Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში, 1939 წლის 31 მარტს,

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მწერალ-


აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა
ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე
საშუალო სკოლა (1957) წელს ხოლო თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და
ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის
სპეციალობით (1962) წელს

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის
ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის
მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა
დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990
წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა
რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის
ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი
მეცნიერ თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს
მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს
მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4
მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის
ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის,
ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია
მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე,
შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების
თარგმანები.

1976 წელს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას


თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის
ჯგუფი ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ
ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად
გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი –
ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების,
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. 1978
წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის
ოფიციალური ნომინანტი. დისიდენტური საქმიანობისათვის
ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ
დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1
აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს
მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
გათავისუფლების დღიდან (1979) ზვიად გამსახურდია
სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას
დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს. გამსახურდია იყო
მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული
თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა,
მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა,
რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, ბარბაროსული
დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს,
როგორც აქციის ორგანიზატორი. 1989 წელს მერაბ კოსტავას
დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა
“სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის
საზოგადოებას”.

1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული


მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს
აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით
არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით
მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს
საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი,
ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“
უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს
სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.

სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას


შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის
გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ –
თავისუფლება: შემდეგ – დამოუკიდებლობა“.

ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ


„ანტიეროვნული მოძრაობა” და შექმნა პოლიტიკური ალიანსი
“მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. მისი მთავარი
პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ
რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი – ამ რეფერენდუმზე
დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
დეკლარაციის მიღება.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე


(1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის
მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით
ქვეყანას ეწოდა “საქართველოს რესპუბლიკა”; აღადგინეს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921)
სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან,
დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი
პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად
გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის
პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26
მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი
გამარჯვებით. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების
საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ
გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენა.

გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას,


როგორთ თავად უწოდებდნენ “მიუღებელი დიქტატორული
ქცევისთვის.

23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ


გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც
გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას
საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე
განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა,
ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ.
სინამდვილეში, ეროვნული გვარდია უკვე ისედაც იყო შინაგან
საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას
ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს.
უფრო მეტის, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა,
რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას. ეროვნული
გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ
დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24
აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და
გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს
პუტჩისტებზე გამარჯვება საქართველო ამ გადატრიალებას
გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები
აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის. გამსახურდია
ამგვარ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა, დააბრალა რა ბნელ
ძალებს მოსკოვში კონსპირაცია მის შინაურ მტრებთან
საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩასაშლელად.
პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში
გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო
დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის
გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ
მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა
და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი
იყო “მხედრიონი”, ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ


შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია
იმყოფოებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის
სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი
სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28
დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ
მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი
ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო
გადატრიალების ორგანიზატორებს. მძიმე ბრძოლები
თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც
სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.

6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა


ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში
გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. სომხეთმა
გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის
ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული
ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით
სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა
რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო,
სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა.

მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-


ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის
პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო.
სამხედო საბჭომ მოგვიანებით თავი “სახელმწიფო საბჭოდ”
გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია
1992 წლის მარტში. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც
“დე ფაქტო” პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ
ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარედ აირჩიეს.

სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც


თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად
მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა
საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები.
არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებები ზოგიერთ ამ
მომიტინგეთა წამებისა და დახვრეტის შესახებ.

სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ


“მხედრიონმა” და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე
რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო
სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა
დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა,
რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად
გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება
საქართველოში.

მთავრობიდან გადაყენების შემდეგ გამსახურდია აგრძელებდა


საკუთარი თავის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად
წარმოჩენას. 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის მიწვეულ იყო
ფინეთში (ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან
მეგობრობის ჯგუფის მიერ) და ავსტრიაში (ადამიანთა
უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ). ორივე
ქვეყანაში მან პრეს-კონფერენციები და შეხვედრები გამართა
პარლამენტარებთან და ოფიციალურ პირებთან შეტაკებები
პრო- და ანტი-გამსახურდიას ძალებს შორის გრძელდებოდა
1992-93 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი
მოხდა თბილისში 1992 წლის 24 ივნისს, როდესაც
გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო
ტელევიზიის ცენტრი აიღეს. მათ მოახერხეს რადიო გზავნილის
გაშვება ტექსტით: “ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია.
წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება.” თუმცა ისინი
ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიიდან რამდენიმე საათში
გამოდევნა. მათი მიზანი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ
მასობრივი ამბოხის წამოწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს
მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მთავრობამ საპასუხოდ მკაცრი რეჟიმი დაამყარა მთელს


საქართველოში “ზვიადიზმის” ჩასახშობად. მიუხედავად იმისა,
რომ საქართველოს ადამიანთა უფლებების დარღვევებს
მკაცრად აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები,
შევარდნაძის პირადი პრესტიჟის წყალობით ქვეყანამ
ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.

1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში


დაბრუნდა (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც
ჩავიდა ზუგდიდში). ზუგდიდში მან “დევნილი მთავრობა”
აღადგინა. მისი განცხადებით ის განაგრძობდა “მშვიდობიან
წინააღმდეგობას არალეგალური სამხედრო ხუნტის
წინააღმდეგ” და კონცენტრაციას ახდენდა ანტი-შევარდნაძის
კოალიციის შექმნაზე, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის
რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მან
ასევე მოახერხა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შემოკრება,
რომელსაც საკმაოდ თავისუფლად შეეძლო გადაადგილება
ცენტრალური ხელისუფლების სუსტი თავდაცვის სისტემის
წყალობით. თავდაპირველად გამსახურდია ხელახალი
არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა მისმა ჯარებმა
სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ
დატოვებული დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციის ხელთ
ჩაგდება, რამაც 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ
საქართჳელოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი.
გამსახურდიას მომხრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი
ქალაქისა და სატრანსპორტო კვანძი ჩაიგდეს ხელთ.
სამთავრობო ძალები უკან არაორგანიზებულად იხევდნენ და
გამსახურდიას ძალებსა და თბილისს შორის მცირე
წინააღმდეგობას ტოვებდნენ.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად


გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი
გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის
შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს
პრეზიდენტი დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ
ხიბულაში.

1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი


დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით,
ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში.
არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა
მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.
გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის
5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ
იჯერებდა აცხადებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი
ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას
გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის
ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა
განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული
გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში.
გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა
ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს
საქართველოში ჩამოასვენეს.

გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს


მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით.
მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს
ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით: «ჩვენ
ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004
წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის
მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად
სწორი გადაწყვეტილება»

You might also like