წააგავს. ბაჭია
მოკირწყლულ საფეხურებზე ადის და პატარა წინკარს კვეთს.
თელმა მანამ აღებს კარს, სანამ ბაჭია ზარს დარეკავს.
თელმა დაჩიავებულია და მის თმას ჭაღარა შერევია. არ-
ცთუ ისე ლამაზ მასწავლებლისეულ მკაცრ სახეს სიყვითლე გა-
დაკრავს, ახლა კი სიყვითლე მისი მაკიაჟის ქვემოდანაც აღ-
წევს. მაკიაჟით თელმა ცდილობს დაფაროს ავადმყოფობისათ-
ვის დამახასიათებელი „პეპლისებური“ გამონაყარი. ანთებითი
სიწითლე ცხვირის წვერსა და თვალების ქვეშ თვალში საცემია.
მიუხედავად ყველაფრისა, ბაჭიას უხარია, რომ თელმა ისევ მის
გვერდით არის და მას ჰარი ხუთი თითივით იცნობს. ერთმანეთს
მსუბუქად ეამბორებიან, მას მერე, რაც თელმამ კარი მიხურა.
კარში ჩასმული მინა მწვანე შუქგაუმტარი ფარდითაა დაფარუ-
ლი. თელმას ტუჩებს სიცივე და პომადის გემო დაჰკრავს. ქალი
ჰარის მკლავებში რამდენიმე წუთით ყოვნდება, მოლოდინის
გამო, იქნებ კიდევ რაიმე მოხდეს. გულწრფელად მინდობილი,
ჰარის სხეულს თავისი უსიტყვო სიყვარულის აღიარებით ეტმას-
ნება.
- გამხდარხარ, - წარმოთქვა თელმამ ბოლოს და ბოლოს,
თავი დაიძვრინა ჰარის მკლავებისგან.
- არა, უბრალოდ ახლა ოდნავ ნაკლებად მსუქანი ვარ, -
პასუხობს ბაჭია, - გვარიანი ტანჯვა მომიწევს იმისთვის, რომ

318
მკითხველთა ლიგა

ჯერ ექიმები და მერე ჯენისი დავაშოშმინო და დავაკმაყოფი-


ლო.
თითქოს ბუნებრივი მოვლანაა ჯენისის ხსენება, მაგრამ
აჯობებდა ენაზე დაეჭირა კბილი. თელმამ მშვენივრად იცის საქ-
მის ვითარება, თავიდანვე ინიციატივა ამ რომანისა მისი იდეა
და მისივე წამოწყებული იყო, მაგრამ წლების განმავლობაში
ჰარიმ თელმასთან ურთიერთობაში ისე შეტოპა, რომ მისი
ცხოვრების ნაწილი გახდა. თელმა პირველი შედის სასტუმრო
ოთახში. ჰარი ამჩნევს, რომ მას სიარული უძნელდება, თითქოს
დაბაჯბაჯებს, ართრიტი კანის ტუბერკულოზის თანმდევი ავად-
მყოფობაა.
- ჯენისი, - იმეორებს თელმა, - როგორ ბრძანდება საოცა-
რი ქალი? - ოდესღაც ჰარიმ თელმას თანდასწრებით, ჯენისი
ასე მოიხსენია. ქალები არაფრით დაივიწყებენ იმას, რაც ძალი-
ან გსურს, რომ დაივიწყონ.
- ო, ძველებურად. ფლორიდაში სხვადასხვა სექციაზე
სიარულითაა დაკავებული. ის ყველაზე ახალგაზრდა „შიკსაა“1
ჩვენს სახლში. ჩოგბურთს ისე უბერავს, რომ პროფესიონალიც
კი ძნელად თუ მოუგებს. მათგან გამიგია, ვისაც ჯენისთან თა-
მაშმა მოუწია.
ბაჭია ხვდება, რომ ზედმეტად აგზნებული საუბრობს ცოლ-
ზე.
- მაგრამ კიდევ კარგი, გამოვაღწიეთ. იქ მციოდა. მარტის
თვე საშინელი იყო. ყოველ შემთხვევაში, აქ ამინდის ცვალება-
დობას შემზადებული ხვდები და ტანისამოსიც გაქვს.

1 არაებრაელი ქალი

319
მკითხველთა ლიგა

- ჩვენთვის არ შეგიტყობინებია შენი ინფარქტის ამბავი, -


ეს „ჩვენ“ მსუბუქი სამაგიეროს მცდელობაა იმის გამო, რომ ბა-
ჭიამ ჯენისი სრულიად უადგილოდ ახსენა. მიათრევ მეუღლეს,
როგორც საკუთარ ჩრდილს და საწოლში ზეწრებს შორის გე-
კარგება.
- არ ღირდა ამით მეტრაბახა.
- ეგ ამბავი პატარა რონისგან შევიტყვეთ; იგი იცნობს იმ
ბიჭს, რომელიც იცნობს ნელსონს. ახალგაზრდა თაობაა, მათ
თავიანთი საინფორმაციო ქსელი გააჩნიათ. წარმოიდგინე, რა
მდგომარეობაში ჩავვარდი, როცა ეს ამბავი ასეთი ფორმით შე-
ვიტყვე. ჩემი საყვარელი სიკვდილის პირას იყო და ერთი სიტ-
ყვაც არ უთქვამს.
- როგორ უნდა მოგვეხერხებინა, უფრო სწორად, როგორ
უნდა შემეტყობინებინა? სპეციალური მოსაწვევი ბარათები მაგ
შემთხვევისთვის გათვალისწინებული არ არის, ჯერ არ გა-
მოუგონიათ.
ბოლო წლების განმავლობაში ჯენისი და ჰარი სულ უფრო
იშვიათად ხვდებოდნენ ჰარისონებს. ბაჭია და რონი ერთმანეთს
ყრმობიდან იცნობდნენ. მაუნტ-ჯაჯის ბიჭები კალათბურთსაც
ერთად თამაშობდნენ და მწვრთნელიც საერთო ჰყავდათ, მარ-
ტი ტოთერო. მაღალ კლასებში სწავლისას, სამიდან ორ წელი-
წადს მიყოლებით იგებდნენ ლიგის ჩემპიონატს. ჰარის არასო-
დეს მოსწონდა რონი, როყიო, უტიფარი, ფიზიკურად დაუსრუ-
ლებელი, მუდამ საკუთარი თავით ერთობოდა გასახდელში, ჩა-
კეტილი ოთახის მიღმა, პირსახოცებს აქეთ-იქით ისროდა, გო-
გონებს გასაქანს არ აძლევდა. ქალებს არ აღიზიანებთ ასეთი
მოუსვენარი საოხრე ისე, როგორც ჰარის. თელმას რონიში ნა-
წილობრივ მისი სექსუალური აღტყინება იზიდავდა, შეეძლო
აეტანა მისი ეროტიკული გამოხდომები და ამავდროულად,

320
მკითხველთა ლიგა

სკოლის მკაცრი მასწავლებლის იერი შეენარჩუნებინა. თელმა


არც ისეთი უშნოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გაშიშვლებუ-
ლი მოულოდნელად იმაზე მშვენიერია, ვიდრე შემოსილი ტო-
ვებს შთაბეჭდილებას. პირველ ღამეს, რომელიც ერთად გაატა-
რეს, მისი სავსე მკერდი „პლეიბოის“ მოდელისას წააგავდა. ძუ-
ძუსთავები იდეალური ფორმის, კარზე მიმაგრებული პატარა
ზარივით ჰქონდა.
- რა შემოგთავაზო? - ეკითხება თელმა, - ყავა, ლუდი?
- ორივე მკაცრად აკრძალულია ახალი „მე“-სთვის. გაქვს
რაიმე დიეტური, კოკა-კოლისა ან პეპსის მაგვარი? - მას
მოაგონდა ჯუდითის ღიღინი „საუკეთესო გამაგრილებელი, გე-
მო შეუდარებელი“, ნაპირისკენ იმ დახლართულ და საძნელო
გზაზე.
- რა თქმა უნდა. ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ვეტანე-
ბით სასმელს, თავისთავად გამოვიდა, როგორც კი „მფრინავ
არწივს“ ჩამოვცილდით.
- კლუბში მიბრუნებას გეგმავთ?
- არა მგონია. ხმები დადის, რომ ფასებმა ძალიან აიწია,
ამას შენ ვერც კი შეამჩნევდი, იმდენად მდიდარი გვყავხარ. ამას
გარდა, გზის პირას ორი სათამაშო მოედნის შესარემონტებ-
ლად 80 დოლარის გადაყრამ მოგვიწია. არადა არ ღირდა,
ისეთი გაოხრებულია იქაურობა. რაც შეეხება „მფრინავ არ-
წივს“, იქ ახალი თაობის ტიპები ქმნიან ამინდს, ვითარებაც
სხვაგვარია და გარემოც არ არის ძველებური. ახალი თაობა
კი, რამდენად უკმეხია, მოგეხსენება.
- სამწუხაროა, მენატრება ის დრო, როცა რონის ვეთამა-
შებოდი.
- რატომ? ის ხომ გეზიზღება?
- მიყვარს, როცა ვუგებ.

321
მკითხველთა ლიგა

თელმა გაგებით უქნევს თავს, ვინაიდან კარგად აქვს გაც-


ნობიერებული, რატომ უნდა მოსწონდეს ჰარის რონის დამარ-
ცხება, მაგრამ გამოსავალი არ არის, მას ეს კაცი უყვარს, თავი-
სი ფერმკრთალი ჩაფიქრებულობითა და ცივი გულითურთ. უყ-
ვარს მისი წინადაუცვეთავი მამაკაცური ღირსება, ტლანქი მოქ-
მედებები. ვინაიდან თელმას გაცნობიერებული აქვს, რომ ნელი
სიკვდილი ელოდება, თავს უარს ვერ ეუბნება სიამოვნებაზე, გა-
მოხატოს მისდამი სიყვარული, თუნდაც იმ ფარგლებში, რის უფ-
ლებასაც ჰარი მისცემს.
თელმა თავის ღრმა გრძნობებს მუდამ საკუთარ თავში აკა-
ვებდა. ჩახლართულმა ურთიერთობამ, ქმრისთვის ღალატმა,
თითქოს აღსასრულის კარს მიუახლოვა და ახალი, სხვაგვარი
ურთიერთობა დაამყარებინა ღმერთთან, ვინაიდან მას ნამდვი-
ლად გააჩნდა ის, რის გამოც ცოდვილად მიაჩნდა თავი, რასაც
მხოლოდ მას გაანდობდა. თავზარდამცემი და გამანადგურებე-
ლი ავადმყოფობა, როგორც სასჯელი, ისე მოევლინა, ვი-
ნაიდან მრუშია. უფრო იოლია ჩათვალო, რომ კარს მომდგარი
შავი დღე დაიმსახურე და შეწინააღმდეგებას აზრი არა აქვს.
თელმა გამაგრილებელი სასმელების მოსატანად სამზა-
რეულოში გადის. ბაჭია სასტუმრო ოთახში დაიარება და ათვა-
ლიერებს. თელმამ, რომელიც მასთან შესახვედრად ემზადებო-
და, არა მხოლოდ შემოსასვლელ კარებზე ჩამოუშვა ფარდა,
არამედ სასტუმრო ოთახის დიდი ფანჯარაც ჟალუზებით დაგმა-
ნა. ბაჭიას სიბრალულის გრძნობა ეუფლება ამ ოთახში - აქ ბნე-
ლა, თითქოს სინათლის სუსტი სხივებიც კი დააზიანებენ მის კანს
და დააჩქარებენ უჯრედებში მიმდინარე მომაკვდინებელ პრო-
ცესს. ოთახში დამთრგუნველი, პანაშვიდისთვის დამახასიათებე-
ლი სიჩუმე ბუდობს. თელმა ყველა მოუთოკავი და წინდაუხედა-
ვი საქციელის, თავს დამტყდარი ავადმყოფობის მიუხედავად,

322
მკითხველთა ლიგა

თამამად ბედავს, იყოს წყეული. ქალი ინტერიერის გაფორმების


საყოველთაოდ მიღებულ სტილს მისდევს. რბილი სავარძლები
ყვავილებით ამოქარგული პირებითა და დიდი ხის სახელურე-
ბით. ხავერდის ყავისფერ-შოკოლადისფერი ტახტი, შეკერილი
მუთაქებითა და შეყვითლებული არშიებით საზურგეზე, გალაქუ-
ლი თაროები და მაგიდები სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთისთვის.
წყლის წისქვილის ფორმის ფეხის ჩამოსადები სკამი, სიმეტრი-
ულ ფაიფურის სანათებზე მოოქრულ ოვალებში ჩასმული ინ-
გლისური მონადირე ძაღლებია მიხატული. მკაცრი, ნაცრისფე-
რი, ორნამენტიანი ნეოკოლონიური ყაიდის დასვრილი შპალე-
რი. ყოველი კუთხე-კუნჭული ფოჩებიანი გადასაფარებლებითაა
გაწყობილი, ნახევრად ძვირფასი შუშისა და ფაიფურისგან გაკე-
თებული ჯუჯებითა და თუთიყუშებით, ჩარჩოში ჩასმული ფო-
ტოებით, შვილების პატარაობისა და სკოლის დამთავრების სუ-
რათებით, მინიატიურული თეფშები და ჩაიდნები, კედელზე მი-
ჭედებული სპილენძის, კალის ჭურჭელი, ნივთები, რომლებიც
იმტვერებიან და არასოდეს იცვლიან ადგილს. ეს ოთახი არ
შეცვლილა, ზუსტად ისეთია, როგორიც ჰარის მეხსიერებაში
ბოლო სტუმრობისას დარჩა. ერთადერთი სიახლე ვეებერთე-
ლა ტელევიზორია, კაკლის ხის ჩასადებითა და ჭაობისფერი
მუქი მონაცრისფრო-მომწვანო ეკრანით. მის თავზე შემოწყობი-
ლი ხელსახოცები ჰარის სიჭაბუკეს ახსენებს, როცა გოგონებს
ეარშიყებოდა და სახლში აკითხავდა. მათი დედები გამოდიოდ-
ნენ სამზარეულოდან, წინსაფარზე ხელების მშრალებით, მის
გასაცნობად. მსგავსი შეხვედრები მუდამ ასეთ უმოძრაო და და-
ხუთულ სასტუმრო ოთახებში ხდებოდა, როგორშიც ახლა იმყო-
ფება. სახლებს, რომლებშიც ჯენისი და ჰარი ცხოვრობდნენ, ამ
სახლთან შედარებით, მართალია, დაუდევრობა ახასიათებდა
და მოკლებული იყო ყოველგვარ მყუდროებას, მაგრამ ყოველ

323
მკითხველთა ლიგა

შემთხვევაში ჰარის იქ სული არ ეხუთებოდა. ეს ოთახი იმდენად


დახვეწილია, რომ ბაჭია ხასგასმით გრძნობს აღსასრულის მო-
ახლოებასა და სიკვდილის გარდაუვალობას. ყნოსვით იგ-
რძნობა რონის მიერ ყოველი გაყიდული პოლისი, რომლითაც,
როგორც იქნა, სახლი ავეჯით შეავსო.
- აბა, მომიყევი შენი ამბავი, - ამბობს თელმა და ბრუნდება
ოთახში მრგვალი ნახატებიანი ლანგრით. მასზე ორი მაღალ-
ყელიანი შუშის ჭიქაა, არაალკოჰოლური მუქი სასმლით შევსე-
ბული, ასევე თხილით სავსე ორი პატარა ჯამით. თელმა ლან-
გარს შუშის მაგიდაზე ისე დებს, როგორც სურათს გრძელ ჩარ-
ჩოში.
- პირველ რიგში, ჩემთვის მსგავსი სასუსნავი მავნებელია,
მარილიან თხილზე ვამბობ. იფ, ავსტრალიური ნიგოზი! ჩემ-
თვის ეგ ორივე სასიკვდილოა, თან საკმაოდ ძვირიც ღირს. რა
იყო, თელმა, ჩემ მიმართ ასე რამ გაგაბოროტა?
ბაჭიამ თელმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თავისი
უტაქტობით, ქალის სიყვითლეშეპარული ნაკვთები შეფაკვლას
ცდილობს, მისი, ჩვეულებრივ, თხელი სახე დღეს შესივებული
ჩანს, ალბათ კორტიზონის გამო, რომელსაც იღებს.
- რონი ყიდულობს მათ. ასე მოხდა, რომ სულ გვაქვს
ხოლმე. ნუ შეჭამ, ჰარი, თუ არ შეგიძლია, მე ხომ არ ვიცოდი.
არ ვიცი შენთან როგორ მოვიქცე, საუკუნე გავიდა, რაც არ მი-
ნახავხარ.
- ისე ერთი-ორი არ მომკლავს, - გადაარწმუნა ბაჭიამ და
იმისთვის, რომ ზრდილობიანი იყოს, რამდენიმე მაკადამია თი-
თებით აიღო. მარილში ამოვლებული მსუბუქი ბურთულებია.
ბაჭიას უყვარს, როცა პირში აჩერებს რამდენიმე წამი, მერე ნე-
ლა ამუშავებს უკანა კბილებით, თხილი ორ ნაწილად ტყდება,

324
მკითხველთა ლიგა

ტეხილის ზედაპირი შუშისებურად სრიალებს ენაზე, როგორც


ბავშვის კანი.
- აკაჟუებიც აკრძალული მაქვს, - ამბობს ბაჭია, - ეს მეორე
საზიანო რამაა ჩემთვის. ასევე გამომშრალი და შემწვარი.
- რამდენადაც მახსოვს, ძალიან გიყვარდა გამომშრალი
და შემწვარი.
- დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გემახსოვრება, - ამბობს
ჰარი და გამოჯავრებითი ჩაცინებით დიეტურ კოკა-კოლას წრუ-
პავს. თავიდან ერთად კოკაინს იღებდნენ, მერე კოფეინს, ახლა
კი შაქარს. ჰარი გადაიწია უკან საზურგეზე, ერთი მუჭი აკა-
ჟუებით; გამომშრალს და შემწვარს თავისებური მწკლარტე გე-
მო დაჰკრავს, საწამლავის განსაკუთრებული გემო, რომელიც
ბაჭიას მოსწონს. ჰარი მოკალათდა შავი ფერის დაწნულ საქა-
ნაო სავარძელში, წითელი ტრაფარეტული ორნამენტითა და
დასაჯდომზე სირბილისთვის მიმაგრებული წითელ-ყვითელი
ბალიშით. თელმა შებოჭილი ზის ყავისფერი ხავერდის ტახტის
კიდეზე, მისი მუხლები საჟურნალე შუშის მაგიდას ეხება.
ამ ტახტზე ოდესღაც სიყვარულით იყვნენ დაკავებულები.
მასზე მთელ სიგრძეზე გაკოტრიალებას ვერ ახერხებდნენ, თუმ-
ცა ოდნავ მუხლმოკეცილ პოზაშიც საქმეს მშვენივრად ართმევ-
დნენ თავს. ჰარის ეს ტახტი ბევრად ერჩივნა ლოგინს, ვინაიდან
აქ თელმა თავს უფრო თავისუფლად გრძნობდა, არ აწუხებდა
დანაშაულის გრძნობა. მეუღლესთან გაყოფილ სარეცელზე,
ცოლ-ქმრის საწოლში თელმა ზედმეტად შებოჭილი იყო და ეს
თავშეკავებულობა ჰარიზეც მოქმედებდა, ამ ტახტზე კი ორივე,
სრულიად თავისუფალი, სრულ ტკბობას განიცდიდა. ახლა
თელმა ისეთ მომგებიან პოზაში ზის, ჰარის თავისუფლად შეუძ-
ლია გადადგას მაგიდა, დადგეს ტახტთან მუხლებზე, გააწევი-
ნოს ფეხები და ძველებურად, ენით დაამუშაოს მისი ძუკნა, იგ-

325
მკითხველთა ლიგა

რძნოს მისი ბარძაყების თრთოლა, იგრძნოს საკუთარი თავი


თელმას ბაყვებს შორის, როგორც თხილი სატეხში. ათავებდა
კიდეც. ჰარის აინტერესებს, ოდესმე ამ გზით კაცისთვის კისერი
თუ მოუგრეხიათ, ასე თუ დაუმთავრებია ვინმეს სიცოცხლე.
თელმას სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, თითქოს ჰარიმ
მასში მოგონებები აღძრა, შორეული, დალუქული, განუმეორე-
ბელი, ჩაბეჭდილი როგორც ფოტოები, დადუმებული ტელევი-
ზორის თავზე. არადა ბაჭია თავის სიტყვებში უწყინარ აზრს დებ-
და, ისროლა ფრაზები ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, ქა-
ნაობს სავარძელში და უყურებს სახეში იმ ქალს, რომელიც ბო-
ლო ათეული წლის მანძილზე არ აძლევდა არაფერს იმის გარ-
და, რაც ესაჭიროებოდა - სექსს, სულის საკვებს.
- ალბათ, შენც, - ამბობს თელმა და უყურებს ლანგარზე
დალაგებულ საგნებს, რომლისთვისაც ხელი არ დაუკარებია, -
იმედია, გაქვს რაიმე მოსაგონარი.
- ზუსტად ახლა ვიხსენებდი რაღაცებს, მოწყენილი მეჩვე-
ნები, - ეუბნება ბაჭია, რომელიც თვლიდა, რომ მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, თელმას მისი ნახვა მაინც უნდა გახარებოდა.
- შენ თავს აღარ ჰგავხარ, თითქოს ზედმეტად ფრთხი-
ლობ.
- ღვთის გულისთვის, იმის მერე, რაც შემემთხვა, ვინ არ
იქნება ფრთხილად. კიდევ შევჭამ ამ მაკადამიას, თუ შენ ეს გე-
სიამოვნება.
ერთიმეორის მიყოლებით ჩაიყარა თხილი პირში, ღეჭვა-
სა და ჩაკნატუნებებს შუა, გრძნობს მათ სრიალა ნატეხებს, ენას
აწკლაპუნებს და გემოთი ტკბება. თან მოუყვა თელმას ყოველი-
ვე, რაც შეემთხვა. ინფარქტი, „მზის დამჭერი“, ყურე, პატარა ჯუ-
დი, როგორ ეგდო ნაპირზე მედუზასავით, საავადმყოფო, ექი-
მები, მათი რჩევები და მისი მცდელობა, რომ მიჰყვეს მათ.

326
მკითხველთა ლიგა

- ექიმებს სურვილი კლავთ გამკვეთონ, შუნტირება გამიკე-


თონ, მაგრამ არის კიდევ უფრო ნაკლებად რადიკალური გზაც.
ამის გამო აქ, სენტ-ჯოზეფში ერთი ადამიანი უნდა ვნახო და მო-
ველაპარაკო, რომ ამ გაზაფხულზე ეს გაკეთდეს. რასაც მე მი-
პირებენ, ანგიოპლასტია ეწოდება. კათეტერის ბოლოს პატარა
ჰაერბურთია მიმაგრებული, დაახლოებით ერთი იარდი სიგ-
რძის, რომელსაც საზარდულთან არტერიაში გიდგამენ, არტე-
რიიდან პირდაპირ გულისკენ მიიწევს. ფლორიდაში რაღაც
მსგავსი ჩამიტარეს, ოღონდ ჰაერბურთის გარეშე. უამრავ ხსნა-
რებსა თუ სხვა ოხრობებს ატარებდნენ ჩემში, რათა ენახათ ჩემი
საცოდავი, მწყობრიდან გამოსული ძრავა სინამდვილეში რო-
გორ გამოიყურება. უცნაური გამოცდილებაა, არცთუ ისე მტკივ-
ნეული, მაგრამ თავს განსხვავებულად, დემორალიზებულადაც
კი გრძნობ, როცა ამას გიკეთებენ და ამის შემდეგ კიდევ რამ-
დენიმე დღე. როცა ნივთიერება შეჰყავთ შენში, გულმკერდი ისე
გივარვარდება, თითქოს ღუმელში შეგაგდეს. ღრმად, ზედმე-
ტად ღრმად გეთუთქება ყველაფერი. რაღაცით მშობიარობას
წააგავს, ჩვილის გარეშე. აურაცხელი რაოდენობის კომპიუტე-
რული ინფორმაცია გროვდება შენი კორონალური არტე-
რიების მდგომარეობის შესახებ. თუმცა, რაც ჩამოვთვალე, არა-
ფერი ისეთი შემზარავი არ არის, როგორიც ღია ოპერაცია გახ-
სნილ გულზე, - ბაჭია გულზე იდებს ხელს და ფიქრობს თელმას
მკერდზე; ბლუზის ქვეშ მომლოდინე მისი ძუძუსთავები იდეალუ-
რი საწუწნია. ქალი ელოდება, რომ პირველი ნაბიჯი მან გადად-
გას, - მერე რამდენიმე საათი მანქანაში სისხლს ხელოვნურად
აბრუნებენ და ფილტრავენ. ვგულისხმობ, რომ მანქანა თავად
ხარ, სანამ გამართულად მუშაობ, ყველაფერი რიგზეა, ჩერდე-
ბა და კვდები. ტიპს, რომელთან ერთადაც გოლფს ვთამაშობ,
ოთხი შუნტი აქვს ჩაყენებული, სარქველიც ჩაუნაცვლეს და

327
მკითხველთა ლიგა

ელექტროსტიმულატორიც ჩაუდგეს. როგორც მითხრა, იმის მე-


რე არასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც უწინ იყო. ადამიანი
გამოიცვალა. შეგრძნება ისეთი მძაფრია, თითქოს საბარგო
მანქანამ გადაგიარა, მერე უკან დაიხია და ხელმეორედ გაგ-
სრისა და კონტროლისთვის, კიდევ ერთხელ გადაგიარა. გოლ-
ფსაც საშინლად თამაშობს, ვეღარც ძველებურად მოძრაობას.
მაგრამ მგონი საკმარისია, ჰა? რას იტყვი? შენი ჯანმრთელო-
ბის ამბავი როგორ არის? შენკენ რა ხდება?
- როგორ გამოვიყურები? - პასუხობს თელმა და წრუპავს
თავის კოკა-კოლას, თხილს ორ პატარა ერთნაირ თასში მის-
თვის ხელუხლებელს ტოვებს. თასის მოხატულობა შინაურ ნა-
ქარგს ჰგავს, უფრო ოთხკუთხედია, ვიდრე მრგვალი, ცისფერი
და ვარდისფერი ყვავილებით.
- ჩემთვის მშვენივრად, - იტყუება ბაჭია, - ოდნავ ფერ-
მკრთალი და შეშუპებული ხარ, მაგრამ ყველა ასეა ზამთრის
მერე.
- სიკვდილის პირას ვარ, ჰარი, - ეუბნება თელმა, მაგიდას
აშორებს მზერას და თვალს თვალში უყრის. მათი თვალები ერ-
თმანეთს შეხვდა. ისეთი მუქი მწვანე არაა მისი თვალები, რო-
გორიც პრუს აქვს, არც ისეთი მღვრიე. თელმას თვალები თაფ-
ლისფერია. თვალები, რომლებსაც ნანახი აქვთ ჰარის სიშიშ-
ვლე, თვალები, რომელიც მას იცნობენ ისე, როგორც მხო-
ლოდ ქალს შეუძლია მამაკაცის ამოცნობა. ცოლი ღამით გეფა-
თურება ლოგინში, დღისით კი საყვარელს ჟიმავ ტახტზე მისსა-
ვე სასტუმრო ოთახში. თელმა ელაზღანდარავებოდა კიდეც და
მის მამაკაცურ ღირსებას „ჩაჩიანს“ ეძახდა, კაიფობდა მისი წი-
ნადაუცვეთაობის გამო და აღწერდა მისი საოხრის თავს, - ჩემი
თირკმლების მდგომარეობა უარესდება და სტეროიდების დო-
ნის მომატება აღარ შეიძლება. იმდენად ანემიური და უსუსური

328
მკითხველთა ლიგა

გავხდი, ძლივს დავათრევ თავს, სახლის საქმე რომ გავაკეთო.


სისუსტის გამო, ყოველ შუადღეზე წათვლემა მჭირდება. ზუსტად
ჩემი დაძინების დროს მობრძანდი, სიმართლე რომ გითხრა,
ახლა ჩემი მკვდარი საათის დროა.
ბაჭია ინსტინქტურ მოძრაობას აკეთებს, წამოიწია წინ, ხე-
ლები დაეჭიმა და საცაა წამოსადგომად გაემზადა. თელმას
ბოღმა მოაწვა, ბრაზმორეულს აღმოხდა:
- იჯექი, არსადაც არ წახვალ, არ გაბედო წასვლა! ღვთის
გულისათვის! ბოლო ექვსი თვეა საერთოდ არ მინახავხარ, თან,
ერთი კვირაა, რაც ჩამოხვედი და თავი დარეკვითაც არ შეგიწუ-
ხებია.
- თელმა, ის სულ ჩემ ირგვლივ ტრიალებს, უბრალოდ არ
შემიძლია თავისუფლად წანწალი. თან აკლიმატიზაციას გავ-
დიოდი. ახლა ჩემთვის დატვირთვა არ შეიძლება.
- არასოდეს გყვარებივარ, ჰარი. მხოლოდ ის ფაქტი გიყ-
ვარდა და გატკბობდა, რომ შეყვარებული ვიყავი შენზე. არ ვწუ-
წუნებ, ალბათ ეს დავიმსახურე. თითოეული ადამიანი თავის სას-
ჯელს თვითონ იგონებს, გულწრფელად გეუბნები, ისევე მწამს
ამის, როგორც თავად ღმერთის. ზუსტად იმას იღებ, რასაც იმ-
სახურებ. ღმერთი ხედავს ყველაფერს. შეხედე ჩემს ხელებს.
ადრე ლამაზი ხელები მქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასე
ვთვლიდი. ახლა კი ჩემი თითებისგან ლანდიღა დარჩა, შეხედე
მათ! დეფორმირებულია! ახლა რომც ვცადო, საქორწინო ბეჭ-
დის მოხსნასაც კი ვერ შევძლებ, - ჰარი, ბრძანებისამებრ, მის
ხელის მტევნებს ათვალიერებს, საქანელა სკამიდან მისკენ გა-
მოშვერილი ხელებისკენ გადაიხარა. თითები სახსრებში შესი-
ვებულია, კანი შეწითლებული და მბზინვარე, ზოგიერთი
ფრჩხილი ცოტათი ატკეჩილია კიდეც, თუმცა ჰარი ვერც კი შე-

329
მკითხველთა ლიგა

ამჩნევდა ამას, თელმას თავად რომ არ გაემახვილებინა ყუ-


რადღება.
- არც გინდა საქორწინო ბეჭდის მოხსნა, - ეუბნება მას ბა-
ჭია, - რამდენადაც მახსოვს, შენ და რონი წებოთი ხართ შეწე-
ბებულები, თან რა წებოთი! მიირთმევ კიდევაც ხოლმე მას, თა-
ვად გაქვს ნათქვამი, მეხსიერება თუ არ მღალატობს.
თელმა საკუთარი ხელების მდგომარეობის გამო განრის-
ხდა, თითქოს თავის ავადმყოფობას ჰარის აბრალებდეს, ბაჭია
კი თავს იცავს, იგერიებს მის ბრაზს.
- მუდამ გახსოვდა, რომ რონის ცოლი ვიყავი, არადა ყო-
ველთვის გეძლეოდი, როცა კი მოგეპრიანებოდა. მაგრამ, ვინ
ხარ, ყოველ წუთს ცხვირში მირტყა, იმიტომ რომ ქმარი მყავს,
როდესაც თავად ჯენისსა და მის ფულზე ხარ გადაბმული. არც
ერთხელ არ მიცდია მისგან წამომეყვანე, თუმცა დროდადრო
ეს ზედმეტად იოლიც კი იყო.
- ასე გგონია? - საქანელა სკამით ბაჭია უკან გადაქანდა, -
აბა, რა გითხრა, ჩემი პატარა ჩურჩუტელა დედაკაცი ჯერაც კი
მხიბლავს. შესაძლოა იმის გამო, რომ არასოდეს ნებდება. მას
მუდამ მცდარი წარმოდგენა ჰქონდა სამყაროზე და ჯერ კიდევ
არკვევს. ახლა პაინ-სტრიტზე მდებარე „პენ სთეითის“ სასწავ-
ლებელში ჩაეწერა იმისთვის, რომ უძრავი ქონებით ვაჭრობის
ლიცენზია მოიპოვოს. მაუნტ-ჯაჯის სკოლის მაღალ კლასებში,
რამდენადაც მახსოვს, დამაკმაყოფილებელზე მაღალი ნიშანი
არც კი ჰქონია, ხელგარჯილობაშიც კი. ამაზე ფიქრს ახლა რა
მნიშვნელობა აქვს, თუმცა, სანაძლეოს ჩამოვალ, ერთადერთი
გოგო იქნებოდა მთელი სკოლის ისტორიაში, ვინც ხელგარჯი-
ლობის გამოცდაში ჩაიჭრა.
თელმა უხალისოდ იღიმება, მისი მოყვითალო სახე ჯურ-
ღმულივით ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში ანათებს.

330
მკითხველთა ლიგა

- ძალიან კარგია მისთვის, რომ წინ მიიწევს, - ამბობს


თელმა, - ჯანმრთელობა ხელს რომ მიწყობდეს, სახლში არც
მე დავჯდებოდი. ცოლი სახლში უნდა ფუსფუსებდეს... სისულე-
ლეებით გვიჭედავდნენ თავს, სულ ეგ იყო ხელგარჯილობის სა-
განი.
- სხვათა შორის, რონი როგორ გყავს?
- ძველებურად, - ახლა თელმას ხმაში საუკუნო წუწუნი აჟ-
ღერდა, ის ამაზრზენი ბგერები, რომლითაც სოფლელი დედა-
კაცები თავის ბედზე ჩივიან ხოლმე, - ახალ კლიენტებს ისეთი
გამწარებით აღარ დასდევს, ძველ კლიენტებს ეყრდნობა. ბავ-
შვების განათლების გადასახადისგან თავისუფალია, ასე რომ,
მისი ერთადერთი საზრუნავი მე ვარ და ექიმების ხარჯები. არც
ისეა საქმე, პატარა რონის ლიჰაიში სწავლის გაგრძელების
სურვილი რომ ჰქონოდა, ფულის გადახდას შეძლებდა. რაღა
დაგიმალო და ძნელი საყურებელია, როგორ დაყიალობს. ჰი-
პია თუ რა არის, ის არაა, რაც უნდა იყოს. ყველაზე გასაოცარი
კი ის არის, რომ ჩვენს სამ ვაჟს შორის სკოლაში ყველაზე
ჭკვიანი ეგ იყო. მგონი, ყველა საგნის დაძლევა შეეძლო.
ჰარის მსგავსი ადრეც მოუსმენია. თელმას ხმა დამრიგებ-
ლურია, ფრთხილი და მშვიდი. განიხილავენ ძველი მეგობრე-
ბივით ოჯახურ ამბებს, არადა ერთადერთი, რაზეც საუბარი
სურს, მისი მდგომარეობა და მისი პირადი საქმეა. წუთიერმა
აალებამ ჩაიარა. რაც უნდა იყოს, უყვარდა ბაჭიას თელმა თუ
არა, მას ისე ძალიან არ სჭირდებოდა თელმა, როგორც თელ-
მას - ჰარი. მათი ურთიერთობა დაიწყო კარიბულ ღამეს, როცა
პირველად დაწვნენ ერთად. რომანი თელმამ წამოიწყო, ეს ურ-
თიერთობა თავიდანვე მისი ინიციატივა იყო. ფარული შეხვედ-
რების მრავალი წელიწადი, ბრძნული გადაწყვეტილებები დას-
რულებასთან დაკავშირებით და მერე ისევ აღელვებულობითა

331
მკითხველთა ლიგა

და სულმდაბლობით სექსთან მიბრუნება. არსებითი მათ ურთი-


ერთობაში თელმასგან გაცემა და ჰარისგან მიღება იყო. რომა-
ნის გაწყვეტის შიში ქალს უფრო ჰქონდა, ვიდრე კაცს. თელმა
კისერზე ეკიდებოდა, ამის გამო, საკუთარი თავი სძულდა და ეს
შინაგანი სიძულვილი უბიძგებდა, დაესაჯა ჰარი. ბაჭია კი მუდამ
მხრებს იჩეჩდა და აგრძელებდა ნებივრობას მისი სიყვარულის
მზის სხივებში, ის მზე ყოველდღიურად ამოდიოდა, მიუხედავად
იმისა, იმყოფებოდა თუ არა ახლომახლო ბაჭია. ჰარის ბო-
ლომდე არ სჯერა ამ გრძნობის და პერიოდულად, მეტი დამა-
ჯერებლობისთვის, გადაამოწმებს ხოლმე.
- ეს ბავშვები, - ბაჭია ყალბ სიტყვებს ისვრის, თითქოს სა-
ზოგადოებაში მასლაათობდნენ, სრულებით მარტონი არ იყ-
ვნენ საგანგებოდ დაგმანულ ჟალუზებს მიღმა და აროუდეილის
ბნელ სადგომში ფუჭად არ იკარგებოდა ინტიმური წუთები, - მუ-
დამ გულს გტკენენ. ერთი უნდა განახვა, ნელსონი როგორია,
როცა ჩემთან ფლორიდაში ჩამოდის და ცოტა ხანი უწევს იქ
დროის გატარება, ადგილს ვერ პოულობს. ბიჭი იმდენად ვერ
მიტანს, ლამის კანიდან ამოხტეს.
შეშფოთებულმა თელმამ ხელების მოძრაობით გაღი-
ზიანების ჟესტი გამოხატა.
- ჰარი, მართალია, ასე გგონია, მაგრამ მამაზეციერი არა
ხარ. მართლა ფიქრობ, რომ ნელსონი შენ გამო ვერ პოულობს
ადგილს?
- სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
თელმამ რაღაც იცის, მერყეობს, მაგრამ თავს ვერ ერევა,
ან იქნებ პატარა შურისძიებაც უნდა იმის გამო, რომ დამსახურე-
ბულ ძღვნად მიაჩნდა მუდამ, ან პენსილვანიაში ჩამოსვლისას
ერთი კვირა რომ არ დაურეკავს? ქალმა ვერ მოითმინა და წაკ-
ბინა:

332
მკითხველთა ლიგა

- ნელსონის ამბავი უნდა იცოდე. ჩემი ბიჭები ამბობენ, რომ


კოკაინის მომხმარებელია. მათი თაობა ცოტაოდენს ყველა მო-
იხმარს, მაგრამ ნელსონი, როგორც მითხრეს, ჩამოყალიბებუ-
ლი ნარკომანია. მათი თქმით, წამალი მართავს.
ჰარიმ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, საქანელა სა-
ვარძლით მოწყვეტით უკან გადაიწია, მაგრამ ფეხები იატაკის-
თვის არ მოუცილებია. კაცი გაქვავდა და იმდენად დიდი ხანი
დარჩა ასე, რომ თელმა შეშფოთდა. ასეა თუ ისე, ჰარი ძველე-
ბურად ჯანმრთელი აღარ არის და შესაძლოა ინფარქტი
მიიღოს. ბოლოს გადმოიხარა, თელმას ჩაფიქრებული მზერა
შეავლო და ამოღერღა:
- ეს ბევრ რამეს ნათელს ფენს, - ჰარი ტვიდის ნაცრისფე-
რი სპორტული ქურთუკის გვერდითა ჯიბეში იჩხრიკება და ნიტ-
როგლიცერინის პატარა ყავისფერ ბოთლს ეძებს. ჩვეული მოძ-
რაობით გადმოაგდებს ხელისგულზე ერთი ციდა აბს და ენის
ქვეშ ამოიდებს. ეს ჩვევადქცეული მოქმედება დახვეწილიც კია.
- კოკაინი ბლომად ფული ღირს, არა? - ეკითხება ბაჭია
თელმას, - ანგარიში შეიძლება ათასებსაც ითვლიდეს.
თელმა ნანობს, რომ სიმართლე უთხრა, ვინაიდან წა-
მიერი მცდელობა, შეენჯღრია და საკუთარი არსებობა შეეხსე-
ნებინა, დასრულდა იმით, რომ თავზარი დასცა. ჩამოყალიბებუ-
ლი მასწავლებელია და მოსწონს თავისებური, ჭკუის სასწავლე-
ბელი გაკვეთილის ჩატარება.
- ვერ დამიჯერებია, რომ ჯენისმა არ იცის ეს ამბავი და არ
განუხილავს ეს პრობლემა შენთან. ან ნელსონის ცოლმა რო-
გორ არ გითხრათ?
- პრუ მოლაყბე არასოდეს ყოფილა, - ამბობს ჰარი, - არც
ისე ხშირად ვხედავ მათ. მაშინაც კი, როცა აქეთ ვართ, ისინი
ბრუერის მეორე მხარეს ცხოვრობენ. ჯენისი ხშირად მიდის

333
მკითხველთა ლიგა

ხოლმე მათთან, ეს ხომ მისი დედისეული სახლია, მე კი იქ არა-


ფერი მესაქმება. ის იქ დიასახლისია, მე კი არავინ ვარ.
- ჰარი, ნუ ხარ ასეთი გაოგნებული, ეს ხომ მხოლოდ ჭო-
რებია. სიმართლეც რომ იყოს, ეს მხოლოდ მისი პირადი და
მისი ოჯახის საქმეა. თითოეულ ჩვენგანს მშობლებისთვის ვერ-
მოსაწონი საქციელი ჩაუდენია. მშობლებმა ეს შესანიშნავად
იციან, უბრალოდ თვალებს ხუჭავენ. მისმენ? ხვდები, რასაც გე-
უბნები? ოჰ, ჰარი! ჯანდაბა! ახლა ცუდ გუნებაზე დაგაყენე. არა-
და კანიდან ვძვრები, რომ თავი ბედნიერად გაგრძნობინო. რა-
ტომ არ გინდა გაგაბედნიერო? გაუთავებლად რატომ მიძალი-
ანდები?
- არა, არ შეგწინააღმდეგებივარ, თელ. ჩვენ არაჩვეულებ-
რივი დრო გვაქვს გატარებული ერთად. უბრალოდ, ჩვენ წი-
ლად დიდი ბედნიერება არ გვხდომია, თან ახლა კიდევ ეს...
- რა ახლა, ძვირფასო?
- ახლა ვიცი, თავს როგორ გრძნობდი მთელი ამ წლების
განმავლობაში.
თელმა ელოდება, რომ ბაჭია ნათქვამს აუხსნის, მაგრამ
მოულოდნელად კაცში ტაქტიანობამ გაიღვიძა.
თელმა ბიძგს აძლევს:
- მომაკვდავი ადამიანი?
- ჰო, დაახლოებით ისე, თითქოს ირგვლივ ყველაფერი
ქრება.
- ჩემი ჩათვლით.
- არა, გავიარეთ, შენ არ მიგულისხმიხარ. გეყოფა, ნუ
მაიძულებ, გაუთავებლად ნემსის ყუნწში ვძვრებოდე. როგორ
ფიქრობ, აქ რისთვის მოვედი?

334
მკითხველთა ლიგა

- ჩემთან სიყვარულით რომ დაკავდე, რომ მიხმარო. მიდი,


რაღას უცდი. უფრო სწორად, მოდი, რას ელოდები. რატომ გა-
გიღე კარი საერთოდ, როგორ გგონია?
თელმა წინ გადაიხარა. მუხლები იმ ადგილზე, რითაც მა-
გიდის კიდეს ეხებიან, გასთეთრებია. ისეთი გამომეტყველება
მიიღო, როგორი მიმიკაც აქვთ ქალებს, როდესაც, მიუხედავად
ყველაფრისა, ამაზე წასვლას აპირებენ - უნდათ გემოზე იწერა-
ონ. ბაჭიას ეს აშინებს იმის გამო, ეს ახლა მისთვის სიკვდილთან
ჩავლის ტოლფასია.
- მოიცადე, თელ, კარგად დავფიქრდეთ ამაზე, - ნიტროგ-
ლიცერინმა იმოქმედა და როგორც ყოველთვის, უკანალში
მჩხვლეტავი ტკივილი იგრძნო. სავარძელში ღრმად ჩაჯდა იმის
იმედით, რომ გადაუვლის, - ჩემთვის აღგზნება არ შეიძლება.
თელმა გაოცებულია, ნუთუ საკითხი მოლაპარაკებას საჭირო-
ებს?
- ჯენისთან სექსი გქონდა?
- ერთხელ, ან ორჯერ შესაძლოა, რაღაც მიმავიწყდა. იცი,
ეს როგორც ღამით კბილების გამოხეხვა, ისეა, ხანდახან გავიწ-
ყდება, გამოიხეხე თუ არა.
ფრაზას თელმა უპასუხოდ ტოვებს და გადაწყვეტს, უფრო
გააღიზიანოს:
- ალექსის ძველი ლოგინი უკვე გავამზადე.
- რამდენადაც მახსოვს, ნამდვილი საწოლების გამოყენება
არ გიყვარდა.
- საკმაოდ თავისუფალი გავხდი, - ეუბნება თელმა, დამცი-
ნავად ეღიმება და სიამოვნებას ჰგვრის, რომ ბაჭია თავის დაძ-
ვრენას ცდილობს.
ბაჭია ცდუნებას ვერ ერევა, წარმოიდგინა შიშველი თელმა
საწოლში. მისი ცხიმიანი, მზა სხეული, მკერდი, რომელმაც სამი

335
მკითხველთა ლიგა

ვაჟი გამოზარდა და სულ ცოტა, ორი კაცი ჰყავდა. მიუხედავად


ამისა, შერჩენილი აქვს ქალწულის იერი და მისი ძუძუსთავები
ვარდისფერია, როგორც ჩვილის ფეხის თითების ბალიშები.
სულ არ არის ისეთი, როგორიც ჯენისს აქვს, პატარა, ნაღეჭი
მუქი ძუძუსთავები. მისი დუნდულები გლუვია და კანს შენარჩუ-
ნებული აქვს ელასტიკურობა, არაა ისეთი ხაოიანი, როგორიც
ჯენისისა. მისი ბოქვენის მოწითალო, არახშირი თმის მიღმა
საკმარისად იოლად გასარჩევია ნაპრალი. მისგან განსხვავე-
ბით, ჯენისისა სქელი, გაუმჭვირი ბუჩქა თმითაა დაფარული.
თელმას მთავარი ღირსება მისი სინდის-ნამუს გადარეცხილი
პირია, რომელსაც გამუდმებით გაუმაძღრობა იპყრობს ხოლმე.
უკვე მერამდენე წელიწადია ჰარი ისევ ვნების ხაფანგში ებმება.
როგორც ჩანს, მიუხედავად ყველაფრისა, თელმა მასზე და-
ბოღმილი არ არის. მერე ბაჭიას მოაგონდა რონი, ვინ იცის,
მისი მოუსვენარი საოხრე სად დაეთრეოდა. ბაჭიას წამითაც არ
სჯერა, რომ თელმას ქმარი შესაძლოა მისი ერთგული იყოს.
გასახდელში მის საქციელს თავი რომ დავანებოთ, რუთთანაც
დადიოდა, სანამ ჰარი დაიწყებდა მასთან სიარულს და კარიბის
ზღვის პერიოდში სინდის დასდევდა. ჩაფიქრებულ ბაჭიას სექ-
სთან დაკავშირებული სასიკვდილო ხიფათი - შიდსი ახსენდება.
ეს ვირუსი იმდენად მიკროსკოპულია, რომ წარმოსახვასაც კი
ვერ შეძლებ. ერთი ნერწყვის წვეთი საკმარისია, რომ სისხლში
მოხვდეს დაავადების ასაკიდებლად. ვირუსი თავისუფლად მოძ-
რაობს ნებისმიერ თხევად არეში. იგი მთელი სხეულის მწყობ-
რიდან გამოყვანას ახერხებს, ნელი და მტანჯველი სიკვდილი
გარდაუვალია, საქმეში პნევმონია და შიმშილით კვდომა ერევა.
სიყვარული და სიკვდილი, მათი ერთმანეთისგან განცალკევება
არავის ძალუძს, მაგრამ ბაჭია ამას თელმას ვერ ეტყვის, ეს სი-
მართლის სახეში მიხლა იქნება.

336
მკითხველთა ლიგა

თელმა, რომელიც ნათლად ხედავს, ჰარი კარგ გუნებაზე


არ არის, ეკითხება:
- კოკა-კოლა კიდევ გინდა?
სულ დაულევია და დაუფიქრებლად შეუსანსლავს სასუსნა-
ვი ორივე თასიდან.
- არა, უნდა წავიდე. თუ ნებას დამრთავ, აქ კიდევ ცოტა
ხანს დავრჩები, შენთან ყოფნა ჩემთვის ნამდვილი შვებაა.
- რატომ, მეც ხომ სხვა ადამიანებივით შენგან რაღაცას
ვითხოვ?
გულში მსუბუქმა ტკივილმა დაუარა. სუნთქვის საშუალებას
უზღუდავს. მოთხოვნები, როგორც ტვირთი, ისე აწევს მის
სულს. სხვა პრობლემებს ახლა დაუკმაყოფილებელი საყვარე-
ლიც დაემატა, კიდევ ერთი უღელი. მაგრამ ბაჭია ცრუობს:
- შენ სულ სხვა ადამიანი ხარ, თელ. ვიცი ეს ძვირად და-
გიჯდა, მაგრამ შენ შესანიშნავი იყავი.
- ჰარი, ნუ ხარ ასეთი სენტიმენტალური, ჯერ კიდევ ახალ-
გაზრდა ხარ. რამდენი წლის ხარ, 55-ის? სანერვიულო ასაკი
არ არის, სისწრაფის ლიმიტიც კი არაა.
- ორი თვის წინ 56 წლის გავხდი. ზოგიერთისთვის ეს სი-
ბერის ასაკი არ არის, მაგალითად, ისეთი ჩია ნახევარკაცის-
თვის, როგორიც რონია. ის, ალბათ, მარადიულად იცოცხლებს;
ხოლო ჩემი წონისა და სიმაღლის ადამიანი... თან დიდი ხანია,
ჭარბ წონას ვატარებ, გული ვეღარ უძლებს ამხელა ტვირთის
თრევას. იღლება.
ბაჭიას თვალწინ წარმოუდგა თავისი გატანჯული, გულის-
ფიცრის უკან და ნეკნებს შორის გამომწყვდეული ვეებერთელა
გული - მონასავით მომუშავე ან იმ ბრმა ცხენის მსგავსი, წისქვი-
ლის ბორბალს რომ ატრიალებს. ბაჭია გრძნობს, რომ თელმა,
როგორც ავადმყოფს, ისე უყურებს. ქალის მზერაში ეშმაკური

337
მკითხველთა ლიგა

და ანცური ნაპერწკლები გაქრა, ის მას გვერდიდან, ცივად, შემ-


ფასებლურად უყურებს. თელმას თვალში ჰარიმ ფასი დაკარგა
იმის გამო, რომ დაწოლისგან თავი დაიძვრინა. ქალი გაუცნო-
ბიერებლად დევნის მას, სექსზე უარი ბაჭიასთვის უდავოდ გარ-
კვეულ შედეგს მოიტანს. ეს სამართლიანიც კია. თავად ჰარიმ
დიდი ხანია, თელმა, თავისი უკურნებელი სენის გამო, გულის-
კარს მიღმა დატოვა. ან იქნებ კანის ტუბერკულოზი არ იყო მი-
ზეზი, რის გამოც ჰარიმ ჯენისი თელმაში არ გაცვალა. ამისთვის
ბაჭიას, სულ ცოტა, ათი წელიწადი ჰქონდა. თელმა ჯანმრთე-
ლიც რომ ყოფილიყო, მიატოვებდა კი მისი გულისთვის ცოლს?
ბაჭია ხომ უბრალოდ ხმარობდა მას, როცა მოისურვებდა და
მერე კი „ტოიოტას“ რომელიღაც მოდელით, მაშინ რომელიც
ჰყავდა, უკან, ჯენისისკენ მიიჩქაროდა, ჯიუტად უბრუნდებოდა
ჯანმრთელ ცოლს. რა იყო ჯენისში ასეთი განსაკუთრებული?
ალბათ მათ კავშირში გარკვეული იდუმალებაა, როგორც რე-
ლიგიაში. სხვა ყველაფერი სრული უაზრობაა.
ორი ძველი, დასნეულებული მეგობარი ჩამომჯდარა და
ნახევარი საათია, შვილებსა და ავადმყოფობებზე საუბრობენ,
საერთო ნაცნობებს ჭორავენ: პეგი ფოსნახტი გარდაიცვალა;
ოლიზე ამბობენ, ახალ ორლეანში არისო; სინდი მარკეტი გა-
სუქებულა, უბედური, ახლა ორიოლში, ახალგახსნილი სავაჭ-
რო ცენტრის ერთ-ერთ ბუტიკში მუშაობს; უები მეოთხედ და-
ქორწინდა, ამჯერად - ოცი წლის გოგონაზე და ბრუერ ჰაიტსის
ფეშენებელური, ხეში ჩასმული სახლიდან ქალაქის სამხრეთით,
გალილის სიახლოვეს გადაბარგდა, ფერმერის სახლში, იქაც
ყველაფერი გაარემონტა.
- ეგ უები მაგარი ვინმეა, ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც
სურდა, იცის ცხოვრების გემო.

338
მკითხველთა ლიგა

- არც ისეთი მაგარია. შენსა და ჯენისის მსგავსად, არასო-


დეს მოვხიბლულვარ უებით. თავისი ძალადჭკვიანობით მაღი-
ზიანებდა, თითქოს ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდა.
- ფიქრობ, ჯენისზე შთაბეჭდილებას ახდენდა?
თელმა ოდნავ შეცბა და თვალი მოარიდა:
- ერთხელ რომ იწვნენ, ფაქტია. მეორე დღეს არ დაუჩივ-
ლია, არა?
- არც მე დავრჩენილვარ უკმაყოფილო, - თუმცა ბუნდოვ-
ნად ახსოვს, როგორი დაქანცული იყო მეორე დილით და რამ-
დენად უჩვეულოდ ეძნელებოდა გოლფის თამაში, თითქოს მინ-
დორი ხელოვნურ ჯუნგლებად და მარჯნის ქვაბულებად
ქცეულიყო. იმ ღამეს სამმა წყვილმა მეუღლეები გაცვალა. ჯე-
ნისს შეხვდა უები, რონის - ტკბილი სინდი, ჰარის კი - თელმა.
ქალი გამოუტყდა, რომ წლების განმავლობაში შეყვარებული
იყო მასზე.
თელმამ თავი დაუქნია, კომპლიმენტად მიიღო ჰარის ნათ-
ქვამი, შემდეგ კი საუბრის წინა თემას მიუბრუნდა.
- რაც შეეხება მოკვდავობას, ვთვლი, რომ სიკვდილის მო-
ახლოების გაცნობიერება, სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგ-
ვარად მოქმედებს. ჩემთვის, მაგალითად, სამყარო არ გაუფე-
რულებულა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ცუდად ვგრძნობ
თავს, სიცოცხლეს მთელი სისავსით შევიგრძნობ. რაკი ცოცხა-
ლი ხარ, ნიშნავს, რომ უდავოდ სიცოცხლით ხარ აღვსილი, ხო-
ლო როცა გარდაიცვლები, სხვა რამ დაიწყება. შენ და ჯენისი
დადიხართ ეკლესიაში?
შეკითხვა ბაჭიას არ გაჰკვირვებია, თელმა მუდამ რელი-
გიური იყო. რელიგია მისთვის ისეთივე დეკორია, როგორიც
ოთახისთვის - ნივთები და მის სექსუალურობას ნიღბავს. ბაჭია
პასუხობს:

339
მკითხველთა ლიგა

- სიმართლე რომ გითხრა, იშვიათად, თანაც ჩვენთან,


ფლორიდაში, უბრალო ხალხისთვის განკუთვნილი, გლეხური
ეკლესიებია სამხრეთული კოლორიტით. თანაც, ჩვენი მეგობ-
რების უმეტესობა ებრაელია.
- ჩვენ ერთ-ერთ ახალ კონფესიას მივეკედლეთ, მათი ძი-
რითადი მოწოდებაა, გაგონილი გექნება, დავიკარგოთ, რათა
გადავრჩეთ. რონი და მე ყოველ კვირას დავდივართ.
- ჰო! - ყოველი ახალგამოჩეკილი სექტა და მისი მიმდევ-
რები ჰარიზე საშინლად დამთრგუნველად მოქმედებენ. ყოველ
შემთხვევაში, დრომოჭმულ ძველ რელიგიურ მიმდინარეობებს
გარკვეული ისტორია მაინც გააჩნიათ.
- ხანდახან მართლაც მწამს მათი მოძღვრების, - ამბობს
თელმა, - ასე უფრო იოლია იცხოვრო და მშვიდად შეხვდე
აზრს, რომ იმას, რის მიღწევაც გეწადა, უკვე ვეღარ მიაღწევ,
ვერც პორტუგალიაში იმოგზაურებ, ვერც მაგისტრის ხარისხს
მიიღებ.
- ცხოვრებაში რაღაც ნამდვილად გაგიკეთებია, არც მე,
არც რონი შენ გარეშე არ ვივარგებდით, თან სამი ვაჟი გაზარ-
დე. სხვათა შორის, დღემდე შეგიძლია, პორტუგალიაში სამოგ-
ზაუროდ წახვიდე. ამბობენ, რომ შედარებით იაფია. ერთადერ-
თი ქვეყანა, სადაც წასვლა მსურს, ტიბეტია. ვერ დამიჯერებია,
რომ თავს ვერ მოვაბამ, ან მფრინავი ვერ გავხდები, როგორც
ბავშვობაში, ათი წლისა ვოცნებობდი. შენი თქმისა არ იყოს, თა-
ვი ისევ მამაზეციერად მიმაჩნია.
- საწყენად არ მითქვამს, ჰარი, ასეთი ძალიან მომხიბლავი
ხარ.
- შეიძლება, მაგრამ ჩემი ხიბლი ნელსონზე არ მოქმედებს.
- მისთვისაც მისაღები ხარ, დამიჯერე, სხვაგვარი არ ენ-
დომებოდი.

340
მკითხველთა ლიგა

- შენთან შეკითხვა მაქვს, თელ, შენ ხომ ჭკუის კოლოფი


ხარ. ხომ არ იცი, დალაი ლამას რა შეემთხვა?
ავადმყოფობისგან გადაღლილსა და რეალობის მკვეთ-
რად აღმქმელ თელმას არაფერი უნდა გაჰკვირვებოდა, მაგრამ
შეკითხვაზე სიცილი წასკდა.
- ფაქტია, რომ ცოცხალია, არა? განა ინფორმაცია ტიბეტ-
ში არეულობაზე ცოტა ხნის წინ არ გავიდა? რა არის, ჰარი, მისი
მიმდევარი ხომ არ გახდი? ნუთუ ეკლესიაში ამიტომ არ დადი-
ხარ?
ბაჭია გაჯიუტდა, არავითარი სურვილი არა აქვს, დაცინვა
აიტანოს.
- ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩემსა და მას შორის რაღაც
კავშირია. ის დაახლოებით ჩემი ასაკისაა, მუდამ მაინტერესებ-
და, სად იყო, რას საქმიანობდა. წინათგრძნობა მაქვს, ეს წელი-
წადი მისთვის გამორჩეული იქნება.
სარწეველა გადააქან-გადმოაქანა, რწევისას სახსრები უხ-
რჭიალებს და ამდენი წამლის მიღებისგან თავბრუ ესხმის.
- თხილისთვის გმადლობ, - ამბობს, - კიდევ ბევრ რამეზე
შეიძლებოდა გვესაუბრა.
თელმა დგება, ოდნავ ეყრდნობა ხავერდის ტახტს, არ-
თრიტიანის ბაჯბაჯით ჩაუვლის დაბალ მაგიდას და ბაჭიას ეხუ-
ტება. ზემოდან ქვემოთ ჩასცქერის მრავლისმეტყველი სახით.
მსგავსად მხოლოდ ის ქალი შეიძლება მოიქცეს, ვისთანაც სა-
რეცელი ჰქონდა გაყოფილი. თითქოს იმას ბევრად უკეთ იც-
ნობს, ვიდრე ჰარი - საკუთარ თავს. ბოლოს ამოთქვამს:
- გწამდეს ღმერთის, საყვარელო, ეს ზოგჯერ შველის.
ჰარის გული მოეწურა:
- მე ურწმუნო არ ვარ.

341
მკითხველთა ლიგა

- ვშიშობ, ეს საკმარისი არ არის, საყვარელო, - თავად


მოსწონს როგორ წარმოთქვამს სიტყვას „საყვარელო“, - სანამ
წახვალ, ნება მიბოძე, შევხედო მაინც.
- ვის?
- იმას, ჰარი, ანუ შენ. თვალი შემავლებინე ჩაჩიანი მეგობ-
რისთვის.
თელმა ხარახურით სავსე სასტუმრო ოთახის შუაგულში იხ-
რება და ბაჭიას ელვაშესაკრავს უხსნის. მისი თითების შეხების-
გან ჰარის ჟრუანტელი დაუვლის, ამჩნევს თმის ნაცრისფერ ღე-
რებს, გაყოფის ხაზზე შუქი ეცემა. ბაჭია განაბულია და გულის
ფრთხიალით ელოდება თელმას პირის ნაზ შეხებას, როგორც
ძველ დროში.
მაგრამ თელმა უბრალოდ ამბობს, რა სიცოცხლეა, მერე
კი უცერემონიოდ დებს უკან ელასტიკურ ტრუსში, უკრავს ელვას
და მძიმედ დგება ფეხზე. თელმას სუნთქვა ოდნავ გახშირებული
აქვს, თითქოს საოჯახო საქმეს გადაეღალოს. ბაჭია ეხუტება მას
და ამჯერად თავად ეკიდება კისერზე.
- მიზეზი, რის გამოც ჯენისი ვერ მივატოვე და ვერც ახლა
გავეყრები, - აღმოხდება ცრემლიანი აღიარება, თელმას თქმი-
სა არ იყოს, სენტიმენტალურობამ მოუარა, - არის ის, რომ მის
გარეშე არარაობა ვარ. სამსახურიც კი არ მაქვს, თანაც ზედმე-
ტად ხნიერი ვარ. ერთადერთი ფუნქცია, რაც გამაჩნია, მისი მე-
უღლეობაა.
ჰარი კეთილგანწყობასა და დაყვავებას ელოდება, არადა
ჯენისის სახელის ხსენების ლიმიტი უკვე ამოწურა. თელმა უც-
ნაურად გაიყურსა მის მკლავებში.
- არ ვიცი, არ ვიცი, - ამბობს ქალი.
- რაზე ამბობ?
- შენს აქ მოსვლასთან დაკავშირებით.

342
მკითხველთა ლიგა

- არა, გთხოვ, ნუ გამაგდებ, - აღმოხდა მუდარა, აღეგზნო


კიდეც. ნათქვამის სჯერა, სულის გამოძახილიც კი ჰგონია, - უშე-
ნოდ ჩემს სიცოცხლეს არა აქვს ფასი.
- იქნებ დედა ბუნება თვითონ გვკარნახობს ახალ წესებს?
პატარები აღარ ვართ, თავი რომ გავისულელოთ.
- არა, თელმა, ოღონდ მე და შენ არა, ჩვენ ისევ ახალგაზ-
რდები ვართ.
- რაღაც არ გეტყობა, რომ გინდივარ.
- როგორ არ მინდიხარ, უბრალოდ, რონისგან რაიმე
დაავადების აკიდებას ვუფრთხი.
თელმამ მუჯლუგუნი ჰკრა და მის მკლავებს თავი დააღწია.
- რონის არასოდეს ჰქონია რაიმე სენი, რა მე და რა ის.
მასთან სექსი ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც ჩემთან.
- ჰო, თან თქვენს ახლო ურთიერთობასა და მიჯაჭვულო-
ბას თუ გავითვალისწინებთ. გეუბნები, თელმა, არ იცნობ მაგ
კაცს, შეშლილია. შენ, უბრალოდ, როგორც ერთგული მეუღ-
ლე, სიმართლეს თვალს ვერ უსწორებ.
- ჰარი, მგონი ზღვარზე ვართ, ახლა რაც მეტს ვეტყვით
ერთმანეთს, მით უარესი იქნება. აჯობებს შევჩერდეთ. მართა-
ლი ხარ, სექსი ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ყვე-
ლანი ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჰოდა, თავს გაუფრთხილდი,
იხეხე ხოლმე შენი კბილები და მე კი ჩემს კბილის ჯაგრისს მივ-
ხედავ.
სანამ ჰარი მოფილაქნებულ ეზოში გავიდოდა, მის ზურგს
უკან კარი, შემინული და ფარდიანი, დაიხურა. ბაჭიამ თელმას
ქარაგმა კბილის ჯაგრისთან დაკავშირებით მშვენივრად გაიგო.
კიდევ ერთი კარი მიჯახუნდა ჯენისისა და ჰარის ზურგს უკან.
ქალებთან გულწრფელი ვერ იქნები, მათი გონება გამოძიების
ფედერალური ბიუროს მსგავსადაა მოწყობილი.

343
მკითხველთა ლიგა

გულწითელა ისევ ადგილზეა, პატარა მოლზე. შესაძლოა


ავადაა, ცხოველებს თავიანთი დაავადებები აქვთ, შავი ჭირის
საკუთარი ისტორიები. ჩიტუნიამ ბაჭიას თავისი ღილისებური
თვალებით შეხედა და ყოველი შემთხვევისთვის, განზე გახტა,
თელმას ეზოს ქორფა ბალახზე, მაგრამ აფრენა შეეზარა. გულ-
წითელა მიხტის. ამ კვირაში კაშკაშა ყვითელი ბაბუაწვერები
ამოვიდა და ყვითელ ნარგიზებსა და ფორსითიებს შეუერთდა.
ჭორიკანა ყვავილები იზიდავს ფუტკრებს, ჩვენ კი ვიზიდავთ ერ-
თმანეთს. ჩვენი სიგნალებით, სურნელებით. ეჰ, ახლა ბაჭია
ისევ თელმას სახლში რომ იყოს, მიუხედავად ყოველგვარი
საფრთხისა, მაინც გაჟიმავდა. ამის ნაცვლად კი უსაფრთხოდ
ზის თავის ნაცრისფერ „სელიკაში“. აროუდეილის სიჩუმეში
მიიძურწება და მისრიალებს. ამასობაში სასკოლო ყვითელი ავ-
ტობუსები ბრუნდებიან და ქუჩის ყოველ კუთხე-კუნჭულს ბავშვე-
ბის ჟივილ-ხივილი იკლებს.
„ტოიოტა მაგარია“ - უშველებელი წარწერაა განთავსებუ-
ლი „სპრინგერ მოტორსის“ ვიტრინაში, 111-ე გზატკეცილზე. „36
თვე/36000 მილი, გარანტია ყველა ახალ მოდელზე“. იქვე, პა-
ტარა პლაკატი იუწყება: „ახალი კრესიდები, ძლიერი ძრავით, 3
ლიტრი, 190 ცხენის ძალა, 4-სიჩქარიანი ავტომატური ამაჩქა-
რებელი, ტრანსმისია. სიახლე - უსაფრთხოების ახალი კლიტე“.
ნელსონი ავტოსადგომზე არაა, გასულია. ჰარის უმართლებს.
უთავბოლო სამშაბათია, ორი გამყიდველია სართულზე, ორივე
ახალგაზრდაა და ბაჭია არც ერთს არ იცნობს. არც ისინი იცნო-
ბენ მას. გასული ნოემბრიდან რაღაცები შეიცვალა. ნელსონმა
ოფისის ტერიტორია ღია ფერებში გადაღება.
ფერთა გამა მწვანისა და ვარდისფრის შეხამებაა, თითქოს
ჩინური ჩაის სახლი ყოფილიყოს. კედლები აჭრელებულია ჰა-

344
მკითხველთა ლიგა

რის დიდების დროინდელი სურათებით, კალათბურთელობის


პერიოდის ფოტოებით. ფოტოებს ზემოთ წარწერაა - „ბაჭია“.
- ბატონი ენგსტრომი დაახლოებით პირველ საათზე სასა-
დილოდ გავიდა, არ მელოდოთო, დაიბარა, შეიძლება ნაშუად-
ღევს არ მოვბრუნდეო, - ეუბნება ძვალმსხვილი გამყიდველი
ჰარის. უწინ ჯეიკი და რუდი ისხდნენ მერხებთან, რომლებიც აქ-
ვე, სტუმრების ოთახში იყო განთავსებული. კედლის იქით ადრე
დისკოთეკა იყო, მაგრამ ვერ იმუშავა და სამოცდაათიანების და-
საწყისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაქირავების ობიექტით
ჩაანაცვლეს. ნელსონის ერთ-ერთი ბრწყინვალე იდეა, რომე-
ლიც განახორციელა კიდეც, სასტუმრო ოთახიდან დიდი მერხე-
ბის მოშორება და მისი პატარა, მოსასვენებელ ოთახებად გა-
დატიხვრა იყო. ახლა ეს ოთახები რესტორნის კაბინებს ჰგავს.
შესაძლოა, ასეთი ატმოსფერო გამყიდველსა და კლიენტს შო-
რის, განსაკუთრებით ხელშეკრულების გაფორმების წუთებში,
მეტ ნდობას აღძრავს. თუმცა ასეთი განლაგება ზედმეტად იზო-
ლირებულია სამუშაო ფართობისგან, სადაც ჯერ ისევ ნამდვი-
ლი მუშაობა მიდის. ეგეც რომ არ იყოს, ავტოფარეხიდან მან-
ქანების შეკეთებით გამოწვეული ხმაური ახლა უფრო მეტად
აღწევს და შემაწუხებელია. იქით, სადაც ბრუერის მდინარე მი-
იკლაკნება, მაღაზიას არაასფალტირებული მიწის ნაკვეთი აქვს
- ჰარიმ გონებაში მას „პარაგვაი“ შეარქვა, იმ ქვეყნის სახელი,
სულ ახლახან რომ გათავისუფლდა დიქტატორისგან, ვიღაც ბე-
რიკაცისგან, გერმანული გვარით. ინფორმაცია ბაჭიამ გაზეთე-
ბიდან ახლახან ამოიკითხა.
- ჰო, გასაგებია, - ეუბნება ჰარი მსუქან, უცნობ გამყიდ-
ველს, - მეც ბატონი ენგსტრომი ვარ. ვისგან შემიძლია ჩემთვის
საჭირო ინფორმაციის მიღება? - უხეშობა არ უნდოდა, მაგრამ
თელმასთან განშორებამ და მწარე რეალობის გაცნობიერებამ

345
მკითხველთა ლიგა

ცუდ გუნებაზე დააყენა. გული უთრთის და კუჭში სიმძიმეს


გრძნობს. უყურყუტებს მუცელი, რომელიც ორი თასი თხილის
გადამუშავებას ცდილობს.
„პარაგვაის“ მხარეს მოქცეული ოთახიდან მეორე, გამხდა-
რი გამყიდველი გამოდის და მათკენ მოემართება. ბაჭია ხვდე-
ბა, რომ გამყიდველი კაცი არ არის. უკან გადაწეული თმა მჭიდ-
როდ აქვს შეკრული, ყავისფერი ქურთუკი მოუცვამს, კლიენტებ-
თან რომ გასულიყო. ამან ჰარი შეცდომაში შეიყვანა. ეს ქალია.
მანქანების გამყიდველი ქალი. როგორც „ტოიოტას“ რეკლამა-
ში, მხოლოდ - ეს თეთრკანიანია. ბაჭია ცდილობს, მის სახეზე
შოვინიზმი არ გამოიხატოს.
- მე გახლავართ ელვირა ოლენბახი, ბატონო ენგსტრომ,
- ამბობს ქალი და მძიმედ ართმევს თავის პატარა ხელს; თელ-
მას უსუსური და ცივი ხელის შემდეგ, ელვირას ხელი ეცხელება,
- იმ სურათების გარეშეც, ნელსონმა კედლებზე რომ განათავსა,
მივხვდებოდი, რომ მამამისი ბრძანდებით, ძალიან ჰგავხართ,
განსაკუთრებით ტუჩ-კბილით.
ეს ლაწირაკი, რა, ლაზღანდარობს? თხელი, მოქნილი
ახალგაზრდა ქალი, ზედმეტად ნავარჯიშები სხეულით, რო-
გორც ახლაა მიღებული, სპორტულ ფორმაში მყოფი, ღრმა
თვალის ჭრილებით, აუღელვებელი საუბრით, დაბალი ხმით.
წვრილ ტუჩებზე ვარდისფერი ბრჭყვიალა პომადის თხელი ფე-
ნა ისე გადაუსვია, თითქოს ტუჩებზე კასეტის ლენტი აქვს მიწე-
ბებული. კისერი იმდენად წვრილი და სწორი აქვს, რომ ნიკაპი
გამოკვეთილად მოუჩანს. მის გარეგნობაში ყურადღებას იქცევს
ოდნავ გამოწეული ყურები, რომლებზეც ლოკოკინას ნიჟარის
ფორმის ოქროს საყურე ჰკიდია. ბაჭია ეუბნება:
- ბოლოს რომ ვიყავი, შენ აქ მუშაობდი, ხომ?

346
მკითხველთა ლიგა

- აქ მხოლოდ იანვრიდან ვარ, - პასუხობს ელვირა, - მაგ-


რამ იქამდე სამი წელიწადი „დატსუნში“ ვიმუშავე, 819-ე გზატკე-
ცილზე.
- როგორ მოგწონს მანქანების გაყიდვა?
- ძალიან მომწონს, - ამბობს ელვირა ოლენბახი და სიტ-
ყვასაც არ ამატებს, დიდად არც იღიმება და მისი თვალები ოდ-
ნავი დაჟინებით იმზირებიან.
ჰარი აწყვეტინებს და პირდაპირ ეუბნება:
- გავრცელებული აზრით, ეს ქალის საქმე არ არის.
ელვირა ოდნავ გამოცოცხლდა:
- ვიცი, უცნაურია, მაგრამ განა ბუნებრივი არ არის? როცა
ქალები შემოდიან მანქანის საყიდლად, თავს უხერხულად არ
გრძნობენ და უფრო გახსნილებიც არიან. მამაკაცებს საქმიანი
ურთიერთობის დაჭერა ხომ თავისივე სქესის წარმომადგენელ-
თან ურჩევნიათ? ქალებიც ასე არიან. მე მიყვარს ჩემი საქმე,
მამაჩემს უყვარდა მანქანები და ალბათ მას ვგავარ.
- არის ამაში გარკვეული საღი აზრი, - დასძენს ბაჭია, - არ
ვიცი, აქამდე რატომ ვერ მივედით ამ აზრამდე, მანქანების ბიზ-
ნესში ქალების მოზიდვას ვგულისხმობ. საქმე როგორ მიდის?
- გაზაფხული კარგად დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-
ჯერობით ყველაფერი რიგზეა. ბევრს მოსწონს „კამრი“ და „კო-
როლა“. ესენი კლიენტების საყვარელი მოდელებია, რაც გვა-
ხარებს. არაჩვეულებრივად იყიდება ლუქს-მოდელები. სხვა
სააგენტოებში, რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, მსგავსი არა-
ფერი ხდება. ამდენი წლის მერე, როგორც იქნა, ბრუერში ეკო-
ნომიკური აღმასვლა დაიწყო. ძველ საწარმოებს რეორგანიზა-
ცია ჩაუტარდა, ხოლო ვიწრო სპეციალიზაციისა და მაღალი
ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საწარმოები სოკოებივით
მრავლდება. რა თქმა უნდა, გაჩნდა უცხოური საქონლის ახალი

347
მკითხველთა ლიგა

სავაჭრო ქსელი. საქონელი დიდი წარმატებით იყიდება, სრუ-


ლი აღორძინების ხანაა.
- შესანიშნავია. რას მეტყვი მეორად მანქანებზე? მძიმედ
მიდის?
მისი ღრმად ჩამჯდარი თვალები, ნელსონის თვალებივით
ამოღამებული, მაგრამ არა იმდენად ნაწყენი და გულჩათხრო-
ბილი, როგორიც მის ვაჟს აქვს, ბაჭიას მცირეოდენი გაოცებით
მიაშტერდა:
- სულაც არა, ნელსონმა იმიტომაც დაიქირავა ახალი თა-
ნამშრომელი, რომ მეორადი მანქანების გაყიდვისთვის მეტი ყუ-
რადღება მიექცია და აღარ მიეყიდა ბითუმად შემსყიდველთათ-
ვის ისინი. აქ ამ საკითხზე მუშაობდა ადამიანი ბერძნული გვა-
რით.
- ჩარლი სტავროსი.
- ზუსტად. მას მერე, რაც ჩარლი სამსახურიდან წავიდა,
ნელსონი თვლის, რომ მეორადი მანქანების გაყიდვა ნებაზეა
მიშვებული. ნელსონის აზრით, თუ არ შეგიძლია ადამიანს და-
ბალ ფასად შესთავაზო მანქანა, რომლის ღირებულების და-
ფარვასაც იგი დღესვე, ხუთ ან ათ წელიწადში შეძლებს, ჩათვა-
ლე, რომ იმ პოტენციურ კლიენტს კარგავ, რომელსაც მომა-
ვალში უკვე ახალი მოდელის ყიდვა შეეძლება.
- დამაჯერებლად ჟღერს, - გოგონა ნელსონის შთაბეჭდი-
ლების ქვეშაა, თუმცა რაღა გოგონა, ქალი დაახლოებით 30
წლისაა, მეტის თუ არა, ბაჭიას კი ნებისმიერი ადამიანი 40 წელ-
ზე ქვემოთ, ბავშვად ეჩვენება.
ჩასკვნილი გამყიდველი მამაკაცი სასიამოვნოდ ნაცნობი
იტალიელი ტიპაჟია. ბრუერში მისნაირები ჯერ კიდევ მოიძებნე-
ბიან: ხრინწიანი ხმით, ბალნიანი მაჯებით და გვერდებზე აჭრი-

348
მკითხველთა ლიგა

ლი ძველმოდური ვარცხნილობით. ტიპი საუბარში ჩართვას


ვალდებულებად თვლის.
- ნელსონის წყალობით მეორადი მანქანების გაყიდვამ
საგრძნობლად იმატა. გამუდმებული რეკლამაა STANDART-ში.
ფასებს საქარე მინაზე საპარსი კრემით ვაწერთ, რადგან ფასები
ყოველ სამ დღეში დაბლა იწევს და თუ ნაღდი ფულით იხდიან,
კიდევ უფრო იაფად ვაძლევთ. ზოგიერთი კლიენტი ყოველდღე
მოდის, დარაჯობს, რათა იაფად ჩაიგდოს ხელში, - მას მოსაუბ-
რესთან ზედმეტად ახლოს მისვლის ნერვიული მანერა აქვს, მის
ლოყებს საპარსი ესაჭიროება, პირს კი - რაიმე, მენთოლიანი.
მისი სუნთქვა ნივრითაა გაჯერებული. საჭმელი. აქ. ყველაფერი
ნივრიანია.
- ფასდაკლება ნაღდი ფულის გადახდისას? - ამბობს ჰარი
- და, საერთოდ, სად არის ნელსონი?
- თქვა, რომ თავის დაღწევა უნდოდა, - ამბობს ელვირა, -
გარკვეულ სატელეფონო ზარებს ემალება.
- რა ზარებს?
- ვიღაც კაცები ურეკავენ, - ამბობს ელვირა. მისი ხმის ტემ-
ბრი იცვლება, უცხოელის აქცენტი აქვს. ჰარის შთაბეჭდილება
რჩება, რომ ქალი არც ისეთი ჭკვიანია, როგორიც თავიდან
ეგონა. ელვირას დაჟინებულმა მზერამ მისი აზრები დაიჭირა
და ამის გამო თავის დაზღვევის მიზნით დასძინა, - ალბათ ამას
არ უნდა ვამბობდე, მაგრამ თქვენ ხომ მამამისი ხართ.
- სავარაუდოდ, ვიღაც უკმაყოფილო მყიდველი იქნება, -
ეუბნება ბაჭია, სიტუაცია რომ განმუხტოს.
- „ტოიოტას“, საბედნიეროდ, ეგეთი უკმაყოფილო ბევრი
არ ჰყავს, - აღტყინებული ჩაერთო საუბარში მისი კოლეგა გამ-
ყიდველი, - ყოველწლიურად კომპანია კონვეიერებით გზავნის

349
მკითხველთა ლიგა

საიმედო მანქანებს, საგარანტიო უფასო შეკეთების ხანგრძლი-


ვობა აბსოლუტურად დაუჯერებელია.
- ჩემთან პროპაგანდას ნუ ეწევი, ისედაც „ტოიოტას“ მხა-
რეს ვარ.
- უბრალოდ, ლაპარაკში გავერთე. სხვათა შორის, ბენი
ლეონი მქვია, ბატონო ენგსტრომ. ბენი ბენედიქტის შემოკლე-
ბული სახელია. სასიამოვნოა თქვენი აქ ნახვა. როგორც ნელ-
სონმა გვითხრა, სამანქანო ბიზნესს თავი მიანებეთ და ამით მო-
ხარულიც კი ხართ.
- ნახევრად პენსიაზე ვარ, - იციან თუ არა, რა აინტერესებს
ბაჭიას სინამდვილეში? აქ ყველაფერს ჯენისი ფლობს? ჰარი
ვარაუდობს, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა ექნებათ ყვე-
ლაფერზე. უმეტესად, ადამიანები ნათლად ხედავენ ხოლმე
საქმის არსს. მათ, როგორც წესი, იმაზე მეტი იციან, ვიდრე სა-
ჭიროა.
- მუშაობისას უამრავი ზარი გაისმის, არ შეიძლება ნელ-
სონმა ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანოს. ნერვები აქვს
მოსათოკი.
- ნელსონი ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქ-
ვამს, - ჩაერთო ელვირა, - ვეუბნები, ამდენს ნუ ნერვიულობ--
მეთქი, მაგრამ მუდამ ზამბარასავით დაჭიმულია.
- ბავშვობაშიც ემოციური იყო, - ამბობს ბაჭია, - კიდევ ვინ
არის აქ, თქვენ გარდა, ვისაც შემიძლია გავესაუბრო?
- ჩვენთან კიდევ ჯერემია, რომელიც ოთხშაბათიდან შაბა-
თის ჩათვლით მუშაობს.
- კიდევ ლაილი, - თქვა ელვირამ და გვერდულად გაიხედა
იქით, საითაც თეთრ ჯინსებში გამოწყობილი წყვილი ინტერე-
სით დააბიჯებს „ტოიოტას“ მოციმციმე მანქანებს შორის.
- მეგონა, ლაილი ავად იყო, - თქვა ბაჭიამ.

350
მკითხველთა ლიგა

- მას ახლა რემისიის პერიოდი აქვს, თვითონ ასე ამბობს,


- ჩაურთო ბენიმ, დიდი მონდომებით ცდილობს აკონტროლოს
გამომეტყველება, ისე, როგორც ჰარი ცდილობდა, ელვირას-
თან შოვინისტური განწყობა არ შემჩნეოდა. ელვირა მოულოდ-
ნელად გაეცალა მათ და თავის საგაზაფხულო, თხელ ქურთუკ-
ში, პოტენციური მყიდველების მიმართულებით დაიძრა.
- მიხარია ამის მოსმენა, - ამბობს ბაჭია, რომელიც ბენის-
თან მარტო დარჩენის გამო თავს გაცილებით თავისუფლად და
შეუბოჭავად გრძნობს, - ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ამ ავად-
მყოფობის დროს რაიმე რემისია არსებობდა.
- გარკვეული პერიოდი, - მოსაუბრეს ხმა შეეცვალა, საუბა-
რი უფრო ქუჩურიც კი გაუხდა. როგორც ჩანს, ქალის გვერდით
ყოფნა ბენისაც ძაბავდა.
ჰარი ელვირაზე ანიშნებს:
- თავს როგორ ართმევს, საერთოდ?
ბენი, რომელიც ისედაც ახლოს დგას, კიდევ ერთი დუიმით
უახლოვდება ბაჭიას და როგორც საიდუმლოს, გაანდობს:
- მომხმარებელთან მოლაპარაკებისას სასურველ ეტაპამ-
დე მიდის, მაგრამ მერე ფასის დაკლებაზე ჯიუტდება, აქაოდა,
არ თქვან, ჩვენი გავიტანეთო. ამის გამო, ხშირად წარმატებით
დაწყებულ შეხუჭუჭებას მარცხით ამთავრებს.
ბაჭია გაგებისა და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
- ქალები ფულთან თავს მუდამ უხერხულად გრძნობენ, ფუ-
ლი აშინებს მათ, - ამბობს ბაჭია, მაგრამ თავისი შვილის ცვლი-
ლებასა და სიახლეებს დადებითად ხვდება, - დღესდღეობით
ქალებს მინისტრებადაც კი ნიშნავენ. ასე რომ, ვთვლი, კარგი
აზრია ავტოსადგომზე ქალის მუშაობა, მათ ადამიანებთან თა-
ვისებური მიდგომა აქვთ.

351
მკითხველთა ლიგა

- ჰო, - მხიარულად, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილით


ეთანხმება ტანდაბალი კაცი, - რაღაც განსხვავებულიც კია, თან
სულ სხვა მუხტს მატებს აქაურობას.
- მითხარი ერთი, ლაილი სად შემიძლია ვნახო?
ბაჭიას მარტო მკითხაობაღა დარჩენია, უნდა ეცადოს გა-
მოიცნოს, თუ რას უმალავენ ნელსონის დამცველები. ჰარის არ
გამოჰპარვია საუბრისას მრავლისმეტყველი მზერა რომ გაცვა-
ლა ამ ორმა თანამშრომელმა. ეშმაკობა, ცბიერება, საიდუმ-
ლოება და დუმილი... და ეს სად, ფირმაში, რომლის საქმიანო-
ბაში მას მერე, რაც სპრინგერი გარდაიცვალა, 1975 წლიდან,
ლამის საკუთარი სული ჩადო და გავარვარებული თერმომეტ-
რივით გადაიწვა. ვისაც კი სამანქანო ბიზნესში უმუშავია, იცის
რამდენად სტრესული საქმეა. აქ ყველაფერი შეიძლება მოხ-
დეს, დაკისრებული ვალდებულებები კი აუცილებლად უნდა შე-
ასრულო.
- ლაილი ნელსონის კაბინეტში იყო 10 წუთის წინ.
- მილდრედის კაბინეტში რატომ არა? - იკითხა ბაჭიამ,
თან განუმარტა, - მილდრედ კრაუსმა აქ ბუღალტრად მრავალი
წელი იმუშავა, მისი აქ მოსვლის პერიოდში ჯერ კიდევ ბავშვი
იქნებოდი, - თავად ჰარი თავისუფლად შეიძლება „სპრინგერ
მოტორსის“ ისტორიის ცოცხალ მემატიანედ ჩაითვალოს. მას
ისიც კი ახსოვს, რომ გზის ბოლოს, სადაც ახლა საყოფაცხოვ-
რებო ტექნიკა იყიდება, ოდესღაც უზარმაზარი აბრა ციმციმებ-
და, წარწერით „დისკო“ და მიწის თხილის კაცუნა, ცილინდრით
თავზე, რომელიც გაუთავებლად ჟონგლიორობდა.
როგორც ჩანს, ბენიმ ყველაფერი იცის, რაც საჭიროდ მი-
აჩნია.
- ახლა მისი ოთახი საკონფერენციო დარბაზის მსგავსია, -
ეუბნება ჰარის, - იქ ტახტიც კია, ვინმეს წამოწოლა თუ იქნა აუცი-

352
მკითხველთა ლიგა

ლებელი. როგორც წესი, იმ ტახტს ლაილი იყენებდა, მაგრამ


ამჯერად ის მხოლოდ სახლში მუშაობს, ავადმყოფობა სხვა სა-
შუალებას არ აძლევს.
- დიდი ხანია, რაც ავადმყოფობს?
ბენის სახეზე სიფრთხილე ეტყობა, ცდილობს, ზედმეტი
არაფერი წამოსცდეს:
- სულ მცირე, ერთი წელიწადია. ისეთი ვირუსია, შეიძლება
ხუთი-ათი წელიწადი ატარო და მერე იჩინოს თავი, - ბენი კიდევ
უფრო ახლოს მიიწია ბაჭიასკენ და საიდუმლოდ გაანდო, - ორი
მექანიკოსი წავიდა სამსახურიდან, როცა ნელსონმა ლაილი ამ
დიაგნოზით ბუღალტრად აიყვანა. თანამშრომლებს აუხსნა,
რომ ჩვეულებრივი კონტაქტით ეს ვირუსი გადამდები არ იყო
და თავად აერჩიათ, წავიდოდნენ თუ გააგრძელებდნენ მუ-
შაობას.
- საინტერესოა, მენიმ ეს როგორ აღიქვა?
- მენი? აჰ, ბატონი მენინგსი, შეკეთების განყოფილების
უფროსი. რამდენადაც ვიცი, ეს მისი სამსახურიდან წასვლის მი-
ზეზი გახდა. სხვა ფირმებისგან შეკვეთებს იღებს და ამჟამად მა-
გით არსებობს. არადა, მის ასაკში სამუშაოს გამოცვლა საკმა-
ოდ რთულია.
- ენაზე არ გექაჩებოდი, თვითონ თქვი, - ამბობს ბაჭია, -
შეხედე, ერთი კლიენტიც მოსულა. მიდი, ელვირას დაეხმარე.
- ჩემი დევიზია, ჯერ კარგად შეათვალიერონ. თუ ნამდვი-
ლი მყიდველები არიან, თავად მოვლენ შენთან. ელვირა კლი-
ენტებს ზედმეტად ელოლიავება.
ბაჭია მიუყვება გზას, კვეთს დარბაზს, სადაც განთავსებუ-
ლია სტენდები ავტონაწილებითა და ტექნიკის სხვადასხვა დე-
ტალით, ავტოფარეხის მწვანე კარისკენ მიემართება, რომელიც
ძველ დაღარულ, დაპრესილ ხეში, მასონიტშია ჩასმული. ხე

353
მკითხველთა ლიგა

ჭუჭყიან ვარდისფრადაა გადაღებილი. ბაჭიას თავისი ყოფილი


სამუშაო ოთახისკენ აქვს გეზი. ელვირამ სიმართლე თქვა, მისი
ვაჟის კაბინეტში კედლები ჰარის ახალგაზრდობის სურათებითა
და გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოებითაა დამშვენებული, ფო-
ტოებს ნელსონი, ძალაუნებურად, ყოველდღე უყურებს. ამას
გარდა, კედლებზე „კივანისისა“ და „როტარის“ კლუბების სა-
ფირმო ემბლემებია ჩამოკიდებული, ასევე - ბრუერის სავაჭრო
პალატის ამონაწერი, „ტოიოტას“ პრეზიდენტის მიერ ხელმოწე-
რილი დიპლომი, რომელიც მათ რამდენიმე წლის წინ გა-
დაეცათ. იქვეა „ფლეიბოის“ კალენდარი. აპრილის თვეს წარ-
მოადგენს უკანალმოშიშვლებული მანდილოსანი, რომელიც
საშობაო ყურცქვიტას განასახიერებს. მართალია, ჰარი თვლის,
რომ მსგავსი რამ სოლიდურ კომპანიას არ შეშვენის, მაგრამ
ამავე დროს იმის ნიშანია, რომ თანამშრომლებს სექსუალური
ორიენტაცია ჯერ არ შეუცვლიათ.
სამუშაო მაგიდასთან მჯდომი ლაილი ოთახში ჰარის შეს-
ვლამდე წამოდგა ფეხზე. ლაილი გალეულია, ნაცრისფერი პი-
ჯაკის ქვეშ სქელი წითელი სვიტერი აცვია. გაძვალტყავებულ
ხელს გაუწვდის ჰარის და მოულოდნელად გაუღიმებს კიდეც.
მიმქრალ, გამომშრალ სახეზე თეთრი კბილები გამოუჩნდება.
- გამარჯობა, ბატონო ენგსტრომ. რა თქმა უნდა, არ გე-
მახსოვრებით.
მისი სახე მართლაც ისეთივე ნაცნობია, როგორც ორმო-
ციოდე წლის წინ, მოწინააღმდეგე საკალათბურთო გუნდის მო-
თამაშის სახე. ლაილს ზედმეტად ვიწრო თავის ქალა აქვს, მისი
მოკლედ შეჭრილი, ღია ფერის თმა შეღებილი გეგონება.
ლაილის გარეგნობას მოოქრულ ჩარჩოში ჩასმული წვრილი,
მისი ბუღალტრული სათვალე კიდევ უფრო გამოკვეთს. სახე იმ-
დენად ფერმკრთალი აქვს, თითქოს სინათლე კანის ქვეშ აღ-

354
მკითხველთა ლიგა

წევდეს. ჰარი იშმუშნება და სწრაფად ართმევს ხელს და ცდი-


ლობს, არ იფიქროს ვირუსის მატარებელ მიკროსკოპულ ბაქ-
ტერიებზე, რომლებიც უცხოპლანეტელთა ხომალდებივით
მოძრაობს და ვინ იცის, იქნებ მის ხელზეც აღმოჩნდეს, მერე კი
ღია ფორებიდან შეაღწიოს სისხლში. ბაჭია ხელისგულს პიჯა-
კის კიდეზე იწმენდს და იმედი აქვს, რომ შორიდან ისე ჩანს,
თითქოს მექანიკურად ირტყამდეს ჯიბეზე ხელს.
- უწინ „ფინანსურ ალტერნატივაში“ ვმუშაობდი, უეიზერ--
სტრიტზე, მაშინ თქვენ და თქვენი მეუღლე ოქროსა და
ვერცხლს ყიდდით.
ჰარის გაეცინა, ეს ამბავი რომ მოაგონდა.
- ჰო, იყო ეგეთი. მახსოვს, სული ძლივს მივატანეთ ბანკამ-
დე, ვერცხლის დოლარიანები საკმაოდ მძიმე იყო!
- შესანიშნავად მოახერხეთ, თან დროულად შეძელით, -
ამბობს ლაილი, - გამაოცეთ კიდეც.
ბოლო შენიშვნა ლაილის მხრიდან კადნიერებად მიაჩნია,
მაგრამ გულღიად და უპრობლემოდ პასუხობს:
- უბრალოდ გამიმართლა. ის ადგილი დღემდე ფუნ-
ქციონირებს?
- დიახ, მაგრამ საკმაოდ მოკრძალებულად, - პასუხობს
ლაილი. ხაზგასმით ნათქვამი „საკმაოდ“ ყურში ხვდება ჰარის.
გადაღლილ ადამიანებს, რატომღაც, ინტონაციურად სიტყვების
გამოკვეთა, ყველაფრის გაზვიადება სჩვევიათ. შემდეგ
ჩვეულებრივად აგრძელებს - მაშინ ლითონს დიდი გასავალი
ჰქონდა, ახლა საკმაოდ ცუდად აქვთ საქმე.
- არადა, მახსოვს, მშვენიერი ადგილი იყო, თანაც, რა ქა-
ლი იყო დაკავებული ყიდვა-გაყიდვით! გასაოცარია, ისეთი
ფრჩხილებით როგორ ახერხებდა კომპიუტერზე მუშაობას.

355
მკითხველთა ლიგა

- აჰ, ალბათ მარსიას გულისხმობთ? მან სიცოცხლე თვით-


მკვლელობით დაასრულა.
ბაჭია გახევდა, მის თვალში ის გოგონა ანგელოზივით
იყო.
- კი მაგრამ, რატომ?
- ოჰ, ჩვეულებრივი ამბავია, პირადი პრობლემები, -
ლაილიმ გამჭვირვალე ხელი აიქნია. ბაჭია ლამის ცხადად ხე-
დავს მისი სხეულის ირგვლივ უცხოპლანეტელების ხომალდე-
ბივით მოციმციმე ვირუსებს, - ბაზარზე ლითონის ფასის დაცე-
მასთან მარსიას სიკვდილს კავშირი არ ჰქონდა, ეს პრობლემა
მხოლოდ ფასადი იყო. დაფინანსება ფილადელფიიდან მო-
დიოდა.
ლაილის აუღელვებელი საუბრის მოსმენისას, ჰარის ისიც
ესმის, თუ როგორ ხარბად და ხმაურით ისუნთქავს ჰაერს. მო-
ცისფრო საფეთქლებით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თით-
ქოს შორეული კოსმოსიდანაა მოსული და საცაა, უკან დაბრუნ-
დება. მას გაცილებით მძიმედ აქვს საქმე, ვიდრე მე, ფიქრობს
ბაჭია და ლაილისადმი კეთილგანწყობას გრძნობს. მართალია,
ლაილის სახეზე კაპოშის სარკომის ლაქებს ვერ ხედავს, მაგ-
რამ აშკარაა აურა ერთიანი სხეულისა, რომელიც სიცოცხლეს
არ იღებს, საკუთარ თავთან თანაცხოვრებასა და თანაარსებო-
ბას უარყოფს. ბაჭიას მოტკბო სიდამპლის სუნი სცემს. მსგავსი
სუნი აგარაკზე დიდი ხნით დაკეტილი მაცივრის გამოღებისას
იგრძნობა ხოლმე. თუმცა შესაძლოა, ყველაფერი ბაჭიას წარ-
მოსახვამ გააზვიადა. ლაილი მოულოდნელად სკამზე დაეშვა,
თითქოს მისთვის ამდენი ხანი ფეხზე დგომა ზედმეტი დატვირ-
თვა იყო.

356
მკითხველთა ლიგა

ჰარი მაგიდის მოპირდაპირედ, სავარძელში მოკალათდა,


სადაც, როგორც წესი, კლიენტები იკავებენ ადგილს, მათთვის
სასურველი პირობები რომ შეათანხმონ.
- ლაილ, - წამოიწყო ჰარიმ, - მინდა საბუღალტრო ჩანა-
წერები გადავამოწმო. საბანკო ანგარიშები, ქვითრები, გადასა-
ხადები, სესხები, ინვენტარიზაციის მონაცემები, მოკლედ - ყვე-
ლაფერი.
- რატომ? რაშია საქმე? - თითქოს ლაილის მილეულ სა-
ხეზე დაქაჩული თვალებიღა დარჩა, როგორც მხოლოდ მძიმე
ავადმყოფებს სჩვევიათ ხოლმე. ლაილი ზედმეტად გამართუ-
ლი და დაძაბული ზის. ხელი ნაცრისფერი კოსტიუმის სახელო-
ში აქვს შემალული და ნელსონის სამუშაო მაგიდას ეყრდნობა,
ალბათ იმისთვის, რომ ძალები დაზოგოს, ან სიმართლის და-
მალვა მოახერხოს. ის უკიდურესად ლაკონიური პასუხების გა-
საცემად განეწყო.
- ისე, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობისთვის. - ამბობს ბა-
ჭია, - სიმართლე გითხრა, რაღაც არ მომეწონა იმ ანგარიშებში,
ფლორიდაში რომ მომდიოდა, - ჰარი მერყეობს, ბოლომდე
ამოთქვას თუ არა თავისი სათქმელი. იმედი აქვს, ვითარების
გარკვევას იოლად შეძლებს და ავტოსადგომის პრობლემებზე
ფიქრი აღარ მოუწევს. ბოლოს გადაწყვეტს უთხრას, რაც აწუ-
ხებს, დიდი ზიანი მაინც არავის მიადგება, - პროპორციულად
არასაკმარისი რაოდენობის მეორადი მანქანებია გაყიდული.
- არასაკმარისი?
- შეგიძლიათ შემეკამათოთ, ვინაიდან გაყიდვების მაჩვენე-
ბელი მუდამ მერყეობს. თან რეიგანის პერიოდში აყვავებულმა
ეკონომიკამ ადამიანებს საშუალება მისცა, ახალი მანქანები
შეეძინათ და არა - მეორადები. თუმცა ავტოფარეხში ჩემი მუ-
შაობის დროს გარკვეულ პროპორციებს ყოველთვის ვიცავ-

357
მკითხველთა ლიგა

დით. ერთი-ორი თვის მონაცემი პრობლემას არ წარმოადგენს,


მაგრამ წლის საერთო გაყიდვების საშუალო არითმეტიკული
ყოველთვის საჭირო ზღვარზე უნდა იყოს, თქვენთან კი, დაწყე-
ბული ნოემბრის თვიდან, ასე არ არის. თან რაც წინ მივდივართ,
მით უარესი და უცნაური სურათია.
- უცნაური?
- საეჭვო, შემაშფოთებელი, რაც გნებავთ, ის დაუძახეთ.
რიგზე ვერ არის საქმე. როდის შემიძლია ვნახო ჩანაწერები?
მართალია, ბუღალტერი არ ვარ, მაგრამ მინდა მილდრედ
კრაუსთან ერთად გადავხედო საბუთებს.
ლაილი ძლივს აიღებს ხელს მაგიდიდან. ამგვარად, მისი
ორივე მტევანი თვალს მიეფარება, სადღაც თეძოების სიახლო-
ვეს მოთავსდება. ჰარიში საშინელ ასოციაციებს იწვევს ლაილის
მოძრაობა. ის არაამქვეყნიურია, შენელებული, თითქოს ბუჰენ-
ვალდის საერთო საფლავიდან ამოგდებული გვამი იყოს. კად-
რი ომის შემდგომი კინოქრონიკიდან. დედიშობილა, ჩამოკონ-
წიალებული კიდურებითა და გამომზეურებული გენიტალიებით.
ცოტა რთულია უსირცხვილობაზე საუბარი, იმდენად გაუგონარი
ამბავი იყო, რომ საჭირო გახდა, ყველაფერი დაუფარავად ეჩ-
ვენებინათ, დავეჯერებინეთ.
- მონაცემთა უმეტესობას შინ, ჩემს კომპიუტერში ვინახავ,
- ეუბნება ლაილი ჰარის.
- ჩვენ აქაც გვაქვს კომპიუტერული ქსელი, ყველაზე თანა-
მედროვე „აი-ბი-ემი“, ისიც კი მახსოვს, როგორ დავაყენეთ ის
აქ.
- ჩემი კომპაქტურია, პატარა „ეპლ მაკინტოში“, რომელსაც
ყველაფერი შეუძლია.
- ეჭვიც არ მეპარება. რადგან საუბარი სახლში მუშაობაზე
ჩამოვარდა, უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი ავადმყოფობა ვერ

358
მკითხველთა ლიგა

ამართლებს იმ ფაქტს, რომ „სპრინგერ მოტორსის“ ფინანსური


დოკუმენტაცია მთელ დაიმონდშია მიმოფანტული. დოკუმენტა-
ცია, აქ, ადგილზე უნდა ინახებოდეს. მე ის მჭირდება, არა უგ-
ვიანეს ხვალინდელი დღისა.
საუბრისას მაინც მიადგნენ თემას, რომელსაც ორივე გა-
ურბოდა. ლაილი არათუ ავად არის, მომაკვდავია. ის წამით გა-
შეშდა, ტუჩები ოდნავ დაბერა, მერე კი მის ჩონჩხისებურ სახეზე
ღიმილი გამოისახა.
- ჩანაწერები მხოლოდ უფლებამოსილ პირს შემიძლია
ვაჩვენო. - თქვა მან.
- ჩემზე მეტად უფლებამოსილი ვინ არის? აქაურობას
ვმართავდი, ეს ჩემი სურათებია კედლებზე, - ლაილის ქუთუ-
თოები, უფრო მუქი წამწამებით, ვიდრე მისი თმაა, ნახევრად
ჩამოეშვა გადმოკარკლულ თვალებზე და რამდენჯერმე დახამ-
ხამდა. ლაილი სიფრთხილეს იჩენს, ზრდილობის ფარგლებს
რომ არ გასცდეს.
- რამდენადაც ნელსონისგან ვიცი, კომპანიას დედამისი
ფლობს.
- კი, მაგრამ მე დედამისის მეუღლე ვარ. ყველაფრიდან,
რასაც ჩემი ცოლი ფლობს, ნახევარი მეკუთვნის.
- ალბათ გარკვეულ ვითარებებში ასეა, შესაძლოა - ზოგი-
ერთ შტატშიც, მაგრამ არა პენსილვანიაში. თუ გსურთ, შეგიძ-
ლიათ კონსულტაცია გაიაროთ ადვოკატთან. - მას სუნთქვა
უჭირს და საუბარში ჰარის ჩართვისას შვებას გრძნობს.
- არავითარი ადვოკატი არ მჭირდება. ერთადერთი, რაც
უნდა გავაკეთო, დავარეკვინო ჩემს ცოლს შენთან და ჩანაწე-
რების ჩვენება ვაბრძანებინო, რათა მე და მილდრედმა ბუღალ-
ტერიას გადავხედოთ.

359
მკითხველთა ლიგა

- ქალბატონი კრაუსი, თუ არ ვცდები, ამჟამად მოხუცებულ-


თა თავშესაფარში ცხოვრობს, დენგლერის სახლში, პენ--
პარკში.
- მშვენიერია, იქამდე მისვლას ხუთი წუთი უნდა. ხვალ, გა-
ვუვლი და წამოვიყვან, ბარემ საათზეც შევთანხმდეთ.
ლაილს თვალები ისევ მოეჭუტა და ხელის მტევანი მოხ-
რილად დადო მაგიდაზე.
- მხოლოდ მას მერე, რაც განკარგულებას მივიღებ თქვენი
ცოლისგან და თანხმობას - ნელსონისგან.
- აი, ამას კი ვერ შეძლებთ, რადგან სწორედ ნელსონია
პრობლემა.
- მინდოდა მეთქვა, რომც მიბრძანონ, რამდენიმე დღე მა-
ინც დამჭირდება მონაცემების წესრიგში მოსაყვანად.
- ვითომ რატომ? მონაცემები მუდამ წესრიგში უნდა იყოს.
რა ხდება აქ, ან რას მიმალავთ?
გასაოცარია, მაგრამ ლაილი დუმს, შესაძლოა იმის გამო,
რომ სუნთქვა ეკვრის და საუბარი უძნელდება. ყველაფერი ეს
დამთრგუნველი და უსიამოვნოა. ლაილს საფეთქლები უფრო
გაულურჯდა. ჰარი კი მკერდში ჩხვლეტას გრძნობს, გული უკვე
ძალიან სტკივა, მაგრამ ცდილობს, თავი შეიკავოს მორიგი ნიტ-
როსტატის მიღებისგან, არ უნდა წამალზე დამოკიდებული გახ-
დეს. უფრო ღრმად ჩაჯდა სავარძელში, მოდუნდა, რითიც მო-
საუბრეს მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების დრო ილევა. სხვა
თემას გადასწვდა:
- მითხარი ერთი, ლაილ, რა შეგრძნებაა?
- შეგრძნება?
- თავს როგორ გრძნობ, როცა დასასრულთან ასე ახლოს
ხარ? ხომ ხვდები, რატომაც გეკითხები? ფლორიდაში ყოფნი-
სას გულის პრობლემები მქონდა და დღემდე ვერ ვეჩვევი, ასე

360
მკითხველთა ლიგა

რომ მივუახლოვდი სიკვდილს. უმეტესად ყველაფერი ირეალუ-


რად მეჩვენება. თითქოს მე ისევ მე ვარ, გარემოც ძველებურია,
მერე კი, მოულოდნელად, როცა ღამით საპირფარეშოში გასას-
ვლელად მეღვიძება, ან სულელურ სატელევიზიო პროგრამას
ვუყურებ, სიკვდილის გარდაუვალობის შეგრძნება მეუფლება,
მიწა მეცლება ფეხქვეშ, მინდა უკან, დასაბამში, მშობლებს და-
ვუბრუნდე, მაგრამ ისინი კაი ხნის გარდაცვლილები არიან.
ლაილის ტუჩები უთრთის, ან ბაჭიას ეჩვენება ასე, სანამ
ლაილი დაბნეულია და არ იცის, როგორი რეაქცია ჰქონდეს
საუბრის ამგვარ მობრუნებაზე.
- დროთა განმავლობაში ამ აზრს ეჩვევი, - ამბობს
ლაილი, - სიკვდილი გარდაუვალია.
- მაგრამ ზოგი სხვაზე ადრე მიდის, არა?
ლაილი აღშფოთების ტალღამ მოიცვა.
- გამუდმებით იგონებენ ახალ პრეპარატებს. ფრანგები, ჩი-
ნელები: ტრიქოსანტინი. აზიდოტიმიდინი და სხვა. ბოლოს და
ბოლოს ჩვენი ნაქები, ფედერალური გამოძიების ბიურო. ახალი
მედიკამენტების დაშვება მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ მას
მართავს რეიგანისტებისა და ჰომოფობების ჯგუფი, რომელსაც
ჩვენი ბედი სრულებით არ აღელვებს და ურჩევნია, ერთ დღეს
ამოვწყდეთ. ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტხანს გავუძლო,
იმედს არასოდეს ვკარგავ.
- ყოჩაღ, მეტ ძალ-ღონეს გისურვებ, თუმცაღა მედიცინის
შესაძლებლობები შეზღუდულია. საკუთარ ტყავზე გამოვცადე,
რაც, ვერ წარმოიდგენ, იმდენად რთულია. საქმე იცი რაშია, გა-
ნა არ მიფიქრია სიკვდილზე ან საყვარელი ადამიანის სიკვდი-
ლი არ მინახავს. უბრალოდ, აქამდე სიკვდილის გემო არ მიგ-
რძნია. ხუმრობის გარეშე. მას სრულიად უნდიხარ, - ახლა ბაჭი-
ას მართლაც ესაჭიროება პირში აბის ჩადება. საინტერესოა,

361
მკითხველთა ლიგა

ნელსონს მაგიდის უჯრაში შემთხვევით საწუწნი კანფეტი ხომ არ


მოეძებნება. თავად ბაჭიას ყოველთვის შენახული ჰქონდა სა-
წუწნი კანფეტი „ლაიფ სეივერი“, განერვიულებისას რომ ეწუწნა.
ჰარის დაკვირვებით, ყოველთვის, როდესაც სიკვდილზე ფიქ-
რობს, ჭამა უნდება. ამის გამოა, რომ წონაში ვერ დაიკლო.
უცხო ადამიანის მცდელობას, სულში ჩაუძვრეს, შედეგად
ის მოაქვს, რომ ლაილი უფრო გაჯგიმული ზის და მის მზერაში
მრისხანება იმატებს. თავისი ჩაცვენილი, დაჭყეტილი თვალე-
ბით, მის თმასავით ღია, ლითონისფერი წარბების ქვემოდან
შეჰყურებს ჰარის.
- ერთი დადებითი მხარე კი აქვს სიკვდილის ხსოვნას: მუ-
ქარითა და მსგავსი წვრილმანით ვერავინ შეგაშინებს.
- ლაილ, არაფრით გემუქრები. მხოლოდ ვცდილობ გა-
ვერკვე, რაშია საქმე. ლამისაა ვიფიქრო, რომ ეს კომპანია გა-
ნადგურების პირასაა. თუ ვცდები და ვაზვიადებ, მაშინ არაფერი
გაქვს სანერვიულო და შესაშინებელი.
საწყალი ბიჭი, სიკვდილს უყურებს თვალებში, არადა ჰა-
რისთან შედარებით ნახევარი ცხოვრებაც არ გაუვლია. რას აკე-
თებდა ბაჭია მის ასაკში? ასოთამწყობად მუშაობდა, ძველმო-
დურად აწყობდა გვერდებს და ქალის საჯდომზე ოცნებობდა.
ტრაკი. ყველაფერი ცუდი, ასეა თუ ისე, მისგან მოდის. გვიშვებს
შიგ, გარსი ზედმეტად თხელია. იმ პატარა აბეზარი იმუნოდეფი-
ციტის სინდრომის ვირუსი შენში შემოდის. სიცარიელის შავი ყუ-
თი, ასე არ აღიქვამდა ბაჭია თელმასთან ყოფნას. უცნაური
გაუმაძღრობა ახასიათებდა. ახირებულობა, ია-ვარდით მოფე-
ნილ გზაზე სიარულს არ ნიშნავს.
ლაილი ფრთხილად იღებს მაგიდიდან ხელს, მისი
სხეული მკვდარი ჩხირების გროვაა:

362
მკითხველთა ლიგა

- გირჩევთ, თავი შეიკავოთ ბრალდებებისგან, ბატონო ენ-


გსტრომ, თორემ ამის გამო სასამართლოს წინაშე აგებთ პა-
სუხს.
- მოდი, დავაკონკრეტოთ, ეს ბრალდებაა თუ საეჭვო ფაქ-
ტი, რომ ჩანაწერების გადახედვის საშუალებას არ მაძლევთ?
- მილდრედი დაინტერესებული პირია. იგი ჩემზე დაბოღ-
მილია. მისი ადგილი იმიტომ დავიკავე, რომ რამდენიმე საათში
შემიძლია გავაკეთო ის სამუშაო, რასაც თავად კვირებს ანდო-
მებდა.
- მილდრედი წრფელი ადამიანია.
- მილდრედი დაძაბუნებული დედაკაცია.
- მილდრედი ამ სიტუაციაში არავითარ პრობლემას არ
წარმოადგენს. საქმის არსი ის არის, რომ ხელს მიშლი ჩემი
შვილის დაცვაში.
- არ გეწინააღმდეგებით, ბატონო ენგსტრომ.
- შეგიძლია ჰარი დამიძახო.
- არ გეურჩებით, ბატონო, უბრალოდ გეუბნებით, რომ
თქვენგან ბრძანებების მიღება არ შემიძლია. განკარგულებებს
ვიღებ ნელსონისგან ან ქალბატონი ენგსტრომისგან.
- კი, ბატონი, მიიღებთ, - ლაილს სახეზე პროვოკაციული
ღიმილი დასთამაშებს, - ეჭვი ხომ არ გეპარება?
- დაველოდები, - ამბობს ლაილი.
- ერთი, აქეთ მომხედე. შესაძლოა, ბევრი რამ იცოდე, რაც
მე არ ვიცი, მაგრამ ქორწინებისა არაფერი გაგეგება. ჩემი ცო-
ლი იმას გააკეთებს, რასაც ვეტყვი, რასაც ვთხოვ. ამგვარ სა-
კითხებში ერთნი ვართ.
- ვნახოთ, - ამბობს ლაილი, - ჩემი მშობლები ქორწინება-
ში იყვნენ, ოჯახში გავიზარდე, საკმაოდ ბევრი რამ ვიცი ცოლ-
ქმრული ურთიერთობის შესახებ.

363
მკითხველთა ლიგა

- რაღაც არ გეტყობა, რომ ცოდნა რამეში წაგადგა.


- მასწავლა ის, თუ რა არ მინდა, - ყურებამდე გაიკრიჭა,
გულკეთილად გაიკრიჭა, ზუსტად ისე, როგორც მათი შეხვედ-
რისას. წამით ჰარის მოეჩვენა, რომ უკან, წარსულში დაბრუნ-
დნენ, იმ დროში, როცა ვერცხლისა და ოქროს მონეტების
ციებ-ცხელება იყო, „ფინანსური ალტერნატივა“, უმწიკვლო
მარსია თავისი წითელი ლაქით გრძელ ფრჩხილებზე. საწყალი
ლამაზმანი, სიცოცხლე მოუსწრაფია. ის და მონრო. ჰარის
უწევს საკუთარ თავს გამოუტყდეს, რომ გეებს აქვთ გარკვეული
ხიბლი, ბიჭური სიმსუბუქე, განთავისუფლებულნი არიან ქალუ-
რი სისაძაგლეებისგან, იმისგან, საიდანაც სიცოცხლე იღებს სა-
თავეს.
- აწოწილი როგორ არის? - ეკითხება ჰარი სავარძლიდან
წამოდგომისას, - ნელსონი ბევრს საუბრობდა მის შესახებ.
- აწოწილი, - პასუხობს ლაილი და სისუსტისა თუ ჰარის
სითავხედის გამო ფეხზე ვერ დგება, - შობის წინ გარდაიცვალა.
- სამწუხაროა ამის მოსმენა, - ცრუობს ჰარი.
ბაჭია ხელს უწვდის ჩამოსართმევად. ლაილი მერყეობს,
თითქოს თავად ეშინია, არ დაავადდეს რამით. გაცივებულ, გაძ-
ვატყავებულ ხელის მტევანს, ჰარი თავის ხელში ჭმუჭნის და ეუბ-
ნება:
- ნელსონს თუ ნახავ, უთხარი, რომ ავტოსადგომის ახალი
გაფორმება მომწონს. მოდური ბუტიკის იერი აქვს. საყვარლო-
ბაა. და ახალი გამყიდველი, ელვირაც კარგი არჩევანია. მხნედ
იყავი, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩინელები წინ წაიწევენ და შენც
გეშველება. ხაზზე ვიქნები.
რადიოში გადმოსცემენ ინფორმაციას მაიკ შმიდტზე, რო-
მელმაც ორი წლის წინ 1987 წლის 18 აპრილს, როგორც თავ-
დამსხმელმა, ბეისბოლში, „სამი მდინარის“ სტადიონზე „პიტ-

364
მკითხველთა ლიგა

სბურგელი მეკობრეების“ წინააღმდეგ თამაშისას, თავის ანგა-


რიშზე მეხუთასე გარბენი ჩაწერა. საცაა წამოეწევა რიჩი ეშ-
ბერნს, თავისი განუმეორებელი რეკორდით და ფილადელ-
ფიელების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ჩამწოდებელი გახ-
დება. ბაჭიას ახსოვს ეშბერნი. იგი „ფილისის“ შემადგენლობაში
თამაშობდა, ახალგაზრდა ვუნდერკინდების გუნდში იყო. იმ შე-
მოდგომას მათ „დოჯერსი“ გაანადგურეს, მაშინ ბაჭია უმაღლე-
სი სკოლის გამოსაშვებ კურსზე გადავიდა. ცენტრში - კურტ სი-
მონსი, დელ ენისი და დიკ სისლერი, ბაზის უკან - ენდი სემინიკი.
„დოჯერსის“ დამარცხება სეზონის ბოლო თამაშში. მერე კი სა-
მარცხვინოდ წაგება „იანკისთან“ - ოთხით ნული. 1950-ში ბაჭია
17 წლის იყო და „ბ“ საოლქო ლიგაში ლიდერობდა ჩაგდებული
ბურთების რაოდენობით - 817 ქულა - რომელიც გასულ სეზონ-
ზე დააგროვა. სპორტული წარმატებების გახსენება თელმასთან
და ლაილთან შეხვედრის გამო გაფუჭებულ გუნება-განწყობას
უცვლის და ამაღლებულადაც კი გრძნობს თავს. უგუნებობა შეშ-
ფოთებამ და დაუკმაყოფილებლობამ მოუტანა. ამას დაემატა
დამთრგუნველი აზრი, რომ ყოველივე წარმავალია, მნიშვნე-
ლობა არაფერს აქვს, მალე ყველანი დავიხოცებით.
ჯენისის იდეა, რომ ჰარიმ დიეტა უნდა დაიცვას, შეზღუდოს
ნატრიუმის შემცველი საკვების მიღება, უმარილოდ იკვებოს,
რეალობაში პოლიეთილენის პარკებში შეფუთული გაყინული
ნახევარფაბრიკატების ყიდვით შემოიფარგლება, შეფუთვებზე
წარწერაა: „დაბალკალორიული საკვები“. ქათმისა და საქონ-
ლის ხორცი ქიმიკატებითაა გაჯერებული, შენახვის ვადა რომ
გაუხანგრძლივდეს. ამგვარი საკვების საყლაპავ მილში გასატა-
რებლად კათხა ლუდი არასაკმარისია და ბაჭია ხშირად სვამს
ორს. ჯენისი ვერაფერს ამჩნევს, ვინაიდან აღტკინებულია ახა-

365
მკითხველთა ლიგა

ლი, პენსილვანიის უნივერსიტეტის უძრავი ქონების გაყიდვის


შემსწავლელი კურსებით.
- მართალია, ჯერჯერობით საკითხში კარგად ვერ გავერ-
კვიე, მაგრამ ქალი ადმინისტრაციიდან, ფიჭვის ქუჩაზე, დიდი
მოთმინებით მპასუხობდა შეკითხვებზე, არადა რა დეგრადირე-
ბული რაიონია. მას მერე, რაც შენ და მამაშენი „ვენიტიში“ მუშა-
ობდით, ბევრი რამ შეიცვალა. ყოველ საგანში გაკვეთილის ხან-
გრძლივობა კვირაში სამი საათია, ათკვირიანი კურსია. იმის-
თვის, რომ დიპლომი აიღო, სულ გასავლელია ორი ძირითადი
საგანი, ოთხი კი არჩევითი. თუმცა მგონია, იმ შემთხვევაში, თუ
გინდა ვაჭრობის უფლება მოიპოვო, სალიცენზიო გამოცდის ჩა-
ბარება დიპლომის გარეშეც შესაძლებელია. ეს ზუსტად ის
არის, რაც მჭირდება. თან ყოველთვიურად ტარდება. ხოლო
ყველა სახის ოპერაციის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად
- მერე აგენტთან რომ შეძლო მუშაობა, იმედია, ოდესმე იმ დო-
ნემდე მივალ, - გამოცდა ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა
ჩააბარო. ყველაზე კარგი ის არის, რომ აპრილის თვიდან უკვე
ორი საგნის შესწავლას დავიწყებ, ივლისსა და სექტემბერში კი-
დევ ორის. თუ ყველაფერი აეწყო, სექტემბერში უკვე ლიცენზი-
ის მფლობელი ვიქნები და ვაჭრობას დავიწყებ. თავიდან, საკო-
მისიოების ბაზაზე იმ ფირმისთვის ვიმუშავებ, რომლის მეპატ-
რონეც დორის ებერჰარტის ახალი სიძეა. დორისმა მითხრა,
რომ ჩემზე უკვე ელაპარაკა და დააინტერესა. ამ საქმეში ასაკი
არათუ ხელისშემშლელი, ხელსაყრელიც კია, კლიენტის
თვალში გამოცდილებას ავტომატურად გძენს.
- საყვარელო, რა ჯანდაბად გინდა ეგ საქმე? შენ ხომ ავ-
ტოსადგომი გაქვს.
- არაფერიც არ მაქვს, ავტოსადგომი ნელსონს ეკუთვნის.

366
მკითხველთა ლიგა

- ოჰ, მართლა? დღეს შევიარე, ვაჟბატონი ადგილზე არ


დამხვდა. მხოლოდ მისი დაქირავებული ლაწირაკები ვნახე.
ერთი პედერასტი, ერთი მაფიოზი და ერთიც გოგოცუნა.
- ჰარი, ნუ იცი ხოლმე ასეთი გაზვიადება.
ჰარი მტკივნეულ თემაზე საუბარს იქამდე გადადებს, სანამ
ორივეს არ შეეძლება სათანადო ყურადღება დაუთმოს სა-
კითხს. ჯენისს ნასადილევზე ერუვიტების სატელევიზიო შოუს
ყურება მოუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთ შეკითხვას
ვერ სცემს პასუხს. მე-11 არხზე კი „ფილისების“ თამაშია. წი-
ლადნომრიანი, ქვის პატარა სახლი ფრანკლინ-დრაივზე მათ-
კენ და მხოლოდ მათკენ, თანდათან ჩამოწოლილ მტრედის-
ფერ საღამოს იზიდავს. ქალაქი ბინდში ეხვევა, ყველაფერს
ჩრდილოეთის მწუხრი მოიცავს (ფლორიდაში მზე უცებ ჩაესვე-
ნება და მთვარე მყისვე ჩნდება ცის კამარაზე), ხეებს შორის სიბ-
ნელე იღვრება და ჩიტების ჟღურტულიც მინელდება. კნიკერის
აგურით ნაშენი დიდი სახლის საკვამურებშორის გაწოლილი
მკრთალი, ლიმონისფერი ზოლი ჯერ მოწითალო ფორთოხ-
ლისფერი გახდა, მერე ჟოლოსფრით შეიცვალა და ბოლოს,
სიბნელეში შთანთქმამდე, ნაცრისფერი დაჰკრავს. კიდევ რამ-
დენიმე კვირა და ხეები შეიფოთლება. მაშინ კი, ბაჭია ტელევი-
ზორის ეკრანს თვალს რომ მოაცილებს ხოლმე, რომბისებური
ფანჯრებიდან მზის ჩასვლის დანახვას ვეღარ მოახერხებს.
მესამე ბურთის ჩაწოდებისას, ორი დამცველის მონდომე-
ბის მიუხედავად, შმიდტი გარბენს ახერხებს. მეოთხეა ახალ სე-
ზონში, ხოლო კარიერაში - 156-ე. მისი წყალობით „ფილისები“
დაწინაურდნენ, ხუთით ნული, მათ სასარგებლოდ. ბაჭიამ პულ-
ტით ტელეარხების ჩამოვლა დაიწყო, მაგრამ კალათბურთის
პლეიოფის თამაში არსად არის. ყველგან ძველი სერიალებია
„მეტლოკი“ და „შესანიშნავი წლები“. როცა ჯენისი მის გვერდით

367
მკითხველთა ლიგა

ოთახში არ იმყოფება, უფრო მეტად აღიზიანებს. მისი ფუსფუსი


არც სამზარეულოდან ესმის და არც მეორე სართულზე ფხაკუ-
რებს. ასეთ დროს ბაჭიას სიმძიმე შემოაწვება ხოლმე გულზე.
ჰარი ტელევიზორს თიშავს და ცოლის საძებნელად მიემართე-
ბა. ახლა ცუდი ამბებით ისეა გაძეძგილი, როგორც ოდესღაც
იყო - ოქროს კრუგერანდებით.
ჯენისი უკვე საღამურშია და ნერვების მომშლელი ფლო-
რიდული სანდლები აცვია. დილაობით, როცა ჯენისი დგება, ბა-
ჭია კი ცდილობს ცოტაც წაუძინოს, ამ ჩუსტების პაკიპუკი ტვინს
უხვრეტს. ჰარიმ დიდი ხანია დაკარგა ტკბილი და ხანგრძლივი
ძილი, ახალგაზრდობაში ან თუნდაც, ორმოცი წლისას რომ
ჰქონდა. ახლა დაახლოებით ექვსი საათისთვის ეღვიძება, მცი-
რედი შემაწუხებელი ტკივილებით. ინფარქტის შემდეგ მის გულ-
მკერდში მღრღნელი ჩაბუდდა. მისი წარმომავლობა ბაჭიამ
ვერ დაადგინა, ვიდრე არ გააცნობიერა, რომ ეს დაღუპვისთვის
განწირულ სხეულში გამომწყვდეული ადამიანის შიშია, რაც
იმას ჰგავს, იყო ერთ კამერაში შეშლილთან, რომელსაც ნების-
მიერ წუთს შენი მოკვლა შეიძლება მოაფიქრდეს. ჯენისი წინ და
უკან დაპაკიპუკობს. შავი ფერის კიბეებზე გარეცხილი თეთ-
რეულის დიდი შეკვრა ააქვს. ბაჭიამ შეკვრაში დაკეცილი ცხვირ-
სახოცებიც ამოიცნო. იქვეა ნაკლებად აკურატული, ბაჭიას ტრუ-
სები, წელთან მოშვებული რეზინებით. ზემოდან ჯენისის საც-
ვლებია, რომელიც მსუბუქ მღელვარებას დღემდე ჰგვრის ჰა-
რის. მაშინ კი არა, როცა ისინი ჯენისს აცვია, არამედ როცა ასე,
ახალგარეცხილს უმზერს. ჰარიმ არ იცის, საუბარი რით დაიწ-
ყოს. თავისი ვეებერთელა სხეულით დიაგონალურად წვება სა-
წოლზე და სახით გადასაფარებელში ემხობა. დახუჭული თვა-
ლების მიღმა მოწითალო სიბნელე შვებად ევლინება ცისფერი
ეკრანის გაუთავებელი ციმციმის შემდეგ.

368
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, მოხდა რამე? - ჯენისის ხმაში შეშფოთება ისმის.


ჰარი ზურგზე გადატრიალდება და ცოლს უნებლიეთ
გაუღიმებს. თავის ტომრისებურ საღამურში ჯენისი ძალიან საყ-
ვარელია. იერით ახლა ჯუდითს ჰგავს, მასაც ზუსტად ასეთი სა-
ღამური აქვს, თან თითქმის ერთი სიმაღლის არიან. ჯენისის
ტკიცინა შუბლიდან ფლორიდული ნარუჯი გადადის და მისი
დაღლილი თვალები სადღაც სიშორეს მიშტერებია.
- ავტოსადგომზე რაღაც რიგზე ვერ არის. დღეს ფინანსუ-
რი ჩანაწერების ჩვენება მოვითხოვე, იმ შიდსით დაავადებულმა
პედერასტმა, ნელსონმა რომ დაიქირავა მილდრედის ნაც-
ვლად, მომახსენა, რომ დოკუმენტაციის ჩვენება მხოლოდ უფ-
ლებამოსილი პირისთვის შეუძლია. მისთვის უფროსი შენ ხარ.
ჯენისმა ენის წვერი გამოყო და თავის ზედა ტუჩს მიაბჯინა:
- მისი მხრიდან ეს უგუნური საქციელია.
- მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ თავი შევიკავე, საწყალი ბიჭი,
ის უბრალოდ ნელსონს აფარებს ხელს.
- ნელსონს რა სჭირს ხელის დასაფარებელი?
- აბა, რა გითხრა, - მძიმედ ამოიოხრა ბაჭიამ და ლოგინზე
მოკალათდა, - მართლა გინდა ამის მოსმენა?
- რა თქმა უნდა, - მაგრამ ჯენისი ფაციფუცს განაგრძობს
და ოთახში თეთრეულით ხელში წინ და უკან დაიარება.
- მე ახალი თეორია მაქვს. ვფიქრობ, ნელსონი კოკაინს
იღებს, ამიტომაცაა ასეთი ნერვიული და ზამბარასავით დაჭიმუ-
ლი, თან პარანოიკივით იქცევა.
ჯენისი ფრთხილად მიუახლოვდა კამოდს, ტყაპ, მერე, მცი-
რე ხანში, ტყუპ. ჰარიმ იცნო, ჯენისს ხელში სპორტული
ნარინჯისფერ-ვარდისფერი კოსტიუმი უჭირავს, ლურჯი სახე-
ლოებითა და იმავე ფერის ზოლებით შარვალზე. ამ ფორმაში
გამოწყობილი ჯენისი პენსილვანიის ქუჩებში გასვლას ერიდება.

369
მკითხველთა ლიგა

ამ ქალაქში ხნიერი ადამიანები ჩაცმულობას სიფრთხილით


ეკიდებიან და არავითარი სურვილი არ აქვთ, დასაცინები გახ-
დნენ.
- ეს ვინ გითხრა? - ეკითხება ჯენისი.
საწოლის თეთრი გადასაფარებელი რომ არ დასვაროს,
ბაჭიამ ნატის ფეხსაცმელები გაიხადა, ფეხები შეიკეცა და ჭიაყე-
ლასავით დაკლაკნილი წევს.
- არავის არაფერი უთქვამს, - ამბობს ბაჭია, - უბრალოდ
ეგ ამბავი ისეთია, როგორც ორჯერ ორი ოთხია. კოკაინი და
მისი მომხმარებლები ნელსონის თაობის ლაწირაკები არიან.
წამალს ფული სჭირდება. ფული ნარკოტიკებში იოლად იხარ-
ჯება. ეს ჩვევა საკმაოდ ძვირი ჯდება. განა, პრუ არ წუწუნებდა
გადასახადების გამო, რომელსაც ვერ იხდიან?
ჯენისი ლოგინთან ისე ახლოს მიდის, რომ ჰარი თხელი
საღამურის შიგნით მის ძუძუსთავებსა და ქვემოთ, თმიან სამკუთ-
ხედს ხედავს. ლოგინზე წამოგორებული ჰარი ისეთი კუთხიდან
უყურებს ჯენისს, რომ უშველებელი ეჩვენება და მოულოდნე-
ლად, თავბრუსხვევა ეწყება, თითქოს უეცრად წამოდგა სავარ-
ძლიდანო. ყველაფერი ერთმანეთში ირევა, უკვე გაურკვევე-
ლია, ვინ წევს და ვინ დგას. ჯენისის სხეული გასაოცრად შეკრუ-
ლი და მკვრივია. მას მერე, რაც სრულიად ნორჩები „კროლში“
მუშაობდნენ, თითქმის არც კი შეცვლილა, მაგრამ ნიკაპის ქვეშ
უშნო ნაკეცები გაუჩნდა, ნაკეცები კისრამდე აღწევს. ჯენისს
მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დედამისივით არ გასუქებული-
ყო, სხეული არ მიეშვა, მაგრამ ასაკი ისეთი რამ არის, ვერ
გააცურებ და დროთა განმავლობაში მაინც დაგიმონებს.
- ახალგაზრდების უმეტესობას აქვს ანგარიშები, რომელ-
საც ვერ იხდის, - ფრთხილად ეუბნება ჯენისი.

370
მკითხველთა ლიგა

ჰარი წამოჯდა, რომ აზრებს თავი მოუყაროს და ვინაიდან


ჯენისის სხეული იქვეა, მის თეძოებს მოეხვია, მერე კი საღამურ-
ში ხელი შეუცურა და მკვრივი დუნდულები მოუჭმუჭნა. ჰარიმ
ქვემოდან ზემოთ მკერდის ათვალიერებით ახედა და უთხრა:
- ყველაზე უარესი ის არის, საყვარელო, რომ ჩემი აზრით,
ჩვენი ვაჟი კომპანიას ანიავებს. მგონია, რომ იპარავს და
ლაილი ეხმარება ამაში, ამიტომაც გაუშვეს მილდრედი.
ჯენისის დუნდულები ჰარის ხელებში უფრო დაიძაბა და
სფეროსებური გახდა, ზუსტად ისეთი, როგორიც გასაბერი კა-
ლათბურთის ბურთი.
ბაჭიას წელს ქვემოთ აგზნების ჟრუანტელი უვლის. ქალის
დაბინდული თვალები ახლა ზემოდან, მოღუშულად დაჰყურებს,
მის დახრილ სახეზე კანიც მოშვებულია. ჰარი ცხვირით მკერ-
დში უძვრება და თვალებს ნაბავს, თან ისუნთქავს ქსოვილის
ოდნავ შესამჩნევ ოფლნარევ სურნელს და ემალება მაღლიდან
წამოსულ მბურღავ მზერას. ჰარის ესმის ცოლის ხმა:
- დამამტკიცებელი რა გაქვს?
კითხვას ჰარი წყობიდან გამოჰყავს. მაინც, რა უტვინოა ეს
ქალი!
- ამას არ გეჩიჩინებოდი ამ წამს? დღეს ვთხოვე ეჩვენებინა
ზედნადებები და საბანკო ანგარიშები, მაგრამ არ მიჩვენეს და
არც მიჩვენებენ, შენ თუ არ ინებებ. საჭიროა დაურეკო იმ ნაძი-
რალა ლაილს, სხვა არაფერი.
ჰარის ესმის, როგორ უცნაურად მიჩუმდა ქალის მკერდი.
მისი მთელი სხეული საპროტესტოდ მოემზადა. მისი ხალათი
შეიძლება გამჭვირვალეა, მაგრამ თავად ჯენისი კედელივით
შეუვალია.
- დავუშვათ, ციფრები გენახა, - ინტერესდება იგი, - შეძ-
ლებდი კი მათში გარკვევას?

371
მკითხველთა ლიგა

ჰარი ქალის კერტებს ქსოვილის შიგნიდან ძიძგნის. მუ-


ცელს ქვემოთ ბენგალური ცეცხლი გაღვივდა და მძლავრად
მოედო ჰარის მთელ არსებას.
- ბოლომდე შესაძლოა, ვერა, - პასუხობს ცოლს, - მაგრამ
ფლორიდაში მოსულმა ყოველთვიურმა ანგარიშებმაც ეჭვი გა-
მიჩინა. დამხმარედ მილდრედს ავიყვანდი, მაგრამ თუკი იგი
სრულიად გათიშულია - ლაილი ამბობს, რომ ქალი მარაზმშია
და ვეღარ გამოდის დენგლერის დავრდომილთა თავშესაფრი-
დან - მაშინ, ვინმეს დაქირავება და ბრუერში გამოცდილი ბუ-
ღალტრის მოძებნა მოგვიწევს. შეგეძლო, მაგალითად, ჩვენი
ადვოკატისთვის მიგემართა, ხომ არ ეგულება ვინმე, შესაფერი-
სი ადამიანი. აქ შეიძლება ისეთები აღმოჩნდეს, რომ, ბოლოს
და ბოლოს, პოლიციის გამოძახება გახდეს საჭირო.
გარეთ აპრილის მხიარულმა, დინჯი დაისის ცეცხლით გას-
ხივოსნებულმა წვიმამ დაუშვა.
- ჰარი! იგი ხომ შენი შვილია?
- რა, მერე? - შეეპასუხა გაღიზიანებული ჰარი, - შენ კიდევ
დედამისი ხარ. როგორია, გაქურდო საკუთარი დედა?
- ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ბევრი არაფერი ვიცით? - ქმრის და-
ყოლიებას ცდილობს ჯენისი, - აკი თქვი, რომ ეს მხოლოდ შენი
ვარაუდია.
- მაშინ, რატომღა გაჯიუტდა ასე ლაილი, თუკი დასამალი
არაფერი აქვს? ისინი უკვე დააშინეს, ასე რომ, სწრაფი მოქმე-
დებაა საჭირო, თორემ ბედოვლათები ოლი ნორტზე ნაკლებად
როდი დაფარავენ კვალს.
ჯენისი საფუძვლიანად აღელდა. ჰარის ხელებიდან თავ-
დახსნილი უკან იხევს, ხალიჩის შუაგულისკენ, თან ხელისგუ-
ლით მეორე ხელს ისრესს. უკვე ნათელია, ამჯერად ცოლი
ქმარს ახლოსაც არ გაიკარებს, არადა, ამდენი ხნის განმავლო-

372
მკითხველთა ლიგა

ბაში ჰარის პირველად მოუნდა ასე მძაფრად. ეშმაკმა დალახ-


ვროს ნელსონის თავი და ტანი.
- ვფიქრობ, ჯერ თავად უნდა დაველაპარაკო ნელსონს, -
აცხადებს ქალი.
- რატომ შენ, და არა - ჩვენ?
- ლაილიმ ხომ აგიხსნა, რომ მხოლოდ ჩემს სიტყვას აქვს
მნიშვნელობა.
აი, თურმე რა!
- ძალზე გადაყოლილი ხარ ნელსონს. ის კი თავი ჭკუაზე
გატარებს.
- ო, ჰარი, როგორც კი ვიხსენებ იმ საშინელებას, როცა
ჩარლისთან გავიქეცი! მაშინ ნელსონი თორმეტი წლისა იყო.
მთელი ქალაქის გავლით, ველოსიპედით მოდიოდა
ეიზენჰაუერ-ავენიუზე, საათობით იდგა ქუჩაში და ჩვენს ფან-
ჯრებს შემოსცქეროდა. ერთი-ორჯერ დავინახე ის და დავემა-
ლე, ფარდის უკან დავემალე. ის კიდევ იდგა და იდგა, ვიდრე
არ დაიღალა და მხოლოდ მერეღა დაბრუნდა სახლისკენ. - ჰა-
რის თავზემოთ მიმართული მისი შავი თვალები ხედავს ტრო-
ტუარზე მდგარ პატარა ბიჭუნას, რომელიც გაოგნებული და შე-
მართული, მოთმინებით დარაჯობს დედას. და ჯენისს თვალები
ცრემლებით აევსო.
- გეყოფა, ფუი, ეშმაკს, - ბაჭიას რაღაცის თქმა სურს, - არა-
ვინ სთხოვდა იქ ეწოწიალა და ეთვალთვალა. უყურადრებოდ
მიგდებული კი არ იყო, მასზე ვზრუნავდი.
- როგორ არა, ზრუნავდი, იმ უბედურ, დარეხვილ გოგოს-
თან და სრულიად უსარგებლო ზანგთან ერთად. კარგი ზრუნ-
ვაა! სასწაული მოხდა, ნელსონი რომ გადარჩა, როცა სახლი
დაიწვა. სულ იოლად შეიძლებოდა დაღუპულიყო.

373
მკითხველთა ლიგა

- გამოვათრევდი. მაშინ იქ რომ ვყოფილიყავი, არავინ


დაიღუპებოდა.
- არ შეგიძლია იცოდე, უბრალოდ, არ შეგიძლია იცოდე,
რის გაკეთებას შეძლებდი და რისას - არა. ახლაც კი, წარმოდ-
გენა არ გაქვს, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ყველაფერი ეს
მხოლოდ შენი მოსაზრებებია და ეჭვები. ვიღაც გონებას გიწამ-
ლავს ნელსონთან დაკავშირებით. ვხვდები კიდეც, ვინ - თელმა,
ეს მისი ნახელავია.
- თელმა? კი, მაგრამ, იგი ასი წელია არც კი გვინახავს!
როგორღაც ჰარისონები სტუმრად უნდა მოვიწვიოთ.
- ფჰაა! - ფრუტუნებს ჯენისი ისეთი ხალასი გულისწყრო-
მით, რომ ჰარი ესთეტიკურ სიამოვნებას განიცდის, მრისხანების
ასეთი ბობოქარი გამოვლინების შემყურე. ქალს თმა ყალყზეც
კი დაუდგა, აჯაგრული მხეცივითაა - მხოლოდ ჩემს გვამზე გა-
დავლით.
- არ გინდა, ნუ გინდა, ისე, უბრალოდ, ვთქვი, რა. ამ თე-
მიდან სასწრაფოდ უნდა ჩამოვცოცდეთ, - ჰარი საწყის საზ-
ღვრებს უბრუნდება, - გამოდის, რომ წარმოდგენაც არ მაქვს,
რა ხდება სინამდვილეში? სამაგიეროდ, შენ გაქვს, ხომ? ნელ-
სონი გელაპარაკა? რა გითხრა?
ცოლი ჯიუტად კუმავს პირს, თითქოს სრულიად უკბილო
იყოს. ზუსტად ასე იცოდა დედილო სპრინგერმა, როცა რაიმე
არ იყო მის ნებაზე.
- ისეთი არაფერი, - ცრუობს ჯენისი.
- ისეთი არაფერი. ასე არა? ჩინებულია. შენ უფრო მეტი
იცი, ვიდრე მე. შეგერგოს. კეთილად მოგახმაროს. ბოლოს და
ბოლოს, ის ხომ შენ გფცქვნის და არა მე. მამაშენის და არა
მამაჩემის კომპანიას რეცხავს უნიტაზში თავისი გადაგვარებული
მეგობრების დახმარებით.

374
მკითხველთა ლიგა

- ნელსონი ფირმას არასოდეს გაძარცვავს!


- პაწუკა, იცი ნარკოტიკებს რა ზეგავლენა აქვს ადამიანზე?
წაიკითხე, რას წერენ გაზეთები. გადაშალე People
, რიჩარდ პრაიერმა ამის შესახებ აღსარებასავით მოგვახ-
სენა. სწორედ რამდენიმე დღის წინ, არც მეტი, არც ნაკლები,
იმ იოგის ვაჟი დააპატიმრეს, ვინც კოკაინზე შეჯდა, იგი საკუთარ
ბებიასაც იმ ქვეყნად გაისტუმრებს. ადრე მიაჩნდათ, რომ ჰე-
როინი ყველაფერია, ზღვარია, მაგრამ კრეკთან შედარებით ჰე-
როინი ბავშვური გართობაა.
- ნელსონი კრეკს თითქმის არ მოიხმარს.
- აბა, ჰო! საიდან იცი?
ჯენისი პირს აღებს, პასუხი რომ გასცეს, მაგრამ უცებ შე-
შინდა.
- არსაიდან. უბრალოდ, ვიცნობ საკუთარ შვილს. ხანდახან
პრუც ერთ-ორ სიტყვას ამოღერღავს ხოლმე.
- აჰა! ესე იგი, პრუც ამბობს! რას, იქნებ თქვა?
- ჩივის, რომ ცუდადაა. ბავშვებიც ცუდად არიან. პატარა
როი უცნაურად იქცევა, ალბათ შენც შეატყვე. ჯუდის ღამ--
ღამობით კოშმარები ესიზმრება. ერთხელ პრუ გამომიტყდა,
ბავშვები რომ არა, ნელსონს დიდი ხნის წინ მივატოვებდიო.
ჰარი გრძნობს, რომ აბოლებენ.
- უფრო ახლოს, სათქმელთან. პრუს თავისი პრობლემები
აქვს, შენ - შენი. რაც უფრო მალე მოაცილებ „სპრინგერ--
მოტორსიდან“ შენს ზრდასრულ ძუძუმწოვარას, მით უკეთესი იქ-
ნება.
- ამაზე თავად დაველაპარაკები, ჰარი. გთხოვ, არ
ჩაერიო, სიტყვა არ უთხრა.
- რა ჯანდაბაა? კი, მაგრამ რატომ? ისეთი რა მოხდება,
თუკი დაველაპარაკები?

375
მკითხველთა ლიგა

- ძალიან მიაწვები. ის კი უფრო ჩაიკეტება. ზედმეტად სე-


რიოზულად აღგიქვამს.
- შენ არა?
- ჩემში დარწმუნებულია. იცის, რომ მიყვარს.
- მე კი, გამოდის, რომ არ მიყვარს? - ამის გაფიქრებისთა-
ნავე თვალები უწყლიანდება. ფანჯრებს მიღმა წვიმა შეწყდა,
თუმცა სახურავიდან ჯერ კიდევ მოწვეთავს ღარებში დარჩენი-
ლი წყალი.
- რა თქმა უნდა, გიყვარს, ჰარი, მაგრამ აქ კიდევ ერთი
რამ ემატება. შენ, როგორც ის, მამაკაცი ხარ. მამაკაცებს კი,
როგორ ვთქვა, ტერიტორიული გართულებები გჩვევიათ. მაღა-
ზია შენს საკუთრებად მიგაჩნია, იმას კიდევ - თავისად.
- არსად გაექცევა ეგ მაღაზია. მასვე დარჩება, თუკი მანამ-
დე ციხეში არ ჩაჯდა. ვაკვირდებოდი მას ფლორიდაში და, უეც-
რად, არ ვიცი, საიდან, თავში ამომიტივტივდა - კრიმინალი. თა-
ვის ქალის მოხაზულობა აქვს ასეთი, თუ რაღაც. მისი გამელო-
ტებული ადგილები გულს მირევს. მელოტდება ზუსტად ისე,
როგორც რონი ჰარისონი.
- პირობა მომეცი, რომ მასთან დალაპარაკების საშუალე-
ბას მომცემ, არ ჩაერევი.
- ის თვალსა და ხელს შუა მოგატყუებს და ამით დასრულ-
დება ყველაფერი, - გულახდილად რომ ითქვას, ჰარის არავი-
თარი სურვილი არ აქვს, თავად გამოტეხოს ნელსონი. ჯენისმა
ეს იცის.
- ვერ მომატყუებს, პირობას გაძლევ, - ქალი ხელების სრე-
სას წყვეტს, მიდის ბაჭიასთან, პაკ-პუკ და დგება საწოლთან, რო-
მელზეც ქმარი ზის. ჯენისი თითებით ეხება მის მოკლედ შეკრე-
ჭილ თმას ყურებს ზემოთ და ნელ-ნელა ეწევა თავისკენ, - ვა-
ფასებ, მართლა ვაფასებ, რომ ასე მიცავ, - ამბობს ის.

376
მკითხველთა ლიგა

კაცი ემორჩილება ქალის ნებას და თავით ისევ მის


მკერდს ეხუტება. მის პერანგზე სისველე დარჩა იმ ადგილას,
სადაც ჰარი ცოლის ძუძუებს სრესდა. ჯენისის ძუძუსთავები შესა-
ხედავად კარგად ნაღეჭია და არც იმდენად იდეალური, თუმცა
უფრო მსუყე, ვიდრე თელმასი. ჯენისს იმგვარი მკერდი აქვს,
ძუძუები არ დაჰკიდებია, ყმაწვილი გოგონებისას მიუგავს და ისე
ქანაობს, თითქოს ისევ ორმოციანი წლები იყოს და მოდურ, ან-
გორულ სვიტერში გამოწკეპილი სკოლის დერეფნებში დასეირ-
ნობდეს. კაცი გრძნობს საღამურის მიღმა მისი ტანის სურნელს,
კვამლის სუნით შეზავებულ შეცბუნებისა და აღელვების სურ-
ნელს.
- ამისათვის რას მივიღებ? - ეკითხება კაცი და სველ ლაქას
ეკრობა.
- საჩუქარს.
- როდის?
- ძალიან მალე.
- პირით?
- ჰმმ, ვნახოთ, - ქალი იშორებს მის სახეს საკუთარი და-
ორთქლილი თბილი სხეულიდან, თითებით ეხება ჰარის ნიკაპს
და აიძულებს ახედოს ზემოთ, თვალებში, - მაგრამ თუ კიდევ
ერთხელ გავიგებ თუნდაც ერთ სიტყვას ნელსონის შესახებ, მა-
შინვე ყველაფერს შევწყვეტ. საჩუქარზე ნუღარ იფიქრებ.
ბაჭიას სახე ლაპლაპებს, გული ძალუმად, მაგრამ თანაბ-
რად უცემს, თან მთელ სხეულში გზავნის ტკბილ ტალღებს, თა-
ვად კი მკერდში ისე მყუდროდაა მოკალათებული, როგორც მის
ტრუსებში ტკბილი სიმძიმით ავსებული ბუნებრიობა. შინაგანად
ხარობს, რომ ვაზოტეკის აბები, თუმცა კი მათგან თავბრუ ეხვე-
ვა, დაბლა არ უგდებს წნევას, რადგან თუკი ზოგჯერ, გაუთვა-
ლისწინებელი ხდება, კარგად მეყოლე, თითებსაც კი დაიკბენ.

377
მკითხველთა ლიგა

- დამახსოვრებულია, არც ერთი სიტყვა, - პირობას დებს


ბაჭია, რომელშიც მოულოდნელად გაიღვიძა ნაცნობმა გრძნო-
ბამ, - ახლავე შევდივარ სააბაზანოში, ვიხეხავ კბილებს და
სხვას რამესაც, შენ კი შუქი გამორთე. ვიღაც უნდა გავიდეს და
ტელეფონი გამორთოს, ნერვები რომ არ აგვიშალოს.
მას შემდეგ, რაც ჩამოვიდნენ, სახლში უცნაური სატელე-
ფონო ზარები გაისმის. შავკანიანი მამაკაცებისთვის დამახა-
სიათებელი სპეციფიკური, დაბალი ტემბრის მოუხეშავი ხმები
ითხოვენ, მოუხმონ ნელსონ ენგსტრომს. ჰარი და ჯენისი მო-
ნაცვლეობით პასუხობენ, რომ ნელსონი აქ არ ცხოვრობს, რომ
ეს სახლი მისი მშობლებისაა.
- მან ტელეფონის ნომერი მომცა, თითქოს მისი ბინისაა,
მაგრამ ზარებზე არავინ გვპასუხობს. სამსახურის ნომერზე კი
გინდ დაგირეკავს, გინდ - არა, მდივანი მუდამ ერთსა და იმავეს
გპასუხობს, - ადგილზე არ არის.
- გნებავთ, რაიმე გადავცეთ?
სიჩუმე. შემდეგ კი:
- მხოლოდ, უთხარით, რომ რეკავდა ჯულიუსი. ან ლუთე-
რი.
- ჯულიუსი?
- ჰო-ჰო.
- რის გამო რეკავთ, ჯულიუს? იქნებ გვითხრათ?
- თვითონ იცის, რის გამოც. უბრალოდ გადაეცით, რომ
რეკავდა ჯულიუსი. ან პერი. ან დეივი.
ხანდახან ყურმილს უმალვე, თავის წარდგენის გარეშე კი-
დებდნენ. ზოგს ახსნა-განმარტების განსაკუთრებულად თავა-
ზიანი, პედანტური და უცნაურად გაწელილი მანერა აქვს. ერ-
თმა ასეთმა სწორედ ჰარისთან ისურვა საუბარი და არა ნელ-
სონთან.

378
მკითხველთა ლიგა

- ძალიან ვწუხვარ, რომ იძულებული ვარ, შეგაწუხოთ,


სერ, მაგრამ თქვენი შთამომავალი სხვა არჩევანს არ მიტოვებს,
გარდა იმისა, რომ რაღაც პირადად გაცნობოთ.
- რა მაცნობოთ?
- გაცნობოთ, რომ თქვენმა შვილმა საკუთარ თავზე სე-
რიოზული საკრედიტო ვალდებულებები აიღო და ჯენტლმენე-
ბი, რომლებთანაც საქმიანი კავშირები მაქვს, მიუხედავად ჩემი
რჩევისა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, სერიოზულად
განიხილავენ ფიზიკური ზემოქმედების გამოყენების შესაძლებ-
ლობებს.
- ფიზიკური ზემოქმედებას ნელსონზე?
- შეიძლება, მის ახლობლებსა და მოყვარეებზეც კი. ძალ-
ზე არ მსიამოვნებს ამის თქმა თქვენთვის და მიიღეთ ჩემი გულ-
წრფელი მობოდიშება, მაგრამ, სრულიად შესაძლებელია, რომ
ის ჯენტლმენები, ჯენტლმენურად არ მოიქცნენ. გარწმუნებთ,
რომ თავად არანაირად არ ვარ ამ საქმესთან კავშირში, მხო-
ლოდ თქვენს ყურამდე მოვიტანე უსიამოვნო ამბავი, - ხმა, რო-
გორც ჩანს, სულ უფრო უახლოვდება ყურმილს, ჰარის ყურს,
სულ უფრო გულშიჩამწვდომი და გულწრფელი ხდება, თითქოს
ცდილობს შეკრას კავშირი, დაარწმუნოს, რომ იგი მისი მეგო-
ბარია და მის მხარესაა. ნაცნობი ოთახი, ტელევიზორის ეკრა-
ნიდან ყინულისფრად შუქგადაკრული მისი კაბინეტი,
ვერცხლისფერ-ვარდისფერი ორი სავარძლითა და წიგნების
სტელაჟით, სადაც ძირითადად ისტორიული ლიტერატურაა
თავმოყრილი, ხოლო ზემო თაროებზე ფაიფურის სამშვენისები
დგას - პაწია ფერიები შხამასოკოების ქოლგებქვეშ, მელოტი
ბერები, წითელგულას ბარტყები ფაიფურის თივის პაწაწა ბუდე-
ში - რომლებიც წარსულში ამშვენებდნენ დედილო სპრინგერის
ბუფეტს, მთელი ეს რესპექტაბელური ყოფა წამში ხარისხობრივ

379
მკითხველთა ლიგა

ცვლილებას განიცდის: ბნელდება, ინთქმება, იქცევა სრულ უაზ-


რობად და ყველაფერი იმიტომ, რომ ჰარის ყურში შეძვრა მუ-
ქარანარევი შემპარავი ხმა, რომელიც როგორღაც სულშიჩამ-
წვდომობასაც კი არ იყო მოკლებული - ადამიანებს ხომ სხვა-
დასხვა სამუშაოს შესრულება უწევთ, მათ შორის არასასიამოვ-
ნოსი - ხმა, ამოხეთქილი უძირო, სლიპინა მიწისქვეშეთიდან.
ზუსტად ასევე, კურთხეული ლურჯი ზეცა მექსიკის ყურის თავზე
მისთვის ერთ წამში გადაიღება, თითქოს თვალებზე ფილტრი
ჩამოაცვეს, როცა „მზის დამჭერი“ გადაყირავდა.
- რა გზით აიღო ნელსონმა ეს საკრედიტო ვალდებულე-
ბები? - კითხულობს ჰარი, თან იმედი აქვს, რომ რაიმეს გამოს-
ტყუებს.
ხმა ნასიამოვნები ჩანს, რადგან თანამოსაუბრემ მისი გა-
მოთქმა გამოიყენა.
- ეს ვალდებულებები მაშინ აიღო, როცა დაედევნა საკუ-
თარ სიამოვნებას, რაც მისი კანონიერი უფლებაა, მაგრამ ან
თვითონ უნდა გადაიხადოს, ან ვინმე სხვამ, მის ნაცვლად. ჩემი
საქმიანი პარტნიორები დაარწმუნეს, რომ სამაგალითო მამა
ბრძანდებით.
- ნუ გადავაჭარბებთ! რა ბრძანეთ, რა გქვიათ?
- ეს თქვენთვის არ მითქვამს, სენიორ. ჩემი სახელი არ
ხსენებულა ჩვენს საუბარში. ამ შემთხვევაში მხოლოდ გვარი ენ-
გსტრომი გვაინტერესებს. ჩემს პარტნიორებს დიდი სურვილი
აქვთ, ამ სახელოვანი გვარის ნებისმიერ წარმომადგენელთან
მოაგვარონ საქმე, - ჰარის აზრმა გაუელვა, რომ ეს ადამიანი
შეყვარებულია ინგლისურ ენაზე, რადგან ამოუწურავი შესაძ-
ლებლობების, ამოუცნობი რესურსების ულევ წყაროდ მიაჩნია.

380
მკითხველთა ლიგა

- ჩემი შვილი, - ამცნობს მას ჰარი, - ზრდასრული ადა-


მიანია და მის ფინანსურ საქმეებს ჩემთან არანაირი შეხება არ
აქვს.
- ესაა თქვენი გადაწყვეტილება? თქვენი ბოლო სიტყვა?
- ჰო, ბოლო. მომისმინეთ, ნახევარი წელია ფლორიდაში
ვცხოვრობ, ახლა კიდევ ჩამოვდივარ და აქ...
ყურმილში ზუმერის წყვეტილი ხმა ისმის და ჰარის რჩება
განცდა, რომ ამ დაბალი, პატარა, კირქვის ბლოკებით აგებული
სახლის კედლები სინამდვილეში დიეტურ კრეკერზე გამძლე
არაა, რომ ხალიჩა, რომელიც კედლიდან კედლამდე ფარავს
იატაკს, წყლით არის გაჟღენთილი, რომ წყლის მილი გასკდა,
ხოლო წყალგაყვანილობის ხელოსნის გამოძახება შეუძლებე-
ლია.
ჰარი რჩევისთვის თავის ძველ მეგობარსა და თანამშრო-
მელს, წარსულში „სპრინგერ-მოტორსის“ უფროს სავაჭრო წარ-
მომადგენელს, ამჟამად პენსიონერს, ჩარლი სტავროსს მიმარ-
თავს. მან მისამართი შეიცვალა და ახლა არა ეიზენჰაუერ--
ავენიუზე, არამედ ახალ კორპუსში ცხოვრობს, დაბაში, რომე-
ლიც ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანს ესაზღვრება და ყოფი-
ლი სატვირთო დეპოს ადგილასაა წამოჭიმული. ეს ოცაკრიანი
ნაკვეთი რკინიგზის სამმართველომ სახლების მშენებლობის-
თვის გაყიდა. ადამიანს გაუკვირდება, თუ რა სიმდიდრე ეკუთ-
ვნოდა რკინიგზას მისი აყვავების ხანაში. ჰარის ეშინია, უცნობ
ადგილას არ დაიკარგოს და შეხვედრას სთავაზობს ქალაქის
ცენტრში, ჯონი ფრეისთან. „ჯონი ფრეის დაბეგვილი ხორცი“ -
ასე ერქვა თავდაპირველად უაიტ-სკვერის რესტორანს, შემდეგ
სამოცდაათიანებში კაფე „ბარსელონად“ გადაკეთდა, იმავე ათ-
წლეულის დასასრულს კი „ბლინის სახლად“ იქცა; ამჯერადაც
მფლობელი შეიცვალა და დაწესებულებას „სალათის სამოთხე“

381
მკითხველთა ლიგა

ეწოდება; განმარტების ხილვა ვიტრინაშია შესაძლებელი: და-


ბალკალორიული საკვები - ორიგინალური წვნიანები - ნატურა-
ლური პროდუქტებისგან დამზადებული გამაჯანსაღებელი კერ-
ძები. ყველაფერი გათვლილია მზრუნავ ფულიან, ახალგაზრდა
ბიზნესმენებზე, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნა-
ვენ, მუშაობენ იმ შუშის შენობაში, რომელიც ზუსტად „კროლის“
წინ წამოჭიმეს. თავად უნივერმაღი კი ცარიელი დგას, უზარმა-
ზარი ვიტრინები შიგნიდან თეთრი საღებავითაა აგლესილი,
ხოლო მთის მხარეს მიმართული უფანჯრო, აგურის უხეში წყო-
ბის კედელი მობათქაშებული არც არის. მეზობლად ხრეშნაყა-
რი ავტოსადგომია, ბებერ „ბაღდადამდე“ გადაჭიმული.
ქალაქის ცენტრი გიგანტურ ავტოსადგომად გადაიქცა,
მაგრამ გასაკვირია, რომ მასში თავისუფალი ადგილი თითქმის
არაა. თუმცა ცენტრში, შეიძლება ითქვას, უკვე აღარაფერი
დარჩა გასაყიდი ფასდაკლებით მოვაჭრე აფთიაქებისა და
წვრილმანით სავსე „მაკ კრორისის“ გარდა. მაღაზიას მწირი
ასორტიმენტი აქვს, იქ დღემდე ყიდიან თუთიყუშების საკენკსა
და თმის სამაგრებს მოხუცთათვის, რომლებიც ცვეთენ და ვერ
გაუცვეთიათ 1942 წლის ნიმუშის ტანსაცმელი.
გვარიანად იმატა შედარებით ახალგაზრდა, თხელ კოს-
ტიუმებსა და ტილოს ვიწრო ქვედაბოლოებში გამოწყობილი
ორივე სქესის ადამიანთა რიცხვმა; მათგან ვინ ბანკებში და სა-
დაზღვევო კომპანიებში მოკალათდა, ვინ - ფედერალურ და
შტატის სამინისტროებში, მათი რიცხვი უსაზღვროა და, რაც
მთავარია, საქმე ყველასთვისაა. მზიან დღეებში ისინი ავსებენ
კორომიან პარკს, რომელიც ქალაქის არქიტექტორთა ნებით
(თუმცა, არა - ადგილობრივების, რადგან ამ საქმეს ხელი მოჰ-
კიდა მოდერნისტულმა არქიტექტურულმა ფირმამ, რომლის
პროექტიც კონკურსში საუკეთესოდ აღიარეს და მისი განხორ-

382
მკითხველთა ლიგა

ციელების შემდეგ ავტორები მშობლიურ ატლანტას დაუბრუნ-


დნენ), აღმოცენდა უაიზერ-სკვერის ადგილზე, სადაც, ოდეს-
ღაც, ზრიალითა და ნაპერწკლების ფრქვევით, ტრამვაის ვაგო-
ნები მგზავრების მოლოდინში ჩამწკრივებულიყვნენ. ისინი, ანუ
კანცელარიების ახალგაზრდა მოხელეები, აბსტრაქტული სტი-
ლის ცემენტის შადრევნებთან ახლოს მზეზე თბებიან, „უოლ--
სთრით ჯორნალის“ გადაკითხვით გართულებს აკურატულად
დაკეცილი პიჯაკები გვერდით, მეტალის მბრწყინავ, შესაძლებ-
ლობის ფარგლებში გამაგრებულ ძელსკამებზე უდევთ, რათა
მობოდიალე ვანდალებმა არ დააზიანონ. ამ რასის წარმომად-
გენლებში ჰარის განსკუთრებით ქალები ხიბლავენ; მაღალქუს-
ლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად დაბალყელიანი კედები აცვიათ,
ფეხზე მოტმასნილ, თხელ კოლჰოტებთან შეხამებული; სახეებს
დიდი მრგვალი სათვალეები უმშვენებთ, ეს მათ კომიკურ--
სექსუალურ იერს სძენს და ისე ჩანს, რომ მათი მკერდის ბურ-
თულები მასიური რქისა და პლასტმასის ჩარჩოს ფონზე შემ-
თხვევით არ გამოკვეთილა. ერთგვარი გოლდი ჰოუნები არიან,
შეზავებულები მცირეოდენი ჯეინ ფონდებით, სოლიდურობის-
თვის.
დღევანდელი მოდა ყველა მათგანს უწესებს ფართო, მა-
მაკაცურ მხრებსა და ველოტრენაჟორების წყალობით გამაგრე-
ბულ და გამკვრივებულ თეძოებს, რომელიც ვიწრო, ელასტი-
კურ შარვლებშია მოქცეული და ისეა გამოკვეთილი, თითქოს
თითოეული კუნთი მოკაშკაშე საღებავით იყოს მოხატული. ეს
ქალბატონები უახლოესი მომავლის წარმომადგენელებად
ააღიქმებიან, მომავლისა, რომელშიც სექსი მორიგ ვარჯიშს
უტოლდება, ხოლო ადამიანები ოფისების დალუქულ სადგო-
მებში ცხოვრობენ და ერთმანეთთან კავშირი მხოლოდ და მხო-
ლოდ კომპიუტერების მეშვეობით აქვთ.

383
მკითხველთა ლიგა

ჩარლი, თავისი ჯანმრთელობის გამო, დიდი ხანია ოთხ


ფიცარში უნდა ჩაწოლილიყო, მაგრამ ხმელთაშუაზღვისპირე-
ლები საოცრად დღეგრძელნი არიან. თანაც როგორ ინახავენ
თავს - არც ჭაღარა, არც ღიპი! ორმოცდაათის შემდეგ უკვე
აღარ იცვლებიან, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს, სადღაც მეცხრე
ათეულის პირას, უფსკრულში მალაყს არ გადავლენ. როგორ-
ღაც ეხერხებათ საკუთარი ორგანიზმის რესურსების ეკონო-
მიურად ხარჯვა - ცხოვრობენ ისე, თითქოს თეფშს პურის ნაფ-
ხვენებით აპრიალებდნენ. აი, ჩარლი, რომელმაც ჯერ კიდევ
ბავშვობაში გადაიტანა რევმატიზმი, გულის შუილისა და სტენო-
კარდიის მიუხედავად, არასოდეს მომწყდარა ისე, როგორც ჰა-
რი, ყურეში მომხდარი ავისმომასწავებელი შემთხვევის დროს.
- ჩარლი, ფუი ეშმაკს, როგორ ახერხებ ამას? - ეკითხება
ბაჭია.
- უნდა იცოდე, როგორ აიცილო თავიდან ყველაფერი,
რაც ნერვულ გადატვირთვას იწვევს, - ასწავლის ჩარლი, - რო-
გორც კი იგრძნობ, რომ სიტუაციას სტრესის სუნი უდის, უნდა
გაქუსლო. როცა მაღაზია ფსიქიკაზე დამაწვა, იქიდან დავითე-
სე. ოჰ, როგორ მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს გავსწორდი
„ტოიოტასთან“! პირველ რიგში, ვუყიდე ჩემს თავს ძველი კეთი-
ლი ამერიკული „ოლდ ტორნადო“ - მანქანა კი არა, კრეისერია.
რბილი რესორები აქვს, საჭის ტრიალი ერთი თითითაც შეიძ-
ლება, ბენზინს თქვლეფს მხეცივით. ჭკუაზე არ ვარ მისგან. ხუთი
ლიტრი, ექვსი ცილინდრი, წითელია, როგორც პომიდორი, ნა-
ხევარი სახურავი კი თეთრი.
- აღწერით ლამაზი უნდა იყოს. აქ, სადმე, ახლოს დააყენე
მანქანა?
- მინდოდა და არ გამოვიდა. ვუტრიალე და ვუტრიალე
სპრინგ-სტრიტს, ორჯერ მოვიარე კუთხე-კუნჭული, ბოლოს

384
მკითხველთა ლიგა

დავნებდი. ჩემი ლამაზმანი მოხუც „ბაღდადთან“, სადგომზე და-


ვაყენე, თვითონ კი ავტობუსში ჩავჯექი, სამი კვარტალი გავიარე
და, აი, აქ ვარ. სიამოვნებისთვის უნდა გადაიხადო. მოერიდე
ნერვულ გადატვირთვას, ჩემპიონო.
- ვერასოდეს გავიგებ. ჩათვალე, რომ ბრუერის ცენტრი
მოკვდა, მაგრამ მანქანის დასაყენებელი ადგილი მაინც არსა-
დაა. საიდან გაჩნდა უთვალავი მანქანა? თან ყოველ წელს უფ-
რო და უფრო ემატება.
- ისინი მწიფდებიან და მრავლდებიან, - უხსნის ჩარლი. -
სრულწლოვანებამდე ორსულდებიან სისულელით და დახმა-
რებაზე სხდებიან. შემდეგ კი... აღარაფერი აინტერესებთ.
რითაც ჰარის ხიბლავდა თავისი ახლობელი, ეს იყო უნა-
რი, ყველაფრისთვის მასშტაბურად ეცქირა. არცთუ იშვიათად,
დილაობით, როცა მაღაზიაში ვაჭრობა დიდად არ იყო, ისინი
იდგნენ ვიტრინის წინ, დაწვრილებით და ხანგრძლივად იხი-
ლავდნენ ახალ ამბებს. ბაჭიამ ვერა და ვერ მოახერხა გა-
დაელახა მიმდინარე მოვლენებისადმი იმგვარი დამოკიდებუ-
ლება, თითქოს ყველაფერი, რაც ხდებოდა, პირადად მას ეხე-
ბოდა. მაგიდას მიუსხდნენ, ეს მაგიდები შემორჩა იმ ეპოქიდან,
როცა დაწესებულებას „ბარსელონა“ ერქვა, ჰარი ამბობს:
- გუშინ საღამოს შმიდტს თუ უყურე? რა დახურა, არა? -
„სამი მდინარის“ სტადიონზე „პირატებთან“ მატჩის დროს „ფი-
ლისის“ ვეტერანმა, მესამე ბაზაზე თამაშისას, ორჯერ დაჰკრა
დუბლი და ქულათა საერთო რაოდენობით რიჩი ეშბორნის რე-
კორდი მოხსნა.
- ჯერ კიდევ გაზაფხულია, - აცხრობს მას ჩარლი, - ფიჩე-
რები ვერა და ვერ გახურდნენ თამაშში. მიეცი დრო. ნახავ, რომ
შმიდტი მოჭკნება. ბებერია უკვე. ცხადია, ჩვენთან შედარებით -
არა, მაგრამ ამ თამაშისთვის ბებერია, სეზონი კიდევ გრძელია,

385
მკითხველთა ლიგა

წინ თამაშებია. ასე რომ, ახალგაზრდა ბიჭები, ფიჩერები, ადრე


თუ გვიან შეუტევენ.
ჰარის უხარია კიდეც, რომ შმიდტით მის აღფრთოვანებას
მხარი არ დაუჭირეს. სპორტსმენები - ეს ის არაა, რაც ცხოვრე-
ბის სტიმულს იძლევა. მათ ეჭვადაც არ აქვთ შენი არსებობა.
მათთვის არსებობენ მხოლოდ სხვა სპორტსმენები. ისინი გამო-
დიან მოედანზე, სადაც მათ ხვდება ოცდაათიათასიანი ბრბო და
როცა გვარებს აცხადებენ, ბრბო ველური ღრიალით პასუხობს
- სულ ესაა, რაც სპორტსმენებს მოეთხოვებათ, შენ შესახებ
იცოდნენ.
- შეამჩნიე, - ისევ ეკითხება ჩარლის, - ბოლო დროს რა
ხშირია უბედურება და კატასტროფები? ჯერ „პან-ამის“ თვით-
მფრინავის აფეთქება, შემდეგ ინგლისის სტადიონზე მომხდარი
დაპირისპირება, გულშემატკივართა ჯგუფი რომ გადათელეს,
ახლა კიდევ სამხედრო ხომალდზე ყოველგვარი ხილული მი-
ზეზის გარეშე რომ ფეთქდება ქვემეხები.
- სწორედაც, „ხილულის“, თორემ მიზეზი ყველაფერს
აქვს, - მხარს უბამს ჩარლი, - სულ ერთი ციდაც კი, რომელიც
ერთი შეხედვით არ ჩანს. აქ ნაპერწკალი გავარდა, იქ ბზარი
გაუჩნდა მეტალს. საერთოდაც, ჩემპიონო, გაიხსენე სტატისტი-
კა. რამდენი ადამიანია ამჯერად პლანეტაზე, ხუთი მილიარდი?
სასწაულია, ასეთი ჭარბი მოსახლეობის პირობებში, რომელიმე
ჩვენგანს რომ არ თელავენ, არ აფეთქებენ ან რაიმე სხვა ხერ-
ხით არ ასაღებენ. დღევანდელ მსოფლიოში საშინელი ჭყლე-
ტაა, მომავალში მხოლოდ უარესი იქნება.
ბაჭიას გული ჩასწყდება იმის გაფიქრებისას, რომ ნელსო-
ნის გადასახედიდან, თვითონ, მისი მამაც დიდად განაპირობე-
ბენ და ქმნიან ჭყლეტას. როგორ უყვიროდა, იმ აგიზგიზებული
სახლის შემყურე, ვისტა-კრესიტის 26-ში, - „მოგკლავ!“ გასაგე-

386
მკითხველთა ლიგა

ბია, რომ ამას არ აპირებდა. ნაპერწკალი. ბზარი. წუნი. თი-


თოეული ჩვენგანის სიკვდილით მსოფლიო ჩვენგან დიდად და-
ვალებული რჩება.
ჩარლი შუბლს იჭმუხნის და მენიუში - უშველებელ, მწვანე
შრიფტით ნაბეჭდ, უხეშ, დაწინწლულ, კოპირებულ ქაღალდში
იძირება. დღეს ყველაფერს ქსეროქსზე იღებენ, ვიღას სჭირდე-
ბა „ვერიტის“ მსგავსი ტიპოგრაფიები, ნუთუ - ვინმეს? ჯერ იყო
და, ასოთაწყობა მოკვდა, შემდეგ ფოტოწყობა მიჰყვა. ჩარლი
უკვე აღარ ატარებს მასიურ კვადრატულ სათვალეს რქის ჩარ-
ჩოთი, წარბებს რომ უფარავდა. ამჟამად „ავიატორი“ უკეთია,
წვრილი ოქროს ჩარჩოთი და ბაცი იასამნისფერი მსხვილი შუ-
შით: სამაგრები ცხვირს იჭერს, როგორც თითები სირჩის ფეხს.
ოდესღაც ჩარლი ჩასკვნილი ჯეელი იყო, მაგრამ ასაკთან ერ-
თად ჩამოხმა, გარეთ გამოძვრა მისი ბუნებრივი, ბერძნული ძვა-
ლი - დიდი, რკალად მოღუნული ცხვირი და შევარდნილი სა-
ფეთქლები მუქი თმის ხაზქვეშ. ულვაში გასთეთრებია და მოკ-
ლედ შეკრეჭა გადაუწყვეტია, სულ ესაა. მენიუს ათვისებისას
ზმუის:
- სალათა ბიფშტექსით, - კითხულობს იგი, - აი, კიდევ, სა-
ლათა ღორის ხორცის ქაბაბით. სალათებიც ამას ჰქვია. - როცა
მათთან ოფიციანტი მოდის, ჩარლი მის წაკბენას იწყებს, - რა
ხუმრობაა, რატომაა მენიუში ასე ბევრი ხორცი? უზომო კალო-
რიები, უზომო ცხიმი! თქვენი გაგებით სალათა ხორცის ნაჭერია
სალათის ფურცლით?
- ხორცი წვრილ ზოლებად იჭრება და სხვა დანარჩენ ინ-
გრედიენტს ერევა, - უხსნის გოგონა. იგი წარმოსადეგია და, შე-
იძლება ითქვას, კარგიც, თუმცაღა თავზე ადევს პერეკისიანი
თმის ფაფუკი ქოჩორი, ცალი ყურის ბიბილო დაფარული აქვს
პაწაწინა საყურეებით, თვალების ირგვლივ კი ჭუჭყიანი ვარდის-

387
მკითხველთა ლიგა

ფერი ჩრდილები წაუსვამს. თითქოს მიმტანი ენას ძლივს აბრუ-


ნებს პირში, ამიტომაც ბავშვური, გულისამაჩუყებელი საუბარი
აქვს, სიტყვებს წარმოთქვამს ტუჩების მონდომებული მოძ-
რაობით, - პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბევრ კლიენტს მოსწონს,
როცა სალათაში დამატებულია რაღაც, ასე, ვთქვათ, არსებითი.
თუკი ღრმად გაქექავს, ფიქრობს თავისთვის ჰარი, იქ ისევ
ჯონ გრეის დაბეგვილ ხორცს აღმოაჩენს.
- ერთი მომიყევი, რა არის სალათა ლორითა და თხი-
ლით, - ერთვება საუბარში.
- ამას იტაცებენ, - ამბობს გოგონა, - ლორის ნაჭრები შებ-
რაწულია, ხრაშუნა, ისეა სალათაში, როგორც ფანტელები. ქო-
ნი თითქმის გამოცლილი აქვს, პრესის ქვეშ. სალათაში კიდევ
იონჯის ყლორტებია, წვრილად დაჭრილი ბოლოკი და კიტრი,
ფურცლოვანი სალათის ორი სახეობა, დამავიწყდა რა ჰქვია და
კიდევ რაღაც, შეიძლება ხმელი სარდინი.
- მაცდურია, - ჩქარობს წარმოთქვას ბაჭიამ, ვიდრე პირ-
ველ შთაბეჭდილებას არ მოჰყოლია მეორე და, მასთან ერ-
თად, თავიდან არჩევის აუცილებლობა.
მაგრამ ჩარლი არ ცხრება:
- ლორი და თხილი, ეს სრულიადაც არაა ის, რაც ექიმმა
გამოგიწერა.
- უნდა მოისმინო, რასაც გეუბნებიან: მთელი ქონი გამოც-
ლილი აქვს. თუკი მაინც დარჩა თითო წვეთი, არა უშავს, სასიკ-
ვდილო არ არის. რამდენადაც ორგანიზმში ყველაფერი ასე თუ
ისე გაწონასწორებულია, საშიში არაფერია. ჩემზე ნუ წუხხარ,
ჩარლი. მოეშვი.
- „განსაკუთრებული საზღვაო“ რას გულისხმობს? - ცნო-
ბისმოყვარეობას არ იშლის ჩარლი, ეს იმიტომ, რომ ორივეს
სურს, ცოტა კიდევ უსმინოს მიმტანს.

388
მკითხველთა ლიგა

- ო, ზღვის კომბოსტო, თავისთავად, ზღვის სალათი,


ზღვის წყალმცენარეები - როდიმენია და ფაცილარია, ბევრი
თურქული ოქროცერცვა და ოსპი, კიდევ მწვანილეული - შესა-
ნიშნავი კერძია, თუკი მაკრობიოტიკის გჯერათ და ოდნავ მომ-
წარო გემოსი არ გეშინიათ. ეს წყალმცენარეების სპეციფიკაა,
ვერაფერს იზამთ.
- არაფრის დიდებით, გმადლობთ, თქვენი მონათხრობის
შემდეგ, არავითარ შემთხვევაში, ჯენიფერ, - ამბობს ჩარლი.
კითხულობს გოგონას სახელს, რომელიც სალათისფერ ჯემ-
პრზე მოტმასნილ კორსაჟზეა მიმაგრებული. მოსაცმელს ერ-
თგვარი უნიფორმის დანიშნულება აქვს „სალათის სამოთხეში“,
- თუ შეიძლება მომიტანეთ ისპანახ-კიბორჩხალის სალათა.
- საწებლებიდან შემიძლია შემოგთავაზოთ რუსული, როკ-
ფორი, იტალიური, იტალიური ნაღების, ხაშხაშის, ათასი კუნძუ-
ლის, ერბო-ძმრის, იაპონური.
- იაპონურში რა შედის? - ეკითხება ჰარი, და არა მხოლოდ
იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ იხილოს, როგორ იჭიმება და
იწკურება მისი პირი მარტოოდ პატრონისთვის ნაცნობ დაბრკო-
ლებათა გადალახვით, იაპონელების მიმართ მას თავისი ინტე-
რესი აქვს, შეიძლება ითქვას, პროფესიული. რა ისინი, რა გერ-
მანელები. მიიწევენ და მიიწევენ წინ, მაშინ, როცა ამერიკა
შეუჩერებლად მიექანება ჯურღმულისკენ. კი, მაგრამ, როგორ
ახერხებენ ამას?
- ოჰ, შემიძლია, რა თქმა უნდა, ვიკითხო სამზარეულოში,
თუკი ასე ძალიან გაინტერესებთ, ჩვენ ხომ მზა სოიის სოუსს არ
ვიყენებთ; მასში, ქუნჯუთის ზეთი და ბრინჯის ძმარიც შედის, -
გოგონა უკვე შემცბარია და ნაკლებთავაზიანად იმზირება, ბო-
ლოს და ბოლოს იეჭვა, რომ მას ბანალურად ეთამაშებიან და
აიძულებენ უქმად დახარჯოს დრო. ორივე მეგობარი გრძნობს

389
მკითხველთა ლიგა

საკუთარ დანაშაულს, უკვეთს იტალიურ ნაღებიანს და ერთმა-


ნეთის პირისპირ რჩება.
- ცუგრუმელაა, - დააბერტყებს ჩარლი, თან დანა-ჩანგალს
ჭიქის ოთხკუთხედი ქაღალდის სადგამის პარალელურად და-
აწყობს.
- მელანის რა სჭირს, ხომ არ იცი?
ათი წლის წინ ისინი ამავე რესტორანში ისხდნენ, ხოლო
მიმტანი მელანი იყო, ნელსონისა და პრუს საერთო დაქალი,
რომელიც დედილო სპრინგერის სახლში დაბინავდა. მალევე
იგი ჩარლის მეგობარი გახდა, თუმცა ჩარლი, რა თქმა უნდა,
მასთან შედარებით, უკვე ბებერი ჯირკი იყო. ყოველ შემთხვე-
ვაში, ისინი ერთად მგზავრობდნენ ფლორიდისკენ. გამორიცხუ-
ლი არაა, რომ ბაჭიას თვალში ფლორიდამ სწორედ ამის გამო
შეიძინა მეტი მომხიბლველობა. იქამდე არც ერთი ახლაგაზ-
რდა ფისო არ ჩამოჰკიდებია ჰარის კისერზე, მხოლოდ მისი
ასაკის ქალები ეარშიყებოდნენ, ისიც, შესახედად - ნამდვილი
ბებრუხანები.
- მელანი ექიმია, - ამბობს ჰარი, - უფრო დაზუსტებით, გას-
ტროენტეროლოგი, ცხოვრობს პორტლენდში, ორეგონის
შტატში. იქ, სადაც, ბოლოს და ბოლოს, მამამისი გამოცხადდა.
გახსოვს?
- ბუნდოვნად. მელანის მამა მგონი ჰიპი იყო...
- მესამე ქორწინების მერე დადინჯდა და მელანისთვის
ნამდვილ საყრდენად იქცა. ისე კი, ძირითადად, უსიამოვნებები
მელანის დედისგან მოდიოდა ხოლმე, იმ ქალს წესად ჰქონდა
უკან, კალიფორნიაში, მილ-ველიში გაექუსლა. იქ ალკოჰოლი.
კაცები, ნარკოტიკებია.
ბოლო სიტყვა ჰარის პირდაპირ კაკალგულში ურტყამს.
- შენ საიდანღა იცი ამდენი?

390
მკითხველთა ლიგა

ჩარლი ოდნავ შესამჩნევად იჩეჩს მხრებს, ამასთან არ შე-


უძლია დაფაროს თვითკმაყოფილი ღიმილი.
- კავშირი გვაქვს. მის გვერდით აღმოვჩნდი, როცა ესაჭი-
როებოდა ვიღაც, ვინც ხელს შეაშველებდა. ვუთხარი,
იმოქმედე-მეთქი. მას ჯერ კიდევ უყვარდა საკუთარი თავის შე-
ცოდება, წამოტირება, წუწუნი, თუ როგორი საწყალი, მარტოსუ-
ლი, ყველასგან მიტოვებული ციცქნა გოგოა. მას კარგი ჭიტლა-
ყი სჭირდებოდა და მიიღო კიდეც. ვუბრძანე, წასულიყო იქ, სა-
დაც მისი მამილო ცხოვრობდა თავის ინდიელ ქალთან ერთად
და საკუთარ უფლებებზე გაეხურებინა.
- აი, ასე. მე მირჩევ თავი ავარიდო აღელვებას, მას კი -
თავით გაიტანოს, რაც კი გადაეღობება გზად.
- სხვადასხვა სიტუაციაა. ასაკიც სხვადასხვაა. მის ასაკში
შენც გეტყოდი: „იმოქმედე“. ახლაც იმავეს გეტყვი იმ პირობით,
თუკი ნერვებს გაუფრთხილდები.
- ჩარლი, პრობლემა მაქვს.
- მხოლოდ ერთი?
- საერთოდ, არაერთი. პირველ რიგში, უნდა გადავწყვი-
ტო, რა მოვუხერხო გულს. არ შემიძლია ვიჯდე და ველოდო
როდის დამკრავს მორიგი მი.
- მოიცა, ჩემპიონო. რაღაც ვერ გავიგე.
- ეს შემოკლებაა, მიოკარდის ინფარქტი. ძალიან გამიმარ-
თლა, რომ გამოვძვერი. ექიმები ამბობენ, რომ ღია გულზე
ოპერაციაა გასაკეთებელი. შუნტირება.
- მიდი მერე, იმოქმედე.
- ოჰო, როგორ არა. თქმა ადვილია. მსგავსი ოპერაციების
დროს, ადამიანები ბუზებივით იხოცებიან. რა თქმა უნდა, ალ-
ბათ არც კი გამოგიცდია, ეს რა არის. ამიტომაც ხარ გულადი.

391
მკითხველთა ლიგა

- ძალიანაც გამოვცადე. ოთხმოცდაშვიდში. დეკემბერში.


მაშინ ფლორიდაში იყავი. ორი სარქველი შემიცვალეს - აორ-
ტული და ორკარედი. ვისაც ბავშვობაში გადატანილი აქვს რევ-
მატიზმი, პირველ რიგში სარქვლები უფუჭდებათ. ბოლომდე არ
ეხურებათ. აქედანაა გულის ხმაური - სისხლი უკუმიმართულე-
ბით მირბის.
ბაჭია ცუდად ხდება აღწერილი სურათის გამო, საკუთარი
აგებულების დაწვრილებითი აღწერის გამო - გაცვეთილი სარ-
ქვლები, ხორცმეტები, ნალექი სისხლძარღვთა კედლებზე, შე-
ვიწროებული სადინარები და მრავალი სხვა.
- რით შეგიცვალეს?
- ღორის გულის სარქვლები გადამინერგეს. მარტივი არ-
ჩევანია - ან ღორის სარქველები, ან ხელოვნური პროთეზი
ბურთულიანი მექანიკური შემკვრელის სახით. ხელოვნური
პროთეზით სულ ჩხაკუნობ. თუ აუცილებლობა არ არის, ნამდვი-
ლად არ მსურს ამის კეთება. ძილს არ განებებს თურმე, წარმო-
გიდგენია?
- ესე იგი, ღორის სარქველები, - ბაჭია ცდილობს, ზიზღი
დამალოს, - და როგორია, საზიზღრობაა? მართალია, რომ გუ-
ლის ფიცარს ხსნიან, ხოლო სისხლს ქაჩავენ როგორც უსულო
მანქანაში, სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატით?
- რა საზიზღრობა? სრულიად გათიშული ხარ. რა არის
საწყენი იმაში, რომ „მანქანა“ ხარ? ფიქრობდი, რომ... ისე, ვინ
ხარ, ჩემპიონო?
ღვთისგან ქმნილი, რომელიც მან შექმნა ხატად და მსგავ-
სად თვისისა, რომელსაც შთაბერა უკვდავი სული. ასპარეზი, სა-
დაც ერთმანეთს მარადიულ ბრძოლაში ერკინება ბოროტება
და სიკეთე. ანგელოზი-ქარგალი. სხვა და სხვა. ყველაფერი,
რასაც ცდილობდნენ ესწავლებინათ საკვირაო სკოლაში. უფ-

392
მკითხველთა ლიგა

რო სწორად, არც ისე ცდილობდნენ, რადგან ეიმედებოდათ,


რომ ეს ცოდნა ბავშვში ისედაც გაღვივდებოდა, პოპულარული
ბროშურის ფურცლებიდან ჩააღწევდა სადღაც იქ, შორეულ
წარსულში, საეკლესიო სარდაფში, რომელიც მის მეხსიერებაში
გაცილებით ღრმადაა ჩამარხული, ვიდრე თვითონ სარდაფი
იყო მიწაში.
- მხოლოდ და მხოლოდ რბილი მანქანა ხარ, ამაში ეჭვიც
ნუ შეგეპარება, - თავისას მიერეკება ჩარლი, ამასთან მაღლა
სწევს კვადრატულ მტევნებს, ოქროს ოთხკუთხედი მანჟეტებითა
და ოქროსფერი საკინძებით, რათა ჯენიფერმა მოხერხებულად
დაულაგოს წინ სალათიანი თეფში. კი, მაგრამ, როგორ
მოახერხა გოგონას დანახვა? თვალები კეფაზე აქვს გამობმუ-
ლი, თუ რა? შიშნარევი მიმტანი მაგიდას უვლის - ეს, ერთი შე-
ხედვით სოლიდური ბატონები, რაღაცას ისეთს ეჩალიჩებიან,
რომ გოგონას ვერაფერი გაუგია და თავს კომფორტულად ვერ
გრძნობს - და ჰარის წინ დებს უზარმაზარ მწვანე გორას, წინ-
წკლებად ჩაფრქვეული ბეკონითურთ. გორა მოცულობით ქა-
ლის მოსულ მკერდსაც ბევრად აღემატება. კერძი შესახედად
გემრიელია და ზომაზე მეტად ბარაქიანიც - მისთვის ამდენის
ჭამა მთლად კარგი არ არის. აღნაგი ფლეგმატური ქალიშვი-
ლი, თავზე ჩინებული თეთრი ქოჩრით, ისევ და ისევ მათ გვერ-
დით წრიალებს და მისი მომრგვალებული, გამონაბურცები,
რომელსაც მწვანე, უნიფორმასავით ჯემპრი გამოუბერიათ, ან-
გრევენ ჰარის ცნობიერებას, თან ხელს უშლიან, ყურადღება
მოიკრიბოს სერიოზული ცხოვრებისეული პრობლემების ირ-
გვლივ, რომელთა გადაჭრაც განუზრახავს აქვე, რესტორნის
მაგიდასთან.
- კიდევ რაიმე ხომ არ გნებავთ, ჯენტლმენებო? - კითხუ-
ლობს ჯენიფერი, თან ტუჩებს სასიამოვნოდ ბუშტავს, თითქოს

393
მკითხველთა ლიგა

არტიკულაციაში ვარჯიშობს. იმის თქმაც არ შეიძლება, რომ


ჩლიფინებს, ჰო, კარგი, ცოტათი; უბრალოდ, ენა აქვს დიდი,
ასეთი შთაბეჭდილება რჩება, - შეიძლება რაიმე სასმელი
გსურთ?
ჩარლი სთხოვს მოუტანოს ჭიქა „პერიე“ ლაიმის ნაჭრით.
გოგონა პასუხობს, რომ მხოლოდ „სან-პელეგრონო“ აქვთ.
მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის სულერთია. მინერალური წყა-
ლი ყველა ერთია. ბაჭია, შინაგანი, არცთუ ხანგრძლივი ბრძო-
ლის შემდეგ ინტერესდება, რა სახეობის ლუდი აქვთ. ჯენიფერი
გრძნობს, რომ ბატონები რაღაცით ერთობიან, ოხრავს და რე-
ჩიტატივით უკითხავს მთელ ასორტიმენტს: „შლიცი“, „მილერი“,
„მილერ ლაითი“, „ბადი“, „ბად ლაითი“, „მიკელბი“, „ლევენბრა-
უ“, „კორონა“, „კურსი“, „კურს ლაითი“ და კიდევ ჩამოსასხმელი
რბილი ელი - „ბალანტაინი“. სიტყვები კი არა, მუსიკაა, ხოლო
მას შემდეგ, რაც ერთ ყლუპს მოსვამს, სამოთხის სიმღერად იქ-
ცევა. ჰარი ჩარლის თვალს არიდებს და ისე ირჩევს „მიკეს“. ჯე-
ნიფერი ღიმილის გარეშე თავს უქნევს და მიდის. თუკი მას არ
სურს გაუღვიძოს მამაკაცებს მისდამი ინტერესი, მაშინ ნუ ით-
ხრის ყურში ამდენ საყურეს და ნუ იდებს სახეზე ამდენ საღებავს.
- ამბობ, არავითარი საზიზღრობაო, - ახსენებს ნათქვამს
ჩარლის.
- დიახაც, გყინავენ. შემდეგ, საერთოდ ვეღარაფერს
გრძნობ.
- ჩემმა ერთმა ფლორიდელმა ნაცნობმა, ჩვენზე ცოტათი
უფროსია, გულის ოპერაცია გადაიტანა. მისი სიტყვებით, ეს იყო
ნამდვილი ჯოჯოხეთი, ხოლო რეაბილიტაციას მარადიულობა
დასჭირდა და ისედაც, მოკლედ რომ გითხრა, უხეიროდ გა-
მოიყურება. მასთან გოლფს ვთამაშობთ, ჯოხს ხეირიანად ვერ
იქნევს, მოკლედ, ხეიბარია.

394
მკითხველთა ლიგა

ჩარლი ისევ იჩეჩს მხრებს, მისთვის დამახასიათებელი


ძლივს შესამჩნევი მოძრაობით.
- რაღაცის შესწორება შეიძლება, მხოლოდ, თუკი არსე-
ბობს საფუძველი. შენს ნაცნობს, როგორც ჩანს, ძალზე მიშვე-
ბული ჰქონდა ყველაფერი. შენ კი მშვენიერ ფორმაში ხარ. რამ-
დენიმე ფუნტს დააგდებ და მორჩა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა
ხარ. მხოლოდ და მხოლოდ... რამდენი წლის ხარ, ორმოც-
დათხუთმეტის?
- ნეტავი. თებერვალში ორმოცდათექვსმეტმა მომიკაკუნა.
- ეს რა ასაკია. მე კიდევ, დამიჯერებ? გასულ ოქტომბერს
ექვსი ნულიანით მივახურდავე.
- სამოცს თუ მივაღწიე, ჩავთვლი, რომ მაგრად გამიმარ-
თლა. თუმცა, ჩემი ამჟამინდელი საქმეების მიხედვით, ამის იმე-
დი ნაკლებად მაქვს, მაგრამ როცა შევცქერი ფლორიდელ ბა-
ბუებს - გამომხმარებს, მოკუმშულებს, მათთან შედარებით მუ-
მიები უკეთ გამოიყურებიან და არაფერი, რომ იცოდე... კოჭ-
ლობით დაეთრევიან. გადააბიჯებენ ოთხმოცს და შემდეგ დატ-
ყაპუნებენ თავიანთ შტერულ შორტებსა და ორთოპედიულ
სპორტულ ფეხსცმელებში. ისე მხნედ არიან, გაკვირვება გიპ-
ყრობს. ერთი სული მაქვს, მივიდე და ვკითხო: „საიდან - ასეთი
სიცოცხლისუნარიანობა?“ ამას როგორ ახერხებთ?“
- ნელ-ნელა, ცოტა-ცოტა, - მათ ნაცვლად პასუხობს ჩარ-
ლი, - და ქვემოთ არ ჩაიხედო!
ჰარი ხვდება, რომ მის მეგობარს მოჰბეზრდა გამამხნევებ-
ლის როლის თამაში, მაგრამ ჩარლის გარდა აღარავინ დარჩა.
თელმა თავად ჩააგდო ურმიდან.
- მედიცინა ალტერნატივის სახით კიდევ ერთ მეთოდს, ან-
გიოპლასტიკას, გვთავაზობს. ავადმყოფს საზარდულის მიდა-
მოებში გაჭრიან...

395
მკითხველთა ლიგა

- ეი, ვჭამ, სხვათა შორის...


- ჰოდა, არტერიის გავლით და სისხლის მოძრაობის მი-
მართულებით გულამდე, წარმოგიდგენია? კორონალური არ-
ტერიის შევიწროების ადგილას უბერავენ ბალონით და ჯანდა-
ბისკენ გააქვთ ყველაფერი, რაც იქ გაიჭედა. ჰაერით კი არა,
რატომღაც მარილიანი წყლით. არტერია იჭიმება და მასში ად-
რინდელი დიამეტრის ზომის სანათური აღდგენილია. თუმცა თუ
ძალიან, ძალიან გაგიმართლებს, - აზუსტებს ჩარლი, - ერთი
წლის შემდეგ, როგორც კი მოიხელთებ სასმელს, ისევ დაიცობ
საკუთარ თავს ყველა მიმართულებით, ყველა სახის მაკადამი-
ით, ზედ ლუდსაც დააყოლებ და დაუბრუნდები საწყის მდგომა-
რეობას,
ამასობაში ჯენიფერის გრძელმა თხელმა ხელმა მის წინ
დაუშვა შუშის ოქროსფერი კათხა, ქაფის ქუდითა და ბუშტულე-
ბიანი აგზნებულად მოშუშხუნე ლუდით.
- თუკი არ შემეძლება, იშვიათად მაინც, ერთი კათხის გა-
დაყლურწვა, მაშინ ჯობს ახლავე მოვკვდე, - ცრუპენტელობს ჰა-
რი. კიდევ ყლაპავს ხარბად და მოხრილი საჩვენებელი თითით
ცხვირიდან იწმენდს მიკრულ ქაფს. ზუსტად ისე, როგორც ნელ-
სონი.
აი, დავუშვათ, როცა ვინმესთან წვება საწოლში, ეს ჯენი-
ფერი, ალბათ განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს, რათა გა-
ფურჩქნილ ქოჩორს გაუფრთხილდეს. - აჰა, როგორ ქანაობს
აქეთ-იქით. ალბათ წაუკითხავს, რომ პანკი გოგონები ზოგჯერ
ზედ ძუძუსთავებში იყრიან ქინძისთავებს.
- ნუ სულელობ, დათანხმდი შუნტირებას, - არწმუნებს ჩარ-
ლი, - და რა არის ეს ბალონი - ერთ ჯერზე ერთ არტერიას
გაივლიან და მორჩა. შუნტირება სხვა საქმეა, რამდენი შუნტიცაა
საჭირო, იმდენს მოგაკერებენ, თუნდაც ოთხს, თუნდაც ხუთს, ხე-

396
მკითხველთა ლიგა

ლის ერთი დაკვრით, თუკი გულამდე მივიდნენ. ვერაფრით გა-


მიგია, რა გაღელვებს, რომ ვიღაც შენს გულისფიცარს გასწევს
და შიგ შეძვრება. იმ დროს იქ არ იქნები. იმ დროს იქნები შორს,
ძალიან შორს, საკუთარ სიზმრებს ნახავ. სინამდვილეში კი სიზ-
მრებსაც კი ვერ ნახავ. ეს სხვა ძილია, ძილზე უფრო ღრმაა. ეს
ერთი დიდი გაქრობაა, დროებით მიცვალება.
- არ მინდა! - ესმის ჰარის თავისი გაჯავრებული ხმა და
იმწამსვე არბილებს ტონს, - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით,
- ჩარლის ფრაზეოლოგიამ „გასწევს“, „შეძვრება“, მძიმედ იმოქ-
მედა ჰარიზე, ზედმეტად რეალისტური სურათი დაუხატა: ქი-
რურგიული ჩარევა, ძვლების კარიბჭე მისი სურვილის გარეშე
იწევა სხვადასხვა მიმართულებით, ცოტაც და, სული თავისუფ-
ლად გამოფრთხიალდება გარეთ, ხოლო შემდეგ ადამიანები
ბაცი მწვანე ფერის ნიღბებით დაუწყებენ ჩიჩქნას და წითელ
ლორწოვან ნარევში, კაუჭების, დამჭერებისა და ელვარე დანე-
ბით ხელში რაღაცის დაჭერას დაუპირებენ. ერთხელ, შემთხვე-
ვით, ჯენისის მხრებს ზემოდან ტელეკომპანია „პი-ბი-ესის“ საკა-
ბელო არხის სიუჟეტს მოჰკრა თვალი ბავშვის დაბადებაზე - არც
ერთი ძირითადი არხი არ დაუშვებდა ასეთ ნატურალისტურ ჩვე-
ნებას - და დაინახა, თუ როგორ უკეთებდნენ ქალს საკეისრო
კვეთას. რეზინის ხელთათმანებში ჩაბღუჯულმა დანამ სხეულზე
წრფე გაავლო და გაკვეთის ორივე მხარეს გადაშლილი ყვითე-
ლი ქონი, როგორც ქაფისებური პლასტიკატის ორი ზოლი, გა-
რეთ გამოძვრა. დედის საშო, მასში მოთავსებული ჩვილით,
შიგნიდან მოფენილი რაღაც ქაფისებური წებოვანი ნივთიერე-
ბით.
- იქ, ფლორიდაში, - ამბობს ჰარი, - კათეტერიზაცია გამი-
კეთეს, - სიტყვას ძნელად გამოთქვამს, თითქოს ოფიციანტს გა-
უცვალა ადგილი, - და იცი, ეს არც ისე რთულია, თუმცა ხან-

397
მკითხველთა ლიგა

გრძლივია და დუნე, სხვა მხრივ კი ასატანია. წევხარ საღ გონე-


ბაზე, შენს მკერდზე მოთავსებულია თასისმაგვარი საგანი, რომ-
ლის მეშვეობითაც აკვირდებიან, რა ხდება შიგნით. იქ, სადაც
საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ, მხეცურად გწვავს, ისე ხურ-
დება, რომ გაუსაძლისია, - ჰარი ამას გრძნობს, იმედგაცრუებუ-
ლია საკუთარი სულმოკლეობისა და შიშის გამო შუნტირების
მიმართ და ვითარება რომ გამოასწოროს, საჭირო სიმები შე-
ურხიოს ახლობელს, რომელიც მის წინ მოღუშული სახით ზის
და ზანტად ღეჭავს, მიმნდობად ეუბნება, - უბედურება ისაა, ჩარ-
ლი, რომ თითქოს სანახევროდ უკვე მოვკვდი. ეს ჩვენი ოფიცი-
ანტი გოგო პირველია, ვისთანაც წინააღმდეგი არ ვარ... პირ-
ველია, მრავალი თვის შემდეგ.
- მკერდსავსეა, - ასკვნის ჩარლი, - მის სიგამხდრესთან შე-
დარებით, სავსე მკერდი აქვს. სექსუალური შეხამებაა. ბო დე-
რეკივითაა, სილიკონის იმპლანტირების შემდეგ.
- პირადად მე, მასში ყველაზე მეტად თმის ვარცხნილობა
მომწონს. ექვს დუიმს უმატებს მის სიმაღლეს, თუმცა უამისოდაც
არ არის დაბალი.
- სიმაღლე სულაც არ არის ცუდი. მაღლები ისე არ არიან
განებივრებულები, როგორც დაბალი, ლამაზი თოჯინები. მათ-
გან უკუგებაც მეტია. სიგამხდრესაც აქვს უპირატესობა, შენსა და
სავნებოს შორის ქონის არავითარი ფენა არ არის.
ბაჭიამ თავად წამოიწყო მიმნდობი მამაკაცური საუბარი,
თუმცა ამგვარი გულახდილობაც არ უფიქრია. იგი აჩქარებით
ლაპარაკობს:
- გინახავს ამდენი საყურე, მთელი ყურია დაჩვრეტილი,
როგორ არ სტკივა? მართლა ამბობენ, რომ ზოგიერთი პანკი
გოგონა...
ჩარლი მოუთმენლად აწყვეტინებს:

398
მკითხველთა ლიგა

- ტკივილი პანკისთვის ზუსტად ისაა, რაც სჭირდება. დაისა-


ხიჩრო თავი, ვერ იტანდე საკუთარ თავსაც და სხვებსაც, თუკი
ცეკვავ, აუცილებელია „მეტალის“ ქვეშ და მაინცდამაინც ჩა-
ლურჯებამდე. მათთვის, დღევანდელებისთვის, რაც უმსგავსოა,
ის ლამაზია. ამ ხერხით ისინი, გამიგე, აპროტესტებენ გასაზიზ-
ღრებულ სამყაროს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს ჩვენ-
გან. დაიღუპა ამაზონის ჯუნგლები! ირგვლივ ტოქსიკური ნარ-
ჩენებია! სულ ამგვარი ყალბი ნაზავი, თვითონაც იცი.
- ამ გაზაფხულზე, როგორც კი დავბრუნდი, ძალზე ბევრს
დავსეირნობდი ქალაქში, ყველა რაიონი მოვიარე მანქანით.
ჰოდა, ეს საძაგელი ლათინოსები, ცოტა აკლდათ და, პირდა-
პირ ქუჩაში დაიწყებდნენ წერაობას, საკუთარი თვალით ვნახე.
- ნარკოტიკები, - დიაგნოზი დასვა ჩარლიმ, - გოგო-ბიჭები
საკუთარი დროის ნახევრის განმავლობაში, ვერ იხსენებენ, ვინ
არიან.
- Standard-ში შენიშვნა წავიკითხე იმის თაობაზე, რომ
მეოდენ-სპრინგსის ახლოს დაიჭირეს ერთი ასეთი ტიპი დასავ-
ლეთ მაიამიდან. მას სატვირთოში სამოცდათხუთმეტი მილიონი
დოლარის კოკაინი უპოვეს, ნახევარი ტონა, ფორთოხლის ყუ-
თებში წარწერით „ფრთხილად! მინაა!“
- ნარკოტიკები გადაჰქონდათ და გადაიტანენ, - ფილოსო-
ფიურად შენიშნავს ჩარლი, თან დანა-ჩანგალს ასწორებს ცარი-
ელ თეფშზე, - ვიდრე არსებობენ მსურველები, ამაში ფული გა-
დაიხადონ.
- სატვირთო, თავისთავად ცხადია, კუბელი ლტოლვილისა
იყო. ახია ჩვენზე, შტერებზე. არაა აუცილებელი, ყველა ვიგინ-
დარის შემოშვება.
- პროკომუნისტური ქვეყნები ჩვენი დახმარებით ბალას-
ტისგან თავისუფლებიან, ყველა ჯურის ნაგვისა და შეშლილის-

399
მკითხველთა ლიგა

გან, - ჩარლის ტონი უსიცოცხლოა, ჰარის ესმის, რომ სტავრო-


სი მას ყოველ წუთს სცილდება. ყველაფერი ისე აღარაა, რო-
გორც ადრე, მთელი დღე წინ რომ ჰქონდათ, ერთად რომ ატა-
რებდნენ, უფრო სწორად, კლავდნენ სადემონსტრაციო დარ-
ბაზში. ჩარლიმ უკვე ბოლო მოუღო თავის ისპანახ--
კიბორჩხალას, ბაჭიამ კი ძლივს მოასწრო გაეჩიჩქნა მის წინ
დახვავებული სალათის გროვა. ის ყურადღებით უსმენს ძველი
მეგობრის სიტყვებს და იმედი აქვს, რომ მათგან რაიმე სასარ-
გებლო რჩევას მიიღებს. მან პირისკენ გააქანა ჩანგალი, რო-
მელზეც საწებელმოსხმული ნარევი დევს, ენით შეეხო სალათის
სრიალა ფოთლებს, წვრილად დაჭრილ ლუცერნასა და მაკა-
მედიის მთელ ბირთვს, ფრთხილად აჭერს თხილის გულს კბი-
ლებს - ხრაშ და იგი ორ პაწაწინა ნახევრად იყოფა, მაშინათვე
ენას უსვამს გაყოფის ადგილს - ახალგაზრდა გოგონას სხეული,
გაპრიალებული მარმარილო, წარმოუდგენელი სიგლუვე!
- შემთხვევით არ გავიხსენე ნარკოტიკები, ეს კიდევ ერთი
თავის ტკივილია ჩემთვის. მგონი ნელსონი ნარკოტიკებით ერ-
თობა.
ჩარლი თავს უქნევს:
- ჰო, მეც გამიგია, - იგი იღებს თავის ახლახან გასწორე-
ბულ ჩანგალს და ხელს იწვდის მაგიდის მოპირდაპირე მხარეს,
ჰარის წინ ეულად ზეაღმართული ბეკონით შეზავებული მწვანე
გროვისკენ, - მოდი, მოგეხმარო, ჩემპიონო, თორემ თვითონ
ვერაფრით მოერევი.
- გაიგე, რომ იგი კოკაინს მოიხმარს? შენ?
- ჰმ, ხო. ბაბუამისს დაემსგავსა, ცანცარაა. ბიძგის გარეშე
ვერ ძლებს. მასთან საკმაოდ რთული ურთიერთობა მქონდა.
- მეც, - ფიცხლად იტაცებს ჰარი და შემდეგ სიტყვები თა-
ვად მოხტიან ისე, რომ ერთმანეთს ასწრებენ, - გასულ კვირაში

400
მკითხველთა ლიგა

მივედი მაღაზიაში, მინდოდა გულწრფელად მესაუბრა კოკაინ-


ზე, მაშინ ჯერ კიდევ ხმები მესმოდა, მაგრამ ადგილზე არ დამ-
ხვდა. გაირკვა, რომ სადღაც დაყიალებდა. სამაგიეროდ, იქ იყო
მათი ბუღალტერი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც, - შეგიძლია
წარმოიდგინო? - კვდება შიდსით. როცა ვთხოვე მოეწოდებინა
ჩემთვის დოკუმენტაცია, მან პრაქტიკულად ღია ტექსტით შორს
გამგზავნა და მითხრა, ნებართვა ჯერ ჯენისისგან უნდა მივი-
ღოო. ის კიდევ, რეგვენი, უარზეა დათანხმდეს ამას. ვფიქრობ,
უბრალოდ ეშინია გაიგოს, რისი გაგებაც ადრე თუ გვიან
მოუწევს. მეტი რაღა უნდა იყოს, საკუთარი შვილი ურცხვად
ფცქვნის. მეორადი მანქანების გაყიდვებმა დაბლა მოადინა
ზღართანი, ანგარიშები უკვე მერამდენე თვეა ძლიერ ეჭვს იწ-
ვევს ჩემში. მეჩვენება, რომ იქ ვიღაც მაგრა თაღლითობს.
- რადგან გეჩვენება, გამოდის, რომ ასეცაა, ამ საქმეში
ახალბედა არ ხარ. ჰო, ვერაა სასიკეთო სურათი, - ეთანხმება
ჩარლი, თვითონ კი ჩანგლით ისევ ჰარის თეფშისკენ იწევს. ერ-
თი მაკადამია - ხოლო ყოველი თხილი, სხვათა შორის, ოცდა-
ხუთცენტიანი ღირს - მოხტის პირდაპირ ჰარისკენ და რომ არა
მისი სწრაფი რეაქცია, ზუსტად შარვალზე დაეპერტყებოდა და
დატოვებდა საწებლის მსუყე ლაქას მის მოწითალო--
მოყავისფრო სლაქსებზე, რომელიც მან მხოლოდ დღეს
ამოიღო ქიმწმენდის საფირმო პაკეტიდან და პირველად ჩაიცვა
სეზონზე, გაზაფხულის პირველი ნამდვილი თბილი დღის გა-
მოისობით. მკვეთრი მოძრაობის გამოძახილია მკერდში ცეც-
ხლოვანი აფეთქება. დაუცხრომელი ბიჭუნა ასანთით ხელში
ისევ იწყებს ონავრობებს. იგი ცდილობს, ყურადღება არ მიაქ-
ციოს ტკივილს და განაგრძობს:
- საქმე იქამდე მივიდა, რომ სრულიად უდროო დროს ვი-
ღაც ტიპები გვირეკავენ და უწმაწური ხმებით კითხულობენ ნელ-

401
მკითხველთა ლიგა

სონს, ან კიდევ პირდაპირ მეუბნებიან, რომ ფულის მიღება


სურთ.
- ასეთები ჯიქურ აწვებიან, - შენიშნავს ჩარლი. - ნარკო-
ბიზნესი სერიოზული საქმეა, - და ისევ მისი თეფშისკენ იქაჩება.
- ეი, ცოტა მაინც დამიტოვე! გაუგებარია, რატომ ხარ ასე-
თი გამხდარი, - ჭამს, ჭამს და არ სუქდება, უმართლებს, აბა, რა,
- ჰოდა, რა გავაკეთო?
- შეიძლება ჯენისი დაელაპარაკოს ნელსონს.
- მეც მაგას ვეუბნები.
- ჰოდა, სწორია.
- გაჯიქებულია ეგ ურცხვი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის
ამგვარ საუბარზე ცნობილი არაფერია.
- გემრიელი კია, - ამბობს ჩარლი, - ეს ჯანმრთელი საკვები
არც ისე ცუდია, მხოლოდ ჩინური კერძივითაა, ვერ დაგანაყ-
რებს.
- მაინც ვერაფერი გავიგე, რას მირჩევ?
- ზოგჯერ ქმარსა და ცოლს უძნელდებათ მოლაპარაკება,
ძალიან ბევრი მიზეზის გამო. თუ გინდა, ვცდი წამოვიყვანო
საუბარზე: ჯენ-ჯენ, გამოძვერი ბოთლიდან, გამიმხილე, ბებრუ-
ხანავ, რას ინახავ მაგ ტვინში.
ჰარი თითქმის იმწამსვე, უყოყმანოდ პასუხობს:
- ჩარლი, თუ ეს მართლა შეგიძლია, შესანიშნავი იქნებო-
და.
- დესერტის შეკვეთა არ გნებავთ, ჯენტლმენებო?
ჯენიფერი მათ გვერდით გაჩნდა. მისი ნაზი ხმისა და ბორ-
ძიკის მოსმენისას ჰარი თვალს ჰკიდებს და, გაკვირვებული
რწმუნდება, რომ ჩარლი აქაც, როგორც ყოველთვის, მართა-
ლია: მკერდი დიდი აქვს, უაზრო, თავისთვისაც საძულველი. მა-
მა და დედა, ეტყობა, ძალზე ეცადნენ: ამგვარი მკერდი რომ

402
მკითხველთა ლიგა

გამოზარდო, არ უნდა დაიშურო პროტეინი, საუზმეზე მიირთვა


უამრავი ჩინოსი და პური ვიტამინური დანამატებით. აი შედეგიც.
მის ამჟამინდელ დატვირთულ და მოწყვლად მდგომარეობაში
პურეულივით აფუებული ეს მკერდი აღიქმება, როგორც ორი
მძიმე ტვირთი, რასაც მისი ტვინი ვერ გადაიტანს. მიმტანის მწვა-
ნე ჯემპრი ამოსუნთქვისას მოძრაობს, როდესაც ჯენიფერი წარ-
მოთქვამს:
- დღეს საფირმო დესერტია, თხის უცხიმო რძისგან დამზა-
დებული ხაჭოს ტორტი ნაღებით, ძალზე გემრიელია.
ბაჭია, აწკეპილი, წარბებგაშეშებული შორდება ოფიციან-
ტის გამოჩენილ მკერდს და კითხვით აცქერდება ჩარლის:
- რას იტყვი?
მხრებს იჩეჩს მხოლოდ:
- შენი საქმეა. მერე არ იწუწუნო.
ტელეფონი რეკავს, რეკავს, რეკავს. თითქოს ხავსით მი-
მოფენილ, მისი სიზმრის თბილ ღრანტეებში ვიღაც ასხამს და
ასხამს წყალს, რომლისგანაც ყველაფერი ეკრუნჩხება. ესიზ-
მრებოდა, რომ ტბილად, მყუდროდ მოიკალათა რომელიღაც
ბუდეში, რომ ბოლოს და ბოლოს მოიძებნა საგანგებოდ მის-
თვის მომზადებული სორო. ტელეფონი ჯენისის მხარეს დევს.
იგი ხელის ცეცებით ცდილობს მისწვდეს ყურმილს ქალის სხე-
ულს ზემოთ, რომელსაც ჯიუტად არ სურს, გაიღვიძოს. თან ცდი-
ლობს პირღია ძილის გამო გამშრალი ყელის დამორჩილებას
და ხრინწიანი ხმით ჩხავის: „ალო!“. საწოლთან მდგარ მაგიდა-
ზე დადებულმა საათმა რატომღაც ერთი ისარი დაკარგა, მხო-
ლოდ გვიან მოტვინა, რომ იგი უბრალოდ სამის ათ წუთს უჩვე-
ნებდა. ბაჭია მზადაა, გაიგონოს ნელსონის ერთ-ერთი „ახლო-
ბელი“ მამაკაცის ხმა და ფიქრებში საკუთარ თავს აფრთხი-
ლებს, რომ ამას იქით, დაწოლის წინ, აუცილებელია ქვემოთ

403
მკითხველთა ლიგა

ტელეფონის გამორთვა. გული ისე უცემს, რომ ეჩვენება, თით-


ქოს ბნელი ოთახის კედელს ეხლება, სულის შეხუთვამდე.
ქალის აკანკალებული ხმა ამბობს:
- ჰარი? პრუ ვარ. მაპატიეთ, რომ გაგაღვიძეთ, მაგრამ...
სირცხვილმა, შიშმა, ყველაფერმა ერთად მისი ხმა გაწყვი-
ტა და დაადუმა, თითქოს შიშვლად შეაგდეს სცენაზე.
- არა უშავს, ილაპარაკე, - მოგუდული ხმით აგულიანებს
ჰარი რძალს.
- არ ვიცი, რა გავაკეთო. ნელსონი საბოლოოდ შეიშალა,
მე უკვე მომხვდა. ახლა კიდევ ბავშვების გამო მეშინია, მათ არ
მოსწიოს რამე.
- შეუძლებელია, - ლუღლუღებს იგი, - ნელსონი ამის გამ-
კეთებელი არაა. თუმცა სხვები არიან, თან, როგორ. გაზეთებში
იმდენს წერენ ამის შესახებ, ყოველდღე რაღაც მსგავსი ხდება.
- ღმერთი ჩემო, ვინ არის? - უკმაყოფილოდ კითხულობს
ჯენისი, ასევე ამოგდებული რომელიღაც თავისი სიზმრიდან, -
უთხარი, რომ არანაირი ფული არ გაქვს, დაკიდე ყურმილი და
მორჩა.
ხაზის მეორე მხარეს პრუ ქვითინებს:
- მეტი ძალა აღარ შემწევს, ამას გავუძლო... ჯოჯოხეთური
ცხოვრებაა... რამდენი წელი გრძელდება, წლები, წლები...
- ჰო, ჰო, - ბუტბუტებს ჰარი და სრულ იდიოტად გრძნობს
თავს, - ჯენისს დაგალაპარაკებ, - ამბობს იგი და ცოლს ზეწრი-
დან გამოწვდილ და ნამძინარევად აფათურებულ ხელში ყურ-
მილს ისე უდებს, თითქოს ახალმოხარშული ცხელი კარტოფი-
ლი იყოს. პრუში მოულოდნელად გაღებულმა სარკმელმა ჰა-
რის დაანახვა მისი ცხელი, ალისფერი, განაწამები გული, რაც
მასში ისეთ გრძნობას იწვევს, თითქოს უნებლიეთ აკრძალული
რამ დაინახა. კაცმა თავის მხარეს შუქი ჩართო, თითქოსდა ასე

404
მკითხველთა ლიგა

ყველაფერი ნათელი გახდება. ისტორიული წიგნის თეთრი სუ-


პერყდა, რომლის გაცვეთასაც ასე ეშურება ბაჭია, ოვალურ
ღრუბლებში იალქნიანი ნავისა და ზღვის გამოსახულებით,
გოფრირებული აბაჟურის ქვეშ, მომაბეზრებელი ნათებისგან
პრიალებს. იმ ხნის განმავლობაში, რაც მან, შობის შემდეგ, სა-
ცოდავი წიგნის ღეჭვა დაიწყო და დღემდე აგრძელებს, ქალბა-
ტონმა ავტორმა მიცვალება მოასწრო, რითაც, გარკვეულწი-
ლად, მოუშხამა ნაშრომთან ურთიერთობის სიამოვნება. მაგრამ
ცრუმორწმუნე ჰარის გადაწყვეტილი აქვს, რადაც უნდა დაუჯ-
დეს, ბოლო მოუღოს წიგნს.
- დიახ, - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამბობს ყურმილში
ჯენისი, - ჰო, ხომ არ აჭარბებ? ჰო, - როგორც იქნა დაასკვნა, -
ახლავე მოვდივართ. არ მიეკარო მას. არ შეიძლება, ჯუდისთან
ერთად შეხვიდეთ გოგონას ოთახში და იქ ჩაიკეტოთ? დედამ
ოდესღაც დაგვავალა კარზე ურდული გაგვეკეთებინა, ის, ალ-
ბათ, ისევ იქაა დატოვებული.
პრუს ხმა ისევ შიშინებს ყურმილში, თითქოს მჟავათი წვავ-
დეს ღამის სიჩუმესა და სიმშვიდეს, სულ რაღაც ათი წუთის წინ
ოთახში რომ იყო დასადგურებული.
ჰარის თავში შეწყვეტილი სიზმრის ნაგლეჯები იწყებს ტივ-
ტივს. გამგზავრება სადღაც, სადაც მას ერთი სული აქვს მოხ-
ვდეს, რომელიღაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძველი
ტრამვაის მსგავსით. დიახ, ასეა. ეს წარღვნამდელი ტრამვაია
მისი მაგარი, დაწნული დასაჯდომი ადგილებით. უკვე დაავიწ-
ყდა, როგორ გამოიყურებოდა, როგორი სუნი ასდიოდა მზით
გავარვარებულ სკამებს; კიდევ იყო ფაიფურის სახელურები
ღვედებზე, რათა მათზე ჩამოკიდებულს თავი შეემაგრებინა;
იყო ფაიფურისავე ღილაკები კარებთან, ფანჯრებზე მავთულის
მტვრიანი ბადეები, შიგნით თავისუფლად შემოღწეული სინათ-

405
მკითხველთა ლიგა

ლე და ჰაერი, მოალერსე ძველმოდური ჭილის ქუდები - კანო-


ტიეები, ქაღალდის ყვავილებიანი შლაპები - ყველა სადღაც მი-
ემგზავრება, ყველა მხიარულობს, ქალაქის ბაღში ატრაქციონე-
ბი და ბაზრობა გაუმართავთ; თვითონაც აქ არის, მაგრამ თა-
ნამგზავრი ვინღაა? მის გვერდით, სკამზე ვიღაც იჯდა, ვიღაც
გოგო, მისი მეგობარი, მაგრამ სახის გახსენება არ შეუძლია.
სიყვარულის გვირაბი: ტრამვაი სასწაულებრივად გადაიქცა
ფანტასტიკურ საგნად, რომელმაც გაიტაცა ისინი სიყვარულის
უმყუდროვეს გვირაბში. და ისე მოხერებულად არის იქ, თითქოს
წინასწარ ზომა აუღეს.
- იქნებ მეზობლებს ვუხმოთ დასახმარებლად?
პასუხად ყურმილში ისევ შიშინი ისმის, ისევ ამოსლუკუნება
ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ბაჭიამ კინოფილმებში ნანახი მოძრაობით,
დიდი თითი სამართებელივით გამოისვა ყელში და უბრძანა ჯე-
ნისს: „გეყოფა, გათიშე!“ შიშველ ფეხებს ხალიჩაზე დებს. ცხვირ-
ში საკუთარი არცთუ ახალგაზრდა სხეულის ჩვეული სურნელი
უღიტინებს - უმი ხორცის დამყაყებული სუნი.
იატაკი მათ საწოლ ოთახში მთლიანად დაფარულია ბაცი
ჩალისფერი ერთფეროვანი ხალიჩით. ინტერიერში, გატკიცინე-
ბული უსახო გადასაფარებლისა და ხალიჩების არსებობის თა-
ნამიმდევრულად დაცული პრინციპი. იმ დროს, როცა ყველა-
ფერი ეს ჩაიფიქრეს და შეუკვეთეს, ასეთი გადაწყვეტა აკმაყო-
ფილებდა თანამედროვე მყუდრო საცხოვრებლის მოთხოვნას
(ჰარიც სწორედ ასეთად აღიქვამდა მაშინ საკუთარ სახლს),
მაგრამ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ხალიჩამ ალაგ--
ალაგ - შემოსასვლელი კარის ზღურბლთან, სარდაფის კიბის-
კენ მიმავალ კორიდორში, საძინებელში საწოლის ორივე მხა-
რეს - ფეხსაცმელებისა და ოფლიანი ფეხებისაგან იმდენი ჭუჭყი
მოაგროვა, რომ ვერც ერთი შამპუნი ვერ ახერხებს მოაცილოს

406
მკითხველთა ლიგა

ის ჭუჭყიანი რუხი ფერი - პირადი ცხოვრების მსხვილი ანაბეჭდი.


მისი ბავშვობისდროინდელ სახიან ხალიჩებს სტილიზებული
ყვავილებით, ნაყშებითა და ორნამენტების ლაბირინთებით,
რომელთა შორისაც თვალებით მოგზაურობდა, ვიდრე საბო-
ლოოდ არ აერეოდა გზა-კვალი, როგორღაც შეუმჩნევლად შე-
ეძლოთ ჭუჭყის შთანთქმა და ყოველი გაზაფხულის ბოლოს,
წლის სწორედ ამ დროს, ჯეკსონ-როუდის სახლების დიასახლი-
სებს გამოჰქონდათ ისინი ეზოში და სარეცხის თოკებზე გადაკი-
დებულს გამეტებით ბერტყავდნენ: აპრილის გრილ ჰაერში
მაღლა ტრიალით იწევდა ღრუბლის ფთილები, რომლებიც უკ-
ვალოდ იფანტებოდნენ მსოფლიო ერთიან მტვერში.
ჰარი კამოდიდან იღებს სუფთა საცვლებსა და წინდებს,
თან გაოგნებული შეშდება: როგორ უნდა ჩაიცვა ოჯახური სკან-
დალის დროს, რომელსაც ცემა-ტყეპა ახლავს თან. ბაჭიას ტვი-
ნი, როგორც სასოწარკვეთილი სერფინგისტი, დაუოკებელი ჟი-
ნით დასრიალებს საკუთარი გულისცემის ტალღაზე.
- გამარჯობა, საყვარელო, - ამბობს ჯენისი გულაჩუყებული
და ერთ ოქტავაზე აწეული ტონით, - ნურაფრის შეგეშინდება.
ყველას ძალიან გვიყვარხარ, მამიკოსაც უყვარხარ. ბაბუასთან
ერთად მოვალთ. მაგრამ ჯერ უნდა ჩავიცვათ, ამიტომ უნდა გაგ-
ვიშვა, კარგი? მხოლოდ ოცი წუთი და შენთან ვიქნებით, ცოტა
მოითმინე. რა თქმა უნდა, ისე სწრაფად, როგორც კი შესაძლე-
ბელია. მანამდე ჭკვიანად იყავი და გააკეთე, რასაც დედა გეტ-
ყვის, - ქალი ყურმილს დებს და გადარეული შეჰყურებს ჰარის
თხელი აჩეჩილი ქოჩრის ქვემოდან, - ღმერთო, ღმერთო, -
მოთქვამს იგი, - მან პრუს მუშტი დაარტყა სახეში და სააბაზანო-
ში მიანგრ-მოანგრია ყველაფერი, რაც შეეძლო, - ეძებდა იქ
დამალულ კოკაინს, რომელიც სასწრაფოდ დასჭირდა და რო-
ცა ვერ იპოვა, რაც კი ხელთ მოხვდა, დალეწა.

407
მკითხველთა ლიგა

- სასწრაფოდ დასჭირდა! მთელი ცხოვრება ასეა, - გა-


მოუღე და დაუდე, - ცხარობს ჰარი.
- ცოლს გამოუცხადა, რომ ჩვენ, ყველანი, მას ვფცქვნით.
- ჰა, - სარკასტულად ეპასუხება ჰარი, გულისხმობს, რომ
სინამდვილეში ყოველივე სწორედ პირიქით ხდება.
- როგორ შეგიძლია იცინო, ის ხომ შენი შვილია! - საცაა
გაგლეჯს ჯენისი.
კი მაგრამ, ვინ არის ეს გალეული, ეს თხილის ნაჭუჭივით
შუბლმაგარი ბრიყვი, მას რომ საყვედურობს? თუმცა თავს მაინც
შერცხვენილად გრძნობს. არაფერს პასუხობს ცოლს და ბრძნუ-
ლი ტონით ამბობს:
- ვინ იცის, შეიძლება უკეთესიცაა, რომ კრიზისამდე მივიდა
საქმე, თუკი ყველანი ძალას ვიპოვით, რომ დავძლიოთ იგი. უკ-
ვე კარგია, რომ, ყველაფერი გამოაშკარავდა.
ცოლი იცვამს ტანსაცმელს, რომლის ტარებასაც დღისით--
მზისით, აქ, ჩრდილოეთში ვერასოდეს ბედავდა - ორაგულის-
ფერ სპორტულ კოსტიუმს ნაზი ცისფერი სახელოებითა და ისე-
თივე ზოლებით შარვალზე. ჰარი არჩევანს აკეთებს ახალგა-
რეცხილ და გაუთოებულ, კამოდის ყუთში აკურატულად ჩადე-
ბულ ბამბის შარვალზე და ხაკისფერ პერანგზე, რასაც იცვამს
ბაღში სხვადასხვა მსუბუქი სამუშაოს შესრულების დროს: ზემო-
დან იგდებს ყველაზე ძველ, მწვანე ველვეტის მსხვილზოლიან
ტყავისფოლაქებიან პიჯაკს: საერთოდ და მთლიანობაში შესა-
ხედაობა საშინაო, შაბათ-კვირისაა. პენსიაზე გასვლის შემდეგ
საკუთარი გარდერობისთვის მეტი ყურადღების მიქცევა დაიწ-
ყეს: ფლორიდელი პენსიონერები მთელი დღეები ჩაცმა--
გახდის თამაშით არიან დაკავებულები - ისე გამოეწყობიან
ხოლმე, როგორც ქაღალდის თოჯინები.

408
მკითხველთა ლიგა

უკუნეთ ღამეში ჩასატარებელი სახიფათო სამაშველო


ოპერაციისთვის ასფალტისფერ-ნაცრისფერი „სელიკა“ გაჰ-
ყავთ, ის, რომელიც მათ ორ მანქანას შორის, ყველაზე მეტად
წააგავს „ბეტომობილს“.
პენ-პარკის მიხვეულ-მოხვეული და გარინდული ქუჩების
გასწვრივ მდგარმა მუხებმა ჯერ ეს-ესაა ყლორტები ამოიყარა,
სამაგიეროდ, ნეკერჩხალი ფეთქავს მთელი ძალით, გაქრა მისი
მოწითალო ფერის ნისლოვანა და ვარჯებმა ნაზი, გამჭვირვა-
ლე და ნორჩი ფოთლები მოისხეს. სახლებში აქა-იქ შუქი ანთია,
ვისთან - ზემო სართულზე, „მორიგე“, ვისთან - უკანა პარმაღზე,
კატებმა და ენოტებმა რომ არ ითავხედონ ნაგვის კასრების სი-
ახლოვეს, მაგრამ მთვარესთან ძალაში გამკლავება მხოლოდ
ლამპიონებს ძალუძს. მოვლილი ბაღების დიდი, გაკრეჭილი
ბუჩქები - თუიები, ურთხელები, როდოდენდრონები - ისე დგა-
ნან, თითქოს ჯუნგლებიდან გამოსული მხეცები ღამეში
ანთებულ-აჩხაკუნებული ფოტოკამერების წინ გაქვავებულან.
უცნაურია, კაცი რომ დაფიქრდეს: ჩვენ გვძინავს, ხოლო ამ
დროს ბუჩქები ფხიზლობენ, ამოისუნთქავენ ჟანგბადს, იზრდე-
ბიან; ძილი მათთვის უცნობია. ვარსკვლავებსაც არ სძინავთ -
მაღლა, სახურავებსა და ვარჯებს ზემოთ, ცივი ციმციმით ანათე-
ბენ. რის გამო გვძინავს? რაიმეს ვუერთდებით სიზმარში? ჰარის
სიზმარში ისე კარგადაა ყველა დათარგული. გარკვეული რა-
კურსით, გვერდიდან თუ შეხედავ, განათებული ასფალტი
მოულოდნელად ახალდაფიფქულს ემსგავსება. პენ-პარკი შე-
უმჩნევლად დასავლეთ ბრუერს ჰგავს, აქ თითო-ოროლა მან-
ქანა სადღაც მიემგზავრება, უკაცრიელი გაუფერულებული პენ--
ბულვარის გავლით, რომელიც, მოშორებით უაიზერ--
სტრიტისკენ უხვევს, ერთ მხარეს სუპერმარკეტის ავტოსადგო-
მითა და ოცდაათიანებიდან შემორჩენილი აგურით ნაშენი, და-

409
მკითხველთა ლიგა

ბალი მაღაზიებით, მეორე მხარეს კი ერთმანეთზე მიჯრით მიწ-


ყობილი საწვრილმანოებით, სადაც ვაჭრობენ ღილებით, სა-
ქორწინო კაბებით, ნამცხვრებით, შოკოლადის კანფეტებით,
„სონის“ ტელევიზორებით და კომპლექტებსაც ყიდიან თვით-
მფრინავის აწყობის მოყვარულთათვის. როგორც ჩანს, მოიძებ-
ნებიან მოყვარულები, რადგან ამ დრომდე ამზადებენ და ყიდი-
ან, გავრცელებული აზრით კი, ბავშვებს არაფერი აინტერესებთ
საყვარელი დივნისა და „ყუთის“ გარდა; თუმცაღა მაინც თვით-
მფრინავები მოსწონთ, მსხვილგვერდიანი, ტლანქები, პანდას
მსგავსი შავი ცხვირებით. მეორე მსოფლიო ომის დროს თვა-
ლისმომჭრელი აპარატები დაფრინავდა: „ზერო“, „მესერშმიდ-
ტი“, „მუსტანგი“, „სპიტფაიერი“. უცნაურია, მაგრამ იმ დროს, რო-
ცა ქვეყნის მთელი ძალები ფრონტისკენ იყო მიმართული,
მრეწველობას მაინც ჰქონდა უფლება, დაემზადებინა სამხედ-
რო თვითმფრინავების სათამაშო მოდელები, რომელთა და-
ნიშნულება იყო აემაღლებინა მოზარდი თაობის საბრძოლო
სულისკვეთება.
ყველა მაღაზიას სძინავს. ყვავილების მაღაზიაში დღის შუ-
ქის მქონე ლამპები იისფრად ანათებს, რათა მცენარეთა ზრდა
ღამითაც არ შეწყდეს. ზოომაღაზიაში აკვარიუმი მკრთალადაა
განათებული. მოაჯირიანი ტროტუარის გასწვრივ მდგარი ავტო-
მანქანები არამიწიერი ელფერის ცისარტყელას ქმნიან - აქ არ
ჩანს ჩვეული ფერები - წითელი, ლურჯი, კრემისფერი, არამედ
სრულიად ახალი, ნაცრისფერ-მთვარისშუქისფერი ტონები,
რომელთა არათუ ხილვა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია
დღის სინათლეზე.
ჰარი ნიტროგლიცერინის აბს იდებს პირში და საყვედუ-
რით ეუბნება ჯენისს:
- ექიმები თვლიან, რომ ჩემთვის მავნებელია აღელვება.

410
მკითხველთა ლიგა

- მე ხომ არ წამოგაგდე საწოლიდან ღამის ორ საათზე,


არამედ შენმა რძალმა.
- ეს იმიტომ, რომ შენი ძვირფასი შვილიკო დაეძგერა მას
მუშტებით.
- ეს მისი ვერსიაა, - აზუსტებს ჯენისი, - ჯერ კიდევ არ მოგ-
ვისმენია მეორე მხარისთვის, ნელსონისთვის.
ენის ქვეშ წიწკნა დაიწყო.
- საიდან მოიტანე, რომ მას რაღაც სხვა ვერსია აქვს? საით
იხრები? შენი აზრით, ის ტყუის, არა? რატომ დაგვირეკავდა ღა-
მის ორ საათზე, სიცრუის სათქმელად?
- როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, მისი გონე-
ბა გამორჩენაზეა მიმართული. ალბათ, როცა დაორსულება გა-
დაწყვიტა, ნელსონი მისთვის საკმაოდ კარგი იყო, როცა რაღაც
სირთულეები დაიწყო, იმწამსვე ცუდი გახდა. მეტიც, თუკი
ჩაიფიქრა, თავისთვის ვინმე უკეთესი მოძებნოს, სწრაფი მოქმე-
დებაა საჭირო, დროს აცდენს - მერე ვინღა შეხედავს? გარეგ-
ნობა მარადიული არაა.
ჰარი ხარხარებს, თითქოს ტაშით აჯილდოებს ქალის ფან-
ტაზიის უნარს.
- ყოჩაღ, როგორ რიგრიგობით დაალაგე, - აბებისგან ჯერ
სუსტად, მაგრამ მაინც ეპარება მის საჯდომს ქავილი, - გამო-
დის, თანახმა ხარ, რომ პრუ ჯერ კიდევ კარგი შესახედია?
- იმ მამაკაცების გემოვნებით, ვისაც ახმახი ქალაბიჭები
მოსწონს, - სავსებით შესაძლებელია. პირადად მე არასოდეს
მომწონდა, მის გვერდით ნელსონი საკმაოდ ტანდაბალი მო-
ჩანს.
- იგი მართლა ტანდაბალია, - ეპასუხება ჰარი. - ვერ ვიგებ,
რატომ? ჩემი მშობლები, ორივენი მაღლები, საერთოდ, ჩვენს
გვარში, ყველანი მაღლები იყვნენ.

411
მკითხველთა ლიგა

ჯენისი უხმოდ აბრალებს საკუთარ თავს, რომ ნელსონი


დაბალია.
მრავალი გზა არსებობს ბრუერიდან მაუნტ-ჯაჯამდე, მაგ-
რამ დღეს, როცა ქუჩები პრაქტიკულად ცარიელია და გზაჯვა-
რედინებზე შუქნიშნები ყვითლად ციმციმებს, ბაჭია მოკლე გზას
ირჩევს, ხიდით, „გაჭენებული ცხენის“ გავლით - იგი იქ ჯილის-
თან ერთად, სწორედ მთვარიან ღამეში სეირნობდა, თუმც ასე
გვიან არა, - და შემდეგ, უაიტ-სტრიტით, კუთხის სახლთან ჩავ-
ლით - იქ ადრე არსებობდა ბარი „ჯიმბოს სტუმართმოყვარე
კუთხე“, ვიდრე პოლიციასთან შეუთანხმებლობის გამო არ
მიახურეს, ხოლო შენობა მრავალბინიანი სახლისთვის შესა-
ფერ, პასტელის ტონებში გადაღებეს და ახალგაზრდა წარმა-
ტებული იურისტებისა და ფინანსურ საქმეებში კონსულტანტე-
ბისთვის ოფისები მოაწყვეს - უკან იტოვებს შონბაუმის სამგლო-
ვიარო კანტორას, რომელსაც იმპოზანტური, თეთრი აგურით
ნაგები შენობა უკავია, უხვევს მარცხნივ და უვლის გვერდს სა-
ხარაზოს, სადაც გიწმენდენ ფეხსაცმელს და გთავაზობენ ნიუ--
იორკის გაზეთებსა და ცხელ, მოხალულ არაქისს, უგემ-
რიელესს ქალაქში - თხილს ჯერ კიდევ ყიდიან აქ. ვინ იფიქ-
რებდა. ბაჭია ხომ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დადიოდა აქ, როცა
ცოტათი უფროსი იყო ჯუდიზე. ყველაზე მეტად უყვარდა შაბა-
თობით აქ მოსვლა ტრამვაით, რომელიც გარს უვლიდა გო-
რაკს, ბრუერის ცენტრში ტრიალდებოდა, ჯერ კიდევ თბილი,
ტაფიდან ახალაღებული არაქისის პაკეტის ყიდვა ათ ცენტად,
უაზროდ ყიალი, ნაჭუჭის მტვრევა და ზედ უაიზერ-სკვერის
ტროტუარზე მისი დაყრა. ერთხელ ერთმა მაწანწალამ საყვე-
დურებით აავსო, ქუჩას რატომ ანაგვიანებო. იმ დროს მაწანწა-
ლებსაც კი გააჩნდათ მოქალაქეობრივი შეგნება. დღეს ქალა-
ქის ცენტრი ქალაქ-მოჩვენებას დაემსგავსა - ცარიელი, მკვდა-

412
მკითხველთა ლიგა

რი, მთვარისეული ნახევარტონებით განათებული და ტრან-


სპორტისთვის გადაკეტილი მეხუთე ქუჩამდე. ატლანტელმა ქა-
ლაქმშენებლებმა, რომლებმაც ჩაიფიქრეს საფეხმავლო სავაჭ-
რო კვარტალის შექმნა, ჩარგეს პატარა ტყე, რომელიც ახლა,
თავისი შიშველი ტოტებით, არაამქვეყნიური სანახავია მძლავ-
რი, ლურჯი პროჟექტორების შუქზე. პროჟექტორები ამ მუხნა-
რის წყვდიადში ძარცვისა და გარყვნილების აღსაკვეთად
დააყენეს - შემთხვევები ყოველწლიურად ხშირდება - თუმცა ქა-
ლაქის ცენტრი, მათ შუქზე სულ უფრო პირქუშად გამოიყურება.
მეხუთე ქუჩასთან ბაჭია უხვევს მარცხნივ, სცდება ფოსტის შენო-
ბასა და სასტუმრო „რამადას“, წარსულში სასტუმრო „ბენ ფრან-
კლინს“ - ჩინებული სამეჯლისო დარბაზით, რომელიც მის ცნო-
ბიერებაში დაკავშირებულია მერი-ენთან, ქალის მოშრიალე
კრინოლინებითა და სხეულის მათრობელა სუნით - გადადის
ეიზენჰაუერ-ავენიუზე ნომერ 1204 სახლს იქით, სადაც ერთ
დროს ჯენისი ჩარლისთან იმალებოდა და უხვევს მარჯვნივ,
მიექანება ლათინურამერიკულ, ყოფილ გერმანელ მუშათა
კვარტალში, ზამთრის, გაზაფხულის, ზაფხულის ქუჩების, დამაბ-
რმავებელი ფარნებისა და განზე გამხტარი რაღაც აჩრდილე-
ბის ავლით - (პუერტორიკოელები, ნებისმიერ სამუშაოს თან-
ხმდებიან, რაზეც ხელი მისწვდებათ). ღამეები აქ ცივია, მაგრამ
ქუჩის ნაძირლები უკვე გამოძვრნენ თავიანთი ჯურღმულებიდან
- ხოლო შემდეგ გადის აკაციების ბულვარზე, ბრუერის სა-
შუალო სკოლასთან, დიდი დეპრესიის ძეგლთან - ფრონტონზე
ლათინური გამონათქვამია, თავისი არსით კომუნისტური, საყო-
ველთაო კეთილდღეობის შესახებ. რაც უნდა გასაკვირი იყოს,
ოცდაათიან წლებში კომუნიზმის იდეა ქვეყნის თავზე
ფრთხიალებდა, ხალხი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე
გაჟღენთილი ეგოიზმით - ძეგლთან, რომელიც წამომართეს ჰა-

413
მკითხველთა ლიგა

რის დაბადების წელს, 1933-ში და რომელსაც დიდი შანსი აქვს,


ბაჭიაზე მეტხანს გაძლოს. ღია ყვითელი აგურით ნაგები და
გრანიტით გამშვენებული შენობა მთის ამწვანებულ ფერდობზე
მოჭიდებულ აკაციის გიგანტურ ნაყოფს ჩამოჰგავს.
- როგორ ფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს „საბოლოოდ
შეიშალა?“ - ეკითხება ჰარი ჯენისს, - პრუმ ასე თქვა. რა დონემ-
დე შეიძლება ადამიანი კოკაინისგან შეიშალოს?
- დორის კაუფმანის მაზლს, ანუ ებერჰარტს, პირველი
ქორწინებიდან ჰყავს ნაშვილები ვაჟი. ჰოდა, იძულებულნი გახ-
დნენ დაეწვინათ ნარკოლოგიურ ცენტრში, სადღაც მიყ-
რუებულში. პარანოიდული შიში განუვითარდა, რომ ჰიტლერი
ცოცხალია და მსოფლიოს ყველა კუთხეში დაგზავნა აგენტები,
რომელთაც ნაბრძანები აქვთ იპოვონ და შეიპყრონ არა ვინმე
სხვა, არამედ სწორედ ის. ებრაელია.
- ცოლსა და შვილებს ესხმოდა თავს?
- როგორც ვიცი, ცოლი არ ჰყავდა. ხომ არ შეგვიძლია
დანამდვილებით ვიცოდეთ, ემუქრებოდა თუ არა ნელსონი ბავ-
შვებს?
- პრუმ ასე თქვა.
- პრუ ძლიერ გულნატკენი იყო. ვფიქრობ, ყველაზე მეტად
იგი ფულზე დარდობს.
- შენ, კიდევ, ფული სულ არ გაღელვებს?
- ყოველ შემთხვევაში, ისე არა, როგორც შენ, პრუსთან
ერთად. ფულზე არ ვდარდობ, ჰარი. მამაჩემი, ხანდახან, ასე
იტყოდა: „არ მექნება ხუთცენტიანი, გროშითაც არ დავიკარგე-
ბი“. მას სწამდა, რომ ნებისმიერ ვითარებაში შეძლებდა თავის
დაძვრენას. მისგან, ალბათ, ეს ფილოსოფია მივიღე მემკვიდ-
რეობით.

414
მკითხველთა ლიგა

- ამის გამოა, რომ შეგიძლია ნელსონს ყველაფერი მიუტე-


ვო, მკვლელობაც კი?
ჯენისი მძიმედ ოხრავს და მისი ხმა, როგორც არასდროს,
ისე ჰგავს დედამისის, ბესი კერნერ სპრინგერის ხმას. ამ ქალმა
მთელი ცხოვრება ზედმეტი წონის ტვირთვაში გაატარა, საოჯა-
ხო საქმეების გარდა სხვა ფიზიკურ ვარჯიშებზე წარმოდგენაც
არ ჰქონდა, თავისი უზარმაზარი სახლიდან ფეხს არ დგამდა,
დარაბებიც კი მუდამ მიხურული ჰქონდა, მზეს რომ არ გამოეწვა
ფარდები, გადასაფარებლები, ოხრავდა ზუსტად ასე და წუწუ-
ნებდა ფეხების ტკივილის გამო.
- ჰარი, რა გინდა ჩემგან? არა, სერიოზულად, რა შემიძ-
ლია გავაკეთო? ჯერ კიდევ ბავშვი რომ იყოს, გასაგებია, მაგ-
რამ იგი უკვე ოცდათორმეტი წლისაა!
- შეგეძლო მისი მაღაზიიდან გაძევება.
- ჰო, აბა. გააძევებ მაღაზიიდან, გააძევებ ვაჟიშვილობი-
დან - ბოდიში, შვილიკო, ვერ გაამართლე ჩემი იმედები, ასე,
არა? არ დაგავიწყდეს, იგი მამაჩემის შვილიშვილია. მამაჩემმა
ეს მაღაზია არაფრისგან შექმნა, ცარიელი ადგილიდან დაიწყო
და სურდა, ნელსონს ემართა იგი, ემართა ყველაფრის მიუხე-
დავად, თუნდაც სრულ კრახამდე მიეყვანა საქმე.
- აი, ასე! - ამგვარი მზადყოფნა ყველაფრის განადგურე-
ბისთვის, ლაპარაკის უნარს ართმევს ჰარის.
სიმდიდრე ადამიანებს დაუდევრობას აჩვევს. თუკი დავაა,
მაინცდამაინც - მილიონზე, თუ ბირჟაზე თამაშია - მაინცდამაინც
გაკოტრების რისკით. ნუთუ არ შეიძლება თადარიგი დაიჭირო,
გაფრთხილდე?
ჯენისის საუბარში მკვეთრი ნოტები ისმის, გაღიზიანება,
დაღლილობა ეტყობა.

415
მკითხველთა ლიგა

- როგორ იოლად გამოგდის ყველაფერი? მთელ ამ სი-


ტუაციაში ერთადერთი, რაც გაწუხებს ისაა, რომ ლაილიმ ჩემ-
თან გამოგგზავნა ნებართვისთვის, ახლა კი ცდილობ, ჯავრი
ჩემზე იყარო. მაშ, ასე, გააკეთე ის, რასაც საჭიროდ ჩათვლი,
რაც სწორად მიგაჩნია, რაც აზრად მოგივა, შეგიძლია მაღა-
ზიაში გამოაცხადო, რომ უფლებამოსილება გადმოგეცი. მეტი
ძალა აღარ შემწევს. ძალა აღარ შემწევს ავიტანო შენი და
ნელსონის დაუსრულებელი ბრძოლა - მთელი ცხოვრება ჯვა-
რედინი ცეცხლის ქვეშ ვარ. არ მსურს!
ჰარის ხელებზე სულ უფრო ხშირად ჩნდება ლამპიონების
შუქის ლაქები. „სელიკა“ სიჩქარეს კრეფს და ქალაქის პარკის
გავლით დაღმართზე მიექანება. ქვემოთ ჩოგბურთის მოედანი
და მეორე მსოფლიო ომის რელიკვია - ჟანგისგან დამცავი,
მწვანე საღებავის სქელი ფენით დაფარული ტანკია. საღებავს
იმდენად ხშირად უსვამენ, რომ ტანკის ნამდვილი ფერისგან,
რომელიც ჰარის ახსოვს, აღარაფერი დარჩა. როგორ ერქვა?
დამცავი ფერი.
ჰარი წარმოიდგენს, რომ დაბომბვაში მოჰყვა და მხო-
ლოდ ფარნების შუქი იცავს, ხოლო ბრუერი, სიტყვამ მოიტანა
და, მიწასთანაა გასწორებული, როგორც დაბომბილი გერმანუ-
ლი ქალაქები ომის შემდგომ.
- არავინ დამიჯერებს, - ღვარძლიანად ეუბნება ცოლს, -
მაინც შენთან გამოიქცევიან. ესეც რომ არა, მეც შენსავით მაში-
ნებს, რაც იქ შეიძლება გამომჟღავნდეს.
პარკს გასცდება, შუქნიშნის წითელზე გაივლის, გვერდს
აუვლის მთელ ოლქში ცნობილ კოშკურებიან ძველ სახლს,
რომელსაც სახურავის მომრგვალებული, ფიქლით დაფარული
კუთხეები თევზის ქერცლს მიუგავს; სახლიდან ოდნავ მოშორე-
ბით სავაჭრო ცენტრია განლაგებული, კინოთეატრითა და აფი-

416
მკითხველთა ლიგა

შით - „კარგად იყავი, ოცნების გუნდო, თავისუფლად თქვი შენი


სიტყვა“. ისინი უკვე 422-ეზე არიან, ტერიტორიაზე, რომელსაც
ხუთი თითივით იცნობენ, ჯერ კიდევ ბავშვობაში გათელილი ქუ-
ჩები, ცენტრალური, ჯეკსონი და ჯოზეფ-სტრიტი, დაბა მაუნტ--
ჯაჯის ყოველი სახანძრო ონკანი და საფოსტო ყუთი იმ ფოლა-
ქებს ჰგავს, მთელ მათ ცხოვრებას რომ კრავს; ახლა, შუაღამი-
სას, ყველაფერი გაუფერულებულია და ფარნების ლურჯი სი-
ნათლის ქვეშ როგორღაც მომრგვალებული ქუჩები ფუნთუშებს
წააგავს, ისინი თოვლით გეგონება დაფარული; აგურით ნაშენ
სვეტებიან პარმაღებს კი სტრატეგიულად ხელსაყრელი პოზი-
ციები უკავიათ - გაზონებისა და ტიტების ყვავილნარების უკან
თუ მათზე მაღლა.
ჯოზეფ-სტრიტის 89-ე სახლში - სპრინგერთა ვრცელ, შე-
ლესილ შენობაში, რომელიც იმდენად განსხვავდებოდა
ჯეკსონ-როუდზე მდებარე სახლისგან, რომ ჯენისის თაყვანის-
მცემლი ბაჭია ცდილობდა, რაც შეიძლება იშვიათად ევლო აქ.
ყველა სართულზე შუქი ანთია, სახლი ხომალდივითაა, რომე-
ლიც ხეებისა და სახურავების უტყვ, შავ ტალღებში იძირება.
დატოტვილი წიფელი სახლის მარცხენა მხარეს, საითაც
ადრე ჰარისა და ჯენისის საძინებელი ოთახი იყო და მუდამ ბნე-
ლოდა, რადგან წიფლის ხშირ ფოთლებში ვერასოდეს აღწევ-
და მზის შუქი ყოველ შემოდგომას ბაჭია იწვა ძილგატეხილი,
მიწაზე დაცემული წიფლის წიწიბოს კნაწაკნუწის გამო - ეს წი-
ფელი უკვე აღარ არსებობს, კედელი გაშიშვლებულია, ყველა
ფანჯარა ჩანს, ყველა განათებულია.
ნელსონმა ბრძანა, ხე მოეჭრათ. მამა, ეუბნებოდა ჰარის,
ამ ხემ მთელ ოჯახს სიცოცხლე გაუმწარა, კედელი იმ მხარეს
სინესტისგან საღებავსაც კი არ იჭერს, ბალახიც კი ვერ ხარობს
წიფლის ქვეშ. ჰარის არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, მას

417
მკითხველთა ლიგა

ხომ არ შეეძლო ეთქვა, რომ წვიმის ხმაური გოლიათი წიფლის


ღვთაებრივ სხეულზე მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი რელი-
გიური განცდა იყო. თუმცა არა, ზუსტად იგივე გრძნობა მაშინ
ეუფლებოდა, როცა გოლფის მოედანზე მისდა უნებურად ლა-
მაზ, სუფთა დარტყმას ახერხებდა. მანქანას ტროტუარზე აჩე-
რებს, ზედ ნეკერჩხლებთან, რომლისგანაც წელიწადის ამ
დროს ყვითელ-მწვანე ბუსუსები სცვივა და რაღაც წებოვანი მო-
ჟონავს. ამიტომაც იყო, ვერასოდეს იტანდა აქ მანქანის გაჩე-
რებას. ორშაბათს სამრეცხაოში წასვლა მოუწევს.
პრუ, როგორც ჩანს, ფანჯარასთან იდგა და ელოდა. რო-
გორც კი პარმაღზე ფეხი შედგეს, ფართოდ გაუღო კარი, თით-
ქოს შესასვლელში სასიგნალო დეტექტორი ჰქონოდა. გასულ
კვირას ზუსტად ასევე შეხვდა მას თელმა. პრუ მარტო არ არის,
მასთან ერთად ჯუდია - ფირმა „ოშკოს-ბი-გოშის“ რაღაცნაირ
ფუშფუშა პიჟამაში, რომელიც აშკარად პატარა აქვს. თვალში
ხვდება შვილიშვილის გრძელი, თეთრი, ძვლიანი ტერფები და
კოჭები, შარვლის ტოტები რომ ვერ უფარავს.
- როი, სად არის, როი? - პირველ რიგში კითხულობს ჰა-
რი.
- ნელსონი აძინებს, - ამბობს პრუ, მისთვის დამახასიათე-
ბელი მანჭვით, თითქოს პირი ცალ მხარეს ჰქონდეს დაქაჩული.
- აძინებს? - ჩაეკითხა ჰარი, - ბავშვთან მისი დატოვების არ
გეშინია?
- არა, - ამბობს რძალი, - იმ დროში, ჩემი დარეკვიდან რაც
გავიდა, ნელსონი მიწყნარდა. ვფიქრობ, მთელი ძალით და-
მარტყა, ამან იმოქმედა მასზე. ყოველ შემთხვევაში, გონს მო-
ვიდა, ამითიც კმაყოფილი ვარ, - წინკარის შუქზე მკვეთრად
ჩანს მისი გაწითლებული ლოყა, ასიმეტრიულად შესივებული
ტუჩი და სიწითლე თვალების ირგვლივ - თითქოს ვიღაცამ კანი

418
მკითხველთა ლიგა

ტაფის საწმენდი უხეში ღრუბლით გაუხეხაო. ფლორიდაში ნა-


ნახი და მეხსიერებაში ჩარჩენილი ისევ ის ნაჭრის ხალათი აც-
ვია, ზედ ამოქარგული ფოთლებით, მაგრამ ამჯერად ფეხები
შიშველი არ აქვს. ხალათის ქვეშ ლურჯი საღამური მოჩანს,
თხელი ქსოვილის მიღმა, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება
მისი ფეხების მოხაზულობის გარჩევა, თითქოს მღვრიე წყალში
თევზები ირხევიანო. ტერფები ხელოვნური ბეწვით გაწყობილ
ჩუსტებში აქვს შემალული. ასე რომ, შემოწმება, თუ რა მდგომა-
რეობაშია მისი ფრჩხილების ლაქი, ჰარის არ შეუძლია.
- ეჰე, რა გამოდის, ცრუ განგაშია? - იღუშება ბაჭია.
- დასკვნის გაკეთებას ნუ იჩქარებთ, ნახავთ ნელსონს და
მერე განსაჯეთ, - პასუხობს პრუ და შემდეგ დედამთილს მიმარ-
თავს, - მეყოფა, ჯენის. მორჩა, მეტი აღარ შემიძლია. ბევრი
ვითმინე, მაგრამ დასრულდა, ყელამდე ვარ! - თვალები, ცრემ-
ლისგან დაწითლებული ქუთუთოებით, ისევ უწყლიანდება და
იგი ყელზე ისე ჩამოეკიდება დედამთილს, რომელიც ამ დროს
შვილიშვილ ჯუდითს ეხუტება, რომ წელში გამართვის საშუალე-
ბას არ აძლევს. ჰარის მთელი შინაგანი ეკუმშება, თითქმის ფი-
ზიკურად გრძნობს პრუს სასოწარკვეთილ მცდელობას, სხვა ქა-
ლისგან, ქმრის დედისგან, მიიღოს თანაგრძნობა; თუმცა ასევე
გრძნობს ცოლის შინაგან წინააღმდეგობას. პრუ კათოლიკურ
გარემოში აღიზარდა, გრძნობების მძაფრად, ჟესტებით გამო-
ხატვა სისხლში აქვს, ხოლო ჯენისი ტიპურ, შებოჭილ პროტეს-
ტანტად რჩება.
ჯუდი ჰარის თითების წვერებს სწვდება. კაცი იხრება ლო-
ყაზე საკოცნელად, თვალებში ბავშვის თმას გრძნობს. გოგონა
სასაცილოდ ეჩურჩულება ყურში:
- მამას ეჩვენება, რომ მის ტანში ჭიანჭველები დაცოცავენ.

419
მკითხველთა ლიგა

- გაუჩერებელი ქავილი აქვს, - უხსნის პრუ, რომელიც ალ-


ღოთი ხვდება, რომ მისი იმპულსური მცდელობა, მოიპოვოს ჯე-
ნისის მხარდაჭერა, მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. გამო-
დის, რომ დროა, მოეშვას ცერემონიებს და ყველაფერს თავისი
სახელი დაარქვას, - ბუნებრივი შედეგია. სამეცნიერო ენაზე
ამას ფორმიკაცია ჰქვია, იგივე დაქტილური ჰალუცინაცია, ჭიან-
ჭველების ცოცვის, ჟრუანტელის სინდრომი. წარმოიშობა, რო-
ცა ნერვული აგზნების არხები დაბლოკილია. კიდევ რა გაინტე-
რესებთ? მკითხეთ, გამობრძმედილი ვარ, უკვე ერთი წელია,
რაც ანონიმი ნარკომანების შეკრებებზე დავდივარ ბრუერში.
- ჰოჰ, - ამბობს ჰარი, რომელსაც რძლის მკაცრი ტონი
ეჩოთირა, - აბა, კიდევ რას ამბობენ მცოდნე ადამიანები?
ცრემლებისგან და ახლახან გადატანილი ძალადობისგან
აპრიალებული მწვანე თვალებით ქალი ჯიქურ უმზერს მამამ-
თილს. იმასაც კი ახერხებს, რომ ჩაიღიმოს. შესივებული ზედა
ტუჩის გამო, განსაკუთრებულად სევდიანი და უცხო ღიმილი
აქვს.
- ისინი მეუბნებიან, რომ ეს ჩემი პრობლემა არაა და ადა-
მიანებმა, რომელნიც ნარკოტიკზე დამოკიდებულნი არიან, თა-
ვად უნდა მოახერონ თავის დაღწევა. ასეა თუ ისე, პრობლემა
რჩება, მათ შორის შენთვისაც.
- მაინც, რა მოხდა თქვენთან? თუ შეიძლება - თანამიმდევ-
რობით, - ჰარი იძულებულია, როგორმე საუბარი გააგრძელოს.
მისდა სამწუხაროდ, ჯენისი გაერიდა ამ ლაპარაკს. ის თითქოს
სხვაგანაა, ზუსტად ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც
შვილიშვილებთან ერთად ჯუნგლი-პარკში გამგზავრების დროს
ჰქონდა.
ჯუდი მოწყენილობამ შეიპყრო, პაპა და ბებო, მისდა გა-
საკვირად, ყურადღებას არ აქცევენ. ჰარის შორდება და დედას

420
მკითხველთა ლიგა

ეტმასნება, წითური კეფით პრუს მუცელს მიბჯენია. პრუ თითქოს


შვილის დაცვას ცდილობს, მხრებზე თავის რბილ, აბუსუსებულ,
ჭორფლიან ხელებს ხვევს. ამჯერად მათ ორი წყვილი მწვანე
თვალი შეჰყურებს, თითქოს ჰარი და ჯენისი არა როგორც მაშ-
ველი გუნდი, არამედ როგორც არაკეთილმოსურნეები მივიდ-
ნენ მათთან.
პრუ უემოციო ხმით იწყებს მოყოლას:
- არაფერი ახალი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ყო-
ველთვის. შინ ორი საათისთვის მოვიდა, ვკითხე, სად იყო, მი-
პასუხა - შენი საქმე არ არისო. როგორც ჩანს, პასუხი ჩვეულებ-
რივ უნდა ჩამეყლაპა - ასეთი რამ პირველად ხომ არ ხდებოდა.
ალბათ, თავს უფლება მივეცი, რაღაც ისეთი მეთქვა, რადგან
გამომიცხადა, რომ თუ გავაგრძელებდი, ერთი კარგად მითავა-
ზებდა, რომ ნერვები ისედაც დაწყვეტაზე აქვს და სიამოვნებით
მოსდებდა ვინმეს სიფათში: როცა სააბაზანოში ვერ იპოვა კოკ-
სის დოზა - ეჩვენებოდა, რომ ფხვნილი ასპირინის შუშის ქილა-
ში დამალა - დაიწყო ყველაფრის მსხვრევა და მტვრევა. აღ-
ვშფოთდი. მაშინ სააბაზანოდან გამოვარდა და დამედევნა,
მთელ სახლში მუშტმოღერებული დამდევდა.
ჯუდისაც სურს, რაღაც დაამატოს:
- გამეღვიძა კიდეც. დედას ჩემს ოთახში უნდოდა დამალვა,
მამას კიდევ უცნაური სახე ჰქონდა, თვალები ღია ჰქონდა, მაგ-
რამ თითქოს ვერაფერს ხედავდა.
- ხელში დანა ან სხვა რამე ხომ არ ეჭირა? - კითხულობს
ჰარი.
ამ აბსურდული შეკითხვის გამო პრუს წარბები გაჯავრებით
შეიკვრებიან.
- ნელსონი არასოდეს წაეტანებოდა დანას. მას სისხლის
დანახვა არ შეუძლია, რომც მინდოდეს, აზრი არა აქვს, სამზა-

421
მკითხველთა ლიგა

რეულოში დახმარება ვთხოვო. ისიც კი არ იცის, რომელი ბო-


ლოდან უნდა დაიწყოს ჭრა!
ისევ ჯუდი ურთავს:
- შემდეგ პატიებას ითხოვდა.
ვიდრე საუბრობდნენ, პრუ განუწყვეტლივ უსწორებდა ჯუ-
დის წითურ გრძელ თმას, ახლა კი, თითების ოდნავი შეხებით
თავის წითურ კულულებს იყრის უკან. თმა გვარიანად გაეზარდა
და მსგავსება სფინქსთან აღარ შეიმჩნევა; დაბლა დაშვებული
თმა მხრებზე სცემს.
- მას შემდეგ, რაც დაგირეკეთ, უმალ მიწყნარდა. „დაურე-
კე? მაინც დაურეკე? ჩემი მშობლები გამოიძახე?“ როგორც
ჩანს, იგი ისეთ საგონებელში იყო ჩავარდნილი, რომ სიბრაზე-
მაც კი გაუარა. როგორც მომართული, ერთსა და იმავეს
იმეორებდა, ეს დასასრულიაო, ამბობდა და პატიებას ითხოვდა.
თავში ფაფა უდევს, - წარბებშეკრული ქალი ოდნავ წინ სწევს
ჯუდის და ხალათში მჭიდროდ ეხვევა, ჟრჟოლამ აიტანა. რამ-
დენიმე წამით ყველა ჩუმდება, თითქოს საკუთარი როლები
დაავიწყდათ. კრიზისის წუთებში, როცა წარმოუდგენელი რამ
ხდება, ჩვენ, სხვა ინსტინქტებთან ერთად, გვამოძრავებს გიჟური
სწრაფვა მომხდარი წავშალოთ, დავივიწყოთ, თავს ვირწმუ-
ნებთ, რომ ცხოვრება ყოფითი ნორმის საზღვრებს არ გასცდე-
ნია, - ფინჯან ყავას დავლევდი, - ამბობს პრუ.
- იქნებ ჯობია, ჯერ ნელსონი ვნახოთ? - ეპასუხება ჯენისი.
ჯუდის ეს აზრი ძალიან მოსწონს და კიბეზე პირველი არ-
ბის. ჰარი მისი რძისფერი შიშველი ფეხების კვალს მიჰყვება და
თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ მის შვილიშვილს
სძინავს პიჟამაში, რომელიც დიდი ხანია დაუპატარავდა, მაშინ,
როცა მის ყველა ფლორიდელ ნაცნობს, გამონაკლისის გარე-
შე, მარტო შარვალი აქვს იმდენი, რომ შეუძლია კვირაში შვიდი

422
მკითხველთა ლიგა

დღე ახალ-ახალი ეცვას. და კიდევ ოციოდე პიჯაკს, ქიმწმენდის


პარკებში ჩალაგებულს, კარადაში ინახავს. სახლი, რომელიც
მას ჯერ კიდევ სპრინგერების ყოფნის დროიდან ახსოვს, როცა
ისინი ასაკით, ბაჭიას დღევანდელ ასაკზე უმცროსები იყვნენ, -
საკმაოდ ღარიბულადაა განწყობილი, ძირითადად, ძველი
დროიდან შემორჩენილი ავეჯით, - სახედაკარგული, ლითონის-
სახსრიანი ყავისფერი სავარძლით, ფრედ სპრინგერის ისტო-
რიული ტახტით, ან, შედარებით ახალი საგნებით შახნერის მა-
ღაზიიდან თუ აქოთებული ფარდულებიდან, ქალაქიდან გაქ-
ცეული გზების გასწვრივ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ავტოსადგო-
მებსა და სწრაფი კვების ობიექტებს შორის რომ გვხვდება. კიბე
დღემდე დაფარულია სპრინგერების მიერ დიდი ხნის წინ, სრუ-
ლი ორმოცი წლის წინ დაგებული გაცვეთილი და თურქული
ხალიჩით. სახლი თანდათან გადადიოდა ნელსონისა და პრუს
სარგებლობაში, ისინი კი მას სრულ საკუთრებად არ თვლიდ-
ნენ. აი, თურმე როგორ გამოდის; ფიქრობ დაეხმარო ახალგაზ-
რდებს, შეუმსუბუქო ცხოვრება; ხელი წააშველო, მაგრამ ყვე-
ლაფერი ცუდად მთავრდება; ირკვევა, რომ ხელი კი არ წააშ-
ველე, ნამდვილი ნაღმი დაუდე. აშკარაა, რომ ახალგაზრდა
წყვილისთვის ეს სახლი უვარგისია.
იმის გამო, რომ ყველგან შუქი ანთია, გეგონება, შიშისგან
სახლს ცხელება შეეყარაო. კიბეზე დგანან ჯუდი, ჰარი, ჯენისი
და პრუ, რომელიც შესაძლებელია უკვე ნანობს კიდეც, რომ
ქმრის მშობლებს დაურეკა, ურჩევნია სახეზე სველი საფენები
დაიდოს და მარტოობასა და სიმშვიდეში მოიფიქროს, როგორ
მოიქცეს მომავალში. ნელსონი მათ დერეფანში ხვდება, ხელში
როი უჭირავს.
- ო, - შესძახებს ის, როგორც კი ჰარის თვალს მოჰკრავს,
- რა პატივია! როგორი მნიშვნელოვანი პერსონა გვეწვია!

423
მკითხველთა ლიგა

- შეწყვიტე ღადაობა, - მოაკეტინებს ჰარი, - ამწუთას მირ-


ჩევნია შინ ვიყო, საკუთარ საწოლში.
- ჩემი იდეა არ იყო შუაღამისას შენთან დარეკვა.
- სამაგიეროდ, მოიფიქრე, მუშტებით დატაკებოდი ცოლს
და უმოწყალოდ შეგეშინებინა ბავშვები, მოიფიქრე, პირუტყვი-
ვით მოქცეულიყავი, - ჰარი შარვლის ჯიბეში იდებს ხელს, რათა
დარწმუნდეს, რომ წამლის შუშა ადგილზეა. ნელსონი ბაქიბუ-
ქობს, როგორი ჩაცმულიც ქალაქიდან მოვიდა, ისეა, არ გამო-
უცვლია და შავ სლაქსებსა და თეთრ პერანგში კოპწიაობს. ცალ
ხელში პაწია უჭირავს. შეთხელებული თმა კი ყალყზე უდგას,
თვალები დერეფნის სანათურის მკვეთრ შუქზე უელავს, რო-
გორც მაშინ, ვისტა-კრესიტის 26-ე სახლის აალებისას. კაშკაშა
შუქის მიუხედავად, გუგები გაფართოებული აქვს, პრიალა შავი
ფერის და, ამას გარდა, ერთიანად ცახცახებს, მთელი სხეული
უცახცახებს. გეგონება, გარეთ მაისივით თბილი ღამე კი არა,
მძვინვარე ზამთარი იყოს. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი ფლო-
რიდაში ნახეს, ნელსონი თითქოს უფრო გახდა, ცხვირი ისევ
ისეთი ავადმყოფური აქვს, ანთებიანი, და იგივე იდიოტური ულ-
ვაში მოუჩანს - ულვაში კი არა, გაუგებრობა. ყველაფერთან ერ-
თად - საყურე ყურში!
- რა უფლებით განიკითხავ, ვინ როგორ იქცევა? ესეც
მყავს რა, მსაჯული! - ეთავხედება ნელსონი ჰარის და ამატებს,
- გამარჯობა, დე, კეთილი იყოს შენი მობრძანება მამისეულ სახ-
ლში!
- მორჩი, ნელსონ. ასე საქმე არ გამოვა.
- აბა, როი მომეცი, - ამბობს პრუ ცივი, უგრძნობი ხმით.
გვერდზე სწევს უფროსი ენგსტრომების წყვილს და ისე, რომ
ქმარს არც უყურებს, მძინარე ბავშვს სტაცებს ხელიდან. სიმძი-
მისგან უნებურად ოხრავს. დერეფნის მრავალწახნაგა აბაჟური,

424
მკითხველთა ლიგა

რომელიც კანფეტების ჩასაყრელ ფიალას წააგავს, ნათელ


გვირგვინს ადგამს ქალს, როცა ის ნელსონის ბავშვობისდრო-
ინდელი, ახლა კი როის ოთახისკენ მიდის. ბაჭია იხსენებს, რომ
არაერთხელ წოლილა ძილგატეხილი და გაუგია, როგორ ქურ-
დულად მიიპარებოდა იმ ოთახისკენ მელანი. ის ცხოვრობდა
პაწია ოთახში, სახლის წინა მხარეს, მასთან თერძის მანეკენი
იდგა. ახლა კი ის ქალი გასტროენტეროლოგია, კარგი ერთი!
უმოწყალო შუქზე კარგად გაირჩევა ნელსონისა და პრუს უკი-
დურესად გაფითრებული, დაძაბული, გატანჯული და იმავ-
დროულად, მტრულად განწყობილი, მამლაყინწური, საკუთარი
ცნობიერების ტევრში, თითქოს რაღაცის ძებნაში გართული სა-
ხეები. ცოლის უნარი, ერთიანად ძრწოდეს, ჰარის აკვირვებს და
აშინებს. ვერაფერს იზამს, მის გარდა, აქ სიტუაციას ვერავინ
ფლობს. ჯუდი მას ეშმაკურად ასცქერის ქვემოდან და თან აწ-
რიალებულია ფიქრისგან, რომ შეიძლება არც დაიძინოს და
დაესწროს უფროსების სერიოზულ გარჩევებს.
- რა არის, ასე უნდა ვტკეპნოთ დერეფანი? - ამბობს ბაჭია,
- იქნებ, დიდ საძინებელში შევიდეთ?
ჰარისა და ჯენისის ყოფილი საძინებელი ნელსონისა და
პრუს საძინებლად გადაიქცა. თუმცა, ზეწარი ახლა სხვაა -
ძველმა, სამკუთხა ნაჭრებისგან ხალხურ სტილში შეკერილმა
პენსილვანიურ-გერმანულმა ზეწარმა ადგილი დაუთმო ახალს,
ყვითელი ვარდებით მოხატულს - პრუს აშკარად ყვავილოვანი
ორნამენტი მოსწონს, - თუმცაღა საწოლი იგივეა, ჭრაჭუნა,
ლაქწასმული ჩუქურთმიანი სასთუმლით, რომელსაც წესიერად
ვერ დაეყდნობი, თუკი უცებ კითხვას მოინდომებ. საწოლთან
მდგარ მაგიდებზეც სხვა ჟურნალები დევს - „Racing Cars“ და
„Rolling Stone“, ნაცვლად ჟურნალებისა „imet“ და „Consumer
Reports“, მაგრამ ჰარი რომ იწვა, იმ მხარეს, ისევ ის მაგიდა

425
მკითხველთა ლიგა

დგას, ალუბლის ხისგან დამზადებული, მძიმე უჯრით. კამოდზე


ვერტიკალურად მდგარ ფოტოსურათებს შორის ჯენისთან ერ-
თად გადაღებული მისი ფოტოცაა - არეული თვალებით, ოდნავ
შეფერილები - მათი ვერცხლის ქორწილის დღეს, 1981 წლის
თებერვალში გადაღებული. „ორი ბალზამირებული მუმია“,
გაუელვა ბაჭიას, „დროით შეფერილ შუშაში მარადიულად გა-
დასული“. აქ, ისევე როგორც, დერეფანში, ჭერის სანათური შუ-
შისაა და შუქი თვალებში სცემს. ბაჭია კითხულობს:
- საწინააღდეგო ხომ არ გექნებათ, თუკი ამას გამოვრთავ?
ირგვლივ ისეთი ილუმინაციაა, თავი მისკდება.
- შენ ხომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა ხარ. საკუ-
თარ თავს ნურაფერზე ეტყვი უარს, - გესლიანობს ნელსონი.
ჯუდი ჩქარობს, განმარტებები მოიშველიოს:
- როცა მამა მისდევდა, დედამ მითხრა, შუქები ყველგან
ამენთო, მითხრა, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, სკამი მესროლა
ფანჯრისთვის, რომელიც ქუჩაში გადის და მთელი ძალით მეთ-
ხოვა შველა. მაშინ კი პოლიციაც მოვიდოდა.
შუქის გამორთვისთანავე, ბაჭია იყურება გარეთ, სადაც ად-
რე გოლიათი წიფელი იდგა. მეზობლის სახლი უფრო ახლოს
ყოფილა, ვიდრე იმ თხუთმეტი წლის განმავლობაში ეგონა, აქ
რომ ცხოვრობდა. მათი ფანჯრებიც განათებულია. ის არჩევს
კედლებსა და ავეჯს, მაგრამ ადამიანები არ ჩანან. შეიძლება,
უკვე ფიქრად ჰქონდათ, გამოეძახათ პოლიცია. შეიძლება, გა-
მოიძახეს კიდეც. იგი ალუბლის ხის მაგიდის სანათურს ანთებს
- ასე მეზობლები შეძლებენ ჰარისა და ჯენისის დანახვას და
დარწმუნდებიან, რომ დღეს ექსცესები მოსალოდნელი აღარ
არის.
- უფრო მშვიდი რეაქცია უნდა ჰქონოდა და არაფერიც არ
მოხდებოდა, - უხსნის ნელსონი და თან ხელებს ბნედიანივით

426
მკითხველთა ლიგა

იქნევს. მინდოდა, მხოლოდ ერთი მარტივი ჭეშმარიტება შეეს-


მინა, ის კი შეტრიალდა და წავიდა. პრუს საერთოდ არ უნდოდა
გაეგო, რას ვეუბნებოდი!
- ალბათ, ხშირად იმას ეუბნები, რის მოსმენაც არ სურს, -
პასუხობს ბაჭია.
მორთულ-მოკაზმული ჯეელი - ზედა სამოსი თეთრი ფე-
რის, ქვედა კი, მუქი - ესტრადაზე გამოსული ილუზიონისტის
ასისტენტივით გამოიყურება; ხელს განუწყვეტლივ ირტყამს
მკერდზე, ხანაც კისერში და სახელოების ქვეშ ხელებს ისრესს,
თითქოს ფოკუსისთვის ემზადება. ბიჭი, რა თქმა უნდა, შეცბუნე-
ბული და შეშინებულია, მაგრამ ყურადღების მოკრება არ შეუძ-
ლია, ჰარი გრძნობს. ნელსონისთვის საწოლისა და ავეჯის გარ-
და, მისი მშობლებისა და ქალიშვილის გარდა, არის ამ ოთახში
ვიღაც თუ რაღაც - ყველასთვის უხილავი მოჩვენებების ხროვა,
მხოლოდ ნელსონი რომ ხედავს. მას უცნაური სუნი ასდის -
სპირტისა და რაღაც ქიმიის. თავით ფეხამდე ოფლში ცურავს.
- ოკკეი, ოკკეი, - ეთანხმება ნელსონი, - ვაღიარებ, გადა-
ვამლაშე, კვირა იყო, უარესს ვერ მოიფიქრებ. კალიფორნიის
მთავარი კანტორა ატაცებულია იდეით, მოაწყოს საერთო--
ეროვნული „ტოიოტა-მარათონი“, პარალელურად განახორ-
ციელოს სარეკლამო შეტევა ტელევიზიების, ფასდაკლებების
საშუალებით, საერთო ჯამში, მათი გათვლებით, გაყიდვებმა
ოცი პროცენტით უნდა მოიმატოს. კეთილი ინებეთ და უზრუნ-
ველყავით. წარმოიდგინეთ, ბოლო დროს მათ ჩვენი მაჩვენებ-
ლები აწუხებთ.
- მარტო მათ? - იჭერს მის აზრს ჰარი, - შენმა ძმაკაცმა,
ლაილიმ, ვითომ აქამდე არ ჩაგიკაკლა, რამდენიმე დღის წინ
რომ შემოვიარე?

427
მკითხველთა ლიგა

- კი, გასულ კვირას დადიოდი იქ, ყველას რაღაცას ეკით-


ხებოდი, არკვევდი, არ აღელდე, ჩამიკაკლა. მას შემდეგ სამსა-
ხურში არ გამოჩენილა. დიდი მადლობა ამისთვის. და კიდევ
იმისთვის, რომ ელვირა კინაღამ ჭკუიდან შეშალე. რას მიძვრე-
ბოდი მასთან შენი ანტიფემინისტური ბოდვებით, ჩვეულებისა-
მებრ ეკურკურებოდი?
- არავისთან არ მივძვრებოდი და არავის არ ვეკურკურე-
ბოდი. უბრალოდ გამიკვირდა, რომ ქალი ვაჭრობს მანქანებით
და ვკითხე, როგორ ახერხებს. აი, ნაგავი, შეიძლება ითქვას, მის
წინაშე ქებად დავიღვარე.
- მას ასე არ მოსჩვენებია.
- ასეთ შემთხვევაში, ეშმაკსაც წაუღია. როგორც შევამჩნიე,
მას შეუძლია საკუთარი თავი კარგად დაიცვას, შენ რაღას ათუხ-
თუხდი, რა, წევხარ მასთან?
- მამა, საერთოდ ფიქრობ სხვა რამეზე, საწოლის გარდა?
უკვე რამდენი წლის ხარ, ორმოცდაჩვიდმეტის?
- ორმოცდათექვსმეტის.
- თითქოს სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მოზარდი
იყო. ცხოვრებაში სხვა ინტერესიც არსებობს და არა მხოლოდ
ის, თუ ვინ ვისთან წევს.
- მიდი, მიდი, აბა! მიდი, მომიყევი, რა ინტერესები გაქვთ
თქვენ, ფულიან ახალგაზრდებს. ალბათ, არა მხოლოდ ის,
რომ ყოველ ნახევარ საათში რაღაც ნაგავი ყნოსოთ, ტონუსის-
თვის; ერთხელაც იქნება, უცხვიროდ დარჩები. შეხედე, რას და-
ემსგავსე, შენს ასაკში. აბა, კრეკთან რა დამოკიდებულება
გაქვს? როგორ იღებ მაინც? ის ხომ კრისტალებია, ასეა? გამო-
დის, რომ რაღაც განსაკუთრებული მოწყობილობა გჭირდება,
სხვადასხვა მილაკი, ტელევიზიით ხომ აჩვენებენ. და სად აკე-
თებ ამას? ხომ არ შეგიძლია მუდმივად ათრიო ხელსაწყოებით

428
მკითხველთა ლიგა

სავსე ჩემოდანი კაიფის ადგილებში, „ბუნაგში“, თუ, როგორ ეძა-


ხიან ახლა შენს ბარს?
- ჰარი, გთხოვ, - ევედრება ჯენისი.
ჯუდი დროს იხელთებს და საუბარში ეჩრება, დილა-ბინდში
თვალები უბრწყინავს.
- იცით, მამას ნაირ-ნაირი საინტერესო მილაკი აქვს!
- ენა დაიმოკლე, საყვარელო! - დაუცაცხანებს ნელსონი, -
წადი, დედა მოძებნე, საწოლში ჩაგაწვინოს.
ჰარი გაცხარებული უტევს ჯენისს:
- მოიცა, ვკითხო მაგას! როდემდე შეიძლება ყველამ შო-
რიახლო გიაროს ისეთი სახით, თითქოს არაფერი ხდება და
სრულ წესრიგში ხარ? სიმართლეს თვალი გაუსწორე, ნელ, მი-
წაზე დაეშვი, დახმარება გჭირდება.
მწარე სიბრალულის გამო, რომელსაც ნელსონი საკუთარ
თავზე ცდის, მისი ნაკვთები რამდენიმე წამით ფხიზლდება.
- ყველა ამბობს, რომ დახმარება მჭირდება. კი, მაგრამ,
ვისი? ჯერჯერობით, ვერავისგან ვერანაირ დახმარებას ვერ
ვხედავ. მყავს ცოლი, რომელსაც საერთოდ არ აწუხებს ჩემი
პრობლემები; მყავს მამა, რომელიც თან არც მყავს და არც
არასოდეს მყოლია; დედაც მყავს... - აქ უკვე ნელსონი წაბორ-
ძიკდა, არ უნდოდა ერთადერთი მოკავშირე ალიყურისთვის
გაემეტებინა.
- დედაც გყავს, - ასრულებს მის ნაცვლად ჰარი, - რომე-
ლიც ხედავს, როგორ ატყავებს ბოლომდე საკუთარი შვილი და
დუმს.
აქ უკვე ნელსონამდე, როგორც იქნა, ბუნდოვნად დავიდა
რაღაც და დაარღვია თვალებზე ჩამოწოლილი სიმფრთხალე.
- არავის ვატყავებ, - წარმოთქვამს იგი, როგორც ჰიპნოზის
ქვეშ, თითქოს თავში მყოფი რომელიღაც იდუმალი ხმა კარნა-

429
მკითხველთა ლიგა

ხობს, რა უნდა თქვას. ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, - აუჰ,


ცუდად ვარ. მგონი ახლა გული ამერევა.
ჰარი ხელს მაღლა სწევს, თითქოს დალოცვა სურს.
- მიდი. გზა უნიტაზისკენ იცი.
სააბაზანოს კარი კამოდის გვერდზეა. კამოდზე სხვადასხვა
დროს გადაღებული ბავშვების ფერადი სურათებია და ისინი მა-
თი განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. იქვეა ჰარისა და
ჯენისის შეფერილი სურათი, სადაც ისინი ბალზამირებულებს
ჰგვანან და მათი დაბინდული თვალები სივრცის საერთო წერ-
ტილისკენაა მიპყრობილი. კარში თავშერგული ჰარი ხედავს,
რომ სააბაზანოს იატაკი მოფენილია ყველაფრით: შამპუნებით,
კბილის პასტებით, წამლებით. საბედნიეროდ, ამჟამად ყველა-
ფერი პლასტიკის ბოთლებში გამოდის, ასე რომ, ცოტა რამაა
დამტვრეული. კარი იხურება.
- ჰარი, ძალიან მაგრად აწვები, - ამბობს ჯენისი.
- ღმერთო, ფუი, ეშმაკს, ჩემს მეტი მას არავინ აწვება. რო-
გორც ჩანს, ფიქრობ, ყველაფერი როგორღაც თავისით ჩაც-
ხრება. ვერ ჩაცხრება. ბიჭი ყელამდეა ჩაფლული.
- ფულზე მაინც ნუ ალაპარაკდები.
- ეს ვითომ რატომ? ფული რა, ახალი წმინდა საგანია,
რომლის ამაოდ ხსენება უკვე აღარ შეიძლება?
ქალი ენის წვერს გარეთ ჰყოფს, დაძაბული და აფორიაქე-
ბული სახით აბჯენს ზედა ტუჩს.
- სადაც ფულია, იქ კანონთან უსიამოვნებაა მოსალოდნე-
ლი.
ჯუდი ისევ მათ შორის დაცუნცულებს და ყველაფერს ის-
მენს, რასაც ლაპარაკობენ; მისი სუფთა, ბავშვური, ცისფერგარ-
სიანი თვალები, ღია წითური, მცირედ და სასაცილოდ აწკეპი-
ლი წარბები, საათის ციფერბლატივით თეთრი და გამოკვეთი-

430
მკითხველთა ლიგა

ლი სახე - ეს ყველაფერი როგორღაც განაიარაღებს ჰარის და


ხელს უშლის რეალურად გაბრაზდეს, გასაქანი მისცეს თავის
კეთილშობილურ აღშფოთებას. სააბაზანოდან მომავალი ჩაწ-
ყვეტილი, ყრუ ხმები აფრთხობს გოგონას და ჰარი სწრაფად
აშოშმინებს მას:
- არა უშავს, სამაგიეროდ, მამა უკეთ გახდება. მისგან ახლა
საწამლავი გამოდის.
მაგრამ ფიქრი იმაზე, თუ როგორ აქვს ამოტრიალებული
ნელსონს გულ-მუცელი, მასზეც ძალზე დამთრგუნველ შთაბეჭ-
დილებას ახდენს და მის მკერდს ისევ კრავს წარმოუდგენლად
მჭიდრო ღვედები, სადღაც სიღრმეში ისევ იწყება ბოროტი ან-
ცობა ცეცხლთან - მას ნაცნობი საგანგაშო სიმპტომები უბრუნ-
დება. შარვლის ჯიბეში ძვირფას ყავისფერ შუშას მოსინჯავს, სა-
ხურავს მოხსნის, ხელისგულზე იყრის ნიტროსტატის პაწია აბებს
და ისევე არტისტულად როგორც ადრე სიგარეტს უკიდებდა, -
იდებს ენის ქვეშ.
ჯუდი თავის მაღლა სწევს და უღიმის პაპას:
- ვიცი, რომ ეს აბები უშველის გულს, რომელიც ჩემ გამო
აგტკივდა.
- გული სულაც არ მტკივა შენ გამო, საყვარელო და, თუ
შეიძლება, გამოიგდე თავიდან ეს სისულელე, კარგი?
ჰარის მოსვენებას არ აძლევს ჯენისის გამონათქვამი -
ფულსა და კანონთან უსიამოვნების თაობაზე. უნდა გაიგო ასე:
ისეთ მძიმე დღეში შეიძლება ჩაცვივდნენ, თვითონაც ვერ წარ-
მოიდგენენ. ენგსტრომი: დამნაშავე თაღლითი შვილი გისოსებს
მიღმა. მან და მისმა თანამზრახველებმა ოჯახური ბიზნესი გა-
წირეს. მეზობელი სახლის ზემო სართულზე შუქი ჩაქრა - ერთი
საზრუნავით ნაკლები მაინცაა. ბებრუხანა სპრინგერი ალბათ
საფლავში ბრუნავს სირცხვილისგან, რომ მისი პატივცემული

431
მკითხველთა ლიგა

სახლეული მეზობლებს აწუხებს. ნელსონი სააბაზანოდან მათ-


თან ბრუნდება, თითქოს რაღაცით შეძრწუნებული, გაფარ-
თოებული თვალებით. საწყალი ბიჭი, რა შემზარავი სურათები
არ წარმოუდგა დღეს თვალწინ? აი, რეზინის ტომრით გამო-
აქვთ ფერფლში ნაპოვნი ჯილის სხეული, აი, დედამისი გულში
იკრავს მისი ახალდაბადებული დის პაწია, უსულო სხეულს. ამის
შემდეგ, როგორ შეიძლება რაიმეში დაადანაშაულო? ნელსონ-
მა პირი დაიბანა და ჯაგრისით თმა გადაივარცხნა - ახლა მისი
სიფერმკრთალე სისუფთავით ბრწყინავს. იგი შეშდება, ვიდრე
მთელი სხეულით ისევ არ აკანკალდება: იგი ზუსტად ისევე
იბერტყავს ტანს, როგორც ძაღლი ბანაობის შემდეგ.
მიუხედავად მშვიდობისმოყვარე ფიქრებისა, ჰარი წამსვე
ანახლებს შეტევას:
- ჰო, სხვათა შორის, - ამბობს იგი, ვიდრე შვილს მოუსწრია
სააბაზანოს კარის მიხურვა - სხვა სიახლემაც ასევე, რბილად
რომ ვთქვათ, გამაკვირვა. მსხვილ მაკარონიჭამიაზე ვამბობ,
რომელიც შენთან მუშაობს. რისთვის დაგჭირდა მაღაზიაში მა-
ფიის შეშვება?
- აბა, შენა ხარ, მა. რაღაც ველური ცრურწმენები გაქვს.
- ცრურწმენები არაფერ შუაშია. ფაქტი ფაქტია. მაფიაც
ფაქტია. ნარკოტიკებით ვაჭრობიდან ისინი ნელ-ნელა გადიან,
იქ ძალიან მძიმე ბრძოლებია, და უფრო ითვისებენ ლეგალურ
ბიზნესს. „60 წუთში“ ამაზე დეტალურად საუბრობდნენ და გასა-
გებად გვიხსნიდნენ ყველაფერს.
- დე, უთხარი რამე.
ჯენისი მთელ თავის სიმამაცეს უხმობს და ამბობს:
- ნელსონ, მამაშენი მართალია. დახმარება გჭირდება.
- სრულ წესრიგში ვარ, - სლუკუნებს ბიჭი, - თვითონ ვიცი,
რა მჭირდება და რა არა. ძილი მჭირდება. გაგებაში თუ ხართ,

432
მკითხველთა ლიგა

რომელი საათია? სხვათა შორის, ოთხია დაწყებული! ჯუდი, მო-


უსვი საწოლში!
- ვერაფრით დავიძინებ, აწეული ვარ, - აცხადებს ბავშვი,
საოცრად მომრგვალებული კბილების კრეჭით.
- ეგ რა სიტყვაა, სად ისწავლე? - მკაცრად ეკითხება ჰარი.
- რაღაც ავარდნილის მსგავსია, - სთავაზობს ვარიანტს
გოგონა, - სკოლაში ბავშვები სულ ასე ლაპარაკობენ.
ჰარი ისევ ნელსონს ეკიდება:
- ვინ არიან ის ვაჟბატონები, ხანდახან, დღე-ღამის ნების-
მიერ დროს რომ შემომირეკავენ ხოლმე, ფულს ითხოვენ?
- კი, არიან ასეთები, მეუბნებიან, რომ ვალი დამედო, - პა-
სუხობს ნელსონი, - შეიძლება დამედო კიდეც. დროებითია, მა.
ყველაფერი მოგვარდება. წავიდეთ, ჯუდი, დასაძინებლად წა-
გიყვან.
- მოიცა, - აჩერებს შვილს ჰარი, - ვალი რამდენი გაქვს და
რითი აპირებ გადახდას?
- ხომ გითხარი, მოვაგვარებ-მეთქი. თავხედობაა, რომ გი-
რეკავენ, მაგრამ ეს ისეთი ხალხია, არაფერს თაკილობს. მათ,
უბრალოდ, არ ესმით გრძელვადიანი დაფინანსება რას ნიშ-
ნავს. ზარები თუ თავს გაბეზრებს, ფლორიდაში წადი. შეცვალე
ნომერი, მე ასე უკვე მოვიქეცი.
- ნელსონ, როდის დასრულდება ეს? - ემუდარება ჯენისი.
აკანკალებული ხმა აქვს. ცრემლები, რომელიც ვაჟის შეხედვის-
თანავე სცვივა, ხელს უშლის. თავის თეთრ ქათქათა პერანგში
ნელსონი იმდენად უმწეო და დაუცველია, როგორც კუთხეში
მომწვდეული პაწია ცხოველი, - ნარკოტიკებს უნდა შეეშვა.
- რა თქმა უნდა, დე. ჩათვალე, რომ უკვე დავანებე, დაწყე-
ბული დღევანდელი ღამიდან.
- ჰა! - ეს ჰარის კომენტარია.

433
მკითხველთა ლიგა

ნელსონი დაჟინებით განაგრძობს დედის დარწმუნებას:


- ვიცი, რასაც ვამბობ. დამოკიდებული არ ვარ. მხოლოდ
ვერთობი ნარკოტიკებით შემთხვევიდან შემთხვევამდე, რომ
ცოტათი სევდა გავიქარვო. ნარკომანი არ ვარ.
- ჰო, აბა! - სიტყვას ურთავს ჰარი, - შენ არ ხარ ნარკომანი,
ჰიტლერი არაა მკვლელი, უბრალოდ, ორივე თავისებურად
ერთობით, - რას მიატმასნა ეს ჰიტლერი? ალბათ, მისი
იდიოტური ულვაშების გამო. ბოლოს და ბოლოს, გაიპარსოს
მაინც ამ ჯეელმა, კიდევ ყურიდან საყურე გამოიძროს. მაშინ ჰა-
რის, შეიძლება შვილის მიმართ მცირეოდენი თანაგრძნობა გა-
უჩნდეს კიდეც და ისინი მოახერხებენ ყველაფერი თავიდან და-
იწყონ.
თუმცა, მსჯელობს ჰარი თავისთვის, რამდენი რამ იწყება
თავიდან? აი, ეს ოთახი, სადაც ჯენისსთან ერთად თხუთმეტი წე-
ლიწადი გაატარა, სადაც უგრძნია ქალის ოფლის ტკბილი სუნი,
„უცაბედების“ მსუბუქი სურნელი, დროდადრო მისი დაუფლებით
ნამდვილი სიხარული განუცდია, ისეთივე, როგორიც ოქროს
მონეტების, კრუგერანდების დაუფლებისას, დროდადრო ზიზ-
ღსაც აუტანია, როცა ცოლი ხერესითა და კამპარით წუწაობდა
და ისე ჩნდებოდა პარმაღზე; ეს ოთახი, ფანჯრებს მიღმა წიფ-
ლის ხით, რომელიც იმოსებოდა ფოთლებით და ახშობდა
დღის სინათლეს, შემდეგ კი ისევ შიშვლდებოდა და ატარებდა
სხივებს; წიფლის წიწიბოს რაკარუკი, საკარნავალო შუშხუნების
გასკდომას რომ წააგავდა; დედილო სპრინგერის მუდმივად
ჩართული ტელევიზორი, რომლის ხმაზე, განსაკუთრებით
პროგრამის დასასრულს, საწოლთან მდგარი მაგიდის ლამპა
ძაგძაგს იწყებდა, დედაბერს კი უზრუნველად და მშვიდად ეძინა;
ამ ოთახმა, ბოლომდე გაჟღღენთილმა მისი ცხოვრებით, თხუთ-
მეტი გრძელი წელიწადი შეითვისა. კიდევ რამდენჯერ დარჩე-

434
მკითხველთა ლიგა

ნია აქ მოსვლა? ამ ღამეში სრულებით არ გეგმავდა მოსვლას.


უცაბედად, სულ რაღაც წამში - აი, რას ნიშნავს ასაკი - მისი
სხეულის შიდა სივრცეს, წყლის მოვარდნასავით მოულოდნე-
ლი დაღლილობა ავსებს, თითქოს წებოვან, ჭუჭყიან ტალღებში
დაფლეს და აღარაფერი სურს. თვალებში, კუთხეებთან, ინთება
და ქრება ნაპერწკლები. გაუფრთხილდი ნერვებს. ჩანს, უკეთე-
სია, დაჯდეს. ჯენისი კიდევ უფრო ადრე ჩამოჯდა საწოლზე -
მათ ყოფილ ცოლქმრულ სარეცელზე. ნელსონმა კი გამოსწია
რბილდასაჯდომიანი და ყვითელვარდებიანი ტაბურეტი, რომ-
ლითაც, როგორც ჩანს, ჩვეულებისამებრ სარგებლობს პრუ,
როცა სარკის წინ საშინაოდ შემოსილი ჯდება გარეგნობის მო-
საწესრიგებლად და ემზადება საზოგადოებაში ნელსონთან ერ-
თად გასვლისთვის - ვახშამზე რომელიმე „ბუნაგში“, ან სტუმრად
„ახალ“ მეგობრებთან, ფულიანებთან, რომლებიც ბრუერის
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლდებიან. ჰოდა, რისთვის
შეიცოდებს საკუთარ ლეკვს, როცა მას გაუმართლა და სარგებ-
ლობაში ჰყავს ასეთი ჯანსაღი, მაღალი, ჰიპური დიაცი?
ნელსონმა, მოულოდნელად, ჰანგი შეცვალა. იგი ზის, წინ
გადახრილი, დედისკენ, მოცახცახე, თითებგადახლართული,
ტუჩები აქვს დაჭიმული მტკივნეული ძალისხმევისგან, როგორ-
მე შეიკავოს გულისრევა, მისი მუქი თვალები შფოთით სავსეა,
თითქოს დედამისის თვალების ანარეკლი იყოს. ახლა უკვე საბ-
რალო, უთავბოლო ლაპარაკით ცდილობს რაღაც აუხსნას სა-
კუთარ თავს:
- ...მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს ადამიანად. უმრავლე-
სობა, ვფიქრობ, ამ გრძნობით ცხოვრობს და ამისთვის რაღა-
ცის კეთება არ სჭირდებათ. დღეს, როცა, როგორც გარეტებუ-
ლი გამოვუდექი პრუს, ყველაფერი სხვაგვარად იყო. თითქოს
ეშმაკმა თუ, უკვე აღარ ვიცი, რამ, ჩაიბუდა ჩემში, ხოლო მე

435
მკითხველთა ლიგა

გვერდიდან ვუყურებდი და ვეღარ ვცნობდი საკუთარ თავს, მას-


თან კავშირს ვერ ვპოულობდი, თითქოს ტელევიზორით მეყუ-
რებინოს ამ ყველაფრისთვის. მართალი ხარ, უნდა მოვთოკო
თავი. ან არა და, არ ვიცი... კარგი... ჩემი ყოველი დილა დოზით
იწყება... თუ ასე არაა, ყმუილი მინდა... შემდეგ, მთელი დღე,
სხვაზე არაფერზე ვფიქრობ... გამოდის, რომ ასე ადამიანად მა-
ინც არ ვგრძნობ თავს...
- საბრალო ჩემი ბეკეკა, - მოთქვამს ჯენისი, - ვიცი, ვიცი.
ოჰ, ჩემთვის როგორი ნაცნობია ყველაფერი. თვითშეფასება
დაბალი გაქვს. მრავალი წელი თავად ვიყავი ამით გაწამებული.
გახსოვს, ჰარი, როგორ ვეტანებოდი სპირტიანს ახალგაზრდო-
ბაში?
სურს ჰარიც გადაიბიროს თავისკენ, ნათესაურ გრძნობაზე
თამაშობს. არა, მასთან ეს ფოკუსი არ გავა. ყოველ შემთხვევა-
ში - ჯერჯერობით. შეუძლებელია მისი ასე იაფად ყიდვა.
- ახალგაზრდობაში? და - ზრდასრულობაში? ახლაც არა
ხარ წინააღმდეგი, თუკი შემთხვევა მოგეცა. ეი, გამოფხიზლდი,
რაო, ფსიქოთერაპიის სეანსის ჩატარებას ხომ არ აპირებ აქ?
ამ ბეკეკამ ცოტა ხნის წინ ცოლს მუშტი-კრივი გაუმართა და ახ-
ლა უნდა, შიშველ-ტიტვლები დაგვტოვოს. შენ კი აქეზებ!
ჯუდი, ბებიის ზურგს უკან, გარდიგარდმო გადაწოლილი
საწოლზე, უკან გადაყრილი თვალებით, ყურადღებით შესცქე-
რის მოქმედ პირებს და თამამად უზიარებს მათ თავის საინტე-
რესო დაკვირვებებს:
- პაპა, როცა ჯავრობს, ტუჩს ისევე კუმავს, როგორც ჩემი
დედიკო.
ნელსონს შესწევს იმის ძალა, რომ, საკუთარი თავის მი-
მართ ბურუსში გახვეული შეწყალებისგან გამოღვიძებულმა,
შვილს უთხრას:

436
მკითხველთა ლიგა

- ყურცქვიტავ, მგონი ჩვენი საუბარი შენი ყურებისთვის


არაა.
- მოდით, დასაძინებლად წავიყვან, - სთავაზობს ჯენისი,
თუმცა ადგილიდან არ იძვრის.
ჰარის, წარუმატებლობის შიშით, არაფრად ეპიტნავება
ნელსონთან პირისპირ დარჩენა და მხნედ თანხმდება გამცი-
ლებლობას:
- უმჯობესია, მე წავიყვანო. თქვენ კი უჩემოდ ისაუბრეთ.
გაარკვიეთ, რა, როგორ. ჩემი აზრი უკვე გითხარით. კარგა ხა-
ნია, მას ციხე ელოდება.
ჯუდი კისკისს იწყებს, თითქმის ბავშვურად კივის, თავი უკან
აქვს მიქცეული და ქუთუთოების შიდა მხარეც კი მოუჩანს, ძალ-
ზე ცუდი სანახავია.
- ვაი, დედიკო, არ შემიძლია, - ძლივს წარმოსთქვამს იგი,
თან ამ რაკურსის გამო უცნაურად დამახინჯებული, სამკუთხა,
ქვემოთ ფართო და ზემოთ წაწვეტებული კბილები უბრწყინავს,
- ყველაფერი აურიე. ციხე კი არა, დარაჯი. ციხეს არ შეუძლია
ლოდინი.
- არა, არა, ჯუდი. - ამბობს ჰარი და მის ხელს ეხება, რათა
ვერტიკალურ მდგომარეობაში დააბრუნოს, - არ ამირევია. ცი-
ხესაც შეუძლია ლოდინი. როცა გაიზრდები, გაიგებ.
- რა სიგიჟეა, სად არის დედამისი, ბოლოს და ბოლოს? -
კითხულობს ნელსონი და ამ კითხვით მის პირდაპირ გაშლილ
ცარიელ სივრცეს მიმართავს, - პრუ ნამდვილი თავისტკივილია,
თანაც - როგორი. ყურები გამომიჭედა, უპასუხისმგებლო ჩერ-
ჩეტი ხარო, თავად კი სანახევროდ საუზმის გარეშე გვტოვებს.
შეხედეთ, რამხელა გახდა? ეს ალკოჰოლის გამოა. ბავშვები
სკოლიდან მოდიან, დედიკო კი ხვრინავს, - ნელსონი განგებ
ლაპარაკობს ასე, ჯენისზე მუშაობს, მისი დაწყნარება სურს, დე-

437
მკითხველთა ლიგა

დიკოსთან საკუთარ ცოლზე ჭორაობს, სულ ტყუილუბრალოდ.


მოულოდნელად მკვეთრად ტრიალდება ჰარისკენ, - მამა, -
გასძახის მას, - ლუდი ხომ არ დაგველია?
- მგონი, სულ შეიშალე.
- შიგნეული უფრო სწრაფად მოწესრიგდება. - თავს უქო-
ნავს ბიჭუნა, - კარგადაც დავიძინებ, ჰა?
- მუხლები ისედაც მეკვეთება, ღმერთო ჩემო! არ ვარ
ავარდნილი, თუ როგორ ამბობთ ჟარგონზე? წავიდეთ, ჯუდი.
შეიბრალე პაპა. ისედაც მტკივა ყველაფერი, - გოგონას გაოფ-
ლილ, წებოვან მტევანზე ჩასჭიდებს ხელს, ბავშვი კი ერთობა,
მთელი ძალით ებღაუჭება საწოლს, ჰარი ექაჩება და გრძნობს,
რომ მკერდში ისევ ჩხვლეტს. როგორც კი ააღლეტს საწოლი-
დან გოგონას, მოითენთება და ლამის ხალიჩაზე გაგორდეს.
ძლივს იჭერს ჯუდის და ერევა ბუნებრივ სურვილს, არ მოსცხოს
იმ გადარეულს ისე, როგორც საჭიროა.
ჰარი ტრიალდება ჯენისისკენ და ღრიალებს:
- ათ წუთს გაძლევთ. ილაპარაკეთ პირისპირ. არ მისცე სა-
შუალება, ადვილად მოგატყუოს. მაინტერესებს მოქმედების
გეგმა. აუცილებელია რაღაცნაირი წესრიგის დამყარება ამ
დარტყმულ ოჯახში!
საძინებლის კარი ზურგს უკან მიიხურა თუ არა, ესმის ნელ-
სონის ხმა:
- რას იზამ? შენც არ დალევ ჩემთან ერთად? გვაქვს „მიკი“
და კიდევ „მილერი“.
ჯუდის ოთახი ის ადგილია, სადაც საღამოობით დედილო
სპრინგერი ყვინთავდა ტელევიზორთან და საიდანაც ნაჯლეჯ--
ნაგლეჯ მოჩანს ჯოზეფ-სტრიტი, ტუნდრასავით უდაბური, წებო-
ვან ნორვეგიულ ნეკერჩხლებს შორის მდგარი ფარნებით გადა-
თეთრებული. ოთახი სავსეა რბილი სათამაშოებით, ნაირ-ნაირი

438
მკითხველთა ლიგა

დათუნიებით, ჟირაფებით, კატა-გარფილდებით, მაგრამ ჰარის


ესმის, რომ ეს სათამაშოები ძველია და დიდი დრო გავიდა მას
შემდეგ, როცა ვიღაცას გოგონასთვის სათამაშოები მოჰქონდა
საჩუქრად. მისი ბავშვობა იმაზე ადრე ქრება, ვიდრე მისით იჯე-
რებდეს გულს. ზედმეტი სიტყვებისა და დაყოლიების გარეშე,
ჯუდი წამში მიძვრება საკუთარ საწოლში, მხიარული მეგობრე-
ბის, მიწის თხილის ფიგურებით მორთული ბუმბულის წითელი
საბნის ქვეშ. ჰარი ეკითხება, სურს თუ არა, ჯერ სადღაც
შეიაროს? იგი თავს აქნევს უარის ნიშნად და ეშმაკურად შეჰყუ-
რებს ბალიშიდან, თითქოს ხალისობს კიდეც, რომ ბაბუამ ბევრი
არაფერი იცის მისი ორგანიზმის შესახებ. დაშვებული ჟალუზე-
ბიდან ქუჩის სინათლე ცერად აღწევს და ჰარი გოგონას ფარ-
დების დაშვებას სთავაზობს. ჯუდი უარს ამბობს, არ უყვარს, რო-
ცა ოთახში სრული სიბნელეა. მერე ბაჭია ეკითხება, უშლის თუ
არა ხელს მანქანების ხმაური და ბავშვი პასუხობს, რომ არა,
მხოლოდ დიდი სატვირთოების გავლის დროს სახლიც კი ზან-
ზარებს. წესით, ისინი არ უნდა მოძრაობდეს ამ ქუჩაზე, მაგრამ
პოლიციელებს ეზარებათ თვალყურის დევნება. „უფრო იმი-
ტომ, რომ ძალზე დაკავებულნი არიან“, - დამრიგებლური ტო-
ნით უსწორებს ბაჭია, რომელიც ყოველთვის მზადაა, ხელისუფ-
ლების მხარე დაიჭიროს. საკვირველია, საიდან გაჩნდა მასში
ეს ინსტინქტი, მისი ცხოვრება არასოდეს ხომ არ წარმოადგენ-
და კანონმორჩილების ნიმუშს? შეიძლება კაცმა თქვას, რომ ცი-
ხე მასაც ელოდა ხოლმე. დღევანდელი ხელისუფლება ხომ
როგორღაც უმწეოა, სრულიად უნიათო. ჰარი ეკითხება, ხომ არ
სურს ჯუდის ძილის წინ ლოცვა წაიკითხოს? გოგონა პასუხობს:
„გმადლობთ, არა“. მკერდში იკრავს ამოუცნობი ფორმის პლუ-
შის უფეხო, უხელო იდიოტურ ცხოველს. ურჩხულივითაა. ჰარის
აინტერესებს რა არის და ჯუდი უჩვენებს - დელფინია, რუხი

439
მკითხველთა ლიგა

ზურგითა და თეთრი მუცლით. ბაჭია ხელს უსვამს ხელოვნურ


ბეწვს და სათამაშოს უკან უბრუნებს ბავშვს, საბნის ქვეშ ჩურ-
თავს.
ჯუდის ნიკაპი ებჯინება მზისსათვალიანი სნუპის თეთრ
პროფილს. ბუთხუზა ლაინუსი, როგორც ყოველთვის, დგას და
თავის უსაფრთხო საბანს ჩასჭიდებია; პიგი-პენის თავს ტალახის
ვარსკვლავები ამშვენებს; უიღბლო ჩარლი ბრაუნი ბეისბოლის
მოთამაშედაა წარმოდგენილი: ფიჩერია, აწვდის ბურთს, თვი-
თონ კი თავდაყირა მიფრინავს და მოტრიალებულს, ბურთი
შუბლში ხვდება. საწოლის კიდეზე მჯდარი ჰარი მარჩიელობს,
მოისურვებს თუ არა ჯუდი, მოისმინოს ძილის წინ მისგან ზღაპა-
რი, თან ისეთი განწირული და გატანჯული ხმით ოხრავს, რომ
ორივეს, პაპასა და შვილიშვილს უკვირს, თან ნერვიულად იცი-
ნიან. შემდეგ, უეცრად, გოგონა ეკითხება ჰარის, მართალია თუ
არა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- რაზე ამბობ, ოქროსთმიანო?
- დედაზე, მამაზე.
- როგორ არა! მათ უყვარხარ, როიც უყვართ, ერთმანეთი
უყვართ.
- ისინი კი ამბობენ, რომ არ უყვართ. ისინი ჩხუბობენ.
- არა მხოლოდ ისინი, ძალიან ბევრი ცხოვრობს ასე.
- ჩემი მეგობრების მშობლები ერთმანეთში არ ჩხუბობენ.
- მერე და როგორ ჩხუბობენ. გარწმუნებ. შენ, უბრალოდ,
ამას ვერ ხედავ, როცა მათ სტუმრობ, რადგან მაშინ ცდილობენ,
კარგად მოიქცნენ.
- როცა ადამიანები ხშირად ჩხუბობენ, შეიძლება დაშორ-
დნენ ერთმანეთს.

440
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ასეც ხდება. თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან


ხშირად ჩხუბობენ. მამას ოდესმე დაურტყამს დედასთვის, რო-
გორც დღეს?
- ხანდახან დედაც უბათქუნებს. ამბობს, რომ მამა მთელ
ჩვენს ფულს ანიავებს.
ამჯერად ჰარის არ აქვს მზა პასუხი.
- ყველაფერი მოგვარდება, - ამბობს ის, ზუსტად ისე, რო-
გორც ნელსონი. დრო ყველაფერს მოაგვარებს. ხანდახან
დაუჯერებელია, მაგრამ, როგორც წესი, ადრე თუ გვიან, ყვე-
ლაფერი თავს ადგილს უბრუნდება.
- გახსოვს, როგორ დაეცი ქვიშაზე და ადგომა არ შეგეძ-
ლო?
- აბა! რა გამოაგდო პაპამ, არა? მაგრამ თვითონაც ხედავ:
აი, ცოცხალი და უვნებელი ვარ. ყველაფერი რიგზეა.
გოგონას სახე სიბნელეში მრგვალდება - იღიმის. სხივებ-
შერეული შავი თმა გამორჩეულია განათებულ ბალიშზე.
- იქ, წყალში, ისეთი სასაცილო იყავი! მე ხომ გაჯავრებდი!
- მაინც, როგორ მაჯავრებდი?
- აფრის ქვეშ ვიმალებოდი.
ჰარი თავის განაწამებ ცნობიერებას აიძულებს დაუბრუნ-
დეს პლაჟის იმ ეპიზოდს და ეუბნება ჯუდის:
- არ მაჯავრებდი, ძვირფასო. როცა ამოგათრიე ერთიანად
გალურჯებული იყავი და ვეღარ სუნთქავდი. გადაგარჩინე. შემ-
დეგ კი შენ გადამარჩინე.
ჯუდი გაჩუმებულია. მისი თვალის ჩამუქებული შუაგული ის-
რუტავს მომხდარის პაპისეულ ვერსიას, მის ზრდასრულ მეხ-
სიერებას. ჰარი იხრება და კოცნის გოგონას თბილ და მშრალ
შუბლს.

441
მკითხველთა ლიგა

- არაფერზე იფიქრო და ნურაფრის გეშინია, ჯუდი. მე და


ბებო თვალს მივადევნებთ, რომ შენს მამას ყველაფერი წეს-
რიგში ჰქონდეს და თქვენც, ყველას.
- ვიცი, - მცირე დაყოვნების შემდეგ პასუხობს გოგონა და
დაწყნარებული, მშვიდად ისტუმრებს მას.
ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, როგორც ჩვენივე ლურჯი
პლანეტა, გამოკიდებული ვართ შავ კოსმოსში და ერთმანეთის
გამხნევებისა თუ მხსნელი სიცრუის გარდა სხვა საყრდენი არ
გაგვაჩნია. ჯუდის ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, რომელიც იმ
ოთახის მოპირდაპირედაა, სადაც ერთხანს სამკერვალო იყო
და მელანი ღამეს ათევდა, ბაჭია ფეხაკრეფით გაივლის დერე-
ფანს, ცოლ-ქმრის ოთახს მიუახლოვდება, მსუბუქად მიხურული
კარიდან ჯენისისა და ნელსონის საუბარი ისმის, ორი ხმა ერ-
თმანეთში ირევა - და მიემართება დერეფნის ბოლოსკენ, ოთა-
ხისკენ, უკანა ეზოსა და პატარა ბაღჩაში გამავალი ფანჯრით.
ჰარის ბაღჩის მოვლა უყვარდა. ადრე ეს ნელსონის ოთახი იყო
- უხსოვარ დროს, როცა იგი ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა,
ატარებდა გრძელ თმასა და შუბლზე ლენტს, ინდიელების
მსგავსად და ცდილობდა გიტარაზე დაკვრა ესწავლა, ჯილის
გიტარაზე, ხარჯავდა უამრავ ფულს როკმუსიკის ფირფიტებზე,
ყველა ის ფირფიტა დღეს ანაქრონიზმია, ისინი მთლიანად გან-
დევნა აუდიოკასეტებმა; ახლა ისინიც წარსულში გადადიან, აწი
მხოლოდ ლაზერულ დისკებს ექნება გასავალი. ამჟამად ოთა-
ხის პატრონი როია. კარი შეღებულია; ჰარი სამ თითისწვერს
ადებს თეთრად შეღებილ ცივ ხეს, უბიძგებს და ფართოდ აღებს.
სინათლე აქ არა ახლომდებარე ჯოზეფ-სტრიტის ორნა-
მენტიანი ფარნებისგან აღწევს, როგორც - ჯუდის ოთახში, არა-
მედ ქალაქის ერთიანი განათებისგან ნისლივით დგება ოთახში,
ნისლი უზარმაზარ მოედანზეც დგას, ყვითელი ფერისაა, ვარ-

442
მკითხველთა ლიგა

სკვლავთა გამონაშუქი, ნეკერჩხლების სილუეტებზე, სამკუთხა


სახურავებზე, სატელეფონო ბოძებზე აჩრდილად წამომართუ-
ლი. ამ უკუღმართ შუქზე ხედავს ის პრუს გრძელ, ძილში ჩაძი-
რულ სხეულს. ქალი უხერხულად და საბრალოდ მოკალათებუ-
ლა როის საბავშვო საწოლზე. ხელოვნური ბეწვით გამშვენებუ-
ლი ჩუსტი ცალი ფეხიდან გასძრომია და ღამის პერანგიდან გა-
მოშვერილი შიშველი ტერფი გარეთ გადმოკიდებულა. იგი იმ-
დენად პატარაა, რომ მის მუხლში მოხრილ და ზემოთ, ხორცი-
ან ფეხზე მიწებებულს წააგავს; მოკლე, ნაჭრებიანი ხალათი
ქამრამდეა აწეული, ნაოჭებად აკრეფილი, მისი ნაკეცები მოქა-
ნავე შუქის ფონზე უძირო გეგონება. გრძელი თეთრი ხელი დაჭ-
მუჭნილი საბნიდან აქვს ამოყოფილი, მეორე, უღონო მუშტად
შეკრული, ნიკაპზე მიდებული. სისხლნაჟღენთები ღაწვებზე მი-
წებებულ წურბელას ჰგავს, წითური თმა, რომელიც სიბნელეში
შავად მოუჩანს, ბალიშზეა გადაშლილი. მის ჩასუნთქვა--
ამოსუნთქვას თან ახლავს მსუბუქი, დაქანცული ხრიალი. ჰარი
ისუნთქავს ჰაერს, რათა დაიჭიროს მისი სურნელი. ძალადობით
შეურაცხყოფილი ქალისგან პარფიუმის სურნელი კიდევ იგ-
რძნობა.
ბაჭია იხრება, რათა უფრო კარგად შეათვალიეროს იგი
და მოულოდნელობისგან კრთება, რადგან მბრწყინავ ორ ღია
თვალს ეფეთება: როის არ სძინავს. გვერდით გადატრიალებუ-
ლა დედისგან, რომელმაც იავნანათი საკუთარი თავი უფრო ად-
რე დააძინა, ვიდრე თავისი პაწია. გაუგებარი, ჰარის შეხედვით
ჰიპნოზისმომგვრელი ბავშვი, მოულოდნელად იწვდის ხელს
სიბნელეში, პაპის მომჩვარულ სახის კანს ჩაეჭიდება და მის
ტრიალს ისეთი ძალით იწყებს, რომ ჰარი ძლივს იკავებს თავს
ყვირილისგან. იგი ლოყიდან იღლეტს პატარა ბოროტ კიბორ-
ჩხალას, სათითაოდ იშორებს მის თითებს, ჯავრის ამოსაყრე-

443
მკითხველთა ლიგა

ლად ხელზე ჩქმეტს და თითქოს უკან უბრუნებს. მასში მხეცის


სული მძვინვარებს; პრუ შეიშმუშნება, თითქოს გაღვიძებას აპი-
რებს, მისი ხელი მოუსვენრად იწევს მაღლა არეული თმისკენ -
და ჰარი საჩქაროდ უკან იხევს. შორს ოთახიდან!
ჯენისი და ნელსონი განათებულ დერეფანში დგანან, ვერ
ხვდებიან, სად გაქრა იგი. ერთნაირი თხელი თმა, ერთნაირად
დაბნეული, უკმაყოფილო სახეები - შეიძლება ვინმემ იფიქროს,
რომ დედა-შვილი კი არა, და-ძმაა, ტყუპი.
- პრუმ როის საწოლზე დაიძინა, - ამცნობს ჩურჩულით.
- დღეს მწარედ მოხვდა, საწყალს, - ამბობს ნელსონი, -
უტვინო ძუკნა, არ უნდა ჩაეყო ცხვირი და თითსაც არავინ დააკა-
რებდა.
ჯენისი ჰარის ატყობინებს:
- ნელსონი ამბობს, რომ იგი უკვე თითქმის გონს მოვიდა
და აქ ჩვენი დარჩენა საჭირო არაა, წავიდეთ შინ, დავიძინოთ.
როის საძინებელში ნისლიანი ნახევარშუქით ავსებული სი-
ჩუმის შემდეგ, მათი მჭექარე ხმები ჰარის ყურს სჭრის და ხმა-
დაბლა პასუხობს:
- ჯერ ის მითხარით, რა გადაწყვიტეთ? სურვილი არ მაქვს,
რომ იგივე გამეორდეს.
ნელსონის ყოფილ ოთახში როი ატირდა. მან არა და, ჰა-
რიმ დროა, წაიქვითინოს - ლოყა აქამდე სტკივა.
- ეს არასოდეს განმეორდება, ჰარი, - არწმუნებს ჯენისი. -
ნელსონი გვპირდება, რომ კონსულტაციისთვის სპეციალის-
ტთან შეივლის.
მას მზერა შვილზე გადააქვს, თავს ძალას ატანს, გაიგოს,
რის თქმას ცდილობს ცოლი. ბიჭი შესამჩნევი ძალდატანებით
იკავებს ღიმილს, თითქოს ანიშნებს, ჩვენ, მამაკაცებს გვესმის

444
მკითხველთა ლიგა

ერთმანეთის, რას არ მოროშავ, ოღონდ კი ქალი თავიდან


მოიშოროო.
- ხომ გაგაფრთხილე, თავი არ გაასულელებინო-მეთქი, -
მიუტრიალდება ჰარი ჯენისს.
ჯენისი გულდაწყვეტისა და მოუთმენლობის გამო შეჭმუხ-
ნის შუბლს, რომელზეც მსუბუქი ქოჩორი აყრია:
- ჰარი, დროა შინ წავიდეთ, - როგორც ამას წინათ აღნიშ-
ნა ლაილიმ, აქ ეს ქალი უფროსობს.
უკანა გზაზე ჰარი ცეცხლს აფრქვევს, აღშფოთებისგან
თუხთუხებს:
- მაინც რა თქვა? ფულის შესახებ იყო საუბარი?
422-ე გზატკეცილი ძაგძაგებს თვრამეტბორბლიანი ტრან-
სკონტინენტური გიგანტების, უზარმაზარი ტრაილერებისგან.
- იგი მაღაზიის მმართველია და ახლა საქმისგან მისი ჩა-
მოშორება გონივრული არ იქნებოდა. მე მისი შეცვლა არ შე-
მიძლია, შენ კიდევ საავადმყოფოში წვები, იმ შენს ანგიოსაზრუ-
ნავზე, პლასტიკურზე.
- მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, - აზუსტებს ჰარი, - მაგ-
რამ თუ საჭიროა, თარიღის გადაწევაც შეიძლება.
- ვიცი, ვიცი, შენ ოღონდ ოპერაციის გადადების საბაბი მო-
გეცეს, სხვა არაფერი გინდა. რატომ იტყუებ თავს, რომ ჯან-
მრთელი ხარ? ახალი წლის შემდეგ უკვე ოთხი თვე გავიდა,
ფლორიდაში კი ექიმებმა თქვეს, სამიც საკმარისია გამოკეთე-
ბისა და მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის. დოქტორი ბრეიტი
მელაპარაკა შენზე - წონაში არ იკლებ და მარილიან საკვებზე
უარს არ ამბობ, მის რჩევას არ ითვალისწინებ, ამდენად ნების-
მიერ დროს შეიძლება იგივე დაგემართოს, რაც მაშინ, ყურეში.
დოქტორი ბრეიტი - ბრუერის წმ. იოსების საავადმყოფოს
კარდიოლოგი, რომელიც მას მეთვალყურეობს, თეთრკანიანი

445
მკითხველთა ლიგა

ჭორფლიანი ახალგაზრდაა, ხორცისფერ პლასტმასის ჩარჩო-


ში ჩასმული დიდი სათვალით. ყოველივე ამას ჯენისი თავისი აწ
განსვენებული დედიკოს ფსევდოგულგრილი ხმით ეუბნება, და
ეს ხმა ჩაქუჩივით ურტყამს მის შიგნით, რაღაცნაირ, საშინელ
სიცარიელეს. მთის ფერდობზე გაშენებული პარკის გავლით
ხეივანს მიუყვებიან, ყველაფერი მუყაოს არამყარ დეკორაციად
ეჩვენება, შენათებული ხეები თითქოს ყალბია. რა არის ამ
კლდეების, ბალახის, ერთმანეთთან მიტმასნილი მედიდური
სახლების მიღმა? არაფერი. სიცარიელე და ბევრი-ბევრი ატო-
მი, რომელიც ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის შეუერ-
თდება მათ რიგებს, ზუსტად მათთვის მომზადებულ ადგილს
როდის დაიკავებს. ღმერთო, შეისმინე ჩემი. მიხსენი ავადმყოფი
გულისგან. თელმა უმტკიცებდა, რომ ეს შველის. ჯენისი ყველა-
ზე ნაკლებადაა ლოცვისთვის განწყობილი და თავისი გზით მი-
დის, ხოლო მის ხმაში, სიმტკიცის გარდა, გარკვეული გამოწვე-
ვაც გაისმის.
- რაც შეეხება ფულს, ნელსონი მზადაა აღიაროს ზოგიერ-
თი სტრუქტურული ცვლილების აუცილებლობა ფირმაში.
- სტრუქტურული ცვლილების! როცა კი ვიღაცის ფეხქვეშ
მიწა იწვის, ელოდე სტრუქტურული ცვლილებების აუცილებ-
ლობაზე ლაპარაკს. თუნდაც სამხრეთამერიკული ქვეყნები გა-
იხსენე, ან სასესხო ასოციაციები. ეს სიტყვა, „სტრუქტურული...“,
თვითონ წარმოთქვა?
- მაშ, ვინ - მე? ამგვარი რამ თავში არც მომივიდოდა. სა-
მაგიეროდ, როცა დამეწყება კურსები, დარწმუნებული ვარ, ამა-
საც შეგვასწავლიან.
- შენი კურსები, ღმერთო, მომიტევე! - ბუზღუნებს ბაჭია. აი
ტანკიც, რომელიც შეუფერებელ მწვანე ფერშია შეღებილი. რა
დრო დარჩა იმ დღემდე, როცა უკვე არავის გაახსენდება, თუ

446
მკითხველთა ლიგა

რატომ დგას იგი აქ, არ გაახსენდებათ ბარათები პროდუქტებზე,


სასწავლო საჰაერო განგაში, დილაობით ისტერიკული სა-
თაურები რვა სვეტად - „ღმერთი სატანის წინააღმდეგ“, რეალუ-
რად კი ერთ დღე-ღამეში მოწინააღმდეგისგან გათავისუფლე-
ბული, აახენისკენ მიმავალი გზის რამდენიმე მილი. და, კიდევ
რამდენი რამ?
- მისი და პრუს ურთიერთობებზე რა გითხრა?
- არ ფიქრობს, რომ მის ცოლს ვიღაც ჰყავს, - ამცნობს
ჯენისი, - ამიტომ შევთანხმდით, გაცილებით ქალი არ გასცილ-
დება, უბრალოდ იმუქრება.
- ოჰ, როგორ ჩინებულად მოგიფიქრებიათ! ყოჩაღ, მაგა-
რი ბიჭები ხართ! საერთოდ, მასზე თუ ფიქრობთ, თუ მისი კე-
თილდღეობა თუ გაღელვებთ? ხომ ნახე, როგორ გაალამაზა,
რამდენ ხანს უნდა ითმინოს? თვალები გაახილე: ის ხომ ნამ-
დვილი გიჟია! შეამჩნიე, როგორ იკრუნჩხებოდა, როგორ ძაგ-
ძაგებდა? და ღებინება? და ამ ყველაფრის შემდეგ მთავაზობს,
მასთან ერთად დავლიო ლუდი, გესმის? ლუდი! უფალო, იესო,
მას ხომ გაუმართლა, რომ ჩვენ მოვედით და არა პოლიცია,
მადლობა მეზობლებს, რომ უბნის განყოფილებაში არ დარე-
კეს.
- გულითადად გეპატიჟებოდა, ეს იყო და ეს. იგი იტანჯება,
ჰარი, იმიტომ, რომ მის მიმართ თანაგრძნობის წვეთი არ გა-
გაჩნია.
- თანაგრძნობის! რასთან დაკავშირებით თანავუგრძნო?
თაღლითობს, დედაკაცივით ზლუქუნებს, რაღაცას ყნოსავს, და-
ლევაზეც კი, სხვათა შორის, უარს არასოდეს ამბობს, მაღაზია
ეშმაკმა უწყის, რად გადააქცია, განგსტერები და შიდსიანი ჰო-
მოსექსუალები შეყარა.

447
მკითხველთა ლიგა

- ერთი, შენი თავისთვის მოგასმენინა, ღმერთმანი. სამწუ-


ხაროა, მაგნიტოფონი არ გვაქვს თან.
- ჩემთვისაც სამწუხაროა. კარგი. ნარკოტიკების შესახებ
რაო? რა განზრახვა აქვს? - ჯერ დილის ოთხი არ გამხდარა,
რაღაცნაირი ტიპები კი, ჯინსებსა და სქელძირა სპორტულ ფეხ-
საცმელებში, უკვე ადგილს ტკეპნიან პარკში, ხეებს უკან რაღა-
ცაზე ბაზრობენ, სკამებზე მიწებებულები ვიღაცას უდარაჯდები-
ან, - ნაღდი პირობა მოგცა, რომ გადააგდებს?
- სიტყვა მომცა, რომ სპეციალისტთან მივა კონსულტა-
ციაზე, - ამბობს ჯენისი, - აღიარებს, რომ შეიძლება გარკვეული
პრობლემები აქვს. ასე რომ, ტყუილად არ მივსულვართ მათ-
თან. ვფიქრობ, ნელსონს ეს საუბარი წაადგება. ვის მიაკითხოს,
ამას მარტივად გაარკვევს: პრუს შეუგროვებია მთელი დასტა
ამონაწერებისა სახელებითა და მისამართებით, უსარგებლოდ
ხომ არ უვლია ანონიმი ნარკომანების შეკრებებზე?
- რა შუაშია სახელები და მისამართები! შენი აზრით, სა-
ზოგადოებამ საჭირო კალაპოტში უნდა მიმართოს მთელი ჩვე-
ნი ცხოვრება და როგორც უჭკუო ბავშვები, აკვნიდან საფლავამ-
დე უნდა გვმწყემსოს? ზუსტად იმავე პრინციპის განხორციელე-
ბას ცდილობენ კომუნისტები. არა, რაც უნდა თქვა, ადრე თუ
გვიან დგება წუთი, როცა იძულებული ხარ, საკუთარ თავზე
აიღო პასუხისმგებლობა, - იგი შარვლის ჯიბეში აფათურებს
ხელს, რათა დარწმუნდეს, რომ ადგილზეა წამლის ფლაკონი.
აბს ახლა არ მიიღებს, უმჯობესია - მოგვიანებით, შინ. ჯერ ჭიქა
რძეს დალევს სამზარეულოში, „ნატერ-ბუტერის“ ნამცხვრით. ეს
ნამცხვარი, მიწის თხილის ფორმით და არაქისის კარაქის ფე-
ნით, უფრო გემრიელია, როცა რძეში ჩააწობ, ჯერ - თხილის
შუამდე, შემდეგ ნარჩენ ნაწილს.

448
მკითხველთა ლიგა

- როგორ მინდა, ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ და ის-


მენდნენ, როგორ ლაქლაქებ პასუხისმგებლობაზე, - ამბობს ჯე-
ნისი, - დედა ყოველთვის ყველაზე უპასუხისმგებლო ადამიანად
გთვლიდა დედამიწის ზურგზე.
დასანანია. ძალიან არა, მაგრამ მაინც. მას კარგი ურთი-
ერთობა ჰქონდა ბებრუხანა სპრინგერთან და ამიტომაც ფიქ-
რობდა, რომ ისიც კეთილად იყო განწყობილი. ხვატში დაჩ-
რდილულ ვერანდაზე ჯდომა და ბანქოს თამაში, ბეზიკის პარ-
ტიები პოკონის აგარაკზე. ორივე თვლიდა, რომ ჯენისი მაინ-
ცდამაინც ღრმა აზროვნებით არ გამოირჩეოდა.
პარკის გადაკვეთის შემდეგ ჰარიმ თავისი
ასფალტისფერ-ნაცრისფერი „სელიკა“ ბრუერის შუაგულის გავ-
ლით უაიზერ-სტრიტისკენ წაიყვანა. ძალიან მაღლა, ქალაქის
უზარმაზარი, დაობლებული გულის თავზე, საათი - ლუდ „მზე-
სუმზირას“ რეკლამა - სამ საათსა და ორმოცდაათ წუთს უჩვე-
ნებდა.
არის რაღაც განწმენდის მსგავსი იმაში, რომ ასეთ დროს
არ გძინავს. თითქოს სამყარო თავიდან იშვა. რაღაც ბნელი
ცოცხალი არსება - კატა ან სულაც, ენოტი - ქალაქის მშენებელ-
თა ახირებით, ტყის პირას აგებული და ამჟამად გაუქმებული
შადრევნის ბეტონის საფეხურებიდან, რეფლექტორის მსგავსი,
მანქანის შუქფარების ამრეკლავი მრგვალი თვალებით იცქირე-
ბა. უიზერისა და მეექვსე ქუჩის გადაკვეთაზე ჰარი იძულებულია
შემოსავლელ გზაზე გადაუხვიოს. ძველ დროს შეიძლებოდა
პირდაპირ ხიდზე გასულიყავი. თავზე ხელაღებულ უფროსკლა-
სელებს გასართობი ჰქონდათ, ტრამვაის ლიანდაგის გასწვრივ,
გზის ორივე მხარეს შემაღლებულ კუნძულებს შორის მანქანე-
ბით დაქროდნენ.

449
მკითხველთა ლიგა

ბაჭია დუმს და დუმს, ჯენისი თავად იწყებს მასთან საუბარს,


ამჯერად უკვე შემრიგებლური ტონით:
- მშვენიერი შვილები ჰყავთ, ხომ მართალია? ხომ არ გინ-
და, ჰარი, ოჯახი დაინგრეს? სევდისმომგვრელია, როცა ბავშვე-
ბი უმამოდ იზრდებიან.

450
მკითხველთა ლიგა

***

ბაჭიას მთელი ცხოვრება გულის წასვლამდე ეშინოდა უც-


ხო სამედიცინო ხელსაწყოების - კბილის ბურღების, ენის დამ-
ჭერის, ყურიდან გოგირდის გამოსაფხეკი გრძელი, თხელი და-
ნების, სანთლების და ბოლოს, ექიმის თითის, რომელიც წელი-
წადში ერთხელ სასქესო ჯირკვლის მდგომარეობას უმოწმებდა.
ამდენად, იმის გაფიქრებაც კი ზარავს, რომ სადღაც მარჯვენა
ფეხის საყრდენში კათეტერი უნდა ჩაუდგან და მაღლა და მაღ-
ლა, საჭირო მიმართულებით, ამოძრაონ. ბაჭიას წარმოუდგება
ჭიაყელა, რომელმაც ვაშლიდან თავი გამოყო, თან ზუსტად იმ
ადგილიდან, რომელიც მან ახლახან ჩაკბიჩა. ამის გაფიქრებაც
კი ზარავს. თუმცა, კიდევ უფრო ნაკლებად იზიდავს პერსპექტი-
ვა, იწვეს გაყინული და ცოცხალ-მკვდარი, როცა გახერხავენ,
მკერდს გადაუშლიან და ეშმაკური დანადგარით სისხლს გადა-
ქაჩავენ, ვიდრე მისი ფეხის ერთ-ერთი ვენიდან აღებულ თბილ
და სლიპინა ნაკუწს უბედური, მთრთოლვარე, მომაკვდავი გუ-
ლის ზედაპირს არ მიაკერებენ.
დელეონის საავადმყოფოში, მოცალეობის ჟამს, რამდენი-
მე სტატია წააკითხეს და უჩვენეს კიდეც ვიდეომასალა: გულს,
როგორც გაარკვია, აცვია დამცავი პერანგი პერიკარდის სა-
ხელწოდებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაიხსნას -
გაიფატროს მთელ სიგრძეზე, როგორც ხუმრობით აღნიშნეს
ვიდეოფილმში, თითქოს ფირზე ჭრა-კერვის გაკვეთილი ყოფი-
ლიყო გადაღებული. მთელი ქირურგიული პროცედურა ეკრან-
ზე ფართო ხედითაა ნაჩვენები: ცივი, ვიწრო სკალპელებით და-
ეძგერებიან სისხლიან, უფორმო გუნდას, რომელიც შენს გადახ-
სნილ მკერდში წევს, თითქოს ცოცხლადაა ჩაძირული ამაზრზენ
ნარევში, ნახარშიან სქელ ქვაბში და რომელიც თრთის კონ-

451
მკითხველთა ლიგა

ვულსიებში. პერიოდულად მიწყდება ცახცახი. საცოდავი და გა-


შიშვლებული გული, რომელსაც დამცავი ფარი მოჰგლიჯეს,
ცდილობს დანას დაუსხლტეს. და ეს ხდება უფალი ღმერთის,
შესაძლოა, სხვა შემოქმედის ჩანაფიქრის საპირისპიროდ, რო-
მელსაც არ მიუცია ადამიანისთვის ადამიანზე შეხების უფლება.
როცა სისხლი მბრწყინავი, შეუსვენებლად მომუშავე დგუშს გა-
ივლის და შემოვლით გადინდება - მსგავს დანადგარებს აჩვე-
ნებდნენ ძველ ფილმში დოქტორ ფრანკენშტეინის შესახებ,
რომლის როლსაც ბორის კარლოვი ასრულებს - გული ჩერდე-
ბა. უყურებ და ხედავ, ეს როგორ ხდება, ხედავ, როგორ დევს
უკვე მკვდარი გული გუბეში. ჩათვალე, რომ შენ, როგორც ბუ-
ნებრივი ორგანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, მკვდარი ხარ.
შენ ნაცვლად ცოცხლობს მანქანა, ამ დროს კი რეზინისხელ-
თათმანიანი (ყოველ თითზე თითქოს პრეზერვატივია წამოცმუ-
ლი) ქირურგების ხელები იქ რაღაცას აკეთებენ, ჭრიან, უჭერენ.
ჰარის უბრალოდ არ შეუძლია წამოიდგინოს, როგორ არის და-
კავშირებული სიცოცხლე მთელ ამ მექანიზმთან - ნუთუ მე ის
ვარ, ვისი ხმაც ისმის ყოველ წუთს, სრიალებს, როგორც წყლის
ხოჭო იმ გუბის ზედაპირზე, რომელშიც მისი სხეულის ფლუიდე-
ბი სრიალა გამტარ გზებთანაა შერეული. ნუთუ მისი სიცოცხლის
ალი ამ მომჩვარულ ნამჯაზე უნდა გაღვივდეს?
ერთი სიტყვით, ანგიოპლასტიკა, შუნტირებისგან განსხვა-
ვებით, ბუნებაში დამანგრეველ ჩარევად არ ეჩვენებოდა. იგი
პარასკევისთვის იყო დანიშნული. ბებრული იერის ჭაბუკმა,
დოქტორმა ბრეიტმა ავადმყოფური თეთრი კანით, ერთიან გა-
მომეტყველებასთანანა შერწყმული მკრთალი ჭორფლებით,
პლასტმასისჩარჩოიანი, მისი ფოლაქა ცხვირისთვის უსაშვე-
ლოდ დიდი სათვალით, აუხსნა ოპერაციის, ანუ პროცედურის -
როგორც ამჯობინებდა ეწოდებინა - არსი. ღამის კლუბის მომ-

452
მკითხველთა ლიგა

ღერალივით მონოტონური, ქალური, ყურადღების მომადუნე-


ბელი ხმა ყოველდღიურად ერთსა და იმავეს იმეორებს და
ისეთ ავტომატიზმამდე მივიდა, რომ ფიქრები რეპერტუართან
კავშირის გარეშე მიქრიან. თავად კარდიოლოგი გამოკვეთი-
ლად უჭერს მხარს შუნტირებას, ჰარიმ ეს მათი პირველი შეხ-
ვედრისთანავე გაიგო. ანგიოპლასტიკას ბრეიტი უყურებს, რო-
გორც უმწეო დათმობას, ნახევარზომას - თუ გსურს, შეგიძლია
თავი შეიქციო, მაგრამ ვიდრე დანას არ დაუწვები, შედეგებზე
სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია. სტატისტიკით, პაციენ-
ტთა ოცდაათ პროცენტს პროცედურის ჩატარებიდან სამი თვის
განმავლობაში ისევ აღენიშნება სტენოკარდიული მოვლენები -
აფრთხილებს ის ჰარის მიღების დროს, საკუთარ კაბინეტში, სა-
დაც მაგიდაზე ჭორფლიანი მინიატიურული ქალის ჩარჩოში
ჩასმული სურათებია, ქალი ძალზე ჰგავს მას, როგორც ერთი
ზაზუნა - მეორეს, და კიდევ ერთი ფოტოა მშობლების წინ ჩამ-
წკრივებული ბავშვებისა, ყველანი ღია ფერის კულულებით,
ყველანი თვალმოჭუტულები და ყველანი ვარდისფერი ფოლა-
ქისმაგვარი ცხვირებით, - და ოცი პროცენტი ადამიანებისა,
რომლებმაც გაიკეთეს კაბდ-ი, მაინც, ადრე თუ გვიან, იძულებუ-
ლები არიან დათანხმდნენ აკშ-ს. ოჰ, უკაცრავად, შემოკლებები
ნიშნავს: კორონალური არტერიების ბალონურ დილატაციას
და აორტოკორონალურ შუნტირებას.
- ამას მივხვდი, - უპასუხა მაშინ ჰარიმ, - მაინც, მოდით,
დავიწყოთ ბალონით, დანა კი შემდეგისთვის შემოვინახოთ.
- რა გაეწყობა, იყოს თქვენი ნება, - სხაპასხუპით წაიმღერა
დოქტორმა ბრეიტმა, ალბათ, ცოტაოდენი სიმკაცრით, მაგრამ
წყენისა და გაღიზიანების გარეშე, კლიენტის ნებას შეურიგდა.
როგორც გოლფშია: დღეს წააგე, მაგრამ ზუსტად კვირის თავზე
იქნება ახალი შეხვედრა და გამარჯების შანსი. - გულით ავად-

453
მკითხველთა ლიგა

მყოფთა ოთხმოცდაათი პროცენტი მსჯელობს ზუსტად ისე, რო-


გორც თქვენ. ბალონური დილატაცია მათთვის უფრო მისაღე-
ბია და სპეციალისტთა დასკვნა მათზე არ მოქმედებს. აბსურ-
დია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერაფერს გავაწყობთ: ასეთია
ადამიანის ბუნება. აი, რას გეტყვით, ჰაროლდ, - როგორ უნდა
სცოდნოდა მას, რომ ჰარის არავინ ეძახის ჰაროლდს, თუმცა ეს
მისი ოფიციალური სახელია, საბუთებით. ბაჭიამ არ შეუსწორა;
წამსვე საიდანღაც ბავშვობის სიომ დაუბერა, თითქოს ისევ იქ
დაბრუნდა. დედა არასოდეს ეძახდა ჰარის, მისთვის ბაჭია ყო-
ველთვის ჰასი იყო, - თქვენთვის რაიმე გასართობს მოვაწყობთ,
შესაძლებლობა გექნებათ, პროცედურის მსვლელობას თვალი
ადევნოთ. მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია ჩაგიტარდებათ,
ასე კი, მოიხედავთ და, პროცედურის ცქერაში დრო სწრაფად
გაივლის.
- ეს, რა, აუცილებელია?
დოქტორი ბრეიტი წამით დაიბნა. ქერათმიანისთვის იგი
ზედმეტად ოფლიანია, ზედა ტუჩის თავზე ნამის წვეთები მუდამ
ემჩნევა.
- როგორც წესი, მონიტორის ეკრანს ვთიშავთ, როცა ად-
ვილად აგზნებად და ზოგადად, ძალზე მგრძნობიარე პაციენ-
ტებთან გვაქვს ურთიერთობა. იცით, ყოველთვის არსებობს უმ-
ცირესი ალბათობა კორონალური გაუვალობისა და უმჯობესია
ზოგიერთებმა ამას არ უცქირონ. მაგრამ თქვენ, თქვენ ხომ არ
ბრძანდებით სუსტი ნერვების პატრონი! კოხტაპრუწა ქალიშვი-
ლი! შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამაცი ადამიანი ბრძანდე-
ბით, ჰაროლდ, უშიშარი, გონიერი. ხომ არ შევცდი?
ამას ჰქვია, შეახვიე კლიენტი ოცდაათიანზე, მიაწექი
ათიანით მეტზე. როგორ უშველი თავს, უარს ვერ იტყვი!

454
მკითხველთა ლიგა

- არა, - უთხრა ჰარიმ ახალგაზრდა მკურნალს, - არ შემ-


ცდარხართ, პორტრეტი ზუსტია.
აღმოჩნდა, რომ დოქტორი ბრეიტი თავად არ ატარებს
პროცედურას: ამისთვის იწვევენ განსაკუთრებულ სპეციალისტს
- უშველებელ კაცს იდაყვამდე გაშიშვლებული გარუჯული ხე-
ლებით, ვინმე დოქტორ რეიმონდს. თუმცა, ბრეიტიც ესწრება,
მხოლოდ მისი სახე, - ოკულარები ბრწყინავს, საულვაშეზე ცვა-
რია, - მწვანე ხალათში შემოსილი დოქტორი რეიმონდისა და
ექთნების უკან, მთვარესავით დროდადრო გამოჩნდება. ოპერა-
ცია ტარდება ორი ასისტენტი დის მონაწილეობით; ესეც, მათე-
ბურად, პროცედურაა; ჰარი გრძნობს, რომ ის, ჰარი, გააცურეს.
საავადმყოფოში დამატებით დაჯავშნილია არა ერთი, არამედ,
სულაც ორი ადგილი - ოთახი, რომელშიც უშუალოდ პროცესი
მიმდინარეობს და სააპარატო რამდენიმე ეკრანით, რომელზეც
მოძრავი, კაშკაშა წრფეებისა და სიცოცხლისუნარიანობის პი-
რობითი სიგნალების ენაზე ჰარის მდგომარეობა ითარგმნება.
„ბაჭია ენგსტრომის შოუ“ ცვალებადი აუდიტორიისთვის - მოწ-
ყალების დების, დოქტორ ბრეიტისა და კიდევ ვიღაც, მისთვის
უცნობი პერსონების, ბაცი მწვანე ფერის ხალათებში გამოწყო-
ბილი სტატისტების შემადგენლობით, რომლებიც უწყვეტ
ორომტრიალში მონაწილეობენ - შემოდიან, ადგილს ტკეპნიან,
აკვირდებიან, გადიან და ასე დაუსრულებლად.
კიდევ ერთი საძაგლობა: მას პარსავენ იქ, სადაც კათეტე-
რი უნდა შეიყვანონ, - თან გაუფრთხილებლად. ეს კიდევ არა-
ფერი. თითქოს, სხვათა შორის, უთხრეს, რომ მზადყოფნაშია
ქირურგიული ბრიგადა, უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით -
თუკი უეცრად საჭირო გახდა სასწრაფო შუნტირება. ჯერ აბს აძ-
ლევენ, მისგან თავი უწონადო უხდება, შემდეგ კი, როცა საოპე-
რაციო მაგიდაზე დააწვენენ, ლამპების ქვეშ, უცერემონიოდ

455
მკითხველთა ლიგა

ფხეკენ მთელ ამონაყარს მისი მენჯის მარჯვენა ნახევარზე: თმა


სხეულზე არასოდეს ჰქონია ბევრი და დიდად არ აწუხებს,
ამოუვა თუ არა ბალანი ნაპარსზე - ვინ იცის, რაც უნდა იყოს,
ასაკშია. შემდეგ დგება ნემსის რიგი, შეგრძნებით, ის უფრო
მსხვილია, ჩხვლეტა კი უფრო მტკივნეული, ვიდრე ნოვოკაინი
კბილის ექიმთან; „ბწკენა“ (დოქტორი რეიმონდი ცხვირში დუდ-
ღუნებს: „ახლა იგრძნობთ ბწკენას, მოითმინეთ“) არც იმდენად
უმტკივნეულოა. სამაგიეროდ, შემდგომი ტკივილი აღარ არსე-
ბობს, მხოლოდ მის შარდის ბუშტზე ძლიერ დაწოლას
გრძნობს, სულ უფრო ძლიერს, იმის მიხედვით, თუ როგორ შეჰ-
ყავთ ორგანიზმში კონტრასტული ნივთიერება, ცხელ ტალღე-
ბად, თითქოს ვიღაცამ მისი გულის მიკროტალღოვან ღუმელში
გამოცხობა ჩაიფიქრა. ღმერთო! ბაჭია რამდენჯერმე ხუჭავს
თვალებს ლოცვის განზრახვით, მაგრამ ვითარება არ აძლევს
ხელს: რეალური, მატერიალური სამყარო ყოველი მხრიდან
დაჟინებით აწვება. ღმერთი ხომ, ეს ბიბლიური თმაგაწეწილი
მოხუცი, ვერ შებედავს ჩაერიოს უცნაურ ზედახორაში? ერთა-
დერთი რელიგიური დამამშვიდებელი, მთელი სამსაათნახევ-
რიანი წამების განმავლობაში, მისი რწმენაა, რომ დოქტორი
რეიმონდი, თავისი უდაბნოსეული ნარუჯით, გრძელი დაღვრე-
მილი ცხვირით და დათვის ბალნით, - ებრაელია. ჰარის კი, რო-
გორც ქრისტიანთა უმრავლესობას, აქვს ცრურწმენა, რომ ყვე-
ლა სფეროში ებრაელები ცოტათი მაინც წარმატებულნი არიან,
ვიდრე სხვა ხალხები - ტყუილუბრალოდ ხომ არ ჩაჰკირკიტებ-
დნენ თაობები თორასა და საათის მექანიზმებს; მათში, სხვა
ხალხების მაგალითის საპირისპიროდ, არაა ეს დაუდევრობა;
ისინი სხვებივით არ მისდევენ განცხრომას, არ ეტანებიან ხელ-
საქმეს, ნარკოტიკებს და ერთადერთი, რის მიმართაც სისუსტეს

456
მკითხველთა ლიგა

იჩენენ (თუკი დაეჯერება ერთხელ მის მიერ წაკითხულ წიგნს


ჰოლივუდის ისტორიაზე) - ეს ქალებია.
ექიმები და მთელი მათი ამალა, დაბალ ხმაზე გადალაპა-
რაკებით, იხრებიან ჰარის შეხვეულ სხეულზე, რომელიც გადაშ-
ლილია მომავალი მანიპულაციებისთვის გამზადებულ მაგიდა-
ზე, საოპერაციო ნათურების კაშკაშა შუქის ქვეშ, რუსული სალა-
თის საწებლისფერ, ყვითელ-მწვანე კაფელიან ოთახში, მეხუთე
სართულზე წმ. იოსების საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე ათ-
წლეულით ადრე დაიბადა მისი ორი შვილი - ნელსონი, ამქვეყ-
ნად დარჩენილი და რებეკა, იმ ქვეყნად გადასული. იმ ეპოქაში
საავადმყოფოს განაგებდნენ შავ-თეთრ სამოსში გამოწყობილი
მონაზვნები, რომელთაც ლეჩაქებში ფერმკრთალი, შეშუპებუ-
ლი სახეები მოუჩანდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მონაზ-
ვნები სადღაც გაქრნენ, ან საერო ფენებს დაუბრუნდნენ და იმ
ფენებში გაითქვიფნენ. თავად „მოწოდების“ ცნება კვდება, უან-
გარო მსახურება აღარავის იზიდავს, ყყველას სურს, ცხოვრებას
რაც შეიძლება მეტი სიამოვნება წაჰგლიჯოს. არც მონაზვნები,
არც რაბინები, არც უბრალოდ კეთილისმყოფელები, რომლე-
ბიც მზად იყვნენ დალოდებოდნენ მათთვის გამზადებულ სიხა-
რულს, თუ ამქვეყნიურ არა, იმქვეყნიურ ცხოვრებაში მაინც.
საიქიო ცხოვრების რწმენა. იგი მიწიერ ცხოვრებას ეხმარებო-
და, დარჩენილიყო წესიერების საზღვრებში; სხვათა შორის,
რუსებთან დაპირისპირებაც ამ აზრით იყო სასიკეთო. ამჯერად
თვალსაწიერში მხოლოდ იაპონიაა, დიახ, ტექნიკური პროგრე-
სი, დიახ, დაუოკებელი ლტოლვა, დაუყოვნებლივ მიიღო ყვე-
ლაფერი, რაც შეგიძლია, ვიდრე შეგიძლია.
ბაჭია მარცხნივ თავგადახრილი წევს და თავის გადაშლი-
ლი სხეულის ირგვლივ შემოჯარულ, ტილოს მწვანე ბორცვე-
ბისდარ მხრებს ზემოთ იცქირება და რენტგენის მონიტორის ეკ-

457
მკითხველთა ლიგა

რანზე საკუთარი გულის მონახაზს ხედავს - ეს არის რაღაც ბაცი


რუხი, აძაგძაგებული ქსელით დაყოფილი, მუქი კლაკნილი
ძარღვებით გამსჭვალული რამ, მოგრძო ამობერილობებით -
ეს ყველაფერი სწორედ საკონტრასტო ნივთიერების შეშხაპუნე-
ბის შემდეგ გამოიკვეთა. მავთულივით წვრილი, შავი, უკიდურე-
სად რეალური, მკვეთრი გარშემოწერილობის მქონე ზონდის
ცნობისმოყვარე წვერი, დოქტორ რეიმონდის დამჯერი მარ-
თვის ღილაკის მეშვეობით, წინ მიძვრება, გველთევზასავით იკ-
ლაკნება, შემდეგ დიაგონალზე გადის და როგორც პისტოლე-
ტი, მიზნისკენ მიმართული, მოკლე-მოკლე ბიძგებით პირდაპირ
დაწინწკლულ, რძიან სანათურში ხვდება - თითქოს შესახედად
დაუსრულებელ, ორგანულ, საცეცისა თუ მდინარის მსგავს ნა-
წილში შედის. ჰარი უყურებს, სუნთქვა ხომ არ შეეკვრება მის
გულს, ხომ არ შეეცდება გააძევოს დაუპატიჟებელი სტუმარი?
მაინც ისეა, თითქოს ყელში თითი აქვს გაჩრილი, ფიქრობს იგი,
თან გრძნობს, როგორ ეძალება გულისრევა: იმავდროულად
მას, როგორც მფრინავ-გამომცდელს, უცნაური გარინდება ეუფ-
ლება - ეკრანის, გახუნებული და ძნელადწასაკითხი, აეროფო-
ტო გადაღების ნაგლეჯის მსგავსი სურათებისა და ერთმანეთ-
თან გადალაპარაკებით გართული ექიმების დაბალი ხმებისგან.
- ესეც ასე, ადგილზე ვართ, - ბურტყუნებს დოქტორი
ბრეიტი ისე, თითქოს არ სურს, ვინმეს ძილი დაუფრთხოს.
- ეს არის თქვენი მარცხენა წინა დაღმავალი, ანუ მარცხენა
ვენური, ე.წ. „ქვრივის“ არტერია. ტიპური სურათია. ყველაზე
ხშირად, სწორედ აქ წარმოიშობა უსიამოვნებები. ხედავთ, რო-
გორი ათეროსკლეროზი გაქვთ? როგორაა კედლები გასქელე-
ბული? აი, ის თავმოყრილი ნამცეცები - ესაა ნადები, ანუ ბალ-
თა. მეჩვენება, რომ სანათური გადაკეტილია ოთხმოცდახუთი
პროცენტით, ან დაახლოებით ამდენით.

458
მკითხველთა ლიგა

- ბრინჯის ხრაშუნები, - ცდილობს წარმოთქვას ჰარიმ, მაგ-


რამ პირი გამომშრალი აქვს და ხმა უწყდება. მას მხოლოდ
სურდა დაედასტურებინა, რომ, დიახ, ყველაფერს თავად ხე-
დავს - ხედავს თავის გახლართულ მოჩვენებით „მეს”, წარმოდ-
გენილს რომელიღაც სქემის სახით, ხედავს მისი სიცოცხლის
გამამწარებელ ბალთას, რომელიც რენტგენის სხივებში ასე
ჰგავს „ბრინჯის ხრაშუნებად“ წოდებულ მშრალ საუზმეს. იგი
მსუბუქად უკრავს თავს, თან სხეულს გრძნობს უფრო შებოჭი-
ლად, ვიდრე მაშინ, როცა თმას კრეჭენ ან პროსტატას უსინჯა-
ვენ. უფრო ენერგიული თავდაკვრისა ეშინია - როგორმე გული
არ ამოუვარდეს. საინტერესოა, იმავეს გრძნობს ქალი, როცა
იცის, რომ საშოში ჩვილი ჰყავს? ან მაშინაც იმავეს გრძნობს,
რასაც ბაჭია, რომელსაც ექიმი რეიმონდი შიგნით შეუძვრა?
როგორ იტანენ ამას ქალები მთელი ცხრა თვის განმავლობა-
ში? ან როგორ იტანენ იმას, რაც დედობას უძღვის წინ, როცა
მათში რაღაც სხვა შეჰყავთ? სხვათა შორის - ჰომოსექსუალე-
ბიც? დაწვრილებით ამ საკითხს არავინ განიხილავს, არც სატე-
ლევიზიო ტოქშოუებში, არც ოპრასთან.
- ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ჟამი დგება, - დოქ-
ტორმა ბეიტმა სუნთქვაც კი შეიკრა, როგორც კომენტატორმა
გოლფის მოედნიდან, როცა ეს-ესაა, უნდა შეასრულონ გადამ-
წყვეტი პატი. ჰარი თავიდან გრძნობს, ხოლო შემდეგ ეკრანზე
ხედავს, თუ როგორი აჩქარებით უცემს გული, იგრიხება, თით-
ქოს დაძვრენას ცდილობს, იგრიხება იმ სპირალისებური კრუნ-
ჩხვითი მოძრაობით, რომლის დემონსტრირებასაც ახდენდა
თავის მუშტზე დოქტორი ოლმენი ფლორიდაში. აი, მღვრიე
მუშტი ეკრანზე გაბოროტდა, აი, ისევ და ისევ, ასე - სამოცდა-
ათჯერ წუთში. ჰარის ამ გაბოროტებაში სიცოცხლეა, მისი სუ-
ლია, ცნობიერების გამარჯვებაა მატერიაზე, ელექტრობისა კუნ-

459
მკითხველთა ლიგა

თებზე. ზონდის მექანიკურად ზუსტი, მუქი სილუეტი მის სხეულში


ჩანერგილი სასიკვდილო ჭიაყელაა. ღვთისმგმობელი ტექნიკა
ძალადობს ჩვენი პულსაციის ნოტიო მილაკებზე, რომელიც
გვერგო თავხერხემლიანების, ჩვენი რბილტანიანი წინაპრების-
გან. ჰარი ისევ გრძნობს გულისრევის ბუმბულიან შეხებას. რა
იქნება, თუკი ამოაღებინებს? ალბათ, ყველას დავთარს აურევს,
დაარღვევს თამაშის მსვლელობას და მისი მოყარაულე მწვანე
ბორცვები, რომელთა ძირშიაც ჩამარხულია, წამსვე უკუდგები-
ან. არა, ეს არ შეიძლება. მშვიდად უნდა იწვეს.
ეკრანზე ხედავს, რომ ზონდის ცნობისმოყვარე წვერის
უკან განლაგებული ერთ-ერთი სეგმენტი გამსხვილებასა და გა-
ბერვას იწყებს, თან „ბრინჯის ხრაშუნებს“ მღვრიე მდინარისკენ
აწვება, მდინარე მის გულში ჩაედინება და ასეთი გაბერილი,
არტერიის კედლებს მიმსკდარი ადგილზე შეშდება. ასე რომ (ა-
მის ახსნა მისთვის მოასწრეს), თუკი მისი „წინა დაღმავალი“ ვერ
უზრუნველყოფს საკუთარ თავს დამატებითი, შემოვლითი სის-
ხლძარღვებით, სისხლის მიმოქცევა შეჩერდება და გულის შე-
ტევის პროვოცირება მოხდება, სწორედ აქ, კამერის წინ.
- ოცდაათი წამი, - სულს ითქვამს დოქტორი ბრეიტი, ხო-
ლო დოქტორი რეიმონდი პატარა ბალონს უშვებს, - მგონი არა
უშავდა, რეი, - ჰარი ტკივილს არ გრძნობს, რომ არა ხანჯლი-
სებური, ტკბილად შემაწუხებელი ნდომა შარდის ბუშტში და, კი-
დევ, ყელის უკანა კედლის წვა, თითქოს მლაშე წყლისგან, რო-
მელიც საკმაოდ ყლაპა ყურეში, - კიდევ ერთხელ, ჰაროლდ,
და მორჩა.
- თავს როგორ გრძნობთ? - ეკითხება მას დოქტორი
რეიმონდი ხმით, როგორიც არცთუ იშვიათად ახასიათებთ გან-
ვითარებული მუსკულატურის მქონე მამაკაცებს, ხოლო პენ-

460
მკითხველთა ლიგა

სილვანიელებს განსაკუთრებით, - ისე ლაპარაკობენ, თითქოს


კენჭს ატრიალებენ პირში.
- როგორც - ჯერჯერობით ცოცხალი, - პასუხობს ჰარი და
ეჩვენება, რომ მისი საკუთარი ხმა, ჩვეულებრივზე ოქტავით
მაღლაა აწეული, თითქმის ქალისას ჰგავს.
პატარა ბალონს განმეორებით ბერავენ და ეკრანზე ისევ
ჩნდება ადრინდელი სურათი - უხმაუროდ, იმ მოლეკულებივით,
შემეცნებით ტელეპროგრამაში მიკროსკოპის ქვეშ ერთმანეთს
რომ ეჯახება ან იმ წვრილ-წვრილი ფრაგმენტებივით, სადაზ-
ღვევო კომპანიის რეკლამაში კომპიუტერული გრაფიკის წყა-
ლობით ლოგოტიპს რომ ქმნის. როგორც ჩანს, ამ ყველაფერს
მის რეალურ სხეულთან იმდენად მცირე შეხება აქვს, როგორც
მისი ცოდვების ჩანაწერს, რომელსაც სკრუპულოზურად აგრო-
ვებენ ციური ანგელოზები. ახლა მისი გული რომ გაჩერდეს, ეკ-
რანზე მხოლოდ ჩრდილების თამაში იქნება. ჰარი უყურებს ეკ-
რანს და ხედავს, როგორ იფუშება შებერილობა მეორედ, ხე-
დავს, რომ „ბრინჯის ხრაშუნები“ მის „წინა დაღმავალში“ ჩატენა.
იგი გონებით წარმოიდგენს, როგორ შეუფერხებლად იღვრება
მის გულში სისხლი და მასთან ერთად ჟანგბადი, ორგანიზმის
საწვავი; სამადლობელი სიხარულისგან, რომელიც მთლიანად
ავსებს, თავბრუ ეხვევა.
- მგონი ყველაფერი კარგად გამოვიდა, - შესამჩნევი ნერ-
ვიული ტონით ამბობს დოქტორი ბრეიტი.
- ეს „მგონი“ რაღაა? - ეპასუხება დოქტორი რეიმონდი, -
კარგად კი არა, შესანიშნავად, - ლუდი „მილერ ლაიტის“ ერთ--
ერთი რეკლამის სულისკვეთებით, როცა კადრს მიღმა ხმები ამ
სასმლის ღირსებას განიხილავენ.
მედდა, რომელიც იმავე საღამოს შედის ჰარისთან პალა-
ტაში - (ერთადგილიანი პალატისთვის - დღეში 160 დოლარი

461
მკითხველთა ლიგა

ჩვეულებრივზე ძვირია, მაგრამ მისი აზრით, ამად ღირს, ფლო-


რიდაში მისი პალატის მეზობელი ბოლოს და ბოლოს გარდა-
იცვალა: ამასთან, სიკვდილის წინ კვნესოდა, ბუყბუყებდა, ბო-
ლოს ჩაისვარა კიდეც) მისი ტემპერატურისა და წნევის გასაზო-
მად; გარდა ამისა, ქაღალდის ჭიქაში მისაღები აბების პორცია
უნდა დაუტოვოს. მედდა ახალგაზრდაა და ალერსიანი მრგვა-
ლი სახე აქვს. ტანსრულია, მაგრამ მკვრივი. ჰარის ახალგაზ-
რდა ქალი ვიღაცას აგონებს. მას მკრთალი, ლურჯი თვალები
აქვს და თვალის ღრმა ბუდეები - როდესაც მისი თავი სამ მე-
ოთხედზეა მიბრუნებული, ღაწვის ზემოთ მოჩანს ფოსო, ხოლო
ზედა ტუჩი თითქოს შესივებულია, როგორც აქვს მიშელ
პფაიფერს, ჰარის რომ მოსწონს. მედდის ქუდიდან გადმოშლი-
ლა მრავალჯერ შენაღები მოწითურო-წაბლისფერი და ჭაღა-
რაშერეული თმა, თუმცა ასაკით ქალიშვილად ერგება.
იგი ბაჭიას პირიდან უღებს უცნაურ, რაკეტის ფორმის,
პლასტმასის თერმომეტრს და მარცხენა ხელზე უჭერს წებოვან
მანჟეტს, ჰაერს ტუმბავს და ეკითხება:
- ვაჭრობა როგორია? „ტოიოტები“ როგორ არიან?
- არა უშავს. დოლარი რომ ძლიერი იყოს, საქმე უფრო
კარგად წავიდოდა. მაღაზიას დღეს შვილი მართავს, მეტ--
ნაკლებად დამოუკიდებლად. საიდან იცით, რომ „ტოიოტებს“
ვყიდდი?
- ათი წლის წინ ჩვენ, მე და ჩემმა თაყვანისმცემელმა,
თქვენგან მანქანა ვიყიდეთ. - იგი თავს გაასწორებს და მკრთა-
ლი ლურჯი თვალებით უყურებს ჰარის, - არ გახსოვთ?
- ეს თქვენ ხართ! როგორ არა! როგორ დამავიწყდებო-
დით. მახსოვს. ფორთოხლისფერი „კოროლა“, - იგი მისი ქა-
ლიშვილია; ყოველ შემთხვევაში მან საკუთარი თავი დაარწმუ-
ნა, რომ ასეა. თუმცა რუთი, მავნებლობის გამო, არაფრით გა-

462
მკითხველთა ლიგა

მოტყდა. ჰარი სარგებლობს იმით, რომ მოწყალების და მასთან


ძალზე ახლოს ზის, იგი კითხულობს ხალათზე მიმაგრებულ ბა-
რათს: ენაბელ ბაიერი. უფროსი მედდა. გამოდის, რომ მას ჯერ
კიდევ არ გამოუცვლია ქალიშვილობის გვარი.
ენაბელი იჭმუხნება და ჰაერს უშვებს მანჟეტიდან, რომელ-
საც ჰარი პოლიციელის რკინისებური ჩაბღაუჭებით ებღაუჭება.
- წუთი დავიცადოთ და ისევ ვცადოთ. თვალწინ ჩამოხტა,
ვიდრე ვლაპარაკობდით.
ჰარის ძალიან უნდა გამოჰკითხოს მედდას.
- როგორ აჩვენა თავი „კოროლამ“? ჩააბარა გამოცდა
გამძლეობაზე? იმ თქვენმა თაყვანისმცემელმა თუ გაუძლო გა-
მოცდას? მაინც, რა ერქვა? სოფლელი აყლაყუდა, წითელი ყუ-
რებით.
- გთხოვთ, ნუ ილაპარაკებთ, ვიდრე წნევას არ გაგიზო-
მავთ. მეც გავჩუმდები. ეცადეთ, რაიმე სასიამოვნოზე იფიქროთ.
იგი ფიქრობს ბაიერის ფერმაზე, სადაც რუთი ცხოვრობდა.
გზისპირა ნასხლეტზე, რომელიც თავქვე იწყებოდა, სადაც ხე-
ხილი ჰქონდა და საიდანაც, მიყუჩებული ათვალიერებდა პატა-
რა ქვის სახლს, სასკოლო უპატრონო ავტობუსების ყვითელ
ჩონჩხს და საიდანაც მისი მუქი ფერის კოლი დაბლა, სახლის-
კენ უბიძგებდა, თითქოს იცოდა, რომ ჰარიც ოჯახის წევრი იყო.
ფრიცი - ასე ეძახდნენ ძაღლს. ბასრი კბილები, შავი ღრძილე-
ბი. თან, როგორ ფხაჭნიდა? მშვიდად. უმჯობესია იფიქრო
ფორტ-ჰუდეს დაბალი, გავარვარებული ბარაკების თავზე წა-
მომდგარ ტეხასის უსაზღვრო ცაზე, იფიქრო საკუთარ თავზე
ახალგარეცხილი ხაკისფერი პერანგითა და მთელ საღამოზე
გამოწერილი დათხოვნის ბარათით. თავისუფლება, მოალერსე
ნიავი, მწვანე დაისი დაბალი ჰორიზონტის თავზე. იფიქრო სა-
კალათბურთო მატჩზე ორიოლის საშუალო სკოლის გუნდის -

463
მკითხველთა ლიგა

„მოლაღურის“ - წინააღმდეგ; როგორი პატარა იყო სკოლის


სპორტდარბაზი, ორივე მხარის უკანახაზელები კედელს ეკ-
ვროდნენ, იმ ხანებში სოფლის მოკრძალებული სკოლები უსა-
ხო, ძალზე დიდ „რეგიონულებთან“ ჯერ კიდევ არ შერწყმულიყ-
ვნენ, ხოლო სავაჭრო ცენტრებს ჯერ კიდევ არ დაეწყოთ ფერ-
მერული მიწების ნაჭერ-ნაჭერ მოკბეჩა. იფიქრო იმაზე, როგორ
ეშვებოდი მთიდან ციგით, ბეწვის თავსაბურავში გახვეულ მიმის-
თან ერთად, მაუნტ-ჯაჯის შლაპების ფაბრიკის უკანა ეზოში, ზამ-
თრის ღამეებში, ისეთ მოკლე ღამეებში, ქუჩის ფარნებს ვახშმო-
ბამდე საათით ადრე რომ ანთებდნენ, როცა უკვე შინ უნდა გაქ-
ცეულიყავი.
- ასე უკეთესია, - ამბობს მედდა, - ას ორმოცი ოთხმოც-
დათხუთმეტზე. - საუცხოო არ არის, მაგრამ არც ცუდია. ახლა
კი თქვენს კითხვებს ვპასუხობ: მანქანამ უკეთ გაუძლო გამოც-
დას, ვიდრე თაყვანისმცემელმა. „კოროლა“ მხოლოდ რვა
წლის შემდეგ გავყიდე; სპიდომეტრზე ას ოცი ათასი მილი ეწე-
რა. ჯეიმი ჩამომშორდა ერთი წლის შემდეგ, რაც ქალაქში გად-
მოვბარგდი მასთან ერთად. დაბრუნდა უკან, გელილში, ბრუერი
მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
- თქვენთვის როგორია? ასევე მიუწვდომელია?
- სრულებითაც არა. აქაურობა მომწონს. მიყვარს, როცა
ცხოვრება ჩქეფს.
ნეტავ, როგორ ესმის, რასაც ამბობს? როგორც დედამისს
ახალგაზრდობაში? მართლა მეძავი იყავი, გოგო?
საღამოს ბინდი და ფოთლებით მაისის დარად შეფერილი
ხეები მისი ერთსაწოლიანი პალატის ასკეტურობას ამსუბუქებენ;
ამ საათისთვის სართულზე სიჩუმეა - სავადმყოფოს ვახშმობის
დროს დასრულდა, სამსახურების შემდეგ მოსულ მნახველთა
ნაკადმა უკვე იკლო.

464
მკითხველთა ლიგა

ჰარი ბედავს, ჰკითხოს:


- გათხოვილი ბრძანდებით? თუ ისე, ვინმესთან ცხოვ-
რობთ? მოკლედ, მამაკაცი თუ გყავთ?
ახალგაზრდა ქალი იღიმება, მისი ბუნებრივი გულთბილო-
ბა სულ რაღაც ერთი წამით ებრძვის განცვიფრებას, ჰარის ცნო-
ბისმოყვარეობისა და მოურიდებლობის გამო, მაგრამ დას-
ძლევს და მისი სახე ისევ წინანდებური უშფოთველობით
მოეფინება. ბინდბუნდის სინათლეში ისე ჩანს, თითქოს წინ
მოიწევს, მისი სახის მკრთალი მრგვალი ბრწყინვალებით. მაგ-
რამ მის ხმაში უკვე შეიმჩნევა ქალაქური სიცივე, დაძაბულობა,
რომელსაც განგაშის შემთხვევაში შეუძლია სრულად წა-
მოიმართოს.
- არა, მხოლოდ დედასთან ერთად. მან ფერმა გაყიდა,
რომელიც დაგვრჩა მამის გარდაცვალების შემდეგ და ჩემთან
გადმოვიდა საცხოვრებლად, როცა ჯეიმი დამშორდა.
- მგონი, ვიცი, სად არის თქვენი ფერმა. მგზავრობის დროს
ჩავუვლიდი ხოლმე, გზიდან ვხედავდი, - ჰარის უკვირს, ამ ახა-
ლი ინფორმაციისგან, წარმოსახვითი სურათებისგან გული და-
უმძიმდა, სურათებისგან, რომელსაც ქმნის უჩინარი სამყარო,
ხეებითა და ბუჩქებით, წელიწადის დროებით, მწვანე, ხანაც რუ-
ხი დღეებით, სამყარო, სადაც ენაბელის ბავშვობამ მის გარეშე
ჩაიარა.
- რუთი როგორ არის... - იწყებს ბაჭია და შემდეგ ასრუ-
ლებს: - რითია დედაშენი დაკავებული?
ახალგაზრდა ქალი შეჰყურებს მას გამომცდელი მზერით.
მაგრამ, შემდეგ ყოყმანის გარეშე პასუხობს, თითქოს ჰარის
კითხვა შემოწმებას დაექვემდებარა და წარმატებით გაიარა იგი.
- ის საინვესტიციო კომპანიაზე მუშაობს, სათავო ოფისი
სადღაც შტატის გარეთ აქვს, - ფინანსური ბაზრები, სასესხო

465
მკითხველთა ლიგა

ფონდები, სხვა ასეთი, ხოლო ფილიალი აქ არის, მინის ახალ


შენობაში, კროლის ყოფილი უნივერმაღის პირდაპირ.
- იგი სტენოგრაფისტია, - იხსენებს ბაჭია, - ბეჭდავს მანქა-
ნაზე და ხმით კარნახს იწერს.
ქალიშვილი გაკვირვებისგან იცინის კიდეც, როგორ შეეძ-
ლო, ასე არაცნობიერად, ასე ზუსტად მოერტყა მიზანში. იგი გა-
შინაურებას იწყებს, ავიწყდება, რომ „მოვალეობას ასრულებს“.
ენაბელი მისი საწოლიდან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით
დგას, ზემოთკენ გამსხვილებულ მის ფეხებს მჭიდროდ ეტმას-
ნება გახამებული თეთრი ხალათი სამკერდეთი და კალთებით -
როცა დგას, ჰარის წინ მრგვალი გამონაბურცები ისახება. რის-
თვის დასჭირდა რუთს ასეთი მოდღლეზილი გოგო „ლურჯწინ-
დებიან“, მისთვის შეუსაბამო პოზიციის ქალად ექცია?
ამასობაში მედდა აგრძელებს:
- მართლაცდა, თავიდან იგი სტენოგრაფისტად მიიღეს,
მაგრამ რამდენადაც სხვა ქალებზე ასაკოვანი იყო, უფრო საპა-
სუხისმგებლო სამუშაოზე გადაიყვანეს. ამჟამად იგი უმცროსი,
მაგრამ მაინც ადმინისტრატორია. შემთხვევით, დედაჩემს ხომ
არ იცნობდით, ადრე, ოდესღაც?
- არ ვიცი, არა მგონია, - ცრუობს ბაჭია.
- ალბათ, მაინც იცნობდით იმხანად, ვიდრე გათხოვდებო-
და. ერთხელ გამომიტყდა, რომ მამასთან შეხვედრამდე ბიჭები
თავზე საყრელად ჰყავდა, - გოგონა იღიმება, თითქოს უფლე-
ბას აძლევს ბაჭიას, გაიცნოს ის, მისი ადრინდელი დედა.
- თავზე საყრელად, - იმეორებს ჰარი და ამ ფიქრთან ერ-
თად სევდა ეუფლება. მას მუდამ სურდა, რომ ყოველი ქალის-
თვის ერთადერთი მამაკაცი ყოფილიყო, ისევე, როგორც საკუ-
თარი დედისთვის - ერთადერთი ვაჟი, - ერთმანეთს ალბათ ორ-
ჯერ შევხვდით, მეტად არა.

466
მკითხველთა ლიგა

- აუცილებლად უნდა ნახოთ, - აიტაცებს ენაბელი, - გახდა,


კარგად აცვია, თან შნო აქვს. ხშირად ვეხუმრები, ჩემზე მეტი
თაყვანისმცემელი გყავს-მეთქი.
ბაჭია თვალებს ხუჭავს და ცდილობს წარმოიდგინოს, რო-
გორი იქნება რუთი ახლა, მათ ასაკში. მიდი, მიდი, იმუშავე.
შეიმოსა. ანუ, ქალაქელი იყო და ქალაქელად დარჩა. ნეონის
წითელი კონტურები მისი თმის ირგვლივ, როცა მან რუთი პირ-
ველად ნახა, თითქოს ყვავილის ჭკნობის პირველი რკალი იყო.
ის, ვისაც იგი თავის ქალიშვილად თვლის, საუბარს განაგ-
რძობს:
- ვეტყვი მას, რომ აქა ხართ, ბატონო ენგსტრომ.
თუმცა ბაჭია უკვე მზადაა უკანა სვლით გამოქუსლოს, ენა-
ბელი, შეგულიანებული მათ შორის წარმოშობილი სიმპათიით,
საკმაოდ თამამ წინადადებას ამბობს:
- შეიძლება მას უკეთესი მეხსიერება აქვს.
საავადმყოფოს დაგმანულ ფანჯრებს მიღმა, აუჩქარებ-
ლად ჩამოწოლილ ბინდბუნდში მიწიდან ზევით იწევენ გაზაფ-
ხულის მაცოცხლებელი წყლები და ჰაერი, აქაც კი, შიგნით, ისე
წარმოგიდგება, თითქოს ყვავილობითაა და მოთენთილობითაა
გაჟღენთილი. ჰარის თვალები ისევ ეხუჭება.
- არ არის საჭირო, - ამბობს იგი, - ნურაფერს ეტყვით. ალ-
ბათ, არც ახსოვს არაფერი, - თითქოს უცბად დაიღალა, ძალიან
დაიღალა, რომ რუთზე იფიქროს. ახლა მის წინ საკუთარი ქა-
ლიშვილიც რომ იდგეს, მთელი ეს ისტორია დიდი ხანია წარ-
სულით დაიფარა, მაგრამ მაინც არ მთავრდება, მომაბეზრებე-
ლია, როგორც რადიო, რომლის გამორთვაც დაავიწყდათ.
საავადმყოფოში სულ რაღაც ხუთ დღეს უნდა დარჩეს. შა-
ბათს ჯენისმა ინახულა. დრო საათობით აქვს გაწერილი: დაიწ-
ყო მეცადინეობები უძრავი ქონების რიელტორულ კურსებზე:

467
მკითხველთა ლიგა

„უძრავი ქონება - უფლება-მოვალეობებისა და საკუთრების უფ-


ლების გადაცემის საკანონმდებლო საფუძველი“ - ერთბაშად,
სამი საათი ერთ დღეს და „გირავნობისა და დაფინანსების მე-
ქანიზმი“ - მეორე დღეს. ეს საღამოობით, დღისით კი დიდ
დროს ატარებს პრუსა და შვილიშვილებთან და, ამას გარდა,
მას ჩარლი სტავროსმა დაურეკა და სადილად მიიპატიჟა.
ბაჭია აღშფოთებული ხმაურობს:
- არ არის ახლა თავხედი? ჯერ ხომ არ მოვმკვდარვარ.
- არა, ძვირფასო, არც ჯერ, არც შემდეგ და არც მომავალ-
ში - ეჭვი არავის ეპარება. მან თქვა, რომ ეს იდეა მთლიანად
შენია და წარმოიშვა მაშინ, როცა ერთად სადილობდით. ჩარ-
ლი წუხს ჩვენ გამო, სულ ეს არის. იგი თვლის, რომ ყველაფერი
თვითდინებაზე არ უნდა მივუშვა, საჭიროა დამოუკიდებელი ბუ-
ღალტრის მოწვევა და მისთვის დავალების მიცემა, რათა ჩვენს
ადვოკატთან ერთად შეამოწმოს მაღაზიის ფინანსური მდგომა-
რეობა, ზუსტად ისე, როგორც შენ გსურდა.
- რამეში რომ დარწმუნდე, ჩარლი უნდა გელაპარაკოს
ამის შესახებ, მე კი შენთვის ავტორიტეტი არ ვარ.
- საყვარელო, შენ ქმარი ხარ, ხოლო ქმრები მუდმივად
თავგზას უბნევენ ცოლებს. ჩარლი მხოლოდ მეგობარია და შე-
უძლია მიუკერძოებელი დამკვირვებლის პოზიციიდან განსა-
ჯოს. ამასთან, მას მამა უყვარდა და გულშემატკივრობს ფირმას.
ჰარი უნებურად ირონიულად ფხუკუნებს, თუმცა, სიცილის-
თვის განწყობილი არაა, ისევე როგორც, რაიმე ისეთისთვის,
რასაც შეუძლია მისი გული შეაშფოთოს და შეაწუხოს ეკრანის
მონიტორზე მოხტუნავე არამყარი ქსელი, რომელზედაც მისი
ყურადღება იყო მიპყრობილი ოპერაციის განმავლობაში. საქმე
ისე წარიმართა, რომ, როცა კომედიური სერიალების - „კოს-
ბის“, „პირველი შემხვედრნის“ ან „ოქროს ასაკის“ - ყურებისას

468
მკითხველთა ლიგა

მხიარულების შემოტევა აქვს, იგი ტელევიზორს თიშავს, რათა


არ გაიცინოს და გული არ გადატვირთოს. ეს ტელეშოუები საკ-
მარისად იდიოტურია, მაგრამ მთლად უსაზღვრო სიშტერის
შთაბეჭდილებას არ ტოვებს - ვერც ერთი შეედრება ბოლო
ამოწრიპინებას სახელწოდებით „როზანა“, სადაც მთავარ
როლში ის დუნდრუხა დედაკაცია, რომლის ერთადერთ ნიჭსაც,
ბაჭიას გაგებით, პრაქტიკულად ტუჩების გაუნძრევლად, სწრა-
ფად და გაუთავებლად ყბედობა წარმოადგენს. რამ შეშალა ირ-
გვლივ ყველა? გაუგებარია.
- ჯენის, - ეუბნება ბაჭია სავსებით სერიოზულად, - მგონი
მამაშენი ერთადერთ ადამიანს უყვარდა დედამიწაზე, ეს შენ
ხარ. შეიძლება თავიდან - დედაშენსაც, ეს ძნელი სათქმელია.
- მიცვალებულს პატივი ეცი, - მოუწოდებს მას ცოლი, თუმ-
ცა ოდნავადაც არ კარგავს წონასწორობას. ქალი შეუმჩნევ-
ლად, მაგრამ მაინც დამრგვალებულა: როგორც ჩანს, მუდმივი
საჩოგბურთო-საცურაო დიეტის გარეშე, რომელსაც ფლორი-
დაში მისდევდა, სავარაუდოდ, სიგანეში წავიდა. ცოლ-ქმარი
ჯერ კიდევ გოლფ-კლუბ „მფრინავი არწივის“ წევრები არიან.
მაგრამ წელს, ყოველი წინა გაზაფხულისგან განსხვავებით,
კლუბში არც შეუხედავთ. ოდესღაც ისინი, მთელი მათი კომპა-
ნია, შესანიშნავად ატარებდნენ დროს და არც უფიქრიათ, რომ
მუდამ ასე არ გაგრძელდებოდა. ახლა კიდევ გულმა უმტყუნა -
ჰარის თავადაც ვერ გაუგია, ღირს თუ არა, ისევ გულმოდგინედ
იფიქროს გოლფზე. დავუშვათ, თამაშის დროს რომელიმე მხა-
რეს, სიტყვაზე, მეშვიდე ფოსოსკენ გაქუსლე. იქ, კიდევ, სიკ-
ვდილმა ცერად გადმოგხედა. ფეხებითაც რომ არ გადაადგილ-
დებოდე და ელექტრომობილით მიდიოდე, ვიდრე მთელი მინ-
დვრის გავლით სამედიცინო პუნქტამდე მიაღწევ, ათი წუთი
დაგჭირდება და ამდენი ხნით შენი ტვინი დარჩება უჟანგბადოდ.

469
მკითხველთა ლიგა

უკიდურესი ზღვარი კი ხუთი წუთია, რის შემდეგაც მოაზროვნედ


ყოფნას წყვეტ.
- კარგი, როგორ გაქვს განზრახული მის რჩევას მისდიო?
ჩართავ გარეშე ბუღალტერს?
- უკვე ჩავრთე! - აცხადებს წარმოუდგენელი სიამაყით სავ-
სე ჯენისი, რადგან საიდუმლო, რომელსაც საუბრის ამ წუთის-
თვის მოთმინებით ინახავდა, შეუძლია გაამხილოს, - ჩარლიმ,
ჯერ კიდევ ჩემთან შეხვედრამდე, საკუთარი ინიციატივით
დაურეკა მილდრედს და, ორივე ერთად გავემგზავრეთ მასთან
საკმაოდ მშვენიერ სახლში, მოხუცთა თავშესაფარში, აქვე,
ჩვენს მახლობლად. იგი სრულიად საღ გონებაზეა, ყველაფერი
ნახევარი სიტყვიდან ესმის, მხოლოდ ფეხზე ვერ დგას მყარად.
მოკლედ, მივედით მაღაზიაში, ხოლო ლაილი, შენ რომ გეუხე-
შა, ადგილზე არ დაგვხვდა. მაშინვე ვცადე მასთან შინ დამერეკა
და დავურეკე კიდეც! ვუთხარი, რომ გვსურს გავეცნოთ ოქტომ-
ბრის თვის შემდგომ ანგარიშებს, ის კი გვპასუხობს - მთელი
დოკუმენტაცია შინ აქვს, კომპიუტერულ დისკებზე, თვითონ ისე
ავადაა, რომ დღეს ვერაფრით მიგვიღებს. მაშინ კი მივართვი:
თუკი ასე ავად ბრძანდებით, ალბათ თქვენთვის უმჯობესი იქნე-
ბა დატოვოთ ჩვენი ფირმის ბუღალტრის სავარძელი.
- ასე უთხარი?
- ჰო, ასე ვუთხარი. პირველი, რასაც გვასწავლიან კურსებ-
ზე არის ის, რომ არასოდეს ვილაპარაკოთ მიკიბ-მოკიბვით და
ენის მოჩლექით, რადგან ასეთ ქცევას საქმისთვისაც და ადა-
მიანებისთვისაც მხოლოდ ვნება მოაქვს. რა საჭიროა უაზრო
სიფრთხილე, უმჯობესია პირდაპირ ითქვას სათქმელი, თუნდაც
ვინმესთვის ეს მოსაწონი არ იყოს. ვუთხარი, რომ იგი გათავი-
სუფლებულია, პასუხად მეუბნება, რომ უფლება არ მაქვს შიდ-
სიანი გავათავისუფლო სამსახურიდან, ეს დისკრიმინაციაა, პა-

470
მკითხველთა ლიგა

სუხად მოვთხოვე ხვალისთვის წარმოადგინოს სრული დოკუ-


მენტაცია და ყველა დისკი, სხვაგვარად მათ ამოიღებენ პოლი-
ციის დახმარებით.
- ასე უთხარი? სიტყვასიტყვით?
ჯენისს თვალები უბრწყინავს და თმა ღაბუა (მართლა სუქ-
დება), თხილივით მოცუცქნული სახის ირგვლივ ყალყზე უდგას.
ჰარი ისე ტკბება მისი ცქერით, როგორც ვტკბებით ხოლმე ბავ-
შვებით, რომლებიც აღვზარდეთ და გზაზე დავაყენეთ, მათი
წარმატებებით გავიხარეთ, თუმცა წარმატებები გვაშორებს მათ,
რადგან დამოუკიდებელი შრომით, საქმეებით მიაბიჯებენ დიდ
სამყაროში და, მაშასადამე, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ
ჩვენსა და მათ შორის დისტანცია, გაუცხოება მალე შესამჩნევი
გახდება.
- შეიძლება ისე დალაგებულად ვერა, როგორადაც მო-
გითხრობ, მაგრამ ძალიან შევუტიე. ჰკითხე ჩარლის, იქ იყო და
ყველაფერი გაიგონა. აღმაშფოთებელია, რაც იმ პედერასტებ-
მა გაუკეთეს ნელსონს. იმათი გახრწნილია!
- ცისფერებმა, - ჩვეული აბეზარობით უსწორებს ჰარი, -
ახალმიღებულია, რომ მათ „ცისფერები“ უწოდონ, - ბაჭია ახ-
ლაც არ აკლებს ცდას, რომ არ ჩამორჩეს ამერიკას, უსწრაფე-
სად ცვალებად სტილს, კოსტიუმებს, ლექსიკონს, მუდამ ერთი
ნაბიჯით გაუსწროს ცეკვას, მუდამ ახალგაზრდა იყოს, მუდამ
გააახალგაზრდავებული, - ლაილიმ რაო, როგორ მიიღო ნათ-
ქვამი?
- მან თქვა, ვნახოთო. მკითხა, მოვეთათბირე თუ არა ნელ-
სონს? ვუთხარი, რომ არა და, სამწუხაროდ, ნელსონი ამჟამად
არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მასთან თათბირი იყოს საჭი-
რო. კიდევ ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, მან და მისმა ძმა--
ბიჭებმა ნელსონი, როგორც მეწველი ძროხა, ისე გამოიყენეს,

471
მკითხველთა ლიგა

მოუსპეს ჯანმრთელობა, საცოდავ ნარკომანად აქციეს - ამ


დროს ჩარლიმ ფურცელზე დამიწერა: „ცოტა დაამუხრუჭე!“ ელ-
ვირა და ბენი კაბინეტის კარს მიღმა, სადემონსტრაციო დარ-
ბაზში დარჩნენ, მაგრამ ყურები კეფაზე ჰქონდათ გამობმული.
უხ, რა ზომამდე გამაბრაზა იმ პედერასტმა, სიტყვები არ მყოფ-
ნის! - ჯენისი უხსნის, - ერთი მისი ტონისთვის მოგესმინა, შეიძ-
ლება იფიქრო, რომ მან დიდი პატივი დამდო, ისე კი, ყველა-
ფერი მისთვის მოსაწყენია და უინტერესო, საერთოდ, იგი ისეთი
სათუთი არსებაა, რომ ჩემნაირთან ურთიერთობა არ შეუძლია.
ბაჭია ნელ-ნელა იწყებს გააზრებას, მაინც რას გრძნობდა
ლაილი.
- ალბათ, უღონობამ სძლია, - იცავს ბიჭს, - მისი ავადმყო-
ფობა ხომ ადამიანს საშინელებას მართებს. ფილტვებში ყველა-
ნაირი ნაგავი უგროვდება.
- ჰოდა, თავისი საოხრე შტუცერი მამაკაცთა უკანალების-
გან შორს უნდა ჰქონოდა. - ყოჩაღად პასუხობს ჯენისი, თუმცა
ხმასაც დაუწია, რომ დერეფანში მედდებმა და სანიტრებმა შემ-
თხვევით არ გაიგონონ. ოჰო, უკანალები. თელმა. სიცარიელის
სამყოფელი. სიცარელეში ჩაჩეხვა.
- ჯერ კიდევ არ ვიცი, - ზანტად უტრიალებს თავისას ბაჭია,
- თუკი ნელსონის შემთხვევას ავიღებთ, ვინ ვის ხრწნის. შეიძ-
ლება თავად გავხრწენი ეს უბედური ბიჭი, ჯერ კიდევ ოცი წლის
წინ.
- ოჰ, ჰარი, ასე მკაცრად ნუ განსჯი თავს. ისე გამოიყურები,
გული მიკვდება. ძალიან შეიცვალე. კი მაგრამ, ასეთი რა გაგი-
კეთეს ამ ექიმებმა?
ჰარი მოხარულია, რომ ჯენისმა ჰკითხა და მას შეიძლება
უამბოს.

472
მკითხველთა ლიგა

- ჩემს შიგნით შეუშვეს გრძელი, წვრილი საგანი, რომე-


ლიც საკუთარ გულში ვიხილე, ეკრანზე. პირდაპირ ასე, ტელე-
ვიზორში, ჩემს საცოდავ გულში, რომელიც იკუმშებოდა და
ფართოვდებოდა, რათა ჩემი სიცოცხლისთვის გაეწია სამსახუ-
რი. არასწორია, როცა ექიმებს ნება ეძლევათ, შეძვრნენ ადამი-
ანთა გულებში. უმჯობესი იქნებოდა, სიკვდილი ეცლიათ.
- საყვარელო, რა სისულელეებს ამბობ. ეს ხომ თანამ-
დროვე მეცნიერების მიღწევაა. მადლობის მეტი არაფერი გეთ-
ქმის. გამოჯანმრთელდები, ყველაფერი კარგად იქნება. სხვათა
შორის, მიმიმ დარეკა, უზომოდ აღელვებულმა. ასეც ვუთხარი,
რომ ოპერაცია მარტივია, თან ტელეფონის ნომერი მივეცი,
აქაური, სასტუმროსი.
- მიმი, - ეს მოკლე, პაწია სიტყვა მასში ღიმილს იწვევს.
მისი დაიკო. კიდევ ერთი გადარჩენილი ჯეკსონ-როუდზე ჯერ
კიდევ მდგარი სახლიდან, სადაც დედა და მამა ერთმანეთს
ებუზღუნებოდნენ, ეჩხუბებოდნენ, სკანდალს უმართავდნენ,
მოურიდებლად, დაუფარავად იქცეოდნენ ასე, დღითი დღე.
ცხრამეტი წლის კნაჭა მიმი ეფექტურ ლამაზმანად იქცა და და-
სავლეთისკენ, ლას-ვეგასში გაეშურა. ვიღაცამ, მისი იქაური გან-
გსტერ მეგობრებისგან ერთ-ერთმა, რომელიც სენტიმენტებს
მოკლებული არ იყო, გოგონა „სილამაზის სალონის“ დიასახ-
ლისად აქცია (როცა მისმა სილამაზემ საგრძნობლად იწყო
ჭკნობა). ახლა კი, იმ სალონის გარდა, იგი ავტომატ--
სამრეცხაოსაც ფლობს. როგორც ჩანს, ვეგასში სამრეცხაოს
ქონა ყველაზე მომგებიანი საქმეა. ეს ხომ ის ქალაქია, სადაც
მუდმივად არავინ ცხოვრობს, ყველანი გავლით არიან და წას-
ვლის შემდეგ ცოტაოდენ ჭუჭყს მაინც ტოვებენ - როგორიც აქა-
ურ, 14/2 ფრანკლინ დრაივზე მდგარი სახლის ღია ფერის ხა-
ლიჩებზეა. ჰარი და ჯენისი შვიდი-რვა წლის წინ ესტუმრნენ მი-

473
მკითხველთა ლიგა

მის სამრეცხაოში: მღვიმისებური ოთახები, გაწყობილი მბრწყი-


ნავი ავტომატებით, ვერსად ნახავთ საათს, იქ ისეთი უკუნეთია,
ცისკრამდე, ღამის ორ საათზე რომ იცის, ამიტომაც, გარეთ
რომ გამოდიხარ, პირველ რიგში, გაოცებული შეშდები, აღ-
მოაჩენ, რომ მზე მთელი ძალით აცხუნებს და ტროტუარები
ისეა გავარვარებული, ძაღლები ვერ გაივლიან; სინატრასა და
უეინ ნიუტონის შესახებ ლასვეგასური ლეგენდების შთაბეჭდი-
ლების ქვეშ მყოფი ჰარი ელოდა, რომ იქაურობა განსაკუთრე-
ბული ფუფუნების ნიშნით იქნებოდა აღბეჭდილი, მაგრამ ლას--
ვეგასის სათამაშო სახლების ხშირი სტუმრები იმათი მოდგმისა-
ნი აღმოჩნდნენ, ვინც ადგილებს ცვეთს „ცალხელა ბანდიტებ-
თან“, ატლანტიკ-სითიში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ -
წამშივე უნდა დაიჭირო დასავლეთის სპეციფიკური კოლორიტი
- აქაურებს ხმა და სახე თითქოს დაბზარული აქვთ. ბზარებს მი-
მის სახესა და ხმაზეც შენიშნავდი. თუმცა იმ დროისთვის მას უკ-
ვე მოესწრო გადაჭიმვის გაკეთება, რათა მოეცილებინა, რო-
გორც თავად ამბობდა, „ინდაურის ბუწუწი“. ცხოვრება მთას
წააგავს, რაც უფრო მაღლა მიძვრები, მით უფრო ციცაბო ხდე-
ბა.
- ჰარი, - ჯენისი, როგორც ჩანს, რაღაცას მოუთხრობდა, -
ახლა რა გითხარი?
- წარმოდგენა არ მაქვს, - და გაღიზიანებული დასძენს: -
საერთოდ, რატომ მელაპარაკები, როცა ისევ გყავს ჩარლი,
ყოველ შემთხვევაში, მრჩევლად მაინც?
ჯენისი ოდნავ შესამჩნევად აენთო; ტუჩები მოკუმა, თით-
ქოს სახით იწევს მასზე.
- მრჩეველის როლი, ეს არის მისი ერთადერთი როლი
ჩემთან და ამაზეც იმიტომ დაგვთანხმდა, რომ შენ სთხოვე და
კიდევ იმიტომ, რომ უყვარხარ.

474
მკითხველთა ლიგა

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ფლორიდაში, სანამ ქალთა


კურსებზე დაიწყებდა სიარულს, აზრადაც არ მოუვიდოდა ამგვა-
რი სიტყვების გამოყენება, ახლა კი ეს ყბადაღებული „სიყვარუ-
ლი“ მის ენის წვერს არ სცილდება. შეიძლება იფიქრო, რომ
სიყვარული საწვავივით იღვრება, ან სულაც, ჰაერშია. ჰარი ბუნ-
დოვნად ხვდება, ჯენისი ცდილობს შეანჯღრიოს, აქტიური ქმე-
დების, სიცოცხლის სურვილი აღუძრას. ბაჭია კი ჯიუტად ებ-
ღაუჭება წარსულს.
- მე?
- ჰო, შენ, ჰარი ენგსტრომო.
- ვითომ რატომ, ღმერთო?
- წარმოდგენა არ მაქვს, - მისივე სიტყვებით პასუხობს ჯე-
ნისი, - ჰოდა, არასოდეს შემეძლო იმის გაგება, თუ რას პოულო-
ბენ მამაკაცები ერთმანეთში, - ქალი გახუმრებას ცდილობს, -
იქნებ ამ სიბერეში ცისფერი გახდა?
- იგი აქამდე არც დაქორწინებულა, - თითქოს მისი სიტ-
ყვები დაადასტურა ჰარიმ. - როგორ ფიქრობ, „სპრინგერ--
მოტორსში“ დაბრუნების შეთავაზება ხომ არ დააინტერესებს?
ჯენისი უკვე კრეფს თავის ნივთებს - ტყავის შავ ჩანთას,
რაღაც-რაღაცებით დატენილს, თითქოს ყუმბარა იყოს, ძველი
ნიმუშის ყუმბარა, რომელსაც ძველი დროის ბოროტმოქმედნი
ხელით ესროდნენ მსხვერპლს, და არა - „სემტექსის“ ბრტყელი
კონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე ტერორისტებს საიდუმ-
ლოდ, კეისებში გადამალული შეაქვთ თვითმფრინავის ბორ-
ტზე; ტყავის ჩანთაში უძრავი ქონებით ვაჭრობის სახელმძღვა-
ნელო, სხვადასხვა საბუთის ნიმუშები და ფოტოასლებია, ანუ ის,
რაც საღამოს მეცადინეობისთვის სჭირდება; იღებს ახალ საგა-
ზაფხულო პალტოს, რომელიც ახლახან თავად იყიდა.
იადონისფერ-ყვითელი, გაბარდინის, ფართო სარტყლითა და

475
მკითხველთა ლიგა

განიერი მხრებით. ამ პალტოში ჯენისი ახალგაზრდა, თმაგაჩე-


ჩილ გოგონას ჰგავს.
- თავად ვკითხე, - ამბობს, - მან კი უარი განაცხადა, მტკი-
ცედ და ურყევად. ამბობს, რომ წილშია ბიძაშვილებთან, რომ-
ლებიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში საცხოვრებელი ფართე-
ბის გაქირავების ფირმას ამუშავებენ; დამატებით კიდევ, მის
ძმისწულსა და კიდევ ერთ ახალგაზრდას გადაწყვეტილი აქვთ,
გახსნან საკუთარი საქმე და საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭე-
რას. ერთი სიტყვით, ჩარლი თვლის, რომ მას მაღაზიისთვის
თვალყურის დევნებას ვთხოვთ, მას კი აღარ შეუძლია ისევ
ხელფასზე ყოფნა, ამას ემატება საშემოსავლო და, საერთოდ,
მუდმივი სტრესი არაფერში სჭირდება - ყოველდღე, გსურს თუ
არა, კეთილი ინებე და პატივი დასდე ყველას შენი გამოცხადე-
ბით, ამ შემთხვევაში, მაღაზიაში.
- ვინ არ უფასებს? - ოხრავს ჰარი, - ჰო, ჯენის, ამ დღეებში
თავში რაღაც აზრი მომივიდა, დროა ყველა ხალიჩა, რაც კი
სახლშია დაგებული, გავწმინდოთ. ამას სასაყვედუროდ არ ვამ-
ბობ, მაგრამ ისინი უკვე ძალიან შეილახა, პატარავ.
კვირა დილით მის პალატაში დოქტორი ბრეიტი შედის.
- სრული ასი პროცენტით გამოიყურებით, ჰაროლდ. ჩვენი
რეი ოსტატია, ასეთები საძებარია. ჩვენთან, ქირურგიაში, იცით,
როგორ ამბობენ? „მიეცით მას ზონდი - იგი პარაზიტის უკანალ-
ში შევა და ღაბაბზე მოუღუტუნებს“.
ბრეიტი თვალებს მიაპყრობს მას, ხშირი წამწამებიდან იყუ-
რება და საპასუხო სიცილის მოლოდინშია, მეტი ინტიმურობის-
თვის, მიპატიჟებას არ ელოდება და საწოლის კიდეზე ჯდება.
- კიდევ ერთხელ ყურადღებით დავათვალიერე თქვენი
ფოტომასალა, რომელიც დელეონის საავადმყოფოს უქნარებ-
მა, როგორც იქნა, გადმოგვიგზავნეს. სანათური თქვენს ვენურ

476
მკითხველთა ლიგა

არტერიაში ნორმის ფარგლებში, თხუთმეტიდან სამოც პროცენ-


ტამდე გაიზარდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად
არ ვარ აღფრთოვანებული მარჯვენა ვენური არტერიით; ჩემი
შეფასებით, ის გადაკეტილია ოთხმოცი პროცენტით. ეს არაფე-
რი იქნებოდა, რომ არსებობდეს კარგად განვითარებული კო-
ლატერალების, იგივე შემოვლითი სისხლძარღვების სისტემა,
რომლითაც სისხლი რკალური არტერიით მარჯვენა პარკუჭში
გადადის, მაგრამ თქვენთან მარცხენა ვენურის გაყოფის ადგი-
ლას, რკალურსა და წინა დაღმავალზე, ანუ წინა ვენურ არტე-
რიაზე, სისხლის მიმოქცევა დარღვეულია. ცნობილია, რომ სის-
ხლძარღვთა გაყოფის ადგილას შევიწროების აღმოფხვრა ბა-
ლონური დილატაციის საშუალებით გაცილებით ძნელია. სე-
რიოზული სირთულეები - ვფიქრობ, ეს დაგაინტერესებთ - მა-
შინაც წარმოიქმნება, როდესაც დაზიანებული მონაკვეთის სიგ-
რძე დიდია, ანუ, როდესაც სახეზეა წინაგული-პარკუჭის ნაღა-
რის ჰიპერკინეზია. კოლატერალების სუსტი განვითარების გა-
მო, პროცედურას შეიძლება ვერ გაუძლოთ. ჩამოთვლილი
ფაქტორების გათვალისწინებით, შედეგი შეიძლება საკმაოდ სა-
ხიფათო იყოს.
ექიმს მოკლე ფეხები აქვს და საწოლის კიდეზე ჯდომა
დიდხანს არ შეუძლია; იგი მოწყვეტით ანაცვლებს თავის საკმა-
ოდ მძიმე უკანალს ჰარის ფეხებისკენ და ბაჭია გრძნობს, რო-
გორ მაშინვე ამოძრავდა სისხლი საწოლში გათხლაშულ მის
უძრავ სხეულში. ბრეიტი უღიმის და გაისმის მისი მიმნდობი ხმა,
სწორედ ისეთი, მაშინ, დოქტორ რეიმონდის ზურგს უკან რომ
ბუტბუტებდა.
- ხომ გაიგეთ, ჰაროლდ? ანგიოპლასტიკა, ეს ხომ, თავისი
არსით, ჩხირკედელაობაა და არა მკურნალობა, ამიტომ მოგი-
წოდებთ, ვიდრე აქ ხართ, სერიოზულად დაფიქრდეთ - თუმცა,

477
მკითხველთა ლიგა

ვიმეორებ, პროცედურამ კარგი შედეგები მოგვცა და შეიძლება


დროებით მშვიდად ვიყოთ - იმაზე, რომ ახლა, როცა პირველი
ნაბიჯი გადადგმულია, წავიდეთ უფრო შორს და შუნტირება ჩა-
ვატაროთ. ახლავე - არა. მომდევნო ქირურგიულ ჩარევამდე
უტყუარი ოთხი-ექვსი თვე გაქვთ. მოგაკერებდით შუნტებს მარ-
ჯვენა კორონალურზე და რკალურზე, შესაძლოა მარცხენა წინა
დაღმავალზეც, მარცხენა ვენურ არტერიაზე, და იმის მიხედვით,
თუ რამდენად შევიწროვდებოდა მასში სანათური - ახალივით
იქნებოდით. მოგვეცით ამის გაკეთების საშუალება, მოგვიშვით
თქვენამდე, ჩვენ კი შესაძლებლობას გამოვიყენებდით და ბა-
რემ შევამოწმებდით აორტის სარქველს. შეგვეძლო ფიქრი
კარდიოსტიმულატორზეც. გულახდილი ვიქნები: გამორიცხუ-
ლი არაა, რომ პოსტოპერაციული მიკროინფარქტი გქონდეთ
გადატანილი: კარდიოგრამაზე გაჩნდა ახალი კბილები, იმატა
კრეატინფოსფორკინაზის იზოფერმენტის მაჩვენებელმა.
- ესე იგი, გსურთ მითხრათ, - აზუსტებს ჰარი, ისე, რომ არ
აცლის ექიმს, რომ ენა საბოლოოდ ამოიგდოს ლაპარაკით, -
რომ აქ, საავადმყოფოში, გულის მორიგი შეტევა დამემართა?
დოქტორი ბრეიტი დელიკატურად იჩეჩს მხრებს. საერ-
თოდ, დელიკატურობა დამახასიათებელია მისი ყოველი ჟეს-
ტისთვის, რაც სრულიად ეხამება მის თეთრ-ვარდისფერ კანს.
ხმა ოდნავ წრიპინა აქვს, ხოლო ტუჩებს, საიდანაც ეს ხმა გა-
მოიცემა, რაღაც ანთება აქვთ, თითქოს ქარისგანაა აქერცლი-
ლი.
- ბალონური დილატაცია, ანუ ანგიოპლასტიკა, როგორც
უნდა იყოს, ორგანიზმში შეჭრაა, ამას არავინ უარყოფს. უმნიშ-
ვნელო ტრავმა სავსებით ბუნებრივი შედეგია. თქვენს გულზე
არა ერთი და ორი მიოკარდული ნაწიბურია, საკმაოდ სოლი-
დური ასაკისა. ინფარქტი რა არის, რეალურად? გულის კუნთის

478
მკითხველთა ლიგა

გარკვეული ნაწილის კვდომა. თუ მონაკვეთი პაწიაა, დიდი ალ-


ბათობით, ვერაფერს შეამჩნევთ. ეს არის ტიპური მოვლენა,
ისევე, როგორც ემფიზემა მათთვის, ვინც გადააბიჯა გარკვეული
ასაკის ზღვარს. ამას დაბერების პროცესი ჰქვია და მისგან თა-
ვის დახსნის საშუალება არ არსებობს. მხოლოდ იმქვეყნიურ
ცხოვრებაში.
ჰარი ინტერესითაა განწყობილი სხვა ცხოვრების მიმართ,
მაგრამ კითხვებისგან თავს იკავებს. იგი ეჭვობს, რომ ბრეიტმა
უფრო მეტი იცის, ვიდრე „The National Enquirer“-მა.
- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დავწექი თქვენს საავად-
მყოფოში, აღარც კი ვიცი, რამდენი ათასი დოლარი გადავიხა-
დე ოპერციაში, რომელიც, როგორც ახლა ირკვევა, ყოფილა
ჩხირკედელაობა. ამის თქმა გსურთ?
- რომი ერთბაშად არ აშენებულა, ჰაროლდ. თქვენი გუ-
ლის გადაკეთებაც ერთ კვირაში შეუძლებელია. დილატაცია გა-
უმჯობესებას იწვევს, მხოლოდ დროებით, ასეთია შემთხვევათა
დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი. შუნტირება კი ოთხმოცდაც-
ხრამეტპროცენტიან ეფექტს იძლევა. სხვაგვარად როგორღა
აგიხსნათ? შეიძლება უნიტაზი ხეხო, შეიძლება მილები გამოც-
ვალო - ხედავთ განსხვავებას? ყოველთვის არსებობს ძნელად
მისადგომი ადგილები, რომელსაც ჯაგრისით მაინცდამაინც
ვერ მისწვდები. ამას გარდა, არსებობს დანალექი, რომელიც
სხვა ნივთიერებებთან არის დაკავშირებული ქიმიურად. თქვენს
ასაკში და თქვენი არა უშავს ჯანრთელობის გამოისობით, ასა-
ღელვებელი არაფერი გაქვთ - უნდა დათანხმდეთ. ვალდებუ-
ლი ხართ, დათანხმდეთ, თუ საკუთარი თავის გამო არა, თქვენი
მეუღლისა და ვაჟის გამო მაინც. თქვენი მშვენიერი შვილიშვი-
ლების გამო - უკვე მოვისმინე მათ შესახებ.

479
მკითხველთა ლიგა

რაც უფრო ბევრს ყბედობს ბრეიტი, მით უფრო ძლიერ


ეკუმშება ჰარის მკერდი. ბოლოს იგი ხმას იღებს:
- მოიცათ, რაღაც მინდა ჩემთვის გავარკვიო. გიღებენ შე-
ნივე ფეხის ვენების ნაწილებს და აკერებენ გულს, ისევე რო-
გორც ქოთანს - ყურებს. ასეა?
ახალგაზრდა ესკულაპის სახეს უკმაყოფილების პაწია
ღრუბელი ფარავს. როგორც ჩანს, ავადმყოფთან საუბრისთვის
განკუთვნილი დრო გასულია, - ვარაუდობს ბაჭია. ბრეიტი, რო-
მელსაც ანგელოზის მოთმინება აქვს, ანთებიან ტუჩებს ენით
ილოკავს და ჰარის უხსნის:
- გადანერგვისთვის გამოიყენება ფეხის ზედაპირული ვენა,
ზოგიერთ შემთხვევაში კი მამარული (მკერდის) არტერია - არ-
ტერიები უკეთ უძლებენ არტერიულ წნევას, ვიდრე ვენები, მაგ-
რამ არ არის აუცილებელი, თავი გადაიტვირთოთ ამით. ქი-
რურგი ხომ არ ბრძანდებით, აქ ჩვენი ეპარქია იწყება. შეერთე-
ბულ შტატებში წელიწადში ათი ათასამდე ამგვარი ოპერაცია
კეთდება - მენდეთ, ჰაროლდ, ყველაფერი ძალზე მარტივია.
- ოპერაცია თქვენს საავადმყოფოში უნდა ჩამიტაროთ?
ხორცისფერჩარჩოიან სათვალეში ბრეიტის თვალები უც-
ნაურ, ბეწვშემოვლებულ ჭუჭრუტანებად მოჩანს, სქელი ვარ-
დისფერი წამწამების ქვეშ.
- დღეისთვის ჩვენი საავადმყოფო არ არის მოწყობილი
ამგვარი ოპერაციების ჩასატარებლად, - პატიოსნად აღიარებს
ის, - მოგიწევთ ფილადელფიაში გამგზავრება; ვშიშობ, ლანკას-
ტერში შეუძლებელია თქვენი მოწყობა, ადგილები იქ რამდენი-
მე თვით ადრეა შევსებული.
- როგორც ჩანს, არც ისეთი იოლი ყოფილა ღონისძიების
ჩატარება, თუკი ამისთვის განსაკუთრებული პირობები გესაჭი-
როებათ, - ბაჭიას აჩემებული აქვს ფილადელფია. მისი აზრით,

480
მკითხველთა ლიგა

ის უბინძურესი ქალაქია მსოფლიოში, წყალი კი - ნამდვილი სა-


წამლავია. ლანკასტერი კიდევ უარესია - მის ირგვლივ ამიშების
ფერმებია ჩალაგებული. ამ ხალხს ქანცგაწყვეტამდე მიჰყავს პი-
რუტყვი, ხოლო თვითონ სისხლის აღრევით ქორწინების გამო
თანდათანობით გადაშენების გზას ადგანან - შთამომავლობაში
თუ კუზიანი არა, ჯუჯები მაინც ურევიათ. მათზე ერთხელ ფილმი
ნახა, სახელწოდებით „მოწმე“. ამიშები ნაჩვენები იყვნენ, რო-
გორც ბრძენი, წეს-ჩვეულებების მქონე ხალხი; კელი მაკგილა-
სი ღრუბლით იბანს შიშველ მკერდს და ყველანი ერთად მე-
გობრულად აშენებენ ბეღელს. მაგრამ ბაჭიას ასე ადვილად ვე-
რავინ გააცურებს.
მაშინ, შეიძლება ფლორიდაშიც კი გაიკეთოს ოპერაცია,
სთავაზობს ბრეითს შემხვედრ წინადადებას. საკმარისია პენ-
სილვანიაში ჩამოსვლა, რომ ფლორიდა უკვე არარეალურ ად-
გილად ეჩვენება. ასე რომ, როცა ამბობს, ფლორიდაში გავიკე-
თებ ოპერაციასო, ვარაუდობს, რომ საერთოდ არ გაიკეთებს.
დოქტორი ბრეიტი ანთებიან ტუჩებს მკაცრად ჭიმავს; ზედა
ტუჩზე ისევ ნამივით ჩნდება: კი მაგრამ, რატომ ეწევა ასე გულ-
მოდგინედ ოპერაციის აგიტაციას? იქნებ მასაც თვიური გეგმა
აკისრია, როგორც საგზაო პოლიციელს სიჩქარის გადაჭარბე-
ბისთვის ჯარიმების გამოწერაზე?
- დელეონელ სპეციალისტებთან ჩვენი ურთიერთობების
გათვალისწინებით, მათზე არცთუ სახარბიელო შეხედულება
გვაქვს, - ამბობს ექიმი, - დაფიქრდით, ჰაროლდ, დაფიქრდით.
თქვენს ადგილას უყოყმანოდ გადავწყვეტდი. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში საკუთარ სიცოცხლეს ეთამაშებით.
უჰუ, ფიქრობს ბაჭია, როცა ექიმი პალატიდან გადის, ჩემს
ადგილას არ ხარ. ისე, რა საჭიროა სოცოცხლე, თუკი არ ეთა-
მაშე?

481
მკითხველთა ლიგა

მასთან მიმი რეკავს. პირველ წუთებში ჰარი ვერ ცნობს


დის ხმას, იმდენად გესლიანი და ხრინწიანია იგი.
- აბა, ამჯერად რას გერჩიან? - კითხულობს ქალი. მას დი-
დი ხანია ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ბაჭია დაიემონის ოლქში
ისე ცხოვრობს, როგორც კრავი მგლებს შორის; თავად
მოახერხა იქაურობას დასხლტომოდა, ძმამ კი ვერ შეძლო, სამ-
წუხაროდ.
- საავადმყოფოში დამაწვინეს, - ჩივის დასთან ბაჭია. ცო-
ტაც და ატირდება, - ბალონი შემიყვანეს, ფეხიდან გულამდე და
მასში მარილიანი ხსნარი ჩატუმბეს, არტერია რომ გაეწმინდათ,
კედლებზე ცხიმი იყო დაგროვილი იმ ყველაფრისგან, რასაც
ვნთქავდი. შემდეგ მენჯზე გაკეთებულ ნაკვეთს ქვიშიანი პატარა
ტომსიკა დაადეს და მიბრძანეს, ექვსი საათი არ გავნძრეული-
ყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა სისხლდენისგან
მოვმკვდარიყავი. მარადიული ისტორია ჩვენს საავადმყოფოებ-
ში: ჯერ გარწმუნებენ, რომ საშიში არაფერია, საპარიკმახეროში
ხომ უშიშრად დაიარები, აქაც საშიში არაფერია, ხოლო შემდეგ,
როცა საქმე სანახევროდ შესრულებულია, მიცხადებენ, რომ შე-
იძლება მოვკვდე. დღეს დილით, მოდის ჩემთან ექიმი და მამ-
ცნობს, რომ ჩემი გუშინდელი ოპერაცია ბავშვური გართობა
იყო, თუ საქმიანად შევხედავთ - შედეგი არ ჰქონდა. სურს, რომ
ბოლომდე წავიდე და დავთანხმდე შუნტირებას. მიმ, წარმოიდ-
გინე მხოლოდ: გხსნიან, როგორც ქოქოსს და ფეხიდანაც ვენას
გაჭრიან.
- ვიცი, ვიცი, - პასუხობს მიმი, - მოკლედ, დათანხმდები?
- ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს გამტეხენ. მათ ისეთი
ჩაციება იციან, თავს ვერ დაიძვრენ. საშინელებაა, მაგრამ რა
გავაკეთო?

482
მკითხველთა ლიგა

- აქ უამრავი ნაცნობი მყავს, რომელთაც ღია ოპერაცია


გაიკეთეს. შუნტირებას აქებენ და ადიდებენ. ვერ ვიტყვი, რომ
ოპერაციამ ისინი დიდად შეცვალა, ძველებურად საათობით
სხედან თავიანთ სქელ საჯდომებზე, ვიდრე მანიკიურს უკეთებენ
და ლაყბობენ ტელეფონით, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ადრე
გამოირჩეოდნენ დიდი სიხალისით. როცა უახლოვდები ჩვენს
ასაკს, ჰარი, დაუღალავი შრომაა საჭირო, თუკი გსურს ცხოვრე-
ბა გააგრძელო.
- მოეშვი, მიმ, ჯერ მხოლოდ ორმოცდაათის ხარ.
- ჩვენს მხარეში ქალისთვის ეს ღრმა მოხუცებულობას ნიშ-
ნავს, საძოვარს ცოცხალ-მკვდარი ჯაგლაგებისთვის, სრული
უაზრობა - ვიმეორებ, ქალებისთვის. აღარავინ გამოგაყოლებს
მზერას, როცა გაივლი, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი გეხუროს.
- ჰო-ჰო! არა და, როგორ გაყოლებდნენ თვალს! - ამბობს
ბაჭია და ამაყია მიმის გამო. ახსოვს, როგორი იყო მისი და,
ცხრამეტი წლისა. ღიად შეღებილი კულულები, ფართო, მაქსი-
მალურად შემოჭერილი, წითელი სარტყელი, მაცდური, რბილი
სვიტერები, თხელ მაჯებზე მოწკრიალე სამაჯურებით, გრძელი,
წინწამოწეული კბილები, რომელთა დამალვას ვერ ახერხებდა
სიცილისას, ტუჩები, პომადის იმდენად სქელი ფენით, თითქოს
ფუნთუშა მიერთვა მურაბით. გრძელფეხება კვიცი, თამამი გო-
გონა, ბრუერიდან გასხლტომის სურვილით შეპყრობილი. ყვე-
ლაფერზე თანახმა იყო, სიმაღლეზეც, ტყუილზეც, ოღონდ კი
ჭიშკრიდან გასულიყო. და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, თა-
ვისას მიაღწია. ბაჭიას ასეთი უნარი არ აღმოაჩნდა. ძალზე
უნიათოა. ფლორიდაშიც კი დაკარგულივითაა. უნდა დარჩენი-
ლიყო იქ, სადაც მას თავიდანვე იცნობდნენ.
- როდის ფიქრობ ჩვენს მხარეში გამოჩენას? - ეკითხება
ბაჭია მიმის.

483
მკითხველთა ლიგა

- ჯერ ის მითხარი, რამდენად სერიოზულად არის საქმე,


ჰარი.
- არც იმდენად. უბრალოდ, წავიწუწუნე. სინამდვილეში,
ჩემგან ითხოვენ უარს ცხოველურ ცხიმებსა და მარილზე, ასევე
მოითხოვენ, რომ ნაკლებად ვინერვიულო.
- რის გამო ღელავ, ან ვის გამო?
- არავის გამო. ყველაფერი ძველებურადაა, - პასუხობს, -
თუმცა, ნელს რაღაც პრობლემები გაუჩნდა. მომისმინე, ვერაფ-
რით წარმოიდგენ, ვინ დაუბრუნდა წინა რიგებს და ვიდრე
საავადმყოფოში ვაგდივარ, ჯენისს თავს ვინ დასტრიალებს - შე-
ნი ძველი თაყვანისმცემელი, ჩარლი სტავროსი.
- იპოვე რა, თაყვანისმცემელი! მაშინ ხელი მხოლოდ იმი-
ტომ მოვკიდე, რომ შენი ცოლისთვის ჩამომეცილებინა. აქ,
ჩვენთან, თაყვანისმცემლად მხოლოდ მას მერე ჩაგთვლიან,
როცა, სულ ცოტა, ბინას უყიდი.
ბაჭია მთელი ძალით ცდილობს წაახალისოს მასში საუბ-
რის ინტერესი. მათ, ვინც მიმის მსგავსად, საკუთარი ძალით
ახერხებს გზის გაკვლევას ცხოვრებაში, მალევე იპყრობთ მოწ-
ყენილობა.
- ორიოდე სიტყვა მითხარი ვეგასზე. რა ხდება? - ეკითხება
დას, - ალბათ უკვე ცხელა. არ გინდა ორიოდე კვირით აღმო-
სავლეთისკენ გამოიქცე და სიცხეს დაემალო? სასტუმრო ოთახ-
ში მოგათავსებდით, ჩემი კაბინეტის თავზე, ბოლოს და ბოლოს
გაიცნობდი შენი ძმის შვილიშვილებს. ჯუდი უკვე ნამდვილი პა-
ტარა ქალია, ლამაზმანი იზრდება, არა, შენნაირი არ იქნება,
მაგრამ მაინც.
- ჰარი, როცა პენსილვანიაში ბოლოს ჩამოვედი, კინაღამ
მოვკვდი. არ მესმის, როგორ შეიძლება აიტანოს ადამიანმა
ასეთი სიცხე: ისე დადიხარ, თითქოს თბილ პირსახოცში იყო

484
მკითხველთა ლიგა

გახვეული. თუ გინდა იცოდე ჩემი აზრი, ყველა შენი უსიამოვნე-


ბა ჯანმრთელობის მხრივ, საძაგელი კლიმატის ბრალია.
- ჰო, ალბათ, - უხალისოდ პასუხობს იგი. ტელეფონის
ყურმილი, რომელიც ხელში აქვს, დანესტიანებული ეჩვენება.
თავად მას, ამწუთას, არ ჰყოფნის ნიჭი, გამოიჩინოს რაიმეს მი-
მართ ცხოველი ინტერესი. ჰარის უკვე შეუძლია შეუფერხებ-
ლად იჩოჩიალოს საავადმყოფოს დერეფნებში, აქ კი დრო-
დადრო გასაოცარ რამეებს ხედავს: სულ რაღაც ერთი საათის
წინ წააწყდა თავისებურად საინტერესო მნახველს - ბრუერელ
გოგონას, ასე, თხუთმეტ წლამდე იქნებოდა, მეტის არა, ერ-
თიანად შავებში იყო გამოწყობილი (შავი ქურთუკი, შავი ვიწრო
შარვალი, შავი მაღალყელიანი წვეტიანი ფეხსაცმელები),
მოყვითალო-თეთრად შეღებილი თმა მოკლედ ჰქონდა შეკრე-
ჭილი და სპეციალური მუსის დახმარებით ყალყზე დაყენებული,
საშობაო ბარათზე დახატულ წიწილასავით, ხოლო თვალის სი-
ახლოვეს ტატუთი ჯვრის ფორმის პაწია ყვავილი გამოესახა. ჰა-
რი ამ სანახაობის მიმართაც გულგრილი დარჩა და მაშინ იფიქ-
რა, რომ ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდა, მათ შორის გოგონე-
ბი, რომლებიც, როგორც შეეძლოთ, აბუჩად იგდებდნენ საკუ-
თარ თავს და თავიანთი მთავარი იარაღი - ახალგაზრდობა
ეიმედებოდათ. ეს კი მათთან დარჩებოდა და, როგორც იტყვი-
ან, ქორწილამდე გაივლიდა ყველაფერი.
- შეიძლება შემოდგომაზე ჩამოვიდე, თუ იქამდე მიატან, -
ეუბნება მიმი.
- მივატან, ნუ შიშობ, - არწმუნებს ჰარი, - ასე ადვილად უფ-
როს ძამიკოს ვერ მოიშორებ, - მაგრამ საუბრის გაგრძელება
სულ უფრო ჭირს და ბაჭია თითქმის ფიზიკურად გრძნობს,
პაუზისას მიმი როგორ იბნევა და ფიქრობს, რა თქვას.

485
მკითხველთა ლიგა

- ჰეი, მიმ, - ამბობს იგი მოულოდნელად, - ხომ არ გახ-


სოვს, მამა ოდესმე უჩიოდა ტკივილებს მკერდში?
- მას ემფიზემა ჰქონდა, ჰარი. იმის გამო, რომ მოწევას
თავს არ ანებებდა. შენ კი შეძელი. ჰოდა, ყოჩაღ. მეც შევამცირე
- დღეში ერთ კოლოფამდე, თუმცა მეჩვენება, რომ ნაფაზსაც კი
არ ვურტყამ ხეირიანად.
- ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ჩიოდა, მთელი მკერდი
ამოვსებული მაქვსო. პერანგში ხელს შეიცურებდა ხოლმე და
მკერდს ისრესდა.
- შეიძლება, უბრალოდ, იქავებდა. გეუბნები, ჰარი, მამა გა-
გუდვით მოკვდა. დედას პარკინსონის დაავადებამ მოუღო ბო-
ლო. ვფიქრობ, რომ ბოლოს ერთსაც და მეორესაც დროს
გულმა უმტყუნა. ყველა ასე ვართ. არც უმაგისობაა. სხვანაირად
როგორ? ეს ცხოვრება, როგორც იცი, გულზე გაუთავებელი
დატვირთვაა.
როგორი კატეგორიული გახდა პატარა დაიკო, ყველაფე-
რი დალაგებული აქვს, ყველაფერზე პასუხი იცის. და კიდევ,
რაღაცის გამო, მთელ სამყაროზე გაბოროტებულია. ზუსტად
ისე, როგორც პაწია როი.
- ეი, - ისევ ამბობს ჰარი, თან ცდილობს, როგორმე ტელე-
ფონთან დატოვოს მიმი, - კიდევ რაღაც მინდოდა მეკითხა შენ-
თვის. გახსოვს, სულ როგორ მღეროდი: მოშორდით, ბუზებო,
ნამცხვარს, ჩემია?
- მახსოვს, მგონი.
- როგორ გრძელდებოდა? თვალები გაგიბრწყინდება და
ჭამა არ მოგწყინდება?
ჩამოწოლილ სიჩუმეში ჰარი არჩევს ხმაურიან ფონს - სა-
პარიკმახეროს ტიპურ ღრიანცელს, ფენის ზუზუნს.

486
მკითხველთა ლიგა

- ეშმაკმა უწყის! - ამბობს ბოლოს მიმი, - დარწმუნებული


ხარ, რომ ამას ვმღეროდი?
- კი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. თავად როგორ
ცხოვრობ? - კითხულობს ბაჭია, - ყველაფერი ძველებურადაა,
თუ სიახლეებიც გაქვს? როდის მოვა დრო, ქმარი მოგიძებნოთ?
- ჰარი, მორჩი ამ თემას. ვის სჭირდება ჩემნაირი დედაბე-
რი? ალბათ მხოლოდ საფრად, ან საგადასახადო ხრიკების-
თვის, თუკი რომელიღაც გაქნილი ბუღალტერი ასწავლის, რო-
გორ გაიჩარხოს საქმე.
- სწორედაც რომ, ბუღალტრების შესახებ, - იწყებს ჰარი
და ემზადება მოუთხროს მიმის ყველაფერი ნელსონზე, ლაილ-
სა და ჯენისზე, ასევე სატელეფონო მუქარებზე, მაგრამ მას არ
სურს მეტის მოსმენა. ნაჩქარევად, სხაპასხუპით და დაბალი
ხმით ეუბნება ბაჭიას:
- ჰარი, ჩვენთან ერთი მეტად მნიშვნელოვანი კლიენტი ქა-
ლი შემოვიდა, ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანი, მართლა. ალ-
ბათ, შენც კი იცი მისი გვარი, ყურმილი უნდა დავკიდო. გამაგ-
რდი! ხმაზე გეტყობა, რომ გამოკეთების გზაზე ხარ. თუკი მანდ
აღარ შეგეძლება ყოფნა, ყოველთვის შეგიძლია ჩამოხვიდე -
ძვლებს გაითბობ, ჯეელობას გაიხსენებ.
ჰარის სურდა დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა მიმი
ჯეელობის გახსენებაში. წარსულში, ის ყოველთვის სთავზობდა
ძმას, რომ მოუძებნიდა შესაფერის ლამაზმანს, თუკი ჰარი თავის
დაძვრენას და მიმისთან მარტო ჩასვლას შეძლებდა. თუმცა,
თავის დაძვრენა ვერასოდეს მოახერხა. და კიდევ, სურდა გა-
ერკვია, რატომ ეჩვენებოდა მის დას, რომ გამოკეთების გზაზე
იდგა? მაგრამ მიმიმ ყურმილი დაკიდა. თავისი ცხოვრება აქვს.
ციბრუტივით ტრიალს უნდა ასწრებდე. ხელი, რომლითაც ყურ-
მილი ეჭირა, სახსარში სტკივა. როგორც კი კონტრასტული ნივ-

487
მკითხველთა ლიგა

თიერებებითა და ბალონებით მის არტერიაში შეიჭრნენ, დაეწ-


ყო სახსრების ტკივილი - ძლიერი, ხანაც საშუალო. თითქოს მი-
სი სისხლი ასივე პროცენტით მისი აღარაა. თუკი შუშხუნა
ჯინჯერ-ელის ბოთლს გახსნი და შემდეგ დახურავ. ის მაინც
კარგავს ეფექტს, გახსნამდე რომ ჰქონდა.
მრგვალი, თეთრი სახის მედდა, მშვენიერი სოფლური სა-
ხით, ორშაბათ საღამოს ჰარისთან შემოდის:
- დედამ რაღაც უნდა მომიტანოს, ვიდრე ვმორიგეობ. გნე-
ბავთ ვთხოვო, წუთით თქვენთან შემოიხედოს?
- თვითონ მოისურვებს კი? რა თქვა?
„იმის გაფიქრებისას, რომ შენი ქალიშვილია, მეჩვენება,
რომ გოგონა ნეხვში ამოსვარეს“, - უთხრა ბაჭიას რუთმა, როცა
ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
თეთრჩაჩიანი ახალგაზრდა ქალი იღიმება.
- რამდენიმე დღის წინ სიტყვა დამცდა, თითქოს სხვათა
შორის, რომ ჩვენს საავადმყოფოში წევხართ და მეჩვენება,
რომ თქვენი ნახვის წინააღმდეგი არ იქნება. ყოველ შემთხვე-
ვაში, თქვენი მისამართით მისგან რაიმე უხეშობა არ გამიგია,
მსგავსი - არაფერი, - მის სახეს უხერხულობის, ღიმილის, ვა-
რაუდის მორიდებული სიწითლე დაჰკრავს. თუკი მის ცხოვრე-
ბაში უახლოეს ხანში რაიმე არსებითი არ მოხდა, მას ბრიყვუ-
ლი, არაფრისმთქმელი სიფათი ექნება. უმწიკვლობა გაქრება,
დარჩება შეზღუდულობა.
ჰარისთვის დღე არცთუ წარმატებული იყო. ქუჩის ტრან-
სპორტის, ქალაქის სამუშაო დღის ხმაურმა ისევ შეახსენა, რომ
ჯერ კიდევ შორს არის ყოველივე ამისგან. ჯენისი არ მოვიდა,
ახლა უკვე საღამოს ლექციები დაეწყო. ცა მთელი დღე იღუშე-
ბოდა, წვიმის რუხი ღრუბლები გრძელ მწკრივში ეწყობოდნენ,
კუდიანი შავი ფთილებიც თიხის მილებს ზემოთ იწევდნენ, მაგ-

488
მკითხველთა ლიგა

რამ წვიმამ არ დაუშვა. მის პალატის ფანჯრებიდან მოჩანს რამ-


დენიმე მოხატული კარნიზი, რომლითაც მოპირდაპირე ვიწრო
სახლების მესამე სართულები ბოლოვდება; პირველ სართუ-
ლებზე განთავსებულია ყავახანები, სამრეცხაოები, საკანცელა-
რიო საქონლის მაღაზიები. კუთხის სახლი რუხ ფერშია შეღები-
ლი, შუა სახლი - ცისფრად, ხოლო მესამე, უზომოდ გამშვენე-
ბული ფანჯრებით - ჩალისფრად. ბრუერის მცხოვრებლებამდე
ნელ-ნელა დავიდა, რომ აგურის სახლები შეიძლება შეიღებოს
ნებისმიერ ფერად, როგორითაც მოისურვებ და არა მხოლოდ
აგურისფერ წითლად.
ქუჩის მეორე მხარეს, ზედა სართულების შუშებს მიღმა
ცხოვრობენ ადამიანები, მართალია, ჰარი მთელი გულისყუ-
რით ათვალიერებდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაინახა, რო-
გორ იხდიდა ტანთ ქალი, ის კი არა და, ფანჯარასთან მისული
და ქუჩაში მაცქერალი სულიერიც ვერ შენიშნა. არ გაუმართლა.
ბაჭიას ისიც თრგუნავს, რომ მესამე დღეა, კუჭის მოქმედება არ
ჰქონია - მას მერე, რაც საავადმყოფოში დაწვა. პირველ დღეს
დააბრალა მოუხერხებელ ღამის ქოთანს და საკუთარ შფოთს,
თუ როგორ გაიტანდნენ საბრალო მედდები მისგან გამოყო-
ფილ, მის ქვეშ მდებარე სიმყრალეს. მეორე დღეს მიზეზად
ჩათვალა მენიუ. კერძები, რომელსაც საავადმყოფოს დიეტო-
ლოგები იგონებენ, შესახედად საკმაოდ მიმზიდველი ჩანს, მაგ-
რამ გემოთი ნესტიანი ქაღალდივითაა, კბილებში იგლისება,
დაბოლოს იმდენად ადვილად დასაღეჭია, რომ სანერწყვე ჯირ-
კვლები უქმად არის; მესამე დღეს კი, როცა მას შეუძლია დერე-
ფანში იაროს და მშვიდად ჩაიკეტოს თავისსავე პალატის ინდი-
ვიდუალურ ტუალეტში, უკვე მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებს
თავის უძლურებას - სხვა ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მის

489
მკითხველთა ლიგა

შიგნით ყველაფერი ამოიწურა, დაკნინდა, ყველა პროცესი


თვალსა და ხელს შუა კვდება. გაზებიც კი აღარ შერჩა.
უცნაურია, რომ მრგვალსახიანმა ქალწულმა (თუმცა, საეჭ-
ვოა ქალწული იყოს - იგი სულ რაღაც სამი წლითაა ნელსონზე
ახალგაზრდა) მაინცადამაინც დღეს შესთავაზა ბაჭიას დედამი-
სის მოყვანა: გასულ ღამეს რუთი ესიზმრა. რაც უფრო უხალი-
სო, რუხ, უსიცოცხლო ფერებში მოჩანს გარემომცველი სამყა-
რო, ფერადი სიზმრები უფრო კაშკაშა და ხატოვანი ხდება. რუ-
თი - როგორი იყო იგი იმ გაზაფხულს, როცა პირდაპირი და
გადატანითი მნიშვნელობით ერთად ცხოვრობდნენ, ოცდაექვსი
წლისანი იყვნენ და უდარდელი, ცოტა ვულგარული, თავისებუ-
რად მიმზიდველი გოგონა, როგორც იტყვიან, ანათებდა? ჰა-
რის გულის სწორი თეთრი კოპლებით მოჩითულ ხასხასა ლურჯ
კაბაში ესიზმრა. ბაჭია მთელი სხეულით ეკვროდა ამ კაბას, კა-
ბის ქვეშ სხეულს და ამბობდა, თუ როგორ უხდება გოგოს ეს
ფერი, მისი თმა კი, უშუალოდ ბიჭის თვალწინ, ბზინავდა და ბი-
ბინებდა - წითურად, წაბლისფრად, ოქროსფრად. რუთი თავს
აბრუნებდა, მაგრამ ბაჭიას ესმოდა - იმიტომ კი არა, რომ გო-
გოს მასთან არ სიამოვნებდა, არამედ იმიტომ, რომ იგი განიც-
დიდა სავსებით ბუნებრივ უხერხულობას შექმნილი ვითარების
გამო: თითქოს რუთი ჰარისა და ჯენისთან ერთ ჭერქვეშ ცხოვ-
რობდა, ახლა კი ჯენისი სადღაც ახლომახლო იყო, ალბათ მათ
თავზემოთ. თუმცა მზე და ავეჯი, ფერადი, დაწნული გადასაფა-
რებლებლით, მიანიშნებდა მათ ფლორიდულ საცხოვრებელზე,
სადაც არავითარი „თავზემოთ“ არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
რუთთან ხვევნით ჰარი თითქოს არასწორად იქცეოდა,
თითქოს გოგონა მისი ნათესავი იყო. მხიარული კაბის შექებით,
იგი საყვარლის გამხნევებას ცდილობდა, სურდა, გოგონას სრუ-
ლი ბედნიერება განეცადა, დარწმუნებულიყო, რომ ამ სიყვა-

490
მკითხველთა ლიგა

რულმა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერზე მოიპოვა უფლება.


ჰარიმ სადღაც კისერთან ახლოს, ნაირფერი თმის ჩამონაშალ-
ში ჩარგო სახე, დარწმუნებულმა, რომ მისი სურვილი დაუშრე-
ტელია, რომ მზადაა, დაეუფლოს გოგონას, ისევ და ისევ
დაეუფლოს, შეიფრქვეს, როგორც უშრეტი შადრევანი, მის შე-
სანიშნავ მძლავრ სხეულში. ბაჭიას გამოფხიზლება აღინიშნა
ისეთი გასაოცარი ერექციით, რომლის მსგავსი ცხადში თითქმის
არასოდეს ჰქონია, არტერიული წნევის დამწევი და საერთო
სევდის გამქარვებელი აბების მიღების მიუხედავად. ვიდრე სიზ-
მარი ჯერ კიდევ ცოცხლობდა მეხსიერებაში, მის კოპლებიან
ლურჯ ნაჭრებს ჩაბღაუჭებული ჰარი მიხვდა, რომ თეთრი კოპ-
ლები ფურცლები იყო, რომლებითაც, როგორც კანფეტებით,
ერთი თვის წინ მოეფინათ ბრედფორდის ქუჩის ტროტუარი -
ტროტუარზე მსხლები დაერგოთ, ეს ადგილი არც ისე შორს
იყო „საზაფხულოდან“, სადაც ერთ დროს ის და რუთი ცხოვ-
რობდნენ - და მზის ლაქები ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც
გვიმრებითა და აფრიკული იებით მორთულ დედილო სპრინ-
გერის პატარა ვერანდის თუჯის მაგიდაზე, მუდმივად ბინდიანი
სასტუმრო ოთახის წინკარის მოპირდაპირედ. გამოდიოდა,
რომ, თუმცა ავეჯი ძილში ფლორიდული იყო, შენობა, სადაც
ისინი ერთად ცხოვრობდნენ, სპრინგერთა ძველ სახლს წარ-
მოადგენდა.
ჰარი მრგვალსახიან მედდას ეკითხება:
- რა არის თქვენთვის ცნობილი ჩემი და დედათქვენის ურ-
თიერთობის შესახებ?
მედდის სახეზე სიწითლე იმატებს.
- ო, თითქმის არაფერი. დედას არ სჩვევია მოსდოს ქვეყა-
ნას, თუ როგორ ცხოვრობდა მამასთან შეხვედრამდე, ოჯახის
შექმნამდე, - თუ როგორ ცხოვრობდა რუთი გათხოვებამდე

491
მკითხველთა ლიგა

დღეს საკმაოდ უფერული გამოვა, თუმცა იყო დრო, მისი ცხოვ-


რების სტილი უწესობად ითვლებოდა, თავად მას კი ხელიდან
წასული გოგოს სახელი ჰქონდა გავარდნილი და მაუნტ-ჯაჯის
პატარა, ვიწრო სამყაროში სკანდალური რეპუტაციით სარგებ-
ლობდა, - როგორც მესმის, თქვენ განსაკუთრებულად ახლო
მეგობარი იყავით.
- „განსაკუთრებულობაში“ დარწმუნებული არ ვარ, - ამ-
ბობს ჰარი.
იგი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, რადგან ენაბელს ლა-
პარაკის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. რა უნდა უპა-
სუხოს ახალგაზრდა ქალმა მის ბოლო, ყალბ რეპლიკას? ყვე-
ლაფერს შეგუებული, ავადმყოფთა ჭირვეულობის ამტანი თავა-
ზიანად დადუმდეს და გაბუშტული ზედა ტუჩი აპრიხოს? ბაჭიამ
ის ჩიხში შეიყვანა და იქიდან გამოსვლა მას მიანდო. ჰარის უყ-
ვარს იგი; სიყვარული ეღვრება შიგნით, მისი ნებისა და სურვი-
ლისგან დამოუკიდებლად, როგორც წყალდიდობა, როგორც
ანესთეზია.
- მომისმინეთ, ყველაფერი შესანიშნავად მოიფიქრეთ,
მაგრამ რუთი ჩემთან მხოლოდ იმიტომ მოვიდოდა, რომ თქვენ
სთხოვეთ ამის გაკეთება და არა იმიტომ, რომ მოსვლა სურდა
და, პატიოსნად გეტყვით, ენაბელ, - ჰარიმ პირველად მიმართა
მას სახელით, - ჩემთვის ძალზე უხერხული იქნება, წარვდგე მის
წინაშე ასეთი სახით. ამბობთ, რომ იგი გახდა, მშვენივრად გა-
მოიყურება, მე, კიდევ, აი, როგორი მსუქანი და ავადმყოფი ვარ.
ვშიშობ, რომ ეს პაემანი ჩემთვის იქნებოდა მეტად თავზარდამ-
ცემი.
გოგოს სახე ისევ ფერმკრთალდება, გამომეტყველება
უსულგულო ხდება. საზღვრები აღდგენილია სწორედ მაშინ,
როცა მასში ენაბელისადმი მამობრივი გრძნობა შეირხევა.

492
მკითხველთა ლიგა

- როგორც გენებოთ, - ამბობს ენაბელი. - ვეტყვი, რომ


გაგწერეს, თუ უცაბედად იკითხა.
- მოსალოდნელია, რომ იკითხოს? მოითმინეთ. არაა სა-
ჭირო - ასე, ოფიციალურად. ამიხსენით, რატომ გსურთ ჩვენს
შეხვედრას შეუწყოთ ხელი?
- მომეჩვენა, რომ მისდამი განსაკუთრებულ ინტერესს
იჩენთ, საკმარისია, მისი სახელი ვახსენო, სახეზეც კი გეტყობათ
გამოცოცხლება.
- მართლა? შეიძლება იმისგან, რომ თქვენ გიყურებთ, -
სითამამე სძლევს და საუბარს განაგრძობს ჰარი, - სხვათა შო-
რის, სულ ვფიქრობ, რამდენად მართებულია თქვენს ასაკში აგ-
რძელებდეთ დედასთან ერთად ცხოვრებას? არ მოვიდა დრო,
მისი ბუდიდან ამოფრთხიალდეთ?
- ვცადე, მაგრამ მცირე ხნით. ვერ გეტყვით, რომ მომეწო-
ნა. მარტო ცხოვრება არც ისე იოლია. მამაკაცები, თითქმის ყო-
ველთვის, ღორულად იქცევიან ხოლმე.
- ვითომ? გულდასაწყვეტია ამის მოსმენა.
მედდის სახეს სასიამოვნო ღიმილი ისევ ალბობს, ზედა
ტუჩის კუთხეები ოდნავ ზემოთ ეწევა, გაბუშტული შუა ნაწილი კი
ადგილზეა, თითქოს საკეტი იყოს.
- იცით, რუთი იმავეს ლაპარაკობს, რასაც თქვენ. მაგრამ
ჩემთვის ცხოვრების ამგვარი დალაგება მისაღებია, ყოველ შემ-
თხვევაში, ამჟამად. ახლა უკვე ერთად ვართ არა როგორც
დედა-შვილი, არამედ როგორც დაქალები, რომლებიც ერთად
ქირაობენ საცხოვრებელს. ჩვენს ქალაქში მარტოხელა ქალის-
თვის ნებისმიერ დროს არსებობს საფრთხე, დამიჯერეთ.
ბრუერი, რა თქმა უნდა, არც ნიუ-იორკია, მაგრამ არც პენ--
პარკი.

493
მკითხველთა ლიგა

რასაკვირველია, მისი მისამართი ენაბელს ლამის თვალ-


წინ აქვს აფარებული, იგი ჩაწერილია საწოლის ზურგზე მიმაგ-
რებულ სამედიცინო ბარათში. ბაჭია მისთვის პენ-პარკელი სნო-
ბების ჯიშისაა, რომლებიც თავად ჰარისაც კი ათვალწუნებული
ჰყავდა ყოველთვის.
- ბრუერი უხეში ქალაქია, - ეთანხმება ჰარი და ისევ ბა-
ლიშზე ესვენება, - ასეთი იყო და ასეთად დარჩა. ქვანახშირი და
ფოლადი. დასალევი ადგილები და ბორდელები სარკინიგზო
ხაზების გასწვრივ. ყველა ხაზი ქალაქის ცენტრზე გადიოდა ჯერ
კიდევ ჩემი ახალგაზრდობის დროიდან, - ის განზე იყურება,
აგურის დეკორატიული წყობისკენ, ცაში მორბენალი შავი
ღრუბლებისკენ, რომელთაც წვიმა ვერაფრით მოიყვანეს და
ისე ეუბნება მასზე მზრუნველ მედდას: - თქვენ უკეთ იცით, რო-
გორ იცხოვროთ. დედათქვენს უთხარით, თუკი მან მიკითხა,
რომ, შესაძლოა სხვა დროს მოგვიწიოს შეხვედრამ, მსხლის ხე-
ებქვეშ, სამოთხეში.
საავადმყოფოს საწოლიდან ფანჯარაში ცქერისას, ჰარი
მადლიერებით იგონებს დიდი ხნის წინ გარდაცვლილ იმ ქვის-
მთლელებს, რომლებიც ასეთი ფანტაზიით აწყობდნენ აგურის
ზედა მწკრივებს მოპირდაპირე მხარეს აგებულ სამ სახლში და
ქმნიდნენ მორთულ-მოკაზმულ ბორდიურებს, ჩაღრმავებებით,
შვერილებით, ვერტიკალებით, დიაგონალებით - ისე, რომ მათი
ჩრდილები დღის სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად წვება,
- გასული საუკუნის იმ ოსტატებზე, რომლებიც ხარაჩოებზე იდ-
გნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ ხოლმე პენსილვა-
ნიელი გერმანელების ენაზე... თუ უკვე მაშინ კალატოზებად
იტალიელები იყვნენ? ასე მწოლიარე და ფიქრებში გართული
წარმოიდგენს უთვალავ აგურს, რომელსაც წყნარი, რიგიანი ქუ-
ჩების გასწვრივ მწყობრად ალაგებდნენ, ისინი კი იშლებოდა და

494
მკითხველთა ლიგა

შემდეგ ისევ ალაგებდნენ. მთა ჯაჯის ფერდობზე აღმავალი ჰა-


რი ცდილობს, წარმოიდგინოს საკუთრი თავი პირობით აგუ-
რად, რომელმაც 1933 წელს დაიკავა ადგილი წყობაში, მჭიდ-
როდ ჩაჯდა აწკლაპუნებულ ბეტონში და დღითი დღე იმაგრებს
თავს: მხოლოდ და მხოლოდ ცალკე აღებული ერთი ცხოვრება
სხვა ცხოვრებათა რიგებში, კედლებში, კვარტალებში. ამგვარი
მიდგომა გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელი ხდება, მასში
როგორღაც არის ადრეული კოლექტიური აღტყინების სუსტი
გამოძახილი, მაგრამ ამ ბუნდოვან გრძნობას არ ძალუძს შეეცი-
ლოს მის თავდაპირველ და ჩვეულ მყარ შთაბეჭდილებას, რომ
ბრუერი და მის გარეშე არსებული სამყარო, იმაზე მეტი არ
არის, რაც მასზე ასხმული არშიები, კრინოლინები და ქობებია
- როგორც მაქმანები ფუშფუშა ატლასის გულზე, როგორებსაც
ერთმანეთს წმინდა ვალენტინის დღეს ჩუქნიან; რომ იგი თავად
არის მსოფლიოს გული, როგორც დალაი-ლამა, რომელმაც
ბოლო ცნობებით (ტიბეტში ჩინეთის მმართველობის დამყარე-
ბიდან ორმოცი წლის შემდეგაც არ ცხრება მღელვარებები) შეს-
თავაზა მრევლს, რომ უარს იტყოდა წოდებაზე. წინადადებამ
მისი მიმდევრები შეაშფოთა და თავზარი დასცა მათ, რადგან
როგორ შეიძლება დალაი-ლამამ უარი განაცხადოს თავის
ღვთაებრივ არსზე? ასევე წარმოუდგენელია ეს მოხდეს ჰარის
უშრეტი ეგოცენტრიზმის შემთხვევაში.
იგი დიდხანს უყურებს ტელევიზორს. ეკრანი პირდაპირ სა-
ხეში შემოსცქერის, ანტენის კაბელი გაჭიმულია კედლიდან მის
თავს უკან, ჟანგბადის შლანგის მსგავსად. მას მხოლოდ ფაქტე-
ბი ესაჭიროება და არა ფანტაზიები; ძველი კინოლენტები საკა-
ბელო „ეი-ემ-სიზე“ ეჩვენება, როგორც წარღვნამდელი და ხე-
ლოვნური, თავიანთ შავ-თეთრ კონტრასტებში, ხოლო ძველი
ტელეშოუები „ენ-აი-კეიზე“ - აუტანელ უხამსობად, კოლექტიური

495
მკითხველთა ლიგა

სიცილის ჩართვებითა და ორმოცდაათიანების მოდის ლაკირე-


ბული ვარცხნილობებით, უსასრულო სპორტიც კი - რაგბი ირ-
ლანდიიდან, კერლინგი კანადიდან - ყველაფერი ეს აღი-
ზიანებს, როგორც დროის ფუჭი ფლანგვა, მას კი ძალზე მოკლე
დრო აქვს დარჩენილი, მხოლოდ სიმართლისთვის, როგორ-
საც ხედავს სამეცნიერო-პოპულარული მიმართულების „დი-ეს-
სიზე“ ან კიდევ „მე-12 არხზე“, ინტერვიუები ნიუიორკელ და ვა-
შინგტონელ პოლიტიკოსებთან, რომელთაც რიგრიგობით ამუ-
შავებენ წამყვანები, მაკნილი და ლერერი, თითქოს პასზე თა-
მაშობენ, მზით გავარვარებულ უდაბნოს ფონზე ორკაპაენიანი
რეპტილიები სმიტსონის ინსტიტუტის პროგრამაში, ან საკუთარი
სიცოცხლისთვის მებრძოლი გალაპაგოსის გიგანტური კუები
სერიაში „ბუნებრივი გადარჩევა“, ანდა ნაცისტების წინააღმდეგ
მეომარი რუსები, მეორე მსოფლიო ომის მოხტუნავე ქრონიკე-
ბი და სერ ლოურენს ოლივიეს კადრსმიღმა საუბარი („ოცი მი-
ლიონი მსხვერპლი“, - ისმის მისი ხმა, როგორც ბოლო აკორ-
დი, კადრი ჩერდება ეკრანზე და ძლიერდება სულისშემძვრელი
მუსიკალური თემა, ჰარის ჟრუანტელი უვლის იმის გაფიქრების-
თანავე, რომ იგი ამ სამყაროში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს
საპირისპირო მხარეს არსებობდა, დახტოდა, თუნუქის ცარიელ
ქილებს ჭეჭყავდა და მეტალური ფოლგისგან ბურთულებს აგუნ-
დავებდა. ეს იყო ცოცხალი ისტორიის მონაწილე ათი წლის ბი-
ჭის წვლილი ფაშიზმთან ბრძოლაში) და, კიდევ, „ომი და მშვი-
დობა ატომის საუკუნეში“, „ცოცხალი ბუნება“, „ხელისუფლების
გალერეა“, „საოცარი მოვლენების შესახებ“, „ნაკრძალების სამ-
ყარო“, „ცოცხალი ორგანიზმი“, „პლანეტა დედამიწა“, ბრძოლა
და დაღუპვა, გეპარდი, რომელიც ნაკუწ-ნაკუწ ფლეთს ანტი-
ლოპას, მორიელებთან სასიკვდილო შეტაკებას შეჭიდებული
ობობა-ტარანტულები, საუკეთესო კერტისთვის ბრძოლაში ერ-

496
მკითხველთა ლიგა

თმანეთის მოშორებით გართული პაწია ოპოსუმები, დაბოლოს,


კინოგადაღების დამაბრმავებელი კაშკაშა შუქისა და
ოპერატორ-ნატურალისტის სიახლოვის მიუხედავად, ფეიქარა
მამლების ასპარეზობა, კონცენტრირება დახვეწილი ბუდეების
ქსოვასა და წუნია დედლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე - ბა-
ჭია ხარბად ისრუტავს ამ ცნობებს, ყოვლად წარმოუდგენელ გა-
მომგონებლობას, მრავალფეროვნებას და განწირულობას,
თითქოს მან მიზნად დაისახა გაიაროს თვითგანათლების კურსი
საგანში - „სამყაროს სიცოცხლე და აგებულება“, მაგრამ არ
უჩანს არც ბოლო და არც დასაწყისი ამ საინფორმაციო წარ-
ღვნას.
საღამოს ახალ ამბებში მთავარი ადგილი ჩინეთს ეთმობა
- გორბაჩოვის ვიზიტი. პროტესტანტი სტუდენტების გამოსვლა
ტიანანმენის მოედანზე, მაგრამ პროტესტი არ არის მიმართუ-
ლი გორბაჩოვის წანააღმდეგ, პირიქით, გორბაჩოვი სტუდენ-
ტებს უყვართ, მთელ მსოფლიოს უყვარს, მიუხედავად თავზე უც-
ნაური ლაქისა, რომელიც გარშემოწერილობით იაპონიას
ჰგავს. რამდენადაც შესაძლოა გაგება, ჩინელ სტუდენტებს თა-
ვისუფლება სურთ, მათ სურთ დაემსგავსონ ამერიკელებს, თუმ-
ცა, შესახედავად, მათი გარჩევა უკვე შეუძლებელია ამერიკე-
ლებისგან, ყველანი ჯინსებსა და მაისურებში არიან. ამავ-
დროულად, თავად ამერიკაში ირკვევა, რომ არა მხოლოდ
ქვეყნის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, არამედ მისი მეუღლე, პირვე-
ლი ლედი, შხაპს თავის ძაღლთან, მილისთან, ერთად იღებს;
თუკი ეს ისაა, რისკენაც ჩინელები ისწრაფვიან, არ იქნება ძნე-
ლი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ სრული მოცულო-
ბით არა, მიახლოებით მაინც; თუმცა ჰარის გონებაში იგრძნობა
ნოსტალგია რეიგანზე - მას, რაც უნდა იყოს, ვერავინ დასწამებ-
და ღირსების უკმარისობას, დისტანცირებას იმისგან, რაც ასაზ-

497
მკითხველთა ლიგა

რდოებს ოცნებას; მისი ყველაზე ძლიერი მხარე, როგორც პრე-


ზიდენტისა, ის იყო, რომ არავის შეეძლო დანამდვილებით ეთ-
ქვა, რა იცოდა მან - ყველაფერი თუ არაფერი, და ამ თვალსაზ-
რისით, იგი ღმერთივით იყო, რომლის სიდიადეც მიუწვდომე-
ლია ყველასთვის. რაც შეეხება დღევანდელს, გესმის, რომ მან
რაღაც იცის, მაგრამ ეს რაღაც სრულიად უმნიშვნელოა. ბაჭიას
ოდნავადაც არ ანიჭებს სიამოვნებას პრეზიდენტის ყოველ ხსე-
ნებაზე, თვალწინ რომ წარმოუდგება შხაპის ერთობლივი მიღე-
ბის სცენა, სადაც შიშველი პრეზიდენტისა და მისი არცთუ ახალ-
გაზრდა მეუღლის გარდა, ძაღლიც მონაწილეობს. რეიგანი და
ნენსი ახერხებდნენ ღირსების შენარჩუნებას მაშინაც კი, როცა
მათ, შეიძლება ითქვას, მრავალმილიონიანი აუდიტორიის წი-
ნაშე, პოლიპებსა და მკერდს აცლიდნენ.
ჯენისი მოდის სამშაბათს საღამოს ექვს საათზე, როცა ჰა-
რი ბოლო დაზოგილ ვახშამს ამთავრებს - ხვალ გაწერენ.
ცოლს აცვია ახალი პალტო, რუხი ქვედაბოლო და ხასხასა--
წითელი ბლუზონი ღრმა დეკოლტეთი, თითქმის ისეთივე გა-
მომწვევი, როგორიც კოპლებიანი კაბა, რომელშიც რუთი ესიზ-
მრა. ჰარის ცოლი ენერგიას ასხივებს და საქმიანი იერი აქვს,
ჭაღარით შეზავებული მისი თმა შეკრეჭილია და პარიკმახერის
მარჯვე ხელითაა დალაგებული, რომელმაც გადაჭრით მოსპო
განთქმული ქოჩორი, თმა შუბლს ჩამოაშორა და ღრმა და ირი-
ბი ზოლით გაყოფილ ცოცხალ, ფაფუკ მასად წარმოადგინა. ჰა-
რის ჯენისი აგონებს მკვირცხლ, მოჭრიჭინე ტელეწამყვანებს,
რომელთაც ახალი ამბების გამოშვებები მიჰყავთ. და მარ-
თლაც, ვერ ითმენს, იმდენად უნდა, ბაჭიას გაუზიაროს სიახ-
ლეები. თვალებზე თითქოს არაბუნებრივად მბრწყინავი ლინ-
ზები აქვს და ჰარი ვერ ხვდება, რომ ეს კადრს მიღმა მისთვის
მომზადებული ცრემლებია.

498
მკითხველთა ლიგა

- ო, ჰარი, - იწყებს ჯენისი, - ყველაფერი უფრო ცუდადაა,


ვიდრე ვვარაუდობდით! იქ ათასებია, ათასები!
- ათასი რა?
- დოლარი, დოლარი, რომელიც ნელსონმა მოიპარა.
ჩარლი, მე და ბუღალტერი, ჩარლის ძმისწულის ნაცნობი -
მილდრედმა თქვა, რომ აუდიტის ჩატარებისთვის საკმაოდ ბე-
ბერია და, საერთოდ, თავშესაფარშიც თავზე საყრელად აქვს
საქმე, - სამივე მოულოდნელად მივედით მაღაზიაში, ჩარლიმ
მითხრა, რომ ჩემი იქ ყოფნა აუცილებელი იყო, რადგან თვი-
თონ და ბუღალტერი საქმეს ვერ უშველიდნენ, მოვითხოვე ჩემ-
თვის ეჩვენებინათ ქაღალდები და ნელსონმა, რომელიც
ჩვეულების მიუხედავად, ადგილზე იყო, შემომხედა ისე საწ-
ყლად, ისე უმწეოდ, რომ სული გადამიტრიალა. ამ მზერას სიკ-
ვდილამდე ვერ დავივიწყებ. მან თქვა, კეთილი, დედა, რა გაინ-
ტერესებს? და ყველაფერი გვიამბო. თავდაპირველად, როცა
მას აუცილებლად სჭირდებოდა ფული... ხომ იცი, კოკაინის-
თვის, წერდა ჩეკს თავის სახელზე შენიშვნით „გაუთვალისწინე-
ბელი ხარჯები,“ ან „ოპერატიული ნაღდი ფული“, მაგრამ მილ-
დრედი, რომელიც ფირმაში ჯერ კიდევ მუშაობდა, ითხოვდა
განმარტებებს და ნელსონიც შეშინდა. ნებისმიერ შემთხვევაში,
ასეთი მწირი თანხები, ასი, ან თუნდაც ორასი ერთ ჯერზე, მას
ხელს არ აძლევდა და მაშინ მოიფიქრა შეეთავაზებინა მყიდვე-
ლისთვის დიდი ფასდაკლება მეორად მანქანებზე, თუკი ისინი
დათანხმდებოდნენ, გადაეხადათ ქეშით ან გამოეწერათ ჩეკი
მის სახელზე.
- ხომ ვამბობდი, ანგარიშების მიხედვით მეორად მანქანებ-
ზე ფასები დაწეულია-მეთქი, - ამბობს ჰარი უცნაური, უხალისო
ნიშნისმოგებით. ზონდის შემდეგ მის ემოციებს რაღაც შეემთხვა,

499
მკითხველთა ლიგა

თითქოს გამოაცალეს, - რამდენი მანქანა გაუშვა მარცხნივ ამ


ხრიკით?
- მას ახლა ზუსტად აღარც ახსოვს, მაგრამ ჩარლი ამბობს,
რომ ქაღალდებით მონაცემთა აღდგენა შეიძლება. დროა სა-
ჭირო, სხვა არაფერი. ცხადია, ნელსონი ყველა მყიდველს სა-
ეჭვო გარიგებას არ სთავაზობდა, ის იჩენდა სიფრთხილეს და
ცდილობდა აერჩია შედარებით ხელმოკლე მყიდველი, ვინც
ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ გაუსინჯავდა. ჭკვიანურად მოქმე-
დებდა. ნელსონი გაცილებით გონიერია, ვიდრე შენ გეგონა.
- არც არასოდეს მითქვამს, თავში ტვინი არ აქვს-მეთქი.
- ოჰ, ჰარი, თუმცა მხოლოდ... - ცრემლები ისევ აეფარება
ჯენისის თაფლისფერ თვალებს, გადმოდის ნაპირებიდან, სვე-
ლი ბილიკები ბზინავს მის ცხვირზე დასკუპებული მრგვალი კო-
პის ორსავე მხარეს, მის ცხვირში კი ხასიათი იმდენად იგრძნო-
ბა, რამდენადაც უჯრის სახელურში. ქალი იღებს ქაღალდის
ხელსახოცს ყუთიდან, რომელსაც აქ პაციენტების ტუმბოებზე
დებენ და როცა წინ გადაიხრება წითელი, გლეხური სტილის
ბლუზონის ჭრილში ბაჭია თვალს მოჰკრავს მის აკურატულ
მკერდს. ბლუზონი, სავარაუდოდ, ახალია, ჰარის აქამდე ის არ
უნახავს, საგანგებოდ თავისი კურსებისთვის, ჩარლისთან პაემ-
ნებისთვის, ახალი ეტაპისა და დიდ სამყაროში გასვლისთვისაა
ნაყიდი, დამოუკიდებლად ნაყიდი, ჰარის გარეშე. ჰარი მხურვა-
ლებამ აიტანა, როგორც კათეტერიზაციის დროს. თითქოსდა,
განსაკუთრებული არაფერია, საკუთარი ცოლის შიშველი მკერ-
დი. თურმე, მთლად ასეც არ ყოფილა. ჯენისის, ერთხელ და
სამუდამოდ აბნეული შტერუკას სახეს ცრემლები ასველებს და
კიდევ უფრო ახლოს იხრება ქმრისკენ. კაცი გრძნობს მის სუნ-
თქვას, შეიგრძნობს ყინულკარამელის პიტნისეულ სუსტ სუნს,
თამბაქოს სუნის გადასაფარად რომ მიირთმევენ. მის თვალწინ

500
მკითხველთა ლიგა

ქალის ცრემლები ბრწყინავს; მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა ძალი-


ან ჩუმად გაისმის, იმდენად, ჰარის გარდა ვერავინ გაიგებს:
- იგი ამაზე არ შეჩერებულა. იმ დროისთვის უკვე კრეკზე
გადავიდა და ისეთი ფული ამოძრავდა, თქმაც კი მიჭირს. მაშინ
მან ლაილისთან ერთად შეიმუშავა საგანგებო სქემა. აქ უკვე იწ-
ყება რთული და დაწვრილებითი ფინანსური ამბები...
- მოიცა, - აწყვეტინებს ბაჭია ჯენისს. პალატაში სამზა-
რეულოს მიმტანი შედის, ლანგარი რომ წაიღოს. ფუნჩულა ლა-
თინურამერიკელი ქალი, გრძელი წითელი ფრჩხილებითა და
გამოკვეთილი ღინღლით საულვაშეზე.
- საკმარისად არ გიჭამიათ, - მორიდებული ღიმილით საყ-
ვედურობს, თან მარგალიტივით წვრილ კბილებს აჩენს.
- საკმარისად, - არწმუნებს ჰარი, - მეტი არ მინდა. ძალიან
გემრიელია. კარგი. ბუენო.
მიმტანს წიგნაკი აქვს თან, რომელშიც წერს, საკვების რა
პროცენტი შეჭამა ავადმყოფმა. ჩახარშული, წყალწყალა პარკი
ლობიოს მესამედი, უგემური საქონლის ხორცის ფერგასული
ოვალი, ძალისძალით შეჭმული ჭუჭყიან ფორთოხლისფერ სა-
წებელში მცურავი მწვანე სალათის უხეში ფურცელი, ერთი კოვ-
ზი ტაპიოკას პუდინგი, რომლის ლაბისებურმა თახთახმა ლამის
გული აურია.
- საუზმეზე, - კითხულობს ქალი ქაღალდს, - ანანასის კვე-
რი, ხორბლის ფაფა, გახუხული თეთრი პური ქატოთი და უკო-
ფეინო ყავა.
- უკვე ნერწყვი მომდის, - არწმუნებს ჰარი.
- კიდევ ჭამეთ, - სთავაზობს მიმტანი.
- არა, გმადლობ, ყველაფერი გაცივდა. ჩემთან მეუღლე
მოვიდა.
მიმტანი სამედიცინო ბარათში ჩანაწერს ათვალიერებს.

501
მკითხველთა ლიგა

- წერია: ხვალ ბოლო დღეა.


- ჰო, წარმოგიდგენიათ? - ეპასუხება ჰარი, - უკან, ცხოვრე-
ბის ოკეანეში ვბრუნდები. თქვენსა და თქვენი ჯანმრთელი საკ-
ვების გარეშე მოვიწყენ.
პლასტმასის ლანგრის აღებისას მიმტანი ფსკერს გრძელი
წითელი ფრჩხილებით ფხოჭნის და ამ ხმაზე ჰარის ჟრუანტელი
უვლის. იგი იხსენებს ლამაზმანს პლატინისფერი თმით, რომ-
ლის თითებიც დარბოდა კომპიუტერის კლავიშებზე „ფინანსურ
ალტერნატივებში“. მასაც ასევე ძალზე გრძელი ფრჩხილები
ჰქონდა. გარდაიცვალა, თქვა ლაილიმ. თუკი მართლა არსე-
ბობს ცხოვრება სიკვდილის შემდეგ და გარდაცვლილები სად-
ღაც ერთად იკრიბებიან, შეიძლება, ბაჭიას მიეცეს შანსი, ახ-
ლოს გაიცნოს იგი? თუმცა, ფული იქ არ არის და რაღაზე უნდა
ილაპარაკონ?
როცა ქალი ლანგრით მიდის, ჯენისი საჭირბოროტო თე-
მას უბრუნდება. ერთი-ორი წამით ენის წვერი კბილებშუა მიძ-
ვრება, რითაც დასტურდება, რომ იგი ცდილობს, აზრებს მოუყა-
როს თავი.
- დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი ბოლომდე
მესმის, მაგრამ შენთვის ცნობილია, თუ როგორ ტარდება ინ-
ვენტარიზაცია. გეცოდინება რამდენი სატვირთო, ფურგონი,
მსუბუქი ავტომანქანაა მიღებული თვეში მერილენდში მდებარე
„ტოიოტას“ შუაატლანტიკური განყოფილებიდან.
- ოციდან ოცდახუთამდე, ყოველთვიურად, ყველა შემ-
თხვევაში, ყოველთვის ასე იყო, - აწვდის ცნობას ჰარი, თან
სურს აჩვენოს ჯენისს, რომ ახლაა ბეჭებზე დაცემული, თორემ
ადრე თავისი საქმე იცოდა, - ერთხელაც ვერ მოვახერხეთ წე-
ლიწადში სამასი ახალი ერთეულის გასაღება, ერთადერთი,
ოთხმოცდაექვსი წელი იყო გამონაკლისი, როცა ნელსონმა

502
მკითხველთა ლიგა

საქმე ის-ის იყო გადაიბარა. მყარი იენა ყულფივით გვიჭერს კი-


სერზე, „ჰონდაც“ და „ნისანიც“ გვარიან ლუკმას გვცინცლავს,
„ფორდ რეინჯერმა“ გასულ წელს მაგრად გაუფუჭა საქმე ჩვენს
ერთტონიან პიკაპს.
- ჰარი, ეცადე მთავარს მიაპყრო ყურადღება. საქმის არსი,
როგორც ამიხსნეს, არის ის, რომ კალიფორნიული საკრედიტო
კორპორაცია „ტოიოტა-მოტორსი“ აფინანსებს ჩვენს მომარაგე-
ბას მერილენდიდან: როცა მანქანას ვყიდით, ფული მათთან
ბრუნდება, როცა მანქანას ვუკვეთთ, ისინი ამატებენ თანხას
ჩვენს საკრედიტო ანგარიშზე. რას აკეთებდა ნელსონი? ყო-
ველთვე ანგარიშებში ერთი ან ორი გაყიდვით ნაკლებს მიუთი-
თებდა, ამიტომაც იმ მანქანების გაყიდვის მოკლებულ თანხებს,
„ტოიოტა“ ჩვენს დავალიანებას აწერდა, ხოლო ნელსონი და
ლაილი ამონაგებს განსაკუთრებულ ანგარიშზე ათავსებდნენ,
რომელიც თავად გახსნეს „სპრინგერ-მოტორსის“ სახელზე. შენ
თავად უწყი, რომ ბანკები ყველას სთავაზობენ ცალკე ანგარი-
შებს - შემნახველს, შემნახველიდან შემოსული ანარიცხებით
შექმნილ ჩეკს, ძირითადი კაპიტალის ანგარიშებს ჩეკების გა-
ნაღდებით და - რაღას არა. ბოლოს, კალიფორნიული
„ტოიოტა მოტორსის“ ვალი ყოველთვე გვეზრდებოდა ერთი ან
ორი მანქანის ღირებულებით, რომლებიც სინამდვილეში მაღა-
ზიის საკუთრებაში უკვე აღარ იყო. მაშასადამე, დავალიანება
იზრდებოდა, ხოლო რეალური საქონელი სულ უფრო და უფ-
რო იკლებდა. ასე რომ გაგრძელებულიყო, ორი ან სამი წლის
შემდეგ არც ერთი ახალი მანქანა არ დაგვრჩებოდა გასაყიდად,
თუმცა „ტოიოტას“ ვალი ასტრონომიულ ციფრამდე გაიზრდე-
ბოდა!
- დღეისთვის, მაინც რამდენი გვაქვს მათი ვალი? - ჰარის
ცნობიერება მთლად მზად არ არის, აღიქვას სურათი მთელი

503
მკითხველთა ლიგა

სისრულით. თავში ავადმყოფური აზრები მოსდის - საუზმეზე შე-


პირებული ანანასი, ფუტკარას ნაყენი, რომელიც მას ბოლოჯერ
უნდა მიეღო, თუმცა, მიიღო თუ არა, არ ახსოვს.
- არავინ იცის, ჰარი, ნელსონს არ ახსოვს, ხოლო ლაილი
ამბობს, რომ შემთხვევით წაშალა რამდენიმე დისკი, რომელ-
შიც ინფორმაციას ინახავდა.
- შეგნებულად შემთხვევით, - პასუხობს ჰარი, - აი, მძღნე-
რი! აი, მძღნერები, ორივე!
- ჰო, ჰო, საშინელებაა! - ოხრავს ჯენისი, - ლაილიც ტე-
ლეფონში საშინელ რამეებს ლაპარაკობს. ამბობს, რომ მაინც
კვდება და მისთვის სულერთია, რას გავუკეთებთ. ისეთი ხმა
აქვს, თითქოს ტვინი აერია; ნუთუ ესეც მისი ავადმყოფობაა? -
ფაქტების სიმძიმე ბოლოს და ბოლოს ანგრევს მას და ჯენისი
ისტერიკაში ვარდება. ცრემლები ცვივა, ქვითინისგან მხრები
უცახცახებს, ცდილობს სველი სახე ჰარის ზეწარგადაფარებულ
მკერდს დაადოს, მაგრამ სიმაღლე არ ჰყოფნის. იგი მიყუჩებუ-
ლია სკამზე, ბაჭიას მაღალი საწოლის გვერდით, თვალებითა
და პირით მატრასის კიდესაა მიბჯენილი და იმეორებს გაუჩე-
რებლად, ჩემამდე არ დადის, როგორ შეეძლო მას ასე მომ-
ქცეოდაო.
„მას“, ანუ ნელსონს: ჰარი ამჯერად განაწყენებულებში არ
შედის. მწუხარებისგან ჯენისის თავი გაცხელებულია, კეფაც კი
თითქოს ისეთივეა, როგორიც ათუხთუხებული ჩაიდანი. ბაჭია
დამამშვიდებელი მოძრაობებით მსუბუქ მასაჟს უკეთებს თავზე,
მოკლე ვარცხნილობის ქვეშ და ძლივს იკავებს ღიმილს. ასეც
ეკუთვნით სპრინგერებს. მისი ჭაღარანარევი მუქი თმა ისეთი
თხელია, რომ თითებს ეწებება, როგორც ობობას ქსელი. მთე-
ლი ხუთი წუთი უკეთებს მასაჟს ცოლის თბილ, უბედურ თავს თი-
თის წვერებით, ხოლო თვითონ შეჰყურებს ტელევიზორის ცა-

504
მკითხველთა ლიგა

რიელ ეკრანს და ნანობს, რომ მოუწევს გააცდინოს ექ-


ვსსაათიანი ახალი ამბები, რომელსაც ექვსსა და ოცდაათზე,
ქვეყანაში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების მიმოხილვა
მოსდევს.
სადღაც, გულის სიღრმეში, იგი უარს ამბობს დაიჯეროს,
რომ ჯენისის დღევანდელი მონათხრობი, რეალურობის თვალ-
საზრისით, მსოფლიო მოვლენებზე მონათხრობს შეედრება.
კი, ბატონო, მისი ცოლია, მაგრამ არ არის კონი ჩანგი და,
მით უმეტეს, დაიანა სოიერი _ლამაზი, ქერათმიანი კამეჩი ფარ-
თოდ გახელილი თვალებით, მგრძნობიარე პირითა და გან-
დგომილი გამოხედვით.
- რა იქნება შემდეგ? - კითხულობს ის ბოლოს და ბოლოს.
ჯენისი ნამტირალევ სახეს სწევს და, რა გასაკვირიც უნდა
იყოს, როგორღაც პასუხის გაცემაც კი შეუძლია. როგორც ჩანს,
ჩარლისგან განისწავლა.
- მაშ, ასე, ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენი გვმართებს საკრე-
დიტო კორპორაციისა და სრულად გავსწორდეთ. მათ კრედი-
ტის პროცენტი ერიცხებოდათ, ამდენად, ალბათ, განსაკუთრე-
ბულად შეშფოთებულები არ უნდა იყვნენ. ეს იგივეა, ადამიანმა
გამოიტანოს სესხი უძრავი ქონებით, მხოლოდ ნელსონმა თა-
ვისი უძრავი ქონება მალულად გაყიდა.
- ხელმოწერებს თუ აყალბებდა, ეს თაღლითობაა, - მო-
ღუშული სახით შენიშნავს ჰარი და შავი საზიზიღრობა, თითქოს-
და კონტრასტული ნივთიერება, მისი გულის ავსებას იწყებს,
რადგან ახლა უკვე აშკარაა, რომ მის შვილს შეიძლება ჯვარი
დაესვას. „ადამიანური ნაყარნუყარი“, - თუკი მამამისის გამოთ-
ქმას გაიხსენებს, როცა ჰარიც ნაყარნუყარს მიაკუთვნა. ბაჭია
კითხულობს: - მაინც, რა ელის ჩვენს ბიჭს?

505
მკითხველთა ლიგა

ჯენისი სველ წამწამებს აფახულებს. ის, რის თქმასაც ეშუ-


რება ახლა, იმდენად მნიშვნელოვნად წარმოუდგენია, რომ
რამდენიმე წამით აგვიანებს პასუხს. შემდეგ დამაჯერებელი და
ძალზე გამოკვეთილი ხმით, როგორც ლაპარაკობდა დედილო
სპრინგერი, საბოლოო და შეუცვლელი გადაწყვეტილების გაჟ-
ღერებისას, ამბობს:
- იგი დათანხმდა კლინიკაში მკურნალობას. გადაუდე-
ბელს.
- ჰო, ვფიქრობ, ეს კარგია. რამ აიძულა დათანხმებული-
ყო?
- ვუთხარი, რომ ან დათანხმდებოდა, ან კიდევ გავაძევებ-
დი სამსახურიდან და ვუჩივლებდი სასამართლოში.
- ოჰო, ასე უთხარი?
- დიახ, ჰარი, დიახ. ძლივს, მაგრამ ვუთხარი. იძულებული
გავხდი.
- ასეთი რამ, საკუთარ შვილს?
- არჩევანი არ მქონდა. იგი თავქვე მიექანება და თავადაც
ესმის ეს. წარმოიდგინე, მადლიერიც კი იყო ჩემი, სიმართლეს
გეუბნები. ერთმანეთთან საქმე მაღაზიაშივე გავარკვიეთ, მხო-
ლოდ გარეთ გამოვედით, იქვე, ხომ იცი, სადაც სარეველებია,
ხოლო ჩარლი და ბუღალტერი შენობაში დარჩნენ. შემდეგ
დავბრუნდით და მაშინვე, შენი ყოფილი კაბინეტიდან, რეკვა
დავიწყეთ.
- მაინც სად არის ეს კლინიკა?
- ჩრდილოეთ ფილადელფიაში. მას რეკომენდაციას სპე-
ციალისტი გაუწევს, ის ნელსონის კონსულტანტია. როგორმე
უნდა მოვაწყოთ იქ. როგორც გაირკვა, კლინიკები ყველგან გა-
დატვირთულია. საზოგადოება ვერ უმკლავდება ამ პრობლე-
მას. ბრუერში მხოლოდ ის პროგრამა მოქმედებს, რომელიც

506
მკითხველთა ლიგა

ამბულატორიულ მკურნალობას ითვალისწინებს, მაგრამ ნელ-


სონის კონსულტატი ირწმუნება, რომ მნიშვნელოვანია ნელსო-
ნი მოსწყდეს ჩვეულ გარემოს, რომლის შემადგენელ ნაწილსაც
ნარკოტიკი წარმოადგენს.
- გამოდის, რომ იმ კონფლიქტის შემდეგ ის პრუსთან ერ-
თად კონსულტაციაზე მაინც წავიდა?
- ჰო, ყველასათვის გასაკვირად. ყველაზე გასაოცარი კი
ისაა, რომ ამ ადამიანმა, კონსულტანტმა, ნელსონი კარგად გა-
ნაწყო მის მიმართ. შთააგონა მისი პატივისცემა. იგი, სხვათა შო-
რის, შავია.
ჰარი ეჭვიანი წყენის ჩხვლეტას გრძნობს. მისი შვილი სხვა
ხელებმა აიტაცა. მამის ხელებმა ვერ შეძლო მისი შეკავება. ახ-
ლა უკვე საშველად პროფესიონალებს უხმობენ.
- რამდენ ხანს გასტანს მკურნალობა?
- სრული კურსი ოთხმოცდაათ დღეს მოიცავს. პირველი
თვე - დეტოქსიკაცია პლუს ინტენსიური თერაპია. შემდეგ კი, სა-
მოცი დღის განმავლობაში აღდგენა ხდება, გარკვეულ სამუშა-
ოს ასრულებს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ეწე-
ვა, ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტირება რომ შეძლოს.
- გამოდის, რომ მთელი ზაფხული ამოვარდნილი იქნება.
მაღაზიას ვინ აიღებს საკუთარ თავზე?
ჯენისი ხელს ადებს ხელზე, მისი ეს ჯესტი ჰარის წინდაწინ
მომზადებულად ეჩვენება.
- შენ, ჰარი.
- თათუნა, არ შემიძლია. ხომ იცი, რომ ძლიერ ავად ვარ.
- ჩარლი ამბობს, რომ საფუძველშივე არასწორი დამოკი-
დებულება გაქვს. ასე არ შეიძლება. უბრძოლველად ნებდები
საკუთარ გულს. იგი ამბობს, რა არის შენთვის უკეთესი - ესაა
პოზიტიური განწყობა და აქტიური საქმიანობა.

507
მკითხველთა ლიგა

- კარგი ერთი? მაშ, რატომ არ შეუძლია თავად მართოს


ჩვენი მაღაზია, ის ხომ ასეთი, ეშმაკმა დალახვროს, აქტიურია?
- ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებუ-
ლი.
- აჰა! მაგალითად შენით.
ჯენისი ხითხითებს, თუმცა მის დაუშნოებულ სახეს ცრემ-
ლები ჯერ კიდევ არ შეშრობია.
- ნუ სულელობ. იგი უბრალოდ მეგობარია, რომელიც მძი-
მე ჟამს დასახმარებლად მოვიდა.
- მე კი არ მგავს. ჩემგან ხეირი არაფერია, ასეა?
- შენ ხომ საავადმყოფოში ხარ, საყვარელო? შენებურად,
დიდი სიმამაცე გამოიჩინე. საერთოდ, როგორც ყველა ჩვენგა-
ნისთვის ცნობილია, არსებობს საქმეები, რომელთა გაკეთება
არც შენ და არც სხვას ჩემ მაგივრად არ შეგიძლიათ. მხოლოდ
ჩემი გასაკეთებელია.
ჰარის ერთი სული აქვს, შეეკამათოს ამ საეჭვო, ახალმო-
დური ღვთისმოსაობით გაჯერებული თეზისის გამო, მაგრამ თუ
მას მოქალაქეთა რიგებში დაბრუნება სურს, უმჯობესია აზრები
თავისთვის შეინახოს და ყოველ წვრილმანზე არ წამოენთოს.
ამიტომაც, სულ სხვა თემაზე ეკითხება ცოლს:
- როგორ მიიღო ნელსონმა შენი სიმკაცრე?
- როგორც უკვე გითხარი, გაგებით. იგი მხოლოდ ოცნე-
ბობდა, რომ ჩვენ, მის ახლობლებს, მიგვეღო რაღაც გადაწყვე-
ტილება, რადგან მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.
პრუ წარმოუდგენლად გახარებულია, რომ, ბოლოს და ბო-
ლოს, ნელსონს უმკურნალებენ. ჯუდისაც უხარია.
- როის?

508
მკითხველთა ლიგა

- ის ჯერ კიდევ ძალზე პატარაა, რომ რამე გაიგოს, მაგ-


რამ, როგორც ამას წინათ შენიშნე, ოჯახში არაჯანსაღი ატმოს-
ფეროა.
- ასე ვთქვი? არაჯანსაღი-მეთქი?
ჯენისი უპასუხოდ ტოვებს კითხვას. სკამზე ისევ გასწორდე-
ბა, ნერწყვავს ხელსახოცს და იწმენდს სახეს.
- მომეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ბიჭი მის წასვლამდე
ვნახო?
- არა, საყვარელო, იგი ხვალ დილით მიემგზავრება, ვერ
მიუსწრებ.
- კარგი. არ ვიცი, ამას როგორ გავუძლებ. ვის ვუთხრა, რა
დაატრიალა იქ. მან ჩვენ ყველა, არა მხოლოდ შენ და მე, არა-
მედ თავისი შვილები, აიღო და ჩაგვრეცხა ძალიან მარტივად.
მან ხომ ყველანი წყეული ნარკოტიკისთვის გაგვყიდა.
- მოიცა, ჰარი, ღმერთს ნუ სცოდავ. ცხოვრებაში თვითო-
ნაც არაერთხელ მოქცეულხარ გამოუსწორებელი ეგოისტივით.
მე მაინც არ ვიცოდე!
- იყო ასე, არ უარვყოფ, მაგრამ - არა მწიკვი ფხვნილის
გამო.
- ის ფხვნილი მათზე ძლიერია. ის მთელი მათი ცხოვრე-
ბაა. ამას გარდა, ისინი, როგორც ჩანს, ლაილისთვისაც ყიდუ-
ლობდნენ წამლებს. ვგულისხმობ შიდსის სამკურნალო სამედი-
ცინო პრეპარატებს. ჩვენს ქვეყანაში ისინი ჯერ არ იყიდება,
ამასთან ძალზე ძვირი ღირს, არალეგალურად შემოაქვთ.
- ნაღვლიანი ისტორიაა, - მცირე ხნის შემდეგ ამბობს ბა-
ჭია. მელნისფერ-შავი სევდა ტრიალებს მის ვენებში. ძალიან
გაუგრძელდა საავადმყოფოში წოლა. დაავიწყდა, როგორია
იგი, ცხოვრება. ჯენისს ეკითხება:

509
მკითხველთა ლიგა

- საით გარბიხარ უკანმოუხედავად ასეთ მაგარ ქვედაბო-


ლოში?
ჯენისი თვალს აცილებს ჩანთის სარკეს, რომელშიც იმზი-
რება, იწესრიგებს თავს და ჰარის უყურებს - მისი სახე ჯიუტად
ქვავდება, როგორც ჩანს, მზადაა იდგეს გამარჯვებამდე.
- ჩარლი შემპირდა, რომ სადმე სავახშმოდ წამიყვანს.
ნერვიულობს, ამ საშინელი სულიერი ტრავმის გამო ფსიქო-
ლოგიურად არ გავტყდე. საჭიროა სიტუაციის დამუშავება.
- დამუშავება?
- დეტალურად უნდა განვიხილოთ ყველაფერი.
- შეგიძლია ჩემთან განიხილო ყველაფერი. მგონი ჯობს
უსაქმოდ წოლასა და წრიალს, სპორტული ამბები ისედაც გა-
მოვტოვე.
ცოლი წარმოთქვამს ქალებისთვის დამახასიათებელ
მმმმ-ს, თან ტუჩების ბალიშებით განივად შლის პომადის ახალ
ფენას ერთდროულად სერიოზული და თვითკმაყოფილი სა-
ხით, და ამბობს:
- შენ დაინტერესებული პირი ხარ. თუ საქმე საქმეზე მიდგა,
ნელსონთან და ჩემთან შენი ანგარიშები გაქვს.
- აბა, ასეა. რა თქმა უნდა, ჩარლის ინტერესების ხსენებაც
კი არ არის, ძილშიაც ხედავს, როგორ მიძვრება შენი კაბის
კალთის ქვეშ, თუ უკვე არ შეძვრა.
ჯენისი პომადას უკან, ჩანთაში აგდებს და თითების მსუბუქი
შეხებით ისწორებს ვარცხნილობას, სარკეში სხვადასხვა კუთ-
ხით ათვალიერებს საკუთარ თავს, ამის შემდეგ კი მკვეთრად
ატკაცუნებს ჩანთის სახურავს და კლიტეს ატრიალებს.
- ძალიან გულისამაჩუყებელია, ჰარი, - ეუბნება, - ასე და-
მაჯერებლად თავის მოკატუნება, თითქოს კიდევ შემიძლია ამ
კუთხით დავაინტერესო ვინმე, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდ-

510
მკითხველთა ლიგა

გეს, არ შემიძლია - ალბათ, მხოლოდ ქმარი, თუნდაც იშ-


ვიათად, დღესასწაულებზე.
ჰარი დარცხვენილია, რამდენადაც თავს უტყდება, რომ
უკანასკნელ ხანს დიდად არ ანებივრებდა ცოლს:
- ჩემთან დაკავშირებით ეჭვი არ შეგეპაროს, მაგრამ, უბ-
რალოდ, შენც ხომ იცი, მამაკაცების შემთხვევაში ეს არტერიულ
წნევასთანაა დაკავშირებული, და...
- ამას სახლში გავარკვევთ. ჩარლის შევპირდი, რომ ზუს-
ტად შვიდზე შევხვდები.
- სად? სასალათე ბარში, ჯონი ფრაის ყოფილ დაწესებუ-
ლებაში? ორი კვარტალის მანძილზეა აქედან. ფეხით შეიძლე-
ბა გასეირნება.
- არა, იქ არა. მას სურდა საცდელად პატარა ვიეტნამურ
რესტორანში წასვლა, მეიდენ-სპრიგთან ახლოს. ასე რომ, უნ-
და მოვასწრო კიდეც იქ მისვლა, კარგად მიცნობ, შეიძლება და-
ვიკარგო. ამას დამატებული, ჯერ კიდევ არ მომიმზადებია და-
ვალება - ორმოცდაათი გვერდი წიგნიდან ბრიტანული კანონ-
მდებლობის შესახებ უძრავ ქონებაზე, კისერს წაიტეხ მათი წარ-
ღვნამდელი ტერმინოლოგიით, ასი წელიწადია ასე აღარავინ
ლაპარაკობს, ხვალინდელი მეცადინეობისთვის უნდა მოვემზა-
დო.
- რა გამოდის, ხვალ საღამოსაც არ იქნები შინ? საავად-
მყოფოდან გამოსვლის პირველსავე დღეს? - იგი უკმაყოფილე-
ბას გამოხატავს, თან სარგებლობს შემთხვევით და ცდილობს
რამდენიმე ქულა თავის სასარგებლოდ მიითვალოს. თუმცა, სი-
ნამდვილეში, ძალიან გაიხარებდა, თუკი ცოლი ახლავე წავი-
დოდა, რაც შეიძლება სწრაფად და ტელევიზორის პირისპირ
დატოვებდა.

511
მკითხველთა ლიგა

- მალე გამოჩნდება, - წამოდგომის დროს ამბობს ჯენისი,


- მაქვს ერთი აზრი, - და უეცრად ეკითხება ბაჭიას, - ნუთუ, არ
ამაყობ ჩემით? - ქალი იხრება, რათა გეგმებითა და დარდით
სავსე, გახურებული სახით ქმრის ლოყას წამით მიეკრას, - ნუთუ
არ ვარ ყოჩაღი, ასე დიდებულად რომ ვართმევ თავს გართუ-
ლებებს?
- ყოჩაღ, - ტყუის ჰარი. პირადად მას მოუხერხებელი ცო-
ლი უფრო მოსწონდა.
ჯენისი გადის, მკლავზე ახალი იადონისფერ-ყვითელი
პალტო აქვს გადაკიდებული და ბაჭია შენიშნავს, რომ ცოლი
გვარიანად შეივსო უკან, აქაურ ქალებზე ასეთი კიჩო იმის ნიშა-
ნია, რომ ისინი მყარად დგანან ფეხზე და თავი დამოუკიდებელ
პიროვნებად მიაჩნიათ.
ჰარი უყურებს ტელეწამყვან ტომი ბროკოუს ახალი ამბე-
ბის ნარჩენებს და განზრახული აქვს, შვიდ საათზე ჩაეფლოს
გადაცემაში ანტარქტიდის ბუნების სამყაროზე, მაგრამ უცაბე-
დად მასთან მოდიან, გამოიცანით, ვინ? - ჰარისონები. კარგი,
თელმა კიდევ გასაგებია, მაგრამ მან თან რონი მოათრია, უფ-
რო კი, შეიძლება თვითონ მოეთრა: იმ დროის განმავლობაში,
რაც ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ქალი კიდევ უფრო გახმა
და გაყვითლდა, ძლივს ადგამს ფეხებს, თითქოს ყოველი მისი
ნაბიჯი, სულ მცირე, მოტეხილობით მაინც უნდა დასრულდეს.
თელმა დამნაშავესავით იღიმება და თვალებით ითხოვს ჰარის-
გან პატიებას, ცუდი შესახედაობის გამო, და იმისთვისაც, რომ
ქმრის თანხლებით მოვიდა, რომ საერთოდ მოვიდა.
- აქ ვიყავით, საავადმყოფოში, ჩემს ექიმთან მიღებაზე, -
უხსნის ჰარის, - ხოლო რონი-უმცროსმა გაიგო, რომ შენც აქ
ხარ.

512
მკითხველთა ლიგა

- ჰო, დავწექი, როგორც ესენი ამბობენ, პატარა „პროცე-


დურისთვის“, - ამბობს ბაჭია და ხელით ანიშნებს სკამზე, რომე-
ლიც ჯენისმა საწოლთან მისწია. შესაძლოა, მისი შთამბეჭდავი
უკანალისგან სკამი ისევ თბილია, - რონი, ხედავ კუთხეში დიდ
სავარძელს? შეგიძლია მოათრიო უფრო ახლოს. გორგოლა-
ჭებზეა.
- ვიდგები, - ბურტყუნებს იგი, - მხოლოდ ერთი წუთით შე-
მოვედით.
რონის გამომეტყველება მოღუშულია, მაგრამ ბაჭიას, რაც
უნდა იყოს, არ უთხოვია ჰარისონებისთვის მისი მონახულება და
არც აპირებს მათ ფეხის ფეხზე შემოკვრით მიესალმოს.
- როგორც გენებოს, - ჰარის ყურადღება თელმაზე გადა-
აქვს, - ჯანმრთელობა როგორაა?
თელმა ძალდატანებით ოხრავს:
- რა როგორაა, გაიგებ რამეს ექიმებისგან? ისინი არასო-
დეს ტყდებიან, რომ არ იციან, როგორ დაგეხმარონ. კვირაში
ორჯერ დიალიზს ვიტარებ შინაურ გარემოში. რონი წმინდანია,
ძეგლი უნდა დავუდგა, რომ აქამდე კიდევ მიტანს. სპეციალურ
კურსებზე იარა, რომ აპარატის გამოყენება ესწავლა.
- რონი მთელი ცხოვრება ასეთი იყო, - უდასტურებს ჰარი,
არადა სამივემ, ამ ოთახში რომ იმყოფებიან, ზუსტად იციან,
როგორ „უყვარს“ ბაჭიას რონი ჰარისონი, რომელსაც საბავშვო
ბაღიდან იცნობს და თითქმის პირველი დროიდანვე ორგანუ-
ლად ვერ იტანს. ხუთი წლის ასაკში რონი უკვე იყო ბილწი, მურ-
დალი და საზიზღარი ტანდაბალი ბავშვი, უკეთესი არც ახლაა -
საოხრისთავივით მელოტი, ყურებზე გადმოშვებული ბღუჯა
თმით. მაღალ კლასებში ბრგედ გამოიყურებოდა, მაგრამ სიბე-
რის მოახლოებასთან ერთად შესამჩნევად მოჭკნა, სახეზე კაპი-

513
მკითხველთა ლიგა

ლარები დააჩნდა, კისერი დაეძარღვა. ჰარი თელმას ისეთი


ტონით ამცნობს, თითქოს პირველად ესმის:
- ჯენისიც დადის კურსებზე, სურს უძრავი ქონებით ვაჭრობა
ისწავლოს. ალბათ იმიტომ ცდილობს, რომ რაიმე საქმით იყოს
დაკავებული, თუკი მოულოდნელად წერილი წავიღე.
თელმას წარბები კრთის, მისი ხმელი ხელი, ნიშნობისბეჭ-
დიანი თითით და შედავების მაგვარი მოძრაობით, უარყოფს ამ-
გვარი დასასრულის შესაძლებლობასაც კი. რაც უფრო მეტად
აუძლურებს ავადმყოფობა, მით უფრო ემსგავსება ქრესტომა-
თიულ სკოლის მასწავლებელს. ნაწილობრივ ამითაც იყო გან-
პირობებული ჰარისა და მისი კავშირის თავშესაქცევი პიკანტუ-
რობა - უკარებას გარეგნობა და გიჟური ტემპერამენტი საწოლ-
ში, თუმცა, შესაძლებელია, რომ ნამდვილი მისი „მე“ მასწავ-
ლებლის იერს შეესაბამებოდა, ხოლო, ის, სხვა, მხოლოდ ნი-
ღაბი იყო, რომელსაც მარტოოდენ ჰარის გამო ირგებდა. არ-
სებობს მწერი, რომელსაც შეუძლია თავი ყვავილად მოაჩვენოს
გარემოს.
- ჰარი, არაფერიც არ მოხდება, - ამბობს ქალი ფიცხლად,
მის გამო შეშინებული. ბაჭიას აკვირვებს მისი ეს ქალური თვი-
სება, გულწრფელი, ნამდვილი განცდით სხვისი და არა, საკუ-
თარი თავის გამო, - რა გინდა, დღეს სასწაულებს ახდენენ,
გულს აკერებენ კიდეც, კემსავენ კიდეც, იოლად, თითქოს ნაჭ-
რის თოჯინა იყოს, - იგი სუსტ ღიმილს წურავს საკუთარი თავის-
გან, - გსურს შეხედო, რა მაქვს?
ჰარი თავისთვის ფიქრობს, რომ ვინ-ვინ და მან ძალიან
კარგად იცის, რა აქვს თელმას: მაგრამ ქალი იხსნის სახელოს
და ხელს იშიშვლებს ისე მსუბუქად, როგორადაც შიშვლებოდა
ხოლმე, და აჩენს ხელს. ორი ლები (ჩალურჯება) მის უზომოდ
დაწვრილებულ მაჯებზე შეერთებულია გამჭვირვალე ნალით,

514
მკითხველთა ლიგა

პლასტმასის მილაკით, რომელიც ლეიკოპლასტირის ნაკუწე-


ბით ბრტყლადაა მიმაგრებული გაყვითებულ კანზე.
- ეს ჩემი შუნტია, - ამბობს ქალი და გამორჩეული სიმკვეთ-
რით წარმოთქვამს ბოლო სიტყვას, - იგი არტერიას ვენასთან
აერთებს. ხოლო როცა მომდევნო დიალიზი უნდა გავიკეთო,
მას ვაძრობთ და ხელოვნურ თირკმლებს ვიერთებ.
- ძალიან კარგი, - მხოლოდ ამის თქმა შეუძლია ბაჭიას.
იგი მოუთხრობს მათ თავისი ბალონური დილატაციის შესახებ,
მაგრამ თავად გადაღლილია ამდენჯერ ერთი და იმავე ამბის
მოყოლით, სხვებისთვის სულისშემძვრელი განცდების გა-
ზიარების მცდელობით. როცა ხედავ ზონდის გველისმაგვარ,
საჩვენებელი თითისმაგვარ მუქ აჩრდილს, რომელიც თანდა-
თან მიიკვლევს გზას, რომ გულის ფერმკრთალი, მოცახცახე
გარშემოწერილობის შიგნით შეაღწიოს, - კორონალური არტე-
რია ყოველ წუთს შეიძლებოდა დაცობილიყო და მაშინ, მორჩა,
გული გაჩერდებოდა.
- მაგრამ ეს ხომ არ მომხდარა, გეყო ლაქლაქი! - ამბობს
რონი და კედელს, რომელსაც ეყრდნობოდა, შორდება, თით-
ქოს საკუთარ ლანდს სწყდება, - დიადი ენგსტრომი! - ფრუტუ-
ნებს იგი, იხსენებს დამცინავ მეტსახელს, რომლითაც მუდმივად
აღიზიანებდა ჰარის მათი კალათბურთელობისას. თავშესაქცე-
ვია, რომ ჰარისონი მთელი ცხოვრება მოუშორებლად, რო-
გორც ჩრდილი, მოსვენებას არ აძლევს მას, საშუალებას არ
აძლევს დაივიწყოს, თუ როგორ მიიღწევა სპორტში ბევრი რამ
მლაშე ოფლის ღვრითა და უმადური, შავი სამუშაოს შესრულე-
ბით - საპირისპიროდ აზიზი ბაჭიას მუდმივი მისწრაფებისა, რო-
გორმე არ გათხვრილიყო, არ სცოდნოდა სპორტის ეს მძიმე
მხარე და თავად არ გარეულიყო იმ ჭუჭყში, - ჩვენს ასს არავინ
უნდა შეეხოს! დატკბით, როგორ მსუბუქად და იოლად გამოს-

515
მკითხველთა ლიგა

დის ყველაფერი, - რონი იმის გამო მწარდებოდა ხოლმე, რომ


მარტი ტოთეროს ის მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდის მიერ,
ჰარის წინააღმდეგ ძალისმიერი თამაშის წამოწყებისთანავე
გაჰყავდა, რათა ისინი ჰარისონს საკუთარ თავზე აეღო, რო-
გორც დღეს ამბობენ, უზრუნველეყო ფარი.
- ჩემთვისაც არ იყო ყველაფერი ისე მარტივად, როგორც
გვერდიდან ჩანდა, - პასუხობს ბაჭია. მისი მზერა თელმაზე ინაც-
ვლებს, მას სურს უფრო ალერსიანი იყოს ქალის მიმართ, თელ-
მამ ხომ იპოვა საკუთარ თავში ძალა, აინუნშიაც არ ჩაეგდო
ქმრის რისხვა და აიძულა იგი, თან ხლებოდა აქ მოსვლისას.
მას არასოდეს აკავებდა რონის დამცირების შიში და ჰარის
უკანმოუხედავად ჩუქნიდა სიყვარულს, ახლაც კი, როცა საყვარ-
ლები თავიანთი ავადმყოფობების გამო მოუძლურდნენ, თელ-
მას სიახლოვე ჰარის მაინც ჰგვრის სიმშვიდისა და დაცულობის
განუმეორებელ შეგრძნებას. ასეთ დროს, ყოველთვის განიცდი
დალოცვილ გრძნობას, რომ ყოველთვის სიმაღლეზე ხარ, რა-
საც უნდა აკეთებდე და როგორც უნდა აკეთებდე, - როგორ ხარ,
თელ? ექიმები რას ამბობენ? გამოკეთებას გპირდებიან?
- აჰ! რა თქმა უნდა, ისინი არ გეტყვიან, დაწექი და მოკ-
ვდიო, მაგრამ ორგანიზმი ისეთი დაუძლურებულია!.. შეწინააღ-
მდეგებაც ხომ გარკვეულ ზღვრამდე არის შესაძლებელი. ტკი-
ვილთან და გაუთავებელ უღონობასთან გამკლავება კი შემეძ-
ლო, მაგრამ როდესაც თირკმლები კვდება, როგორ არ წახდე-
ბი? რაღა გაგახარებს ცხოვრებაში, როცა სრულებით ელემენ-
ტარულიც კი გაკლია? ჰარი, თუ გახსოვს ბიბლიიდან ის ადგი-
ლი, რომელსაც სკოლაში, საერთო ლოცვის დროს, ვიდრე
გააუქმებდნენ მას, ხშირად გვიკითხავდნენ? ლაპარაკია იმის
თაობაზე, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, დრო აქვს ქვათა

516
მკითხველთა ლიგა

შეკრებასა და ქვათა სროლას. ჰოდა, ხშირად ვფიქრობ, რომ


დროა, დავნებდე.
- თელ, არ გინდა, ასე ნუ ლაპარაკობ, - ერევა რონი და
ამ სიტყვებში თავის სითბოს დებს. მასაც უყვარს ეს ქალი, ისიც
თელს ეძახის მას. ჰარის თავში მოსდის აზრი - ორი მამაკაცი
ერთ ქალზე და პირიქით - ჩანს, სავსებით ნორმალური განლა-
გებაა, ზუსტად ანალოგიურად გვესაჭიროება სადაგი და სადღე-
სასწაულო დღეები, დღე და ღამე. რონი გაჯავრებული საუბ-
რობს, გულდაწყვეტილი იმით, რომ თელმა მზადაა დანებდეს;
მაისის საღამო შთანთქავს რონის, უჩინარს ხდის ბინდბუნდში
ჩაკარგული კედლის ფონზე და თანდათან თითქოს ჰარი და
თელმა სრულიად მარტონი რჩებიან ოთახში, ისევე, როგორც
რჩებოდნენ მალულად გამოძებნილ საათებში, როცა შეიძლე-
ბოდა მათი გულისცემისა და გარეთ, სასკოლო ავტობუსების
მიხვეულ-მოხვეულებში დამუხრუჭების ხმის გაგონება, ან კიდევ
მაშინ, როცა კარიბებში, მათი პირველი ღამისას რიჟრაჟამდე
თვალი არ მოუხუჭავთ, ხოლო შემდეგ, შეუთანხმებლად, თით-
ქოს ერთ სხეული ყოფილიყვნენ, მიეცნენ ღრმა ძილს. ფანჯრე-
ბისა და ჩამოშვებული ჟალუზების მიღმა კი გაფერმკრთალებას
იწყებდა ლურჯი, ტროპიკული ჰაერი და ხმა უწყდებოდა პალ-
მების სუსტ, ღამისეულ გადაჩურჩულებას. უსხეულო რონის აღ-
შფოთებული ხმა ისმის:
- სამი ვაჟი გყავს, მათ სურთ, რომ ღრმა მოხუცებულობამ-
დე იცოცხლო.
თელმა ეშმაკურად უღიმის ჰარის, მის სახეს მიმქრალ
მაისის დღის სინათლეზე, ცვილის ნიღაბი ედება.
- მაგრამ, რისთვის სჭირდებათ ეს, რონ? - კითხულობს
თელმა და ამით ახელებს ქმარს, თუმცა ჰარის თვალს არ აშო-

517
მკითხველთა ლიგა

რებს, - ისინი უკვე დიდები არიან. ყველაფერი, რაც შემეძლო


მათთვის, გავაკეთე.
საცოდავმა რონიმ არ იცის, რა უპასუხოს. შესაძლოა მას
ყელში გაეჩხირა სიტყვები. ბაჭია იბრალებს და მის საშველად
ეშურება:
- სადაზღვევო ფრონტზე როგორაა საქმეები, რონ?
- ვითარება მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, - ისმის საპასუ-
ხოდ ხრინწიან-ბრაზიანი ხმა, - ვერ ვიტყვი, რომ ცუდად არის,
მაგრამ არც კარგი ეთქმის. ზოგიერთმა კომპანიამ ძალიან იზა-
რალა სასესხო-შემნახველ კორპორაციებთან დაკავშირებული
სკანდალის გამო, თუმცა ჩვენ ეს არ შეგვხებია. ყოველ შემთხვე-
ვაში, ხალხმა შეწყვიტა დაზღვევით სპეკულირება, მათი დაგი-
რავებით ფულის სესხება, ჩადება ხუთ პროცენტად, ხოლო ამო-
ნაგები თანხისა - ათ პროცენტად, როგორც ამას ბევრი აკეთებ-
და. შედეგად უზარმაზარ წაგებას ვნახულობდით.
- რაც უნდა უცნაური იყოს, არსებობს გარკვეული უპირა-
ტესობა იმაში, რომ ბერდები, ჩაჩანაკდები, შტერდები, - შენიშ-
ნავს ჰარი, - ყოველ შემთხვევაში, შენ და შენნაირები ჩემნაირე-
ბისთვის მორიგი დაზღვევის შემოჩეჩებას თავს დაანებებთ.
დერეფნიდან ნაბიჯების, ქვაბების ჩხარუნის ხმა ისმის და
იქაური შუქი თითქოს უფრო კაშკაშა ხდება. საავადმყოფოში სა-
ღამო შემოდის.
- მთლად ასეც არ არის, - ეპასუხება რონი, - შემიძლია
გაგიხერხოთ შენ და ჯენისს ძალიან ხელსაყრელი დაზღვევა,
სიცოცხლის ბოლომდე რომ მოიხმართ, თუკი გაინტერესებთ.
მყავს ერთი ნაცნობი ექიმი, იგი არ დაიწყებს წვრილმანებზე გა-
მოდევნებას. ერთი ინფარქტი უკვე გქონდა და თავი დაიძვრინე,
ეს ქულაა შენს სასარგებლოდ. მოდი, რაღაც ციფრებს ჩამო-
გიყრი.

518
მკითხველთა ლიგა

ჰარი მას აღარ უსმენს და ისევ თელმას მიმართავს:


- ბიჭები წესრიგში არიან?
- ჰო, იმედი გვაქვს. თითქოს ყველაფერი რიგზეა. ალექსს
შესთავაზეს ადგილი ვირჯინიაში, ვაშინგტონთან ახლოს, სამუ-
შაო რაღაც მაღალ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული;
ჯორჯს იმედი აქვს, რომ მუსიკალური კომედიის დასში აიყვანენ
და უკვე ამ ზაფხულს ჯგუფთან ერთად გამოვა კატსკილის მთებ-
ში.
- ჯენისმა სულ ახლახან მაცნობა ერთი მნიშვნელოვანი ამ-
ბავი. მან მოახერხა და ნელსონისგან მიიღო თანხმობა, ნარკო-
ლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრში გაიაროს მკურნალობის
კურსი.
- შესანიშნავია, - ამბობს თელმა და ისე გულიანად, ისე
გულწრფელად ისმის მისი ხმა, თითქოს იგი ჰაერში კი არ იფან-
ტება, არამედ ჰარის ვენაში შეყვანილ სისხლს უერთდება. ყვე-
ლა მათი ნაშუადღევის საათი, როცა მათი სხეულები გადაჭდო-
ბილები იყვნენ და მათი ფლუიდები ერთმანეთში ირეოდა, - არ
გამქრალა უკვალოდ, ისინი ახლაც მასშია, მასთან, ყოველი მი-
სი უჯრედი ინარჩუნებს ამ ხსოვნას.
- გმადლობ, კეთილი სიტყვებისთვის, - ამბობს იგი და გამ-
ხნევებული საკუთარ ხელში იღებს მის გამხდარ ხელს, რომე-
ლიც მუხლზე უდევს და რომელიც შუნტის გარეშეა, სწევს მაღ-
ლა და მსუბუქად ეხება ქალის მკერდს.
კედლიდან რონის ხმა გაისმა:
- დროა, თელ.
- გმადლობ, რონ, რომ მოიყვანე ჩემთან.
- ყველაფერი - ენგსტრომ-ასისთვის. უბრალოდ, აქ ვიყა-
ვით, შენობაში.

519
მკითხველთა ლიგა

- ასი, რა თქმა უნდა, ვარ, მაგრამ კითხვა რაშია? დღეის-


თვის პასუხი ნათელია, არაფერში.
- ვინ იცის, - ბუზღუნებს რონი. დახე, არც ისეთი პირუტყვი
ყოფილა.
თელმა გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, დაიხარა ჰარის სა-
წოლზე და ეკითხება ღიად, რონის თანდასწრებით:
- საყვარელო, ერთი კოცნა გამომშვიდობებისას, მოერე-
ვი?
მორევა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ თელმას ცივი,
ფერმკრთალი, დამშვიდობების მაუწყებელი სახე, წუთიერად
მიკრული ჰარისას ისე, რომ მათი ტუჩები ერთმანეთს ირიბად,
უხერხულად ხვდება, გადაავლებს მას სუსტ, თითქოს შორიდან
მოსულ, შარდის სურნელს.
პალატაში საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ბაჭია იხ-
სენებს, ხანდახან, დამშვიდობებისას, თელმას რომ კოცნიდა
ხოლმე მის სახლში, ქალის პირი სპერმის მომჟავორძისებურ
გემოს ინარჩუნებდა. სასიყვარულო პაემნის შემდგომ ერ-
თიანად განაზებული, გაბრუებული თელმა ვერაფერს ამჩნევდა,
ჰარი კი ცდილობდა, დაეფარა უზომო ზიზღი ქალის ტუჩებზე
შერჩენილი საკუთარი გემოს მიმართ. ისეთივე გრძნობა დაეუფ-
ლა - ისევ მძიმე მოგონება - როცა ნიქსონი, უკვე გათხვრილი
უოტერგეიტის სკანდალში, ქვეყანაში მორიგი ენერგეტიკული
კრიზისის დროს ტელევიზორის ეკრანებზე გამოჩნდა და თანა-
მემამულეებს მოუწოდა ყაირათიანად დაეხარჯათ საწვავი, გა-
დაერთოთ საშინაო თერმოსტატები მცირე მოხმარების რეჟიმ-
ზე, რაც ქვეყანაში საწვავის მარაგს არა მხოლოდ დაზოგავდა,
არამედ, მეცნიერული გამოკვლევების მიხედვით, მოსახ-
ლეობის ჯანმრთელობასაც კი შეუწყობდა ხელს, ვინაიდან და-
ბალტემპერატურიან სახლებში ცხოვრებას მხოლოდ და მხო-

520
მკითხველთა ლიგა

ლოდ სარგებლობა მოჰქონდა. დიდი, მთელ ეკრანზე გაშლი-


ლი, გაბოროტებული, შეშინებული სახე და სველი ათრთოლე-
ბული ტუჩები. ის იყო მათი პრეზიდენტი - თუ თაღლითი? იმდე-
ნად მნიშვნელოვანიც არ იყო - უსახელოდ მომწყდარი ძირის-
გან, რომელსაც მცდელობაც არ ჰქონია, ეთქვა ის, რაც მოეთ-
ხოვებოდა. და ჰარიც, როგორც ამერიკის მოქალაქე და პატ-
რიოტი, გამოეხმაურა მოწოდებას, წავიდა და თავისი თერმოს-
ტატის ნიშნულს დაუწია.
ჯენისი ადრიანად იღვიძებს - ვერ დაიძინა, ძალზე ბევრი
სანერვიულო აქვს; წინ გრძელი და რთული დღე ელოდება:
ცხრაზე ნელსონის გაცილება, შუადღისას ჰარის გამოყვანა
საავადმყოფოდან, შვიდზე თემის დაწერა უძრავი ქონების რე-
გულირებაზე ბრიტანულ კანონდებლობაში და ნაწერის მიტანა
პენსილვანიის უნივერსიტეტის ბრუერის ფილიალში, რომელიც
ფიჭვის ქუჩაზე მდებარე საშუალო სკოლის ყოფილ შენობაშია
განთავსებული. ეს ქალაქის ის ნაწილია, სადაც ძალიან უჭირს
მანქანის დაყენება, განსაკუთრებით საღამოობით. პენ-პარკში,
მაისის შუა რიცხვებში დღე დილის გრილი ამბორით იწყება,
ზუსტად ისე - როგორც ფლორიდაში; მათი მომცრო, კირქვით
ნაგები სახლი მყუდროდ მოკალათდა ფოთლებით შემოსილი
ხეების გარემოცვაში. მთელი დღეები, ვიდრე ჰარი საავადმყო-
ფოში წევს, ჯენისს არ ტოვებს სიხარულის განცდა, რომელიც,
როგორც იცის, სინდისის ქენჯნას აძლიერებს; ის ტკბება თავი-
სუფლებით, ტკბება იმით, რომ შეუძლია წავიდ-წამოვიდეს და
არავისთან იყოს ანგარიშვალდებული, დასაძინებლად დაწვეს,
როცა მოესურვება და ტელევიზორშიც იმას უყუროს, რასაც
მოისურვებს. მაგალითად, მოსწონს გადაცემათა ციკლი „დიდი
საიდუმლობანი“, ოთხშაბათობით საღამოს საათებში რომ გა-
დის, მაგრამ ჰარის, რომელიც მუდამ იქვეა - გვერდით, კაბი-

521
მკითხველთა ლიგა

ნეტში თუ საწოლში, არ ეზარება გამეორება, რომ მთელი ეს


მონაჩმახი ამოუცნობ მოვლენებზე წმინდა წყლის ბოდვაა და
თუკი ცოტას იფიქრებს ყველა, მიხვდება, რომ ცნობები ფსიქი-
კურად დაავადებულ ან წარუმატებელი ადამიანების ჩვენებებს
ეყრდნობა. ჰარის რაც ასაკი ემატება, მით უფრო ცინიკოსი ხდე-
ბა; არადა, ერთ დროს რელიგიურიც კი იყო, თავისებურად. შე-
უძლებელია ტელევიზიით უშვებდნენ გადაცემათა მთელ
ციკლს, რომელშიც არ არის მისხალი სიმართლისა, ხოლო
რობერტ სტეკი, წამყვანი, ზედმიწევნით საღი გონების ადა-
მიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გუშინ, მისი და ჩარლის ერ-
თობლივი გამოხდომის გამო, ახალ ვიეტნამურ რესტორანში,
ჩქაროსნულ გზაგასაყარზე, მეიდენ-სპრინგსის მხარეს (ძალიან
სასიამოვნო იყო, თუმცა ვერაფრით გაიგო ბრინჯის ბუშტისებუ-
რი მაგარი კვერების გემო. გამოუმცხვარი ბლინებივით იყო,
თან იმდენად უგემური, რომ რაიმე სოუსის დამატებას ითხოვ-
და), ყოველკვირეული დრამატული სერიალის, „მათზე, ვინც
ოცდაათს გადასცდა“, ბოლო ათ წუთს მიუსწრო მხოლოდ. ცდი-
ლობს სერიალი სამშაბათობით არ გააცდინოს, რადგან სურს
გაიხსენოს და შეადაროს დღევანდელი დრო იმას, როცა თა-
ვად გადასცდა ოცდაათს და გახლართული იყო ვალდებულე-
ბათა ჯაჭვში, როგორც ყველა დედა, ცოლი, შვილი, შემდეგ ცო-
ტა ხნით ჩარლის საყვარელი გახდა, ადგილს ვერ პოულობდა,
ტანჯავდა დანაშაულის გრძნობა, დაქალებიც კი არ ჰყავდა, პე-
გი ფოსნაჰტის გარდა, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, ჰარის
საწოლში მოადინა ზღართანი. თუმცაღა, რა სალაპარაკოა, პე-
გი უკვე მკვდარია. საშინელებაა, საშინელება. წევს, ლპება თა-
ვის კუბოში, მთლიანად გახმა, როგორც მუმია. არა, ეს იმგვარი
საშინელებაა, რომ გონებას არ სურს აღიქვას, თუმცა თავს მა-
ინც ვერ დააღწევ მას, ყოველთვის და ყოველგან იგივე ხდება,

522
მკითხველთა ლიგა

მათ შორის შენი ასაკის ადამიანებში. მარტო, ჰარის გარეშე,


დამშეულმა შეიძლება ქათმის სუპი „კემპბელი“ პირდაპირ კონ-
სერვის ქილიდან, შეცხელების გარეშეც კი შეხვრიპოს, მასში
მხოლოდ „რიცის“ კრეკერები ჩაფხვნას, დროებით დაივიწყოს,
რომ ჰარისთვის დაბალანსებული საკვები აქვს მოსამზადებე-
ლი, შეძლებისდაგვარად ცხიმებისა და მარილის გარეშე და
შემდეგ ისმინოს მისი ჯუჯღუნი, რომ ყველაფერი უმარილო და
უგემურია. მიდი და გაიგე, მართლა ასე მძიმეა ქვრივად დარჩე-
ნა? იშვიათად გაუელვებს ხოლმე აზრი, მათ გონებაში არ აჩე-
რებს და გულმოდგინედ გააძევებს ხოლმე.
წინა ღამით, დაახლოებით პირველ საათზე, ძლიერი წვი-
მა წამოვიდა, თან ისე არაკუნებდა კონდიციონერზე, რომ დაძი-
ნების საშუალება არ მისცა, ამაღამაც, პროგნოზის მიხედვით,
თავსხმაა მოსალოდნელი, თუმცა ამჟამად მზის ირიბი სხივების
გამოისობით, მსუბუქი ნისლი ნაკვეთის თავზე, მაღლა იწევს,
ირიბი სხივები მეზობლების მაღალ ხეებს შორისაც აღწევენ,
შორიახლოს ჰარიმ პატარა ბოსტანი გააშენა, იმის მსგავსი, რაც
მის მშობლებს ჯეკსონ-როუდზე მდგარი სახლის უკან ჰქონდათ;
მისი ნარგავებია სალათა, სტაფილო და კანაფხალი: უყვარს
მწვანილის შეხრამუნება, ეს სისუსტე ახასიათებს. ყავის წრუპვით
უყურებს გადაცემა „დღეს“ და შენიშნავს, რომ ბრაიანტი და
უილარდი ცოტათი გონს მოდიან იმ უსიამოვნების შემდეგ, შარ-
შან რომ შეემთხვათ, როცა ბრაიანტის პირადი წერილი ჟურნა-
ლისტების ხელში მოხვდა, - ადამიანებს არავითარ პირადულს
უტოვებენ, სკანდალებზე მონადირეები არაფრით მოისვენებენ,
ვიდრე ყველა ჭუჭყიან საცვალს არ გამოფენენ, უსასრულოდ
რაღაცას ყნოსავენ და უთვალთვალებენ, ძალებს არ ზოგავენ,
ახალი უოტერგეიტის ამოქექვაზე ოცნებობენ, მამამისი უოტერ-
გეიტის გამო გარდაიცვალა, ამაში ვერავინ გადაარწმუნებს.

523
მკითხველთა ლიგა

ახალ ამბებში ყველგან ჩინეთია და გორბაჩოვი - არასოდეს


იცი, რა დროს აიხირებენ კომუნისტები ერთიან პოლიტ-ბრბოდ
ჩამოყალიბებას და ერთობლივი ძალით ჩვენს წინააღმდეგ გა-
ლაშქრებას, - კიდევ პანამა, სადაც ამ ჩოფურა ნორიეგას არაფ-
რით არ სურს მშვიდად წავიდეს ნაჩვევი ადგილიდან, აი. ესეც
პენსილვანია - გუშინ აქ ხმა მისცეს საგადასახადო რეფორმის
წინააღმდეგ, რომლისთვისაც გუბერნატორი კეისი იბრძოდა;
ადამიანებმა იეჭვეს, რომ რეფორმა უკან გამოიბამს გადასახა-
დების მატებას, ხოლო ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყო-
ფილა შემთხვევა, რომ ამერიკელებს სხვისი და არა საკუთარი
ეგოისტური ინტერესებით ეხელმძღვანელათ. ჯენისი ცდი-
ლობს, მოიფიქროს, რა ჩაიცვას, როცა ნარკომანების კლინი-
კაში სამკურნალოდ გამწესებულ შვილთან გამოსამშვიდობებ-
ლად მიდის, ხოლო შემდეგ მთელი დილა უნდა უძიძაოს როის
და დაელოდოს პრუს, რომელიც წაიყვანს ნელსონს ჩრდილო-
ეთ ფილადელფიაში, - რძალი კიდევ ნერვებს ვერ თოკავს და,
ისე, არც უმაგისობაა, რადგან გზებზე ათასგვარი სისაძაგლე
ხდება, ისეც ყოფილა, რომ დაგაჯდება კუდზე ვიღაც ვიგინდარა,
დაგეჯახება და როცა მანქანიდან გადმოხვალ საქმის გასარკვე-
ვად, დააჭერს გაზზე ფეხს და შენი მანქანით გაუჩინარდება. წა-
ვიდა ის დრო, როცა ფილადელფია განთქმული იყო გულითა-
დობითა და კეთილმეზობლობით, ხოლო ისეთი ახალგაზრდა
და თან მიმზიდველი ქალისთვის, როგორიც პრუა, მარტო
მგზავრობა მით უფრო სახიფათოა. პრუ შუადღისთვის დაბრუ-
ნებას ვარაუდობს, რათა ჯენისმა ჰარის საავადმყოფოდან გა-
მოყვანა მოასწროს - თორმეტი და ოცდაათი ბოლო ვადაა, გა-
აფრთხილა ჯენისი მორიგე მედდამ: გამოწერის დღეს მათთან
არაა მიღებული, ავადმყოფს ლანჩი მიართვან, თანაც სანიტარ
ქალებს, რომლებიც პალატას ალაგებენ და აგებენ ახალ ქვე-

524
მკითხველთა ლიგა

შაგებს, ძალიან არ უყვართ, თუკი გამოცვლისთანავე ვიღაც ამ


ქვეშაგებზე ებერტყება, სვრის მას და მხოლოდ ამის შემდეგ
გაუტევს შინისკენ. როცა ჯენისი ჰარიზე და მის გულზე ფიქ-
რობს, ქალს აღელვებისგან კუჭის ტკივილი ეწყება. მამაკაცები,
როგორც ირკვევა, ძალიან სუსტები არიან. მიუხედავად იმისა,
რომ ეს სიმპათიური დოქტორი ბრეიტი, მთელი თავისი ჭორ-
ფლიანად, აღფრთოვანებულია ბალონის მუშაობით, ჰარიმ სა-
კუთარ თავს მაინც სხვა თვალით დაუწყო ცქერა, თავის თავზე
ისე ლაპარაკობს, როგორც სხვაზე, ვისაც დიდი ხნის წინ იცნობ-
და და პატარა ბავშვივით იქცევა. ამგვარი არასოდეს მომხდა-
რა, რომ ქმარი სრულიად განრიდებულიყო და ნება მიეცა ცო-
ლისთვის, თავად გადაეწყვიტა ყველაფერი. ჯენისს ვერ წარმო-
უდგენია, როგორ დატოვებს ჰარის შინ, საავადმყოფოდან გა-
მოსვლის პირველსავე დღეს, მაგრამ კურსების ჩათვლის გაც-
დენა ასევე შეუძლებელია. ერთი სიტყვით, ქალისთვის ერთა-
დერთი გონივრული გამოსავალია - დღევანდელი ალიაქოთის
გათვალისწინებით, რაც უკავშირდება გაუთავებელ წასვლა--
მოსვლას და გულდაწყვეტილი ბავშვების მდგომარეობას, გან-
პირობებულს მამის გამგზავრებით სადღაც შორს და სადაც უნ-
და უმკურნალონ, - გადაბარგდეს ძველ დედისეუულ სახლში,
და ამ დღის აღსანიშნავად ჩაიცვას თხელი აბრეშუმის ელეგან-
ტური კოსტიუმი, ნაყიდი ორი წლის წინ უნივერმაღ „უონა-
მეიკერსში“, ყოფილი ბაზრობის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენ-
ტრში (როცა ბავშვები იყვნენ, როგორ უხაროდათ გაკვეთილე-
ბიდან რომ დაითხოვდნენ ხოლმე, რანაირ საქანელა--
კარუსელებზე აღარ ქანაობდნენ... აი, ერთი ბიჭუნა როგორ
მიფრინავს მაღლა, შენ თავზემოთ ექცევა და, უცებ - დაბლაა,
ზეცა ირწევა, ქვედატანი წარმოუდგენელ რამეებს სჩადის, დგას
ნახერხისა და „ბამბის ნაყინის“ სუნი. კიდევ ჯუჯები, კიდევ ყვე-

525
მკითხველთა ლიგა

ლანაირი საკლავი, კიდევ პრიზები სერსოს გამარჯვებულთათ-


ვის - რატომღაც პალო აღმოჩნდებოდა ხოლმე უფრო სქელი,
ხოლო რგოლის ნახვრეტი იმაზე პატარა, ვიდრე თავიდან ჩან-
და), - ლურჯ-თეთრი ჟილეტი, სიარულის დროს აქეთ-იქით
მოფრიალე მუქილურჯი ნაოჭებიანი ქვედატანი, რძისფერი სვი-
ტერი და ლურჯი უღილო კოსტიუმი მხრებით, რომელთაც ქიმ-
წმენდაში ან უსათუოდ გვერდზე გადააქცევენ, ან დაჭმუჭნიან, ან
საერთოდ მოგლეჯენ, საშინელი მოდაა, თუკი ქიმწმენდისთვის
მის ვარგისიანობაზეა ლაპარაკი. როდესაც ჯენისი პირველად
ეჩვენა ჰარის თავის ახალ კოსტიუმში, მან თქვა, რომ ქალი მას-
ში ლიფსიტა-პოლიციელს წააგავს - შესაძლოა, განიერი მხრე-
ბი და არშია ჯიბეებზე უნიფორმის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
სამაგიეროდ, დაასკვნის ჯენისი, მასში უფრო გვარიანი იერი ექ-
ნება, თუნდაც მთელი დღე იაროს, დაწყებული ნელსონთან
დამშვიდობების მძიმე წუთებით, როცა დიდი ძალისხმევა დას-
ჭირდება, რომ არ გატყდეს, დამთავრებული ჩათვლით, რომ-
ლის დროსაც მოყირჭებული, ძნელად წარმოსათქმელი ტერმი-
ნების გახსენება დასჭირდება: რაღაც მანორები, ლენები მელე-
ნეებითურთ, ფრიჰოლდები და კოპიჰოლდები, კიდევ მანო-
რიალური კურიის ოქმები, კიდევ უძრავი ქონების გაყიდვა
„მკვდარი ხელის“ ქვეშ, კიდევ ლეგატები, კიდევ ლეხ ლოცი რეი
სიტაე (გარიგების ქონების ადგილმდებარეობის კანონი) და
ღმერთმა უწყის კიდევ რა. პატარა ძველი მერხები, რომელთაც
უსხდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები ამოგლიჯეს იატა-
კიდან და გარეთ გაიტანეს, ხოლო სანაცვლოდ დააყენეს ახა-
ლი ალუმინის ღრუმილებიანი სავარძლები, შერწყმული ფორ-
თოხლისფერ პლასტიკატთან, ერთი ფართო მოძრავი წინა ნა-
წილით, რათა შეექმნათ მაგიდის მსგავსი რამ. თუმცა ძველი
სასკოლო დაფები ადგილზე დატოვეს, უკვე შავები კი არა, არა-

526
მკითხველთა ლიგა

მედ ნაცრისფერები, მათში წლების განმავლობაში ჩამჯდარი


ცარცის მტვრისაგან, როგორც ძალიან მაღალი ფანჯრები, რო-
მელთა გაღებაც და დახურვაც შეუძლებელია გრძელი ჭოკის
გარეშე; დატოვეს ჭერქვეშ მოლივლივე ლამპები, გაბრტყელე-
ბული მთვარისა და წვრილ ღეროებზე თავქვე დაკიდებული დი-
დი უფურცლო ყვავილების მსგავსნი. ჯენისს მოსწონს ისევ მო-
წაფედ იგრძნოს თავი, ბეჯითად უსმენდეს მასწავლებლის გან-
მარტებებს, გაიგოს რაღაც ახალი და ერთდროულად აცნო-
ბიერებდეს სხვა მოსწავლეების ყოფნას, ესმოდეს, როგორ სუნ-
თქავენ ისინი, ხანდახან იატაკზე როგორ გაიფლატუნებს ვიღა-
ცის ლანჩი გაკვეთილის დაძაბულ სიჩუმეში. ჯგუფში მათთან სა-
მი მეოთხედი ქალია და თითქმის ყველა მასზე ახალგაზრდაა,
თუმცა ყველა მაინც არა: მისთვის შვების მომტანია, რომ აქ ყვე-
ლაზე ბებერი არაა და არც ყველაზე უტვინო, თუ საქმე საქმეზე
მიდგა. წლებმა, მწუხარებამ, მაღაზიაში ეპიზოდური მუშაობის
გამოცდილებამ რაღაც შესძინა; იგი წუხს, რომ მისი მშობლები
ვერ მოესწრნენ და ვერ ხედავენ, როგორ ზის ახლა სხვა ოც-
დახუთ მოსწავლესთან ერთად კლასში და ღრღნის მეცნიერე-
ბის გრანიტს იმ იმედით, რომ მიიღებს სპეციალობასა და ლი-
ცენზიას, ხოლო მაღალი ფანჯრების მიღმა ხმაურობს ქალაქი,
მოსწავლეებამდე აღწევს ლათინურამერიკული მელოდიების
ნაწყვეტები და ადგილობრივ ლათინურამერიკულ მოდას მორ-
გებული მანქანები ღრიალით მიექანებიან ფიჭვის ქუჩაზე, ვერ
ხედავენ მას რვეულებითა და ფანქრებით და ყვითელი მარკე-
რით (როცა იგი სკოლას ამთავრებდა, მარკერების ხსენებაც კი
არ იყო); მაგრამ სხვა მხრივ, თუკი ისინი ამ დრომდე მოაღწევ-
დნენ, არანაირ კურსებზე იგი არ იჯდებოდა ამ წუთს, ამისთვის
გამბედაობა არ ეყოფოდა. შესანიშნავი მშობლები ჰყავდა, მაგ-
რამ მათ არ სჯეროდათ, რომ მას ძალუძს საკუთარ თავს მიხე-

527
მკითხველთა ლიგა

დოს, ხოლო როდესაც ჰარის გაჰყვა ცოლად, ამ უნდობლობამ


მხოლოდ იმატა. ჯენისს არ შეეძლო სწორი გადაწყვეტილებე-
ბის მიღება.
მათ მეცადინეობებს უძღვება მისტერ ლისტერი - სევდიანი,
გრძელი, რაღაცნაირი მთლად გაცრეცილი, სახის ქვედა ნაწი-
ლით ძაღლის მსგავსი. წინა სამუშაოსთვის ჯენისს ოთხიანი
დაუწერა და, საერთოდ, როგორც ქალმა შეამჩნია, მისდამი
სიმპათიითაა განწყობილი. ჯენისის თანაკურსელებიც, ყველაზე
ახალგაზრდებიც კი, კარგად არიან განწყობილები, რვის ნახევ-
რის მცირე შესვენების დროს სთავაზობენ სიგარეტს და ეპატი-
ჟებიან კათხა ლუდის დასალევად მეცადინეობების დასრულე-
ბისას. ათ საათზე. აქამდე იგი უარზე დგას, მაგრამ როგორღაც
შეიძლება მათთვის თანამეინახეობის გაწევა - როცა ჰარის ამ-
ბავი ნელ-ნელა გაირკვევა - თუნდაც იმიტომ, რომ არ ჩათვა-
ლონ პირმოთნედ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქო-
ნედ. კიდევ ის ახარებს, რომ საკუთარი თავი არ მიუშვა, რო-
გორც ზოგიერთმა მისი ასაკის ქალმა მათი ჯგუფიდან - ჟრუან-
ტელი დაგივლის, როცა უყურებ ამ უფორმო ხორცის გროვებს
და არ ცდილობენ, საკუთარი თავი მოიყვანონ ღვთიურ იერში,
ასეც დაათრევენ თავის ასობით ფუნტს, თან ძლივძლივობით
ეკვეხებიან სავარძლებში. საინტერესოა, დიდხანს შეიძლება ამ
მდგომარეობაში ცხოვრება? ღმერთს ძალიან უხვად არ
დაუჯილდოებია ჯენისი, მაგრამ ერთი მისი უდავო ნიჭი კარგად
აგებული სხეულია და ქალი შეეცადა ეს ნიჭი არა მხოლოდ სა-
კუთარი თავისთვის შეენარჩუნებინა, არამედ ჰარისთვისაც. მაგ-
რამ ისაა საინტერესო, რომ რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფ-
რო ამაყობს მისით ქმარი. ხანდახან ისე უყურებს, თითქოს ამ
წამს ჩამოვარდა მისთვის მთვარიდან.

528
მკითხველთა ლიგა

მიუხედავად დილიდანვე აღებული კარგი ტემპისა,


ბრუერის ცენტრში მაინც დუნედ მოძრავი მანქანების ნაკადში
ხვდება, ისიც მიღოღავს ყველასთან ერთად - პიკის საათია. მან-
ქანები, მანქანები. კი, მაგრამ, საით მიემართებიან ისინი? გზატ-
კეცილისკენ მიმართულ მთის ფერდობზე გუშინდელი თავსხმის
კვალი ჩანს - გადარეცხილი წითელთიხიანი გრძელი მიხვეულ--
მოხვეული თხრილები: ზედა ფენა, ბალახი, მთლიანად გა-
დაირეცხა. ჯოზეფ-სტრიტზე ჯენისი მანქანას ტროტუართან აჩე-
რებს და ბილიკით სახლისკენ მიემართება, იმ ქაოსის შიშით,
რომელიც იქ დახვდება. თუმცა, ნელსონს აცვია მისი ერთ-ერთი
ჩალისფერ-რუხი კოსტიუმი, ხოლო პრუს ყავისფერი სლაქსები
და მამაკაცის თარგის ხაკისფერი პერანგი, ზემოდან კი მოგდე-
ბული აქვს სქელი წითელი სვიტერი კისერზე შეკრული სახე-
ლოებით, ერთი სიტყვით, გზისთვისაა გამოწყობილი. სახე მას,
ისევე როგორც ნელსონს, ფერმკრთალი, გასავათებული აქვს;
ისე ჩანს, თითქოს ახლა დაინახავ მათი თავების ირგვლივ ში-
ნაგანი ფსიქიკური ენერგიის მძლავრი მუხტის განსაკუთრებულ
ნათებას - ასეთი შემთხვევები, რამდენიც უნდა იბუზღუნოს ჰარიმ
ზიზღით, არაერთხელ აღუწერიათ „ამოუცნობ საიდუმლოებებ-
ში“.
სამზარეულოში პრუ აჩვენებს ჯენისს, სად დევს არაქისის-
კარაქიანი და თაფლიანი ბუტერბროდი, მომზადებული ისე,
როგორც უყვარს როის (სხვაგვარად იმწამსვე, მისი ხელის ერ-
თი მოქნევით, ყველაფერი იატაკს ენარცხება, ბავშვების სადე-
სერტო ტორტი „ტბილეულიც“ კი), თან თითქოს თვლის, რომ
დედამთილმა შეამჩნია რაღაც უცნაურობები მის საქციელში, უხ-
სნის მას დაბალი, აჩქარებული, აბნეული ხმით:
- ნელსონს შინ დარჩენილი ჰქონდა გადანახული კოკაინი
და გაუჩნდა იდეა, რომ მას და მე, უკანასკნელად, მის გამგზავ-

529
მკითხველთა ლიგა

რებამდე, მთლიანად გამოგვეყენებინა იგი. ერთი ადამიანის-


თვის დოზა დიდი იყო, ნელსონისთვისაც კი, ჰოდა, მეც გავსინჯე
- რამდენიმე კვალი. ღმერთმანი, ვერ გამიგია, რა იზიდავს მას
ასე - წიწკნის, წვავს, ცხვირის ცემინებით კინაღამ სული გამძვრა,
შემდეგ, ვერ დავიძინე, სხვა მხრივაც დიდი არაფერი. ასეც ვუთ-
ხარი: „თუკი მთელი აყალმაყალი ამის გამოა, ვერავითარ
პრობლემას ვერ ვხედავ, გადააგდო და დაივიწყო“. თავად მე,
შოკოლად „ჰერშის“ გადაგდება უფრო გამიჭირდებოდა.
მაგრამ თვით ის ამბავი, რომ რძალი ასე მჩატედ და გულ-
წრფელად რატრატებს, დედამთილთან, დროდადრო შუბლზე
ჩამოშლილ სწორ ქერა თმას ორივე ხელის რაღაცნაირი
ალერსიანი მოძრაობით და აცახცახებული თითისწვერებით იყ-
რის უკან, არწმუნებს ჯენისს ამ ექსპერიმენეტის გარკვეულ ქი-
მიურ შედეგებში. მისი ვაჟი ირგვლივ ყველაფერს აავადებს. იგი
აავადებს ყველაფერს, რასაც კი ეხება. ესაა მისი დედობის შე-
დეგი - მან ქვეყანას დამღუპველი ძალა მოუვლინა.
ვიდრე მათ სამზარეულო მოიარეს, ნელსონი სასტუმრო
ოთახში დარჩა; ბაბუის სავარძელში ზის და ხელში როი უჭი-
რავს, რაღაცას ეჩურჩულება ბიჭუნას, მსუბუქად უბერავს ყურში
მას და უღიტინებს. დედის დანახვაზე მას ყურადღებით უმზერს,
სახეზე უსამართლო წყენით გამოწვეული ტკივილი აწერია და
ეუბნება:
- რა თქმა უნდა, გესმის, რატომ დავთანხმდი?
- საკუთარი ცხოვრების გადასარჩენად, - პასუხობს ჯენისი
და მუხლებიდან ბავშვს აცლის. როი დღითი დღე კი არა,
საათობით მძიმდება და ქალი სწრაფადვე იატაკზე სვამს მას. -
დროა, უფრო ხშირად აიძულოთ, საკუთარ ფეხებზე დადგეს და
იაროს, - უხსნის ნელსონს.

530
მკითხველთა ლიგა

- ჰო, რა, ვაიძულოთ, ისევე, როგორც მაიძულებ წავიდე


იმ შტერულ უსარგებლო დაწესებულებაში, - პასუხობს ნელსო-
ნი, - მინდა, რომ ამ თემასთან იყოს სრული გარკვეულობა. მხო-
ლოდ იმიტომ მივდივარ იქ, რომ მაიძულებ და არა იმიტომ,
რომ ვაღიარებ, თითქოს რაღაც პრობლემები მაქვს.
ჯენისს უცებ ისეთი გაუსაძლისი დაღლილობა ეუფლება,
თითქოს ეს იყოს დღევანდელი მძიმე დღის არა დასაწყისი,
არამედ დასასრული.
- იმის გათვალისწინებით, როგორ წარმატებულად გან-
კარგე თანხები, პრობლემები არა მხოლოდ შენ გაქვს, არამედ
ჩვენ, ყველას. ერთი დიდი პრობლემა.
შვილს სახეზე ძარღვიც კი არ შესტოკებია, თუმცა რაღაც
წამის მეათედით მაინც დახუჭა ქუთუთოები, რათა თვალები
დაემალა თავის ფაფუკ წამწამებში, ახალგაზრდა კაცისთვის
ცოტა ზედმეტად ფაფუკშიც კი. ჯენისს ყოველთვის გული უკვდე-
ბა, როცა მის წამწამებს ხედავს.
- ეს ხომ უბრალოდ ვალია, ესაა და ეს, - ამტკიცებს იგი, -
ლაილი ასე ცუდად რომ არ ყოფილიყო, იგი გასაგებად აგიხ-
სნიდა ყველაფერს. მარტივად, ვსესხულობდით მომავალი მო-
გების ანგარიშიდან. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს დავალა-
გებდით.
ჯენისი ფიქრობს დღევანდელ ჩათვლაზე და საცოდავ ჰა-
რიზე, მეტალის ჭიაყელაზე, რომელიც გულში შეუგდეს. შვილს
ეუბნება:
- ჩემო საყვარელო. დიდხანს და გულდაგულ იპარავდი.
და - არა რაღაც გროშებს ხურდა ფულის ყულაბიდან. ნარკო-
მანი ხარ. საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ, არ ვიცი, რამდენი ხა-
ნია გრძელდება, მაგრამ ყველას მხოლოდ ერთი გვსურს, ისევ
ადრინდელი გახდე.

531
მკითხველთა ლიგა

ნელსონი დედამისივით წვრილ ტუჩებს ჯიუტად კუმავს და


მათ პრაქტიკულად სრულიად ფარავს დაგრძელებული ულვა-
შები.
- მხოლოდ ვცელქობ, შემთხვევიდან შემთხვევამდე ვდუნ-
დები დაძაბულობის მოსახსნელად, ისევე, როგორც შენ. შენ
სვამ, მე ვყნოსავ. ამის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ხელმოცარუ-
ლებმა, დედა, თავს უნდა მიხედონ.
- თავს ხელმოცარულად არ ვთვლი, იმედი მაქვს, არც შენ
თვლი შენს თავს ასეთად, ნელსონ, - ქალი გრძნობს, როგორ
ეძაბება შიგნით ყველაფერი, მაგრამ ცდილობს, ხმას არ აუწი-
ოს, ილაპარაკოს მშვიდად და თანაბრად, როგორც მოიქცეოდა
მსგავს შემთხვევაში ჩარლი, - ამ თემაზე უკვე გვქონდა საუბარი
ფლორიდაში და მაშინ რამდენიმე პირობა მომეცი, რომელთა-
გან არც ერთი არ შეასრულე. შენი პრობლემები მძიმე ტვირთია
ჩემთვის და, ასევე, შენი ცოლისთვის, ასევე მამაშენისთვის, იგი
ამ ტვირთს უკვე ვეღარ ერევა.
- ჰო, მამაჩემს ჩემთვის არ სცალია.
- არ არის ასე. მას შენთვის ყოველთვის სცალია. და ნუ
მაწყვეტინებ. მეტსაც გეტყვი: შენი პრობლემები ძალზე მძიმე
ტვირთია თავად შენთვის. აუცილებელია გაემგზავრო. მათ იქ
შენნაირი პაციენტებისთვის სპეციალური მეთოდიკა აქვთ შემუ-
შავებული. სპეციალისტი, რომელიც კონსულტაციას გიწევდა,
იმავე აზრისაა.
- აკი ამბობს, რომ ეს თაღლითობაა. იგი ამბობს, რომ სა-
ერთოდ მთელი ჩვენი ცხოვრებაა თაღლითობა.
- ეს ახსნის მისეული, ზანგებისთვის გასაგები ფორმაა. მან
თავად ჩაგწერა კლინიკაში, იგი თანახმაა, რომ იქ გაემგზავრო.

532
მკითხველთა ლიგა

- რა იქნება, თუ ვერ გავუძელი? - ჯენისი და ჰარი არასო-


დეს უშვებდნენ ნელსონს ზაფხულის ბანაკებში, ეშინოდათ,
ვაითუ, ვერ გაუძლოსო.
- მოგიწევს გაუძლო, სხვაგვარად...
- აბა-აბა, გააგრძელე, დედა, სხვაგვარად რა?
- სხვაგვარად ის.
ნელსონი ცდილობს აბუჩად აიგდოს დედამისი:
- ახ, ის? გასაგებია. ასეთი რა ჩაიფიქრეთ შენ, ჩარლიმ და
მამა ჰარიმ. ციხეში ხომ არ მიპირებთ ჩასმას? - ეს უადგილო
კითხვა სრულებით არ არის; ნერვები დაგლეჯაზე აქვს, ცხვი-
რით ხმამაღლა სრუტუნებს და შემდეგ მექანიკურად ისრესს გა-
წითლებულ ნესტოებს.
ჯენისი ცდილობს სასწრაფოდ მოიფიქროს ღირსეული და,
მთავარია, დამაჯერებელი პასუხი:
- არსად შენს ჩასმას არ ვაპირებთ. ამისთვის არსებობს
კომპანია „ტოიოტა“ და პოლიცია, საკმარისია მათ სიგნალი
მიიღონ.
იგი ისევ ცხვირით სრუტუნებს, რაღაც ვერ იჯერებს.
- ხმაურის ატეხა რაში გჭირდებათ? ყველაფერს დავაბრუ-
ნებ. თავიდანვე მინდოდა ფულის დაბრუნება. ჩანს, შენთვის შე-
ნი სულელური მაღაზია უფრო ფასეულია, ვიდრე მე.
თუმცაღა მისი უდარდელ-ირონიული ტონი დაგვიანებუ-
ლია, ჯენისი აღარ აპირებს შემწყნარებელი იყოს; სამარ-
თლიანი გულისწყრომითაა შეპყრობილი, სულის სიღრმემდე
შეურაცხყოფილია.
- ფულს მპარავდი, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. ძარ-
ცვავდი ბაბუაშენს. უკანასკნელ აგურამდე გაძარცვე ის, რაც მან
საკუთარი ხელით ააშენა.

533
მკითხველთა ლიგა

ნელსონის გაფაციცებული თვალები ფართოვდება; მისა-


ღების უღიმღამო ბინდბუნდში მის სახეს ციხის სიფერმკრთალე
ეფინება.
- ბაბუა ყოველთვის ოცნებობდა, რომ მემართა საქმეები
მაღაზიაში. ბავშვებზე, ჩემს ბავშვებზე იფიქრე? თუ მუქარას შე-
ასრულებს, რა მოუვათ ჯუდის და როის?
როი ამ დროს აზლუქუნდა, იატაკზე დაებერტყა, შემდეგ
ბებიამისის ფეხს დააწვა იმ სურვილით, რომ მისი ყურადღება
მიიპყროს. როგორც ჩანს, ამ საუბრის ტონალობა ალღოთი არ
მოეწონა.
- ადრე უნდა გეფიქრა შვილებზე, ადრე, - ქვასავით უტეხია
ჯენისის ხმა, - მათაც კი ქურდავდი, - ქალი სიმწარეს გრძნობს
და, ამავე დროს, სიამაყეს საკუთარი ურყევობის გამო: თითქოს
სხვისი თავი ადგას, თუმცა აზრები ნათელია; იგი თითქოს გვერ-
დიდან უცქერის, როგორ იკრუნჩხება მის ფეხებთან საკუთარი
მუცლის პროდუქტი. ცნობიერების ამგვარი გაუცხოება, ხვდება
იგი, შესაძლებელია. არის კიდეც ძალაუფლება, რომლის შესა-
ხებაც ყოველთვის ამდენი საუბარია ფლორიდის ქალთა ჯგუ-
ფის მეცადინეობებზე, ძალაუფლება, რომელსაც ყოველთვის
მამაკაცები ფლობდნენ.
ნელსონი ცდილობს სხვა მხრიდან მოუაროს და აღშფო-
თება გამოხატოს.
- მორჩა, გეყოფა, დედა! ამას მაინც ნუ მეტყვი - „როგორ
შეგეძლო ასე მოქცეოდი დედას და მამას?“ მე როგორ მომექე-
ცით, დაგავიწყდა? თავად რას სჩადიოდით წყვილად, როცა პა-
წია ბეკი მოკვდა, თქვენ გამო დაიკო აღარ მყავდა, შემდეგ კი,
როცა შენს ბინძურ ბერძენთან ერთად გაიქეცი და ჩემმა დარ-
ტყმულმა მამიკომ ჯილი თავის ზანგთან (სკიტერთან) ერთად

534
მკითხველთა ლიგა

მოიყვანა სახლში, ისინი კი ნარკოტიკებს მთხრიდნენ, მე,


ბავშვს.
ჯენისი უნებლიეთ ამჩნევს, რომ, მიუხედავად თავისი
კლდესავით სიმტკიცედ დგომისა, ტირის, ყელში ეღიტინება,
თან ცრემლები ღვარად ჩამოსდის სახეზე. ცრემლებს ხელით
იწმენდს და ჩავარდნილი ხმით ეკითხება:
- ბევრი, ბევრი საწამლავი ჩაგტენეს?
იგი იჭმუხნება და ცოტათი ამუხრუჭებს:
- აბა, რა მახსოვს, - ლუღლუღებს ნელსონი, - ხანდახან
ბალახს მაძლევდენენ მოსაწევად. თვითონ კიდევ მარტო ბა-
ლახს არ ეწეოდნენ, ყველაფერს ვხედავდი, არავინ თვლიდა
საჭიროდ, მომფრთხილებოდა.
ჯენისი სახესა და თვალებზე დაჭმუჭნილ კლინეკსს იდებს
და ფიქრობს, რა უნიჭოდ იწყება დღევანდელი დღე, არადა ემ-
ზადებოდა, ისეთი კოსტიუმი ჩაეცვა, რომ ნებისმიერი - დედის,
ბებიის, მზრუნველი ცოლის, გულმოდგინე სტუდენტის და, ახ-
ლო მომავალში, საქმიანი ქალის - როლისთვის შესაფერისი
ყოფილიყო.
- ალბათ, შენი ბავშვობა უღრუბლო ნამდვილად არ იყო, -
აღიარებს ჯენისი, თან თვალებს ქვემოთ ხელს ისვამს, ახერხებს
და ერგება ახალ როლს, - ვის აქვს იგი უღრუბლო? ძალზე
იოლია, იჯდე გულხელდაკრეფილი და მშობლები ადანა-
შაულო. ვცდილობდით, როგორც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენც
ცოცხალი ადამიანები ვიყავით.
- ცოცხალი ადამიანები! უკვე ასე უწოდებთ ყველაფერს! -
აღშფოთებულია ნელსონი.
- ხედავ, ნელსონ, - ეუბნება ჯენისი შვილს, - როცა ძალზე
პატარა ხარ, მშობლები, ბუნებრივია, ღმერთებად გეჩვენება,
ახლა კიდევ საკმარისად დიდი ხარ, რომ მიიღო ისინი ისეთე-

535
მკითხველთა ლიგა

ბად, როგორებიც არიან. მამაშენი ავადაა, მე კიდევ, ყველა ღო-


ნეს ვხმარობ, რომ რაღაც გავაკეთო ცხოვრებაში, თან ამისთვის
ძალზე ცოტა დრო მაქვს დარჩენილი, უბრალოდ, ნამდვილად
არ გვყოფნის დრო, იმდენი ყურადღება მოგაქციოთ შენც და
შენს სიგიჟეებს, რამდენიც, მიგაჩნია, რომ უნდა მოგაქციოთ.
ისეთ ასაკში ხარ, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღე-
ბა თავად უნდა მოახერხო. ყველასთვის, ვინც კი ოდნავ მაინც
გიცნობს, ნათელზე ნათელია, რომ ფილადელფიაში მკურნა-
ლობა შენი გადარჩენის ერთადერთი შანსია. ჩვენ კი, ყველანი,
შევეცდებით, ამ სამი თვის განმავლობაში, საიმედოდ გაგიმაგ-
როთ ზურგი, მაგრამ აგვისტოში, როცა უკან დაბრუნდები, უკვე
დაეყრდნობი მხოლოდ საკუთარ თავს. შეღავათები არ გექნება
და ჩემს იმედად, ყოველ შემთხვევაში, ვერ დარჩები.
ნელსონი ნაწყენი ხმით ამბობს:
- მე კი გულუბრყვილოდ მეგონა, რომ დედას საკუთარი
შვილი, რაც უნდა მოხდეს, უყვარს, - და, თითქოს სურს ფიზიკუ-
რადაც მოახდინოს ჯენისზე გავლენა, სწრაფად დგება ბაბუამი-
სის სავარძლიდან და მის შორიახლოს იკავებს ადგილს, თან
დაჰყურებს რამდენიმე საცოდავი დუიმის სიმაღლიდან.
ქალი ისევ გრძნობს, თუ როგორ ეღუტუნება ყელში, ხო-
ლო თვალებიდან ცრემლები იწყებს დენას.
- რომ არ მყვარებოდი, - ამბობს იგი, - თითს თითზე არ
დავაკარებდი, დაიღუპე თავი, როგორც გენებოს, ისე! - მას უკვე
სიტყვები აღარ დარჩა მარაგში; ჯენისი იწევს თეთრი განაწყე-
ნებული სახისკენ და ეხუტება შვილს, ის, კიდევ, უგულოდ, თა-
ვიდან თითქოს ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც თმობს და ისიც
ეხუტება დედამისს, თან ბეჭებზე უთათუნებს თავის, როგორც ჰა-
რის მშობელი დედა იტყოდა, „პაწია, სპრინგერისეულ ხელებს“.

536
მკითხველთა ლიგა

აი, ის. შურისძიების აზრი გაუელვებს თავში ჯენისს, ნამ-


დვილად იყო დამნაშავე დედა, რომელმაც მთელი ცხოვრება
უარი ვერაფერზე უთხრა ვაჟიშვილს.
ნელსონი ყურში უჩურჩულებს, რომ მას ყველაფერი კარ-
გად ექნება და, საერთოდ, ყველაფერი კარგად იქნება, უბრა-
ლოდ, ძალიან დაიქანცა, სიქა გააცალა საკუთარ თავს.
პრუ ქვემოთ ეშვება ორი ტევადი ჩემოდნით.
- არ ვიცი, რა შემთხვევებში იცვამენ იქ კოსტიუმს და რამ-
დენად ხშირად ხდება ეს, - ამბობს პრუ, - მაგრამ რაც ნამდვი-
ლად უნდა იყოს, თუ სწორად მესმის, ესაა სამკურნალო ფიზ-
კულტურა და ფიზიოთერაპია, ამიტომაც შეგიგროვე ყველა
სპორტული ტრუსი და წინდა, რაც კი მოვახერხე და მოვძებნე.
ჯინსებიც ჩავდე. ჩაიცვამ, როცა იატაკის სახეხად გაგგზავნიან.
- კარგად, მამა, - ხმას იღებს როი, სადღაც მათი ფეხების
მიდამოებიდან. რამდენადაც დედამისს ხელები დაკავებული
აქვს, ჯენისი თავად იყვანს ხელში პაწიას - თუმცა მისთვის იგი
სულ უფრო მძიმე ხდება, თან ფეხებსაც ისე იქნევს, ვერ შეძ-
ლებს ისე დაიჭიროს, რომ მამამ დასამშვიდობებლად აკოცოს.
პაწია უმალ ყურებში ავლებს ხელს ნელსონს. ჯენისს წარმოდ-
გენა არ აქვს, რატომ აქვს როის ეს უცნაური ჩვევა - საყვარელ
ადამიანებს აუცილებლად მიაყენოს ტკივილი.
მას შემდეგ, მშობლები შავ-ღვინისფერი „სელიკა-სუპრით“
(საჭეს ნელსონი მიუჯდა) გაემგზავრნენ. როის ბებია მიჰყავს
სახლის უკან, ჰარის ყოფილ ბოსტანთან, რომელსაც დაბალი
მესერი ჰქონდა შემოვლებული და ზედ გადაბიჯებაც მარტივად
შეიძლებოდა, - ახლა იქ ხუთიოდე წლის წინ ჯუდისთვის ნაყიდი
საქანელა და სასრიალო დგას. ორივე დაჟანგულია, ყურადღე-
ბას აღარავინ აქცევს. ზაფხული იწყება, რკინის საყრდენი ბო-
ძების ძირში ბალახი ამოზრდილა. ჯენისს ეჩვენება, რომ მრა-

537
მკითხველთა ლიგა

ვალძარღვასა და ბაბუაწვერებს შორის ჩაკარგულ სტაფილოს


გვიმრისებურ წვერებსა და კოლრაბის ფოთლებს ცნობს. ბაბუ-
აწვერების ყვითელი თავები თესლებით სავსე თეთრ პომპონე-
ბად იქცნენ და საკმარისია, როის მიერ სამურაის ხმალივით
მოქნეული, შუაზე გადატეხილი ჰოკიჯოხი მოხვდეს, ბუმბულები
წამში გაფრინდებიან სხვადასხვა მხარეს. სპრინგერები ამ სახ-
ლში მაშინ დასახლდნენ, როცა ჯენისი რვა წლისა იყო და ახ-
ლა, როცა მას ბოსტნის მხრიდან შეჰყურებს, დიდი სახლი ბებე-
რი ნეკერჩხლის გარეშე უჩვეულოდ მოშიშვლებული ეჩვენება.
ცაში, თითქოს ერთმანეთზე დაწევას ცდილობენ, ფაფუკი, მუქი
და მელნისფერგულიანი, ალბათ, წვიმის მომასწავებელი
ღრუბლები. მეტეოსამსახურმა დილიდანვე ყველა დათარსა
მოსალოდნელი, თუმცა არა გუშინდელივით ძლიერი კოკისპი-
რული წვიმის გამოცხადებით. ჯენისი როის ჯოზეფ-სტრიტის ფი-
ლაქნიან ტროტუარზე ასეირნებს. აქა-იქ ფილები შეცვლილია,
მაგრამ ქალი მაინც ამჩნევს ნაცნობ ბზარებს, აგერ, კიდევ ჭად-
რის ფესვებზე ოდნავ მაღლა დადებულ ორ ფილას, რომელთა
წყალობით ტროტუარის ზედაპირზე პატარა, ცბიერი ბორცვი
წარმოშობილა და გორგოლაჭებზე შემდგარ დაუდევარ გოგო-
ნებს ჩასაფრებია. ჯენისი რაღაცებს უყვება შვილიშვილს, იმ
ადამიანთა სახელებს ახსენებს, რომლებიც ოდესღაც მეზობელ
სახლებში ცხოვრობდნენ, მაგრამ როის ძალა მხოლოდ ერთ
კვარტალზე ჰყოფნის, შემდეგ კი დაღლილობისგან ჭმუნვასა და
წუწუნს იწყებს. ახლანდელი ბავშვები თითქოს დაბადებიდან
მოკლებულები არიან ფიზიკურ ენერგიას, ჯანმრთელ მუხტს,
თავად მოიკვლიონ ყველაფერი, მის ბავშვობაში კი, რა-რა და,
ეს მუხტი მოზღვავებულად ჰქონდათ როგორც ბიჭებს, ასე გო-
გონებსაც. თავად ჯენისი მუდამ მოთხვრილი და გადაყვლეფი-
ლი მუხლებით დარბოდა, ხოლო დედამისი ტუქსავდა ხოლმე.

538
მკითხველთა ლიგა

სეირნობის განმავლობაში ინტერესის ნაპერწკალი როის ერ-


თადერთხელ უჩნდება მხოლოდ - როცა გზაში, ტროტუარზევე,
ბზარებს შორის ჭიანჭველების მიერ ამოყრილი მიწისგან შექ-
მნილი პაწია, რბილი ბორცვაკები ხვდებათ. ყოველი ბორცვაკი
დაფქული ყავის გორაკს წააგავს. როი ფეხს ადგამს და ტკეპნის,
ტკეპნის ჭიანჭველების არმიას, რომელიც უწესრიგოდ აწყდება
აქეთ-იქით და სასოწარკვეთილი აღტყინებით ცდილობს გადა-
არჩინოს დედა-ჭიანჭველა. სასაკლაო ძალას აცლის ბავშვს, ჭი-
ანჭველები მრავლდებიან და მრავლდებიან, ჯენისს აღარაფე-
რი დარჩენია, ხელს დაავლებს მოუქნელ ბავშვს და სახლში
მიჰყავს - და უკანა გზაზე როის სპორტული ფეხსაცმელი ჯენისს
მუცელში ეხეთქება.
ერთ-ერთ საკაბელო არხზე მთელი დილა ატრიალებენ
მულტფილმებს. დახატული სუპერგმირები, რომლებიც თითო
კადრში სხეულის მხოლოდ ერთ რომელიმე ნაწილს და ქვედა
ტუჩს ამოძრავებენ, ღია კოსმოსში ებრძვიან საძაგლად მოკ-
რიახე ბოროტმოქმედებს სხვა გალაქტიკებიდან. როის ტელე-
ვიზორის წინ ეძინება, ხელში ჩაუბღუჯავს შუაზე გადატეხილი,
აზელილ-დაზელილი, დანაკუწებული შვრიის ნამცხვარი, შაქ-
რის მცირე შემცველობით, როგორითაც პრუ უმასპინძლდება
ხოლმე. ეს სახლი, სადაც ჯენისმა ამდენი წელი გაატარა - იები
ქოთნებში; ნაცნობი სამშვენისები; მამის საყვარელი, მთლად
დაბზარული ყავისფერი სავარძელი, რომელშიც იგი ხშირად
თვალდახუჭული იჯდა და შაკიკის ტკივილის მინელებას ელო-
და; სასადილო მაგიდა სამზარეულოში, რომელსაც, თუკი დე-
დას დაეჯერება, დამლაგებელი ქალები ანადგურებდნენ, რად-
გან ზედ ასხურებდნენ ავეჯის საპრიალებელ სხვადასხვა ქიმიურ
ხსნარს და სწრაფად წმენდდნენ, ამგვარად წებოვანი, ცვილი-
ვით ფენები ედებოდა მაგიდის ზედაპირს და თანდათან შთან-

539
მკითხველთა ლიგა

თქავდა მის ბუნებრივ ბზინვარებას, - ეს სახლი მხოლოდ აძ-


ლიერებს ნელსონის წინაშე დანაშაულის გრძნობას. სასტუმრო
ოთახის ბინდბუნდში თითქოს ისევ ხედავს მის ფერმიხდილ, შე-
შინებულ სახეს; ჯენისი ჟალუზის ფირფიტებს სწევს, რაც ძალზე
აკვირვებს ნახევრად მთვლემარე ბზიკებს, ართრიტიანი ბებრუ-
ხანებივით რომ დაბორიალებენ ფანჯრის რაფაზე. ქუჩის მო-
პირდაპირე მხარეს, შმელინგების დიდ სახლთან ახლოს, შინდი
იზრდება. უკვე ასცდა პარმაღის სახურავს. ახლა ფერითა და
გარშემოწერილობით ატომურ სოკოს წააგავს. ეს სოკო ყვე-
ლასთვის ცნობილია ატომური ბომბის გამოცდისას გადაღებუ-
ლი სურათებით, მაშინ ჯერ კიდევ ეშინოდათ რუსების; როგორ
შეეძლო მას, ასე მკაცრად მოჰქცეოდა ნელსონს და თან რის
გამო? ფულის გამო! საკუთარი სიმკაცრის გახსენებისას ჯენისს
ჟრუანტელი უვლის, ძვლებამდე ატანს, სწორედ იმ სირბილემ-
დე, რაც კიდევ დარჩა სადღაც მის გულისგულში; ეს აიძულებს,
შეაძრწუნოს საკუთარმა სისაძაგლემ, როგორც პირღებინების
შემდეგ ხდება ხოლმე. თუმცა, ამ გრძნობებში ჯენისს მხარს ახ-
ლობელთაგან არავინ დაუჭერს. არც ჰარი, არც პრუ. პრუ ბრუნ-
დება არა შუადღისთვის, როგორც შეთანხმდნენ, არამედ ორი
საათისთვის. იგი ამბობს, რომ წარმოუდგენლად ცუდი გზა იყო,
პენსილვანიის ავტობანზე ერთი დიდი მონაკვეთი ნაწილობრივ
გადაკეტილია, მოძრაობისთვის მხოლოდ ერთი ზოლია დატო-
ვებული, ხოლო ჩრდილოეთ ფილადელფიაში, ვიდრე რომე-
ლიმე ადგილამდე მიაღწევდე, გვარიან დროს დაკარგავ - ეს
რაღაც წარმოუდგენელია, ერთმანეთზე მიყოლებული სახლე-
ბის უსასრულო ზოლები. ბოლოს, ადგილზე მისულები დიდ-
ხანს, დიდხანს ელოდნენ ნელსონის დარეგისტრირებას, დამ-
ხვდურებს არსად ეჩქარებოდათ; როდესაც გაპროტესტება
დააპირა, იმწამსვე აგრძნობინეს, რომ ზოგადად, მათთან ყო-

540
მკითხველთა ლიგა

ველთვის რიგია და ყოველი კაცის უკან კიდევ სამი დგას. პრუ


რატომღაც სხვანაირი ეჩვენება, თითქოს სიმაღლეშიც მოიმატა,
სახეზე კი გაბოროტება აწერია - იერი, რომელიც როგორც დე-
დამთილს ახსოვს, არ ემთხვევა იმას, რასაც ახლა საკუთარი
თვალით ხედავს. მათი დამაკავშირებელი ჯაჭვიდან მთავარი
რგოლი დაიკარგა.
- როგორი განწყობა აქვს? - ეკითხება პრუს ჯენისი.
- გაბოროტებულია, თუმცა სავსებით საღად მსჯელობს. გუ-
ლი შემიწუხა მაღაზიასთან დაკავშირებული გაუთავებელი გან-
კარგულებებით, უნდა, რომ სიტყვასიტყვით გადავცე მამას.
მაიძულა, ჩამეწერა კიდეც. როგორც ჩანს, ვერ გაუგია, რომ მი-
სი მბრძანებლობა დასრულდა.
- შინაგანად ძალზე ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რაც
მოხდა, საჭმელსაც ვერ ვეკარები, ლუკმა არ გადამდის ყელში.
როიმ ტელევიზორთან დაიძინა და არ ვიცოდი, გამეღვიძებინა
თუ არა.
პრუ დაღლილი ჟესტით თმას უკან იწევს.
- წუხელ, ღამით, ნელსონი ბავშვებს გვიანობამდე დაძინე-
ბის საშუალებას არ აძლევდა, მთელ სახლში შეშლილივით
დაძრწოდა, აწვალებდა მათ, კოცნიდა, თავისთან ბანქოს სათა-
მაშოდ ისვამდა. ნარკოტიკების გამო თავადაც სულელდება და
მოსვენებას სხვასაც არ აძლევს. როი პირველ საათზე სათამა-
შო სექციაზე მიმყავს, სასწრაფოდ უნდა ავიტაცო და გავიქცე.
- მაპატიე, ვიცი, რომ იმ სექციაზე დადის, მაგრამ არ ვიცი,
სად აქვთ მეცადინეობები და ტარდება თუ არა ოთხშაბათობით.
- თავად უნდა გამეფრთხილებინეთ, მაგრამ ვინ იფიქრებ-
და, რომ ფილადელფიაში ჩასვლა და უკან დაბრუნება მთელი
მოვლენაა. მახსოვს, ოჰაიოდან კლივლენდში ათესვა სირთუ-
ლეს არავისთვის წამოადგენდა, - ჯენისს პირდაპირ არ საყვე-

541
მკითხველთა ლიგა

დურობს იმის გამო, რომ როიმ მეცადინეობაზე დააგვიანა, თუმ-


ცა სამკუთხედად შეკრული წარბები დაუფარავ უკმაყოფილებას
გამოხატავს.
ჯენისს კი ძალიან სურს, რძალმა ბრალი მიუტევოს.
- რას იტყვი, ნამდვილად უნდა ვიგრძნო თავი დამნაშა-
ვედ?
პრუ თვალებს საგნიდან საგანზე ანგარიშმიუცემლად აცე-
ცებს, ათვალიერებს და აფასებს ყველაფერს: ბოლოს და ბო-
ლოს, თუკი საკუთარი ძალების პრაქტიკულ გამოყენებაზეა
საუბარი, რისგან შედგება მისი სახლი. წამით ჯენისს თავისი ცი-
ვი, ნათელი მზერით აკვირდება.
- არა, რა თქმა უნდა, - ამბობს, - ნელსონისთვის ეს ერთა-
დერთი შანსია და მხოლოდ თქვენ შეძელით აგეძულებინათ,
გამოეყენებინა იგი. მადლობა ღმერთს, რომ ამაზე წახვედით.
აბსოლუტურად სწორად მოიქეცით.
თუმცა, მის მსჯელობაში ისეთი კატეგორიულობაა, რომ
ჯენისი ძველებურად დაუკმაყოფილებელი რჩება. ენის წვერს
აბჯენს ზედა ტუჩს და სიმშრალეს გრძნობს. იქ, ტუჩის შუაში, გა-
მუდმებით წარმოიშობა პატარა, ბოლომდე შეუხორცებელი ნა-
ხეთქი.
- მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც... არსებობს ასეთი
სიტყვა, მეწვრილმანე! შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩემ-
თვის მაღაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შვი-
ლი.
პრუ მხრებს იჩეჩს:
- სხვაგვარად შეუძლებელია. საქმის არსი მარტივია. ხელ-
ში ერთადერთი კოზირი გაქვთ. მე, ჰარი, ბავშვები ნელსონს
ფეხებზე ვკიდივართ. მისთვის ცარიელი ადგილები ვართ. იგი

542
მკითხველთა ლიგა

ავადაა, ჯენის. იგი თქვენი შვილი აღარაა, საზარელი ცრუ თაღ-


ლითია.
ეს სიტყვები გალაწუნებასავით ხვდება ჯენისს და ტირილს
იწყებს; ხოლო რძალი, რომელიც არც კი ფიქრობს ანუგეშოს,
ზურგს აქცევს დედამთილს და ისევ ისეთი გაღიზიანებული, საქ-
მიანი, შემართული, როის გასაღვიძებლად მიდის; დასვრილი
სამოსი უნდა გამოუცვალოს და ველვეტის სუფთა შარვალი ჩა-
აცვას.
- თავადაც ძალზე ვაგვიანებ. ორივენი მალე მოვალთ, -
ამბობს ჯენისი და გრძნობს, რომ იგი, თავისი განცდებით, აქ
არავის აინტერესებს.
ის და პრუ შეთანხმდნენ, რომ გარისკვად არ ღირდა ჰარის
მარტო დატოვება პენ-პარკში, ვიდრე ჯენისი სამსაათიან მეცა-
დინეობას დაესწრებოდა, უმჯობესი იყო საავადმყოფოდან აქეთ
მოეყვანა ბაჭია და ღამითაც დაეტოვებინა. ბრუერისკენ მიმავა-
ლი ჯენისი სურვილით იწვის, რაც შეიძლება სწრაფად იხილოს
ფეხზე წამომდგარი ქმარი და თავისი სატანჯველი გაუზიაროს.
მაგრამ ჰარი, ისევე როგორც პრუ, გულს უცრუებს ჯენისს.
წმ. იოსების საავადმყოფოში გატარებული ხუთი ღამის შემდეგ,
მხოლოდ საკუთარი თავი ანაღვლებს და სხვა ყველაფრის მი-
მართ გულგრილია. მას, საერთოდაც, რაღაც შეემთხვა: გეგო-
ნება, თითიც რომ დაადო, წაიქცევა, სუნთქავს გაჭირვებით, უფე-
რული ღია თმა სველი აქვს და ზემოთ ავარცხნილი, როგორც
სიჭაბუკეში, სკოლის გასახდელიდან თავზე ქოჩრით რომ გამო-
დიოდა ხოლმე. თმას თითქმის არ შეხებია ჭაღარა, თუმცა სა-
ფეთქლებთან შეუთხელდა, თვალის ჩაცვენილ უპეებში კანი გა-
მოშრა და დანაოჭდა. თითქოს საჰაერო ბურთი იყოს, დღითი
დღე, ნელ-ნელა რომ იფუშება და დაბლა, მიწისკენ იწევს.
მოწითალო-მოყავისფრო სლაქსები და ლურჯი პიჯაკი ისე ჰკი-

543
მკითხველთა ლიგა

დია ტანზე, როგორც საკიდარზე - საავადმყოფოს დიეტამ მის-


გან რამდენიმე ფუნტი სითხე გამოწურა. ამასთან, მისგან თით-
ქოს გამოწურეს სულიერი მხნეობა, როგორღაც შებოჭილია,
დაბნეული, ასეთი იყო მამა-სპრინგერი სიცოცხლის ბოლო ხუთ
წელიწადს, როცა საყვარელ სავარძელში იჯდა და თვალდახუ-
ჭული ელოდა შაკიკის მორიგი შეტევის მინავლებას. ჯენისს ყვე-
ლაფერი არაბუნებრივად ეჩვენება: აქამდე მათ შორის სიცოც-
ხლის ენერგია საკმაოდ არათანაბრად ნაწილდებოდა, პირვე-
ლობა ყოველთვის ჰარის ეკუთვნოდა. აქედან მომდინარეობს
ალბათ მისი იმპულსურობა, ასევე - განცდა, რომ სხვები მასში
სულს ვერ ხედავენ, კიდევ - მოხერხება, გზად ცოლს აწყენინოს,
დაბოლოს - მუდმივი უსიტყვო მუქარაც, რომ მიატოვებს პირ-
ველსავე ხელსაყრელ დროს. ჯენისს არაბუნებრივად ეჩვენება
ისიც, რომ ჰარის თვითონ მიაკითხა და ახლა მანქანით წაიყ-
ვანს, ჩაცმულსა და დავარცხნილს, თითქოს ჯენისი ჭაბუკი იყოს,
რომელმაც თავის გოგოს გამოუარა და სადმე, გასართობად
წაყვანას უპირებს. როცა ჯენისმა მოაკითხა, ჰარი საწოლთან
მდგარ სკამზე იჯდა მომჩვარული, იატაკზე კი ნატის ფეხსაცმე-
ლებით შემოსილ ფეხებს შორის, წამლებითა და ჭუჭყიანი ქვე-
და საცვლებით სავსე ძველი სპორტული ჩანთა ედო. ჯენისმა
ხელი ჩასჭიდა და ის გაუბედავი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისკენ
მედდების გვერდის ავლით, რომლებმაც დამშვიდობებისას
ბედნიერი გზა უსურვეს. ერთი, ტანსრული და შედარებით ახალ-
გაზრდა, როგორც ეტყობოდა, გულწრფელად დასევდიანდა
იმით, რომ ბაჭია მათ ტოვებდა, ხოლო ლათინურამერიკელმა
მიმტანმა ჯენისს მწველი მზერა ესროლა და თან დააყოლა:
„კარგად უნდა ჭამოს“.
ჯენისის აზრით, ჰარის შეეძლო ცალყბად მაინც გადაეხადა
მადლობა ზრუნვისთვის; მაგრამ ყველა მამაკაცი, მაშინაც კი,

544
მკითხველთა ლიგა

როცა მძიმედაა ავად, ქალისგან ზრუნვას ბუნებრივად მიიჩნევს.


ამდენად, მამაკაცებს არ ახასიათებთ მადლიერების გამოხატვა.
როგორც კი მანქანაში სხდებიან, ჰარი პირს აღებს და სრულ
ნაგვობას ეუბნება ჯენისს:
- ეს პოლიციელის ფორმა რამ ჩაგაცვა.
- დღეს ჩათვლა მაქვს, კარგად მინდა გამოვიყურებოდე.
მაინც ვშიშობ, რომ ყურადღების მოკრებას ვერ შევძლებ. ნელ-
სონი არ ამომდის თავიდან, გამუდმებით მასზე ვფიქრობ.
კაცი მძღოლის გვერდით სავარძელში ჩაეშვება, მუხლე-
ბით სახელთათმანე პანელს ებჯინება, თავი თავმისადებზე
უდევს, თავისი გამომეტყველებით თვითკმაყოფილებას ასხი-
ვებს.
- რაა მანდ საფიქრალი? - კითხულობს ჰარი. - მაინც გას-
ხლტა, ხომ? არ გაემგზავრა, არა? ვიცოდი, ვიცოდი, რომ ის
ნაძირალა მოტყდებოდა.
- არსად არ მომტყდარა და ამისგან ყველაფერი უფრო
სევდიანად გამოიყურება. წავიდა ზუსტად ისე, როგორც მიემარ-
თებოდა სკოლისკენ. ჰარი, სულ ვეკითხები ჩემს თავს, სწორად
ვიქცევით თუ არა?
ბაჭიას თვალები დაუხუჭავს, თითქოს იმისთვის, რომ
მოეფაროს მანქანის ფანჯრებიდან თავხედურად შემომძვრალ
სახეებს: იქით, ფანჯრებს მიღმა, ბრუერია, თავისი შეღებილი
აგურის სახლებით, ქვიშაქვისგან ნაგები ეკლესიებით, სასამარ-
თლოს დიადი შენობით, მწვანე მინისგან ნაგები ახალი, მოკ-
რძალებული ცათამბჯენით, ყოფილი უაიზერ-სტრიტის ადგი-
ლას უსაშველოდ გაზრდილი პარკით, სადაც დღეს ნარკომანე-
ბისა და უსახლკაროების თავშესაფარია, მათი, ვისთვისაც
სახლს მუყაოს ყუთები წარმოადგენს და ვინც მთელ თავის

545
მკითხველთა ლიგა

ბარგი-ბარხანას თვითმომსახურების მაღაზიებიდან მოპარულ


საზიდრებში ინახავს.
- აბა, სხვა როგორ უნდა მოვიქცეთ? - კითხულობს ჰარი
ზანტად, - პრუ რას ფიქრობს?
- ჰო, რა თქმა უნდა, მომხრეა. ერთი სული აქვს, როგორმე
თავიდან მოიცილოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბოლო დროს
ნელსონმა ცოლი ძალიან შეაღონა. არადა, საკმარისია შეხე-
დო, დარწმუნდები, რომ ქალმა, შინაგანად მაინც, ხელი ჩაიქნია
ქმარზე. გაგიკვირდება, ისეთი დამოუკიდებელია, მიზანმიმარ-
თული, მეუხეშებოდა კიდეც. ასე მომეჩვენა.
- საკმარისია, თავს ნუ იტყუებ. ჩარლიმ რაო, როგორ უყუ-
რებს ყოველივეს? ჰო, სხვათა შორის, თქვენმა ვიეტნამურმა
ვახშამმა როგორ ჩაიარა?
- ვერ ვიტყვი, რომ ვიეტნამურ სამზარეულოში რაღაც გა-
მეგება, თუმცა, მთლიანობაში, მომეწონა. ცატა ხნით მივედით,
მაგრამ ძალზე სასიამოვნო იყო. შინ ჩემი საყვარელი სე-
რიალის დასასრულსაც მივუსწარი, „მათ შესახებ, ვინც ოცდაათ-
ზე მეტისაა“, გაზაფხულის ბოლო სერია იყო - ჰერი ცდილობდა
გამოსარჩლებოდა სიუზანს, რომლის შესახებაც მამხილებელ
სტატიას წერს ჰოუი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სიუზანი სო-
ციალური დაცვის ცენტრის სალაროში აფათურებს ხელებს, -
ჯენისი ამას იმიტომ ჰყვება, რომ ქმრის ეჭვები გაფანტოს; ჯობს
იცოდეს, რომ ჩარლისთან განმარტოებისთვის დრო არც ჰქონ-
და. საცოდავი ჰარი, ვერ გადაარწმუნებ, რომ ვიღაცას აღარ
სჭირდება.
ჯერ კიდევ თვალმოხუჭული ჰარი მძიმედ კვნესის.
- კოშმარია! ისეა, როგორც ცხოვრებაში.
- ჩარლი ჩემით ამაყობს, - ამბობს ჯენისი, - იმიტომ, რომ
უკან არ დავიხიე ნელსონთან. დილით ძალიან მძიმე საუბარი

546
მკითხველთა ლიგა

გვქონდა: ნელსონმა მითხრა, რომ ჩემთვის მაღაზია უფრო


მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილი. მას მერე ადგილს ვერ
ვპოულობ. რა უნდა ვთქვა, მართალია - დროთა განმავლობა-
ში, ზომაზე მეტად ანგარიშიანები გავხდით. იგი ისეთი პატარა
მომეჩვენა, ჰარი, ისეთი გამწარებული და გაბოროტებული,
როგორიც მაშინ, გახსოვს? ჩარლისთან როცა წავედი. როგორ
შეიძლებოდა თორმეტი წლის ბიჭის მიტოვება? აი, რისთვის
არის აუცილებელი ციხეში ჩასმა, დავიმსახურებდი კიდეც! რაზე
ვფიქრობდი მაშინ, რაზე? ყველაფერში მართალია. ვინ ვარ,
ჭკუას რომ ვარიგებ, რომელიღაც საზარელ დაწესებულებაში
რომ ვგზავნი? ეშმაკმა უწყის, რას ჩავდიოდი მის ასაკში. ის ხომ
ასეთი ახალგაზრდაა, დაუფიქრდი! - ისევ ტირის; სახალისო იქ-
ნება, თუკი ჯენისი ცრემლების ღვრას დაეჩვევა. საინტერესოა,
ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების მსგავსად, ცრემლზე
დამოკიდებულნიც თუ არსებობენ? ის, რაც კი მის სიცოცხლეში
ბნელი, საეჭვო, მტანჯველი, სამარცხვინო იყო, მოულოდნე-
ლად აღიძრა და გადმოიფრქვა შეუკავებელ მლაშე ნაკადად.
ცრემლების გამო თითქმის ვერ ხედავს გზას, თან ხმამაღლა
ქსუტუნებს ცხვირით, თან საკუთარ თავს დასცინის.
ჰარი სავარძელს ეყრდნობა, თავს აქეთ-იქეთ ატრიალებს,
თითქოს ნებივრობს უხილავი მზის ქვეშ. ერთგვაროვანი,
ღიანაცრისფერი ზეცა თანდათან ორთქლის შესქელებული ფე-
ნებით იფარება, მათი ჩაშავებული გულისგული სულ უფრო
მჭიდროვდება ჭექა-ქუხილის ღრუბლებად.
- ცდილობდი, რაღაც გენახა, გესინჯა, - უხსნის მას ჰარი, -
ცდილობდი გეცხოვრა, ვიდრე ენერგია გქონდა.
- უფლება არ მქონდა და არც შენ გქონდა უფლება, მოვ-
ქცეულიყავით ისე, როგორც ვიქცეოდით!

547
მკითხველთა ლიგა

- ღვთის გულისთვის, მოდი, აღელვების გარეშე ვილაპა-


რაკოთ. მაშინ დრო იყო ასეთი, - ამბობს ბაჭია. - სამოციანები.
მთელმა ქვეყანამ თითქოს ჯაჭვიდან აიხსნა თავი. მე და შენ
მეტ-ნაკლებად წესიერები ვართ. მართალია, გადავირიეთ, მაგ-
რამ მერე ისევ შევიყარეთ.
- ჰო, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩვენ ყველაზე ნაკლებად წი-
ნააღმდეგობრივი გზით წავედით, სულ ეს არის. ვერ შევძელით
ერთმანეთის გაბედნიერება, ჰარი.
ჯენისს სურს, რომ ჰარიმ სიმართლეს გაუსწოროს თვალი,
მაგრამ ბაჭია იღიმება მხოლოდ, თითქოს სიზმარშია.
- ძალიანაც გამოგივიდა, - ეუბნება ჯენისს, - თუკი მე ვერ
შევძელი, რა გაეწყობა, ვწუხვარ.
- შეწყვიტე, ნუ ცდილობ ყოველთვის ქულების ჩაწერას სა-
კუთარ დავთარში. სერიოზულად გეუბნები. თავადაც იცი, რომ
ყოველთვის მიყვარდი, მსურდა მყვარებოდი, საშუალება რომ
მოგეცა. ყოველთვის - სკოლიდან ან, ყოველ შემთხვევაში,
„კროლიდან“ მოყოლებული. სხვათა შორის, გუშინ ჩარლი იხ-
სენებდა, მთელი ცხოვრება ჭკუას როგორ ვკარგავდი შენზე, -
სახე აწითლებული აქვს; ჰარის შეუვალობა, თემიდან გაქცევის
მცდელობა, ჯენისში უხერხულობას იწვევს; გაზის პედალს და-
აწვება, ეიზენჰაუერ-სტრიტისკენ გადაუხვევს. მზის სხივი, ღრუბ-
ლებიდან რომ იჭყიტება, „კამრის“ კაპოტს თითქოს ცეცხლს უკი-
დებს, მაგრამ მალევე უჩინარდება შავ ღრუბელში, - რესტორა-
ნი მართლაც საყვარელია, - აგრძელებს ჯენისი, - კარგად მო-
უწყვიათ და გაუფორმებიათ და საერთოდ, ვიეტნამელი გოგო-
ნები ისეთი მინიატიურულები არიან, რომ მათ ფონზე თავს
ზორბა დედაკაცად ვგრძნობდი. ინგლისურად ლაპარაკობენ,
წარმოიდგინე პენსილვანიური აქცენტითაც კი, წუნს ვერ დას-

548
მკითხველთა ლიგა

დებ. მეორე თაობაა, ალბათ. ნუთუ ამდენი წელი გავიდა ომის


შემდეგ? კარგი იქნება, თუკი როგორმე ერთად წავალთ იქ.
- როგორ შეიძლება, ეს ხომ შენი და ჩარლის ადგილია,
ვერ გავბედავ შიგნით შეჭრას, - ჰარი თვალებს ახელს და იმარ-
თება. - ეი, საით მიდიხარ? ეს გზა მაუნტ-ჯაჯისაა.
- ჰარი, - იწყებს ჯენისი, - მხოლოდ ნუ გაბრაზდები, გთხოვ.
ხომ იცი, რომ ამ საღამოს კურსებზე ჩათვლა მაქვს და ვერ მო-
ვისვენებ, საავადმყოფოდან ახალგამოსული სამი საათით მარ-
ტო რომ დაგტოვო. პრუს მოველაპარაკე - ღამეს იქ გავათევთ,
მათთან დავიძინებთ, დედაჩემის ძველ საწოლში, რომელიც წი-
ნა ოთახში, სამკერვალოში გადაუთრევიათ. იქაურობა კი ჯუ-
დისთვის მოაწყვეს. ყურადღებას მაინც მოგაქცევენ, ვიდრე არ
ვიქნები.
- ეშმაკმა წაიღოს! რატომ არ უნდა გავემგზავრო შინ, ჩემს
სახლში? ამაზე ხომ ვოცნებობდი. თხუთმეტი წელი ვიცხოვრე
დედაშენთან იმ დაწყევლილ ფარდულში, საკმარისია, აღარ
მინდა!
- მხოლოდ ერთი ღამით, ძვირფასო, გთხოვ, სხვაგვარად
ნერვიულობისგან შევიშლები და საგანს ვერ ჩავაბარებ. იცი,
რამდენნაირი ტერმინი უნდა დავიმახსოვრო? ლათინური და
რაღაც, სულელური ძველი ინგლისური ტერმინები...
- გული სრულ წესრიგში მაქვს. ახალთახალივითაა, რო-
გორც - ხელსაბანის ბადე, როცა დახვეულ თმებს გამოაცლიან,
დაწეპილ კბილის პასტას ააფხეკენ, გაწმენდენ, გარეცხავენ...
ასეთი გული მაქვს. მე თვითონ ვადევნებდი თვალს, როგორც
ჩალიჩობდნენ იქ ის ნაგავი ქირურგები. არაფერი დამემართე-
ბა, თუკი მარტო ვიქნები, პირობას გაძლევ.

549
მკითხველთა ლიგა

- დოქტორმა ბრეიტმა - საკმაოდ სიმპათიურია, არა? -


მითხრა, პროცედურა რომ არ ჩატარებოდა, კორონალური და-
ცობის საშიშროება იყოო.
- ასეთი ალბათობა პროცედურამდე კი არა, მის განმავ-
ლობაში არსებობდა, როცა ზონდი იჯდა ჩემ შიგნით. ამჯერად
ზონდი არ მაქვს. გამოაძვრინეს თითქმის ერთი კვირის წინ. ნუ
ჯიუტობ, პატარავ, შინ წამიყვანე.
- მხოლოდ ერთი ღამე, ჰარი, გთხოვ. გააკეთე სიკეთე,
ყველასთვის ასე აჯობებს. მე და პრუმ მოვიფიქრეთ, თუკი ამ
დღეს მათთან გაატარებ, ბავშვები ნაკლებმტკივნეულად გა-
დაიტანენ უმამობას. ისინიც თითქოს საქმით იქნებიან დაკავებუ-
ლები, შენი მოვლით დაკავდებიან.
იგი ისევ ეფლობა სავარძელში, ამით ანიშნებს, რომ ნებ-
დება.
- ჩემი პიჟამა? ჩემი კბილის ჯაგრისი?
- ყველაფერი იქაა. ჯერ კიდევ დილით მივიტანე. დღევან-
დელი დღე გამომივიდა, ნუ იტყვი. ძლივძლივობით დავგეგმე
ყველაფერი. ესეც ასე, შენთან გავარკვიე. ახლა კი მინდა, სას-
წრაფოდ წიგნებს მივუჯდე. უნდა წავიმეცადინო.
- არ მინდა როისთან ერთ ჭერქვეშ დარჩენა, - ხუმრობით
ამბობს ჰარი, უკვე შეჩვეული პერსპექტივას, რომ ღამეს მაუნტ--
ჯაჯში გაათევს, ძველ სახლში, სადაც ოდესაღაც თავადაც ცხოვ-
რობდა. ბოლოს და ბოლოს, რატომ არ შეიძლება, რაც ხდება,
პატარა თავგადასავლად ჩაითვალოს? - მჩაგრავს. მაგ ცერო-
დენამ ფლორიდაში ცხვირიდან ჟანგბადის მილაკი გამომგლი-
ჯა.
ჯენისი იხსენებს, როგორი გააფთრებით თელავდა როი
ჭიანჭველებს, თუმცა შეუმკრთალი ხმით აცხადებს:
- მასთან მთელი დილა გავატარე, იდეალურად იქცეოდა.

550
მკითხველთა ლიგა

პრუ და როი ჯერ არ დაბრუნებულან. ჯენისს მაღლა აჰყავს


ბაჭია და ურჩევს, წამოწვეს. დედილო სპრინგერის ძველ სა-
წოლზე ახალი ქვეშაგები აგია; ჩალისფერი, თითქმის თეთრი
პიჟამა კოხტად დევს ბალიშზე. შორეულ ბნელ კუთხეში, „ზინგე-
რის“ გვერდით, მანეკენს ხედავს - მტვრისფერ-ნაცრისფერს,
უთავოს, მაგრამ შესანიშნავი ტანით. ძალიან დიდ საწოლს
თითქმის მთელი ოთახი უკავია, ასე რომ, რჩება რამდენიმე
დუიმი ერთ მხარეს, ფანჯარასთან, მეორე მხარეს კი - შეფიც-
რულ კედელთან ახლოს. კედლებზე ვერტიკალურად გალაქუ-
ლი დაფები მკერდის სიმაღლემდეა აკრული და მათ დეკორა-
ტიული კარნიზი გასდევს. ზუსტად ასეთივე დაფითაა დამზადე-
ბული კუთხეში მდგარი კარადის კარი. კარს აღებს და უსიამოვ-
ნო ხმით ეხეთქება ბებრუხანას საწოლის სვეტს, რომელსაც შეტ-
ყლეტილი ბუნიკივით თავი აქვს და ყავისფერი საღებავით შე-
ღებილ სოკოს ჰგავს. საღებავი გზაზე ამომშრალ გუბესავითაა
დამსკდარი. კარს აღებს, რათა ობობას ქსელებით დაფარულ,
უწესრიგოდ მიყრილ უთოებს, ტოსტერებს, პოლიეთილენის
გაყვითლებულ პარკებში თავმოკრულ ნაფტალინის ტაბლეტებ-
სა და მკვდარი სპრინგერის ჰალსტუხების კოლექციას შორის,
თავისი ლურჯი კოსტიუმი დაკიდოს. პერანგის სახელოებს იკა-
პიწებს, ასე უმჯობესია; როგორც ჩანს, მოსწონს ჩანაფიქრი,
დღე მაუნტ-ჯაჯის ძველ სახლში გაატაროს.
- წავალ, გავისეირნებ.
- იქნებ, არ ღირდეს? - წუხს ჯენისი.
- სწორედაც რომ ღირს. საავადმყოფოში ყურები გამომი-
ჭედეს, რომ ფეხით სეირნობა ჩემთვის ყველა წამალზე უკეთე-
სია. დერეფნებშიც კი გვაიძულებდნენ, გვესეირნა.
- მეგონა, წამოწოლას მოისურვებდი.

551
მკითხველთა ლიგა

- მოგვიანებით. შენ კი გაკვეთილები მოამზადე. მიდი, მი-


დი, თორემ უკვე ვღელავ, როგორ ჩააბარებ ჩათვლას.
ჰარი ჯენისს სასადილო მაგიდასთან სახელმძღვანელოთი
და საბუთების ასლებით ტოვებს, თვითონ კი ჯოზეფ-სტრიტის
გავლით პოტერ-ავენიუსკენ მიემართება. მის გასწვრივ, ხელოვ-
ნური ყინულის მიტოვებული ფაბრიკიდან გათხრილი სანიაღ-
ვრეა. არხი დიდი ხანია ამოშრა, მაგრამ ცემენტის კედლები
მცენარეულობამ სამუდამოდ მწვანედ შეაფერადა. ბაჭია შორ-
დება დასახლების ცენტრს, სადაც გამვლელს ყოველ ნაბიჯზე
ხვდება ქიმწმენდის ბიურო, სწრაფი კვების ობიექტი „ინდაურის
ხორცი“, „პიაცა-ჰათი“, ბენზინგასამართი სადგური „სანოკო“,
ძველი ფეხსაცმელების მაღაზიის ადგილას გახსნილი ჩამოფა-
სებული სტერეოსისტემებისა და ახალი ვიდეოტექნიკის მაღა-
ზია, აერობიკის სავარჯიშო დარბაზი; ჰარის ბავშვობაში აქ სა-
ფუნთუშე იყო. იქიდან ახალგამომცხვარი ბისკვიტისა და სარკა-
ლის ისეთი სურნელი გამოდიოდა, რომ გვერდით ჩავლისას
ნერწყვი მოადგებოდა ხოლმე. ჰარი პოტერ-ავენიუსა და
უილბერ-სტრიტის გადაკვეთისკენ, მთასთან მიდის; ადრე იქ ბე-
ტონის ბოძზე მწვანე საფოსტო ყუთი იყო მიმაგრებული. ახლა
კი, მის ადგილას, ზედ ტროტუარზე, სხვა, გაცილებით ტევადი,
მრგვალთავიანი, ლურჯად შეღებილი ყუთი დგას. სახანძრო
ონკანი სამოცდაათიანებში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშ-
ნავად წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში შეღებეს, ახლა კი
მკვეთრი ფორთოხლისფერი საღებავის ფენითაა დაფარული.
ეს მაშველი ჟილეტის, სპორტული სიარულისთვის აუცილებე-
ლი უსახელო მაისურებისა და სანადირო ქურთუკების ფერია.
თითქოს ჩვენი ამჟამინდელ ყოფა სულ უფრო ეხვევა უცნაურ
ნისლში და ხელი გვეშლება, ნათლად გავარჩიოთ საგნები.

552
მკითხველთა ლიგა

ჰარი მაღლა, უილბერ-სტრიტზე მიდის, თან გრძნობს,


რომ ციცაბო აღმართს გული ეპასუხება. ქუჩის დაბლა მხარეს
პრეტენზიული, სპინგერების სახლის მსგავსი კერძო სახლებია
აგებული - ბათქაში, აგური, შიფერი, ციხესიმაგრეები, მრავალი
აკრის ფართობის სახურავები წაწვეტებულთავიანი შვერილე-
ბით; ზოგიერთი დამოუკებელ ბინებადაა დაყოფილი, ცალკე
შესასვლელით. მათკენ ხის თითო კიბე მიემართება. ასე რომ,
მშვენიერი სანახავი ირგვლივ არაფერია. ბაჭია სცდება გასას-
ვლელს, სადაც უხსოვარი დროიდან იდგა სატელეფონო ბოძი,
ზედ მიხრახნილი საკალათბურთო ფარით და, მოულოდნე-
ლად, ნაცნობი გრძნობა შეახსენებს თავს - თითქოს მთელ
მკერდზე ლენტი მაგრად შემოუჭირეს, ენის ქვეშ ნიტროსტატს
იდებს და ელოდება. თან შესცქერის, როგორ უხმაუროდ და
სწრაფად მისრიალებს ღრუბლების ცივი ჩრდილები მთის ტყი-
ან ფერდობზე. როდის მოეშვება და იგრძნობს ჩვეულ ჩხვლე-
ტას? არადა იმედი ჰქონდა, რომ აბების იმავე რაოდენობით მი-
ღება აღარ დასჭირდებოდა. ალბათ, დრო უნდა გავიდეს, ვიდ-
რე ოპერაციის შედეგს დავინახავთ.
იგი ციცაბო ტროტუარზე მარტოდმარტო მიაბიჯებს, მაღ-
ლა ადის იმ კვარტალისკენ, სადაც ის და ჯენისი ქორწილის
შემდეგ დაბინავდნენ. ჯერ კიდევ ოცდაათიანებში ერთი ხელი
მოსმით აშენებული სახლების მწკრივი კიბის საფეხურებივით
ზევით ადის. სახანძრო ონკანის მსგავსად, სახლები უფრო კაშ-
კაშა ფერისა გახდნენ, ვიდრე ოდესღაც იყვნენ, თავმომწო-
ნეობენ ყველაზე წარმოუდგენელი, შეიძლება ითქვას, ზღაპრუ-
ლი ფერებით - ბაციიასამნისფრით, ლაიმისფერი მწვანით, ფი-
რუზისფრით და ალისფრითაც კი; ჰარის ახალგაზრდობაში არც
ერთი თავმოყვარე პენსილვანიელი არ შეღებავდა მსგავს ფერ-
ში თავის საცხოვრისს. დღევანდელობა კი არა მხოლოდ მას-

553
მკითხველთა ლიგა

შტაბური გახდა, არამედ - მკაცრიც. ფერთა გამა ხორკლიანი


კედლების ლურჯ-ფუნისფერი იერსახით შემოიფარგლებოდა,
შეხებისას საღებავი თითებზე რჩებოდა, შიდა ფენა კი ბიტუმით
იყო შეთითხნილი.
დასაწყისიდან მეშვიდე, ნუმერაციით კი 477-ე სახლამდე
ხის გადაცვეთილი საფეხურები მიდიოდა. ახლა ხე შეცვალეს
ცემენტის კიბით, ცემენტისა და ნაირფერი კაფელის ნამსხვრე-
ვების ნარევი კიბით, შუაში - მწვანესაფრიანი ბილიკით; გარე
კარი, საიდანაც ვესტიბიულში შედიოდი, ვიღაცას შეუღებავს:
ჩართული მიწისფერი პანელები ემალისებურია და ბრწყინავს,
ზემოდან მუქი შინდისფერი ხის ზოლები აქვს - ორმაგი ჯვარი-
ვით გამოდის. კარზე მიმაგრებული ხელის ჩაქუჩი სპილენძისაა
და ფორმით მელიას თავს ჰგავს. სახლის წინ „კამარო“ და „ბე--
ემ-ვე“ დგას; სახლის ფანჯრები მინამძივის შტორებითა და აბ-
სტრაქტული მხატვრობის ჭყეტელა რეპროდუქციებითაა მორ-
თული. აქაურობა, როცა აქ ჯენისი და ჰარი ორი წლის ნელ-
სონთან ერთად ცხოვრობდნენ და როცა მათი ახალშობილი
გოგონა დაიღუპა, მიყრუებული, ჯურღმულივით ადგილი იყო.
ახლა საგრძნობლად გალამაზდა - მხიარულმა და ფულიანმა
ახალგაზრდებმა ყველაფერს თავიანთი ხელი დაატყვეს.
აქაურობა პრესტიჟულ ადგილად იქცა - მაღალზეა, ისეთი სა-
უცხოო ხედებია, უკეთესს ვერ ინატრებ. მაშინ კი, ოცდაათი
წლის წინ, როცა მეოთხე სართულის სიმაღლიდან იყურებოდ-
ნენ, შავი ტოლით გადახურულ სახურავებს მიღმა რესპექტაბე-
ლურ სახლებსა და დაღმართზე დაყენებულ კომფორტულ მან-
ქანებს ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ეს ხედი ფანჯრიდან, რო-
გორც გამადიდებელ შუშაში, ისე აჩვენებდა ცხოვრებით დაუკ-
მაყოფილებლობას, ხელმოკლეობას - დიახ, ხელმოკლეობას,
რომელსაც ამდენი ხნის შემდეგ ისევ განიცდის, როცა რეალუ-

554
მკითხველთა ლიგა

რი და მოჩვენებითი წარმატებების ხანა წარსულს ჩაჰბარდა. ამ


ქუჩაზე მოსულს, უნებურად ახსენდება ფანჯრის იაფფასიანი, ბა-
დიანი ჩარჩოები, ორთქლის ჟანგიანი ქვაბის სუნით გაჟღენთი-
ლი ვესტიბიული და კიდევ, პლასტმასის კლოუნი, ვიღაც ბავშვმა
ტალახში რომ ჩააგდო და ახლა კიბის საფეხურებქვეშაა მოქ-
ცეული. ვალჰალა-ვილიჯში კი, ასეთ რაღაცებს მეორადის
მსგავსი მწვანე ბალახი ფარავს.
ოდესღაც ეს სახლების ბოლო მწკრივი იყო უილბელ--
სტრიტზე; ქუჩა მთავრდებოდა მანქანების ხრეშმოყრილი სად-
გომით, სადაც მოტრიალება შეიძლებოდა, ხოლო ხრეშის მი-
ტოვებული კარიერი მათ ფერდობს სხვა, აქედან უჩინარ და
ეკალბარდებიან ფერდობთან აერთებდა. ადრინდელი დასახ-
ლების თავზე უკვე არცთუ ისე ახალი სახლების ორი მწკრივი
ამოიზარდა. თხელკედლიანი შენობები კერძო ბინებადაა და-
ყოფილი. მათი უზომოდ მაღალი მილები და წაწვეტებულთა-
ვიანი სახურავები საბავშვო წიგნების ილუსტრაციებზე გამოსა-
ხულ სახლებს ჰგავს. ფანჯრები და კარები ნათელ, მხიარულ
ფერებშია შეღებილი. დეკორატიული ნარგავები და ერთი ბეწო
გაზონები ჯერჯერობით საკმაოდ გასაცოდავებულ შთაბეჭდი-
ლებას ტოვებს; წინა ღამით თავს დამტყდარმა თავსხმამ მთის
მოტიტვლებული ფერდოდებიდან მოწითალო თიხის ნაკადი
დაძრა. ისინი აგურის ახალთახალი ბორდიურების გასწვრივ ჩა-
მოიღვარა, გზაში გასქელდა, ატალახდა და გზის სავალ ნა-
წილზე, მოლურჯო-მოშავო ასფალტზე გადავიდა. როგორ და-
უნდობლად მოვიხმართ ყველაფერს, ფიქრობს ჰარი და ჩვენს
სასიცოცხლო გარემოს გულისხმობს.
ტრიალდება და ქვემოთ ეშვება. პოტერ-ავენიუთი გადის
ჯოზეფ-სტრიტზე, ცოტას კიდევ გაივლის და გადაწყვეტილებას
იღებს, სწრაფი კვების ობიექტში შეიჭყიტოს და მოწოლილი მე-

555
მკითხველთა ლიგა

ლანქოლიის გასაქართვებლად ოთხმოცდაცხრამეტცენტიანი


სიმინდის ჩიპსი იყიდოს. ნეტო 6% 4. 177 გ; დამზადებულია
Keystone Food Prod, Inc., ისტონი, პენსილვანია 18042, აშშ. შე-
მადგენლობა: სიმინდის ფქვილი, მცენარეული ზეთი (შეიცავს
რამდენიმე სახის ზეთს: არაქისის, ბამბის, სიმინდის, ნაწილობ-
რივ ჰიდროგენეზირებული სოიისას), მარილი. თითქოს არა
უშავს. ვღეჭავთ შეუსვენებლად - მოუწოდებს ჰარის ოდნავ გა-
ქუცული გოგრისფერი პაკეტი. მოსწონს მომლაშო სიმინდის გე-
მო და ის, რომ კვადრატული დუიმის სისქის ყოველი ჩიპსი კარ-
ტოფილისაზე სქელია, თუმცა „ფრიტოსის“ ფირმის სიმინდის
ჩიპსზე თხელია და „დორიტოსის“ წითელი წიწაკით შეზავებული
სიმინდის სამკუთხედების სიცხარეც აკლია. ჩიპსები ენასა და სა-
სას უხურებს და ხრაშუნით იფშვნება კბილებზე. ხომ არსებობს
პროდუქტები, რომელთაც სიამოვნებით იდებ პირში, მაგალი-
თად „ნიბსისა“ და „გუდ-ენდ-პლენტისის“ კანფეტებს, შემწვარ
არაქისს, ლობიოს, მხოლოდ ისე მომზადებულს, რომ არ
დაიშალოს. სხვა დანარჩენი გულისამრევი საღეჭია და სხვა
არაფერი; კიდევ ეს ხორცი: ვარჯიში კბილებისთვის, ღეჭავ და
არ ფიქრობ; საკმარისია ჩაფიქრდე, იმწამსვე ყელში გაგეჩხი-
რება. საჭმლის მიმართ ორგვარი დამოკიდებულება აქვს, ბავ-
შვობიდან ასეა, განსაკუთრებით იმ პერიოდს თუ გავიხსენებთ,
როცა ჯერ კიდევ დარბოდა, დახტოდა, ერთი სიტყვით - ცოც-
ხლობდა, როგორც შენ და მე. იქამდეც კი მიდის, რომ დრო-
დადრო ინდაურის ან ქათმის ულუფაშიც კი ეჩვენება, რომ სიკ-
ვდილის გემოს გრძნობს, თითქოს ნაჯახი აღუმართავთ მის წინ
და ეს-ესაა მოუქნევენ. ღორის ხორცში ნაგრძნობი კმაყოფილი
ღრუტუნი და შემდეგ - ფართხალი, ძროხის ხორცში - ხარ--
ძროხის ბრიყვული არსებობა, ხოლო ცხვრის ხორცში - ოდნავ
შესამჩნევი შარდის სუნი, როგორიც თელმას სახეს ასდიოდა

556
მკითხველთა ლიგა

საავადმყოფოში. საყვარლის ამჟამინდელი ჰემოდიალიზი და


მათი შორეული ღამე ტროპიკულ ქოხში - სხეულის ფლუიდების
გაცვლა იყო; მაგრამ, როგორც გაირკვა, ჩვენი სხეულების შე-
საძლებლობებს საზღვრები აქვს, ასევე შეზღუდულია ჩვენი უნა-
რი, შევიგრძნოთ სხვისი ბედი და გაჭირვება; ეს შეეხება ჯენისსა
და რონის, ასევე ბავშვს და საერთოდ, დაიმონდის ოლქის ყვე-
ლა მცხოვრებს. რა დასამალია, მასაც აქვს რაღაც შინაგანი
შეზღუდვა - საკუთარი თავის გარდა სხვა არსების სიყვარულის
ნაკლებობა ან ინსტინქტური უუნარობა, მაგრამ გაუგებარია,
თელმაც კი ყოველ ჯერზე მისდამი უსამართლოდ მკაცრი რა-
ტომ იყო? თითქოსდა კაცი ზიზღს იწვევდა მასში, ამ დროს თა-
ვად სრულად იკმაყოფილებდა სურვილს და პირში ბაჭიასეული
მჟავერძიანი გემო რჩებოდა. დიახ, ქალმა მისი ხორცის გემო
შეიგრძნო, ახლა კი თავად მას შიგნიდან ხრავენ გაუმაძღარი
მიკროსკოპული მსუნაგები. კანის ტუბერკულოზი ანუ მჭამელა,
უხსნიდა თელმა ჰარის, აუტოიმუნური დაავადებაა. ორგანიზმი
საკუთარ თავს შლის, ანტისხეულები თავს ესხმიან თავისსავე
ქსოვილს, თითქოს ორგანიზმმა საკუთარი თავი შეიძულა.
თელმაზე ფიქრი ჰარის აიძულებს, საკუთარი უმწეობა იგრძნოს,
ხოლო საკუთარ უმწეობაში მისი გული სასტიკდება. სიმინდის
ჩიპსები, რომელსაც გზაში ღეჭავს, მის კუჭში მძიმე გუნდებად,
მჟავის გროვებად იკალათებენ, მაგრამ ჰარი მაინც ვერ უძლებს
ცდუნებას, ხახაში კიდევ ერთი ჩიპსი გადაუძახოს, კიდევ ერ-
თხელ იგრძნოს მისი არათანაბრად გადაკეცილი მარილიანი
კიდეები, მისი ქალწულებრივი სინაზე ენაზე, კბილებზე, პირის
ნაზ, ნერწვით გაჟღენთილ რეცეპტორებს შორის. როცა წებო-
ვანი ფოთლებით შემოსილი ნორვეგიული ნეკერჩხლის მიღმა
დამალულ, ჯოზეფ-სტრიტის 89-ე სახლში ბრუნდება, პაკეტი ცა-
რიელია, არც მარილის მწიკვი დარჩა, არც ჩიპსის ნამცეცი, ყვე-

557
მკითხველთა ლიგა

ლაზე პაწიაც კი, ისეთი, რომელიც ჭიანჭველას შეეძლო ეთრია


და ტროტუარქვეშა ლაბირინთში თავის ნაკვებ, წითურ დედაჭი-
ანჭველასთვის მიეტანა; ბაჭიამ საკუთარ თავს ექვსმეოთხედი
უნციის საწამლავი მიაწოდა, მისი არტერიები დანაგვიანდა,
ყელში ცხიმისა და კარაქის გემო აქვს. როგორი კმაყოფილია
და თან, როგორ სძულს თავი!
სასადილო მაგიდასთან მიმჯდარ ჯენისს თავი სახელ-
მძღვანელოში აქვს ჩარგული, - სასწავლი სიტყვების სიას ად-
გენს. თავის აწევისას მოსწავლის გახევებული, მჭმუნვარე მზერა
და ნახევრად ღია პირი აქვს, შუბლს იწმენდს. ჰარის ზიზღს
ჰგვრის ამგვარი ჯენისის დანახვა, რადგან ნათელია როგორ
ტიტანურად შრომობს ქალი სიშტერის გადასალახად. ხან-
გრძლივმა გასეირნებამ ისე დაღალა, რომ ზემოთ ადის და
შარვალს იხდის. მერე ბებრუხანას საწოლზე, გადასაფარებელ-
ზე წვება და ზემოდან ამიშების მიერ ფერადი ნაკუწებისგან შე-
კერილ თხელ საბანს იხურავს. საბანი მის ნესტოებს ბწკენს და
ახსენებს, თუ როგორი სუნი ასდიოდა დედილო სპრინგერს,
როცა მისი აღსასრული კარზე იყო - სხეულის ძნელად მისად-
გომ, ცუდად დაბანილ ადგილებში დაგუბებული სურნელი. ბაჭია
მოულოდნელად კრთება, რომ ძალზე შორსაა საავადმყოფოს-
გან, ანტისეპტიკისგან, დერეფნებისგან, სადაც ერთი ხმადაბა-
ლი ამოოხვრა და ყველა თავს გევლება.
როგორც ჩანს, ჩაეძინა, რადგან როცა ისევ ახელს
თვალს, დღემ ოთახის ერთადერთი ფანჯრის მიღმა მდგომა-
რეობა უკვე შეიცვალა: გრილი ნიავი უბერავს, ბინდით მოცული
შეშფოთებით. წვიმა ახლოსაა. ღრუბლები ხეების წვერებს ერ-
წყმის. ქვედა სართულიდან ამოსული ხმაურის მიხედვით, პრუ
და ბავშვები უკვე შინ არიან. დერეფანში, კარს მიღმა ვიღაც და-
დის - აი ასე, მრავალი წლის წინ, ღამ-ღამობით იწვა და ისმენ-

558
მკითხველთა ლიგა

და, როგორ დასუნსულებდნენ მალულად მელანი და ნელსონი.


მაგრამ ჯერ ღამე არ არის - მხოლოდ საღამოვდება. ბავშვები
მეცადინეობებიდან დაბრუნდნენ და დედამ მკაცრად, ძალზე
მკაცრად გააფრთხილა, რომ არ იხმაურონ - პაპას სძინავს. გა-
ნა შეიკავებ თავს, როცა სურვილი გაიძულებს რაიმეს გასაპრო-
ტესტებლად იყვირო, ან სიხარულის ყიჟინა დასცხო? ცხოვრება
ხმაურია. ბაჭიას მუცელი სტკივა, ვერ იხსენებს, რატომ. საკმა-
რისია დერეფანში გავიდეს, ტუალეტში, რომ მაშინვე ორივე
სტუმრად ეახლება, საცოდავი ნახევრად-ობლები. ოთხი თვა-
ლი, ორი მწვანე და ორი თაფლისფერი, შეჰყურებს საწოლის
გვერდიდან. ფლორიდული არდადეგებიდან რამდენიმე თვეში
ჯუდის სახე გაიწელა და დასერიოზულდა. ენგსტრომებისთვის
დამახასიათებელი ხმელ-ხმელი სახე და გამწარებული მზერა
ექნება, მათსავით, ვინც მუდმივ დევნას ემალება. თეთრი პლი-
სეთი გაწყობილი იასამნისფერი კაბა აცვია. ეჩვენება, თუ გოგო-
ნას ტუჩები მართლაც შეღებილი აქვს? ნუთუ პრუ ამის ნებას
რთავს? ეჭვიც არაა, რომ თმა ხელოვნურად, სხვაგვარადაა
დახვეული - საიდან მოვიდოდა ეს წითური ტალღები?
ჯუდი ეკითხება:
- პაპა, ძალიან გტკიოდა საავადმყოფოში?
- არა, ჯუდი, ძალიან არა. ყველაზე მეტად სული მტკიოდა
იმის გამო, რომ საავადმყოფოში მოვხვდი.
- შიგნით ყველაფერი გამოგისწორეს?
- ჰო, რა თქმა უნდა. ამის გამო ნუ იღელვებ. ექიმები ამ-
ბობენ, რომ ახალი ადამიანი ვარ.
- მაშინ, რატომ წევხარ?
- იმიტომ, რომ ბებიამ ჩათვლისთვის მომზადება დაიწყო,
მე კი ხელის შეშლა არ მინდოდა.
- ის ამბობს, რომ ჩვენთან დარჩები.

559
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ალბათ. მოვაწყობთ საბავშვო ზეიმს ღამისთევით. ჯუ-


დი, როცა ამქვეყნად მოვლენილი არ იყავი, მე და შენი ბებო
ძალიან, ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით აქ, დედამისთან, შენს
დიდედასთან ერთად. გახსოვს იგი?
გოგონა გაფაციცებული შეჰყურებს, ფანჯრის მიღმა მდგა-
რი ნეკერჩხლის გამო კიდევ უფრო გამწვანებული თვალებით.
- არც ისე კარგად. სქელი ფეხები ჰქონდა და სქელ, ფორ-
თოხლისფერ წინდებს ატარებდა.
- მართალია, - ესაა ყველაფრი, რაც ბავშვურ მეხსიერებას
შემორჩა დედილო სპრინგერისგან? ჩათვალე, რომ არაფერი.
ნუთუ ასე სწრაფად გადავდივართ არარსებობაში, ვქრებით და
კვალსაც არ ვტოვებთ?
- მისი წინდები არ მომწონდა, რაღაცნაირი საძაგლური
იყო, - ამატებს ჯუდი, თითქოს გამოიცნო, რომ პაპას სურს რა-
ღაც კიდევ მოისმინოს და ისიც ცდილობს მოლოდინი არ გაუმ-
ტყუნოს.
- ეს სპეციალური, ელასტიკური წინდებია დაავადებული
ფეხების მქონე ადამიანებისთვის, - უხსნის ბაჭია.
- კიდევ სასაცილო, მრგვალ სათვალეს ატარებდა, არასო-
დეს იხსნიდა მათ. მე, კიდევ, სათვალის ბუდეს მაძლევდა სათა-
მაშოდ. ვაჩხაკუნებდი ხოლმე.
როის მოეწყინა ვიღაც დეიდაზე საუბარი, რომელიც თვა-
ლითაც არ უნახავს, რაღაც თავისაზე იწყებს ლაპარაკს.
მრგვალ სახეს მაღლა სწევს, თითქოს ყელში გაჩხერილი ლუკ-
მის გადაყლაპვას ცდილობს, რკალად მოხაზულ წარბებს წკი-
პავს და ეს ფართოდ ახელინებს მუქ, მბრწყინავ თვალებს.
- მამა... მამა... გაქა. - ალბათ უნდოდა ეთქვა „გაქრა“; იგი
ვერაფრით ახერხებს საკუთარ აზრები შეძლებისდაგვარად ად-

560
მკითხველთა ლიგა

ვილად გამოთქვას და ისევ თავიდან იწყებს სანუკვარი სიტყვით,


„მამა“.
მოთმინებადაკარგული ჯუდი ძმას უხეშად ჰკრავს ხელს; ის
საწოლის სვეტს დაეჯახება და მატრასსა და კედლის პანელს
შორის დაეცემა.
- ლაპარაკი თუ არ შეგიძლია, გაჩუმდი! - მბრძანებლობს
ჯუდი, - მამა სამკურნალოდ გაემგზავრა.
პატარამ თავი მიარტყა; თვალებს აჭყეტს, თითქოს პაპის-
გან ნიშანს ელოდება, როგორ მოიქცეს.
- აი, ბო-ბო, - ამბობს მის ნაცვლად ჰარი, ზურგით ჯდება
ძველ, ყავისფერ სასთუმალთან და ბავშვის შესაკავებლად ხე-
ლებს შლის. როი მის მკერდს ეკრობა და უკვე ღნავილს იწყებს,
თან ბო-ბოზე ჩივის. ჰარი ეფერება თხელ თმაზე, ისეთზე რო-
გორიც ჯენისს აქვს, რომელსაც წინადღით ეფერებოდა, ამშვი-
დებდა ატირებულს. საკვირველია, თავად უმწეოდ წევხარ სა-
წოლში, დანარჩენებს კი ერთი სული აქვთ, მკერდზე დაგემხონ
თანაგრძნობის მისაღებად. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა,
განგისაზღვრეს ადგილი, რომელიც ყველას ხელს აძლევს.
ჯუდი როის ტირილს არ იმჩნევს და ჯიუტად განაგრძობს
საუბარს:
- პაპა, გინდა ჩემთან ერთად უყურო რომელიმე ვი-
დეოფილმს? მაქვს „დამბო“, „მუსიკის ჰანგები“ და კიდევ „ბინძუ-
რი ცეკვები“.
- პრინციპში, წინააღმდეგი არ ვარ „ბინძური ცეკვები“ ვნა-
ხო, დანარჩენი ორი ნანახი მაქვს. კი, მაგრამ, გაკვეთილები არ
გაქვს მოსამზადებელი?
გოგონა იღიმება.
- მამაც ყოველთვის ასე მეუბნება. მას არასოდეს სურს ჩემ-
თან ერთად ვიდეოს ყურება, - იგი დანანავებულ, ნაფერებ როის

561
მკითხველთა ლიგა

უმზერს და უხეშად ექაჩება ხელზე, - წავიდეთ, ჩერჩეტო, ნუ ეხ-


ლები პაპას, ხომ ხედავ, სტკივა!
ისინი მიდიან. ჯუდი მის საწოლთან რომ იდგა, ბაჭიას წინ
მოჩვენების სახით განსვენებული ჯილი წამიერად წარდგა -
რამდენი ნაცნობი ჰყავს მიცვალებულთა შორის. და მათი რიც-
ხვი მატულობს. ცხოვრება თითქოს საბავშვო თამაშია,
„ქურდბაცაცა-მელია“, რომელსაც პირველკლასელები თამა-
შობდნენ. ყველანი მწკრივდებოდნენ ასფალტის მოედნის ერთ
მხარეს და „მელია“, რომელსაც თამაში მიჰყავდა, წამოიყვი-
რებდა: „ქურდბაცაცა-მელია!“. ყველანი გარბოდნენ მოედნის
მეორე მხარეს, ხოლო „მელია“ გაქცეულებს დაედევნებოდა,
იჭერდა რომელიმეს და მოედნის ცენტრში, ცარცით შემოხა-
ზულ წრეში აყენებდა. შემდეგ უკვე ორი „მელია“ ნადირობდა
გაქცეულებზე, შემდეგ - ოთხი, რვა და მოთამაშეთა პროპორცია
საპირისპიროდ იცვლებოდა. დაჭერას გადარჩენილი ბოლო
ორი ბავშვი თამაშს ახლიდან იწყებდა.
შუშაზე ალაგ-ალაგ წვიმის წვეთები გაჩნდა. ჰარის ქუთუ-
თოები ისევ უმძიმდება, ყველაფერი ბურუსში ეხვევა, თითქოს
იწევს ზევით, მიდის მაღლა, მაღლა, სადაცაა ტვინს ჩაყლაპავს.
როცა გძინავს, ის, რასაც შინაგან სამყაროს უწოდებენ, დღის
სინათლეზე, სიფხიზლეში, უმცირეს მარცვალზე უფრო მცირე
რომაა, უსაშველოდ იზრდება და შენში არსებული წინააღმდე-
გობების გადალახვის შემდეგ, ცნობიერების ჯავშანს არღვევს.
მართლაც, რა უცნაურია. ნუთუ, თუ არ ჭამ, არ გძინავს, არ იწვი
და არ იყინები, არ არსებობს სხვა საშუალება, იგრძნო, რომ
ცოცხალი ხარ? მზისა და მთვარის მარადიული წრებრუნვა:
დღე გადადის ღამეში და პირიქით - მაგრამ მაინც, ერთ
მთლიანობად ისინი ვერასოდეს გადაიქცევიან.

562
მკითხველთა ლიგა

მას სავახშმოდ უხმობენ. ხმა შორიდან მოდის, მრავალი


ფენის - შეფიცრული კედლების, ბათქაშის, ჰაერის - გავლით,
როგორც ხმას ეტყობა, უკვე რამდენჯერმე დაუძახეს. თავად
ვერ იჯერებს, რომ ჩაეძინა, ჩათვალე, დრო არც კი გასულა,
მხოლოდ მოასწრო დაენახა, უცნაური ერთმა-ორმა ელასტი-
კურმა აზრმა როგორ დურთა თავი ოთახის კუთხეს, ეჩვენება,
რომ ტუჩები ხავერდოვანი გაუხდა. იხსენებს, როგორ მოაგონ-
და დღეს უილბერ-სტრიტზე მდებარე სახლების ფანჯრებში ჩა-
მაგრებული ჩარჩოები, გადაჭიმული ბადეებით. რკინა--
კავეულის ფარდულებში მათ იქამდე ყიდდნენ, ვიდრე უნივერ-
სალური კონსტრუქციის ფანჯრებმა არ განდევნა. ამ ახლებში,
შუშაცა და ბადეც წელიწადის დროის შესაბამისად შეიძლება ჩა-
ისვას. ძველი ჩარჩოების მორგება შეუძლებელი იყო, აუცილებ-
ლად რჩებოდა ღრიჭო, საიდანაც კოღოები და ქინქლები მოძ-
ვრებოდნენ. ეს კიდევ არაფერი. ამ მოგონების ტრაგიკულობა
ზაფხულის სუნთქვაშია, რომელიც ბადის გავლით აღწევდა
ოთახში, მზის კაშკაშა ზოლებთან ერთად, იქამდე შეუმჩნეველ
დეტალებში. ბადენაქსოვი ნაკეცი, ფანჯრის ზომაზე მოსარგები
გასაწევ-გამოსაწევი ჩარჩო მწარმოებლის დამღით და ფანჯრის
ღიობი, უძრავი, როგორც დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ქვით-
ხუროების ხსოვნის ერთგული, ბრუერის აგურის წყობა. რაც უნ-
და მძიმე განსაცდელი დაგვატყდეს თავს, ასეთი დეტალები არ
იცვლება. იმ დღესაც, შინ დაბრუნებულმა. მკვდარი იპოვა ბეკი,
სახლში კი არაფერი შეცვლილიყო - წყალი აბაზანაში, დაბეგ-
ვილი ხორცი ტაფაზე.
მას ისევ უხმობენ სავახშმოდ, ამჯერად უფრო ახლოდან,
როგორც ჩანს, ჯენისის ხმით, კიბიდან ახლოს:
- ჰარი, ვახშამზე.
- მოვდივარ, ჰო, მოვდივარ, ღმერთო! - პასუხობს იგი.

563
მკითხველთა ლიგა

ჯენისი ეძახდა, მაგრამ ვახშამი პრუმ მოამზადა: მსუბუქი,


გემრიელი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. რომე-
ლიღაც თეთრი თევზის ნაჭრები, გაფორმებული ოხრახუშითა
და მწვანე ხახვით, შეკაზმული წიწაკითა და ლიმონით, მიკრო-
ტალღური ღუმლის ოთხკუთხა ტაფაში ორთქლადენილი სატა-
ცური და ხის დიდ ჯამში სალათი - წვრილად დაჭრილი ნიახური
და სტაფილო, ფინიკი და მწვანე ყურძენი. სასალათე ჭურჭელი
და მიკროტალღური ღუმელი საოჯახო მეურნეობაში ბებრუხანა
სპრინგერის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა.
ყველა ჭამს და ყველას ნაცვლად ჯენისი ლაპარაკობს -
გაბედულად იღებს ინიციატივას და გაუთავებლად ლაქლაქებს
მომავალ ჩათვლაზე, კურსებზე, თანაკურსელებზე, რომელთა
შორის რამდენიმე მასავით ასაკოვანი ქალია, რომელთაც გა-
დაწყვეტილი აქვთ, საკუთარი თავი საქმიან ასპარეზზე მოსინ-
ჯონ; სხვები კი ახალგაზრდა ადამიანები არიან, მაგრამ „ისევე,
როგორც ჩვენ“, ორმოცდაათიანელები, იმდენად არიან უფუ-
ლობით დათრგუნვილები, უკვე ხელები მაღლა ასწიეს, შიშო-
ბენ, ვაითუ, ვერ შეძლონ. ჰყვება, რომ მეცადინეობებს ატარებს
მისტერ ლისტერი და ჯუდი სიცილისგან იგუდება, თან სასაცი-
ლო სახელს იმეორებს და უხარია, რომ კარგად ირითმება „მის-
ტერი“ და „ლისტერი“.
- სულ არ არის სასაცილო, ჯუდი. მას ისეთი ნაღვლიანი
სახე აქვს! - ამბობს ჯენისი.
ჯუდი იწყებს მოყოლას, თუ რა ოინი გამოაგდო დღეს ერ-
თმა ბიჭუნამ: მან სრულიად შემთხვევით დაღვარა საღებავი
პლაკატზე, რომელიც იატაკზე ჰქონდათ გაშლილი და ყველანი
ერთად ხატავდნენ. როცა მასწავლებელმა მისი გაკიცხვა დაიწ-
ყო, ბიჭმა წაქცეული ქილა აიღო და ჩარჩენილი საღებავი მას-
წავლებელს კაბაზე შეასხა. მათთან კლასში კიდევ არის ერთი

564
მკითხველთა ლიგა

შავკანიანი ბიჭი, მათი ოჯახი მაუნტ-ჯაჯში ბალტიმორიდან ჩამო-


ვიდა, ჰოდა, მან საკუთარი სახე უცნაურად მოიხატა - ამბობს,
რომ ნახატებში საიდუმლო აზრი იმალება. გოგონას საუბრის
მანერა, ტელეარხებზე მისსავე გიჟურ ქროლას წააგავს და ჰა-
რი ფიქრობს, რომ ჯუდი ან იგონებს ყველაფერს, ან კიდევ აიბ-
ნა და ვეღარ გაურჩევია, სად არის რეალური სკოლა და სად -
სერიალები, რომელთაც იგი განურჩევლად ნთქავს.
პრუ ინტერესდება, როგორ გრძნობს ჰარი თავს. ის პასუ-
ხობს - შესანიშნავად; მისი სუნთქვა ოპერაციის - საავადმყოფოს
ექიმების ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, „პროცედურის“ -
შემდეგ მართლაც მსუბუქი გახდა და, სხვათა შორის, მეხსიერე-
ბაც გაუუმჯობესდა. ახლაღა ხვდება, როგორი შერეკილი იყო
იქამდე და ამას ვერც კი ხვდებოდა. ბოდიშს უხდის რძალს დის-
კომფორტისთვის და მადლობას ეუბნება შესანიშნავი, ჯანმრთე-
ლი საკვებისთვის, რომლითაც დატვირთა საკუთარი ორგანიზ-
მი და რომელიც ზედ დააყოლა მავნებელ სიმინდის ჩიპსებს;
არაფერი მოხდებდა, თუკი მას რამდენიმე საათით მარტოს და-
ტოვებდნენ საკუთარ სახლში. ჯენისი ამბობს, რომ თავადაც
ხვდება, ეს ყველაფერი შესაძლოა გულუბრყვილობა და სიბ-
რიყვე იყოს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, შინ მარ-
ტოდ დარჩენილ ჰარის რაიმე რომ დამართოდა, და საერთოდ,
რა დროს ფრიჰოლდები და კოპიჰოლდებია, როცა იცი, რომ
ახლობელი ადამიანი შესაძლოა დაიხრჩოს?
მაგიდასთან მსხდომ უფროსთაგან ორს სუნთქვა ეკვრის
უაზროდ წამოსროლილი სიტყვების გამო; და როცა სიჩუმე
აუტანელი ხდება, ჰარი ალერსიანად უსწორებს ჯენისს:
- რა თქმა უნდა, წამოგცდა, რა შუაშია, „დაიხრჩოს“?
ჯენისი გაკვირვებული კითხულობს:

565
მკითხველთა ლიგა

- რა, „დაიხრჩოს“ ვთქვი? - თუმცა გვიან ხვდება, რომ ნამ-


დვილად ასე თქვა. ჰარისთვის კი აშკარაა, რომ ყველაფერი
მოჩვენებითია, რომ ჯენისს რებეკა არ დავიწყებია, მის ცნო-
ბიერებაში იგი ყოველთვის იყო და რჩება დედად, რომელმაც
შვილი დაახრჩო. ოცდაათი წელი გავიდა. ზუსტად ეს დრო იყო,
გაზაფხულის მიწურული, ზაფხულის დამდეგი; ივნისში ოცდაათი
წლისთავი გახდება. ჯენისი სკამიდან დაბნეული, გაწითლებუ-
ლი, გულდაწყვეტილი დგება.
- ჩემ გარდა კიდევ ვის სურს ყავა? - კითხულობს იქ მყოფ-
თა უმოძრაო მზერის ფონზე, თითქოს მსახიობია, რომელსაც
ტექსტის თქმა ეკუთვნის.
- დესერტად, ვისაც სურს, გვაქვს თხილის პლომბირი, -
ამატებს პრუ. მის გულგრილ ოჰაიოსეულ ხმას, წლების გავლე-
ნით, ზედ დაერთო ადგილობრივი მეტყველების მახვილები.
პენსილვანიელების ჩვევაა, ისე გამოთქვან აზრი, რომ იმ თანა-
მოსაუბრისთვისაც კი, რომელსაც გონება დაბინდული აქვს, ყვე-
ლაფერი ბოლომდე იყოს გარკვეული. მან სვიტერი გაიხადა,
მამაკაცური ხაკისფერი პერანგის სახელოები აიკაპიწა. ნახევ-
რად გაშიშვლებული, დაჭორფლილი, მოშვებული ხელები წახ-
ნაგოვანი ჭაღის შუქზე მაგიდის სიახლოვეს კრთის.
- ჩემი საყვარელი ნაყინია, - შეთავაზებას პირველი ეხ-
მაურება ჰარი, რომელსაც ეცოდება ჯენისი და ჩქარობს, მიეხ-
მაროს ცოლს, რაც შეიძლება, სწრაფად გაეცალოს პროჟექტო-
რის კაშკაშა წრეს სცენის შუაგულში; პატარა როიც კი მონუსხუ-
ლივით შესცქერის ჯენისს, თან გრძნობს, რომ აქ რაღაც ისე არ
არის, რომ ბებო შეკრულია რაღაც ჯადოთი, რომლის შესახე-
ბაც ყველამ მოილაპარაკა, არაფერი თქვან.
- ჰარი, ეს შენთვის ყველაზე მავნებელია, - შეთავაზებულ
შესაძლებლობას, ჩაერთოს კინკლაობაში და პატარა ოჯახური

566
მკითხველთა ლიგა

სცენა მოაწყოს, ჯენისი მადლიერებით იყენებს - ნაყინიც, თხი-


ლიც, არც ერთი არ შეიძლება შენთვის!
- საგანგებოდ ჰარისთვის გაყინული იოგურტი შევინახე, -
ერთვება პრუ, - ბანანისა და ატმისაა, თუ არ ვცდები.
- ოოჰ, შეადარეს, რა, - ბავშვივით იბუტება ჰარი, რათა
სხვების ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანოს, - ძალიან მინ-
და პლომბირი თხილით. და, კიდევ, რაიმეთი! მაგალითად, ვაშ-
ლის შტრუდელის ნაჭრით, ჰა? ან კექსით? ან ხილის ტარტი?
მმმ, უგემრიელესია, ხომ მართალი ვარ, როი?
- არ შეიძლება ასე, ჰარი, თავს იღუპავ! - შეიცხადებს ჯენი-
სი, ალბათ, ცოტათი გადაჭარბებულად: სინამდვილეში სხვა
რამ ადარდებს.
- არის კიდევ, „გაყინულ რძეს“ რომ ეძახიან, - აგრძელებს
ჩამოთვლას პრუ და უეცრად ჰარი ხვდება, რომ ქალის გული
მათთან არ არის, რომ ვახშმობისას მონდომებით მანევრირებ-
და, რათა მოულოდნელად ფეხი არ ჩასცდენოდა ნელსონის
არყოფნით გაჩენილ ნაპრალში, რომელიც სახელდახელოდ
შეენიღბა. არავის, თვალებგახელილ ბავშვებსაც კი, მამის სახე-
ლი არ უხსენებიათ.
- ხილის ტარტი, - ირჩევს როი, ასაკისთვის შეუფერებელი
დაბალი ხმით. როცა უხსნიან, რომ სახლში ტარტი არ აქვთ და
ბაბუამ მხოლოდ იხუმრა, შეცდომის გამო გულდაწყვეტილი და
კიდევ იმიტომ, რომ მთელი დღის განმავლობაში უფრო და-
მოუკიდებელი ვერ გახდა, ბიჭი ატირდება.
- თვალები გაგიბრწყინდება, - წაუმღერა ბაჭიამ, - და ჭამა
არ მოგწყინდება.
პრუს როი ზემოთ აჰყავს, ჯენისი კი ჯუდის ნაყინს უდებს და
მაგიდიდან იღებს თეფშებს, რათა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
ჩაალაგოს. ჰარი თავისი კოვზის დამალვას ასწრებს და რო-

567
მკითხველთა ლიგა

გორც კი ჯენისი ზურგით მიტრიალდება, ჯუდის ნაყინს გადას-


წვდება. ნამდვილი ნეტარებაა, როცა ენა ნაყინს სასაზე აჭ-
ყლეტს და მისგან, როგორც ცაზე ახალგამოსული ვარსკვლა-
ვები, ისე იფრქვევა დაქუცმაცებული თხილის მარცვლები.
- რას აკეთებ, პაპა! შენთვის ხომ არ შეიძლება! - ყვირის
ჯუდი, თან გაუყალბებელი შიშით შეჰყურებს, თუმცა მის ტუჩებს
სადაცაა ღიმილი მოერევა.
მაშინ ჰარი ტუჩებზე იდებს ხელს და ჩუმად ჰპირდება:
- მხოლოდ ერთი კოვზი, - და მორიგი ულუფისკენ იწევს.
გოგონა მშველელს უხმობს:
- ბე!
- პაპა ცელქობს, - ამშვიდებს ჯენისი, ჰარის კი ეკითხება:
- გადმოგიღო?
ბაჭია მაგიდიდან დგება.
- ჩემთვის არ შეიძლება ნაყინი, ყველაზე მავნე პროდუქ-
ტია, - უცხადებს ცოლს და იქვე იწყებს ბუზღუნს, რომ უაზროდ
ბევრი თეფში დაგროვდა და უწესრიგოდაა შეყრილი ჭურჭლის
სარეცხ მანქანაში (ისევ იმ ძველში, ჯერ კიდევ დედილო სპრინ-
გერის დროდან შემორჩენილში), - ღმერთო ჩემო, არავითარი
სისტემურობა, შეხედე, რამდენი ადგილი იკარგება ფუჭად!
- ჰოდა, თავად ჩააწყვე, - ისე პასუხობს, როგორც თანა-
მედროვე ქალი და ვიდრე ჰარი თეფშებს თანამიმდევრობით,
დიაგონალურ მწკრივებში მორჩილად ალაგებს, ჯენისი თავის
ქაღალდებს, წიგნს და ჩანთას იღებს.
- აი, გულმავიწყობა! - ამბობს ქალი და სამზარეულოში
ბრუნდება, რათა შესჩივლოს ჰარის, - დილით სულ ვფიქრობ-
დი, რა ჩამეცვა, და, აჰა, ლაბადა დამავიწყდა, - ფანჯრებს მიღ-
მა ნამდვილმა წვიმამ დასცხო, თითქოს მთელ სახლს მოშ-
რიალე შალითა გადააცვეს.

568
მკითხველთა ლიგა

- იქნებ, პრუმ გათხოვოს თავისი?


- რას ამბობ, მისი სამოსი ხომ გამძვრება? - ამბობს ქალი.
მიუხედავად ამისა, ჯენისი მაინც ადის ზევით, სადაც პრუ როის
აძინებს და მცირე მოლაპარაკების შემდეგ, რომლის შინაარსი
ჰარისთვის უცნობი რჩება, დაბლა ალუბლისფერ-წითელ საწვი-
მარში გამოწყობილი ჩამოდის. საწვიმარი ფართო გადანაკეცე-
ბით და გრძელი სარტყლით ჭაღის შუქზე: - ძალზე სასაცილოდ
გამოვიყურები?
- არა, ძალიან არა, - პასუხობს ბაჭია. მას სასიამოვნოდ
აფორიაქებს თვალების ამგვარი მოძრაობა, ქვემოდან ზემოთ,
ზიგზაგურად, მოლოდინით, რომ ქერათმიან პრუს დაინახავს,
მაგრამ უცბად ჯენისის არცთუ ახალგაზრდა სახეს, კაშკაშა, ნათ-
ხოვარი თავსაფრით მობურულ სახეს აწყდება.
- კიდევ ერთი, რა ღვთის წყრომაა, მეტი როგორღა გავ-
ბოროტდე საკუთარ თავზე! - ჩემი საყვარელი კალამი დამავიწ-
ყდა, შინ დავტოვე, საძინებელი ოთახის მაგიდაზე, ყოველთვის
წარმატება მოჰქონდა ჩემთვის, მის წამოსაღებად წასვლა
გვიანაა, ასეთ წვიმაში, მით უმეტეს!
- არ გეჩვენება, რომ ეს ყველაფერი არ ღირს ამდენ ნერ-
ვიულობად? - ეკითხება ჰარი, - რა გინდა დაუმტკიცო შენს მას-
წავლებელს?
- რამის დამტკიცება თუ მსურს, არა - მასწავლებლისთვის,
არამედ საკუთარი თავისთვის, - პასუხობს ჯენისი, - პრუს უთხა-
რი, რომ წავედი, დავბრუნდები თერთმეტის ნახევარზე. თუ ლუ-
დის დასალევად გადავწყვიტეთ წასვლა, მაშინ - თერთმეტზე.
არ დამელოდო, დაწექი და დაისვენე, დაღლილი სახე გაქვს,
ძვირფასო, - იგი მსუბუქად კოცნის ჰარის ტუჩებში, თან მრავალ-
მნიშვნელოვნად, ჩვეულებრივზე ხანგრძლივად ემბორება,
თითქოს მადლობას ეუბნება რაღაცის გამო. ხარობს, რომ სახ-

569
მკითხველთა ლიგა

ლიდან გაფრთხიალდება. ამჟამად, ქმრის გარდა, მას იმდენი


შარვლიანი მრჩეველი მოევლინა - ჩარლიც, მისტერ ლისტე-
რი, ახალი ბუღალტერი მაღაზიიდან. ჩუმად, შეპარვით უძვრე-
ბიან ჯენისს, როგორც ის ზონდი მონიტორის ეკრანზე, შეუმჩნე-
ველი ბიძგებით რომ მიიკვლევდა გზას აბლაბუდაში გახვეული,
მისი გულისკენ. მათაც ასე უნდათ დაიმკვიდრონ ადგილი, ჯენი-
სის ნდობა მოიპოვონ. სახლზე მოხვეული შალითის შრიალი
კიდევ უფრო ხმაურიანი ხდება მას შემდეგ, რაც ჯენისის ნაბიჯე-
ბის ხმა პარმაღზე გაისმება და „კამრის“ ძრავა აღრიალდება.
ის ყოველთვის, შეშინებულივით, ძრავას ასე აღრიალებს, გა-
დაცემის ჩაურთავად, შემდეგ კი ადგილიდან წყდება. შეიძლება
იფიქრო, რომ ვიღაცას ეჯიბრება - ვისაც ყველაზე სწრაფძრა-
ვიანი მანქანა ჰყავს. ჯენისი ამჟამად პრუს წითელ ლაბადაშია
გახვეული, ხოლო ჰარი პრუს სახლში ბატონ-პატრონად
გრძნობს თავს.
სასტუმრო ოთახში, ტელევიზორის წინ მოკალათებული ის
და ჯუდი ბოლომდე უყურებენ მეექვსე არხზე „ეი-ბი-სის“ ახალი
ამბების გამოშვების დასასრულს (რა პოზიორია ეს პიტერ ჯე-
ნინგსი - ამერიკელებს მოუთხრობს ამერიკაზე, თვითონ კი აქ-
ცენტი ვერ მოუცილებია. ერთი შეხედეთ, აი, როგორი კანადე-
ლია, თხემით ტერფამდე), შემდეგ კი, ჯუდის ახირებით, რო-
მელსაც ხელში დისტანციური მართვის პულტი ჩაუბღუჯავს, არ-
ხებზე დახტიან წინ და უკან; ხან ტელევიქტორინას შეავლებენ
თვალს, ხანაც განმეორებით სერიალებს დეტექტიურ „საიმონსა
და საიმონს“ და კომედიურ „კოსბისა“ და „გაგვიმარჯოს!“ პრუ,
ბოლოს და ბოლოს, როის აძინებს, აუჩქარებლად ჩადის დაბ-
ლა და სამზარეულოსკენ მიეშურება. სურს, ჯენისისეული ფარ-
თხაფურთხა დალაგების შემდეგ, თავის გემოზე მოაწესრიგოს
იქაურობა. ათვალიერებს სასადილო ოთახს, დახურულია თუ

570
მკითხველთა ლიგა

არა ყველა ფანჯარა ავდრის წინ, გადის პატარა „მზიურ“ ვერან-


დაზე და დედილო სპრინგერის ძველ, თუჯის მაგიდაზე მდგარი
მცენარის გამხმარ ფოთლებს წყვეტს. ბოლოს და ბოლოს, სას-
ტუმრო ოთახში შედის და შვილის გვერდით ჯდება - ჯუდიმ,
პულტთან ერთად, ფრედ სპრინგერის სავარძელი ამოიჩემა.
„კოსბის შოუს“ მორიგ სერიაში, ჰაკსტეიბლების ოჯახის მრა-
ვალთაგან ერთ-ერთი პრობლემა, ბავშვების აღზრდას უკავ-
შირდება. რა თქმა უნდა, ოჯახი თავისი ჯანსაღი და თბილი
იუმორით, ურთიერთსიყვარულითა და ერთმანეთისადმი ერ-
თგულებით ამასაც გადალახავს და ყველა უსიამოვნება გაქრე-
ბა, როგორც შაქრის ნატეხი - ჩაიში. ვანესა, დაქალებთან ერ-
თად, საშინლად ღელავს ცეკვის მომავალი კონკურსის გამო,
თითოეულმა მონაწილემ არა მხოლოდ უნდა იცეკვოს, არამედ
ფონოგრამის თანხლებით ტუჩებიც ამოძრაოს და სიმღერის
ილუზია შექმნას; ამიტომაც, გოგონები ყურადღებით ისმენენ
ღამის კლუბში მომუშავე მოხუცი ზანგი პიანისტის რჩევებს; რო-
ცა გენერალური რეპეტიციის დღე დგება, შინ, მშობლების თან-
დასწრებით, გოგონები ისე არაბავშვურად, გამომწვევად იგრი-
ხებიან და იქნევენ უკანალებს, რომ მისის ჰაკსტეიბლი, იგივე
კლერი, ხოლო რეალურ ცხოვრებაში შესანიშნავი ფელისია
რაშადი, ბაყაყისთვალება შავკანიანი სპორტული კომენტატო-
რის მეუღლე, იძულებულია წერტილი დაუსვას უწესო მანჭვა--
გრეხას, გამორთოს მუსიკა და სულელი გოგონები ზემოთ, თა-
ვიანთ ოთახებში მიაბრძანოს. თუმცა ამ ყოველივეს ისეთი გა-
ნუმეორებელი ღიმილით აკეთებს - ზანგი ქალის ოდნავ უტიფა-
რი ღიმილით, რომ უმალ ხვდები: ის არ არის თავქარიანობის
წინააღმდეგი, ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველაფერს თავი-
სი ადგილი და დრო აქვს. გავიხსენოთ, თუნდაც თავად უფროსი
ჰაკსტეიბლები, რომლებიც თითქმის ყოველი სერიის დასას-

571
მკითხველთა ლიგა

რულს, ფარდის დაშვების წინ, მაგრად ჩახვეულები გამომწვე-


ვად შეჰყურებენ ერთმანეთს. მის გვერდით მჯდომი პრუ უმოძ-
რაოდ შეჰყურებს ეკრანს და თვალის კუთხეში, ჰარი ძალზე ახ-
ლოდან ხედავს, უბრწყინავს ცრემლი-ბრილიანტი. პაპისეულ
სავარძელში მოკალათებული ჯუდი ტელევიზორს სხვა არხზე
გადართავს და ეკრანზე ცის ტროპიკული სილურჯე და გიგან-
ტური კუ გამოჩნდება, ის ნელ-ნელა აბრუნებს თავს და ამ დროს
კადრს მიღმა ხმა, როგორც ხმა ღვთისა, საზეიმოდ გვამცნობს:
„მზადაა, სიცოცხლის ფასად დაიცვას ერთი გოჯი მიწა, რომე-
ლიც შთამომავლობის გასაგრძელებლად შეურჩევია“.
- ეშმაკმა წაიღოს, ჯუდი, უკან დააბრუნე „კოსბი“, ვის ვუთ-
ხარი, - ღრიალებს ჰარი, გაცეცხლებული არა იმდენად საკუთა-
რი თავის, არამედ პრუს გამო, რომლისთვისაც, როგორც მას
მიაჩნია, შოუ კეთილი ზღაპარია იმაზე, რაც სინამდვილეში არა-
სოდეს იქნება.
ჯუდი არანაკლებად თავზარდაცემული, ვიდრე შოუს გო-
გონები, შეშინებული უბრუნდება სერიალს, მაგრამ იქ რეკლა-
მას უჩვენებენ და ახლაღა გააზრებული წყენისგან გოგონა ყვი-
რის:
- რატომ გაემგზავრა მამა! დაბრუნდეს უკან! აქ ყველანი
ბოროტები არიან, მარტო ისაა კარგი!
ჯუდი ცრემლებს ღვრის, პრუ დასამშვიდებლად დგება,
შერცხვენილი ბაჭია იპარება. სახლში ტრიალებს, წვიმას უს-
მენს, უკვირს, ოდესღაც აქ თავად ცხოვრობდა, იხსენებს
მკვდრებსა და ცოცხლებს მათი ძველი იერ-სახით, ყველას,
ვინც მაშინ მასთან ერთად ბინადრობდა; სამზარეულოში თა-
როზე ნახევარ ქილა შემწვარ თხილს პოულობს. ტელევიზორ-
ში განმეორებით უჩვენებენ გუშინდელ მატჩს კალათბურთში,
„ნიკსსა“ და „ბულზს“ შორის. მას გულს ურევს, როცა მაიკლ

572
მკითხველთა ლიგა

ჯორდანი კალათში ბურთის ჩასატენად ფარს ზემოთ მიფრინავს


და თან პირში თავის ვარდისფერ ენას ატრიალებს. ჰარიმ მას-
თან ინტერვიუ წაიკითხა - საზრიანი ბიჭია, მაგრამ რისთვის
სჭირდება ენის გადმოგდება, თითქოს ჭკუასუსტი იყოს? არცთუ
მრავალრიცხოვანი თეთრი მოთამაშეები მოედანზე შიშვლები,
დაუცველები ჩანან, უფერულები, ოფლიანები, სლიპინები, იღ-
ლიებქვეშ თმის ბღუჯებით; ჰარის არ სჯერა, რომ ოდესღაც
თვითონაც ასეთი იერით გამოდიოდა მოედანზე, თუმცა, მაშინ
უფრო გრძელი ტრუსები ეცვათ და მაისურებიც, იღლიასთან,
არც ასეთი ამოჭრილი იყო. ვერც ამჩნევს, ქილაში ჩარჩენილ
თხილს ბოლოს რომ უღებს და ამ დროს, უეცრად (ჯორდანი
ჰაერში იჭრება, ახერხებს ერთხელ კი არა, ორჯერ შეცვალოს
ფრენის მიმართულება და გაუგებარია, როგორ, უსხლტება მო-
წინააღმდეგეს და ზურგიდან აგდებს, წარმოუდგენელი სირთუ-
ლის ბურთს ათავსებს კალათში. და ეს ყველაფერი იმის მიუხე-
დავად, რომ ახმახი იუინგი პირდაპირ სახეში ჩასცხებს თავის
ტორს) კალათბურთი მასში ფიზიკურ ტკივილს იწვევს თუ კუნ-
თებში არა, ნერვულ დაბოლოებებში მაინც, რადგან ზამბარისე-
ბური ნახტომის დინამიკა, ყოველი მოძრაობისთვის აუცილე-
ბელ, უკიდურეს დაძაბულობას ახსენებს. ნიტროსტატის მიღებაა
საჭირო, ფლაკონი პიჯაკის ჯიბეში დარჩა, ზემოთ, კედლის კა-
რადაში. საერთოდაც, აქ, ქვევით, რაღაც სულ უფრო მოუსვენ-
რად გრძნობს თავს. სამზარეულოში შუქს თიშავს და სუნთქვა-
შეკრული უვლის გვერდს ჩაბნელებულ სასადილო ოთახში
მდგარ დედილო სპრინგერის ბუფეტს. ოთახის კედლებზე გაკ-
რული შპალერი თითქოსდა ფანჯრებზე ჩამონადენი და ქუჩის
ლამპიონებისგან განათებული წვიმის წვეთების ათინათისგან
სუსტად ირხევა.

573
მკითხველთა ლიგა

დედილოს ყოფილი ოთახიდან, რომელშიც ახლა ჯუდი


ცხოვრობს, ტელევიზორის ხმა ესმის, გამბედავად დააკაკუნებს
და ოდნავ შეაღებს კარს. გოგონას უკვე ღამის უსახელო პერან-
გი გადაუცვამს, ლოგინში ზის, ორ ბალიშს ეყრდნობა, პლუშის
დელფინს ეხუტება, გვერდით დედა უზის. ფეხებზე შემდგარი ტე-
ლევიზორის ციმციმში სიბნელიდან გამოკრთება ხოლმე ჯუდის
თვალები, მისი შიშველი მხრები, დელფინის მუცელი, პრუს
გრძელი ხელი, შვილისთვის რომ მოუხვევია და ბრტყელ ბავ-
შვურ მკერდზეა ჩამოდებული. ჰარი ჩაახველებს და ამბობს:
- მომისმინე, ჯუდი... მოკლედ, მაპატიე, თუ გაწყენინე.
ხელის სწრაფი, მოუთმენელი მოძრაობით იგი უსიტყვოდ
ანიშნებს, რომ პაპას აპატია, რომ სწრაფად უნდა შევიდეს
ოთახში, დაჯდეს მათთან და უყუროს ტელევიზორს. ცისფერ ცი-
აგში იგი იღებს ბავშვის სკამს სწორი საზურგით, საწოლთან ახ-
ლოს დგამს და ხვნეშით ეშვება მასზე; მუხლები ლამის შუბლს
მიებჯინოს. ჯოზეფ-სტრიტის ფარნების შუქში მინებზე წვიმის
წვეთები კრიალებს. ჰარი პრუს პროფილს შესცქერის - ისევ ხომ
არ ბრწყინავს ცრემლი, მაგრამ მისი სახე შეუვალია, ცხვირი წა-
მახული, ტუჩები მოკუმული. ისინი „გამოუცნობ საიდუმლოებებს“
უყურებენ: გათქვირული, ნაკვები ამერიკული ფიზიონომიები
ერთიმეორის მიყოლებით გადი-გამოდიან კამერის ობიექტივის
წინ და ყველანი სერიოზულად, ალალად გვიამბობენ ამო-ების
(ამოუცნობი მფრინავი ობიექტები) შესახებ, რომლებსაც შაქრის
ჭარხლის მინდვრებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან, ნავახო--
ინდიელთა რეზერვაციებიდან აკვირდებოდნენ; ამ დროს კი, კუ-
ბოკრული დივნები და სავარძლები, ზოლიანი შპალერები გა-
დაღებისთვის აუცილებელი კაშკაშა სოფიტების შუქზე ისე შესა-
ზარად გამოიყურება, როგორც მიკროსკოპის ქვეშ - ერთუჯრე-
დიანი კაჟოვანი წყალმცენარეების აგებულება. ჰარი განცვიფ-

574
მკითხველთა ლიგა

რებულია, თუ როგორ დალაგებულად და მწყობრად ჰყვებიან


ეს პროვინციელი შერიფები და ტრეილერებისგან წარმოქმნილ
დასახლებებში მცხოვრები უბრალო დედაკაცები, უკანასკნელი
მაწანაწალები და გარეწრები, რომლებიც სრულიად შემთხვე-
ვით გამოჩნდნენ მდელოზე, პიკნიკის ნამუსრევთან ზუსტად იმ
დროს, როცა გიგანტურმა გონმა, რომელიც მართავს ამო-ს
მოქმედებას, გადაწყვიტა იქ დამჯდარიყო და აეღო გამოსაკ-
ვლევად დედამიწის ფაუნის სინჯები, - ყველანი როგორ ერ-
თხმად ლაპარაკობენ: მეტყველების ოსტატობაში განსწავლულ
მსახიობებს ჰგვანან. საიდან მოვიდნენ? ყოველი მათგანი
წაუბორძიკებლად ისვრის სიტყვებს, რაც მომზადებული აქვს
ოცდაათწამიანი გამოსვლისთვის თანამოქალაქეთა უზარმაზა-
რი აუდიტორიის წინაშე. ვიდრე რეკლამას უჩვენებენ, ჯუდი არ-
ხიდან არხზე დარბის - ჟაკ კუსტო აკვალანგისტის კოსტიუმში;
გოჭი პორკი დიდფოლაქებიან ლურჯ უსახელო მაისურში
(საოცარია, რატომ დასეირნობს ძველ მულტფილმებში ყველა
მხეცი გაშიშვლებული უკანალით); ლოლუებივით გრძელკულუ-
ლებიანი როკმომღერალი, რომელიც შიგ პირში ითხრის მიკ-
როფონს და ექსტაზში შედის, როგორც პორნოფილმის მსა-
ხიობი ქალი ბილწ კულმინაციამდე ერთი წამით ადრე; სცენა
სასამართლო დარბაზში - მოსამართლეს თვალებზე ეტყობა,
რა გაიძვერაცაა; შენელებული კადრი - კოლიბრი საოცრად
მოქნილი ფრთებით; ანჟელა ლანსბერი, რომელიც ისე იყურე-
ბა, თითქოს რაღაცითაა შოკირებული; გრირ გარსონი, თითქოს
შავ-თეთრი ფირითაა გადაღებული, ფოკუსის გარეშე... და შემ-
დეგ ისევ „გამოუცნობი საიდუმლოებები“ - სიუჟეტი ჩვილზეა,
რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაქრა. მას
ერთვის მუდმივი, დღეს კი განსაკუთრებულად მრავალმნიშვნე-
ლოვანი, მუქ ლაბადაში გამოწყობილი იდუმალი რობერტ სტე-

575
მკითხველთა ლიგა

კის შეკითხვა. ერთხელ უკვე წამოსცდა ბავშვთან, რაც საჭირო


არ იყო და ბაჭიაც ენას იკვნეტს. მწვავედ გრძნობს საკუთარ ფი-
ზიკურ უმწეობას. მოციმციმე ტელესახეები დაუნდობლობით ას-
კდებიან მის გულს. ჰარი გამქრალი ჩვილის საიდუმლოს ამო-
უცნობლად ტოვებს იქაურობას, დგება და სიტყვებით, „ძილი ნე-
ბისა“, ჯუდისკენ საკოცნელად იხრება; მასთან მიახლოებამდე
კი, გზად, უფრო დიდ სახეს უნდა აუქციოს სახე.
- ხვალამდე, პაპუკა, - დაუფიქრებლად ამბობს გოგონა,
პატიობს ყველაფერს ან დაავიწყდა ყველაფერი.
- ქვემოთ შუქი გამორთულია, - ხმადაბლა ეუბნება პრუს.
- ასეა თუ ისე, მაინც უნდა ჩავიდე, - კიდევ უფრო ხმადაბლა
ლაპარაკობს ქალი: თითქოს ორივენი შიშობენ, დაარღვიონ
ჯადოსნური ხიბლი, რომლითაც ბავშვი ტელევიზორსაა მიჯაჭ-
ვული.
პრუს სახე, რომელსაც ჰარი გაუსხლტა, რათა სხვა, ბავ-
შვური სახისთვის ეკოცნა, შამპუნისა და პუდრის ნაზავ, რაღაც
განსაკუთრებულ სურნელს აფრქვევს, - აი, ასევე უთმობენ წვი-
მას სახლის ირგვლივ მდგარი ხეები ფოთლებისა და სიახლის
სურნელს.
წვიმისა და სიმწვანის სურნელმა მასთანაც შეაღწია ოთახ-
ში, ყოფილ სამკერვალოში, მკერავის უთავო მანეკენით კუთხე-
ში. ჰარი აქ, დროებით საცხოვრისში, ჯენისისთვის უჩვეულო
წინდახედულობით მომზადებულ პიჟამას იცვამს. გადაულახავი
და წარმოუდგენელი დაღლილობა მოეძალა, წვიმასავით
თავით-ფეხამდე დაფარა. აქ, ვიწრო ოთახში, წვიმის ხმაური უფ-
რო ისმის, ვიდრე სხვაგან, უფრო ისმის და უფრო რთული ჟღე-
რადობა აქვს - განუწყვეტელ საუბარშია პარმაღის სახურავი,
სახლის ჟოლობი და მასში გამავალი წყლის ექოსებური გამო-
ძახილი, ნეკერჩხლის თვინიერი ფოთლები, ჩაქროლებული

576
მკითხველთა ლიგა

მანქანის სტვენა თუ შრიალი. და იქვე ახლოს ისმის - წვეთების


პერიოდული რაკარუკი ბადე-ჩარჩოსა და ასაწევ ფანჯარას შო-
რის, რაც ნიშნავს იმას, რომ კედელი თანდათან დანესტიანება-
სა და ლპობას დაიწყებს. ჰო, მაგრამ ეს მისი საზრუნავი არ
არის. დღითი დღე მისი საზრუნავი სულ უფრო მცირდება. ოთა-
ხის ფანჯარა ზემოთაა შეღებული, რათა ჰაერი შემოვიდეს და
როცა იგი წამით ჩერდება, ქუჩაში რომ გაიხედოს, რამდენიმე
წვეთი მის ხელს ეშხეფება. მაუნტ-ჯაჯი არ იცვლება, ყოველ შემ-
თხვევაში, აქ, ძველ ნაწილში და, მაინც, მაუნტ-ჯაჯი მოსწყდა მის
ცხოვრებას. დარჩა სადღაც იქ, ქვევით, როგორც მიწა მაღლა
აფრენილი თვითმფრინავის ფრთებქვეშ. მისი ცხოვრებაც ამ
მბრწყინავ ასფალტზე, ამ დაქანებული მდელოებისა და აგუ-
რისსვეტებიანი ფრთების გასწვრივ მიედინებოდა. გაიარა და
კვალიც არ დატოვა. დაბამ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ,
მიუხედავად მისი ბავშვური, საპირისპირო რწმენისა: ყოველი
ქვა და პარმაღზე მდგარი ყუთები რძის ბოთლებით, ტიტების
ყოველი კლუმბი მას მზერით აცილებდა, მაგრამ ვერ ხედავდა;
მას კი ისინი მეგობრებად მიაჩნდა, ახლა ეს აღმოჩენა სრული-
ად არ აშინებს. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადარეცხილი ფან-
ჯარა განათებულია და მასში ჩანს ცარიელი სავარძელი, თით-
ბრისსახელურიანი ბუხრის მაშები და აგურის თარო, კიდევ -
წყვილი სასანთლე, რომელსაც არაფერი ახსოვს.
ფეხშიშველი ბაჭია სწრაფად მიტყაპუნებს დერეფანში -
სააბაზანოში და უკან - და მიძვრება საბნის ქვეშ, თუმცა ჯერ კი-
დევ ცხრა არ არის. საავადმყოფოში ამ დროისთვის ყველა
მნახველი დიდი ხნის წასულ-წამოსული იქნებოდა, ხოლო
ავადმყოფები, რომლებიც მათ წასვლას ელოდნენ, უკვე
მიიღებდნენ წამლებს, მოისტუმრებდნენ ტუალეტს, ყველაფერი
დალაგდებოდა და დერეფანში მოიკლებდა მედდების ხმა და

577
მკითხველთა ლიგა

ელექტროგანათების სიკაშკაშე. მისთვის განკუთვნილ ოთახში


მაგიდის სანთური არ არის, მხოლოდ ქაღალდის აბაჟურია, მი-
სი ჩართვა ჰარის არ უნდა. კედლის კარადაში შენიშნა
Consumers Digest-ის ძველი გამოშვებების დასტა, მაგრამ, რო-
გორც ჩანს, საქონელი, რომლის ღირსებები აშკარაა, დიდი ხა-
ნია ბაზარზე აღარ არის. ჯენისის ნაჩუქარი ისტორიული წიგნი
ბოლომდე ვერაფრით ჩაიკითხა, თუმცა ნახევარს უკვე გასცდა.
წიგნი კაბინეტში დარჩა, პენ-პარკში. შუქი, რომელიც ქუჩიდან
შემოდის, კითხვისთვის არც არის კარგი, სამაგიეროდ, ფან-
ჯრებს კედელზე ირეკლავს. და როცა აცახცახებული წვიმის წვე-
თები ზედა ჩარჩოსთან იყრის თავს და ერთ, სრულიად
მოულოდნელ წამს, რუსავით დაეშვება ქვევით, - ჩრდილებიც
ცახცახს იწყებს. ეს ძალიან წააგავს სიცოცხლის ჩასახვის პრო-
ცესს, როგორც ამას ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამა-
ში უჩვენებდნენ. ასეთმა პროგრამებმა უკანასკნელ ხანს გაიტა-
ცა: თავდაპირველად მოლეკულები ქაოსურად იყრის თავს ჯგუ-
ფებად, მრავლდება, შემდეგ ელექტრული განმუხტვა, ელვა -
და, მორჩა, მზადაა, სიცოცხლე ჩაისახა. ბაჭიას უკან, სოკოსმაგ-
ვარი სვეტებითა და ჩუქურთმით დამშვენებულ სასთუმალთან
მდგარი, მისი განსვენებული სიდედრის საკერავი მანქანა მოთ-
მინებით ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის დაადგამს ბებ-
რუხანა თავის მოკლე, შესივებულ ტერფს სატერფულს და მოკ-
ლე მსხვილი თითებით გაუყრის ნერწყვით დასველებულ ძაფს
ჟანგმოდებულ ნემსში - როდის გააცოცხლებენ მას. ამის ალბა-
თობა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ალბათ მოლეკულე-
ბისგან სიცოცხლის ჩასახვაში. დახშული ჟრჟოლა, ჭექა--
ქუხილის შორეული გრიალი, საიდანღაც, ბრუერის მხრიდან და
ფაჩუნი ხეთა ვარჯებში. ჰარის თავი ეყრდნობა ორ ბალიშს,
მკერდში უსიამოვნო სივიწროვემ თითქმის გაუარა. გულში ტკი-

578
მკითხველთა ლიგა

ვილი არ ჩერდება, მხოლოდ წარმავალი დროის ოკეანეში


წყლის მოქცევისას ამოტივტივდება ხოლმე.
ჰარი ვერ მიხვდა, რამდენი დრო იყო გასული, როცა კა-
რის სახელური მოტრიალდა, გაჩხაკუნდა და დერეფნიდან შუ-
ქის ზოლი შემოიჭრა მის ვალად აღებული ოთახის სიმარტოვე-
ში.
ოთახში პრუ იჭყიტება - მისი თხემი სპილენძისფერ ათინა-
თად ბრწყინავს.
- არ გძინავთ? - კითხულობს იგი თითქმის ჩურჩულით. მისი
ხმა როგორღაც გაუხეშდა, სიბნელეში სახე რძისფერ გულად
მოჩანს.
- არა, - პასუხობს ბაჭია. - ვწევარ და წვიმას ვუსმენ. ჯუდი
დაშოშმინდა?
- დიახ, როგორც იქნა! - ამბობს ახალგაზრდა ქალი და
ამოხეთქილ გაღიზიანებასთან ერთად შემოდის ოთახში სრუ-
ლად, მთლიანად და გამართული დგება კართან.
ტანთ იგივე მოკლე ხალათი აცვია, ფეხები კოჭებამდე მი-
მალულია რაღაც თეთრის ქვეშ, - იგი, ბუნებრივია, ნელსონის
გამოა გულდაწყვეტილი.
- შესანიშნავია. მაპატიე, რომ თავი ვერ შევიკავე, - ამბობს
ჰარი, - საცოდავ ბავშვს ესღა აკლდა ამდენ უსიამოვნებასთან
ერთად, - იდაყვების მოშველიებით, იგი უფრო მაღლა ჯდება,
გარკვეულწილად თავს მასპინძლადაც კი გრძნობს; გული
ხმაურით ჩხვლეტს - სიტუაცია საკმაოდ უცნაურია, თუმცა
საავადმყოფოში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, იგი უნ-
და შეჩვეოდა სტუმრების წამოწოლით მიღებას.
- არ ვიცი, - პასუხობს პრუ, - შეიძლება ჯუდისთვის ეს მარ-
თლაც ზედმეტი იყო. ხომ უნდა გააჩნდეს რაღაც მცირედი გაგე-

579
მკითხველთა ლიგა

ბა მაინც! არადა თვლის, რომ ყველა ტელევიზორი მსოფ-


ლიოში მარტოოდენ მისთვის არსებობს. არა უშავს, თუ მოვწევ?
- ჰო, რა თქმა უნდა, მოწიე.
- უბრალოდ, ვხედავ, რომ სარკმელი შეღებულია, მაგრამ
თუ თქვენ...…
- კარგად ვარ, - არწმუნებს ბაჭია პრუს. - მომწონს კიდეც.
როცა სხვები ეწევიან. თითქმის იგივეა, თავად ვეწეოდე. ოც-
დაათი წელია მოვატოვე, მაგრამ მაინც მიზიდავს. გასაკვირია,
შენ რომ არ გადააგდე - ახლა ხომ ყველა ჯანმრთელობაზეა
შეშლილი.
- გადავაგდე, - ამბობს პრუ. პომადის ტუბის მსგავსი „ბიკის“
სანთებელას ლურჯ-მწვანე ალით განათებული სახე მკაცრი,
მტკიცეა, თითქოს - ტანთგახდილი შიშველ ფუძემდე; გრძელი
ჩრდილი ცხვირიდან ლოყაზე დახტის. ალი ქრება. ქალი
ხმაურით უშვებს ბოლს, - მხოლოდ საღამოობით ვეწევი, ერთ--
ორს, შიმშილის დასაოკებლად. ახლა კიდევ ნელსონის ისტო-
რია. რატომ არ უნდა ვეწეოდე? სულერთი არაა? - მისი მაღლა
მოლივლივე სახე ტრიალდება ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე
პროფილით, - ჩამოჯდომაც კი არსად შეიძლება. მოსასვენებე-
ლი კი არა, შიშის ოთახია.
სიგარეტის ბოლში ჰარი პრუს სუფთა ქალურ, უნივერმა-
ღის პარფიუმერიული განყოფილების არომატით გაჯერებულ
სურნელს იჭერს. იგი აეკვრება ხოლმე ქალებს, ათასგვარი
ლოსიონის, საცხისა და შამპუნისგან.
- სამაგიეროდ, მყუდროა. - ბაჭია ფეხებს გვერდზე სწევს,
რათა ქალმა საწოლზე დაჯდომა შეძლოს.
- როგორც ჩანს, გაგაღვიძეთ, - ამბობს პრუ, - მოვწევ სი-
გარეტს და იმავე წუთს წავალ. ვინმე უფროს ადამიანთან მინ-
დოდა ყოფნა, - იგი მამაკაცურად ექაჩება, ღრმა ნაფაზით და

580
მკითხველთა ლიგა

კვამლს წვრილად უშვებს პირიდან, ნესტოებიდან კვამლი კიდევ


რამდენიმე ამოსუნთქვაზე განაგრძობს გამოსვლას, - იმედი
მაქვს, რომ ეს კოშმარი, ბავშვების დაძინებით გამოწვეული, არ
განმეორდება ყოველ საღამოს, ვიდრე ნელსონი სახლში არ
არის. მათი დამშვიდება და გამხნევება საკუთარი ძალებისგან
დაცლას ნიშნავს.
- მეგონა, რომ მას არც ისე უყვარდა საღამოობით შინ
ყოფნა.
- ასეთ დროს იგი ყოველთვის შინ იყო. გამოცოცხლება
„ბუნაგში“ ათი საათის შემდეგ იწყება. იგი სამსახურიდან ბრუნ-
დებოდა, ჭამდა, ბავშვებთან ერთობოდა, შემდეგ კი გიჟდებო-
და. მართლა მჯერა, რომ მეტწილად, წინასწარ არც ფიქრობდა
ძილის წინ სახლიდან გაქცევას მორიგი დოზისთვის, უბრალოდ
იგეშებოდა და არ შეეძლო მორეოდა თავს, - პრუ კვლავ ექა-
ჩება. ჰარის ესმის, როგორ იწოვს იგი ფილტვებში ბოლს - რამ-
დენიმე ჩასუნთქვა - და აგონდება, რას გრძნობდა, როცა თავად
ეწეოდა. ეს იგივეა, რაც ჰაერისგან საკუთარი თავის გაგრძელე-
ბის მაგვარი რამ შექმნა, - ბავშვებთან ურთიერთობაში მეხმარე-
ბოდა, ამას ვერ წაართმევ. როგორ მურდლადაც უნდა მოქ-
ცეულიყო სხვა დანარჩენებთან, ცუდი მამა ნამდვილად არ იყო.
კი, მაგრამ, რატომ ვთქვი „არ იყო“? არ უნდა ვილაპარაკო მას-
ზე ისე, თითქოს უკვე დავკრძალეთ.
- რა დროა ახლა, ხომ არ იცი? - კითხულობს მოულოდ-
ნელად ჰარი.
- ათის თხუთმეტი წუთია.
ჯენისი თერთმეტის ნახევარზე ადრე არ დაბრუნდება.
დრო თავზე საყრელადაა, თემის კიდევ უფრო გაშლა შეიძლე-
ბა. ჰარი მოხერხებულად იკალათებს ბალიშებზე. კარგია, რომ
დღისით მოასწრო წათვლემა.

581
მკითხველთა ლიგა

- მაშასადამე, ამბობ, რომ მურდლად გექცეოდა? - კითხვას


უმეორებს პრუს.
- ეს ის სიტყვა არაა! უარესი წარმოუდგენელია. მთელ ღა-
მეს სადღაც დაეხეტება, დაკავებულია, ეშმაკმა უწყის, რით, შემ-
დეგ კი ცინგლები უნდა მოსწმინდო კიდეც, თურმე ნუ იტყვით
და, პატიებას ითხოვს. მოთმინებიდან ამას უფრო გამოვყავდი,
ვიდრე მის ღამისეულ ჯირითს. მამაჩემი იყო ლოთი და მექალ-
თანე, უარესს ვერ იტყვი, თავაწყვეტით სვამდა და ქეიფობდა,
მაგრამ შემდეგ დედაჩემთან მაინც არ ქვითინებდა, თუ როგორი
უბედურია. ნელსონის ინფანტილური ნარკოდამოკიდებულება
არაფრით ჯდება ჩემი ადრინდელი ცხოვრების ჩარჩოში.
სიგარეტის ბოლო სიბნელეში კიაფობს. ჭექა-ქუხილის შო-
რეული გრუხუნი სულ უფრო ახლოვდება. პრუს აქ ყოფნა ჰარის
ტვინს ცხელებით უვლის; იგი თითქოს უხერხული, უზარმაზარი,
მახვილკუთხა ტვირთია მისი ცნობიერების თოფრაში. ქალის
საუბარი მკვახე და მკაცრია - მყარად შემორჩენილი ეიკრონუ-
ლი სიმკაცრე გვიანდელი დამამცირებელი ლექსიკური მარა-
გით, რომელიც ფსიქოთერაპევტებისა და ნარკოლოგებისგან
დააგროვა. ჰარის არ მოსწონს, როცა მის შვილს ინფანტილურს
უწოდებენ.
- იგი ორი დღის გაცნობილი არ გყოლია, ჯერ კიდევ კენ-
ტში, - მიუთითებს ქალს თითქმის მტრულად, - და იცოდი, რა
ტვირთს იკიდებდი კისერზე.
- მაგრამ არ ვიცოდი, ჰარი! - სიგარეტის ბოლი ჰაერში აღ-
შფოთებულ მარყუჟს შემოწერს, - იმედი მქონდა, გაიზრდებო-
და, აზრადაც არ მომსვლია, თუ რა სიღრმით იყო ჩაფლული
თქვენთან, ორივესთან, ურთიერთობების გარკვევაში. მას
დღემდე სალაპარაკოდ აქვს წყენა, რომელიც მიაყენეთ; შეიძ-
ლება ადამიანს ეგონოს, რომ ამქვეყნად ერთადერთები ხართ,

582
მკითხველთა ლიგა

ვისაც არ სურდა შვილისთვის უკანალი გამოეწმენდა მთელი


ოცდაათი წლის განმავლობაში. ვეჩიჩინები: მიწაზე დაეშვი,
ნელსონ. ნაგავი მშობლები, გოლფის ენით რომ ვთქვათ, იგი-
ვეა, რაც მინდვრის პარი. ღმერთო ჩემო! ბუნებაში იდეალი არ
არსებობს. ჰოდა, მაშინ იწყება მისი გაბოროტება და გაყინულ
თევზს მეძახის. საწოლი აქვს მხედველობაში. კოკსთან ერთად
კი სირცხვილი სადღაც ქრება: ქალი-ნარკომანები ყველაფერ-
ზე მიდიან. მეც ვეუბნები, რა გარანტია მაქვს, რომ შიდსს არ
ამკიდებ, საიდან უნდა ვიცოდე, რით დაგაჯილდოეს შენმა და-
კოკსილმა ბოზებმა-მეთქი! ჰოდა, ისიც ისევ გარბის სახლიდან.
როგორღაც ჩაკეტილი წრეა. და რამდენი წელიწადია ასე
გრძელდება.
- რამდენი?
პრუ მხრებს იჩეჩს - ბებრუხანას საწოლი ჯაყჯაჯებს.
- მეტი, ვიდრე ფიქრობთ. აწოწილის კამპანიაში ბალახს
და ბორბლებს, ყველაფერს ხმარობდნენ - გეებს რა, საკუთარი
თავისთვის ფული არ ენანებათ, სხვაზე, ვისზე უნდა დახარჯონ.
ორი წლის წინ თანდათან ისე ჩაითრია ამ საქმემ, რომ აუცილე-
ბელი გახდა მოპარვა. თავდაპირველად მხოლოდ ჩვენ გვძარ-
ცვავდა, მიჰქონდა ფული, რომელიც სახლში უნდა შემოსული-
ყო, შემდეგ თქვენგანაც დაიწყო ქაჩვა - მაღაზიიდან. იმედია,
ციხეში ჩასვამთ, არ ვხუმრობ! - ქალს უკვე რაღაც ხანია პეშ-
ვიანი ხელი გაუწვდია სიგარეტის ქვეშ, რათა ფერფლი არ
დაეყაროს და, ახლა, თვალებით ეძებს საფერფლეს ან მის
მსგავს საგანს, მაგრამ შესაფერისს ვერაფერს პოულობს და,
ბოლოს და ბოლოს, ჩაუმქრალ ნამწვს შეღებული ფანჯრის მი-
მართულებით ისვრის - ის ბადეს ხვდება, ნაპერწკლებს ჰყრის,
შემდეგ შიშინებს და სველ რაფაზე ქრება. პრუს ხმა ეხრინწება,
შემდეგ თითქოს გარკვეულ რიტმს პოულობს, ხმამაღალ და მე-

583
მკითხველთა ლიგა

ლოდიურად ჟღერას იწყებს. - არავითარი საქმე არ მინდა


მქონდეს მასთან. მეშინია მის გვერდზე დაძინების, მეშინია მას-
თან ოფიციალურად ვიყო დაკავშირებული. საკუთარი ცხოვრე-
ბა გავანადგურე. თქვენ მამაკაცი ხართ, თავისუფალი, შეგიძლი-
ათ აკეთოთ ის, რაც მოგეპრიანებათ და, სულ მცირე, სამოც
წლამდე ყიდულობთ, ქალი კი მხოლოდ ყიდის. სხვაგვარად მას
არ შეუძლია. დიდხანს თუ ივაჭრებს, ხელში არაფერი შერჩება.
ოცდათოთხმეტი წლის ვარ. ერთადერთი შანსი მქონდა, ჰარი.
იგი ხელიდან გავუშვი, ნელსონს მივაფლანგე. ხელთ ბანქოს
რამდენიმე მომგებიანი კარტი მეჭირა და ასე გამოვიყენე. ახლა
კი მატარებელი გავიდა, თამაში წაგებულია. ქმარს ჩემი ატანა
აღარ შეუძლია, მეც მისგან მაძაგძაგებს. ფულიც კი არ გვაქვს,
რომ გავეყაროთ ერთმანეთს! მეშინია, ნეტავ ვინმემ იცოდეს,
როგორ მეშინია. ჩემს ბავშვებს, როგორ ფიქრობთ, არ ეშინი-
ათ? არარაობა ვარ, ჭუჭყი ფეხებქვეშ, რადგან არაფრად ვღირ-
ვარ, ისინიც ასე არიან. ბავშვები კი ამას შესანიშნავად გრძნო-
ბენ.
- ჰეი, ჰეი, - იძულებულია ჩაერთოს ჰარი, - აბა, შეწყვიტე.
ყოველი ადამიანი რაღაცად ღირს, - თქმით კი ამბობს, მაგრამ
თავისთვის ფიქრობს, რომ არგუმენტები არ ეყოფა ამ ძველმო-
დური მრწამსის დაცვისთვის. კაცმა რომ თქვას, ყველანი არა-
რაობები ვართ. უღმერთოდ, რომელსაც ფერფლიდან ამოვყა-
ვართ და ანგელოზებად გვაქცევს, ყველანი არაფრად ვღირ-
ვართ.
მისი ქვითინი ისეთი ძალით ანჯღრევს საწოლს, რომ ჰა-
რის, ჯერ კიდევ სუსტი, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა
მასში გულისრევას იწვევს. მისი გვარიანი სხეულის რწევა რომ
დააწყნაროს, ქალს თავისკენ იზიდავს. თითქოს ამას ელოდაო,
პრუ მთელი ძალით ეკრობა მას, თითქოს მათ შორის ზეწარი

584
მკითხველთა ლიგა

და საბანი არ ეფინოს, თან განაგრძობს ქვითინს - უფრო დაბალ


რეგისტრში და მწარედ; იგი გრძნობს მის ცხელ სუნთქვას საკუ-
თარ მკერდზე, იქ, სადაც პიჟამაზე ღილი შეეხსნა. მკერდზე,
რომელიც უნდა გაფატრონ.
- ჯანმრთელი მაინც ხარ, - არწმუნებს ქალს, - მე რაღა
უნდა ვთქვა. უკვე კუბოში ჩამდეს, თავსახურში მხოლოდ ლურ-
სმნების ჩაჭედებაღა დარჩა. ჩემთვის სირბილი არ შეიძლება,
ქალებთან დაწოლა არ შემიძლია, რაც მსურს, იმის ჭამაც კი არ
შემიძლია; ბოლოს მომიღებენ, ვიცი, მაიძულებენ შუნტირება
გავიკეთო. გეშინია? კარტის მთელი დასტა გიჭირავს ხელში.
აბა, თავად რა მეთქმის? თვითონ განსაჯე.
მასთან ჩახუტებული პრუ უკვე დამშვიდებული ხმით ამბობს
სიღრმეებიდან:
- დღეს გულის ოპერაციებს უკვე ყველგან და ყველანი აკე-
თებენ.
- აბა, ჰო. შენთვის ადვილია თქმა. ამ შემთხვევაში მეც შე-
მიძლია გითხრა, რომ სხვა ქალები ყველგან და ყოველთვის
ცოლად მიჰყვებიან ყველანაირ ნაგავს. ჰოდა, შენც შეგიძლია
მითხრა, რომ ჩვენი შვილები ყველგან და ყოველთვის ხდებიან
ნარკომანები და, დამატებით, თაღლითები.
ხანმოკლე სიცილი. სინათლის აკაშკაშება ფანჯრებს მიღ-
მა და რამდენიმე წამის შემდეგ ჭექა-ქუხილი.
ორივენი აყურადებენ. შემდეგ პრუ ეკითხება:
- ჯენისმა იცის, რომ თქვენთვის ქალებთან დაწოლა არ
შეიძლება?
- ამ თემას არც განვიხილავთ. ბოლო დროს ამისთვის არც
გვცხელა. ძალიან ბევრი რამ დაგვაწვა.
- კი, მაგრამ, ექიმი რას ამბობს?

585
მკითხველთა ლიგა

- არ მახსოვს. ჩემი კარდიოლოგი, ალბათ, იმდენივე ხნი-


საა, რამდენისაც ნელსონი. მასთან უხერხულია ასეთი თემების
განხილვა
პრუ ფრუტუნებს და ამბობს:
- ვერ ვიტან საკუთარ ცხოვრებას, - იგი როგორღაც უც-
ნაურად გაშეშდა, როგორც კურდღელი მოახლოებული ფარე-
ბის შუქზე.
იგი უფლებას აძლევს საკუთარ ხელს, რომელსაც ხვევს
ქალს ფართო ზურგზე, აისრიალოს ზევით დალიანდაგებული
ხალათის ბორცვებზე და ჩაყვინთოს კისრის აბრეშუმისებურ
ღარტაფში თმის ქვეშ და იქ სათითაოდ ალაგოს ღერები, თხე-
ლები, თბილი.
- ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა, - ბუტბუტებს ჰარი მშვი-
დად, თან გრძნობს მთელ სხეულში, მის მთელ სიგრძეზე, მასზე
ჩასაფრებულ ღონემიხდილ ძილიანობას.
- რაღაც ნელსონში მაინც მომწონს, მაგალითად მამამისი,
- ამბობს პრუ. - შეიძლება, იმედი მქონდა, რომ დროთა განმავ-
ლობაში გაიზრდებოდა და დაგემსგავსებოდათ.
- შეიძლება დამემსგავსა კიდეც, - ამბობს ჰარი, - ჯერ კი-
დევ არ იცი, როგორი პირუტყვი შემიძლია ვიყო.
- წარმომიდგენია, - ერთვება ქალი, - მაგრამ ეს იმიტომ,
რომ ამისკენ გიბიძგებენ.
ჰარი თავის აზრს აგრძელებს:
- ბიჭს ჩემგან არცთუ ცოტა რამ გამოჰყვა, ამას ვხედავ, -
პრუს კისერი მის თითებში ცოცხლდება, დაელექტროებული,
რბილი ღერები ეწებება, - მომწონს, როცა გრძელ თმას ატა-
რებ, - ამბობს კაცი.
- ძალიან გამეზარდა. - მისმა ხელმა გადაინაცვლა ბაჭიას
მკერდზე, იქ, სადაც ღილია შეხსნილი.

586
მკითხველთა ლიგა

ბაჭია ფიქრებში წარმოიდგენს პრუს თითებზე შეწითლე-


ბულ სახსრებს, თითქოსდა დაუცველს, შეულამაზებელს. იგი ცა-
ციაა. მისი ეს განსაკუთრებულობა, როგორც ყველაფერი უჩ-
ვეულო, ჰარის აღძრულ წარმოსახვას მეტ სიმხურვალეს მა-
ტებს. სწრაფად, ვიდრე ჯერ თავად არ მოუფიქრებია რამე, იგი
თავისუფალი ხელით იცილებს მკერდიდან ქალის ხელს და
აადგილებს უფრო დაბლა, ნახევრად გაპარსული ბოქვენისკენ,
სადაც როგორც ეშმაკი სათუთუნიდან, ისე მოხტის დაუპატიჟე-
ბელი სტუმარი. ამ ჟესტში უფრო მეტად მიამიტი გაკვირვებაა,
ვიდრე ავხორცობა: ასე ჩქარობს ბავშვი გაუზიაროს სხვას საინ-
ტერესო აღმოჩენა - ქვა იდო, იდო და მოულოდნელად ამოძ-
რავდა, თუ ეს პეპელაა, სქელი-სქელი სხეულით? ჰარის ბალიშ-
ზე სულ რაღაც რამდენიმე დუიმში თავმიდებული პრუს დაბინ-
დულ სახეზე თვალები გაკვირვებისგან ფართოვდება, მის წამ-
წამებში სინათლის პაწია ნაპერწკლები გაკრთება. და ბაჭია სა-
ხეს ნელა აბრუნებს, ატაცებულია მასში აფორიაქებული სის-
ხლის მოქცევის ტალღით, იმ მცირე დუიმებსაც ფარავს, რათა
საჭირო კუთხის წინდაწინ შერჩევით ტუჩი ტუჩთან შეაწებოს. ქა-
ლის თითები კი კაცს ეფერება, თან მხარს ვერ უბამს ბაჭიას გუ-
ლის გიჟურ ცემას. იმ წამს, როდესაც სივრცე ვიწროვდება და
ქრება, მას დაგვიანებული შიში იპყრობს - როგორ არის მისი
საცოდავი გული? მრუშობაში თანამონაწილეობა? მათ კოცნაში
იგი თევზის გემოს გრძნობს, პრუს მიერ ასე კარგად მომზადე-
ბული, ლიმონითა და მწვანე ხახვით შეზავებული თევზისა და
სატაცურის გემოს.
წვიმა პირდაპირ ბადეს ეხლება. წვიმისა და წვეთების კა-
კუნი რაფაზე საერთო უწყვეტ რაკარუკში ერთიანდება. კაშკაშა
ახლო ნათება ცას კვეთს კიდიდან კიდემდე და, სულ რაღაც წამ-
ზე მცირე დროში ჭექა-ქუხილის გრგვინვის გამაყრუებელი ჭახა-

587
მკითხველთა ლიგა

ნი სახლის თავზე გაისმის. თითქოს ამ ბუნებრივი სიშლეგით


ატაცებული პრუ ამბობს „ეშმაკსაც წაუღია!“, საწოლიდან დგება,
მიჯახუნებით ხურავს ფანჯარას, ჟალუზს უშვებს, ხალათს ტანი-
დან იგდებს და დახრილი, მხრებიდან იძრობს ღამის პერანგს.
ბნელ ოთახში მისი მაღალი, ფერმკრთალი, მრგვალთე-
ძოებიანი სხეული ისეთი მშვენიერია, რომ მხოლოდ იმ აყვავე-
ბულ მსხლის ხეებს შეიძლება შეადარო, ბრუერში, გასულ თვეს
რომ ნახა - მაშინ მოეჩვენა, რომ ისინი მხოლოდ მისთვის ყვა-
ვიან, თითქოს იარა, იარა და მოულოდნელად მოხვდა სამოთ-
ხის ნაწილში და თავადაც ვერ იჯერებს ამას.

588
მკითხველთა ლიგა

თავი 3. მიჩიგანი
ივნისის შუა რიცხვებისთვის ყველაფერს სარეველა
მოედო. 111-ე გზატკეცილის მოციმციმე ქვის ბორდიურების
გასწვრივ სამი ფუტის სიმაღლეზე ამოზრდილა ოროვანდი და
ვარდკაჭაჭა. იქვე არსებობისთვის იბრძვის „სპრინგერ--
მოტორსის“ ვიტრინასთან ჩარგული ურთხელის ბუჩქი. მას მწვა-
ნე ბორდიურის ეფექტი უნდა შეექმნა, მაგრამ ახლა ხვიარა სა-
რეველათია დაფარული. სიცოცხლით სავსე მცენარეები ამომ-
ძვრალან ნახევრად მიხრწნილი მულჩიდან, რომლისთვისაც
ორიოდე წელიწადია, ხელი არ უხლიათ. ჰარი გამწვანების სამ-
სახურის გამოძახებასა და ახალი მულჩის დაყრას, აგრეთვე უკ-
ვე სანახევროდ გამხმარი ურთხელის ბუჩქების შეცვლასაც გეგ-
მავს. ძველები საშინლად გამოიყურება, უარესს ვერც წარმო-
იდგენ, ბებრუხანას პირის ღრუს ჰგავს ნახევრად ჩაცვენილი
კბილებით. ოთხრიგა გზატკეცილის გადაკვეთაზე საგზაო მოძ-
რაობა გადატვირთულია. მანქანები უფრო სწრაფად დადიან,
ვიდრე ოდესმე, თუმცა შტატის კანონით, სიჩქარის დაშვებული
ზედა ზღვარი საათში 55 მილია. რესტორანი, კერძები ადგილ-
ზე მიტანით, „სამზარეულო ბორბლებზე“ ამჟამად Pizza Hut-მა
ჩაანაცვლა, ბრუერის შემოგარენში დაახლოებით ექვსიოდე
მსგავსი ობიექტია. რას პოულობენ ადამიანები ამ პიცაში? რო-
დესაც ცდილობ მიირთვა ცომისა და ყველის ნაჭრები, მოკბეჩი-
სას ყველის წვრილი ძაფები შენი სახისკენ მოიწელება. შაბა-
თობით, წინასაკვირაო განწყობით აღტყინებული ბენი მზადაა
ხოლმე, ვინმეს სადმე გაეგზავნოს, ჰარი საკუთარ თავს ნებას
რთავს, მიირთვას პეპერონი წიწაკითა და ხახვით, მაგრამ,

589
მკითხველთა ლიგა

ღვთის გულისთვის, არავითარი ანჩოუსი, ისინი ტალახში ჩაკვე-


ხებულ ლოკოკინებს ჰგავს.
დღეს ორშაბათია და არა შაბათი, დღე საზეიმო კვირის
მერე, დღე, როცა ყოველი შვილი ულოცავს მშობელს მამის
დღეს. ჰარისთვის მისალოცი ბარათი არავის გამოუგზავნია. მან
და ჯენისმა ნელსონი ორჯერ მოინახულეს, რათა მონაწი-
ლეობა მიეღოთ ოჯახურ თერაპიაში იმ ბნელ და დიდ სარეაბი-
ლიტაციო ცენტრში, რომელიც ჩრდილოეთ ფილადელფიაში
მდებარეობს - უთვალავი კიბის მოაჯირი და განცხადებები და-
ფაზე, ძველი გადასამრავლებელი აპარატისა და მიემოგრაფის
სუნი ჰარის საკვირაო სკოლის სარდაფის სუნს აგონებს, სადაც
ბავშვობაში დადიოდა. ორივეჯერ „სეანსი“ სამზარეულოში ატე-
ხილ ყაყანს ემსგავსებოდა ხოლმე. არბიტრი გამხდარი, ფერ-
მკრთალი, უცნაურსათვალიანი, შავკანიანი ქალი ბრძანდებო-
და, სახეზე მუდამ კეთილგანწყობილი ღიმილით, როგორიც
ეკადრება ქრისტიანსა და მრევლის აქტიურ წევრს. ჰარისთვის
ეს ღიმილი ფილადელფიაში მცხოვრები ყველა შავკანიანის
საუკეთესო წარმომადგენელთან ასოცირდება. ხელმეორედ გა-
დიან უკვე გადატანილ სატანჯველს: ჩვილის დაღუპვა; სამოც-
დაათიანების სირთულეები - ჯენისის სახლიდან წასვლა, ჯილ-
თან და სკიტერთან ერთად ცხოვრება; ახირებული, გიჟური გა-
დაწყვეტილება, როცა ნელსონი დაქორწინდა კენტის უნივერ-
სიტეტის მდივანზე, მასზე ოდნავ მაღალსა და ერთი წლით უფ-
როსზე, თანაც კათოლიკეზე; აბსურდული ამბავი იმის შესახებ,
თუ რატომ შესახლდა ახალგაზრდა წყვილი სპრინგერების
ძველ სახლში, ხოლო ხნიერები იქიდან გამოვიდნენ; ამჟამად
უფროსები ნახევარ წელიწადს ფლორიდაში ატარებენ, ყველა-
ფერი კი იმისთვის, რომ ნელსონს არ შეეშალოს ხელი ავტო-
სადგომის დამოუკიდებლად მართვაში. ჰარის მიაჩნია, რომ

590
მკითხველთა ლიგა

მთელი ცხოვრების მანძილზე, ჯენისი ატუტუცებს და ყველაფ-


რის ნებას აძლევს ნელსონს საკუთარი დანაშაულის კომპლექ-
სის გამო. მხოლოდ დედამისისგან განებივრებისა და გაფუჭე-
ბულობის გამოა, რომ ნელსონი თავს არის გასული და საკუ-
თარ ოჯახსაც კი მასხრად იგდებს. ბიჭს მიაჩნია, რომ ნება აქვს
ილუზიებში იცხოვროს, თავის სიამოვნებებს გადააყოლოს ყვე-
ლა, ამფსონებად გაიხადოს ცისფერები და ნარკომანები, სულ
ცალ ფეხზე ჰკიდია ცოლ-შვილი. ჰარის საუბრის დროს კაკაოს-
ფერკანიანი ფსიქოთერაპევტის ღიმილი სულ უფრო უსაზღვრო
მოთმინებას გამოხატავს. როგორც კი ბაჭია დუმდება, იგი და-
ნარჩენებს - ნელსონს, ჯენისს, პრუს - სთხოვს, კომენტარი
გააკეთონ ნათქვამზე, თითქოს მისთვის ჰარის სიტყვები არა
ფაქტებია, არამედ ჰაერის მსუბუქი შერხევა. მათგან სარგებელი
მაშინ იქნება, როცა მათ სხვა მოსაზრებებთან ერთად ტომარაში
მოათავსებს, კარგად აურევს. ფსიქოთერაპევტების საყვარელი
„გამოთქმა“, „ნაწილებად დალაგება“ გასაოცარი ფორმით
აუფასურებს რეალური ცხოვრების ფაქტებს. გადაწყვეტილებე-
ბი, რომლებიც გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ერთა-
დერთი და სწორი გამოსავალი იყო თითოეული ადამიანის-
თვის, პრიმიტიული რეფლექსების დონეზეა დაყვანილი და მი-
ლიონობით სხვა მსგავსი სიტუაციის „გამოკვლევა-დამუშავების“
საფუძველზე განიხილება. ეს ყველაფერი ნაღეჭ ჩალას
წააგავს, გემო და სუნი რომ აღარ შერჩენია. რაც უნდა თქვას
ბაჭიამ, ყოველივე წინასწარ განჭვრეტადია, გათვლადი, რაც
მას ისედაც გაღიზიანებულ ნერვულ სისტემას უზიანებს და ეს
სეანსები ნერვებს უშლის. ბოლოს და ბოლოს, ჰარიმ ჯენისსა
და პრუს გამოუცხადა, რომ შემდეგ სეანსზე მის გარეშე წაბრძან-
დებოდნენ.

591
მკითხველთა ლიგა

ბენი დარბაზს კვეთს და იმ ფანჯარას უახლოვდება, რომ-


ლის მეორე მხარესაც ჰარი დგას.
- მამის დღემ როგორ ჩაიარა?
ჰარი კმაყოფილია, რომ პასუხი აქვს.
- ჩვენთან ნელსონის ცოლი მოვიდა ბავშვებით და ყვე-
ლასთვის ეზოში პიკნიკი მოვაწყვე, მწვადებით.
მშვენივრად ჟღერს, საოჯახო ზეიმი ამერიკული საუკეთე-
სო ტრადიციების მიხედვით, თუმცა აქ საეჭვო სხვა მხარეც იყო.
მათი გრილი არცთუ მარტივი, სფეროსებური კონსტრუქციისაა
- „თვით სრულყოფილება“, ასე შეაფასა იგი ჟურნალმა
Consumer Reports. მაგრამ ჰარის ამ სრულყოფილებისთვის სა-
ერთოდ არ ჰყოფნის მოთმინება: მიუხედავად იმისა, რომ ინ-
სტრუქციაში გარკვევით წერია, „უნდა დაელოდო, სანამ ნაკვერ-
ჩხალი ბოლომდე არ ჩაიწვება და ჩაიფერფლება“, მუდამ საჭი-
რო დროის ხელიდან გაშვების ეშინია. წარამარა ამოწმებს ჰამ-
ბურგერისთვის საჭირო უმ კატლეტებს, რომელთაც ცოცხალი
თავით არ სურთ შეიწვან, თან იგერიებს გულისგამაწვრილებელ
ჯენისს, რომელიც ხორცის შეწვას სამზარეულოში სთავაზობს,
რათა ბავშვები კოღოებმა ცოცხლად არ შეჭამონ. მეორე, რაც
თან დაერთო, იყო ის, რომ, შვილიშვილებმა საკმაოდ საყვარე-
ლი მისალოცი ბარათები აჩუქეს - ყველაფერი შესანიშნავია,
ორივე თანამედროვე მოდური მხატვრის, გარი ლარსონის ეს-
კიზებითაა გაფორმებული, რომელსაც ყველა, რატომღაც, გო-
ნებამახვილობის გამოხატულებად მიიჩნევს, მაგრამ საჩუქარი
ერთფეროვანია - ორივე ბარათი ერთი და იმავე ფლომასტე-
რითაა შევსებული, ჯუდის დაწერილი „დ“ ასო პატარა გოგონას-
თვის დამახასიათებელი ხელწერითაა ჩახუჭუჭებული, პაწია
როის ბარათზე კი სკოლამდელის გულმოდგინებითაა დაჯღაბ-
ნილი დაბრეცილი და ირიბი ჩხირების მესერი - ეს ყველაფერი

592
მკითხველთა ლიგა

ნათლად მეტყველებს, რომ ბარათები სპეციალურად არ მოუმ-


ზადებიათ, არამედ გზად, „მფრინავი არწივის“ სიახლოვეს აფ-
თიაქში შეირბინეს და პირველი, რაც ხელთ მოხვდათ, იყიდეს.
პრუ და ბავშვები აუზიდან ამოსულები, სველი თავებით მოვიდ-
ნენ. პრუმ თავის მხრიდან მთელი თასი საშინაო სალათა
მოიტანა.
- მშვენიერია, - ამბობს ბენი დაბალი, ჩახლეჩილი ხმით.
- ჰო, ნამდვილად კარგი იყო, - ეთანხმება ჰარი, თითქოს
მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებული პრუს სახება, თავისი
გრძელი სველი თმითა და თეძოზე მიბჯენილი სალათით სავსე
ხის თასით, ორივესთვის თვალხილული იყოს.
- ქალაქგარეთ, კლუბში ნელსონის ცოლის დროებით გა-
წევრება მოვახერხეთ, სადაც ისინი მთელი დღე აუზში ცურაობ-
დნენ.
- კარგია, - ამბობს ბენი, - კარგი გოგონა ჩანს, ეგ ტერეზა.
მართალია, ავტოსადგომზე ხშირად არ მოდიოდა ხოლმე, მაგ-
რამ გული მწყდება, ოჯახს ასეთი რთული პერიოდი რომ დაუდ-
გა.
- ეგ არაფერი, მოგვარდება, - პასუხობს ჰარი და სასაუბრო
თემას ცვლის, - ჩოგბურთის ჩემპიონატის გახსნისთვის ხომ არ
გიყურებია? - ვიღაცამ უნდა აკრიფოს Pizza Hut-იდან ქარის
გადმოყრილი ნარჩენები, რომლებმაც ურთხელის მიდამოები
დაანაგვიანა. ბაჭიას დახრა არ უნდა, ბენის გაგზავნა კი უხერხუ-
ლად მიაჩნია.
- არა, სპორტული თამაშების ყურებით თავის შექცევა არ
გამომდის, - პასუხობს ჩასუქებული გამყიდველი, გადამეტებუ-
ლი აგრესიულობით, ვიდრე ამას შენიშვნა იმსახურებს, - ბეის-
ბოლიც კი, ერთი-ორი თამაში და უკვე მბეზრდება. იცით რა, რა

593
მკითხველთა ლიგა

ყრია, რო ამაში ჩემთვის? გესმით? მე რა, ამ თამაშებისგან? ხომ


ხვდებით, რასაც ვამბობ?
ადრე 111-ე გზატკეცილის გაყოლებაზე ფართოდ გაშლი-
ლი ძველი ლამაზი ნეკერჩხალი იდგა, რომელიც Pizza Hut-ის
მფლობელის განკარგულებით მოჭრეს - უნდა გაეფართოები-
ნათ სავაჭრო ფართობი წითელი სახურავის გარშემო, რათა შე-
ნობა უფრო მკაფიოდ წარმოჩენილიყო. სახურავი ორფერ-
დიანია და ქუდს წააგავს. მადლიერებიც კი უნდა იყვნენ, ფიქ-
რობს ჰარი, რომ ამ ვიწრო ზოლზე ბიზნესი ააწყვეს და წარმა-
ტებულადაც კი.
- რა გითხრა, - ეუბნება ჰარი, რომელსაც საწინააღმდეგოს
მტკიცება და კამათის წამოწყება არ უნდა, - ბევრი არაფერი და-
გიკარგავს, ფილადელფია ბოლო ადგილზე გავიდა. ყველაზე
უარესი შედეგი ბეისბოლის ისტორიაში. ახლა კი გადაწყვიტეს
თავიანთი ვარსკვლავებიდან ძველი მოთამაშეები გაყიდონ,
პედროსიანი და სამუელი. არავითარი პატრიოტიზმი.
ბენი ჯიუტად განაგრძობს, საკუთარი პოზიციის ახსნას,
გაუგებარია - ვის და რატომ:
- მირჩევნია კვირადღეს რაიმე სასიამოვნო თავად გავაკე-
თო, ქალიშვილთან ერთად აუზში ვიცურაო და არ ვეგდო ტე-
ლევიზორის წინ უსაქმოდ, ხომ გესმით, რას ვგულისხმობ? ან
თუ ზედმეტად ცხელა, მთებში ავიყვანო ოჯახი. ხომ გესმით?
როდესაც ადამიანები საუბარში გაუთავებლად იყენებენ
ფრაზას „ხომ გესმით“, ამით თითქოს ცდილობენ შენი დაბ-
ნეული ყურადღება თავიანთი სიტყვებისკენ მიმართონ და ზედ
მიალურსმონ, ვიდრე ისედაც გაფანტულ ყურადღებას ქარი
წაიღებდეს.
- ოდესღაც მეც ასე ვიყავი, - არწმუნებს ჰარი, რომელიც
ნელ-ნელა მოდუნდა, ვინაიდან მისი ნერვული დაბოლოებების

594
მკითხველთა ლიგა

გამაღიზიანებელი, თეძოზე სალათით სავსე თასმიბჯენილი


პრუს სახება უკანა პლანზე გადავიდა და დიდი ხნის ნაცნობი
ფანჯრის ცქერით გამოწვეული ფილოსოფიური, ძალიან სა-
სიამოვნო მელანქოლიური გუნება-განწყობა დაეუფლა; მის
თავზე ლურჯი უშველებელი ქაღალდის ტრანსპარანტია წარწე-
რით აღნაუათოყოთ, ასოები ალაგ-ალაგ დაცილებულია და
მათ შორის მზის სხივები აღწევს, - მუდამ სპორტით ვიყავი გა-
ტაცებული ბავშვივით, ბოლო პერიოდამდე გოლფს ვთამაშობ-
დი, გახელებული ვუბათქუნებდი ბურთს.
- ისევ შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ, - ეუბნება ბენი, თავისი
იტალიური ხრინწიანი ხმითა და დამძიმებული სუნთქვით, - სა-
ნაძლეოს ჩამოვალ, ექიმიც გირჩევდათ მაგას. ჩემმა ექიმმა ასე
მირჩია, ივარჯიშეო, ხომ გესმით, ჩემი წონის გამო.
- ალბათ, საჭიროა, რაიმე გავაკეთო, - ეთანხმება ჰარი, -
სისხლის მიმოქცევისთვის ასე უკეთესი იქნება. მაგრამ გოლფი
მოულოდნელად ჩემთვის დროის ფუჭ ხარჯვად იქცა, ამ სფე-
როში წარმატებას ვეღარ მივაღწევ, ახლა, მით უმეტეს. ჩვენი
ძველი გოლფის ოთხეული დაიშალა, ვინ სად არის, არავინ
იცის. ამჟამად კლუბში ახალგაზრდები არიან თავმოყრილნი,
მინდორზე ყველა მანქანით დაიარება. მათ ისე ეჩქარებათ, უკან
მიუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებასა და ფულის კეთებას, მთელი
მინდორი ბორბლების ნაკვალევითაა დასერილი. მე კი მუდამ
ფეხით სიარული და გოლფის აღჭურვილობის თრევა მომწონ-
და. ასე უფრო განავითარებს ფეხის კუნთებს, ეს არის გოლფის
მთავარი ძალა, გინდ დაიჯერე, გინდ არა. მთელი დატვირთვა
ფეხებზეა, მე კი ძირითადად ხელებით ვმუშაობდი. მართალია,
ტელევიზორში პროფესიონალების თამაში მინახავს, მაგრამ
ვერასოდეს შევძელი მათი სადარი ილეთების გამეორება.

595
მკითხველთა ლიგა

ბაჭიას საუბრის სერიოზულობამ და თემაში ჩაღრმავებამ


ბენის თავი უხერხულად აგრძნობინა.
- თქვენთვის აუცილებელია ვარჯიში, - ამბობს ბენი, - მით
უმეტეს, თქვენი ისტორიით.
ბაჭიამ არ იცის, გულისხმობს თუ არა ბენი მის ამჟამინდელ
ავადმყოფობის ისტორიას, ან იქნებ მისი ძველი, სკოლის დრო-
ინდელი სპორტული წარმატებების ამბავი აქვს მხედველობა-
ში? ჩარჩოში ჩასმული მისი საკალათბურთო ისტორიის ამსახ-
ველი ფოტოები ნელსონის კაბინეტიდან სასტუმრო ოთახში გა-
დაიტანეს და კედლებზე კუთვნილი ადგილი მიუჩინეს. დიდი ამ-
ბავი, თუ კედლები ნაზი ვარდისფერია. ბაჭიამ სურათები თავად
გადაანაცვლა, ეს ისეთივე იოლი კი არ არის, როგორც მულჩის
გამოცვლა. ენგსტრომი თავის 42-ე ბურთს აგდებს.
- შმიდტის დიდი სპორტიდან წასვლა ძალიან მეწყინა, მის
წინაშე ქუდის მოხდა მომინდა, - ეუბნება ჰარი ბენის, მიუხედა-
ვად იმისა, რომ მოსაუბრემ არაერთხელ უთხრა, სპორტის
გულშემატკივარი არ ვარო. მგონი ჰარის უბრალოდ მისი წყო-
ბიდან გამოყვანა ახალისებს, მოსწონს, თავს რომ აბეზრებს.
არა უშავს, მოითმინოს. ჰარიმ დღემდე არ იცის, გარეული იყო
თუ არა ბენი ნელსონის მაქინაციებში, მაგრამ როდესაც ავტო-
სადგომს ისევ ჩაუდგა სათავეში, ვერ გაიმეტა, ან გამბედაობა
არ ეყო იტალიელი სამსახურიდან დაეთხოვა, ან იქნებ დაეზარა
კიდეც. უდარდელად გაატარე დღე, „ტოიოტა“ თავისითაც შესა-
ნიშნავად იყიდება - განსაკუთრებით „კამრი“ და „კოროლა“. მე-
ტი რაღა უნდა გინდოდეს?
- ერთადერთი, რაც უნდა ექნა, - უხსნის ბაჭია ბენის, - დარ-
ჩენილიყო გუნდის შემადგენლობაში 15 აგვისტომდე და თავი-
სუფლად გამოიმუშავებდა კიდევ ნახევარ მილიონს. არადა რო-
გორ დაიწყო სეზონი - ნამდვილი ცეცხლოვანი ბურთი იყო.

596
მკითხველთა ლიგა

ორი „ჰოუმ რანი“ პირველ ორ თამაშში, თანაც ტრავმის მიღე-


ბისა და ოპერაციის შემდეგ; მაგრამ, როგორც თავად შმიდტმა
თქვა, როცა იქამდე მიდიხარ, რომ საკუთარი სხეული გეურჩება,
თამაშს უნდა შეეშვა. მან ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა
ექნა, მაგრამ ვეღარ ართმევდა თავს. კაცმა სიმართლეს გაუს-
წორა თვალი და ამის გამო პატივისცემას იმსახურებს. ამ
დროებაში მან ღირსება ფულზე მაღლა დააყენა.
- რვა შეცდომა, - საუბარში ჩაერთო ელვირა ოლენბახი.
მისი მჟღერი ხმა კაბინეტიდან აღწევს. იქ ანგარიშებსა და აუცი-
ლებელ დოკუმენტაციას აფორმებს „კოროლა ლესთვის“, რო-
მელიც გუშინ ერთ-ერთ კუდაბზიკა დედაკაცს მიჰყიდა. ასეთი
კლიენტები სადაც უნდა გამოჩნდნენ, განსაკუთრებულ ყურად-
ღებას მოითხოვენ. მათ გააჩნიათ სამსახურები, ფული თავზე
საყრელად აქვთ, ნორჩებსაც კი, რომლებიც, წესით, სახლში
ბავშვების კეთებით უნდა იყვნენ დაკავებულნი. თუ დააკვირდე-
ბი, დღესდღეობით, ქალები ავტობუსებსა და საბარგო მანქა-
ნებსაც კი მართავენ. საქმე ისევე ცუდადაა, როგორც რუსეთში.
ისღა გვაკლია, ქალებმა მაღაროელობა დაიწყონ. შესაძლოა,
უკვე არის კიდეც ასეთი შემთხვევები. ერთადერთი განსხვავება
ორ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ზესახელმწიფოს შორის ისაა,
რომ საკუთარ ტყეს იაპონიაზე სხვადასხვა გზით ყიდიან.
- თითო თამაშში თითო შეცდომა, ბოლო ორი თამაში „გო-
ლიათების“ წინააღმდეგ, - დაბეჯითებით ითვლის ელვირა, - და
ჩაწოდება 203. ამასთან, უკანასკნელ მონაცემებს თუ დავეყ-
რდნობით, ბოლო ორმოცდაერთიდან მხოლოდ ორი დარტყმა
გამოუვიდა.
ქალის თავი საყვარელ ყურებიან ქოთანს წააგავს და ეს
თავი ციფრებითაა სავსე. ელვირას მამა სპორტის გულშემატკი-
ვარი გახლდათ. მასთან სასაუბრო თემა რომ ჰქონოდა, თავა-

597
მკითხველთა ლიგა

დაც მოუწია გვარიანად გარკვეულიყო. მერე და მერე კი ჩვევად


ექცა.
- ჰო, ასეა, - გაუბედავად ამბობს ბაჭია და რამდენიმე ნა-
ბიჯს საწერი მაგიდისკენ დგამს, - და მაინც ღირსეულად მოიქცა.
ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუ თუ წაიკითხე ერთ-ერთ ფი-
ლადელფიურ გაზეთში? აღიარა. ფიზიკურ ფორმას კი არა,
ემოციურ გადაწვას უჩიოდა. კაცობა და ადამიანობა ეყო, რომ
მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, არადა ერთადერთი, რაც უნდა გაეკე-
თებინა, დარჩენილიყო გუნდში და ჯამში მილიონ-ნახევარი და-
ეგროვებინა. მომწონს, როგორც წავიდა თამაშიდან, ღირსების
შენარჩუნებით, - ამბობს ბაჭია, - სწრაფად, ყოველგვარი გაჯან-
ჯლებისა და ვაჭრობის გარეშე.
ელვირა თავს არ სწევს თავისი სამუშაო დოკუმენტებიდან,
მისი ოქროს საყურე წერისას თრთის და ქანაობს.
- სავარაუდოდ, აგვისტოს თვისკენ გაუშვებდნენ, ცუდი თა-
მაშის გამო გუნდს ისედაც დაატოვებინებდნენ, უბრალოდ შერ-
ცხვენას თავი აარიდა.
- ზუსტადაც, მეც მაგას ვამბობ, - ამბობს ბაჭია და ისევ
ფრთხილობს. ჰარის ძალიან უნდა შეეკრას ამ დედაკაცს, ჩა-
მოაყალიბოს მასთან ალიანსის მსგავსი, ამავდროულად მასზე
ზეგავლენა მოიპოვოს და მიუჩინოს ადგილი. საქმე იმაში არ
არის, რომ ელვირა და ბენი რთული მოსათვინიერებლები არი-
ან, პირიქით, მათთან მუშაობა საკმაოდ იოლი და სასიამოვნოც
კია. გარდა ამისა, ეტყობა ეშინიათ, ლაილის მსგავსად სამსახუ-
რი არ დაკარგონ და არ გააძევონ ავტოსადგომიდან. ჰარის-
თვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, მათი უდანაშაულობა დაეჯე-
რებინა და მაღაზიაში საქმე არ გაერთულებინა, რთული ვითა-
რება უფრო მეტად არ დაეძაბა. ორივე მათგანს ანგარიშგასა-
წევი კავშირები აქვს ბრუერში, თანაც „ტოიოტებს“ მშვენივრად

598
მკითხველთა ლიგა

ყიდიან. რაც შეეხება, ახალგაზრდების ენით რომ ითქვას, მას-


ლაათსა და ფანჯრებს, მათთან საუბარი ბაჭიასთვის იმდენად
თავშესაქცევი არ არის, როგორიც, მაგალითად, ჩარლი სტავ-
როსთან იყო - დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ეუფლება,
თუმცა რას იზამ, ახლა სხვა დროა და თაობაც სხვაა. რეიგანის
მმართველობამ ყველას აურია გზა-კვალი და თან ახლა კიდევ
ეს კომუნისტები, ვერ გაიგებ, რას მიედ-მოედებიან.
- პოლონეთში არჩევნებზე რა აზრის ხართ? - კითხულობს
ის, - ხალხი კომპარტიის წინააღმდეგ აძლევს ხმას. ვინ იფიქ-
რებდა, რომ აქამდე მივიდოდა საქმე? გორბი მთელ მსოფ-
ლიოში აცხადებს, რომ სახლები სომხეთში ქვიშისაა, სამშენებ-
ლო ბიზნესი თაღლითების ხელშია. ჩინეთში კი მთავრობა ლა-
წირაკებითაა დაკომპლექტებული, აქამდე გონზე ვერ მოვიდ-
ნენ, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. ისეთი შთაბეჭდილება იქ-
მნება, თითქოს გაღმა მხარეს აღარც მკაცრი და არც ლმო-
ბიერი ხელი აღარ მართავს. უწინდელი დრო ჯობდა, - ამბობს
ბაჭია, - ცივი ომი, მაშინ გარკვეული მაინც ვიყავით კონკრეტულ
ვითარებაში, მუღამი ჰქონდა დილით ადგომას.
ასე იმიტომ ლაპარაკობს, ბენი ან ელვირა რომ გამოიწვი-
ოს, პროვოკაციაზე წამოაგოს, მაგრამ მისი სიტყვები ქარს მიჰ-
ყვება, როგორც მის ბავშვობაში ასაკოვნების მასლაათი წინ-
კართან და მათი მონოლოგები. პირველი შემთხვევა არ არის.
ავტოსადგომზე ჰარი თავს ისე გრძნობს, თითქოს იქ არც კი
იყოს, მოჩვენებას დაემსგავსა, მისი ხმა ხმაურის ნაწყვეტებია
მხოლოდ. ნელსონის ძველი კაბინეტი. გვერდით ოთახში, სა-
დაც ადრე მილდრედი მუშაობდა, ახლა ჯენისის მიერ, ჩარლის
რჩევით დაქირავებული ახალი ბუღალტერი მუშაობს. დოკუმენ-
ტაციის საფუძვლიანი შემოწმება მიმდინარეობს. სამუშაო იმდე-
ნად შრომატევადი აღმოჩნდა, რომ ბუღალტერმა დამხმარე

599
მკითხველთა ლიგა

აიყვანა, რომელიც მის მსგავსად, სრულ განაკვეთზე მუშაობს.


ნაცრისფერ პიჯაკში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა კაცია.
მოსვლისას პიჯაკებს იხდიან და კიდებენ, წასვლისას კი ისევ იც-
ვამენ. თავი აქ ყველაზე მნიშვნელოვან პერსონებად მიაჩნიათ,
საკუთარ თავს უფროსებად თვლიან.
- ელვირა, - როგორც ყოველთვის, დიდი სიამოვნებით
წარმოთქვამს ბაჭია მის სახელს, - ამ დილით გაზეთში იუწყე-
ბოდნენ: ოთხი მამაკაცი დააკავეს, რადგან თავი მიიჯაჭვეს მან-
ქანაზე იმ კლინიკის წინ, სადაც აბორტს აკეთებდნენ. მათ ასევე
ბრალად წაუყენეს მცირეწლოვნების კანონდამრღვევ მოქმედე-
ბებში გარევა. მათთან ერთად 7 წლის ბიჭუნა იმყოფებოდა, -
ბაჭია დარწმუნებულია, რომ მსგავს თემაზე ელვირა „თავისუ-
ფალი არჩევანის“ მომხრე იქნება. ამ ახალგაზრდებს თავისი
დამოუკიდებლობა და პირადი ცხოვრება უმთავრეს ღირებულე-
ბად მიაჩნიათ.
ჰარი შუალედურ პოზიციას იკავებს, ოდნავ იხრება იმ ადა-
მიანების აზრისკენ, რომლებიც „სიცოცხლის“ მომხრენი არიან.
თემა ელვირას წამოსაგებად წამოიწყო, თუმცა მის აზრს დიდი
მნიშვნელობა ბაჭიასთვის არც კი აქვს და ელვირა ამას შესა-
ნიშნავად ხვდება. ელვირა სამუშაო მაგიდიდან დგება და თავ-
დაჯერებული ნაბიჯებით მისკენ მიემართება. იმდენად თხელი
გოგოა, რომ ბაჭიას სული უთრთის. ხელში გამზადებული დო-
კუმენტაცია უკავია. პატარა თავი აქვს ფართო შუბლით, მკაც-
რად გადავარცხნილი მუქი თმა გრძელ, ლამაზ კისერზე ჩამოშ-
ლილა, ყურებზე ჩამოკიდებული ბრაზილიური თხილის ფორ-
მის საყურეები ირხევა. ჰარი რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს და
ამჯერად სამივე ფანჯრის სიახლოვეს აღმოჩნდებიან. ბაჭია მათ
შორის დგას. ორივეზე ერთი თავით მაღალია.

600
მკითხველთა ლიგა

- წინასწარვე შეიძლება აღინიშნოს, რომ მხოლოდ მამა-


კაცები აპროტესტებენ, - შენიშნა ელვირამ, - ვერ ვხვდები, ეს
თემა რატომ აღელვებთ, ან საერთოდ, რამ გააცხარათ? განა
მათთვის სულერთი არ არის, უცნობი ქალები როგორ წაიყვა-
ნენ თავ-თავიანთ ცხოვრებას?
- მათი აზრით, ეს მკვლელობაა, - ამბობს ჰარი, - მიაჩნი-
ათ, რომ ნაყოფი ჩასახვისთანავე პატარა, დამოუკიდებელი სუ-
ლიერი არსებაა.
ბაჭიასგან პრობლემის ამგვარი ახსნა ელვირას აღი-
ზიანებს. მას ზიზღნარევად აღმოხდება:
- ოჰ, კარგი ერთი, არც კი იციან, საერთოდ, რა იფიქრონ.
კაცების დაორსულება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, დისკუ-
სიები არც კი იქნებოდა. რას იტყვი, ბენი?
ელვირა ცდილობს მხარდამჭერად ბენი დაიგულოს.
გაუგებარია, ბაჭიამ ეს პროვოკაციული თემა რატომ წამოჭრა.
- ეკლესია და ჩემი რელიგია მასწავლის, რომ აბორტი
ცოდვაა, - ამბობს ბენი თავისი ხრინწიანი ხმითა და გადამეტე-
ბული სიფრთხილით.
- და შენც ამის გჯერა, ვიდრე თვითონ არ მოისურვებ ამ
ცოდვის ჩადენას, ასეა? ერთი მითხარი, შენ და მარია პრობლე-
მას როგორ აგვარებთ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს
მიმართავთ? დაქორწინებულ კათოლიკეთა 70 პროცენტი თავს
იცავს, არ იცოდი?
პრუსთან დაკავშირებით ბაჭიას ერთი რამ უკვირს - იმ სა-
ღამოს პრუმ ხალათის ჯიბიდან პრეზერვატივი დააძრო. მის
საქციელს ორადორი ახსნა აქვს: ან პრეზერვატივი მუდამ ხა-
ლათის ჯიბეში უდევს ან ოთახში შესვლამდე იცოდა, რითი დას-
რულდებოდა მათი პაემანი. ბაჭია ამ საშულებას შეუჩვეველია,
ჯარის შემდეგ არც კი დასჭირვებია მისი გამოყენება. თუმცა მა-

601
მკითხველთა ლიგა

შინ არ გააპროტესტა, ერთადერთი ის ანაღვლებდა, აგზნება


რომ შეენარჩუნებინა. თან, ანგიოპლასტიკის პროცედურის წინ
გაპარსეს და მწირი ბალანიღა ჰქონდა შერჩენილი, განდონის
ჩამოცმისას კი ამან გარკვეული პრობლემა შექმნა. შემაწუხებე-
ლი რეზინი დაგორგოლავდა, მაგრამ პრუმ ხელი შეაშველა.
შესაძლოა, ამ შემთხვევაში ბაჭიას უფრო ნელა გაეთავებინა,
რაც ცუდი არ იქნებოდა, ამასობაში პრუმ ორჯერ გაათავა, ერ-
თხელ მის ქვეშ, მეორედ - ზედ ამხედრებულმა. ჩამოშვებული
ფარდის უკან ფანჯარა იცრემლებოდა, წვიმდა. ბაჭიას ხელებში
მოქცეული პრუს თეძოები იმდენად ფართო და განიერი იყო,
რომ კაცი საკუთარ სიმსუქნეს ვეღარც კი გრძნობდა. ქალის
მკერდი დახტოდა და თახთახებდა, წვალობდა, მეორე ორგაზ-
მისთვის რომ მიეღწია, ბაჭიას კი საკუთარი გული აშინებდა,
ცდილობდა, როგორმე ამ დატვირთვისთვის გაეძლო. რაღაც
უცნაური მიდგომა აქვს პრუს ლოგინთან დაკავშირებით - ყო-
ველგვარ სირცხვილს მოკლებული და ხაზგასმით საქმიანი.
პრუსთან სქესობრივმა ურთიერთობამ გაფანტა ის რომანტიკუ-
ლი დამოკიდებულება, რომელიც ბაჭიას მისდამი გააჩნდა. მა-
შინ, მწუხრში, შიშველი და ფერმკრთალი პრუ პირველად რომ
იხილა, აყვავებულ ხეს შეადარა იგი. პრუ ყველაფერს ისე აკე-
თებდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ყოველგვარი ალერსისა
და სითბოს გარეშე, ცოტა ხესავით მოუხეშავი და ტლანქიც კი
იყო - უგულო, თითქოს სექსი ოთახის ბნელ კუთხეში მოფარე-
ბულ მკერავის მანეკენთან ჰქონდა, რომელსაც ამჯერად ხელე-
ბი, ფეხები და გაწეწილი, დალალებჩამოშლილი წითურთმიანი
თავი ამოზრდოდა. რომ არ დავარდნოდა, ჰარი საკუთარ თავს
აგულიანებდა, „ცაციაა და აქამდე ცაცია ქალი არ დამიწერია“.
ბენი წამოწითლდა, მსგავს თემებზე ქალთან საუბარს შეჩ-
ვეული არ არის:

602
მკითხველთა ლიგა

- დავუშვათ, ასეცაა, - ამბობს ის, - ეს სასიკვდილო ცოდვა


არაა და შეგიძლია აღსარებაში არც კი თქვა, თუ ამის სურვილი
არ გაქვს.
- ამით მღვდელს მრავალჯერ დაიცავდი უხერხული სი-
ტუაციისგან, - პასუხობს ელვირა, - არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ
ორნი როგორ იქცევით. დავუშვათ, მარია დაფეხმძიმდა, რას
იზამ? ხომ არ გინდა საკუთარი ქალიშვილის უფლებები შელა-
ხო? თქვენ ხომ მხოლოდ საუკეთესო გემეტებათ მისთვის? რა
უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახისთვის, ცხოვრების ხარის-
ხი თუ ტერმიტის ზომის პროტეინის ყულფი?
ბენის აღელვებისგან ხმა დაუწვრილდა, გოგოსავით ამო-
იკნავლა:
- შემეშვი რა, ელი. ნუ მაიძულებ ამ თემაზე ვიფიქრო.
იერიშზე გადმოდიხარ და შეურაცხყოფ იმას, რაც ჩემთვის წმინ-
დაა, რელიგიის წინააღმდეგ ილაშქრებ. სულაც არ ვარ ბავშვე-
ბის წინააღმდეგი, ერთი ან ორი არ იქნებოდა ურიგო, ბოლოს
და ბოლოს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ.
ჰარი ცდილობს ვითარება განმუხტოს და ბენის შეაშვე-
ლოს სიტყვა:
- ვის შეუძლია განსაზღვროს ცხოვრების ხარისხი? - ეკით-
ხება ბაჭია ელვირას, - იქნებ ყველაზე დაუგეგმავმა ბავშვმა მო-
მავალში, როცა გაიზრდება, ფონოგრაფი გამოიგონოს?
- თუ გეტოში დაიბადა და აღიზარდა, ვერ გამოიგონებს,
უბრალოდ, 16 წლის მერე ქუჩაში დაგესხმებათ თავს და გაგ-
ძარცვავთ.
- კარგი რა, რასისტები ნუ ვიქნებით, - აღნიშნავს ჰარი,
რომელიც საკუთარმა ვაჟმა გაძარცვა, არა შავკანიანმა, არამედ
ფითქინა თეთრმა, თანაც არც გეტოში გაზრდილმა.

603
მკითხველთა ლიგა

- ეს რასიზმი კი არა, რეალიზმია, - ეუბნება მას ელვირა, -


წარმოიდგინე საცოდავი არასრულწლოვანი შავკანიანი გოგო-
ნა, რომელსაც ეს შეშლილი იდიოტი ფუნდამენტალისტები
აბორტის უფლების წართმევასაც კი უპირებენ.
- აჰა, - პასუხობს ჰარი, - ვიღაც ნახევრად მათხოვარი,
არაფრისმქონე შავკანიანი გოგონა, რომელმაც ბავშვობაში
თოჯინებთან თამაშით გული ვერ იჯერა, ვინაიდან სათამაშოები
არც არასდროს ჰქონია და ამიტომაც გააჩინა ბავშვი. იგი სუ-
ლაც არ არის წინააღმდეგი, თავისი ნაშიერის შემწეობისთვის
გადასახადების გადამხდელებს კიდევ ერთი ანგარიში მიუმა-
ტოს. თქვენი დედაც, თეთრკანიანებო. დაბადებების სტატისტიკა
სწორედ ამაზე მიუთითებს.
- ახლა, ვინ არის რასისტი?
- რეალისტი იგულისხმე, ალბათ.
სასიყვარულო ურთიერთობით ნასიამოვნები, მოდუნებუ-
ლი და უზომოდ მადლიერი იმისთვის, რომ ჯერაც ცოცხალია,
ბაჭია ინტერესდება, თუ რამდენად იზიდავენ ნელსონს მამათ-
მავლები, მას ლაილისა და იმ აწოწილისადმი შვილის გადამე-
ტებული კეთილგანწყობა აწუხებს. სიგარეტის კვამლის ქულები,
პრუს სუნთქვას რომ მოჰყვება, გამჭვირვალეა და სველი ფან-
ჯრიდან შემომავალი შუქით განათებული. პრუ შეფიქრიანებუ-
ლი პასუხობს, შეკითხვისგან დაძაბული, ფრთხილად არჩევს
სიტყვებს.
- არა, ნელსონი ქალების მოყვარულია, მართალია, მამი-
კოს ბიჭუნაა, მაგრამ იმ საკითხში თქვენი ასლია.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა ჯენისი ოთახში
შევიდა და თამბაქოს სუნი იყნოსა, ჰარიმ თავი მოაჩვენა, თით-
ქოს ძილი ერეოდა და აზრზე არ იყო, რა ხდებოდა მის ირ-
გვლივ, თავიც არ ჰქონდა, რაიმე განეხილა. პრუმ სიგარეტის

604
მკითხველთა ლიგა

მეორე ნამწვი და მეორე განდონი თან გაიყოლა, ხოლო პირ-


ველი მთელი ღამე სველდებოდა ფანჯრის რაფაზე, დილის-
თვის განდონი გაიწლაწა და მოიღვენთა, ისე თითქოს წლების
მანძილზე იქ ეგდო. ისტორიულ რელიკვიადაც კი გამოდგებო-
და, ნელსონისა და მელანის მოსაგონებლად.
ბაჭიამ ამოიოხრა და თქვა:
- მართალი ხარ, ელვირა, ადამიანს არჩევანის საშუალება
უნდა ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მცდარ გადაწყვეტილე-
ბას მიიღებს.
იმ ოთახიდან, რომელშიც ჰარი პრუსთან ერთად იყო,
წარმოსახვით გადადის იქ, სადაც რუთთან ერთად ცხოვრობდა,
ზაფხულის ქუჩაზე, კიბის თავში. აგონდება ბოლო სცენები იმ
ოთახში, როცა რუთმა უთხრა, რომ ორსულად იყო, თან სიკ-
ვდილის მთესველი დაუძახა, ბაჭია კი ევედრებოდა, ბავშვი
შეენარჩუნებინა. შევინარჩუნო? როგორ? ცოლად შემირთავ? -
გაწიწმატდა ქალი. გათათხა, დასცინა, მერე წუწუნებდა კიდეც.
საბოლოოდ რეალობას უნდა გაუსწორო თვალი - ალბათ
აბორტი გაიკეთა. რუთის ბოლო სიტყვა ასეთი იყო, თუ არ ძალ-
გიძს საქმის მოგვარება, მეც და შენი შვილიც მკვდრები ვართ
შენთვის. იმ მრგვალსახიან და სათნო ექთანს წმ. იოსების სახე-
ლობის საავადმყოფოდან, ბაჭიასთან არაფერი აკავშირებს.
რუთმაც ასე უთხრა ბოლოს, ფერმის სახლში შეხვედრისას, ათი
წლის წინ. ჰარის ერთი ქალიშვილი ჰყავდა, გარდაეცვალა და
ღმერთმა მას მეტი არ ანდო.
ბაჭია ხმამაღლა აცხადებს:
- შმიდტმა გააკეთა ის, რაც თავისი სიშტერის გამო ვერაფ-
რით მოახერხა როუზმა. როცა ხვდები, რომ შენი დრო ამოიწუ-
რა, უბრალოდ უნდა გაერიდო, წახვიდე მოხდენილად, რა სა-

605
მკითხველთა ლიგა

ჭიროა თავს ლაფი დაისხა, გაახანგრძლივო აგონია და მშვე-


ლელებად მოათრიო ვიგინდარა ადვოკატები.
აზრის უცნაური ჩახუჭუჭების გამო შეშფოთებული ბენი და
ელვირა ეჭვის თვალით უყურებენ. თავად ჰარის ამგვარი აღ-
ტყინება ძალიან სიამოვნებს და მისი გონება მოგონებებში ხე-
ტიალს განაგრძობს. როცა ამ ავტოსადგომზე პირველად მოვი-
და და ახალ თანამდებობაზე, მთავარ გამყიდველ--
წარმომადგენლად მუშაობა დაიწყო, ჩაანაცვლა წინამორბედი
ფრედ სპრინგერი. მაშინ მიაჩნდა, რომ ეს სამსახური მისთვის
ზედმეტად შეუფერებელი და სამძიმო იყო. ამჯერად კი, ასაკისა
და გამოცდილების, ასევე დაგროვილი მოგონებების გამო სი-
ცარიელეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ავსებს, ყველა-
ფერი თავისთავად გამოდის.
ფართო ვიტრინის მიღმა ჰარი წყვილს ხედავს. ერთი შე-
ხედვით 30-40 წლისანი იქნებიან. ბაჭიას ახლა ყველა ახალგაზ-
რდად ეჩვენება. წყვილი მანქანებს შორის, მოედანზე დაბო-
რიალებს, დროდადრო იხრება, რომ მანქანის სალონი გულ-
დასმით შეათვალიეროს და საქარე მინაზე მიკრული ქარხნული
წარმოების ქაღალდის ნაგლეჯი შეამოწმოს.
ქალი თეთრკანიანია და მსუქანი. სულელური ზედატანი
აცვია და სქელი, ცხიმისგან დასკდომამდე მისული მკლავები
გამოკვეთილად მოუჩანს. მამაკაცი კი ჯმუხია, სამხრეთამერიკე-
ლებზე მუქი ფერი აქვს, ძალიან გამხდარია და ღიამწვანე, გა-
ხუნებული მაისური აცვია. მათი თავები, გადამეტებული სიფ-
რთხილითა და დაძაბულობით, ზევით-ქვევით მოძრაობენ,
თითქოს მანქანების მოციმციმე სახურავებს შორის მოულოდნე-
ლად სისხლისმსმელი ინდიელების გამოვარდნასა და თავდას-
ხმას ელიან. პირველაღმომჩენი წყვილი თავის გზას მიუყვება.

606
მკითხველთა ლიგა

მსოფლიოს ამ მხარეში, როგორც წესი, სხვადასხვა რასის წარ-


მომადგენელი ერთმანეთში დიდად არ ირევა.
ბენი ელვირას ეკითხება:
- შენ მიხედავ თუ მე?
- შენ მიდი, - გადაწყვეტს ელვირა, - თუ დედაკაცის დამუ-
შავება იქნა საჭირო, ჩემთან მოიყვანე. ყურადღებას ნუ მიაქცევ
მის თეთრკანიანობას, კაცს კი, მისი ფერის გამო, იგნორირება
არ გაუკეთო, თორემ ორივე გაგექცევა.
- შენ რა, დისკრიმინაციაში მადანაშაულებ? - ხუმრობით
ეკითხება ბენი და ყოვლად უსიხარულოდ, რაღაცნაირი მოღუ-
შული დამაჯერებლობით გადის კარში, რომელიც კონდენცირე-
ბული შენობის სიგრილესა და ივნისის წებოვან სიცხეს შორისაა.
- არ გირჩევ, მის რწმენას შეუტიო ხოლმე, - ეუბნება ბაჭია
ელვირას.
- მის რწმენას არ ვეხები, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ის
წყეული რომის პაპი ციხეშია ჩასასმელი იმის გამო, რასაც ქა-
ლებს უკეთებს.
პეგი ფოსნაჰტს, იგონებს ჰარი, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე
მას მკერდს მოკვეთდნენ, მერე კი საერთოდ გარდაიცვლებო-
და, უსაზღვროდ სძულდა რომის პაპი, ბაჭიას კი სადღაც
ამოუკითხავს, რომ კიბო ბოღმისგან ჩნდება. როცა დღეგრძე-
ლი ხარ, ფილოსოფიურად მსჯელობს ბაჭია, გგონია, რომ რაც
შენ გარშემოა, ადრეც გინახავს და რაც ახლა გესმის, ადრეც
მოგისმენია. სამყარო წრეზე ბრუნავს, სამზარეულოს ბლენ-
დერში ჩარჩენილი გაფუჭებული ნარჩენებივით. ტელევიზიის
მუშაკები თითქოს შეთქმულები არიან, რომ ყოველ საღამოს
ჭკუიდან გადაგიყვანონ. ერთადერთი, რაც გრჩება, თავქუდმოგ-
ლეჯილი გავარდე ქუჩაში და დაიწყო პროდუქტების მომარაგე-
ბა. მათი რეკლამირებულია ტრანკვილიზატორები, კუჭის ამ-

607
მკითხველთა ლიგა

შლელი საშუალება, წებო „ფისკოდენტი“ პროთეზის ღრძილებ-


ზე მისაწებებლად, „სომინექსის“ საძილე აბები, ტაილენოლიც
უდავოდ უნდა შეიძინო, რათა გაციება და თავის ტკივილი აიცი-
ლო თავიდან, ჰემაროის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც აუცი-
ლებელია, ასევე - სავლები სითხე, იმისთვის, რომ დილით
უსიამოვნო სუნი არ გქონდეს პირში. მაინც რატომ მიაჩნიათ სა-
რეკლამო რგოლების ავტორებს, რომ მაყურებელი უნარშეზ-
ღუდული და უვარგისი არსებაა? ასეთი დამოკიდებულება საკ-
მარისია იმისთვის, რომ სასწრაფოდ სხვა არხზე გადართო.
რამდენად ამაზრზენია ეს სარეკლამო რგოლები. ბაჭიას ეჯავ-
რება ნაყალბევი ხალხური იუმორით გაჯერებული მეგობრული
საუბრები „უბრალო და მდაბიო ტიპებისა“, რომელთაც რატომ-
ღაც სურვილი გაუჩნდათ, ერთმანეთს გაუზიარონ, რომ უკანალ-
ში წვა აწუხებთ, ან იმდენად შავ დღეში არიან, რომ შარდი
აღარც კი მოსდით. ერთი საოცარი რეკლამაა, მდიდრულ
თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი იმგვარი რაკურსითაა გა-
დაღებული, რომ ხვდები, მის სახეზე კმაყოფილება და სიმშვი-
დე ახლახან გათავისუფლებული ნაწლავების გამოისობითაა
ასახული. კიდევ ერთი კუჭის ამშლელი საშუალების ფანტასტი-
კური რეკლამა არსებობს: „ექს-ლექსი“, ეკრანზე მორიგეობით
ჩნდება ადამიანების ურიცხვი რაოდენობა. ისინი გაცისკროვნე-
ბული სახეებით ამბობენ: „დილა მშვიდობის“. ამ ყოველივეს
შემხედვარე ხვდები, რომ ქვეყანა მალე ჩვენი მოღიმარი ფეკა-
ლური მასებით აივსება და მესამე მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს
არა მარტო ტოქსიკური ნარჩენების, არამედ ჩვენი განავლის
დაფვლაც მოუწევთ.
- რომის პაპს ასე რატომ უტევ? - ეკითხება ბაჭია, - ბუშიც
მომხრეა აბორტის აკრძალვის და „თავისუფალ არჩევანს“ არ
ემხრობა.

608
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ასეა, მაგრამ ქალების ხმათა მოსაპოვებლად ბუშს


აზრის შეცვლა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში რესპუბლიკე-
ლების სავარძელი რყევას დაიწყებს. მასზე ზეწოლა არჩევნე-
ბით შეიძლება, ხოლო რომის პაპზე გავლენას ვერაფრით მო-
ახდენ.
- არ მიგაჩნია, რომ ბუშის მოსვლით სადღაც უკანა პლანზე
გადავინაცვლეთ, თითქოს კანადას დავემსგავსეთ და რასაც ვა-
კეთებთ, არავისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს? რა
ვიცი, შესაძლოა, ასეც უნდა იყოს, შვების მომგვრელიც კია, რო-
ცა მუდამ მწვერვალზე არ ხარ.
ელვირა ვერ ხვდება, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ჰარის
ნათქვამზე. ხელით ბრაზილიური თხილის ფორმის ოქროს სა-
ყურეს აწვალებს და ჰარის ქვემოდან ზემოთ შეშფოთებული
შესცქერის:
- პირადად თქვენზე, თუ ამას გულისხმობდით, ყველანი
ვღელავთ.
ეს ყველაზე თბილი სიტყვებია, რაც თანამშრომლობის
განმავლობაში ელვირას ჰარისთვის უთქვამს. ჰარი წამოწით-
ლდება:
- საკუთარი თავი არ მიგულისხმია, ქვეყანა ვიგულისხმე.
იცი, ვის ვადანაშაულებ? ბებერ აიათოლას. მან ჩვენ სატანა გვი-
წოდა, თითქოს ჯადო გაგვიკეთა, ავი თვალით შემოგვხედა, სე-
რიოზულად ვამბობ, შეგვკრა და შეგვაფერხა ყველანაირად.
- გეყოფა ღრუბლებსა და ზმანებებში ცხოვრება, ჰარი, აქ
მიწაზე ყველას გვჭირდები.
ელვირაც ავტოსადგომისკენ მიემართება, სადაც გოგონე-
ბის ოთხეული გამოჩნდა. ყველა ერთნაირადაა გამოწყობილი.
დღესდღეობით ისეთი დროა, შესაძლოა ახალგაზრდებსაც კი
ჰქონდეთ „ტოიოტას“ შესაძენი ფული. იქნებ თინეიჯერული

609
მკითხველთა ლიგა

როკჯგუფია, იყიდიან ფურგონს და ივლიან კონცერტებზე. ჰარი


შენობაში შედის, სადაც ბუღალტრები ყოველდღიურად აკლა-
ვენ თავს ქაღალდების დასტას. უფროს ბუღალტერს ისეთი გა-
დაღლილი სახე აქვს, თითქოს მის გრაფიკულ პორტრეტს ამო-
ღამებულ თვალებზე საშლელი გადაუსვეს. დამხმარე კი აბსო-
ლუტური დებილის შთაბეჭდილებას ტოვებს. რას ლუღლუღებს,
ვერ გაარკვევ, თან თავის ფორმა ისეთი აქვს, იფიქრებ, ტაფა
ჩაარტყესო. თუმცაღა მუდამ გაქათქათებული პერანგი აცვია,
ყელში წაჭერილი ჰალსტუხით, რომელიც პერანგზე სამაგრით
აქვს მიმაგრებული.
- ოჰ, - წამოიძახა უფროსმა ბუღალტერმა, - ზუსტად ის
ადამიანი ბრძანდებით, ვინც გვჭირდება. სახელი ენგუს ბარ-
ფილდი გეუბნებათ რაიმეს?
თვალებს ქვემოთ ღრმა სიშავე, ჩაცვენილი თვალები. ნამ-
დვილ ენოტს ჰგავს. მართალია, სახე დაღლილობისგან წაშ-
ლილი აქვს, მაგრამ თმა ისეთი შავია, როგორიც ფეხსაცმლის
საწმენდი კრემი, ვარცხნილობა კი - გადამეტებულად აკურატუ-
ლი, ღერები სათითაოდ დალაგებული, მიხატულივით. ბუღალ-
ტრებს წესრიგი ახასიათებთ. ათასობით, მილიონობით ციფრი.
არასოდეს უნდა აგერიოს 3-იანი 5-იანში და 1-იანი 7-იანში. სა-
ნამ ამოღამებული თვალები პასუხის მოლოდინში ჰარის შეს-
ცქერის, მისი რეზინივით წელვადი ტუჩები წამითაც კი არ ჩერ-
დება და დამცინავ მიმიკას იღებს.
- არა, - პასუხობს ჰარი. - თუმცა... მგონი ნაცნობი სახელია.
ბარფილდი...
- თქვენთვის საინტერესო პირია, - ეუბნება ბუღალტერი,
ჩაცინებით - დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით, ყოველ-
თვიურად, ის თითო „ტოიოტას“ ყიდულობდა, - დამაჯერებლო-
ბისთვის დოკუმენტაციას იშველიებს, რომელიც მაგიდაზე აქვს

610
მკითხველთა ლიგა

გაშლილი. მაჯებზე გრძელი, უსიამოვნო შავი ბალანი აქვს - ერ-


თი ოთხკარიანი „კოროლა“, ერთიც ხუთსიჩქარიანი სამკარიანი
„ტერსელი“, „კამრი“ ფურგონი, ლუქსის კლასის „4-რანერი“, აპ-
რილში კი საერთოდ ფრთები გაშალა და „სუპრა ტურბო“ იყი-
და, სპორტული სახურავით, ეს ბოლო სიამოვნება სულ რაღაც
25 700 დაუჯდა. ჯამში კი დაახლოებით 75 000 დახარჯა. ყოვე-
ლი მანქანა შეძენილია ერთი და იმავე ადამიანის სახელზე, ტი-
რიფის ქუჩის ერთსა და იმავე მისამართზე.
- ეგ ქუჩა სად არის?
- აკაციების ბულვარს ზემოთ ერთ-ერთი ვიწრო, შემავალი
ქუჩაა, იცით? ბოლო დროს საკმაოდ მოდური ადგილი გახდა.
- აკაციების ბულვარი, - დაძაბა ბაჭიამ გონება. ნელსონი
ნამდვილად ახსენებდა ხოლმე იმ სახელს, „ენგუსს“, როცა მე-
გობრების სანახავად ჩრდილოეთ ბრუერში მიდიოდა.
- სქესი მამრობითი, დაუოჯახებელი, თეთრკანიანი. კრე-
დიტის გადახდისუნარიანობა არავითარ ეჭვს არ იწვევს. თანაც
მეწვრილმანეც არ გახლავთ, თანხა ყოველგვარი შეღავათების
გარეშე, ერთიანადაა გადახდილი. ერთადერთი ნაკლი ამ კლი-
ენტისა ის გახლავთ, - განაგრძობს ბუღალტერი, - რომ გარ-
დაცვლილია. ქალაქის მერიის ინფორმაციით უკვე ნახევარი წე-
ლიწადია, რაც ცოცხლებში არ წერია. შობის დღესასწაულამდე
მიიცვალა, - მან ტუჩები მოპრუწა, ცალი ტუჩი გვერდულად ას-
წია და წარბები იმდენად მაღლა აწკიპა, რომ ნესტოებიც კი
დაეჭიმა.
- როგორც იქნა, გამახსენდა! - ამბობს ჰარი და აჩქროლე-
ბულმა გულმა გაუგებარი მიმართულებით გაიწია, - ეგაა აწოწი-
ლი. ენგუს ბარფილდი. ასე ერქვა სინამდვილეში იმ ახალგაზ-
რდა კაცს, რომელსაც ყველა აწოწილს ეძახდა. თუ არ ვცდები,
ცისფერი იყო, დაახლოებით ჩემი ვაჟის ასაკისა. კარგი სამსახუ-

611
მკითხველთა ლიგა

რი ჰქონდა ბრუერის ცენტრში. ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ


პროგრამას, რომლის ამოცანას წარმოადგენდა საცხოვრებე-
ლი სახლების მშენებლობასა და ქალაქის განვითარების სფე-
როში პროფესიული განათლება მიეცა მათთვის, ვინც სკოლის
დასრულება ვერ მოახერხა. თუ არ ვცდები, უმაღლესი განათ-
ლების მქონე ფსიქოლოგი იყო, მახსოვს, ნელსონმა ერთხელ
ახსენა.
მოსულელო დამხმარეს, რომელიც ბაჭიას უსმენს და მის
პირს მისჩერებია, უეჭველია, ნათქვამი სწორხაზოვნად ესმის,
ამაზე მეტი არ შეუძლია. სიტყვა „ფსიქოლოგის“ გაგონებაზე
ახითხითდა, შეშლილს საკუთარი თავი ფსიქოლოგი ჰგონია.
უფროსი ბუღალტერი კი ამჯერად სხვანაირ სახეს იღებს, თით-
ქოს უნდა წარმოაჩინოს, რომ დასკვნების გაკეთება შეუძლია.
- ბანკებში ძალიან უყვართ საჯარო სამსახურის თანამ-
შრომლებზე სესხის გაცემა. - ამბობს ბუღალტერი, - ისინი ნამ-
დვილი გადამხდელები არიან, გესმით?
იქიდან გამომდინარე, რომ კაცი თანხმობას ელოდება, ჰა-
რი თავს უქნევს. ბუღალტერი კი უწესრიგოდ მიყრილი ფურ-
ცლებით სავსე მაგიდაზე თეატრალურად არტყამს ხელს.
- დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ბრუერის ბანკმა 5-ჯერ
გამოყო თანხა ენგუს ბარფილდის სახელზე, ავტომობილების
შესაძენად. ფული, რასაკვირველია, „სპრინგერ მოტორსის“ ან-
გარიშზე დაირიცხა.
- ეგ როგორ გააკეთეს? როგორ თუ - ერთი და იმავე პი-
როვნების სახელზე? საღი აზრი სად არის?
- მას მერე, რაც ადამიანმა კომპიუტერი გამოიგონა, საღი
აზრი ფანჯრიდან მოისროლეს. ის სადღაც წარსულში, დეიდა
მატილდას სირაქლემისბუმბულიან ქუდთან ერთად დარჩა. სეს-
ხების გაცემა ამჯერად კომპიუტერის მეშვეობით ავტომატურად

612
მკითხველთა ლიგა

ხორციელდება, კომპიუტერმა პიროვნების გადახდისუნარიანო-


ბა გადაამოწმა, ერთი ღილაკის მექანიკური დაჭერა და საქმე
მოგვარებულია. ჩვენ ვთვლით, რომ თქვენმა მეგობარმა
ლაილიმ სადღაც ყალბი ანგარიში გახსნა. ბუღალტერი თავისი
ბანჯგვლიანი თითებით საბანკო ამონაბეჭდებს უჩვენებს, უაზ-
როდ იხრება მაგიდის მხარეს, ბაჭია კი თვალს არიდებს მას. ეს
წაშლილი სახის, მასწავლებლად დაბადებული ტიპი იმ ადა-
მიანების რიცხვიდანაა, რომელთაც ჰარი მთელი ცხოვრების
მანძილზე თავს არიდებდა.
- მოდით, ამგვარად აგიხსნით, კომპიუტერი ფრანგი კაცის
მსგავსია, გიჭირს მისი გაგება, სანამ მის ენას არ ისწავლი. რო-
გორც კი ფრანგულს აითვისებ, მიხვდები, რომ რეგვენთან გაქვს
საქმე. უდავოდ სხარტი გონების ნაყოფია, მაგრამ სისხარტე გო-
ნივრულობას როდი ნიშნავს.
- კი, მაგრამ, - ჰარი ცდილობს აღშფოთების გამოსახატა-
ვად საჭირო სიტყვები შეარჩიოს, - ლაილი და ნელსონი? გან-
საკუთრებით, ლაილისა გამკვირვებია. ამგვარი მაქინაცია
მკვდარი ადამიანის სახელის გამოყენებით, თანაც ახალგარ-
დაცვლილისა, მაინც როგორ გაბედეს? კაცი ჯერ არ გაცივებუ-
ლა. ნუთუ, შესაძლებელია ადამიანი ასეთი გულქვა იყოს?
ბუღალტერი ბაჭიას ამგვარმა გულუბრყვილობამ გააოცა.
- ბიჭუნები საკმაოდ გაუმაძღრები აღმოჩნდნენ, მკვდრებს
კი, რამდენადაც ვიცი, გრძნობები არ გააჩნიათ. მართალია,
გარდაიცვალა, მაგრამ ბანკში კრედიტი ჰქონდა დარჩენილი.
კომპიუტერს ანგარიშის გაუქმების ბრძანება არ მიუღია. ამგვა-
რად, ყალბი ანგარიშ ფაქტურებით მითვისებული თანხა საკრე-
დიტო ბანკიდან ატლანტიკის „ტოიოტას“ ოფისში გაიგზავნა. ამ
ერთი ოპერაციით ორასი ათასი ჩაიჯიბეს. დღესდღეობით ვი-

613
მკითხველთა ლიგა

თარება ამგვარია და მერე ვნახოთ, საბუთები კიდევ რას გა-


მოააშკარავებენ. ხელის მოსათბობად საკმარისზე მეტი ფულია.
ბუღალტრის დამხმარე ისევ ხითხითებს. ბაჭიას თანხის გა-
გონებაზე ცივმა ოფლმა დაასხა. მიხვდა, ეს ვალი, როგორც
ვეებერთელა ტალღა, ისე გადაფარავდა მას. აქ, მის ბუდეში,
მაგიდაზე მიმოყრილ, აუარება ქაღალდს შორის, სადაც არაერ-
თი წელიწადი იმუშავა, სადაც დროდადრო შუა უჯრიდან იღებ-
და ხოლმე მაშველი რგოლის ფორმის საწუწნ კამფეტს, ახლა
დაუფარავად და უტიფრად სასიკვდილო ხაფანგი დაუგეს. მა-
ინც, ყოველი შემთხვევისთვის, ჯიბეში ხელით მოსინჯა ნიტროგ-
ლიცერინის კოლოფი. ასე უფრო თავდაჯერებულია. გავა თუ
არა ოთახიდან, აბს მაშინვე მიიღებს. იმ ღამეს, როცა უსაშვე-
ლო მოწყენილობამდე მისული, თავიანთი ბედით დამძიმებუ-
ლი, სანახევროდ შეშლილი პრუ და ჰარი ერთად დაწვნენ, მათ
ქვეშ მოჭრაჭუნე ძველი ლოგინი ბუდედ აღიქმებოდა, თუმცა ამ
ბუდეში მოხდა აღრევა ყველაფრისა, რაც კი შერჩენოდათ ოჯა-
ხის ღირებულებებიდან. ბებრუხანა დედილო სპრინგერის სუ-
ნით გაჯერებული მატრასი. მოულოდნელმა ენერგიულმა ხტუ-
ნაობამ ქალის სული მისი სარეცლიდან განდევნა. არადა მოხუ-
ცებული, მარტოხელა დედაკაცის გარდა, მრავალი წლის გან-
მავლობაში ამ საწოლზე არავის სძინებია. კარადებში შეჩურთუ-
ლი, ნაფტალინის სუნით აყროლებული ძველი პლედები ხავერ-
დგადაკრულ საოჯახო ფოტოალბომებს შორის, დამტვრეული
სარწეველები, მუყაოს მრგვალ ყუთებში შენახული ვუალიანი
ქუდები. მოწრიალე სული არა მარტო წაბილწული სარეცლი-
დან, არამედ ძველი საკერავი მანქანიდანაც განიდევნა. ეს ამ
ნივთის უკანასკნელი ნავსაყუდელი იყო. ფრედის ნაქონი ჰალ-
სტუხები ტანსაცმლის კარადაში და დამტვერილი იატაკი. ოჯა-
ხის კუთვნილი ყველა ეს ნივთი, თავისი ისტორიებით, ამ ერთ

614
მკითხველთა ლიგა

ამორალურ საქციელამდე დავიდა. სქესობრივი აქტი ფანჯრებს


მიღმა ჭექა-ქუხილის თანხლებით. მას მერე ურთიერთობა მა-
მამთილსა და რძალს შორის ისე გაგრძელდა, თითქოს არც
არაფერი მომხდარა. ამჟამად პრუ და ბაჭია ერთმანეთს ცივად
და თავაზიანად ეპყრობიან. ჯენისმა საქმიანი ქალის სტატუსი
მოირგო და ცდილობს, ოჯახის წევრები ხშირად შეახვედროს
ერთმანეთს. მამის დღესთან დაკავშირებული დღესასწაული
დიდად არ გამოვიდა. ჰამბურგერები რომ მომზადდა, ბავშვებს
უკვე ყველაფერი მოყირჭებული ჰქონდათ, დაღლილები და
კოღოებისგან დაკბენილებიც იყვნენ.
ჰარის სიცილი წასკდა. მისი სიცილი იდიოტურობითა და
უადგილობით არაფრით ჩამოუვარდებოდა დამხმარე ბუღალ-
ტრის ხითხითს:
- საწყალი აწოწილი, - ცდილობს მთავარი ბუღალტრის
საუბრის მანერაზე გადაეწყოს: - მაგარი ოინი მოუწყო მისმა მე-
გობარმა ლაილიმ, უყიდა ამდენი მანქანა, რომელსაც ვეღარა-
ფერში გამოიყენებს.
ოთხ ივნისს, ჯუდითის გამო, ბაჭია მაუნტ-ჯაჯის საზეიმო
აღლუმში იღებს მონაწილეობას. თვითონ ჯუდი სკაუტების გუნ-
დშია, ჯგუფის მეთაური კლარენს ეიფერტია - საორგანიზაციო
კომიტეტის წევრი. წარმოდგენისთვის ესაჭიროებოდათ მამაკა-
ცი, საჭირო ფიზიკური მონაცემებით, რომელიც ბიძია სემის
როლს მოირგებდა. როლი მაღალ კაცს უნდა განესახიერებინა.
ჯუდითმა ქალბატონ ეიფერტს უთხრა, რომ ბაბუამისი, თავისი
გარეგნობის გამო, ამ როლისათვის ზედგამოჭრილი იყო. სი-
მართლე ითქვას, დღევანდელი მოთხოვნებით ექვსი ფუტი და
სამი დუიმი ვერაფერი სიმაღლეა, ნაციონალურ საკალათბურო
ასოციაციაში ჰარი დღეს ჯუჯად გამოჩნდებოდა, მაგრამ საორ-
განიზაციო კომიტეტში ვიღაცას, ეიფერტის მამების თაობიდან,

615
მკითხველთა ლიგა

ახსოვდა ბაჭია ენგსტრომი, ახალგაზრდული კალათბურთის


ყოფილი ვარსკვლავი. აღტყინებულმა მიიწვია ჰარი, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ბაჭია პენ-პარკში, ანუ ბრუერის მეორე მხარეს
ცხოვრობდა. ბაჭია ოდესღაც მაუნტჯაჯელი ბიჭუნა იყო და გარ-
კვეულწილად - გმირიც კი. მართალია ჭარბი წონის გამო ამე-
რიკის სიმბოლო ვერ გახდა, მაგრამ ფითქინა თეთრი ფერის
კანი და ღია ცისფერი თვალები სწორედ ის იყო, რაც სჭირდე-
ბოდათ. თანაც, ომის დროს კორეაში მსახურობდა. მან ქვეყნის
წინაშე თავისი ვალი მოიხადა.
ფართხუნა შარვალი და ფართო, წითელი სარტყელი მის
ღიპს დიდად არ უხდება, მაგრამ ვინაიდან შარვალი სამფერა
აჭიმებით არის დამაგრებული, სარტყელს კი ღია ცისფერი ჟი-
ლეტი ფარავს, ღიპი დიდ პრობლემას არ ქმნის. მთელი კვირის
განმავლობაში ჰარი და ჯენისი ცდილობდნენ კოსტიუმი თავი-
ანთ ჭკუაზე მოეყვანათ. საბოლოოდ გადაწყვიტეს წასულიყვნენ
და საზეიმო პერანგი ეყიდათ, მანჟეტებითა და ყელზე მომდგა-
რი საყელოთი. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი შეაჩერეს ნატის
ყოველდღიურ ფეხსაცმელზე, ვინაიდან ჩათვალეს, რომ წითე-
ლი ზოლებით გაწყობილ შარვალს ის ყველაზე მეტად უხდე-
ბოდა და შორიდან შტიბლეტებსაც კი ჰგავდა. გაცილებით შესა-
ფერი იყო, ვიდრე გამოსასვლელი შავი ფეხსაცმლი, რომელ-
საც, როგორც წესი, ქორწილებსა და გასვენებებზე იცვამდა.
ფრაკი ჟილეტზე ოდნავ მუქი ცისფერი და თან ბეწვიანი შეარ-
ჩიეს, ყოველ მხარეს დეკორატიული სამ-სამი ღილით. კოს-
ტიუმი კარგად მოადგა, თუმცა მოზრდილი ვერცხლისფერი
ვარსკვლავებით გაწყობილი, ზემოთკენ გაფართოებული ქუდი,
მის თავზე მოუხერხებლად ყანყალებდა, ხოლო რაც შეეხება
ნეილონის თეთრ პარიკს, ბაჭიას ეშინოდა, თავიდან არ ჩამო-
მისრიალდესო.

616
მკითხველთა ლიგა

ჯენისს ენის წვერი კბილებს შორის მოუქცევია:


- გჭირდება კი ეს პარიკი? შენი თმა ხომ ისედაც ღია ფე-
რისაა.
- კი მაგრამ, ბიძია სემისთვის ჩემი ვარცხნილობა შეუფე-
რებლად მოკლეა. რომ მცოდნოდა, გავიზრდიდი.
- ვითომ რატომ არ შეიძლება, ბიძია სემს თანამედროვე
ვარცხნილობა ჰქონდეს? ჯერაც ცოცხალია, ასე არ არის? -
ეკითხება ჯენისი.
ჰარიმ ცილინდრი პარიკის გარეშე მოიზომა და თქვა:
- სინამდვილეში, ასე უფრო მჭიდროდ ზის.
- იცი, ჰარი, პარიკი შენს თავზე, რაღაც ძალიან შემაშფო-
თებელია ჩემთვის. მასში ისეთი იერი გაქვს, როგორიც დიდ,
წითელსახიან დედაკაცს.
- მისმინე, ამას ჩვენი შვილიშვილისთვის ვაკეთებ, ასე
რომ, შენი ენამწარობა სხვა შემთხვევისთვის შეინახე.
- ენამწარობა რა შუაშია, ეს საინტერესოც კია. აქამდე შენ-
ში ქალური მხარე არასოდეს მინახავს. სანაძლეოს ჩამოვალ,
შენგან უფრო მიმზიდველი ქალი დადგებოდა, ვიდრე დედაშე-
ნისგან ან შენი დაიკო მიმისგან. ისინი უდავოდ კაცებად უნდა
დაბადებულიყვნენ.
ჰარის დედას ჯენისი იმ წუთიდან არ მოუვიდა თვალში, ბა-
ჭიამ კროლის სავაჭრო ცენტრში რომ გაუარა და პირველად
მიუყვანა შინ. მიმის რაც შეეხება, მან ერთ მშვენიერ დღეს ჯე-
ნისს ჩარლი სტავროსი აახია. ყოველ შემთხვევაში, ჯენისი ასე
თვლიდა.
- ვიხუთები ამ კოსტიუმში, ყველაფერი მექავება, - მიუბრუნ-
და თემას ჰარი, - მოდი, წვერიც მოვიზომოთ.
როცა ბაჭიამ წვერი სახეზე მიიმაგრა, ჯენისმა აღფრთოვა-
ნება ვერ დამალა:

617
მკითხველთა ლიგა

- საოცრად გიხდება, სახეც სხვაგვარი, უფრო მოგრძო გა-


გიხდა. მიკვირს, აქამდე წვერი რატომ არ მოიზარდე, - მასზე
საუბრისას ჯენისი გაუცნობიერებლად წარსულში გადადის, -
სხვათა შორის, ბატონმა ლისტერმა წვერის მოშვება გადაწყვი-
ტა, ცოტა წამოეზარდა და ახლა მისი სახე ისეთი მწუხარე აღარ
არის. თანაც მას გამოკვეთილი, უშნო ყბები აქვს, რაც წვერით
იოლად დაიფარება.
- რა გამიწყალე მაგ იდიოტით საქმე? - ამბობს ბაჭია, მერე
კი დააყოლებს, - სამაგრები არ ვარგა, როცა ვლაპარაკობ, ცან-
ცარებს, მგონი, წებო ვადაგასულია.
- ალბათ, ასეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგ წვერს
ბევრი საზეიმო აღლუმი აქვს გავლილი.
- პრობლემაც მაგის გამოა, ჭკუის კოლოფო, მაგრამ გაქვს
რაიმე აზრი, წებოვანება როგორ აღვადგინოთ?
- უბრალოდ ნიკაპი ნაკლებად ამოძრავე. თუ გინდა, შემიძ-
ლია დორის ებერჰარდს დავურეკო, ოდესღაც, კაუფმანზე მით-
ხოვების მერე, ქმართან ერთად მართავდა სამოყვარულო სპექ-
ტაკლებს.
- ჩემთან დაკავშირებით არც ერთ საკითხზე ეგ ძუკნა არ
ჩართო. იმედია, იქ, ადგილზე ვინმეს ექნება წებო, რომ გამი-
ზიაროს.
ადგილზე მისვლისას, ორგანიზებულობისა და წესრიგის
ნაცვლად დიდი აურზაური დახვდათ. შეკრება დანიშნულია ძვე-
ლი მაუნტ-ჯაჯის საშუალო სკოლის სიახლოვეს. სკოლაში დარ-
ჩნენ მხოლოდ მეშვიდე და მერვეკლასელები. შენობას საერ-
თოდ აგურ-აგურ დაშლას უპირებენ, ვინაიდან აზბესტისა და ხის
იატაკის გამო დაზღვევა აურაცხელი თანხა უჯდებათ. როცა ჰა-
რი ამ სკოლაში სწავლობდა, უდარდელად ისუნთქავდა აზბეს-
ტიან ჰაერს, დააბიჯებდა ხის იატაკზე და არ ანაღვლებდა ხან-

618
მკითხველთა ლიგა

ძრის საშიშროება. ავტოსადგომზე დაგებულ ასფალტსა და ბე-


ისბოლის მოედნის მოყავისფრო ბალახზე, ყველა და ყოველი
ერთმანეთში არეულია. მუსიკალური ჯგუფები, ანტიკვარული
მანქანები, რამპები 4-H
-ის ემბლემით, ვეტერანები ნაცრისფერ სამხედრო ფორ-
მებში. ორგანიზებულობის ერთადერთი ნიშანი ქალებისა და კა-
ცების საქმიანი მიმოსვლა და ერთნაირი მწვანე მაისურებია,
წარწერით „დამოუკიდებლობის დღე, მაუნტ-ჯაჯის კომიტეტი“.
საბარგო მანქანების მძღოლების მსგავსად, პლასტმასის კეპები
ახურავთ. ბაჭია დაბნეული დაბორიალებს სკოლის ტერიტო-
რიაზე, სადაც ოდესღაც გადატკიცინებული, მონდომებულად
გადავარცხნილი და უკან კუდად შეკრული თმით გაჯგიმული
დაიარებოდა, მკლავებაკაპიწებული ხავერდის ქურთუკით. თუ
საკალათბურთო სეზონი არ იყო, მაშინ გულისჯიბიდან სიგარე-
ტის კოლოფი მოუჩანდა. დადის ახლა წინ და უკან, უნდა, რომ
ვინმეს შეეკითხოს, რა უნდა ვქნაო. შინაგანად ჰარი ელოდება,
რომ საცაა მის სკოლის დროინდელ შეყვარებულს შეეფეთება
- მერიენს, შავ-თეთრ ფეხსაცმელში, ქათქათა თეთრ წინდებში,
ნაკეცებიან მოკლე ქვედაბოლოში. მერიენი გულშემატკივარ
გოგონათა გუნდის მეთაური იყო, როცა მათი სკოლის საკა-
ლათბურთო გუნდი რომელიმე შეჯიბრებაში გამოდიოდა. საცაა
გაიელვებს მისი ფეხები, დაკუნთული და გლუვი, წინდებსა და
ქვედაბოლოს შორის. მოულოდნელი სიხარულით აინთება გო-
გონას ლოყაზე ნაჩვრეტებიანი სახე და უღრუბლო შუბლი მცი-
რედი გამონაყარით. თუმცა, მერიენის ნაცვლად მასთან სხვა-
დასხვა ადამიანები მოდიან, 70-იანებისთვის დამახასიათებელი
აღტყინებული გამომეტყველებით და ეკითხებიან ბაჭიას, ამა თუ
იმ ადგილს როგორ მიაგნონ. ვარაუდობენ, ვინაიდან ბიძია სე-
მის სამოსშია გამოწყობილი, ყველაფერი უნდა იცოდეს. ჰარი

619
მკითხველთა ლიგა

სათითაოდ უხსნის მათ, რომ თავადაც ვერაფერში გარკვეულა


და არ იცის, რა ქნას.
ძველი სკოლის შენობის ყრუ, უფანჯრო კედელი ჯერ კი-
დევ 20-იან წლებში წითელი აგურისგან ააშენეს. შენობის წინ
იყო თავლა, ტოლით გადახურული ფიცრული, აწ უკვე დიდი
ხნის დაშლილი. იქ ინახებოდა ყოველგვარი წვრილმანი, სას-
კოლო აღჭურვილობა და ინვენტარი. ხრეშმოყრილი მოედანი
შენობებს შორის ბაჭიაში ამაღელვებელ ასოციაციებს აღძრავს
- ისეთი ძალაა ამ უტყვ აგურებსა და საიდუმლო მყუდრო ად-
გილში, სადაც ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, გოგო-ბიჭები და-
ღამებამდე ერთად ატარებდნენ დროს. იქ ყველაფერი ახალ-
გაზრდობის ენერგეტიკითაა გაჯერებული. გაკვეთილების მერე
ნებაზე მიშვებული ყმაწვილები, სულ აქ ტრიალებდნენ,
უზიარებდნენ ერთმანეთს საიდუმლოებებს, თამაშობდნენ
ბურთს და მას მოშიშვლებულ კედელზე დამაგრებულ რგოლში
ტყორცნიდნენ (ფარი ისეთივე იყო, როგორიც ორიოლის სა-
ვარჯიშო დარბაზში), ბღლარძუნობდნენ, ეტმასნებოდნენ ფიც-
რულის კედლებს, რომელზეც ტოლის ნაფლეთები იყო ჩამო-
კონწიალებული, საუბრობდნენ ყველაფერზე (გოგონები ყმაწ-
ვილთა მკლავებში, როგორც ფაქიზ გალიაში გამომწყვდეულე-
ბი; მსგავსი გალიებისგან მთელი რიგი იქმნებოდა), ერთმანეთს
იწვევდნენ, აწვალებდნენ, გულისნადებს უზიარებდნენ, ბოლო
წუთამდე თავს არიდებდნენ სახლში წასვლას. ბოლოს, როცა
აიშლებოდნენ, თავის უკან ტოვებდნენ ღორღით მოფენილ სივ-
რცეს, რომელიც გაჟღენთილი იყო განსაკუთრებული ელექ-
ტროენერგიით, მოზარდების სიცოცხლის მომცემი ენერგიით.
დღესდღეობით ამ მობეტონებულ მოედანზე, რომელიც ყოვე-
ლივე ზედმეტისგანაა გაწმენდილი, აღარც ფიცრულია და
აღარც ფარები.

620
მკითხველთა ლიგა

ბაჭია შეეფეთა ჯუდითის სკაუტურ გუნდს. გოგონების ნა-


წილს უნიფორმა აცვია, ნაწილს კი სპეციალურად შეკერილი
კოსტიუმები. საბარგო მანქანის პლატფორმაზე ემზადებიან, რა-
თა გამოსახონ კომპოზიცია „თავისუფლება“. ყველაზე მოხდე-
ნილი და მაღალი გოგონა თეთრ ზეწარშია გახვეული, თავზე
კბილანებიანი გვირგვინი ახურავს, ბრინჯაოსფერი ვეებერთე-
ლა წიგნი და ოქროსფერი ჩირაღდანი უჭირავს. მის ირგვლივ
თავმოყრილი არიან წითელი, ყავისფერი, შავი და ყვითელი სა-
ღებავით სახეშეღებილი გოგონები, რომლებიც კაცობრიობის
რასებს განასახიერებენ. სახეები შეღებილია იმიტომ, რომ
მაუნტ-ჯაჯში არ მოიძებნებიან ინდიელი, აფროამერიკელი ან
თუნდაც, აზიელი პატარა გოგონები. ყოველ შემთხვევაში,
სკაუტების გოგონათა გუნდში მსგავსი მრავალფეროვნება არ
არის.
ჯუდითი საბარგო მანქანასთან ხაკისფერ უნიფორმაში,
სამკერდე ნიშნებით გამოწყობილი გოგონების ჯგუფს შერევია.
ბავშვი ისე გააოცა პაპის კოსტიუმმა, რომ ხელი ჩასჭიდა, თით-
ქოს ამ ქმედებით უნდოდა მიწისკენ, რეალობისკენ ჩამოექაჩა
იგი. ცილინდრის გამო, რომელიც საცაა ჩამოეფხატება ჰარის
თავის დახრა უჭირს, შვილიშვილს რომ დახედოს. ბაჭია სად-
ღაც სიშორეში, კალათბურთის მოედნის ღობისკენ იმზირება და
ბავშვს ეკითხება:
- ჩემი წვერი როგორ გამოიყურება? წესრიგშია?
- მშვენივრად არის. თავიდან შემაშინე კიდეც, არ ვიცოდი,
ვინ იყავი.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წვერი საცაა მომძვრება.
- შორიდან არაფერი გეტყობა. მომწონს დიდი, ფართხუნა,
ზოლიანი შარვლები, ჟილეტი მუცელზე არ გიჭერს?

621
მკითხველთა ლიგა

- ამჟამად ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. მგონი ჩემ-


თვის სამსახურის გაწევა შეგიძლია. ახლახან მომაგონდა, რომ
ორმაგი სკოჩი არსებობს. რამდენიმე დოლარს მოგცემ, რა იქ-
ნება ცენტრალური ქუჩა გადაირბინო, იქვე პატარა მაღაზიიდან
ერთი ეგეთი სკოჩი მომიტანო?
წლების მანძილზე იცვლებოდა აბრები, იცვლებოდნენ
მფლობელები, მაგრამ ეს მაღაზია სკოლის მოსწავლეებს მუ-
დამ ამარაგებდა საჭირო ნივთებით.
ახალგაზრდებს შეეძლოთ შეეძინათ საღეჭი რეზინი, კან-
ფეტი, სათამაშო თოფები, კეპები, აბები, სიგარეტი და პორნო-
ჟურნალებიც კი.
მოუხერხებლად, თავის გაუნძრევლად, ისე, რომ ცილინ-
დრი არ ჩამოუვარდეს, ტანისამოსში იქექება, ფართხუნა შარ-
ვლის ჯიბიდან საფულეს იღებს, სახესთან მიაქვს, ორი ერთდო-
ლარიანი ამოაცურა და ყოველი შემთხვევისთვის ერთიც დაამა-
ტა. დღეს ხომ ყველაფერი გაცილებით ძვირია, ვიდრე ბაჭიას
ჰგონია.
- დღეს დასვენებაა და დავუშვათ, მაღაზია დაკეტილი დამ-
ხვდეს?
- ღია იქნება, მუდამ ასე იყო.
- აღლუმი რომ დაიწყოს და ჩემებთან დამაგვიანდეს?
- აღლუმი ჩემ გარეშე ვერ დაიწყება, მიდი რა, ჯუდი, გაიხ-
სენე ყველა სიკეთე, რაც შენთვის გამიკეთებია. გაიხსენე, რო-
გორ გიხსენი სიკვდილისგან იმ ნავზე და საერთოდ, ვისი ბრა-
ლია, ამ წყეულ აღლუმში რომ აღმოვჩნდი, შენ გამო ვარ აქ!
ჰარი თავის დახრას ვერ ბედავს, შიშობს ქუდი არ ჩა-
მოუვარდეს, მაგრამ ბავშვის ხმის მიხედვით ხვდება, რომ გო-
გონას ცრემლები მოადგა. მის წითელ თავს ჰარი ბუნდოვან
ლაქად ხედავს.

622
მკითხველთა ლიგა

- კარგი, ვეცდები, მაგრამ...


- გახსოვდეს, - ამბობს ბაჭია და თან ქვედა ყბა უქვავდება,
ვინაიდან გრძნობს, რომ წვერი მის ნიკაპზე დიდხანს ვერ გა-
ჩერდება, - სკოჩი ორმაგი უნდა იყოს. მიდი, იჩქარე, საყვარე-
ლო.
ბაჭიას გული გამალებით უცემს. ისევ იჩხრიკება ტანისა-
მოსში, რათა დარწმუნდეს, რომ მაცოცხლებელი ნიტროგლი-
ცერინის პატარა ფლაკონი არ დავიწყებია. სადღაც, განიერი
ჯიბის სიღრმეში, როგორც იქნა, სიცოცხლის მომნიჭებელი სა-
ნატრელი მედიკამენტი მოიხელთა. როდესაც ხელი სახესთან
მიაქვს, საკუთარ აცახცახებულ თითებს ხედავს. თუ ეს ოხერ-
ტიალი, ცანცარა თხის წვერი რიგიანად არ დაიმაგრა, ბაჭიას-
გან ბიძია სემი არ გამოვა და მთელი მსვლელობა ჩაიშლება
და დაემსგავსება უფორმო ბრბოს, რომელიც სკოლის ტერი-
ტორიაზე მიიზლაზნება. ჰარი მოკლე ნაბიჯებით მიიწევს წინ,
ცდილობს ყველას აარიდოს თავი და გახელებული გული
დააშოშმინოს. ირგვლივ ყველაფერი უზომოდ დამთრგუნვე-
ლია.
ჯუდითი, როგორც იქნა, დაბრუნდა. ქოშინით ეუბნება:
- ყველანი სულელები არიან, ახლა მხოლოდ საკვებ პრო-
დუქტს ყიდიან, ყოველგვარ ნაყარნუყარ საჭმელს. ერთადერთი
სკოჩი, რომელიც ჰქონდათ, მარტო ცალ მხარეს აწებებს. მაინც
წამოვიღე, ყოველი შემთხვევისთვის, ასე არ უნდა მოვქცეული-
ყავი?
ავტოსადგომის ტერიტორია დოლების ხმამ გააყრუა. თა-
ვიდან დაბნეული ხმების ცალკეული ნაწყვეტები ისმის, ვიღაც
ნორჩი მედოლე, მოლოდინისგან დაღლილი, ცელქობას იწ-
ყებს, დანარჩენები მყისვე მას ჰბაძავენ, შემდეგ ხმები ერთმა-
ნეთს ერწყმის, ძალას იკრებს, ერთხმად გაისმის. იქოქება ძვე-

623
მკითხველთა ლიგა

ლი ავტომობილებისა და სხვადასხვა სახის პლატფორმებით


გაფორმებული საბარგო მანქანების ძრავები და სადღესას-
წაულო ჰაერს შავი გამონაბოლქვი ავსებს.
- სწორად მოიქეცი, - ამშვიდებს მას ჰარი, რომელიც ვერ
ახერხებს, თავი დახაროს და შვილიშვილს შეხედოს, ვერ ბე-
დავს - ცილინდრის დაკარგვის შიშით. ჯიბისკენ წაიღებს მის-
თვის ქვემოდან გამოწვდილ სკოჩს და სამი დოლარის ხურდას.
ჰარი თავს უცხოდ გრძნობს ამ სამასხარაო კოსტიუმში, თავი
ოჩოფეხებზე შემდგარი ჰგონია, თითქოს მისი ტერფები უსაშვე-
ლოდ დაპატარავდა.
- ბაბუ, მაპატიე, ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო, - ჯუდი-
თის მსუბუქი წკრიალა ხმა სადღაც ქვემოდან, მისი მხედველო-
ბის არის მიღმა მოისმის, სლუკუნებს და ცრემლებად, მზეზე
ბზინვარე წყლის წვეთებად იღვრება.
- ყოველივე ისე გააკეთე, როგორც საჭიროა, - ეუბნება ჰა-
რი.
ჰარისკენ მწვანე მაისურსა და ტრაილერის მძღოლის კეპ-
ში გამოწყობილი ქალბატონი მოიჩქარის და ბაჭია ფაციფუცით
მიჰყავს მსვლელობის სათავისკენ, გუნდებისა და მედოლეების
ჯგუფებზე წინ, კოლონის თავში აყენებს. ქალაქის მთავრობის
ჰალსტუხებიანი წარმომადგენლები თეთრ ლიმუზინში სხედან.
მაუნტ-ჯაჯის პოლიციამ საპატრულო მანქანა გამოყო, რომე-
ლიც მსვლელობას ჩართული ცისფერი ციმციმათი და გამორ-
თული სირენით გაუძღვება. ჰარი ქალს გარკვეული მანძილის
დაშორებით უკან მიჰყვება, თითქოს გზა არ იცოდეს. ბავშვობა-
ში ბაჭია არც ერთ აღლუმს არ ტოვებდა, თავისი ველოსიპე-
დით, დანარჩენ ბიჭებთან ერთად, ბრბოს შეერეოდა ხოლმე.
თითოეულს ველოსიპედის ბორბლების სხივებზე თეთრი, წითე-
ლი, ცისფერი ქაღალდის ლენტები ჰქონდა მიმაგრებული,

624
მკითხველთა ლიგა

ლენტები ქარში მხიარულად შრიალებდა. დაღმართი სავაჭრო


ცენტრამდე, აღმართი პოტერ ავენიუმდე, რამდენიმე კვარტა-
ლი აგურით ნაშენი სახლების ტერასებითა და მწვანე, მოვლი-
ლი მოლით, რომელიც დაბალი, ალაგ-ალაგ შემორჩენილი
ქვის ღობის მიღმა მოჩანს. შემდეგ ვიწრო, ამჯერად კიჯირაიზის
ქუჩის დაღმართი, თეთრეულის მომცრო გაუქმებული ქარხნები-
სა და სარემონტო სახელოსნოების გავლით. მათ ადგილას ამ-
ჟამად გამოკრულია აბრები „ლინექსი“, „კომპიუტერული მომსა-
ხურება“, „ბიზნესის ლოჯისტიკა“. მერე უკვე ჯეკსონ სტრიტზე
შეხვევა. ქუჩა ერთი კვარტალითაა დაშორებული მისი მშობლე-
ბის სახლიდან. ახლა ქვემოთ, ჯოზეფ სტრიტისკენ, იქიდან კი
უშველებელი ბაპტისტური ეკლესიის გავლით და მკვეთრი მოხ-
ვევა მირტელის ქუჩაზე გასასვლელად, ჩავლა ფოსტასთან და
„ოლდფელოუს ჰოლისას“ შტაბთან. და ბოლო პუნქტი - ქალა-
ქის მუნიციპალიტეტისა და სკვერის მოპირდაპირე მხარეს და-
მონტაჟებული ტრიბუნა. იქ 70-იანებში ახალგაზრდა ბიჭები, მა-
რიხუანის მოსაწევად და გიტარის ასაჟღარუნებლად იყრიდნენ
თავს. ამჟამად მხოლოდ ხნიერები იკრიბებიან, დროდადრო კი
მაწანწალები შეივლიან ხოლმე და ისეთ ნამზეური აქვთ, მილი-
ონ დოლარადაც რომ ვერ იყიდი. მწვანემკერდიანი ქალი და
აღლუმის მარშალი უშველებელი სამკერდე ნიშნით - ის თვა-
ლებმოჭუტული იუველირი ჰიმელრაიხია. ბაჭია რამდენიმე
წლით უმცროსი იყო მამამისზე, რომელსაც ყველა ებრაელად
თვლიდა - რწმუნდებიან, რომ ჰარი საკმარისადაა დაშორებუ-
ლი საპატრულო მანქანასთან, რათა ბიძია სემისა და პოლიციის
სიახლოვე საეჭვოდ არ აღიქვან. რიგში მომდევნოა თეთრი
ლიმუზინი, რომელშიც მაუნტ-ჯაჯის ადგილობრივი ბობოლები,
მთავრობის წევრები სხედან. დღესასწაულის აღსანიშნავად ისი-
ნი არც პოკონოსში წავიდნენ და არც ჯერსის სანაპიროზე. ჰა-

625
მკითხველთა ლიგა

რის ზურგს უკან მოისმის დოლებისა და მესაყვირეების ხმა, ისი-


ნი ქალაქ ჩესთერიდან დაიქირავეს, ასევე - ყურთასმენისწამღე-
ბი პოპმუსიკა ცალკეული პლატფორმებიდან, რათა მიეშველონ
და უფრო შთამბეჭდავად წარმოადგინონ „თავისუფლება“, 1776
წლის სულისკვეთება, დამოუკიდებლობის დღე, სამყაროს ერ-
თიანობა და ოთხნაწილიანი კომპოზიცია „თავი-გული-ხელები-
ჯანმრთელობა“. კოლონას აბოლოებს ადგილობრივი როკ-
მომღერალი, რომელიც ხან პრესლის, ხან ორბისონსა და ხა-
ნაც ლენონს ბაძავს. მომღერლის პლატფორმაზე დამონტაჟე-
ბული ხმის გამაძლიერებელი ბოლო ხმაზე გაჰკივის, მაგრამ
წინ, აღლუმის თავში, უცნაური სიჩუმე და სიმშვიდეა. ბაჭია ენით
გამოუთქმელმა შიშმა შეიპყრო - ქალაქის ცენტრალური ქუჩის
ყვითელ, ორმაგ ზოლზე თავისი ზამშის ფეხსაცმელებით სვლა
უნდა დაიწყოს. თავბრუ ესხმის, თავს სასაცილოდ, უხერხულად,
სულელურად და, ამავე დროს, უზარმაზარ ადამიანად
გრძნობს. ზურგს უკან ხმადაბალი ბღუილით მიჰყვება თეთრი
ლიმუზინი, ასე რომ, გაჩერება არ შეიძლება, წინ კი, ოღონდ
კარგა მოშორებით, მოსახვევებში, საპატრულო მანქანის ცის-
ფერი ციმციმა კრთის, უშუალოდ ბაჭიას სიახლოვეს ამაზრზენი
სიცარიელეა. როგორც წესი, ცენტრალური ქუჩა მანქანებითა
და გამვლელებითაა ხოლმე გადატვირთული. ახლა კი, ივლი-
სის ლაჟვარდისფერი უძირო ცის ქვეშ, კრიალი გასდის სატე-
ლეფონო მავთულებს. ჰარი თავისი ეული სხეულით თავად
არის გზა და მოძრაობა. ბაჭიას წინ მდუმარე ქუჩაა, თითქოს
მთვარეულის იერი აქვს - ნაყვავილარებით, ნაიარევებით, ლი-
თონის ძველებური სახურავებით. ასფალტზე რამდენიმე ნაბი-
ჯის გადადგმის შემდეგ ნერვიული ცახცახი ნებაყოფლობითი
მსხვერპლის ამაღელვებელ სიხარულად გარდაიქმნა. ჰარი წინ
მიიწევს და ირგვლივ მცირერიცხოვანი მაყურებელია, ტრო-

626
მკითხველთა ლიგა

ტუარის გაყოლებაზე შორტებში, კედებსა და ფერად მაისურებ-


ში გამოწყობილი რამდენიმე, ნახევრად შიშველი სხეულია. ბა-
ჭიას მაყურებელი ხმამაღალი შეძახილებით ხვდება. ხელებს
იქნევენ და მხიარული ენთუზიაზმით გაიძახიან „ჰეიიი“, სიხარუ-
ლით ხვდებიან ადამიანს, რომელიც ბიძია სემს - ცოცხალ სიმ-
ბოლოს, მოარულ დროშას - ქვეყნის შიგნით გადასახადების აკ-
რების მოყვარულს, საერთაშორისო ასპარეზზე კი ხშირად
ზიანის მომტან მოთამაშეს განასახიერებს. ჰარის ისღა დარჩე-
ნია, ხელი თავადაც დაუქნიოს, თავს ფრთხილი მოძრაობით უკ-
რავს, რომ არ ჩამოუვარდეს ცილინდრი და არ მოსძვრეს თხის
წვერი. როგორც კი ხალხმა იმატა, გაისმის შეძახილები, „ჰარი“
ან „ბაჭია“ - „ჰეი, ბაჭია, ჰეი, შე მაგარო!“ მათ ახსოვთ იგი. ჰარის
თავისი მეტსახელი უკვე მრავალი წელიწადია, არ გაუგონია.
ასე მას ფლორიდაში არავინ ეძახის. მისი შვილიშვილები გა-
ოგნდებოდნენ, ეს სახელი რომ გაეგონათ. და ახლა, სრულიად
მოულოდნელად, ტროტუარებიდან ცოცხლად ისმის საერთო
სიმპათიით გამთბარი მისი ძველი მეტსახელი. ამ ხალხმა თით-
ქოს შეცვალა ისინი, ვინც სამშაბათობითა და პარასკეობით,
ზამთრის კუნაპეტ ღამეებში საკალათბურთო მატჩის მიმდინა-
რეობისას, დარბაზს საკუთარი სხეულით ათბობდა და ვისი სიმ-
ხურვალის გამოც, ზაფხულობით მოთამაშეებს სიცხისგან თვა-
ლები ეწვოდათ და ოფლი თმიდან, ბაკებიდან, კისრიდან ღვა-
რად მოსდიოდათ, ზურგი ერთიანად სველი ჰქონდათ. ახლა ჰა-
რის მუცელზე, ჯუდითის თქმისა არ იყოს, ჟილეტმა მოუჭირა და
გაოფლილია; ცილინდრის ქვეშ თავი გავარვარებული აქვს.
მადლობა ღმერთს, რომ ჯენისმა პარიკის დახურვა გადააფიქ-
რებინა, როგორც ჩანს, მისი დედაკაცი ყოველთვის შტერი არ
არის.

627
მკითხველთა ლიგა

რაც უფრო თავისუფლად გრძნობს თავს და ცოცხლად უქ-


ნევს ხელს მაყურებელს, მით მეტად ასხამს ოფლი. ადამიანები
კუთხეებში შეჯგუფულან, ხალხი კანტიკუნტადაა ნორვეგიული
ნეკერჩხლის ჩრდილქვეშ, ქვით ნაშენი კედლების სიახლოვეს,
წინკარებთან, მოლით დაფარულ ტერასებზე, გრილ ადგილებ-
ში. წვერი წებოვანებას კარგავს და ეშვება. ჰარი გრძნობს, ნი-
კაპიდან როგორ სცილდება ხელოვნური წვერის ნახევარი. ჰა-
რისეული შეუბორკავი სიარულის მანერისგან განსხვავებით, ბი-
ძია სემი უცნაურად მიაბიჯებს - უფრო მუხლებში მოხრილი მი-
ათრევს ფეხებს, მაგრამ ნაბიჯის შეუნელებლად, ბაჭიამ ფარ-
თხუნა ჯიბეში გადამალულ სკოჩს, რომელსაც ბოლოში წითე-
ლი შოტლანდიური ქაღალდი აქვს მიმაგრებული, პატარა ნაჭე-
რი მოაწყვიტა, ნაჭერი მომენტალურად მიეკრო თითებს. ბევრი
წვალების მიუხედავად, ბოლოებით ერთმანეთს შეწებებული
ნაგლეჯი ასფალტისკენ მიექანება. ჰარი კიდევ ერთხელ ცდის
და სკოჩის ნაგლეჯს ცალი მხრიდან სახეზე იწებებს, მეორე მხა-
რეს კი სინთეტიკურ თეთრ წვერზე ამაგრებს. სკოჩმა წვერი
დაამაგრა, თუმცა ახლა ალბათ, მის სახეზე გაუგებარი ოთკუთ-
ხედი ბზინავს. მაყურებელი მის იმპროვიზებულ შერემონტებას
მხიარულად შეხვდა. ჰარიმ თავისი მძიმე მაღალი ცილინდრი
ასწია, თან ცდილობს მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკა-
ვოს, ფრთხილად უკრავს თავს ხალხს ორივე მხარეს, რასაც
ტაშის ახალი ტალღითა და მეგობრული შეძახილებით ხვდება
აუდიტორია.
ბრბო, რომელიც ჰარის მხედველობის არეში ხვდება, მისი
ხელის აქნევის, მისი ღიმილის, სახეზე სკოჩის მბზინვარე ნაფ-
ლეთის მიღმა - უსაზღვროდ აოცებს. მაუნტ-ჯაჯის მოსახლეობა
საზაფხულოდაა გამოწყობილი. ეს მოურიდებელი სიშიშვლე,
ჰარის ბავშვობის მერე, ახლა უკვე ბავშვებსაც და მხცოვნებსაც

628
მკითხველთა ლიგა

ახასიათებთ. ბორდიურთან ახლოს, მოლზე, გასაშლელ ალუ-


მინის სკამებზე ჩამომჯდარი ჭაღარათმიანი დედაკაცები მსუქანი
ჩვილებივით გამოწყობილან კუბოკრული ქსოვილის სამოსში,
რომელიც ამზეურებს მათ უფორმო ფეხებს დაბერილი ვენე-
ბით. საშუალო ხნის მამაკაცებს თავიანთი კასრისებური თე-
ძოები ველომრბოლელის შორტებში აქვთ ჩაკვეტებული. ასეთ
შორტებში მხოლოდ ყმაწვილები თუ გამოიყურებიან რიგიანად.
ახალგაზრდა დედიკოები, რომლებმაც აღლუმის სანახავად
თავიანთი სახლების უკან მდებარე აუზები ის-ისაა დატოვეს, ბი-
კინებში ან კიდევ ერთიან საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწ-
ყობილები. კოსტიუმები იმდენად ღრმადაა ორივე მხარეს ამოჭ-
რილი, რომ მკერდი და დუნდულები გადმოყრილი აქვთ, ხო-
ლო თეძოზე სიცხისგან შევარდისფრებული, პამპერსიანი ჩვი-
ლები ჰყავთ მისკუპული. გასაოცარია, რამდენი ჩვილია და
ახალ ფეხადგმული ბავშვი. შეუჩერებელი დუღილია, თაობას
თაობა მოჰყვება, მიდის გაუთავებელი ცვლა მას მერე, რაც ამ
ქალაქმა თავად ბაჭია დაბადა. ჰარის ბავშვობაში სულ სხვა
დრო იყო. სკოლისთვის გამზადებული ბავშვები სახლებიდან
გამოდიოდნენ და წინკართან დგებოდნენ. მოღუშულსახიანი
დიასახლისები კი ცოცხს მუქარით იქნევდნენ, მათ მუდამ მუქი
სქელი წინდები და ბოლო ღილამდე შეკრული სახლის ხალა-
თები ეცვათ. ახლა ჯეკსონ როუდის ტროტუარები უდარდელი
და უმანკო სხეულების გამოფენაა. ყურძნის მსგავსი შიშველი
მუხლები და მოღეღილი გარუჯული მხრები ტროტუარის ჩრდი-
ლებში იძირება. ყველგან, მოოქრულ ჯოხებზეც, ამერიკის
დროშებია და კიდევ - ბუშტები, ნაირ-ნაირი ფერის ბუშტი, ასევე
- ლითონის გულისა და ბლის ფორმის გამოსახულებები. ზოგი
ხელში უჭირავთ, ზოგიც ბუჩქებზეა გამობმული, ან - საბავშვო

629
მკითხველთა ლიგა

ეტლის სახელურებზე. ეტლებში კი ბავშვები სხედან, სულ უფრო


მეტი ბავშვი...
ყოვლისმომცველი სათნოება, საერთო იდუმალი შეთან-
ხმება, რადაც უნდა დაგიჯდეს, გაერთო და დაისვენო, ქმნის სა-
ჭირო ატმოსფეროს და აცოცხლებს აღლუმს, რომელსაც ბაჭია
უჩვეულო სიცარიელის გავლით, ნაცნობი დაფერდებული ქუჩე-
ბით, ცენტრისკენ მიუძღვება.
ჰარი წვერს მეორე მხრიდან იწებებს, იშორებს ლენტს,
თან იმავე ჯიბიდან ამოაქვს აბების შუშა და პირში თავის ნიტ-
როსტატს იდებს. პატარა აღმართი ბაჭიამ მძიმედ დასძლია, ახ-
ლა კი, თავდაღმართში მუხლები და ტერფები ეურჩება. როდე-
საც ოდნავ ეწევა საპატრულო მანქანას, მისი ფილტვები მხუთა-
ვი გამონაბოლქვით ივსება. უკნიდან შეუჩერებლად გრძნობს
მუსიკალური რყევის მოწოლას, როგორც კი „ამერიკული პატ-
რული“ შეწყდა, იგი შეცვალა მელოდიამ „გუშინ“ და პირიქით.
ჰარი კონცენტრირებულია ორმაგ ყვითელ ზოლზე, რომელზეც
ალაგ-ალაგ მანქანების მკვეთრი დამუხრუჭების კვალი შავადაა
გაგლესილი. იქ კი, სადაც ქუჩაზე გადასვლა ნებადართულია,
ზოლი უწყვეტიდან წყვეტილში გადადის, თუმცა ძირითადად მა-
ინც უწყვეტია. მის წინ გაწოლილი ეს ყვითელი ზოლი თითქოს
სწორი, ტრამვაის ძველი უდრეკი რელსია, ასფალტის ქვეშ დი-
დი ხნის წინ ჩამარხული ან დაშლილი და ჯართად ქცეული. ფო-
ტოაპარატები ჩხაკუნებს, ჰარის უღებენ. მოისმის შეძახილი - ეს
მას ესალმებიან, ზოგი სახელს გაიძახის, ზოგიც კი მეტსახელს.
ხალხი იცნობს მას, მაგრამ თავად ვერც ერთ ნაცნობ სახეს ვერ
ხედავს, ვერც ერთს - წამით მაინც გაიელვებდეს ბრბოში ქერა
თმით დამშვენებული პრუს ასიმეტრიული გულ-სახე, ან შავთვა-
ლება როის დაჟინებული მზერა, ან ჯენისის თხილისოდენა, მუქ-
კანიანი, ჯიუტი სახე. მათ თქვეს, რომ ჯოზეფ-სტრიტისა და მურ-

630
მკითხველთა ლიგა

ტის კუთხეში იქნებოდნენ. აქ, ქალაქის მუნიციპალიტეტის მი-


სადგომებთან, ხალხის ნაკადი უფრო მძლავრია. ზაფხულის
მზისაგან შეწითლებული სხეულები გზის პირას კედლად არიან
აღმართულნი. ბრბოს სიღრმეში ოთხი თუ ხუთი ადამიანი მო-
ჩანს. ბაჭიას ახლობლები ამ ხალხმრავლობაში ჩაიკარგნენ.
მისი ქალაქი, რომელსაც ჰარი გასულ ათწლეულებში იც-
ნობდა, უკვალოდ გაქრა, მის ადგილას კი აღმოცენდა სხვა -
უფრო ახალგაზრდა, შიშველი, უშიშარი, უკეთესი. ამ ქალაქში
ის ისევე უყვართ, როგორც ადრე, როცა ერთ თამაშზე, საკუთარ
მოედანზე, მშობლიური ქალაქის საამაყოდ 42 ქულას აგროვებ-
და. ჰარი ცოცხალი ლეგენდაა, მიწად ჩამოსული ღრუბელი. ბა-
ჭიას შიგნით რაღაც ფეთქებადი კაფსულა გაიხსნა, როგორც
ყვავილი იხსნება მზისგულზე. ჰარის ოფლისგან თვალები ეწვის
ან ალერგია დაეწყო, გავარვარებული ცილინდრის ქვეშ თავი
ასტკივდა. „სათბურის ეფექტია, ალბათ“, ფიქრობს ბაჭია. ოზო-
ნის ხვრელი. როდესაც ანტარქტიდის ყინული გადნება, ყველა-
ნი დავიხრჩობით. ჰარი გულდასმით ათვალიერებს ადამიანებს,
იმ იმედით, რომ ნაცნობ სახეს წააწყდება. ბაჭიას მზერა ხან ლუ-
დის ქილას აწყდება, რომელიც მის თვალწინ ხელიდან ხელში
გადააქვთ, ხან ბავშვის სახეზე ალაპლაპებულ ახლომხედვე-
ლის სათვალეს, ხანაც სამხრეთამერიკელი გოგონას ყურზე მო-
ციმციმე ვერცხლისფერ რგოლს. მსვლელობისას ჰარიმ ბრბო-
ში რამდენიმე შავკანიანი სახე შეამჩნია, დანარჩენებივით
მხიარული და შემაგულიანებელი, რამდენიმე აზიელიც - ვიღა-
ცის ნაშვილები ვიეტნამელი ობოლი ბავშვები, ვიღაცის დაბა-
ლი, მსუქანი ფილიპინელი ცოლი. უკან, შორს, სადაც საზეიმო
აღლუმის ზოლია გაჭიმული, შოტლანდიური საკრავებით მო-
საწყენ, ხალხურ სიმღერას წელავენ, როკმომღერალი კი ლე-
ნონის წაბაძვით მღერის „წარმოიდგინე“; კოლონის სათავესთან

631
მკითხველთა ლიგა

ახლოს, მაგნიტოფონის დაკაწრული ლენტის შრიალსა და მიკ-


როფონის ხრიწიან ხმას შორის აღწევს კეიტ სმიტის ხმა, ისეთი-
ვე მკვდარი, როგორიც ახლა თავადაა, ღმერთმა აცხონოს მისი
სული, უეჭველად აქამდე იცოცხლებდა, მისი ჭარბი წონა რომ
არა.
„ღმერთმა დალოცოს ამერიკა... თავისი თეთრი ქაფით
დაფარული ოკეანეებით“...
ჰარის თვალები ეწვის და უცნაური შეგრძნება ეუფლება,
თითქოს თავბრუ ეხვევა, თითქოს მიწას მოსწყვიტეს, რათა კა-
ცობრიობის ისტორიისთვის თვალის გადავლება შეძლოს. ბა-
ჭია ამაღელვებელმა გრძნობამ მოიცვა, რომლის გამოც გული
უფრო გამალებით აძგერდა, ეს ყველაზე დალოცვილი და ბედ-
ნიერი ქვეყანაა, რაც კი ოდესმე არსებულა მსოფლიოში.
ეს იმ სულელური აღიარებების მსგავსია, ოდესღაც თელ-
მას რომ უზიარებდა, ერთმანეთით დამტკბარებს არ ეუხერხუ-
ლებოდათ, ჩურჩულით ესაუბრათ ყველაფერზე. თელმა
მოულოდნელად გარდაიცვალა. დაიღუპა თირკმლების უკმა-
რისობის გამო. „ტრომბოციტოპენია“ და „ენდოკარდიტი“. ივ-
ლისის მიწურულს, როცა მორიგი მხურვალე მოცისფრო--
მონაცრისფრო დღის ალიონი დგებოდა და მზის პირველი სხი-
ვები ბრუერის წმ. იოსების საავადმყოფოს მოპირდაპირედ, აგუ-
რით ნაშენი შენობის სახურავს სწვდებოდა. საბრალო თელმა,
მის სხეულს ხანგრძლივი ბრძოლის გამო ძალ-ღონე გა-
მოელია. რონი ცდილობდა აღსასრულისას მეუღლე სახლში
ჰყოლოდა, მაგრამ გამკლავება ვერ მოახერხა. ჰალუცინა-
ციები, ბოდვა, გესლიანი რისხვა. ყველა ადამიანზე უფრო მე-
ტად რონის მიმართ ჰქონდა გულისწყრომა - იმ კაცის მიმართ,
რომელიც ერთგულად უვლიდა და მოსიყვარულე ქმრობას
უწევდა. არადა რონი ქორწინებამდე უსაქმური ახალგაზრდა

632
მკითხველთა ლიგა

იყო. თელმა მხოლოდ 55 წლის შესრულდა, ჰარიზე ერთი


წლით უმცროსი იყო, ჯენისზე კი - ორი წლით უფროსი. გარდა-
იცვალა იმ კვირას, როცა თვითმფრინავი „DC-10“ დენვერიდან
ჩიკაგოს გავლით ფილადელფიაში მიფრინავდა და აიოვაში
მდებარე სუი-სიტიში საათში ორასი მილის სიჩქარით დაფრენის
მცდელობისას დაიმსხვრა, მწყობრიდან გამოსული ორი ძრა-
ვით თვითმფრინავმა ასაფრენ ბილიკამდე მიაღწია, ამოტრი-
ალდა და ცეცხლოვან ბურთს დაემსგავსა. მიუხედავად ამისა,
ასობით ადამიანი ცოცხალი გადარჩა. ზოგიერთი მგზავრი
ფიუზელაჟის სექციაში უსაფრთხოების ღვედებზე ყირამალა
ეკიდა, ზოგმა კი თავის დაღწევა მოახერხა და ასაფრენი ბილი-
კის სიახლოვეს მდებარე სიმინდის ყანებს შეაფარა თავი. ბაჭიას
დაკვირვებით, ეს პირველი ზაფხულია, როცა ახალი ამბების
პირველი ბლოკი რაიმე მოვლენის ოც წლისთავს არ იხსენებს
- ვუდსტოკი, მენსონის ხოცვა-ჟლეტა, შემთხვევა ჩაპაკუიდიკში,
მთვარეზე დაჯდომა. საინფორმაციო გამოშვებებში მუდამ მრავ-
ლად იყო ძველი კადრები, ახლა კი უბედურ შემთხვევებს თვლა
აღარ აქვს.
სამოქალაქო პანაშვიდი გაურკვეველი კონფესიის ეკლე-
სიაში, ეროუდეილიდან ერთი მილის დაშორებით ტარდება. მი-
სი ძებნისას ჰარი და ჯენისი დაიკარგნენ და მეიდენ სპრინგსის
სავაჭრო ცენტრთან ამოყვეს თავი, კინოთეატრის აფიშის ქვეშ,
რომელზეც საკმარისი ადგილი არ იყო ყველა ფილმის სა-
თაურის დასატევად: ძვირფასო, მე დავაპატარავე ბავშვები;
ბეტმენი; მოჩვენებებზე მონადირეები-2; კარატისტი-3; მკვდარი
პოეტების საზოგადოება; დიდებული მეჯლისები. ზარმაც მოლა-
რე გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად შეიძლებოდა ყო-
ფილიყო ეკლესია, ისეთივე სარგებელი მიიღეს პოპკორნისა
და დამდნარი M&M-ის სუნით გაჟღენთილ ფართო, წითელ

633
მკითხველთა ლიგა

ფოიეში მუწუკებიანი ბილეთების გამყიდველი ბიჭუნასგან. ჰარი


გაბრაზდა საკუთარ თავზე, რამდენჯერმე ფარულად წასულა
ეროუდეილში თელმას სანახავად, ახლა კი მის წყეულ ეკლესი-
ას ვერ პოულობს. მღელვარებისგან წამოწითლებულებმა, შე-
წუხებულებმა და ერთმანეთით უკმაყოფილოებმა, ვინაიდან ამ
უმარტივესი დავალების მოუგვარებლობას ერთმანეთს აბრა-
ლებდნენ, ბოლოს და ბოლოს, დანიშნულების ადგილამდე მი-
აღწიეს და აღმოჩნდა, რომ ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ
უბრალო ნესტიანი ფარდულია, ფანჯრებიანი საწყობი ალუმი-
ნის მოკლე შპილით, მოტიტვლებული წითელი მიწის ერთი აკ-
რი უჭირავს და ეულად დგას. გარშემო ბალახი აქა-იქ ამოსულა
და მიწა ჭარბად დასერილა მანქანების ნაკვალევით. ეკლესიის
შიგნით კედლები ბეტონისაა, ფართო ფანჯრებიდან შემოსული
სინათლე კი, შეუნიღბავი და დაუნდობელია. საეკლესიო მერ-
ხების ნაცვლად აქ გასაშლელი სკამებია; დამსწრეთა თავებს
ზემოთ, მეტალის ძელებზე, რაღაცნაირი ხელოვნური, სათამა-
შო ქეჩებია ჩამოკიდებული. ზედ დახატულია ჯვრები, საყვირე-
ბი, ეკლის გვირგვინები და მონაცვლეობით ჩართულია ამონა-
რიდები წმინდა წერილიდან: მარკოზის სახარება 15,35, იოანეს
გამოცხადება 1,10, იოანეს სახარება 19,2.
მღვდელს ყავისფერი კოსტიუმი აცვია, ჰალსტუხსა და
ჩვეულებრივ საყელოს ატარებს. ისეა აწეწილი და სუნთქვადამ-
ძიმებული, როგორც ელექტრომოწყობილობის მაღაზიის
ახალგაზრდა მსუქანი მეპატრონე, რომელსაც ზოგჯერ თავად
უწევს მძიმე ყუთების თრევა. მის ხმას აძლიერებს პატარა მიკ-
როფონი, რომელიც თითქმის არც კი ჩანს მუხის კათედრის
ფონზე. იგი საუბრობს თელმაზე, როგორც სანიმუშო დიასახ-
ლისზე, დედაზე, მრევლზე, წამებულზე. აღწერილობა ისეთივე
არაფრისმთქმელია, როგორიც კაბა მფლობელის გარეშე.

634
მკითხველთა ლიგა

მღვდელი ამჩნევს ამას, ამიტომ განსაკუთრებით აღნიშნავს,


რომ იუმორის გრძნობისა და სიცოცხლის მისეული, თავისებუ-
რი აღქმის წყალობით, თელმამ შეძლო ხანგრძლივად ებრძო-
ლა დაავადებასთან, რათა თავისი საეკლესიო მოვალეობები
შეესრულებინა. იგი უკანასკნელ მტანჯველ კვირას თელმასთან
საავადმყოფოში იყო მისული და შეჰბედა, ერთად ემსჯელათ
იმაზე, რომ ზოგ ადამიანს მეტი სატანჯველი ერგება, ზოგიერ-
თი, ღვთის შეწევნით, ამარცხებს დაავადებას და იკურნება, ზოგი
კი უკურნებელი რჩება. გავიხსენოთ სახარებიდან-მეთქი, ვუთხა-
რი, რა შეემთხვა დაბლობსა ან მაღლობზე, კაპერნაუმსა და გა-
ლილეაში ურიცხვ კეთროვანსა და შეპყრობილს, რომელიც არ
დაადგა მაცხოვრის გზას, ან მათ ვისაც გაბედულება აკლდა, გა-
ერღვია ბრბო და მიეღწია იესომდე. და რა იყო თელმას პასუ-
ხი? საავადმყოფოში ლოგინად ჩავარდნილმა, ტკივილითა და
ტანჯვით გამწარებულმა თქვა, რომ ყოველი მოკვდავივით იმ-
სახურებდა, რაც დაემართა. ეს ქალი გახლდათ ჭეშმარიტი
მორჩილი, ხვედრთან შერიგებული, რომელსაც არ დაუჩივლია
სასიკვდილო სარეცელზეც კი. უფრო ადრე, ნაკლებად რთულ
მდგომარეობაში ყოფნისას, იგონებს მღვდელი და მისი ხმის
ტემბრი ხალისიან ნოტებზე გადადის, რაც ხუმრობის მაუწყებე-
ლია, მან მოინახულა თელმა მის გაწკრიალებულ სახლში და
ქალისგან მოისმინა, რომ მისი დაავადება უბრალოდ გაუგებ-
რობა იყო, ფაქტობრივად სხეულის პაწაწინა კაპილარები იყო
გადახლართული. შემდეგ კი მისთვის დამახასიათებელი ნატი-
ფი იუმორით დაამატა, რომ ალბათ ღმერთი პასუხს აგებდა
მხოლოდ იმაზე, რაც ხილული და აღქმადია ადამიანთათვის,
ხოლო ის, რაც მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს, იმაში უფალს
ბრალი არ მიუძღვის.

635
მკითხველთა ლიგა

მღვდელი სიფრთხილით ათვალიერებს თელმას ხსოვნის


პატივსაცემად შეკრებილ ადამიანებს, ვინაიდან არ არის დარ-
წმუნებული, დადებითად აღიქვამენ თუ არა მიცვალებულზე მი-
სეულ მოგონებას. თუმცა, ვინც თელმას იცნობდა, ეტყობა, ნათ-
ქვამში მისეული ინტონაცია ამოიცნო, რაღაც თელმასეული მას-
წავლებლური ტონი, გაჯერებული სიმკაცრითა და გესლიანო-
ბით, თავისი უბრალო ცხოვრების წესითურთ. ან, შესაძლოა,
აუდიტორია მიხვდა, რომ მღვდელს გამხნევება ესაჭიროებო-
და, რათა „დაუმსახურებელი განსაცდელის“ თემისთვის თავი
დაეღწია, და დამსწრენი მის ხუმრობაზე ზრდილობიანად ახით-
ხითდნენ. ყავისფერ კოსტიუმში გამოწყობილმა კაცმა ტოქშოუს
წამყვანივით, რომელიც მორიგ გადაცემას ასრულებს, შვებით
ამოისუნთქა და გადავიდა უსაფრთხო შაბლონურ ტექსტებზე,
ფსალმუნზე „წყალთა ზედა“ და ლექსებზე „ეკლესიასტედან!“,
რომელიც გვეუბნება, რომ ყველაფერი ამაოა. აჟღერებული
ჰიმნი აუწყებს, რომ დღე დასრულდა.
ცხვირასრუტუნებული ჯენისის გვერდით, პოლიციურ კოს-
ტიუმში გამოწყობილი ჰარი ზის და ფიქრობს თელმაზე, გარ-
ყვნილ, შიშველ თელმაზე, როგორსაც ბაჭია იცნობდა. რა ცოტა
ჰქონდა მას საერთო იმ ქალთან, მღვდელმა რომ აღწერა. თუმ-
ცა, იქნებ მღვდლის მიერ აღქმული თელმა ისეთივე რეალური
იყო, როგორიც - ბაჭიას იცნობდა?! ქალები მსახიობები არიან,
წარმოდგენას ცალკეული მაყურებლისთვის მართავენ. ბაჭიას-
თან მას მუდამ ერთი როლი ჰქონდა - გაეღმერთებინა იგი,
მიეცა სხეული სრულ განკარგულებაში, აესრულებინა ყველა
სურვილი, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნილებები. თელმას
დაავადებული და გაყვითლებული სხეული საკუთარ თავში სიკ-
ვდილს ინახავდა, როგორც აბრეშუმგადაკრული შავი ყუთი.
მისთვის რაღაც მსუბუქად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი

636
მკითხველთა ლიგა

ის იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევის ვერშემძლებელი, თავად


ეძლეოდა უწესო სიყვარულს. ჰარის არ ძალუძდა, ისე ჰყვარე-
ბოდა თელმა, როგორც მას უყვარდა იგი. ქალის მხრიდან შექ-
მნილი სიტუაციის მიმართ ირონიული დამოკიდებულება და სა-
კუთარი თავის დასჯის უცნაური სურვილი გამოსჭვიოდა, ბაჭია
კი მუდამ გაუცხოებას გრძნობდა. რაც უნდა ხშირად მიეტოვები-
ნა ჰარის, თელმას მუდამ სურდა, ბაჭია დაბრუნებოდა და მას-
თან დარჩენილიყო. ბაჭია კურთხევის მისაღებად წამოდგა და
იგრძნო, თითქოს მისკენ მიცვალებულის მწუხარე სული გა-
მოემართა, გაჩერდა მის გულთან ახლოს, თითქოს ჰარის მომ-
ჟავო ამონასუნთქიც კი მისწვდა. მოჩვენება მდუმარედ ევედრე-
ბა, არ მიატოვოს. ჯენისი ისევ სრუტუნებს, ჰარი კი ცდილობს
თავისი დარდი თელმას გამო გულში შეინახოს, ვინაიდან კარ-
გად ხვდება, ჯენისს ამის დანახვა არ სურს.
გარეთ, შემაწუხებელ მზის სინათლეზე ჩანს მოღიმარი უებ
მარკეტი, ღრმა ნაოჭებით სახეზე და გრძელი აქლემისებური
ზედა ტუჩიდან გადმოშვებული სიგარეტით; თავის ახალ მეუღ-
ლეს დაატარებს აქეთ-იქით და აცნობს. ოციოდე წლის მორ-
ცხვი გოგონა ნელსონსა და ენაბელზე უმცროსია; ფუმფულა,
ტანმორჩილი ქერათმიანი მუქარშიებიან სამოსში გამოწყობილ
სელაპს ან ცურვაში გამარჯვებულ მოზარდს წააგავს, გამოკვე-
თილი ამონაბურცებისა და ღრმულების გარეშე. უებს უყვარს
ეგეთები, სექსუალურები. ჰარის ებრალება გოგონა, რომელიც
გოლფში ქმრის ყოფილი პარტნიორის ცოლის პანაშვიდზე მო-
ათრიეს. სინდი, უების ყოფილი ცოლი, რომელსაც არცთუ დი-
დი ხნის წინ ჰარი აღმერთებდა, ასევე აქ არის. სინდი მარტოა,
ჯმუხი, გაღიზიანებული. ძლივს იცავს წონასწორობას სანდლი-
სებურ, შავ მაღალქუსლიანებზე შემდგარი, ბარბაცებს, ბორძი-
კობს და ბოლოს ახერხებს, დადგეს შედარებით მოხერხებუ-

637
მკითხველთა ლიგა

ლად წითელი მიწიდან მეჩხრად ამოსულ ბალახზე, მანქანების


ბორბლების ნაკვალევზე, ეკლესიის მრევლის ავტოსადგომზე.
ჯენისი უებსა და მის ახალშერთულ მეუღლეს ეტმასნება, ჰარი
კი გალანტურად მიიწევს სინდისკენ, რომელიც უფორმო მასაზე
ამაღლებულა და თვალებს ჭუტავს მზის ცხელ, თაკარა ბურუს-
ში.
- სალამი, - ეუბნება ჰარი მას და თან ფიქრობს, თავი ასეთ
დონემდე როგორ მიიყვანა. ახლა მას ტიპური დაიმონდელი
სოფლელი დედაკაცის აღნაგობა აქვს, მკერდი, როგორც თა-
რო და იმხელა საჯდომი, თითქოს საკუთარ სკამს დაატარებს.
მისი ოდესღაც საყვარელი სახე, რომელიც იზიდავდა და სურ-
ვილს აღძრავდა გამოგეაშკარავებინა, რა იმალებოდა მისი ბი-
ჭური, ცოცხალი გამომეტყველების მიღმა, მისი პაჭუა ცხვირი
და ერთმანეთისგან დაშორებული ფართო თვალები ამჟამად
ქონითა და ფენა-ფენა ღაბაბითაა დაფარული; მას კისერი
აღარც აქვს, როგორც იმ რუსულ ხის თოჯინებს, რომლებიც ერ-
თიმეორეში ჯდება. თმა, რომელიც მუდამ მოკლედ ჰქონდა შეჭ-
რილი, ახლა გაშვებული აქვს თანამედროვე ქალების მსგავსად
და დიდთავიანის შესახედაობას აძლევს. ვარცხნილობა მოცუ-
ლობას მატებს.
- ჰარი, როგორ ხარ? - მისი ხმა საპანაშვიდო თავშეკავე-
ბითაა გაჯერებული, უწვდის დათვის თათივით ფართო და ბუთ-
ხუზა ხელს, ბაჭია ხელს ართმევს და ასევე ვითარებისგან დამ-
წუხრებული ფრთხილად ეამბორება დაღონებულ განიერ ლო-
ყაზე. ქალის გამომეტყველება გაღიზიანებისგან ნელ-ნელა თა-
ვისუფლდება.
- საშინელება არ არის, რაც თელს დაემართა? - ეკითხება
იგი.

638
მკითხველთა ლიგა

- ჰო, - ეთანხმება ჰარი, - მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო,


თავადაც იცოდა, - მისი ვარაუდით, იგი უფლებამოსილია თავი-
სი აზრი გამოთქვას მიცვალებულის გრძნობებსა თუ ფიქრებზე.
სინდი მათთან ერთად იყო კარიბის კუნძულებზე იმ ღამეს, რო-
დესაც წყვილების შეცვლა გადაწყვიტეს. ბაჭია სინდის ნატრობ-
და და წილად ხვდა თელმა, ახლა კი სქესობრივი ლტოლვის-
გან ერთიც და მეორეც უკვე ძალიან შორს არიან.
- ხომ იცი, - ამბობს სინდი, - როდესაც მძიმედ ავადმყო-
ფობ, ხვდები, როდის გიახლოვდება აღსასრული, ყველაფერს
გრძნობ.
ბაჭიას ახსოვს მისი პატარა ჯვარი კისერზე, რომლის და-
ნახვაც შესაძლებელი ხდებოდა, როდესაც საცურაო კოსტიუმში
იყო გამოწყობილი. როგორც ბევრი ადამიანი მისი თაობიდან,
სინდიც ჭკუაზე ვერ იყო - ასტროლოგიის, წინათგრძნობების,
ყოველივე ზებუნებრივის გამო - მართალია, იმ დონეზე არა,
როგორც ბადი ინგერფინფერის შეყვარებული გოგონა ვალე-
რი, ნამდვილი ჰიპი, ექვსი ფუტის სიმაღლისა და მუდამ მძივე-
ბით ახორხლილი.
- ქალები, შესაძლოა, უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდ-
რე მამაკაცები, - ტაქტიანად პასუხობს სინდის. ჰარი ცდილობს
გულახდილობისკენ უბიძგოს, - ბოლო დროს ჯანმრთელობის
პრობლემები მქონდა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს
მთელი ცხოვრება ნისლში გავატარე.
საუბრის მსგავსი განვითარება სინდისთვის ზედმეტად სიღ-
რმისეულია, აღსარების მოსმენის ტოლფასია. ჰარისა და ამ
ქალს შორის მუდამ რაღაც კედელი არსებობდა, ღია თაფლის-
ფერი თვალების მიღმა რაღაც ბარიერი იგრძნობოდა და იმის
იქით სიგნალი ვეღარ აღწევდა. თელმა მას სულელ სინდის
ეძახდა.

639
მკითხველთა ლიგა

- ვიღაცამ მითხრა, - ეუბნება ბაჭია, - რომ ორიოლთან ახ-


ლოს, ახალგახსნილი სავაჭრო ცენტრის ბუტიკში მუშაობ.
- სიმართლე გითხრა, სამსახურის მიტოვებას ვაპირებ. რა-
საც გამოვიმუშავებ, მერე უების ალიმენტის ანგარიშში მექვითე-
ბა და ტყუილუბრალოდ რატომ შევიწუხო თავი? გეცოდინება,
დედიკოები როგორ შეძლებულად ცხოვრობენ ამ გზით.
- არ ვიცი, - ამბობს ჰარი, - ჩემი აზრით, სამსახური სა-
შუალებაა, ხალხში გამოხვიდე, გაიცნო ახალი ადამიანები, -
„შეხვდე ვინმე ტიპს და გათხოვდე კიდევ ერთხელ“, გაიფიქრა
ბაჭიამ, მაგრამ არ უთქვამს. კი მაგრამ, ვის ენდომება ასეთი ქო-
ნიანი ხორცის ნაჭერი? ახლა რომ მოისურვო მასთან ერთად
ზღვაში გასეირნება, ნებისმიერ მზის დამჭერს ჩაძირავს.
- ვფიქრობ, ფიზიოთერაპიას დავეუფლო. ერთი გოგონა,
ბუტიკიდან, ჰოლისტიკური მასაჟის კეთებას სწავლობს.
- ჩინებულად ჟღერს, - პასუხობს ბაჭია, - მაინც რომელი
ადგილების მასაჟირებაა უმჯობესი, რომ სწრაფად გამოჯან-
მრთელდე?
ეს საკმარისად უხეში ნათქვამია, ამიტომ სინდი მის გამოწ-
ვევას ბედავს:
- შენ და თელმა... - მაგრამ ქალი წინადადებას არ ასრუ-
ლებს და მიწას აშტერდება.
- ჰო? - მათ შორის არსებული ბარიერი ბაჭიას შემდგომი
ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევს; ამასთან, სინდი
ნამდვილად არ არის ის აუდიტორია, რომლის წინაშეც ჰარის
თელმას დაობლებული საყვარლის როლის თამაში უნდა.
- ვიცი, რომ მოგენატრება იგი, - ფრთხილად ამბობს სინ-
დი.
ბაჭია თავს უმანკოდ აჩვენებს:

640
მკითხველთა ლიგა

- გულახდილად რომ გითხრა, მე და ჯენისი ხშირად არ


ვსტუმრობდით ჰარისონებს ამ ბოლო დროს - რონი კლუბიდან
წავიდა, თქვა, რომ ზედმეტი ფულის ფლანგვაა, თავადაც არ
მომეცა საშუალება ამ ზაფხულს მივსულიყავი. იქ ყველაფერი
უკვე სხვაგვარადაა, ძველი ჯგუფი აღარ არის. თუმცა უამრავი
ხეპრე ახალგაზრდაა, ბურთს ისე ურტყამენ, რომ მთელ მილზე
მიფრინავს და ყოველ შაბათ-კვირის ლატარიას იგებენ. მხო-
ლოდ ჩემი რძალი იყენებს საცურაო აუზს ბავშვებთან ერთად.
- როგორც გავიგე, ავტოსადგომზე დაბრუნებულხარ.
- ჰო, - ამბობს ბაჭია და ყოველი შემთხვევისთვის, თუ სინ-
დი საქმის კურსშია, ამატებს, - ნელსონმა გვიმუხთლა, უბრა-
ლოდ ციხესიმაგრეს ვიცავ.
ჰარის აინტერესებს ზედმეტი ხომ არ თქვა, მაგრამ სინდი
მას არც კი უყურებს:
- უნდა წავიდე, ჰარი, არ შემიძლია ვუყურო, თუ როგორ
დახტის თავისი თავმომწონე, სულელი თოჯინას გარშემო უები.
ბოლოს და ბოლოს, სამოცსაა გადაცილებული!
არადა ზოგიერთს როგორ უმართლებს, კაცმა 60 წლამდე
მიაღწია და ჯერაც კარგ ფორმაშია. სიჩუმით შებოჭილი ჰაერი
სინდის მკვეთრი გამოხდომის მერე მსუბუქმა ღუღუნმა გამოაფ-
ხიზლა, მათ თავზე თვითმფრინავმა გადაუფრინა. არცთუ ისე
მეგობრული ღიმილით ბაჭია ეუბნება:
- თქვენ, ყველანი, რიგრიგობით, მას ახალგაზრდობას
უნარჩუნებდით, _ქალისადმი, რომლის სურვილიც გტანჯავდა,
ძალაუნებურად ზიზღს გრძნობ, როცა ლტოლვა ქრება.
ხალხი ნელ-ნელა იშლება და ჰარი ფიქრობს, რომ რო-
ნისთან უნდა მივიდეს და მიუსამძიმროს. მისი ძველი მოსისხლე
მტერი რამდენიმე კაცთან ერთად დგას, მის გვერდით არიან
სამი ვაჟი და მათი თანმხლები ქალები. ალექსი კომპიუტერული

641
მკითხველთა ლიგა

გენიოსია, მოკლე ვარცხნილობითა და გონებაჩლუნგი ახლომ-


ხედველის გამომეტყველებით. გრძელი ლაქდასხმული თმით
ჯორჯს მსახიობის იერი აქვს. ქურთუკი და ჰალსტუხი, დედამი-
სის გასვენებაზე რომ ჩაუცვამს, თეატრალური კოსტიუმივით ად-
გას ტანზე. რონი-უმცროსს ყველაზე სასიამოვნო სახე აქვს -
თელმას ღიმილი - დაკუნთულია, გარუჯული, ეტყობა, რომ ფი-
ზიკური მუშაობა უწევს.
- ნელსონის საქმე როგორ არის? - ეკითხება რონი--
უმცროსი. სახის გამომეტყველებაზე ეტყობა, მას ბოროტი გან-
ზრახვა არ გააჩნია და არ ცდილობს, საზიზღარი იყოს. ალბათ,
ეს ის ბიჭია ბრუერიდან, რომელმაც თელმას ნელსონის შესახებ
უამბო.
ჰარი მას, როგორც მამაკაცი მამაკაცს, პასუხობს:
- კარგად, რონ, მან დეტოქსიკაციის ერთთვიანი კურსი
გაიარა, ამჟამად კიდევ ოციოდე სხვა პაციენტთან ერთად ჩრდი-
ლოეთ ფლორიდაში, პანსიონში ცხოვრობს. ქალაქის სპორ-
ტულ მოედანზე მოზარდ ახალგაზრდებთან მოხალისედ მუშა-
ობს.
- შესანიშნავია, მისტერ ენგსტრომ, ნელსონი სინამდვილე-
ში კარგი ტიპია.
- მის მოსანახულებლად აღარ დავდივარ, ვერ ვუძლებ ამ
ოჯახურ თერაპიას, რომელსაც იქ ყველას უტარებენ. თუმცა დე-
დამისი და პრუ ამტკიცებენ, რომ ნელსონს მოსწონს ძნელა-
დაღსაზრდელ შავკანიან მოზარდებთან მუშაობა.
მათ შორის ყველაზე სასიამოვნო გარეგნობა თელმას საყ-
ვარელ ვაჟს, ჯორჯს აქვს, ის საუბარში ერევა:
- ნელსონის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად
მგრძნობიარეა, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. შოუბიზ-
ნესში ნელ-ნელა სწავლობ თავის გატანას... ხომ იცით, რომ

642
მკითხველთა ლიგა

მთავარი პრინციპია „წადით, თქვენი...“. სხვა შემთხვევაში შესაძ-


ლოა თავი თვითმკვლელობამდე მიიყვანო, - იგი ხელით ვარ-
ცხნილობას ისწორებს.
საუბარში ზანტად ჩაერთო ალექსი, ყველაზე უფროსი:
- სიმართლე გითხრათ, მეც ვიყავი ნარკოტიკის მომხმარე-
ბელი, სანამ ფლორიდაში ვცხოვრობდი, იმიტომაც გამიხარდა
უსაზღვროდ, როდესაც „ფეირფაქსში“ გამომიჩნდა სამსახური.
ამით იმის თქმა მინდა, რომ დღესდღეობით წამალს ყველა
ეტანება. ყოველ შაბათ-კვირას ამით არიან დაკავებული, გაბ-
რუებულები. ამ ვითარებაში როგორ გინდა ბავშვების აღზრდა,
ან ფულის დაზოგვა?
თელმას ვაჟები უკვე ზრდასრული მამაკაცები არიან, შე-
ვერცხლილი თმითა და ნაოჭებით ტუჩების ირგვლივ, ცოლები-
თა და მცირეწლოვანი ბავშვებით, თელმას შვილიშვილებით,
რომლებიც სირთულეებით სავსე ამ ცხოვრებაში დამცველს სა-
კუთარ მამებში ეძებენ. ჰარის თვალში, მისი ვაჟები უფრო
ზრდასრულები არიან, ვიდრე რონი, რომელშიც მუდამ ხედავ-
და საძაგელ ბიჭუნას ღარიბთა უბნიდან. რონი, გარყვნილი და
ბილწსიტყვაობის მოყვარული ვიგინდარა მათი საერთო გასახ-
დელიდან - ასე დაამახსოვრდა სკოლიდან თელმას ქმარი. ადა-
მიანები, რომელიც ჰარის უყვარდა, ნელ-ნელა ხელიდან ეც-
ლებიან, რონი კი მუდამ აქ არის, თან ახლავს მას, როგორც
მისივე სხეულის ნაწილი, აყროლებული შემოტმასნული ტრუ-
სით, რომელიც ყოველდღე ისვრება.
რონი დადარდიანებული ქვრივის როლს შესანიშნავად ას-
რულებს, ისე გამოიყურება, თითქოს სარეცხი მანქანიდან ახლა-
ხან ამოიღეს. ცრემლებისგან აწითლებულ ქუთუთოებზე მისი
თეთრი წამწამები მკაფიოდ ჩანს. რონის ხუჭუჭა თაფლისფერი

643
მკითხველთა ლიგა

თმისგან მხოლოდ ყურების სიახლოვეს ჩამოყრილი ნაცრისფე-


რი ბღუჯებიღა შემორჩა.
ბაჭია ცდილობს ძველი ზიზღი, მათი ურთიერთმტრობა და
ქიშპობა გადალახოს, ძალდატანებით უწვდის და მრავლისმეტ-
ყველად ართმევს ხელს, თან ეუბნება „ძალიან ვწუხვარ“.
ჰარისთვის მოულოდნელად ჰარისონის სახეზე სიძულვი-
ლის ძველმა ეშმაკმა გაიღვიძა, შეფაკლული და შეშუპებული
სახე დაძაბულობისგან დაემანჭა. გადახედა თავის ვაჟებს და
თავის გაქნევით მიანიშნა, სალაპარაკო გვაქვსო, ჰარის მკლავ-
ში სწვდა, საკმაოდ მწარედ წაუჭირა და ხალხისგან მოშორებით
გაიყვანა, რათა მათი საუბარი არავის გაეგო. რამდენიმე ნაბიჯი
გადადგეს გამომშრალ, თიხანარევ, ბორბლების ნაკვალევებით
დასერილ მიწაზე. რონი სწრაფად, კონფიდენციალური ტონით
მიმართავს, როგორც სპორტსმენებს სჩვევიათ ხოლმე საიდუმ-
ლო თათბირისას.
- გგონია, არ ვიცი, რომ წლების განმავლობაში თელთან
დადიოდი?
- არასოდეს დავფიქრებულვარ იმაზე, შენ რა იცი და რა
არა, რონი.
- შე ნაბოზარო! ის ღამე, როცა პარტნიორები შევცვალეთ
მხოლოდ დასაწყისი იყო, ასე არ არის? შენ მას აქაც ხვდებოდი.
- რონ, მგონი თქვი, რომ იცოდი. შეგეძლო, თელმასთვის
გეკითხა, თუ ასე გაინტერესებდა.
- არ მინდოდა მისი მდგომარეობა დამემძიმებინა, საკუთა-
რი სიცოცხლისთვის იბრძოდა, მე კი მიყვარდა იგი. აღსასრუ-
ლის ჟამს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ.
- მაშ, გაგირთულებია მისი მდგომარეობა?

644
მკითხველთა ლიგა

- მას სუფთა სინდისით უნდოდა წასვლა, შე ნაბიჭვარო!


ძველი ოსტატი! ყველაზე ცივსისხლიანი თავკერძა ნაძირალა
ხარ მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი.
- ვითომ, რატომ? რის გამო ვარ ასეთი ცუდი? იქნებ მას მე
ვუნდოდი და გათვლაც ორმხრივი იყო, - რონის მხარზემოთ
ჰარი ხედავს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ მიცვალებულის
მეუღლეს გამოეთხოვონ, თუმცა მისვლას ვერ ბედავენ, ვი-
ნაიდან ხვდებიან, რომ სერიოზული შელაპარაკებაა. ჰარისონს
სახეზე სისხლი მოაწვა, ალბათ ბაჭიაც წამოწითლდა. ჰარი მოჭ-
რით ეუბნება:
- რონი, გვიყურებენ, უხერხულია, ახლა საამისო დრო არ
არის.
- სხვა დრო არც იქნება, სანამ ცოცხალი ვარ, შენი დანახ-
ვაც კი არ მინდა, მეზიზღები.
- ჰოდა, მეც მეზიზღები, ყოველთვის მეჯავრებოდი, თავის
ნაცვლად საოხრე გაბია. ვის შეუძლია დაადანაშაულოს თელმა
იმის გამო, რომ დაიღალა შენი ნეხვის ჭამით და პატარა შვებუ-
ლება მოიწყო?
რონის სახე წამოუწითლდა, თვალები აუწყლიანდა, ჰარის
მაჯას ისეა ჩაფრენილი, თითქოს ეს ერთადერთი ცოცხალი კავ-
შირია გარდაცვლილ მეუღლესთან. რონი ხმადაბლა, დაძაბუ-
ლად ლაპარაკობს, თითქმის ჩურჩულებს და მის გასაგებად ბა-
ჭიას თავის დახრა უწევს.
- არ მანაღვლებს, რომ თელმასთან იწექი, გასაგებია?
გულს მიკლავს, რომ მასთან ერთობოდი; მას უყვარდი, გიჟდე-
ბოდა შენზე, შენ კი იყენებდი ამას. საკუთარ თავზე შეყვარებუ-
ლი პირუტყვი ხარ, ნაგავი მძღნერიჭამია. მან თავი შეგალია.
თელმა შენ გამო ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა, რისიც სწამ-
და, შენ კი არ აფასებდი მას. არც გყვარებია და მან ეს შესანიშ-

645
მკითხველთა ლიგა

ნავად იცოდა, თავად მითხრა, საავადმყოფოში მომიყვა ყველა-


ფერს და ჩემგან პატიებას ითხოვდა, - რონი ღრმად სუნთქავს,
ცდილობს სიტყვა გააგრძელოს, მაგრამ ცრემლები და ბოღმა
ხორხს უკეტავს.
ბაჭიასაც ბურთი ეჩხირება ყელში, როდესაც ფიქრობს რო-
ნისა და თელმაზე, თუ როგორ გათქვა ბოლოს თავისი საყვა-
რელი, როცა მის სხეულს ძველებური ლტოლვა აღარ ჰქონდა
შერჩენილი.
- რონი, - ჩურჩულით ამბობს ბაჭია, - ვაფასებდი მას, მარ-
თლა, იგი შესანიშნავი იყო საწოლში.
- შე, საოხრეწუწნიავ, - ერთადერთია, რის თქმასაც ახერ-
ხებს რონი და რამდენიმეჯერ იმეორებს ამ სიტყვას.
შემდეგ ორივენი ღიმილიანი სახით ბრუნდებიან დანარჩე-
ნებისკენ, რომლებსაც ერთი სული აქვთ დაეთხოვონ და ჩას-
ხდნენ თავიანთ მანქანებში, რათა დღის დარჩენილი ნაწილი
როგორმე გამოიყენონ; ცხელ, დახუთულ შაბათ დღეს დაიმონ-
დის რაიონში მიმოფანტულ თავიანთ მოლებსა და ბაღებს და-
უბრუნდნენ, გაკრიჭონ ბალახი, გამომარგლონ და სხვა მსგავსი
საქმეებით დაკავდნენ.
ისინი ვინც დაჟინებით უთვალთვალებდნენ ბაჭიასა და
რონის შეკამათებას, მათ შორის - ჯენისი და უები, ალბათ, ხვდე-
ბიან საუბრის თემას. დამსწრეთა უმრავლესობა, თელმას სამი
ვაჟის ჩათვლით, ყველაფრის საქმის კურსშია. არადა, აროუდე-
ილში ჩასვლისას ბაჭია ყოველთვის იცავდა სიფრთხილის ელე-
მენტარულ წესებს, თავის „ტოიოტას“ თელმას ავტოფარეხში მა-
ლავდა. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ წაესწროთ
მათთვის ლოგინში, სკოლიდან უდროოდ დაბრუნებულ თელ-
მას ვაჟს ან დაკაკუნების გარეშე ღია კარში შესულ სანტექნი-
კოსს, მაგრამ ასეთი ამბები, როგორც წესი, მაინც აშკარავდება

646
მკითხველთა ლიგა

ხოლმე. იპარება, როგორც ჰაერი ბორბლიდან, თუმცა ნახვრე-


ტი შესაძლოა ნემსის წვერისოდენა იყოს. ადამიანები გრძნობენ
ხოლმე ამას. ხმა დარხეულია. ჭორი გესლიანების პირით ნელ--
ნელა ვრცელდება.
„ერთი თქვენი დედაც...“, როგორც ჯორჯმა თქვა, ყველას
დედაც, უების ბავშვური გარეგნობის მქონე ცოლითურთ, რომე-
ლიც სხეულის ფორმის მიხედვით ორსულად არის. ეს უები რა
ტიპია!
ისევე, როგორც კინოში, ყველაფერი ჰეპი-ენდით დას-
რულდა. რონი და ჰარი, ჰარისონი და ენგსტრომი, მსუბუქად და
ლამაზად, ისე თითქოს წინასწარ რეპეტიცია ჰქონდათ გავლი-
ლი, ერთმანეთის გადამკვეთი ტრაექტორიით მიიწევენ წინ,
მართალია, ქუთუთოები ორივეს აწითლებული აქვს და ყელში
- ბურთი გაჩრილი, მაინც უღიმიან შეკრებილებს, ელეგანტურად
არიდებენ ერთიმეორეს თავს და თითოეული თავისიანებისკენ
მიემართება - ჰარი ჯენისისკენ, რომელიც მუქცისფერ კოსტიუმ-
შია გამოწყობილი, თეთრი მორთულობითა და ფართო ლიპე-
ბით, რონი კი თავისი ვაჟებისკენ და მათი შემკრები სამწუხარო
ამბისკენ. ერთხელ თანაგუნდელი მარად თანაგუნდელია. ბაჭი-
ას ახსოვს, რონიმ როგორ წაიყვანა რუთი მთელი შაბათ--
კვირით ატლანტა-სიტიში, შემდეგ კი ტრაბახობდა მასთან თა-
ვისი მიღწევებით. ბაჭიას რონის შეცოდება არ შეუძლია.
მომწონხარ, „ტოიოტა,“ ვაფასებ შენს ზრუნვას! ქაღალდის
ეს ახალი ტრანსპარანტი ვიტრინებისთვის კომპანიამ გამოგზავ-
ნა. ზოგჯერ, როცა ფანჯარასთან დგას და უცაბედად საწვიმარი
ღრუბლების ან სარემონტო სახელოსნოსთან გაჩერებული
უზარმაზარი სატვირთო მანქანის გამო გარეთ ჩამობნელდება,
ჰარი მინაში საკუთარ გამოსახულებას ხედავს და მაშინ თავადვე
ძრწუნდება, როგორი დიდია, რამხელა ადგილს იკავებს პლა-

647
მკითხველთა ლიგა

ნეტაზე. წინა თვეში ბიძია სემის სახით რომ გამოდიოდა უკაც-


რიელ ხიდზე, თავი ფანტასტიკურად მაღალი ეჩვენებოდა, მისი
თავი თითქოს გიგანტური ბუშტი იყო და აღლუმის მუსიკის ხმაზე
ხალხის თავზე მიცურავდა. და თუმცა შინაგანად თავს გრძნობ-
და, როგორც უწყინარი, დაბალი ნოტი, ერთი სიტყვით, რო-
გორც - ადამიანი, რომელიც არავის უსურვებს ცუდს, მაგრამ
არც კუთხეში უნდა რომ მიიმწყვდიო, რადგან არ უნდა სიკვდი-
ლი; ამ შინაგანი „მეს“ გარდა, არის კიდევ სხვა, გარეშეთათვის
შესამჩნევი: უზარმაზარი ბალღი, ყოფილი სპორტსმენი, სიმაღ-
ლით ექვსი ფუტი, სამი დიუმი და წონით, სულ მცირე, ორას ოც-
დაათი ფუნტი; ურჩხულივით მოჩვენება ნაცრისფერ საზაფხუ-
ლო პიჯაკში, რომელიც ისე ბზინავს, თითქოს ცვილით გაუპ-
რიალებიათო და დამშვენებულია დიდი თავითა და ბოლო მო-
დის მიხედვით, შეირ ჯოის სალონში (ემსახურებიან როგორც
მამაკაცებს, ასე მანდილოსნებს; ფასი თხუთმეტი დოლარიდან)
შეჭრილი უსახური თმით. დანარჩენს რაც შეეხება, შეიძლება
ითქვას, რომ ის საშინელი გოლიათია, თვალებით რომ ხედავს,
ხელებით რომ იჭერს, კბილებით რომ კბეჩს; გვამი, რომელიც
ერთ ჭამაზე საკვების იმ რაოდენობას ნთქავს, სამ ეთიოპიელს
მთელი დღე რომ ეყოფოდა; ბენზინის, ელექტრობის, გაზეთე-
ბის, ნახშირწყლებისა და ნახშირწყალბადების უსინდისო მომ-
ხმარებელია.
უფროსი, ბოსი მბზინავ კოსტიუმში. მის გულთან დაკავში-
რებული ამასწინანდელი უსიამოვნებები, ისევე როგორც გვირ-
გვინები უკანა კბილებზე, რომელთა ჩადგმაც საკმაოდ უმტკივ-
ნეულო ყოფილა (საფულისთვისაც), მისი ახლანდელი რესპექ-
ტაბელურობისა და ჯენტლმენურობის განუყოფელ ნაწილად
იქცა.

648
მკითხველთა ლიგა

დღეს ჰარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კარ-


გად გამოიყურებოდეს, რადგან ზუსტად თეთრმეტზე მაღაზიაში
ელოდება კორპორაცია „ტოიოტას“ წარმომადგენელს, ვინმე
ნაცუმე სიმადას, რომელსაც დღევანდელ დღემდე მხოლოდ მი-
სი ზედმიწევნით აკურატული ხელმოწერით იცნობდა, მას კრე-
მისფერ მტკიცე საწერ ფურცელზე „სავაჭრო სახლი „ტოიოტა“
ამერიკაში“ სათავო ოფისის ლოგოტიპით ყველა ასო გარკვე-
ვით გამოჰყავს. ეს ოფისი კალიფორნიის შტატში, ტორანსშია.
ჩარლის რეკომენდაციით ჯენისის მიერ დაქირავებული ორი ბუ-
ღალტრის მიერ აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებზე ხმა და-
ირხა და სულ უფრო მაღალ ინსტანციამდე მიაღწია - წერილებს
მერილენდში, გლენ-ბერიში მდებარე „ტოიოტას“ შუაატლანტი-
კური განყოფილებიდან მოჰყვა შეტყობინებები ბალტიმორი-
დან, „ტოიოტას“ საკრედიტო კორპორაციიდან, ხოლო შემდეგ
უზადოდ თავაზიანი, მაგრამ დაჟინებული ტონის გამაფრთხი-
ლებელი წერილები უშუალოდ ტორანსიდან ბ-ნ სიმადას ხელ-
მოწერით, რომელიც, როგორც ჩანს, საწერად ძველებური ნი-
მუშის ავტოკალამს იყენებს.
- ღელავთ? - შეეკითხა ელვირა და მის გვერდით მოკა-
ლათდა მოდურ ზოლებიან კოსტიუმში გამოწკეპილი. ზაფხუ-
ლის სიცხის გამო კეფაზე თმა ძალიან მოკლედ შეეჭრა და მუქი
ბუსუსები კისერზე ძალიანაც სექსუალურად უჩანდა. საინტერე-
სოა, ნელსონს ჰქონდა მასთან რაიმე? თუ პრუმ ის მართლა
მოიშორა, სხვა რა დარჩებოდა, თუ არა ნუგეშის განზე მოძებნა?
რა თქმა უნდა, თუ არ სჯერდება კახპებს ან ჩუმად ორიენტაცია
არ შეიცვალა. შვილის სექსუალურ ცხოვრებაზე ფიქრი და მსჯე-
ლობა მას არ შეეძლო და არც უნდოდა. ეს უკანასკნელი ელ-
ვირას ძალიან ცუდად უთავსდებოდა. თუმცა, შესაძლოა არი
ვერ აფასებდა მსოფლიოში არსებული ენერგიის ჭეშმარიტ

649
მკითხველთა ლიგა

რაოდენობას - ეს ბუნებრივია, ვერ შეაფასო, როდესაც შენი სა-


კუთარი ენერგია იკლებს.
- არცთუ მაინცდამაინც, - პასუხობს იგი, - როგორ გამოვი-
ყურები?
- საკმაოდ იმპოზანტურად. მომწონს თქვენი ახალი კოს-
ტიუმი.
- ჰო, არ არის ურიგო ფერი, „ნაცრისფერ მეტალიკს“ მა-
გონებს. ეს მასალა მთვარეზე ფრენის გავლენით მოიგონეს.
მაღაზიის წინ ბენი რიტუალურ ცეკვას ასრულებს კარის გა-
ღებითა და კაპოტის ახდით, რომელშიც ახალგაზრდა წყვილიც
მონაწილეობს - ჯერ კიდევ ნამდვილი ბავშვები არიან: დაუსრუ-
ლებლად უყურებენ ერთმანეთს, ერთმანეთში ეძებენ მხარდა-
ჭერას, ხან ერთდროულად იწყებენ ლაპარაკს, ხან ერ-
თდროულად ჩუმდებიან, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არავის
მისცენ უფლება, თუნდაც ერთი დოლარით მოატყუონ. აგვის-
ტოს ფასდაკლება უკვე გამოცხადებულია და „ტოიოტა“ ათას-
დოლარიან ფასდაკლებას სთავაზობს. წავიდა დრო, როცა მან-
ქანები მხოლოდ კატალოგებში გამოცხადებულ ფასებში იყიდე-
ბოდა და შევაჭრება შეუძლებელი იყო - იყიდე ამ ფასად, ან
მოძებნე უფრო უბრალო და შენთვის შესაფერი, ეს კი უმაღლე-
სი ხარისხის საქონელია! მაგრამ ნელ-ნელა ამერიკულმა მე-
თოდებმა პირველქმნილი სისუფთავე გარყვნა. „ტოიოტა“, მი-
ზერული მოგების მისაღებად, საერთო ბაზრობაში ჩაება.
- იცი, - ეუბნება ელვირას, - რამდენი წელია იაპონურ მან-
ქანებს ვყიდი, მაგრამ აქ მობრძანებული ნამდვილი იაპონელი?
ასეთი რამ ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა. ყოველთვის გუ-
ლუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ისინი სადღაც იქ, ტოიოტა--
სიტიში ჩაის სმის ცერემონით ტკბებოდნენ.

650
მკითხველთა ლიგა

- ჰო, რა, ჩაის გეიშების საზოგადოებაში სვამენ, - აიტაცა


თემა ელვირამ, - როგორც მისტერ უნო.
ჰარი იღიმება, მან სათანადოდ შეაფასა მისი ხუმრობის
ქვეტექსტი. გოგონა, ახალგაზრდა არსება, სწორად რომ
ვთქვათ, თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს.
- ჰმ, დიდხანს ვერ გაძლო ნუმერო უნოს როლში, არა?
დღეს საფეთქლების მოსართავების ფორმის საყურე უკე-
თია: მქრქალი ვერცხლისგან დამზადებული რამდენიმე გამო-
ბურცული ხუფი პეპელას ჭუპრის ზომის მოგრძო ნაწილებითაა
შეერთებული. როცა ელვირა ლაპარაკობს, მთელი კონსტრუქ-
ცია თავშეკავებული უკმაყოფილებისგან ვიბრირებს:
- თუკი ვინმემ პასუხი უნდა აგოს ბატონი სიმადას წინაშე,
ეს ნელსონი და ლაილია.
ის მხრებს იჩეჩს.
- რა უნდა მოვუხერხოთ? ჩვენი იურისტი გაჭირვებით, მაგ-
რამ მაინც დაუკავშირდა ლაილის, მას კი სასაცილოდ არ ეყო.
უთხრა, რომ ჟანგბადის მიღების გარეშე ლოგინიდან წამოდგო-
მა და ტუალეტამდე მისვლაც არ შეუძლია და დღეს თუ არა,
ხვალ მოკვდება. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ავადმყოფობამ
უკვე თავის ტვინამდე მიაღწია და ამის გამო იმასაც ვერ ხვდება,
მისგან რას მოითხოვენ. ჰო და კიდევ, მან კომპიუტერი გაყიდა
და სამწუხაროდ, არც დისკეტებზე დაუტოვებია ჩანაწერები.
მოკლედ, ჩვენი იურისტი ერთ ადგილზე გაგზავნა, - მიუხედავად
ჩვეულებისა, არ დააზუსტა, რომელ ადგილზე, თუმცა რატომ
იჩენს ასეთ გალანტურობას ელვირას მიმართ, ბოლომდე თა-
ვადაც არ იცის. გამოდის, იცის, რომ თამაში წაგებული აქვს,
მაგრამ მაინც იჭინთება. მას მოსწონს, რომ ელვირა ასეთი ტა-
ნადია, მის ფონზე პრუ და ჯენისიც კი პუტკუნებად ჩანან, და მის-
გან უშფოთველობა და სიმშვიდე მოდის, რაც მასზე, მის ახლან-

651
მკითხველთა ლიგა

დელ მდგომარეობაში, დამამშვიდებლად მოქმედებს, როგორც


ტელევიზორი გამორთული ხმით, როგორც კადრების უხმო გა-
ელვება, - ამის შესახებ რომ გავიგე, გეფიცებით, ვიხარხარე, -
კომენტარს უკეთებს იგი ლაილის ნათქვამს, - სასიკვდილო სა-
რეცელსაც გააჩნია თურმე თავისი უპირატესობები.
- მალე ნელსონიც დაბრუნდება. რამდენი დარჩა, ერთი
კვირა? - კითხულობს ელვირა, რომელიც მის მარცხნივ დგას.
- ჰო, გეგმით ასეა, - ამბობს ჰარი, - ვერც შენიშნავ, ზაფხუ-
ლი ისე გაფრინდება, არა? საღამოობით განსაკუთრებით იგ-
რძნობა, რომ ზაფხული ილევა. თითქოს ჯერ კიდევ თბილა,
მაგრამ სულ უფრო ადრე ბნელდება. წლის განმავლობაში გა-
ვიწყდება, ზაფხულის მიწურულს როგორ ბნელა საღამოობით.
როგორ ტკაცუნობენ ციკადები, როგორი სუნი აქვს შემჭკნარ ბა-
ლახს. მართალია, წლევანდელ ზაფხულს ეს არ ეხება, სულ
წვიმს: სარეველები ჩემს ბოსტანში იზრდება და იზრდება, საშ-
ველი არაა, სალათა და ბროკოლი ისე გაიზარდა, რომ ღერო
ვეღარ იჭერს და გვერდზეა გადაწოლილი. ბარდა კი ველური
ყურძენივითაა, მეზობლის ნაკვეთზეა გადასული.
- სამაგიეროდ, ისეთი დახუთულობა არ იყო, როგორიც
შარშანდელ ზაფხულს, - აღნიშნავს ელვირა, - გახსოვთ, მაშინ
ყველა სათბურის ეფექტზე მსჯელობდა? იქნებ არც არსებობს
ეს ეფექტი?
- არის, როგორ არ არის, - არწმუნებს ბაჭია ისეთი დაჟი-
ნებით, რომ თვითონაც უკვირს. 111-ე გზატკეცილის მოპირდა-
პირე მხარეს, Pizza Hut-ის წითელი სახურავის ქვეშ, შოშიების
გუნდს, რომელიც უკვე სამხრეთისკენ გასაფრენად ემზადება,
შავად დაუფარავს სადენები, თითქოს სანოტო რვეულში ჩამ-
წკრივებული ნოტებია, - მანამდე ვერ ვიცოცხლებ და ვერ ვნა-
ხავ, - ამბობს იგი, - მაგრამ შენ მოესწრები, ჩემი შვილიშვილე-

652
მკითხველთა ლიგა

ბიც. ნიუ-იორკში, ფილადელფიაში პორტების მიმდებარე მთე-


ლი ტერიტორიები წყლით დაიფარება, როგორც კი ანტარქტი-
დაში ყინულების ლღობა დაიწყება. მთელი ჯერსის სანაპირო
დაიტბორება და მასთან ერთად ატლანტიკ-სიტიც. რონი ჰარი-
სონი და რუთი: არა, მაინც იშვიათი ნაძირალაა ეს რონი.
- როგორ აქვს საქმეები, არის რაიმე ახალი ნელსონის-
გან?
- ჰო, ერთი-ორი ღია ბარათი გამოგვიგზავნა თავისუფლე-
ბის ზარის ფოტოთი. მისი გზავნილები საკმაოდ ხალისიანია.
გარკვეული თვალსაზრით, ჩვენი შვილი ყოველთვის იტანჯებო-
და მოუწესრიგებელი ცხოვრებით, ჩვენ კი სხვაგვარად ცხოვრე-
ბა არ გამოგვდიოდა. სარეაბილიტაციო ცენტრში კი ყველაფე-
რი ზედმიწევნით მოწესრიგებულია. ზოგჯერ პრუს ელაპარაკება
ტელეფონით, მაგრამ იქ გარე კონტაქტები მაინცდამაინც წახა-
ლისებული არაა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
- პრუ რას ფიქრობს? _- მოეჩვენა ჰარის, თუ აქ მართლა
ისმის მომეტებული ინტერესი, თითქოს ტელევიზორს ხმა
აუწიესო?
- რთული სათქმელია, რას ფიქრობს პრუ, - პასუხობს იგი,
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ დაელოდება, სანამ
ნელსონი თავს საბოლოოდ დაიღუპავს, თავად დასვამს წერ-
ტილს, ქორწინებას ვგულისხმობ. პრუ, ჯენისი და ბავშვები პო-
კონაში არიან.
- მერე, აქ მარტოდმარტო როგორ ძლებთ? - თანაუგ-
რძნობს ელვირა ოლენბახი.
რა არის ეს, საცდელი ბურთი? რა უნდა ქნას? იქნებ ღირს
მიიწვიოს? დალევდნენ თითო ბოკალ დაიკირს მის კაბინეტში,
ხელს გადაუსვამდა გაკრეჭილ კისერზე, მუქი ბუსუსებით, მერე
გაარკვევდა, თმის ფერი ყველგან ერთნაირია თუ არა. ეს სტუმ-

653
მკითხველთა ლიგა

რებისთვის განკუთვნილ, დახრილჭერიან საძინებელში მოხდე-


ბოდა, სადაც კედლის კარადაში „პლეიბოის“ ძველი ნომრებია
დამალული, ჟურნალები იქ დახვდათ, როცა იმ სახლში გადმო-
ვიდნენ; ფიქრი ქალის ახალგაზრდა, მკვრივ, ზამბარისებურ
სხეულზე, რომელსაც სურს მოძალებული მადა მისი მეშვეობით
დაიკმაყოფილოს, აგორებული ზვავივით ეშვება და ცხოვრების
ჩვეული განაწესი ჯანდაბაში მიფრინავს.
- ჩემს ასაკში მარტო ყოფნა სულაც არ არის ცუდი, - ამ-
ბობს იგი, - არავინ მიშლის ტელევიზორში იმის ყურებას, რაც
მომწონს: ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების პროგ-
რამებს, დისნეის მულტფილებს, „ბუნების სამყაროს“ გადაცე-
მებს. როცა ჯენისი სახლშია, ნებსით თუ უნებლიეთ მასთან ერ-
თად ვუყურებ ორიოდე სულელურ სერიალს - სასტუმრო ოთახ-
ში მოგროვდება იდიოტების ჯოგი და მიდის ოჯახური პრობლე-
მების გარჩევა. ავიღოთ თუნდაც „როზანა“. ერთხელ ვერ მო-
ვითმინე და ვკითხე, რა ჯანდაბად გინდა ამ სისულელეს რომ
უყურებ-მეთქი, ჰოდა, მიპასუხა, მე როზანა მომწონს - მსუქანი,
უდარდელი, აუტანლად მავნე, ამერიკელი ქალების უმეტესობა
სწორედაც რომ ასეთიაო. უკვე ნაკლებად ვუყურებ რამეს, დავ-
ლევ ერთ ჭიქა ლუდს - ვცდილობ მეტი არ დავლიო - და ვიძი-
ნებ.
ახალგაზრდა ქალი ცდილობს სამუშაო ადგილს დაუბრუნ-
დეს, მაგრამ ჰარის მოსწონს, როცა იგი ახლოსაა და სასწრა-
ფოდ ეკითხება:
- იცი, ვის გადავყავარ ჭკუიდან?
- ვის?
- პიტ როუზს. წინადღეს Standard-ში სტატია წავიკითხე,
თურმე ადრეც იყო ბნელ საქმეებში შემჩნეული - ათას ცხრაას
ოთხმოცში, როცა ის და ფილადელფიელი მოთამაშეების მთე-

654
მკითხველთა ლიგა

ლი ჯგუფი ამფიტამინებით გამოიჭირეს, მაშინ კლუბიდან დაით-


ხოვეს რენდი ლიჩი, რომელსაც სინდისი ეყო, პატიოსნად
ეღიარებინა, დანარჩენები კი ურცხვად უარობდნენ.
- ჰო, რაღაც ამდაგვარი მეც ვნახე. რეცეპტებით ვიღაც
ბრუერელი ექიმი ამარაგებდა.
- ზუსტადაც. ასახელეს ჩვენი ქალაქი. ახლა გასაგებია, რი-
სი იმედი აქვს როუზის: ერთხელ შერჩა, შერჩება მეორედაც.
დღეს არავის უნდა აგოს პასუხი საკუთარ ნამოქმედარზე. რაც
მოეპრიანებათ, იმას აკეთებენ და ვითომც არაფერი. ოლი
ნორტი, ნარკოსაქმოსნები, გადავსებული ციხეები და - არაფე-
რი. დაარღვიე კანონი, დაწვი დროშა, შენთან არავის არაფერი
ესაქმება.
- ასე არ უნდა წუხდე, - აწყნარებს ელვირა დედასავით,
ფიქრებით უკვე სხვაგან არის, - თაღლითები ყოველთვის იყ-
ვნენ და იქნებიან.
- ეგ ზუსტია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეა!
ბოლო, მრავლისმეტყველი რეპლიკა მისკენ ზურგით მიბ-
რუნებულმა ელვირამ უყურადღებოდ დატოვა. ნუთუ მაინც რა-
ღაც აკავშირებს ნელსონთან?
- რაც მთავარია, დიდი ვერაფერი მოთამაშეა, სტილის გა-
გებაში არ არის, - რატომღაც საჭიროდ ჩათვალა დაემატებინა
როუზის შესახებ, - მე თუ მკითხავ, ასეთ დაძაბულ თამაშს, სჯობს
საერთოდ არ გამოხვიდე მოედანზე.
ჰარი გარეთ, ზაფხულის ხვატით დახუთულ ქუჩაში იხედე-
ბა, შუქ-ჩრდილების განუწყვეტელი ცვლილება ხან აჩენს და ხან
აქრობს მის გამოსახულებას მინაში. იგი ამჩნევს, რომ განახლე-
ბულია ურთხელის ღობე - როგორც იქნა, გამწვანების ფირმის
თანამშრომლების გამოძახება მოახერხა, მათ გამხმარი მცენა-
რეები შეცვალეს და შეწამლეს - მაგრამ ახლა იქაურობა სავსეა

655
მკითხველთა ლიგა

პიცის პაკეტებით, ყავის პლასტიკატის ჭიქებით, ერთი სიტყვით,


მთელი იმ ნაგვით, რომელიც თან მოჰყვება ტრასის მხრიდან
მქროლავ ქარს.
დაუშვებელია, რომ დღეს მოსასვლელმა იაპონელმა სტუ-
მარმა ეს უმსგავსობა ნახოს. ჰარი გარეთ გადის და ასფალტი-
დან არეკლილი, ცხელი, მავნე გამონაბოლქვებით გაჯერებუ-
ლი ჰაერი სახეში ხვდება. მარცხენა მხარეს, ნეკნებს შორის, რა-
ღაც მარწუხივით უჭერს. ენის ქვეშ ნიტროსტატის აბი ამოიდო
და, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აბმა დნობა დაიწყო, დაბლა
დაიხარა. რა უფრო მეტ ნაგავს აგროვებდა, მით უფრო მეტი
ჩნდებოდა - კანფეტების ქაღალდები, ცელოფანის პარკები, სი-
გარეტის ყუთები, სარეკლამო ფურცლები, წვიმაში დასველებუ-
ლი და მზისგან გახუნებული გაზეთების ფურცლები, უალკოჰო-
ლო სასმელების დიდი ქაღალდის ჭიქები პლასტიკატის სახუ-
რავებში ჩარჭობილი საწრუპი ჩალის ღერებით, ზოგიერთ მათ-
განში ჯერ კიდევ ჭყაპუნობდა გამდნარი ყინულისგან ჩარჩენი-
ლი ჭუჭყიანი წყალი. ნახეთ ერთი, რამდენი საძაგლობაა ქვეყა-
ნაზე და ამას ბოლო არ უჩანს! არა, ნაგვისთვის პარკის წამო-
ღება მაინც მოეფიქრებინა, ბრიყვი, ორივე ხელი სავსე აქვს და
სახეზე წითლად იფოთლება, როცა გაპარჭყული თითებით ცდი-
ლობს რომელიმე გაწებილი მუყაოს ნაგლეჯის აღებას. სწო-
რედ ასე, სამად მოკეცილი ასუფთავებდა ბუჩქებს, როცა მაღა-
ზიის წინ სადგომზე შემოუხვია ლიმუზინმა და მას აღარაფერი
დარჩენოდა იმის გარდა, რომ ხტუნვა-ხტუნვით გაქანებულიყო
უკან და ნაგავი კაბინეტში მდგარ სანაგვე ურნაში ჩაეყარა. ქო-
შინით და ხვნეშით, აფართხალებული გულით და ყველა ღილ-
ზე შეკრული მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო პიჯაკით, რომე-
ლიც საცაა შემოასკდებაო, საგამოფენო დარბაზის გავლით
გაეშურა კარისკენ, რომ მოესწრო შეხვედროდა ბ-ნ სიმადას,

656
მკითხველთა ლიგა

ჩამოერთმია მისთვის ქუჩაში საქმიანობის შემდეგ დაუბანელი,


მიწიანი, გატკბილული და პიცის გამდნარი ყველით დათხვრი-
ლი ხელი.
იაპონელი დაახლოებით ხუთი ფუტის და ექვსი დუიმის სი-
მაღლის, უზადო იერის ბატონი აღმოჩნდა; ხელში უჭირავს სა-
ოცრად ბრტყელი, მუქი წითელი ფერის პორტფელი, ტანთ აც-
ვია მონაცრისფრო-შავი კოსტიუმი ოდნავ შესამჩნევი ზოლე-
ბით, მისი თარგი მოცისფრო პერანგის ფრანგული ოქროს სა-
კინძეებით შეკრული, გახამებული მანჟეტებისა და მაღალი
თეთრი საყელოს სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა.
იგი მკვრივი ტანისაა, ტყვიის საფანტით დატენილ საჩხარუნოს
მოგაგონებთ, ხალისიანი და მხნე, ცოტათი ჩასკვნილი, კალი-
ფორნიის მზით გარუჯული, თუმცა სახეზე კეთილგანწყობა აწე-
რია.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - წარმოთქვა მან, - ძალი-
ან სასიამოვნო ადგილია, - ინგლისურად ძალდაუტანებლად,
თუმცა საკმაოდ მკვეთრი აქცენტით ლაპარაკობს, ამიტომ ჰარი
წამიერად ყოვნდება, ვიდრე პაუხს გასცემს.
- ჰმ, დიდი ვერაფერი სასიამოვნო ადგილია, - ამბობს პა-
სუხად და უცებვე იაზრებს, რომ უტაქტოდ გამოუვიდა: საკითხა-
ვია, რატომ დაიწყებდა „ტოიოტა“ თავისი პროდუქციით ვაჭრო-
ბას ნაკლებად მიმზიდველ ადგილზე? - მინდოდა მეთქვა, რომ
ჩვენი მხარე განთქმულია სოფლის პეიზაჟებით - ბეღლები,
ფრაქტურული ნახატები, სხვა მსგავსი რაღაცები, - უკეთესი იქ-
ნებოდა განემარტა, რას ნიშნავს „ფრაქტურული ნახატები“, მაგ-
რამ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არ ღირს
წვრილმანებზე გამოდევნება, - ჩვენი საწარმოს დათვალიერე-
ბას ხომ არ ისურვებდით? გაეცნობოდით, როგორ არის ყველა-
ფერი მოწყობილი, - ეს კი იმ შემთხვევისთვის დაამატა, თუ სტუ-

657
მკითხველთა ლიგა

მარი ვერ გაიგებდა, რასთან ერთად მიირთმევენ „საწარმოს“.


სანამ უცხოელს დაელაპარაკები, თითქოს ენაზე არც ფიქრობ
და უცებ თავში ყველაფერი გერევა. ბატონმა სიმადამ ნელა,
თითქოს კისერი სტკივაო, თავი და მხრები ჯერ ერთ, შემდეგ
მეორე მხარეს მიაბრუნა და სადემონსტრაციო დარბაზი დაათ-
ვალიერა.
- დიახ, დიახ, ტორანსში გავეცანი ფოტოებს და გეგმას. ო!
მშვენიერო ქალბატონო!
მაგიდიდან ელვირა წამოდგა და ფარშავანგივით წამოვი-
და სტუმრისკენ, კიდევ უფრო მომხიბვლელი რომ გამოჩენილი-
ყო, ლოყები ოდნავ შესწია.
- მის ოლსიმა, მინდოდა მეთქვა, მისტერ სიმადა... - ჰარიმ
საკუთარ თავს გონებაში შეუკურთხა, რამდენი ხანი იმეცადინა
სახელის დასამახსოვრებლად, სასტუმრო „რამადას“ სახელწო-
დებაში პირველი მარცვალი „სი“-თი უნდა შეეცვალა. ესღა აკ-
ლდა, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში შერცხვენილიყო, - ნე-
ბა მომეცით, წარმოგიდგინოთ მის ოლენბახი, ჩვენი ერთ-ერთი
საუკეთესო სავაჭრო წარმომადგენელი-კონსულტანტი.
ბატონი სიმადა, პირველ რიგში ინსტინქტის გავლენით,
ხელს უწვდის და თავს უკრავს. ხელის ჩამორთმევა დიდხანს
გრძელდება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათ ერ-
თმანეთის ხელები იქამდე უნდა ანჯღრიონ, ვიდრე ერთ-ერთ
მათგანს მეორის ღიმილი არ მოცელავს.
- კარგი აზრია, გამყიდველი მამაკაცები და გამყიდველი
ქალები ერთ მაღაზიაში მუშაობენ, - მოწონებით მიმართავს ჰა-
რის, - ამას სულ უფრო ხშირად ვხედავთ.
- არც კი ვიცი, რატომ დაგვჭირდა ამდენი დრო, ასეთი
თვალნათელი ფორმის მოსაფიქრებლად, - იმავე ტონში პასუ-
ხობს ჰარი.

658
მკითხველთა ლიგა

- კარგ იდეას დრო სჭირდება, - შენიშნავს სტუმარი. ოდნავ


იკავებს ღიმილს, ამიტომ მისი ოდნავ სქელი და იმავ-
დროულად, ბრტყელი ტუჩების კუთხეები დაბლა იწევს. ომის-
დროინდელი ბავშვობიდან ჰარის ახსოვს, როგორ სასტიკად
უსწორდებოდნენ იაპონელები სამხედრო ტყვეებს ბატანზე.
პერლ-ჰარბორის შემდეგ პირველი მონაცემები იაპონელების
შესახებ მიუთითებდა, რომ ყველა როგორც ერთი, პატარები
არიან, დაცურავენ პაწაწინა წყალქვეშა ნავებით, დაფრინავენ
პაწაწინა თვითმფრინავებით, რომლებსაც „ზერო“ ეწოდება;
მაგრამ შემდეგ, როცა ომის პირველ ეტაპზე ამერიკელებმა
იაპონელებისგან წყნარ ოკეანეში მარცხი მარცხზე იწვნიეს,
მათზე სხვანაირად ალაპარაკდნენ - ისინი იმპერატორის სამსა-
ხურში მყოფ ფანატიკოსებად, ნახევარობოტებად, ნახევარ-
მაიმუნებად გამოაცხადეს, თქვეს, რომ სოროებიდან მათი გა-
მოდევნა მხოლოდ ცეცხლისმფრქვევლებით იყო შესაძლებე-
ლი. რამდენად გრძელი გზა გავიარეთ მას შემდეგ! ჰარი
გრძნობს, როგორ დაუარა მსოფლიო გულმოწყალების, კე-
თილგანწყობის ტალღამ, რასაც მისგან არავინ ითხოვს. ამასო-
ბაში ბატონი სიმადა ელვირასთან არკვევს, თამაშობს თუ არა
იგი.
- ჩოგბურთი გაქვთ მხედველობაში? - აზუსტებს ელვირა, -
დიახ, ვთამაშობ, ვცდილობ გამოვიყენო ნებისმიერი შესაძლებ-
ლობა. როგორ გამოიცანით?
იაპონელის ბრტყელ სახეზე სწრაფად გადარბის ბევრი--
ბევრი ნაოჭი და მაიმუნისებური სიმარჯვით ეხება მის მაჯას იქ,
სადაც გარუჯულ კანზე ოდნავი სითეთრეა გამოკვეთილი.
- ოფლის მოსაწმენდი სამაჯური, - ამბობს საკუთარი თა-
ვით უზომოდ კმაყოფილი.

659
მკითხველთა ლიგა

- ოფლის სამაჯური! გენიალურია! - აღფრთოვანდა ელვი-


რა, - ალბათ თავადაც თამაშობთ თქვენთან, კალიფორნიაში.
იქ ყველა თამაშობს.
- დიახ, როცა თავისუფალი დრო არის. დონე ხუთი, იმედი
მაქვს, მალე დონე ოთხი.
- შესანიშნავია, - ეხმიანება ელვირა, მაგრამ ჰარისკენ მი-
მართულ მის ირიბ
მზერაში იკითხება, კიდევ რამდენ ხანს უნდა შევასრულო
გეიშას როლიო.
- კარგი მარჯვენა, ცუდი მარცხენა, - სრულ ნდობას უცხა-
დებს ელვირას ბატონი სიმადა, სიტყვების შესაბამისი მოქმედე-
ბის თანხლებით.
- მოქნევის დროს ბადისკენ ზურგით უნდა მობრუნდეთ, ჩო-
განი გასწიოთ უკან და დაბლა, - უხსნის ელვირა, თვალსაჩი-
ნოებისთვის აჩვენებს კიდეც, - ბურთს წინ უნდა დახვდეთ, არ
დაუშვათ, რომ ბურთმა ითამაშოს თქვენით და არა პირიქით.
- ნამდვილი პროფივით ლაპარაკობს, - ქათინაურებად იღ-
ვრება სიამოვნებისგან გაბადრული სიმადა.
უეჭველია, ელვირა ნებისმიერზე მოახდენდა შთაბეჭდი-
ლებას. მაშინვე წარმოგიდგება თვალწინ კორტებზე - ჩქარი ფე-
ხებით, მსუბუქი, სწრაფი. ჰარი ნელ-ნელა აზრზე მოდის.
ჩოგბურთის გაკვეთილის დასრულების შემდეგ იგი სტუ-
მარს პატარა ექსკურსიაზე მიუძღვება ადმინისტრაციულ ნაწილ-
ში და მას შემდეგ სტელაჟებით დაყოფილ სათადარიგო ნაწი-
ლების განყოფილებაში, სადაც მათ ხვდებათ როდი, განყოფი-
ლების უფროსის თანაშემწე, ბიწიერად ლამაზი გარეგნობის
ყმაწვილი გრძელი სწორი თმით, რომელსაც ოსტატურად გა-
დაიყრის ხოლმე უკან - სახე და ხელები სქელი, ნაცრისფერი
საპოხით აქვს გასვრილი; ბილწ მზერას შეავლებს სტუმრებს.

660
მკითხველთა ლიგა

ჰარი საჭიროდ არ თვლის, ისინი ერთმანეთს წარუდგინოს,


აქაოდა, ბატონი სიმადა არ გაითხვაროსო. მას საჩქაროდ მიჰ-
ყავს სტუმარი თითბრისსაკეტიანი კარისკენ, რომლის უკანაც
იმალება სარემონტო სახელოსნოს მოხრიგინე სამეფო, სადაც
მრავალი წელი უცვლელად უფროსობდა მენი, რომელიც
თხუთმეტი წლის წინ ჰარის ფრედი სპრინგერისგან მემკვიდ-
რეობით ერგო და რომელმაც არცთუ დიდი ხანია, მართვის სა-
დავეები დაუთმო არნოლდს. იგი ჩასკვნილი ახალგაზრდაა, მი-
ღებული აქვს ფართო სასწავლო პროგრამის პროფესიული
სკოლის დიპლომი, დიპლომთან ერთად გააჩნია მტკიცე რწმე-
ნა, რომ სამუშაოზე ყოველთვის წყალგაუმტარი და იოლად გა-
სარეცხი ქსოვილისგან შეკერილი კომბინეზონით უნდა იაროს.
კომბინეზონში კი არნოლდი თოჯინას ან თოვლის კაცს ჰგავს.
ხმაურიანი სახელოსნოს ზღურბლზე ბატონი სიმადა კრთება,
ყოყმანობს - ლითონის ლითონზე შეხებით გამოწვეულ გრუხუნს
მამაკაცების მჭახე შეძახილები ერთვის - და უკან იხევს სიტყვე-
ბით:
- მორალური სული - წესრიგი?
ერთი შეხედეთ, რაო? მორალური სული აინტერესებს? ჰა-
რი ფიქრობს თავის მექანიკოსებზე, მათ დაუსრულებელ პრე-
ტენზიებზე, ყავის სმაზე, თავხედურ მოთხოვნებზე. ხელფასთან
ერთად თუ უფასოდ ხან ეს უნდათ, ხან ის, ხანაც ყველაფერი
ერთად, ზოგჯერ ორშაბათობით სამუშაოზე არ გამოდიან, ზოგ-
ჯერ კი, პარასკეობით, საეჭვოდ ადრე იპარებიან. და ამბობს:
- სრული წესრიგი. ყველა პრემიის და კომპენსაციის გათ-
ვალისწინებით, ისინი გამოიმუშავებენ ოცდაორ დოლარს საათ-
ში. ჩემს პირველ სამუშაოზე, როცა თხუთმეტი წლის ვიყავი, სა-
ათში ოცდათხუთმეტ ცენტს მიხდიდნენ.
აი, ეს კი, ბატონ სიმადას საერთოდ არ აინტერესებს:

661
მკითხველთა ლიგა

- შავი მუშები, სად? ვერ ვხედავ.


- ეე, დიახ, სიამოვნებით ავიყვანდით, მაგრამ კვალიფიცი-
რებულებს ასე უცებ სად ნახავ. ორიოდე წლის წინ გვყავდა ერ-
თი, კარგი ხელიც ჰქონდა, კოლექტივსაც შეეწყო, მაგრამ მაინც
მოგვიწია მისი გათავისუფლება - სამუშაოზე, როგორც უნდოდა,
ისე დადიოდა, ხან აგვიანებდა, ხანაც საერთოდ არ მოდიოდა.
როცა ახსნა-განმარტება მოვთხოვეთ, გამოგვიცხადა, რომ აფ-
როამერიკული დროით ცხოვრობდა. - ჰარის შერცხვა ეღიარე-
ბინა, რომ დანარჩენი მუშები ბიჭს „შავტრაკას“ ეძახდნენ, სხვა-
ნაირად არ მიმართავდნენ. ეს რა თქმა უნდა, ცუდია, სამა-
გიეროდ, არ ვვაჭრობთ შავი „სამბოებით“, უტრირებული ზანგუ-
რი ტუჩებით, როგორებიც ტოკიოში იყიდება, „60 წუთს“ ამ ზაფ-
ხულს თვითონ უყურა.
- „ტოიოტა“ სამართლიანი ბატონია, დისკრიმინაციის წინა-
აღმდეგია, - არწმუნებს მას სიმადა, - ჩვენ არის კარგი მოქალა-
ქე თქვენი პრულარისტური საზოგადოებისა. ჯორჯთაუნის, კენ-
ტუკის ქარხნებში ბევრი ზანგია, ყველა აწყობაზე არ მუშაობს,
ზოგი მეწყვილეა.
- ამაზე ვიმუშავებთ, - ჰპირდება ბაჭია, - ჩვენი მხარე, მო-
გეხსენებათ, ძალიან კონსერვატიულია, მაგრამ თანდათანობით
ჩვენც ვუწყობთ ფეხს დროს.
- ძალიან სასიამოვნო მხარეა.
- სწორედაც.
სადემონსტრაციო დარბაზში დაბრუნების შემდეგ ჰარიმ
რატომღაც საჭიროდ ჩათვალა დაეზუსტებინა:
- კედლების ფერი და ხემასალა ჩემმა შვილმა, ნელსონმა
შეარჩია. მის ადგილზე რაიმე უფრო, მმმ, ნაკლებად დახვე-
წილს შევარჩევდი, მაგრამ ის მარტო უძღვებოდა საქმეებს, სა-
ნამ მე ფლორიდაში ვცხოვრობდი. ჩემს ცოლს მარტო ფლო-

662
მკითხველთა ლიგა

რიდის მზე მიართვით! სხვათა შორის, ისიც თამაშობს ჩოგ-


ბურთს. ძალიან გატაცებულია.
ბატონი სიმადა იბადრება. ტუჩები უბრტყელდება, თითქოს
შუშაზე მიეჭყლიტაო, სათვალე კი, უფრო სწორად, ოქროს მარ-
თკუთხა ჩარჩოები, თითქოს პირდაპირ თვალებზე აჯდება.
- ნელსონ ენგსტრომი, ჩვენ მას ვიცნობთ, - დაეთანხმა
მხიარულად. გვარში მოგროვილი თანხმოვნები მისთვის დაუძ-
ლეველ წინააღმდეგობას წარმოადგენს და გამოსდის რაღაც-
ნაირად „ანკ-ა-სტომი“, - „ტოიოტას“ კომპანიაში ის ძალიან ცნო-
ბილი ადამიანია.
იმის მიხედვით, თუ როგორ წაუჭირა რაღაცამ მკერდში და
გაიშალა სადღაც წელს ქვემოთ, ჰარი მიხვდა, რომ ყველა წი-
ნასწარი ცერემონიისა და თავაზიანობის გაცვლა-გამოცვლის
შემდეგ, მიუახლოვნდნენ ვიზიტის მთავარ მიზანს.
- ხომ არ აჯობებს, ჩემს კაბინეტში წამობრძანდეთ? ალბათ
იქ უფრო მოსახერხებელი იქნება.
- სიამოვნებით.
- რამეს ხომ არ მიირთმევთ? ჩაი, ყავა? რა თქმა უნდა,
ჩვენი ჩაი თქვენებურს არ ჰგავს, პრიმიტიული, ერთჯერადი
„ლიპტონია“...
- კარგი, არ გვინდა ჩაი.
სიმადა საკმაოდ უცერემონიოდ შედის ჰარის კაბინეტში,
სტუმრებისთვის განკუთვნილ, ქრომირებულსახელურებიან ვი-
ნილის სავარძელში ჯდება, სახით - მაგიდისკენ. თავის ბრტყელ
პორტფელს მუხლებზე იდებს და დაუდევრად აწყობს მასზე ხე-
ლებს. თვალისმომჭრელად თეთრი მანჟეტები მოუჩანს. იცდის,
სანამ ჰარი თავის ადგილს დაიკავებს მაგიდასთან და სავა-
რაუდოდ, წინასწარ მომზადებული ტექსტით საუბარს იწყებს.

663
მკითხველთა ლიგა

- ჩვენ, იაპონელები, ყოველთვის ამერიკისგან ვიღებდით


მაგალითს. მე, პატარა ბიჭი, ოკუპაციის დროს ქვემოდან ზემოთ
ვუყურებდი - როგორი გოლიათები არიან ამერიკელი ჯარისკა-
ცები, როგორი მხიარული, უდარდელები. მტრები, მაგრამ ცუდი
ადამიანები არა. დარწმუნებულები საკუთარ ძალებში. ჩვენი იმ-
პერატორი უგუნურმა მრჩეველებმა არასწორი გზით წაიყვანეს
და გენერალი მაკარტური - ის იყო როგორც ადრე იმპერატო-
რი, კარგი, მაღალი ხარისხის. ჩვენ ბევრს ვშრომობდით, ვუს-
მენდით მას - აღვადგინეთ ქალაქები, ვსწავლობდით დემოკრა-
ტიას. თავიდან ძალიან მოკრძალებული იაპონელი ხალხი
აღიარებდა ამერიკის უპირატესობას. თქვენ იცით „ტოიოტას“’
ისტორია. თავიდან ძალიან მოკრძალებულად, შემდეგ უფრო
ფართოდ, ახლა კი ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან კარგ საქონელს
პატარა ადამიანებისთვის, ასე არაა? ჩვენ გვაქვს ის, რაც თქვენ
გჭირდებათ, ასე არაა?
- კარგი ლოზუნგი იყო, - შენიშნა ჰარიმ, - პირადად მე,
გაცილებით უფრო მომწონდა, ვიდრე ზოგიერთი, ახალგამომ-
ცხვარი.
მაგრამ ბატონ სიმადას საერთოდ ვერ წარმოუდგენია, თუ
ვინმე საუბარს შეაწყვეტინებს. მისი გარუჯული, მოვლილი თი-
თები თხელ, წითელ პორტფელზე იშლება, ხოლო ტანი ოდნავ
წინ იხრება, რათა მოსაუბრემ უკეთ გაიგოს მისი ხმა:
- მაშ, ასე, იაპონელი ქალები და იაპონელი კაცები პატივს
სცემენ შეერთებულ შტატებს. უფროსი ძმა. მაგრამ ბოლო
დროს უფროსი ძმა იქცევა, როგორც პატარა ძმა - მხოლოდ
ცრემლები და წუწუნები, რომ უნდა ბევრი, ბევრი დათმობა ვაჭ-
რობაში. ამბობს, იაპონელები უპატიოსნოდ გვეჯიბრებიანო.
რატომ უპატიოსნოდ? საქონელს იაფად ვაწარმოებთ, საბაჟო
მოსაკრებელი, ადგილზე მიტანა, მაინც იაფი გვიჯდება: ხალხს

664
მკითხველთა ლიგა

ეს უყვარს, ხალხი ყიდულობს. ამერიკული ცხოვრების წესი კარ-


გი იყო ძველად. ახალ დროში ამერიკა არაფერს აწარმოებს,
მარტო შერწყმა, შთანთქმა, ნაკლები გადასახადი, დიდი ეროვ-
ნული ვალი. თავისგან არაფერი, თავისთვის ყველაფერი - უც-
ხოური საქონელი, უცხოური კაპიტალი. ამერიკა ყველაფერს
იღებს, არაფერს იძლევა, როგორც დიდი შავი ხვრელი.
ბატონი სიმადა ძალიან კმაყოფილია თავისი ანალო-
გიებით და საერთოდ - თავისი უწყვეტი ინგლისური მონოლო-
გით. იგი იღიმება და ასე ღიმილით ხსნის დახვეწილი დიზაინის
პორტფელს. საკეტის ხმა ორლულიანი თოფის გავარდნასავით
ისმის ოთახში. ჩანთიდან სიმადა მხოლოდ ერთ ცალ, სქელ
კრემისფერ ფურცელს იღებს, ზედ რაღაც ციფრები წერია.
- აქ მოყვანილი ციფრების თანახმად, ოთხმოცდარვა
წლის ნოემბრიდან ოთხმოცდაცხრა წლის მაისის ჩათვლით,
„სპრინგერ-მოტორსი“ ანგარიშში არ უჩვენებს, მაგრამ ყიდის
„ტოიოტას“ ცხრა ავტომანქანას, საერთო ჯამში - ას ოცდაჩვიდ-
მეტი ათას ოთხას დოლარად, თვითღირებულებით. აღნიშნულ
თანხაზე საკრედიტო პროცენტის გათვალისწინებით, დავა-
ლიანება დღეისთვის შეადგენს ას ორმოცდახუთი ათას რვაასს,
- მექანიკური მოძრაობით, ნახევრად თავის დაკვრით, აწვდის
ფურცელს ჰარის.
ჰარი ადებს ფურცელს თავის დიდ ხელისგულს და ამბობს:
- ჰმ, გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ჩვენმა რევიზორებმა მო-
გახსენეს, რომლებიც ჩვენვე დავიქირავეთ. „სპრინგერ--
მოტორსს“ როგორც ფირმას, თაღლითობასთან კავშირი არ
აქვს. სიტუაცია მართლაც უჩვეულოა, მაგრამ ყველაფერს გა-
მოვასწორებთ. ჩემი შვილი ნარკოტიკებს მიეძალა და მთავარ
ბუღალტრად აიყვანა უღირსი და უსინდისო ადამიანი. მათ ერ-
თად დაიწყეს ჩვენი და თქვენი გაყვლეფა, როგორც შეეძლოთ.

665
მკითხველთა ლიგა

ბრუერის საკრედიტო ბანკმაც იზარალა, ეს ცალკე მაქინაციაა -


მათ ჰყავდათ ერთი საერთო გარდაცვლილი მეგობარი, რომე-
ლიც... მანქანებს ყიდულობდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?
მაგრამ დავუბრუნდეთ საქმეს. მისმინეთ, ჩემი ცოლი - იური-
დიულად ფირმას ის ფლობს - და მე, ძალიან სერიოზულად ვა-
პირებთ „ტოიოტას“ შუაატლანტიკურ განყოფილებას დავუბრუ-
ნოთ ვალი ბოლო ცენტამდე. და კიდევ, მინდოდა დამეზუსტე-
ბინა, საკრედიტო პროცენტი როგორ უნდა დავიანგარიშოთ.
ბატონი სიმადა მიეყრდნო სავარძელს და წარმოთქვა თა-
ვისი ყველაზე მოკლე სიტყვა:
- როდის?
ჰარი თავით ეშვება ხაფანგში:
- აგვისტოს ბოლოსთვის.
დღეიდან სამი კვირა. სავარაუდოდ, ბანკში კრედიტის აღე-
ბა მოუწევთ. ბრუერის საკრედიტო ბანკს მათზე მაინც აკრეფი-
ლი აქვს. ჯენისის ნაქებმა მოანგარიშეებმა უნდა გაანძრიონ
ტვინი, რაკიღა ასეთი ჭკვიანები არიან. ბატონმა სიმადამ
ბრტყელ სახეში ჩამონტაჟებულ შუშებს მიღმა რამდენჯერმე
დაახამხამა თვალები და თანხმობის ნიშნად ოდნავ შესამჩნევად
დააქნია თავი.
- აგვისტოს ბოლო. პროცენტი დაერიცხება წლიური თორ-
მეტი პროცენტის გათვალისწინებით. ეს „ტოიოტას“ საკრედიტო
კორპორაციის სტანდარტული სესხია.
მან ჩხაკუნით ჩაკეტა პორტფელი და სავარძლის გვერ-
დით, იატაკზე ფრთხილად დადო. ირიბად გახედა ჰარის მაგი-
დაზე განთავსებულ ფოტოსურათებს: ჯენისი 3-4 წლის წინ, ჯერ
კიდევ ქოჩრით, ვალჰალა-ვილიჯის საახალწლო საღამოსთვის
გრძელ, ბრჭყვიალა კაბაშია გამოწყობილი; სურათი ფერადია,
ბერნი დრეკსელმა გადაიღო თავისი „ნიკომატით“, რომელიც

666
მკითხველთა ლიგა

ბერნმა ხანუკაზე აჩუქა. სურათი გასაოცრად კარგი გამოვიდა -


დღესასწაულის მოლოდინში ჯენისი თავის ასაკზე ახალგაზ-
რდად გამოიყურება, სახეს ოდნავ აკლია ფოკუსი, დაყოვნებაც
დიდია, მაგრამ თვალები მეოცნებედაა დანისლული; გვერდით
ნელსონი - საშუალო სკოლის კურსდამთავრებული, ბლეიზე-
რით და ჰალსტუხით, მაგრამ გოგოსავით გრძელი, მხრებამდე
თმით; დაბოლოს, ნელსონის დროიდან შემორჩენილი სკოლის
დროინდელი შავ-თეთრი ფოტოსურათი, რომელზეც ჰარი კა-
ლათბურთის ფორმაში პოზირებს, სატყორცნად მომზადებული
ბურთით ხელში, მოკლე ვარცხნილობით, მოთენთილი მზე-
რით, მაისურზე ასოებით „მჯ“ - „მაუნტ-ჯაჯი“.
ბატონ სიმადას ტორსის არავერტიკალური მდებარეობა
სავარძელში, იმას მიანიშნებს, რომ საუბარი ამ წუთიდან ნაკ-
ლებად ოფიციალური იქნება.
- ძალიან საინტერესო ახალგაზრდობაა, - ასეთ თემას ირ-
ჩევს იგი, - არ ეშინიათ შიმშილით სიკვდილის, როგორც სხვებს
ეშინოდათ მთელი ისტორიის განმავლობაში. არ ეშინიათ ატო-
მური ბომბის, როგორც სულ ცოტა ხნის წინ ეშინოდათ სხვებს.
მაგრამ რაღაცის ეშინიათ - ბედნიერები არ არიან. იაპონიაშიც
ასეა. ლურჯ ჯინსებს, როკმუსიკას არ მოაქვს ბევრი ბედნიერება.
ადრე ჩვენთან, იაპონიაში სულ უბრალო რაღაცები ჩუქნიდა
ადამიანს ბედნიერებას. მთვარის შუქი და საღამოს საათები გუ-
ბურასთან, ციკადების ჭრიჭინი ბამბუკის ჭალაში. ძალიან პატა-
რა საგნები იძლევა ძალიან დიდ გრძნობას. იაპონია პატარა
ქვეყანაა კუნძულებზე. თითქმის არაფერი არაა, რომ იცხოვრო.
არაა უსაზღვრო ჩინეთი, არაა შეერთებული შტატები, ნავთობი
არაა, სივრცე არაა. ჩვენ მარტო ჩვენი ხალხი, მისი დისციპლინა
გვაქვს. უკვე ხუთი წელია ვცხოვრობ კალიფორნიაში და ხელი
ჩავიქნიე: ამერიკის ხალხს საერთოდ არ აქვს დისციპლინა. კი,

667
მკითხველთა ლიგა

ბევრი კარგია, არ უნდა კამათი. კარგი ჩოგბურთი, კარგი სული,


ძალიან მხიარული. ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში. ისინი
ყოველთვის ბოდიშს იხდიან ფრანკლინ რუზველტის დროინ-
დელ ბანაკებზე იაპონელებისთვის. ყოველთვის ვეუბნები და
მიკვირს: „ეს ომია!“ როცა ომია, ხალხს დისციპლინა სჭირდება.
მარტო ომის დროს კი არა, მშვიდობაც რაღაც გაგებით ომია.
ჩვენ ეხლა ვეომებით არა ამერიკელებს და ბრიტანელებს, არა-
მედ „ნისანს“, „ჰონდას“, „ფორდს“. „ტოიოტას“ წარმომადგენ-
ლობა უნდა იყოს ადგილი, სადაც არის მკაცრი დისციპლინა,
მკაცრი წესრიგი.
ჰარი გრძნობს, რომ დროა ჩაერიოს, მას არ მოსწონს, სა-
ით ურტყამს იაპონელი.
- ჩვენი განყოფილება სწორედ ასეთი ადგილია. ამ ზაფ-
ხულს, საერთოამერიკული ტენდენციების მიუხედავად, გაყიდ-
ვები რვა პროცენტით გაიზარდა. ამას დაუსრულებლად ვუ-
მეორებ ჩემს თანამშრომლებს, რომ „ტოიოტა“ ზრუნავს ჩვენზე,
ჩვენ კი ვზრუნავთ „ტოიოტაზე“.
- მაპატიეთ, მაგრამ არა, - იოლად მოსვა ადგილზე ბატონ-
მა სიმადამ და გააგრძელა საკუთარი აზრის განვითარება: შე-
ერთებულ შტატებში ჩემთვის ერთი რამ გაუგებარია: გამუდმე-
ბული ბრძოლა წესრიგსა და თავისუფლებას შორის. გაზეთები,
ტელევიზია, ტელეწამყვანები, ყველა თავისუფლებაზე გაყვი-
რის. ყველას უყვარს თავისუფლება და ბევრს ლაპარაკობს ამა-
ზე. ბიჭებს გორგოლაჭებით უნდათ თავისუფლად სრიალი სანა-
პიროზე და საცოდავი მოხუცების აყირავება. ზანგებს საკუთარი
თავისუფლების გამოხატვა რადიომიმღებებში ხმამაღალი მუსი-
კით, იარაღის ტარებით და ადამიანების თავისუფლად დაც-
ხრილვით უნდათ - მათთვის ეს უბრალოდ სპორტია. კალი-
ფორნიაში ძალიან მაკვირვებს ძაღლების განავალი. ყველგან

668
მკითხველთა ლიგა

ძაღლების განავალია - ესე იგი, ძაღლებს აქვთ თავისუფლება,


ყველგან მოქაქონ. ძაღლების თავისუფლება უფრო მნიშვნე-
ლოვანია, ვიდრე სუფთა პარკი ან ტროტუარი. „ტოიოტას“ იმე-
დი აქვს, რომ შეერთებული შტატების თავისუფლების ზღვაში
შეძლებს წესრიგის კუნძულების შექმნას, რომ შეძლებს დააბა-
ლანსოს გარე სამყაროსა მოთხოვნა და ადამიანის შინაგანი
სამყაროს მოთხოვნებთან, „გირისა“ და „ნინძიოს“, მოვალეობა-
სა და გრძნობას შორის, როგორც ამას იაპონიაში ვამბობთ, -
იგი წინ გადაიხარა და ისევ გაიბრწყინა მისმა თეთრმა მანჟე-
ტებმა, სიმადამ თითი ატაკა ჰარის წინ ფურცელზე დაბეჭდილ
ციფრებს, - ძალიან ბევრი უწესრიგობა, ძალიან ბევრი ძაღლის
ქაქი. თქვენ გვიხდით ვალს აგვისტოს ბოლომდე და ჩვენ არ
აღვძრავთ თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს.
მაგრამ ამის შემდეგ არანაირი „ტოიოტას“ ლიცენზია „ზინგერ--
მოტორსს“ არ ექნება.
- სპრინგერს, - მექანიკურად შეუსწორა ჰარიმ, - მომისმი-
ნეთ, - საცოდავად დაიწყო მან, - არავინ დაზარალებულა ჩემი
შვილის საშინელი დეგრადაციისგან ჩემზე მეტად.
მაგრამ ამჯერად სიმადამ შეაწყვეტინა მოსაუბრეს, მას უკ-
ვე საბრძოლო განწყობა დაუფლებოდა.
- არა მარტო შვილია დამნაშავე, - მკაცრად შენიშნავს იგი,
- ვინ არიან ასეთი შვილის დედა და მამა? სად არიან? ფლო-
რიდაში ირუჯებიან, ჩოგბურთს თამაშობენ, სანამ მათი შვილი
აქ, მანქანებით თამაშობს. ნელსონ ანკ-ა-სტომი არ იყო მოწი-
ფული „ტოიოტას“ განყოფილების უფროსობისთვის. მის გამო
კომპანია სახეს კარგავს, - ამ საშინელი დასკვნისგან მისი გაბ-
რტყელებული ტუჩების კუთხეები დაბლა-დაბლა მიცოცავს,
თვალები კი ლამის სიბრაზისგან გადმოუცვივდეს. ჰარიმ წარ-

669
მკითხველთა ლიგა

მატების ყველა შანსი დაკარგა, მაგრამ მაინც შეეცადა შეპასუ-


ხებოდა:
- თავად თქვენ, განა, არ მიესალმებოდით საშტატო შემად-
გენლობის გაახალგაზრდავებას მოგვეზიდა ახალგაზრდა მომ-
ხმარებლის მოზიდვის მიზნით? სხვათა შორის, ნელსონი ერთ
კვირაში ოცდაცამეტის ხდება, - ჰარის უნდოდა გაეგრძელებინა,
სწორედ ამ ასაკში იესო ქრისტე საკმაოდ მოწიფული იყო იმის-
თვის, რომ მიეღო ჯვარზე სიკვდილი და ამით კაცობრიობის
ცოდვები გამოესყიდაო. არ გააგრძელა. უნებლიეთ შეიძლება
ეწყენინებინა კიდეც იაპონელისთვის. ის უკანასკნელ არგუმენტს
ჩაეჭიდა, - თქვენ ხომ მთელ კლიენტურას და კავშირებს დაკარ-
გავთ. უკვე ოცდაათი წელია ბრუერის მაცხოვრებლებმა იციან,
სად უნდა წავიდნენ, თუ „ტოიოტას“’ ყიდვა გადაწყვიტეს. აქ,
ჩვენთან, ერთ-ერთ ტრასაზე.
- უკვე აღარ, - ხაზი გაუსვა ბატონმა სიმადამ, - ძალიან ბევ-
რი ძაღლის ქაქია, ბატონო ანკ-ს-ტრომ, - უყურე ერთი, მესამე
ცდაზე თითქმის გამოთქვა. თავისას აღწევენ, ამას ნამდვილად
ვერ დაუკარგავ, - „ტოიოტას“ არ უყვარს მისი მანქანებით ცუდი
თამაშები, - მან ხელი წამოავლო თავის თხელ პორტფელს და
წამოდგა, - ეს ანგარიში თქვენთან იყოს. კიდევ ბევრი ქაღალდი
იქნება. ძალიან სასიამოვნო, თუმცა, სამწუხარო ვიზიტია, სა-
სიამოვნო საუბარი ზოგად თემებზე. გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით
თხოვნაზე და ჩემს მძღოლს აუხსნათ, როგორ გავიდეთ ოთხი--
ორი-ორი შოსეზე, ბატონი კრაუსის მაღაზიასთან.
- თქვენ რუდისთან მიდიხართ? ეგ ხომ ადრე ჩვენთან მუ-
შაობდა. მას ყველაფერი მე ვასწავლე!
ბატონი სიმადა თითქოს გაქვავდა თავისი ელეგანტური,
კვამლისფერი შავი ზოლებიანი კოსტიუმის შიგნით.

670
მკითხველთა ლიგა

- კარგი მასწავლებელი ყოველთვის კარგი მშობელი არა-


ა.
- ჰო, თუ ამიერიდან ის იქნება ოლქში „ტოიოტას“’ ერთა-
დერთი წარმომადგენელი, მოუწევს „მაზდასთან“ გამოთხოვება.
ეს უონკელის ძრავა საძაგლობაა. ნამდვილი ციყვის გალია, -
ჰარის თავი დაუცარიელდა, შეუმსუბუქდა, მეტი რიღასი უნდა
ეშინოდეს, ჯალათმა ნაჯახი დაუშვა. არაფერია იმაზე უარესი,
ვიდრე ელოდო, როგორ გადაწყდება შენი ბედი; და როცა ყვე-
ლაფერს კარგავ - ამაში არის რაღაც სპეციფიკურად სასიამოვ-
ნოც, - სხვათა შორის, მინდა წარმატება გისურვოთ „ლექსუს-
თან“ დაკავშირებით, აქამდე მყიდველის ცნობიერებაში
„ტოიოტა“ და ფუფუნება ერთმანეთს არ ეხამებოდა, დროთა
განმავლობაში შეიძლება ესეც შეიცვალოს.
- ყველაფერი იცვლება, - მკვეთრად მოჭრა ბატონმა სიმა-
დამ, - სწორედ ამაშია სამყაროს სევდიანი საიდუმლო, - სადე-
მონსტრაციო დარბაზში შესულმა ელვირა მოიკითხა: - მშვე-
ნიერი ლედი? - ელვირამ გადმოკვეთა დარბაზი და მის ყურებ-
ზე ჩამოკიდებულმა საყურემ რაღაც ველური ცეკვა შეასრულა.
იაპონელი სტუმარი ეკითხება: - გეთაყვა, შეიძლება გთხო-
ვოთ სავიზიტო ბარათი მომავალი ურთიერთობისთვის? - ელ-
ვირამ ჟაკეტის ჯიბიდან ამოიღო ბარათი, ბატონმა სიმადამ გა-
მოართვა, ყურადღებით შეისწავლა, ზრდილობიანად დაუკრა
თავი და ბოლოს, ამერიკულ ყაიდაზე ხუმრობით ატმოსფერო
რომ განემუხტა, ყველას აჩვენა, ამიერიდან როგორ შეასრუ-
ლებდა საჩოგბურთო დარტყმას მარცხნიდან.
- თქვენ უკვე გამოგდით, - არწმუნებს ელვირა, - დაიმახ-
სოვრეთ: უკან და დაბლა.

671
მკითხველთა ლიგა

სიმადამ კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და ჰარისკენ მობ-


რუნებულმა ისე ფართოდ გაიღიმა, რომ მთელი სახე დაუნაოჭ-
და და ცხვირზე დასკუპებული სათვალეც კი მაღლა აეწია.
- გისურვებთ დიდი პრობლემების გადაწყვეტას. სანამ
დროა და საბითუმო ფასები გაქვთ, იქნებ შეიძინოთ „ლექსუსი“,
- ეს, როგორც ჩანს, „პატარა“ იაპონური ხუმრობაა. ჰარიმ კაცუ-
რად ჩამოართვა ხელი.
- ვშიშობ, ამიერიდან „ლექსუსს“ კი არა „კოროლასაც“ ვერ
შევწვდები, - ამბობს იგი და კეთილმოსურნეობის ინსტინქტის
გავლენით, თავადაც განასახიერებს რაღაცა თავის დაკვრის
მსგავსს. იგი აცილებს სტუმარს მანქანამდე, მანქანის ფრთას
მიყრდნობილი შავკანიანი მძღოლი პიცას ჭამს. მზეს ღრუბელი
ჩამოეცალა; ფერსა და სიბრალულს მოკლებული მხურვალე
მკვეთრი სინათლე აბრმავებს ჰარის და ის თვალებს ჭუტავს;
ხუმრობა განზე იყოს და, თავს დამტყდარი დანაკარგისგან მთე-
ლი სიცხადით შეიგრძნობს საკუთარ უმწეობას. წარმოუდგენე-
ლია მაღაზია „ტოიოტას’“ ლურჯი ემბლემის, მკვეთრ, აზიურ
ფერებში შეღებილი, საიმედოდ აწყობილი ავტომანქანების
ტბასავით პრიალა ხედის გარეშე. საცოდავი ჯენისი, აი, მას კი
დარტყმა ელის. ისეთი გრძნობა ექნება, თითქოს მამამისის
ხსოვნა შეურაცხყო.
მაგრამ ჯენისმა მომხდარი გაცილებით მშვიდად მიიღო,
ვიდრე ჰარი ვარაუდობდა; ახლა მას უძრავი ქონებით ვაჭრო-
ბის შემსწავლელი კურსები უფრო აღელვებს. უკვე დაასრულა
პირველი ათკვირიანი გარბენი და შეუჩერებლად წავიდა მეორე
წრეზე. დაუსრულებლად ლაქლაქებს ტელეფონზე, განიხი-
ლავს მოსალოდნელ გამოცდას ან შეუდარებელი მისტერ ლის-
ტერის ღირსებებს, რომელსაც საოცრად უხდება ახალი წვერი.

672
მკითხველთა ლიგა

- დარწმუნებული ვარ, ნელსონს რაღაც სამოქმედო გეგმა


აქვს, - ამბობს ჯენისი, - და თუ არა, ერთად მოვიფიქრებთ რამეს
ოჯახურ საბჭოზე.
- სამოქმედო გეგმა! ორასი ათასი დოლარი გადავიხადო
არაფერში! ვაჭრობაშიც ვეღარ ვიშოვით ფულს, „ტოიოტას“
თვალით ვეღარ ვნახავთ.
- კარგი რა, ჰარი, რა არის მათში ასეთი განსაკუთრებუ-
ლი? ნელსონს მათი ატანა აღარ შეეძლო. შეგვიძლია ამერი-
კული მწარმოებლის - „დეტროიტის“ - ლიცენზია შევიძინოთ,
მგონი ძალას ისევ იკრებენ?
- ჰო, მაგრამ ჯერ არც იმდენად, რომ ნელსონ ენგსტრომ-
თან დაიჭირონ საქმე.
ჯენისმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ჰარიმ იხუმრა:
- ფუ, რა საძაგელი ხარ! - მაგრამ მის სახეს რომ შეხედა,
შეშინდა და შეწუხებულმა გადაკვეთა სამზარეულო, სახეზე ხე-
ლი მოუსვა, - შენ მართლა განიცდი. გთხოვ, არ არის საჭირო.
გახსოვს, მამა რას ამბობდა „ყოველთვის მაღლა ვერ ახვალ,
მაგრამ არც დაბლა დაეშვები“. მოითმინე, ერთ კვირაში ნელ-
სონი დაბრუნდება, მის დაბრუნებამდე მაინც ვერაფერს მოვი-
მოქმედებთ.
გარეთ, სამზარეულოს ბადეაკრული ფანჯრის მიღმა, რო-
მელშიც განუწყვეტლივ ებმებიან ქინქლები, ადრეული აგვის-
ტოს საღამო დგას ტიპური ამინდით, უკვე სინათლემოკლებუ-
ლი, მაგრამ ჯერ კიდევ ზაფხულის სითბოთი გაჯერებული. რაც
უფრო მოკლეა დღე, მით უფრო შესამჩნევი ხდება ბალახის სიმ-
შრალე და მწერების ჭრიჭინი, თუმცა ასეთი ზაფხული - თავსხმა
წვიმებით, ჭექა-ქუხილებითა და ნიაღვრებით, - დაიმონდის
ოლქში ჰარის არ ახსოვს. ბაღში მტირალა ალუბლიდან ჩამო-
ვარდნილ რამდენიმე ფოთოლს ხედავს, აქვე ლილისფერი

673
მკითხველთა ლიგა

ჰოსტის ღეროები კვდება. ამჟამინდელი მარტოობისა და აპა-


თიის განწყობით იგი დედამიწისკენ იწევს, იქნებ მისი ქვედატა-
ნის კალთებქვეშ, ან მყუდრო ბუჩქნარის ჩრდილქვეშ ჯერ კიდევ
იმალება ჰარის ბავშვობა?
- ჯანდაბა! - ამბობს იგი და ამ მოკლე შეძახილში მაგიურ
აზრს ხედავს. სამი თვის წინ სწორედ ეს სიტყვა წამოსცდა პრუს
და ჰარი მიხვდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან დაწოლა,
დაე, მოხდეს, რაც მოსახდენიაო, - რა გეგმები უნდა ჰქონდეს
ნელსონს, რა უნდა მოიმოქმედოს? მადლობა თქვას, თუ სასა-
მართლოს გადაურჩა.
- ოჯახის ჯიბიდან ქურდობისთვის ციხეში არავის სვამენ.
მას ჰქონდა სამედიცინო ხასიათის პრობლემები, ავად იყო, ისე-
ვე როგორც შენ, მაგრამ შენსავით სტენოკარდია კი არ სჭირდა,
არამედ ნარკომანია. ახლა ორივენი გამოჯანმრთელდებით.
ჯენისის გამოსვლებში ჰარის სულ უფრო ხშირად ესმის
ხმა, განსჯა და მსჯელობა, რომელიც სხვისია, რომელიც ვიღა-
ცამ სადღაც ჩააგონა მის ცოლს, მის გარეშე.
- ვისთან გაქვს ურთიერთობა? - ეკითხება, - იმ ყველაფ-
რისმცოდნე დორის კაუფმანთან?
- ეგ ებერჰარდია. დორისს, აღარც მახსოვს, რამდენი კვი-
რა არ დავლაპარაკებივარ. კურსებზე გვყავს რამდენიმე ქალი,
მათთან ერთად მეცადინეობების შემდეგ იქვე, ფიჭვნარის ქუჩა-
ზე, გავდივართ სადმე მეტ-ნაკლებად წესიერ და წყნარ ადგი-
ლას, ყოველ შემთხვევაში, იმ დროს სიწყნარეა და უფრო გვიან
რა ხდება, არ ვიცი. ჰოდა, ერთი მათგანი, ფრენსი ალვარესი
ამბობს, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის დამოკიდებულებას უნ-
და მიუდგე, როგორც კლინიკურ შემთხვევას, აი, თითქოს ადა-
მიანს გრიპის ვირუსი შეჰყროდეს, სხვანაირად შეიძლება გაგიჟ-
დე - დაიწყებ ყველას გმობას და სულ არ იფიქრებ იმაზე, რომ

674
მკითხველთა ლიგა

საბრალოებს შეიძლება ძალიანაც უნდათ განკურნება, მაგრამ


ვერ ახერხებენ.
- მაშ, მით უმეტეს, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ნელ-
სონის მკურნალობისგან ხეირი იქნება? მგონი სულ ფეხებზე
ჰკიდია, რომ ექვსი ათასი გადაუხადე. კლინიკაშიც იმიტომ წა-
ვიდა, რომ ქარიშხალს გადაევლო, თავი გაარიდა. თვითონ არ
მითხარი, გამომიტყდა, რომ თავისი კოკაინი ყველაფერს ურ-
ჩევნიაო? შენზე, ჩემზე, ბოლოს და ბოლოს საკუთარ შვილებზე
მეტად უყვარს.
- რა ვქნათ, ყველას გვაქვს ცხოვრებაში შემთხვევა, როცა
უარის თქმა გვიწევს იმაზე, რაც ძალიან გვიყვარს.
ჩარლი. ალბათ სწორედ მასზე ფიქრობდა ჯენისი, ამიტო-
მაც ჟღერს მისი ხმა ასე გულწრფელად, ასე ნაღვლიანად და
ბრძნულად - მასზე, აბა, სხვა ვისზე? მისი თვალები აგვისტოს
დღის ბოლოს ბნელი და ღრმაა, თითქოს უხმობს ჰარის მასთან
ერთად გაიზიაროს ის ცოდნა, რომელიც ქალის ცხოვრებისე-
ულ გამოცდილებას მოაქვს. მისი თითები ოდნავ ეხება ჰარის
ლოყას. ჰარის იმგვარი შეგრძნება აქვს, თითქოს ბუზი დააჯდა
და არ აძინებს, უსიამოვნოდ უღიტინებს, მოკლედ, აღიზიანებს;
ჰარი თავს გაიქნევს ხელის მოსაშორებლად. ჯენისი ხელს
სწევს, მაგრამ ისევ მრავალმნიშვნელოვანი სერიოზულობით
უყურებს.
- ახლა შენზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე ნელსონზე. ისევ
ცუდად გრძნობ თავს? სუნთქვა გიჭირს?
- ხდება ხოლმე, ზოგჯერ მჩხვლეტს, - აღიარებს ჰარი, -
საშიში არაფერია, აბი ენის ქვეშ და შვებაც მოდის. მინდა-არ
მინდა, აწი ამით უნდა ვიცხოვრო.
- სულ ვფიქრობ, იქნებ ჯობდა შუნტირებაზე დათანხმებუ-
ლიყავი?

675
მკითხველთა ლიგა

- კარგი რა, ზონდიც ძლივს ავიტანე, ზოგჯერ მგონია, სად-


ღაც შიგნით გამეჩხირა-მეთქი.
- ოჰ, ჰარი, იქნებ ცოტა გევარჯიშა, თორემ რა არის, მო-
დიხარ მაღაზიიდან, მაშინვე, სავარძელში ტელევიზორის წინ
ჯდები, მერე კი - პირდაპირ საწოლში. გოლფის თამაშსაც შეეშ-
ვი...
- რაღაც აღარ მიზიდავს, ძველი ჯგუფი დაიშალა და
„მფრინავი არწივის“ ახალგაზრდობა მაინცდამაინც არ იხვეწება
ოთხეულში ბებრის მიღებას. ფლორიდაში რომ გადავალთ,
ისევ დავიწყებ თამაშს.
- მაგაზეც მინდოდა მეთქვა. რა აზრი აქვს ჩემთვის ყიდვა--
გაყიდვის ლიცენზიის აღებას, თუ ამის შემდეგ ნახევარი წლით
ფლორიდაში წავალთ? ასე ვერასოდეს შევიქმნი რეპუტაციას
ადგილობრივ ბაზარზე.
- რეპუტაცია! შენ ფრედ სპრინგერის ქალიშვილი და ჰარი
ენგსტრომის ცოლი ხარ, რაღა რეპუტაცია გჭირდება? ამას
გარდა, სახელგანთქმული კოკაინისტის დედა ხარ.
- პროფესიულ რეპუტაციას ვგულისხმობ. ეს უბრალოდ
ასეთი ტერმინია, მისტერ ლისტერი ამაზე ხშირად გვესაუბრება.
გულისხმობს, რომ ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ
როცა დასჭირდებათ, აქვე, გვერდით ხარ და არა - ცხრა მთას
იქით, ფლორიდაში, სადაც ირუჯები და აღარაფერი გახსოვს.
- გასაგებია. - ამბობს ჰარი, _,,სპრინგერ-მოტორსის“ სა-
თავეში რომ ვიდექი და ჩემი თავიდან მოშორება რომ გახდა
საჭირო, რათა ნელსონს არ გავბლანდოდი ფეხებში, ფლორი-
და გამოწერილი იყო, ახლა კი, როცა შენ მოგეპრიანა, თავი
ბიზნესლედიდ წარმოიდგინო, ფლორიდა უნდა დავივიწყოთ.

676
მკითხველთა ლიგა

- სიმართლე გითხრა, - გადაწყვეტს ჯენისი, - ვფიქრობ,


ფირმის ვალების გადასახდელად საუკეთესო გამოსავალი
ფლორიდის ბინის გაყიდვა იქნება.
- გაყიდვა? მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ, - განაცხა-
დებს ჰარი, უფრო იმიტომ, რომ საკუთარ ხმაში გაჟღერებული
უკმაყოფილო ტონი სიამოვნებს. ასეთი ხმა სულ იოლად შეიძ-
ლება ეკუთვნოდეს რომელიმე მუდმივად უკმაყოფილო მამი-
ლოს ტელესერიალებიდან, ან, მაგალითად, ჭაღარა სტივ მარ-
ტინს, ფილმიდან „მამობა“. ეს ფილმი, უძრავი ქონების საქმეში
ჯენისის „თანამშრომელი“ რომელიღაც ქალბატონის რეკომენ-
დაციით, სწორედ წინადღეს ნახეს - ისე გამითხელეს სისხლი,
რომ იგი საერთოდ აღარ მათბობს. ზამთარში აქ, ჩრდილოეთ-
ში, საერთოდ გავიყინები.
ამ სიტყვების საპასუხოდ ჯენისი ისე შეხედავს, თითქოს სა-
ცაა ატირდებაო. მისი მუქი ყავისფერი თვალები ისეთი გავარ-
ვარებული და კრიალაა, როგორიც პატარა როის აქვს ხოლმე,
როცა ატირებას დააპირებს.
- ჰარი, გეხვეწები, ნუ სულელობ, - შეეხვეწება, - ოქტომ-
ბრამდე სალიცენზიო გამოცდას ვერ ჩავაბარებ და არ მითხრა,
რომ მაშინვე მაიძულებ ფლორიდაში წასვლას, სადაც ჩემი ლი-
ცენზია ისევე დამჭირდება, როგორც თევზს ქოლგა. და ეს ყვე-
ლაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ გოლფი ითამაშო, თანაც
ვისთან, ადამიანებთან, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან
არც ასაკით, არც თვისებებით, გარდა ამისა, გიგებენ კიდევაც
და ყველა თამაშზე ოციანს გწაპნიან.
- კარგი ერთი, შენ აქ მთელი დღეები საკუთარი რეპუტა-
ციის შექმნაზე იმუშავებ და მე რას მიბრძანებ, ვაკეთო? მაღაზი-
ას დაერხა, კაპუტ, თუ როგორ არის იაპონურად, ფი-ნი-ტო. და
თუ ასე არ არის და შვილიკოც სანახევროდ მაინც განიკურნა,

677
მკითხველთა ლიგა

მას ისევ საქმეში დააბრუნებ, ის კი ახლოს არ გამიკარებს. ჩვენ,


თურმე ნუ იტყვით და, განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ჩვენ ერ-
თმანეთს ნერვებს ვუშლით!
- იქნებ ახლა მაინც გამონახოთ საერთო ენა, იქნებ შეეწ-
ყოთ ერთმანეთს, რადგან სხვა გზა არ არის?
- ნეტა ასე იყოს, მხოლოდ გამიხარდებოდა, - მარტივად
იტყვის ჰარი, აღარ უნდა გართულება. მამა-შვილი სამყაროს
წინააღმდეგ. ისინი ოჯახურ ბიზნესს ერთად აღადგენენ ნანგრე-
ვებიდან. ეს სურათი მის წარმოსახვას ააფორიაქებს. თავად დი-
დის ამბით საუბრობს ხან ამაზე, ხან იმაზე ელვირასთან და ბე-
ნისთან, ნელსონი კი დაქოქილივით მუშაობს, ყიდის ნახმარ
მანქანებს, რომლებსაც ცხელი ღვეზელებივით იტაცებენ - მო-
ასწარი, ეცი!
,,სპრინგერ-მოტორსი“ იმას უბრუნდება, რასაც წარმოად-
გენდა იქამდე, ვიდრე ბებერი ფრედი „ტოიოტასგან“ ლიცენზიას
მიიღებდა. კი, აქვთ ვალი, რამდენიმე ასეული ათასი, მაგრამ
სხვათა შორის, მთავრობას ტრილიონიანი ვალი აქვს და არა-
ფერი.
ჯენისმა მის სახეზე იმედის გაელვება შენიშნა და - უკვე მე-
სამედ - შეეხო მის ლოყას. ღამით როცა დგება - ხან ერთხელ,
ხანაც ორჯერ (გააჩნია რამდენ ჭიქა ლუდს დალევს) - მიჩ-
ვეულია უშუქოდ, ხელის ცეცებით სააბაზანო ოთახამდე მის-
ვლას. უკუნეთ სიბნელეში ჯერ ტუალეტის შუშის მაგიდის ზედა-
პირს ხელით ეხება, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი წინ გაწვდი-
ლი ხელი კამოდის გლუვ, პრიალა გვერდს მოსინჯავს და სააბა-
ზანოს კარის გირჩისებური სახელურიც იქვეა. ჰარი ფიქრობს,
რომ ყოველ ღამე, საგნებზე თითების შეხებისას, მათზე მცირე-
დი ცხიმისა და ოფლის კვალი რჩება; ამიტომ, ადრე თუ გვიან,
პრიალა კამოდის გვერდი ისე გამუქდება, როგორც, თავის

678
მკითხველთა ლიგა

დროზე, გოლფის შარვლის ჯიბეები გაუშავდა, რადგან წარამა-


რა ეძებდა რაღაცას, ხან ბურთის პალო სჭირდებოდა, ხანაც
მარკერი. და ასე, თამაშიდან თამაშამდე, წლიდან წლამდე; და
ეს ნივთიერი კვალი, ეს მრავალფენიანი ნადები ავეჯზე დარჩე-
ბა მაშინაც, როცა თვითონ აღარ იქნება.
- ნუ დამაძალებ, საყვარელო, კარგი? - სთხოვს ჯენისი მის-
თვის ისეთი უჩვეულო გულწრფელობით, რომ ჰარის გაქვავე-
ბული ბებერი გული აჩქარებით იწყებს ძგერას უეცრად მოზღვა-
ვებული გრძნობისგან, რომ ის ჯენისის ქმარია, - ნელსონთან
დაკავშირებული მთელი ეს საშინელება ჩემთვის უდიდესი
სტრესია, თუმცა ამას არ ვამჟღავნებ. მე ხომ მისი დედა ვარ და
უზომოდ მრცხვენია. არც ის ვიცი, რა იქნება, შემიძლია მხო-
ლოდ ვიმკითხავო. ყველაფერი ისე აირია, ისე დატრიალდა.
ისევ მოუჭირა მკერდში, მარცხნივ, ნეკნებს შორის ტკივი-
ლი ჩასახლდა. წამიერი ჩვენება, რომ ის და ნელსონი გვერ-
დიგვერდ მუშაობენ, უკვალოდ გაქრა - ცარიელი სიზმარი. მას
ძალიან უნდა, რომ ჯენისმა, რომელიც უცებ გახდა უცნაურად
საშიში, პირდაპირი და მამაცი, გაუღიმოს მის ნაწვალებ ხუმრო-
ბას.
- უკვე დავბერდი წრეში საფართხალოდ.
სარეაბილიტაციო ცენტრიდან ნელსონის დაბრუნება და-
ემთხვა იმ დღეს, როცა ავიაკატასტროფაში, ბოლო ორი კვი-
რის მანძილზე უკვე მეორე კონგრესმენი, ამჯერად თეთრკა-
ნიანი რესპუბლიკელი დაიღუპა. ერთ კონგრესმენს სიკვდილი
ეთიოპიაში მისწვდა, მეორეს - ლუიზიანაში; პირველი მათგანი
წარსულში მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „შავი პანტე-
რების“ წევრი იყო, მეორე კი შერიფად მსახურობდა. ერთი შე-
ხედვით, პოლიტიკოსობა ქვეყანაზე ყველაზე საშიში პროფესია
არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკოსები ბევრს დაფრი-

679
მკითხველთა ლიგა

ნავენ. პრუ ჩრდილოეთ ფილადელფიაში მანქანით წავიდა


ქმრის ჩამოსაყვანად, ბავშვები ჯენისს დაუტოვა, მათი ჩამოს-
ვლის შემდეგ ჯენისი სახლში დაბრუნდა, პენ-პარკში.
- ვიფიქრე, უმჯობესია ოჯახი მარტო იყოს, - აუხსნა ჰარის.
- როგორ გამოიყურება?
ჯენისი ფიქრობს და ენის წვერით ზედა ტუჩს ეხება.
- შესახედად... სერიოზული, მშვიდია, არ ცმუკავს, რო-
გორც უწინ. არ ვიცი, პრუმ მოასწრო თუ არა ეთქვა, რომ
„ტოიოტა“ ლიცენზიას გვართმევს და შენ უახლოეს ხანებში
145 000-ის გადახდას დაჰპირდი. მე არ მინდოდა თავიდანვე
დამეთრგუნა ამ პრობლემებით.
- კი, მაგრამ რაზე ელაპარაკე? რაღაცაზე ხომ ილაპარა-
კეთ?
- ვუთხარი, რომ შესანიშნავად გამოიყურება, მგონი ცოტა
მომატებულია კიდეც, და რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ
ძალიან ვამაყობთ მისით, რადგან ეყო ძალა, სარეაბილიტაციო
კურსი თავიდან ბოლომდე გაევლო.
- ჰა! მიკითხა? მაგალითად, როგორ ვარ და რამე?
- არა, ასე პირდაპირ არ უკითხავს, მაგრამ ჰარი, მას მშვე-
ნივრად ესმის, რამე გაუთვალისწინებელი რომ დაგმართოდა,
მაშინვე ვაცნობებდით. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ბავშვები
ადარდებდა. უნდა გენახა! ორივე გაიყვანა ვერანდაზე, სადაც
დედა ნაირ-ნაირ ყვავილს ახარებდა, გახსოვს, ჩვენ მას „მზიანს“
ვეძახდით და იქ სთხოვა პატიება იმისთვის, რომ ცუდი მამა იყო,
ელაპარაკა ნარკოტიკებზე, თუ როგორი ბოროტება მოაქვთ
მათ, უამბო იმ ადგილის შესახებ, სადაც ასწავლეს, რომ აღარა-
სოდეს, აღარასოდეს გაეკაროს ნარკოტიკებს.
- შენ, შენ თუ გთხოვა პატიება იმისთვის, რომ ცუდი შვილი
იყო და კიდევ პრუს, იმისთვის, რომ ნაგავი ქმარია?

680
მკითხველთა ლიგა

- წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ილაპარაკეს. მანქანაში


რამდენიმე საათი გაატარეს, სანამ ჩამოვიდოდნენ. თითქოს ფი-
ლადელფიის ყველა გზა და ხიდი ერთდროულად გახდა შესა-
კეთებელი.
- ესე იგი, ერთხელაც არ მიკითხა?
- რას ამბობ, ძვირფასო, რა თქმა უნდა, გიკითხა. ხვალ
საღამოს ორივეს ვახშამზე გველიან.
- რა პატივია! შევძლებ ვიხილო ნარკომანი, რომელმაც
ნარკოტიკებზე უარი თქვა. მსოფლიოს მერვე საოცრება, მოუთ-
მენლად ველი!
- ასეთ ტონში არ დაელაპარაკო. მას ახლა განსაკუთრე-
ბით სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვეულ საარსებო გარემოში
დაბრუნება რეაბილიტაციის ყველაზე რთული ეტაპია.
- საარსებო გარემოო, ამბობ? აი, თურმე, ჩვენ, ყველანი,
რას წარმოვადგენთ.
- ასე ეწოდება პროფესიულ ენაზე. მან ხომ უნდა შეძლოს
თავის შეკავება, რომ არ დაუკავშირდეს ძველ, ნარკომანების
კომპანიას, რომელიც „ბუნაგში“ იკრიბება. ამიტომაც ოჯახმა
ყველა ძალა უნდა იხმაროს, რომ ეს ნაპრალი ამოავსოს.
- ღმერთო ჩემო! იქნებ საკმარისია ეს ლაქუცი და ფერება?
- გიჟური გაღიზიანება დუღს და თუხთუხებს მასში. ჰარის აცო-
ფებს, რომ ახლა ყველა ზედ ჰყვება ნელსონს, თითქოს სამყა-
როს ჭიპი ბრძანდებოდეს. დიდი ამბავი, გზასაცდენილი შვილის
დაბრუნება! აცოფებს, რომ ჯენისი ასეთი ნეტარებით ისრუტავს
ახალ სიტყვებს და ტყავიდან ძვრება, რომ გზა გაიკვლიოს ახა-
ლი სფეროებისკენ, მისგან სულ უფრო შორს. აცოფებს, რომ
მთელი ქვეყანა მოვალეებისაგან შედგება და არც ერთი მათგა-
ნი არ ფიქრობს ვალების გადახდაზე - არც მექსიკა და ბრაზი-
ლია, არც ყურებამდე ლაფში ჩაფლული საკრედიტო--

681
მკითხველთა ლიგა

შემნახველი ბანკები, არც ნელსონი. ბაჭია არასოდეს გამოირ-


ჩეოდა საქმიანი ურთიერთობების ძველმოდური ეთიკის დიდი
პატივისცემით, მაგრამ ახლანდელი ეთიკის ნორმების სრული
უგულებელყოფა მას სულით ხორცამდე აღაშფოთებს.
გაიარა ღამემ და კიდევ ერთმა დღემ, საწოლსა და მაღა-
ზიაში. იგი აცნობებს ელვირას და ბენის, რომ ნელსონი დაბ-
რუნდა, მისმა დედიკომ აღნიშნა, რომ იგი მოსუქებულია და
ჯერჯერობით არანაირი სამოქმედო გეგმა არ გამოუქვეყნებია.
ელვირას რუდი კრაუსმა 422-ე გზატკეცილზე მდებარე თავის
მაღაზიაში სამუშაოდ გადასვლა შესთავაზა. მას ვინმე ბატონმა
სიმადამ გაუწია ბრწყინვალე რეკომენდაცია. ელვირამდე ასევე
მივიდა ხმები, რომ ჯეიკი ორიოლის „ვოლვო-ოლდსში“ გადა-
დის და იქ, პოტსტაუნთან ახლოს, „ლექსუსის“ მოდელების გა-
ყიდვების სააგენტოს უხელმძღვანელებს. თავად ელვირას არ
ეჩქარება, მას აქ, ძველ ადგილას ყოფნა ურჩევნია, ამიტომ ცო-
ტა ხანს დაიცდის, იქნებ ნელსონმა რაიმე მოიფიქროს. ბენი
სხვა ფირმებში არსებულ სიტუაციას ჩუმ-ჩუმად არკვევს და მა-
ინცდამაინც არ წუხს თავის მომავალზე.
- რაც მოსახდენია, მოხდება, ხომ გესმით? მთავარია, ჯან-
მრთელობა და საიმედო ზურგი, ოჯახი, დანარჩენი თან მოჰყვე-
ბა. ასე ვთვლი.
ჰარიმ მათ სთხოვა, სარემონტო სახელოსნოს ჯერჯერო-
ბით არ გააგებინონ ბატონი სიმადას ვიზიტის ყველა წვრილმა-
ნი. როცა სადემონსტრაციო დარბაზში, ლინოლეუმის ფილებზე
მიაბიჯებს, თან სდევს რაღაც გაურკვეველი გრძნობა, თითქოს
პატარა ნაწილებად იშლება, თითქოს მისი თავი სადღაც, თავ-
ბრუდამხვევი სიმაღლისკენ მიცურავს, როგორც იმ დღეს,
მაუნტ-ჯაჯის აღლუმზე. საღამოს შინ მისულმა 10-ე არხზე ტომ
ბროკის საინფორმაციო გამოშვების დასაწყისსაც მიუსწრო.

682
მკითხველთა ლიგა

თუმცა ის იყო, სავარძელში მოკალათდა, რომ ჯენისმა წამოაგ-


დო, აიძულა ისევ „სელიკას“ საჭეს მისჯდომოდა და ვინ იცის,
ცხოვრებაში მერამდენედ, მთელი ბრუერის გავლით მაუნტ--
ჯაჯში წაათრია.
ნელსონს ულვაშები მოუპარსავს და ყურიდან საყურე გა-
მოუძვრია, ქარდაკრული სახე გარუჯვია და, სხვათა შორის,
მართლა მოსუქებულა. მისი გრძელი, ფუნჩულა ზედა ტუჩი ოდ-
ნავ წინ გამოწეულა, ზუსტად ისე, როგორც განსვენებულ დედი-
ლო სპრინგერს ჰქონდა. აი, თურმე ვის ჰგავს; ის ბებრუხუნა ჰა-
რის ყოველთვის აგონებდა კარგად დატენილ სარდელს და
სწორედ ამ მსგავსებას ამჩნევს ახლა ნელსონში. შვილის მოძ-
რაობებიც კი რაღაცნაირი შებოჭილი, ბებრულია, თითქოს
რეაბილიტაცისას, ნარკოტიკებთან და მთელ ამ ხელოვნულ
საწვავთან ერთად, მისთვის დაბადებიდან დამახასიათებელი
ნერვიული მოძრაობაც მოუცილებიათ. პირველად ხედავს მამა,
რომ მის შვილს უკვე ასაკი დაეტყო, ნაწამები სახე და შეთხე-
ლებული თმა უცხოდ აღარ ეჩვენება. ჰარიში ნელსონი რომე-
ლიღაც გაურკვეველი კონფესიისა თუ სექტის მღვდელმსახუ-
რის ასოციაციას იწვევს, აი, იმ ცალტვინას მსგავსს, თელმას
რომ აუგო წესი. საპატიო კეთილგონიერების კვალი ნელსონის
ჩაცმულობაშიც იგრძნობა, თეთრ პერანგსა და ზოლებიან ჰალ-
სტუხში, რის გამოც ჰარი თავს ახალგაზრდულად გრძნობს,
რამდენადაც თვითონ „მფრინავი არწივის“ ლოგოტიპიანი
სპორტული მაისური აცვია, თავისუფალი საყელოთი.
ნელსონი კარებში შეეგება მშობლებს, დედას ჩაეხუტა და
დააპირა ჰარისაც მოხვეოდა, რისთვისაც თავის დიდ მამიკოს
მოუხერხებლად მოხვია ზურგზე ხელები და შეეცადა დაბლა
დაეწია, რომ ლოყით ლოყაზე შეხებოდა. ჰარისთვის ეს სავსე-
ბით მოულოდნელი იყო, ამასთან - არცთუ სასიამოვნო. მათ

683
მკითხველთა ლიგა

ხვევნა-კოცნას სიყალბის, მოჩვენებითობისა და დაძაბულობის


სუნი ასდიოდა და ის თითქოს მთელ მილზე გავრცელდა. გე-
გონებოდა, იმ ისტერიული ტელემქადაგებლების რჩევა--
დარიგებას ასრულებდნენ, რომლებიც უშურველად მოძღვრავ-
დნენ ყველას, ვიდრე ეკრანებიდან გაქრებოდნენ და თავის
მდივნებს შეიყვარებდნენ. მას შემდეგ, რაც შვილის ასაკი ორ-
ნიშნა რიცხვებით აღინიშნება, ერთმანეთს თითქმის არ შეხებიან
და თუმცა გასაგებია, რომ ამ ჩახუტების მიზანი შერიგება და მო-
ნანიება იყო, ჰარიმ ამაში მაინც რაღაც ნასწავლი, ხელოვნური
დაინახა, თითქოს მის შვილს ვიღაცამ ჩააგონა, რომ ასე იყო
საჭირო, არანაირ ნათესაურ გრძნობას ადგილი აქ არ ჰქონია
და არც არასოდეს ექნება.
პრუც, თავის მხრივ, შეცბუნებულია, რომ ქმრის ადგილი
ახლა ვიღაც მღვდელმა დაიკავა. როცა ჰარი მისკენ დაიხარა,
ელოდა, რომ ტუჩებზე მისი ტუჩების თბილ შეხებას იგრძნობდა,
მაგრამ სანაცვლოდ ინდიფერენტული ლოყა მიიღო, რომელიც
შეშინებული სიცელქით მიუშვირეს. ჰარის ვერ გაუგია, რა გააკე-
თა არასწორად. იმ უგუნური, ჭექაქუხილიანი ღამის შემდეგ
პრუმ თავისი დაჟინებული დუმილით ყველაფრის დავიწყების
სურვილი აშკარად გამოხატა, თავის მხრივ, ამის წინააღმდეგი
არც ჰარი ყოფილა. ახალი რომანის წამოსაწყებად ძველებური
ძალა, ცხოვრებისეული ენერგია აღარ შესწევდა. რისკზე უნდა
წახვიდე, ის გააკეთო, რასაც შენგან ელიან, შენი ნორმალური
ცხოვრება რაღაც საიდუმლო, ფილიგრანული ხლართების
ტყვეობაში აღმოჩნდა. ეს საიდუმლო შთანთქავს შენს ყველა
აზრს, დაგღრღნის და გაგაწამებს, იმის შიშში გაცხოვრებს, რომ
ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოაშკარავდება და დაგერხევა.
მისთვის აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, ნელსონმა
მისი საიდუმლო გაიგოს, მაშინ როცა რონის გათვითცნობიერე-

684
მკითხველთა ლიგა

ბულობა სულ ფეხებზე ეკიდა. ამაში რაღაც გარკვეულ სიამოვ-


ნებასაც პოულობს - თითქოს კალათბურთის ფარის ქვეშ ბურ-
თისთვის ბრძოლაში ვიღაცას იდაყვი ამოარტყაო. ჰარი და
თელმა ფერი ფერს იყვნენ: ორივეს შეეძლო ფხიზლად შეეფა-
სებინა რისკი და მოგება. ერთობლივი ძალისხმევით მათ მყუდ-
რო, საიდუმლო სივრცე შექმნეს, ტკბებოდნენ თავისუფლებით,
თუნდაც ერთი საათით თავისუფლდებოდნენ ყველაფრისგან,
ერთმანეთის გარდა. როცა საქმე გაქვს შენი თაობის ადამიანებ-
თან, როცა გაკავშირებთ საერთო სიმღერები, საერთო ომები,
ამ ომებთან საერთო დამოკიდებულება, საერთო წესები და რა-
დიოგადაცემებიც კი, შეგიძლია, მათთან ერთად შეაფასო შესაძ-
ლებელი და შეუძლებელი. სხვა თაობის ადამიანთან ურთიერ-
თობისას ფეხქვეშ არამყარი ნიადაგია და ცეცხლს ეთამაშები.
აი, რატომ იძაბება ჰარი პრუს დამოკიდებულების უმნიშვნელო
ცვლილებაზე, უკმაყოფილების ნიავის მსუბუქ მობერვაზეც კი.
ბავშვებს ყველასთან ერთად, საერთო სუფრაზე სვამენ; ჯუ-
დი და ჰარი წითელი ხისგან დამზადებული, სპრინგერების სა-
სადილო მაგიდის ერთ მხარეს მოხვდებიან. საზეიმო სუფრაა
გაშლილი. ჯენისი და როი - მეორე მხარეს, პრუ და ნელსონი
კი ერთმანეთის პირისპირ, სავარძლებში. ნელსონმა, სადილის
წინ ვილოცოთო; ყველას აიძულებს ერთმანეთს ხელი ჩასჭი-
დონ, თვალები დახუჭონ. და როცა უხერხულობისკენ უკვე აღარ
იციან რა ქნან, საზეიმოდ წარმოთქვამს:
- მშვიდობა. ჯანმრთელობა. კეთილგონიერება. სიყვარუ-
ლი.
- ამინ, - ამბობს შეშინებული პრუ.
ჯუდი თვალს არ აშორებს ჰარის, ცდილობს გაიგოს, რას
ფიქრობს ამ ყველაფრის შესახებ.

685
მკითხველთა ლიგა

- ძალიან შთამბეჭდავია, - ეუბნება ჰარი შვილს, - აი, თურ-


მე, რას ასწავლიან დეტოქსიკაციის დროს.
- დეტოქსიკაციის დროს კი არა, მამა, სარეაბილიტაციო
ცენტრში.
- რაც გინდა, ის დაუძახე. თქვენ რა, იქ რელიგიით გამოგ-
ტენეს?
- უნდა აღიარო შენი უძლურება, შენი დამოკიდებულება
უზენაეს ძალებზე, ეს არის აას-ის, ანონიმური ალკოჰოლიკების
საზოგადოების და ანს-ის, ანონიმური ნარკომანების საზოგა-
დოების, ძირითადი პრინციპი.
- რამდენადაც მახსოვს, ადრე მაინცდამაინც არ სწყალობ-
დი უზენაეს ძალებზე მჭევრმეტყველებას, უფრო პირიქით.
- მართალია, მაინცდამაინც არც ახლა ვწყალობ იმ ფორ-
მით, რომელსაც ორთოდოქსული რელიგია გვჩრის. ჩვენ მხო-
ლოდ იმ ძალისა უნდა გვჯეროდეს, რომელიც ჩვენზე ძლევა-
მოსილია, ესე იგი, ღმერთის, როგორც გვესმის.
ყველაფერზე მზად აქვს პასუხი, ყველაფრის ახსნა შეუძ-
ლია, ჰარი ძლივს იკავებს თავს, რამეზე არ აუშარდეს.
- არა, წინააღმდეგი კი არ ვარ, პირიქით, - ამბობს, - რო-
გორც სინატრას სიმღერაშია, რაც გნებავთ, ოღონდ ღამე გავი-
დეს. მახსოვს, ერთხელ მიმიმ ეს სტრიქონი ციტატად მოიყვანა,
- დღეს, საღამოს, სპრინგერების სახლში ჰარი ნაღვლიანი სიც-
ხადით შეიგრძნობს, რამხელა მანძილი აშორებს მიმს, დედას
და მამას და მარადიულობაში ჩაძირულ მთელ მათ ღვთისმო-
შიშ არსებობას ჯეკსონ-როუდში, ოცდაათიან-ორმოციან წლებ-
ში.
- ამ ყველაფრის ოდესღაც თავადაც ხომ გჯეროდა? -
ეკითხება ნელსონი.

686
მკითხველთა ლიგა

- მჯეროდა და ახლაც მჯერა, - ეთანხმება ბაჭია, მშვენივ-


რად ესმის, რომ მისი მშვიდობისმოყვარეობა შვილზე გამაღი-
ზიანებლად მოქმედებს და მაინც ვერ იკავებს თავს, რომ არ
დაამატოს:
- ალილუია! მაშინვე, როგორც კი გულში ზონდი გამირ-
ჭვეს, თვალები ამეხილა და სინათლე დავინახე.
ნელსონს თვალიც არ დაუხამხამებია.
- ცენტრში არაერთხელ გვითხრეს, რომ ყოველთვის გა-
მოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგვცინებენ და ჩვენს გან-
კურნებას არ დაიჯერებენ, მაგრამ არავის გავუფრთხილებივარ,
რომ პირველი, დამცინავთა სიაში, საკუთარი მამა აღმოჩნდე-
ბოდა.
- ღვთის გულისთვის! დაცინვა არც მიფიქრია. დაე, იმდენი
მშვიდობა, სიყვარული და კეთილგონიერება მოგცეს, რამდე-
ნიც შენს პატარა სულს ნებავს. ვინაა წინააღმდეგი? მე მომხრე
ვარ. ჩვენ ყველანი მომხრეები ვართ. ასე არაა, როი?
ბიჭუნამ გაგულისებით დააბრიალა უკმაყოფილო თვალე-
ბი. აქაოდა, მარტო მე რატომ დამასახელესო. სველი ქვედა
ტუჩი აუკანკალდა და დაბნეული სახით შეხედა დედამისს. პრუ
ჰარის დაბალი, მხოლოდ მისკენ მიმართული ხმით მიმართავს:
- როის ახლა ძალიან უჭირს, მას დრო სჭირდება, რომ
თავიდან შეეგუოს ნელსონს.
- მშვენივრად მესმის მისი. მის არყოფნას ცოტ-ცოტა ჩვენც
მივეჩვიეთ, - ირწმუნება ჰარი.
ნელსონი აღშფოთებით და ვედრებით შეხედავს ჯენისს და
ისიც საშველად მოდის:
- ნელსონ, ჯობია მოგვიყვე როგორ მუშობდი მოძღვრად,
- ამბობს იგი იმ ადამიანის ყალბი დაინტერესებული ტონით,
რომელმაც ისედაც ზეპირად იცის ყველაფერი.

687
მკითხველთა ლიგა

ნელსონი ლაპარაკს იწყებს. უცნაურობამდე გაუნძრევ-


ლად ზის, თითქოს ერთხელ და სამუდამოდ დააწყნარესო, ჰა-
რი კი მიეჩვია რომ მისი შვილი ჩვილობის ასაკიდან მოყოლე-
ბული, წამით არ ჩერდება, თითქოს ნემსებზე ზისო და ამ ძნე-
ლად შესამჩნევ, ნერვიულ ცმუკვაში არის რაღაც მშობლიური,
გასაგები, რაღაც იმედიანი.
- უმეტესწილად, - აგრძელებს ნელსონი, - შენი ამოცანა
იმაში მდგომარეობს, რომ უსმინო, მისცე მათ გამოთქმის სა-
შუალება, თავად ბევრი ლაპარაკი არ მოგეთხოვება, საკმარი-
სია დაანახვო, რომ არსად გეჩქარება და თუ საჭიროა, დაელო-
დები და მოუსმენ. ყველაზე ხელიდან წასული ქუჩის ბიჭებიც კი
ადრე თუ გვიან ნებდებიან. დროდადრო გიწევს შეხსენება, რომ
ტყემალზე არ ზიხარ და თავიანთ ვაჟკაცობაზე იგავ-არაკებით
შეუძლიათ ვინმე სხვას მოაწონონ თავი. ბევრი მათგანი მარტო
მომხმარებელი კი არა, გამსაღებელიცაა და როცა ტრაბახს იწ-
ყებს, ამდენი და იმდენი მაყუთი მოვღუნეთო, ერთ მარტივ შე-
კითხვას უსვამ: „და სად არის ახლა ის კაპიტალი?“. მთელი მა-
თი ბაქი-ბუქი ხელის ერთი მოსმით სრულდება. იმიტომ, რომ
დიდი ხანია იმ ფულის ხსენებაც არსადაა, - ეუბნება ნელსონი
ახლობლებს, თავისივე შვილებს, რომლებიც თვალებდაჭყეტი-
ლები მიშტერებიან, - დიდი ხანია, ის ფული გაფლანგეს.
- ხსენებაზე, იმის შესახებ, თუ ვინ რამდენი გაფლანგა... -
დაიწყო ჰარიმ.
მაგრამ ნელსონი გაუჩერებლად აგრძელებს მოძღვრის
მოზომილი, თანაბარი ტონით:
- უნდა შეეცადო იმ მდგომარეობამდე მიიყვანო ისინი,
რომ აღიარონ თავისი დამოკიდებულება და თავი დაანებონ სა-
კუთარი თავისა თუ სხვის მოტყუებას. ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ აღიარება მოდიოდეს თავად მათგან, ასე ვთქვათ, შინაგა-

688
მკითხველთა ლიგა

ნიდან და არ იყოს თავსმოხვეული, სხვაგვარად არაფრით არ


მიიღებენ. ჩვენი საქმე მოსმენაა: სიჩუმე ყველა სიტყვაზე უკეთ
ეხმარებათ წინსვლაში, თავად მათ არსებაში დაგებული ხაფან-
გებისთვის თავის არიდებაში. საკმარისია, პირი გააღო, რომ მა-
შინვე წინააღმდეგობის გაწევას იწყებენ. მოთმინება და რწმენაა
საჭირო. რწმენა იმისა, რომ, ადრე თუ გვიან, ეს პროცესი შე-
დეგს მოიტანს. და ასეც ხდება ყოველთვის, გამონაკლისის გა-
რეშე. სუნთქვა გეკვრება, როცა შენ თვალწინ უკვე მერამდენედ
ხდება ეს სასწაული, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ადამიანებს უნ-
დათ, რომ ვიღაცამ დახმარების ხელი გაუწოდოს. თვითონაც
კარგად ესმით, რომ არასწორად ცხოვრობენ.
ჰარის ისევ უნდა, რომ სიტყვა ჩაურთოს, მაგრამ ჯენისი
დაასწრებს და ხმამაღლა, ყველას გასაგონად ამბობს:
- ნელსონს ჩაფიქრებული აქვს, მაღაზია სარეაბილიტაციო
ცენტრად გადააკეთოს. მთელ ბრუერში არ არის წესიერი დაწე-
სებულება, სადაც სერიოზულად მიხედავენ ამ პრობლემას,
ნარკომანიის პრობლემას.
- არაფერი უფრო იდიოტური ცხოვრებაში არ მომისმენია,
- აქვე გამოუტანა განაჩენი ჰარიმ, - შეიძლება შეგეკითხოთ, რა
ჩემი ფეხებით? ჩვენ ისეთ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, რომ-
ლებსაც ფული არ აქვთ, მთელი მათი ფული წამალში, ნარკო-
ტიკებში წავიდა.
ჰარის გამოსვლის შემდეგ ნელსონის ხმაში ნაცნობი ძვე-
ლი ნოტები გაკრთება.
- ფული სუბსიდიებისგან იქნება, მამა, - ამბობს იგი ხვნე-
შით, - ფედერალური ფონდებიდან, სახელმწიფოსგან. არაფ-
რისმაქნისი ბუშიც კი აღიარებს, რომ დროა, რაღაც მოვიმოქ-
მედოთ.

689
მკითხველთა ლიგა

- მაღაზიაში ოცი ადამიანი გყავს დასაქმებული, ისინი ფე-


ხებზე გკიდია? თითქმის ყველას ოჯახი და ბავშვები ჰყავს, სა-
რემონტო განყოფილების მექანიკოსები სადღა წავიდნენ? შენი
გამყიდველები როგორღა იქნებიან, საბრალო ელვირა.
- სხვა სამუშაოს იპოვიან. მართლა ქვეყნიერების დასას-
რული კი არ არის. ახლა ადამიანები ასე არ ებღაუჭებინ ადგი-
ლებს, როგორც შენი შეშინებული თაობა.
- შეშინებული, რა თქმა უნდა, შეშინებული იქნები, როცა
თქვენ, ახლანდელები, ცხოვრებაში მიმართულებისა და აზრის
გარეშე დაქრიხართ. თანაც, როგორ უნდა გადააკეთო ის ცე-
მენტის და პანელის ბოსელი სამკურნალო დაწესებულებად?
- სამკურნალო დაწესებულების მოწყობას არ ვაპირებ.
- დღეისთვის ისედაც გმართებს „ტოიოტას“ ას ორმოც-
დაათი ათასი, ვადა ორ კვირაში გადის. არაფერს ვამბობ იმ სა-
მოცდათხუთმეტი ათასზე, ბანკს რომ უნდა დაუბრუნო.
- აწოწილის სახელით ნაყიდი მანქანები არსად წასულა,
მაღაზიაში როგორც იდგა, ისევე...
- რას იტყვი ნახმარ მანქანებზე, რომლებსაც ნაღდ ფულზე
ყიდდი, ფულს კი იჯიბავდი?
- ჰარი, - ჩაერია ჯენისი და მრავლისმეტყველი ჟესტით
მიანიშნა ბავშვებზე, რომლებიც ყურადღებით ისმენენ კამათს, -
ეს საუბარი ახლა უადგილოა.
- სულაც არა, ძალიანაც საჭიროა. კიდევ სად და როდის
მოვახერხებ თავისი სახელები დავარქვა ჩვენი საზიზღარი შვი-
ლის ნამოქმედარს? ორასი ათასზე მეტი! ეშმაკმა დალახვროს,
საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ფული? გეკითხებით! - მისი მკერ-
დში ტკივილის ნაპერწკლები გაიშალა, თვალთ უბნელდება, მა-
გიდის გარშემო სახეები ისე ცურავენ, როგორც ატრიები
მღვრიე სუპში. და საერთოდ, ბოლო დროს უსიამოვნო შეგ-

690
მკითხველთა ლიგა

რძნებები გაუხშირდა, ანგიოპლასტიკის შემდეგ სამი თვე გავი-


და. ექიმი ბრეიტი აფრთხილებდა, რომ სამი თვის შემდეგ ხში-
რად აქვს ადგილი რეციდივებს.
- სამაგიეროდ, ასეთი სკოლა გაიარა, ჰარი. ახლა მან ამ-
დენი რამ იცის, ასეთი გამოცდილება შეიძინა, ჩავთვალოთ,
რომ ეს ფული მისი ასპირანტურისთვის დავხარჯეთ.
- ასპირანტურები, სკოლები, ინსტიტუტები! როდის აქეთ
გვიზიდავს ასე ძალიან განათლება? მორიგი გაყვლეფაა და
სხვა არაფერი. იქ რა უნდა ისწავლო? როგორ გაატყავო ბრიყ-
ვები, რომლებსაც სკოლები და უნივერსიტეტები არ დაუმთავ-
რებიათ?
- არ მინდა ისევ სკოლაში, იქ ყველას ისე მოაქვს თავი!.. -
ამბობს გოგონა.
- სიხარულო, შენს სკოლაზე არ ვამბობ, - ბაჭია ძლივს
სუნთქავს, თითქოს მკერდი ამოუვსეს პენოპლასტით, რომელ-
საც ვერაფრით გაადნობ. სტრესიდან სასწრაფოდ უნდა გამო-
ვიდეს.
მაგიდის თავში მჯდომი ნელსონი უშფოთველ სიმშვიდეს
და სიმტკიცეს ასხივებს.
- მამა, ხომ არ უარვყოფ: ნარკომანი ვიყავი, კრეკზე ვიჯექი
და ეს ფული ღირს. სულ გეშინია მწვავე შეტევის და ყოველ ოც
წუთში იღებ ახალ დოზას. ასე რომ, მთელი ღამის განმავლო-
ბაში შესაძლებელია, რამდენიმე ათასი ჩარეცხო, მაგრამ ის ფუ-
ლი მხოლოდ ნარკოტიკებისთვის არ დამიხარჯავს. ლაილისაც
სჭირდებოდა ის თანხები, რაღაც იმ ახალი პრეპარატების შესა-
ძენად, რომლებსაც მედიკამენტებზე კონტროლის სამმართვე-
ლოს ვირეშმაკები ძაღლებივით დარაჯობენ, ამიტომ ისინი ევ-
როპიდან და მექსიკიდან არალეგალურად შემოაქვთ.

691
მკითხველთა ლიგა

- ა, ჰო, ლაილი, - კმაყოფილებით წარმოთქვამს ჰარი, -


როგორ გრძნობს თავს კომპიუტერული გენიოსი?
- მაგრად დგას, არ ნებდება.
- ეგ ჩემზე მეტხანს გაძლებს, - თითქოს ხუმრობს ჰარი,
მაგრამ ასეთი პროგნოზის რეალური შესაძლებლობა მის შე-
მეცნებაში სოლივით შეიჭრება, - ესე იგი, კომპანია „სპრინგერ--
მოტორსი“, - აგრძელებს და ცდილობს დაეუფლოს სიტუაციას,
- წავიდა კოკაინზე და ჰომოსექსუალის წამლებზე, - მაინც, რო-
გორ გაარკვიოს, ფიქრობს ჰარი და უყურებს თავის უკვე
არაახალგაზრდა, გაკეთილშობილებულ შვილს, ცისფერია თუ
არა? გაახსენდა, რომ პირდაპირ ჰკითხა პრუს, მაგრამ პასუხმა
არ დააკმაყოფილა, თუ ნელსონი ცისფერი არაა, რატომ მიიკა-
რა ქალმა ჰარი? თან სექსის ეს გაუმაძღარი მოთხოვნილება,
რომელიც ორჯერ დაიკმაყოფილა.
ნელსონი ნერვებზე მომშლელი, ერთხელ და სამუდამოდ
დამშვიდებული, წინასწორობიდან გამოუსვლელი ხმით მიმარ-
თავს:
- სულ ტყუილად ნერვიულობ ასე ძალიან, მამა, თანაც ფუ-
ლის გამო, ჩვენი დროისთვის არც ისე დიდი თანხაა. ეს შენ
გადმოგყვა დეპრესიის პერიოდის შიშები, ასე რომ დაჰკანკა-
ლებ თითოეულ დოლარს. დოლარში თავისთავად არაფერი
წმინდა არ არის, ეს უბრალოდ ზომის პირობითი ერთეულია.
- რას მელაპარაკები? გმადლობთ, რომ ამიხსენი. ძალიან
მომეშვა გულზე.
- რაც შეეხება „ტოიოტას“, არც ეგ არის დიდი დანაკარგი.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, დიდი ხანია ობი მოეკიდათ. აიღე
მათი „ლექსუსის“ ტელერეკლამა და შეადარე „ნისანის“ „ინფი-
ნიტის“ რეკლამას, შესადარებელიც არაფერია! „ინფინიტის“
ყველა რეკლამა ბრწყინვალეა, ფანტასტიკური, არანაირი მან-

692
მკითხველთა ლიგა

ქანები, მარტო ხეები და ჩიტები, და სწორიცაა: ისინი ბაზარს


კონცეფციას აწვდიან. „ტოიოტა“ კი რკინის მორიგ გროვას ყი-
დის. ჩემი რჩევაა, არ იღელვო „ტოიოტაზე“. „სპრინგერ--
მოტორსი“ ცოცხალია და კარგადაა, - წონიანად განაცხადა
ნელსონმა, - ფირმას ძველებურად აქვს აქტივები. მე და დედა
ახლა ვტვინავთ, როგორ ჯობია მათი ამოქმედება.
- წარმატებებს გისურვებთ, - ამბობს ჰარი, თან მილივით
ახვევს ხელსახოცს და დებს რკალში, რაღაც გამჭვირვალე მა-
სალისგან დამზადებულ საბავშვო ბეჭედში, ნემსივით წვრილი
ფერადი ჩანართებით, - მე და დედაშენი უკვე ოცდაცამეტი წე-
ლია ერთად ვცხოვრობთ და აქამდე ვერ მოახერხა, ისე გა-
მოეყენებინა ელემენტარული საკვები პროდუქტები, რომ მისი
ნათხიპნის ჭამა შეიძლებოდეს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, ჯერ
ყველაფერი არ არის დაკარგული. მას ხომ ახლა მასწავლებე-
ლი ჰყავს, მისტერ ლისტერი, იქნებ მან ასწავლოს, რა როგორ
მოიმოქმედოს. გმადლობ სადილისთვის, პრუ, ყველაფერი ძა-
ლიან გემრიელი იყო. მაპატიე, რომ ეს საუბარი წამოვიწყე.
თევზს შეუდარებლად ამზადებ, ეს შენი მიღწევაა. მარილიანი
ბურთულები ზემოდან, არც ვიცი რა არის, მაგრამ მომეწონა, -
მან შუშიდან ნიტროსტატის აბი გამოფერთხა და შენიშნა, რომ
დღეს ხელები ახლებურად უკანკალებს. უბრალოდ კი არ უცახ-
ცახებს, არამედ, თითქოს რაღაც საკუთარ აზრებს აყოლილი,
პირდაპირი მნიშვნელობით წინ და უკან დახტის.
- კაპარია, - ძლივს გასაგონად პასუხობს პრუ.
- ჰარი, ხვალიდან ნელსონი მაღაზიაში ბრუნდება, - საქმის
კურსში ჩააყენა ჯენისმა.
- შესანიშნავია. შემიძლია მშვიდად ვიყო.

693
მკითხველთა ლიგა

- მამა, მინდოდა მადლობა მეთქვა, რომ შემცვალე. ზაფ-


ხულის მონაცემები საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუ შექმნილ
მდგომარეობას გავითვალისწინებთ.
- მდგომარეობას გავითვალისწინებთ? სასწაული მოვახ-
დინეთ. შენი ელვირა რაღაც არაჩვეულებრივი ვინმეა, თუმცა
ჩემი თქმა რაში გჭირდება. იმ იაპონელს, რომელმაც ჟანგბადი
გადაგვიჭრა, მისი წაყვანა უნდა რუდისთან, 422-ე გზატკეცილზე,
რუდის ხელში გადადის ნაღდი საქონელიც, - ჰარი ჯენისს მიუბ-
რუნდა, - მაინც ვერ დამიჯერებია, რომ ისეთ ადამიანს აბრუნებ
თანამდებობაზე, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში ჩაიჭ-
რა და ყველა მუხლით შეუმდგარია.
ჯენისი ისეთივე გაზვიადებულად მშვიდი ტონით პასუხობს,
რომელიც სასადილო მაგიდის გარშემო სუფევს, თითქოს მათ
შორის ერთი გიჟია, ხოლო დანარჩენებმა მოილაპარაკეს, მისი
თამაში ითამაშონ:
- ის, შეუმდგარი ადამიანი არაა. ის შენი შვილია და ის შე-
იცვალა. ჩვენი წმინდა მოვალეობაა, მივცეთ მას შანსი.
პრუმ რბილად დაამატა ისეთი ხმით, რომელიც უფრო მის
ცოლს, ჯენისს შეეფერება:
- ის მართლა ძალიან შეიცვალა, ჰარი.
- იცხოვრე დღევანდელი დღით, - წარმოთქვამს ნელსონი
რომელიღაც დაზუთხულ ტექსტს, - და უზენაესის დახმარების
იმედი გქონდეს. არ დაიჯერებ, მამა, საკმარისია ადამიანმა
მიიღოს ეს დახმარება და უკვე ვეღარაფერი წაართმევს იმედს.
ახლა ვხვდები, რომ მთელი ეს წლები საშინლად დათრგუნვი-
ლი და გასრესილი ვიყავი; ნებისმიერი პრობლემა სამყაროს-
ხელა მასშტაბებს იძენდა. ახლა კი ყველაფერს უფლის ნებას
მივანდობ, გვერდზე ვბრუნდები და მშვიდად ვიძინებ. არა, რა
თქმა უნდა პროგრამა არის და ის უნდა შევასრულო: პირველ

694
მკითხველთა ლიგა

რიგში, ჯგუფის შეკრება აქ, ადგილზე და მერე კვირაში ერთხელ


ფილადელფიაში, ჩემს ფსიქოთერაპევტთან ჩასვლა, თან ჩემი
მეურვეობის ქვეშ მყოფებსაც დავხედავ. მიყვარს ეს საქმე.
უბრუნდება დედას და იღიმება, - და ეს სიყვარული ორ-
მხრივია.
- ის შენი ნაკრები, რომელსაც ელოლიავები, რა, ყველა
შავკანიანია? - ეკითხება ჰარი.
- არა, ყველა არა. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ამას ვე-
ღარც ამჩნევ, შავები, თეთრები - პრობლემა ერთია, ყველაფ-
რის საფუძველი დაბალ თვითშეფასებაშია.
საიდან ასეთი ყოვლისმცოდნეობა, ასეთი შეურყეველი
სიმშვიდე, სიმტკიცე, გამჭრიახობა? ბაჭია იგუდება, თითქოს
მტვრიან საკუჭნაოში გამოამწყვდიეს. მოუბრუნდა შვილიშვილს,
იმ იმედით, რომ რაღაც ნათელს დაინახავს, ნაპერწკალს, სი-
ცოცხლის სხივს და არა სამედიცინო სინათლეს. ეკითხება:
- ჯუდი, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
გოგონას სახე სრულყოფილებაა - იდეალურად სწორი კი-
ჭები, იდეალური, ნემსებივით წამწამები, მწვანე თვალებსა და
წითური კულულების გაყოლებაზე გაელვებული, სამართებე-
ლივით ვიწრო ათინათი. ბუნება შეეცადა, სამყაროსთვის გამარ-
ჯვებელი ეჩუქებინა.
- მიხარია, რომ მამიკო ისევ სახლშია, - ამბობს იგი, - ახლა
ძალიან მშვიდია, და კიდევ, პასუხისმგებლობაც აქვს, - ისევ, ეს-
მის უცხო, ყალბი სიტყვები, რომლებიც გაიზუთხეს იმ რეპეტი-
ციებზე, ჰარი რომ არ დასწრებია, მაგრამ, მეორე მხრივ, მეტი
რა უნდა უსურვო უბედურ ბავშვს, თუ არა მამა, რომელსაც პა-
სუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია?
ქუჩაში, ტროტუარამდე მისულმა, ჯენისს სთხოვა „სელი-
კას“ საჭესთან დამჯდარიყო, თუმცა იცოდა, რომ სავარძლისა

695
მკითხველთა ლიგა

და სარკის მის ზომაზე მორგება მოუწევდა. გზაში, როცა მთის


შემოვლით სახლისკენ მიემართებოდნენ, ჯენისს ჰკითხა:
- შენ საბოლოოდ გადაწყვიტე, რომ მაღაზიაში არაფერი
მესაქმება? - ჰარი დაბლა იყურება, ხელებზე. მათი ცეკვა შე-
ნელდა, მაგრამ ჯერ ისევ შთამბეჭდავად მოძრაობენ.
- ვფიქრობ, რომ ახლა ასე უფრო მართებულია, ჰარი.
ნელსონს უნდა მივცეთ საშუალება, გამოავლინოს თავი. ის ხომ
ძალიან ცდილობს!
- ფსევდომეცნიერული ნარკომანული ბოდვა მისი ყურები-
დანაც მოჟონავს.
- სულაც არ არის ბოდვა, რადგან ადამიანებს ნორმალური
ცხოვრების დაბრუნებაში ეხმარება.
- კარგი რა, საკუთარ თავს აღარც ჰგავს.
- არა უშავს, მიეჩვევი.
- სუფთა დედაშენია. ისიც ყველას ნოტაციებს უკითხავდა.
- ვისაც გინდა, იმას ჰკითხე, ნელსონი შენი ასლია, უბრა-
ლოდ ოდნავ დაბალია და ჩემი თვალები აქვს.
აი, პარკიც - დაჩრდილული ხეივანი, ძველი საჩოგბურთო
კორტები, მემორიალური ტანკი, რომელმაც თავისი წილი დი-
დი ხნის წინ იომა. როდესაც თვითონ ზიხარ საჭესთან, ამ ყვე-
ლაფერს გარკვევით ვერ ხედავ, ახლა კი ყველაფერი გვერდით
მიცურავს, როგორც სამუზეუმო ექსპონატები, რომლებსაც იარ-
ლიყები მოსძვრათ. ჰარი შეეცადა ამოფორთხებულიყო მასზე
დაუფლებული გაბოროტებული, კუთხეში მიმწყვდეული სუ-
ლიერი მდგომარეობიდან.
- მაპატიე, რომ უხეშად ვილაპარაკე ვახშამზე, თანაც ბავ-
შვების თანდასწრებით.
- ამაზე უარესს ველოდით, - აღუშფოთებლად დასცდა ჯე-
ნისს.

696
მკითხველთა ლიგა

- არ მინდოდა ფულზე და სხვა უსიამოვნო თემებზე ლაპა-


რაკი, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა თქვას. ხუმრობის გარეშე, მაგარ
შარში ხარ.
- ვიცი, - უაიზერ-სტრიტის ფანრების სინათლე ჯენისის ჯი-
უტ, ბლაგვცხვირიან პროფილს ანათებს; პატარა ხელებით მაგ-
რად ჩაჰფრენია საჭეს, საფირონითა და ბრილიანტებით გაწყო-
ბილი ბეჭედი დედის მემკვიდრეობაა, - მაგრამ რწმენა არ უნდა
დავკარგოთ, თვითონ არ მასწავლიდი?
- მე? - ჰარი სასიამოვნოდ გაოცებულია: სასიხარულოა,
რომ ოცდაცამეტი წლის განმავლობაში მისთვის რაღაც მაინც
უსწავლებია. - რისი რწმენა?
- საკუთარი თავის, ცხოვრების, სიცოცხლის, - პასუხობს ჯე-
ნისი, - და კიდევ, აი, რატომ მინდა, რომ რაღაც დროით მაღა-
ზიიდან წამოხვიდე: რაღაც ცუდად გამოიყურები. წონაშიც
დაიკელი?
- ორიოდე ფუნტი. მერე რა, განა ეს ცუდია? ტვინს არ მი-
ბურღავდი, ცოტა დაიკელიო?
- საქმე ისაა, რატომ და როგორ, - მრავალმნიშვნელოვ-
ნად შენიშნავს ჯენისი ახალშეძენილი მნიშვნელოვანი ცნობები-
სა და თვითკმაყოფილებისგან გაბღენძილი. ხელი წაიღო ჰა-
რისკენ, მის ბარძაყს ჩაეჭიდა, სწორედ ამ ადგილას, სადაც ზონ-
დი შეუყვანეს, სხვათა შორის, ამისგან შეიძლებოდა, რომ მომ-
კვდარიყო, - ყველაფერი კარგად იქნება, - ამბობს ჯენისი ტყუ-
ილს.
აი, აგვისტოც, მისი შუახანები, დახუთული და მწველი. ზაფ-
ხულის კრისტალურ-გამჭვირვალე, მბრწყინავი დასასრული შე-
უბრალებლად ახლოვდება. „მფრინავი არწივის“ მოედნის ფერ-
ვეი და კარტების სავალი ბილიკები ამ დროისთვის ჩვეულებ-
რივ, უკვე მზისგან გამომწვარი და გადამხმარია, მაგრამ წლე-

697
მკითხველთა ლიგა

ვანდელი უჩვეულოდ უხვი ნალექის წყალობით, ჯერ კიდევ


მწვანე ბიბინებს, მხოლოდ ადგილ-ადგილაა შეწითლებული,
რომელიმე გამოფიტულ ნორჩ ნეკერჩხალზეც თუ გაკრთება
აქა-იქ ყვითელი ფოთოლი. თავიდან ნორჩი ხეები ყვითლდება
- ისინი უფრო ნაზები, დამყოლები და მფრთხალები არიან.
რონი ჰარისონი არ შეცვლილა, ბურთს ისე უჭახუნებს, რო-
გორც მჭედელი გრდემლს: მოკლე მოქნევა, მძიმე დარტყმა,
ამასთან, დაძაბვისგან წაიღრიალებს, ხდება ასეც. საკუთარი ნე-
ბის წინააღმდეგ მაღაზიის სადარდელისგან გათავისუფლებუ-
ლი ბაჭია, თუ გადაწყვეტს გოლფის თამაშის დაწყებას და პარ-
ტნიორი დასჭირდება, ახსენდება თელმას სიტყვები, კლუბი იმის
გამო დავტოვეთ, რომ მის მკურნალობაზე ფული აღარ ჰყოფ-
ნიდათ.
რონის ხმაზე ეტყობოდა, რომ გაუკვირდა - ჰარიმ მისდა
უნებურად ნაცნობი, თითებში გამჯდარი ციფრები აკრიფა, გარ-
დაცვლილი რომანის გასახსენებლად - რონიმ მისი წინადადება
მიიღო, რაც თავისთავად, ასევე გასაკვირი იყო ჰარისთვის. შე-
საძლოა, ორივემ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ძველი მტრო-
ბისთვის, თელმას გარდაცვლილი სხეულის გამო ან განეახლე-
ბინათ ძველი მეგობრობა, არა, მეგობრობა თუ არა, ურთიერ-
თობა, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც ორივე მოკლე შარ-
ვლებითა და მაღალყელიანი ფეხსაცმელებით დარბოდა
მაუნტ-ჯაჯის ქვიან შუკებში. ჰარი უკან, განვლილი წლებისკენ
იყურება და ხედავს რონის - სქელტუჩება, მქრქალთვალებიან
ონავარს დაწყებითი სკოლის საბავშვო მოედნიდან; რონის -
მოზარდს, გასახდელში თავხედურად რომ აქანავებდა თავის
მოზრდილ, უფერულ, კიტრივით წანაზარდს - წინადაცვეთილსა
და თითქოს ოდნავ შებრტყელებულს; რონის - მოჯირითეს,
ერთ-ერთს იმ ყოჩაღი ბიჭებისგან, რომელმაც, როგორც შემ-

698
მკითხველთა ლიგა

დეგ გაირკვა, მოასწრო რუთთან დაწოლა, სანამ ქალი ბაჭიას


მიეკედლებოდა; რონის - მაგარ მოლაყბესა და უხამსს, საეჭვო
საქმოსანს, რონის - თელმას ქმარსა და სკულკილის სადაზღვე-
ვო კომპანიის თანამშრომელს, საკმაოდ უღიმღამო პიროვნე-
ბას; კაცმა რომ თქვას, რა ჰქონდა სამხიარულო, მთელი დღე
დაქოქოლივით დარბოდა და ცდილობდა ყველასთვის ერთი
და იგივე შეეტენა, თან განუწყვეტლივ ესაუბრა „ნათესავებსა და
ახლობლებზე“ და იმაზე, რომ „სამწუხაროდ, ყველანი მოკვდა-
ვები ვართ“; რონი თანდათან გადაიქცა მელოტ ვაჟბატონად უჟ-
მური ღიმილით თელმას კამოდზე შემოდგმული ფოტოსურათი-
დან. ჰარის სულ ეჩვენებოდა, უბოდიშოდ გვითვალთვალებსო,
ერთხელ თელმაც კი გულიანად აცინა, როცა ლოგინიდან წა-
მოხტა და ფოტოსურათი შეაბრუნა. ამ შემთხვევის შემდეგ თელ-
მა უკვე თვითონ აბრუნებდა სურათს კედლისკენ, თუ დღისით
ჰარის ელოდა; დაბოლოს, რონის - ქვრივს, დიდხანს ნადები
ქლიავის სახის ფერითა და თვალებიდან ძირს დაშვებული
ნაოჭებით; თხელი ბებრული სახის კანითა და ღაწვებზე მოვარ-
დისფრო ლაქებით, - ჰარის ესმის, საპირისპირო სურვილის
მიუხედავად, ადრეც და ახლაც, რონისთან ყოველთვის იყო და-
კავშირებული. რონი მისი ნაწილია, ადრე ამას არ აღიარებდა,
მაგრამ ახლა აღიარებს. მერე რა, რომ სულ მოღუშულია, მერე
რა, რომ სასქესო ასო გადამწიფებულ კიტრს მიუგავს, მერე რა,
რომ უნიჭოდ ხუმრობს და მისი პაწაწინა ცისფერი თვალები ჰა-
რის გამუდმებით უთვალთვალებს - მერე რა, ეშმაკმა დალახ-
ვროს, ყველანი ადამიანები ვართ, სხეულები, ერთ ბოლოში
ტვინით, დანარჩენ ნაწილში კი, ძირითადად, კანალიზაციით.
საცდელად ერთი წრე ითამაშეს, ორივე აღნიშნავს, რომ
საკმაოდ ასატანად გაატარეს დრო და მეორე, შემდეგ კი მესამე
შეხვედრაზე თანხმდებიან. რონიმ შეინარჩუნა ძველი კლიენტე-

699
მკითხველთა ლიგა

ბი, მაგრამ ამით დამთავრდა: ახალგამომცხვარ ოჯახის მამებს


შორის აქტიური საქმიანობის გაჩაღებას იგი უკვე დიდი ხანია
აღარ ცდილობს, ასე რომ, მისი ერთჯერადი გასვლები სამსა-
ხურში სავსებით უმტკივნეულოდ მიდის. მათი თამაში არათანა-
ბარია. თავს იჩენს პრაქტიკის ნაკლებობა. თამაშის შედეგი, რო-
გორც წესი ბოლო ორ ორმოზე ირკვევა. ჰარის ლამაზი, ფარ-
თო, თავისუფალი დარტყმა - ნეტავ, სად აღმოჩნდება ამის შემ-
დეგ ბურთი? ფერვეიზე თუ შორიახლოს, ტყეში? და რონი რას
აკეთებს? დარტყმის დროს მაღლა აიხედავს და გრინის გავ-
ლით ბურთს პირდაპირ ქვიშის ხაფანგში გააქანებს, ხოლო თუ
როგორც საჭიროა, თავს ისე დახრის დაბლა, ზუსტად ურტყამს.
და იქნებ, პარიც გაახერხოს? პარტნიორები ცდილობენ, რაც
შეიძლება ნაკლები ილაპარაკონ, რომ ხანგრძლივი ურთიერ-
თობის მანძილზე დაგროვილი ცუდი სისხლი გარეთ არ გამო-
უშვან: ერთმანეთის შეცდომებისა და წუხილის დანახვა ისე ახა-
რებს ორივეს, რომ ღმერთმანი, იმ წუთში ერთმანეთი უყვართ
კიდეც. და არც ერთი სიტყვა თელმას შესახებ. მეჩვიდმეტე
გრძელ ორმომდე ხუთი პარია, ასოთხმოცდაათიარდიანი მდი-
ნარის გაყოლებაზე. რონიმ ძალიან ცუდად დაარტყა ოთხიანი
აირონით. „რომელი სულელი გაისვრება აქ ოთხიანით?“, ამ-
ბობს ჰარი და ბურთს დრაივერით უახლოვდება. ყურადღებას
ამახვილებს იმაზე, რომ იდაყვი გვერდზე არ წაუვიდეს. და შე-
სანიშნავად ასრულებს დარტყმას. ბურთი მდინარის იქით, და-
ახლოებით ოცდაათ იარდზე მიფრინავს. რონი ისე შეეცადა
მოეგო შემდეგი დარტყმა, რომ ზედმეტი მოუვიდა - ხის სამიანი
ჯოხით ბურთი ბანანის მსგავსი ტრაექტორიით ფიჭვნარში, ფერ-
ვეის მომიჯნავე პემაკვიდის მთის ფერდობზე გაუშვა. ამის წყა-
ლობით დაძაბულ ორთაბრძოლაში ბაჭიას ამოსუნთქვის სა-
შუალება ეძლევა, საკუთარ თავს უმეორებს, რომ მთავარია სიმ-

700
მკითხველთა ლიგა

შვიდე და ყოჩაღად ურტყამს მეექვსე აირონით. ულამაზესი


დარტყმა და ბურთი გრინის ცენტრალურ ნაწილში ეშვება. ორ-
მოს იოლად იგებს და ორი ქულით წინ არის. იმის გათვალის-
წინებით, რომ მხოლოდ ერთი ორმო დარჩა, თუ ვერ მოიგო,
არ წააგებს მაინც. როცა კარტით მეთვრამეტე სწორ მოედანს
უახლოვდებიან, გრძნობების მოზღვავებისგან რონის ეკითხება:
- გაიგე „ვოიაჯერ-2“-ის შესახებ? რას იტყვი? ჩემი აზრით,
ეს უფრო სერიოზულია ვიდრე ადამიანის მთვარეზე გადმოსმა.
გუშინ Standard-ში წავიკითხე, რას ამბობდა ამის შესახებ ერთი
მეცნიერი. ეს თითქმის იგივეაო, ამბობდა, როგორც ის, რომ
ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში მოახვედრო ორმოში.
რონი უკმაყოფილოდ ფრუტუნებს: საკუთარ თავს ვერ
იტანს, ასე ემართება ყველას, ვინც გოლფის პარტიას აგებს.
- ნეპტუნის ნისლეული, - არ ცხრება ბაჭია, - ტრიტონის
ვულკანები. მაინც როგორ გგონია, რას უნდა ნიშნავდეს ყოვე-
ლივე?
ეს კითხვა ფლორიდაში რომელიმე თავისი იქაური პარ-
ტნიორი ებრაელისთვის რომ დაესვა, იოლი შესაძლებელია
რამე საინტერესო პასუხი, ფაქტების მოულოდნელი შეფასება
მოესმინა, მაგრამ აქ, პენსილვანიელი გერმანელების სამშობ-
ლოში, მისი მოსაუბრე რონი ეჭვის თვალით და ალმაცერად
უყურებს:
- მაინც რატომ უნდა ნიშნავდეს რამეს, თქვენო აღმატებუ-
ლებავ?
ბაჭიას თითქოს ბეწვის საწინააღმდეგო მხარეს გადაუსვეს
ხელი, შენ, როგორც ადამიანს, ისე ექცევი, საპასუხოდ კი გეუზ-
რდელება! უხამსი, საზიზღარი ტიპი, როგორიც იყო, ისეთად
დარჩა. სთავაზობ, მზის სისტემის შორეულ კუთხეებს შენთან
ერთად მისწვდეს, ის კი თავიდან გიშორებს, როგორც მომაბეზ-

701
მკითხველთა ლიგა

რებელ ბუზს. ყველაფერს ამტვრევს და ამსხვრევს თავის დამ-


პალ გოგრაში. ჰარი კი გრძნობს, რომ ეს მისი გონებიდან ძა-
ლიან შორსაა: გაიაზრო სათითის მსგავსი კოსმოსური მანქანა,
როგორ გზავნის ინფორმაციას სუსტი, მაგრამ აბსოლუტურად
ზუსტი სიგნალებით, მილიარდობით მილიდან - მარტო ღვთის
განგებით შეიძლება ეს მოხდეს, რომლითაც ზაფხულის მიწურუ-
ლის ამ კრისტალური დღის ურყევი სილამაზეც აღბეჭდილია.
ამის გამო სურს, ვინმეს ხოტბა შეასხას. ეს სურვილი რონისთვი-
საც არ უნდა იყოს უცხო, სხვანაირად ის და თელმა არ ივლიდ-
ნენ ყველასთვის უცნობი კონფესიის ბოსელივით ეკლესიაში.
- სამი რგოლი, რომელიც აქამდე არავის უნახავს, - ლბება
ჰარი, - ისეთი თხელი, თითქოს ფანქრით დახატესო, ზუსტად
ისეთი, როგორიც თქვა ბერნი დრეკსელმა, რომელსაც ფლა-
მინგოს თხელი ფეხები აგიჟებდა.
მაგრამ რონი უკვე გადმოძვრა კარტიდან, თავს იკატუნებს,
თითქოს არაფერი გაუგიაო, ბოროტი გამომეტყველებით აკე-
თებს საცდელ მოქნევებს, იწვის მოუთმენლობისგან, მალე და-
იწყოს თამაში და რევანში აიღოს. განაწყენებულ და იმედგაც-
რუებულ, ფიქრებით მამაც „ვოიაჯერთან“ მყოფ ბაჭიას ავიწყდე-
ბა დარტყმისას მარჯვენა იდაყვის სათანადოდ დაჭერა, პირდა-
პირ რომ ვთქვათ, არცთუ ისე კარგად ურტყამს და ბურთს ლა-
მაზი, თითქოსდა კომპიუტერზე დამუშავებული მრუდით უშვებს
ფერვეის მარჯვნივ, მაღალბალახიან ბუნკერში. მეთვრამეტე
ორმომდე ხუთი პარია და მთელი ხრიკი მდინარეშია, რომე-
ლიც აქ ისევ ჩნდება. საერთოდ, ორმო არც ისე რთული დასაძ-
ლევია და პარი დიდ სირთულეს არ წამოადგენს; თავის საუკე-
თესო მატჩებისას არაერთხელ ჩატეულა ოთხ პარში. თუმცა
იძულებულია, ჯერ ბუნკერიდან გამოძვრეს, ხოლო შემდეგ მის-
თვის არცთუ საყვარელი მესამე აირონი აიღოს, მაგრამ ვერა-

702
მკითხველთა ლიგა

ფერს იზამ, მანძილიც შორია და შედეგად, დარტყმაც „მსხვი-


ლი“ გამოდის. მოკლედ, ზედმეტი მოუვიდა, როგორც რონის.
წინა ორმოზე, ბურთი სადღაც მდინარესთან ახლოს დაეშვა და
ველური წიწმატის მწვანე ლაქაში გაქრა, შემდეგ ძლივს იპოვეს.
ჰარი საჯარიმო ქულით აბრუნებს ბურთს თამაშში; მას სურვილი
აქვს, დაარტყას ზედ ალამთან მეცხრე აირონით, მაგრამ ბურ-
თი, სიდამპლის კანონით, მიდის მარცხნივ: ასე და ამგვარად,
მის ანგარიშზე ახლა უკვე ხუთი დარტყმაა, ხოლო ბურთი გრი-
ნიდან ჯერ კიდევ ძალზე მარცხნივაა. ამასობაში რონი, ნელ--
ნელა მიიწევს წინ, მისი დარტყმები ერთიმეორეზე ლამაზია,
ყველა დაბალი, მოკლე, ბადროსმტყორცნელის გრაციით შეს-
რულებული; თუმცა, სერიოზულ ხათაბალაში არ გახვეულა და
ოთხი დარტყმის შემდეგ მაინც აღმოჩნდა გრინზე, ორმოდან
თორმეტ ფუტზე. ამიტომ ბაჭიას ერთი იმედი აქვს - გონიერი
ჩიპი, რათა ერთ დარტყმაში მოხვდეს გრინზე. მისი ბურთი ბა-
ლახში გდია და ის მას ვერ ერევა. როგორც ყოველ დაჩიავე-
ბულ, ყეყეჩ, გაუბედავ ვაიმეგოლფეს, ეშინია მთელი ძალით
დაარტყას და ამიტომ, ბურთი მხოლოდ ორ ფუტზე მიხტის და
ჩერდება, ისე რომ გრინამდე ვერ აღწევს. უკვე ექვსი დარტყმა
აქვს, ხოლო რონის პერსპექტივაში ორი საიმედო პატი, ეს კი
შესაძლებლობას აძლევს, ორმო დაასრულოს ანგარიშით ექ-
ვსით ორი და მოუგოს, საძაგლად, საზიზღრად მოუგოს. რასაც
ჰარი ვერ იტანს, ესაა, წააგოს ორმო იმასთან, ვინც ბოგით
სძლია. თავის ყვითელ ბურთს მთელი ძალით მოქნეული ხე-
ლით ფიჭვებში უშვებს. ასეთი ენერგიული მოძრაობა მის
მკერდს რაღაც არ მოსწონს, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთი
სიამოვნებაა უყურო, ის პატარა მწამებელი სფერო, ყრუ სტვე-
ნად თუ რაკუნად გადაქცეული, თვალთახედვის არედან რო-
გორ ქრება. თამაშის შედეგია ფრე.

703
მკითხველთა ლიგა

- ჰოდა, კარგი, ვერავინ მოიგო, სამაგიეროდ, არავის


წაუგია, - აჯამებს რონი, თავის ბურთს თორმეტი ფუტიდან ორ-
მოსთან ისე ახლოს მიაგორებს, რომ იქიდან ბავშვიც ჩააგდებ-
და.
- კარგი თამაშია, - მოწყალედ თანხმდება ჰარი და გადაწ-
ყვეტს, ხელის ჩამორთმევით არ დაასრულოს შეხვედრა. ჯერ
კიდევ ვერ გადაუტანია სამარცხვინო ფინალი. არა რა, რაც უნ-
და თქვან, ჩვენი სამყარო სირცხვილის საწყობია.
სანამ თავიანთი ჩანთების ჯიბეებში ალაგებენ ბურთებს, პა-
ლოებს და გაოფლილ ხელთათმანებს, რონი, რადგან ახლა
მისი რიგია, განიცადოს გრძნობების მოზღვავება, იძახის:
- უყურე? გუშინ საღამოს პიტერ ჯენინგსის გადაცემის ბო-
ლოს იმ რგოლების ფოტოსურათები აჩვენეს, შორს მთვარეც
მოჩანდა, მერე კი - ნეპტუნის ფოტოკოლაჟი. გადაიყვანეს სფე-
როში, ისე რომ პლანეტის პატარა მაკეტი გამოვიდა. პირდაპირ
ვგიჟდები, - გაუბერა რონიმ, - როგორ სასწაულებს ახდენს კომ-
პიუტერული გრაფიკა.
ჰარის ცოტა არ იყოს, გული უწუხდება, როცა წარმოიდ-
გენს, როგორ უღებს „ვოიაჯერი“ ბოლო სურათს ნეპტუნს და
მიფრინავს სიცარიელეში, სამუდამოდ. სად? ვინ იცის, რამხე-
ლაა ეს სიცარიელე?..
გოლფ-მაღაზიის ახლოს ჩამობარგდნენ. გოლფის ჯოხე-
ბიანი ჩანთები ჩრდილების გრძელ რიგს ქმნის. დღეები მოკ-
ლდება. ჰარი იხრჩობა წყურვილისგან და ოცნებობს კათხა
ლუდზე კლუბის პატიოში, ქუჩაში, თეთრ-მწვანე ქოლგის ქვეშ
მდგარ მაგიდაზე, აუზის გვერდით. ბავშვები გარბენით „ყუმბა-
რებივით“’ ხტებიან წყალში, ნორჩი ლამაზმანები ირუჯებიან. ეს
ყველაფერი პემაკვიდის მთის მიღმა ჩამავალი წითელი მზის
ფონზე. ვიდრე ლუდისკენ დაიძვრებოდნენ, მათი თვალები, რა

704
მკითხველთა ლიგა

თქმა უნდა, შემთხვევით, პირველად შეხვდა ერთმანეთს. უად-


გილოდ წარმოქმნილი იმპულსის გავლენით ბაჭია ეკითხება:
- გენატრება?
რონი წარბქვემოდან ირიბ მზერას ესვრის. ქერა წამწამე-
ბის ქვეშ ღაწვები ცხელებიანივით უელავს:
- შენ?
ამას კი არ ელოდა. ბაჭია ძლივს ახერხებს მიიღოს ისეთი
გამომეტყველება, როგორსაც სიტუაცია მოითხოვს. ის უბრა-
ლოდ იყენებდა თელმას, სანამ იყო რაიმე გამოსაყენებელი.
- რა თქმა უნდა, - პასუხობს იგი.
რონი ახველებს, კისერზე ძარღვების თოკები ეჭიმება,
ამოწმებს ელვაშესაკრავს ჩანთაზე და მხარზე იკიდებს, რომ
მანქანამდე მიიტანოს.
- რა თქმა უნდა, ერთიანად ჩამოხმი, - ამბობს იგი, - ნეტა
არ ცრუობდე. ის რა საოხრედ გჭირდებოდა, თუმცა არა, ბო-
დიშს ვიხდი, ზუსტადაც რომ, საოხრედ გჭირდებოდა.
ჰარი დგას და ორ შესაძლებლობას შორის ირხევა - უთ-
ხრას, რა ნეტარება იყო თელმასთან ლოგინში დროის გატარე-
ბა, რონის გაღიმებული ფოტოსურათის თვალწინ, თუ განაცხა-
დოს, რომ არანაირი სიამოვნება არ ყოფილა საერთოდ. მან
ნეიტრალური პასუხი არჩია:
- თელმა ძალიან კეთილი იყო.
- მე კი, - ამბობს რონი, უმალ იცვლის ჩვეულ, თავხედურ
მანერას და ქვრივის მწუხარე, ჩამოგრძელებულ სახეს ირგებს,
- თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. თელმას გარეშე ინერცი-
ით ვარსებობ, არ ვცოცხლობ, - ხმა უწყდება. როცა ჰარი კათხა
ლუდზე ეპატიჟება, უარს ამბობს: - არა, სახლში უნდა წავიდე,
დღეს უმცროს რონისთან და მის ყველაზე ბოლო, ყველაზე შე-
სანიშნავ მეგობართან ერთად ვსადილობ, - ხოლო ჰარის მცდე-

705
მკითხველთა ლიგა

ლობაზე, შემდეგი პარტიისთვის დღე დანიშნონ, ეუბნება: - დი-


დად მადლობელი ვარ, ბებერო, მაგრამ შენ წევრი ხარ, მე კი
არა, ყველას ხომ არ გაუმართლა, ცოლად მდიდარი ქალი შე-
ერთო. შენც ხომ იცი წესები - „მფრინავი არწივის“ წესდებით,
კლუბში ერთი და იმავე სტუმრის მიწვევა იკრძალება. და, საერ-
თოდ, სამუშაო დღე კარს მოგვადგა, დროა, საქმეს მივხედო,
მეყოფა გართობა, თორემ ჩემს კანტორაში იფიქრებენ, რომ
მეც ფეხები გავჭიმე.
თავისი ასფალტისფერ-ნაცრისფერი „სელიკით“ სახლში,
პენ-პარკში მიდის. ჯენისის განკარგულებაში გადაცემული „კამ-
რი“ სახლის გვერდით არ ჩანს და სახლიდან გამოსული ტელე-
ფონის ხმის გაგონებაზე გადაწყვეტს, რომ ეს ჯენისი ურეკავს.
ახლა ჯენისი თითქმის არასოდეს არის შინ - ხან მეცადინეობებ-
ზეა, ხან მაუნტ-ჯაჯში შვილიშვილებთან, ხანაც მაღაზიაში ნელ-
სონთან ერთად სამხედრო თათბირებს ატარებს, ზოგჯერ კი
ბრუერში ადვოკატებთან და ჩარლის რჩევით აყვანილ ორ ბუ-
ღალტერთან ერთად აგვარებს რაღაც საქმეებს. ჰარი ცდი-
ლობს, გასაღები მოარგოს საკეტს. ცოფდება, რომ ყოველთვის
უწევს ჩალიჩი, სანამ საჭირო მდგომარეობას შეარჩევს და სა-
კეტს გასაღებს მოარგებს. ეს რაღაცას აგონებს, რაღაცას - წარ-
სულიდან. სიცარიელემდე უსიამოვნოს, მაგრამ რას?.. მხრით
მიაწვება კარს და შემოსასვლელში მდგარი ტელეფონის ბო-
ლო (მან ეს ზუსტად იცის) ზარს მიუსწრებს.
- ალო, - გაჭირვებით ამოღერღა.
- მამა, რა გჭირს?
- არაფერი, რა მოხდა?
- რაღაც ცუდი ხმა გაქვს.
- ეს წუთია შემოვედი, მეგონა დედა რეკავდა.

706
მკითხველთა ლიგა

- სხვათა შორის, დედა დღეს აქ იყო. ჯერ კიდევ მაღაზიაში


ვარ. მითხრა, რომ შენთვის დამერეკა. რაღაც გრანდიოზული
ჩავიფიქრე.
- ვიცი, ვიცი. ნარკომანების დასახმარებელი ცენტრის გახ-
სნას აპირებ.
- შეიძლება, დროთა განმავლობაში. მაგრამ ახლა ჯობს
მაღაზია ისეთი შევინარჩუნოთ, როგორიც არის. სხვათა შორის,
კარგად გამოიყურება. კარგია, რომ ის გაურკვეველი ფერის პა-
ტარა „ტოიოტუკები“ მოვაცილეთ, მყიდველები მეორეული მან-
ქანებისთვის მოდიან, ჰგონიათ, რომ ფასდაკლება გამოვაცხა-
დეთ. რამდენიმე კომპანია, მაგალითად „ჰიუნდაი“ ჩვენი ადგი-
ლის ყიდვითაც დაინტერესდა, მათ დიდი, ახალი ცენტრი აქვთ
გზის გაყოლებაზე, ჰეისვილს იქით, მაგრამ იქ ჯერ მისვლაა სა-
ჭირო. როგორც იცი, ის კვანძის გადაღმაა. ვიდრე მიხვდები,
როგორ მიუახლოვდე, კისერს მოიღრეც, ასე რომ, ისინი, რა
თქმა უნდა, სიხარულით გახსნიან მაღაზიას, აქვე, ახლოს, ას
მეთერთმეტეზე. თუმცა ახლა ამისთვის არ გირეკავ, გუშინ სა-
ღამოს ერთი აზრი მომივიდა, დღეს დედას გავუზიარე და მირ-
ჩია, შენ დაგლაპარაკებოდი.
- გასაგებია, გასაგები. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მეც
ჩამრთეთ რაღაცაში, - ამბობს ჰარი.
- გუშინ საღამოს მდინარეზე ვიყავი, იცი იქ, დასავლეთით,
სადაც ხალხი ბარაკებში ცხოვრობს. ხომ წარმოგიდგენია სხვა-
დასხვა ფერის ფარნები, კართანები, კიბეები ზედ წყლის პი-
რას...
- ცოდნით არ ვიცი, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო.
თვითონ იქ არასოდეს ვყოფილვარ. ეს რა შუაშია, გააგრძელე.
- გუშინ საღამოს მე და პრუ ჯეისონთან და პემთან ერთად
ვიყავით, ეგენი ადრეც მიხსენებია.

707
მკითხველთა ლიგა

- რაღაც ბუნდოვნად მახსენდება, - დაუსრულებლად რა-


ტომ წყვეტს ლაპარაკს, რაღაც დასტურებს ითხოვს, ეს ჰარის
ნერვებზე მოქმედებს, თქვას და დაამთავროს, კაცი იფიქრებს,
თითქოს მამამისი კაციჭამია იყოს.
- მოკლედ, ერთი ნაცნობი ასეთ ბარაკში ცხოვრობს. მაგა-
რია, ფერადი შუქები, მუსიკა, ყველანაირი ნავი დაცურავს მდი-
ნარეზე ზემოთ-ქვემოთ, ვიღაც წყლის თხილამურებზე
სრიალებს, მოკლედ...
- გადასარევია, იმედი მაქვს ჯეისონი და პემი იმავე კომპა-
ნიიდან არ არიან, საიდანაც ლაილი და აწოწილი.
- ერთმანეთს იცნობდნენ, მაგრამ ესენი აბსოლუტურად
ნორმალურები არიან, მამა.
- თუ ნამდვილად გადაწყვიტე კოკაინისთვის თავის დანე-
ბება, მაშინ ამ კოკაინის კომპანიასაც უნდა შეეშვა.
- კარგი რა, ხომ გითხარი რომ ესენი ნორმალურები არი-
ან, უფრო ნორმალური არ არსებობს, მათი საუკეთესო მეგობა-
რი რონ ჰარისონ-უმცროსია.
ეს რაღატომ თქვა? იქნებ ნელსონმა იცის მისი და თელმას
კავშირის შესახებ.
- ჰოდა, მერე რა, - აჩქარებს ჰარი.
- წარმოიდგინე, ვზივართ კართანაზე და გვერდით ფან-
ტასტიკურმა მანქანამ ჩაგვიქროლა - წყლის მოტოციკლი, მათ
კიდევ ჰიდროციკლებს ეძახიან.
- ჰო, ვიცი, მინახავს ფლორიდაში, ოკეანეში. მგონი, უსაფ-
რთხო არაა.
- მა, ცხოვრებაში ასეთი სილამაზე არ მინახავს, რაკეტასა-
ვით მიფრინავს. ფრრრრ! და ეს რა არის! ჯეისონმა თქვა, რომ
ეს „იამაჰას“ ფირმის მოდელი „ტალღებზე მქროლავია“ და მას
მართვის რაღაც ახალი პრინციპი აქვს. ჯერ ვერ გავარკვიე,

708
მკითხველთა ლიგა

სადღაც ხდება წყლის კომპრესია და წყლის ჭავლი უკანა მხრი-


დან იფრქვევა. მითხრა, რომ ის მანქანები ერთადერთ ადგი-
ლას იყიდება, სადღაც შუმეირკვილის გზაზე, მიყრუებულ, შეუმ-
ჩნეველ ადგილას, მის მეპატრონეს დიდად არ ანაღვლებს, ერ-
თი უბრალო ფერმერია პენსიაზე, ვაჭრობა კი მისი ჰობია. მოკ-
ლედ, ამ დილით „იამაჰას“ სავაჭრო წარმომადგენლობაში,
ნიუ-იორკში დავრეკე და გულითადად ვესაუბრე ერთ ტიპს. რა
თქმა უნდა, სასაცილო იქნება მარტო „ტალღებზე მქროლავით“
რომ შემოვიფარგლოთ, გასაყიდად ავიღებთ თოვლმავლებ-
საც, ტრაილერებსაც, კიდევ გენერატორებსაც აწარმოებენ, მას
მცირე მეწარმეები იტაცებენ, და კიდევ - სამსა და ოთხბორბლი-
ან ყველგანმავალს ფერმერებისთვის, სხვათა შორის მათი გა-
მავლობა უფრო მაღალია, ვიდრე გოლფის ელექტროკარტე-
ბის...
- ნელსონ, შეჩერდი, მოიცადე, ასე ნუ ჩქარობ. რას უპირებ
მენის და სხვა ბიჭებს სარემონტო სახელოსნოდან?
- მამა, იქ უკვე დიდი ხანია, რაც მენი აღარ მუშაობს, უფ-
როსი არნოლდია.
- ჰო, არნოლდის თქმა მინდოდა. რა, არნოლდი არ ვიცი?
ეს არ არის არსებითი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის იქ უფ-
როსი? გინდა ეს იყოს, გინდა ის, არსებითი ისა, რომ ბიჭები
მიჩვეულები არიან ავტომობილებს - ეს ასეთი დიდი ნივთებია,
ოთხი ბორბლით, ბენზინით მოძრაობს და არა წყლით.
- არა უშავს, მიეჩვევიან. ადამიანები ძალიან იოლად ეჩვე-
ვიან ყველაფერს გარკვეულ ასაკამდე. ამას გარდა, მე და დე-
დამ სამი მექანიკოსი უკვე შევამცირეთ. ახლა სარეკლამო გან-
ცხადებების განთავსება გვინდა სარემონტო მომსახურების
მთელ კომპლექსზე. გვინდა გამოვაცოცხლოთ მეორეული მან-
ქანებით ვაჭრობა, გარკვეულ დრომდე ამის ხარჯზე უნდა გავ-

709
მკითხველთა ლიგა

ძლოთ, როგორც მაშინ, როცა პაპა სპრინგერი იწყებდა; მახ-


სოვს მომიყვა, რომ თავიდან „ტოიოტებს“ უკან, მოშორებით გა-
ნათავსებდა ხოლმე, რომ ადამიანებს თვალში არ შესჩხეროდა
- მაშინ ხალხი ძალიან არ ენდობოდა იაპონურ საქონელს. რა-
ღაც თვალსაზრისით, ახლა მდგომარეობა შეიცვალა - შედარე-
ბით მოკრძალებული შემოსავლების მქონე ადამიანები აღარ
უფრთხიან ახალთახალი მანქანებით სავსე სადემონსტრაციო
დარბაზებს. იენის კურსიც შეიცვალა, საერთოდ, ყველაფერი
სხვანაირადაა. ჰოდა, რას იტყვი?
- რა უნდა ვთქვა?
- რას ფიქრობ, „იამაჰას“ გაყიდვა რომ დავიწყოთ?
- კარგი, გეტყვი, მაგრამ გაითვალისწინე: თვითონ მთხო-
ვე. რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. მესმის, რომ შეგეძ-
ლო საერთოდ არაფერი გეკითხა. შენ და დედაშენს ისეთი
წრიული თავდაცვა გაქვთ, რომ მაღაზიას თოფის გასროლის
მანძილზე ვერ მიეკარები. მაგრამ შენს შეკითხვას დავუბრუნ-
დეთ. პირადად მგონია, რომ უფრო დიდ სიბრიყვეს ვერ
მოიფიქრებ. ეს უბრალოდ ახირებაა და მეტი არაფერი. დღეს
წყლის მოტოციკლი, ხვალ წყლის გორგოლაჭები. მოტოციკ-
ლებისა და თოვლმავლების მსგავსი სათამაშოების გაყიდვიდან
მოგება ათჯერ ნაკლებია, ვიდრე - სოლიდური საოჯახო მანქა-
ნისგან. შეძლებ ბრუნვა ათჯერ გაზარდო? თან არ დაგავიწყდეს,
დეპრესია მოგვადგა კარს.
- ეს ვინ გითხრა?
- ყველა ამბობს, რომ ბუში ჰუვერის ასლია, შენ ახალგაზ-
რდა ხარ, არ გახსოვს ჰუვერის დრო.
- მაშინ საფონდო ბირჟაზე ინფლაცია იყო. ახლა კი სხვა
პრობლემა უფროა, ხელზე ბევრი ფულია. საიდან გაჩნდება
დეპრესია?

710
მკითხველთა ლიგა

- იქიდან! არავის არანაირი დისციპლინა არ გააჩნია! ყუ-


რებამდე ვალებში ვართ! ჩვენი ქვეყანა უკვე ჩვენ აღარ გვეკუთ-
ვნის, აი, სადამდე მივედით! შენ კი, წარმომიდგენია, როგორ
იჯექი კართანაზე, გაჭყეპილი ან ამით, ან იმით, ვაჟბატონს თურ-
მე სინათლეები მოეწონა და უცებ ჭახ-ჭუხ და გონება გაგინათ-
და: „აი ისიც! საშველი!“ უკვე ოცდაცამეტი წლის ხარ და ისევ
საჩხარუნოთი თამაშობ. დეტოქსიკაციიდან კეთილშობილური
მიზნებით სავსე დაბრუნდი და რა გააკეთე? ისევ კაცმა არ იცის,
რით გამოგეტენა თავი!
გამეფდა ხანგრძლივი სიჩუმე. ძველი ნელსონი მაშინვე
აჯაჯღანდებოდა, ბავშვივით გაბუტული აწკმუტუნდებოდა. მაგ-
რამ სადენის მეორე მხარეს ის მოძღვრის სიდინჯითა და გან-
სწავლულობით, თითქმის ავტომატური სიმშვიდით აღსავსე
ხმით ალაპარაკდა, თავისთვის ბაჭიამ ეს წინა კვირას საოჯახო
სადილზეც შენიშნა.
- მამა, ალბათ არ გესმის, რომ მომხმარებლურ საზოგა-
დოებაში ყველაფერი საჩხარუნოებზეა აგებული. ადამიანები
რაღაცას იმიტომ კი არ ყიდულობენ, რომ ეს სასიცოცხლოდ
სჭირდებათ. სინამდვილეში, ადამიანს ძალიან ცოტა რამ სჭირ-
დება. ადამიანები იმას ყიდულობენ, რაც აუცილებლობის მიღმა
დევს, იმას, რაც მათ საკუთარ თვალში ამაღლებს.
- როგორც ვხედავ, იმ შენს დაწესებულებაში მედიტირება
ზედმეტი მოგივიდა.
- დეტოქსიკაციას წარამარა განზრახ მიხსენებ, გინდა წამ-
კბინო. სამკურნალო ცენტრში ვიყავი და მერე - სპეციალურ სა-
რეაბილიტაციო პანსიონში. თვითონ „დეტოქსიკაციას“ სულ
რამდენიმე დღე სჭირდება. გაცილებით მეტია საჭირო, რომ გა-
მოიყვანო ე.წ. შენივთებული შხამი-საწამლავი, რომელიც მაგ-
რად ჩაგიჯდა ორგანიზმში.

711
მკითხველთა ლიგა

- შენთვის ალბათ ზუსტად ასეთი საწამლავი ვარ, შენივთე-


ბული შხამი, არა? გამოვიცანი? - ქვეშეცნეულად, მთელი ამ სა-
უბრის მანძილზე ჯერ კიდევ განიცდის რონი ჰარისონის გამო-
სათხოვარ ბოროტ გამოხდომას.
რაღაც დროით ნელსონი ისევ გაჩუმდა. და მერე ამბობს:
- ჰოც და არაც. კვლავინდებურად ვცდილობ, მიყვარდე,
მაგრამ შენ ეგ საერთოდ არ გაინტერესებს, ხელების და ფეხე-
ბის შებოჭვის გეშინია.
ბაჭიას ლაპარაკი არ შეუძლია: იცდის, სანამ ენის ქვეშ აბი
გადნება. აბი წითელ შაქარლამასავით შიშინებს, მსუბუქი უწო-
ნადობისა და კოსმოსის სივრცის შეგრძნებას ქმნის. ბიჭს მაინც
აატირებს, თუ აიძულებს, რომ სერიოზულად ჩაფიქრდეს. და
ჰარი ამბობს:
- აქ ფსიქოლოგია ნუ გამიმართე, საქმეზე ვილაპარაკოთ.
ეშმაკმა დალახვროს, შენ და დედაშენი საიდან მოიტანთ ას ორ-
მოცდახუთი ათას დოლარს, რომელიც თვის ბოლომდე უნდა
დაუბრუნოთ „ტოიოტას“? თორემ სასამართლოში გიჩივლებენ.
- ააა, ეს, - უდარდელად იშორებს შვილიკო, - დედამ არ
გითხრა? ეგ უკვე მოვაგვარეთ. ფული გადავუხადეთ, სესხი ავი-
ღეთ.
- სესხი? ვიღა გენდოთ?
- ბრუერის საკრედიტო. ხელმეორედ დავაგირავეთ
„სპრინგერ-მოტორსის“ ქონება, ნახევარ მილიონზე მეტს ქა-
ჩავს. ას ორმოცდახუთი ათასი მოგვცეს და დაუმატეს სამოც-
დათხუთმეტი ათასი აწოწილის ხუთი მანქანისთვის. ეგ თანხა,
მალე დაგვიბრუნდება, მთლიანად თუ არა, დიდი ნაწილი მაინც.
შუაატლანტიკურ განყოფილებასთან საკრედიტო ანგარიშსწო-
რებისას, მას მერე, რაც დარჩენილი საქონელი რუდის მაღა-

712
მკითხველთა ლიგა

ზიაში გადაიტანეს, არ დაგავიწყდეს, რომ ახლა თავად მარ-


თებთ ჩვენი.
- და მაინც, როგორ აპირებ გაუსწორდე საკრედიტო ბანკს,
მაინტერესებს, რა საშუალებით?
- სულაც არ არის აუცილებელი სესხის თანხით დაბრუნება,
ამას არც არავინ მოითხოვს, მთავარია, წესიერად და
დროულად გადაიხადო პროცენტები. ამას გარდა, დოლარის
კურსი ვარდება და პროცენტები არ იბეგრება. კაცმა რომ თქვას,
დიდი ხნის წინ უნდა აგვეღო სესხი, ბიზნესში მეტი უნდა ჩაგვე-
დო.
- არ ვიცი, როგორ გადავუხადო ღმერთს მადლობა იმის-
თვის, რომ ისევ მწყობრში დაგაბრუნა. „იამაჰასთან“ დაკავშირე-
ბით დედაშენი რას ფიქრობს?
- მხარს მიჭერს. შენ კი არ გგავს: არ ჭედავს, ნორმალუ-
რად აღიქვამს სიახლეებს. მამა, მაინც მგონია, რომ ამაზე და-
ფიქრება ღირს, მე და შენ უნდა გავერკვეთ. რატომღაც დედა-
ჩემისა და ჩემი მცდელობები, რამე ახალი ვისწავლოთ, რაღა-
ცას მივაღწიოთ, უზომოდ გაღიზიანებს.
- რას ჰქვია, მაღიზიანებს! პირიქით, სრულიად კმაყოფი-
ლი ვარ.
- არა, ბრაზობ. შური და ეჭვიანობა გამოძრავებს. მამა,
ამას იმიტომ გეუბნები, რომ მიყვარხარ. გრძნობ, რომ გაიჭედე,
ჩამორჩი და ამიტომ ინსტინქტურად გინდა, რომ ყველა დანარ-
ჩენიც შენთან ერთად ჩაიძიროს.
ჰარი ვერ უძლებს ცდუნებას, რომ შვილიკოს თავისივე
აბით - თერაპიული სიჩუმის პატარა ულუფით გაუმასპინძლდეს.
ნიტროსტატის აბი საჯდომში ნაცნობი ბიძგით ეხმაურება, ხო-
ლო მისმა გაფართოებულმა სისხლძარღვებმა ირგვლივ უწო-

713
მკითხველთა ლიგა

ნადობა შექმნა, რისგანაც გარემომცველი სამყარო ნეპტუნის


რგოლებივით შორეული და არამყარი ეჩვენება.
- „სპრინგერ-მოტორსისთვის“ მე არ მიტირებია დედა, - ამ-
ბობს იგი ბოლოს, - მაგრამ შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც
გინდა. ბოლოს და ბოლოს სპრინგერი ჩვენ შორის შენ ხარ და
არა მე.
უკანა პლანზე ქალის ხმა ესმის, შემდეგ ისეთი ხმა, როგო-
რიც ზღვის ნიჟარას აქვს, ასე ხდება როდესაც ტელეფონის ყურ-
მილს ხელს აფარებენ. როცა ნელსონის ხმა ისევ დაბრუნდა,
მას უკვე სულ სხვა ტონალობა ჰქონდა, თითქოს რაღაცაში და-
ასველეს და ახალი ჩრდილი შეიძინაო, თითქოს სიყვარულის
წვენი გადაესხაო. ამ წამებში რაღაც მოხდა მის შვილსა და ელ-
ვირას შორის. იქნებ მართლა ნორმალურია?
- ელვირას უნდა იცოდეს, რას ფიქრობ, როგორ გადაიჭრა
პიტ როუზის საკითხი?
- უთხარი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია ორივე მხა-
რისთვის. და მაინც მგონია, რომ ის იმსახურებს, არჩეული იყოს
დიდების დარბაზში, თუნდაც დაგროვილი ქულების გამო. ისიც
უთხარი, რომ ჩემთვის ჩინებული მოთამაშის ნიმუში მაინც შმიდ-
ტია. და კიდევ უთხარი, რომ ძალიან მომენატრა.
როდესაც ყურმილს ადგილზე დებდა, ჰარის თვალწინ ედ-
გა სადემონსტრაციო დარბაზი და ვიტრინის მტვრიან შუშაში
არეკლილი საღამოს განათება. იქ მაღაზიაში ყველაფერი თა-
ვისი წესით და რიგით მიდის, მხოლოდ მის გარეშე.
ფრანკლინ-დრაივის 4/12-ში მდებარე მათი პატარა, აგუ-
რით ნაგები სახლის უკან გაზონზე შემოდგომის მშრალი ამბო-
რი აღბეჭდილა: აქა-იქ მტირალა ალუბლის, მეზობლის ბერ-
ძნული თხილისა და ბლის პირველი ფოთოლცვენა, ტირიფები,
რომლებსაც ტოტები დაუხრიათ ბეტონის ცარიელ გუბურასთან,

714
მკითხველთა ლიგა

რომელსაც ლურჯად შეღებილი ფსკერი და ნამდვილი ნიჟარე-


ბით მოპირკეთებული კედლები აქვს. კარგად ჩანს, ხეების ტო-
ტებზე როგორ დახტიან ციყვები. ყველა ხე ჯერ კიდევ მწვანედ
ჩანს, მაგრამ ბალახში სულ უფრო მატულობს მათგან ჩამოცვე-
ნილი შემჭკნარი ფოთლები.
მეზობლის ყვითელი აგურისგან ნაგები სახლის ახლოს წა-
მოზრდილი, დაწინწკლული კონიო და ღობეზე გაყოლებული
როდოდენდრონები, რომელიც ენგსტრომების ნაკვეთს ფსევ-
დოტიუდორული მონუმენტალური სასახლის სამფლობელოს-
გან გამოყოფს, ასევე, გაბურძგნილი ავსტრიული ფიჭვი, რომე-
ლიც ნემსებით ავსებს ცემენტის გუბურას, მართალია, მარად-
მწვანეა, მაგრამ შეეხოთ ზაფხულის დასასრულის ობი მათაც
შეეხოთ და თითქოს მტვრიანები დგანან, მოტკბო და მშრალ
სურნელს აფრქვევენ. მსგავსი სუნი ოდესღაც კედრის ძველ
სკივრს ასდიოდა, სადაც დედამისი ინახავდა საბნებსა და ოქ-
რომკედით მოქარგულ, საზეიმო ტილოს სუფრას, რომელსაც
მხოლოდ მადლიერების დღეს და შობას შლიდა, იქვე იყო ორი
ძველებური, ნაკუწებისგან შეკერილი საბანი, რომელიც რენინ-
გერებისგან მემკვიდრეობით ერგო. ოჯახური ლეგენდის თანახ-
მად, იმ ნაკუწებისგან შექმნილი შედევრები აუწერელ ფა-
სეულობას წარმოადგენდა, მაგრამ ოჯახისთვის მძიმე წლებში,
როცა მათი გაყიდვა სცადეს, არავინ გადაიხადა თითოში სამოც
დოლარზე მეტი. სამზარეულოს ფაიფურის მაგიდასთან ხან-
გრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ამ თანხასაც კი
დასჯერებოდნენ. ამჟამად ასეთი ხელნაკეთი ნივთი, თუ კარგ
მდგომარეობაშია, ულაპარაკოდ იყიდება ათას დოლარად. ყო-
ველდღე, როცა გარდასულ დღეებზე და იმაზე ფიქრობს, თუ
რა თანხა ეჩვენებოდა სერიოზულ ფულად, თავს ისე გრძნობს,
თითქოს მათ ყველას ატყუებდნენ. მათხოვრული ხელფასი და

715
მკითხველთა ლიგა

თერთმეტცენტიანი პური, აი მთელი მათი მაშინდელი ცხოვრე-


ბა. იქ ჯექსონ-როუდში, ფინანსურ მარწუხებში გამომწყვდეულე-
ბი, როგორც ციხეში, ისე ცხოვრობდნენ და ის, რომ სხვაც ასე
იყო, სულაც არ ამშვიდებდათ, უფრო სიმწარეს მატებდათ. ბო-
ლო ხანებში იმ შორეული დროის ნებისმიერი მოგონება მასზე
ცუდად მოქმედებს, ასეთ წუთებში სრულიად თვალნათელი ხდე-
ბა ცხოვრების გაუფასურება. ღამით, როცა არ სძინავს და ეში-
ნია, რომ აწი ვეღარასოდეს დაიძინებს, ან დაიძინებს და ვეღარ
გაიღვიძებს, მთელი არსებით გრძნობს ყველაფერ ნივთიერის,
მატერიალურის მომაკვდინებელ უსარგებლობას. თითქოს რა-
ღაც ატომური დაშლის ზემოქმედებით ბრწყინვალე აწმყო
საათის თითოეულ წამზე ისტორიის საფანტად იქცევა.
ფორსითია და კოლკვიცია ამ წვიმიანი ზაფხულის დასას-
რულისთვის საერთოდ წახდა და გრილი, ღრუბლიანი სამუშაო
დღის წინ ჰარი მათ მოწესრიგებასა და ზამთრისთვის გასხვლას
მოუნდა. ფორსითიასთან საქმე იოლადაა. ჰკიდებ ხელს ყველა-
ზე ძველ ღეროს, ჭრი ძირში და შენი ბუჩქი მაშინვე ახალგაზ-
რდავდება, გოგონასავით თხელი ხდება, მერე კი ყველაზე სურ-
ნელოვან, ზედა ყლორტებსა და მიწისკენ დახრილ ტოტებს გა-
დაჭრი. ამ საქმეში სენტიმენტალობა მარტო ხელის შემშლელი-
ა; რაც უფრო უმოწყალოდ გადაჭრი ბუჩქს შემოდგომაზე, მით
უფრო მეტი ყვითელი ყვავილი გაიშლება გაზაფხულზე. აი,
კოლკვიციასთან კი საქმე უფრო რთულადაა, ღეროები გადახ-
ლართული და აბურდულია. უნდა მოიჭრას ყველაზე გრძელე-
ბი, მაგრამ მიდი და სცადე, იპოვო მათი ძირები - უმალ სქლად
გადახლართული ტოტების ბადეში გაებმები, ქვევით კი ახალ-
გაზრდა ყლორტების ისეთი გაუვალი წანაზარდებია, რომ ვერც
ბაღის მაკრატელსა და ვერც დანას ვერ მიაწვდენ. ზაფხულის
განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული ბუჩქი წარმოუდ-

716
მკითხველთა ლიგა

გენლად მაღალი გაიზარდა და გარაჟიდან ალუმინის კიბის გა-


მოტანა მართლაც საჭირო გახდა, მაგრამ ბაჭიას არანაირი
სურვილი არა აქვს, ძველი საბურავების, შლანგების, გატეხილი
საყვავილეებისა და ჟანგიანი ინსტრუმენტების გროვა ნახოს, წი-
ნა პატრონებისგან რომ დარჩა. მათ თავი არ შეიწუხეს ფარეხის
გამოწმენდაზე, ისევე, როგორც კედლის კარადაში შენახული
„პლეიბოის“ ძველი ნომრების გადაყრაზე. ბოლო ათი წლის
განმავლობაში მან და ჯენისმაც ნაგავს ნაგავი დაუმატეს, ასე
რომ, სულ მალე ფარეხში ერთი მანქანის ადგილიც არ დარჩა,
ორზე რომ არაფერი ვთქვათ; ერთი სიტყვით, იქაურობა სამო-
მავლოდ გადადებული საქმეების განსასვენებლად და სენტი-
მენტალური გრძნობების მოძალების გამო, გადასაყრელად
ვერგამეტებული ათასი წვრილმანის საწყობად იქცა. ისინი ისეა
ახორხლილი, კიბის გამოღება რომ სცადოს, თავზე აუცილებ-
ლად დაეცემა საღებავის რომელიმე ძველი ქილა ან შესაწამ-
ლი აპარატი, გაცვეთილი შუასადებებით. ამიტომაც ურჩევნია
დაიხაროს და ბუჩქის შუაგულს მიაგნოს, სანამ თავი არ შეახსენა
მკერდში ტკივილმა და მისმა თანმხლებმა გრძნობამ, თითქოს
კანზე უხეში ნაკერი ადევს. ნიტროგლიცერინი კი გუშინდლიდან
მისი კუბოკრული გოლფის შარვლის ჯიბეში დევს, რომელიც
რონისთან გოლფის მატჩის შედეგად დატოვებული უსიამოვნო
გემოს დასავიწყებლად, ლუდისა და სიმინდის ჩიფსების მარ-
ტოობაში მირთმევის შემდეგ, დაწოლის წინ გაიხადა.
ტკივილის დასაამებლად წითელი შროშანისა და იასამნის-
ფერი ჰოსტის გამომარგვლას იწყებს. ყველა ხვრელიდან, სა-
დაც კი მზის სხივი ქვიშნარ ნიადაგს ხვდება, სარეველები, ჟუნ-
ჟრუკი, ელევსინა მოძვრება. რას არ შეხვდებით. აქვე ამოსული
დანდურის მრგვალი ფოთლები კი წითელი ღრუ ღეროებით
ზიგზაგებად ერთხმის მიწას. სარეველებს თავისი მანერა აქვს,

717
მკითხველთა ლიგა

ინდივიდუალური, დიალოგს აბამს მებაღესთან, ვიდრე ის ჩვე-


ულ სამუშაოს ასრულებს. მაგალითად, ჟუნჟრუკი კარგი სარევე-
ლაა, ხელს არ ჩხვლეტს (ნარშავსა და ბირკანას არ ჰგავს) და
ადვილად ამოიქაჩება მიწიდან, თავადაც იცის, რომ მისი დრო
წასულია და ტყუილუბრალოდ წინააღმდეგობას არ გასწევს,
ხოლო კიტრანა, მრავალრიცხოვანი განაყრების ადგილებში
გაუთავებლად ტყდება, ჭანგა, მჟაველა და თუთუბო მიწაზე მი-
ცოცავს, როგორც საშიში ავადმყოფობა, რომლის არც მორჩე-
ნა შეიძლება და არც შეჩერება.
სარეველამ იცის, რომ სარეველაა. მის ცხოვრებაში მხო-
ლოდ ერთხელ იყო, თავით რომ გადაეშვა სამუშაოში. ეს იყო
მისის სმიტის როდოდენდრონებს შორის გატარებული დღეები,
როცა მებაღედ დაიქირავეს. მშვენიერი, ძლიერი ახალგაზრდა
კაცი, უთხრა მისის სმიტმა გამოთხოვებისას და მკლავზე თავისი
გამხდარი, ქათმის ფეხივით ხელით მოსჭიდა. სიცოცხლე ერთა-
დერთია, რასაც საჩუქრად ვიღებთ, მაგრამ ეს საჩუქარი ძალიან
ძვირფასია. პენ-ბულვარზე მდებარე სახლიდან ერთ-ნახევარი
კვარტალის მოშორებით ტრანსპორტი გრუხუნებს და
შრიალებს. ზომიერ ღუღუნში დისონანსი შეაქვს მრავალტო-
ნიანი სატვირთო მანქანის მრისხანე ღრჭიალს, ან აგრესიულ
დასიგნალებას, ან სასწრაფო დახმარების ისტერიკულ კივილს,
როცა ის ვიღაც უბედურს საავადმყოფოში მიაქანებს. დროდად-
რო რომელიმე წყნარ ქუჩაზე გავლისას თვალს ადევნებ შემდეგ
სცენებს: გამომშრალი ბებრუხანა საკაცით ჩამოჰყავთ დაბლა,
თითქოს შენელებულ კადრში ხედავდე, ციგით როგორ მოს-
რიალებს ციცაბოზე, მისი გაწეწილი თმა, უპროთეზო პირი და
ცას მიშტერებული თვალები კი, თითქოს უარს აცხადებენ,
მიეკუთვნებოდნენ ამ სხეულს; ხან რომელიმე წითელსიფათიან
გამოფიტულს ტენიან რკინის ღია კარში, ხოლო მისი დაობლე-

718
მკითხველთა ლიგა

ბული მეგობარი ქალი საშინაო ხალათში ცრემლების წმენდით


დგას ტროტუარზე და უყურებს როგორ ეხვევიან სანიტრები ყვე-
ლა მხრიდან, იხრებიან მის თავზე, თითქოს ნადიმზე მოფრენი-
ლან თეთრი სვავები. ბაჭიას არაერთხელ შეუნიშნავს ქუჩის ამ-
გვარი სცენებისთვის დამახასიათებელი გაყინული, განსაკუთ-
რებული უშფოთველობა. განწირულის ნაკვთებში, როცა სიკ-
ვდილის საათი ჩამოჰკრავს, რაღაც თავისებური ღირსეულო-
ბაა. რაღაც დასრულდა, რაც მას, ისევე როგორც ქრისტეშობის
მაკეტში - მონაწილეთა მკვეთრად განათებულ ფიგურებს გარ-
შემომყოფთაგან გამოარჩევს. შეიძლება იფიქრო, რომ სამწუ-
ხარო შეტყობინებას არასწორად ვიღებთ. სინამდვილეში, ჩვენ
არ ვყვირით, არ ვწყევლით ღმერთს, ალბათ, ლოკოკინასავით
ნიჟარაში ვიმალებით, ანკესზე წამოცმული ჭიაყელების მსგავს
უსიტყვო ქმნილებებად ვიქცევით.
სადღაც შორს, ბრუერის ცენტრში სირენა კივის. თავს ზე-
მოთ ცაში, რომელიც ხვალინდელი წვიმიანი დღის მომასწავე-
ბელი აქერცლილი ღრუბლებით იფარება, პატარა თვითმფრი-
ნავი ტკაცუნებს და ყოფილი ბაზრის მოედანზე მდებარე აერო-
პორტში დასაჯდომად ემზადება. პირველივე წუთიდან, როცა ეს
სახლი დაინახა, ჰარის შეუყვარდა მისი სიმყუდროვე. თითქოს
მთელი ამ საგზაო ხმაურისა და გუგუნისგან შორს არაა, მაგრამ
იმავდროულად, უცებ ვერ იპოვი. მყუდროდ მიყუჩებულა ღორ-
ღიან ჩიხში, თავისი წილადი ნომრით, ყოველი მხრიდან პენ--
პარკელი მდიდრების პომპეზური საცხოვრებლებით შევიწ-
როებული. მთელი ცხოვრება ვერ იტანდა ამ სნობებს, ახლა კი
მათ შორის იპოვა წყნარი ნავსაყუდელი. მანქანით თავის ჩიხში
უხვევს, ჩხირკედელაობს სახლის უკან, ბაღში თუ უყურებს ტე-
ლევიზორს რომბის ფორმის ფანჯრებიან კაბინეტში, ბაჭია თავს

719
მკითხველთა ლიგა

დაცულად გრძნობს, საიმედო თავშესაფარშია, სადაც ქვეყნად


მობორიალე ბოროტი ძალები მას ვერ მიაგნებენ.
ჯენისმა სახლთან მარგალიტისფერ-ნაცრისფერი ტევადი
„კამრი“ მოაყენა. იგი პირდაპირ ფიჭვნარის ქუჩაზე მდებარე
პენსილვანიის უნივერსიტეტის ფილიალიდან, დღის მეცადი-
ნეობებიდან დაბრუნდა. გაკვეთილის თემა: „მათემატიკა რიელ-
ტორის საქმეში - საფუძვლები და გამოყენების ხერხები“. სტუ-
დენტის ჩაცმულობით, სანდლებითა და მწიფე ხორბლისფერი
სარაფნით, მხრებზე წამოსხმული თავისუფლად ნაქსოვი თეთ-
რი აჟურული ჟაკეტითა და ა-ლა მეიმ ეიზენჰაუერის ქოჩრის გა-
რეშე, ისეთი მოდური, ქორფა და ახალგაზრდა ჩანს, რომ ვე-
რაფრით გამოიცნობ მის ასაკს. ბოლო დროს მის სამოსს აუცი-
ლებლად ახლავს მხრების ასამაღლებელი საფენები, ჟაკეტსაც
კი. ჯენისი ჰარისკენ მიემართება, ისე ჩანს, მათ პატარა, სულ
ოთხი აკრის ნაკვეთზე თითქოს დიდი მანძილის გავლა
მოუწევს. მათი სამფლობელო თითქოს უცებ გაიშალა, გაფარ-
თოვდა მათ შორის გაჩენილი გაუცხოების გამო. ჯენისი,
ჩვეულების წინააღმდეგ, საკოცნელად უშვერს ლოყას. ცხვირი
ჯანმრთელი ლეკვივით ცივი აქვს.
- როგორ ჩაიარა მეცადინეობამ? - თავაზიანად ეკითხება
ჰარი.
- საბრალო ბატონ ლისტერს ბოლო დროს რაღაც ძალი-
ან აწუხებს, - აცნობებს ჯენისი, - წვერი სულ გაუჭაღარავდა. ვეჭ-
ვობთ, რომ ცოლი მის მიტოვებას აპირებს. ერთხელ მეცადი-
ნეობაზე გამოგვეცხადა და თავი უსიამოვნოდ დაგვამახსოვრა.
ეს ჩვენი საერთი შეხედულებაა.
- როგორც ვატყობ, თქვენთვის თავის მოწონება იოლი
არაა. ეს თქვენი მეცადინეობები ასე დიდხანს გრძელდება?
შრომის დღე კარს მოგვადგა.

720
მკითხველთა ლიგა

- საბრალო ჰარი, ამ ზაფხულს ყურადღება ვერ მოგაქციე,


ხომ? ეს ამდენი ნაგავი სად უნდა წაიღო? კოლკვიცია ერ-
თიანად გადაგიპარსავს! ვერაფრად იფიქრებ, რომ ამ საცოდავ
ბუჩქს „აღმოსავლეთის მზეთუნახავს“ ეძახიან.
ჰარი არ ეკამათება.
- დავიღალე და შემეშალა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღე-
ისთვის საკმარისია.
- ძალიანაც კარგი, - ეთანხმება ჯენისი, - თორემ ასე თუ
გააგრძელე, ბაღში მარტო კუნძები დარჩება და მოგვიწევს „მზე-
თუნახავს“ „მახინჯი“ დავარქვათ.
- რას გეტყვი იცი, როდესმე ერთხელ მაინც მომხმარები-
ხარ ბაღში? არც ერთხელ!
- რაც გარეთ არის, შენი ეპარქიაა, რაც შიგნით - ჩემი. ასე
არ გავინაწილეთ მოვალეობები?
- წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავინაწილეთ, სახლში
არასდროს ხარ! ახლა კი კითხვაზე გპასუხობ: განასხლავ ტო-
ტებს გუბურას უკან დავაწყობ, გასაშრობად, გაზაფხულზე კი,
როცა ფლორიდიდან დავბრუნდებით - დავწვავ!
- შთამბეჭდავია, რომ უკვე 1990 წლის გეგმებს აწყობ. პი-
რადად მე, წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება მომავალ წელს.
საშინელი სანახავი კი იქნება ჩვენი ნაკვეთი ზამთარში, შუაში
ამხელა გროვით.
- საშინელი კი არა, პირიქით, ძალიან ბუნებრივი იქნება.
თან ვინ უნდა უყუროს, აქ არ ვიქნებით.
ჯენისის ენის წვერი ზედა ტუჩს ებჯინება. მაგრამ იგი მხო-
ლოდ ამას ამბობს:
- ალბათ არ ვიქნებით, თუკი ისევ ძველებურად ვიცხოვ-
რებთ.
- რას ნიშნავს, „თუკი“?

721
მკითხველთა ლიგა

ჯენისმა წაუყრუა. ისევ უყურებს მოჭრილი ტოტების გრო-


ვას, რომელიც ღობემდე სწვდება.
- რადგან სახლს განაგებ, გაამხილე საიდუმლო, რა გვაქვს
დღეს ვახშმად? - დააბრუნა ჰარიმ რეალობაში.
- უი, ჯანდაბა! ხიდის ბოლოში ფერმერების დახლთან უნ-
და გავჩერებულიყავი და ტკბილი სიმინდი მეყიდა, მაგრამ თავ-
ში ისე მაქვს ყველაფერი არეული, რომ ჩავუარე და არც გამახ-
სენდა. ვიფიქრე სიმინდს შევჭამდით, სამშაბათს მორჩენილ
ხორცთან ერთად. გარდა ამისა, საპურეში ფუნთუშებია. ისიც უნ-
და შეიჭამოს, თორემ გაფუჭდება. Standard-ში ვნახე კარგი რჩე-
ვა, როგორ გავაახლოთ გამხმარი პური მიკროტალღურ ღუ-
მელში. წვრილმანები დამავიწყდა, მაგრამ იქ რაღაც წყალზე
იყო საუბარი. საყინულეში უნდა გვქონდეს ბოსტნეულის პაკეტი,
შეგვიძლია ის მივირთვათ სიმინდის ნაცვლად.
- ჰო, რა! კიდევ შეგვიძლია მარილი და შაქარი მოვაყა-
როთ ყინულის კუბებს, - აიტაცა ჰარიმ, - რაშიც სრულიად ვარ
დარწმუნებული ისაა, რომ საყინულეში ყინულის კუბები გვაქვს.
- ჰარი, მართლა ვაპირებდი რამის ყიდვას, მაგრამ გზად
არც ერთი ნორმალური მაღაზია არ არის. ზოგან საშინელი ფა-
სებია, ზოგან საერთოდ იტყუებიან.
- ერთი სიტყვით, შენ იცი, სად და რა იყიდო, - შეაჯამა ჰა-
რიმ. სამხრეთ-დასავლეთით ღრუბლები მონოლითურ ნაცრის-
ფერ მასად იკვრება; ჰარი და ჯენისი ერთად მიდიან სახლისკენ,
ეცლებიან ჩამოწოლილ სიბნელეს.
- მაშ, ასე, - ამბობს ჯენისი. „მაშ ასე“ ისე წარმოთქვა, თით-
ქოს დამოუკიდებელი, სრულფასოვანი წინადადება იყოს, ის
სულ ახლახან გადაიღო, რომელიღაც თანაკურსელისა თუ დამ-
რიგებლისგან, ვისთანაც ამგვარი შესავალი, საქმიანი საუბრის
წარმატებულ დასაწყისად ითვლება, - არც კი გიკითხავს, რო-

722
მკითხველთა ლიგა

გორ ჩავაბარე ბოლო ჩათვლა. დღეს შემოწმებული ნამუშევრე-


ბი დაგვიბრუნეს.
- როგორ ჩააბარე ჩათვლა?
- შესანიშნავად! მართლა, მართლა. ბატონმა ლისტერმა ბ
კარგი მინუსით დამიწერა, მაგრამ მითხრა, ცოტა გონება რომ
მომეკრიბა და ორთოგრაფიისთვის მიმეხედა, მივიღებდი
კარგს პლუსით. ვიცი, რომ ზოგ შემთხვევაში „ა“ იწერება, ზოგ-
ჯერ „ე“, მაგრამ, როდის რომელი?!
ჰარი აღმერთებს, როცა ჯენისი ასე ელაპარაკება - თით-
ქოს მან ყველა კითხვაზე იცოდეს პასუხი. ბაღის გრძელსახე-
ლურიანი მაკრატელი ფარეხის კედელს მიაყუდა, ყოველგვარი
წვრილმანით სავსე რომელიღაც ქილის უკან მიუჩინა ადგილი,
დანა კი თავის კუთვნილ ლურსმანზე ჩამოკიდა. ჯენისი პირვე-
ლი ადის უკანა კიბის საფეხურებზე, თავის მწიფეხორბლისფერ
სარაფანში გამოწყობილი და სამზარეულოში შუქი ინთება. იქ,
სამზარეულოში, მისთვის დამახასიათებელი შეწუხებული გამო-
მეტყველებით ეძებს საჭმელს და მაცივარს თავდაყირა აყენებს.
ჰარი უკნიდან უახლოვდება, ფრთხილად ჰკიდებს ხელებს წელ-
ზე, ხორბლისფერი სარაფანის ზემოდან და როცა ჯენისი წინ
გადაიხრება, რბილად უჭერს დუნდულებზე. ნაზად საყვედუ-
რობს:
- წუხელ გვიანობამდე არ იყავი შინ.
- გეძინა, რომ დავბრუნდი. ჩემო საბრალო, გადაიქანცე?
შემეშინდა, არ გამეღვიძებინე და სასტუმრო ოთახში დავიძინე.
- ჰო, მეც არ ვიცი, ასე რამ გამთიშა, ძალიან მინდა წიგნი,
დამოუკიდებლობისთვის ომზე რომ არის, მივახრჩო, მაგრამ
არ გამომდის. ვითიშები და მორჩა.
- ტყუილად ვიყიდე, სხვა რამე უნდა მეჩუქებინა შობისთვის.
ვიფიქრე, მოგეწონებოდა.

723
მკითხველთა ლიგა

- სწორად იფიქრე, მომწონს, მაგრამ გუშინ მძიმე დღე


მქონდა. ჯერ იყო და, რონიმ ბოლო ორმოზე ფრე გამომტყუა,
არადა, პრაქტიკულად, ორივე ბეჭით მიწაზე უნდა დამეცა ეგ
ოხერი; მერე სასხვათაშორისოდ მითხრა უარი კიდევ ერთ თა-
მაშზე; ბოლოს კიდევ სავსებით აღტყინებულმა ნელსონმა და-
მირეკა და სისულელე მებოდიალა, რაღაც იდეებზე, სკუტერებ-
სა და „იამაჰაზე“.
- რაც შეეხება რონის, მას უდავოდ აქვს უარის თქმის მიზე-
ზი, - შენიშნავს ჯენისი, - უცნაურია, რომ საერთოდ დათანხმდა
შენთან თამაშს. რას იტყვი ბრიუსელის კომბოსტოზე?
- იყოს ბრიუსელის.
- სულ ასე მგონია, რომ რაღაც გაფუჭებული გემო აქვს,
მაგრამ მეტი მაინც არაფერი გვაქვს. პირობას ვდებ, ხვალვე წა-
ვალ რომელიმე წესიერ მაღაზიაში და მაცივარს ერთი სამი
დღის სამყოფი პროდუქტებით გავავსებ, უიკენდის და შრომის
დღის ჩათვლით.
- ნელსონი ოჯახით არ გვესტუმრება?
- ვიფიქრე, კლუბში გვესადილა ერთად. ამ ზაფხულს სა-
ერთოდ არ გვისარგებლია.
- ტელეფონში ხმა პირდაპირ უწკრიალებდა. შემთხვევით
ძველ საქმიანობას ხომ არ მიუბრუნდა?
- ჰარი, ნელსონი როგორც არასდროს, ისეთ ფორმაშია.
იგი ახალი რწმენით, ახალი რელიგიით დაგვიბრუნდა. თუმცა
გეთანხმები, რომ „იამაჰა“ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის.
სანამ ახალი ლიცანზიის შეძენაზე ვიფიქრებთ, საჭიროა კაპი-
ტალი მოვაგროვოთ და საიმედო კრედიტუნარიანობა უზრუნ-
ველვყოთ. უკვე ვეთათბირე ჩემს თანაკურსელებს...
- რა, უცხო ადამიანებთან განიხილავ ჩვენს ფინანსურ
პრობლემებს?

724
მკითხველთა ლიგა

- არა, ჩვენსას არა. ჩვენ განვიხილავდით სასწავლო მაგა-


ლითს, სუფთა ჰიპოთეტურ დონეზე. ლექციებზე ყოველთვის
ვარჩევთ ამა თუ იმ მაგალითს. და ყველანი შევთანხმდით, რომ
სისულელეა, თავი გირავნობით დაიტვირთო და მხოლოდ
პროცენტებში იხადო ორ-ნახევარი ათასი ყოველთვიურად,
როცა სხვა ქონებასაც საკმარისად ფლობ.
ბაჭიას არ მოეწონა საუბრის ასე წარმართვა. ყოველი შემ-
თხვევისთვის შეახსენა:
- ჩვენი სახლი უკვე დაგირავებულია, თვეში შვიდასად.
- ვიცი, ჩემო შტერუკა, ეს ხომ უკვე ჩემი პროფესიაა, დაგა-
ვიწყდა? - პაკეტიდან კომბოსტოს სპეციალურ პლასტიკურ ჭურ-
ჭელში დებს და მიკროტალღოვან ღუმელში დგამს, პანელზე
კი დროს მიუთითებს; სამი მოკლე, ერთი გრძელი დაწრიპინება,
შემდეგ გუგუნი, - სახლი ათი წლის წინ ვიყიდეთ, - უხსნის, - სა-
მოცდათხუთმეტ ათასად, თხუთმეტი მაშინვე შევიტანეთ და კი-
დევ ათი-თხუთმეტი, შესაძლოა, ბოლო წლებში დავფარეთ.
განვადების გადახდის პირველი ნახევარი შედარებით ნელა
აკუმულირდება, აქ ვადებიდან გამომდინარე, გეომეტრიული
პროგრესიის კანონი მოქმედებს, უძრავი ქონებით მოვაჭრეები
ამის შესახებ ყოველთვის აფრთხილებენ; მოკლედ, კისერზე
დაახლოებით ორმოცდაათი ათასი გვაწევს, მაგრამ ეს იმდენად
მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც ის, რომ ოთხმოციანი წლე-
ბიდან მოყოლებული, ჩვენს რაიონში უძრავ ქონებაზე ფასი გა-
მუდმებით იზრდებოდა. მართალია, ბოლო ხანებში მდგომა-
რეობა სტაბილურია, მაგრამ ფასი ჯერ ისეც არ იკლებს. თუმცა,
არ არის გამორიცხული, რომ უკვე წლევანდელ ზამთარს დაიწ-
ყოს მცირეოდენი ვარდნა. ახლა თავისუფლად შეგვიძლია მო-
ვითხოვოთ ორას ოცი, ორას ოცდაათი ათასი, თუ გავითვალის-
წინებთ ადგილის პრესტიჟულობას, რაც უნდა იყოს, პენ-პარკია.

725
მკითხველთა ლიგა

სიმყუდროვეს, ადგილმდებარეობას და იმას, რომ ქვის წყობა


გვაქვს და არა - მოპირკეთება, ეს კი „ისტორიული ფასეულო-
ბაა“, ორასი ათასზე ნაკლებად ნამდვილად არ დავთანხმდე-
ბით. ორასს რომ ორმოცდაათი გამოაკლდება, გამოდის ხელ-
ზე ას ორმოცდაათი ათასი გვრჩება, ეს კიდევ ჩვენი საბანკო ვა-
ლის ორი მესამედია.
ბაჭიას არ ახსოვს, ბოლოს როდის მოისმინა ჯენისისგან
ასეთი გრძელი ტირადა და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ
გააცნობიერებს, რაზე ლაპარაკობს ჯენისი.
- რა, ჩვენი სახლის გაყიდვა გინდა?
- თავად დაფიქრდი, ჰარი, განა გამფლანგველობა არ
არის იმ სახლის შენახვა, რომელშიც მხოლოდ ზაფხულობით
ვცხოვრობთ? მით უმეტეს, რომ დედაჩემის სახლში რამდენიც
გინდა, იმდენი თავისუფალი ადგილია.
- მიყვარს ჩვენი სახლი, - ეუბნება ჰარი ჯენისს, - მას შემ-
დეგ, რაც ჯეკსონ-როუდზე აღარ ვცხოვრობ, ისე როგორც აქ,
სხვაგან არსად მიგრძნია თავი. მხოლოდ აქ! აქ არის კლასი. ეს
სახლი ჩვენ ვართ.
- ძვირფასო, მეც მიყვარს ჩვენი სახლი, მაგრამ მოვლენე-
ბი სწორად უნდა შეაფასო, მთელი ცხოვრება ამას მეუბნებოდი.
სრულებით არ გვჭირდება, ოთხი ერთეული უძრავი ქონების
მფლობელები ვიყოთ.
- მაშინ ფლორიდის ბინა გავყიდოთ.
- ამაზე უკვე ვიფიქრე, მაგრამ ძალიან გაგვიმართლებს,
თუ იმავე ფასში გავყიდით, რაც დაგვიჯდა. ფლორიდაში უძრავ
ქონებასთან იგივე დამოკიდებულება აქვთ, რაც ავტომანქანებ-
თან, ყველას მხოლოდ ახალი უნდა, პირდაპირ კონვეიერიდან
მირთმეული. ყველა ახალი ცენტრი, ყველა მშენებლობა აღმო-
სავლეთის მხარესაა.

726
მკითხველთა ლიგა

- სახლი პოკონაში? ნუთუ მისი გაყიდვა არ შეიძლება?


- ისიც ბევრს არაფერს მოგვცემს. იქ ხომ უბრალო ფარ-
დულია, გათბობაც კი არ არის. ორასი ათასი, ძვირფასო! ორა-
სი ათასი უნდა ავიღოთ!
- კი, მაგრამ, რატომ ჩვენ? „ტოიოტას“ ვალი ნელსონმა და
მისმა ნაბიჭვარმა ძმაკაცებმა არ დაიდეს?
- ეგ რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეგიძლია იმეორო,
ნელსონი ამ თანხას ვერ გადაიხდის, ხოლო მოქმედებდა იგი
ფირმის სახელით.
- მერედა, მაღაზია? იქნებ მაღაზია გაგეყიდა, ასეთი ნაკ-
ვეთი 111-ე გზატკეცილზე სხვა არც არის. მასში კარგ თანხას
გადაგიხდიან, ის ხომ უკვე ქალაქის ცენტრია, ძველ ცენტრს კი
პუერტორიკოელების გამო ყველა განზე უვლის.
ჯენისის სახეზე ტკივილნარევი გამომეტყველება კრთება.
ქოჩრის გარეშე დარჩენილ ღია შუბლზე ნაოჭები გროვდება;
და უცებ ჰარი მიხვდა, რომ ჯენისის აზრებს ვერ ჩასწვდა.
- არაფრის გულისთვის, - მოკლედ მოჭრა ჯენისმა, - მაღა-
ზია ჩვენი მთავარი მონაპოვარია. იგი უნდა შევინარჩუნოთ, რო-
გორც ნელსონის მომავლის საფუძველი, შენი შვილის და შენი
შვილიშვილების მომავლის საძირკველი. ვიცი, მამა ცოცხალი
რომ იყოს, სწორედ ასე მოიქცეოდა. მახსოვს, ომის დამთავრე-
ბისთანავე როგორ იყიდა „ხუთიანი“, მაშინ იქ, სიმინდის ყანის
განაპირას, სოფლის ბენზინგასამართი სადგური იყო, ომის
დროს არ მუშაობდა, სად იყო მანქანები... და მაშინ სანახავად
მე და დედა წაგვიყვანა. რა თქმა უნდა, მაშინვე უკანა მხარეს
გავედი და მაყვლის ბუჩქნარში ნაგავსაყრელი აღმოვაჩინე,
შემდეგ ამ ადგილს შენ პარაგვაი შეარქვი, - მანქანების ჟანგიანი
ნაწილებისა და ლიმონათის მწვანე და ყავისფერი ბოთლების
გროვა. მაშინ ჩემთვის ეს ნამდვილი განძი იყო და ისე მიხარო-

727
მკითხველთა ლიგა

და, თითქოს რაღაც უძვირფასესისთვის მიმეკვლიოს. სკოლის


კაბა ისე დავსვარე, დედისგან გვარიანად მომხვდებოდა, რომ
არა - მამა, რომელმაც გაიცინა და მითხრა, ჩვენს გოგონას მან-
ქანებზე ყნოსვა აქვს და ამიტომ ნამდვილად შევძლებთ.
„სპრინგერ-მოტორსი“ არ გაიყიდება, სანამ მე ცოცხალი ვარ და
საღ გონებაზე ვიმყოფები, ჰარი. ამასთან, - დასძინა, რომ შე-
ერბილებინა ნათქვამი, - არაფერი გამეგება საწარმოო ფართე-
ბის ყიდვა-გაყიდვის საქმეში. სამაგიეროდ თუ სახლს გავყიდით,
ყველაფერს თავად მოვაგვარებ და ყველაფერთან ერთად
აგენტის საკომისიოს ნახევარსაც მივიღებ. მე, ჯენისი არ ვიყო,
თუ ორასი ათასად არ გავყიდო; იქიდან - ექვსი პროცენტი სა-
კომისიო. ექვსი ათასს ჩავიჯიბავ.
ჰარი ისევ ვერ ეწევა.
- ყველაფერს შენ გააკეთებ? შენ, პირადად?
- რა გაუგებარი ხარ, რა თქმა უნდა, მე თვითონ, რომელი-
მე სარიელტორო ფირმისთვის. ეს იქნება ჩემი, ასე ვთქვათ,
„საწყისი“ გარიგება, ჩემთვის ეს საუკეთესო რეკომენდაციაა.
თვითონ იფიქრე, შეძლებენ კი „პირსონი და შრაკი“ ან იგივე
„მზესუმზირა“ არ ამიყვანონ აგენტად, როცა თავიდანვე ასეთ ვა-
რიანტს შევთავაზებ?
- მაშ, სავარაუდოდ, წლის უმეტეს ნაწილს ფლორიდაში
გავატარებთ...
- რაღაც ნაწილს, ძვირფასო, რაღაც ნაწილს. ჯერ არ ვიცი,
რამდენი ხნით მოვახერხებ წასვლას, განსაკუთრებით თავიდან,
სანამ სოლიდურ რეპუტაციას შევიქმნი. თანაც, სიმართლე რომ
ვთქვათ, ფლორიდა ცოტა მოსაწყენია, ასე არაა? იქ ყველაფე-
რი სწორი, თანაბარია და ნაცნობებიც მარტო მოხუცები გვყავს.
- ესე იგი, დანარჩენი დრო დედილოს ძველ სახლში ვიც-
ხოვრებთ? სად წავლენ ნელსონი და პრუ?

728
მკითხველთა ლიგა

- არსად, რა თქმა უნდა, იქვე დარჩებიან. ჰარი, რა გემარ-


თება? ეს, როგორც ჩანს, აბების ბრალია. ბევრს სვამ? ხომ
ვცხოვრობდით ადრე ნელსონთან, დედასთან და მამასთან ერ-
თად? თან ცუდად ნამდვილად არ ვცხოვრობდით. პირიქით -
ძალიან კარგადაც. ნელსონს და პრუს ყოველთვის შეეძლებათ
ბავშვები დაგვიტოვონ და მეც არ მომიწევს მეურნეობის მარტო
გაძღოლა.
- რომელი მეურნეობის?
- გასაგებია, რომ ამას ვერ ამჩნევ. კაცებს ჰგონიათ, რომ
სახლში ყველაფერი თავისით კეთდება, მაგრამ სინადვილეში
ყოველდღიურ საზრუნავს ბევრი დრო მიაქვს. ერთდროულად
ორ სახლში ცხოვრება იოლი არ არის, თან სულ ვნერვიულობ,
არ გაგვქურდონ, სანამ წასულები ვართ. ამ შემთხვევაში კი ჩვე-
ნი ოთახი გვექნება დედასთან, უფრო სწორად, ნელსონთან. აბ-
სოლუტურად დარწმუნებული ვარ, ძველ საძინებელს დაგვით-
მობენ და ჩვენც ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებით
ზედმეტი საზრუნავისგან. იფიქრე!
აჰა, ძველი ნაცნობებიც - მკერდში მტკივნეულად უჭერენ
მარწუხებს. ძლივს გამოთქვა:
- ნელსონი და პრუ რას ფიქრობენ იმაზე, რომ მათთან გა-
დავალთ?
- მათთვის ჯერ არ მიკითხავს. ამ საღამოს ვაპირებ
საუბარს, მას შემდეგ, რაც შენ დაგელაპარაკები. სიმართლე
გითხრა, ვერ წარმომიდგენია, ამ სიტუაციაში როგორ უნდა
თქვან უარი, კანონით, სახლი მე მეკუთვნის. მაშ, ასე, რას იტ-
ყვი?
თვალები, რომელიც, როგორც წესი, მუქი, მოღუშული,
მფრთხალი, ზოგჯერ - ხერესით, ზოგჯერ - კამპარით დაბინდუ-

729
მკითხველთა ლიგა

ლი იყო, პირველი დამოუკიდებელი გარიგებით გამოწვეული


სიხარულით უბრწყინავს.
ჰარი თავადაც ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში. იყო
დრო - მართალია, მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო, - როცა ნე-
ბისმიერი ცვლილება, თუნდაც ძალიან სარისკო, მაგრამ შემან-
ჯღრეველი, ახალი, უცნობი, უჩვეულო ახარებდა. ახლანდელ
მდგომარეობაში კი წინა პლანზე გამოდის სურვილი, არ ამო-
ძირკვონ.
- ვიტყვი იმას, რომ ამის გაფიქრებაზეც გული მერევა, ყო-
ველ შემთხვევაში ახლა, აი, ასე, უცებ, - ამბობს იგი, - სულაც არ
მხიბლავს ისევ ვიღაცის მდგმურივით ცხოვრება. ამ მდგომა-
რეობაში უკვე ვიყავით თხუთმეტი წლის წინ, სანამ, ბოლოს და
ბოლოს, იმ სახლიდან არ გამოვაღწიეთ. ახლა უკვე არავინ
ცხოვრობს ასე, რამდენიმე თაობა - ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთს
თავზე აღარავინ აზის.
- ცხოვრობენ, ძვირფასო, თანაც როგორ ცხოვრობენ. ახ-
ლა საერთოდ ასეთი ტენდენცია აღინიშნება, საცხოვრებელი
ძვირდება, მცხოვრებლების რაოდენობა კი სულ იზრდება.
- კიდევ რომ გააჩინონ ბავშვები?
- არ გააჩენენ.
- რა იცი?
- ვიცი და მორჩა. მე და პრუმ ამაზე ერთხელ უკვე ვილა-
პარაკეთ.
- საინტერესოა, ნუთუ პრუს არ უჩნდება ზოგჯერ გრძნობა,
რომ დედამთილი ძალიან აწვება?
- რატომ უნდა გაუჩნდეს ასეთი გრძნობა? ორივე ერთი
მიზნისკენ მივისწრაფით, ნელსონი იყოს ჯანმრთელი და ბედ-
ნიერი.

730
მკითხველთა ლიგა

ბაჭია მხრებს იჩეჩს. დაე, მოიხარშოს საკუთარ წვენში, უტ-


ვინო, თვითკმაყოფილი, ბრიყვი. ჩვენ ხომ უკვე განათლებულე-
ბი ვართ, ჩვენ ხომ უკვე ყველაზე ყველაფერი ვიცით.
- მოდი, წადი მათთან ვახშმის შემდეგ და შენი უაზრო გეგ-
მები გააცანი. ვნახოთ. მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი
ვარ, თუკი, რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვა რაიმეს ნიშნავს. გაყიდე
მაღაზია და ბიჭუნამ თვითონ იმუშაოს ვირივით. აი, თუ გინდა,
ეს არის ჩემი რჩევა.
ჯენისმა მზერა მოსწყვიტა მიკროტალღოვან ღუმელს,
რომელიც მითითებულ წუთებს ითვლის, უცებ უახლოვდება და
სახეზე ისევ ეხება გამოუცნობი ჟესტით, ეხუტება, თითქოს სექ-
სუალურად შეახსენებს, როგორი მინიატიურულია თავად, და
რა უზარმაზარია - მასთან შედარებით - ჰარი. ასე იყო, როცა
ერთმანეთი გაიცნეს, ასეა დღემდე. ჰარი ისუნთქავს მისი მსუბუ-
ქი, ჭაღარაშერეული თმის სურნელს და ხედავს მის მოწითალო
გუგებს.
- რა თქმა უნდა, შენი სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს, საყ-
ვარელო, ყველას სიტყვებზე მეტს, - როდის აქეთ ეძახის ჯენისი
საყვარელს? მას შემდეგ, რაც ფლორიდაში დაფუძდნენ და
მთელ ამ სამხრეთელებსა და ებრაელებთან დაიწყეს ურთიერ-
თობა. იქაური ებრაული ოჯახები ისეთი მყუდრონი, შინაურები
არიან, როგორც ძველი, გაცვეთილი ფეხსცმელები, მამაკაცები
თავის ცხოვრებას ისე იღებენ, თითქოს სხვაგვარი არც შეიძლე-
ბოდა ჰქონოდათ და, როგორც ჩანს, მისით ძალიანაც კმაყო-
ფილები არიან. დიდებული რელიგია აქვთ, ფიქრობს ჰარი, თუ
წინადაცვეთაზე თვალს დავხუჭავთ.
მან და ჯენისმა ცოტა ხნით შეწყვიტეს საუბარი სახლზე,
მაგრამ სანამ ვახშმობენ, მაგიდასთან მდუმარედ სუფევს მტკივ-
ნეული თემა. შემდეგ ჰარი სამზარეულოს მილაგებაში ეხმარე-

731
მკითხველთა ლიგა

ბა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში საკუთარი რიგის მომლოდინე


თეფშებს, რამდენიმეს კიდევ უმატებს. ისინი ხომ ორნი არიან.
ამასთან, ჯენისი თითქმის არ არის შინ და დრო უნდა, სანამ მან-
ქანა მთლიანად შეივსება. ჯენისი ურეკავს ნელსონს, რწმუნდე-
ბა, რომ არსად აპირებენ წასვლას, ისევ იცვამს თეთრ ჟაკეტს,
ისევ ჯდება „კამრიში“ და მაუნტ-ჯაჯში მიემგზავრება. სასწაული
ქალია. ბაჭია ჯენინგსის „ახალი ამბების“ კუდსღა მიუსწრებს,
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის კინოქრონიკის შავ-თეთრ,
მოცახცახე ფრაგმენტებს ნახავს: ტანკები კავალერიის წინააღ-
მდეგ. აყვირებული ჰიტლერი. შეწუხებული ჩემბერლენი. შემ-
დეგ გადის გარეთ, ბინდში, კოღოების ლაშქართან და გახუნე-
ბული ლურჯი ფერის, დაბზარული ბეტონის აუზის უკან, ნაკვე-
თის კუთხეში, მოწესრიგებულად აწყობს შემშრალ ფიჩხს. სახ-
ლში ბრუნდება, როცა ვიქტორინა „ფორტუნას ბორბლის“ ბო-
ლო ათი წუთია დარჩენილი. ყოჩაღ, ვანა! რა გედივით მიცუ-
რავს! რა ელეგანტურად უკრავს ტაშს, სანამ ბორბალი ბრუნავს!
როცა ხედავ, შეუძლებელია არ გეამაყებოდეს, რომ ორფეხა
ძუძუმწოვართა ოჯახს მასთან ერთად მიეკუთვნები. „კოსბის შო-
უს“ მორიგი სერიის ბოლოს კი, რომელსაც ამ ზაფხულს
მეორედ აჩვენებენ (ერთი იმ სერიათაგანი, რომელშიც მოქმე-
დება გაუთავებლად მიმდინარეობს რთული მოზარდის, თეოს
გარშემო), ჰარი ძილს ვეღარ უმკლავდება. რა თქმა უნდა,
თრგუნავს ის აზრი, რომ ჯენისმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა,
მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ მისი ჩანაფიქრის რეალიზა-
ციამდე საქმე, სავარაუდოდ, ვერ მივა. ჯენისი ძალიან უთავბო-
ლოა. თავში სულ არეულობა აქვს; უფრო მოსალოდნელია,
რომ დედიკო და შვილიკო ისევ დინებას მიჰყვნენ და მეტად
ჩაეფლონ ვალებში, სხვათა შორის, როგორც - მთელი ქვეყანა;
და ბანკი ამაზე ყურსაც არ შეიბერტყს, ყოველ შემთხვევაში -

732
მკითხველთა ლიგა

მანამ, ვიდრე მაღაზიას გარკვეული ფასი ექნება. „ფილისები“


რაღაცას ჩალიჩობენ სან-დიეგოს გამოსასვლელში, მაგრამ
ჯერჯერობით, მაინც მეექვსე ადგილზე არიან. ჰარიმ ტელევი-
ზორს თითქმის მთლიანად დაუწია ხმა და ეკრანზე უხმო სურა-
თების ციმციმისგან ძილმორეულმა ფეხები გადააწყო ბალიშზე,
რომელიც ახალ სახლში გადმოსვლისას, დედილო სპრინ-
გერის სახლიდან წამოიღეს. უფრო მოკალათდა
მოვერცხლისფრო-მოვარდისფრო სავარძელში, რომელიც
ათი წლის წინ შეხნერის მაღაზიაში იყიდეს. ბაღში მუშაობის გა-
მო მხრები სტკივა. ისტორიული წიგნი გაახსენდა, რომელიც ზე-
ვით, საძინებელში დარჩა. რომბის ფორმის ფანჯრების უკან რა-
კარუკის ხმა ისმის. წვიმს, როგორც იმ საღამოს, ზაფხული რომ
იწყებოდა და საავადმყოფოდან გამოწერეს. ვიწრო ოთახი, მკე-
რავის უთავო მანეკენით, სხვა სამყარო, ოცნებების ქვეყანა. რე-
კავს ტელეფონი და ჰარის აფხიზლებს. აპარატთან მისვლამდე,
დერეფანში, თვალს შეავლებს თერმოსტატში ჩამონტაჟებულ
საათს: 9:20. ჯენისს სტუმრობა გაუგრძელდა. ჰარი იმედოვნებს,
რომ მორიგი ნარკომოვაჭრე ვალის შესახსენებლად და „სა-
ქონლის“ ახალი პარტიის მიღების თაობაზე არ რეკავს. მაინც
გაუგებარია, ეს ნარკომოვაჭრეები როგორ ახერხებენ გამდიდ-
რებას? მათ ქმედებებში არანაირი თანხმობა არ არის, ვა-
რაუდით მოქმედებენ, იქნებ გაგვიმართლოსო. სავარძელში
რომ ჩაეძინა, დაესიზმრა, როგორ თავგამოდებით ებრძოდა ვი-
ღაც უჩინარს; ბრძოლა, რაღაცნაირად, გაურკვევლად და გად-
ღაბნილად ჩანდა, მაგრამ ადგილს გარკვევით ხედავდა, თავ-
ზემოთ გუმბათი იყო, ისეთივე, როგორიც ძველ სარკინიგზო
სადგურზე - ძალიან ვიწრო, სამრეკლოსმაგვარი. ის სურათი კი-
დევ დიდხანს იქნება ჩაბეჭდილი მის გონებაში. როცა ყურმი-
ლის ასაღებად წაიღო ხელი, ის, სიზმრის გავლენით, წარმო-

733
მკითხველთა ლიგა

უდგენლად ბებრული და უცნაური ეჩვენა (მტევანი შესივებული,


ხორკლიანი, თითები გამხმარი).
- ჰარი, - ჯერ კიდევ არასოდეს ყოფილა ჯენისის ხმა ასეთი
გაქვავებული, მკვდარი.
- სალამი. სად დაიკარგე? უკვე ვღელავდი. ვიფიქრე, გზა-
ში რამე ხომ არ შეემთხვა-თქო.
- ჰარი, მე... - თითქოს რაღაც უჭერს ყელში და ლაპარაკის
საშუალებას არ აძლევს.
- გისმენ...
ჯენისი ცრემლების ყლაპვით იწყებს ლაპარაკს, მძიმედ
სუნთქავს, ზლუქუნებს, ყელში გაჩრილ ბურთებს ყლაპავს:
- ჩემი გეგმა გავაცანი ნელსონს და პრუს. ერთად გადავ-
წყვიტეთ, არ ვიჩქაროთ, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ. ნელ-
სონმა მეტი გაგება გამოიჩინა, პრუმ - ნაკლები, ალბათ იმიტომ,
რომ ნელსონს უკეთ ესმის, როგორი ფინანსური პრობლემები
გვაქვს...
- გასაგებია, გასაგები. მისმინე, დაწყნარდი. საშინელება
არ მომხდარა, უბრალოდ პრუ მიეჩვია, რომ სახლი მისია, რო-
მელ ქალს მოეწონება სამზარეულოში მეორე დიასახლისის გა-
მოჩენა?
- ბავშვები რომ დააძინა, მერე ჩამოვიდა დაბლა, ჩვენთან,
ისეთი სახე ჰქონდა... და თქვა, რომ რადგან ამიერიდან ყველამ
ერთად უნდა ვიცხოვროთ, მე და ნელსონს არ გვაწყენდა რა-
ღაცის ცოდნა.
- ჰო?.. - ჰარის ხმა, ინერციით, მშვიდი აქვს, მაგრამ ძილის
სურვილი თითქოს ხელის ერთი მოსმით გაუქრა; იგი გრძნობს,
რომ მისკენ რაღაც მოემართება, პატარა წერტილი მოახ-
ლოებისას კოსმოსური ხომალდივით იზრდება, როგორც რო-
მელიღაც მძაფრსიუჟეტიან ფილმში.

734
მკითხველთა ლიგა

ჯენისის ხმა გამკაცრდა, თანაბარი და მოგუდული გახდა,


თითქოს კარს უკან ვიღაც უსმენს. ახლა ალბათ მათ ყოფილ
საძინებელში, საწოლის კიდეზე ზის, ერთი კედლის მიღმა ჯუდი
ფშვინავს, მეორის მიღმა - როი.
- მან თქვა, რომ თქვენ იწექით ერთად იმ საღამოს, როცა
შენ საავადმყოფოდან გამოხვედი და ღამის გასათევად მათთან
დარჩი.
აი, მოადგა კიდეც საფრენი აპარატი, მთელი თავისი ნაჭ-
დევებითა და ციმციმებით. - ასე თქვა?
- ჰო, ასე თქვა. კიდევ თქვა, რომ თავადაც არ იცის, ეს
როგორ მოხდა. თუმცა აღიარა, რომ ერთმანეთის მიმართ სიმ-
პათია ადრეც გაგაჩნდათ, იმ დღეს კი, თურმე, სასოწარკვეთა
დაგეუფლათ!
სიმპათია. არსებითად, ალბათ, სიმართლეა, თუმცა არცთუ
სასიამოვნო. მისი მხრიდან - მას, ყოველ შემთხვევაში, ასე მი-
აჩნდა - რაღაც უფრო მეტი იყო, დაახლოებით ისეთი, საკუთარ
გამოსახულებას რომ შეხვედროდა, საკუთარი თავი რომ ამო-
ეცნო გრძელფეხება, გრძელთმიან, ცაცია ქალში.
- რატომ გაჩუმდი? ეს სიმართლეა?
- ეეე, ცუნცულა, არც კი ვიცი რა ვთქვა, რაღაც გაგებით...
ზლუქუნი და კვნესა: ჰარი თვალნათლივ ხედავს ჯენისის
სახეს, გადაშლილს, საბრალოს, ულამაზოს, თავსდამტყდარი
სიბერით დაუშნოებულს.
- ...იმ დღეს, - აგრძელებს ბაჭია, - ყველაფერი რაღაც-
ნაირად თავისთავად მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, საერთოდ,
არაფერი, არც ერთი სიტყვა, არც ნახევარი სიტყვა, არაფერი.
თითქოს არაფერი მომხდარა.
- ოჰ, ჰარი! როგორ შეგეძლო? ის ხომ შენი რძალია, ნელ-
სონის ცოლი!

735
მკითხველთა ლიგა

ჰარი ზუსტად ხვდება, რომ ახლა საყოველთაოდ მიღებუ-


ლი ჭეშმარიტების მიხედვით დაწერილი სცენარი დაიწყო - და
მისი შეძრული და შერცხვენილი შემეცნების ნამცეცა ბზარებში
მოწყენილობის მსუბუქმა ქროლამ შეაღწია.
- ამაზე უარესს ვერაფერს გააკეთებდი, უბრალოდ, ვერა-
ფერს! - ეუბნება ჯენისი, - ეს ზღვარია. ყველაფერი მახსოვს -
როგორ გაიქეცი, როგორ აიბლანდე პეგისთან, ჩემს საუკეთესო
მეგობართან, მერე იმ უბედურ გოგონა - ჰიპისთან, რომ აღარა-
ფერი ვთქვა თელმაზე. არც იფიქრო, რომ თუნდაც წამით მჯე-
როდა შენი და თელმასი, მაგრამ ახლა ისეთი რამ ჩაიდინე, რი-
სი პატიებაც შეუძლებელია!
- სერიოზულად? - უნებლიეთ სწყდება ბაგეს ფარული იმე-
დის დაუგეგმავი მსხვრევით გამოწვეული სიტყვა.
- ამას არასოდეს გაპატიებ. არასოდეს, - ამბობს ჯენისი,
ისევ უსიცოცხლოდ, უღიმღამოდ ამოღერღავს.
- ნუ იტყვი ამას, - ევედრება ჰარი, - წუთიერი სისუსტე იყო,
მაგრამ ხომ არავინ მომკვდარა. შენ თვითონ რატომ დამტოვე
მასთან ღამით? ვინ ვარ, შენი აზრით, უგრძნობი გვამი?
- მეცადინეობას ვერ გავაცდენდი, ჩათვლა მქონდა, თო-
რემ არაფრის გულისთვის არ წავიდოდი, თავს ისე დამნაშავედ
ვგრძნობდი! რა სასაცილოა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ახ-
ლა კი მესმის, რატომ იკრძალება ჩვენთან იარაღის ტარება.
პისტოლეტი რომ მქონდეს, მოგკლავდით, ორივეს ჩაგცხრი-
ლავდით.
- კიდევ რა გაცნობათ პრუმ? - იგი იმედოვნებს, რომ კით-
ხვაზე პასუხით ჯენისი ოდნავ დაეშვება სისხლმოწყურებული
მრისხანების ღრუბლებიდან.
- მაინცდამაინც ვრცლად არაფერი მოუყოლია. უბრალოდ
ფაქტი შეგვატყობინა, შემდეგ ხელები მუხლებზე დაიწყო და

736
მკითხველთა ლიგა

თავხედურად მოგვაშტერდა მე და ნელსონს. მგონი არც ნა-


ნობს, მარტო ბრაზობს - ყელში გავეჩხირე, არ ნებავს ჩემი ატა-
ნა საკუთარ სახლში, იმიტომაც აღიარა.
ჰარი გრძნობს, რომ ჯენისი მის გადაბირებას ცდილობს
სხვების წინააღმდეგ და დანაშაულის არსებითი სიმძიმე პრუზე
გააქვს. მას გულს უფონებს, რომ უკვე პატიობენ, მაგრამ ამას-
თან, მსუბუქი იმედგაცრუებაც ეუფლება.
- მართალია, სჯობს პრუს ბეწვის საწინააღმდეგოდ ხელი
არ გადაუსვა, - შემრიგებლური ტონით ამბობს ცოლის ბანაკში
გადაბარგებული, - რაც მართალია, მართალია. მეტს რას უნდა
ელოდე ეიკრონელი სანტექნიკოსის ქალიშვილისაგან? - ბო-
ლო მომენტში გადაწყვიტა, ყოველი შემთხვევისთვის, ჯერ არ
უთხრას ჯენისს იმის შესახებ, რომ მათი ხანმოკლე პაემნის გან-
მავლობაში პრუმ ორჯერ მოასწრო დარწყულება და მოეჩვენა,
რომ უბრალოდ გამოიყენეს (უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ
ყოჩაღადაც).
რა თქმა უნდა, დიდი დრო დასჭირდება, რომ ცოდვა გა-
მოისყიდოს. კვირები, თვეები, წლები გავა, სანამ პატიებას და-
იმსახურებს. ამიერიდან, ახალი საქმიანი მიდგომიდან გამომ-
დინარე, ჯენისი იოლად არაფერს დათმობს.
- ახლავე უნდა მოხვიდე აქ, ჰარი, - ეუბნება ჯენისი.
- მე? რისთვის? უკვე გვიანაა, - ეწინააღმდეგება ჰარი, -
თან, იმ ბუჩქების გადამკიდე, მოცელილი ვარ.
- იმედი არ გქონდეს, რომ განზე გადგები, გამომიჩნდა
ჭკვიანი! რაც მოხდა, საშინელებაა, ამაზრზენია. ამის შემდეგ,
არც ერთი ჩვენგანი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო.
- უცვლელი არაფერია, - ბედავს ჰარი შენიშვნას.
- იფიქრე, როგორ არის ახლა ნელსონი.

737
მკითხველთა ლიგა

დარტყმა მიზანში მოხვდა. ჰარი მართლა ცდილობდა,


ამაზე არ ეფიქრა.
ჯენისი უყვება:
- ნელსონს თავი ძალიან მშვიდად უჭირავს, აი, სად გამო-
ადგა სამკურნალო ცენტრის ფსიქოთერაპიის სეანსები. ამბობს,
რომ ამ სიტუაციას კარგად დამუშავება სჭირდება და სჯობს ახ-
ლავე დავიწყოთ. ნებისმიერი დაყოვნება საშიშია, რომ ყველა
თავისას ჩაიხვევს და აღარაფერი გვეშველება.
ბაჭია ისევ ცდილობს ჯენისთან თანამოაზრეთა კავშირის
შექმნას, უნდა, რომ მისგან კიდევ ერთხელ მოისმინოს პასუხი.
- ჰო, მეც მინდოდა მეკითხა, როგორ არის ნელსონი?
მაგრამ ძალიან მოკლე პასუხს მიიღებს:
- ვვარაუდობ, შოკშია. თვითონ ამბობს, რომ მისი რეალუ-
რი გრძნობები ჯერ კიდევ ჩაკეტილია.
- მის ადგილას საერთოდ გავჩუმდებოდი, - მამაცობს ჰარი,
- რომ მახსენდება, რა ნომრები აკეთა ამ წლების განმავლობა-
ში!.. მარტო კოკაინით გაჭყეპილი ბრუერელი ბოზები რად
ღირს? და თუ ძალიან გინდა იცოდე, მაღაზიაში ელვირაც არ
არის მხოლოდ სილამაზისთვის. საკმარისია მის სიახლოვეს
აღმოჩნდეს, რომ ხმაც კი ეცვლება და მაძღარ კატასავით კრუ-
ტუნებს.
მაგრამ ჯენისი მის ხუმრობებზე არ რეაგირებს.
- ნელსონს უმძიმესი ტრავმა მიაყენე, - ამბობს მკაცრად, -
ამიერიდან, რაც უნდა ჩაიდინოს, უფლება აღარ გაქვს გაკიცხო.
გესმის ჰარი, რაც ჩაიდინე, ეს გარყვნილებაა, სკანდალია, ასეთ
ამბებზე გაზეთებში წერენ! ეს საშინელებაა!
- ცუნცულა...
- არანაირი ცუნცულა აღარ ვარ შენთვის!

738
მკითხველთა ლიგა

- რა შუაშია გარყვნილება? ჩვენ ხომ სისხლით ნათესავები


არ ვართ. ერთადერთხელ ვიწექით და იქვე დავივიწყეთ. ის
მშვილდივით იყო მოზიდული და მეც სიკვდილის პირას ვიყავი.
მოწყალების დის როლი ალბათ, ასე წარმოედგინა.
ისევ ტირილი - მიდი და გაიგე, რამ გამოიწვია ცრემლების
ნიაღვარი!
- ჰარი, როგორ შეგიძლია ხუმრობა!
- რა ხუმრობა, სრული სერიოზულობით ვამბობ, - თუმცა
ეჩვენება, რომ მაგრად გაროზგეს, თავზე დაალეწეს ყველაფე-
რი, პირი გაუშრა.
- ახლა დაუყოვნებლივ მოხვალ აქ და დაგვეხმარები
რაიმე მაინც გადავარჩინოთ იქიდან, რაც შენ დაანგრიე, ცხოვ-
რებაში ერთხელ მაინც შეგიძლია იყო ადამიანი? - და ჯენისმა
ყურმილი დააგდო, ბოლო გამოსვლა დედამისის პაროდიასა-
ვით გამოუვიდა - ისიც ასე, გემრიელად ამბობდა: „ცხოვრებაში
ერთხელ მაინც“.
ჩვენს გონებაში არც ისე ხშირად ხდება გამონათება, მაგ-
რამ როცა ხდება, ვალდებულები ვართ, მივაყურადოთ. ბაჭია
თვალნათლივ ხედავს, რა უნდა მოიმოქმედოს. ამ წუთიდან მი-
სი ყველა ქმედება გააზრებული და გონივრულია. იგი ადის ზე-
მოთ, ალაგებს ნივთებს ყავისფერ ჩანთაში. „ტურისტერის“ ტე-
ვადი, ყვითელი, უხეში ჩემოდანია, ჩაჭყლეტილი კუთხით -
აეროპორტებში მტვირთავები არაფერს უფრთხილდებიან.
ტრუსები, მაისურები, წინდები, პოლო-პერანგები პასტელის ფე-
რებში, სააღლუმო პერანგები ცელოფანის შეფუთვით, გოლფის
სლაქსები, ბერმუდები. რამდენიმე ჰალსტუხი, თუმცა ისინი არა-
სოდეს უყვარდა. მისი გარდერობი მხოლოდ და მხოლოდ სა-
ზაფხულოა; შალის კოსტიუმები და სვიტერები, ჩრჩილისგან და-
ცულ ადგილას, მოთმინებით ელიან, როდის მოვა შემოდგომა,

739
მკითხველთა ლიგა

ოქტომბერ-ნოემბერი, რომელიც ამჟამად არ დადგება, მისთვის


არ დადგება. მან აარჩია ოთხი მსუბუქი სპორტული პიჯაკი და
ორი კოსტიუმი, ერთი მოკრემისფრო ნაცრისფერი და მეორე
აბჯარივით მბზინავი ნაცრისფერი, ქორწილისა და გასვენების-
თვის, ლაბადა, ორი სვიტერი. ორი წყვილი თასმიანი შავი ფეხ-
საცმელი დასაკეც სამგზავრო ჩანთაში ჩადო, ხოლო „ნაიკის“
ლურჯ-თეთრი ბოტასი - ჩემოდანში. საჭიროა, საჭირო. ვარჯიში
და სირბილი. კბილის ჯაგრისი, საპარსი მოწყობილობა, მთელი
ვაგონი წამლები. კიდევ რა? ხელი დაავლო „უკანასკნელ
ფეიერვერკს“ და წიგნი ჩანთაში ჩატენა. ჰარი არ იქნება, თუ ბო-
ლომდე არ წაიკითხა. მოკვდება და წაიკითხავს. მეორე სართუ-
ლის დერეფანში და შესასვლელ კართან, სადაც წერია ნომერი
14/2, ქურდების შესაშინებლად შუქი ანთებული დატოვა, მთელი
ბარგი მანქანაში ჩააწყო, მის სიმძიმეს მკერდით გრძნობდა.
თვალი გადაავლო ცარიელ შესასვლელს. შევიდა კაბინეტში,
უხმოდ გაიარა კრემისფერი ხალიჩის საფარზე და ღამეში გამ-
კრთალ მტირალა ალუბლის სილუეტს რომბისებური ფანჯრი-
დან გახედა. ბალიში გაბერტყა და სავარძლის განიერ სამკლა-
ვურებზე შალითა გაასწორა. ამ სავარძელში ჩათვლიმა წეღან.
სულ ცოტა ხნით ჩათვლიმა, მაგრამ როგორ შორს აქედან,
სხვა, მიუწვდომელ ნაპირზე იმყოფებოდა. ის, მთვლემარე ამ-
ჟამინდელი ადამიანი არ იყო, რაღაც უბადრუკ პიროვნებას
ჰგავდა. დაბრუნდა შესასვლელ კართან, სახეზე ღამის ნიავი იგ-
რძნო, პენ-ბულვარიდან მანქანების მოგუდული ხმა მოესმა. ჩუ-
მად გაიხურა კარი. ჯენისს თავისი გასაღები აქვს. გაიფიქრა,
როგორ ელოდება ჯენისი სპრინგერების უზარმაზარ, შელესილ
სახლში, რომელიც მენაყინის ვეებერთელა, გადაგდებულ
დახლს აგონებდა ყოველთვის. მაპატიე.

740
მკითხველთა ლიგა

ბაჭია „სელიკაში“ ჩაჯდა. „მოგზაურობა ინტერიერში!“ ერ-


თადერთი ახლანდელი სარეკლამო ლოზუნგია, რომლის და-
ნერგვასაც ცდილობენ მასებში. როცა ლოზუნგი ძალიან ბევ-
რია, ისინი ერთმანეთს ანადგურებს. ირთვება ძრავა, უკანა გა-
დაცემა, ნელ-ნელა დავიძარით. შენთან ერთად ქარივით თავი-
სუფალი ვარ „ტოიოტა“! ელექტრონული საათი 10 საათსა 07
წუთს უჩვენებს. პენ-ბულვარზე მანქანების ნაკადმა იკლო. გზის-
პირა სასაუზმეები და ბენზინგასამართი სადგურები ნელ-ნელა
სიბნელეში იძირება. წითლად მოციმციმე ნიშანთან „სდექ!“ მარ-
ჯვნივ ჩაუხვია და შემდეგ - კიდევ მარჯვნივ, ბრუერის შემოვლი-
თი გზისკენ, გაჭენებული ცხენის მდინარის გაყოლებაზე. გზიდან
ხეების კენწეროები მოჩანს, ადის სწორედ იმ ადგილას, სადაც
სპილოების ჯოგივით შეჯგუფულა აირის უზარმაზარი, ნაცრის-
ფერი საცავები. შემოვლითი გზებით მოწნული ძველი ქალაქი
დიდებულებას ერთგვარად მოკლებული არ არის. დეპრესიის
ალიონზე აშენებული სასამართლოს თორმეტსართულიანი შე-
ნობა დღემდე რჩება ყველაზე მაღალ ნაგებობად - კუთხეებში
პროჟექტორებითაა განათებული ფრთაგაშლილი არწივები,
ხოლო მათ თავზე, და მთელი ქალაქის თავზე, ჯაჯის მთის, სა-
სამართლოს მთის შთამბეჭდავი ნაგებობა წამომართულა - დამ-
შვენებული სასტუმრო „ბელვედერის“ დიადემით. მთა გაშეშე-
ბულ ტალღის ქიმს ჰგავს. ბრუერის აგურის კედლების გარე-
მოცვაში ლამპიონები ისე ანათებს, როგორც ასანთის ღერები
გაუხეშებულ, დაწითლებულ ხელისგულებში. შემდეგ კი მოხედ-
ვასაც ვერ მოასწრებ, ისე უეცრად ქრება მთელი ქალაქის ხედი
და ყველაფერი, რაც მასშია. მდინარის სანაპიროზე მოზრდი-
ლი ხეების ჭალა სანახევროდ ფარავს მიტოვებული ქარხნებს -
ასეთივე სურათის დანახვა, შეერთებული შტატების აღმოსავ-
ლეთით, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ოთხრიგიან, მწვანე

741
მკითხველთა ლიგა

ზოლით გაყოფილ ჩქაროსნულ ტრასაზე, უპრობლემოდ შეიძ-


ლება.
მას და ჯენისს იმდენჯერ დაუძლევიათ ეს გზა, როცა სამ-
ხრეთისკენ მიემართებოდნენ, რომ ზეპირად იცის ყველა შესაძ-
ლო ვარიანტი: შეიძლება გადახვიდე 222-ზე და გააგრძელო
პირდაპირ, კუს სიჩქარით იმოძრაო ლანკასტერზე, ბრუერის გა-
რეუბნების მიხვეულ-მოხვეული, შუქნიშნებით სავსე გზები ჩა-
მოიტოვო, ასევე შეიძლება 422-ზე დარჩე, 176-მდე რამდენიმე
მილი დაფარო და პირდაპირ სამხრეთისკენ შეუბერო და მხო-
ლოდ დასავლეთით, ლანკასტერისა და იორკისკენ გადაუხვიო.
როცა პირველად გაეშურა სამხრეთისკენ, - როგორი წარმო-
სადგენია, გასულ გაზაფხულს შესრულდა ოცდააათი წელი - მან
შეცდომა დაუშვა, ძალიან ადრე აიღო სამხრეთისკენ კურსი,
უილმინგტონის და დიუ პონის მიმართულებით; მაგრამ აღმო-
სავლეთი თავად არის სამხრეთისკენ გადახრილი და მთელი
ფოკუსი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთისკენ 83-მდე უნ-
და დააწვე, 83-ეს ხსენებაც არ იყო იმ შორეულ დროში, და მხო-
ლოდ შემდეგ უნდა გადაუხვიო სამხრეთით, პირდაპირ ორთა-
ვიანი ურჩხულის, ბალტიმორ-ვაშინგტონისკენ. საშინელებაა,
ასე ამბობს ჯენისი. რას იზამ, რაღაც გაგებით, ცოცხალი რომ
ხარ, გადარეული მოლეკულების ამ თავყრილობას რომ წარ-
მოიდგენ, ისიც საშინელებაა. ...მაგრამ შეუძლებელია, ისინი
თავისთავად გაჩენილიყვნენ. სავსებით შეუძლებელია.
ჰარი რადიოს რთავს, ცდილობს როკმუსიკისა და ნაირ--
ნაირი ტოქშოუების აურზაურში მოძებნოს მისი გულისთვის
საამო ძველი მოტივები, მელოდიები, რომლებზეც გაიზარდა.
სასურველი სიხშირის მოძებნა ძველებურ რადიომიმღებზე უფ-
რო იოლი იყო, ვიდრე ახლა, თანამედროვე ელექტრონულ
მოდელზე, რომლის მგრძნობიარე ღილაკსაც თითი ისე უნდა

742
მკითხველთა ლიგა

აჭირო, თითქოს თვალახვეული მოძრაობდე. უწინ კი ზუსტად


იცოდი, სად აბიჯებდი. ბოლოს და ბოლოს შემთხვევით წააწყდა
დაიანა შორისა და ბადი კლარკის აბრეშუმივით რბილ ხმებს:
„დარჩი! ქუჩაში ცივა..“ აი, ოხრები, გააჟრიალა კიდეც, როცა სა-
ხუმარო ენის გასატეხის შემდეგ, აკეთებენ პაუზას და ერთხმად,
შეწყობილად, მოხდენილად მღერიან დამასრულებელ ფრა-
ზას. იგივე რადიოსადგური, თითქმის ჩამქრალი, როცა მოტკა-
ცუნე, მაღალვოლტიანი სადენების სიახლოვეს, ვიადუკების
ქვეშ გადიხარ, მსმენელებს სთავაზობს ერთ ძველ შლაგერს,
რომელიც ჰარის აღარ ახსოვდა, არადა, როგორ შეეძლო მისი
დავიწყება? ცეკვის საღამოები მაღალ კლასებში, გაპრანჭული
წყვილები ქანაობენ ვალსის რიტმებზე, კალათბურთის ფარები-
დან გადმოკიდებული სერპანტინის ზოლები, ჟანგიანი ღუმლით
გამთბარი, სახელდახელოდ განათებული მამიკოს „დოჯის“ სა-
ლონი, ცოცხალი, თბილი, აკრძალული სუნი, როგორც რაღაც
მაცდუნებელი საჭმელი, ისეთი სასიამოვნო, რომ პირველ წუ-
თებში სუნთქვაც კი გეკვრის, - მერი-ენის აწეული და გადაშლი-
ლი ბარძაყებიდან წამოსული. Vaya con Dios2, ჩემო ძვირფასო.
ტრუსების ნესტიანი სამკუთხედი, რეზინიანი ქამარი, იმ დროს
რომ ატარებდნენ გოგონები, მათი სხეულების ნამიანი, უზადო
სიქორფე და გოფრირებული ქაღალდის გირლანდებსა და ფე-
რად ნათურებს შორის ადენილი ორთქლი. Vaya con Dios, სიყ-
ვარულო! ოჰ-ოჰ-ოჰ, როგორ უჭერს გული. რამდენი გრძნობაა
ამ ფრაზაში, რომელიც ვიღაც დი-ჯეიმ ძველი ჩანაწერებით სავ-
სე მტვრიან თაროებში, 78-ბრუნიან ფირფიტებს შორის მოქექა.
რამხელა გრძნობას იტევს ის, როგორც ბამბა, სველ ნიადაგში

2 ღმერთი გფარავდეს

743
მკითხველთა ლიგა

მიწის ზედაპირისკენ რომ მიიკვლევს გზას ან მარცვალი, პირა-


მიდის კედელში მრავალათასწლოვანი ძილის შემდეგ რომ შე-
უძლია გაიღვიძოს და გაღვივდეს... აი, ვარსკვლავებსაც კი ძა-
ლუძთ რეცირკულაცია და სამყაროს შესაქმნელად აუცილებე-
ლი მძიმე ატომების წარმოქმნა, მაგრამ ჰარი აღარასოდეს იქ-
ნება ის, ვინც იყო ოდესღაც, არა იქნება იმ გოგონასთან გან-
მარტოებული ის ბიჭუნა, მისი თითისწვერები ვეღარასოდეს მო-
ძოვენ ნაზ საძოვრებზე, გოგონას ბარძაყების ღვთიურ მხარეში.
იქ სამუდამოდ დატოვა თავისი ატომებისა და მოლეკულების
რაღაც ნაწილი.
შემდეგ ჩართეს „ქარავანი“ ფრენკ ლეინის შესრულებით.
ეს მისი საუკეთესო რამ არ არის, მაგრამ მაინც პირველი კლა-
სია და დორის დეინის „შესანიშნავია“. ეს პაუზებიც, გადასარე-
ვია: „არა რა, ადრე იცოდნენ, რა რა იყო, ვერაფერს იტყვი...
მაშინ, როცა ბეისბოლის ორივე ლიგაში რვა-რვა გუნდი თამა-
შობდა და ყველამ თითოეული მოთამაშე ზეპირად იცოდა, ადა-
მიანები უფრო რბილები კი არა, უფრო მტკიცენი იყვნენ, თუმცა
უფრო მგრძნობიარენიც“.
176-დან 23-ზე მოუწევს გადახვევა, ტრასა ამიშების მიწაზე
გადის. მთელი გზის მანძილზე ეს, პრაქტიკულად, ერთადერთი
მონაკვეთია, როცა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი
მნიშვნელობის ტრასაზე მიდიხარ, დროის ამ მონაკვეთში გზაზე
არაფერი მიღოღავს და ხელს არ უშლის ნორმალური სიჩქა-
რით მოძრაობას. ბაჭიას მოუნდა, მორგანტაუნში, ერთი სამახ-
სოვრო ადგილისთვის შეევლო თვალი. ეს არის ფარდული
ორი ბენზინგასამართით, რომლის პატრონი ჩასკვნილი და ჯმუ-
ხი ფერმერია, ერთმანეთზე გადაცმული ორი პერანგითა და შე-
სამჩნევად თმიანი ნესტოებით, რომელმაც მაშინ, პირველად
ურჩია, ჯერ გადაეწყვიტა, საით მიდიოდა და შემდეგ დასდგო-

744
მკითხველთა ლიგა

მოდა გზას. ვერაფერს იტყვი, მაგრამ ამჯერად იგი თავისუფა-


ლია ეჭვებისგან. დაწვრილებით შეისწავლა მარშრუტი და ნათ-
ლად წარმოიდგინა მოგზაურობის საბოლოო მიზანი. თუმცა
სოფლის ფარდულის ადგილას ახლა უძრავი ქონების ყიდვა--
გაყიდვის სააგენტოს ელეგანტური შენობა დგას. იქ, სადაც ად-
რე საწვავის ცისტერნები იდგა, ახლა მოასფატებული და კონ-
ტრასტული ყვითელი ფერით დახაზული ავტოსადგომია.
დააკვირდება და დაინახავს, რომ მთვარე კი არ აშუქებს
იქაურობას, ჯოჯოხეთური ცეცხლითაა განათებული ტროტუარე-
ბი ოფისებისა და მაღაზიების წინ. მიუხედავად იმისა, რომ თით-
ქმის თერთმეტი საათი ხდება, - გიგანტური სატვირთო მანქანები
ბღუის, ფრუტუნებს და მძინარე ქვის ქალაქის გავლით მიდის.
სარიელტორო კანტორის ვიტრინა გასაყიდი უძრავი ქონების
ფოტოებითაა სავსე, ხოლო ხეობებს შორის გაყვანილი გზატ-
კეცილი 23, ოდესღაც ძროხის ფუნასავით შავი და ჩაბნელებუ-
ლი, ახლა, ისე როგორც ნებისმიერი თავმოყვარე გზა, სარეკ-
ლამო ფირნიშებითაა აჭრელებული. PIZZA HUT. BURGER
KING. ვიდეოგაქირავება. თურქული მინიმარკეტი. „ნაკუწების
სამეფო“. „შვედური მაგიდა ცაცხვებქვეშ“. სოფლის სამკურნა-
ლო ბალახები. დანები, ნაჯახები, ხერხები ფერმერებისთვის.
უძრავი ქონების სააგენტომ ჯენისი გაახსენა და მისი გული სად-
ღაც დაბლა ჩასრიალდა იმის წარმოდგენისას, თუ როგორ ზის
და ელოდება ნელსონთან და პრუსთან ერთად სპრინგერების
სახლში. ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობს, ალბათ
წარმოიდგენს, რომ ჰარი ავარიაში მოყვა, შემდეგ კი ბრუნდება
და თავისი გასაღებით აღებს მიტოვებულ სახლს. შიშით და
შფოთით შეძრულია და როგორც ყოველთვის ემართება ხოლ-
მე ასეთ წუთებში, მძიმედ სუნთქავს. ალბათ უპრიანი იქნებოდა
წერილი დაეტოვებინა, როგორც ეს თავის დროზე ჯენისმა

745
მკითხველთა ლიგა

გააკეთა. ჰარი, ძვირფასო, რამდენიმე დღე მარტო მინდა ყოფ-


ნა. ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო. მაგრამ ახლა ჯენისმა
უთხრა, რომ არასოდეს აპატიებს, რომ ორივეს მოკლავს. ასე
რომ, თვითონ გაზარდა ფსონი, ჰოდა, ახლა თვითონვე
მოიხარშოს საკუთარ წვენში, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია -
აბა, როგორ, ისევ სკოლაში დადის. ნელსონიც ზუსტად ასეთია.
მის ფეხებს აიძულებენ ჰარის, ამ სისულელეში მიიღოს მონაწი-
ლეობა. ოჯახური ფსიქოთერაპია მოუნდათ, სეანსს კი ისე არა-
ვინ ჩაატარებს, როგორც მისი საკუთარი შვილი. ბებიმისისამ,
მიართმევს შვილიკოს მისი ხილვის ბედნიერებას. არც თვითონ
აქვს სურვილი თავს დამტყდარი უბედურებებისგან ცარცივით
გათეთრებულ მის სახეს უყუროს. არ სურს, რომ მიკროსკოპის
ქვეშ ათვალიერონ. რადიოში თერთმეტსაათიანი გადაცემა იწ-
ყება. ჯიმ ბეიკერს, რომლის სასამართლოც ჩრდილოეთ კარო-
ლინაში, შარლოტაში იმართება (იგი თაღლითობაშია ბრალ-
დებული) დღეს სასამართლო დარბაზში ისტერიკა დაემართა
და ფედერალური ციხის სპეციალურ განყოფილებაში გადაიყ-
ვანეს ფსიქიატრიული გამოკვლევისთვის. ექიმმა-ფსიქიატრმა
ბეზილ ჯექსონმა, რომელიც ბეიკერს ბოლო ცხრა თვის განმავ-
ლობაში აკვირდებოდა, განაცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ
თავისი ორატორული ნიჭით ქვეყნის მომაჯადოებელი ევანგე-
ლისტი, ჰალუცინაციებით იტანჯება. მას შემდეგ, რაც ოთხშა-
ბათს, ჩვენების მიცემისას მის ყოფილ თანამშრომელს სტივ
ნელსონს იგივე შეემთხვა, სასამართლო დარბაზიდან გამო-
სულმა ბეიკერმა წარმოიდგინა, რომ იქ შეკრებილი ადამიანები
ველური მხეცებია და მასზე თავდასასხმელად ემზადებიან.
ბეიკერის ცოლმა ტემიმ, ფლორიდაში მდებარე თავისი ფეშე-
ნებელური სასახლიდან ამცნო ქვეყანას, რომ მეუღლესთან ბო-
ლო სატელეფონი საუბრის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ მძიმე

746
მკითხველთა ლიგა

სულიერ ტრავმას განიცდის, რომ ახლა ორივე ლოცულობს და


სრულიად მინდობილია ღვთის ნებას. მისმა ყოფილმა მდივან-
მა ჯესიკა ჰანიმ, რომელთან სასიყვარულო კავშირის გამოც,
1980 წელს, ბოლოს და ბოლოს, მქადაგებელს კარიერა დაენ-
გრა, ლოს-ანჯელესიდან განუცხადა რეპორტიორებს: „ექიმი არ
ვარ, მაგრამ ჯიმი ბეიკერს მოხარშულს ვიცნობ. ვისაც გნებავთ,
იმას გააცურებს. ჩემი აზრით, ყველაფერს თამაშობს, მაყურებე-
ლი რომ აატიროს, ისეთივე იაფფასიანი სპექტაკლია, როგო-
რიც ტემის ცრემლები, როცა ეკრანზე გამოძვრება, აქაოდა შე-
მოგვხედეთ, უბედურებს, როგორ გვექცევიანო. ვაშინგტონში
ენერგეტიკის სამინისტროს სული გასძვრა გაურკვეველ ვითა-
რებაში გამქრალი მნიშვნელოვანი რაოდენობის ტრიტიუმის,
მძიმე წყალბადის იზოტოპის ძებნაში. ეს იზოტოპი წყალბადის
ბომბის დასამზადებლადაა აუცილებელი. იქიდანვე, ვაშინგტო-
ნიდან, სამეცნიერო-პოპულარულმა ჟურნალმა შციენცე მკით-
ხველს აცნობა, რომ ნიუ-იორკში, კენედის საერთაშორისო
აეროპორტში დადგეს ნაღმის აღმომჩენი ახალი მოწყობილო-
ბა, რომელსაც თერმონეიტრონული ანალიზატორი ეწოდება.
ამ მოწყობილობას შეუძლია აღმოაჩინოს პლასტიკური ნაღმი,
რომლის წონა სულ მცირე, ორ-ნახევარი ფუტია, ანუ თუ ნაღმი
შეიცავს „სემტექსის“ მხოლოდ ერთ ფუტს, ხელსაწყოს რეაგი-
რება არ შეუძლია. სპეციალისტების ვარაუდით, ეს ოდენობა
სრულებით საკმარისი იყო „პან-ამერიკანის“ 103-ე რეისის ასა-
ფეთქებლად შოტლანდიაში, ქალაქ ლოკერბის თავზე. ტო-
რონტოში სუპერვარსკვლავმა მარლონ ბრანდომ ჟურნალის-
ტებს აცნობა, რომ სამსახიობო კარიერაში ბოლო კინოროლი
ითამაშა. „ფილმი ნაგავია, - ასე დაახასიათა მან ფილმი სახელ-
წოდებით „პირველკურსელი“, - ჩავარდნა გარანტირებულია,
სამაგიეროდ, კინოს მოვრჩი, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა ბედ-

747
მკითხველთა ლიგა

ნიერებაა!“ ბონში კანცლერი ჰელმუტ კოლი ტელეფონით ესა-


უბრა პოლონეთის ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრს, თადეუშ
მაზოვეცკის და მოუწოდა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლუ-
რი ურთიერთობების გამტკიცებისკენ. ხვალ, ამ დროს, თითქმის
წუთი წუთში, თუ გავასწორებთ სასაათო სარტყლების სხვაობას,
სრულდება ზუსტად ორმოცდათი წელი მას შემდეგ, რაც ჰიტ-
ლერული გერმანია თავს დაესხა პოლონეთს და დაიწყო
მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც თანამედროვე შეფასებე-
ბით, შეიწირა ორმოცდაათი მილიონი ადამიანის სიცოცხლე.
კარგია, არა?
ახლა სპორტის შესახებ: „ფილისები“ თამაშს აგებენ სან--
დიეგოში, „მეკობრეები“ პიტსბურგიდან ჯერჯერობით გრილდე-
ბიან. რაც შეეხება ამინდს, სასურველია უკეთესი, თუმცა უარესიც
შეიძლებოდა ყოფილიყო. მეზზო, მეზზო. არა, ეს არ ნიშნავს
„წარღვნას“, თუმცა ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ჭექა--
ქუხილი, ვთხოვთ ლანკასტერელ ბუებს და ჭოტებს, გაითვა-
ლისწინონ ეს გარემოება. და, კიდევ, დამავიწყდა მეთქვა, რომ
ბრანდომ თავის ბოლო ფილმს „ქაქის გროვა“ უწოდა. მაგრამ
სხვა რას უნდა ველოდეთ ბიჭისგან, რომელმაც თავისი კინოკა-
რიერა დაფხრეწილი მაისურით დაიწყო?... ბაჭია თავის მბრუ-
ნავ, მქროლავ ბორბლებიან გამოქვაბულში იღიმება: მხიარუ-
ლი წამყვანი ალბათ ფიქრობს, რომ მაინც არავინ უსმენს და
ერთობა თავისთვის. ზის მარტო თავის რადიოსტუდიაში, გარ-
შემო მხოლოდ ყავის ქაღალდის ჭიქები და პერფორირებული
აკუსტიკური ფილებია. მიდი და გაიგე, სად და როგორ გაიჟღე-
რებს შენი ხმა. მიდი და შეამოწმე, ესმის თუ არა ღმერთს ეს
ყველაფერი, ან ხომ არ ჩაეძინა მოწყენილობისგან. „სელიკას“
სამართავი პანელი მზერის არეალიდან ოდნავ დაბლა ანა-

748
მკითხველთა ლიგა

თებს, როგორც უცნობი ქალაქის სინათლეები ბომბდამშენების


ფრთებქვეშ.
ჩქაროსნულზე მდინარე სასკუეჰანა გადაკვეთა. უკვე იორ-
კში გადავიდა, 83-ზე. უკვე სამხრეთისკენ მიქრის და ნავსაყუდე-
ლი უკან რჩება, ქრება, ილევა, ლუის პრიმას „უბრალოდ ჟიგო-
ლოს“ ბოლო აკორდებთან ერთად. აჰ, რა შესანიშნავი მისამ-
ღერია - გუნდი ისევ და ისევ იმეორებს „უბრალოდ ჟიგოლო“,
თითქოს უბოროტოდ იცინის ამ შეუდარებელ, ოდნავ ხრინწიან
ხმაზე; რა შესანიშნავია, სიამოვნებისგან ჟრუანტელს გრძნობს,
აი, ასე!
ბაჭია ცოტა ხანს ეჩალიჩა რადიოს, მაგრამ სხვა ტალღა
ძველი მელოდიებით ვერ მოძებნა, ეთერშია მხოლოდ ლაყბო-
ბა, სტუდიაში - ლოთების ზარები, თვითონ წამყვანებიც ისე ლა-
პარაკობენ, თითქოს პირი ავტოპილოტის რეჟიმში უმუშავებ-
დეთ: აბორტები, ბირთვული ნარჩენები, შავკანიან ახალგაზ-
რდობას შორის უმუშევრობა, ცენტრალური სადაზვერვო სამ-
მართველოს როლი შიდსის გავრცელებასთან ბრძოლის საქ-
მეში, თაღლითობაში მხილებული ბირჟის მაკლერები მიკლენი
და ბოესი, ბუში და ნორტი, ნორიეგა, თქვენ ვერ მიბრძანებთ...
ბაჭიამ რადიო გამორთო. ადამიანის ხმისადმი ზიზღი იგრძნო.
პარაზიტები.
მყვირალა პარაზიტები, აი, ვინ ვართ ჩვენ, ყველაფერი გა-
ვავსეთ ქვეყანაზე, ეთერიც კი. სულ სხვა საქმეა ბორბლების ზუ-
ზუნი, მწვანე საგზაო ნიშნები, რომლებიც ჯერ მკრთალად იელ-
ვებს ფარების შუქზე, პარაბოლურად სწრაფად გაიზრდება და
ელვის სისწრაფით გაქრება, როგორც ცხვირსახოცი ილუ-
ზიონისტის ხელში. უკვე შუაღამეა, მაგრამ მას უნდა გაჩერებამ-
დე შტატის საზღვრები დატოვოს. მაშინაც, საუკუნის წინ, როცა
ცდილობდა გაქცეულიყო უკანმოუხედავად, მან დასავლეთ

749
მკითხველთა ლიგა

ვირჯინიაში დაახვია. პენსილვანიიდან გასასვლელად ერთა-


დერთი აღმართი, ჰავერფორდის მახლობლად ერთი უსახელო
სიმაღლე უნდა გადალახო. საგზაო ნიშნები და ფარები ნაკლე-
ბად გხვდება. მარტოხელა გზატკეცილი ზემოთ მოიწევს. მთვა-
რის შუქზე (ამჯერად ნამდვილზე, არა ყალბზე) ტბის ზედაპირი
ციმციმებს. დაშვებისას თავს მერილენდის შტატში ამოყოფს. აქ
ყველაფერი ოდნავ სხვაგვარადაა: მოვლილი მწვანე გამყოფი
ზოლები, მათ შორის სადგომები მათთვის, ვინც ქალაქგარეთ
ცხოვრობს, სამსახურებში იქიდან მოდის, მანქანას აჩერებს და
ქალაქში ტრანსპორტით მოძრაობს. ცივილიზაცია. უნახავმა რა
ნახა. თვალებში თითქოს ქვიშა შეაყარეს. გული საშინლად
უცემს, თითქოს მეტი აღარ შეუძლია. 83-დან სასტუმროების
ქსელ „ბესტ ვესტერნთან“ მკვეთრად ჩრდილოეთით გადაუხვია.
სიამოვნებით შენიშნავს თავისთვის, რომ დედამიწაზე არც ერ-
თმა ადამიანმა, არავინ, მიმღებში მდგომი კვადრატული, ყვე-
ლაფრისადმი გულგრილი აზიატი კლერკის გარდა, არ იცის მი-
სი ადგილსამყოფელი. ნეტა, რა იქნა ტრიტიუმი? მას მოტელე-
ბი მოსწონს - დროებით საცხოვრებლად დაქირავებული გრძე-
ლი ნესტიანი ნაკვეთურები, ორ-ორი მიტყუპებული საწოლი,
ტელევიზორი, რომელშიც, დამატებითი საფასურის გადახდის
შემდეგ, შეძლებ უყურო ფილმს უფროსებისთვის, ხაოიანი ხა-
ლიჩა, რაღაც მოზრდილი ფრინველები ჩარჩოში ჩასმულ რეპ-
როდუქციებში, სტერილური პირსახოცები, საკუჭნაოში ჩაკეტი-
ლი მოძველებული სექსის ექო. კარგად ეძინა, თითქოს გამოს-
ხლტა სხეულიდან და ის მთელი მისი ავადმყოფობებითა და
უსიამოვნებებით მეორე საწოლზე დატოვა. სიზმარში ისევ მა-
ღაზიაში იყო, როგორც ჩანს - უფროსთან, ვიღაც ახალგაზრდა
ქალთან, თავზე საავადმყოფოს დიდი ჩაჩითა და ყურებში გრძე-
ლი საყურეებით. ჰარი სულ ახლოს მივიდა მასთან, დაჟინებით

750
მკითხველთა ლიგა

უხსნიდა, რომ იგი შეუცვლელია მთელი საწარმოსთვის და არ


უნდა მიაქციოს ყურადღება, რას ამბობს მასზე ჯენისი. ის კი
პირს ბრეცს და მისი სახე იდღაბნება, თითქოს რაღაც ხილული
ყვირილია, რომელსაც ყურებით კი არ აღიქვამ, არამედ რა-
ტომღაც - თვალებით.
საუზმეზე ჰარი ცდუნებას დაჰყვა, ორი ერბოკვერცხი შეუკ-
ვეთა, თუმცა იცის, რომ კვერცხის გული არტერიების დაუძინე-
ბელი მტერია, და მასთან ერთად, ბეკონიც. ბაჭიას ყოველთვის
ახარებდა ეს სულიერად სუფთა ამერიკული მომენტი - როდე-
საც ჩაიტვირთები შენს მანქანაში, შენნაირ ნახევრად მძინარე,
მდუმარე მდგმურების, სოლიდური წყვილების, დარტყმული
ოჯახების გარემოცვაში, რომლებიც სომნამბულებივით გამო-
ცურდებიან სასადილოდან და იფანტებიან სადგომის გრძელი,
რძისფერი დილის ჩრდილებით დალაქავებულ მოედანზე. და
ისევ გზა და ისევ რადიო. ახალი ამბები იგივეა, რაც საღამოს,
დამატებულია მხოლოდ ბეისბოლის მატჩის ანგარიში (ფილა-
დელფიელებმა ხუთით ერთი წააგეს) და შეტყობინებები
აზიიდან, სადაც ახლა თითქმის საღამოა; იაპონელი მოუსვენა-
რი ბირჟის სპეკულანტები, დაწყნარებული ჩინელი სტუდენტები,
ფილიპინელი კახპები თოჯინას სახეებით, მრავალტანჯული
ვიეტნამელი-გამარჯვებულები, სწრაფად განვითარებადი და მა-
ინც სულ უკმაყოფილო კორეელები, ორივე ფეხით მოფორ-
თხიალე ბირმელი სოციალისტები, ერთმანეთში მოქიშპე კამ-
ბოჯელი დაჯგუფებები, წითელი ქმერების თავზე ხელაღებული
დაჯგუფების ჩათვლით, ჰიტლერისა და სტალინის შემდეგ ყვე-
ლაზე სისხლისმოყვარე ეროვნული ბელადის, სავალალოდ სა-
ხელგანთქმული პოლ პოტის ხელმძღვანელობით. მშვენიერია,
არა? საქმეს მიხედეთ, მომღერალო ჩიტუნებო, ადგომის
დროა! დიჯეი, სხვა და არა ის, რომელიც გვიან ღამით მაუწყებ-

751
მკითხველთა ლიგა

ლობდა, მაგრამ ამასაც კარგად აქვს დაცურებული, მარტოა თა-


ვის თავთან სტუდიაში, ატრიალებს ერთ სიმღერას ბილიროკის
სტილში, ის ბაჭიას ყოველთვის მოსწონდა. სიმღერა იმაზეა, თუ
რა სასარგებლოა დროდადრო საკუთარ თავს ასიამოვნო, „ვინ-
მე ოდნავ შეიყვარო, იყო ის, რაც ხარ“. აქ ჰარის გაახსენდა,
რომ ღამით აზრადაც არ მოსვლია თავი გაეხარებინა, თუმცა
გზისპირა სასტუმროები ყოველთვის აღაგზნებდა. ბერდები,
ძმაო! ბალტიმორთან მიახლოების კვალდაკვალ მრავალბი-
ნიანი სახლები სულ უფრო ხშირად ხვდება, ავსებს ბორცვებს
და ხეობებს - პასტელის, თაფლაკვერის სახლები, რომლებშიც
უჩინარი კაცუნები ცხოვრობენ. 83-ე ნება-ნება, ნაკერების გარე-
შე გადადის 695-ეში და ჰარიც უერთდება ქალაქში სამუშაოდ
მიმავალი კოსტიუმებსა და ჰალსტუხებში გამოწკეპილ, ქალაქ-
გარეთ მცხოვრებთა ნაკადს, ემორჩილება ერთიან ტემპს,
წრიული მოძრაობით მონაწილეობს მზის ქვეშ ადგილის მოსა-
პოვებელ რბოლაში, თითქოს ჯერ კიდევ ჰქონდეს ამისი უფლე-
ბა. შემდეგ 95-ზე გადადის, რომლიდანაც ფლორიდამდე აღარ
უნდა გადაუხვიოს. საერთოდ, ვაშინგტონის გვერდის ავლა ორი
გზით შეიძლება, მან და ჯენისმა ორივე სცადეს. გამოცდილი
მოგზაურები, მათ შორის მათი ფლორიდელი მეზობლების,
ზილბერშტეინების მსგავსნი ამტკიცებენ, რომ 495-ე, რომელიც
ქალაქს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გარშემო უვლის,
რამდენიმე მილით მოკლეა, მაგრამ მას მოსწონს დედაქალა-
ქის თუნდაც იმ რამდენიმე ძეგლისთვის თვალის შევლება, რო-
მელთა დანახვაც შესაძლებელია გზიდან, როცა ქალაქს, აღ-
მოსავლეთიდან, 95-ე გზით უვლი გარს, გადაკვეთ მდინარე პო-
ტომაკს ალექსანდრიისკენ მიმავალი ხიდით. ეს ძველი რესპუბ-
ლიკის შორეული, ნაღების ნაყინივით თეთრი, გაყინული გული-
ა.

752
მკითხველთა ლიგა

უზარმაზარი მეგაპოლისის შემდეგ ვირჯინია ბუკოლიკუ-


რად უკაცრიელ მხარედ მოჩანს. მინდვრები აქ უფრო ფართოა,
ვიდრე პენსილვანიაში, ბორცვები უფრო რბილი მოხაზულო-
ბის, უფრო გაშლილი მინდვრებითა და მოედნებით, ჰაერში კე-
თილშობილური ნისლი დაკიდებულა, დროდადრო რომელიმე
ღიამწვანე ბორცვზე გაიელვებს, თითქოს ადგილობრივი მო-
ნათმფლობლის შინაბერა ქალიშვილის ხელით ამოქარგული
სვეტებიანი სასახლე იყოს. მსუბუქ სამხედრო კოლორიტსაც წა-
აწყდები: აქეთ ქვეითი ჯარების ფორტ-ბელვორის სამხედრო
სასწავლებლის პოლიგონია, იქით - კვონტინის საზღვაო ფე-
ხოსნების სასწავლო ბაზა. ჰარი იხსენებს სამსახურს ჯარში და,
მოგონებების ნოსტალგიურ ნისლში, თვალწინ წარმოუდგება
უსახო ახალგაზრდების მოცახცახე მწკრივი, წარმოუდგენელი
სიამოვნება იმისგან, რომ თავად არ გიწევს არანაირი გადაწ-
ყვეტილებების მიღება, მიდი და შეასრულე ბრძანებები. გარკვე-
ულწილად ომი ცხოვრებისეული საზრუნავისგან გათავისუფლე-
ბაა. რა აზრი აქვს იყო ამერიკელი, თუ ცივი ომი არ იქნება?
არა რა, ჩვენ მაინც გავუძელით. ორმოცი წელი შეაკავო მეომა-
რი თავხედობა, ხუმრობა ხომ არ არის? ისტორია ამას არ
დაივიწყებს. ახლა ყველა რადიოსიხშირეზე ან ქანთრი მუსიკაა,
ან ქადაგება, რაიმე სხვის მოძებნა დიდი გამართლებაა. „ვილო-
ცოთ მათთვის, ვისაც ოჯახური პრობლემები აქვს“, - მოუწოდებს
ერთ-ერთი რადიომქადაგებელი და მისი უხეში, ნიაღვარივით
მღვრიე ხმა მსმენლის არსებაში ისე ღრმად იჭრება, რომ მას
თავად როგორც ცოცხალს, ისე ხედავ: დახუჭული თვალები,
ოფლის წვეთები საფეთქლებზე, - ვილოცოთ ქრისტიანი მამა-
კაცებისთვის, რომლებიც იტანჯებიან ნერვიული სტრესებისგან,
ქრისტიანი ქალებისთვის, რომელთაც ქმრებზე შესტკივათ გუ-
ლი; ვილოცოთ ყველა მძევლის, პატიმრების, გეტოებში ტანჯუ-

753
მკითხველთა ლიგა

ლისთვის, შიდსით ავადმყოფისთვის“. ბაჭიამ რადიოსადგური


გადართო და გადაწყვიტა ბრუერში დარეკოს, როცა სასადი-
ლოდ გაჩერდება.
რამდენი მდინარეა გზაზე! პოტომაკის შემდეგ - აკოტინკი,
პოიკი, ოკოკუანი, რაპაჰანოკი, ამუნკი, ნი, პო, მატა, საუტ-ანა.
ხიდები ამ სახელწოდებებით გზის მხოლოდ რამდენიმე წამია.
ერთმანეთისგან განურჩეველ პატარა ქალაქებსაც აქვთ სახე-
ლები: მასაპონაკსი, ლედისმიტი, სიდარ-ფორკსი. რიჩმონდის
ჩრდილოეთით ქოხმახების მოხშირება იმაზე მეტყველებს, რომ
აქ ნამდვილი სამხრეთი იწყება, სოფლური, შავი სამხრეთი.
რიჩმონდის გარეუბანში ჰარიმ „ჰოვარდ ჯექსონში“ შეუხვია. ყუ-
რებში ხმაურია, ფეხი სტკივა - ის, რომლითაც აქსელერატორის
პედალს აწვება, კისერი გაუშეშდა, ხოლო სიცხე, მოტელის ავ-
ტოსადგომზე ამდილანდელ ტემპერატურასთან შედარებით,
რამდენიმე გრადუსით მაღალია. რესტორნის კონდიცირებულ
შენობაში ყველა ტელეფონი ჩანთიანი ბიზნესმენების მიერ
არის დაკავებული. იგი სადილობს, ბოლომდე მოათავა შემწვა-
რი კარტოფილი, რომელიც უგემური ჰამბურგერის გარნირად
მიართვეს და მასთან ერთად მთელი მარილის მთა: ბოლოს
ვაშლის ღვეზელი მოითხოვა - საინტერესოა, როგორი გემო
აქვს მას ვირჯინიაში. ირკვევა, რომ უფრო ტკბილი და წებოვა-
ნი, ვიდრე, მათთან, პენსილვანიაში, და, რაც მთავარია, ზემო-
დან დარიჩინი არ აქვს მოყრილი. ჰარიმ გადაიხადა, დაინახა,
რომ ტელეფონი გათავისუფლდა, მოამზადა სამი დოლარის
ოცდახუთცენტიანები, აკრიფა ნომერი, მაგრამ არა ფრანკლინ--
დრაივის ნაცრისფერი სახლისა, რომელშიც ოდესღაც, დიდი
ხნის წინ ცხოვრობდა, არამედ მაუნტ-ჯაჯის სპრინგერების სახ-
ლის. ყურმილი გოგონამ აიღო. აქვე შემოვარდა ტელეფონის-

754
მკითხველთა ლიგა

ტი ქალი, ბაჭიამ ავტომატში სამი წუთის სამყოფი მონეტები ჩა-


უშვა და ალაპარაკდა:
- გამარჯობა, ჯუდი, პაპა ვარ.
- გამარჯობა, პაპა, - ამბობს გოგონა ჩვეულებრივზე უფრო
ჩვეულებრივი ხმით. შესაძლოა მან წუხანდლის შესახებ ჯერ
არაფერი იცის, ან შეიძლება, პატარები ვერ იგებენ, რას ნიშნავს
იყო უფროსი, აქედან გამომდინარე, მათი საქციელის გამო არც
გაკვირვება შეუძლიათ.
- როგორ ხართ? - ეკითხება ჰარი.
- ნორმალურად.
- შემდეგ კვირას ხომ უკვე სკოლაში უნდა წახვიდე, გინდა
სკოლაში?
- ისე, რა. ზაფხული ცოტათი მომწყინდა.
- როი როგორაა? მასაც მოსწყინდა ზაფხული?
- როი ისეთი სულელია, თვითონაც არ ესმის, რა უნდა, რა
მოსწყინდა და რა არა. სადილის შემდეგ დასაძინებლად წაიყ-
ვანეს, მაგრამ არ იძინებს, ბურთით თამაშობს. დედა ძალიან
ბრაზობს, - და რადგანაც ჰარიმ ვეღარ მოიფიქრა რა ეთქვა,
თვითონვე აგრძელებს: - მამა სახლში არ არის, მაღაზიაში წა-
ვიდა „ხუთიანზე“.
- არა უშავს, ჩემთვის სულერთია, დედაშენსაც დაველაპა-
რაკები, კიდევ უკეთესი. დაუძახე, ჯუდი! - უცებვე მიაყოლა, რა-
ღაცა ბიძგის გავლენით, ვიდრე გოგონა დედის დასაძახებლად
გაიქცეოდა.
- რა?
- მოდი შევთანხმდეთ: კარგად ისწავლე. იმ სულელი ბიჭე-
ბის ნუ შეგეშინდება, რომლებიც ცხვირებს იბზუებენ. შენ ძალიან
კარგი, ძალიან ლამაზი გოგო ხარ, უბრალოდ, ცოტა უნდა

755
მკითხველთა ლიგა

მოიცადო, ყველაფერი თავისით მოვა. დრო არ ააჩქარო. არ


იჩქარო გაზრდა. ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ.
ჰარი ცდილობს იმაზე მეტი ჩაუდოს თავში, ვიდრე პატარა
გოგონას შეუძლია აღქმა. ის ხომ მხოლოდ ცხრა წლისაა. კი-
დევ ათი წელი გაივლის, სანამ მას, მიმივით, სამხრეთისკენ გაქ-
ცევა და საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მოწყობა
მოუვა აზრად.
- ვიცი, - ამბობს ჯუდი, ისეთი მოწყენილი ხმით, რომ მისი
ბედისა და მომავლისადმი შიში არ გაგიჩნდება. სრულიად შე-
საძლებელია, რომ მან ეს მართლა იცის. შემდეგ ისმის ხის ზე-
დაპირზე ჩამოდებული ყურმილის შრიალი, რაღაც ხმები უკანა
პლანზე, ჩქარი ნაბიჯების მოახლოება და აი, ბოლოს პრუ, რო-
მელსაც ხშირი სუნთქვა აქვს:
- ჰარი!..
- სალამი, ტერეზა. როგორ გაქვთ საქმეები? - საიდან ეს
შემპარავი, უდარდელი, სავსებით უადგილო ტონი? თავისთა-
ვად გამოუვიდა.
- ისე რა, _პასუხობს პრუ. - სად ხართ?
- შორს. მისმინე, ვინ გექაჩებოდა ენაზე?
- ოჰ, ჰარი, სხვა გამოსავალი არ მქონდა, - ატირდა პრუ,
- არ შემეძლო დამეშვა, რომ ნელსონს ეს არ სცოდნოდა, ის
ხომ ძალიან ცდილობს სწორად მოქცევას. სასაცილოც არის და
სატირალიც. სულ ინანიებს. საშინელი სათქმელია, მაგრამ რომ
იცოდეთ, რაში გამომიტყდა... ენა არ მიბრუნდება ნახევარიც
რომ მოვყვე, ვერც თქვენ და ვერც ვერავის ქვეყანაზე, ამას ვერ
ვეტყვი. ღამღამობით, ჩვენ ორივე მუხლებზე დაჩოქილი ვლო-
ცულობთ, წარმოგიდგენიათ? რა დონემდე მივიდა? როგორ უნ-
და შეეშვას ნარკოტიკებს და, ბოლოს და ბოლოს, წესიერი მამა
და ქმარი, უბრალოდ, ნორმალური გახდეს?

756
მკითხველთა ლიგა

- ესე იგი, ასეა, ხომ? რა ვიცი, რა ვიცი. ჩვენ რაღა შუაში


ვიყავით? ერთადერთხელ ეშმაკმა გვაცდუნა. არანაირი გაგრძე-
ლება. სიმართლე გითხრა, მეგონა, რომ უკვე დაივიწყე.
- რას ნიშნავს დავივიწყე? თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მაშინ,
თქვენი აზრით, მოთავებული ნაგავი ვყოფილვარ.
- არა, რას ამბობ, როგორ გითხრა, შენ ისედაც ბევრი საზ-
რუნავი გაქვს, ჩემთვის კი სიზმარივით იყო, - ჰარი ფიქრობს,
რომ მისი აღიარება ესიამოვნება პრუს, მაგრამ იგი მომენტა-
ლურად გამკაცრდა.
- ჩემთვის ეს უფრო არსებითი იყო, - ოჰ, ეს ქალები! ცხოვ-
რებაში ვერ გამოიცნობ, რომელი ვერსიაა მათი გონებისთვის
უფრო ახლო, - მე ყველაზე უარესი ფორმით ვუღალატე ქმარს,
- საზეიმოდ განაცხადა მან.
- მ-და, - ამბობს ბაჭია, - მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მა-
ინცდამაინც კარგი ქმარი არც თვითონ იყო... ჰო, მართლა, შემ-
თხვევით ჯუდი ხომ არ გვისმენს?
- ზემოთა ტელეფონით ვლაპარაკობ. ბავშვს ვუბრძანე,
ქვედა ყურმილი დაედო.
- მერე, დადო? ჯუდი! - დაიყვირა, - გხედავ!
ჩუმი დაჩხაკუნება, წკაპუნი და შემდეგ ახალი, შიშინისგან
თავისუფალი სმენადობა.
- ჯანდაბა! - დაისისინა პრუმ.
ჰარიმ მხარი შეაშველა:
- სიტყვასიტყვით ვერ გავიხსენებ, რა ვილაპარაკეთ, მაგ-
რამ არა მგონია, ბევრი რამ გაეგო.
- მას გაცილებით მეტი ესმის, ვიდრე თქვენ გგონიათ, უბ-
რალოდ არ აჩენს. ყველა გოგონა ასეთია.
- ჰოდა, ასე, - თავისას უბერავს ჰარი. - ნელსონს მამაკა-
ცებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, თუ მხოლოდ ქალებთან?

757
მკითხველთა ლიგა

- უფლება არ მაქვს გიპასუხოთ ამ კითხვაზე, - ამბობს იგი


ბრტყელი, მშრალი, მისთვის საბოლოოდ დახშული ხმით.
საუბარში სხვა ქალის ხმა ერევა - გაცილებით უფრო თა-
ვაზიანი, კეთილმოსურნე, და მისი სავარაუდოდ, შავკანიანი
მფლობელი აფრთხილებს:
- სერ, თქვენი სამი წუთი გავიდა, თუ გსურთ საუბრის გაგ-
რძელება, გთხოვთ კიდევ ერთი დოლარი და ათი ცენტი ჩაუშ-
ვათ.
- არა, უკვე დავასრულეთ, - ეუბნება ორივე ქალს ერ-
თდროულად.
პრუ წამი-წამზე გათიშული კავშირის მეორე მხრიდან უყვი-
რის:
- ჰარი, სად ხართ?
- გზაში! - ეძახის პასუხად. მის წინ თაროზე კიდევ რამდე-
ნიმე მონეტა დევს და ავტომატში ოთხი ოცდახუთცენტიანი და
ათცენტიანი ჩაუშვა, სანამ ისინი ყრუ ჩხაკუნით ცვიოდნენ შიგ-
ნით, ჰარი ყურმილში ღიღინებდა სიმღერას, რომელსაც რა-
დიოში ისმენდა, უილი ნელსონის სავიზიტო ბარათს „ისევ გზა
და ისევ გზა“.
უცებ პრუს სლუკუნი მოესმა, არა, რა, ამასთან ლაპარაკი
ჯენისთან ლაპარაკზე ნაკლები არაა.
- ეგ უკვე საჭირო არაა! - ცრემლებს მიღმა ეხვეწება, - არ
არის საჭირო ჩვენი გამოჯავრება, ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძ-
ლია, ყველანი დაბორკილები ვართ.
ჰარის სიბრალული შეეპარა მისი იმღამინდელი მსხლის-
ფერი, მშვენიერი სიშიშვლის მოგონებასთან ერთად. ვიწრო,
დახუთულ ოთახში, როცა ფანჯრებზე წვიმა ასხამდა. წასასვლე-
ლი არსაით აქვს, აი, რა აქვს მხედველობაში, უნდა იფიქროს
მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია.

758
მკითხველთა ლიგა

- მეც მიბმული ვარ, - ეუბნება ჰარი, - ჩემს სხეულზე ვარ


მიბმული.
- ჯენისს რა გადავცე?
- გადაეცი, რომ ფლორიდის ბინისკენ გზაში ვარ. და როცა
მოისურვებს, შეუძლია შემომიერთდეს, უბრალოდ წუხელ არ
მომეწონა, ყველამ ერთად რომ შემომიტიეთ, ამოსუნთქვის სა-
შუალება არ მომეცით. სიბერეში კი ცუდად ვრეაგირებ ჰაერის
უკმარისობაზე.
- ჩემი ბრალია, მე არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაშინ
უბრალოდ...
- მაშინ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ისე მითხარი...
მოგეწონე? ბებრისთვის როგორი ვარ?
პარუმ მაშინვე არ უპასუხა.
- საქმეც მაგაშია, რომ მოხუცად ვერ აღგიქვამთ, ვერც ახ-
ლა, ვერც მაშინ.
ესეც ასე, მაინც მიიღო, რაც ყველაზე ძალიან უნდოდა,
რომ პრუ ასეთი ხმით დალაპარაკებოდა, როგორც ქალი მამა-
კაცს. შეიძლება მეტი გინდოდეს? აწი თავისუფალია. და უთხრა:
- თავს ნუ იტანჯავ, პრუ. შესანიშნავი ქალი ხარ. უთხარი
ნელსონს აზრზე მოვიდეს. თუ ნარკოტიკებს თავი დაანება, არ
ნიშნავს, რომ ბილი გრეჰემს ან ჯიმი ბეიკერს უნდა მიჰბაძოს, -
ამ სიტყვებით დადო ჰარიმ ყურმილი, ძალიან უკვირს, რომ აპა-
რატმა ზრიალით დაუბრუნა ათცენტიანი და ოთხივე ოცდახუთ-
ცენტიანი მონეტა. ალბათ სამხრეთული აქცენტის ტელეფონის-
ტი ქალი უსმენდა მათ ლაპარაკს და მისდამი სიმპათიით განიმ-
სჭვალა.
საქმე საღამოსკენ მიდიოდა, ჰარი კი ჩრდილოეთ კარო-
ლინის ფეისტვილისკენ, სადაც ის და ჯენისი ბოლო წლებში
არაერთხელ გაჩერებულან სასტუმრო „კომფორტ-ინში“. მანქა-

759
მკითხველთა ლიგა

ნის რადიომიმღებში ისმენს გამაოგნებელ ახალ ამბავს: ბეის-


ბოლის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე ბარლეტ ჯა-
მატი, იელის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, გულის შე-
ტევით გარდაიცვალა მასაჩუსეტსში, მარტის ვენახის კუნძულზე.
პიტ როუზი ხურდას აბრუნებს, გაიფიქრა ჰარიმ. ორმოცდათერ-
თმეტი წლის პროფესორი ჯამატი, ედგართაუნის აგარაკზე
ლანჩის შემდეგ დასასვენებლად გაემართა, ხოლო სამ საათზე
მეუღლემ და ვაჟიშვილმა აღმოაჩინეს, გული უკვე გაჩერებული
ჰქონდა. სულ რაღაც ორმოცდათერთმეტი წლის იყო, ფიქრობს
ბაჭია. პოლიციელებმა ჯამატი ადგილობრივ საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც ექიმები საათ-ნახევარი ცდილობდნენ მის
მობრუნებას ამ ქვეყნისკენ; რეანიმაციაში გადაუდებელი დახმა-
რების ბრიგადამ რამდენჯერმე მოახერხა გულის რიტმის ელექ-
ტროშოკით ამუშავება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, გარდაცვა-
ლება დაფიქსირდა. მონიტორის ეკრანზე უბადრუკი ბიძგები -
მათ გარეშე მხოლოდ ლპობადი ხორცის მასას წარმოვადგენთ.
ფლორიდაში, პირველ რიგში, ექიმ მორისთან უნდა ჩაეწეროს
მიღებაზე, რათა ხელში არ ჩაუვარდეს შევარდენისცხვირიან ავ-
სტრალიელ ექიმ ოლმენს. ის არ მოისვენებს, სანამ თავისი და-
ნით არ დასერავს. ჯამატი იელში ინგლისურს ასწავლიდა, ასე
იუწყებოდა საგანგებო გამოშვება, მოგვიანებით უნივერსიტეტის
ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა და თერ-
თმეტი წლის განმავლობაში შეძლო საპატიო სასწავლო დაწე-
სებულება ბიუროკრატიული და აკადემიური უსუსურობის ჭაობი-
დან ამოეყვანა. ბეისბოლის ლიგის პრეზიდენტის მოვალეობე-
ბის შესრულებისას თავის წინააღმდეგ აამხედრა ზოგიერთი მო-
თამაშე, რომლებიც მას თამაშის ძირითადი წესებით გაუმარ-
თლებელი მანიპულირებისთვის განსჯიდნენ. ამ თანამდებობა-
ზე მისი ხანმოკლე მოღვაწეობა აღინიშნა როუზის სკანდალური

760
მკითხველთა ლიგა

საქმით, რომელზეც გადაწყვეტილება სულ რაღაც ერთი კვირის


წინ მიიღეს. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა ჯამატის პოზი-
ციები. ეს იყო ყველა გაგებით მძიმე ადამიანი; ბევრს ჭამდა და
ბევრს ეწეოდა. მე არ ვეწევი მაინც. ახლა კი მელოდია, რო-
მელსაც მსმენელები ისევ და ისევ ითხოვენ: „ხასიათზე“.
ერთი პერიოდი ფეიეტვილში ცხოვრება ძალიან მხიარუ-
ლად მიდიოდა - გვერდით ფორტ-ბრეგი, ყაზარმები, შვებულე-
ბები: ბაჭიას ამ თემაზე რომელიღაც რეპორტაჟის ნაწყვეტები
აგონდება, „60 წუთიდან“. პატარა ქალაქის ცენტრში, ადრე კი-
ნოთეატრების მთელი კვარტალები, პორნორეპერტუარებითა
და საეჭვო ხასიათის სასტუმროებით, იყო განლაგებული, სასო-
წარკვეთილებამდე მისულმა ქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა
პარკის გაკეთება, რისთვისაც მიწასთან გაასწორა გარყვნილე-
ბის ბაღნარი... სასტუმრო „კომფორტ-ინში“ შემწვარი ხამანწკე-
ბით, ხახვის რგოლებითა და ცალ მხარეს შემწვარი თეთრი პუ-
რით ივახშმა - რესტორანი აქ ახალმოდურია. შუაში მცირე ზო-
მის სალათების ბარია და სანამ ოფიციანტს ელოდები, არაერ-
თხელ გაიფიქრებ, იქნებ ჯობს ზედმეტი დრო არ დაკარგო და
სალათებით გემრიელად გამოსკდე. ჰარიმ თავისი ასფალტის-
ფერი „სელიკა“, პირადი „ბეტმობილი“, პირდაპირ ცოდვილი
ქალაქის, ფეიეტვილის გულისკენ მამაცურად მიმართა. მეტ--
ნაკლებად რიგიან ადგილად, მისი დაკვირვებით, შეიძლება ჩა-
ითვალოს ბნელი, ფართო ქუჩა. აქა-იქ შავკანიანი სუბიექტები
დგანან, რაღაცას ელოდებიან, ალბათ - როდის გაგზავნიან
რაიმე დავალების შესასრულებლად, ან როდის მორჩება ის,
რაც კარებს მიღმა ხდება. არსად ჩანან კახპები მაცდუნებელ
ტრუსებსა თუ აერობიკის შემოტკეცილ ტრიკოებში - მხოლოდ
ჟღალწვერიანი თეთრკანიანი მსუქანა, შავი ტყავის კოსტიუმში
დაუსრულებელი მოქლონებით ქოქავს მოტოციკლს, ხელს

761
მკითხველთა ლიგა

უჭერს უბედურ სახელურს და არემარეს აყრუებს. შავკანიანებს


ძარღვიც არ უტოკავთ. ელოდებიან და ელოდებიან რაღაცას.
საღამოს, როცა ბნელდება, ჰაერი სიცხით სუნთქავს, ყველა
მოძრაობა ავადმყოფი თევზივითაა შენელებული, მათი ხელის
მტევნები, ნეგროიდებისთვის დამახასიათებელი მანერით, მა-
ჯის კუთხეში დაკიდულა. თავის ოთახში ბრუნდება, სადაც ნოხი-
დან ცემენტისა და ნესტის სუნი მოდის. კედლები ყვითელ ფერ-
შია შეღებილი. მილები, კონდიციონერი, ელექტროჩამრთვე-
ლები, ყველაფერი ყვითელია. ბაჭია ფიქრობს, ხომ არ გაიძვი-
როს ცხოვრება ხუთი დოლარითა და ორმოცდაათი ცენტით და
უყუროს რაიმეს, სახელწოდებით „ავხორცი ნათლიები“, მაგრამ
ამის ნაცვლად, საერთოდ უფასოდ, შიგადაშიგ უყურებს „შემ-
თხვევით შემხვედრებს“ (მას არ მოსწონს, რომ სიუჟეტის მიხედ-
ვით ორი ბიჭი ერთად ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი
მათგანი რუსია და, საერთოდაც, კომიკური პერსონაჟია) და ად-
რეულ საფეხბურთო შეხვედრას - სეზონი ჯერ არ გახსნილა -
სიეტლის „ზღვის შევარდნებსა“ და სან-ფრანცისკოს „ოქროს მა-
ძიებლებს“ შორის. ხოლო რაც შეეხება პორნოფილმებს, სას-
ტუმროების საკაბელოები, პირდაპირ უბედურებას ატრიალებენ
- იმის შიშით, რომ იურისტი მშობლების ოთხიოდე წლის სხარ-
ტმა ნაბიჭვარმა, შემთხვევით, საჭირო ღილაკს არ დააჭიროს
ხელი, მარტო ძუძუებს, უკანალებსა და ბოქვენზე თმის საფარს
უჩვენებენ, ხოლო ყველაზე სანუკვარს, არც ქალებისას, არც კა-
ცებისას, არც მზადყოფნაში, არც მომჩვარულს - არანაირად. და
რას ჰგავს ეს? როგორც აღმოჩნდა, ამ მთავარი მოქმედი გმი-
რის გარეშე, კინოც კი კინო აღარ არის. ჩვენ გვინდა მისი ნახვა.
შესაძლოა, ჩვენ, ყველანი სულ ოდნავ, მაგრამ წავუცისფრებთ,
და, სინამდვილეშიც, მას, თავად ჰარის, მთელი შეგნებული
ცხოვრება უყვარდა რონი ჰარისონი. დღეს მისთვის ნამდვილი

762
მკითხველთა ლიგა

საჩუქარი იყო პრუს „ჯანდაბა“ და კიდევ - „არ არის საჭირო გა-


მოჯავრება“. ეს თანაბარი, მოდულაციების გარეშე ხმა, რომლი-
თაც ქალი ელაპარაკება მამაკაცს, როცა მის მკლავებშია მომ-
წყვდეული, ხმა, რომელიც ნებას იძლევა მოუშვა სადავეები და
მიმართო შენი და მისი სასქესო ორგანოების არსებითს, ხმა,
რომელიც ნელსონს რქებს ადგამს. ლოგინში ჩაწოლილი, სიბ-
ნელეში ის, ბოლოს და ბოლოს, აღეგზნება, წარმოიდგენს თავს
ორი უწინდელი ფეიეტვილელი ყავისფერი ლამაზმანის კომპა-
ნიაში - უბრალოდ, საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებ-
ლად, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია.
დილის საინფორმაციო გამოშვებაში რადიო ახალს არა-
ფერს იუწყება. ისევ ნაირ-ნაირად იხილავენ ჯამატის სიკვდილს.
ბეისბოლი გლოვობს. ეკონომიკაში გარკვეული ზრდაა მოსა-
ლოდნელი. ბეირუთის საარტილერიო დაცხრილვა: მსხვერ-
პლმა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის წარმოუდგენლად
დიდ მასშტაბებს მიაღწია. მშენებლობისა და ქალაქის განვითა-
რების მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ სამინისტროს
დოკუმენტაცია ვიღაცამ საკმაოდ შეათხელა. აშშ-ის უმაღლესი
სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, საფეხბურთო
მატჩების დაწყების წინ საერთო ლოცვის შესახებ, სამხრეთის
შტატებში მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია. ალაბამას დედა-
ქალაქში, მონტგომერიში, მერი ემორ ფოლმარი თავად გამო-
ვიდა სტადიონზე მეგაფონით ხელში და ხალხს მოუწოდა, მას-
თან ერთად გაემეორებინათ ლოცვის სიტყვები. დამსწრეებს
აუხსნა, რომ მისი რწმენით, ამერიკული ტრადიციის მიხედვით,
ლოცვა და ფეხბურთი განუყოფელია; ასევე, ალაბამას შტატის
დაბა სილაკოგაში საფეხბურთო მატჩზე მყოფი ადგილობრივი
მღვდლები წამოდგენენ და სამიათასიანი ბრბოს მიერ მხარდა-
ჭერილებმა წარმოთქვეს „მამაო ჩვენო“; ფლორიდის შტატის

763
მკითხველთა ლიგა

პენსაკოლშიც მეგაფონებით შეიარაღებულმა მქადაგებლების


ჯგუფმა მაყურებლებს საერთო ლოცვისკენ მოუწოდა. ფანატი-
კოსები, ფიქრობს თავისთვის ჰარი. სამხრეთელები ისეთივე შე-
რეკილები არიან, როგორიც ამიშები.
აქედან პირდაპირ ფლორიდამდე 95-ე იწელება, როგორც
გრძელი, მწვანე გვირაბი: ორივე მხარეს ფიჭვის მაღალი კედ-
ლებია, აქა-იქ დაბალი სახლები გაიელვებს, სარეკლამო ფარი
სთავაზობს ნიგვზიან რულეტებს: სამი ცალი დოლარად. უფრო
მოზრდილი, სამხრეთამერიკულ ფერებში შეღებილი ფარები -
სტაფილოსფერი და ყვითელი შავ ფონზე, მწვანე, მყვირალა -
გასდევს ტრასას მილიდან მილამდე და მათზე სულ უფრო ხში-
რად ჩნდება რეკლამა სახელწოდებით „საზღვრიდან სამხრე-
თით“. სულ ცოტა დარჩა. ასეთი არ გინახავთ და არც გიგემიათ!
დაბოლოს, როცა ამოყვინთავთ მრავალმილიანი ფიჭვების
გვირაბიდან და იქ მოხვდებით, აღმოჩნდება, რომ მთელი და-
ვიდარება საცოდავი გასართობი პარკის გამოა, რომელიც
ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის პირობით საზღვართან
მდებარეობს. ყველგან სუვენირების დახლებია, მოშორებით
სომბრეროთი დამშვენებული სიეტლის კოშკის მსგავსი კონ-
სტრუქცია მოჩანს, ყველა მხრიდან გატენიან ნაქებ მექსიკურ
უკანალს და, საერთო შთაბეჭდილებაც მასზე უკეთესი ნამდვი-
ლად არ არის.
სამხრეთი კაროლინა აულაგმავი შტატია. შემთხვევითი
არაა, რომ იგი პირველი აბუნტდა და გამოეყო კავშირს. რაც
უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო მაღლდება ფიჭვები და ეს
უბედურების ნიშნად გეჩვენება. ყველგან პიროტექნიკური გა-
სართობები იყიდება: იყიდე და გაუშვი, რამდენიც გინდა. დიდ-
რონი მორებით დატვირთული სატვირთოები გრუხუნით მსუბუ-
ქად ეშვებიან დაბლა და მძიმედ, თითქმის შეჩერებების გარეშე

764
მკითხველთა ლიგა

მიხოხავენ აღმართზე. ბაჭია, თავისი ჩრდილოურ--


პენსილვანიური სანომრე ნიშნების გამო, ცოტა არ იყოს, დაიძა-
ბა. ოდნავ ამოძრავდები შენს რიგში და, კარგად მეყოლე, პირ-
დაპირ გადაგისვრიან მდინარე პი-დი-ში, ან ლინჩესში, ან პოკა-
ტოლიგოში. აქ, ამ ტრასაზე საბრალო ცხოველებს ისეთი ძა-
ლით ეჯახებიან, რომ საცოდავები არა მარტო ბრტყელდებიან,
არამედ, თითქოს, სკდებიან დარტყმისგან და დანაკუწებული
ნარჩენებით შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა, რა ცხოველია.
ოპოსუმი თუ მაჩვზღარბი? იქნებ რომელიმე სათნო, მიხრწნი-
ლი ქალბატონის, ნამდვილი სამხრეთელისა და ლედის, საყვა-
რელი ფისუნიაა? ტყავის ნაფლეთები ტრაილერის გამსკდარი
საბურავის ნალისებურ ნარჩენში. ის უბედური კი მხოლოდ და-
სასვენებლად წამოწვა ლანჩის შემდეგ - სულ ეს იყო!
სავარაუდოდ, ჯენისმა პრუსგან უკვე მიიღო მისი შეტყობი-
ნება, არც ისაა გამორიცხული, უკვე ბინაში დახვდეს - თუ იჩქარა
და ფილადელფიაში თვითმფრინავში ჩაჯდა, აეროპორტში კი
მანქანა იქირავა, - ასე რომ, მეგობარო, დატკბი თავისუფლე-
ბით, ვიდრე ისევ არ წაურთმევიათ. ჰარი ზანგების რადიოსად-
გურს წააწყდა - გოსპელის სტილის რამე-რუმეებით და ელას-
ტიკური, ჩაკურატებული ხმით: „ის მოვა, მაგრამ თქვენ მას აგი-
ნებთ“. ფრაზა ისევ და ისევ მეორდება ყველაზე მოულოდნელი
რიტმული ვარიაციებით. „წაართვით ქვა“ - ასე თქვა იესომ. ბო-
ლოს და ბოლოს ეს ყველაფერი შეწყვიტა რეკლამამ - და რო-
გორ გგონიათ რა რეკლამამ? - „ტოიოტას“! უყურე, ყველგან
არიან! აი, ყოჩაღ იაპონელები, აქაც შემოძვრნენ, იციან საქმე,
ვერაფერს იტყვი. რა ჯიუტები არიან! მონებს მონათმფლობე-
ლების ცხვირწინ მანქანებს ატენიან! უცებ გაერკვნენ ჩვენი
„პლურალისტური“ საზოგადოების სისუსტეებში. ჰარის დიდი
ხნის უძრაობისგან კისერი სტკივა. უკვე ყელში ამოუვიდა ეს რა-

765
მკითხველთა ლიგა

დიოც და ეს გზაც. ღმერთისგან დალოცვილი ქვეყანა. შეეძლო


ცოტა უფრო პატარაც გაეკეთებინა, ამით არავინ დაზარალდე-
ბოდა.
ის მოვა. კარგი ხუმრობაა, თუ შევხედავთ ჰარის და რელი-
გიის ურთიერთობას. სამოციანებში, როცა ღმერთს ყველამ
ზურგი შეაქცია, ის, ჰარი, გრძნობდა, რომ არ შეეძლო მისთვის
ეღალატა, სამაგიეროდ, ახლა, როცა მქადაგებლები რუპორებ-
ში გაჰყვირიან ლოცვებს, მას არ შეუძლია ინატროს იგი. ის ძვე-
ლი მეგობარივითაა, რომელსაც იმდენი ხანია იცნობ, რომ არც
კი გახსოვს, რა მოგწონს მასში. ინფარქტისა და გადატანილი
შიშის შემდეგ თითქოს სიახლოვის განცდა უნდა გასჩენოდა,
მაგრამ უცნაური რამ არის, რაც უფრო უახლოვდები, მით ნაკ-
ლებად ფიქრობ მასზე, თითქოს მის ხელში ხარ, თითქოს შენ
თვითონ ხარ მოედანზე, თამაშობ. სათადარიგო სკამზე ზიხარ
შეშინებული და იხსენებ ყველაფერს, რაც გასწავლეს.
ეთერშია პერი კომო სიმღერით „იმიტომ, რომ“. ბოლო
ფრაზაზე ბაჭიას თითქოს თმის ქვეშ ჭიანჭველებმა გადაურბი-
ნეს, თვალები აეწვა. იმიტომ, რომ შენ - ჩემი ხაარ! არა რა,
კომო საუკეთესოა: კროსბის ყოველთვის ეპარებოდა ირლან-
დიური მანერა და ყოველთვის საცუღლუტოდ იყო გამზადებუ-
ლი, ხან ლამური ჰყავდა გვერდით, ხან ჰოუპი და რაც შეეხება
სინატრას... ქვეყანაზე ერთადერთი, ვის შესახებაც ჰარი ენ-
გსტრომის აზრი დიამეტრალურად განსხვავდება დანარჩენი კა-
ცობრიობის შეხედულებისგან, ეს არის სინატრა. არ მოსწონს
მისი სიმღერა, მოკალი და არ მოსწონს. და არც არასოდეს
მოსწონდა - არც მაშინ, როცა თექვსმეტი წლის გოგონები საც-
ვლებიდან ხტებოდნენ ექსტაზისგან, დნებოდნენ „პარამაუნტის“
თეატრის სცენაზე გამხდარი, ლოყებჩაცვენილი ბიჭის დანახვა-
ზე, არც მოგვიანებით, როცა ნაფერებ და ნაპატივებ ლასვეგა-

766
მკითხველთა ლიგა

სელ ქონიან კატად გადაიქცა და მხოლოდ იმას ასწრებდა, რომ


ეკრუტუნა უამრავ „მთვარეულ“ ალბომში, რომელთა გაჟღერე-
ბისას, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, უზარმაზარი
ქვეყნის მოსახლეობა სიყვარულს ეძლევა. სიყვარულის ზღვის
მოქცევა. ქაფისგან ჭაღარა ოკეანე. ბაჭიას კი ყოველთვის მი-
აჩნდა, რომ მისი ხმა ბრტყელია, მას ხორხიდან, როგორც ტუ-
ბიდან, ისე გამოდევნის, თუმცა მაგალითად, მიმისთვის სინატრა
ღმერთია. აქ საქმე არა იმდენად სიმღერაშია, რამდენადაც
ცხოვრების წესში, დღე და ღამე არეული რომ გაქვს, შენი მე-
გობრები განგსტერები და პრეზიდენტები რომ არიან, დგომის
განგსტერული სტილი რომ გაქვს, მხრებს ზემოთ რომ სწევ,
კუნთები რომ გამოიკვეთოს (ჩარლი სტავროსიც ასე დადის) და
მეტსახელად „ბ-ნ თავმჯდომარეს“ რომ გეძახიან, - ამაშია საქმე.
და სემი დეივისი-უმცროსი და დინ მარტინი? არც ერთ მათგანს
არ დაუნებებია თავი სმისთვის, ყოველ შემთხვევაში ჯანმრთე-
ლობა არც ერთს არ უვარგოდა, თვითონ წაიკითხა სადღაც,
ააა, გაახსენდა სადაც: ერთ-ერთ საშინლად ბრიყვულ, სკანდა-
ლურ ფურცელზე, რომელსაც ჯენისი სისტემატურად მოათრევს
სუპარმარკეტიდან. დროდადრო ჰარის შურს იმ მბრწყინავი, ხი-
ფათით აღსავსე ცხოვრებისა, როგორითაც, მისი წარმოდგე-
ნით, ცხოვრობს მიმი და მის ნაცვლად უხარია. ხასიათში ეს ყო-
ველთვის ჰქონდა - სიჩქარე ნებისმიერ ფასად, დაე, დამ-
ტვრეულიყო, დაე, ველოსიპედიდან გადმოვარდნილიყო. თუმ-
ცა რამდენად სავსე ცხოვრებითაც უნდა იცხოვრო, ადრე თუ
გვიან, იმავე წრეზე წახვალ, თუმცა თავად ჰარი გატარებული
ცხოვრების გამო არ ნანობს. მართალია, ბრუერი, ცოტა არ
იყოს, მოსაწყენი ქალაქია და არ არის „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“,
არც - „ჩიკაგო, ჩემო ქალაქო და სხვა ქალაქი არ მინდა“, რო-
გორც გვარწმუნებს სინატრა თავისი მოგუდული ხმით. უკან მო-

767
მკითხველთა ლიგა

ხედვისას ესმის ის, რაც ადრე არ ესმოდა, მაგალითად, ესმის,


რომ ყველაფერზე მეტად მოსწონდა სადემონსტრაციო დარ-
ბაზში დიდი, დამტვერილი, სარეკლამო ვიტრინის წინ უაზრო
ყიალი, ქუსლებზე ქანაობა, რომ რაღაცით მაინც დაეტვირთა
ფეხის კუნთები მორიგი კლიენტის მოლოდინში, უსაქმურობის-
გან ჩარლისთან ან ვინმე სხვასთან ორიოდე სიტყვის გაცვლა--
გამოცვლა, კუთვნილი ანაზღაურების გამომუშავება, დიდ საერ-
თო სურათში საკუთარი ადგილის შევსება, თავისი წვლილის შე-
ტანა საერთო საქმეში და სანაცვლოდ მცირე, მაგრამ მაინც,
აღიარების მიღება. ჩვენ ხომ ერთმანეთისგან მხოლოდ ამას ვე-
ლოდებით - აღიარებას. შენთვის განკუთვნილი ადგილის დაკა-
ვება თაგვების საერთო ფუსფუსში. აი, ჯარშიც ყველას თავისი
ადგილი ჰქონდა განსაზღვრული: საკუთარი პირადი ნომერი,
საკუთარი საწოლი, საწესდებო მოვალეობები, ადგილი მწკრივ-
ში, შაბათ საღამოს შვებულების საშვი, ოთხი ლუდი და გოგონა
რანჩოზე. ძვირფასო, შენ ხომ მხოლოდ ერთის გადაიხადე. იყო
ადამიანი, არ ნიშნავს, ყოველთვის შენებურად მოიქცე. უფრო
სწორად, როგორც ჰარიმ, სულ ახლახან, ცხოვრების დაღმარ-
თზე დაშვებისას გაიგო, ადამიანი თავისი ჭკუით თითქმის ვერა-
სოდეს მოქმედებს, ყოველთვის სხვის მითითებას მიჰყვება. თვი-
თონ, ჯერ - დედის და საბრალო მამის ჭკუაზე იარა, მერე - ლუ-
თერანი ბებერი გერმანელის, პასტორ ფრიც კრუპენბახის, რო-
მელსაც სხვათა შორის, შეეძლო საკუთარი თავისადმი პატივის-
ცემა ჩაეგონებინა, მისი სიტყვები მის რწმენას არ დაშორებია,
მოგვიანებით - სკოლის მასწავლებლის, მწვრთნელის, მარტი
ტოთეროსი. ბევრი ისწრაფვის შემდგომი, დამოუკიდებელი
ცხოვრების გზაზე დაგაყენოს, ბოლოს კი, ამ მისიას საკუთარ
თავზე იღებენ ტოქშოუების მრავალრიცხოვანი წამყვანები. შენი
სიცოცხლე სხვისი ცხოვრების გაგრძელებაა და ასეც უნდა გაგ-

768
მკითხველთა ლიგა

რძელდეს. მაგრამ თუ შენი საკუთარი დედა, როგორც, მაგალი-


თად, ენაბელის დედა, ოდესღაც არაფერს იკლებდა, თავად
შენ, შესაძლებელია, ნებსით თუ უნებლიეთ, საწინააღმდეგო
სქესისადმი ფრთხილი დამოკიდებულება გამოგიმუშავდეს.
ფიჭვების კედელში სულ უფრო ხშირად ჩნდება ნაპრალი.
ცისკენ ხედი იხსნება, ბოძებზე შეყენებული ქოხები მოჩანს, გირ-
ჩები უკვე გაშლილია, ხეებზე ფერადი თეთრეულია გაფენილი,
ხელით ნაწერი უღიმღამო განცხადებები: „მამილოსთან“, „ნამ-
დვილი სამხრეთული სამზარეულო“, „სუპერმარკეტი Bi-Lo“. მა-
რიონის ტბაზე გადაჭიმული უგრძესი ხიდი - რაღაც გაურკვე-
ველში მოქცეული წყლის უზარმაზარი რეზერვუარი. ფედერა-
ლური მაგისტრალიდან იტოტება გზები დედაქალაქისკენ, კო-
ლუმბიისკენ, სადაც ის არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ, მან
და ჯენისმა ერთხელ „მარყუჟი“ გააკეთეს - შეიარეს ჩარლსტონ-
ში და შემდეგ დაბრუნდნენ მე-17 ტრასაზე. მეორედ კი სავანის
გავლით ღამე გაათიეს პლანტატორის ყოფილ სახლში, რო-
მელსაც მაღალი, თაღისებური ჭერი და ფანჯრებზე ვერტიკა-
ლური ჟალუზები ჰქონდა. ის და ჯენისი ზოგჯერ კარგ დროს
ატარებდნენ. თუმცა, საერთო ჯამში, ნებისმიერი ცოლის ად-
გილზე (და სავარაუდოდ, ქმრისაც) წარმატებით შეიძლებოდა
აღმოჩენილიყო ნებისმიერი მოქალაქის საკმაო რაოდენობი-
დან. და მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ვალდებული ხარ,
აღმერთებდე შენს ნახევარს, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ.
უკუნითი უკუნისამდე. პატარა მდინარე აშეპუ. რაღაც ნაცნობი,
თითქოს ძველი, ოღონდ ძალიან ძველი კომიქსებიდან.
ჰარიმ ტრასიდან ავტოსადგომისა და დასვენების ადგი-
ლისკენ გადაუხვია. ცივილიზაციის ოაზისი ამ ველურ და მიყ-
რუებულ მხარეში. ბენზინგასამართი სადგური, რესტორანი, მა-
ღაზია, სადაც შეიძლება პროდუქტის ყიდვა, ლუდი, პიროტექნი-

769
მკითხველთა ლიგა

კა, გასარუჯი ლოსიონი. დახლს იქით შავი, პრიალა ორი ახალ-


გაზრდა ტრიალებს; მათი შიშველი მკლავები სიცხეში ბზინავს,
ერთს თხასავით წვერი აქვს, მალკოლმ ხ-ის სტილში. აქ, სამ-
ხრეთში, უნებლიეთ გიჩნდება ასეთებისადმი შიში. მათი კანის
ფერი მთელი ხმით აცხადებს, რომ ისინი აქ რასას წარმოადგე-
ნენ და ყველგან არიან. თუმცა, არცთუ ახალგაზრდა, თეთრკა-
ნიანი მიმტანი ქალი შავ ბიჭებთან ყოველგვარი დაძაბულობის
გარეშე ურთიერთობს. ძალდაუტანებლად, ღიმილით საუბრო-
ბენ, ყველას ერთნაირი აქცენტი აქვს, თითქოს მსუბუქი ბრიზი
დაქრის ერთი პირიდან მეორემდე. სასიხარულო სურათია. აი,
რისთვის მოხდა სამოქალაქო ომი.
იმის შესამოწმებლად, შემთხვევით ლაპარაკი ხომ არ და-
მავიწყდაო, ბაჭია თეთრ მსუქანს, რომელიც დახლთან ცა-
რიელი ტაბურეტის გამოტოვებით ზის, რომელმაც უკვე მოათ-
ვალიერა სალათებით სავსე დახლი და თეფშზე მწვანე ფოთ-
ლები, ჭარხალი, დაკეპილი კომბოსტო, ბრინჯი და ბარდა და-
იხვავა, ეკითხება:
- ხომ არ იცით, აქედან ფლორიდამდე დაახლოებით რამ-
დენი საათია? - რაც შეეძლო გაწელა, პენსილვანიურად გამოთ-
ქვა, რომ ადგილობრივად ჩაეთვალათ.
- ოთხი, - პასუხობს ღიმილით მსუქანი, - მეც სწორედ იქით
მაქვს გეზი. ფლორიდაში, კონკრეტულად საით მიდიხართ?
- საწინააღმდეგო მხარეს. დელეონში. იქ ბინა გვაქვს, ად-
რე წამოვედი, ცოლი მოგვიანებით ჩამოვა.
მისი თანამოსაუბრე რატომღაც სულ იღიმება, ღეჭავს და
იღიმება.
- ეგ ადგილი ვიცი. ბებერი კეთილი დელეონი. სასიამოვნო
ქალაქია.

770
მკითხველთა ლიგა

იქაურობისთვის სიძველის განსაკუთრებული ნიშნები აქამ-


დე ბაჭიას არ შეუმჩნევია.
- ადრე ჩვენი აივნიდან ყურე მოჩანდა, მაგრამ გარშემო
იმდენი შენობა წამოჭიმეს, რომ ხედი აღარ გვაქვს.
- ყურის გაყოლებაზე ახლა დიდი მშენებლობაა, ატლან-
ტიკის მხრიდან დიდი ხანია ყველაფერი გადაჭედილია. გამთე-
ნიისას ჯერ კიდევ სარასოტაში ვიყავი.
- მართლა? ხუმრობა მანძილი არაა!
- ჰო, მაგიტომაც ვჭამ ამდენს. დილის ხუთი საათიდან შო-
კოლადის ბატონის გარდა არაფერი მიგემია. სახუმარო საქმე
არაა, მიდიხარ და მიდიხარ შენთვის, მაგრამ ადრე თუ გვიან
გაჩერება გიწევს - მოლანდებები გეწყება.
- მაინც, რა გელანდებათ?
- აი, ახლა დაბლობში რომ მოვდიოდი, მიწაზე ისეთი ნის-
ლი დაეფინა, რომ ვერ გაიგებდი. თავში მირტყამს პირდაპირ,
როგორც მაგარი ყავა ცარიელ კუჭზე, - მას ერთდროულად ღი-
მილის, ღეჭვის, ლაპარაკის, კეთილგანწყობის გამოხატვის იშ-
ვიათი მანერა აქვს. ფართო, თითქოს უტუჩებო პირის გამო, თო-
ჯინას ჰგავს „მაპეტ-შოუდან“. სატვირთო მანქანის მძღოლის გა-
ნუყოფელი კეპი თეფშის გვერდით დაუდვია; ლამაზ, ზომიერად
დატალღულ, ჭაღარა თმაზე, ნებისმიერ მდიდარს რომ შეშურ-
დებოდა, კეპის კვალი სამუდამოდ დამჩნევია.
- თქვენ ასეთ დიდ სატვირთოზე მუშაობთ? ყოველთვის
მიკვირდა, როგორ უმკლავდებიან-მეთქი მის მართვას. შორს
მიდიხართ?
- ბოსტონში.
- ბოსტონში? შორია, - თავად ბაჭია არასოდეს ყოფილა
ბოსტონში და მისთვის ის ქვეყნის დასალიერშია, მენის შტატის
ღიპქვეშ. ადამიანები, რომლებიც ასეთ შორეულ ჩრდილოეთში

771
მკითხველთა ლიგა

ცხოვრობენ, მის მიერ ნახევრად რეალურ არსებებად, ესკიმო-


სებად აღიქმებიან. მასთან ერთად ჯარში ბიჭი მსახურობდა,
ვგონებ ჯეზილო, რომელიც სულ იმას ტრაბახობდა, ბოსტონში
საუკეთესო ჩინური სამზარეულო გვაქვსო.
- დღეს, ხვალ - როგორც მოგეწონებათ - მოკლედ, კვირა
საღამომდე ეს ჯაბახანა ბოსტონში უნდა ჩავიყვანო, ამ წუთიდან
ზუსტად ოცდაოთხ საათში.
- კი, მაგრამ როდისღა გძინავთ?
- ეგ უმნიშვნელოა, გადაუხვევ გზიდან საათით იქ, საათით
აქ და გყოფნის.
- კარგი ერთი!
- უკვე თითქმის თხუთმეტი წელია, საჭეს ვუზივარ. ერთხელ
კი ვიფიქრე - მორჩა, მეყოფა, დროა, დავისვენო-მეთქი, ვიჯექი,
ვიჯექი და ისევ სამუშაოს დავუბრუნდი! სახლში ვერ ვჩერდები.
ტელევიზორში მაინც აჩვენებდნენ რამე წესიერს, ეგეც არაა.
თქვენ? თქვენ შესახებ რას იტყვით?
- მე? ამჟამად მარცხენა წინა დაღმავალი მიჩმახებს, - ბო-
ლოს და ბოლოს მის ტვინამდე დავიდა, რა ჰკითხეს და პასუ-
ხობს: - თითქოს პენსიაზე ვარ.
- მაშინ მხნეობას გისურვებ, მეგობარო. მე, პირადად, ვერ
გავუძელი, - ამბობს სატვირთოს მძღოლი, - კინაღამ გავგიჟდი
ამ პენსიაზე.
ხანში შესულმა მიმტანმა, რომელიც ორ ზანგთან ახლობ-
ლობს, მძღოლს რაღაცნაირი ოვალური თეფშით შემწვარი
ბიფშტექსის მოზრდილი ულუფა მიუტანა, კერძი სისხლისა და
ცხიმის ვარდისფერ გუბეში იძირებოდა, კიდევ - სამი მრგვალი
ბლითი სხვადასხვა ბოსტნეულისგან და ცალკე თეფშით - ყავის-
ფერი სიმინდის პური.

772
მკითხველთა ლიგა

ჰარი უხალისოდ - ეს წუთია, დამეგობრდნენ და უკვე შორ-


დებიან - წამოდგა დახლიდან.
- მაშ, ასე, გამძლეობას გისურვებთ, ეს თქვენ ჩემზე მეტად
გჭირდებათ, - ამბობს იგი. პასუხად, ეს თეთრი, საოცარი ადა-
მიანი, რომელსაც, ბოსტონში ჩასვლა სუპერმენივით ტყვიაზე
სწრაფად შეუძლია, რომელიც თომას ედისონივით ეპიზოდური,
ხანმოკლე ძილით კმაყოფილდება, „მაპეტ-შოუს“ თოჯინას
მსგავსი დიდი, გამოტენილი პირით იღიმება,- თავს უქნევს და
ამ დროს პატარა, კვერცხივით პრიალა ნიკაპის მოშორებულ
კუთხეში გველივით ჩამოეკლაკნება ბიფშტექსის წვენი. ადა-
მიანი არ არის სრულყოფილი ქმნილება. აიღეთ თუნდაც ჯიმი
ბეიკერი, ბარტ ჯამატი.
,,სელიკას“ საჭესთან მჯდარმა ჰარიმ ჯერ მდინარე ტაგლი-
ფინი გადაკვეთა, შემდეგ სალკეჰაჩი, ლიტლ-კომბაჰი, კუსავა-
ტი, ტერლი, კიკაპუ; არა - აშეპა, არამედ კიკაპუ.
გამამხიარულებელი სასმელი „კიკაპუ ჯოი-ჯუსი“ პატარა
აბნერის შესახებ კომიქსიდან. ზანგური მუსიკის ქარიშხლებს შო-
რის, პაუზებში, ახალმოდური, თავისებური ჟღერადობით - თით-
ქოს ვიღაც იატაკზე ფიცრებს უხახუნებდეს. სწორედ რომ მიგნე-
ბაა - მას „აპჩერჩის“ მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკისა
(აი, ინსტრუმენტი ყველა თაობისთვის) და დეზოდორანტ „ნამ-
ცეცა ფისოს“ რეკლამა ესმის. არა, რა, ვის მოუვიდა აზრად დე-
ზოდორანტისთვის ასეთი სახელი დაერქმია? საიდან ეს იდეაა?
მან სავანას ხიდი გადაიარა და სამხრეთი კაროლინა მთელი
თავისი პიროტექნიკით უკან მოიტოვა. დაუსრულებელი გზისგან
თავს ისე გრძნობს, თითქოს კეტი ჩაეცხოთ, ამიტომ ქალაქის
შესასვლელთან გზა რომ იყოფა, ტრასიდან გადაუხვია და ცენ-
ტრამდე მისულმა მანქანა სასამართლოს იმპოზანტურ დაბალ
შენობასთან გააჩერა, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე საბუტერ-

773
მკითხველთა ლიგა

ბროდეში ცხელი სენდვიჩი იყიდა შებოლილი ხორცით. იქვე,


სკამზე ჩამოჯდა და ფრთხილად შეუდგა ჭამას, რომ იმ პირღია
მძღოლივით, სასადილოში, სადაც ჰარი რამდენიმე საათის წინ
წასახემსებლად გაჩერდა, შარვალზე არ დასწვეთებოდა. სავა-
ნის ეს კუთხე, მდინარიდან სულ რაღაც ერთ კვარტალში, დე-
კორაციას მოგაგონებს - თითქოს ღია ცის ქვეშ, მაღალი შენო-
ბებით გამოყოფილ ოთახებს შორის დააბიჯებდე. დღე ჯერ კი-
დევ არ გათავისუფლებულა ხვატისგან, თუმცა ჩრდილები თან-
დათან გრძელდება და მშობლიური ბრუერისგან განსხვავებულ,
ძველი ფასადების უფრო სევდიან, ვარდისფერ, რბილ მოხაზუ-
ლობებზე მკვრივდება. იმ სკამის გარშემო, რომელზეც ზის, შე-
უმჩნევლად გროვდება მტრედების გუნდი იმედით, რომ იქნებ
ჰარიმ ფუნთუშა ან „ბარბექიუს“ საწებლით არომატიზებული
კარტოფილის ჩიპსები უწილადოს. ახალგაზრდა მათხოვარი
ჯორჯ კასტერივით გრძელი ყვითელი თმითა და მუქი რუჯით,
როგორიც მხოლოდ უსახლკაროებს აქვთ, ხის უკან მდგომი
სკამიდან, ასე ვთქვათ, მეზობელი „ოთახიდან“, უგონო, მოელ-
ვარე თვალებით უმზერს. მაღალი ობელისკი რომელიღაც,
უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენის სამახსოვროდ აღმართუ-
ლა. დროა, დაიძრას. ყველა ქაღალდი და რძის პაკეტი დიდ
ქაღალდის ყუთში, რომელშიც სენდვიჩი იდო, აკურატულად
ჩაალაგა და ურნაში ჩაუშვა - აი მისი საჩუქარი ქალაქ სავანას,
აი, ის კვალი, რომელსაც აქ დატოვებს, ისევე, როგორც ცხიმი-
ან ლაქას კამოდის კუთხეზე იქ, უკან მოტოვებულ სახლში. აღ-
შფოთებული მტრედები აკრიახდნენ და უკმაყოფილოდ,
ხმაურით აფრინდნენ. ამ დროს მაწანწალა ზურგიდან უხ-
მაუროდ მიუახლოვდა და რაღაცნაირი უსახური, გეოგრა-
ფიული კუთვნილების გარეშე, ნარკომანის დასხლეტილი ხმით
ჰკითხა, ბატონი სიგარეტით ხომ არ გაუმასპინძლდებოდა.

774
მკითხველთა ლიგა

- ასცდა, - ხელები გაშალა ბაჭიამ, - ოცდაათი წელია,


აღარ ვეწევი, - უცებ ახსენდება, ეს როგორ მოხდა. ახსენდება,
როგორ დამორჩილდა იმპულსს, როგორ მოისროლა „ფილიპ
მორისის“ ნახევრად ცარიელი (მაშინ ისინი სიმპათიურ, თამბა-
ქოსფერ კოლოფებში იყიდებოდა) კოლოფი ვიღაცის თავღია
სანაგვე ურნაში მაუნტ-ჯაჯის ერთ-ერთ ქუჩაზე. იქაც კვალი და-
ტოვა. ბაჭია მკერდში აბაგუნებული გულით მანქანისკენ მიდის,
მათხოვარი კვალდაკვალ მილასლასებს, თან რაღაცას ბურ-
ტყუნებს „მონეტებზე“. ჰარიმ ნერვიულად მოარგო გასაღები,
ჩაჯდა და კარი მიიჯახუნა. მადლობა ღმერთს, „სელიკა“ არ გა-
დახურებულა ამდენი მილის გავლის შემდეგაც და უმალ დაიქო-
ქა, დამჯერედ; გარეთ დარჩენილი „ჯორჯ კასტერი“ დაბნეულად
ახამხამებს თვალებს და ტრიალდება, ვითომც არაფერ შუაშია.
ჰარიმ ფრთხილად გაიარა ღია ცის ქვეშ, „ოთახებს“ შორის, მა-
ღალ ობელისკს წრე დაარტყა და სავანიდან გამოსვლისას ას-
ცდა გზას, დაიკარგა უთავბოლო ზანგურ გარეუბნებში, იმ დახ-
ვავებულ დელიკატურად ჩამონგრეულ შენობებს შორის, რო-
მელთაც მარტინ ლუთერ კინგის დროიდან არ უყნოსავთ საღე-
ბავის სუნი. გაზეთებს ახლა არც მკვლელობა აქვთ, აქვთ პო-
ლიტიკური შეთქმულება, მაგრამ კინგის შემთხვევაში ჰარი
მოარულ ხმებს იჯერებს. დაჯერებით კი სჯერა, მაგრამ კარგი
იქნება, თუ მკვლელის სახელსაც გაიხსენებს, იმისას, ციხეში
რომ ჩასვეს. სამმაგი სახელია. გაიქცა, ისევ დაიჭირეს. ჯეიმს
ერლ... შემდეგ აღარ ახსოვს. კარგი, ისტორიის გაკვეთილი
დამთავრდა. ხუმრობის გარეშე, უკვე მართლა ეშინია, რომ აქე-
დან ვეღარასოდეს გააღწევს, ამუხრუჭებს ერთ-ერთ ძველ ბოს-
ტნეულის ფარდულთან, გაცვეთილი ხის იატაკით, ლურსმნების
პრიალა თავებით, - მის ბავშვობაში სწორედ ასეთი ფარდულე-
ბი ჰქონდათ მაუნტ-ჯაჯში იმ განსხვავებით, რომ აქ გარშემო ყვე-

775
მკითხველთა ლიგა

ლა შავია. გამხმარი ლობიოსფერი აყლაყუდა ზანგი, რომლის-


თვისაც ჰარის გამოჩენა და დასმული კითხვები, გარკვეულწი-
ლად, უფასო გასართობია, უხსნის, როგორ დაბრუნდეს ავტო-
მაგისტრალზე და მისი ხელის მტევნები, ჟესტიკულაციისას, მა-
ჯებზე ისე ქანაობს, თითქოს ცოცხალი ძაფით მიუკერებიათო.
95-ზე მშვიდობიანად დაბრუნებული ბაჭია ჯორჯიაში მიქ-
რის. ვერ ასწრებს დაბნელებას, ისე იწყება წვიმა, თვალი კი
ძველებურად აღარ უჭრის, სიბნელეში ისედაც ცუდად ხედავს
გზას, ახლა ეს წვიმაც. რადიოც კი გამორთო - სეტყვასავით და-
ატყდა თავს მოვლენები და მათგან გამოწვეული შთაბეჭდილე-
ბები. სხეული, იმისგან, რომ ამდენი ხანი ერთ მდგომარეობაში
იჯდა, უჩვეულოდ დაუბუჟდა, თითქოს დიდხანს და დაჟინებით
ურტყეს ქვიშით სავსე ტომრები. უნდა შეჩერდეს, შეისვენოს,
თორემ ასე უბედურებაც არ არის შორს. ბოლოს და ბოლოს
შესაფერისი სასტუმრო „რამადა“ დაინახა. ვახშამი და მით უმე-
ტეს, დესერტი სენდვიჩის შემდეგ მაინცდამაინც კარგად არ წა-
ვიდა... ცემენტის ბილიკით, სხვა კარის გავლით, საკუთარი
ოთახისკენ მიმავალი ჩუმად ხარობს. ქუჩაში წვიმს, აქ კი სიმ-
შრალეა და კარგია. ჭკვიანურად გაუკეთებიათ. აქ ვერავინ მომ-
წვდება. მაგრამ როგორც კი შეიგრძნო თავისი მყუდრო ბედ-
ნიერება, წამოედო ფიქრებს თავის უბედურ, ყველა ქარისთვის
ღია ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც შორეული
დაიმონდის ოლქში მიატოვა. დანაშაულის გრძნობა შეესო
გულში, როგორც ხიჭვი - თვალში, რომელსაც ჯერ კიდევ არ
დაუკარგავს მგრძნობელობა.
,,ოქროს ასაკის“ მორიგი სერიის სადღაც შუაში უცებ
შეეზიზღა ამ უკვე არცთუ ახალგაზრდა ადამიანების ძალად თა-
მაში, მოჰბეზრდა ბებრუხუნა, რომელიც ენას არ აჩერებს, და
საერთოდ, უნდა მიხვდე, როდის დასვა წერტილი. ჯობს, საგან-

776
მკითხველთა ლიგა

მანათლებლო არხზე უყუროს გადაცემას პოლუსებზე ექსტრე-


მალურ პირობებში ცხოვრების შესახებ, „ცოცხალი პლანეტის“
ციკლიდან. ეს ადრეც ნახა, გამაოგნებელი სანახაობაა: როგორ
გადააგორებს ხოლმე, ჩვენ თვალწინ, დეივიდ ეტენბორო ლო-
დებს მართლაც რომ მკვდარ უდაბნოში, ანტარქტიდაში, ლო-
დებქვეშ კი რაღაც იზრდება, საოცარია მზის სხივის გარეშე
დარჩენილ ზამთარში, მამალი პინგვინები როგორ მიაცუნცუ-
ლებენ კვერცხებს დაუსრულებელ ქარბუქში. სიცოცხლე... ეს,
რაღაც წარმოუდგენელია, ის ყველგანაა, მალე ყველაფერს შე-
ავსებს, ნახავთ, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყნიერებისგან არა-
ფერი დარჩება. „ახალი ამბების“ ათსაათიანი გამოშვება იმავე
არხზე იმავეს იუწყება, რაც ჰარიმ არაერთხელ მოისმინა დღის
განმავლობაში, რადიოთი. საცოდავი ჯამატის სიკვდილი. დე-
დალი პანდას დაბადება ვაშინგტონის ზოოპარკში. პრეზიდენტ
რეიგანის პირადი ექიმის, ბრიგადის გენერალ ჯონ ჰატონის
აღიარებით, მხოლოდ 1985 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავ
როკ ჰადსონის გარდაცვალებამ აუხილა თვალები რეიგანს
შიდსის საფრთხეზე: იქამდე კი დარწმუნებული იყო, რომ ეს
ავადმყოფობა წითელაზე უფრო საშიში არ იყო. აი, კიდევ ერთი
სალაყბო თემა: ფლოტის ოფიცერი დეივიდ უინსონი თავის
ნარკვევში, რომელიც ჟურნალ „აშშ-ის სსფ-ის ინსტიტუტის ცნო-
ბებში“ გამოქვეყნდა, ამტკიცებს, რომ აშშ-ის სამხედრო საზ-
ღვაო ძალების გემი „ვინსენსი“, რომელიც სპარსეთის ყურეში
მსახურობს, დიდი ხნის წინ ამოიღეს სამიზნეში სხვა სამხედრო
ხომალდების მეზღვაურებმა, რომლებიც ხმას იმაღლებდნენ
მისი გაუმართლებლად აგრესიული და უპასუხისმგებლო ქმე-
დებების გამო ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, ვიდრე „ვინსენსის“
საბორტო იარაღით ირანის სამოქალაქო ავიალაინერი, ბორ-
ტზე ორას სამოცდაათზე მეტი ადამიანით, მათ შორის ქალები-

777
მკითხველთა ლიგა

თა და ბავშვებით, არ ჩამოაგდეს. საცოდავები! ირანელები,


არაირანელები, რა მნიშვნელობა აქვს! ქალების თავშლებში
შეხვეული ბავშვები შავ, ხისტ წყალში ჩაცვივდნენ. ვაშინგტონში
ვიზიტით იაპონიის ახალი პრემიერი იმყოფება, პანამაში
დროებითი მთავრობაა, უნგრეთში აღმოსავლელი გერმანელე-
ბი უკვე რამდენი ხანია ელიან თავისუფლებას. აი, საცოდავები!
რა იციან, რომ თავისუფალი სამყარო სულს ღაფავს და მალე
მისგან არაფერი დარჩება.
ბაჭია დასაძინებლად დაწვა ისე, როგორც იყო, საცვლე-
ბიც კი არ გამოიცვალა და შეეცადა მხოლოდ იმაზე ეფიქრა,
სად არის და ვინ არის თავად. ეს მისი ბოლო არსადგათეული
ღამეა. ხვალ ისევ დაეწევა ცხოვრება. ტელეფონში ჯენისი, კე-
დელს იქით გოლდები. ჰარი ვერ გრძნობს იმ სიმსუბუქეს, რო-
მელსაც ბრუერიდან გაქცეული ელოდა. შენ ისე შენ ხარ, შტა-
ტები ისევ შტატებია - სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაჭიდებული
საკრედიტო ბარათებსა და ინდიელების შერქმეულ გეოგრაფი-
ულ სახელებს. ჰარის სხეული სასტუმროს ორადგილიან სა-
წოლზე სიმძიმით ივსება. გზების რუკაზე წვრილი ხაზების აბლა-
ბუდაში დაკარგული, იძინებს და სძინავს, როგორც დედის სა-
შოში - ისიც ხომ დროებითი სამოთხეა.
დილაა. წუხანდელი წვიმის კვალი მხოლოდ მზის უმოწყა-
ლო სხივების ქვეშ ასფალტზე ჯერ კიდევ შერჩენილი გუბეებია.
კვირა დღეა. ჰარიმ გადაწყვიტა, საბოლოოდ გაანებივროს თა-
ვი გახუხული „ფრანგული“ პურითა და სოსისით, ხოლო ხვა-
ლინდელი დღიდან ისევ ბურღულეულზე გადავიდეს. ჯენისს
ჩვევად არ აქვს გამგზავრებამდე სამზარეულოს კარადების გა-
მოსუფთავება. რაღაც გაგებით ეს მოსახერხებელიცაა, თუ ჭიან-
ჭველებისა და ტარაკანების საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.
მან ყურადღებით დაყნოსა და დაათვალიერა კვერცხის კიდეები

778
მკითხველთა ლიგა

გახუხულ პურზე და ნეკერჩხლის სიროფი, დიდად არ მოსწონე-


ბია. ვერასოდეს შეხვდება ისეთ ყიყლიყოებს, როგორსაც დედა
საკვირაო სკოლაში წასვლის წინ, საუზმეზე უმზადებდა. სამკუთ-
ხა ბრტყელი პური ოქროსფერი ქერქით, სიროფიც უბრალო კი
არა, „დეიდა ჯემაიმადანაა“, იმ ქილიდან, რომელსაც მორების-
გან შეკრული ქოხის ფორმა ჰქონდა და ცხვირის ფორმის ჩა-
მოსასხმელი. საბარგულში ჩემოდნის ჩადებისას, კიდევ ერ-
თხელ გაოცდება, რამდენად უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს
„სელიკა“, როცა მას უკნიდან უყურებ - თითქოს მანქანას ირიბად
გაჭრილი „თვალები“ აქვს.
ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაიარა მდინარე სენტ--
მერისი, საგზაო ფარი ეპატიჟება: კეთილი იყოს თქვენი მობ-
რძანება ფლორიდაში და ეთერში აღწევს „ცისფერი ჯვრის“ სა-
მედიცინო სადაზღვევო პოლისების რეკლამა, ასეთი და ისეთი
შესაწებებელი კრემები კბილის პროთეზებისთვის, პულმონო-
ლოგიური და სხვა კლინიკების რეკლამა. გზისპირები ქვიშნარი
გახდა, გზაზე მანქანების ნაკადი შესქელდა, საზეიმო ბზინვა
შეიძინა. უცაბედად წინ ჯეკსონვილი გამოჩნდა. ოზის ჯადოსნუ-
რი ქვეყანა მოცისფრო-მწვანე ცათამბჯენებით, ქალაქი-ოცნება
ფიჭვების გვირაბის ბოლოს; მბზინავი შუშის კუბები გარშემორ-
ტყმიან მთავარ სიმაღლეს - ბაპტისტურ საავადმყოფოს. თქვენ
მდინარე სენტ-ჯონზე გადებულ ხიდს რკალზე მიუყვებით და
ჯეკსონვილი ხან ერთი კუთხიდან ბზინავს და ხან მეორედან,
თითქოს ბრილიანტი გეჭიროთ ხელში, ატრიალებდეთ და
ტკბებოდეთ მისით. ხიდის გასავლელად საჭირო თანხის გადახ-
და გევალებათ და ყურადღებით უნდა იყოთ, გზას არ ასცდეთ,
რომ თავი გრინ-კოუვ-სპრინგსში ან ტალახასში არ ამოყოთ. 95-
ე ფედერალური აქ ერთ-ერთია უამრავი ჩქაროსნული მაგის-
ტრალიდან. მსუბუქი მანქანები აქ ფართო და მსუქანია, ხოლო

779
მკითხველთა ლიგა

სატვირთოები ფიჭვის უზარმაზარ, შტაბელებად დაწყობილ მო-


რებს კი არ ეზიდება, არამედ ახალი კორდების რულონებს.
ტრასაზე გასაოცარი სახმელეთო კრეისერებივით, საქმიანად
მიცურავს ყველანაირი სახეობისა და ჯურის თეთრი ფურგონი
და სატვირთო, „ვინებაგი“ და „ვარსკვლავმავალი“, „გზამკვლე-
ვი“ და „დელფინი“, საოჯახო სახლები ბორბლებზე: ოჯახის უფ-
როსი საჭესთან, ღია ფანჯარა, იდაყვი ფანჯარაში, დიასახლისი
სახლში, მის ზურგს უკან, ლოგინს შლის. ორმოცი შტატიდან
მოემართებიან ფლორიდისკეს ეს ქარავნები. გხვდება ისეთი
მანქანებიც, კოლორადოსა და მენის სიმბოლოიანი სანომრე
ნიშნები რომ აქვთ, ზოგიერთებთან ახალ სამფეროვან ფლო-
რიდის ნიშანსაც ამჩნევს და ოცდება, ალბათ „ჩელენჯერის“ და-
ღუპვის ხსოვნასთან დაკავშირებით შემოიღეს. ჰო, „ჩელენჯერ-
მა“ ოთხმოციანების ყველაზე სამარცხვინო მოვლენებიც კი
გაახუნა. როგორი ამბავია, კოსმოსში გაუშვა ქალები, სკოლის
უბედური მასწავლებელი ნიუ-ჰემპშირიდან, ერთი ახალგაზრდა
ებრაელიც, ფუშფუშა თმით, რომ აღარაფერი ვთქვათ მამაკა-
ცებზე. თეთრკანიანების გარდა, იქ შავი და ყვითელკანიანიც იყ-
ვნენ - პირდაპირ ამერიკის რასობრივი ჭრილი, საუკეთესო ჰო-
ლივუდური ტრადიციებით. და ეს ყველაფერი რისთვის? რომ
უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ ნაფლეთებად გაფანტულიყვნენ
და ეს ყველაფერი ჩვენ ტელევიზორებში გვენახა! ახლა კი გა-
მოიკვლიეს, რომ შესაძლოა, მათი სიკვდილი მყისიერი არ ყო-
ფილიყო და ორი-სამი წუთი სრულ გონებაზე მყოფთ ეფრინათ
ძირს, წყლისკენ. ჰარი დაბლა, სამხრეთისკენ ეშვება, სულ უფ-
რო ღრმად შედის ფლორიდაში, სიხარულით უბრუნდება პალ-
მებს, თეთრ სახურავებს, ტროპიკული დახვეწილობის განცდას;
აქ ღრუბლებიც კი ცისფერია - ნაცრისფერზე - თეთრზე - ცის-

780
მკითხველთა ლიგა

ფერზე, თითქოს უდიდეს ფერმწერს მსუბუქი, ნათელი მასალით


მუშაობა აურჩევია.
95-ით აღმოსავლეთ სანაპიროს პარალელურად მოძრა-
ობთ მე-4-მდე, იქიდან კი დიაგონალურად მიუყვებით სამხრეთ--
დასავლეთისკენ, პირდაპირ დისნეი ლენდისკენ, რომელზეც
ასე ძალიან ოცნებობს საბრალო ჯუდი. შემდეგ ჩამოსვლაზე ნე-
ბისმიერ ფასად უნდა წამოიყვანოს. თუკი ედ ზილბერშტეინს და-
ვუჯერებთ, რომელსაც საკუთარი თავი დიდ მოგზაურად მიაჩ-
ნია, უნდა ხერხოთ და ხერხოთ მე-4 და მხოლოდ 75-ეზე გადა-
უხვიოთ. ასე გზას რამდენადმე გაიგრძელებთ, მაგრამ სპიდო-
მეტრზე თუ არა, მაგრამ წამზომზე ნამდვილად მოიგებთ. უარეს
შემთხვევაში კი მე-17-ს უნდა დააწვეთ, პორტ-შარლოტისკენ.
პირადად ჰარის 27-ე გზატკეცილით, სიცხით მსუნთქავი შტატის
ბრტყელი ღიპის, ჰეინს-სიტისა და ლეიკ-უელსის გავლით, ოკი-
ჩობის ტბის დასავლეთით მდებარე სემინოლების რეზერვაციის
გაუდაბნოებული მიწებით უყვარს სამხრეთისკენ წასვლა და შემ-
დეგ - 80-ე ტრასით, პირდაპირ დელეონში.
ფლორიდაში იოლზე იოლია, რადიომიმღების დაყენება
ისეთ ტალღაზე, საიდანაც ძველ მელოდიებს გადმოსცემენ. ასე-
თი ტალღა აქ ბლომადაა. როგორიც საზოგადოებაა, ისეთია
მელოდიებიც. ამ სიმღერებში მთელი ჩვენი ცხოვრებააო, უყ-
ვარს თქმა ზოგიერთ წამყვანს... წავიდა და წავიდა. ჯერ პეტი
პეიჯი იხვეწება და იმუდარება, რომ არ გაუშვან, შემდეგ ონავ-
რული, სამხრეთამერიკული ელფერითა და „აი-აი-აი“ მისამღე-
რით აგრძელებს, გუნდურად ჰყვებიან კაბალიეროსები და და-
სასრულისთვის, „მთელი ცხოვრება შენ გელოდი და მხოლოდ
შენთვის ვინახავდი ჩემს სიყვარულს“ ჟღერს; ახლა ტონი ბენე-
ტი იწყებს, ან ვინმე სხვა, ზანტად მოზმუილე იტალიელებიდან,
ოღონდ, ერთ სტილში მღერიან იმაზე, რამდენი სიყვარული

781
მკითხველთა ლიგა

დაუგროვდათ; შემდეგ გოგი გრანტი - „თავისუფალი ქარი“. ჰა-


რის საერთოდ დავიწყებია გოგი გრანტი. ეს იმ იშვიათ სიმღე-
რათაგანია, რომელიც მისი მეხსიერების ყველა უჯრედს უძრა-
ვად ტოვებს. ამასობაში, პეიზაჟი ფანჯრებს მიღმა და კონდი-
ციონერის მონოტონური, ზღვარგადასული შიშინი სულ უფრო
მეტად შეეფერება ხონკი-ტონკის სალონური მუსიკის უმხიარუ-
ლეს რიტმებს. აქტიური დასვენება მხოლოდ მოზრდილების-
თვის! და, აი, ერთმა, მეორე, მესამე მანქანამ გადაუსწრო, უკანა
საქარე მინებზე წებოვანი თათებით აქვთ მიკრული სტაფილოს-
ფერი კატა-გარფილდი. „ვინ იცის, რატომ დადიხარ სხვასთან
ერთად“... მღერის ნატ „კინგ“ კოლი. დაბოლოს, თითქოს ბუმ-
ბული გაგისვა სახეზეო - „და რა მიზიდავს შენში? არავინ იცის“...
თითქოს მის მსუბუქ ღიმილს ხედავ. შემდეგ „ცენა, ცენა“ - ეს
სიმღერაც მთელი საუკუნეა, რაც ჰარის არ მოუსმენია, ამჟამად
ნაციონალური ელფერის მუსიკა მოდაში აღარაა და არც - სიმ-
ღერა მამაზე, რომელიც ნაციონალურია არა მუსიკით, არამედ
შინაარსით. კეი სტარი ტყავიდან ძვრება თავისი „იღბლის ბორ-
ბლით“. თითქოს ასლოკინებს: „გთხოოოვ, დაე, იყოს ასე“. ეს
კი სხვა საქმეა - ელა ფიტჯერალდის ჯაზური ინტერპრეტაცია
„ბილეთები, პასუხები“ საბავშვო გათვლისთვის. ამ სიმღერას-
თან რაღაც მოგონებები აკავშირებს, მისი თანხლებით დაწყე-
ბით სკოლაში, ლოტი ბინგამეტთან წყვილში მიაბიჯებდა და ჩუ-
მად ოხრავდა მარგარეტ შელკოფისთვის. აჰა, პრესლი ამღერ-
და, „გიყვარდე ნაზად...“ არა, რა, თუ გინდა მომკალით, მაგრამ
სანამ პრესლი არ გასუქდა, არ ჩაეშვა და ნარკოტიკებით არ
მოიღო ბოლო, იშვიათი ხმა ჰქონდა, ცოცხალი, ლამაზი ხმა,
ნახევრად გაგუდულ სინატრას ვერც შევადარებ. ჩაერთო რეი
ჩარლზიც. მისი ხმაც ხმას ჰგავს. „ყოველთვის მეყვარები, ყო-
ველთვის ვიოცნებებ განვლილ დღეებზე“. ნელ-ნელა ხმა დნე-

782
მკითხველთა ლიგა

ბა. უსინათლოებისთვის დამახასიათებელი თავის ქნევა. კვალ-


დაკვალ კონი ფრენსისი სიმღერით კინოფილმიდან „რა იქნენ
ბიჭები“, რომელშიც თავად მონაწილეობდა. ესეც, სხვათა შო-
რის, ისეთი ხმაა, რომ ზურგზე ჭიანჭველები გადაგირბენენ...
კარგი, მაგრამ მაინც საინტერესოა, ვისი ცხოვრებაა ამ სიმღე-
რებში? ის იყო რომანტიკული „პლაჟის“ ეპოქა - იმედების, სი-
ხალისის, როკ-ენ-როლის, გოგონების, მანქანების, ერთი სიტ-
ყვით, მარადიული ზეიმის ეპოქა. ჰარი კი სულ სხვა საქმეებით
იყო დაკავებული: დაოჯახდა, გაშორდა, შერიგდა, ვირივით მუ-
შაობდა ტიპოგრაფიაში. რა გოგონები? რის როკ-ენ-როლი?
აი, რონი ჰარისონსა და რუთს კი მთქნარებისთვის არ ეცალათ,
მოიწყვეს რომანტიკული უიკენდი ჯერსის სანაპიროს პლაჟზე -
ამას მშვიდად ვერასოდეს გაიხსენებს.
რაღაც დროის შემდეგ სიხშირე დაიკარგა და სანამ სხვას
ეძებს, უცებ გამოსხლტება ევანგელისტი მქადაგებლის ჩახლე-
ჩამდე მისული ხმა: „იესომ იცის! იესო შენს გულში იხედება!
იესო ხედავს სიკვდილს შენს გულში!“ - ჰარი საჩქაროდ გადა-
დის სხვა ტალღაზე და მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც
იჭერს ჯონი ტეის „ტირილს“. „თუ საყვარელი მოგწერს, „დაივიწ-
ყე...“ ეს ჯარში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მერი-ენთან გარ-
დაუვალ განშორებამდე ცოტა ხნით ადრე იყო, როცა გოგონამ
ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ სამუდამოდ შორდებიან და საშინ-
ლად ეკამათებოდა ჯონი რეის გამო. ბაჭია რეის „ისტერიკიანს“
ეძახდა, ნამდვილი მამაკაცი არასოდეს დაიწყებს ზლუქუნს და
ასე სიმღერასო. უკვე დაგვიანებით, ტეხასში მიხვდა, რომ სიმ-
ღერა სწორედ მისთვის იყო შექმნილი, რომ საყვარელს მის-
თვის მიეწერა, დაივიწყე. შემდეგ მოდის, უფრო სწორად, მოსე-
ირნობს დინ მარტინი - აი, რა არის „ამორე“. ბაჭიამ ჯარის შემ-
დეგ, წყნარ და მოკრძალებულ ჯენისსთან გააბა რომანი. ისიც

783
მკითხველთა ლიგა

კროლთან მუშაობდა, უნივერმაღში, თხილს ყიდდა. მისი მი-


ნიატიურული, მკვრივი სხეული, მისი მუქი თვალები და მომაჯა-
დებელი მზერა მოქმედებდა ჰარიზე. დიახ, ჰარის ზუსტად ახ-
სოვს, ეს სიმღერა, რადგან როცა ჯენისი მკლავებში ჰყავდა
ხოლმე მომწყვდეული, მის ერთ-ერთ დაქალთან, ოთახში,
რომლის ხედიც მდინარეზე, ნაცრისფერ აირის ავზებზე გა-
დიოდა და რომელსაც დროდადრო ის გოგონა წყვილს უთმობ-
და ხოლმე,- ხუმრობით ეუბნებოდა „აი, რა არის ამორე“. ეს კი
უკვე როი ორბინსონია. „მშვიდობით, ჩემო ძვირფასო! გულო,
მშვიდობით!“ როგორი საოცარი ხმაა, მიფრინავს მაღლა, თით-
ქოს ეს-ესაა ჩამოვარდება და ბროლის ჭიქასავით დაიმსხვრე-
ვაო. პრინციპში, რაღაც გაგებით, ასეც მოუვიდა; საპატიო „მო-
ხუცების“ კომპანიაში, სავარაუდოდ, თავისი სიკვდილის წყალო-
ბით მოხვდა, ხვდება ბაჭია.
სიმღერები იღვრება, ცვლის ერთმანეთს და ყოველ ნახე-
ვარ საათში წყდება „ახალი ამბების“ გამოშვებისთვის. კოლუმ-
ბიაში საარტილერიო ცეცხლის შედეგად ოთხმოცდაოთხი ადა-
მიანი დაშავდა, კოლუმბიელების უბედურებას ყავაზე ფასების
მკვეთრი ვარდნა დაემატა; ვაშინგტონელი ანალიტიკოსები ქვე-
ყანაში ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით პრეზი-
დენტ ბუშის მოსალოდნელ გამოსვლას ინტერესით ელოდები-
ან, შეძლებს კი იგი რონალდრეიგანობა გაუწიოს ამერიკე-
ლებს? კიდევ ერთი შეტყობინება ვაშინგტონიდან: ოფიციალუ-
რი პირები არ კარგავენ იმედს, რომ ზოოპარკში დაბადებული
პანდა, რომელიც ინკუბატორშია მოთავსებული, სიცოცხლის-
თვის ბრძოლაში გამარჯვებას შეძლებს. ახლა კი ფლორიდაში
მიმდინარე მოვლენების შესახებ: კალუსჰაჩის მდინარის აუზში
კვლავინდებურად აღინიშნება ზღვის ძროხების აქტიურობა. გუ-
შინ მაიამიში „ფილადელფიელ არწივებსა“ და ადგილობრივ

784
მკითხველთა ლიგა

„დელფინებს“ შორის გამართულ მატჩში ფილადელფიელმა


ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით, ოცით ათი. ბაჭია ან-
გარიშით კმაყოფილია, მაგრამ, რამდენად კმაყოფილია ძველი
სიმღერებით დაღვრილი სიროფის მდინარეებზე? და ისევ იმა-
ზე, სიყვარულზე; და იმაზე, თუ ის როგორი ლამაზია და როგო-
რი სათნო; და ყვავილზე ვიტრინაში; დედაზე, რომელიც სანტა--
კლაუსს კოცნის. ჭირვეული და ჯიუტია ჩემი იღბალი შეიდი--
ლეინზე. ფონად - ვიოლინოების ხმა და პიციკატო, სასულე-
ლეების მძლავრი კრეშენდო, ისეთი, ძვალ-რბილში რომ გა-
გივლის, შარვალი რომ შეიძლება ჩაგძვრეს, - თითქოს მჟავდე-
ბა ეს ყველაფერი. სულაც არ ხიბლავს, რომ ცხოვრების დასა-
ლიერზე აღმოაჩინოს, რომ სიმღერები, რომლებშიც მთელი
მისი ცხოვრებაა, ისეთივე სისულელეა, როგორიც თანამედრო-
ვე როკი, ცალტვინა ახალგაზრდებს რომ ტენიან, ან -
სამოციანების-სამოცდაათიანების პროდუქცია, რომლითაც
კაიფობდა ნელსონი. ერთიც, მეორეც, მესამეც ცარიელ თავზე
და მოძალებულ ჰორმონებზე გათვლით მოიგონეს, ხატოვნად
რომ ვთქვათ, ქაფისგან ნაცრისფერი ოკეანე შექმნეს. და ახლა
ძველი სიმღერების მოსმენა იგივეა, რაც მცდელობა, ერ-
თდროულად ჩაიტენოს ორი ბანანის დესერტი პლომბირით და
გათქვეფილი ნაღებით. ოდესღაც ეს განსაკუთრებული ძალიხ-
მევის გარეშეც გამოსდიოდა. ყველა ეს ერთდღიანი სიმღერაა,
მოისმინეს და - სანაგვეზე. ერთადერთი, სწრაფი მოგების მიზ-
ნით თითხნიან. ჩვენ კეთილსურნელოვანი ბაღის გავლით აყვა-
ვებულ ხეივანში მივყავართ, შემდეგ, მისი ბრძანებით, ვინც მუ-
სიკალური ინდუსტრიის საჭესთან დგას, შემდეგ თაობას იმავე
გზით უკან წაიყვანენ. მხოლოდ სინთეტიკური დანამატებით,
სულ ოდნავ ცვლიან ფერსა და სუნს.

785
მკითხველთა ლიგა

ბაჭია თავს ისე გრძნობს, თითქოს უღალატეს. როცა იზ-


რდებოდა, გარშემო ჰქონდა სამყარო, სადაც ომი მეტ--
ნაკლებად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა, ომი, მაგრამ
არა ცვლილებები. სამყარო უცვლელი რჩებოდა. შენ ასწრებდი
გაზრდას. ვინ-ვინ და მან იცის, როდის გამოეცალათ მიწა ფეხ-
ქვეშ. როცა „კროლის“ უნივერმაღი დახურეს, „კროლი“ კი
ბრუერის ცენტრში უხსოვარი დროიდან იდგა და ქალაქის ნე-
ბისმიერ ეკლესიაზე დიდი იყო, ხოლო სასამართლოს შენობა-
ზე - ძველი. ის უაიზერ-სკვერის დასაწყისში იდგა და ყოველ
შობას მის თითოეულ ვიტრინაში რაღაც ფანტასტიკური ხდებო-
და: წრეზე დარბოდნენ მატარებლები, თოჯინები საქმიანად აქ-
ნევდნენ თავებს, ვარსკვლავები ჯადოსნურად ციმციმებდნენ,
თითქოს თავად მამა ღმერთს აენთო ისინი, რომ წლის ამ ყვე-
ლაზე ჩაბნელებულ დროს ყველასთვის განათებულიყო. როცა
სულ პატარა იყო, არ შეეძლო გაერჩია, რა შექმნა ღმერთმა და
რა - ადამიანმა, ყველაფერი საიდანღაც ზემოდან მოდიოდა.
ახსოვს, ბავშვობაში როგორ იდგა დედასთან ერთად სიცივეში
და პირდაღებული მისჩერებოდა ვიტრინაში გამოფენილ ფერა-
დი, ბრჭყვიალა სათამაშოების სამყაროს. ისეთივე რეალურ
სამყაროს, როგორც ნებისმიერი სხვა. სახეზე ცივი ჰაერი
ჩხვლეტდა, ხსნის არმიის წევრთა ხელში ზანზალაკებს მთხოვ-
ნელის ხმა ჰქონდა, იდგა თავბრუდამხვევი რბილი კრენდელე-
ბის სურნელი, კრენდელები მაშინ უაიზერ-სკვერზე იყიდებოდა.
ახსოვს იმის შეგრძნება, რომ დიდებს ყოველთვის სადღაც მი-
ეჩქარებოდათ, შეფუთული, უფორმო ფიგურები ერთიმეორის
მიყოლებით უჩინარდებოდნენ „კროლის“ შესასვლელში - იქ,
სადაც ყოველთვის შეიძლებოდა ყველაფერი საუკეთესო გეყი-
და; საწოლები და ფარდები, სათამაშოები და ქოთნები, ფაიფუ-
რი და ვერცხლეულობა. შემდეგ, როდესაც თავად დაიწყო

786
მკითხველთა ლიგა

„კროლში“ მუშაობა, რა თქმა უნდა, შიდა მხარესაც გაეცნო: ვის


როგორ იღებდნენ და ათავისუფლებდნენ, რამდენ პრობლემას
ქმნიდნენ მომწოდებლები, როცა ზოგიერთი პროდუქტის წარ-
მოებას აჩერებდნენ, ხან - მომხმარებლები, როცა გემოვნებას
მოდასთან ერთად იცვლიდნენ, საერთოდ - როგორი ნერ-
ვიული და სარისკო თამაში იყო კომერცია; და მაინც, ყურადღე-
ბას არ აქცევდა ერთეულ შემთხვევებს და კვლავინდებურად
სწამდა „კროლის“, როგორც იდეის, როგორც თავისუფალი ნე-
ბისა და ძლიერების სიმბოლოსი. ამიტომ, როცა ერთ ზაფ-
ხულს, რაღაცამ, სახელწოდებით „სისტემა“, გადაწყვიტა დაეხუ-
რა „კროლი“ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ საყიდლებზე სიარული
შეწყდა (თეთრები საერთოდაც ერიდებოდნენ ქალაქის ცენ-
ტრში გამოჩენას), ბაჭიამ ნათლად გააცნობიერა, რომ სამყარო
მოწყალების შეურყეველი საყრდენი კი არ არის, ნაირ-ნაირი,
ხანმოკლე მექანიზმების ფარღალალა კონსტრუქციაა, რომე-
ლიც ნაჩქარევად, მხოლოდ მოგების მიზნით ააგეს. ყველაფე-
რი ფულისთვის ხდება. შენი საქმე პატარაა - გამოგვიარე, შე-
მოდი და არ დაეჭვდე. შენგან ყველაფერს გამოწურავენ. განსა-
კუთრებით - თუ ნორჩი და მიმნდობი ხარ. და თუ „კროლი“
მოუსავლეთში წავიდა, მას იოლად შეიძლება მიჰყვნენ სასამარ-
თლოცა და ბანკებიც. თუ ღმერთის შენახვა წამგებიანი გახდა,
ღმერთსაც დახურავენ.
დისნეი ლენდის გარშემო მრავალ მილზე და კიდევ უფრო
შორს, ადგილები მისი, შედარებით მოკრძალებული ნათესავე-
ბითაა დაკავებული - გასართობი და თემატური პარკებით, რომ-
ლებიც ცხოვრობენ იმ იმედით, რომ მათაც ერგებათ ტურისტე-
ბის გარკვეული რაოდენობა. ცვილის ფიგურების ქვეყანა. აკვა-
პარკი. წყალქვეშა სამყარო. ცირკის სამყარო. ძველებური სა-
თამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი. ძველი, ძველებური - ახ-

787
მკითხველთა ლიგა

ლა ძველებურად საღდება ისეთი ნივთებიც, რომლებიც არც იმ-


დენად ძველია, რამდენადაც თვითონ. მორიგი გამომძალვე-
ლობა! 27-ეზე სამხრეთისკენ მოძრაობისას გარკვეული პე-
რიოდის შემდეგ აღმოჩნდებით ბორცვიან, გამომშრალ, უსახურ
სოფლურ გარემოში, რომელიც თითქოს სიცხისგან გამოხუნე-
ბულა. დაუნდობელი მზისგან დაგვალულ მინდვრებზე ქათქათა
ფარები მოჩანს, ხოლო ფორთოხლის ჭალები დაბურულ, ხშირ
სიმწვანეს მხოლოდ ხელოვნური მორწყვით ინარჩუნებენ. გი-
განტური სოკოებივით ამოჩრილი წყლის უზარმაზარი რეზერ-
ვუარები თითქოს სხვა სამყაროდან მოფრენილი კოსმოსური
აპარატებია. გზის გაყოლებაზე მომცრო, მოქანავე, ხელით და-
წერილი აბრები გთავაზობს მარილიან თხილს, იქვე, დახლებ-
თან დგანან მომხიბლავი მექსიკელი გოგონები. აი, კიდევ,
ჩრდილოეთის გიგანტური, თემატური დასასვენებელი პარკების
სუსტი გამოძახილი - მტვრიანი ატრაქციონები: წუთიერი მძაფ-
რი შეგრძნებებისთვის აგებული რამდენიმე უეშმაკო კონსტრუქ-
ცია, რომელიც ამჟამად უსაქმოდ დგას საღამოსა და მადლიერი
ნორჩი კლიენტების მოლოდინში.
მზე ზენიტშია და დილანდელი ღრუბლები უკვალოდ
გაიფანტა. სიცხე სულაც არ არის სახუმარო, ის მომაკვდინებე-
ლი და შემაშინებელია. გამოძვრა თუ არა „სელიკადან“ „ტექსა-
კოს“ გასამართ სადგურთან, სადაც ტუალეტში შესასვლელად
შეუხვია, იგრძნო, მისგან თავს ვერ დაიცავ, ისე როგორც თოვ-
ლისგან - სამხრეთ პოლუსზე. სიცხე ტუალეტის კარშიც კი აღ-
წევს, ისეთივე ნესტიანია, როგორიც პენსილვანიაში, ზაფხულო-
ბით, მაგრამ უფრო მწველია, თითქოს რაღაცის გამოა შენზე
გაავებული. ტრასა ფართოა, მაგრამ აქა-იქ გვხვდება შუქნიშნე-
ბი და ფერმერული მეურნეობებისკენ მიმავალი გვერდითი გზე-
ბი; ერთმანეთს ენაცვლება პატარა ქალაქები - ლეიკ-უელსი,

788
მკითხველთა ლიგა

ფროსტრუფი, ეივონ-პარკი, სებრინგი და იგი გზადაგზა ფიქ-


რობს, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, სანაპიროსგან, მრავალ-
ბინიანი კორპუსებისგან, სპორტული თავაზიანობისგან მოშო-
რებით, როგორ ცხოვრობენ ისინი, ვინც ყოველ დილით უნდა
ადგეს და იმუშაოს, მათსავით, ვინც ბრუერში ცხოვრობს. თუმცა
აქ ყველაფერი მზისგან არის გადახრუკული. რამ მოიყვანათ
აქამდე, შეიძლება ითქვას, ქვეყნის ბოლომდე? ამ ქვიშიან ბე-
ქობამდე, რომელიც, ატმოსფეროში ნახშირმჟავური აირების
დაგროვებით გამოწვეული ანტაქტიკული ყინულების გალღო-
ბისა და ოკეანეში წლის დონის აწევისას უმალ წყლით დაიფა-
რება? ჰარის თვალთახედვის არეში, მისი მანქანიდან მარცხნივ,
იმ მხარეს, საითაც ინდიელი სემინოლების რეზერვაციაა, ხვდე-
ბა კვამლი, ხშირი, შხამიანი კვამლი. უბედურება. კატასტროფა.
ატომური ბომბი. ნუთუ ომი დაიწყო, სანამ ჰარი ნოსტალგიური
მუსიკის ტალღებში იძირებოდა? უკვე მზადაა იმისთვის, რომ
გზას გადაუკეტავს ტყის ხანძარი, მაგრამ, ჩანს, გადარჩა. კვამ-
ლი ნელ-ნელა დაშორდა, მარცხნივ დარჩა და ის უკვე ვეღარა-
სოდეს გაიგებს, რა და რატომ იწვოდა. სავარაუდოდ, ნაგავსაყ-
რელი. ჰარის დიდხანს ჯდომისგან მთელი სხეული დაუბუჟდა,
იგი დასწვდა ნიტროსტატის აბს - ამ აბისგან ძარღვებში სისხლი
უფრო სწრაფად მოძრაობს. შინაგანად ოდნავ მოეშვა, ესიამოვ-
ნა.
მიწა გარშემო ნაკლებად ათვისებული, ნაკლებად მოვლი-
ლი ხდება. პატარა ქალაქების დასახლებებიც უფრო რთულად
ჟღერს: ლეიკ-პლესიდი, სხვაგვარად წყნარი წყლები, ვინუსი და
ოლდ-ვინუსი, ანუ შესაბამისად, ვენერა და ძველი ვენერა, კიდევ
პალმდეილი - პალმების ველი; ზუსტად ამ „ველის“ შემდეგ მო-
დის თევზების მდინარე. როცა მასზე გადახვალთ (არა სადღაც,
არამედ გარისბერგში: არ აურიოთ ფლორიდის მიყრუებული

789
მკითხველთა ლიგა

ადგილი პენსილვანიის თანამოსახელეში), მიემართებით მარ-


ჯვნივ 29-ეზე, ვიწრო, მაგრამ ისეთი სწორი და პირდაპირი
გზით, რომ წინდაწინ ხედავ, რამდენიმე მილს იქით რა ხდება.
მღვრიე, დასიცხული მორევიდან შენკენ მოემართებიან სატ-
ვირთო მანქანები და ისე ჩანს, თითქოს ამ მანქანების საბურა-
ვები გადაჭრესო, ადგილობრივი მშრომელები თავიანთ პიკა-
პებს მიერეკებიან, გზაზე ისე გამოდიან, რომ გვერდითა სარკე-
ებში შეამჩნიო და გზა დაუთმო; პრაქტიკულად არსად ჩანს რეკ-
ლამა, გარშემო დაჭაობებისა და დახუთულობის შეგრძნებაა,
თვალთახედვის არეში ცივილიზაციის არანაირი ნიშანი, რადი-
ოც კი არაფერს იჭერს - ბოლო მელოდია, სანამ ისიც არ გალ-
ღვა ეთერში, „ჩატეულია მთელი ჩვენი ცხოვრება“ იყო, მისთვის
უცნობი ტონი ბოსუელის შესრულებით. ეს ბოსუელი გაცილე-
ბით ადრე გამოდიოდა, ვიდრე ჰარი რადიომსმენელების რიგს
შეუერთებოდა. „თქვი, რომ ასე არ არის“ - იგი ოდნავ ჩლიფი-
ნებს და ხმა ისე ნაღვლიანად და ჩუმად ჟღერს, თითქოს მხო-
ლოდ შენ ერთს გელაპარაკება - „ახლა შენთვის სხვა უფრო
საყვარელია“. ორკესტრიც ხმადაბლა უკრავს, ლითონის მსუბუ-
ქი ჟღერადობით, როგორც ადრე უკრავდნენ ოტელების პალ-
მებიან ვესტიბიულებში. ოციანი წლების ატმოსფერო: მაშინ
ცხოვრება ძნელი იყო, მაგრამ თამბაქოს, ალკოჰოლის და ქო-
ლესტერინის შიშები არ არსებობდა, არავინ დაჰფოფინებდა სა-
კუთარ ჯანმრთელობას. ჭამდნენ, სვამდნენ და ეწეოდნენ, ვისაც
რამდენი შეეძლო და მორჩა. „თქვი, რომ ასე არ არის“. ჰარის
თვალებზე ცრემლი მოადგა იმდენი გულწრფელობა, იმდენი
ნამდვილი ტკივილია მის ხმაში. მაინც რას ფიქრობს ჯენისი?
კარგი, მალე გაირკვევა, ცოტა დარჩა.
რაღაც მომენტში გეჩვენება, რომ ეს 29-ე არასოდეს დამ-
თავრდება, ასე გაგრძელდება სხვლა უსასრულოდ მწირი, უხე-

790
მკითხველთა ლიგა

ში, უსახური მცენარეებით მოფენილ, ჭაობიან არხებს შორის,


მაგრამ არა, დგება წუთი და ის დაბა ლა-ბელთან, მე-80 უერ-
თდება, მე-80 კი დასავლეთისკენ მიექანება მდინარე კალუსაჰა-
ჩის კალაპოტის ოდნავ სამხრეთით. ეს კი ნიშნავს, რომ თით-
ქმის სახლში ხარ. აი, სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის რე-
გიონული აეროპორტის მაჩვენებელიც; აი, თვითმფრინავების
გუგუნი თავზემოთ, ისე დაბლა, რომ საქარე მინიდან შეგიძლია
ტყვიაც კი დაუშინო, მაგრამ ის ხომ ბოროტი „ვინსენსი“ არ
არის. ნოსტალგიური ბიძგის გავლენით, რომ უფრო მალე
ჩაესუნთქა მივიწყებული ფლორიდული სული, მან 75-ე ფედე-
რალური ავტობანის გადასახვევს ჩაუარა და ნაცნობ 41-ეზე გა-
დავიდა. „სტარვინ მარვინი“. უნიკალური პროთეზირება. სუპერ-
მოლარე. მოტელი „ვარსკვლავთცვენა“. ერთხელ მან და ჯენის-
მა იხუმრეს და ღამის გასათევად გაჩერდნენ ერთ-ერთ მსგავს
მოტელში, თავი საყვარლებად გაასაღეს, მიუხედავად იმისა,
რომ კანონიერ ქორწინებაში ცამეტი წელი იმყოფებოდნენ. უბე-
დური რიცხვია, მაგრამ არაფერიც, უპრობლემოდ გადალახეს.
წელს ქორწინების ოცდაცამეტი წელი შეუსრულდათ, ისე კი ოც-
დათოთხმეტი წელია, რაც ერთად არიან. იმ დროიდან, როცა
თანამშრომლები იყვნენ, „კროლში“. მაშინ აზრადაც არ მოს-
დიოდათ, რომ ჯენისი მემკვიდრეობას მიიღებდა. იდგა თავის-
თვის დახლთან და თხილს ყიდდა. საბრალო პატარა გომბიო,
საფირმო ყავისფერ ხალათზე ამოქარგული „ჯენით“. იყო მასში
რაღაც ისეთი, დაუცველი და ამიტომაც - სექსუალური. ქალი,
რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, როგორც, მაგა-
ლითად, ელვირას, ალბათ არასოდეს ჩაიციკლება სექსზე, მაგ-
რამ ჯენს ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და როგორ
გაოგნდა, როცა ჰარიმ მთელი თავისი ხელოვნება აჩვენა - ყვე-
ლაფერი, რაც უკვე გავლილი ჰქონდა მერი-ენთან მანქანის უკა-

791
მკითხველთა ლიგა

ნა სავარძელზე! მაგრამ ჯენთან ეს ყველაფერი საწოლში ხდე-


ბოდა. დედამ თავიდანვე აითვალწუნა ჯენისი, შუა სამზა-
რეულოში საპნიანი ხელებით მდგარს, არაერთხელ განუცხადე-
ბია ხმამაღლა, ყველას გასაგონად, რომ ფრედ სპრინგერი თა-
ვისი ნახმარი მანქანებიანად იშვიათი თაღლითია. ახლა კი
ფირმა „სპრინგერ-მოტორსი“ კაპუტ. ფინიტო. ის უკვე იქაა, სა-
დაც „კროლი“, მოშორებულ ადგილას, აღარაფერი წმინდა
აღარ დარჩა.
ჰარი მიუახლოვდა თავის 41-ე გადასახვევს. პამპასური ბა-
ლახის მდელო, აყვავებული ბუჩქები, შემოსაზღვრული დაკ-
ლაკნილი ქუჩები, წელიწადის ამ დროს ყველაფერი სხვაგვა-
რად გამოიყურება. ალბათ, რომ ყვავის, იმიტომ. ადრე ამ
დროს აქეთ არ ყოფილა, არ მოუწია. შედარებით ნაკლები
ხალხია, ნაკლებია მანქანები ხეივნებში, მეტი ჩამოფარებული
ფარდაა, ტროტუარები კი საერთოდ მოუვლელი ჩანს. გზებზე
თავისუფლებაა - ახლაც, პიკის საათშიც, როდესაც ჰაერს საღა-
მოს ბინდი ეპარება, როგორც ვერცხლს - მქრქალი ნადები.
პინდო-პალმზე მანქანის მიერ გაჭყლეტილი ერთი ჯავშნოსანი--
არმადილიც ვერ შენიშნა. ვალჰალა-ვილიჯის ტერიტორიის
დაცვა, სათვალიანი, ნახშირივით შავი ზანგი, რომელიც ჰარის
ადრე არასოდეს უნახავს, სიაში პოულობს მის სახელს და ხე-
ლის აქნევით ანიშნებს, რომ გავლა შეუძლია. ზრდილობის გუ-
ლისთვისაც კი არ გაიღიმა, უყურე ერთი, რა სერიოზულია, ალ-
ბათ უნივერსიტეტშიც სწავლობდა.
ბ კორპუსის შესასვლელი კარის კოდი არ მუშაობს. რამ-
დენი სხვადასხვა რიცხვი უნდა ატარო თავით. შეიძლება რაღაც
შეეშალა, მაგრამ როცა მესამე ცდის შედეგად კარი არ გაიღო,
მოისაზრა, რომ საქმე მასში კი არა, საკეტშია. ალბათ შიფრი
შეცვალეს. ჰარი იძულებული ხდება საშინელ სიცხეში მწვანით

792
მკითხველთა ლიგა

დაფარული ნაკვეთის, შიშველი ასფალტის, ჰაერში დატრიალე-


ბული კეთილსურნელოვანი ჰიბისკუსის, ბუგენვილის, პალმის
გამხმარი ფოთლების, ბერმუდის ხრაშუნა ბალახის გავლით,
ნაკლებად დამჯერე მარჯვენა ფეხის ტკივილით, იმ ფეხით ხომ
სამი დღე აწვებოდა აქსელერატორს, C კორპუსის ადმინისტრა-
ციულ ოფისში მილასლასდეს ახალი კოდის გასაგებად. იქ კი
არწმუნებენ, ეჭვგარეშეა, რომ წერილობით აცნობეს ახალი კო-
დი მის საზაფხულო მისამართზე ჩრდილოეთში; პასუხად ჰარი
ამბობს: „მაშინ ჩემმა ცოლმა ან გადააგდო, ან დაკარგა, ან არ
ვიცი, რა გაუკეთა თქვენს წერილს“. სხვა ადამიანებთან ისევ მო-
ლაპარაკე საკუთარი ხმა ჰარის ძალიან უცნაური, ყიყინა ეჩვე-
ნება და თითქოს საიდანღაც ქვევიდან ესმის, მისგან რამდენიმე
ფუტის მოშორებით, თითქოს მხოლოდ ერთი მხრიდან არეკ-
ლილი ექო ან გუნდია, რომელიც ისე უცებ დაიქუხებს მანქანის
სტერეოსისტემის დინამიკიდან, რომ შეხტები კიდეც. ახლა მან-
ქანის გარეშე თავს მყუდროდ ვერ გრძნობს, ძალიან გაშიშვლე-
ბულია: ზღვის ლოკოკინაა ნიჟარის გარეშე. უკანა გზაზე შეიხე-
და კლუბში „ცხრამეტი“ და, თავისდა გასაოცრად, იქ ვერც ერთი
სულიერი ვერ აღმოაჩინა, ვერც შიგნით, ვერც გარეთ, თუმცა
პირველ სასტარტო მოედანზე ადამიანები შეჯგუფულან, მათი
ჩრდილები უკვე დაგრძელებას იწყებს. გასაგებია. ჰარი რო-
გორც იქნა, მიხვდა, რომ წლის ამ დროს, დღის ამ მონაკვეთში,
ისე, უბრალოდ, არავინ თამაშობს.
ლიფტში ჩარჩოში ჩასმულმა ტექნიკური დათვალიერების
ბარათმა ფერი იცვალა, ატმისფერ კორიდორში რაღაც ახალი
არომატიზატორის სურნელია, სურნელოვანი, შუშხუნა ლიმონა-
თის ნოსტალგიური გემოთი. 413-ე კარი იოლად იღება, ორივე
გასაღებმა გაჩხაპნა ლითონი, მოხვდა ჭრილში და მორჩილად
გადატრიალდა. რაც გასახარია, აბლაბუდებში არ გაიხლართა,

793
მკითხველთა ლიგა

არც ნოხზე გარბიან დიდი მუქი ობობები, რაც ასევე ფრიად სა-
სიამოვნოა. ბოლო ხანებში მას რაღაც საშინელი ფანტაზიები
სდევს თან. მათი ბინა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ყოველთვის
- ღია სტელაჟები, ჯენისის პატარა თეთრი ნიჟარებისგან დამზა-
დებული ჩიტები და ყვავილები, შუშის დიდი მწვანე კვერცხი,
რომელიც აქეთ დედილო სპრინგერის სასტუმრო ოთახიდან
გადმობარგდა, ნათელი დივანი, ბამბუკისფეხებიანი საწერი მა-
გიდა, გამორთული ტელევიზორის ნაცრისფერ-მომწვანო ეკრა-
ნი. როგორც ჩანს, მათი ბინისთვის არავის ეცალა, არც ხულიგ-
ნებს, არც მძარცველებს, გულიც კი დაგწყდება ადამიანს. ჰარიმ
ჩანთები საძინებელში გადაიტანა და აივანზე გასასვლელი გა-
საწევი კარი გამოაღო. მისი ნაბიჯების ხმა ყრუდ ისმის საცხოვ-
რებლის სიჩუმეში. ბინა ასე ადრე არ ელოდა, ახლა, როცა ამ-
ხელა გზა გამოიარა და ადგილამდე მოაღწია, ყველა საგანი
უზომოდ გადიდებული ეჩვენება, როგორც ქინძისთავი მიკროს-
კოპის ქვეშ. და საერთოდ მთელი ბინა _ავეჯი, აკვამარინისფე-
რი კარადები და მაგიდა სამზარეულოში, კარგად ჩასმული კა-
რების და პლინტუსის კუთხეები - ბაჭიაზე საგულდაგულოდ და-
მუშავებული და მკვიდრად შეკრული კონსტრუქციის შთაბეჭდი-
ლებას ახდენს; კონსტრუქცია თითქოს ჰერმეტულადაა შეკრუ-
ლი ყველა მხრიდან, რათა მისგან ვერ გამოჟონოს შიშმა, რომ-
ლითაც პირთამდე ავსილა ოთახები. თეთრი ტელეფონი დგას
და მზადაა, პირველივე საჭიროებისას დარეკოს. ჰარიმ ყურმი-
ლი აიღო. ზუმერი არ არის. მამა ღმერთია ხაზზე. ნომერი
მკვდარი სეზონის პერიოდში გამორთულია. დღეს კვირაა,
ხვალ დღესასწაული - შრომის დღე. და აი, სამყაროსავით ძვე-
ლი გამოცანა: თუ ტელეფონი არ მუშაობს, უნდა დარეკო სატე-
ლეფონო სადგურში, მაგრამ როგორ უნდა დარეკო, თუ ტელე-
ფონი არ მუშაობს?

794
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ტელეფონი დუმს მას მერეც, რაც ჩართეს. დღეები


უაზროდ გადის. მათი კედლის მეზობელი გოლდები ჯერ კიდევ
თავისთან, ფლამინგემში არიან. ბერნი და ფერნი დრეკსელები
ჩრდილოეთში, თავისი ქალიშვილების სახლებს შორის დასე-
ირნობენ - ერთი უეჩესტერში ცხოვრობს, მეორე მათ ყოფილ
სახლში კუინზში და კიდევ ვაჟიშვილის „შესანიშნავ“ სახლს
სტუმრობენ მანაჰოკინსში. ზილბერშტეინებს ბინა ჩრდილოეთ
კაროლინაში აქვთ, იქ აპრილიდან ნოემბრამდე ცხოვრობენ.
ჰარი ერთხელ დაინტერესდა, ზაფხულობით რატომ არ მიდიან
თავისთან, ტოლედოში. ედმა შეხედა მრავალმნიშვნელოვნად
მოჭუტული თვალებით და კითხვაზე კითხვით უპასუხა: „თავად
თუ ხარ ტოლედოში ნამყოფი?“ ვალჰალას რესტორანი თავისი
სიცარიელით თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს. ნების-
მიერი ხმა, რომელსაც ჭურჭლის ერთმანეთთან შეხება გამოს-
ცემს, ექოდ გაისმის დარბაზის ყველა კუთხეში, ბინგო კვირაში
მხოლოდ ერთხელ ტარდება. გოლფის მოედანზე ადრიანი დი-
ლიდან იკრიბებიან პირველი ოთხეულები. მათ გამო ჰარი დი-
ლაუთენია იღვიძებს, როცა ცაზე ჯერ კიდევ ჩანს მთვარე. ეს
საზოგადოება აშკარად ჩვეულ კონტინგენტზე ახალგაზრდაა,
ადგილობრივი ბიზნესმენები მკვდარი სეზონით სარგებლობენ,
და დროებით წევრობის ბილეთებს კარგი ფასდაკლებით ყიდუ-
ლობენ; სამაგიეროდ, მოგვიანებით, დილის ათი საათიდან
დღის ოთხ საათამდე, გოლფის მოედანი იხრუკება მომაკვდი-
ნებელი სიცხისგან და იქ არც ერთი სულიერი არ ჭაჭანებს, შე-
საძლოა მხოლოდ მაწანწალა ძაღლმა გადაირბინოს ან კატები
გადაძვრნენ ქვიშიან საჭერებში მოსასაქმებლად. ერთ მშვენიერ
დღეს, როცა ბოლოს და ბოლოს მოიკრიბა ძალ-ღონე, რომ
თავადაც გაევლო წრე, არა თავისი ორი ფეხით, არამედ კარ-
ტით, აღმოჩნდა, რომ კლუბში შესანახად ჩაბარებული მისი

795
მკითხველთა ლიგა

ფეხსაცმელები სადღაც გაქრა. ბიჭუნა, რომელიც კლუბის


გოლფ-მაღაზიის ზედამხედველადაა დატოვებული, ვიდრე პატ-
რონი და მისი თანაშემწე არ დაბრუნდებიან ჩრდილოეთიდან,
სადაც ქალაქგარე კლუბების სეზონი ოქტომბრის ბოლომდე
გრძელდება, ირწმუნება, რომ ფეხსაცმელებს მოძებნიან, მაგ-
რამ ჯერჯერობით, წელიწადის ამ დროს, აქ სხვა სისტემით მუ-
შაობენ.
ერთადერთი სულიერი, რომელსაც დერეფანში ხვდება,
მეხუთე სართულზე, ერთადერთი, ვინც აქაა და არა სხვაგან,
არის შეშლილი ქალი 402-ე ოთახიდან, მისის ზაბრიცკი, ქვრი-
ვი, რომელსაც ჭაღარა თმა ორივე მხრიდან კუს ბაკნის ძველე-
ბური სავარცხლებით აქვს აწეული, რის გამოც მის თავზე სრუ-
ლი უწესრიგობაა. მის შესახებ ჰარის გოლდებმა უამბეს, სულ
ახალგაზრდა სასწაულებრივად გადაურჩა თურმე სიკვდილს სა-
კონცენტრაციო ბანაკში. მან ისე შეათვალიერა ჰარი, თითქოს
ისიც შეშლილი ყოფილიყოს. აბა, მაშ, რა ესაქმება აქ? ერ-
თხელ, როცა პირისპირ შეეჩეხნენ ერთმანეთს ლიფტთან და
ქალი გაუგებარი გამომეტყველებით უყურებდა, კაცმა საჭიროდ
ჩათვალა განემარტა:
- რატომღაც მომინდა აქეთ ჩვეულებრივზე ადრე მოვბრუ-
ნებულიყავი. ცოლი გეგმავს უძრავი ქონებით დაკავდეს, პირ-
ველ ნაბიჯებს დგამს, მე კი მომბეზრდა ოთხ კედელს შუა მარ-
ტო ჯდომა.
მისის ზაბრიცკის პატარა, სავსებით უკისრო თავი გვერდზე
ისეა მიბრუნებული, თითქოს ყურთან ტელეფონის ყურმილი
უკავიაო. გაავებული უკმაყოფილებით ჩააშტერდა, დაფჩენილი
პირი, გრძელი ხელოვნური კბილები სახის დაჭიმულ ოვალზე,
არც მეტი, არც ნაკლები - ბეტმენის სტილიზებული ემბლემაა,
რომელიც წელს ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. მისი თვალები წი-

796
მკითხველთა ლიგა

თელი სისხლძარღვებით, ცხელი და მრგვალი, ღრმად ჩასმუ-


ლი, ქრობის ბეჭდითაა დაღდასმული. ეს ბეჭედი იკითხებოდა
ლაილის სახეზეც.
- აქ ნამდვილი ჯოჯოხეთია, - წარმოთქვამს მოხუცი ლი-
ლიპუტი, გაჭირვებით ააცმაცუნებს პირს, საიდანაც გადმოცვენას
ცდილობს კბილები.
- რა, რა? რაზე ამბობთ?
- ამინდი... - ამბობს ქალი, - თქვენი ცოლი... - ჩუმდება,
გატანჯული ამოძრავებს ტუჩებს.
- დიახ? ჩემი ცოლი?.. - ბაჭია ცდილობს, დასძლიოს ხმა-
მაღლა ლაპარაკის სურვილი, - სმენას რაც შეეხება, როგორც
ჩანს, ყველაფერი რიგზე აქვს, მიუხედავად არაბუნებრივად
მოღრეცილი თავისა.
- სასიამოვნო ქალია, - დაასრულა მან თავისი აზრი, მაგ-
რამ ამასთან ძალიან ბრაზიანი რჩება გამოხედვა, თმა ისე გა-
ბურძგვნია თავზე, თითქოს ვარცხნილობისთვის აუჩეჩეს და მე-
რე დაწყობა დაავიწყდათ.
- ჯენისი მალე ჩამოვა, - თითქმის ყვირის ჰარი, თან საშინ-
ლად უხერხულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ პირველივე
შემხვედრს გაუმხილა სანუკვარი იმედი და კიდევ იმის გამო,
რომ მარტო, პირისპირ აღმოჩნდა გადაბრეცილ, გამოშტერე-
ბულ ჯუჯასთან. აი, თურმე როგორი ქალი შერჩა ბოლოს მერი--
ენისა და ჯენისის, რუთის აბრეშუმისდარი სავსე სხეულის, პეგი
ფოსნაჰტის მოგრძო თვალების, ჯილის უმწიფარი მკერდისა და
საოცარი მორჩილების, თელმას შავი საშოსა და სიბნელეში თა-
ვისი მკაცრი კანონებით მცხოვრები, ქუჩასავით განათებული
პრუს შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ ტეხასელ კახპაზე, მის
შაქარივით ხორკლიან ენაზე და კიდევ ერთზე, რომელსაც სიყ-
ვარულისთვის ფული გადაუხადა. ძალიან იშვიათად, მაგრამ მა-

797
მკითხველთა ლიგა

ინც ახსენდება - გოგონა ტიპოგრაფია „ვერიტისა“ და


პოლონურ-ამერიკული კლუბის მეგობრობის საღამოდან: გამ-
ხდარი იყო, გაცივებული, სვიტერი და ბიუსტჰალტერიც კი არ
გაუხდია, პატარა ოთახში იჯდა და ელოდა ტყვესავით, ისეთი
ახალგაზრდა, სუფთა, ფერმკრთალი იყო, თუმცა მუცელი და
თეძოები ციებისგან გაოფლიანებოდა, კანქვეშ ამობურცულ მენ-
ჯის ძვლებთან ლურჯი სისხლძარღვები გამოკრთოდა და
ძველმოდური, ხელუხლებელი ბეწვის სამკუთხედი პორნოჟურ-
ნალების მოდელებივით გვერდებში აპარსული არ ჰქონდა;
მხოლოდ იმიტომ, რომ ამა და ამ სახელწოდების კლუბში გა-
იცნო, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ გოგონა პოლონელი
იყო, ალბათ თვრამეტიოდე წლის იქნებოდა, მის ზაბრიცკი და-
ახლოებით მის ასაკში გათავისუფლდა საკონცენტრაციო ბანა-
კიდან, მაშინ მასაც პრიალა, გლუვი კანი და მოქნილი სხეული
ექნებოდა - ნორჩი მსხვერპლი, რომელიც კოშმარს გადაურჩა.
რას უშვრება ადამიანებს დრო; ახლა მისი სახე ერთიანად და-
ღარულია პაწაწინა, ურთიერთგადამკვეთი ხაზებით, როგორც
უჯრებიან რვეულში.
- მან უნდა მოიცადოს, - ამბობს მის ზაბრიცკი.
- გადავცემ თქვენს რჩევას, - ჰპირდება ჰარი ხმამაღლა და
ცდილობს, მოიშოროს მოზღვავებული შეგრძნება, რომლის სა-
ფუძველშიც ის ქალია, თვითონ კი მამაკაცი, რომ ორივენი მარ-
ტოსულები და უბედურები არიან და ერთმანეთისგან მხოლოდ
საერთო დერეფნის რამდენიმე კარი აშორებთ, დერეფნისა,
რომელიც რამდენადმე ატმისფერ სავენტილაციო მილს მოგა-
გონებთ, ვერცხლისფერი წვრილი ზოლებით გამშვენებული
მბზინავი შპალერის ფონზე. მთელი მისი ცხოვრება ქალების
სხეულებში მოგზაურობაა და ვინ თქვა, რომ დროა, ეს მოგ-
ზაურობა დასრულდეს? დავუშვათ, რომ ომის დასასრულისთვის

798
მკითხველთა ლიგა

ის თვრამეტი წლის იყო, თავად კი თორმეტის, სულ ექვსი წლის


სხვაობა, ე.ი. ახლა იგი სამოცდაორი წლისაა. არც ისეთი საში-
ნელია, შეიძლება რამედაც გამოდგეს. მათი მეზობელი ბიუ
გოლდი ბევრად უფროსია და მაინც მშვენივრად გამოიყურება.
ჰარი ცდილობს ტელევიზორზე გადაერთოს, მაგრამ ეკრანის
წინ დიდხანს ვერ ჩერდება. ზაფხულის სერიალები, გამეორე-
ბით რომ უშვებენ, ახალი შოუების ანონსებს ენაცვლება, მაინ-
ცდამაინც არც ესენი განსხვავდება ძველებისგან: ისევ ის ოჯა-
ხები, მეგობრული ხარხარით, სასაცილო ეპიზოდების ჩარ-
თვით, მობეზრებული დეკორაციებით - სამკედლიანი სასტუმრო
ოთახები უკანა პლანზე კიბით, როგორც „კოსბიში“ და მარჯვენა
მხარეს შესასვლელი კარით, მისი გავლით ხან ჩნდებიან და ხან
უჩინარდებიან გულკეთილი ბებიებისა და პაპების კომიკური ფი-
გურები - მოხუცები არიგებენ საჩუქრებს და პრობლემებს ქმნი-
ან. „კოსბიში“ კარი მარჯვნივაა, „როზანაში“ კი მარცხნივ. მსუქან
ქმარსაც გულ-სისხლძარღვების პრობლემები აქვს. სულ უფრო
ძნელია გაერკვე, სად მთავრდება სატელევიზიო ოჯახი და სად
იწყება შენი საკუთარი, რეალური; თუმცა, შენი ოჯახის ცხოვრე-
ბა ყოველ ექვს წუთში სარეკლამო ბლოკით არ იჭრება, ხოლო
ეკრანული ყოფა-ცხოვრება ბოლოს და ბოლოს ჩიხში არ შე-
დის, მერე უკვე აღარაფერი ხდება, აღარც ხუმრობაა, კომიკური
პერსონაჟები მხოლოდ იშვიათად ჩნდებიან ზღურბლზე, აღარც
ხარხარის ჩანართები ისმის, სრულიად არაფერი ხდება, მხო-
ლოდ მოწყენილობაა, მოუნანიებლობა, განსაკუთრებით, როცა
ადრიანად იღვიძებ და ცაში ჯერ კიდევ მთვარეს ხედავ, პირველ
მოედანზე კი უკვე ხმაურობენ, ფსონებზე ყაყანით თანხმდებიან.
თავიდან ჰარი თავს ირწმუნებდა, რომ ჯენისი, იმ ოთხი
დღის განმავლობაში, სამშაბათამდე, ვიდრე ტელეფონი გა-
მორთული იყო, დაიღალა მასთან დარეკვის მცდელობებით,

799
მკითხველთა ლიგა

იმედი გადაეწურა და რეკვა შეწყვიტა. შემდეგ მისი სიჩუმე უკვე


დემონსტრაციად და გამოწვევად შეაფასა. ამას არასოდეს გა-
პატიებ! ო’კეი, მშვენიერია, წყეულიმც იყოს თუ თვითონ დაურე-
კოს. ნამდვილი სულელია. მდიდარი ძუკნა. და თანაც საქმიანი.
უყურე ერთი, მეთაურობა მომინდომა, ჰგონია, რომ ჩარლის
(მადლობა მას) მიერ შემოტენილი იურისტებითა და ბუღალ-
ტრებით შეუძლია ყველას ცხოვრება განაგოს, მაგრამ ჩვენ ხომ
ვიცით, რა დამოუკიდებელიცაა, რის მაქნისიცაა. ჰარის უგონოდ
მთვრალი ჯენისი ჰყავს ნანახი, დამოუკიდებლად უნიტაზამდეც
არ შეეძლო მისვლა. ერთი-ორჯერ ჰარიმაც გამოიჩინა სისუს-
ტე, თავი ვერ შეიკავა, როგორც წესი, ოთხი-ხუთი საათისთვის,
როცა აუტანელი გახდა გოლფის მოედნიდან წამოსული ხმების
მოსმენა. საღამოს თამაშების სერიას საღამოსკენ განაახლებ-
დნენ ხოლმე, როცა ვახშმამდე რამდენიმე საათი რჩებოდა.
...მაგრამ ტელეფონი პენ-პარკის პატარა, მყუდრო სახლში სულ
რეკავს და რეკავს და ყურმილს არავინ იღებს. ჰარი დებს ყურ-
მილს, ნაწილობრივ შვებას გრძნობს. არა უშავს - ამაში რაღაც
წმინდაც არის, როგორც სირბილში - სანამ დარბიხარ. ჰარიმ
ჯენისს უჩვენა, რომ ფეხებში ჯერ კიდევ აქვს ძალა, სამა-
გიეროდ, ახლა ჯენისი უმტკიცებს, რომ მასაც ჯერ კიდევ ჰყოფ-
ნის სიჯიუტე წინააღმდეგობის გასაწევად. მისი ჯიუტი სიჩუმე ჰა-
რის აშინებს, იგი თავიდან იშორებს ყველანაირი უბედურების
სურათებს, რაც შეიძლება ჯენისს შემთხვეოდა: იქნებ აბაზანაში
დაუცდა ფეხი? ნელსონთან, ან ჩარლისთან ერთად რომელიმე
ვიეტნამურ რესტორანში ვახშმობისას ზედმეტი გადაკრა, „კამ-
რით“ ავარია მოუვიდა და გზიდან გადავარდა? თვითონ კი აქ
ზის და არაფერი იცის. ხედავს პოლიციელი მყვინთავები რო-
გორ პოულობენ ჯენისს ჩაძირული მანქანის უკანა სავარძელზე,
როგორც იმ გოგონას, უილკს-ბარიდან, ოცი წლის წინ. არა,

800
მკითხველთა ლიგა

არა, სისულელეა, რამე რომ მომხდარიყო, მას, რა თქმა უნდა,


შეატყობინებდნენ. თუ ნელსონი არა, მაშინ ჩარლი, თუ ჩარლი
არა, ბენი მაინც დაურეკავდა მაღაზიიდან, თუ მაღაზია ჯერ კი-
დევ არსებობს. აქ გატარებულ თითოეულ დღესთან ერთად პენ-
სილვანიის საქმეებს სულ უფრო შორდება. და, საერთოდ, სანამ
ბინის ცარიელ ოთახებში დაფრატუნობს, მთელი ცხოვრება
არარეალურად, უფრო სწორად, ნაკლებად რეალურად ეჩვე-
ნება, ვიდრე ტელესერიალების გმირების ცხოვრება. ახლა კი-
დევაც რომ უნდოდეს რეალურობაში მიბრუნება, დედამიწის
ბირთვამდე, პლანეტის რკინის გულამდე ჩაღწევას და იქიდან
თავისთვის რაღაც სხვა, ნამდვილი, რეალური ცხოვრების მო-
პოვებას ვეღარც მოასწრებს.
ადგილობრივი ახალი ამბები აქ, ფლორიდაში, წლის ამ
დროს სავსეა შეტყობინებებით კატასტროფებსა და დანა-
შაულებზე, შეიძლება იფიქრო, ადგილობრივმა მოსახლეობამ
აღთქმა დადო, კარგად მოიქცეს ზამთარში, ხოლო სეზონებს
შორის აფრები აუშვას. ხან ქარიშხლები (გაბრიელა ძალას იკ-
რებს), ხან პირისპირ შეჯახებები, ხანაც შეიარაღებული თავდას-
ხმა „პაბლიკსის“ უნივერმაღზე. შრომის დღიდან მეორე დღეს
მეხის დაცემით დაიღუპა სულ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რო-
მელიც ვარჯიშის შემდეგ მოედანს ტოვებდა; ამავე შეტყობინე-
ბაში, სხვათა შორის, ამბობენ, რომ მეხის დაცემით ფლორიდა-
ში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ნებისმიერ სხვა შტატ-
ში. მარჯნის კონცხის მცხოვრები პოლიციის ოფიცერი ესპანური
სახელით, პასუხისგებაში მიეცა იმის გამო, რომ წერაქვის ჩარ-
ტყმით მოკლა საკუთარი კოკერ-სპანიელი. ხამანწკებისთვის
დაგებულ ბადეში ათასობით ზღვის კუ იღუპება. მკვლელი გვა-
რად პეტიტი, რომელზეც საკუთარი დედაც კი ამბობს, პრო-
ფილში გამოჭრილი ჩარლზ მენსონიაო, შერაცხადად ცნეს და

801
მკითხველთა ლიგა

შესაბამისად, სასამართლოს წინაშე წარდგება. ძველი ნაცნობი


დეიონ სანდერსი ძველებურად არ ჩამოდის ფორტ-მაიერის
„ნიუს-პრესიდან“: დღეს მას აქვს ოთხი გარბენი და ერთი ჰოუმ
რანი, ბეისბოლს „ნიუ-იორკელი იანკების“ გუნდში თამაშობს,
ხვალ ხელს აწერს რამდენიმემილიონიან კონტრაქტს და ფეხ-
ბურთს „ატლანტის შევარდნებში“ თამაშობს, ზეგ მის წინააღ-
მდეგ საქმეს აღძრავს ის პოლიციელი, რომელსაც ჯერ კიდევ
გასულ შობას ფიზიკურად გაუსწორდა სავაჭრო ცენტრში, კვი-
რას ის უკვე თამაშობს „შევარდნებთან“ და გააქვს გოლი - უნი-
კალური შემთხვევაა ისტორიაში: ერთი და იგივე ადამიანი ერ-
თი კვირის განმავლობაში ახერხებს ჩაიწეროს აქტივში ჰოუმ--
რანი და გოლი, და ამასთან ერთიც და მეორეც პროფესიონა-
ლების მატჩებში!
დეიონი კარგი მასალისგანაა.
ყველას გასახარად, ის ჯერ კიდევ ფორმაშია. თვითონაც
არ ჰბეზრდება გამეორება, რომ ძალების გაფურჩქვნის პე-
რიოდი აქვს. როდესაც ტელეკამერების წინ ინტერვიუს აძლევს,
ყოველთვის შავ სათვალეშია, კისერზე - ოქროს ჯაჭვებით. ბა-
ჭია უყურებს: ჭაბუკი, ცნობილი სახე. მოზრდილი ბავშვი, ბეკე-
რი. ამარცხებს ლენდლს ჩოგბურთში, ამერიკის ღია ჩემპიონა-
ტის ფინალში. რატომღაც გული სწყდება: ლენდლი დაბერებუ-
ლი, გათელილი ეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ
ოცდარვა წლისაა.
ელაპარაკება მხოლოდ მის ზაბრიცკის, როდესაც ეს უკა-
ნასკნელი ვესტიბიულში მის გამოჭერას ახერხებს, ასევე გამ-
ყიდველებსა და მოზარდებს ღარიბი ფლორიდული ოჯახები-
დან, როდესაც ყიდულობს რაიმე საკვებს, საპარსის პირს ან
ტუალეტის ქაღალდის რულონს და კიდევ, ესაუბრება იმათ,
ვინც თავს მოვალედ თვლის, მასთან საუბარი წამოიწყოს, მასა-

802
მკითხველთა ლიგა

ვით პენსიონერებს, მათ საერთო რესტორანში, ვალჰალაში;


ყველამ თითქოს პირი შეკრა, ყველა ჯენისის შესახებ ეკითხება,
ყოველ ჯერზე თავს სულელურად გრძნობს. სულ უფრო ხში-
რად ათბობს რომელიმე მზა, გაყინულ კერძს და ბინიდან
ცხვირსაც არ ყოფს, წინ და უკან რთავს საკაბელო არხებს და
ეძებს, რით მოკლას დრო. მისი ერთადერთი მეგობარი, რომე-
ლიც მის მარტოობას იყოფს - საკუთარი გულია. ჰარი უსმენს
გულს, ცდილობს გაიგოს, რისი თქმა უნდა. დღის სხვადასხვა
ნაწილში გული სხვადასხვა რიტმში ბაგუნობს: დილიდან თით-
ქოს ეზარებაო, როგორც წყლის სიღრმიდან, ისე მოისმის მისი
ცემა - ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ. საღამოსკენ, როცა ორგანიზმი დაღლი-
ლი და ოდნავ აღგზნებულია, გულისცემა თვითნებური ხდება,
აქცენტი პირველ დარტყმაზე და შემდეგ დაშლილი ნოტები,
უცაბედი, მოკლე ენის გასატეხებით და არაფრის გამო გაშეშე-
ბით. მასში რაღაც უსიამოვნოდ ფართხალებს, როცა ლოგინი-
დან დგება, როცა წვება, და ისევ - როცა დაძაბული ფიქრობს
თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რატომ ჩაიყენა
თავი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში. შეეძლო კი იმ წყეულ
ღამეს საკუთარი თავისთვის ძალა დაეტანებინა და მისთვის გან-
კუთვნილ განსაცდელს ისე შეხვედროდა, როგორც ნამდვილ
მამაკაცს შეეფერება? წინასწარ რომ შეიძლებოდეს იმის ცოდ-
ნა, როგორი განსაცდელები ელოდება მამაკაცს. მან და პრუმ
ერთადერთხელ შესცოდეს, მაგრამ ეს მოხდა და ეს ფაქტია.
მაგრამ თუ დავფიქრდებით, რისთვის მოვდივართ ამქვეყნად?
ქალები ახლა საშინლად არიან აღშფოთებულნი - კაცებს მარ-
ტო მკერდი და უკანალი აინტერესებთო. მაგრამ იქნებ მით-
ხრათ, კიდევ რა არის იქ სანახავი? თავიდანვე დაგვაპროგრა-
მეს ქალების მკერდსა და უკანალზე. გამონაკლისს წარმოად-
გენენ ისეთი ბიჭები, როგორიცაა აწოწილი და ლაილი, მათ

803
მკითხველთა ლიგა

პროგრამაში მკერდი არ ფიგურირებს. ერთი რამ ზუსტად იცის:


საკუთარი ცხოვრებიდან რაღაც ნაწილების მოშორება რომ შე-
ეძლოს, რასაც დაემშვიდობება და შეელევა, ეს საწოლთან და-
კავშირებული მოგონებებია, იმ ცხვირში მოქსუტუნე გოგონამაც
კი, პოლონურ-ამერიკული კლუბიდან, მიუხედავად იმისა, რომ
ორი სიტყვაც კი არ უთქვამს, ოციანი აიღო და გაქრა, სხვათა
შორის, მაშინდელი საზომებით არ იყო ცოტა ფული. გოგო
ცხვირს იწმენდდა ცხვირსახოცით, სანამ ჰარი თავისას ისწო-
რებდა და, მაინც, მან რაღაცა თავისი დაუტოვა ჰარის, იქ შეუშ-
ვა, სადაც მისთვის ასე აუცილებელი იყო მოხვედრა და ეს მთა-
ვარია. ყველაფერი სხვა, ძალიან ბევრი რამ, რისთვისაც,
აქაოდა, მადლობელი უნდა იყოს, ის არაა, მთავარი არაა. რო-
ცა ჰარი დგება ღრმა, დაწნული სავარძლიდან, აღშფოთებისგან
დუღს, - შელი ლონგის გარეშე გადაცემის „გაგვიმარჯოს“ ყურე-
ბა შეუძლებელია, ამ ტიპით ხომ ვერ დატკბები, შუბლი კრომა-
ნიონელივით აქვს, ჰარის ის არასოდეს მოსწონდა, - სამზა-
რეულოსკენ გაემართა, რომ კიდევ დაემატებინა „კისტოუნის“
სიმინდის ჩიპსები (მათ ყველა მაღაზიაში ვერ იპოვით, სჯობს
თავიდანვე მიმართოთ უინ-დიკსს პინდო-პალმის ბულვარზე).
ჰარის გული მინდობილად უცემს მოხდენილი ცხენის ჭენების
რიტმში, იმის მსგავსად, რომელსაც სვინგის პერიოდში დასარ-
ტყამებზე უბაგუნებდნენ, როცა საქმეში არა მარტო დოლის მემ-
ბრანა, არამედ ლითონის რკალიც კი ერთვებოდა და ბოლოში,
თეფშზე, გამყინავი და დამცინავი „ძიინ!“ - მისი ახალგაზრდო-
ბის მუსიკა. ასეთ წუთებში გულში რაღაც აჩქარების, გადავსებუ-
ლობის მოუსვენარი გრძნობა ეუფლება. არა ტკივილი, არამედ
რაღაც უცნაური გრძნობა, რომელიც საიდანღაც, სიღრმიდან
ახსენებს მის შიგნით არსებული ავადმყოფობის შესახებ. ამაზე
ფიქრი ჰარის არ სიამოვნებს, ისევე როგორც ცუდად შემწვარი,

804
მკითხველთა ლიგა

სისხლიანი ბიფშტექსი, რომელიც მასში მთელი ცხოვრება


ზიზღს იწვევდა და რომელიც გასაყიდად გამოჰქონდათ „გზის-
პირა სამზარეულოში“, 111-ე გზატკეცილზე მდებარე მაღაზიის
მოპირდაპირე მხარეს, ვიდრე ეს ადგილი პიზზა ჰუტ-მა დაიკავა.
ახლა ყოველ მკვეთრ მოძრაობაზე ჰარი გრძნობს სისხლის
უეცარ მოზღვავებას, წამიერ გაოცებას, მსუბუქ შერყევას თავში,
რისგანაც რამდენიმე წამით ცალი ფეხი მეორეზე მოკლედ ეჩ-
ვენება. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი ალბათ ეჩვენება, მა-
ინც საზიზღარი გრძნობაა, როცა თითქოს რეზინის თასმით გა-
დაგიჭირეს ნეკნები, თითქოს კანზე შიგნითა მხრიდან რაღაც
გაქვს მიკერებული და ის რაღაც უფრო ბასრი, მწველი გახდა.
ღამით, როცა შუქს აქრობს, არ მოსწონს, ჩვეულებისამებრ ერთ
ბალიშზე თუ სძინავს, როგორ ძალიან უვარდება უკან თავი -
თითქოს ორმოში ვარდება. არა იმიტომ, რომ ასეთ მდგომა-
რეობაში სუნთქვა უჭირს, უბრალოდ, რატომღაც ახლა უფრო
მოსახერხებელი ეჩვენება და ნაკლებ სიმძიმეს გრძნობს, თუ
თავით ორ ბალიშს ეყრდნობა. დაძინებისას ზურგზე წევს, სახით
ჭერისკენ, შეუძლია გვერდზე გადაბრუნებაც, მაგრამ ისე ძილი,
როგორც მთელი ცხოვრება უყვარდა, მუცელზე გათხლაშულს
და საწოლის კიდიდან ფეხებგადმოკიდებულს, სავსებით შეუძ-
ლებელი გახდა; მას ეშინია გველებივით მოსრიალე, ობმოკი-
დებულ ფიქრებში ჩაფლობის. როგორც მოგვიანებით ირკვევა,
ჯენისის მკვრივი, თბილი, პატარა სხეული, მის გვერდით დრო-
დადრო ხვრინავდა და გაზებს უშვებდა, მაგრამ სამაგიეროდ,
იცავდა ბოროტი გობლინების ჯგროსგან. აი, ახლაც, ის მის
გვერდით არ არის, ჰარის მარტოს სძინავს თავის გულთან ერ-
თად და უსმენს, როგორ ერთვება გული რბოლაში,
ფრთხიალებს, როცა რაიმე უნებლიეთ არღვევს მის მყუდ-
როებას - ხან ბიჭუნები გადაძვრებიან გოლფის მოედნის ღობე-

805
მკითხველთა ლიგა

ზე და მოჰყვებიან იქ ღრიალს, ხან სადღაც დელეონის ცენტრში


აკივლდება სირენა, ხან ჩრდილოეთიდან მომავალი
ავიალაინერი გადაიფრენს ჩვეულებრივზე დაბლა, სამხრეთ--
დასავლეთ ფლორიდის აეროპორტისკენ და თავის გარშემო
ღამის სივრცეს ააფორიაქებს. და მასაც ეღვიძება ლავანდის-
ფერ სინათლეში; შემდეგ ელოდება, გულის თანდათანობით შე-
ნელებული რიტმი როდის შეათრევს ძილის საფარქვეშ.
სიზმრები კი ტკბილი იცის, აკრძალული ნუგბარივით: ფე-
რადი, კაშკაშა, მოქმედი პირების სიჭარბითა და ვარიაციებით
წარსულის სხვადასხვა თემაზე, მისი მეხსიერების უჯრედებში
რომ დალექილა; რაღაც ოთახები ესიზმრება. ხან - მათი პატა-
რა, სასტუმრო ოთახი ვისტა-კრესჩენტას 26-ე ნომერში, ბუხ-
რით, რომლითაც არასოდეს უსარგებლიათ, ლამპით, რომე-
ლიც მორის გადანაჭერზე იდგა; ხანაც - ჯეკსონ-როუდის 303-ე
ნომრის ძველი სამზარეულო, ხის საყინულითა და გაზქურით -
ლურჯი ალის ძუძუკებით, ალაგ-ალაგ გაცვეთილი ფაიფურის-
ზედაპირიანი მაგიდით. რაც ესიზმრება, ყველაფერი გვერდი-
დან და ყველაფერი განახლებული. ადამიანები კი, ბევრნი არი-
ან, მხოლოდ მათი ასაკია არეულ-დარეული. მაგალითად, მიმი
იმ ასაკშია, რომელშიც დედამისი იყო, როცა თვალებზე მწვანე
ჩრდილს სქლად იდებდა და როცა თვითონ და მისი დაიკო ბავ-
შვები იყვნენ; აქვეა ბუთხუზა ნელსონი, ის „სპრინგერ--
მოტორსის“ ჭუჭყიან სახელოსნოში მანქანის ქვეშიდან მოძვრე-
ბა, გამურული სახე ავადმყოფური და სევდიანი აქვს, აქვე არიან
მარტი ტოთერო, რუთი და თვით უტვინო არარაობა მარგარეტ
კოსკოც, რომლის სახელი ოცდაათი წელიწადი არ გახსენებია.
არადა, შეხედე, ტვინის იდუმალ ხვეულებში ისევე ნათლად შე-
ნარჩუნებულა, როგორც ქალაქელისთვის დამახასიათებელი
მისი სიფერმკრთალე. ბაჭიას დაამახსოვრდა ჩინური რესტორ-

806
მკითხველთა ლიგა

ნის კუპეში რომ ისხდნენ, ოთხნი. რუთი - მის გვერდით, მარგა-


რეტი მისტერ ტოთეროს მოპირდაპირედ (თავი მომაკვდავი
მარტორქისას მიუგავდა, რუხი, რაღაცნაირად, უცნაურად გამ-
რუდებული); ოღონდ ახლა, თითქოს, ოთხივე ვალჰალა--
ვილიჯის რესტორანში სხედან, ამაზე მიუთითებს არეულ--
დარეული ბარელიეფი ვიკინგების თემაზე და სალათებით მდი-
დარი ბარი, პლასტმასის გამჭვირვალე სახურავის ქვეშ ნაირ--
ნაირი ნუგბარია, ყველაფერი კაშკაშებს, ცისარტყელის ფერე-
ბივით, ძვირფასი ქვებივით, როგორც „კრაიოლას“ ფერადი
ცარცები, რომლის გარეშეც ბავშვობაში არც ერთი თებერვალი
არ აღინიშნებოდა, მისი არც ერთი დაბადების დღე; სხვა საჩუქ-
რებიც იყო, მაგრამ ეს - აუცილებლად. კოლოფში მოთავსებუ-
ლი ცვილის სასიამოვნო, სურნელოვანი ახალთახალი ცარცე-
ბის რამდენიმე რიგი, წამახული წვეტებით - თითქოს მაყურე-
ბელთა რიგები სტადიონის ტრიბუნაზე - ფანჯრიდან შემოსული
თებერვლის კაშკაშა შუქში. კიდევ ახსოვს ლოლუები და ის აღუ-
წერელი გრძნობა, რომ უკვე ერთი წლით უფროსი ხარ.
ჰარი უხალისოდ იღვიძებს ტკბილი სიზმრებიდან, თითქოს
მინიატიურული ნახატების მონაცვლეობა მისთვის ისეთივე
აუცილებელია, როგორც პური არსობისა, თითქოს ესაა მრა-
ვალფერი, ნატიფად მოქმედი რაღაც ხელსაწყო, რომელიც მას
სიცოცხლისთვის ესაჭიროება, როგორც საბრალო თელმას
ესაჭიროებოდა ხელოვნური თირკმლის აპარატი.
ყოველთვის მუცელზე მწოლიარე იღვიძებს. იმის მიხედ-
ვით, რამდენად თანამიმდევრულად უნათდება გონება, ქმნის
აწმყოს სურათს: მისთვის ბუნდოვანი, ნაცრისფერი, პარალე-
ლური ზოლები ჟალუზებს მიღმა განთიადის დადგომას მოას-
წავებს, აივნის ღია კარში ყურიდან მქროლავი გრილი ნიავი
სახეზე ესალბუნება - მხოლოდ ამის შემდეგ აცნობიერებს მარ-

807
მკითხველთა ლიგა

ტოობას და გულიც უმალ იწყებს მასთან საუბარს. ხანდახან იგი


ბავშვივით პაწია და დაუცველი ხდება, შიგნით შეიმალება, ჩი-
ვის, რომ ყველამ დაივიწყა, დახმარებას სთხოვს, ევედრება, არ
მიატოვოს, ხანდახან კი ბოროტმოქმედივით ესხმის თავს, და-
შიფრულ ენაზე საიდუმლო ცნობების გამცემად იქცევა, პარაზი-
ტივითაა, რომლისგანაც შეუძლებელია თავის დახსნა.
ტკივილი ამჯერად სასტიკად და თანამიმდევრულად
უტევს: მტერი ძალას იკრებს, ხმლებს ლესავს. ექიმ მორისთან
მიღებაზე ეწერება. მისდა გასაკვირად, ვიზიტს მალევე უნიშნა-
ვენ - მეორე დღესვე. ვინ-ვინ და, ექიმები აქ უზომოდ ბევრნი
არიან, როგორც ოქროსმაძიებლები - კლონდაიკში. ოქროზე
მეტი მისი მოპოვების მსურველია, განსაკუთრებით წელიწადის
იმ დროს, როცა გადაბერებული ემიგრანტების მასობრივი მიგ-
რაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ არ შეინიშნება.
დოქტორი მორისი 41-ე გზატკეცილის გასწვრივ ჩამწკრი-
ვებული დაბალი, შებათქაშებული ამბულატორიებიდან ერთ--
ერთში იღებს. მისაღებში ყოველთვის დამამშვიდებელი მუსიკა
ისმის, ფანჯრებიდან კი მანქანების ღრიალი შემოდის. მათი ბო-
ლო შეხვედრის მერე ექიმი მობერდა, ერთიანად მოიხარა, ფე-
ხებს მიათრევს, თითები სახსრებში შეუსივდა, როგორც ჩანს,
ართრიტი აწუხებს. ჩამოკიდებული, ნაოჭიანი ლოყები სუფთად
ვერ გაუპარსავს. ნესტოები შავი ბალნით აქვს ამოვსებული.
ექიმის ვაჟი, „ჭაბუკი ტომი“, ვარდისფერი, სახეგადატკეცი-
ლი, ორმოცდახუთი წლის მამაკაცი ჰარის ხვდება და მსხვილ,
ჭორფლიან ხელს ჩამოსართმევად უწვდის; აცვია თეთრი საექი-
მო ხალათი, რომლის ქვემოთაც გოლფის კაშკაშა-მწვანე
სლაქსები მოუჩანს. კედლის იქით საკუთარი მისაღები აქვს და
დღეს თუ არა ხვალ, აქაურობის ერთადერთი ბატონ-პატრონი
გახდება.

808
მკითხველთა ლიგა

ჰარი ყველა შეგრძნებას არეულად აღწერს. ართრიტიანი


ხელის მოუთმენელი აქნევით, ექიმი საპროცედუროში შესვლა-
სა და ტრუსამდე გაშიშვლებას სთავაზობს. წონის, საყვედურით
აწკლაპუნებს ენას. შემდეგ ტახტზე სვამს, სტეტოსკოპით აყურა-
დებს მკერდს, დაკვანძული თითებით უკაკუნებს შიშველ ზურგზე,
შემდეგ უხმოდ, მედიდურად, ორივე ხელით აიღებს ჰარის ხელს
და დიდხანს და ყურადღებით დააცქერდება. უთვალიერებს
ფრჩხილებს, ხელისგულს, შეისწავლის, უკმაყოფილო ხმებს გა-
მოსცემს, გარშემო ტყავეულის ფარდულისა და ობის სევდიანი,
ბებრული სუნი ტრიალებს.
- მაშ, ასე, - ეკითხება ჰარი, - თქვენი აზრით, როგორ ვარ?
- რამდენად ტვირთავთ თავს ფიზიკურად?
- არც იმდენად. ვგულისხმობ ჩამოსვლის შემდგომ პერი-
ოდს. იქ, ჩრდილოეთში ცოტ-ცოტას ბაღში ვმუშაობდი. გოლფს
ვთამაშობდი... გარკვეულწილად მეწყვილის გარეშე დავრჩი.
ექიმა მორისმა უჩარჩოო სათვალის ქვემოდან დაფიქრე-
ბით გამოხედა, მისი ოდესღაც გამჭოლი მზერა ახლა გაუფერუ-
ლებულია, თვალები თითქოს გაუხუნდა, წარბები უსიამოვნო
თეთრ-წითურ-მურა ღერებად აბურდვია, ლოყები რაღაც ლაქე-
ბითა და ამონაბურცებით დაჰფარვია, მაგრამ აი, მისი წარბები
მაღლა-მაღლა იწკიპება, ისინი სათვალთვალო კოშკებს ჰგავს,
საიდანაც მიზანში იღებენ მსხვერპლს.
- უნდა იაროთ.
- ვიარო?
- დიახ, სწრაფი ნაბიჯებით. რამდენიმე მილი. რითი იკვე-
ბებით?
- რით და, რასაც მომზადება არ სჭირდება, მხოლოდ -
შეთბობა. გამოიღე მაცივრიდან, შედე მიკროტალღოვან ღუ-
მელში და მიირთვი. ცოლი ჯერ ჩრდილოეთშია, მაგრამ, როცა

809
მკითხველთა ლიგა

ჩამოდის, მაინცდამაინც არ იკლავს თავს მზარეულობით. სამა-


გიეროდ, ჩემი რძალი...
- მარილიანი საკვებით ინებივრებთ თავს? ხდება ხოლმე?
- მმ-მ... ზოგჯერ, ძალიან იშვიათად.
- გადაჭრით უნდა შეზღუდოთ ნატრიუმის მოხმარება, თუ
ამის ნებისყოფა არ გაქვთ, სახლში ახალი ბოსტნეული იქონი-
ეთ, სანამ რაიმეს პირში ჩაიდებდეთ, ყურადღებით შეისწავლეთ
შემადგენლობა, რომელიც შესაფუთზეა მითითებული. გამო-
რიცხეთ მარილი და ცხოველური ცხიმები. მგონი, ეს ყველაფე-
რი გავიარეთ, როცა საავადმყოფოში მოხვდით, - მან ხელები
მოსწყვიტა მაგიდას, რომ ძველი ჩანაწერები შეადაროს - ცხრა
თვის წინ.
- დიახ, რაღაც დროის განმავლობაში შევძელი, გამეძლო
დიეტისთვის და, შეიძლება ითქვას, ახლაც ვიცავ მას. მხოლოდ,
იცით, როცა ეს დღიდან დღემდე გრძელდება, უფრო იოლია...
- რაღაც საწამლავი ჭამოთ. თავს მოშვების ნებას ნუ მის-
ცემთ. ნუ იზარმაცებთ. ორმოცი ფუნტი უნდა დაიკლოთ, გამო-
რიცხეთ რაციონიდან მარილი და ორ კვირაში ათიოდე ფუნტი
თავისით წავა, იმიტომ რომ წყალი ორგანიზმში არ შეკავდება.
აი, აიღეთ რეკომენდებული პროდუქტების სია, თუკი რაც ადრე
მოგეცით, დაკარგეთ. შეგიძლიათ ჩაიცვათ.
ექიმი რაღაცნაირად დაპატარავებულა ზომებში - ან, პი-
რიქით, მისი მაგიდა გაიზარდა იმ დროიდან, რაც ჰარი აქ არ
ყოფილა. აი, უკვე ჩაცმული ჰარი მაგიდას მიუჯდა და დაიწყო:
- ეს ტკივილები...
- ტკივილები შესუსტდება, როგორ კი უკეთ მიხედავთ თავს.
თქვენს გულს არ მოსწონს, რითიც ამარაგებთ, ბოლო ხანებში
სანერვიულო ხომ არ შეგხვდათ?

810
მკითხველთა ლიგა

- პატარ-პატარა უსიამოვნებები მქონდა, ამის გარეშე სა-


დაა. ოჯახური პრობლემები, მაგრამ თანდათან ყველაფერი
ლაგდება.
ექიმი რეცეპტის ბლანკზე რაღაცას წერს.
- მინდა, რომ ქალაქის საავადმყოფოში სისხლის ანალიზი
და გამოკვლევა გაიკეთოთ. შემდეგ ექიმ ოლმენს დაველაპა-
რაკები. შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, ხომ არ არის
საჭირო კათეტერიზაციის გამეორება.
- უფალო იესო! ოღონდ ეგ არა! ისევ!
აბურძგნილი წარბები ისევ იწკიპება, მშრალი, მკაცრი ტუ-
ჩები საყვედურითაა მოკუმული. ჰო, ეს დიდსულოვანი ებრაული
პირი არ გეგონოთ, შოტლანდიური მოუთმენელი პირია. აი, რი-
თაა ნაკარნახევი აზროვნებისა და საუბრის ამგვარი წესი. ერ-
თიც ვნახოთ და - აფეთქდეს. ცხოვრებაში უკვე საკმაოდ ნახა
პაციენტები, თავიანთ ცხოვრებას საფლავში უნიჭოდ რომ
მიერეკებიან.
- მაინც, ასე რამ დაგაღონათ? ძალიან მტკივნეული იყო?
გეწვით?
- არა, საზიზღრობაა, - ამბობს ჰარი, - როცა იცი, რომ ის
რაღაც შენს შიგნითაა... ამის ცოდნა, გესმით ჩემი?
- აბა, ბატონო ჩემო, იმის ცოდნა გირჩევნიათ, რომ კორო-
ნარული არტერია ისევ შეგივიწროვდათ? თითქმის ნახევარი
წელი გავიდა, რაც ანგიოპლასტიკა გაგიკეთეს... - ქაღალდზე
გაჭირვებით კითხულობს უცნობი დაწესებულების სახელწოდე-
ბას, - პენსილვანიის შტატის ბრუერის წმ. იოსების საავადმყო-
ფოში.
- წარმოგიდგენიათ, მაიძულეს მეყურებინა, - აგრძელებს
წუწუნს ჰარი, - ჩემი თვალით ვხედავდი ტელევიზორში ჩემს სა-
ცოდავ გულს, თითქოს „ხრაშუნა ბრინჯით“ გაუვსიათო, - აი,

811
მკითხველთა ლიგა

ისიც, ძუნწი შოტლანდიური ღიმილი, მჩხვლეტავი, როგორც სა-


ხელგანთქმული შოტლანდიური ბირკავა.
- ნუთუ ყველაფერი ასეთი პირქუშია?
- ეს... - საჭიროა სათანადო სიტყვების მოძებნა, - დამამცი-
რებელია, - და თუ კარგად დავფიქრდებით, ამიერიდან, და სა-
ვარაუდოდ, ბოლომდე მთელი მისი ცხოვრება სწორედ ასეთი
იქნება - დამამცირებელი. ელექტროკარდიოსტიმულატორები,
ყავარჯნები, ინვალიდის სავარძელი. სრული უძლურება.
ექიმი მორისი ბეჯითი აკანკალებული ხელით ხაზს უსვამს
ზოგიერთ ჩანაწერს მის ბარათში. თავაუღებლად ამბობს:
- ახლა ჩვენს განკარგულებაში არის ყველანაირი აპარა-
ტურა, ზონდების იმედად არ არის ქვეყანა, გულის კუნთის სე-
რიოზული დაზიანებების აღმოჩენა ტექნეციუმის საფუძველზე
შექმნილი სკანირების აპარატითაა შესაძლებელი. ექოკარდი-
ოგრაფიის მოსინჯვაც შეიძლება. მოდით, ნუ დავაჩქარებთ მოვ-
ლენებს. დასაწყისისთვის შევხედოთ, როგორ წავა საქმეები,
როდესაც შედარებით ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადახვალთ.
შეეცადეთ თავად გაუმკლავდეთ.
- მოსულა.
- გელოდებით ზუსტად ერთი თვის შემდეგ. აი, მიმართვაც
სისხლის ანალიზზე და გამოკვლევაზე. რეცეპტებიც ინებეთ - აქ
შარდმდენები და ღამისთვის დამაწყნარებლებია. დაიცავით
დიეტა. მეტი იარეთ ფეხით, წაქცევამდე არა, მაგრამ ენერ-
გიულად - სამი მილი ყოველდღე.
- კარგი, - ამბობს ბაჭია, ნელა წამოდგა სკამიდან. რაღაც
უდიდესი შვება იგრძნო, იმ პატარა ბიჭივით, რომელიც სკოლის
დირექტორმა გამოიძახა, მაგრამ ოდნავ დატუქსა და გაუშვა.
მაგრამ ექიმი მორისი განაგრძობს მის ბურღვას გახუნებუ-
ლი ცისფერი თვალებით და მოულოდნელად ეკითხება:

812
მკითხველთა ლიგა

- რაიმე სისტემატური საქმიანობა გაგაჩნიათ? აქ მიწერია,


რომ თქვენ ავტომობილებით სავაჭრო სააგენტოს განაგებთ.
- ეს წარსულში დარჩა. შვილმა დაიკავა ჩემი ადგილი და
ცოლსაც არ უნდა, რომ ბიჭს ფეხებში ვებლანდებოდე. ფირმა
მისი მამის დაარსებული იყო. თან რაც უნდა იყოს, ალბათ მაინც
მოუწევთ ყველაფრის გაყიდვა.
- ჰობი გაქვთ?
- ჰმ, ვკითხულობ ისტორიულ ლიტერატურას. შეიძლება
ითქვას, თვითნასწავლი ისტორიკოსი ვარ.
- ეს არ არის საკმარისი. მამაკაცი სერიოზული საქმით უნ-
და იყოს დაკავებული. რაღაც უნდა აკეთოთ. ყველა ავადმყო-
ფობისთვის საუკეთესო წამალი ცხოვრებისადმი ჯანსაღი ინტე-
რესია. შეეცადეთ რაიმეთი დაკავდეთ, თქვენთვის რაიმე საინ-
ტერესო მოძებნოთ - რაიმე, საკუთარი პერსონის გარდა, მაშინ
თქვენი გული თქვენთან საუბარს შეწყვეტს.
საკმარისია ბაჭიასკენ კეთილი რჩევის სიომ დაუბეროს,
რომ მაშინვე გაქცევისა და ყველაფრის პირიქით გაკეთების
სურვილი უჩნდება. ჩუმად დგება და ექიმ მორისის მიერ გამო-
წერილი ფურცლების დასტით ხელში ქუჩაში გადის, სადაც ძა-
ლას იკრებს სულისშემხუთავი სიცხე. სადგომის მოედანზე
ორი-სამი ადამიანი თითქოს საკუთარი ჩრდილისგან ადენილი,
ფერადი კვამლია, უცებ ვერც გაიგებ, მართლა არსებობენ, თუ
მხოლოდ შენს წარმოსახვაში ხედავ მათ. „სელიკას“ რადიოში
გაბმული აურზაურია - ისევ დეიონ სანდერსი, შემდეგ კოჩი, რო-
მელმაც როგორც ნიუ-იორკის მერის თანამდებობაზე დემოკ-
რატიული პარტიის კანდიდატმა, წინასწარ არჩევნებში პირვე-
ლობა ვიღაც ზანგს დაუთმო. ფლორიდის ოლქის, ლის, სა-
შუალო სკოლების კურსდამთავრებულების ტესტირების შედე-
გებით, სახეზეა ცოდნის დონის მკვეთრი დაცემა და ბოლოს,

813
მკითხველთა ლიგა

პრეზიდენტ ბუშის გუშინდელი სატელევიზიო მიმართვა ამერი-


კელი მოსწავლეებისადმი. „ისევ ლაპარაკი! რაღაც ხომ უნდა
გავაკეთოთ!“ - გაისმის ეთერში მსმენელის აღშფოთებული ხმა.
და რა, ფიქრობს ბაჭია, ბუშის შემთხვევაში არანაირი ტაქ-
ტიკა არ ამართლებს. იქნებ მის შემთხვევაშიც იმუშაოს? მის
გვერდით, წინა სავარძელზე მანქანის კონდიციონერიდან მო-
ბერილი ჰაერი ექიმ მორისის რეცეპტებს, მიმართვებსა და
დიეტის ფურცლების ქსეროასლებს აშრიალებს. სხვა ტალღაზე
გადართვისას გაიგო, რომ გუშინ საღამოს „ფილისებმა“
ნიუიორკელი „მოქალაქეები“ ორით-ერთი დამაარცხეს. „ფილი-
სების“ გამარჯვება უზრუნველყო დიკი ტონის გადამწყვეტმა ჰო-
უმ რანმა მეცხრე ინინგში; შედეგად, ნიუ-იორკელები, რომლე-
ბიც სეზონის გახსნისას უდავო ლიდერებად ითვლებოდნენ თა-
ვიანთ ქვეჯგუფში, უკან აღმოჩნდნენ მოქცეული. ახლა მათ
ხუთ-ნახევარი თამაშით უსწრებენ „ჩიკაგოელი ლეკვებიც“ კი,
რომელთა შანსებიც დასაწყისში არცთუ დიდი იყო. ჰარი ცდი-
ლობს შეტყობინებას ინტერესით მოეკიდოს, მაგრამ ცუდად გა-
მოსდის. ეს მას მერე დაიწყო, რაც შმიდტმა გამოაცხადა გადაწ-
ყვეტილება, დაეტოვებინა პროფესიული ბეისბოლი. რაიმეთი
გატაცება - შესანიშნავი რჩევაა, მაგრამ რით, თუ ყველაფრი-
სადმი ინტერესი დღითი დღე იკლებს. ეტყობა, ასეთია თვით
ბუნების ჩანაფიქრი.
თუმცა ფეხით სიარული მაინც დაიწყო, პალმეტო-პალმის
სავაჭრო ცენტრშიც კი იყო და ნაიკის ახალი ბოტასები შეიძინა,
რაღაც განსაკუთრებული ჰაერის ბუშტით, უკეთესი ამორტიზა-
ციისთვის. სასეირნოდ გადის დილით ცხრასა და ათს შორის,
როგორც კი საუზმეს გადაყლაპავს და ნეწს-პრესს-ის ახალ ნო-
მერს გადახარშავს, შემდეგ კიდევ ერთხელ - ოთხსა და ხუთს
შორის. იქიდან დაბრუნებული წათვლემს, ივახშმებს, ტელევი-

814
მკითხველთა ლიგა

ზორს უყურებს, წაიკითხავს ისტორიული წიგნის ერთ-ორ


გვერდს და ღრმა ძილს მიეცემა - მადლობა ფეხით გასეირნე-
ბას.
ჰარი მეთოდურად იკვლევს დელეონს. თავიდან
ვალჰალა-ვილიჯიდან ერთი მილის რადიუსში ყველა დაკლაკ-
ნილი ქუჩა ერთმანეთის მიყოლებით მოიარა. პატარა გალესი-
ლი სახლები შემოუღობავი ეზოებით, საკმაოდ მაღალი, უხეში
ბალახით, და შიგ გამხმარი პალმის ტოტებით - არის ამაში არ-
სებითად ფლორიდული ფაქტორის რაღაცნაირი ნიშანი, სურ-
ნელება, გემო, საყოველთაო საკურორტო შვებულების შეგ-
რძნება. აქ გადააწყდები „იუ-პი-ესის“ მიწოდების სამსახურის უკ-
მეხ თანამშრომელს, ან აწკავწკავებულ ძაღლს, ისეთს, როგო-
რიც ეს ბრტყელსიფათიანი პეკინესია, გრძელი, აბრეშუმივით
ბეწვით, რომელიც ბაბთით კეკლუცად შეუკრავთ - იგივეა, რაც
მარსზე სიცოცხლის აღმოჩენა. თავისი ახალი, შესანიშნავი ბო-
ტასებისადმი დღითი დღე სიყვარულით იმსჭვალება (ჩანს, ის
ჯადო ბუშტი ზამბარას ჯობს, თუმცა თავიდან ეგონა, რომ ეს სა-
რეკლამო ტრიუკი იყო), ჰარი უკვე დელეონის ცენტრალურ ნა-
წილამდე და მდინარემდე აღწევს. სწორედ აქედან დაიწყო ქა-
ლაქის, როგორც სემინოლებთან ომიანობისას გამაგრებული
ფორტის და, იმავდროულად, საქონლისა და ბამბის გადასაზი-
დად აუცილებელი ნავსადგურის მშენებლობა.
იქ, მდინარის ნაპირიდან და მწვანე შუშის სასტუმროები-
დან რამდენიმე კვარტალის სიღრმეში ჰარიმ ძველებურად ნა-
გები მთელი რაიონები აღმოაჩინა, დიდი ჩრდილიანი, სა-
სიამოვნო სუნის სათუთი ხეებით, ნამდვილი მარადმწვანე ვირ-
ჯინიული მუხებითა და ევკალიპტებით, გაშლილი, ოჩოფეხა ბა-
ნიანებით. მათი ვარჯების ქვეშ, ოდესღაც შეთეთრებული, მაგ-
რამ ახლა სიშიშვლემდე განაცრისფრებული და დამსკდარი ხის

815
მკითხველთა ლიგა

ქოხმახები მიყუჩებულა, ჩამოფარებული ფარდებითა და თუთი-


ის ტალღოვანი სახურავით. სახლებიდან მუსიკის ნაწყვეტები,
რადიოს ჭრიალა ხმები და შეძახილები აღწევს - შეძახილები,
სიცილი - სხვისი ცხოვრების ჭრელი ნაკუწები. საფეხმავლო
გზები აქ მოუწყობელია, უფრო სწორად, კერძო ტერიტო-
რიებისკენ ხეებს შორის დიაგონალურად გატკეპნილი ბილიკე-
ბი მიდის. გარშემო ყველგან მზით გადამწვარი ბალახია, გაკვა-
ლული გზის მტვერში ნაჭუჭები და ქერქებია ჩატკეპნილი. აქ
ყველაფერი ჰარის იმ კვარტალებს ახსენებს, სადაც შემთხვე-
ვით მოხვდა, როცა სავანიდან გამოღწევას ცდილობდა; ახსე-
ნებს იმავდროულად, თავის ბავშვობის ქალაქს, შორეთში მოგ-
რუხუნე მაუნტ-ჯაჯსაც, დეპრესიისა და ომის წლებს, თავიანთი
სახლების წინ ჩამომსხდარ ადამიანებს, ცარიელ ავტოსადგო-
მებს და არასწორი ფორმის სიმინდის ყანებს. მთელი დღის გან-
მავლობაში ფაბრიკებში მომუშავე მამაკაცები საღამოობით სახ-
ლების წინ მდელოებს რწყავდნენ, ის ვინც შედარებით ახალი
მოწყვეტილი იყო მიწას, ქათმებს მაინც ინახავდა, ახალ
კვერცხს ყიდდა და ორ გროშს ასე შოულობდა. ქათმების საქ-
მიანი კრიახი. ორმოცი წელია, ეს ხმა არ სმენია და არც უფიქ-
რია, რომ თურმე მონატრებოდა. აქ კი, აგერ, ბატონო, საქათ-
მეები - მის მიერ დაზვერილი ნამძინარევი ადგილები სავსეა
საქათმეებით.
დღისით, აგვისტოს მზის ქვეშ აქ ყველაფერი უკაცრიელი
და გაშეშებულია, ზოგჯერ დედიკოები სკოლამდელი ასაკის
ბავშვებთან ერთად მანქანებში სხდებიან, ან მანქანებიდან გად-
მოდიან, აჯახუნებენ კარებს და ეს ხმა დიდხანს დაქრის მტვრი-
ან, სწორ შუკებში, ვირჯინიულ მუხებს შორის. ქუჩების გადაკვე-
თაზე შეხვდებით სასურსათო დახლებს, სადაც სამხრეთული
ტრადიციული დაუდევრობით იყიდება ღვინო და ლუდი, დაინა-

816
მკითხველთა ლიგა

ხავთ გარედან პასტელის ფერებში შეღებილ კაფე-ბარებსაც,


რომელთა ღია კარები, შიგნით, ნახევრად ბნელში იწვევს გამ-
ვლელს. ვიდეოგაქირავების პუნქტის ფანჯარაში ვიდეოკასეტე-
ბით (საშინელებათა ფილმები, კუნგ-ფუ) სავსე ყუთებია გამოდე-
ბული, ნახატები ყუთებზე მზისგანაა გახუნებული. ერთ მშვენიერ
დღეს ჰარიმ ძველი ყაიდის ერთსართულიან, ფიცრებით შეკ-
რულ საგალანტერიოსთან გაიარა და ვიტრინაში უწყინარი გა-
სართობები შენიშნა, ბავშვობიდან რომ ახსოვდა - საბავშვო
კონსტრუქტორები, თვითმფრინავის ასაწყობი მოდელები, ჩინუ-
რი შაში. ნამდვილად არ ეგონა, თუ კიდევ სადმე იყიდებოდა
მსგავსი რაღაცები. შიგნით შესვლა დააპირა, მაგრამ ბოლო
წუთს გადაიფიქრა. ზედმეტად თეთრი კანი აქვს.
საღამოსკენ, როცა ისევ გაემართა სასეირნოდ, მიდამომ
თითქოს კვლავ დაიწყო სუნთქვა, ყველაფერი აჩქარდა. სურა-
თიდან დროებით ამოვარდნილი მამაკაცები და ბიჭუნები ადგი-
ლებს უბრუნდებიან და ბაჭიაც უფრო ყოჩაღად მიაბიჯებს, ენერ-
გიული ნაბიჯებით ადასტურებს, რომ აქ ჩვეულებრივმა სავარ-
ჯიშო მარშრუტმა მოიყვანა. აქ გავლითაა, შემოვიდა და გავიდა
და აზრად არ მოსდის რაიმეს შეთვალიერება. ერთმანეთს ებ-
მის ზანგური კვარტალები, მილები და მილები, უზარმაზარი
ეკონომიკური ჭაობი, დელეონის სამხრეთული, მონათმფლო-
ბელური წარსულის გადმონაშთი, სასტუმროებისა და მრავალ-
ბინიანი სახლების მომსახურე მუშახელის წყარო. აქედან არიან
ოფიციანტები, დარაჯები და მნე ქალები. ჰარისთვის, რომელიც
აქამდე მხოლოდ დელეონის პრიალა მხარეს - გადაბერებული
ლტოლვილების ბრჭყვიალა საზოგადოებას იცნობდა, ამ შავ
კვარტალებში რაღაც დიდი გამოცანაა მოქცეული და საღამოს-
კენ, როცა ხეების ჩრდილები გრძელდება და ქათმების კრიახი
წყნარდება, მისი ყველა გრძნობა უკან იხევს, რათა უკეთ ჩას-

817
მკითხველთა ლიგა

წვდეს ამ გამოცანის არსს, როგორც მაშინ, როცა მაუნტ-ჯაჯის


ქუჩებში მოკლე შარვლით მიაბიჯებდა. მაშინ სიმაღლით თავა-
დაც არ აღემატებოდა ცოცხალ, მწვანე ღობეებს და ცდილობ-
და, განათებული ფანჯრებიდან და სამზარეულოებიდან გამო-
სულ ხმებში, სახლების წინ ზღაპრული ჯუნგლებივით გადაშლი-
ლი საიდუმლო და ნესტიანი მდელოების გავლით რომ აღწევ-
და, ჩასწვდომოდა უფროსების აზრებს. ზოგჯერ აქა-იქ ბავშვი
ატირდება ან ძაღლი დაიყეფებს და მაშინ მას აღელვებისგან
გული უთრთის, რადგან სივრცისა და დროის ამ წერტილში მას,
ჰაროლდ კ. ენგსტრომს, ან უბრალოდ ჰასის, როგორც იმ შო-
რეულ, გარდასულ დროში ეძახდნენ, შეუცნობელი სამყაროსა
და მასში მიმდინარე მარადიული ცხოვრების შეცნობა მოუწევს.
ჰარი სულ უფრო ღრმად შედის ქალაქში, სადაც, ბოლოს და
ბოლოს, არა მხოლოდ გამვლელია. მაგრამ სიბნელის დადგო-
მასთან ერთად, როცა სინათლის ზოლებად დასერილი ფან-
ჯრებიდან მუსიკა სულ უფრო ხმამაღლა მოისმის, მას ძალიან
მკვეთრი, სიბნელეში გამოკვეთილი თეთრი კანის გამო გაუც-
ხოების უხერხული გრძნობა ეუფლება და აჩქარებით ბრუნდება
მანქანისკენ, რომელსაც სადგომზე ან ქალაქის ცენტრში, ტრო-
ტუარზე ტოვებს. აქ მისი, ასე ვთქვათ, ძირითადი ბაზაა, საიდა-
ნაც სულ უფრო შორეულ ლაშქრობებში მიემართება.
ერთ ასეთ დღეს, სახლში დაახლოებით შვიდის ნახევარზე
დაბრუნებულმა, ვიდრე სამზარეულოში მორიგი კერძი გაცხელ-
დებოდა, მოასწრო მიეღო შხაპი და ტელევიზორში „ახალ ამ-
ბებსაც“ უყურა და ტელეფონის ზარი გაისმა. ნაღვლიანი მარ-
ტოობის კვირის თავზე ჰარიმ მიყურადება შეწყვიტა და მოლო-
დინის გრძნობა მოიშორა. რამდენიმე ზარი, რომელმაც ამ ხნის
განმავლობაში მისი მონოტონური ყოველდღიურობა დაარ-
ღვია, ერთი რიგისა იყო - მაგნიტოფონის ფირზე ჩაწერილი

818
მკითხველთა ლიგა

(,,გამარჯობა, თქვენ გესაუბრებათ სანდრა”) რომელიმე სამედი-


ცინო დაზღვევის ან დამკრძალავი ბიუროს რეკლამა - მომსა-
ხურება მინიმალურ ფასებში, ფასიანი ქაღალდების განთავსე-
ბაში დახმარება, ასევე - იაფად; ჩართავენ ავტომატს და ჩამო-
რეკავენ ყველა ნომერზე. ნეტავ, რა ხეირია ამაში? ჰარი მაშინ-
ვე კიდებს ყურმილს და ვერც წარმოუდგენია, რომ ვინმე მოის-
მენს და მით უმეტეს, ამ სატყუარას გადაყლაპავს. მაგრამ ამჯე-
რად შვილიკო, ნელსონი რეკავს.
- მამა?
- ჰო, მე ვარ, - პასუხობს ჰარი და ნამცეც-ნამცეც აგროვებს
დიდი ხნის გამოუყენებელ საკუთარ ხმას, თან ცდილობს გაიაზ-
როს, რა შეიძლება მამამ შვილს უთხრას მას შემდეგ, რაც მის
ცოლთან იწვა. - ნელ, - ამბობს ბოლოს, - ეშმაკმა დალახვროს,
როგორ ხართ მანდ?
შორეულ ხმაში მსუბუქი შიში მოისმის, ისევე, როგორც მის
ხმაში - დაურწმუნებლობა, ამ სიტუაციაში უფრო მართებული რა
იქნება.
- საერთო ჯამში ყველაფერი რიგზე გვაქვს.
- ჯერ არ აგიწყვეტია? - ჰარის აზრად არ ჰქონია თავიდან-
ვე აგრესიული ტონით მიემართა.
- ა, შენ ნარკოტიკებს გულისხმობ! არა, რა თქმა უნდა, არც
კი მახსენდება, მხოლოდ - ანონიმური ნარკომანების შეკრებებ-
ზე. როგორც ისინი გვასწავლიან, შენი ცხოვრება უზენაეს ძა-
ლას უნდა მიანდო. შენც არ გაწყენდა, მამა.
- სწორედ ამაზე ვმუშაობ. არა, მართლა, ხუმრობის გარე-
შე. მისმინე, ნელსონ, მე შენით ვამაყობ. ასე გააგრძელე, ერთი
დღით იცხოვრე, ვგონებ ასე გიბრძანეს, დანარჩენი კი ჩვენ არ
გვემორჩილება.

819
მკითხველთა ლიგა

როგორც ჩანს, ნელსონმა წამიერად ისევ გაჭედა. მამის


სიტყვებში ალბათ გადამეტებული სწავლება მოეჩვენა. თავი ვინ
ჰგონია, რომ მორალი უკითხოს? ჯანდაბა, მას ხომ მხოლოდ
ყურადღების გამოჩენა უნდოდა, ვგონებ ასეა საჭირო. ჰარიმ
ენაზე იკბინა.
- ჩვენთან აქ იმდენი რამ მოხდა, - ეუბნება ნელსონი, - რომ
ბოლო ხანებში საკუთარი თავისთვის არ მეცალა. ახლა ვფიქ-
რობ, რომ ჩემი ყველა უბედურება უსაქმურობიდან მომდინარე-
ობდა. რას ვაკეთებდი? მთელი დღე ვეგდე მაღაზიაში და შტე-
რივით ველოდებოდი, როდის მოხდებოდა რაიმე, ბოლოს და
ბოლოს როდის გამოჩნდებოდა მყიდველი. ასე ძნელია საკუ-
თარი ძალებისა ირწმუნო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემზე
არაფერი იყო დამოკიდებული, უბრალოდ ნელა ვიხრწნებოდი.
- მეც ხომ იმავეს ვაკეთებდი მთელი თხუთმეტი წელი ზე-
დიზედ, ყოველდღე.
- ხო, მაგრამ შენ სხვანაირი ტემპერამენტი გაქვს, შენ უფ-
რო თავზე ხელაღებული ხარ, თითქოს.
- უბრალოდ რომ ვთქვათ, სულელი?
- ნუ დაიწყებ, მამა, საჩხუბრად არ ვრეკავ. და საერთოდ ეს
ჩემთვის საშუალოზე ნაკლები სიამოვნებაა, რამდენიმე დღეა
ამისთვის ვემზადები. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გით-
ხრა.
- მიდი, გადმოალაგე შენი მნიშვნელოვანი, - არა, არ გა-
მოდის საუბარი. მას ხომ საერთოდ არ უნდა ასეთ ტონში ლა-
პარაკი, ჯენისის მიმართ წყენას ვაჟზე ანთხევს. ჰარი ბრაზობს
ჯენისზე, ასე ჯიუტად რომ დუმს, მაგრამ გაჩერება უკვე აღარ
შეუძლია, - დიდი ხანი მწიფდებოდით იმისთვის, რომ დამლაპა-
რაკებოდით. უკვე ორი კვირაა, აქ მარტო ვზივარ. ბებერმა ექიმ-
მა მორისმა ჭამა ამიკრძალა, კარგ ფორმაში ვარ.

820
მკითხველთა ლიგა

- რას გეტყვი, იცი? - პასუხობს ნელსონი, - ასე ძალიან თუ


გინდოდა ლაპარაკი, შეგეძლო იმ დღეს მოსულიყავი ჩვენთან,
როგორც გთხოვეს და არ გამქრალიყავი გაურკვეველი მიმარ-
თულებით. არავინ აპირებდა შენს მოკვლას, მარტო ის გვინდო-
და, ერთად გაგვერკვია, რა მოხდა, შიგნიდან შეგვეხედა საგნე-
ბისთვის, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების დინამიკიდან
გამომდინარე. აი, მე და პრუ ძირამდე ჩავედით და ახლა ვიცით,
რომ მას საკუთარ მამასთან დაკარგული კავშირის აღდგენის
გაუცნობიერებელი სურვილი ამოძრავებდა.
- იმ ტუჩებსქელა ლუბელთან? დიდი მადლობა გადაეცი
ჩემგან, - მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გაოცებულია, რომ ახლა
ნელსონი მშვიდად და მტკიცედ ელაპარაკება. ქვეყანა ასეა
მოწყობილი - კაცად ვერ იქცევი, მამას თუ არ მოერიე. თვითონ
ჰარის, ამ მხრივ, შედარებით გაუმართლა, სისტემა მას არ
დაელოდა და საბრალო მამამისი პრაქტიკულად ორივე ბეჭზე
დასცა, - იმ საღამოს მომეჩვენა, რომ ჩამისაფრდით, ამიტომაც
არ მოვედი, - უხსნის ნელსონს.
- აი, დედამ კი გადაწყვიტა, რომ შენთან დაკავშირება არ
გვჭირდებოდა, რადგან შენ გაქცევა და დამალვა არჩიე, უკანას-
კნელი ლაჩარივით. ამას გარდა, მაინცდამაინც არ აღფრთო-
ვანებულა იმით, რომ პრუს დაურეკე და არა მას.
- ბევრჯერ ავკრიფე ჩვენი ნომერი, მაგრამ მისი სახლში
დაჭერა შეუძლებელია.
- კარგი, აქ გასარკვევი აღარაფერია. დედამ მთხოვა, შენ-
თვის მნიშვნელოვანი ამბები მეცნობებინა. პირველ რიგში,
სახლს მყიდველი გამოუჩნდა. მართალია, დედას იმაზე ნაკ-
ლებს აძლევენ, ვიდრე იმედოვნებდა, სულ ას ოთხმოცდახუთი
ათასს, მაგრამ ამჟამად ბაზარზე ვითარება დუნეა და ის ფიქ-
რობს, დათანხმდეს. ეს თანხა, რაც უნდა იყოს, ჩვენს საბანკო

821
მკითხველთა ლიგა

ვალს იმ დონემდე შეამცირებს, რომ თანდათანობით დაფარვას


შევძლებთ.
- შეიძლება გავერკვე? პენ-პარკის სახლზე ლაპარაკობ?
ნაცრისფერი ქვისგან აშენებულ მოკრძალებულ სახლზე, რო-
მელიც ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყო?
- აბა, კიდევ რომელ სახლზე შეიძლება ვილაპარაკო?
მაუნტ-ჯაჯის სახლს ვერ გავყიდით, მაშინ სად ვიცხოვროთ?
- მითხარი ნელსონ, დააკმაყოფილე ჩემი ცნობისმოყვა-
რეობა. როგორი გრძნობაა, როცა მშობლების სახლს
გაანიავებ და რაღაც დამპალ ნარკოტიკებში გაცვლი?
ბიჭს თავისი ძველი ფხუკუნა ინტონაციები უბრუნდება:
- რამდენჯერ უნდა გაგიმეორო: ასე ძალიან არ ვიყავი
კრეკზე შემჯდარი. კრეკზე მხოლოდ ბოლო ხანებში გადავედი
იმიტომ, რომ ნაკლები საჩალიჩოა, ვიდრე კოკაინი. ღმერთო
ჩემო, დამნაშავე ვარ, დამნაშავე! მაგრამ ხომ წავედი ცენტრში,
დავიფიცე, რომ გავიწმინდებოდი, ვცდილობ, ყველას ავუნაზ-
ღაურო ის მორალური ზიანი, ნებსით თუ უნებლიეთ რომ მივა-
ყენე. რაღა გინდა ჩემგან? ვინ ხარ, რომ მსჯი?
და მართლაც - ვინ?
- კარგი, - ნებდება ბაჭია, - მაპატიე, ჩემი სიტყვები უკან
მიმაქვს. კიდევ რის თქმა გიბრძანა დედაშენმა?
- რომ „ჰიუნდაი“ დაინტერესდა ჩვენი მაღაზიით, ეს სწო-
რედ ისაა, რაც მათ ახლა სჭირდებათ და არ აქვთ. ისინი გეგმა-
ვენ შენობის გაფართოებას, უკანა კედლის კიდევ უფრო გაწე-
ვას, რაც, სხვათა შორის, მეც მინდოდა, - მშვიდობით, პარაგვაი!
- გაუელვა ბაჭიას თავში, - სარემონტო სახელოსნოდანაც არ
გაუშვებენ მუშებს, უბრალოდ გადაამზადებენ, რაღაცებს ასწავ-
ლიან და შესაძლოა, გამყიდველებიდანაც დაიტოვონ ერთი--
ორი. ელვირა ალბათ რუდისთან გადავა 422-ეზე. „ჰიუნდაი“ მა-

822
მკითხველთა ლიგა

საც შემხვედრ წინადადებას სთავაზობს. აი, ჩემი აყვანა კი არა-


ვის უნდა! არანაირი სახით. გამოდის, რომ ყველა აზიური კომ-
პანია ერთნაირად მოქმედებს, როგორც ჩანს.
- როგორც ჩანს, - ეთანხმება ჰარი. ბევრი ნინძიო, ცოტა
გირი, - თანაგიგრძნობ.
- არ ღირს, მამა. ახლა ხელები შებოჭილი აღარ მაქვს.
ვფიქრობ, იქნებ სოციალური დახმარებით დავკავდე?
- სოციალური დახმარებით?!
- ჰო, რა არის აქ ისეთი? მრავალფეროვნებისთვის სხვებს
დავეხმარები, სულ საკუთარ თავზე ხომ არ უნდა ვიფიქრო. პენ-
სილვანიის უნივერსიტეტის ფილიალში აქვთ ამ სპეციალობის
ორწლიანი კურსი, მეცადინეობები ოქტომბრიდან იწყება, შე-
მიძლია ახლავე ჩავეწერო და შევუდგე.
- მართლაც, რომ დავფიქრდეთ, ამაში ისეთი არაფერია, -
ეთანხმება ბაჭია. მას სულ უფრო ეზიზღება საკუთარი სისუსტე,
ეძალება სურვილი, დაიბრუნოს საყოველთაო კეთილგანწყო-
ბა.
- ვფიქრობ და ჩვენი ადვოკატებიც მეთანხმებიან, რომ თუ
გამოვიდა, უპრიანი იქნება „ჰიუნდაის“ მივაქირავოთ მაღაზია, კი
არ მივყიდოთ. პენ-პარკის სახლი საკმაოდ ფასობს, ამიტომ „ხუ-
თიანი“ და მაღაზია ჯობია შევინარჩუნოთ, როგორც მომგებიანი
კაპიტალდაბანდება. დედა ამბობს, რომ 2000 წლისთვის ის უკ-
ვე მილიონები ეღირება!
- ერთი ნახე! - ენთუზიაზმის გარეშე ეხმიანება ჰარი, - რო-
გორც ვხედავ, შენ და დედა კარგად შეეწყვეთ. სულ ესაა, თუ
კიდევ რაიმე სიურპრიზი მომიმზადეთ?
- არც კი ვიცი, შენ ეს არც გეხება, მაგრამ პრუ თვლის, რომ
გეხება. ვცდილობთ დავფეხმძიმდეთ.
- ჩვენ?

823
მკითხველთა ლიგა

- მესამე ბავშვის გაჩენა გვინდა. ყველაფერმა, რაც მოხდა,


ბოლოს და ბოლოს გვაიძულა გაგვეგო, როგორ საერთოდ არ
ვუფრთხილდებოდით ჩვენს ქორწინებას და იმავდროულად,
რამდენად გავისარჯეთ, რომ ჩვენი ოჯახი შემდგარიყო. არა
მარტო ჯუდის და როის გამო, არამედ თავად ჩვენ გამოც. ჩვენ
ხომ ერთმანეთი გვიყვარს, მამა.
თუ ამას ეუბნება მისი ეჭვიანობის გასაღვივებლად, მაშინ
გონივრული გათვლაა: ჰარი გრძნობს ჩხვლეტას ზედ კუჭისთავ-
ზე, მაგრამ ამასთან, გულიდან ლოდი ეხსნება, პრუს დაღუპულ
ცხოვრებაზე რომ აღარ იდარდებს. ჰოდა, ძალიან კარგი, თუ
გინდა სიღატაკეში ამოგძვრეს სული, გზაც იქით გქონია, გონე-
ბაში დაულოცა გზა.
- გრანდიოზულია, - ამბობს ხმამაღლა და თავს ვერ იკა-
ვებს, რომ არ დაამატოს, - თუმცა მაინც მგონია, რომ სოციალუ-
რი აგენტის ხელფასით სამშვილიან ოჯახს ვერ შეინახავ, -
გრძნობს, რომ კუთხეში უპირებენ მიმწყვდევას და აგრძელებს,
- ჰოდა, დედას გადაეცი, რომ ჯერ არ ვარ მზად დავთანხმდე
ჩვენი სახლის გაყიდვას. ეს ხომ „სპრინგერ-მოტორსი“ არ არის,
აქ თანამფლობელები ვართ და ნასყიდობის ქაღალდზე ჩემი
ხელმოწერის გარეშე არაფერი გამოვა. თუ გავცილდებით, ჩემი
ხელმოწერა დედაშენს, ვაი, რა ძვირი დაუჯდება, ასე რომ, ამ
მხრივ თავი არ მოიტყუოს.
- დაცილდებით? - ბიჭი აშკარად დაფრთხა, - საიდან
მოიტანე? ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა.
- რას ჰქვია, საიდან, - ამბობს ჰარი, - ჩემი აზრით, უკვე
დავცილდით ერთმანეთს. სად არის დედაშენი? აქ, ყოველ შემ-
თხვევაში, ვერ ვხედავ. იქნებ საწოლის ქვეშ დაიმალა? მაგრამ
ამის გამო ძალიან ნუ იდარდებ, ნელსონ. შენთვის ეს პირველი
არ იქნება, თუმცა მაშინ ბავშვი იყავი და ამის გამო თავს საძაგ-

824
მკითხველთა ლიგა

ლად ვგრძნობდი. შენს ცხოვრებაზე იფიქრე, როგორც ჩანს,


საქმე კარგად მიგდის. შენით ვამაყობ. მგონი, ეს უკვე გითხარი.
- ჰო, მაგრამ ყველაფერი ხომ სწორედ პენ-პარკის სახლის
გაყიდვაზეა დამოკიდებული!
- გადაეცი, რომ ვიფიქრებ. ამ დღეებში ჯუდის და როის
დავურეკავ, გადაეცი.
- ჰო, მაგრამ, მამა...
- ნელსონ, აქ ღუმელში შევათბე უგემრიელესი დაბალკა-
ლორიული გაყინული სადილი და ზუმერმა უკვე ხუთი წუთის წინ
დარეკა. დედაშენს თუ რამეზე დალაპარაკება დასჭირდება, შე-
უძლია დამირეკოს. მორჩა, გავრბივარ. გამიხარდა შენი ხმის
გაგონება. მართლა გამიხარდა!
ჰარიმ ყურმილი დადო. იგი უკვე დაბალკალორიულ გაყი-
ნულ სადილებს, უმ ბოსტნეულს, კომბოსტოს, სტაფილოს ყიდუ-
ლობს - გადაჭრით უარყო ყველაფერი ხრაშუნა და მარილიანი.
დილაობით იწონება, შიშველი, კუჭის მოქმედების შემდეგ.
სააბაზანო ოთახში სასწორი აცნობებს, რომ უკვე სამი ფუნტი
აქვს დაკლებული. საღამოობით ცდილობს ნაკლები დრო
გაატაროს ტელევიზორთან და მის თანმხლებ საგნებთან -
უჯრა-საპურესთან და ჩაცივებულ ლუდთან. პირდაპირ საწო-
ლისკენ მიემართება და ჯენისის მიერ ჯერ კიდევ გასულ შობას
ნაჩუქარ წიგნს კითხულობს. წიგნის ავტორი, მწერალი ქალი
როი ორბინსონსა და ბარტ ჯამატს იმქვეყნიურ სამყაროში უკვე
შეუერთდა, იქ ელვისის და მერილინის მსგავსი ცნობილი ადა-
მიანები ღვთაებებად გადაქცევამდე, საჰაერო ბუშტებივით იბე-
რებიან. იქ, სამწუხაროდ, უმეტესობა ჭმუნვაშია, ნაოჭდება, შრე-
ბა გაყვითლებული ნეკროლოგის ზომამდე, მათი ნეკროლოგე-
ბი ოდნავ დიდია, იმასთან შედარებით, ჰარის ბრუერულ
შტანდარდ-ში რომ ელოდება. იმედიც არ აქვს, რომ ფორტ--

825
მკითხველთა ლიგა

მაიერის ნეწს-პრესს თუნდაც ერთ დუიმს დაუთმობს. მწერლის


ნეკროლოგიდან შეიტყო, რომ განსვენებული ნათესავად ერგე-
ბოდა ჰენრი მორგენთაუს, რუზველტის დროინდელ ფინანსთა
მინისტრს. ჰარის მშვენივრად ახსოვს მორგენთაუ, გამოწკეპი-
ლი. ჰარისა და მის თანატოლებს მოუწოდებდა, ვისაც რამდენი
ჰქონდა, იმდენი დაეხარჯა სამხედრო საფოსტო მარკებზე. მარ-
თლა პატარაა სამყარო, ხოლო ცხოვრება გარკვეული თვალ-
საზრისით, გრძელი.
ჰარიმ წიგნში ყველაზე ამაღელვებელ მოვლენებამდე მი-
აღწია - მრავალი წლის უუფლებობისა და დამცირებების შემ-
დეგ, პირდაპირ რომ ვთქვათ, მისი მომავალი თანამემამულე
ამერიკელების უბადრუკ მხარდაჭერას მოკლებულმა ვაშინ-
გტონმა დაიბრუნა იმედი, რომ ძალისხმევას გააერთიანებდა
ვესტ-ინდოეთიდან წამოსულ ფრანგულ ფლოტთან და მისი
დახმარებით დაამარცხებდა ინგლისელ გენერალ კორ-
ნუოლისს, რომელიც თავისი არმიით იორკტაუნში, ჩესაპიკის
ყურესთან იყო გამაგრებული. თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა
ამ თავზე ხელაღებული გეგმის განხორციელება. როგორი სი-
ზუსტით უნდა გაეთვალათ დრო, ერთ ადგილას შეეკრიბათ ყვე-
ლა ძირითადი ძალა, როგორ უნდა უზრუნველეყოთ საიმედო
კავშირი, როცა ნებისმიერი შეტყობინება გემიდან ხმელეთზე და
ხმელეთიდან გემზე მისვლას რამდენიმე კვირას უნდებოდა?
კარგი, დავუშვათ, მაგრამ ეს ყველაფერი საფრანგეთს რისთვის
სჭირდებოდა? ფრანგებმა ბრძოლასმოწყურებული, უშიშარი
მოკავშირის ნაცვლად უღელი დაიდგეს... მოკავშირემ ვერ უზ-
რუნველყო ერთიანი მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლე-
ბა და იმისთვის, რომ უბრალო საომარი მოქმედებები ეწარ-
მოებინა, გამუდმებით სჭირდებოდა ახალ-ახალი საომარი ხო-
მალდი და მეტი ფული. ერთი სიტყვით, ეს ომი, როგორც ყვე-

826
მკითხველთა ლიგა

ლა ომი ქვეყანაზე, გაცილებით ძვირად ღირებული წამოწყება


აღმოჩნდა, ვიდრე ბურბონებს შეეძლოთ ევარაუდათ, როცა
მასში ერთვებოდნენ. ჰო, მაგრამ რაში სჭირდებოდათ ეს ყვე-
ლაფერი ჯარისკაცებს? ამერიკული არმიის რიგითმა ჯარისკა-
ცებმა, რომლებიც საკმაოდ დიდხანს ეგუებოდნენ ყველასგან
მიტოვებული და დავიწყებული ომის ბავშვების მდგომარეობას,
ითმენდნენ შიმშილს და უფულობას, როცა პატივცემული კონ-
გრესმენები ეკიპაჟებით დასეირნობდნენ, გემრიელად მიირ-
თმევდნენ და სვამდნენ, - უარი განაცხადეს სალაშქროდ გას-
ვლაზე, თუ დაპირებულ ანაზღაურებას არ გადაუხდიდნენ. და
რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი ვაშინგტონს? მაშინ ხომ
ვერც წარმოიდგენდა საკუთარ ფიზიონომიას დოლარის ბან-
კნოტებზე. უკან მაინც არ დაიხია, არწმუნებდა, ითხოვდა, იბ-
რძოდა, დაძვრებოდა. მისი ძალა ბრიტანელი სამხედრო მე-
თაურების უნიჭობაში იყო, დიდებული წარმომავლობის ნიკრი-
სისქარიან ბატონებში, რომლებიც მხოლოდ იმაზე ოცნებობ-
დნენ, რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდნენ თავიანთ დიდებულ
სასახლეებს და კიდევ იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობა,
ისევე, როგორც მოგვიანებით, ვიეტნამში, დამპყრობლებისად-
მი მეგობრულ გრძნობებს არ განიცდიდა. და, აი, უკვე ვაშინ-
გტონი ჯარებთან ერთად ჰუძონს გადავიდა, ისარგებლა იმით,
რომ ინგლისელი მეთაური კლინტონი სულმოკლედ იჯდა ნიუ--
იორკში. იმავდროულად გრაფ დე გრასმა დაუბრკოლებლად
გადაიყვანა თავისი ფლოტი ჩრდილოეთით, ინგლისელი გენე-
რალი როდნეი კი ფრთხილობდა და გრაფზე დადევნების ნაც-
ვლად, ბარბადოსის დასაცავად დარჩა. და მაინც, იმის შესაძ-
ლებლობა, რომ სახმელეთო ჯარები და სამხედრო ხომალდე-
ბი ჩესაპიკის ყურეში ერთდროულად აღმოჩნდებოდა, ხოლო
გენერალი კორნუოლისი მორჩილად დაელოდება მათ გამო-

827
მკითხველთა ლიგა

ჩენას, ძალიან საეჭვო იყო. ყველა ის ხომალდი და ურემი, ის


დაღლილი ადამიანები და ახალი ქვეყნის ქვიშიან გზებზე, უღ-
რან ტყეებში, დაკლაკნილ ბილიკებზე, უდაბურ ველებზე ჩორ-
თით მავალი ცხენები, დათვების, მგლების, თახვების, ინდიელე-
ბისა და მომთაბარე მტრედების მხარეში... ჰარი ძილს ვეღარ
უმკლავდება. რამდენი არიან, ფიქრობს იგი, რა აურზაურია. სა-
ღამოს განმავლობაში ათიოდე გვერდს ძლივს კითხულობს;
დაღლილ მხედრობასავით ნელი მარშით მიიწევს წინ. თავისი
გამაჯანსაღებელი სეირნობებისას ყოველთვის დელეონის შავი
კვარტალებისკენ როდი მიემართება; აღმოაჩენს და შემდეგ იკ-
ვლევს ბრწყინვალე მდიდრულ ქუჩებს, რომელთა არსებობა
არც კი იცოდა, - გრძელი სანაპიროს გაყოლებაზე გადაჭიმული,
ოკეანისკენ მიმართული ქუჩები; სახლები ზურგით ქუჩისა და
შემთხვევითი გამვლელებისკენ; სოლარიუმი; ავტოფარეხი სამი
მანქანისთვის, ნიჟარებშერეული ბეტონის გზის ბოლოში; ჰიბის-
კუსის და ჟაკარანდას ბუჩქები; თვალს მოფარებული აუზიდან
წყლის შხაპუნის ხმა; კონდიციონერის შიშინი ტალღების მოქცე-
ვასა და მიქცევას შორის შუალედებში: შშშრრრ. ცხოვრობს რა
ხალხი! ეს პატარა ბინა არ გეგონოთ, რომლიდანაც დღეს
გაქვს ხედი ოკეანეზე, ხვალ კი წაგართმევენ და ხმასაც ვერ
გაიღებ. რამდენიც უნდა ამოძვრე კანიდან, რამდენიც უნდა სცა-
დო ზევით აფოფხება, შენზე ზევით, ყოველთვის აღმოჩნდება
ვიღაც უფრო მდიდარი, რომელიც ამ სიმაღლეზე ნებისმიერი
ძალდატანების გარეშე მოექცა. იღბლიანები, ისინი გტოვებენ
დაბლა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას გიჩენენ, რომ ახა-
ლი შემართებით გაექანო ტელევიზორით რეკლამირებული ნე-
ბისმიერი ნაგვის შესაძენად.
კერძო მშენებლობებს შორის, სანაპირო ხაზის გაყოლე-
ბაზე, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მოჩანს ყურის ლურჯი

828
მკითხველთა ლიგა

ზედაპირი, ზოლიანი იალქნები, სწრაფად მქროლავი წყლის


მოტოციკლები, პარაშუტები და მოტორიანი ნავები, პარაშუტებს
რომ მიაქანებენ. და შორს, ჰორიზონტზე გაჩერებული სატვირ-
თო ხომალდების ნაცრისფერი სილუეტები. ჰარის საცურაო
კოსტიუმებში ჩაცმულმა ველოსიპედისტებმა გაუსწრეს; მათ
კვალდაკვალ მოქოშინებს ახალგაზრდა, მსუქანი ფოსტა-
ლიონი მონაცრისფრო ცისფერ შორტებსა და იმავე ფერის წინ-
დებში, წინ მოაგორებს ხელჩანთა-ურიკას რეზინის ბორბლე-
ბით, თითქოს საბავშვო ეტლია. ახლა ყველა ფოსტალიონი ამ-
გვარით სარგებლობს. რა სუსტი ხალხი წამოვიდა! მარტო დი-
ვანი და ტელევიზორი სჭირდებათ. ადამიანს, რომელსაც
ჯეკსონ-როუდზე მოჰქონდა ფოსტა, უკვე აღარ ახსოვს, რა ერ-
ქვა, ჭაღარათმიანი მამაკაცი იყო, ლამაზი უსიხარულო სახით,
დედა ამბობდა, ცოლმა მიატოვაო, - მხარზე ჰქონდა გადაკიდე-
ბული თავისი გაქექილი ტყავის ჩანდა და სიმძიმისგან რკალი-
ვით იყო მოხრილი, განსაკუთრებით პარასკეობით, როცა ოჯა-
ხებში ჩამოსარიგებელი იყო ჟურნალები „Life“ და „Post“. მის-
ტერ აბენდროთი. ასე ერქვა. ზუსტად ახსოვს, ცოლმა მიატოვა,
პატარა ჰარი სულ ცდილობდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რო-
გორ დაიმსახურა იმ კაცმა ასეთი სირცხვილი? „ნაიკის“ ჟანგბა-
დისბუშტიან ბოტასებს ჰარი ნიჟარებით მოკირწყლული ტრო-
ტუარით მიჰყავთ, ტროტუარი ისე თვალისმომჭრელად თეთ-
რია, რომ თვალებს ტკენს, როცა მზე მაღლაა. იგი უფრო შორს,
ნავმისადგომებისკენ მიდის, იქით, სადაც მარჯნის სანაპიროში
წყალი ვიწრო, თანაბარ ზოლებად იჭრება, თითქოს ტრაფარე-
ტით გაგრძელებულ ქუჩებში მოტორიანი ნავიების დიდი არჩე-
ვანი იყოს, ისინი ქანაობენ მიბმულები, დამჯერები და ცა-
რიელები, მათი რეზინის სამაგრები უხმოდ ეხლება მარჯნების
კედლებს ვერტიკალური, გლუვი გვერდები მზის სხივებში ხტის.

829
მკითხველთა ლიგა

ყველგან გამაფრთხილებელი წარწერებია „გარეშე პირთათვის


შესვლა აკრძალულია“, მაგრამ მას, რესპექტაბელური გარეგ-
ნობის, ასაკოვან, თეთრკანიან მამაკაცს, ეს არ ეხება. ასეთი ნა-
ვი რომ იყიდო და შეინახო, იმდენი ფულია საჭირო, რომ ცოტა
ხნის წინ ამ თანხით სახლის ყიდვა შეიძლებოდა და აქ მიბმული
ბევრი ლამაზმანი უეჭველად არაერთხელ გამოუყენებიათ კო-
კაინის რეისებისთვის: ჩუხ-ჩუხ, ამუშავდა ძრავა და ნავი ნავმი-
სადგომიდან გავიდა ყრუ, უმთვარო ღამეში; ტყუილად ხომ არ
არიან ზღვა და დანაშაული მოკავშირეები. რამდენი ხანიც არ-
სებობს გემები, იმდენი ხანია არსებობენ მეკობრეები. სადაც
მთავრდება ხმელეთი, იქ მთავრდება კანონები. ადამიანი ღია
ზღვაში არაფერია, ტალღა გადაუვლის და წადი, ეძებე, ბუყ-ბუყ
და აღარ არის. ალბათ, წყლის ამიტომაც ეშინია ჰარის, მთელი
ცხოვრება ეშინოდა. მასაც უყვარს თავისუფლება, მაგრამ სავ-
სებით საკმარისია ველებისა და მინდვრების სივრცე, სხვა არც
სჭირდება. აქაური მცხოვრებლები ერთიანად შეშლილები არი-
ან ნავებზე, მაგრამ ჰარი ამ გატაცებას არ იზიარებს. მიართვი
მას ტერრა ფირმა - ხმელეთი. სანაპიროს შორდება, შორიდან
უვლის რამდენიმე მილზე გადაჭიმულ უსახურ კვარტალებს,
აქა-იქ გაკეთილშობილებული ღარიბული საცხოვრებლებით,
რომლებიც აქ ომის შემდეგ მასობრივად გააშენეს საშუალო
შეძლების ადამიანებისთვის, რომელთაც სურდათ თავისი წილი
მზე მიეღოთ იქიდან, რაც ბრძოლით მოიპოვა ვაშინგტონმა,
მათთვის, ვინც უბრალოდ აქ დაიბადა, ვისთვისაც ეს უცნაური,
არარეალური, საკურორტო მხარე მათი მშობლიური სახლია;
სახლები საღებავს ისე იფერთხავენ, როგორც დამსვენებლები
სანაპიროზე ტანსაცმელს. მათ კოწახურისა და ურთხელის ბუჩ-
ქები კი არ ესაზღვრება, არამედ ეკლიანი კაქტუსები, რომლე-
ბიც მცხუნვარე მზის ქვეშ მსხვილდება - რაც უნდა იყოს, ამერი-

830
მკითხველთა ლიგა

კაში საკმარისად ცხელა და სიმშრალეა იმისთვის, რომ ევრო-


პულმა ცივილიზაციამ ღრმად გაიდგას ფესვები.
რამდენიც უნდა იაროს სხვადასხვა ადგილას, მას ისევ და
ისევ რაღაც ექაჩება დიდ, შავ რაიონში დასაბრუნებლად,
ოღონდ ზუსტად თვითონაც არ იცის - რა. იქნებ იმიტომ, რომ
სურს თავისი სამოქალაქო უფლება გამოიყენოს და იაროს იქ,
სადაც მოესურვება, ან იმიტომ, რომ საკურორტო ქალაქ დე-
ლეონის ეს თითქოსდა არარსებული ნაწილი მას ბუნდოვნად
ეცნობა? ყოფილა, ყოფილა აქ ადრე, სანამ მისი ცხოვრება სა-
ბოლოოდ არ განაზდა, არ დამყაყდა. უიკენდის შემდეგ, ორშა-
ბათს, წესით, ზანგებს ამაღლებული განწყობა უნდა ჰქონოდათ
- პირველ რიგში, შავკანიანი „მის ამერიკა“ აირჩიეს, გარდა ამი-
სა, „ფილადელფიელი არწივების“ ფეხბურთელმა რენდელ კა-
ნინგემმა, შეიძლება ითქვას, თამაში ამოქაჩა, როცა მისი გუნდი
ვაშინგტონში „წითელკანიანებთან“ ოცით ნულს აგებდა, - ბაჭიამ
გაბედა და რამდენიმე კვარტალით ღრმად შევიდა წინანდელ
სეირნობებთან შედარებით, საშუალო სკოლის ძველი,
ჟანგისფერ-ყვითელი აგურით ნაშენი, მაღალი, გისოსებში ჩას-
მული ფანჯრებითა და მთავარი შესასვლელის თავზე ლათი-
ნურწარწერიანი, დაცარიელებული შენობის უკან (ასაკით ალ-
ბათ ბრუერის სკოლის ტოლაა), ჰარი სპორტულ მოედანს წააწ-
ყდა. ფართო, გამომწვარი, მზისთვის გაშლილი, უკაცრიელი
სივრცე ბეისბოლის რომბით, მაღალი ღობით შორეულ საზ-
ღვართან და შიდა მოედანზე ორი კარით, ევროპული ფეხბურ-
თის სათამაშოდ; ხოლო ქუჩისკენ ახლოს, ორი თიხიანი კორტი,
უთვალავი დარტყმისგან დაბრეცილი ლითონის ბადით. ასეთი-
ვე უფერული კალათბურთის მოედანი, სირბილისგან დატკეპნი-
ლი მიწით. ერთიმეორის პირისპირ, მოედნის თავზე საზეიმოდ
აღმართულა ორი ფარი ბადის გარეშე. ერთი ფარის ქვეშ რამ-

831
მკითხველთა ლიგა

დენიმე შავკანიანი ბიჭუნა იტკეპნება, ბურთისთვის იბრძვის.


ელავს ფეხები, ისმის მოკლე წამოძახილები, ფეხსაცმლის ძი-
რებიდან მტვრის ღრუბელი იწევა. ვიღაცამ რამდენიმე სკამი
მოათრია და გამოხუნებულ ბალახზე, ბეტონის ბილიკის სიახ-
ლოვეს დადგა. სკამებს ზურგი არა აქვს, გინდა სახით ქუჩისკენ
დაჯექი, გინდა - მოედნისკენ. ბაჭია ირჩევს სკამს და ჯდება ბო-
ლოში სახით არც იქით, არც აქეთ. შეგიძლია თამაშსაც უყურო
და თან ისეთი სახე შეკერო, თითქოს წუთით ჩამოჯექი დასასვე-
ნებლად, სანამ ისევ შენი გზით წახვალ. განსაკუთრებით არა-
ფერს უყურებ და საერთოდ, სხვის საქმეებში ცხვირს არ ყოფ.
ბიჭები ექვსნი არიან, ყველანი ტრუსებსა და მაისურებში. შესამ-
ჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიმაღლით, მოძ-
რაობის თავისუფლებით. მაგრამ ჰარის ის მოსწონს, რომ მო-
ახვედრებენ კალათში თუ გამაზავენ, ბურთს უკან მიაწვდიან თუ
გარღვევას მოახერხებენ, - არავინ ფორიაქობს. არც მაშინ ეც-
ვლებათ სახეები, თუ სასაცილო, ცრუმოძრაობას გააკეთებენ,
თითქოს წინ აპირებენ გავარდნას და იქვე მკვეთრად ჩერდები-
ან, რომ ვინმეს ზურგს უკან მიაწოდონ პასი. ეს ნამდვილად ტე-
ლევიზორში აქვთ ნანახი, მაიმუნობენ, - ყველა ერთად თითქოს
საერთო მაქმანს ქსოვს. განსაკუთრებით არავინ იხარჯება,
ცხოვრება ხომ ასეთი გრძელია და ჯერ დღეც არ დამთავრებუ-
ლა. მათი საქმეში ჩართული ფეხები მუხლებამდეა ჩაძირული
მტვრის უთხელეს ვარდისფერ ნისლში. კუნთებს მტვერი მქრქა-
ლად ფარავს, ოფლის ნაკადულები მუქად ჩანს, კედები კი თი-
ხანარევ მიწისფრადაა შეღებილი. აქ მოედანზე ბეისბოლის მო-
ედნის ღია სივრციდან მსუბუქი, მაცოცხლებელი ნიავი უბერავს.
ბაჭიას საათი ოთხს უჩვენებს. სკოლაში გაკვეთილები დამთავ-
რდა, მაგრამ არა აქ, ყვითელი აგურის მიტოვებულ ამ სკოლა-
ში. ნამდვილი ცხოვრება სადღაც სულ სხვა ადგილას, რომე-

832
მკითხველთა ლიგა

ლიმე ახალმოდურ, პომპეზურ, შუშებიან საშუალო სკოლაში მი-


დის, სადაც ბავშვები ცხრა მთას იქით, ბულდოზერით გადასწო-
რებული ქალაქის გარეუბნიდან სასკოლო ავტობუსს მიჰყავს.
ბაჭიას უხარია, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის გადავსებუ-
ლი და ჯერ კიდევ გვხვდება დარჩენილი ადგილების ამთვისებ-
ლებს გადარჩენილი კუთხეები. მოედნის ცენტრში, რომელსაც,
რა თქმა უნდა, არავინ უვლის, ბალახია ამოსული. ჩანს, იქამდე
იშვიათად მირბიან კედებით შემოსილი ფეხები - არ ტკეპნიან,
არ ხტუნაობენ და არ სრესენ მიწას, სამაგიეროდ, ფარების ქვეშ,
მოედნის გინდ ერთ, გინდ მეორე ბოლოში, შესამჩნევია ნახევ-
რად მრგვალი, ჩატკეპნილი ორმოები. მართალია, ჰარი საკმა-
ოდ მოშორებით, კარგი, მკვეთრი ჩიპის ანდა, პირიქით, სედვე-
ჯის მსუბუქი დარტყმის მანძილზე ზის - მოთამაშეებმა იგი მაინც
შენიშნეს. აქ იმისთვის კი არ შეკრებილან, რომ უფასო წარმოდ-
გენა გაუმართონ ვიღაც ქონიან, ბებერ, თეთრკანიან უსაქმურს,
რომელიც აქ ისე დასეირნობს, თითქოს ვიღაცამ დაპატიჟა. და
სად არის მისი მანქანა? მისკენ მიმართულ მზერაში ჰარი მრის-
ხანებას გრძნობს და შეშინებული, რომ ბავშვებთან კონტაქტის
დამყარების მოკრძალებული მცდელობა სამარცხვინოდ არ
დასრულდეს, დემონსტრაციულად ოხრავს, სკამიდან მძიმედ
წამოდგება და მიდის. გზადაგზა ათვალიერებს ფირფიტებს ქუ-
ჩების დასახელებებით, ცდილობს დაიმახსოვროს გზა ამ მშვი-
დობიანი ოაზისისკენ. აქ ყოველდღე თუ დაიწყებს სიარულს,
რაღაც დროის შემდეგ მას, როგორც უცხოს, აღარ შეხედავენ.
შავები თეთრები არ არიან, მათ არ აქვთ „უწმინდურებისგან“ სა-
კუთარი კვარტალის დაცვის ეჭვიანი ინსტინქტი. თანაც ახლა,
რაღაცნაირად, დაკმაყოფილებულებიც უნდა იყვნენ - ერთ--
ერთი მათგანი სულ ახლახან „მის ამერიკა“ გახდა. სათვალავში
უკვე მესამეა. სასაცილოა, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე,

833
მკითხველთა ლიგა

ჟიურის წევრებს შორის იყო ორი ცნობილი ადამიანი, რომლებ-


საც ჰარი შესანიშნავად იცნობს, მათდამი ახლობლური გრძნო-
ბები აქვს, უბრალოდ უყვარს! ფილისია რეიშადი, „კოსბის შოუს“
ჭეშმარიტი ვარსკვლავი, სწორედ ვარსკვლავი და ამაში ვერა-
ვინ გადაარწმუნებს, - როგორი ფეხები, როგორი განუმეორებე-
ლი ბუნებრივი ღიმილი აქვს - და კიდევ, მაიკ შმიდტი, რომელ-
საც ეყო ჭკუა, დაესვა წერტილი, რადგან მიხვდა, რომ არა-
ნაირი „აღმოჩენა“ აღარ იქნებოდა. გამოდის, რომ სიცოცხლე
სიკვდილის შემდეგ რაღაც გაგებით მაინც არსებობს. შმიდტი
კონკურსების ჟიურის წევრია. წასულია და მაინც აგრძელებს
ცხოვრებას. ორიოდე კვირის წინ კი, აშშ-ის ჩოგბურთის ღია
პირველობაზე, შავკანიანმა გოგონამ კრის ევერტს, ამ უკანას-
კნელის სპორტულ კარიერაში ბოლო ჩემპიონატზე მოუგო. უნ-
და იცოდე, როდის გადის დრო. News-Press უკვე ყოველდღე
გამოდის, გვერდებზე ზოლებად გაყოლებული, უზარმაზარი სა-
თაურებით. მკითხველს ქარიშხალი „ჰუგოს“ გადაადგილებების
შესახებ ახსენებენ. სიკვდილის მთესველმა ჰუგომ გადაუარა
კუნძულებს, ჰუგო პუერტო-რიკოში შეიჭრა. სამშაბათს ჰარი
მდიდრულ სანაპირო კვარტალებში სეირნობს და ცდილობს,
შენიშნოს მოახლოებული ქარიშხლის ნიშნები, შემოქმედის ხე-
ლით დაბეჭდილი შეტყობინებები ღრუბლების სახით, მაგრამ
უშედეგოდ. იმავე დღეს, საღამოს, შემთხვევით ლიფტთან მის
ზაბრიცკისთან ერთად აღმოჩნდება. მის ზაბრიცკი ახედავს მას
გადმოკარკლული, ჩასისხლიანებული თვალებით, რომლებიც
ქალაზე გადაჭიმული კანიდან იმზირებიან და წარმოთქვამს:
- საშინელი რამაა.
- რა არის საშინელი?
- რაც აქეთ მოემართება, - პასუხობს. მისი ჭაღარა თმა
თითქოს უკვე გაუწეწია ქარს.

834
მკითხველთა ლიგა

- აჰ, ეს! ნუ გეშინიათ, ჩვენამდე ვერ მოაღწევს, - ამშვიდებს


ჰარი. - ეს რეპორტიორები აჭარბებენ და ისტერიკას ქმნიან.
გესმით, ისტერიკა, განგაში. ასეთი სამუშაო აქვთ: ყოველ საღა-
მოს, საიდანაც გინდა, მოიტანე და დადე ახალი ამბავი, თუ გინ-
და ყურით მოათრიე!
- მაშ, ასეა? - სხვათა შორის ეშმაკურად ამბობს მის ზაბ-
რიცკი. მისი კისერი სულ უფრო ღრმად ჩაიხრახნა კუზიან
მხრებში, თავი კიდევ უფრო გვერდზე გადაიხარა კეკლუცად,
თუმცა, სავარაუდოდ, ამას თავად ვერ მიხვდა. შეიძლება მიხვდა
კიდეც, მისას რას გაიგებ. ჰარის სადღაც წაუკითხავს, რომ ნა-
ცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი ჰქონდათ რომანები. ეს
გრძელი უფანჯრებო დერეფანი, ატმისფერ-ვერცხლისფერი
შპალერით, ისე აშინებს თავისი მსგავსებით აკლდამასთან, რომ
ჰარი ყოველთვის ჩქარობს სწრაფად ჩაიაროს. დიდი ლარნაკი
მარმარილოს ნახევრადწრიულ მაგიდაზე, ერთიანად
მომწვანო-ოქროსფერი, საშინლად ჰგავს სამგლოვიარო ურნას
მიცვალებულის ფერფლით. ლიფტი კი არა და არ მოდის. მის
მოლოდინში მოსაუბრე ჩაახველებს და ისევ ცდის საუბრის გაბ-
მას:
- ხვალ ოთხშაბათია - ვახშამი-ბუფეტი. განსაკუთრებულად
მიყვარს ბუფეტი.
- მეც, - ეხმიანება ჰარი, - მაგრამ არჩევანის გაკეთება მი-
ჭირს და შედეგად იმაზე მეტს ვილაგებ, ვიდრე საჭიროა, მაგ-
რამ რადგანაც ვიღებ, ვჭამ კიდეც, - არა, მაინც რატომ წამოიწ-
ყო ბუფეტზე ლაპარაკი? ვითომ ეპატიჟება, რომ ერთად წავიდ-
ნენ? პაემანს უნიშნავს? ჰარი ბოლო ხანებში უკვე აღარ ეუბნება,
რომ ჯენისი მალე ჩამოვა.
- ქაშერულს მიირთმევთ?

835
მკითხველთა ლიგა

- თვითონაც არ ვიცი. რულეტები ნეკნებიანი ბეკონით, მა-


გალითად, ქაშერულია? - მის ზაბრიცკიმ ისე გადმოკარკლა
თვალები, თითქოს ეუბნება, თუკი ვინმე გაგიჟდა, ეს ნამდვილად
თქვენ ხართო. გუგები აგერ-აგერ გადმოუცვივდება ორბიტები-
დან: გასკდება, ვერ გაუძლებს დაძაბულობას, ძაფები თუ ძარ-
ღვები, როგორც გინდათ ისე დაარქვით, ჯერ კიდევ აკავებს მის
თვალებს ბუდეში. შემდეგ ალბათ ასკვნის, რომ ჰარიმ იხუმრა:
შებოჭილი ღიმილი ნელ-ნელა გაიშლება ნაოჭებიან სახეზე და
სახე პატარა ნაკუწებისგან შეკერილ საბანს დაემსგავსება. ჰა-
რის ახსენდება ძუკნა პოლონურ-ამერიკული კლუბიდან, აქსუ-
ტუნებული ცხვირით, სვიტერის ქვეშ აბრეშუმივით კანით და ახ-
ლიდან ბრაზდება ჯენისზე, რომელმაც ასეთ ასაკში სხვა ქალე-
ბის სამოწყალოდ მიატოვა. ჰარი მაგიდასთან მარტო ვახშმობს,
არავინ აწუხებს, მაგრამ მის ზაბრიცკის შემოჭრის მცდელობა
იმდენად ააფორიაქებს, რომ საკუთარ გულს ორ აბ ნიტროს-
ტატს ასმევს. მოგვიანებით კი, როცა უკვე ლოგინში წევს, 1781
წლის 1-ელ სექტემბერს ფრანგული არმიის კოლონები ფილა-
დელფიელების წარმოსახვას ატყვევებენ. ფილადელფიის
მცხოვრებლები მქუხარე ოვაციებით ეგებებიან ფრანგებს, რომ-
ლებიც საზეიმო მარშით დადიან მათი მშობლიური ქალაქის ქუ-
ჩებში, ახარებენ თვალს სააღლუმო თეთრი მუნდირებით, ფე-
რადი საყელოებითა და მანჟეტებით - წითელი, მწვანე, იასამ-
ნისფერი ან ლურჯი. ყველა პოლკს თავისი ფერი აქვს, - რა
სათქმელია, მაგრამ მთელ ევროპაში არც ერთ სხვა სახელმწი-
ფოს არ ჰყოლია უფრო საზეიმოდ ეკიპირებული ჯარისკაცები.
პენსილვანიის შტატის პრეზიდენტმა, ჯოზეფ რიდმა ფრანგი
ოფიცრების პატივსაცემად წვეულება გამართა, რომლის მთავა-
რი მშვენება ოთხმოცდაათფუნტიანი კუს წვნიანი გახლდათ, სა-
კუთარი ბაკნით მორთმეული. აი, სად იყო ქოლესტერინი! მაგ-

836
მკითხველთა ლიგა

რამ, როგორც ჩანს, მათ ეს მაინცდამაინც არ აწუხებდათ. თუმცა


მაშინ ის ბედოვლათები რამდენი წლისანი იქნებოდნენ? ორ-
მოცდათექვსმეტისა ნამდვილად არა, იშვიათი გამონაკლისის
გარდა. ჯარისკაცებს ეშინიათ სამხრეთის, მალარიის, ჭაობები-
სა. როშამბომ ვაშინგტონს ნიუ-იორკზე შეტევა გადააფიქრებინა
და საერთოდ, ამ ეტაპზე, სწორედ როშამბო ასრულებს რევო-
ლუციის გონებრივი ცენტრის როლს. მას გეგმაში აქვს დე გრა-
სის არმიასთან შეერთება ჩესაპიკის ყურის ჩრდილოეთით. დე
გრასი ახერხებს თავიდან აიცილოს ინგლისელების ფლოტთან
შეტაკება და ბაჰამისა და კუბის კუნძულებს შორის მდებარე, ნაკ-
ლებად გამოყენებულ, შემოვლით გზას ირჩევს. არა, ეს ვერა-
სოდეს გამოვიდოდა.
მეორე დილას ნეწს-პრესს-ის სათაური წაიკითხა: ჰუგო შე-
ერთებული შტატებისკენ მოემართება. ჰარიმ საუზმედ გაყინუ-
ლი ფანტელების გამოყენებაზე უარი თქვა და რატომღაც ხორ-
ბლის ფქვილის ბალიშებზე გადავიდა, მაგრამ რატომ და რის-
თვის, თვითონაც არ ახსოვს. თითქოსდა ეს უჯრედისთან და
კუჭ-ნაწლავის მუშაობასთანაა დაკავშირებული. როგორც ექიმე-
ბი ამბობენ, ადამიანი იგივე საკანალიზაციო სისტემაა. რჩება
მხოლოდ იმედი, რომ იმ მდგომარეობამდე არ მივა, რომ მუ-
დამდღე ფიქრობდეს, კუჭში გავიდა თუ არა და თუ გავიდა, რო-
გორ. დედილო სპრინგერმა ბოლო პერიოდში წესად შემოიღო
მოხსენებები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საპირ-
ფარეშოში. ამას ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდა, თითქოს ოქ-
როს კვერცხი დაედო ოჯახის ყულაბაში. საღამოს ახალი ამბე-
ბის გამოშვებები სარეკლამო ჩართვებით წყდება და რეკლამე-
ბის ნახევარი სხვადასხვა საფაღარათო საშუალების ღირსებე-
ბის აღწერას ეთმობა, ხოლო მეორე ნახევარი - ბუასილის სხვა-

837
მკითხველთა ლიგა

დასხვა საშუალების ეფექტურობის აღწერას. კაცი იფიქრებს,


რომ ახალ ამბებს მხოლოდ ბებერი უკანალები უყურებენ.
საუზმის შემდეგ პინდო-პალმის ბულვარზე გაისეირნა და
შინ „უინ-დიკსის“ პროდუქტების პაკეტით დაბრუნდა. სუპერმარ-
კეტში დემონსტრაციულად ჩაუარა „კისტოუნის“ სიმინდის ჩიპ-
სებს, სამაგიეროდ, პატივი მიაგო დაბალკალორიულ გაყინულ
მზა სადილებს. დღეისთვის პროგნოზირებული თავსხმა შუად-
ღისას წამოვიდა, მაგრამ სამისთვის უკვე გადაიღო და ბაჭიაც,
თითქოს ტრანსშიაო, „სელიკაში“ ჩაჯდა და დელეონის ცენ-
ტრისკენ გაემართა. მანქანა ორი საათით დატოვა ავტოსად-
გომზე და ერთი მილი ფეხით გაიარა ორშაბათს აღმოჩენილ
სპორტულ მოედნამდე. დღეს კალათბურთის მიწიან მოედანზე
ბიჭუნების ორი გუნდი თამაშობს, თითო გუნდი - თითო ფარის
ქვეშ. ერთ მხარეს ენერგიულად იბრძვიან ორი-ორზე, ხოლო
მეორე მხარეს სამი ბიჭუნა აუჩქარებლად, რიგრიგობით ისვრის
ბურთს კალათში - მის ბავშვობაში ამ თამაშს „მინუს ხუთი“ ერ-
ქვა. დავუშვათ, შენ ისვრი პირველი და თუ ჩააგდებ, მომდევნომ
ზუსტად უნდა გაიმეოროს შენი ნასროლი და თუ გამაზავს,
მიიღებს მინუს ერთს, მინუს ორს და ასე, სანამ მინუს ხუთს არ
დააგროვებს - მაშინ თამაშიდან გავარდება. ბაჭია ამ ჯგუფთან
უფრო ახლოს ჯდება სკამზე და დაუფარავად უყურებს. ბოლოს
და ბოლოს, ეს თავისუფალი ქვეყანაა, თუ არა?
ბიჭუნები დაახლოებით თორმეტი-ცამეტი წლისანი არიან,
ვერ გაუგიათ როგორ უნდა მოექცნენ დაუპატიჟებელ სტუმარს.
რა უნდა აქ თეთრ ბიძას - ნარკოტიკები, შავი ბიჭუნები? მათი
ზანტი მოძრაობები უცებ ჩერდება, ერთმანეთს გადახედავენ,
მხარს ჰკრავენ, ნერვიულად ხითხითებენ. შემდეგ ერთ-ერთმა,
მისკენ ნასროლი ბურთი შეიძლება განზრახ გაატარა, აისხლი-
ტა და პირდაპირ ჰარისკენ გაუშვა. ჰარი სკამიდან არ წამომ-

838
მკითხველთა ლიგა

დგარა, გვერდზე გადაიხარა და მარცხენა ხელით შეაჩერა ბურ-


თი. მარცხენა მარჯვენაზე უარესად უმუშავებს, მაგრამ მასაც კი,
თურმე რაღაც ახსოვს. ყველაფერი ახსოვს. მაშინვე იცნო ეს
მკვრივი, ბუსუსიანი სიმრგვალე, გლუვი ნაკერებით დაყოფილი,
გახვრეტილი ადგილი, საიდანაც ჰაერს ტუმბავენ. ბუსუსიანი დი-
დი ბურთი, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ფრენა. ჰარი მჯდო-
მარევე უბრუნებს ბურთს, ამიტომ ოდნავ მოუხერხებლად, მაგ-
რამ მაინც წაიკეკლუცებს, დაე, იცოდნენ, რომ მასაც ესმის
რაღაც-რაღაცები. უმალ დამშვიდებულ შავ სამეულს მთელი ყუ-
რადღება თამაშზე გადააქვს, ძალიან მოინდომებენ სხვადასხვა-
ნაირი სროლების ჩვენებას - ხან როგორ ისვრიან, ხან - რო-
გორ, წარმოუდგენელ ნახტომებს აკეთებენ. რაც უნდა სასაცი-
ლო იყოს, ბურთი ზოგჯერ კალათში შემთხვევითი გამართლე-
ბის ან იღბლის წყალობით ვარდება. ერთი ასეთი უცნაური ბურ-
თი კალათიდან ასხლტა და ჰარის პირდაპირ ხელებში ჩაუვარ-
და. ამჯერად ადგა და მოედანზე ბურთით ხელში შევიდა. ჰარი
გრძნობს, როგორი უზარმაზარია, უზარმაზარი თეთრი ლოდი
და მის უკან მზე. ჰარის ჩრდილი ყველაზე ახლოს მდგომ ბიჭუ-
ნას ეცემა, მას თავს ჭრელი ნაქსოვი, ალაგ-ალაგ გარღვეული
ქუდი უფარავს, მეორე ბიჭუნას მაისურზე ნომერი „8“ აწერია.
- რას თამაშობთ? - ეკითხება ჰარი, - მინუს ხუთი ჰქვია ამ
თამაშს?
- სამიანი, - უხალისოდ პასუხობს ბიჭუნა ნაქსოვი ქუდით, -
სამი აცილება და მოუსვი, - ხელი გაიწოდა ბურთისკენ, მაგრამ
ჰარიმ ხელები მაღლა ასწია, რომ ვერ მისწვდენოდა.
- შეიძლება ერთხელ ვისროლო?
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, თვალებით მოითათბირეს
და გადაწყვიტეს, რომ ეს ბურთისთვის ერთგვარი გამოსასყიდი-
ა.

839
მკითხველთა ლიგა

- მიდით, - ნება დართო ნაქსოვქუდიანმა.


ჰარი ფართან კუთხით დადგა ოციოდე ფუტის მანძილზე
და როდესაც მუხლებში მოიხარა და მარჯვენა ხელი ზევით
წაიღო, იგრძნო განვლილი წლების სიმძიმე იმ დროის შემდეგ,
რაც ბოლოჯერ ისროლა ბურთი კალათში. ააცილა. როგორც
საჭიროა, მზერით დაიჭირა საჭირო წერტილი ფარზე, მაგრამ
ბურთს ამპლიტუდა არ ეყო და იმის ნაცვლად, რომ ფარიდან
არეკლილი კალათში ჩავარდნილიყო, დაფასა და რკალს შო-
რის მოხვდა და უკან, პირდაპირ მე-8 ნომრის ხელებში ჩავარ-
და.
- ჰოო, ძია, - ეუბნება მესამე დაცინვით, ბიჭებს შორის ყვე-
ლაზე ლათინურამერიკული გარეგნობის და ყველაზე უჟმური, -
შენი უკვე ითამაშე!
- დავჟანგდი, ნამდვილად, - ეთანხმება ბაჭია, - და თქვენი
ჰაერიც ჩემთვის მიუჩვეველია.
- გაჩვენოთ, როგორ უნდა? - სთავაზობს ნომერი 8, ყვე-
ლაზე მაღალი სამეულში. იგი დგება იმ ადგილზე, საიდანაც ჰა-
რიმ ისროლა, პირს აღებს, ენას ყოფს, ზუსტად მაიკლ ჯორდა-
ნივით. ნაზად, კატასავით უბიძგებს შუბლზემოთ ჰაერს და ბურ-
თი თითქოს თავისით გაფრინდება მისი გრძელი, ყავისფერი
მოშვებული ხელებიდან, მაგრამ ისიც ააცილებს, მარჯვენა
მხრიდან მოახვედრებს რკალს. საერთო ხელმოცარულობამ
ყინული გაალღო. ბაჭია ადგილიდან არ იცვლის ფეხს, ელის,
როგორ მოიქცევიან. ბიჭუნა ნაქსოვ ქუდში, სხვადასხვა ფერის
კონცენტრირებული წრეებით, რომელიც ჰარის შემეცნებაში
ასოცირდება „შავ მუსლიმანებთან“, ბურთს იღებს და ამბობს:
- მოიტა ერთი, გიჩვენებთ როგორ უნდა, - და ბურთი მარ-
თლაც კალათში ვარდება, თუმცა ჩანს, რომ ბიჭუნამ, მე-8 ნომ-
რისგან განსხვავებით, უბრალოდ მოისროლა, ნამდვილად არ

840
მკითხველთა ლიგა

უცდია კიდევ ერთი მაიკლ ჯორდანი გამხდარიყო. ახლა ან არა-


სოდეს და ჰარი სვამს კითხვას:
- ეი, მოდით, ეგ თქვენი „სამიანი“ ცალი ხელი მათამაშეთ.
უცებ, ერთი წრე და წავალ. უბრალოდ ვსეირნობ, ფეხის გასაშ-
ლელად გამოვედი.
უკმაყოფილო სამხრეთამერიკელი მეგობრებს ეუბნება:
- რას გვეტენება? თქვენ როგორც გინდათ, მე კი ამასთან
თამაშს არ ვაპირებ, - მიდის და ჯდება სკამზე. დანარჩენმა ორმა
კი იმსჯელეს და სავარაუდოდ, გადაწყვიტეს, რომ ერთი თეთ-
რკანიანი იგივეა, რაც აისბერგის წვერი და ყველაზე სწორი იქ-
ნება, თუ ხიფათს თავს აარიდებენ - გარშემო შემოუვლიან. რაც
არის, არის. თანხმდებიან, თამაშში ჯიუტი, უცხო ადამიანი
მიიღონ. ჰარიმ მალევე ააცილა პირველიც და მეორეც, ვერ
შეძლო მე-8 ნომრის კვალდაკვალ გაემეორებინა ეშმაკურად
ნასროლი მარცხენა ხელით, რომელიც პირველად ნაქსოვქუ-
დიანმა შეასრულა და მე-8 ნომერმა გაიმეორა, - მაგრამ შემდეგ
ბაჭიამ მოახერხა წარსული ოსტატობის ლანდი კუდით დაეჭირა
და დაწინაურდა. ღრმა ჩასუნთქვა. თვალი კალათის რკალის
წინა მხარეს და შემდეგ თავისთავად ხდება ყველაფერი. ხელის
მტევნებსა და კალათს შორის მანძილი სულ უფრო მცირდება.
მხოლოდ შენ და ფარი, ათი ფუტი მიწის ზემოთ, ყველაფრის
ზემოთ. ჰარი იმდენად გაერთო, რომ თავისი საფირმო ნომე-
რიც უჩვენა ბავშვებს, რომელსაც დაუზარებლად ამუშავებდა
მაუნტ-ჯაჯის მოხრეშილ ქუჩებში: ორი ხელით ტყორცნა ფარის-
კენ ზურგით, - თავი უკან აქვს გადახრილი და კალათს ამობრუ-
ნებულს ხედავს.
როცა ყველაფერი ყირამალაა, ღრუბლებიანი ცა ისეთი
ლურჯი და გრანიტივით ნაცრისფერი მოჩანს. უძირო სიღრმე,
რომელიც მზადაა, ყველა და ყველაფერი შთანთქას, როგორც

841
მკითხველთა ლიგა

ამოყირავებულმა, ამბოხებულმა მიწამ. ბურთი სუფთად ვარდე-


ბა კალათში და სამივე კმაყოფილი იცინის. ამ ბიჭუნებს არ შე-
უძლიათ ორივე ხელით სროლა, ეს მათი „შავი“ სტილი არაა,
ამიტომ ბაჭიას შეუძლია არაფერი აკეთოს, თავისი საფირმო
ნასროლით ყაროს ბურთები კალათში და ყველა დაანგრიოს.
მაგრამ მადლიერების გამო, რომ ასეთი ყოჩაღები არიან - ნება
დართეს ჰარის მათთან ეთამაშა, ცალი ხელით ისვრის და დონ-
დლოდ იქცევა, წინ ნომერი 8 გაუშვა და მანაც მაშინვე ინი-
ციატივა აიღო.
- ყველამ უყურეთ, ქერიმის სუპერკაუჭი! - აცხადებს ბიჭუნა
და მართლაც ახვედრებს კალათში დაახლოებით ექვსი ფუტის
მანძილიდან, მარჯვნივ მდგარი.
- როცა თქვენხელა ვიყავი, - ეუბნება ბაჭია, - ზუსტად ასეთ
ნასროლებს ამუშავებდა ბობ პეტიტი სენტ-ლუისის გუნდიდან, -
და შეიძლება ითქვას, რომ განზრახ ააცილა, - მორჩა, უკვე მი-
ნუს სამი მაქვს. გავვარდი. ჯენტელმენებო, თქვენი ძალიან მად-
ლობელი ვარ.
მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვების საპასუხოდ ბიჭები
რაღაცას დაუნაწევრებლად ბურტყუნებენ, თითქოს ფუტკრები
ბზუიანო. „სამხრეთამერიკელს“, რომელიც პროტესტის ნიშნად
სკამზე იჯდა, გავლისას სასხვათაშორისოდ მიუგდო:
- ჩემი პატივისცემა, ამიგო.
როცა თავისი დაკეცილი ქოლგის ასაღებად დაიხარა, რო-
მელიც მოულოდნელი წვიმისგან თავის დასაცავად ყოველი
შემთხვევისთვის წამოიღო, ჰარი იღიმებოდა: მისი ბოტასები ახ-
ლა დაფარულია ვარდისფერი მტვრით, ზუსტად ისე, როგორც
შავკანიანი ბიჭუნების კედები.
მანქანასთან საოცარი სიმსუბუქისა და განწმენდილობის
გრძნობით ბრუნდება, ერთ-ერთი იმ ხალათიანი ტიპის მსგავ-

842
მკითხველთა ლიგა

სად „მაგნეზიის რძის“ სარეკლამო რგოლიდან, რომელიც


რბილ, გადღაბნილ ფოკუსში სიხარულისგან გადარეული
ტრიალებს, რადგან ბოლოს და ბოლოს, სასწაულმოქმედი
რძის წყალობით, მისი შიგნეულობა საათივით ამუშავდა. წარ-
მოიდგინეთ, სულ ცოტა ხანი ითამაშა კალათბურთი და ისეთი
შეგრძნება აქვს, თითქოს ზღვა კოჭებამდეც ვერ მოსწვდებაო.
ვალჰალა-ვილიჯისკენ მიმავალ გზაზე სასაუზმესთან შეჩერდა
და ხახვიანი კარტოფილის ჩიპსების დიდი პაკეტი და გაყინული
ლაზანია იყიდა, რომ სახლში ღუმელში გაათბოს და ისე ივახ-
შმოს, რომ,,ბუფეტში“ ჩასვლა და მის ზაბრიცკისთან შეხვედრა
არ დასჭირდეს. უკვე ეჩვენება, რომ მის ზაბრიცკის ვალი აქვს
იმის გამო, რომ ის ერთადერთი მეზობელია სართულზე და
რომ მანაც აქ იპოვა მარტოობის ნავსაყუდელი.
ბინაში ტელეფონი დუმს. საღამოს, „ახალ ამბებში“ - ისევ
ჰუგო და კიდევ, მაროდიორობის ფაქტები ვირჯინიის კუნძულებ-
ზე, სენტ-კრუასა და სენტ-ტომასზე, დამანგრეველი ქარიშხლის-
გან დაზარალებულები, ვაშინგტონში ჯანდაცვის პროგრამის
ცვლილებები და სავარაუდო კატასტოფული შედეგები ფლო-
რიდაში, სადაც ხანდაზმული ადამიანების დიდი რაოდენობაა
თავმოყრილი, ახალი ინფორმაცია დაკარგულ ფრანგულ
ავიალაინერზე, რომელიც ასრულებდა რეისს ჩადიდან პარიზ-
ში, თვითმფრინავის ნამსხვრევების აღმოჩენა საჰარაში. ცალ-
კეული ნამსხვრევების დაშორებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ თვითმფრინავში ნაღმი იყო ჩადებული,
„როგორც იმ თვითმფრინავში, ლოკერბის თავზე“, გაიფიქრებს
ბაჭია. კოჭებზე ზღვის შეგრძნება ოკეანის მიქცევასავით გაქრა.
ნებისმიერ წამში ყველა შეიძლება ავფეთქდეთ.
ოთახი და მთელი მისი მოწყობილობა, მას შემდეგ, რაც
აქ მარტო ცხოვრობს, თითქოს გაშეშდა წყნარ, მდუმარე დაძა-

843
მკითხველთა ლიგა

ბულობაში, როგორც ადამიანი, რომელმაც რაღაც მიზეზით სა-


კუთარ თავს აღთქმა მისცა, რომ არ გაანძრევს არც ხელს და
არც ფეხს. მაგრამ ღამღამობით გრძნობს, რომ ოთახები სუნ-
თქავენ და ფიქრობენ. მასზე ფიქრობენ. ტელევიზორის ცა-
რიელი ეკრანი, ღია ფერის დივანი; პატარა ნიჟარებისგან შეწე-
ბებული ჩიტების ფიგურები, სწორი, უნაოჭო საწოლის გადასა-
ფარებელი გვერდითა ოთახში, რომელიც გასულ ახალ წელს
ნელსონსა და პრუს ეკავა, აკვამარინისფერი სამზარეულოს კა-
რადები, ძალიან მუქი, მომაბეზრებელი ტონალობის, ასე მოეჩ-
ვენა პირველად რომ ნახა და დღემდე იმავეს ფიქრობს, ტელე-
ფონის აპარატი, რომელსაც რეკვის სურვილი არ გააჩნია - ეს
ყველაფერი რაღაც ფარულ ძალაუფლებას, სიცოცხლის უნარს
ფლობს. ჰარი ცოცხალი სისხლი და ხორცია, ისინი - უსულო
საგნები. ყრუ, ჩაკეტილი სივრცე, რომელიც მის გამოჩენას
ჩვიდმეტი დღის წინ მიესალმა, ახლა პირთამდე სავსეა შიშით,
დაძაბული, ნერვიული მოლოდინით, რომელიც ტელევიზორის
ბუტბუტის, გაზეთების სათაურების, მიკროტალღოვანი ღუმლის
ტაიმერისა, ასევე მისი სხეულის მოძრაობით გამოწვეული ხმე-
ბის წყალობით, რაღაცნაირად იფანტება, მაგრამ იმავე ხმებსა
და ხატებებს დრო ინარჩუნებს; როცა ეს უბადრუკი გამა-
ღიაზიანებლები სიცარიელისა უკან იხევენ, ისევ სიჩუმე, სიცა-
რიელე ისადგურებს, ჩნდება კითხვა, რომელზეც პასუხი არ
არის, მაგრამ რომელიც ყველა მხრიდან უვლის გარს მის ჯერ
კიდევ გამართულ, თბილსისხლიან ღეროს... ლაზანია კბილებ-
ზე ეკრობა და ენას წვავს, მაგრამ ვიდრე ტელევიზორთან ზის
და ჯენინგსიდან ბროკოუზე და უკან, დამანგრეველი ქარიშ-
ხლის უკეთესი კადრების დევნაში არხიდან არხზე დახტის, ორი
ადამიანის ულუფას ბოლომდე მიირთმევს. გადარეული, სველი
ქარი ღრიალით იჭრება ზუსტად ისეთივე ოთახებში, როგორიც

844
მკითხველთა ლიგა

მისია, ერთიანად გლეჯს შემინულ გასაწევ კარებს და აქეთ--


იქით ისვრის, როგორც ნამცხვრის გამოსაცხობ ლანგრებს. ყვე-
ლაფერი ჯანდაბისკენ მიფრინავს. ქვეყანა ინგრევა და არ არ-
სებობს რაიმე, რომლის საიმედოდ დამაგრებას, ადგილზე და-
კავებასაც შეძლებ. მშვენიერია! ჰარის შვილიშვილებთან და-
ლაპარაკების სურვილი გაუჩნდა, უცაბედი და დაუძლეველი,
როგორც მოშარდვის სურვილი იმათ, ვინც შარდმდენებს
იღებს. ბოლოს და ბოლოს, პაპაა თუ არა? ვის აქვს უფლება,
დაუშალოს? ჰარი ბამბუკის ფეხებზე მდგარ საწერ მაგიდაზე
უბის წიგნაკს ეძებს. გასულ ზამთარს ტელეფონის ნომერი შეიც-
ვალეს და ახალი აღარ ახსოვს - უკვე იმ ასაკშია, როცა მეხ-
სიერებიდან ხან რა იკარგება და ხან რა. აი ისიც, უბის წიგნაკი.
მთლიანად გადაჯღაბნილია ჯენისის მოსწავლისებური ხელწე-
რით, ყველა წარმოსადგენი და წარმოუდგენელი დახრილო-
ბით. ჰარი კრეფს ნომერს, მაგრამ შუა გზაზე ყურმილს კიდებს,
როცა ეგონება, რომ 9-ის ნაცვლად 8 აკრიფა. თავიდან დარე-
კავს. პასუხობს პრუ. ხმა ჩვეულებრივი, დაბალი, მოუხეშო. მისი
სურვილია, დაუყოვნებლივ გათიშოს.
- სალამი, - ამბობს ჰარი, - მე ვარ.
- ჰარი, თქვენ არ გმართებდათ...…
- არც ვაპირებ, აზრადაც არ მომსვლია შენთან ლაპარაკი.
შვილიშვილები მომენატრნენ. მგონი როის დაბადების დღე მო-
დის?
- მომდევნო თვეს.
- წარმოგიდგენია, ოთხი წლის ხდება.
- ოთხის ახლა არის. ხუთის ხდება.
- ესე იგი, ბაღში წასვლის დროც მოვიდა, - ამბობს ჰარი, -
წარმოუდგენელია. რამდენადაც ვიცი შენ და ნამცეცა ნელს მე-
სამეც გინდათ. დიდებულია!

845
მკითხველთა ლიგა

- ვნახოთ, რა გამოვა.
- პრეზერვატივები გვერდზე გადადეთ? ჰმ. უკვე აღარ გე-
შინია, რომ მისგან შიდსი გადაგედება?
- ჰარი, გთხოვთ! ეს თქვენ საერთოდ არ გეხებათ. თუ ძა-
ლიან გაინტერესებთ, მან გაიარა ტესტირება და აივ-ზე რეაქცია
უარყოფითი აღმოაჩნდა.
- მშვენიერია! ერთი სადარდებლით ნაკლები. აი, რა შვი-
ლიკო მყავს, არც ცისფერია და არც შიდსიანი. პრუ, აქ მგონი
ვგიჟდები, ისეთ სიზმრებს ვხედავ, როგორც კომიქსებიდან ამო-
ნარიდებს, - ჰარი წარმოდგენაში ხატავს, როგორ გვერდულად
იღიმება მის სიტყვებზე და ტუჩის კუთხე დაბლა მიცოცავს, თა-
ვისუფალი ხელით, ორი თითით, როგორ იშორებს შუბლიდან
წითური თმის კულულს. ვერაფერს იტყვი, სექსუალურია, მაგ-
რამ რა ხეირი, შედეგად რა მიიღო? ქმარი - პერსპექტივაში სო-
ციალური მუშაკი, საცხოვრებელი ადგილი - სახლი, რომელშიც
თვითონ ვერ დიასახლისობს და მომავალი - უბადრუკი ჭაპან-
წყვეტა. ჰო, კიდევ - სარკეში ყურება, როგორ იცრიცება მისი
სილამაზე. პრუს ხმის გაგონება ჰარისთვის იგივეა, რაც პერის-
კოპის სათვალიდან მარილიანი წვეთებით დაბურული სამყა-
როს თვალიერება იქ, ზევით. პრუ ზევით არის, ამ სამყაროში,
თვითონ კი დაბლა, წყლის ქვეშ.
პრუს ტონი თანდათან იცვლება, მეგობრული კეთილგან-
წყობის ნიშნულამდე იწევს. ქალები ყოველთვის ასე არიან; საკ-
მარისია, ერთხელ დაწვე მათთან და შენკენ მომართულ მათ
ხმაში სამუდამოდ სახლდება ეს მკერდისმიერი მოდულაციები.
- ჰარი, დრო როგორ გაგყავთ მანდ?
- ბევრს დავდივარ, ვსეირნობ, ქალაქს ვსწავლობ. კეთი-
ლი, ბებერი დელეონი სასიამოვნო ქალაქია. გადაეცი ჯენისს,
თუ ნახავ, რომ აქ ერთი ბებერი ებრაელი ქვრივი მკერავს.

846
მკითხველთა ლიგა

- ისე, ახლა ჯენისი ჩვენთანაა. ჩვენ ერთ მოვლენას აღ-


ვნიშნავთ, მან სახლი გაყიდა. თქვენი სახლი არა, იმას თქვენი
ხელმოწერის გარეშე ვერ გაყიდის. ერთი სახლი გაყიდა „პირ-
სონის და შრაკის“ სარიელტორო ფირმისთვის. ჯენისი მათი
შეკვეთით დადის და მყიდველებს სახლებს ათვალიერებინებს,
სანამ თავად მიიღებდეს ლიცენზიას.
- უფ, რა შესანიშნავია! მიდი ერთი დაუძახე, მეც მინდა მი-
ვულოცო.
პრუ შეყოყმანდა.
- ჯერ უნდა ვკითხო, მოინდომებს კი თქვენთან ლაპარაკს.
ჰარის მუცელში შიშისგან სიცარიელე გაიშალა.
- კარგი, არ ღირს. ბავშვებთან სალაქლაქოდ დავრეკე,
გეფიცები.
- მაშინ ჯუდის გადავცემ ყურმილს, აგერ ჩემ გვერდით
ტრიალებს, ძალიან არის აღგზნებული ქარიშხლის შესახებ ინ-
ფორმაციებით. ჰარი, თავს გაუფრთხილდით.
- თავისთავად. ხომ მიცნობ. შარს არ ვეძებ.
- ნამდვილად გიცნობთ, - ამბობს პრუ, - გადარეული ხართ!
- მისგან ამ სიტყვამ რაღაცნაირად შინაურულად, პენსილვა-
ნიურად გაიჟღერა. თანდათან ერგება ადგილობრივ ნიადაგს.
ტიპური ბრუერელი ოჯახის დედაა, ოღონდ ძალიან ნორჩი არა.
შემდეგ კაკუნი, გადაჩურჩულება და, აი, უკვე ყურმილს ჯუ-
დი დაეუფლა.
- ოი, პაპუკა, - აღგზნებული ყვირის, - ყველანი ისე ვდარ-
დობთ შენზე, იქ თქვენთან ხომ ქარიშხალია!
- ვინ ყველანი? - ეკითხება ჰარი, - იმედია, ჩემი მზეთუნა-
ხავი ჯუდი არ დარდობს.
უბრალოდ სასაცილოა მან ინერვიულოს მას შემდეგ, რაც
ნავს გაუმკლავდა და ბაბუამისი ნაპირზე გამოათრია! ტელევი-

847
მკითხველთა ლიგა

ზორში თქვეს, რომ ჰუგო ორივე კაროლინას სანაპიროს დაარ-


ტყამს, მაგრამ აქედან ეს მთელი ექვსასი მილითაა დაშორებუ-
ლი.
- აქ ჩვენთან სიმშვიდეა, მზე ანათებს შესვენებებით. ცოტა
კალათბურთიც კი ვითამაშე ბიჭებთან, თითქმის შენნაირებთან,
მხოლოდ ოდნავ უფროსები იქნებიან.
- ჩვენთან კი მთელი დღე წვიმს.
- და კიდევ ბებია გყავთ სტუმრად, - კარნახობს ჰარი.
- მას შენთან ლაპარაკი არ უნდა, - ამბობს ჯუდი, - რატომ
არის შენზე გაბრაზებული, ცუდად იქცეოდი?
- თვითონაც არ ვიცი! შეიძლება ძალიან დიდხანს ვიჯექი
ტელევიზორთან, პულტით ვთამაშობდი?!.. იცი რა, ჯუდი? აქეთ
რომ მოვდიოდი, გზაში დისნეი ლენდს ჩავუარე და საკუთარ
თავს საზეიმოდ მივეცი სიტყვა, რომ როგორც კი აქ ჩამოხ-
ვალთ, აუცილებლად წავალთ მთელი ოჯახით.
- არ არის საჭირო. ჩემი სკოლელები იყვნენ და ასე თქვეს,
არაფერია განსაკუთრებული, მოსაწყენიც კიაო.
- სკოლაში როგორ გაქვს საქმეები?
- საერთოდ, სწავლა მომწონს, მაგრამ ბიჭებს ვერ ვიტან,
დამპალი საზიზღრები არიან!
- ასე ნუ ამბობ. არ არის ლამაზი. მაინც რაშია საქმე, ბიჭები
ყურადღებას არ გაქცევენ?
- სჯობდა არ მაქცევდნენ! ჭორფლების გამო დამცინიან.
ჭორფლიან სტაფილოს მეძახიან!.. - წვრილი ხმა წყდება.
- ჰოო, მაშინ ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ მოსწონ-
ხარ მათ. შენზე გიჟდებიან, მხოლოდ პომადა არ წაისვა, სანამ
თხუთმეტი წლის არ გახდები. გახსოვს, რა გთხოვე, ბოლოს
რომ ვილაპარაკეთ?
- მითხარი, დრო არ დააჩქაროო.

848
მკითხველთა ლიგა

- სწორია. დრო არ დააჩქარო. ყველაფერი ისე წავიდეს,


როგორც მიდის. ბუნება თვითონ გაერკვევა. დედას და მამას
დაუჯერე, მათ ძალიან უყვარხარ.
- ვიცი, ვიცი, - ამოიოხრა უკვე მოწყენილმა ჯუდიმ.
- მათი ცხოვრების სინათლე ხარ. გაგიგონია ასეთი გა-
მოთქმა - მათი ცხოვრების სინათლე?
- არა.
- ჰოდა, ძალიან კარგი. იმედია, რაღაც მაინც გასწავლე.
ახლა კი გაიქეცი, შენს საქმეებს მიხედე. შეგიძლია როის დაუძა-
ხო?
- სად შეუძლია ნორმალურად ლაპარაკი, ისეთი სულელი-
ა!
- შეუძლია, შეუძლია. დაუძახე, უთხარი, რომ ბაბუამ ერთი--
ორი ბრძნული სიტყვა უნდა უთხრას. - ყურმილი კაკუნით დადეს
და ყური იჭერს გაურკვეველ ხმოვან ფონს - შინაურული ხმების
რაღაცნაირი ნაზავია: ისიც კი ეჩვენება, რომ დედილო სპრინ-
გერივით მკაცრი და გადამწყვეტი ჯენისის ხმა ესმის. მოახ-
ლოებული ნაბიჯები: ტელეფონთან ვიღაც მოდის სასტუმრო
ოთახის გავლით, რომელსაც ჰარი საკუთარი ხუთი თითივით
იცნობს - ბებერი სპრინგერის საყვარელი სავარძელი, ფარდებ-
ჩამოფარებული ფართო ფანჯრები, პატარა მაგიდა დატალღუ-
ლი ბორტით - მწვანე შუშის კვერცხი სიცარიელის წვეთით, რო-
მელიც ბევრი წელი იწონებდა იქ თავს, ახლა კი აქ, ამ ბინის
სტელაჟზეა გადმობარგებული და მის წინაშე კეკლუცობს. პრუს
ხმა ეუბნება:
- ჯენისს არ უნდა თქვენთან ლაპარაკი. ყურმილს როის
გადავცემ.
- გამარჯობა, როი. - ამბობს ჰარი.
სიჩუმე. ისევ მამა ღმერთია ხაზზე.

849
მკითხველთა ლიგა

- როგორ ხართ მანდ? ამბობენ, რომ თქვენთან წვიმს.


ისევ სიჩუმე.
- შენ კარგი ბიჭი ხარ, დედას და მამას უჯერებ?
სიჩუმეა, მაგრამ ჩანს ვიღაცამ სუნთქვა დაიწყო.
- იცი რა, - ამბობს ჰარი, - ალბათ ახლა ასე არ ფიქრობ,
მაგრამ ძალიან სერიოზული ასაკი გაქვს.
- პაპა, გამარჯობა, - ბოლოს და ბოლოს წრიპინებს ბავ-
შვის ხმა.
- გამარჯობა, - ეხმაურება ჰარი და იძულებული ხდება, და-
უბრუნდეს საუბრის დასაწყისს, - ძალიან მოვიწყინე უშენოდ.
სიჩუმე.
- ყოველ დილას ჩემს აივანზე მოფრინავს ჩიტი ჩიორა და
მეკითხება: „როი სად არის? როი სად არის?“
სიჩუმეა, მეტს ეს პრიმიტიული სისულელე არც იმსახურებს,
მაგრამ პატარა მოულოდნელად ამბობს ერთ ფრაზას, რომ-
ლის სწავლებაც, როგორც ჩანს, მოასწრეს:
- ბაბუ, მიყვარხარ.
- მე კიდევ შენ მიყვარხარ, როი. ჰო, მართლა დაბადების
დღეს გილოცავ! ერთ თვეში ხომ ხუთი წლის ხდები, სულ დიდი
ბიჭი გახდები.
- გილოცავ დაბადების დღეს, - იმეორებს როი იმ უც-
ნაურად დაბალი, კაცური ხმით, რომელიც დროდადრო მოუვა
ხოლმე.
ჰარი თავს იჭერს იმაზე, რომ გაგრძელებას ელოდება,
მაგრამ თავადაც ესმის, რომ არანაირი გაგრძელება არ იქნება.
- კარგი მაშ, - ამბობს იგი, - ამით ალბათ დავამთავრებთ,
ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ლაპარაკი. ყველას გადაეცი,
რომ მიყვარხართ და გკოცნით. ახლა კი შეგიძლია ყურმილი
დადო. აბა, შენ იცი, ჭკვიანად მოიქეცი, დადე ყურმილი.

850
მკითხველთა ლიგა

სიჩუმე, შემდეგ ჩუმი უხერხული კაკუნის ხმა, ცდილობს


ყურმილი სწორად დადოს - და ხაზი გაითიშა. გაუგებარია, ფიქ-
რობს ბაჭია და თავის მხრივ, ყურმილს ადგილზე აბრუნებს, -
რატომ აიძულა პატარა გაუგებარი არსება პირველს დაედო
ყურმილი, კაცი იფიქრებს, რომ ეს მისთვის სიკვდილ--
სიცოცხლის საკითხია.
ჰარი ისევ მარტო რჩება და მისთვის აუტანელია იმაზე
ფიქრი, რომ მთელი საღამო გაუსვლელად უნდა იჯდეს ამ კედ-
ლებში. რვის ნახევარია, დრო ჯერ კიდევ თავზე საყრელადაა,
„ბუფეტზე“ მისწრებაც შეიძლება, თუმცა, მეორე მხრივ, პირის
ღრუ აქვს გაღიზიანებული პილპილიანი ლაზანიას და ხახვიანი
კარტოფილის ჩიპსებისგან, დაღუნული, მარილიანი და ბას-
რგვერდებიანი მთელი პაკეტის გადასანსვლისგან. კარგი, წას-
ვლით მაინც წავა, მაგრამ რაიმე დაბალკალორიული სისულე-
ლით შემოიფარგლება. ნათესავებთან საუბარმა მნიშვნელოვ-
ნად გაამხნევა: ზურგი მაინც აქვს. დაეზარა წყლის გადავლება,
სწრაფად გადაიცვა პერანგი, პიჯაკი, ჰალსტუხი. ლიფტთან არა-
ვინაა, მის ზაბრიცკი არ ყარაულობს. ნახევრად ბნელ „მიდ--
ჰოლში“ უზარმაზარ კერამიკის პანოზე გამოსახული მრისხანე,
მეომარი ვიკინგების მზერის ქვეშ, ჰარიმ საკუთარ თავს ნამდვი-
ლი ნადიმი მოუწყო, მათ შორის რულეტები ნეკნებიანი ბეკონე-
ბითაც მიირთვა. განსხვავებული ფაქტურების ორიგინალური
შეხამებაა. იმდენად სრულად და მძაფრად აღიქმება მისი გაღი-
ზიანებული პირით, რომ უმალ მადაზე მოვიდა. ჰარი დასამა-
ტებლად მიდის. დაიმატა სატაცური არაჟნის სოუსით და კარ-
ტოფილის ბლითები, მაგრამ მალე ისე ცუდად გახდა, რომ გუ-
ლი შეეკუმშა. ენის ქვეშ აბი ამოიდო და უარი თქვა უკოფეინო
ყავასა და დესერტზე. ბერმუდული ბალახის უცხო კონების ნაგ-
ლეჯებისა და სატრანსპორტო კუნძულის მწვანე საფრის გავ-

851
მკითხველთა ლიგა

ლით, ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა ბინისკენ, თბილი, ვარ-


სკვლავებიანი თაღის ქვეშ მიაბიჯებდა, უფრო სწორად, ამო-
პირქვავებული ღრმა ფინჯნის ქვეშ, რომელშიც ზემოდან ქვე-
მოთ ვიყურებით, მიწებებულები ვართ მიწის ზედაპირს, რო-
გორც - ბუზები ჭერს. ოხ, რამდენი ჭამა, გული ერევა. ჰაერიც
მძიმეა; ირმის ნახტომი ოდნავ მოჩანს, როგორც ღია ფერის ბუ-
სუსების ბილიკი ქალის მუცელზე.
ჰარი ბინაში „სიმაღლის პრობლემების“ მორიგი სერიის
დამთავრებამდე თხუთმეტი წუთით ადრე შედის. ერთადერთი
საოჯახო ტელესერიალია, რომლის არც ერთი პერსონაჟი სულ
მცირე სიმპათიასაც კი არ იწვევს მასში. შეიძლება კეთილად გა-
ნეწყოს როზანას გულუბრყვილო, გულკეთილი ქმრისადმი. რა-
ღაც დროის განმავლობაში წინ და უკან რთავს მე-20 არხზე „გა-
მოუცნობ საიდუმლოებებსა“ და 36-ეზე ებოტისა და კოსტელოს
„ძველ ჩანაწერებს“ შორის. შეიძლება ეს გადაცემა სასაცილო
მაშინ იყო, როცა ეკრანებზე გამოვიდა. იმ წელს ჰარიმ სკოლა
დაამთავრა. კოსტელო დაკოდილივით ჭყივის, ნერვებზე მოქ-
მედებს თავისი ბღავილით, ებოტი კი ბებერი, ბოროტი, რო-
გორც ეშმაკი, თავის მსუქანა მეგობარს უმოწყალოდ ტყიპავს.
არა, რა, მაინც რა დრო იყო - ყველა ერთმანეთს უყვიროდა,
მხეცებივით ღრიალებდნენ. სამოციანები მართლაც მოგვიხდა,
თუ კარგად დავფიქრდებით. ყოველ ათ წუთში ერთხელ ჩაჭ-
რილ სარეკლამო რგოლებს შორის საავტომობილო კომპანია
„ნისანის“ შეკვეთით გადაღებული რეკლამებიც გვხვდება, ახა-
ლი მოდელის, „ინფინიტის“ დაწინაურება სურთ ბაზარზე. ციკა-
დები, დუმფარიანი გუბურები, მანქანების ხსენებაც არაა, მხო-
ლოდ ბუნება, მხოლოდ სნობიზმი. „ლექსუსის“ რეკლამა, რო-
მელიც ახლახან ნახა, თითქმის ასეთივე ამოუცნობი და მრა-
ვალმნიშვნელოვანია: რაღაცნაირად არაბუნებრივად ფერადო-

852
მკითხველთა ლიგა

ვანი, წვიმისგან აპრიალებული გზა. ერთნიც და მეორენიც უბ-


რალოდ გაურბიან საკვანძო კითხვას: ხელეწიფებათ კი იაპონე-
ლებს შექმნან ლუქსის კლასის მანქანის საკუთარი, ორიგინა-
ლური ნიმუში? ან ასე, ვის შეუძლია თავს უფლება მისცეს მანქა-
ნაში ოცდათხუთმეტი ათასი გადაყაროს? ევროპულებს მიანიჭე-
ბენ უპირატესობას? მადლობა ღმერთს, ჰარის ამასთან უკვე
აღარაფერი ესაქმება. აი, ჯეიკს, პოტსტაუნის გზაზე მდებარე მა-
ღაზიაში, ესაქმება, ჰარის კი - არა.
ჰარიმ კბილები გაიწმინდა. არც კბილის ძაფი დავიწყებია,
არც სავლები. ახლა, როცა აქ მარტოა, ჯენისის გარეშე, პედან-
ტობა მეტად გამოავლინა: ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ კი-
დევ ერთი ბაიყუში ბებერი, რომლის მთავარი საზრუნავი რეგუ-
ლარული კუჭის მოქმედება და კიდევ თმაა, ნესტოებში. ჰო, თმა
ცხვირში. ეგღა აკლია, ექიმ მორისს დაემსგავსოს. დღევანდე-
ლი ორმაგი ვახშამი მუცლის მკვეთრი ტკივილით ახსენებს
თავს, მაგრამ უნიტაზზე ხანგრძლივად ჯდომის მიუხედავად,
არაფერი გამოუვიდა. აი, ახლა კი ნამდვილად გამოადგებოდა
ნაქები „მაგნეზიის რძე“, ალბათ უნდა იყიდოს. სწორედ ამ სა-
საქმებლის რეკლამა გადიოდა. მის ეფექტურობაზე ვიღაც ზან-
გი მსჯელობდა. თუ ყურადღებას საბოლოო პროდუქტის ფერ-
თა გამას მივაქცევთ, მისი კანის ფერის გამო რეკლამა ზედმე-
ტად ნატურალური გამოვიდა - შეეშალათ ბიჭებს. ლოგინში ჩაწ-
ვა და მოკავშირეთა არმიასთან ერთად იერიში იორკტაუნზე
მიიტანა და მოულოდნელად, უილიამსბერგის რაიონში, ბრიტა-
ნელების სისასტიკე იხილა. დე გრასის ადიუტანტმა, შვედმა
კარლ გუსტავ ტორნკვისტმა, ვიკინგების ღირსეულმა შთამომა-
ვალმა, დღიურში ჩაწერა: „მშვენიერი მამულის პატრონის სახ-
ლში შესვლისას, საკუთარ საწოლში ხიშტებით დასერილი ფეხ-
მძიმე ქალი აღმოვაჩინეთ; ველურმა ბარბაროსებმა ორივე

853
მკითხველთა ლიგა

მკერდი მოკჰვეთეს და ბალდახინის თავზე დააწერეს: „მეამბო-


ხეს ვეღარ გააჩენ!“ მეორე ოთახში ჩვენ თვალწინ არანაკლებ
შემზარავი სანახაობა გადაიშალა: ხუთი მოკვეთილი თავი ბუ-
ფეტზე ელაგა, ნაცვლად თაბაშირის სტატუეტებისა, ნამსხვრე-
ვებად რომ ექციათ. უტყვი საქონელიც ვერ გადაურჩა სასტიკ
ხვედრს. საძოვრებზე, რამდენიმე ადგილას, მოკლული ცხენე-
ბი, ძროხები და ხარები ვნახეთ“. ჰარი ცდილობს დაიძინოს, გა-
თავისუფლდეს მოულოდნელი მღელვარებისგან, ამ სისხლიან-
მა სურათებმა რომ წარმოქმნა. რატომღაც დამოუკიდებლობის-
თვის ომი საკმაოდ ჯენტელმენურ წამოწყებად მიაჩნდა, ყოველ-
გვარი მსგავსი საშინელებების გარეშე. თანდათან მრავალფე-
როვანი ხილვები შემოეჯარა, ძილ-ღვიძილის კოშმარები, რო-
მელსაც სიფხიზლეშიც კი ვერაფრით ახსნი. ხედავს ქალის
მრგვალ მუცელს, გლუვი ნაკერებითა და მბზინავი, ფუმფულა
ბილიკით შუაში - მუცელი გაფატრულია და იქიდან წითელი
ზონრის იარდები გადმოდის და გადმოდის, როგორც ბეისბო-
ლის ბურთის გულიდან. შემდეგ ჰარი ვიღაცის გვერდით წევს,
დაბალი, შავებში ჩაცმული მამაკაცია, რომელსაც მოჩვარული,
უსიცოცხლო სხეული აქვს, თითქოს ეს მუცლითმეზღაპრის თო-
ჯინა იყოს. შავი სათვალე უკეთია. ჰარი იღვიძებს, გარეთ ბნე-
ლა, ჯერ ძალიან ადრეა გაზონის საკრეჭების ზუილის, ნორ-
ფოლკის ფიჭვებში შემალული ყავისფერი ჩიტუნიას ჟღურტუ-
ლისა და გოლფის სათამაშოდ უთენია შეკრებილი ახალგაზ-
რდა ბიზნესმენების ლაქლაქისთვის. სააბაზანო ოთახში ბნელა.
ქალივით ჩამომჯდარი მოშარდავს და ლოგინში დაბრუნდება.
საწოლში ყოველთვის თავის მხარეზე წევს, თითქოს ჯენისსაც,
ჩვეულებისამებრ, გვერდით ეძინოს. ახლა ესიზმრება ნაცნობი,
უკვე დაკეტილი კარი მომრგვალებული სახელურით, მაგრამ ის
უცებ გაიღება. მოტრიალდა და შიგნით შეუშვა. იქ საზეიმო გა-

854
მკითხველთა ლიგა

მოცოცხლება სუფევს. ადგილი თითქოს ნაცნობია, ჰო, ეს დე-


დილო სპრინგერის სახლის ქვედა სართულია, მაგრამ იქ მო-
სახვედრად, რატომღაც, კიბეებით უნდა ჩახვიდე, როგორც
სარდაფში. ყველაფერი ისეა მორთული, როგორც არასდროს.
რაღაცნაირი ჭრელი, საკარნავალო ბრწყინვალებაა, სამხრე-
თამერიკული საკარნავალო ბრწინვალება, როგორსაც მხო-
ლოდ იმ თბომავლების საკრუიზო რეკლამა შეედრება, კარგა
ხანია საინფორმაციო გამოშვებების დროს რომ უშვებენ. მას ხა-
ლისიანად ესალმებიან ადამიანები, ზოგს არც კი იცნობს, ზოგ-
საც გაჭირვებით იხსენებს: აი, მისის ზაბრიცკი - ახალგაზრდა,
თხელი, ვერც იცნობ, რომ არა კეკლუცად გადახრილი თავი,
სამოციანი წლების მოდაზე ძალიან მოკლე ფოჩებიან კაბაში
გამოწყობილი; აი, მარტი ტოთერო მხარზე ირიბად გადაკიდე-
ბული ფოსტალიონის ჩანთით, რომელიც ჰარმონიულად ეხამე-
ბა მის გადაბრეცილ სახეს; აი, დედა და მამა ჯერ კიდევ ახალ-
გაზრდები, სხარტები, საზეიმოდ გამოწყობილები, სახლში ვარ-
დისფერ სახვევში შეხვეულ ახალდაბადებულ გოგონასთან ერ-
თად ბრუნდებიან, გოგონას მხოლოდ აპრეხილი ვარდისფერი
ცხვირი და მჭიდროდ დახუჭული თვალები მოუჩანს; აი მაღალი,
შავთვალება მამაკაცი მკაცრი მზერითა და გადაგლესილი შავი
თმით, როგორც ბრიოლინის ძველ რეკლამაში, ენერგიულად,
კაცურად ართმევს ხელს ჰარის, ჯენისი კი სწრაფად ჩასჩურჩუ-
ლებს ყურში, ეს, რა თქმა უნდა, გაზრდილი როიაო. სიმაღლეში
როგორ გაზრდილა, დასწევია ჰარის. გამოღვიძებული ჰარი
ჯერ კიდევ გრძნობს ხელის ჩამორთმევას და ჩაუქრობელ, კე-
თილმოსურნე ღიმილს საკუთარ სახეზე. „ჰუგო“ სამხრეთ--
აღმოსავლეთ სანაპიროს ემუქრება. ავიაკომპანია უშაიღ-ის
თვითმფრინავმა ნიუ-იორკში კატასტროფა განიცადა. ფრანგუ-
ლი ავიალაინერის DC-10 ჩამოვარდნა შესაძლოა ნაღმის

855
მკითხველთა ლიგა

აფეთქებით იყოს გამოწვეული. ლის ოლქის ხელისუფლების


მოთხოვნით, საზღვაო ტრანსპორტის მფლობელებს, ზღვის
ძროხების გავრცელების რაიონებში, სავარაუდოდ, სიჩქარეზე
შეზღუდვები დაუწესდებათ. ჰარი საკუთარ თავს შვრიის ფანტე-
ლების ფაფით კვებავს და გაჭირვებით ინელებს ნეწს-პრესს ერ-
თად. სენტ-კრუა ქაოსშია. ქარიშხლისგან დაზარალებულ კუნ-
ძულებზე პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რაზმები მაჩე-
ტებით შეიარაღებულ მაროდიორების ბრბოს შეუერთდნენ და
დარბევებსა და უწესრიგობებში მათთან ერთად მონაწი-
ლეობენ. ტურისტები კუნძულებზე ჩასულ რეპორტიორებს უბე-
დურების ზონიდან თავის დაღწევაში დახმარებას სთხოვენ. რო-
გორი მტირალა ღლაპები არიან. ჰარის თავში აზრად მოსდის,
რომ შესაძლოა მის სიზმარს კარიბის ზღვის აუზიდან წამოსული
ამბების ნიაღვარი კვებავს; იქაურ სასტუმროებში ხომ უიკენდებ-
ზე მხიარული ზეიმები ახალჩასული დამსვენებლებისთვის ყო-
ველთვის ეწყობა. ჰარი ამინდის სანახავად თავის ვიწრო აივან-
ზე გავიდა. ჰუგოს ონავრობის მიუხედავად, გაზეთები მზიან
დღეს ჰპირდებიან, და არც ცდებიან. მოშორებით აწოწილი
მოლურჯო-მომწვანო ცათამბჯენები სინათლის ბურთებს იგე-
რიებენ, აღმოსავლეთიდან ამოწვერილი დილის მზე რომ
უშენს გამეტებით. ყურე არ ჩანს, მაგრამ მისი სურნელი აქამდე
აღწევს. ჰარი თავს ძალას ატანს, რომ გაიხსენოს, კიდევ ვინ
ნახა ზეიმზე, მაგრამ ვერ იხსენებს, სიზმარეული სახეები გონე-
ბაში არ დარჩა. თვითმფრინავმა ნიუ-იორკის აეროპორტიდან
აფრენისთანავე მართვა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა, ორი
ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ ორი. საჰარაში - ას სამოცდათერ-
თმეტი. ლონდონში სატელეფონო შეტყობინება მიიღეს: იმის-
თვის, რაც ფრანგულ ავიალაინერს დაემართა, მადლობა
ალაჰს უნდა უთხრათო. ეს ამბავი ჰარის იმდენად ახლოს არ

856
მკითხველთა ლიგა

მიაქვს გულთან, რამდენადაც ცნობა იმის შესახებ, რომ ლაკერ-


ბის თავზე ჩამოვარდნილ „პან-ამერიკანის“ თვითმფრინავში
ბომბი აფეთქდა. რაზეც უნდა ილაპარაკონ საინფორმაციო გა-
მოშვებებში, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გბეზრდება, ისევე
როგორც სატელევიზიო რეკლამები, ტაიმ-აუტები საფეხბურთო
მატჩების დროს. ვიდრე მასზე უფრო ახალგაზრდები გოლფის
მოედანზე ერთმანეთს ეხმიანებიან და ხუმრობენ, ჰარი საკუთარ
ბინას აწესრიგებს. გაასწორა საწოლი, სამზარეულოს იატაკი
გამოგავა, ერთი ჭიქა და მზა საუზმის ჭურჭელი ჭურჭლის სა-
რეცხ მანქანაში მოათავსა. თანდათან აგროვებს შესაბამისი
ფორმისა და ზომის ჭურჭელს, მაგრამ სარეცხი მანქანა სრუ-
ლად მიანც ვერ ჩატვირთა. იმ დღეს, როდესაც ჯენისი ინებებს
ჩამობრძანებას, უნდა, რომ სრულ მზადყოფნაში დახვდეს და
მაგალითი უჩვენოს, როგორ უნდა გაუძღვე საოჯახო მეურ-
ნეობას. დილის ათზე სასეირნოდ გამოდის. ცას ჩრდილო--
დასავლეთისკენ გახედა. სწორედ იქიდან მოემართება ქარიშ-
ხალი, მთელი ფლორიდა დაძაბული რომ ელის. რა გასაოც-
რადაა ღრუბლების ნაცრისფერი ფთილები გაბნეული თეთრსა
და ცისფერ ზეცაში, იქვეა საწვიმარი ღრუბლების აფოფრილი
ხვეულები და გრძელი, თითქოს წყლის ჭავლის ქვეშ ნამყოფ
ღრუბელთა რიგები, რომლებიც ქვიშაზე წყლის ნაკვალევს
წააგავს. მზის სინათლის მოდინებას მოუხელთებელი ქარის
ქროლა ახლავს. დღეს ჰაერში რაღაც ისე ვერ არის. სუნთქვა
ჭირს. ოზონი ძალიან შემცირებულია თუ პირიქით? ალბათ, ეს
მისი წარმოსახვის თამაშია, მაგრამ მაინც ეჩვენება, რომ დღეს
ცაში თვითმფრინავები არ დაფრინავს. ჩვეულებრივ, ხედავ,
რომ ისინი ერთიმეორის მიყოლებით, ხან მაღლა, ხანაც დაბ-
ლა ხაზავენ რკალებს და სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის რე-
გიონულ აეროპორტში დასაჯდომად ემზადებიან. რაღაცამ და-

857
მკითხველთა ლიგა

აფრთხო თვითმფრინავები ზეცაში. მზის სხივები თითქოს ნის-


ლიანი ფართო გზაა, რომელიც წყნარად მსუნთქავი ოკეანის
ზედაპირზე არეკლილ მთვარის შუქს წააგავს.
იმპულსს აყოლილი, უცებ „სელიკასთან“ მიდის. ცენტრში
გაემგზავრება, მანქანას პირველი ფედერალური ბანკის ავტო-
სადგომზე ტოვებს და ზანგების კვარტალისკენ ფეხით გაემარ-
თება. საღამოს კი შეეცდება გოლფი ითამაშოს. წინადღეს კლუ-
ბიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბოლოს და ბოლოს, მისი
ფეხსაცმელები იპოვეს. ყვითელი აგურის ცარიელი სკოლის
მოედანზე მუხლებზე გადაჭრილ ჯინსის შარვალში ბიჭი ბურთს
ხან ერთ კალათში ისვრის და ხან მეორეში. მარტოა, მოედანზე
სხვა არავინ ჩანს. თვალისმომჭრელი, ფირუზისფერი მაისური
აცვია, მბრდღვინავი ვეფხვის გამოსახულებით -
სტაფილოსფერ-თეთრი ზოლებით, ყვითელი თვალები, არაბუ-
ნებრივად იასამნისფერი ენითა და ცხვირით, მაგრამ ბიჭს სამო-
სი ისე აქვს მორგებული, რომ საგულდაგულოდ შერჩეული
სპორტული ფორმის შთაბეჭდილებას ახდენს. გუშინდელ ბიჭუ-
ნებზე უფროსია, სულ მცირე, თვრამეტი წლის იქნება. მათგან
განსხვავებით, ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. მისი ყველა მოძ-
რაობა ლაკონიური და მოზომილია: ამუშავებს დრიბლინგს,
სწავლობს მოედანს, სროლისას თვალი კალათზე უჩერდება,
ანაწილებს ძალას - ბურთი ორივე ხელით უჭირავს, მარცხენა
ხელი ბოლო წუთს ეშვება დაბლა. უწინდებო ფეხზე მაღალი,
შავი კედები შუა წვივამდე სწვდება. ღვეზლის ფორმის ვარცხნი-
ლობა აქვს, თმა ქალას უფარავს, უკან და გვერდებზე კი ჯვარე-
დინად აქვს აპარსული. ბიჭის წითელი ზურგჩანთის მოპირდა-
პირედ, სკამზე ჩამომჯდარი ჰარი დიდხანს ადევნებს თვალს მის
თამაშს. მზე აგრძელებს ნათებას, გაჭვირვალე, უჩინარი ქარი -
ქროლას, ცაში მცურავი ღრუბლები დროდადრო დატკეპნილ

858
მკითხველთა ლიგა

მოედანსა და მიმდებარე უსახურ სახლებს ჩრდილს გადააფენენ


ხოლმე. მზეზე გახუნებული თეთრეულის ფერის სახლები შორი
და უტყვი ჩანს, არ ეტყობა, რომ მათში ვინმე შედიოდეს ან გა-
მოდიოდეს.
ზოგჯერ, იმისთვის, რომ პოზა შეიცვალოს, ჰარი თავს უკან
ხრის, თითქოს ირუჯებაო, მზეს უშვერს თეთრ სახეს, თვალები
სიწითლეში იძირება, ფოტონებს ნებას რთავს ნახევრად გამ-
ჭვირვალე ქუთუთოები დასწვას. ერთ-ერთი ასეთი გაელვები-
სას, ჰარი თვალებს ახელს და ხედავს, რომ ბიჭი მის წინ დგას,
სეტყვის ღრუბელზე უფრო შავი. რაღაცნაირი დაბურულია. მა-
ღალი ღაწვები და თხელი ტუჩები კი ადასტურებს ინდიელებთან
სისხლისმიერ კავშირს.
- რაიმე გნებავთ? - მისი ხმა თანაბარია. ღიმილის გარეშე.
უნებლიეთ გეჩვენება, რომ ეს ხმა ვეფხვის დაღებული ხახიდან
მოისმის.
- არა, არაფერი, - ამბობს ჰარი, - იქნებ ხელს გიშლი?
- სულ არაფერი? - თავისუფალი ხელით, იმით, რომლი-
თაც თეძოზე ბურთი არ უდევს, ოდნავ შესამჩნევ მოძრაობას
აკეთებს, თითქოს შოლტი აიქნიესო - კრეკი! ბაჭიამ მზერა წი-
თელ ზურგჩანთას ესროლა და ისევ ვეფხვის ხახისკენ მოტრი-
ალდა.
- არა, გმადლობთ, - ამბობს, - არასოდეს ვერთობოდი. აი,
ერთი ერთზე როგორ ხარ? გვერდით მაინც არავინ გყავს.
- ააა, გავიგე, ვიღაც თეთრკანიანი გუშინ აქ თავს ისულე-
ლებდა.
- ჰოდა, ასე. მაინც პენსიაზე ვარ, მეტი რა უნდა ვაკეთო?
- რატომ აქ? ასე შორს რატომ მოდიხართ? იქ, თქვენ ნა-
წილში რა, სისულელეებისთვის ადგილი არ გყოფნით? იმის მე-
ტი რა გაქვთ.

859
მკითხველთა ლიგა

- იქ მოსაწყენია, - ეუბნება ჰარი, - აქ უფრო მომწონს, ნაკ-


ლები ბრწყინვალებაა, წინააღმდეგი ხარ?
სანამ ცოტა არ იყოს დაბნეული ბიჭი ფიქრობს, რა უპასუ-
ხოს, ბაჭიას ხელი ბურთს დასწვდა. ეს უფრო დაცრეცილია,
ვიდრე გუშინდელი ბიჭუნების ბურთი და ფერითაც, ხელოვნური
ტყავის ფერი აქვს, მოლურჯო-მოწითალო-თეთრი. ბურთის
ხორკლიანი ზედაპირი თბილია.
- ჰა, - სთხოვს, - მოიტა ბურთი.
ბიჭს სახის გამომეტყველება არ შესცვლია, მაგრამ ჰარის
ნებას რთავს, ბურთი გამოართვას. ჰარი ნადავლით მიაბიჯებს
დატკეპნილ მინდორზე. თავი თავბრუდამხვევად მაღალი ეჩვე-
ნება, როგორც იმ ზაფხულს, როცა გზის ცარიელ სავალ ნა-
წილზე აღლუმს მიუძღოდა წინ. დილით ბერმუდები ჩაიცვა, თუ
ვინიცობაა, თამაშის საშუალება მიეცემოდა, მზად ყოფილიყო.
მტვერი და მზე ელამუნება შიშველ, ბებრულად თეთრ წვივებზე,
რომლებზეც თმა ისედაც ყოველთვის ცოტა იყო, მაგრამ ახლა
პრაქტიკულად აღარ შერჩა - კოჭებთან, სადაც ორმოცდაათ
წელზე მეტხანს ეხახუნებოდა წინდები, თმა საერთოდ აღარ
აქვს.
საკმაოდ შორი მანძილიდან ალალბედზე ისროლა ბურთი
და ჩააგდო. ჰარი და ვეფხვი რიგრიგობით ისვრიან ბურთს,
ცდილობენ ერთმანეთს არ შეეხონ და ბურთს მიწიდან ასხლე-
ტით აწვდიან ერთი-მეორეს.
- ადრე თამაშობდით, - ბოლოს დაასკვნა ბიჭმა.
- დიდი ხნის წინ. სკოლაში. მეტი არსად მისწავლია და მი-
თამაშია. მაშინ სულ სხვა მანერა იყო, ვიდრე თქვენ გაქვთ ახ-
ლა, მაგრამ რომელიმე მოძრაობის დამუშავება თუ გინდა „ერ-
თი ერთზე“, სიამოვნებით, მიმსახურეთ. ოცდაერთამდე ვითამა-
შოთ, ჯარიმები - მოთხოვნით.

860
მკითხველთა ლიგა

ვეფხვის მზერაში ტყვიასავით მძიმე სევდა იკითხება, მაგ-


რამ მაინც თანხმდება და ბურთს იჭერს. პიჟონური, საკალათ-
ბურთო მანერით მხრებდაშვებული, უკანალგაბზეკილი მიემარ-
თება ცენტრალური ხაზისკენ, რომელიც კედებისგან მიწაშია
ჩატკეპნილი. ზურგიდან ბიჭი ცარიელი ძვლები და ძარღვებია,
ოფლით აპრიალებული; ნავარჯიშები მხრები კი ფირუზისფერი
მაისურის ქვეშ მშრალი და გლუვი აქვს.
- მოიცა, - ამბობს ჰარი, - ჩემი აბები მივიღო. ყურადღებას
ნუ მომაქცევ.
ნიტროსტატი ენის ქვეშ აშიშხინდა. ვეფხვმა შეტევა წამო-
იწყო, ხოლო ბაჭიამ მის ნასროლს ფარის ქვეშ დააფარა და
თავად დაეუფლა ბურთს, მაგრამ ოციოდე ფუტიდან ააცილა.
აბის ეფექტმა სხეულის საწინააღმდეგო მხარეს უკვე შეუღიტინა.
დასაწყისში სასიამოვნო მოთენთილობასა და შეუზღუდავ თავი-
სუფლებას გრძნობს. ვეფხვს არსენალში რამდენიმე კარგი,
მკვეთრი, მატყუარა ილეთი აქვს და ის უდავოდ ბევრად სწრა-
ფია ტანმოსულ, ასაკოვან ადამიანთან შედარებით. ეს მათი ახ-
ლანდელი სტილი, ახტი-დახტი, არ გაძლევს საშუალებას, მი-
ზანთან ორგანულად გაერთიანდე. გარდა ამისა, ვეფხვის სრო-
ლების ტრაექტორია სასურველია უკეთესი იყოს: არცთუ ნება--
ნება სცილდება მისი ხელის თითებს ბურთი, დაბლა-დაბლა
მიფრინავს და მიზანს, კალათს, სრული წრიდან ვიწრო ნაპრა-
ლად აქცევს. და კიდევ, - ის ერთი-ორი დუიმით დაბალია ჰარი-
ზე. ჰარი რამდენჯერმე ახტა ფარქვეშ, ბურთმა ვეფხვის თითის
წვერებს გადაუფრინა და ჩავარდა კალათში: აი ასე, რბილად,
ზევით, კალათში, არის. კალათა ბადის გარეშე სწორედ ასეთი
ბურთებისთვისაა ზედგამოჭრილი, მას კალათსაც ვერ უწოდებ -
ჟანგიანი ფორთოხლისფერი რგოლი, „კლასის“ ჩვენების მოყ-
ვარულებისგან უმოწყალოდ დაღუნულია. ფილადელფიელი

861
მკითხველთა ლიგა

დერილ დოკინსის მსგავსად, რაც ძალი და ღონე გაქვს, უნდა


ჩატენო ბურთი და მერე აუცილებლად ზედ უნდა დაეკიდო. ვეფ-
ხვი თანდათან ეშხში შედის, სულ უფრო უხეშ, სწრაფ თამაშზე
გადადის, იწვევს მოწინააღმდეგეს, თუ, რა თქმა უნდა, ჰარი გა-
ქაჩავს. ვეფხვის იდაყვები და წვეტიანი მუხლები ჰარის სხეულს
ეხლება და უნებლიეთ ძველ, ნაცნობ შეგრძნებებს ახსენებს მას:
შეტევა, ბრძოლა, ჭიდილი. სადღაც გონების კუნჭულში აღნიშ-
ნავს თავისი ფაშვის თიმთიმს, რაც მის ენერგიულ მოძრაობას
თან ახლავს, გრძნობს წყალს, რომელიც უმძიმებს მუხლებს,
მაგრამ არა, მასში ახლა ადრენალინი და ნოსტალგია მეტია.
ვეფხვი მოწინააღმდეგის შენელებულ მოძრაობაზე გათვლით
თამაშობს - ხან მკვეთრად მოტრიალდება, ხანაც მოულოდნე-
ლად შეუტევს. და ბაჭიაც უმატებს ტემპს, გრძნობს, რომ სუნთქვა
სულ უფრო უჭირს, ჰაერისთვის ღიობი თანდათან ვიწროვდება,
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შეჰხარის მზეს, რომელიც
ფორებიდან ოფლს ისე ადენს, თითქოს სიცოცხლისთვის აღი-
ვებს დათესილ მარცვლებს. ამ გაშლეგების ჭეშმარიტი აზრი
იმაშია, რომ შეუერთდეს მიწას და ზეცას, რომ მიწა, ზეცა და
თვითონ ერთარსად იქცნენ. მიწა, დატკეპნილი, მოვარდის-
ფრო, მშვენიერი მტვერი, რომელზეც ისევ და ისევ იბეჭდება
მისი ბოტასების ძირებიდან მარაოსავით გაშლილი ანაბეჭდები
და ვეფხვის შავი კედების უჯრედებიანი ბადე. დატკეპნილი მიწაა
მისი მხედველობის არეალში, როცა ის დრიბლინგითაა დაკა-
ვებული; და ზეცა, ფართო, გაცრეცილი ზეცა, რომლისკენაც
იხედება, რათა სროლის შემდეგ „თავისი“ ან „მისი“ ბურთის
ფრენას მიადევნოს თვალი. აშლილი მოვერცხლისფრო ღრუბ-
ლები შემოეჯარა დამაბრმავებელ მზეს - თითქოს ლაჟვარდის-
ფერი, ზეციური სტადიონია. შემთხვევით, ერთ-ერთი ხანმოკლე
ახტომის დროს ბაჭიამ პირდაპირ თვალებში შეხედა მზეს და

862
მკითხველთა ლიგა

შემდეგ მთელი წუთი ვერ მოიშორა მოციმციმე წითელი მთვა-


რე, მის თვალწინ რომ დახტოდა. მკერდში მოუჭირა, თავი სად-
ღაც გაცურდა, პულსმა ყურებში დაუწყო ცემა, ბეჭებს შორის
სველ ლაქაში ბასრ დანასავით შეიჭრა ტკივილი. ვეფხვმა თა-
ვისივე ნასროლი და ასხლეტილი ბურთი დაიჭირა, თეძოზე
გაიჩერა, გრაციოზულად გაშეშდა და მრავლისმეტყველად შე-
ხედა ჰარის. მისი კანი წვრილფორებიანი შავ სალეს ქვასავი-
თაა, პატარა თავთან მჭიდროდ ეკვრის ყურები, ჯვარედინად
აპარსული კეფისა და გვერდების გარდა კი ისეთი ხვეული თმა
აქვს, როგორის შექმნაც მხოლოდ ბუნებას შეუძლია; მზე მის
ყოველ ხვეულში თამაშობს.
- ეი, როგორ ხართ?
- მე? ნორმალურად.
- აბა, რას ქშინავთ?
- ჩემი ხნის რომ გახდები, გაიგებ.
- იქნებ გვეყოფა? პრობლემა არაა.
ბაჭიას ოფლი უფარავს თვალებს და სისხლი ყრუდ პულ-
სირებს ძარღვებში - ესმის, რომ ბიჭი დიდბუნებოვნობას იჩენს.
ეჩვენება, რომ მისი არტერიებისა და ვენების ხე უზარმაზარი
ალისფერი ყვავილებით მორთულია. ეგ არაფერი, ეგ არაფე-
რი, რომ ახალგაზრდებს ვეღარ შეეჯიბრები. ეგ არაფერი, რომ
ერთი ერთზე ხანმოკლე თამაშსაც ვეღარ უძლებ. მტვერში
არეული ოფლი ფეხებზე წურწურით მოსდის. ეშინია რიტმის,
ტემპის, თუ კიდევ როგორ უნდა ითქვას,- შთაგონების დაკარ-
გვისა.
- რა არის... არ მოგწონს თამაში? - ეკითხება. მოსწონს,
რომ ვეფხვს თავისი მსუქანი, წითელი ფიზიონომიითა და ვიკინ-
გი მამაცებივით შეუდრეკელი, ყინულივით ცივი ცისფერი თვა-
ლებით აშინებს.

863
მკითხველთა ლიგა

- არა, რატომ. ასატანია. - ბოლოს გაიღიმებს. გასაოცრად


სწორი კბილები, ნაზი ლილისფერი ღრძილები. ახლა გეტოელ
ბავშვებსაც კი კბილები იდეალურ წესრიგში აქვთ.
- მაშ, პირობა პირობაა. ოცდაერთამდე ვთამაშობთ, რო-
გორც მოვილაპარაკეთ. ახლა თვრამეტ-თვრამეტია, ხომ მარ-
თალია?
- მართალია, - არც ერთს, არც მეორეს ერთი საჯარიმოც
არ მოუთხოვიათ.
- წავიდა! ბურთი შენია, ვეფხვო.
ზურგის ცენტრში ტკივილი გვერდებისკენ გაიშალა, რო-
გორც ორი ფრთა. მუქკანიანი სწრაფ გარღვევას აკეთებს, ჰა-
რის უსწრებს და ნახტომში, ზემოდან აგდებს ბურთს კალათში.
ჰარი მოშორებით, ცენტრალური ხაზისკენ გარბის და იქ, სადაც
მისთვის ხელის შეშლას არავინ ცდილობს, ადგილიდან ძველ-
მოდურ სროლას ასრულებს, ორი ხელით. როგორც კი ბურთი
ხელებიდან გაუფრინდა, ჰარიმ მიხვდა, რომ მიზანში მოახვედ-
რებდა; ამ დარტყმისთვის ერთ, განსაკუთრებულ სადინარში
გათვალა ბურთის მოქცევა და ისიც, იქ მოხვედრილი, განწირუ-
ლი იყო, ფრენა კალათში დაესრულებინა.
- აბა, შენა ხარ, ბიძაკაცო! - აღფრთოვანებით ეუბნება ვეფ-
ხვი, - აი, ეს მესმის! - და თვითონაც ცდილობს რაღაც მსგავსი
გაიმეოროს ცალი ხელით, შორიდან, მაგრამ ნასროლი ძალი-
ან დაბალია და რკალს მოხვედრილი ბურთი უკანვე ბრუნდება.
ბაჭია ასწრებს ბურთის დაჭერას, მაგრამ სწრაფად მოქმედება
აღარ შეუძლია. მისი სხეული ახლა ალბათ ტონას იწონის, ტერ-
ფებმა ყველანაირი კავშირი დაკარგა თავთან. იმავე წამს ვეფ-
ხვი ჰარისა და კალათს შორის გაჩნდა, იასამნისფერი ხახა ჰა-
რის სახესთან დააღო, მაგრამ შემდეგ ოდნავ უკან დაიხია და
ბაჭიამ იგრძნო გამონათება, წამიერი სისუსტე, როცა შეუძლია

864
მკითხველთა ლიგა

გვერდი აუაროს პირღია მცველს და გაიჭრას ფარისკენ, მას


მოწინააღმდეგე მისდევს, თითქოს გვერდში მოხვედრილი მუ-
გუზალიაო და, - ახტება. თვალწინ კალათს ხედავს, მხოლოდ
კალათს, იხრება, რომ შეგ ტუჩებში აკოცოს მას - აცილება შე-
უძლებელია.
ზევით აფრინდა, მაღლა, ფთილა ღრუბლებთან შესახვედ-
რად. მისი სხეული ნაწილებად იგლიჯება ტკივილისგან, თით-
ქოს იდაყვიდან იდაყვამდე რაღაც ბასრ იარაღს ესვავენ, თით-
ქოს შიგნიდან ფეთქდება - გრძნობს, რომ რაღაც ვეებერთელა
მისწვდა და ძირს დასცა - და მოცელილივით ვარდება მტვრიან
მიწაზე. ვეფხვმა კალათში ზუსტად ჩავარდნილი ბურთი დაიჭი-
რა და იმავ წუთს მიიღო მოწყვეტილი დარტყმა, თითქოს მოწი-
ნააღმდეგე შეგნებულად წავიდა ჯარიმაზე და მთელი ტანით გა-
დაეფარა მას. თუმცა იქვე შენიშნა, რომ დიდი, თეთრი ბიძა, ნა-
ხევრად გაგუდული და მძინარე სახით, უხმოდ დაებერტყა მიწა-
ზე, სიმაღლიდან გადმოგდებული ნაჭრის თოჯინასავით. ვეფხვი
შეძრწუნებული დგას გაშოტილ სხეულთან: უჯრულა ბერმუდები,
„ნაიკის“ ახალი ბოტასები, „პოლოს“ ცისფერი პერანგი, ორი გა-
დაბმული ბ-თი. ცალი ლოყა წებოვანი თიხანარევი მტვრის თხე-
ლი ფენითაა დაფარული, თითქოს უსიცოცხლო სახეზე ჩრდი-
ლი დაეფინა, თითქოს სანახევროდ შეღებეს კლოუნის მათეთ-
რებელი გრიმით. შეძრული დაიძახებს:
- ეს რა ქნა!
გაიქეცი! - ბრძანებლობს ინსტინქტი, მის თავში ყველა-
ნაირი პრაქტიკული მოსაზრება ქრება. ხელს დასტაცებს სკამზე
მიგდებულ წითელ ზურგჩანთას - ასეთებით ერთდღიან ლაშ-
ქრობებში წასვლა წვრილფეხა სკაუტებისთვისაა უპრიანი -
მკერდზე მიიხუტებს ბურთთან ერთად და უკანმოუხედავად მო-
უსვამს. სადღაც, ცოტა ხანში სირბილზე გადადის, მაღალი, შეშ-

865
მკითხველთა ლიგა

ფოთებული ცის ქვეშ მირბის. თავზევით თვითმფრინავი გადა-


იფრენს, თითქოს დიაგონალზე მოცოცავს ძირს.
ციდან ჰარის უხერხულად მოხრილი ფიგურა ისე მარტო-
სულად მოჩანს სპორტულ მოედანზე, როგორც მზე ზეციური
სტადიონის ცენტრში. დრო გადის. შემდეგ ვიღაცები ამოძრავ-
დებიან: ახლომდებარე სახლის რომელიღაც ბინადარი, რომე-
ლიც ფარდის უკან იდგა და უყურებდა ყველაფერს, რაც
მოედანზე მოხდა, 911-ზე დარეკავს. რამდენიმე წუთის შემდეგ
ღარიბი მოხუცები, რომლებიც გადატიხრულ, ქარიშხლის მო-
ლოდინში ყრუდ დაგმანულ ქოხებში, ყურყუტებენ, სადაც მათი
ერთადერთი ახლობელი ტელევიზორია, სირენის ხმას რომ
გაიგებენ, განგაშის სიგნალად ჩათვლიან, იფიქრებენ, რომ ქა-
რიშხალმა სამხრეთ კაროლინიდან მაინც მოაღწია მათ სახლე-
ბამდე.
- ამჯერად ძალიან სერიოზული ინფარქტია, ტრანსმურა-
ლური, - ეუბნება ექიმი ოლმენი და უხსნის, - კედელი გაგლიჯა,
- და თავისი შთამბეჭდავი მუშტით ცდილობს აუხსნას განსხვავე-
ბა ამ ტიპის ინფარქტსა და შედარებით იოლ, სუბენდოკარ-
დიალურს შორის, რომლითაც ცხოვრება შეიძლება, - მარცხენა
პარკუჭი ბოლომდე გაგლეჯილია, მემ, - მიმართავს ჯენისს, -
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იმ პროცედურის შემდეგ,
რომელიც აპრილში იქ, თქვენთან, ჩრდილოეთში ჩაუტარდა,
სტენოზური მოვლენები მთლიანად განუახლდა და ინფარქტის
დადგომისთვის პირვანდელ ზომებს მიაღწია, - ჯენისი უძილო-
ბისა და დარდისგან ყველაფერს ძილ-ბურანში აღიქვამს, ამი-
ტომაც ექიმის სახე, მზისგან დამწვარი მოკაუჭებული ცხვირითა
და მძლავრი, წინ წამოწეული ავსტრალიური ნიკაპით, ჯენისს
გულის ფორმას აგონებს. რატომ უტრიალებს წინ თავის უზარ-
მაზარ ტორებს, თითქოს ცდილობს ჰარი შიგნიდან გადმოაბრუ-

866
მკითხველთა ლიგა

ნოს, რომ მისთვის უფრო გასაგები გახადოს, რატომ? გვიანია.


- უკვე გვიანია შუნტირების გაკეთება, - რაღაცნაირი გაღიზიანე-
ბით ფრუტუნებს ექიმი ოლმენი, რის შემდეგაც აშკარა ძალდა-
ტანებით იოკებს ხმას და ამერიკული სამხრეთის მცხოვრებთათ-
ვის დამახასიათებელი კეთილმოსურნე გულითადობით მიმარ-
თავს, - თუ რაიმე სასწაულით მოვახერხებთ ამ კრიტიკული
მდგომარეობიდან მის გამოთრევას, მემ, მაშინ ჯანმრთელი,
ელასტიკური კუნთის ნაცვლად - ისეთის, როგორიც მე ან თქვენ
გვაქვს, მოუწევს დაკეპილი ქსოვილის ნაგლეჯით დაკმაყო-
ფილდეს. შეიძლება შეიცვალოს არტერიები, საგდულები, მაგ-
რამ გულის კუნთის შემცვლელი ჯერ არ მოუგონებიათ, - მარ-
თალია, ცდილობს თავი შეიკავოს, მაგრამ ჩანს, გაცოფებულია
მთელ ქვეყანაზე, როგორც ერთი ხელმოცარული მეგოლფე,
რომელმაც მოკლე პატი ზედიზედ სამჯერ გააფუჭა. ჯერ კიდევ
ახალგაზრდაა, ფიქრობს ჯენისი, და ამიტომ ადანაშაულებს
ადამიანებს იმაში, რომ ისინი კვდებიან, თვლის, რომ განზრახ
ურთულებენ ცხოვრებას.
მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს მასთან სახლში მივიდნენ
პენ-პარკელი პოლიციელები (როგორი ახალგაზრდები მოეჩ-
ვენა ისინი, როგორი შეშინებულები ჩანდნენ არასახარბიელო
მისიის გამო; პოლიციაში დელეონის საავადმყოფოდან მას შემ-
დეგ დარეკეს, რაც ფლორიდის ბინაში, ასევე მართვის მოწმო-
ბაში მითითებული მისამართის მიხედვით ცნობათა ბიუროდან
გამოთხოვილ ნომერზე ტელეფონით დაკავშირება ვერ
მოახერხეს: ჯენისი მართლაც არ იმყოფებოდა შინ - სხვა შტა-
ტიდან ჩამოსულ ახალგაზრდა წყვილს ჯერ ორდონიან სახლს
უჩვენებდა ბრუერ-ჰაიტში, სადაც ადრე მერკეტები ცხოვრობ-
დნენ, შემდეგ - ქვისგან ნაგებ ძველ, ფერმერულ სახლს ორი-
ოლთან ახლოს; ის იყო სახლში შევიდა, რომ ლურჯი სინათ-

867
მკითხველთა ლიგა

ლეების ციმციმით პოლიციის მანქანაც მიჰყვა). ჯენისი ჯერ მი-


მისთან დარეკვას შეეცადა, ყურმილი არავინ აიღო, შემდეგ კი
თავისთვის და ნელსონისთვის ბილეთების შეძენა სცადა, რომ
იმავე საღამოს ფლორიდაში გაფრენილიყვნენ. თითქოს ჯიბ-
რზე, ავიაკომპანია „ისტერნ ეირლაინსი“ გაფიცვის გამო ნახე-
ვარი დატვირთვით მუშაობდა, ხოლო რეისები, ატლანტის გავ-
ლით, ქარიშხლის გამო გაუქმებული ან გადადებული იყო. შემ-
დეგ მანქანით მიაღწია სამხრეთ ფილადელფიის აეროპორტამ-
დე, სკულკილის ჩქაროსნულით გაიარა დამღლელი გზა, რომ-
ლის გარემონტებასაც არ დაადგა საშველი და - შემოსავლელი
გზების ლაბირინთი, საითაც ნელსონმა შეცდომით გადაუხვია
და თვალის დახამხამებაში ინდეპენდენს-ჰოლის სიახლოვეს,
ქალაქის ცენტრში აღმოჩნდნენ. შემდეგ დამღლელ მოლოდინ-
ში, ნელსონის დაწყნარებასა და გაზეთების კითხვაში რამდენი-
მე საათი გაატარა. გაზეთები ვიღაცას პლასტმასის სკამზე
დაეტოვებინა. თან იხსენებდა ჰარის - სკოლის დერეფნებში მო-
სიარულე და საკალათბურთო დარბაზებში მორბენალ ლამაზ,
ქერათმიან, მარმარილოს ბიჭუნას. ჰარიზე ფიქრი გააგრძელა
ფლორიდაშიც, ცარიელ ბინაში, სადაც ყველაფერი იდეალუ-
რად იყო მილაგებული, თუ არ ჩავთვლით გაზეთების გროვას,
რომელსაც რატომღაც ყოველთვის აგროვებდა და სასუსნავის-
გან მორჩენილ ნამცეცებს მოწნულ სავარძელზე (იქ ქალის
ყოფნის კვალი არაფერში იკითხებოდა). და მთელი ეს დრო მის
გვერდით იყო ნელსონი, რომელიც ყველაფერზე ისე რეაგი-
რებდა, რომ ჯობდა მარტო წამოსულიყო. ღმერთმანი, დგება
დღე, როდესაც დედობრივი საწყისი შენში კვდება, ზუსტად ისე,
როგორც გულის კუნთი, ასეთი ახსნა მოუვიდა თავში. შემდეგ
მოიპარა მშფოთვარე ძილის რამდენიმე საათი, რომელიც გა-
ზონის საკრეჭებისა და გოლფის პირველი მოთამაშეების ხმა-

868
მკითხველთა ლიგა

ურმა შეაწყვეტინა. გაჭირვებით გაუძლო საუზმეს, რომელზეც


ნელსონი ჭირვეულობდა, თურმე ნუ იკითხავთ და, შვრიის ფან-
ტელები კი არა, ტკბილი ბურბუშელა ნდომებია, აბა, ცხენი ხომ
არ არის, ქერი და შვრია მიირთვას. ამ ყველაფრის შემდეგ ჯე-
ნისმა ზუსტად ისე იგრძნო თავი, როგორც მისმა ქმარმა შრომის
დღის წინა უიკენდზე, აქ ჩამოსასვლელად გრძელი ავტოგარ-
ბენის დასრულების შემდეგ: ეჩვენებოდა, თითქოს მთელ სხე-
ულზე დიდხანს უბაგუნებდნენ ქვიშით სავსე ტომრებს. დილას
დერეფანში, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა დღეს, კარის ქვეშ
ახალი გაზეთი იდო: ჰუგომ სამხრეთ კაროლინამდე მოაღწია.
ექიმმა მორისმა, უფროსმა მორისმა, ჰარის აქაურმა ექიმ-
მა, სავარაუდოდ, გაიგო, რომ ჯენისი საავადმყოფოშია; კარ-
დიორეანიმაციული განყოფილების პაციენტთა მნახველების-
თვის განკუთვნილ ჰოლში გამობრძანდა. მისი გარეგნობით თუ
ვიმსჯელებთ, თავადაც არ ბრძანდება საუკეთესო ფორმაში, ერ-
თიანად დალაქავებული და დანაოჭებულია. ცხვირიდან გამოჩ-
რილი ბანჯგვლები, ყავისფერი გასაუთოებელი კოსტიუმი. მან
ხელში აიღო მისი ხელი და სათვალის შუშებიდან პირდაპირ
თვალებში ჩახედა:
- რას ვიზამთ, ყველას თავისი დრო აქვს, - ადვილი სათ-
ქმელია, როცა თავად ოთხმოც წელს თუ არა, სამოცდათხუთ-
მეტს ნამდვილად გადააბიჯე, - ცოტა ხნის წინ იყო ჩემთან, მო-
ვუსმინე და მისი გული ძალიან არ მომეწონა. ანალოგიური
ავადმყოფობით ზოგი ორი კვირა ცოცხლობს, ზოგი ოცი წელი,
აქ წინასწარ ვერაფერს იტყვი. უმეტესწილად ამას შინაგანი წეს-
რიგი განსაზღვრავს. მომეჩვენა, რომ ცხოვრებას ძალიან მუქ
ფერებში უყურებდა. ჩვენ ერთობლივად მივედით აზრამდე,
რომ მისთვის აუცილებელია რაიმე საქმის გამონახვა და რომ

869
მკითხველთა ლიგა

პენსიონერული დასვენებისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა


იყო.
ჯენისს თვალები სულ ცრემლით აქვს სავსე იმ წუთიდან,
რაც მის ფანჯრებთან პირველად ლურჯმა ციმციმამ გაიელვა.
ექიმის ბოლო რეპლიკამ, მისმა ბებრულმა, ალერსიანმა მოპ-
ყრობამ კი ცრემლების ახალი ტალღა გამოიწვია. მისთვის გან-
კუთვნილ ბოლო დღეებში ჰარიმ ექიმ მორისისგან მეტი თანაგ-
რძნობა მიიღო, ვიდრე მისგან. რაღაც გაგებით, იმ დროში, რაც
გავიდა იმ შორეული, მეხსიერებაში ჩარჩენილი სტოპ--
კადრებიდან, როდესაც ჰარი საკალათბურთო მოედანზე ბრწყი-
ნავდა, ჯენისი მას სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად ამჩნევ-
და, სანამ იგი საერთოდ უჩინრად არ გადაიქცა.
- ჩემზე რაიმეს ამბობდა? - კითხულობს ჯენისი, რადგან
ადარდებს, ხომ არ თქვა, რომ ნაჩხუბრები იყვნენ.
მოხუცი ექიმის მჩხვლეტავი შოტლანდიური თვალები რამ-
დენიმე წამი ბურღავენ მას:
- კი, დიდი გრძნობით.
დილის ამ საათებში, ათის დასაწყისისთვის, საავადმყო-
ფოს დერეფნებში, საუზმის შემდეგ ჯერ კიდევ აგორავებენ ური-
კებს გასარეცხი ჭურჭლით, ხოლო კარდიორეანიმაციის განყო-
ფილების პაციენტთა მნახველების ჰოლში არავინაა, მისი და
ნელსონის გარდა. ამასთან, ნელსონი თითქოს ნემსებზე ზის:
გაუთავებლად სადღაც გარბის, ხან სასწრაფოდ უნდა დაურე-
კოს პრუს, ხან ტუალეტში უნდა, ხანაც ყავის დასალევად კაფე-
ტერიაში ჯდება. კაფეტერია სადღაც, სხვა ფლიგელში აღმოაჩი-
ნა. მნახველების ჰოლი პატარა ოთახია, ფანჯრით ავტოსადგო-
მისკენ სარწყავი მოწყობილობითა და გუშინდელს აქეთ დასვე-
ლებული, შეუმშრალი კიდეებით. ოთახში, დაბალ მაგიდაზე, ძი-
რითადად რელიგიური ხასიათის ჟურნალებია, უხეში შავი სკამი

870
მკითხველთა ლიგა

და აბაჟურიანი ტორშერები. ყაზარმული მოწყობილობა თით-


ქოს ყველას აფრთხილებს, რომ აქ დიდხანს ჯდომა არ შეიძ-
ლება, რადგან საავადმყოფოში უთქვენოდაც იციან, როგორ
მოექცნენ პაციენტს, მთავარია თქვენ არ შეუშალოთ ხელი. იმ
განსაწმენდელში მარტო დარჩენილი ჯენისი ფიქრობს, რომ სა-
ჭიროა ჰარის გადასარჩენად ლოცვა, უნდა სთხოვოს უფალს
სასწაული მოახდინოს, მაგრამ როდესაც თვალებს ხუჭავს და
იმედოვნებს, რომ გონებას მოიკრებს, მის წინ ყრუ შავი კედელი
აღიმართება. ექიმ ოლმენის ნათქვამიდან გაიგო მხოლოდ ის,
რომ ჰარი ძველებურად აღარასოდეს იქნება და აქ ვერაფერს
გახდები. როგორც ექიმმა მორისმა თქვა, ყველას თავისი დრო
აქვს. მისთვის საუკეთესო სიყმაწვილის წლები იყო, ის დრო,
როცა „კროლში“ ჰარი გაიცნო, იმ დროს ის უკვე ცხოვრების
დაღმართზე ეშვებოდა. თუმცა შემდეგ, რაღაც დროით, საქ-
მეები გამოსწორდა მათ განკარგულებაში გადმოსული მაღაზი-
ის შემოსავლების წყალობით. მის გარეშე თავისუფლად გაყი-
დის სახლს პენ-პარკში. უფალო, შემიწყალე, როგორც იქნა, მი-
აგნო ლოცვის სიტყვებს, შენს ნებას მივენდობი. კარის ჭრილში
ახალგაზრდა მუქკანიანი მოწყალების და გამოჩნდა, უზადო
თეთრი ღიმილით გაუღიმა და ძალიან წყნარად უთხრა: „გონზე
მოვიდა“, - ამ სიტყვებით წაიყვანა სარეანიმაციო განყოფილე-
ბაში, რომელიც ჯენისს ჯერ კიდევ გასული დეკემბრიდან ახსოვ-
და: ცენტრში მედდის მრგვალი მაგიდა დგას, აეროპორტის სა-
დიპეტჩეროს მაგიდის მსგავსად, ერთიანად მოცახცახე სტაფი-
ლოსფერხაზიანი მონიტორებით, წინა მხრიდან შემინული ბოქ-
სებით. და როდესაც ერთ-ერთ ასეთ ბოქსში დაინახა ჰარი,
საავადმყოფოს თეთრეულივით გაფითრებული, სადენებსა და
მილებში გაბურდული, შუშის კედელს მიღმა გაუნძრევლად
მწოლიარე, თითქოს უკნიდან რაღაცამ ხელი ჰკრა და წამის

871
მკითხველთა ლიგა

მეათედში მოეჩვენა, რომ გული აერევა, უბედურებისა და საში-


ნელების ტალღამ მძლავრად დაარტყა აუნაზღაურებელი და-
ნაკარგის გაცნობიერებისგან, დანაკარგისა, მის ცხოვრებაში
აქამდე რომ არ ჰქონია, იმ საშინელი დღის გარდა, როცა აბა-
ზანაში მისი მზეთუნახავი გოგონა დაიხრჩო. მას, რა თქმა უნდა,
აზრად არ მოსვლია, განეხორციელებნა მუქარა, არაფრის დი-
დებით არ გაპატიებო. ყოველდღე აპირებდა დარეკვას, მაგრამ
დღეები ერთმანეთის მიყოლებით მიფრინავდა; შემდეგ დუმი-
ლობანას თამაში ისე გაჭიანურდა, რომ თავადაც მიეჩვია ამას,
შეიძლება ითქვას, მიეჯაჭვა. როგორ შეეძლო ისე გაექვავებინა
გული, რომ მასთან შეღწევა შეუძლებელი გამხდარიყო, და თან
- ვისთვის? ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება საკურთხევ-
ლის წინ დაუკავშირა და სიტყვა მისცა, რომ ყოველთვის მასთან
იქნებოდა ჭირსა თუ ლხინში. და საერთოდ, მომხდარი პრუს
ბრალი უფროა, ვიდრე ჰარისა - რომელი მამაკაცი იტყვის
უარს; ის, პრუ და ნელსონი ერთად აანალიზებდნენ მომხდარს,
ყველაფერი ბოლომდე გამოიძიეს. ჯენისი სრულიად დაწყნარ-
და, დაიჯერა, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება, რომ წინ
იმედებით სავსე ცხოვრება ელის, რომ უნდა მოასწროს. და აი,
ახლა ეს. არც ადრე, არც გვიან. ჰარი შტერუკას ეძახდა, იგი,
მართლაც შედარებით ნელა აზროვნებდა და ნელა აგნებდა სა-
კუთარ გზას, თუმცა ბოლოს და ბოლოს, იმ გზაზე სრულად ამ-
ჟღავნებდა თავის უნარებს. ბოლო დროს ჰარი უკვე პატივისცე-
მით ექცეოდა, მისთვის ეს იოლი არ იყო - ქალისადმი პატივის-
ცემის გრძნობა, ნებისმიერი ქალისადმი პატივისცემა - მადლო-
ბა დედამისს, მის აღმზრდელს. დედამთილთან გაუმართლა,
ვერაფერს იტყვი! მაშინ, „კროლში“ მუშობისას, როცა დანიშნუ-
ლები იყვნენ, მათი ოთხივე მშობელი ცოცხალი იყო, მაგრამ
მაინც მიუსაფარ ობლებს ჰგავდნენ, განსაკუთრებით - ჰარი. ჰა-

872
მკითხველთა ლიგა

რიმ ჯენისში რაღაც ისეთი დაინახა - ის საყრდენი წერტილი,


რომელიც სჭირდებოდა, თუნდაც დროებით. და ახლა ჯენისს
უნდა, რომ ჰარი დაუბრუნდეს, დაუბრუნდეს ამ შეუცნობელი
სტიქიიდან, რომელშიც სულ უფრო ღრმად იძირება. ისევ აზი-
დებს, ცოტა და გული აერევა და ჰარი ღალატი - პრუც, თელმაც
და მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ვინ - უკვალოდ წაიშალა ამ
წუთის სიდიადისგან, როცაა საავადმყოფოს საწოლში მას ასეთ
უმწეოსა და მოუბრუნებელს ხედავს.
მედდამ გასაწევი კარი გახსნა. ნესტოებში ჩამაგრებული
ნაზი, ცისფერი ჟანგბადის მილზემოთ ლურჯად ჩანს ღია თვა-
ლები, ჯენისის ხმაზე არ რეაგირებს. ჰარი ხედავს მას, ხედავს
თავის ცოლს, მინიატიურულს, მუქკანიანს, შუბლში ჩაჭედილი
სიჯიუტით, პირით, რომლიდანაც მორაკრაკე ნაკადულებად იღ-
ვრება სიტყვები, რაღაც, პატიების შესახებ. „მე გაპატიე, გაპატი-
ე“, - გაუთავებლად იმეორებს, ჰარის კი არ ახსოვს, რა აპატიეს.
წევს, რაღაც გასაოცარი სტიქია აქანავებს ნეტარი უგრძნობ-
ლობის სარეცელზე, თითქმის უგრძნობია ბასრი, გამჭოლი ტკი-
ვილებისადმი. უსმენს ჯენისის ჟღურტულს და უკვირს, როგორ
დაპატარავებულა, განსაკუთრებით ამ ინვალიდის სავარძელში,
რომელსაც აქ სთავაზობენ მნახველებს სკამის ნაცვლად, თით-
ქოს ბროლის გამჭვირვალე საშობაო ბურთში ჩასვესო, შეან-
ჯღრევ და სახლებსა და ფიგურებზე თოვლი დაეფინება, მხო-
ლოდ ამჯერად, თითქოს დახვეწილ აბლაბუდაშია გახვეულიო,
თვალნათლივ ხედავს ყველა ნაოჭს ჯენისის სახეზე და გამყიდ-
ველის ნაცრისფერ საფირმო კოსტიუმზე. აპატიებს და ჰარიც
მადლობელია - ყოველ შემთხვევაში მას ასე ჰგონია. მგონი
ხელზე ხელი დაადო. ჰარი ხან გონებაზეა, ხანაც ითიშება. უკ-
ვირს, რომ გონების დაკარგვის მომენტებში ვიღაც შეუსვენებ-
ლად განაგრძობს ქვეყანაზე ზრუნვას, ისევე, როგორც დიდი

873
მკითხველთა ლიგა

ხნით ადრე, მის დაბადებამდე. პირში საშინელ სიმშრალეს


გრძნობს, მაგრამ იცის, ეს მტანჯველი გრძნობა გაივლის, ექი-
მები ასე არ დატოვებენ, რამეს მოიმოქმედებენ. ჯენისი სიზმარ-
ში ნანახი ერთ-ერთი ზეიმის მონაწილედ ეჩვენება. თავში
გაუელვა მოეყოლა ვეფხვის შესახებ და მთავარი ეთქვა - გავი-
მარჯვე, მაგრამ ეს სიხარული უმალვე ქრება. ჰარი სასიამოვნო
დაღლილობას გრძნობს და თვალებს ხუჭავს. ხედავს წითელ
გვირაბს, რომელიც აქამდე ერთი შესასვლელი კარით წარმო-
ედგინა, თურმე მოპირდაპირე მხარეს მეორე, გასასვლელი კა-
რიც ჰქონია.
ცოლის ნაცნობი კონტურები შეუმჩნევლად შეცვალა ნელ-
სონისამ. ჯენისივით ისიც რაღაცით ძალიან შეწუხებულია.
- მამა, მას ერთი სიტყვაც კი არ უთხარი, - დაიჩივლა
შვილმა, - ის ამბობს, რომ მხოლოდ უყურებდი და არაფერი
გითქვამს! არც ერთი სიტყვა!
კაი ერთი, ფიქრობს იგი, კიდევ რა გავაკეთე არასწორად?
წუხს, რომ შვილს გული ატკინა, მაგრამ ამჯერად დიდ სამსა-
ხურს უწევს, თუმცა ნელსონი, როგორც ჩანს, ამას ვერ ხვდება.
- რა, საერთოდ არ შეგიძლია ლაპარაკი? რამე მითხარი,
მამა! - ბიჭი ღრიალებს, უფრო სწორად, მთელი ძალით ცდი-
ლობს არ აღრიალდეს, დაძაბულობისგან სახე ცარცივით თეთ-
რი აქვს, წარბის რამდენიმე ღერი საწინააღმდეგო მხარეს გა-
დაებრიცა. ჰარის სურს გაათავისუფლოს შვილი იმისგან, რაც
თრგუნავს; სურს უთხრას ნელსონს, - შენ და გყავს.
მაგრამ, თქვა კი ეს ხმამაღლა? არანაირი ცვლილება შვი-
ლის დაძაბულ, აღელვებულ სახეზე. თუმცა სიტყვა „და“ მაინც
დაიჭირა.
- დავუკავშირდით მიმის, მამა, როგორც კი მოაღწევს, აქ
იქნება. კანზას-სიტიდან რამდენიმე გადაჯდომა მოუწევს!

874
მკითხველთა ლიგა

ისეთი სახე აქვს და ხმაც ისე ჟღერს, თითქოს ცდილობს,


ხმა მიაწვდინოს გაავებულ, შემხვედრ ქარში.
- მამა, მამა, არ წახვიდე! - ყვირის იგი, შემდეგ ისევ ჯდება,
იმავე უტყვი შეკითხვით სახეზე, მუქი, სველი თვალები ვარ-
სკვლავებივით უბრწყინავს. არ შეეფერება ჰარის ბავშვის ასე
დატოვება, ასე ჰაერში დაკიდებული კითხვებით, იგი პასუხს
აგებს ბიჭისთვის.
- აბა, რა გითხრა, ნელსონ, - ამბობს ჰარი, - ერთადერთი,
შემიძლია ვთქვა, რომ ეს არც ისეთი საშინელებაა, - ბაჭია ფიქ-
რობს, რომ მეტი უნდა უთხრას, შვილი ისე აშკარად, ისე მოუთ-
მენლად ელის რაღაცას, მაგრამ საკმარისია. ალბათ. საკმარი-
სია.

875

You might also like