Altermatiuli

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მუხლი 33.

ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების უმძიმესი და მრავლობითი


დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის

შესავალი

სტანდარტი განკუთვნილია გონებრივი განვითარების უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების


მქონე მოსწავლეებისთვის. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია მიზნობრივი და მეთოდიკური
ორიენტირები, რომლებზე დაფუძნებითაც მასწავლებელმა უნდა შექმნას ადაპტირებული კურიკუმი.

ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიზანია მოსწავლეს განუვითაროს ფუნქციურ-კომპონენტური


უნარები: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, კოლაბორაცია, მოქალაქეობა,
ხასიათი /ნებელობა.

სტანდარტის შედეგი

მოსწავლემ უნდა შეძლოს კონკრეტულ საკითხზე დაფუძნებით სამიზნე ცნების გაგება-გააზრება და


სხვადასხვა ფუნქციურ კონტექსტში ეფექტიანად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ახერხებს:


1. პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციის გახსენებას, იდენტიფიცირებას,
შედარებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას, შეფასებას, დასკვნის გამოტანას.
2. სათანადო სამეტყველო ქმედების განხორციელებას კონკრეტული საკომუნიკაციო ამოცანების
გადასაჭრელად (მაგ., საკომუნიკაციო სიტუაციის გააზრებას, მეტყველების ტიპის შერჩევას,
არავერბალური სიგნალების გამოყენებას)
3. შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენას საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების
მაქსიმალური რეალიზებისათვის (მაგ., იდეების შეთავაზებას, სხვადასხვა ელემენტისაგან
კომბინაციების შექმნას, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გაცნობიერებას - ვინ ვარ
მე)
4. საკუთარი დამოკიდებულებების გამოვლენასა და სხვებთან თანამშრომლობას საზოგადოებრივ
ცხოვრებაში სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის

სტანდარტის საფუძველზე იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. მისი განვითარების პროცესში


საჭიროა შემდეგი მეთოდიკური რეკომენდაციების გათვალისწინება:

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება - სტანდარტი გულისხმობს ფენომენის შესწავლაზე


დაფუძნებულ ტრანსდისციპლინურ სწავლებას, როდესაც მოვლენა, ობიექტი და სხვა ერთეული
თავად ხდება შემეცნების ცენტრი/ათვლის წერტილი სხვადასხვა საგნობრივი რაკურსიდან.
გამომდინარე აქედან ალტერნატიული სასწავლო გეგმა ცენტრალიზებულად არ განსაზღვრავს
სამიზნე ცოდნას კონკრეტული საგნების მიხედვით. სასწავლო პროცესში შესასწავლი ფენომენები
უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, თუ რა თემები და საკითხები ისწავლება შესაბამის წელს
სასკოლო კურიკულუმის მიხედვით სხვადასხვა საგანში.

423
პროტოტიპის შექმნა - სასწავლო პროცესში ყველა საკითხი უნდა დამუშავდეს, როგორც სამიზნე
ცნება. მონათესავე ბუნების ცნებები უნდა გამოიყენებოდეს შესასწავლი ფენომენის განზოგადებული
ვერსიის, პროტოტიპის შესაქმნელად.

მრავალჯერადი რეპრეზენტაცია - სასწავლო პროცესში საჭიროა ერთი და იმავე ინფორმაციის


მრავალჯერ და განსხვავებულად (ვერბალური, აბსტრაქტული, კონკრეტული, სიმბოლური,
გრაფიკული) რეპრეზენტაცია.

თვალსაჩინოებების გამოყენება - განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალსაჩინოების


გამოყენებას. თვალსაჩინოების, როგორც შთაბეჭდილების წყაროს, როლი შეიძლება შეასრულოს
უშუალო გარემომ (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლა, ეზო, ქუჩა, სახლი, ადამიანები, მოვლენები,
ტრანსპორტი, ცხოველები და სხვ.).

მულტისენსორული მიდგომა - უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების


დარღვევის მქონე მოსწავლისთვის განკუთვნილ კურიკულუმში აქტივობა წარმოდგენილ უნდა
იქნას სენსორული შეგრძნებების ჭრილში (მაგ., თუკი გაკვეთილის დროს შერჩეული აქტივობა არის
ხატვა, მასწავლებელმა უნდა მიანიჭოს უპირატესობა თითებით ხატვას სხვადასხვა კონსისტენციისა
და ტემპერატურის მქონე საღებავით, რათა მოსწავლემ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ტაქტილური და
ვიზუალური ინფორმაცია).

424

You might also like