Professional Documents
Culture Documents
სიუზან ზონტაგი - ფოტოგრაფიის შესახებ
სიუზან ზონტაგი - ფოტოგრაფიის შესახებ
***
( ) მაიკლ პაუელის შესანიშნავ ფილმში "Peeping Tom"3 (1960) არის უფრო უცნაური
სექსუალური ფანტაზია, ვიდრე ანტონიონის "Blow up"-ში. ესაა ფილმი ფსიქოპათზე,
რომელიც ფოტოგრაფირების მომენტში კლავს ქალებს ფოტოაპარატში დამალული
იარაღის მეშვეობით. მოკლულებს იგი არასდროს არ ეკარება. მას არ ესაჭიროება მათი
სხეულები: მისთვის საკმარისია, ისინი არსებობდნენ ფოტოგრაფირებული სურათ-
ხატების სახით - როგორც სიკვდილის სანახაობა - რომელთაც ის თავის ეული
სიამოვნების დასაკმაყოფილებლად თავისი ბინის კედლებზე აკრავს. ეს ფილმი
აჩვენებს კავშირს იმპოტენციასა და აგრესიას, პროფესიულ ხედვასა და სისასტიკეს
შორის - და ეს ყველაფერი, როგორც ერთ წერტილში, ფოტოაპარატში იყრის თავს.
კამერა-ფალოსი - ეს ბოლოს და ბოლოს მხოლოდ შერბილებული ვარიანტია
გარდაუვალი მეტაფორის, რომელსაც ურცხვად იყენებს ნებისმიერი ადამიანი. ამ
ფანტაზიის ბუნდოვანი გაცნობიერება თავს იჩენს, როცა ვამბობთ "to shoot".4
შენიშვნები
1. ბებიტიზმი - ეს ტერმინი სინკლერ ლუისი რომანიდან "Babbitt" (1922) მოდის.
რომანის გმირის, ბებიტის სახელი თანდათანობით იქცა შეზღუდული და
თვითკმაყოფილი ბურჟუას სიმბოლოდ.