Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ძველი საბერძნეთის პოლიტიკური

შეხედულებები

სამართლის სკოლა

სამართლებრივი აზროვნების ისტორია

ავტორები: სესილი მითაგვარია

გიორგი შოგირაძე
ლიზი მაისურაძე
მარიამ სეხნიაშვილი

საქართველოს უნივერესიტეტი

თბილისი, 2023
ძველი საბერძნეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი მოძღვრებები

ძველ საბერძნეთში პოლიტიკური აზრი ჩვ. წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში


ჩაისახა, კერძოდ მაშინ, როდესაც დაიწყო პოლიტიკური გაერთიანებების, “პოლისების”
ანუ სახელმწიოფოების ჩამოყალიბება. საბერძნეთის სახელმწიოფოების თავისებურება ის
იყო, რომ ისინი ფორმის მიხედვით წარმოადგენდნენ ე.წ “პოლისებს” რომლებიც
შედგებოდა ქალაქებისა და ამ ქალაქების გარშემო შემორტყმული სოფლებისაგან.

ძველი საბერძნეთის პოლისები სახელმწიფო წყობილებათა მრავალფეროვნებით


გამოირჩეოდა. ზოგიერთი სახელმწიფოს მმართველობის ფორმა ტირანია იყო და აქ
ძალაუფლება ერთ პირს ეპყრა ხელთ. ზოგიერთ სახელმწიფოში სადაც მმართველობის
ფრომა დემოკრატია იყო, ხდებოდა სახალხო კრების მოწვევა. ასევე ზოგიერთი
სახელმწიფოს მმართველობის ფორმას არისტოკრატია წარმოადგენდა, ასეთ დროს
ხელისუფლება წარჩინებულთა მცირე წრეს ეკუთვნოდა. გარდა ამისა საბერძნეთის
ზოგიერთ სახელმწიფოში ხელისუფლება მდიდარ მოქალაქეთა წარმომადგენლებს ეპყრა
რასაც ოლიგარქია ეწოდება.

ძველი ბერძნული საზოგადოების შიგნით ადგილი ჰქონდა მონათა უზარმაზარ


აჯანყებებს და არც გაბატონებულ ფენებს შორის სუფევდა ჰარმონია.

ჩვ. წ. აღ-მდე V-IV საუკუეებში ძველი ბერძნული მონათმფლობელური


სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი მსხვილი და ეკონომიკურად განვითარებული
სახელმწიფო წყობილება იყო ათენის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო რაც შეეხება
სპარტას, აქ არისტოკრატული სახელმწიფო წყობილება იყო. ამ ორი სახელმწიფოს
გარშემო სხვა მრავალი სახელმწიფოც გაერთიანდა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა
საბერძნეთის ქალაქთა ორი კავშირი, რომელთა შორისაც წარმოებდა მუდმივი ბრძოლა,
რამაც ჩვ. წ. აღ-მდე 432-404 წწ. სპარტასა და ათენს შორის გამოიწვია ხანგრძილივი ომი,
რაც ჩვენთვის პელეპონისის ომების სახელითაა ცნობილი.

გასაკვირი არაა, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში საბერძნეთში ჩამოყალიბდა მთელი რიგი
პოლიტიკური შეხედულებები, რომლებიც გამოხატავდნენ მოსახლეობის სხვადასხვა
ფენების შეხედულებებსა და ინტერესებს.

1.პითაგორას პოლიტიკური შეხედულებები

ჩვ. წ. აღ-მდე VI საუკუნეში, საბერძნეთში ისახებოდა პირველი ფილოსოფიური


მოძღვრებანი. ბერძენი ფილოსოფოსები ძირითადად ყურადღებას უთმობდნენ სამყაროს
არსისა და მისი წარმოშობის გარკვევას. ამას გარდა ბერძენ ფილოსოფოსთა მოძღვრებაში
ასახულია VII-VI საუკუნეების პოლისების პოლიტიკური ბრძოლაც.

ბერძენ ფილოსოფოსთაგან აღსანიშნავია პითაგორას პოლიტიკური შეხედულებანი.


პითაგორა 571-497 წლებში მოღვაწე ფილოსოფოსი და მათემატიკოსი გახლდათ და
ამასთან ერთად იგი არისტოკრატიის იდეოლოგიც იყო. მას შემდეგ, რაც პითაგორა
სამხერთ იტალიის ქალაქ კროტონში დასახლდა, მან გააერთიანა ადგილობრივი
არისტოკრატული წრეები და შექმნა პოლიტიკური ხასიათის განსაკუთრებული კავშირი.
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის მომხრეებმა გაანადგურეს პითაგორას მიერ
შექმნილი კავშირი, ამ კავშირის გავლენა იმდენად იდი იყო, რომ თითქმის 200 წელი
შემორჩა.

პითაგორას მოძღვრება იდეალისტური იყო და იგი ამტკიცებდა, რომ ყველაფრის არსი


მდგომარეობს რიცხვში, მაგრამ რაც შეეხება პითაგორას პოლიტიკურ შეხედულებებს: იგი
ასაბუთებდა, რომ ადამიანს ესაჭიროება პატრონი, ამიტომ იგი უნდა ემორჩილებოდეს
წესრიგს და რომ ადამიანთა საზოგადოებისათვის ყველაზე დიდი ბოროტება
უბატონობაა, რის გამოც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი უნდა ემორჩილებოდეს
მმართველებს, პატივს სცემდეს კანონებსა და მშობლებს.

პითაგორას მიაჩნდა, რომ მმართველები გონებრივად თუ ფიზიკურად განსაკუთრებული


თვისებების მატარებლები იყვნენ. პითაგორასა და პითაგორელების პოლიტიკურ იდეალს
წარმოადგენდა ისეთი სახელმწიფო, რომელშიც მართავენ ფილოსოფოსები, სულიერად
და ინტელექტუალურად მაღალგანვითარებული ადამიანები.

2.სოკრატეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებები

ძვ.წ აღრიცხვით V საუკუნის 30- წლებში საბერძნეთში ადგილი ქონდა შიდა


განხეთქილებას, რაც საბოოლოდ გადაიზარდა პელპონესისი ომში.ამ პრეიოდში დიდი
პოპულარობით სარგებობდა სოფისტებთან ერთად ძველი ბერძენი ფილოსოფოსი
სოკრატე.

სოკრატე სოფისტების მსგავსად ახალგაზრდების აღზის საქმეს ემსახურებოდა ,მაგრამ


სოკრატეს მოძღვრება დიდად განსხვავდებოდა სოფისტების მოძღვრებისგან ,იმ მხრივ
რომ სოკრატე არისტოკრატის ინტერესებს იცავდა.ის უარყოფითათ იყო განწყობილი
ათენის დემოკრატიისადმი.მისი იდეალი არისტოკრატული წყობილება რადგან
მსახელმწიფოს განაგებს მცირე ჯგუფი მაგრამ მცოდნე და მომზადებული
ადამიანები.სოკრატე ცდილობს გაამართლოს უმცირესობის ბატონობა და
მიუთითებს,რომ გაბატონება ეს არის „სამეფო ხელოვნება“.სამეფო ხელისუფლებაშ
დაიშვება მხოლოდ ის პირი ვინც განათლებულია და ამისათვის გააჩნია სათანადო
მონაშემები.ამიტომ სოკრატე აკრიტიკებს ათენის დემოკრატიაშ მიღებულ წეს ,
რომელიც შეეხებოდა სახელმწიფოს თნამდებობებზე კენჭისყრით არჩევის წეს .მას
ასევე არმოსწონდა ათენის დემოკრატიული უმაღლესი ორგანოს სახალხოკრების
არსებობოა ვინაიდან კრებას ძირითადად ესწრებოდნენხელოსნები და
ვაჭრები.სოკრატის აზრით ეს ის ხალხია,რომელსაც არასდროს არ უფიქრია
სახელმწიფოს მართვაზე,ისინი მარტო ფიქრობენ რაიმეს იაფად ყიდვას და ძირად
გაყიდვას.(შემოსავლის მიღებას).

სოკრატე საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს სამართ ₾ის შესახებაც .მისი აზრით ,


არსებობენ დაუწერელი ანუ ღვთიური კანონები „ რომლითაც ყოვლისშემძლების
ძალა აქვთ და რომელნიც ადამიანთა მიერ დაწერილი კანონების საფუძველს
წარმოადგენენ.სოკრატე ადამიანის მიერ დაწერილ კანონებს დიდად აფასებს , მისი
აზრით ადამიანთა მიერ დაწერილი კანონები იცავს საზოგადოებას
თვითნებობიგან.სწორედ ამაზრის გამო გაწირათავი, ვინაიდან მას როდესაც მას
მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა ორი დღით ადრე შევიდა მისი მეგობარი კრიტორი
რომელმაც უთრა ცხრიდან გაქცევის გზა მაგრამ სკრატემ უარი განაცხადა იმ მოტივით
რომ თითეულმა ადამიანმა უსიტყვოდ უნდა დაიცვას და შეასრულოს კანონები .რადგან
კანონი იცავს სახელმწიფოს და საზოგადოებას.

„ნუთუ საზოგადოებას შეეძლება არსებობა თუ მასში სასამართლო გადაწყვეტილებებს


არ ექნება არავითარი ძალა?“სოკრატე მიუხედავავდ იმისა რომ დემოკრატიის
წინააღდეგი იყო, იცავდა ათენის დემოკრატიის კანონებს.

3.პლატონის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი

იმავე პერიოდში საბერძნეთში დიდი ავტორიტეტეტით სარგებლობდა პლტონი ,


რომელიც დაუახლოვდა სოკრატეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მასზე . პლატონა
ათენში დაარაასსკოლა აკადემია,რომელიც ძელი სამყაროს იდეალისტური
ფილოსოფიის აღიარებული ცენტრი იყო.ისევეროგორც სოკრატე პლატონიც
არისტოკრატიული წრეებს მიმხრო პელოპონესისი ომების შემდეგ .

პლატონი აკრიტიკებს ათენის დემოკრატიას და სპარტის არისტოკრატიუიწყობილები


სასარგებლოდ იხრება.პრატონის აზრით სახელმწიფოს უნდა მართავდნენ
ფილოსოფოსებირომელნიც არიან მცოდნენი და შეუძ₾იათ წამოაყენონ იდეები . მისი
აზრით, ფილოსოფოესბი ადამიანთა ის კატეგორიაა, რომელთა მოალეობას
სახელმწიფოს მართვა შეადგენს.იგი აღნიშნავს რომ როდესაც ფილოსოფოსები
განახორციელებენ ხელისუფლებას, მაშნ ისინი იხელმძღანელებენ თავისი
შეხედულებებით და არა კანონებით, რადგან ისინი უშვალოდ ჭვრეტენ იდეათა
სამყაროს და ამის მიხედვით უხელმძღვანელებენ სახელმწიფოს.

პრატონი იდელური სახელმწიფოს ორ პროექტს აყალიბებს, პირვველი პროექტი


მოიცავს პლატონისეურ შეხედულებებს

მან დაყო თავისუფალი მოსახლეობა სამ ნაწილად:


1)ფილოსოფოსეი ანუ სახელმწიფოს გამგებლები

2)მეომრები ანუ სახელმწიფოს დამცველები

3)ხელოსნები და მიწათმოქმედნი,რომელნიც ქმნიან მატერიაურ დოვლათს .

საზოგადოების წოდებებად დაყოფას ის ასაბუთებდა იმით რომადამიანის წოდებებად


დაყოფა ანუ უთანასწორობა თანდაყოლილი, ობიექტური მოვლენა იყო. პლატონი
ცალ-ცალკე ახასიათებს წოდებებს და მიუთითებს,რომ მეომრები და
ფილოსოფოსებიგაანსაკუთრებული რანგის ადამიანები არიან,რომლებიც
განთავისუფლებულები არიან ყოველგვარ სხვა საქმიანობისაგან,გარდა შესაბამისად
სახელმწიფოს მართვისა და სამხედრო საქმისა.რაც შეეხებამესამე წოდებას ,
პლატონის აზრით მათ დიდი პრივილეგიები არ ენიჭებათ, თმცა იდეალური
სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს მიეკუთნება. პლატონის იდეალური
სახელმწიფოში უმნიშნელოვანესი როლი ექცევა მოქალაქეთა სახელმწიფოებრივ
აღზრდას.მისი აზრით გოგოებმა და ბიჭებმა უნდა მიიიღნ ერთნაირი აღზრდა .პლატონი
შეიძლება ითქვას აიდიალებს სპარტას არისტოკრატიულ რესპუბლიკას . ასევე
პლატონი ეხება სახელმწიფოს ფორმის საკითხსაც მისთვის იდეალური სახელმწიფოს
ფორმაა არისტოკრატია, რომელშც ბატონობენ საუკეთესოები, ბრძენი ადამიანები ,
ფილოსოფოსები.პლატონი ცდილობს ჩამოაყალიბოს მოსაზრება ერთი ფორმის
სახელმწიფოს მეორეთ შეცვლის მიზეზის შესახებ. მისი აზრით, ამის მიზეზია
სახელმწიფოში იდეოლოგიური უთანხმოები,როგორიცაა მმართველთა და
ქვეშევრდომთა ზნეობის დაცემა, ასევე ის გარემოება , რომ მმართველებიხდებიან
მეტად ხარბინ, ხელისუფლების მოყვარული და სხვა.

პლატონის მეორე პროექტშიიდეალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ბევრი რამაა


გამეორებული პირველი პროექტიდან,აქაც პლატონი კვლავ მოითხოვს ქალისა და
მამამაკაცის უფლებრივ თანასწორობაზე ,ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი
აღზრდისა;ამ პროქეტშიც პლაატონი მოითხოვს რომ საზოგადოებისა და
სახელმწიფოს უნდა განაგებდეს არა უბრალო ხალხი,არამედ - არისტოკრატია .

ამასთან ერთად პროექტში განსხვავებებსაც ვპოულობთ

1. მეორე პროექტში მთლიანად უარყოფილია კოლექტიური


საკუთრების იდეა და პლატონი ქადაგებს კერძო საკუთრების
უფლებას.
2. საცხოვრებელი შენობები სახელმწიფო საკუთრებაში შედის, რომელიც
ნაწილდება მოსახლეობაში.
3. მოსახლეობა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით ოთხ თანრიგად
იყოფა.
4. ის პირნი ვინც ფიზიკურ შრომას ეწევიან, თვისუფალ მოქალაქეთა
რიცხვიდან ამოირიცხებიან.ხელოსნებს აქვთ თავისუფლება მაგრამ
არა აქვთ მოქალაქეობის უფლება.მიწადმოქმედებას ახორცილებენ
მონები.
5. მოქალაქეები ცხოვრობენ მონათა დახელოსანთა
ხარჯზე.სახელმწიფო ვაჭრობა მეტად იზღუდება.მოქალაქეებს იგი
ეკრძალებათ.
6. სახელმწიფოებრივ წყობილებად კვლავ არისტოკრატიული
რესპუბლიკა დასახელებული. თუმცა სახელმწიფოში მოქმედებს
სახალხო კრება, გათვალისწინებუია არჩევით ორგანო 360 კაცისგან
შემდგარი საბჭო.
7. სახელმწიფო სათავეში უნდა იდგნენ არა ფილოსოფოესბი არამედ
უხუცესები, ობიექტურად მოაზროვნე ადამიანები.კანონმდებლობა
უნდა იცავდეს არსებულ წესწყობილებას. სახელმწიფოს უმაღლეს
თანამდებობის პირთა კოლეგიას შეადგენს 37 მმართველი ანუ
კანონთა მცველები.
8. პლატონი მეორე პროქეტში ხაზს უსვამს რელიგიაზე. აქ პლატონი
მიუთთბს რომ ურწმუნოებას მივყავართ არეულობამდე.

4.არისტოტოელეს პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღრებანი

არისტოტელეს პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებანი-იგი იყო წარსულის


უდიდესი მოაზროვნე,ძველი საბერძნეთის მონათმფლობელური დემოკრატიის მომხრე
და დამცველი.არისტოტელე დაიბადა ექიმის ოჯახში.ახალგაზრდობაში იგი პლატონის
მიერ დაარსებულ აკადემიაში სწავლობდა.წლების განმავლობაში იგი მაკედონიაში
ცხოვრობდა და ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყი.მაკედონიიდან
დაბრუნების შემდეგ მან დაარსა სკოლა სადაც თითქმის 12 წლის განმავლობაში
ასწავლიდა.იგი დაუპირისპირდა თავის მასწავლებელ პლატონს და უარყო მისი
მოძღვრება იდეათა სამყაროს შესახებ.მაგრამ ის არ გამხდარა თანამიმდევარი
მატერიალისტი.არისტოტელე მერყეობდა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის .იგი
როდესაც ეხება საზოგადოებრივი წყობის საკითხს ასაბუთებს და ამართლებს
მონობას.არისტოტელე აკრიტიკებს ზოგიერთ სოფისტს რომლებიც ადამიანთა
ბუნებით თანასწორობას ქადაგებდნენ და მიუთითებს მონობის სამართლიანობაზე .ის
ასაბუთებდა რომ ზოგიერთი ადამიანი მოწოდებულია მონა იყვეს .ასეთებად იგი
ბარბაროსებს ასახელებდა.მისი აზრით, ბერძნები არასოდეს არ უნდა იყვნენ
მონები,რადგან ისინი განსხვავებული თვისებებით არიან
დაჯილდოებულნი.არისტოტელე მონას უწოდებს სულიერ საგანს,მოლაპარაკე
იარაღს,რომელთანაც არ შეიძლება მეგობრობა ისევე როგორც ცხენთან,ხართან და
სხვა.არისტოტელე მოუწოდებს მონათმფლობელებს იყვნენ მონათა მიმართ
მომთხოვნი,მაგრამ ზომიერნი.იგი წინააღმდეგია მეტისმეტი
გამდიდრების,მევახშეობის,ვაჭრობის ფართოდ განვითარების.არისტოტელე
პლატონისაგან განსხვავებით,კერძო საკუთრების მომხრეა .იგი თავის მოსაზრებას
გამოთქვამს სახელმწიფოს შესახებაც.მისი აზრით,სახელმწიფოს წარმოშობა
განაპირობა იმ ფაქტმაც რომ ხალხი მიდრეკილია თანაცხოვრებისკენ,რომ ადამიანი
პოლიტიკური არსებაა.ადამიანთა ასეთ მიდრეკილებას მივყავართ ოჯახის
წარმოშობამდე ხოლო შემდეგ ოჯახებისაგან წარმოიშობა სოფელი,სოფლისაგან -
სახელმწიფო.არისტოტელე გვთავაზობს სახელმწიფოს ასეთ განმარტებას:
“სახელმწიფო არის ოჯახებისა და გვარების კავშირი,შექმნილი
ბედნიერი,სრულყოფილი და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”.მისი
აზრით,სახელმწიფოს გარეშე ადამიანებს არსებობა არ შეუძლიათ.ასევე მას საკუთარი
მოსაზრება გააჩნდა სამართალზეც,მისი აზრით სამართალი არის პოლიტიკური
სამართლიანობა ანუ სახელმწიფოში დამყარებული წესრიგი.იგი მიუთითებს ,რომ
სამართალი საერთო სარგებლიანობასემსახურება.არისტოტელეს აზრით ,სამართალი
გამოიყენება მხოლოდ თანასწორუფლებიან ადამიანებს შორის,უთანასწოროთა
შორის სამართლის გამოყენებას შეუძლებელია.ამიტომ არ არის სამართალი ბატონსა
და მონას შორის,მამასა და შვილს შორის.არისტოტელე მიუთითებს რომ არსებობს
დაუწერელი სამართალიც,ასეთი კი მისი აზრით,ადათობრივი სამართალია ,ასევე
დაუწერელი სამართლის ქვეშ არისტოტელე ბუნებით სამართალს
გულისხმობს,რომელიც არსებობს მიუხედავად იმისა ცნობენ თუ არა მას
სახელმწიფოები და რომელიც დაწერილი სამართლის საფუძველია.მისი
აზრით,სამართლიანია ყველაფერი ის,რაც შეესაბამება კანონებს,ხოლო უსამართლოა
ის,რაც არღვევს კანონს.არისტოტელე ერთმანეთისაგან განანსხვავებს ორი სახის
სამართლიანობას: 1) განტოლებითი (გათანაბრებითი) სამართლიანობა და 2)
განაწილებითი სამართლიანობა.პირველის ამოცანა მდგომარეობს იმის
გათანასწორებაში,რაც ეკონომიურ სფეროში მოქალაქეებს ეკუთვნით,ხოლო მეორე
არის სიკეთის განაწილება მოქალაქეთა ღირსების მიხედვით,ინდივიდთა
თავისებურებების შესაბამისად.იგი იცნობს ასევე სახელმწიფოს სამართლიან და
უსამართლო ფორმებს.მისი აზრით,სამართლიანია:მონარქია,არისტოკრატია და
პოლიტეა.ტირანიას, ოლიგარქიასა და დემოკრატიას იგი სახელმწიფოს უსამართლო
ფორმებს უწოდებს.არისტოტელე უპირატესობას ანიჭებს პოლიტეას,რომელშიც
ბატონობენ საზოგადოების საშუალო ფენები და წარმოადგენს დემოკრატიისა და
ოლიგარქიის შენაერთს.ამრიგად არისტოტელეს არ მოსწონს ათენის
დემოკრატია.შეიძლება ითქვას,რომ არისტოტელე მომხრეა იმისა,რომ სახელმწიფოს
ხალხი განაგებდეს,მაგრამ არა ღარიბ-ღატაკები,არამედ საზოგადოების საშუალო
ფენა.არისტოტელეს მოსწონს ათენში სოლონის რეფორმების შედეგად
ჩამოყალიბებული სახელმწიფო,რომელიც აგებულია ოლიგარქიის,დემოკრატიისა და
არისტოკრატიის პრინციპებზე.არისტოტელე პლატონის მსგავსად იძლევა
სახელმწიფოს მოწყობის იდეალურ სურათს.მისი აზრით,სახელმწიფო
ტერიტორიულად და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით საშუალო ზომის უნდა
იყოს.ასევე შენარჩუნებულია მონობა.ფიზიკურად შრომობენ მონები და
ხელოსნები.მიწა ეკუთვნის მხოლოდ სახელმწიფოს მოქალაქეებს.ხელოსნებსა და
მიწათმოქმედებს საკუთარი მიწა არ გააჩნიათ.ასევე სახელმწიფოს მორიგეობის
მართავენ მოქალაქეები.ახალგაზრდები მხოლოდ ემორჩილებიან და სწავლობენ
სახელმწიფოს მართვას,მაგრამ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდგომ
მართავენსახელმწიფოს.

You might also like