Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

ცხოველთა ყოფა საქართველოში და ბრაკონიერობა

სალომე სოხაძე

საშინაო ნაშრომი

ეკოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)


კურსის ხელმძღვნელი: გაგა თუთარაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2023
i
განაცხადი
როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს
ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,
გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში
არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად

სალომე სოხაძე
თბილისი,2023

ii
სარჩევი
● შესავალი
● ლიტერატურის მიმოხილვა
● შეჯამება
● ბიბლიოგრაფია

iii
შესვალი
მილიონობით წლების უკან, ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამინებმა სხვდასხვა
იარაღი თუ მეთოდი გამოიგონეს ცხოველებზე სანადიროდ, საკვების მოპოვების მიზნით.
დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად ვითარდებოდა იარაღიც და მეთოდებიც. თანდათან
დასახლების არეალი და ადამიანების რიცხვიც იზრდებოდა. შესაბამისად იზრდებოდა
მოთხოვნილება ნადირობაზე. უკვე იწყება მასიური ნადირობა მათზე საკვების, ტყავის,
რასაც იყენებდნენ ტანისამოსის შესაქმნელად, უბრალო გართობის თუ თავდაცვის მიზნით.
ამ სიტუაციამ გამოიწვია სხვადასხვა სახეობების განადგურება, გადაშენება და სახეობების
რიცხვის შემცირება. ბილო საუკუნეების განმავლიბაში დაფიქრდნენ პრობლემებზე
ადამიანები და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩენილი იდეის თანახმად გამოსცეს
წიგნი - ,,წითელი წიგნი” , რომელიც გადაშენების პირას მყოფ მცენარეებსა და ცხოვლებზე
ფლობდა ინფორმციას. სხვადასხვა კანონის ძალით იკრძალებოდა უნებართვოდ
ცხოველებზე ნადირობას, მიუხედავად ამისა მაინც გრძელდებოდა უკანონო მოქმედებები.
ასეთი ფაქტები დღესაც მრავლადაა. ჩვენ ასეთ ადამიანებს რომლებიც არ იცავენ
ცხოველების მიმართ დაწესებულ კანონებს და ცხოველებს ანადგურებენ ,,ბრაკონიერებს”
ვუწოდებთ. ყველანაირი სახის ბრაკონიერული ქმედება დიდ ზიანს აყენებს დედამიწაზე
ადამიანებისა და ცხოველების საარსებო გარემოს. თუ დავფიქრდებით საქართველოს ან
მსოფლიოს მაშტაბით თუ რამდენი ასეთი ფაქტი ხდება ყოველდღიურად ჩავწვდებით ამ
პრობლემის არსს და სიმწვავეს. იმის დასამტკიცებლად რომ ბრაკონიერები ვერ
აცნობიერებენ მათი ქმედების არასასურველ შედეგებს შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტი ,
რომელიც ძალიან გავრცელებულია. ესაა თევზის მოპოვება ასაფეთქებელი ნივთიერებით.
ამ მეთოდით მოკლული თევზი მომენტალურად იძირება, ხოლო ბრაკონიერს მოკლული
თევზის მხოლოდ 10% ხვდება ხელში. ფაქტების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.
2022 წელს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გატარდა პრევენციული ღონისძიებები,
24 საათიანი პატრულილების შედეგად 525 ფაქტი გამივლინდა თევზჭერის უკანონო
საქმიანობასთან დაკავშირებით . 2021 წელს კი 353 ფაქტია გამოვლენილი. 2022 წელს
უკანონობის და სამართალდამრღვევების მიმართ საერთო ჯამში დაკისრდა 44 400 ლარი
ჯარიმა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით და იმ პრობლემების გაანალიზებით, რასაც
იწვევევს მათი ქმედება ადვილია მივხვდეთ თუ ბრაკონიერობა როგორი ცუდი და ზიანის
მომტანია. მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება შემდეგ კითხვებთან დაკავშირებული
პასუხები
● Რა პრობლემის წინაშე დგანან საქართველოში ცხოველები?
● Რა კანონმდებლობა არსებობს საქართველოში ცხოველთა დასაცავად?
● როგორ შეიძლება არსებული პრობლემების აღღმოფხვრა?
ნაშრომის ჰიფოთეზის იდეა კი შემდეგნაირია:
საზოგადოებაში თვითშეგნების და ცნობიერების გაზრდა, სახელმწიფო კანონების
შემოღება და გამკაცრება, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის
გათვალისწინება, სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება რომ საქართველოში
არსებული მეთოდები განახლდეს და შეიცვალოს - ამ ყველაფრის გაუმჯობესებით
ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება და შესაბამისად აღმოიფხვრება
არსებული პრობლემა

ლიტერატურის მიმოხილვა
ნაშრომი სტრუქტურულად შედგება რამდენიმე ნაწილისგან თავდაპირველად
შასავალ ნაწილში მოკლე მიმოხილვაა ცხოველების მიმართ არსებული
მდგომარეობის, შემდეგ ლიტერატურის მიმოხილვა იწყება სადაც განხილულია
საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა დასაცავად და გარკვეულწილად
შეფასებასაც მოიცავს, ასევე არის კონკრეტულები ინფორმაციები და სტატისტიკები
ბრაკონიერობის შედეგებიდან გამომდინარე. შემდეგი ნაწილია ბიბლიოგრაფია
საიდანაც მოძიებულია ლიტერატურა. ბოლო ნაწილია შეჯამება, სადაც
კონკრეტული დასკვნებია განხილული.
ჩემს ნაშრომში საკვლევი თემა მიზნდ ისახავს დაგვანახოს ქვყანაში არსებული
პრობლემები ცხოველთა მიმართ, ასევე მიზნად ისახავს ცხოველების დაცვის მხრივ
არსებული კანონმდებლობის შეფასებას, მის კრიტიკულ ანალიზს და არსებული
პრობლემების გზების ძიებას. ნაშრომში განხილული კითხვებია: Რა პრობლემის
წინაშე დგანან საქართველოში ცხოველები? Რა კანონმდებლობა არსებობს
საქართველოში ცხოველთა დასაცავად? როგორ შეიძლება არსებული პრობლემების
აღმოფხვრა? ლიტერატურის მიმოხილვით შევეცდები პასუხები გავცე ამ კითხვებს.
ბოლო წლებში თუ ათწლეულებში ბუნება განსაკუთრებულად შეიცვალა . ამ
დროში ცხოველები მრავალი სხვადასხვა საფრთხის წინაშე დადგნენ. ზოგიერთი
სახეობა გადაშენების პირასაც კია მისული. ძირითად სანადირო სახეობებს
მიეკუთვნებიან: დათვი, ჯიხვი, არჩვი, ნიამორი და ირემი. არალეგალური ნადირობის
და ბრაკონიერობის ამსახველი მრავალი ვიდეო თუ ფოტო მასალა არსებობს.
ხშირშემთხვევაში ნადირობენ ვერტმფრენებიდან, ამ დროს დახოცილი ცხოველების
შეგრობებაც კი ვერ ხერხდება. რადგანაც დაცული ტერიტორიების გარეთ ნადირი
აღარ არის და ფაქტიურად განადგურებულია ამ შემთხვევაში ბრაკონიერთა
სამოქმედო სივრცეს ნაკრძალები წარმოადგენს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში
აღმოჩნდა ირემი, 2003 წელს ,,ნაკრესმა’’ მხოლოდ 160 ირემი დათვალა ნაკრძალში,
1980 წელს კი 750 ინდივიდი იყო. ცხოველთა გადაშენების საფრთხეები იწყება
იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით დაურეგურირებელია ცხოველთა დაცვისა და სასტიკი
მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები. არ არსებობს ცხოველთა დაცვის სფეროში
სახელმწიფო კანონები. თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 259-ე მუხლს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილებას,
რომელიც საბოლოოდ მაინც ვერ აწესრიგებს და არეგულირებს ცხოველთა დაცვას,
ანუ ვერ აგვარებს პრობლემას. შესაბამისად კანონების არარსებობისა და
არასრულყოფილების გამო გამეფებულია ცხოველისადმი სისასტიკე. გადაშენების
პირასაა მისული საქართველოს გარეულ ცხოველთა მრავალი სახეობა, მათ შორის
არის წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები. საქართველოში უკვე დავკარგეთ
ცხოველთა ისეთი სახეობები, როგორიცაა ჯეირანი, ქართული დომბა და სხვა.
საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილია მურა დათვი, რომელიც გადაიქცა
სხვადასხვა ობიექტებში და კერძო პირებთან თავშესაქცევ და გასართობ არსებად.
ისინი დამწყვდეულები არიან არაბუნებრივ პირობებში, ზოგიერთი ადამიანების
დასაცინ და გასართობ „ნივთს“ წარმოადგენენ. დაახლოებით 50 მურა დათვია ამ
ეტაპზე უკანონოდ დატყვევებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ადგილი აქვს
ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა
რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად
კი ბიომრავალფეროვნების განადგურებამდე მივყავრთ. ამ სამწუხარო
მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოში არსებული ფაუნიდან 141 სახეობა
შეტანილია წითელ წიგნში. ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი რომ საქართველოში ამ
კუთხით ცნობიერება დაბალია, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ამ საკითხში.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ეწყობა სხვადასხვა შეხვედრები, მაგრამ ის
რეალურად არ ემსახურება ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებას და ვერ აგვარებს
არსებულ პრობლემას. არც სხვა რაიმე ნაბიჯები იდგმება უპატრონო ცხოველების
პრობლემის გადასაჭრელად. ჩემი აზრით ამ პრობლემათა გდასაჭრელად
მნიშვლელოვანია გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება. მნიშვნელოვანია შიდა
საკანონმდებლო აქტების მიღება, დამატება და გამკაცრება ცხოველთა დაცვის
სფეროში. ვეცადე ჩემი ნაშრომით ფარდა ამეხადა და რეალური მდგომარეობა
დამენახებია მათთვის ვისთვისაც ცხოველები უმნიშვნელო არსებები არიან, ისინი
ხომ პირდაპირკავშირში არიან ადამინებთან და საცხოვრებელ გარემოსთან.

საზოგადოებაში თვითშეგნების და ცნობიერების გაზრდა, სახელმწიფო კანონების


შემოღება და გამკაცრება, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის
გათვალისწინება, სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება რომ საქართველოში
არსებული მეთოდები განახლდეს და შეიცვალოს - ამ ყველაფრის გაუმჯობესებით
ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება და შესაბამისად
აღმოიფხვრება არსებული პრობლემა ჩემს მიერ წარმოდგენილ ლიტერატურაში
ნათლადაა წარმოჩენილი საქართველოში ცხოველების მიმართ მოპყრობა,
მოყვანილია არაერთი მაგალითი თუ სტატისტიკური მაჩვენებელი ამ საკითხთან
დაკავშირებით. ნათლადაა წარმოდგენილი პრობლემის აქტუალურობა თუ
გადაჭრის გზების ძიება.

შეჯამება/დასკვნა

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავდა განეხილა ცხოველების, როგორც ერთ-ერთი


პუმთავრესი ცოცხალი ორგანიზმის, დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს
ტერიტორიაზე. კვლევა მოიცავდა მათ მიმართ ჩადენილი სასტიკი მოპყრობის მხილებას და
სწორედ აქედან გამოწვეული პრობლემების განხილვას, ასევე საქართველოში ცხოველების
დაცვის მხრივ არსებული კანონმდებლობის წარმოდგენას, შეფასებას და ანალიზს. კვლევას
უნდა გამოეკვეთა პრობლემის აქტუალურობა და ისეთი საკითხები რაც დაგვანახებდა
კანონების მიღების, გამკაცრების და დაცვის აუცილებლობას. ამით უფრო მეტად
შემცირდება ცხოველებზე ძალადობის, არასასურველი მოპყრობის და მათი უფლებების
შელახვის ფაქტები. მნიშვნელოვანია დავიცვათ საქართველოს ფაუნა, ცხოველთა სამყარო,
რადგან იგი წარმოადგენს მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მნიშვნელოვან
ნაწილს. მას ხომ მთავარი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს დაცვასა და მდგრადობის
შენარჩუნებაში, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა მატერიალური თუ სულიერი
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
განხილულ ლიტერატურაში და აქ მოყვანილი მაგალითებისა თუ წყაროების სისტემატიური
ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ ამ
ნაშრომის ფარგლებში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცა და შესაბამისად დასახული
კვლევის მიზანიც მიღწეულია. კვლევის ფარგლებში იკვეთება სხვადასხვა ასპექტი,
მაგალითად ის რომ საქართველიში ცხოველების დაცვას არ ექცევა იმდენად დიდი
ყურადღება, რაც საჭიროა. დანაშაულის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში არ არსებობს
ეფექტური კანონი, რომლითაც დაცული იქნება ცხოველის სიცოცხლე ბრაკონიერისგან თუ
სხვა ფაქტორისგან.
აღსაღნიშნავია რომ საქართველის მოქალაქეებს ამ საკითხში არ გააჩნიათ ინფორმაცია,
საზოგადოებაში დაბალი ცნობიერება წინაპირობაა ყოველგვარი საფრთხის, ამიტომ ამ
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს. სახელმწიფომ
მნიშვნელოვანია ყურადღება დაუთმოს კანონმდებლობის მოწესრიგებას და გამკაცრებას.

ბიბლიოგრფია

•გელაშვილი ირაკლი, 2023. Georgian Society for the Protection and Safety of
Animals. ANIMAL WELFARE IN GEORGIA.
https://gspsa.org.ge/en/animal-welfare/
• მჭედლიშვილი ნინო, 2006. რადიო თავისუფლება. ბრაკონიერობა საქართველოში
მიჩუმათებული პრობლემის სავალალო შედეგები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/1546302.html
• მთის ამბები, 2017. რა უნდა ვიცოდეთ ნადირობის შესახებ.
https://mtisambebi.ge/news/ecology/item/311-ra-unda-vizodet-nadirobis-shesaxe
b • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2019. ცხოველთა
მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის მდგომარეობა საქართველოში.
https://idfi.ge/ge/cruel_and_ill_treatment_of_animals_in_georgia

You might also like