ვახუშტის გეგმა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

თბილისის ვახუშტისეული გეგმა 1735 წ.

ვახუშტი ბატონიშვილის თბილისის ინტერაქტიული გეგმა. იგივე თბილისის გეგმა


(ვახუშტისა). ეს გეგმა მოთავსებულია ვახუშტის 1735 წლის ატლასში ჩანართის სახით
ქართლის რუკის ტაბულაზე. პროგრამაში გამოყენებულია გეგმის რედაქტირებული ვერსია.
თბილისის გეგმათა შორის ვახუშტისეული გეგმა ქრონოლოგიურად პირველია. იგი ასახავს
თბილისის მდგომარეობას „ოსმალობის“ წინ, ე.ი. მაქსიმალურ საზღვრებში, რომელსაც მიაღწია
დედაქალაქმა XVIII საუკუნის დასაწყისში. გეგმა დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრში (ფონდი H, № 2079).
ვებ-აპლიკაცია შექმნილია კომპანია 'ფიქტეკ'-ის მიერ და წარმოადგენს საგანმანათლებლო-
შემეცნებით პროექტს.

მეფის სასახლე #1

როსტომ მეფემ 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე,
ძველი სამეფო რეზიდენციების ადგილზე სასახლე ააგო. მოედანი ქალაქის ზემო უბნის ცენტრს
წარმოადგენდა და მას ზემო მოედანიც ეწოდებოდა. გადმოცემით, სამ სართულიანი მეფის
სასახლე 300 ოთახისგან შედგებოდა.

დედოფლის სასახლე #2

მეფე როსტომმა 1638 წელს ახალი სასახლე ააშენა სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის
მდებარე მოედანზე და როგორც ჩანს ამ პერიოდშია აშენებული დედოფლის სასახლეც. იხ.
ასევე მეფის სასახლე

You might also like