Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1. მოუსმინეთ ორ ინტერვალს.

რა შეგრძნებას ტოვებს მათი ჟღერადობა?


 სითბოს;
 სინათლის;
 უსიამოვნო;
სექსტა ტერცია
 დაძაბულობის;
 სხვა;

ყურადღებით:
როდესაც ინტერვალის ბგერები ერთდროულად ჟღერს, ამ შემთხვევაში ასეთ ინტერვალებს
ჰარმონიულს უწოდებენ

ახლა მოუსმინეთ სექსტის მელოდიურ ჟღერადობას.

რომელი ჟღერადობა სიმშვიდის შეგრძნებას გიტოვებს?

 აღმავალი მოძრაობის
 დაღმავალი მოძრაობის
 ორივე
 არცერთი მელოდიური
სექსტა
მოუსმინეთ ტერციის მელოდიურ ჟღერადობას.

რომელი ჟღერადობა სიმშვიდის შეგრძნებას გიტოვებს?

 აღმავალი მოძრაობის
 დაღმავალი მოძრაობის
 ორივე
მელოდიური ტერცია
 არცერთი
რა შემეთხვევაში ვუწოდებთ ინტერვალებს მელოდიურს?

2. მოუსმინეთ რამდენიმე მუსიკალურ ფრაგმენტს და ამოიცანით, რომელში ფრაგმენტში


ისმის მკაფიოდ ეს ინტერვალები:
1) დებიუსი, პრელუდი 6) ლისტი, ნუგეში
2) შოპენი, ვალსი 4) შოპენი, ნოკტიურნი 7) ლისტი, სიყვარულის ზმანება
3) ლისტი, სონატა h-moll 5) რაველი, სახრჩობელა

კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ამ ფრაგმენტებს. თქვენი აზრით, რომელ ფრაგმენტში


მუსიკა თქვენ უფრო ალერსიანი, სათნო მოგეჩვენათ. შეარჩიეთ სათანადო ოთხეული
ა)~1); 3); 5); 7); ბ) 1); 4); 5); 7); გ) 2); 4); 6); 7)

ეს ოთხივე ნაწარმოები, რომლის ფრაგმენტები თქვენ აირჩიეთ, კომპოზიტორებმა თავის


სატრფოებს მიუძღვნეს. მათ ამ ნაწარმოებებში საკუთარი სიყვარული ჩააქსოვეს. რა
ახასიათებს ასეთი ნაწარმოების მელოდიას და რიტმს? (შეეცადეთ თქვენის სიტყვებით
გასცეთ პასუხი ამ კითხვას).

ახლა კი ერთად გამოვიტანოთ დასკვნა:


სასიყვარულო გრძნობების გამოსახატავად კომპოზიტორები მელოდიაში , ხშირ შემთხვევაში
_____________________ ან ________________________ აგებულ ინტონაციურ სვლებს იყენებენ.
ზოგჯერ მელოდიას ახლავს მეორე ხმა, რომელიც მისგან დაშორებულია
____________________ ან ________________ ინტერვალით.

3. მოუსმინეთ კიდევ რამდენიმე ფრაგმენტს. ყველა ამ ფრაგმენტის მელოდიაში ჟღერს


ინტონაციური სვლები ან სექსტაზე, ან ტერციაზე, რაც ამ მელოდიებს საოცარ სითბოს
და სათნოებას სძენს. ეს მელოდიებიც კომპოზიტორებმა თავის სატრფოებს
მიუძღვნეს. მოუსმინეთ ყურადღებით და გაეცით პასუხები შემდეგ კითხვებს:

ა) ედვარდ ელგარი, „Salut d’ amour” დ) რობერტ შუმანი, რომანსი no.2


ბ) მენდელსონი, უსიტყვო სიმღერა op.19, no. 6 ე) ფრანც შუბერტი, „მოხეტიალე“
გ) იოჰანეს ბრამსი, ნანა

 რომელ ფრაგმენტში ჟღერს ინტონაციური სვლა სექსტაზე? (მიუთითეთ, აღმავალი ეს


სვლა, დაღმავალი, თუ ინტერვალი ჟღერს ჰარმონიულად)
 რომელ ფრაგმენტში ჟღერს ინტონაციური სვლა ტერციაზე? (ასევე მიუთითეთ,
აღმავალი ეს სვლა, თუ დაღმავალი)
 თქვენი აზრით, რომელ ფრაგმენტშია უფრო მძაფრად გამოხატული ემოცია? როგორ
ფიქრობთ, რატომ?
 რომელი ფრაგმენტი თქვენ ყველაზე მეტად მოგეწონათ? დაფიქრდით და აუხსენით
საკუთარ თავს და თქვენს კლასელებს რატომ?
4. ნახეთ ფრაგმენტი ფილმიდან „1.900. ლეგენდა პიანისტზე“ და გაეცით კითხვებს
პასუხები;

 თქვენი აზრით, რა დატვირთვა აქვს მუსიკას ამ ფრაგმენტში?


 როგორ ფიქრობთ, მუსიკა, რომელსაც მთავარი გმირი ასრულებს, მას წინასწარ ქონდა
შექმნილი, თუ იგი დაიბადა იმ წამს?
 რამ გამოიწვია ასეთი განწყობის მუსიკის დაბადება?
 რა განცდაა ჩადებული მუსიკაში?
 რა ხერხებით გადმოსცა კომპოზიტორმა ეს განცდები?

You might also like