Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ფარისებრი ჯირკვალი- glandula thyroidea

ყველაზე დიდი ენდოკრინული ჯირკვალია რომელიც მდებარეობს კისრის წინა


ნაწილში სასულისა და ხორხის საზღვარზე. მას ნალისებრი ფორმა აქვს რომლის შუა
ნაწილში ჰორიზონტალურად დგას ფარისებრი ჯირჯვლის ყელი-(ისთუმუს),ხოლო
გვერდებზე სასულისა და ფარისებრ ხრტილის აჰყვება ფარისებრი ჯირკვლის
წილები( ლაბი გრანდულა თუროიდე დექსტრა ეტ სინისტრა) მისი ყველაზე ცვალებადი
ნაწილია პირამიდული წილი რომელიც შეიძლება ინის ძვალს წვდებოდეს ან საერთოდ
არ იყოს განვითარებული.

გვერდითი წილები ყველაზე მასიური უბანია ,ოვალური ფორმა აქვს რაც შეეხება ყელს
ოთხკუთხა ფირფითის ფორმა აქვს წონა 30-60 გრამია. ფარისებრი ჯირკვალი გარედან
კისრის ფასციის ვისცერალური ფურცლითა დაფარული რომელიც განსაკუთრებულ
როლს ასრულებს მის ფიქსაციაში. საკუთარ ფიბროზულ გარსში გახვეულ ფარისებრი
ჯირკვალს უსწორმასწორო ზედაპირი და რბილი კონსისტენცია.

ფარისებრი ჯირკვლის პარენქიმა წარმოდგენილია ფოლეკულებით რომელიც მისი


მოფუნქციონირე ელემენტებია. ფოლიკულები მომრგვალო ფორმის ღრუა რომელიც
კოლოიდური მასითა ამოვსებული.მისი კედელი ამოფენილია ჯირკვლოვანი
ეპითელიუმით რომლის უჯრედები ფუნქციური აქტივობისას ცილინდრული
ფორმისაა ზოლო მოსვენებისას ბრტყელი.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია იწვევს მიქსედებას და კრეტინიზმს(ინტელექტის


დაქვეითება), ხოლო ჰიპერ ფუნქცია იწვევს ბაზედოვის დაავადებას.

ქალის ფარისებრი ჯირკვალი ზომითა და წონიტ სჭარბობს მამაკაცისას და უფრო


ზომაში იმატებს ორსულობისა და ლაქტაციის დროს, 50 წლის ასაკიდან ის იწყებს
თანდათან ზომაში შემცირებას.
თირკმელზედა ჯირკვალი- glandula suprarenalis

წყვილი ენდოკრინული ორგანოა, მასზე გამოყოფენ ქერქოვან და ტვინოვან


ნივთიერებას.ის მოთავსებულია თირკმლის ზედა ბოლოზე და გულმკერდის 11 მალის
დონეზრ. თირკმელზედა ჯირკვალი ექცევა ყველა იმ ფარსის შიგნით ,რომელიც
თირკმელს აქვს ამიტომ საიმედოდ არის დაცული და ფიქსირებული. თვითონ
ჯირკვალი დაფარულია ფიბროზული თხელი გარსით,რომელიც ჯირკვლის სისქეში
აგზავნის ხარიხებს.

მარჯვენა და მარცხენა თირკმელზედა ჯირკვალი ერთმანეთისგან განსხვავდება


ფორმით: მარჯვენას ნახევარმთვარისებრი ფორმა აქვს,მარცხენას- სამკუთხა პრიზმის
ფარმა აქვს. მისი სიმაღლე 30-60 მმ, სისქე-4-6 მმ. ორივე ერთად იწონის 10-20 გ-ს.
თითოეულს ჯირკვალზე არჩევენ 3 ზედაპირს:წინა- ფაციეს ანტერიორ,უკანა- ფაციეს
პოსტერიორ, ქვედა ანუ თირკმლის- ფაციეს რენალის.

უკანა ზედაპირით ორივე ეხება დიაფრაგმას,მარჯვენა კი ღვიძლსაც, ქვედა ზედაპირით


ორივე ეყრდნობა თირკმლის ზედა ბოლოს, წინა ზედაპირითმარცხენა ეხება-ელენთას
პანკეასის კუდსა და კუჭის კაუდალურ ნაწილს, მარჯვენა -ღვიძლს.

ორივე ჯირკვლის წინა დაღარულ ზედაპირზე თავს იყრის სისხლძარღვები რომლებიც


მის სისქეში შედიან და ამ უბანს თირკმელზედა ჯირკვლის კარს უწოდებენ,
რომლიდანაც გამოდის მის ცენტრალური ვენა.

თირკმელზედა ჯირკვლის განაკვეთზე განირჩევა ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება.


ქერქოვანი უფრო მეტია და უკეთ განვითარებული და შეადგენს ორგანოს 90%-ს, მის
სისქეში შეიჭრილი ხარიხები პარალელურადაა განლაგებული და მათ შორის
მოქცეულია პარენქიმის სვეტების სახით. თითოეულ სვეტში არჩევენ სამ ზონას:
გორგლოვან,ბაგირაკოვან და ბადისებრს. თოთოეული განსხვავებულ ჰორმონს
გამოიმუშავებს.
პანკრეასი -pankreas

შერეული მოქმედების ჯირკვალია ,რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინს.


პანკრესის სიგრძე-14-18სმ, სიგანე-3-9, წონა 65-75გ. პანკრეასი მდებარეობს მუცლის
ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან და ქვევით. უკნიდან სხეული ეხება ხერხემალს და
პანკრეასის თავს.

პანკრეას ჩაქუჩის ფორმა აქვს რომელზედაც არჩევენ თავს, სხეულს, კუდს


(კაპუთ,კაუდა,კორპუს პანკრესტის). პანკრეასის თავი გამსხვილებულია და ქვედა
მედიალურ ნაწილში აქვს კავისებრი მორჩი,უკანა ზედაპირზე არის პამკრეასის
ნაჭდევი. პანკრეასის სხეულს სამკუთხა ფორმა აქვს.მასზე არჩევენ წინა ,ქვედა,უკანა
ზედაპირებს, (ფაციეს ანტერიორ, პოსტერიორ, ინფერიორ) და წინა,ქვედა, ზედა
კიდეებს(მარგო ანტერიორ, ინფერიორ, სუპერიორ).

პანკრეასის ზედაპირზე აქვს წილაკების რელიეფი,წილაკებს აქვს თავისი სადინარი


რომლებიც პანკრეასის სადინარში იხსნება. პანკრეასის თავის ზედა ნაწილში
დამატებითი სადინარია, რომლის ირგვლის პანკრეასია განვითარებული.

პანკრეასის მთელ სიგრძეზე გაფანტულია პანკრეასის კუნძულები, რომლებიც


მთლიანობაში ქმნის პანკრეასის ენდოკრინულ ნაწილს.
ფარისებრახლო ჯირკვალი-glandulaf parathyroideae

ფარისებრი ჯირკვლების გვერდით წილების უკანა ზედაოირზე არის განლაგებული


ზემო და ქვემო ფარისებრახლო ჯირკვლები. მისი სიგრძე 6-8მმ,სიგანე 3-4მმ, სისქე-2,3,
იწონის 50მგ, ოთხივე ერთად კი 0,2გ-ს.

თითოეული ჯირკვალი დაფარულია თხელი შემაერთებელ ქსოვილოვანი გარსით,ის


სიღრმეში აგზავნის ხარიხებს რომელიც ჯორჯლის სტრომას ქმნის. ჯირკვლის
ფარენქიმას ქმნის ჯირკვლოვანი ეპითელიუმის უჯრედები რომლიც წარმოდგენილია
მთავარი და აციდოფილური უჯრედებით.

ფარისებრახლო ჯირკვალი ვიტარდება 3-4 ლაყუჩოვანი ჯიბიდან ემბრიონალური


განვითარების 6 კვირაზე. ჯირკვლების უჯრედული შემადგენლობა ასაკთან ერთად
იცვლება. ფუნქცია- გარისებრახლო ჯირკვლები გამოიმუშავებენ პარათჰორმონს,
რომელიც ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის,კერძოდ მათ შემადგენლობას
სისხლში არეგულირებს.

ღვიძლის- hepar

ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია,რომელიც მდებარეობს


ასიმეტრიულად, ¾ მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოშია, ¼ მუცლის ზედა
მიდამოში(ეპიგასტრიუმში).ღვიძლის ზედა ზედაპირი დიაფრაგმას ეხება და იმეორებს
მისი გუმბათის სიმრუდეს და ეწოდება დიაფრაგმის ზედაპირი(ფაციეს
დიაფრაგმატიკა),რომელზეც არჩევენ ზედა,წინა,მარჯვენა დაუკანა
ზედაპირებს,ღვიძლის ზედაპირი სადაა მხოლოდ მის ზედა მარცხემა უბანზეა -გულის
ჩანაჭდევი, ღვიძლის ქვედა ზედაპირს რთული რელიეფი აქვს და მას ვისცერალურ
ზედაპირი ეწოდება .დიაფრაგმის და ვისცერალური ზედაპირების ერთმანეთს ხვდება
წინ- ქვემო კიდის გასწვრივ,ხოლო უკან- შიშველი არის ნაპირებთან.
შიშველი არე ღვიძლის სეროზული გარსით დაუფარავი ზედაპირია მის მედიალურ
ნაპირს გაჰყვება ღრუ ვენის ღარი რომლის შუა ნაწილში გახიდულია ღრუ ვენის
იოგი,რომლის შორის გაივლის ქვემო ღრუ ვენა.

ღვიძლის ვისცერალური ზედაპირი დაყოფილია ღრმა ღარებით 4 ნაწილად :


მედიალური ხაზი-მრგვალი და ვენური იოგის ნაპრალი, ლატერალური ხაზი-ნაღვლის
ბუშტის ფოსო,უკნიდან-ღრუ ვენის ღარი , შუა ღვიძლის კარი.

ამ ღარებით ღვიძლის ვისცერალური ზედაპირი იყოფა:მარჯვენა წილი,მარცხენა წილი,


კუდიანი წილი, კვადრატული წილი.

ღვიძლი გარედან დაფარულია სერზული გარსით რომლლის ქვეშ სუბსეროზული


ქსოვილია ხოლო მის ქვემოთ მდებარეობს ფიბროზული კაფსულა. ღვიძლის
ფიბროზული გარსიდან სიღრმეში შეიჭრება ბოჭკოები,რომლებიც ქმნის ღვიძლის
საყრდენ ჩონჩხს.ამ ბადის კედლების ურთიერთკავშირით იქმნება ექვსკუთხა პრიზმის
ფორმის ღრუ, რომლებშიც მოქცეულია ღვიძლის წილაკი,ხოლო წილაკებს შორის არის
წილაკთაშორის ტრაბეკულები.

რაც შეეხება ღვიძლშ გამომუშავებული ნაღვლის გამოტანას ემსახურება ნაღვლის


სადინრების რთული ქსელი.ნაღვლის წილაკთაშორის სადინრების გაერთიანებით
იქმნება 4 განცალკევებული სადინარი: ღვიძლის მარკვენა და მარცხება სადინარი და
კუდიანი წილის მარჯვენა და მარცხენა სადინარი. ყველა ამ სადინარის გაერთიანებით
კი მიიღება ღვიძლის საერთო სადინარი.

ღვიძლის სეგმენტური დაყოფა: 4 სეგმენტად იყოფა ღვიძლის წინა და უკან სეგმენტი და


მედიალური და ლატერა;ური სეგმენტები.

ღვიძლის ძირითადად ფიქსირებულია იოგებით,რომლებიც მას სხვა ორგანოებთან და


მუცლის ღრუს კედელთან აკავშირებს: ღვიძლის ნამგლისებრი,გვირგვინოვანი,ღვიძლის
მარჯვენა დამარცხენა სამკუთხა იოგი,ღვიძლ-კუჭის, ღვიძლ-კოლინჯის,ღვიძლ-
თორმეტგოჯას,ღვიძლ-თირკმლის იოგები.

You might also like