Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ადამიანი სამშობლოს ნაწილი და მთელია - მოქალაქეობა მისი უპირველესი

მოვალეობაა

დაბადებიდან თითოეულ ადამიანს დაჰყვება სამშობლოს ვალი, რომელსაც ვერ


მოიხდის მთელი ცხოვრების განმავლობაში. როდესაც ვიბადებით საქართველოში ,
ქართულ, მშობლიურ მიწაზე, ვეცნობით მის მრავალსაუკუნოვან, ტკივილითა და
სისხლით დაწერილ ისტორიას, ვიგებთ თუ როგორ სწირავდნენ თავს ჩვენი წინაპრები
იმისთვის, რომ ენა, მამული და სარწმუნოება მოეტანათ, ვიგებთ, რომ სიცოცხლეც კი
უნდა შევწიროთ ამ ღვთიურ საუნჯეებს, რომელიც ილიამ დაგვიწესა და რომლისთვისაც
მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა. ჩვენ, ყველა თავისებურად შევწირავთ
თავს სამშობლოს, მამულს - ღონით, ენას - ჭკუით, სარწმუნოებას კი ლოცვითა და
რწმენით.

ჩვენ, ადამიანებმა თავიდან უნდა ვისწავლონ ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარული .


საზოგადობა უნდა შეეცადოს ჩატეხილი ხიდის გამთელებას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ
ქვეყნის წინაშე წამოჭრილი პრობელემების მოსაგვარებლად. გვახსოვდეს , ყოველ
ბნელ ღამეს ნათელი დღე მოჰყვება.

მაგალითისთვის, ილია „მგზავრის წერილებში“, ლელთ ღუნიას სახით გვიხატავს


მათი დროის პატრიოტსა და ხალხის მიმართ კრიტიკით განწყობილ ადამიანს . ჩემი
აზრით, ყველა ქვეყანას უნდა ჰყავდეს თავისი ლელთ ღუნია, რომელსაც ობიექტურად
საუბარი შეუძლია სამშობლოს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეზე.

გადავხედოთ საქართველოს დღევანდელ რეალობას, ქვეყნის მოსახლეობის


თითქმის 30% ემიგრაციაშია, ყოველდღიურად, სოციალურ ქსელში ვაწყდები სტატიებს
ჩემი ახლობლების, ნათესავებისა და შორეული ადამიანების, რომლებიც გვაცნობებენ ,
რომ ემიგრაციაში წავიდნენ. ზუსტი მიზეზი, რატომ გადაიხვეწნენ ადამიანები,
რომლებსაც საქართველოში ჰქონდათ კარგი სამსახური, წარმატებული კარიერა ,
ოჯახი - უცნობია. თუ ემიგრანტების ამბებს მოისმენ, ზუსტად მიხვდები, რომ არ
არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი ამ ქვეყნიდან წასასვლელად. ბევრი მიზეზის პოვნა
შეიძლება, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება და საბოლოოდ წასვლის
გადაწყვეტილებით მთავრდება.

You might also like