Document

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დიზაინი (ინგლ. design) — სახვითი ხელოვნების ნაირსახეობა.

მოიაზრება
როგორც პროცესი ან თავად საბოლოო პროდუქტი, და ნიშნავს რაიმე ობიექტის
(მანქანის, შენობის, პროდუქტის და ა.შ.) მონახაზის, მოდელის ან თვით ობიექტის
შექმნის, დამუშავების გეგმას (ან ამ გეგმაზე მუშაობის პროცესს). დიზაინი,
როგორც წესი, მოითხოვს ობიექტის ესთეტიურ, ფუნქციონალურ და სხვა
ასპექტთა გათვალისწინებას, რაც საკმაოდ შრომატევად კვლევას, ფიქრს,
მოდელირებას, იტერაციულ დამუშავებასა და რედიზაინს საჭიროებს.

დიზაინი აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც რეაქცია ადამიანის


საგნობრივი გარემოს ვიზუალური და ფუნქციური თვისებების სტიქიურ
ფორმირებაზე.

დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით


არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს
დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი
და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის
შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც
მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას,
ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.

გადართო, ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, გვასწავლა SLACK-ი, ZOOM-ი,


ნამდვილი შეხვედრები GOOGLE MEET-ით ჩაანაცვლა. სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენ
აქეთ ისედაც მივდიოდით, ვირუსმა უბრალოდ დააჭირა ღილაკს „აჩქარება“ და
ვირტუალური ჩარჩოების უსაზღვრო შესაძლებლობებში მოგვაქცია.
ცხადია, ამან უდიდესი გავლენა მოახდინა ბიზნესზე - ახლა კომპანიები ციფრული
სამყაროსკენ მიემართებიან. ამ სამყაროში კი მათ ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც
დახვეწილი ვიზუალი, რითაც თავს მომხმარებელს წარუდგენენ.
რატომ ვიზუალი? ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება ხომ მისი ვიზუალით
გვექმნება. იგივეა კომპანიებთან დაკავშირებითაც - ციფრულ სამყაროში მოასპარეზე
კომპანიებისთვის მიმზიდველი დიზაინის შექმნა უპირველესი ამოცანაა. სწორედ
ამიტომ, გრაფიკული დიზაინის შექმნაში ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ.
დიზაინერები იყენებენ ტიპოგრაფიას, ფოტოსურათებს, ილუსტრაციებსა და
გრაფიკულ ელემენტებს იმ შეტყობინებების საილუსტრაციოდ, რომლებიც
პოტენციურ მომხმარებელთა ყურადღებას მიიპყრობს, დააფიქრებს, მის მეხსიერებაში
დალექავს და შესაძლოა, კლიენტადაც კი აქციოს.
მიზეზები იმისა, თუ რატომ უნდა დაუკავშირო კარიერა ამ საქმიანობას ძალიან
ბევრია.
აქ მხოლოდ 7 მათგანს გაგიზიარებთ:
1. მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადია

ალბათ, უკვე მიხვდი, რომ ჩვენს დროში, ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის


ყველა კომპანიის კარი ღიაა. თანაც სოლიდურ თანხას იღებენ.

2. ფულს კრეატიულობისთვის გადაგიხდიან


გრაფიკული დიზაინერის საქმიანობის საფუძველი მისი შემოქმედებითი
სულისკვეთებაა. დიზაინერები ყოველდღიურად ათასგვარი გამოწვევის წინაშე
აყენებენ საკუთარ თავს, უწევთ კრეატიული პასუხების პოვნა ისეთ ამოცანაზე,
როგორიცაა კომპანიის გზავნილის

თარგმნა ფერებად, ფორმებად და სიმბოლოებად.


3. შეგიძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაო
Adobe Illustrator-ის კარგად ცოდნა, ლეპტოპი და საქმის სიყვარული - ეს ყველაფერია
იმისთვის, რომ დისტანციურად დასაქმება შეძლო.
4. შეგიძლია, იყო საკუთარი თავის უფროსი
გრაფიკული დიზაინერების ნაწილი ფრილანსერად მუშაობს და ერთდროულად
რამდენიმე კომპნიასთან თანამშრომლობს. ისინი დროის მენეჯმენტზე თავა

You might also like