Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დავალებები დისტანციური სწავლებისთვის მე 3 კლასი

III საგანი
კლას დავალება

ქართული ენა
და 19 აპრილს ქრისტიანული სამყარო ზეიმობს აღდგომის ბრწყინვალე
ლიტერატურა დღესასწაულს. გაიხსენე რა იცი აღდგომის დღესასწაულის შესახებ და
შეავსე ცხრილი:

რა ვიცი რა მინდა ვიცოდე

მათემატიკა
ბავშვებს ძალიან უყვართ თავსატეხების და ამოცანების ამოხსნა, გთავაზობთ
რამოდენიმე ამოცანას:

ამოცანა 1. ერთ ყუთში 300 ფანქარია, მეორეში 100 ფანქრით მეტია, ვიდრე
პირველში, ხოლო მესამეში 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მეორეში. სულ რამდენი
ფანქარია სამივე ყუთში?

ამოცანა 2. სამკუთხედის ერთი გვერდი 22 სმ-ია, მეორე გვერდი 3 სმ-ით გრძელია


პირველზე, ხოლო მესამე გვერდი 1 სმ-ით მოკლეა მეორეზე. გამოთვალე
სამკუთხედის პერიმეტრი (გვერდების სიგრძეების ჯამი).

ამოცანა 3. პარკში 6 რიგად დარგეს ნაძვის ხეები, თითოეულ რიგში - 6 ხე და 8


რიგად წაბლის ხეები, თითოეულ რიგში - 5 ხე. რამდენი ხე დაურგავთ
მთლიანად და რომელი ხეა უფრო მეტი?

გააკეთე ჩანახატი.

ბუნებისმეტყვ
ელება დედამიწაზე ხშირად ხდება ისეთი ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც
აზარალებენ ხალხსაც და გარემოსაც. მათ სტიქიური მოვლენები ჰქვია.

როგორ ფიქრობ: რატომ უწოდებენ სტიქიურ მოვლენებს, სტიქიურ


უბედურებებსაც?

გაიხსენე რომელი სტიქიური მოვლენა იცი და დაწერე რა ზიანს აყენებენ


ისინი ადამიანებს და გარემოს.

მე და
საზოგადოება
გამოკითხე შენი ოჯახის წევრები და ჩაიწერე მათი მონაყოლი აღდგომის
დღესასწაულის ( ან სხვა დღესასწაულის) აღნიშვნასთან დაკავშირებით.

სახვითი და
გამოყენებითი რადგან აღდგომა ახლოვდება შევეცადეთ თემატური დავალება
ხელოვნება მოგვეფიქრებინა თქვენთვის. დაათვალიერე ნიკო ფიროსმანის ნახატები
აღდგომის თემატიკაზე, შეიქმენი განწყობა, მოუხმე ფანტაზიას და დახატე
შენი თვალით დანახული აღდგომა.

ფიზიკური
აღზრდა ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. გაიხსენე და ჩამოწერე
რომელი სასარგებლო პროდუქტია შენთვის ცნობილი და რომელ
სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ.

ბავშვებო ძალიან ბევრი გსმენიათ ზღაპრებიდან, კეთილ და ბოროტ


მუსიკა ჯადოქარზე, ამ დავალებაში მინდა მუსიკალურად შეადაროთ ერთმანეთს,
კეთილი და ბოროტი ჯადოქარი, მოცემული ცხრილის საშუალებით.

კითხვები: კეთილი ბოროტი


როგორი ბგერებით
გაახმოვანებდი: მაღალი თუ
დაბალი?
როგორი მელოდია
ექნებოდა: მრისხანე,
მხიარული, მღერადი,
მკაცრი.
დაასახელე საკრავი
რომლითაც შეასრულებდი:
ფლეიტა, ვიოლინო,
კონტრაბასი, დოლები.
როგორი ჟრერადობა ექნება:
ხმამაღალი, ხმადაბალი, თუ
საშუალო ხმა.

ინგლისური ბავშვებო,მოცემული სურათის მიხედვით გაეცით პასუხი დასმულ


შეკითხვებს.

You might also like