Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

კომპლექსური დავალების ბარათი

აბრეშუმი საუკეთესო ძვირადღირებული მასალაა, მისი ძაფი წყალგამძლე და


თერმოგამძლეა. არსებობს, როგორც ბუნებრივი ფერის, ასევე ხელოვნურად
გამოყვანილი ჭიის განსხვავებული ფერის აბრეშუმის ძაფი. ძაფის ფერი დამოკიდებულია
ჭუპრის შეფერილობაზე, რომლისგნაც ძაფი ამოახვიეს.

აბრეშუმხვევიას მდედრი პეპელა, რომლის სადა შეფერილობის მუხლუხი


იკეთებს ყვითელ პარკს, შეაჯვარეს ზოლიანი მუხლუხის და თეთრი პარკის მქონე
მამრთან. ჰიბრიდებმა განივითარეს ზოლიანი მუხლუხები და ყვითელი პარკები.
თუთის აბრეშუმხვევიას პეპლების შეჯვარებით მიღებული 256 მუხლუხიდან 64 იყო
ზოლიანი და ივითარებდა თეთრ პარკს, 67 იყო სადა შეფერილობის და ივითარებდა
ყვითელ პარკს, 70 იყო სადა შეფერილობისა და ივითარებდა თეთრ პარკს, 55 იყო
ზოლიანი შეფერილობის და ივითარებდა ყვითელ პარკს. შეადგინე სქემა,
რომელშიც წარმოაჩენ მშობლების გენოტიპსა და ფენოტიპს

ნაშრიმის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

 როგორ ხსნის მენდელის კანონები ნიშან-თვისებების დამემკვიდრების


კანონზომიერებებს(სასიცოცხლო თვისება, მკ.წ.1)
 როგორ შეიძლება რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით მშობლების
გენოტიპის დადგენა(სტრუქტურა და ფუნქცია მკ.წ.1)
 რატომ არის ზოგჯერ ფენოტიპის მიხედვით გენოტიპზე მსჯელობა
მცდარი(სასიცოცხლო თვისება მკ.წ.1)
 როგორ უკავშირდება, მემკვიდრეობა უჯრედში მიმდინარე მეტაბოლიზმის
პროცესს (სასიცოცხლო თვისება მკ.წ.2)
 რ განაპირობებს შთამომავლობაში მრავალფეროვნებას მოცემული ამოცანის
მაგალითზე(ბიომრავალფეროვნება, მკ.წ1)
 როგორ აისახება არაალელურ გენთა სხვადასხვა ქრომოსომაში ლოკალიზაცია
მათ ფენოტიპურ გამოვლენაზე და დააკავშირე ეს ბიომრავალფეროვნებასთან
(ბიომრავალფეროვნება მკ.წ. 1)

You might also like