Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 223

1

agaTa kristi

Agatha Cristie

თაგმნა პაატა ჩხეიძემ

2
ეძღვნება ჩემს მეგობრებს,
ჯეფრი და ვაიოლეტ
შიფსთონებს

3
რეჟისორი
სერ ჩარლზ კარტრაიტი

რეჟისორის თამაშემწეები
მისტერ სატერთუეითი და
მის ჰერმიონა ლიტონ გორი

კოსტიუმები
„ამბროზინ ლიმიტედი“

განათება
ერკიულ პუარო

4
ეჭვი

ყვავების ბუდე

მისტერ სატერთუეითი „ყვავების ბუდის“ ტერასაზე იჯდა და უყუ-


რებდა, როგორ ამოდიოდა სახლის პატრონი, მისტერ კარტრაიტი,
ზღვის სანაპიროდან მომავალ ბილიკზე.
„ყვავების ბუდე“ თანამედროვე, გაუმჯობესებული ტიპის ბუნგა-
ლო იყო. არავითარი ხის მასალა, ფრონტონები და მესამეხარისხო-
ვანი არქიტექტორის გულის გამხარებელი სხვა ზედმეტობა, არამედ
ქვის თეთრი შენობა, გაცილებით დიდი შიგნით, ვიდრე გარედან ჩა-
ნდა. ეს სახელი იმიტომ უწოდეს, რომ კლდეზე იდგა, საიდანაც გაშ-
ლილი ხელისგულივით მოჩანდა ლუმაუთის ნავსადგური. მყარი ბა-
ლუსტრადით დაცული ტერასის ერთი კუთხიდან ზღვასთან დამაკავ-
შირებელი ფლატე იწყებოდა. შემოვლითი, მიხვეულ-მოხვეული გზ-
ით ქალაქამდე ერთი მილი იქნებოდა, მეთევზეთა ციცაბო ბილიკით
კი – ფეხით შვიდიოდე წუთის სავალი. სწორედ მას მოუყვებოდა ახ-
ლა მისტერ კარტრაიტი, შუახნის ტანადი, მზენაკრავი მამაკაცი, რო-
მელსაც ნაცრისფერი ფლანელის ძველი შარვალი და თეთრი სვიტე-
რი ეცვა. ხელები იდაყვებში მოეხარა და რწევა-რწევით მოდიოდა.
ათიდან ცხრა ადამიანს ყოფილი მეზღვაური ეგონებოდა, მეათე კი,
უფრო დაკვირვებული, დაეჭვდებოდა. თვალწინ დაუდგებოდა გემბ-
ანი, შხუნა, ოღონდ არა ნამდვილი, არამედ სცენური, სქელ ქსოვი-

5
ლზე დახატული, მზის ნაცვლად ხელოვნური შუქით განათებული,
საიდანაც ჩარლზ კარტრაიტი ინგლისელი მეზღვაურისა და ჯენტლმ-
ენის მჟღერი, სასიამოვნო ხმით ამბობდა:
– არა, სერ, ვშიშობ, არა მაქვს პასუხი თქვენს შეკითხვაზე.
ხმაურით დაეშვა მძიმე ფარდა, დარბაზი განათდა, ორკესტრმა
დასკვნითი აკორდები დააგუგუნა. თმაზე ბაფთამიმაგრებული ქალ-
იშვილები მაყურებელს შოკოლადსა და ლიმონათს სთავაზობენ.
დასრულდა პირველი აქტი „ზღვის ძახილისა“, რომელშიც კაპიტან
ვენსთოუნის როლს ჩარლზ კარტრაიტი ასრულებდა.
მისტერ სატერთუეითი თავისი სადამკვირვებლო პუნქტიდან ღი-
მილით იყურებოდა დაბლა.
ეს ტანდაბალი, ხმელ-ხმელი კაცი, მისტერ სატერთუეითი, გამო-
უსწორებელი, მაგრამ სასიამოვნო მანერების სნობი, თეატრისა და
ხელოვნების მფარველი, რომელსაც ყოველთვის იწვევდნენ მაღა-
ლი საზოგადოების სხვადასხვა ღონისძიებასა თუ წვეულებაზე (სტუ-
მართა სია მთავრდებოდა სიტყვებით: „და მისტერ სატერთუეითი“),
ჭკუითაც გამოირჩეოდა და ადამიანის ბუნების მცოდნედაც ითვლე-
ბოდა.
– ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი, – ჩაილაპარაკა მან და თავი გა-
დააქნია, – არა, ამას ნამდვილად ვერასოდეს ვიფიქრებდი.
ტერასიდან ნაბიჯების ხმა მოესმა და იქით შეტრიალდა. ჭაღა-
რათმიანმა ზორბა მამაკაცმა სკამი მიიჩოჩა და დაჯდა. მის სახეზე
აშკარად იკითხებოდა პროფესია – „ჰარლისტრიტელი ექიმი“. სერ
ბართოლომიუ სთრეინჯმა ბევრს მიაღწია თავის პროფესიაში – ის
ნერვული აშლილობების ცნობილი სპეციალისტი იყო და რაინდის
წოდებაც მიეღო ცოტა ხნის წინათ, ბრიტანეთის მონარქის დაბადე-
ბის დღეს.
ის მისტერ სატერთუეითისკენ გადაიხარა და უთხრა: – აბა, მით-
ხარით, რას ვერ იფიქრებდით.
მისტერ სატერთუეითმა ღიმილით გახედა აღმართზე სწრაფად
მომავალ ადამიანს და მიუგო: – ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ სერ
ჩარლზს ასე ესიამოვნებოდა ამდენ ხანს ყოფნა... ე-ე... დევნილობა-

6
ში.
– ღმერთმანი, ვერც მე! – სერ ბართოლომიუმ გაიცინა და უკან
გადასწია თავი, – ჩარლზს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიცნობ. ერთად
ვსწავლობდით ოქსფორდში. ყოველთვის უკეთ თამაშობდა ცხოვ-
რებაში, ვიდრე სცენაზე! ჩარლზი მუდამ თამაშობს. ამას ვერაფერს
უხერხებს – ასეა მოწყობილი. ჩარლზი ისე გადის ოთახიდან, რო-
გორც მსახიობი – სცენიდან, და შესაფერის რეპლიკასაც ამბობს. ძა-
ლიან მოსწონს სხვადასხვა როლის შესრულება. ორი წლის წინათ
თეატრი მიატოვა და განაცხადა, რომ სოფელში, მაღალი საზოგა-
დოებიდან შორს სურს ცხოვრება და ზღვის თავისი ძველი სიყვარუ-
ლის დაკმაყოფილება. აქ ჩამოვიდა და „უბრალო სოფლური კოტე-
ჯის“ აშენება დაიწყო. სამი სააბაზანო და ნაირგვარი თანამედროვე
მოწყობილობები! სატერთუეით, თქვენსავით მეც არ მეგონა, თუ ეს
ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჩარლიც ხომ ად-
ამიანია და აუდიტორია სჭირდება. აქ კი ვინ არის? ორი-სამი გადამ-
დგარი კაპიტანი, დედაბრების ჯგუფი და პასტორი. მეგონა, ზღვის აკ-
ვიატებული სიყვარულის მიუხედავად, მოჰბეზრდებოდა უბრალო
სოფლელის როლის შესრულება და ექვს თვეში გაიქცეოდა. მეგონა,
მისი მომდევნო როლი მაღალი საზოგადოებისგან დაღლილი დენ-
დი იქნებოდა, ვთქვათ, მონტე-კარლოში, ან შესაძლოა ლორდი –
შოტლანდიის მთებში. ჩარლზი მრავალმხრივი პიროვნებაა, – ექიმი
გაჩუმდა. მისთვის ეს გრძელი სიტყვა იყო. ერთხანს გულთბილი ღი-
მილით მიაჩერდა აღმართზე მომავალ კაცს, რომელმაც არ იცოდა,
რომ აკვირდებოდნენ, და ორიოდე წუთში მათ შეუერთდებოდა, –
მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდით და მას ჯერაც არ მოჰყირჭებია სო-
ფლური ცხოვრება.
– ადვილია შეცდე თეატრალობისკენ მიდრეკ-ილ ადამიანში, –
ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა, – არ ღირს მისი გულწრფე-
ლობის სერიოზულად აღქმა.
ექიმმა თავი დააქნია და ფიქრიანად თქვა: – დიახ, მართალი
ხართ.
ჩარლზ კარტრაიტმა ტერასის საფეხურები ამოირბინა და მხიარ-

7
ულად მიესალმა იქ მყოფთ.
– „მირაბელმა“ მოლოდინს გადააჭარბა, – განაცხადა მან, – სამ-
წუხაროა, რომ არ წამოხვედით, სატერთუეით.
მისტერ სატერთუეითმა თავი გადააქნია. ის ბევრჯერ დაიტანჯა
ლამანშის გადაცურვისას და არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ მისი კუ-
ჭი მშვიდად იქნებოდა გემზე. ამ დილით საძინებლის ფანჯრიდან აკ-
ვირდებოდა „მირაბელს“. ძლიერი ქარი ქროდა და მისტერ სატერ-
თუეითი ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ხმელეთზე იყო
სერ ჩარლზი სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან მივიდა და სასმე-
ლი შეუკვეთა.
– ტოლი, არც თქვენ გაწყენდათ იახტაზე ყოფნა, – მიმართა თა-
ვის მეგობარს, – ცხოვრების ნახევარს ხომ ჰარლისტრიტზე ატარე-
ბთ, სადაც თქვენს პაციენტებს ზღვაზე გასეირნების სარგებლობაში
არწმუნებთ.
– ექიმს ერთი უდიდესი უპირატესობა აქვს, – თქვა სერ ბართო-
ლომიუმ, – ვალდებული არ არის თავის რჩევებს მისდიოს.
სერ ჩარლზს გაეცინა. გაუცნობიერებლად კვლავაც როლს ასრუ-
ლებდა – უდარდელი და ცოტა უხეში მეზღვაურისას. ეს იყო ლამაზი,
უზადო აღნაგობის მამაკაცი. გამხდარ სახეზე ირონიული გამომეტ-
ყველება აღბეჭდოდა, შევერცხლილი საფეთქლები ხიბლს უფრო
მატებდა. მის გარეგნობაში აშკარად იკითხებოდა, რომ თქვენ წინა-
შე, პირველ ყოვლისა, ჯენტლმენი იდგა და მხოლოდ შემდეგ – მსა-
ხიობი.
– მარტო იყავით იახტაზე? – ჰკითხა ექიმმა-
– არა, – სერ ჩარლზი შეტრიალდა, რათა ბოკალი აეღო ლან-
გრიდან, რომელიც კოხტა მოახლეს ეჭირა, – ჩემს მარჯვენა ხელ-
თან, უფრო ზუსტად, ქალიშვილთან ერთად. მას ეგი ჰქვია
მის ხმაში შეცბუნების კილო გახმაურდა. მისტერ სატერთუეითმა
ცნობისმოყვარეობით შეხედა თანამოსაუბრეს.
– მის ლიტონ გორი? მგონი, კარგად ერკვევა იალქნებსა და იახ-
ტებში, არა?
სერ ჩარლზმა სევდიანად გაიღიმა.

8
– მის გვერდით ახალბედად ვგრძნობ თავს, თუმცა ბევრი რამ
ვისწავლე.
„საინტერესოა, – გაუელვა თავში მისტერ სატერთუეითს, – ეგ
ლიტონ გორი... ალბათ, ამიტომაც არ მოჰბეზრდა აქაურობა... მის
ასაკში. სახიფათო ასაკში. ასეთ დროს ყოველთვის გამოჩნდება
ახალგაზრდა ქალი“.
– ზღვა... – განაგრძო სერ ჩარლზმა,– ვერაფერი შეედრება ზღ-
ვას, მზესა და ქარს... და მოკრძალებულ სახლს, სადაც დაბრუნება
შეგიძლია.
მან უკან მიიხედა და კმაყოფილებით შეათვალიერა თეთრი შე-
ნობა, აღჭურვილი სამი სააბაზანოთი, ცივი და ცხელი წყლით, თანა-
მედროვე ელექტროგაყვანილობით, ცენტრალური გათბობის უახ-
ლესი სისტემითა და დამხმარე პერსონალის შტატით, რომელშიც
შედიოდნენ მოახლე, დამლაგებელი, მზარეული და ჭურჭლის მრეც-
ხავი. დიახ, სერ ჩარლზს თავისებური შეხედულება ჰქონდა უბრალო
სოფლურ ცხოვრებაზე.
სახლიდან მაღალი, ძალზე შეუხედავი ქალი გამოვიდა და მათ-
კენ გამოემართა.
– დილა მშვიდობისა, მის მილრეი.
– დილა მშვიდობისა, სერ ჩარლზ. დილა მშვიდობისა (თავის
ოდნავ დაკვრა დანარჩენი ორის მისამართით.) აი, სადილის მენიუ.
რამის შეცვლა ხომ არ გსურთ?
სერ ჩარლზმა მენიუ გამოართვა და ჩაილაპარაკა:
– ახლავე ვნახავ... კანტალუპა ნესვი, ბორშჩი, ახალი სკუმბრია,
სუფლე „სიურპრიზი“, კანაპე „დიანა“... არა, ვფიქრობ, ჩინებულია,
მის მილრეი. ყველანი ხუთისნახევრიან მატარებელს ჩამოჰყვებიან.
– ჰოლგეითს უკვე ავუხსენი, რა უნდა გააკეთოს. სხვათა შორის,
სერ ჩარლზ, მაპატიეთ, მაგრამ ჯობია, მეც თქვენთან ერთად ვისა-
დილო დღეს.
სერ ჩარლზი გაოცდა, თუმცა თავაზიანად უპასუხა: – სიამოვნე-
ბით, მის მილრეი... მაგრამ... ე-ე...
მის მილრეიმ მშვიდად აუხსნა:

9
– წინააღმდეგ შემთხვევაში, სერ ჩარლზ, სუფრასთან ცამეტი კა-
ცი აღმოჩნდება, ბევრი ადამიანი კი ცრუმორწმუნეა, – ქალმა ისეთი
კილოთი თქვა ეს სიტყვები, თითქოს სადილობისას ყოველ საღამოს
უყოყმანოდ ჯდებოდა მეცამეტე კაცად. მან განაგრძო, – ვფიქრობ,
ყველაფერი მოგვარებულია. ჰოლგეითს ვუბრძანე, რომ მანქანით
მოიყვანოს ლედი მერი და ბებინგტონები. სწორია?
– აბსოლუტურად. სწორედ ახლა უნდა მეთქვა თქვენთვის ეს.
მის მილრეის შემწყნარებლური ღიმილი აღებეჭდა ულამაზო სა-
ხეზე და წავიდა.
– საოცარი ქალია, – აღფრთოვანებით განაცხადა სერ ჩარლზმა,
– ყოველთვის მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვა და კბილებს
გამიხეხავს.
– უაღრესად კომპეტენტურია, – შენიშნა სთრეინჯმა
– უკვე ექვსი წელია ჩემთანაა, – თქვა სერ ჩარლზმა, თავდაპირ-
ველად ჩემი მდივანი იყო ლონდონში, აქ კი ეკონომის მოვალეობას
ასრულებს. საათივით აქვს საქმე აწყობილი, მაგრამ წასვლას აპი-
რებს.
– რატომ?
– ამბობს, – სერ ჩარლზმა ეჭვნეულად მოისრისა ცხვირი, – ამბ-
ობს, რომ დედა ჰყავს ავად. თუმცა მე არ მჯერა. ასეთ ადამიანებს სა-
ერთოდ არ ჰყავთ დედა. მათ დინამომანქანა აჩენთ. არა, რაღაც სხ-
ვა მიზეზია.
– შესაძლოა, – თქვა სერ ბართოლომიუმ, – ხალხმა ჭორაობა
დაიწყო.
– ჭორაობა? – მსახიობი თანამოსაუბრეს მიაჩერდა, – რაზე?
– ძვირფასო ჩარლზ, მშვენივრად იცით, რაზე ჭორაობენ ყველა-
ზე ხშირად.
გულისხმობთ რომ ჭორაობენ მასზე... და ჩემზე? ასეთი სახის
პატრონთან? მის ასაკში?
– ჩემი აზრით, ის ჯერ ორმოცდაათისაც არ იქნება.
– ალბათ, – სერ ჩარლზი ჩაფიქრდა, – ტოლი, ხუმრობა იქით
იყოს და, დააკვირდით მის სახეს? მას ორი თვალი, ცხვირი და პირი

10
აქვს, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც სახეს – ქალის სახეს – უწოდებენ.
ყველაზე ინტრიგანი ჭორიკანა დედაბერიც ვერ იეჭვებდა, რომ შეს-
აძლოა სექსუალური ლტოლვა მქონდეს ასეთი გარეგნობის ქალის
მიმართ.
– თქვენ სათანადოდ არ აფასებთ ბრიტანელი შინაბერას წარმო-
სახვის უნარს.
სერ ჩარლზმა თავი გადააქნია.
– არ მჯერა ამის. მის მილრეი ისეთი რესპექტაბელურია, რომ
ამას ბრიტანელი შინაბერაც კი აღიარებს. სათნოებისა და რესპექ-
ტაბელურობის განსახიერებაა... და საოცრად სასარგებლო. მე ყო-
ველთვის შეუხედავ ქალს ვირჩევ მდივნად.
– ბრძნული გადაწყვეტილებაა.
სერ ჩარლზი ერთხანს რაღაცაზე ფიქრობდა. მისი ყურადღების
მისაპყრობად სერ ბართოლომიუმ ჰკითხა: – ვინ მოვა დღეს?
– მაგალითად, ენჯი.
– ენჯელა სატკლიფი? შესანიშნავია.
მისტერ სატერთუეითი ცნობისმოყვარეობით გადაიხარა წინ. ერ-
თი სული ჰქონდა, სტუმრების ვინაობა გაეგო. ენჯელა სატკლიფი
ცნობილი მსახიობი იყო – არცთუ ახალგაზრდა, თუმცა ჯერაც სარ-
გებლობდა პოპულარობით მაყურებელს შორის თავისი მომხიბლა-
ობისა და მახვილგონიერების წყალობით. მას ზოგჯერ ელენ ტერის
მემკვიდრესაც კი უწოდებდნენ.
– კიდევ დეიკრესები.
მისტერ სატერთუეითმა კვლავ დააქნია თავი. მისის დეიკრესი
წარმოადგენდა „ამბროზინ ლიმიტედს“ – თეატრალური კოსტიუმე-
ბის დამამზადებელ მოწინავე კომპანიას. სპექტაკლის პროგრამაში
წაიკითხავდით: „პირველ აქტში მის ბლენკის კოსტიუმი ეკუთვნის
„ამბროზინ ლიმიტედს“, ბრუქსტრიტი“. მის ქმარზე, კაპიტან დეიკრ-
ესზე, ბევრი არაფერი იცოდნენ, გარდა იმისა, რომ ხშირად სტუმრო-
ბდა იპოდრომებს და ერთ დროს თვითონაც მონაწილეობდა დოღში.
შემდეგ ჭორი გავრცელდა, რაღაც უსიამოვნება შეემთხვაო, თუმცა
დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს ამბობდა, მაგრამ ფრედი დეიკ-

11
რესის ხსენებისას ყველა მაინც მრავალმნიშვნელოვნად ასწევდა
ხოლმე წარბებს.
– შემდეგ – ენტონი ასტორი, დრამატურგი.
– რა თქმა უნდა! – შესძახა მისტერ სატერთუეითმა, – ამ ქალმა
ხომ „ცალმხრივი მოძრაობა“ დაწერა. ორჯერ ვნახე ეგ სპექტაკლი.
დიდი წარმატება ხვდა წილად. მან კმაყოფილებით წარმოაჩინა იმ
ფაქტის ცოდნა, რომ ენტონი ასტორი ქალი იყო.
– მართალია, – დაეთანხმა სერ ჩარლზი, – დამავიწყდა მისი ნამ-
დვილი გვარი. მგონი, უილსია. მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ.
ენჯელას გულის გასახარად დავპატიჟე. აი, ეს სტუმრები იქნებიან.
– აქაურებიდან? – ჰკითხა ექიმმა.
– ოჰ, აქაურები! რასაკვირველია, ბებინგტონები. კაცი პასტო-
რია, კარგი ადამიანი, ნაკლებად ჰგავს მღვდელს. სიმპათიური ცო-
ლი ჰყავს – ზოგჯერ ლექციებს მიკითხავს მებაღეობაში. ისინიც მო-
დიან – ლედი მერი და ეგი. სულ ეს არის. ჰო, და კიდევ ახალგაზრდა
კაცი, მენდერსი, ჟურნალისტია თუ რაღაც ამგვარი. ლამაზი გარეგ-
ნობით გამოირჩევა. აჰა, დავასრულე.
მისტერ სატერთუეითს ჩაკირკიტება უყვარდა. ის თითებზე შეუდ-
გა დათვლას.
– მის სატკლიფი – ერთი, დეიკრესები – სამი, ენტონი ასტორი –
ოთხი, ლედი მერი და მისი ქალიშვილი – ექვსი, პასტორი მეუღლი-
თურთ – რვა, ახალგაზრდა კაცი – ცხრა, ჩვენ – თორმეტი. მაშასა-
დამე, ან მის მილრეის შეეშალა, ან თქვენ, სერ ჩარლზ.
– მის მილრეის არ შეეშლებოდა, – განაცხადა სერ ჩარლზმა, –
ეგ ქალი არასოდეს ცდება. აბა, შევამოწმო... დიახ, ღმერთმანი, მარ-
თალი ხართ. ერთი სტუმარი გამომრჩა. უბრალოდ, თავიდან ამომი-
ვარდა, – მას ჩაეცინა, ისიც უკმაყოფილო იქნებოდა – არავინ შემ-
ხვედრია მასზე უფრო პატივმოყვარე.
მისტერ სატერთუეითს თვალები გაუბრწყინდა. ყოველთვის ფიქ-
რობდა, რომ ყველაზე პატივმოყვარე ადამიანები მსახიობები იყ-
ვნენ. სერ ჩარლზ კარტრაიტსაც მათ რიცხვს მიაკუთვნებდა. „საკუ-
თარ თვალში დირესაც ვერ ამჩნევს“, – გაიფიქრა და მოეწონა ეს შე-

12
დარება.
– ვინ არის ეგ ეგოისტი? – დაინტერესდა ის.
– ერთი უცნაური ტანდაბალი კაცია, – მიუგო სერ ჩარლზმა, –
თუმცა საკმაოდ სახელგანთქმული. შესაძლოა გსმენიათ მასზე. ერ-
კიულ პუარო ჰქვია. ბელგიელია.
– დეტექტივი, – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – შევხვედრივარ.
ღირსშესანიშნავი პიროვნებაა.
– ნამდვილად გამორჩეულია, – დაეთანხმა სერ ჩარლზი.
– მე კი არასოდეს მინახავს, – თქვა სერ ბართოლომიუმ, – სამა-
გიეროდ, ბევრი რამ გამიგონია მასზე. თუმცა უმეტესობა, ალბათ,
ლეგენდაა. თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინათ ჩამოსცილდა სა-
ქმეებს. ჩარლზ, იმედია, ამ უიკენდზე აქ დანაშაული არ მოხდება.
– რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს სახლში დეტექტივია? ტოლი, ფო-
რანს ცხენზე წინ აყენებთ? – ეს ჩემი თეორიაა.
– რომელი თეორია, ექიმო? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
– ის, რომ მოვლენები თვითონ მოდის ადამიანებთან და არა პი-
რიქით. რატომაა, რომ ზოგის ცხოვრება საინტერესოა, ზოგის კი მო-
საწყენი? გარემოს გამო? არა. ვიღაც შესაძლოა ქვეყნის დასალიერ-
ში წავიდეს და არაფერი შეემთხვეს, ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე
კი იქ ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა ატყდეს და დასრულდეს. მისი გამ-
გზავრებიდან მეორე დღეს აქ მიწისძვრა მოხდება, გემი, რომელშიც
ჩაჯდომა ბოლო წუთს გადაიფიქრა ან დააგვიანა, ჩაიძირება. სხვა კი
ბელემში ცხოვრობს და სიტის იქით ფეხს არ ადგამს, მაგრამ უსია-
მოვნებებს ვერ აუდის: ფულის გამომძალველთა ბანდები, ლამაზი
ავბედითი ქალიშვილები, ავტომობილების გამტაცებლები. ასეთმა
ადამიანმა დეკორატიულ ტბაშიც რომ შეცუროს ნავით, იქაც რამე
შეემთხვევა. ერკიულ პუაროც მათ რიცხვს მიეკუთვნება – დანაშაუ-
ლის ძებნა არ სჭირდება, დანაშაული თვითონ მოძებნის მას.
– თუ ასეა, – შენიშნა მისტერ სატერთუეითმა, – იქნებ კარგიცაა,
რომ მის მილრეი შემოგვიერთდება და სადილის სუფრასთან ცამეტ-
ნი არ ვისხდებით.
– ტოლი, რახან ძალიან გინდათ, მიიღეთ თქვენი მკვლელობა,

13
– დიდსულოვნად განაცხადა სერ ჩარლზმა, – ოღონდ ერთი პი-
რობით – გვამი მე არ ვიქნები.
და სამი მამაკაცი სიცილით შევიდა სახლში.

14
ინციდენტი სადილის წინ

მისტერ სატერთუეითს ამქვეყნად ყველაზე მეტად ადამიანები


აინტერესებდა – უმეტესწილად, ქალები. მათ გაცილებით უკეთ იც-
ნობდა, ვიდრე მამაკაცებს. მასში ქალური საწყისი ბუდობდა, რაც ქა-
ლის სულში ღრმად ჩახედვის შესაძლებლობას აძლევდა. ქალები
ყოველთვის ენდობოდნენ, თუმცა არასოდეს აღიქვამდნენ სერიო-
ზულად. მისტერ სატერთუეითს ეს ზოგჯერ სწყინდა – იმ ადამიანად
გრძნობდა თავს, რომელიც კულისებიდან აკვირდება სპექტაკლს,
მასში კი არ მონაწილეობს. ისე, სიმართლე ითქვას, მას დამკვირ-
ვებლის ფუნქციაც სავსებით აკმაყოფილებდა.
იმ საღამოს ტერასის მომიჯნავე თანამედროვე ფირმის ლუქსის
კლასის კაიუტის მსგავსად მოწყობილ დიდ ოთახში იჯდა და სინტია
დეიკრესის თმის ფერზე ფიქრობდა – ახალ ტონზე, მისი აზრით, პა-
რიზიდან შემოტანილზე, კერძოდ, სიმწვანეშერეულ ბრინჯაოზე. ვე-
რავინ გამოიცნობდა, როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში მის-
ის დეიკრესი. ეს იყო მაღალი ქალი, მოდის მოთხოვნებზე იდეალუ-
რად მორგებული ფიგურით. კისერსა და ხელებზე – სოფლისთვის
დამახასიათებელი ზაფხულის რუჯი ეტყობოდა, ოღონდ ვერ მიხვდე-
ბოდით, ამას ბუნებრივი გზით მიაღწია თუ ხელოვნურით. მომწვა-
ნობრინჯაოსფერი თმა უახლესი სტილით დაევარცხნა, რაც მხო-
ლოდ ლონდონის საუკეთესო პარიკმახერს ხელეწიფებოდა. ამოქ-
ნილი წარბები, შეღებილი წამწამები, თხელი მაკიაჟი სახეზე, პომა-
დის დახმარებით ოსტატურად გალამაზებული პირი – ეს ყველაფე-
რი ძალზე უხდებოდა საღამოს მუქ ლურჯ კაბას, ერთი შეხედვით უბ-
რალოს, თუმცა ძალზე ძვირფასსა და უჩვეულოს, მქრქალს, მაგრამ
თითქოს შიგნიდან განათებულს.
„ჭკვიანი ქალია, – გაიფიქრა მისტერ სატერთუეითმა და აღტაცე-
ბული მზერა მიაპყრო მას, – საინტერესოა, როგორია სინამდვილე-

15
ში“.ამჯერად ის ქალის სულს გულისხმობდა, და არა სხეულს.
მისის დეიკრესი ახალმოდურად, გაბმით ლაპარაკობდა:
– ძვირფასო, ეს შეუძლებელი იყო. იმის თქმა მსურს, რომ რაღაც
ან შესაძლებელია, ან შეუძლებელი. ამ შემთხვევაში კი მეორე ვარი-
ანტთან გვქონდა საქმე, ნამდვილად გამაოგნებელი იყო.
კიდევ ერთი ახალგავრცელებული სიტყვათშეთანხმება – „ნამ-
დვილად გამაოგნებელი იყო“.
სერ ჩარლზის ენერგიულად ურევდა კოქტეილს, თან ენჯელა
სატკლიფს ესაუბრებოდა – თმაჭაღარა მაღალ ქალს მკვეთრი მოხა-
ზულობის პირითა და მშვენიერი თვალებით.
დეიკრესი ბართოლომიუ სთრეინჯს ებაასებოდა:
– ყველამ იცის, რა სჭირს ბებერ ლედისბორნს. ეს არავისთვისაა
საიდუმლო.
მას – ტანდაბალ, წითურ, მელოტ კაცს მოკლედ შეკრეჭილი ულ-
ვაშითა და მოუსვენარი თვალებით – მაღალი, მკვეთრი ხმა ჰქონდა.
მისტერ სატერთუეითის გვერდით მის უილსი იჯდა, რომლის პი-
ესაც, სახელწოდებით „ცალმხრივი მოძრაობა“, ბოლო რამდენიმე
წლის ყველაზე მახვილგონივრულ და თამამ ნაწარმოებად ითვლე-
ბოდა ლონდონში. მის უილსი მაღალი, გამხდარი ქალი იყო, დაცე-
რებული ნიკაპითა და ზერელედ დახვეული ქერა თმით. პენსნე ეკე-
თა და მწვანე შიფონის უფორმო კაბა ეცვა.
– სამხრეთ საფრანგეთში ვიყავი, – თქვა მან მაღალი, არაფრის
გამომხატველი ხმით, – პირდაპირ გეტყვით, რომ არ მომეწონა.
ძალზე არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ცხადია, ჩემი სამუშა-
ოსთვის აუცილებელია ასეთი სახის მგზავრობა – უნდა ვიცოდე, რა
ხდება ამქვეყნად.
„საბრალო, – გაიფიქრა მისტერ სატერთუეითმა, – წარმატებამ
ჩვეულ გარემოს მოსწყვიტა – პანსიონს ბორნმუთში. იქ არის მისი
ადგილი“. მას ხშირად აოცებდა შეუსაბამობა ნაწარმოებებსა და მათ
ავტორებს შორის. განა შეიძლებოდა ენტონი ასტორის დახვეწილი
სტილის შედარება მის უილსის უფერულ მანერასთან? უეცრად შეამ-
ჩნია, რომ ღია ცისფერი თვალები პენსნეს მინების მიღმა ძალზე

16
ჭკვიან ადამიანს ეკუთვნოდა, რომელსაც მისთვის მიეპყრო შემფა-
სებლური მზერა, რამაც ცოტათი კიდეც შეაცბუნა – თითქოს მის
უილსი ცდილობდა სამუდამოდ აღებეჭდა ის თავის გონებაში.
სერ ჩარლზმა კოქტეილების მომზადება დაასრულა.
– ნება მომეცით კოქტეილი მოგიტანოთ, – თქვა მისტერ სატერ-
თუეითმა და სწრაფად წამოდგა.
მის უილსმა ჩაიხითხითა და მიუგო:
– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
კარი გაიღო და ტემპლმა ლედი მერი ლიტონ გორის, მისტერ და
მისის ბებინგტონებისა და მის ლიტონ გორის მოსვლა გამოაცხადა.
მისტერ სატერთუეითმა კოქტეილი მიუტანა მის უილსს, თვითონ
კი ლედი მერი ლიტონ გორს მიუახლოვდა. როგორც უკვე ვთქვით,
ის ტიტულიან ხალხს ეტანებოდა. გარდა სნობიზმისა, გული არის-
ტოკრატებისკენ მიუწევდა, ლედი მერი კი ნამდვილად შედიოდა მათ
რიცხვში.
ახალგაზრდობაში, როდესაც დაქვრივდა და სიღარიბის პირის-
პირ დარჩა სამი წლის შვილთან ერთად, ლუმაუთში გადმოვიდა და
პატარა კოტეჯი დაიქირავა, სადაც დღემდე ცხოვრობდა. გვერდით
ერთგული მოახლე ედგა – მაღალი, გამხდარი ქალი, რომელსაც
თავის ორმოცდათხუთმეტ წელზე მეტის შესახედაობა ჰქონდა. სახე-
ზე კეთილმოსურნეობა და მოკრძალება აღბეჭდოდა. ძალიან უყვა-
რდა თავისი ქალიშვილი, თუმცა ოდნავ კიდეც ეშინოდა მისი.
ჰერმიონა ლიტონ გორი, რომელსაც რატომღაც ეგს ეძახდნენ,
თითქმის არაფრით ჰგავდა დედას. მასზე გაცილებით ენერგიული
იყო. მისტერ სატერთუეითი მას არცთუ ლამაზ, მაგრამ უდავოდ მომ-
ხიბლავ არსებად თვლიდა, რასაც მოჭარბებული სასიცოცხლო ძა-
ლით ხსნიდა. ოთახში მყოფთაგან ორჯერ აღემატებოდა ყველას
სიმკვირცხლით. ნაცრისფერი თვალები, პირდაპირი გამოხედვა, კუ-
ლულები კეფაზე, მკვრივი ლოყები, გადამდები სიცილი – ეს ყველა-
ფერი მეამბოხე ახალგაზრდულ სულსა და ულევ ენერგიაზე მეტყვე-
ლებდა.
ის ახლახან მოსულ ოლივერ მენდერსს ელაპარაკებოდა.

17
– ვერ ვხვდები, რატომ მოგაბეზრა თავი იახტით მგზავრობამ. შენ
ხომ ყოველთვის მოგწონდა.
– ეგ, ძვირფასო, ადამიანებს ასაკი ემატებათ, – ოდნავ გაბმით
მიუგო მენდერსმა და წარბები ასწია.
„ლამაზი ახალგაზრდაა, – გაიფიქრა მისტერ სატერთუეითმა, –
ოცდახუთი წლის იქნება. არის მის სილამაზეში რაღაც უცხოური,
არაინგლისური“.
ოლივერ მენდერსს კიდევ ერთი პიროვნება აკვირდებოდა – ტან-
დაბალი კაცი კვერცხისებური თავითა და უცნაური ულვაშით, რაც
მის უცხოელობაზე მიანიშნებდა. მისტერ სატერთუეითს უკვე მოეს-
წრო და შეეხსენებინა თავი მესიე ერკიულ პუაროსთვის, რასაც დე-
ტექტივი ძალზე თავაზიანად გამოეხმაურა. მისტერ სატერთუეითს
ეჭვი გაუჩნდა, რომ ის ხაზგასმით წარმოაჩენდა უცხოურ მანერებს.
მისი პატარა, გაბრწყინებული თვალები თითქოს ამბობდა: „გგონი-
ათ, მასხარას როლს შევასრულებ? კომედიას გავმართავ? Bien,
იყოს ნება თქვენი“.
მაგრამ ერკიულ პუაროს თვალებში ნაპერწკალი ჩაქრა. ახლა ის
სერიოზულად, ოდნავ ნაღვლიანად იყურებოდა.
ღირსი სტივენ ბებინგტონი, ლუმაუთის ეკლესიის პასტორი, სამ-
ოცს გადაცილებული კაცი, კეთილი, უფერული თვალებითა და მომ-
ხიბლავი რიდით, ლედი მერისა და მისტერ სატერთუეითს შეუერთ-
და.
– ძალზე გაგვიმართლა, რომ სერ ჩარლზი აქ ცხოვრობს, – მიმა-
რთა მისტერ სატერთუეითს, – დიდსულოვანი, გულუხვი და სასია-
მოვნო მეზობელია. დარწმუნებული ვარ, ლედი მერიც ასე ფიქრობს.
ლედი მერიმ გაიღიმა.
– მეც ძალიან მომწონს. წარმატება თავში არ ავარდნია. ზოგჯერ,
– ქალს მთელ სახეზე მოეფინა ღიმილი, – ბავშვივით გულუბრყვი-
ლოა.
როდესაც მოახლემ კოქტეილი ჩამოატარა ლანგრით, მისტერ
სატერთუეითი ქალების უსაზღვრო დედობრივ ინსტინქტზე ფიქრობ-
და – როგორც ვიქტორიანელთა თაობის წარმომადგენელი, ძალზე

18
აფასებდა ამ თვისებას.
– დედა, დალიე კოქტეილი, – თქვა ეგმა, რომელმაც ჭიქით ხელ-
ში მიირბინა მათთან, – ოღონდ მხოლოდ ერთი.
– გმადლობ, ძვირფასო, – მოკლედ მიუგო ლედი მერიმ.
– ვფიქრობ, ჩემი ცოლი წინააღმდეგი არ იქნება, თუ კოქტეილს
გავსინჯავ, – ჩაილაპარაკა მისტერ ბებინგტონმა და პასტორის შესა-
ფერისად ხმადაბლა ჩაიცინა.
მისტერ სატერთუეითმა მისის ბებინგტონს გახედა, რომელიც სე-
რიოზული სახით ესაუბრებოდა სერ ჩარლზს ნეხვის სარგებლობაზე.
„ლამაზი თვალები აქვს“, – გაიფიქრა მან.
მისის ბებინგტონს – ზორბა, ძალზე ენერგიულ ქალს – არცთუ
ფაქიზად ეცვა. ეტყობოდა, რომ ყურადღებას არ აქცევდა წვრილმან
პირობითობას. როგორც ჩარლზ კარტრაიტმა აღნიშნა, სასიამოვნო
ქალი იყო.
ლედი მერი ოდნავ გადაიხარა მისტერ სატერთუეითისკენ:
– მითხარით, – თქვა მან, – ვინ არის ის ახალგაზრდა ქალი, რო-
მელსაც თქვენ ესაუბრებოდით, როდესაც ჩვენ შემოვედით? აი, ის,
მწვანე კაბაში.
– დრამატურგია – ენტონი ასტორი.
– ნუთუ? ეს... ეს უფერული ქალი? ოჰ! ამას არ უნდა ვამბობდე...
მაგრამ არ ველოდი. ის... ის უგერგილო გუვერნანტს უფრო ჰგავს.
ეს აღწერა ისე ზუსტად შეესაბამებოდა მის უილსის გარეგნობას,
რომ მისტერ სატერთუეითს გაეცინა. მისტერ ბებინგტონმა თავისი
ახლომხედველი თვალებით გულთბილი მზერა მიაპყრო დრამა-
ტურგს, კოქტეილი მოსვა და ჩაახველა.
„ალბათ, მიუჩვეველია ამ სასმელს, – გაიფიქრა მისტერ სატერ-
თუეიტმა, – მისთვის ის თანამედროვეობას განასახიერებს, რომელ-
საც ძალაუნებურად უნდა შეეგუოს“.
მისტერ ბებინგტონმა კიდევ ერთი მოზრდილი ყლუპი მოსვა, ოდ-
ნავ დაიღრიჯა და თქვა:– ის ლედი, იქ რომ არის? ო, ღმერთო... მან
ხელი ყელთან მიიტანა.
– ოლივერ, – გაისმა ეგ ლიტონ გორის წკრიალა ხმა, – შე ეშმაკო

19
შეილოკ!
„ცხადია, – მოისაზრა მისტერ სატერთუეითმა, – ის... ის უცხოე-
ლი კი არა, ებრაელია! ერთმანეთს უხდებიან. ორივე ახალგაზრდაა
და ლამაზი... თანაც კამათობენ... უტყუარი ნიშანი იმისა, რომ...“.
მომდევნო წამს რაღაც ხმამ გაუფანტა ყურადღება მისტერ ბებინ-
გტონი სკამიდან წამოდგა და შექანდა. სახე უთრთოდა.
ლედი მერიც წამოდგა და შეშფოთებულმა გაუწვდინა ხელი.
– შეხედეთ! – შესძახა ეგმა, რითაც ყველას ყურადღება მიიპყრო,
– მისტერ ბებინგტონი ცუდადაა!
სერ ბართოლომიუ სთრეინჯი სწრაფად მივიდა პასტორთან და
კედელთან მდგარ დივნამდე მისვლაში მიეხმარა. დანარჩენები მათ
გარშემო შეჯგუფდნენ და არ იცოდნენ, როგორ დახმარებოდნენ...
ორი წუთის შემდეგ სთრეინჯი წელში გაიმართა და თავი გადააქ-
ნია.
– ვწუხვარ, – განაცხადა მიკიბ-მოუკიბავად, – მაგრამ ის მოკ-
ვდა...

20
სენ ჩარლზი ეჭვობს

სერ ჩარლზმა კარიდან თავი გამოყო და დაიძახა: – ერთი წუთით


შემოდით, სატერთუეით.
უკვე ნახევარი საათი გასულიყო. ალიაქოთი ჩაცხრა. ლედი მე-
რიმ ოთახიდან გაიყვანა ატირებული მისის ბებინგტონი და მასთან
ერთად გაემართა პასტორის სახლისკენ. მის მილრეი ტელეფონით
საუბრობდა. მოვიდა ადგილობრივი ექიმი და თავის საქმეს შეუდგა.
სტუმრებმა სწრაფად დაასრულეს სადილი და შეთანხმებულებივით
მიაშურეს თავ-თავიანთ ოთახებს. მისტერ სატერთუეითიც იმავეს
აპირებდა, როდესაც სერ ჩარლზმა უხმო „კაიუტიდან“, სადაც პასტ-
ორი გარდაიცვალა.
მისტერ სატერთუეითი ოდნავ აკანკალებული შევიდა ოთახში.
საკმარისად ასაკიანი იყო და სიკვდილი ვერ შეაძრწუნებდა... სავსე-
ბით შესაძლებელია, რომ მალე თვითონაც... მაგრამ რატომ უნდა
ეფიქრა ამაზე?
„კიდევ ოცი წელი მაინც ვიცოცხლებ“, – გაიფიქრა მან. ოთახში
სერ ჩარლზის გარდა, მხოლოდ ბართოლომიუ სთრეინჯი იმყოფებ-
ოდა, რომელმაც მოწონებით დააქნია თავი მისტერ სატერთუეითის
დანახვაზე და თქვა:
– ჩინებულია. სატერთუეითთან შეიძლება საქმის დაჭერა. კარ-
გად იცნობს ცხოვრებას.
ოდნავ გაოცებული მისტერ სატერთუეითი სავარძელში ჩაჯდა
ექიმის გვერდით. სერ ჩარლზი წინ და უკან დადიოდა, ხელების იდ-
აყვში მოხრა დავიწყებოდა და ნაკლებად ჰგავდა მეზღვაურს.
– ჩარლზს ეს არ მოსწონს,– ჩაილაპარაკა სერ ბართოლომიუმ,
– საბრალო მისტერ ბებინგტონის სიკვდილს ვგულისხმობ.

21
მისტერ სატერთუეითს მოეჩვენა, რომ ბართოლომიუმ არასწო-
რი სიტყვები შეარჩია აზრის გამოსახატავად – აბა, ვის მოეწონებო-
და ის, რაც მოხდა. მიხვდა, რომ სხვა რამეს გულისხმობდა.
– საშინელებაა, – დაიწყო ფრთხილად, – ნამდვილი საშინელე-
ბა, – დაამატა მან და იგრძნო, რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
– ჰმ, ცხადია, საშინელებაა, – დაეთანხმა ექიმი და მის ხმაში
პროფესიული გულგრილობის კილომ გაიჟღერა.
კარტრაიტი შეჩერდა.
– ტოლი, გინახავს ოდესმე, რომ კაცი ასე უეცრად მომკვდარი-
ყოს?
– არა, – ფიქრიანად მიუგო სერ ბართოლომიუმ, – ვერ ვიხსენებ.
თუმცა, – დაამატა სწრაფად, – არც ისე ბევრ სიკვდილს შევსწრები-
ვარ, როგორც შესაძლოა გგონია. ნერვული დაავადებების სპეცია-
ლისტი ბევრ პაციენტს არ კლავს. ის მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს და
ამ გზით ფულს შოულობს. ეჭვი არ მეპარება, მაკდუგალს ჩემზე გა-
ცილებით მეტი მიცვალებული უნახავს.
მაკდუგალი, რომელიც მის მილრეიმ გამოიძახა, ლუმაუთის
მთავარი ექიმი იყო.
– მაკდუგალი არ შესწრებია მის სიკვდილს. როდესაც მოვიდა,
ბებინგტონი უკვე მკვდარი იყო. ის იმას დაეყრდნო, რაც ვუთხა-
რით... რაც თქვენ უთხარით. მან თქვა, რომ ბებინგტონს, რომელიც
ასაკიანი კაცი იყო და ჯანმრთელობას უჩიოდა, რაღაც შეტევა და-
ემართა. ეს არ მაკმაყოფილებს.
– ალბათ, არც თვითონ მას, – ჩაიბუზღუნა სერ ბართოლომიუმ,
– მაგრამ ექიმმა რაღაც ხომ მაინც უნდა თქვას. შეტევა – შესაფერი-
სი სიტყვაა, არაფერს ნიშნავს, თუმცა არაპროფესიონალს დააკმა-
ყოფილებს. ბოლოს და ბოლოს, ბებინგტონი მართლა ხანდაზმული
იყო და როგორც მისი ცოლი ამბობს, კარგი ჯანმრთელობით ვერ
დაიკვეხნიდა. შესაძლოა სწრაფად, მოულოდნელად განუვითარდა
რამე დაავადება.
– ეს ტიპური შემთხვევა იყო?
– რისი ტიპური შემთხვევა?

22
– შეტევის ან რომელიმე ცნობილი დაავადების.
– მედიცინა რომ შეგესწავლათ, – თქვა სერ ბართოლომიუმ, –
გეცოდინებოდათ, რომ ტიპური შემთხვევა, პრაქტიკულად, არ არსე-
ბობს.
– რისი თქმა გსურთ, სერ ჩარლზ? – ჰკითხა მისტერ სატერთუე-
ითმა.
კარტრაიტმა არ უპასუხა. მხოლოდ გაურკვევლად გაიქნია ხელი.
სთრეინჯს ჩაეცინა.
– ჩარლზმა თვითონაც არ იცის ეს, – თქვა მან, – უბრალოდ, მისი
ფიქრები ყველაზე დრამატულ შესაძლებლობებს დასტრიალებს
თავს.
სერ ჩარლზმა საყვედურით შეხედა მას. ჩაფიქრებული სახე ჰქო-
ნდა, ოდნავ დაბნეულად დააქნია თავი.
უეცრად მისტერ სატერთუეითი მიხვდა, ვის აგონებდა სერ ჩარ-
ლზი – არისტიდ დიუვალს, საიდუმლო სამსახურის უფროსს, რომე-
ლიც შეთქმულების გახსნას ცდილობდა პიესაში „მიწისქვეშა სადე-
ნები“. ამაში ეჭვი აღარ ეპარებოდა. სერ ჩარლზი ვერ აცნობიერებ-
და, რომ სიარულისას კოჭლობდა, არისტიდ დიუვალს კი „კოჭლი
კაცის“ სახელით იცნობდნენ.
ამასობაში სერ ბართოლომიუ შეუბრალებლად აცამტვერებდა
სერ ჩარლზის ჯერაც ჩამოუყალიბებელ ეჭვებს: რაზე გაქვთ ეჭვი,
ჩარლზ? თვითმკვლელობაზე? მკვლელობაზე? ვის მოუნდებოდა უწ-
ყინარი მოხუცი ღვთისმსახურის მოკვლა? ეს ხომ წარმოუდგენე-
ლია. თვითმკვლელობა? ეს კიდევ დასაშვებია. შეგვიძლია მოვიფი-
ქროთ მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა ბებინგტონმა თავის მოკვლა.
– რა მიზეზით?
სერ ბართოლომიუმ ნელა დააქნია თავი.
– როგორ შეიძლება ადამიანის სულის სიღრმეში შეღწევა? აქ
მხოლოდ ერთი ვარაუდი არსებობს – დავუშვათ, ბებინგტონს უთ-
ხრეს, რომ უკურნებელი სენი სჭირდა, როგორიც კიბოა. ეს შესაძ-
ლო მოტივია – ვთქვათ, არ უნდოდა, რომ ცოლს მისი ხანგრძლივი
და მტანჯველი აგონიისთვის ეყურებინა. ცხადია, ეს მხოლოდ ვერს-

23
იაა. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ბებინგტონი თავის მოკვლას
აპირებდა.
– მე იმდენად თვითმკვლელობაზე არ ვფიქრობდი… – დაიწყო
სერ ჩარლზმა.
ბართოლომიუ სთრეინჯმა კვლავ ჩაიცინა.
– რა თქმა უნდა! თქვენ სავარაუდო ახსნას არ ეძებთ. სენსაცია
გჭირდებათ – ახალი საწამლავი, რომელიც კვალს არ ტოვებს კოქტ-
ეილში.
სერ ჩარლზი დაიღრიჯა.
– დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს მჭირდება. ტოლი, დალახ-
ვროს ეშმაკმა, არ დაგავიწყდეთ, რომ მე შევურიე ის კოქტეილები.
– მკვლელობის მანიის უეცარი შეტევა? როგორც ჩანს, ჩვენში
ჯერ არ გამოვლენილა სიმპტომები, მაგრამ დილამდე ყველანი გავ-
ფშეკთ ფეხებს.
– ჯანდაბა! თქვენ სულ ხუმრობთ, მაგრამ... – შეაწყვეტინა გაღი-
ზიანებულმა სერ ჩარლზმა.
– არ ვხუმრობ, – მიუგო ექიმმა შეცვლილი ხმით. ახლა ის სე-
რიოზულად, თანაგრძნობის კილოთი ლაპარაკობდა, – მე მოხუცი
ბებინგტონის სიკვდილზე კი არ ვხუმრობ, არამედ თქვენს ვარაუდე-
ბზე, ჩარლზ, ვინაიდან... ვინაიდან არ მინდა დაუფიქრებლად ბორო-
ტება ჩაიდინოთ.
– ბოროტება? – იკითხა გაოცებით სერ ჩარლზმა.
– მისტერ სატერთუეით, თქვენ თუ ხვდებით, საით მიმყავს ეს სა-
უბარი?
– მგონი, ვხვდები, – თქვა მისტერ სატერთუეითმა.
– ნუთუ ვერ ხედავთ, ჩარლზ, – განაგრძო სერ ბართოლომიუმ, –
რომ თქვენი ფუჭი ეჭვები შესაძლოა არც ისე უწყინარი აღმოჩნდეს?
ჭორი სწრაფად ვრცელდება.ბუნდოვანი, სრულიად უსაფუძვლო ეჭ-
ვი მეტისმეტად დაამწუხრებს და ტკივილს მიაყენებს მისის ბებინ-
გტონს. ერთი-ორჯერ შევსწრებივარ მსგავს შემთხვევას. მოულოდ-
ნელი სიკვდილი, ატეხილი მითქმა-მოთქმა, ჭორ-მართალი, რომე-
ლიც სულ უფრო და უფრო ვრცელდება და დაუსრულებლად გრძელ-

24
დება... დალახვროს ეშმაკმა, ჩარლზ, ნუთუ არ გესმით, რა უსარგებ-
ლო სისასტიკედ შეიძლება ეს გადაიქცეს? თქვენ კი თავის ნებაზე მი-
უშვით წარმოსახვა, თანაც ძალზე საეჭვო მიმართულებით.
მსახიობის სახეზე ყოყმანი აღიბეჭდა.
– ამაზე არ მიფიქრია, – აღიარა მან.
– ჩინებული ყმაწვილი ხართ, ჩარლზ, ოღონდ წარმოსახვის მო-
თოკვას ვერ ახერხებთ. ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ვიღაცას სრუ-
ლიად უწყინარი ბერიკაცის მოკვლა მოუნდა?
– ალბათ, არა, – თქვა სერ ჩარლზმა, – მართალი ხართ – მარ-
თლაც უაზრობაა... თუმცა მხოლოდ ჩემი ჭირვეულობა არაა. სერიო-
ზულად ვფიქრობ, რომ აქ რაღაც ისე არ არის.
მისტერ სატერთუეითმა ხმადაბლა ჩაახველა.
– შეიძლება ვარაუდი გამოვთქვა? მისტერ ბებინგტონი ცუდად
გახდა მას შემდეგ, რაც ამ ოთახში შემოვიდა და კოქტეილი დალია.
შემთხვევით შევამჩნიე, როგორ დაიჭყანა, როდესაც მოსვა, და გა-
ვიფიქრე, რომ მიუჩვეველი იყო კოქტეილის გემოს. მაგრამ დავუშ-
ვათ, სწორია სერ ბართოლომიუს ვარაუდი და მისტერ ბებინგტონს,
რაღაც მიზეზით, თავის მოკვლა სურდა. ეს შესაძლებლად მიმაჩნია,
განსხვავებით მკვლელობისგან, რაც სრულიად წარმოუდგენელი
ჩანს. ასეთ შემთხვევაში, მისტერ ბებინგტონს შეეძლო რამე ჩაედო
თავის ბოკალში ჩვენთვის შეუმჩნევლად. როგორც ვხედავ, ამ
ოთახში ჯერ ხელი არაფრისთვის უხლიათ. კოქტეილის ჭიქებიც თა-
ვიანთ უწინდელ ადგილებზეა. აი, მისტერ ბებინგტონის ჭიქა. ეს ვი-
ცი, ვინაიდან აქ ვიჯექი და მას ველაპარაკებოდი. გთავაზობთ, რომ
სერ ბართოლომიუმ ამ ჭიქის შიგთავსი შეამოწმოს – ოღონდ გაუხ-
მაურებლად, რათა ზედმეტი მითქმა-მოთქმა არ ატყდეს.
სერ ბართოლომიუ წამოდგა და ჭიქა აიღო.
– კარგი, ჩარლზ, – თქვა მან, – მოგანიჭებთ ამ სიამოვნებას, მაგ-
რამ ათ გირვანქას ჩამოვალ ერთის წინააღმდეგ, რომ მასში არაფე-
რია, შესანიშნავი ჯინისა და ვერმუტის გარდა.
– შევთანხმდით, – დაეთანხმა სერ ჩარლზი და ნაღვლიანად გა-
იღიმა, – იცით, ტოლი, ნაწილობრივ თქვენ ხართ პასუხისმგებელი

25
ჩემი ფანტაზიის გაქანებაზე.
– მე?
– დიახ, თქვენს ამდილანდელ საუბარს ვგულისხმობ დანაშაუ-
ლის შესახებ. თქვენ თქვით, რომ ეს კაცი, ერკიულ პუარო, ერთგვა-
რად ქარიშხლის მაუწყებელს ჰგავს, რომ სადაც მიდის, დანაშაული
თან მიჰყვება. ამჯერადაც ასე მოხდა. როგორც კი ჩამოვიდა, მოულ-
ოდნელი საეჭვო სიკვდილი მივიღეთ. ბუნებრივია, ჩემი ფიქრებიც
მყისვე მკვლელობაზე გადაერთო.
– საინტერესოა... – დაიწყო მისტერ სატერთუეითმა და გაჩუმდა.
– დიახ, – თქვა ჩარლზ კარტრაიტმა, – მე ეს გავიფიქრე. რას იტ-
ყვით, ტოლი? შეიძლება მას ვთხოვოთ აზრის გამოთქმა ამ ყველა-
ფერზე? არაეთიკური ხომ არ იქნება?
– კარგი აზრია, – ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა.
– ექიმების ეთიკას კი ვიცნობ, მაგრამ ეშმაკმა წამიღოს, თუ რამე
ვიცოდე დეტექტივების ეთიკაზე.
– პროფესიონალ მომღერალს სიმღერას ვერ სთხოვთ, – შენიშ-
ნა მისტერ სატერთუეითმა, – ახლა მთავარია, შეიძლება თუ არა
პროფესიონალ დეტექტივს გამოძიება ვთხოვოთ.
– არა, მხოლოდ აზრის გამოთქმა.
კარზე ხმადაბლა დააკაკუნეს და ოთახში ერკიულ პუარომ შე-
მოიხედა, რომელსაც სახეზე დამნაშავის გამომეტყველება აღბეჭ-
დოდა.
– შემოდით, მეგობარო! – დაუძახა სერ ჩარლზმა, – სწორედ თქ-
ვენზე ვსაუბრობდით.
– მეშინოდა, ხელი არ შევუშალო-მეთქი.
– სულაც არა. ხომ არ დალევთ?
– არა, გმადლობ. ვისკის არ ვეტანები, აი, ჭიქა სიროფი კი სულ
სხვაა.
მაგრამ სიროფი არ შედიოდა იმ სასმელების ნუსხაში, რომლებ-
საც სერ ჩარლზი დასალევად ვარგისად თვლიდა.
– მიკიბ-მოკიბვას არ ვაპირებ. ჩვენ თქვენზე ვსაუბრობდით, მე-
სიე პუარო, და იმაზე... იმაზე, რაც დღეს საღამოს მოხდა. ხომ არ გე-

26
ჩვენებათ, რომ აქ რაღაც ისე არ არის?
პუარომ წარბები ასწია.
– ისე არ არის? რას გულისხმობთ?
– ჩემმა მეგობარმა აიჩემა, რომ მოხუცი ბებინგტონი მოკლეს, –
განმარტა ბართოლომიუ სთრეინჯმა.
– თქვენ კი ასე არ ფიქრობთ?
– თქვენი აზრი გვაინტერესებდა.
– ცხადია, მოულოდნელად გახდა ცუდად, – ფიქრიანად ჩაილა-
პარაკა პუარომ, – ძალზე მოულოდნელად.
– დიახ, ასეა.
მისტერ სატერთუეითმა დეტექტივს გააცნო თვითმკვლელობის
თეორია და თავისი წინადადება კოქტეილის ბოკალის შიგთავსის
შემოწმების შესახებ.
პუარომ თავი დააქნია მოწონების ნიშნად.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არაფერს გააფუჭებს, – თქვა მან, –
როგორც ადამიანის ბუნების მცოდნე, ვერაფრით წარმოვიდგენ,
რომ ვინმემ სიმპათიური და უწყინარი მოხუცი ჯენტლმენის თავიდან
მოცილება გადაწყვიტა. კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებელია
თვითმკვლელობის ვერსია. ასეა თუ ისე, კოქტეილის ბოკალი რამეს
მაინც გვეტყვის.
– თქვენი აზრით, ანალიზის შედეგი... როგორი იქნება?
პუარომ მხრები აიჩეჩა.
– მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია. გინდათ ანალიზის
შედეგი გამოვიცნო?
– დიახ...
– ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ბოკალში მხოლოდ
მშვენიერი მშრალი მარტინი აღმოჩნდება, – მან თავი დაუკრა სერ
ჩარლზს, – ადამიანის მოწამვლა ლანგარზე დაწყობილი კოქტეი-
ლის ბოკალებით რთულია, ძალზე რთული. და თუკი სიმპათიურმა
მოხუცმა ღვთისმსახურმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, არა მგონია,
ეს წვეულებაზე გაეკეთებინა, რადგან აშკარად არადელიკატური
საქციელი იქნებოდა სხვების მიმართ, მე კი მომეჩვენა, რომ მისტერ

27
ბებინგტონი ძალიან დელიკატური კაცი იყო, იგი გაჩუმდა, – ამას
იმიტომ ვამბობ, რომ აზრის გამოთქმა მთხოვეთ.
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ სერ ჩარლზმა ღრმად ამოი-
ოხრა, ფანჯარა გამოაღო და გარეთ გაიხედა.
– ქარმა მიმართულება შეიცვალა, – თქვა მან.
მეზღვაური დაბრუნდა, საიდუმლო სამსახურის დეტექტივი გა-
უჩინარდა.
მაგრამ დაკვირვებულ მისტერ სატერთუეითს მოეჩვენა, რომ სერ
ჩარლზს გული დასწყდა, ვინაიდან ვერ მოასწრო მისთვის ეგზომ სა-
სურველი როლის ბოლომდე შესრულება.

28
თანამედროვე ელეინი

– აბა, რას ფიქრობთ, მისტერ სატერთუეით? პირდაპირ თქვით.


მისტერ სატერთუეითმა მიიხედ-მოიხედა. შველა არსაიდან ჩან-
და – ეგ ლიტონ გორმა კუთხეში მიიმწყვდია მეთევზეთა ნავმისად-
გომზე. თანამედროვე ახალგაზრდა ქალიშვილები საოცრად ენერ-
გიულები და შეუბრალებლები იყვნენ.
– ეს იდეა სერ ჩარლზმა ჩაგაგონათ, – თქვა მან.
– არა, მე მომივიდა თავში. თავიდანვე. ყველაფერი ძალზე მო-
ულოდნელად მოხდა.
– მოხუცი კაცი იყო. არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს...
– სისულელეა! – გააწყვეტინა ეგმა, – მას ნევრიტი და მსუბუქი
რევმატოიდული ართრიტი ჰქონდა. ამისგან ასე უეცრად არ კვდები-
ან. არც შეტევა ჰქონია ოდესმე. იმ ჭრიალა ჭიშკარს ჰგავდა, ოთხმ-
ოცდაათ წელს რომ ძლებენ. მოკვლევაზე რას იტყვით?
– ყველაფერმა სავსებით... ე-ე... ნორმალურად ჩაიარა. და მის-
ტერ მაკდუგალის ჩვენებაზე? უაღრესად პროფესიონალური ჩანდა,
ყველა ორგანოს დეტალური აღწერით… მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ,
რომ თვითონ ამ სიტყვების ნაკადის მიღმა დაიმალა? მისი ნათქვა-
მის არსი შემდეგია: არაფერი მიუთითებს, რომ სიკვდილი არაბუნებ-
რივმა მიზეზებმა გამოიწვია. თუმცა არც ის უთქვამს, რომ ბუნებრივი
მიზეზების შედეგი იყო.
– მეტისმეტად ხომ არ დაწვრილმანდით, ძვირფასო?
– საქმე ის არის, რომ ექიმი მაკდუგალიც ვერ მალავდა გაოცე-
ბას, მაგრამ რადგან ფაქტები არ ჰქონდა, სამედიცინო ტერმინებს
ამოეფარა. რას ფიქრობს ამაზე სერ ბართოლომიუ სთრეინჯი?
მისტერ სატერთუეითმა სერ ბართოლომიუს რამდენიმე შეხედუ-
ლება გააცნო.

29
– თავიდან აირიდა, არა? – ჩაილაპარაკა ეგმა, – ბუნებრივია, ის
ხომ ფრთხილი ადამიანია, როგორც ყველა ჰარლისტრიტელი ცნო-
ბილი ექიმი.
– კოქტეილის ბოკალში მხოლოდ ჯინი და ვერმუტი აღმოჩნდა, –
შეახსენა მისტერ სატერთუეითმა.
– როგორც ჩანს, ყველაფერი ამან გადაწონა, მაგრამ მოკვლე-
ვის შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც დამაეჭვა...
– სერ ბართოლომიუმ გითხრათ რამე? – დაინტერესდა მისტერ
სატერთუეითი.
– მე არა, ოლივერს. ოლივერ მენდერსს – ის სადილს ესწრებო-
და იმ საღამოს. შესაძლოა არ გახსოვთ...
– მშვენივრად მახსოვს. თქვენი ახლო მეგობარია?
– იყო, ახლა კი სულ ვკამათობთ. სიტიში დაიწყო მუშაობა ბიძა-
მისის ოფისში და ცოტა... გაზულუქდა – თუ ხვდებით, რას ვგულის-
ხმობ. თუმცა ირწმუნება, რომ თავს დაანებებს საქმეს და ჟურნალის-
ტი გახდება – საკმაოდ კარგად წერს... მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვე-
ბია. ოლივერს გამდიდრება სურს. ჩემი აზრით, ახლა ყველა ფულზეა
გაგიჟებული, რაც საზიზღრობაა. არა, მისტერ სატერთუეით?
მისტერ სატერთუეითს გული აუჩვილა ამ ბავშვურმა უკომპრო-
მისობამ.
– ჩემო ძვირფასო, ბევრი ადამიანი მხოლოდ ფულის გამო რო-
დია საზიზღარი.
– ადამიანთა უმეტესობა, ცხადია, ღორია, – დაეთანხმა ეგი, – აი,
რატომ მებრალება მოხუცი მისტერ ბებინგტონი. მართლაც ჩინებუ-
ლი ადამიანი იყო. მე კონფირმაციისთვის მომამზადა და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ამაში ბევრი სისულელეა. მისტერ სატერთუეით, უნდა
გითხრათ, რომ მართლა მჯერა ქრისტიანობის. ბუნებრივია, დედა-
სავით არა – მას ხელში მუდამ ლოცვანი უჭირავს და არც დილის
წირვას აცდენს, – არამედ გონებით, როგორც ისტორიული მოვლე-
ნის. ეკლესია პაულინიზმში ჩაეფლო და იქ დიდი არეულობაა, მაგ-
რამ ქრისტიანობას არაფერი ემუქრება. აი, რატომ ვერ გავხდები
კომუნისტი ოლივერივით. არსებითად, ჩვენ ერთი და იგივე გვწამს

30
– ყველაფერი საერთო უნდა იყოს, – ოღონდ განსხვავება ისაა...
კარგი, ამას აღარ გავაგრძელებ. ბებინგტონები კი ნამდვილი ქრის-
ტიანები იყვნენ – სხვის საქმეში ცხვირს არ ყოფდნენ, არავის განი-
კითხავდნენ, ადამიანების მიმართ ყოველთვის გულკეთილობას
იჩენდნენ, თანაც რობინი...
– რობინი?
– მათი ვაჟიშვილი. ის ინდოეთში მოკლეს. მე... მე ძალიან მომ-
წონდა რობინი... – ეგმა თვალები დაახამხამა და ზღვას მიაჩერდა.
შემდეგ გამოერკვა და კვლავ სინამდვილესა და მისტერ სატერთუე-
ითს დაუბრუნდა, – ახლა ხომ ხვდებით, რატომ მაღელვებს ეს? და-
ვუშვათ, ეს არაბუნებრივი სიკვდილი იყო.
– ჩემო პატარავ!
– მაგრამ ეს ძალზე უცნაურია! აღიარეთ, რომ ძალზე უცნაურია.
– ახლახან თვითონვე თქვით, რომ მისტერ ბებინგტონს ერთი
მტერიც არ ჰყავდა.
– სწორედ ეს არის უცნაური. ერთი ნორმალური მოტივიც კი არ
მომდის თავში...
– კვლავ თქვენსას გაიძახით! კოქტეილში არაფერი აღმოჩნდა.
– იქნებ ვიღაცამ ნემსი გაუკეთა.
– საწამლავით, რომელსაც სამხრეთამერიკელი ინდიელები ისა-
რს უსვამენ, – ოდნავ დამცინავი კილოთი თქვა მისტერ სატერთუე-
ითმა.
ეგს გაეცინა.
– დიახ. ძველებური საწამლავი, რომელიც კვალს არ ტოვებს. შე-
საძლოა ოდესმე აღმოაჩინოთ, რომ ჩვენ მართალი ვიყავით.
– თქვენ?
– სერ ჩარლზი და მე, – თქვა ეგმა და გაწითლდა.
მისტერ სატერთუეითს ლექსი გაახსენდა კრებულიდან „ციტატები
ყველა შემთხვევისთვის“. ეს წიგნი ძალზე პოპულარული იყო მის
ახალგაზრდობაში.
„კაცი ასაკით ქალზე ორჯერ უფროსია,
მზენაკრავ სახეზე იარა დარჩენია.

31
ქალმა შეხედა – ეს სიყვარულის მზერაა,
და გულში ჩაუვარდა – ეჰ, ბედისწერაა“.

ოდნავ შერცხვა, რომ ლექსის სტრიქონებით ფიქრობდა, თანაც


– ტენისონის სტრიქონებით, რომელსაც ნაკლებად სწყალობდნენ
თანამედროვენი. გარდა ამისა, მართალია, გარუჯული იყო, სახეზე
იარა არ ჰქონდა. რაც შეეხება ეგ ლიტონ გორს, მასში უდავოდ იგ-
რძნობოდა ჯანსაღი ვნების გაჩენის შესაძლებლობა, თუმცა ნამდვი-
ლად არ იყო ისეთი ქალი, რომ სიყვარულისთვის თავი გაეწირა და
ტივით გაჰყოლოდა აბობოქრებული მდინარის დინებას. არაფრით
ჰგავდა ასტოლატელ ნაზ ქალწულს.
„მაგრამ თუ მის ახალგაზრდობას გავითვალისწინებთ...“, – გა-
იფიქრა მისტერ სატერთუეითმა.
ქალიშვილებს ყოველთვის იზიდავთ საინტერესო წარსულის შუ-
ახნის მამაკაცები. არც ეგი ჩანდა გამონაკლისი.
– რატომ არასოდეს დაქორწინდა? – იკითხა უეცრად მან.
– რატომ და... – მისტერ სატერთუეითი შეყოყმანდა. შეეძლო
ეპასუხა, სიფრთხილის გამოო, მაგრამ ეს სიტყვები მიუღებელი იქ-
ნებოდა ეგ ლიტონ გორისთვის.
სერ ჩარლზ კარტრაიტს ხშირად ჰქონდა რომანი მსახიობებთან
თუ სხვა ქალებთან, თუმცა ყოველთვის ახერხებდა ქორწინებისთვ-
ის თავის არიდებას. ეგი აშკარად უფრო რომანტიკულ ახსნას ელო-
დებოდა.
– ის ქალიშვილი, ჭლექს რომ ემსხვერპლა... მსახიობი, რომლის
სახელიც „მ“-ზე იწყება... ძალიან უყვარდა, არა?
მისტერ სატერთუეითს გაახსენდა ქალი, რომელიც ეგმა ახსენა.
გავრცელებული ჭორები მას ჩარლზ კარტრაიტს უკავშირებდა, მაგ-
რამ წამითაც არ გასჩენია ეჭვი, რომ სერ ჩარლზმა მისი ხსოვნის ერ-
თგულებისთვის არ მოიყვანა ცოლი. სცადა, ტაქტიანად აეხსნა ეს.
– ვფიქრობ, მას ბევრი რომანი ჰქონდა, – განაგრძო ეგმა. – ე-
ე… ჰმ… შესაძლოა, – თქვა მისტერ სატერთუეითმა და ვიქტორიანე-
ლად იგრძნო თავი.

32
– მომწონს მამაკაცები, რომლებსაც რომანები ჰქონიათ, – გა-
ნაცხადა ეგმა, – ეს ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალები და მისთანები
არ არიან.
მისტერ სატერთუეითის ვიქტორიანელობამ კიდევ ერთი მტკივნ-
ეული დარტყმა იგემა. არ იცოდა, რა ეპასუხა, მაგრამ ეგმა მისი დაბ-
ნეულობა ვერ შეამჩნია.
– უნდა გითხრათ, – თქვა ეგმა, – რომ სერ ჩარლზი გაცილებით
ჭკვიანია, ვიდრე გგონიათ. ცხადია, პოზირება უყვარს, თითქოს სცე-
ნაზე დგას, ოღონდ ნამდვილად არ აკლია ჭკუა. იახტასაც იმაზე უკეთ
უმკლავდება, ვიდრე მისი ნაამბობიდან ჩანს. ალბათ, ფიქრობთ,
რომ ახლაც ეფექტის მოსახდენად მოიქცა ასე – სახელგანთქმული
დეტექტივის როლის შესრულება მოისურვა. მხოლოდ იმის თქმა შე-
მიძლია, რომ ჩინებულად მოახერხებდა ამას.
– შესაძლოა, – დაეთანხმა მისტერ სატერთუეითი.
მისტერ სატერთუეითის კილო მკაფიოდ გამოხატავდა მის ჭეშმა-
რიტ გრძნობებს ამ საკითხზე, ეგმა კი ეს სიტყვებით გამოხატა:
– თქვენი აზრით, „ღვთისმსახურის სიკვდილი“ თრილერი კი
არა, „სამწუხარო ინციდენტია სადილობისას“, ერთგვარი სოციალუ-
რი დრამა. საინტერესოა, რას ფიქრობს მესიე პუარო. მან უნდა იცო-
დეს.
– მესიე პუარომ გვირჩია, კოქტეილის ანალიზის შედეგს დავე-
ლოდოთ, თუმცა, მისი აზრით, მასში არაფერი აღმოჩნდება საეჭვო.
– მაშასადამე, ბერდება და ცხოვრებას ჩამორჩა.
მისტერ სატერთუეითი შეიჭმუხნა, მაგრამ ეგმა თავისი უტაქტო-
ბა ვერ შეამჩნია და განაგრძო:
– წამოდით ჩვენთან. ჩაი მიირთვით დედაჩემთან ერთად. მას ძა-
ლიან მოსწონხართ.
ნასიამოვნები მისტერ სატერთუეითი მიპატიჟებას დათანხმდა.
სახლში მისვლისთანავე ეგმა სერ ჩარლზს დაურეკა და მისი სტ-
უმრის შეყოვნების მიზეზი გადასცა.
მისტერ სატერთუეითი პატარა სასტუმრო ოთახში აღმოჩნდა.
ძველებური ავეჯი საგულდაგულოდ გაეპრიალებინათ, აი, ჩითი კი

33
გახუნებული ჩანდა. ოთახი ვიქტორიანული სტილით მოეწყოთ, რა-
მაც მისტერ სატერთუეითის მოწონება დაიმსახურა.
ის ძალდაუტანებლად ელაპარაკებოდა ლედი მერის. საუბარი
სერ ჩარლზს შეეხო. კარგად იცნობდა თუ არა მას მისტერ სატერ-
თუეითი? მისტერ სატერთუეითმა მიუგო, რომ ძალზე ახლოს არ იც-
ნობდა; რომ რამდენიმე წლის წინათ სერ ჩარლზის ერთ-ერთი სპექ-
ტაკლი დააფინანსა და მას შემდეგ დამეგობრდნენ.
– სერ ჩარლზი მომხიბლავი კაცია, – ღიმილით თქვა ლედი მე-
რიმ, – ამაში ვეთანხმები ეგს. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ეთაყვანე-
ბა გამორჩეულ პიროვნებებს.
მისტერ სატერთუეითი დაინტერესდა, ხომ არ აშფოთებდა მას ქა-
ლიშვილის ეს თვისება. აღმოჩნდა, რომ არა.
– ეგი თითქმის არსად დადის, – თქვა ქალმა და ამოიოხრა, –
გვიჭირს. ჩემმა ერთ-ერთმა ბიძაშვილმა ერთხელ ქალაქში დაპატი-
ჟა და რამდენიმე ღონისძიებაზე წაიყვანა. მას შემდეგ ფეხი აღარ გა-
უდგამს აქედან. ვფიქრობ, ახალგაზრდებმა ბევრი ადგილი უნდა მო-
ინახულონ, ხალხი უნდა გაიცნონ. ადამიანებთან ურთიერთობა აუც-
ილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში. ერთ ადგილას მუდმივად ყო-
ფნა ზოგჯერ საფრთხის შემცველია.
მისტერ სატერთუეითი დაეთანხმა, თან სერ ჩარლზსა და მის იახ-
ტაზე ფიქრობდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ლედი მერის სხვა მი-
მართულებით მიჰყავდა საუბარი:
– სერ ჩარლზის ჩამოსვლამ სასიკეთოდ იმოქმედა ეგზე. თვალ-
საწიერი გაუფართოვა. აქ ძალზე ცოტა ახალგაზრდაა, განსაკუთრე-
ბით მამაკაცი. ყოველთვის მეშინოდა, რომ ეგი პირველივე შემხვე-
დრს არ გაჰყოლოდა ცოლად არჩევნის არარსებობის გამო.
მისტერ სატერთუეითს ალღომ არ უმტყუნა:
– ახალგაზრდა ოლივერ მენდერსს გულისხმობთ?
– როგორ მიხვდით, მისტერ სატერთუეით? – გაუკვირდა ლედი
მერის, – დიახ, მასზე ვფიქრობდი. უწინ ის და ეგი დიდ დროს ატა-
რებდნენ ერთად. შესაძლოა ძველმოდური ვარ, მაგრამ ნამდვილად
არ მომწონს ოლივერის ზოგიერთი იდეა.

34
– ახალგაზრდობამ ორთქლი უნდა გამოუშვას, – შენიშნა მისტერ
სატერთუეითმა.
ლედი მერიმ თავი დააქნია.
– ისე მეშინოდა... ცხადია, არაფერი დაეწუნებოდა – ბიძამისი,
რომელმაც ცოტა ხნის წინათ თავის კომპანიაში დააწყებინა მუშაო-
ბა, ძალზე მდიდარი კაცია. ალბათ, სულელურად ვიქცევი, მაგრამ...
– ქალი გაჩუმდა, ვინაიდან შესაფერისი სიტყვები ვერ შეარჩია.
– მაგრამ თქვენ ხომ არ გინდათ, ლედი მერი, – თქვა მისტერ სა-
ტერთუეითმა, რომელმაც ოჯახის მეგობრად იგრძნო თავი, – რომ
თქვენი ქალიშვილი მასზე ორჯერ უფროს კაცს გაჰყვეს ცოლად.
პასუხმა მისტერ სატერთუეითი გააოცა:
– შესაძლოა ეს უფრო უსაფრთხო იყოს. ყოველ შემთხვევაში,
იცი, რას უნდა ელოდო. ამ ასაკში მამაკაცური ცოდვები და სიცელქე
მოსალოდნელი აღარ არის.
სანამ მისტერ სატერთუეითი რამის თქმას მოასწრებდა, მათ ეგი
შეუერთდათ.
– შეგაგვიანდა, ჩემო კარგო, – უსაყვედურა დედამ.
– სერ ჩარლზს ველაპარაკებოდი, ძვირფასო. მარტო დარჩა თა-
ვის დიდებასთან, – ქალიშვილი მისტერ ტერთუეითს მიუბრუნდა და
უსაყვედურა, – არ გითქვამთ, თუეითს მიუბრუნდა და უსაყვედურა,
რომ ყველა სტუმარი წავიდა.
– გუშინ გაემგზავრნენ. ყველანი, სერ ბართოლომიუ სთრეინჯის
გარდა. ის ხვალამდე აპირებდა დარჩენას, მაგრამ დეპეშით უხმეს
ლონდონიდან – მისი ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეო-
ბაშია.
– დასანანია, – თქვა ეგმა, – მე კი სტუმრების უკეთ გაცნობა მს-
ურდა. შესაძლოა გასაღებისთვის მიმეგნო.
– რისი გასაღების, ძვირფასო?
– მნიშვნელობა არა აქვს... მისტერ სატერთუეითმა იცის. ოლი-
ვერი ჯერაც აქ არის. მას მივადგებით, როცა უნდა მშვენივრად აზ-
როვნებს.
როდესაც მისტერ სატერთუეითი „ყვავების ბუდეში“ დაბრუნდა,

35
სახლის პატრონი ტერასაზე იჯდა და ზღვას გაჰყურებდა.
– გამარჯობა, სატერთუეით, ლიტონ სიიდან ლიტონ გორები,
თქვენ, თან დალიეთ ჩაი?
– დიახ. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ?
– ცხადია, არა. ეგმა დამირეკა... უცნაური ქალიშვილია ეგი...
– მაგრამ ძალზე მომხიბლავი, – შენიშნა მისტერ სატერთუეით-
მა.
– ჰმ, დიახ, ასეა.
სერ ჩარლზი წამოდგა და გაიარ-გამოიარა. უეცრად სინანულით
თქვა:– ნეტავ არასოდეს ჩამოვსულიყავი ამ დაწყევლილ სოფელში!

36
გაქცევა ლედისგან

„ვერ არის კარგად“, – გაიფიქრა მისტერ სატერთუეითმა.


მოულოდნელად შეებრალა სახლის პატრონი – ორმოცდათორ-
მეტი წლის ჩარლზ კარტრაიტს, რომელიც უდარდელად ცხოვრობ-
და და არაერთი ქალისთვის გაეტეხა გული, თვითონაც შეუყვარდა
ქალიშვილი, თუმცა ხვდებოდა, რომ იმედგაცრუება ელოდა – ახალ-
გაზრდა ახალგაზრდისკენ მიილტვის.
„ქალიშვილები ყველას როდი უღებენ გულის კარს, – გაუელვა
თავში მისტერ სატერთუეითს, – ეგი კი არავის უმალავს, რასაც სერ
ჩარლზის მიმართ გრძნობს. ეს რომ ჭეშმარიტი გრძნობა იყოს, ასე
არ მოიქცეოდა. მას ახალგაზრდა მენდერსი სჭირდება“.
მისტერ სატერთუეითის ვარაუდები, როგორც წესი, მართლდე-
ბოდა. და მაინც, მან ერთი ფაქტორი ვერ გაითვალისწინა, ვინაიდან
არაფერი იცოდა მასზე. ახალგაზრდობას ხშირად იზიდავს მოწიფუ-
ლობა. თვითონაც ხანში შესულ მისტერ სატერთუეითს ვერაფრით
წარმოედგინა, რომ ეგი საშუალო ასაკის მამაკაცს აირჩევდა თანა-
ტოლის ნაცვლად. მისთვის ახალგაზრდობა ყველაზე ჯადოსნური
საჩუქარი იყო.
ეს ვარაუდი უფრო გაუმყარდა, როდესაც ნასადილევს ეგმა და-
რეკა და ნებართვა ითხოვა ოლივერის „საკონსულტაციოდ“ მისაყ-
ვანად.
ლამაზი ახალგაზრდა კაცი მუქი თვალებით, ნახევრად ჩამოშვე-
ბული მძიმე ქუთუთოებითა და ბუნებრივად გრაციოზული მოძრა-
ობით, დაჰყვა ეგის დაჟინებას, თუმცა სკეპტიკურად იყო განწყობი-
ლი.

37
– სერ, ხომ ვერ გადაარწმუნებთ ეგს? – ჰკითხა მან სერ ჩარლზს,
– აქაურმა საშინლად ჯანსაღმა სოფლურმა ცხოვრებამ მას ულევი
ენერგია შემატა. ეს უკვე ნამეტანია, ეგ, თანაც ეს ბავშვური ახირება
– დანაშაული, სენსაცია და მისთანები.
– სკეპტიკურად უყურებთ ამას, მენდერს?
– დიახ, სერ. წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ეს საყვარე-
ლი, უწყინარი მოხუცი ბუნებრივი მიზეზით არ მომკვდარა.
– ვფიქრობ, მართალი ხართ, – თქვა სერ ჩარლზმა.
მისტერ სატერთუეითმა მას შეხედა. რა როლს ასრულებდა დღეს
ჩარლზ კარტრაიტი? არც ყოფილი მეზღვაურისას და არც საერთა-
შორისო დეტექტივის. არა, ეს რაღაც ახალი, უცნობი როლი იყო, და
როდესაც ეს როლი ამოიცნო, კინაღამ თავზარი დაეცა – სერ ჩარ-
ლზი მეორე ვიოლინოზე უკრავდა. მეორე ვიოლინოზე ოლივერ მენ-
დერსის თანდასწრებით.
სერ ჩარლზი იჯდა და იმ ორს აკვირდებოდა, ეგსა და ოლივერს.
უსმენდა, როგორ კამათობდნენ ისინი: ეგი – გაცხარებით, ოლივე-
რი – ზანტად. თითქოს ასაკი მომატებოდა. დაღლილობა ეტყობოდა.
ეგმა რამდენჯერმე სცადა მისი ჩათრევა საუბარში, თუმცა უშედე-
გოდ.
თერთმეტი საათი ხდებოდა, როდესაც წავიდნენ. სერ ჩარლზი
ტერასაზე გაჰყვა მათ და ელექტროფარანი შესთავაზა, რათა ქვიან
ბილიკზე დაშვება გაადვილებოდათ, მაგრამ ფარანი არ დასჭირდათ
– ცაზე მთვარე ანათებდა. სტუმრები ერთად გაუყვნენ გზას. მათი ხმა
სულ უფრო და უფრო შორიდან ისმოდა.
საუცხოო საღამოს მიუხედავად, მისტერ სატერთუეითს მაინც
ეშინოდა გაცივების და „კაიუტაში“ დაბრუნდა. სერ ჩარლზი ერ-
თხანს ტერასაზე იდგა, შემდეგ ოთახში შევიდა, ფანჯარა დაკეტა, მა-
გიდასთან მივიდა და ვისკი დაისხა მინერალური წყლით.
– სატერთუეით, – თქვა მან, – ხვალ სამუდამოდ მივემგზავრები
აქედან.
– რაო?! – შესძახა გაოცებულმა მისტერ სატერთუეითმა.
წამით სერ ჩარლზს სახეზე მელანქოლიური სიამოვნება აღებეჭ-

38
და – მისმა ნათქვამმა აშკარად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა
მისტერ სატერთუეითზე.
– ეს ერთადერთია, რაც დამრჩენია, – განაცხადა მტკიცედ, –
გავყიდი აქაურობას. ვერავინ შეიტყობს, რის ფასად ვაკეთებ ამას, –
მან ეფექტურად დაუწია ხმას. მეორე ვიოლინოზე დაკვრით შეურაც-
ხყოფილი სერ ჩარლზის ეგოცენტრიზმი შურისძიებას, დაკარგულის
ანაზღაურებას ცდილობდა. ახლა ის თვითშეწირვის დიდებულ სცე-
ნას თამაშობდა, რაც არაერთ სპექტაკლში გაუთამაშებია, როდესაც
გმირი სხვის ცოლზე ან საყვარელ ქალიშვილზე ამბობდა უარს, –
ერთადერთი გამოსავალი ყველაფრის მიტოვებაა, – განაგრძო ნა-
ძალადევი სიმტკიცით, – ახალგაზრდობა ახალგაზრდობისთვისაა.
ეს ორნი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი... მე კი წავალ... გავ-
ქრები...
– სად? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
მსახიობმა ხელი ჩაიქნია.
– სადმე. რა მნიშვნელობა აქვს? – თქვა და შეცვლილი ხმით და-
ამატა, – შესაძლოა მონტე-კარლოში, – მაგრამ მიხვდა, რომ ეს საკ-
მარისი არ იყო და განაგრძო, – უდაბნოში ან ბრბოში დავიკარგები.
ახლა სულერთია. ადამიანი სულიერად ყოველთვის მარტოა. ყო-
ველთვის მარტოსული ვიყავი…
ეს აშკარად ფინალურ რეპლიკას ჰგავდა.
სერ ჩარლზმა თავი დაუქნია მისტერ სატერთუეითს და ოთახი-
დან გავიდა.
მისტერ სატერთუეითი წამოდგა და სახლის პატრონის მსგავსად,
დასაძინებლად წასვლა დააპირა.
„ეგ ნამდვილად არ იქნება უდაბნო“, – გაიფიქრა მან და ჩაეღიმა.
მომდევნო დილას სერ ჩარლზმა მოუბოდიშა სტუმარს და შეატ-
ყობინა, ლონდონში მივემგზავრებიო.
– ვიზიტი ვადამდე არ შეწყვიტოთ, ჩემო მეგობარო. ვიცი, რომ
ტავისტოკში აპირებდით წასვლას ჰარბერტონებთან. ხვალამდე
დარჩით. იქ მძღოლი წაგიყვანთ მანქანით. ვიცი, რომ გადაწყვეტი-
ლების მიღების შემდეგ უკან აღარ უნდა მოვიხედო, – სერ ჩარლზმა

39
ვაჟკაცური სახე მიიღო, მხურვალედ ჩამოართვა ხელი მისტერ სატე-
რთუეითს და მასზე ზრუნვა კომპეტენტურ მის მილრეის გადააბარა.
მის მილრეი, როგორც ჩანს, მზად იყო ამ, ისევე, როგორც ნების-
მიერ სხვა ვითარებასთან გასამკლავებლად. მას არც გაოცება გა-
მოუხატავს, არც ემოცია სერ ჩარლზის მოულოდნელი გადაწყვეტი-
ლების გამო. მისტერ სატერთუეითი ამაოდ ცდილობდა სასაუბროდ
მის გამოწვევას. მის მილრეი ვერც უეცარმა სიკვდილმა ააფორიაქა
და ვერც გეგმების შეცვლამ. მან ყველაფერი ისე აღიქვა, როგორც
მომხდარი ფაქტი, და ჩვეული ეფექტიანობით განაგრძო თავისი მო-
ვალეობის შესრულება: უძრავი ქონების აგენტებს დაურეკა, დეპეშე-
ბი გაგზავნა საზღვარგარეთ, ბოლოს კი საბეჭდ მანქანას მიუჯდა
ტექსტის ასაკრეფად. მისტერ სატერთუეითი ამ დამთრგუნველ სანა-
ხაობას გაექცა და ნავმისადგომს შეაფარა თავი. უაზროდ დაბორია-
ლებდა, როდესაც ვიღაც ხელში სწვდა. შეტრიალდა და გაფითრებუ-
ლი ეგი დაინახა.
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – მრისხანე ხმით იკითხა ქალიშ-
ვილმა.
– რა ყველაფერი? – მოიგერია მისტერ სატერთუეითმა.
– ამბობენ, რომ სერ ჩარლზი მიემგზავრება... რომ „ყვავების ბუ-
დის“ გაყიდვას აპირებს.
– სრული სიმართლეა.
– მიემგზავრება?
– უკვე გაემგზავრა.
– ოჰ! – ეგმა ხელი გაუშვა კაცს. ახლა პატარა ბავშვს ჰგავდა, რო-
მელსაც სასტიკად ატკინეს გული.
მისტერ სატერთუეითმა არ იცოდა, რა ეთქვა.
– სად წავიდა?
– საზღვარგარეთ. სამხრეთ საფრანგეთში.
– ოჰ!
მისტერ სატერთუეითს ჯერაც ვერ მოეფიქრებინა სათქმელი, ვი-
ნაიდან აქ აშკარად იმაზე მეტი ჩანდა, ვიდრე გმირისადმი თაყვანის-
ცემა...

40
შეებრალა ქალიშვილი და სანუგეშო სიტყვების შერჩევა დაიწყო,
როდესაც ეგი კვლავ ალაპარაკდა, თანაც ისე, რომ ცოტათი კიდეც
შეშინდა.
– ეს რომელი წყეული ძუკნის ნამოქმედარია? – იკითხა განრის-
ხებულმა ეგმა.
გაოცებული მისტერ სატერთუეითი პირდაღებული მიაჩერდა
მას.
ქალიშვილი ხელმეორედ სწვდა ხელში და მძლავრად შეან-
ჯღრია.
– თქვენ გეცოდინებათ! – შესძახა მან, – რომელმა ქნა ეს? ჭაღა-
რათმიანმა თუ მეორემ?
– ვერ ვხვდები, ჩემო კარგო, რას მეკითხებით.
– ხვდებით. უნდა ხვდებოდეთ. ცხადია, აქ რომელიღაც ქალის
ხელი ურევია. მე მოვწონდი... ვიცი, რომ მოვწონდი. იმ ორიდან ერ-
თმა ქალმა, ალბათ, შეამჩნია ეს იმ საღამოს და გადაწყვიტა, ჩემ-
თვის წაერთმია. მძულს ქალები! საზიზღარი კატები. დაინახეთ, რა
ეცვა იმ მწვანეთმიანს? შურისგან კბილებს ვაღრჭიალებდი. ბუნებ-
რივია, იმ ქალს აქვს უპირატესობა, რომელსაც ასე აცვია – ამას ვერ
უარყოფთ. ბებერია და მახინჯი, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს.
მის ფონზე ყველა პასტორის ფეთხუმი ცოლივით გამოიყურება. ის
არის? თუ მეორე – ჭაღარათმიანი? ვერაფერს ვიტყვი, მიმზიდვე-
ლია. მაგნიტივით იზიდავს კაცებს. სერ ჩარლზი მას ენჯის ეძახდა.
არა მგონია, ის იყოს, დამჭკნარ კომბოსტოს რომ ჰგავს. მაინც რო-
მელია, მდიდრულად ჩაცმული თუ ენჯი?
– ძვირფასო, უცნაური აზრები მოგდით თავში. მას ე-ე... ჩარლზ
კარტრაიტს არც კი აინტერესებს ის ქალები.
– არ მჯერა თქვენი. ყოველ შემთხვევაში, მათ აინტერესებთ ის...
– არა, არა, ცდებით. ეს წარმოსახვის ბრალია.
– ძუკნები! – თქვა ეგმა, – აი, ვინ არიან ისინი!
– ასე ნუ ამბობთ, ძვირფასო.
– უარესის მოფიქრებაც შემიძლია.
– მჯერა, მაგრამ არ არის საჭირო. გარწმუნებთ, ცდებით.

41
– მაშინ რატომ გაემგზავრა... აი, ასე?
მისტერ სატერთუეითმა ჩაახველა.
– ვფიქრობ, მან... ე-ე... გადაწყვიტა, რომ ასე ჯობდა.
ეგმა გამგმირავი მზერა მიაპყრო კაცს.
– გულისხმობთ... ჩემ გამო?
– დიახ... დაახლოებით.
– მაშასადამე, გაქცეულა. როგორც ჩანს, ძალზე აშკარად გამოვ-
ხატე ჩემი გრძნობა. მამაკაცები ვერ იტანენ, როცა მათ გასაქანს არ
აძლევენ, არა? დედა მართალია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ლაპა-
რაკობს ის მამაკაცებზე. ნამდვილი ვიქტორიანული თავაზიანობით.
„კაცებს არ მოსწონთ, როცა კუდში დასდევენ. ქალიშვილები ისე უნ-
და მოიქცნენ, რომ კაცებმა დაიწყონ სირბილი“. კარგი ნათქვამია,
არა? ჰოდა, ჩარლზიც ასე მოიქცა – სირბილი დაიწყო, ოღონდ ჩემ-
კენ კი არ გამოიქცა, ჩემგან გაიქცა. გამირბის. ეშინია. მას ვერ გავყ-
ვები. ასე რომ მოვიქცე, აფრიკის ჯუნგლებში დურთავს თავს. ან მს-
გავს ადგილას.
– ჰერმიონა, მართლა სერიოზულად ფიქრობთ სერ ჩარლზზე? –
ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
ქალიშვილმა მოუთმენელი მზერა მიაპყრო კაცს. .
– დიახ, რა თქმა უნდა.
– რას იტყვით ოლივერ მენდერსზე?
ეგმა ყურადღება არ მიაქცია ოლივერ მენდერსის ხსენებას. მხო-
ლოდ თავი გააქნია. ის საკუთარ ფიქრებს მისდევდა.
– თქვენი აზრით, შემიძლია წერილი მივწერო? ისეთი არაფერი
– ქალიშვილებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ფრაზები,
რათა თავი დააღწიოს შიშს, – ეგი მოიღუშა, – სულელურად მოვიქე-
ცი! დედა ყველაფერს უკეთ მოაგვარებდა. ვიქტორიანელებმა იცი-
ან, რა არის საჭირო ასეთ დროს. შეუძლიათ გაწითლდნენ და წავიდ-
ნენ, მე კი არაფერი ვიცი. მეგონა, უნდა წამექეზებინა. გავიფიქრე,
რომ დახმარება სჭირდებოდა. მითხარით, – ქალიშვილი მკვეთრად
შეტრიალდა მისტერ სატერთუეითისკენ, – ხომ არ დაინახა, როგორ
ვკოცნიდი წუხელ ოლივერს?

42
– არ ვიცი. როდის მოხდა ეს?
– წუხელ, როდესაც მთვარიანი ღამე იყო და ბილიკით ვეშვებო-
დით ქვევით. მეგონა, თუ ჩარლზი მე და ოლივერს დაგვინახავდა,
ეს... ცოტათი შეაჯანჯღარებდა. მე ხომ მოვწონდი.
– განა ოლივერს გული არ ეტკინებოდა?
– სულაც არა. ოლივერის აზრით, ქალიშვილისთვის პატივია, თუ
მას აკოცებს. ცხადია, თავმოყვარეობა შეელახებოდა, მაგრამ ეს ნა-
კლებად მადარდებდა. მინდოდა ჩარლზი წამექეზებინა – ბოლო
დროს... გულჩათხრობილი მეჩვენებოდა.
– ჩემო კარგო, – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – მგონი, ვერ
ხვდებით სერ ჩარლზის უეცარი წასვლის მიზეზს. ის ფიქრობს, რომ
ოლივერი გიყვართ, და ზედმეტ ტკივილს აგარიდათ.
ეგი კაცს მხრებში ჩააფრინდა და სახეში შეხედა.
– ეს სიმართლეა? სიმართლეა? სულელი! ბრიყვი! ოჰ!
მოულოდნელად მან ხელი გაუშვა მისტერ სატერთუეითს და
ხტუნვა-ხტუნვით გაუყვა გზას მის გვერდით. – თუ ასეა, დაბრუნდება,
– თქვა ეგმა, – დაბრუნდება... და თუ არ დაბრუნდა...
– თუ არ დაბრუნდა? ეგს გაეცინა.
– როგორმე დავაბრუნებ. აი, ნახავთ.
განსხვავებული ლექსიკის გაუთვალისწინებლად, ეგი და ასტო-
ლატელი ნაზი ქალწული ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს, თუმცა
მისტერ სატერთუეითი გრძნობდა, რომ ეგი გაცილებით პრაქტიკუ-
ლი ქალიშვილი იყო და მას ნამდვილად არ ემუქრებოდა სიკვდილი
გაბზარული გულის გამო.

43
თავდაჯერებულობა

სერ ჩარლზი წერილს იღებს

მისტერ სატერთუეითმა გადაწყვიტა, ორიოდე დღე გაეტარებინა


მონტე-კარლოში. სექტემბერში ყველა სხვა ადგილს ფრანგულ რი-
ვიერას ამჯობინებდა, მით უმეტეს, რომ ინგლისში უკვე დასრულე-
ბულიყო მაღალი საზოგადოების წვეულებების ზაფხულის სეზონი.
ახლა პარკში იჯდა, მზით ტკბებოდა და ორი დღის წინანდელ
„Daily Mail“-ს ათვალიერებდა.
უეცრად მისი ყურადღება ნაცნობმა სახელმა მიიპყრო. „სერ ბარ-
თოლომიუ სთრეინჯის სიკვდილი“. სწრაფად გადაავლო თვალი
სტატიას.
„მწუხარებით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა ცნობილი ნევ-
როპათოლოგი სერ ბართოლომიუ სთრეინჯი. ის წვეულებას მარ-
თავდა მეგობრებისთვის იორკშირში, თავის სახლში. ჯანმრთელად
და მხნედ გამოიყურებოდა, თუმცა მოულოდნელად განუტევა სული
ნასადილევს. ის მეგობრებს ესაუბრებოდა და პორტვეინს სვამდა,
როდესაც უეცრად შეტევა დაემართა და მანამ მოკვდა, სანამ ექიმის
გამოძახებას მოასწრებდნენ. სერ ბართოლომიუმ ყველას დაგ-
ვწყვიტა გული. ის იყო..“.
ამას მოსდევდა სერ ბართოლომიუს კარიერისა და მოღვაწეობის
აღწერა.
მისტერ სატერთუეითმა ხელი გაუშვა გაზეთს. ძალზე შეწუხდა.
თვალწინ დაუდგა ექიმი, როდესაც უკანასკნელად ნახა – ჯანმრთე-

44
ლი, მხიარული, მხნე, ახლა კი მკვდარი იყო. მისტერ სატერთუეითს
დროდადრო სტატიის ფრაგმენტები ახსენდებოდა. „პორტვეინს სვა-
მდა“,„უეცრად შეტევა დაემართა...“„მოკვდა, სანამ ექიმის გამოძახ-
ებას მოასწრებდნენ...“
პორტვეინი და არა კოქტეილი, დანარჩენი კი უცნაურად ჰგავდა
ამასწინანდელ სიკვდილის სცენას კორნუოლში. მისტერ სატერთუე-
ითს გულკეთილი მოხუცი ღვთისმსახურის დაღრეჯილი სახე გაახ-
სენდა...
იქნებ მართლა...
თავი ასწია და დაინახა, რომ მისკენ, გაზონის გავლით, სერ ჩარ-
ლზი კარტრაიტი მოემართებოდა.
– სასწაულია და ეგ არის, სატერთუეით! ზუსტად ის ადამიანი
ხართ, რომელიც მჭირდება. შეიტყვეთ საბრალო მოხუცი ტოლის ამ-
ბავი?
– სწორედ ახლა ვკითხულობდი.
სერ ჩარლზი მოწყვეტით დაეშვა ძელსკამზე მისტერ სატერთუე-
ითის გვერდით. აფროსნის უზადო კოსტიუმი ეცვა. არავითარი ფლა-
ნელის შარვალი და ძველი სვიტერი. ასეთ ელეგანტურ სპორტსმენს
მხოლოდ აქ, რივიერაზე თუ შეხვდებოდა კაცი.
– მომისმინეთ, სატერთუეით, ტოლი ხარივით ჯანმრთელი იყო.
არაფერს უჩიოდა. შესაძლოა უტვინო და ვირი ვარ, მაგრამ ხომ არ
გაგონებთ ეს...
– იმ საქმეს ლუმაუთში? დიახ, ასეა. ცხადია, შესაძლოა ვცდებით
და მსგავსება ზედაპირულია. ბოლოს და ბოლოს, უეცარი გარდაცვ-
ალება სხვადასხვა მიზეზით ხშირი მოვლენაა.
სერ ჩარლზმა მოუთმენლად გააქნია თავი და თქვა: – ახლახან
წერილი მივიღე ეგ ლიტონ გორისგან.
მისტერ სატერთუეითმა ღიმილი შეიკავა.
– პირველად მოგწერათ?
– არა, – გულუბრყვილოდ მიუგო სერ ჩარლზმა, – პირველი წე-
რილი აქ ჩამოსვლიდან მალევე მომივიდა. მასში განსაკუთრებული
არაფერი ეწერა, ამიტომ არ ვუპასუხე... დალახვროს ეშმაკმა, სატე-

45
რთუეით, ვერ გავბედე პასუხის გაცემა! ქალიშვილი, ცხადია, ვერა-
ფერს ხვდება, მაგრამ არ მინდოდა სულელს დავმსგავსებოდი.
მისტერ სატერთუეითმა ხელი მიიტანა ტუჩებთან ღიმილის დასა-
ფარავად.
– და ამ წერილში?
– ეს სრულიად განსხვავებულია. მასში დახმარებას მთხოვს.
– დახმარებას? – მისტერ სატერთუეითმა წარბები ასწია.
– ის იქ იყო... ხომ ხვდებით... იმ სახლში, სადაც ეს მოხდა.
– იმის თქმა გსურთ, რომ სერ ბართოლომიუს სტუმრობდა, რო-
დესაც ის გარდაიცვალა?
– დიახ.
– მერედა, რას წერს ამაზე?
სერ ჩარლზმა ჯიბიდან წერილი ამოიღო, შეყოყმანდა და მისტერ
სატერთუეითს გაუწოდა.
– ჯობს თვითონ წაიკითხოთ.
მისტერ სატერთუეითმა მოუთმენლად გაშალა ფურცელი.

„ძვირფასო სერ ჩარლზ, არ ვიცი, როდის მოაღწევს ეს წერილი


თქვენამდე. იმედია, მალე. ძალიან ვღელავ, არ ვიცი, როგორ მო-
ვიქცე. ალბათ, წაიკითხავდით გაზეთებში, რომ სერ ბართოლომიუ
სთრეინჯი გარდაიცვალა, თანაც, ზუსტად ისე, როგორც მისტერ ბე-
ბინგტონი. შეუძლებელია ეს დამთხვევა იყოს. შეუძლებელია. შეუძ-
ლებელია... საშინლად ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო...
ხომ არ შეგიძლიათ დაბრუნდეთ და რამე იღონოთ? ცხადია, ეს
ცოტა თავხედურად მოგეჩვენებათ, მაგრამ თქვენ მანამდეც გაგიჩ-
ნდათ ეჭვი, თუმცა არავინ მოგისმინათ. ახლა კი თქვენი მეგობარი
მოკლეს. თუ არ დაბრუნდებით, შესაძლოა ვერავინ ვერასოდეს შე-
იტყოს სიმართლე. არადა, დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას შეძლე-
ბთ... მთელი სხეულით ვგრძნობ, რომ შეძლებთ.
კიდევ არის რაღაც. ძალიან ვღელავ ერთი ადამიანის გამო. ვიცი,
რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს ამასთან, მაგრამ შესაძლებე-
ლია ყველაფერი უცნაურად გამოჩნდეს. წერილში ვერ აგიხსნით...

46
ხომ დაბრუნდებით? მჯერა, რომ სიმართლეს დაადგენთ.
გულწრფელად, თქვენი ეგი“

– აბა? – მოუთმენლად იკითხა სერ ჩარლზმა, – ცხადია, ცოტა


უთავბოლო ნაწერია, როგორც ჩანს, ჩქარობდა. რას იტყვით?
მისტერ სატერთუეითმა აუჩქარებლად დაკეცა წერილი, რათა
დრო მოეგო პასუხის გასაცემად.
ეთანხმებოდა, რომ წერილი უთავბოლოდ დაწერილს ჰგავდა,
თუმცა არ ფიქრობდა, რომ ეგი ჩქარობდა. პირიქით, ქალიშვილს
ყველაფერი საგულდაგულოდ მოეფიქრებინა. მას სურდა სერ ჩარ-
ლზში პატივმოყვარეობა, რაინდული სული და სპორტული ინტერე-
სი გაეღვიძებინა.
იმის მიხედვით, რაც მისტერ სატერთუეითმა იცოდა სერ ჩარლ-
ზზე, ამ შეტყობინებას წარმატების მოტანა შეეძლო.
– თქვენი აზრით, ვის გულისხმობს „ერთ ადამიანში“? – იკითხა
მან.
– ალბათ, მენდერსს.
– მაშასადამე, ისიც იყო იქ?
– ეს აშკარაა, ოღონდ არ ვიცი, რატომ. ტოლი ერთხელაც არ შეხ-
ვედრია მას, იმ შემთხვევის გამოკლებით, ჩემს სახლში. ვერ ვხვდე-
ბი, რატომ უნდა დაეპატიჟებინა ის.
– სერ ბართოლომიუ ხშირად მართავდა წვეულებებს?
– წელიწადში სამ-ოთხჯერ, თანაც, ყოველთვის „სენტლეჯერის“
1
მიმდინარეობისას.
– ხშირად იყო იორკშირში?
– იქ დიდი სანატორიუმი თუ მოხუცთა თავშესაფარი ჰქონდა –
რაც გინდათ, ის უწოდეთ. მელფორტის ძველებური სააბატო იყიდა,
აღადგინა და მის ტერიტორიაზე სანატორიუმი ააშენა.
– გასაგებია.

1
ყოველწლიური დოღი დონკასტერში. სახელი ეწოდა მისი დამაარსებლ-
ის, პოლკოვნიკ სენტ-ლეჯერის პატივსაცემად

47
მისტერ სატერთუეითი ორიოდე წუთს დუმდა, შემდეგ კი იკითხა:
– საინტერესოა, კიდევ ვინ ესწრებოდა წვეულებას?
სერ ჩარლზმა ივარაუდა, რომ ეს, ალბათ, რომელიმე გაზეთში
ეწერა.
ორივენი ძებნას შეუდგნენ.
– მივაგენი! – შესძახა სერ ჩარლზმა და ხმამაღლა წაიკითხა:
„სერ ბართოლომიუ სთრეინჯი აწყობს ტრადიციულ წვეულებას
„სენტ-ლეჟერთან“ დაკავშირებით. სტუმრებს შორის იქნებიან:
ლორდი და ლედი იდენები, ლედი მერი ლიტონ გორი, სერ ჯოსლინი
და ლედი კემპბელი, კაპიტანი და მისის დეიკრესები, აგრეთვე, მის
ენჯელა სატკლიფი, ცნობილი მსახიობი“.
მან და მისტერ სატერთუეითმა ერთმანეთს შეხედეს. – დეიკრე-
სები და ენჯელა სატკლიფი, – თქვა სერ ჩარლზმა, – არცერთი სიტ-
ყვა ოლივერ მენდერსზე.
– მოდი, დღევანდელი „Continental Daily Mail“-იც ვნახოთ, –
უთხრა მისტერ სატერთუეითმა, – იქნებ იქ წერია მეტი.
სერ ჩარლზმა გაზეთის ფურცვლა დაიწყო. უეცრად დაიძაბა.
– ღმერთო ჩემო, სატერთუეით, აბა, ეს მოისმინეთ:

„სერ ბართოლომიუ სთრეინჯი.


დღეს განსვენებულ სერ ბართოლომიუ სთრეინჯის გარდაცვა-
ლების გამო ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოიტანეს ვერ-
დიქტი, რომლის თანახმადაც, სიკვდილი გამოიწვია ნიკოტინით მო-
წამვლამ. არ არსებობს იმის მტკიცებულება, თუ ვინ და როგორ გა-
მოიყენა ეს საწამლავი“.

მან შუბლი შეიჭმუხნა.


– ნიკოტინით მოწამვლა. დიდად დამაჯერებლად არ ჩანს – ძნე-
ლი წარმოსადგენია, მისგან კაცი წაიქცეს და მოკვდეს. ვერაფერი
გამიგია.
– რას აპირებთ?
– რას ვაპირებ? დღეს საღამოსთვის ადგილს დავჯავშნი „ლურჯ

48
მატარებელში“.
– ალბათ, მეც ასე მოვიქცევი, – თქვა მისტერ სატერთუეითმა.
– თქვენც? – გაუკვირდა სერ ჩარლზს.
– ასეთი საქმეები ზუსტად საჩემოა, – თავმდაბლად მიუგო მის-
ტერ სატერთუეითმა, – მე... ე-ე... ერთგვარი გამოცდილება მაქვს.
გარდა ამისა, კარგად ვიცნობ იმ მხარის მთავარ კონსტებლს –
პოლკოვნიკ ჯონსონს. ეს წაგვადგება.
– ჩინებულია! – შესძახა სერ ჩარლზმა, – რახან ასეა, წავალ და
საწოლი ვაგონის ბილეთებს შევუკვეთ.
„ქალიშვილმა თავისას მიაღწია, – გაიფიქრა მისტერ სატერთუე-
ითმა, – ის უკან დააბრუნა. საინტერესოა, რა დოზითაა სიმართლე
მის წერილში. იცის, როგორ გამოიყენოს ვითარება სათავისოდ“.
როდესაც სერ ჩარლზი წავიდა, მისტერ სატერთუეითმა აუჩქარ-
ებლად განაგრძო სეირნობა პარკში, თან კვლავაც ეგზე ფიქრობდა.
აღაფრთოვანებდა ქალიშვილის მოხერხებულობა და ენერგიულო-
ბა და ცდილობდა დაეთრგუნა თავისი ბუნების ის ვიქტორიანული
მხარე, რომლის გამოც არ მოსწონდა მშვენიერი სქესის წარმომად-
გენლები, რომლებიც ინიციატივას იჩენდნენ სატრფიალო ურთ-
იერთობაში.
მისტერ სატერთუეითი დაკვირვებული კაცი იყო. ქალებზე, კერ-
ძოდ, ეგ ლიტონ გორზე ფიქრისას მისი ყურადღება სხვა რამემ მიიპ-
ყრო და ჩაილაპარაკა:
– სად მინახავს ასეთი გამორჩეული ფორმის თავი?
თავის პატრონი ძელსკამზე იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა. ამ
ტანდაბალ კაცს მის სიმაღლესთან შედარებით აშკარად დიდი ულ-
ვაში ჰქონდა.
იქვე უკმაყოფილო სახით იდგა ინგლისელი გოგონა, რომელიც
დროდადრო ფეხს ინაცვლებდა და მეთოდურად ურტყამდა წიხლს
ლობელიების ყვავილნარზე შემოვლებულ ბორდიურს.
– არ გინდა, ძვირფასო, – უთხრა დედამ, რომელიც მოდების
ჟურნალს ათვალიერებდა.
– სხვა რა ვაკეთო? – მიუგო ბავშვმა.

49
ტანდაბალმა კაცმა თავი მიაბრუნა მისკენ და მისტერ სატერთუე-
ითმა მყისვე იცნო.
– მესიე პუარო, – თქვა მან, – რა სასიამოვნო სიურპრიზია.
მესიე პუარო წამოდგა და თავი დაუკრა.
– Enchanté, monsieur.2
მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. მისტერ სატერთუეითი დაჯ-
და.
– როგორც ვხედავ, ყველამ მონტე-კარლოში მოიყარა თავი. ნა-
ხევარი საათის წინ სერ ჩარლზ კარტრაიტს წავაწყდი, ახლა – თქვენ.
– სერ ჩარლზიც აქ არის?
– საიალქნო სპორტს მისდევს. იცოდით, რომ ლუმაუთის სახლი
გაყიდა?
– არა, არ ვიცოდი. მიკვირს.
– მე კი არც ისე. არა მგონია, კარტრაიტი იმ ადამიანთა რიცხვს
მიეკუთვნებოდეს, რომლებსაც საზოგადოებისგან შორს უყვართ
ყოფნა.
– ამაში გეთანხმებით. მე სხვა რამე გამიკვირდა. მომეჩვენა,
რომ სერ ჩარლზს განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა ლუმაუთში და-
სარჩენად. მომხიბლავი მიზეზი, არა? ხომ მართალი ვარ? პატარა
მადმუაზელი, რომელიც თავს „კვერცხს“3 უწოდებს.
დეტექტივს ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
– მაშ, შეამჩნიეთ?
– ბუნებრივია, შევამჩნიე. ჩემი გული ძალზე მგრძნობიარეა შეყ-
ვარებულთა მიმართ. მგონი, თქვენიც. La jeuness4 ყოველთვის გუ-
ლის ამაჩუყებელია.
მან ამოიოხრა.
– ვფიქრობ, გამოიცანით ლუმაუთიდან სერ ჩარლზის გამგზავ-
რების ნამდვილი მიზეზი. ის გაიქცა, – უთხრა მისტერ სატერთუეით-

2
გულწრფელად მიხარია, მესიე (ფრ.)
3
ეგ (egg) ინგლისურად კვერცხს ნიშნავს.
4
ახალგაზრდობა (ფრანგ)

50
მა.
– მადმუაზელ ეგს გაექცა? მაგრამ ის ხომ აშკარად აღმერთებს
ქალიშვილს. რატომ უნდა გაქცეულიყო?
– ეჰ, როგორც ჩანს, არ იცით ჩვენი ანგლოსაქსური კომპლექსე-
ბი.
მესიე პუარო თავის დასკვნებს მისდევდა.
– ნამდვილად კარგი სვლაა, – თქვა მან, – გაექეცი ქალებს და
ისინი მაშინვე გამოგეკიდებიან. ეჭვი არ მეპარება, სერ ჩარლზმა იც-
ის ეს – მას ხომ დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.
ამ აზრმა, ცოტა არ იყოს, გააკვირვა მისტერ სატერთუეითი.
– არა მგონია, ეს სიმართლე იყოს, – უთხრა დეტექტივს, – თქვენ
რას აკეთებთ აქ? შვებულებაში ხართ?
– ახლა მე სულ შვებულებაში ვარ. წარმატებას მივაღწიე, გავ-
მდიდრდი, დასვენება გადავწყვიტე და ვმოგზაურობ, სამყაროს ვეც-
ნობი.
– შესანიშნავია, – მოუწონა მისტერ სატერთუეითმა.
– N’est-ce pas? 5
– დედიკო, – ჩაილაპარაკა ინგლისელმა გოგონამ, – რა ვაკე-
თო?
– ძვირფასო, – დაუყვავა დედამ, – რა ჯობია საზღვარგარეთ გამ-
გზავრებას და მზეზე ყოფნას?
– ჰო, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ.
– ირბინე, გაერთე. წადი და ზღვას უყურე.
– Maman, – თქვა უეცრად, ღმერთმა იცის, საიდან გაჩენილმა
ფრანგმა გოგონამ, – joue avec moi6.
ფრანგმა დედამ წიგნს თვალი მოსწყვიტა.
– Amuse toi avec ta balle, Marcelle7
გოგონამ მოღუშული სახით დამჯერედ დაიწყო ბურთის მაღლა

5
ხომ ასეა? (ფრანგ)
6
ითამაშე ჩემთან (ფრანგ)
7
ბურთის თამაშით გაერთე, მარსელ (ფრანგ)

51
აგდება.
– Je m'amuse,8 – თქვა ერკიულ პუარომ ძალზე უცნაური გამო-
მეტყველებით და თითქოს მისტერ სატერთუეითის სახეზე პასუხი
ამოიკითხაო, დაამატა, – თქვენ ყველაფერს მყისვე ხვდებით. სწო-
რედ ისეა, როგორც გაიფიქრეთ.
ის ორიოდე წუთს დუმდა, შემდეგ კი განაგრძო:
– ღარიბ ოჯახში ვიზრდებოდი. ბევრნი ვიყავით. თავი უნდა დაგ-
ვემკვიდრებინა. პოლიციაში შევედი. დაუღალავად ვმუშაობდი. თა-
ნდათან მივიწევდი სამსახურებრივ კიბეზე. სახელი გავითქვი. საერ-
თაშორისო რეპუტაცია მოვიპოვე. ბოლოს, გადავდექი. შემდეგ ომი
დაიწყო. დავიჭერი. გასაცოდავებული და დაქანცული ინგლისში ჩა-
მოვედი დევნილად. ერთმა გულკეთილმა ლედიმ შემიფარა. ის მოკ-
ვდა, ოღონდ არაბუნებრივი სიკვდილით – მოკლეს. Eh bien, გონება
დავძაბე, ჩემი პატარა ნაცრისფერი უჯრედები გამოვიყენე და მკვლ-
ელს მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ კიდევ ბევრი შემეძლო. სწორედ
მაშინ დაიწყო ჩემი მეორე, კერძო დეტექტივის კარიერა ინგლისში.
არაერთი რთული და ჩახლართული საქმე გავხსენი. ეს ნამდვილი
ცხოვრება იყო, მესიე! ადამიანის ხასიათის ფსიქოლოგია ძალზე
მიმზიდველი რამეა. შეძლებული კაცი გავხდი. ჩემს თავს ვუთხარი,
რომ როცა საკმარისი ფული მექნებოდა, ჩემს ოცნებას ავისრულებ-
დი.
მან მისტერ სატერთუეითს მუხლზე დაადო ხელი.
– ჩემო მეგობარო, უფრთხილდით იმ დღეს, როდესაც ოცნებები
აგიხდებათ. აი, ის გოგონა, ალბათ, საზღვარგარეთ გამგზავრებაზე
ოცნებობდა... იმაზე, რომ ეს ძალზე საინტერესო იქნებოდა. ხომ
ხვდებით?
– ვხვდები, – მიუგო მისტერ სატერთუეითმა, – მივხვდი, რომ გა-
რთობას ვერ ახერხებთ.

8
ვერთობი (ფრანგ)

52
პუარომ თავი დააქნია.
– მართალია.
იყო მომენტები, როდესაც მისტერ სატერთუეითი პაკს9 ჰგავდა.
ახლა სწორედ ასე მოხდა. პატარა, დანაოჭებულ სახეზე სიცელქემ
გადაურბინა. ყოყმანობდა, ეთქვა თუ არ ეთქვა?
მისტერ სატერთუეითმა აუჩქარებლად გაშალა გაზეთი, რომე-
ლიც ჯერაც ხელში ეჭირა.
– ეს თუ წაიკითხეთ, მესიე პუარო? – იკითხა მან და თითი გაიშ-
ვირა სტატიისკენ.
პატარა ბელგიელმა გაზეთი გამოართვა. მისტერ სატერთუეითი
აკვირდებოდა, როგორ კითხულობდა ის. სახე არ შესცვლია, მაგრამ
ინგლისელი მიხვდა, რომ პუაროს ტანი დაეძაბა იმ ტერიერივით,
რომელიც ვირთხის ბუდეს ყნოსავს.
ერკიულ პუარომ ორჯერ გადაიკითხა სტატია, გაზეთი გაკეცა და
მისტერ სატერთუეითს დაუბრუნა.
– საინტერესოა, – თქვა მან.
– დიახ. მგონი, სერ ჩარლზ კარტრაიტი მართალი იყო, ჩვენ კი
ვცდებოდით, არა?
– გეთანხმებით, – პუარომ თავი დააქნია, – როგორც ჩანს, შევ-
ცდით. გამოგიტყდებით, მეგობარო, ვერ დავიჯერე, რომ ასეთი
გულკეთილი და უწყინარი ბერიკაცი მოკლეს. დიახ, შესაძლოა შევ-
ცდი. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ მეორე სიკვდი-
ლიც დამთხვევა აღმოჩნდეს. ზოგჯერ წარმოუდგენელ დამთხვევას-
თან გვაქვს საქმე. მე, ერკიულ პუარო, ისეთ დამთხვევებს შევსწრე-
ბივარ, გაოცდებოდით.
დეტექტივმა მცირე ხნით შეისვენა და განაგრძო:
– ცხადია, შესაძლოა ალღომ არ უმტყუნა სერ ჩარლზ კარტრა-
იტს. ის მსახიობია, მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი ადამიანი გრ-
ძნობებს უფრო მიჰყვება, ვიდრე გონებას...ასეთი მეთოდი ხშირად

9
პაკი – ელფი უ. შექსპირის პიესაში „ზაფხულის ღამის სიზმარი“.

53
დამღუპველია, თუმცა ზოგჯერ კიდეც ამართლებს. საინტერესოა,
სად არის ახლა სერ ჩარლზი?
– შემიძლია გითხრათ, – ღიმილით მიუგო მისტერ სატერთუეით-
მა, – საწოლი ვაგონის ბილეთების შესაძენად წავიდა. დღეს საღა-
მოს ინგლისში ვბრუნდებით.
– აჰა! – მრავალმნიშვნელოვნად შესძახა პუარომ და მის დამცი-
ნავ, გაბრწყინებულ თვალებში შეკითხვა აღიბეჭდა, – როგორი მონ-
დომებულია ჩვენი სერ ჩარლზი! მოყვარული დეტექტივის როლის
შესრულება გადაწყვიტა? თუ სხვა მიზეზიც არსებობს?
მისტერ სატერთუეითმა არ უპასუხა. პუარომ ამ დუმილში ერ-
თგვარი პასუხი ამოიკითხა.
– გასაგებია, – თქვა მან, – როგორც ვხედავ, ყველაფერი მადმ-
უაზელის მშვენიერმა თვალებმა გადაწონა და არა დანაშაულის გახ-
სნის სურვილმა. ასეა?
– მან წერილი მისწერა და დაბრუნება სთხოვა, – მიუგო მისტერ
სატერთუეითმა.
პუარომ თავი დააქნია.
– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა მან, – თუმცა ბოლომდე ვერ
ვხვდები...
მისტერ სატერთუეითმა გააწყვეტინა.
– ვერ ხვდებით, რას წარმოადგენს თანამედროვე ინგლისელი
ქალიშვილი? ეს არ მიკვირს. ამას მეც ვერ ვხვდები ყოველთვის. ისე-
თი ქალიშვილი, როგორიც მის ლიტონ გორია...
ამჯერად პუარომ გააწყვეტინა:
– Pardon, თქვენ არასწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი. მშვენივრად
მესმის მის ლიტონ გორის. ხშირად შევხვედრივარ მისნაირებს. თქ-
ვენ თანამედროვეს უწოდებთ ამ ტიპის ადამიანებს, სინამდვილეში
კი... როგორ ვთქვა... ეს ამ სამყაროსავით ძველია.
მისტერ სატერთუეითმა უკმაყოფილება იგრძნო. ფიქრობდა,
რომ მხოლოდ მას ესმოდა ეგის. რა უნდა სცოდნოდა ამ უცნაურ უც-
ხოელს ინგლისელ ქალიშვილებზე?
პუარო ფიქრიანი ხმით განაგრძობდა ლაპარაკს:

54
– ადამიანის ბუნების ცოდნა შესაძლოა ძალზე საშიში აღმოჩ-
ნდეს.
– სასარგებლო, – შეუსწორა მისტერ სატერთუეითმა.
– შესაძლოა. ეს თვალსაზრისზეა დამოკიდებული.
– კარგი… – მისტერ სატერთუეითი შეყოყმანდა და წამოდგა.
იმედგაცრუებული ჩანდა. მან სატყუარა ჩააგდო წყალში, თევზი კი
არ წამოეგო. მიხვდა, რომ ადამიანის ბუნების არასაკმარისმა ცოდ-
ნამ დააღალატა, – სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.
– გმადლობ.
– იმედია, მეწვევით, როცა კვლავ ჩამოხვალთ ლონდონში, –
მისტერ სატერთუეითმა სავიზიტო ბარათი ამოიღო, – აი, ჩემი მისა-
მართი.
– სიამოვნებით, მისტერ სატერთუეით. ძალზე თავაზიანი ხართ.
– აბა, ნახვამდის.
– ნახვამდის და bon voyage.10
მისტერ სატერთუეითი წავიდა. პუარომ თვალი გააყოლა, შემდეგ
წინ გაიხედა და ცისფერ ხმელთაშუა ზღვას მიაჩერდა.
ათი წუთი მაინც იჯდა ასე.
კვლავ გამოჩნდა ინგლისელი ბავშვი.
– დედიკო, უკვე ვუყურე ზღვას. ახლა როგორ მოვიქცე?
– შესანიშნავი შეკითხვაა, – ჩაიბურტყუნა ერკიულ პუარომ, წა-
მოდგა და გზას გაუყვა – საწოლი ვაგონების ბილეთების ოფისისკენ.

10
კეთილი მგზავრობა (ფრანგ)

55
დაკარგული მსახურთუფროსი

სერ ჩარლზი და მისტერ სატერთუეითი პოლკოვნიკ ჯონსონის


კაბინეტში ისხდნენ. მთავარი კონსტებლი ზორბა, სახეწითელი კაცი
იყო მბრძანებლური ხმითა და მეგობრული მანერებით.
ის სიამოვნებით მიესალმა მისტერ სატერთუეითს, სახელმოხვე-
ჭილი ჩარლზ კარტრაიტის გაცნობა კი აშკარად გაუხარდა.
– ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს თეატრი და თქვენი ერთ-ერთი...
როგორ ამბობენ ამერიკელები? – ფანი. დიახ, თქვენი ფანია. მეც
მომწონს კარგი პიესები, ოღონდ არა თანამედროვე აბდაუბდა, რო-
ცა რას აღარ აკეთებენ სცენაზე… ფუ!
სერ ჩარლზმა, რომელმაც ამ საყვედურს ყურადღება არ მიაქცია,
ვინაიდან არასოდეს მონაწილეობდა „თამამ“ პიესებში, ძალდაუტა-
ნებელი, დახვეწილი საუბარი გაუბა კონსტებლს. როდესაც მათი ვი-
ზიტის მიზანი ახსენა, პოლკოვნიკმა ჯონსონმა თავაზიანად გამოხა-
ტა მზადყოფნა მათ დასახმარებლად.
– მაშ, თქვენი მეგობარი, არა? სამწუხარო ამბავი მოხდა, ძალზე
სამწუხარო. ის აქ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მის სანატო-
რიუმს ჩინებული რეპუტაცია ჰქონდა. საყოველთაო აზრით, თვი-
თონ სერ ბართოლომიუც დიდებული ადამიანი იყო – გულკეთილი
და დიდსულოვანი. მისი მოკვლა ვის უნდა მონდომებოდა? არადა,
მკვლელობას ჰგავს. თვითმკვლელობაზე არაფერი მიუთითებს,
უბედური შემთხვევა კი გამორიცხულია.
– სატერთუეითი და მე ახლახან დავბრუნდით უცხოეთიდან, –
უთხრა სერ ჩარლზმა, – და მხოლოდ გაზეთებიდან ვიცით ამ საქმე-
ზე.
– და, ბუნებრივია, ყველაფრის ცოდნა გსურთ. მოგიყვებით, რაც
ვიცი. ვფიქრობ, აშკარაა, რომ მსახურთუფროსია ის ადამიანი, ვინც

56
უნდა ვეძებოთ. ის აქ მხოლოდ ორი კვირის წინათ გამოჩნდა, როდე-
საც სერ ბართოლომიუმ დაიქირავა, მკვლელობის შემდეგ კი მყისვე
გაქრა, თითქოს აორთქლდა. საეჭვოდ ჩანს, არა?
– და თქვენ არ იცით, სად წავიდა. ასეა?
პოლკოვნიკ ჯონსონს წითელი სახე წამოუჭარხლდა.
– ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ჩვენი გულგრილობაა, ვაღიარებ,
მართლაც ასე ჩანს. ბუნებრივია, ვუთვალთვალებდით იმ ყმაწვილს,
ისევე, როგორც ყველა დანარჩენს. ჩვენს შეკითხვებს სავსებით და-
მაკმაყოფილებლად პასუხობდა – დაასახელა ლონდონის ერთ-ერ-
თი სააგენტო, რომლის საშუალებითაც დაიქირავეს. მანამდე სერ
ჰორას ბერდთან მუშაობდა. თავაზიანად, აუღელვებლად ლაპარაკ-
ობდა, შემდეგ კი უეცრად გაქრა, თუმცა სახლზე მეთვალყურეობა
იყო დაწესებული. ჩემი ბიჭები გვარიანად გავჯორე, მაგრამ ისინი
იფიცებიან, თვალი არ მოგვიხუჭავსო.
– საოცარია, – ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა.
– და სულელური საქციელი, – დაამატა სერ ჩარლზმა,
– ის ეჭვმიტანილი არ იყო, ასე კი ყურადღება მიიპყრო.
– დიახ, ოღონდ შორს ვერ გაიქცევა. ყველგან გავგზავნეთ მისი
აღწერილობა. რამდენიმე დღეში დავაკავებთ.
– ძალზე უცნაურია, – თქვა სერ ჩარლზმა, – ვერაფერი გამიგია.
– ოჰ, მიზეზი აშკარაა. შეეშინდა და მოთმინებამ უღალატა.
– ნუთუ კაცს, რომელსაც თავხედობა ეყო და ადამიანი მოკლა,
იმდენი მოთმინება არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მშვიდად
მჯდარიყო?
– ეს ხასიათზეა დამოკიდებული. კარგად ვიცნობ დამნაშავეებს.
უმეტესობა კურდღელივით მშიშარაა. ეგონა, მასზე მიიტანეს ეჭვი
და გაიქცა.
– მისი ჩვენება თუ გადაამოწმეთ?
– რა თქმა უნდა, სერ ჩარლზ. ეს რუტინული სამუშაოა. ლონდო-
ნის სააგენტომ დაადასტურა მისი ნათქვამი. მას წერილობითი რე-
კომენდაცია ჰქონდა ჰორას ბერდისგან, რომელიც მხოლოდ კარგს
ამბობს მასზე. თვითონ სერ ჰორასი ამჟამად აღმოსავლეთ აფრიკა-

57
შია.
– მაშასადამე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რეკომენდაცია ყალბია.
– მართალია, – პოლკოვნიკმა ჯონსონმა იმ მასწავლებელივით
გაუღიმა სერ ჩარლზს, რომელიც ნიჭიერ მოსწავლეს სწორ პასუხს
უწონებს, – ჩვენ დეპეშა გავუგზავნეთ სერ ჰორასს, მაგრამ შესაძ-
ლოა საკმაო დრო გავიდეს, სანამ მისგან რამეს შევიტყობთ. ის სა-
ფარიზეა.
– როდის გაუჩინარდა ეს კაცი?
– დამქირავებლის სიკვდილის მომდევნო დილას. სადილს ექი-
მიც ესწრებოდა – სერ ჯოსლინ კემპბელი. ის ტოქსიკოლოგია. დე-
ივისი – ადგილობრივი ექიმი – დაეთანხმა მის დასკვნას. ისინი და-
უყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციას. ჩვენ იმ საღამოსვე დავ-
კითხეთ ყველა. შემდეგ ელისი – მსახურთუფროსი – თავის ოთახში
წავიდა, დილით კი გაქრა. დავადგინეთ, რომ ლოგინში არც წოლი-
ლა.
– მაშასადამე, სიბნელით ისარგებლა?
– ალბათ. სტუმართა შორის ერთ-ერთი ლედი მის სატკლიფია,
მსახიობი. შესაძლოა იცნობთ კიდეც.
– ძალიან კარგად.
– მის სატკლიფმა თავისი ვარაუდი მოგვაწოდა. მისი აზრით, ის
კაცი საიდუმლო გასასვლელით გავიდა სახლიდან, – პოლკოვნიკმა
დამნაშავის გამომეტყველებით მოიხოცა ცხვირი, – ედგარ უოლე-
სის სტილს ჰგავს, არა? თუმცა ასეთი გასასვლელი მართლა არსე-
ბობს. სერ ბართოლომიუ ძალზე ამაყობდა მისით და ის მის სატ-
კლიფს აჩვენა. ამ გასასვლელს ქვის დანგრეულ შენობამდე მივყა-
ვართ – სახლიდან ნახევარი მილის დაშორებით.
– სავსებით შესაძლო ახსნაა, – შენიშნა სერ ჩარლზმა, – ოღონდ
მსახურთუფროსმა თუ იცოდა მისი არსებობის შესახებ?
– ჩემი ცოლი ამბობს, რომ მსახურებმა ყველაფერი იციან. ვფიქ-
რობ, ეს სიმართლეა.
– საწამლავად ნიკოტინი გამოიყენეს? – იკითხა მისტერ სატერ-
თუეითმა.

58
– დიახ. ეს იშვიათობაა და თუ მოკლული აქტიური მწეველია,
როგორიც ექიმი სთრეინჯი იყო, ეს საქმეს ართულებს. შესაძლოა
თვითონ მოიწამლა ნიკოტინით. თუმცა ეს ძალზე მოულოდნელად
მოხდა.
– რა გზით მოხვდა საწამლავი ორგანიზმში?
– არ ვიცით, – აღიარა პოლკოვნიკმა ჯონსონმა, – ეს ყველაზე
სუსტი წერტილი იქნება ამ საქმეში. სამედიცინო დასკვნის თანახმ-
ად, საწამლავი საყლაპავი მილის საშუალებით მოხვდა ორგანიზმში
სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე.
– ყველანი პორტვეინს სვამდნენ?
– დიახ, მაგრამ მასში საწამლავი არ აღმოჩნდა. მისი ჭიქაც შევა-
მოწმეთ – არაფერი, პორტვეინის გარდა. სხვა ჭიქები უკვე წაეღოთ,
თუმცა არ გაერეცხათ – ისინი ბუფეტში იდგა ლანგარზე. არცერთ
მათგანში არაფერია საეჭვო. სერ ბართოლომიუმ ის შეჭამა, რაც
სხვებმაც: სუპი, შემწვარი კამბალა, კარტოფილიანი ხოხობი, შოკო-
ლადის სუფლე, შებრაწული პური ხიზილალათი. მზარეული თხუთ-
მეტი წელი ემსახურებოდა მას. სერ ბართოლომიუ თითქოს ვერაფ-
რით გადაყლაპავდა საწამლავს. მიუხედავად ამისა, ის მის კუჭში აღ-
მოჩნდა. საშინელი პრობლემაა.
სერ ჩარლზი მისტერ სატერთუეითს მიუბრუნდა.
– ზუსტად იგივეა, რაც წინა შემთხვევაში! – შესძახა აღელვებულ-
მა და ბოდიშის კილოთი მიმართა მთავარ კონსტებლს, – უნდა აგიხ-
სნათ, რას ვგულისხმობ – ჩემს სახლშიც, კორნუოლში, ერთი სტუ-
მარი მოულოდნელად გარდაიცვალა...
პოლკოვნიკმა ჯონსონმა დაინტერესებული სახე მიიღო. – მგო-
ნი, მსმენია. ახალგაზრდა ლედისგან – მის ლიტონ გორისგან.
– დიახ, ისიც იქ იყო. მან გიამბოთ?
– დიახ. ეჭვი არ ეპარებოდა თავის თეორიაში. თუმცა პირდაპირ
გეტყვით, სერ ჩარლზ, არ მჯერა, რომ ეს რამეს მოგვცემს. ამით ვერ
აიხსნება მსახურთუფროსის გაქცევა. თქვენი მსახურთუფროსიც
ხომ არ გაუჩინარდა?
– მსახურთუფროსი არ მყავდა, მხოლოდ მოახლე.

59
– იქნებ ის გადაცმული მამაკაცი იყო?
სერ ჩარლზმა სიმპათიური ტემპლი ამ როლში წარმოიდგინა და
გაიღიმა.
პოლკოვნიკმა ჯონსონმაც გაიღიმა, ოღონდ დამნაშავესავით.
– ეს, უბრალოდ, იდეაა, – თქვა მან, – არა, მის ლიტონ გორის
თეორია დამაჯერებლად არ მეჩვენება. როგორც ვიცი, ხანში შესუ-
ლი ღვთისმსახური გარდაიცვალა. რატომ უნდა მოენდომებინა ვინ-
მეს მოხუცი ღვთისმსახურის თავიდან მოცილება?
– სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.
– ვფიქრობ, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ ეს მხოლოდ დამ-
თხვევაა, და თუ ასეა, მკვლელი მსახურთუფროსია. სავარაუდოდ, ის
რეციდივისტია. სამწუხაროდ, ვერ აღმოვაჩინეთ მისი თითების ანა-
ბეჭდი. დაქტილოსკოპიის სპეციალისტმა გულდასმით დაათვალიე-
რა საძინებელი და ბუფეტი, თუმცა ვერაფერს მიაგნო.
– თუ ეს მსახურთუფროსმა ჩაიდინა, რა მოტივით?
– ესეც კიდევ ერთი სირთულე, – აღიარა პოლკოვნიკმა ჯონსონ-
მა, – შესაძლოა აქ ძარცვის მიზნით დაიწყო მუშაობა, სერ ბართო-
ლომიუმ კი დანაშაულის ადგილას წაასწრო.
სერ ჩარლზი და მისტერ სატერთუეითი თავაზიანად დუმდნენ.
პოლკოვნიკი ჯონსონი თვითონაც გრძნობდა, რომ მისი ვერსია ნაკ-
ლებად დამაჯერებელი ჩანდა.
– სამწუხაროდ, ახლა მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია.
როდესაც ჯონ ელისს დავაკავებთ და შევიტყობთ, ვინ არის და უწი-
ნაც ხომ არ ჰქონდა საქმე პოლიციასთან, მოტივიც გამოჩნდება.
– იმედია, დაათვალიერეთ სერ ბართოლომიუს ქაღალდები.
– ბუნებრივია, სერ ჩარლზ. გულდასმით მოვეკიდეთ საქმის ამ
მხარეს. მე თქვენ სუპერინტენდანტ ქროსფილდს გაგაცნობთ, რომე-
ლიც გამოძიებას უძღვება. უაღრესად სანდო ადამიანია. ვუთხარი,
რომ დანაშაული შესაძლოა სერ ბართოლომიუს პროფესიას უკავ-
შირდებოდეს, და დამეთანხმა. ექიმმა ბევრი საიდუმლო იცის. სერ
ბართოლომიუს ქაღალდები ყურადღებით დაათვალიერეს და და-
ახარისხეს. ამაში ქროსფილდს განსვენებულის მდივანი, მის ლინდ-

60
ონი დაეხმარა.
– და ვერაფერი აღმოაჩინეს?
– მნიშვნელოვანი ვერაფერი, სერ ჩარლზ.
– რამე ხომ არ დაკარგულა, ვერცხლეული, ძვირფასეულობა და
მისთანები?
– აბსოლუტურად არაფერი.
– ვინ იყო მაშინ სახლში?
– სია მქონდა... სად გაქრა? ალბათ, ქროსფილდმა წაიღო. გა-
გაცნობთ მას, წუთი-წუთზე მოვა და მოხსენებას მოიტანს, – გაისმა
ზარის ხმა, – აი, ისიც.
სუპერინტენდანტი ქროსფილდი ზორბა, სოლიდური მამაკაცი
იყო. საკმაოდ ნელა ლაპარაკობდა, თუმცა საზრიანი ცისფერი თვა-
ლები ჰქონდა.
ქროსფილდი წესისამებრ მიესალმა უფროს ოფიცერს, რომელ-
მაც ის სტუმრებს გააცნო.
მისტერ სატერთუეითი მარტო რომ მოსულიყო, შესაძლოა გას-
ჭირვებოდა ქროსფილდთან საერთო ენის გამონახვა, ვინაიდან სუ-
პერინტენდანტი არ სწყალობდა ლონდონელ ჯენტლმენებს – „იდე-
ებით“ შეიარაღებულ მოყვარულებს, სერ ჩარლზთან დაკავშირებით
კი განსხვავებული ვითარება იყო. სუპერინტენდანტ ქროსფილდს
ბავშვივით აღაფრთოვანებდა თეატრის სცენა. მას ორჯერ ენახა
სპექტაკლი სერ ჩარლზის მონაწილეობით და ახლა, როცა ასე ახ-
ლოს ხედავდა რამპის გმირს, ძალზე მეგობრული და ენაწყლიანი
გახდა.
– ლონდონში ვნახე თქვენი თამაში, სერ. დიახ. მეუღლესთან ერ-
თად ვიყავი თეატრ „პელ-მელში“. სპექტაკლს „ლორდ ეინთრის დი-
ლემა“ ერქვა. პარტერში ვისხედით, მანამდე კი ორი საათი ვიდექით
ბილეთების რიგში. ცოლმა გასაქანი არ მომცა. განმიცხადა, აუცი-
ლებლად უნდა ვნახო სერ ჩარლზ კარტრაიტი „ლორდ ეინთრის დი-
ლემაშიო“.
– გეცოდინებათ, რომ თავი დავანებე სცენას. თუმცა, იმედია, ჩე-
მი სახელი ჯერაც ახსოვთ „პელ-მელში“.

61
ამ სიტყვების შემდეგ სერ ჩარლზმა რამდენიმე სიტყვა დაწერა
თავის სავიზიტო ბარათზე და ქროსფილდს გაუწოდა.
– როდესაც კვლავ ჩამოხვალთ ლონდონში მისის ქროსფილ-
დთან ერთად, ეს ბარათი წარადგინეთ ბილეთების სალაროში და სა-
უკეთესო ადგილზე დაგსვამენ.
– როგორი გულკეთილი ხართ, სერ ჩარლზ... ძალზე გულკეთი-
ლი! წარმომიდგენია, რა დაემართება ჩემს მეუღლეს, როცა ამ ყვე-
ლაფერს ვუამბობ.
სუპერინტენდანტი ქროსფილდი სანთელივით რბილი და დამყო-
ლი გახდა ყოფილი მსახიობის ხელში.
– უცნაური შემთხვევაა, სერ. უწინ არასოდეს შემხვედრია ნიკო-
ტინით მოწამვლა. არც ექიმ დეივისს.
– ყოველთვის მეგონა, რომ ამ გართულებას თამბაქოს ინტენ-
სიური მოწევა იწვევდა.
– რაღა დაგიმალოთ და, მეც, მაგრამ ექიმი ამბობს, რომ სუფთა
ალკალოიდი უსუნო სითხეა, რომლის რამდენიმე წვეთიც კი წამში
კლავს ადამიანს.
სერ ჩარლზმა დაუსტვინა.
– ძალზე ძლიერმოქმედი ყოფილა!
– დიახ, სერ, და მიუხედავად ამისა, ის თავისუფლად იყიდება. ნი-
კოტინის ხსნარს ვარდებს ასხურებენ. მისი მიღება ჩვეულებრივი
თამბაქოდან შეიძლება.
– ვარდები... – გაიმეორა სერ ჩარლზმა, – სად მსმენია ეს? – მან
შუბლი შეიჭმუხნა და თავი გადააქნია.
– ახალი რა არის, ქროსფილდ? – იკითხა პოლკოვნიკმა ჯონსონ-
მა.
– კონკრეტული არაფერი, სერ. შეგვატყობინეს, რომ ჩვენი ელი-
სი ნახეს დარემში, იფსვიჩში, ბელემში, ლენდსენდსა და კიდევ ათ-
თორმეტ ადგილას. ცხადია, ეს ყველაფერი გადასამოწმებელია, –
სუპერინტენდანტი სტუმრებს მიუბრუნდა, – საკმარისია, ძებნილის
აღწერილობა გავავრცელოთ, რომ მასზე მთელი ინგლისიდან ვი-
ღებთ ინფორმაციას.

62
– როგორ გამოიყურება ეს კაცი? – დაინტერესდა სერ ჩარლზი.
ჯონსონმა ფურცელი აიღო და წაიკითხა:
– ჯონ ელისი, საშუალო სიმაღლის, დაახლოებით ხუთი ფუტი და
შვიდი დუიმი, მხრებში ოდნავ მოხრილი, თმაჭაღარა, მოკლე ბაკენ-
ბარდები, მუქი თვალები, ხრინწიანი ხმა, ზედა ყბაზე ერთი კბილი აკ-
ლია, რაც მაშინ ჩანს, როცა იღიმება. განსაკუთრებული ნიშნები არა
აქვს.
– ჰმ! – თქვა სერ ჩარლზმა, – ბუნდოვანი დახასიათებაა, ბაკენ-
ბარდებისა და კბილის გამოკლებით. ბაკენბარდებს უკვე მოიპარ-
სავდა, მისი ღიმილის იმედად კი ვერ ვიქნებით.
– პრობლემა ის არის,– თქვა ქროსფილდმა,რომ ვერავინ ვერა-
ფერს ამჩნევს. ეს ბუნდოვანი აღწერაც კი ძლივს ვათქმევინე სააბა-
ტოს მოახლეებს. ყოველთვის ასეა. ერთსა და იმავე ადამიანზე ზოგი
მაღალს ამბობს, ზოგი დაბალს, ზოგი მსუქანს, ზოგიც გამხდარს. ნე-
ტავი რისთვის აქვს ამ ხალხს თვალები!
– სუპერინტენდანტო, დარწმუნებული ხართ, რომ მკვლელი
ელისია?
– აბა, რატომ გაიქცა, სერ? ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.
– ეს მართლაც შებრკოლების ლოდია, – ფიქრიანად ჩაილაპა-
რაკა სერ ჩარლზმა.
ქროსფილდი პოლკოვნიკ ჯონსონისკენ შეტრიალდა და მიღე-
ბულ ზომებზე მოახსენა. პოლკოვნიკმა თავი დააქნია მოწონების ნი-
შნად, შემდეგ კი სუპერინტენდანტს იმ პირთა სია მოსთხოვა, რომლ-
ებიც სააბატოში იყვნენ დანაშაულის ჩადენის დღეს, და ის სტუმრებს
გადასცა. ფურცელზე ეწერა:
„მარტა ლეკი, მზარეული.
ბეატრის ჩერჩი, უფროსი მოახლე.
დორის კოუკერი, მოახლე.
ვიქტორია ბოლი, მოახლე.
ალისა უესტი, სუფრასთან მომსახურე მოახლე.
ვაიოლეტ ბასინგტონი, ჭურჭლის მრეცხავი. (ყველა ზემოჩამოთ-
ვლილი საკმაო ხანს ემსახურებოდა განსვენებულს და კარგი რეპუ-

63
ტაციით სარგებლობდა. მისის ლეკიმ თხუთმეტი წელი გაატარა იქ.)
გლედის ლინდონი – მდივანი, ოცდაცამეტი წლის, სამი წელი მუ-
შაობდა მდივნად სერ ბართოლომიუ სთრეინჯთან, დანაშაულის სა-
ვარაუდო მოტივზე ვერაფერს ამბობს.
სტუმრები:
ლორდი და ლედი იდენები, კადოგანსკვერი, 187.
სერ ჯოსლინი და ლედი კემპბელი, ჰარლისტრიტი, 1256.
მის ენჯელა სატკლიფი, ქენთრელ-მენშენსი, 28, სამხრ.დას. სექ-
ტორი, 3.
კაპიტანი და მისის დეიკრესები, სენტ-ჯონჰაუსი, 3, დასავლეთი
სექტორი, 1.
(მისის დეიკრესი უძღვება „ამბროზინ ლიმიტედს“, ბრუქსტრიტი.)
ლედი მერი და ჰერმიონა ლიტონ გორი, „როუზ-კოტეჯი“, ლუმა-
უთი.
მის მიურიელ უილსი, აფერქეთქართროუდი, 5, თუთინგი.
მისტერ ოლივერ მენდერსი, „შპეიერი და როსი“, ოულდბროუდ-
სტრიტი, აღმოსავლეთ-ცენტრალური სექტორი, 2 ".
– ჰმ! – თქვა სერ ჩარლზმა, – გაზეთებში არაფერი წერია თუთინ-
გზე. ახალგაზრდა მენდერსიც იქ ყოფილა.
– ეს შემთხვევით მოხდა, სერ, – აუხსნა სუპერინტენდანტმა ქრ-
ოსფილდმა, – ახალგაზრდა ჯენტლმენი მანქანით შეეჯახა სააბატოს
კედელს, სერ ბართოლომიუმ კი, რომელიც, როგორც გავიგე, შო-
რიდან იცნობდა მას, თავისთან დაპატიჟა და დილამდე დარჩენაც
სთხოვა.
– დაუფიქრებელი საქციელია, – მხიარულად განაცხადა სერ ჩა-
რლზმა.
– დიახ, სერ, – დაეთანხმა სუპერინტენდანტი, – ჩემი აზრით,
ახალგაზრდა ჯენტლმენმა ზედმეტი დალია. ფხიზელი რომ ყოფილი-
ყო, კედელს არ შეეჯახებოდა.
– ალბათ, გვარიანად ყლურწა და კარგ ხასიათზე დადგა, – თქვა
სერ ჩარლზმა.
– მეც ასე ვფიქრობ, სერ.

64
– კარგი, გმადლობ, სუპერინტენდანტო. პოლკოვნიკო ჯონსონ,
თუ წინააღმდეგი არა ხართ, სააბატოს ვეწვევით.
– რა თქმა უნდა, ძვირფასო სერ. თუმცა არა მგონია, იმაზე მეტი
შეიტყოთ, რაც უკვე გიამბეთ.
– ვინმე თუ არის იქ?
– მხოლოდ მოახლე, სერ, – თქვა ქროსფილდმა, – სტუმრები
მოკვლევის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ, მის ლინდონი კი
ჰარლისტრიტზე დაბრუნდა.
– იქნებ ექიმიც ვინახულოთ... ე-ე... ექიმი დეივისი? – იკითხა მის-
ტერ სატერთუეითმა.
– კარგი აზრია.
მათ ექიმის მისამართი შეიტყვეს, პოლკოვნიკ ჯონსონს მადლო-
ბა გადაუხადეს თავაზიანობისთვის და წავიდნენ.

65
რომელი მათგანი?

როდესაც ფეხით გაუყვნენ ქუჩას, სერ ჩარლზმა თქვა: – სატერ-


თუეით, რამე იდეა ხომ არა გაქვთ?
– თქვენ? – მიუგო მისტერ სატერთუეითმა, რომელმაც გადაწყვი-
ტა, ბოლო მომენტამდე არ გაემხილა თავისი აზრი.
– ისინი ცდებიან, სატერთუეით, – განაცხადა სერ ჩარლზმა, –
ყველაფერში ცდებიან! ჰგონიათ, რაკი მსახურთუფროსი გაიქცა, მკ-
ვლელიც ის არის, მაგრამ ასე არაა. არ შეიძლება ჩემს სახლში მომ-
ხდარი მეორე სიკვდილის ფაქტის უგულებელყოფა.
– კვლავაც ფიქრობთ, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს უკავ-
შირდება? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა, თუმცა თვითონ გუნება-
ში დადებითი პასუხი გასცა ამ შეკითხვას.
– უნდა უკავშირდებოდეს. ყველაფერი ამაზე მიუთითებს... ჩვენ
საერთო ფაქტორს უნდა მივაგნოთ მას, ვინც ორივე შემთხვევას შე-
ესწრო...
– დიახ, – დაეთანხმა სატერთუეითი, – მაგრამ ეს არც ისე მარ-
ტივი იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ორივე შემთხვევაში
ბევრი დამთხვევაა. ნუთუ ვერ ხვდებით, კარტრაიტ, თითქმის ყველა,
ვინც თქვენთან იმყოფებოდა, აქაც იყო – სერ ბართოლომიუს წვე-
ულებაზე.
სერ ჩარლზმა თავი დააქნია.
– ცხადია, ვხვდები, მაგრამ თქვენ თუ ხვდებით, რა დასკვნის გა-
მოტანა შეიძლება აქედან?
– არ მესმის, რისი თქმა გსურთ, კარტრაიტ.
– დალახვროს ეშმაკმა, მეგობარო, გგონიათ, რომ ეს დამთხვევ-
აა? არა, ეს განზრახ გაკეთდა. რატომ მოხდა, რომ ყველა, ვინც პირ-

66
ველ სიკვდილს შეესწრო, მეორე ადამიანის გარდაცვალების მომენ-
ტშიც იქ იმყოფებოდა? შემთხვევითობა? არა, ეს გეგმა იყო – ტოლის
გეგმა.
– ოჰ! – შესძახა მისტერ სატერთუეითმა, – დიახ, შესაძლებელია.
– ეს აშკარაა. სატერთუეით, თქვენ ტოლის ჩემსავით კარგად არ
იცნობდით. ის ძალზე მომთმენი ადამიანი იყო და ენაზე კბილის და-
ჭერაც შეეძლო. ვერ ვიხსენებ, რომ ტოლის ნაჩქარევად გამოეთ-
ქვას თავისი აზრი. წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: ბებინგტონი
მოკლეს. დიახ, მოკლეს – არ ვაპირებ მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკს –
ჩემს სახლში. ტოლიმ სხვების დასანახავად დასცინა ჩემს ეჭვებს,
გულის სიღრმეში კი თვითონაც იმავეს ფიქრობდა, მაგრამ ეს არ გა-
ამხილა და ფარულად შეადგინა გეგმა. ამ გეგმაზე არაფერი ვიცი,
თუმცა არა მგონია, კონკრეტულ პიროვნებაზე ჰქონოდა ეჭვი. ტო-
ლის აზრით, მკვლელი ერთ-ერთი სტუმარი იყო, ამიტომ რაღაც ხერ-
ხი მოიფიქრა მის გამოსავლენად.
– მერედა, სხვა სტუმრები? იდენები და კემპბელები?
– ისინი თვალის ასახვევად მიიწვია, რათა არავის გასჩენოდა ეჭ-
ვი.
– თქვენი აზრით, რა ჩაიფიქრა?
სერ ჩარლზმა მხრები აიჩეჩა – მან განზრახ აირჩია ეს უცხოური
ჟესტი. ახლა ის კვლავ არისტიდ დიუვალი იყო – საიდუმლო სამსა-
ხურის უფროსი – და სიარულის დროს მარცხენა ფეხზე კოჭლობდა.
– აბა, საიდან უნდა ვიცოდე? ჯადოქარი არა ვარ. ვერ გამოვიც-
ნობ, მაგრამ გეგმა ჰქონდა, ოღონდ მკვლელი იმაზე ჭკვიანი აღმოჩ-
ნდა, ვიდრე ტოლის ეგონა... და მკვლელმა დაასწრო.
– კაცმა?
– კაცმა ან ქალმა. საწამლავს ქალებიც იყენებენ და კაცებიც, ქა-
ლები – უფრო ხშირად.
მისტერ სატერთუეითი დუმდა.
– აბა,მეთანხმებით? – ჰკითხა სერ ჩარლზმა, – თუ საზოგადოებ-
რივი აზრის მხარეს ხართ და მკვლელი მსახურთუფროსი გგონიათ?
– თქვენ როგორ ახსნით მის საქციელს?

67
– ამაზე არ მიფიქრია. ამას არც აქვს მნიშვნელობა... თუმცა ვერ-
სიას შემოგთავაზებთ.
– გისმენთ.
– ვთქვათ, პოლიცია მართალია – ელისი პროფესიონალი დამ-
ნაშავეა და მძარცველთა ბანდაში შედის. მან ეს სამუშაო ადგილი
ყალბი რეკომენდაციის საშუალებით მიიღო. შემდეგ ტოლი მოკ-
ლეს. წარმოიდგინეთ თავი ელისის ადგილას – ადამიანი მოკლუ-
ლია, სახლში კი მამაკაცია, რომლის წარსულიც სკოტლენდიარდმა,
სავარაუდოდ, უნდა იცოდეს და მისი თითების ანაბეჭდიც ჰქონდეს.
ბუნებრივია, თუ შეეშინდა და გაიქცა.
– საიდუმლო გასასვლელით?
– რა ჯანდაბად უნდოდა საიდუმლო გასასვლელი! სახლიდან გა-
იპარებოდა, სანამ იქ მოდარაჯე რომელიმე სქელშუბლა კონ-
სტებლს თვალები ებლიტებოდა.
– ეს თითქოს სავსებით შესაძლებელია.
– თქვენ რას ფიქრობთ, სატერთუეით?
– მე? – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – იმავეს, რასაც თქვენ.
მსახურთუფროსი მცდარი კვალი მგონია. ჩემი აზრით, სერ ბართო-
ლომიუც და საბრალო მოხუცი ბებინგტონიც ერთმა პირმა მოკლა.
– რომელიმე სტუმარმა?
– რომელიმე სტუმარმა.
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მისტერ სატერთუეითმა
სასხვათაშორისოდ იკითხა:
– მაინც რომელი მათგანი გგონიათ?
– ღმერთო ჩემო, სატერთუეით, აბა, რა ვიცი?
– ცხადია, არ გეცოდინებათ, – მშვიდად თქვა მისტერ სატერთუე-
ითმა, – უბრალოდ, გავიფიქრე, რომ შესაძლოა რამე იდეა გქონდეთ
– არა მეცნიერული ან არგუმენტირებული მოსაზრება, არამედ ვა-
რაუდი.
– არა, – მიუგო სერ ჩარლზმა და დაამატა, – იცით, სატერთუეით,
როცა ფიქრს ვიწყებ, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ეს რომელიმე მა-
თგანს ჩაედინა.

68
– ჩემი აზრით, თქვენი თეორია სწორია, – ჩაილაპარაკა მისტერ
სატერთუეითმა,–ეჭვმიტანილთა შეკრებას ვგულისხმობ. თუმცა გა-
მონაკლისებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, მე და თქვენ,
მისის ბებინგტონი და ახალგაზრდა მენდერსი.
– მენდერსი?
– ის ხომ შემთხვევით მოხვდა იქ. არავის მიუწვევია. ამიტომ ეჭ-
ვმიტანილთა სიიდან უნდა ამოვიღოთ.
– ასევე დრამატურგი ქალი – ენტონი ასტორი.
– არა, არა, ის იქ იყო – მის მიურიელ უილსი თუთინგიდან.
– დიახ, მართალია. დამავიწყდა მისი ნამდვილი სახელი.
კარტრაიტი მოიღუშა. მისტერ სატერთუეითს ეხერხებოდა სხვი-
სი აზრების წაკითხვა. იცოდა, რაც ხდებოდა მსახიობის თავში, და
როდესაც ის ალაპარაკდა, გუნებაში თავი შეიქო.
– ვფიქრობ, მართალი ხართ, სატერთუეით. არა მგონია, ტოლი
ყველა მიწვეულს ეჭვმიტანილად თვლიდა. ბოლოს და ბოლოს, იქ
ხომ ლედი მერი და ეგიც იყვნენ. როგორც ჩანს, პირველი დანაშაუ-
ლის გარემოს შექმნა სურდა და რომელიღაც სტუმარზე ჰქონდა ეჭ-
ვი, დანარჩენები კი თვითმხილველების სახით სჭირდებოდა. რაღაც
ამგვარი.
– დიახ, რაღაც ამგვარი, – დაეთანხმა მისტერ სატერთუეითი, –
ამ ეტაპზე მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია. დავუშვათ, ამოვიღეთ
ეჭვმიტანილთა სიიდან ლიტონ გორები, თქვენ, მე, მისის ბებინგტო-
ნი და ოლივერ მენდერსი. ვინ რჩება? ენჯელა სატკლიფი?
– ენჯი? ჩემო კარგო, ის ხომ ტოლის ძველი მეგობარია.
– მაშინ დეიკრესები... კარტრაიტ, თქვენ აშკარად მათზე გაქვთ
ეჭვი. შეგეძლოთ თავიდანვე გეთქვათ, როდესაც გკითხეთ.
სერ ჩარლზმა მას შეხედა. მისტერ სატერთუეითს ოდნავ საზეიმო
გამომეტყველება მიეღო.
– ვფიქრობ, ასეა, – აუჩქარებლად თქვა კარტრაიტმა, – მართლა
ეჭვმიტანილები კი არა მგონია, უბრალოდ, სხვებთან შედარებით,
ყველაზე სავარაუდო კანდიდატები არიან. მათ კარგად არ ვიცნობ,
მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადაეწყვიტა უწყინარი მოხუცი

69
ღვთისმსახურის მოკვლა ფრედი დეიკრესს, რომელიც იპოდრომზე
ატარებს მთელ დროს, ან სინტიას, რომლის მთელი ცხოვრებაც უს-
აშველოდ ძვირი ქალის სამოსის შექმნას უკავშირდება...
მან თავი გადააქნია, შემდეგ კი სახე გაუნათდა.
– კიდევ უილსია. კვლავ დამავიწყდა ის. არის მასში რაღაც, რაც
მის დავიწყებას მაიძულებს. არასოდეს შემხვედრია მასზე რთულად
აღსაწერი პიროვნება.
მისტერ სატერთუეითს გაეღიმა.
– მგონი, სწორედ მასზეა ზედგამოჭრილი ბერნსის ცნობილი
ფრაზა: „ეს ყმაწვილი ყველაფერს ამჩნევს და იწერს“. ვფიქრობ, მის
უილსი ყველაფერს აკვირდება და ამჩნევს. მისი სათვალის მინების
მიღმა მახვილი თვალები მოჩანს. დარწმუნებული ვარ, ბევრ დე-
ტალს შეამჩნევდა ამ ამბავთან დაკავშირებით.
– ვითომ? – ეჭვნეულად იკითხა სერ ჩარლზმა.
– ახლა, პირველ ყოვლისა, უნდა ვისადილოთ, – უთხრა მისტერ
სატერთუეითმა, – შემდეგ კი სააბატოში წავიდეთ. იქნებ რამე აღმო-
ვაჩინოთ დანაშაულის ადგილას.
– სატერთუეით, ვხედავ,გსიამოვნებთ ეს საქმიანობა, – ოდნავ
დამცინავი ღიმილით შენიშნა სერ ჩარლზმა.
– დანაშაულის გამოძიება ჩემთვის არახალია, – მიუგო მისტერ
სატერთუეითმა, – ერთხელ, როცა მანქანა გამიფუჭდა და მყუდრო
სასტუმროში გავჩერდი... მან სათქმელი ვეღარ დაასრულა.
– მახსოვს, – თქვა სერ ჩარლზმა მსახიობის მაღალი, მჟღერი
ხმით, – როდესაც გასტროლებზე ვიყავი 1921 წელს...
სერ ჩარლზმა გაიმარჯვა.

70
მოახლეთა ჩვენებები

მელფორტ-ები სიმშვიდესა და მყუდროებას განასახიერებდა,


როდესაც ის ორმა მამაკაცმა დაინახა სექტემბრის მზიან დღეს. სა-
აბატოს ნაწილი ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში აშენდა. მოგვია-
ნებით, როცა აღადგინეს, მას ახალი ფრთა მიაშენეს. სანატორიუმი
აქედან არ ჩანდა – ის მოშორებით იდგა საკუთარ ტერიტორიაზე.
სერ ჩარლზი და მისტერ სატერთუეითი მისის ლეკიმ მიიღო –
მზარეულმა, შავ კაბაში გამოწყობილმა თვალცრემლიანმა, ენაწ-
ყლიანმა ზორბა ლედიმ. ის უკვე იცნობდა სერ ჩარლზს და უმეტეს-
წილად მას მიმართავდა.
– სერ, დარწმუნებული ვარ, გესმით, რას ნიშნავს ჩემთვის ეს ყვე-
ლაფერი. სახლის პატრონი გარდაიცვალა, პოლიციელები ყველგან
დაძრწიან, ყველაფერში ცხვირს ყოფენ, ნაგვის ურნებშიც კი, თან
ათასგვარ შეკითხვას სვამენ. არ მეგონა, თუ ამ დღეს მოვესწრებო-
დი. ექიმი ჩინებული ჯენტლმენი იყო. ძალიან გაგვიხარდა, როცა
წოდება მიიღო და სერ ბართოლომიუ გახდა. ეს მეც მახსოვს და ბე-
ატრისსაც, თუმცა ჩემზე ორი წლით გვიან მოვიდა აქ. ის პოლიციე-
ლი კი (მას ჯენტლმენს ვერ ვუწოდებ. მშვენივრად ვცნობ ჯენტლმე-
ნებს), არ ვიცი, სუპერინტენდანტია თუ არა... – მისის ლეკი გაჩუმდა
და სული მოითქვა, ვინაიდან საკუთარ სიტყვებში ჩაიხლართა, – შე-
კითხვებს მისვამს მოახლეებზე. არადა, ყველა კარგი გოგოა, უკ-
ლებლივ ყველა. თუმცა დორისს დილაობით ადგომა ეზარება, ვიკი
კი ზოგჯერ თავხედობის უფლებას აძლევს თავს... მაგრამ ახალგაზ-
რდებს რა მოეკითხებათ? ჩვენს დროში დედები სათანადოდ არ
ზრდიან მათ. მოკლედ, ყველანი კარგი გოგოები არიან და ვერცერ-
თი სუპერინტენდანტი ვერ შემაცვლევინებს აზრს. „არ გეგონოთ, –
ვუთხარი მას, – აუგი ვთქვა ჩემს გოგოებზე. კარგი გოგოები არიან

71
და არავითარი კავშირი არა აქვთ მკვლელობასთან. ამის გაფიქრე-
ბაც კი სიმდაბლეა“.
მისის ლეკი კვლავ გაჩუმდა.
– რაც შეეხება მისტერ ელისს, ეს სულ სხვა საქმეა. მისტერ ელის-
ზე არაფერი ვიცი და მასზე თავს ვერ დავდებ. ის აქ უცხოა... ლონდ-
ონიდან ჩამოვიდა, როცა მისტერ ბეიკერი შვებულებაში იყო
– ბეიკერი? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
– მისტერ ბეიკერი მსახურთუფროსად მუშაობდა სერ ბართო-
ლომიუსთან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. დროის უმეტეს ნა-
წილს ლონდონში, ჰარლისტრიტზე ატარებდა. არ გახსოვთ ის, სერ?
– ქალი კარტრაიტს მიუბრუნდა, რომელმაც თავი დააქნია, – სერ
ბართოლომიუს მაშინ ჩამოჰყავდა აქ მისტერ ბეიკერი, როცა წვე-
ულებას მართავდა, მაგრამ მისტერ ბეიკერს ჯანმრთელობა შეერყა
და სერ ბართოლომიუმ მას ორთვიანი შვებულება მისცა და ზღვაზე,
ბრაიტონის ახლოს გაუშვა დასასვენებლად. ცხადია, ხარჯიც აუნაზ-
ღაურა – ექიმი ძალზე გულკეთილი ჯენტლმენი იყო, – მის ნაცვლად
კი დროებით მისტერ ელისი დაიქირავა. სუპერინტენდანტს ავუხსე-
ნი, რომ ვერაფერს ვიტყოდი მასზე, თუმცა თვითონ ამბობდა, კარგ
ოჯახებში ვმსახურობდიო. სხვათა შორის, ჯენტლმენივით იქცეოდა.
– ხომ არ შეგიმჩნევიათ მასში რამე... უჩვეულო? სერ ჩარლზის
ხმაში იმედის კილო გახმიანდა.
– უცნაურია, ამას რომ მეკითხებით, სერ. არ ვიცი, რა გიპასუ-
ხოთ. კიც და არაც – თუ ხვდებით, რას ვგულისხმობ, – სერ ჩარლზის
მზერით გამხნევებულმა მზარეულმა დაამატა, – იყო მასში რაღაც...
ოღონდ არ ვიცი, რა.
„ყოველთვის ასეა, – პირქუშად გაიფიქრა მისტერ სატერთუეით-
მა, – როგორც არ უნდა სძულდეს მისის ლეკის პოლიციელები, ის
დაჰყვა მათ ვარაუდს... და რადგან ისინი დამნაშავედ თვლიდნენ
ელისს, მასაც უნდა შეემჩნია მასში რამე ისეთი“.
– ჯერ ერთი, თავშეკავებული იყო. არა, ძალზე თავაზიანი, ნამ-
დვილი ჯენტლმენი – როგორც უკვე გითხარით, კარგ ოჯახებში მსა-
ხურობდა. მაგრამ განზე ეჭირა თავი, დიდ დროს ატარებდა თავის

72
ოთახში. რაღაცნაირი იყო… არ ვიცი, როგორ გითხრათ... ის იყო
მასში რაღაც...
– არასოდეს დაეჭვებულხართ, რომ ის არ იყო... ნამდვილი მსა-
ხურთუფროსი? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
– არა, სერ. ზედმიწევნით კარგად აკეთებდა თავის საქმეს, თან-
აც, ბევრი იცოდა... მათ შორის საზოგადოების ცნობილ ადამიანებზ-
ეც.
– მაგალითად? – ფრთხილად შეაპარა სერ ჩარლზმა. მაგრამ მი-
სის ლეკი ბუნდოვან და ორჭოფულ პასუხებზე გადავიდა. არ აპირებ-
და მოახლის ჭორების მოყოლას – ეს მის თავმოყვარეობას შეურაც-
ხყოფდა.
მისტერ სატერთუეითმა თემა შეცვალა მის დასამშვიდებლად.
– იქნებ მისი გარეგნობა აღგვიწეროთ?
მისის ლეკის სახე გაუნათდა.
– რა თქმა უნდა, სერ. ძალზე რესპექტაბელურად გამოიყურებო-
და – ბაკენბარდები, ჭაღარა თმა, ოდნავ მოხრილი მხრები. ბოლო
დროს წონაში იმატებდა, რაც აწუხებდა. ხელი უკანკალებდა, ოღო-
ნდ არა იმ მიზეზით, რომელიც შესაძლოა წარმოიდგინოთ. სასმელს
არ ეკარებოდა, ბევრისგან განსხვავებით. ვფიქრობ, სუსტი მხედვე-
ლობა ჰქონდა – სინათლეზე თვალები ეცრემლებოდა. სათვალეს
ატარებდა – თუმცა მხოლოდ არასამუშაო დროს.
– რამე განსაკუთრებული ნიშანი ხომ არ შეგიმჩნევიათ? – ჰკით-
ხა სერ ჩარლზმა, – ნაიარევი, მოტეხილი თითი, ხალი?
– არა, სერ, მსგავსი არაფერი ჰქონია.
– დეტექტიურ ლიტერატურაში ყველაფერი გაცილებით მარტი-
ვადაა, ვიდრე ცხოვრებაში, – სერ ჩარლზმა ამოიოხრა, – იქ ეჭვმი-
ტანილებს ყოველთვის აქვთ გამორჩეული ნიშნები.
– მას კბილი აკლდა, – შეახსენა მისტერ სატერთუეითმა.
– შესაძლოა, სერ. მე არ დამინახავს.
– როგორ იქცეოდა ტრაგედიის ღამეს? – იკითხა მისტერ სატერ-
თუეითმა ლიტერატურული სტილის მიბაძვით.
– ვერაფერს გეტყვით, სერ. სამზარეულოში ვსაქმიანობდი და აქ-

73
ეთ-იქით ყურების დრო არ მქონდა.
– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.
– როდესაც შევიტყვეთ, რომ სახლის პატრონი გარდაიცვალა,
თავზარი დაგვეცა. მე და ბეატრისი ავტირდით. ქალიშვილებიც შე-
წუხდნენ. ბუნებრივია, მისტერ ელისი ჩვენზე ნაკლებად დაამწუხრა
ამ ამბავმა, ვინაიდან ახალბედა იყო. ის წინდახედულად იქცეოდა.
დაბეჯითებით გვირჩია მე და ბეატრისს, რომ ცოტაოდენი პორტვეი-
ნი დაგველია დასამშვიდებლად. როგორც კი წარმოვიდგენ, რომ
მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ბოროტმოქმედი.
მისის ლეკი სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს, აღშფოთებისგან თვა-
ლები უელავდა.
– როგორც ვიცი, იმ ღამესვე გაუჩინარდა.
– დიახ, სერ. თავის ოთახში წავიდა. ჩვენც ასე მოვიქეცით, დილ-
ით კი გაქრა. ამიტომ პოლიციამ მასზე მიიტანა ეჭვი.
– ძალზე სულელურად მოიქცა. ხომ არა გაქვთ რამე მოსაზრება,
თუ როგორ გავიდა სახლიდან?
– არა, სერ. თუ არ ვცდები, პოლიცია მთელი ღამე უთვალთვა-
ლებდა სახლს და არავის დაუნახავს, რომ ის გარეთ გავიდა. მაგრამ
პოლიციელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მიუხედავად იმი-
სა, რომ იბღინძებიან, ჯენტლმენის სახლში მიდიან და დასუნსულე-
ბენ.
– ყური მოვკარი, რომ საიდუმლო გასასვლელი ყოფილა, – თქვა
სერ ჩარლზმა.
მისის ლეკიმ ჩაიფრუტუნა.
– ამას პოლიცია ამბობს.
– არსებობს ასეთი რამე?
− მსმენია რაღაც, – ფრთხილად ჩაილაპარაკა მისის ლეკიმ.
– ხომ არ იცით, საიდან იწყება?
– არა, სერ. საიდუმლო გასასვლელები კარგია, თუმცა ჯობია,
მოახლეებთან არ ახსენოთ. შესაძლოა უცნაური აზრები მოუვიდეთ
თავში და სადმე გაიქცნენ შუაღამისას. ყველა ჩემი ქალიშვილი უკა-
ნა კარიდან შემოდის და გადის. ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ.

74
– ჩინებულია, მისის ლეკი. ძალზე გონივრულად მსჯელობთ.
მისის ლეკის აშკარად ესიამოვნა სერ ჩარლზის შექება.
– საინტერესოა, – განაგრძო სერ ჩარლზმა, – შეგვიძლია თუ არა
რამდენიმე მარტივი შეკითხვა დავუსვათ სხვა მოახლეებს?
– რა თქმა უნდა, სერ, ოღონდ არა მგონია, იმაზე მეტი გითხრან,
ვიდრე მე გითხარით.
– ოჰ, ვიცი. მე იმდენად ელისი არ მიგულისხმია, რამდენადაც
სერ ბართოლომიუ – როგორ იქცეოდა იმ საღამოს და ასე შემდეგ.
უნდა გითხრათ, რომ ის ჩემი მეგობარი იყო.
– ვიცი, სერ, მესმის თქვენი. აქ ბეატრისია... და ალისა, რომე-
ლიც სუფრას ემსახურებოდა.
– დიახ, ალისას გავესაუბრებოდი.
მაგრამ მისის ლეკი ზედმიწევნით იცავდა იერარქიას. ამიტომ
ჯერ ბეატრის ჩერჩი, უფროსი მოახლე შემოვიდა.
ეს იყო მაღალი გამხდარი ქალი მოკუმული ტუჩებითა და აგრე-
სიულ-რესპექტაბელური გამომეტყველებით.
რამდენიმე უმნიშვნელო შეკითხვის შემდეგ სერ ჩარლზი იმ სა-
ბედისწერო საღამოს სტუმრების ქცევაზე გადაერთო. ყველა შეწუხე-
ბული იყო? რას ამბობდნენ და რას აკეთებდნენ?
ბეატრისი გამოცოცხლდა. მრავალთა მსგავსად, არც მისთვის
იყო უცხო არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობა.
– მის სატკლიფი ძალიან შეწუხდა. ის გულკეთილი ლედია. უწი-
ნაც ყოფილა აქ. ბრენდი და ჩაი შევთავაზე, მაგრამ არ მოისურვა.
ასპირინი დალია და თქვა, რომ მაინც ვერ დაიძინებდა. თუმცა მომ-
დევნო დილას, როდესაც ჩაი მივუტანე, პატარა ბავშვივით ეძინა.
– მისის დეიკრესი?
– არა მგონია, რამემ გაანაწყენოს ეგ ლედი, – ბეატრისს კილოზე
ეტყობოდა, რომ გულზე არ ეხატებოდა სინტია დეიკრესი, – შეძლე-
ბისდაგვარად სწრაფად სურდა აქედან წასვლა. ამბობდა, ჩემი ბიზ-
ნესი დაზარალდებაო. მისტერ ელისმა გვითხრა, რომ ის ცნობილი
მკერავია ლონდონში.
ბეატრისისთვის ცნობილი მკერავი „ხელოსნობას“ ნიშნავდა, ხე-

75
ლოსნებს კი ზემოდან უყურებდა.
– მისი ქმარი?
ბეატრისმა ჩაიფრუტუნა.
– ბრენდით დაიწყნარა ნერვები... ან პირიქით – უფრო აღეგზნო.
– რას იტყვით ლედი მერი ლიტონ გორზე?
– ძალზე სასიამოვნო ლედია, – ბეატრისს ხმა დაურბილდა, – ჩე-
მი ბებიდა მამამისთან მსახურობდა. მსმენია, რომ ახალგაზრდობა-
ში ლამაზი ქალიშვილი ყოფილა. შესაძლოა ღარიბია, მაგრამ ეტყო-
ბა, რომ ნამდვილი ლედია: ყოველთვის თავაზიანია, არ ფუსფუსებს.
შესანიშნავი ქალიშვილი ჰყავს. ისინი არცთუ კარგადიცნობდნენ
სერ ბართოლომიუს, თუმცა მაინც ძალიან შეწუხდნენ.
– მის უილსი?
ბეატრისი მყისვე კვლავ სიტყვაძუნწი გახდა.
– არ ვიცი, სერ, რას ფიქრობდა ამაზე მის უილსი.
– თვითონ რას ფიქრობთ მასზე? – არ მოეშვა სერ ჩარლზი, – უფ-
რო თამამად, ბეატრის!
მოულოდნელად ბეატრისის გაქვავებულ სახეზე ღიმილი აღი-
ბეჭდა – იყო სერ ჩარლზის მანერებში რაღაც ბავშვურად მიმზიდვე-
ლი. ქალმა ვეღარ გაუძლო მის მომხიბლაობას, რასაც ყოველთვის
გრძნობდა თეატრში მისული მაყურებელი.
– სერ, არ ვიცი, რა გსურთ, რომ ვთქვა.
– მხოლოდ ის, რასაც მის უილსზე ფიქრობდით და გრძნობდით.
– არაფერს, სერ, არაფერს. ცხადია, ის...
ბეატრისი შეყოყმანდა.
– განაგრძეთ, ბეატრის.
– ის სხვებს არ ჰგავს, სერ. უფრო უბრალოა. გასაგებია, რომ ეს
მისი ბრალი არ არის, – მოწყალე დაამატა ბეატრისმა, – ისე იქცეო-
და, არასოდეს რომ არ იკადრებს ნამდვილი ლედი. ყველგან ცხვირს
ყოფდა, რაღაცას ეძებდა...
სერ ჩარლზმა სცადა, მეტი ეთქმევინებინა ბეატრისისთვის, თუმ-
ცა უშედეგოდ. ქალს კონკრეტული მაგალითები არ მოჰყავდა და
მხოლოდ იმას იმეორებდა, მის უილსს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყო-

76
ფა უყვარსო.
მისტერ სატერთუეითმა ვეღარ მოითმინა და საუბარში ჩაერთო.
–ახალგაზრდა მისტერ მენდერსი მოულოდნელად მოვიდა, არა?
– იკითხა მან.
– დიახ, სერ. მანქანით შეეჯახა კედელს ზედ ჩვენს ჭიშკართან.
თქვა, გამიმართლა, რომ ეს აქ შემემთხვაო. სახლი სტუმრებით იყო
სავსე, მაგრამ მის ლინდონმა პატარა კაბინეტში გაუშალა ლოგინი.
– მისი დანახვა ყველას გაუკვირდა?
– დიახ, სერ, ბუნებრივია.
ბეატრისმა ორჭოფულად უპასუხა შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობ-
და ელისზე. თქვა, მას იშვიათად ვხედავდიო. ცხადია, მისი გაქცევა
მასაც საეჭვოდ ეჩვენებოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა მო-
ეკლა მსახურთუფროსს სახლის პატრონი. ვერც სხვები ხვდებოდ-
ნენ. როგორ იქცეოდა სერ ბართოლომიუ? მოუთმენლად ელოდე-
ბოდა სტუმრებს? ხომ არ მოგეჩვენათ, რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქ-
რებული?
– გამორჩეულად მხიარული ჩანდა, სერ. იღიმებოდა, თითქოს
რაღაც სასაცილო მოისმინაო. გავიგონე, როგორ გაეხუმრა ელისს,
რაც არასოდეს გაუკეთებია მისტერ ბეიკერთან. მსახურებს ყოველ-
თვის კარგად ეპყრობოდა, ოღონდ ცოტა სიმკაცრესაც იჩენდა და ბე-
ვრს არ ელაპარაკებოდა.
– მაინც რა უთხრა? – ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მისტერ სა-
ტერთუეითმა.
– ზუსტად არ მახსოვს, სერ. მისტერ ელისმა სატელეფონო შეტ-
ყობინება გადასცა, სერ ბართოლომიუმ კი ჰკითხა: „დარწმუნებული
ხართ, რომ სახელები არ აგერიათ?“, მისტერ ელისმა თავაზიანად
მიუგო: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“. ექიმმა გაიცინა და
უთხრა: „კარგი ყმაწვილი ხართ, ელის, და საუკეთესო მსახურთუფ-
როსი. თქვენ რას იტყვით, ბეატრის?“ – ისე გამიკვირდა, პასუხის გა-
ცემა ვერ მოვახერხე, სახლის პატრონი უწინ არასოდეს ლაპარა-
კობდა ასე.
– ელისი?

77
– უკმაყოფილო ჩანდა, სერ. ისე გამოიყურებოდა,თითქოს არ
იყო მიჩვეული ასეთ მიმართვას.
– რა შეატყობინეს ტელეფონით? – ჰკითხა სერ ჩარლზმა.
– რა შეატყობინეს? სანატორიუმიდან დარეკეს, სერ, პაციენტთან
დაკავშირებით, ჩამოვიდა და კარგად იმგზავრაო.
– გვარი ხომ არ დაგამახსოვრდათ?
– უცნაური გვარი ჰქონდა, სერ, – ბეატრისი შეყოყმანდა, – მისის
დე რაშბრიჯერი... რაღაც ამგვარი.
– არც ისე ადვილია გვარის გარჩევა ტელეფონში, – დაამშვიდა
სერ ჩარლზმა, – გმადლობ, ბეატრის, ახლა კი ალისას გავესაუბრე-
ბით.
როდესაც ბეატრისი ოთახიდან გავიდა, სერ ჩარლზმა და მისტერ
სატერთუეითმა ერთმანეთს გადახედეს და შთაბეჭდილებები გაცვა-
ლეს.
– მის უილსი ყველაფერში ცხვირს ყოფდა და რაღაცას ეძებდა,
კაპიტანი დეიკრესი შეთვრა, მისის დეიკრესი ემოციას არ გამოხა-
ტავდა. სულ ეს არის? ძალიან ცოტაა.
– დიახ, ძალიან ცოტაა, – დაეთანხმა მისტერ სატერთუეითი.
– იმედია, ალისა მაინც იტყვის მეტს.
ალისა ოცდაათიოდე წლის მორიდებული, მუქთვალება ქალი
იყო. გაუხარდა, რომ ლაპარაკის შესაძლებლობა მიეცა.
მას არ სჯეროდა, რომ მისტერ ელისს რამე კავშირი ჰქონდა ამ
საქმესთან, ვინაიდან ჯენტლმენად მიაჩნდა. პოლიცია მას თაღლი-
თად თვლიდა, ალისა კი საპირისპიროს ფიქრობდა.
– თქვენი აზრით, ის ჩვეულებრივი პატიოსანი მსახურთუფროსი
იყო? – ჰკითხა სერ ჩარლზმა.
– ჩვეულებრივი არა, სერ. არცერთ მსახურთუფროსს არ ჰგავდა,
ვისთანაც მიმუშავია.
– თუმცა არ ფიქრობთ, რომ მან მოწამლა სახლის პატრონი?
– ვერ ვხვდები, სერ, როგორ უნდა მოეხერხებინა ეს. მასთან ერ-
თად ვემსახურებოდი სუფრას და ჩემგან შეუმჩნევლად ვერაფერს
შეურევდა განსვენებულის საჭმელს.

78
– სასმელს?
– ღვინო თვითონ ჩამოატარა. ჯერ ხერესი სუპისთვის, შემდეგ
რაინვაინი და კლარეტი. ბოთლში რომ ჩაეყარა საწამლავი, ყველა
მოიწამლებოდა. უფრო სწორად, ისინი, ვინც მას დალევდნენ, მას-
პინძელი კი იმავეს სვამდა, რასაც დანარჩენები. პორტვეინიც ყველა
ჯენტლმენმა დალია, ზოგიერთმა ლედიმაც.
– ბოკალები ლანგრით გაიტანეთ?
– დიახ, სერ. ლანგარი მე მეჭირა, მასზე მისტერ ელისი აწყობდა
ბოკალებს. ისინი ბუფეტში გავიტანე. პოლიციასაც იქ დახვდა, რო-
დესაც მათ გამოსაკვლევად მოვიდნენ. პორტვეინიანი ჭიქები კი მა-
გიდაზე იდგა. პოლიციამ ვერაფერი აღმოაჩინა მათში.
– დარწმუნებული ხართ, რომ ექიმი იმავეს ჭამდა და სვამდა, რა-
საც სხვები?
– დიახ, სერ.
– რომელიმე სტუმარს ხომ არ შეეძლო მისთვის...
– ცხადია, არა, სერ.
– ალისა, რა იცით საიდუმლო გასასვლელზე?
– ერთ-ერთი მებაღე ჰყვებოდა რაღაცას. თითქოს ის ტყეში გად-
ის დანგრეულ ქვის შენობასთან, მაგრამ სახლში თვალიც არ მომიკ-
რავს მისთვის.
– ელისს ხომ არ უთქვამს რამე მასზე?
– არა, სერ, არა მგონია, სცოდნოდა.
– ალისა, თქვენი აზრით, ვინ მოკლა სახლის პატრონი?
– არ ვიცი, სერ. მიჭირს ამის დაჯერება. ალბათ, უბედური შემთხ-
ვევა მოხდა.
– ჰმ... გმადლობ, ალისა.
– რომ არა ბებინგტონის სიკვდილი, – თქვა სერ ჩარლზმა, რო-
დესაც მოახლე ოთახიდან გავიდა, – ამ ქალიშვილზე მივიტანდით
ეჭვს. სასიამოვნო გარეგნობა აქვს და სუფრას ემსახურებოდა... არა,
ეს გამორიცხულია. ბებინგტონი მოკლულია, ტოლი კი ყურადღებას
არ აქცევდა სიმპათიურ ქალებს, არ იზიდავდნენ.
– ორმოცდათხუთმეტი წლის იყო, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა

79
მისტერ სატერთუეითმა.
– ამას რატომ ამბობთ?
– ამ ასაკის მამაკაცები ხშირად კარგავენ თავს ქალიშვილის გა-
მო, განსაკუთრებით მაშინ, თუ უწინ მსგავსი არაფერი მოსვლიათ.
– დალახვროს ეშმაკმა, სატერთუეით, მალე მეც... ე-ე... ორმოც-
დათხუთმეტის გავხდები.
– ვიცი, – სატერთუეითმა თავი დააქნია.
სერ ჩარლზი მის დაჟინებულ, თბილ, ოდნავ დამცინავ მზერას წა-
აწყდა, თვალი აარიდა და გაწითლდა...

80
მსახურთუფროსის ოთახში

– რას იტყვით, ელისის ოთახი ხომ არ დავათვალიეროთ? – იკ-


ითხა მისტერ სატერთუეითმა, როდესაც საკმაოდ დატკბა სერ ჩარ-
ლზის ავარდისფრებული სახის ყურებით.
მსახიობს თემის შეცვლა გაუხარდა.
– ჩინებული აზრია! მეც სწორედ ამის შეთავაზებას ვაპირებდი ახ-
ლა.
– ბუნებრივია, პოლიცია გულდასმით გაჩხრეკდა იქაურობას.
– პოლიცია... – არისტიდ დიუვალმა დამცინავი სახით აიქნია ხე-
ლი. სურდა სწრაფად დაევიწყებინა წამიერი შეცბუნება და გაორმა-
გებული ენერგიით დაუბრუნდა თავის როლს, – პოლიციელები
ბრიყვები არიან, – თქვა მკვახედ, – რას ეძებდნენ ელისის ოთახში?
მისი ბრალეულობის მტკიცებულებას. ჩვენ კი მისი უდანაშაულობის
დამადასტურებელ მტკიცებულებას მოვძებნით. ეს სულ სხვა საქმეა.
– ეჭვი არ გეპარებათ ელისის უდანაშაულობაში?
– თუკი ბებინგტონთან დაკავშირებით არ ვცდებით, მაშასადამე,
ის უდანაშაულოა.
– დიახ, გარდა ამისა...
მისტერ სატერთუეითმა ფრაზა აღარ დაასრულა. უნდოდა ეთქვა,
რომ თუ ელისი პროფესიონალი დამნაშავე აღმოჩნდებოდა, რო-
მელმაც იმიტომ მოკლა სერ ბართოლომიუ, რომ მან დანაშაულის
ადგილას წაასწრო, საქმე ძალზე მოსაწყენი გახდებოდა. მაგრამ
დროულად გაახსენდა, რომ სერ ბართოლომიუ სერ ჩარლზ კარ-
ტრაიტის მეგობარი იყო, და თავი შეიკავა ასეთი უტაქტობისგან.
ერთი შეხედვით, ელისის ოთახი საინტერესოს არაფერს ჰპირ-
დებოდა მათ. ტანსაცმლის ნაწილი აკურატულად ეკიდა კარადაში,
ნაწილი კი კამოდის უჯრებში ეწყო. ყველაფერი კარგი ხარისხის
ქსოვილისგან იყო დამზადებული და სხვადასხვა მკერავის საფირმო

81
ნიშნები ჰქონდა მიკრული. როგორც ჩანს, უწინდელი დამქირავებ-
ლები ნახმარ სამოსს ჩუქნიდნენ. ქვედა საცვლებიც ჩინებული ხა-
რისხით გამოირჩეოდა. ფეხსაცმელი საგულდაგულოდ გაეპრიალე-
ბინათ და განმბრჯენებზე დაეწყოთ.
მისტერ სატერთუეითმა ერთ-ერთი ფეხსაცმელი აიღო და ჩაილა-
პარაკა:
– ცხრა ზომაა... დიახ, ცხრა.
თუმცა ვინაიდან საქმეში ნაკვალევი არ ფიგურირებდა, ეს არა-
ფერს იძლეოდა.
არსად ჩანდა მსახურთუფროსის ფრაკი, რაც მიანიშნებდა, რომ
ელისი მის გამოუცვლელად გავიდა სახლიდან. მისტერ სატერთუე-
ითმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ გარემოებას.
– ნებისმიერი ნორმალური მამაკაცი ჩვეულებრივ კოსტიუმს ჩა-
იცვამდა, – უთხრა სერ ჩარლზს.
– დიახ, უცნაურია... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არ-
სად წასულა. ცხადია, ეს სისულელეა.
ძებნა განაგრძეს, თუმცა ვერც რამე წერილს მიაგნეს და ვერც
დოკუმენტს, მხოლოდ – გაზეთის ამონაჭრებს კოჟრების წამლისა
და ჰერცოგის ქალიშვილის მოახლოებული ქორწილის შესახებ.
პატარა მაგიდაზე იდო ბლოკნოტი საშრობი ქაღალდით, აგრეთ-
ვე, მელნის შუშა, კალმისტარი კი არსად ჩანდა. სერ ჩარლზმა საშ-
რობი ქაღალდი სარკესთან მიიტანა, მაგრამ ვერაფერი გაარჩია.
როგორც ჩანს, ის ბევრჯერ გამოეყენებინათ, მელანი კი ძველი იყო.
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელისი არაფერს წერდა აქ, ან თუ
წერდა, საშრობ ქაღალდს არ იყენებდა, – დაასკვნა მისტერ სატერ-
თუეითმა, – ეს ძველი საშრობი ქაღალდია. დიახ, აი... – მან ერთგვა-
რი კმაყოფილებით მიუთითა ძლივს შესამჩნევ ასოებზე – „ლ. ბეიკე-
რი“, – მაშასადამე, ის მართლა არ იყენებდა საშრობ ქაღალდს.
– უცნაურია, არა? – ჩაილაპარაკა სერ ჩარლზმა.
– რას გულისხმობთ?
– ადამიანი, როგორც წესი, წერილებს წერს.
– არ წერს, თუ ბოროტმოქმედია.

82
– შესაძლოა მართალი ხართ... ალბათ, ბნელი წარსული ჰქონ-
და, რამაც გაქცევა აიძულა... თუმცა დარწმუნებით შეიძლება თქმა,
რომ ტოლი მას არ მოუკლავს.
მათ მოათვალიერეს იატაკი, ასწიეს ნოხი, შეიხედეს საწოლქვეშ.
ვერსად ვერაფერს მიაგნეს, მხოლოდ მელნის ლაქას – ბუხართან.
იმედი გაუცრუვდათ.
ოდნავ დარცხვენით გავიდნენ ოთახიდან. წამით დეტექტიური
ენთუზიაზმიც გაუნელდათ.
შესაძლოა გაიფიქრეს, რომ წიგნებში ყველაფერი გაცილებით
მარტივად ხდებოდა.
შემდეგ მოკლედ გაესაუბრნენ დამფრთხალ უმცროს მოახლე-
ებს, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ თრთოდნენ მისის ლეკისა და ბე-
ატრის ჩერჩის წინაშე, მაგრამ ახალი ვერაფერი გაიგეს.
ბოლოს სააბატოდან წამოვიდნენ.
– აბა, სატერთუეით, – თქვა სერ ჩარლზმა, როდესაც ისინი პარ-
კში მიაბიჯებდნენ (მისტერ სატერთუეითმა მანქანის მძღოლს უთ-
ხრა, რომ დარაჯის ჯიხურთან დალოდებოდა მათ), – რამე უჩვეულო
ხომ არ შეამჩნიეთ? თუნდაც რამე?
მისტერ სატერთუეითი დაფიქრდა. არ სურდა ნაჩქარევი პასუხის
გაცემა, იმის აღიარება, რომ ტყუილუბრალოდ დაკარგეს დრო. გო-
ნებაში გადაამოწმა მოახლეთა ჩვენება – მწირ ინფორმაციას ფლო-
ბდნენ.
როგორც სერ ჩარლზმა დაასკვნა ცოტა ხნის წინათ, მის უილსი
ყველგან ცხვირს ყოფდა და რაღაცას ეძებდა, მის სატკლიფი ძალზე
შეწუხდა, მისის დეიკრესი საერთოდ არ შეწუხებულა, კაპიტანი დე-
იკრესი კი შეთვრა, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდა, რომ ფრედი
დეიკრესს სინდისის ქენჯნის ჩახშობა სურდა, მაგრამ როგორც მის-
ტერ სატერთუეითმა იცოდა, ფრედი დეიკრესი ხშირად თვრებოდა.
– აბა? – მოუთმენლად გაიმეორა სერ ჩარლზმა.
– არაფერი, – უხალისოდ მიუგო მისტერ სატერთუეითმა, – გაზე-
თის ამონაჭრის მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომე-
ლისს კოჟრები აწუხებდა.

83
სერ ჩარლზმა ცალყბად ჩაიცინა.
– ლოგიკურია. მერედა ეს... სადმე მიგვიყვანს?
მისტერ სატერთუეითმა აღიარა, რომ ეს ვერსადაც ვერ მიიყვან-
და მათ.
– კიდევ არის რაღაც... – დაამატა მან და გაჩუმდა.
– მართლა? განაგრძეთ, მეგობარო. ყველაფერი შეიძლება დაგ-
ვეხმაროს.
– ცოტა უცნაურად მომეჩვენა, თუ როგორ გაეხუმრა სერ ბართო-
ლომიუ თავის მსახურთუფროსს, მოახლის თქმით. ეს არ ახასიათებ-
და.
– დიახ, არ ახასიათებდა, – ენერგიულად აიტაცა სერ ჩარლზმა,
– მე კარგად ვიცნობდი ტოლის – თქვენზე უკეთ – და შემიძლია გით-
ხრათ, რომ ხუმრობა არ უყვარდა. ის არასოდეს მოიქცეოდა ასე, თუ-
კი... თუ აღგზნებული არ იქნებოდა რამე მიზეზით. მართალი ხართ,
სატერთუეით, ეს მნიშვნელოვანია. და კვლავ, სად მიგვიყვანს ეს?
– სად და... – დაიწყო მისტერ სატერთუეითმა, მაგრამ მიხვდა,
რომ სერ ჩარლზმა რიტორიკული შეკითხვა დასვა. მას მისტერ სა-
ტერთუეითის მოსაზრების მოსმენა კი არ სურდა, არამედ საკუთარი
აზრის გამოთქმა.
– სატერთუეით, გახსოვთ, როდის მოხდა ეს ინციდენტი? რო-
გორც კი ელისმა მას სატელეფონო შეტყობინება გადასცა. ვფიქრ-
ობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ შეტყობინებამ გამო-
იწვია ტოლის უჩვეულო გამხიარულება. თუ გახსოვთ, მოახლეს ვკი-
თხე, რას შეეხებოდა ეს გზავნილი.
მისტერ სატერთუეითმა თავი დააქნია.
– სთხოვეს გადაეცათ, რომ ვინმე მისის დე რაშბრიჯერი სანატო-
რიუმში ჩამოვიდა, – განაცხადა სერ ჩარლზმა, რითიც აჩვენა, რომ
თვითონაც მიაქცია ყურადღება ამ მომენტს, – მაგრამ რა არის ამაში
აღსაგზნები?
– თითქოს არაფერი, მაგრამ თუ ჩვენი მსჯელობა სწორია, ამ
შეტყობინებაში რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იმალებოდეს.
– დი-ახ, – ეჭვნეულად ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა.

84
– აშკარაა, – თქვა სერ ჩარლზმა, – რომ ეს რაღაც მნიშვნელო-
ვანი უნდა დავადგინოთ. თავში გამიელვა, რომ შესაძლოა დაშიფრ-
ული შეტყობინება ყოფილიყო – თითქოს სავსებით უწყინარი, სინა-
მდვილეში კი სრულიად სხვა რამეს ნიშნავდა. თუ ტოლი ბებინგტო-
ნის სიკვდილის საქმეს იძიებდა, შეტყობინება, ალბათ, მას უკავშირ-
დებოდა. დავუშვათ, მან კერძო დეტექტივი დაიქირავა რაღაც ფაქ-
ტის გასარკვევად. ტოლის შეეძლო მისთვის ეთქვა, რომ თუ მისი ეჭ-
ვი დადასტურდებოდა, მას უნდა დაერეკა და ეს ფრაზა ეთქვა, რათა
ყურმილის ამღებს არაფერი გაეგო. ამით მისი გამხიარულებაც აიხ-
სნება და ისიც, როგორ ჩაეკითხა ელისს, დარწმუნებული ხართ, რომ
ეს სახელი მოისმინეთო? თვითონ კი მშვენივრად იცოდა, რომ ასე-
თი ქალი საერთოდ არ არსებობდა. უნდა გითხრათ, რომ ადამიანის
წონასწორობიდან გამოყვანა მისი რომელიმე წამოწყების წარმატე-
ბით დასრულებამაც შეიძლება განაპირობოს.
– თქვენი აზრით, ასეთი პიროვნება – მისის დე რაშბრიჯერი – სა-
ერთოდ არ არსებობს?
– ჩემი აზრით, ეს უნდა დავადგინოთ.
– როგორ?
– სანატორიუმში წავიდეთ და უფროს მედდას ვკითხოთ.
– მაგრამ შესაძლოა ეს ძალზე უცნაურად მოეჩვენოს.
სერ ჩარლზს გაეცინა.
– ეს მე მომანდეთ, – თქვა მან.
მათ გზიდან გადაუხვიეს და სანატორიუმისკენ გაემართნენ.
– კარტრაიტ, თქვენ თუ შეამჩნიეთ რამე უჩვეულო იმ სახლში ყო-
ფნისას? – იკითხა მისტერ სატერთუეითმა.
– დიახ, რაღაც, – აუჩქარებლად მიუგო სერ ჩარლზმა, – მაგრამ
ეშმაკმა წამიღოს, თუ მახსოვდეს, რა იყო ეს.
მისტერ სატერთუეითმა გაოცებით შეხედა. სერ ჩარლზი მოიღუ-
შა.
– როგორ აგიხსნათ? იყო რაღაც... რაღაც, რაც უეცრად არასწო-
რად...დაუჯერებლად მომეჩვენა. ოღონდ... მაშინ მასზე ფიქრის
დრო არ მქონდა და გვერდზე გადავდე.

85
– ახლა კი ვეღარ იხსენებთ?
– ვერა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გავიფიქრე: „ეს უცნაურია“.
– ეს მაშინ მოხდა, როცა მოახლეებს ვესაუბრებოდით? რომელ
მოახლეს?
– გეუბნებით, რომ ვერ ვიხსენებ, და რაც მეტს ვფიქრობ ამაზე,
მით უფრო მავიწყდება... იქნებ გამახსენდეს, თუ მასზე აღარ ვიფიქ-
რებ.
მალე სანატორიუმი დაინახეს – პარკისგან ღობით გამოყოფილი
დიდი, თეთრი, თანამედროვე შენობა. ჭიშკარში შევიდნენ, კარზე ზა-
რი დარეკეს და უფროსი მედდა იკითხეს.
უფროსი მედდა შუახნის მაღალი ქალი იყო ჭკვიანი სახითა და
თავდაჯერებული მანერებით. გაირკვა, რომ იცნობდა სერ ჩარლზს,
როგორც განსვენებული სერ ბართოლომიუ სთრეინჯის მეგობარს.
სერ ჩარლზმა აუხსნა, რომ ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან,
შეძრწუნდა, როდესაც თავისი მეგობრის სიკვდილისა და გაჩენილი
საშინელი ეჭვების შესახებ შეიტყო, და დეტალების გასაგებად მოვი-
და. უფროსი მედდა ამაღელვებლად ლაპარაკობდა სერ ბართოლო-
მიუს შესანიშნავ საექიმო კარიერასა და მისი გარდაცვალებით გამ-
ოწვეულ აუნაზღაურებელ დანაკარგზე. სერ ჩარლზი სანატორიუმის
მომავლით დაინტერესდა. უფროსმა მედდამ აუხსნა, რომ სერ ბარ-
თოლომიუს ორი პარტნიორი ჰყავდა, ორი ნიჭიერი ექიმი, რომელ-
თაგანაც ერთ-ერთი სანატორიუმში ცხოვრობდა.
– ბართოლომიუ ძალზე ამაყობდა აქაურობით, – თქვა სერ ჩარ-
ლზმა.
– დიახ, მკურნალობის მის მეთოდს დიდი წარმატება ხვდა წი-
ლად.
– ძირითადად, ნერვულ დაავადებებს მკურნალობდა, არა?
– დიახ.
– გამახსენდა, რომ ახალგაზრდა კაცი გავიცანი მონტე-კარლო-
ში, რომლის ნათესავიც აქ მკურნალობს. ამ ქალს უცნაური გვარი
აქვს – რაშბრიჯერი, რასბრიგერი თუ რაღაც ამგვარი.
– მისის დე რაშბრიგერს გულისხმობთ?

86
– სწორედ მას. აქ არის?
– დიახ. თუმცა, ვშიშობ, მას ერთხანს ვერ მოინახულებთ, – ვი-
ნაიდან მკურნალობის მკაცრი კურსი დაუნიშნეს, – უფროსმა მედდ-
ამ ეშმაკურად გაიღიმა, – არც წერილები, არც მნახველები.
– იმედია, ძალიან ცუდად არ არის.
– მძიმე ნერვული აშლილობა აქვს – მეხსიერების ჩავარდნა და
ძლიერი ნერვული გამოფიტვა, მაგრამ გამოვაჯანმრთელებთ, –
თქვა უფროსმა მედდამ და კვლავ გაიღიმა.
– თუ არ ვცდები, ტოლი... სერ ბართოლომიუ ახსენებდა მას. ეს
ქალი არამარტო მისი პაციენტი, არამედ მეგობარიც იყო, არა?
– არა მგონია, სერ ჩარლზ. ყოველ შემთხვევაში, ექიმს არასო-
დეს უთქვამს ეს. ქალი ცოტა ხნის წინათ ჩამოვიდა ვესტინდოეთი-
დან. უნდა გითხრათ, რომ სასაცილო ამბავი მოხდა. ჩვენმა ჩერჩეტ-
მა მოახლემ ვერაფრით დაიმახსოვრა მისი გვარი. მოვიდა ჩემთან
და მაცნობა, „მისის ვესტინდოეთი“ მოიყვანესო. სად რაშბრიჯერი
და სად ვესტინდოეთი! ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქალი მარ-
თლა ვესტინდოეთიდან ჩამოვიდა.
– გეთანხმებით, ძალზე სასაცილოა. ქმარიც ჩამოჰყვა?
– ჯერ არა.
– აჰ, დიახ, დიახ... ალბათ, ვინმეში ამერია. ექიმი ამ შემთხვევამ
განსაკუთრებით დააინტერესა?
– ამნეზია გავრცელებული დაავადებაა, თუმცა ექიმებს ყოველთ-
ვის აინტერესებთ ის, ვინაიდან იშვიათად გვხვდება ორი ერთნაირი
შემთხვევა.
– ეს ყველაფერი ძალზე უცნაურია. კარგი, გმადლობ, დაო. მე-
სიამოვნა თქვენთან საუბარი. ვიცი, როგორ გაფასებდათ ტოლი. ის
ხშირად გახსენებდათ, – პირფერულად დაასრულა სერ ჩარლზმა.
– ოჰ, მიხარია ამის მოსმენა, – უფროსი მედდა გაწითლდა, – შე-
სანიშნავი ადამიანი იყო... დიდი დანაკარგია ყველასთვის. ამ ამბავ-
მა შეგვაძრწუნა, უფრო სწორად, თავზარი დაგვცა. მკვლელობა! ვის
უნდა მოეკლა ექიმი სთრეინჯი? დაუჯერებელია. საზიზღარი მსახურ-
თუფროსი! იმედია, პოლიცია მოახერხებს და დაიჭერს. თუმცა რა მო

87
ტივი უნდა ჰქონოდა?
სერ ჩარლზმა სევდიანად დააქნია თავი და მისტერ სატერთუეით-
თან ერთად გაემართა იქით, სადაც ავტომობილი ელოდებოდათ.
უფროს მედდასთან საუბრისას იძულებითი უმოქმედობის ასა-
ნაზღაურებლად მისტერ სატერთუეითმა დიდი ინტერესით დაათვა-
ლიერა ავარიის ადგილი, რომელიც ოლივერ მენდერსს შეემთხვა
და შეკითხვები დააყარა დარაჯს – შუახნის გონებაჩლუნგ კაცს.
– დიახ, ეს ადგილი იყო – დანგრეულ კედელთან. ახალგაზრდა
კაცი მოტოციკლეტზე იჯდა. არა, შეჯახების მომენტი არ დაუნახავს.
ხმაური მოესმა და გამოვიდა. ახალგაზრდა ჯენტლმენი იქ იდგა, სა-
დაც ახლა მეორე ჯენტლმენი დგას. დაზიანება არ ეტყობოდა, ოღო-
ნდ სინანულით მისჩერებოდა თავის დამტვრეულ მოტოციკლეტს.
იკითხა, რა ჰქვია აქაურობასო. როდესაც გაიგო, რომ ეს სერ ბარ-
თოლომიუ სთრეინჯის სახლი იყო, ჩაილაპარაკა, ამაში მაინც გამი-
მართლაო, და იქით გაემართა. ძალზე მშვიდი ახალგაზრდა ჯენ-
ტლმენი ჩანდა... და დაღლილი.
–უცნაური ავარიაა, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა მისტერ სატერ-
თუეითმა.
მან ფართო სწორ გზას გახედა. არც მოსახვევი, არც სახიფათო
გზაჯვარედინი, არაფერი, რაც მოტოციკლეტის მძღოლს აიძულებ-
და, მოულოდნელად მოეხვია და ათი ფუტი სიმაღლის კედელს შეს-
ჯახებოდა. დიახ, უცნაური ავარია იყო.
– რას იტყვით, სატერთუეით? – დაინტერესდა სერ ჩარლზი.
– არაფერს, – მიუგო მისტერ სატერთუეითმა, – არაფერს.
– მართლაც უცნაურია, – თქვა სერ ჩარლზმა და ისიც გაოცებით
მიაჩერდა შემთხვევის ადგილს.
ისინი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
მისტერ სატერთუეითი ფიქრებში ჩაიძირა. არ გაამართლა სერ
ჩარლზის თეორიამ დაშიფრული შეტყობინების შესახებ – მისის დე
რაშბრიჯერი რეალურად არსებობდა, მაგრამ იქნებ მთავარი ის არ
იყო? იქნებ ქალი მხოლოდ რაღაცას შეესწრო? შესაძლოა სერ ბარ-
თოლომიუ სამედიცინო კუთხით დააინტერესა ამ ქალმა. შესაძლოა,

88
უბრალოდ, სილამაზით გამოირჩეოდა. სიყვარული ორმოცდათ-
ხუთმეტი წლის ასაკში მთლიანად ცვლის ადამიანის ხასიათს (მის-
ტერ სატერთუეითი არაერთხელ შესწრებია ამას). შესაძლოა სწო-
რედ ამან გაამხიარულა და აალაპარაკა...
ფიქრი სერ ჩარლზმა გააწყვეტინა:
– სატერთუეით, წინააღმდეგი ხომ არა ხართ, უკან რომ დავ-
ბრუნდეთ?
ის პასუხს აღარ დაელოდა, სალაპარაკო ყურმილი აიღო და
მძღოლს ბრძანება გადასცა. მანქანამ ნელა მოუხვია და საპირისპი-
რო მიმართულებით წავიდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
– გამახსენდა, რა მომეჩვენა უცნაურად, – მიუგო სერ ჩარლზმა,
– მელნის ლაქა იატაკზე მსახურთუფროსის ოთახში.

89
მელნის ლაქა

მისტერ სატერთუეითი გაოცებით მიაჩერდა მეგობარს.


– მელნის ლაქა? რას გულისხმობთ, კარტრაიტ?
– გახსოვთ, სად იყო?
– დიახ... არც ისე კარგად.
– პლინთუსთან, ბუხრის გვერდით.
– დიახ, დიახ, გამახსენდა.
– თქვენი აზრით, როგორ გაჩნდა იქ?
მისტერ სატერთუეითი დაფიქრდა.
– პატარა ლაქა იყო, – თქვა ბოლოს, – მელნის შუშიდან გადმო-
ღვრილს არ ჰგავდა. ალბათ, ელისს ავტოკალამი დაუვარდა – გაიხ-
სენეთ, რომ ოთახში ერთ ავტოკალამსაც ვერ მივაგენით („გაიგოს,
რომ მასზე არანაკლებად ვამჩნევ ყველაფერს“, – გაიფიქრა მან.)
ხომ უნდა ჰქონოდა იმ კაცს ავტოკალამი, თუკი რამე მაინც დაწერა
ოდესმე – ამის მტკიცებულება კი არა გვაქვს.
– გვაქვს, სატერთუეით – მელნის ლაქა.
– შესაძლოა არ წერდა. უბრალოდ, ავტოკალამი დაუვარდა ია-
ტაკზე.
– მაგრამ ავტოკალამს თავსახურავი რომ ჰქონოდა, ლაქა არ
გაჩნდებოდა.
– დიახ, მართალი ხართ, – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – ოღო-
ნდ ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ.
– შესაძლოა არც არის უცნაური, – მიუგო სერ ჩარლზმა, – და-
ნამდვილებით ვერ ვიტყვი, სანამ არ დავბრუნდები და განმეორებით
არ ვნახავ ყველაფერს.
ისინი ჭიშკარში შევიდნენ და რამდენიმე წუთის შემდეგ სახლს
მიუახლოვდნენ. იქ მყოფთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილე-
ბლად, რაც შესაძლოა მათ დაბრუნებას გამოეწვია, სერ ჩარლზმა
მოიგონა, თითქოს ფანქარი დარჩა მსახურთუფროსის ოთახში.

90
– ახლა კი, – თქვა მან, როდესაც თავიდან მოიცილა დახმარების
მოსურნე მისის ლეკი და მჭიდროდ მიხურა კარი, – ვნახოთ, ნამდვი-
ლი სულელი ვარ თუ რამე იმალება ამ ლაქის მიღმა.
მისტერ სატერთუეითის აზრით, პირველი ვარიანტი უფრო სავა-
რაუდო იყო, თუმცა თავაზიანობა გამოიჩინა და არაფერი თქვა. საწ-
ოლზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.
– აი, ჩვენი ლაქა, – დაიწყო სერ ჩარლზმა და ფეხით მიუთითა
ლაქაზე, – საწერი მაგიდა კი, როგორც ხედავთ, ოთახის მეორე კუთ-
ხეშია. როგორ უნდა დაგივარდეთ ავტოკალამი, რომ ლაქა მოპირ-
დაპირე კედელთან აღმოჩნდეს?
– ავტოკალამი შესაძლოა ნებისმიერ ადგილას დაგივარდეთ, –
შენიშნა მისტერ სატერთუეითმა.
– ცხადია, შეგიძლიათ კიდეც მოისროლოთ, – დაეთანხმა სერ
ჩარლზი, – მაგრამ, როგორც წესი, ავტოკალამს ასე არ ექცევიან.
თუმცა თავს ვერ დავდებ – ეს ავტოკალმები ხომ ყველა უვარგისია,
შრება და სწორედ მაშინ არ წერს, როდესაც გჭირდება. შესაძლოა
სწორედ ეს დაგვეხმაროს პრობლემის გადაწყვეტაში. ელისი გაბ-
რაზდა, თქვა, ეშმაკსაც წაუღია ეს ავტოკალამიო, და შორს მოისრო-
ლა.
– ვფიქრობ, ბევრი სხვა ახსნაც მოიძებნება, – თქვა მისტერ სა-
ტერთუეითმა, – შესაძლოა მან ავტოკალამი ბუხრის თაროზე შემო-
დო, ის კი დაგორდა და გადმოვარდა.
სერ ჩარლზმა ცდები ჩაატარა ფანქრით. ის ბუხრის თაროს კუთ-
ხეში დადო და ხელი უბიძგა. ფანქარი იატაკზე დაეცა ლაქიდან არა-
ნაკლებ ერთი ფუტის დაშორებით და გაზქურასთან მიგორდა.
– აბა, მოუძებნეთ ახსნა? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
– ვცდილობ მივაგნო.
საწოლზე ჩამომჯდარმა მისტერ სატერთუეითმა საინტერესო სა-
ნახაობა იხილა.
სერ ჩარლზი გაზქურისკენ დაიძრა და ფანქარს ხელი გაუშვა. შე-
მდეგ საწოლზე დაჯდა, ისეთი პოზა მიიღო, თითქოს რაღაცას წერდა,
და ფანქარი დააგდო. იმისათვის, რომ ფანქარი ლაქას დასცემოდა,

91
საჭირო იყო კედელთან მჭიდროდ დგომა ან ძალზე უხერხულ მდგო-
მარეობაში ჯდომა.
– ეს შეუძლებელია, – განაცხადა სერ ჩარლზმა და თვალი შეავ-
ლო კედელს, ლაქასა და პატარა გაზქურას, თუკი ელისი აქ რაღაც
ქაღალდებს წვავდა... მაგრამ ქაღალდებს გაზქურაზე არ წვავენ.
უეცრად გაშეშდა.
ერთი წუთის შემდეგ მისტერ სატერთუეითმა შესაძლებლობა მი-
იღო სრულად გაეცნობიერებინა სერ ჩარლზის პროფესიონალიზმის
დონე. ჩარლზ კარტრაიტი მსახურთუფროსელისად გადაიქცა. ის სა-
წერ მაგიდას მიუჯდა და წერა დაიწყო. მოულოდნელად თავი ასწია
და ისე მიიხედ-მოიხედა, თითქოს რაღაც მოესმა. მისტერ სატერ-
თუეი-თი კიდეც მიხვდა, რა გაიგონა: ნაბიჯების ხმა დერეფანში. სერ
ჩარლზი წამოხტა, ცალ ხელში ქაღალდი ეჭირა, მეორეში – ფანქა-
რი. ბუხრისკენ გაიჭრა, თან ნაბიჯების ხმას უსმენდა. სცადა, ორივე
ხელ-
ით შეეჩურთა ქაღალდი გაზქურის ქვეშ, მანამდე კი იატაკზე დააგდო
ფანქარი, რომელიც ზუსტად ლაქას დაეცა.
– ბრავო! – შესძახა მისტერ სატერთუეითმა და ტაში დაუკრა.
ამ დამაჯერებელმა სპექტაკლმა შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ
ელისი მხოლოდ ასე თუ მოიქცეოდა.
– მიხვდით? – მოკრძალებული აღფრთოვანებით ჰკითხა როლი-
დან გამოსულმა სერ ჩარლზმა, – თუ ელისმა გაიფიქრა, რომ პოლი-
ცია მოდიოდა, უნდა დაემალა ის, რასაც წერდა. სად შეეძლო დამა-
ლვა? კამოდის უჯრაში ან მატრასის ქვეშ ვერ დამალავდა, ვინაიდან
ჩხრეკას სწორედ ასეთი ადგილებიდან იწყებენ. ფირფიცრის აწევის
დრო არ ჰქონდა. არა, საუკეთესო გადაწყვეტილება გაზქურის ქვეშ
დამალვა იქნებოდა.
– ახლა მხოლოდ იმის შემოწმებაღა დაგვრჩა, ხომ არ არის იქ
რამე დამალული, – თქვა მისტერ სატერთუეითმა.
– დიახ. ცხადია, შესაძლოა ელისს ის მოგვიანებით გამოეღო,რო
დესაც მიხვდა, რომ ცრუგანგაში იყო, მაგრამ უკეთესის იმედი ვიქო-
ნიოთ.

92
სერ ჩარლზმა პიჯაკი გაიხადა, პერანგის სახელოები დაიკაპიწა,
იატაკზე გაწვა და გაზქურის ქვეშ შეიჭყიტა.
– რაღაც თეთრი მოჩანს, – თქვა მან, – როგორ გამოვიღოთ? ქა-
ლის შლაპის ქინძისთავის მსგავსი გვჭირდება.
– ქალები შლაპის ქინძისთავს აღარ იყენებენ, – სევდიანად შე-
ნიშნა მისტერ სატერთუეითმა, – იქნებ ჯაყვით გვეცადა?
ჯაყვაც უმაქნისი იარაღი გამოდგა.
ბოლოს მისტერ სატერთუეითი ოთახიდან გავიდა და საქსოვი
ჩხირი სთხოვა ბეატრისს, რომელიც ძალიან დაინტერესდა, რისთვ-
ის სჭირდებოდა სტუმარს, მაგრამ ზრდილობის წესები დაიცვა და
არაფერი ჰკითხა.
საქსოვმა ჩხირმა გაამართლა. სერ ჩარლზმა ათამდე დაჭმუჭნი-
ლი საწერი ქაღალდი გამოიღო, რომლებიც ნაჩქარევად შეეტენათ
ღრეჩოში.
აღელვებულმა მამაკაცებმა ფურცლები გაასწორეს. ეს იყო
კლერკის წვრილი, აკურატულად ნაწერი შავად ნაწერი წერილები.
„მოგახსენებთ (ასე იწყებოდა პირველი), რომ ავტორს არ სურს
უსიამოვნების მიყენება, ვინაიდან შესაძლოა არასწორად გაიგო ის,
რაც დღეს საღამოს დაინახა, მაგრამ..“...
ავტორს აშკარად არ მოეწონა ტექსტი და თავიდან დაიწყო.
„ჯონ ელისი, მსახურთუფროსი, გიდასტურებთ პატივისცემას და
მოხარული იქნება, თუ მცირე ხნით შეხვდებით წუხანდელ ტრაგე-
დიაზე სასაუბროდ, სანამ პოლიციაში წავა მის ხელთ არსებული ინ-
ფორმაციის გადასაცემად..“.
კვლავ უკმაყოფილება და მორიგი ცდა.
„ჯონ ელისს, მსახურთუფროსს, ექიმის სიკვდილის შესახებ ინ-
ფორმაცია აქვს, რაც ჯერ არ შეუტყობინებია პოლიციისთვის...“
მომდევნო წერილში მესამე პირი პირველით შეიცვალა.
„ძალიან მჭირდება ფული. ათასი გირვანქა სავსებით დამაკმა-
ყოფილებდა. შემიძლია რაღაც ვუამბო პოლიციას, მაგრამ არ მინდა
პრობლემები შეგიქმნათ“.
დასასრულ, გაცილებით გულახდილი ვარიანტი:

93
„ვიცი, როგორ მოკვდა ექიმი. პოლიციისთვის არაფერი მით-
ქვამს... ჯერჯერობით. თუ შემხვდებით, მე...”
აქ ნაწერი წყდებოდა. ბოლო სიტყვას არაფრის მთქმელი კლაკ-
ნილები მოსდევდა. როგორც ჩანს, ელისმა რაღაც გაიგონა, შეშ-
ფოთდა, ფურცლები დაჭმუჭნა და სასწრაფოდ დამალა.
მისტერ სატერთუეითმა ღრმად ამოიოხრა.
– გილოცავთ, კარტრაიტ, – თქვა მან, – ალღომ არ გიმტყუნათ
მელნის ლაქასთან დაკავშირებით. ახლა კი გავიაზროთ, სად ვართ.
ის წუთით გაჩუმდა.
– როგორც ვფიქრობდით, ელისი არამზადაა. მას არ მოუკლავს
სერ ბართოლომიუ, მაგრამ იცოდა, ვინ იყო მკვლელი და იმ კაცის
თუ ქალის შანტაჟირებას აპირებდა...
– კაცის თუ ქალის, – გააწყვეტინა სერ ჩარლზმა, – დასანანია,
რომ ეს არ ვიცით. ხომ შეიძლებოდა ერთხელ მაინც გამოეყენებინა
სიტყვა „სერ“ ან „მადამ“. მაშინ რაღაც მაინც გვეცოდინებოდა. რო-
გორც ჩანს, ელისს არტისტული ხასიათი ჰქონდა, ბეჯითად შრომობ-
და წერილის დაწერაზე. მცირე მინიშნება მაინც დაეტოვებინა, ვის-
თვის აპირებდა მის გაგზავნას...
– არაფერია, – უთხრა მისტერ სატერთუეითმა, – ისედაც მივი-
წევთ წინ. თუ გახსოვთ, თქვენ თქვით, რომ ამ ოთახში ელისის უდა-
ნაშაულობის მტკიცებულება უნდა გვეპოვა. ჰოდა, კიდეც მივაგენ-
ით. ეს წერილები ამტკიცებს, რომ ის მკვლელი არ არის, თუმცა ნამ-
დვილი არამზადაა. სერ ბართოლომიუ სთრეინჯი ვიღაც სხვამ მოკ-
ლა. მანვე გამოასალმა სიცოცხლეს ბებინგტონი. ვფიქრობ, ახლა
პოლიციაც კი დაგვეთანხმება.
– აპირებთ, რომ ეს პოლიციას უთხრათ? – უკმაყოფილო ხმით
იკითხა სერ ჩარლზმა.
– განა გვაქვს სხვა გზა?
– გეტყვით, – სერ ჩარლზი საწოლზე ჩამოჯდა, შუბლი შეიჭმუხნა
და ფიქრიანად დაიწყო, – არ ვიცი, როგორ ვთქვა უკეთ. ამჟამად ჩვ-
ენ ის ვიცით, რაც არავინ იცის. პოლიცია ელისს ეძებს. ფიქრობენ,
რომ ის არის მკვლელი. ეს ყველამ იცის. ამიტომ ნამდვილი დამნაშ-

94
ავე (კაცი თუ ქალი) შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ცხა-
დია, ფხიზლად იქნება, მაგრამ მაინც დამშვიდდება. განა დასანანი
არ იქნება ამ ვითარების შეცვლა? ეს ხომ ჩვენი შანსია, შანსი ამ ორ
მკვლელობას შორის კავშირის აღმოსაჩენად. ჩვენ გარდა ვერავინ
ხვდება, რომ ასეთი კავშირი არსებობს. არავის მიაქვს ეჭვი ნამდვ-
ილ მკვლელზე. ძალიან გაგვიმართლა.
– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, – თქვა მისტერ სატერთუეითმა,
– დაგეთანხმებით. ეს შანსია. და მაინც, არა მგონია, შევძლოთ მისი
გამოყენება. მოქალაქეობრივი ვალი გვკარნახობს, დაუყოვნებლივ
ვაცნობოთ პოლიციას ჩვენი მიგნება. ამის დამალვის უფლება არა
გვაქვს.
სერ ჩარლზმა დაცინვით შეხედა.
– კეთილსინდისიერი მოქალაქის განსახიერება ხართ, სატერ-
თუეით. ცხადია, უნდა დავიცვათ საყოველთაოდ აღიარებული წესე-
ბი, მაგრამ მე თქვენსავით სანიმუშო მოქალაქე არა ვარ და სინდის-
ის უქენჯნელად შევინახავ ამ ინფორმაციას ორიოდე დღით. არ მე-
თანხმებით? კარგი, გნებდებით. ბურჯად დავუდგეთ კანონსა და წეს-
რიგს.
– საქმე ის არის, – აუხსნა მისტერ სატერთუეითმა, – რომ ჯონ-
სონი ჩემი მეგობარია. ის ძალზე ღირსეულად მოიქცა: გვითხრა,
როგორ მოქმედებს პოლიცია, სრული ინფორმაცია მოგვაწოდა.
– მართალი ხართ, – სერ ჩარლზმა ამოიოხრა, – თუმცა ჩემ გარ-
და თავში აზრადაც არავის მოსვლია, რომ გაზქურის ქვეშ შეეხედა.
ეს ვერცერთმა გონებაჩლუნგმა პოლიციელმა ვერ მოისაზრა. კარ-
გი, ისე მოვიქცეთ, როგორც ამბობთ. სატერთუეით, სად არის ახლა
ელისი, თქვენი აზრით?
– ვფიქრობ, ფული გადაუხადეს, რათა გაუჩინარებულიყო, – თქ-
ვა მისტერ სატერთუეითმა, – და ისიც გაუჩინარდა, თანაც ძალზე
შთამბეჭდავად.
– დიახ, ალბათ, ასეა, – დაეთანხმა სერ ჩარლზი და ოდნავ შეკ-
რთა. – არ მომწონს ეს ოთახი, სატერთუეით. წავიდეთ აქედან.

95
კამპანიის გეგმა

მომდევნო საღამოს სერ ჩარლზი და მისტერ სატერთუეითი


ლონდონში დაბრუნდნენ.
პოლკოვნიკ ჯონსონთან ძალზე ტაქტიანად უნდა ესაუბრათ. სუ-
პერინტენდანტი ქროსფილდი არცთუ კმაყოფილი იყო, რომ უბრა-
ლო „ჯენტლმენებმა“ აღმოაჩინეს ის, რაც მას და მის თანაშემწეებს
გამორჩათ, და იხტიბარს არ იტეხდა.
– ჩინებულია, სერ. ვაღიარებ, თავში აზრადაც არ მომსვლია გაზ-
ქურის ქვეშ შეხედვა. ვერ ვხვდები, რამ გაფიქრებინათ ამის გაკეთე-
ბა.
სერ ჩარლზმა და მისტერ სატერთუეითმა გადაწყვიტეს, არაფერი
ეთქვათ მელნის ლაქაზე, რომელმაც ამ აღმოჩენამდე მიიყვანა ისი-
ნი.
– უბრალოდ, ყველაფერი მივსუნ-მოვსუნეთ ოთახში, – მიუგო
სერ ჩარლზმა.
– და ამას ფართოდ გახელილი თვალებით აკეთებდით, — შე-
ნიშნა სუპერინტენდანტმა, – რისთვისაც დაჯილდოვდით. ვერ ვიტ-
ყვი, რომ ძალიან გამაოცა თქვენმა აღმოჩენამ. ბუნებრივია, თუკი
ელისი მკვლელი არ არის, ის რაღაც მიზეზით უნდა გაუჩინარებული-
ყო. ერთხელ კიდეც გამიელვა თავში შანტაჟის იდეამ.
პოლკოვნიკმა ჯონსონმა გადაწყვიტა, ლუმაუთის პოლიციას
დაჰკავშირებოდა, რათა მათ სტივენ ბებინგტონის სიკვდილი გამო-
ეძიებინათ.
– თუკი დაადგენენ, რომ ისიც ნიკოტინით მოწამვლას ემსხვერ-
პლა, ქროსფილდიც კი აღიარებს კავშირს ამ ორ მკვლელობას შო-
რის, – თქვა სერ ჩარლზმა, როცა ლონდონისკენ მიემგზავრებოდნ-

96
ენ. ის ჯერაც უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი აღმოჩენა პოლიცი-
ას შეატყობინეს.
მისტერ სატერთუეითმა დაამშვიდა მეგობარი და უთხრა, რომ ამ
ინფორმაციას არ გაახმაურებდნენ, შესაბამისად, ვერც პრესა შეიტ-
ყობდა.
– მკვლელი ვერაფერს იეჭვებს. ელისის ძებნა გაგრძელდება.
სერ ჩარლზი დაეთანხმა.
გზაში მან ამცნო მისტერ სატერთუეითს, რომ მის ლიტონ გორ-
თან შეხვედრას აპირებდა. ქალის გამოგზავნილი წერილის კონვერ-
ტზე ბელგრეივსკვერი იყო მითითებული. სერ ჩარლზს იმედი ჰქონ-
და, რომ ამ მისამართზე ცხოვრობდა ქალიშვილი.
მისტერ სატერთუეითმა მოიწონა ეს განზრახვა. თვითონაც ძა-
ლიან უნდოდა ეგის ნახვა. შეთანხმდნენ, რომ სერ ჩარლზი ლონდ-
ონში ჩასვლისთანავე დაურეკავდა ქალიშვილს.
ეგი მართლაც ქალაქში იყო, ის და დედამისი ნათესავებს სტუმ-
რობდნენ და ლუმაუთში დაბრუნებას ერთ კვირაზე ადრე არ აპირებ-
დნენ. ეგი უყოყმანოდ დაჰყაბულდა ორ მამაკაცთან ერთად სადი-
ლობას.
– ვფიქრობ, არ ღირს მისი აქ მოწვევა, – თქვა სერ ჩარლზმა და
თვალი მოავლო თავის მდიდრულ ბინას, – შესაძლოა დედამისს არ
მოეწონოს. ცხადია, შეგვიძლია მის მილრეის ვთხოვოთ, რომ მოვი-
დეს, მაგრამ მირჩევნია, ეს არ გავაკეთო. მისი საქმიანი იერი და
კომპეტენტურობა არასრულფასოვნების კომპლექსს მიჩენს.
მისტერ სატერთუეითმა თავისი სახლი შესთავაზა. ბოლოს გა-
დაწყვიტეს, „ბერკლიში“ ესადილათ, და თუ ეგი მოისურვებდა, სხვა-
განაც შეევლოთ.
ქალიშვილი ფერმკრთალი და გამხდარი ჩანდა, რაც მყისვე შე-
ამჩნია მისტერ სატერთუეითმა. თითქოს უფრო მეტად გაჰფართოე-
ბოდა თვალები, ნიკაპი კი წინ წამოსწეოდა, მაგრამ მომხიბვლელო-
ბა და ენერგიულობა არ დაეკარგა.
– ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდით, – უთხრა ეგმა სერ ჩარლზს,
მისმა მზერამ კი დაამატა: „ახლა, როცა აქ ხართ, ყველაფერი კარგ-

97
ად იქნება“.
„მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ დაბრუნდებოდა, – გა-
იფიქრა მისტერ სატერთუეითმა, – ნამდვილად არ იყო დარწმუნებუ-
ლი. ნემსებზე იჯდა, იტანჯებოდა, არ იცოდა, რა მოხდებოდა. ნუთუ
ვერ ხვდება კარტრაიტი? მსახიობებს, როგორც წესი, პატივმოყვა-
რეობა ახასიათებთ. იქნებ არ იცის, რომ ქალიშვილს უყვარს?“
მისტერ სატერთუეითის აზრით, უცნაური ვითარება შეიქმნა. ეჭვი
არ ეპარებოდა, რომ სერ ჩარლზსაც უყვარდა ეგი, მაგრამ კავშირი
მათ შორის – კავშირი, რომელსაც ორივე მათგანი თავგამოდებით
ჩაჰფრენოდა, დანაშაული იყო, საზიზღარი ორმაგი დანაშაული.
სადილობისას ბევრი არ ულაპარაკიათ. სერ ჩარლზმა საზღვარ-
გარეთ თავისი მგზავრობა ახსენა, ეგმა – ლუმაუთი. როდესაც საუ-
ბარს შეწყვეტა ემუქრებოდა, ინიციატივას მისტერ სატერთუეითი იჩ-
ენდა. ნასადილევს სამივენი მასთან წავიდნენ.
მისტერ სატერთუეითის სახლი ჩელსის სანაპიროზე იყო. ამ დიდ
სახლში ხელოვნების ბევრი ნიმუში ინახებოდა: ნახატები, ქანდაკე-
ბები, ჩინური ფაიფური, ისტორიამდელი კერამიკა, სპილოს ძვლის
ნაკეთობები, მინიატიურები, აგრეთვე, ჩიპენდეილისა და ჰეფლუა-
ითის ავეჯი. აქაური გარემო გულისხმიერებისა და ურთიერთგაგე-
ბისთვის განაწყობდა ადამიანებს.
მაგრამ ეგ ლიტონ გორი ვერაფერს ამჩნევდა.
– როგორც იქნა! – შესძახა და მანტო სკამზე დააგდო, – ახლა კი
ყველაფერი მიამბეთ.
ქალიშვილმა დიდი ყურადღებით მოისმინა სერ ჩარლზის ნაამ-
ბობი იორკშირში მგზავრობაზე, განსაკუთრებით შანტაჟის წერილე-
ბის აღმოჩენამ დააინტერესა.
– შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა მოხდა შემდეგ, – დაას-
რულა სერ ჩარლზმა, – შესაძლოა ელისს ფული გადაუხადეს, რათა
კბილი დაეჭირა ენაზე, და გაუჩინარებაში დაეხმარნენ.
ეგმა თავი გადააქნია.
– არა, – თქვა მან, – ნუთუ ვერ ხვდებით? ელისი მკვდარია.
მამაკაცები გაოცდნენ, ეგმა კი ჯიუტად გაიმეორა:

98
– ცხადია, მკვდარია. აი, რატომ გაქრა უკვალოდ. ელისმა ძალზე
ბევრი იცოდა, ამიტომაც მოკლეს. ის მესამე მსხვერპლია!
მართალია, კარტრაიტი და სატერთუეითი არასოდეს დაფიქრე-
ბულან ამ ვერსიაზე, აღიარეს, რომ არც ეს იყო გამორიცხული.
– მაგრამ მომისმინეთ, ძვირფასო, – თქვა სერ ჩარლზმა, – თუკი
ის მკვდარია, სად არის გვამი? როგორც ამბობენ, მსახურთუფროსი
თორმეტ სტოუნს მაინც იწონიდა.
– არ ვიცი, – მიუგო ეგმა, – ბევრგან შეიძლება იყოს.
– არა მგონია, – სერ ჩარლზმა თავი გადააქნია.
– ერთი წუთით... – ეგი შეყოყმანდა, – მაგალითად, აქ ბევრი სხ-
ვენია. შესაძლოა გვამი სხვენზე, სკივრში დამალეს.
– ნაკლებად სავარაუდოა, – თქვა სერ ჩარლზმა, – თუმცა, ცხა-
დია, შესაძლებელია. მას ვერ აღმოაჩენენ, ოღონდ... განსაზღვრუ-
ლი დროის განმავლობაში.
ეგს არ ახასიათებდა არასასიამოვნო თემებისგან გაქცევა. მა-
შინვე მიხვდა, რას გულისხმობდა თანამოსაუბრე.
– სუნი მაღლა ვრცელდება და არა დაბლა. სარდაფში გაცილე-
ბით ადრე შეამჩნევენ ლპობად გვამს, ვიდრე სხვენზე. ასე კი, ცუდი
სუნი რომც იგრძნონ, იფიქრებენ, ვირთხა მოკვდაო.
– თუ თქვენი თეორია სწორია, მკვლელი მამაკაცი უნდა იყოს.
ქალი გვამს აქეთ-იქით ვერ წაიღებდა. ეს კაცსაც გაუჭირდებოდა.
– სხვა ვარიანტსაც შემოგთავაზებთ. გეცოდინებათ, რომ სა-
იდუმლო გასასვლელიც არსებობს. მასზე მის სატკლიფმა მიამბო,
სერ ბართოლომიუ კი დამპირდა, რომ მაჩვენებდა. მკვლელს შეეძ-
ლო ფული მიეცა ელისისთვის, მასთან ერთად ჩასულიყო იმ საიდუმ-
ლო გვირაბში, ვითომდა გასასვლელის საჩვენებლად, და იქ მოეკ-
ლა. ამას ქალიც მოახერხებდა – დანას ჩაარტყამდა ზურგში, გვამს
მიატოვებდა და წამოვიდოდა. ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა.
სერ ჩარლზმა ეჭვნეულად გადააქნია თავი, თუმცა ეგს აღარ შე-
ეკამათა.
მისტერ სატერთუეითმა იგრძნო, რომ ასეთივე ეჭვი შეეპარა წა-
მით ელისის ოთახში, როდესაც წერილებს მიაგნეს. გაახსენდა ოდნ-

99
ავ აკანკალებული სერ ჩარლზი. სწორედ მაშინ გაუელვა თავში,
რომ ელისი შესაძლოა მკვდარი იყო
„თუ ელისი მკვდარია, ძალზე საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე...
დიახ, ძალზე საშიშ ადამიანთან, – გაიფიქრა და უეცრად ჟრუანტელ-
მა დაუარა ტანში, – ადამიანი, რომელმაც სამი მკვლელობა ჩაიდი-
ნა, მეოთხესაც უყოყმანოდ ჩაიდენს“.
ყველას საფრთხე ემუქრებოდა – სერ ჩარლზს, ეგს და თვითონ
მასაც...თუკი ძალზე ბევრი შეიტყვეს.
ფიქრი სერ ჩარლზის ხმამ გააწყვეტინა.
– რაღაც ვერ გავიგე თქვენს წერილში. წერდით, რომ პოლიციას
ოლივერ მენდერსზე გაუჩნდა ეჭვი, მე კი ამის მცირე საფუძველსაც
ვერ ვხედავ.
მისტერ სატერთუეითს მოეჩვენა, რომ ეგი ოდნავ შეცბა და გა-
წითლდა.
„აჰა, – გაიფიქრა მან, – ვნახოთ, ახლა როგორ დაიძვრენს თავს
ახალგაზრდა ლედი“.
– სულელურად მოვიქეცი, – თქვა ეგმა, – დავიბენი. ოლივერი
მოულოდნელად გამოჩნდა. კაცი იფიქრებდა, რომ განზრახ მოაწყო
ეს. ჰოდა, შემეშინდა, რომ პოლიციას მასზე არ მიეტანა ეჭვი
ამ განმარტებამ თითქოს დააკმაყოფილა სერ ჩარლზი.
– თუ ასეა, გასაგებია, – თქვა მან.
– იქნებ განზრახ მოიგონა ეს მიზეზი? – იკითხა მისტერ სატერ-
თუეითმა.
ეგი მისკენ შეტრიალდა.
– რას გულისხმობთ?
– ძალზე უცნაური ავარიაა, – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – გა-
ვიფიქრე, რომ შესაძლოა გცოდნოდათ, თუ ის გამიზნულად მოაწ-
ყვეს.
ეგმა თავი გადააქნია.
– არ ვიცი. არასოდეს მიფიქრია ამაზე, მაგრამ რატომ უნდა მო-
ეკატუნებინა თავი ოლივერს, თითქოს ავარია შეემთხვა, თუკი ეს არ
მომხდარა?

100
– შესაძლოა ჰქონდა რამე მიზეზი, სავსებით ბუნებრივი მიზეზი,
– მიუგო სერ ჩარლზმა და გაუღიმა.
ეგი გაწითლდა.
– ოჰ, არა, – თქვა მან, – არა.
სერ ჩარლზმა ამოიოხრა. მისტერ სატერთუეითს მოეჩვენა, რომ
მისმა მეგობარმა არასწორად გაიგო ქალიშვილის შეცბუნება. სერ
ჩარლზი უეცრად დასევდიანდა, თითქოს კიდეც დაბერდა.
– თუ თქვენს ახალგაზრდა მეგობარს საფრთხე აღარ ემუქრება,
– ჩაილაპარაკა კარტრაიტმა, – მე რაღაში გჭირდებით?
ეგი სწრაფად მივიდა მასთან და პიჯაკის სახელოში სწვდა.
– კვლავ ყველაფრის მიტოვებასა და გამგზავრებას ხომ არ აპი-
რებთ? თქვენ სიმართლე უნდა დაადგინოთ! დარწმუნებული ვარ,
ამას სხვა ვერავინ შეძლებს, თქვენ კი მოახერხებთ.
ქალიშვილი სერიოზულად, მტკიცედ ლაპარაკობდა. მისი ენერ-
გია თითქოს ტალღებად მოასკდა ძველმოდურად მოწყობილ ოთა-
ხს.
– მაშ, გჯერათ ჩემი? – გრძნობით ჰკითხა სერ ჩარლზმა.
– დიახ, დიახ, დიახ! ჩვენ სიმართლეს დავადგენთ. თქვენ და მე.
ერთად.
– და სატერთუეითი.
– ცხადია, და მისტერ სატერთუეითი, – უხალისოდ თქვა ეგმა.
მისტერ სატერთუეითს ჩაეღიმა. უნდოდა თუ არა ეგს, ის არ აპი-
რებდა განზე გადგომას. მოსწონდა საიდუმლოებები და ადამიანის
ბუნებაზე დაკვირვება, შეყვარებულებთან ურთიერთობა, ეს საქმე კი
მისი ყველა გატაცების დაკმაყოფილებას ჰპირდებოდა.
სერ ჩარლზი დაჯდა. ხმა შეეცვალა. მეთაურს დაემსგავსა, რომე-
ლიც ბრძანებებს გასცემს.
– პირველ ყოვლისა, ვითარებაში უნდა გავერკვეთ. გვჯერა თუ
არა, რომ ბებინგტონი და ბართოლომიუ სთრეინჯი ერთმა და იმავე
ადამიანმა მოკლა?
– დიახ, – მიუგო ეგმა.
– დიახ, – თქვა მისტერ სატერთუეითმა.

101
– გვჯერა თუ არა, რომ მეორე მკვლელობა პირველის პირდაპი-
რი შედეგია? ვგულისხმობ, გვჯერა თუ არა, რომ ბართოლომიუ
სთრეინჯი იმიტომ მოკლეს, რომ მას პირველი მკვლელობის ფაქტე-
ბი ან მასთან დაკავშირებული ეჭვები არ გაემჟღავნებინა?
– დიახ, – კვლავ თქვეს ეგმა და მისტერ სატერთუეითმა, ამჯერად
– ერთხმად.
– თუ ასეა, პირველი მკვლელობა უნდა გამოვიძიოთ, და არა მე-
ორე.
ეგმა თავი დააქნია.
– ჩემი აზრით, სანამ პირველი მკვლელობის მოტივს არ დავად-
გენთ, მკვლელის პოვნის იმედი არ უნდა გვქონდეს. მოტივის დად-
გენა კი ძალზე რთულია. ბებინგტონი უწყინარი, სასიამოვნო, წყნა-
რი მოხუცი იყო, რომელსაც ამქვეყნად მტერი არ ჰყავდა, ის კი მაინც
მოკლეს. მკვლელობისთვის მიზეზია საჭირო. ეს მიზეზი უნდა ვიპო-
ვოთ, – სერ ჩარლზი, მცირე ხნით გაჩუმდა და ჩვეულებრივი ხმით
განაგრძო, – მოდი, საქმეს შევუდგეთ. რა მიზეზით შეიძლება მოკ-
ლან ადამიანი? ვფიქრობ, პირველი – სარგებელია.
– შურისძიება, – თქვა ეგმა.
– მკვლელობის მანია, – დაამატა მისტერ სატერთუეითმა, – ვნე-
ბის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული? არა მგონია, მაგრამ შიშს ვერ
გამოვრიცხავთ.
ჩარლზ კარტრაიტმა თავი დააქნია, თან რაღაცას წერდა ქაღალ-
დის ფურცელზე.
– მგონი, ყველაფერი ჩამოვთვალეთ, – თქვა მან, – სარგებლით
დავიწყოთ. ვინმემ თუ მიიღო სარგებელი ბებინგტონის სიკვდილით
– ჰქონდა თუ არა მას ფული ან მისი მიღების იმედი?
– ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, – შენიშნა ეგმა.
– მეც, მაგრამ, მოდი, ამაზე მისის ბებინგტონს დაველაპარაკოთ.
შემდეგი შურისძიებაა. ხომ არ გაუფუჭა ვინმეს საქმე ბებინგტონმა,
ვთქვათ, ახალგაზრდობაში. იქნებ იმ ქალიშვილზე დაქორწინდა, ვი-
სი ცოლად მოყვანაც სხვა მამაკაცს სურდა? ესეც უნდა დავადგინოთ.
– შემდეგ – მკვლელობის მანია. შეშლილმა ხომ არ მოკლა ბებინგ-

102
ტონი და ტოლი? არა მგონია, ამ თეორიამ კრიტიკას გაუძლოს. შეშ-
ლილიც კი ხელმძღვანელობს რაღაც ლოგიკით დანაშაულის ჩადე-
ნისას. შესაძლოა ეჩვენებოდეს, რომ ღმერთი მოუწოდებს ექიმების
ან ღვთისმსახურების მოკვლას. მაგრამ არა ორივეს ერთად. ჩემი
აზრით, მანიაკის ვერსია უნდა გამოირიცხოს. რჩება შიში. გულწრფ-
ელად გითხრათ, ეს ყველაზე სავარაუდო უნდა იყოს. ბებინგტონმა
რაღაც იცოდა ვიღაცაზე ან ვინმე იცნო. ის მოკლეს, რათა არავის-
თვის ეთქვა ეს.
– ვერ ვხვდები, ისეთი რა უნდა სცოდნოდა მისტერ ბებინგტონის
მსგავს ადამიანს, რომ რამე ევნო იმ საღამოს იქ მყოფთაგან რომე-
ლიმესთვის.
– შესაძლოა არც იცოდა, რომ ის რაღაც იცოდა, – თქვა სერ ჩარ-
ლზმა, – მიჭირს ახსნა, რასაც ვგულისხმობ. დავუშვათ (ეს მხოლოდ
მაგალითია), ბებინგტონმა ვიღაც ადამიანი დაინახა კონკრეტულ
დროსა და კონკრეტულ ადგილას. მისთვის უჩვეულო არაფერია ამა-
ში, მაგრამ ვთქვათ, იმ ადამიანმა რაღაც მიზეზით ეშმაკური ალიბი
მოიფიქრა, რომლის მიხედვითაც, ის სწორედ ამ დროს აქედან ასი
მილის დაშორებით იმყოფებოდა. ასე რომ, მოხუც ბებინგტონს ნე-
ბისმიერ წუთს შეეძლო გაეცა ის მისდა უნებურად.
– გასაგებია, – თქვა ეგმა, – დავუშვათ, ლონდონში მკვლელობა
მოხდა და ბებინგტონმა მკვლელი პადინგტონის სადგურში დაინახა,
მაგრამ ამ ადამიანმა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა ალიბის
დახმარებით, რომელიც ადასტურებს, რომ ის ამ დროს ლიდსში იმ-
ყოფებოდა. ბებინგტონს მისი მხილება შეეძლო.
– ზუსტად ამას ვგულისხმობ. ცხადია, ეს მხოლოდ მაგალითია და
სხვა ვარიანტებიც არსებობს. ვთქვათ, ბებინგტონმა იმ საღამოს და-
ინახა ადამიანი, რომელსაც სხვა სახელით იცნობდა...
– ეს შესაძლოა ქორწინებას უკავშირდებოდეს, – თქვა ეგმა, –
ღვთისმსახურები ხომ ჯვრისწერის ცერემონიას ატარებენ. იქნებ
ორცოლიანი მამაკაცი ამოიცნო?
– იგივე ითქმის დაბადებაზე ან სიკვდილზე, – შენიშნა მისტერ სა-
ტერთუეითმა.

103
– ბევრი ვერსიის მოფიქრება შეიძლება, – ეგი მოიღუშა, – ჯობია,
სხვა მხრიდან მივუდგეთ პრობლემას – ის ადამიანები შევისწავ-
ლოთ, რომლებიც ორივე დანაშაულის ადგილას იმყოფებოდნენ.
მოდი, სია შევადგინოთ. ვინ იყო თქვენს სახლში და ვინ – სერ ბართ-
ოლომიუსთან? – მან ქაღალდი და ფანქარი გამოართვა სერ ჩარლ-
ზს, – დეიკრესები ორივეგან იყვნენ. შემდეგ – ქალი, დამჭკნარ კომ-
ბოსტოს რომ ჰგავდა... რა ჰქვია? ჰო, უილსი. მის სატკლიფი...
– ენჯელა შეგიძლიათ გამორიცხოთ, – უთხრა სერ ჩარლზმა, –
წლებია, ვიცნობ.
ეგმა წარბი შეიკრა.
– ასე ვერ მოვიქცევით, – განაცხადა მან, – ვერ გამოვრიცხავთ
ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცნობთ. საქმიანი მიდგომაა საჭი-
რო. გარდა ამისა, არაფერი ვიცი ენჯელა სატკლიფზე. ნებისმიერის
მსგავსად, მასაც შეეძლო ამის ჩადენა, უფრო მეტადაც კი. მსახიობ
ქალებს ბობოქარი წარსული აქვთ. ვფიქრობ, ის სწორედ ყველაზე
შესაფერისი კანდიდატურაა.
ქალიშვილმა გამომწვევად შეხედა სერ ჩარლზს. კაცის თვალებ-
ში საპასუხო ნაპერწკალი გაკრთა.
– თუ ასეა, ვერც ოლივერ მენდერსს გამოვრიცხავთ.
– ოლივერი როგორ იქნებოდა? ის უწინაც არაერთხელ შეხვედ-
რია მისტერ ბებინგტონს.
– სამაგიეროდ, ორივე ადგილას იყო, თანაც, მისი გამოჩენა სთ-
რეინჯთან საკმაოდ... საეჭვო ჩანს.
– კარგი, – თქვა ეგმა და დაამატა, – მაშინ დედაჩემს და ჩემს თა-
ვსაც შევიყვან სიაში... სულ ექვსი ეჭვმიტანილი გვყავს.
– არა მგონია...
– ჩვენ ან ისე მოვიქცევით, როგორც საჭიროა, ან საერთოდ უარს
ვიტყვით ამაზე, – განაცხადა ეგმა და თვალები დააკვესა.
მისტერ სატერთუეითმა შემრიგებლის ფუნქცია იკისრა და მათ
დალევა შესთავაზა, შემდეგ კი ზარი დარეკა, რათა სასმელი მოეტა-
ნათ.
სერ ჩარლზი ოთახის შორეულ კუთხეში გადავიდა და აღფრთოვ-

104
ანებით მიაჩერდა შავკანიანი ადამიანის ქანდაკებას. ეგი მისტერ სა-
ტერთუეითს მიუახლოვდა და ხელში სწვდა.
– სულელურად მოვიქეცი, რომ ავღელდი, – ჩაილაპარაკა მან, –
სულელი ვარ... მაგრამ რატომ უნდა გამოვრიცხოთ ის ქალი? რატომ
უნდა ეს სერ ჩარლზს? ო, ღმერთო, რატომ ვარ ასეთი ეჭვიანი?
მისტერ სატერთუეითმა გაუღიმა და ხელზე ხელი მოუთათუნა.
– ეჭვიანობას კარგი არაფერი მოაქვს, ჩემო კარგო. თუკი ეჭვია-
ნობთ, ნუ გამოამჟღავნებთ. სხვათა შორის, მართლა ფიქრობთ, რომ
ახალგაზრდა მენდერსიც ეჭვმიტანილთა სიაში უნდა იყოს?
ეგს სახეზე ღიმილი აღებეჭდა – ბავშვური ღიმილი.
– ცხადია, არა. ეს ერთი კაცის დასამშვიდებლად გავაკეთე, – მან
თავი მიაბრუნა სერ ჩარლზისკენ, რომელიც კვლავაც მისჩერებოდა
შავკანიანი ადამიანის ქანდაკებას, – იცით... არ მინდოდა ეფიქრა,
რომ მართლა მიყვარს ოლივერი. ვინაიდან ასე არაა. ოჰ, რა რთუ-
ლია ყველაფერი! ასე მგონია, მალე იტყვის, დამილოცნიხართ, შვი-
ლნო ჩემნოო, მე კი ნამდვილად არ მსურს ეს.
– მოითმინეთ, –ურჩია მისტერ სატერთუეითმა,– ყველაფერი
მოგვარდება.
– სულწასული ვარ, – თქვა ეგმა, – მინდა ყველაფერი ერთბაშად
მივიღო, თანაც, სწრაფად.
მისტერ სატერთუეითმა გაიცინა. სერ ჩარლზი შემოტრიალდა და
მათკენ გამოემართა.
თან სასმელს წრუპავდნენ, თან კამპანიის გეგმას ადგენდნენ.
სერ ჩარლზი „ყვავების ბუდეში“ უნდა დაბრუნებულიყო, რომლის
მყიდველიც ჯერ ვერ ეპოვა. ეგი და დედამისი იმაზე ადრე აპირებდ-
ნენ „როუზ-კოტეჯში“ დაბრუნებას, ვიდრე ვარაუდობდნენ. მისის ბე-
ბინგტონი ჯერაც ლუმაუთში ცხოვრობდა. მისგან შეძლებისდაგვა-
რად ბევრი ინფორმაცია უნდა მიეღოთ და ამის მიხედვით ემოქმე-
დათ.
– ყველაფერი გამოგვივა, – თქვა ეგმა, – ვიცი, რომ წარმატებას
მივაღწევთ.
ის სერ ჩარლზისკენ დაიხარა. თვალები უბრწყინავდა. ხელი გა-

105
იწვდინა, რათა თავისი ჭიქა მის ჭიქაზე მიეჭახუნებინა.
– შესვით ჩვენი წარმატების სადღეგრძელო, – უბრძანა კაცს.
სერ ჩარლზმა ნელა, ძალიან ნელა მიიტანა ჭიქა პირთან, ისე,
რომ თვალი არ მოუცილებია ქალიშვილისთვის.
– წარმატებას გაუმარჯოს, – თქვა მან, და მომავალს...

106
მხილება

მისის ბებინგტონი

მისის ბებინგტონი მეთევზის პატარა კოტეჯში გადავიდა საცხოვ-


რებლად – ნავმისადგომის ახლოს. დაახლოებით ექვს თვეში და ჩა-
მოუვიდოდა იაპონიიდან, მანამდე კი გეგმებზე არ ფიქრობდა. ნახე-
ვარი წლით დაიქირავა გამოთავისუფლებული კოტეჯი. ქმრის მო-
ულოდნელმა სიკვდილმა თავგზა აუბნია და აზრადაც არ მოსვლია
ლუმაუთიდან გამგზავრება. სტივენ ბებინგტონმა ჩვიდმეტი წელი იმ-
სახურა პასტორად ლუმაუთის სენტ-პეტროკის ეკლესიაში. შეიძლე-
ბა ითქვას, ბედნიერად გაატარეს ეს ჩვიდმეტი წელიწადი, მიუხედა-
ვად იმ მწუხარებისა, რაც მათ ვაჟიშვილის, რობინის, დაღუპვამ მო-
უტანა. დანარჩენი შვილებიდან ედუარდი ცეილონზე იყო, ლოიდი –
სამხრეთ აფრიკაში, სტივენი – „ანგოლიაზე“, კაპიტნის მესამე თანა-
შემწედ. ისინი ხშირად სწერდნენ მას სიყვარულით აღსავსე წერი-
ლებს, თუმცა არცერთი მათგანი არ სთავაზობდა დედას, რომ მას-
თან ერთად ან მის გვერდით ეცხოვრა.
მარგარეტ ბებინგტონი მარტო დარჩა...
თუმცა არც ისე ბევრი დრო რჩებოდა მწარე ფიქრებისთვის:
კვლავაც აქტიურად საქმიანობდა ეკლესიაში – ახალი ვიკარიუსი
დაუქორწინებელი იყო, – თან კოტეჯის წინ მიწის პატარა ნაკვეთზე
მუშაობდა, ყვავილების სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლო-
ბაში გაჰყვა.
ერთხელ დღისით ფუსფუსებდა იქ, როდესაც ჭიშკრის რაზა გატ-
კაცუნდა. თავი ასწია და სერ ჩარლზ კარტრაიტი და ეგ ლიტონ გორი
დაინახა. მარგარეტს არ გაჰკვირვებია ეგის დანახვა – იცოდა, რომ

107
დედა-შვილი მალე უნდა დაბრუნებულიყო. აი, სერ ჩარლზის ხილ-
ვამ კი გააოცა. ხმა დადიოდა, სამუდამოდ წავიდა აქედანო. გაზეთე-
ბი იუწყებოდნენ, რომ ის სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრა. „ყვა-
ვების ბუდის“ ბაღში აბრა გამოაკრეს, წარწერით „იყიდება“. არავინ
ელოდა სერ ჩარლზის დაბრუნებას, ის კი მაინც დაბრუნდა.
მისის ბებინგტონმა თმის კულული გადაიწია გაცხელებული შუბ-
ლიდან და დანანებით დაიხედა მიწით დასვრილ ხელებზე.
– ხელს ვერ ჩამოგართმევთ, – დაიწუწუნა მან, – ვიცი, რომ ბაღ-
ში მუშაობისთვის ხელთათმანია საჭირო. ასეც ვიქცევი, მაგრამ ბო-
ლოს მაინც ვიძრობ მათ. შიშველი ხელებით უფრო მოსახერხებე-
ლია მარგვლა.
მისის ბებინგტონი სახლში შეუძღვა სტუმრებს. ჩითით გაწყობილ
პატარა სასტუმრო ოთახში კედლებზე ფოტოსურათები ეკიდა და ყვ-
ელგან ქრიზანთემებიანი ვაზები იდგა.
– ნამდვილად გამაკვირვეთ, სერ ჩარლზ. მეგონა, სამუდამოდ
გაემგზავრეთ „ყვავების ბუდიდან“.
– მეც ასე მეგონა, მისის ბებინგტონ, – გულწრფელად მიუგო მსა-
ხიობმა, – თუმცა ზოგჯერ ბედი ჩვენზე ძლიერია.
მისის ბებინგტონი ეგისკენ შეტრიალდა, მაგრამ ქალიშვილმა
დაასწრო და უთხრა:
– მომისმინეთ, მისის ბებინგტონ, ეს ჩვეულებრივი ვიზიტი არ
არის. მე და სერ ჩარლზმა რაღაც ძალზე სერიოზული უნდა შეგატყო-
ბინოთ, ოღონდ... არ მინდა... რომ ინერვიულოთ.
მისის ბებინგტონმა მზერა სერ ჩარლზზე გადაიტანა, გაფითრდა
და დაიძაბა.
– პირველ ყოვლისა, – თქვა სერ ჩარლზმა, – უნდა გკითხოთ,
ხომ არ მიგიღიათ რამე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო-
დან?
მისის ბებინგტონმა უსიტყვოდ დააქნია თავი.
– გასაგებია... ამან შესაძლოა გაგვიადვილოს სათქმელი.
– აი, რატომ მოსულხართ... ექსჰუმაციის ორდერი მოიტანეთ?
– დიახ. ეს ვშიშობ... ეს ძალზე დაგამწუხრებთ.

108
ქალმა კაცის ხმაში თანაგრძნობის კილო დაიჭირა და თქვა:
– იცით, არც ისე წინააღმდეგი ვარ ამის, როგორც ფიქრობთ. ზო-
გს საშინელება ჰგონია ექსჰუმაცია, ოღონდ არა მე. მთავარი გვამი
როდია. ჩემი ძვირფასი მეუღლე უკვე სხვაგანაა, სხვა სამყაროში,
სადაც ვერავინ დაარღვევს მის სიმშვიდეს. არა, ასე არ არის. მე მხო-
ლოდ ის აზრი მზაფრავს, საშინელი აზრი, რომ სტივენი ბუნებრივი
სიკვდილით არ მომკვდარა. ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.
– გეთანხმებით. თავიდან მეც. ჩვენც ასე გვეგონა.
– თავიდან? რას გულისხმობთ, სერ ჩარლზ?
– ეს ეჭვი იმ საღამოსვე გამიჩნდა, როცა თქვენი მეუღლე გარდა-
იცვალა, მაგრამ მეც გავიფიქრე, რომ ეს შეუძლებელი იყო, და თა-
ვიდან ამოვიგდე.
– მეც ვიეჭვე რაღაც, – ჩაილაპარაკა ეგმა.
მარგარეტმა გაოცებით შეხედა ქალიშვილს.
– თქვენც ფიქრობთ, რომ ვიღაცას სტივენის მოკვლა შეეძლო?
ქალის ხმაში ისეთი უნდობლობა იგრძნობოდა, რომ სტუმრებმა
არ იცოდნენ, რით დაეწყოთ საუბარი. ბოლოს, ინიციატივა სერ ჩარ-
ლზმა აიღო:
– როგორც იცით, მისის ბებინგტონ, საზღვარგარეთ გავემგზავ-
რე. სამხრეთ საფრანგეთში ყოფნისას გაზეთიდან შევიტყვე, რომ ჩე-
მი მეგობარი სერ ბართოლომიუ სთრეინჯი მსგავს ვითარებაში გარ-
დაიცვალა, მის ლიტონ გორისგან კი წერილი მივიღე.
ეგმა თავი დააქნია და თქვა:
– მაშინ სერ ბართოლომიუს ვსტუმრობდი, მისის ბებინგტონ.
ყველაფერი ზუსტად ასე გამოიყურებოდა. ის პორტვეინს სვამდა.
უეცრად სახე შეეცვალა და... მოკლედ, ორ-სამ წუთში სული განუტე-
ვა.
ამჯერად მისის ბებინგტონმა დააქნია თავი – ნელა.
– ვერაფერი გამიგია. ჯერ სტივენი, შემდეგ სერ ბართოლომიუ...
კეთილი, ჭკვიანი ექიმი! ვის უნდა გასჩენოდა მათი თავიდან მოცი-
ლების სურვილი? ალბათ, რაღაც შეცდომაა.
– უკვე დამტკიცებულია, რომ სერ ბართოლომიუ მოწამლეს, –

109
შეახსენა სერ ჩარლზმა.
– მაშინ ეს ვიღაც შეშლილს ჩაუდენია.
– მე სიმართლის დადგენა მსურს, მისის ბებინგტონ, – განაგრძო
სერ ჩარლზმა,– ვგრძნობ, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება. რო-
გორც კი ექსჰუმაციის ამბავი გახმაურდება, დამნაშავე მაშინვე ყუ-
რებს დაცქვეტს. დროის მოსაგებად დავუშვათ, რომ თქვენი მეუღ-
ლეც ნიკოტინით მოწამლეს. პირველ ყოვლისა, იცოდით თუ არა რა-
მე სუფთა ნიკოტინის გამოყენებაზე თქვენ ან მისტერ ბებინგტონმა?
– მე ყოველთვის ვიყენებ ნიკოტინის ხსნარს ვარდებზე შესასხუ-
რებლად. არ ვიცოდი, თუ მომწამვლელია.
– ჩემი აზრით (წუხელ ლიტერატურას გავეცანი ამ თემაზე), ორი-
ვე შემთხვევაში სუფთა ალკალოიდი გამოიყენეს. ნიკოტინით მოწა-
მვლის შემთხვევები იშვიათობაა.
მისის ბებინგტონმა თავი გადააქნია.
– მე მართლა არაფერი ვიცი ნიკოტინით მოწამვლაზე, გარდა იმ-
ისა, რომ თავგადაკლული მწეველები თვითონ იწამლავენ თავს ნიკ-
ოტინით.
– თქვენი ქმარი ეწეოდა?
– დიახ.
– ახლა კი მითხარით, მისის ბებინგტონ... თქვენ ძალზე გაგიკ-
ვირდათ, რომ ვიღაცას შესაძლოა თქვენი მეუღლის მოკვლის სურ-
ვილი გასჩენოდა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ, თქვენი აზრით, მას მტე-
რი არ ჰყავდა?
– დარწმუნებული ვარ, სტივენს მტრები არ ჰყავდა. ის ყველას უყ-
ვარდა. მართალია, ზოგჯერ დასცინოდნენ, – ქალმა სევდიანად გა-
იღიმა, – ახალგაზრდა აღარ იყო და სიახლეების ეშინოდა, მაგრამ
ყველას უყვარდა. შეუძლებელია არ გყვარებოდათ, სერ ჩარლზ.
– მისის ბებინგტონ, ვფიქრობ, მეუღლეს თქვენთვის ბევრი ფული
არ დაუტოვებია.
– თითქმის არაფერი. სტივენი ეკონომიას ვერ ახერხებდა. ყვე-
ლას ეხმარებოდა, რისთვისაც ვსაყვედურობდი.
– ვინმესგან ხომ არ ელოდებოდა მემკვიდრეობით ფულის ან ქო-

110
ნების მიღებას?
– არა. სტივენს ცოტა ნათესავი ჰყავდა. მისი და ნორთუმბერლე-
ნდელ მღვდელს გაჰყვა ცოლად, მაგრამ ღარიბულად ცხოვრობენ,
ბიძები და დეიდა-მამიდები კი გარდაეცვალა.
– მაშასადამე, მისტერ ბებინგტონის სიკვდილით თითქოს ვერა-
ვინ მიიღებდა სარგებელს?
– დიახ, ვერავინ.
– მოდი, კვლავ მტრებს მივუბრუნდეთ. თქვენ ამბობთ, მტერი არ
ჰყავდაო, მაგრამ იქნებ ახალგაზრდობაში მტრობდა ვინმე?
მისის ბებინგტონმა სკეპტიკური სახე მიიღო.
– ნაკლებად სავარაუდოა. სტივენს კარგი ხასიათი ჰქონდა და
ადამიანებთან ურთიერთობა ეხერხებოდა.
– არ მინდა მელოდრამატულად გამომივიდეს, – სერ ჩარლზმა
ოდნავ ნერვიულად ჩაახველა, – მაგრამ როდესაც ის... ე-ე... თქვენ-
ზე დაინიშნა, ამით რომელიმე პოტენციური სასიძო ხომ არ გაანაწ-
ყენა?
მისის ბებინგტონის თვალებში წამით ნაპერწკალმა გაიელვა.
– სტივენი ვიკარიუსად მსახურობდა მამაჩემთან. ის პირველი
ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც სკოლის დამთავრებისა და შინ
დაბრუნების შემდეგ გავიცანი. ერთმანეთი შეგვიყვარდა. ოთხი წე-
ლი დანიშნული ვიყავით. როდესაც სტივენმა კენტის ეკლესიაში და-
იწყო ღვთისმსახურება, ჩვენ დავქორწინდით. როგორც ხედავთ,
სერ ჩარლზ, ჩვეულებრივი სიყვარულის ამბავია... და ძალზე ბედნი-
ერი სიყვარულის ამბავი.
სერ ჩარლზმა თავი დახარა მისის ბებინგტონის ღირსების წინაშე.
ეგმა ამით ისარგებლა და ინიციატივას დაეუფლა:
– მისის ბებინგტონ, ხომ არ შეხვედრია თქვენი ქმარი სერ ჩარ-
ლზთან მყოფი სტუმრებიდან რომელიმეს უწინ?
ქალი ოდნავ გაოცდა.
– იქ ხომ დედათქვენიც იყო, ძვირფასო, ახალგაზრდა ოლივერ
მენდერსიც.
– დანარჩენები?

111
– ენჯელა სატკლიფი ერთად ვნახეთ ლონდონის სცენაზე ხუთი
წლის წინათ. სტივენი და მე ძალზე აგვაღელვა მასთან შეხვედრამ.
– მანამდე არასოდეს შეხვედრიხართ?
– არა, არასოდეს შევხვედრივართ მსახიობ ქალებს... და არც კა-
ცებს, სანამ სერ ჩარლზი არ დასახლდა ჩვენს მეზობლად. ეს დიდი
მოვლენა იყო ჩვენთვის. სერ ჩარლზი, ალბათ, ვერც ხვდებოდა, რა-
მხელა სიხარული მოგვანიჭა. მან ჩვენს ცხოვრებაში ერთგვარი რო-
მანტიკა შემოიტანა.
– კაპიტან და მისის დეიკრესებსაც არ შეხვედრიხართ? – იმ ტან-
დაბალ კაცსა და ძვირფას კაბაში გამოწყობილ ქალს?
– დიახ.
– არა. არც მეორე ქალს, რომელიც პიესებს წერდა. მომეჩვენა,
რომ ის საბრალო შეუფერებელი იყო ამ საქმისთვის.
– დარწმუნებული ხართ, რომ არცერთი მათგანი არ გინახავთ
უწინ?
– სავსებით დარწმუნებული ვარ. სტივენზეც იმავეს თქმა შემიძ-
ლია. ჩვენ ყველგან ერთად დავდიოდით.
– მისტერ ბებინგტონმა რამე ხომ არ გითხრათ, – არ მოეშვა ეგი,
– იმ ადამიანებზე, რომლებსაც სერ ჩარლზთან უნდა შეხვედრო-
დით? ან მათი დანახვის შემდეგ?
– წინასწარ – არაფერი, გარდა იმისა, რომ საინტერესო საღამოს
ელოდებოდა. როდესაც იქ მივედით... არც ისე ბევრი დრო გვქონ-
და...
უეცრად ქალს სახე გვერდზე მოექცა. სერ ჩარლზი სწრაფად ჩა-
ერია.
– უნდა გვაპატიოთ, რომ ამდენი შეკითხვით გაღიზიანებთ, მაგ-
რამ ხომ უნდა არსებობდეს ამ სასტიკი და, ერთი შეხედვით, უაზრო
დანაშაულის მიზეზი. როგორმე რომ მიგვეგნო მისთვის...
– მესმის, –თქვა მისის ბებინგტონმა,– რომ თუ ესმკვლელობა
იყო, რაღაც მიზეზიც უნდა არსებობდეს... მაგრამ არ ვიცი... ვერ წარ-
მომიდგენია, რა შეიძლება იყოს მიზეზი.
ორიოდე წუთს ყველა დუმდა. შემდეგ სერ ჩარლზმა თქვა:

112
– ხომ არ შეგიძლიათ მოკლედ გამაცნოთ თქვენი ქმრის კარიე-
რული ბიოგრაფია.
მისის ბებინგტონს კარგად ახსოვდა თარიღები. აი, რა ჩაიწერა
სერ ჩარლზმა მისი ნაამბობიდან:
„სტივენ ბებინგტონი დაიბადა 1868 წელს აილინგტონში, დევონ-
შირის საგრაფოში. სწავლობდა წმ. პავლეს სკოლასა და ოქსფორ-
დში. 1891 წელს გახდა დიაკვანი და დაინიშნა ჰოქსტონის ეკლესი-
აში. 1892 წელს მღვდლად აკურთხეს. 1894-1899 წლებში იყო ღირ-
სი ვერნონ ლორიმერის ვიკარიუსი ელსინგტონში, სურეის საგრა-
ფოში. 1899 წელს დაქორწინდა მარგარეტ ლორიმერზე და მსახუ-
რება დაიწყო ჯილინგის ეკლესიაში, კენტის საგრაფოში. 1916 წელს
გადაიყვანეს ლუმაუთის სენტ-პეტროკის ეკლესიაში“.
– ახლა უკვე შეგვიძლია მოქმედების დაწყება, – თქვა სერ ჩარ-
ლზმა, – ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ის პერიოდია, როცა მის-
ტერ ბებინგტონი ვიკარიუსად მსახურობდა ჯილინგის სენტ-მერის
ეკლესიაში. იმას, რაც მანამდე მოხდა, არა მგონია, კავშირი ჰქონდ-
ეს მათთან, ვინც ჩემთან იმყოფებოდა იმ საღამოს.
მისის ბებინგტონი შეკრთა.
– თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ... ერთ-ერთი მათგანია?
– არ ვიცი, რა ვიფიქრო, – მიუგო სერ ჩარლზმა, – ბართოლომიუ
სთრეინჯმა რაღაც დაინახა ან რაღაცას მიხვდა და ისევე მოკვდა,
როგორც თქვენი ქმარი. ჩემი სტუმრებიდან ხუთი...
– შვიდი, – შეუსწორა ეგმა.
– ჩემი სტუმრებიდან შვიდი კაცი შეესწრო ამას. ერთერთი მათ-
განი დამნაშავე უნდა იყოს.
– მაგრამ რატომ? – შესძახა მისის ბებინგტონმა, – რატომ? რო-
მელ მათგანს უნდა ჰქონოდა სტივენის მოკვლის მიზეზი?
– ჩვენ სწორედ ამის დადგენას ვაპირებთ, – თქვა სერ ჩარლზმა.

113
ლედი მერი

მისტერ სატერთუეითი სერ ჩარლზთან ერთად მივიდა „ყვავების


ბუდეში“. სანამ მასპინძელი და ეგ ლიტონ გორი მისის ბებინგტონს
სტუმრობდნენ, მისტერ სატერთუეითი ჩაის სვამდა ლედი მერისთან
ერთად.
ლედი მერის მოსწონდა მისტერ სატერთუეითი. სათნო ხასიათის
მიუხედავად, ის მკაფიოდ ყოფდა ადამიანებს ორ ნაწილად: ვინც ეს-
იმპათიურებოდა და ვინც გულზე არ ეხატებოდა.
მისტერ სატერთუეითი ჩინურ ჩაის დრეზდენული ფაიფურის ფინ-
ჯნით სვამდა, მიკროსკოპულ სენდვიჩს ჭამდა და ლაპარაკობდა. მი-
სი ბოლო ვიზიტისას მათ ბევრი საერთო მეგობარი და ნაცნობი აღ-
მოაჩინეს. დღეს მათი საუბარი იმავე თემით დაიწყო, თუმცა თანდა-
თან უფრო ინტიმურ კალაპოტში გადავიდა. მისტერ სატერთუეითი
ტაქტიანი კაცი იყო – შეეძლო სხვების პრობლემების მოსმენა, საკუ-
თარს კი არავის ახვევდა თავზე. მისი წინა სტუმრობისას ლედი მე-
რის სავსებით ბუნებრივად მოეჩვენა მისთვის თავისი წუხილის შე-
სახებ მოყოლა ქალიშვილის მომავლის შესახებ, ახლა კი ისე ესაუბ-
რებოდა, როგორც დიდი ხნის მეგობარს.
– ეგი ისეთი ჯიუტია! – თქვა მან, – თუ რამეს აიჩემებს, ვეღარ გა-
დაარწმუნებთ. იცით, მისტერ სატერთუეით, არ მომწონს, რომ ის
ამ... არასასიამოვნო ამბავში ერევა. ვიცი, ეგი დამცინებდა, მაგრამ
ეს ლედის შესაფერისი საქმე არ არის.
ქალი გაწითლდა. ის ბავშვური ვედრებით შეჰყურებდა მისტერ
სატერთუეითს თაფლისფერი გულუბრყვილო თვალებით.
– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, – უთხრა მისტერ სატერთუეით-
მა, – გამოგიტყდებით, ეს მეც არ მომწონს. ვიცი, რომ ძველმოდური
შეხედულებაა, მაგრამ ასეა. მიუხედავად ამისა, – მის მზერაში სიცი-
ლის ნაპერწკალი გაკრთა, – იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ

114
ჩვენს განათლებულ საუკუნეში ახალგაზრდა ლედი სახლში იჯდება,
ხელსაქმეს აიღებს და დროდადრო შეკრთება, როდესაც ძალადო-
ბასა და დანაშაულზე გაიფიქრებს.
– მე მკვლელობაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, – განაცხადა ლედი
მერიმ, – ვერასოდეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ამბავს
შევესწრებოდი. საშინელება მოხდა, – ქალი შეკრთა, – საბრალო
სერ ბართოლომიუ.
– თქვენ მას, ალბათ, არც ისე კარგად იცნობდით, – ივარაუდა
მისტერ სატერთუეითმა.
– მგონი, მხოლოდ ორჯერ შევხვდი. პირველად – ერთი წლის წი-
ნათ, როდესაც ის სერ ჩარლზს ესტუმრა უიკენდზე, მეორეჯერ – იმ
ავბედით საღამოს, როცა საბრალო მისტერ ბებინგტონი მოკვდა. ძა-
ლიან გამიკვირდა, მოსაწვევი რომ გამომიგზავნა. დავთანხმდი, ვი-
ნაიდან გავიფიქრე, რომ ეგს მოეწონებოდა. ის ხომ თითქმის ვერ
ერთობა და ისე... დათრგუნვილი იყო, თითქოს არაფერი აინტერეს-
ებდა. მეგონა, სერ ბართოლომიუს წვეულება გაამხიარულებდა.
მისტერ სატერთუეითმა თავი დააქნია.
– მიამბეთ რამე ოლივერ მენდერსზე, – თქვა მან, – ძალიან მა-
ინტერესებს ეს ახალგაზრდა კაცი.
– ვფიქრობ, ჭკვიანია, – განაცხადა ქალმა, – ცხადია, რთული
ცხოვრება ჰქონდა... – მან მისტერ სატერთუეითის კითხვის გამომ-
ხატველი მზერა შეამჩნია, გაწითლდა და დაამატა, – საქმე ის არის,
რომ მამამისი მის დედაზე არ დაქორწინდა...
– მართლა? ეს არ ვიცოდი.
– აქ ყველამ იცის, თორემ არ გეტყოდით. მოხუცი მისის მენდერ-
სი, ოლივერის ბებია, დანბოინში ცხოვრობს, დიდ სახლში, პლიმუთ-
როუდზე. მისი ქმარი ადვოკატი იყო, ვაჟმა კი ლონდონის ერთ-ერთ
ფირმაში დაიწყო მუშაობა, წარმატებას მიაღწია და გამდიდრდა.
ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა, რომელსაც ცოლიანი მამაკაცი შეუყვ-
არდა. ყველაფერში მხოლოდ იმ კაცს ვადანაშაულებ. საშინელი სკ-
ანდალის შემდეგ ისინი ერთად გაემგზავრნენ. მამაკაცის ცოლი გან
ქორწინებას არ დათანხმდა. ქალიშვილმა ოლივერი გააჩინა და მა-

115
ლევე მოკვდა. ბიჭის მეურვე ლონდონელი ბიძა გახდა – მას და მის
მეუღლეს შვილები არ ჰყავდათ. ბავშვი ხან მათთან იყო, ხან ბებიას-
თან, ზაფხულის არდადეგებზე კი ყოველთვის აქ ჩამოდიოდა, – ლე-
დი მერი მცირე ხნით გაჩუმდა, – მებრალებოდა ოლივერი. ვფიქ-
რობ, მისი თავდაჯერება მოჩვენებითია.
– არ მიკვირს, – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – ეს ძალზე გავრ-
ცელებული მოვლენაა. როდესაც ვხედავ ადამიანს, რომელიც თავ-
დაჯერებულია და მუდმივად ტრაბახობს, ვიცი, რომ ამის მიღმა არა-
სრულფასოვნების კომპლექსი იმალება.
– უცნაურია.
– არასრულფასოვნების კომპლექსი მართლაც ძალზე უცნაური
რამეა. მაგალითად, კრიპენი11 აშკარად იტანჯებოდა ამით. თვით-
დამკვიდრების დაუოკებელი სურვილი ბევრი დანაშაულის თანამ-
დევია.
– ეს ძალზე უცნაურად მეჩვენება, – ჩაილაპარაკა ლედი მერიმ.
ის თითქოს შეკრთა. მისტერ სატერთუეითს სენტიმენტალური
განწყობა დაეუფლა. მოსწონდა ქალის გრაციოზული ფიგურა, დაქა-
ნებული მხრები, თბილი თაფლისფერი თვალები, მაკიაჟის უქონ-
ლობა. „ახალგაზრდობაში ლამაზი იქნებოდა“, – გაიფიქრა მან. ო,
არა თვალში საცემად ლამაზი, არა ვარდივით, არა – თავმდაბალი
იასავით, რომელიც მორცხვად მალავს თავის მომხიბლაობას...
მისტერ სატერთუეითს საკუთარი ახალგაზრდობა გაახსენდა...
მალე აღმოაჩინა, რომ ლედი მერის უყვებოდა მის ცხოვრებაში
ერთადერთ სატრფიალო ამბავს – ახლანდელი სტანდარტით ძალზე
მოკრძალებულზე, მაგრამ მისთვის ძვირფასზე.
მისტერ სატერთუეითი უყვებოდა ერთ ქალიშვილზე, მის სილამა-

11
კრიპენი (1862–1910 წწ.) –დამნაშავე, რომელმაც თავისი ცოლი მოკლა,
გვამი კი დაანაწევრა. ამერიკაში გაიქცა საყვარელთან ერთად, მაგრამ და-
აკავეს და სიკვდილით დასაჯეს.

116
ზეზე, იმაზე, თუ როგორ წავიდნენ ერთად კიუში მაჩიტების სანახავ-
ად. აპირებდა, რომ იმავე დღეს ეთხოვა მისთვის ხელი. ეგონა, ქა-
ლიშვილიც იზიარებდა მის გრძნობას, მაგრამ როდესაც იდგნენ და
მაჩიტებს შესცქეროდნენ, ქალიშვილი გამოუტყდა, რომ... სხვა უყ-
ვარდა. მან მოზღვავებული ემოციები დამალა და ერთგული მეგობ-
რის როლით შემოიფარგლა.
შესაძლოა ეს არ იყო რომანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,
მაგრამ ძალზე მოუხდა ლედი მერის სასტუმრო ოთახს, მისი გახუნე-
ბული ჩითითა და ფაიფურის ნატიფი ნივთებით.
შემდეგ ლედი მერიმ მისტერ სატერთუეითს უამბო თავის პირად
და არცთუ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე.
– სულელი გოგო ვიყავი – გოგოები სულელები არიან, მისტერ
სატერთუეით, მეტისმეტად თავდაჯერებულები, ჰგონიათ, ყველაფე-
რი სხვებზე უკეთ იციან. ბევრს ლაპარაკობენ და წერენ „ქალურ ინ-
სტინქტზე“. არ მჯერა, რომ ის არსებობს. ვერავითარი ინსტინქტი
ვერ დაიცავს ქალიშვილებს განსაზღვრული ტიპის მამაკაცებისგან.
მშობლები აფრთხილებენ მათ, ისინი კი არ უჯერებენ. პირიქით, სა-
შინელებაა, მაგრამ ქალიშვილს ისეთი მამაკაცი უფრო იზიდავს,
რომელსაც ცუდად ახასიათებენ. ჰგონია, თუ შეიყვარებს, ეს გამო-
ასწორებს.
მისტერ სატერთუეითმა ოდნავ დააქნია თავი.
– ახალგაზრდებმა ბევრი რამე არ იციან და როცა გამოცდილე-
ბას შეიძენენ, უკვე ძალზე გვიანაა.
ქალმა ამოიოხრა.
– ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, რომ
რონალდს გავყოლოდი ცოლად. კარგი ოჯახიდან იყო, მაგრამ ცუდი
რეპუტაცია ჰქონდა. მამამ პირდაპირ მითხრა, უვარგისი კაციაო. არ
დავუჯერე. მეგონა, ახალ ცხოვრებას დაიწყებდა ჩემი ხათრით.
ლედი მერი გაჩუმდა და ორიოდე წუთს თავის წარსულზე ფიქ-
რობდა.
– რონალდი ძალზე მომხიბლავი მამაკაცი იყო. მამაჩემი ნამდვი-
ლად არ შემცდარა, მალე თვითონაც მივხვდი ამას. იქნებ ძველმოდ-

117
ურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მან გული მომიკლა. დიახ, გული მომიკ-
ლა. სულ მეშინოდა, ახლა რა წამოუვლის-მეთქი.
მისტერ სატერთუეითმა, რომელსაც ყოველთვის აინტერესებდა
სხვების ცხოვრება, თანაგრძნობის მსგავსი რაღაც ჩაიბურტყუნა.
– შესაძლოა სასტიკი ადამიანი გეგონოთ, მისტერ სატერთუეით,
მაგრამ გულზე მომეშვა, როდესაც რონალდი პნევმონიით გარდაიც-
ვალა... ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარდა – ბოლო წუთამდე მიყვარდა,
თუმცა თავს აღარ ვიტყუებდი, თანაც ეგი მყავდა... – ქალს ხმა და-
ურბილდა, – სასაცილო ბავშვი იყო. ნამდვილი პატარა თოჯინა. ყო-
ველთვის წამოდგომას ცდილობდა და ეცემოდა... კვერცხივით. ამი-
ტომაც შერჩა ეს მეტსახელი
ლედი მერიმ შეისვენა.
– ბოლო რამდენიმე წელია, წიგნების კითხვა მანუგეშებდა. ფსი-
ქოლოგიაზე დაწერილი წიგნები. მათში ამოვიკითხე, რომ ადამია-
ნები ხშირად ვერაფერს უხერხებენ ცუდ თვისებებს. ეს ყველაზე კა-
რგ ოჯახებშიც კი ხდება. ბავშვობაში რონალდი სკოლაში ფულს იპა-
რავდა, რომელიც სულაც არ სჭირდებოდა. ახლა ვაცნობიერებ, რომ
სხვაგვარად არ შეეძლო... ამ ნაკლით დაიბადა. – ლედი მერიმ
ფრთხილად მოიწმინდა ცრემლები პატარა ცხვირსახოცით და ბო-
დიშის კილოთი განაგრძო, – მე კი სხვანაირად აღმზარდეს. ჩამაგო-
ნეს, რომ ყველა ადამიანმა იცის განსხვავება სწორსა და არასწორს
შორის, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი მეპარება ამაში.
– ადამიანის სული უდიდესი საიდუმლოა, – ჩაილაპარაკა მის-
ტერ სატერთუეითმა, – ჯერ მხოლოდ ხელის ცეცებით ვიკვლევთ
გზას მის გასაგებად. მანიის მწვავე გამოვლინების გარეშეც ხდება,
რომ ზოგიერთ ადამიანს არ ჰყოფნის ის, რასაც მე დამმუხრუჭებელ
ძალას ვუწოდებდი. რომელიმე ჩვენგანმა რომ თქვას: „მძულს ესა
და ეს ადამიანი. მინდა ის მოკვდეს“, ეს აზრი გაფიქრებისთანავე გა-
ქრება ჩვენი გონებიდან. მუხრუჭი ავტომატურად ამოქმედდება, მაგ-
რამ ზოგს ეს აზრი აკვიატებულ იდეად გადაექცევა და დაუყოვნე-
ბლივ, ნებისმიერ ფასად ცდილობს მის ხორცშესხმას.
– ვშიშობ, ეს ძალზე რთული გასაგებია ჩემთვის, თქვა ლედი მე-

118
რიმ.
– მაპატიეთ, ზედმეტად წიგნის ენით ვსაუბრობ.
– იმის თქმა გსურთ, რომ ჩვენს დროში ახალგაზრდებს თავშეკა-
ვება აკლიათ? ზოგჯერ ეს მაწუხებს.
– არა, მე სრულიად სხვა რამ ვიგულისხმე. ჩემი აზრით, თავშე-
კავების უკმარისობა სასარგებლოც კი არის. თქვენ, ალბათ, მის... ე-
ე... ეგზე ფიქრობთ.
– უმჯობესია, უბრალოდ, ეგი დაუძახოთ, – თქვა ლედი მერიმ და
გაიღიმა.
– გმადლობ. მის ეგი მართლაც სულელურად ჟღერს.
– ეგი ძალზე იმპულსურია. თუ რამეს ჩაიფიქრებს, ვერაფერი შე-
აჩერებს. როგორც უკვე გითხარით, არ მომწონს, რომ ამ საქმეში
ერევა, მაგრამ არ მიჯერებს.
„საინტერესოა, – ღიმილით გაიფიქრა მისტერ სატერთუეითმა, –
ხვდება თუ არა, რომ ეგის დაინტერესება დანაშაულით მხოლოდ და
მხოლოდ ახალი ვარიანტია ძველი თამაშის – მამაკაცზე ქალის ნა-
დირობის? არა მგონია. ეს აზრი თავზარს დასცემდა“.
– ეგი ამბობს, რომ მისტერ ბებინგტონიც მოწამლეს. თქვენი აზ-
რით, ეს სიმართლეა, მისტერ სატერთუეით? თუ ფიქრობთ, რომ ეს
ეგის ერთ-ერთი უსაფუძვლო განცხადებაა?
– დანამდვილებით მხოლოდ ექსჰუმაციის შემდეგ გვეცოდინება.
– მაშასადამე, ექსჰუმაცია უნდა ჩატარდეს? – ლედი მერი შეკ-
რთა, – საბრალო მისის ბებინგტონი. ეს ხომ საშინელებაა ნებისმიე-
რი ქალისთვის.
− ლედი მერი, მგონი, კარგად იცნობდით ბებინგტონებს, არა?
– დიახ, ისინი... ისინი ჩვენი ახლო მეგობრები იყვნენ.
– ხომ არ იცით ვინმე, ვისაც შესაძლოა წყენა ჩაემარხა გულში
ვიკარიუსზე?
– ნამდვილად არ ვიცი.
– არასოდეს უხსენებია ასეთი ადამიანი?
– არა.
– ცოლ-ქმარი მეგობრულად ცხოვრობდა?

119
– იდეალური წყვილი იყო. ბედნიერებას პოულობდნენ ერთმა-
ნეთსა და შვილებში. ცხადია, ძალიან უჭირდათ, მისტერ ბებინგტო-
ნი კი რევმატოიდული ართრიტით იტანჯებოდა, მაგრამ ეს მათი ერ-
თადერთი პრობლემა იყო.
– ოლივერ მენდერსს როგორი ურთიერთობა ჰქონდა ვიკარიუს-
თან?
– როგორი და... – ლედი მერი შეყოყმანდა, – არც ისე კარგი.
ბებინგტონებს ებრალებოდათ ოლივერი. ის ხშირად მიდიოდა მათ-
თან არდადეგებზე ბიჭებთან სათამაშოდ, თუმცა არა მგონია, რომ
მეგობრობდნენ. ოლივერი პოპულარობით არ სარგებლობდა, სულ
ტრაბახობდა ფულით, რომელიც ჰქონდა, ტკბილეულით, რომელიც
სკოლაში დაჰქონდა, იმით, თუ როგორ ერთობოდა ლონდონში. ბი-
ჭები არ პატიობენ ასეთ საქციელს.
– როდესაც წამოიზარდა?
– არა მგონია, ხშირი ურთიერთობა ჰქონოდა ვიკარიუსის ოჯახ-
თან. ერთხელ, ორიოდე წლის წინათ, ძალზე უხეშად მოექცა მისტერ
ბებინგტონს. აქ, ჩემს სახლში.
– რა მოხდა?
– ოლივერმა ძალზე თავხედურად შეუტია ქრისტიანობას. მის-
ტერ ბებინგტონი მოთმინებით, თავაზიანად პასუხობდა, მაგრამ ამან
უფრო წააქეზა ოლივერი. თქვა: „თქვენ, რელიგიური ადამიანები,
ზემოდან მიყურებთ, ვინაიდან ჩემი მშობლები დაქორწინებული არ
იყვნენ. ალბათ, „ცოდვის შვილსაც“ მიწოდებთ, მე კი აღმაფრთოვა-
ნებენ ისინი, ვისაც ჰყოფნით გამბედაობა თავიანთი შეხედულებების
დასაცავად და არ ადარდებთ, რას ფიქრობენ ფარისევლები და
ღვთისმსახურები“. მისტერ ბებინგტონი დუმდა, ოლივერი კი არ
ცხრებოდა: „არაფერი გაქვთ სათქმელი? ეკლესიამ და ცრურწმენამ
ქვეყნიერება ქაოსში ჩაძირეს. სიამოვნებით აღვგვიდი ყველა ეკლე-
სიას პირისაგან მიწისა“. მისტერ ბებინგტონმა გაიღიმა და ჰკითხა:
„სასულიერო პირებსაც?“ ვფიქრობ, ოლივერი მისმა ღიმილმა გა-
აღიზიანა. იგრძნო, რომ სერიოზულად არ აღიქვამდნენ. „მძულს
ყველაფერი, განაცხადა მან, – რაზეც თქვენი ეკლესია დგას. თქვენი

120
თვითკმაყოფილება, თავდაჯერება და ფარისევლობა. გეუბნებით,
ხალისით მოვსპობდი თქვენს პირფერულ საძმოს!“ – მისტერ ბებინ-
გტონმა კვლავ გაიღიმა და უთხრა: „ჩემო კარგო, რომც აღგავო პი-
რისაგან მიწისა ყველა არსებული თუ მშენებარე ეკლესია, ღმერთს
მაინც ვერაფერს დააკლებ“.
– რა თქვა ამაზე ახალგაზრდა მენდერსმა?
– განცვიფრდა, თუმცა მალე მოეგო გონს, თავის ჩვეულებრივ,
დამცინავ მანერას დაუბრუნდა და ჩაილაპარაკა: „პადრე, ვშიშობ,
ძალზე ვულგარულად გამოვთქვი ჩემი აზრი, რასაც თქვენი თაობა
ვერ აღიქვამს“.
– თქვენ არ მოგწონთ ახალგაზრდა მენდერსი, ხომ ასეა, ლედი
მერი?
– მე ის მეცოდება, – თქვა ლედი მერიმ და ეს სიტყვები თავის
მართლებასავით გაისმა.
– მაგრამ არ ისურვებდით, რომ ის ეგზე დაქორწინებულიყო.
– ცხადია, არა.
– რატომ?
– იმიტომ... იმიტომ, რომ კეთილი არ არის... და იმიტომ...
– დიახ?
– იმიტომ, რომ მასში არის რაღაც, რასაც ვერ ვხვდები, რაღაც
ცივი...
მისტერ სატერთუეითი ერთხანს ფიქრიანად მისჩერებოდა ქალს,
შემდეგ კი თქვა:
– რას ფიქრობდა მასზე სერ ბართოლომიუ სთრეინჯი? ოდესმე
თუ უხსენებია?
– მახსოვს, ერთხელ თქვა, ახალგაზრდა მენდერსი საინტერესო
შესასწავლი ობიექტიაო. თურმე თავის სამკურნალო დაწესებულე-
ბაში ჰქონია მსგავსი შემთხვევა. შევნიშნე, ძლიერი და ჯანმრთელი
ჩანს-მეთქი, სერ ბართოლომიუმ კი მითხრა: „ფიზიკურად ჯანმრთე-
ლია, ოღონდ ნებისმიერ დროს შეიძლება წონასწორობიდან გამო-
ვიდეს“, ლედი მერი გაჩუმდა და დაამატა, თუ არ ვცდები, სერ ბარ-
თოლომიუ კარგად ერკვეოდა ნერვულ დაავადებებში, არა?

121
– კოლეგები დიდად აფასებდნენ მის კვალიფიკაციას.
– მომწონდა ის, – თქვა ლედი მერიმ.
– არასოდეს დაგლაპარაკებიათ ბებინგტონის სიკვდილზე?
– არა.
– ერთი სიტყვაც არ უთქვამს?
– მგონი, არა.
– ცხადია, გაგიჭირდებათ პასუხის გაცემა, ვინაიდან კარგად არ
იცნობდით სერ ბართოლომიუს, მაგრამ ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ
რამე აწუხებდა?
– სერ ბართოლომიუ ძალზე მხიარული ჩანდა – თითქოს რაღაც
ხუმრობა ჰქონდა ჩაფიქრებული. იმ საღამოს სუფრასთან თქვა, რომ
სიურპრიზი მოამზადა.
– მართლა?
სახლისკენ მიმავალი მისტერ სატერთუეითი ამ სიტყვებზე ფიქ-
რობდა.
რა სიურპრიზი მოუმზადა სტუმრებს სერ ბართოლომიუმ?
ვითომ სასაცილო სიურპრიზი იქნებოდა?
თუ სთრეინჯის მხიარულება მხოლოდ ნიღაბი იყო, რომლის მიღ-
მაც ფარული მიზანი იმალებოდა? ახლა ძალზე გაჭირდებოდა ამის
დადგენა...

122
ერკიულ პუარო კვლავ ბრუნდება

– გულწრფელად მითხარით, თქვენი აზრით წავიწიეთ წინ? –


იკითხა სერ ჩარლზმა.
მიმდინარეობდა „სამხედრო საბჭოს“ თათბირი. სერ ჩარლზი,
მისტერ სატერთუეითი და ეგ ლიტონ გორი კაიუტის მსგავს სასტუმ-
რო ოთახში ისხდნენ. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, გარეთ ძლიერი
ქარი ქროდა.
მისტერ სატერთუეითმა და ეგმა თითქმის ერთდროულად უპასუ-
ხეს.
– არა, – მიუგო მისტერ სატერთუეითმა.
– დიახ, – თქვა ეგმა.
სერ ჩარლზი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. მისტერ სატერ-
თუეითმა ელეგანტური მოძრაობით მიანიშნა, რომ სიტყვა ლედის
ეკუთვნოდა.
ეგი რამდენიმე წამს დუმდა – აზრებს ალაგებდა.
– წინ წავიწიეთ, – თქვა ბოლოს, – წინ წავიწიეთ, ვინაიდან ვერა-
ფერი აღმოვაჩინეთ. სისულელეა, მაგრამ ასეა. ჩვენ ბუნდოვანი იდ-
ეები გვქონდა, ახლა კი ვიცით, რომ ზოგიერთი მათგანი არაფერში
გამოგვადგება.
– პროგრესი გამორიცხვის მეთოდით, – ჩაილაპარაკა სერ ჩარ-
ლზმა.
– დიახ.
მისტერ სატერთუეითმა ჩაახველა. მას სიზუსტე უყვარდა.
– შეგვიძლია გამოვრიცხოთ სარგებლის ვერსია, თქვა მან, – არ
არსებობს ვინმე, ვინც, დეტექტიური რომანების სიტყვებით რომ ვთ-
ქვათ, მატერიალურ სარგებელს მიიღებდა სტივენ ბებინგტონის სიკ-
ვდილით. ვფიქრობ, შურისძიებაც გამორიცხულია. ეს მეგობრული
და მშვიდობისმოყვარე კაცი არც ისე მნიშვნელოვანი პიროვნება ყო

123
ფილა, რომ მტრები ჰყოლოდა. ასე რომ, რჩება ბოლო ვერსია – ში-
ში. სტივენ ბებინგტონის სიკვდილით ვიღაცამ საკუთარი უსაფრთხ-
ოება უზრუნველყო.
– კარგი ნათქვამია, – მოუწონა ეგმა.
მისტერ სატერთუეითი კმაყოფილი ჩანდა, სერ ჩარლზი – ოდნავ
გაღიზიანებული, ვინაიდან არ იყო მიჩვეული – მეორეხარისხოვან
როლებს.
– ახლა მთავარია, როგორ უნდა მოვიქცეთ, – განაგრძო ეგმა, –
შევინიღბოთ და ეჭვმიტანილებს ვუთვალთვალოთ?
– ჩემო კარგო, – უთხრა სერ ჩარლზმა, – ყოველთვის უარს ვამ-
ბობდი წვერიანი ბერიკაცების როლის შესრულებაზე და არც ამჯე-
რად ვაპირებ.
– მაშინ რა... – დაიწყო ეგმა.
მაგრამ გააწყვეტინეს. კარი გაიღო და ტემპლმა გამოაცხადა:
– მისტერ ერკიულ პუარო.
მესიე პუარო გაბრწყინებული სახით შემოვიდა და სამივე გან-
ცვიფრებულ ადამიანს მიესალმა.
– ნებას დამრთავთ, – თქვა მან და თვალი ჩაუკრა იქ მყოფთ, –
რომ მონაწილეობა მივიღო ამ თათბირში? ეს ხომ თათბირია, თუ ვც-
დები?
– ძვირფასო მეგობარო, ძალზე გვიხარია თქვენი დანახვა, – უთ-
ხრა სერ ჩარლზმა, რომელიც ყველაზე ადრე მოეგო გონს, სტუმარს
მხურვალედ ჩამოართვა ხელი და დიდი სავარძლისკენ უბიძგა, – რა
ქარმა გადმოგაგდოთ?
– ლონდონში გახლდით ჩემი მეგობრის, მისტერ სატერთუეითის
სანახავად, მაგრამ მითხრეს, კორნუოლში გაემგზავრაო. Eh bien,
ძნელი გამოსაცნობი არ იყო, სად წავიდოდა. ჩავჯექი პირველივე მა-
ტარებელში ლუმაუთამდე და აი, აქა ვარ.
– გასაგებია, მაგრამ რატომ ჩამოხვედით? – ჰკითხა ეგმა, შემდ-
ეგ მიხვდა, რომ უტაქტოდ გამოუვიდა, გაწითლდა და დაამატა, – რა-
მე კონკრეტული მიზნით?
– აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემი შეცდომა ვაღიარო, – მიუგო ერ-

124
კიულ პუარომ, ღიმილით შეტრიალდა სერ ჩარლზისკენ და უცხოე-
ლისთვის დამახასიათებელი ჟესტით გაშალა ხელები, – მესიე,
თქვენ სწორედ ამ ოთახში გამოთქვით უკმაყოფილება. გავიფიქრე,
რომ დიდი მსახიობი იყავით და ნებისმიერ ფასად გჭირდებოდათ
დრამა. გამოგიტყდებით, ვერ წარმომედგინა, რომ უწყინარი მოხუ-
ცი ჯენტლმენი არაბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. ახლაც ვერ
ვხვდები ვერც მკვლელობის მოტივს და ვერც იმას, თუ როგორ შე-
აპარეს საწამლავი. ეს აბსურდია, ფანტასტიკა. მიუხედავად ამისა,
კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა მსგავს ვითარებაში. ეს დამთხვევა არ
არის – ამ ორ ტრაგედიას შორის რაღაც კავშირი უნდა იყოს. ჰოდა,
სერ ჩარლზ, მოვედი, რომ ბოდიში მოგიხადოთ, გითხრათ, რომ მე,
ერკიულ პუარო, შევცდი, და გთხოვოთ, რომ თქვენს თათბირზე დას-
წრების უფლება მომცეთ.
სერ ჩარლზმა ნერვიულად ჩაახველა, ოდნავ შემცბარი ჩანდა.
– რა დიდსულოვნებაა, მესიე პუარო. სიმართლე გითხრათ, არ
ვიცი... ეს ბევრ დროს წაგართმევთ.
კარტრაიტი გაჩუმდა და უმწეოდ შეხედა მისტერ სატერთუეითს.
– ძალზე თავაზიანი ბრძანდებით... – დაიწყო მისტერ სატერთუე-
ითმა.
– არა, ეს თავაზიანობა კი არა, ცნობისმოყვარეობა და შელახუ-
ლი თავმოყვარეობაა. დანაშაული უნდა გამოვისყიდო. ჩემი დრო
არაფერს ნიშნავს – ბოლოს და ბოლოს, ღირს კი მისი დახარჯვა
მოგზაურობაზე? ადამიანები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგ-
რამ ადამიანის ბუნება ყველგან ერთნაირია, თუმცა თუ ჩემი მონაწი-
ლეობა არასასურველია და თვლით, რომ თავს გაბეზრებთ...
მამაკაცებმა ერთდროულად გააპროტესტეს:
– არავითარ შემთხვევაში! რა თქმა უნდა, არა!
პუარომ ქალიშვილს შეხედა.
– თქვენ, მადმუაზელ?
ეგი ერთხანს დუმდა და ამან ერთნაირი შთაბეჭდილება მოახდი-
ნა სამივე მამაკაცზე – მას არ სურდა მესიე პუაროს დახმარება...
მისტერ სატერთუეითმა გაიფიქრა, რომ იცოდა ამის მიზეზი. გამ-

125
ოძიება ჩარლზ კარტრაიტისა და ეგ ლიტონ გორის პირადი წამოწყე-
ბა იყო. მისტერ სატერთუეითი მასში იმ უსიტყვო შეთანხმებით ჩარ-
თეს, რომ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს შეასრულებდა, მაგ-
რამ ერკიულ პუარო... ბელგიელი დეტექტივი მთავარი როლის პრე-
ტენდენტი იქნებოდა. შესაძლოა სერ ჩარლზს უკანა პლანზე გადაე-
ნაცვლა, რაც ეგის გეგმებს ეწინააღმდეგებოდა.
სატერთუეითი თანაგრძნობით აკვირდებოდა ქალიშვილს. კარ-
ტრაიტისა და პუაროსგან განსხვავებით, ის, ნახევრად ქალური ალ-
ღოთი, ხვდებოდა ეგის პრობლემას – ის ხომ თავისი ბედნიერების-
თვის იბრძოდა...
ეგ ლიტონ გორმა ერთადერთი შესაძლო პასუხი თქვა: – რასაკ-
ვირველია, – მან თავაზიანად გაიღიმა, – მხოლოდ გაგვიხარდება,
თუ დაგვეხმარებით.

126
დამკვირვებელი

– ჩინებულია, – თქვა პუარომ, – მაშასადამე, კოლეგები ვართ.


Eh bien, თუ შეიძლება ვითარებაში გამარკვიეთ.
ის ყურადღებით უსმენდა მისტერ სატერთუეითს, რომელმაც დე-
ტალურად უამბო ყველაფერი, რაც მათ მოიმოქმედეს ინგლისში
დაბრუნების შემდეგ. მისტერ სატერთუეითი კარგი მთხრობელი
იყო, ეხერხებოდა ზოგადი სურათის დახატვა და განწყობისა და ატმ-
ოსფეროს გადმოცემა. შესანიშნავად აღწერა სააბატო, მსახურ-მო-
ახლეები, მთავარი კონსტებლი. პუარომ ღირსეულად შეაფასა სერ
ჩარლზის მიერ დაუმთავრებელი წერილების აღმოჩენა გაზქურის
ქვეშ.
– Ah, mais c'est magnifique, ça! 12– შესძახა აღფრთოვანებით, –
დედუქცია, მოვლენათა აღდგენის ნიჭი – დიდებულია! სერ ჩარლზ,
თქვენ რომ დიდი მსახიობი არ იყოთ, საქვეყნოდ ცნობილი დეტექ-
ტივი იქნებოდით!
სერ ჩარლზმა სათანადო თავმდაბლობით მიიღო შექება. მარ-
თლაც, სცენაზე გატარებული წლების განმავლობაში ის სრულყო-
ფილად დაუფლებოდა ამ ხელოვნებას.
პუარო მისტერ სატერთუეითს მიუბრუნდა.
– უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი დაკ-
ვირვება სერ ბართოლომიუს მოულოდნელ ფამილიარობაზე მსა-
ხურთუფროსთან.
– რას ფიქრობთ მისის დე რაშბრიჯერზე? აქაც ხომ არ შეიძლება
რამე ხელჩასაჭიდის პოვნა?
– კარგი აზრია. ეს... დიახ, ეს რამდენიმე შესაძლებლობას აჩენს,
არა?

12
აჰ, ეს ხომ შესანიშნავია! (ფრ.)

127
ვინაიდან ვერავინ მიხვდა, რა შესაძლებლობებს გულისხმობდა
პუარო, მაგრამ არ სურდათ ამის აღიარება, ყველამ გაუგებარი ბურ-
ტყუნით გამოხატა თანხმობა.
შემდეგ სერ ჩარლზმა დაწვრილებით აღწერა მისი და ეგის ერ-
თობლივი ვიზიტი მისის ბებინგტონთან, რომელიც უშედეგოდ დას-
რულდა.
– ახლა უკვე საქმის კურსში ხართ, – თქვა მან, – იმდენივე იცით,
რამდენიც ჩვენ. აბა, რას იტყვით ამ ყველაფერზე?
ის წინ გადაიხარა. სახეზე ბიჭური მოუთმენლობა აღბეჭდოდა.
პუარო რამდენიმე წუთს დუმდა. სამივენი ყურადღებით მისჩერე-
ბოდნენ მას. ბოლოს დეტექტივმა თქვა:
– ხომ ვერ გაიხსენებთ, მადმუაზელ, რა სახის პორტვეინის ჭიქე-
ბი იდგა სერ ბართოლომიუს მაგიდაზე?
ეგმა თავი გადააქნია. საუბარში სერ ჩარლზი ჩაერია: – მე შემიძ-
ლია გიპასუხოთ.
ის წამოდგა, ბუფეტთან მივიდა და იქიდან შერისთვის განკუთ-
ვნილი რამდენიმე დაწახნაგებული დიდი ჭიქა გამოიღო.
– ცხადია, მათ ოდნავ უფრო განსხვავებული ფორმა ჰქონდათ –
უფრო მომრგვალებული, ზუსტად პორტვეინისთვის. ტოლიმ ისინი
მოხუცი ლემერსფილდის აუქციონზე იყიდა – სრული კომპლექტი.
ძალიან მომეწონა და ვინაიდან ამდენი არ სჭირდებოდა, ნაწილი მე
მომცა. კარგია, არა?
პუარომ ჭიქა აიღო და შეათვალიერა.
– დიახ, – თქვა მან, – ჩინებული ეგზემპლარებია. ვიცოდი, რომ
ამგვარი იქნებოდა.
– რა იცოდით? – შესძახა ეგმა.
პუარომ მხოლოდ გაუღიმა მას და განაგრძო:
– დიახ, სერ ბართოლომიუ სთრეინჯის სიკვდილი ადვილი ასახ-
სნელია, სტივენ ბებინგტონისა კი გაცილებით რთული. აი, პირიქით
რომ მომხდარიყო...
– რას გულისხმობთ პირიქით მოხდენაში? – ჰკითხა მისტერ სა-
ტერთუეითმა.

128
პუარო მისკენ შეტრიალდა.
– დაფიქრდით, ჩემო მეგობარო, სერ ბართოლომიუ ცნობილი
ექიმი იყო და მის მოკვლას შესაძლოა ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ექიმ-
მა ბევრი საიდუმლო იცის და საკმაო ძალაუფლებას ფლობს. წარ-
მოიდგინეთ სიგიჟის ზღვარზე მყოფი პაციენტი. ექიმის ერთი სიტ-
ყვაც საკმარისია ასეთი ადამიანის იზოლირებისთვის. როგორი ცდ-
უნებაა ამ ძალაუფლების თავიდან მოსაცილებლად! შესაძლებელია
ექიმმა რამე იეჭვოს რომელიმე პაციენტის უეცარი სიკვდილის შესა-
ხებ. ერთი სიტყვით, ექიმის მოკვლისთვის საკმარისზე მეტი მიზეზის
მოფიქრება შეიძლება. მე ვთქვი, პირიქით რომ მომხდარიყო-მეთ-
ქი. სტივენ ბებინგტონი სერ ბართოლომიუ სთრეინჯის შემდეგ რომ
მომკვდარიყო, მის სიკვდილს იმით ავხსნიდით, რომ მან შესაძლოა
რამე დაინახა ან იეჭვა პირველი სიკვდილის შესახებ.
პუარომ სული მოითქვა და განაგრძო:
– მაგრამ ფაქტებს ჩვენი სურვილის მიხედვით ვერ აღვიქვამთ. ის
ისეთია, როგორიც არის. შესაძლოა სტივენ ბებინგტონის სიკვდილი
უბედური შემთხვევა იყო – სერ ბართოლომიუსთვის განკუთვნილი
საწამლავი (თუ ის ჭიქაში ჩაამატეს) ბებინგტონმა დალია.
– გენიალური იდეაა! – შესძახა სერ ჩარლზმა, თუმცა მყისვე მო-
ეღუშა გაბადრული სახე, – თუმცა არა მგონია, გამოგვადგეს. ბებინ-
გტონი ცუდად გახდომამდე ოთხი წუთით ადრე შევიდა ოთახში. ამ
დროის განმავლობაში არც რამე უჭამია, არც დაულევია, ნახევარი
ჭიქა კოქტეილის გარდა, რომელშიც ვერაფერი აღმოაჩინეს...
პუარომ გააწყვეტინა.
– ეს უკვე მითხარით, მაგრამ დავუშვათ – თეორიულად, – რომ
კოქტეილში რამე იყო. შესაძლებელია ის სერ ბართოლომიუსთვის
იყო განკუთვნილი, მისტერ ბებინგტონს კი შემთხვევით დაელია?
სერ ჩარლზმა თავი გადააქნია.
– ვინც ტოლის კარგად იცნობდა, ის არც შეეცდებოდა მის მოკ-
ვლას კოქტეილში შერეული საწამლავით.
– რატომ?
– იმიტომ, რომ კოქტეილს არ სვამდა.

129
– საერთოდ არ სვამდა?
– არა.
პუარომ დანანებით ჩაიქნია ხელი.
– ეჰ... არაფერი გამოდის... რაღაც უაზრობაა.
– გარდა ამისა, – განაგრძო სერ ჩარლზმა, – ვერ ვხვდები, რო-
გორ უნდა არეოდათ ჭიქები. ტემპლი მათ ლანგრით დაატარებდა და
ყველა თვითონ ირჩევდა იმას, რომელიც მოეწონებოდა.
– მართალია, – ჩაილაპარაკა პუარომ, – კოქტეილი ბანქო არ
არის, რომ ვინმეს შეაჩეჩო მეფოკუსესავით. როგორ გამოიყურება
თქვენი ტემპლი? ეს ის მოახლეა, მე რომ სახლში შემომიშვა დღეს
საღამოს, არა?
– დიახ. სამი-ოთხი წელია, ჩემთან მუშაობს. სასიამოვნო, მშვი-
დი, თავისი საქმის მცოდნე ქალიშვილია. არ ვიცი, სადაურია. მის
მილრეის ეცოდინება ყველაფერი.
– მის მილრეი თქვენი მდივანია? მაღალი ქალი, გრენადერს
რომ ჰგავს?
– გეთანხმებით, ძალიან ჰგავს გრენადერს, – თქვა სერ ჩარლ-
ზმა.
– თქვენთან რამდენჯერმე მისადილია, თუმცა არ მახსოვს, რომ
მაგიდასთან მჯდარიყოს, იმ საღამოს გარდა.
– როგორც წესი, ჩვენთან ერთად არ სადილობს. უბრალოდ, სუ-
ფრაზე შესაძლოა ცამეტი კაცი აღმოჩენილიყო.
სერ ჩარლზმა ვითარება განმარტა. პუარო ყურადღებით უსმენ-
და.
– მან თვითონ შემოგთავაზათ, რომ თქვენთან ერთად ესადილა?
გასაგებია, – ის რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და დაამატა, – შეიძლე-
ბა გავესაუბრო თქვენს მოახლეს, იმ ტემპლს?
– რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო.
სერ ჩარლზმა ზარი დარეკა. მას მყისვე უპასუხეს.
– რეკავდით, სერ?
ტემპლი ოცდათორმეტი-ოცდაცამეტი წლის მაღალი ქალიშვი-
ლი იყო. მბზინავი, აკურატულად დავარცხნილი თმის მიუხედავად,

130
ლამაზი არ ეთქმოდა. მშვიდად, საქმიანად ეჭირა თავი.
– მესიე პუარო რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, – უთხრა სერ
ჩარლზმა.
ტემპლმა ზემოდან დახედა პუაროს.
– გახსოვთ ის საღამო, როდესაც აქ მისტერ ბებინგტონი მოკვდა?
– დაიწყო პუარომ.
– დიახ, სერ.
– მინდა ზუსტად ვიცოდე, როგორ ჩამოარიგეს კოქტეილი.
– მაპატიეთ, სერ?
– მსურს ყველაფერი შევიტყო კოქტეილზე. თქვენ მოამზადეთ?
– არა, სერ. კოქტეილების შეზავება სერ ჩარლზს უყვარს. მე მხო-
ლოდ ბოთლები მოვიტანე – ვერმუთი, ჯინი და ასე შემდეგ.
– სად დადგით ისინი?
– ამ მაგიდაზე, სერ, – ქალმა კედელთან მიდგმულ მაგიდაზე მიუ-
თითა, – ჭიქებიანი ლანგარი კი იქ იდო, სერ. როდესაც სერ ჩარ-
ლზმა კოქტეილის მომზადება დაასრულა, სასმელი ჭიქებში ჩამოას-
ხა. ლანგარი ავიღე და სუფრასთან მსხდომ ბატონებსა და ქალბატო-
ნებს ჩამოვუარე.
– ყველა კოქტეილი ლანგარზე ეწყო?
– ერთი მათგანი სერ ჩარლზმა მის ლიტონ გორს მისცა, სერ, რო-
მელსაც ესაუბრებოდა. დიახ, ერთი მას მიაწოდა, მეორე თავისთვის
აიღო. შემდეგ მისტერ სატერთუეითი... – ტემპლმა მისტერ სატერ-
თუეითს შეხედა, – მომიახლოვდა და კოქტეილი აიღო ლედისთვის,
მგონი, მის უილსისთვის.
– მართალია, – თქვა მისტერ სატერთუეითმა და თავი დააქნია.
– დანარჩენი თვითონ ჩამოვატარე. თუ არ ვცდები, ყველამ აი-
ღო, სერ ბართოლომიუს გარდა.
– ძალზე დამავალებთ, ტემპლ, თუ ამ პროცედურას გაიმეორე-
ბთ. ზოგიერთ ადამიანს ბალიშით შევცვლი. მე აქ დავდგები – მის
სატკლიფი აქ იდგა, არა?
სცენა მისტერ სატერთუეითის დახმარებით აღადგინეს. ის დაკ-
ვირვებული კაცი იყო და ახსოვდა, ვინ სად იმყოფებოდა ოთახში.

131
ტემპლმა მაგიდას შემოუარა. გაირკვა, რომ მან მისის დეიკრესი-
დან დაიწყო, შემდეგ მის სატკლიფსა და პუაროსთან გადაინაცვლა,
იქიდან – მისტერ ბებინგტონისკენ, ლედი მერისა და მისტერ სატერ-
თუეითისკენ, რომლებიც გვერდიგვერდ ისხდნენ. ეს მისტერ სატერ-
თუეითის მოგონებას ემთხვეოდა.
ტემპლი გაუშვეს.
– ეჰ, აზრი არა აქვს, – თქვა პუარომ, – ტემპლი ბოლოა იმათგან,
ვისაც შეხება ჰქონდა კოქტეილთან, მაგრამ ვერაფერს ჩაამატებდა
მათში და როგორც უკვე გითხარით, ვერც კონკრეტულ ჭიქას შეაჩე-
ჩებდა ვინმეს.
– ყველა ინსტინქტურად იღებს იმას, რომელიც მასთან ახლოს
დგას, – შენიშნა სერ ჩარლზმა.
– ცხადია, შესაძლებელია ჯერ მსხვერპლთან მისვლა, თუმცა ეს-
ეც საეჭვოა. ჭიქები ძალზე ახლო-ახლო დგას და გაურკვეველია,
რომელია უფრო ახლოს. არა, მკვლელი ვერ გასწევდა ასეთ რისკს.
მითხარით, მისტერ სატერთუეით, პასტორს მუდმივად ეჭირა ჭიქა
ხელში თუ სადმე დადგა?
– აი, ამ მაგიდაზე დადგა.
– ხომ არ გახსოვთ, ვინმე ხომ არ მივიდა მაგიდასთან ამის შემ-
დეგ?
– არა. ყველაზე ახლოს მე ვიდექი და გარწმუნებთ, არაფერი ჩა-
მიმატებია. ასე არ მოვიქცეოდი, ამის შეუმჩნევლად გაკეთების შე-
საძლებლობა რომც მქონოდა.
მისტერ სატერთუეითი ცივად ლაპარაკობდა. პუარომ სწრაფად
მოუბოდიშა:
– არა, არა, თქვენ არ გაბრალებთ, quelle idée!13 უბრალოდ, ყვე-
ლა ფაქტში უნდა დავრწმუნდე. ანალიზმა საეჭვო ვერაფერი აღმოა-
ჩინა კოქტეილში, ახლა კი ცხადია, რომ ვერც აღმოჩნდებოდა. სხვა-
დასხვა მეთოდმა ერთი და იგივე შედეგი მოგვცა, მაგრამ მისტერ ბე-
ბინგტონს მეტი არაფერი უჭამია ან დაულევია, და თუ ის სუფთა ნი-

13
რა იდეაა!

132
კოტინით მოწამლეს, სიკვდილი ძალზე სწრაფად დადგებოდა. ხედა-
ვთ, სად მივყავართ ამას?
– არსად, დალახვროს ეშმაკმა! – თქვა სერ ჩარლზმა.
– ასე არ ვიტყოდი... არა, ნამდვილად არ ვიტყოდი. ამას საშინელ
იდეამდე მივყავართ, რომელიც, იმედია, სიმართლეს არ შეესაბამე-
ბა. არა, ცხადია, ასე არ იქნება – სერ ბართოლომიუს სიკვდილი ამ-
ტკიცებს... და მაინც... – პუარო მოიღუშა და დაფიქრდა. ყველა ცნო-
ბისმოყვარეობით მისჩერებოდა მას. ბოლოს მან თავი ასწია, – მი-
მიხვდით, არა, რისი თქმა მსურს? მისის ბებინგტონი მელფორტ-ები-
ში არ ყოფილა, ამიტომ მისის ბებინგტონზე ეჭვს ვერ მივიტანთ.
– არავის აზრადაც არ მოსვლია ეჭვის მიტანა მისის ბებინგტონ-
ზე.
– არა? საინტერესოა. ეს იდეა მაშინვე მომივიდა თავში. დიახ, მა-
შინვე. თუკი საბრალო ჯენტლმენი კოქტეილით არ მოწამლულა, მა-
შასადამე, ის სახლში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მოიწამ-
ლა. რა გზით? კაფსულით? შესაძლოა კუჭის აშლილობის საწინააღ-
მდეგო საშუალებით. ვის შეეძლო მასში საწამლავის შერევა? მხოლ-
ოდ ცოლს. ვის შეიძლება ჰქონოდა მოტივი, რომელიც არავინ იცო-
და? კვლავ – ცოლს.
– მაგრამ მათ ხომ უყვარდათ ერთმანეთი! – შესძახა აღშფოთე-
ბულმა ეგმა, – თქვენ არაფერი იცით!
პუარო მისკენ შეტრიალდა და ალერსიანად გაუღიმა.
– დიახ... და ეს ძალიან კარგია. თქვენ იცით, მე – არა. ამიტომ
მიუკერძოებლად ვუყურებ ფაქტებს. ნება მიბოძეთ გითხრათ, მად-
მუაზელ, რომ მე ხუთი საქმე გამოვიძიე, რომლებშიც ერთგულმა
ქმრებმა ცოლი მოკლეს, აგრეთვე ოცდაორი საქმე, რომლებშიც უკ-
ვე ერთგულმა ცოლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს ქმარი. როგორც
ჩანს, les femmes14 გაცილებით უკეთ ინიღბებიან.
– ჩემი აზრით, საშინელი ვინმე ხართ, – თქვა ეგმა, ვიცი, რომ ბე-
ბინგტონები ასეთები არ არიან. ეს... ეს საშინელებაა!

14
ქალები (ფრ)

133
– საშინელება მკვლელობაა, მადმუაზელ, – მიუგო პუარომ და
მოულოდნელად ხმა გაუმკაცრდა, შემდეგ კი ჩვეულებრივი კილო-
თი განაგრძო, – თუმცა მე, რომელიც მხოლოდ ფაქტებს ვხედავ, გე-
თანხმებით, რომ მისის ბებინგტონს ეს არ ჩაუდენია. ის მელფორტ-
ებიში არ ყოფილა. არა, როგორც უკვე განაცხადა სერ ჩარლზმა,
დამნაშავე ის არის, ვინც ორივეგან იმყოფებოდა – თქვენს სიაში მი-
თითებული პირიდან ერთ-ერთი.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, თქვენი აზრით? – იკითხა სატერთუე-
ითმა.
– ალბათ, გაქვთ რამე გეგმა, – ივარაუდა პუარომ.
სერ ჩარლზმა ჩაახველა.
– ერთადერთ შესაძლებლობად გამორიცხვის მეთოდი მეჩვენე-
ბა, – თქვა მან, – ჩემი იდეის თანახმად, რიგრიგობით უნდა განვიხი-
ლოთ სიაში შეტანილი თითოეული პირი და დამნაშავედ მივიჩნიოთ,
სანამ მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდება. უნდა დავრწმუნდეთ,
რომ არსებობს კავშირი მასა და სტივენ ბებინგტონს შორის. ძალის-
ხმევა არ უნდა დავიშუროთ იმის გასარკვევად, თუ რა კავშირია ეს.
თუკი კავშირს ვერ აღმოვაჩენთ, მომდევნო პირზე გადავალთ.
– ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი ჩანს, – მოიწონა პუარომ, –
როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?
– ჯერ არ გვქონია ამაზე საუბრის დრო. იქნებ თქვენ გვირჩიოთ
რამე, მესიე პუარო, იქნებ თვითონ...
პუარომ ხელი ასწია:
– ჩემო მეგობარო, ნუ მომთხოვთ აქტიურ მოქმედებას. ჩემი გა-
მოცდილება მარწმუნებს, რომ ყველა ამოცანა გონებაში უნდა ამო-
იხსნას. ნება მომეცით დამკვირვებლად ვმონაწილეობდე ამ საქმე-
ში, თქვენ კი განაგრძეთ გამოძიება, რომელსაც ასე წარმატებით უძ-
ღვება სერ ჩარლზი...
„მე? – გაიფიქრა მისტერ სატერთუეითმა, – ოჰ, ეს მსახიობები!
ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა და მთავარი როლის შეს-
რულება სურთ“.

134
– შესაძლოა დროდადრო მრჩევლის აზრი დაგჭირდეთ და აგერ
გახლავართ მრჩეველი.
პუარომ ეგს გაუღიმა.
– რას იტყვით, მადმუაზელ? გონივრულია?
ქალიშვილს აშკარად გულზე მოეშვა. მან საათს დახედა და შეს-
ძახა:
– შინ უნდა წავიდე, თორემ დედაჩემი გადაირევა!
– მანქანით წაგიყვანთ, – შესთავაზა სერ ჩარლზმა.
ისინი ერთად წავიდნენ.

135
შრომის განაწილება

– როგორც ხედავთ, თევზი სატყუარას წამოეგო, – თქვა ერკიულ


პუარომ.
მისტერ სატერთუეითი კარს მისჩერებოდა, რომელიც ახლახან
გაიხურეს სერ ჩარლზმა და ეგმა. ის შეკრთა და პუაროსკენ შეტრი-
ალდა. დეტექტივი ოდნავ დამცინავად უყურებდა.
– დიახ, დიახ, ნუ უარყოფთ. იმ დღეს მონტე-კარლოში თქვენ გან-
ზრახ დამანახვეთ სატყუარა. ხომ ასეა? გაზეთის სტატია მაჩვენეთ.
იმედი გქონდათ, რომ ეს ინტერესს გააღვიძებდა ჩემში და ამ საქმეს
მოვკიდებდი ხელს.
– მართალია, – აღიარა მისტერ სატერთუეითმა, – ოღონდ არ მე-
გონა, თუ მარცხს განვიცდიდი.
– არა, არა, მარცხი არ განგიცდიათ, ჩემო მეგობარო. თქვენ კარ-
გად იცნობთ ადამიანის ბუნებას. მოწყენილობისგან ვიტანჯებოდი –
იქვე მოთამაშე პატარა გოგონას სიტყვებით რომ ვთქვა, „ვერაფრით
ვერთობოდი“. თქვენ ფსიქოლოგიურად შესაფერის მომენტში გამო-
ჩნდით. სხვათა შორის, ბევრი დანაშაული სწორედ ასეთ მომენტზეა
დამოკიდებული – დანაშაული და ფსიქოლოგია ხელიხელჩაკიდე-
ბული დადიან, მაგრამ, მოდი, ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ. ეს ძალზე
საინტერესო დანაშაულია, საგონებელში მაგდებს.
– რომელი დანაშაული – პირველი თუ მეორე?
– არსებობს მხოლოდ ერთი დანაშაული – მას თქვენ პირველ და
მეორე მკვლელობას უწოდებთ, ისინი კი ერთი დანაშაულის ორი ნა-
ხევარია. მეორე ნახევარი მარტივია – მოტივი, საშუალება...
– საშუალება ორივე შემთხვევაში სირთულეს უკავშირდება, –
გააწყვეტინა მისტერ სატერთუეითმა, – კოქტეილში საწამლავი არ
აღმოჩნდა, საჭმელს კი ყველა ჭამდა.
– არა, ეს სრულიად სხვა საქმეა. პირველ შემთხვევაში ყველაფე-

136
რი ისე ჩანს, თითქოს ვერავინ მოწამლავდა სტივენ ბებინგტონს.
სერ ჩარლზს რომ მოენდომებინა, შეეძლო ერთ-ერთი, ოღონდ არა
კონკრეტული სტუმრის მოწამვლა. ტემპლს შეეძლო რამე ჩაეგდო
ლანგარზე მდგარ ბოლო ჭიქაში, მაგრამ მისტერ ბებინგტონის ჭიქა
ბოლო არ იყო. არა, მისტერ ბებინგტონის მკვლელობა იმდენად შე-
უძლებელი ჩანს, რომ ჯერაც ვფიქრობ, ბუნებრივი სიკვდილით ხომ
არ მოკვდა-მეთქი... ამას მალე შევიტყობთ. აი, სერ ბართოლომიუ
სთრეინჯის მოწამვლა კი შეეძლო ერთ-ერთ სტუმარს, მსახურთუფ-
როსს ან მოახლეს. ეს რთული არ იყო.
– ვერ ვხვდები… – დაიწყო მისტერ სატერთუეითმა. – ოდესმე
ამას პატარა ცდით დაგიმტკიცებთ, – განაგრძო პუარომ, – ახლა კი
სხვა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდეთ. დარწმუნებუ-
ლი ვარ, ტაქტი და დელიკატურობა არ გაკლიათ და მიხვდებით, რომ
არ უნდა შევასრულო იმ ადამიანის როლი, რომელიც სხვებს სი-
ამოვნებას ჩაუშხამებს.
– იმის თქმა გსურთ, რომ... – ამჯერად ღიმილით დაიწყო მისტერ
სატერთუეითმა.
– სერ ჩარლზს მთავარი, ვარსკვლავური როლის შესრულება
სურს! მიჩვეულია ამას. მეტიც – ამას მისგან სხვაც ელოდება. ასეა,
არა? მადმუაზელს არ მოსწონს, რომ ამ საქმეში ვერევი.
– მესიე პუარო, თქვენ, მგონი, ჩემს აზრებს კითხულობთ.
– ეს ხომ აშკარაა! ძალზე მგრძნობიარე გული მაქვს... არ მინდა
ხელი შევუშალო შეყვარებულებს. პირიქით, მათი დახმარება მსუ-
რს. მეგობარო, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჩარლზ კარტრაიტის სა-
დიდებლად, არა? როდესაც საქმე გაიხსნება...
– თუ... – შეუსწორა მისტერ კარტრაიტმა.
– როდესაც მე არ ვაგებ.
– არასოდეს? – ვეღარ მოითმინა მისტერ სატერთუეითმა.
– ყოფილა შემთხვევები, – განაცხადა პუარომ, – როცა ხანმოკ
ლე დროის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ცოტა აუჩქარებლად
ვმოქმედებდი – ჭეშმარიტება ისე სწრაფად ვერ დავადგინე, რო-
გორც შემეძლო.

137
– მაგრამ კრახი არასოდეს განგიცდიათ?
მისტერ სატერთუეითის დაჟინება ცნობისმოყვარეობა იყო და მე-
ტი არაფერი. პუარო დაფიქრდა...
– Eh bien, თქვა მან, – ერთხელ. დიდი ხნის წინათ, ბელგიაში.
ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ...
მისტერ სატერთუეითმა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა და
სწრაფად შეცვალა საუბრის თემა.
– კარგი. თქვენ ამბობდით, როცა ეს საქმე გაიხსნებაო...
– მას სერ ჩარლზი გახსნის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვა-
ნია. მე მხოლოდ უბრალო ჭანჭიკი ვიქნები ამ საქმეში, – პუარომ ხე-
ლები გაშალა, – დროდადრო ჩემს სიტყვას ვიტყვი – მხოლოდ ერთ
სიტყვას, მინიშნებას. მე არც პატივი მსურს, არც დიდება. ისედაც სა-
კმარისი მაქვს.
მისტერ სატერთუეითი ინტერესით აკვირდებოდა მას. ახალისებ-
და ამ ტანდაბალი კაცის გულუბრყვილობა, დიდი წარმოდგენა თა-
ვის თავზე და უსაზღვრო ეგოიზმი, თუმცა არც უფიქრია, რომ ეს ტრა-
ბახთან გაეიგივებინა. მისი აზრით, ინგლისელი, როგორც წესი, თავ-
მდაბლად საუბრობდა თავის წარმატებაზე, ზოგჯერ იმითაც კმაყო-
ფილი იყო, რასაც ცუდად აკეთებდა, უცხოელი კი უფრო სამარ-
თლიანად მსჯელობდა თავის შესაძლებლობებზე. თუ ჭკვიანი იყო,
ვერ ხედავდა მიზეზს, რატომ უნდა დაემალა ეს ფაქტი.
– გამოგიტყდებით, ძალიან მაინტერესებს, – თქვა მან, – რისი
მიღება გსურთ ამ საქმიდან, ნუთუ მხოლოდ მონადირის აზარტი გა-
მოძრავებთ?
პუარომ თავი გადააქნია.
– არა, არა, ასე არ არის. როდესაც მე, chien de chasse-ს 15მსგავ-
სად, კვალს ავიღებ, აზარტი შემიპყრობს და უკან ვეღარ ვიხევ. ეს
ასეა... მაგრამ კიდევ არის რაღაც, უფრო ძლიერი. ეს... როგორ გით-
ხრათ... ეს ჭეშმარიტების შეცნობის დაუოკებელი სურვილია. ამ-
ქვეყნად არაფერია სიმართლეზე უფრო საინტერესო და მშვენიერი.

15
მონადირე ძაღლი (ფრ)

138
დეტექტივი გაჩუმდა. შემდეგ აიღო ფურცელი, რომელზეც მის-
ტერ სატერთუეითს აკურატულად ჩამოეწერა შვიდი სახელი, და ხმა-
მაღლა წაიკითხა:
– მისის დეიკრესი, კაპიტანი დეიკრესი, მის უილსი, მის სატკლი-
ფი, ლედი მერი ლიტონ გორი, მის ლიტონ გორი, ოლივერ მენდერ-
სი... საინტერესოა, არა?
– რას გულისხმობთ?
– ამ სახელების თანამიმდევრობას.
– არა მგონია, ეს საინტერესო იყოს. ჩვენ, უბრალოდ, სავარაუ-
დო ეჭვმიტანილები ჩამოვთვალეთ, ყოველგვარი რიგითობის გა-
უთვალისწინებლად.
– დიახ. სიის სათავეში მისის დეიკრესია. აქედან დავასკვნი, რომ
თქვენი აზრით, მისის დეიკრესი ყველაზე მეტად შეეფერება დამნა-
შავის როლს.
– ყველაზე მეტად კი არა, ყველაზე ნაკლებად, – შეეპასუხა მის-
ტერ სატერთუეითი.
– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი: ყველას გერჩივნათ, რომ ის
გეხილათ დამნაშავის როლში.
მისტერ სატერთუეითმა ანგარიშმიუცემლად დააღო პირი, მაგ-
რამ პუაროს გაბრწყინებულ მწვანე თვალებსა და დამცინავ მზერას
შეეჩეხა და სათქმელი შეცვალა:
– შესაძლოა მართალი ხართ, მესიე პუარო, და ქვეცნობიერად ეს
გვსურდა.
– რაღაც მინდა გკითხოთ, მისტერ სატერთუეით.
– დიახ, რა თქმა უნდა. ბრძანეთ, – დიდსულოვნად თქვა სატერ-
თუეითმა.
– თქვენი სიტყვებიდან შევიტყვე, რომ სერ ჩარლზი და მის ლი-
ტონ გორი ერთად წავიდნენ მისის ბებინგტონთან სასაუბროდ.
– დიახ.
– თქვენ არ გაჰყევით?
– არა. სამი კაცი ძალზე ბევრი იქნებოდა.
პუაროს გაეღიმა.

139
– მე კი ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს განზრახ გააკეთეთ – სხვა-
გან გსურდათ სათევზაო ბადის გაშლა. მაინც სად წახვედით, მისტერ
სატერთუეით?
– ჩაის დასალევად ვესტუმრე ლედი მერი ლიტონ გორს, – თავ-
შეკავებით მიუგო მისტერ სატერთუეითმა.
– და რაზე ისაუბრეთ?
– ლედი მერიმ თავაზიანობა გამოიჩინა და თავისი ცოლქმრული
ცხოვრების უსიამოვნო ეპიზოდები გამანდო, – თქვა მისტერ სატერ-
თუეითმა და მოკლედ უამბო ლედი მერის მონათხრობი.
პუარომ თანაგრძნობით დააქნია თავი.
– ეს ხშირად ხდება – იდეალისტი ქალიშვილი არავის უჯერებს
და შეუფერებელ კაცს მიჰყვება ცოლად. სხვა თემაზე არ გისაუბრი-
ათ? მაგალითად, ოლივერ მენდერსზე.
– გამოიცანით.
– მერედა, რა შეიტყვეთ მასზე?
მისტერ სატერთუეითმა ლედი მერის ნათქვამი გაიმეორა. შემ-
დეგ პუაროს ჰკითხა:
– როგორ მიხვდით, რომ მასზე ვილაპარაკეთ?
– თქვენ სწორედ ამ მიზნით წახვედით იქ. დიახ და პროტესტი სა-
ჭირო არ არის. შესაძლოა იმედი გაქვთ, რომ დანაშაული მისის დე-
იკრესმა ან მისმა ქმარმა ჩაიდინა, მაგრამ ფიქრობთ, რომ დამნაშა-
ვე ახალგაზრდა მენდერსია, – პუარომ ხელის აწევით გააჩუმა მის-
ტერ სატერთუეითი, – დიახ, დიახ, ბუნებით გულჩათხრობილი ადა-
მიანი ხართ და ამჯობინებთ, არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები. მე-
სიმპათიურებით, ვინაიდან, ჩვეულებისამებრ, მეც ასე ვიქცევი.
– მაგრამ ეს აბსურდია – მენდერსზე არ ვეჭვობ. უბრალოდ, მე-
ტის გაგება მინდოდა მასზე.
– სწორედაც. ეს თქვენი ქვეცნობიერი არჩევანია. მეც მაინტერე-
სებს ეგ ახალგაზრდა კაცი – იმ საღამოს დამაინტერესა, როცა აქ
ვსადილობდი, ვინაიდან დავინახე...
– რა დაინახეთ? – მოუთმენლად ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა.
– დავინახე, რომ იქ მყოფთაგან ორი მაინც (შესაძლოა მეტიც)

140
როლს ასრულებდა: ერთი – სერ ჩარლზი, – ფლოტის ოფიცრისას,
– პუარომ გაიღიმა, – რაც სავსებით ბუნებრივია. დიდი მსახიობი
სცენიდან წასვლის შემდეგაც განაგრძობს თამაშს... მაგრამ ოლი-
ვერ მენდერსიც თამაშობდა – მოწყენილი, ცხოვრებამოყირჭებული
უსაქმურის როლს. სინამდვილეში არც მოწყენილი იყო და არც ცხო-
ვრებამოყირჭებული, არამედ ენერგიული და გაფაციცებული. ამი-
ტომაც მივაქციე ყურადღება, ჩემო მეგობარო.
– როგორ მიხვდით, რომ მან დამაინტერესა?
– სხვადასხვა წვრილმანით. თქვენ იმ ავარიით დაინტერესდით,
რომელმაც ის მელფორტ-ებიში მიიყვანა იმ საღამოს. თქვენ არ გაჰ-
ყევით სერ ჩარლზსა და მის ლიტონ გორს მისის ბებინგტონთან. რა-
ტომ? იმიტომ, რომ გინდოდათ შეუმჩნევლად გაჰყოლოდით თქვენს
საკუთარ ხაზს. ლედი მერისთან წახვედით ვიღაცაზე რაღაცის გასა-
გებად. ვისზე? ეს მხოლოდ ადგილობრივი თუ იქნებოდა – ოლივერ
მენდერსი... და რაც მთავარია, მას სიის ბოლოში მიუჩინეთ ადგი-
ლი. სინამდვილეში, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ეჭვმიტანილე-
ბად ლედი მერისა და მადმუაზელ ეგს თვლით, მაგრამ მენდერსი მა-
ინც მათ შემდეგ ჩაწერეთ, ვინაიდან თქვენთვის ის იდუმალებით მო-
ცული პიროვნებაა და სხვებისგან ფარულად შემოინახეთ სამომავ-
ლოდ.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა მისტერ სატერთუეითმა, – ნუთუ მარ-
თლა ასეთი ადამიანი ვარ?
– Précisément.16 თქვენ გამჭრიახი გონება გაქვთ, დაკვირვებული
ხართ. მოგწონთ, როცა დასკვნებს თქვენთვის ინახავთ. თქვენი აზ-
რი ადამიანებზე თქვენივე პირადი კოლექციაა და საყოველთაო გან-
ხილვის საგნად არ აქცევთ.
– ვფიქრობ, – დაიწყო მისტერ სატერთუეითმა, მაგრამ სერ ჩარ-
ლზის დაბრუნებამ სიტყვა გააწყვეტინა.
მსახიობი ენერგიული, ზამბარისებური ნაბიჯებით შემოვიდა.
– ბრრრ, საშინელი ღამეა. ძლიერი ქარი ქრის, – თქვა და ვისკი

16
რა თქმა უნდა (ფრ)

141
და მინერალური წყალი დაისხა.
მისტერ სატერთუეითმა და პუარომ სასმელზე უარი თქვეს.
– კარგი, – თქვა სერ ჩარლზმა, – მოდი, ჩვენი კამპანიის გეგმა
შევადგინოთ. სატერთუეით, სად არის ფურცელი? აჰა, გმადლობ. ახ-
ლა კი, მესიე პუარო, მრჩევლის აზრი გვითხარით. როგორ გავანა-
წილოთ მოსამზადებელი სამუშაოები?
– თვითონ რას შემოგვთავაზებდით, სერ ჩარლზ?
– შრომის განაწილებას – შეგვეძლო ერთმანეთში გაგვეყო ეჭ-
ვმიტანილები. ჯერ ერთი, ეს მისის დეიკრესია. მგონი, ეგს ძალიან
უნდა თვითონ მიხედოს მას. მისი აზრით, მამაკაცებს გულგრილი
დამოკიდებულება ვერ ექნებათ ისეთი ლედის მიმართ, რომელიც
ასე დიდებულად იცვამს. ვფიქრობ, მასთან პროფესიული მიდგომაა
საჭირო – როგორც მოდელიერთან. შემდეგ – დეიკრესი. მის რამ-
დენიმე იპოდრომელ მეგობარს ვიცნობ და რამეს მაინც გავარკვევ-
დი. ახლა – ენჯელა სატკლიფი. ისიც თქვენი განხრითაა, კარტრაიტ,
– შენიშნა მისტერ სატერთუეითმა, – მას კარგად იცნობთ, არა?
– დიახ. ამიტომაც მერჩივნა, რომ სხვამ მიხედოს... ჯერ ერთი, –
მან სევდიანად გაიღიმა, – დამაბრალებენ, რომ ზერელედ ვეკიდები
საქმეს, და მეორე... ის ჩემი მეგობარია. ხომ გესმით?
– Parfaitment, parfaitment,17ბუნებრივი დელიკატურობაა.მას გუ-
ლკეთილი მისტერ სატერთუეითი მიხედავს.
– ლედი მერი და ეგი – მათ, ცხადია, სათვალავში ვერ ჩავაგ-
დებთ. რას იტყვით ახალგაზრდა მენდერსზე? ის შემთხვევით აღმოჩ-
ნდა წვეულებაზე ტოლის სიკვდილის ღამეს. მიუხედავად ამისა,
ვფიქრობ, სიაში უნდა შევიტანოთ.
– ახალგაზრდა მენდერსი მისტერ სატერთუეითს ჩავაბაროთ, –
თქვა პუარომ, – მაგრამ თქვენი სიიდან ერთი კაცი გამოგრჩათ, სერ
ჩარლზ – მის მიურიელ უილსი.
– დიახ, ასეა. თუკი მისტერ სატერთუეითი მენდერსს ჩაიბარებს,
მის უილსს მე მივხედავ. შევთანხმდით? რამე წინადადება ხომ არა

17
რასაკვირველია (ფრ)

142
გაქვთ, მესიე პუარო?
– არა, არა მგონია. თუმცა სიამოვნებით გავეცნობოდი თქვენს
შედეგებს.
– რასაკვირველია. კიდევ ერთი იდეა მაქვს – ამ ხალხის ფოტო-
სურათები რომ გვქონდეს, იქნებ რამე გაგვეგო მათზე ჯილინგში.
– ჩინებულია, – შეაქო პუარომ, – და კიდევ... თქვენი მეგობარი,
სერ ბართოლომიუ, კოქტეილს არ ეკარებოდა, მაგრამ პორტვეინს
ხომ სვამდა?
– დიახ, პორტვეინი ძალიან მოსწონდა.
– უცნაურად მეჩვენება, რომ უჩვეულო ვერაფერი იგრძნო. სუფ-
თა ნიკოტინს მძაფრი, უსიამოვნო გემო აქვს.
– არ დაგავიწყდეთ, რომ პორტვეინში, სავარაუდოდ, არაფერი
იყო. ჭიქის შიგთავსი ხომ გამოიკვლიეს.
– აჰ, დიახ, რა სულელი ვარ! მაგრამ როგორც არ უნდა მიეღო
ნიკოტინი სერ ბართოლომიუს, მაინც უნდა ეგრძნო უსიამოვნო გე-
მო.
– არა მგონია, – შეეპასუხა სერ ჩარლზი, – გასულ გაზაფხულზე
ტოლის გრიპი გაურთულდა, რამაც ყნოსვა და გემოს შეგრძნება და-
უქვეითა.
– გასაგებია, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა პუარომ, – შესაძლოა.
ეს გაცილებით ამარტივებს საქმეს.
სერ ჩარლზი ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.
– ქარი კვლავ უბერავს. ვინმეს გავგზავნი თქვენი ნივთებისთვის,
მესიე პუარო. „როუზი და ქრაუნი“ ზედგამოჭრილია თავქარიანი მს-
ახიობებისთვის, მაგრამ თქვენ, ალბათ, სუფთა და კომფორტული
საწოლი გირჩევნიათ.
– გმადლობ, სერ ჩარლზ. ძალზე თავაზიანი ბრძანდებით.
– არაფერია. წავალ, მივხედავ ამ საქმეს.
სერ ჩარლზი ოთახიდან გავიდა.
პუარომ მისტერ სატერთუეითს შეხედა.
– თუ ნებას მომცემთ, რაღაცას გირჩევთ.
– დიახ?

143
პუარო წინ გადაიხარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: – ჰკითხეთ
ახალგაზრდა მენდერსს, რატომ გაითამაშა ავარიის სცენა? უთხა-
რით, რომ პოლიციას მასზე აქვს ეჭვი, და მის რეაქციას დააკვირ-
დით.

144
სინტია დეიკრესი

„ამბროზინ ლიმიტედის“ სადემონსტრაციო დარბაზი საკმაოდ


უბრალოდ გამოიყურებოდა – თეთრი კედლები, მკვრივი ხალიჩა და
ავეჯის გადასაკრავი თითქმის უფერული ჩანდა. აქა-იქ ქრომი ბზინა-
ვდა. ერთ-ერთ კედელზე ეკიდა ხასხასა ცისფერი და ლიმონივით ყვ-
ითელი გეომეტრიული ფიგურის გიგანტური სურათი. დარბაზი სიდ-
ნი სენდფორდს გაეფორმებინა – იმ დროის ყველაზე ახალგაზრდა
დეკორატორს.
ეგ ლიტონ გორი თანამედროვე სავარძელში იჯდა, რომელიც
რაღაცით სტომატოლოგისას წააგავდა, და უყურებდა, როგორ მი-
დი-მოდიოდნენ მის წინ დახვეწილი, გველივით მოქნილი ქალიშვი-
ლები ლამაზი, მოწყენილი სახეებით. ცდილობდა ისე დაეჭირა თავი,
თითქოს მისთვის პრობლემა სულაც არ იყო კაბაში ორმოცდაათი ან
სამოცი გირვანქის გადახდა.
მისის დეიკრესი, რომელიც, როგორც ყოველთვის, დიდებულად
გამოიყურებოდა, თავის საქმეს აკეთებდა.
– რას იტყვით ამ კაბაზე? საუცხოო ბაფთებია მხრებზე, არა? წე-
ლის ხაზიც გამაოგნებელია. თუმცა მე წითელს კი არა, ახალ ფერს –
„ესპანიოლს“ ავირჩევდი. ის წიწაკიან მდოგვს ჰგავს. თუ „ვენ ორდი-
ნერი“ უფრო მოგწონთ? სულელურია, მაგრამ გამაოგნებელი. ჩვენს
დროში სამოსი სერიოზული არ უნდა იყოს.
– მიჭირს გადაწყვეტა, – მიუგო ეგმა და მიმნდობი კილოთი და-
ამატა, – საქმე ის არის, რომ უწინ ტანსაცმლის არჩევის უფლებასაც
ვერ ვაძლევდი თავს. ყოველთვის ძალზე ღარიბულად ვცხოვრობდ-
ით. გამახსენდა, როგორ დიდებულად გეცვათ იმ საღამოს „ყვავების
ბუდეში“, და გავიფიქრე: „ახლა, როცა ფული მაქვს, მისის დეიკრეს-
თან წავალ რჩევის საკითხავად“.

145
– ეს ხომ შესანიშნავია, ძვირფასო. ძალიან მიყვარს ქალიშვილ-
ების გამოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი უმს არ ჰგავდნენ. ალ
ბათ, ხვდებით, რას ვგულისხმობ.
„შენ კი არაფერი გაქვს უმი, – გაიფიქრა უმადურმა ეგმა, – ზომა-
ზე ხარ შებრაწული“.
– თქვენ ინდივიდუალურობით გამოირჩევით, – განაგრძო მისის
დეიკრესმა, –ჩვეულებრივი არაფერი უნდა ჩაიცვათ, მხოლოდ – უბ-
რალო და გამაოგნებელი, ოღონდ თვალში ნაკლებად საცემი. რამ-
დენი ნივთის ყიდვას აპირებთ?
– ვფიქრობდი, ოთხი გამოსასვლელი და ორი საყოველდღეო შე-
მეძინა, აგრეთვე, ორი სპორტული.
მისის დეიკრესი სულ დაითაფლა. საბედნიეროდ, არ იცოდა,
რომ ეგს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ თხუთმეტი გირვანქა და თო-
რმეტი შილინგი ჰქონდა და ეს თანხა დეკემბრამდე უნდა გამოეზო-
გა.
იქვე დახვეწილ კაბაში გამოწყობილმა კიდევ რამდენიმე ქალიშ-
ვილმა ჩაიარა. ეგი ახერხებდა და ტანსაცმელზე საუბრისას სხვა თე-
მებსაც ეხებოდა.
– ალბათ, მას შემდეგ აღარ შეგივლიათ „ყვავების ბუდეში“, არა?
– იკითხა მან.
– არა. ვერ შევძელი, ჩემო ძვირფასო. ძალზე დამამწუხრა იმ ამბ-
ავმა...თანაც, კორნუოლში ყოველთვის ბევრი მხატვარია.ვერ ვიტან
მათ – უშნო ტანი აქვთ.
– დიახ, საშინელება მოხდა, – თქვა ეგმა, – ყველას უყვარდა მო-
ხუცი მისტერ ბებინგტონი.
– ჩემი აზრით, ის ვიქტორიანული ეპოქის ნაშთს ჰგავდა, – განაც-
ხადა მისის დეიკრესმა.
– მგონი, ადრეც შეხვედრიხართ.
– მე? იმ ძვირფას არქეოლოგიურ ნიმუშს? ვერ ვიხსენებ.
– როგორც მახსოვს, ეს თვითონ თქვა, ოღონდ არა კორნუოლში,
თუ არ ვცდები, ჯილინგში.
– მართლა? – მისის დეიკრესს ოდნავ დაებინდა მზერა, – არა,

146
მარსელ, მე „Petite Scandale“18 მინდა – ჯენის მოდელი, შემდეგ კი
ცისფერი „პატუ“.
– რა უცნაურია, რომ სერ ბართოლომიუც მოწამლეს, – ჩაილა-
პარაკა ეგმა.
– ძვირფასო, ეგ ისეთი გამაოგნებელი იყო, რომ სიტყვები არ
მყოფნის! ამან დიდი მოგება მომიტანა. მოდიან სენსაციის მოყვარუ-
ლი საშინელი ქალები და კაბებს მიკვეთენ. „პატუს“ მოდელი იდეა-
ლურად მოგიხდებათ. შეხედეთ ამ თითქოს სულელურ და უსარგებ-
ლო ფურჩალებს. ისინი მომხიბვლელობას მატებენ კაბას. მათ გა-
რეშე მოსაწყენი სანახავი იქნებოდა... დიახ, საბრალო სერ ბართო-
ლომიუს სიკვდილი ღვთიური საჩუქარი აღმოჩნდა ჩემთვის. ზოგი,
ალბათ, ფიქრობს, რომ ის მე გავისტუმრე იმ ქვეყნად. მეც ავყვები
ხოლმე. ეს საშინელი ზონზროხა ქალები მხოლოდ იმიტომ მოდიან,
რომ თვალი შემავლონ. გამაოგნებელია! უნდა გითხრათ...
მას მონუმენტური ამერიკელი ქალის – როგორც ჩანს, მდიდარი
კლიენტის – გამოჩენამ გააწყვეტინა სიტყვა. სანამ ამერიკელი თა-
ვის მოთხოვნებს აყალიბებდა, რაც, სავარაუდოდ, გვარიანი თანხა
დაუჯდებოდა, ეგმა დრო იხელთა და შეუმჩნევლად წავიდა, თუმცა
მანამდე მისის დეიკრესის შემცვლელ ახალგაზრდა ლედის უთხრა,
რომ დაფიქრდებოდა საბოლოო არჩევნის გაკეთებამდე.
ეგი ბრუტონსტრიტზე გავიდა და საათს დახედა – პირველს ოცი
წუთი აკლდა. მალე მეორე გეგმის შესრულებას შეუდგებოდა. ბერ-
კლისკვერამდე მივიდა და ნელა გამობრუნდა უკან. დღის პირველ
საათზე თავი მოიკატუნა, თითქოს ვიტრინაში ჩინურ ნაკეთობებს
ათვალიერებდა.
მის დორის სიმსი სწრაფად გამოვიდა ბრუტონსტრიტზე და ბერ-
კლისკვერისკენ გაემართა.
– მაპატიეთ, – მიმართა ეგმა, – შეიძლება დაგელაპარაკოთ?
ქალიშვილი მისკენ შეტრიალდა. სახეზე გაოცება აღბეჭდოდა.

18
პატარა სკანდალი (ფრ.).

147
– თქვენ ხომ მანეკენი ხართ „ამბროზინ ლიმიტედში“? დღეს იქ
იყავით. ნება მომეცით გითხრათ, რომ შესანიშნავი ფიგურა გაქვთ.
დორის სიმსმა ოდნავ დაირცხვინა.
– გმადლობ, მადამ, ძალზე გულკეთილი ხართ, – თქვა მან.
– თქვენც ძალიან სიმპათიური ხართ, – უთხრა ეგმა, – ამიტომაც
მინდა რაღაც გთხოვოთ. იქნებ ერთად ვისადილოთ „ბერკლიში“ ან
„რიცში“ და იქ ვისაუბროთ ამაზე?
დორისი ოდნავ შეყოყმანდა და დათანხმდა – ცნობისმოყვარე
იყო და გემრიელად სმა-ჭამაც უყვარდა.
როდესაც მაგიდას მიუსხდნენ და სადილი შეუკვეთეს, ეგმა ლა-
პარაკი დაიწყო:
– იმედია, ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება. საქმე ის არის, რომ
ჩემი საქმე სტატიების წერაა ქალების სხვადასხვა პროფესიაზე. მინ-
და ყველაფერი მიამბოთ ტანსაცმლის კერვაზე.
დორისს ოდნავ გაუცრუვდა იმედი, თუმცა მაინც ხალისითა და
გულწრფელად უამბო ეგს თავისი მუშაობის გრაფიკზე, ხელფასზე,
პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ქალიშვილი ბლოკ-
ნოტში იწერდა დეტალებს.
– რა კარგია, რომ დამეხმარეთ, – თქვა მან, – ამ საკითხებში
სულ ვერ ვერკვევი. არ დაგიმალავთ და, ფინანსურად შეჭირვებულ
მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ეს მცირედი ჟურნალისტური საქ-
მიანობაც კი ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ძალზე თავხედურად
მოვიქეცი, როდესაც „ამბროზინში“ მოვედი და თავი მოვიკატუნე,
თითქოს თქვენი მოდელების შეძენა შემეძლო. სინამდვილეში, მხო-
ლოდ რამდენიმე გირვანქა მაქვს, რომელიც შობამდე უნდა ვიმყო-
ფინო. ვფიქრობ, მისის დეიკრესი საშინლად განრისხდებოდა, ეს
რომ გაეგო.
დორისმა ჩაიხითხითა.
– ნამდვილად ასე მოხდებოდა.
– კარგად ვითამაშე? – ჰკითხა ეგმა, – ვგავდი იმ ადამიანს, რო-
მელსაც ბევრი ფული აქვს?
– დიდებულად გამოიყურებოდით, მის ლიტონ გორ. მადამს ჰგო-

148
ნია, რომ უამრავ ნივთს შეიძენთ მასთან. ეგმა ამოიოხრა.
– ვშიშობ, იმედი გაუცრუვდება.
დორისმა კვლავ ჩაიცინა. მას სადილიც მოეწონა და ეგიც.
„ეს ახალგაზრდა ლედი, ალბათ, მაღალი საზოგადოებიდანაა, –
გაიფიქრა მან, – თუმცა სულ არ იბღინძება. პირიქით, ძალზე ბუნებ-
რივად იქცევა“.
როდესაც ეგმა მეგობრული ურთიერთობა დაამყა დორისთან,
არ გასჭირვებია, ისე წაეყვანა საუბარი, რომ ქალიშვილს უფრო თა-
ვისუფლად ელაპარაკა თავის დამქირავებელზე.
– ჩემი აზრით, – თქვა მან, – მისის დეიკრესი ნამდვილი ალქა-
ჯია. ასეა?
– არავის მოგვწონს, მის ლიტონ გორ, და ეს ფაქტია. ცხადია,
ჭკვიანია, თავი კარგად უმუშავებს. მაღალი საზოგადოების ზოგი-
ერთ ლედის კი არ ჰგავს, რომლებიც ქალის ტანსაცმლის ატელიეს
გახსნიან და მალევე გაკოტრდებიან, ვინაიდან მათი მეგობრები
მათთან იკერავენ სამოსს, მაგრამ ფულს არ იხდიან. მადამთან ასე-
თი რამე არ გადის – სალ კლდესავით დგას. გემოვნებაც ჩინებული
აქვს. იცის, როგორ დაარწმუნოს კლიენტი, რომ ის შეიძინოს, რაც
უხდება.
– დიდი შემოსავალი ექნება.
დორისის თვალებში უცნაური გამომეტყველება გაჩნდა. – არ
იფიქროთ, რომ ვჭორაობ...
– ცხადია, არა, – დაამშვიდა ეგმა, – განაგრძეთ.
– მე თუ მკითხავთ, ფირმა ყელამდე ვალებშია. მადამთან ერთი
ებრაელი ჯენტლმენი მოვიდა. მისის დეიკრესმა, მგონი, ფული ისეს-
ხა მისგან, რათა არ ჩაძირულიყო, იმ იმედით, რომ ვაჭრობა გამო-
ცოცხლდებოდა, მაგრამ უარესად გაიჭედა. ზოგჯერ საშინლად გა-
მოიყურება – არ ვიცი, რას დაემსგავსებოდა უმაკიაჟოდ. ალბათ,
თვალს ვერ ხუჭავს ღამით.
– მისი ქმარი რას წარმოადგენს?
– ჩემი აზრით, უვარგისი კაცია, თუმცა იშვიათად ვხედავთ. გო-
გოები არ მეთანხმებიან, მაგრამ, ვფიქრობ, მადამს ჯერაც უყვარს ის

149
ცხადია, რას აღარ ამბობდნენ
– კერძოდ? – იკითხა ეგმა.
– ხომ გითხარით, ჭორაობა არ მიყვარს-მეთქი.
– ამაში ეჭვი არ მეპარება. მაინც რას ამბობდნენ?
– გოგოები ვიღაც ახალგაზრდა კაცს ახსენებდნენ ძალიან მდი-
დარს, ოღონდ ცოტა მოსულელოს. არა, სულელი არ არის, მაგრამ
ყველაფერი რიგზე არა აქვს თავში. მადამი თავის ჭკუაზე ატარებდა.
ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ მისი დახმარებით საქმეს გამოასწო-
რებდა – ახალგაზრდა კაცი ხომ არაფერზე ეტყოდა უარს, ის კი მო-
ულოდნელად ზღვაზე სამოგზაუროდ გაგზავნეს.
– ვინ გაგზავნა? ექიმმა?
– დიახ, რომელიღაც ექიმმა ჰარლისტრიტიდან. ახლა კი ვფიქ-
რობ, რომ სწორედ ის ექიმი იყო, იორკშირში რომ მოკლეს – ამბო-
ბენ, მოწამლესო.
– სერ ბართოლომიუ სთრეინჯი?
– დიახ, დიახ. მადამი მაშინ მასთან იყო სტუმრად. გოგოები ვი-
ცინოდით, მან ხომ არ გამოასალმა სიცოცხლეს შურისძიების გა-
მოო. ცხადია, ვხუმრობდით
– რა თქმა უნდა, – ეგმა თავი დააქნია, – თუმცა მისის დეიკრესი
ნამდვილად შეესაბამება ჩემს წარმოდგენას მკვლელ ქალებზე. ის-
იც შეუპოვარი და შეუბრალებელია.
– თანაც საშინელი ხასიათი აქვს! როცა ცუდ ხასიათზეა, ახლოს
ვერ ვეკარებით. იმასაც ამბობენ, რომ ქმარს მისი ეშინია, რაც ნამ-
დვილად არ მიკვირს.
– ოდესმე ხომ არ გსმენიათ, რომ ვინმე ბებინგტონი ეხსენები-
ნოს, ან ჯილინგი – ეს ადგილია კენტის საგრაფოში.
– არა, არ მახსენდება, დორისმა საათს დახედა და შესძახა, – ო,
ღმერთო, უნდა გავიქცე! მაგვიანდება.
– ნახვამდის და გმადლობ დახმარებისთვის.
– სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ნახვამდის, მის ლიტონ
გორ. იმედია, თქვენი სტატია მოწონებას დაიმსახურებს. მოუთმენ-
ლად დაველოდები.

150
„ტყუილუბრალოდ დაელოდები“, – გაიფიქრა ეგმა და ანგარიში
მოითხოვა.
შემდეგ თავის ბლოკნოტში ხაზი გადაუსვა „სტატიის“ გეგმას და
ჩაწერა:
„სინტია დეიკრესი. ამბობენ, რომ ანჩხლი ქალია და ფინანსუ-
რად რთულ მდგომარეობაშია. გავრცელებული ხმების თანახმად,
რომანი ჰქონდა ახალგაზრდა (მდიდარ) კაცთან, რომელიც ზღვაზე
სამოგზაუროდ გაგზავნა სერ ბართოლომიუ სთრეინჯმა. რეაქცია არ
ჰქონდა არც ჯილინგენის ხსენებაზე და არც იმის გაგონებაზე, რომ
ბებინგტონი მას იცნობდა“.
„არც ისე ბევრია, – გაიფიქრა ეგმა, – მართალია, არსებობს სერ
ბართოლომიუს მკვლელობის შესაძლო მოტივი, თუმცა არც ისე და-
მაჯერებელი. შესაძლოა მესიე პუარომ დაადგინოს რამე. მე ვერ
შევძლებ“.

151
კაპიტანი დეკლესი

ეგს ჯერაც არ დაესრულებინა თავისი დღის პროგრამა. დანიშნუ-


ლების ბოლო ადგილი იყო სენტ-ჯონსჰაუსი, სადაც დეიკრესები
ცხოვრობდნენ – ახალი შენობა ძალზე ძვირი ბინებით, ფანჯრებთან
მიდგმული დიდი ყვავილების ქოთნებითა და უნიფორმებიანი შვე-
იცრებით, რომლებიც გენერლებს ჰგავდნენ.
ეგი სახლში არ შევიდა. ის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მიმო-
დიოდა ტროტუარზე. ერთი საათის შემდეგ მოეჩვენა, რომ უკვე რამ-
დენიმე მილი გაიარა.
ექვსის ნახევარზე შენობასთან ტაქსი გაჩერდა და იქიდან კაპი-
ტანი დეიკრესი გადმოვიდა. ეგმა სამიოდე წუთი მოიცადა, გზა გა-
დაჭრა და სადარბაზოში შევიდა.
როდესაც ხელი დააჭირა №3 ბინის ზარის ღილაკს, კარი თვითონ
დეიკრესმა გაუღო, რომელსაც პალტოს გახდა ვერ მოესწრო.
– გამარჯობა, – უთხრა ეგმა, – გახსოვართ? ჩვენ კორნუოლში
შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ კი – იორკშირში.
– დიახ, დიახ. ორივე შემთხვევაში ადამიანი მოკვდა, არა? შე-
მობრძანდით, მის ლიტონ გორ.
– თქვენი მეუღლის სანახავად მოვედი. შინ არის?
– ბრუტონსტრიტზეა, თავის ატელიეში.
– ვიცი. ვიყავი იქ დღეს. გავიფიქრე, ალბათ, უკვე დაბრუნდა სახ-
ლში და წინააღმდეგი არ იქნება, თუ ვეწვევი-მეთქი. მაპატიეთ, თუ
შეგაწუხეთ...
ეგი დაბნეული სახით გაჩუმდა.
„მშვენიერი ქალიშვილია. მართლა ძალიან ლამაზია“, – გაიფიქ-
რა ფრედი დეიკრესმა, ხმამაღლა კი თქვა:
– სინტია ექვსზე ადრე არ დაბრუნდება. მე ახლახან ჩამოვედი ნი-

152
უბერიდან. საძაგელი დღე იყო და ადრე წამოვედი. იქნებ „კლუბ სა-
მოცდათორმეტში“ წავსულიყავით და კოქტეილი დაგველია?
ეგი დაეთანხმა, თუმცა ეჭვობდა, რომ დეიკრესს უკვე საკმარი-
სად ბევრი დაელია.
როდესაც მიწის ქვეშ განთავსებულ ნახევრად ჩაბნელებულ
„კლუბ სამოცდათორმეტში“ იჯდა და „მარტინის“ წრუპავდა, ეგმა
თქვა:
– რა საინტერესოა! არასოდეს ვყოფილვარ აქ.
ფრედიმ მოწყალედ გაიღიმა. მოეწონა ლამაზი ქალიშვილი. შე-
საძლოა ისე ძალიან არა, როგორც სხვა რაღაცები მოსწონდა, მაგ-
რამ მაინც...
– სამწუხარო ამბავი მოხდა მაშინ იორკშირში, – თქვა მან, – უც-
ნაურია, რომ ექიმი მოწამლეს. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლ-
მე – ექიმები წამლავენ სხვებს, – დეიკრესმა საკუთარ ხუმრობაზე
გადაიხარხარა და კიდევ ერთი ვარდისფერი ჯინი შეუკვეთა.
– საინტერესო აზრი გამოთქვით, – შეაქო ეგმა, – არასოდეს დავ-
ფიქრებულვარ ამაზე.
– მე მხოლოდ ვიხუმრე, – თქვა ფრედი დეიკრესმა.
– ისე, მართლა უცნაურია, არა? – ჩაილაპარაკა ეგმა, – როდე-
საც ერთმანეთს ვხვდებით, აუცილებლად ვიღაც კვდება.
– დიახ, ცოტა უცნაურია, – დაეთანხმა კაპიტანი დეიკრესი, – იმ
მოხუც ღვთისმსახურს გულისხმობთ... რა ჰქვია. მსახიობის სახლში
რომ გარდაიცვალა?
– დიახ. ძალზე უცნაური იყო მისი უეცარი სიკვდილი.
– საშინელი შეგრძნებაა, – თქვა დეიკრესმა, – როდესაც შენ
გვერდით ასე მიყოლებით კვდება ხალხი, უნებურად აგეკვიატება სა-
ძაგელი აზრი, რომ შემდეგი შენ იქნები, და ტანში ჟრუანტელი დაგი-
ვლის.
– თქვენ, მგონი, ჯერ კიდევ ჯილინგიდან იცნობდით მისტერ ბე-
ბინგტონს.
– არ ვიცი, ეს რა ადგილია. არც ის მოხუცი მინახავს ოდესმე. სა-
ინტერესოა, რომ მანაც სთრეინჯივით გაფშიკა ფეხები. ნეტავი ისიც

153
ხომ არ მოწამლეს?
– ასე ფიქრობთ?
დეიკრესმა თავი გადააქნია.
– შეუძლებელია, – განაცხადა გადაჭრით, – პასტორებს არ კლა-
ვენ. აი, ექიმი სულ სხვაა.
– დიახ, ექიმი სხვაა, – თქვა ეგმა.
– რა თქმა უნდა. ექიმები ეშმაკები არიან. ყველაფერში ცხვირს
ყოფენ, – დეიკრესს ცოტათი ებორკებოდა ენა. ის წინ გადაიხარა, –
ისინი სხვისი ცხოვრებით ერთობიან. დიდ ძალაუფლებას ფლობენ.
ეს დაუშვებელია.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.
– ხომ გიხსნით, ჩემო კარგო! გამოკეტავენ კაცს და ნამდვილ ჯო-
ჯოხეთს მოუწყობენ – აი, რას ვგულისხმობ. ღმერთო, რა სასტიკი
ხალხია! გამოკეტავენ და არ მისცემენ იმას, რაც მას სჭირდება...
როგორც არ უნდა შეეხვეწოთ და შეევედროთ. ფეხებზე კიდიათ, რო-
გორ იტანჯებით. ესეც თქვენი ექიმები. ვიცი, რასაც გეუბნებით.
კაცს ტკივილისგან სახე დაეღრიჯა. მისი პატარა თვალის გუგები
ქალიშვილის მიღმა იყურებოდა.
– გიმეორებთ, ეს ჯოჯოხეთია... ჯოჯოხეთი. ისინი კი მკურნალო-
ბას ეძახიან! ვითომ კეთილშობილურად იქცევიან. ღორები!
– სერ ბართოლომიუ სთრეინჯი... – ფრთხილად დაიწყო ეგმა.
დეიკრესმა გააწყვეტინა:
– სერ ბართოლომიუ სთრეინჯი! სერ ბართოლომიუ მატყუარა!
მაინტერესებს, რა ხდება მის ძვირფას სანატორიუმში. ნერვული და-
ავადებებიო... ამას ისინი ამბობენ, შენ კი შიგნით ხარ და გამოსვლ-
ას ვერ ახერხებ. ამბობენ, თავისი ნებით მოვიდაო. თავისი ნებით!
გტაცებენ ხელს, როცა თეთრი ცხელება გჭირს და ვეღარ აზროვნებ.
კაცი აცახცახდა. შემდეგ უეცრად მოდუნდა და ბოდიშის კილოთი
ჩაილაპარაკა:
– მგონი, მოვიშალე. სულ მოვიშალე.
მან ოფიციანტს მოუხმო და დაიჟინა, რომ ეგს კიდევ დაელია.
როდესაც ქალიშვილმა უარი უთხრა, თავისთვის შეუკვეთა სასმელი

154
– ასე ჯობია, – თქვა და ჭიქა დაცალა, – ნერვები დავიწყნარე. ცუ-
დია, როცა ნერვები გღალატობს ადამიანს. სინტია არ უნდა გავაბ-
რაზო. მითხრა, ბევრი არ ილაპარაკოო, – დეიკრესმა რამდენჯერმე
დააქნია თავი, – პოლიციამ არ უნდა გაიგოს... თორემ იფიქრებენ,
რომ მე მოვუღე ბოლო ბებერ სთრეინჯს. ჰა? ხვდებით, არა? ვიღაცამ
ხომ მოკლა? ალბათ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა. საინტერესო აზრია.
რომელმა ჩვენგანმა? საკითხავი აი, ეს არის.
– იქნებ თქვენ იცით? – თქვა ეგმა.
– რას ამბობთ, მე საიდან უნდა ვიცოდე? – დეიკრესმა ბრაზიანად
და ეჭვნეულად შეხედა ქალიშვილს, – მე არაფერი ვიცი. არ ვაპი-
რებდი დათანხმებას იმ წყეულ „მკურნალობაზე“, მიუხედავად იმისა,
თუ რას ამბობს სინტია. მან რაღაც ჩაიფიქრა – ორივემ ჩაიფიქრა
რაღაც, მაგრამ მე ვერ მომატყუეს, – დეიკრესი მხრებში გაიშალა, –
ძლიერი ადამიანი ვარ, მის ლიტონ გორ.
– ეჭვი არ მეპარება, – უთხრა ეგმა, – მითხარით, რამე ხომ არ
იცით მისის დე რაშბრიჯერზე, რომელიც იმ სანატორიუმში იმყოფე-
ბა?
– რაშბრიჯერზე? რაშბრიჯერი. ბებერი სთრეინჯი რაღაცას ამბო-
ბდა მასზე. არა, ვერ ვიხსენებ.
დეიკრესმა ამოიოხრა და თავი დააქნია.
– მეხსიერება მღალატობს – აი, რა ხდება. მტრები მყავს, ბევრი
მტერი. ისინი შესაძლოა ახლაც მითვალთვალებენ, – მან მოუსვენ-
რად მიმოიხედა და მაგიდაზე გადაიხარა ეგისკენ, – რას აკეთებდა
ის ქალი ჩემს ოთახში იმ დღეს?
– რომელი ქალი?
– კურდღლისსახიანი ქალი. პიესებს რომ წერს. ეს მომდევნო დი-
ლას მოხდა... მას შემდეგ, რაც ის მოკვდა. საუზმის შემდეგ მაღლა
ავდიოდი, ის კი ჩემი ოთახიდან გამოვიდა და დამინახა თუ არა, დე-
რეფანს გაუყვა მოახლეების ოთახებისკენ. უცნაურია, არა? რა უნ-
დოდა იქ? რამეს ეძებდა? – დეიკრესი კვლავ წინ გადაიხარა, – თუ
ფიქრობთ, რომ სინტია სიმართლეს ამბობს?
– მერედა, რას ამბობს მისის დეიკრესი?

155
– ამბობს, რომ ეს მომეჩვენა, რომ ჰალუცინაცია მჭირს, – კაცმა
დამნაშავესავით გაიღიმა, – იცით, ზოგჯერ მართლაც მემართება...
ვარდისფერი თაგვები, გველები და მისთანები. მაგრამ ქალი არა-
სოდეს მომჩვენებია. მე მართლა დავინახე ის. საეჭვო ვინმეა. საში-
ნელი თვალები აქვს – თითქოს ყველაფერს ხედავს შენში.
დეიკრესი რბილ დივანზე გადაწვა. ეგმა გაიფიქრა, თვლემა მო-
ერიაო, და წამოდგა.
– უნდა წავიდე. დიდი მადლობა, კაპიტანო დეიკრეს.
– მადლობას ნუ მიხდით. მეც მესიამოვნა... ძალიან მესიამოვ-
ნა... – კაცი გაჩუმდა.
„ჯობია წავიდე, სანამ საბოლოოდ არ გათიშულა“, – გაიფიქრა
ეგმა.
ის თამბაქოს კვამლით გაჟღენთილი ოთახიდან საღამოს სიგრი-
ლეში გავიდა.
ბეატრისმა, მოახლემ, თქვა, რომ მის უილსი ყველგან დაძვრებ-
ოდა და ყველას უთვალთვალებდა. ფრედი დეიკრესმაც იგივე გაი-
მეორა. რას ეძებდა მის უილსი? რა იპოვა? იქნებ მის უილსმა რაღაც
იცოდა?
რა იმალებოდა სერ ბართოლომიუ სთრეინჯზე დეიკრესის უთავ-
ბოლო მონათხრობის მიღმა? ნუთუ ფრედი დეიკრესს გულის სიღ-
რმეში ეშინოდა მისი. იქნებ კიდეც სძულდა?
ეს შესაძლებელი იყო.
მაგრამ მის სიტყვებში მინიშნებაც არ ყოფილა რამე კავშირზე ბე-
ბინგტონის სიკვდილთან.
„უცნაური იქნება, – გაიფიქრა მან, – თუ აღმოჩნდება, რომ ის არ
მოუკლავთ“.
უეცრად კინაღამ სუნთქვა შეეკრა – რამდენიმე ფუტის დაშორე-
ბით დახლზე გაზეთი იდო, რომლის პირველ გვერდზე დიდი ასოე-
ბით ეწერა:
„ექსჰუმაცია კორნუოლში – შედეგი“
სწრაფად გადაიხადა პენი და ხელი სტაცა გაზეთს. ამ დროს ქალს
შეეჯახა, რომელიც იმავეს აკეთებდა. ეგმა მოუბოდიშა და მასში სერ

156
ჩარლზის მდივანი, მარჯვე მის მილრეი ამოიცნო.
გვერდიგვერდ იდგნენ და სტატიას კითხულობდნენ. „ექსჰუმაცია
კორნუოლში – შედეგი“.
ეგის თვალწინ სიტყვები დახტოდნენ. შინაგანი ორგანოების ანა-
ლიზი. ნიკოტინი
– მაშასადამე, მოკლეს, – ჩაილაპარაკა ეგმა.
– ო. ღმერთო, – თქვა მის მილრეიმ, – ეს საშინელებაა... საშინე-
ლება...
ქალს თავზარდაცემა აღბეჭდოდა შეუხედავ სახეზე. ეგი გაოცებ-
ით მიაჩერდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ სერ ჩარლზის მდივნის-
თვის უცხო იყო ადამიანური გრძნობები.
– ძალზე დამამწუხრა ამ ამბავმა, – აუხსნა მის მილრეიმ, – საქმე
ის არის, რომ მისი მთელი ცხოვრება ვიცი.
– მისტერ ბებინგტონს გულისხმობთ?
– დიახ. იცით, დედაჩემი ჯილინგში ცხოვრობდა, როდესაც ის იქ
ვიკარიუსად მსახურობდა. ბუნებრივია, ამან დამამწუხრა.
– ოჰ, რა თქმა უნდა.
– ახლა კი არ ვიცი, როგორ მოვიქცე, – მის მილრეიმ ეგის გა-
ოცებული მზერა შეამჩნია, ოდნავ გაწითლდა და სწრაფად დაამატა,
– მინდოდა, მისის ბებინგტონისთვის მიმეწერა, მაგრამ ვშიშობ, ეს
არც ისე... არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ეგი ვერ მიხვდა, რისი თქმა სურდა მის მილრეის.

157
ენჯელა სატკლიფი

– ახლა კი მითხარით, მეგობარი ხართ თუ მაძებარი? ეს უნდა ვი-


ცოდე.
მის სატკლიფმა დამცინავად დააკვესა თვალები. სკამზე იჯდა.
ფეხი ფეხზე გადაედო. აკურატულად დაევარცხნა ჭაღარაშერეული
თმა. მისტერ სატერთუეითს უნებურად მოსწყვიტა მზერა ქალის კოხ-
ტა ფეხის ტერფებმა. მის სატკლიფის მომხიბვლელობას ძირითადად
ის განაპირობებდა, რომ იშვიათად აღიქვამდა რამეს სერიოზულად.
– განა ეს თავაზიანი შეკითხვაა სტუმრისთვის?– კითხვა შეუბრუ-
ნა მისტერ სატერთუეითმა.
– რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. უნდა ვიცოდე, როგორც ფრანგები
ამბობენ, ჩემი მშვენიერი თვალების სანახავად მოხვედით თუ საძა-
გელი ადამიანი ხართ და თავი უნდა მომაბეზროთ მკვლელობებზე
შეკითხვებით.
– ნუთუ შეგიძლიათ ეჭვი შეიტანოთ იმაში, რომ პირველი ვარი-
ანტია სწორი? – ჰკითხა მისტერ სატერთუეითმა და ოდნავ დაუკრა
თავი.
– შემიძლია და ასეც ვიქცევი, – ენერგიულად განაცხადა მსახი-
ობმა, – ერთ-ერთი ხართ იმ ადამიანთაგან, რომელიც თითქოს ბუზს
არავის აუფრენს, სინამდვილეში კი სისხლმოწყურებულია.
– არა, არა!
– დიახ, დიახ! ოღონდ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, შეურაცხყოფად
მივიღო თუ ქათინაურად ის, რომ პოტენციურ მკვლელად მთვლიან.
ალბათ, უფრო ქათინაურად. მან ოდნავ გვერდზე გადახარა თავი და
მომხიბლავად გაიღიმა, რაც ყოველთვის ამართლებდა.
„რა მშვენიერებაა“, – გაიფიქრა მისტერ სატერთუეითმა და
თქვა: – ძვირფასო ლედი, გამოგიტყდებით, რომ ძალზე დამაინტერ-

158
ესა სერ ბართოლომიუ სთრეინჯის სიკვდილმა. შესაძლოა იცით,
რომ უწინ მსგავს საქმეებს ვიძიებდი.
ის შეყოვნდა იმ იმედით, რომ მის სატკლიფი რამეს იტყოდა მის
საქმიანობაზე, მაგრამ ქალმა მხოლოდ ჰკითხა:
– მითხარით, არის თუ არა რამე მნიშვნელოვანი იმ ქალიშვილის
სიტყვებში?
– რომელი ქალიშვილის რომელ სიტყვებში?
– ლიტონ გორის ქალიშვილის. აი ის, ჩარლზით რომ მოიხიბლა
(არამზადა ჩარლზი – მაინც მიაღწია ამას!), ფიქრობს, რომ საყვარე-
ლი მოხუცი პასტორიც მოკლეს.
– თქვენ რას ფიქრობთ?
– ორივე შემთხვევა ძალიან ჰგავს ერთმანეთს... საკმაოდ ჭკვი-
ანი ქალიშვილია. თქვენი აზრით, სერ ჩარლზი სერიოზულად არის
გატაცებული?
– ვფიქრობ, თქვენი აზრი უფრო ფასეულია ამ საკითხში.
– როგორი მოსაწყენი ხართ თქვენი სიფრთხილით! – შესძახა
მის სატკლიფმა, – მე კი პირიქით, ძალზე თავშეუკავებელი ვარ, –
მან ამოიოხრა, – კარგად ვიცნობ სერ ჩარლზს... საერთოდ, კაცებს,
– ქალმა წამწამებს ქვემოდან გახედა მისტერ სატერთუეითს, – მგო-
ნი, დადინჯებას აპირებს. ახლა მის გარშემო სათნოების შარავანდე-
დია. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ის რეკორდულად მოკლე ხანში
შექმნის ოჯახს. როგორი მოსაწყენი ხდებიან კაცები, როცა დადინ-
ჯებას გადაწყვეტენ! მთელ მომხიბვლელობას კარგავენ.
– ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის, რატომ აქამდე არ დაქორ-
წინდა სერ ჩარლზი-მეთქი, – ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა.
– არ უნდოდა და იმიტომ. ის სხვანაირი კაცია, მისი მომხიბვლე-
ლობის მიუხედავად, – მის სატკლიფმა კვლავ ამოიოხრა და როდე-
საც მისტერ სატერთუეითს შეხედა, თვალებში ნაპერწკლები გაუკ-
რთა, – ოდესღაც ჩვენ... რა საჭიროა იმის უარყოფა, რაც ყველამ
იცის? საუცხოო დრო იყო, ახლა კი საუკეთესო მეგობრები ვართ.
ალბათ, ამიტომაც მიყურებს ასე გააფთრებით პატარა ლიტონ გორი

159
– ეჭვობს, რომ კვლავაც ვგრძნობ tendresse19-ს ჩარლზის მიმართ.
ასეა? შესაძლოა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ დამიწერია მემუარე-
ბი ჩემი რომანების დეტალური აღწერით, როგორც ჩემი მეგობრე-
ბის უმეტესობამ გააკეთა. ასე რომ მოვქცეულიყავი, ქალიშვილს შო-
კი მოუვიდოდა. ძალზე ადვილია თანამედროვე ქალიშვილების შო-
კირება. დედამისი კი ოდნავაც არ გაოცდებოდა – რთულია ვიქტო-
რიანელი ქალების გაკვირვება. ისინი ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ
ყველაზე ცუდს ფიქრობენ…
– ვფიქრობ, მართალი ხართ, როცა ეჭვობთ, რომ ეგ ლიტონ გო-
რი არ გენდობათ, – ჩაურთო მისტერ სატერთუეითმა.
მის სატკლიფი მოიღუშა.
– დარწმუნებული არა ვარ, რომ ცოტას მაინც არ ვეჭვიანობ მას-
ზე... ჩვენ, ქალები, კატებს ვგავართ. ვკრუტუნებთ, ვკნავით, ვიკაწ-
რებით. – მას გაეცინა, – საინტერესოა, რატომ არ მოვიდა ჩარლზი
ჩემთან ამ საკითხზე შეკითხვების დასასმელად? ალბათ, დამნაშავე
ვგონივარ და ეჩოთირა... მისტერ სატერთუეით, თქვენი აზრით, დამ-
ნაშავე ვარ? – ის წამოდგა და ხელი გაუწოდა კაცს, – „მთელი არა-
ბეთის სურნელება ვერ გააქრობს სისხლის სუნს ამ პატარა ხელი-
დან“... – ის გაჩუმდა და დაამატა, – არა, არა ვარ ლედი მაკბეტი. ჩე-
მი სტიქია კომედიაა.
– და არც მოტივი ჩანს, – შენიშნა მისტერ სატერთუეითმა.
– მართალია. მომწონდა ბართოლომიუ სთრეინჯი. ჩვენ ვმეგობ-
რობდით. მიზეზი არ მქონდა, მისი სიკვდილი მნდომებოდა. მინდა
მონაწილეობა მივიღო მის მკვლელზე ნადირობაში. რით შემიძლია
თქვენი დახმარება?
– მის სატკლიფ, ალბათ, არაფერი დაგინახავთ ან გაგიგონიათ,
რაც ამ დანაშაულს უკავშირდება, ასეა?
– დიახ, არაფერი, რაც პოლიციისთვის არ მითქვამს. სტუმრები
ის-ის იყო მოვიდნენ უიკენდზე. სერ ბართოლომიუ პირველივე საღა-
მოს მოკვდა.

19
სინაზე (ფრ)

160
– რას იტყვით მსახურთუფროსზე?
– მისთვის თითქმის არ მიმიქცევია ყურადღება.
– რომელიმე სტუმარი ხომ არ იქცეოდა უჩვეულოდ?
– არა. თუმცა ის ყმაწვილი. რა ჰქვია? დიახ, მენდერსი მოვიდა
მოულოდნელად.
– სერ ბართოლომიუ სთრეინჯს ეს გაუკვირდა?
– ვფიქრობ, კი. სანამ სუფრას მივუსხდებოდით, მითხრა, რომ
უცნაურად მოეჩვენა ეს, „ჭიშკრის გატეხის ახალი მეთოდი“, რო-
გორც თვითონ უწოდა. „ოღონდ, – თქვა მან, – ამ ყმაწვილმა ჭიშკა-
რი კი არ გატეხა, კედელი მომინგრია“.
– სერ ბართოლომიუ კარგ ხასიათზე იყო?
– ძალიან კარგ ხასიათზე!
– იმ საიდუმლო გასასვლელზეც მითხარით, პოლიციასთან რომ
ახსენეთ.
– თუ არ ვცდები, ის ბიბლიოთეკიდან იწყება. სერ ბართოლომიუ
დამპირდა, რომ მაჩვენებდა, მაგრამ მოკვდა საბრალო.
– როგორ ჩამოვარდა ლაპარაკი ამ თემაზე?
– ჩვენ მის ბოლო შენაძენზე ვსაუბრობდით – მუხის ძველებურ
საწერ მაგიდაზე. ვკითხე, ხომ არ იყო მასში საიდუმლო უჯრა, და და-
ვამატე, ასეთი უჯრები ჩემი საიდუმლო გატაცებაა-მეთქი. „როგორც
ვიცი, არა, – მიპასუხა სერ ბართოლომიუმ, – სამაგიეროდ, სახლს
აქვს საიდუმლო გასასვლელი“.
– თავისი პაციენტი ხომ არ უხსენებია – ვინმე მისის დე რაშბრი-
ჯერი?
– არა.
– ხომ არ იცით რამე ჯილინგზე? ეს ადგილია კენტის საგრაფოში.
– ჯილინგი? ჯილინგი... არა, არა მგონია. რატომ მეკითხებით?
– თქვენ ხომ იცნობდით მისტერ ბებინგტონს?
– ვინ არის მისტერ ბებინგტონი?
– მამაკაცი, რომელიც მოკვდა ან მოკლეს „ყვავების ბუდეში“.
– აჰ, ღვთისმსახური? დამავიწყდა მისი სახელი. არა, მანამდე
არასოდეს მინახავს. ვინ გითხრათ, რომ ვიცნობდი?

161
– მან, ვინც უნდა იცოდეს, – თავხედურად განაცხადა მისტერ სა-
ტერთუეითმა.
მის სატკლიფი გამხიარულდა.
– ნუთუ ფიქრობენ, რომ რომანი მქონდა იმ მოხუც კაცთან? ცნო-
ბილია, რომ ზოგიერთ არქიდიაკონს ცელქობა უყვარს, ჰოდა, ვიკა-
რიუსი რატომ უნდა ჩამორჩეს მათ, არა? თუმცა ეს სხვა საქმეა და
საბრალო კაცს უღირს საქციელს ვერ დავწამებ. გიმეორებთ, მე ის
არასოდეს მინახავს.
მისტერ სატერთუეითი იძულებული გახდა, ამ განცხადებით დაკ-
მაყოფილებულიყო.

162
მიურიელ უილსი

სახლი №5 აფერქეთქართროუდზე, თუნინგში, შეუფერებელი


ჩანდა სატირიკოსი დრამატურგისთვის ოთახში, სადაც სერ ჩარლზი
შეიყვანეს, ფანჯრებზე ვარდისფერი ფარდები ეკიდა, ოქროწვიმას
ფრიზით დამშვენებულ შვრიისფერ კედლებზე უამრავი ფოტოსურა-
თი იყო, პატარა მაგიდებზე ეწყო ფაიფურის ძაღლები, გოფრირე-
ბულკაბიანი თოჯინის ქვეშ დამალული ტელეფონი და საეჭვო წარ-
მოშობის თითბრის ნაკეთობები, ვითომდა შორეული აღმოსავლე-
თიდან ჩამოტანილი, სინამდვილეში ბირმინგემში დამზადებული.
მის უილსი ისე უხმაუროდ შემოვიდა ოთახში, რომ სერ ჩარლზმა,
რომელიც დივანზე დადებულ სასაცილო, აწოწილ პიეროს ათვა-
ლიერებდა, მისი ნაბიჯების ხმა ვერ გაიგონა.
– გამარჯობა, სერ ჩარლზ, – თქვა მან წვრილი ხმით, – სასიამოვ-
ნოა თქვენი დანახვა.
სერ ჩარლზი მკვეთრად შეტრიალდა.
მის უილსს ეცვა ფაფუკი ჯემპრი, რომელიც ტომარასავით ჩამოჰ-
კიდებოდა მოუხეშავ ტანზე, და ლაქის მაღალქუსლიანი ფეხსაცმე-
ლი. გამხდარ ფეხებზე წინდები ოდნავ დანაოჭებოდა.
სერ ჩარლზმა ხელი ჩამოართვა ქალს, აიღო შეთავაზებული სი-
გარეტი და დივანზე დაჯდა პიეროს გვერდით. მის უილსი მის პირდა-
პირ მოკალათდა. მისი პენსნეს მინები ფანჯრიდან შემოსულ მზის
სხივებს ირეკლავდა.
– საოცარია, როგორ მომაგენით აქ, – თქვა მან, – დედაჩემი აღ-
ფრთოვანებული იქნება. აღმერთებს თეატრს, განსაკუთრებით რო-
მანტიკული პიესები მოსწონს. ხშირად ახსენებს იმ წარმოდგენას,
რომელშიც თქვენ პრინცს თამაშობთ უნივერსიტეტში. ძირითადად,

163
დღის სპექტაკლებს ესწრება და შოკოლადით იტკბარუნებს პირს.
აი, ასეთია.
– შესანიშნავია, – უთხრა სერ ჩარლზმა, – ვერ წარმოიდგენთ,
რა სასიამოვნოა, როცა ახსოვხართ. არადა, მაყურებელი მალე
ივიწყებს ყველაფერს.
– დედას ძალიან გაუხარდება თქვენი გაცნობა. ამას წინათ მის
სატკლიფი გვეწვია და ჯერაც ვერ მოსულა გონს.
– ენჯელა აქ იყო?
– დიახ. ის ჩემს პიესაში – „ლეკვი იცინის“ – თამაშობს.
– დიახ, წამიკითხავს მასზე, – თქვა სერ ჩარლზმა, – საკმაოდ სა-
ინტერესო სათაურია.
– მიხარია, რომ ასე ფიქრობთ. მის სატკლიფსაც მოსწონს. ეს ერ-
თგვარი თანამედროვე ვერსიაა საბავშვო ლექსისა: „ჰეი, დიდალ,
დიდალი, თეფშისა და კოვზის სკანდალი“. ცხადია, მთავარ როლს
მის სატკლიფი ასრულებს და ყველა მის დაკრულზე ცეკვავს. ეს არის
ჩანაფიქრი.
– კარგი იდეაა, – თქვა სერ ჩარლზმა, – თანამედროვე სამყაროც
ხომ უცნაურ საბავშვო ლექსს ჰგავს. ლეკვი კი ამ სასაცილო სცენას
უყურებს და იცინის, არა?
„ცხადია, ლეკვი – ეს ქალია, – გაუელვა თავში, – უყურებს და
იცინის“.
სინათლე მის უილსის პენსნეს აღარ ეცემოდა და სერ ჩარლზმა
მინების მიღმა ღია ცისფერი ჭკვიანი, გამჭრიახი თვალები დაინახა.
„ამ ქალს იუმორის საოცარი შეგრძნება აქვს“, – გაიფიქრა სერ
ჩარლზმა, ხმამაღლა კი თქვა:
– საინტერესოა, თუ გამოიცნობთ, რამ მომიყვანა აქ?
– რა თქმა უნდა, არამარტო მხოლოდ ჩემისთანა უბრალო ადა-
მიანის ნახვის სურვილმა, – ეშმაკურად მიუგო მის უილსმა და დამ-
ცინავად გაიღიმა.
სერ ჩარლზმა მყისვე შეამჩნია განსხვავება მის უილსის მეტყვე-
ლებასა და წერის სტილს შორის. ქალი გულთბილად, ცოტა ეშმაკუ-
რად ლაპარაკობდა და მახვილგონივრულად და ცინიკურად წერდა.

164
– სინამდვილეში, თქვენი ნახვის იდეა მისტერ სატერთუეითმა
მომაწოდა, – თქვა სერ ჩარლზმა, – რომელიც ფიქრობს, რომ კარ-
გად ერკვევა ადამიანებში.
– დიახ, მართლაც ძალზე კარგად ერკვევა ადამიანებში, – განაც-
ხადა მის უილსმა, – ვიტყოდი, რომ ეს მისი გატაცება უფროა.
– და მტკიცედ სჯერა, რომ თუ იმ საღამოს რამე ყურადსაღები მო-
ხდა მელფორტ-ებიში, თქვენ აუცილებლად შეამჩნევდით.
– ასე თქვა?
– დიახ.
– გამოგიტყდებით, იმ შემთხვევამ ძალზე დამაინტერესა, – ჩა-
ილაპარაკა მის უილსმა, – საქმე ის არის, რომ უწინ არასოდეს მინა-
ხავს მკვლელობა ასე ახლოდან. მწერალს ყველაფერი შეიძლება
გამოადგეს მასალად, არა?
– ჩემი აზრით, ეს საყოველთაოდ ცნობილი აქსიომაა.
– ჰოდა, მეც ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა.
„ყველგან დაძვრებოდა და უთვალთვალებდა, როგორც ბეატ-
რისმა თქვა“, – გაიფიქრა სერ ჩარლზმა.
– სტუმრებსაც აკვირდებოდით.
– სტუმრებსაც ვაკვირდებოდი.
– მერედა რა შეამჩნიეთ?
პენსნე ოდნავ შეირხა.
– მნიშვნელოვანი ვერაფერი აღმოვაჩინე, წინააღმდეგ შემთხვე-
ვაში, ცხადია, პოლიციას შევატყობინებდი, – კანონმორჩილი მოქა-
ლაქის კილოთი განაცხადა მის უილსმა.
– თუმცა რაღაც მაინც შეამჩნიეთ.
– მე ყოველთვის ყველაფერს ვამჩნევ. ასეთი ვარ. ამას არაფერი
ეშველება, – თქვა ქალმა და გაეცინა.
– შეამჩნიეთ... რა?
– ოჰ, არაფერი... ანუ... არაფერი ისეთი, რასაც თქვენ ღირე-
ბულს უწოდებთ, სერ ჩარლზ. უბრალოდ, ადამიანთა ხასიათის წვრ-
ილმანები. ადამიანზე დაკვირვება უაღრესად საინტერესო საქმია-
ნობაა. ისინი ძალზე ტიპურები არიან, ხვდებით?

165
– ტიპურები? რაში გამოიხატება მათი ტიპურობა?
– ხასიათში. ოჰ, არ შემიძლია ახსნა. ეს ყოველთვის სულელუ-
რად გამომდის.
მის უილსმა კვლავ ჩაიცინა.
– თქვენი კალამი თქვენს ენაზე უფრო მომაკვდინებელია, – ღი-
მილით უთხრა სერ ჩარლზმა.
– არა მგონია, სერ ჩარლზ, ქათინაური იყოს სიტყვა „მომაკვდი-
ნებელი“.
– ძვირფასო მის უილს, აღიარეთ, რომ ძალზე შეუბრალებელი
ხართ, როცა კალამი გიჭირავთ ხელში.
– მე კი ვფიქრობ, სერ ჩარლზ, რომ აუტანელი ხართ. სწორედ
თქვენ მექცევით ძალზე შეუბრალებლად.
„როგორმე თავი უნდა დავაღწიო ამ ორმხრივი ხუმრობის ჭა-
ობს“, – გაიფიქრა კარტრაიტმა.
– მაშასადამე, კონკრეტული ვერაფერი შეამჩნიეთ, მის უილს?
– არა, ასე არ ვიტყოდი. სულ მცირე, ერთი რაღაც მაინც. დიახ,
რაღაც შევამჩნიე და პოლიციისთვის უნდა შემეტყობინებინა, მაგ-
რამ დამავიწყდა.
– კერძოდ, რა?
−მსახურთუფროსი. მას მოწითალო ხალი ჰქონდა მარცხენა მა-
ჯაზე. მაშინ მოვკარი თვალი, როცა ბოსტნეულის კერძი მომიტანა.
ვფიქრობ, ეს შესაძლოა სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდეს.
– ძალზე სასარგებლო. პოლიცია ძალ-ღონეს არ იშურებს ელი-
სის მისაგნებად. მართლა შესანიშნავი ქალი ხართ, მის უილს. ეს ვე-
რცერთმა მსახურმა თუ სტუმარმა ვერ შეამჩნია.
– ადამიანთა უმეტესობა იშვიათად იყენებს თვალებს, არ მეთან-
ხმებით? – იკითხა მის უილსმა.
– რა ადგილას იყო ხალი? რა ზომის?
– თუკი თქვენს მაჯას მიჩვენებთ... – სერ ჩარლზმა ხელი გაუწ-
ვდინა, – გმადლობ. აი, აქ იყო, – მის უილსმა უყოყმანოდ დაადო
თითი მაჯის ერთ-ერთ წერტილს, – ზომით ექვსპენსიანს, ფორმით კი
ავსტრალიას ჰგავდა.

166
– გმადლობ. ძალზე მკაფიოდ აღმიწერეთ, – სერ ჩარლზმა ხელი
უკან წაიღო და მანჟეტი ჩამოუშვა.
– თქვენი აზრით, ეს უნდა დავწერო და პოლიციას შევატყობინო?
– ცხადია. უაღრესად მნიშვნელოვანი მონაცემია ადამიანის მო-
საძებნად. დალახვროს ეშმაკმა, – განაგრძო მან, – დეტექტიურ რო-
მანებში ბოროტმოქმედს ყოველთვის აქვს ამოსაცნობი ნიშანი. სწო-
რედ ახლა გავიფიქრე, როგორ ჩამორჩება რეალური ცხოვრება ლი-
ტერატურულს-მეთქი
– მოთხრობებში ეს, როგორც წესი, ნაიარევია, – ჩაილაპარაკა
მის უილსმა.
– ხალსაც არა უშავს, – თქვა პატარა ბიჭივით კმაყოფილმა სერ
ჩარლზმა, – პრობლემა ის არის, რომ ადამიანთა უმეტესობას არაფ-
რით გამორჩეული გარეგნობა აქვს. მათში არაფერია, რაც თვალში
მოგხვდებათ.
მის უილსმა კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო.
– მაგალითად, მოხუცი ბებინგტონი, – კვლავ განაგრძო სერ ჩა-
რლზმა, – ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომ ვერაფერს გაიხსენებ.
– მას ძალზე დამახასიათებელი ხელები ჰქონდა, – არ დაეთან-
ხმა მის უილსი, – ისეთი, რომლებსაც „მეცნიერის ხელებს“ ვუწოდ-
ებ. ართრიტით ოდნავ დაზიანებული, მაგრამ ნატიფი თითები და
ლამაზი ფრჩხილები.
– როგორი დაკვირვებული ხართ. აჰ, გასაგებია… თქვენ ხომ უწი-
ნაც იცნობდით მას.
– მისტერ ბებინგტონს ვიცნობდი?
– დიახ. მახსოვს, თვითონ მითხრა, ოღონდ ვერ ვიხსენებ, სად და
როდის.
მის უილსმა ენერგიულად გადააქნია თავი.
– არა, ალბათ, ვიღაცაში აგერიეთ... ან მისტერ ბებინგტონს შე-
ეშალა. არასოდეს შევხვედრივარ მას უწინ.
– დიახ, ალბათ, ასეა. მეგონა... ჯილინგში
სერ ჩარლზმა დაჟინებით შეხედა მის უილსს. ქალს ნაკვთი არ შე-
სტოკებია სახეზე.

167
– არა, – გაიმეორა მან.
– მის უილს, არასოდეს გიფიქრიათ, რომ შესაძლოა ისიც მოკ-
ლეს?
– ვიცი, რომ თქვენ და მის ლიტონ გორი ასე ფიქრობთ... ყოველ
შემთხვევაში, თქვენ მაინც.
– ე-ე... მერედა, რას ფიქრობთ ამაზე?
– ეს ნაკლებად სავარაუდოა, – თქვა მის უილსმა.
სერ ჩარლზი გააოცა მის უილსის ინტერესის უქონლობამ ამ სა-
კითხის მიმართ, ამიტომ სხვა გზა აირჩია:
– სერ ბართოლომიუს არასოდეს უხსენებია მისის დე რაშბრიჯე-
რი?
– არა, არა მგონია.
– ის მისი პაციენტი იყო სანატორიუმში. მეხსიერება დაკარგა
ნერვული აშლილობის შედეგად.
– ერთხელ ახსენა მეხსიერების დაკარგვის შემთხვევა, – თქვა
მის უილსმა, – თქვა, რომ შესაძლებელია პაციენტის დაჰიპნოზება
და მისთვის მეხსიერების დაბრუნება.
– მართლა? საინტერესოა, უკავშირდება თუ არა ეს ამ საქმეს.
სერ ჩარლზი მოიღუშა და ჩაფიქრდა. მის უილსი დუმდა.
– კიდევ ხომ არ შეგიძლიათ რამე თქვათ რომელიმე სტუმარზე?
მის უილსი თითქოს ოდნავ შეყოყმანდა.
– არა.
– მისის დეიკრესზე? კაპიტან დეიკრესზე? მის სატკლიფზე? მის-
ტერ მენდერსზე?
სერ ჩარლზი ყურადღებით აკვირდებოდა თანამოსაუბრეს ამ სა-
ხელების ჩამოთვლისას. წამით მოეჩვენა, რომ პენსნეს მინების მიღ-
მა თვალებმა გაიბრწყინეს, თუმცა დარწმუნებული არ იყო.
– სერ ჩარლზ, ვშიშობ, მეტს ვერაფერს გეტყვით.
– რა გაეწყობა, – თქვა სერ ჩარლზმა და წამოდგა, – სატერთუე-
ითს იმედი გაუცრუვდება.
– ძალიან ვწუხვარ, – ცივად განაცხადა მის უილსმა.
– მეც ვწუხვარ, რომ შეგაწუხეთ. ალბათ, წერდით.

168
– გამოიცანით, მართლა ვწერდი.
– მორიგ პიესას?
– დიახ. რომ არ დაგიმალოთ, ვფიქრობდი, მელფორტ-ებიში გა-
მართულ წვეულებაზე მყოფთაგან ზოგიერთი პერსონაჟად გამომე-
ყენებინა.
– არ გეშინიათ, რომ ცილისწამებაში დაგადანაშაულებენ?
– საშიში არაფერია, სერ ჩარლზ. ჩემი აზრით, ადამიანები ვერა-
სოდეს ცნობენ თავის თავს სცენაზე ან წიგნში, – მის უილსმა ჩაიცი-
ნა, – თუკი ავტორი, როგორც თქვენ თქვით, მართლა შეუბრალებე-
ლია.
– მაშასადამე, თქვენი აზრით, ჩვენ გადაჭარბებით ვაფასებთ
ჩვენს ღირსებებს და ამიტომ ვერ ვცნობთ ჩვენს თავს, თუ პორტრეტი
საკმაოდ უხეშად და სამართლიანად არის დახატული. ოდნავაც არ
შევმცდარვარ, მის უილს – თქვენ სასტიკი და შეუბრალებელი ხართ.
მის უილსს გაეცინა.
– ნუ გეშინიათ, სერ ჩარლზ. ქალები იშვიათად იჩენენ სისასტი-
კეს კაცებთან – მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. სამაგი-
ეროდ, სხვა ქალებს არ უნდა ჰქონდეთ შებრალების იმედი.
– იმის თქმა გსურთ, რომ რომელიღაც საბრალო ქალს გაუყა-
რეთ ანალიზური დანა? რომელ მათგანს? მგონი, ვხვდები. თქვენი
სქესის წარმომადგენლებს სინტია არ მოსწონთ.
მის უილსმა არაფერი თქვა – მხოლოდ იღიმებოდა. კატასავით.
– თვითონ წერთ თქვენს პიესებს თუ ვინმეს კარნახობთ?
– თვითონ ვწერ, შემდეგ კი დასაბეჭდად ვგზავნი.
– მდივანი გჭირდებათ.
– შესაძლოა. კვლავ თქვენთან მუშაობს ის ჭკვიანი მის... მის
მილრეი? ასეა?
– დიახ. მის მილრეი დროებით გაემგზავრა სოფელში დედის-
თვის მისახედად, მაგრამ უკვე დაბრუნდა. ძალზე კომპეტენტური ქა-
ლია.
– მეც ასე ვფიქრობდი. როგორც ჩანს, ცოტა იმპულსურია.
– იმპულსური? მის მილრეი?

169
სერ ჩარლზი თანამოსაუბრეს მიაჩერდა. არასოდეს მოსვლია
თავში ეს აზრი.
– შესაძლოა – მხოლოდ იშვიათად, – დააზუსტა მის უილსმა.
სერ ჩარლზმა თავი გადააქნია.
– მის მილრეი სრულყოფილი რობოტია. ნახვამდის, მის უილს.
მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. არ დაგავიწყდეთ, პოლიციას ხალზე შე-
ატყობინოთ.
– ხალი მსახურთუფროსის მარჯვენა მაჯაზე? არ დამავიწყდება.
– აბა, ნახვამდის... მოითმინეთ! მარჯვენა მაჯაზე? ცოტა ხნის წი-
ნათ ხომ მარცხენა მაჯა ახსენეთ?
– მართლა? რა სულელი ვარ.
– მაშ, მარჯვენა იყო თუ მარცხენა?
მის უილსი მოიღუშა და თვალები მილულა.
– დამაცადეთ, უნდა დავფიქრდე... მაგიდასთან ვიჯექი, ის კი...
სერ ჩარლზ, შეგიძლიათ ის სპილენძის თეფში გადმომცეთ? ვითომ
მასზე ბოსტნეულია... მარცხენა მხრიდან.
სერ ჩარლზმა მითითებული საოცრად უშნო თეფში აიღო და
ქალს გაუწოდა.
– კომბოსტო, მადამ?
– გმადლობ, – თქვა მის უილსმა, – ახლა ეჭვი არ მეპარება, მარ-
ცხენა მაჯა იყო, როგორც თავიდან ვთქვი. ნამდვილი სულელი ვარ.
– არა, არა, – უთხრა სერ ჩარლზმა, – ადამიანებს ხშირად ერე-
ვათ მარჯვენა და მარცხენა.
ის მესამედ დაემშვიდობა მასპინძელს.
როდესაც კარი უნდა გაეხურა, უკან მიიხედა. მის უილსი მას არ
უყურებდა. იქ იდგა, სადაც დატოვა. ცეცხლს მისჩერებოდა. სახეზე
ღვარძლიანი ღიმილი აღბეჭდოდა. სერ ჩარლზი გაოცდა.
„ამ ქალმა რაღაც იცის, – გაიფიქრა მან, – ვფიცავ, რაღაც იცის
და არ იტყვის... ნეტავი რა იცის?“

170
ოლივენ მენდენსი

კომპანია „შპეიერი და როსის“ ოფისში მისტერ სატერთუეითმა


მისტერ ოლივერ მენდერსი იკითხა და თავისი სავიზიტო ბარათი გა-
უგზავნა.
მალე პატარა ოთახამდე მიაცილეს, სადაც ოლივერი საწერ მა-
გიდასთან იჯდა.
ახალგაზრდა კაცი წამოდგა და სტუმარს ხელი ჩამოართვა.
– კარგია, რომ მომძებნეთ, სერ, – თქვა მან.
მის კილოში კი იგულისხმებოდა:
„იძულებული ვარ, ასე მოვიქცე, თუმცა არაფერში მჭირდებით“.
მაგრამ მისტერ სატერთუეითის თავიდან მოცილება არც ისე ად-
ვილი იყო. ის დაჯდა, ჩაფიქრებული სახით მოიხოცა ცხვირი, ოლი-
ვერს ცხვირსახოცის ზემოდან მიაჩერდა და ჰკითხა:
– გაიგეთ ახალი ამბავი?
– ფინანსურ ვითარებას გულისხმობთ? დიახ, დღეს დოლარი...
– დოლარს კი არა, სიკვდილს ვგულისხმობ, – თქვა მისტერ სა-
ტერთუეითმა, – ექსჰუმაციის შედეგს ლუმაუთში. ბებინგტონი მო-
წამლეს – ნიკოტინით.
– აჰ, დიახ, დიახ... წავიკითხე. ჩვენი დაუდგრომელი ეგი კმაყო-
ფილი იქნება. ყოველთვის აცხადებდა, რომ ეს მკვლელობა იყო.
– მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ?
– არც ასეთი ტლანქი გემოვნება მაქვს. ბოლოს და ბოლოს, –
ოლივერმა მხრები აიჩეჩა, – მკვლელობა სასტიკი და არაარტისტუ-
ლი მოვლენაა.
– მკვლელობა ყოველთვის როდია არაარტისტული, – შენიშნა
მისტერ სატერთუეითმა.
– მართლა? შესაძლოა.

171
– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ჩაიდენს მკვლელობას. დარ-
წმუნებული ვარ, თქვენ ძალზე არტისტულად ჩაიდენდით მკვლელო-
ბას.
– გმადლობ ქათინაურისთვის, – თქვა ოლივერმა და გაიცინა.
– მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, ჩემო კარგო, ასე არ ვფიქრობ
თქვენს ინსცენირებულ ავარიაზე. როგორც ვიცი, პოლიციაშიც ამ
აზრზე არიან.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ იატაკზე კალმისტარი დავარ-
და.
– მაპატიეთ, – თქვა ოლივერმა, – ვერ გავიგე თქვენი ნათქვამი.
– თქვენს საკმაოდ არაარტისტულ წარმოდგენას ვგულისხმობ
მელფორტ-ებიში. მაინტერესებს, რატომ მოიქეცით ასე.
კვლავ ხანმოკლე სიჩუმე.
– იმის თქმა გსურთ, რომ პოლიციას ჩემზე აქვს ეჭვი? – იკითხა
ბოლოს ოლივერმა.
მისტერ სატერთუეითმა თავი დააქნია.
– თქვენი მოულოდნელი გამოჩენა სერ ბართოლომიუსთან საკ-
მაოდ საეჭვოდ გამოიყურება. არ მეთანხმებით? – თქვა მან, – თუმცა
შესაძლოა რამე დამაჯერებელი ახსნა გაქვთ.
– დიახ, მაქვს, – აუჩქარებლად მიუგო ოლივერმა, ოღონდ არ ვი-
ცი, დამაჯერებელია თუ არა.
– ნებას მომცემთ შევაფასო?
პაუზის შემდეგ ოლივერმა თქვა:
– მე იქ ისე მივედი... როგორც ვთქვი... როგორც სერ ბართოლო-
მიუმ შემომთავაზა.
– რა? – შესძახა გაოცებულმა მისტერ სატერთუეითმა.
– ცოტა უცნაურია, არა? მაგრამ ეს სიმართლეა. მან წერილი გა-
მომიგზავნა წინადადებით, რომ ავარიის ინსცენირება მომეწყო და
მისთვის მასპინძლობის გაწევა მეთხოვა, რომ მიზეზს ჯერ ვერ გა-
მიმხელდა – მოგვიანებით მეტყოდა, როდესაც ამის შესაძლებლობა
მიეცემოდა.
– მერედა გითხრათ?

172
– არა, ვერ შეძლო... ზედ სადილის წინ მივედი. ვერ დავიმარტო-
ხელე. სადილის დასასრულისთვის კი ის... მოკვდა.
ოლივერი გამოცოცხლდა. მუქ თვალებს არ აცილებდა მისტერ
სატერთუეითს – თითქოს მისი რეაქცია აინტერესებდა მოსმენილზე.
– წერილი შეინახეთ?
– არა, დავხიე და გადავაგდე.
– დასანანია, – ცივად ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა, –
პოლიციას კი არაფერი უთხარით?
– არა. გავიფიქრე, რომ ეს ფანტასტიკა ეგონებოდათ.
– ეს მართლა ფანტასტიკაა.
მისტერ სატერთუეითმა თავი გადააქნია. დაწერა თუ არა ბართო-
ლომიუ სთრეინჯმა ასეთი წერილი? მსგავსი საქციელი არ ახასია-
თებდა. წერილთან დაკავშირებული ამბავი იაფფასიან მელოდრა-
მას ჰგავდა, საღი აზრის საწინააღმდეგოს, რომლითაც ყოველთვის
გამოირჩეოდა ექიმი.
მისტერ სატერთუეითმა ახალგაზრდა კაცის გამომცდელი მზერა
დაიჭირა და გაიფიქრა: „აინტერესებს, დავიჯერე თუ არა მისი ნათ-
ქვამი“.
– სერ ბართოლომიუს საერთოდ არაფრით აუხსნია თავისი თხო-
ვნა? – იკითხა მან.
– არა.
– დაუჯერებელი ამბავია.
ოლივერი დუმდა.
– მაშასადამე, უბრალოდ, მისი თხოვნა შეასრულეთ?
ოლივერმა კვლავ მოწყენილი სახე მიიღო.
– დიახ. მისი შეთავაზება უჩვეულო იყო და რაღაც საინტერესოს
მპირდებოდა. ჰოდა, მეც დავინტერესდი.
– მითხარით, კიდევ ხომ არ მოხდა რამე?
– კიდევ? რას გულისხმობთ?
მისტერ სატერთუეითმა თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობ-
და – რაღაც გაუგებარი გრძნობა ამოძრავებდა.
– რამე ისეთი, რაც თქვენს სასარგებლოდ არ მეტყველებს

173
ოლივერი დუმდა, რაღაცას ფიქრობდა, შემდეგ მხრები აიჩეჩა.
– ალბათ, ჯობია ყველაფერი გულწრფელად ვაღიარო, – თქვა
მან, – არა მგონია, იმ ქალმა ენას კბილი დააჭიროს.
მისტერ სატერთუეითმა მენდერსს კითხვის გამომხატველი მზე-
რა მიაპყრო.
– სერ ბართოლომიუს სიკვდილის მომდევნო დილას, როდესაც
მის ენტონი ასტორს ველაპარაკებოდი, ჯიბიდან საფულე ამოვიღე,
იქიდან კი ფურცელი გადმოვარდა. მის ასტორმა აიღო და გამომი-
წოდა.
– მერე რა?
– სამწუხაროდ, სანამ მომცემდა, თვალი შეავლო. გაზეთის ამო-
ნაჭერი იყო – ნიკოტინზე... იმაზე, რომ ეს მომაკვდინებელი საწამ-
ლავია და ასე შემდეგ.
– რატომ დაინტერესდით ნიკოტინით?
– არ დავინტერესებულვარ. არც მახსოვს, როგორ ჩავიდე ის
ამონაჭერი საფულეში... რაღაც სისულელეა...
„ჰო-ო, ძალზე არადამაჯერებელია“, – გაიფიქრა მისტერ სატერ-
თუეითმა.
– მან, ალბათ, უკვე შეატყობინა ეს პოლიციას, – თქვა ოლივერ-
მა.
მისტერ სატერთუეითმა თავი გადააქნია.
– არა მგონია. ვფიქრობ, ის ისეთი ქალია, რომელსაც მოსწონს...
მოკლედ, ყველაფერს თავისთვის ინახავს. ინფორმაციას აგროვებს.
უეცრად ოლივერ მენდერსი წინ გადაიხარა.
– უდანაშაულო ვარ, სერ, სრულიად უდანაშაულო.
– მე არც მიფიქრია, რომ დამნაშავე ხართ, – დაუყვავა მისტერ
სატერთუეითმა.
– მაგრამ ვიღაცამ გააკეთა ეს... ვიღაცამ პოლიცია ჩემს კვალზე
დააყენა.
მისტერ სატერთუეითმა თავი გადააქნია.
– არა, არა.
– თუ ასეა, რატომ მოხვედით აქ დღეს?

174
– ნაწილობრივ, ჩემი... ე-ე... გამოძიების გამო, – მისტერსატერ-
თუეითი ცოტა მაღალფარდოვნად ლაპარაკობდა, – ნაწილობრივ,
ჩემი მეგობრის რჩევით.
– ვინ არის თქვენი მეგობარი?
– ერკიულ პუარო.
– აჰ, ის კაცი! – შესძახა ოლივერმა, – ნუთუ ინგლისში დაბრუნ-
და?
– დიახ.
– რატომ?
მისტერ სატერთუეითი წამოდგა.
– რატომ მიდის ძაღლი სანადიროდ? – იკითხა მან.
მოეწონა თავისი პასუხი და კმაყოფილი გავიდა ოთახიდან.

175
პუარო წვეულებას მართავს

ერკიულ პუარო სასტუმრო „რიცის“ მდიდრულ, თუმცა ცოტა უგე-


მოვნო ნომერში კომფორტულ სავარძელში იჯდა და ყურადღებით
ისმენდა თავისი მეგობრების მონათხრობს.
ეგი სავარძლის სახელურზე მოკალათებულიყო, სერ ჩარლზი
ბუხართან იდგა, მისტერ სატერთუეითი ოდნავ მოშორებით მდგარი
სავარძლიდან აკვირდებოდა დანარჩენებს.
– სრული მარცხი ფრონტის ყველა ხაზზე, – თქვა ეგმა.
პუარომ ნელა გადააქნია თავი.
– არა, არა, აჭარბებთ, – მიუგო მან, – დიახ, მისტერ ბებინგტო-
ნის საქმეში არ გაგიმართლათ. სამაგიეროდ, სხვა მნიშვნელოვანი
ინფორმაცია მოიპოვეთ.
– მის უილსი რაღაცას მალავს, – განაცხადა სერ ჩარლზმა, – გე-
ფიცებით, რაღაც იცის. არც კაპიტან დეიკრესს აქვს სუფთა სინდისი.
მისის დეიკრესს ძალიან სჭირდება ფული, სერ ბართოლომიუმ კი
მას მცირე თანხის შოვნის იმედიც გადაუწურა.
– რას ფიქრობთ ახალგაზრდა მენდერსის ამბავზე? – იკითხა მის-
ტერ სატერთუეითმა.
– უცნაურად მეჩვენება. სერ ბართოლომიუ სთრეინჯს მსგავსი
რამ არ ახასიათებდა.
– იმის თქმა გსურთ, რომ ეს ტყუილია? – ჯიქურ მიახალა სერ
ჩარლზმა.
– ტყუილის ბევრი სახეობა არსებობს, – თქვა ერკიულ პუარომ,
ორიოდე წუთს დუმდა, შემდეგ კი დაამატა, მაშ, მის უილსმა პიესა
დაწერა მის სატკლიფისთვის?
– დიახ. პრემიერა მომდევნო ოთხშაბათს გაიმართება.
– აჰა!

176
პუარო კვლავ გაჩუმდა.
– გვითხარით, ახლა როგორ მოვიქცეთ? – ჰკითხა ეგმა.
ტანდაბალმა კაცმა ქალიშვილს გაუღიმა.
– მხოლოდ ერთი რამე დაგვრჩა – ფიქრი.
– ფიქრი? – შესძახა აღშფოთებულმა ეგმა.
პუაროს სახე გაუნათდა.
– დიახ, სწორედ ფიქრი! ფიქრის დახმარებით ყველა პრობლე-
მას გადავწყვეტთ.
– სხვას ვერაფერს გავაკეთებთ?
– აქტიური მოქმედება გსურთ, მადმუაზელ? კი, ბატონო, გეტ-
ყვით, რა შეგიძლიათ. არსებობს ასეთი ადგილი ჯილინგი, სადაც
მისტერ ბებინგტონმა რამდენიმე წელი იცხოვრა. იქ შეაგროვეთ
ცნობები. თქვენ თქვით, რომ მის მილრეის დედა ჯილინგში ცხოვრ-
ობს და საწოლს არის მიჯაჭვული. ასეთმა ავადმყოფებმა, როგორც
წესი, ყველაფერი იციან, რაც ამქვეყნად ხდება. ყველაფერი ესმით
და არაფერი ავიწყდებათ. გაესაუბრეთ მას. ვინ იცის, იქნებ რამე გა-
ვიგოთ.
– თქვენ არაფრის გაკეთებას არ აპირებთ? – არ მოეშვა ეგი.
პუარომ ეშმაკურად შეხედა ქალიშვილს.
– დაჟინებით მოითხოვთ? Eh bien! იყოს ნება თქვენი, ოღონდ არ
მსურს აქედან წასვლა. აქ მშვენივრად ვგრძნობ თავს, მაგრამ გეტ-
ყვით, რას ვაპირებ: წვეულებას გავმართავ და შერით გავუმასპინძ-
ლდები სტუმრებს – ეს ხომ მოდაშია, არა?
– წვეულება შერით?
– Précisément, და მოვიწვევ მისის დეიკრესს, კაპიტან დეიკრესს,
მის სატკლიფს, მის უილსს, მისტერ მენდერსსა და თქვენს მომხიბ-
ლავ დედას, მადმუაზელ.
– და მე?
– ბუნებრივია, თქვენც... და აქ მყოფ კომპანიას.
– ვაშა! – შესძახა ეგმა, – მაგრამ მე ვერ მომატყუებთ, მესიე პუ-
არო. იმ წვეულებაზე რაღაც მოხდება, არა?
– ვნახავთ, – მიუგო პუარომ, – ოღონდ ძალზე ბევრის მოლოდი-

177
ნი ნუ გექნებათ, მადმუაზელ, ახლა კი მარტო დამტოვეთ სერ ჩარლ-
ზთან, ვინაიდან არის რამდენიმე საკითხი, რომელთა შესახებაც მი-
სი რჩევა მჭირდება.
სანამ ეგი და მისტერ სატერთუეითი იდგნენ და ლიფტს ელოდე-
ბოდნენ, ქალიშვილმა აღტაცებით თქვა:
– რა კარგია – ნამდვილი დეტექტიური რომანია. ყველა შეიკრი-
ბება, ის კი გვეტყვის, რომელმა მათგანმა ჩაიდინა ეს.
– საინტერესოა, – ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა.
წვეულება შერით ორშაბათ საღამოს ჩატარდა. მიწვევას ყველა
დათანხმდა. მომხიბვლელმა და თავშეუკავებელმა მის სატკლიფმა
მიიხედ-მოიხედა და მხიარულად გაიცინა.
– მესიე პუარო, ეს სასტუმრო ოთახი ობობას ქსელს ჰგავს. ჩვენ,
საბრალო პატარა ბუზები, მასში შემოვედით. დარწმუნებული ვარ,
საქმის ჩინებულ რეზიუმეს წარმოგვიდგენთ, შემდეგ კი უეცრად
თითს გამოიშვერთ ჩემკენ და იტყვით: „შენ ხარ, დედაკაცო“, და ყვე-
ლა ერთხმად შესძახებს: „მან ჩაიდინა ეს!“ მე ვტირი და ყველაფერს
ვაღიარებ, ვინაიდან ადვილად ვემორჩილები ჩაგონებას. ოჰ, მესიე
პუარო, თქვენ შიშს მგვრით.
– Quelle histoire! 20– გაიღიმა პუარომ. ის თავს დასტრიალებდა
გრაფინსა და ჭიქებს, – ეს, უბრალოდ, მეგობრული წვეულებაა, –
განაგრძო მან, შერით სავსე ჭიქა მის სატკლიფს მიაწოდა და თავი
დაუკრა, – არ ვილაპარაკებთ მკვლელობებზე, მოწამვლასა და სხვა
საშინელებებზე. Là, là! მოდი, ნუ გავიფუჭებთ ხასიათს.
პუარომ ჭიქა ამჯერად მის მილრეის გადასცა, რომელიც სერ
ჩარლზს ახლდა და მოღუშული სახით იდგა.
– Voilà! – შესძახა მან, როცა სასმელი ჩამოარიგა, – დავივიწ-
ყოთ ის სამწუხარო მიზეზი, რომლის გამოც პირველად შევხვდით
ერთმანეთს, და ვიმხიარულოთ, როგორც წვეულებას შეეფერება.

20
რას არ იტყვით (ფრ.)

178
ჭამეთ, სვით, გაერთეთ, ვინაიდან ხვალ მოვკვდებით. Ah, malheur21,
კვლავ ვახსენე სიკვდილი. მადამ, – პუარომ თავი დაუკრა მისის დე-
იკრესს, – ნება მიბოძეთ წარმატება გისურვოთ და ეს საუცხოო კაბა
მოგილოცოთ,
– თქვენ გაგიმარჯოთ, ეგ, – თქვა სერ ჩარლზმა.
– გაგიმარჯოთ, – თქვა ფრედი დეიკრესმა.
ყველამ რაღაც ჩაიბურტყუნა. ჰაერში ნაძალადევი მხიარულება
იგრძნობოდა. სტუმრები ცდილობდნენ, უდარდელი გამომეტყვე-
ლება მიეღოთ. მხოლოდ პუარო გამოიყურებოდა ბუნებრივად. ხა-
ლისიანად ლაპარაკობდა...
– მე შერი მირჩევნია კოქტეილს, ვისკის კი – ათასჯერ. Ah, quell
horreur22, ეს ვისკი. როდესაც ვისკის სვამ, გემოს შეგრძნებას კარ-
გავ. აი, დახვეწილი ფრანგული ღვინოების შესაფასებლად კი არ უნ-
და... ah, qu'est qu'il y a?23 – მას უცნაურმა ხმამ გააწყვეტინა სიტყვა
– თითქოს ვიღაც იხრჩობოდა. ყველამ სერ ჩარლზს შეხედა, რომე-
ლიც ფეხზე კი იდგა, თუმცა ქანაობდა, სახე მოღრეცოდა. უეცრად
ხელიდან გაუვარდა ჭიქა, რომელიც ხალიჩაზე დაეცა, თვითონ კი
ბრმასავით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და იატაკზე გაიშხლართა.
წამით შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ ენჯელა სატკლიფმა
შეჰყვირა, ეგი კი წინ გაიჭრა.
– ჩარლზ! – შესძახა მან, – ჩარლზ!
ის სერ ჩარლზთან მიახლოებას ცდილობდა, მაგრამ მისტერ სა-
ტერთუეითმა ფრთხილად ჩაავლო ხელი და არ გაუშვა.
– ო, ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა ლედი მერიმ, – ნუთუ კიდევ
ერთი!
– ისიც მოწამლეს! – დაიყვირა ენჯელა სატკლიფმა, – ეს საშინე-
ლებაა... ეს უკვე მეტისმეტია...

21
აჰ, სამწუხაროდ (ფრ.)
22
რა საშინელებაა (ფრ.)
23
რა არის? (ფრ.)

179
მოულოდნელად დივანზე დაეცა. უცნაურ ხმებს გამოსცემდა –
თან ტიროდა, თან იცინოდა.
მხოლოდ პუარო არ დაიბნა, მუხლებზე დაეშვა იატაკზე გარ-
თხმული მამაკაცის გვერდით. დანარჩენებმა უკან დაიხიეს, სანამ ის
სერ ჩარლზს სინჯავდა. ბოლოს პუარო წამოდგა, ანგარიშმიუცემ-
ლად დაიფერთხა შარვალი და თვალი მოავლო იქ მყოფთ. ყველა
დუმდა, მხოლოდ ენჯელა სატკლიფის ყრუ ქვითინი ისმოდა.
– მეგობრებო, – დაიწყო პუარომ.
მეტის თქმა ვერ მოასწრო, ვინაიდან ეგმა გააწყვეტინა:
– სულელი ხართ! – შესძახა მან, – გაბღენძილი პატარა სულე-
ლი! თავი მოგაქვთ, თითქოს დიდი მაძებარი ხართ და ყველაფერი
იცით. არადა, დაუშვით, რომ ეს მომხდარიყო. კიდევ ერთი მკვლე-
ლობა. თქვენს ცხვირწინ... ეს არ მოხდებოდა, რომ არ ჩარეულიყავ-
ით... თქვენ მოკალით ჩარლზი... თქვენ თქვენ თქვენ...
ეგი გაჩუმდა. ლაპარაკი აღარ შეეძლო.
სახემოღუშულმა პუარომ სევდიანად დააქნია თავი.
– მართალი ხართ, მადმუაზელ, და ვაღიარებ ამას. დიახ, მე მოვ-
კალი სერ ჩარლზი, მაგრამ მე განსაკუთრებული მკვლელი ვარ. მე
შემიძლია მოვკლა ადამიანი და შემიძლია სიცოცხლეც დავუბრუნო,
ის შეტრიალდა და უკვე სხვა, ჩვეულებრივი, ბოდიშის კილოთი
თქვა, – დიდებული შესრულება იყო, სერ ჩარლზ. გილოცავთ. იქნებ
ფარდის წინ გამობრძანდეთ?
მსახიობი სიცილით წამოხტა და მხიარული სახით დაუკრა თავი
შეკრებილ საზოგადოებას.
ეგმა შვებით ამოისუნთქა.
– მესიე პუარო, თქვენ... თქვენ საშინელება ხართ.
– ჩარლზ! – შესძახა მის სატკლიფმა, – ნამდვილი სატანა...
– მაგრამ რატომ?
– როგორ...
– ღვთის გულისთვის...
პუარომ ხელი ასწია და ყველა გაჩუმდა.
– ბატონებო და ქალბატონებო, ყველას ბოდიშს გიხდით. ეს ფარ-

180
სი აუცილებელი იყო, რათა დამემტკიცებინა თქვენთვის და სხვათა
შორის, ჩემი თავისთვისაც, რომ ფაქტი, რომელიც ლოგიკური გზით
დავადგინე, სიმართლეა. მომისმინეთ. ამ ლანგარზე ერთ-ერთ ჭიქა-
ში ჩაის კოვზით ჩვეულებრივი წყალი ჩავასხი. წარმოიდგინეთ, რომ
ის სუფთა ნიკოტინია. ჭიქები ისეთივეა, როგორიც სერ ჩარლზ კარ-
ტრაიტისა და სერ ბართოლომიუ სთრეინჯისა. სქელი, მოწახნაგებუ-
ლი მინის მიღმა, პრაქტიკულად, შეუძლებელია მცირე რაოდენობის
უფერული სითხის აღმოჩენა. ახლა კი წარმოიდგინეთ სერ ბართო-
ლომიუ სთრეინჯის პორტვეინიანი ჭიქა. მას შემდეგ, რაც ის მაგიდა-
ზე დადგეს, ვიღაცამ მასში საკმაო რაოდენობის სუფთა ნიკოტინი ჩა-
ამატა. ამის გაკეთება ნებისმიერს შეეძლო: მსახურთუფროსს, მოახ-
ლეს ან რომელიმე სტუმარს, თუკი ის შეუმჩნევლად გავიდოდა სასა-
დილო ოთახში. შემოიტანეს დესერტი, ჩამოასხეს პორტვეინი, ჭიქა
სავსეა. სერ ბართოლომიუ სვამს... და კვდება. დღეს საღამოს მესამე
ტრაგედია გავითამაშეთ – ბუტაფორიული ტრაგედია – სერ ჩარლზს
ვთხოვე, მსხვერპლის როლი ეთამაშა, და ეს დიდებულად გააკეთა.
ახლა წუთით დავუშვათ, რომ ეს ფარსი კი არა, სიმართლეა. სერ
ჩარლზი მკვდარია. როგორ მოიქცევა პოლიცია?
– ცხადია, ჭიქის შიგთავსს გამოიკვლევს, – შესძახა მის სატ-
კლიფმა და თავი გაიქნია იქით, სადაც იატაკზე ჭიქა ეგდო, რომე-
ლიც სერ ჩარლზს გაუვარდა ხელიდან, – თუმცა თქვენ მასში წყალი
ჩაასხით. აი, ნიკოტინი რომ ყოფილიყო…
– დავუშვათ, მასში ნიკოტინია, – გააწყვეტინა პუარომ, – თქვენი
აზრით, პოლიცია ამ ჭიქას შეისწავლის და მასში ნიკოტინის კვალს
აღმოაჩენს?
– რა თქმა უნდა.
პუარომ თავი გადააქნია.
– ცდებით. ნიკოტინს ვერ აღმოაჩენენ.
მის სატკლიფი პუაროს მიაჩერდა.
– უნდა გითხრათ, – თქვა დეტექტივმა, – რომ ეს ის ჭიქა არ არის,
რომლიდანაც სერ ჩარლზმა დალია.
მან დარცხვენილი სახით, ღიმილით ამოიღო კიდევ ერთი ჭიქა

181
თავისი ფრაკის ჯიბიდან.
– აი, მისი ჭიქა. ეს უბრალო ფოკუსია. როგორც წესი, ადამიანს
არ შეუძლია ერთდროულად ორ ობიექტს მიაქციოს ყურადღება.
ფოკუსის შესასრულებლად თქვენი ყურადღება სხვა რამეზე უნდა
გადამეტანა. ამისთვის შესაფერისი ფსიქოლოგიური მომენტი გამო-
ვიყენე. როდესაც სერ ჩარლზი იატაკზე გაიშხლართა, ყველა მას მი-
აჩერდით. შემდეგ მის გარშემო შეჯგუფდით და არავინ, ერთი თქვენ-
განიც კი არ უყურებდა ერკიულ პუაროს. სწორედ მაშინ შევცვალე
ჭიქები, რაც ვერავინ დაინახა... ასე დავრწმუნდი ჩემი თვალსაზრი-
სის მართებულობაში. მსგავსი დაბნეულობა იყო „ყვავების ბუდესა“
და მელფორტ-ებიში. ზუსტად ასევე არც კოქტეილიან ჭიქაში აღმოჩ-
ნდა რამე და არც პორტვეინიანში, რომლიდანაც სერ ბართოლომი-
უმ დალია.
– ვინ შეცვალა ისინი? – შესძახა ეგმა.
პუარომ მას შეხედა და მიუგო:
– ეს ჯერ კიდევ დასადგენია.
– არ იცით?
დეტექტივმა მხრები აიჩეჩა.
სტუმრები წასასვლელად მოემზადნენ. ყველანი ცივად დაემშვი-
დობნენ მასპინძელს – გრძნობდნენ, რომ ისინი გაასულელეს.
პუარომ ხელის აწევით შეაჩერა ყველა:
– მოითმინეთ, გთხოვთ. კიდევ არის რაღაც, რაც უნდა გითხრათ.
დღეს საღამოს, საყოველთაო აზრით, ჩვენ კომედია გავითამაშეთ,
მაგრამ კომედია შესაძლოა ტრაგედიად გადაიქცეს. განსაზღვრულ
პირობებში მკვლელი მესამე დარტყმასაც მიაყენებს ვინმეს. ამიტომ
მოგმართავთ: თუ რომელიმე თქვენგანმა რამე იცის – რამე, რაც
რამენაირად მაინც უკავშირდება ამ დანაშაულს, გევედრებით, ეს ახ-
ლავე თქვით. ინფორმაციის შენახვა ძალზე სახიფათოა – დუმილმა
შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს. კიდევ ერთხელ გთხოვთ: თუ
ვინმემ რამე იცით, დაუყოვნებლივ უნდა თქვათ...
სერ ჩარლზს მოეჩვენა, რომ პუარო, ძირითადად, მის უილსს მი-
მართავდა. დეტექტივის თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. არავინ არ-

182
აფერი თქვა.
პუარომ ამოიოხრა და ხელი დაუშვა.
– რა გაეწყობა. მე გაგაფრთხილეთ. მეტი არაფერი შემიძლია.
გახსოვდეთ, დუმილი საშიშია.
სტუმრები წავიდნენ. ოთახში ეგი, სერ ჩარლზი და მისტერ სა-
ტერთუეითი დარჩნენ.
ეგს ჯერაც ვერ ეპატიებინა პუაროსთვის. წყნარად იჯდა, თუმცა
ლოყები ასწითლებოდა და თვალები უელავდა.
– დიდებული ნამუშევარია, პუარო, – განაცხადა სერ ჩარლზმა.
– საოცარი, – თქვა მისტერ სატერთუეითმა და ჩაიცინა, – ჯერაც
ვერ ვიჯერებ, რომ ვერ შევამჩნიე, როგორ შეცვალეთ ჭიქა.
– ამიტომაც არ გაგაფრთხილეთ წინასწარ, – მიუგო პუარომ, –
ეს სუფთა ექსპერიმენტი აღარ იქნებოდა.
– მაშასადამე, გინდოდათ დარწმუნებულიყავით, რომ შეიძლე-
ბოდა ჭიქების შეცვლა შეუმჩნევლად? ეს ერთადერთი მიზეზი იყო?
– არა, სხვა მიზანიც მქონდა.
– მაინც?
– მინდოდა ერთი ადამიანის გამომეტყველება დამენახა, როდე-
საც სერ ჩარლზი მკვდარივით დაეცემოდა იატაკზე.
– რომელი ადამიანის? – მკვეთრად ჰკითხა ეგმა.
– ეს ჩემი საიდუმლოა.
– დაინახეთ იმ ადამიანის სახე? – დაინტერესდა მისტერ სატერ-
თუეითი.
– დიახ.
– მერე?
პუარომ არ უპასუხა. მხოლოდ თავი გადააქნია.
– იქნებ ის მაინც გვითხრათ, რა ამოიკითხეთ მასზე?
პუარომ აუჩქარებლად უპასუხა:
– უდიდესი გაოცება.
ეგმა მკვეთრად შეისუნთქა.
– იმის თქმა გსურთ, რომ იცით, ვინ არის მკვლელი?
– შეგიძლიათ ასეც თქვათ, თუ მოგწონთ, მადმუაზელ.

183
– თუ ასეა... თუ ასეა... მაშასადამე, ყველაფერი იცით?
პუარომ თავი გადააქნია.
– არა, პირიქით, არაფერი ვიცი. საქმე ის არის, რომ არ ვიცი, რა-
ტომ მოკლეს სტივენ ბებინგტონი. სანამ ამას არ შევიტყობ, ვერა-
ფერს დავამტკიცებ... ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული – სტივენ
ბებინგტონის მკვლელობის მოტივზე.
კარზე დააკაკუნეს და შიკრიკმა დეპეშა მოიტანა ლანგრით.
პუარომ კონვერტი გახსნა. სახე შეეცვალა. დეპეშა სერ ჩარლზს
გაუწოდა. ეგმა მის მხარზემოდან ჩაიხედა და ხმამაღლა წაიკითხა:
„თუ შეიძლება დაუყოვნებლივ მოდით ჩემს სანახავად მნიშვნე-
ლოვანი ინფორმაცია მაქვს ბართოლომიუ სთრეინჯის სიკვდილის
შესახებ – მარგარეტ რაშბრიჯერი“.
– მისის დე რაშბრიჯერი! – შესძახა სერ ჩარლზმა, – მაშასადამე,
მართალი ვიყავით. ის რაღაცით უკავშირდება ამ საქმეს.

184
ჯილინგში გატარებული დღე

მყისვე გაჩაღდა ცხარე დისკუსია. ბოლოს მთავარზე შეთან-


ხმდნენ – დაუყოვნებლივ უნდა გამგზავრებულიყვნენ, ოღონდ არა
ავტომობილით, არამედ დილის პირველივე მატარებლით.
– როგორც იქნა, – სერ ჩარლზმა შვებით ამოისუნთქა, – საიდუმ-
ლოს ამ ნაწილს მაინც გავარკვევთ.
– მაინც რას? – ჰკითხა ეგმა.
– არ ვიცი. ალბათ, რამეს შევიტყობთ ბებინგტონის საქმეზე. თუ-
კი ტოლიმ განზრახ შეგვკრიბა ყველანი, რაშიც ეჭვი არ მეპარება,
„სიურპრიზი“, რომელიც მან ახსენა, ამ რაშბრიჯერს უნდა უკავშირ-
დებოდეს. ვფიქრობ, ლოგიკური ვარაუდია. არ მეთანხმებით, მესიე
პუარო?
დეტექტივმა დაბნეული სახით დააქნია თავი.
– დეპეშა საქმეს ართულებს, – ჩაილაპარაკა მან, – მაგრამ უნდა
ვიჩქაროთ. ყოველი წუთი ძვირფასია.
მისტერ სატერთუეითი ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა, მაგ-
რამ მაინც დაეთანხმა.
– ბუნებრივია, დილის პირველივე მატარებელს გავყვებით, მაგ-
რამ... ყველანი უნდა გავემგზავროთ?
– მე და სერ ჩარლზი შევთანხმდით, რომ ჯილინგში წავიდოდით,
– თქვა ეგმა.
– შეგვიძლია გადავდოთ, – უთხრა სერ ჩარლზმა.
– არა მგონია, გადადება ღირდეს, – განაცხადა ეგმა, – რა საჭი-
როა ოთხივეს გამგზავრება იორკშირში? ეს ხომ სისულელეა. მესიე
პუარო და მისტერ სატერთუეითი იორკშირში წავიდნენ, მე და სერ
ჩარლზი ჯილინგემს ვეწვევით.
– მერჩივნა, რაშბრიჯერის საქმე გამერკვია, – სერ ჩარლზი შე-
ყოყმანდა, – მე... ე-ე... მე ხომ უკვე ველაპარაკე უფროს მედდას. უკ-

185
ვე მოვკიდე ხელი ამ საქმეს.
– ამიტომაც ჯობია, რომ თავი შორს დაიჭიროთ მისგან, – თქვა
ეგმა, – თქვენ ბევრი ტყუილი დააბრეხვეთ და ახლა, როცა იმ ქალს,
რაშბრიჯერს, მეხსიერება დაუბრუნდა, სიცრუეში გამხელენ. გაცი-
ლებით მნიშვნელოვანია, თუ ჯილინგში წამოხვალთ. თუ მის მილ-
რეის დედის ნახვას ვაპირებთ, ის თქვენთან უფრო გულწრფელად
ისაუბრებს, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. მისი ქალიშვილის დამქი-
რავებელი ხართ და გენდობათ.
ეგი ენერგიულად, დამაჯერებლად ლაპარაკობდა. სერ ჩარლზმა
მას შეხედა და თქვა:
– კარგი, წამოვალ ჯილინგში. ვფიქრობ, მართალი ხართ.
– ვიცი, რომ მართალი ვარ, – უთხრა ეგმა.
– ჩემი აზრით, ჩინებული განაწილებაა, – შენიშნა პუარომ, –
როგორც მადმუაზელი ამბობს, სწორედ სერ ჩარლზი უნდა გაესაუბ-
როს მისის მილრეის. ვინ იცის, იქნებ თქვენ უფრო მნიშვნელოვანი
ფაქტები შეიტყოთ, ვიდრე ჩვენ მოვიპოვებთ იორკშირში.
ასეც გადაწყდა. მომდევნო დილას, ცხრა საათსა და ორმოცდა-
ხუთ წუთზე, სერ ჩარლზმა თავისი მანქანით შეუარა ეგს. პუარო და
მისტერ სატერთუეითი უკვე მატარებელში ისხდნენ და ლონდონი-
დან იორკშირში მიემგზავრებოდნენ.
მშვენიერი დილა იდგა. ჰაერში მცირე, გამამხნევებელი სუსხი
იგრძნობოდა. ეგს აშკარად მოემატა ხალისი, როდესაც დაინახა,
როგორ ოსტატურად მიჰყავდა მანქანა გამოცდილ სერ ჩარლზს
უმოკლესი, მხოლოდ მისთვის ნაცნობი ქუჩებითა და მიხვეულ-მოხ-
ვეული გზებით თემზიდან სამხრეთისკენ.
მალე უკვე ფოლკსტონის გზატკეცილზე მიქროდნენ. მეიდსთოუ-
ნის გავლის შემდეგ სერ ჩარლზმა რუკას დახედა, მთავარი გზიდან
გადაუხვია და სოფლის თემშარას დაადგა. თორმეტს თხუთმეტი აკ-
ლდა, როდესაც დანიშნულების პუნქტს მიაღწიეს.
ჯილინგი მიყრუებულ ადგილს ჰგავდა. აქ იყო ძველი ეკლესია,
ვიკარიუსის სახლი, ორი-სამი მაღაზია, ჩამწკრივებული კოტეჯები,
სამი-ოთხი მუნიციპალური შენობა და კოხტა მდელო.

186
მის მილრეის დედა ეკლესიის გვერდით ცხოვრობდა, პატარა
სახლში.როდესაც სერ ჩარლზმა მანქანა გააჩერა, ეგმა ჰკითხა: –
მის მილრეიმ თუ იცის, რომ დედამისის მონახულებას აპირებთ?
– დიახ. მან უკვე მისწერა წერილი მოხუც ლედის, რათა ამისთვის
შეემზადებინა.
– ფიქრობთ, ეს გონივრული ნაბიჯი იყო?
– რატომაც არა, ჩემო კარგო?
– არ ვიცი... ჩვენ ხომ ის არ წამოვიყვანეთ.
– მეშინოდა, რომ მის გვერდით უხერხულად ვიგრძნობდი თავს.
ის ჩემზე ენერგიულია და შესაძლოა მითითებების გაცემა დაეწყო.
ეგს გაეცინა.
მისის მილრეი არაფრით ჰგავდა თავის მკაცრ და გამხდარ ქა-
ლიშვილს. ეს იყო გულკეთილი, ტანსრული, ფუმფულა ქალი, გაუნ-
ძრევლად იჯდა სავარძელში, რომელიც ფანჯარასთან დაედგათ, რა-
თა ყველაფერი დაენახა, რაც გარეთ ხდებოდა.
მისის მილრეის ძალზე გაუხარდა სტუმრების დანახვა.
– რა კარგია, რომ მეწვიეთ, სერ ჩარლზ. ბევრი მსმენია თქვენზე
ვაიოლეტისგან (ვაიოლეტი! როგორ არ შეეფერებოდა ეს სახელი
მის მილრეის.). პირდაპირ აღფრთოვანებულია თქვენით. მისთვის
ძალზე საინტერესოა თქვენთან მუშაობა. რატომ არ დაჯდებით, მის
ლიტონ გორ? მაპატიეთ, რომ ვერ ვდგები. წლებია, ჩემს ფეხებს ვე-
ღარ ვიყენებ. ეტყობა, ასეთი იყო ღვთის ნება. არ ვწუწუნებ. პირიქ-
ით, ვამბობ, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ცოტას ხომ არ წა-
იხემსებთ ნამგზავრზე?
სერ ჩარლზმა და ეგმა უარი თქვეს წახემსებაზე, თუმცა მისის
მილრეიმ ყურადღება არ მიაქცია ამას, ტაში შემოჰკრა აღმოსავ-
ლურ სტილში და მალე ჩაი და ნამცხვარი გაჩნდა. სანამ შეექცეოდ-
ნენ, სერ ჩარლზმა იმ საკითხზე გადაიტანა საუბარი, რისთვისაც ჩა-
მოვიდნენ:– მისის მილრეი, იმედია, ყველაფერს შეიტყობდით მის-
ტერ ბებინგტონის ტრაგიკულ სიკვდილზე, რომელიც აქ ვიკარიუსად
მსახურობდა.
ფუმფულა ქალმა ენერგიულად დააქნია თავი:

187
– დიახ, რა თქმა უნდა. გაზეთებში წავიკითხე ექსჰუმაციაზე. ვერ
წარმომიდგენია, რომ ვინმეს მისი მოწამვლა შეეძლო. შესანიშნავი
კაცი იყო, ყველას უყვარდა... მისი ცოლიც და პატარა შვილებიც.
– ეს მართლაც ნამდვილი საიდუმლოა, – თქვა სერ ჩარლზმა, –
ყველანი სასოწარკვეთილი ვართ. ვიფიქრეთ, იქნებ თქვენ შეგეძ-
ლოთ ნათელი მოგეფინათ ამ საქმისთვის.
– მე? მაგრამ მე ხომ ბებინგტონები უკვე რამდენი ხანია. ახლავე
გეტყვით... თხუთმეტ წელზე მეტია, არ მინახავს.
– ვიცი, თუმცა ზოგიერთი ჩვენგანის აზრით, მისი სიკვდილის ახ-
სნა შესაძლოა მის წარსულში იმალებოდეს.
– ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს მშვიდად, წყნარად ცხოვრობ-
დნენ... ცხადია, ღარიბულად – მათ ხომ სამი შვილი ჰყავდათ.
მისის მილრეი ხალისით გადაეშვა მოგონებებში. სამწუხაროდ,
მისგან ისეთი ვერაფერი მოისმინეს, რაც პრობლემის გადაწყვეტაში
დაეხმარებოდათ.
სერ ჩარლზმა მას უჩვენა დეიკრესების გადიდებული ფოტოსუ-
რათები, ენჯელა სატკლიფის ძველი პორტრეტიდან გადაღებული
სურათი და გაზეთის ამონაჭერი მის უილსის ბუნდოვანი გამოსახუ-
ლებით. მისის მილრეი ცნობისმოყვარეობით დააკვირდა მათ, მაგ-
რამ ვერავინ ამოიცნო.
– არა, ვერცერთს ვერ ვიხსენებ. ცხადია, დიდი დრო გავიდა. პა-
ტარა სოფელი გვაქვს. ცოტა ვინმე ჩამოდის. აქაურობასაც ცოტა
ტოვებს. თუმცა ეგნიუს, მოხუცი ექიმის, ქალიშვილები გათხოვდნენ
და აქედან გაემგზავრნენ, ახლანდელმა ექიმმა კი – ის უცოლოა –
გოგო აიყვანა დამხმარედ. იყვნენ, აგრეთვე, მოხუცი მის ქეილები –
დიდ ძელსკამზე ისხდნენ ხოლმე – ყველანი დიდი ხნის წინათ გარ-
დაიცვალნენ. რიჩარდსონები... კაცი მოკვდა, ქალი კი უელსში გაემ-
გზავრა... და, ცხადია, აქაურები, მაგრამ განსაკუთრებული ცვლი-
ლება არ არის. ვფიქრობ, ვაიოლეტიც იმასვე მოგიყვებოდათ, რასაც
მე გიყვებით. მაშინ ის ახალგაზრდა ქალი იყო და ხშირად მიდიოდა
ვიკარიუსის სახლში.
სერ ჩარლზმა სცადა, ახალგაზრდა მის მილრეი წარმოედგინა,

188
თუმცა ვერ შეძლო.
მან მისის მილრეის ჰკითხა, ხომ არ ახსოვდა ვინმე რაშბრიჯერი.
მოხუცმა ლედიმ ვერავინ გაიხსენა ამ გვარით. ბოლოს, დაემშვი-
დობნენ მასპინძელს და წავიდნენ.
შემდეგ ნაჩქარევად წაიხემსეს მეფუნთუშის მაღაზიაში. სერ ჩარ-
ლზი უფრო „წესიერ“ ადგილას აპირებდა სადილობას, მაგრამ ეგმა
უთხრა, რომ ჯობდა აქ დარჩენილიყვნენ – იქნებ ადგილობრივების-
გან შეეტყოთ რამე ჭორი.
– ამჯერად არც მოხარშული კვერცხი და ქერის ფუნთუშა გაწყე-
ნთ, – თქვა მკაცრად, – მამაკაცებს ჭირვეულობა გახასიათებთ საჭმ-
ლის არჩევისას.
– მოხარშული კვერცხი ყოველთვის სევდიან ხასიათზე მაყენებს,
– მიუგო სერ ჩარლზმა.
მიმტანი ენაწყლიანი ქალი აღმოჩნდა. მასაც წაეკითხა გაზეთში
ექსჰუმაციაზე და აღელვებას ვერ მალავდა, რომ ეს მათ „მოხუც ვი-
კარიუსს“ შეემთხვა.
– მაშინ ბავშვი ვიყავი, – თქვა მან, – მაგრამ მაინც მახსოვს ის.
თუმცა მიმტანს ბევრი არაფერი ახსოვდა მასზე.
ნასადილევს ეკლესიაში შეიარეს და დაბადების, ქორწინებისა
და გარდაცვალების დავთარი გადაათვალიერეს. ვერც იქ მიაგნეს
რამე მნიშვნელოვანს.
ეკლესიის ეზოში მცირე ხნით შეყოვნდნენ – ეგი წარწერებს კით-
ხულობდა საფლავის ქვებზე.
– რა უცნაური გვარ-სახელებია, – თქვა ქალიშვილმა, აი, მაგა-
ლითად, აქ განისვენებს სტეივპენების მთელი ოჯახი, იქ კი — მერი
ენ სთიქლპათი.
– ისინი ნაკლებად უცნაურია, ვიდრე ჩემი, – ჩაილაპარაკა სერ
ჩარლზმა.
– კარტრაიტი? მასში ვერაფერს ვხედავ უცნაურს.
– კარტრაიტი არ მიგულისხმია. კარტრაიტი ჩემი სასცენო გვა-
რია, რომელიც მოგვიანებით დავიკანონე.
– ნამდვილი გვარი რა არის?

189
– ვერ გეტყვით. ეს ჩემი საშინელი საიდუმლოა.
– მართლა ასე საშინელია?
– იმდენად საშინელი არა, რამდენადაც სასაცილო.
– ოჰ, მითხარით!
– რა თქმა უნდა, არ გეტყვით, – მტკიცედ მიუგო სერ ჩარლზმა.
– გთხოვთ.
– არა.
– რატომ?
– გაგეცინებათ.
– არ გამეცინება.
– სიცილს ვერ შეიკავებთ.
– ოჰ, გთხოვთ, მითხარით. გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ.
– როგორი ჩაჟინება იცით, ეგ. რატომ გინდათ, რომ გაიგოთ?
– იმიტომ, რომ არ მეუბნებით.
– თქვენ მომხიბვლელი პატარა ბავშვი ხართ, – ოდნავ გაუბედა-
ვად თქვა სერ ჩარლზმა.
– არა ვარ ბავშვი.
– არა? მე კი მგონია, რომ ხართ.
– მითხარით, – ნაზად ჩაიჩურჩულა ეგმა.
სერ ჩარლზმა სევდიანად გაიღიმა.
– კარგი, კარგი, გეტყვით. ჩემი გვარია მაგი.
– მართლა?
– მართლა.
– ჰმ, – თქვა ეგმა, – ცოტა კატასტროფულად გაისმის... ცხოვრე-
ბის გზაზე მაგის გვარით...
– გეთანხმებით – ამ გვარით ბევრს ვერაფერს მივაღწევდი. მახ-
სოვს, ახალგაზრდობაში ლუდოვიკო კასტილიონის დარქმევას ვფი-
ქრობდი, მაგრამ ბოლოს ინგლისური სახელი ავირჩიე – ჩარლზ
კარტრაიტი.
– ჩარლზი ხომ თქვენი ნამდვილი სახელია?
– დიახ. ამაზე მაინც იზრუნეს ჩემმა ნათლიებმა, – სერ ჩარლზი
შეყოყმანდა, – მოდი, „სერ“ დაივიწყეთ და, უბრალოდ, ჩარლზი და-

190
მიძახეთ.
– ვცდი.
– გუშინ ხომ უკვე სცადეთ, როდესაც... როდესაც... გეგონათ,
რომ მოვკვდი.
– ოჰ, მაშინ... – ეგმა სცადა ეს უდარდელი კილოთი ეთქვა.
სერ ჩარლზმა გააწყვეტინა.
– უნდა გითხრათ, რომ ეს მკვლელობები რეალური აღარ მგო-
ნია, ფანტასტიკურს უფრო ჰგავს. მინდოდა სიმართლე დამედგინა,
სანამ... სანამ სხვა საქმეს მივხედავდი. ამ მხრივ ცრუმორწმუნე ვარ.
თუ ერთ პრობლემას წარმატებით გადავწყვეტ, მაშასადამე, სხვა...
საქმეშიც გამიმართლებს. დალახვროს ეშმაკმა, რა შორიდან ვუვ-
ლი? ისე ხშირად ვასრულებდი შეყვარებულის როლს სცენაზე, რე-
ალურ ცხოვრებაში კი ვერაფერს ვახერხებ... მოკლედ, ეგ, მე თუ
ახალგაზრდა მენდერსი? უნდა ვიცოდე. გუშინ ვფიქრობდი, რომ
მე...
– სწორად ფიქრობდით
– ნამდვილი ანგელოზი ხართ! – შესძახა სერ ჩარლზმა.
– ჩარლზ, ჩარლზ, არ შეიძლება კოცნა ეკლესიის ეზოში...
– იქ გაკოცებთ, სადაც მომინდება...
– ვერაფერი გავარკვიეთ, – თქვა ეგმა მოგვიანებით, როდესაც
მანქანით მიქროდნენ უკან, ლონდონისკენ.
– არაფერია. სამაგიეროდ, ის გავარკვიეთ, რისი გარკვევაც მარ-
თლა ღირდა. რა მესაქმება, გარდაცვლილ ღვთისმსახურებთან ან
გარდაცვლილ ექიმებთან? მთავარი მხოლოდ თქვენ ხართ... იცით,
საყვარელო, რომ ოცდაათი წლით უფროსი ვარ თქვენზე? დარწმუ-
ნებული ხართ, რომ ამას მნიშვნელობა არა აქვს?
ეგმა ნაზად უჩქმიტა ხელზე.
– ნუ სულელობთ... საინტერესოა, სხვებმა თუ შეიტყვეს რამე?
– იმედია. მე მხოლოდ გამიხარდება, – დიდსულოვნად განაცხა-
და სერ ჩარლზმა.
– თქვენ ხომ ასე გიტაცებდათ ეს საქმე?
მაგრამ სერ ჩარლზი აღარ თამაშობდა დიდი დეტექტივის როლს.

191
– მაშინ ეს ჩემი საკუთარი შოუ იყო, ახლა კი ულვაშას გადავულოცე.
ეს მისი საქმეა.
– თქვენი აზრით, მართლა იცის, ვინ ჩაიდინა ეს ორი დანაშა-
ული? ამბობს, ვიციო.
– შესაძლოა წარმოდგენა არა აქვს, მაგრამ პროფესიულ იმიჯს
უფრთხილდება.
ეგი დუმდა.
– რაზე ფიქრობთ, ძვირფასო? – ჰკითხა სერ ჩარლზმა.
– მის მილრეიზე. ძალზე უცნაურად იქცეოდა იმ საღამოს, რო-
მელზეც გიამბეთ. მანაც იყიდა გაზეთი, რომელშიც ექსჰუმაციაზე ეწ-
ერა, თან რატომღაც ამბობდა, არ ვიცი, როგორ მოვიქცეო.
– სისულელეა, – თქვა სერ ჩარლზმა, – ამ ქალმა ყოველთვის
იცის, როგორ მოიქცეს.
– სერიოზულად გეუბნებით, ჩარლზ. ძალზე შეწუხებული ჩანდა.
– ეგ, ძვირფასო, რა ხელი მაქვს მის მილრეის წუხილთან? არა-
ფერი მაინტერესებს, ჩვენ გარდა.
– ჯობია, ტრამვაის მიაქციო ყურადღება! – თქვა ეგმა, – არ მინდა
გათხოვებამდე დავქვრივდე.
ისინი ჩაისთვის დაბრუნდნენ სერ ჩარლზის ბინაში. მათ მის მილ-
რეი შეეგება.
– თქვენთვის დეპეშაა, სერ ჩარლზ.
– გმადლობ, მის მილრეი, – უთხრა სერ ჩარლზმა და აღგზნებუ-
ლი ბიჭივით გაიცინა, – მომისმინეთ, სიახლე უნდა შეგატყობინოთ
– მე და მის ლიტონ გორი დაქორწინებას ვაპირებთ.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი მის მილრეიმ თქვა: – ოჰ!
დარწმუნებული ვარ... დარწმუნებული ვარ, ძალზე ბედნიერი იქნე-
ბით.
მის ხმაში უცნაურმა კილომ გახმიანდა. ეგმა შეამჩნია ეს, მაგრამ
სანამ თავისი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას მოასწრებდა, ჩარ-
ლზ კარტრაიტი სწრაფად შეტრიალდა მისკენ და შესძახა:
– ღმერთო ჩემო, ეგ! შეხედე, ეს სატერთუეითისგანაა. მან დეპეშა
ქალიშვილს შეაჩეჩა. ეგმა წაიკითხა და თვალები გაუფართოვდა.

192
მისის დე რაშბრიჯერი

მატარებელში ჩასხდომამდე ერკიულ პუარო და მისტერ სატერ-


თუეითი შეხვდნენ მის ლინდონს – განსვენებული სერ ბართოლო-
მიუ სთრეინჯის მდივანს. მის ლინდონს ძალიან უნდოდა მათი დახ-
მარება, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი იცოდა. მისის დე რაშბრი-
ჯერის გვარი პაციენტთა აღრიცხვის ჟურნალში ეწერა და სერ ბარ-
თოლომიუ მასზე საუბრისას მხოლოდ სამედიცინო ტერმინებს იყე-
ნებდა.
სანატორიუმში შუადღისთვის მივიდნენ. კარი აღელვებულმა,
ლოყებაწითლებულმა მოახლემ გაუღო. მისტერ სატერთუეითმა უფ-
როსი მედდა იკითხა.
– არ ვიცი, მოახერხებს თუ არა თქვენს ნახვას დილით, – ეჭვნეუ-
ლად თქვა მოახლემ.
მისტერ სატერთუეითმა სავიზიტო ბარათი ამოიღო და რამდენი-
მე სიტყვა წააწერა.
– თუ შეიძლება ეს გადაეცით.
მათ მომცრო მისაღებში შეუძღვნენ. ხუთი წუთის შემდეგ იქ უფ-
როსი მედდაც მოვიდა. ისეთი ენერგიული და საქმიანი აღარ ჩანდა,
როგორიც პირველი შეხვედრისას.
მისტერ სატერთუეითი წამოდგა.
– იმედია, გახსოვართ, – თქვა მან, – მე და სერ ჩარლზ კარტრაი-
ტი სერ ბართოლომიუ სთრეინჯის გარდაცვალების შემდეგ გეწვიეთ.
– დიახ, ცხადია, მახსოვხართ, მისტერ სატერთუეით. მაშინ სერ
ჩარლზმა საბრალო მისის დე რაშბრიჯერზე მკითხა. რა დამთხვევაა!
– ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ მესიე ერკიულ პუარო.
პუარომ თავი დაუკრა. უფროსი მედდა დაბნეული სახით მიესალ-
მა და განაგრძო:– ვერ ვხვდები, როგორ მიიღეთ დეპეშა, რომელზ-

193
ეც საუბრობთ. თითქოს ყველაფერი იდუმალებითაა მოცული. ნუთუ
ესეც საბრალო ექიმის სიკვდილს უკავშირდება? ალბათ, ვიღაც შეშ-
ლილთან გვაქვს საქმე, სხვაგვარად ვერ ამიხსნია... პოლიცია და
ასე შემდეგ. ეს საშინელება იყო.
– პოლიცია? – იკითხა გაოცებულმა მისტერ სატერთუეითმა.
– დიახ. ათი საათიდან აქ არიან.
– პოლიცია? – ჩაეკითხა ერკიულ პუარო.
– იქნებ ახლა მაინც შევძლოთ მისის დე რაშბრიჯერის ნახვა, –
თქვა მისტერ დე სატერთუეითმა, – მან თვითონ გვთხოვა მოსვლა...
უფროსმა მედდამ გააწყვეტინა:
– ოჰ, მისტერ სატერთუეით, მაშ,თქვენ არ იცით?
– რა უნდა ვიცოდეთ? – მკვეთრად ჰკითხა პუარომ.
– საბრალო მისის დე რაშბრიჯერზე... ის მოკვდა.
– მოკვდა? – შესძახა პუარომ, – mille tonnerres!24 ახლა გასაგე-
ბია... გასაგებია. ეს უნდა გამეთვალისწინებინა – ის გაჩუმდა, – რო-
გორ მოკვდა?
– საიდუმლო ვითარებაში. მასთან ფოსტით მოვიდა კანფეტების
– ლიქიორიანი კანფეტების კოლოფი. მან ერთი ცალი შეჭამა. ალ-
ბათ, საზიზღარი გემო ჰქონდა, მაგრამ მაინც გადაყლაპა, ანგარიშ-
მიუცემლად, ვერ მოასწრო გადმოფურთხება.
– Oui, oui,25 რთულია ამის გაკეთება, როდესაც სითხე ყელში
მოხვდება.
– გადაყლაპა და აყვირდა – დახმარებას ითხოვდა. მედდამ მა-
შინვე მიირბინა, თუმცა ვერაფერი შევძელით. ორიოდე წუთში მოკ-
ვდა. ექიმმა პოლიცია გამოიძახა. ისინი მოვიდნენ და შოკოლადი
შეამოწმეს. ზედა რიგი მოწამლული აღმოჩნდა, ქვედა – არა
– რომელი საწამლავით?

24
დალახვროს ეშმაკმა! (ფრ)
25
დიახ, დიახ (ფრ.)

194
– ფიქრობენ, რომ ნიკოტინია.
– აჰა, კვლავ ნიკოტინი, – თქვა პუარომ, – როგორი დარტყმაა!
როგორი თავხედური სვლა!
– დავაგვიანეთ, – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – ახლა ვერასო-
დეს გავიგებთ, რისი თქმა სურდა ჩვენთვის. იქნებ... იქნებ ვინმეს გა-
ანდო რამე?
მან კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო უფროს მედდას.
პუარომ თავი გადააქნია.
– მსგავსი არაფერი ყოფილა. აი, ნახავთ.
– შეგვიძლია რომელიმე მედდას ვკითხოთ, – თქვა მისტერ სა-
ტერთუეითმა.
– აუცილებლად ჰკითხეთ, – უიმედო კილოთი უთხრა პუარომ.
ისინი მისტერ სატერთუეითი უფროს მედდას მიუბრუნდა, რო-
მელმაც დაუყოვნებლივ უხმო ორ მედდას დღისით და ღამით მორი-
გეობდნენ მისის დე რაშბრიჯერთან, – მაგრამ ვერცერთმა მათგანმა
ვერ თქვა რამე ახალი. მისის დე რაშბრიჯერს არც სერ ბართოლო-
მიუს სიკვდილზე უთქვამს რამე ოდესმე, არც დეპეშის გაგზავნა უხ-
სენებია.
პუაროს თხოვნით, ის და მისტერ სატერთუეითი გარდაცვლილის
ოთახში შეიყვანეს, სადაც სუპერინტენდანტი ქროსფილდი დახვდ-
ათ. მისტერ სატერთუეითმა მას პუარო წარუდგინა.
საწოლთან მივიდნენ და მიცვალებულს დახედეს. ეს იყო ორმო-
ციოდე წლის ქალი მუქი თმითა და გაფითრებული სახით, რომელ-
ზეც სიკვდილისწინა ტანჯვა აღბეჭდოდა.
– საბრალო, – ჩაილაპარაკა მისტერ სატერთუეითმა და ერკიულ
პუაროს შეხედა. დეტექტივს ისეთი უცნაური გამომეტყველება ჰქონ-
და, რომ ჟრუანტელმა დაუარა ტანში, – ვიღაცამ იცოდა, რომ ჩვენ
უნდა შეგვხვედროდა... და მოკლა. მოკლა, რათა არაფერი მოეყო-
ლა...
პუარომ თავი დააქნია.
– დიახ, ალბათ.
– რათა არ ეთქვა ჩვენთვის ის, რაც იცოდა.

195
– ან ის, რაც არ იცოდა... მოდი, დროს ნუღარ დავკარგავთ. ბევრი
საქმე გვაქვს. მეტი არავინ უნდა მოკვდეს. ვალდებული ვართ, რომ
ეს არ დავუშვათ.
მისტერ სატერთუეითმა ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:
– თქვენ თქვით, რომ იცით, ვინ არის მკვლელი. ხომ არ ეწინააღ-
მდეგება თქვენს ვერსიას ის, რაც აქ მოხდა?
– არა, მაგრამ მკვლელი იმაზე საშიშია, ვიდრე ვვარაუდობდი.
ამას ახლა მივხვდი. დიდი სიფრთხილე გვმართებს.
მათ უამბეს დეპეშის შესახებ სუპერინტენდანტ ქროსფილდს,
რომელმაც ისინი გამოაცილა. აღმოჩნდა, რომ დეპეშა მელფორტის
საფოსტო განყოფილებიდან გამოეგზავნათ. გამოძიებამ დაადგინა,
რომ ის ვიღაც ბიჭს მიეტანა იქ. ახალგაზრდა ლედის, რომელმაც მას
დეპეშა გამოართვა, ზუსტად ახსოვდა ეს, ვინაიდან დეპეშის შინაარ-
სმა ააღელვა – მასში სერ ბართოლომიუს სიკვდილი იყო ნახსენები.
პუარომ და მისტერ სატერთუეითმა სუპერინტენდანტთან ერთად
ისადილეს და სერ ჩარლზისთვის გაგზავნილი დეპეშის საკითხის გა-
რკვევა განაგრძეს.
საღამოს ექვსი საათისთვის მიაგნეს ბიჭს, რომელმაც დეპეშა
ფოსტაში მიიტანა. „ის ვიღაც ცუდად ჩაცმულმა კაცმა მომცა, – თქვა
მან, – მითხრა, ერთმა შეშლილმა ქალმა მასში ორი ნახევარკრო-
ნიანი გაახვია და პარკში მდგარი შენობიდან გადმომიგდოო. არ უნ-
დოდა გაესულელებინათ, ამიტომ ნახევარი კრონი დაამატა და მე
მომცა, თვითონ კი წავიდა“.
გადაწყდა, რომ ძებნა გამოცხადდებოდა იმ კაცზე. პუაროსა და
მისტერ სატერთუეითს იქ მეტი არაფერი ესაქმებოდათ, ამიტომ
ლონდონში დაბრუნდნენ. სახლში შუაღამისთვის მივიდნენ. ეგი დე-
დამისთან წასულიყო. სამაგიეროდ, სერ ჩარლზი დახვდათ. სამმა
მამაკაცმა შექმნილ ვითარებაზე იმსჯელა.
– Mon ami26, – თქვა პუარომ, – დამიჯერეთ, ამ პრობლემის მოგ-
ვარების ერთადერთი გზა ტვინის პატარა ნაცრისფერი უჯრედების

26
ჩემო მეგობარო (ფრ)

196
მუშაობაა. დილეტანტობა და სისულელეა მთელ ინგლისში აქეთ-
იქით ხეტიალი იმ იმედით, რომ ვიღაც ჩვენთვის მნიშვნელოვან რა-
მეს გვეტყვის. სიმართლის დადგენა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება.
სერ ჩარლზი მის სიტყვებს ცოტა სკეპტიკურად შეხვდა.
– რას აპირებთ? – ჰკითხა პუაროს.
– ფიქრს. ოცდაოთხ საათს გთხოვთ ფიქრისთვის.
სერ ჩარლზმა თავი დააქნია და ოდნავ გაიღიმა.
– ნუთუ ფიქრი გიკარნახებთ, რას გეტყოდათ ის ქალი, რომ არ
მომკვდარიყო?
– დიახ, მჯერა ამის.
– ძნელი დასაჯერებელია, მესიე პუარო, თუმცა თქვენი ნებაა,
როგორ მოიქცევით, მე კი აღარ შემრჩა ძალა ამ საიდუმლოს ამო-
სახსნელად. ჯობია, სხვა საქმეს მივხედო.
შესაძლოა სერ ჩარლზს იმედი ჰქონდა, რომ შეკითხვებს დაუს-
ვამდნენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ასე არ მოხდა, თუმცა მის-
ტერ სატერთუეითი შესამჩნევად გამოცოცხლდა. პუარო ფიქრებში
წასულიყო.
– კარგი, ჩემი წასვლის დროა, – თქვა მსახიობმა, – ჰო, აი, კიდევ
რა – ძალიან ვწუხვარ… მის უილსის გამო.
– მას რაღა დაემართა?
– წავიდა.
პუარო სერ ჩარლზს მიაჩერდა.
– წავიდა? სად წავიდა?
– არავინ იცის. თქვენი დეპეშის მიღების შემდეგ ყველაფერი ავ-
წონ-დავწონე. უკვე გითხარით, მის უილსი რაღაცას გვიმალავს-
მეთქი. ამაში დარწმუნებულმა გადავწყვიტე, ერთხელაც მეცადა,
რომ სიმართლე შემეტყო მისგან. შინ მივაკითხე – ცხრის ნახევარი
რომ დილას წასულა სახლიდან, დაუბარებია, ლონდონში მივემ-
გზავრები ერთი დღითო. საღამოს დეპეშა მიიღეს მისგან, რომელ-
შიც იტყობინებოდა, რომ კიდევ ორიოდე დღით დარჩებოდა იქ და
არ ენერვიულათ.
– მერედა არსებობს ნერვიულობის საფუძველი?

197
– ვფიქრობ, კი. საქმე ის არის, რომ არაფერი წაუღია თან.
– უცნაურია, – ჩაილაპარაკა პუარომ.
– დიახ. ისე ჩანს, თითქოს... არ ვიცი. მოუსვენრად ვგრძნობ
თავს.
– მე ის გავაფრთხილე, – თქვა პუარომ, – ყველა გავაფრთხილე.
ხომ გახსოვთ, ვუთხარი, ახლავე მითხარით-მეთქი.
– დიახ, დიახ... თქვენი აზრით, შესაძლოა ისიც...
– მაქვს ჩემი მოსაზრება, – განაცხადა პუარომ, – თუმცა მირჩევ-
ნია, არ ვილაპარაკო მასზე.
– ჯერ მსახურთუფროსი ელისი, ახლა – მის უილსი. სად არის
ელისი? დაუჯერებელია, რომ პოლიციამ დღემდე ვერ მოახერხა მი-
სი დაკავება.
– ისინი გვამს იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა, – თქვა პუარომ.
– მაშ, ეთანხმებით ეგს, რომ ის მკვდარია?
– ელისს ვეღარასოდეს ვნახავთ ცოცხალს.
– ღმერთო! – შესძახა სერ ჩარლზმა, – რა საშინელებაა... ვერა-
ფერი გამიგია.
– არა, არა, პირიქით – ყველაფერი გასაგები და ლოგიკურია.
სერ ჩარლზმა დაჟინებით შეხედა პუაროს.
– ასე გგონიათ?
– დიახ. საქმე ის არის, რომ მეთოდური გონება მაქვს.
– არ მესმის თქვენი.
მისტერ სატერთუეითიც ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა ტანდა-
ბალ დეტექტივს.
– მე როგორი გონება მაქვს? – იკითხა ოდნავ განაწყენებულმა
სერ ჩარლზმა.
– მსახიობის გონება, სერ ჩარლზ. შემოქმედებითი, ორიგინალუ-
რი, დრამატული ეფექტისკენ მიდრეკილი. მისტერ სატერთუეითს
თეატრის მოყვარულის გონება აქვს. ის პერსონაჟებს აკვირდება,
ატმოსფეროს შეიგრძნობს, მე კი პროზაული გონება მაქვს და მხო-
ლოდ ფაქტებს ვხედავ, ყოველგვარი დრამატული ატრიბუტებისა და
ხელოვნური განათების გარეშე.

198
– მაშასადამე, თქვენს ფიქრებთან მარტო დაგტოვოთ?
– დიახ, ოცდაოთხი საათით.
– თუ ასეა, წარმატებას გისურვებთ. ღამე მშვიდობისა. სერ ჩარ-
ლზი და მისტერ სატერთუეითი წავიდნენ.
– ამ კაცს ძალზე დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, – ცივად
ჩაილაპარაკა სერ ჩარლზმა.
მისტერ სატერთუეითს გაეღიმა. როგორც ივარაუდა, მისი მეგო-
ბარი უკმაყოფილო იყო მთავარი როლის დათმობით.
– სერ ჩარლზ, რას გულისხმობდით, როცა თქვით, სხვა საქმეს
მივხედავო?
სერ ჩარლზმა თითქოს დაირცხვინა. მისტერ სატერთუეითს ხში-
რად ენახა ეს გამომეტყველება ჰანოვერსკვერში ჩატარებული სა-
ქორწინო ცერემონიების დროს.
– რას და... ე-ე... მე... ეგი და მე
– მიხარია ამის გაგონება, – თქვა მისტერ სატერთუეითმა, – მთე-
ლი გულით გილოცავთ.
– ცხადია, ძალზე ბებერი ვარ მისთვის.
– ეგი ასე არ ფიქრობს – მან უკეთ იცის.
– როგორი გულკეთილი ხართ, სატერთუეით. გამოგიტყდებით,
ავიჩემე, რომ მას ახალგაზრდა მენდერსი უყვარდა.
– საინტერესოა, ეს რამ გაფიქრებინათ, – გულუბრყვილო სახით
თქვა მისტერ სატერთუეითმა.
– მთავარია, ეგი არ ფიქრობს ასე, – განაცხადა სერ ჩარლზმა.

199
მის მილრეი

პუაროს არ დააცადეს ფიქრი მოთხოვნილი ოცდაოთხი საათის


განმავლობაში.
მომდევნო დილის თორმეტის ოც წუთზე ეგი გაუფრთხილებლად
შევიდა მასთან და, მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ სახელგან-
თქმული დეტექტივი ბანქოს სახლებს აშენებდა. ქალიშვილს ისეთი
ზიზღი აღებეჭდა სახეზე, რომ პუარომ თავი იმართლა:
– მადმუაზელ, არ გეგონოთ, რომ ამ სიბერის ჟამს ბავშვობა გა-
ვიხსენე. არა, უბრალოდ, ჩემი ტვინი მაშინ მუშაობს ყველაზე კარ-
გად, როდესაც ბანქოს სახლებს ვაშენებ. ეს ჩემი ძველი ჩვეულებაა.
დღეს დილას, პირველ ყოვლისა, გარეთ გავედი და ბანქოს დასტა
ვიყიდე. სამწუხაროდ, შევცდი – ეს ნამდვილი ბანქო არაა, თუმცა
ესეც გამოდგება ჩემი საქმისთვის.
ეგი მეტი ყურადღებით დააკვირდა მაგიდაზე დადგმულ ნაგებო-
ბას.
– ღმერთო ჩემო, თქვენ ხომ „ბედნიერი ოჯახი“ გიყიდიათ! –
თქვა სიცილით.
– ბედნიერი ოჯახი?
– დიახ, ერთგვარი თამაშია... საბავშვო თამაში.
– არა უშავს, მაინც გამომადგება.
ეგმა რამდენიმე ბანქო აიღო მაგიდიდან და სიყვარულით შეათ-
ვალიერა.
– მასტერ ბანი, ხაბაზის ვაჟიშვილი – ყოველთვის მომწონდა ის.
ეს მისის მაგია – მერძევის ცოლი. ო, ღმერთო, ეს ხომ მე ვარ!
– რატომ? რა გაქვთ საერთო ამ სასაცილო ნახატთან?
პუაროს გაოცებული სახის დანახვაზე ეგმა გაიცინა და ყველაფე-
რი აუხსნა მას.

200
– აი, თურმე რას გულისხმობდა სერ ჩარლზი წუხელ, – თქვა პუ-
არომ, როცა ქალიშვილი გაჩუმდა, – მაგი... დიახ, სლენგის ენაზე,
თუ არ ვცდები, სულელს ნიშნავს, არა? ბუნებრივია, ჯობია შეიცვა-
ლო ასეთი გვარი. არა მგონია, გსურდეთ, რომ ლედი მაგი გახდეთ.
ეგმა კვლავ გაიცინა და თქვა:
– კარგი. ახლა ბედნიერება მისურვეთ.
– ბედნიერებას გისურვებთ, მადმუაზელ, არა ხანმოკლე ახალ-
გაზრდულ ბედნიერებას, არამედ ხანგრძლივს, დაუსრულებელს,
კლდეზე აგებულს.
– ვეტყვი ჩარლზს, რომ კლდეს შეადარეთ, – თქვა ეგმა, – ახლა
კი გეტყვით, რისთვისაც მოვედი. არ მასვენებს გაზეთის ამონაჭერი,
რომელიც ოლივერს ამოუვარდა საფულიდან. აი, ის, მის უილსმა
რომ აიღო და დაუბრუნა. ჩემი აზრით, ან ოლივერი იტყუება – შეუძ-
ლებელია, არ ახსოვდეს, როგორ მოხვდა მასთან ეს ამონაჭერი, –
ან ის საერთოდ არ ჰქონია. მას რაღაც ქაღალდი დაუვარდა, მის
უილსმა კი ის გაზეთის ამონაჭრით შეუცვალა, რომელზეც ნიკოტინ-
ზე ეწერა.
– ეს რატომ უნდა გაეკეთებინა, მადმუაზელ?
– იმიტომ, რომ მისი გადაგდება უნდოდა. ჰოდა, ოლივერს შეაჩე-
ჩა.
– იმის თქმა გსურთ, რომ მის უილსი დამნაშავეა?
– დიახ.
– რა მოტივი ამოძრავებდა?
– აზრი არა აქვს ამ შეკითხვის დასმას ჩემთვის. შემიძლია ვივა-
რაუდო, რომ შეშლილია. ნიჭიერ ადამიანებში საკმაოდ ხშირია ფსი-
ქიკური გადახრა. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. მართლა არ ვიცი, სხვა რა
მოტივი უნდა იყოს.
– დიახ, ეს impasse-ა.27 არ უნდა მეკითხა თქვენთვის მოტივზე. მე
ხომ უამრავჯერ ვუსვამ ამ შეკითხვას ჩემს თავს. რატომ მოკლეს მის-
ტერ ბებინგტონი? როგორც კი ამ შეკითხვას ვუპასუხებ, საქმეც დას-

27
ჩიხი(ფრ)

201
რულდება.
– იქნებ მართლა შეშლილია?
– არა, მადმუაზელ, შესაძლოა შეშლილია, ოღონდ არა საყოვე-
ლთაოდ ცნობილი გაგებით. არსებობს მიზეზი... და მე ეს მიზეზი უნ-
და ვიპოვო.
– აბა, ნახვამდის, – თქვა ეგმა, – მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, მაგ-
რამ ეს აზრი არ მასვენებდა... ახლა კი უნდა ვიჩქარო. მე და ჩარლზი
სპექტაკლ „ლეკვი იცინის“ გენერალურ რეპეტიციას დავესწრებით –
ეს პიესა მის უილსმა ენჯელა სატკლიფისთვის დაწერა. ხვალ პრემი-
ერაა.
– Mon Dieu! 28– შესძახა პუარომ.
– რა არის? რამე მოხდა?
– დიახ, მოხდა. იდეა! ბრწყინვალე იდეა! ოჰ, როგორი ბრმა ვი-
ყავი... ნამდვილი ბრმა...
ეგი მას მიაშტერდა. პუარომ თითქოს თავისი ექსცენტრიკულობა
გააცნობიერა, თავს მოერია და ეგს ხელი მოუთათუნა მხარზე:
– გგონიათ, შეშლილი ვარ? არა. გავიგონე, რაც თქვით. თქვენ
სპექტაკლ „ძაღლი იცინის“ გენერალურ რეპეტიციაზე მიდიხართ,
მასში მის სატკლიფი თამაშობს. წადით და ყურადღებას ნუ მიაქცევთ
ჩემს სიტყვებს.
ეჭვით შეპყრობილი ეგი წავიდა. მარტო დარჩენილი პუარო წინ
და უკან დადიოდა ოთახში და რაღაცას ბურტყუნებდა. თვალები კა-
ტასავით გაუმწვანდა.
– Mais oui,29 – ახლა ყველაფერი გასაგებია. საინტერესო მოტი-
ვია... უაღრესად საინტერესო... არასოდეს შემხვედრია ასეთი მოტი-
ვი. თუმცა მასში ნამდვილად არის საღი აზრი, შექმნილ ვითარებაში
კი სავსებით ბუნებრივი იყო ასე მოქმედება... და მაინც, ძალზე უჩ-
ვეულო საქმეა.
პუარომ მაგიდას ჩაუარა, რომელზეც ბანქოს სახლი იდგა, და ხე-

28
ღმერთო ჩემო! (ფრ)
29
რა თქმა უნდა (ფრ)

202
ლის გაქნევით დაშალა.
– „ბედნიერი ოჯახები“! ისინი აღარ მჭირდება, – თქვა მან, – ამო-
ცანა ამოხსნილია. ახლა უნდა ვიმოქმედო.
პუარომ ხელი დასტაცა შლაპას, პალტო ჩაიცვა და დაბლა ჩავი-
და. შვეიცარმა ტაქსი გამოიძახა მისთვის. დეტექტივმა მძღოლს სერ
ჩარლზის მისამართი უკარნახა.
როდესაც სახლს მიუახლოვდნენ, პუარომ მგზავრობის საფასუ-
რი გადაიხადა, მანქანიდან გადმოვიდა და ჰოლში შევიდა. მელიფ-
ტე ადგილზე არ აღმოჩნდა და პუარო კიბეს აუყვა. ის იყო, მესამე
სართულს მიაღწია, სადაც სერ ჩარლზის ბინა მდებარეობდა, რომ
კარი გაიღო და იქიდან მის მილრეი გამოვიდა.
პუაროს დანახვაზე ქალი შეკრთა.
– თქვენ?!
დეტექტივმა გაიღიმა.
− მე! თუ მე გახლავართ უნდა მეთქვა? Enfin, moi!30
– სამწუხაროდ, სერ ჩარლზი აქ არ არის, – თქვა მის მილრეიმ, –
თეატრ „ბაბილონში“ წავიდა მის ლიტონ გორთან ერთად.
– სერ ჩარლზის სანახავად არ მოვსულვარ. მგონი, ხელჯოხი
დამრჩა წინა ვიზიტის დროს.
– ოჰ, დიახ. თუ ზარს დარეკავთ, ტემპლი მოგიძებნით. ვწუხვარ,
მაგრამ ვერ დავრჩები. მატარებელს უნდა მივუსწრო. კენტში მივემ-
გზავრები, დედაჩემთან.
– გასაგებია. აღარ შეგაყოვნებთ, მადმუაზელ.
პუარო განზე გადგა. მის მილრეი სწრაფად დაეშვა კიბეზე. ხელ-
ში პატარა ჩემოდანი ეჭირა.
პუაროს თითქოს დაავიწყდა, რა მიზნით მოვიდა. ბინასთან მის-
ვლის ნაცვლად, შეტრიალდა და თვითონაც ქვევით დაეშვა და სწო-
რედ მაშინ მივიდა სადარბაზოს კართან, როდესაც მის მილრეი ტაქ-

30
მოკლედ, მე ვარ! (ფრ.)

203
სიში ჯდებოდა. ამ დროს კიდევ ერთი ნელა მომავალი ტაქსი გამოჩ-
ნდა. პუარომ ხელი აუწია. მანქანა გაჩერდა. დეტექტივი ჩაჯდა და მძ-
ღოლს უთხრა, იმ პირველ ტაქსის გაჰყოლოდა.
არ გაჰკვირვებია, როცა მის მილრეის ტაქსი ჩრდილოეთისკენ
გაემართა და პადინგტონის სადგურთან დაამუხრუჭა, თუმცა იქიდან
მატარებლები კენტისკენ არ გადიოდნენ. პუარო პირველი კლასის
სალაროსთან მივიდა და ორმხრივი ბილეთი აიღო ლუმაუთამდე.
მატარებლის გასვლამდე ხუთი წუთი რჩებოდა. პუარომ პალტოს სა-
ყელო აიწია, ვინაიდან ციოდა, პირველი კლასის ვაგონში ავიდა და
კუთხეში მოკალათდა.
ლუმაუთში ხუთი საათისთვის ჩავიდნენ. უკვე ბნელდებოდა. პუ-
არო ოდნავ ჩამორჩა მის მილრეის და გაიგონა, როგორ ხალისია-
ნად მიესალმა პატარა სადგურის მებარგული ქალს.
– თქვენ ხართ, მის? არ გელოდით. სერ ჩარლზიც ჩამოვა?
– მოულოდნელად მომიწია ჩამოსვლამ, – მიუგო მის მილრეიმ,
– ხვალ დილას უკან უნდა დავბრუნდე. რაღაც ნივთები მაქვს წასა-
ღები. არა, ტაქსი არ მინდა, გმადლობ. კლდის ბილიკს გავუყვები.
უფრო ჩამობნელდა. მის მილრეი სწრაფად მიდიოდა ციცაბო,
მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე. ერკიულ პუარო სოლიდურ დისტანცი-
ას იცავდა და კატასავით რბილად მიაბიჯებდა. „ყვავების ბუდეში“
მისულმა მის მილრეიმ გასაღები ამოიღო ხელჩანთიდან, სახლში
გვერდითი კარიდან შევიდა და კარი ნახევრად ღია დატოვა. ორიო-
დე წუთში კვლავ გამოჩნდა. ხელში ჟანგიანი გასაღები და ელექტრ-
ოფარანი ეჭირა. პუარომ ოდნავ უკან დაიხია და ბუჩქს ამოეფარა.
მის მილრეიმ სახლს შემოუარა და სარეველებით დაფარულ ბი-
ლიკს აუყვა. ერკიულ პუარო უკან მიჰყვა. ქალი სულ მაღლა და მაღ-
ლა ადიოდა, სანამ მოულოდნელად ქვის ძველ კოშკს არ მიადგა –
ასეთი მრავლად იყო ამ სანაპიროზე. კოშკი საკმაოდ შელახული ჩა-
ნდა, თუმცა ჭუჭყიან ფანჯარაზე ფარდა ეკიდა. მის მილრეიმ ხის დიდ
კარს გასაღები მოარგო, რომელიც პროტესტის გამომხატველი
ღრჭიალით გადატრიალდა. კარი კვნესით შეირხა ანჯამებზე. ფა-
რანმომარჯვებული მის მილრეი შიგნით შევიდა.

204
პუარომ ნაბიჯს მოუჩქარა და მალევე უხმაუროდ შეაბიჯა კოშკში.
ფარნის სუსტ შუქზე შუშის რეტორტები, ბუნზენის სანთურა და სხვა
ხელსაწყოები გაარჩია.
მის მილრეიმ ძალაყინი აიღო და ხელსაწყოების თავზე ასწია. პუ-
არო მყისვე მიიჭრა მასთან და ხელში სწვდა. ქალმა შეჰყვირა და
მოტრიალდა.
პუარო კატასავით მწვანე თვალებით მისჩერებოდა მას.
– ამას ვერ გააკეთებთ, მადმუაზელ, – თქვა მან, – ვინაიდან რის
განადგურებასაც აპირებთ, სამხილია.

205
ფარდა

ერკიულ პუარო დიდ სავარძელში იჯდა. ყველა ბრა ენთო. დე-


ტექტივს მხოლოდ ვარდისფერაბაჟურიანი ნათურიდან ეცემოდა შუ-
ქი. იყო ამაში რაღაც სიმბოლური: მხოლოდ პუარო – სინათლეში,
დანარჩენი სამი – სერ ჩარლზი, მისტერ სატერთუეითი და ეგ ლი-
ტონ გორი – მაყურებლები – სიბნელეში.
პუარო მეოცნებე ხმით ლაპარაკობდა. თითქოს სივრცეს მიმარ-
თავდა და არა აუდიტორიას.
– დეტექტივის მიზანი დანაშაულის სურათის აღდგენაა. ამისათ-
ვის ფაქტები ისე უნდა დააწყოთ ერთმანეთზე, როგორც კარტი ბან-
ქოს სახლის აშენებისას... და თუ ფაქტები ერთმანეთს არ შეესაბამე-
ბა – თუკი ბანქო წონასწორობის მდგომარეობაში არაა, – მშენებ-
ლობა თავიდან უნდა დაიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლი
დაიშლება... როგორც ამას წინათ გითხარით, არსებობს სამი ტიპის
აზროვნება: რეჟისორის ან დრამატურგის, რომელიც ხედავს, რო-
გორ მიაღწიოს რეალობის ეფექტს მექანიკური საშუალებების დახ-
მარებით. სხვათა შორის, ამავე ტიპს მიეკუთვნება ის, ვინც თეატრის
მაყურებელივით აზროვნებს და სწრაფად რეაგირებს დრამატულ
ეფექტებზე. შემდეგია ახალგაზრდების რომანტიკული აზროვნება.
დასასრულ – ზრდასრული ადამიანების აზროვნება, რომლებიც
ლურჯ ზღვასა და მიმოზებს კი არ ხედავენ, არამედ სცენის შეღებილ
უკანა დეკორაციას.
– ასე რომ, mes amis, ვუახლოვდები სტივენ ბებინგტონის მკვლე-
ლობას გასულ აგვისტოში. – მაშინ სერ ჩარლზ კარტრაიტმა ივარა-
უდა, რომ სტივენ ბებინგტონი მოკლეს. მე არ დავეთანხმე. ვერ ვიჯე-
რებდი, რომ, ჯერ ერთი, ვინმეს შეეძლო სტივენ ბებინგტონის, ამ მო-
ხუცი, გულკეთილი პასტორის მოკვლა, და მეორე, რომ ფიზიკურად

206
ვერავინ მოახერხებდა კონკრეტული პიროვნების მოწამვლას იმ სა-
ღამოს შექმნილ ვითარებაში.
– ვაღიარებ, რომ სერ ჩარლზი მართალი იყო, მე კი შევცდი. შევ-
ცდი, ვინაიდან არასწორი კუთხით ვუყურებდი ამ დანაშაულს. უეც-
რად, სულ რაღაც ოცდაოთხი საათის წინ, ყველაფერს ახლებურად
შევხედე და მივხვდი, რომ სტივენ ბებინგტონის სიკვდილი ლოგიკუ-
რიც იყო და შესაძლებელიც.
– მაგრამ ჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ წაგიყვანთ იმ გზაზე, რომელიც გავი-
არე. სტივენ ბებინგტონის სიკვდილი ჩვენი დრამის პირველი აქტია.
ამ აქტის დასასრული ჩვენი წამოსვლაა „ყვავების ბუდიდან“. ფარდა
დაეშვა.
– დრამის მეორე აქტი დაიწყო მონტე-კარლოში, როდესაც მის-
ტერ სატერთუეითმა გაზეთის სტატია მაჩვენა სერ ბართოლომიუს
სიკვდილზე. მაშინვე მივხვდი, რომ შევცდი, სერ ჩარლზი კი მართა-
ლი იყო. სტივენ ბებინგტონიც და სერ ბართოლომიუ სთრეინჯიც
მოკლეს და ორივე მკვლელობა ერთი და იმავე დანაშაულის ნაწი-
ლები იყო. მოგვიანებით სერია მესამე მკვლელობამ დაასრულა –
მისის დე რაშბრიჯერის მკვლელობამ. ამიტომ გვჭირდებოდა გო-
ნივრული, საღ აზრზე დაფუძნებული თეორია, რომელიც ერთმა-
ნეთს დაუკავშირებდა სამივე სიკვდილს. სხვა სიტყვებით, ეს სამივე
დანაშაული ჩაიდინა ერთმა და იმავე ადამიანმა და ხელს აძლევდა
ერთ კონკრეტულ პიროვნებას.
– პირდაპირ გეტყვით: ყველაზე მეტად ის გარემოება მაწუხებდა,
რომ სერ ბართოლომიუ სთრეინჯი სტივენ ბებინგტონის შემდეგ
მოკლეს. თუ ამ სამ დანაშაულს დროისა და ადგილის გაუთვალის-
წინებლად შევხედავდით, ბუნებრივი იქნებოდა, თუ ვივარაუდებ-
დით, რომ სერ ბართოლომიუ სთრეინჯის მკვლელობა ცენტრალუ-
რი ანუ მთავარი დანაშაული იყო, დანარჩენი ორი კი – მეორეხარის-
ხოვანი, პირველის შედეგი, და მათი მსხვერპლი რაღაცნაირად უკა-
ვშირდებოდა სერ ბართოლომიუს.
მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ფაქტი ჯიუტი რამეა და არ არის და

207
მოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე. ჯერ სტივენ ბებინგტონი მოკ-
ლეს და უკვე შემდეგ – სერ ბართოლომიუ სთრეინჯი. ამიტომ შეიქ-
მნა შთაბეჭდილება, რომ მეორე მკვლელობა პირველის გარდაუვა-
ლი შედეგი იყო. აქედან გამომდინარე, სწორედ პირველი მკვლელ-
ობა უნდა მიგვეჩნია ამ ყველაფრის გასაღებად.
– მე ისე გამიტაცა ალბათობის თეორიამ, რომ სერიოზულად გა-
ნვიხილავდი შეცდომის შესაძლებლობას. იქნებ პირველი მსხვერპ-
ლი სერ ბართოლომიუ სთრეინჯი უნდა ყოფილიყო, მისტერ ბებინ-
გტონი კი შეცდომით მოწამლეს? მაგრამ უარი ვთქვი ამ იდეაზე –
ყველამ, ვინც ოდნავ მაინც იცნობდა სერ ბართოლომიუ სთრეინჯს,
იცოდა, რომ ის კოქტეილს არ სვამდა.
– კიდევ ერთი ვარაუდი: ხომ არ მოწამლეს სტივენ ბებინგტონი
შეცდომით – მოწვეული სტუმრებიდან რომელიმეს ნაცვლად? ამის
მტკიცებულებას ვერ მივაგენი და კვლავ იმ აზრს დავუბრუნდი, რომ
სტივენ ბებინგტონი წინასწარი განზრახვით მოკლეს. დავუბრუნდი
და ჩემ წინ მყისვე გაჩნდა ლოდი შებრკოლებისა: იმ ვითარებაში ას-
ეთი მკვლელობის ჩადენის იოტისოდენა შესაძლებლობაც არ არსე-
ბობდა.
– ნებისმიერი გამოძიება მარტივი და თვალსაჩინო ვერსიების
განხილვით უნდა დავიწყოთ. თუკი სტივენ ბებინგტონმა მოწამლუ-
ლი კოქტეილი დალია, ვის ჰქონდა ამ სასმელში საწამლავის შერე-
ვის შესაძლებლობა? თავიდან მომეჩვენა, რომ ამის გაკეთება მხო-
ლოდ იმ ორ ადამიანს შეეძლო, ვინც კოქტეილს ამზადებდა. კერ-
ძოდ, თვითონ სერ ჩარლზ კარტრაიტსა და მოახლე ტემპლს. მაგრამ
თუნდაც რომელიმე მათგანს შეერია საწამლავი, ვერაფრით მო-
ახერხებდა ისე მოეწყო ყველაფერი, რომ სწორედ ეს ჭიქა შეხვედ-
როდა მისტერ ბებინგტონს. მართალია, ტემპლს შეეძლო მარჯვედ
ემოქმედა და ბებინგტონისთვის ბოლო ჭიქა შეეთავაზებინა (ამის
გაკეთება რთული იქნებოდა, თუმცა არა შეუძლებელი). ასევე შეეძ-
ლო სერ ჩარლზს, რომ ჭიქა პირადად მიეწოდებინა ბებინგტონის-
თვის. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა და ყველაფერი ისე გა-
მოიყურებოდა, თითქოს ეს ჭიქა შემთხვევით აღმოჩნდა პასტორთან

208
– კოქტეილს სერ ჩარლზი და ტემპლი ამზადებდნენ. ამ ორიდან
რომელიმე თუ იყო მელფორტ-ებიში? არ ყოფილა. ვის ჰქონდა ყვე-
ლაზე მეტი შესაძლებლობა სერ ბართოლომიუს პორტვეინის მოსა-
წამლავად? გაქცეულ მსახურთუფროს ელისსა და მის დამხმარეს,
მოახლეს. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს რომელიმე სტუმარს
ჩაედინა, თუკი შეუმჩნევლად გავიდოდა სასადილო ოთახში და სერ
ბართოლომიუს ჭიქაში ნიკოტინის ხსნარს ჩაამატებდა. ეს სარისკო
საქმე იქნებოდა, თუმცა შესაძლებელი.
– როდესაც „ყვავების ბუდეში“ შემოგიერთდით, თქვენ უკვე შე-
გედგინათ იქ და მელფორტ-ებიში მყოფთა სია. გეტყვით, რომ თავი-
დანვე გამოვრიცხე სიის პირველი ოთხი პირი – კაპიტანი და მისის
დეიკრესები, მის სატკლიფი და მის უილსი. მათგან არავინ იცოდა,
რომ „ყვავების ბუდეში“ მისტერ ბებინგტონს შეხვდებოდა. საწამლა-
ვად ნიკოტინი გამოიყენეს. მაშასადამე, ეს ექსპრომტი კი არ იყო,
არამედ საგულდაგულოდ მოფიქრებული ოპერაცია. სიაში კიდევ
სამი კაცი ეწერა: ლედი მერი ლიტონ გორი, მის ლიტონ გორი და
მისტერ ოლივერ მენდერსი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელი-
მე მათგანი რაღაცით უკავშირდებოდეს ამ დანაშაულს, თუმცა თე-
ორიულად შესაძლებელია. სამივე ადგილობრივია და შესაძლოა
რამე მიზეზი ჰქონოდათ სტივენ ბებინგტონის თავიდან მოსაცილებ-
ლად, გეგმის შესასრულებლად კი სერ ჩარლზთან გამართული წვე-
ულება შეერჩიათ.
– მეორე მხრივ, იმის ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მივაგენი,
რომ რომელიმე მათგანმა მართლა ჩაიდინა მსგავსი რამ. ვფიქრობ,
დაახლოებით ჩემსავით ფიქრობდა მისტერ სატერთუეითიც და მან
ყურადღება ოლივერ მენდერსზე გადაიტანა. ახალგაზრდა მენდერ-
სი მართლა იწვევდა სერიოზულ ეჭვს. იმ საღამოს „ყვავების ბუდეში“
მას ძლიერი ნერვიული დაძაბულობა ეტყობოდა – პირადი პრობ-
ლემების გამო ერთგვარად დამახინჯებული წარმოდგენა ჰქონდა
ცხოვრებაზე – ის ძლიერი არასრულფასოვნების კომპლექსით იტა-
ნჯებოდა, რაც ხშირად არის დანაშაულის ჩადენის მიზეზი. მისი ასა-
კის ახალგაზრდებს გაუწონასწორებლობაც ახასიათებთ – გემახსო-

209
ვრებათ, რომ ის მისტერ ბებინგტონს წაეჩხუბა და დაუფარავად გა-
მოხატა ზიზღი მის მიმართ. გაიხსენეთ, აგრეთვე, მელფორტ-ებიში
მისი გამოჩენის უცნაური გარემოებები. მოგვიანებით მან განაცხა-
და, რომ წერილი მიიღო სერ ბართოლომიუ სთრეინჯისგან, მის
უილსი კი ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა მენდერსი გაზეთის ამონა-
ჭერს ინახავდა ნიკოტინით მოწამვლის თემაზე.
– ამრიგად, ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ოლივერ მენ-
დერსი სათავეში უნდა მოჰქცეოდა ეჭვმიტანილთა სიას.
– სწორედ ამ დროს, ჩემო მეგობრებო, უცნაური შეგრძნება და-
მეუფლა. ერთი მხრივ, დამნაშავე ორივე წვეულებას უნდა დასწრე-
ბოდა. სხვა სიტყვებით, სიაში შეტანილთაგან ერთ-ერთი უნდა ყო-
ფილიყო. მეორე მხრივ, მომეჩვენა, რომ განზრახ შექმნეს ეს სიცხა-
დე. თითქოს ვიღაცამ წინასწარ გათვალა, რომ საღად, ლოგიკურად
მოაზროვნე ნებისმიერ ადამიანს ეს დასკვნა უნდა გამოეტანა. მივ-
ხვდი, რომ ოსტატურად დახატული დეკორაცია შემომაჩეჩეს. ჭკვი-
ანმა დამნაშავემ უშეცდომოდ გათვალა: ვინაიდან სიაში შეტანილი
ყველა ადამიანი ეჭვმიტანილად ჩაითვლებოდა, მისი გვარი იქ არ
უნდა ყოფილიყო. უფრო ზუსტად, რომ ვთქვა, სტივენ ბებინგტონისა
და სერ ბართოლომიუს მკვლელი ორივე წვეულებას უნდა დასწრე-
ბოდა, ოღონდ ერთ-ერთ მათგანს – არა აშკარად.
– ვინ დაესწრო პირველ წვეულებას და არ დაესწრო მეორეს?
სერ ჩარლზ კარტრაიტი, მისტერ სატერთუეითი, მის მილრეი და მი-
სის ბებინგტონი. შეეძლო თუ არა რომელიმე მათგანს სხვა სახით
დასწრებოდა მეორე წვეულებას? სერ ჩარლზი და მისტერ სატერ-
თუეითი საფრანგეთში იყვნენ, მის მილრეი ლონდონში იყო, მისის
ბებინგტონი – ლუმაუთში. მაშასადამე, შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ
მის მილრეისა და მისის ბებინგტონზე. მაგრამ ჩნდება შეკითხვა: შე-
ეძლო თუ არა მის მილრეის მოეხერხებინა, რომ ის ვერ ეცნოთ? მას
გამორჩეული სახე აქვს, რომელიც ადვილად ამახსოვრდება ხალხს.
ასეთ სახეს გრიმი ვერ უშველის. დარწმუნებული ვარ, მის მილრეი
მელფორტ-ებიში რომ გამოჩენილიყო, მას მაშინვე იცნობდნენ. იგი-
ვე ითქმის მისის ბებინგტონზეც.

210
– ახლა დავსვათ შეკითხვა: შეეძლო თუ არა მისტერ სატერთუე-
ითს ან სერ ჩარლზს მელფორტ-ებიში ყოფნა — ისე, რომ ვერავინ
მიმხვდარიყო ამას? რაც შეეხება მისტერ სატერთუეითს, ეს შესაძ-
ლებელია, ოღონდ მხოლოდ შესაძლებელია და მეტი არაფერი. აი,
სერ ჩარლზთან დაკავშირებით კი სრულიად სხვა ვითარებაა. ის მსა-
ხიობია, მიჩვეულია როლების შესრულებას. რომელი როლის შესრ-
ულება შეეძლო ამჯერად?
– მაშინ მსახურთუფროს ელისზე დავფიქრდი. ელისი იდუმალე-
ბით მოცული პიროვნებაა. ის თითქოს არსაიდან გაჩნდა მკვლელო-
ბამდე ორი კვირით ადრე, შემდეგ კი ისე გაუჩინარდა, ვერავინ გა-
იგო მისი ასავალ-დასავალი. რატომ ვერ მიაგნეს მის კვალს? იმი-
ტომ, რომ სინამდვილეში ელისი არც არსებობდა. ელისი რეალური
პიროვნება კი არა, მუყაოსა და საღებავისგან შექმნილი სასცენო
დეკორაციის ნაწილი გახლდათ.
– მაგრამ იყო თუ არა ეს შესაძლებელი? ბოლოს და ბოლოს, მას
ხომ ყველა იცნობდა მელფორტ-ებიში, სერ ბართოლომიუ სთრეინ-
ჯი კი მისი ახლო მეგობარი იყო. მოახლეებთან დაკავშირებით ყვე-
ლაფერი მარტივია; თუ მსახურთუფროსად გაასაღებდა თავს, ისინი
კი მას ამოიცნობდნენ, იტყოდა, რომ გაიხუმრა. მეორე მხრივ, თუ
ორი კვირის განმავლობაში არავინ დაეჭვდებოდა, ეს იმას ნიშნავ-
და, რომ მოქმედებაზე გადასვლა შეეძლო. გამახსენდა მოახლის
ნათქვამი მსახურთუფროსზე: „ნამდვილი ჯენტლმენი იყო... კარგ
ოჯახებში მსახურობდა... რამდენიმე ცნობილი სკანდალის შესახებ
იცოდა“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოახლე ალისას სიტ-
ყვები. მან თქვა: „არცერთ მსახურთუფროსს არ ჰგავდა, ვისთანაც
მიმუშავია“. როდესაც ეს ფრაზა გამიმეორეს, მან ჩემი თეორია და-
ადასტურა.
– მაგრამ სრულიად სხვა საქმეა სერ ბართოლომიუ სთრეინჯი.
ძნელი დასაჯერებელია, რომ სერ ჩარლზს მისი გაცურება მოეხერ-
ხებინა. სერ ბართოლომიუს წინასწარ უნდა სცოდნოდა ამ გარდა-
სახვის შესახებ. არსებობდა თუ არა ამის მტკიცებულება? დიახ. დაკ-
ვირვებულმა მისტერ სატერთუეითმა გამოძიების დასაწყისშივე მი-

211
აქცია ყურადღება სერ ბართოლომიუს ხუმრობას (რაც არ ახასია-
თებდა მსახურებთან ურთიერთობისას): „კარგი ყმაწვილი ხართ,
ელის, და საუკეთესო მსახურთუფროსი“. სავსებით ლოგიკური შენი-
შვნაა, თუკი მსახურთუფროსი სერ ჩარლზ კარტრაიტი იყო, სერ ბარ-
თოლომიუ კი ამ გათამაშებაში მონაწილეობდა.
– აშკარაა, რომ სერ ბართოლომიუ წარმატებულ ხუმრობად
თვლიდა სერ ჩარლზის გარდასახვას. შესაძლოა მათ ნაძლევიც კი
დადეს. როგორც ჩანს, ექიმი სტუმრების გათამაშებას აპირებდა. თუ
გახსოვთ, მან თქვა, რომ სიურპრიზს ამზადებდა. სწორედ ამით აიხ-
სნება მისი უჩვეულო მხიარულება. გაითვალისწინეთ, რომ ჯერაც
არსებობდა უკანდასახევი გზა. თუკი იმ საღამოს ელისში ვინმე სერ
ჩარლზ კარტრაიტს ამოიცნობდა, გამოუსწორებელი უბედურება არ
მოხდებოდა – ყველაფერს ხუმრობაში ჩაატარებდნენ, მაგრამ ყუ-
რადღება არავინ მიაქცია შუახნის, მხრებში ოდნავ მოხრილ მსა-
ხურთუფროსს, რომელსაც ბელადონისგან გამუქებული თვალები
და ბაკენბარდები ჰქონდა, მაჯაზე კი ხალი დაეხატა – შესანიშნავი
სამხილი ამოსაცნობად, რომელმაც თავისი როლი ვერ შეასრულა,
ვინაიდან ადამიანთა უმეტესობა საკმარისად დაკვირვებული არ
არის. თითქოს ყველას უნდა ეხსენებინა ხალი ელისის აღწერისას,
ის კი ვერავინ შეამჩნია ორი კვირის განმავლობაში! გარდა თვალ-
მახვილი მის უილსისა, რომელსაც მალე მივუბრუნდებით.
– რა მოხდა შემდეგ? სერ ბართოლომიუ მოკვდა. ამჯერად მისი
სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით აღარ აუხსნიათ. მოვიდა პოლიცია.
მათ ელისი და სხვები დაჰკითხეს. მოგვიანებით, იმავე ღამით, „ელი-
სი“ საიდუმლო გასასვლელით წავიდა, თავისი ნამდვილი სახე მი-
იღო და ორი დღის შემდეგ უკვე მონტე-კარლოს პარკში დასეირნობ-
და, ელოდებოდა, როდის შეიტყობდა მეგობრის გარდაცვალების
ამბავს, და ასეთი შემთხვევისთვის შესაფერისი გაოცების, სინანუ-
ლისა და მისთანების გამოსახატავად ემზადებოდა.
– შეგახსენებთ, ეს მხოლოდ თეორია იყო. მტკიცებულებები არ
მქონდა, თუმცა მომდევნო მოვლენებმა ჩემი თეორია დაადასტურა.
ჩემი ბანქოს სახლი მყარად იდგა. ელისის ოთახში აღმოჩენილი

212
შანტაჟის წერილები? ისინი ხომ თვითონ სერ ჩარლზმა აღმოაჩინა!
რაც შეეხება წერილს, რომელშიც სერ ბართოლომიუ ახალგაზრდა
მენდერსს ვითომდა ავარიის ინსცენირების მოწყობას სთხოვს, ისიც
სერ ჩარლზმა დაწერა – ეს დიდ ოსტატობას არ მოითხოვდა. თუკი
მენდერსი ამ წერილს არ გაანადგურებდა, ამას სერ ჩარლზი, იგივე
ელისი, გააკეთებდა ახალგაზრდა ჯენტლმენის მომსახურებისას.
სწორედ ასე მოათავსა მან გაზეთის ამონაჭერი ოლივერ მენდერსის
საფულეში.
– ახლა კი მესამე მსხვერპლზე გადავიდეთ – მისის დე რაშბრი-
ჯერზე. როდის გავიგეთ პირველად მისი სახელი? როგორც კი მოახ-
ლემ გაიხსენა, რომ სერ ბართოლომიუ სთრეინჯმა ელისს საუკეთე-
სო, იდეალური მსახურთუფროსი უწოდა, არადა, ასე არასოდეს ლა-
პარაკობდა. სერ ჩარლზს ნებისმიერ ფასად უნდა გადაეტანა მისტერ
სატერთუეითის ყურადღება ამ სახიფათო თემიდან სხვა საკითხზე.
ამიტომ მაშინვე ჰკითხა მოახლეს, თუ რა შეატყობინა მსახურთუფ-
როსმა სერ ბართოლომიუს. ქალმა პაციენტის სახელი ახსენა – მი-
სის დე რაშბრიჯერი. სერ ჩარლზმა ძალისხმევა არ დაიშურა, რათა
მსახურთუფროსის ნაცვლად ამ უცნობი ქალით დაინტერესებულიყ-
ვნენ. ის სანატორიუმში მივიდა და უფროს მედდას გაესაუბრა. მოკ-
ლედ, სერ ჩარლზი ყველანაირად ცდილობდა, გამოძიება მცდარი
გზით წასულიყო.
– ვნახოთ, რა როლი აქვს ამ დრამაში მის უილსს. მის უილსი სა-
ინტერესო პიროვნებაა. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომ-
ლებსაც არ შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა სხვებზე. არც ლა-
მაზია, არც მახვილგონიერი, არც ნიჭიერი. სიმპათიურსაც კი ვერ
უწოდებს კაცი. სამაგიეროდ, ძალზე დაკვირვებული და საზრიანია.
თავისი კალმით უხდის სამაგიეროს ამ სამყაროს. ეხერხება ცხოვ-
რებაში ნანახი პერსონაჟების ქაღალდზე გადატანა. არ ვიცი, შენიშ-
ნა თუ არა რამე უჩვეულო მსახურთუფროსში, მაგრამ ის ერთადერ-
თი იყო სუფრაზე მყოფთაგან, ვინც საერთოდ შეამჩნია ის. მკვლე-
ლობის მომდევნო დილას, უზომო ცნობისმოყვარეობის გამო, ყვე-
ლგან დაძვრებოდა და ყველაფერს აკვირდებოდა, როგორც მოახ-

213
ლემ თქვა. მანგუსტის ინსტინქტით შეპყრობილი, დეიკრესების ოთ-
ახშიც შევიდა და მოახლეების საცხოვრებელ სივრცეშიც, რათა რა-
მე მაინც გაერკვია.
– მის უილსი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც აფორიაქებდა სერ
ჩარლზს. ამიტომაც დაიჟინა, რომ თვითონ გაესაუბრებოდა ქალს.
მასთან შეხვედრამ დაამშვიდა და კიდეც გაახარა, ვინაიდან მის
უილსმა ხალი შეამჩნია, მაგრამ ამას კატასტროფა მოჰყვა. ვფიქ-
რობ, იმ მომენტამდე მის უილსის ცნობიერებაში ელისისა და სერ
ჩარლზის სახეები არაფრით უკავშირდებოდა ერთმანეთს. უბრა-
ლოდ, მსახურთუფროსი ვიღაცას აგონებდა. თუმცა, როგორც უკვე
ვთქვი, უაღრესად დაკვირვებული ადამიანია – როდესაც მასთან
კერძები მოჰქონდათ, ის მიმტანის სახეს კი არა, ხელებს აკვირდე-
ბოდა.
– მაშინ აზრადაც არ მოსვლია თავში, რომ სერ ჩარლზი მსახურ-
თუფროსის როლს თამაშობდა, მაგრამ როცა სერ ჩარლზი მასთან
სასაუბროდ მივიდა, უეცრად თავში გაუელვა, რომ სერ ჩარლზი ელ-
ისი იყო! ამიტომაც სთხოვა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს ბოსტნეუ-
ლის კერძი უნდა მიეწოდებინა მისთვის. საბაბი სჭირდებოდა მისი
ხელების იმავე მდგომარეობაში შესასწავლად, რომელშიც მსახურ-
თუფროსი ელისი იხილა.
– ასე შეიტყო სიმართლე მის უილსმა, მაგრამ ის უცნაური ქალია
და ურჩევნია, მარტო დატკბეს თავისი ცოდნით. გარდა ამისა, დარ-
წმუნებული არ იყო, რომ სერ ჩარლზმა თავისი მეგობარი მოკლა.
მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი მსახურთუფროსად გარდაისახა, მას
მკვლელად ვერ გამოაცხადებდა. ბევრ უდანაშაულო ადამიანს ახა-
სიათებს დუმილი, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
– მაშ, ასე – მის უილსი ამ აღმოჩენას არავის უმხელდა და ამით
ტკბებოდა, მაგრამ სერ ჩარლზი ვერ ისვენებდა. არ მოსწონდა ქა-
ლის სახეზე აღბეჭდილი ღვარძლნარევი კმაყოფილება, რომელსაც
ოთახიდან გასვლისას მოჰკრა თვალი. მის უილსმა რაღაც იცოდა.
რა? ის, რაც მას, სერ ჩარლზს შეეხებოდა? ეს არ იცოდა, მაგრამ
გრძნობდა, რომ მსახურთუფროს ელისს უკავშირდებოდა. ჯერ მის

214
ტერ სატერთუეითი, ახლა მის უილსი! სასწრაფოდ უნდა გადაეტანა
ყურადღება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხიდან სხვა თე-
მაზე და გეგმა მოიფიქრა – მარტივი, თავხედური, რომელიც, მისი
აზრით, ყველას თავგზას აუბნევდა.
– ვფიქრობ, იმ დღეს, როცა წვეულება მოვაწყვე და შერიზე დაგ-
პატიჟეთ, სერ ჩარლზი დილას ძალიან ადრე ადგა, იორკშირში გა-
ემგზავრა, ძველი ტანსაცმელში გამოეწყო, ბიჭს დეპეშა მისცა და
სთხოვა, რომ ფოსტიდან გაეგზავნა. შემდეგ დროულად დაბრუნდა
ლონდონში, რათა იმ როლის შესრულება მოესწრო, რომელიც ჩემს
პატარა დრამაში მივეცი. მანამდე კიდევ რაღაც გააკეთა – ფოსტით
გაუგზავნა შოკოლადის კანფეტების კოლოფი ქალს, რომელიც არა-
სოდეს ენახა და რომელზეც არაფერი იცოდა...
– თქვენ იცით, რა მოხდა იმ საღამოს. სერ ჩარლზის შეშფოთე-
ბულმა სახემ თითქმის დამარწმუნა, რომ მის უილსი რაღაცას ეჭვობ-
და. როდესაც სერ ჩარლზმა „სიკვდილის სცენა“ გაითამაშა, მე მის
უილსს ვაკვირდებოდი. მის სახეზე გაოცება დავინახე და მივხვდი,
რომ სერ ჩარლზს მკვლელად თვლიდა, მაგრამ როცა სერ ჩარლზი
ვითომდა საწამლავმა მოკლა წინა ორი მსხვერპლივით, გადაწყვი-
ტა, რომ შეცდომით აბრალებდა მას დანაშაულის ჩადენას.
– მაგრამ თუ მის უილსს სერ ჩარლზზე ჰქონდა ეჭვი, მაშასადამე,
მას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. ადამიანი, რომელმაც ორი
მკვლელობა ჩაიდინა, არც მესამეზე დაიხევდა უკან. იმ დღეს განგა-
ში ავტეხე, საღამოს კი ტელეფონით დავუკავშირდი მის უილსს და ის
ჩემი რჩევით მეორე დღეს მოულოდნელად გაემგზავრა სახლიდან.
მას შემდეგ აქ ცხოვრობს, ამ სასტუმროში. ჩემს გონივრულ საქცი-
ელს ის ფაქტიც მოწმობს, რომ სერ ჩარლზი თუთინგში გაემგზავრა
ჯილინგიდან დაბრუნების მომდევნო საღამოს, მაგრამ დააგვიანდა.
ჩიტი გაფრინდა.
ამასობაში, მისი თვალსაზრისით, ყველაფერი გეგმის მიხედვით
მიდიოდა. მისის დე რაშბრიჯერი თითქოს რაღაც მნიშვნელოვანის
თქმას აპირებდა ჩვენთვის, მაგრამ ის მანამ მოკლეს, სანამ ამას მო
ასწრებდა. რა ტრაგიკულია! როგორც დეტექტიურ რომანებში, თეა-

215
ტრსა თუ კინოში! კვლავ მუყაო, საღებავი და უკანა დეკორაციები.
– მაგრამ მე, ერკიულ პუარო, არ მოვტყუვდი. მისტერ სატერთუე-
ითმა მითხრა, რომ ქალი იმიტომ მოკლეს, რომ არაფერი ეთქვა. და-
ვეთანხმე. შემდეგ მან დაამატა, რომ ის მანამ მოკლეს, სანამ იმას
გვეტყოდა, რაც იცოდა. მე ვუთხარი: „ან იმას, რაც არ იცოდა“. ვფიქ-
რობ, მისტერ სატერთუეითი გაოცდა. თუმცა შეეძლო მიმხვდარიყო,
რა ხდებოდა. მისის დე რაშბრიჯერი იმიტომ მოკლეს, რომ არაფერი
ჰქონდა მოსაყოლი ჩვენთვის. იმიტომ, რომ არავითარი კავშირი არ
ჰქონდა დანაშაულთან. სერ ჩარლზს ის მხოლოდ მკვდარი სჭირდე-
ბოდა, რათა წარმატებით გამოეყენებინა ყურადღების გადასატან-
ად. ჰოდა, მისის დე რაშბრიჯერი, უწყინარი უცნობი ქალი, მოკლეს...
− მაგრამ ამ მოჩვენებითი ტრიუმფის მიუხედავად, სერ ჩარლზმა
კოლოსალური, ბავშვური შეცდომა დაუშვა! დეპეშა მისის დე რაშ-
ბრიჯერისგან ჩემს, ერკიულ პუაროს სახელზე გამოგზავნეს სასტუმ-
რო „რიცში“, მაგრამ მისის დე რაშბრიჯერს არასოდეს სმენოდა ჩემს
კავშირზე ამ საქმესთან! არავინ იცოდა ეს ამ მხარეში. წარმოუდგე-
ნელი ბავშვური შეცდომა!
– Eh bien, მე ახალ სტადიას მივაღწიე. მკვლელის ვინაობა ვიცო-
დი. თუმცა კვლავაც ვერ ვხვდებოდი პირველი დანაშაულის მოტივს.
– დავფიქრდი და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სერ ბართო-
ლომიუ სთრეინჯის სიკვდილი დამნაშავის უმთავრესი და უპირვე-
ლესი მიზანი იყო. რა მიზეზით უნდა მოეკლა სერ ჩარლზ კარტრაიტს
თავისი მეგობარი? შემეძლო მოტივის წარმოდგენა? ვფიქრობდი,
რომ შემეძლო.
ვიღაცამ ღრმად ამოიოხრა. სერ ჩარლზ კარტრაიტი ნელა წა-
მოდგა და ბუხართან მივიდა. იდგა, დოინჯი შემოეყარა და პუაროს
დასცქეროდა. როგორც მისტერ სატერთუეითი იტყოდა, ზედგამოჭ-
რილი ლორდი იგლმაუნთი იყო, როდესაც დამცინავად შეჰყურებდა
გამჭრიახ ადვოკატს, რომელმაც გაბედა და თაღლითობაში დასდო
ბრალი. კეთილშობილებასა და ზიზღს ასხივებდა – არისტოკრატი,
ქედმაღლურად რომ მისჩერებოდა ვიღაც მდაბიოს.
– არაჩვეულებრივი წარმოსახვა გაქვთ, მესიე პუარო, – თქვა მან

216
– არ ვიცი, ღირს თუ არა იმის თქმა, რომ თქვენს ნაამბობში სიმარ-
თლის ნასახიც არ არის. საკმარისად თავხედი ყოფილხართ, რად-
გან ამდენი სისულელე და სიცრუე დააბრეხვეთ. თუმცა განაგრძეთ
– თქვენ მე დამაინტერესეთ. რა იყო ჩემი მოტივი იმ ადამიანის მო-
საკლავად, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი?
ერკიულ პუარომ, ტანდაბალმა ბურჟუამ, არისტოკრატს ახედა
და სწრაფად, მაგრამ მტკიცედ მიმართა:
– სერ ჩარლზ, ჩვენ ასეთი გამოთქმა გვაქვს: „Cherchez la
femme“.31 სწორედ მასში მივაგენი მოტივს. მე თქვენ მადმუაზელ
ლიტონ გორის გვერდით დაგინახეთ. მივხვდი, რომ გიყვართ ის –
გიყვართ იმ საშინელი ყოვლისმომცველი ვნებით, რომელიც შუახ-
ნის მამაკაცს ეწვევა, როგორც წესი, უმანკო ქალიშვილის შთაგონე-
ბით. თქვენ შეგიყვარდათ. ვხედავდი, რომ ის თაყვანს გცემდათ,
როგორც გმირს. თქვენი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა, რომ
სიყვარულში გამოგტყდომოდათ, მაგრამ დუმდით. რატომ?
– თქვენ გულუბრყვილო შეყვარებულად მოაჩვენეთ თავი თქვე-
ნს მეგობარ მისტერ სატერთუეითს, თითქოს არ იცოდით, რომ ქა-
ლიშვილსაც უყვარდით. თითქოს ფიქრობდით, რომ მას ოლივერ
მენდერსი მოსწონდა, მაგრამ თქვენ, სერ ჩარლზ, მაღალი საზოგა-
დოების წარმომადგენელი ხართ და ქალებთან ურთიერთობის დი-
დი გამოცდილება გაქვთ. ეს არ შეგეშლებოდათ. ცხადია, იცოდით,
რომ მის ლიტონ გორს უყვარდით. თუ ასეა, რატომ არ დაქორწინ-
დით? თქვენ ხომ გინდოდათ ეს?
– მაშასადამე, არსებობდა რაღაც დაბრკოლება. მაინც რა დაბ-
რკოლება? ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: თქვენ უკ-
ვე გყავდათ ცოლი, მაგრამ თქვენ არავინ გახსენებდათ, როგორც
ცოლიან მამაკაცს. ყოველთვის უცოლო იყავით. აქედან დასკვნა –
თქვენ ძალზე ადრეულ ასაკში დაქოწინდით, ჯერ კიდევ მანამდე, სა-
ნამ იმედისმომცემი და ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი გახდებო-

31
ეძებეთ ქალი (ფრ.)

217
დით.– რა დაემართა თქვენს ცოლს? თუ ცოცხალი იყო, რატომ არა-
ვინ არაფერი იცოდა მასზე? თუ ცალ-ცალკე ცხოვრობდით, შეგეძ-
ლოთ განქორწინება მოგეთხოვათ. თუ ის კათოლიკე იყო ან, უბრა-
ლოდ, განქორწინებას არ ემხრობოდა, მაინც ეცოდინებოდათ, რომ
ცოლი გყავთ, რომელიც თქვენთან ერთად არ ცხოვრობს.
– მაგრამ არსებობს ორი ტრაგედია, რომელთა წინაშეც კანონი
უძლურია. ქალს, რომელზეც დაქორწინდით, სამუდამო პატიმრობა
მიუსაჯეს, ან საგიჟეთშია გამომწყვდეული. ვერცერთ ამ შემთხვევა-
ში განქორწინებას ვერ მიაღწევდით, და თუ ძალზე ახალგაზრდამ
იქორწინეთ, ეს შესაძლოა არ სცოდნოდათ.
მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც შეგეძლოთ მის ლიტონ გორზე
დაქორწინება, ოღონდ მისთვის სიმართლე უნდა დაგემალათ. და-
ვუშვათ, ერთმა კაცმა იცოდა თქვენს ქორწინებაზე – თქვენი ბავშვო-
ბის მეგობარმა. სერ ბართოლომიუ სთრეინჯი პატიოსანი, ყველას-
გან დაფასებული ექიმი იყო. მას შესაძლოა შეჰბრალებოდით, თვა-
ლი დაეხუჭა თქვენს რომანებსა და უთავბოლო ცხოვრებაზე, მაგრამ
არ გაჩუმდებოდა, თუ დაინახავდა, რომ ცოცხალი ცოლის პატრონი
დაქორწინებას დააპირებდით ქალიშვილზე, რომელმაც არაფერი
იცოდა თქვენი წარსულის ამ ფურცელზე.
– მაშასადამე, მის ლიტონ გორზე დასაქორწინებლად ჯერ სერ
ბართოლომიუ სთრეინჯი უნდა მოგეცილებინათ თავიდან.
სერ ჩარლზს გაეცინა.
– და ძვირფასი მოხუცი ბებინგტონი? მანაც იცოდა ეს ყველაფე-
რი?
– თავიდან ასე მეგონა, მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ ამ თე-
ორიის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც არ არსებობდა.
გარდა ამისა, არსად გამქრალა ჩემი თავდაპირველი ლოდი შებ-
რკოლებისა – თუნდაც თქვენ რომ შეგერიათ ნიკოტინი კოქტეილის
ჭიქაში, არ გექნებოდათ გარანტია, რომ ის თქვენთვის სასურველ
რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას შეხვდებოდა. აი, რა იყო ჩემი
პრობლემა, მაგრამ მის ლიტონ გორის შემთხვევით ნათქვამმა ფრა-
ზამ გონება გამინათა.

218
– საწამლავი სპეციალურად სტივენ ბებინგტონისთვის კი არ იყო
განკუთვნილი, არამედ ნებისმიერი იქ მყოფისთვის, სამი სტუმრის
გამოკლებით. ესენი იყვნენ: მის ლიტონ გორი, რომელსაც თვითონ
მიაწოდეთ ჩვეულებრივი ჭიქა, ბუნებრივია – თქვენ, და სერ ბართო-
ლომიუ სთრეინჯი, ვინაიდან იცოდით, რომ ის კოქტეილს არ სვამდა.
– მაგრამ ეს ხომ სისულელეა! – შესძახა მისტერ სატერთუეითმა,
– რა მოტივით უნდა გაეკეთებინა ეს? ის არ არსებობს.
პუარო მისკენ შეტრიალდა.
– არსებობს, – ტრიუმფალური ხმით განაცხადა მან, – უცნაური
მოტივი. ძალზე უცნაური მოტივი. პირველად შევეჩეხე მკვლელობის
ასეთ მოტივს. სტივენ ბებინგტონის მკვლელობა – არც მეტი, არც
ნაკლები, მხოლოდ და მხოლოდ გენერალური რეპეტიცია იყო.
– რა?
– დიახ. სერ ჩარლზი მსახიობი იყო და მსახიობის ინსტინქტით
მოქმედებდა. მან რეპეტიცია გაიარა მთავარი მკვლელობის ჩადე-
ნამდე. მასზე ვერაფრით ვერ მიიტანდნენ ეჭვს – მას ვერავითარ
სარგებელს ვერ მოუტანდა წვეულებაზე მყოფი ნებისმიერი ადამია-
ნის სიკვდილი. მეტიც, დამტკიცდა, რომ ვერაფრით მოახერხებდა
რომელიმე კონკრეტული პიროვნების მოწამვლას. გენერალურმა
რეპეტიციამ კარგად ჩაიარა, ჩემო მეგობრებო. მისტერ ბებინგტონი
მოკვდა. არავის არ გასჩენია ეჭვი, რომ ვიღაც უპატიოსნო თამაშს
თამაშობდა. სერ ჩარლზმა თვითონ გამოთქვა ეს ვარაუდი და ძალზე
კმაყოფილი დარჩა, როდესაც ჩვენ ის არასერიოზულად აღვიქვით.
ჭიქის შეცვლამაც უპრობლემოდ ჩაიარა. ის დარწმუნდა, რომ პრე-
მიერაც წარმატებით ჩაივლიდა.
– როგორც იცით, მოვლენები ოდნავ სხვანაირად განვითარდა.
მეორე შემთხვევას ექიმი შეესწრო, რომელმაც მაშინვე გამოთქვა
ეჭვი, რომ გარდაცვლილი მოწამლეს. ახლა სერ ჩარლზს სხვა არა-
ფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ინტერესი გაეღვივებინა ბე-
ბინგტონის სიკვდილის მიმართ. ყველას უნდა დაეჯერებინა, თით-
ქოს სერ ბართოლომიუს მკვლელობა წინა სიკვდილის ბუნებრივი
შედეგი იყო. მთელი ყურადღება ბებინგტონის მკვლელობის მოტივ-

219
ზე უნდა გადაეტანათ და არა სერ ბართოლომიუს თავიდან მოცილე-
ბის მოტივზე.
– მაგრამ სერ ჩარლზმა რაღაც ვერ გაითვალისწინა – მის მილ-
რეის საოცარი დაკვირვებულობა. ამ ქალმა იცოდა, რომ მისი დამ-
ქირავებელი ქიმიურ ცდებს ატარებდა „ყვავების ბუდის“ ბაღში აღ-
მართულ კოშკში. სწორედ უფროსის დავალებით შეიძინა მან ვარ-
დებზე შესასხურებელი ხსნარი, მალე კი აღმოაჩინა, რომ ამ ხსნარის
უმეტესი ნაწილი სწრაფად გაქრა რაღაც აუხსნელი მიზეზით. მალე
გაზეთში წაიკითხა, რომ მისტერ ბებინგტონი ნიკოტინით მოწამლეს.
ჭკვიანი ქალი მიხვდა, რომ სერ ჩარლზმა სუფთა ალკალოიდი მი-
იღო ვარდებისთვის განკუთვნილი ხსნარიდან.
– მის მილრეიმ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ერთი მხრივ,
პატარაობიდან იცნობდა მისტერ ბებინგტონს, მეორე მხრივ, ისე ძა-
ლიან უყვარდა თავისი მომხიბვლელი დამქირავებელი, როგორც ეს
მხოლოდ შეუხედავ ქალს თუ შეუძლია. ბოლოს, გადაწყვიტა, გა-
ენადგურებინა ხელსაწყოები სერ ჩარლზის ლაბორატორიაში, ვი-
ნაიდან მისი სათაყვანო კაცი ისე იყო დარწმუნებული თავის უსაფ-
რთხოებაში, რომ არც უფიქრია ამის გაკეთება. მის მილრეი კორნუ-
ოლში გაემგზავრა. მე მას შეუმჩნევლად ავედევნე.
სერ ჩარლზმა კვლავ გაიცინა. ასე ძლიერ არასოდეს ჰგვანებია
დახვეწილ ჯენტლმენს, ზიზღით რომ მისჩერებოდა ვირთხას.
– მაშასადამე. თქვენი ერთადერთი სამხილი ძველი ქიმიური
აპარატია? – იკითხა დამცინავად.
– არა. – მიუგო პუარომ, – თქვენს პასპორტში მითითებულია ინ-
გლისიდან თქვენი გამგზავრებისა და უკან დაბრუნების თარიღები,
ჰარვერტონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი მოთავსებულია
გლედის მერი მაგი – ჩარლზ მაგის მეუღლე.
აქამდე ეგი ჩუმად. გაუნძრევლად იჯდა, მაგრამ ახლა შეირხა და
რაღაც ხმა გამოსცა, რომელიც ხმადაბალ კვნესას ჰგავდა.
სერ ჩარლზი აუჩქარებლად შეტრიალდა მისკენ.
– ეგ. თქვენ ხომ არ გჯერათ ეს სისულელე? – თქვა მან, გაიცინა
და ხელები გაიწვდინა ქალიშვილისკენ.

220
ეგი დაჰიპნოზებულივით ნელა დაიძრა. ვედრებით, ტანჯვით აღ-
ვსილი თვალებით მისჩერებოდა თავის შეყვარებულს. უეცრად შე-
ჩერდა, მიიხედ-მოიხედა, თითქოს ვინმეს მხარდაჭერას ელოდებო-
და, შემდეგ კი მუხლებზე დაეშვა პუაროს წინაშე.
– ეს სიმართლეა? – შესძახა მან, – ეს სიმართლეა?
პუარომ თანაგრძნობით, ალერსიანად და, იმავდროულად, მტკი-
ცედ დაადო ხელები მხრებზე.
– სიმართლეა, მადმუაზელ.
ახლა მხოლოდ ეგის ქვითინი ისმოდა.
სერ ჩარლზი მოულოდნელად დაბერდა. მისი სახე სატირის მო-
ცინარ ნიღაბს ჰგავდა.
– ეშმაკმა წაგიღოთ, – გამოცრა მან.
მთელი თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში სერ
ჩარლზს არასოდეს წარმოუთქვამს რეპლიკა, რომელშიც ასეთი და-
უფარავი ღვარძლი ჟღერდა. ის შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
მისტერ სატერთუეითი სკამიდან წამოხტა, მაგრამ პუარომ თავი
გადააქნია, თან თმაზე ეფერებოდა აქვითინებულ ქალიშვილს.
– გაიქცევა! — შესძახა მისტერ სატერთუეითმა.
პუარომ კვლავ გადააქნია თავი.
– არა, ის მხოლოდ გასასვლელს აირჩევს, ან ნელა წავა მთელი
ქვეყნის თვალწინ, ან სწრაფად გაუჩინარდება სცენიდან.
კარი ფრთხილად გაიღო და ვიღაც შემოვიდა – ოლივერ მენ-
დერსი. სადღაც გამქრალიყო მისი ჩვეული დამცინავი გამომეტყვე-
ლება. გაფითრებული და უბედური ჩანდა.
პუარო ქალიშვილისკენ დაიხარა.
– შეხედეთ, მადმუაზელ, – უთხრა ალერსიანად, თქვენი მეგობა-
რი მოვიდა, რათა შინ წაგიყვანოთ.
ეგი წამოდგა, გაუბედავად შეხედა ოლივერს და ნაბიჯი გადადგა
მისკენ.
– ოლივერ... დედაჩემთან წამიყვანეთ... ოჰ, დედაჩემთან წამიყ-
ვანეთ.
ახალგაზრდა კაცმა მკლავი გადახვია მხარზე და კარისკენ წაიყ-

221
ვანა.
– კარგი, ძვირფასო, გაგაცილებთ. წამოდით.
ეგს ფეხები უკანკალებდა და სიარული უჭირდა. ოლივერი და
მისტერ სატერთუეითი მხარში ამოუდგნენ აქეთ-იქიდან. კართან ქა-
ლიშვილმა ძალა მოიკრიბა, თავი გადააქნია და თქვა:
– კარგად ვარ.
პუარომ ხელი ასწია და ოლივერ მენდერსი მასთან მივიდა.
– გაუფრთხილდით მას, – უთხრა დეტექტივმა.
– რა თქმა უნდა, სერ. თქვენ იცით, რომ ის ჩემთვის ყველაფერია.
მისმა სიყვარულმა სასტიკი და ცინიკური გამხადა. თუმცა ახლა შე-
ვიცვლები. მზად ვარ, გვერდით დავუდგე. ვინ იცის, იქნებ ოდესმე..
– მჯერა, რომ ასეც მოხდება, – თქვა პუარომ, – ვფიქრობ, მის
გულში თქვენი სიყვარული ჩაისახა, მაგრამ სწორედ ამ დროს ის კა-
ცი გამოჩნდა და თავბრუ დაახვია. ცნობილი ადამიანები, რომლებ-
საც ყველა ეთაყვანება, ძალზე საშიშია ქალიშვილებისთვის. ერთ
მშვენიერ დღეს ეგს შეუყვარდებით და თქვენს ბედნიერებას სალ
კლდეზე ააგებთ.
პუარომ ალერსიანად გააყოლა თვალი ახალგაზრდა კაცს, რო-
მელიც ოთახიდან გავიდა.
მალე მისტერ სატერთუეითი დაბრუნდა.
– შესანიშნავი იყავით, მესიე პუარო, – თქვა მან, – დიდებული!
პუარომ მოკრძალებული სახე მიიღო.
– ისეთი არაფერი მიქნია. დასრულდა ტრაგედია სამ აქტად.
ფარდაც დაეშვა.
– მაპატიეთ, მაგრამ... – დაიწყო მისტერ სატერთუეითმა.
– რამე დამრჩა ასახსნელი?
– ერთი დეტალის გაგება მინდოდა.
– მკითხეთ.
– რატომ არის, რომ ზოგჯერ უზადოდ ლაპარაკობთ ინგლისუ-
რად, ზოგჯერ კი – არა?
პუაროს გაეცინა.
– ახლავე აგიხსნით. მე კარგად ვფლობ ინგლისურ ენას, მაგრამ

222
დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკს უდიდესი უპირატესობა აქვს.
ადამიანები ზიზღს გრძნობენ თქვენ მიმართ. ამბობენ: „აი, უცხოელი
– ნორმალური ინგლისურით ლაპარაკიც არ შეუძლია“. მე არ მჩვე-
ვია სხვების დაშინება, მირჩევნია, ცოტა სასაცილოდ გამოვიყურე-
ბოდე მათ თვალში. და ტრაბახიც მიყვარს! ინგლისელი ხშირად
იმეორებს: „ადამიანი, რომელსაც ამხელა წარმოდგენა აქვს თავის
თავზე, ბევრი ვერ ეღირება“. ეს ინგლისური ხედვაა, მაგრამ ის არც
ისე სწორია. საქმე ის არის, რომ ამ გზით მე მათ სიფხიზლეს ვადუ-
ნებ, თანაც, ეს ჩვეულებად გადამექცა...
– ღმერთო ჩემო! – შესძახა მისტერ სატერთუეითმა, – ეს ხომ
გველის მზაკვრობას ჰგავს, – ის მცირე ხნით გაჩუმდა, ამასწინან-
დელ მოვლენებზე დაფიქრდა, ბოლოს კი სინანულით დაამატა, –
ვშიშობ, მაინცდამაინც ვერ გავიბრწყინე ამ საქმეში.
– პირიქით. თქვენ პირველმა მიაქციეთ ყურადღება უაღრესად
მნიშვნელოვან გარემოებას – იმას, თუ როგორ ელაპარაკებოდა
სერ ბართოლომიუ მსახურთუფროსს. შეამჩნიეთ, რომ მის უილსი
ძალზე დაკვირვებული და საზრიანი ქალია. შეგეძლოთ თვითონ
მიმხვდარიყავით ყველაფერს, რომ არა თქვენი, როგორც მაყურებ-
ლის, რეაქცია თეატრალურ ეფექტებზე.
პუაროს სიტყვებმა მისტერ სატერთუეითი ცოტათი გაამხნევა.
უეცრად რაღაც აზრმა გაუელვა თავში და კინაღამ ყბა ჩამოუვარდა.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა მან, – ახლაღა გავაცნობიერე! ნების-
მიერ ჩვენგანს შეეძლო დაელია ის კოქტეილი, რომელიც იმ არამ-
ზადამ მოწამლა. შესაძლოა ეს მე ვყოფილიყავი.
– უფრო საშინელი შესაძლებლობაც არსებობდა, რომელიც გა-
მოგრჩათ, – უთხრა პუარომ.
– მაინც, რა?
– შესაძლოა ეს მე ვყოფილიყავი, – თქვა ერკიულ პუარომ.

223

You might also like