აგრარული, ინგლისური-B2, პირველი კურსი, 2023, გაზაფხული (updated)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 13

სილაბუსი

აკ. წელი 2022-2023 სემესტრი II, გაზაფხული

კოდი FLS107013 დასახელება ინგლისური ენა, B2


(Upper-intermediate)

ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი 7 (სულ 210 სთ, აქედან საკონტაქტო


90 სთ: ინტერაქტიული
მეცადინეობა 85 სთ, პროგრეს
ტესტი 1.5 სთ, ლაპარაკის ტესტი 2
სთ, დასკვნითი გამოცდა 1.5 სთ;
დამოუკიდებელი 120 სთ)

ენა ინგლისური აუდიტორია

ლექტორი თამილა გოშაძე ელ. ფოსტა t.goshadze@agruni.edu.ge


ეკა ჩიმაკაძე e.chimakadze@agruni.edu.ge
თამთა ფიფია t.pipia@agruni.edu.ge

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
კურსი ორიენტირებულია ძირითადი ენობრივი საკომუნიკაციო მიმართულებების განვითარებაზე:
• კითხვა. ამ ეტაპზე სტუდენტი კითხულობს სხვადასხვა ფორმატის ინგლისურენოვან საკითხავ
მასალას (სტატია, წერილი, დღიური, მოთხრობა, განცხადება და ა.შ.).
• წერა. სტუდენტი მოცემული ინფორმაციის საფუძველზე წერს სხვადასხვა შინაარსის წერილს,
თხზავს თხრობით ტექსტს, გადმოსცემს საკუთარ მოსაზრებას, ეცნობა წერის ოფიციალურ და
არაოფიციალურ რეგისტრს.
• ლაპარაკი. ინტერაქტიული მეთოდი საშუალებას აძლევს სტუდენტს სიმულაციური სიტუაციების
დახმარებით ისაუბროს სხვადასხვა ყოფით გარემოში, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში,
გამოხატოს საკუთარი შეხედულება.
• მოსმენა. მოსმენის უნარის გასავითარებლად სტუდენტი ისმენს როგორც ცოცხალ მეტყველებას,
ასევე აუდიო ჩანაწერებს. მოსმენის სავარჯიშოები ავითარებს სტუდენტის უნარს ამოიცნოს
კონკრეტული ინფორმაცია და გაიგოს საუბრის ზოგადი შინაარსი ბმულ მეტყველებაში.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია:


• გრამატიკისა და ლექსიკის სწავლებას. კურსი სრულად მოიცავს აღნიშნული დონის შესაბამის
გრამატიკულ და ლექსიკურ მასალას. გრამატიკისა და ლექსიკის სწავლება ინტეგრირებულია
საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების სწავლებასთან.
• უცხო კულტურის ცოდნას. ენობრივი კომპეტენციის პარალელურად, მნიშვნელოვანია სტუდენტს
გამოუმუშავდეს უნარი სწორად აღიქვას სხვა ქვეყნის კულტურა.
• სწავლის სწავლას. სტუდენტი ეცნობა ინგლისური ენის შესწავლის სხვადასხვა გზას და
დამოუკიდებლად მართავს სასწავლო საქმიანობას, თანამშრომლობს ჯგუფელებთან, მოიპოვებს
ინფორმაციას.
My English Lab

კურსს ახლავს ონლაინ სწავლების რესურსი - My English Lab. My English Lab ერთის მხრივ, საშუალებას
აძლევს სტუდენტს იმუშაოს დამოუკიდებლად, გააკეთოს და თავად შეამოწმოს საშინაო დავალება, მეორეს
მხრივ, ეხმარება ლექტორს თვალყური ადევნოს სტუდენტის პროგრესს - ნახოს რა დრო დაუთმო
სტუდენტმა საშინაო დავალების შესრულებას, რა პრობლემები შეექმნა მას დავალების შესრულებისას.

პრერეკვიზიტი
სტუდენტის მიმდინარე ენობრივი დონე უნდა იყოს არა ნაკლებ Intermediate-ისა, (CEFR) B1.
სწავლის მიზნები
სტუდენტის სასტარტო დონე არის Intermediate (B1). კურსის დასასრულს მისი დონე უნდა შეესაბამებოდეს
Upper- Intermediate -ს (B2).
სწავლის შედეგები
კურსის დასასრულს სტუდენტი:

• კითხულობს ავთენტურ ინგლისურენოვან ტექსტს;


• კითხვისას და მოსმენისას ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, იგებს ზოგად შინაარსს,
მოიპოვებს კონკრეტული ინფორმაციას;
• ამოიცნობს უცნობ სიტყვებს და გამოთქმებს სხვადასხვა ვერბალურ კონტექსტში, უსადაგებს მიზანს
შინაარსს;
• წერილობითი და ზეპირი ფორმით გადმოსცეს საკუთარ აზრს;
• აწარმოებს კორესპონდენციას;
• საუბრობს ყოფით თემებზე და მიმდინარე მოვლენებზე;
• მიზნობრივად იყენებს B2 დონისთვის შესაბამის გრამატიკულ სტრუქტურებს, ლექსიკას და
ფუნქციურ ენას;
• საუბრობს ინგლისური ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით და შეუძლია გაბმულად
ლაპარაკი;
• ავითარებს გუნდური მუშაობის და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის
უნარს, არის მეტად თავდაჯერებული;
• გეგმავს, მონიტორინგს უკეთებს, აფასებს საკუთარ ცოდნას, პროგრესს, იაზრებს თუ რა ფაქტორები
უწყობს ან უშლის ხელს მისი სწავლის ეფექტიანობას, განსაზღვრავს საკუთარი სწავლის სტილს.

სწავლების და სწავლის მეთოდები

კურსი შედგება 15 კვირისგან, კვირაში 6 მეცადინეობა, რაც 90 საათს უდრის. მეცადინეობა გრძელდება 1
საათი. მთელი კურსის განმავლობაში ჩატარდება 1 პროგრეს ტესტი და 1 ფინალური ტესტი. პროგრეს ტესტი
დაფუძნებული იქნება განვლილ მასალაზე, ხოლო საბოლოო ტესტი, მთელი კურსის მასალაზე. ტესტის
ხანგრძლივობაა 1.5 საათი. ტესტი ჩატარდება closed book ფორმატით.
კურსის ბოლოს სტუდენტი ასევე აბარებს ლაპარაკის ტესტს.
სტუდენტების შეფასებები აისახება Emis-ის სისტემაში (emis.agruni.edu.ge). მონაცემების განახლება ხდება
შუალედური ტესტის და საბოლოო ტესტის შემდეგ.

შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო.
თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად.
სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური შეფასებისა და
დასკვნითი შეფასებისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ
მათგანში. შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის გადაბარებაზე გასვლის წესი, იხილეთ
ბაკალავრიატის დებულებაში.
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებით. დასკვნითი შეფასება არის
სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად.

შუალედური შეფასება:
1. ჩართულობა 25 ქულა - მინიმალური ზღვარი არის 12.5 ქულა
2. საშინაო დავალება 10 ქულა, პროგრეს ტესტი - 25, ლაპარაკის ტესტი10 ქულა
- ერთობლიობის მინიმალური ზღვარი არის 22.5 ქულა
დასკვნითი შეფასება
30 ქულა - დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 15 ქულა.

შენიშვნა: შუალედური ტესტის აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე ან გაიმეოროს დასკვნითი დავალება (Fx):

• თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ


გადალახა დასკვნითი გამოცდის/დავალების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური
შეფასების შედეგად უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის
შეფასების სისტემის შესაბამისად).
• თუ მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები
და ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის
დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას.
შემთხვევის სირთულის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის
გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა,
უშუალოდ შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია საბაკალავრო
პროგრამის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა
საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასების კომპონენტები

კომპონენტი 1 - საშინაო დავალება 10 ქულა

საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

საშინაო დავალება შეფასდება My English Lab სისტემაში შესრულებული დავალებების მიხედვით.

10-8 ქულა სტუდენტს კურსის მანძილზე გაკეთებული აქვს დავალებების 80%-ზე მეტი, მის მიერ
შესრულებული დავალებების შედეგი 80%-ზე მაღალია. სტუდენტი დროულად აკეთებს საშინაო
დავალებებს და შესრულების ხარისხი მაღალია.

7 – 6 ქულა სტუდენტს კურსის მანძილზე გაკეთებული აქვს დავალებების 60%-80%. მის მიერ
შესრულებული დავალებების შედეგი 60%-ზე მაღალია. შესრულების ხარისხი საშუალოა.

5– 4 ქულა სტუდენტს კურსის მანძილზე გაკეთებული აქვს დავალებების 40%-60%. მის მიერ შესრულებული
დავალებების შედეგი 40%-ზე მაღალია. შესრულების ხარისხი საშუალოზე დაბალია.

3-20 ქულა სტუდენტს კურსის მანძილზე გაკეთებული აქვს დავალებების 40%-ზე ნაკლები, მის მიერ
შესრულებული დავალებების შედეგი 20%-ზე მაღალია. დავალებების შესრულების ხარისხი დაბალია.

1-0 ქულა შესრულებული დავალებების შედეგი 20%-ზე დაბალია, არ აქვს შესრულებული დავალებები ან
არ არის დარეგისტრირებული MyEnglishLab სისტემაში.

კომპონენტი 2 - აქტიურობა 25 ქულა


ინდიკატორები სტუდენტის შეფასებისთვის
• სტუდენტი ინტელექტუალურად ჩართულია მეცადინეობაში
• მონაწილეობს ყველა საკლასო აქტივობაში
• აქვს წიგნი და სამუშაო რვეული
• არ აგვიანებს*
• ხელს არ უშლის მეცადინეობის მიმდინარეობას

შეფასების კრიტერიუმები:
25-20 ქულა - სტუდენტი კოგნიტურად არის ჩართული სასწავლო პროცესში მთელი ლექციის მანძილზე.
ის განსაკუთრებული ინტერესით ასრულებს მაღალი სააზროვნო დონის დავალებებს, ეხმარება ჯგუფის
წევრებს, იღებს საკუთარ თავზე ინიციატივას. დროს ფუჭად არ კარგავს. თანამშრომლობს როგორც
ლექტორთან, ასევე ჯგუფის წევრებთან, იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს. სტუდენტი აანალიზებს
საკუთარ მიღწევებს, სუსტ და ძლიერ მხარეებს, ცდილობს გამოიყენოს სამიზნე ენა.
19- 15 ქულა - სტუდენტი ძირითადად ჩართულია სასწავლო პროცესში, თანამშრომოლობს ჯგუფის
წევრებთან, თუმცა იშვიათად იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე. მეცადინეობის მიმდინარეობისას
ლექტორს უწევს მისთვის ჯგუფში მუშაობის წესების შეხსენება. დავალებების შესრულებისას დროს
ფუჭად არ კარგავს. ცდილობს გამოიყენოს სამიზნე ენა.
14- 10 ქულა - მეცადინეობის მსვლელობისას სტუდენტი მხოლოდ მისთვის ნაკლებად რთულად
შესასრულებელ დავალებებში ერთვება, იშვიათად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და
ლექტორთან. ლექტორს უწევს დამატებითი განმარტებების მიცემა და ჯგუფში მუშაობის წესების
შეხსენება. ჯგუფებში მუშაობისას არ ცდილობს გამოიყენოს სამიზნე ენა.
9-5 ქულა - მეცადინეობის მსვლელობისას, გარკვეულ ეტაპზე, სტუდენტი წყვეტს მუშაობას, პასიურია.
ნაკლები ინტერესით ერთვება ლექტორის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. არ აქვს წიგნი და სამუშო
რვეული, რის გამოც, ვერ ახერხებს ჯგუფში მუშაობას და დავალებების შესრულებას. იშვიათად იყენებს
სამიზნე ენას.
4-0 ქულა - მეცადინეობის მიმდინარეობისას სტუდენტი დაკავებულია არასასწავლო აქტივობებით,
ხელს უშლის ლექციის მიმდინარეობას ან არ ესწრება ლექციას.

*10 წუთით დაგვიანების შემთხვევაში, სტუდენტი დაიშვება ლექციაზე, მაგრამ მას აკლდება ქულები
ჩართულობაში - 16%. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 10 წუთზე მეტი დროით დააგვიანებს, ის არ
დაიშვება ლექციაზე და ჩართულობაში ეწერება 0.

კომპონენტი 3 - 1 შუალედური ტესტი 25 ქულა

ტესტის წერითი ნაწილის შეფასების რუბრიკა:

25-20 ქულა ნაწერი პასუხობს დავალებაში მოცემულ ყველა მოთხოვნას. ნაწერში კარგად ჩანს
საკომუნიკაციო მიზანი. გათვალისწინებულია შესაბამისობა ადრესატს, საკომუნიკაციო მიზანსა და ტექსტს
შორის. სწორად არის შერჩეული რეგისტრი. სათქმელი გასაგებად და თანმიმდევრულადაა გადმოსცემული.
სტუდენტი სწორად იყენებს აბზაცებს და ლოგიკურ კავშირებს. თითოეულ აბზაცს აქვს კონკრეტული
მიზანი. სტუდენტი ეფექტურად იყენებს ნასწავლ გრამატიკულ და ლექსიკურ სტრუქტურებს. შეცდომების
რაოდენობა უმნიშვნელოა.

19-15 ქულა ნაწერი პასუხობს დავალებაში მოცემულ ყველა/თითქმის ყველა მოთხოვნას. ნაწერში ჩანს
საკომუნიკაციო მიზანი. სწორად არის შერჩეული რეგისტრი, თუმცა გვხვდება
ოფიციალური/არაოფიციალური სტილის აღრევის რამდენიმე შემთხვევა. სათქმელი გასაგებად და
თანმიმდევრულადაა გადმოსცემული. სტუდენტი სწორად იყენებს აბზაცებს და ლოგიკურ კავშირებს.
თითოეულ აბზაცს აქვს კონკრეტული მიზანი. სტუდენტი იყენებს ნასწავლ გრამატიკულ და ლექსიკურ
სტრუქტურებს, თუმცა გვაქვს არასწორად გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. გვაქვს შეცდომები
მართლწერაში.

14-10 ქულა ნაწერი ნაწილობრივ პასუხობს დავალებაში მოცემულ მოთხოვნებს. ნაწერში ჩანს
საკომუნიკაციო მიზანი. გვხვდება ოფიციალური/არაოფიციალური სტილის აღრევის შემთხვევები.
სათქმელი ძირითადად გასაგებად არის გადმოცემული. სტუდენტი ზოგ შემთხვევაში არასწორად იყენებს
აბზაცებს და ლოგიკურ კავშირებს. გამოყენებულია მარტივი ლექსიკა და გრამატიკული სტრუქტურები.
ხშირია შეცდომები მართლწერაში.

9-5 ქულა ნაწერი ნაწილობრივ პასუხობს დავალებაში მოცემულ მოთხოვნას. საკომუნიკაციო მიზანი
ბუნდოვანია. არ არის გათვალისწინებული ოფიციალური/არაოფიციალური რეგისტრი. სათქმელი ხშირ
შემთხვევაში გაუგებარია. სტუდენტი არ იყენებს აბზაცებს და ლოგიკურ კავშირებს. გამოყენებულია
მხოლოდ მარტივი ლექსიკა და გრამატიკული სტრუქტურები. ხშირია შეცდომები მართლწერაში.

4-0 ქულა ნაწერი არ პასუხობს დავალებაში მოცემულ მოთხოვნას. ნაწერში არ ჩანს საკომუნიკაციო მიზანი.
არ არის გათვალისწინებული რეგისტრი. სათქმელი გაუგებრად არის გადმოცემული. სტუდენტი არ იყენებს
აბზაცებს და ლოგიკურ კავშირებს. გამოყენებულია მხოლოდ მარტივი ლექსიკა და გრამატიკული
სტრუქტურები. ხშირია შეცდომები მართლწერაში ან ნაწერი არ არის შესრულებული

კომპონენტი 4 - ლაპარაკის ტესტი 10 ქულა


შეფასების რუბრიკა

10-9 ქულა სტუდენტი ლაპარაკობს თავისუფლად, ყოყმანის გარეშე. საუბრისას სტუდენტს მოჰყავს
მაგალითები, დაცულია აზრობრივი თანმიმდევრობა, ეფექტურადაა გამოყენებული ნასწავლი ლექსიკა და
გრამატიკული სტრუქტურები, სწორადაა გამოყენებული წარმოთქმის ელემენტები - ინტონაცია, მახვილი,
ბგერები. შეცდომების რაოდენობა მინიმალურია (1-2)

8-7 ქულა სტუდენტი ლაპარაკობს კარგად, საუბრისას არ კარგავს დროს, მოჰყავს მაგალითები, დაცულია
აზრობრივი თანმიმდევრობა, გამოყენებულია ნასწავლი ლექსიკა და გრამატიკული სტრუქტურები. თუმცა,
გვაქვს არასწორად გამოყენების შემთხვევები (3-6); ძირითადად სწორადაა გამოყენებული წარმოთქმის
ელემენტები - ინტონაცია, მახვილი. ყოყმანის შემთხვევაში, სტუდენტი მიმართავს პერიფრაზირებას.

6-5 ქულა სტუდენტის საუბარი ძირითადად გასაგებია. თუმცა, ზოგ შემთხევაში ის არ განავრცობს საკუთარ
მოსაზრებას, იშვიათად მოჰყავს მაგალითები, იშვიათად იყენებს ნასწავლ ლექსიკას და გრამატიკულ
სტრუქტურებს; ზოგ შემთხვევაში არასწორად იყენებს წარმოთქმის ელემენტებს (ინტონაცია, მახვილი),
ყოყმანის დროს მიმართავს პერიფრაზირებას.

4-3 ქულა სტუდენტი მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლება, არასრულად იყენებს დროს,
დარღვეულია აზრობრივი თანმიმდევრობა, არ იყენებს ნასწავლ ლექსიკას და გრამატიკულ სტრუქტურებს,
გვაქვს მხოლოდ მარტივი ლექსიკა და გრამატიკული სტრუქტურები, ხშირია გრამატიკული და ლექსიკური
შეცდომები. სტუდენტი არასწორად იყენებს წარმოთქმის ელემენტებს (ინტონაცია, მახვილი), ყოყმანის
შემთხვევაში კარგავს დროს.

2-1 ქულა სტუდენტის საუბარი ძირითადად გაუგებარია. ხშირ შემთხვევაში დარღვეულია აზრობრივი
თანმიმდევრობა. სტუდენტი იყენებს არაადეკვატურ ლექსიკას და გრამატიკულ სტრუქტურებს. შეცდომები
იმდენად ხშირია, რომ ის ვერ ახერხებს სათქმელის გადმოცემას, არასწორად იყენებს წარმოთქმის
ელემენტებს, ყოყმანის შემთხვევაში კარგავს დროს.
0 - ქულა სტუდენტი არ აბარებს ლაპარაკის ტესტს

დასკვნითი შეფასება

ფინალური ტესტი 30 ქულა


*იხ ტესტის წერითი ნაწილის შეფასების რუბრიკა , კომპონენტი 3.

შეფასების შკალა:

შეფასება აღწერა პროცენტული ინტერვალი რიცხვითი


ექვივალენტი 4.0
ბალიან შკალაში
(grade points, quality
points)
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
ვერ ჩააბარა
FX 41 – 50 0
(ხელახლა ჩაბარების უფლება)
ჩაიჭრა
F 0 - 40 0
(საგანი ახლიდან შესასწავლი)

აუცილებელი მასალები
Bygrave J. – Roadmap, Level-B2, Pearson, 2021
კალენდარული გეგმა

კურსი მოიცავს 85 ინტერაქტიულ მეცადინეობას (85 სთ), 1 პროგრეს ტესტს (1.5 სთ), ფინალურ
ტესტს (1.5 სთ), ლაპარაკის ტესტს (2 სთ).

კვირა მეცადინ. თემა დავალება


1 ინტერაქტიული Introduction -
მეცადინეობა
ინტერაქტიული
მეცადინეობა Introduction -
ინტერაქტიული Unit 1
მეცადინეობა Grammar/Language MyEnglishLab Unit 1
question forms
Vocabulary
verbs with dependent prepositions
Pronunciation
intonation in formal and informal questions
Speaking Goal
start a conversation and keep it going
ინტერაქტიული Unit 1
მეცადინეობა Talking to strangers MyEnglishLab Unit 1
Grammar/Language
Past simple, past continuous, used to,
would, keep + -ing
Vocabulary
phrases to describe emotions
Pronunciation
n't in natural speech
Speaking Goal
describe an experience and a life lesson
ინტერაქტიული Unit 1 MyEnglishLab Unit 1
მეცადინეობა Grammar/Language
verb + noun collocations
Vocabulary
adjectives of character
ინტერაქტიული Unit 1 MyEnglishLab Unit 1
2 მეცადინეობა Pronunciation
weak your, the, a
Speaking Goal
interview someone about their personality
ინტერაქტიული Unit 1 MyEnglishLab, Unit 1
მეცადინეობა English in action
Grammar/Language
FUNCTION: contribute effectively to a
conversation or discussion
Vocabulary
verbs to describe a healthy lifestyle

ინტერაქტიული Unit 1 MyEnglishLab, Unit 1


მეცადინეობა Pronunciation
word linking
Speaking Goal
contribute effectively to a conversation or
discussion
ინტერაქტიული Roadmap Video MyEnglishLab, Unit 1
მეცადინეობა
ინტერაქტიული 1A. Develop your Listening MyEnglishLab, Unit 1
მეცადინეობა
ინტერაქტიული 1B. Develop your Reading MyEnglishLab, Unit 1
მეცადინეობა
ინტერაქტიული 1C. Develop your Writing MyEnglishLab, Unit 1
3 მეცადინეობა
ინტერაქტიული Unit 2 MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა Grammar/Language
present perfect simple and continuous
Vocabulary
phrases with get
ინტერაქტიული Unit 2 MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა Pronunciation
weak been
Speaking Goal
outline problems with your work
ინტერაქტიული Unit 2 MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა Grammar/Language
the passive
Vocabulary
social action
ინტერაქტიული Unit 2 MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა Pronunciation
weak forms of be
Speaking goal
make recommendations
ინტერაქტიული Unit 2 MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა Grammar/Language
-ing adjectives
Vocabulary
common complaints
ინტერაქტიული Unit 2 MyEnglishLab, Unit 2
4 მეცადინეობა Pronunciation
intonation in phrases with so+ adjective
Speaking goal
respond to complaints
ინტერაქტიული Check and reflect: Units 1 and 2page 20 MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა
ინტერაქტიული 2A. Develop your Reading MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა
ინტერაქტიული 2B. Develop your Writing MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა
ინტერაქტიული 2C. Develop your Listening MyEnglishLab, Unit 2
მეცადინეობა
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა Grammar/Language
past perfect simple and continuous
Vocabulary
memory
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
5 მეცადინეობა Pronunciation
weak forms: had
Speaking goal
narrate a childhood memory
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა Grammar/Language
comparatives and superlatives
Vocabulary
character adjectives
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა Pronunciation
emphasizing a big difference
Speaking goal
express an opinion about rivals
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა Grammar/Language
forming adjectives
Vocabulary
arguments
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა Pronunciation
word stress in adjectives
Speaking goal
summarise an argument
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა English in action
Grammar/Language
FUNCTION: complain and give and
respond to feedback
Vocabulary
adjectives to describe food
ინტერაქტიული Unit 3 MyEnglishLab, Unit 3
6 მეცადინეობა Pronunciation
using intonation to sound polite
Speaking goal
complain and give and respond to feedback
ინტერაქტიული 3A. Develop your Reading MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა
ინტერაქტიული 3B. Develop your Writing MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა
ინტერაქტიული 3C. Develop your Listening MyEnglishLab, Unit 3
მეცადინეობა
ინტერაქტიული Unit 4 MyEnglishLab, Unit 4
მეცადინეობა Grammar/Language
relative clauses
Vocabulary
adjectives to describe things
ინტერაქტიული Pronunciation MyEnglishLab, Unit 4
მეცადინეობა pauses with non-defining relative clauses
Speaking goal
describe a precious possession in details
ინტერაქტიული Unit 4 MyEnglishLab, Unit 4
7 მეცადინეობა Grammar/Language
obligation and prohibition
Vocabulary
job requirements
ინტერაქტიული Unit 4 MyEnglishLab, Unit 4
მეცადინეობა Pronunciation
have and ‘ve
Speaking goal
talk about the requirements of a job
ინტერაქტიული Unit 4 MyEnglishLab, Unit 4
მეცადინეობა Grammar/Language
forming verbs with en
Vocabulary
21st-century words
ინტერაქტიული Unit 4 MyEnglishLab, Unit 4
მეცადინეობა Pronunciation
word stress in verbs with en
Speaking goal
give advice through an informal presentation
ინტერაქტიული 4A. Develop your Reading MyEnglishLab, Unit 4
მეცადინეობა
ინტერაქტიული 4B. Develop your Writing MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა
ინტერაქტიული 4C. Develop your Listening MyEnglishLab, Unit 4
8 მეცადინეობა
ინტერაქტიული Unit 5 MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა Grammar/Language
mistakes in the past
Vocabulary
money phrases
ინტერაქტიული Unit 5 MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა Pronunciation
should have and could have
Speaking goal
have a conversation about spending money
ინტერაქტიული Unit 5 MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა Grammar/Language
quantifiers
Vocabulary
crime (robbery)
ინტერაქტიული Unit 5 MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა Pronunciation
(a) little and (a) few
Speaking goal
talk about quantities
ინტერაქტიული Unit 5 MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა Grammar/Language
adverb + adjective collocations
Vocabulary
money
ინტერაქტიული Unit 5 MyEnglishLab, Unit 5
9 მეცადინეობა Pronunciation
word stress in adverb + adjective
collocations
Speaking goal
summarise a text
ინტერაქტიული Unit 5 MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა Grammar/Language
FUNCTION: deal with and resolve conflicts
Vocabulary
phrases with leave
ინტერაქტიული Pronunciation MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა stress and meaning
Speaking goal
deal with and resolve conflicts
ინტერაქტიული 5A. Develop your Reading MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა
ინტერაქტიული 5A. Develop your Writing MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა
ინტერაქტიული 5B. Develop your Listening MyEnglishLab, Unit 5
მეცადინეობა
პროგრეს ტესტი Progress Test -
10 (თარიღი
შესაძლოა
შეიცვალოს)
ინტერაქტიული Roadmap Video Additional materials
მეცადინეობა
ინტერაქტიული Unit 6 MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა Grammar/Language
verb + -ing and infinitive with to
Vocabulary
common idioms
ინტერაქტიული Unit 6 MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა Pronunciation
sentence stress
Speaking goal
talk about things you love and loathe
ინტერაქტიული Unit 6 MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა Grammar/Language
reported speech
Vocabulary
negotiating
ინტერაქტიული Unit 6 MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა Pronunciation
s and ss
Speaking goal
summarise a negotiation
ინტერაქტიული Unit 6 MyEnglishLab, Unit 6
11 მეცადინეობა Grammar/Language
verb patterns after reporting verbs
Vocabulary
reporting verbs
ინტერაქტიული Unit 6 MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა Pronunciation
word stress in verbs
Speaking goal
paraphrase what someone has said
ინტერაქტიული 6A. Develop your Reading MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა
ინტერაქტიული 6B. Develop your Writing MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა
ინტერაქტიული 6C. Develop your Listening MyEnglishLab, Unit 6
მეცადინეობა
ინტერაქტიული Unit 7 MyEnglishLab, Unit 7
მეცადინეობა Grammar/Language
real conditionals
Vocabulary
social issues
ინტერაქტიული Unit 7 MyEnglishLab, Unit 7
12 მეცადინეობა Pronunciation
schwa sound
Speaking goal
talk about possible consequences of
situations
ინტერაქტიული Roadmap video MyEnglishLab, Unit 7
მეცადინეობა

ინტერაქტიული Unit 7 MyEnglishLab, Unit 7


მეცადინეობა Grammar/Language
introductory It
Vocabulary
personal and professional relationships
ინტერაქტიული Pronunciation MyEnglishLab, Unit 7
მეცადინეობა sentence stress
Speaking Goal
summarise a situation and give opinions
and advice
ინტერაქტიული Unit 7 MyEnglishLab, Unit 7
მეცადინეობა Grammar/Language
FUNCTION: lead a discussion and come to
a decision
Vocabulary
meetings and discussions
ინტერაქტიული Unit 7 MyEnglishLab, Unit 7
მეცადინეობა Pronunciation
linking w and y sounds
Speaking Goal
lead a discussion and come to a decision
ინტერაქტიული 7A. Develop your reading MyEnglishLab, Unit 7
13 მეცადინეობა
ინტერაქტიული 7B. Develop your writing MyEnglishLab, Unit 7
მეცადინეობა
ინტერაქტიული 7C. Develop your listening MyEnglishLab, Unit 7
მეცადინეობა
ინტერაქტიული Unit 8 MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა Grammar/Language
second conditional
Vocabulary
events in films
ინტერაქტიული Unit 8 MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა Pronunciation
linking w sound
Speaking Goal
talk about your favourite film/TV series

ინტერაქტიული Unit 8 MyEnglishLab, Unit 8


მეცადინეობა Grammar/Language
conditionals in the past
Vocabulary
searching and hiding
ინტერაქტიული Unit 8 MyEnglishLab, Unit 9
მეცადინეობა Pronunciation
would have and wouldn’t have
Speaking Goal
talk about other options and outcomes in
14 the past
ინტერაქტიული Unit 8 MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა Grammar/Language
linkers of concession
Vocabulary
visual art
ინტერაქტიული Unit 8 MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა Pronunciation
linkers of concession
Speaking Goal
develop an argument for a class
ინტერაქტიული 8A. Develop your Reading MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა
ინტერაქტიული 8B. Develop your writing MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა
ინტერაქტიული 8C. Develop your listening MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა
15 ინტერაქტიული Roadmap video MyEnglishLab, Unit 8
მეცადინეობა
ინტერაქტიული Revision Revision
მეცადინეობა
ინტერაქტიული Revision Revision
მეცადინეობა
ლაპარაკის Speaking Test -
ტესტი
ლაპარაკის Speaking Test -
ტესტი
ფინალური Final Written test -
ტესტი

დამატებითი მოთხოვნები
1. მეცადინეობის მსვლელობისას აუცილებელ სასუბრო ენად გამოიყენება ინგლისური.
2. სტუდენტმა ლექციაზე თან უნდა იქონიოს წიგნი და სამუშაო რვეული.
3. სტუდენტმა დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, წაიკითხოს ინგლისურენოვანი
ლიტერატურა, უყუროს ინგლისურენოვან ფილმებს, დაამუშაოს აუდიო მასალა.
4. დაუშვებელია სტუდენტის მიერ ლექციაზე მობილური ტელეფონის გამოყენება. მობილური
ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში, სტუდენტის ჩართულობა ფასდება ნულით (არ იგულისხმება
ის შემთხვევა, როდესაც მობილურ ტელეფონს სასწავლო მიზნისთვის ვიყენებთ).

You might also like