Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

„ჩატეხილი ხიდი“ ანუ გაუცხოების პრობლემა დღევანდელ საზოგადოებაში

ნაწარმოებში „ოთარაანთ ქვრივი“ ილია ჭავჭავაძე ეხმიანება ხიდჩატეხილობის


პრობლემას. გაუცხოება, რომელიც არა მხოლოდ სოციალურ ფენებს შორის, არამედ
ადამიანებს შორისაც იკვეთება უკვდავი პრობლემაა. ადამიანები სოციალური
არსებები არიან, რომელთაც განსხვავებული ტიპის ურთიერთობების მოთხოვნილება
აქვთ. თუმცა საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი დოგმები ყველაფრის მათ შორის
ურთიერთობების შესახებ. ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი როცა ამ დოგმებს არღვევს,
ხიდი დანარჩენ საზოგადოებსა და მათ/მას შორის ტყდება.

ამ ნაწარმოებში ორივე შემთხვევის ნათელი მაგალითია მოყვანილი. განვიხილოთ


ადამიანსა და ადამიანს შორის ჩატეხილი ხიდი. მართალია, ოთარაანთ ქვრივი და
მისი შვილი გიორგი არ არიან მარგინალური პერსონაჟები, მაგრამ თავიანთი
ცხოვრების წესით ისინი ეწინააღმდეგებიან თანასოფლელთა ფასადურ ცხოვრებას. ეს
კი ოთარაანთ ქვრივის ოჯახსა საზოგადოებას შორის უფსკრულს აჩენს, მიუხედავად
იმისა რომ საზოგადოება აშკარად აღიარებს მათ უპირატესობას გარკვეულ
საკითხებში. მათი უპირატესობა ოთარაანთ ქვრივის მიერ შექმნილი მორალური
სამყაროა, რომელშიც თავად და გიორგი ცხოვრობენ. გარშემო საზოგადოება კი
რომელიც სიკეთეს, მოკრძალებას, შრომისმოყვარეობას და სამართლიანობას ვერ
იღებს. ასევე ვერ იღებს გიორგის მსგავსებას დედის მიმართ, ვინაიდან მათთვის
უცნობია გიორგისთვის დამახასიათებელი ვაჟკაცური თვისებები.

ამ ნაწარმოების დაწერიდან 2 საუკუნე გავიდა და იგივე პრობლემაა ნათლადაა


სახეზე. ადამიანებს სხვისი განსხვავებულობის მიღება და გაგება არ გვინდა, შედეგად
კი ერთმანეთს შორის ხიდს ვტეხთ და მის შეკეთებაზე არც კი ვფიქრობთ. ეს
პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევი თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების
ფონზე გახდა. ამ ყველაფრის გამო „განვითარებას“ რომ ვუწოდებთ ადამიანებმა
შევწყვიტეთ ერთმანეთის ატანა და გატანა, რადგან გვგონია რომ ინტერნეტში, სადაც
ადამიანები არ გვჭირდებიან სამყარო უკეთესია. ამ „უკეთესის“ განვითარების
მცდელობაში კი მთავარი დავივიწყეთ: როგორ შევქმნათ მყარი ურთიერთობები,
როგორ ვისიამოვნოთ ნამდვილ ცხოვრებაში და როგორ გვიყვარდეს ისე
თავდავიწყებით, როგორც მაგალითად გიორგის უყვარდა კესო. მივიწყებულმა
ცოდნამ კი უფსკრული ცალკეულ პიროვნებებს შორის უფრო გააღრმავა.

ნაწარმოები „ოთარაანთ ქვრივი“ კიდევ ერთი ჩატეხილი ხიდის შესახებ გვიყვება. ეს


ხიდი თავადებს და გლეხებს შორის არის ჩატეხილი ზედმეტად ღრმა უფსკრულის
თავზე. გლეხები თავადებს სურვილით და შურით სავსე მზერით შესცქერიან,
თავადები კი გლეხებს საერთოდ ვერ ხედავენ. თუმცა ა ეს ჩატეხილი ხიდი კი
ადამიანებს თვალებზე ლიბრს აკრავს და ერთმანეთისას ვერც კარგს და ვერც ცუდს
ვეღარ ხედავენ. ამის ნათელი მაგალითია კესოს მიუხვედრელობა გიორგის
გრძნობების მიმართ, ანდაც ხალხის დამოკიდებულება არჩილის და კესოს მიერ
გიორგის დაკრძალვისთვის გაწეულ ღვაწლზე. თუმცა როგორც ნაწარმოებში ასევე
რეალობაშიცაა გამონაკლისები. ნაწარმოებში ზემოთხსენებული გამონაკლისი
არჩილია, რომელიც არათუ საზოგადოებისგან, არამედ საკუთარი დისგან
განსხვავებითაც კი უყურებს სამყაროს და მათ შორის ჩატეხილ ხიდებს. არჩილი
გლეხებს ინტერესის თვალით უყურებს და ხედავს და ამბობს იმას რასაც ჰამლეტი
ამბობდა ჰამლეტის სიტყვებიც :,,ბევრი რამ არის ამ ქვეყნად ,რაც ფილოსოფოსებს არც
კი დასიზმრებიათ.“ განათლებული არჩილი აღფრთოვანებით უყურებს გლეხებს და
განსაკუთრებით გიორგის. იგი გიორგის ნელ-ნელა ეცნობა და ისეთი ინტერესით
აკვირდება როგორც კარგი მკითხველი კითხულობს საინტერესო წიგნს. არჩილი
გლეხებისა და გიორგისგან განსხვავებულ ცოდნას ითვისებს, ცოდნას რომელიც
წიგნებში არ სწერია და სინანულით აღიარებს იმ ფაქტს რომ მის და გიორგის
სამყაროებს შორის ხიდი ჩატეხილია. ნაწარმოებში ამ პრობლემის მოგვარების გზა არ
ჩანს რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აღიქვამს, როგორც პრობლემას,
პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი კი პრობლემის აღიარებაა.

სოციალურ ფენებს შორის გაჩენილი უფსკრული დღესდღეობით ნაკლებად


შესამჩნევია, თუმცა მეტად გამოკვეთილია ეს პრობლემა სხვადასხვა საზოგადოებებს
შორის. 21 საუკუნეში ყველაფერს იარლიყს ვაწებებთ და ზედ მათთვის
დამახასიათებელ შეხედულებებს თვისებებს და რეაქციებს ვაწერთ. ეს კი
საზოგადოების დაყოფას და დანაწევრებას იწვევს მარგინალურ და ნაკლებად
მარგინალურ ჯგუფებთან. მედია, ცალკეული ორგანიზაციები და ინსტიტუტები ამ
პოლარიზაციას ამწვავებენ და ამ ჯგუფებს შორის უფსკრულს აღრმავებენ.

Gen Z და მილენიალები, „ნაცები და ქოცები“, ლიბერალები და კონსერვატორები-


დღეს ყველა მათგანს შორის გაჩენილი უფსკრული ამოუვსებელია. ადამიანები
ერთმანეთს ასაკის, პოლიტიკური შეხედულების და ორიენტაციის გამო განსჯიან და
არ ფიქრობენ რა იმალება ყდის მიღმა.მშობლები შვილებს ვერ უგებენ, გასაგები
მიზეზების გამო, მაგრამ არც ცდილობენ ხარისხიანი კონტაქტი დაამყარონ
შვილებთან. შვილები კი შესაბამისად ჯანყდებიან, ცდილობენ ყველა ღირებულება
რაც მათი მშობლების თაობას ჰქონდა ნაგავში მოისროლონ და იყვნენ ამ ქვეყნად
ყველაზე „თავისუფალი“ თაობა. ყველა ჯგუფი კი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი
ნიშნის გამო დაყოფილები, ერთ მთავარ შეცდომას უშვებს, არ ცდილობს მედალი
ორივე მხრიდან შეათვალიერონ და სამყაროს მხოლოდ თავისი ვიწრო ხედვის
არეალიდან განსჯიან.

შესაბამისად ყველა ზემოთქმული პრობლემის მოგვარების გზა ურთიერთობა და


საუბარია. საუბარი ჩვენს შეხედულებებზე, იდეებზე, პრობლემებზე და რაც
მთავარია ეს საუბრები, ცალსახად, კონკრეტულ სფეროებში განათლებული ხალხის
მიერ წარმართულ, ფაქტებით გაჯერებულ დებატებს უნდა წარმოადგენდეს და არა იმ
ცირკს რასაც დღეს-დღეისობით საუბარს ეძახიან, რადგან არაკომპეტენტური
ადამიანების მიერ წარმართული დებატები მეტწილად პოლარიზაციას უწყობს ხელს

You might also like