Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 67

ელექტროთერაპია

დენის სახეები
გალვანიზაცია

მუდმივი გალვანურო დენის გამოყენება სამკურნალოდ, რომელსაც აქვს ძაბვა არა უმეტეს
80 ვ და დენის ძალა არა უმეტეს 50 მა.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება მაქსიმუმ 15 მა.


დენი ადამიანის ორგანიზმში შეაღწევს კანში არსებული საოფლე და ცხიმოვანი
ჯირკვლების გამოსავალი სადინრებიდან .

გალვანური დენი აღიზიანებს ტაქტილურ რეცეპტორებს. პროცედურის ჩატარებისას


პაციენტს აქვს ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ( დენის მცირე ძალა), შემდეგ წვა
( ოპტიმალური დენის ძალა) და შემდეგ ტკივილი ( დენის ძალა ჭარბი).

გალვანიზცია იწვევს შემდეგ მოვლენებს:

1. ელექტროლიზი: ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია სხეულსა და ელექტროდს შორის,


რომლის დროს გამოყოფილი მჟავის მიერ საპროცედურო ადგილის ქიმიური
დამწვრობისაგან დასაცავად ელექტროთერაპიაში იყენებენ საფენებს;
2. ელექტროოსმოსი - წყლის გადანაწილება ელექტროდებს შორის სივრცეში, რასაც
შედეგად მოყვება კათოდის ქვეშ ანთებითი შეშუპების გამწოვი მოქმედება, ხოლო
ანოდის ქვეშ ანთებითი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება

ა)ელექტროლოზი ბ) ელექტროოსმოსი

3. პოლარიზაცია - დენის ზემოქმედებისას ადგილი აქვს იონების დაჯგუფებას


პოლარობის მიხედვით უჯრედთაშორის მემბრანულ ძგიდეებთან, რასაც შედეგად
მოყვება მიმდებარე უჯრედების გაღიზიანება და მათი ცხოველმყოფელობის
გაზრდა. პოლარიზაცია რჩება პროცედურის შემდეგ 4-6 სთ.
4. იონური შეფარდებითობის შეცვლა- გალვანური დენის ზემოქმედებისას ირღვევა
შეფარდება
Na+, K+
Ca++ Mg++

Na+, K+ (ერთვალენტიანი იონები) გროვდებიან კათოდის ქვეშ, ხოლო Ca++ Mg++


(ო რვალენტიანი იონები) - ანოდის ქვეშ, შესაბამისად კათოდის ქვეშ აღინიშნება
ამგზნები მოქმედება, ხოლო ანოდის ქვეშ შემაკავებელი (ინჰიბიციური ) მოქმედება.

ყოველივე ზემოთთქმულის საფგუძველზე შემუშავებულ იქნა იონური თეორია,


რომლის თანხმად
კათდის ქვეშ - აღინიშნება დენის უფრო ძლიერი აღქმა და ამგზნები მოქმედება (Na+,
K+ იონების სიჭარბის გამო), ხოლო ელექტროოსმოსის შედეგად კათოდის ქვეშ
აღინიშნება ანთებითი შეშუპების გამწოვი მოქმედება.

ანოდის ქვეშ - აღინიშნება დენის უფრო ნაზი აღქმა (Ca++ Mg++იონების სიჭარბის გამო)
და ანთებითი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება (ელექტროოსმოსის შედეგად ).

გალვანიზაციის ფიზიოლოგიური მოქმედების მექანიზმი

არის ორგვარი- ადგილობრივი და ზოგადი.

ადგილობრივი მოქმედების შედეგად საპროცედურო არეში აღინიშნება სისხლ-


ძარღვების რეფლექსური გაფართოვება, რასაც შედეგად მოყვება სისხლსავსეობა და
შემდგომში ანთებითი პროცესის ალაგება.

ზოგადი მოქმედება - გლვანური დენის ზემოქმედებისას ელექტროდებს შორის


სივრცეში გამოიყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, როგორცაა
ჰისტამინი და მისი მსგავსი, რომლებიც გადადიან სისხლში, მაგრამ ადგილობრივად
იწვევენ სისხლძარღვთა გაფართოვებას- იგივე შედეგით.
ამგვარად ამ ორი მექანიზმით მიღებული სისხლძარღვთა გაფართოვება უფრო
მყარი ხდება და რჩება პროცედურის შემდეგ 2-4 სთ. შესაბამისად, ჰომოგენური
ჰიპერემია, რომელიც აღინიშნება ელექტროდების ქვეშ მათი პროცედურის
დამთავრებისას უნდა დარჩეს კიდევ 2-4 სთ-ის განმავლობაში.
გალვანიზაციის უკუჩვენებები

1. მაღალი ტემპერატურა ვირუსული (და არა მხოლოდ) ინტოქსიკაციის დროს


2. არტერიული ჰიპერტენზია II-III ხარისხის
3. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა II-III ხარისხის
4. ორსულობის პირველი ტრიმესტრი
5. კანის დაავადებები გამონაყრის სტადიაში
6. ონკოლოგიური პათოლოგია

იონოფორეზი ( ე ლექტროფორეზი)

გალვანიზაცია დამოუკიდებლად თითქმის აღარ გამოიყენება ელექტროთერა-


პიულ პრაქტიკაში. მეტწილად მისი გამოყენება ხდება იონოფორეზის მიზნით. ეს
პროცედურა განსხვავებული სიხშირით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში - ზოგან
უფრო აქტიურად, ზოგან - ნაკლებად.

იონოფორეზი- ადამიანის ორგანიზმზე გალვანური დენის და მისი მეშვეობით


შეყვანილი სამკურნალო ნივთიერების ერთდროული მოქმედება.

სმკურნალო ნივთიერება მიყვება რა დენს, შეაღწევს ადამიანის ორგანიზმში საოფლე


და ცხიმოვანი ჯირკვლების გამოსავალი სადინრებიდან. მას უნდა გააჩნდეს პოლა-
რობა ( ანუ უნდა იყოს იონიზირებულ მდგომარეობაში). ნივთიერებებს, რომელთაც
არ გაჩნიათ მუხტი ვანიჭებთ ხელოვნურად.
მჟავე არედან სამკურნალო ნივთიერება შეაღწევს დადებითი პოლუსიდან, ხოლო
ტუტე არედან - უარყოფითი პოლუსით. მუხტის მისანიჭებლად გამოიყენება
გამხსნელები, როგორიცაა
1. გამოხდილი წყალი ( შევამჟავებთ ან გავატუტიანებთ)
2. დიმეთილსულფოქსიდი ( დიმექსიდი) , რომელიც თავად წარმოადგენს
სამკურნალო ნივთიერებას, მაგრამ როგორც გამოირკვა აქვს ორივე პოლარო-
ბა – დადებითი და უარყოფითი. მაში გახსნილი ნივთიერება შესაძლებელია
შევიდეს ნებისმიერი (რა თქმა უნდა წინასწარ განსაზღვრული ) პოლარო-
ბიდან.
არის ნივიერებები, რომლებიც მუხტს ვერ იღებენ და ისინი იონოფორეზი-
სათვის არ გამოიყენებიან.
ვინიდან სამკურნლო ნივთიერება იონოფორეზის დროს შეაღწევს ორანიზმში
საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების გამოსავალი სადინრებიდან, ამიტომ გასათვა-
ლისწინებელია მათი იონის ზომაც. თუ იონის ზომა აღემატება აღნიშნული სადინ-
რების ზომას, მაშინ ვერ შეაღწევს მასში და შესაბამისად მიუხედავად მუხტისა მას ვერ
გამოვიყენებთ; ასევე, როცა იონის და სადინრის გამოსავლის ზომა თნაბარია, წი-
ნააღმდეგობის გადალახვისას იკარგება სამკურნალო ნვთიერების გარკვეული რაო-
დენობა, ხოლო თუ იონის ზომა მცირეა, მაშინ ეს ნივთიერება შეგვიძლია გამოვი-
ყენოთ იონოფორეზისათვის.

ამგვარად, სამკურნალო ნივთიერების შერჩევისას იონოფორეზისათვის,


გასათვალისწინებელია მისი უნარი შეიძინოს მუხტი და და იონის ზომაც.

იონოფორეზისათვის არ გამოიყენება
1. მალამოები
2. სუსპენზიები

მაგრამ აღნიშნული მტკიცება სადღეისოდ გადახედვას საჭიროებს, ვინაიდან გამოჩნდა


მალამოები და გელები, სუსპენზიები, რომლებიც ეფექტურად გამოიყენებიან იონოფო-
რეზის პროცედურებში.

სამკურნალო ნივთიერება მიყვება რა დენს, დეპონირდება კანქვეშა ცხიმოვან


ქსოვილში და მცირე პორციებით გადადის სისხლში, რის შედეგადაც მისი მოქმედება
პროლონგირებული ხდება.

გარდა ამისა, იონოფორეზით შეყვანილი სამკურნალო ნივთიერება გვერდს უვლის


კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რის შედეგადაც გამოირიცხება ამ უკანასკნელის გაღიზიანება.

სამკურნალო ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია იქმნება უშუალოდ საპროცე-


დურო ადგილას
იონოფორეზის პროცედურების შედეგად პირველივე დღეს არ აღინიშნება
გენერალიზებული ალერგიული რეაქცია.

მკურნალობის კურსში ინიშნება 15 პროცედურა; პროცედურების ოპტიმალური


რაოდენობა –10 პროცედურა.
შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს 20-25 პროცედურაც.

იონოფორეზი
გალვანიზაცია– იონოფორეზის აპარატის აქსესუარები
დაბალი სიხშირის იმპულსური დენები

დიადინამოთერაპია

დაბალი სიხშირის იმპულსური დენები გამოიყენება ტკივილგმაყუჩებლად (ელექტრო-


ანალგეზია, ტრანსკუტანური ელექტრული ნერვული სტიმულაცია - TENS) და კუნთების
ელექტროსტიმულაციისთვის

დიადინმოთერპია - დაბალი სიხშირის ( 50 ჰც და 100ჰც) მუდმივი იმპულსური დენების


გამოყენება სამკურალოდ. შემუშავებულ იქნა ბერნარდის მიერ და მანვე უწოდა დიადინამიუ-
რი დენები.

აღნიშნული დენები მიიღება ცლადი სინუსოიდური დენის ნახევარი პერიოდებით გასწორების


შედეგად.

დიდინმიური დენები აღიზიანებს ტაქტილურ რეცეპტორებს და პროპრიორეცეპტორებს.

აღსანიშნავია, რომ რც უფრო დაბალია დენის სიხშირე, მით მეტია მისი გამღიზიანებელი
უნარი და პირიქით. შესაბამისად დიადინამიური დენებიდან მეტი გამღიზიანებლობა აქვს
ერთფაზიან (50ჰც) დენს და უფრო ნაკლები – ორფაზიან ( 100ჰც) დენს.

ავტორის მიერ შემუშავებულ იქნა ორი ძირითადი დენი - ერთფაზიანი (ერთტაქტიანი)


უწყვეტი და ორფაზიანი (ორტაქტიანი) უწყვეტი დენები, რომელთაც შემდგომში დაამატა კიდევ
ხუთი სახეობის დენი, რომლებიც წარმოადგენენ ან თითოეული ძირითადი დენის
მოდიფიკაციას, ან მათი კომბინაციას

ეს დენებია -
MF - ერთფაზიანი უწყვეტი

DF - ორფაზიანი უწყვეტი - გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად ტკივილის მწვავე


სტადიაში

RS - ერთაქტინი რითმული დენი ანუ, სინკოპეს რითმი, სადაც ერთმანეთს ენაცვლებიან


ერთფაზიანი დენი და პაუზა ( კუნთების ელექტროსტიმულაციისთვის)

SP - მოკლე პერიოდი - ერთფაზიანი და ორფაზიანი დენების კომბინაცია, სადაც


პერიოდის განმავლობაში თითოეულ დენს აქვს დაკავებული დროის თანაბარი
მონაკვეთი
( გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად ტკივილის მწვავე სტადიაში)

LP - გრძელი პერიოდი - ერთფაზიანი და ორფაზინი დენების კომბინაცია, სადაც


პერიოდის გნმავლობაში შედარებით მეტი დრო უკავია ერთფაზიან დენს. გამოიყენება
ტკივილგამაყუჩებლად ტკივილის ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიაში.

DW - ორფაზიანი ტალღისებრი - ორფაზინი დენის ამპლიტუდა იზრდება და


მცირდება ტლღისებრად. გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად ტკივილის მწვავე
სტადიაში.

MW - ერთფაზიანი ტალღისებრი - ერთფაზიანი დენის ამპლიტუდა იზრდება და


მცირდება ტალღისებრად ( კუნთების ელექტროსტიმულაციისთვის)

აღნიშნული დენების ზემოქმედების დროს პაციენტს აქვს ჯერ ჭიანჭველების ცოცვის


მსგავსი შეგრძნება, შემდეგ ხანმოკლე წვა და ბოლოს გრძნობს ვიბრაციას.
დიადინამიური დენების ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება განპირობებულია დენების
რითმულობით, რის შედეგადაც იბლოკება ტკივილის აფერენტული იმპულსები, ამვე
დროს დიადინამიური დენების ზემოქმედებისას თავის ტვინის რეტიკულურ ფორ-
მაციაში გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით ენდორფინები, რომლებიც თავის მხრივ ტკი-
ვილგამაყუჩებლად მოქმედებენ და ბოლოს, აღნიშნული დენების ზემოქმედება იწვევს
საპროცედურო არეში ანთებითი პროცესის გაწოვას, რაც ტკივილის ალაგებას უწყობს
ხელს.
კუნთების შემკუმშველი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დენის იმპულსუ-
რობით.

კუნთთა ელექტროსტიმულაცია (იმპულსური დენები) ხელს უწყობს კუნთთა შეკუმ–


შვის ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესის გამოწვევას.

კუნთის შეკუმშვა ხდება შემდეგნაირად:

1. მოქმედების პოტენციალი ვრცელდება ნერვული ბოჭკოს გასწვრივ და აღწევს


მიოფიბრილს;

2. ნერვის დაბოლოებიდან გამოიყოფა აცეტილქოლინი, რომელიც კუნთის მემბრანაზე


მოქმედებს, აცეტილქოლინის არხის დროული გახსნისათვის;
3. დიდი რაოდენობით ნატრიუმის იონი კუნთის მემბრანაში აღწევს ზემოხსენებული
არხის მეშვეობით;

4. მოქმედების პოტენციალი წარმოიქმნება ნატრიუმის იონების შეღწევით, რის შემდეგაც


მოქმედების პოტენციალი კუნთის ბოჭკოს სიგრძეზე ვრცელდება;

5.მოქმედების პოტენციალი ახდენს კუნთის ბოჭკოს მემბრანის დეპოლარიზებას და


აღწევს კუნთის ბოჭკოს სიღრმეში, რაც, თავის მხრივ დაგროვილი კალციუმის იონების
მიოფიბრილებიდან გამოდევნას იწვევს;

6. აქტინის და მიოზინის ფილამენტებს შორის ჩნდება ურთიერთმიმზიდველი ძალა, რის


შედეგადაც ხდება მათი წანაცვლება ერთმანეთზე;

7. ამის შემდეგ, მიოფიბრილიდან მყისვე გამოიდევნება კალციუმის იონები და კუნთის


ბოჭკოს სიღრმეში კონცენტრირდებიან, რ ათა მოხდეს შემდეგი მოქმედების
პოტენციალისთვის მზადება; კუნთის შეკუმშვა წყდება;

სინუსოიდური მოდულირებული დენები

რესული დენები, ამპლიპულსთერაპია

ელექტროთერაპიის მეთოდი, როდესაც პაციენტზე ზემოქმედებენ ცვლადი სინუ-


სოიდური იმპულსური დენებით, სიხშირით 5000 ჰც, რომელ იც მოდულირებულია
დაბალი სიხშირის (10ჰც -150 ჰც ) დენებით .

დენები შემუშავებულ იქნა რუსი მეცნიერების მიერ, რომლებმაც აღნიშნულ მეთოდს


უწოდეს ამპლიპულსთერაპია. სიხშირის დიაპაზონი 10-150 ჰც შერჩეულ იქნა ადამიანის
ნერვ-კუნთოვანი აპარატის ლაბილობის გათვალისწინებით.

5000 ჰც დენი-საშუალო სიხშირის , შერჩეულ იქნა ნაკლები გამღიზიანებლობის გამო


და მისი დანიშნულებაა ჭარბი გაღიზიანების გარეშე გადაიტანოს დაბალი სიხშირის
დიაპაზონის დენები კუნთებამდე. ავტორებმა ამ დენს ”გადამტანი” სიხშირე უწოდეს.

შემუშავებულ იქნა 4 სახის დენი, რომელთაც მუშაობის სახეები ეწოდებათ.


1. მუშაობის I სახე - ”გადამტანი” სიხშირე მოდულირებულია 10-150ჰც
დიაპაზონიდან შერჩეული ერთ-ერთი სიხშირით, და გამოიყენება კუნთების
ელექტროსტიმულაციის მიზნით
2. მუშაობის I I სახე -მონაცვლეობა ”გადამტანი” სიხშირის ( მოდულირებულის 10-
150ჰც დიაპაზონიდან შერჩეული ერთ-ერთი სიხშირით ) და პაუზით; გამოი-
ყენება განივზოლიანი და გლუვზოლიანი კუნთების ელექტროსტიმულაციის
მიზნით.

3. მუშაობის III სახე - შერჩეული სიხშირით მოდულირებული და არამოდუ-


ლირებული დენების მონაცვლეობა - აქვს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი
მოქმედება; მათი გამოყენება მიზანშეწონილია ტკივილის მწვავე სტადიაში

4. მუშაობის IV სახე - შერჩეული სიხშირით მოდულირებული და 150ჰც მოდუ-


ლირებული დენების მიონაცვლეობა - აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება

5. მუშაობის V სახე - შერჩეული სიხშირით მოდულირებულ და 150ჰც მოდული-


რებულ დენებს მოყვება პაუზა. აქვს სუსრტად გამოხატული ნეირომასტიმუ-
ლირებელი და ტროფიკული მოქმედება

ფიზიოლოგიური მოქმედების მექანიზმი იგივეა, რაც სხვა დაბალი სიხშირის


დენებისა, მაგრამ ვინაიდან 5000 ჰც დენი ნაკლებ გამღიზიანებელია, ჭარბი
გაღიაზიანების გარეშე შეაღწევს კანის საფარველში და მასთან ერთად დაბალი
სიხშირის დენებიც. შესაბამსად, პაციენტის შეგრძნებები პროცედურის დროს
უფრო ნაზია– ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, გვიბრაცია ( არ აღინიშნება წვის
შეგრნება).

დენების დოზირება პროცედურის ჩატარებისას ხორციელდება პაციენტის მიერ ვიბრა-


ციის შეგრძნებით.
არსებობს დაბალი სიხშირის იმპულსური დენებით ზემოქმედების სამი დოზა:
1. სუსტად გამოხატული ვიბრაცია
2. გამოხატული ვიბრაცია
3. მაქსიმალური უმტკივნეულო ვიბრაცია
პროცედურიდს შემდეგ საპროცედურო ადგილას რჩება ჰიპერემია ( 30–40წთ).

ტკივილგამაყუჩებელი მიზნით დაბალი სიხშირის დენების პროცედურები ინიშნება 6–8


დღის განმავლობაში, თუ შედეგი ვერ მივიღეთ, პროცედურების გაგრძელებას აზრი აღარ
აქვს და უნდა შეწყდეს.
მაღალი სიხშირის დენები

დარსონვალიზაცია

მკურნალობის ეს მეთოდი შემუშავებულ იქნა ფრანგი მეცნიერის ჟ. დ’არსონვალის


მიერ, რომლის საპატივცემულოდ შემდგომში მას ეწოდა დარსონვალიზაცია.

არსებობს ზოგადი და ადგილობრივი დარსონვალიზაცია. ზოგადი დარსონვალიზა-


ციის პროცედურის ჩატარებისას პაციენტი თავსდება სოლენოიდში, სადაც მასზე ზე-
მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი, რომელშიც გარდაიქმნება გამოყენებული მღალი
სიხშირის და ძაბვის დენი.

ადგილობრივი დარსონვალიზაცია უფრო ფართოდ არის გამოყენებული სამედიცინო


პრაქტიკაში; პაციენტზე ზემოქმედებს ცვლადი სინუსოიდური იმპულსური დენი,
რომელსაც აქვს მაღალი სიხშირე ( 110 კჰც), მაღალი ძაბვა ( 23 კვ) და დაბალი დენის
ძალა - 0,02 მა.

ადგილობრივი დარსონვალიზაციის პროცედურები ტარდება სხვადასხვა ფორმის მინის


ელექტროდებით( ვაკუუმელექტროდები), რომელთაგან

ა) ამოტუმბულია ჰაერი და შევსებულია გაზი არგონით


ან

ბ) ელექტროდში დატოვებულია გაიშვიათებული ჰაერი და იგი შევსებულია ინერტული


გაზით. აპარატის ჩართვისას ელექტროდებში არსებული შიგთავსი იმუხტება და იწყებს
ნათებას- არგონის შემთხვევაში მოვარდოსფრო - მოიისფრო ფრად, ხოლო ჰაერის და
ინერტული გაზის შემთხვევაში - ნარინჯისფრად.
ელექტროდის ნათების შეცვლა მის გაუმართავობაზე მიუთითებს და ის შესაცვლელია
(აღნიშნული ელექტროდები შეკეთებას არ ექვემდებარებიან).

ადგილობრივი დარსონვლიზაციის სახეებია:

კონტაქტური - ლაბილური და სტაბილური


დისტანციური

ადგილობრივი დარსონვალიზაცია ადამიანის ქსოვილებში იწვევს იონურ ოსცილაციას,


რასაც მოჰყვება სითბოს წრმოქმნა.

აღნიშნული დენების ზემოქმედებისას ადამინის სხეულზე აღინიშნება:

1. ექსტეროცეპტორების აგზნებადობის ზღურბლის მომატება. იზრდება ტაქტილუ–


რი, ტემპერატურული, ტკივილის რეცეპტორების გაღიზიანების ზღურბლი

2. ერთ-ერთი დამახასიათებელი ეფექტი ადგილობრივი დარსონვალიზაციის


დენების არის ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი რეაქცია, რასაც შედეგად მოყვება
მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, არტერიოლების და კაპილარების გაფართო-
ვება და სისხლძარღვოვანი კოლატერალების გახსნა;

3. სისხლძარღვების სპაზმის მოხსნა


4. ზრდის ვენების კედლების ტონუსს, ამცირებს ვენურ სტაზს, ხელს უწყობს ვენურ
განტვირთვას

5. ნაპერწკლოვანი განმუხტვა იწვევს საპროცედურო არეზე კანში მიკრო-


ნეკროზული კერების წარმოქმნას, რასაც მოჰყვება ფაგოციტოზის სტიმულა-
ცია, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და მედიატორების და შემდგომში
- მათი ინჰიბიტორების გამოყოფა. სისხლში მოხვედრილი ცილების შლის
პროდუქტები ასტიმულირებენ იმუნიტეტის ჰუმორალურ ბმულს, ცვლით და
ტროფიკულ პროცესებს.

6. საპროცედურო არეზე წარმოიქმნება ოზონი ( მაღალვოლტაჟიანი ნაპერწკლოვანი


განმუხტვის შედეგად ჟანგბადი გარდაიქმნება ოზონად), რასაც აქვს ბაქტერიო-
სტატიკური მოქმედება.

7. ხელს უწყობს სინაფსთაშორის იმპულსების გამტარებლობის გაუმჯობესებას.

8. ამცირებს ტკივილის შეგრძნებას საპროცედურო არეზე

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ადეგილობრივი დარსონვალი-


ზაციის ჩვენებებია:
 ვენების ვარიკოზული გაგანიერება
 ქრონიკული ვენური უკმარისობა
 პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები- ნევრალგია,
ნეიროპათია, ხერხემლის ოსტეოქონდროზი ნევროლოგიური გამოვლი-
ნებებით.
 ნევროზები
 ტროფიკული წყლულები
 ნაწოლები
 დერმატოლოგიური პათოლოგიები, როგორიცაა ალოპეცია, აკნე,
დერმატოზები
 გინეკოლოგიური დაავადებები
 უროლოგიური დაავადებები -პროსტატიტი

ადგილობრივი დარსონვალიზაციის უკუჩვენებები:


 ონკოლოგიური დავადებები
 სისხლდენა
 ტრომბოფლებიტი
 აქტიური ტუბერკულოზი
 გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა II და III ხარისხის
 კარდიოსტიმულატორი

ზეტონალური თერაპია - ულტრატონთერპია

ცვლადი სინუსოიდური, იმპულსური დენის გამოყენება სამკურნალოდ, რომელსაც


აქვს მაღალი სიხშირე (22 კჰც), მაღალი ძაბვა ( 3-5 კვ) და დაბალი დენის ძალა.

მიეკუთვნება მაღალი სიხშირის დენების პროცედურებს.

მოქმედების მექანიზმი, ჩენება-უკუჩვენებები იგივეა რაც დარსონვალიზაციის, მაგრამ


დენის შედარებით დაბალი პარამეტერების გამო, აღსაქმელად უფრო ნაზია ვიდრე
ადგილობრივი დარსონვალიზაცია.

ზეტონალური თერაპიის აპარატის ელექტროდები ვიზუალურად ისეთივეა, როგორც


დარსონვალიზაციის, მაგრამ მათგან ამოტუმბულია ჰაერი და შეტანილია გაზი ნეონი,
რის გამოც აპარატის ჩართვისას ნეონი იმუხტება და იწყებს ნათებას წითელ ფრად.
მაგნიტოთერაპია

ჩვენი პლანეტა მუდამ იმყოფებოდა და იმყოფება ელექტრული და მაგნიტური ველების


ზემოქმედების ქვეშ, ურომლისოდაც დედამიწაზე არ იქნებოდა სიცოცხლე .

მაგნიტური ველი არსებობს ყველგან, სადაც არის დამუხტული ნაწილაკი. რ აც უფრო


დიდია მუხტი, მით მეტია მისი მაგნიტური ველის ძალაც. მაგნიტური ველი გადის როგორც
ნივთიერ სივრცეში ასევე ვაკუუმშიც.

მაგნიტური ველის ენერგია არ გარდაიქმნება სითბურ ენერგიაში.

ორ დამუხტულ ნაწილაკს ურთიერთზე ზემოქმედება შეუძლია მხოლოდ თავისი მაგნიტუ-


რი ველების მეშვეობით.

არსებობს დიამაგნიტური და პარამაგნიტური ნივთიერებები.

თუ დიამაგნიტურ ნივთიერებას მოვათავსებთ მაგნიტურ ველში, ამ ნივთიერებაში წარმოიქ-


მნება მცირე მაგნიტური ველი, რომლის მიმართულება არის გარეგანი მაგნიტური ველის
საწინააღმდეგო, ამიტომ მცირდება ამ უკანასკნელის მოქმედების ძალა.

დიამაგნიტური ნივთიერება პარამაგნიტური ნივთიერება


როცა პარამაგნიტურ ნივთიერებას ვათავსებთ მაგნიტურ ველში, აქაც წარმოიქმნება მცირე
მაგნიტური მომენტები, რომელთა მიმართულება ემთხვევა გარეგანი მაგნიტური ველის
მიმართულებას და აძლიერებს მას.

პარამაგნიტური ნივთიერებები არიან ძირითადად მეტალები, ნატრიუმი, ალუმინი, თხე-


ვადი ჟანგბადი, ხოლო დიამაგნიტურ ნივთიერებებს მიეკუთვნებიან წყალი, სპილენძი და ა.შ.

ადამიანის ორგანიზმი განიხილება, როგორც დიამაგნიტური ნივთიერება.

მაგნტური ველის აღმქმელი რეცეპტორები ადამიანის ორგანიზმში ნანახი არ არის, რის


გამოც არსებობდა მრავალი თეორია მაგნიტური ველის ადამიანზე ზემოქმედების შედეგების
ასახსნელად.

სადღეისოდ მიღებულია, რომ ადამიანის ორგანიზმი გარეგანი მაგნიტური ველის


ზემოქმედებას აღიქვამს საკუთარი მაგნიტური ველის მეშვეობით.
არსებობს ორი სახის მაგნიტური ველი:

1. მუდმივი
2. ცვლადი

მაგნიტური ველი შესაძლებელია მიღებულ იქნას ხელოვნურადაც.

ადამიანის ორგანიზმზე ცვლადი მაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგად აღინიშნება:

1. სედაციური ეფექტი - მაგნიტური ველი იწვევს ტვინის რეტიკულური სტრუქ-


ტურის აგზნებას, რასაც მოყვება შემაკავებელი პროცესების გაძლიერება თავის
ტვინის ქერქში

2. ვაზოდილატაცია - აქტიურდება პარასიმპატიკური ნერვული სისტემა, რასაც


მოყვება Ca++ იონებს გამოდევნა სისხლძარღვების ენდოთელიუმიდან, შესა-
ბამისად სისხლძარღვების კუნთების მოდუნება, უპირატესად კი პრეკაპილარული
სფინქტერების

3. მიორელაქსაცია, სპაზმოლიზური მოქმედება - გამოდევნის Ca++ იონებს კუნთების


უჯრედებიდან. მიორელაქსაციური ეფექტი აღინიშნება როგორც განივზოლიან,
ასევე გლუვზოლიან კუნთებზეც

4. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება - მაგნიტური ველების ანალგეზიური მოქმედება


დამყარებულია მის სპაზმოლიზურ მოქმედებაზე, ამავე დროს გამოიყოფა ენდორ-
ფინები და ბოლოს, ადგილი აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

5. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - ზრდის ნეიტოფილების ფაგოციტურ


აქტივობას, და ამავე დროს ხელს უწყობს სუპეროქსიდდისმუტაზის წარმოქმნას,
რაც თავის მხრივ შემდგომში თრგუნავს ლეიკოტრიენებს.

შესაძლებელია ითქვას, რომ მაგნიტური ველი მოქმედებს როგორც ასეპტიკურ ისე


დაინფიცირებულ ანთებით პროცესებზე.

მაგნიტური ველი ადამიანის ორგანიზმში შეაღწევს თანაბრად, წინააღმდეგობის


გარეშე, ამიტომ იგი ეფექტურია შინაგანი ორგანოების ანთებითი პროცესების
დროსაც.

6. ჰიპოტენზიური მოქმედება- იწვევს სისხლძარღვთა გაფართოვებას და გარდა


ამისა მაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგად პლაზმაში კლებულობს
ანგიოტენზინ II და ალდოსტერონის რაოდენობა (ექსპერიმენტულად). უნდა
აღინიშნოს, რომ ჰიპოტენზიური მოქმედება უფრო მეტად აქვს გამოხატული
მუდმვ მაგნიტურ ველს.

7. ჰ იპოკოაგულაცია - ერითროციტებისა და თრომბოციტების აგრეგაციის


დაქვეითება

8. ძვლოვანი კორძის წარმოქმნა- ხელს უწყობს ოსტეოგენეზს, ზრდის მოტეხილობის


არის ელექტრულ აქტივობას , ზრდის ოსტეობლასტების აქტივობას.

9. დეზინტოქსიკაცია - ცვლადი მაგნიტური ველი შეაღწევს საპროცედურო არეში


არსებულ ყველა უჯრედში, და წარმოქმნის სუსტ ელექტრულ დენს, რის
შედეგადაც უჯრედის ზედაპირის ელექტრული პოტენციალი იცვლება, მატულობს
მემბრანების გამავლობა, ამის შედეგად უმჯობესდება მეტაბოლიზმი, სისხლით
მომარაგება, და უჯრედის ოქსიგენაცია. ქსოვილების კვების გაუმჯობესება და
მეტაბოლური ნარჩენების ალაგება, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი დე-
ტოქსიკაციის პროცესისთვის.

ამგვარად, მაგნიტოთერაპიას იყენებენ:

• ანთებითი პროცესების დროს


• ტკივილის მოსახსნელად
 არტერიული წნევის სტაბილიზებისთვის ( ჰიპოტენზიური მოქმედება მეტად
აღინიშნება მუდმივი მაგნიტური ველის ზემოქმედებისას)
• ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის სტიმულირებისთვის
• კუნთთა ტყონუსის დასაქვეითებლად
• შეშუპების მოსახსნელად

მაგნიტოთერაპიის უკუჩვენებები:

 ორსულობა
 კარდიოსტიმულატორი
 ნებისმიერი წარმოშობის სისხლდენა
 მწვავე ტუბერკულოზი
 ეპილეფსია
 ჰემატოლოგიური პათოლოგიები
 ჰიპოტენზია
არ არის რეკომენდებული მაგნიტოთერაპიის პროცედურების ჩატარება სტეროიდულ
თერაპიასთან ერთად

შესაძლებელია , დაინიშნოს - ფოტოთერაპიასთან და ლაზერთან ერთად

ონკოლოგიური პათოლოგიის დროს მაგნიტოთერაპიის ჩატარება დასაშვებია, მაგრამ


ონკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ

აპარატები:
მუდმივი მაგნიტური ველი

ცვლადი მაგნიტური ველის ინდუქტორები


უმს - თერაპია
უმს-თერაპია - მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც მკურნალობის მიზნით
გამოიყენება ულტრამაღალი სიხშირის ცვლადი ელექტრომაგნიტური ველი.
პროცედურის დროს პაციენტზე მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი სიხშირით
27 მგჰც (ტალღის სიგრძე - 11 მ) და 40 მგჰც (ტალღის სიგრძე - 7 მ).

მოქმედების მექანიზმი ორკომპონენტიანია:


ოსცილაციური მოქმედება - ბიოლოგიური მოლეკულების ოსცილაცია ააქტიურებს
მეტაბოლურ პროცესებს უჯრედებში, ცვლის მემბრანის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს,
თრგუნავს ანთების მედიატორების (ჰისტამინი) აქტივობას, აუმჯობესებს
პროლიფერაციულ პროცესებს ანთების კერაში, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტურ
აქტივობას. ეს ცვლილებები მეტად არის გამოხატული დაბალი ინტენსივობის
ზემოქმედების დროს.
სითბური მოქმედება - ელექტომაგნიტური ველის ინტენსივობის გაზრდა იწვევს
მოლეკულების რხევის ამპლიტუდის მატებას, ქსოვილების პოლარიზაციის გაძლიე-
რებას, რის შედეგადაც ქსოვილები მეტად შთანთქავენ ელექტრომაგნიტურ ენერგიას
და შემდგომ გარდაქმნიან სითბურ ენერგიად. სითბო იწვევს კაპილარების გაფარ-
თოვებას, სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

უმს-თერაპიას ახასიათებს:
1. ანთების საწინააღმდეგო,
2. ტკივილგამაყუჩებელი,
3. სპაზმოლიზური,
4. ტროფიკული,
5. გამწოვი,
6. მარეგენერირებელი (ჭრილობაში ჰისტოციტებისა და
ფიბრობლასტების რაოდენობის გაზრდა, კოლაგენის
წარმოქმნის დაჩქარება, ოსტეოგენეზის სტიმულირება),
7. ჰიპოტენზიური მოქმედება.

უმს-თერაპიის დოზირების პრინციპები


1. ათერმული (არასითბური) დოზა - გამოიყენება ანთებითი პროცესის მწვავე
(ექსუდაციის) სტადიაში, ჩირქოვანი პროცესების,
ძვლის მოტეხილობის დროს;
2. ოლიგოთერმული (სუსტი სითბური) დოზა- გამოიყენება ანთებითი პროცესის
ქვემწვავე (პროლიფერაციის) სტადიაში;
3. თერმული (სითბური) დოზა - გამოიყენება განივზოლიანი და გლუვი კუნთების
მოსადუნებლად (მიორელაქსაცია).
უმს-თერაპიის მეთიდიკები

უმს-თერაპიის პროცედურა ტარდება წყვილი კონდენსატორული ფირფიტებით.

არსებობს ფირფიტების 3 ნაირსახეობა - ზომის მიზედვით:


N 1 - დიამეტრით 3,5 სმ,
N 2 - დიამეტრით 8 სმ,
N 3 - დიამეტრით 11,5 სმ
ფირფიტები დაფიქსირებულია დისტანციურად. ღრიჭოს მინიმალური სიდიდე 1 სმ,
მაქსიმალური კი - 4 სმ.
N1 ფირფიტის გამოყენებისას ღრიჭო 1 - 2 სმ.
N2 ფირფიტის გამოყენებისას ღრიჭო 2 - 3 სმ.
N3 ფირფიტის გამოყენებისას ღრიჭო 3 - 4 სმ.
ფირფიტების განლაგების მეთოდები

1. გარდიგარდმო

ეს მეთოდი გამოიყენაბა სახსრებზე, შინაგან ორგანოებზე, თაბაშირის ნახვევზე


ზემოქმედების დროს. ველის მოქმედება - გამჭოლი.
ორივე ფირფიტა არის ერთი ზომის. ღრიჭო ორივე მხრიდან ერთნაირია და ჯამში არ
აღემატება 6 სმ.

უმს-ველის გაძლიერების პრინციპები გარდიგარდმო მეთოდიკის დროს.

 ორივე კონდენსატორული ფირფიტა ერთი ზომისაა. პათოლოგიური პროცესის


მხარეზე ღრიჭო ნაკლებია.
 პათოლოგიური პროცესის მხრიდან კონდენსატორული ფირფიტა ერთი ზომით
ნაკლებია. ორივე ღრიჭო ერთნაირია.

2. სიგრძივი (ტანგენციური)

ეს მეთოდი გამოიყენება პერიფერიულ ნერვებზე, ხერხემალზე ზემოქმედებისთვის.


ქსოვილებში ველის შეღწევადობის სიღრმე - 5-6 სმ.
ორივე კონდენსატორული ფირფიტა არის ერთი ზომის. ღრიჭო ორივე მხრიდან
ერთნაირია. ფირფიტების შორის დაშორება არ უნდა იყოს ფირფიტის დიამეტრზე
ნაკლები (A), წინააღმდეგ შემთხვევაში ველი ქსოვილებში არ შეაღწევს (B).
უმს-თერაპიის პროცედურის ჩატარების დროს უნდა იყოს
გათვალისწინებული:

1. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია მშრალ ტანსაცმელზე, ნახვევზე ან თაბაშირზე;


2. პროცედურა ტარდება ხის სკამზე ან ტახტზე;
3. პროცედურის დროს პაციენტს არ უნდა ეკეთოს მეტალის სამკაული (ოქროს გარდა);
4. უმს-თერაპიის და სხვა ელექტროთერაპიის აპარატებს შორის მინიმალური დაშორება
არანაკლებ 2 მ.;
5. უმს-თერაპიის 2 აპარატის ერთდროული ექსპლუატაციის შემთხვევაში მათ შორის
მინიმალური დაშორება არანაკლებ 3 მ.

უმს-თერაპიის ჩვენებები

1. ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთებითი დაავადებები, დისტროფიულ-


დეგენერაციული ცვლილებები და ტრავმული დაზიანებები;
2. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმული დაზიანებები;
3. ფანტომური ტკივილი;
4. კაუზალგია;
5. სპორტული ტრავმები;
6. სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი პროცესები;
8. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები;
9. ტროფიკული წყლულები;
10. შინაგანი ორგანოების დაავადებების მწვავე და ქვემწვავე სტადიები;
11. განივზოლიანი და გლუვი კუნთების მომატებული ტონუსი.

უმს-თერაპიის უკუჩვენებები

1. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;


2. კარდიოსტიმულატორის არსებობა;
3. კორონარული სისხლძარღვების სტენტი;
4. ორსულობა;
5. აქტიური ტუბერკულოზი;
6. სისხლდენისადმი მიდრეკილება;
7. ინკაფსულირებული (ჩაპარკებული) ჩირქგროვა;
8. მეტალოსინთეზი;
9. ენდოპროთეზირება;
10. მეტალის უცხო სხეულის არსებობა ზემოქმედების არეში.
მიკროტალღური თერაპია

მიკროტალღური თერაპია - მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება


ზემაღალი სიხშირის ცვლადი ელექტრომაგნიტური ველი.
პროცედურის დროს პაციენტზე მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი სიხშირით
300 მგჰც - 30 000 მგჰც (ტალღის სიგრძე 1 მ - 1 სმ).

უმს-თერაპიის მსგავსად, მიკროტალღებისთვისაც დამახასიათებელია სითბური და


ოსცილაციური მოქმედება.
ოსცილაციური მოქმედება - ბიოლოგიური მოლეკულების ოსცილაცია ააქტიურებს
მეტაბოლურ პროცესებს უჯრედებში, ცვლის მემბრანის ფიზიკურ - ქიმიურ
თვისებებს, თრგუნავს ანთების მედიატორების (ჰისტამინი) აქტივობას, აუმჯობესებს
პროლიფერაციულ პროცესებს ანთების კერაში.
სითბური მოქმედება - ელექტომაგნიტური ველის ინტენსივობის გაზრდა იწვევს
მოლეკულების რხევის ამპლიტუდის მატებას, ქსოვილების პოლარიზაციის გაძლიე-
რებას. შედეგად ქსოვილები მეტად შთანთქავენ ელექტრომაგნიტურ ენერგიას და
გარდაქმნიან სითბურ ენერგიად. სითბო იწვევს კაპილარების გაფართოვებას,
სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

მიკროტალღები პირობითად იყოფა 2 ჯგუფად:


1. დეციმეტრული ტალღები
2. სანტიმეტრული ტალღები

დეციმეტრულტალღოვანი თერაპია (დმტ - თერაპია)

ტალღის სიგრძე - 63 – 69 სმ

ქსოვილებში შეღწევადობა - 9 -10 სმ

მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ვისცერო - ვისცერული რეფლექსი.


პროცედურის დროს კანი და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი რჩება ინტაქტური.
პაციენტს არანაირი შეგრძნება არ აღენიშნება. რეფლექსური რკალი იწყება და
მთავრდება შინაგანი ორგანოების პროპრიორეცეპტორებში.

დმტ-თერაპიას ახასიატებს:

1. ანთების საწინააღმდეგო
2. ტკივილგამაყუჩებელი
3. სპაზმოლიზური
4. ტროფიკული
5. მადესენსიბილიზებელი
6. თირეომასტიმულირებელი მოქმედება.

სანტიმეტრულტალღოვანი თერაპია (სმტ - თერაპია)

ტალღის სიგრძე - 12 სმ

ქსოვილებში შეღწევადობა - 4 - 5 სმ

მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს კან - ვისცერული რეფლექსი.


პროცედურის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში ადგილობრივად იწყება კანის
ტემპერატურის მატება. ზემოქმედების არეში პაციენტი აღნიშნავს სითბოს შეგრძნებას.
პროცედურის შემდეგ კანის ტემპერატურა მომატებულია 1-20 C , კანი ჰიპერემიულია.

სმტ-თერაპიას ახასიათებს:

1. ანთების საწინააღმდეგო
2. ტკივილგამაყუჩებელი
3. სპაზმოლიზური
4. ტროფიკული
5. მარეგენერირებელი
6. ბაქტერიოსტატური
7. თირეომასტიმულირებელი მოქმედება.

მიკროტალღური თერაპიის დოზირების პრინციპები

1. ოლიგოთერმული (სუსტი სითბური) დოზა- გამოიყენება ანთებითი პროცესის


ქვემწვავე (პროლიფერაციის) სტადიაში;
2. თერმული (სითბური) დოზა - გამოიყენება განივზოლიანი და გლუვი კუნთების
მოსადუნებლად (მიორელაქსაცია).
მიკროტალღური თერაპიის აპარატები დაკომპლექტებულია სხვადასხვა ზომის და
ფორმის გამომსხივებლებით.

მცირე ზომის გამომსხივებლები თავსდება კონტაქტურად, ხოლო დიდი ზომის -


დისტანციურად.

მიკროტალღური თერაპიის ჩვენებები

1. ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთებითი დაავადებები, დისტროფიულ-


დეგენერაციული ცვლილებები და ტრავმული დაზიანებები;
2. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმული დაზიანებები;
3. სპორტული ტრავმები;
4. ტროფიკული წყლულები;
5. შინაგანი ორგანოების დაავადებების ქვემწვავე სტადია;
6. განივზოლიანი და გლუვი კუნთების მომატებული ტონუსი.
მიკროტალღური თერაპიის უკუჩვენებები

1. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;


2. კარდიოსტიმულატორის არსებობა;
3. კორონარული სისხლძარღვების სტენტი;
4. ორსულობა;
5. აქტიური ტუბერკულოზი;
6. სისხლდენისადმი მიდრეკილება;
7. მწვავე ჩირქოვანი პროცესები;
8. სხვადასხვა დაავადებების მწვავე სტადია;
9. მეტალის უცხო სხეულის არსებობა ზემოქმედების არეში;
10. ენდოპროთეზირება;
11. მეტალოსინთეზი.
ულტრაბგერითი თერაპია.
ულტრაფონოფორეზი

ბგერა არის მექანიკური რხევის შედეგად წარმოქმნილი ტალღა, რომელიც


ვრცელდება ნებისმიერ გარემოში, გარდა ვაკუუმისა. ბუნებაში არსებობს სმენადი და
არასმენადი ბგერები. ბგერას, რომლის სიხშირე არის 16 ჰც-20000 ჰც, ეწოდება სმენადი
ბგერა. ბგერას, რომლის სიხშირე არის 16 ჰც-მდე, ეწოდება ინფრაბგერა, 20000 ჰც ზემოთ
კი - ულტრაბგერა.
ფიზიოთერაპიული პროცედურებისთვის გამოიყენება ულტრაბგერა, რომლის
სიხშირე არის 1 მგჰც - 3 მგჰც. რაც უფრო მეტია ულტრაბგერის სიხშირე, მით ნაკლებია
მისი შეღწევადობის სიღრმე. თუ ულტრაბგერის სიხშირე არის 1 მგჰც, მისი
შეღწევადობის სიღრმე არის 8 სმ-მდე, თუ სიხშირეა 3 მგჰც - შეღწევადობის სიღრმე არის
3 სმ-მდე.

ულტრაბგერის მოქმედების მექანიზმი შედგება 3 კომპონენტისაგან:


1. თერმული კომპონენტი - ადამიანის ორგანიზმში ულტრაბგერის შეღწევისას, მისი
ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად, რაც ძირითადად ვლინდება სხვადასხვა
სიმკვრივის მქონე ქსოვილების საზღვარზე. მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რ ომ
პაციენტს პროცედურის დროს სითბოს შეგრძნება არ აქვს.
2. ფიზიკურ-ქიმიური კომპონენტი - ულტრაბგერითი რხევები იწვევენ უჯრედში
მეტაბოლური პროცესების დაჩქარებას, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენას.
3. მექანიკური კომპონენტი - უჯრედების მიკროვიბრაცია და მიკრომასაჟი.
ულტრაბგერითი რხევები გადაეცემა უჯრედების მემბრანებს, უმჯობესდება მათი
გამტარებლობა, იზრდება უჯრედების ცხოველმყოფელობა. უჯრედების მიკრომასაჟი
ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარებას, სტიმულირდება კოლაგენის
სინთეზი, მატულობს შემაერთი ქსოვილების ელასტიურობა.

ულტრაბგერას შეუძლია გადასვლა ერთი გარემოდან მეორეში. ამ გადასვლის დროს


იგი ნაწილიბრივ ირეკლება. რაც უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან ორი
გარემოს აკუსტიკური წინააღმდეგობა ანუ ბგერის გატარების უნარი, მით უფრო მეტად
ხდება ულტრაბგერის არეკლვა და ნაკლებად შეღწევა, ვინაიდან გამომსხივებლის და
ადამიანის სხეულის აკუსტიკური წინააღმდეგობა მკვეთრად განსხვავდება ჰაერის
აკუსტიკური წინააღმდეგობისაგან, პროცედურის დროს ულტრაბგერის არეკლვის
თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია პაციენტის კანსა და გამომსხივებლის შორის
უჰაერო სივრცის შექმნა. ამ მიზნით გამოიყენება კონტაქტური ნივთიერება: ვაზელინი,
ინდიფერენტული გელი, ზეთები (ა ტმის, ნუშის), ანადუღარი წყალი.

ულტრაბგერას ახასიათებს:
1. ტკივილგამაყუჩებელი
2. ანთების საწინააღმდეგო
3. ტროფიკული
4. გამაფაშრებელი
5. მარეგენერირებელი
6. ანტიცელულიტური მოქმედება.

ულტრაბგერითი თერაპიის მეთოდიკები

არსებობს ულტრაბგერითი თერაპიის პროცედურის ჩატარების შემდეგი


მეთოდიკები:
1. კონტაქტური და დისტანციური;
2. სტაბილური (უძრავი) და ლაბილური (მოძრავი).

კონტაქტური მეთოდიკით პროცედურის ჩატარებისას გამოიყენება ერთ-ერთი


ზემოთ აღნიშნული კონტაქტური ნივთიერება.
დისტანციური მეტოდიკის დროს – პაციენტის კანსა და გამომსხივებელს შორის
არის ღრიჭო 1,5-2 სმ და კონტაქტური ნივთიერების როლს ასრულებს ანადუღარი
წყალი, T 380 C . ამ მეთოდიკას ეწოდება წყალქვეშა მეთოდიკა. აღნიშნული მე–
თოდიკის გამოყენება მიზანშეწონილია ხელის მტევნის და ფეხის ტერფის სახსრებზე
ზემოქმედების დროს.
დისტანციური მეთოდიკა კონტაქტური მეთოდიკა

სტაბილური მეთოდიკა გამოიყენება მხოლოდ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე


ზემოქმედებისათვის (ულტრაბგერითი პრესურა).
ლაბილური მეთოდიკის დროს გამომსხივებელს ვამოძრავებთ წრიულად
საპროცედურო არეში. მოძრაობის სიჩქარე 2 სმ/წმ.
ერთ ჯერზე დასაშვებია 250 სმ 2 ფართის დამუშავება.

ულტერაბგერის პროცედურის დროს გამამსხივებელი კანის ზედაპირთან უნდა იყოს


მიმართული პერპენდიკულარულად ანუ გამომსხივებელს და კანს შორის კუთხის
სიდიდე უნდა შეადგენდეს 900. დაუშვებელია გამომსხივების გადახრა სხეულის
ზედაპირიდან 150 მეტად - ამ შემთხვევაში ულტრაბგერა აღარ შეაღწევს ქსოვილებში.

დაუშვებელია ულტრაბგერით ზემოქმედება უშუალოდ ხერხემლის


სვეტზე, გულის საპროექციო არეზე და კვირისტავზე.

ულტრაბგერითი თერაპიის პროცედურის ჩატარებისას გათვალისწინებული უნდა


იყოს ულტრაბგერის ინტენსივობა და მუშაობის რეჟიმი.
ინტენსივობა - ეს არის ულტრაბგერის სიმძლავრე გამომსხივებლის 1 სმ 2(ვტ/სმ 2). ეს
მაჩვენებელი მერყეობს 0,05 – 1,5 ვტ/სმ2.. სახეზე გამოიყენება დაბალი ინტენსივობა -
0,2-0,4 ვტ/სმ2; სხეულზე და კიდურებზე - 0,4-0,7ვტ/სმ2; ნაწიბურებზე და კელოიდებზე -
0,8-1,0 ვტ/სმ2. წყალქვეშა მეთოდიკის დროს გამოიყენება მაქსიმალური ინტენსივობა -
1,2-1,5 ვტ/სმ2.
პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ორი რეჟიმით: უწყვეტი და იმპულსური.
მკურნალობა იწყება იმპულსური (დამზოგველი) რე ჟიმით. შემდგომში შესაძლებელია
პროცედურების კურსის გაგრძელება უწყვეტი რეჟიმით.

უწყვეტი რეჟიმი იმპულსური რეჟიმი

ულტრაფონოფორეზი

ულტრაფონოფორეზი ეწოდება ულტრაბგერისა და მისი მეშვეობით ადამიანის


ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო ნივთიერების ერთდროულ მოქმედებას. ამ
შემთხვევაში სამკურნალო ნივთიერება (მალამოს, სუსპენზიის ან გელის სახით) ასრუ-
ლებს კონტაქტური ნივთიერების როლს. სასურველია მედიკამენტი იყოს 5-10%-იანი. ამ
დროს ადგილი აქვს მიზნობრივ ფარმაკოთერაპიას. ეს პროცედურა ხასიათდება პრო-
ლონგირებული მოქმედებით, მას ახასიათებს კუმულაციის ეფექტი. ულტრაფონო-
ფორეზის დროს ულტრაბგერის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს 0,8 ვტ/სმ2 და
პროცედურა უნდა ტარდებოდეს უწყვეტი რეჟიმით. ულტრაფონოფორეზისთვის გამოი-
ყენება სტეროიდული და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,
ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკოზური პრეპარატები, ფერმენტები, ანტიცელულიტური
გელები.

ულტრაბგერითი თერაპიის და ულტრაფონოფორეზის ჩვენებები

1. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი დაავადებები, დისტროფიულ-


დეგენერაციული ცვლილებები და ტრავმული დაზიანებები;
2. მიოზიტები და მიალგიები;
3. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმული დაზიანებები;
4. სპორტული ტრავმები;
5. ნაწიბურები და კელოიდები;
6. ჰიპოთირეოზი;
7. სხვადასხვა წარმოშობის შეხორცებითი დაავადება;
8. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები;
9. ტროფიკული წყლულები;
10. ცელულიტი;
11. დერმატოლოგიური დაავადებები.

ულტრაბგერითი თერაპიის და ულტრაფონოფორეზის უკუჩვენებები

1. ონკოლოგიური დაავადებები;
2. ტუბერკულოზის აქტიური ფაზა;
3. სისხლის დაავადებები, სისხლდენისადმი მიდრეკილება;
4. აუტოიმუნური დაავადებები;
5. ორსულობა;
6. აორტის ანევრიზმა;
7. არითმია;
8. არტერიული ჰიპერტენზია IIB-III სტადიის;
9. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა II-III ხარისხის;
10. მეტალის უცხო სხეულის არსებობა ზემოქმედების არეში;
11. ენდოპროთეზირება;
12. მეტალოსინთეზი.
ფოტოთერაპია

ფოტოთერაპია - ხელოვნურად მიღებული სხივური ენერგიის გამოყენება


მკურნალობის და რეაბილიტაციის მიზნით.
სინათლე მიეკუთვნება ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტურ ტალღას.

სინათლის ტალღების წარმოქმნის მექანიზმი.


ელექტრონების გადანაცვლება ელექტრონული შრის ქვედა ორბიტაზე იწვევს
სხვადასხვა ტალღის სიგრძის ფოტონების გამოსხივებას.

სინათლის სპექტრი პირობითად იყოფა 3 ნაწილად (ტალღის სიგრძის მიხედვით) -


ინფრაწითელი - ტალღის სიგრძე 760 ნმ და მეტი;
ხილული - ტალღის სიგრძე 400 - 760 ნმ;
ულტრაიისფერი - ტალღის სიგრძე 400 ნმ და ნაკლები.
ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივები - უხილავი სხივებია.
ინფრაწითელი სხივები

სინათლის ყველაზე ცხელი სპექტრია. ინფრაწითელ სხივებს აგრეთვე „ცხელ სხივებს“


უწოდებენ.
მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ფოტოთერმული ეფექტი. ქსოვილებში
ინფრაწითელი სხივების ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად.
ამ სხივების შეღწევადობა ქსოვილებში 3-4 სანტიმეტრია.
დასხივებისთანავე საპროცედურო ადგილას პაციენტი აღნიშნავს სითბოს შეგრძნებას,
კანზე ჩნდება ერითემა, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვების გაფართოვებით
და სისხლის მოდინებით. მას თერმულ ერითემას უწოდებენ, რომელიც უნდა დარჩეს
კანზე 1 სთ განმავლობაში.

ინფრაწითელ სხივებს ახასიათებს:


1. ანთების საწინააღმდეგო
2. ტკივილგამაყუჩებელი
3. სპაზმოლიზური
4. ტროფიკული
5. მარეგენერირებელი
6. გამწოვი
7. ჰიპოტენზიური მოქმედება

ინფრაწითელი სხივებით თერაპიის ჩვენებები

1. საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციულ- დისტროფიული


დაავადებები;
2. ტრავმის შემდგომი მდგომარეობები, კონტრაქტურა, ნაწიბურები, ტროფიკული
წყლულები
3. ანთებითი პროცესების ქვემწვავე და ქრონიკული სტადია;
4. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
5. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები.

ინფრაწითელი სხივებით თერაპიის უკუჩვენებები

1. ანთებითი პროცესების მწვავე სტადია


2. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები
3. სისხლდენისადმი მიდრეკილება
4. არტერიული ჰიპერტენზია III სტადია
5. გულ–სისხლძარღვთა უკმარისობა II-III სტადია
6. ტუბერკულოზის აქტიური ფაზა
7. ორსულობა
ხილული სპექტრი

ხილული სპექტრის გამოყენებას მედიცინაში ქრომოთერაპიას უწოდებენ.


ქრომოთერაპია - ფერებით მკურნალობაა. ეს არის მკურნალობის ოკულარული მეთოდი.
მას საფუძვლად უდევს ფოტორეცეპციის თეორია.

თვალის რეცეპტორები აღიქვავენ სხვადასხვა ფერის და ენერგიის ელექტრომაგნიტურ


გამოსხივებას, რომელიც შერჩევითად მოქმედებს თავის ტვინის ქერქზე და ქერქქვეშა
ცენტრებზე.

არსებობს ქრომოთერაპიის 2 ნაირსახეობა: სელექციური და ინტეგრალური.

სელექციური ქრომოთერაპია გულისხმობს რომელიმე ერთი ფერის გამოყენებას.


წითელი - ზრდის შრომისუნარიანობას, აფერხებს ასაკობრივ ცვლილებებს,
აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას, ზრდის
იმუნიტეტს;
ყვითელი - ახალისებს გუნებ–განწყობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აუმჯობესებს
აზროვნებას, ააქტიურებს შემეცნებით პროცესებს, ნაჩვენებია საჭმლისმომნელებელი
ორგანოების დაავადებების დროს;
ლურჯი - ამცირებს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას,
თრგუნავს მადას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უწყობს
ბილირუბინის დაშლას;

ახალშობილთა სიყვითლის მკურნალობა სინათლის ლურჯი სპექტრით


მწვანე - ამშვიდებს, ადუნებს, დამამშვიდებლად მოქმედებს თვალებზე, აქვეითებს
არტერიულ წნევას, ამცირებს ანთებით პროცესებს;
ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს;
ნარინჯისფერი - ახალისებს, ზრდის მადას, ამცირებს სპაზმს, ზრდის იმუნიტეტს,
ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა და საჭმლისმომნელებელი სისტემის დაავადებების
დროს.

ინტეგრალური ქრომოთერაპიის დროს გამოიყენება ფერთა მრავალსახეობა. მისი


ჩვენებებია სეზონური დეპრესია, ნევროზები, უძილობა, გადაღლილობა.
ულტრაიისფერი სხივები

მათ სინათლის სპექტრის „ცივ სხივებს“ უწოდებენ, ვინაიდან დასხივების დროს სითბო
არ წარმოიქმნება.
სხივების შეღწევადობა ქსოვილებში 1 მილიმეტრამდეა.
მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ფოტოქიმიური ეფექტი, რომელიც 4
თანმიმდევრული ეტაპისგან შედგება - ფოტოიზომერიზაცია, ფოტოკოაგულაცია,
ფოტოლიზი და ფოტოსინთეზი. ფოტოსინთეზის შედეგად წარმოიქმნება ჰისტამინი,
სეროტონინი, აცეტილქოლინი. ეს ნივთიერებები დასხივების არეში იწვევენ ერითემას,
რომელსაც ქიმიური ერითემა ეწოდება. ეს ერითემა კანზე 24 საათი რჩება. განმეორებითი
დასხივების შემთხვევაში კანქვეშ გროვდება მელანინი.

ულტრაიისფერ სხივებს ახასიათებს:


1. ანთების საწინააღმდეგო
2. ტკივილგამაყუჩებელი
3. გამწოვი
4. ანტირაქიტული
5. ბაქტერიოციდური
6. იმუნომოდულატორული
7. მარეგენერირებელი
8. ანტივირუსული მოქმედება
ულტრაიისფერი სხივებით დასხივებამდე აუცილებელია ბიოდოზის – მინიმალური
ერითემული დოზის, დადგენა; ამ მიზნით ტარდება ბიოდოზიმეტრია, რომლის
საშუალებითაც განისაზღვრება მინიმალური ერითემული დოზა. ბიოდოზის ერთეულია
- წამი (წუთი).

არსებობს ულტრაიისფერი სხივების გამოყენების 2 მეთოდი :

1. ულტრაიისფერი დასხივება - ტარდება სუბერითემული დოზებით.

2. ულტრაიისფერი ერითემოთერაპია - ტარდება ერითემული დოზებით და


გამოიყენება მკურნალობის მიზნით. ერთი პროცედურის დროს დასაშვებია 600 სმ 2
ფართის დამუშავება.
ულტრაიისფერი სხივებით თერაპიის ჩვენებები:

1. ანთებითი პროცესების მწვავე და ქვემწვავე სტადია;


2. საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები და
ტრავმები;
3. მწვავე ჩირქოვანი პროცესები (ნა წოლები, აკნე, განგრენა, პი ოდერმიები, ფურუნკული,
მასტიტი და სხვა);
4. კანის დაავადებები (ტროფიკული წყლულები, ეგზემა, ფსორიაზი, ვიტილიგო,
წითელი ქარი, ჰერპესი და სხვა);
5. ყელ-ყურ-ცხვირის და პირის ღრუს დაავადებები (რინიტი, ოტიტი, სტომატიტი,
ტონზილიტი).

ულტრაიისფერი დასხივება მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას :


ჰიპოთირეოზის, ორსულობის, გრიპის პროფილაქტიკის, დღენაკლული
ახალშობილების, რაქიტის დროს.

ულტრაიისფერი სხივებით თერაპიის უკუჩვენებები

1. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები


2. თირეოტოქსიკოზი
3. სისხლდენისადმი მიდრეკილება
4. ქრონიკული ჰეპატიტი
5. გულსისხლძარღვთა უკმარისობა II-III სტადია
6. ტუბერკულოზის აქტიური ფაზა
7. ფოტოდერმატოზები
ინჰალაცია

სამკურნალო ნივთიერებების მიღება შესუნთქვის გზით. ამ მიზნით გამოიყენება


სამედიცინო აეროზოლები.

აეროზოლი – ჰაერხსნარს ნიშნავს, შესაბამისად სამედიცინო აეროზოლი–არის ჰაერში


გაფრქვეული სამკურნალო ნივთიერება.

აეროზოლად ქცევისას სამკურნალო ნივთიერება მატულობს მოცულობაში, რის შედეგა-


დაც ეფინება სასუნთქი სისტემის დიდ ფართს.

მაგ. თუ გავაფრქვევთ 1 მლ სითხეს მაღალდისპერსულ ნაწილაკებად, წარმოიქმნება


დაახლოვებით 15 მლნ ნაწილაკი, რომლებსაც თუ თავისუფლად გავუშვებთ სივრცეში
მოიცავს 12 000 სმ2 .

დისპერსულობის ( დანაწევრების) მიხედვით არსებობს შემდეგი სახის აეროზოლები:

 მაღალდისპერსული (0,5–5 მკმ)


 საშუალო დისპერსულობის ( 5–25 მკმ)
 დაბალდისპერსული (5–100 მკმ)
 წვრილწვეთოვანი (100–250 მკმ)
 მსხვილწვეთოვანო (250 – 400მკმ)
დისპერსულობაზე არის დამოკიდებული სასუნქ სისტემაში აეროზოლის შეღწევის
სიღრმე. რაც უფრო მცირეა აეროზოლის ნაწილაკი, მით უფრო ღრმად შეაღწევს სასუნთ
გზებში.
აეროზოლად გაფრქვევა ხორციელდება ან დაწნეხილი ჰაერის, ან ულტრაბგერის
მეშვეობით. აეროზოლის ნაწილაკები გამოფრქვევისას იძენენ ორივე მუხტს– დადე-
ბითს და უარყოფითს. ამიტომ ნეიტრალური აეროზოლები ეწოდებათ.

აეროზოლების ფიზიკური მახასიათებლები:

1. აორთქლება– ინჰალაციიას პროცედურის ჩატარებისას სამედიცინო აეროზოლის


გარკვეული ნაწილი ორთქლდება და შესაბამისად მისი გარკვეული ნაწილი იკარგება.

2. კოაგულაცია ( შეწებება) – ვინაიდან აეროზოლის ნაწილაკები ორივე მუხტის


შემცველია, ამიტომ პროცედურის დროს პაციენტის სასუნთქ გზებში ერთმანეთთან შე-
ჯახებისას მიიზიდებიან და შეეწებებიან, რაც მათ ზომაში გაზრდას იწვევს; თუ
რამოდენიმეჯერ მოხდა შეწებება, მაშინ აეროზოლის ნაწილაკი იქცევა წვეთად და
საბოლოოდ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ე.ი. კოაგულაციაც საინჰალაციო
ნივთიერების გარკვეული ნაწილის დანაკარგს იწვევს.

3. სედიმენტაცია (დალექვა) – აეროზოლის შესუნთქული ნაწილაკები ილექებიან


სასუნთქი გზების ლორწოვანზე და შემდეგ გადადიან სისხლში და ლიმფაში, რის
შედეგადაც მჟღავნდება თერაპიული ეფექტი.

როგორც ვიცით ინჰალაციის თერაპიული ეფექტი სწრაფია, რაც განპირობებულია


იმით, რომ განსხვავებით სხვა ელექტროპროცედურებისგან, როდესაც შეყვანილი სამ-
კურნალო ნივთიერება ქმნის დეპოს და შემდგომში მცირე პორციებით გადადის
სისხლში, ინჰალაციის დროს დეპო არ წარმოიქმნება, ხოლო სამკუნალო ნივთიერება
ერთბაშად გადადის სისხლში და ლიმფაში ( როგორც ცნობილია სასუნთქი სისტემა
მდიდარია ლიმფური კოლექტორებით).

ინჰალაციის სახეები:

1. ორთქლის ინჰალაცია – ტარდება ძირითადად სახლის პირობებში – ადუღებულ


წყალს ემატება ევკალიპტი, ატმის ზეთი, მენთოლი.

2. სითბურტენოვანი ინჰალაცია (38-420 C)– ინჰალაცია მარილხსნარებთ ( ძირითადად


ფიზიოლოგიური ხსნარით), შესაძლებელია ბუნებრივი მარილხსნარების გამოყენება–
მაგ. გაზგასული მინერალური წყლებით). ესენი ათხელებენ ნახველს, აუმჯობესებენ
სასუნთქი სისტემის ლორწივანის მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას და შედეგად
აადვილებვენ ამოხველებას.
3. ტენიანი ( ოთახის ტემპერატურის) ინჰალაცია – ამ მიზნით გამოიყენება ფაბრიკული
პორტატიული ინჰალატორიები, რომლებიც პაციენტს მუდამ თან აქვს. ამ მიზნით
იყენებენ ანტიჰისტამინურ და საანესთეზიო პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს,
სტეროიდებს და. ა.შ.

4. ზეთოვანი ინჰალაცია – გამოიყენება მცენარეული ზეთები ( კოსმეტიკური ზეთების


გრდა). იშვიათად შესაძლებელია თევზის ქონის გამოყენებაც. ძირითადად იყენებენ
ოტო–ლარინგოლოგიურ პრაქტიკაში, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
ხშირად იყენებენ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. არ კეთდება ინჰალაციები
მინერალური ზეთებით, როგორიცაა ვაზელინის ზეთით.

5. ფხვნილის ინჰალაცია – ძირითადად ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების,


ანტიალერგიული პრეპარატების და ა. შ ინჰალაცია.

ინჰალაციის ჩატარების წესები:

1. ინჰალაციის პროცედურა უნდა ჩატარდეს უზმოდ ან საკვების მიღებიდან 1–1,5 სთ–ის


შემდეგ ( რათა გამოირიცხოს დიაფრაგმის მაღლა დგომა და შესაბამისად ზედაპირული
სუნთქვა). პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში.

2. ინჰალაციის პროცედურის შემდგეგ პაციენტმა უნდა მოისვენოს 10–40 წუთის


განმავლობაში; არ არის მიზანშეწონილ სიცივეში გასვლა.

3. ინჰალაციის პროცედულის შემდეგ არამიზანშეწონილია 1 საათის განმავლობაში


ლაპარაკი, სიმღერა, თამბაქოს მოწევა 1 სთ–ის განმავლობაში.

პროცედურის ხანგრძლივობა არის 5–15 წთ. რაოდენობა კურსში 5–20 პროცედურა.


ზეთოვანი ინჰალაციის ხანგრძლივობა – 5–7 წთ.

ინჰალაციის ჩვენებები:

სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ფლტვების ტუბერკულოზი.

ინჰალაციის უკუჩვენებები:

ფილტვების ემფიზემა, ბრონქოექტაზია, პნევმოთორაქსი, ჰემოთორაქსი, სისხლმდენი


კავერნოზული ტუბერკულოზი, გულ–სისხლძარღვთა უკმარისობა II-III ხარისხის,
არტერიული ჰიპერტენზია II-III ხარისხის, მწვავე პნევმონია, ფილტვების
ონკოპათოლოგია.
ნებულაიზერები
ელექტროთერაპია

საკონტროლო კითხვები

გალვანიზაცია

1. გალვანიზაცია – განმარტება
2. საიდან შეაღწევს გალვანური დენი ორგანიზმში
3. რომელ რეცეპტორებს აღიზიანებს გალვანური დენი
4. მგრძნობელობის რომელი ტიპი უნდა იქნას გათვალისწინებული გალვანიზაცის
პროცედურის ჩატარებისას
5. რა არის ელექტროლიზი
6. რა არის ელექტროოსმოსი და რა შედეგი მოყვება მას
7. რა არის პოლარიზაცია. ხანგრძლივობა. შედეგი
8. რა არს იონური კონიუნქტურის შეცვლა. შედეგი
9. როგორ იცვლება მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა. შედეგი
10. იონური თეორია: რა მოვლენები აღინიშნება კათოდის ქვეშ
11. იონური თეორია: რა მოვლენები აღინიშნება ანოდის ქვეშ
12. გალვანიზაციის ადგილობრივი მოქმედება. მექანიზმი. შედეგი
13. გალვანიზაციის ზოგადი მოქმედება. მექანიზმი. შედეგი
14. რამდენ ხანს უნდა დარჩეს საპროცედურო არეზე ჰიპერემია გალვანიზაციის
პროცედურის შემდეგ
15. გალვანიზაციის უკუჩვენებები

იონოფორეზი – ელექტროფორეზი

1. განმარტება
2. რა უნდა გააჩნდეს სამკურნალო ნივთიერებას იონოფორეზის დროს
3. რის მეშვეობით ვანიჭებთ პოლარობას სამკურნალო ნვთიერებებს
4. გამხსნელები
5. სამკურნალო ნივთიერების პოლარობის გარდა რა უნდა იქნეს გათვალისწინებული
მისი იონოფორეზისთვის გამოყენებადობის დასადგენად
6. სად დეპონირდება იონოფორეზით შეყვანილი სამკურნალო ნივთიერება და რა
შედეგი აქვს ამ მოვლენას
7. რომელი ნივთიერებები არ გამოიყენება იონოფორეზისთვის
8. იონოფორეზის დადებითი მხარეები
9. იონოფორეზის რამდენი პროცედურა უნდა დაინოშნოს ოპტიმალურად
მკურნალობის კურსში
დაბალი სიხშირის დენების დანიშნულება
დიადინამოთერაპია

1. განმარტება
2. რომელ რეცეპტორებს აღიზიანებენ დიადინამიური დენები
3. რა შეგრძნებები აქვს პაციენტს დიადინამოთერაპიის პროცედურის დროს
4. დიადინამიური დენების რამდენი სახეობა არსებობს
5. რა თერაპიული დანიშნულება აქვთ დიადინამიურ დენებს
6. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მექანიზმი
7. დიადინამოთერაპიის რამდენი პროცედურის დანიშვნა ( რამდენი დღის
განმავლობაში) არის მიზანშეწონილი ტკივილგამაყუჩებელი მიზნით
8. დიადინამიური დენების კუნთების შემკუმშველი მოქმედების მექანიზმი
9. ელექტროსტიმულაციის რამდენი პროცედურა ინიშნება მკურნალობის კურსში
10. ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი
11. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება არის თუ არა დიადინამიური დენების
პირდაპირი დანიშნულება

სინუსოიდური მოდულირებულ დენები – ამპლიპულსთერაპია

1. განმარტება
2. რომელი სიხშირის დენებს მიეკუთვნებიან აღნიშნული დენები
3. რა დანიშნულება აქვს საშუალო სიხშირის დენს ( 5000ჰც) და რა უწოდეს მას
ავტორებმა
4. ამპლიპულსთერაპიის დროს რომელ დენებს აქვთ თერაპიული დანიშნულება
5. რა შეგრძნებები აქვს პაციენტს ამპლიპულსთერაპიის პროცედურის დროს
6. ამპლიპულსთერაპიის დენების სახეების რაოდენობა
7. რომელი კუნთების ელექტროსტიმულაცია არის მიზანშეწონილი
სინუსოიდური მოდულირებული დენებით
8. სმდ-ის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მექანიზმი
9. სმდ-ის კუნთების შემკუმშველი მოქმედების მექანიზმი
10. ამპლიპულსთერაპიის რამდენი პროცედურის დანიშვნა ( რამდენი დღის
განმავლობაში) არის მიზანშეწონილი ტკივილგამაყუჩებელი მიზნით
11. პაციენტს აქვს ძლიერად გამოხატული ტკივილი. რომელი სიხშირის დენის
დანიშვნა არის უფრო მიზანშეწონილი

მაღალი სიხშირის დენები


დარსონვალიზაცია

1. განმარტება
2. დარსონვალიზაციის მეთოდები
3. რომელია სტაბილური მეთოდიკა
4. რა მიზნით გამოიყენება დარსონვალიზაციის დისტანციური მეთოდიკა
5. რა მოვლენებს იწვევს დარსონვალიზაცია
6. სამწვერა ნერვის ნევრალგიის ( და ზოგადად ნევრალგიის) რომელ სტადიაში
გამოიყენება ადგილობრივი დარსონვალიზაცია და რატომ
7. რა ჩივილი უნდა ჰქონდეს პაციენტს, რომ ნევრალგიის ქრონიკულ სტადიაში
დაენიშნოს ადგილობრივი დარსონვალიზაცია
8. ბაქტერიოსტატიური მოქმედების მექანიზმი
9. როდის ვიყენებთ დარსონვალიზაციას ბაქტერიოსტატიური მოქმედების მიზნით
10. რას იწვევს თავის არეზე ჩატარებული დარსონვალიზაციის პროცედურები
11. რა მიზნით ინიშნება ადგილობრივი დარსონვალიზაცია სახის არეზე
12. რატომ ვუნიშნავთ ადგილობრივ დარსონვალიზაციას ნაწიბურების ალაგების
მიზნით
13. რასთან არის მიზანშეწონილი დარსონვალიზაციის პროცედურების შეთავსება
ნაწიბურების ალაგების მიზნით
14. დარსონვალიზაციის პროცედურების რაოდენობა კურსში

ულტრატონთერაპია - ზეტონალური თერაპია

1. რომელი სიხშირის დენებს მიეკუთვნებიან ზეტონალური დენები


2. განმარტება
3. რომელი ფიზიკური ფაქტორის მსგავსია ზეტონალური დენები
4. რას იწვევს აღნიშნული დენები
5. როდის არის მიზანშეწონილი ულტრატონთერაპიის პროცედურების დანიშვნა

მაგნიტოთერაპია

1. მაგნიტური ველის სახეები


2. მაგნიტური ველის თერაპიული ეფექტები

უმს-თერაპია

1. განმარტება, ტალღის სიხშირე, სიგრძე


2. მოქმედების მექანიზმი
3. უმს-თერაპიის მეთოდიკები
4. ველის შეღწევადობა გარდიგარდმო მეთოდიკის დროს
5. ველის შეღწევადობა ტანგენციური მეთოდიკის დროს
6. უმს-თერაპიის დოზირების პრინციპები
7. ველის გაძლიერების პრინციპები
8. რა თერაპიული ეფექტებით ხასიათდება უმს-თერაპია
მიკროტალღური თერაპია

1. განმარტება, ტალღის სიხშირე


2. მოქმედების მექანიზმი
3. დეციმეტრული ტალღების შეღწევადობის სიღრმე
4. რა შეგრძება აღენიშნება პაციენტს დეციმეტრული ტალღების ზემოქმედებისას
5. რა თერაპიული ეფექტებით ხასიათდება დეციმეტრულტალღოვანი თერაპია
6. სანტიმეტრული ტალღების შეღწევადობის სიღრმე
7. რა შეგრძება აღენიშნება პაციენტს სანტიმეტრული ტალღების მოქმედებისას
8. რა თერაპიული ეფექტებით ხასიათდება სანტიმეტრულტალღოვანი თერაპია

ულტრაბგერითი თერაპია

1. განმარტება
2. როგორი სიხშირის ულტრაბგერა გამოიყენება ფიზიოთერაპიაში
3. როგორია 1 მეგაჰც სიხშირის ულტრაბგერის შეღწევადობის სიღრმე
4. როგორია 3 მეგაჰც სიხშირის ულტრაბგერის შეღწევადობის სიღრმე
5. კონტაქტური ნივთიერებები
6. ულტრაბგერის მოქმედების მექანიზმი
7. სხეულის რომელ არეზე არ შეიძლება ულტრაბგერით ზემოქმედება
8. რა თერაპიული ეფექტებით ხასიათდება ულტრაბგერითი თერაპია
9. ულტრაბგერითი თერაპიის პროცედურების ჩატარების მეთოდები

ფოტოთერაპია

1. რომელია სინათლის სპექტრის „ცხელი სხივები“


2. რომელია სინათლის სპექტრის „ცივი სხივები“
3. რა ეფექტი უდევს საფუძვლად ინფრაწითელი სხივების მოქმედების მექანიზმს
4. რა ეფექტი უდევს საფუძვლად ულტრაიისფერი სხივების მოქმედების მექანიზმს
5. როგორია ინფრაწითელი სხივების შეღწევადობის სიღრმე
6. როგორია ულტრაიისფერი სხივების შეღწევადობის სიღრმე
7. როგორია ერითემის ხანგრძლივობა ინფრაწითელი სხივების მოქმედების შემდეგ
8. როგორია ერითემის ხანგრძლივობა ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შემდეგ
9. ბიოდოზა, ბიოდოზიმეტრია
10. რა არის ქრომოთერაპია

აეროზოლთერაპია – ინჰალაცია

1. განმარტება
2. რა არის აეროზოლი
3. ინჰალაციის სახეები
4. ინჰალაციის უკუჩვენებები
5. როდის უნდა ჩავატაროთ ინჰალაციის პროცედურა
6. რა არ შეიძლება ინჰალაციის პროცედურის მიღების შემდეგ
7. როგორია ზეთოვანი ინჰალაციის პროცედურის ხანგრძლივობა
8. რა მიზნით ინიშნება მარილხსნარების ( ხელოვნური ან ბუნებრივი) ინჰალაცია
9. რატომ ვლინდება სწრაფად ინჰალაციით გამოწვეული ეფექტი
10. აეროზოლის ფიზიკური მახასიათებლები
„ ჰენდაუთები“ მომზადებულია შემდეგი ლიტერატურის საფუძველზე

1. Physical agents in rehabilitation: from research to practice- Michelle H. Cameron , 2018

2. Electrotherapy Evidence- Based Practice- Edited by Tim Watson-2008

3. Физиотерапия и курортология- Книга 1- под ред. В.М. Боголюбова. 2018

4. Общая физиотерапия – В. М. Боголюбов,Пономаренко Г.Н., Учебник .2014

You might also like